Printable Version of Topic
Click here to view this topic in its original format
თბილისის ფორუმი > მშობლების კლუბი > უშვილობა და ფსიქიკური ჯანმრთელობა


Posted by: pepi grdzelicinda 31 Jan 2019, 23:45
დიდი ხანია ვაკვირდები მშობელთა კლუბის თემებს, არა მარტო ვაკვირდები არამეს ხშირად ვწერ კიდევაც.
ჩემი მოგზაურობა ამ კლუბში დაიწყო წეროებიდან, შემდეგ ინვიტროში გადავინაცვლე, შემდეგ ძალიან გამიმართლა და მომავალ მშობლებში აღმოვჩნდი და ბოლოს დედების კლუბში..
ალბათ დამეთანხმებით რომ ეს გზა ადვილი არ არის, უამრავი პრობლემაა ჩასაფრებული, დაწყებული უპირველესად ჯანმრთელობის, შემდეგ ურთიერთობების, შემდეგ ფინანსური..
ამ უამრავ პრობლემასთან გამკლავება დიდ ძალისხმევას მოითხოვს, როგორც ფიზიკურს ასევე ფსიქიკურს.
არსებობს ბევრი კვლევები იმის შესახებ თუ რამდენად მაღალია დეპრესიის და შფოთვითი აშლილობების დონე უნაყოფო წყვილებში ჯანმრთელებთან შედარებით.
საკუთარი გამოცდილებიდანაც ადვილია ამის მიხვედრა. ეს პრობლემა ფსიქიკურად გაუძლურებს, როდესაც ყოველი მომდევნო ციკლი ლატარიის კიდევ სცადეთ ბილეთივითაა..როდესაც სექსი სიამოვნება კი არა მექანიკური პროცესია, როდესაც მეგობრების და ახლობლების მორიგი ორსულობის ამბავს იგებ, როდესაც ახლობელის ბავშვის დაბადების დღეზე გიწევს წასვლა და შენს ძაღლზე საუბარი, როდესაც გასწავლიან ილეთებს როგორ გამოექანო, როგორ ზარმაცობთ და ა.შ..
ეს ყველაფერი ინვიტრომდე, აი ინვიტროდან ნამდვილი ჰორორები იწყება.
ეს ჰორმონები რომელსაც იშხაპუნებ კიდევ უფრო აუტანელს ხდის ყოფიერებას..ითვლი კვერცხუჯრედებს, ზიგოტებს, მათ უჯრედებს, დაყოფას, ყოჩაღებს, ბლასტოებს, გაყინულებს და ფრეშებს..
თუ გაგიმართლებს და გადატანამდე მიხვალ იმ კოშმარი 10-12 დღის გასვლამდე შეიძლება გააფრინო, სხეულებრივ შეგრძნებებს აღიქვამ კატასტროფად და თვალწინ გიდგას სცენები როგორ მოიქცევი როდესაც უარყოფით პასუხს მიიღებ..
თუ გაგიმართლებს და დადებითს აიღებ და აღარ ჩივი ნემსებისგან დალურჯებულ ადგილებზე.. და კიდევ იმალებიან სადღაც ძიმონები, არცთუ ისე ცოტა შანსია უეცრად დაგტოვოს ასე ნალოლიავებმა მომავლის ნაპერწკალმა..

ამ თემის მიზანია მხარდაჭერის ჯგუფის შექმნა, ემოციებზე და განცდებზე საუბარი. პირადი გამოცდილების გაზიარება, იმისათვის რომ არ გავგიჟდეთ.

იმისათვის რომ არ ვიგრძნოთ თავი დამნაშავედ, ნაკლოვანად, გარიყულად, ღმერთისგან მივიწყებულად, გაბოროტებულად და უბედურად.



Posted by: makmanus 31 Jan 2019, 23:53
pepi grdzelicinda
სუპერ გოგო ხარ❤❤❤შეიძლება მშობელი და დედმამიშვილი ვერ გიგებდეს ისე როგორც აქ გაგიგებენ და განუგეშებენ

Posted by: eleonoraa12345 1 Feb 2019, 08:46
pepi grdzelicinda
QUOTE
ჩემი მოგზაურობა ამ კლუბში დაიწყო წეროებიდან, შემდეგ ინვიტროში გადავინაცვლე, შემდეგ ძალიან გამიმართლა და მომავალ მშობლებში აღმოვჩნდი და ბოლოს დედების კლუბში..

ძალიან ყოჩაღი და ძლიერი გოგო ხარ 2kiss.gif 2kiss.gif 2kiss.gif
QUOTE
რამდენად მაღალია დეპრესიის და შფოთვითი აშლილობების დონე უნაყოფო წყვილებში ჯანმრთელებთან შედარებით.

cry.gif
QUOTE
ეს პრობლემა ფსიქიკურად გაუძლურებს, როდესაც ყოველი მომდევნო ციკლი ლატარიის კიდევ სცადეთ ბილეთივითაა..როდესაც სექსი სიამოვნება კი არა მექანიკური პროცესია, როდესაც მეგობრების და ახლობლების მორიგი ორსულობის ამბავს იგებ, როდესაც ახლობელის ბავშვის დაბადების დღეზე გიწევს წასვლა და შენს ძაღლზე საუბარი, როდესაც გასწავლიან ილეთებს როგორ გამოექანო, როგორ ზარმაცობთ და ა.შ..

ეს ა.შ. შეიძლება უსასრულოდ გავაგრძელოთ cry.gif cry.gif

Posted by: pepi grdzelicinda 1 Feb 2019, 10:10
makmanus
eleonoraa12345
მადლობა გოგოებო, ნუ შემაქებთ რადგან აქ უმეტესობა ასეთები ვართ.

ერთი მნიშვნელოვანი რაღაც გამომრჩა,
არსებობს კვლევები რომელთა შედეგმაც აჩვენა, რომ უშვილო ქალების უმეტესობას, წარსულში გადატანილი აქვთ დეპრესიის და შფოთვითი აშლილობის ეპიზოდი, რომელიც კლინიკურად იყო დადასტურებული და უტარდებოდათ მედიკამენტური თერაპია.
ალბათ გაგიგიათ ეგეთი გამაღიზიანებელი ფრაზა, რატომ არ ორსულდები?ფსიქოლოგიური მომენტი ხომ არაა?
მაჟრიალებდა ამ ფრაზაზეsmile.gif
მაგრამ სიმართლესთან ძალიან ახლოსაა ეს ფრაზა, დეპრესიის და შფოთვის დროს ირღვევა ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებების ბალანსი, ეს ყველაფერი იმ ჰორმონებზე ახდენს გავლენას რომლებიც ოვულაციაში მონაწილეობენ.
ამიტომ ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ფსიქიკური ჯანმრთელობის მდგომარეობას, დეპრესიის და შფოთვის მართვას უკეთეს შემთხვევაში ფსიქოთერაპევტის დახმარებით.

Posted by: eleonoraa12345 1 Feb 2019, 10:15
pepi grdzelicinda
ე.წ. ნერვოზი, რომელიც ყველას გვაქვს სხვადასხვა სტადიაში და ეს ჩვენი მდგომარეობა უფრო და უფრო ამძაფრებს, დამამშვიდებლების და დამაწყნარებლების მიღების მიუხედავად, რადგან ხანდახან ფიქრები დაძინების საშუალებას არ გვაძლევს და თუკი დაგვეძინა სიზმარშიც ჩაგვყვება ხოლმე sad.gif

მაპატიე მაგრამ შენ ექიმები რას გეუბნებოდნენ მიზეზს?

Posted by: pepi grdzelicinda 1 Feb 2019, 10:29
eleonoraa12345
დიაგნოზი იყო დაუდგენელი პირველადი უშვილობა.

თუმცა მე საფუძვლიანი ეჭვი მაქვს რომ ჩემი ფსიქიკური ტრავმის შედეგი იყო ეს ყველაფერი, რომელიც ზუსტად სექსუალური მომწიფების ასაკში გადავიტანე და საკმაოდ დიდი ხნის შემდეგ გავაცნობიერე.
13 წლის ვიყავი,პატარა ძმა გარდამეცვალა და მაშინ გამიჩნდა შიში, რომ დედას შვილი შეიძლება მოუკვდეს.

Posted by: eleonoraa12345 1 Feb 2019, 10:32
pepi grdzelicinda
ვიზიარებ sad.gif
მსგავსი შიში გამიჩნდა მეც 19 წლის ასაკში მამის გამო sad.gif და დღემდე მომყვება
მეც მიფიქრია რომ ამის ბრალია ჩემი ქვეცნობიერი ბლოკავს ჩემდაუნებურად

Posted by: Dark_Sky 1 Feb 2019, 10:36
pepi grdzelicinda
აუ sad.gif გული მეტკინა

ყველაფერი ტვინიდან მოდის, მე ამის მჯერა


მე ერთმა ჭკვიანმა ფსიქოლოგმა მითხრა. უშვილობის 95% ქვეცნობიერიდან მოდის. ანუ ვისაც ფიზიკური პრობლემა არ აქვთ

Posted by: narkozeli 1 Feb 2019, 10:42
რა კარგი პოსტია!!! up.gif


QUOTE
ყველაფერი ტვინიდან მოდის


+1


ზუსტად ვიცი რომ ტვინიდან მოდის მაგრამ რომ მოერიო,აჯობო და აღარ იფიქრო, ეგაა ყველაზე რთული.

Posted by: kekuna78 1 Feb 2019, 11:06
pepi grdzelicinda
რა ზუსტად აღწერე ჩემი დღევანდელი მდგომარეობა და გამოსავალს რომ ვეღარ ხედავ საშინელებაა sad.gif

Posted by: pepi grdzelicinda 1 Feb 2019, 14:16

ყველაზე მეტად ამ დროს გვეხმარება რაციონალური აზროვნება.
ანუ იმის თქმა მინდა რომ ჩვენი ფსიქიკური პრობლემები არის ჩვენი ცუდი და პესიმისტური ფიქრების და აზრების შედეგი.
მაგალითი რომ განვიხილოთ ასეთი: ვთქვათ დიდი ხნის უნახავი ნაცნობი შეგხვდათ ქუჩაში და არ მოგესალმათ, თვალი აგარიდათ.. რას გაიფიქრებდით?
რა თქმა უნდა პირველ რიგში ცუდს, თვალს მარიდებს, თავს მამეტებს, რა იშოვა ასეთი და რავიცი კიდე ბევრი რამეsmile.gif შესაბამისად დადგებით ცუდ ხასიათზე, მოიწყენთ, გაბრაზდებით..
მაგრამ თუ გაიფიქრებთ რომ ეჩქარებოდა, ვერ მიცნო, არ დავუნახივარ, ან სხვა რამეზე ფიქრობდა ეს მოწყენილობა და ბრაზი სადღაც გაქრება.

ჩვენი ფსიქიკა არის მოწყობილი ისე რომ ის ავტომატური აზრები რომლებიც მომენტალურად ჩნდებიან სიტუაციასთან ერთად, ძნელი სამართავია, უფრო მეტიც ვერ ვაფიქსირებთ!
აბა დაფიქრდით რამდენჯერ შეგცვლიათ გუნება განწყობა უმიზეზოდ?? ისე რომ ვერც ხვდები რატომ ხარ ცუდ ხასიათზე..
ეს ავტომატური აზრები ხშირად არ არის სინამდვილე, ან შეიძლება იყოს მაგრამ არა 100 %ით, მთავარია ალტერნატიული, რაციონალური აზრების მოძიება შევძლოთ იმ მომენტში და მდგომარეობა საგრძნობლად უმჯობესდება.
ეს მეთოდი არის კოგნიტურ-ბიჰევიორული ფსიქოთერაპიის ამოსავალი წერტილი და ჩვენნაირ პრობლემებიან ადამიანებთან ძალიან ეფექტურად მუშაობს, თუ დავუჯერებთ ევროპის და ამერიკის კვლევებს.

Posted by: kekuna78 1 Feb 2019, 14:39
pepi grdzelicinda
თეორიულად კი ვიცით, მაგრამ პრაქტიკაში ძალიან ძნელია შესრულება სამწუხაროდ sad.gif ვერაფრით ვერ ვიქმნი კარ გამწყობას

Posted by: pepi grdzelicinda 1 Feb 2019, 14:45
kekuna78
მესმის და ფსიქოთერაპიაც მაგიტომაა საჭირო, სწავლა უნდა მაგ ყველაფერს როგორ გავუმკლავდეთ და ვარჯიში.
თავიდან დღიურების კეთება და ჩანაწერები, რა მოხდა, რა ემოცია გამიჩნდა და რა გავიფიქრე..შემდეგ ავტომატურ რეჟიმში გადადის ასეთი აზროვნება და ნელნელა უფრო ადვილი ხდება ცხოვრება

Posted by: Tess 1 Feb 2019, 14:54
pepi grdzelicinda
როგორი სწორი თემაა,
ნამდვილად შეგვიძლია ერთმანეთს დავეხმაროთ ამ პროცესში.

Posted by: eleonoraa12345 1 Feb 2019, 14:55
ბოლო დროს დავიწყე დღიურის წერა, ჩემზე და ჩემს გარშემო მომხდარ ფაქტებზე, რაც მახარებს თუ მწყინს და მადარდებს, მეხმარება ძალიან, რადგან გარშემომყოფებს ვერ ვუხსნი ჩემს მდგომარეობას (ვერ გამიგებენ და ვერ მიხვდებიან მაინც ისე როგორც მე მინდა ), აქ თქვენთან საუბარი ხომ ყველაზე დიდი თერაპია აღმოჩნდა ჩემთვის, ყველაზე საუკეთესოდ თქვენ გესმით და მიგაქვთ გულთან ჩემი გასაჭირი smile.gif
როცა კი ფიქრები წამიღებს, ეგრევე ვცდილობ გადავერთო სხვა თემაზე, რამის კეთებას ვიწყებ ან მუსიკას ვრთავ მხიარულს ან უბრალოდ ჯვარს ვიჭერ ხელში გულზე რომ მაქვს ჩამოკიდებული და ვამბობ რომ ყველაფერი კარგად იქნება, ყველაფერი ღმერთის ნებაა და "წმინდაო ღმერთო"-ს ვიმეორებ.
მიუხედავად ყველაფრისა ძალიან ბევრს ვფიქრობ ამ საკითხზე, 100 და 99 % sad.gif თუმცა ფიქრსაც გააჩნია ხომ ასეა smile.gif მესამე წელია წეროს ველოდები სულმოუთმენლად და ძალიან დიდი იმედი მაქვს მალე მოფრინდება პაწია ბუთქუნასთან ერთად smile.gif ჩემთვისაც და თქვენთვისაც ვინც ჩემსავით ან ჩემზე მოუთმენლად ელით :*

Posted by: Tess 1 Feb 2019, 15:03
ყველაზე რთული ალბათ ის მომეტია როცა კონფლიქტში ხარ რეალობასთან, იცი რომ უნდა დაელოდო , მაგრამ აი არანაირად არ გინდა და აღარ შეგიძლია მეტი ლოდინი.
ეხლა დავფიქრდი წამით და ყველაზე ცუდად ეგ მომენტი მახსენდება.

ბევრად ცუდად ვიდრე, ქუჩის მე-2 ბოლოდან , მუცელზე ხელის გადასმით მომავალი მეზობელი, რომელიც ჩემი ქორწინების იუბილეზე , ქუჩის მე-2 ბოლოდანვე ცდილობდა ამ ჟესტით ეკითხა ორსულად რატო არ ხარო.

თუნდაც მეუღლის მამიდა, რომელიც 1000 ბოდიშს მიხდიდა წინასწარ და თურმე იმის სწავლებას აპირებდა რა პოზით უნდა მივიღო ორსულობა.

მილიონი "ნუ ზარმაცობთ", "რეცეპტს მოგცემთ", და სხვა მრავალი რაც 4 წელში მოასწრეს.

Posted by: magi_ 1 Feb 2019, 15:35
pepi grdzelicinda

ჩემს საუკეთესო დაქალს აქვს ეს პრობლემა 7 წელია.

პრობლემაც იოლი ნათქვამია. ექიმების განაჩენი სასტიკი იყო მათ მიმართ, აზოსპერმია მეუღლეს (მგონი ასე ჰქვია)

არვიცი როგორ გავამხნევო, ყოველთვის ძლიერი გოგო იყო, მაგრამ ხან ისეთი სუსტია (((( .

ქმართან იდეალური უერთიერთობა აქვს, მაგრამ ჩვენ ეხლა ისეთ ასაკში ვართ გარშემო თითქმის ყველა გათხოვილია, დაოჯახებულია, ორსულადაა. რა თქმა უნდა უხარია ყველას ბედნიერება, მაგრამ რთული საყურებელია. მეც ვცდილობ ჩემი ამბები ნაკლებად მოვუყვე, მაგრამ დისტანციაც არ მინდა, ბოლო ბოლო მასზე ახლობელი დაქალი არ მყავს და ვიცი ამით ვაწყენინებ.

თქვენ საბედნიეროდ არ გაქვთ ასეთი ,,განაჩენი" . მთავარი რაც ამ ეტაპზე უნდა გააკეთოთ სიმშვიდის შენარჩუნებაა, იმედი არსებობს, ეს ყველაზე მნიშვნელოვანია. და ადრე თუ გვიან დედობის სიტკბოს აუცილებლად შეიგრძნობთ.






Posted by: eleonoraa12345 1 Feb 2019, 15:59
magi_
ღმერთმა ბედნიერება და პაწია ჯანმრთელი ბაია აჩუქოს შენს მეგობარს :*

Posted by: narkozeli 1 Feb 2019, 16:08
მე კიდევ არ ვიცი რატომ,მაგრამ მგონია სხვა (ვინც მალევე დაორსულდა და მსგავსი პრობლემის წინაშე არასდროს მდგარა) ვერასდროს გაიგებს რა გრძნობა აქვს მას,ვინც ელოდება როდის დადგება ნანატრი წუთები, რაც არ უნდა ვთქვათ,რაც არ უნდა გულისხმიერები ვიყოთ, ვერასდროს გაიგებ და ვფიქრობ ჯობს არც არაფერი უთხრა ადამიანს,იმიტომ რომ სისულელეს ეუბნები,არ გესმის მისი და რაღაც ყალბი გამოდის ხოლმე ნუგეშისცემაsad.gif მეც მიმიცია ხოლმე "ნუ ღელავ,რა განერვიულებს,ნეტაი ერთი შენ, გეყოლება სად წავა და ა.შ" ტიპის რჩევები და ახლა ვხვდები რომ არ მესმოდა არასოდეს მათი სინამდვილეში,არადა მაშინ გულწრფელი ვიყავი როცა ამას ვამბობდი. მაგრამ არა, ნამდვილად არ მესმოდა თურმე.

Posted by: Tess 1 Feb 2019, 16:30
magi_
გულწრფელად უნდა ვთქვა რომ როცა ამ განსაცდელში ვიყავი, 2-მაგად მიხაროდა სხვისი ბდნიერება, არასდროს მქონია ის მომენტი რომ ვიღაც ჩემზე 2 წლით გვიან დაოჯახდა და უკვე ელოდება. ანუ სხვანაირი განცდა გაქვს სხვის შვილის და ორსულობის გაგებისას, მაგრამ სხვანაირი იმ მხრივ რომ 2მაგადა ფაქიზად და მეტად მიხაროდა. ანუ ეხლა შეიძლება უფრო ინდიფერენტულიც ვარ ვიდრე მაშინ.
ერთადერთი როცა თავი უხერხულად ვიგრძენი იყო, როცა მივხვდი რომ ჩემი უახლოესი ადამიანი სპეციალურად გამიფრთხილდა და არ მითხრა ორსულობის შესახებ, მოერიდა და არ უნდოდა რომ გული მკტენოდა ალბათ, ნუ ცალსახად კარგი ენდომებოდა მაგრამ ისე ცუდად ვიგრძენი თავი.

მე სულ ვაფასებდი გულწრფელობას და არ მჭირდებოდა ისე მომქცეოდნენ თითქოს რამე განსაკუთრებული მჭირდა,

Posted by: Dark_Sky 1 Feb 2019, 16:49
narkozeli
ძალიან ცდები მაგაში, ვინც იცის შვილი როგორია ორმაგად გრძნობს მაგას და განიცდის (ნორმალურ ხალხზე მაქვს საუბარი ზოგს ხალხის დაღუპვაზც არაქ რეაქცია)

ჩემს გარშემო ძალიან ბევრია ეგეთი და ყველაზე მტკივა გული
'"
მახსოვს ბავშვი პირველად რომ აიყვანა ჩემი ქმრის დედამ ხელში არ დამავიწყდება მისი ცრემლები და რასაც ამბობდა, "ღმერთო ყველას მიეცი ვისაც არ ყავს"

ხშირად უთქვამს ასეთი რამ smile.gif

Posted by: pepi grdzelicinda 1 Feb 2019, 17:01
eleonoraa12345
მაგას ქვია ემოციური ვენტილაცია, კარგი მეთოდია დაწერო დაგათავისუფლდე მოზღვავებული ემოციებისგან.
ასევე კარგი მეთოდია ყურადღების გადართვა სხვა აქტივობაზე, რაც ასევე კარგად გაქვს ნაპოვნი.
ეს ორივე არის ქცევითი ანუ ბიჰევიორული თერაპიის ტექნიკები.
არის კოგნიტური ტექნიკები რომელიც გვეხმარება მთლიანად შევცვალოთ ჩვენი აზროვნების სტილი, შევცვალოთ ჩვენი ძირეული რწმენები სამყაროს, გარშემომყოფების და საკუთარი თავის მიმართ, რომლებიც ადრეულ ასაკში ჩამოგვიყალიბდა. მაგალითად ასეთი რწმენა შეხედულებებია: არავის ვუყვარვარ, არასრულფასოვანი ვარ, მარტოსული ვარ,უიღბლო ვარ..ადამიანები გულს მატკენენ და დისტანცია უნდა დავიცვა, მომავალი უიმედოა, აზრი არა აქვს რამის კეთებას..
* * *
Tess
ხო ლოდინი ძალიან რთულია, მითუმეტეს როცა რასაც ელოდები ბუნდოვანია, წახვალ ოცნებებში , წარმოიდგენ მომავალ ბავშვს როგორ ზრდი, ეფერები, გიხარია.. ბოლოს ოცნებას უკრძალავ საკუთარ თავს

აი ზუსტად მაგაზე ვწერდი, მეზობელმა მუცელზე ხელი მოისვა ჩემი ქორწინების წლისთავზეო,
ამ წლისთავის შესახებ მეზობელმა შეიძლება არც იცოდა, არც ახსოვდა, და მუცელზე ხშირად ისვამენ ხელს ორსულები, დაჭიმულობის გამო.. მაგრამ ასეთი დათრგუნულები როცა ვართ მთელი სამყარო ჩვენს წინააღმდეგაა sad.gif
* * *
magi_
აზოოსპერმია თუ არ ვცდები საბოლოო განაჩენი არ არის, არსებობს რაღაც პრებარატები რომელიც სპერმის ხარისხს აუმჯობესებს და რამოდენიმე ცოცხალი სპერმატოზოიდი ინვიტროსთვის საკმარისია.
არ მოარიდოთ თავი, ელაპარაკეთ მის პრობლემაზე , უფრო მეტად დაინტერესდით, იგნორირება უფრო აუტანელია

Posted by: narkozeli 1 Feb 2019, 17:10
QUOTE
მახსოვს ბავშვი პირველად რომ აიყვანა ჩემი ქმრის დედამ ხელში არ დამავიწყდება მისი ცრემლები და რასაც ამბობდა, "ღმერთო ყველას მიეცი ვისაც არ ყავს"


გული ამიჩუყდა weep.gif love.gif

Posted by: pepi grdzelicinda 1 Feb 2019, 17:12
narkozeli
ხო აი მართალი ხარ, ძნელია წარმოიდგინო იმ გოგოს მდგომარეობა რომელსაც გარდატეხის ასაკში სახეზე გამოაყარა აკნემ და ბიჭები ზიზღით ლაპარაკობენ მასზე, თუ ამას არ გამოცდი საკუთარ თავზე. მესმის თანაგრძნობა ყველას შეგვიძლია მაგრამ მთლიანად ამ პრობლემის განცდა არა.

