Printable Version of Topic
Click here to view this topic in its original format |
თბილისის ფორუმი > ჯანმრთელობა და მედიცინა > კერატოკონუსი |
Posted by: CDMA 30 Jul 2007, 23:09 |
ვინმეს გაქვთ რამე გამოცდილება? _______________________ |
Posted by: roo 30 Jul 2007, 23:25 | ||
ერთ კარგ რჩევას მოგცემ, მაგ პრობლემას ნუ ეხუმრები და აქაური რჩევის მაგივრად შეეცადე ინტერნეტში მოქექო ან ვინმე ძალიან კარგ ოფთალმოლოგს დაელაპარაკო ოფტალმიჯში კეთდება მაგრამ როგორ კეთდება ეგ მე არ ვიცი, თანაც მგონი საკმაოდ ბლომად ღირს. |
Posted by: CDMA 30 Jul 2007, 23:40 |
რაც ღირს ორივეგან ვიცი, და ვიცი რო გასაკეთებელია - დიაგნოზი დასმულია. სად არის უკეთესი დონე თქო. |
Posted by: ლაბუ 31 Jul 2007, 13:31 |
CDMA კარაპს მედლაინშიც გეცადა აბა მარინა რამაზაშვილთან კონსულტაცია |
Posted by: okulone 31 Jul 2007, 22:26 |
CDMA ამისთანა რა ადგილას დაგისვეს დიაგნოზი რომ სხვაგან გარბიხარ? |
Posted by: CDMA 1 Aug 2007, 10:49 |
მოკლედ მთელი კონსილიუმი იყო, ორბსკანი გამიკეთეს, ჰოდა არ გინდა ოპერაციაო, ჯერ რიბოფლავინი ვსინჯოთო.... სად აკეთებენ გლდანისკენ უფრო ახლოს, ხო არ იცით, რო ამ სიცხეში მაინცდამაინც ვაკეში არ ვიარო? |
Posted by: okulone 1 Aug 2007, 21:49 | ||||
CDMA
და მაგით რა გამოიკვლიეს?
ორთაჭალაში ამზადებენ! ცცოტტა გამიკვირდა (ჩახველების სმაილიკი) კერატოკონუსზე რიბოფლავინი რომ დაგინიშნესსს! |
Posted by: CDMA 3 Aug 2007, 02:28 |
okulone როგორი კერატოკონუსი მაქვს აი ორბსკანი: http://www.idahoeyecenter.com/Equip_OrbScanII.htm ხო ეგ ახალია, რიბოფლავინს გაწვეთებენ, და ულტრაიისფერი სხივებით გასხივებენ 15-30 წუთის განმავლობაში. რის შედეგადაც ხდება კოლაგენის შეკვრა Corneal Cross-Linking ქვია, ვისაც გაინტერესებთ: http://www.usaeyes.org/lasik/faq/c3r-crosslinking.htm მაგრამ ახალ მზერაში, ერთ თვალში, მაგ 15 წუთიან პროცედურაში (ოპერაციაც არაა, წვეთებს გაწვეთებენ და პრიბორს გიშვერენ) მომთხოვეს 745 ლარი! როცა რუსეთში და უკრაინაში 150-200$ ღირს. იავნად სინდისი არ აქვთ. ხომ არ იცით სადმე სხვაგან უფრო იაფად რომ აკეთებდნენ? ხო, სათვალის რეცეპტი გამომიწერეს, ასეთი პარამეტრებით, შემისწორეთ აბა თუ არასწორად გავშიფრე? OD SPH +1.5 CYL -2.0 AX 90' მარჯვენა თვალზე +1.5 დიოპტრია ღერძზე, -2.0 დიოპტრია ცილინდრი, 90 გრადუსი ცილინდრის კუთხე OD SPH +1.5 CYL -1.5 AX 75' მარცხენა თვალზე +1.5 დიოპტრია ღერძზე, -1.5 დიოპტრია ცილინდრი, 75 გრადუსი ცილინდრის კუთხე |
