Printable Version of Topic
Click here to view this topic in its original format
თბილისის ფორუმი > მხატვრობა > ფრიდა კალო / Frida Kahlo


Posted by: Kniazna 15 Aug 2005, 13:00
ფრიდა კალო

უბრალოდ დაწერეთ რას ფიქრობთ ამ ქალის შესახებ...

Posted by: blear_witch 15 Aug 2005, 14:07
Kniazna
რივერას ცოლი ტროიცკის საყვარელი... სერიოზული მხატვარი და უზარმაზარი ნებისყოფის ადამიანი. რაც მათავარია ქალი!!!

Posted by: Shajahan 15 Aug 2005, 14:11
კიდე კაი რო კინო გადაიღეს smile.gif
------------------------------------

Posted by: the_lizard_king 5 Oct 2007, 02:30
სულ ეს იყო რაც ფრიდაზე უნდა ითქვას? sad.gif

Posted by: bato-bato 5 Oct 2007, 02:38
ეე წეღან შილეს თემაში რო ვპოსტავდი და ტან მის ავტოპორტრეტებს რომ ვათვაიერებდი ფრიდა გამახსენდა

უუუუულიერესი მხატვარი, უმაგერსი ქალი
არვიცი რა შეიძლება მასზე ვთქვა
მხოლოდ ის რომ მიყვარს და მაგარია

ძალიან სერიოზული ავტოპორტრეტები აქვს smile.gif

სტატია ვიკიპედიაში
http://en.wikipedia.org/wiki/Frida_Kahlo

Posted by: S-M 5 Oct 2007, 03:03
bato-bato
ეგ ავტოპორტრეტი ნაღდად მომწონს, კარგი მხატვარია ნამდვილად, მაგრამ გადამრია-მეთქი ვერ ვიტყვი smile.gif

Posted by: bato-bato 5 Oct 2007, 03:08
რავიცი, მე მომწონს ძალიან smile.gif
მისი წიგნიც მაქვს ტაშენის smile.gif
givi.gif


ეს ნახატი მიყვარს smile.gif

Posted by: patriciia 5 Oct 2007, 09:31
არა მგონია, უძალიანმაგრესი იყოს, როგორც მხატვარი , უფრო თავისი ქმრის ბიოგრაფიისა და ზოგადად იმ ეპოქის სამკაულია, რომელშიც ცხოვრობდა

Posted by: electri_chka 5 Oct 2007, 11:15
QUOTE
არა მგონია, უძალიანმაგრესი იყოს, როგორც მხატვარი , უფრო თავისი ქმრის ბიოგრაფიისა და ზოგადად იმ ეპოქის სამკაულია, რომელშიც ცხოვრობდა

rolleyes.gif რა კარგად თქვი chups.gif

Posted by: kalina 5 Oct 2007, 11:24
QUOTE
არა მგონია, უძალიანმაგრესი იყოს

yes.gif მე უფრო მისმა ნებისყოფამ და სიყვარულის უნარმა მომხიბლა. რამდენიმე ტილო მომწონს , ძალიან ტრაგიკულია, თუმცა ვერ ვიტყვი, რომ ფრიდა ჩემი საყვარელი მხატვარია.

Posted by: Kniazna 5 Oct 2007, 11:55
რაც ეს თემა გავხსენი მოვასწარი მომბეზრებოდა ფრიდა და უფრო მეტიც, ეხლა მისი ატანა აღარ შემიძლია smile.gif ყველა ვისაც უნდა გვაჩვენოს თუ რამდენად ინტელექტუალი და "მაგარი ტიპია" უყვარს ფრიდა კალო, გიჟდება ალმადოვარზე (ნანახი აქვს "ცუდი აღზრდა" და "ვოლვერი" მაგრამ გიჟდება ალმადოვარზე), უსმენს მარია კალასს, დადის მუსკომედიის თეატრში და არის "ვაბშე არასტანდარტული და უცნაური და ფაქ ორდინარიტი" smile.gif და გამომდინარე იქედან რომ მე "ვერი ვერი ორდინარი ვარ" და არაფრით არ ვარ არასტანდარტული, რობინ ჰუდი და რევოლუციონერი ნოვატორი და ყველა წესს და კანონს ვემორჩილები უარს ვაცხადებ ფრიდაზე smile.gif))))))))))))))))))

Posted by: CinnamonGirl 5 Oct 2007, 12:44
QUOTE
ფრიდა კალო

მე მიყვარს ფრიდა...

და რა შუაშია აქ ორდინალურობა ან არაორდინალურობა...

ჩემი აზრით არაჩვეულებრივად გადმოცემს შინაგან ტკივილს ტილოზე, როგორც ფიზიკურს, ისევე სულიერს. თნაც ამას ისე ახერხებს, რომ სილამაზესაც უნარჩუნებს...

მე მიყვარს ფრიდა love.gif

Posted by: Nadya 5 Oct 2007, 12:55
მემგონი ფრიდა პოპულარული საქართველოში მართლა კინოს წყალობით გახდა რაც არ უნდა იყოს ეგა რა სიმართლეა
ისევე როგორც რიკი ე პოვერი ჩამოიყვანეს და უცებ ყველამ მაგის სმენა დაიწყო

Posted by: humanoidi 5 Oct 2007, 12:56
ფილმამდეც ვიცოდი და არ მევასება. smile.gif

Posted by: CinnamonGirl 5 Oct 2007, 12:58
Nadya
QUOTE
მემგონი ფრიდა პოპულარული საქართველოში მართლა კინოს წყალობით გახდა

განა მარტო საქართველოში?

თუმცა ეგეც კარგია smile.gif მივესალმები ხელოვნების ასეთი გზით პოპულარიზაციას smile.gif

Posted by: Nadya 5 Oct 2007, 12:59
CinnamonGirl
QUOTE
თუმცა ეგეც კარგია  მივესალმები ხელოვნების ასეთი გზით პოპულარიზაციას

სჯობბს გვიან ვიდრე არასდროსოო biggrin.gif ხო?

მართალია

Posted by: Kniazna 5 Oct 2007, 13:44
CinnamonGirl
QUOTE
და რა შუაშია აქ ორდინალურობა ან არაორდინალურობა...
- ოკს, პოიასნაიუ რა შუაშია smile.gif საქართველოში არის ასეთი ტენდენცია ... იმისათვის რომ გამოხატო რა მააგრი ტიპი ხარ უნდა უსმენდე გარკვეულ "არასტანდარტულ" მუსიკას, მოგწონდეს "ინტელექტუალური" რეჟისორი და "არაორდინალური" მხატვარი და ასე შემდეგ. ამიტომ საქართველოში ფრიდა პედროსთან ერთად ამ "სვეტსკი და ინლეტეკტუალკების" იმიჯის ნაწილია smile.gif ჯერ მარტო მესინჯერში რამდენს აქვს ფრიდას ფოტო ავატარად, რომ არაფერი ვთქვათ მაისპეისზე ...