Posted by: narkozeli 1 Feb 2019, 17:14
pepi grdzelicinda


იეს იეს,მანდ ვარ ზუსტად. ცუდად ჟწერს მაგრამ რეალობა ეგაა.
ეგ არ ნიშნავს რომ ცუდი ადამიანები ვართ,უბრალოდ არის რაღაცა,რასაც ვერ გაიგებ სანამ არ გამოცდი.


Dark_Sky
ვინც ბავშვი "იოლად" გააჩინა და პირველივე ღამეს ორსულად დარჩა ვერ დავიჯერებ რომ გაუგებს წლები ლოდინის რეჟიმში მყოფ ქალს. ნონსენსია ეგ. რთული სათქმელია მარა მასეა.

Posted by: pepi grdzelicinda 1 Feb 2019, 17:16
narkozeli
ხო და თან შენთან რომ წუწუნებს ვერც გავიგე სექსი რა არის კარგადო, ეგრევე დავორსულდიო, რა ჯანდაბა დამემართაო, ნეტა არ იყოს მართალიო, ჯერ არ მინდოდაო..

Posted by: narkozeli 1 Feb 2019, 17:22
pepi grdzelicinda
QUOTE
ხო და თან შენთან რომ წუწუნებს ვერც გავიგე სექსი რა არის კარგადო, ეგრევე დავორსულდიო, რა ჯანდაბა დამემართაო, ნეტა არ იყოს მართალიო, ჯერ არ მინდოდაო..


biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif

არასდროს მდომებია რომ გათხოვებიდან 1 კვირაში უკვე ორსულად ვყოფილიყავი,მაგრამ თვეების მერე მომინდა კი ^_^

Posted by: eleonoraa12345 1 Feb 2019, 17:24
narkozeli
QUOTE
ვინც ბავშვი "იოლად" გააჩინა და პირველივე ღამეს ორსულად დარჩა ვერ დავიჯერებ რომ გაუგებს წლები ლოდინის რეჟიმში მყოფ ქალს. ნონსენსია ეგ. რთული სათქმელია მარა მასეა.

ასეა

pepi grdzelicinda
QUOTE
ხო და თან შენთან რომ წუწუნებს ვერც გავიგე სექსი რა არის კარგადო, ეგრევე დავორსულდიო, რა ჯანდაბა დამემართაო, ნეტა არ იყოს მართალიო, ჯერ არ მინდოდაო..

cry.gif cry.gif cry.gif

Posted by: Tess 1 Feb 2019, 17:48
QUOTE (Dark_Sky @ 1 Feb 2019, 16:49 )

მახსოვს ბავშვი პირველად რომ აიყვანა ჩემი ქმრის დედამ ხელში არ დამავიწყდება მისი ცრემლები და რასაც ამბობდა, "ღმერთო ყველას მიეცი ვისაც არ ყავს"


მართლა გული ამიჩუყდა love.gif


pepi grdzelicinda
არა პეპი , კი არ მომჩვენებია. ეს ის შემთხვევა არ არის, old.gif იუბილეზე კი არ იცოდა ბუნებრივია.
უბრალოდ გარეთ დამინახა, მიხვდა რომ მეუღლეს ველოდებოდი გამოპრანჭული კაბით და ქუსლებით და ჩემს მეუღლესთან ვერ გაბედავდა მაგის კითხვას.
ამიტომ თავის სახლიდანვე დაიწყო ჟესტების ენა, რომ მოესწრო მეუღლის გამოსვლამდე. მერე მომიახლოვდა კიდეც და უკვე ვერბალურადაც მკითხა, რამე ხომ არ არის ახალიო (იგივე ჟესტით), მერე დააზუსტა რატოო, თან დაამატა კი მაგრამ ხომ იმკურნალეო.
ამ მეზობელთან მხოლოდ გამარჯობა მაკავშირებდა თან,
ანუ პრობლემა რომ მქონდა და სამკურნალო ვიყავი ან ვიმკურნალე ეგ თითონ გადაწყვიტა. smile.gif


Posted by: pepi grdzelicinda 1 Feb 2019, 18:11
Tess
არა, მჯერა გოგო, შენ უკეთ იცი, smile.gif
მეც გამიბაზრეს რო თურმე მე ვთქვი რომ ჯერ არ მინდა ბავშვი, უნდა ვისწავლო და ხელს შემიშლისო, და მოაყოლეს მაგას რომ ხო ეკლესიური გოგოა და ეგეთ რამეს როგორ ბედავსო smile.gif))

Posted by: Tess 1 Feb 2019, 18:17
pepi grdzelicinda
აზრი არ აქვს ასეთი ადამიან3ბისთვის რამე სახის პასუხის გაცემას. rolleyes.gif
sad.gif


1ხელ უბნის მემაწვნე ქალი შემეცოდა კიდე, რაღაცეებს მეკითხებოდა , ჩემს დის შვილს არ ყავს ბავშვი და ხომ იცი ჩვენ გოგოს მხარე ვართ და ვინ გვკითხავს, ექიმი
თანაც თითონ წაიყვანენო sad.gif((

გენდერული პრობლემებიც აქტუალურია ამ სფეროში ჯერ კიდე. ძალიან სამწუხაროა.

Posted by: pepi grdzelicinda 1 Feb 2019, 19:39
Tess
ხო ეგეც დიდი პრობლემაა, გამიგია უშვილო იყო და გაუშვა ცოლიო, სხვა მოიყვანაო ..ძირითადად ქალებს ბრალდებათ ხოლმე ეგ ამბავი..

ხოდა ეს დანაშაულის განცდა რომელიც ისედაც გაქვს და საზოგადოება კიდევ გიმტკიცებს, არის დეპრესიის ერთერთი მთავარი სიმპტომი..

Posted by: Solveig 1 Feb 2019, 19:53
არ ვიცი, რამდენად დაიჯერებთ, მაგრამ ორიოდე რჩევას მოგცემდით:

1. დაორსულებას ნუ აქცევთ იდეა-ფიქსად ან თვითმიზნად. ეს ძალიან ცუდად მოქმედებს თქვენზეც (აგერ, ზემოთ აღწერა რამდენიმე ადამიანმა უკვე) და თქვენს ქმარზეც. მეტიც, შეიძლება, ფიზიკური და ფსიქიკური ჯანმრთელობა შეგირყიოთ და ამან, გარდა იმისა, რომ თქვენ დაიტანჯებით, ქმართან ურთიერთობაშიც პრობლემები გააჩინოს.
2. დედობა, რასაკვირველია, უდიდესი ბედნიერებაა. პატარა სიცოცხლის ჩახუტებას ალბათ არანაირი გრძნობა არ შეედრება დედამიწის ზურგზე love.gif მაგრამ... იფიქრეთ თქვენს თავზეც. მარტო დაორსულება ხომ არაა. ბავშვს გაჩენა უნდა, გაზრდა, აღზრდა. სამშობიაროდან რომ სახლში მიხვალთ, მერე მიხვდებით, რომ მთავარი აწი იწყება... ჰოდა, ნერვებდაწყვეტილ ქალს დედობაც გაუჭირდება (ე.წ. მშობიარობისშემდგომი დეპრესიის რისკებზე აღარაფერს ვამბობ).


მთავარი პრობლემა ამ შემთხვევაში არის საზოგადოების ზეწოლა ადამიანზე, განსაკუთრებით, ქალზე (ჩვენში ხომ უშვილობა ავტომატურად ქალის ბრალად ითვლება).

როცა სხვის საწოლში ქექვის მოყვარული საზოგადოებისაგან შორსაა ადამიანი, ბევრად უფრო მსუბუქად გრძნობს თავს.

რა თქმა უნდა, ვერავის ვურჩევ მთვარეზე გადასახლებას, მაგრამ, იმას მაინც შეეცადეთ, აგრძნობინოთ ან უთხრათ არამკითხე მოამბეებს, რომ არ გსიამოვნებთ ამ თემაზე სხვებთან საუბარი და რომ თვითონ მიხედავთ თავს, სხვების მზრუნველობის გარეშე.
თუ ეწყინებათ, ცივი წყალი ბლომად მოდის ონკანებში. მაღაზიებშიც იყიდება, თუ რამე.

pepi grdzelicinda
QUOTE
როდესაც გასწავლიან ილეთებს როგორ გამოექანო,

givi.gif
ასეთი ლექსიკით ლაპარაკს ვინც გიბედავს, იმათგან თავი შორს უნდა დაიჭირო კაცმა. ჩემთვის ეგ უდავოა.

ნუ დაიძაბებით. მიენდეთ დროს და ექიმებს (ვინც მორწმუნე ხართ-რელიგიაც დაგეხმარებათ). მიხედეთ ჯანმრთელობას და დატკბით იმ ადამიანთან ურთიერთობით, ვისგანაც გინდათ შვილი. მერე-როგორც ჩვენში იტყვიან- ღმერთი მოწყალეა smile.gif






Posted by: pepi grdzelicinda 1 Feb 2019, 20:41
Solveig
ძალიან კარგია,ხო ეს წესები ვიცით ყველამ და ვიცოდით ადრეც, მაგრამ ეს თავისთავად ხდება. წესია ეგეთი, ცხვრების წესია, ღმერთმა ადამი და ევა რომ შექმნა გამრავლდითო უთხრა..
ხოდა გინდა არ გინდა იდეა ფიქსი ხდება და მეტიც. შეიძლება სამსახურიც გქონდეს, ან სწავლობდე, გადაგქონდეს ყურადღება სხვა აქტივობებზე, მაგრამ ყველა სიტუაციაში შეიძლება თავი შეგახსენოს ამ ამბავმა.

ახლობლებს და მეგობრებს კიდევ თუ ასე ვეუხეშებით, ან მათ გულწრფელ თუმცა ზოგჯერ უტაქტო რჩევებს ავიგდებთ, ეს კიდევ უფრო იზოლაციაში გვაქცევს, მცირდება ახლობელი ადამიანების რიცხვი.

ქმართან ურთიერთობა კიდე ცალკე თემა, ძალიან მძიმე.. ქმრებს ძირითადად ეზარებათ ან არ თვლიან საჭიროდ ან არ სცალიათ პროცედურებზე იარონ შენთან ერთად, აი აქ ყველაზე მეტად გრძნობ თავს მარტოდ..

Posted by: ninoonin 1 Feb 2019, 22:16
QUOTE (pepi grdzelicinda @ 1 Feb 2019, 20:41 )


ქმართან ურთიერთობა კიდე ცალკე თემა, ძალიან მძიმე.. ქმრებს ძირითადად ეზარებათ ან არ თვლიან საჭიროდ ან არ სცალიათ პროცედურებზე იარონ შენთან ერთად, აი აქ ყველაზე მეტად გრძნობ თავს მარტოდ..

აუუ მართლა ეგრეა ჯერ პირველი ექვსი თვე სულ სადღაც იყო შეჯიბრებები შეკრებები (მწვრთნელია) შემდეგი 2 თვე არც მიფიქრია ექიმი რადგან მეგონა არ იქნებოდა არანაირი პრობლემა თან ქმარს ქონდა პრობლემები და მაგას ვაბრალებდი რომ მოწესრიგდა და მაინც არ დადგა ეს ნანატრი დღე მე დავიწყე ექიმთან სიარული და თვითონ გაუჩნდა ბევრი სანერვიულო და სადარდებელი (ამავდროულად ორივე ვნერვიულობდით ამ თემაზე უზომოდ უნდა მას) სამსახურის დაკარგვის რისკი მეგობრებთან ერთად ერთი დიდი დაჯახება მოხდა მთავრობასთან და კიდევ უფრო გაიწელა ეს თემა მე ვცდილობ ის დავამშვიდო თან სულ გაღიზიანებულია და ამასობაში დავრჩი მე მარტო (ამოვდროულად ოპერაცია გაიკეთა მუხლზე და სიარული აღარ შეიძლებოდა გარკვეული პერიოდი) ანალიზები გამოკვლევები ექიმები ეხოები იმედ გაცეუებები საერთოდ დაშორებაც მინდოდა მაგვრამ იმდენად ძლიერ მიყვარს ვერ ვახერხებ(( ძაან აბდა უბდათ დავწერე ბოდიში

Posted by: pepi grdzelicinda 1 Feb 2019, 23:04
ninoonin
დაშორება გამოსავალი არ არის, თან თუ ძალიან გიყვართ.
მასაც თუ თავზე საყრელად აქვს პრობლემები მითუმეტეს..
ასეთ სიტუაციაში ჯერ ყოფითი პრობლემების დალაგება იქნება ალბათ საჭირო, თორემ ზემოთ ავღნიშნეთ, შფოთვა და სტრესი ნავთს ასხამს ჩვენს ცეცხლზე.

Posted by: ninoonin 1 Feb 2019, 23:10
ფიზიკურად რომ გამოვიფიტე ძალიან ჩემი საქმე მქონდა სულ ვმოგზაურობდი ერთიანად ყველაფერს მოვწყვდი ვფიქრობ არა იმიტომ რომ ძალიან მეჩქარება არამედ იმიტომ რომ გარშემო მყოფებმა დამღალეს ძალიან ამ ნამიოკებით ლაპარაკმა დამღალა ძალიან თან ცალკეც ვერ ვცხოვრობთ გარკვეული მიზეზების გამო და ესეც ძალიან დიდ დისკომფორტს მიქმნის ხანდახან ვეღარ ვერევი საკუთარ თავს და ისე ძალიან ვჩხუბობთ ისეთ უაზრობებს ვეუბნები მრცხვენია ძალიან და საკუთარ თავს ვერ ვცნობ მაგვრამ რა ვქნა აღარ ვიცი

Posted by: pepi grdzelicinda 1 Feb 2019, 23:37
ninoonin
"საკუთარ საქმეს მოვწყდი", ეს არის ძალიან დიდი პრობლემა ჩვენს ქვეყანაში. ქალები ხშირად თავს ვანებებთ საყვარელ საქმიანობას ოჯახის გამო, ამას ხან ქმარი გვიწყვეტავს, ხან სიტუაცია..
ჩვენი ფსიქიკა კი ჯიუტად ეწინააღმდეგება ამ ყველაფერს და შედეგიც სახეზეა, გაუთავებელი კამათი, სტრესი, დაძაბულობა, რამდენი დავთმეთ მისთვის,ოჯახისთვის..თავს მსხვერპლის როლში ვიყენებთ და გვგონია რომ ბავშვი იქნება გამოსავალი.
მთავარია ემოციურად ვიყოთ ჯანსაღად, რა გვინდა ჩვენ ის გავარკვიოთ კარგად საკუთარ თავთან პირველ რიგში, თორემ სხვის სურვილებს და ნამიოკებს გადავაყოლებთ ცხოვრებას.

Posted by: eleonoraa12345 1 Feb 2019, 23:57
ninoonin
საყვარელი ასე სულ სტრესში ვერ იქნები ჯერ ოჯახში დაალაგე სიტუაცია და მერე ბავშვზე იფიქრე ჯობია მაპატიე ვიცი ჩემი საქმე არაა მაგრამ რასგან დაწერე რომ დაშორება გინდოდა ასე არ შეიძლება თუ გიყვარს მეუღლე ყველანაირად უნდა ეცადო დაალაგო სიტუაცია და არავის და არაფერს მისცე უფლება გაგიფუჭოთ ურთიერთობა ერთმანეთის იმედი უნდა იყოთ და საყრდენი ბევრი ილაპარაკეთ იმაზე რა გაწუხებთ ოღონდ ილაპარაკეთ და არა იჩხუბოთ, მე მჯერა რომ ლაპარაკი შველის და ძალიან დადებით საქმეს აკეთებს ცოლ ქმარს შორის smile.gif არ ინერვიულო ცუდი და კარგი პერიოდი ყველას აქვს მაგრამ ყოველთვის გაიხსენე რატომ აირჩიე ზუსტად ის ერთადერთი და დაუკავშირე მას ცხოვრება გაიხსენე როგორ გიყვარს და ნელ ნელა დალაგდება შენი აზრები smile.gif

Posted by: Lucifurr 2 Feb 2019, 00:15
QUOTE (Solveig @ 1 Feb 2019, 19:53 )
მთავარი პრობლემა ამ შემთხვევაში არის საზოგადოების ზეწოლა ადამიანზე, განსაკუთრებით, ქალზე (ჩვენში ხომ უშვილობა ავტომატურად ქალის ბრალად ითვლება).

როცა სხვის საწოლში ქექვის მოყვარული საზოგადოებისაგან შორსაა ადამიანი, ბევრად უფრო მსუბუქად გრძნობს თავს.


100%ით გეთანხმები : ) მცდელობების დროს, ისედაც ნერვიულობ და ისტრესები და ათას რაღაცას კითხულობ, სწავლობ და ხარ ერთ ამბავში და ახლა კიდე ვიღაცეები "კეთილ" რჩევებს რომ გიმატებენ. ბებიაჩემმა გააგიჟა დედაჩემი, რომ ვერ ორსულდება ოჯახი არ დაენგრესო და დედაჩემმაც დაიწყო რეკვა დღეში სამჯერ, რამე ხო არ ხდება, აბა როგორ ხარ, ახალი რა არის კითხვებით. ნუ სანამ ერთხელ რასაც ქვია არ გავუფრინე იქამდე არ შემეშვნენ. ეხლა არ მინდა გავინერვიულო თავი მაგრამ ბებიაჩემს ძაან მწარედ გავახსენებ ჩემს ამ განერვიულებას და იმედია სხვა შვილიშვილებს მაინც არ გაბურღავს ამ თავისი იდიოტობებით. ძალიან მიყვარს მართლა და უამრავი რაღაც აქვს გაკეთებული ჩემთვის მაგრამ ეს არავის აძლევს უფლებას რომ ჩემს საკვერცხეებში ურიოს ხელები. როცა დასარჩენი ვიყავი დავრჩი კიდეც. ასე რომ გოგოებო გული არ გაიტეხოთ, თავი ხელში აიყვანეთ, ყველა არამკითხე მოამბე ან მოიშორეთ ან მოსვით თავის ადგილას (ვინც არ უნდა იყოს) და იცხოვრეთ. მთავარია იცხოვროთ თქვენი ცხოვრებით, თქვენი სიამოვნებისთვის და ყველაფერი ისე მოხდება როგორც გესიამოვნებათ აი ნახავთ. პ.ს. ჩემი ქმარი ისეთი რომ არ იყოს როგორიც არის ალბათ იმ მცირე პერიოდიან სტრესსაც ვერ გავუძლებდი რაც გადავიტანე : ) ქმრის როლიც ზუსტად ისეთია ამ ყველაფერში როგორც ცოლის. ყოველთვის ყველაფერში ვგრძნობდი და ვგრძნობ მის მხარდაჭერას და ეს ძალიან მაძლიერებს. მინდა რომ ყველას აგისრულდეთ სურვილები და ყველა თქვენგანის ორსულობა-მშობიარობის ამბები მესმოდეს ყოველდღე!!!

Posted by: კუსკუსა 2 Feb 2019, 11:37
ninoonin
შენს შემთხვევაში, ერთადერთი გამოსავალი, ცალკე გასვლაა (ფინანსურად მოძლიერება)
უნდა გაიჭირვოთ და შეძლოთ, მოწმეების გარეშე ცხოვრების აწყობა
მერე ყველაფერი თავისთავად დალაგდება...


Posted by: ninoonin 2 Feb 2019, 12:35
სამწუხაროდ ფიზიკურად შეუძლებელია ამ ეტაპზე ცალკე გასვლა თორე დიდი სიამოვნებით!

Posted by: pepi grdzelicinda 2 Feb 2019, 16:43
Lucifurr
ოჯახის დანგრევის რისკი არის რა თქმა უნდა, ბებიას ტყუილად არ ეშინოდა. წყვილს გააჩნია, რამდენად უყვართ ერთმანეთი და ჭირში და ლხინში მზად არიან ერთად ყოფნისთვის. მახსოვს მაშინ ჯერ კიდევ ექვსი წელი იყო გასული ქორწონებიდან, ერთმა ქალმა მითხრა, ეტყობა ერთმანეთი გიყვართ რომ არ დაიშალეთ აქამდეო smile.gif)

Posted by: coroline 2 Feb 2019, 18:14
მეც დავწერ ჩემს მცირე გამოვცდილებას, რომელმაც დამარწმუნა, რომ ფსიქოლოგიური მომენტი ძალიან მნიშვნელოვანია.

პირველ ბავშვზე ისე დავორსულდი არც კი მიფიქრია ამაზე. პატარა ვიყავი და არც ვნერვოულბდი ამ თემაზე. მეორე ბავშვი კი 6 წლის შემდეგ დავგეგმეთ და პირველივე თვეს გადამიცდა. მანამდე მხოლოდ ერთხელ პირველი ორსულობის დროს მქონდა გადაცდენილი. 28 დღიანი ციკლი მაქვს როგორც კანონი. გადაცდენა ომდენად სწრაგად მოხდა რომ ექიმთან არც ვყოფილვარ. გავიკეთე ტესტი და ძალიან მკრთალი მეორე ხაზი დავინახე. 4 დღეში მომივიდაsad.gif ისე ვინერვიულე, ძალიან გამვიცადე. ყოველდღე ვუყურებდი კალენდარს, როდის იყო ოვულაცია, ყველა სიმპტომს ვაქცევსი ყურადღებას. როცა მანამდე მართლა არაფერი არ ვიცოდი. დავიწყე კირკიტი და ნელ-ნელა ვიძაბებოდი. ვაიდა ჩემს ქმარს გადაეწყვიტა ოვულაციის დღეს ცოტა დაეგვიანა, სკანდალება ვაწყობდი. უკვე ვალდებულებად ვაქციე და ჩემს ქმარსაც ვთრგუნავდი ამ ჩემი განწყობით. ექიმთან შიშით ვერ მივდიოდი , თან ინტერნეტში წავიკითხე მეორეადი უშვილობის შესახებ და მოკლედ ჩემ თავს ვჭამდი ჩემ ქმარსაც სულ ვეჩხუბებოდი ოღონდ მიზეზს ვერ ხვდებოდა. ესე გავიდა 4 თვე და მეოთხე თვეს უკვე გადავწყვიტე ექიმთან მივსულიყავი და ბოლოს და ბოლოს გამეგონრა ხდებოდა. ასე რომ ექიმთან მისვლამდე დავიკიდე და აღარც ოვულაცია გავაკონტროლე და უბრალოდ მოვდუნდი. დასასვენებლად ვიყავი წასული და უცებ გამახსენსდა რომ გადამიცდა, არადა ისევ აწყობილი ციკლი მქონდა, მაგრამ არ ვიცი რამ მომათმენინა 2 დღე ტესტი არ გავიკეთე. 2 დღეში აინთო მეორე ხაზიც.

