forum.ge
reklama
FORUM.GE წესები  · დახმარება  · ძებნა  · წევრები  · კალენდარი  · ჩატი
Pages: (56) « პირველი ... 54 55 [56]   ( გადავიდეთ პირველ წაუკითხავ წერილზე ) გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

> = ახალი წიგნები Vol.2 =, ახლად გამოცემული წიგნები, ანონსები და ა.შ.
4L3X
I'm a supa craze memba!!!


******
ჯგუფი: Members
წერილები: 9916
წევრი No.: 188455
რეგისტრ.: 6-July 14

გამოგზავნილია: 5 Apr 2018, 14:03  #52476521      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
"მსოფლიო კლასიკის" სერიას კიდევ ერთი რომანი შემოუერთდა !

"ორლანდო, რომელიც ახლად დავაჟკაცებული ჭაბუკი გახლდათ, ფლობდა უცნაურ ზემოქმედების ძალას _ აეფორიაქებინა ადამიანების ფანტაზია და ის თვალი მიეპყრო, რომელიც მის ხსოვნას გაცილებით დიდხანს შემოინახავდა ცოცხლად, ვიდრე სხვა, უფრო სიცოცხლისუნარიან თვისებებს შესწევთ უნარი, არ გაქრნენ დროში. ამ იდუმალ გრძნებას სილამაზის, წარმომავლობის და რაღაც, უფრო იშვიათი ნიჭის ერთობლიობა ქმნიდა, რომელსაც შეიძლება ელვარე ხიბლი ვუწოდოთ."

"ორლანდო" სრულიად განსხვავებული სტილისტიკის რომანია, ორიგინალური ფანტასმაგორია, სადაც ავტორი ჟამთააღმწერლად გვევლინება და მსუბუქი ირონიით, ხანაც მძაფრი სატირით ხატავს იშვიათი გარეგნობისა და პოეტური ნიჭით დაჯილდოებული დიდგვაროვანი ინგლისელი ჭაბუკის ზღაპრულ მოგზაურობას საუკუნიდან საუკუნეში, სამყაროდან სამყაროში, მის გარდასახვას მამაკაციდან ქალწულად და შემდეგ შეყვარებულ ქალად...

ვირჯინია ვულფის ამ რომანმა საგრძნობი ზეგავლენა მოახდინა XX საუკუნის ლიტერატურაზე და იგი დღესაც მუდმივი მჯელობის და კვლევის საგანია.

მთარგმნელი: ლელა დუმბაძე

user posted image


--------------------
მოსკოვი უნდა დაეცეს!!!

საზოგადოების სიმწიფე განისაზღვრება იმით, თუ როგორ ექცევა ის, თავის ყველაზე დაუცველ წევრებს

აღთქმულ მიწამდე მხოლოდ თავისუფლებაში დაბადებულები აღწევენ

თანამედროვე კაცობრიობის ორი ყველაზე დიდი საფრთხე, რადიკალური ისლამი და რაშიზმი!!!
ValenTine_Kelly
Disappointed Idealist


******
ჯგუფი: Members
წერილები: 9785
წევრი No.: 113435
რეგისტრ.: 22-February 10

გამოგზავნილია: 6 Apr 2018, 10:50  #52480710      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
QUOTE
კარგ რაღაცეებს რომ პალიტრა თარგმნის გული მიკვდება ხოლმე

+1


--------------------
I will treat you as my leather, and ride you as much as my Harley
4L3X
I'm a supa craze memba!!!


******
ჯგუფი: Members
წერილები: 9916
წევრი No.: 188455
რეგისტრ.: 6-July 14

გამოგზავნილია: 6 Apr 2018, 23:40  #52484481      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
ლიზა ჯენოვას, ბესტსელერი რომანის, „ჯერ კიდევ ელისის“ ავტორის შემდეგი წიგნი "სიყვარულით, ენტონი" არის ისტორია დანაკარგზე, უპირობო სიყვარულისა და ცხოვრების გაგრძელების აუცილებლობაზე.