Posted by: CinnamonGirl 5 Oct 2007, 14:06
Kniazna
ეგ ცოტა სხვა რაღაცაა, მესმის შენ რასაც ამბობ, მაგრამ...

მაგის გამო, რომ ფრიდა "გაპაპსავდა" ნამდვილად ვერ ვიტყვი მასზე უარს, ისევე, როგორც ალმადოვარზე...

user.gif

Posted by: S-M 5 Oct 2007, 14:50
თუ გენიალური მხატვარი ხარ, არანაირი ფილმები არ სჭირდება მაგ საქმეს gigi.gif

Posted by: DZM 5 Oct 2007, 17:47
ჩემი აზრით დიდი მხატვარი ნამდვილად არ არის

Posted by: მოდუსი 5 Oct 2007, 17:58
Kniazna
QUOTE
ყველა ვისაც უნდა გვაჩვენოს თუ რამდენად ინტელექტუალი და "მაგარი ტიპია" უყვარს ფრიდა კალო, გიჟდება ალმადოვარზე (ნანახი აქვს "ცუდი აღზრდა" და "ვოლვერი" მაგრამ გიჟდება ალმადოვარზე), უსმენს მარია კალასს, დადის მუსკომედიის თეატრში და არის "ვაბშე არასტანდარტული და უცნაური და ფაქ ორდინარიტი"

(ჩე გევარა გამოგრჩა და კიდევ ბევრი, სახელებსა და გვარებს არ დავასახელებ biggrin.gif)
ესეთებს მე დეგენერატებად უფრო აღვიქვამ, ვიდრე არაორდინალურებად. ყველაზე მეტად იმაზე ვკაიფობ, როგორ უნდა ხალხს, რომ არანორმალური იყოს და ამ დროს ძალიან ნორმალური და ბანალური იდიოტები არიან. ერთი გოგო მეუბნებოდა, უცნაური ვარო . ლოლ. არადა, ორდინარზე ორდინარი გოგოშკა იყო, თუმცა სახეზე ყოველთვის მეტყობა ხოლმე, რას ვფიქრობ და დარწმუნებული ვარ, ხვდებოდა, რომ ვიცინოდი ...საოცარი ხალხია, არც კი ვიცი, რა სახელი დავარქვა ამ ტიპის ადამიანებს.
---------------------------------------
ფრიდა კალოზე პატრიციას ვეთანხმები.
---------------------------------------
დიეგო რივერა ბევრს არ მოსწონს, მაგრამ მე რატომღაც მიზიდავს. ისე, ეს ცოლ-ქმარი დემონები იყვნენ biggrin.gif

Posted by: Ania 5 Oct 2007, 18:08
ეჰ როგორ მიყვარს მისი ეს ნახატი

http://funkyimg.com

Posted by: bato-bato 5 Oct 2007, 20:48
მე მომწონს ფრიდა და სულ არ მაინტერესებს თქვენ რას ფიქრობთ smile.gif

Posted by: patriciia 6 Oct 2007, 00:13
QUOTE
მე მომწონს ფრიდა და სულ არ მაინტერესებს თქვენ რას ფიქრობთ

ფრიდა კალო მეც მომწონს, უბრალოდ უძლიერეს მხატვრად არ მიმაჩნია.

Posted by: nikala1 6 Oct 2007, 00:46
QUOTE (Kniazna @ 5 Oct 2007, 11:55 )
რაც ეს თემა გავხსენი მოვასწარი მომბეზრებოდა ფრიდა და უფრო მეტიც, ეხლა მისი ატანა აღარ შემიძლია smile.gif ყველა ვისაც უნდა გვაჩვენოს თუ რამდენად ინტელექტუალი და "მაგარი ტიპია" უყვარს ფრიდა კალო, გიჟდება ალმადოვარზე (ნანახი აქვს "ცუდი აღზრდა" და "ვოლვერი" მაგრამ გიჟდება ალმადოვარზე), უსმენს მარია კალასს, დადის მუსკომედიის თეატრში და არის "ვაბშე არასტანდარტული და უცნაური და ფაქ ორდინარიტი" smile.gif და გამომდინარე იქედან რომ მე "ვერი ვერი ორდინარი ვარ" და არაფრით არ ვარ არასტანდარტული, რობინ ჰუდი და რევოლუციონერი ნოვატორი და ყველა წესს და კანონს ვემორჩილები უარს ვაცხადებ ფრიდაზე smile.gif))))))))))))))))))

რამდენი გიწერია მაგ ყველაფერს შენ ხომ არ ცდილობდი ამდენი წერითwink.gif

თუ მაგდენი იცი დაგეწერა რა ფრიდაზე რას წერდი ამხელა ტექსტს შეკაიდედმამიშვილო)

Posted by: chaotic 6 Oct 2007, 02:24
მე მიყვარს ფრიდა, დიეგოს ნახატები არ მომწონს , მაგრამ ყოველთვის ვამბობ ხოლმე, რომ არ მესმის მხატვრობა და მომკალი... biggrin.gif

ემოციურ დონეზე ვაფასებ და ვერასდროს ვერ ვიტყვი აი იმ ხაზში და იმ ფერთა გამაში ეს და ის იმალებათქო....

მე მომწონს და ჩემთვის ლამაზია და ვსE. biggrin.gif


არ ვკამათობ ხოლმე მაგის გამო მხატვრობაზე...

Posted by: n_j 6 Oct 2007, 16:20
QUOTE
QUOTE
ყველა ვისაც უნდა გვაჩვენოს თუ რამდენად ინტელექტუალი და "მაგარი ტიპია" უყვარს ფრიდა კალო, გიჟდება ალმადოვარზე (ნანახი აქვს "ცუდი აღზრდა" და "ვოლვერი" მაგრამ გიჟდება ალმადოვარზე), უსმენს მარია კალასს, დადის მუსკომედიის თეატრში და არის "ვაბშე არასტანდარტული და უცნაური და ფაქ ორდინარიტი"


(ჩე გევარა გამოგრჩა



მაგარ ბიჭებს ჩე გევარა მოსწონთ, გოგოებში კი კოელიოა მოდური

Posted by: Jimmy Neutron 6 Oct 2007, 16:34
QUOTE
იმისათვის რომ გამოხატო რა მააგრი ტიპი ხარ უნდა უსმენდე გარკვეულ "არასტანდარტულ" მუსიკას, მოგწონდეს "ინტელექტუალური" რეჟისორი და "არაორდინალური" მხატვარი და ასე შემდეგ.


