Printable Version of Topic
Click here to view this topic in its original format
თბილისის ფორუმი > რელიგია > კითხე მამაოს

Posted by: ZAZAi 22 Jan 2010, 12:40
როდესაც ან ათეისტი, ან სხვა რელიგიის წარმომადგენელი, ან მორწმუნე, რომელმაც აზროვნება დაიწყო აზრს გამოთქვავს ან შეკითხვას დასვავს, ძალიან ხშირად ასეთ ლაკონურ და კატეგორიულ პასუხს მოისმენ მართლმადიდებლებისგან: "კითხე მამაოს"
კარგი ბატონო. რომელ მამაოს ვკითხოთ? თუ არ დააკონკრეტებ, ასე გამოდის, რომ მამაო კრებითი სახელია. ანუ ნებისმიერს? კარგი, დავუშვათ ვკითხე ნებისმიერ პირველ შემხვედრ მამაოს. ის მამაო ყურადღებით მომისმენს, შემდეგ ამიხსნის რატომაა ასე და არა ისე, დამისაბუთებს წმინდა წერილიდან, მომიყვანს მაგალითებს ცხოვრებიდან?
თუ რასაც მეტყვის, ეგრევე ჭეშმარიტებად უნდა მივიღო?
იგივე სხვა მამაოს რომ ვკითხო და დიამეტრულად საპირისპირო მითხრას, მაშინ რაღა ვქნა, რა წყალში გადავვარდე?

მმმ....კითხე მამაოს

Posted by: mariami4575 22 Jan 2010, 12:44
ZAZAi
QUOTE

კითხვა გაქვს მოძღვართან თუ სხვების ბედი გაწუხებს?

Posted by: მუშნი 22 Jan 2010, 12:44
ZAZAi
QUOTE
იგივე სხვა მამაოს რომ ვკითხო და დიამეტრულად საპირისპირო მითხრას, მაშინ რაღა ვქნა, რა წყალში გადავვარდე?

შენ კითხე და თუ საპირისპიროს გეტყვის მერე გადავარდი, ეხლავე რატო ხტები? smile.gif

Posted by: ZAZAi 22 Jan 2010, 12:46
QUOTE
კითხვა გაქვს მოძღვართან თუ სხვების ბედი გაწუხებს?

QUOTE
შენ კითხე და თუ საპირისპიროს გეტყვის მერე გადავარდი, ეხლავე რატო ხტები?

კითხეთ მამაოს

Posted by: mariami4575 22 Jan 2010, 12:47
ZAZAi
QUOTE
კითხეთ მამაოს

ეტყობა კაიფის ხასიათზე ხარ.
ხელს არ შეგიშლი no.gif

Posted by: მუშნი 22 Jan 2010, 12:48
ZAZAi
მამაომ - დავორნეთო wink.gif

Posted by: gurabe 22 Jan 2010, 13:31
ZAZAi
მამაოს იმიტომ უნდა კითხო,რომ მას ხალხთან ურთიერთობის გამოცდილება აქვს და კარგად იცის ადამიანის ფსიქოლოგია,მას ღმერთი დაეხმარება,რომ გასცეს ადამიანს სწორი პასუხი,თან ისე რომ ამა თუ იმ ადამიანისთვის იყოს გასაგები,თან მღვდელს კარგი განათლება აქვს.აქედან გამომდინარე უნდა მივმართოთ კითხვებით მღვდელს.(შეიძლება,რომ მღვდელმა იმ კითXაზე პასუხის გასაცემად მიგვითითოს წიგნი,გვითხრას რომ წავიკითხოთ და თუ რაიმე გაუგენარი იქნება მასთან ერთად გავარჩიოთ)

Posted by: nick_el_son 22 Jan 2010, 13:42
QUOTE
მამაოს იმიტომ უნდა კითხო,რომ მას ხალხთან ურთიერთობის გამოცდილება აქვს და კარგად იცის ადამიანის ფსიქოლოგია,მას ღმერთი დაეხმარება

yes.gif

Posted by: დათიკო 22 Jan 2010, 13:50
მამა არა, არამედ მამა ესა და ეს, ან მოძღვარი, ან მღვდელი და ა.შ.
მამაო წოდებითი ბრუნვაა და მხოლოდ მიმართვისას უნდა გამოიყენებოდეს!

Posted by: ფრენოლოგი 22 Jan 2010, 14:02
QUOTE
მამაოს იმიტომ უნდა კითხო,რომ მას ხალხთან ურთიერთობის გამოცდილება აქვს და კარგად იცის ადამიანის ფსიქოლოგია

QUOTE
თან მღვდელს კარგი განათლება აქვს.

bis.gif ჩუშ საბაჩაია

Posted by: ZAZAi 22 Jan 2010, 16:04
gurabeრამდენ მამაოს იცნობ ასეთს? კონკრეტული სახელები და მისამართები თუ შეიძლება. შევხვდები, გავესაუბრები და შედეგებსაც მოგახსენებთ. თუ გინდათ, დიქტოფონზეც ჩავიწერ.

Posted by: twins_n 22 Jan 2010, 16:14
რა სიბნელეა.. რა სიბნელეაააა ...

Posted by: natiako_elle 22 Jan 2010, 16:26
ზაზა ი მღვდლებს ბევრს ვიცნობ, მღვდელმთავრებსაც... კონკრეტულად ვის მიმართო ის გაინტერესებს? შემიძლია გირჩიო, თუმცა შეგიძლია ნებისმიერს მიმართო. და საერთოდ როცა ამბობენ, კითხე მამაოს, ძირითადად იგუსიხმება, რომ უნდა გყავდეს მოძღვარიდა იმას მომართო. მაინც დავკონკრეტდები და მამა ადამს გეტყვი რომ მიმართო, სამებაშია.