რომანი ორი ქალის შესახებ მოგვითხრობს, რომელთა ბედისწერა ტრაგედიებმა გადააჯაჭვა ერთმანეთს. ბეთ ელისი, რომელსაც 8 წლის აუტისტი შვილი, ენტონი დაიღუპა და ოლივია დონატელი, რომლის 14-წლიანი ოჯახური ცხოვრება ქმრის ღალატმა გაანადგურა. ორივე ცხოვრების გადააზრებას და ემოციური ჭრილობის მოშუშებას ცდილობს, მათი გზები კი ნანტაკეტში, ზღვის პირას, ცხოვრების გარდამტეხ მომენტში გადაიკვეთება.

ლიზა ჯენოვა თავის პერსონაჟება და მკითხველს უნივერსალურ კითხვას უსვამს: რა უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ საკუთარი თავი სხვებისთვის საჭიროდ ვიგრძნოთ, მივაღწიოთ ბედნიერებას, ვგრძნობდეთ თავს უსაფრთხოდ და ვიცოდეთ, რომ სხვებს ვუყვარვართ?

ამ კითხვაზე პასუხი ენტონიში იმალება. ბიჭში, რომელსაც არ უყვარდა, როდესაც მას ეხებოდნენ, ადამიანებს თვალებში ვერ უყურებდა და სათქმელს სიტყვებით ვერ გამოხატავდა. თავისი მეცნიერული გონებით და ადამიანური გულით, ჯენოვა აღგვიწერს, თუ როგორ აღიქვამდა ენტონი მისთვის ესოდენ უცხო სამყაროს და მიუხედავად თავისი განსხვავებულობისა, რამდენი საერთო ჰქონდა სხვა ადამიანებთან.

"სიყვარულით, ენტონის" ქართულ ენაზე შეძენა მაისში, წიგნის ფესტივალზე იქნება შესაძლებელი.

user posted image
_Pablo_
Blue Label


******
ჯგუფი: Members
წერილები: 6145
წევრი No.: 223985
რეგისტრ.: 15-September 16

გამოგზავნილია: 7 Apr 2018, 00:36  #52484756      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
QUOTE
ორლანდო, რომელიც ახლად დავაჟკაცებული ჭაბუკი გახლდათ, ფლობდა უცნაურ ზემოქმედების ძალას _ აეფორიაქებინა ადამიანების ფანტაზია და ის თვალი მიეპყრო, რომელიც მის ხსოვნას გაცილებით დიდხანს შემოინახავდა ცოცხლად, ვიდრე სხვა, უფრო სიცოცხლისუნარიან თვისებებს შესწევთ უნარი, არ გაქრნენ დროში. ამ იდუმალ გრძნებას სილამაზის, წარმომავლობის და რაღაც, უფრო იშვიათი ნიჭის ერთობლიობა ქმნიდა, რომელსაც შეიძლება ელვარე ხიბლი ვუწოდოთ."

ასეთი რთული და გაუკუღმართებული ტექსტით რატომ უნდა გადმოსცე ასეთი მარტივი აზრი?
ნეტა ორგინალში როგორ არის? მთარგმნელს დავაბრალო ვითომ?


--------------------
ჯერ კიდევ ცოცხალი ვარ!
4L3X
I'm a supa craze memba!!!


******
ჯგუფი: Members
წერილები: 9916
წევრი No.: 188455
რეგისტრ.: 6-July 14

გამოგზავნილია: 10 Apr 2018, 20:38  #52503939      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
გარანსი, სიმონი, ვანსანი და ლოლა - ოთხი ერთმანეთისგან სრულიად განსხვავებული და-ძმა ერთ მშვენიერ დღეს დაუგეგმავად გადაწყვეტს, ყველაფერს გაექცეს. ნათესავის ქორწილიდან ისინი გარბიან შორს ყოფითი პრობლემებისგან, განქორწინებისა და ოჯახური ცხოვრების კრიზისებისგან, ფინანსური სიძნელეებისა და მარტოობისგან და ბავშვობის უკანასკნელ, ულამაზეს დღეს იწყობენ. ეს სწორედ ის დღეა, რომელიც თითოეულის ცხოვრებაში ბევრ რამეს შეცვლის: შორიდან საკუთარ ყოფას სულ სხვანაირად დაინახავენ, ერთად ყოფნა კი ოთხივეს ეხმარება თავების შეცნობაში. ლამაზად გაქცევის წყალობით უამრავ კითხვას უჩნდება პასუხი. ეს დღე მათ მთავარის აღმოჩენაში ეხმარება - რაც არ უნდა მოხდეს, რა შორსაც არ უნდა დასახლდნენ ერთმანეთისგან, ვისთან ყოფნაც არ უნდა აირჩიონ, მათ ერთმანეთი ჰყავთ და ამას ვერაფერი შეცვლის.