Posted by: GBrider 3 Aug 2007, 02:44 |
CDMA აუ მაგარი ფრთხილად იყავი თვალთან დაკავშირებით, რეალურად მე როგორც ვიცი 1-2 სპეციალისტია თვალის,ჯავრიშვილი ვიცი რომ ყველაზე კარგია. მარა აქაც ვერ გაქაჩეს და ბოლოს რუსეთისკენ გაიშვირეს ხელი, ახლო ნათესავს ტყუილად სულ ტყუილად 3 წელი უმკურნალეს, 2 ოპერაცია გაუკეთეს და ბოლოს არაფერიო, ხოდა რუსეთში გავუშვით, 1 ოპერაცია გაუკეთეს და მორჩა დამტავრდა ყველაფერი. ნუ ეს ისტორია რატომ, მაგარი თEსL არიან. და ფრთხილად, ტყულად ექსპერიმენტები არ ატარონ |
Posted by: CDMA 3 Aug 2007, 12:48 |
GBrider კონკრეტულად რა ჭირდა შენს ნათესავს ხო არ იცი? |
Posted by: okulone 3 Aug 2007, 13:41 | ||||
CDMA
მასე რომ გეთქვა არ გამიკვირდებოდა! (რიბოფლავინი ანუ B2 ვიტამინი, ცოტა სხვა დანიშნულებით იხმარება!!!!!!!!!!!!!) GBrider
ვითომ? (რეკლამა და მისი ჯანი) |
Posted by: Xupypr 21 Oct 2007, 23:19 |
აი "დვალი" რომ აკეთებს ოპერაციას და რკალებს რომ სვამს თვალში, ეგ ვითომ გამართლებულია?? როდესაც პირადად ვკითხე თუ რა შედეგი აქვს თქო ასე მიპასუხა: კერატოკონუსს შევაჩერებ ხოლო მხედველობა იგივე დარჩებაო. და ამის შემდეგ "იმედი"-ს არხზე აკეთებდა რეკლამას მაგ "რკალების" შესახებ და სხვანაირად გამოუვიდა ნათქვამი, "კერატოკონუსსაც შევაჩერებო და მხედველობა 100% იქნებაო." მოდი და ენდე ეხლა ეგეთ ექიმებს. "ერთი რკალის საფასური იყო თუ ზუსტად მახსოვს 1400 ან 1700 ლარი" მყარი კონტაქტური ლინზები თუ აჩერებს კერატოკონუსის განვითარებას??? ან რა არსებობს საქართველოში ისეთი რომ ეგ დაავადება შეაჩერონ და რა ფასები არის? თუ ვინმემ იცით ძალიან გთხოვთ მიპასუხოთ. |
Posted by: Okulista 7 Nov 2011, 11:46 | ||||
თუ კარგად ვერ გაიგეთ ნათქვამი, არააა საჭირო ექიმის ლანძღვა-გინება, დვალზე მეტი გამოცდილება მაგ დარგში საქართველოში მაინც არავის არ აქვს. რამდენი თვალი გადაარჩინა რქოვანას გადანერგვის ოპერაციას და აი ასეთი პაციენტის გამო, ვინც ვერ გაერკვია ნათქვამში მერე ექიმის რეპუტაცია ილახება!! 1 რკალი ღირს 890 ლარი, რამდენია საჭირო მაგას ექიმი ადგენს თქვენი მონაცემების საფუძველზე. რაც შეეხება მხედველობას - შედეგი ინდივიდუალურია, ზოგჯერ შესაძლოა მივიღოთ მაღალი მხედველობ, შორსწასულ სტადიაში ეს არაა შესაძლებელი, ამიტომ ადრე უნდა მიმართოთ ექიმს, რომ უკეთესი მხედველობითი შედეგები მიიღოთ და უარეს შემთხვევაში- არ მოგიწიოთ რქოვანის გადანერგვის ოპერაცია. * * *
