Printable Version of Topic
Click here to view this topic in its original format
თბილისის ფორუმი > დასაქმება საქართველოში > დასაქმება შუა ხნის ასაკის ხალხისთვის

Posted by: lovelock 20 May 2013, 01:37
50 წლის განათლებული მაგრამ უსტაჟო დიასახლისი ქალი მარწმუნებს რომ საქართველოში (თბილისში) ბულკის მცხობელადაც კი ვერ იპოვა ადგილი რადგანაც ყველგან ახალგაზრდა ხალხი აინტერესებთ.

მართლა ასე ცუდადაა მდომარეობა? spy.gif

ხანში შესული ხალხი სად პოულობთ სამსახურს? მადლობელი ვიქნები თუ თქვენ გამოცდილებას გაგვიზიარებთ.

Posted by: tamuska 20 May 2013, 01:47
lovelock
ცუდი მდგომარეობაა და რომელი,დედაჩემი განათლებული,სტაჟიანია საქართველოს საზღვაო სანაოსნოში მუშაობდა 18 წელი მაგრამ ვერ ნახა სამუშაო რადგან 40 წლის მერე არავის ჭირდები

Posted by: lovelock 20 May 2013, 02:43
tamuska
sad.gif რა ცუდია...

რა ანდა აკეთოს ამ ხალხმა... სოფელი რომ იყოს ბოსტანში მაინც დასაქმდებოდნენ მაგრამ ქალაქში უფუნქციოთ რჩება ეს ხალხი... ძალიან ცოდოები არიან sad.gif

Posted by: tamuska 20 May 2013, 03:52
lovelock
არაფერი არ ეშველებათ სამწუხაროდ,მე ვერ ვნახე ნორმალური სამუშაო ჩემი პროფესიით ახალგაზრდა ვარ,საზღვარგარეთ დავამთავრე ,ისეთი პროფესია მაქვს სახელმწიფო სტრუქტურაში უნდა ვიმუშაო, იქ კიდევ ნაცნობობის გარეშე არავის ღებულობენ და ა.შ :| ან გამოცდილება უნდა გქონდეს მე კიდევ 1 წელია რაც დავამთავრე და რა გამოცდილება უნდა მქონდეს,უკვე გასაუბრებაზე რო მირეკავენ აღარ მივდივარ ,ტყუილად უნდა ჩამოვიდე თბილისში.ბოლოს მაინც ვინც მათ უნდათ იმათ აიყვანენ

Posted by: lado9 20 May 2013, 15:11

QUOTE
ნაცნობობის გარეშე არავის ღებულობენ

აბა ნაცნობობა აღარ არისო! biggrin.gif

QUOTE
საზღვარგარეთ დავამთავრე

თუ საზღვარგარეთ გაქვს ნასწავლი, სამუშაო როგორ ვერ იშოვე? ))

Posted by: lovelock 24 May 2013, 00:03
lado9
საზღვარგარეთ იშოვიდა მაგრამ ალბათ საქართველოში რთულია...

Posted by: LOLZ 24 May 2013, 01:22
lovelock
QUOTE
განათლებული

აი მომკალი და ეს სიტყვა არ მესმის
და კიდევ "ინტელიგენტი"
მარტო განათლება ხომ იცი არაფერს შველის. საჭიროა გქონდეს კონკრეტული უნარები. იყო პრეზენტაბელური, კომუნიკაბელური, რენტაბელური და ათასი სხვაბელური smile.gif)
50 წლის ადამიანი რომელსაც მუშაობის გამოცდილება არ აქვს, გარკვეულ თვისებებს მოკლებულია. მხედველობაშI მაქვს ის, რაც ბიზნეს-გარემოში მუშაობისას მოდის. განცხადების გაფორმების წესი. ერთი შეხედვით მარგივია ხო? აბა ნებისმიერ ადამიანს ჰკითხე როგორ იწერება განცხადება, რამდენი მოახერხებს ამას დამოუკიდებლად... ან კონკრეტული დარგის დეტალები. ავიღოთ სოფლის მეურნეობა. ადამიანი რომელსაც ამ სფეროში უნდა მუშაობის დაწყება და ისიც არ იცის ძროხა უფრო მეტს იწველება თუ თხა, ყველაზე გავრცელებული დაავადებები ან ნაკვეთებს ვერ არჩევს ერთმანეთისგან, საერთოდ არ უნდა აცხადებდეს პრეტენზიას.
ასეთ დეტალებზე ვამბობ თორემ ბავშვების აღზრდას და ოჯახის გაძღოლას რომ კარგი ორგანიზატორობა სჭირდება, მშვენივრად მომეხსენება.