ანა გავალდას რომანის L'echappee belle ქართულ ენაზე შეძენა მაისში, წიგნის ფესტივალი იქნება შესაძლებელი.

user posted image
4L3X
I'm a supa craze memba!!!


******
ჯგუფი: Members
წერილები: 9916
წევრი No.: 188455
რეგისტრ.: 6-July 14

გამოგზავნილია: 12 Apr 2018, 20:31  #52519608      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
ღამის ცირკი წარმოდგენებს გაუფრთხილებლად მართავს. მისი განრიგი არავინ იცის. ის უბრალოდ იქ ჩნდება, სადაც წინა დღეს არაფერი იყო. ცირკის შავ-თეთრი კარვების მიღმა მაგიური სანახაობა იმალება, რომელიც იღბლიან სტუმარს ცხოვრების ბოლომდე დაამახსოვრდება. ცირკი შუაღამისას იხსნება და განთიადის დადგომასთან ერთად უჩინარდება, რათა მეცხრამეტე საუკუნის მონოტონური ცხოვრება, ეგზოტიკური ფერებითა და თვალწარმტაცი ილუზიებით, ახლა უკვე სამყაროს სხვა ნაწილში გაახალისოს.

თუმცა ამ ღამეული წარმოდგენების უკან ბევრად მისტიკური და საშიში მიზეზები იმალება, ვიდრე ხალხის გართობის სურვილია. ღამის ცირკში ორ ჯადოქარს შორის მიმდინარე საუკუნოვანი ორთაბრძოლის კულმინაცია უნდა გაიმართოს, რომლებიც ერთმანეთს თავიანთი მოსწავლეების მეშვეობით დაუპირისპირდებიან. სელიასა და მარკოს ბედისწერა წინასწარაა განსაზღვრული - ორიდან ერთი უნდა მოკვდეს. მხოლოდ ასე დასრულდება ჯადოქრების პაექრობა და მხოლოდ ასე დაუმტკიცებს ერთი მეორეს თავის სიმართლეს.

ერინ მორგენშტერნის სადებიუტო რომანი Nigh Circus ნიუ იორკ ტაიმსის ბესტსელერია. 2012 წელს ავტორმა ამერიკის ბიბლიოთეკათა ასოციაციის ჯილდო მიიღო. ამავე წელს მას საუკეთესო სადებიუტო რომანისთვის ლოკუსის პრემია გადაეცა.

წიგნის ქართულ ენაზე შეძენა მაისში, წიგნის ფესტივალზე იქნება შესაძლებელი.

user posted image
4L3X
I'm a supa craze memba!!!


******
ჯგუფი: Members
წერილები: 9916
წევრი No.: 188455
რეგისტრ.: 6-July 14

გამოგზავნილია: 17 Apr 2018, 20:46  #52550482      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
ზეფირი, ალაბამა მაგიური ადგილია. აქ შეძენილ მეგობრებს ცხოვრების ბოლომდე არ დაივიწყებ, აქაური მდინარე უამრავ საიდუმლოს მალავს, ტყეში გადაშენებული არსებები ხეტიალობენ, ქალაქის ერთ-ერთი ღირსშესანიშნაობა კი მაიმუნია, სახელად ლუციფერი. ფანტასტიკური და უცნაური ამბების ეს არასრული სია წარმოდგენას შეგიქმნით იმ ჯადოსნურ ბავშვობაზე, რომელიც წიგნის მთავარმა პერსონაჟმა, კორი მაკენონმა, 60-იანი წლების ამერიკის სამხრეთში გაატარა.

კორისა და მამამისის იდილიური სამყარო მას შემდეგ დგება თავდაყირა, რაც ისინი წამებით მოკლული ადამიანის ცხედარს აღმოაჩენენ. სიკვდილთან საზარელი შეჯახება კორის მამას გონებას აურევს, რის შემდეგაც მას უცნაური ხილვები დაეწყება. საიდუმლო მკვლელის ძიებაში კორი ქალაქის ისტორიის ბნელ მხარეს უნდა დაუპირისპირდეს, ამ პროცესში კი საკუთარი თავი აღმოაჩინოს და ბიჭიდან კაცად გარდაიქმნას.