ჯავრიშვილის კლინიკაში არ კეთდება რკალების იმპლანტაცია, იქ მხოლოდ რქოვანას გადანერგვა ტარდება! ფრთხილად როგორ უნდა იყოს? ნერვიულობა კერატოკონუსს არ აჩერებს და ჩარევა სულ 3 არსებობს მსოფლიოში- ე.წ. "ქროს -ლინქინგი" რიბოფლავინით, სპეციალური რკალების იმპლანტაცია და ბოლო სტადიაზე, სხვა თუ აღარაფერი შეიძლება -რქოვანას გადანერგვა. სამივეს აკეთებს დვალი. |
Posted by: wandering kite 7 Nov 2011, 13:42 | ||
მეც მაქვს სამწუხაროდ კერატოკონუსი და მეც სანამ გავიკეთებდი რაიმე ჩარევას ბუნებრივია მოვიძიე ინფორმაციაც და კიდევ გამიმართლა, რომ კლინიკაში იმ დღეს სხვა პაციენტი იყო, რომელიც გამომელაპარაკა რომ გაიგო ჩემი გასაჭირი, იგივე ჰქონია გაკეთებული მასაც და კარგად იყო აღარ მიაუარესდებაო მხედვლობა. მაგან შემაგულიანა მეც, თორემ მაააგრად მეშინოდა თვალზე რაიმე მანიპულაციების! 1 საათი იყო პროცედურა და არა 15 წუთი- ნახევარი საათი გაწვეთებენ რაღაცა წამლებს და მერე ნახევარი საათი კიდევ თან გაწვეთებენ იმ რიბოფლავინს და თან გასხივებენ. ცოტა წოლით დავიღალე, თორემ ისე არ იყო ისეთი საშინელება, მე რომ მეგონა მოკლედ, ახლა უკვე 2 წელია გასული მას შემდეგ და არც მხედველობა არ მიუარესდება და ორბსკანზეც არ იცვლება სიტუაცია, ანუ როგორც ამიხსნეს ეგ ორბსკანი ზომავს რქოვნის სისქეს და თუ არ თხელდება კარგია, არ პროგრესირებს ჩემი კერატოკონუსი ესეიგი!! : ხოდა რაც ფასს შეეხება- ასე ვაჭრულად არ უნდ მივუდგეთ ყველაფერს, მე ყოველი კაპიკი მიღირდა, იმიტომ რომ მეშველა... რომ დავლოდებოდი მკურნალობის გარეშე ალბათ ახლა გაუარესებული მექნებოდა მხედველობა, იმიტომ რომ სწრაფად მიქვეითდებოდა საკმაოდ.. თანაც სადმე წასვლა ასე ადვილი არაა და "შინაურ მღვდელს" როდის ექნება ბოლოს და ბოლოს შენდობა, რა გჭირთ? |
Posted by: Lashavera 28 Feb 2013, 21:22 |
დამიდგინეს მარცხენა თვალზე მესამე სტადია და მარჯვენაზე მეორე. რას მირჩევთ რკალებს? სულ რამდენი სტადიაა? რამე ეშველება მხედველობას თუ ყველაზე კაი ვარიანტში რასაც ვხედავ ისე რომ დარჩეს? |
Posted by: iMaximuSi 3 Jul 2013, 15:30 |
მაინტერესებს ვინმეს თუ გაგიკეთებიათ რკალების ჩასმის ოპერაცია საქართველოში ან თუ იცით ვინმე ვინც გაიკეთა? არ ვიცი გავრისკო გაკეთება თუ არა |
Posted by: Solveig 5 Jul 2013, 11:02 |
iMaximuSi არის თემა, გადახედე. |
Posted by: iMaximuSi 17 Jul 2013, 23:33 | ||
Lashavera wandering kite Okulista ვინმემ გაიკეთეთ რკალების ჩასმა ან იცნობთ ვინმეს ვინც გაიკეთა? ერთი თვეა უკვე ვკითხულობ და ერთი ადამიანი ვერ ვნახე საქართველოში რკალები რო ქონდეს ჩანასმელი, დავიჯერო მე ვიქნები პირველი?
