მოკლედ ბევრი იუთუბის ჩენელი რსებობს რომელსაც საინტერესო კონტენტი აქვს თანამედროვე ტექნოლოგიების / მეცნიერებების შესახებ. მაგრამ ყველა მათგანი ინგლისურია. ზოგიერთ (წინა თაობის) ადამიანებს, რომლებმაც არ იციან ინგლისური და იციან რუსული, მინდა რომ გავუზიარო მსგავსი კონტენტი მაგრამ რუსულად პოვნა მიჭირს
ალბათ რუსულ ენაზეც იქნება მსგავსი რესურსები და ვისაც გაქვთ ინფო, იქნებ ჩამოწეროთ აქ.
მოკლედ ვეძებ: 1. რუსულენოვან ხარისხიან რესურსებს. ან 2. ინგლისური რესურსების რუსულ თარგმანებს.
აი მაგალითად იუტუბის ჩენელები, რომლის თარგმანიც რომ იშოვებოდეს გაასწორებდა:
Fully Charged, Transport Evolved, PBS Space Time, SciShow და ა.შ.
ანუ შედარებით "ლაითი" კონტენტი "ფართო აუდიტორიისთვის", მაგრამ ხარისხიანად შესრულებული.
აქვე ბონუს იდეა:
ვინმეს ხომ არ აქვს სურვილი ასეთი კონტენტი (ვ)თარგმნოთ? მცირე დაფინანსების მოზიდვა შეიძლება...