დაიცავით წესები თუ შეიძლება
იკრძალება ყველანაირი სახის უსურათო პოსტი, ანდა დაგუგლული ,მხოლოდ პეიზაჟების, თუნდაც თქვენი გადაღებული ცხოველების, მწერების და ა.შ ფოტოგრაფიული შედევრები. ამ შემთხვევაში მიიღებთ ვორნს. პოსტები კი წაიშლება.
ასევე სხვისი სურათების უნებართვოდ დადებაზე იქნება ვორნი, შემდეგ კი ბანი.
ავტომატური ბანი გაიცემა ნებისმიერ არაკორექტულ უზრდელურ გამოსვლაზე, ვადას კი გამომსვლელის პოსტი განსაზღვრავს.
მოერიდეთ უზარმაზარი სურათების დადებას და გვერდების გაწელვას, რადგან ამას პოსტის ავტომატური წაშლა მოყვება.
აგრეთვე ნუ დადებთ სახეამოჭრილ სურათებს. როგორ ფიქრობთ, რა განსხვავებაა მასეთ სურათებსა და უსურათო პოსტებს შორის? არც არანაირი.
უსურათო პოსტად ჩაითვლება ხელის, ფეხის, თითის, მუცლის ან სხვა ცალკეული სხეულის ნაწილების სურათები. როგორც წესი, ეს ხშირად ნაცადი მეთოდია "ლიჟბი დავპოსტო / კომპლიმენტი ვუთხრა" იუზერთა მიერ.
მიირთვით მერვე ნაწილი და ერთმანეთს ეცით პატივი
იმის გათვალისწინებით, რომ მოდერატორები არ არიან რობოტები და მთელი დღე ვერ იჯდებიან ფორუმზე, ადვილად შესაძლებელია რომელიმე უსურათო პოსტი გამორჩეთ და მათზე ვერ მოახდინონ რეაგირება, რაც არ ნიშნავს მიკერძოებასა და შერჩევით სამართალს. ასევე იმის გათვალისწინებით, რომ უსურათო პოსტი არ არის კატასტროფულად მძიმე დარღვევა, ვერ ვხედავთ აუცილებლობას 1 და 2 კვირის დაგვიანებით ნანახ პოსტებზე ვარიგოთ ვორნები.
ამრიგად, თუ რომელიმე იუზერი შეამჩნევს უსურათო პოსტს (ოღონდ არა 1 კვირის გასვლის შემდეგ), რომელიც მოდერატორს შესაძლოა გამორჩეს - დარეპორტება არაა არაკაიბიჭური საქციელი...(ც) მოდერატორები
დამატება წესებში:
Warning:
თუ არ მორჩება ამ მარტო ფეხების, წიგნების და ხელების დადება სურათებად მიიღებთ ვორნებს, მერე არ თქვათ არ გაგვაფრთხილესო.
თუ დებთ დადეთ ნორმალური სურათი, წიწილების, თითების, კიდურების და ა.შ. ფოტოები წაიშლება და ავტორი დაივორნება
ასევე სპოილერებით გაწელილი პოსტის ავტორიც დაივორნება,არავინაა ვალდებული 1547845874 სპოლერში ჩასმული ფოტო ეძებოს
წინა თემები:
ჩვენ და ჩვენი ფოტოები.... VOL 1
ჩვენ და ჩვენი ფოტოები.... VOL 2
ჩვენ და ჩვენი ფოტოები.... VOL 3
ჩვენ და ჩვენი ფოტოები.... VOL 4
ჩვენ და ჩვენი ფოტოები.... VOL 5
ჩვენ და ჩვენი ფოტოები.... VOL 6
ჩვენ და ჩვენი ფოტოები.... VOL 7
ჩვენ და ჩვენი ფოტოები.... VOL 8
ჩვენ და ჩვენი ფოტოები.... VOL 9
ჩვენ და ჩვენი ფოტოები.... VOL 10
ჩვენ და ჩვენი ფოტოები.... VOL 11
ჩვენ და ჩვენი ფოტოები.... VOL 12
ჩვენ და ჩვენი ფოტოები.... VOL 13
ჩვენ და ჩვენი ფოტოები.... VOL 14
ჩვენ და ჩვენი ფოტოები.... VOL 15
მიმაგრებული სურათი
ვერ მიპოვით, სულიკო...........