„Boys Life“ არის ისტორია ამერიკულ სამხრეთზე, რასიზმზე, ტრადიციებზე, ბავშვობაზე, უმანკოებაზე, ცრურწმენებსა და რეალობაზე. კრიტიკოსების აზრით, ჰარპერ ლის შემდეგ ამერიკული სამხრეთის ასეთი ავთენტური სახე ლიტერატურაში არავის შეუქმნია.

1991 წელს წიგნის ავტორმა, კორი მაკამონმა ბრემ სტოკერის ჯილდო მიიღო საუკეთესო რომანისთვის. 1992 წელს კი World Fantasy Award გამარჯვებული გახდა იგივე კატეგორიაში.

წიგნის ქართულ ენაზე შეძენა მაისში, წიგნის ფესტივალზე იქნება შესაძლებელი.

user posted image
MITIATO
დეპრესიული ოპტიმისტი


******
ჯგუფი: Members
წერილები: 8989
წევრი No.: 111500
რეგისტრ.: 5-February 10

გამოგზავნილია: 18 Apr 2018, 10:08  #52552797      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
user posted image

"...და როცა მიხვდნენ, რომ საფრთხე ემუქრებოდათ, ხომალდში ჩასხდნენ და სხვა პლანეტისკენ აიღეს გეზი...
შორეული მომავლის სურათი საკმაოდ შთამბეჭდავია - გალაქტიკაში დიდი ცვლილებებია. მთავრობები ემხობა, ახალი მმართველები მოდიან. მთავარი საფრთხე, კოსმოსს რომ ემუქრება, ზეინტელექტია - ძალა, რომელიც წარსულში განადგურდა, მაგრამ გადარჩა მისი ასლი და ახლა, განახლებული, ისევ ბობოქრობს. სწორედ ამიტომ ადამიანთა ჯგუფი გადაწყვეტს, თავს გაქცევით უშველოს. ექსტრემალური დაშვება ხორციელდება ძაღლისებური არსებებით დასახლებულ პლანეტაზე. ეს არსებები ელემენტებისგან შედგებიან და გონიერნი არიან, მაგრამ მათი გონი მხოლოდ მაშინ მუშაობს, როცა ყველა ელემენტი ერთადაა და ხროვაში ერთიანდება.
• ახალ პლანეტაზე მოსული ადამიანები - დედა, მამა და ორი შვილი - დიდი განსაცდელის წინაშე აღმოჩნდებიან. მაგრამ დარჩათ კი გასაქცევი? არსებობს კი ადგილი გალაქტიკაში, სადაც უსაფრთხოდ იგრძნობენ თავს?"

მთარგმნელი: არჩილ რაჭველი
გვერდები: 776
ყდა: მაგარი
ფასი: 26,95 ლ


--------------------
"როდესაც მოიჭრება უკანასკნელი ხე,
როცა მოიწამლება უკანასკნელი მდინარე,
როცა დაჭერილი იქნება უკანასკნელი ჩიტი,
თქვენ მიხვდებით, რომ ფული არ იჭმება.”
senpai
хранитель слов


*******
ჯგუფი: Members
წერილები: 10178
წევრი No.: 107164
რეგისტრ.: 10-December 09

გამოგზავნილია: 18 Apr 2018, 18:23  #52555434      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
ახალ წიგნზე უკეთესი ინფო გავრცელდა ცოტახნის წინ bis.gif

საქართველოს მიშელ უელბეკი და ერლენდ ლუ ეწვევიან

მიშელ უელბეკი საქართველოში 23 ივნისს თავის ფრანგ გამომცემელთან ერთად ჩამოდის. ვიზიტის ფარგლებში ის ერთ დიდ შეხვედრას გამართავს მკითხველთან რუსთაველის თეატრში, მეორე შეხვედრაზე კი არჩილ ქიქოძესთან, მედეა მეტრეველსა და იურგენ ბოსთან ერთად ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე საპატიო სტუმრის როლზე, გამოწვევებსა და მნიშვნელობაზე ისაუბრებს.

http://liberali.ge/news/view/35890/maissa-...nd-lu-etsvevian

4L3X
I'm a supa craze memba!!!


