Printable Version of Topic
Click here to view this topic in its original format
თბილისის ფორუმი > სამართალი > ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდა


Posted by: ell-lle 10 Apr 2014, 14:11
ხალხ, შესაბამისი თემა ვერ ვნახე....

ვისაც გამოცდილება აქვს ძველი ტესტებით ვაპირებ მეცადიენობას და გამომადგება?
რათქმა უნდა შევადარებ ცვლილებები რომ არ გამეპაროს

ვისაც რა შეგიძლიათ რომ დადოთ ტესტები, სასარგებლო რჩევები, ინფო და ა.შ.

პირადად მე სისხლის მაინტერესებს

Posted by: კორდელია 10 Apr 2014, 15:04
ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდის ჩაბარების დამადასტურებელი სერთიფიკატის დედანი როდესაც დაკარგულია , აღსადგენად რა პროცედურებია საჭირო?
გაწევრიანებისათვის საჭირო საბუთების ჩამონათვალში უწერიათ როგორც ასლის, ასევე დედნის წარდგენა mo.gif

Posted by: cruella 10 Apr 2014, 16:37
ტესტები საიტზე უდევთ. ისე კი რჩევა ის არის რომ, ყველაფერი გაიზუთხე. საჭიროა მხოლოდ მახსოვრობა. შეგიძლია საერთოდ ვერ აზროვნებდე და IQ გქონდეს 0-ზე დაბლა. მთავარია ზეპირად იცოდე კანონები biggrin.gif რაში ჭირდება აბა ადვოკატს, აზროვნების, კაზუსის ამოხსნის, იმიტირებულ პროცესზე თავის წარმოჩენის უნარი? ან პოზიციის არგუმენტირების და დასაბუთების გამოვლენა? როგორც ეს სხვა ქვეყნებში ხდება ადვოკატის გამოცდებზე. მთავარია გაიზუთხოს და შემოხაზოს bis.gif პროცესზე მეტი კი არაფერი მოეთხოვება, სხვა უნარები საერთოდ არ ჭირდება ადვოკატს biggrin.gif მიყვარს ამ ქვეყანაში ბევრი რამ love.gif love.gif love.gif

Posted by: Utopian 10 May 2014, 16:25
2013 წელს (ორივე გამოცდაზე) გამოყენებული ტესტები სად შეიძლება ვნახო?


სამოქალაქო სამართლის


Posted by: Love The Sun 10 May 2014, 17:32
cruella
შეგიძლია, რომ ბმული დადო პირდაპირ ტესტები სადაც დევს იმის?
მადლობა smile.gif

Posted by: madonna_Girl 13 May 2014, 15:32
Love The Sun
http://gba.ge/new/index.php?a=main&pid=493&lang=geo

Posted by: lasha_mrisxane 7 Jun 2014, 21:01
აბა ვინც წერეთ გამოცდა უკვე რას იტყვით? biggrin.gif

///////////////////////////////////////////

Posted by: lasha_mrisxane 15 Jun 2014, 18:06
ჩავაბარე გამოცდა უკვე. bis.gif .







/////////////////////////////////////////////////////////////////////////

Posted by: nanuka15n 15 Jun 2014, 21:38
lasha_mrisxane
რთული იყო ? smile.gif)) დეკემბერში მინდა გასვლა მე smile.gif ყოჩაღ ისე, მე ვიცი რო ძაან ცოტა აბარებს,რაც ტესტებს აღარ აქვეყნებენ წინასწარ smile.gif)

Posted by: LEGEN_wait for it_DARY 16 Jun 2014, 03:28
არავინ არაფერი არ იცის და რა უნდა ჩააბარონ?

Posted by: lasha_mrisxane 16 Jun 2014, 18:56
QUOTE (nanuka15n @ 15 Jun 2014, 21:38 )
lasha_mrisxane
რთული იყო ? smile.gif)) დეკემბერში მინდა გასვლა მე smile.gif ყოჩაღ ისე, მე ვიცი რო ძაან ცოტა აბარებს,რაც ტესტებს აღარ აქვეყნებენ წინასწარ smile.gif)

კი, თავისუფლად შემიძლია ვთქვა, რომ ეგეთი რთული ტესტი ჯერ-ჯერობით არ მიწერია საქართველოს ისტორიის ტესტს თუ არ ჩავთვლი. biggrin.gif მაგრამ საკმაოდ კარგად იყო შედგენილი, უაზრო კითხვები არ იყო მოსული (თუმცაღა რამოდენიმე ბუნდოვანი ტესტი იყო, რომლებსაც გასაჩივრების შემთხვევაში მაღალი ალბათობით მოვიგებდი. )

ხალხის ჩაჭრაზე ორიენტირებული ტესტები რო ყოფილიყო ძალიან ბევრს მოიტანდნენ ისეთი საკითხებიდან, როგორიცაა: სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-7 კარი, ადმინისტრაციული საპროცესო წარმოების ზოგიერთი თავი და ა.შ (ანუ ისეთი საკითხები, რომელიც პრაქტიკაში შეიძლება საერთოდ არ შეგხვდეს) გამოცდის წინ ბევრი ლაპარაკობდა, ხალხის ჩაჭრა და ფულის კეთება უნდათო, მაგრამ ბოლო 2 ტესტიდან დავრწმუნდი, რომ ეგრე არაა, უბრალოდ არ უნდათ, რომ ყოველმა მეორემ აიღოს ეს სერტიფიკატი და ვეთანხმები კიდეც.

წინა გამოცდა ამასთან შედარებით ნამცხვრის ნაჭერი იყო მიუხედავად იმისა, რომ ტესტები არც მაშინ ვიცოდით წინასწარ biggrin.gif სატესტოდ გავედი და 69 ქულა ავიღე იმ პირობებში, რომ საერთაშორისო, საოჯახო/მემკვიდრეობით სამართალი საერთოდ არ მქონდა ნასწავლი.

თუ გინდა PM მომწერე და გეტყვი, რა თემატიკის შეკითხვები ჭარბობდა, ჯერ-ჯერობით მახსოვს. smile.gif
* * *
LEGEN_wait for it_DARY
QUOTE
არავინ არაფერი არ იცის და რა უნდა ჩააბარონ?

ბევრმა არაფერი იცის, მაგრამ მთლად მასე ვერ იტყვი. smile.gif)) იშვიათი გამონაკლისების გარდა ვერცერთი მაგარი ადვოკატი ვერ ჩააბარებს ამ ტესტებს საგანგებოდ ამათთვის თუ არ იმეცადინა. : )

Posted by: LEGEN_wait for it_DARY 16 Jun 2014, 19:56
lasha_mrisxane

მე ვაპირებ მომზადების გარეშე ჩაბარებას და ვნახოოთ აბა რას ვიზამ შემოდგომაზე.

Posted by: nanuka15n 16 Jun 2014, 21:16
lasha_mrisxane
მე თვითონ შეხება მაქ ადვოკატთა ასოციაციასთან და დანამდვილებით შემიძლია ვთქვა, რომ ნახევარზე მეტი ადვოკატებისა არ უნდა იყვნენ ადვოკატები biggrin.gif ძალიან კარგია, რომ გაართულეს, დაახლოებით 60 ჩააბარა თუ არ ვცდებ 500 ზე მეტი აპლიკანტიდან და საერთო სპეციალიზაცია კიდევვ სულ რაღაც 4 მა, ასე რომ მართლა რთულია, და 160 ლარი კიდევ არაა ცოტა, ტყუილა რომ გადაყარო smile.gif LEGEN_wait for it_DARY

Posted by: Utopian 16 Jun 2014, 21:37
მე მომხრე ვარ გართულების
ოღონდ ჩაჭრაზე არ უნდა იყოს ორიენტირებული, თავისთავად

QUOTE
ხალხის ჩაჭრაზე ორიენტირებული ტესტები რო ყოფილიყო ძალიან ბევრს მოიტანდნენ ისეთი საკითხებიდან, როგორიცაა: სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-7 კარი, ადმინისტრაციული საპროცესო წარმოების ზოგიერთი თავი და ა.შ (ანუ ისეთი საკითხები, რომელიც პრაქტიკაში შეიძლება საერთოდ არ შეგხვდეს) გამოცდის წინ ბევრი ლაპარაკობდა, ხალხის ჩაჭრა და ფულის კეთება უნდათო, მაგრამ ბოლო 2 ტესტიდან დავრწმუნდი, რომ ეგრე არაა, უბრალოდ არ უნდათ, რომ ყოველმა მეორემ აიღოს ეს სერტიფიკატი და ვეთანხმები კიდეც.

up.gif


lasha_mrisxane

გილოცავ smile.gif


ტესტები ხო არ ატვირთულა?




QUOTE
საერთო სპეციალიზაცია კიდევვ სულ რაღაც 4 მა

ჯობია ცალ-ცალკე ჩააბარო
მე ასე ვიზამ
როცა მაგის დრო მოვა ))



Posted by: LEGEN_wait for it_DARY 16 Jun 2014, 21:39
nanuka15n

რატომ უნდა გადავყარო ტყუილა? ჩავაბარებ smile.gif

Posted by: Utopian 16 Jun 2014, 21:45
QUOTE
ვაპირებ მომზადების გარეშე ჩაბარებას

უნივერსიტეტში ხო ისედაც ყველანი გავდივართ ამ საგნებს და რაღა მომზადება უნდა rolleyes.gif

Posted by: volovo s 16 Jun 2014, 21:55
nanuka15n
QUOTE
საერთო სპეციალიზაცია კიდევვ სულ რაღაც 4 მა

და განაცხადი რამდენს ჰქონდა შეტანილი საერთოზე?
Utopian
QUOTE
ჯობია ცალ-ცალკე ჩააბარო

ეგრე ჯობია აშკარად smile.gif შარშანდელი რო ვნახე, საერთო მარტო 10 კაცს ჰქონდა ჩაბარებული და "ის ორი" შედარებით მეტი იყო, თითოეული 30 მდე ალბათ, ნუ კერძო ოდნავ მეტი იყო სისხლზე

Posted by: nanuka15n 16 Jun 2014, 22:23
volovo s
მარტო საერთოზე რამდენს ქონდა არ ვიცი sad.gif
LEGEN_wait for it_DARY
მაგას რა ჯობია smile.gif უბრალოდ 'შიდა სამზარეულოსთან" მქონდა შეხება და მაგიტომ გითხარი, მეთვითოანაც კი გადავიფიქრე ივნისის გამოცდებზე გასვლა..წარმეტებები smile.gif)

Posted by: my_sweet_november 16 Jun 2014, 23:47
ეს ვითომ გართულებული ძალიან მარტივი გამოცდაა რეალურად. საშუალო დონის იურისტობაც არ ჭირდება ჩაბარებას. წინა წელს, ძალიან მარტივად ავიღე მაქსიმალური ქულა. ასე რომ, კარგია რომ გაართულეს და სასურველია კიდევ გაართულონ.

Posted by: lasha_mrisxane 19 Jun 2014, 18:44
Utopian
QUOTE
გილოცავ


ტესტები ხო არ ატვირთულა?


მადლობა. smile.gif ტესტები არც აიტვირთება. მეც შეიძლება გავიდე მომავალში სისხლზე, ეხლა არ მჭირდებოდა არაფერში და მაგიტომ გავედი კერძოზე. ისე, პირდაპირვე საერთო არ აჯობებს? საერთაშორისო სამართლიდან ნაკლები მოვა ალბათ, თან 2ჯერ ნაკლები დროის დათმობა მოგიწევს საბოლოო ჯამში. smile.gif საერთო ვინც ჩააბარა იმათ კითხე როგორი იყო და მაგის მიხედვით გადაწყვიტე.

my_sweet_november
QUOTE
წინა წელს, ძალიან მარტივად ავიღე მაქსიმალური ქულა.

კლავიატურიდან ყველანი მახიმარულ ქულებს ვიღებთ ხოლმე. yes.gif

LEGEN_wait for it_DARY
კარგია, შენს თავში ასეთი დარწმუნებული თუ ხარ შეიძლება მართლა ჩააბარო. წარმატებებს გისურვებ. : )

volovo s
QUOTE
ეგრე ჯობია აშკარად  შარშანდელი რო ვნახე, საერთო მარტო 10 კაცს ჰქონდა ჩაბარებული და "ის ორი" შედარებით მეტი იყო, თითოეული 30 მდე ალბათ, ნუ კერძო ოდნავ მეტი იყო სისხლზე

სტატისტიკა მასეთი იმიტომაა, რომ საერთოზე ნაკლები გადის. : )))

Posted by: my_sweet_november 22 Jun 2014, 01:09
lasha_mrisxane
QUOTE
კლავიატურიდან ყველანი მახიმარულ ქულებს ვიღებთ ხოლმე.  

ხო მაგრამ ზოჯერ რეალობაშიც იღებს ვიღაც და " რაც არ უნდა გასაკვირი იყოს" ხანდახან ეგ ვიღაც კლავიატურასაც ეხება ხოლმე biggrin.gif
P.S. აქ არავის ვიცნობ, შესაბამისად თამამად დავწერდი ნებიმიერ სხვა შედეგსაც . biggrin.gif

Posted by: lasha_mrisxane 25 Jun 2014, 14:54
QUOTE (my_sweet_november @ 22 Jun 2014, 01:09 )
lasha_mrisxane
QUOTE
კლავიატურიდან ყველანი მახიმარულ ქულებს ვიღებთ ხოლმე.  

ხო მაგრამ ზოჯერ რეალობაშიც იღებს ვიღაც და " რაც არ უნდა გასაკვირი იყოს" ხანდახან ეგ ვიღაც კლავიატურასაც ეხება ხოლმე biggrin.gif
P.S. აქ არავის ვიცნობ, შესაბამისად თამამად დავწერდი ნებიმიერ სხვა შედეგსაც . biggrin.gif

რათქმაუნდა, რეალობაშიც იღებს ვიღაც ძალიან მაღალ ქულას და შეიძლება აქაც შემოდის კიდეც არაა გამორიცხული, მაგრამ რატომღაც ფორუმზე საშუალო შედეგები ბევრად უფრო მაღალია და დამეთანხმები ალბათ, რომ ბევრის ნათქვამი სიმართლეს არ შეესაბამება. smile.gif))

პ.ს1 თან სამართალმცოდნეობა ზუსტი მეცნიერება არაა მათემატიკისგან განსხვავებით და ამიტომ რთულია უმაღლესი ქულის აღება.
პ.ს2 დავამატებდი, რომ მანდ რო 90+ აიღო მაგარი მოცლილი უნდა იყო. gigi.gif
* * *
დავამატებდი, რომ შენ თუ უმაღლეს ქულაში 100, 98 ან 99 გულისხმობ მას შემდეგ, რაც ტესტებს აღარ არიგებენ მასეთი შედეგების არც მჯერა, იმიტორო ყოველთვის იპარება ტესტებში შეცდომა + ბუნდოვანი შეკითხვებიც ბევრია. (ჩემს დროს ეგრე იყო და 1 წლის წინ რა ხდებოდა არ ვიცი. smile.gif)

Posted by: my_sweet_november 27 Jun 2014, 22:07

QUOTE
რათქმაუნდა, რეალობაშიც იღებს ვიღაც ძალიან მაღალ ქულას და შეიძლება აქაც შემოდის კიდეც არაა გამორიცხული, მაგრამ რატომღაც ფორუმზე საშუალო შედეგები ბევრად უფრო მაღალია და დამეთანხმები ალბათ, რომ ბევრის ნათქვამი სიმართლეს არ შეესაბამება. ))

მაგაში გეთანხმები სრულიადsmile.gif
QUOTE
პ.ს1 თან სამართალმცოდნეობა ზუსტი მეცნიერება არაა მათემატიკისგან განსხვავებით და ამიტომ რთულია უმაღლესი ქულის აღება.

ეს სადავო საკითხია.


QUOTE
პ.ს2 დავამატებდი, რომ მანდ რო 90+ აიღო მაგარი მოცლილი უნდა იყო. 

ვახხ biggrin.gif ადამიანს დღეში 4-5 საათი ძლივს მძინავს და კიდევ მოცლილი ვარ? biggrin.gif lasha_mrisxane

Posted by: lasha_mrisxane 27 Jun 2014, 23:16
QUOTE (my_sweet_november @ 27 Jun 2014, 22:07 )
QUOTE
რათქმაუნდა, რეალობაშიც იღებს ვიღაც ძალიან მაღალ ქულას და შეიძლება აქაც შემოდის კიდეც არაა გამორიცხული, მაგრამ რატომღაც ფორუმზე საშუალო შედეგები ბევრად უფრო მაღალია და დამეთანხმები ალბათ, რომ ბევრის ნათქვამი სიმართლეს არ შეესაბამება. ))

მაგაში გეთანხმები სრულიადsmile.gif
QUOTE
პ.ს1 თან სამართალმცოდნეობა ზუსტი მეცნიერება არაა მათემატიკისგან განსხვავებით და ამიტომ რთულია უმაღლესი ქულის აღება.

ეს სადავო საკითხია.


QUOTE
პ.ს2 დავამატებდი, რომ მანდ რო 90+ აიღო მაგარი მოცლილი უნდა იყო.  

ვახხ biggrin.gif ადამიანს დღეში 4-5 საათი ძლივს მძინავს და კიდევ მოცლილი ვარ? biggrin.gif lasha_mrisxane

არ ვიცი, დღეში თუ მართლა 4-5 საათი ძლივს გძინავს გეკუთვნის. მე 7-8 სთ თუ არ გამოვიძინე ვერ ვარ ფორმაში. drug.gif

Posted by: nanuka15n 26 Aug 2014, 22:33
15 სექტემბრიდან ისევ იწყება რეგისტრაცია ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდებისათვის, კარგი იქნებოდა თუ გავაქტიურდებოდით ამ თემაში smile.gif

Posted by: Madame Wong 9 Sep 2014, 15:49
რა მაინტერესებს ეხლა, მინდა სისხლის მიმართულებით ჩავაბარო ეხლა გამოცდები და პროგრამას რომ გადავხედე და მერე ტესტებს გბა.გე ზე რაც დევს ისეთ საკითხებზე იყო ტესტები რაც სისხლის სამართლის პროგრამაში ვერ აღმოვაჩინე და რატოა მასე? მე ვერ გავიგე რამე?smile.gif))

Posted by: MB-777 15 Sep 2014, 22:42
2014 წლის საგამოცდო ტესტების ნიმუშები არ დაიდება ნეტავ? როგორ ხდება იდება ხოლმე თუ გამოცდების მერე დებენ გამოყენებულ ტესტებს?

Posted by: butia 16 Sep 2014, 13:38
QUOTE (MB-777 @ 15 Sep 2014, 22:42 )
2014 წლის საგამოცდო ტესტების ნიმუშები არ დაიდება ნეტავ? როგორ ხდება იდება ხოლმე თუ გამოცდების მერე დებენ გამოყენებულ ტესტებს?

Posted by: MB-777 17 Sep 2014, 00:32
butia
ეგ მასალაა ვიცი. იმენა ტესტები არ დევს. როგორც 2013 წლის ტესტები არის ისეთი.

Posted by: butia 17 Sep 2014, 14:53
ეგრე აღარ იდება როგორც ვიცი , ადრე რო ტესტები იყო და პასუხებიც smile.gif)

Posted by: 7soto7 17 Sep 2014, 14:59
MB-777
QUOTE
ეგ მასალაა ვიცი. იმენა ტესტები არ დევს. როგორც 2013 წლის ტესტები არის ისეთი



თეორია უნდა ისწავლო ტესტები აღარ არის.

Posted by: MB-777 17 Sep 2014, 23:55
ზოგადად რომ ჩამოაყალიბოთ. 100 ტესტია სულ და 6 საათი გვაქვს დრო? თეორიის სწავლის გარდა რამე დამატებითი პრაქტიკული უნარების ცოდნა ხო არ არის საჭირო? მაგ. კაზუსებში როგორიც ამოხსნის მეთოდიკებია და ა.შ.

Posted by: Warner Bros. 18 Sep 2014, 00:06
MB-777
QUOTE
100 ტესტია სულ და 6 საათი გვაქვს დრო?

yes.gif

QUOTE
თეორიის სწავლის გარდა რამე დამატებითი პრაქტიკული უნარების ცოდნა ხო არ არის საჭირო? მაგ. კაზუსებში როგორიც ამოხსნის მეთოდიკებია და ა.შ.

no.gif


Posted by: MB-777 18 Sep 2014, 00:16
Warner-B
მემგონი გავქაჩავ დეკემბრამდე, მიუხედავად სრული სამუშაო განაკვეთისა.

Posted by: 7soto7 18 Sep 2014, 00:58
Warner-B

რეგისტრაციას რომ გაივლი ლიტერატურას გაძლევენ და იმის ცოდნაა საჭირო, მეტი არაფერი.

Posted by: rAtI:* 18 Sep 2014, 03:53
და როდისა ეს გამოცდები ხო არ იცით ზუსტად? ან რეგისტრაცია როდის უნდა გავიაროთ? რო მაგისტრატურაში ვაბარებდი და არ მეცალა გასარკვევად. კიდე პროკურატურის გამოცდები თუ მაქ ჩაბარებული მაინც უნდა ჩამაბარებინონ? თან ძალიან მაღალი ქულით ...

Posted by: 7soto7 18 Sep 2014, 12:02
rAtI:*
QUOTE
და როდისა ეს გამოცდები ხო არ იცით ზუსტად? ან რეგისტრაცია როდის უნდა გავიაროთ? რო მაგისტრატურაში ვაბარებდი და არ მეცალა გასარკვევად. კიდე პროკურატურის გამოცდები თუ მაქ ჩაბარებული მაინც უნდა ჩამაბარებინონ? თან ძალიან მაღალი ქულით ..



პროკურატურის გამოცდა არ გეთვლება.

როგორც მახსოვს წელიწადში ორჯერ ტარდება გამოცდა.


gba.ge ზე შედი და ნახავ ინფორმაციას.

Posted by: carvera 18 Sep 2014, 12:45
rAtI:*

QUOTE
კიდე პროკურატურის გამოცდები თუ მაქ ჩაბარებული მაინც უნდა ჩამაბარებინონ?


არა, თუ გაქვს, არ დაგჭირდება ადვოკატის საკვალიფიკაციოს ჩაბარება.