Posted by: ZAZAi 22 Jan 2010, 16:34
natiako_elle ანუ, გაიჩინეთ მამაოები ათეისტებო, ბაბტისტებო, ადვენტისტებო, იეღოველებო, კრიშნაიდებო, მუსულმანებო, იუდევლებო, ბუდისტებო. რა მნიშვნელობა აქვს რისი გწამს ან გწამს თუ არ გწამს? ერთი კარგი მამაო ყველას უნდა ყავდეს.

Posted by: natiako_elle 22 Jan 2010, 16:36
ხოდა მერე რა გიშლის ხელს მაგაში?

Posted by: ZAZAi 22 Jan 2010, 17:01
QUOTE
ხოდა მერე რა გიშლის ხელს მაგაში?

natiako_elle
რა ვქნა, ვერ ვარ ასეთი გაუნათლებელი.მე მაპატიეთ. თან არ მაწუხებს ასეთი კითხვები:
მამაო, ბანაობისას ჯვარი რომ მოვიხსნა, შეიძლება?
------- ჩემი ნათლულის დაქალი რომ შემიყვარდეს ცოდვაა?
------- ოპელ ვექტრას სატანის სიმბოლო ახატია და შიგ რომ ჩავჯდე ცოდვაა?
------- სიზმარში რომ ვიმრუშო უნდა მოვინანიო?
------- ტანგას ტარება ცოდვაა?
------- მძიმე როკის მოსმენა ცოდვაა? მსუბუქი როკის? ბრიტნი სპირსის? მირაია ქერის?
------- ჰარი პოტერის ყურება ცოდვაა? წითელქუდას ზღაპრის? ნაცარქექიასი ალბად შეიძლება. მართალია დევები და ადამიანის ცოცხლად მოხარშვა და ჭამა იქაცაა, მაგრამ სამაგიეროდ ქართულია
............ გავაგრძელო?
ჰელოუინი სატანისტურია სამაგიეროდ ბერიკაობა მართლმადიდებლურია
ზოგი თქვენ ახლა smile.gif

Posted by: kotekh 22 Jan 2010, 17:17
მამაო, ნაკურთხი წყლის გამრავლებისას ჭურჭელში ჯერ ნაკურთხი წყალი უნდა ჩავასხათ და მერე დავამატოთ ჩვეულებრივი წყალი, თუ პირიქითაც შეიძლება? gigi.gif

Posted by: Fedka 22 Jan 2010, 17:38
QUOTE
ნაკურთხი წყლის გამრავლებისას

მაიცა, ნაკურთხი წყალი მასე მრავლდება? მოცულობას მნიშვნელობა არა აქვს? spy.gif
ესეიგი რამოდენიმე ადგილას (ჟინვალის წყალსაცავში მაგალითად) თუ ჩააწვეთებ ნაკურთ წყალს ყველა ონკანში ნაკურთხი წყალი წამოვა? bis.gif

Posted by: Andro_forza juve 22 Jan 2010, 17:44
QUOTE
ერთი კარგი მამაო ყველას უნდა ყავდეს.

ხო იასნად ოჯახში ვინმე ამოვა სტუმარი ერთი მამაო ხომ უნდა გედოს კაცს...
იქ მეზობელი შემოვა გამოიღებ ამ მამაოს აკურთხებ გზას დაულოცავ რამე მერე ისევ შედებ..

Posted by: kotekh 22 Jan 2010, 17:45
Fedka
QUOTE
მაიცა, ნაკურთხი წყალი მასე მრავლდება? მოცულობას მნიშვნელობა არა აქვს?

დიახაც, იდეაში მასე მრავლდება smile.gif ისე ძალიან საინტერესო ჯაჭვის გაბმა შეიძლება თუ მაგ წყალს გავყვებით, მაგალითად დავლიეთ ნაკურთხი წყალი ....... smile.gif

Posted by: tamti1 22 Jan 2010, 17:48
ZAZAi

ჯერ უნდა გყავდეს მოძღვარი რომელსაც ენდობი და გჯერა, მერე უნდა მიხვიდე და კითხო.
QUOTE
რა ვქნა, ვერ ვარ ასეთი გაუნათლებელი.მე მაპატიეთ. თან არ მაწუხებს ასეთი კითხვები:
მამაო, ბანაობისას ჯვარი რომ მოვიხსნა, შეიძლება?
------- ჩემი ნათლულის დაქალი რომ შემიყვარდეს ცოდვაა?
------- ოპელ ვექტრას სატანის სიმბოლო ახატია და შიგ რომ ჩავჯდე ცოდვაა?
------- სიზმარში რომ ვიმრუშო უნდა მოვინანიო?
------- ტანგას ტარება ცოდვაა?
------- მძიმე როკის მოსმენა ცოდვაა? მსუბუქი როკის? ბრიტნი სპირსის? მირაია ქერის?
------- ჰარი პოტერის ყურება ცოდვაა? წითელქუდას ზღაპრის? ნაცარქექიასი ალბად შეიძლება. მართალია დევები და ადამიანის ცოცხლად მოხარშვა და ჭამა იქაცაა, მაგრამ სამაგიეროდ ქართულია
............ გავაგრძელო?
ჰელოუინი სატანისტურია სამაგიეროდ ბერიკაობა მართლმადიდებლურია
ზოგი თქვენ ახლა

თუ გგონია რომ მსგავს რაღაცეებს არ ეკითხებიან მოძღვრებს და რაღაც განსაკუთრებულს ამბობ, ძალიან ცდები. smile.gif
თუ ჩემი აზრი გაინტერესებს, გირჩევ ბერებთან მიხვიდე და ესაუბრო ყველაფერზე რაც გაწუხებს.

QUOTE
მაიცა, ნაკურთხი წყალი მასე მრავლდება? მოცულობას მნიშვნელობა არა აქვს?
ესეიგი რამოდენიმე ადგილას (ჟინვალის წყალსაცავში მაგალითად) თუ ჩააწვეთებ ნაკურთ წყალს ყველა ონკანში ნაკურთხი წყალი წამოვა?