კი არის ეგეთი კატეგორიაც, "მოსწონთ" მაგრამ არ ესმით smile.gif)
ეგეთი ხალხი არ მომწონს

მაგრამ ფრიდა კალო მომწონს, არ ვგიჟდები, მაგრამ მომწონს

Posted by: S-M 7 Oct 2007, 13:49
მე მიყვარს ფრიდას წარბები gigi.gif

Posted by: bato-bato 7 Oct 2007, 14:54
S-M
QUOTE
მე მიყვარს ფრიდას წარბები

შენ მგონი ხუმრობ და მე მართლა მომწონს, რაღაცნაირად ხაზს უსვამს მის ხასიათს, ძალიან დამახასიათებელი შტრიხია smile.gif

Posted by: S-M 7 Oct 2007, 16:34
bato-bato
არა არ ვხუმრობ, ფრიდამ სპეციალურად არ მოიშორა პირისახის თმები, რადგან მართლაც დამახასიათებელი იყო.

Posted by: sevdiani 8 Oct 2007, 02:17
მისი ბიოგრაფია მოწმობს მის უძლიერეს ადამიანურ ნებისყოფას. მაგრამ "უძლიერესი შემოქმედი" გადაჭარბებული ნათქვამია. მისმა ბიოგრაფიამ და შემოქმედებამ ერთიანობაში უდიდესი პატივისცემის გრძნობა გამიჩინა ამ ქალბატონის მიმართ.

Posted by: patriciia 8 Oct 2007, 09:15
დოკუმენტური ფილმი მინახავს ფრიდას შესახებ, ეკრანზე ის სულ სხვანაირია, გაცილებით უფრო ევროპული გარეგნობა აქვს. ავტოპორტრეტებში საკუთარი თავი რამდენადმე უტრირებულად ჰყავს წარმოჩინებული. ერთგან მაიმუნის სახითაც კი გვევლინება, მაგრამ მართლა ასეთი ხომ არ იყო. ფრიდას მთლად ნუ დავუჯერებთ, ავტოპორტრეტებში საკუთარი გარეგნობის ნაციონალურ მომენტებს განზრახ აზვიადებს, რაც მისი ესთეტიკის ნაწილი იყო, ამას მთელი სიცოცხლის განმავლობაში კულტივირებას უკეთებდა. თუნდაც მისი ტანსაცმელი ავიღოთ.
საქართველოში ფრიდას პოპულარობა ალბათ მისადმი მიძღვნილმა ფილმმა უფრო განაპირობა. იმ ეპოქაში მასზე არანაკლებ საინტერესო ქალები ცხოვრობდნენ და მოღვაწეობდნენ, მაგრამ მათზე წარმოდგენა ცოტას თუ აქვს.

Posted by: op-art 16 Oct 2007, 00:32
ძალიაან მააგაარიიიიიი ქალიიი იყოოო........ მომწონს ფრიდას ნაირი ხალხიი...... tongue.gif

Posted by: pxa 16 Oct 2007, 20:15
ფრიდა მააგრი იყო და
იცით რომ კვარიათში ერთ პატარა კაფეში მუშაობს გოგო, რომელიც საშინლად გავს ფრიდას smile.gif)))

Posted by: humanoidi 8 Nov 2008, 01:02
NEOANGIN - FRIDA KAHLO

biggrin.gif


Posted by: მაწო 8 Nov 2008, 01:04
QUOTE
NEOANGIN - FRIDA KAHLO

სელმა ჰაიეკი ჩითავს მანდ? biggrin.gif

Posted by: humanoidi 8 Nov 2008, 01:09
მაწო
QUOTE
სელმა ჰაიეკი ჩითავს მანდ?

არა. no.gif

Posted by: მაწო 8 Nov 2008, 01:14
QUOTE
არა. 

http://www.imdb.com/title/tt0120679/

Posted by: humanoidi 8 Nov 2008, 01:17
მაწო
თითის დაჭერა გეზარება თუ რა ხდება? biggrin.gif
დააჭირე და დარწმუნდები, რომ მაგ კლიპში სელმა ჰაეკი არაფერ შუაშია. gigi.gif
რასაც მაჩვენებ ეგ სხვა რამეა. .)

Posted by: მაწო 8 Nov 2008, 01:49
humanoidi
QUOTE
თითის დაჭერა გეზარება თუ რა ხდება?
დააჭირე და დარწმუნდები, რომ მაგ კლიპში სელმა ჰაეკი არაფერ შუაშია.
რასაც მაჩვენებ ეგ სხვა რამეა. .)

biggrin.gif biggrin.gif
ხო მაგრამ ხომ შეიძლებოდა ყოფილიყო? ან კი ან არა? biggrin.gif
user posted image

Posted by: axavild 8 Nov 2008, 01:52
http://ru.youtube.com/watch?v=0gQ31m4Yt0s

Posted by: vinchenz@ 8 Nov 2008, 02:25
რამოდენიმე ავტოპორტრეტი ლამაზია, მომწონს ფერები-სხვა რამეში არ ვერკვევი.
მისი ბიოგრაფია მაქვს წაკითხული, მძიმე ცხოვრება ჰქონდა, საშინელი ტკივილები და დამახინჯებული სხეული, მიუხედავად ამისა ხატავდაოsmile.gif
ახლა ორდინარლურები ვართ თუ არა აღიარებული მხატვარია და თბილისის "სვეცკობა" რა შუაშია?smile.gif

Posted by: Donatella 8 Nov 2008, 18:19
ეს ნახატიც ძალიან მიყვარს 2kiss.gif

Posted by: PONTIFEX 9 Nov 2008, 14:35
რას ამბობ ?????????????????????????????????????????????????????

Posted by: Reckoner 9 Nov 2008, 20:57
ვერ ვიტან,მეზიზღება,,არანაირი პატივისცემის გრძნობა არ მაქვს როგორც ადამიანის მიართ..შემოქმედებაზე ხომ ლაპარაკი ზედმეტია..
ყველა დროის მხატვრებს შორის,ჩემთვის ნომერ პირველი ანტიპათიაა

Posted by: axavild 9 Nov 2008, 21:16
QUOTE
ყველა დროის მხატვრებს შორის,ჩემთვის ნომერ პირველი ანტიპათიაა


+1 yes.gif

Posted by: <DADA> 10 Nov 2008, 18:12
მე დიეგო არ მიყვარს gigi.gif

ყველანაირად ღორი იყო

ბევრი ხელოვანი იყო კომუნისტი სანამ ჭკუაზე მოეგებოდნენ

მაგრამ ესეტი ფანატი არავინ იყო

ფრიდას რაც შეეხება ისე ანტიპატიურად არ ვარ განწყობილი მაგრამ ვერ ვიტყვი მიყვარსთქო

რაღაც უმოძრაო სტატიური ნახატებია
რა ვQნა მიყვარს მოძრაობა ტილოში

სწორედ მაგიტომ მიყვარს ფუტურიზმი gigi.gif

Posted by: Johnnie Walker 10 Nov 2008, 18:17
რაღაც პირქუშად უნიჭო ვინმეა ეს ფრიდა კალო......... smile.gif

Posted by: fergusonscottie 10 Nov 2008, 18:32
Johnnie Walker
QUOTE
რაღაც პირქუშად უნიჭო ვინმეა ეს ფრიდა კალო...