მუხლი 10. მოთხოვნები ადვოკატისადმი
1. ადვოკატი შეიძლება იყოს საქართველოს მოქალაქე, რომელსაც:
ა) აქვს უმაღლესი იურიდიული განათლება;
ბ) გავლილი აქვს ადვოკატთა ტესტირება ამ კანონით დადგენილი წესით ან ჩაბარებული აქვს მოსამართლეთა ( პროკურატურის მუშაკთა) საკვალიფიკაციო გამოცდა;
გ) აქვს იურისტად ან ადვოკატის სტაჟიორად მუშაობის არანაკლებ 1 წლის სტაჟი.
2. ადვოკატი არ შეიძლება იყოს განზრახი მძიმე დანაშაულისათვის ნასამართლევი პირი, თუ ნასამართლობა არა აქვს მოხსნილი ან გაქარწყლებული კანონმდებლობით დადგენილი წესით.
3. ადვოკატი არ შეიძლება იმავდროულად იყოს „ საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლით გათვალისწინებული თანამდებობის პირი და სხვა პირი, რომელსაც კანონმდებლობით ეკრძალება საადვოკატო საქმიანობის განხორციელება.
4. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის მოთხოვნა არ ვრცელდება პირზე, რომელსაც ეკავა საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის თანამდებობა.

Posted by: Warner Bros. 18 Sep 2014, 13:11
rAtI:*

პროკურატურის მუშაკთა საკვალიფიკაციო გამოცდა და პროკურატურის სტაჟირებაზე მისაღები პროფესიული გამოცდა სხვადასხვაა...

Posted by: nanuka15n 1 Oct 2014, 12:33
rAtI:*
რეგისტრაცია დაიწყო უკვე 15 სექტემბერს და გრძელდება 15 ოქტომბრის ჩათვლით, გამოცდება იქნება ნოემბრის ბოლო დღეებში და დეკემბრის პირველ რიცხვებში, რამდენიმე სესიად ყოფენ ხოლმე smile.gif

Posted by: rAtI:* 2 Oct 2014, 01:52
QUOTE (nanuka15n @ 1 Oct 2014, 12:33 )
rAtI:*
რეგისტრაცია დაიწყო უკვე 15 სექტემბერს და გრძელდება 15 ოქტომბრის ჩათვლით, გამოცდება იქნება ნოემბრის ბოლო დღეებში და დეკემბრის პირველ რიცხვებში, რამდენიმე სესიად ყოფენ ხოლმე smile.gif

ხო მადლობა, მასალებს როდის მოგვაწვდიან ხო არ იცი?

Posted by: nanuka15n 2 Oct 2014, 11:51
rAtI:*
თვითონ არ მოგაწვდიან, უნდა მიხვიდე ადვოკატთა ასოციაციაში, ზუბალაშვილების #33 ში და წამოიღო წიგნები, ოღონდ რეგისტრაციის შემდეგ smile.gif

Posted by: rAtI:* 2 Oct 2014, 22:06
QUOTE (nanuka15n @ 2 Oct 2014, 11:51 )
rAtI:*
თვითონ არ მოგაწვდიან, უნდა მიხვიდე ადვოკატთა ასოციაციაში, ზუბალაშვილების #33 ში და წამოიღო წიგნები, ოღონდ რეგისტრაციის შემდეგ smile.gif

მადლობა ხო დავრეგისტრირდე უნდა ეხა yes.gif yes.gif

Posted by: madonna_Girl 8 Oct 2014, 17:42
მაინტერესებს ადვოკატთა ასოციაციაში ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდებისთვის მოსამზადებელი კურსები რომაა რას გულისხმობს, თუ ხართ კმაყოფილი და რა ღირს?

Posted by: your star 25 Oct 2014, 21:06
წელიწადში ერთხელ ტარდება ეს გამოცდა თუ ორჯერ?
დაახლოებით როდისაა ხოლმე?
მარტო ტესტებია შემოსახაზი როგორც ვიცი და კარგი ქულები რომ აიღო ზეპირად უნდა იცოდე კანონები?

Posted by: spiridon_surajia 25 Oct 2014, 21:15
your star
QUOTE
წელიწადში ერთხელ ტარდება ეს გამოცდა თუ ორჯერ?

2-ჯერ.

QUOTE
მარტო ტესტებია შემოსახაზი როგორც ვიცი და კარგი ქულები რომ აიღო ზეპირად უნდა იცოდე კანონები?

არა. კითხვით და თარგმნით biggrin.gif

QUOTE
დაახლოებით როდისაა ხოლმე?

http://gba.ge/ აქ ცხადდება ხომლე.

Posted by: your star 25 Oct 2014, 21:18
spiridon_surajia
QUOTE
არა. კითხვით და თარგმნით

ანუ ამ გამოცდას გააზრება და აზროვნებაც ჭირდებათქო თუ დაზუთხვა მაგის თქმა მინდოდა biggrin.gif
თუმცა ხო მაგას რომ ითხოვდნენ კაზუსი იქნებოდა user.gif

Posted by: spiridon_surajia 25 Oct 2014, 21:34
your star
ორივე ჭირდება.

ადვოკატობას აპირებ?

Posted by: your star 25 Oct 2014, 21:40
spiridon_surajia
QUOTE
ადვოკატობას აპირებ?

მაგისტრატურას რომ დავამთავრებ ალბათ უფრო მერე
ჯერ არამგონია
მაგრამ გამოცდაზე შეიძლება მანამდეც გავიდე
შენ ადვოკატი ხარ? ან აპირებ რომ გახდე?

Posted by: spiridon_surajia 25 Oct 2014, 22:02
your star
არვარ ადვოკატი. როგორც წესი ყველა იურისტი ბოლოს მაინც ადვოკატია.


Posted by: lalukaa 15 Nov 2014, 23:29
წელს სად ჩატარდება გამოცდა ტერიტორიულად?

Posted by: MB-777 17 Nov 2014, 01:03
თავისუფალი უნივერსიტეტის კამპუსში.

Posted by: Anonymous User 17 Nov 2014, 09:50
7 წელი აქვს ხომ ვადა მაგ გამოცდას? ვადა რომ არ გამივიდეს წევრი უნდა გავხდე და საწევრო ვიხადო თუ არაა აუცილებელი?

Posted by: butia 17 Nov 2014, 11:37
QUOTE (Anonymous User @ 17 Nov 2014, 09:50 )
7 წელი აქვს ხომ ვადა მაგ გამოცდას? ვადა რომ არ გამივიდეს წევრი უნდა გავხდე და საწევრო ვიხადო თუ არაა აუცილებელი?

კი 7 წელი აქვს ვადა სერტიფიკატს.თუ ამ პერიოდის განმავლობაში არ გაწევრიანდი მერე თავიდან უნდა ჩააბარო გამოცდა. თუ გაწევრიანდი შესაბამისად საწევროც უნდა იხადო .

Posted by: spiridon_surajia 17 Nov 2014, 12:21

Anonymous User
QUOTE
7 წელი აქვს ხომ ვადა მაგ გამოცდას? ვადა რომ არ გამივიდეს წევრი უნდა გავხდე და საწევრო ვიხადო თუ არაა აუცილებელი?

გაწევრიანდი, მაგრამ სტატუსი შეიჩერე და საწევროს გადახდა აღარ მოგიწევს.

Posted by: levan777888 17 Nov 2014, 12:21
butia

ეს შვიდი წელი როგორ გამოთვლება, თუ პროფესიით მუშაობ, მაგრამ არა ადვოკატად (მაგ: გამომძიებელი, პროკურორი) ამ ვადის დინება არ ჩერდება ამ შემთხვევაში??

Posted by: Anonymous User 17 Nov 2014, 17:00
QUOTE (spiridon_surajia @ 17 Nov 2014, 12:21 )
Anonymous User
QUOTE
7 წელი აქვს ხომ ვადა მაგ გამოცდას? ვადა რომ არ გამივიდეს წევრი უნდა გავხდე და საწევრო ვიხადო თუ არაა აუცილებელი?

გაწევრიანდი, მაგრამ სტატუსი შეიჩერე და საწევროს გადახდა აღარ მოგიწევს.

ხო ალბათ ეგრე მომიწევს, 5 წელია იურისტად ვმუშაობ და წევრობა/მოწმობა არასოდეს დამჭირვებია, ტყუილად რატომ ვიხადო ეს 200–200 ლარი?

Posted by: MB-777 22 Nov 2014, 21:05
ახლა გადავხედე შარშანდელ ტესტებს და ისეთი თემატიკა ზოგი რომელიც არ არის მოცემული წელს. მაგ. გარემოს დაცვის შესახებ კანონიდან არის კითხვები შარშანდელ ტესტებში და სხვა უცხო თემატიკიდან. ესე იყო შარშან?

Posted by: tinatin_ts 1 Dec 2014, 00:50
დღეს თუ წერა გამოცდა ვინმემ, იქნებ მონახაზი გააკეთოთ რა სირთულის იყო და რა თემებს ეყრდნობოდა ძირითადად?

Posted by: arqimag 1 Dec 2014, 14:27
30 ნოემბერს საერთო სპეციალიზაციის მიმართულებით თუ ჩააბარეთ ვინმემ გამოცდა? რთული იყო?

დიდი მადლობა

Posted by: positive 1 Dec 2014, 14:51
მოვედი ხასიათზე და მომდევნოზე უნდა ჩავაბარო რა... sa.gif

Posted by: tinatin_ts 2 Dec 2014, 23:18
მიმდინარე გამოცდის შესახებ არ გაქვთ ინფორმაცია? რა სახის ტესტებია წელს და რა სირთულის?

Posted by: 11Arkan 8 Dec 2014, 04:25
ახლა 14 ში მაქვს გამოცდა, ვინც ჩააბარეთ 7 ში რა სირთულეებს გადააწყდით??

Posted by: butia 8 Dec 2014, 10:59
QUOTE (levan777888 @ 17 Nov 2014, 12:21 )
butia

ეს შვიდი წელი როგორ გამოთვლება, თუ პროფესიით მუშაობ, მაგრამ არა ადვოკატად (მაგ: გამომძიებელი, პროკურორი) ამ ვადის დინება არ ჩერდება ამ შემთხვევაში??


ცოტა გვიან გპასუხობ
საქართველოს კანონში ადვოკატთა შესახებ წერია:
11. ადვოკატთა ტესტირების გავლის დამადასტურებელი მოწმობა ძალას კარგავს, თუ
პირი ტესტირების გავლიდან 7 წლის განმავლობაში არ დაიწყებს საადვოკატო
საქმიანობას.

Posted by: zoroscremlebi 28 Apr 2016, 00:20
ამ გამოცდების ჩასაბარებლად და ადვოკატი რომ გახდე სამართლის ბაკალავრი უნდა გაიარო უეჭველი ? ბაკალავრი ფსიქოლოგია რომ დავამთავრო და მაგისტრატურა სამართალი არ შემეძლება გამოცდაზე გასვლა ?

Posted by: Mr-Banks 5 May 2016, 02:29
zoroscremlebi
სამართლის მაგისტრატურაზე ვეღარ ჩააბარებ. კანონი შეიცვალა. ბაკალავრი მოითხოვება.

Posted by: maurinio 8 May 2016, 22:12
QUOTE (Mr-Banks @ 5 May 2016, 02:29 )
zoroscremlebi
სამართლის მაგისტრატურაზე ვეღარ ჩააბარებ. კანონი შეიცვალა. ბაკალავრი მოითხოვება.

როდის მერე შეიცვალაა ჩემი ჯგუფელია ბაკალავრი სამხატვრო აკადემიაში ჩააბარა და მაგისტრატურა სამართალზე სწავლობს .

Posted by: manchesterisfani 7 Jun 2016, 12:58
სამწუხაროდ ვერ მოვასწარი დარეგისტრირება მაგრამ არაუშავს. ერთი კითხვა მაქვს:პროკურატურის საკვალიფიკაციო გამოცდები თუ არის ამ ზაფხულში?

Posted by: პროფაზა 11 Sep 2016, 15:03
რომელიმემ თუ იცით, სისხლის სამართლის მიმართულებით, ადვოკატს ადმინისტრაციული პროცესის ვადებისა და ხარჯების ცოდნა რაში ჭირდება?

საგამოცდო პროგრამაში აქვთ წელს შეტანილი და მთელი მონდომებით ვცდილობ მივხვდე, რაში გამომადგება მაგის ცოდნა. ერთი მაგალითიც კი ვერ მოვიფიქრე, სადაც სისხლის ადვოკატმა შეიძლება ეგ გამოიყენოს.

Posted by: Utopian 11 Sep 2016, 19:34
გამოცდაზე დავრეგისტრირდი და თუ იცით საგამოცდო მასალა უკვე შემიძლია წამოვიღო? თუ თვითონ დამირეკავენ?






Posted by: პროფაზა 11 Sep 2016, 20:00
Utopian
QUOTE
საგამოცდო მასალა

საგამოცდო მასალაში რას გულისხმობ?

Posted by: Skinheada 11 Sep 2016, 20:33
Utopian
ჩვეულებრივ როცა გამოცდის რეგისტრაცია დასრულებდა მაშინ უკვე შეგიძლია მისვლა და წამოღება, სავარაუდოდ დარეკვით არავინ დარეკავს ასოციაციიდან ))

პროფაზა
ყველა სამართლებრივი აქტი რომელიც გვაქვს გამოცდისთვის მოსამზადებელი ისინია აკინძული წიგნებად.
ადამინისტრაციული / კონსტიტუცია / საერთაშორისო აქტები - ერთ წიგნში
სამოქალაქო - მეორე წიგნში
სისხლი - მესამე წიგნში

საერთო მიმართულება სამივე წიგნს წამოიღებს, დანარჩენები მხოლოდ ორს ))

Posted by: პროფაზა 11 Sep 2016, 20:38
Skinheada
აა ეგ ძველ კოდექსებს რომ ატანდნენ ისარი? biggrin.gif
იმედია წელს ახალი იქნება.

Posted by: Utopian 11 Sep 2016, 20:46
Skinheada
ე.ი. ხვალ წასვლას აზრი არ აქვს? 20-ში მთავრდება რეგისტრაცია


პროფაზა
ძველი?? biggrin.gif ნაღდად?
მე ვიცი რასაც ატანენ იმ რედაქციით მოდის გამოცდაზეც


Posted by: პროფაზა 11 Sep 2016, 21:21
Utopian
მე მომიყვეს, ერთ წელს ძველი კოდექსები დაარიგესო biggrin.gif
QUOTE
მე ვიცი რასაც ატანენ იმ რედაქციით მოდის გამოცდაზეც

მგონი იმ მომენტში მოქმედი რედაქციით ამოწმებენ.
ძლიერა ყვებოდა ერთხელ ლექციაზე, გამოცდის წინა დღეს შეიცვალა კანონი, ძველი კანონით ეწერათ და ქულა დავაკელიო.
მერე არც აპელაციაზე არ აუმატა, არადა 1 ქულა აკლდებოდა რამდენიმე ტიპს biggrin.gif

Posted by: Utopian 11 Sep 2016, 22:01
პროფაზა
მახსოვს ეგ რომ თქვა, ვიყავი მაგ ლექციაზე და ვეღარ გავიგე ვის დავუჯერო
თან ძლიერას ნათქვამში ეჭვი როგორ შევიტანო :დ მერიდება :დ


Posted by: austen 12 Sep 2016, 12:33
გამარჯობა იცით რა მაინტერესებს? ტესტები რომ იდება ნიმუშის სახით ეგენი რომ დავიზეპირო, ის ერომ კოდექსები არ წავიკითხზო ვაბშე, საკმარისი იქნება რომ ჩავაბარო თუ არა? სისხლის მიმართულებით მინდა

Posted by: Skinheada 12 Sep 2016, 16:46
QUOTE
მგონი იმ მომენტში მოქმედი რედაქციით ამოწმებენ.
ძლიერა ყვებოდა ერთხელ ლექციაზე, გამოცდის წინა დღეს შეიცვალა კანონი, ძველი კანონით ეწერათ და ქულა დავაკელიო.
მერე არც აპელაციაზე არ აუმატა, არადა 1 ქულა აკლდებოდა რამდენიმე ტიპს

ალბათ ძაან ძველი ამბავია, ახლა უკვე კომპიუტერებში ბარდება და იმ წამსვე იგებ ქულებს. შესაბამისად ძლიერაც აღარ წერს ქულებს ))
არამგონია რაიმე მასშტაბურად შეიცვალოს - ისეთი სამართლებრივი აქტი არაა შეტანილი საგამოცდოს დღეს რო ასე წინა დღეს შეიცვალოს მასშტაბურად

QUOTE
გამარჯობა იცით რა მაინტერესებს? ტესტები რომ იდება ნიმუშის სახით ეგენი რომ დავიზეპირო, ის ერომ კოდექსები არ წავიკითხზო ვაბშე, საკმარისი იქნება რომ ჩავაბარო თუ არა? სისხლის მიმართულებით მინდა

როგორ ნიმუში ? ალბათ ნიმუში იქნება 1-2 კაზუსი. ეს ადრე იყო რომ ტესტები იცოდნენ და იზეპირებდნენ
დღეს მარტო ვიცით რომელი კანონი შედის და იმ კანონებიდან მოდის კაზუსის მაგვარი ტესტები ))

Posted by: baggins 13 Sep 2016, 10:24
QUOTE (პროფაზა @ 11 Sep 2016, 15:03 )
რომელიმემ თუ იცით, სისხლის სამართლის მიმართულებით, ადვოკატს ადმინისტრაციული პროცესის ვადებისა და ხარჯების ცოდნა რაში ჭირდება?

საგამოცდო პროგრამაში აქვთ წელს შეტანილი და მთელი მონდომებით ვცდილობ მივხვდე, რაში გამომადგება მაგის ცოდნა. ერთი მაგალითიც კი ვერ მოვიფიქრე, სადაც სისხლის ადვოკატმა შეიძლება ეგ გამოიყენოს.

შსს, პროკურატურა, საგამოძიებო ორგანოები ადმინისტრაციული ორგანოებია

შეიძლება მოგიწიოს მათთან, როგორც ადმ. ორგანოებთან ურთიერთობა და წესები ხომ უნდა იცოდე.

Posted by: პროფაზა 15 Sep 2016, 22:12
baggins
QUOTE
შსს, პროკურატურა, საგამოძიებო ორგანოები ადმინისტრაციული ორგანოებია

გასაგებია. ზოგადი ადმინისტრაციულის ცოდნა საჭიროა.

მაგრამ

QUOTE
შეიძლება მოგიწიოს მათთან, როგორც ადმ. ორგანოებთან ურთიერთობა და წესები ხომ უნდა იცოდე.

ადმინისტრაციული სამართლის პროცესის ფარგლებში?
ადმინისტრაციულ პროცესზე უნდა გამოვიდე მაგათ წინააღმდეგ?
და თუ სააპელაციომდე წავიდა საქმე, ვერაფერი უნდა გავაკეთო? lol.gif
იმედია ხუმრობ biggrin.gif

Posted by: LEGEN_wait for it_DARY 15 Sep 2016, 22:14
პროფაზა

ადვოკატობას აპირებ და ადმინისტრაციულ პროცესამდე რა ხდება არ უნდა იცოდე?

იმიტომაც გვყავს ამდენი დებილი ადვოკატი, არაფერი რომ არ იციან, თავის თავსაც აწვალებენ და სხვებსაც.

Posted by: პროფაზა 15 Sep 2016, 22:45
LEGEN_wait for it_DARY
QUOTE
ადვოკატობას აპირებ და ადმინისტრაციულ პროცესამდე რა ხდება არ უნდა იცოდე?

lol.gif

შემც მაგარი მასტი ხარ.

ადმინისტრაციულ პროცესში და ადმინისტრაციულ პროცესამდე მიმდინარე მოვლენებს შორის განსხვავების გაკეთება შეგიძლია? biggrin.gif

დააკვირდი ახლა ამ ელემენტარულ, ძალიან მარტივ ამბავს:
თავი IX - აპელაცია და კასაცია, საქმის წარმოების განახლება
ეს საკითხი შედის სისხლის სამართლის განხრით ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდაზე.
როგორც სისხლის ადვოკატს, მე არ მაქვს უფლება, რომ მივიღო მონაწილეობა ადმინისტრაციულ საქმეებზე აპელაციასა და კასაციაში და ამის მიუხედავად, მთხოვენ ვიცოდე აპელაციისა და კასაციის წესი.

ამასთან კონტრასტში, საგამოცდო საკითხებში არ შედის:
თავი XXIX – პროცესი იურიდიული პირისთვის სისხლის სამართლებრივი
პასუხისმგებლობის დაკისრების დროს.
თავი IX – სისხლის სამართლის პროცესის მონაწილის დაცვის სპეციალური ღონისძიების
გამოყენების წესი.

და რაც ყველაზე მთავარია:
მუხლი 90 – საპროცესო ხარჯები.

ანუ ადმინისტრაციული სმაართლის საპროცესო ხარჯები მჭირდება სისხლის სამართლის ადვოკატს და სისხლის სამართლის საპროცესო ხარჯები არ მჭირდება? lol.gif

ამაში შენ თუ ჩავარდნას ვერ ხედავ და მეტი არაფრის დამატება არ მიღირს. lol.gif

QUOTE
გვყავს ამდენი დებილი ადვოკატი, არაფერი რომ არ იციან, თავის თავსაც აწვალებენ და სხვებსაც.

მართალი ხარ.
IQ ტესტი უნდა ბარდებოდეს, რომ ელემენტარულის გარჩევა შეეძლოთ ადვოკატებს. yes.gif

Posted by: LEGEN_wait for it_DARY 15 Sep 2016, 23:14
პროფაზა

ეგ დეტალები რა შედის და რა არ შედის პროგრამაში არ მაინტერესბს, მაგაზე არანაირი აზრი არ გამომითქვამს და არც ვაპირებ.

მე კონკრეტული რაღაც დავწერე, რომ ადმინისტრაციული პროცესიც უნდა იცოდეს ნებისმიერმა ადვოკატმა და ადმინისტრაციულ პროცესამდე, რაც ხდება, გარდა ამისა უნდა იცოდეს კერძო სამართალიც რაღაც დონეზე. წინააღმდეგ შემთხვევაში არასრულფასოვანი ადვოკატი იქნება.

სისხლის ადვოკატობა არ ნიშნავს, რომ მხოლოდ ერთ სფეროში ჩაიკეტოს.

მაგალითის სახით შეიძლება პოლიციელების მოყვანა. ავიღოთ ერთი უბრალო კრიმინალური პოლიციის განყოფილება, ყოველდღიურად ადმინისტრაციული და კერძო სამართლის საქმეები შემოდი 60% მთლიანი საქმეების და თუ არ იცის პოლიციელმა, ძალიან ნეგატიურად აისახება მის საქმიანობის შედეგებზე.

სისხლის სამართლის ადვოკატს კიდე ბევრად უფრო მეტად ჭირდება ამ დარგების ცოდნა, ვიდრე პოლიციელს.

Posted by: austen 16 Sep 2016, 00:21
პროკურატურაში სტაჟირების გასავლელად აუციკებელია ადვოკატთა საკვალიფიკავიოს ჩაბარება?

Posted by: RvP10 20 Oct 2016, 23:18
დეკემბერის რაა რიცხვშია გამოცდა ცნობილია თუ ჯერ არა?

..............................................