კი
Fedka
მხოლოდ ნაკურთხ წყალს ძალიან სუფთად ჭირდება შენახვა.

Posted by: Fedka 22 Jan 2010, 17:50
tamti1
თუ შეიძლება ჩაგეძიებით . . .
QUOTE
მხოლოდ ნაკურთხ წყალს ძალიან სუფთად ჭირდება შენახვა

Posted by: tamti1 22 Jan 2010, 17:51
Fedka
QUOTE
თუ შეიძლება ჩაგეძიებით . . . QUOTE

დააკონკრეტეთ, რისი კითხვა გინდათ

Posted by: actionscript 22 Jan 2010, 17:54
ZAZAi
lol.gif lol.gif lol.gif lol.gif lol.gif lol.gif

up.gif

Posted by: ZAZAi 22 Jan 2010, 17:54
QUOTE
მამაო, ნაკურთხი წყლის გამრავლებისას ჭურჭელში ჯერ ნაკურთხი წყალი უნდა ჩავასხათ და მერე დავამატოთ ჩვეულებრივი წყალი, თუ პირიქითაც შეიძლება?
პრინციპში ორივენაირად შეიძლება შვილო ჩემო pop.gif
გააჩნია რამდენად ძლიერი ენერგეტიკა აქვს წყალს და თუ აქვს ფრაქტალური ბუნება შიგ ჩაწერილ ინფორმაციას. განსაკუთრებით კარგად იმუხტება მყინვარის და წყაროს წყალი. თუ რწმენასაც მიუმატებ, ხომ მით უმეტეს.
QUOTE
ესეიგი რამოდენიმე ადგილას (ჟინვალის წყალსაცავში მაგალითად) თუ ჩააწვეთებ ნაკურთ წყალს ყველა ონკანში ნაკურთხი წყალი წამოვა?
შეიძლება ასეც. ტიბეტში მაგალითად ბუდისტი ბერები სპეციალურად მუხტავენ წყაროებს დადებითი ინფორმაციით, რომლებიც შემდეგ დიდ მდინარეებში ჩაედინება, რომ სამყაროს უარყოფითი ინფორმაციული ველი გაანეიტრალონ.
მაგრამ ჟინვალიდან ქლორი და მილები ძალიან ცუდად მოქმედებს წყლის ინფორმაციულ ველზე.ასე რომ ეს არ გაამართლებს.

(სულ ხომ არ ვიხუმრებ კაცო smile.gif )

Posted by: Fedka 22 Jan 2010, 17:56
tamti1

სუფთად შენახვაში რას გულისხმობდი?

Posted by: kotekh 22 Jan 2010, 17:57
ZAZAi
QUOTE
პრინციპში ორივენაირად შეიძლება შვილო ჩემო

მამაო, მე პრინციპები და თქვენი შეხედულებები კი არ მაინტერესებს, მე მაინტერესებს ბიბლიაში როგორ წერია. ჯერ ნაკურთხი წყალი და მერე ჩვეულებრივიო, თუ ჯერ ჩვეულებრივი და მერე ნაკურთხიო? biggrin.gif

Posted by: Mr Adam 22 Jan 2010, 17:58
ZAZAi
QUOTE
რა ვქნა, ვერ ვარ ასეთი გაუნათლებელი.მე მაპატიეთ. თან არ მაწუხებს ასეთი კითხვები: მამაო, ბანაობისას ჯვარი რომ მოვიხსნა, შეიძლება? ------- ჩემი ნათლულის დაქალი რომ შემიყვარდეს ცოდვაა? ------- ოპელ ვექტრას სატანის სიმბოლო ახატია და შიგ რომ ჩავჯდე ცოდვაა? ------- სიზმარში რომ ვიმრუშო უნდა მოვინანიო? ------- ტანგას ტარება ცოდვაა? ------- მძიმე როკის მოსმენა ცოდვაა? მსუბუქი როკის? ბრიტნი სპირსის? მირაია ქერის? ------- ჰარი პოტერის ყურება ცოდვაა? წითელქუდას ზღაპრის? ნაცარქექიასი ალბად შეიძლება. მართალია დევები და ადამიანის ცოცხლად მოხარშვა და ჭამა იქაცაა, მაგრამ სამაგიეროდ ქართულია ............ გავაგრძელო? ჰელოუინი სატანისტურია სამაგიეროდ ბერიკაობა მართლმადიდებლურია ზოგი თქვენ ახლა

საღოოოოლ lol.gif lol.gif lol.gif lol.gif

მეც დავამატებ biggrin.gif

არა არ დავამატებ, მე ძალიან ისეთები ვიცი rolleyes.gif
givi.gif

Posted by: ZAZAi 22 Jan 2010, 18:11
kotekh
QUOTE
მამაო, მე პრინციპები და თქვენი შეხედულებები კი არ მაინტერესებს, მე მაინტერესებს ბიბლიაში როგორ წერია. ჯერ ნაკურთხი წყალი და მერე ჩვეულებრივიო, თუ ჯერ ჩვეულებრივი და მერე ნაკურთხიო?
აბა რა გითხრა შვილო ჩემო, ბიბლიაში ამის შესახებ
არაფერიც არ წერია! sad.gif
ეს ჩვეულებრივი მაგიური მეთოდია. ეზოთერიული ცოდნა, რომელსაც სხვა მეთოდებთან ერთად, (ცეცხლი, კვამლი, ზარების ხმა, ეკლესიების ენერგოაქტიურ ზონებში აშენება, გუმბათის კონუსისებური ფორმა, რუნები და მანდალები) ფართოდ იყენებენ მღვდლები მას მერე, რაც რწმენის დეფიციტის გამო ვეღარ ქაჩავენ

Posted by: tamti1 22 Jan 2010, 18:18
QUOTE
სუფთად შენახვაში რას გულისხმობდი?

