Printable Version of Topic
Click here to view this topic in its original format
თბილისის ფორუმი > ჯანმრთელობა და მედიცინა > მარილების დაგროვება


Posted by: Tikk 29 Apr 2008, 20:09
არ ვიცი სამედიცინო ენაზე ასევე ჰქვია თუ არა, მაგრამ ჩემს ახლობელს აწუხებს მარილგროვები სახსრებში და მოძრაობა უჭირს ძალიან. ასწავლეს რაღაცა მცენარეული, ხალხური საშუალებები, მაგრამ არაფერი შველის. არსებობს რამე პრეპარატი ამის სამკურნალოდ?

Posted by: nato18 4 May 2008, 15:27
Tikkმასაჟები გაიკეთოს აუცილებლად სამკურნალოა

Posted by: Tikk 4 May 2008, 15:44
nato18
ეგ ჰო, მაგრამ არ არსებობს რამე პრეპარატიც? sad.gif

Posted by: texasuri jleta benzoxerxit 4 May 2008, 22:37
ოსტეოქონდროზი ქვია.და "მარილების დაგროვება"არასქორი დეფინიციაა.
ოსტეოქონდროზს არაფერი არ შველის.ვარჟიშები,მასაჟები,ბრტყელ,მაგარ საწო;ზე ძილი(სასურველია უბალიშოდ)...
ქირურგიულ კორექციასაც აკეთებენ.ვინ სად არ ვიცი

Posted by: Tikk 5 May 2008, 00:00
texasuri jleta benzoxerxit
QUOTE
ოსტეოქონდროზი ქვია.და "მარილების დაგროვება"არასქორი დეფინიციაა

სხვა რამე რომ ერქმეოდა სამედიცინო ენაზე, დარწმუნებული ვიყავი, მაგრამ ოსტეოქონდროზი მე ხერხემლის დაავადება მეგონა... rolleyes.gif

Posted by: texasuri jleta benzoxerxit 5 May 2008, 00:15
სახსრებში "მარილები"...მაშინ ართროზი

Posted by: Tikk 5 May 2008, 01:34
texasuri jleta benzoxerxit
QUOTE
სახსრებში "მარილები"...მაშინ ართროზი

ალბათ, იმიტომ რომ ხერხემალიც აწუხებს და სახსრებიც. ართროზსაც მასაჟები და ვარჯიშები უნდა? სხვა არაფერი კურნავს?

Posted by: რუსთაველი 5 May 2008, 12:42
Tikk
ე.წ. "მარილების დაგროვება" არ იკურნება, და არაფერი არ შველის (პრეპარატებს ვგულისხმობ), რაც ტკივილს შეუმსუბუქებს და უკეთესად იგრძნობ თავს ესაა მასაჯი და ვარჯიში smile.gif

Posted by: n_j 9 May 2008, 14:09
ასეთი თემა ვერ ვნახე, ამიტომ ვხსნი(იყო ტემა საკვებ მარილზე)

მარილების დაგროვების დროს რომელ ექიმს უნდა მივმართოთ?
ან რ იწვევს ამ დაავადებას საერთოდ და როგორ შეიზლება გავიწმინდოთ თირკმელები და საერთოდ ორგანიზმი მარილებისგან, გამიგია ბრინჯით მკურნალობა მაგრამ ზუსტად არ ვიცი როგორ უნდა
* * *
ნუთუ ეს პრობლემა არავის აწუხებს აქ?

ან არანაირი მეთოდი არ იცით არავინ? rolleyes.gif

Posted by: miqstura 14 May 2008, 23:37
არასწორადაა დასმული საკითხი. მარილების დაგროვება თირკმლებში არ არსებობს და შესაბამისად არც მკურნალობა sad.gif

Posted by: texasuri jleta benzoxerxit 14 May 2008, 23:57
QUOTE (n_j @ 9 May 2008, 14:09 )
ასეთი თემა ვერ ვნახე, ამიტომ ვხსნი(იყო ტემა საკვებ მარილზე)

მარილების დაგროვების დროს რომელ ექიმს უნდა მივმართოთ?
ან რ იწვევს ამ დაავადებას საერთოდ და როგორ შეიზლება გავიწმინდოთ თირკმელები და საერთოდ ორგანიზმი მარილებისგან, გამიგია ბრინჯით მკურნალობა მაგრამ ზუსტად არ ვიცი როგორ უნდა
* * *
ნუთუ ეს პრობლემა არავის აწუხებს აქ?

