კაროჩე მაქ სცენარი რა,ღადაობის პონტში))
(სერიოზულად არ მიიღოთ,უბრალოდ ხუმრობით ვწერ)
(არ გაბედოთ გადაღება)
ფილმი სახელწოდებით "ტირანოზავრი ჩემს კოშმარებში"
კაროჩე ფილმი იწყება იმით,რო მთავარ გმირს ეღვიძება ღამე,ოფლშია გახვითქული და აზრზე არაა რა კოშმარი ნახა ღამე.თავი დადო ისევ,მოხუჭა თვალები და დაძინება სცადა,მაგრამ ცოტა ხანში ისევ ისე გაეღვიძა.ერთი ათჯერ მაინც გაეღვიძა ეგრე,კინაღამ გაგიჟდა,ისეთი შეგრძნება ჰქონდა,თითქოს ეს ღამე უსასრულოდ გრძელდებოდა და არასოდეს არ დამთავრდებოდა.უსასრულო ღამე და უსასრულო კოშმარები.
მაგრამ ერთხელაც გათენდა და თვალების გახელისას მთავარ გმირს გაღებული ფანჯრიდან მცირე მზე შეეგება.ადგა,წამოიწია,თავზე მოისვა ხელი და საშინლად ტკიოდა.ადგა და არაყი გადაჰკრა.სმა არ უყვარს,ასე რომ,ცოტა ხანში უნიტაზს ჩამხობილი აღმოჩნდა.
ბოლობოლო მოწესრიგდა,ერთი პური გაღეჭა და გარეთ გავიდა.მარტო ცხოვრობდა,წყნარი უბანი იყო,ასე ვთქვათ,უკაცრიელი.დადის ტიპი ქუჩებში და მიტასაობს თავისთვის.ხალხი ესალმება,ზოგი ხელს ართმევს,მეზობლები,მაღაზიის გამყიდველები.ამ სცენებიდან ვხვდებით რომ მთავარი გმირი არც ბომჟია და არც ლოთი,კარგი ტიპია რადგანაც თბილად ხვდება ხალხი.აქ ჩნდება ინტრიგა,რა ჯანდაბა დაემართა წინა ღამით.
კვირადღე იყო,ამიტომაც სამსახურში არ წასულა(მთელი ფილმი ერთი დღის განმავლობაში ხდება).ამის შესახებ ერთ-ერთმა გამყიდველმა უთხრა,დღეს ისვენებ და რის გაკეთებას აპირებო და ტიპმა არ ვიციო.
გზას აგრძელებს,გაივლის პარკებს,სასაფლაოებს,ტბას.
ჩამოჯდება ტბასთან და უყურებს,თან ნაყიდ "ნაბეღლავს" მოიყუდებს.თავს მიადეს მის ზურგს უკან ხეს და თვალებს მოხუჭავს,ჩაფიქრდება.და აქ იქნება ფლეშბეკი:
კაროჩე იხსენებს პირველ დღეს,როგორ დაიწყო სამსახური მორგში,ყველა უნივერსიტეტიდან გამოაგდეს,მშობლების სახლიდან წამოვიდა და სხვა ქალაქში ცხოვრობს ამჟამად,ვერსად ვერ იშოვა სამსახური რა,ჰოდა ერთადერთი ეს სამსახური იშოვა,ნორმალურად უხდიდნენ და ასე თუ ისე,მაგ სამსახურში არავის ევასებოდა აფიშრება და რამე,ამიტომაც შეეძლო მშვიდად ემუშავა,სახლშიც გაეგზავნა ფული და მშვიდად ეცხოვრა.ყველაზე უცნაური კი ის არის,რომ მთავარი გმირის ამ სამსახურის შესახებ იცოდნენ მცხოვრებლებმა,მაგრამ არ ეუბნებოდნენ პირისპირ (ამას ვხვდებით ერთი სცენიდან,ტიპი შორს მიდის და იქვე მაღაზიასთან,მის ზურგს უკან,ჩურჩულებენ ამ თემაზე).მისი ძირითადი საქმიანობა უპატრონო მიცვალებულების დასაფლავება იყო.მორგი პოლიციასთან იყო კავშირში და ხანდახან უპატრონოები მოჰყავდათ,ეს კი მარხავდა.