სუფთად შენახვა არ იცით რას ნიშნავს?
QUOTE
ეს ჩვეულებრივი მაგიური მეთოდია. ეზოთერიული ცოდნა, რომელსაც სხვა მეთოდებთან ერთად, (ცეცხლი, კვამლი, ზარების ხმა, ეკლესიების ენერგოაქტიურ ზონებში აშენება, გუმბათის კონუსისებური ფორმა, რუნები და მანდალები) ფართოდ იყენებენ მღვდლები მას მერე, რაც რწმენის დეფიციტის გამო ვეღარ ქაჩავენ

ძალიან ცდები, ჯერ ერთი რომ ასე გგონია და მეორეც რომ ეს საკითხი სასაცილო გგონია!

Posted by: zanneti 22 Jan 2010, 18:21
ZAZAi
კი მაგრამ თქვენს გარდა არავინ არ კითხულობს ბიბლიას??? როგორ! ამდენი რაღაცა არ წერია ბიბლიაში??? არა რა თქვენ რაღაცას სხვანაირად კითხულობთ,თქვენ ბიბლიას ისე ატრიალებთ როგორც გინდათ რაა....... იეღოველი ხო არ ხართ შემთზხვევით???? biggrin.gif

Posted by: mamuka90 22 Jan 2010, 18:24
QUOTE
იეღოველი ხო არ ხართ შემთზხვევით????

lol.gif

Posted by: ZAZAi 22 Jan 2010, 18:26
tamti1 სასაცილო კი არა, სატირალია. ხალხიც გაუნათლებლობის გამო ტყუვდება. მადლობა ღმერთს, თანამედროვე მეცნიერებამ უკვე ექსპერიმენტების დონეზე გაშიფრა ეს "სასწაულები" და უკვე ლაბორატორიაში შეიძლება სრულიად მარტივად ნებისმიერი ამ სასტაულის მოხდენა, მაგრამ საქართველომდე როდის მოაღწევს ეს ცოდნა?
ინფორმაციის დეფიციტი კი არ არის, ინტერნეტი ყველას აქვს, მაგრამ განათლების მიღების სურვილის დეფიციტია საქართველოში

Posted by: Fedka 22 Jan 2010, 18:32
tamti1
QUOTE
სუფთად შენახვა არ იცით რას ნიშნავს?

იმის ცოდნა სუფთად შენახვა რას ნიშნავს PHD-ს არ საჭიროებს და შენი შეკითხვის ქვეტექსტი ცინიზმი უფროა ვიდრე მოსაუბრისგან ინფორმაციის მიღების მოლოდინი.

მე მაინტერესებს წყლის სუფთად შენახვაში შენ რას გულისხმობ?

Posted by: tamti1 22 Jan 2010, 18:33
ZAZAi
QUOTE
tamti1 სასაცილო კი არა, სატირალია. ხალხიც გაუნათლებლობის გამო ტყუვდება

შენ გინდა თქვა რომ მე შენზე გაუნათლებელი ვარ, რადგან მორწმუნე ვარ? და მართლმადიდებლები გაუნათლებლები ვართ ყველანი
biggrin.gif
QUOTE
, თანამედროვე მეცნიერებამ უკვე ექსპერიმენტების დონეზე გაშიფრა ეს "სასწაულები" და უკვე ლაბორატორიაში შეიძლება სრულიად მარტივად ნებისმიერი ამ სასტაულის მოხდენა,

ძალიან კარგად ერკვევი ალბათ თანამედროვე მეცნიერებაში და აბა ლინკი მაინც მოგვაწოდე, როგორ შიფრავს და ახდენს თანამედროვე მეცნიერება სასწაულებს, გაგვანათლე!
QUOTE
ინტერნეტი ყველას აქვს, მაგრამ განათლების მიღების სურვილის დეფიციტია საქართველოში

sad.gif
პ.ს: ამპარტავნება ეშმაკის ყველაზე საყვარელი ცოდვაა... sad.gif

Posted by: barakobama 22 Jan 2010, 18:39
ZAZAi
QUOTE
სასაცილო კი არა, სატირალია.

ჩემო ღრმად განათლებულო, განათლების კი არა, გონიერების დეფიციტია. აჯობებს, ამ "ცოდნამ" საქართველომდე მაინც არ მოაღწიოს. იცი ეშმაკის ზალა რაშია?- მან დაარწმუნა ადამიანები, რო იგი არ არსებობს. წადი, გენაცვალე, ეკლესიაში, კეთილი გულით გირჩევ ამას 2kiss.gif

Posted by: AmeN Ra 22 Jan 2010, 18:39

QUOTE
კითხე მამაოს

რა ამის პასუხია დაა..

დღეს მამაომ მითხრა ბუდიზმი არაა ჭეშმარიტებაო და მაგარად მეწყინაა(ბუდისტი არ ვარ), ვერც შევეწინააღმდეგე , ეს ყველაფერი კი იმას მოყვა რომ ვუთხარი რეინკარნაციის მჯერა მეთქი.

Posted by: kotekh 22 Jan 2010, 18:40
tamti1
QUOTE
პ.ს: ამპარტავნება ეშმაკის ყველაზე საყვარელი ცოდვაა...

ეშმაკს სიყვარულიც შეუძლია?

Posted by: tamti1 22 Jan 2010, 18:44
QUOTE
იმის ცოდნა სუფთად შენახვა რას ნიშნავს PHD-ს არ საჭიროებს და შენი შეკითხვის ქვეტექსტი ცინიზმი უფროა ვიდრე მოსაუბრისგან ინფორმაციის მიღების მოლოდინი.

biggrin.gif

QUOTE
მე მაინტერესებს წყლის სუფთად შენახვაში შენ რას გულისხმობ?

მე ნაკურთხ წყალს ვინახავ ხატების კუთხეში, მისთვის განკუთვნილ სუფთა ჭურჭელში.