ან არანაირი მეთოდი არ იცით არავინ? rolleyes.gif

გააჩნია რა წარმოშობისაა კენჭი.ლითოტრიფსიით კენჭებს შლიან.თუ მორეციდივეა,აუცილებელია ჰიპერპარათირეოზის გამორიცხვა(ანუ ენდორკინოლოგთან ვიზიტი),შარDმჟავაა სისხლში და შარდში სანახავი...
ნუ პირველ რიგში უროლოგს მიმართე.კენჭები იწვევენ ქრონიკულ პიელონეფრიტს,არტეროულ ჰიპ[ერტენზიას,თირკმლის ქრონიკულ(და თუ დაახშო შარდსაწვეთი მწვავე)უკმარისობას

Posted by: sexi-bicola 15 May 2008, 00:03
მე მაწუხებს

მოკლედ ექიმა მიტხრა არაფერი არ გიშველის თუ დრეში 2 ლიტრა სიტხე არ მიიღეო
კიდე ხორცსი ნახარში არ შეიძლება ყავა და შოკოლადი
წამლებმა მიშველა მაგრამ არ გმიწმინდ ათირკმელები ხოდა ეხლა მინდა ფიტოტერაფია ვცადო

Posted by: texasuri jleta benzoxerxit 15 May 2008, 00:18
ვერც ფიტოთერაპია გიშველის...smile.gif შარდმჟავა გაქვს მომატებული?რომელი შენებისაა კენჭები იცი? ლითოტრიფსიას არ ექვემდებარება?

Posted by: sexi-bicola 15 May 2008, 01:01
texasuri jleta benzoxerxit
კენჭი არა მაქვს მარილები მაქვს და ქვიშაო
აუ რა ტკივილი იცის კენჭს რაღა გაუძლებს

Posted by: texasuri jleta benzoxerxit 15 May 2008, 01:16
QUOTE (sexi-bicola @ 15 May 2008, 01:01 )
texasuri jleta benzoxerxit
კენჭი არა მაქვს მარილები მაქვს და ქვიშაო
აუ რა ტკივილი იცის კენჭს რაღა გაუძლებს

ხო,საშინელი ტკივილი აქვს+გულისრევა. გქონია უკვე?

Posted by: n_j 15 May 2008, 15:20
miqstura
QUOTE
არასწორადაა დასმული საკითხი. მარილების დაგროვება თირკმლებში არ არსებობს და შესაბამისად არც მკურნალობა

როგორ არ არსებობს, მე მქონდა, ეხლაც ჩემი ოჯახის ერთ წევრს აღმოაჩნდა, წელი სტკიოდა ძალიან და ეხოც გადაიღო, შარდის ანალიზიც გაიკეთა და აღმოაჩნდა მარილები

მე რამდენიმე წლის წინ ვმკურნალობდი ამაზე, ნახალოვკაში მიმასწავლეს ვინმე ბურდილაძე, მგონი სააკძის ქუჩაზე იყო, აღარ მახსოვს ზუსტად, თავის დამძადებული მცენარეული წამლებით მკურნალობდა მარილებს , საზიზღარი დასალევი იყო მაგრამ კი მიშველა
მეტი არაფერი მახსოვს ამ კაცის, მრტო გვარი და უბანი, შეიზლება ვინმეს გაუგია?