მესმის რომ 4 თვე დიდი დრო არ არის, თან იმის გათვალოსწინებით რომ 1 შვილი მყავდა უკვე, მაგრამ ჩემი ფსიქოლოგიური მდგომარეობის გამო, ფაქტობრივად გამოვიწვიე რომ სრულიად ჯანრმთელი ვერ ვორსულდებოდი.. გარდა ამისა ჩემ ქმარსაც ისე ვექცეოდი თითქოს უბრალოდ მეხმარებოდა დაორსულებაში და ის არაფერ შუაში იყოsmile.gif) არ ვუზიარებდი არაფერს. მოკლედ უბრალოდ მიზანი მქონდა და ჩავიციკლე ამაზე.

ამ პერიოდმა კიდევ ერთხელ დამარწმუნა რომ მთავარია სულიერი სიმშვიდე smile.gif

Posted by: Lucifurr 2 Feb 2019, 18:25
pepi grdzelicinda
არ ვიცი, უბრალოდ ჩემთვის და ჩემი ქმრისთვისაც ეგ იმდენად წარმოუდგენელი იყო რომ მისმა სიტყვებმა მომკლა რასაც ქვია. კიდე ვერ გადავხარშე წყენა. sleep.gif რამდენიც გამახსენდება ეხლაც ნერვები მეშლება sleep.gif

Posted by: pepi grdzelicinda 2 Feb 2019, 20:35
კიდევ შეიძლება იყოს აკვიატებული აზრები, მაგალითად თუ გავიფიქრებ ასე მოხდება, და აკვიატებული ქმედებები, თუ ამას არ გავაკეთებ რამე ცუდი მოხდება.
ესენიც ძალიან აუტანელია, როდესაც ოცნების უფლებასაც კი არ აძლევ საკუთარ თავს, იმიტომ რომ თუ წარმოიდგენ ბედნიერებას აუცილებლად ცუდი მოხდება..

Posted by: eleonoraa12345 2 Feb 2019, 20:37
QUOTE (pepi grdzelicinda @ 2 Feb 2019, 20:35 )
კიდევ შეიძლება იყოს აკვიატებული აზრები, მაგალითად თუ გავიფიქრებ ასე მოხდება, და აკვიატებული ქმედებები, თუ ამას არ გავაკეთებ რამე ცუდი მოხდება.
ესენიც ძალიან აუტანელია, როდესაც ოცნების უფლებასაც კი არ აძლევ საკუთარ თავს, იმიტომ რომ თუ წარმოიდგენ ბედნიერებას აუცილებლად ცუდი მოხდება..

ძალიან ნაცნობი სიტუაციაა ჩემთვის sad.gif

Posted by: pinny 2 Feb 2019, 22:47
აუ გოგოებო რა მაგარი თემაა. პეპი მადლობა. ნამდვილი ფსიქოლოგი ხარ! ნაცნობი ადამინი რომ არ მოგესალმება ქუჩაში ეს მაგალითი ძალიან სასარგებლო და კარგი იყო თუ როგორ უნდა მართო საკუტარი ფსიქოლოგიური მდგომარეობა. მადლობა ამ თემისთვის!

Posted by: pepi grdzelicinda 2 Feb 2019, 22:55
pinny
smile.gif)
არადა მართლა ფსიქოთერაპევტი ვარ smile.gif
ფსიქიატრიც smile.gif
და იმდენად დამძაბა ამ სიტუაციამ რომ ხომ ვიცოდი ყველაფერი რა და როგორ მჭირდა, მაინც გარეკილი მქონდა, განსაკუთრებით ინვიტროს პერიოდში.
ამიტომ გამიჩნდა სურვილი რომ მეტი გავიგო ამ პრობლემის მქონე ადამიანებს რა ჩივილები აქვთ და დავეხმარო.

Posted by: pinny 2 Feb 2019, 22:55
მე კი ყველაზე მეტად ნერვებს მიშლის შვილიანების ფრაზები: ჩვენ ვერ გესტუმრებით ბევრნი ვართ (2-3შვილი რომ ჰყავთ) თქვენ გვესტუმრეთ ორნი ხართ. ან თქვენ ორნი ხართ. უი ბავშვი რომ არ გყავს რა კარგია სახლში უფრო მოასწრებ ყვრლაფრის გაკეთებას. შენ რა გენაღვლება შაბათ კვირას კი დაისვენებ მე ვიკითხო ორი ბავშვით. შენ კი ეახვალ დასასვენებლად თორე მე სად წავალ ბავშვები მყავს. ნუ ეს სიახლე ხომ არაფერია - ამაზე მეცინება უფრო, სიახლეების მეტი რა არის )))

Posted by: pepi grdzelicinda 3 Feb 2019, 09:22
pinny
მე პირიქით, მიხაროდა ამდენს ვინმე თუ მიხვდებოდა smile.gif
სანამ არ გამოვაცხადე რომ დაბადების დღეებზე აღარ მოვალთ და არ გაგიტყდეთ თქო ვერ ხვდებოდნენ.smile.gif
ერთხელ აღმოვჩნდით ეგეთ სიტუაციაში, მივედით ორნი და სუფრა სავსე დაგვხვდა დედებით რომლებსაც კალთაში ან გვერდით ეჯდათ ბავშვები. კი მოვიკითხეთ ყველა მაგრამ ზედმეტად რო იგრძნობ თავს და შეგრცხვება, სათამაშოების ოთახში შევვარდით და იქ გავიყვანეთ ის აუტანელი დრო სანამ სუფრა ცოტა არ აირიაsmile.gif
ეგ დღე იყო ბოლო ასეთ ივენთებზე smile.gif)

Posted by: Georgian23 3 Feb 2019, 20:08
მესმის გაღიზიანებული ხართ და ამას ძალიან განიცდით მაგრამ
ზოგი ისეთ ქვეტექსტებს ეძებთ და გაღიზიანებთ მართლა ზედმეტია დამიჯერეთ.
პრობლემა როცა გაქვს ადამიამს ამან არუნდა გაგაბოროტოს ყველაფერი უკუღმა გეჩვენება. 3 წელი არ მყავდა და ძალიან მაღიზიანებდა მეც 8 ჯერ კითხვა 1 კვირის წინ რომ გკითხა და მეორე კვირას ისევ გეკითხება მაგრამ რამოხდა დიდი ხნის უნახავი ახლობელი შენს ამბავს თუ მოიკითხავს ან გეტყვის ჩვენ ბევრნი ვართ და ტქვენ მოდით. დარწმუნებული ვარ ამას არავინ ხაზს არ გაუსვავს სპეციალურად! ეს სიაულელეა. ინტერესი არის კი მაგრამ ვინმე ამას სპეციალურად აკეთებდეს ვერ დავიჯერებ და ეა ძალიან ცუდათ ჩანს

ანდა ამის გამო საზოგადოებამ უნდა გავრიყოს? მათი ბრალი იყო ჩემი უშვილობა? რომ არ დაეპატიჟეთ ეგეთ ივენთებზე თავიდანვე მერე პირიქით იტყოდით.ცოტა დაფიქრდით რა ცუდათ ჩანს ძალიან რასაც თქვენ აკეთებთ.
პარანოიას გავს ეს ყველაფერი და იმას კიარა რომ მართლა გინდა შვილი. სხვას რომ ყავს მეც მინდა.

ხოდა კიდე
ბავშვის გაჩენის შემდეგ იწყება ნამდვილი პრობლემები ცოლ-ქმარს შორის

Posted by: ninoonin 3 Feb 2019, 20:31
ნორმალურ ოჯახში რომელსაც ეს გადაწყვეტილება დამოუკიდებლად აქვს მიღებული და ნამდვილად უნდათ შვილი არამგონია პრობლემის წარმომქმნელი იყოს (ნუ რათქმაუნდა ეს ჩემთვის) არ მაქვს საუბარი იმაზე რომ არ უნდათ და პრეზერვატივიდან გარპარებათ ან მუცელზე რომ დაეცემათ და ისე ორსულდებიან კიდევ ათასი მაგალითია ასეთი მე რატომღაც მგონია რომუფრო გალამაზდება ჩვენი ოჯახი იმით თუ პატარა წევრიც შემოემატება
* * *
ნუ ეხლა ორ კვირაში ერთხელ რომ გკითხავს გასაგებია მაგვრამ ყოველ სამ დღეში ერთხელ რომ გეკითხება ეგ უკვე გამიზნულია და არამგონია დღევანდელ ცივილიზაციაში ვინმემ არ იცოდეს რომ სამ დღეში დაორსულება და თან გაგება შეუძლებელია ნუ ეს ჩემი მოკრძალებული აზრია და არ გამიბრაზდეთ სხვათაშორის მე საკუთარ ოჯახის წევრებზე უფრო ვბრაზდები ვიდრე უცხო მნახველზე რომელიც შემხვდება და ცხადია აინტერესებს რატომ არ ვარ ამდენი ხანი ორსულად იმას ვეტყვი და გავივლი მაგვრამ ოჯახის წევრებს რა მოვუხერხო როდესაც გამიდმებით ხაზს უსვავენ ამ თემაზე ლაპარაკს მითუმეტეს რომ როცა ვიქნები უფლის წყალობით დარწმუნებულები არიან რომ მათ არ გამოეპარებათ და აუცილებლად ვახარებ ამ ამბავს (უბრალოდ არ არის საჭირო სხვის საწოლში ხელები აფათურო და სხვის წითელ სტუმრებს უდარაჯო)

Posted by: makmanus 3 Feb 2019, 20:57
pepi grdzelicinda
როგორ მჭირდება ფსიქოთერაპევტი და ფსიქიატრი....

ninoonin
ოჯახის წევრები მსტრესავდნენ ყველაზე მეტად...

Posted by: ninoonin 3 Feb 2019, 21:01
მესმის სრულიად და ეხლაც მგონია რომ მხოლოდ ტვინიდან ვბლოკავ იმდენად ვმწარდები ხოლმე რო აღარც ოვულაცია მინდა და აღარც სიამოვნება

Posted by: pinny 3 Feb 2019, 21:34
Georgian23
შეიძლება სოეციალურად არ ამბიბენ, მაგრამ ამდენი წლის ევალების მერე გულზე ძალიან მძიმედ გზვდება რომ ორნი ხართ. ორი მარტოხალა ბებერივით. გეგინება შვილრბიანს არ შეუძლია სადმე მოსვლა. კარის მეზობელმაც კი მითხრა შენ შრმოდი ჩვენ ბევრნი ვართო. ხაზგასმულია რომ თქვენ ორნი ხართ და საქმე არ გაქვთ მაინც. თირე ნახევარი საათით შემორბენას ყველა მოახერხებს. ნუ სხვის შვილრბზრ გული არასდროს დამწყვეტია. ვგიჟდები ყველა ბავშვზე!!!!! ყველას ვეფერები ყიველთვის

Posted by: კუსკუსა 3 Feb 2019, 21:40
მართლა გულთან ძალიან ახლოს მიგაქვთ, ცნობისმოყვარეთა ზედმეტი აქტიურობა
კი მიტევენ კითხვებით, მაგრამ იმდენად თავდაჯერებულად ვპასუხობ...ცხვირის ჩაყოფის სურვილს ვუკარგავ biggrin.gif

თქვენ არ ხართ ავადმყოფები, როცა დრო დადგება, ყველას ეწვევა ბედნიერება
მანამდე, თავაწეულებმა, ამაყად იარეთ და ზემოდანაც გადმოხედეთ ბავშვების გამო, უამრავი პრობლემით დახუნძლულ მშობლებს biggrin.gif

Posted by: tchumba 3 Feb 2019, 21:42
არა სუფრაზე რომ შვილებს ლოცავენ და და შენ რომ გადმოგხედავენ დაღვრემილი თვალებით შენთვის მალე მომელოცოსო და მერე რომ გამშვიდებენ არაფელია ყველაფერი კარგად იქნებაო. თან ამ დროს ბახუსი ძლევს უკვე ბევრს.

Posted by: FromTime 3 Feb 2019, 21:48
> უშვილობა და ფსიქიკური ჯანმრთელობა, ციკლიდან ციკლამდე ცხოვრება ორი ხაზის მოლოდინში.

ჩემი აზრით სათაური დისკრიმინაციულია. ადამიანების 2 ჯგუფის მიმართ. ვისაც არ უნდა შვილი და ვისაც არ უჩნდება შვილი. თვითონ პოსტი წავიკითხე, გასაგებია, ნორმალურია, ყველა სხვადასხვანაირად ფიქროიბს ამ ცხოვრებაში. მაგრამ რატო უნდა მქონდეს ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემები თუ შვილი არ მინდა?
ან სხვამ რატო უნდა გადამიწყვიტოს რა მინდა?! და ამის მერე ჩემი ჯანმრთელობის მდგომნარეობას შეეხოს!

Posted by: ninoonin 3 Feb 2019, 21:48
არა მაგაში ნამდვილად გამიმართლა სამეგობრო ორივეს იდეალური გვყავს აუ ახლობლებმაუფრო იციან ჩავიკვლა და ოჯახის წევრებმა თორე სუფრასთან ჩვენც დაგვილევია გამრავლების სადღეგრძელო ყველასი ერთად ცოტა უსიამოვნოა როცა იცი რომ ახლობელია თან ამ უცეშმა პასუხმა შეიძლება ატკინოს გულის ისევ მირჩევნია მე ვიყო ნაწყენი და ორი წუთის მერე გავატარო

Posted by: კუსკუსა 3 Feb 2019, 21:54
FromTime
QUOTE
ჩემი აზრით სათაური დისკრიმინაციულია. ადამიანების 2 ჯგუფის მიმართ. ვისაც არ უნდა შვილი და ვისაც არ უჩნდება შვილი.


up.gif

გეთანხმები
თავად სიტყვა უშვილო, ნეგატივის მატარებელია
ამავე დროს სასტიკი განაჩენი...




Posted by: pepi grdzelicinda 3 Feb 2019, 22:06
FromTime
არავითარი დისკრიმინაცია smile.gif
ვისაც გვინდა ან გვინდოდა და არ გვიჩნდებოდა , ესეთ დაფეხვილებზე გვაქვს საუბარი აქsmile.gif
ვისაც არ უნდა ის რატომ უნდა ელოდოს ორ ხაზს გაუგებარია, ან თავის თავზე რატომ უნდა მიიღოს ეს თემა?

არ მინდა და არ გავაჩენ , პრინციპში ასეთ შემთხვევაშიც არ იქნება საზოგადოება შემწყნარებელი smile.gifარავინ ამბობს რომ ფსიქიკური ჯანმრთელობოს პრობლემა აუცილებლად უმდა გქონდეს.
თუ გინდა გაგვიზიარე რა სიძნელეები ხვდება ქალებს დროს..u are welcome
* * *
კუსკუსა
Infertility -ს თარგმანი თუ რამე სხვა არის გამოუშვი, უნაყოფობა ჯობია? უფრო გასაგები რომ ყოფილიყო დიაგნოზი ამიტომ დავწერე.

Posted by: FromTime 3 Feb 2019, 22:14
QUOTE (კუსკუსა @ 3 Feb 2019, 21:54 )
up.gif

გეთანხმები
თავად სიტყვა უშვილო, ნეგატივის მატარებელია
ამავე დროს სასტიკი განაჩენი...

smile.gif ეგ ვიგულისხმე, ხისტად ჟღერს, თორემ დისკრიმინაცია რო არაა პოსტის მიზანი, ეს წაკითხვის მერე ჩანს, მაგრამ თვალში საცემია სათაურის სიტყვების როგორც შენ ამბობ "ნეგატიურობა"

Posted by: კუსკუსა 3 Feb 2019, 22:16
pepi grdzelicinda
ამ განყოფილებაში მპოსტავი იუზერებიდან, არცერთი არაა უშვილო, ან უნაყოფო smile.gif
დღეს რომ შვილი არ ჰყავთ, არ ნიშნავს რომ განაჩენი აქვთ გამოტანილი
გარკვეული პერიოდის შემდეგ, აუცილებლად გახდებიან დედები
ამის არაერთი მაგალითი გვაქვს, "წეროების" "ინვიტროს" თემებში




Posted by: Georgian23 3 Feb 2019, 22:18
ninoonin
არარის ეგრე, ნამდვილად გვინდოდა და დაგეგმილი გვქონდა მშობიარობის შემდგომ ეტაპებზე ბავშვს რაუნდა და ა. შ. ვგიჟდებით ჩვენ შვილზე მაგრამ ძალიან ბევრი პრობლემა გახდა, რომ გეყოლებათ მერე მიხვდებით მაგრამ ეს არნიშნავს იმას რომ შვილის გამო არ ღირს ეს პრობლემები

ჩემი ნათესავიც მეუბნება 3 ყვს შენ გამოდი ჩვენ ბევრი ვართ და გავბრაზდე? ან ეს რაშუგნებლობაა ოჯახის წევრებისგან წარამარა კითხვა, არასოდეს არ უკითხავს დედაჩემს ერთხელ მეტად და არც სხვას, ერთხელ ვინც მკითხა ვუთხარი რომ როცა სიახლე იქნებოდა გავაგებინებდი აუცილებლად

და კიდევ სამსახურში ჩემნაირი 1 გოგო იყო იმასაც ჩემსავით არ ყავდა 3 წელი ,მერე მე რომ დავრჩი და თანამშრომლები მეკითხებოდნენ ამბებს ერთმა გოგომ მითხრა მისი თანდასწრებით ნულაპარაკობო

რატომ მეთქი? ვაგრძნობინო რომ მეცოდება და საცოდავია ჩემთან შედარებით? არა, პირიქით არ ვერიდებოდი არაფრის საუბარს იმიტომ რომ რაც მეტს იკონტაქტებთ ბავშვებთან და შვილიანებთან მით უკეთ მოუხდება ჩვენს ტვინებს და არა ვაიმე მე საცოდავი ღმერთისგან დასჯილი ვარ და მორჩა თქვენ არ მჭირდებით აწვალ ჩემნაირი საცოდავებთან ვიგლოვებ,

ყველაფერი დროებითია!
დღეს არა მაგრამ ხვალ გაგიმართლებს, აუცილებლად დადგება შენი ბედნიერების დროც
სულ ასე ვერ იქნები, უბრალოდ ბუნება არ არის ასე მოწყობილი სულ ერთ მდგომარეობაში იყო
ასე რომ შემოულაწუნეთ თქვენ თავებს გაიღიმეთ წვეულებებზე იარეთ და სხვისი შვილეიც ჩაისვით, 21 საუკუნეა დღეს აღარაფერია პრობლემა, გაოსავალი ყოველთვის არსებობს

Posted by: Solveig 3 Feb 2019, 22:20
უშვილობა სამედიცინო ტერმინია და ვერ იქნება დისკრიმინაციული smile.gif უშვილობის სინონიმად ზოგჯერ უნაყოფობაც გამოიყენება და ჩემი აზრით, ეგ უფრო დამთრგუნველია.

Posted by: FromTime 3 Feb 2019, 22:23
QUOTE (pepi grdzelicinda @ 3 Feb 2019, 22:06 )
არ მინდა და არ გავაჩენ , პრინციპში ასეთ შემთხვევაშიც არ იქნება საზოგადოება შემწყნარებელი smile.gifარავინ ამბობს რომ ფსიქიკური ჯანმრთელობოს პრობლემა აუცილებლად უმდა გქონდეს.
თუ გინდა გაგვიზიარე რა სიძნელეები ხვდება ქალებს  დროს..u are welcome

smile.gif დავუწერე უკვე კუსკუსა-ს ამიტომ აღარ გავმეორდები



ახლა მე ვიქნები ხისტი და ვიტყვი. რა თქმა უნდა ჩემს აზრს smile.gif სუ მკიდია რას იფიქრებს საზოგადოება. მიუხედავად უკიდურესად კანონმორჩილი მოქალაქე ვარ და "ჭიანჭველასაც კი არ ვაბიჯებ ფეხს", მაინც ყველა სახის კოლექტიურობა გინდ აქ, გინდა კანადაში ჩემთვის გულის ამრევია. არ შემიძლია ეს დაუწერელი კანობების დაცვაზე ნერვების შლა, და კანკალი. ის რას იტვის, ეს რას იფიქრებს და ა.შ. ამიტომ სანათესაოში, სამსახურშიც და თუ სადმე უცხო გარემოში მოვხვდი, ვცდილობ ხალხი დისტანციაზე მყავდეს. თავაზიანი გამარჯობა-გაგიმარჯოს და მეტი არაფერი. მეგობრებს კი თავად ირჩევ. ამიტომ ...
smile.gif
ყველას წარმატება და მომავალში მრავალშვილიანობას ვუსურვებ, ვისაც უნდა და არ უჩნდება. და ჩვენც ბედნიერი ცხოვრება ვისაც არ გვინდა და ასე გვინდა ცხოვრება wink.gif

Posted by: კუსკუსა 3 Feb 2019, 22:25
Solveig

თემის მიზანი ხომ გამხნევებაა, რეალური პრობლემების გაზიარება და ერთმანეთის მხარდაჭერა...
თავიდანვე უშვილოს დიაგნოზს რატომ უსვამ, ისედაც დეპრესიაში მყოფ ადამიანს
რა დროს ტერმინებზე საუბარია, ხალხს მართლა გარეკილი აქვს, ამდენი წამლებისგან და ექიმების გულგრილი დამოკიდებულებისგან...

მოკლედ, თემის სათაური, ოდნავ მაინც თუ აზროვნებს ადამიანი, უნდა გაუტყდეს (ეს რბილად რომ ვთქვათ)



Posted by: ninoonin 3 Feb 2019, 22:25
იმას არ ვიძახი რომ უპრობლემოდ იზრდებიან შვილები იკვებებიან და ცხოვრობენ თქო სხვათაშორის ურთიერთობაში და ცოცხალ ადამიანებში პრობლემები შვილების გარეშეც აქვს(ზოგს რა აქვს სადარდებელი ზოგს რა) მაგვრამ მაინც მგონია რომ იდეალური ურთიერთობა არც ბავშვაბდე არსებობს და არც მის შემდეგ

Posted by: pepi grdzelicinda 3 Feb 2019, 22:30
კუსკუსა
ხო ეგ ძალიან კარგად ვიცი, უშვილობა განაჩენი არ არის, მაგრამ ეს დიაგნოზი არსებობს იქამდე სანამ შვილი არ გეყოლება ან ბუნებრივად, ან ინვიტრო განაყოფიერებით, ან დონორის ან სუროგატის დახმარებით.
ხოდა ეს პროცესია დამთრგუნველი , დამსტრესავი, დეპრესიაში ჩამგდები

Posted by: FromTime 3 Feb 2019, 22:31
QUOTE (Solveig @ 3 Feb 2019, 22:20 )
უშვილობა სამედიცინო ტერმინია და ვერ იქნება დისკრიმინაციული smile.gif უშვილობის სინონიმად ზოგჯერ უნაყოფობაც გამოიყენება და ჩემი აზრით, ეგ უფრო დამთრგუნველია.

