როზეტა.სთოუნედ
Super Member
ჯგუფი: Registered
წერილები: 901
წევრი No.: 231146
რეგისტრ.: 18-April 17
|
#51689325 · 18 Nov 2017, 16:25 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
როდეზია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება] 1888 წელს სესილ როდსმა შეთანხმება დადო მზილიკაზის მემკვიდრე ლობენგულასთან, რომელმაც ბრიტანელებს ნება დართო ჩარეულიყო მატაბელელენდის ეკონომიკაში (ნდებელეს ტომებით დასახლებული ზიმბაბვეს სამხრეთ-დასავლეთი). 1899 წელს იმავე როდსის ძალისხმევით ბრიტანეთის სამხრეთაფრიკულმა კომპანიამ უფლება მიიღო დაეარსებინა დიდი ტერიტორიები, რომელიც მოიცავდა დღევანდელ ზიმბაბვეს და ზამბიას, იმ დროიდან ცნობილი, როგორც შესაბამისად სამხრეთი და ჩრდილოეთი როდეზია. 1895 წელს კომპანიის ჯარები შევიდნენ მაშონალენდში (ზიმბაბვეს ცენტრი და ჩრდილოეთი), რამაც დასაწყისი მისცა ამ მიწების კოლონიზაციას.
1896—1897 წლებში შავკანიანი მოსახლეობა (პირველ რიგში შონა და ნდებელე) აჯანყდა ბრიტანული მმართველობის წინააღმდეგ, მაგრამ ამ ჯანყმა, ცნობილი როგორც (პირველი) ჩიმურენგა, სრული კრახი განიცადა, პირველ რიგში კატასტროფული ტექნოლოგიური სხვაობის გამო. უკვე XX საუკუნიდან იწყება სამხრეთ როდეზიის დასახლება თეთრკანიანი მოსახლეობით.
1922 წელს ბრიტანეთის სამხრეთაფრიკულმა კომპანიამ შეწყვიტა სამხრეთ როდეზიის მართვა. რეფერენდუმის შედეგად, რომელიც ძირითადად თეთრკანიან მოსახლეობას შორის ჩატარდა, ის არ შევიდა სამხრეთ აფრიკის კავშირში, იგი გახდა თვითმართვადი კოლონია ბრიტანეთის იმპერიის შემადგენლობაში.
მეორე მსოფლიო ომის დამთავრებისა და კოლონიალური სისტემის ნგრევის დაწყების შემდეგ აფრიკის ბევრი ახალი დამოუკიდებელი ქვეყანა დაადგა სოციალისტური განვითარების გზას, მაშინ როდესაც სამხრეთ აფრიკის ქვეყნებში (სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა, ანგოლა, მოზამბიკი) ხელისუფლება გადავიდა მხოლოდ თეთრკანიანი მოსახლეობის უმცირესობის ხელში. ამ უკიდურესობის თავიდან აცილების მიზნით, 1953 წელს შეიქმნა როდეზიისა და ნიასალენდის ფედერაცია, რომელიც მოიცავდა სამხრეთ როდეზიას, ჩრდილოეთ როდეზიას და ნიასალენდს (თანამედროვე მალავი), ფედერალური ტერიტორიის სტატუსით (უკვე არა კოლონიის, მაგრამ არც დომინიონის). მაგრამ ათი წლის შემდეგ, 1963 წელს ფედერაცია დაიშალა, როდესაც დამოუკიდებლობა მიიღო ზამბიამ და მალავი.
სამხრეთ როდეზიის თეთრკანიანთა მთავრობა ასევე ითხოვდა დამოუკიდებლობას, მაგრამ ლონდონი მისი მინიჭების წინააღმდეგი იყო, ვიდრე ქვეყანაში ხელისუფლება მთლიანად არ გადაეცემოდა შავკანიან უმრავლესობას (NIBMAR-ის პოლიტიკა: No Independence Before Majority African Rule). პასუხად 1965 წლის 11 ნოემბერს სამხრეთ როდეზიის პრემიერ-მინისტრმა იან სმიტმა გამოაცხადა დამოუკიდებლობა, რომელიც არ აღიარა დიდმა ბრიტანეთმა. 1970 წელს იან სმიტმა სამხრეთ როდეზია რესპუბლიკად გამოაცხადა, რომელმაც ასევე არანაირი საერთაშორისო მხარდაჭერა ვერ მოიპოვა.