ჰოდა მოკლედ,ამ ფლეშბეკის დასაწყისში ეს ინფორმაცია მოიხაზება მოკლედ,ტიპს გააცნობს იქვე მომუშავე სიტუაციას და ეს ტიპიც იწყებს მუშაობას.ჰოდა თავისთვის თანამშრომლების ოთახში ზის ეს ტიპი და კაროჩე მოიყვანენ საკაცით უზარმაზარ ტიპს.უზარმაზარ გორას,აწონეს და სადღაც 300 კილოგრამი გამოდგა,თანამშრომლები შოკირებული იყვნენ,ზოგი ღადაობდა,ზოგი ხმას არ იღებდა,ზოგი სერიოზულად ციფრებით და ტერმინებით საუბრობდა (ამ სცენით მოქმედებაში ვხსნით პერსონაჟების არკებს,მათ ხასიათებს ვეცნობით)-მთავარი გმირი ჯერ მხოლოდ აკვირდება.ჰოდა როცა გაუხსნეს ამ ტიპს ტანსაცმელი,ტიპები გამოქლიავდნენ: მუცლის ზემოდან,მთლიან სიგრძეზე,ამ მიცვალებულს უზარმაზარი ტირანოზავრის ტატუ ჰქონდა.თან ისეთ პოზაში აი,როგორც სპილბერგის ერთ ფილმში,რასაც ირონიულად აღნიშნავს ხუმარა როჟა,მაგრამ სერიოზული როჟა წაუთაქებს.ბოლობოლო იზამენ თავის საქმეს და ჩვენს მთავარ გმირთან ერთად წავლენ დასამარხად.უპატრონო აღმოჩნდა.
ჰოდა მოკლედ მორჩებიან ამ საქმეს,ღამე,იქვე იქნება სცენა,ზოგი მშრომელია და ამოთხრაში მაგრად მუშაობდა,ზოგი იქვე მიჯდა და არყის სმა დაიწყო,ზოგმა სხვა რამეში გამოავლინა თავისი ხასიათი.მთავარი გმირიც ამოთხრაში ეხმარებოდა.საბოლოოდ მორჩნენ,ხელები გადაიბანეს და არაყის გადაკვრა მოუნდათ,მაგრამ იმ ტიპს დაცლილი ჰქონდა ნახევრამდე და ერთი ყლუპი შეხვდა ყველას.მოკლედ დაიშალნენ და წამოვიდნენ.იმ ღამეს ითოვა.
მთავარი გმირი უკვე ახლანდელ დროში ახელს თვალებს და მოიფშვნიტავს.არ იცის,რატომ აეკვიატა ეს ტირანოზავრი,თვალების მოფშვნიტვისას იტყვის კიდეც "დებილი ტირანოზავრი".ადგება და წავა სახლში,ტბის ლამაზი კადრი,მზე ჩადის,დიდხანს არ ვაჩერებთ კამერას.
შემდეგი სცენა მთავარი გმირი ისევ ღამეში წამოწვება და დაძინებას ცდილობს.მაგრამ მოხუჭავს თვალებს თუ არა,ეგრევე ტირანოზავრის ხახა ელანდება.წამოჯდება და ასე წამომჯდარს კამერა შორდება,მთელს ღამეს ფიქრში გაატარებს.
