არსებითად არასამართლიანად და არასწორად უდგები საკითხს. დავუშვათ არა 100 ასი ათასი ადამიანი მოკლეს იმ დღეს, არამედ 10 ათასი, ან თუნდაც 1000. თუნდაც 10 ათასი რომ ყოფილიყო (ანუ ათჯერ ნაკლები), ამით ის ფაქტი, რომ ქრისტიანობას უამრავი მოქალაქე ემსხვერპლა, ისტორიულ ფაქტს არ შეცვლიდა. ცხადია, ციფრი, რომელიც ცნობილია, გაზვიადებულია. საერთოდაც მანდ ნათქვამია ათთა ბევრთა, და არა კონკრეტული ციფრი. ანუ, დაახლოებით რიცხვზეა საუბარი და არა ზუსტ მონაცემებზე. დღეს რომ რუსთაველზე იკრიბებიან ათობით ათასები, დრონით გადაღებულ კადრებშიც რომ კარგად ჩანს, მაინც ახერხებენ და ამცირებენ ან აზვიადებენ ციფრებს და შენ წარმოიდგინე მაშინ რა იქნებოდა. ხოდა, მთავარი აქ ის კი. არ არის მართლაც 100 ათასი იყო თუ არა, არამედ ის, რომ უბრალოდ იმ პერიოდისთვის ძალიან დიდ რაოდენობაზეა საუბარი. შენ კი აქ დამდგარხარ და ნულებზე მევაჭრები.