******
ჯგუფი: Members
წერილები: 9916
წევრი No.: 188455
რეგისტრ.: 6-July 14

გამოგზავნილია: 18 Apr 2018, 20:40  #52556004      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
ჯო აბერკრომბის "პირველი კანონის" ტრილოგიის მესამე წიგნის შეძენა მაისში, წიგნის ფესტივალზე იქნება შესაძლებელი.

ისტორია დასასრულს უახლოვდება. ლოგენს კიდევ შემორჩა ძალა უკანასკნელი ბრძოლისთვის. ჩრდილოეთი ომის ალშია გახვეული. ცხრათითას სამშობლო უხმობს, სადაც ის თავის ძველ მეგობარსა და მთავარ მტერს უნდა დაუპირისპირდეს.

ინკვიზიტორ გლოკტას ბრძოლა სხვა ფრონტზე აქვს გაჩაღებული. ბრძოლა, სადაც დაცული არავინაა და ნდობას არავინ იმსახურებს. მისი ფარიკაობის დღეები წარსულს ჩაჰბარდა. მისთვის, საბედნიეროდ, შანტაჟი, მუქარა და წამება არანაკლებ ეფექტური იარაღია.

ჯეზალ დან ლუთარმა სამხედრო ცხოვრებასა და დიდების მოპოვების მცდელობას საყვარელ ქალთან ცხოვრება არჩია. თუმცა პირად ცხოვრებაშიც არანაკლები რისკია, დიდების ძახილი კი ზურგიდან მაშინ მოგეპარება, როცა ყველაზე ნაკლებად ელი.

სანამ კავშირის მეფეთ-მეფე მომაკვდავი იმყოფება, გლეხები აჯანყებებს აწყობენ, დიდგვაროვნები კი მისი ადგილის დაკავებისთვის იბრძვიან. ომის აჩრდილი კავშირის შუაგულში გამოჩნდა. უპირველესი მაგებს შორის, როგორც ყოველთვის, სამყაროს გადარჩენას გეგმავს, მაგრამ რისკი დიდია. იმაზე საშინელი რისკი კი არ არსებობს, ვიდრე პირველი კანონის დარღვევაა.

user posted image
Joiner
Mars' sole survivor


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 3104
წევრი No.: 171605
რეგისტრ.: 10-August 13

გამოგზავნილია: 19 Apr 2018, 16:12  #52560438      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
user posted image
უილიამ ფოლკნერის რომანი „ველური პალმები“ იმ სიყვარულის ამბავია, რომლის გადასარჩენადაც გმირები დამყაყებული ყოფიდან თავის დაღწევას ლამობენ. თუმცა, ბედისწერას ვერც ისინი გაურბიან – ამავე წიგნის ორი სხვა პერსონაჟის მსგავსად, რომელთაც ერთმანეთთან ერთი საგანგებო გარემოება დროებით აკავშირებს...

ამ ორი წყვილის თავგადასავალი პარალელურად ვითარდება, რაღაცით ჰგავს ერთიმეორეს და თან სრულიად განსხვავდება კიდეც. და მაინც, ორივე შემთხვევაში იკვეთება დანაშაულისა და სასჯელის თემა. რის იმედადღა შეიძლება იყოს გარდაუვალთან პირისპირ დარჩენილი ადამიანი? ისევ და ისევ – გაძლების, სულის სიმტკიცის შენარჩუნების, როგორც ეს საერთოდ სჩვევიათ ხოლმე ფოლკნერის გმირებს...

ინგლისურიდან თარგმნა ზაზა ჭილაძემ.

მალე – წიგნის მაღაზიებში!


--------------------
It's not the answers that matter, it's the questions.
John-obi
Super Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 733
წევრი No.: 213013
რეგისტრ.: 20-January 16

გამოგზავნილია: 19 Apr 2018, 19:31  #52561484      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
ყდის დიზაინებს რატომ აღარ დებს ბათუმი?