: ) დებილი, იდიოტიც თუ არ ვცდები სამედიცინო ტერიმინია. პენისიც და ვეჯაინაც. და არა მგონია მათი გამოყენება ვინმესთან მიმართებაში, კორექტული იყოს. ჩემს აზრს ვამბობ, არავის არ ვუკრძალავ რამეს, ვისაც რა უნდა ისე დაუსათაურებია smile.gif პირადად ჩემთვის დისკრიმინაციული იყო მაგ ორი სიტყვის კომბინაცია.
* * *
და კიდევ, ისევ ჩემს აზრს ვამბობ. სულ მიკვირს თუ მანქანის ტარებას ჭირდება მოწმობა, რატო არ ჭირდება ადამიანს მსგავსი შვილის გაჩენისთვის?! მარტო "შვილი გვინდა" არა მგონია საკმარისი არგუმენტი იყოს ახალი სიცოცხლის მოსავლინებლად ამ ქვეყანაზე. უმარავ ადამიანს თუნდაც ფინანსურად უზრუნველყოფილს აქაც და სხვაგანაც, ინფანტილური მიდგომა აქვს ამ საკითხისადმი, უნდა და რა ქნას!

და ბავშვს უნდა უსიყვარულო ოჯახში დაბადება და გაზრდა?! სხვა პრობლემას რომ თუნდაც თავი დავანებოთ

Posted by: კუსკუსა 3 Feb 2019, 22:38
pepi grdzelicinda
QUOTE
ხოდა ეს პროცესია დამთრგუნველი , დამსტრესავი, დეპრესიაში ჩამგდები

დეპრესიაში საკუთარ თავსაც აგდებ და სხვასაც, როცა დიაგნოზად უშვილობას და უნაყოფობას უდგენ
მგონი ხვდები, მაგრამ გაჯიუტდი smile.gif
ვინმემ უშვილო რომ მიწოდოს, თავს წავაცლი biggrin.gif

პ.ს
თემა მართლა არაა ცუდი, პირიქით, გოგოები ცოტა გულს მოიოხებენ,...


Posted by: pepi grdzelicinda 3 Feb 2019, 22:43
Georgian23
ახალი დიაგნოზი შემოაგდე ეხლა შენsmile.gif
პარანოია
კი შეიძლება გვეჩვენება , შეიძლება ყველა კეთილგანწყობილია მაგრამ ვარდისფერი სათვალეებით ვერ ვიყურებით მაგ დროს, მაგას ვჩივით ზუსტად. კი შევუძახებთ ჩვენს თავებს, თავის ხელში აყვანასაც ვეცდებით მაგრამ ძნელია, ძალიან..
* * *
კუსკუსა
მე არ ვუდგენ დიაგნოზებს, ექიმები უდგენენ smile.gif
როდესაც ერთი წელი დაუცველი სექსი გაქვს და არ ორსულდები ისმება პირველადი უნაყოფობის დიაგნოზი, შმედეგ იკვლევენ მიზეზებს. სანამ მიზეზი არ დადგინდება და აღმოიფხვრება ასეა. მე არ ვადგენ დიაგნოსტირების კრიტერიუმებს.
კიდევ არის მეორადი უნაყოფობა, როდესაც ერთი ან რამდენიმე ორსულობა და მშობიარობის შემდეგ ვერ ხერხდება დაორსულება.
არ ვჯიუტობ ნამდვილად.wink.gif
ექიმმა საკეისროს ჩვენებაში რა დამიწერა იცი? 11 წლის უნაყოფობა და ინვიტრო განაყოფიერება, თავი უნდა წამეცალა? ვერ ვაზროვნებ? wink.gif

Posted by: კუსკუსა 3 Feb 2019, 22:51
pepi grdzelicinda

ექიმი ფეხზე მკიდია რას წერს biggrin.gif
თემა ჩვეულებრივი მოკვდავებისთვის გახსენი
ასე რომ მიიღე შენიშვნა და სათაური ჩაასწორე 2kiss.gif


Posted by: pepi grdzelicinda 3 Feb 2019, 22:55
[b]კუსკუსა[/b
შემოგვთავაზე ალტერნატივა და განვიხილავთ:*

Posted by: Georgian23 3 Feb 2019, 22:57
pepi grdzelicinda
ინტრიგანი ადამიანიც იქნება აუცილებლად მაგრამ ცოტა
რომელიც ხაზს უსვავს შენს პრობლემას და ამას იმიტომ აკეთებს რომ იგრძნოს მარტო თვითონ არ არის "უბედური" (მისი გადმოსახედიდან)

ყველა ეგეთი ვრ იქნება ვინც შენს ამბავს იკითხავს.


Posted by: კუსკუსა 3 Feb 2019, 23:04
pepi grdzelicinda

biggrin.gif

QUOTE
ცხოვრება ორი ხაზის მოლოდინში..


სრულიად საკმარისია
რეალისტური და მრავლისმთქმელი...




Posted by: Georgian23 3 Feb 2019, 23:17
მე გასწავლით ერთ ვარჯიშს smile.gif

ყოველდღე გააკეთეთ ( ფსიქოლოგისგან ვიცი)

წარმოიდგინეთ როგორ დაორსულდით და როგორ გეზრდებათ მუცელი და მერე როგორ გეწყებათ სამშობიარო ტკივილები, როგორ მიდიხართ კლინიკაში დეტლაურად როგორ ხდება მშობიარობა
დეტალურად ყველაფერი, როგორ გტკივათ მუცელი და.აშ აღარ გავაგძელებ მოკლეთ მშობიარობა უნდა წარმოიდგინოთ, მერე რას გრძნობთ როცა ბავშვს ხედავთ, პირველი რეაქცია


და კიდევ დაფიქრდით თქვენს თავებთან

რატომ მინდა მყავდეს შვილი

სიბერეში მომიაროს?
თავმოყვარეობა მელახება რომ სხვას გამოსდის და მე არა?
ის რომ ჩემი ეგო დავიკმაყოფილო და ჩემ ჭკუაზე ვიღაც გავზარდო?
ამ ტანჯულ სამყარეოში სიცოცხლე ვაჩუქო ?
გვარი გავამრავლო?
სიყვარული ვაჩუქო და ბედნიერად გავზარდო?
უამრავი მიზეზია

Posted by: pepi grdzelicinda 3 Feb 2019, 23:18
makmanus
მოდი ჩემთან, თუ გინდა პირადში მომწერე და იქ განვიხილოთ smile.gif:*

Posted by: ninoonin 3 Feb 2019, 23:22
ვაიმე რატომ მინდა და ძალიან პაწაწუნა არსება ჩემი და ჩემი მეუღლის სიყვარულის ნაყოფი რომ გაჩნდეს ჩემში გაიზარდოს ჩემივე მიცელში მოევლინოს ამ ქვეყანას და ჩავიხუტო ისე რომ სუნთქვა შემეკრას დავინახო მისი პაწაწუნა ხელები ფეხები თვალები ვაჩუქო უზომოდ დიდი სიყვარული გავათენო მის გამო ღამეები მიზეზი უამრავია და უპრველესი მინდა ამ სიყვარულმა ნაყოფი გამოიღოს

Posted by: Georgian23 3 Feb 2019, 23:24
ninoonin

love.gif love.gif

Posted by: pepi grdzelicinda 3 Feb 2019, 23:37
Georgian23
ზუსტად მაგ სცენების წარმოდგენა არის ოცნება,
რაც მეტად წარმოიდგენ და არ სრულდება უფრო ითრგუნები, არა?

კიდევ მაინტერესებს, ამ საშინელ კითხვებს რომლებიც ჩამოთვალე ზემოთ, ფსიქოლოგი სვამდა? :0
* * *
კუსკუსა
ფსიქიკური ჯანმრთელობაა აქ მთავარი თორემ მარტო ორი ხაზის მომლოდინე თემა წეროებია , მაგას ვერ წავშლი :/
* * *
ninoonin
დიახაც! ზუსტად ამიტომ გვინდა! ჩვენთვის გვინდა მხოლოდ, სიყვარულისთვის და ბედნიერების შეგრძნებისთვის!:***

Posted by: Dark_Sky 3 Feb 2019, 23:43
pepi grdzelicinda
პირდაპირ არა მაგრამ ირიბად კი ჩემ შემთხვევაში )))
მე გათხოვებამდე დავდიოდი სხვა მიზეზით და არვიცი რაშემატყო და მაგ თემაზე რატო მელაპარაკა.


Posted by: Georgian23 3 Feb 2019, 23:47
pepi grdzelicinda
Dark_Sky მართალია, არასოდეს მეუბნებოდა პირდაპირ არაფერს მაგრამ რატომ გინდა გყავდეს შვილი რომ მკითხა, ვუპასუხე დაახლოებით როგორც ninoonin
ნუ მერე იყო ეგ ქვეტექსტეები.

წარმოსახვით პიიქით კარგია

ცოტა უხეშად გამომივიდა ფსიქოლოგი არ ვარ ბოდიში biggrin.gif

Posted by: pepi grdzelicinda 3 Feb 2019, 23:56
Georgian23
შენ ფსიქოლოგთან მაგ დაკვეთით მიხვედი შვილი მინდაო?
და იმან გკითხა რატო გინდაო?

ქვეტექსტები რადგანაც უწოდე სწორედაც ისე გაიგე რისი თქმაც უნდოდა sad.gif

რად გინდა შვილიო მაგის გარკვევა ცოტა ძაან უხერხულია..

საკითხი დგას ასე, მე რას ვგრძნობ როცა ეს პრობლემა მაქვს, რას განვიცდი, რას ვფიქრობ, როგორ ვიქცევი. ესაა დამთრგუნველი. და ამ მდგომარეობასთან გამკლავება მასწავლე, სტრესის მიმართ გამაძლიერე. დაკითხვაზე თუ ამიყვანე რად გინდა აბა გამოტყდიო , ქონება გაქვს და შენსას გინდა დაუტოვო ალბათო , ბარემ ანდერძი დამაწერინე ..

Posted by: Solveig 4 Feb 2019, 02:53
კუსკუსა
QUOTE
თავიდანვე უშვილოს დიაგნოზს რატომ უსვამ, ისედაც დეპრესიაში მყოფ ადამიანს
რა დროს ტერმინებზე საუბარია, ხალხს მართლა გარეკილი აქვს, ამდენი წამლებისგან და ექიმების გულგრილი დამოკიდებულებისგან...

"თავიდანვე" რას ნიშნავს. ხომ არსებობს გარკვეული წინაპირობა. მაგალითად, თუ წყვილს აქვს რეგულარული სქესობრივი კავშირი და რამდენიმე წლის განმავლობაში არ დადგა ორსულობა, თავად არ ექნება ეჭვი, რომ რაღაც მიზეზი უნდა იყოს ამის? რა ვიცი, "უშვილობის" მაგიერ სხვა სახელი რომ დაარქვა, შეიცვლება რამე?

უშვილობაზე ბევრად უფრო საშიში დიაგნოზები არსებობს, რომელიც ადამიანის სიცოცხლეს სერიოზულ საფრთხეს უქმნის და ექიმთან ადამიანი პრობლემების მთელი თაიგულით მიდის, ზოგს დიაგნოზს ვერ უსვამენ და იტანჯება გაურკვევლობის მოლოდინში, დაუსვამენ და-კიდევ უარესია..... ამ ლოგიკით, ვერავისათვის ვერ გაუმხელიათ-რა სჭირს, რა პრობლემა აქვს? ეგ მიდგომა არსებობდა ოდესღაც და არაეფექტურად იქნა აღიარებული. ჩაითვალა, რომ უმჯობესია, ადამიანმა იცოდეს ყველაფერი, თვალი გაუსწოროს მას და მერე ექიმებთან ერთად იბრძოლოს მის მოსაშორებლად.

მით უფრო, რომ უშვილობით არავინ მომკვდარა და დღეს მაინც, განაჩენად ნამდვილად აღარ ითვლება-უმეტეს შემთხვევაში, ამართლებს მკურნალობა და პროცედურები და წყვილები ბედნიერი მშობლები ხდებიან. ამ განყოფილების არსებობის მანძილზეც უამრავჯერ დამტკიცდა ეს, ისეთ ხალხზე, ხელი რომ ჰქონდათ ლამის ჩაქნეული.



* * *
Georgian23
QUOTE
წარმოიდგინეთ როგორ დაორსულდით და როგორ გეზრდებათ მუცელი და მერე როგორ გეწყებათ სამშობიარო ტკივილები, როგორ მიდიხართ კლინიკაში დეტლაურად როგორ ხდება მშობიარობა
დეტალურად ყველაფერი, როგორ გტკივათ მუცელი და.აშ აღარ გავაგძელებ მოკლეთ მშობიარობა უნდა წარმოიდგინოთ, მერე რას გრძნობთ როცა ბავშვს ხედავთ, პირველი რეაქცია

ამის მუდმივად გამკეთებელს დიდი შანსი აქვს, ე.წ. ცრუ ორსულობით დაასრულოს..
ანუ, როცა ქალის ორგანიზმში ფსიქოგენური ფაქტორების მოქმედებით ხდება ორსულობის სიმპტომების იმიტაცია, მაგრამ, სინამდვილეში, ორსულობა არაა. აღწერილია ამის არაერთი შემთხვევა.



Posted by: pepi grdzelicinda 4 Feb 2019, 09:20
Solveig
მაგის ახსნას ვცდილობ ზუსტად, მადლობა. დიაგნოზია და მორჩა.
დიაგნოზის მიუღებლობაც ერთერთი სიმპტომია იმისა რაც ზემოთ აღვწერე.
ჩემთვის, როგორც ფსიქოთერაპევტისთვის ეს სიმპტომია, ისევე როგორც ვინმეს სიკვდილს არ იჯერებ, როცა გინდა დაიცვა ფსიქიკა, არაცნობიერად რა თქმა უნდა. შეძახილი "არ არსებობს!" ზუსტად ამის მაგალითია.
ცრუ ორსულობაზე რაც დაწერე კი, შესაძლოა ასეც მოხდეს.
რაღაც გარკვეულ ფსიქოთერაპიულ მიმდინარეობებს აქვთ მსგავსი ტექნიკები. ამ ტექნიკებს იმის მიხედვით უნდა იყენებდნენ თუ რამდენად შეესაბამება პრობლემას და პირველ რიგში პაციენტს, არსებობენ შთაგონებადი ტიპები, რომლებსაც ჰიპნოზში შეიყვან, ზოგი იმდენად ფხიზელია რომ შანსი არა გაქვს.
შთაგონებადი თუ არის პიროვნება შეიძლება მოხდეს ასეთი რაღაც, ბოლოსდაბოლოს შეძახილმა ხე გაახმო smile.gif

Posted by: eleonoraa12345 4 Feb 2019, 09:28
გოგოებო ნუ კამათობთ 2kiss.gif 2kiss.gif
"კარგ მთქმელს კარგი გამგონე უნდაო" ნათქვამია და "მედალს ყოველთვის ორი მხარე აქვს"
მე აქ დაწერილი "უშვილობა" არანაირად დამამცირებლად არ აღმიქვამს, ასეა ვარ უშვილო ახლა ამჟამად ამწუთას თუმცა ეს იმას არ ნიშნავს რომ არ მეყოლება ოდესმე, მე ნეგატიურად არ ვუყურებ ამ სიტყვას, და თუ რომელიმე ჩვენთაგანი ნეგატიურად აღიქვამს მას, როგორც არ უნდა შევალამაზოთ ის მისთვის ამ სიტყვის მნიშვნელობა არ შეიცვლება. ასე რომ კამათის ადგილი არ არის აქ, აქ ერთმანეთს მხარში უნდა ამოვუდგეთ და გავამხნევოთ, რჩევები მივცეთ და გამოცდილება გავუზიაროთ, ასეთ მხარში დგომას მე მაგალითად გარშემომყოფებისგან ვერ ვგრძნობ სამწუხაროდ, იშვიათია ადამიანი ვინც შენს გულის ტკივილს და დარდს გაიგებს, აქ კი ასეთი ხალხი ვიპოვე და მადლობელი ვარ თქვენი ძალიან 2kiss.gif 2kiss.gif 2kiss.gif

Posted by: Tess 4 Feb 2019, 09:54
ჩემთვის ეს თემა და ტერმინი არანაირად არ ყოფილა გამაღიზიანებელი ან დისკრიმინაციული,
აბსოლუტურად მარტივად აღვიქვი რომ საპირისპირო მიზანი ქონდა.
სიტყვა უშვილობაში , ნამდვილად არ დამინახავს რომ ვინმე უშვილოა და ვსო,
ჩემთვის უშვილობა არის, რასაც ვებრძვით და უფლის წყალობით უმეტესად ვიმარჯვებთ.



Posted by: NankA2203 4 Feb 2019, 10:34
მე კითხვას ვერ ვიგებ რატო მინდა შვილი, რას ნიშნავს რატომ გვინდა შვილი ვერ ვხვდები? რა მიზეზი ან მიზანი უნდა ქონდეს იმას რაც კოდში გვიდევს, რაც ყველა ქალში (ან თითქმის ყველაში smile.gif ) ისედაც მოთხოვნილებაა რომ გახდეს დედა.

Posted by: takotatuli1989 4 Feb 2019, 10:52
მე ტერმინი ,,უშვილობა" ეხლაც კი მსტრესავს საშინლად მიუხედავად იმისა რომ უკვე მყავს შვილი. დიაგნოზი კი არა განაჩენი მგონია მასე რო იძახიან და ტვინში სისხლი მექცევა ისეთი შეგრძნება მაქ მაგ სიტყვას რო ვიგებ. ყოჩაღ ვინც ამას უბრალო ტერმინად აღიქვამთ.

მე სანამ მოლოდინის რეჟიმში ვიყავი ვერაფერი ვერ შევირგე ცხოვრებაში, ვერც მოგზაურობა, ვერც მივლინება და საერთოდ ვერაფერი, მარტო იმას ვფიქრობდი აი ეხლა აქ ვარ და ვიღაც იდიოტებს შურთ ჩემითქო მარა მირჩევნია კიბის ქვეშ მეძინოს და შვილი მყავდესთქო. მინდა გითხრათ რომ ეს დამოკიდებულება არის ძალიან არასწორი! ეხლა ვნანობ, კი არ მყავდა შვილი და ისეთი ბედნიერი არ ვიყავი როგორც ეხლა ვარ მაგრამ იმ დროსაც თავისი სილამაზე ქონდა და უნდა დატკბე ცხოვრების ყველა წუთით. ხო ცდილობ და არ ზიხარ გულ-ხელ დაკრეფილი, ყველა წუთი ძვირფასია ჩვენი ცხოვრების და დატკბით ყველა შესაძლებლობით.

Posted by: pepi grdzelicinda 4 Feb 2019, 14:06
takotatuli1989
უბრალო ტერმინად არავინ აღვიქვამთ, განსაკუთრებით ისინი ვისაც გამოგვიცდია.
არც უარვყოფთ, ვამბობთ და ვეგუებით შეძლებისდაგვარად რაც არის მთელი სიმძიმით, როგორც სხვა დანარჩენი დიაგნოზები .

Posted by: mashusha 4 Feb 2019, 14:12
takotatuli1989
pepi grdzelicinda

მტავარია დიაგნოზი უშვილობა არიქვა დროებიტ მოვლენად. ანუ, ეს განჩენი კი არაა, ამ წუთიერი ფაქტია, რასტან საბრძოლველადაც ვზივარ ახლა, ამ სავრაძელში და ვწიეყბ გეგმის შემუშავებას! მტავარია, ამ ტერმინის გვერდით გავხსოვდეს რომ 21-ე საუკუნეა და არსებობს ისეთი საშუალებებ, რომლებიც ამ დიაგნოზს აღარ აძლევს უფლებას იყოს მუდმივი. ამიტომაა დროებითი და მხოლოდ ფაქტის აღმნიშვნელი, თორე, ცხადია მძიმე მოსასმენია. ტავად ფაქტია მძიმე წყვილისთვის.
48 წლის მეგობარმა გააჩინა 3 დღის წინ გოგონა . 11 წელი ებრძოდა უნაყოფობას. გოგოებო, საკვრეცხეები ჰქონდა ისეთ დღეში, ოვულაცია არ ხდებოდა საერთოდ. მაინც მიარწია მიზანს, იმიტომ რომ 21-ე საუკის ქალები ვარტ ჩვენ და დიაგნოზი განაჩენი არაა, ფაქტის აღმნიშვნელია! ამ დიაგნოზს გევრდიტ მომაკვდინებელი მკურნალობის საშუალებები აქვს!

Posted by: pepi grdzelicinda 5 Feb 2019, 10:10
mashusha
არსებობს სტრესთან გამკლავების სამი გზა : fight, flight and freeze, ანუ ბრძოლა, გაქცევა და გაშეშება.
ადამიანები სხვადასხვაგვარად რეაგირებენ სტრესზე. როდესაც არის გაშეშება ანუ დანებება, აღიარებ რომ სტრესი არის სწორი, ნამდვილი და ეგუები. როდესაც გარბიხარ გულისხმობ რომ ამას ვერ მოერევი და თავი უნდა აარიდო. როდესაც ებრძვი ეს სტრესისთვის ზედმეტი მნიშვნელობის მინიჭებაა და ბრძოლა ზეკომპენსაციური ქცევაა, კარგია მაგრამ ამან შეიძლება სტრესი გააძლიეროს.

Posted by: mashusha 5 Feb 2019, 14:00
pepi grdzelicinda

სტრესი არის რეაქცია დღევანდელ მდგომარეობაზე. ამ საკითხზე თუ არა, იმდენ სხვა რამეზე მქონია, რა ჩამოთვლის. ამ შემთხვევაში მთავარი ის ფაქტორია რომ იცი, არსებობს გზა, რომელიც ამ მდგომარეობიდან გამოგიყვანს. ცხადია ამას დრო უნდა, ფინანსი, ნებისყოფა, მაგრამ, გზა არის და გზის ბოლოც კეთილსაიმედოა. არადა, არსებობს სტრესები რომელსაც არა აქვს ნათელი წერტილი.