ძალიან, უსაზიზღრესი მხატვრობაა ეს ლათინოამერიკული, წერთელი მირჩევნია, თავს დავდებ, გადასაყრელია ყველა ერთად - სიკეიროსი, რიბერა, ფრიდა, მრიდა.

ობამა ფორევა!

Posted by: Ania 10 Nov 2008, 23:34
ეს მიყვარს.

http://ipicture.ru/

Posted by: axavild 11 Nov 2008, 00:14
QUOTE
ობამა ფორევა!


lol.gif

Posted by: Fe_male 12 Nov 2008, 00:35
...არ ვიცი რატომ მაგრამ ერთდროს ძალიან მომწონდა ეს ადამიანი......))))

"They thought I was a Surrealist, but I wasn't. I never painted dreams, I painted my own reality".

Posted by: buzghuntia 18 Nov 2008, 10:50
მოკლედ ამ ფორუმზე მოსაწონი არც ფრიდა კალოა და არც რუსთაველი... მომწონს ძალიან, შეიძლება ფრიდა ტკივილითაც მანიპულირებდა, მაგრამ რას იზამ... მე მომწონს...

Posted by: vasasi 20 Nov 2008, 16:44
პროსტა, ძალიან უბედური ქალი იყო...



ან როგორ გატხოვდა....



მისი ბოლო ნახატი ვიცი..


ქალი რომ მშობიარობს და ზრდასრულს რომ აჩენს რა.....


ეგეთ ცხოვრებას, სულ არ ეცხოვრა არ სჯობდა?..


საჭყალი




:უსერ:

Posted by: me vs me 20 Nov 2008, 17:03
user posted image

user posted image

user posted image

Posted by: KLIZMA 20 Nov 2008, 23:55
QUOTE
რაღაც პირქუშად უნიჭო ვინმეა ეს ფრიდა კალო

დიაღ, რივერას ცოლი არ ყოფილიყო, მის შესახებ ვერც ვერასოდეს გაიგებდნენ - აღზმამფრთოვანებელი ეპითეტებით შემმკობნი!

Posted by: Reckoner 21 Nov 2008, 01:59
QUOTE
QUOTE
რაღაც პირქუშად უნიჭო ვინმეა ეს ფრიდა კალო


დიაღ,

QUOTE
რივერას ცოლი არ ყოფილიყო

ალბათ,მაგრამ არც ეგ არ უქნია ღმერთს biggrin.gif

Posted by: bato-bato 21 Nov 2008, 02:02
მე მიყვარს ძალიან ფრიდა up.gif up.gif up.gif

Posted by: Andy_Kaufman 21 Nov 2008, 02:06
მაგარი ქალია ფრიდა


აი ვგიჟდები წარბებს შორის გადასვლაზე


jump.gif jump.gif jump.gif


ფრიდამ მომცა იმის სტიმული რომ წარბებს შორის თემბი არ გამეპუტა bis.gif bis.gif bis.gif

Posted by: christiani 22 Nov 2008, 20:33
მხატვრობა კალოსათვის თვითდამკვიდრების საშუალება იყო და არა თვითგამოხატვის.
მისი მხატვრობაც ისეთივე "ავადმყოფურია" როგორი "ავადმყოფიც" იყო თვითონ.
ძალიან გთხოვთ, სიტყვა "ავადმყოფს" ნეგატიურ დატვირთვას ნუ მისცემთ.

სამწუხაროდ, ვერაფერი დადებითი ვერ აგმოვაჩინე მაგ ადამიანში (სოციალიზმის იდეებით შეპყრობილი, ბისექსუალი, უხამსი)

თუმცა ვერ ვიტყვი, ვერ ვიტან მეთქი, საინტერესო ადამიანი იყო!!!

Posted by: Reckoner 22 Nov 2008, 23:04
QUOTE
ბისექსუალი,

ფობია?
QUOTE
უხამსი

?
QUOTE
christiani
Junior Member

ყველაფერი გასაგებია biggrin.gif biggrin.gif
ისე ფრიდას მეც ვერ ვიტან

პ.ს. და შენ?დემოკრატიული იდეებით ხარ შეპყრობილი? spy.gif

Posted by: christiani 22 Nov 2008, 23:48
Reckoner_one

მე ეგ ინფორმაცია მაქვს მაგ ადამიანზე, სხვა ვერაფერს ვიტყვი.


რაც შეეხება ქრისტიანს, დადეთ თემა მაგ ადამიანზე და მერე ვცრლად მოგახსენებ რა იდეებით არის "შეყპრობილი" -)))))))))))))



christiani
Junior Member

ყველაფერი გასაგებია


მეც გამაგებინე აბა

Posted by: Reckoner 23 Nov 2008, 00:25
QUOTE
მერე ვცრლად მოგახსენებ რა იდეებით არის "შეყპრობილი

იმის იდეებზე არ მიკითხავს.....
QUOTE
პ.ს. და შენ?დემოკრატიული იდეებით ხარ შეპყრობილი? 

QUOTE
christiani

ამ ნიკით მივხვდი რატომ დაწერე ეს:
QUOTE
სოციალიზმის იდეებით შეპყრობილი, ბისექსუალი, უხამსი


Posted by: givillo 23 Nov 2008, 00:30
Reckoner_one
QUOTE
სოციალიზმის იდეებით შეპყრობილი
ეს მგონი ცუდს არ ნიშნავს, ნუ, თავისთავად, იმ "ეპოქიდან", თვითონ წყობა სოციალიზმის პრაქტიკული გამოცდილების უქონლობიდან და სიტყვა სოციუმიდან გამომდინარე smile.gif ისევე როგორც ამის გამო
QUOTE
christiani
Junior Member
ვერ იქნება
QUOTE
ყველაფერი გასაგები
მითუმეტეს ორი დაკრეჭილი სმაილიკის თანხლებით.

რაც შეეხება ფრიდას, ის მართლა უხამსობის სიმბოლოა ჩემთვისაც! მართალია ეს კაცი
QUOTE
დიაღ, რივერას ცოლი არ ყოფილიყო, მის შესახებ ვერც ვერასოდეს გაიგებდნენ - აღზმამფრთოვანებელი ეპითეტებით შემმკობნი!

Posted by: Reckoner 23 Nov 2008, 00:32
QUOTE
QUOTE
christiani
Junior Member

ვერ იქნება
QUOTE
ყველაფერი გასაგები

მითუმეტეს ორი დაკრეჭილი სმაილიკის თანხლებით.

თუ ტქვენთვის ვერ არის გასაგები,ეს იმას არ ნიშნავს რომ ჩემთვისაც არ არის...

Posted by: givillo 23 Nov 2008, 00:37
Reckoner_one
QUOTE
თუ ტქვენთვის ვერ არის გასაგები,ეს იმას არ ნიშნავს რომ ჩემთვისაც არ არის...
მომიტევეთ უმეცარს......

Posted by: Reckoner 23 Nov 2008, 00:39
givillo
QUOTE
მომიტევეთ უმეცარს......