მეორე დღით მოდის ისევ უძინარი და ეკითხებიან რა გჭირსო,ყველა თავის საქმეს აკეთებს.ტიპი ამ შეკითხვას ყურადღებას არ მიაქცევს და გაიხედავს ოთახის ბოლოსკენ,სადაც ხუმარა "სათამაშოების ისტორიას" უყურებს,იმ მომენტზე,სადაც სათამაშო ტირანოზავრი დახტის და მივა ეს ტიპი და გათიშეო ეუბნება.ხუმარა წაუხუმრებს,მაგრამ ტიპი წაეტანება ღილაკს,ხუმარა დაქაცავს მაგრამ უეცრად ტიპი ტემპში აგრძელებს და მთელი ძალით მისცხებს წიხლებს ტელევიზორს,ეხლა ყველა გააშველებს,დააშოშმინებს,რა ხდება ხო არ გამოქლიავდიო.ბოლობოლო დაჯდება და მოუყვება ყველაფერს.
არ მძინავსო და ეს დებილი ტირანოზავრი მელანდებაო.ხუმარა ტრადიციულად დასცინებს,სერიოზული ტიპი(თავმოტვლეპილი გერმანელი) არაფერს ეტყვის,მეცნიერა კი დაუწყებს,სტრესის ბრალიაო,ესაო ისაო და ასეთი სამსახური გვაქ,გვესმის შენიო,ამიტომაც დღეს,სამსახურის მერე გაჩვენებთ როგორ ვუმკლავდებით ამ სტრესსო და ტიპმაც ბაზარი არააო.
ტაიმლაპსი,მორჩება სამსახური,გამოდიან და იმ სერიოზულის მანქანაში ჩაჯდებიან და მიდიან,გზაზე ხუმრობენ.შავი იუმორი და რამე,ადეკვატურობის ფარგლებში.ჰოდა ტიპები მიდიან მიაქროლებენ მუსიკა და რამე და უცებ ბაააახ!
ვიღაცა გაიტანეს.
ტიპები გამოქლიავდნენ,მანქანა გააჩერეს რამდენიმე მეტრის იქით,რამდენიმე წამე ყველა გაქვავებულია,არც კი ინძრევიან დაზაფრუობისგან,ბოლოს სერიოზული ნერწყვს გადაყლაპავს და კარის სახელურს დასწვდება.გადავა მანქანიდან,დანარჩენები შეხედავენ ერთმანეთს და ეგენიც გადავლენ.თავზე დააჩერდებიან.ვიღაც ტიპია რა,ჩვეულებრივი ჩაცმულობით,არაბუნებრივ პოზაში აგდია.ჩვენი მთავარი გმირი ტრადიციულად შორს დგას და ხელებჩამოშვებული გასწორებული და ოფლიანი სახით.ბოლობოლო უსიტყვოდ გადახედავენ ერთმანეთს და მანქანის საბარგულისკენ წაათრევენ,ხელს მოჰკიდებენ და ისე.ჩვენი მთავარი გმირი მანქანას მოშორდება(კამერის აქცენტი მასზე,ამ წათრევების ფონზე,თან ერთი-ორი ჩაილაპარაკებს "რა სველია ეს ტიპი,ბლეტ" "სველი კანი აქვს") და კიბორჩხალასმაგვარი ტრაექტორიით გვერდზე გაიწევა,შორიდან დადგება.უცებ,ამ გვამის შიშველ მუცელს დაინახავს(იღლიაში უკიდათ და ისე აწიეს,ამიტომაც გამოუჩნდა მუცელი) და გახევდება.მუცელზე ფარნის შუქზე(ქუჩის ფარანი) ნათლად ჩანდა რაღაც შავი ტატუ.შეუძახა ბიჭებს და მივარდა,მუცელი გამოიჩინა და გახევდა.მუცელზე ამ ტიპს ზუსტად ისეთი ტირანოზავრი ეხატა,როგორიც იმ მსუქანას.
მთელი საზოგადოება უბრალოდ გამოქლიავდა ამ ახალი აღმოჩენისგან,ხუმარამ პირიც კი გააღო რამის წასახუმრებლად,მაგრამ ხმა ვერ ამოიღო და ეგრევე მოკუმა პირი.მთავარი გმირი,ჩვენი ტიპი ამბობს. "ეს რაღაც შემთხვევითობა არ არის."
