გზამ რომელმაც აქამდე მომიყვანა, არასდროს შევცვლი, რადგან ეს ჩვენი გზა იყო, ყველაფერს ხელშეუხებლად ვტოვებ, ალბათ მეშინია...
ჰოდა აი მოვედი...
ახლა სწორედ იქ ვარ სადაც მინდოდა ვმდგარიყავი გუშინ ან გუშინწინ, მაგრამ მეშინია.
მხდალი ყოფილხარ ჩემო თავო, არადა მთელი ცხოვრება ადამიანებს იმდენად ძლიერი ეგონე, ბოლოს შენც დაიჯერე მათი ნათქვამი ტყუილის.
ახლა კი როცა სიმართლის საზღვართან ვდგავარ, ზუსტად ვიცი ერთი რამ...
ვცდებოდი...
-ჰეი თქვენ ადამიანებო...
-თქვენც ცდებოდით.
რამდენჯერ ჩავხუტებულვარ ცარიელ ოთახს სადაც იმედი გარდაცვლილ დღეებს სტიროდა მაგრამ მერე ბედნიერი სახით გავსულვარ ქუჩაში რომ თამაში დამეწყო...
თამაში იმის რომ ბევრი რამ კარგად იყო, არადა ყველაფერი პირიქით ხდებოდა.
დღეს დილით როდესაც ქუჩაში გავედი...აღარ მიცდია ღიმილი...
ადამიანებს ისე ვუვლიდი გვერდს თითქოსდა არავინ არსებობდა ამ ქვეყნად...
ჰო ასეა...
მომბეზრდა ძლიერი გოგოს როლის თამაში...
ალბათ ამიტომ დავტოვე სახლში უკანასკნელი ნიღაბი...
ნაცნობი მესალმება ჩვეული ღიმილით და მეუბნება რომ მე დღეს საშინლად გამოვიყურები...
მეცინება...
ასე მგონია ადამიანებს ბედნიერება ენანებათ..
ზრდილობიანად ვემშვიდობები და მივდივარ...
სწორეს ისეთ სვლას ვაკეთებ, მე რომ მინდა...
ყოველთვის მიყვარდა წყლის საწინააღმდეგო დინება...
ალბათ ამიტომ ვაკეთებ უკუ სვლას...
არ მინდა ვიღაცის ფენომენს ვგავდე, რადგან მგონია ჩემი ინდივიდი გაქრება ამ დროს...
ალბათ ამიტომ ვდგევარ მარტო უცხო პლანეტელივით და ახლაც უკუ სვლას ვაკეთებ...
დღეს სულ სხვა დილაა...
უცხო და ცივი...ძვლებში რომ ატანს ისეთი...
სულ სხვა ფურცლიდან ვუყურებ ყოველივეს და ვიღიმი რადგან მეამაყება ჩემი ნაბიჯები, არა აქვს მნიშვნელობა რამდენად ტკივილიანი მოვედი აქამდე...
მთავარი ისაა რომ .......,
This post has been edited by <<Innamorata>> on 21 Mar 2018, 16:54