კონფერენცია: აღმოსავლეთიდივიზიონი: ატლანტიკაშტატი, ქალაქი: პენსილვანია,
პიტსბურგიდაარსდა: 1967 წელს (
Pittsburgh Penguins - დღემდე)
საშინაო არენა: Consol Energy Center (ტევადობა: 18 872)
მფლობელები: მარიო ლემიე და რონ ბერკლი
გენერალური მენეჯერი: რეი შერო
მთავარი მწვრთნელი: დენ ბაილსმა
ამჟამინდელი კაპიტანი: სიდნი კროსბი
ფარმ-კლუბი: Wilkes-Barre/Scranton Penguins(
AHL)
სტენლის თასის მფლობელი: 3-ჯერ (990-91, 1991-92, 2008-09)
პრეზიდენტის თასის გამარჯვებული: 1-ხელ (1993)
კონფერენციის გამარჯვებული: 4-ჯერ (1990-91, 1991-92, 2007-08, 2008-09)
დივიზიონის გამარჯვებული: 6-ჯერ (1990-91, 1992-93, 1993-94, 1995-96, 1997-98, 2007-08)
პიტსბურგ პინგვინზი ატლანტიკის დივიზიონში გამოდის შემდეგ გუნდებთან ერთად:
New Jersey Devils,
New York Islanders,
New York Rangers,
Philadelphia Flyersისტორიაპიტსბურგული გუნდი ნაციონალურ ჰოკეის ლიგაში (
NHL) 1967 წლიდან ასპარეზობს. ეს ის წელია, როდესაც
NHL-ის მფლობელებმა გადაწყვიტეს გუნდთა რაოდენობის 12-მდე გაზრდა. პიტსბურგს ჰოკეის გუნდი მანამდეც ჰყავდა, თუმცა ისინი ამერიკის ჰოკეის ლიგაში(
AHL) გამოდიოდნენ და დიდი პოპულარობითაც სარგებლობდნენ. მათი იმჟამინდელი სახელწოდება იყო:
Pittsburgh Hornets. ბევრი ფიქრის შედეგად გადაწყვიტეს გუნდისათვის სახელის შეცვლა და 1967 წლის 6 ივნისს მათ ეწოდათ "პიტსბურგ პინგვინზი" რომელიც დღემდე მათი ზედმეტსახელია. სწორედ ამ დღეს გახდა ოფიციალურად პიტსბურგული გუნდი
NHL-ის წევრი.
70-იანი წლებიგუნდად ჩამოყალიბების პროცესი ძალიან გაიწელა. პინგვინები ვერაფრის მიღწევას ვერ ახერხებდნენ 1974 წლამდე. 1974-1975 წლების სეზონი საუკეთესო გამოდგა მათი არც თუ ისე დიდი ისტორიის განმავლობაში. რეგულარულში ისინი 89 ქულას აგროვებენ და პლეი-ოფის მეორე რაუნდამდე აღწევენ, სადაც ლიდერობენ სერიაში 3:0. მათი სვლა შეაჩერა
New York Islanders-მა. პინგვინები კი მეორე გუნდი ხდება NHL-ის ისტორიაში, რომლებმაც "მოახერხეს" 3:0-დან სერიის წაგება.
80-იანი წლებიპიტსბურგი აგრძელებდა გამოსვლას ნაციონალურ ჰოკეის ლიგაში, თუმცა განსაკუთრებული არაფერი ხდებოდა, ისინი ჩამოყალიბდნენ საშუალო დონის გუნდად, სანამ არ მოვიდა 1983-1984 წლების სეზონი, სადაც პინგვინები საშინლად გამოვიდნენ და უკონკურენციოდ დაიკავეს ცხრილის ბოლო საფეხური. ეს რა თქმა უნდა ძალიან დიდი კრახია ზოგადად გუნდისათვის, თუმცა NHL-ში ამას ერთადერთი და საკმაოდ დიდი პლიუსი აქვს, რადგან ბოლო ადგილზე გასულ გუნდს შეუძლია შემდეგი სეზონისთვის პირველმა აირჩიოს მოთამაშე
დრაფტზე. ეს მოთამაშე გამოდგა
მარიო ლემიე(სუპერმარიო), რომელიც გუნდის ნამდვილ თილისმად ჩამოყალიბდა შემდგომში, თუმცა მივყვეთ თანმიმდევრულად. თანმიმდევრულად, რადგან თავიდან სუპერმარიოს სულაც არ ესიამოვნა პიტსბურგელთა რიგებში ჩარიცხვა, რადგან როგორც ყველა მაშინდელი კანადელი, ისიც ოცნებობდა კანადურ გრანდ
Montreal Canadiens-ში თამაშზე. 1984 წლის 9 ივნისი ითვლება პიტსბურგული გუნდისთვის მარიო ლემიეს ეპოქის დაწყების თარიღად, ეპოქისა რომელშიც გუნდმა ორი
სტენლი მოიგო.