Posted by: Skinheada 21 Oct 2016, 09:17
austen
QUOTE
პროკურატურაში სტაჟირების გასავლელად აუციკებელია ადვოკატთა საკვალიფიკავიოს ჩაბარება?

როგორც ვიცი კი, ანუ სტაჟიორ პროკურორად ვერ დაინიშნები თუკი საკავალიფიკაციო გამოცდები ადვოკატურის არ გაქვს ჩაბარებული

RvP10
QUOTE
დეკემბერის რაა რიცხვშია გამოცდა ცნობილია თუ ჯერ არა?

გაააჩნია გამოცდას, საერთოში 11 დეკემბერს არის

Posted by: zoroscremlebi 28 Oct 2016, 12:27
უნიში თუ კარგად სწავლობ ძნელია მერე ამ გამოცდების ჩაბარება? ლექტორი კაზუსებს გვახსნევინებს რაც მაგ გამოცდებზეა ხოლმე და ძან მარტივი მეჩვენება და მართლა ეგეთი მარტივია კარგად სწავლის შემთხვევაში?

Posted by: lazy 31 Oct 2016, 15:29
წინა წლებში გამოყენებული ტესტები დევს სადმე ინტერნეტში ?
....................................................................................................................

Posted by: ფორსტმანი 1 Nov 2016, 21:24
LEGEN_wait for it_DARY
QUOTE
მე კონკრეტული რაღაც დავწერე, რომ ადმინისტრაციული პროცესიც უნდა იცოდეს ნებისმიერმა ადვოკატმა და ადმინისტრაციულ პროცესამდე, რაც ხდება, გარდა ამისა უნდა იცოდეს კერძო სამართალიც რაღაც დონეზე. წინააღმდეგ შემთხვევაში არასრულფასოვანი ადვოკატი იქნება.

QUOTE
სისხლის სამართლის ადვოკატს კიდე ბევრად უფრო მეტად ჭირდება ამ დარგების ცოდნა, ვიდრე პოლიციელს.

+1
გეთანხმები სრულიად.

თან ადმინისტრაციული პროცესი განსაკუთრებულ სირთულეს არ წარმოადგენს. ერთ-ერთი ჩემი საყვარელო საგანი იყო სწავლის განმავლობაში, რადგან ბევრი სადავო მომენტი იყო და კარგი დავა შეიძლებოდა ლექტორთან.

lazy
2012 წლის არის ბოლო.
მაგის შემდეგ იგივე ტესტები გამოიყენეს 2013_ის ზაფხულში, შემდეგ კი - შეიცვალა სტილი და გადავიდნენ კანონების მოცემაზე.

( ამერიკელებს ყველაფერში ბაძავენ და როგორც ვიცი, იქ არ შეცვლილა და კვლავ - ტესტური რეჟიმით მიმდინარეობს სწავლა )

zoroscremlebi
QUOTE
უნიში თუ კარგად სწავლობ ძნელია მერე ამ გამოცდების ჩაბარება? ლექტორი კაზუსებს გვახსნევინებს რაც მაგ გამოცდებზეა ხოლმე და ძან მარტივი მეჩვენება და მართლა ეგეთი მარტივია კარგად სწავლის შემთხვევაში?

უნიში სწავლის შემდეგ უფრო ადვილი არის ამ გამოცდის ჩაბარება, ვიდრე, როდესაც პრაქტიკოსი იურისტი ხარ.

Posted by: tesha=) 8 Nov 2016, 22:49
გამოცდებისთვის მორიგი რეგისტრაცია (შემოდგომის რეგისტრაციის შემდეგ) როდიდან დაიწყება დაახლოებით ხომ არ იცით?

Posted by: lazy 10 Nov 2016, 14:23
Charles_Forstman
შეგიძლია მითხრა ეგ ტესტები სად ვნახო?
https://iuristebi.wordpress.com/ადვ

Posted by: manchesterisfani 10 Nov 2016, 15:46
პროკურატურის საკვალიფიკაციო გამოცდები როდის იქნება?

Posted by: ფორსტმანი 11 Nov 2016, 13:27
lazy
თუ წავაწყდი აგიტვირთავ, თუმცა, დიდი აზრი არ აქვს მაგ ტესტებით სწავლას - რადიკალურად შეცვალეს გამოცდის ჩატარების სტილი.


Posted by: lazy 11 Nov 2016, 15:27
Charles_Forstman
მადლობა გამოხმაურებისთვის
აი ეს ლინკი ვნახე :

http://davidmanagadze.at.ua/GBA/Samokalako_Procesi.pdf !!!!!!!!!!!


ეს ხო არაა გამოყენებული ტესტები?
გამეორებისთვის კარგია, შეცვალეს თუ არ შეცვალეს მაგის მიუხედავად,
უბრალდო მთავარია ბევრი ცვლილება არ იყოს შესული კანონმდებლობაშილ

Posted by: ფორსტმანი 11 Nov 2016, 15:30
lazy
გამეორებისათვის კი კარგია, თუმცა ბევრ მომენტზე იქნება ყურადღება მისაქცევი + შრომა, მეწარმეთა და ინტელექტუალური არის დამატებული.
პასუხის ფორმები კი... ძალიან მსგავსი არის და შეიძლება ერთმა სიტყვამ "დაგღუპოს".

ტესტების კეთების დროს კოდექსი თან გქონდეს, რომ შეადარო პასუხები მოკლედ.

Posted by: lazy 11 Nov 2016, 15:46
Charles_Forstman
მადლობა და მაინც ვერ გავიგე
))))
ეს ის ტესტებია რაც გამოყენებული იყო თუ იცი ? ))))

Posted by: უიღბლო 11 Nov 2016, 22:42
მხოლოდ გამოცდის ჩაბარებაა საჭირო და ვსო ადვოკატი ხარ? მახსოვს რო 1 წლიანი პროფესიული სტაჟი გინდოდა.. თუ კიდევ მასეაკრიმინალურში/საპატრულოში მუშაობა თუ ითვლება?

და ადვოკატი ყველა გახდება ვინც ჩააბარებს გამოცდებს თუ როგორც პროკურორობაზეა მხოლოდ გარკვეული რაოდენობა უნდა იყოს

Posted by: საკურა. 11 Nov 2016, 23:00
ნასამართლეობის ცნობის ონლაინ განაცხადის შევსებაზე პრობლემა მარტო მე მექმნება?
ან შაბათს არიან რომ მივიდე და ადგილზე გავაკეთო განაცხადი....

Posted by: austen 14 Nov 2016, 17:07
გამარჯობა დარეგისტრირებული ვარ გამოცადზე 12 დეკემბერს და მინდა რომ გავაუქმო და ამის მერე რომ იქნება მაშინ გავიდე და რამდენად არის შესაძლებელი, რომ თანხა რომელიც გადავიხადე გადაამყვეს და არ გამოუქმდეს?

Posted by: ფორსტმანი 14 Nov 2016, 19:48
austen
2.2. რეგისტრაციის დასრულების შემდეგ, აპლიკანტის მოთხოვნა გამოცდაში მონაწილეობისთვის გადახდილი საფასურის უკან დაბრუნების შესახებ არ დაკმაყოფილდება.

უიღბლო
QUOTE
და ადვოკატი ყველა გახდება ვინც ჩააბარებს გამოცდებს თუ როგორც პროკურორობაზეა მხოლოდ გარკვეული რაოდენობა უნდა იყოს

არა, არაა გარკვეული რაოდენობა.
პირიქით, წელს ადვოკატთა საკვალიფიკაციოზე რეგისტრაცია უნდა გაგრძელებულიყო 20 სექტემბრამდე, თუმცა, ბევრი არ დარეგისტრირდა ფული ვერ იშოვეს კარგად შესაბამისად და გაზარდეს 30 სექტემბრამდე რეგისტრაციის ვადა.

მოკლედ რა.

QUOTE
მხოლოდ გამოცდის ჩაბარებაა საჭირო და ვსო ადვოკატი ხარ? მახსოვს რო 1 წლიანი პროფესიული სტაჟი გინდოდა.. თუ კიდევ მასეაკრიმინალურში/საპატრულოში მუშაობა თუ ითვლება?

არა, გამოცდის ჩაბარება არ არის საჭირო მარტო.

გ) აქვს იურისტად ან ადვოკატის სტაჟიორად მუშაობის არანაკლებ 1 წლის სტაჟი.


Posted by: sallyBourbon 17 Nov 2016, 13:23
QUOTE (manchesterisfani @ 10 Nov 2016, 15:46 )
პროკურატურის საკვალიფიკაციო გამოცდები როდის იქნება?

როგორც მახსოვს ადრე წელიწადში 2 ჯერ იყო..

მერე შეცვალეს და ერთხელ გამოცხადეს კონკურსი..

მარტი აპრილის თვე მგონი..

მაგრამ რეკლამები 1 თვით ადრე არის ტელევიზორში კონკურსის შესახებ ასე რომ არ გამოგრჩება თუ სურვილი გაქვს ჩაბარების ..





Posted by: manchesterisfani 18 Nov 2016, 11:34
QUOTE (sallyBourbon @ 17 Nov 2016, 13:23 )
QUOTE (manchesterisfani @ 10 Nov 2016, 15:46 )
პროკურატურის  საკვალიფიკაციო გამოცდები როდის იქნება?

როგორც მახსოვს ადრე წელიწადში 2 ჯერ იყო..

მერე შეცვალეს და ერთხელ გამოცხადეს კონკურსი..

მარტი აპრილის თვე მგონი..

მაგრამ რეკლამები 1 თვით ადრე არის ტელევიზორში კონკურსის შესახებ ასე რომ არ გამოგრჩება თუ სურვილი გაქვს ჩაბარების ..

ძალიან დიდი მადლობა პასუხისთვის. სურვილი ძალიან დიდი მაქვს ჩაბარების და თუ რამე გაუთვალისწინებელი არ მოხდა აუცილებლად წავალ ჩასაბარებლად.

Posted by: sallyBourbon 18 Nov 2016, 11:45
manchesterisfani







არაფრის..


აბა შენ იცი smile.gif





დიდი კონკურსია ხოლმე მაგრამ არ დაიხიო უკან.. შარშან 1300 კაცი იყო დარეგისტრირებული და 100 კაცი მისაღები smile.gif



Posted by: austen 19 Nov 2016, 17:24
,,გამო­საცდელებმა თან უნდა იქონიონ პირადობის დამადასტურებელი საბუთი და საატესტაციო ფურცელი"- რა იგულისხმება საატესტაციო ფურცელში>?

Posted by: ფორსტმანი 20 Nov 2016, 21:32
ამ გამოცდისათვის ტესტებს ვინ ადგენს ?

შკოლნიკობისა და ზუბრიაკობის დამსახურებული პროფესორი და განსაკუთრებით საზეპირო საქმეთა განხრაში უფროსი ლეიტენანტი ?

austen
სად ნახე ეგ ?
"
8.2. აპლიკანტმა თან უნდა იქონიოს პირადობის დამადასტურებელი მოწმობა და საგამოცდო სესიის კოდი. პირადობის დამადასტურებელი მოწმობისა და საგამოცდო სესიის კოდის გარეშე აპლიკანტი გამოცდაზე არ დაიშვება.

"

Posted by: austen 26 Nov 2016, 22:35
Charles_Forstman
მოკლედ ახლა გავიგე რომ რაღაც ტესტებს(მასალას) აძლევენ დარეგისტრირებულებს და ჩემთვის ინფორმაციაც კი არავის მოუწოდებია ამის შესახებ და არ ვიცი რამდენად შეესაბამება სიმართლეს. კომპეტენტურებმა დამაკვალიანეთ

Posted by: ფორსტმანი 27 Nov 2016, 00:54
austen
არანაირი ტესტები, მხოლოდ კანონები, ისიც ბოდიში და ტუალეტის ქაღალდის ხარისხის ფურცელზე ნაბეჭდი.

Posted by: austen 30 Nov 2016, 11:00
Charles_Forstman
კარგი მადლობა ინფორმაციისთვის

Posted by: marituna 6 Dec 2016, 22:32
ვინც აბარებთ წაივარჯიშეთ. . ზუსტად თუ იცით მიპასუხეთ 2kiss.gif
https://fb-s-b-a.akamaihd.net/h-ak-xfp1/v/t1.0-9/fr/cp0/e15/q65/13438869_1605474629760797_3745887388280295399_n.jpg?efg=eyJpIjoidCJ9&oh=a6f540064da030c297d6cac84115c6c7&oe=58F0C8CE&__gda__=1492778601_a450e3834d54c3c26806420614955ca8


https://scontent-frt3-1.xx.fbcdn.net/v/t1.0-9/fr/cp0/e15/q65/15267992_1605474539760806_225461534400609929_n.jpg?efg=eyJpIjoidCJ9&oh=fecfa789497376871fdc14daf71f0e56&oe=58B8A498



* * *
https://scontent-frt3-1.xx.fbcdn.net/v/t1.0-9/fr/cp0/e15/q65/15267945_1605474179760842_7894802766384504634_n.jpg?efg=eyJpIjoidCJ9&oh=92e41437610ee3356d75d1c89459e298&oe=58B9310F



https://scontent-frt3-1.xx.fbcdn.net/v/t1.0-9/fr/cp0/e15/q65/15356600_1605474123094181_9200875641799113761_n.jpg?efg=eyJpIjoidCJ9&oh=9cebbc4ccab76e8179fd89df3165a8cb&oe=58B23850



* * *
https://scontent-frt3-1.xx.fbcdn.net/v/t1.0-9/fr/cp0/e15/q65/15283998_1605480553093538_8524013318550175863_n.jpg?efg=eyJpIjoidCJ9&oh=d18c32ec655d4f30c23ce692d7d1133f&oe=58C11D20


https://scontent-frt3-1.xx.fbcdn.net/v/t1.0-9/fr/cp0/e15/q65/15285029_1605481463093447_4308498187772163074_n.jpg?efg=eyJpIjoidCJ9&oh=4f6ab90da4af65798ae9d8e411c27b63&oe=58B12ED6




https://scontent-frt3-1.xx.fbcdn.net/v/t1.0-9/fr/cp0/e15/q65/15326516_1605482423093351_3807383918533639773_n.jpg?efg=eyJpIjoidCJ9&oh=a0c10a6c4612b43b2cae031de232fde2&oe=58C1F9AD



https://scontent-frt3-1.xx.fbcdn.net/v/t1.0-9/fr/cp0/e15/q65/15350707_1605483363093257_2089908979017181172_n.jpg?efg=eyJpIjoidCJ9&oh=9111392f8d8d4ec7706c6018bf18977d&oe=58F9B510

Posted by: ფორსტმანი 7 Dec 2016, 01:04
marituna
1. გ
2. გ
3. ბ
4. დ
5. ბ
6. ბ
7. გ
8. ბ


სხვების აზრიც საინტერესოა

Posted by: anrito2017 7 Dec 2016, 01:15
QUOTE (cruella @ 10 Apr 2014, 16:37 )
ტესტები საიტზე უდევთ. ისე კი რჩევა ის არის რომ, ყველაფერი გაიზუთხე. საჭიროა მხოლოდ მახსოვრობა. შეგიძლია საერთოდ ვერ აზროვნებდე და IQ გქონდეს 0-ზე დაბლა. მთავარია ზეპირად იცოდე კანონები biggrin.gif რაში ჭირდება აბა ადვოკატს, აზროვნების, კაზუსის ამოხსნის, იმიტირებულ პროცესზე თავის წარმოჩენის უნარი? ან პოზიციის არგუმენტირების და დასაბუთების გამოვლენა? როგორც ეს სხვა ქვეყნებში ხდება ადვოკატის გამოცდებზე. მთავარია გაიზუთხოს და შემოხაზოს bis.gif პროცესზე მეტი კი არაფერი მოეთხოვება, სხვა უნარები საერთოდ არ ჭირდება ადვოკატს biggrin.gif მიყვარს ამ ქვეყანაში ბევრი რამ love.gif love.gif love.gif

კაზუსები არაა გამოცდაზე? facepalm.gif facepalm.gif facepalm.gif

Posted by: ფორსტმანი 7 Dec 2016, 01:28
anrito2017
"ტესტური კაზუსები" არის.

რომელიც არც მსჯელობას, არც ლოგიკას არ ექვემდებარება. როგორც დაციტირებულმა იუზერმა აღნიშნა - დაიზეპირე კანონები და ეგაა.

Posted by: anrito2017 7 Dec 2016, 01:37
QUOTE (Charles_Forstman @ 7 Dec 2016, 01:28 )
anrito2017
"ტესტური კაზუსები" არის.

რომელიც არც მსჯელობას, არც ლოგიკას არ ექვემდებარება. როგორც დაციტირებულმა იუზერმა აღნიშნა - დაიზეპირე კანონები და ეგაა.

დაზეპირებააა მთავარი ოღონთ უნდა გაიაზრო ..... yawn.gif

Posted by: ფორსტმანი 7 Dec 2016, 01:49
anrito2017
გააზრებას, რომ არ ითხოვს არცერთი გამოცდა ( სამოსამართლეოს მეორე ეტაპის გარდა ) ეგაა ცუდი.

მარიტუნას დადებული ტესტები ნახე, ეგაა საადვოკატოს ტესტები - დიდი გააზრება არ ჭირდება, მთავარია ზეპირად იცოდე სამიდღემშიო რჩენა ან ქირავნობა და ა.შ.

თითქმის არცერთი კითხვა არ გთხოვს ლოგიკურ მსჯელობას.
სამწუხაროდ.

Posted by: anrito2017 7 Dec 2016, 09:54
QUOTE (Charles_Forstman @ 7 Dec 2016, 01:49 )
anrito2017
გააზრებას, რომ არ ითხოვს არცერთი გამოცდა ( სამოსამართლეოს მეორე ეტაპის გარდა ) ეგაა ცუდი.

მარიტუნას დადებული ტესტები ნახე, ეგაა საადვოკატოს ტესტები - დიდი გააზრება არ ჭირდება, მთავარია ზეპირად იცოდე სამიდღემშიო რჩენა ან ქირავნობა და ა.შ.

თითქმის არცერთი კითხვა არ გთხოვს ლოგიკურ მსჯელობას.
სამწუხაროდ.

eek.gif eek.gif eek.gif ხო ვიცი ეგ user.gif cry.gif

Posted by: marituna 7 Dec 2016, 10:29
Charles_Forstman
მეხუთეს პასუხი გ უწერია, დანარჩენი სწორი ხარ. .

მაგრამ რაღაცეები მაინტერესებს და თუ შეგიძლია ამიხსენი. .

სადმე წერია, რომ სარჩენს მხოლოდ უძრავი ქონება უბრუნდება და მოძრავი მარჩენალთან რჩება?

დაზღვევაზეც მაინტერესებს, მყარი თანხით დაზღვევის შემთხვევაში რატომ უნდა გადაიხადოს დამდგარ ზიანზე მეტი?( უსაფუძვლო გამდიდრებაზე არ მივდივართ?) სად წერია ეს?

მეხუთე კითხვაც გაურკვეველია sad.gif

Posted by: ფორსტმანი 7 Dec 2016, 12:43
marituna
ჰოო მეხუთე კითხვა მართლაც გაურკვეველია.
ეტყობა არასწორად გავიგე კაზუსი და 279 მუხლის არასწორი ინტერპრეტაცია მოვახდინე.

რაც შეეხება სამიდღემშიო რჩენას - 949 მუხლის მეორე ნაწილში პირდაპირ არის მითითებული, რომ სარჩენს უბრუნდება უძრვი ქონება. რადგან არ არის საუბარი მოძრავი ქონების დაბრუნების პირობებზე, შესაბამისად არ უბრუნდება.

დაზღვევა პრინციპში ადვილი გასაგებია. როდესაც სტრადივარიუსის ვიოლინოზე არის საუბარი, საუბარი არის ინდივიდუალურ ნივთზე და არა გვაროვნულ ნივთზე, რადგან, შემქმნელის ( სტრადივარიუსის ) გამო აქვს განსაკუთრებული ფასი და მნიშვნელობა ვიოლინოს. და თუკი მისი რაიმე ნაწილი დაზიანდება, ის უკვე შეკეთებას აღარ ექვემდებარება ( რადგან სტრადივარიუსი უკვე მკვდარია და მის მიერ ვიოლინოების შექმნის ტექნიკა გამოუკვლევია )
ეს ლოგიკით თუ მივყვებით, ხოლო ნორმატიულად 799 მუხლში, დაზღვევის ცნებაშივე არის განმარტებული მყარი დაზღვევისას რა უნდა მოიმოქმედოს მზღვეველმა.

და უსაფუძვლო გამდიდრებამდე ვერ მივალთ მაგ შემთხვევაში, რადგან საფუძვლიან გამდიდრებასთან გვაქვს საქმე biggrin.gif

Posted by: marituna 7 Dec 2016, 13:35
Charles_Forstman
ანუ რა გამოდის სამიდღემჩიო რჩენის ხელშეკრულების მოშლის დროს, მარჩენალს უფლება აქვს დაუცალოს სახლი და მხოლოდ ცარიელი კედლები დაუტოვოს?

დაზღვევაზეც მართალი ყოფილხარ. .


მადლობა smile.gif

Posted by: ფორსტმანი 7 Dec 2016, 13:44
marituna
თუკი გამოცდაზე გადიხარ, არ ეცადო სამოქალაქოს კაზუსების ლოგიკური მსჯელობით ამოხსნას.
არ ექვემდებარება ეგ სფერო ლოგიკას.

რა მადლობა smile.gif

Posted by: marituna 7 Dec 2016, 13:49
Charles_Forstman
პრინციპში ლოგიკურად გამაგებინე შენ. . არსად წერია, რომ მოძრავი ქონება რჩება მარჩენალს, მაგრამ რადგან წერია უძრავი უბრუნდება ე .ი რჩებაო : )) გავდივარ და გული მისკდება , რა ტესტი მოვა ნეტავ :/

Posted by: anrito2017 7 Dec 2016, 15:19
QUOTE (marituna @ 7 Dec 2016, 13:49 )
Charles_Forstman
პრინციპში ლოგიკურად გამაგებინე შენ. . არსად წერია, რომ მოძრავი ქონება რჩება მარჩენალს, მაგრამ რადგან წერია უძრავი უბრუნდება ე .ი რჩებაო : )) გავდივარ და გული მისკდება , რა ტესტი მოვა ნეტავ :/

რატო გისკდება გული უნიში ხო არ აბარებ spy.gif

Posted by: marituna 7 Dec 2016, 15:52
anrito2017
ჰაჰაჰჰ, ცოტა გადამეტებული ნათქვამია მაგრამ ხო მისკდება, ძალიან მინდა ჩავაბარო დაა ზუსტად 81 ქულა უნდა ავიღო wink.gif


ისეკი რა აზრი აქვს სად აბარებ?! :/

Posted by: anrito2017 7 Dec 2016, 16:51
QUOTE (marituna @ 7 Dec 2016, 15:52 )
anrito2017
ჰაჰაჰჰ, ცოტა გადამეტებული ნათქვამია მაგრამ ხო მისკდება, ძალიან მინდა ჩავაბარო დაა ზუსტად 81 ქულა უნდა ავიღო wink.gif


ისეკი რა აზრი აქვს სად აბარებ?! :/

არმცემო cry.gif vik.gif old.gif givi.gif

Posted by: marituna 7 Dec 2016, 18:43
anrito2017
lol.gif
ჩემსსათუთგულშიარცკიგამივლია biggrin.gif

Posted by: anrito2017 7 Dec 2016, 19:06
QUOTE (marituna @ 7 Dec 2016, 18:43 )
anrito2017
lol.gif
ჩემსსათუთგულშიარცკიგამივლია biggrin.gif

როდისაა გამოცდა? როდის აბარებ შენ?