სერიოზული ამბობს : "პოლიციას დავურეკოთ"
ხუმარა ამბობს: "დარეკვით დარეკვას ყოველთვის მოასწრებ,მაგრამ მემგონი ჩვენი გმირი არ დაგვეთანხმება" - მართლაც,ყველა შეხედავს ჩვენ ტიპს და ტიპი კანკალებს და თვალები მთვარეებივით დაუმრგვალდა.საბოლოოდ ტიპი დგება,მობრუნდება ამათკენ,და ასე ეტყვის:
მაგარი მონოლოგი:
"მე მთელი ცხოვრება *ლე ვიყავი.ჩემნაირი ტიპი ან ნარკომანი ხდება,ან იმ სამსახურში ხვდება,სადაც ახლა ვართ.მემგონი თქვენც არ ჰგავხართ კარგი ცხოვრებისგან გამოქცეულ სასტავს.ყველას გაქვთ რაღაც საიდუმლო,რის გამოც ამ სამსახურში მოგიწიათ მოსვლამ.ჩვენ სიცოცხლის ბოლომდე უბედური ცხოვრება გველის,მოსაწყენი რუტინა და უაზრო ყოფა.მაგრამ ახლა არა.ახლა არა.ახლა ისეთი მომენტია ჩემს ცხოვრებაში,რომელსაც დიდი ხანია ველოდი.არავინ არ იცის რისთვის ვართ დაბადებულები,არავინ არ იცის რას უნდა მოველოდეთ ცხოვრებისგან.მაგრამ ის კი ვიცი,რომ ეს ცხოვრება რაღაცას მოელის ჩვენგან.ასეთ სიტუაციებში ადამიანის ხასიათი,პიროვნება,ადამიანობა გადის გამოცდას და ან გაიმარჯვებ და ანდა მოკვდები.
აქ რაღაც ისე არ არის!(ფრაზას გაიმეორებს)
არც ერთი საღად მოაზროვნე ადამიანი ამ სისულელეს მუცელზე არ დაიხატებს.თან ორი ადამიანი,ერთი მსუქანი და მეორე გამხდარი...
არა...
ეს უბრალო დამთხვევა არ არის...
(მიბრუნდება ფიქრობს ბოლთას სცემს ჩერდება შეხედავს)
გინდათ რომ დამეხმაროთ?"
(ტიპები შეიშმუშნებიან)
თქვენ წამომიყვანეთ,მითხარით რომ ჩემი დახმარება გსურდათ,თუ გულწრფელები იყავით,მაშინ ნამდვილად გააკეთებთ იმას,რაც მართლა დამეხმარება.
რას იტყვით?
(ბიჭებმა ერთმანეთს გადახედეს.ბოლოს ხუმარამ თავი გაიქექა და თქვა)
"იცი რას გეტყვი,-ჯიგარჯან,-მაგარი მოწყენილი ვარ და შენ მართალი ხარ,ყველას გვაქვს რაღაც საიდუმლო,მაგრამ ეს შენ არ გეხება.შენი საიდუმლო კი ჩვენ არ გვეხება.მთავარი კი ისაა,რომ-მაგარი მოსაწყენი ცხოვრება გვაქვს და თუ შენი დახმარება რაღაც მხიარულებას,რაღაც ხალისს,რაღაც ახალს მაინც შემოიტანს ჩვენს ცხოვრებაში,ჩვენ მხოლოდ მივესალმებით ამას.თან პლუს შენც დაგეხმარებით."
ჩვენი ტიპი ცოტა ხანი ღიმილით უყურებს თანამშრომლების სიფათებს.მერე დოინჯს მოიყრის,საერთო კადრი მათზე და იტყვის:
"ისე,ეხლა ვიღაცამ რო შემოგვხედოს,მაგარი დებილები ვეგონებით არა?"
