უსაქმურობამ შემომიტია, აჰათ გაერთეთ.
მოკლედ რომ მოვყვე ისტორია, ბმპ-1 და 2-ები ქართულ შენაერთებს ძირითადად 1991 წლიდან ჰქონდათ, მცირე რაოდენობით, ზუსტი რიცხვი 1992-93 წლებში რამდენი გვყავდა წარმოდგენა არ მაქვს სიმართლე რომ გითხრათ (იქნებ თქვენ იცოდეთ), 1995 წელს ქართული არმიის შეიარაღებაში 51 ბმპ-1/2 და ბტრ იყო, სხვადასხვა დანაყოფებზე გადანაწილებული, უკვე 1996 წელს შეიარაღებაში და რეზერვში იყო 61 ბმპ-1/2, 2000 წლისთვის არსენალში იყო 68 ბმპ-1 (ცოტა გაბერილი მეჩვენება ეს რიცხვი მარა რავი) და 11 ბმპ-2 (ეს უკვე ზუსტია), როგორც ვხედავთ ბმპ-1-ების რიცხვი ბევრად დიდი იყო ვიდრე ბმპ-2-ების, შესაბამისად 2004 წლის შემდეგ ბმპ-1-ები ნელ-ნელა ამოიღეს შეიარაღებიდან და ჩაანაცვლეს (ნაწილობრივ) ბმპ-2 ებით, 2004-05 წლებში უკრაინაში შეძენილი იქნა 40 ბმპ-2, 2008 წელს ომის წინ ქართული არმიის შეიარაღებაში იყო 34 ბმპ-1/1კ და 57 ბმპ-2. (ნუ 15 ბმპ-1უ-ც მაგრამ ჩვენ ეს საბრძოლო მანქანები არ გვაინტერესებს). ომის დროს ქართულმა მხარემ დაკარგა 5 ბმპ-2 და 3 ბმპ-1. დღევანდელი მდგომარეობით შეიარაღებაშია დაახლოებით 75 ბმპ-1/2. ბმპ-2-ების დიდი ნაწილი მეოთხე მექანიზირებული ქვეითი ბრიგადის და პირველი ბრიგადის შეიარაღებაშია, ბმპ-1-ების კი მეორე ბრიგადის შეიარაღებაში. (ყოველშემთხვევაში 2019 წლამდე ასე იყო, წელს შეცვალეს რაღაცეები და არ ვიცი ზუსტად), დანარჩენ ბრიგადებში მგონი შერეულად არის.
თუ რამე მეშლება, შემისწორეთ.
საბრძოლო გამოყენების ეპიზოდებს მოგვიანებით შემოგთავაზებთ, თუ არ დამეზარა.
გვეყოს ლაყბობა, გადავედით სურათებზე
1992 წლის იანვარი, ქართული შეიარაღებული შენართების ბმპ-1 ს-8 უმართავი რაკეტების ბლოკით
1992 წლის აპრილი, ქართული არმიის ბმპ-1
1992 წელი, საბაჩაბლო, ქართული არმიის ბმპ-2
სამაჩაბლოში განადგურებული ქართული ბმპ-1, 92 წელი.
1992 წელი, აფხაზეთი, ქართული ბმპ-2 და მი-24
1992 წლის აგვისტო, ქართული საჯარისო შენართების შესვლა სოხუმში, ბმპ-1-ები
1992 წლის აგვისტო-სექტემბერი, ჯარის შესვლა აფხაზეთში, ბმპ-2-ები
1992 წლის სექტემბერი, ქართული ბმპ-1
1992 წლის აგვისტოს ბოლო რიცხვები, გაგრა.
ქართული ბმპ-1კ (კ-კომანდნია, საშტაბო-სამეთაურო ვერსია), 1992 წელი
1992 წლის 16 ნოემბერი, ბათუმი-სოხუმი ტრასაზე აფეთქებული ქართული ბმპ-1
1992 წლის დეკემბერი, ნაღმზე აფეთქებული ქართული ბმპ1-
1993 წლის ივლისი, ქართული ბმპ-1 ს-8 რაკეტების ბლოკით, სოხუმის მიდამოები
ამ სურათის თარიღი არ ვიცი, აფხაზეთის ომის დროინდელია, ქართული ბმპ-2 უბ-32 უმართავი რაკეტების ბლოკით
ქართული ბმპ-1-ები სოხუმში, თარიღი არ ვიცი.
1993 წლის 26 მაისის აღლუმი, ბმპ-1-ები
სამთავრობო ძალების ბმპ-1-ები, სამეგრელო, 1993 წელი
1995 წლის 26 მაისის აღლუმი
გაგრძელება იქნება
თუ თქვენც გაქვთ რამე ფოტოები, დაყარეთ