Posted by: marituna 7 Dec 2016, 19:48
anrito2017
13 დეკემბერს yes.gif

Posted by: anrito2017 7 Dec 2016, 19:54
marituna
წარმატებები... cry.gif cry.gif

Posted by: marituna 8 Dec 2016, 12:46
anrito2017
გმადლობ . . smile.gif

Posted by: BabeRock 8 Dec 2016, 13:19
საერთოდ რაში გჭირდებათ ეს საკვალიფიკაციო გამოცდა?

Posted by: anrito2017 8 Dec 2016, 13:26
QUOTE (BabeRock @ 8 Dec 2016, 13:19 )
საერთოდ რაში გჭირდებათ ეს საკვალიფიკაციო გამოცდა?

ასოციაციის წევრობისთვის old.gif

Posted by: BabeRock 8 Dec 2016, 14:08
anrito2017
QUOTE
ასოციაციის წევრობისთვის 

ასოციაციის წევრობა რაში გჭირდება?

Posted by: marituna 8 Dec 2016, 14:11
BabeRock
აუტკივარ თავს ვიტკიებთ. . . wink.gif

Posted by: anrito2017 8 Dec 2016, 15:19
BabeRock

აუტკივარ თავს ვიტკიებთ. . . war.gif

Posted by: marituna 8 Dec 2016, 15:52
anrito2017
biggrin.gif

უპაუხე ეხლა სერიოზულად : ))


ხო , კარგი მე თვითონ smile.gif

ადვოკატი ვერ იქნები თუ სერთიფიკატი არ გაქვს და სერთიფიკატს ვერ აიღებ თუ გამოცდას არ ჩააბარებ BabeRock

Posted by: anrito2017 8 Dec 2016, 16:39
QUOTE (marituna @ 8 Dec 2016, 15:52 )
anrito2017
biggrin.gif

უპაუხე ეხლა სერიოზულად : ))


ხო , კარგი მე თვითონ smile.gif

ადვოკატი ვერ იქნები თუ სერთიფიკატი არ გაქვს და სერთიფიკატს ვერ აიღებ თუ გამოცდას არ ჩააბარებ BabeRock

ადვოკატი ვერ იქნები თუ სერთიფიკატი არ გაქვს და სერთიფიკატს ვერ აიღებ თუ გამოცდას არ ჩააბარებ აჰა ვუპასუხე მეც!!! gigi.gif

Posted by: marituna 8 Dec 2016, 19:34
anrito2017
ups.gif

https://forum.ge/?f=77&showtopic=34911753

იქნებ ამასაც უპასუხო . .
baby.gif

Posted by: lazy 8 Dec 2016, 22:59
ხვალ ან თორმეტში ვინმე ხო არ გადის გამოცდაზე აქედან ?
მე 13-ში გავდივარ

Posted by: marituna 8 Dec 2016, 23:07
13 მეც. smile.gif

Posted by: lazy 8 Dec 2016, 23:11
marituna
ვინმე არ გინდა ვნახოთ 9-ში ან 12-ში რო გადიოდეს, გვეტყვის რა ტესტები მიუვიდა : ))))
შენ რა ტესტებიც დადე ეგენი ძველი მაგის მერე ბევრი ცვლილება შევიდა,
იქნებ ვინმე შენ გყავს ნაცნობებში მეც ვინმეს ვიპოვი,

Posted by: ფორსტმანი 9 Dec 2016, 00:33
lazy
რა ტესტებიც მარიტუნამ დადო, მართალია ძველები არის, თუმცა პრინციპში სამოქალაქოს მატერიალურში რევოლუციური ცვლილებები არ შესულა, თუ არ გავითვალისწინებთ საოჯახო სამართალს.

გადახედე ბოლო ტესტები რაც იყო, ისეთი კაზუსები არის სამოქალაქოში, ცვლილებები პრაქტიკულად არ შეხებია სრულ 95 პროცენტს მაინც.
ზოგადი ნაწილი და ზოგადი მომაწესრიგებელი ნორმები არასდროს შეიცვლება, თუკი ახალ კანონს არ მიიღებენ საერთოდ.

საერთაშორისო არ იცვლება.

ადმინისტრაციული, ერთი საცოდავი, მივიწყებული კანონია - ზოგადიც და პროცესიც.

კონსტიტუცია... ხო, მაქედან კითხვების/კაზუსების შედგენის პრინციპს ვერასდროს ვერ ვხვდებოდი და ალბათ, რამდენიმე ას წლეული დამჭირდება, რომ ჩავწვდე, იმ ადამიანის აზროვნებას, ვინც მაგ ტესტებს "ქმნის"

პლიუს - 9-10_ში ვინც იქნება, მაგათი პასუხები დიდად არ დაგაინტერესებთ, უმეტესად სისხლზე გააკეთებენ აქცენტს.

11-ში ვინც არის გამოცდებზე, მაგათ ღირსების + ომის გმირის მედლები უნდა მისცენ სასწრაფო წესით.

Posted by: lazy 9 Dec 2016, 01:15
ცვლილებები მეც ვიცი შეიძლება ეგრე იყოს, მაგრამ მაცნეზე რაც მოვძებნე ბევრ ცვლილებას მიჩვენებს წლების მიხედვით, მაგის გარდა სამოქალაქოში, 9, 12, და 13 შია გამოცდები მგონი ათშიც , მაინც საიმტერესოა რა ტესტები მიუვათ

Posted by: marituna 9 Dec 2016, 02:00
ის ტესტი მომივა, რაც ძალიან კარგად ვიცი biggrin.gif 81 ქულას ვიღებ მე jump.gif



გაზაფხულის გამოცდის ტესტი დევს სადმე? lazy ხომ არ გაქვს?

Posted by: lazy 9 Dec 2016, 12:03
marituna
რომლები იცი ძალიან კარგად? rolleyes.gif

ტესტები დევს მარტო http://davidmanagadze.at.ua/index/0-17 აი აქ რასაც ნახავ ,
ამ საიტის ავტორმა მითხრა ეს ტესტები იყო 2008-9-10 წლებშიო, ანუ კაი ხნის წინ, მაგრამ ბევრი რამე ისევ ემთხვევა,
სამოქალაქო საპროცესოდან ადრე თამასუქზე და ჩეკზე სარჩელების თავი რაც იყო ეგ ეხლა საერთოდ აღარ შედის , ტესტებში არის კითხვები და ეგეთი რამდენია რაც მე ჯერ არ მინახავს არ დამიწყია ეგ ტესტები ჯერ-ჯერობით

Posted by: anrito2017 9 Dec 2016, 12:11
QUOTE (marituna @ 9 Dec 2016, 02:00 )
ის ტესტი მომივა, რაც ძალიან კარგად ვიცი biggrin.gif 81 ქულას ვიღებ მე jump.gif



გაზაფხულის გამოცდის ტესტი დევს სადმე? lazy ხომ არ გაქვს?

ჩააწყე უკვე? cry.gif war.gif facepalm.gif old.gif cry.gif wow.gif

Posted by: marituna 9 Dec 2016, 12:21
lazy
ძველი ვარიანტი მაქვს მეც. . თუმცა რაც ვნახე დიდი ცვლილებები არ შემხვედრია კერძო ნაწილში. . საპროცესოში ორასამდე ტესტი მაქვს მხოლოდ ნანახი :/

anrito2017
81 ქულა ჩემია wink.gif ვსო, მორჩა საუბარი biggrin.gif

Posted by: lazy 9 Dec 2016, 12:36
marituna
რამდენი ტესტი გააკეთე ? გახსენებისთვის წავა ხო ? tongue.gif

Posted by: anrito2017 9 Dec 2016, 12:41
QUOTE (marituna @ 9 Dec 2016, 12:21 )
lazy
ძველი ვარიანტი მაქვს მეც. . თუმცა რაც ვნახე დიდი ცვლილებები არ შემხვედრია კერძო ნაწილში. . საპროცესოში ორასამდე ტესტი მაქვს მხოლოდ ნანახი :/

anrito2017
81 ქულა ჩემია wink.gif ვსო, მორჩა საუბარი biggrin.gif

სულ რამდენი ტესტია გამოცდაზე? user.gif

Posted by: marituna 9 Dec 2016, 12:45
lazy
1300 მდე მატერიალურში, საპროცესოში ცოტა :/ კიი, წავა გახსენებისთვის. . ისე, ჩემი ტესტი რომელი წლის არის არ ვიცი sad.gif

anrito2017
სულ 100 ტესტია. . მოიცა, ადვოკატი არ ხარ? გამოცდა არ გაქვს ჩაბარებული ანუ. .

Posted by: lazy 9 Dec 2016, 12:56
http://davidmanagadze.at.ua/GBA/Samokalako_Procesi.pdf
ამ ტესტებს ხო აკეთებ? biggrin.gifD თუ რომელსსს
ეს ტესტებია მეთქი 2008-9-10. შერეულია ყველა წლის მგონია რა ,

Posted by: anrito2017 9 Dec 2016, 12:58
QUOTE (marituna @ 9 Dec 2016, 12:45 )
lazy
1300 მდე მატერიალურში, საპროცესოში ცოტა :/ კიი, წავა გახსენებისთვის. . ისე, ჩემი ტესტი რომელი წლის არის არ ვიცი sad.gif

anrito2017
სულ 100 ტესტია. . მოიცა, ადვოკატი არ ხარ? გამოცდა არ გაქვს ჩაბარებული ანუ. .

იურისტი ვარ, მაგრამ იცვლება უკვე რაღაცეები war.gif

Posted by: marituna 9 Dec 2016, 12:59
lazy
ხოოო, ესენია : ))

მატერიალურში რა შეიცვალა აქედან? ტესტის ნომერი მითხარი. . . თუ ნახე რამე.

Posted by: lazy 9 Dec 2016, 13:09
marituna
ეხლა რა ხდება მანდ ნახე, თუ მაცნეზე შეხვალ და სამოქალაქო კოდექსს გახსნი და 2010 ის მერე ჩაწერ Ctrl+F ით 2011ს ან შემდეგ წლებს ამოაგდებს ძალიან ბევრს ცვლილებას, ყველა არ მინახავს ძალიან ბევრია; მანდ ასე უნდა ნახო, თუ ტესტებს გააკეთებ პასუხები თან უნდა გადაამოწმო კოდექსის კონკრეტული მუხლით, თუ ვერ იპოვი მუხლს ან ცვლილება იქნება მაშინ ტესტი გამოტოვო , რასაც მუხლი მიესადაგება ე.ი. ისევ ძალაშია,
მე ჯერ არ დამიწყია ტესტები ასე ვიზამ ,
ისე რამდენი ხანი დაგჭირდა 1000 ამდე ტესტის გაკეთებაში ერთ დღეში მოესწრება?

Posted by: marituna 9 Dec 2016, 13:13
lazy
მე ძალიან შეზღუდული გრაფიკით ვმეცადინეობ sad.gif წესით მოასწრებ კიიი. . 5 დღე ვაკეთებდი მე biggrin.gif


ასოციაციის წიგნი არ გაქვს?კოდექსის ის ვარიანტი რაც ბარდება?


Posted by: lazy 9 Dec 2016, 13:21
http://edu.gba.ge/%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%99%E1%83%95%E1%83%90%E1%83%9A%E1%83%98%E1%83%A4%E1%83%98%E1%83%99%E1%83%90%E1%83%AA%E1%83%98%E1%83%9D-%E1%83%92%E1%83%90%E1%83%9B%E1%83%9D%E1%83%AA%E1%83%93%E1%83%94%E1%83%91/%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%92%E1%83%90%E1%83%9B%E1%83%9D%E1%83%AA%E1%83%93%E1%83%9D-%E1%83%9E%E1%83%A0%E1%83%9D%E1%83%92%E1%83%A0%E1%83%90%E1%83%9B%E1%83%90/


ეს ნახე

Posted by: marituna 9 Dec 2016, 13:26
lazy
ამის დაბეჭდილი ვერსია არ გაქვს ?

Posted by: lazy 9 Dec 2016, 13:28
marituna
კი მაქვს მაგას უფასოდ არიგებდნენ ასოციაციის სასწავლო ცენტრში
შეიძლება ეხლაც არიგებენ

Posted by: marituna 9 Dec 2016, 13:46
lazy
ცვლილებებს რატომ დაეძებ? დროს არ კარგავ?

Posted by: lazy 9 Dec 2016, 14:14
ტესტებს ჯერ არ ვაკეთებ )))))) თუ წამართმევს რასაკვირველია დავიკიდებ smile.gif)))

Posted by: marituna 9 Dec 2016, 23:41
ფინანსთა სამინისტროს დებულებას ვინ ამტკიცებს ხალხოო ? smile.gif

Posted by: anrito2017 10 Dec 2016, 00:01
QUOTE (marituna @ 9 Dec 2016, 23:41 )
ფინანსთა სამინისტროს დებულებას ვინ ამტკიცებს ხალხოო ? smile.gif

ზოგადათ სამინისტროს გააჩნია დებულება, რომელიც მის მმართველობის სფეროს, სამინისტროს დებულებას, გარდა საქართველოს შინაგან საქმეთა, თავდაცვისა და იუსტიციის სამინისტროების დებულებებისა, მინისტრის წარდგინებით ამტკიცებს მთავრობა. საქართველოს შინაგან საქმეთა, თავდაცვისა და იუსტიციის სამინისტროების დებულებებს მთავრობის წარდგინებით, ბრძანებულებით ამტკიცებს საქართველოს პრეზიდენტი old.gif

Posted by: marituna 10 Dec 2016, 00:35
მადლობა anrito2017 smile.gif დააა უშიშროების სამინისტროს დებულებასაც პრეზიდენტი ამტკიცებს მთავრობის წარდგინებით ,ხო ?

Posted by: anrito2017 10 Dec 2016, 00:55
QUOTE (marituna @ 10 Dec 2016, 00:35 )
მადლობა anrito2017 smile.gif დააა უშიშროების სამინისტროს დებულებასაც პრეზიდენტი ამტკიცებს მთავრობის წარდგინებით ,ხო ?

yes.gif

აი ნახე.....


საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №14


ქ. თბილისი

საქართველოს სახელმწიფო უშიშროების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ

1. დამტკიცდეს საქართველოს სახელმწიფო უშიშროების სამი­ნის­ტროს თანდართული დებულება.
2. ძალადაკარგულად ჩაითვალოს „საქართველოს სახელმწიფო უში­შ­როების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართვე­ლოს პრეზიდენტის 1998 წლის 25 ნოემბრის №660 ბრძანებულება.
ე. შევარდნაძე

საქართველოს სახელმწიფო უშიშროების სამინისტროს დებულება

I. ზოგადი დებულებანი

1. საქართველოს სახელმწიფო უშიშროების სამინისტრო (შემდგომ­ში – სამინისტრო) არის სპეციალური სამთავრობო დაწესებულება, რომელიც თავისი კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყოფს სახელმწიფოს შინაგან უშიშროებას საშინაო და საგარეო წყაროებისაგან მომდი­ნარე საფრთხისაგან.
2. თავისი ამოცანების განხორციელებისას სამინისტრო წარმოად­გენს სახელმწიფოს.
3. საერთაშორისო ხელშეკრულებების შესაბამისად და საქართვე­ლოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, საერთაშორისო უშიშროების უზრუნველყოფის მიზნით, სამინისტრო თანამშრომლობს საზღვარგარეთის ქვეყნების შესაბამის სამსახურებთან საერთაშორისო ნარკობიზნესის, ტერორიზმისა და სხვა საერთაშორისო ხასიათის დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის სფეროში.
4. სამინისტროს დაფინანსების წყაროა სახელმწიფო ბიუჯეტი. სამინისტროს აქვს ბეჭედი სახელმწიფო გერბის გამოსახულებით, თავისი ნამდვილი და პირობითი სახელწოდებით და დამოუკიდებელი ბალანსი. სამინისტროს შეიძლება ჰქონდეს ემბლემა, რომელიც რეგისტრირდება დადგენილი წესით. სამინისტროს იურიდიული მისამართია: ქ. თბილისი, 9 აპრილის ქუჩა №4.
5. სამინისტრო ანგარიშვალდებულია საქართველოს პრეზიდენტის წინაშე, რომელიც ახორციელებს მის სამსახურებრივ ზედამხედველობას კანონით დადგენილი წესით.
6. სამინისტროს საქმიანობის სამართლებრივი საფუძვლებია: საქარ­თველოს კონსტიტუცია, საერთაშორისო სამართლებრივი აქტები, საქარ­თველოს კანონი „სახელმწიფო უშიშროების სამსახურის შესახებ“, საქარ­თველოს სხვა კანონები, ეს დებულება, საქართველოს პრეზიდენტის ბრძა­ნე­ბულებები და განკარგულებები, შიდაუწყებრივი ნორმატიული აქტები, რომლებიც არ ეწინააღმდეგებიან საქართველოს კანონმდებლო­ბას.
7. სამინისტრო ეფუძნება ერთმმართველობის პრინციპს. სამინის­ტროს ერთიანი სისტემის შემადგენლობაში არიან აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების სახელმწიფო უშიშროების სამინისტროები, სამინისტროს ქ. თბილისის, სამხარეო, რაიონული (საქალაქო) სახელმწიფო უშიშროების ორგანოები, სამეცნიერო და სასწავლო დაწესებუ­ლებანი.
II. სამინისტროს საქმიანობის სფერო და ამოცანები

8. სამინისტროს საქმიანობის სფეროა სახელმწიფო უშიშროების უზრუნველყოფა.
9. სამინისტროს ამოცანებია:
ა) საქართველოს კონსტიტუციური წყობილების, ქვეყნის სუვე­რენი­ტეტის, ტერიტორიული მთლიანობის, სამეცნიერო-ეკონომიკური და სამხედ­რო პოტენციალის დაცვა სხვა ქვეყნების სპეციალური სამსახურებისა და ცალკეულ პირთა მართლსაწინააღმდეგო მოქმედებისაგან;
ბ) სახელმწიფოს უშიშროებისათვის არსებითი საფრთხის შემქმნე­ლი, ასევე საერთაშორისო ხელშეკრულებებით გათვალისწინებული ორ­გა­ნი­ზებული ხასიათის დანაშაულების გამოვლენა და თავიდან აცილება, საქართველოს კანონმდებლობით სამინისტროს ქვემდებარე დანაშაულთა გამოვლენა, თავიდან აცილება, მოკვლევა და წინასწარი გამოძიება;
გ) სახელმწიფო საიდუმლოების დაცვა – სახელმწიფო საიდუმლოების დაცვის უზრუნველყოფის ღონისძიებათა განხორციელება სახელმწიფო და არასახელმწიფო სტრუქტურებში და ამ საქმიანობის კოორდინაცია.
10. მისი ამოცანების განხორციელებისას სამინისტროს კომპეტენცი­ას განეკუთვნება:
ა) კონტრსადაზვერვო საქმიანობა უცხოეთის სპეცსამსახურებისა და ორგანიზაციების მიერ საქართველოს წინააღმდეგ მიმართული სადაზვერ­ვო და მტრული საქმიანობის გამოვლენის, თავიდან აცილებისა და აღკვეთის მიზნით;
ბ) სახელმწიფო უშიშროების უზრუნველყოფის მიზნით კონტრსადა­ზვერვო საქმიანობა თავდაცვის სამინისტროს შეიარაღებულ ძალებში, შინაგან საქმეთა სამინისტროს შინაგან ჯარებში, სასაზღვრო ჯარებში, აგრეთვე კანონმდებლობით დადგენილი წესით შექმნილ სხვა შეიარა­ღებულ ფორმირებებში;
გ) კანონით დადგენილი წესით ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიე­ბათა განხორციელება, მათ შორის ფარული ვიდეო - და აუდიოჩაწერა, კინო - და ფოტოგადაღება, ელექტრონული კონტროლი, კავშირგაბმუ­ლობის ტექნიკური არხებიდან (ტელეფონი, ტელეგრაფი, ფაქსი, ტელექსი, რადიოკავშირი და სხვ.) ინფორმაციის მოპოვება, გარე მეთვალყურეობა, იმ საქმეების მოკვლევა და წინასწარი გამოძიება, რომლებიც კანონმდებ­ლობით მის კომპეტენციას განეკუთვნება, დანაშაულში ეჭვმიტანილ ან დამნაშავე პირთა ძებნა და დაკავება;
დ) პროკურატურის, შინაგან საქმეთა სამინისტროსა და სხვა სახელ­მწიფო ორგანოებთან ერთად საერთაშორისო დანაშაულთან ბრძოლის ღონის­ძი­­ებათა შემუშავება და განხორციელება;
ე) საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად იმ დანაშაულთა პროფილაქტიკა, რომლებიც კანონმდებლობის თანახმად სამინისტროს ქვემდებარეა;
ვ) სამინისტროს დაქვემდებარებაში არსებული დროებითი ყოფნის იზოლატორის ფუნქციონირების უზრუნველყოფა;
ზ) სამინისტროს თანამშრომელთათვის იმ სამსახურებრივ-საშტატო იარაღისა და სპეცსაშუალებების შენახვისა და ტარების ნებართვის მიცემა, რომელთა გამოყენება მოწესრიგებულია საქართველოს კანონმდებლო­ბით დადგენილი წესის თანახმად;
თ) სახელმწიფო საიდუმლოების დაცვის ღონისძიებათა შემუშავე­ბასა და განხორციელებაში მონაწილეობის მიღება, ორგანიზაციებსა და საწარმოებში მისი დაცვის კონტროლი, მიუხედავად მათი საკუთრების ფორმისა;
ი) დადგენილი წესით იმ პირების შემოწმება, რომლებიც დაიშვებიან სახელმწიფო საიდუმლოებასთან;
კ) პირთა ნებაყოფლობითი დახმარების გამოყენება ღია ან ფარული ფორმით;
ლ) სათანადო უწყებებთან ერთად შესაბამის ღონისძიებათა გან­ხორ­ციელება საქართველოს საზღვრების, ქალაქებისა და სამრეწველო ცენტრების სასიცოცხლო მნიშვნელობის სტრატეგიული დანიშნულების, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად სამინისტროს ქვემდებარე ობიექტების, ტრანსპორტისა და კავშირგაბმულობის საშუალებათა უშიშროების უზრუნველსაყოფად, აგრეთვე სახელმწიფო ორგანოების, საწარმოების, დაწესებულებებისა და ორგანიზაციების გაფრთხილება იმ დარღვევების შესახებ, რომლებიც საფრთხეს უქმნიან საქართველოს უშიშროებას;
მ) საქართველოს პრეზიდენტის, სახელმწიფო ხელისუფლების უმაღ­ლესი ორგანოებისა და დაინტერესებული უწყებების ინფორმირება სახელ­მწიფო უშიშროებისათვის მოსალოდნელი საფრთხის შესახებ;
ნ) დადგენილი წესით სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოთა უმაღ­ლესი თანამდებობის პირებისა და სტრატეგიული ობიექტების დაცვის ოპერატიული უზრუნველყოფა სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურ­თან თანამშრომლობით;
ო) დადგენილი წესით სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურთან და სხვა სათანადო უწყებებთან თანამშრომლობით თანამდებობის პირე­ბის, სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების სატელეფონო, სატე­ლეგ­რაფო, რადიო - და სხვა კავშირებით უზრუნველყოფა;
პ) სახელმწიფოთაშორისი ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების საფუძველზე, შესაბამის უწყებებთან ერთად, კონტრსადაზვერვო საქმია­ნობით საქართველოს ტერიტორიაზე უცხოეთის წარმომადგენლობების, თავისი კომპეტენციის ფარგლებში საქართველოს საზღვრებს გარეთ საქართველოს დაწესებულებებისა და მოქალაქეების უშიშროების უზრუნ­ველყოფა;
ჟ) საქართველოს პრეზიდენტის ან პარლამენტის გადაწყვეტილებით საერთაშორისო ხასიათის ღონისძიებათა უშიშროების უზრუნველყოფა;
რ) სახელმწიფო უშიშროების ორგანოების სრული სამობილიზაციო მზადყოფნის უზრუნველყოფა;
ს) სახელმწიფო ხელისუფლების საკანონმდებლო, აღმასრულებელ და სასამართლო ორგანოებთან ურთიერთობის სამართლებრივი უზრუნ­ველყოფა;
ტ) საკუთარი უშიშროების უზრუნველყოფა.
III. სახელმწიფო უშიშროების მინისტრი

