როცა ეს მიწიერი სამყარო შეიქმნა სადაც დრო და სივრცე მის წარმავლობაზე მიგვანიშნებს, აგრეთვე შეიქმნა
ნათელი და ბნელი, მხოლოდ ბნელი რომ ყოფილიყო ვერ დაინახავდა ადამიანი, მხოლოდ ნათელი რომ
ყოფილიყო ვერც მაშინ დაინახავდა ადამიანი, ამიტომ არსებობს სიბნელე შეზავებულად ნათელთან რომელნიც
ქმნიან ჩრდილებს და ამით განვარჩევთ საგნებს... ამ პრინციპზეა ბოროტი და კეთილიც წარმოქმნილი, იმისათვის
რომ კეთილი შეიცნო საჭიროა შედარების საშუალება და ესაა ბოროტი ანუ ნაკლებად კეთილი უკვე ბოროტისკენ
მიდის, აქ იყო ასეთი აზრიც მინუს და პლიუს პოლუსების შესახებ... მთავარი მაგ. ბოროტის არსებობაში ისაა,
რომ ადამიანს ქონდეს რაღაც ბარიერების გადალახვის საშუალება რომ განვითარდეს იგი, ესაა მიზანი...
მათი სათავეც თავიდანვე ჩაიდო, თვით ეშმა კი არაა ბოროტი ის უბრალოდ აცდუნებს ადამიანი სჩადის ამ ცდუნების
გამოუყენლობის გამო ბოროტებას ანუ როცა ის ამა თუ იმ ბარიერს ვერ/არ ლახავს მაშინ ხდება ბოროტი საქციელი,
მოუვლინა ღმერთმა განსაცდელი და ცდუნება რომ ის განვითარდეს, ხოდა როცა არ ლახავს ადამიანი ამას და მოეშვება
აი მაშინ ეხაზება კიდეც, ის იწყებს ბოროტ საქციელს, ცოდვას ცოდვაზე ადებს და იმდენად ეფლობა ასეთ ჭაობში, რომ
მერე ერთი კაი წამორტყმა სჭირდება ბედის მიერ რომ აზრზე მოვიდეს, თუ მაინც ვერ მოდის აზრზე მაშინ უკვე ცუდადაა
მისი საქმე...
ბოროტის და კეთილის სათავეში ყოფნა ბიბლიის მიხედვით გამოიხატება, არა იმით ბნელი და ნათელი რომ შეიქმნა არამედ
იქ სამოთხეში მჯდარი "ადამი" ინდივიდუალურობას რომ არ იჩენდა და თავშიც არ მოსდიოდა ერთი შეკითხვა თუ რატომ
აუკრძალა "ხე ცნობიერების" ნაყოფის გასინჯვა ღმერთმა, იყო ასე ცხოველივით ტყეში შიშველი და ჭამდა იმას რისი უფლებაც
ჰქონდა, ის როგორც ინდივიდი არ ვითარდებოდა ამ დროს... მერე ევას შექმნამაც არ უშველა საქმეს ისიც ისევე იქცეოდა...
ბოლოს დაცემული ანგელოზი (ლუციფერი) გაუგზავნა ადამიანებს ღმერთმა, რომელმაც ევას ცდუნებით აცდუნა ადამიც..
აი მაშინ დაიწყო ის ცნობიერი ცხოვრება კაცობრიობისა, ისინი მიხვდენ რომ შიშვლები იყვნენ და ფოთლები დაიფარეს....
სამოთხიდან გამოგდებაც ამას ნიშნავს რომ ისინი იწყებენ დამოუკიდებლად თავის გატანას, ამ დროს უკვე ეშმაც საქმეშია
და მისი ცდუნებების გადალახვა არ გადალახვა იწვევს ბოროტებას ან სიკეთეს...ღმერთის მიზანია ეს რომ ადამიანი ამით
განვითარდეს, აი როცა გადააჭარბა ეშმამ და ნამეტანი საბურველში მოაქცია კაცობრიობა მაშინ მოვიდა ქრისტე როგორც
გადამრჩენელი, ანუ ის საბურველი მოუხსნა ადამიანებს და იმ დროს ის იძულებითი ცოდვები, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას
რომ ადამიანთა ყველა ცოდვებს ღმერთი აიღებს თავის თავზე, ეს გადალახვები თუ არ გაიარა ადამიანმა ვერ განვითარდება
ეს კი სულაც არაა ღმერთის მიზანი, ის ცდილობს რომ ადამიანი თავის სახად და ხატად გამოზარდოს... აი მიზეზი....