Posted by: djbachi 22 Jan 2010, 18:44
მიკვირს, ძალიან მიკვირს ბატონო ზაზა..................

Posted by: kotekh 22 Jan 2010, 18:46
tamti1
QUOTE
მე ნაკურთხ წყალს ვინახავ ხატების კუთხეში, მისთვის განკუთვნილ სუფთა ჭურჭელში.

სხვაგან რო შეინახო რა მოხდება?

Posted by: Fedka 22 Jan 2010, 18:50
QUOTE
მე ნაკურთხ წყალს ვინახავ ხატების კუთხეში, მისთვის განკუთვნილ სუფთა ჭურჭელში.

ეხლა მაინტერესებს შენი აზრი - გამრვლების მიზნით ეგ წყალი რომ შეურიო სხვა ხატებთან მყოფ სუფთა ჭურჭელში არსებულ ხატს და იგივე ოდენობით რომ შეურიო ტაშტში არსებულ წყალს - ერთი და იგივე ეფექტი არ ექნება? თუ კი მაშინ შენი სისუფთავის მცნება ირღვევა - თუ არა, გაგვაგებინე რატომ?

Posted by: teushki 22 Jan 2010, 18:50
გამოკითხე რამდენიმე მამაოს ერთიდაიგივე თემაზე რამე და სოციოლოგიური კვლევა ჩაატარე.

შედეგები დადე რა აქ biggrin.gif biggrin.gif

Posted by: barakobama 22 Jan 2010, 18:51
kotekh
QUOTE
ეშმაკს სიყვარულიც შეუძლია?

მე გიპასუხებ, თუ შეიზლება: არა არ შეუძლია, ერთ დროს შეეზლო, მაგრამ ეს ნიჭი ამპარტავნებას შეეწირა. კითხვის აზრი გავიგე, არც იუმორზე გახლავარ აცრილი, მაგრამ მაინც სერიოზულად გიპასუხე, სხვანაირად არ ძალმიძს

Posted by: tamti1 22 Jan 2010, 18:53
QUOTE
ამრვლების მიზნით ეგ წყალი რომ შეურიო სხვა ხატებთან მყოფ სუფთა ჭურჭელში არსებულ ხატს

eek.gif
მდაა....

Posted by: kotekh 22 Jan 2010, 18:53
barakobama
QUOTE
მე გიპასუხებ, თუ შეიზლება: არა არ შეუძლია, ერთ დროს შეეზლო, მაგრამ ეს ნიჭი ამპარტავნებას შეეწირა. კითხვის აზრი გავიგე, არც იუმორზე გახლავარ აცრილი, მაგრამ მაინც სერიოზულად გიპასუხე, სხვანაირად არ ძალმიძს

დიდი მადლობა

Posted by: ZAZAi 22 Jan 2010, 19:00
mamuka90
zanneti
QUOTE
იეღოველი ხო არ ხართ შემთზხვევით????
იეღოველი თავი გაბია
lol.gif
QUOTE
ძალიან კარგად ერკვევი ალბათ თანამედროვე მეცნიერებაში და აბა ლინკი მაინც მოგვაწოდე, როგორ შიფრავს და ახდენს თანამედროვე მეცნიერება სასწაულებს, გაგვანათლე!
აი ფილმი წყლის თვისებებზე http://gol.ge/index.php?cat=movies&details=2354&order=1.1&filter=2.17.5

Posted by: Fedka 22 Jan 2010, 19:02
tamti1
QUOTE
მდაა....

ნაკურთხი წყლის გამრვალება არ გაგიგია?
ლოგიკური პასუხი არ გაქვს და თავს არიდებ შეკითხვას?

ორივე შემთხვევაში გადასარევად ჩანს რაოდენ არგუმენტირებული საუბარი შეგიძლია smile.gif

Posted by: zanneti 22 Jan 2010, 19:12
QUOTE (ZAZAi @ 22 Jan 2010, 19:00 )
mamuka90
zanneti
QUOTE
იეღოველი ხო არ ხართ შემთზხვევით????
იეღოველი თავი გაბია
lol.gif
QUOTE
ძალიან კარგად ერკვევი ალბათ თანამედროვე მეცნიერებაში და აბა ლინკი მაინც მოგვაწოდე, როგორ შიფრავს და ახდენს თანამედროვე მეცნიერება სასწაულებს, გაგვანათლე!
აი ფილმი წყლის თვისებებზე http://gol.ge/index.php?cat=movies&details=2354&order=1.1&filter=2.17.5

აბა აბა! მე და თვენს შორის ვის უფრო მეტჯერ დაუძახეს იეღოველი მე კი ვიცი მაგი lol.gif lol.gif lol.gif lol.gif lol.gif

Posted by: barakobama 22 Jan 2010, 19:12
teushki
QUOTE
გამოკითხე რამდენიმე მამაოს ერთიდაიგივე თემაზე რამე და სოციოლოგიური კვლევა ჩაატარე.

შედეგები დადე რა აქ

ერთიდაიგივე საქონელში სხვადასხვა მაღაზიებში სხვადასხვა ფასს რომ გახდევინებენ, ამით უმაღლეს მათემათიკას ჩრდილი ადგება?

Posted by: tamti1 22 Jan 2010, 19:18
Fedka
QUOTE
ნაკურთხი წყლის გამრვალება არ გაგიგია?
ლოგიკური პასუხი არ გაქვს და თავს არიდებ შეკითხვას?