11. სამინისტროს ხელმძღვანელობს სახელმწიფო უშიშროების მი­ნისტრი (შემდგომში – მინისტრი), რომელსაც პარლამენტის თანხმობით თანამდებობაზე ნიშნავს საქართველოს პრეზიდენტი. მინისტრს თანამ­დებობიდან ათავისუფლებს საქართველოს პრეზიდენტი.
12. მინისტრი:
ა) აწესრიგებს სამინისტროს გამგებლობის სფეროს მიკუთვნებულ საკითხებს;
ბ) წარმოადგენს სამინისტროს ან უფლებას ანიჭებს სამინისტროს წარმომადგენლობაზე, თუ კანონმდებლობით სხვა რამ არ არის გათვა­ლისწინებული;
გ) პასუხისმგებელია საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულების, საქართველოს კანონების, საქარ­თვე­ლოს პრეზიდენტის ბრძანებულებებისა და განკარგულებების და სხვა საკანონმდებლო აქტების შესრულებისათვის იმ სფეროში, რომელიც სამინისტროს კომპეტენციას განეკუთვნება;
დ) ხელმძღვანელობს სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების მიერ თავიანთი მოვალეობების შესრულებას;
ე) თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს სა­მი­ნისტროს ქვედანაყოფების ხელმძღვანელებსა და სხვა თანამშრომლებს;
ვ) განსაზღვრავს სამინისტროს ქვედანაყოფების უფროსთა უფლება­მოსილებას;
ზ) საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, წაახალისებს და დის­ცი­პ­ლინურ პასუხისმგებლობას აკისრებს სამინისტროს თანამშრომ­ლებს;
თ) ანიჭებს სამხედრო წოდებებს კანონმდებლობით დადგენილი წე­სით;
ი) თავისი უფლებამოსილების ფარგლებში ახორციელებს სამინის­ტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების რეორგანიზაციას;
კ) მაღალკვალიფიციური სპეციალისტების მოზიდვის მიზნით, კონტ­რაქ­ტის საფუძველზე, ცალკეულ შემთხვევებში ადგენს პერსონალურ თა­ნამ­დე­ბობრივ განაკვეთებს;
ლ) კანონით დადგენილი წესით, თავისი კომპეტენციის ფარგლებში, მოქმედი კანონმდებლობის სრულყოფისათვის საქართველოს პრეზიდენტს განსახილველად წარუდგენს საკანონმდებლო აქტების პროექტებსა და წინადადებებს სახელმწიფო უშიშროების საკითხებზე;
მ) საგანგებო ან საომარი მდგომარეობისას უზრუნველყოფს სამი­ნის­ტროს პირადი შემადგენლობის გადაყვანას მუშაობის განსაკუთრებულ რეჟიმზე:
ნ) საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად გამოსცემს უწყებ­რივ აქტებს და ახორციელებს სამსახურებრივ ზედამხედველობას;
ო) თავისი მმართველობის სფეროში, თავისივე ბრძანებით, ქმნის სათათბირო ორგანოს – კოლეგიას, განსაზღვრავს მის მოვალეობას და საქმიანობის წესს, ხელმძღვანელობს მის მუშაობას;
პ) ამტკიცებს სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების დებუ­ლებებს;
ჟ) საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, თავისივე ბრძანე­ბით ქმნის კომისიებს სათათბირო ხმის უფლებით;
რ) კანონმდებლობით დადგენილი წესით სამინისტროს თანამშრომ­ლებს აძლევს პირადობის დამადასტურებელ მოწმობებს, სამსახუ­რებრივ-საშტატო იარაღის, სპეციალური საშუალებების შენახვისა და ტარების უფლებას;
ს) „სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად იღებს გადაწყვეტილებას ეროვნული უშიშროების საბჭოში სამინისტროს იმ ცალკეულ მაღალკვალიფიციურ სამხედრო მოსამსახურეთა სამსახურის ვადის გაგრძელების შესახებ წარდგენის თაობაზე, რომლებმაც მიაღწიეს სამხედრო სამსახურის ზღვრულ ასაკს;
ტ) სათანადო უფლებამოსილებით წარმოადგენს სამინისტროს საერ­თა­შორისო ორგანიზაციებში;
უ) მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად დებს საერთაშორისო ხელშეკრულებებს;
ფ) დადგენილი წესით განკარგავს ფულად სახსრებსა და მატე­რიალურ ფასეულობებს;
ქ) ახორციელებს კანონით მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს.
IV. მინისტრის მოადგილეები

13. მინისტრს ჰყავს ოთხი მოადგილე, მათ შორის ერთი – პირველი.
14. მინისტრის პირველ მოადგილესა და მოადგილეებს მინისტრის წარდგინებით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფ­ლებს საქართველოს პრეზიდენტი.
15. მინისტრის პირველი მოადგილისა და მოადგილეების უფლებამო­სი­ლება განისაზღვრება მინისტრის ბრძანებით.
16. მინისტრის პირველი მოადგილე ხელმძღვანელობს სამინისტროს საქმიანობას და კოორდინაციას უწევს სამსახურების ურთიერთობას მი­ნის­ტრის არყოფნისას.
17. მინისტრის ერთ-ერთი მოადგილე, მინისტრის დავალებით, ახორ­ცი­ელებს საპარლამენტო მდივნის ფუნქციას.
V. სამინისტროს სტრუქტურა, ტერიტორიული ორგანოები, მათი ძირითადი ამოცანები და კომპეტენცია

18. სამინისტროს სტრუქტურული ერთეულები არიან:
ა) კონტრდაზვერვის სამსახური;
ბ) სამხედრო კონტრდაზვერვის სამსახური;
გ) კონსტიტუციური წყობილების დაცვის სამსახური;
დ) ანტიტერორისტული ცენტრი (სამსახური);
ე) საგამოძიებო სამსახური;
ვ) ოპერატიულ-ტექნიკური სამსახური;
ზ) უშიშროების საკითხებში ოფიცერთა ჯგუფი (სამსახური);
თ) სამინისტროს ადმინისტრაცია (სამმართველო);
ი) კადრების სამმართველო;
კ) სამეურნეო სამმართველო;
ლ) საექსპერტო-კრიმინალისტიკური სამმართველო;
მ) კავშირგაბმულობის სამმართველო;
ნ) საკუთარი უშიშროების სამმართველო;
ო) საფინანსო სამმართველო.
19. სამინისტროს ტერიტორიული ორგანოები არიან:
ა) აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სახელმწიფო უშიშროების სა­მი­ნისტრო;
ბ) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სახელმწიფო უშიშროების სამი­ნისტრო;
გ) ქ. თბილისის სამმართველო;
დ) რეგიონალური სამმართველოები;
ე) რაიონული (საქალაქო) განყოფილებები.
20. სამინისტროს საქვეუწყებო დაწესებულებები არიან:
ა) სამეცნიერო-ტექნიკური ცენტრი;
ბ) აკადემია;
გ) სამხედრო-სამედიცინო ნაწილი.
21. სამინისტროს სტრუქტურული ერთეულების ძირითადი ამოცანები და კომპეტენცია:
ა) კონტრდაზვერვის სამსახური ახორციელებს კონტრდაზვერვით საქმიანობას უცხოეთის სპეცსამსახურებისა და ორგანიზაციების მიერ საქართველოს წინააღმდეგ მიმართული სადაზვერვო საქმიანობის გამოვლენის, თავიდან აცილებისა და აღკვეთის მიზნით;
ბ) სამხედრო კონტრდაზვერვის სამსახური ახორციელებს კონ­ტრდაზვერვით საქმიანობას სამხედრო ძალებში, აგრეთვე კანონმდებ­ლობით დადგენილი წესით საზოგადოებრივი უშიშროების მიზნით შექმ­ნილ შეიარაღებულ ფორმირებებში;
გ) კონსტიტუციური წყობილების დაცვის სამსახური სპეცსამსახურის საქმიანობის ფორმებითა და მეთოდებით, კანონმდებლობით დადგენილი წესით იცავს სახელმწიფოს პოლიტიკურ სისტემას და ხელისუფლებას არაკონსტიტუციური, ძალადობრივი გზით შეცვლისაგან, უზრუნველყოფს ფულად-საკრედიტო და საფინანსო საბიუჯეტო სისტემაში ორგანიზებული ხასიათის, მათ შორის კორუფციული სამოხელეო დანაშაულების წინააღ­მდეგ ბრძოლას;
დ) ანტიტერორისტული ცენტრის (სამსახურის) ძირითადი ამოცანაა ტერორიზმის, საერთაშორისო ნარკობიზნესის, იარაღით, კერძოდ მასობ­რივი მოსპობის იარაღითა და მისი კომპონენტებით უკანონო ვაჭრობის წინააღმდეგ ბრძოლა, საზოგადოებრივი უშიშროებისა და წესრიგის წინა­აღმდეგ მიმართული ცალკეული დანაშაულების გამოვლენა და თავიდან აცილება;
ე) საგამოძიებო სამსახური ახორციელებს სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობით სამინისტროს ქვემდებარე დანაშაულთა წი­ნას­წარ გამოძიებას, დროებითი ყოფნის იზოლატორის ფუნქციონირებას;
ვ) ოპერატიულ-ტექნიკური სამსახურის ძირითადი ფუნქცია ოპერატი­ული სამსახურების საქმიანობის უზრუნველყოფა სპეციალურ ღონისძიე­ბათა განხორციელებით;
ზ) უშიშროების საკითხებში ოფიცერთა ჯგუფში შედიან სახელმწიფო უშიშროების სამინისტროს ის თანამშრომლები, რომლებიც „სახელმწიფო უშიშროების შესახებ” საქართველოს კანონის მე-6 მუხლის „ზ” ქვეპუნ­ქტის შესაბამისად ინიშნებიან სახელმწიფო უშიშროებისათვის განსაკუთ­რე­ბული მნიშვნელობის მქონე სახელმწიფო ორგანოებსა და დაწესებუ­ლებებში და ახორციელებენ სახელმწიფო საიდუმლოების დაცვას, აგრეთ­ვე სამინისტროს საქმიანობის ძირითად მიმართულებებს.
თავიანთი ფუნქციების განხორციელებისას ოფიცრები უშიშროების სა­კითხებში ექვემდებარებიან სახელმწიფო უშიშროების მინისტრის სამსა­ხურებრივ ზედამხედველობას და ადმინისტრირებას, აგრეთვე შესაბამისი უწყებისა და დაწესებულების შინაგანაწესს.
იმ უწყებათა და დაწესებულებათა ჩამონათვალი სადაც ინიშნებიან უშიშროების ოფიცრები, განისაზღვრება ამ დებულებით (დანართი). ცალ­კეულ შემთხვევებში უშიშროების ოფიცრები შეიძლება დაინიშნონ სახელ­მწიფო უშიშროების მინისტრის და შესაბამისი უწყებისა და დაწესებუ­ლების ხელმძღვანელის შეთანხმებით;
თ) სამინისტროს ადმინისტრაციის ძირითადი ამოცანაა სამინისტროს ქვედანაყოფების მუშაობის ინსპექტირება, საინფორმაციო ბანკის შევსება, ოპერატიული ქვედანაყოფებიდან მიღებული ინფორმაციის ანალიზი, სამი­ნისტროს ქვედანაყოფების საქმიანობის კოორდინაცია, საერთაშორისო და საზოგადოებასთან ურთიერთობების ორგანიზება, სამინისტროს დანაყო­ფე­ბის სამართლებრივი უზრუნველყოფა და საკონსულტაციო მომსახურე­ბა, ოპერატიული აღრიცხვის, საკანცელარიო და საარქივო საქმიანობის წარმოება;
ი) კადრების სამმართველოს კომპეტენციას განეკუთვნება სამი­ნისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების დაკომპლექტება მაღალკვალი­ფიციური კადრებით, თანამშრომელთა მიერ სამხედრო სამსახურის გავ­ლის, სწავლების, კვალიფიკაციის ამაღლებისა და საბრძოლო და ფიზიკური მომზადებისა და სამობილიზაციო მზადყოფნის უზრუნველყოფა, დისციპ­ლინური წარმოება;
კ) სამეურნეო სამმართველო უზრუნველყოფს სამინისტროს სტრუქ­ტურულ ქვედანაყოფებს მატერიალურ-ტექნიკური ბაზით;
ლ) საექსპერტო-კრიმინალისტიკური სამმართველოს ფუნქციებია სა­მინისტროს ოპერატიულ ქვედანაყოფებსა და საგამოძიებო სამსახურში მიმდინარე წინასაგამოძიებო შემოწმების, მოკვლევისა და წინასწარი გამოძიების უზრუნველყოფა საექსპერტო-კრიმინალისტიკური გამოკვლე­ვებითა და დასკვნებით;
მ) კავშირგაბმულობის სამმართველო თავისი კომპეტენციის ფარგ­ლებ­ში სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის შესაბამის ქვედანა­ყოფთან ერთად უზრუნველყოფს უმაღლეს სახელმწიფო ორგანოებსა და თანამდებობის პირებს, აგრეთვე სამინისტროს სტრუქტურულ ქვედანაყოფებს განცალკევებული დახურული საქალაქთაშორისო სატელეფონო „მაღალი სიხშირისა“ და რადიო-სატელეფონო კავშირებით, აგრეთვე ახორციელებს სამინისტროს შიფრული კავშირებით უზრუნველყოფას;
ნ) საკუთარი უშიშროების სამმართველო უზრუნველყოფს შიდაუწყებრივ უშიშროებას;
ო) საფინანსო სამმართველო ახორციელებს სამინისტროს საქმიანობის საფინანსო უზრუნველყოფას;
პ) სამეცნიერო-ტექნიკური ცენტრი აწარმოებს სამეცნიერო-გამოყენებითი ხასიათის სამუშაოებს სამინისტროს საქმიანობის ძირითადი მიმართულებებით და მათ უზრუნველსაყოფად;
ჟ) აკადემია – სამინისტროს სასწავლო-სამეცნიერო ქვედანაყოფია;
რ) სამხედრო-სამედიცინო ნაწილი უზრუნველყოფს თანამშრომელთათვის კვალიფიციური სამედიცინო დახმარების დროულ აღმოჩენას, სამხედრო-სამედიცინო კომისიის ორგანიზაციასა და ჩატარებას.
22. „სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად სამინისტროს ცალკეულ ქვედანაყოფთა დასახელება, შინაგანი სისტემა და კომპეტენცია წარმოადგენს სახელმწიფო საიდუმლოებას. მათ დებულებებს ამტკიცებს მინისტრი.
23. სამინისტროს საიდუმლო ნორმატიული აქტები კანონმდებლობით დადგენილი წესით შეაქვთ სპეციალურ სახელმწიფო რეესტრში.
24. სამინისტროს დებულება და სტრუქტურა მოქმედებს უწყების საერთო რეფორმირებამდე.
დანართი

იმ უწყებათა და დაწესებულებათა ნუსხა, სადაც ინიშნებიან ოფიცრები უშიშროების საკითხებში

1. საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო
2. საქართველოს ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის სამინისტრო
3. საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტრო
4. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
5. საქართველოს სათბობ-ენერგეტიკის სამინისტრო
6. საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტრო
7. საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტრო
8. საქართველოს საგადასახადო შემოსავლების სამინისტრო
9. საქართველოს ტრანსპორტისა და კომუნიკაციების სამინისტრო
10. საქართველოს ფინანსთა სამინისტრო
11. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო
12. საქართველოს კონტროლის პალატა
13. საქართველოს ეროვნული ბანკი
14. სახელმწიფო დეპარტამენტი „საქსტანდარტი“
15. სს „თბილგაზი“
16. თბილისის მერია
17. სს „მეტროპოლიტენი“
18. სს „საქნავთობი“
19. სტაბილური იზოტოპების ინსტიტუტი
20. სს „თბილსრესი“
21. „საქაერონავიგაცია“
22. სს „აეროპორტი თბილისი“
23. კოსმოსურ ნაგებობათა ინსტიტუტი
24. საავიაციო გაერთიანება „ავიამშენი“
25. სს „საქართველოს რკინიგზა“
26. ქუთაისის აეროპორტი
27. სენაკის აეროპორტი
28. ფოთის ნავსადგური
* შენიშვნა: უშიშროების საკითხებში ოფიცერთა რაოდენობა და სტატუსი განისაზღვრება უწყების ხელმძღვანელთან შეთანხმებით.

Posted by: lazy 10 Dec 2016, 01:56
დღეს იყო პირველი გამოცდა, ვინმესგან რამე ხო არ გსმენიათ?

Posted by: anrito2017 10 Dec 2016, 02:05
lazy
აბა 14 შიაო ..................................

Posted by: marituna 10 Dec 2016, 02:30
anrito2017
მადლობა კიდევ smile.gif

lazy
რაში გაინტერესებს, ისეთებს გეტყვიან გულს გაგიხეთქავენ biggrin.gif


https://scontent-frt3-1.xx.fbcdn.net/v/t31.0-8/fr/cp0/e15/q65/15369943_1606704486304478_7876938258169038374_o.jpg?efg=eyJpIjoidCJ9&oh=2bd08280f4e2acfd78d70248326eb634&oe=58BD8147


ამოხსენი smile.gif
* * *
https://scontent-frt3-1.xx.fbcdn.net/v/t31.0-8/fr/cp0/e15/q65/15419621_1606727972968796_2841508103085388309_o.jpg?efg=eyJpIjoidCJ9&oh=3dbaf1acce5e9db0d76721f975bfcf80&oe=58F94396

Posted by: baggins 10 Dec 2016, 13:56
marituna
anrito2017

მთავრობის დადგენილებითაა დამტკიცებული შსს იუსტიციის სამინისტოს დებულებები. შედით მაცნეში

Posted by: anrito2017 10 Dec 2016, 14:23
baggins
2013 წელს სეუცვლიათ პრეზიდენტს ჩამოართვეს უფლებები eek.gif cry.gif cry.gif cry.gif

ძველი ტესტები არ გამოგადგებათ მაშინ......

Posted by: lazy 10 Dec 2016, 14:40
გამოგვადგება პროსტა ცვლილებები უნდა იქნეს გათვალისწინებული ))))
პრეზიდენტის უფლებები შეიზღუდა ბევრად მანდედან რო დავიწყოთ

Posted by: anrito2017 10 Dec 2016, 14:42
QUOTE (lazy @ 10 Dec 2016, 14:40 )
გამოგვადგება პროსტა ცვლილებები უნდა იქნეს გათვალისწინებული ))))
პრეზიდენტის უფლებები შეიზღუდა ბევრად მანდედან რო დავიწყოთ

ხო გასათვალისწინებელია help.gif help.gif help.gif user.gif war.gif facepalm.gif

Posted by: marituna 10 Dec 2016, 15:26
baggins
anrito2017
არცერთ დადგენილებას აღარ ამტკიცებს პრეზიდენტი ანუ?

Posted by: anrito2017 10 Dec 2016, 15:40
QUOTE (marituna @ 10 Dec 2016, 15:26 )
baggins
anrito2017
არცერთ დადგენილებას აღარ ამტკიცებს პრეზიდენტი ანუ?

ვნახავ ზუსტად აქტი ვერ ვიპოვე რითიც შეუზღუდეს პრეზიდენტს...

Posted by: marituna 10 Dec 2016, 23:20
anrito2017
რაც კონსტიტუციით არი განსაზღვრული მხოლოდ ის უფლებები აქვს პრეზიდენტს ანუ smile.gif არ წერია იქ დადგენილებებზე მგონი sad.gif

Posted by: marituna 13 Dec 2016, 18:26
იეს,იეს,იეს !!! bis.gif bis.gif


rolleyes.gif

Posted by: anrito2017 13 Dec 2016, 18:51
marituna
გილოცავ alk.gif alk.gif alk.gif alk.gif alk.gif boli.gif

Posted by: marituna 13 Dec 2016, 19:04
anrito2017
დიიიდიიი მადლობაა. smile.gif smile.gif

Posted by: lazy 14 Dec 2016, 01:35
marituna
მაღალი კარგ ტანზე შენ იყავი?

Posted by: marituna 14 Dec 2016, 09:12
lazy
უი, მეც ვიყავი biggrin.gif სხვებიც იყვნენ : )))

შენ რა ქენი?

Posted by: ფორსტმანი 14 Dec 2016, 11:55
marituna
81 ?



...............

Posted by: lazy 14 Dec 2016, 15:36
marituna
იურისტები ესეთ ტანებზე რიდიდან მოძრაობთ?