როდეზიის ფრონტის პარტიის მთავრობა იან სმიტის ხელმძღვანელობით ატარებდა სეგრეგაციის პოლიტიკას, რომელსაც ხშირად ადარებენ აპართეიდთან, თუმცა, მკაცრად რომ ითქვას, ეს მთლიანად ასე არ არის. მაგალითად, სამხრეთ როდეზიაში «რასობრივი» ცენზის ნაცვლად ხშირად გამოიყენებოდა ქონებრივი ცენზი, პარლამენტში შენარჩუნებული იყო შავკანიანი დეპუტატების არსებობა, ჯარში არსებობდა რასობრივი სახით შერეული სამხედრო ნაწილები, როდეზიაში არ ჩატარებულა სამხრეთაფრიკული ტიპის ტერიტორიალური სეგრეგაციები. მაგრამ საქმეში მთელი ხელისუფლება ეკუთვნოდა თეთრკანიან უმცირესობას, ქვეყანაში მოქმედებდა რასობრივი დისკრიმინაციის რეჟიმი. ბევრ საზოგადოებრივ დაწესებულებებში ემსახურებოდნენ მხოლოდ თეთრკანიანებს, ნაყოფიერი მიწების დიდი ნაწილი იმყოფებოდა თეთრკანიანი ფერმერების ხელში.
შეიარაღებულ პარტიზანულ ბრძოლას როდეზიის ხელისუფლების წინააღმდეგ აწარმოებდა ზიმბაბვეს აფრიკის ეროვნულ-გამანთავისუფლებელი არმია (ZANLA) რობერტ მუგაბეს ხელმძღვანელობით და ზიმბაბვეს სახალხო-რევოლუციური არმია (ZIPRA) ჯოშუა ნკომოს ხელმძღვანელობით, ზიმბაბვეს აფრიკელი ხალხის კავშირის (ZAPU) ლიდერი, რომლებსაც ჰქონდათ ბაზები სამხრეთ როდეზიის მეზობელ ქვეყნებში (მაგალითად, ბოტსვანა და ზამბია) და სარგებლობდნენ საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირისა და ჩინეთის დახმარებით. 1975 წელს მოზამბიკის ხელისუფლებაში ფრელიმოს სოციალისტური მთავრობის მოსვლის შემდეგ ეს ქვეყანა გახდა ძირითადი ბაზა ზიმბაბვეს აფრიკის ეროვნულ-გამანთავისუფლებელი არმიის მეომრებისათვის. თეთრკანიანი უმცირესობის ხელისუფლების წინააღმდეგ შეიარაღებულმა ბრძოლამ, რომელიც მიმდინარეობდა 1964 წლიდან, სახელად მიიღო ჩიმურენგა (მეორე).
იან სმიტმა სრულმასშტაბიანი სამოქალაქო ომის თავიდან ასარიდებლად 1978 წლიდან დაიწყო მოლაპარაკებები ზომიერი პოლიტიკური შეხედულების შავკანიან ლიდერებთან, როგორებიცაა აბელ მუზორევა გაერთიანებული აფრიკული ეროვნული კონგრესიდან და ნდაბანინგი სიტოლე ZANU-ndonga-დან. ქვეყანამ მიიღო დასახელება ზიმბაბვე-როდეზია, ხოლო პარლამენტის არჩევნების შედეგად პირველად ჩამოყალიბდა შავკანიანთა უმრავლესობა, თუმცა მოსამართლეთა კორპუსი ან, მაგალითისთვის, ჯარი, მაინც ძირითადად რჩებოდა თეთრკანიანების ხელში. პრემიერ-მინისტრი გახდა აბელ მუზორევა, რომელსაც ემხრობოდნენ იან სმიტიც და სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის ხელისუფლებაც, მაგრამ მან ვერ მიიღო ამომრჩეველთა მთლიანი ნდობა ზიმბაბვეში.
1979 წლის 12 დეკემბრის ლანკასტერჰაუზის კონფერენციის შეთანხმების საფუძველზე ზიმბაბვე-როდეზიაში ხელისუფლება დროებით გადაეცა დიდი ბრიტანეთის გუბერნატორს ლორდ არტურ კრისტოფერ ჯონ სოუმსს, პარტიზანულ დაჯგუფებებს უნდა შეეწყვიტათ საბრძოლო მოქმედებები და დაბანაკებულიყვნენ სპეციალურად გამოყოფილ იზოლირებულ ბანაკებში. 1980 წლის საყოველთაო არჩევნებში დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა ZANU-ს რადიკალურმა ფრთამ — ზიმბაბვეს აფრიკულმა ეროვნულმა კავშირმა რობერტ მუგაბეს ხელმძღვანელობით.
მუგაბეს მმართველობის პერიოდი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება] 1982 წელს ჯოშუა ნკომო გარიცხეს მთავრობიდან (მასთან იარაღის საწყობის აღმოჩენის გამო), რამაც გამოიწვია უკმაყოფილება მისი ტომის ხალხ — ნდებელეს შორის და გადაიზარდა მასიურ არეულობებში. ხელისუფლებამ მათ წინააღმდეგ საბრძოლველად მატაბელელენდში გააგზავნა ძირითადად შონას ხალხისგან შემდგარი მეხუთე ბრიგადა, რის შედეგადაც განხორციელდა ბევრი დანაშაულებრივი ქმედებები: გარდაიცვალა 20 000-მდე ადამიანი. მხოლოდ 1987 წელს განახლდა მოლაპარაკებები ZANU-სა და ZAPU-ს შორის, ხოლო 1988 წელს ისინი გაერთიანდნენ ერთ პარტიაში, რომელსაც სახელად ეწოდა ZANU-PF.