კიდევ უნდა ჩანდეს ადამიანის მოტივაცია. ის კი არა რომ მიხვალ და ეუბნები: იცი მე მუშაობა მინდა.... რაღაცნაირად სხვანაირად ეტყობა იმას, ვისაც კონკრეტული ვაკანსიის დაკავება უნდა.
ბულკების ცხობას რაც შეეხება - ძალიან მეეჭვება მონდომებულმა კაცმა (ან ქალმა) ვერ ნახოს ასეთი სამსახური. ერთი ნაცნომი მყავდა, მაქსიმუმ 2 კვირა ჩერდებოდა უმუშევრად. ხან საცხობში მუშაობდა, ხან გამყიდველად, ხან ბავშვებს ამზადებდა.
არ დაუჯერო 50 წლის დეიდებს რომლებიც ცხოვრებას პესიმისტურად უყურებენ. მათი პრიორიტეტი ალბათ ახლა შვილიშვილების აღზრდაა და სამსახური მხოლოდ გარეთ გამომსასვლელად სჭირდებათ. ჰოდა გააკეთონ ის რაც კარგად იციან, მოუარონ ოჯახს. ან თვითონ მოიფიქრონ როგორ გაზარდონ შემოსავალი. თვითონ გამოაცხონ ბულკები და ხაჭაპურები, კერძო შეკვეთები მიიღOნ.
იზამენ ამას?
რა თქმა უნდა არა.
იმიტომ რომ მათთვის სამსახური მხოლოდ სხვისთვის მუშაობასთან ასოცირდება.
ჰოდა იყვნენ ასე smile.gif

* * *
tamuska
QUOTE
ნაცნობობის გარეშე არავის ღებულობენ

facepalm.gif facepalm.gif facepalm.gif
რა ვთქვა აღარ ვიცი lol.gif
იმის მაგივრად რომ პრობლემა საკუთარ თავში ეძებო და მის გამოსწორებაზე იზრუნო, სხვებზე გადაგაქვს ბრალეულობა. ასე ვერც იშოვი სამსახურს. რა გაქვს დამთავრებული, სად? ან როგორ სამსახურს ეძებ?
ახლახანს იყო სახელმწიფო სამსახურში გამოცხადებული ვაკანსიები, ჩემი რამდენიმე ნაცნობი გავიდა დამოუკიდებლად და პატიოსნად. ზუსტად იქ, სადაც ვითომ ჩაწყობები უნდა ყოფილიყო.
მით უმეტეს არ ყოფილხარ თბილისში და შორიდან რა დასკვნებს აკეთებ არ მესმის.
ყველა და ყველგან კორუმპირებული ვერ იქნება. ამოიგდეთ ეგ თავიდან. ნაცნობობა შეიძლება რაღაც დონეზე გადიოდეს, მაგრამ პროფესიონალ კადრს არავინ დაიწუნებს.

Posted by: shavnabada92 24 May 2013, 01:41
LOLZ
არ დაგეზარა ამდენი წერა?