Posted by: marituna 14 Dec 2016, 16:49
lazy
სად იჯექი ? biggrin.gif
ერთი იყო მაღალი და ტანადი? და მე ვიყავი ისიც smile.gif :biggrin.gif
გეშლები სავარაუდოდ wink.gif



ბიჭი ყოფილხარ , გოგო მეგონე biggrin.gif


Charles_Forstman
80 sad.gif





lol.gif lol.gif lol.gif

Posted by: ფორსტმანი 14 Dec 2016, 19:38
lazy
QUOTE
იურისტები ესეთ ტანებზე რიდიდან მოძრაობთ?

ირონია არის მძიმე ფორმის ფაქტია, თუ ქალბატონებზეა მიმართული biggrin.gif

Posted by: lazy 14 Dec 2016, 19:53
Charles_Forstman
Ra tkvi?
* * *
marituna
მეც ეგრე ბიჭი მეგონე . და გოგო ყოფილხარ

Posted by: takotatuli1989 3 Jan 2017, 12:10
კოლეგებო smile.gif მოკლეთ გადავწყვიტე გაზაფხულზე მოსამართლის და ადვოკატის გამოცდების ჩაბარება, ხოდა ჩემი თავმოყვარეობა რო არ შეილახოს იანვრიდანვე მინდა დავიწყო მომზადება, არსად მისვლას არ ვაპირებ ჩემით გადავხედავ კანონმდებლობას, თუმცა თქვენი რჩევა მჭირდება რა ჯობია კანონებს ჩავუჯდე მარტო თუ მაგ ძველი ტესტების მიხედვით ვიმეცადინო? ქე რო მილიონი ცვლილებაა მას მერე შესული კანონმდებლობაში იმის გათვალისწინებით რაღათქმა უნდა. კონსტიტუციაშიც თუ შევიდა ცვლილებები და ახალი კანონი ამოქმედდა საჯარო სამსახურის შესახებ, მაგ ორ თემაზე აზრი არ აქვს ტესტების გადახედვას კი ვიცი.

Posted by: spiridon_surajia 3 Jan 2017, 12:23
takotatuli1989
მოსმართლეს თუ აბარებ ადვოკატი რაღათ გინდა და სამოსამართლეო გამოცდის ჩაბარების ასაკი 25 წელია.

Posted by: takotatuli1989 3 Jan 2017, 12:29
spiridon_surajia
ეგ ვიცი რო აღარ მინდა, მარა რო ვერ ჩავაბარო ეგ გამოცდა მეორეს ხო გამოვიყენებ სანამ იმას ჩავაბარებ?!

Posted by: spiridon_surajia 3 Jan 2017, 13:00
takotatuli1989
ჩემი სობსტვენი თვალებით მაქ წანაკითხი რომ 3 ჯერ თუ ჩაფლავდი სამოსამართლეოზე მერე აღარ გქონდა ჩაბარების უფლება არასდროს. მერე ვიღაცამ მითხრა აღარაა ეგრეო და ეტყობა შეცვალეს თუ რა ქნეს არ ვიცი.

Posted by: პროფაზა 3 Jan 2017, 13:02
takotatuli1989
ტესტები შეგიძლია რაღაც ეტაპზე (სადღაც მეცადინეობის შუაში) გააკეთო, რომ დაინახო რაში გჭირდება მეტი მუშაობა და ისე, მხოლოდ ტესტებით მეცადინეობას მე არ გირჩევ.
კანონებს ჩაუჯექი ისევ, ეგ ჯობია ადვოკატთა საკვალიფიკაციოსთან დაკავშირებით და მოსამართლეების გამოცდაზე მე ვერაფერს გეტყვი.
რომელი მიმართულებით აპირებ ჩაბარებას?

Posted by: takotatuli1989 3 Jan 2017, 14:13
spiridon_surajia
??? ეგ რა შუაშია? პირველად გავდივარ მე...

პროფაზა
მართალი ხარ ჯერ კანონმდებლობას წავიკითხავ და მერე ტესტებს გავაკეთებ რო მივხვდე რა მახსოვს და რა არა. სამოქალაქო–ადმინისტრაციული smile.gif

Posted by: depche 6 Jan 2017, 12:56
გამარჯობათ ვაპირებ გასვლას გამნოცდაზე და მაინტერესებს ტესტებში დაახლოებით პროცენტულად რამდენი კითხვა მოდის კონსტიტუციურიდან და ადამიანის უფლებებიდან?

Posted by: LuCky_13 9 Jan 2017, 19:08
depche

65-70 % სპეციალობიდან მოდის, დანარჩენი კონსტიტუცია, ადამიანის უფლებები, ადმინისტრაციული yes.gif

Posted by: anrito2017 9 Jan 2017, 19:14
QUOTE (LuCky_13 @ 9 Jan 2017, 19:08 )
depche

65-70 % სპეციალობიდან მოდის, დანარჩენი კონსტიტუცია, ადამიანის უფლებები, ადმინისტრაციული yes.gif

მართალია yes.gif yes.gif yes.gif

Posted by: Nykusa 15 Jan 2017, 12:28
სალამი.
წინა გამოცდის ტესტები დევს სადმე?

Posted by: საკურა. 18 Jan 2017, 22:19

http://edu.gba.ge-ზე მომხმარებლის პროფილის რედაქტირება +როგორ ხდება ვინმემ ხომ არ იცით?

Posted by: ფორსტმანი 4 Mar 2017, 01:56
ამ სეზონზე რა ხდება, არავინ გადიხართ ? biggrin.gif

Posted by: marituna 6 Mar 2017, 22:49
ასოციაციაში რა სახის ცნობას ითხოვენ სტაჟის დამადსტურებლად, ზუსტად ხომ არ იცით?
რა უნდა ეწეროს, ადვოკატად გაქვს ნამუშევარი, დამხმარედ, სტაჟიორად თუ რა smile.gif

Posted by: ფორსტმანი 6 Mar 2017, 23:21
marituna
დამხმარეს არ ჩაგითვლიან.

ადვოკატად ვერ იმუშავებ, სანამ ასოციაციაში არ გაწევრიანდები.

სავალდებულო სტაჟი არის საჭირო.

როდესაც ჩააბარებ გამოცდას - რეგისტრირდები ასოციაციაში მომუშავე ადვოკატზე სტაჟიორად და ა.შ.

Posted by: marituna 6 Mar 2017, 23:49
Charles_Forstman
ხოდა ასოციაციაში გაწევრიანებისათვის რა ტიპის ცნობაა საჭირო. .
გამოცდის ჩაბარებამდე არსებული სტაჟიც ითვლება, როგორც მითხრეს :/

Posted by: ფორსტმანი 7 Mar 2017, 00:35
marituna

ცნობას რაც შეეხება
"2. რას ნიშნავს ცნობა აუცილებელი სტაჟის შესახებ?
საქართველოს კანონის ადვოკატთა შესახებ, მე-10 მუხლის, 1 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის“თანახმად, პირს, რომელიც განცხადებით მომართავს ასოციაციას გაწევრიანების შესახებ, უნდა ჰქონდეს იურისტად ან ადვოკატის სტაჟიორად მუშაობის არანაკლებ 1 წლის სტაჟი."


ნუ ვინ რა გითხრა ნამდვილად არ ვიცი, თუმცა ოფიციალურ საიტზე შემდეგი რამ წერია

"11. ითვლება თუ არა ასოციაციაში გაწევრიანებისთვის სტაჟად ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდის ჩაბარებამდე გავლილი სტაჟირება?
ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდის ჩაბარებამდე გავლილი სტაჟირება (ადვოკატთან, საადვოკატო ფირმაში, სასამართლოში და ა.შ) არ ითვლება გაწევრიანებისთვის საჭირო სტაჟად "



ამის ინიციატორი იყო ასათიანი და ვემხრობი კიდეც ამ ინიციატივას.

როგორც ადრე თქვა, მომავალი წლიდან სტაჟიც აღარ იქნება საჭირო, არამედ ადვოკატთა სკოლა უნდა გაიაროს ერთი წლის განმავლობაში ადვოკატობის მოსურნემ.

Posted by: Skinheada 7 Mar 2017, 00:46
კარგია რომ ეს თემა ამოიწია

სამოქალაქოს სპეციალიზაციაზე გავდივარ

წარმატებები ყველას love.gif love.gif

Posted by: marituna 7 Mar 2017, 01:53
Charles_Forstman
ეს ვნახე მეც, არ ეთვლება სტაჟშიო . . დავრეკე და ეთვლებაო , მიპასუხეს sad.gif დებილები არიან თუ მე მადებილებენ sad.gif

Skinheada
წარმატებები, გამონაკლისებს მიაქციე ყურადღება smile.gif

Posted by: ფორსტმანი 10 Mar 2017, 13:55
marituna
QUOTE
ეს ვნახე მეც, არ ეთვლება სტაჟშიო . . დავრეკე და ეთვლებაო , მიპასუხეს  დებილები არიან თუ მე მადებილებენ 


ონლაინ ტრენინგებზე, რომ გაგეხსნება გზა, მერე ნახე შენ ნერვების მოშლა.

ეგ არაფერი კიდე.

Posted by: marituna 10 Mar 2017, 14:37
Charles_Forstman
ჰოო არა ?! :/
მივიდე იქამდე ჯერ smile.gif

აღარ ვცდი ეხლა ადვოკატის მოწმობის აღებას, კი მაქვს ნამუშევარი არასამთავრობოში და შეიძლება ჩათვალონ. . მაგრამ , იმდენი პრაქტიკული გამოცდილება არ მაქვს, სასწავლი მაქვს ყველაფერი biggrin.gif გავივლი იმ 1 წლიან სტაჟირებას.


თუუ ვცადო მაინც lol.gif lol.gif

Posted by: iri_irina 8 Dec 2017, 13:54
ზამთრის გამოცდაზე წელს გავიდა ვინმე?

Posted by: 1TBiliseli1 13 Dec 2017, 01:45
გაუმარჯოს ! ახლობელმა ჩააბარა გამოცდა და 3 ქულა დააკლდა , გვაინტერესებს გასაჩივრებას აზრი აქ თუ არა ? smile.gif წინასწარ დიდი მადლობა

Posted by: lazy 13 Dec 2017, 19:11
1TBiliseli1
რაც უფრო ნაკლები ქულაა 75-მდე უფრო აქვს აზრი 3,2 ან 1 ქულის შემთხვევაში ვიცი შემთხვევები, რომ ასაჩივრებდნენ. ერთ ქულაზე მომატება ზუსტად ვიცი ყოფილა მაგრამ სამის მომატება არ გამიგია ზუსტად, მაგრამ ღირს.

Posted by: Theatre of dreams 14 Dec 2017, 11:38
1TBiliseli1

ზაფხულშიც იყო შემთხვევა, როცა სამი ქულა მოუმატეს. მთავარია ან ტესტის ფაბულაში იყოს შეცდომა ან პასუხები იყოს ორაზროვანი. მოკლედ დასაბუთება არის საჭირო.

Posted by: ფორსტმანი 14 Dec 2017, 11:40
რისი ნიჭი გაქვს და რისი უნარი, იმაზე არის დამოკიდებული რამდენ გასაჩივრებულს დაგიკმაყოფილებენ.

1TBiliseli1
თუ საკუთარ თავში დარწმუნებულია და ფანტაზია უჭრის, დეტალების თავისდა სასიკეთოდ გამოყენების უნარი თუ აქვს - გაასაჩივროს.

Posted by: 1TBiliseli1 14 Dec 2017, 21:30
არ ვერკვევი მაგრამ მეც ვურჩიე გასაჩივრება
დიდი მადლობა ყველას გამოხმაურებეისთვის გაიხარეთ

Posted by: lika23 13 Jan 2018, 13:58
გამარჯობათ,წელს როდისააა გამოცდები ხომ არ იცით? ან დაახლოებით როდის იქნება

Posted by: Black-Rose 15 Jan 2018, 01:44
მოსამზადებელ კურსზე სიარული ღირს?
უფრო მარტივია მასე მომზადება, ვიდრე შენით რომ მოემზადო?
გამოცდილებმა იქნებ მირჩიოთ.

Posted by: ფორსტმანი 15 Jan 2018, 14:44
lika23
წელიწადში ორჯერ არის გამოცდები.

ზამთრის ბოლოს და ზაფხულის შუაში.

ზუსტი რიცხვი გბა-ს საიტზე იდება.

Black-Rose
თუკი სურვილი გაქვს ჩააბარო, საკუთარ თავზე მუშაობა შეგიძლია და დიდ დროს დაუთმობ მეცადინეობას - ორივე მარტივია.

Posted by: Black-Rose 15 Jan 2018, 20:05
Charles_Forstman
ბევრი რომ უნდა იმეცადინო ეგ გასაგებია, მაგრამ მე ის მაინტერესებს კურსის გავლას რა უპირატესობები აქვს ან აქვს თუ არა რაიმე უპირატესობა

Posted by: ფორსტმანი 15 Jan 2018, 21:32
Black-Rose
თუკი მეცადინეობა გიჭირს ან გჭირდება კომენტირება სამეცადინო მასალის - მაგ შემთხვევაში კურსი გაიარო სჯობს.

Posted by: davita-x 14 Feb 2018, 11:24
მე მინდა ეხლა კურსებზე დარეგისტრირება და გამოცდა ზაფხულამდე არ იქნება? ეხლა არის რეგისტრაცია გამოცდისთვის და მაგ გაოცდაზე გასვლას ვერ მოვასწრებ ანუ? თუ ეხლა უნდა დავრეგისტრირდე რომ ზაფხულში შევძლო გამოცდაზე გასვლა?

Posted by: Theatre of dreams 14 Feb 2018, 15:34
davita-x

როგორც საგამოცდო კურსებზე, ისე გამოცდისთვის რეგისტრაცია ეხლა არის.

გამოცდა ზაფხულში იქნება.

პ.ს თუ შეძლებ რომ სისტემატიურად გამონახო დრო საგამოცდო მასალის წასაკითხად, მაშინ მოსამზადებელ კურსებში ფული არ გადაყარო smile.gif

Posted by: manchesterisfani 14 Feb 2018, 15:35
QUOTE (Theatre of dreams @ 14 Feb 2018, 15:34 )
davita-x

როგორც საგამოცდო კურსებზე, ისე გამოცდისთვის რეგისტრაცია ეხლა არის.

გამოცდა ზაფხულში იქნება.

პ.ს თუ შეძლებ რომ სისტემატიურად გამონახო დრო საგამოცდო მასალის წასაკითხად, მაშინ მოსამზადებელ კურსებში ფული არ გადაყარო smile.gif

კი სწორი რჩევაა. თუ დრო გაქ შენითაც შეგიძლია ნამდვილად.

Posted by: davita-x 14 Feb 2018, 15:47
დრო ნამდვილად მაქვს და არც იმის ფუფუნება მაქვს რომ ტყუილად ფული ვიხადო მაგრამ რავიცი შევძლებ ვითომ დამოუკიდებლაად? კაზუსებთან მაქვს ძალიან ცუდათ საქმე და ვფიქრობ რომ მიუხედავად იმისა რომ გადასაყრელი ნამდვილად არ მაქვს უფრო გამიადვილდება. არ ვიცი რა ვქნა. მადლობა გამოხმაურებისთვის

Posted by: Theatre of dreams 14 Feb 2018, 16:13
davita-x

კაზუსებში რას გულისხმობ? რაიმე მეთოდოლოგიით ამოსახსნელი კაზუსი არ იქნება. ფაბულის სახით არის მოცემული შემთხვევა, ოთხ სავარაუდო პასუხთან ერთად.

უმარტივესი გამოცდაა და დანარჩენი თავად იცი smile.gif


Posted by: mendelsona 14 Feb 2018, 16:41
Theatre of dreams

QUOTE
უმარტივესი გამოცდაა და დანარჩენი თავად იცი


რავი, ბოლო პერიოდში ვინც ჩააბარა ძალიან რთული არისო

Posted by: Theatre of dreams 14 Feb 2018, 16:47
mendelsona

ზაფხულში ვიყავი გამოცდაზე და რა გითხრა აბა smile.gif

Posted by: Black-Rose 14 Feb 2018, 19:31
davita-x
მარტო ყველაფრისთვის მომზადება შეგიძლია, მაგრამ სადმე მომზადება ზოგადად უფრო ამარტივებს ხოლმე საქმეს (კონკრეტულად ეს კურსები არ ვიცი რამდენად კარგია).
ერთადერთი სირთულე არის ის რომ მასალა ბევრია, თუ საგამოცდო მასალა კარგად იცი მაშინ მარტივია
ალბათ ისიც უნდა ითქვას რომ ბევრი ვიცი ვინც ჩაიჭრა და მასალა ნასწავლი უნდა გქონდეს რომ ჩააბარო
ძველი ტესტები მგონი კიდევ მოიპოვება და შეგიძლია შენც ნახო (ინტერნეტში ან საჯარო ბიბლიოთეკაში)
კურსები უბრალოდ ლექციებია როგორც ვიცი და გაწყობს თუ არა ეგ ინდივიდუალურია. თუ ბევრი რამე დავიწყებული გაქვს ან არ იცი, კურსები ისედაც შეიძლება სასარგებლო იყოს შენთვის (გამოცდაც რომ არა). თუ ფინანსურად გიჭირს ან დიდად არ გინდა რომ მაინცდამაინც ლექციებს მოუსმინო, მაშინ ალბათ ჯობია შენით მოემზადო, იმიტომ რომ შენითაც მოახერხებ ტესტის ჩაბარებას თუ გეცოდინება საგამოცდო მასალა.

Posted by: mendelsona 14 Feb 2018, 19:39
Black-Rose

ძველი ტესტები გამომადგება?

Posted by: nnn_lll 16 Feb 2018, 15:36
საერთოზე ტესტები და საათები როგორ არის იქნებ გამარკვიოთ

Posted by: Black-Rose 18 Feb 2018, 19:31
mendelsona
იმის შემდეგ ზოგი კანონი შეიცვალა მაგრამ შეიძლება მაინც გამოგადგეს და თან ნახავ რა ტიპის ტესტებია გამოცდაზე

Posted by: Nicola_Rizzoli 18 Feb 2018, 20:17
უამრტივესი ტესტებია biggrin.gif

ყოველი მეორე ადვოკატია თითქმის.

აი,ძლიერი ადვოკატები არცთუ ისე მრავლად არიან ))

Posted by: mendelsona 18 Feb 2018, 22:15
Black-Rose

მადლობა, გაიხარე..

Posted by: emmasnow 19 Feb 2018, 16:20
ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდებისთვის რეგისტრაცია დაიწყო 2018 წლის, 1 თებერვლიდან და გაგრძელდება 28 თებერვლის ჩათვლით, 18:00 საათამდე.

28 თებერვლის შემდეგ, ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდებისთვის რეგისტრაციის ვადა არ გაგრძელდება.

გამოცდის საფასური შეადგენს 190 ლარს.
გამოცდაში მონაწილეობის საფასურის გადახდა ხორციელდება შემდეგ საბანკო ანგარიშზე:

VTB “ვითიბი” ბანკის კოდი – UGEBGE22
ანგარიშის ნომერი – GE85VT 6600 0000 6269 3608
ადვოკატთა ასოციაციის საიდენტიფიკაციო კოდი - 202 255 692.
დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით:
ტელ: (+995 ) 555070786 / 555010605 / 555007708
education@gba.ge / sascavlocentri@gba.ge

სამუშაო საათებია 10:00-დან 18:00 საათამდე / შესვენება 14:00-დან 15:00 საათამდე.
მისამართი: ქ. თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ. #33/36


აუცილებლად იურიდიული უნდა გქონდეს დამთავრებული რო გახვიდე გამოცდაზე? ან საერთოდ რო არ გქონდეს უნივერსიტეტი დამთავრებული ვერ გახვალ გამოცდაზე???????? rolleyes.gif rolleyes.gif

Posted by: imerameri 21 Feb 2018, 10:12
QUOTE
აუცილებლად იურიდიული უნდა გქონდეს დამთავრებული რო გახვიდე გამოცდაზე? ან საერთოდ რო არ გქონდეს უნივერსიტეტი დამთავრებული ვერ გახვალ გამოცდაზე???????? 



ვერა. მინიმუმ სამართლის ბაკალავრის დიპლომი აუცილებელია

Posted by: კაპიტანი 21 Feb 2018, 11:38
ასეთი რამ მაინტერესებს 2003-ში ჩავაბარე ადვოკატთა ტესტირება სამოქალაქოს სპეციალიზაციით, მაშინ ასოციაცია საერთოდ არ არსებობდა. მას შემდეგ, რაც ჩამოყალიბდა (დამფუძნებელთა კრებაზეც ვიყავი) მაწევრიანებდნენ ყოველგვარი გადასახადის გარეშე, ნუ მერე ყოველ წელს რამდენადაც მახსოვს 200 ლარი უნდა მეხადა. უარი ვთქვი და მას შემდეგ, დღემდე საერთოდ ამ სფეროსთან შეხება არ მქონია, კორპორატიული სამართლის სფეროში ვმუშაობდი სხვადასხვა კომპანიაში იურისტად და სასამართლოებში საერთოდ არ დამჭირვებია არანაირი ასოციაციის წევრობა. სადღაც 2006 ში მქონდა პროცესი და მას შემდეგ საქმიანობის სპეციფიკიდან გამომდინარე სასამართლოსთან შეხება აღარ მქონია. ახლა შეკითხვა - დღეს რომ მოვინდომო ფიზიკური პირის ადვოკატად გამოსვლა პროცესზე, ეს 2003 წელს სახელმწიფოს მიერ გაცემული სერთიფიკატი ძალაშია თუ არა?

Posted by: ბზბზბზზზ 30 Apr 2018, 16:29
გამარჯობა,
ვისაც ჩაბარებული გაქვთ გამოცდაზე ძალიან დეტალური კითხვებია? საგამოცდო პროგრამას თნდართული ტესტები რომოყვება თუიცით ეგ ტესტები იყო გამოცდაზე?

Posted by: marituna 30 Apr 2018, 23:51
ბზბზბზზზ
გამონაკლისებს მიაქციე ყურადღება კოდექსის კითხვისას..

მიხვდი ... rolleyes.gif
* * *
კაპიტანი
სერთიპიკატი არარის ძალაში.

მოწმობა გაქვს ადვოკატის?