როცა კი მქონია რთული პერიოდები და მართლა მქონია (რაღაც დოზით ახლაც რთული პერიოდი აქვს), ყოველვის ვფიქორბდი, 3 წლის შემდეგ, ეს მდგომარეობა არ იქნება. არავინ იფიქროს რომ მხოლოდ ტქვენი პრობლემაა პრობლემა და სატკივარი. სხვაც ძალიან ბევრია . მქონია მდგომარეობა, რომელსაც არ ჰქონდ აგამოსავალი. ვიფიქრე, ვიდარდე და ბოლოს ვტქვი, აზრი არა აქვს, ვერაფერს შევცვლი, ამიტომ, უნდა შევეგუო. მოკლედ, დავყარე ფარ-ხმალი და... ერტ დღესაც მივიღე მესიჯი რომელმაც ზუსტად ის მდგომარეობა აღადგინა, რაც მინდოდა. ეს მაშინ, როცა უკვე ბრძოლაც სევწყვიტე. ამიტომ, ხვალ რა დილა თენდება, არავინ იცის. უნდა იფიქრო, რომ გამოსავალი არის. დანარცენი დროის საკიტხია
ინვიტროს თემაში სტატისტიკაიწერება, რამდენი დარცა ორსულად, რამდენმა გააჩინა. მე მგონია რომ რეალური სურათი ცოტა სხვანაირია. 32% სედეგი ფაქტია, მაგრამ, გააჩნია რისი. პირველ მცდელობაზე ორსულობა ხშირად არ დეგა, ამიტომ, ეს მცდელობა უშედეგოთა რიცხვს მიეკუთვნება. მეორეზე უფრო ხშირად დეგაბ, ეს უკვე შედეგიანს. მე ვფიქორბ, 32%-დან 95% იმ ქალების ვინც მიმართა კლინიკას დაორსულდა., უბრალოდ, ზოგს მე-3 ცდაზე გამოუვიდა, ზოს მეორეზე, ზოგს მეოთხეზე და ამან სექმნა სხვა სტატსტიკა. დანარცენი 5 % არის ის, ვისაც ან ნერვებმა უმტუნა, ან უბრალოდ გააწყვიტეს რომ არ სურთ მეტი ცდა...

Posted by: pepi grdzelicinda 5 Feb 2019, 14:55
mashusha
ხო გეთანხმები , ერთბაშად იმდენი პრობლემა გიგროვდება მაგ დროს რომ აღარ იცი რომელია პრიორიტეტული და სწრაფად მოსაგვარებელი. მე პირველი სტიმულაციიდან ვერ მივიღე ემბრიონები, ერთი იყო და ისიც 4 უჯრედზე მეტად არ დაიყო, ძალიან განვიცადე, ფაქტია რომ ზოგი შემართებით ხვდება ამ ამბავს და ზოგი ჩაწვება. მეორე ცდაზე ყველაფერმა კარგადბჩაიარა მაგრამ, ვერ ვიტყვი რომ ეს ადვილი გადასატანი იყო , პირიქით, აი მაშინ დამერხა ყველაზე მეტად. ჩემი ქმარი და ძმა ერთმანეთს ეკითხებოდნენ თურმე, როგორ ხასიათზეაო, რამის კითხვა და თქმა რომ უმდოდათ ჩემთვის. ყველაფერი მაღიზიანებდა, ყველაფერში ჩემს საწინააღმდეგოს ვხედავსი, ყველას ვადანაშაულებდი, თვით ღმერთზეც კი სერიოზულად ვბრაზობდი smile.gif ითხოვე და მოგეცემაო, რომ ამბობს რამდენჯერღა ვითხოვო მეთქი..
რამდენიმეჯერ რომ ცდიან მაგ გოგოებს მე გმირებად აღვიქვამ, რის ფასად უჯდებათ ეს ყველაფერი წარმომიდგენია..
მართალია, ყველაფერი დროებითია მაგრამ ამ დროსაც უნდა გაუძლო სანამ გაივლის და დალაგდება sad.gif


Posted by: Georgian23 16 Feb 2019, 02:52
https://www.betaplusfertility.com/ge/%E1%83%9C%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%AA%E1%83%98%E1%83%A1%E1%83%98%E1%83%96%E1%83%9B%E1%83%98-%E1%83%93%E1%83%90-%E1%83%A3%E1%83%A8%E1%83%95%E1%83%98%E1%83%9A%E1%83%9D%E1%83%91%E1%83%90/


გაეცანით, ნუ გამიბრაზდებით. საკმაოდ კარგი სტატიაა,
პ.ს. ჩემს ირგვლივ ვისაც ეს პრობლემა აქვს ხშირად მიფიქრია რა აქვთ საერთო. ეხლა მივხვდი. ყველა ზედმეტად ეგოცენტრულია. სულ კაი ტიპობას აწვებიან და სხვის ყურადღებას ითხოვენ.
ჰოდა ყველას ისტერიულად ქონდა აკვიატებული რომ უნდა შვილი სანამ გათხოვებოდნენ მანამდე იძახდნენ ასე. ბავშვებზე ვგიჟდებოდი ყოველთვის მაგრამ სანამ შვილი არ მეყოლა მანამდე ვერ მივხვდი თუ რაიყო ეს ან მანამდე როგორ უნდა მდომოდა ასე ძალიან. როცა არც ვიცოდი რა გრძნობა იყო.

იევიცი

Posted by: pepi grdzelicinda 16 Feb 2019, 22:28
Georgian23
საინტერესო სტატიაა, დავინტერესდი და მოვიძიე კიდევ ონფორმაცია, კვლევაა ჩატარებული სადაც ერთერთი კითხვარი ეხება ნარცისულ პიროვნულობას. თუმცა არაფერია ნახსენები პიროვნების სხვა ტიპებზე,ეს ჩემი აზრით არის ძალიან არასწორი. კვლევა წესით უნდა ჩატარებულიყო თუ მაინცდამაინც პიროვნულ შტრიხებზეა გათვლა სხვა კითხვარით, და თუ იქ მიიღებდა დიდ პროცენტს ნარცისული პიროვნული აშლილობა ეგ იქნებოდა საინტერესო. ანუ ნარცისულ პიროვნებას თავისი თავი უფრო უყვარს და სხვას ვერ შეიყვარებსო? ძალიან მოძველებული და ფროიდისტული მიდგომაა. ლიბიდოს მიმართვა საკუთარ ეგოზე ..
როგორც მახსოვს სამი წლის უშვილობაზე წერდი, ეთანხმები ამ მოსაზრებას? ამჩნევს შენს თავს ნარცისული პიროვნებოსთვის დამახასიათებელ ნიშნებს?

* * *

Georgian23
თან რომ წერ არ გამიბრაზდეთ და ყველა ვიცი რომ ერთნაირი კაი ტიპობას მიწოლილები ხართო, საინტერესოა რამდენ ასეთ ადამიანს , ანუ უშვილო ეგოცენტრულს (როგორც შენ ამბობ) იცნობ რომ ასეთი მყარი სტატისტიკა დადე? ყველაში რამდენ ადამიანს გულისხმობ?

Posted by: Georgian23 17 Feb 2019, 19:35
pepi grdzelicinda
ის რომ ნარცისიზმის ნიშნები მქონდა ამ სტატიის წაკითხვით კიარა 17 წლისამ ვიცოდი.
მქონდა პრობლემა კი და 1 წელი კვირაში ორჯერ ფსიქოლოგთან ვიყავი.
5 მინ. ვიცნობ ვისაც ჯერ კიდევ არ ყავს შვილი და 4 იქედან ვფიქრობ ეგ ჭირს smile.gif მაგრამ მე ვერაფერს დაგიმტკიცებ. ადამიანის ფსიქიკაში 100% ით ვერაფერს ვერავინ დაამტკიცებს

Solveig
ერთი წელი თუ აკეთა დაემართება კი. ჩემ მეზობელს დაემართა ცრუ ორსულობა. მუცელი ეზრდებოდა კიდეც
1 კვირა თუკი გააკეთებს სასარგებლოა ვფიქრობ

Posted by: pepi grdzelicinda 18 Feb 2019, 08:53
Georgian23
ნარცისიზმის ნიშნები გქონდა და ფსიქოლოგთან იარე და რაო, აღარ გაქვსო?
ჯერ ერთი ნარცისული პიროვნულობა ან გაქვს ან არა, გრიპი არ არის იმკურნალო და მორჩაsmile.gif ხასიათია ეგ smile.gif

მეორეც 5 კაცი და კიდევ ერთი შენ, ანუ 6 კაციანი სავარაუდო სტატისტიკაც არ მიიღება.
თუ გადახედავ სხვა parsonality dissorder-ებს ნახავ რო იმათ უფრო მეტი რისკი შეიძლება ქონდეთ უშვილობის, ლოგიკურად ვამბობ, სიმპტომების მიხედვით. მარტივ მაგალითს გეტყვი, არის ეგეთი დამოკიდებული პიროვნულობა, რომელიც თუ სხვაზე არ არის ჩამოკიდებული და მიჯაჭვული სხვანაირად არსებობა არ შეუძლია. ისტერიული პიროვნება, რომელიც სულ ყურადღების ცენტრშია და დრამებს დგამს.. რავიცი აბა ეგ მოსაზრება ჰიპოთეზის დონეზე თუ იქნება , ჩემთვის დამაჯერებელი არაა.

მესამე, შეიძლება ერთ კვირაშიც განვითარდეს იგივე ცრუ ორსულობა, გააჩნია რამდენად შთაგონებადია ადამიანი და მოწადინებული ამისთვის smile.gif არც ამის სტატისტიკა არსებობს ალბათ..


Posted by: Tamu123tamu 18 Feb 2019, 10:39
ერთი ამოსუნთქვით წავიკითხე მთელი 7 გვერდი. ჩემ გამოცდილებაზეც მინდა რაღაც დავწერო, რატომღაც ამაზე არც არავისთან მისაუბრია, ერთი მეგობრის გარდა, იმასთანაც მხოლოდ ერთხელ. დაოჯახებიდან ერთი წელი მაქსიმალურად ვიცავდი თავს დაორსულებისგან, კიდევ ერთი წელიც მინდოდა რომ არ დავორსულებულიყავი, რადგან ისეთი მდგომარეობა იყო, რომ არ მინდოდა ჩემ შვილს მხოლოდ ღამის 11 საათზე ვენახე. პირველივე დაუცველი სექსის დრო, დავრჩი ორსულად. იდეალური ორსულობა მქონდა, მშობიარობა კი საშინლად რთული, მაგრამ მაინც ვთვლი რომ ყველაფერმა მშვიდობიანად ჩაიარა. დაახლოებით სამი წლის მერე დავგეგმეთ მეორე ორსულობა, ვიყავი კიდევაც წინა კვლევებზე, ნორმალურად იყო ყველაფერი, მაგრამ დაემთხვა ჩემი შვილის ავადმყოფობა, საავადმყოფო, გადასხმები, საშინელი სტრესი, ამ დროს ორსულად ვიყავი რაც თავისთავად აისახა ჩემს მდგომარეობაზეც. როცა მეგონა რომ ჩაიარა მოშლის საშიშროებამ, სამსახურში ყოფნის დროს დამეწყო დენა, 5 წამში აღმოვჩნდი მუხლამდე სისხლში (50 კაცი მაინც ზის დარბაზში ამდროს), მერე იყო კლინიკებში სირბილი, "იქნებ ვინმემ რამე მიშველოს" ფიქრი, ბოლოს ვაკუუმ ასპირაცია, კვლევები და აგერ უკვე 2 წელია საკუთარი თავის დადანაშაულება იმაში, რომ სათანადოდ არ მივხედე თავს, არ გავუფრთხილდი პატარას, "არ გამიხარდა ალბათ, რადგან პირველ ბავშვს სათანადოდ ვეღარ მივაქცევდი ყურადღებას", "რომ არ მყვარებოდა ძალიან?" და ათასი რამ კიდევ. ნუ ყველა ციკლზე რომ ისტერიკა მჭირს და ვერ გადავლახე ის სტრესი და რაც მთავარია, დიდი შიში დაორსულების, ვეღარც კი ვბედავ, იგივეს გამეორების შიშით.

Posted by: pepi grdzelicinda 18 Feb 2019, 16:42
Tamu123tamu
ძალიან მნიშვნელოვანია საუბარი, გაზიარება. დანაშაულის განცდა ეს ძალიან ძნელად ასატანი ემოციაა. რეალურად არ გაქვთ გაცნობიერებული და შეფასებული ის სიტუაცია. სიტუაცია რომ შეაფასოთ ამისთვის უნდა გაიხსენოთ ყველაფერი, ეს კი ალბათ გიჭირთ და თავს არიდებთ. მაგრამ თუ შეძლებთ და გაიხსენებთ, ასეთი რაღაც გააკეთეთ:
იმ აზრს რომ "ჩემი ბრალია ყველაფერი, სათანადოდ არ გავუფრთხილდი"
ჩამოწერეთ ამის დამადასტურებელი არგუმენტები (მაგალითად მძიმეები ავწიე, სიმაღლიდან ჩამოვხტი, ანუ ნაყოფს რაც ავნებს თქვენი აზრით და გააკეთეთ)
გვერდზე ჩამოწერეთ კონტრარგუმენტები ( ანუ რატომ არაა მოშლა თქვენი ბრალი, ობიექტური რეალობა,გამოკვლევები რომ ჩატარებული გქონდათ)

მერე შეადარეთ არგუმენტების და კონტრარგუმენტების რაოდენობა.
ვნახოთ რა გამოვა..:* უკეთ თუ იგრძნობთ თავს

Posted by: rosonera 19 Feb 2019, 19:04
7 წელი უშვილობა.
1-წელი - საერთოდ არ ვფიქრობდი დაორსულებას, მიუხედავად იმისა რომ ბავშვებზე ყოველთვის ვგიჟდებოდი.
2-3-4 წელი- სრული ისტერიკა, უსასრულო გამოკვლევები, ექიმები... არამკითხე მოამბეების აზრები... ექიმების და პოზების რჩევები. დიაგნოზი-აუხსნელი უშვილობა.
5 წლიდან დღემდე - ნეიტრალური განცდები. ისტერიკამ გადაიარა და მივყვები ცხოვრების დინებას.
ამ წლების განმავლობაში რაც ყველაზე მეტად მაღიზიანებდა ეს იყო ვითომ "სიბრარულის" ხმით ნუგეში ადამიანებისაგან და ასევე სიტყვები, ნეტა რა განერვიულებს გეყოლება. ოჯახში არანაირი პრობლემა. დედამთილ-მამამთილისგან არცერთი სიტყვა შვილზე ამ 7 წლის განმავლობაში. (ერთად ვცხოვრობთ).
ქმართან ფანტასტიური ურთიერთობა, დღემდე თაფლობის თვე მაქვს ასე მგონია smile.gif რამეს რომ წავიწუწუნებდი შვილზე მშვიდი ხმით-დაწყნარდი, გვეყოლება, მე შენ შვილის გულისთვის არ მომიყვანიხარ.
მიუხედავად ამ ყველაფრისა ამ ჩემმა უშვილობამ შეიწირა ჩემი ფსიქიკა ვგრძნობ, ყველაფერი სულერთი გახდა ჩემთვის. სახლზე რომელზეც სულ ვოცნებობდი, იმის მოწყობაზე ვფიქრობდი რას როგორ გავაკეთებდი და ა.შ ახლა შევიძინე და სულერთია, რა როგორ იქნება შიგნითsmile.gif მიუხედავად იმისა რომ ისტერიკამ გადამიარა გული მტკივა საშინლად, უკვე აღარ ვიცი შვილი მინდა ნამდვილად თუ ასე მიუღწეველი ორსულობა.

Posted by: იათო 20 Feb 2019, 12:00
rosonera
მეც მაგ ეტაპზე ვარ. ზოგჯერ ვეკითხები ჩემ თავს, ნეტა მართლა შვილი მინდა, თუ აკვიატებული მაქვს, აი როგორც რაღაც მიუწვდომელი და შეუძლებელი, რომელიც აუცილებლად უნდა შევძლო..
რატომ იცი? ორსულობაზე ვოცნებობ და წარმოვიდგენ დაბადებამდე.. დაბადების შემდეგ ფრაგმენტულად მაქვს წარმოდგენილი, მაგალითად, უკვე მოზრდილი როგორ მოდის ჩვენთან ერთად სასრიალოდ ბაკურიანში : ) მაგრამ აი ახალშობილს რომ ვუვლი და ა.შ. ეგ სცენები არ მაქვს : ))) ხოდა ვარ ასე არეული ოცნებებში : )))

Posted by: tweety86 20 Feb 2019, 12:41
rosonera
1 წელი იმედი რომ აი ახლა იქნება, აი ახლა...
1 წლის შემდეგ დიაგნოზი - უშვილობა შეუთავსებლობის გამო. ფსიქიკური მდგომარეობა ძალიან ცუდი sad.gif
2,5 წლის შემდეგ პირველი ორსულობა
7 წლის შემდეგ მეორე ორსულობა

უშვილო ქალს მყავს ორი შვილი

მახსოვს მაშინ ფორუმზე ვეძებდი ისეთ ადამიანს რომელსაც ეს დიაგნოზი ჰქონდა და დედა გახდა. ხოდა ამას იმიტომ ვწერ რომ იქნებ მეც მეძებს ვინმე

Posted by: anuki198889 20 Feb 2019, 13:04
QUOTE

დიდი ხანია ვაკვირდები მშობელთა კლუბის თემებს, არა მარტო ვაკვირდები არამეს ხშირად ვწერ კიდევაც.
ჩემი მოგზაურობა ამ კლუბში დაიწყო წეროებიდან, შემდეგ ინვიტროში გადავინაცვლე, შემდეგ ძალიან გამიმართლა და მომავალ მშობლებში აღმოვჩნდი და ბოლოს დედების კლუბში..
ალბათ დამეთანხმებით რომ ეს გზა ადვილი არ არის, უამრავი პრობლემაა ჩასაფრებული, დაწყებული უპირველესად ჯანმრთელობის, შემდეგ ურთიერთობების, შემდეგ ფინანსური..
ამ უამრავ პრობლემასთან გამკლავება დიდ ძალისხმევას მოითხოვს, როგორც ფიზიკურს ასევე ფსიქიკურს.
არსებობს ბევრი კვლევები იმის შესახებ თუ რამდენად მაღალია დეპრესიის და შფოთვითი აშლილობების დონე უნაყოფო წყვილებში ჯანმრთელებთან შედარებით.
საკუთარი გამოცდილებიდანაც ადვილია ამის მიხვედრა. ეს პრობლემა ფსიქიკურად გაუძლურებს, როდესაც ყოველი მომდევნო ციკლი ლატარიის კიდევ სცადეთ ბილეთივითაა..როდესაც სექსი სიამოვნება კი არა მექანიკური პროცესია, როდესაც მეგობრების და ახლობლების მორიგი ორსულობის ამბავს იგებ, როდესაც ახლობელის ბავშვის დაბადების დღეზე გიწევს წასვლა და შენს ძაღლზე საუბარი, როდესაც გასწავლიან ილეთებს როგორ გამოექანო, როგორ ზარმაცობთ და ა.შ..
ეს ყველაფერი ინვიტრომდე, აი ინვიტროდან ნამდვილი ჰორორები იწყება.
ეს ჰორმონები რომელსაც იშხაპუნებ კიდევ უფრო აუტანელს ხდის ყოფიერებას..ითვლი კვერცხუჯრედებს, ზიგოტებს, მათ უჯრედებს, დაყოფას, ყოჩაღებს, ბლასტოებს, გაყინულებს და ფრეშებს..
თუ გაგიმართლებს და გადატანამდე მიხვალ იმ კოშმარი 10-12 დღის გასვლამდე შეიძლება გააფრინო, სხეულებრივ შეგრძნებებს აღიქვამ კატასტროფად და თვალწინ გიდგას სცენები როგორ მოიქცევი როდესაც უარყოფით პასუხს მიიღებ..
თუ გაგიმართლებს და დადებითს აიღებ და აღარ ჩივი ნემსებისგან დალურჯებულ ადგილებზე.. და კიდევ იმალებიან სადღაც ძიმონები, არცთუ ისე ცოტა შანსია უეცრად დაგტოვოს ასე ნალოლიავებმა მომავლის ნაპერწკალმა..

ამ თემის მიზანია მხარდაჭერის ჯგუფის შექმნა, ემოციებზე და განცდებზე საუბარი. პირადი გამოცდილების გაზიარება, იმისათვის რომ არ გავგიჟდეთ.

იმისათვის რომ არ ვიგრძნოთ თავი დამნაშავედ, ნაკლოვანად, გარიყულად, ღმერთისგან მივიწყებულად, გაბოროტებულად და უბედურად.


100% გრთანხმებიიი. მალე ფსიქიატრიული არ ამცდება ალბათ sad.gif და ამ ნალოლიავებ ნაფერებ შვილზე დარდი და ფიქრი ცალკე შემშლის. ახლა ისევ მეორე ცდა და მეორე ინვიტრო მელოდება წინ. ამ გამოფიტულ გადაღლილ და გადაქანცულ ორგამიზმს ისევ ჰორმონები, ისევ ლოდინი და უზარმაზარი სტრესი. ალბათ მალე გავრეკავ. აღარ მინდა ამდეენი წამალი. მზარავს რომ მახსენდება sad.gif

Posted by: იათო 20 Feb 2019, 13:08
anuki198889
ვის ვხედავ აქ : ) მეორე წრეს უკვე აპირებ? გაყინული ხომ გყავს და ბევრი არაფერი დაგჭირდება :*
როგორ არის შენი გოგო?

Posted by: anuki198889 20 Feb 2019, 13:19
იათო
პრივეეტ :* შორიდან ჩუმად გითვალთვალებ და გგულშემატკივრობ იათოო. ჯერ არა გოგო 1 წელში ალბათ. ორის რომ გახდება. მაგრამ რა ეშველება ამ დანგრეულ ორგანიზმს არვიცი. გაყინული მყავს 2 კარგი ხარისხი მარა არა მგონია ამ
გამოფიტულ ორგანიზმაა მიიღოს. ლაქტაციამ სულ მიმანგრია და ერთი წლის უძილობამ
ეს არის ღორმუცელა მტირალა და წუწუნა გოგო. სოსკად ვყავარ გადაქცეული sad.gif

Posted by: იათო 20 Feb 2019, 14:13
anuki198889
ალბათ ის გზა, რასაც გავდივართ ბავშვებზეც აისახება და აკლიათ სიმშვიდე.
ცოტაც მოიზრდება და დაგავიწყდება ეს წვალება :* მეორე იქნება მშვიდი <3 ნუ განეწყობი იმაზე რომ არ გამოვა, ძალიან კარგად გამოვა და რომ იცოდე ფიფქები უფრო ყოჩაღი ემბრიონები არიან ხოლმე

Posted by: anuki198889 20 Feb 2019, 17:17
იათო
აუ რა კარგად დაუძახე ფიფქები. smile.gif მე გაყინულ ემბრიონებს რომ ვამბობ ისევ მე მხვდება ცუდათ გულზე ჩემი ნათქვამი. ფიფქი იყო ჩემებიც ორი რომ გადავიტანე და ერთი მიემაგრა. მაგიტომ ვერ მაქვს დიდი იმედი. sad.gif მაგრამ ვეცდები ვიტამინებით ავინაზღაურო დაკარგული ძალა. წინასწარ დავლევ რაღაცეებს და ეგება ჩავდგე ფორმაში

Posted by: იათო 20 Feb 2019, 17:33
anuki198889
მე ხო სულ 3 გადატანა მქონდა. 2 გაუყინავი და 0 იყო ხეგე და ბოლოს ფიფქი smile.gif და 6.1 იყო ხეგე.. ანუ უფრო იბრძოლა...