Posted by: miki 25 May 2013, 14:06
QUOTE (LOLZ @ 24 May 2013, 00:22 )

შენი პოსტი აბსოლუტურად ზედმეტია აქ და ცინიკური. და რაც მთავარია ს ი ც რ უ ე ა

საიდან უნდა მიიღოს გამოცდილება ადამიანმა თუ მუშაობა არ დაიწყო. გააკეთებინე სპეციალური ტრენინგი და პრობლემაც გადაჭრილია..მაგრამ აწყობს კი ეს ვინმეს?

საქართველოში არავისთვის არ არის უცხო რომ ნაცნობობის გარეშე არაფერი ხდება. ამ შემთხვევაში კი გამოცდილებას კი არა შესაბამის დიპლომსაც არავინ ითხოვს.

რათ უნდა ამას ალია ბალია.. ჩაჯექი ერთხელ მარშუტკაში და ყველაფერს გაიგებ ვინ და როგორ დაიწყო მუშაობა.. მობილების ბუმია საქართველოში. და მობილურის ხმარების კულტურა ხომ 0 . არც მგზავრების ერიდებათ.- ძალიან გარკვევით და ხმამაღლა ქაქანებენ როდის სად და ვინ დააწყებინა მუშაობა, ძალიანაც რომ გინდოდეს ყურს ვერ აარიდებ. და რაც მთავარია სწორედ ამათგან გაიგებ რომ მუშაობის პოვნა რა პრობლემაა . არ მოეწონებათ და სხვაგან დააწყებინებენ..

ჩამოსათვლელია სტრუქტურები სადაც შესატყვისი დიპლომებით მუშაობს ხალხი. ყოველგვარი სპეციალური განათლების გარეშე იწყებენ მუშაობას და გამოცდილებას და ცოდნას იქ ღებულობენ. მარტო 2 ჩემი ნაცნობი გამოუშვეს სამსახურიდან და იცი ვინ აიყვანეს? ის ვისაც ამათმა ასწავლეს პროფესია. თან ყველაზე დიდი მარაზმი რაა იცი? წინასწარ იცოდნენ და გაფრთხილებულები იყვნენ უფროსოსაგან რომ გაუშვებდნენ ყოველგვარი მიზეზის გარეშე, მაგრამ უნდა ესწავლებინათ .სამაგიეროდ ხელფასს კიდევ 6 თვე მაინც აიღებდნენ.არცერთ ახალბედას არ ჰქონდათ საჭირო დიპლომი ამ საქმეში. სამაგიეროდ უფროსის პროტეჟეები იყვნენ

ეს ხალხი ადგილზე სწავლობს პროფესიას. კერძოდ ბიბლიოთეკებში რომ შეამოწმოთ კადრების 80 % არაპროფესიით მუშაობს, არიან ფილოლოგის, ისტორიკოსის, უცხოენების დიპლომებით მაგრამ ძალიან მცირე ბიბლგანათლებით... და ეს იმიტომ რომ თავის დროზე ან ფული ჩაყარეს ანდა ნაცნობობით მოხვდნენ .

ელემენტარულად ინფორმაციას ვერ მოიძიებ ვაკანსიის შესახებ ამ სფეროში.

ნებისმიერი დასაქმების ინტერნეტსაიტებში თავმოყრილი სერიოზული ვაკანსიების 80-90 % არის ფარსი...მხედველობაში არ მაქვს უბრალო განცხადებები როგორიცაა ოფიციანტის პარიკმახერის და ა.შ.

Posted by: aschenputell-TARA 25 May 2013, 15:11
miki სრული სიმართლეა რაც თქვენ გიწერიათ!
და რა სამწუხაროა!!! ძალიან ახალგაზრდა კადრებმა რაც გვიტირე დედა.მთელ საქართველოს მგონი ყველა ვხედავთ!

დრო კი შეცვლის ამას.................მაგრამ ახლა ვინც 50 წლისა.....სამწუხაროდ.....ისნი.......ამას იმეიდა რომ მოესწრებიან მაგრამ ვეღარ ისარგბელებენ ამით!