Posted by: Patton 10 May 2018, 12:37
გამარჯობა, ივლისში რა თარიღში ტარდება ტესტები ხომ არ იცით? და სად? war.gif

Posted by: davita-x 13 May 2018, 10:44
QUOTE (Patton @ 10 May 2018, 12:37 )
გამარჯობა, ივლისში რა თარიღში ტარდება ტესტები ხომ არ იცით? და სად? war.gif

ივნისშია სამოქალაქოსი 2,3,9 დანარჩენი არ ვიცი

Posted by: bakako93 13 May 2018, 13:44
QUOTE (კაპიტანი @ 21 Feb 2018, 11:38 )
ასეთი რამ მაინტერესებს 2003-ში ჩავაბარე ადვოკატთა ტესტირება სამოქალაქოს სპეციალიზაციით, მაშინ ასოციაცია საერთოდ არ არსებობდა. მას შემდეგ, რაც ჩამოყალიბდა (დამფუძნებელთა კრებაზეც ვიყავი) მაწევრიანებდნენ ყოველგვარი გადასახადის გარეშე, ნუ მერე ყოველ წელს რამდენადაც მახსოვს 200 ლარი უნდა მეხადა. უარი ვთქვი და მას შემდეგ, დღემდე საერთოდ ამ სფეროსთან შეხება არ მქონია, კორპორატიული სამართლის სფეროში ვმუშაობდი სხვადასხვა კომპანიაში იურისტად და სასამართლოებში საერთოდ არ დამჭირვებია არანაირი ასოციაციის წევრობა. სადღაც 2006 ში მქონდა პროცესი და მას შემდეგ საქმიანობის სპეციფიკიდან გამომდინარე სასამართლოსთან შეხება აღარ მქონია. ახლა შეკითხვა - დღეს რომ მოვინდომო ფიზიკური პირის ადვოკატად გამოსვლა პროცესზე, ეს 2003 წელს სახელმწიფოს მიერ გაცემული სერთიფიკატი ძალაშია თუ არა?

პირველი ინსტანციის სასამართლოში უპრებლემოდ გახვალ. რაც შეეხება 2003 წელს გაცემულ სერტიფიკატს. ჩემი ინფორმაციით აღარ მოქმედებს. ასოციაციის ჩამოყალიბების შემდგომ უკვე სხვაგვარი პროცედურებია. ეგ კი არა გამოცდასაც აქვს ვადა. თუ გამოცდა ჩააბარე ასოციაციის შექმნის შემდგომ და 7 წლის განმავლობაში არ გახდი ასოციაციის წევრი შემდოგმში ხელახლა გიწევს გამოცდაზე გასვლა.

ხოდა თუ გინდა აპელაციაში და კასაციაში გამოხვიდე წარმომადგენლად უნდა ჩააბარო გამოცდა.

Posted by: maurinio 15 May 2018, 16:33
QUOTE (davita-x @ 13 May 2018, 10:44 )
QUOTE (Patton @ 10 May 2018, 12:37 )
გამარჯობა, ივლისში რა თარიღში ტარდება ტესტები ხომ არ იცით? და სად?  war.gif


აგრარულ უნივერსიტეტში .

Posted by: Red111 16 May 2018, 20:16
ისე რომელი ნაკადზე უფრო რთული საკითხები მოდის ზაფხულში თუ ზამთარში?

Posted by: Zestafans 16 May 2018, 21:14
რა შედის ხოლმე ამ ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდებში ?

Posted by: Red111 16 May 2018, 22:02
ის თუ რა შედის მაგის პროგრამა დევს თვითონ მაგათ საიტზე

Posted by: Zestafans 16 May 2018, 22:41
QUOTE (Red111 @ 16 May 2018, 22:02 )
ის თუ რა შედის მაგის პროგრამა დევს თვითონ მაგათ საიტზე

დამილინკე, თუ არ შეწუხდები.

yes.gif yes.gif

Posted by: Red111 16 May 2018, 22:47
აი ეს არის პროგრამაა
http://edu.gba.ge/%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%99%E1%83%95%E1%83%90%E1%83%9A%E1%83%98%E1%83%A4%E1%83%98%E1%83%99%E1%83%90%E1%83%AA%E1%83%98%E1%83%9D-%E1%83%92%E1%83%90%E1%83%9B%E1%83%9D%E1%83%AA%E1%83%93%E1%83%94%E1%83%91/%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%92%E1%83%90%E1%83%9B%E1%83%9D%E1%83%AA%E1%83%93%E1%83%9D-%E1%83%9E%E1%83%A0%E1%83%9D%E1%83%92%E1%83%A0%E1%83%90%E1%83%9B%E1%83%90/

Posted by: ფორსტმანი 17 May 2018, 21:14
Red111
QUOTE
ისე რომელი ნაკადზე უფრო რთული საკითხები მოდის ზაფხულში თუ ზამთარში?

არ აქვს მნიშვნელობა ზაფხული არის თუ ზამთარი.

ერთნაირი სირთულის კითხვები არის. არც საშინლად რთული და არც მარტივი.

ლოგიკური აზროვნება და საკანონმდებლო ბაზის კარგი ცოდნა არის საჭირო.

Posted by: Janee 24 May 2018, 11:01
რაღაცნაირად გული მწყდება საერთო რომ არ ავირჩიე,ახლა გავდივარ სისხლზე,ვნახოთ
ერთიკითხვა მაქვს,როგორაა გადანაწილებული რაოდენობა?ანუ სისხლის სპეციალიაზაციაზე,სისხლის კითხვები საშუალოდ რამდნეი მოდის? (ყველაფრიანად,+პროცესო,არასრულწლოვნები,ოპერატიულსამძებრო)

Posted by: sanantonio7 5 Jun 2018, 10:20
ამ შაბათ-კვირას იყო გამოცდები სამოქალაქოში და რა შედეგებია ხო არ იცით?

Posted by: alexxv 5 Jun 2018, 14:51
ძველი ტესტების გადაკითხვას აქვს აზრი? თუ არ ემთხვევა არაფერი თუ გიცდიათ ვინმეს

Posted by: sanantonio7 6 Jun 2018, 10:01
რაღაცეები ემთხვევა ძირითადად მატერიალურიდან, პროცესს აზრი არ აქვს შეცდომით დაგამახსოვრდება რაღაცეები

Posted by: Janee 7 Jun 2018, 23:45
9 ში მაქვს გამოცდა..სისხლში
ნერვიულობით გული მერევა :დდდ
მანაგაძის საიტზე რო ძველი ტესტები დევს მაგას ისე რა ვაკეღებ(თან ახლა ბევრი რამე შეცვლილია პლუს ზოგი რამე არ შედის) და სანიმუშო კაზუსები ეო დადეს,ეგ კარგად გავაკეთე sad.gif
რა მაინრერესებს.ტესტ კაზუსებია მხოლოდ? თუ პატარა მოკლე კითხვებიც

Posted by: Plat_7 8 Jun 2018, 00:52
Janee

QUOTE
სანიმუშო კაზუსები ეო დადეს,ეგ კარგად გავაკეთე

სად დადეს?

წარმატებას გისურვებ გამოცდაზე

Posted by: Janee 8 Jun 2018, 08:57
Plat_7
სასწავლო მასალაში უდევთ.100 ტესტი ყველაფრიდა
დიდი მადლობა.ნამდვილად მჭირება

Posted by: ფორსტმანი 13 Jun 2018, 03:10
სისხლის სპეციალიზაციით როდის იყო გამოცდა ?

თუ მომავალში არის ჩანიშნული ?

Posted by: Jureright 16 Jun 2018, 11:15
საერთოში ვინმეს დღეს თუ გაქვთ გამოცდა, გაგვაგებინეთ რა რა თემატიკიდან მოგივიდათ კითხვები და რაზე გავამახვილოთ ყურადღება.

Posted by: ramona 18 Jun 2018, 20:25
როდის არის გამოცდა დაგეგმილი შეგვატყობინეთ რა აქ დაწერეთ რომელიმემ.და რა საკითხებზე გავამახვილოთ უფრო ყურადღება

Posted by: bond 9 Dec 2018, 21:21
გაუმარჯოს, ჩემს მეგობარს ერთი ქულა დააკლდა გამოცდაში და რას გვირჩევთ აქვს აზრი გასაჩივრებას ? ან რა ეტაპების გავლა მოუწევს გასაჩივრების შემდეგ ?

Posted by: Patton 9 Dec 2018, 23:32
სამოქალაქოზე ვიყავი 2 ში და ჩავაბარე (79 ქულა). ტესტები გააკეთეთ მაინც, ოღონდ იმის ფონზე რო მატერიალი კარგად გაქვთ შესწავლილი, რო შეცდომები (ძველი ტესტები) არ დაგამახსოვრდეთ და ამოიცნოთ რომელია არასწორი. ჯერ მატერიალი წაიკითხეთ, მერე ტესტები, მერე მატერიალი, მერე ისევ ტესტები (შეცდომები რაც გქონდათ ისინი). კონსპექტების გაკეთებას გირჩევთ ასევე, ვადები ამოიწეროთ ყველანაირი.

Posted by: bond 12 Dec 2018, 17:25
სისხლის სამართლის სპეციალიზაციაში ჰქონდა გამოცდა

Posted by: Patton 14 Dec 2018, 04:09
bond
სამოქალაქო .

Posted by: marituna 14 Dec 2018, 20:09
Patton
გილოცავ, წარმატებები..

Posted by: Patton 14 Dec 2018, 23:59
marituna
მადლობა
და ვინც ეხა ჩააბარეთ, გირჩევთ დროზე გახდეთ ასოციაციის წევრები თორე 2019 ის იანვრიდან სავალდებულო იქნება სტაჟირების გავლა ასოციაციაში წევრი რო გახდეთ და თან ახლა 50 ლარია გადასახადი და შემდეგ 100 ლარი იქნება. არ აინტერესებთ რამდენი წლის სტაჟი გაქვთ იურისტად მუშაობის, მაინც სავალდებულო ინქებაო სტაჟირება და სანამ უბრალოდ ცნობა სამსახურიდან ჭრის გირჩევთ მოასწროთ.

Posted by: ფორსტმანი 15 Dec 2018, 02:34
bond
QUOTE
სისხლის სამართლის სპეციალიზაციაში ჰქონდა გამოცდა

მე ვურჩევ გაასაჩივროს.

იურიდიულში იყო გამოცდა და არა ზუსტ მეცნიერებაში.

Patton

ადვოკატის თანაშემწედ მუშაობას უთვლიან სტაჟში თუ იცი ?

Posted by: marituna 15 Dec 2018, 11:33
ფორსტმანი
არა, თუ ასოციაცია არ იყო თავიდანვე საქმის ყურში smile.gif)))

Patton
50 ლარი, რის?

ვეღარ გაასაჩივრებს, გამოცდის დამთავრებისთანავე უნდა განეცხადებინა პრეტენზია..

Posted by: RUDIARIUS 15 Dec 2018, 12:42
Patton
QUOTE
და ვინც ეხა ჩააბარეთ, გირჩევთ დროზე გახდეთ ასოციაციის წევრები თორე 2019 ის იანვრიდან სავალდებულო იქნება სტაჟირების გავლა ასოციაციაში წევრი რო გახდეთ და თან ახლა 50 ლარია გადასახადი და შემდეგ 100 ლარი იქნება. არ აინტერესებთ რამდენი წლის სტაჟი გაქვთ იურისტად მუშაობის, მაინც სავალდებულო ინქებაო სტაჟირება და სანამ უბრალოდ ცნობა სამსახურიდან ჭრის გირჩევთ მოასწროთ.

არ მოესწრება, თუ ასოციაციამ არ დააჩქარა. კომისია ანიჭებს ადვოკატის სტატუს. ეს კომისია გამოცების დასრულებიდან 2 თვეში იკირიბება დაახლოებით.
ძაან სულელური კანონი მიიღეს, იმის ნაცვლად რომ მრავალფუნქციური გამოცდაა შეემუშავებინათ და კომპონენტები დაემატებინათ, მზგავსი სისულელე მოიფიქრეს. მიზანი ისაა რომ ძაან ბევრი მოქმედი ადვოკატია და ყოველწლიურადაც ბევრი ემატება.

Posted by: ფორსტმანი 15 Dec 2018, 13:02
marituna
QUOTE
არა, თუ ასოციაცია არ იყო თავიდანვე საქმის ყურში )))

თანაშემწეობაზე ასოციაცია ვერც იქნება საქმის ყურში, არ აინტერესებთ

სტაჟირებაზე კი ბატონო.

QUOTE
ვეღარ გაასაჩივრებს, გამოცდის დამთავრებისთანავე უნდა განეცხადებინა პრეტენზია..

აქვს შანსი გაასაჩივროს, თუკი დროზე დაუკავშირდება ასოციაციას.

RUDIARIUS
QUOTE
არ მოესწრება, თუ ასოციაციამ არ დააჩქარა. კომისია ანიჭებს ადვოკატის სტატუს. ეს კომისია გამოცების დასრულებიდან 2 თვეში იკირიბება დაახლოებით.

კაი კაცო, ეგ არ ვიცოდი ნაღდად

ეგ დაჩქარება რა პონტია ?

Posted by: RUDIARIUS 15 Dec 2018, 13:07
ფორსტმანი
QUOTE
ეგ დაჩქარება რა პონტია ?

ანუ შეღავათი თუ არ გაუწიეს დეკემბერში გამოცდაჩაბარებულებს მათაც აუცილებლად შეეხებათ ეს აუცილებელი სტაჟირების პროგრამა.
იანვრის 15 შედის თუ არ ვცდები ძალაში. ერთი სამი კვირა მარტო სერთიფიკატის გადმოცემას ანდომებენ, მერე გმოაცხადებენ საბუთების მიღებას, იკრიბება კომისია და განიხილავენ ვის უნდა მიანიჭონ ადვოკატის სტატუსი. ბოლო წლებში გამოცდის თრიღიან კომისიის შეკრების თრიღამდე შუალედი მინიმუმ 1.5 თვე იყო.

Posted by: ფორსტმანი 15 Dec 2018, 13:29
RUDIARIUS
QUOTE
ერთი სამი კვირა მარტო სერთიფიკატის გადმოცემას ანდომებენ

ამაში ძველ დროს დაგეთანხმებოდი, მე როდესაც ჩავაბარე, აი მალოდინეს რასაც ქვია 2 თუ 3 კვირა.

ახლა კიდე შეცვლილები არიან, 9-ში ქონდა გამოცდა ჩემს მეგობარს და 11ში უკვე მზად იყო სერთიფიკატი.



QUOTE
ბოლო წლებში გამოცდის თრიღიან კომისიის შეკრების თრიღამდე შუალედი მინიმუმ 1.5 თვე იყო.

არის ლოგიკა მაგაში : შეიძლება გასაჩივრების პასუხების დადებას ელოდებიან და ერთიანად განიხილავენ ყველაფერს


Posted by: RUDIARIUS 15 Dec 2018, 14:36
ფორსტმანი
QUOTE
ხლა კიდე შეცვლილები არიან, 9-ში ქონდა გამოცდა ჩემს მეგობარს და 11ში უკვე მზად იყო სერთიფიკატი.

თუ ასეა შეიძლება მართლა აპირებენ ამ ნაკადის გაადვოკატებას. თან ფულის მაგარი ხამები არიან, წელიწადში 200 ლარს არ მოიკლებს ასოციაცია.
საკითხავია გაპროტესტებულ ტესტებს რას უპირებენ, როგორ მოასწრებენ გასწორებას.

Posted by: Plat_7 15 Dec 2018, 14:53
RUDIARIUS
ვესაუბრე როგორც ასოციაციის წარმომადგენელს, ასევე, მათი სასწავლო ცენტრის წარმომადგენელს.

სერტიფიკატის დაგვიანების შემთხვევაში შესაძლებელია ცენტრმა ცდნობა გასცეს, რომ პირმა წარმატებით ჩააბარა გამოცდა, რაც ცვლის სერტიფიკატს განაცხადის წარდგენის მომენტში. ასევე, განაცხადების მიღება მუდმივად წარმოებს, 31 დეკემბერს ჩაბარებულ განაცხადსაც კი არ შეეხება ახალი 2019 წლის ცვლილებებიო და ჩვეულებრივად ყოველთვიურ კრებაზე იქნება გადაწვეტილება მიღებული, იქნება ეს იანვარი თუ თებერვალიო. ყოველ შემთხვევაში მათი პოზიცია ახლა ასეთია.

Posted by: ფორსტმანი 15 Dec 2018, 15:09
RUDIARIUS
QUOTE
საკითხავია გაპროტესტებულ ტესტებს რას უპირებენ, როგორ მოასწრებენ გასწორებას.

წესითა და რიგით მაგათ მოუწევთ სკოლის გავლა, რადგან იანვრამდე არ გასწორდება მაგათი ნაშრომები


ნუ მაგაზეც თუ არ იჩქარეს ახლა.

Posted by: RUDIARIUS 15 Dec 2018, 15:21
Plat_7
QUOTE
ვესაუბრე როგორც ასოციაციის წარმომადგენელს, ასევე, მათი სასწავლო ცენტრის წარმომადგენელს.

სერტიფიკატის დაგვიანების შემთხვევაში შესაძლებელია ცენტრმა ცდნობა გასცეს, რომ პირმა წარმატებით ჩააბარა გამოცდა, რაც ცვლის სერტიფიკატს განაცხადის წარდგენის მომენტში. ასევე, განაცხადების მიღება მუდმივად წარმოებს, 31 დეკემბერს ჩაბარებულ განაცხადსაც კი არ შეეხება ახალი 2019 წლის ცვლილებებიო და ჩვეულებრივად ყოველთვიურ კრებაზე იქნება გადაწვეტილება მიღებული, იქნება ეს იანვარი თუ თებერვალიო. ყოველ შემთხვევაში მათი პოზიცია ახლა ასეთია.

საერთოდ არაკონსტიტუციურია ეგ მუხლი. თავისუფლად შეიძლება მაგ ნორმის გაუქმება. ტიპს 10 წელი რომ გამომძიებლად ქონდეს ნამუშევარი და გამოცდა ჩააბაროს სტაჟიორი უნდა იყოს ერთი წელი გამოცის ჩაბარებიდან 1 წელი. საერთოდ რა მნიშვნელობა აქვს სტაჟიორი ერთი წლით ადრე იქნები თუ გამოცდის ჩაბარების შემდეგ. ძაან დასალაგებელია ასოციაციაში სიტუაცია

Posted by: ფორსტმანი 15 Dec 2018, 15:39
RUDIARIUS
QUOTE
საერთოდ არაკონსტიტუციურია ეგ მუხლი. თავისუფლად შეიძლება მაგ ნორმის გაუქმება. ტიპს 10 წელი რომ გამომძიებლად ქონდეს ნამუშევარი და გამოცდა ჩააბაროს სტაჟიორი უნდა იყოს ერთი წელი გამოცის ჩაბარებიდან 1 წელი. საერთოდ რა მნიშვნელობა აქვს სტაჟიორი ერთი წლით ადრე იქნები თუ გამოცდის ჩაბარების შემდეგ. ძაან დასალაგებელია ასოციაციაში სიტუაცია

ნუ იდეაში ამერიკული მოდელის თემაა მაქ - იქაც საჭიროა სავალდებულო სტაჟირება ან ადვოკატის ოფისში მუშაობის ან პროკურატურატურაში მუშაობის ან სასამართლოში მუშაობის.

გამოიმძიებლების მუშაობას არ აღირებენ.


მაგრამ, ამერიკაში როგორცაა სისტემა, იმის მეათასედი გვქონდეს ჩვენს რეალობაში და მე თვითონ გავივლიდი თავიდან მაგ სკოლას ხმის ამოუღებლად

Posted by: RUDIARIUS 16 Dec 2018, 14:01
ფორსტმანი
ფასადური რეფორმები არის ზოგადად ამ ქვეყნის ჭირი. ამერიაში დავიჯერო ერთ კომპონენტიანი ტესტებია?
საერთოდ არ არის საჭირო იურიდული განათლება ადვოკატის გამოცდების ჩასაბარებლად. მთავარია რამდენიმე კანონი ზეპირად იცოდე და ოდნავ მაინც ერკვეოდე იურისპრუდენციაში. ტესტებს უნდა დაემატოს, სამართლებრივი წერის კომპონენტი( კაზუსები, სამართლებრივი დასაბუთება) და იმიტირებული პროცესი.

Posted by: ფორსტმანი 16 Dec 2018, 14:51
RUDIARIUS
QUOTE
ფასადური რეფორმები არის ზოგადად ამ ქვეყნის ჭირი.

100 %
QUOTE
ამერიაში დავიჯერო ერთ კომპონენტიანი ტესტებია?

ერთი პიროვნებასთან მაქვს შეხება კალიფორნიის შტატში აქვს ადვოკატურის გამოცდა ჩაბარებული და ... რომ მიყვებოდა როგორი გამოცდა იყო, მე არ მოვუყევი ჩვენთან როგორია გამოცდა.

QUOTE
საერთოდ არ არის საჭირო იურიდული განათლება ადვოკატის გამოცდების ჩასაბარებლად. მთავარია რამდენიმე კანონი ზეპირად იცოდე და ოდნავ მაინც ერკვეოდე იურისპრუდენციაში. ტესტებს უნდა დაემატოს, სამართლებრივი წერის კომპონენტი( კაზუსები, სამართლებრივი დასაბუთება) და იმიტირებული პროცესი.

ამაზეც გეთანხმები.

პრაქტიკულად თუკი გაიზეპირებ შეგიძლია თავისუფლად ჩააბარო საადვოკატო გამოცდა.

მაგის გამო, ძალიან დიდი პრობლემები გვაქვს სასამართლო სისტემაში... უვიცობის გამო პროცესები უაზროდ იწელება, ინტერესების დაცვა ვერ ხდება შესაბამისად და ა.შ. და ა.შ.

Posted by: RUDIARIUS 16 Dec 2018, 15:28
ფორსტმანი
QUOTE
ერთი პიროვნებასთან მაქვს შეხება კალიფორნიის შტატში აქვს ადვოკატურის გამოცდა ჩაბარებული და ... რომ მიყვებოდა როგორი გამოცდა იყო,

კონრეტულად?
QUOTE
მაგის გამო, ძალიან დიდი პრობლემები გვაქვს სასამართლო სისტემაში... უვიცობის გამო პროცესები უაზროდ იწელება, ინტერესების დაცვა ვერ ხდება შესაბამისად და ა.შ. და ა.შ.

სამოქალაქო სამართალში რა ხდება საერთოდfacepalm.gif
2-3 წელი მიმდინარეობს პროცესები და ძირითად სხდომას რომ ნიშნავენ ცალკე ის იწელება თვეები. მერე აღსრუელბაზე გადაცემა და იქ ცალკე ცირკები. ფაქტიურად ძალიან მყიფე სამართალი გვაქვს

Posted by: ფორსტმანი 16 Dec 2018, 19:16
RUDIARIUS
QUOTE
კონრეტულად?

პირველ რიგში მაგათი მასალა როგორიც არის... მოკლედ ჩვენს მასალაზე, ძალიან ბევრად დიდი არის.