Posted by: anuki198889 20 Feb 2019, 17:56
იათო
ერთი იყო მაშინ ემბრიონი ხოო? ორი უფრო იბრძოლებს ბოლომდე, აწი ორი გადაიტანე ფიფქი. :*

Posted by: pepi grdzelicinda 21 Feb 2019, 00:05
rosonera
იათო
გოგოებო, ინვიტროს თემაში თქვენთან ერთად ვიყავი. 11 წლის ლოდინის შემდეგ გავაჩინე ბავშვი.
როსონერა შენსავით გასადავებული ვიყავი ბოლო 4-5 წელი ზუსტად, ოღონდ მე სარძევე ჯირკვალზე გავიკეთე ოპერაცია, თუმცა არ იყო საგანგაშო მაგრამ გადავიტანე ყურადღება.
სახლი რომ ვიყიდეთ მეც ვფიქრობდი, რას იტყვის ხალხი, რისთვის უნდათ ამხელა სახლი, ორნი არიან.. მაგრამ მერე ჩემი ქმარი გამომიტყდა, სვეტი გავაკეთეთ ერთ ოთახში და წარმოდგენილი მქონდა ამის გარშემო ველოსიპედით რომ ირბენდა ჩვენი შვილიო, ხოდა დარბის ეხლა ფეხშიშველი, ველოსიპედითაც და ოთხზეც.smile.gif

იათო,ოცნებასაც ვუკრძალავდი ჩემს თავს, რომ წარმოვიდგინო არ გამოვა, ესეთი რაღაც ამეკვიატა ბოლოს. მაგრამ რეალურად იმას გაურბიხარ ამ დროს, რომ უფრო მეტად არ გეტკინოს გული, თავს იცავ რომ იმედგაცრუება ნაკლები იყოს და ცუდ შედეგებს უფრო ადვილად წარმოიდგენ და წინასწარ ეგუები, მე ასე ვიყავი..
ვერ ვიტყვი იმას რომ ჩემმა განწყობებმა რამეზე ცუდად ან კარგად იმოქმედა..
უბრალოდ 11 წლის შემდეგ ალბათ ღმერთი დაიღალა ჩემი გამოცდით smile.gif რომელზეც უკვე სერიოზულად ვბრაზობდი

ყველაზე მეტად დრო გღლის, ის ძვირფასი დრო რომელიც გიმდა რომ სწრაფად გაეთრიოს და მოხდეს რაც მოსახდენია sad.gif
სურვილი ისა რომ შვილი გვინდა გვყავდეს არც ახირებაა, არც აკვიატება და არც ვინმესთვის რამის დამტკიცების სურვილი. ეს არის ძალიან ბუნებრივი რაღაც და მალე გაიგებთ თქვენც :**

Posted by: იათო 21 Feb 2019, 12:26
pepi grdzelicinda
კი, ვიცი რომ ჩვენთან ერთად იყავი და ძალიან გგულშემატკივრობდი. მახსოვს კიდევაც შენი პოსტი პიტ-სტოპზე : )
როგორი ბაიაა შენი შვილი, ადვილი გასაზრდელია? მეორეს აპირებ? : )) მოგაყარე კითხვები

Posted by: pepi grdzelicinda 21 Feb 2019, 19:30
იათო
smile.gif) პიტ სტოპი , მაშინ მანქანები რომაა მულტფილმი, მაგას ვუყურებდი და აი ზუსტად დამემთხვა, თან რომ ჩქარობ და თან რომ უნდა შეგაკეთონ smile.gif)
ჩემი ბიჭი ძაან კარგი ბავშვია, ზოგს უთქვამს ინდიგო ბავშვიაოsmile.gif)
ასაკთან შედარებით ძალიან განვითარებულიაო. არ არის ჭირვეული და უჭმელი, ერთი დაძინება არ უყვარს და რომ შეიძლებოდეს საერთოდაც არ დაიძინებდა smile.gif)
მეორე ძალიან მინდა მაგრამ ჯერ 2 თვეა რაც ციკლი დამიბრუნდა და იქნებ რამე თავისით დამემართოს თქო ვფიქრობ.
ინვიტროს არც ფინანსები მაქვს ამ ეტაპზე და არც ენერგია და დრო მითუმეტეს. ჯერ წლის და 4 თვისაა ბავშვი და მთელი დრო და ენერგია მიაქვს.

Posted by: იათო 21 Feb 2019, 20:00
pepi grdzelicinda
რა ბედნიერებაა ასეთი შვილი <3 გაყინული არ დაგრჩა?

Posted by: anuki198889 21 Feb 2019, 20:07
pepi grdzelicinda
ციკლი ერთი წლის და 2 თვის მერე დაგიბრუნდა? ძუძუს აჭმევ ისევ? 1 წლისაა ჩემი და კიდე არ დამბრუნებია. დღეს ეხოც გადავიღე მაგის გამო რამე ხომ არ მჭირს თქო. 2 თვეში მოგივა წესითო მითხრა რადიოლოგმა. ჰორმონები რომ არ დალაგებულა მაგასაც ვაბრალებ ჩემს არეულ ფსიქიკას.

Posted by: pepi grdzelicinda 21 Feb 2019, 20:29
იათო
არა ორი ემბრიონი მყავდა, ორივე გადამიტანეს და ერთი გამოვჩეკე.
ძუძუს ვაჭმევდი 1 წელი და 1 თვე ზუსტად, დავანებებინე და ზუსტად ერთ თვეში აღდგა ციკლიanuki198889

Posted by: kikiki 1 Apr 2019, 23:30
გამარჯობა გოგოებო, ძალიან კარგი თემა გაგიხსნიათ, რეალურად ფსიქიკური პრობლემა მგონია რომ ყველა უშვილო წყვილს აქვს, ნუ ქალები უფრო სხვანაერად განვიცდით ამას იმიტომ რომ დედობრივი ინსტინქტი მგონია რომ ყველაზე მაგარი რამ არის ამ ქვეყნად ინსტინქტებს შორის. საერთოდ არავისზე და არაფერზე არ ვფიქრობ როდესაც ჩემს უშვილობას განვიცდი, ვფიქრობ მხოლოდ იმაზე რომ ამ ეტაპზე ყველაფერს თუ არ გავაკეთებ იმისთვის რომ შვილი მყავდეს ძაააალიან დუდ ცხოვრებისეულ შეცდომას დავუშვებ, გასაკეთებელი სხვა ძალიან ბევრია მაგრამ ეს ისეთია რაც ყველაფერს გვერდზე გადაგადებინებს... ფიქრით ბევრს არ ვფიქრობ იმიტომ რომ საშინლად მეშინია მერე წარუმატებლობისას გახსენება იმ ფიქრების, ასე მგონია რომ მაგ სულსწრაფი ფიქრების ბრალი იქნება რომ რაღაც ვერ გამოვა, მაგრამ ყველაზე მეტად ის მაწუხებს რომ ძალიან ძალიან ბევრს ვლაპარაკობ თუ როდის რა პროცედურას ვაპირებ, ასე ყველასთან ქუჩაში არა რა თქმა უნდა მაგრამ ნაცნობ მეგობრებში სულ ვლაპარაკობ და ვლაპარაკობ, მერე კიდევ მგონია რომ ეს ამდენი ემოციების გაზიარება ცუდად მოქმედებს, უკვე იმისიც დავიჯერე რომ ,,თვალი მეცემა''.... სხვას ვეღარაფერს ვაბრალებ ამდენ უშედეგო წვალებას...

* * *
ყველაზე დიდი შეცდომა რასაც ქართველი რეპროდუქტოლოგები და რეპროდუქტოლოგიური კლინიკები უშვებენ არის ის რომ სავალდებულო ვიზიტად ინ ვიტროს წინ ან მსველელობისას არ არის ფსიქოთერაპევტის კონსულტაცია... ინ ვიტროსთვის სტიმულაციის ძლიერი ჰორმონალური მედიკამენტები სარძევე და საშვილოსნოს კიბოს რისკებს ზრდისო და ინ ვიტრო პროცედურების წინ აუცილებელია მამოლოგის კონსულტაცია,აი დაახლოებით ამ დონის ვალდებულებად უნდა იყოს გათვლილი ფსიქოთერაპევტის კონსულტაცია და ყველა შემდგომი ნაბიჯი უნდა დაიგეგმოს მასთან ერთად... მე პირადად მსგავსი ფსიქოლოგიური სტრესი ისე რომ ორგანულად გამომეხატა და იმოქმედა საშინლად მეხსიერებაზე არასდროს არაფრისგან არ მიმიღია...

Posted by: pepi grdzelicinda 2 Apr 2019, 16:22
kikiki
მოგესალმები,
სწორედ ამისთვის გავხსენი ეს თემა, არავინ აქცევს ამ პრობლემას სათანადო ყურადღებას. ჯერ ხომ დასტრესილები და გაუბედურებულები მივდივართ ექიმთან და იქ მერე თუ მივაღწიეთ კონსულტაციაზე, ექიმი რაღაც გაურკვეველ წინადადებებს გვეუბნება, შეიძლება ახსენოს დონორი, სუროგატი.. შეიძლება არც გჭირდებოდეს მაგრამ მაინც, ვალდებულია შემოგთავაზოს, თურმე, ხოდა ძაან ძნელია მართლა.
გეთანხმები 100% ით იმაში რომ საჭიროა პირველ რიგში ეს სერვისი, მაგრამ კიდევ ემატება თანხები ისედაც გაბერილ ფასებს. ამის გადახდას ბევრი ვერ შეძლებს, ურჩევნია ერთი მენოპური იყიდოს და არა ერთი კონსულტაცია. და ერთი სესია საკმარისი არაა ამ დროს. მაგრამ რაღაც გამოსავალი უმდა არსებობდეს , არის ეს პრაქტიკა ასეთ კლინიკებში. სერიალი რომ არის "კერძო პრაქტიკა" მანდ ფსიქოთერაპევტია ჩართული და მუშაობს ასეთ წყვილებთან. დავაზუსტებ კიდევ ერთხელ რომ მხოლოდ ქალს არ აქვს ამ დროს ემოციური პრობლემები, არანაკლებ განიცდიან კაცებიც.

Posted by: jasmin11 18 Apr 2019, 12:30
QUOTE (pepi grdzelicinda @ 2 Feb 2019, 22:55 )
pinny
smile.gif)
არადა მართლა ფსიქოთერაპევტი ვარ smile.gif
ფსიქიატრიც smile.gif
და იმდენად დამძაბა ამ სიტუაციამ რომ ხომ ვიცოდი ყველაფერი რა და როგორ მჭირდა, მაინც გარეკილი მქონდა, განსაკუთრებით ინვიტროს პერიოდში.
ამიტომ გამიჩნდა სურვილი რომ მეტი გავიგო ამ პრობლემის მქონე ადამიანებს რა ჩივილები აქვთ და დავეხმარო.

მე როგორც ვხვდები სერიოზული პრობლემა მაქვს მაგრამ მიზეზებს ვერ მივაკვლიე - მოკლედ მოგიყვებით - 3 წელია ვცდილობთ დაორსულებას (სპეციალურად მრავლობითში ვწერ იმიტომ რომ ზუსტად ჩემნაირად განიცდის და ჩართულია ყველა პროცესში მეუღლე, ძალიან მამხნსვებს და მაქსიმალურად მიწყობს ხელს) უშედეგო 3 სტიმულაცია, 2 ინსემინაცია და 1 ინვიტრო - არც კი მჯერა ეს რომ მე მეხება ეხლა რო ვწერ.... მაგრამ რეალობაა, მოკლედ ინვიტროს გაგება განაჩენევით ჟღერდა ისე მეშინოდა და ისეთი დარტყმა იყო ჩემთვის რო რავიცი, ეხლა მეორე ინვიტროზე ვარ და სამწუხაროდ 10 თვეა ბაქტერიოლოგიური ნაცხში დიდი რაოდენობით ლეიკოციტების გამო ვერ ხერხდება გადატანა რამაც საბოლოოს გამარეკინა მგონი.... პასუხს ვერ მეუბნებიან ეს რატო ხდება, ვმკურნალობ ანტიბიოტიკებით, ფაგებით - ეს 10 თვეა ხან დავისვენე 1-2 თვე და ხანაც ისევ ვაგრძელებ მაგრამ შედეგი არაა... არ ვიცი ალბათ შენ რაც თქვი ისაა პრობლემა პეპი და იქნებ მირჩიო როგორ უმკლავდებით თქვენ სად რომელ სპეციალისტს მივაკითხო, რამდენიმე სეანსზე ფსიქოლოგთანაც ვიყავი, თითქოს მიშველა მაგრამ დღევანდელი მდგომარეობით ძალიან მძიმედ ვარ - ვერ მეუბნებიან რატომაა ეს პრობლემა და რა მიშველის რომ გადატანა გვეღირსოს. მაქვს აკვიატებული აზრებიც - უფრო გამწვავებული მქონდა ეხლა უკეთ ვარ მიწყნარდა, ასევე გადატანილი მაქვს ფსიქოლოგიური სტრესი 16-17 წლის ასაკშიც და დაოჯახებიდან მალევე მეუღლის მამის გარდაცვალებას შევესწარი, მერე ბებიაც გარდამეცვალა და იქიდან მომყვებოდა წელიწადნახევარი ცოტა მეტი დანაშაულის გრძნობა საკუთარი ფიქრების გამო.. ახლა გავუმკლავდი აღარც მახსენდება ხოლმე მაგრამ როგორც ვხვდები ორგანიზმი გამოვიფიქტე ვერ ებრძვის ბაქტერიებს სერიოზული ნემსების და ანტიბიოტიკების დახმარებითაც კი. და მოკლედ არ ვიცი...

Posted by: pepi grdzelicinda 19 Apr 2019, 17:23
jasmin11
მოგესალმები,
შენ რა პრობლემაც გაქვს რეალურია, თვალსაჩინოა, მიზეზია დასადგენი რატომაა მომატებული ლეიკოციტები, სადაა ანთების კერა.. მეც დაახლოებით 10 თვე გამიგრძელდა მოსამზადებელი პერიოდი, ოღონდ ვიტამინოთერაპია , რადგან კვერცხუჯრედის ხარისხი იყო დაბალი .
მოლოდინის რეჟიმში ყოფნა ძალიან რთულია, გეთანხმები , მაგრამ დიაგნოზი გაქვს და ესაა მთავარი. ორგანული პრობლემა უნდა მოგიგვარდეს პირველ რიგში, მხოლოდ ერთ ექიმთან იყავი? სხვასთან გადაამოწმე დიაგნოზი? ბაქტერიულ ინფექციას ვგულისხმობ
* * *
jasmin11
და კიდევ, 3 წელი ძალიან ცოტაა smile.gif
ფსიქოლოგი ამ შემთხვევაში ვერაფერს გიშველით, რეალური სომატური პრობლემა გაქვთ და თქვენი ღელვაც ნორმაა.

Posted by: jasmin11 24 Apr 2019, 11:18
პირველ რიგში დიდი მალსობა პაუსხისთვის!!
დავაზუსტებ რა რეალური სომატური პრობლემა ანუ რა იგულისხმება ამაში? ხო, არა ორ ექიმთან ვიყავი ჯერ ჯერობით მაგრამ ვერ მოერია ამდენი ანტიბიოტიკი ამ პრობლემას და კერას ვერ ადგენენ... არ ვიცი რა ვქნა ეხლა ავდექი და უბრალოდ ყველა წამალი შევწყვიტე და დავისვენებ თქო ვფიქრობ...როგორ გამომივა ეს მეორე საკითხია მაინც იქით მაქვს ფიქრები ალბათ ჰომეოპათთან მივალ მაგრამ ფსიქოლოგიურ ასპექტში როგორ ფიქრობ არ მჭირდება დახმარება? რადგან მაქვს კოდეც სანერვიულო ხო? თუ რა ვქნა....?მადლობა კიდევ ერთხელ შენი გამოხმაურებისთვის!
* * *
მე იმას ვფიქრობ ეს ჩემი ნერვიულობა ხომ არ იწვევს ამ ორგანიზმის სისუსტეს და ბრძოლისუნარიანობის დაქვეითებას ნუ გავგიჟდი ჩვეულებრივი ბაქტერიული ვაგინოზი რო ვერ მოერიოს ანტიბიოტიკები ამდენი ხანი რა ხდება... ალბათ მაინც არაკომპლექსური მკურნალობაა მიზეზი...ის რაღქც მოყინვა და მოწვა არ მინდა ეგ პროცედურაც მიხსენეს...

Posted by: pepi grdzelicinda 24 Apr 2019, 22:48
jasmin11
რეალური სომატური პრობლემაა ბაქტერიოლოგიურ ნაცხში ლეიკოციტების რაოდენობა, რომელიც მოგვარდება ალბთ წესით სწორი მკურნალიბით. სხეულის დასუსტება ზოგადად შეუძლია ნერვიულობას მაგრამ ინფექციის გამოწვევა არ შეუძლია.
შფოთვა და დაძაბულობა იმ აზრების გამოა რაც თავში გიჩნდებათ. ეცადეთ დაუკვირდეთ როდესაც გუნება განწყობა შეგეცვლებათ, მოულოდნელად, რა გაიფიქრეთ იმ მომენტში. თუ ეს აზრი საფუძველს მოკლებულია, ეცადეთ სხვა, ლოგიკური აზრი დაუპირისპიროთ. მაგალითად: უცებ იგრძენით მოწყენილობა, არაფერი მეშველება, გაიფიქრეთ. მაგრამ ამასთან ერთად გაიხსენეთ უკვე რამდენ რამეს აკეთებთ რაც შეგიძლიათ, არკვევთ პრობლემას, დიაგნოზს, მკურნალობთ,ამოწმებთ. მთავარია უქმად არ ხართ და არ ნებდებით, ეს დეპრესია იქნებოდა. თქვენი შფოთვა ამ შემთხვევაში ნორმაა და კონტროლი შეგიძლიათ.
მოყინვა და მოწვას საშვილოსნოს ყელის ეროზიების დროს სთავაზობენ მაგრამ მგონი ეხლა აღარც მაგას აკეთებენ.
უშედეგო სტიმულაცია გიწერიათ ზემოთ, დაბალი გაქვთ ანტიმიულერი? რეზერვია ცოტა კვერცხუჯრედების?

Posted by: jasmin11 26 Apr 2019, 22:31
არა, ანტიმიულერიც კარგია 5 და რაღაცა სა აი ხარისხის მაინცდამაინც კმაყოფილი პირველად არ იყო ექიმი და მეორე ინვიტროს დროს უკეთესობაა... უბრალოდ გადატანას ვერ ვახერხებთ და ეგ მაგიჟებს.... აქვე გკითხავ ვინმე კარგი გინეკოლოგი ბაქტერიებზე ვაგინოზზე რო მუშაობდეს კარგად არ იცი? იქნებ მირჩიო რა დიდი მადლობა ყურადღებისთვის!!

Posted by: pepi grdzelicinda 27 Apr 2019, 13:53
jasmin11
ვერ გეტყვი, წეროების ან ინვიტროს თემაში იკითხე.

Posted by: Lemshveniera 21 Aug 2019, 20:34
მე ვიცნობ წყვილს, რომელსაც 9 წლის მანძილზე ვერ გაუგეს, რატომ არ ჰყავდათ შვილი. არ დარჩენილა ექიმი და პროცედურა, მაგათ რომ არ მიემართათ.
ბოლოს იშვილეს ბავშვი და ჰოპ! დაორსულდა ეს გოგო.
მეორე მაგალითიც ვიცი მასეთი. უშვილოები იყვნენ და ბავშვი რომ იშვილეს, მას მერე ეყოლათ თავიანთი.

შეიძლება მართლაც ფსქოლოგიური სტრესის ბრალია. რას გაიგებ?

Posted by: pepi grdzelicinda 24 Aug 2019, 22:43
Lemshveniera
ეგეთი შემთხვევები მეც მსმენია, არაერთი, თან რაც უფრო დიდხანს გაქვს ეგ პრობლემა უფრო ბევრ რამეს იგებ.
ეგ რა შემთხვევაა ვერ ვხვდები, დედობრივი ინსტინქტი ხომ ყველა ქალშია წესით, ეს ნაშვილები ბავშვები რას აკეთებენ აჩენენ თუ აღვივებენ ამ გრძნობას?..მერე ეს როგორ აისახება მათ რეპროდუქციულ სისტემაზე?.. ალბათ ამ შემთხვევაში ბიოლოგიურად აქტიურ ნივთიერებებთან გვაქვს საქმე. როგორც კვლევებმა აჩვენა დეპრესიის და შფოთვითი აშლილობების დროს უშვილობა უფრო ხშირია, შესაბამისად როდესაც ბავშვს იშვილებენ ალბათ ეს სტრესი იხსნება და ორსულობის შანსი იზრდება?..

Posted by: adeline 25 Aug 2019, 21:17
jasmin11
jasmin11
გიორგი თევდორაშვილთან არ ყოფილხართ? ძალიან კარგად მკურნალობს ინფექციებს

Posted by: SUBADARI 27 Aug 2019, 10:49
ისე ვისაც ეს პრობლემა აწუხებს ძირითადად აღიზიანებთ სხვა ადამიანების კომენტარები. ან თუნდაც არ სურთ მათ გაუზიარონ თავიანთი განცდები განსაკუთრებით ერიდებათ ქმრისიანების ზოგი საუკეთესო მეგობართანაც ვერ იხსნება იმ შიშით და კომპლექსით რომ ვერ გაუგებს რადგან მეგობარს აი უკვე 3 შვილი ყავს და ა. შ. მე კიდე მგონია რომ ყველაზე დიდი მტერი ამ პრობლემასთან ბრძოლისას არის ჩაკეტილობა და ხშირად ინფორმაციის ნაკლებობა. რაც ღია ვიქნებით უფრო შეგვიმსუბუქდება სადარდებელი და თუნდაც შეიძლება ვიღაცის გამოცდილებაც მივიღოთ.

ან თუნდაც მეზობელი რომ კითხულობს არ არის რამე სიახლე რატომ უნდა გვეგონოს რომ რაღაც ჩასაფრებული პოზიციიდან ინტერესდება ჩვენი მდგომარეობით? ჩვენ უფრო გვაქვს ალბათ კომპლექსი და იმიტომ. ვუპასუხოთ ღიად რა მოხდა რა შავდება ამით?
იმის ფიქრი რომ ვიღაც თანაგვიგრძნობს რატოა ცუდი? უბრალოდ ამ პრობლემით რომ წლებია დადიხარ ჩვენ თვითონ ავრთ გაღიზიანებულები და ეგაა პრობლემა

მე მგონია რომ ფიზიკური დატვირთვა (ვარჯიში, იოგა) ძაან დაგეხმარებათ და საკუთარი საქმის მოძებნაც.. ვეცადოთ არ ავიკვიატოთ აზრები


Posted by: kikiki 27 Aug 2019, 22:17
მოგესალმებით ყველას, 6 წლიანი უნაყოფობით ორი წარუმატებელი ინ ვიტროსგან ცხოვრებაამოყირავებული ვწერ... მიზეზი გაურკვეველია რა თქმა უნდა... ახლა ორი ფიფქი მყავს და იმაზე ფიქრი თითქოს ოდნავ იმედს მაძლევს, მაგრამ როცა ვფიქრობ რომ იმ ორსაც გადავიტან მერე მეწყება საშინელი მოჭერები გულის არეში, თითქოს ხელებში ძალაც მეცლება... ვკითხულობ... ვკითხულობ ... იქნებ რამე ვიპოვო ხელჩასაჭიდი რომ აი იქნებ ეს იყო მიზეზი და მაგიტომ არ გამმოვიდა მეთქი მაგრამ... სულ ის აზრი მიტრიალებს თავში, ნუთუ ექიმმი ნამდვილად გულწრფელია როცა მეუბნება რომ არ იცის რატომ არ გამოვიდა ამ ორი მცდელობიდან არცერთი...