Posted by: 99BREND 25 May 2013, 16:30

ერთმანეთი გაიცანით შეიკრიბეთ და სესხი მიეცით ერთმანეთს მოკლედ ერთმანეთი გაიტანეთ თვიდან თვემდე biggrin.gif. წავიდა ეგ დრო დღეს ყველგან ახალგარზდები უნდათ

Posted by: aschenputell-TARA 25 May 2013, 21:35
99BREND მე ცინიკური ტონალობა შევამჩნიე.....თქვენს პოსტში...და ნეტა რატო??!! არა მგონია რომ....ადამინის დაცინვა კარგი იყოს!! მე ჩემი საქმე მაქვს და დასაქმება არ მჭირდება...არც იმ ასაკის არ ვარ.... რომ ვინმემ ასაკის გამო დამიწუნოს!

პ.ს: ისე....სიბერე ანუ დაბერება ბუნებრივი პროცესია......თუმცა...ერთიცაა ყველა ვერ ბერდება და ზოგი ახალგაზრდა ჩადის მიწაში....(ეს ისე....ცნობისთვის და მეტი არაფერი) wink.gif wink.gif yes.gif yes.gif

Posted by: SpyZooka 25 May 2013, 21:46
LOLZ
QUOTE
რა ვთქვა აღარ ვიცი
იმის მაგივრად რომ პრობლემა საკუთარ თავში ეძებო და მის გამოსწორებაზე იზრუნო, სხვებზე გადაგაქვს ბრალეულობა. ასე ვერც იშოვი სამსახურს. რა გაქვს დამთავრებული, სად? ან როგორ სამსახურს ეძებ?
ახლახანს იყო სახელმწიფო სამსახურში გამოცხადებული ვაკანსიები, ჩემი რამდენიმე ნაცნობი გავიდა დამოუკიდებლად და პატიოსნად. ზუსტად იქ, სადაც ვითომ ჩაწყობები უნდა ყოფილიყო.
მით უმეტეს არ ყოფილხარ თბილისში და შორიდან რა დასკვნებს აკეთებ არ მესმის.
ყველა და ყველგან კორუმპირებული ვერ იქნება. ამოიგდეთ ეგ თავიდან. ნაცნობობა შეიძლება რაღაც დონეზე გადიოდეს, მაგრამ პროფესიონალ კადრს არავინ დაიწუნებს.

-11111 სიცრუე
QUOTE
შენი პოსტი აბსოლუტურად ზედმეტია აქ და ცინიკური. და რაც მთავარია ს ი ც რ უ ე ა

+11111111

Posted by: 99BREND 25 May 2013, 22:10
QUOTE
მე ცინიკური ტონალობა შევამჩნიე.....თქვენს პოსტში...და ნეტა რატო??!!

აშკარად შეცდი.

Posted by: LOLZ 25 May 2013, 22:22
miki
მდას... საერთოდ რა უნდა გითხრა... მე გელაპარაკები ფაქტებით, შენ კიდევ მარშუტკაში ყურმოკრული ჭორებით და ზოგადი დემაგოგიით. ხვდები რამდენად არაადეკვატური "არგუმენტები" გაქვს? რაც შეეხება შენს ცილისწამებას სიცრუეზე და ა.შ. მოდი ახლა ჩავთვალოთ რომ დაუფიქრებლობით მოგივიდა. სხვა დროს კარგად დაფიქრდი სანამ ადამიანს მატყუარას უწოდებ. სულ მცირე ამის დამამტკიცებელი ფაქტი უნდა გქონდეს.

* * *
SpyZooka
facepalm.gif
და ა.შ. რაც ზემოთ დავწერე შენც გეხება.

Posted by: miki 26 May 2013, 04:40
როგორ გეკადრებათ ადეკვატურები მარტო თქვენ და ქალბატონი ხიდაშელი ხართ ამ ქვეყანაში.

