Printable Version of Topic
Click here to view this topic in its original format
თბილისის ფორუმი > პინგვინები და ეშმაკუნები > wine პრობლემა


Posted by: BVBBVB11 13 Mar 2024, 13:10
უბუნტუზე wine_ში რომ ვუშვებ პროგრამას ვინდოუსისას ქართული ასოები კუბიკებათ ჩანს და რა ვუშველო?

Posted by: nick_el_son 13 Mar 2024, 17:09
BVBBVB11
ეჰ...

user posted image



რაღაცნაირად სწორდება ალბათ, იქნება რამე გზა, მარა ნუ, საჩალიჩოა : /

Posted by: matemana 13 Mar 2024, 18:11
nick_el_son

font-ები იქნება საჭირო სხვა რა უნდა იყოს

ეს ფონტები მაქვს მე ჩაყრილი
user posted image

Posted by: BVBBVB11 13 Mar 2024, 21:45
matemana
როგორ ჩავყარო რო ამიხსნა თუ შეგიძლია ძმაო?

Posted by: nick_el_son 13 Mar 2024, 21:50
matemana
Sylfaen და კიდევ რამდენიმე ქართული ფონტი მაქვს ~/.fonts-ებში.. წესით საკმარისი არ უნდა იყოს? ანუ რაღაც ვაინის ამბავია თორემ ქართულს ჩვეულებრივად აღიქვამს თავად სისტემა..

mo.gif


Posted by: matemana 14 Mar 2024, 01:09
nick_el_son

ეგ პროგრამა wine-შია კვადრატებს რომ ხატავს? Linux-ში თუ ჩანს ეგ ფაილები ხოო მაშინ wine მამაძაღლობს რაღაცას.

Posted by: nick_el_son 14 Mar 2024, 01:49
matemana
ხო ვინდოუსის პროგაა ჩერეზ ვაინი გაშვებული.



ცოტა ვიჩალიჩე winetricks-იდან და ზოგი რამეების გასწორება შეიძლება მაქედან...


BVBBVB11
აბა ასე გააკეთე და ნახე თუ რამე ეშველება შენს სიტუაციას:

1. დააინსტალე winetricks (თუ უკვე არ არის დაყენებული)

2. მაქედან დააინსტალე ფონტები:

winetricks allfonts (ტერმინალიდან)

3. როცა პროცესი მორჩება ტერმინალიდანვე გახსენი cfg:

winecfg

გამოსულ ფანჯარაში გადადი 'Desktop Integration'-ში
და 'Item'-იდან აირჩიე შემდეგი რამეები:
'Message Box text'
'Menue Text'
'Tooltip Text'
'Active Title Text'

და ყველასთვის სათითაოდ 'Font'-დან აირჩიე 'Sylfaen'

user posted image

Powered by Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)