Posted by: miqstura 15 May 2008, 16:15
QUOTE (n_j @ 15 May 2008, 15:20 )

როგორ არ არსებობს, მე მქონდა, ეხლაც ჩემი ოჯახის ერთ წევრს აღმოაჩნდა, წელი სტკიოდა ძალიან და ეხოც გადაიღო, შარდის ანალიზიც გაიკეთა და აღმოაჩნდა მარილები

მე რამდენიმე წლის წინ ვმკურნალობდი ამაზე, ნახალოვკაში მიმასწავლეს ვინმე ბურდილაძე, მგონი სააკძის ქუჩაზე იყო, აღარ მახსოვს ზუსტად, თავის დამძადებული მცენარეული წამლებით მკურნალობდა მარილებს , საზიზღარი დასალევი იყო მაგრამ კი მიშველა
მეტი არაფერი მახსოვს ამ კაცის, მრტო გვარი და უბანი, შეიზლება ვინმეს გაუგია?

დამიჯერე, ძალიან გთხოვ, რომ "თირკმლებში მარილები" არ არსებობს. თუ ვინმე ექიმი გეუბნება მსგავს დიაგნოზს, ავტომატურად ჩათვალე, რომ შარლატანია ან უბრალოდ ძალიან შორსაა მედიცინისგან.
ანალოგიურად ექოსკოპისტი, რომელიც ამბობს, რომ "მარილები გაქვს", ცოტა რბილად რომ ვთქვათ დაბალკვალიფიციურია.
თირკმელში შეიძლება არსებობდეს კენჭი. გავრცელებული აზრი, რომ არსებობს "მარილები", როგორც კენჭის შედარებით მსუბუქი ალტერნატივა, არის სრული აბსურდი.
ანალოგიურად - "მარილები შარდში". შარდი წარმოადგენს ხსნარს, რომელშიც უამრავი ნივთიერებაა გახსნილი, მათ შორის სხვადასხვა მარილები. აქედან გამომდინარე დიაგნოზი "მარილები შარდში" არ არსებობს. შეიძლება იყოს ამა თუ იმ კომპონენტის (კალც, ოქსალატაი, შარდმჟავა და სხვ.) გაძლიერებული გამოყოფა შარდით, მაგრამ მაგის რეალურად შესაფასებლად უნდა მოხდეს 24 საათის განმავლობაში შარდის შეგროვება და იქ განსაზღვრა. ერთჯერად შარდში მომატებულ კონცენტრაციას არ აქვს დიაგნოსტიკური ღირებულება.
შემიძლია ეხლავე ჩამოგიწერო მარტივი ალგორითმი, თუ რა უნდა გააკეთო თანმიმდევრულად.

Posted by: n_j 16 May 2008, 20:45
miqstura
QUOTE
შემიძლია ეხლავე ჩამოგიწერო მარტივი ალგორითმი, თუ რა უნდა გააკეთო თანმიმდევრულად

სიამოვნებით მივიღებ რჩევებს
მე ნამდვილად არ ვარ კომპეტენტური ამ საკითხში და იმიტომ გავხსენი ეს თემა რომ მოვისმინო რჩევები მათგან ვინც მეტი იცის

და სახსრებში რომ უგროვდებათ მარილები(ისევ მარილები wink.gif ) უფრო მოხუცებზე მინახავს , ეგ რაღაა?
ეს მარილების დაგროვება უფრო ხალხური ტერმინია,სამედიცინო ენაზე ალბათ სხვა რამე ქვია

Posted by: miqstura 17 May 2008, 00:49
QUOTE (n_j @ 16 May 2008, 20:45 )
miqstura
QUOTE
შემიძლია ეხლავე ჩამოგიწერო მარტივი ალგორითმი, თუ რა უნდა გააკეთო თანმიმდევრულად

სიამოვნებით მივიღებ რჩევებს
მე ნამდვილად არ ვარ კომპეტენტური ამ საკითხში და იმიტომ გავხსენი ეს თემა რომ მოვისმინო რჩევები მათგან ვინც მეტი იცის

და სახსრებში რომ უგროვდებათ მარილები(ისევ მარილები wink.gif ) უფრო მოხუცებზე მინახავს , ეგ რაღაა?
ეს მარილების დაგროვება უფრო ხალხური ტერმინია,სამედიცინო ენაზე ალბათ სხვა რამე ქვია

