რამდენი ხნის წინ გარდაიცვალა ბებია და ბაბუა? 6 თვეზე მეტი გავიდა? ჯამში ვინმემ მემკვიდრეობა მიიღო კანონიერი წესით? სამკვიდრო მოწმობის იყო გაცემული, ა.შ. თუ 10+ წლის წინ გარდაიცვალა ბებია და ბაბუა, კანონთან დაკავშირებული ქმედება არავის არ განუხორციელებია და ერთმა შვილმა გააგრძელა ბინის მფლობელობა. საჯარო რეესტრში თუ არის ბინა რეგისტრირებული და მესაკუთრე ვინ არის?
https://www.my.gov.ge/ka-ge/services/5/service/176 ში მფლობელი ძმის პირადომიბს მოწმობის ნომერი შეიყვანა (თუ იცი) ან მისამართით შეცადე ბინის პოვნას. თუ არაფერი გამოჩნდა, შეგიძლია ამონაწეი მოითხოვო.
ზედაპირულად შემიძლია მხოლოდ გითხრა, რომ მაღალი ალბათობით დაგჭირდება საზღვარგარეთ მყოფი პიროვნებისგან მინდობილობა რათა შენ მათი სახელით შესძლო მიმართო შესაბამის ორგანოებს დოკუმენტაცის გამოსათხოვად და ჯამში შესძლო მის სახელზე ქონების რეგისტრირება/ამ ქონებაზე დავისთვის ვინმეს დაქირავება, ა.შ.
მინდობილობა კეთდება ნებისმიერ ნოტარიუსთან. დაგჭირდება შენი და უცხოეთში მყოფნი პიროვნების პირადობის მოწმობის ასლები. ტექნიკურ მხარეს ნოტარიუსი გეტყვის, მიახლოებით გეტყვი, რომ უცხოეთში მყოფს მოუწევს სკაიპით(ან სხვა პროგრამით) დაკავშირება ნოტარიუსთან (როდესაც შენ მასთან იქნები) და მისი პოზიციის წერილობით დამოწმება. თუ არ ვცდები, ის უნდა იმყოფებოდეს იქაურ ნოტარიუსთან რომელიც დაამოწმებს მის პიროვნებას,ხელმოწერის ნამდვილობას, გადმოგზავნის დოკუმენტაციას ადგილობრივ ნოტარიუსთან, ა.შ. ზუსტად არ ვიცი, როგორც ვთქვი ტექნიკურ მხარეს ნოტარიუსი გეტყვის.