#55108543 · 14 Aug 2019, 11:10 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
simato
პირველ რიგში საჭიროა აქ კომპანიის დაფუძნება - შეპესე ან ინდმეწარმე. ნუ რა თანხაც დაწერე, მე უფრო შეპესეს ავირჩევდი. საერთოდ ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, პირველ რიგში აქ ადგილზე კვლევაა ჩAსატარებელი, რამდენად მოთხოვნადია ეგ პროდუქტი საქართველოში. გულწრფელი რომ ვიყო, ცოტა ეჭვი მეპარება მაგ ბიზნესის მომგებიანობაში, თUმცა ეს მხოლოდ ჩემი პირადი ვარაუდია და შეიძლება არაფერი ქონდეს საერთო რეალურ სურათთან.
ამის შემდეგ უკვე გამოგზავნა იქნება საჭირო, რაც მანქანით ხორცილედება (ტრაილერით სავარაუდოდ, გააჩნია რუსეთის რომელი ნაწილიდან მოგაქვს). გადამზიდ კომპანიას უნდა შუთანხმო დეტალები, რათა მანქანა რუსეთის ტერიტორიაზევე დაილუქოს და საქართველომდე არ გაიხსნას. საქართველოში შემოსვლისას დაიწყება წინასწარი განბაჟების პროცედურა. ამისათვის საჭიროა ძირითადად 2 დოკუმენტი - ინვოისი და ,,ფექინგ ლისტი". ინვოისში უნდა იყოს მითითებული პროდუქტი სრული დასახელება (თითოეული ნივთის), გამყიდველი (ვისგან შეიძინეთ) და ფასი. ფექინგი უფრო ტექნიკურ მონაცემებს მოიცავს ამ ყველაფერთან ერთად - ინფორმაცია ტვრთის გაბარიტების, მოცულობითი და რეალური წონის შესახებ. სანამ ტვირთი ჩამოვაგადამზიდი კომპანია (როგორც წესი, თორემ ეს აუცილებლად უნდა დააზუსტო გადამზიდთან) ინფორმაციას აგზავნის გეზში - გაფორმების ეკონომიკურ ზონაში. ან ამას აკეთებს ბროკერი - შუამავალი, რომელიც გამოგართმევს დოკუმენტაციას, ინვოისებს, დაადეკლარირებს წინასწარ ტვირთს და გაუშვებს ინფორმაციას გეზში. გეზიდან დაგირეკავენ და როცა შემოვა ტრაილერი დაიწყება შერჩევითი შემოწმება - წითელი ყვითელი და მწვანე. წითელი ნიშნავს რომ შენს ტვირთს გადაამოწმებენ (არ არის საშიში პროცედურა, უბრალოდ დაითვლიან, რამდენად სწორად გაქვს მითითებული წონა და რაოდენობა ინვოისში) ყვითელზე მებაჟე უყურებს თავად (თუმცა ეს ნაკლებად ხდება საკმაოდ, უფრო წითელი და მწვანე მუშAობს) და ბოლოს არის მწვანე - ამ შემთხვევაში უბრალოდ მიხვალ ტერმინალში და წამოიღებ უკვე განბაჟებულ ტვირთს.
რაც შეეხებ ფინანსებს - უშუალოდ პროდუქცია არ ვიცი კონკრეტულად, მატერია და ასე შემდეგ, ამიტომ ჯობია საფინანსოს დაურეკო და დეტალურად გადმოგცემენ ინფორმაციას.
პ.ს. მე უფრო მეტად გადამზიდის საშუალებით ჩამომაქვს და თუ მცირედი ტექნიკური შეცდომა დავუშვი პროცესის აღწერაში მომიტევეთ და შემისწორეთ.
--------------------
Ich bin ein Mensch gewesen und das heißt ein kämpfer sein !
|