სუპერმარიო, რომელიც გუნდის
ამჟამინდელი მეპატრონეა
90-იანი წლებიმარიო ლემიეზე ძალიან ბევრი საუბარი შეიძლება, თუმცა ამ ყველაფერს ჯობს ვნახოთ გოლი, რომელიც სუპერმარიომ
Dallas Stars-ს(მაშინდელი Minnesota North Stars) 1991 წლის ფინალურ სერიაში გაუტანა
ლემიე გამოირჩეოდა ტრამვიანობით, თუმცა როგორც ნამდვილ ჰოკეისტს შეესაბამება, იგი ვაჟკაცურად უმკლავდებოდა ყველა მათგანს. თუმცა 1996-1997 წლების სეზონის შემდეგ მას მოუწია დიდი ჰოკეიდან წასვლა, რათა ემკურნალა კიბოზე და ასევე ზურგზე, რომლის ქრონიკული ტრამვაც ჰქონდა. თუმცა 3.5 წლის შემდეგ იგი უბრუნდება პინგვინების შემადგენლობას ყველასაგან მოულოდნელად და მშველელად ევლინება მათ.
ესეც მისი დაბრუნების კადრები, მთელი პენსილვანია ფეხზე წამომდგარი შეხვდა ლეგენდას
პიტსბურგი და ლემიე უკვე განუყოფელი ცნებები გახდა. რა თქმა უნდა მარიოს წვლილი უდიდესია 91 და 92-ში მოგებულ სტენლის თასზე, თუმცა არ უნდა დაგვავიწყდეს იმ დროისათვის ბრწინვალედ მოასპარეზე მოთამაშეები: იარომირ იაგრი, რონ ფრენსისი, პოლ კოფი, ლარი მერფი და კარებში შესანიშნავად მოთამაშე ტომ ბარასო. 1992 წლის შემდეგაც პიტსბურგული გუნდი კარგად გამოიყურებოდა და მუდმივად ახერხებდა პლეი-ოფში გასვლას, ერთხელ საერთოდ მესამე სტენლის დაპატრონებასთანაც ძალიან ახლოს იყო, თუმცა მათ ეს ვერ შეძლეს.
21-ე საუკუნე: კროსბი-მალკინის ერა მარიო ლემიეს დაბრუნების შემდეგ 2000 წელს გუნდმა მოახერხა გასულიყო სტენლის გათამაშების ფინალში, სადაც
New Jersey Devils-თან დამარცხდა ანგარიშით 4:1. ამის შემდეგ გუნდში იწყება კრიზისი. 2001-2002 წლების სეზონიდან 2006-2007 წლების სეზონამდე პინგვინები იკავებენ ბოლო ადგილს დივიზიონში და ვერ ახერხებენ პლეი-ოფში გასვლას. ეს ყველაფერი პინგვინებს კვლავ დაეხმარა იმაში, რომ ფეხზე დამდგარიყო და მომავლის გუნდი აეშენებინა. დრაფტის შედეგად პინგვინებს პატარა ვარსკვლავები ემატებოდათ ესენი გახლავთ: მარკ-ანდრე ფლორი(2003 წელი), ევგენი მალკინი(2004 წელი), სიდნი კროსბი(2005 წელი). სწორედ ამ მოთამაშეებს უკავშირდებათ ის წარმატება, რომელსაც გუნდმა 2007-2008 წლების სეზონში მიაღწია. ფლორი შესანიშნავად ატარებს რეგულარულის ბოლო ნაწილს და მთლიანად პლეი-ოფს, ჯინო ხდება საუკეთესო ბომბარდირი, რომელიც აგროვებს 106 ქულას და აქედან 47 გატანილი შაიბაა, სიდნი კროსბი კი ხდება საუკეთესო ბომბარდირი სტენლის გათამაშებისა 27 ქულის დაგროვებით. თუმცა მათი ძალისხმევა უძლური გამოდგა მათზე ბევრად გამოცდილ გუნდთან
Detroit Red Wings-თან. ფინალური სერია პინგვინებმა 4:2 წააგეს.
თუმცა 2009 წელს პინგვინებმა მესამედ მიაღწიეს ყველასათვის სანატრელ მიზანს და სტენლის თასი მოიგეს. ბედის ირონიაა, რომ ეს სწორედ
Detroit Red Wings-თან მოხდა. 7 მატჩიანი დაძაბული სერიის შედეგად "ბავშმა" სიდნი კროსბიმ თავს ზემოთ აღმართა სტენლის თასი
ევგენი მალკინი კი პირველი რუსი ჰოკეისტი გახდა, რომელიც პლეი-ოფის ყველაზე პროდუქტიული მოთამაშე გახდა.
This post has been edited by Donnie on 20 Feb 2012, 09:39