#57084764 · 1 Nov 2020, 13:50 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
დღეს დილით არტეზე გადავრთე შემთხვევით ტელევიზორი. საქართველოზე გადიოდა ფილმი. ბოლოში მივუსწარი. უფრო სწორად წლევანდელი ფილმი იყო თუშეთზე.
ვიღაც უცხოელი იყო იქ ჩასული, მთელი ზამთარი დარჩენილა. იღებდა ბუნების და ადამიანების სურათებს, ესაუბრებოდა მათ. ვნახეთ ორ-სამკაციანი სოფლები. რა სასიამოვნი ხალხი იყო. წესიერი, ზრდილობიანი, მშვიდად მოსაუბრე.
ხშირად ახსენებდნენ საბჭოთა კავშირის დაშლას (არა მონატრებით, არამედ ამბების გახსენებისას ეპოქას აზუსტებდნენ). ელიკო და კაკო, ასე ერქვათ ერთ ოჯახს.
ქალმა სტუმარი აიყვანა ოთახში, სადაც განძი ჰქონდა შენახული. ეს განძი იყო გაუქმებული ბიბლიოთეკიდან წაღებული წიგნები.
წინათ იმ სოფელში ხალხსაც უცხოვრია და ბიბლიოთეკაც ჰქონიათ. ლამაზად შეფუთული ძველი წიგნები ისევ იმედოვნებენ, რომ იქ ხალხიც დაბრუნდება და ოდესმე კიდევ მათაც გამოუჩნდებათ მკითხველი.
|