კი ბატონო smile.gif
დავიწყოთ მოხუცების სახსრებში მარილების დაგროვებიდან smile.gif აქ სავარაუდოდ იგულისხმება ოსტეოართროზი ან პოდაგრა. პოდაგრა შეიძლება გარკვეულწილად "მარილის დაგროვებად" შეფასდეს, რადგან ამ შემთხვევაში ხდება შარდმჟავას კრისტალების სახსრებსი დაგროვება.
გადავიდეთ თირკმლებზე. პრაქტიკულად რა უნდა ქნას ადამიანმა, რომელსაც ეჭვი აქვს, რომ "რაღაც" აქვს თირკმლებში. ვიწყებთ თირკმლების ექოსკოპიით. გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს კვალიფიციურად გაკეთებულ ექოს. მინიშნება - თუ გეუბნებიან დასკვნას "მარილები" ან რამე მსგავსი, ე.ი. არაკვალიფიციურია. უნდა ეწეროს კონკრეტულად - თირკმლის ზომა, პარენქიმის ზონა, და რაიმე პათოლოგიის არსებობა-არარსებობა. სამწუხაროდ, მიუხედავად იმისა, რომ თირკმლების ექოსკოპია ჩემი წარმოდგენით საკმაოდ მარტივია, თბილისში ექოსკოპისტების უმრავლესობა ძალიან არაკვალიფიციურ დასკვნებს წერს (ცნობილი ცენტრებშიც კი).
მოკლედ, გაიკეთე ექო და აღმოჩნდა, რომ არ გაქვს გადახრა - თავისუფალი ხარ smile.gif თუ გაქვს პათოლოგია (ამ შემთხვევაში კენჭზე ვსაუბრობთ), მიდიხარ და იღებ ე.წ. "მიმოხილვით რენტგენოგრაფიას". თუ ეგ კენჭი გამოჩნდა რენტგენზე, ე.ი. არის "რეტგენოპოზიტიური", ხოლო თუ რენტგნემა არ აჩვენა - "რენტგენონეგატიური".
"რენტგენონეგატიური" კენჭი (ანუ კენჭი, რომელიც ჩანს ექოზე და არ ჩანს რენტგენზე) ყველზე ხშირად შარდმჟავას ნაერთს წარმოადგენს, რომლის დაშლაც პრინციში მედიკამენტურად შესაძლებელია. ამისთვის საჭიროა შარდი ყიოს მუდმუვიად გატუტოვნებული. მარტივად ყიდულობ ბლემარინს, (რაც დაახლოებით იგივეა, რაც სოდა), რომელსაც მოყვება ტესტერები და ინსტრუქცია, მისდევ ინსტრუქციას (ადვილი გასაგებია და აქ აღარ დავწერ). ერთ თვეში იმერორებ ექოს, და ნახულობ რა მოუვიდა შენ კენჭს. კენჭის სრულ გაქრობამდე აგრძელებ ბლემარინს, მომავალშიც ეცადე, სვა ბევრი სითხე, მათ შორის ტუტოვანი.
"რენტგეონპოზოიტური" (ჩანს როგორც ექოზე, ასევე რენტგენზე) კენჭის დაშლის ალბათობა ძალიან მცირეა. თუ ბევრი ფული გაქვს, შეგიძლია გაიკეთო ლითოტრიფსია (დაშლა ექოტალღებით), თუ არა, დაელოდო მოვლენების განვითარებას smile.gif
გარდა აღწერილისა, არის სხვა ნიუანსებიც (იწვევს თუ არა კენჭი შარდის დინების შეფერხებას, რა ქიმიური შემადგენლობისაა, რა ტიპის ნივთიერებათა ცვლის დარღევა შეიძლება ედოს საფუძვლად მის გაჩენას და ა.შ.), რასაც ალბტ აქ არ ავღწერ, რადგანს შეიძლება ძაან გაართულოს. ტუ ვინმეს უფრო ღამად დააინტერესბს, მერე დავწერ smile.gif


Posted by: n_j 17 May 2008, 12:10
miqstura
გმადლობ რომ ამდენი დაწერე და არ დაგეზარა

ეს ყველაფერი ჭირს ჩემს ძმას, კენჭი არა აქვს, წელი სტკივა ხშირად და თირკმელებზე გადაიღო ეხო, შარდის ანალიზიც

ურჩიეს უმარილო ბრინჯით რაღაც კურსის ჩატარება, დაფნის ნახარშის დალევა(საზიზღარი გემოსია) და ა.შ.

