შეყვარებულებს შორის ტელეპათიური კავშირი უფრო ძლიერი და ენერგიულია, რადგან ორმხრივია.
დედა-შვილურში ძირითადად დედიდან მიდის ნაკადი.
ტელეპათია - შორ მანძილზე ფიზიკურამდე დასული თანაგანცდა.
ის თუ არსებობს ორს შორის, შენც საკმარისად გახსნილი ხარ მის შესაგრძნობად,
მუდამ თან გსდევს, შეუცნობლად და შემდეგ, შეიძლება შეხვდე მას, თურმე ვისაც განიცდიდი მუდამ, აქამდე.
ის ხდება პასუხი ყველა განცდის და მომავლიდან მოსული ნოსტალგიის.
....და არამარტო
ტელეპათიურ კონტაქტს არ უყვარს ტყუილი, სიყალბე, შიში.
ამ კავშირს ძალიან სათუთი ზრუნვა და კვება სჭირდება.
ცალმხრივი ტელეპათია ალბათ არ არსებობს, შეუძლებელია.
ძნელია აღწერო და გადმოსცე, უბრალოდ, ეს ყველაზე ძლიერი განცდაა სამყაროს ძალის.
ამოტრიალებაა საკუთარ თავში და ფერისცვალება.
შენ გაქვს სახლი სხვაში, რომელსაც მუდამ ეძებდი.
თავადაც ხარ სახლი, რომელიც მუდამ განცდაში დაგყვებოდა და გსურდა ყოფილიყავი.
და მაინც, "ის მაინც არსებობს" და რამდენიც არ უნდა ეცადო დაწერო, ოდნავაც ვერ შეძლებ სიტყვაში მოაქციო და გამოხატო. )))
This post has been edited by Estrella on 21 Oct 2016, 22:10
Slow down a little.