რაზეც ხუმარა მიუგებს:
"დებილი აქ შენ ხარ,ჩვენ დაზარალებულები ვართ და ეს კიდე (სერიოზულზე ანიშნებს) კაცის მკვლელი გახდა და ალბათ გაისროკება.ჩვენ კი არ ჩავუშვებთ,მაგრამ ეგ ისეთი ტიპია რო ხვალვე თავისი ფეხით მივა პოლიციაში. თუ რათქმაუნდა,რაიმე სასწაული არ მოხდა"
გიაღიმებს.ტიპები შეიშმუშნებიან,ცალკე კადრები თითოეულზე და თითოეულის რეაქციაზე სახის,ტემპში - საბოლოოდ კადრი ჩვენს ტიპზე,მხრებს აიჩეჩავს და თავს დახრის
და ამ დროს
ბააააახ!
მკვდარი როჟა ცოცხლდება და პისტოლეტს დააძრობს,ჩვენს მთავარ გმირს დაჭირს,მერე დანარჩენებისკენ მიაბრუნებს ლულას,ზოგი მოასწრებს მანქანის უკან გადაფოფხებას მკვირცხალდ,მაგრამ მიცვალებული ორჯერ მაინც გაისვრის და კოჭლობით გადავა გზიდან,ტყეში შეიმალება "სირბილით"
გამოვარდება ყველა და ჩვენს მთავარ ტიპს დააცქერდებიან,მივარდებიან.ტიპს მარცხენა მხარის ზედა ნაწილი,კანი აქვს გაკაწრული და ოდნავ მოსდის სისხლი,მაგრამ შოკშია.მეცნიერა მოჰკიდებს სახეში ხელს და გამოაცოცხლებს,მერე ცხვირსახოცით გადაუხვევს ჭრილობას,საბარგულიდან აფთიაქს გადმოიტანს,დაამუშავსებს.ამ დროს დანარჩენები საუბრობენ გამალებულნი:
ხუმარა: "ეს რა იყო ბლეტ???"
სერიოზული: "პოლიციაში დავრეკოთ მაგის დედაც"
ხუმარა: "კარგად ხარ ბიჭო?"
მეცნიერა ამთავრებს გადახვევას,მოჰკიდებს ხელს და როგორ ხარო?
ჩვენი ტიპი თავს დაუქნევს,მერე კი მიცვალებულის გაქცევის მიმართულებით გაიხედავს.ხუმარა უკმაყოფილოდ გააქნევს თავს.
"არაა.იმედია ყველა ერთ აზრზე არა ვართ"
გადახედავენ ერთმანეთს და ჩაჯდებიან მანქანაში.მკვირცხლად ერთი მანტიროვკას დააძრობს,მეორე ბეისბოლის ბიტას და გაეკიდებიან ტყეში გაქცეულს.
მისდევენ,მირბის.ორ გასროლა კიდევ.მაინც მისდევენ
ტყე მთავრდება,მეორე ქუჩაზე გამოვლენ უკვე - ჰოდა ჩვენი გმირები ჯერ ტყეში არიან,მირბიან,სტედიკამით გადაღებაა და დაინახავენ რომ ტყიდან გზაზე გამოქცეულ გვამს პოლიციის მანქანა გაიტანს.ტიპები ეგრევე ჩერდებიან და იქვე ბუჩქებს მოეფარებიან,როგორც ფროდო და ჰობიტები.
ხედავენ რომ პოლიციის მანქანის ფარების შუქზე ორი სილუეტი გამოვა,პოლიციელებისა,ჰოდა მივლენ ჩაიმუხლებენ და უცებ ორი გასროლის ხმა გაისმება,ორივე პოლიციელი ეცემა,ჩვენი "გვამი" კი დგება,კოჭლობით ჩაჯდება მანქანაში დაქოქავს და წავა.
ჩვენი მთავარი გმირები კი ძალიან მხიარულად არიან.ან არა.
მანქანაში დავბრუნდეთო,ჩაჯდებიან და ჯერ არ დაძრავენ.როგორც კი ჩაჯდებიან,აღელვებული ჩვენი ტიპი იტყვის:
"უნდა დავიჭიროთ!"
ხუმარა: "რაა გაგიჟდიი?"