ეგ მაეჭვებს მეც, რუსულ საიტებზე ისეთი რაღაცეები წერია ხალხი ლამის ვეღარ ხედავდა უკვე და ასი პროცენტით აღუდგინეს მხედველობა, მე მთლად ეგრეც არ ვარ და მეუბნებიან რომ რკალები არ კეთდება იმისთვის რო მხედველობა მომემატოს |
Posted by: Mrs Raycher 13 Aug 2013, 18:00 | ||
iMaximuSi
ახალ მზერაში, დვალი აკეთებს და საკმაოდ კარგად... თუ გჭირდება და ექიმმა გირჩია ოპერაცია, უნდა გაიკეთო, სანამ უფრო დაგაკლდება მხედველობა... |
Posted by: ფარსმანი 14 Aug 2013, 13:05 |
უახლესი აპარატურით კეთდება "ნიწ ჰოსპიტალში", მიშა ომიაძე აკეთებს. თუმცა ოპერაცია ბევრად უფრო ძვირია ვიდრე "ახალ მზერაში". მე მაინც თავი შევიკავე ოპერაციის გაკეთებისგან. ჯობია კარგად გაერკვეთ (ინტერნეტიდან ალბათ უფრო მეტს გაიგებთ ვიდრე ადგილობრივი ექიმებისგან) სანამ გადაწყვეტილებას მიიღებთ. |
Posted by: iMaximuSi 16 Aug 2013, 15:21 | ||||
ხო რავი მემგონი არ მიუარესდება ბოლო ორი სამი წელია და რადგანაც მხედველობის მომატებას უეჭველი არ მპირდებიან არ ვიცი ღირს თუ არა
ბევრად ძვირი არაა 500 ლარით მეტია მაგრამ მაინც დვალთან გავიკეთებ ალბათ |
Posted by: iMaximuSi 6 Sep 2013, 16:23 |
მოკლედ გავიკეთე რკალების ჩასმა ახალ მზერაში მერაბ დვალთან, თუ ვინმეს დაჭირდა დავწერ როგორ იყო, მე რომ მაინტერესებდა ვერაფერი ვნახე ქართულ ინტერნეტ სივრცეში საკმაოდ მარტივი ოპერაციაა რამდენიმე წუთი გრძელდებოდა არანაიი ტკივილი და რამე ოპერაციის დროს, ოპერაციის შემდეგ დღის მანძილზე უმნიშვნელო ტკივილები მქონდა რომელსაც გამაყუჩებელმა უშველა, თვალის გახელა მიჭირდა, ბუნდოვნად ვხედავდი ყველაფერს და დისკომფორტი თვალის გახელისას(უცხო სხეულის შეგრძნება თვალში), მეორე დღეს კონსულტაციაზე რაღაც ჩამაწვეთეს და იმ წუთიდან მომეხსნა დისკომფორტი, ოდნავ ვგრძნობდი დღის განმავლობაში რომ თვალში რაღაც მქონდა, დღეს მესამე დღეა და უკვე მთლიანად გამიქრა ეს გრძნობა, მხედველობა ეხლა ყკვე თითქმის ისეთივე მაქვს როგორც ოპერაციამდე, აწი რაც იქნება გაუმჯობესება დავწერ ჰო კიდევ რაც შევამჩნიე, სინათლეზე თითქოს იმ რკალის სილუეტს ხედავ რომ ბზინავს მაგრამ ისეთი არაფერია რომ ვერ შეეჩვიო ფასს რაც შეეხება ორი რკალი ერთ თვალში დაჯდა 2007 ლარი (ანალიზებით საცობით და ა.შ) |
Posted by: ksovreli 17 Oct 2013, 01:06 |
iMaximuSi და აღდგება მხედველობაო რა თქვა დვალმა |
