#56322310 · 21 May 2020, 10:24 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
ციკლონ „ამფანს“ აღმოსავლეთ ინდოეთში სულ მცირე 12 ადამიანი ემსხვერპლა. სტიქია დასავლეთ ბენგალის შტატს დაატყდა თავს. გარდაცვლილთა შორის ერთი მცირეწლოვანი გოგონაა, რომელიც საცხოვრებელი სახლის ერთ-ერთი კედლის ჩამონგრევას ემსხვერპლა.
ციკლონის კონტინენტურ ნაწილზე მიახლოებისას, ქარის სიჩქარე საათში 160 კილომეტრს შეადგენდა. ძლიერ ქარს თან წვიმა ახლავს. ამჟამად „ამფანი“ კონტინენტის სიღრმეში ჩრდილოეთით მიიწევს და მალე ბანგლადეშს მიუახლოვდება.
|