რაც შეეხება ჭორიკნობას , იქნებ განმარტებით ლექსიკონში ჩაგეხედათ..ის რაც მე დავწერე ,,ყურმოკრული ჭორები,, არაა. სწორედაც რომ ფაქტებია.და არც დემაგოგობაა სხვათაშორის....""
გარწმუნებთ სრულიად საღ გონებაზე დავწერე რაც დავწერე

Posted by: Perfectum 26 May 2013, 08:51
ზოგი უბრალოდ რა "ადექვატურია"........................

Posted by: Tanamdebobis Cxviri 26 May 2013, 13:27
................................................

Posted by: sabakvavilashvili 27 May 2013, 01:41
LOLZ
facepalm.gif facepalm.gif არ ხარ მართალი. რა შუაშია აქ საკუთარ თავში პრობლემის ძებნა? ცნობილია რომ საქართველოში ძალიან ბევრი პროფესიონალი ვერ შოულობს სამუშაოს და არ უნდა ამას ზედმეტი ლაპარაკი და რაც miki-მ თქვა რატომ ჩათვალე რომ მარშრუტკაში გაგონილი ჭორებია? მოგიყვანა ადამიანმა ფაქტი და მეტი რა ფაქტი გინდა? აუცილებლად იმას გაეკიდე რაც მარშრუტკაზე თქვა. მეც მაქვს ფაქტები მაგრამ შენ როგორც ჩანს რა ფაქტიც არ უნდა მოგიყვანონ მაინც რაღაცას მოიმიზეზებ და შენებურად შეატრიალებ ამბავს.

Posted by: lovelock 27 May 2013, 02:57
LOLZ
გეთანხმები რომ ყველაფერს შნო ჭირდება. ამ ქალს და კიდევ ერთს პირადად ვიცნობ, ორთავე საკმაოდ ერუდირებული და გამჭრიახია.

მართალია რომ ეს ხალხი ყოფილი კომუნისტური წყობილებიდან მოდიან როცა სახელმწიფო ზრუნავდა სამსახურზე მაგრამ ასეც არ შეიძლება რომ ყველას მოთხოვო რომ ზე-მოტივირებული იყოს. თუ დააკვირდები ეგეთი ხალხი ხდება მენეჯერი და საერთოდ ლიდერები. ადამიანების უმეტესობა ეგეთი არ არის.

დედაჩემის ერთ ამხანაგს არ ააქვს სამსახური. 50 წლისაა. ადრე ბანკში მუშაობდა და დახურეს ის ფილიალი და შემცირებაში მოყვა. დიდი სახლი აქვს. ის სახლი გააქირავა თა თავად ნაქირავებში გადავიდა რომ თავი ირჩინოს. თავისი სივი რომ მიაქვს დასცინიან. ქალბატონო თქვენი ასაკის ხალხი პენსიაში გადიანო უკვე :/. მე რომ ვიყო დამსაქმებელი ალბათ მეც მომინდებოდა რომ ახალგაზრდა ხალხი მყოლოდა სულ რომ მეტი და მეტი დამევალებინა მაგრამ ყველა შუა ხნის ადამიანი ნამდვილად არ არის ზარმაცი.

რავი მე არ მეგონა ასე თუ იყო სიტუაცია. კარგი გამიგია რომ ვერ იპოვო ოფისის ტიპის სამსახური მაგრამ ოფიციანტად და ბულკის მცხობელადაც რომ არავის უნდიხარ ეგაა სატირალი.

Posted by: shore83 27 May 2013, 15:02
საქართველოში რომ მხოლოდ ნაცნობით იშოვი სამსახურს ამაზე მგონი აღარ დაობენ, და ყველა ადამიანი დარწმუნდა ამაში, რაც შეეხება ასაკობრივ შეზღუდვას, ასაკი პრობლემა არ არის, ალბათ 50 წლის ქალბატონს არ ყავს ნაცნობი ვინც დაასაქმებს. თუ ნაცნობი გყავს ან პროტეჟე 90 წლის ასაკშიც იშოვი სამსახურს, უნაცნობოდ კი 25 წლის ასაკშიც უმუშევარი ქინები. სამწუხარო რეალობაა და მის გამოსწორებას არავინ ცდილობს, ჩამოვა ვიღაც გადამთიელი არაბი ან ჩინელი, დაგიბარებს გასაუბრებაზე და თუ არაბული, ჩინური, რუსული, ინგლისური და ორი სამი ენა კიდევ არ იცი დაგიწუნებს, თუ პოლიგლოტი აღმოჩნდი მაშინ მონურად გამუშავებს მათხოვრულ ხელფასზე. ეს არის ხალხო ტრეფიკინგი სხვა კი არაფერი, მონა ხარ შენს ქვეყანაში. განათლებული და პოლიგლოტი მონა. გვეშველება ოდესმე რამე?