მეცნიერა: "არა,ყველანი მოვკვდებით" და თვალებს მილულავს.
სერიოზული დუმს.
ჩვენი ტიპი: "ახლა თუ მაგ ტიპს დავიჭერთ,ჩვენი ცხოვრება აღარ იქნება ძველებური! თანაც -(სერიოზულისკენ გადაიწევს)- შენც აღარ შეგაწუხებს დანაშაულის გრძნობა,ორი კაცის მკვლელს თავის ადგილს მიუჩენ და სინდისიც სუფთა გექნება!
ჰა?!
რას იტყვით?
შიშით აღსავსე სახეები
უცებ კადრი სერიოზულზე,საჭეს მუშტს დაარტყამს და "ერთხელ ვცხოვრობთ მაგის დედაც!" და ეგრევე ღრჭიალით დაძრავს მანქანას,ყველა ზოგი რას მოეჭიდება ზოგი რას,მანქანა ღმუილით გავარდება:
სერიოზული: "ამ გზებს ვიცნობ,თუ ჩემი გათვლები სწორია,ცოტა ხანში დავინახავთ!"
და ატარებს მოხვეული გზებით,ყველა ხან რას გაჰყვირის,ხან რას.და უეცრად გავარდებიან შოსეზე და გვერდულათ შეეჯახებიან ჩვენს პოლიციის მანქანას
კადრი იმ ტიპზე მოიხედავს და ამათ იცნობს,ესენიც იცნობენ და ატყდება თავაწყვეტილი დოღი ცარიელ გზებზე.თან ღამე.
ერთმანეთს ეჯახებიან,მანქანებით ჩინჩლავენ ერთმანეთს,მეტალის და ყვირილების ხმები ერთმანეთში ირევა,მთისკენ ავლენ,ის ცუდი ტიპი ლამის უფსკრულში გადაჩეხავს ამათ,მაგრამ გადარჩებიან და ისევ აგრძელებენ ჩინჩლაობას.
უცებ ხუმარა პირჯვარს გადაიწერს და დაიყვირებს,ერთხელ ვცხოვრობთ მაგის დედაცო და სახურავზე გადავა,ზემოდან მოექცევა და პოლიციის მანქანისკენ გადახტება და მის სახურავზე აღმოჩნდება!(მაგრამ ისმის გასროლის ხმა)
უცებ ის ტიპი,როდესაც ახლოს არიან მანქანები,გაისვრის და ტყვია ჩვენს სერიოზულს მოხვდება გვერდში,მთავარი გმირი საჭეს დასწვდება და მეორე ხელით ჭრილობის შეკავებას ცდილობს,სერიოზული გონზეა და თვითონაც იფარებს ჭრილობაზე ხელს,მაგრამ საჭის მართვაში ჩვენი მთავარი გმირი ეხმარება.
მეცნიერა კივილს იწყებს,როგორც "მეხუთე ელემენტში" როა შავკანიანი წამყვანი,ისე და მთელი სცენა პირს არ მოხურავს.
ხოლო ხუმარა კი დანას დააძრობს და პოლიციის მანქანის სახურავის დაჩეხვას დაიწყებს(ძველი ტიპის პოლიციის მანქანაა,პატარა ციცქნა შუქურები რო აქვთ მძღოლის მხარეს)
ჩაჭრის სახურავს ჩავარდება შიგნით და საჭეს მოაბრუნებს
საერთო კადრი,პოლიციის მანქანა მოსრიალდება და კლდის ფერდობს მიეჯახება.დანარჩენი გმირებიც ჩერდებიან,მანქანიდან გადმოვლენ(დაჟე სერიოზულიც გადმოვა,დიდი ზომის ტანი აქვს და უკვე დაწყნარებული მეცნიერა ეხმარება სიარულში)
მანქანისკენ მიირბენენ და ხედავენ,რომ მანქანის წინ ის ტიპი კბილების კრეჭით პირქვე წევს,იქვე პისტოლეტიც აგდია,ხოლო ჩვენი ხუმარა კი ზურგზე აზის და იკრიჭება.