მოტევებულია

Posted by: Jeanne Hebutern 23 Nov 2008, 01:39
ფრიდა კარლო ჩემთვის იდუმალებით მოცული ქალია,


ფრიდა ამბობდა რომ ის ხატავდა თავის, საკუთარ რეალობას და ის ხატავდა იმისთვის რომ მას ეს სჭირდებოდა....

Posted by: christiani 23 Nov 2008, 02:16
ბოდიშით, თემას გადავუხვევ

Reckoner_one

მართალი ხარ შენ!
მარა ისე ქრისტიანობა კი არა ყველა რელიგია და ყველა ნორმალური ადამიანია ამორალურობის წინააღმდეგი..

კალოს არ ვერჩი და არც არავის ვეწინააღმდეგები wink.gif ყველა თავისი ცხოვრებით ცხოვრობს და ყველა თავისი სიკვდილით კვდება, ვიგაცამ მითხრა და მართალია.


PEACE!




Posted by: Reckoner 23 Nov 2008, 02:22
QUOTE
ყველა ნორმალური ადამიანია ამორალურობის წინააღმდეგი..

QUOTE
არც არავის ვეწინააღმდეგები

მეორეს თუ აწვები ძალიან კარგი smile.gif
ფორუმზე სპეციალურად არ ვწერ ჩემს რელიგიას(თუ "არარელიგიურობას")...
არც ბი ვარ და არც ჰომო..უბრალოდ არ მომწონს როცა ადამიანები მაგ კუთხით ანსხვავებენ და ახარისხებენ ადამიანებს...აქ სადღაც დავწერე და შეიძლება თქვენს ყურს ცუდად მოხვდეს,მაგრამ ტიმ ლირის 2 მცნება:"ნუ შეცვლი მოყვასის ცნობიერებას მისი ტანხმობის გარეშე" და "ნუ შეუშლი მოყვასს ხელს საკუთარი ცნობიერების შეცვლაში"...
თუ ვინმეს არ მოსწონს კალო(მაგალითად მე),ეს იმას არ ნიშნავს რომ სხვასაც არ უნდა მოწონდეს. smile.gif ეს უბრალოდ...OFF რო არ გამოსილიყო თორემ რა შუაშია არ ვიცი


Posted by: christiani 23 Nov 2008, 02:36
Reckoner_one

შენ ვერ წარმოიდგენ,რა დონეზე გეთანხმები!!! ყოველგვარი დისკრიმინაციის წინააღმდეგი ვარ, მაგრამ იმის მიხედვით თუ რას წარმოადგენს ადამიანი, რა იდეები აქვს და ასე შემდეგ, შეგიძლია იმ ადამიანზე გარკვეული წარმოდგენა გქონდეს, ხომ?

ჩემთვის ფრიდა კალო დეგრადირებისკენ მიმავალი ადამიანია, პირველ რიგში თავისი იდეების გამო და იმის გამო რომ მხოლოდ ნეგატიურს ხედავდა სამყაროში.

თუმცა ძალიან გასაგებიცაა, მაგაზე უბედური ქალი მგონი ძალიან ცოტა იქნება.

Posted by: Reckoner 23 Nov 2008, 02:39
QUOTE
მაგრამ იმის მიხედვით თუ რას წარმოადგენს ადამიანი, რა იდეები აქვს და ასე შემდეგ, შეგიძლია იმ ადამიანზე გარკვეული წარმოდგენა გქონდეს, ხომ?

ეს კი კაცო..იდეებზე,პოლიტიკურ მიმართულებებზე და ა.შ. რამდენიც გინდა იმდენი მიკამათია...
მე პირადად კალოს მხატვრობა არ მომწონს თორემ მის იდეებს კარგად არ ვიცნობ,და ის რომ ბი სექსუალი იყო ჩემთვის არ აქვს არავითარი მნიშვნელობა...
QUOTE
თუმცა ძალიან გასაგებიცაა, მაგაზე უბედური ქალი მგონი ძალიან ცოტა იქნება

უბედური ქალების მეტი რა მინახავს biggrin.gif biggrin.gif ცოტა დააკვირდი და შენც სულ ადვილად ნახავ...
კარგი ძილინებისა..დავიძინე მე..რთული და გრძელი დღე იყო...
QUOTE
ყოველგვარი დისკრიმინაციის წინააღმდეგი ვარ

up.gif yes.gif

Posted by: christiani 23 Nov 2008, 02:45
Reckoner_one

გაიხარე!!

P.S. ხო რა ვიცი, და ვინჩიზეც ამბობენ ცისფერი იყოო -)))))))



Posted by: Reckoner 23 Nov 2008, 02:47
QUOTE
. ხო რა ვიცი, და ვინჩიზეც ამბობენ ცისფერი იყოო -)))))))

ნუ ამ წაბილწულ თემაში მაგ კაცს ნუ ახსენებ...ნუ წავედი რაა..უFFFFFF!!! biggrin.gif

Posted by: axavild 25 Nov 2008, 17:41
QUOTE
ფრიდამ მომცა იმის სტიმული რომ წარბებს შორის თემბი არ გამეპუტა



ლოლ.. მერე როლლ.. მერე... სკყპესპომადიანი....

Posted by: Emily 21 Feb 2009, 17:35
ძალიან მიყვარს ფრიდას ნახატები,
აი, ძალიან

user.gif

ასე შიშველ ტკივილებს მარტო ფრიდა ხატავდა

user.gif

Posted by: Johnnie Walker 21 Feb 2009, 20:52
ამ ფრიდა კალოს მუღამი ვერ გავიგე და მომკალით.... biggrin.gif user posted image

Posted by: nat_nat777 22 Feb 2009, 02:33
Reckoner
QUOTE
ეს კი კაცო..იდეებზე,პოლიტიკურ მიმართულებებზე და ა.შ. რამდენიც გინდა იმდენი მიკამათია...
მე პირადად კალოს მხატვრობა არ მომწონს თორემ მის იდეებს კარგად არ ვიცნობ,და ის რომ ბი სექსუალი იყო ჩემთვის არ აქვს არავითარი მნიშვნელობა...

QUOTE


ქალებთან ურთიერთობის ამბავი არ ვიცი , მარა ორ კაცს რომ უნაწილებდა თავს ეს ცნობილია biggrin.gif რივერას და ტროცკის biggrin.gif

Posted by: kukuruku 27 Feb 2009, 21:56
QUOTE
ფრიდამ მომცა იმის სტიმული რომ წარბებს შორის თემბი არ გამეპუტა

კაი ბიბინა ულვაშებიც ჰქონდა და რაც მთავარია, თვითონ მოწონდა. mo.gif

Posted by: ემპერა 8 Mar 2009, 01:49
QUOTE
ეგ ავტოპორტრეტი ნაღდად მომწონს, კარგი მხატვარია ნამდვილად, მაგრამ გადამრია-მეთქი ვერ ვიტყვი

ზუსტად რომ გადამრიე მხატვარია.მე ცოტა მინახავს მისი ნახატები,მაგრამ რაც ვნახე საოცრებაა.ვერანაირად ვერ არვწერ იმ შეგრზნებებს,რასაც განვიცდი.
ერთია რა,რელურობამდე მოდის ემოცია ნახატის და გგონია რომ ცოცხალ,ტანჯულ ადამიანს უყურებ.
ყველა ნახატი თავისი გაცდებია და ეს განცდები ისევე განსხვავებულ სტილსი აქვს გადმოცემული,როგორადაც თავად მხატვარი გრძნობდა თავის ყოველ შინაგან ტკივილს.

