forum.ge
reklama
FORUM.GE წესები  · დახმარება  · ძებნა  · წევრები  · კალენდარი  · ჩატი
Pages: (75) « პირველი ... 73 74 [75]   ( გადავიდეთ პირველ წაუკითხავ წერილზე ) გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

> ვეგანები და RAW ვეგანები, რეცეპტები
INA-INA
ძიძინაგ


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 3698
წევრი No.: 22534
რეგისტრ.: 18-August 06

გამოგზავნილია: 22 Sep 2019, 10:52  #55277546      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
user posted image

user posted image

უმი ვეგანური გრანოლა

#გაღივებული ჭვავი, ან ხორბალი
# გაღივებული წიწიბურა
#ქიშმიში, ფინიკი (რომელიმე, ან
ორივე სიტკბოსთვის)

ეს ზევით ჩამოწერილი ინგრედიენტები საკმარისია. მეტი ხალისი და პირის გემოს გართობა, თუ გვნებავს ათასი რაღაც შეიძლება დავამატოთ smile.gif ქოქოსის ფანტელები, ბანანი(ნებისმიერი სხვა ხილი, რაც გიყვართ) თხილეული, ჯავზი, მიხაკი, ვანილი, გოგრის გული, ქოქოსის ცხიმი, ჯინჯერი, ჩია, სელი, სეზამი, პიტნა...

ვაბლენდერებთ გაღივებულ ჭვავს, ქიშმიშს და ფინიკს, ვამატებთ გაღივებულ წიწიბურას. ძლიერი ბლენდერი არ მაქვს, ამიტომ ჭვავი წყალთან ერთად დავაბლენდერე. თუ მასა წყლიანი გამოვიდა ამისთვის არსებობს ძალიან კარგი საშუალება - დაფქული სელი, ვაყრით იმდენს, რომ ზედმეტი სითხე შეიწოვოს. ვურევთ კარგად, ვანაწილებთ პაწუკა ბურთულებად და ვაშრობთ საშრობში 35 ან 40 გრადუსზე იქამდე სანამ არ გამოშრება. სადღაც 18 საათი ვაშრე. ასევე ხილს, თუ დაამატებთ და მასა გათხელდება დაამატეთ სელი.
გრანოლები ძალიან გემრიელი გამოდის, ასეთი კარგი, თუ იქნებოდა არც მეგონა smile.gif გადააჭარბა მოლოდინს და ნებისმიერ ქარხნულ წარმოებას))

არ გამიზომია რამდენი რა ვუქენი. სავარაუდოდ მოსინჯეთ ერთი ერთზე ჭვავი და წიწიბურა, ძირითად მასას ეგ ქმნის. მინიმუმ 1 მუჭა ქიშმიში. მერე გემოზე ნახეთ, თუ უფრო ტკბილი გინდათ დაუმატეთ. იმპროვიზაციის კარგი საშუალებაა ეს გრანოლა. რა გემოსაც გინდა იმას მისცემ smile.gif

როგორ გავაღივოთ ჭვავი ➡️ https://m.facebook.com/groups/4949262975464...496998427339207

როგორ გავაღივოთ წიწიბურა ➡️ https://m.facebook.com/groups/4949262975464...513449269027456

ასეც შეიძლება გამომშრალი ახრამუნოთ, ან მცენარეულ რძესთან ერთად მიირთვათ ❤️

როგორ კეთდება ნუშის რძე➡️ https://m.facebook.com/groups/4949262975464...500482596990790

როგორ კეთდება ქენუას რძე ➡️ https://m.facebook.com/groups/4949262975464...797117193993994

როგორ კეთდება სეზამის რძე ➡️ https://m.facebook.com/groups/4949262975464...497242913981425
* * *
user posted image

უმი ვეგანური გრანოლა ბანანით, ძალიან უგემრიელესი❤️


--------------------
ჭღრ-პღრ.......

ნამა რშედესთამ? ნამაე? ნაე? ვოეეე :)

ვისაც იუმორის გრძნობა არ გაგაჩნიათ, ის გრძნობა მაინც გაგაჩნდეთ, რომ არ გაქვთ იუმორის გრძნობა ;)
1 წევრი ათვალიერებს ამ თემას (1 სტუმარი და 0 უჩინარი წევრი)
0 წევრი:
Topic Options Pages: (75) « პირველი ... 73 74 [75]  გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

 



ფორუმის სერვერების განთავსებას და ინტერნეტთან კავშირს უზრუნველყოფს: CLOUD9
[ Script Execution time: 0.0299 ]   [ 11 queries used ]   [ GZIP Disabled ]