--------------------
სტივი უანდერი, ელვის პრესლი - ეს გუშინდელი დღეა, დღეს რეპი, ჰიპ-ჰოპი...

https://www.youtube.com/watch?v=wTZDkJ0Rs2U
dionise12
Member


***
ჯგუფი: Registered
წერილები: 77
წევრი No.: 172315
რეგისტრ.: 26-August 13

გამოგზავნილია: 19 Apr 2018, 20:04  #52561644      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
John-obi
როგორც ვიცი ჯერ არ აქვთ დასრულებული, ფესტივალამდე დადებენ.
4L3X
I'm a supa craze memba!!!


******
ჯგუფი: Members
წერილები: 9916
წევრი No.: 188455
რეგისტრ.: 6-July 14

გამოგზავნილია: 20 Apr 2018, 14:26  #52565703      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
„მსოფლიო კლასიკას“ სულ მალე „ძმები კარამაზოვები“ შემოუერთდება!

„მე მგონი, ახლა იმოდენა ძალა მაქვს, ყველაფერს ვძლევ, ყოველგვარ ტანჯვას, ოღონდ ჩემ თავს ყოველ წუთში ვეუბნებოდე: მე ვარსებობ! უამრავ სატანჯველში – ვარსებობ, წამებისგან მოკრუნჩხული – მაგრამ ვარსებობ! გოდოლში ვზივარ, მაგრამ ვარსებობ, მზეს ვხედავ, ხოლო თუ მზეს ვერ ვხედავ, ხომ ვიცი, რომ არის. ხოლო თუ იცი, რომ მზე არის – ეს მთელი სიცოცხლეა.“

ესაა წიგნი სამი ძმის, სამი კარამაზოვის შესახებ, თუმცა, მათი ცხოვრების მიღმა სხვების უამრავ ცხოვრებისეულ კითხვაზეც იმალება პასუხი.

მთარგმნელი: გივი კიკილაშვილი
რედაქტორი: ნათია ნაფოტვარიძე
ყდის დიზაინერი: თამაზ ვარვარიძე
დიზაინერი: ია მახათაძე
ტექნიკური დიზაინერი თინათინ ბერბერაშვილი

user posted image
4L3X
I'm a supa craze memba!!!


******
ჯგუფი: Members
წერილები: 9916
წევრი No.: 188455
რეგისტრ.: 6-July 14

გამოგზავნილია: 21 Apr 2018, 15:55  #52572225      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
აი ამ წიგნს დიდი ხანია ველი!!!

იტალო კალვინოს "თუ ზამთრის ღამით მოგზაური" "ლიტერატურული ოდისეის" სერიას ძალიან მალე შემოუერთდება!

პოსტმოდერნული რომანი. ჰიპერრომანი. მეტარომანი. ათასნაირად მოინათლა კალვინოს ეს წიგნი გამოსვლისთანავე. მკითხველი მინიშნებას, დახმარებას, ინტერპრეტაციის გასაღებს, მწერლის განზრახვას ეძებს ამ წიგნში, გზას, რომელსაც დაადგება, ამბავს, რომელსაც დაამთავრებს. ცდილობს, გაუმკლავდეს ამ უცნაურ ენობრივ და სტილისტიკურ თამაშს, გამოაღწიოს დაწყებული, ერთმანეთში გადამავალი და უკვალოდ გამქრალი ამბების ხლართიდან, არ შეეგუოს აზრს, რომ მის ცნობისმოყვარეობას დაკმაყოფილება არ უწერია. და ბოლოს, როცა წიგნს ხურავს, ხვდება, რომ იმ გზის გასავლელად, იმ წრედის შესაკრავად სულაც არ ყოფილა აუცილებელი ამბის დასრულება. მეტიც: ისიც კი არ ყოფილა აუცილებელი, ამბავს დასასრული ჰქონოდა.

მთარგმნელი: ხათუნა ცხადაძე
რედაქტორი: ანა ჭაბაშვილი
დიზაინერი და ყდის ილუსტრატორი: ნათია კვარაცხელია
ტექნიკური დიზაინერი: გიორგი ლომსაძე

user posted image
1 წევრი ათვალიერებს ამ თემას (1 სტუმარი და 0 უჩინარი წევრი)
0 წევრი:
Topic Options Pages: (56) « პირველი ... 54 55 [56]  გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

 



ფორუმის სერვერების განთავსებას და ინტერნეტთან კავშირს უზრუნველყოფს: CLOUD9
[ Script Execution time: 0.0564 ]   [ 12 queries used ]   [ GZIP Disabled ]