ორივე შემთხვევაში გადასარევად ჩანს რაოდენ არგუმენტირებული საუბარი შეგიძლია

რომ ვფიქრობდე, მართლა გაინტერესებს ეს საკითხი გაგცემდი პასუხს, მაგრამ რადგან დარწმუნებული ვარ, რომ ჩემს პასუხს მოყვება თქვენი დახვეწილი იუმორი, მირჩევნია თავი შევიკავო
smile.gif
QUOTE
ორივე შემთხვევაში გადასარევად ჩანს რაოდენ არგუმენტირებული საუბარი შეგიძლია

იმედს ვიტოვებ რომ შემდეგში მაინც დაუფიქრდები რას წერ და ერთმანეთს შეურაწყოფას ნუ მივაყენებთ! smile.gif

Posted by: ZAZAi 22 Jan 2010, 19:20
ამპარტავნება ცოდვაა, მაგრამ ზოგიერთი მორჩილი, ჩუმი, წყნარი და მორიდებული თავის გულში რა იცით როგორი ამპარტავანია?
მეორეს მხრივ, მავანნი ამ ზედსართავ სახელს, (ამპარტავანი) იყენებენ მათ მისამართით ვინც თავისუფალი, განსხვავებული აზრის ქონას ბედავს. ვინც საერთო, მორჩილ, რუხ მასაში ვერ ჯდება. ვისაც "ზედმეტი", "მკრეხელური" კითხვები აწუხებს.
ასეთი ლოგიკით, ქრისტეს იგავში გზააბნეული ცხვარი ამპარტავანია, მაგრამ ის მწყემსს ყველაზე მეტად უყვარს და მისი გულისთვის მთელ მორჩილ "ბეეეეე" ფარას მიატოვებს.
თვით ქრისტეც ამპარტავანი გამოდის თქვენი ლოგიკით რადგან ფარისევლების წინააღმდეგ ხმის ამოღება გაბედა

Posted by: barakobama 22 Jan 2010, 19:25

Fedka
QUOTE
ორივე შემთხვევაში გადასარევად ჩანს რაოდენ არგუმენტირებული საუბარი შეგიძლია

Fedka
შენც, ჩემო ძმაო(იმედია არ ვცდები), გირჩევ მიხვიდე მოძღვართან თუ რამე მართლა გაინტერესებს, თორე, ღმერთმა დაგიფაროს, რა თკმა უნდა, მერე, იქ, შეიძლება გვიანი გამოდგეს შენი არგუმენტირებული თავის მართლება

Posted by: Fedka 22 Jan 2010, 19:27
tamti1
"არა არგუმენტირებულად საუბარს" თუ შეურაწყოფად აღიქვამ, მაშინ მეც უმორჩილესად გთხოვ ჩემს დასმულ შეკითხვაზე ცინიზმით ნუ მიპასუხებ! smile.gif "დახვეწილი იუმორი", "მდაა", და ა.შ.

თემას რაც შეეხება, მართლა მაინტერესებს შენი აზრი

Posted by: ZAZAi 22 Jan 2010, 19:28
QUOTE
teushkiQUOTE
გამოკითხე რამდენიმე მამაოს ერთიდაიგივე თემაზე რამე და სოციოლოგიური კვლევა ჩაატარე.

შედეგები დადე რა აქ

ერთიდაიგივე საქონელში სხვადასხვა მაღაზიებში სხვადასხვა ფასს რომ გახდევინებენ, ამით უმაღლეს მათემათიკას ჩრდილი ადგება?
ეს თემა არა მათემატიკაზე, არამედ მათემატიკის მასწავლებლებზეა. ზოგისთვის ორჯერ ორი ხუთი რომაა და ზოგისთვის ცხრა. სამკუთხედი კი გრგვალია.
tamti1
არავისთვის არაა საიდუმლო წყლის ენერგოინფორმაციული თვისებები. იმედია ამ ფილმს ნახავ:
http://gol.ge/index.php?cat=movies&details=2354&order=1.1&filter=2.17.5
მაგრამ ჩვენ გვაინტერესებს რამდენად ქრისტიანულია წყლის კურთხევა? თუ ბიბლიაში სადმე ნახავ რაიმეს ამის შესახებ, ერთ კი არა, სამ მამაოს გავიჩენ.

Posted by: Fedka 22 Jan 2010, 19:32
barakobama
მადლობა რჩევისთვის
ისე თავს არ ვიმართლებ და არც გავიმართლებ, ჩემს აზრს ვაფიქსირებ - თუ ღმერთმა მომცა ლოგიკური მსჯელობის უნარი, ამ ლოგიკით მივდივარ მე ჩემს დასკვნამდე რელიგიურ თემებთან მიმართებაში.

Posted by: barakobama 22 Jan 2010, 19:35
ZAZAi
QUOTE
თვით ქრისტეც ამპარტავანი გამოდის თქვენი ლოგიკით რადგან ფარისევლების წინააღმდეგ ხმის ამოღება გაბედა

არა, ქრისტე ღმერთია, ვერ დაგიჯერებია, ხო? რამდენადაც სასიამოვნოა განათლებულ ადამიანთან საუბარი, იმდენადვე გულდასაწყვეტია მისი მცდარი აზრის გაგონება. გატყობ, ძმაო, ძიებაში ხარ და, ალბათ აქედანაა ეს კითხვები. მე ბევრ ვერაფერს გირჩევ, დასარიგებელი ჭკუა დავარიგე უკვე, მოძებნე კარგი მოძღვარი, დამიჯერე, რო არსებობენ ასეთები.

Posted by: ZAZAi 22 Jan 2010, 19:45
barakobama მრავალსიტყვაობით არ მტკიცდება ჭეშმარიტება. არც დამრიგებლური ტონია ყოველთვის საკმარისი არგუმენტი.

