Printable Version of Topic
Click here to view this topic in its original format
თბილისის ფორუმი > სამართალი > განცხადება სამსახურიდან წასვლის თაობაზე


Posted by: HAG 1 Jul 2010, 13:12
რა მაინტერესებს, ვგეგმავ სამსახურიდან წასვლას, მწარე გამოცდილებით, როდესაც 1 2 3 წლის წინ წასული თანამშრომლები ჯერ კიდევ უწერიათ პროექტებში, რომლებიც ახლა შეაქვთ, მინდა თავი დავიზღვიო და ჩემი სახელი და გვარი არ გამოვაყენებინო იმისთვის რომ "ჩემი" ხელფასი მშვიდობაში მოიხმარონ


ამიტომ მინდა გავაკეთო ის რაც არ გაუკეთებია აქამდე არავის რატომღაც

მინდა დავწერო განცხადება და ისე წავიდე

პირველ რიგში მაინტერესებს რამე განსაკუთრებული ფორმა თუ აქვს ამ განცხადებას და რა მნიშნვენლობა აქვს წასვლის მიზეზს რომელსაც დავწერ განცხადებაში

მეორე მაინტერესებს რა შემთხვევაში აქვს უფლება არ მომიწეროს ხელი (ხელშეკრულება გაფორმებული არ მაქვს)

და მესამე ეს არის ასოციაცია ცალკე და შ.პ.ს. ცალკე, ორივეზე უნდა დავწერო განცხადება??? იმიტომ რომ შესაძლოა შ.პ.ს.-დან მომიწერონ ხელი, მაგრამ ასოციაციიდან არა და მერე გრანტებში ჩამწერონ, როგორც ხდება უკვე

წინასწარ უღმესი მადლობა დახმარებისთვის sad.gif

Posted by: lucia 1 Jul 2010, 13:22
HAG
ჩვეულებრივ წერ განცხადებას დირექტორის სახელზე შინაარსით "გთხოვთ გამანთავისუფლოთ დაკავებული თანამდებობიდან".

QUOTE
არის ასოციაცია ცალკე და შ.პ.ს. ცალკე,

შენ რომლის თანამშრომლად ითვლები? თუ ორივესი, მაშინ ორივეს სახელზე უნდა დაწერო განცხადება.


არაფერი პრობლემა არაა ამაში და ნუ გგონია რომ პირველი ხარ ვინც ამ განცხადებას წერს gigi.gif take it easay

Posted by: HAG 1 Jul 2010, 13:29
lucia
QUOTE
მაშინ ორივეს სახელზე უნდა დაწერო განცხადება.

ორი ცალი ესე იგი

QUOTE
"გთხოვთ გამანთავისუფლოთ დაკავებული თანამდებობიდან".


მიზეზი აუცილებელი არ არის?

Posted by: baggins 1 Jul 2010, 13:42
QUOTE (HAG @ 1 Jul 2010, 13:29 )


მიზეზი აუცილებელი არ არის?

არა მგონია

!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!

Posted by: lucia 1 Jul 2010, 14:15
HAG
არა არ არის აუცილებელი smile.gif

Posted by: bochola 1 Jul 2010, 15:00
QUOTE
მეორე მაინტერესებს რა შემთხვევაში აქვს უფლება არ მომიწეროს ხელი (ხელშეკრულება გაფორმებული არ მაქვს)

არანაირი უფლება არ აქვს თუ ხელშეკრულება არ გაქვს მითუმეტეს თუმცა რომც გკონდეს დაწერ რომ ჯანმრთელობის გაუარესებსი გამო ან ოჯახური რამე პრობლემების გამო იძულებული ხარ სამსახურიდან წახვიდე

Posted by: Blec 1 Jul 2010, 15:06

.............................هنا هو تمرير

Posted by: HAG 1 Jul 2010, 18:02
გმადლობთ ყველას დახმარებისთვის 2kiss.gif

ბედნიერი ვარ და თავისუფალი bis.gif

Posted by: lucia 1 Jul 2010, 18:10
მომილოცავს და წარმატებებს გისურვებ smile.gif

Posted by: HAG 1 Jul 2010, 18:23
lucia
QUOTE
მომილოცავს და წარმატებებს გისურვებ


მართლა მოსალოცი ამბავია biggrin.gif

Posted by: Martali_Abdulah 2 Jul 2010, 10:48
QUOTE
განცხადება სამსახურიდან წასვლის თაობაზე, ფორმა რამე განსაკუთრებულია?




რაც მე ეგენი მიწერია biggrin.gif

Powered by Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)