Posted by: ნიტე 27 May 2013, 18:06
LOLZ
იცი რა, წავიკითხე შენი პოსტები ბევრ რამეში გეთანხმები. ხელი თუ არ გაანძრიე, ლანგრით არსად არავინ არაფერს მოგიტანს, არც აქ საქართველოში არც მთვარეზე, მაგრამ შენ რომ წერ ეგრეც არაა საქმე, ჯერ ევროკავშირში არ შევსულვართ smile.gif))

ნაცნობობაც კარგადაა "ხოდში", და სამუშაო ადგილების სიმცირეზე ხომ არაფერს ვამბობ. და ახლა ვერც ერთი მერცხალი მოიყვანს გაზაფხულს და ვერც ერთი-ორი გამონაკლისი შენ რომ შეგხვედრია ვერ ქმნის და ცვლის სიტუაციას, მგონი უფრო მასშტაბურ პრობლემაზეა საუბარი.

Posted by: LOLZ 27 May 2013, 20:09
lovelock
QUOTE
დრე ბანკში მუშაობდა და დახურეს ის ფილიალი და შემცირებაში მოყვა. დიდი სახლი აქვს. ის სახლი გააქირავა თა თავად ნაქირავებში გადავიდა რომ თავი ირჩინოს. თავისი სივი რომ მიაქვს დასცინიან. ქალბატონო თქვენი ასაკის ხალხი პენსიაში გადიანო უკვე :/. 

ეს კიდევ ცალკე პრობლემაა, უტაქტო და გაუნათლებელი ეიჩარები. და ორგანიზაციის არასწორი პრიორიტეტები.

QUOTE
მე რომ ვიყო დამსაქმებელი ალბათ მეც მომინდებოდა რომ ახალგაზრდა ხალხი მყოლოდა სულ რომ მეტი და მეტი დამევალებინა მაგრამ ყველა შუა ხნის ადამიანი ნამდვილად არ არის ზარმაცი.

გარკვეული პოზიციებისთვის ასაკი მნიშვნელოვანია, ზოგს ახალგაზრდები სჭირდება, მაგალითად მოცეკვავე 50 წლის ადამიანი იშვიათად რომ იყოს. ზოგჯერ ასაკოვანი უფრო მნიშვნელოვანია იმ მხრივ, რომ კონკრეტულ დარგში დიდი გამოცდილება აქვს. ასე რომ ხელაღებით ადამიანის დაწუნება/მოწონება მხოლოდ ასაკის გამო არასწორად მიმაჩნია. ასევე ყველასა და ყველა სიტუაციის ერთ ქვაბში მოხარშვა.
და საერთოდ ამ ზოგად საუბარს რა აზრი აქვს. განხილვა მაშინაა მნიშვნელოვანი, როცა საქმე კონკრეტულ ვაკანსიას ეხება.

Posted by: miki 28 May 2013, 15:02
QUOTE (LOLZ @ 27 May 2013, 19:09 )

ხო მაგრამ აქაც როგორც ყოველთვის ქართული გამონაკლისებია.. მაგ ნინო ანანიაშვილი 50 წლისაა და თავის თავს ხომ არ გააგდებს ბალეტიდან .. ისევ აქტიურად ცეკვავს + ხელმძღვანელობს..

Powered by Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)