Posted by: Hana Arendtiii 18 Oct 2013, 03:36 |
მე მაქვს რკალები, 1 წელზე მეტია გავიკეთე ორთაჭალაში, ცირეკიძეა მკურნალი ექიმი, ნუ მარცხენაშ ძალიან ცუდად მქონდა საქმე, 410 იყო რქოვანას სისქე და -5,5 მონდა მხედველობა, 20%, ოპერაციის შემდგომ აღმიდგა მხედველობა, შედარებაც არაა, 50 %მდე ავედი, უბრალოდ პროგრესს განიცდის დაავადება, ივლისში გავესიჯნჯე და 400 მქონდა სისქე, მის მერე საზღვარგარეთ წამვედი და ექიმთან არ მივსულავრ, სავარაუდოთ ცუდადაად ჩემის აქმე, რადგან დღითიდღე უფროდაუფრო ამღვრეულად ვხედავ მარცხენიდან. მარჯვენაში შორს უკეთ ვხედავ, ვიდრე ახლოს, თუმცა აქ დაავადება აღარ გნიცდის პროგრესს. ექიმმა მიტხრა მარცხენას კდიევ დაჭირდება დასხივებაო, ეს ივლისის მონაცემებით და დღეს როგორ მაქვს არ ვიცი. * * * რა პირველი, წადი ნიუ ჰოსპიტალში და ნახავ, ოთხშაბათსაა მგონი ოპერაციის დღე, ვაიმე რა მეშველებაა ნეტავ? 5 წლის წინა +-,5 მქონდა ორივე თვალში, 3 წელიწადში -5მდე ჩამივიდა :/ იმედია გადანერგვამდე არ მივალ :/ |
Posted by: iMaximuSi 18 Oct 2013, 14:58 | ||
ksovreli
აღდგებაო არ უთქვამს დვალმაც და ომიაძემაც თქვა რომ ოპერაცია კეთდება იმისთვის რომ გაუარესება არ მოხდეს ხოლო ამ ოპერაცია გაკეთებულ პაციენტბის 80% ს უუმჯობესდება მხედველობა საგრძნობლად. ჩემს შემთხვევაში თვეზე მეტი გავიდა უკვე და უკეთ ვხედავმეთქი ვერ ვიტყვი მაგრამ მუდმივი დაღლილობის შეგრძნება მქონდა და ეგ მომეხსნა. ეხლა ვიყავი შემოწმებაზე და ასტიგმატიზმის დონე, ხარისხი თუ რაც ქვია, 10 დან ერთამდეა დაკლებული რაც როგორც მითხრეს ძალიან კარგია და ორ თვეში სათვალეს შემირჩევენ. პ.ს ისე სხვა პაციენტიც იყო მისული მე რომ ვიყავი იმ დღეს და გამიუმჯობესდაო მხედველობა ოპერაციის შემდეგ ჰო დამავიწყდა თქმა რომ მინუსიც მქონდა და ამიტომ არ გამიუმჯობდესდა მხედველობა სავარაუდოდ, ყოველ შემთხვევაში ის მინუსის შესამოწმებელი ლინზები მომარგეს და საკმაოდ პატარა წრეებიც დავინახე დაფაზე მაშინ როცა ისე მონიტორიდან ასოებსაც ვერ ვარჩევ კარგად მარცხენა თვალით. ყოველ შემთხვევაში სათვალეს შეგირჩევთო დამპირდნენ და სათვალის გარეშე თუ გინდა კორექცია ამაზე მერე ვისაუბროთო. ეგ ალბათ მინუსის ამბებია უკვე. |
Posted by: Lashavera 18 Oct 2013, 22:34 |
iMaximuSi Mე ხვალ ვიკეთებ დვალთან, მტკივნეული არაა? სამსახურში 3 დღეში გავალ? სამ რკალს მიდგამენ.. ანუ უკეთესობისკენ არ შეცვლილა არაფერი? |