მარა ბოზი იყო. boli.gif კარიერისთვის სხვას აძლევდა,ამ დროს კი ქმარი უყვარდა მხოლოდ. user.gif

Posted by: pucci 8 Mar 2009, 02:16
QUOTE
ფრიდა კარლო

spy.gif spy.gif ჩVენი კარლო?

პ.ს მე არ მომწონს ფრიდა კალო, მაღიზიანებს მისი ნახატები

Posted by: ემპერა 8 Mar 2009, 05:49
pucci
QUOTE
მაღიზიანებს მისი ნახატები

რატომ?იმიტომ ხომ არა,რომ ნამეტნავად ღრმად აღწევს და ადამიანს აზრწუნებს? smile.gif

მე სწორედ მაგიტომ მომწონს.

Posted by: pucci 8 Mar 2009, 14:54
ემპერა
QUOTE
რატომ?იმიტომ ხომ არა,რომ ნამეტნავად ღრმად აღწევს და ადამიანს აზრწუნებს? smile.gif

მე სწორედ მაგიტომ მომწონს.

არა, არა smile.gif მე მიყვარს ისეთი ნახატები რომელებიც ძალიან ექსპრესიულია, შემაძრწუნებელი და შოკისმომგვრელი, რაც უფრო მწარედაა საშინელი რეალობა გადმოცემული, უფრო მომწონს, არ მიყვარს სენტიმენტალიზმი და გამოგონილი ლამაზი უწი პუწი სამყარო, ვითომ ყველაფერი კარგადაა, ყველა ბედნიერია და გარშემო მხოლოდ კარგი ხდება biggrin.gif
უბრალოდ კალო ჩემითვის არაა, ვერ ვგრძნობ მის ნახატებს, არ მოდის ჩემთან ახლოს biggrin.gif
givi.gif user.gif

Posted by: ემპერა 8 Mar 2009, 18:33
pucci
არ დავწერ ახლა ბანალურ ფრაზას გემოვნებაზე biggrin.gif
ისე მე თუ მკიტხავ მართლაც სენტიმენტალურია კალოს შემოქმედება.თითქოს წუწუნებს,არადა არ იყო ასეთი რეალობაში,ძლიერი ქალი იყო. smile.gif

ისე მგონია,რომ სმაილებს ვერ სვამ ,,ადგილის'' შესფერისად tongue.gif biggrin.gif


------------------------------

Posted by: Johnnie Walker 8 Mar 2009, 20:08
Emily
QUOTE
ასე შიშველ ტკივილებს მარტო ფრიდა ხატავდა

ხო, მაგრამ მდედრობითი სქესის ტკივილები ცოტა ბანჯგვლიანი და წვერულვაშიანი ჰქონდა user.gif

Posted by: ემპერა 8 Mar 2009, 20:17
christiani
QUOTE
მარა ისე ქრისტიანობა კი არა ყველა რელიგია და ყველა ნორმალური ადამიანია ამორალურობის წინააღმდეგი..

ჰო მაგრამ ეს იმას არ ნისნავს რომ ცუდი მხატვარია.
მასე მერკური გეი იყო და არ ვარგა როგორც ვოკალისტი?

Johnnie Walker
QUOTE
ხო, მაგრამ მდედრობითი სქესის ტკივილები ცოტა ბანჯგვლიანი და წვერულვაშიანი ჰქონდა

QUOTE
კაი ბიბინა ულვაშებიც ჰქონდა და რაც მთავარია, თვითონ მოწონდა. 

ადამიანის ფიზიკურ ნაკლზე მითითება და ამით იუმორის ,,პროვოცირება'' ნორმალური საქციელია? rolleyes.gif

Posted by: l.s.d 8 Mar 2009, 20:18
სალმა ჰაიეკი რა კარგია არა იმ ფილმში?

Posted by: lagdm 16 Mar 2009, 18:56
QUOTE (Kniazna @ 5 Oct 2007, 11:55 )
რაც ეს თემა გავხსენი მოვასწარი მომბეზრებოდა ფრიდა და უფრო მეტიც, ეხლა მისი ატანა აღარ შემიძლია smile.gif ყველა ვისაც უნდა გვაჩვენოს თუ რამდენად ინტელექტუალი და "მაგარი ტიპია" უყვარს ფრიდა კალო, გიჟდება ალმადოვარზე (ნანახი აქვს "ცუდი აღზრდა" და "ვოლვერი" მაგრამ გიჟდება ალმადოვარზე), უსმენს მარია კალასს, დადის მუსკომედიის თეატრში და არის "ვაბშე არასტანდარტული და უცნაური და ფაქ ორდინარიტი" smile.gif და გამომდინარე იქედან რომ მე "ვერი ვერი ორდინარი ვარ" და არაფრით არ ვარ არასტანდარტული, რობინ ჰუდი და რევოლუციონერი ნოვატორი და ყველა წესს და კანონს ვემორჩილები უარს ვაცხადებ ფრიდაზე smile.gif))))))))))))))))))

yes.gif yes.gif yes.gif

შენი ფანი ვარ!!!! 2kiss.gif 2kiss.gif მაგრამ ამის გამო არ ღირს ფრიდას შეძულება... smile.gif

Posted by: axavild 16 Mar 2009, 19:01
ჯენტილესკი გაცილებით საინტერესო ქალი იყო... როგორც ცხოვრებით ისე - შემოქმედებითი თვალსაზრისით


ფრიდას ვერ აღვიქვამ მხატვრად.... sad.gif

Posted by: ემპერა 29 Mar 2009, 12:25
axavild
ფრიდას საცოდავი ცხოვრება ჰქონდა...მასე დაცაგრული იშვიატად ვინმე ყოფილლიო sad.gif

QUOTE
ფრიდას ვერ აღვიქვამ მხატვრად

მიკვირს ამას რომ ამბობენ.მე ისეთი ემოცია მეუფლება მაგის ნახატებს რომ ვხედავ რომ ლამის გული გამეგლიჯოს.და რატომ ვერ აღიქვამენ სხვები მიკვირს.. rolleyes.gif

მე ისე მიყვარს ამგანოყოფილების მარტო ამ თემაში შემოვდივარ biggrin.gif

აუ ფოტოშოფი არ ვიცი sad.gif




Posted by: axavild 29 Mar 2009, 13:31
ემპერა კაი


......................................

