#59526736 · 20 Aug 2022, 10:20 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
დაბდების დღე ყოფილა პრაფუპადასი .. საინტერესო გურუ იყო... სამწუხაროდ ვერ დარჩა..გავლენიან სწავლებად, მაინც ერთი ჯგუფის ინტერესად დარჩა..
დასტურ ეს ვიპოვე ნეტში
კრიშნას ცნობიერება“ საქართველოში საქართველოში „კრიშნას ცნობიერების“ ერთგულები პირველად სოხუმში გამოჩნდნენ და გასული საუკუნის 80-იანი წლების დამდეგს ჯგუფი შექმნეს. ინიციატორი და ორგანიზატორი გახლდათ ოთარ ნაჭყებია, რომელსაც ინიციაციის შემდეგ ამბარიშა დასი ეწოდა. მან საკუთარ სახლში კრიშნას ტაძარი გამართა და მოძღვრების აქტიურ ქადაგებას შეუდგა, მაგრამ მის და მისი თანამოაზრეების წინააღმდეგ მალე სისხლის სამართლის საქმე აღიძრა. ისინი გაასამართლეს და დააპატიმრეს. ამიტომ აღნიშნული მოძრაობის ცენტრმა თბილისში გადმოინაცვლა (თუმცა კრიშნას ერთგულები სოხუმში დღესაც იმავე სახლში ცხოვრობენ).
თბილისის ფილიალი - ვედური კულტურის ცენტრი - 1986 წელს შეიქმნა (რეგისტრირებულია 1992 წლიდან). მას აქვს აშრამი (კელიები) ერთგულთათვის და ტაძარი - ძირითადი ღვთისმსახურებისათვის.
თბილისის აშრამი გერმანიის ქალაქ ჰაიდელბერგის კრიშნაიდთა თემის დახმარებით დაფუძნდა და აშენდა. რეგისტრირებულია „ვედური კულტურის ცენტრის“ სახელით.
ეს ორგანიზაცია ყველაზე მრავალრიცხოვანი 90-იანი წლების პირველ ნახევარში იყო (500 ერთგული). ისინი მაშინ, რელიგიურ და საგამომცემლო-ლიტერატურულ საქმიანობასთან ერთად, აქტიურ ქველმოქმედებასაც მისდევდნენ. ხსნიდნენ უფასო სასადილოებს. აფხაზეთში ომის დროს ფრონტის ხაზზე საკვები მიჰქონდათ.
ამჟამად საქართველოს მოქალაქე კრიშნაიდების რიცხვი 200-სს არ აღემატება.
--------------------
თქვენ ფლობთ მრავალგვარ სიმდიდრეს? ნუ დაგავიწყდებათ, რომ საბოლოოდ გექნებათ ბინა - ორი ნაბიჯი სიგანეში და ექვსი-სიგრძეში!, ხოლო ერთი საფლავის ქვა სავსებით საკმარისი იქნება თქვენი დაცვისათვის. წმ. ბასილი დიდი. *** მანანა რატიანი-სვანი..... მომენატრები!
|