Posted by: miqstura 18 May 2008, 01:02
QUOTE (n_j @ 17 May 2008, 12:10 )
miqstura
გმადლობ რომ ამდენი დაწერე და არ დაგეზარა

ეს ყველაფერი ჭირს ჩემს ძმას, კენჭი არა აქვს, წელი სტკივა ხშირად და თირკმელებზე გადაიღო ეხო, შარდის ანალიზიც

ურჩიეს უმარილო ბრინჯით რაღაც კურსის ჩატარება, დაფნის ნახარშის დალევა(საზიზღარი გემოსია) და ა.შ.

არაფერს არ დაუშავებს სავარაუდოდ. თუმცა რა თქმა უნდა, არც არაფერს არ უმკურნალებს. საერთოდ წელის ტკივილი იშვიათად არის თირკმლებით გამოწვეული. გაცილებით ხშირია სხვა მიზეზები. თირკმლები წელის ტკივილს იწვევს პრაქტიკულად მარტო იმ შემთხვევაში, როცა კენწი იწვევს შარდის დინების შეფერხებას (ანუ თავისთავად კენჭის არსებობა, რომელიც არ იწვევს შარდის დინების შეფერხებას, არ იწვევს არანაირ ტკივილს)

Posted by: ახა 31 May 2008, 03:05
ართრიტი არ არის მარილების დაგროვება..

აი ართრიტი

Артрит – это воспаление сустава. При артрите наблюдаются боли при движении или поднятии тяжестей, сустав теряет подвижность, опухает, меняет форму, кожа над суставом краснеет, появляется лихорадка. Артрит одного сустава назывется моноартритом, многих – полиартритом. Артрит может начаться резко (острый артрит) или развиваться постепенно (хронический артрит). Причины развития артрита – инфекции, аллергии, нарушения питания сустава. Артрит может быть самостоятельным заболеванием или проявлением другого заболевания.


* * *
მგონი არტროზი ქვია, მაგრამ არ ვარ დარწმუნებული ...

მოკლედ, კითხვა ეხება ე.წ. მარილებს, ანუ როცა ტავს გავაქნევ, ან ხელს ავწევ-ჩამოვწევ, ან ნებისმიერ ჯოინთს გავანძრევ, ეგრევე ხრაჭუნი ისმის. რაც დრო გადის მით უფრო.

ასეთი რამე თითქმის ყოველთვის მაწუხებდა (ფსიქოლოგიურად), მაგრამ ბოლო ერტი წელი განსაკუთრებით პასიური ცხოვრების სტილს ვეწევი, სულ მაგიდასთან ვზივარ, და ფიზიკურად არ ვარ აქტიური. მოკლედ, ამ ხრაჭუნმა არნახულ მასშტაბს მიაღწია, იმენან, რაც კი მოძრავია (ნუ იმის გარდა ალბატ, იმიტომ რომ ის ქტიურია მუდამ ), ანუ სხეულის ყველა კიდური, ყველა ჯოინტში სულ ხრაჭუნებს პატარა განძრევაზეც კი.

მოკლედ, ამიხსენით,

1. რა შეიძლება ეს იყოს. მართლა მარილებია?
2. თუ კი, მაშინ რა არის ამის სახელი სამედიცინო ენაზე,
3. და სად შეიძლება ლიტერატურა ვნახო,
4. ასევე მირჩით, თქვონთვის ცნობილი მკურნალობის წესები და 5. საშიში არის თუ არა ეს დაავადება.


მე ერტადერტი ვუჩივი ამ ხრაჭუნის ხმებს, ფიზიკურ ტკივილს არ გავიცდი, მაგრამ წელი მტკივა ხოლმე როცა გადავიხრები ისევ გამართვა მიჭირს.

