კონიაკის სმა არ მიყვარდა არასდროს, (კონიაკი რა, ბრენდი იდეაში) მაგრამ ბოლო ხანებში მომიწია სომხურების დალევა, თან ისეთების სახელიც რომ ვერ დავიმახსოვრე, ერთი სამ ვარსკლავიანი არარატის გარდა. შემომიტრიალა აზროვნება, იმდენად ვისიამოვნე. ვსვამდი ორ ეტაპად, ჯერ დაყნოსვა არომატების დაჭერა და შემდეგ დაგემოვნება. ანუ ყველაზე დიშოვი სომხურმაც კი გამისწორა. მერე ერთი-ორჯერ ქართულები დავლიე და საერთოდ სპირტად ყარდა, გემოთი კი ჩავიდა ბარხატნად, მაგრამ აი არომატები საერთოდ არ ჰქონდა.
რატომ დავწერე ეს ყველაფერი. ნუთუ ასეთი ყურძენ-ვენახების პატრონებმა არ ვიცით კაი ბრენდის დაყენება?
იმედია კარგი არ დამილევია და ამიტომ ვწერ ასე. ხოდა რამე თქვენი გამოცდილებით, მირჩიეთ კაი ქართული "კონიაკები" მილიონი იენი რომ არ ღირდეს ისეთები