Posted by: pepi grdzelicinda 27 Aug 2019, 22:44
kikiki
გეთანხმები, მაგ გაურკვევლობაში ვიყავი 11 წელი,ოღონდ ინვიტროს ვერ ვრისკავდი, ეგ ბოლო იმედიც რომ დამკარგვოდა მაგისი მეშინოდა.
საშვილოსნოს ღრუ როგორია? ემბრიონები რამდენუჯრედიანი გადაიტანეს? გაყინულები თუ გაუყინავი? ბევრი წვრილმანია რაც ამ პროცესში შეიძლება გასათვალისწინებელი იყოს..

Posted by: kikiki 29 Aug 2019, 02:02
pepi grdzelicinda
ღრუ პირველ გადატანაზე არი იყო კარგი 7,5 მდე ძლივს ავიდა ისიც მედიკამენტებით, ემბირონები მაგ გადატანაზე 3 დღიანები იყო 2 ფრეში. მეორე გადატანაზე 5 დღიანი გადავიტანე ერთი ოღონდ მაგრამ ღრუ იყო კარგი 10 მდე იყო პუნქციის დღეს და მერე კიდევ გაიზრდებოდა. ისიც ფრეში იყო... გალღობას გადარჩენილი უფრო ძლიერიაო გამიგია და ვნახოთ ახლა რა იქნება მაგრამ საშინლად ვნერვიულობ , ზოგჯერ ის მაფიქრებს რომ შეიძლება გალღობას ვერ გაუძლონ, ზოგჯერ ის რომ ესენიც ვერ მიემაგრება და ასე გაქრება ყველაფერი იუმედოდ... sad.gif საერთოდ ოდნავაც კი არ აიწია არცერთხელ ქორიონალურმა გონადოტროპინმა, ანუ მცდელობაც კი არ იყო .. sad.gif ბოლო გადატანაზე ისე ცუდად ვიყავი მგონი ფსიქოლოგიურად მე თვითონ გამოვიწვიე ყველა ორსულობის სიმპტომი ... როგორც კი ხეგეს უარყოფითი პასუხი გავიგე აი იმ დღიდანვე მომეხსნა ღებინების შეგრძნებაც, წელის ტკივილიც და მოკლედ ბევრი რამ რაც იქამდე ორსულობას მაფიქრებინებდა... თან მქონდა საშნელი ქავილი მთელ ტანზე, მაგრამ ეგეც კი გამიქრა, უფრო პროგესტერონის ნემსებს ვაბრალებდი მაგრამ ასე ერთ დღეში როგორ გამიქრა ქავილი თუ ეს ფსიქოლოგიური არ იყო ...

Posted by: nino84 29 Aug 2019, 18:37
kikiki
კარგად .ესმის შენი განცდების, 9 წლიანი უშვილობა. ერთი წელი ვენზადებოდი გადატანისთვის, რომელიც ივნისში .მქონდა და ეხლა 11 კვირის ორსული ვარ smile.gif ორსულობა მე7 ცდით დადგა. მანამდე არცერთი ორსულობა არ მქონია, მიმაგრებია მცდელობაც კი. ბოლო გადატანაზე იმაზე ფიქრიც კი მზარავდა რას ვიზავდი კიდევ რომ არ გამოსულიყო. პირველ რიგში ვიმკურნალე კარგად არანაირი ინფექცია და ანთებას ხელი რომ არ შეეშალა. გავიკეთე ჰისტერო, ვინაიდან ექოზე ჰიპერპლაზიაა სერგო. ასევე გავიკეთე ანალიზები თრომბოფილირვზე და ორი გენის მუტაცია აღმომაჩნდა, რის გამოც გადატანის წინა ციკლში ვიკეთე კლექსანი. ასევე გადატანის ციკლში გადავისხი ინტრალიპიდი. არ ვიცი ზუსტად შედეგი რამ გამოიღო, მაგრამ ფაქტია ორსულობა დადგა. ორი 5 დღიანი კრიო გადავიტანეთ და ერთი მიმაგრდა smile.gif ვისი პაციენტი ხარ? მეც ძალიან მთრგუნავდა ის ფაქტი, რომ არც იწყებოდა ჩემთან ორსულობა ამის გამო ერა ტესტიც გავიკეთე. მე უკვე იმასაც ვფიქრობდი, რომ თუ ეხლაც არ გამოვიდოდა თურქეთში წავიდოდით და რაღაცნაირად გამიადვილდა გადატანის შემდგომი უსასროლო ლოდინი.

Posted by: pepi grdzelicinda 29 Aug 2019, 23:20
kikiki
ძალიან კარგად მესმის ყველა სიტყვა რასაც წერ, მაგიტომ გავხსენი ეს თემა, გადატანიდან პასუხამდე კოშმარული დღეებია, ეხლაც მიკვირს როგორ გავძელი. ისეთი აგრესიული ვიყავი ბოლოს ვერ მელაპარაკებოდნენ. მაშინ ვერ მოვახერხე და ვფიქობდი რა შეიძლება გააკეთოს ქალმა ამ დროს. კარგზე უფრო მეტად ცუდზე ფიქრობ, შესაბამისად სხეულიც მოგყვება და დაძაბულობა იმატებს, გულიც გიჩქარდება, კუნთებიც დაჭიმულია, ძილი არ გეკარება, ამას ემატება ისუამრავი წამლის ეფექტები..
რელაქსაციის სავარჯიშოები არის ინტერნეტში, ძირითადად ინგლისურად და რუსულად, აუდიოვერსიებია იუთუბზე, სასიამოვნო მუსიკით. იქნებ არ დაგეზაროთ და გააკეთოთ.
კვლევებმა აჩვენა რომ შფოთიანი გონება ვერ მოქმედებს რელაქსირებულ სხეულზე, ოღონდ ამას სისტემატიური ვარჯიში ჭირდება. Jacobson ის პროგრესული კუნთური რელაქსაცია https://youtu.be/intVpw4LhMY

Posted by: kikiki 31 Aug 2019, 23:50
მადლობა გოგოებო, ამ მდგომარეობაში კიდევ ყველაზე რთული ისაა რომ ყველა გითანაგრძნობს , გაიმედებს , რაღაც რჩევებს გაძლევს, არა და აზრზე არ არიან საერთოდ შენ რას გრძნობ, ... მხოლოდ მას შეუძლია გაგება ვისაც მართლა თავის თავზე აქვს ეს ყველაფერი გამოცდილი... 7 ცდას მართლა ვერ გავუძლებ, მესამეს ვაპირებ და ამასაც შიშით, საშინლად მოქმედებს ეს წამლები, ყველა ქრონიკული დაავადება რაც მქონდა აქამდე გამიმწვავდა ამის ფონზე, მოშლილი ვარ ფსიქიკურად და ფიზიკურად... ყველაზე მეტად კიდე ჩემი ქმარი მეცოდება, რომ არც მაგრძნობინებს და ვხვდები როგორ განიცდის, მის თვალზე ცრემლი არასდროს მინახვას და პირველზე უარყოფითი რომ მოვიდა მაშინ დავინახე, თავზე ცა ჩამომქცეოდა მერჩივნა, გავიქცეოდი მაინც... ახლა სად გავიქცე, დარჩენილი ვარ ამ რაღაც გაურკვევლობაში... უჰ, ვიცი ძალიან დეპრესიურად ვწერ, ვიცი ცოცხალ ადამიანს ბევრი რამე შეუძლია, ახლა კი ვარ გამოლეული მაგრამ გულის სიღრმეში მჯერა რომ ყველა განსაცდელი წავა და სიხარული მოვა...

Posted by: nino84 1 Sep 2019, 21:07
kikiki
მე არც არავის ვეუბნებოდი რომ ინვიტროს ვიკეთებ, ეხლაც არც მშობლემა იციან, მარტო ჩემმა ერთმა დაქალმა, იმასაც იმიტო ვუთხარი, რომ მისმა დამაც ინვიტრო გაიკეთა და უფრო ესმოდა ჩემი. სხვებისთვის არც მითქვამს, მაინც ვერ გამიგებდნენ. ძალიან დამეხმარნენ ამ ფორუმის რამდენიმე იუზერი, რომლებსაც პირადადაც ვიცნობ და ბედნიერი ვარ რომ გავიცანი, ერთი გასაჭირი უფრო აახლოვებს სრულიად უცხო ადამიანებს, მათ ისეთი დეტალები უციან უახლოესმა მეგობრებმაც რომ არ იციან. ძალიან მეხმარებოდნენ, რიგორც საქმიანი რჩევით, ასევე უბრალოდ გვერდში დგომით, როცა ეს ყველაზე მეტად მჭირდებოდა. ქმარსაც ვეღარ ვეწუწუნებოდი ისიც დაღლილი იყო და აღარ უნდოდა ამ თემაზე საუბარი. შარშან ზაფხულში იოგაზე დავიწყე სიარული თორემ უკვე ძალიან დეპრესიული ვხდებოდი, აუცილებელია რამე განტვირთვის საშუალების პოვნა, ვიღაცისთვის ეს შეიძლება იყოს ხატვა, ცურვა, რავიცი,. ნებისმიერი რამ. მე იოგაზე სიარულით ისევ გავბედნიერდი და ინტერესი გამიჩნდა რაღაცის, გარდა უშვილობის პრიბლემის მოგვარებისა. ასე ჩაციკვლაც ძალიან საზიანოა ჩვენი ჯანმრთელობისთვის,

Posted by: kikiki 1 Sep 2019, 22:53
მართალი ხარ ნინო ბევრს ვფიქრობ მაგაზე როგორ გადავერთო რამე სხვაზე, ისეთი სამსახური მაქვს ძირითადი დრო მას მიაქვს და ბევრი ფიქრის დროც აღარ მრჩება მაგრამ როცა მარტო ვრჩები ამის მეტი ვეღარაფერზე ვეღარ ვფიქრობ, იოგაზე მეც ვფიქრობ მისვლას მაგრამ ეს საზიანო არაა, ანუ გაწელვები და ყველა ვარჯიში არის შესაძლებელი თუ იქაც უნდა გავაცხადო რომ ორსულობას ვგეგმავ და არ გამაკეთებინოს ვარჯიშები?

Posted by: pepi grdzelicinda 2 Sep 2019, 08:40
kikiki
პირიქით, მე ქეთიმ დამინიშნა იოგა და ფიტნესი, ვარჯიშები რაც მენჯის ღრუში სისხლის მიმოქცევას გააუმჯობესებს

Posted by: tweety86 2 Sep 2019, 13:58
pepi grdzelicinda
ზუსტად იოგაზე დავდიოდი რომ დავრჩი ორსულად. შეიძლება უბრალო დამთხვევაა, მაგრამ ფაქტი ფაქტად რჩება

Posted by: pepi grdzelicinda 26 Oct 2019, 13:00
უშვილობა და ფსიქიკური ჯანმრთელობა
შესავალი
უშვილობა არის მსოფლიოს მასშტაბის პრობლემა, რომელიც ეხება წყვილების 10-15 % რეპროდუქციულ ასაკში. უკანასკნელ წლებში ასეთი წყვილების რაოდენობა დრამატულად გაიზარდა, რაც გამოწვეულია სხვადასხვა ფაქტორებით როგორიცაა მშობიარობის გადადება ქალებში, უნაყოფობის მკურნალობის თანამედროვე ტექნოლოგიების განვითარება, ცნობიერების ამაღლება ამ სფეროში . უნაყოფობის მკურნალობის განვითარებამ და შესაბამისმა კვლევებმა კი გამოავლინა ამ პრობლემის ფსიქოლოგიური განშტოებები.
ტარდება კვლევები ფსიქიატრიული დაავადებების და უნაყოფობას შორის კავშირის შესახებ. მკვლევარები ასევე დაინტერესდნენ ფსიქოლოგიური პრობლემის გავლენით უნაყოფობაზე. ნაკლები ინფორმაცია მოიპოვება ამ პოპულაციის ეფექტურ ფსიქიატრიულ მკურნალობაზე,თუმცა არსებობს ფსიქოთერაპიული ინტერვენციების და მხარდაჭერის ჯგუფების არსებობის შესახებ გარკვეული მონაცემები.
დიდი ხანია მიმდინარეობს დებატები უნაყოფობას და სტრესს შორის კავშირის შესახებ. უნაყოფო ქალებს აღენიშნებათ შფოთვის და დეპრესიის მაღალი მაჩვენებლები, ამგვარად ნათელია რომ უნაყოფობა იწვევს სტრესს. რაც ნაკლებად არის გარკვეული ეს არის, იწვევს თუ არა სტრესი უნაყოფობას. უკანასკნელმა კვლევებმა დაადასტურა ფსიქოლოგიური ინტერვენციების ეფექტურობა ფსიქიკური დისტრესის შემცირებაში, რომელიც თავის მხრივ დაკავშირებული იყო ორსულობის მაჩვენებლის მნიშვნელოვან ზრდასთან. კოგნიტურ-ბიჰევიორული ჯგუფური ფსიქოთერაპია შესაძლოა იყოს ყველაზე ეფექტური გზა რომ მივაღწიოთ ორივე მიზანს. უნაყოფო ქალების დისტრესის ხარისხის გათვალისწინებით, უაღრესად მნიშვნელოვანია ეს პროგრამა ხელმისაწვდომი გახდეს მათთვის.
უნაყოფობა არის ხშირად ჩუმი ბრძოლა. პაციენტები ცდილობენ გაიგონ დეპრესიის, შფოთვის, იზოლაციის და კონტროლის დაკარგვის განცდები. დეპრესიის ხარისხი უშვილო პაციენტებში უტოლდება სიმსივნური დაავადებების მქონე პაციენტების დეპრესიის ხარისხს. დადგენილია, რომ 8 წყვილიდან 1 შემთხვევაში ანუ 12% -ში აღინიშნება დაორსულების, ან ნაყოფის შენარჩუნების პრობლემა.
მშობლობა არის მამაკაცისთვისაც და ქალისთვისაც ზრდასრულ ასაკში გადასვლის ერთერთი დიდი ნაბიჯი. ამ სურვილის შეუსრულებლობის სტრესი დაკავშირებულია ემოციურ გამოვლინებებთან როგორიცაა ბრაზი, დეპრესია,შფოთვა, ოჯახური პრობლემები,სექსუალური დისფუნქცია და სოციალური იზოლაცია. წყვილები განიცდიან სტიგმას, დანაკლისის განცდას, დაქვეითებულ თვითდაჯერებას ამ პრობლემის გამო (Nachtigall 1992). როგორც წესი უშვილო წყვილებში ქალი უფრო მაღალი ხარისხის დისტრესს განიცდის ვიდრე მამაკაცი (Wright 1991; Greil 1988); თუმცა თუ მამაკაცის ფაქტორითაა უშვილობა გამოწვეული მაშინ მათი დისტრესის ინტენსივობა თითქმის ქალისას უტოლდება (Nachtigall 1992). მამაკაციც და ქალიც განიცდიან იდენტურობის განცდის დაკარგვას და აქვთ დეფექტურობის და არაკომპეტენტურობის განცდა.

მიუხედავად იმისა რომ ეს პრობლემა ძალიან გავრცელებულია, უშვილო ქალების უმეტესობა თავის ისტორიას არ უზიარებს ოჯახს, მეგობრებს..ეს ზრდის მათ ფსიქოლოგიურ მოწყვლადობას. ბუნებრივად დაორსულების შეუძლებლობას შეუძლია გამოიწვიოს სირცხვილის გრძნობა, დანაშაულის განცდა და დაბალი თვითშეფასება. ეს უარყოფითი განცდები შესაძლოა იყოს დეპრესიის, შფოთვითი აშლილობის, დისტრესის და დაბალი ცხოვრების ხარისხის განმაპირობებელი ელემენტები.
პაციენტები, რომლებიც გადიან რეპროდუქციულ მკურნალობას, არიან ფსიქიატრიული აშლილობების განვითარების მნიშვნელოვანი რისკის ქვეშ. ამიტომ აუცილებელია მათზე დაკვირვება, ამოცნობა და შესაბამისი ზომების მიღება, იმისათვის რომ ისინი გაუმკლავდნენ უშვილობის დიაგნოზს და მკურნალობას.