1992 წლის გვალვის და მას მოყოლილი შიმშილის შემდეგ შემოღებული იქნა საგანგებო მდგომარეობა; საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ შემუშავებულმა აღდგენის პროგრამამ კიდევ უფრო მეტი უკმაყოფილება გამოიწვია. ქვეყნიდან დევნილების ნაკადის რაოდენობა გაიზარდა, განსაკუთრებით ნდებელეს ტომის ხალხის შევიწროვებისა და სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის ხელისუფლებაში აფრიკის ეროვნული კონგრესის მოსვლის ფონზე. შედეგად ხელისუფლებამ მიიღო გადაწყვეტილება დაეჩქარებინა მიწის რეფორმა.
ქვეყანაში დამუშავებისათვის ვარგისი 70 %-მდე მიწა იმყოფებოდა თეთრკანიანი მოსახლეობის უმცირესობის ხელში, რომლებმაც ის ძირითადად დამოუკიდებლობის მიღების შემდეგ შეიძინა. დიდი ბრიტანეთი გამოყოფდა მილიონობით ფუნტ სტერლიგ ფულს ზიმბაბვეს ხელისუფლების მიერ ამ მიწების ნებაყოფლობით გამოსყიდვისთვის, მაგრამ მიწების გადაცემა შავკანიანი მოსახლეობისათვის მიმდინარეობდა საკმაოდ ნელი ტემპით. შედეგად 1999 წელს დაიწყო თეთრკანიანი ფერმერების ძალისმიერი გამოსახლება და მათი მიწების შავკანიანი მოსახლეობისათვის გადაცემა (ძირითადად რობერტ მუგაბეს პოლიტიკური მომხრეებისათვის). ამ ნაბიჯებმა გამოიწვია საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან და პირველ რიგში დიდი ბრიტანეთისგან ზიმბაბვეს ხელისუფლების მკვეთრი კრიტიკა, რომელმაც ზიმბაბვეს წინააღმდეგ შემოიღო ეკონომიკური სანქციები.
მიგრაციის შედეგად თეთრკანიანი მოსახლეობის რაოდენობა ქვეყნის დამოუკიდებლობამდე იზრდებოდა: 1927 წელს 922 ათას შავკანიანზე მოდიოდა 38,2 ათასი თეთრკანიანი, 1939 წელს თეთრკანიანთა რაოდენობა გაიზარდა 60 ათას ადამიანამდე, 1946 წელს 1640 ათას შავკანიანზე მოდიოდა 80,5 ათასი თეთრკანიანი მოსახლეობა. 1952 წელს თეთრკანიანთა რაოდენობამ მიაღწია 135 ათასს, 1963 წელს — 223 ათასს. 1987 წელს თეთრკანიანთა რაოდენობა შემცირდა 100 ათას ადამიანამდე. დღეისათვის ქვეყნიდან მოსახლეობის მასიური გადინების გამო ზიმბაბვეში ცხოვრობს დაახლოებით 30 ათასი თეთრკანიანი მაცხოვრებელი[5][6][7] — ქვეყნის მთლიანი მოსახლეობის 1 %-ზე ნაკლები.
2002 წელს ერთა თანამეგობრობამ შეაჩერა ზიმბაბვეს წევრობა ადამიანის უფლებების დარღვევებისა და არჩევნების ფალსიფიკაციის გამო; 2003 წელს რობერტ მუგაბემ თვითონვე გამოაცხადა ზიმბაბვეს ერთა თანამეგობრობიდან გასვლის შესახებ.
2005 წლის არჩევნების შემდეგ, რომლის დროსაც გახლეჩილმა ოპოზიციამ ვერ შეძლო ვერაფრით დაპირისპირებოდა ZANU-PF-ს, მუგაბემ გამოაცხადა ოპერაცია «მურამბატსვინას» (შონას ენაზე «გავყაროთ ნაგავი») დაწყების შესახებ, რომლის მიზანი თითქოს ქვეყნის თვითნებურად აგებული ქოხებისგან გაწმენდა იყო. კრიტიკოსების აზრით, ამ ოპერაციისგან პირველ რიგში იტანჯებიან მოსახლეობის უღარიბესი ფენები, განსაკუთრებით ნდებელეს ხალხი.
მიწის გადანაწილებამ მოიტანა სოფლის მეურნეობაში პროდუქტიულობის მკვეთრი კლება, ფასების კატასტროფული ზრდა და უმუშევრობა (ზრდასრული მოსახლეობის 80 %-მდე).
--------------------
......... https://www.youtube.com/watch?v=aGSKrC7dGcY. მამუკა მქვია. გოგო არ ვარ ნუ მკერავ.
|