აბა თქვენი იმედი მაქვს ექიმებო


ვაი, ვაი Хруст в суставах

* * *
მიშველეთ, ახლა დავიგრუზე, ჯერ ახალგაზრდა ვარ და ნებისმიერი სახსრის განძრევისას ხრაშუნი ისმის, გამაგებინეთ რა ქვია სამედიცინო ენაზე და რამე თუ ეშველება?

Posted by: ახა 13 Jun 2008, 00:31
ხალხო, დაწერეთ რამე, ვახ!!!























biggrin.gif

Posted by: S&W 13 Jun 2008, 16:08
QUOTE
ხალხო, დაწერეთ რამე, ვახ!!!

ცურვა + იოგა.
ერთ კვირაში შეატყობ რომ ხრაჭუნი შემცირდა, ორ კვირაში გაქრება. არ შეიძლება სიმძიმეებით ვარჯიში.

ალბათ გესმის რომ რაიმე წამალი რომელსაც დალევგაიკეთებ და ვსიო, მორჩები არ არსებობს. ასევე ვარჯიშის შეწყვეტიდან გარკვეულ პერიოდში (ეს პერიოდი დამოკიდებულია ვარჯიშის სტაჟზე) ისევ თავიდან დაიწყება.

ანუ ვარჯიში უნდა გახდეს ცხოვრების სტილი.
სანამ დროა და საქმე წამლებამდე არ მისულა.

Posted by: Wanderer 14 Jun 2008, 22:06
S&W
QUOTE
ცურვა + იოგა. ერთ კვირაში შეატყობ რომ ხრაჭუნი შემცირდა, ორ კვირაში გაქრება. არ შეიძლება სიმძიმეებით ვარჯიში.

ალბათ გესმის რომ რაიმე წამალი რომელსაც დალევგაიკეთებ და ვსიო, მორჩები არ არსებობს. ასევე ვარჯიშის შეწყვეტიდან გარკვეულ პერიოდში (ეს პერიოდი დამოკიდებულია ვარჯიშის სტაჟზე) ისევ თავიდან დაიწყება.

ანუ ვარჯიში უნდა გახდეს ცხოვრების სტილი. სანამ დროა და საქმე წამლებამდე არ მისულა.


+ 1 ! ერთს დავამატებ, რომ ცურვის გარეშეც შეიძლება. ანუ მარტო იოგა. smile.gif

2) შეეცადე ჭამო რაც შეიძლება მეტი ბოსტნეული ცოცხლად და მოერიდო 1000 "პლასტმასოვი" რამეს რაც იყიდება მაღაზიაში. ძნელია, მაგრამ შედეგიანი. smile.gif

3) ეცადე იყო სუფთა ჰაერზე რაც შეიძლება დიდხანს! ეს აქოთებული თბილისი გვკლავს! mad.gif