ჩვენი ტიპი მივა და ეუბნება,კარგად ხარო?
ხუმარა: "კარგადა ვარ,ნახე რა ტახტი დავითრიე!" და თავში წაუთაქებს გვამს
მთავარი გმირი ამოისუნთქავს,პაუზა და სერიოზული ტიპი იტყვის:
"ახლა შეიძლება პოლიციაში დავრეკოო?"
ხუმარა შეხედავს მერე მთავარ გმირს შეხედავს და ახუევში თვალებით ამბობს:
"იცი რა,შევცდი,მარტო შენ კი არა ესეც დებილი ყოფილა"
ამაზე რატომღაც სიცილი მცირედით წასკდება მთავარ გმირს,ცოტას მეცნიერაც გაიცინებს და უცებ ყველა ხარხარს დაიწყებს.
შემდეგი სცენები უკვე სტანდარტულია.
პოლიციელები მოვიდნენ,ამათ მოუარეს,სასწრაფოს მანქანებით წაიყვანეს ყველა.
შემდეგ სასამართლოს სხდომის მცირე კადრი.ესენი გაათავისუფლეს და გამოვიდნენ გარეთ.(სხდომაზე თქვეს,რომ პოლიციელების დაჭრის გამო გამოკეტეს ეს ტიპი,სერიოზულს კი აპატიეს)
ეხუმრებიან ერთმანეთს ჯიგრები
უცებ მათ წინ გაჩერდება შავი ლიმუზინი,კარი გაიღება და შავსათვალიანი ტიპი გადმოვა,უკანა კარებს გააღებს და დადგება იქვე,ამათკენ მოიხედავს და ხელით ანიშნებს.
ტიპები ერთმანეთს გადახედავენ,ჩავჯდეთო? და ჩავჯდეთო ხუმარამ,რას გვიზამენ მარტო ხო არა ხარ,ოთხნი ვართო)
ჩაჯდებიან და იქ მინისტრი დახვდებათ,რომელიც ჯერ გამომცდელი თვალებით შეხედავს მათ და იკითხავს,თუ რატომ გაეკიდნენ იმ ტიპს და რატომ არ შეატყობინეს პოლიციას ეგრევე.ყველაზე წინ ჩვენმა მთავარმა გმირმა ამოიღო ხმა და ყველაფერი მოყვა ტირანოზავრზე.მინისტრმა ხმა არ ამოიღო და მთელი გზა ჩუმად იარეს.არც ჩვენს მთავარ გმირებს ჰქონდათ კითხვების დასმის სურვილი.
საბოლოოდ მივიდნენ იმ ადგილას,სადაც ჩვენმა მთავარმა გმირებმა მსუქანა დამარხეს.იქ უკვე იყო შავსათვალიანი სასტავი,კუბოც ამოეთხარათ.ჩვენი გმირები მინისტრმა მიიყვანა თავახდილ კუბოსთან და ჩაახედა.
შიგნით გამხდარი კაცი იწვა,ტირანოზავრის ტატუთი.რატომღაც წელსქვევით სისხლიანი.ჩვენი გმირები გაოგნდნენ,თქმა რათ უნდა.
მაგრამ ყველაფერი ჯერ მხოლოდ წინ იყო...
უცებ კიდევ ერთი მანქანა გაჩერდა,საიდანაც თავზე ტომრიანი ტიპი გადმოიყვანეს,შორს,ჩანდა რომ ხელბორკილები ეკეთა და მოხსნეს ტომარა.
ეს ის ცუდი ტიპი იყო,რომელსაც ჩვენი გმირები მთელი ღამე დასდევდნენ.მან ჩვენი გმირებისკენ მოიხედა და უცებ სახეზე ღიმილი დაეხატა,თან ფართო,ისეთი,როგორც ტირანოზავრმა იცის,ფართოდ გაღებული ხახით.
ჩვენი გმირები დაზაფრულები უყურებენ.
