#52974802 · 25 Jun 2018, 19:08 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
წარმოგიდგენთ რითია პატივცემული დაკავებული წყარო: http://liberali.ge/news/view/37955/uflebeb...avshvta-kodeqsiამონარიდები: CODE | მაგალითად, ის რომ ვალდებულია ბავშვი ოჯახის წევრებს პატივი სცეს. ასევე, ცოტა წარმოუდგენელი ჩანაწერია რომ სისუფთავე დაიცვას (ბავშვის ჰიგიენაზეა საუბარი), მაშინ როდესაც სრულწლოვნების მიმართ მსგავსი ჩანაწერი საკანონმდებლო დონეზე არ გვხვდება.
გათვალსიწინებულია მოვალეობების (რაც ზემოთ ვახსენე ოჯახის და საზოგადოების წინაშე) დარღვევის შემთხვევაში შემზღუდავი და დისციპლინური ღონისძიებები ბავშვის მიმართ.
|
CODE | კონკრეტულ ადგილებში შესვლა, გარკვეულ სახის ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობა. მაგალითად, საფრთხის შემცველი ინფორმაცია ბავშვისთვის, რომელიც ბუნდოვანი განმარტებაა და ამ რეგულაციებში ჩართულია სუს-ი.
|
CODE | გაწერილია მაგალითად, დღის წესრიგი, რომელსაც უნდა დაემორჩილოს და ა ა.შ. (მშობლების მიერ შედგენილი დღის წესრიგი), ბავშვს წარმოაჩენს არა უფლებების სუბიექტად არამედ ობიექტად, რაც ბუნებრივია, აკნინებს ბავშვის როლს და არათანაბარ მდგომარეობაში აყენებს იგივე თუნდაც სრულწლოვანთან რომელსაც მსგავსი შეზღუდვები არ აქვს.
|
CODE | მაგალითად, 21 წლამდე პირს საცეკვაო დაწესებულებში ღამის 12 საათის მერე შესვლა ეკრძალება. უფლების შეზღუდვის ნაწილში გაზარდეს ასაკობრივი ზღვარი, რაც დაუშვებელია. ანუ 21 წლის ადამიანი მესამე კურსის სტუდენტია და თავისუფლად შეუძლია საჯარო მოხელე იყოს, სავალდებულო სამხედრო სამსახურში გაიწვიონ და ა.შ. და ამ დროს ასეთი შეზღუდვაა.
|
CODE | ასევე რელიგიის თავისუფლებასთან მიმართებით არის დათქმა, რომ 14 წლის შემდეგ შეუძლია თავისუფლად აირჩიოს რომელ რელიგიას მიაკუთვნებს თავს. რელიგიასთან მიმართებით ასაკობრივი ზღვრის დაწესება არის ყოვლად დაუშვებელი და თავისუფლების პრინციპს ეწინააღმდეგება. კონვენცია მსგავს დათქმას არ ითვალისწინებს
|
მე ის მაინტერესებს, რომ იდიოტად უნდა დაიბადო, თუ სადმე უნდა მოემზადო საიდიოტოზე, რო მერე იდიოტობაზე ჩაბაარო იდიოტის დიპლომი აიღო და იდიოტიზმის მთავარ სპეციალისტად იმუშაო, იდიოტურ საკითხებზე იდიოტობით?
--------------------
მიუხედავად იმისა, რომ ზღარბებს სტკიოდათ და ტიროდნენ, მაინც აგრძელებდნენ კაკტუსის ჭამას.
|