#52210741 · 19 Feb 2018, 00:01 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
თბილისში, მალაკნებზე გახსნეს სამზარეულო, იქ ვერაფერს მიირთმევთ, მხოლოდ მზა ნაწარმს იყიდით. მე რომ სხვისი გაკეთებული ხინკალი და პელმენი მომეწონება, ე.ი. კარგია. ვიტრინებია და საკუთარი თვალით უყურებ, როგორ ახვევენ ქალები ორივეს, იქვე ნატურალური არაჟანი იყიდება. შეგიძლიათ, გაყინული იყიდოთ, ან იქვე გაგიმზადებენ ახალს.
პ.ს. გაყინულის მოხარშვას ცოდნა უნდა. ქვაბს არ უნდა მოსცილდე და სულ თავზე უნდა ადგე ციცხვით, მუდმივად უნდა ურიო. გარანტიას ვიძლევი, თუ ცომი საჭიროდ არის მოზელილი, არცერთი ხინკალი ერთმანეთს არ მიეკრობა და არ ჩაიშლება, თუ დროზე ამოკრიფე აქაფქაფებული წყალიდან, არცერთი არ იქნება გამსკდარი.
--------------------
მხოლოდ წინ!!!!!!!!!!!!!!!!!!!
|