Posted by: lurdes 29 Mar 2009, 16:31
QUOTE
არ დავწერ ახლა ბანალურ ფრაზას გემოვნებაზე
ისე მე თუ მკიტხავ მართლაც სენტიმენტალურია კალოს შემოქმედება.თითქოს წუწუნებს,არადა არ იყო ასეთი რეალობაში,ძლიერი ქალი იყო.

პირიქით, რომ არ წუწუნებს - ეს არის მის ნახატებში. დააკვირდით, როგორი ძლიერია - თავის ტკივილებზე ძლიერი.
* * *
Reckoner
QUOTE
ვერ ვიტან,მეზიზღება,,არანაირი პატივისცემის გრძნობა არ მაქვს როგორც ადამიანის მიართ..შემოქმედებაზე ხომ ლაპარაკი ზედმეტია..
ყველა დროის მხატვრებს შორის,ჩემთვის ნომერ პირველი ანტიპათიაა

როგორ ახერხებთ ადამიანის ასე შეზიზღებას?! მესმის არ მოგწონდეს შემოქმედება (და უნდა ასაბუთებდე - რატომ), მაგრამ ზიზღი?!

Posted by: Banned from hell 4 Apr 2009, 17:45
ფრიდა ძალიან მომწონს და მისი ბიოგრაფიითაც აღფრთოვანებული ვარ, თუმცა ბევრ რამ გამიკვირდა მაგალითად ის რომ ფრიდა ბი იყო... მისი ნახატებიც მომწონს რა თქმა უნდა. ისე ერთსაც დავამატებდი, ფრიდას განსაკუთრებით ხასგაზმულად აქვს წარმოჩენილი თავისი ულვაშები და რეალობაში კი ესე არ ქონდა, ნუ ესე ძალიან, ამით თავის ინდივიდუალურობას უსვამდა ხაზს, როგორც ვიცი.

Posted by: taileri 25 Apr 2009, 22:00
QUOTE
ყველა ვისაც უნდა გვაჩვენოს თუ რამდენად ინტელექტუალი და "მაგარი ტიპია" უყვარს ფრიდა კალო, გიჟდება ალმადოვარზე (ნანახი აქვს "ცუდი აღზრდა" და "ვოლვერი" მაგრამ გიჟდება ალმადოვარზე),



მიყვარს ფრიდა კალოვ ვგიჟდები ალმადოვარის ზოგიერთ ფილმზე, ნანახი მაქვს ცუდი აღზრდა... და ვარ ძალიან ჩვეულებრივი. ახლა ფრიდა კალოს ვერატანა უფრო არაორდინალურობაა, ვიდრე მისი მოწონება


Posted by: Miss tata 27 Apr 2009, 00:28
QUOTE
ყველა ვისაც უნდა გვაჩვენოს თუ რამდენად ინტელექტუალი და "მაგარი ტიპია" უყვარს ფრიდა კალო, გიჟდება ალმადოვარზე (ნანახი აქვს "ცუდი აღზრდა" და "ვოლვერი" მაგრამ გიჟდება ალმადოვარზე),

ვა ეს რა სიბრძნეა biggrin.gif givi.gif
რავი მე დიდად არ მომწონს და არც ანტიპათია გამაჩნია... ზოგიერთ ნახატს ვაფასებ, ზოგი საერთოდ ვერ მოქმედებს ჩემზე...
ცხოვრებას რაც შეეხება , არც ეგ არ მაღიზიანებს...
და ვაფშე რეაქცია არ მაქ ამ ქალზე და რატომ შემოვედი აქ.. rolleyes.gif rolleyes.gif rolleyes.gif

Posted by: Anchxli 27 Apr 2009, 03:50
QUOTE
ხო, მაგრამ მდედრობითი სქესის ტკივილები ცოტა ბანჯგვლიანი და წვერულვაშიანი ჰქონდა

QUOTEკაი ბიბინა ულვაშებიც ჰქონდა და რაც მთავარია, თვითონ მოწონდა.

ადამიანის ფიზიკურ ნაკლზე მითითება და ამით იუმორის ,,პროვოცირება'' ნორმალური საქციელია?



წვერ-ულვაში როდის აქეთაა ფიზიკური ნაკლი? biggrin.gif

Banned from hell
QUOTE
ფრიდას განსაკუთრებით ხასგაზმულად აქვს წარმოჩენილი თავისი ულვაშები და რეალობაში კი ესე არ ქონდა, ნუ ესე ძალიან, ამით თავის ინდივიდუალურობას უსვამდა ხაზს, როგორც ვიცი.

სად ეს
http://www.radikal.ru
სად კიდევ ეს biggrin.gif
http://www.radikal.ru
თუმცა წარბები იდენტურია აბსოლუტურად.

ფაქტია_კარგი მხატვარია,არაფერი განსაკუთრებული biggrin.gif

Posted by: ARIEL 27 Apr 2009, 03:57
Kniazna
QUOTE
უბრალოდ დაწერეთ რას ფიქრობთ ამ ქალის შესახებ...


უკვე დაუწერიათ ყველაფერი და მე ეს ქალი ძალიან მიყვარს yes.gif smile.gif

Posted by: The Factory 28 Apr 2009, 00:50
ფრიდას ლურჯი სახლი მომწონს. Casa Azul:

http://www.radikal.ru

http://www.radikal.ru

http://www.radikal.ru

Posted by: taileri 28 Apr 2009, 22:12
The Factoryძალიან საინტერესო ფოტოებია, არ მქონდა ნანახი , მშვენიერია, გმადლობთ ფრიდა კალოს შემოქმედების თაყვანისმცემლების სახელით

Posted by: katokato 29 Apr 2009, 02:01
ფრიდა არ არის დიდი მხატვარი, უბრალოდ ძალიან საინტერესო და შემოქმედებითი ქალია, უფრო საინტერესო პიროვნება და ცხოვრების ისტორია, ვიდრე მხატვრობა. ორდინალური და რიგითი ნამდვილად არ არის , ამ მხრივ აქვს მიმზიდელობა და ამიტომ იწვევს ხალხის ინტერესს smile.gif
http://www.fridakahlo.it/

Posted by: lurdes 3 May 2009, 16:19
უცნაურია, საქართველოში გაერთიანებულ წარბებზე ირონიული ხაზგასმა smile.gif
სხვათაშორის, მე-18/19 საუკუნეებში ქართველი ქალები წარბების გამუქებით და შეერთებით სილამაზის კრიტერიუმების დაცვას ცდილობდნენ.

ანუ იმის თქმა მინდა, რომ
თანამედროვე აღქმის გადასახედიდან რატომ აფასებთ მხატვრის შემოქმედებას?
და თუ მხოლოდ წარბებს ხედავთ, ესე იგი მხოლოდ ზედაპირულად ათვალიერებთ ნახატებს.

კონკრეტულად ფრიდა კი - თავის ნამუშევრებში ძალიან მგრძნობიარე ადამიანს ხატავს.