Posted by: iMaximuSi 19 Oct 2013, 00:20 | ||||||
Lashavera
მტკივნეული საერთოდ არაა უბრალოდ სინათლეს უნდა უყურო და ეგაა ცოტა მიჭირდა სულ გვერდით ვიყურებოდი და ხელი ეშლებოდა
კომპიუტერთან დიდხანს თუ არ გაქვს სამუშაო ან რამე თვალებისთვის დამღლელი საქმე თუ არ გაქვს კი გახვალ. პ.ს ფიზიკური დატვირთვა არ შეიძლება ერთი თვის განმავლობაში და თვალზე ყოველგვარი ზედმეტი შეხება, რაღაც პლასტმასის დამცავ ფირფიტას მოგცემენ, ღამე ეგ უნდა გეკეთოს შემთხვევით რომ არ შეეხო თვალს. მეტი რამე განსაკუთრებული შეზღუდვა არ არის. წვეთები უნდა ჩაიწვეთო ერთი თვე რაღაც გრაფიკით გეტყვიან მანდ.
ნუ როგორც ზემოთ დავწერე დაღლილობის შეგრძნება მომეხსნა(დილით ახალ გაღვიძებულზეც კი ისეთი გრძნობა მქონდა თითქოს მთელი ღამის უძIნარი ვიყავი) ასტიგმატიზმის დონე შემცირდა ათიდან ერთამდე, ლინზებიდან უკეთესად დავინახე, ადრე ოპერაციამდე ვერ მომარგეს ეგ ლინზები და ამიტომ სათვალე ვერ შემირჩიეს მაშინ, შესაბამისად ეტყობა ეგ ჩემს შემთხვევაში უკვე მინუსის ბრალია და სათვალე მოხსნის ამ პრობლემას. |
Posted by: Lashavera 19 Oct 2013, 09:18 |
iMaximuSi გაიხარე მადლობა, ანუ დისკოფორტის შეგრძნება აღარ გაქვს? რკალები არ გიშლის ხეელს? |
Posted by: iMaximuSi 19 Oct 2013, 11:30 | ||
Lashavera
უკვე აღარ, პირველ დღეებში გექნება ცოტა და მერე გაგივლის. სინათლეს როცა ვუყურებ მაშინ ბზინავს ხოლმე რაღაც ხაზი თვალში, ეტყობა იმ რკალის კონტურია, მაგრამ ხელს არ მიშლის |
Posted by: iMaximuSi 20 Oct 2013, 13:38 |
Lashavera როგორ ჩაიარა ოპერაციამ? |
Posted by: Lashavera 1 Dec 2013, 12:57 |
მადლობა კარგად; მეორე დღესვე ბევრად კარგად ვხედავდი მაგრამ ეხლა მგონი ისევ იმ დონემდე დამივიდა მხედველობა როგორც მქონდა , მალე მივალ ექმითან და ვნახოთ |
Posted by: eliahu 13 Feb 2014, 23:18 |
აუ მეც იგივე ,მჭირს მეშველება რამე ნეტააა? მარცხენაში 2-3 სტადია დამიდგინეს და მარჯვენაში 1-ი ხვა;ლ მივდივარ დვალთან იმედია მიშველის. |
Posted by: datadata111 16 May 2014, 23:31 |
მოკლედ ხვალ გადის 10 დღე რაც გავიკეტე კერატო კონუსის ოპერაცია თვალში განამინეგრეს რკალი , ექიმები რგორც მეუბნებიან 2-3 კვირა არ იტამაშო ფეხბურთიო ეგენი ყველაფერს აბუქებენ და თუ იცით ვინმემ რა შეიძლება დამემართოს ხვალ რო ვითამაშო ფეხბურთი მეკარე ვარ და თამაში მაქ |