ქრისტე თავის თავს კაცის ძეს უწოდებდა. იგი განკაცდა(გვატყუებდა?ალბად თავმდაბლობდა) ხოლო ჩვენ, უბრალო მოკვდავებს კი ღმერთებს გვიწოდებდა
34. მიუგო მათ იესომ: განა თქვენს რჯულში არ გიწერიათ: მე ვთქვი, რომ ღმერთები ხართ?
35. ხოლო თუ ღმერთები უწოდა მათ, ვის მიმართაც იყო ღმრთის სიტყვა (წერილი კი ურღვევია),
36. მას, ვინც წმიდა-ყო და ამ ქვეყნად მოავლინა მამამ, ეუბნებით, ღმერთსა გმობო, რაკიღა ვთქვი: მე ვარ ძე ღმრთისა?
არა, თუ გინდა, მონა იყავი მე კი არ გიშლი smile.gif

Posted by: zanneti 22 Jan 2010, 19:48
კარგით რა ბატონო ზაზა კარგით რაა ბიბლიის გარდა სხვა წიგნები არ იცით თქვენ??? ხო დაიწერა ბიბლიის მერე წიგნები და ნახეთ აბა თუ

Posted by: Mr Adam 22 Jan 2010, 19:48
მაგ კინოში თუ სწორად მახსოვს, იმიტომ რომ ბევრი დოკუმენტური ფილმი მაქვს ნანახი წყალზე.. ატარებენ ცდებს ;
ანუ წყალს განიხილავენ და ამტკიცებენ რომ ცოცხალი არსებაა, ესმის ყველაფერი და ა.შ.
რაღაც ცდაც ხო ჩაატარეს, გეცოდინებათ ალბათ ..
ერთ ბოთლში ჩახსმულ წყალს აგინებდნენ, მეორეს კიდე ტკბილი სიტყვით ელაპარაკობდნენ..
ერთი თვის შემდეგ აღმოჩნდა რომ წყალს რომელსაც აგინებდნენ, სულ მთლიანად გაშავდა, ხოლო მეორე ისევ ისეთი იყო..
ასე ხდება წყლის კურთხევის დროსაც , თან ვერცხლის ჯვარს ატარებენ წყლით გავსებულ ჭურჭელში და ყველანაირი ბაქტერია კვდება..

Posted by: barakobama 22 Jan 2010, 19:49
Fedka
ZAZAi
უფალმა მოგვცა აზროვნების უნარი, რაციონალურიც და ირაციონალურიც. ამასთან ერთად მოგვცა ბევრი რამის უნარიც, კარგი საქმის კეთების და ცუდი საქმის კეთების. და რაც მთავარია, თავისუფალი ნება მოგვანიჭა- შეგიძლია(ანუ შეგწევს ძალა) მოიქცე ისეც და ისეც. არჩევანი შენზეა.

Posted by: gurabe 22 Jan 2010, 19:59
ZAZAi
შენ რომ ნართლა გულით მეკითხებოდე და მართლა გინდოდეს მოძღვართან მისვლა გეტყოდი მათ მისამართებს,მაგრამ ისე ცინიკურად საუბრობ,რომ....(თან ეხლა იმდენი ატაძარია,რომ არ მგონია არ იცოდე სად უნდა ნახო მღვდელი)
რაც შეეხება წყლის გამრავლებას მთავარი არის რწმენა,წყალს კი უნდა სუფთად შენახვა,რადგან სიწმინდეა.

Posted by: barakobama 22 Jan 2010, 20:00
ZAZAi
QUOTE
მრავალსიტყვაობით არ მტკიცდება ჭეშმარიტება

ნუთუ::: smile.gif
QUOTE
ქრისტე თავის თავს კაცის ძეს უწოდებდა. იგი განკაცდა(გვატყუებდა?ალბად თავმდაბლობდა) ხოლო ჩვენ, უბრალო მოკვდავებს კი ღმერთებს გვიწოდებდა 34. მიუგო მათ იესომ: განა თქვენს რჯულში არ გიწერიათ: მე ვთქვი, რომ ღმერთები ხართ? 35. ხოლო თუ ღმერთები უწოდა მათ, ვის მიმართაც იყო ღმრთის სიტყვა (წერილი კი ურღვევია), 36. მას, ვინც წმიდა-ყო და ამ ქვეყნად მოავლინა მამამ, ეუბნებით, ღმერთსა გმობო, რაკიღა ვთქვი: მე ვარ ძე ღმრთისა? არა, თუ გინდა, მონა იყავი მე კი არ გიშლი

რაც მონობას შეეხება: ყირაზე რო დადგე, მაინც ადამიანი ხარ და იგივენაირი მონა ხვთისა, როგორც ყველა. შეგიძლია არ გამოუტყდე ამაში საკუთარ თავსაც კი, და მაშინ დაემსგავსები მწვერვალზე მდგარ ადამიანს, რომელსაც ყველა პატარა ჰგონია, ყველას კი ის ჰგონია პატარა

Posted by: mariami4575 22 Jan 2010, 20:03
ZAZAi
შენ მართლმადიდებელი არ ხარ რამდენადაც ვიცი.
ხო და გულწრფელად,რას ემსახურება ეს თემა?

Posted by: tamti1 22 Jan 2010, 20:15
QUOTE
ეხლა მაინტერესებს შენი აზრი - გამრვლების მიზნით ეგ წყალი რომ შეურიო სხვა ხატებთან მყოფ სუფთა ჭურჭელში არსებულ ხატს და იგივე ოდენობით რომ შეურიო ტაშტში არსებულ წყალს - ერთი და იგივე ეფექტი არ ექნება? თუ კი მაშინ შენი სისუფთავის მცნება ირღვევა - თუ არა, გაგვაგებინე რატომ?

რადგან იძახი, რომ მართლა გაინტერესებს, მაშინ მოდი გავარკვიოთ რას მეკითხები:

წყალი რომელიც არის სხვა ხატებთან უნდა შევურიო სუფთა ჭურჭელში არსებულ ხატს? და გიკვირს მდაა....

კითხვა დასვი სწორედ

და კიდევ: გამიგია ნაკურთხი წყლის გამრავლება! ამიტომ კიდევ ერთხელ გთხოვ თემას ნუ გადავუხვევთ და ერთმანეთის მიმართ მეტი ტაქტი ვიქონიოთ!

Posted by: ZAZAi 22 Jan 2010, 20:15
mariami4575
QUOTE
შენ მართლმადიდებელი არ ხარ რამდენადაც ვიცი.
ხო და გულწრფელად,რას ემსახურება ეს თემა?