Posted by: ფრენოლოგი 25 Aug 2009, 01:04
QUOTE
მაგარ ბიჭებს ჩე გევარა მოსწონთ, გოგოებში კი კოელიოა მოდური

lol.gif givi.gif ეგ ჰოო


***

ჰოდა ფრიდაზე რომელი ფილმია მითხარით რა.... smile.gif

***
ჰოდა კიდევ...უნიჭოს რას ეძახის აქ საზოგადოება და რამე -არ ვიცი მე smile.gif მაგრამ ფრიდა უნიჭო არ იყო ...რიავიც.

მე ფიროსმანი არ მომწონს -ზნაჩიტ უნიჭოა? smile.gif... და ა.შ კარგით smile.gif

Posted by: S A F O 18 Sep 2009, 00:50
QUOTE
ჰოდა ფრიდაზე რომელი ფილმია მითხარით რა..


მგონი ფრიდა ქვია-სალმა ჰაიეკი თუ ჰეიეკით მთავარ როლში, დიდი რეზონანსიც ქონდა ამ ფილმს და მაგის მერე ,არამარტო ჩვენთან, მთელ მსოფლიოშიც საგრძნობლად გაიზარდა მისი ბიოგრაფიის და შემოქმედების მიმართ ინტერესი(ნუ ბუნებრივია) .

აქ ვიღაცამ გამოთქვა მოსაზრება რომ ფრიდა მოდურია და კარგ ტიპობად ითვლება თუ ამბობ რომ მოგწონს. და ა.შ .
ვეთანხმები, საქ. ბევრია ასეთი, ისევე როგორვ "გიჟდებიან პიკასოზე ან სალვადორზე" და ა.შ.
უდაოდ საინტერესო და ტრაგიკული ბიოგრაფიის მქონეა, მაგრამ როგორც ასეთი რომ უმაგრესი ნახატები აქვს და ა.შ
მე პირადად -"პასს". ბევრად საინტერესო მხატვრებიც არიან , მაგრამ ფილმი არ არის გადაღებული და სამწუხაროდ თემებიც არ ეხნებათ .

wink.gif tongue.gif


Posted by: ფრენოლოგი 18 Sep 2009, 19:20
QUOTE
მგონი ფრიდა ქვია-სალმა ჰაიეკი თუ ჰეიეკით მთავარ როლში

ვუყურე უკვე smile.gif
ჰო ფრიდა ჰქვია.

QUOTE
"გიჟდებიან პიკასოზე ან სალვადორზე"

სად პიკასო სად დალი biggrin.gif

QUOTE
მე პირადად -"პასს". ბევრად საინტერესო მხატვრებიც არიან

რა თმქ უნდა.
მე ნახატები მომწონს მისი და არა ბიოგრაფია.

QUOTE
სამწუხაროდ თემებიც არ ეხნებათ .


შეგიძლია გაუხსნა

Posted by: taileri 19 Sep 2009, 11:51
რაც მეტს ვიგებ ფრიდას შწსახებ, მით უფრო მომწონს, ვფიქრობ რომ ძალიან საინტერესო, თავისუფალი ადამიანი იყო. აქ ზემით ფილმი ახსენეს სელმა ჰაიეკის მონაწილეობით. ფილმში ჩაველა ვარგასის სიმღერებია და თვითონაც მონაწილეობს, თუ გახსოვთ ბარში რომ მღერის მოხუცი ბოშა. ჩაველა ვარგასი უკვე საკმაოდ ასაკიანია ამ ფილმში, მაგრამ მაინც ძალიან მაგარია.
http://www.youtube.com/watch?v=nE-UjfdIGEY
ეს სიღერა ამ ფილმიდან
http://www.youtube.com/watch?v=0gQ31m4Yt0s&feature=related
ეს კი ჩაველა ვარგასი ფილმში, იგივე სიმღერით
* * *
რაც მეტს ვიგებ ფრიდას შესახებ, მით უფრო მომწონს, ვფიქრობ რომ ძალიან საინტერესო, თავისუფალი ადამიანი იყო. აქ ზემით ფილმი ახსენეს სელმა ჰაიეკის მონაწილეობით. ფილმში ჩაველა ვარგასის სიმღერებია და თვითონაც მონაწილეობს, თუ გახსოვთ ბარში რომ მღერის მოხუცი ბოშა. ჩაველა ვარგასი უკვე საკმაოდ ასაკიანია ამ ფილმში, მაგრამ მაინც ძალიან მაგარია.
http://www.youtube.com/watch?v=nE-UjfdIGEY
ეს სიღერა ამ ფილმიდან
http://www.youtube.com/watch?v=0gQ31m4Yt0s&feature=related
ეს კი ჩაველა ვარგასი ფილმში, იგივე სიმღერით

Posted by: Kmuno 15 Jan 2011, 03:05
მხოლოდ მის ავტოპორტრეტებს ვიცნობ...
რამე სხვა განსაკუთრებული აქვს?

Posted by: axavild 4 Oct 2011, 14:41
user posted image

Diego, my love,

Remember that once you finish the fresco we will be together forever once and for all, without arguments or anything, only to love one another.

Behave yourself and do everything that Emmy Lou tells you.

I adore you more than ever. Your girl, Frida

(Write me)

სულ როგორ ეგონა, რომ აღარ იჩხუბებდნენ და სულ პასუხის მოლოდინში როგორ იყო :შ

Posted by: Freedoctor 30 Nov 2011, 09:46
http://imageshack.us/photo/my-images/408/img1894copy.jpg/

Fulang -Chang and I (MoMA)











............................and me too smile.gif

Posted by: katokato 2 Dec 2011, 01:54
QUOTE
Frida

ქარიზმა.
საინტერესო ქალი.
საშუალო მხატვარი, მაგრამ
ძააალიან საინტერესო ქალი smile.gif

Posted by: Havmannen 6 Jan 2018, 03:51
https://postimages.org/

The Suicide of Dorothy Hale


https://postimages.org/
love.gif

Posted by: VioletHill 23 May 2018, 11:18
ამ სიტყვებმა მომკლა facepalm.gif
"იმედი მაქვს ამ ქვეყნიდან მალე წავალ, და აღარასდროს მომიწევს უკან დაბრუნება"
რამხელა ტკივილია

საინტერესო ქალებს კიდევ ტრაგიკული ცხოვრება აქვთ
უნდა გადაიხადო ყველაფრის გამო თურმე smile.gif

QUOTE
საშუალო მხატვარი, მაგრამ
ძააალიან საინტერესო ქალი

Posted by: aktrisa 9 Sep 2018, 15:29
"მკვახეა და საოცრად ნაზი, რკინასავით მედგარი და პეპელასავით ფარფატა, პირმცინარი, სიღრმისეული და ცხოვრებასავით სასტიკი და დაუნდობელი"

Posted by: Maruhadzu 17 Apr 2019, 19:30
user posted image

Powered by Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)