Posted by: SPC 8 Apr 2016, 11:38 |
მგონი შემოვუერთდი თქვენ რიგებს. პენტკამი თუ რაღაცის საფუძველზე შესაძლებელია კერატოკონუსის დიაგნოზის დასმა? ასევე მაინტერესებს ოპერაციის შედეგად ვინმეს აღგიდგათ მხედველობა? დიდი მინუსი არ მაქვს მაგრამ ძალიან მაწუხებს |
Posted by: NatiaGull 12 Apr 2016, 21:05 |
ისევ ძვირია რქოვანას გადანერგვა ? ბიძაშვილს ჭირდება . წლებია უკვე ეს დაავადება აქვს მაგრამ როგორც ვიცი 7000გირდა ოპერაცია. თან არ აფინანსებენ და ვერ უკეთებენ ბავშვს ისე აღარ უმძიმდება. შესაძლებელია რომ ამ დაავადებამ პროგრესირება შეწყვიტოს ? |
Posted by: mixeili777 8 Jul 2016, 12:45 |
გამარჯობათ ყველას . მეც იგივე პრობლემა მაქვს კერატოკონუსი. ერთ თვალზე გავიკეთე ათი წლის წინ ბატონ გიორგი ჯავრიშვილთან ყველაფერმა კარგად ჩაიარა და მხედველობა 90 პროცენტი აგმიდგა პატარა ასოებსაც ვხედავდი ანუ კმაყოფილი ვარ ოპერაციტ. ეხლა მეორე თვალზეც მაქვს იგივე პრობლემა და მინდა გავიკეთო აგარ ვყოფილვარ უკვე ორი წელია კონსულტაციაზე და მაინტერესებს ეხლა რა ჯდება ეს ყველაფერი თუ ვინმემ იცით? * * * შესაზლებელია მე როგორც ვიცი რომ აგარ გაუარესდეს ჩამოვიდეს მხედველობა ერთ დონეზე და გაჩერდეს |
Posted by: Meine18 31 Oct 2016, 19:59 |
გამარჯობა. ვარ 31 წლის, 2 კვირის წინ დამიდგინეს კერატოკონუსი. ერთ თვალში მესამე სტადია და მეორეში პირველი. მოვიარე ყველაფერი და მირჩიეს ლაზერით დასხივება პროცესის შესაჩერებლად მესამე სტადიაში მყოფი თვალისთვის. ზოგმა რკალი, მაგრამ შეიძლება არ მიიღოს თვალმა ან მიიღოს და არ გაგიუმჯობესდეს მხედველობაო. მაინტერესებს ჩემ მდგომარეობაში მყოფი ვინმე თუ იყო, გაიკეთა რომელიმე პროცედურა და რა შედეგი აქვს. |
Posted by: Meine18 26 Nov 2016, 20:57 |
ამ თემაში ვინმე შემოდის? გავიკეთე ოპერაცია და იმაზე უარესად ვხედავ ვიდრე ვხედავდი ოპერაციამდე და ეს ნორმალურია? |
Posted by: artisan 10 Jan 2017, 17:40 | ||||
Meine18
ცოტა გვიან ვნახე თემა რკალი არ კეთდება მხედველობის გასაუმჯობესებლათ, რკალი იდგმება გაუარესების შესაჩერებლათ, მხოლოდ რაღაც ნაწილს უუმჯობესდება მხედველობა რკალის ჩასმის შემდეგ მეც ჩასმული მაქვს და გაუმჯობესება არ მიგრძვნია უბრალოდ ვიცი რომ არ გაუარესდება.
ეხლა რა მდგომარეობა გაქვს რა გითხრეს კლინიკაში? სად გაიკეთე ოპერაცია? |