შეიძლება საწინააღმდეგო აზრი გამოითქვას მაგაზე, რომ მაგათი მასალები ბევრი იმიტომ არის რომ მაინც ანგლო-საქსონურ სამართლებრივ ოჯახზე და პრეცედენტებზე ვსაუბრობთ , მაგრამ, არც ჩვენს მომავალ ადვოკატებს აწყენდათ ამა თუ იმ უზენაესის თუ საკონსტიტუციო სასამართლოს პრეცედენტების საფუძვლიანი გაცნობა.

საერთოდ არამარტო ადვოკატურაში ზოგადად, არამედ პროკურატურაშიც და სასამართლო ეტაპზეც ძალიან ცუდი დამოკიდებულება გააჩნიათ ევროპული და შიდა გადაწყვეტილებებისადმი.

გამოცდა როგორც ტესტური, ასევე დეტალური შემთხვევების განხილვა არის წერით.
მსჯელობის უნარს დიდად აფასებენ.

და რომ დაიწყო მუშაობა დამოუკიდებელ ადვოკატად ძალიან ძლიერი წინაპირობა უნდა გაგაჩნდეს.
როგორც აქ არის, მოგინდა და ოფისი გახსენი... ნუ არ არის იქ ისე.

პლიუს მაგათი იმიტირებული სასამართლოს მასალები რომ ვნახე გამეცინა - აქ ყველაზე დიდი 5 ფურცელი მოგცენ იქ კიდე ...

თუნდაც ჩვენი სამართლებრივი სისტემის ავიღოთ - იტალიელების მასალები რომ ვნახე, მარტო საპროცესო კანონმდებლობაზე 6 000 გვერდზე მეტი არის სამეცადინო.



QUOTE
სამოქალაქო სამართალში რა ხდება საერთოდ


facepalm.gif

Posted by: RUDIARIUS 17 Dec 2018, 15:03
ფორსტმანი
მადლობა ამომწურავი ინფოსთვისup.gif

Posted by: bond 18 Dec 2018, 00:31
როგორც ვიცი 23 ში ყავთ დაბარებული

Posted by: verdi 18 Dec 2018, 09:24
აღსრულების ეროვნულ ბიუროში ვმუშაობ..ეგ არ მეთვლება თუ რა?
მაინცდამაინც სასამართლო ან პროკურატურა უნდა იყოს
რაღაც ვერ გავიგე

Posted by: ფორსტმანი 18 Dec 2018, 12:40
verdi
ეგ ამერიკაზე არის საუბარი.


რა პოზიციაზე მუშაობ ბიუროში ?

bond
ხოდა მივიდეს აუცილებლად.

ერთ კითხვას როგორ ვერ გაასაჩივრებს ისე რომ დააკმაყოფილონ

Posted by: verdi 18 Dec 2018, 17:20
ფორსტმანი
სტაჟიორი ვარ...მე ზაფხულში ვაბარებ და იქნება მანამდე გადამიყვანონ ქეის-მენეჯერად რავი :დდდ

Posted by: ფორსტმანი 18 Dec 2018, 21:02
verdi
1 წლიანი სავალდებულო სტაჟირება მოგიწევს

Posted by: verdi 19 Dec 2018, 13:31
ეგ ნამეტანი ცუდი ამბავი მითხარი
ჩათვალე ჩემ ადგილას იძულებული ვარ ადმინისტრაციულ ორგანოში დავრჩე ვიდრე კიდე სტაჯირება გავიარო ადვოკატობისთვის
თან არა ანაზღაურებადია ჰო ეგ სტაჟირება

Posted by: marituna 19 Dec 2018, 13:33
verdi
არაანაზღაურებადია და იქეთ უნდა გადაუხადო ფული)))

მაგრამ დამწყებებისთვის ძააალიან კარგია..

Posted by: verdi 19 Dec 2018, 13:35
ვისაც მანამდე არსად უმუშავია იმათთვის კი
მარა ვინც სსიპში და აიპებში სტაჟირებებით ნამუშევარი იმათთვის? დროის ფლანგვა გამოგდი ახალი ერთი წელი უნდა აითვალო რო ადვოკატი გახდე

Posted by: ფორსტმანი 19 Dec 2018, 22:07
marituna
QUOTE
მაგრამ დამწყებებისთვის ძააალიან კარგია..

და როდესაც ადვოკატურაში აბიჯებ, ვინ არ არის დამწყები ? პროკურორი, გამომძიებელი თუ მოსამართლე ?

verdi
QUOTE
მარა ვინც სსიპში და აიპებში სტაჟირებებით ნამუშევარი იმათთვის?

სისხლის სამართალში პიროვნების დაცვას განახორციელებ თავისუფლად მაგ სტაჟით ?

ან ზოგადად სამოქალაქო სამართლის წარმართვას შეძლებ მარტივად იგივე გამოცდილებით ?

Posted by: nnn_lll 20 Dec 2018, 12:23
პროკურორის საკვალიფიკაციოზე მინდა გასვლა და ტესტებს ვერ ვპოულობ, რას მალავენ ასე რა უბედურებაა...
ცოტა ახლები ვინმეს არ მოგეპოვებათ?

Posted by: marituna 20 Dec 2018, 22:03
ფორსტმანი
ადვოკატი, რომ გახდე, აუცილებელი არაა, რომელიმე მათგანი იყო.
QUOTE
პროკურორი, გამომძიებელი თუ მოსამართლე


კარგია, მათთვის ვინც უნივერსიტეტის დამთავრებისთანავე ჩააბარა გამოცდა.

მე არ ვიწუწუნებდი, რომ ყოფილიყო წინაწლებში და მქონიდა შესაძლებლობა მესწავლა.
იდეაში კარგ კურსს გეგმავენ, იმედია კარგი გამოუვათ.

Posted by: ფორსტმანი 20 Dec 2018, 23:59
marituna
QUOTE
ადვოკატი, რომ გახდე, აუცილებელი არაა, რომელიმე მათგანი იყო.

ვერ გაიაზრე ეტყობა რაც დავწერე.


nnn_lll
თუ ნახო დალინკე რა.

Posted by: ძლივს 21 Dec 2018, 13:22
ეჰ რა დრო იყო, ტესტებს გაძლევდნენ, მარტი იზეპირე და იმის ჯანი smile.gif სადღაა ახალგაზრდობა

Posted by: neosat 21 Dec 2018, 13:36
nnn_lll
QUOTE
პროკურორის საკვალიფიკაციოზე მინდა გასვლა და ტესტებს ვერ ვპოულობ, რას მალავენ ასე რა უბედურებაა...
ცოტა ახლები ვინმეს არ მოგეპოვებათ?


2005 წლის შემდეგ აღარ ჩატარებულა მგონი :დ


ადვოკატურის თუ გაქვს ჩაბარებული, ჩვეულებრივად გამოიყენებ პროკურატურაში სტაჟირების დასაწყებად

Posted by: ფორსტმანი 21 Dec 2018, 13:58
neosat
ჩვეულებრივად ტარდება პროკურატურის გამოცდები დღემდე.


Posted by: Lallana 21 Dec 2018, 14:05
-----------------=====================================================

Posted by: neosat 21 Dec 2018, 14:11
ფორსტმანი
QUOTE
ჩვეულებრივად ტარდება პროკურატურის გამოცდები დღემდე.



საკვალიფიკაციო გამოცდებს თუ გულისხმობ, სადაც სერტიფიკატს იღებდი ეგ აღარ ტარდება

ალბათ სტაჟირების მისაღებ გამოცდებში გეშლება

Posted by: ფორსტმანი 21 Dec 2018, 17:53
neosat
გამოცდები რომ ტარდება ეგ ვიცოდი და რა ქვია ეგ ნაღდად არ ვიცი

შეიძლება ეგრეცაა

Posted by: Likri 30 Dec 2018, 18:35
გამარჯობათ
კითხვა მაქვს,სისხლის სამართლის სპეციალიზაციით სჯობს თუ საერთოსი?
მოკლედ-ვინციყო,ამბობენ,რომ საერთო სისხლლზე მეტად ადვილია,ყველაფერი თანაბრად მოდის და უფრო მარტივია ჩაბარება (სასწვლი რომ მეტია,ეს ლოგიკურია და არაა პრობლემა )
ცალცალკე სპეციალიზაცია უფრო რთულიაო
რამდენად შეესაბამება სიმართლეს?

Posted by: ფორსტმანი 4 Jan 2019, 22:36
QUOTE
მოკლედ-ვინციყო,ამბობენ,რომ საერთო სისხლლზე მეტად ადვილია,ყველაფერი თანაბრად მოდის და უფრო მარტივია ჩაბარება (სასწვლი რომ მეტია,ეს ლოგიკურია და არაა პრობლემა )

facepalm.gif

ხანდახან მგონია რომ განძრახ ამბობენ მსგავსს.

სტატისტიკა რომ ვნახოთ, ჩამბარებლები სისხლის ან სამოქალაქოს თანაბარია საერთოსი,

თუმცა ნაკლები რატომ ახერხებს ჩაბარებას,როდესაც საერთო ასეთი ადვილია ეგ ალბათ გამოცანაა

Likri
შენ იმაზე გადი, რაც გაინტერესებს და კარგად ჩააბარებ

Posted by: Likri 4 Jan 2019, 23:04
ფორსტმანი
ფორსტმანი
მე სისხლი მაინტერესებს და ვიც,მაგისტრატურასაც სისხლის მიმართულებით გავდივარ,მაგრამ ლექტორმა მითხრა (სხვადასხვამ) ბევრჯერ რომ მესამე ტომიც დაამატე და ბარემ საერთო აიღე,სისხლში რა უნდა ქნა,ვერაფერს იზავო....
მაგან დამაფიქრა,არადა ცოდნა უკეთ ვიცი სადაც მაქვს
სამოქალაქოზე ტყემალზე ვარ,არც ვიცი და არც მაინტერესებს და პლუს,არც მიჭიეს იმის აღიარება რომ სამოქალაქოში ცოდნა არ მაქვზ( ნუ რაც მაგ ჰამოცდაზე უნდა)
მაგრამ ვინც იყო ახლა მეუბნება,რომ იმენა საზსპიროა სამოქალაქოსი და საერთოს მივაწვე

Posted by: ფორსტმანი 4 Jan 2019, 23:58
Likri
მეგობარი იყო ჩემი წინაზე გასული და თავ-ბედი იწყევლა ( ზემოდან მეც მიმაყოლა რატომ მირჩიეო ) რატომ ავირჩიე საერთოო, გული ვერ დავუდე სამოქალაქოსო და მაგაში დავკარგე ბევრიო.

ახლა სისხლზე იყო გასული და მარტივად ჩააბარა ბევრი პრობლემის გარეშე.

რაც შეეხება ლექტორებს, იმედია იციან რომ რადიკალურად შეიცვალა გამოცდის სტილი და სისტემა და გართულდა ბევრად. რომ ვაკვირდები და რომ ვუსმენ ბავშვებს, ჩემს დროსაც კი შედარებით მარტივი იყო, ვიდრე ახლა მოსდით კითხვები.

პ.ს. იმედია არ გონიათ როგორც ადრე - ტესტებს რომ გაძლევდნენ.

პ.ს.ს. გამოცდაზე რომ გავდიოდი, ერთი ლექტორი მირჩევდა ვადები დაიმახსოვრე გამოგადგებაო. კიდევ კარგი არ დავუჯერე.

ამით იმის თქმა მინდა რომ, როგორც შენ აუღებ მუღამს და როგორი სურვილიც გაქვს, ისე ჩააბარე. დაიკიდე სხვათა აზრი რა.

QUOTE
მაგრამ ვინც იყო ახლა მეუბნება,რომ იმენა საზსპიროა სამოქალაქოსი და საერთოს მივაწვე

პროცესში რას იზეპირებდნენ ? ინტელექტუალურში ? შრომაში ? მეწარმეთა შესახებში ? და იყო კიდევ რაღაც. მარტო მატერიალურს აქცევენ ყურადღებას და ეგ მართლა საზეპიროა.

მატერიალურიდან მომივიდა საღაც 7-8 კითხვა მაქსიმუმ.

Posted by: Likri 5 Jan 2019, 00:23
ფორსტმანი
სისხლს ავირჩევ,მადლობა
ზუსტად შენი მეგობრისნაირად ვარ,სამოქალაქოს ვერ დავუდებ გულს smile.gif

Posted by: Black-Rose 5 Jan 2019, 23:02
საერთოს არსებობა რამდენად სწორია არ ვიცი
ყველაფრისტობას გავს
Likri
დეკემბერში მხოლოდ 31%მა ჩააბარა და რახან უმრავლესობა იჭრება ამ გამოცდაში არამგონია რომელიმე მარტივი იყოს

Posted by: Likri 6 Jan 2019, 19:47
QUOTE
დეკემბერში მხოლოდ 31%მა ჩააბარა და რახან უმრავლესობა იჭრება ამ გამოცდაში არამგონია რომელიმე მარტივი იყოს

მარტივი არააა,დამაკლდა სისხლში 3 ქულა smile.gif
თავი მქონდა ნარტყამი წიგნებზე,ვინმე არ გამომიხტეს ახლა და არ დამიწეროს,ესეიგი,საკმაირსად არ გქონდაო,რო არ მცოდნოდა და არ მემეცადინა,არ ვიქნებოდი სისხლის A მაგისტრი
უბრალოდ კოშმარიტესტებია
ბევრი ალოგიკური პასუხით,არ ვიცი
გამოვედი,წამოვედი სახლში და მითხრეს რომ გასაჩივრება თუ მინდოდა,რომგამოვიდოდი,ეგრევე უნდა შემეტანა განაცხადი :დდდდდდდ
უთქვამთ ეგ,ეტყობა კარგად არმოვისმინე







ისევ სისხლს ვსინჯავ ისევ მაისში







ვიცი 1 ადამიანი,აქ წერდა სხვათაშორის,1 რამე არ წამიკითხავსო,ვინ წერეთ,მანახეთ რა გქონდათო,იქნებ რამე ვქნაო და ჩააბარა smile.gif როოგორ ხზ







ვიცი ასევე 1,რომელიც არანაკლებ ჩემზე მაგრად სწავლობს 60 აიღო
არაა ადვილი,რავი...

Posted by: ფორსტმანი 23 Jan 2019, 20:06
შეიცვალა უკვე სტაჟირების წესი და ყურადღება მიაქციეთ ვინც საკვალიფიკაციო ჩააბარეთ და ადვოკატობა გინდათ.

Posted by: sweetasrevenge 23 Jan 2019, 21:29
რა მაინტერესებს აბა მოკლედ რო ვთქვათ.

smile.gif) იქიტა წელს ამ დროს მეც მომიწევს გავლა საადვოკატო გამოცდის საერთო განხრით. ეხა შეკითხვა რა სტაჟირებებზეა საუბარი? smile.gif) აუცილებელია რამე სტაჟირება მქონდეს რო ადვოკატი ვიყო?

Posted by: ფორსტმანი 23 Jan 2019, 21:40
sweetasrevenge

ერთ წლიანი პროფესიული ადაპტაციის პროგრამის გავლაა საჭირო.

3 თვე თეორიული ნაწილი იქნება, 9 თვე კი სტაჟირებას დაეთმობა.

პ.ს. ჩემი აზრით ძალიან კარგი გადაწყვეტილება არის და ძალიან ბევრ პრაქტიკულ რამეს ისწავლის ამ პროგრამით სტუდენტი, რომელმაც უნივერსიტეტის დამთავრებისთანავე გადაწყვიტა ადვოკატის პროფესიის დაუფლება.

დეტალები იხილეთ აქ:

http://www.gba.ge/ka/სასწავლო-ცენტრი/საგანმანათლებლო-პროგრამები/პროფესიული-ადაპტაციის-პროგრამა/შესახებ


Posted by: sweetasrevenge 23 Jan 2019, 21:50
ფორსტმანი
ჩემი "მოკძალებული აზრით" კი სუფთა ღლეობაა. ფულის კეთების მორიგი გზაა.

მეორეს მხრივ კი, ვნახოთ რა იქნება აბა, თუ ხარისხი მაღალი იქნება რატომაც არა, პროსტა 1 წელი არი ძაან დიდი დრო smile.gif)

და ეს როდის უნდა დავიწყო? ჯერ გამოცდები ჩავაბარო თუ მანამდე.


არასწორად მიმაჩნია პიროვნების იძულება მსგავსი მეთოდებით. აქეთ უნდა გადაიხადოს ფული და აქეთვე უნდა გაწიოს შრომა + დათმოს ცხოვრების 1 წელი. სტაჟირებაზე რამე ანაზღაურება რო იყოს კიდე smile.gif) რატომაც არა. მარა ველქუმ ინ ჯეორჯია

Posted by: ფორსტმანი 23 Jan 2019, 23:10
sweetasrevenge
3 თვიან პროგრამაზე ვამბობ, ძალიან კარგი ტრენერები ყავთ და ამიტომ ღირს.

კორძახია, მიგრაული, თარგამაძე, ბაქრაძე, ყანდაშვილი - თუნდაც ესენი რომ გაუძღვებიან ტრეინინგებს ეგ ძალიან კარგია.


სტაჟირებაზე კი... არანაირად არ შეგედავები. თუმცა მენტორი ადვოკატების სიიდან ნებისმიერის ამორჩევა შეგიძლია, ამიტომ არ არის გამორიცხული ნახო ისეთი ადვოკატი ვისთანაც სტაჟირებასაც გაივლი და ხელფასსაც აიღებ ( რისიც ნაკლებად მჯერა, მაგრამ შეუძლებელი არ არის )

ანუ ასოციაციაში უშუალოდ არ გიწევს უფასოდ სიარული, რაც ნამდვილად ყველაზე ცუდი ვარიანტი იქნებოდა.


და როგორც მე ვიცი, გამოცდის ჩაბარების შემდეგ უნდა გაიარო ეგ პროგრამა.

Posted by: I LOVE COFFEE 6 Feb 2019, 14:20
და ვთვათ ბანკში მინდა იურისტად მუშაობის დაწყება და სულ არ მინდა ადვოკატად მუშაობა. სააპელაციოში და უზენაეშში წარმომადგენლად ვერ იქნები თუ არ გაქვს ჩაბარებული გამოცდა და ეგ როგორ იქნება

Posted by: მენდეს Masieli 13 Mar 2019, 10:17
მეგობარნო, იურისტნო biggrin.gif

ერთ შეკითხვა მაქვს, მოკლედ სისხლს ვსწავლობ მაგისტრატურაში, დიდი ხანია სამოქალაქოსთან შეხება არ მქონია, პრაქტიკული გამოცდილებაც არ მაქვს...
მარა გადმობარგებას ვფიქრობ.
რამდენად რეალურია როგორ ფიქრობთ, შემდეგი საკვალიფიკაციო გამოცდისთვის სამოქალაქო განხრით რო მოვემზადო?

Posted by: anachka3 20 Mar 2019, 14:21
28 თებერვალს რომ რეგისტრაცია დასრულდება და 25 მარტამდე არ იწყებენ საგამოცდო მასალის გაცემას ეგ რა უბედურებაა ვინმე ამიხსნის?

Posted by: RUDIARIUS 20 Mar 2019, 15:33
მენდეს Masieli
QUOTE
რამდენად რეალურია როგორ ფიქრობთ, შემდეგი საკვალიფიკაციო გამოცდისთვის სამოქალაქო განხრით რო მოვემზადო?

სავსებით რეალურია. გამოცდის ჩაბარებას ჭირდება მხოლოდ რკინის ნერვები, ფოტოგრაფიული მეხსიერება და ყოვლდღიურ რეჟიმში უნდა იკითხო, იკითხო და იკითხო. რაც არ უნდა მაგარი იყო პრაქტიკაში, ისეთი სპეციფიკა აქვს ამ უაზრო გამოცდას თუ არ იკითხე გამუდმებით, მაგრად გაგიჭირდება.

Posted by: მენდეს Masieli 21 Mar 2019, 09:40
RUDIARIUS

გაიხარე მეგობარო, ეგრეც ვაპირებ smile.gif

Posted by: nnn_lll 21 Mar 2019, 23:34
QUOTE
უბრალოდ კოშმარიტესტებია
ბევრი ალოგიკური პასუხით,არ ვიცი


ალოგიკური პასუხების პრობლემა ნაკლებადაა

ზოგადად, ტესტებით ძალიან არასწორია იურისტის ცოდნის შეფასება.
თავისთავად გასაგებია, რომ ამ პროფესიაში გარკვეულწილად უნიფიკაცია საჭიროა, თუმცა, იმის გამო, რომ ვიღაც ტესტებს ვერ ძლევს არ შეიძლება ჩაეკეთოს გზა ამ მიმართულებით.
მე პირადად, ძალიან დიდი პრობლემა მაქვს ტესტებთან, ყოველთვის გაცილებით დაბალ შედეგებს ვაჩვენებ ხოლმე, ვიდრე სიტუაციურ (მათ შორის ბევრად რთულ) მაგალითებში.
სამაგიეროდ ვიცნობ ხალხს ე.წ. ადვოკატებს, ვისაც არათუ კონკრეტული მიმართულებით ცოდნა, ადამიანის უფლებების ბაზისური ცოდნაც კი არ აქვთ და ჩემზე კარგ ქულებს იღებენ მსგავს გამოცდებზე, მხოლოდ იმიტომ რომ კარგად შეუძლიათ აითვისონ შაბლონები smile.gif

Posted by: marituna 22 Mar 2019, 01:01
anachka3
ძალიან ცუდი მაგრამ, კოდექსები ისწავლე, ეგ წერია სხვა არაფერი..

Posted by: bambolina 23 Mar 2019, 02:02
მეხსიერებაზეა დამოკიდებული ეგ ტესტები.
მთავარია მასალა დაიმახსოვრო და ჩააბარებ.
anachka3
ელექტრონული ვერსიაც ხო იდება
მე მაგას ვკითხულობდი, ის ბეჭდური ვერსია არც ამიღია biggrin.gif

Posted by: otherrr 21 Jun 2019, 11:02
Likri
QUOTE
ისევ სისხლს ვსინჯავ ისევ მაისში


არ გინდა სისხლი, სისხლს გაგიშრობს )))

სამოქალაქო ჯობია, ნაკლებად სტრესულია, უფრო სარფიანი და სამოქალაქოს სპეციალისტებზე მეტი მოთხოვნაა...

Posted by: ratom86 25 Jun 2019, 20:49
QUOTE (verdi @ 19 Dec 2018, 13:35 )
ვისაც მანამდე არსად უმუშავია იმათთვის კი
მარა ვინც სსიპში და აიპებში სტაჟირებებით ნამუშევარი იმათთვის? დროის ფლანგვა გამოგდი ახალი ერთი წელი უნდა აითვალო რო ადვოკატი გახდე

+1 ვეთანხმები. ის ნაწილი უნდა დაეტოვებინათ, რაც ძველ კანონში იყო იურისტის 1 წლიან გამოცდილებასთან დაკავშირებით.

Posted by: tutonika 25 Jun 2019, 21:21
ელექტრონული ტესტები გაქვთ ვინმეს?

Powered by Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)