Background
უშვილობა არის ცხოვრების კრიზისი, რომელიც მთელს მსოფლიოში აქვთ პაციენტებს. უშვილო პაციენტები განიცდიან უზარმაზარი რაოდენობით ემოციურ კრიზისს, მათი დიაგნოზის გამო. რისკი დეპრესიის, შფოთვითი აშლილობის და დისტრესი არის ძალიან მაღალი ამ ადამიანებში.
ეს ჰიპოთეზა, რომ სტრესმა შესაძლოა გავლენა მოახდინოს ნაყოფიერებაზე არსებობოს დიდი ხანია. მაგრამ არსებობს ჯერ კიდევ გაურკვეველი კითხვა, უნაყოფობა იწვევს სტრესს თუ სტრესი უნაყოფობას?
პასუხი ჯერჯერობით გაურკვეველია. მხოლოდ ისაა ნათელი რომ უნაყოფობა იწვევს მნიშვნელოვან დისტრესს და ფსიქოლოგიური ჩარევები, რომლებიც დეპრესიას უმკლავდება ასევე ზრდის ორსულობის მაჩვენებელს.
უნაყოფობის ფსიქოლოგიური გავლენა ადამიანზე : დეპრესია , შფოთვა და დისტრესი
უნაყოფობის მქონე ქალებში დისტრესის დონის შეფასების ერთერთი მთავარი გამოწვევა არის თვითშეფასების სიზუსტე. შესაძლებელია ეს ქალები თავის მდგომარეობას უკეთ წარმოაჩენენ „ყალბად კარგად“, რომ ფსიქიკურად უფრო ჯანმრთელებად ჩანდნენ ვიდრე რეალურად არიან. 2004 წელს ჩატარდა ერთერთ კლინიკაში სტრუქტურირებული ფსიქიატრიული ინტერვიუ, 122 ქალი იყო გამოკითხული პირველადი ვიზიტის დროს რეპროდუქციულ კლინიკაში. აქედან 40 %-ს აღმოაჩნდა შფოთვა, დეპრესია ან ორივე ერთად.
Volgsten and colleagues გამოაქვეყნეს 31% იანი პრევალენტობით ფსიქიატრიული სიმპტომატიკა, აქედან უმეტესობა დიდი დეპრესია იყო.
დანიურმა კვლევამ 42 000 ქალზე აჩვენა, რომ 35% პაციენტებს აღენიშნებოდათ დეპრესიის და შფოთვის სიმპტომატიკა.
კიდევ ერთი დიდი კვლევა, 7352 ქალი და 274 მამაკაცი გამოიკვლიეს ჩრდილოეთ კალიფორნიაში, აქედან 56% ქალებს და 32 % მამაკაცებს აღენიშნებიდათ დეპრესიის სიმპტომები და 76% ქალებს და 61 % მამაკაცებს შფოთვის სიმპტომები.
ერთი კვლევის თანახმად გამოკითხული 106 ქალიდან 9,4% ქონდა სუიციდური აზრები ან მცდელობები.
ბოლო პერიოდის კვლევები, ფსიქოლოგიური სიმპტომატიკის პრევალენტობა უნაყოფო წყვილებში. 25% დან 60 % მდე პაციენტებში აღინიშნება ფსიქიატრიული სიმპტომატიკა, მათი დეპრესიის და შფოთვის დონე მნიშვნელოვნად მაღალია ჯანმრთელ,ფერტილურ საკონტროლო ჯგუფთან შედარებით.
სტრესი,დეპრესია და შფოთვა არის აღწერილი როგორც უშვილობის საერთო შედეგი. ბევრმა კვლევამ დაადასტურა რომ დეპრესიის არსებობა უნაყოფო წყვილებში უფრო მაღალია ვიდრე ჯანმრთელ კონტროლთა ჯგუფში, დეპრესია 15-54 % ში იყო გავრცელებული (Domar 1992; Demyttenaere 1998; Parikh 2000; Lukse 1999; Chen 2004). ასევე შფოთვაც მნიშვნელოვნად მაღალი იყო უნაყოფო წყვილებში ჯანმრთელ პოპულაციასთან შედარებით, 8-28% უშვილო წყვილებმა აჩვენეს კლინიკურად მნიშვნელოვანი შფოთვა.(Anderson 2003; Chen 2004; Parikh 2000).
სიურპრიზი არ არის რომ უნაყოფო წყვილებს გაცილებით მეტად აქვთ გამოხატული დეპრესიის და შფოთვის სიმპტომები, ვიდრე ფერტილურ ინდივიდებს.
ფსიქოლოგიური დარღვევების როლი უშვილობის გამოწვევაში კვლავ დებატების საგანია. კვლევა იყო ჩატარებული ლაპანის და კოლეგების მიერ 58 ქალზე, სადაც ორჯერ იყო უშვილობის მაჩვენებელი გაზრდილი იმ ქალებში რომელთაც ქონდათ დეპრესიული სიმპტომები წარსულში. თუმცა კვლევის დროს ვერ შეძლეს გაეკონტროლებინათ სხვა ფაქტორები როგორიცაა სიგარეტის მოწევა, ალკოჰოლის გამოყენება, დაქვეითებული ლიბიდო და სხეულის მასის ინდექსი.(Lapane 1995).
მედიკამენტები, რომლებიც გამოიყენება უნაყოფობის დროს, კლომიფენი, ლეუპროლიდი, გონადოტროპინები არის დაკავშირებული ფსიქოლოგიურ სიმპტომებთან როგორიცაა შფოთვა, დეპრესია და გაღიზიანებადობა. ამიტომ, როდესაც ეს სიმპტომები იკვეთება მკურნალობისას, ძნელი გასარკვევია ეს ფსიქოლოგიური გავლენაა უნაყოფობაზე თუ წამლის გვერდითი მოვლენა. ამიტომ კვლევები, რომლებიც ამ მედიკამენტების მიღებამდეა ჩატარებული, ან მათ შემდეგ, რეალობასთან უფრო ახლოსაა.
შემოთავაზებულია მექანიზმები, რომლის გამოც შესაძლოა დეპრესიამ პირდაპირ იმოქმედოს ფერტილობაზე, ესენია: ფიზიოლოგია დეპრესიული მდგომარეობის, როგორიცაა აწეული პროლაქტინის დონე, ჰიპოთალამუს-ჰიპოფიზი-თირკმელზედა ჯირკვლის ღერძის დარღვევა და თიროიდული დისფუნქცია. ერთერთი კვლევა რომელიც ჩატარდა 10 დეპრესიულ და 13 ჯანმრთელ ქალზე ადასტურებს რომ დეპრესია დაკავშირებულია მალუთეინიზებელი ჰორმონის არარეგულარულ გამოყოფაზე, ეს ჰორმონი კი არეგულირებს ოვულაციას (Meller 1997) ცვლილებები იმუნურ ფუნქციებში დაკავშირებულია სტრესთან და დეპრესიასთან ასევე შეიძლება პირდაპირ მოქმედებდეს რეპროდუქციულ ფუნქციაზე.(Haimovici 1998).
შემდეგი კვლევები არის საჭირო იმისთვის რომ გამოცალკევდეს ერთმანეთისაგან დეპრესიის და შფოთვის გამოა უნაყოფობა თუ მასთან დაკავშირებული ქცევების გამო, როგორიცაა თამბაქო, ალკოჰოლის გამოყენება. სტრესი ასევე დაკავშირებულია მსგავს ფიზიოლოგიურ ცვლილებებთან, რაც ზრდის შესაძლებლობას რომ მაღალი ხარისხის კუმულირებული სტრესი, დაკავშირებული რეკურენტულ დეპრესიასთან და შფოთვასთან, შეიძლება იყოს ასევე უშვილობის ხელისშემწყობი ფაქტორი.
ერთერთი ყველაზე მასშტაბური კვლევა ჩატარდა შვედეთში,კაროლინსკას ინსტიტუტში, კვლევა დაიწყო 2007 წლიდან , კვლევაში მონაწილეობდა 23000 ქალი, ეს კვლევა აფასებდა კავშირს შფოთვას,დეპრესიას, ანტიდეპრესანტების გამოყენებას და ივფ-ის გამოსავალს შორის. დასრულდა 2016 წელს.
ანტიდეპრესანტებით მკურნალობა უკანასკნელი ათწლეულების განმავლობაში მკვეთრად მომატებულია, განსაკუთრებით მაღალია სეროტონისნის სელექტიური უკუმიტაცების ინჰიბიტორებით მკურნალობა განსაკუთრებით რეპროდუქტიული ასაკის ქალებში. თუმცა რა გავლენას ახდენს ეს ფერტილობაზე ძალიან ცოტაა ამის შესახებ ცნობილი.
ამ კვლევის მონაწილე ქალების 4,4 % ქონდა დეპრესიის ან შფოთვითი აშლილობის დიაგნოზი დასმული 2 წლით ადრე ვიდრე დაიწყებდნენ ინვიტროს ციკლს ან იღებდნენ ანტიდეპრესანტს 6 თვით ადრე. მკვლევარებმა შეაფასეს ორსულობის, ცოცხლად შობადობის და ორსულობის შეწყვეტის შემთხვევები ამ ქალებში და ასევე იმათთან ვისაც არ ქონდა ეს დიაგნოზი და არც ანტიდეპრესანტს იღებდა.
ჩვენ დავადგინეთ რომ ქალები რომლებიც გადიოდნენ ივფ მკურნალობას და ასევე დიაგნოსტირებული იყო მათთან წარსულში დეპრესია ან შფოთვითი აშლილობა და იღებდნენ ანტიდეპრესანტებს აქვთ ორსულობის უფრო დაბალი მაჩვენებელი და ასევე ცოცხლად შობადობის ვიდრე იმ ქალებს რომლებსაც ეს დიაგნოზი არ ქონდათ და არც იტარებდნენ ანტიდეპრესანტებით მკურნალობას ივფ მკურნალობის დაწყებამდე“ ამბობს ავტორი კაროლინ ცესტა,დოქტორანტი სამედიცინო ეპიდემიოლოგიის და ბიოსტატისტიკის. ასევე მნიშვნელოვანია ის რომ ქალები რომლებსაც ქონდათ დეპრესიის ან შფოთვის დიაგნოზი და არ მკურნალობდნენ ანტიდეპრესანტებით აჩვენეს კიდევ უფრო დაბალი შედეგი ორსულობის და ცოცხლად მშობიარობის.
SSRI არის ყველაზე ხშირი მედიკამენტების ჯგუფი რომელსაც ნიშნავენ შვედეთში. უმეტესობა ქალების ამ კვლევაში იღებდა სწორედ ამ ჯგუფის პრეპარატებს. და არ იყო სხვაობა ორსულობის და ცოცხლად შობადობის მაჩველებლებს შორის. თუმცა მცირე ჯგუფი, რომელიც იღებდა ანტიდეპრესანტებს ,ვისაც უფრო კომპლექსური ქეისი ქონდა დეპრესიის ან შფოთვითი აშლილობის, ამ ჯგუფში იყო გაცილებით დაბალი მაჩვენებელი ორსულობის და ცოცხლად შობადობის, ასევე გაზრდილი იყო ნაადრევი აბორტის რაოდენობა ივფ ის დროს.
ეს მონაცემები აჩვენებს რომ დეპრესიის და შფოთვითი აშლილობის დიაგნოზი შეიძლება იყოს მნიშვნელოვანი ფაქტორი უნაყოფობის. თუმცა აღსანიშნავია ისიც რომ ეს კვლევა არ იყო რანდომიზებული და შედეგები შესაძლოა აიხსნას ცხოვრების სტილით ან გენეტიკური ფაქტორებით, რომლებიც დაკავშირებულია დეპრესიასა და შფოთვასთნ. Carolyn E. Cesta, Alexander Viktorin, Henrik Olsson, Viktoria Johansson, Arvid Sjölander, Christina Bergh, Alikistis Skalkidou, Karl-Gösta Nygren, Sven Cnattingius, Anastasia N. Iliadou. Depression, anxiety, and antidepressant treatment in women: association with in vitro fertilization outcome. Fertility and Sterility, 2016; DOI: 10.1016/j.fertnstert.2016.01.036
რაც უფრო მეტ მკურნალობას იტარებს პაციენტი, მით უფრო მეტად ავლინდება დეპრესიის და შფოთვის სიმპტომატიკა.ინ ვიტრო განაყოფიერების პირველი მცდელობის უარყოფითი შედეგის შემდეგ პაციენტებს აქვთ მაღალი შფოთვის მაჩვენებელი, მეორე მცდელობის შემდეგ ავლინდებათ მომატებული დეპრესიული სიმპტომატიკა მათთან შედარებით, ვისაც არ ქონია ჯერ მცდელობა. კვლევებმა ასევე აჩვენა რომ რაც უფრო მეტად არის დეპრესიული უნაყოფო ქალი, ის უფრო ხშირად თავს არიდებს მკურნალობას, ან წყვეტს მკურნალობას პირველივე უარყოფითი შედეგის შემდეგ. ასევე გამოიკვლიეს, მიუხედავად ფინანსურად კარგი მდგომარეობისა და კეთილსაიმედო პროგნოზისა, მკურნალობის შეწყვეტა უმეტესად ფსიქოლოგიური პრობლემების გამო ხდება.
სტრესის გავლენა მკურნალობის შედეგებზე
რეპროდუქციული მედიცინის სფეროში ერთერთი ყველაზე საკამათო სფეროა ფსიქოლოგიური ფაქტორების პოტენციური გავლენა ორსულობის მაჩვენებელზე. ჩატარებულია ათობით კვლევა ინ ვიტრო განაყოფიერებას და ფსიქოლოგიური სიმპტომატიკის გამოვლენას შორის კავშირის დასადგენად, მკურნალობის დასაწყისში და მისი მიმდინარეობისას. ზოგმა კვლევამ აჩვენა რომ რაც მეტ დისტრესს განიცდიდა ქალი მკურნალობის დასაწყისში და პროცესში, მით უფრო დაბალი იყო ორსულობის მაჩვენებელი. ზოგიერთმა კვლევამ ეს ვერ დაადასტურა.
ამის ასახსნელად შესაძლოა იყოს რამოდენიმე მიზეზი. ერთია ის, რომ პაციენტები ზუსტად ვერ გამოხატავდნენ თავის მდგომარეობას ფსიქოლოგიური კითხვარების საშუალებით.

დიდ ბრიტანეთში ჩატარებულ კვლევაში მონაწილეობდა 339 ქალი, მათ მიეცათ 22 სიმპტომის ჩამონათვალი და შედეგად ვერ გამოიკვეთა კავშირი ამ სიმპტომებს და რეპროდუქციული მკურნალობის მიმდინარეობას შორის. თუმცა მსგავსი კვლევა ჩატარდა შეერთებულ შტატებში 501 ქალზე, სადაც გააკეთეს ნერწყვის ალფა-ამილაზას კვლევა, სტრესის ბიომარკერის, ეს მარკერი მნიშვნელოვან კორელაციაში აღმოჩნდა ორსულობასთან. 23 ქალს , რომელსაც ყველაზე მაღალი მაჩვენებელი ქონდათ ალფა-ამილაზასი, ქონდათ ორი უშედეგო მცდელობა.

ბოლოს, 135 ინ ვიტრო პაციენტის თმის ღერის კორტიზოლის დონის ანალიზი ჩაუტარდათ, შედეგად დადგინდა რომ კორტიზოლის დონე მნიშვნელოვან კორელაციაშია ორსულობასთან, ეს კვლევა დაემთხვა უნაყოფო პაციენტების რწმენას იმის შესახებ, რომ ფსიქოლოგიური სიმპტომები ნეგატიურ ზეგავლენას ახდენენ ნაყოფიერებაზე.

ორსულობის შეწყვეტა
მეან-გინეკელოგთა ამერიკული კოლეჯის კვლევების მიხედვით, 10-25% კლინიკურად დადასტურებული ორსულობისა მთავრდება ნაყოფის დაკარგვით.ეს გამოწვეულია მრავალი ფაქტორით. ერთერთი ძირითადი ფაქტორია ჩანასახის ქრომოსომული დარღვევები.
პაციენტები რომელსაც ეს გამოუცდიათ აკმაყოფილებენ პოსტ ტრავმული სტრესული აშლილობის სიმპტომებს.უმეტესობა ქალების განიცდის შფოთვას და დეპრესიას.
ზოგი პაციენტი, რომელიც მიდის ამ პროცედურაზე, იყენებს უახლეს კვლევას, როგორიცაა პრეიმპლანტაციური გენეტიკური სკრინინგი. ეს კვლევა იძლევა საშუალებას რომ ქრომოსომული დეფექტი გამოვლინდეს. ბიოფსია კეთდება ბლასტოცისტის უჯრედების და შესაბამისად მხოლოდ ნორმალური ბლასტოცისტის გადატანა ხდება საშვილოსნოში.
თუმცა ამ მეცნიერულ მიღწევას აქვს უარყოფითი მხარეც პაციენტისთვის: ამ კვლევის ღირებულება ასობით დოლარია და კიდევ უფრო აძვირებს ისედაც ძვირ სერვისს. ასევე ემბრიონები მე-5 დღემდე ვერ აღწევს, ამ დროს არის შესაძლებელი მხოლოდ ბიოფსიის გაკეთება. ზოგი პაციენტი არკვევს რომ ქრომოსომულად ნორმალური ბლასტოცისტა არც დარჩა საშვილოსნოში გადასატანად, რაც შეიძლება ემოციურად გამანადგურებელი აღმოჩნდეს მისთვის. გარდა ამისა, ბლასტოცისტადან ბიოფსიის გაკეთების შემდეგ, კვლევას ჭირდება 2 კვირა, ყველა ბლასტოცისტა იყინება, სანამ გაირკვევა მათი ხარისხი. პაციენტს უწევს დაიცადოს მომდევნო ციკლამდე მინიმუმ ერთი თვე, სანამ საშვილოსნოში მათ გადასატანად შესაბამისი პერიოდი არ დადგება. ანუ, ეს გენეტიკური კვლევა მოცდის პერიოდს ახანგრძლივებს და ამას ემატება კიდევ სტანდარტული ორი კვირა , რაც გადატანიდან ორსულობის ტესტამდე არის.

განმეორების მარცხი
ზოგი პაციენტი პირველივე ცდაზე ორსულდება, თუმცა უმეტესობას შეიძლება წლები დაჭირდეს, ან საერთოდ ვერ მიიღოს შედეგი. უნაყოფობის მიზეზი ყოველთვის არ არის გარკვეული. მიზეზები შეიძლება იყოს მრავალი, როგორიცაა პოლიცისტური საკვერცხის სინდრომი, ენდომეტრიოზი, მამაკაცის უნაყოფობა ან კიდევ დაუდგენელი უნაყოფობა. თუ დიაგნოზის შესახებ პაციენტი ინფორმირებულია, ეს საშუალებას აძლევს მას გაიგოს რატომ ემართება მას ეს. სხვა შემთხვევაში გულგატეხილები ადანაშაულებენ ვინმეს, რამეს ან საკუთარ თავს. დაუდგენელი უნაყოფობის დიაგნოზის მქონე ქალები შესაძლოა შეპყრობილი გახდნენ ამ დაავადებით, დადგენილია, რომ უნაყოფო ქალებში ხშირია ობსესიური აშლილობა.
გონება/სხეული პროგრამა უნაყოფობისთვის
აშკარაა რომ უნაყოფო პაციენტები განიცდიან დისტრესს, დეპრესიას, შფოთვას და აქვთ ცხოვრების დაბალი ხარისხი. მნიშვნელოვანია რეპროდუქციული ჯანმრთელობის ცენტრებმა და იმ მედიკოსებმა, რომლებიც ამ პრობლემასთან მუშაობენ შესთავაზონ პაციენტს ფსიქოლოგიური ინტერვენცია და ემოციური მხარდაჭერა.
გონება/სხეულის პროგრამა შეიქმნა 1987 წელს, ვინიდან ფსიქოლოგიურ ინტერვენციას უნაყოფო პაციენტებში შეუძლია გააუმჯობესოს ფსიქიკური მდგომარეობა, ოჯახური ურთიერთობა და გაზარდოს ორსულობის მაჩვენებელი, ივარაუდეს რომ ამ პროგრამას შეეძლო მიეღწია ამ მიზნებისთვის.
პროგრამას აქვს 10 სესია, არის ჯგუფური მოდელი და მონაწილეების პარტნიორები 3 სესიას ესწრებიან. გონება/სხეულის პროგრამა იყო წარმატებული სტრესის შესამცირებლად და ორსულობის მაჩვენებლის გასაზრდელად. მოიცავდა ტექნიკებს კოგნიტურ-ბიჰევიორული თერაპიიდან, რელაქსაციის სავარჯიშოებს, ცხოვრების სტილის შეცვლას,ჟურნალისტიკას, თვითშემეცნებას და სოციალური მხარდაჭერის კომპონენტებს.
გონება/სხეულის პროგრამა მოიცავს კოგნიტურ-ბიჰევიორული თერაპიის 2 სესიას , ეს არის ფსიქოთერაპიის ფორმა, რომელიც ხაზს უსვამს აზროვნების მნიშვნელოვან როლს იმაში თუ რას ვგრძნობთ და რას ვაკეთებთ. მონაწილეები ეჭვქვეშ აყენებენ ავტომატურ აზრებს როგორიცაა „მე არასდროს მეყოლება ბავშვი“ , „უნაყოფობა არის ჩემი დანაშაული“ ან „ჩემი ქმარი აპირებს რომ მიმატოვოს და დაქორწინდეს სხვა ქალზე, ვინც შვილს გაუჩენს“.
რელაქსაციის ტექნიკები ფართოდ გამოიყენება სხვადასხვა ავადმყოფობის მქონე პაციენტებში და დადგენილია რომ ეს სავარჯიშოები მნიშვნელოვნად ამცირებს შფოთვას. პაციენტები ყოველ კვირას სწავლობენ სხვადასხვა ტექნიკას, როგორიცაა პროგრესული კუნთური რელაქსაცია, ჰათჰა იოგა, მედიტაცია, წარმოსახვის სავარჯიშო და სხვა. ირჩევენ იმ ტექნიკას, რომელიც მათთვის უფრო ეფექტურია.
კვლევებმა ასევე დაადასტურა გამომხატველობითი წერის მნიშვნელოვანი სარგებელი უნაყოფო წყვილებში. ავტორებმა აღმოაჩინეს რომ ორივე პარტნიორი გამოხატავს დაფარულ დეპრესიულ სიმპტომებს. გონება/სხეულის პროგრამის მონაწილეები აკეთებენ სტატიებს მე-7 სესიის განმავლობაში. თუ ეს პროცესი აუმჯობესებს მათ გუნება-განწყობას და ეხმარებათ განცდების გამოხატვაში, რეკომენდაცია ეძლევათ გააგრძელონ მომავალშიც ასეთი ჩანაწერების გაკეთება და წერონ დღიურები.
მაინდფულნესი პროგრამის საწყის ეტაპზე არის გამოყენებული უშვილო წყვილებთან, როგორც ერთერთი პრობლემასთან გამკლავების სტრატეგია. კვლევამ, რომლის მიზანი იყო დაედგინა პირველადი ინ ვიტრო პაციენტებზე მაინდფულნესის ეფექტი, გაარკვია რომ მნიშვნელოვნად გაიზარდა თავდაჯერებულობა, მნიშვნელობაზე დაფუძნებული პრობლემასთან გამკლავების სტრატეგიები, და რაც ყველაზე მთავარია გაიზარდა ორსულობის მაჩვენებელი.
დომარი და კოლეგების კვლევაში,1992 წელს მონაწილეობდა 52 უშვილო ქალი, რომლებმაც მიმართეს ივფ -ს , 1 წლის განმავლობაში ტარდებოდა კვლევა . 10 კვირიანი კბთ ჯგუფურმა პროგრამამ საგრძნობლად შეამცირა შფოთვის, დეპრესიის და ბრაზის ხარისხი. 1 წლის შემდეგ შედეგები ასე გამოიკვეთა : იმ ჯგუფში რომელთაც უტარდებოდათ კბთ, ორსულობის შედეგი იყო 55 %, მხარდამჭერ ჯგუფში მონაწილე ქალებში 54 %, და 20% საკონტროლო ჯგუფში,ამ ჯგუფს უტარდებოდათ მხოლოდ სტანდარტული ივფ-ს მკურნალობა და პროცედურები. (Domar 2000).
თვითმართული ინტერვენციები
ფსიქოლოგიური ინტერვენციები არ არის აუცილებელი მართული იყოს კლინიკის მიერ. შესაძლებელია ინდივიდუალურად მიმართოს პაციენტმა ამ სერვისს. ჩატარდა რანდომიზებული კონტროლირებადი კვლევა , 166 პირველად ინ ვიტრო პაციენტებზე რომლებმაც მიმართეს კოგნიტურ-ბიჰევიორულ თერაპიას და რელაქსაციის ტექნიკებს. ამ კვლევამ აჩვენა მეტი პოზიტიური დაძლევის სტრატეგია, ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესება და შფოთვის დაბალი დონე.

2 კვირიანი მოცდის პერიოდი ემბრიონის საშვილოსნოში გადატანიდან ორსულობის ტესტამდე აღმოჩნდა ყველაზე სტრესული ინ ვიტრო განაყოფიერების დროს. პოზიტიური გადაფასების ტექნიკა, არის კიდევ ერთი საშუალება, პაციენტები სტრესული სიტუაციებიდან პოზიტიურ ასპექტებს განიხილავენ. ეს სტრატეგია სასარგებლოა არაპროგნოზირებადი და არაკონტროლორებადი სტრესორების მიმართ, როგორიცაა ეს 2 კვირიანი მოცდის პერიოდი.
ქალებმა, ვინც გაიარა გონება/სხეულის პროგრამა, აჩვენეს შფოთვის და დეპრესიის დაბალი დონე და ორსულობის მაღალი მაჩვენებელი საკონტროლო ჯგუფთან შედარებით.

დასკვნა:
დიაგნოზი უნაყოფობა, არის უზარმაზარი ტვირთი პაციენტებისთვის. ტკივილი და ტანჯვა არის ამ პაციენტების მთავარი პრობლემა. პაციენტებს უნდა უტარდებოდეთ კონსულტაცია როდესაც რეპროდუქციულ კლინიკებში გადიან მკურნალობას. თუმცა არც ამერიკის რეპროდუქციული მედიცინის საზოგადოებას და არც ევროპის რეპროდუქციის და ემბრიოლოგიის საზოგადოებას არ აქვს ფორმალური მოთხოვნები, იმის შესახებ რომ ფსიქოლოგიური კონსულტირება უნდა ტარდებოდეს უნაყოფობის დიაგნოზის მქონე პაციენტებთან, არსებობს კვლევები, რომლებიც ადასტურებს ამ კონსულტირების მნიშვნელობას და სარგებელს, რუტინულ რეპროდუქციულ მკურნალობაში. ეს კარგად დადგენილია რომ უნაყოფობა იწვევს სტრესს. სტრესის გავლენა რეპროდუქციული მკურნალობის შედეგებზე ჯერ კიდევ სადავოა. თუმცა ისიც ნათელია რომ ფსიქოლოგიურ ინტერვენციებს აქვს პოტენციალი შეამციროს შფოთვის და დეპრესიის ხარისხი და გააუმჯობესოს ორსულობის მაჩვენებელი.

Posted by: Anabeli111 15 Dec 2020, 01:02
ვინ როგორ უმკლავდებით სტრესს? გვჭირდება პოზიტიური მაგალითები <3

Posted by: manvela888 27 Feb 2021, 04:33
me shvilianobas ganvicdi, momaval tveshi unda gaachinos chemma colma da mezizgeba es yvelaferi, arasodes ar mindoda bavshvi da exla yvelaze dzalian mezizgeba, minda rom wavide da chem katastan ertad martom vicxovro, abortze ver davitanxme da ha iyos gmiri deda, me ar minda gmiri mamoba, chemtvis wynarad minda cxovreba an saertod sikvdili, netq sheidzlebodes gachuqebdit da tqvenc daisvenebdit da mec

sheideba aratematuria, magram erti medalis ori mxarea, me sheidzleba aq myofze bevrze metad ganvicdi da vitanjebi miuxedavad imisa rom tqven ver gamigebt albat, mainc mindoda vinmestvis gameziarebina

Posted by: Alissa 28 Feb 2021, 13:13
manvela888

გაგიგებთ ალბათ... ინდივიდუალურია ზოგს უნდა ზოგს არა. ამ შემთხვევაში წინასწარ დაგეგმვა და შეთანხმება გარკვეული დროით მოცდაზე , სანამ მზად არ იქნებით უკეთესია ხოლმე. მზად ყოფნაში იგულისხმება ორივე მხარე, მხოლოდ ერთის სურვილი არ არის საკმარისი და პატივი უნდა სცეს მეორეს. ამიტომ ამაზე წინასწარ ლაპარაკი და თავდაცვა მნიშვნელოვანია.
შიშებიც ბუნებრივია, მით უმეტეს თუ ასაკით პატარა ხართ... ახლა საუბარი ამ თემაზე და დახმარება გჭირდებათ, რადგან თქვენი მდგომარეობა თქვენს ცოლზეც და უკვე ბავშვეც აისახება...

Powered by Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)