Posted by: tevdore 10 Sep 2010, 00:00
miqstura
QUOTE
დავიწყოთ მოხუცების სახსრებში მარილების დაგროვებიდანაქ სავარაუდოდ იგულისხმება ოსტეოართროზი ან პოდაგრა. პოდაგრა შეიძლება გარკვეულწილად "მარილის დაგროვებად" შეფასდეს, რადგან ამ შემთხვევაში ხდება შარდმჟავას კრისტალების სახსრებსი დაგროვება.
გადავიდეთ თირკმლებზე. პრაქტიკულად რა უნდა ქნას ადამიანმა, რომელსაც ეჭვი აქვს, რომ "რაღაც" აქვს თირკმლებში. ვიწყებთ თირკმლების ექოსკოპიით. გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს კვალიფიციურად გაკეთებულ ექოს. მინიშნება - თუ გეუბნებიან დასკვნას "მარილები" ან რამე მსგავსი, ე.ი. არაკვალიფიციურია. უნდა ეწეროს კონკრეტულად - თირკმლის ზომა, პარენქიმის ზონა, და რაიმე პათოლოგიის არსებობა-არარსებობა. სამწუხაროდ, მიუხედავად იმისა, რომ თირკმლების ექოსკოპია ჩემი წარმოდგენით საკმაოდ მარტივია, თბილისში ექოსკოპისტების უმრავლესობა ძალიან არაკვალიფიციურ დასკვნებს წერს (ცნობილი ცენტრებშიც კი).
მოკლედ, გაიკეთე ექო და აღმოჩნდა, რომ არ გაქვს გადახრა - თავისუფალი ხართუ გაქვს პათოლოგია (ამ შემთხვევაში კენჭზე ვსაუბრობთ), მიდიხარ და იღებ ე.წ. "მიმოხილვით რენტგენოგრაფიას". თუ ეგ კენჭი გამოჩნდა რენტგენზე, ე.ი. არის "რეტგენოპოზიტიური", ხოლო თუ რენტგნემა არ აჩვენა - "რენტგენონეგატიური".
"რენტგენონეგატიური" კენჭი (ანუ კენჭი, რომელიც ჩანს ექოზე და არ ჩანს რენტგენზე) ყველზე ხშირად შარდმჟავას ნაერთს წარმოადგენს, რომლის დაშლაც პრინციში მედიკამენტურად შესაძლებელია. ამისთვის საჭიროა შარდი ყიოს მუდმუვიად გატუტოვნებული. მარტივად ყიდულობ ბლემარინს, (რაც დაახლოებით იგივეა, რაც სოდა), რომელსაც მოყვება ტესტერები და ინსტრუქცია, მისდევ ინსტრუქციას (ადვილი გასაგებია და აქ აღარ დავწერ). ერთ თვეში იმერორებ ექოს, და ნახულობ რა მოუვიდა შენ კენჭს. კენჭის სრულ გაქრობამდე აგრძელებ ბლემარინს, "რენტგეონპოზოიტური" (ჩანს როგორც ექოზე, ასევე რენტგენზე) კენჭის დაშლის ალბათობა ძალიან მცირეა. თუ ბევრი ფული გაქვს, შეგიძლია გაიკეთო ლითოტრიფსია
"რენტგეონპოზოიტური" (ჩანს როგორც ექოზე, ასევე რენტგენზე) კენჭის დაშლის ალბათობა ძალიან მცირეა. თუ ბევრი ფული გაქვს, შეგიძლია გაიკეთო ლითოტრიფსია (დაშლა ექოტალღებით), თუ არა, დაელოდო მოვლენების განვითარებას
გარდა აღწერილისა, არის სხვა ნიუანსებიც (იწვევს თუ არა კენჭი შარდის დინების შეფერხებას, რა ქიმიური შემადგენლობისაა, რა ტიპის ნივთიერებათა ცვლის დარღევა შეიძლება ედოს საფუძვლად მის გაჩენას და ა.შ.), რასაც ალბტ აქ არ ავღწერ, რადგანს შეიძლება ძაან გაართულოს. ტუ ვინმეს უფრო ღამად დააინტერესბს, მერე დავწერ


სადღაა ბლემარინი? გააქრეს ქსელიდან .....შემოიტანეს რაღაც ურეკიტი ვსვავდი 1.5 ნახევარი ჩემი ფეხები(ბოდიში ამ სიტყვაზე)

"რენტგეონპოზოიტური" (ჩანს როგორც ექოზე, ასევე რენტგენზე) კენჭის დაშლის ალბათობა ძალიან მცირეა. თუ ბევრი ფული გაქვს, შეგიძლია გაიკეთო ლითოტრიფსია
ლაზერით დაშლაზეა ლაპარაკი თუ ეგ სხვა რამეა?
"რენტგეონპოზოიტური" (ჩანს როგორც ექოზე, ასევე რენტგენზე) კენჭის დაშლის ალბათობა ძალიან მცირეა. თუ ბევრი ფული გაქვს, შეგიძლია გაიკეთო ლითოტრიფსია
საირმე, ნაბეღლავი, ბორჯომი რომელი ჯობია?


