ხოოო თეგეტა-ში მაგრად ერკვევიან აშკარად
ისედაც ვიცოდი რაც არიან, მაგრამ რატომღაც მაინც შევიარე დიაგნოსტიკაზე, გადამახდევინეს 30 ლარი,
შეაერთეს თავისი ღლეობა პლანშეტი, ამოყარეს შეცდომა ჩეკის, მეც დავადექი თავზე და ვკითხულობ, წერია ABS-ის და კარობკის კავშირი არ არისო...
მეუბნება ტურბინას აქვს დანძრეულიო, ტურბოს ხელოსანი გჭირდებაო, გადაგმისამართოო?
ვუყურებ მეთქი ეს ვერაა
არ მინდა კაი წავედი თქო...
P1853 თუ რაღაც ეგეთი, ზუსტად აღარ მახსოვს, გამახსენდა რომ ძმაკაცს აქვს OBD რიდერი, დავადექი შევაერთეთ ტელეფონით ვნახეთ იგივე ერორი ამოაგდო,
დავგუგლე ეგრევე და ვიპოვე თურმე დარესეტება ჭირდებოდა ESP კონტროლერს ))))
დავარესეტე ჩაქვრა აღარ აუნთია იმის მერე ჩეკი...
რა უნდა ელაპარაკო?
ახლა ვფიქრობ ზეთის შეცვლაა საჭირო კარობკაში, რომ ვიყიდე კი მითხრა შეცლილი არისო, მაგრამ რაღაც გული მიგრძნობს არ იცოდა რომ ყველა ზეთი არ მიდის ან რამე ეგეთი და რა ჩაასხა ღმერთმა იცის
გავიკითხე, გამოვკითხე DSG-ზე არიქა მხოლოდ თეგეტაში და მხოლოდ რაღაც სპეციალური ზეთიო... ნუ ეგ ცხადია რომ სპეციალური ზეთი უნდა... ვრეკავ თეგეტაში, კი ბატონო ვცვლით თქვენს მანქანაზე 450 ლარამდე დაგიჯდებათ ფილტრით და ხელობითო... პატარა პაუზა მქონდა, გამოვქლიავდისავით
შევეშვი, შევძვერი რუსულ ფორუმებზე, მივაგენი ყველანაირ ზეთს და განსაკუთრებულად რომლებსაც უწევენ რეკომენდაციას ორიგინალის გარდა...
ასევე ბევრგან იძებნება ინფო რომ ორიგინალში Pentosin-ის ზეთს ასხავენ და ორმაგ ფასში ყიდიან
ვიშოვე Febi-ს ზეთი DSG-სთვის ისევ თეგეტაში, ლიტრი 35 ლარიო, სულ ჭირდება 5 ლიტრი = 175 ლარი (ხელობაში და ფილტრში რამდენს იღებენ არ ვიცი, ან თვითონ რა ზეთს ასხავენ რომ 450 ლარამდე ჯდება)
ასევე ვიშოვე Pentosin FFL-2, DSG კოლოფისთვის, რომელსაც VW თითქოს უკვეთავს თავისთვის და ძალიან ბევრი დადებითი გამოხმაურება აქვს რუსულ ფორუმებზე, ავტობანში აღმოჩნდა 1 ლიტრი 17 ლარად = ეს უკვე 85 ლარი
მოკლედ არ ვიცი, ან მე მეშლება რაღაც, ან თეგეტა ძალიან ნაგლობს, მაგრამ მაგათ რომ აღარ მივეკარები, სულ რომ არ გამომადგეს ზეთი და კარობკა გამძვრეს ეგ ვიცი აშკარად
This post has been edited by DeViLz on 29 Aug 2018, 13:20