მინისტრი მათ შორის ჩადგა და ანიშნა,მანქანაში ჩაჯექითო.არაფერი გემუქრებათ,ნუ გეშინიათ,აქვე გესროდით თქვენი მოკვლა რო მსურდესო.
ტიპებიც ჩაჯდებიან.
და მინისტრიც ჩაჯდება.
ჰოდა მოყვება მოკლედ...ორმა ნაძირალამ,რომელთაც ტატუები ჰქონდათ მუცლებზე,მისი 8 წლის გოგო გააუპატიურეს და ტყავი გააძრეს.მინისტრს კი სახლთან ცოცხალმკვდარი დაუგდეს.მინისტრმა კი როცა ნახა მისი ტანჯვა,ეგრევე ტყვია დაახალა შუბლში,რადგან აღარ უნდოდა რომ ამ გოგოს ტანჯვაში ეცხოვრა.
ტანჯული ცხოვრებისგან იხსნა.ხოველ შემთხვევაში,თვითონ ასე ეგონა.
ცოლიც გაშორდა,თვითონ მინისტრიც ჩაიკეტა და დიდი ხნის ძებნის შემდეგ მოძებნა ეგ ნაძირალები,მაგრამ უბრალოდ მოკვლა არ იყო საკმარისი.ორივე დაიჭირა.
ერთი მოწამლა,მეორე კი გათიშა და იმ პირველის მუცელში ჩატენა,უკანალი გაუხსნა და ისე.თანაც საკუთარი ხელით.
(ამიტომაც იწონიდა არანორმალურად ბევრს...არანორმალურად გაბერილი)
(ამ ყველაფრის მოყოლისას მინისტრის სახეს ვუყურებთ და მთავარი გმირის რეაქციებს)
მინისტრმა საბოლოოდ შეხედა ამ ბიჭებს და უთხრა,რომ მათ მიმართ არანაირი პრეტენზია არ ჰქონდა.უთხრა,რომ გამოაცხადებდა,თითქოსდა სასამართლოდან გაიქცა პატიმარი და უგზოუკვლოდ დაიკარგა,ხოლო ჩვენს გმირებს კი ნამდვილ გმირებად გამოაცხადებდნენ,რომელთაც საკუთარი ძალებით დაამარცხეს კრიმინალი და ფულად ჯილდოსაც მიიღებდნენ.
საბოლოოდ მინისტრი იტყვის ასეთ რამეს:
"ჩვენი სამყარო ბევრი სიბინძურით და საშინელებითაა გაძეძგილი.ჩვენ ორ სამყაროში ვცხოვრობთ,-"სისხლის" და "უმანკოების".თქვენ მხოლოდ ცალი თვალით იხილეთ "სისხლის" სამყარო,მაგრამ ამ სამყაროში თქვენი ადგილი არაა.ფული აიღეთ და თქვენს სამყაროში დაბრუნდით"
და ჩამოსვავს.
ყველაფერი მართლაც ასე მოხდება.(ეს პარალელური მონტაჟით,თან კი შემდეგი სცენები იქნება)
ერთხელაც გზაზე მიდიან და ჩვენი მთავარი გმირი კითხულობს,ისე,სხვათაშორის,სად გინდოდათ ჩემი წაყვანა იმ ღამესო?
ღიმილით გადახედავენ ერთმანეთს
ჰოდა წაიყვანენ სტრიპტიზ-ბარში,იქ ჩვენს მთავარ გმირს სტრიპტიზიორი შეუყვარდება,ცოლად მოიყვანს და ფილმიც მთავრდება,ყველამ აღებული ფულით თავისი ცხოვრება მოიწყო,თავისი წილი ბედნიერება ნახა.
ბლეტ.
p.s. 37 და 5 მაქვს სიცხე,ეხლა წამალი დავლიე და ხვალ დილას ჯანმრთელი რომ გავიღვიძებ,მაგრად შემრცხვება ამ ყველაფრის,მაგრამ არაუშავს,ერთხელ ვცხოვრობთ მაგის რჯული ჰა