Posted by: miqstura 10 Sep 2010, 07:57
tevdore
ბლემარინი რომ გააქრეს, ეგ მართლა ცუდია. მანდ მთავარია არა თვითონ წამალი, არამედ ის ტესტ-სტრიპები, რომლებიც ბლემარინს მოყვებოდა. მათ გარეშე წამლის სმას დიდი აზრი არ აქვს, რადგან ვერ განსაზღვრავ, თუ რა დოზა უნდა მიიღო. ეგ სტრიპები, რამდენადაც ვიცი, ურეკიტს არ მოყვება, და მაგიტომაც ალბათ ვერ მიიღე ეფექტი.

QUOTE
ლაზერით დაშლაზეა ლაპარაკი თუ ეგ სხვა რამეა?
ზოგადად, არსებობს ლაზერული ლითოტრიფსია ან დარტმითი ტალღებით ლითოტრიფსია. ლაზერული არა მგონია, კეთდებოდეს საქართველოში. ზოგჯერ ამ მეორეს ხალხში შეცდომით ლაზერით დაშლას უწოდებენ, და შეიძლება ეგ გაგიგია.

Posted by: forumge88 13 Jan 2014, 20:51
აქ ცოცხალი შემოდის ვინმე,შეკითხვა მაქვს და იქნებ გამარკვიოთ.........

კალიუმის და შარდმჟავას კრისტალებმა შარდში შეილება გამოიწვიოს წელის ტკივილები? და ნორმალური ნეფროლოგ უროლოგი მირჩიეთ რა..... rolleyes.gif

Posted by: nato21 9 Feb 2014, 21:02
გოგონებისთვის ვაკეთებ ყველანაირ მასაჟს, ოსტეოხონდროზისთვის, მარილების დაშლისთვის, და მოსადუნებელს,ქალბატონები შემეხმიანეთ

Posted by: Brock 9 Feb 2014, 23:51
QUOTE (Tikk @ 29 Apr 2008, 20:09 )
არ ვიცი სამედიცინო ენაზე ასევე ჰქვია თუ არა, მაგრამ ჩემს ახლობელს აწუხებს მარილგროვები სახსრებში და მოძრაობა უჭირს ძალიან. ასწავლეს რაღაცა მცენარეული, ხალხური საშუალებები, მაგრამ არაფერი შველის. არსებობს რამე პრეპარატი ამის სამკურნალოდ?

Tikk
ეს ცადე....
გაატარეთ ათი ცალი ლიმონი ხორცსაკეპ მანქანაში, მოათავსეთ ქილაში, დაუმატეთ 30 გრამი ინგლისური მარილი და ერთი ლიტრი ანადუღარი, გაცივებული წყალი. კარგად აურიეთ ერთმანეთში. ერთი დღე-ღამის განმავლობაში გააჩერეთ და შემდეგ დოლბანდში გაწურეთ.

წვენი დალიეთ ღვინის ჭიქით, ჭამამდე, დღეში სამჯერ. მკურნალობის კურსი სამი დღეა. აკრძალულია ალკოჰოლის მიღება.
მარილების დაგროვებისას ასევე სასარგებლოა 300 გრამი წყლისა და ათი ცალი დაფნის ფოთლის ნახარში. ხარშეთ ხუთი წუთის განმავლობაში, შემდეგ თბილად შეფუთეთ, ოთხ-ხუთ საათს გააჩერეთ და მიიღეთ.

ერთი კვირის შემდეგ კურსი გაიმეორეთ. სახსრების ტკივილი აუცილებლად გაგივლით.

მარილებს ორგანიზმიდან ასე გამოდევნით: წვრილად დაჭერით ნიახური. დაასხით ერთი ქილა მაწონი და დილამდე გააჩერეთ. დალიეთ დილით, უზმოზე. ასევე, წვრილად დაჭერით ერთი კონა ნიახური, დაასხით 300 მლ ცივი წყალი და სვით უზმოზე, დილაობით, ერთი კვირის განმავლობაში.

Posted by: nato21 10 Feb 2014, 13:49
მარილებს ვშლი მასაჟით,ვაკეთებ: დასაჭიმ მასაჟს, ოსტეოხონდროზისთვის, მოსადუნებელს და რადიკულიტისთვის. ქალბატონები შემეხმიანეთ

Powered by Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)