ს ი მ ა რ თ ლ ე ს

Posted by: mariami4575 22 Jan 2010, 20:17
ZAZAi
QUOTE
ს ი მ ა რ თ ლ ე ს

რომელ სიმართლეს?
ხალხის დაბნევას ემსახურება და მეტს არაფერს!

Posted by: barakobama 22 Jan 2010, 20:23
mariami4575
QUOTE
რომელ სიმართლეს? ხალხის დაბნევას ემსახურება და მეტს არაფერს

არა მგონია ამათ ვინმეს დაბნევა შესძლონ, თუნდაც რკინის ლოგიკას და ზღვა ცოდნას ფლობდნენ help.gif wink.gif მაგრამ აღარ ღირს კამათი.

Posted by: Mr Adam 22 Jan 2010, 20:24
QUOTE
ხალხის დაბნევას ემსახურება და მეტს არაფერს!

ჭეშმარიტი ქრისტიანი არ დაიბნევა wink.gif

Posted by: ZAZAi 22 Jan 2010, 20:26
mariami4575ეს თემა ემსახურება ხალხის განათლებას. თქვენგან კი ლოზუნგების მეტი არაფერი ისმის.
გინდათ მითხრათ რომ იცით რისი გწამთ?
სხვა ხომ არაფერს ვითხოვ? მომიყვანე საბუთი ბიბლიიდან. ბიბლია ხომ არის ღვთის სულიერი? ხომ წერია რომ
18. ვუმოწმებ ყველას, ვინც ისმენს ამ წიგნის წინასწარმეტყველების სიტყვებს: თუ ვინმე რამეს დაურთავს მათ, ღმერთი დაურთავს მას წყლულებს, რომლებიც წერია ამ წიგნში.
19. ხოლო თუ ვინმე რამეს მოაკლებს ამ წიგნის წინასწარმეტყველების სიტყვებს, ღმერთი მოაკლებს მას წილს სიცოცხლის ხიდან, წმიდა ქალაქიდან და იქიდან, რაც ჩაწერილია ამ წიგნში.

გისმენ მოთმინებით და ყურადღებით

Posted by: mariami4575 22 Jan 2010, 20:28
Mr Adam
QUOTE
ჭეშმარიტი ქრისტიანი არ დაიბნევა

რა თქმა უნდა,მაგრამ ისეთებიც შემოდიან აქ ვისაც ჯერ არ ჰყავს მოძღვარი,მაგრამ უნდა რომ ჰყავდეს.

Posted by: tamti1 22 Jan 2010, 20:29
barakobama
QUOTE
არა მგონია ამათ ვინმეს დაბნევა შესძლონ, თუნდაც რკინის ლოგიკას და ზღვა ცოდნას ფლობდნენ

ცუდი ის არის რომ ამ ფორუმზე ბევრი ახალგაზრდა და ბავშვია. და მსგავსი თემები ემსახურება სწორედ მათში ურწმუნოების გაჩენის მცდელობას. მხოლოდ ამის გამო ღირს ამათთან კამათი, თორემ რა მრჯის ახლა რომ ვზივარ და ამას ვკითხულობ და თან პასუხებსაც ვცემ?

Posted by: Mr Adam 22 Jan 2010, 20:32
mariami4575

რა ვქნათ, ფორუმია და ვისაც რა უნდა იმას დაპოსტავს smile.gif

Posted by: mariami4575 22 Jan 2010, 20:33
ZAZAi
QUOTE
გისმენ მოთმინებით და ყურადღებით

არ შეგპირებივარ დიალოგს,ასე რომ სულ ტყუილად მელოდები გულისყურით.
არც იმას ვმალავ,რომ ბიბლია დაზეპირებული არ მაქვს.
ჩემი აზრით უფრო მართებული იქნებოდა დაგესახელებინა შენი აღმსარებლობა,
რადგან თუ ვინმე ახალბედა შემოვა,იცოდეს ვისია თემა.
ეს კი იმისთვისაა საჭირო,რომ არ იფიქროს იმ ახალბედამ
აგერ მართლმადიდებელი რადგან ამას წერს არ ყოფილა ე.ი.
მოძღვარი საჭიროო.

Posted by: tamti1 22 Jan 2010, 20:35
mariami4575
QUOTE
ჩემი აზრით უფრო მართებული იქნებოდა დაგესახელებინა შენი აღმსარებლობა,
რადგან თუ ვინმე ახალბედა შემოვა,იცოდეს ვისია თემა.

გამოდის რომ ზაზაი ათეისტი არ არის და სინამდვილეში არც აინტერესებს რაზეც გვეკამათება? sad.gif

Posted by: mariami4575 22 Jan 2010, 20:38
tamti1
QUOTE
გამოდის რომ ზაზაი ათეისტი არ არის და სინამდვილეში არც აინტერესებს რაზეც გვეკამათება? 

ათეისტი არ არის. რა აღმსარებლობის არის ალბათ აჯობებს თავად უპასუხოს თუ სურვილი ექნება.

Posted by: Mr Adam 22 Jan 2010, 20:38
QUOTE
ჩემი აზრით უფრო მართებული იქნებოდა დაგესახელებინა შენი აღმსარებლობა, რადგან თუ ვინმე ახალბედა შემოვა,იცოდეს ვისია თემა. ეს კი იმისთვისაა საჭირო,რომ არ იფიქროს იმ ახალბედამ აგერ მართლმადიდებელი რადგან ამას წერს არ ყოფილა ე.ი. მოძღვარი საჭიროო

რა კეთილი ხარ 2kiss.gif

Posted by: mariami4575 22 Jan 2010, 20:41
Mr Adam
QUOTE
რა კეთილი ხარ

სულ არ ვარ კეთილი და ძალიან კარგად ვიცი ეს.
ასე, რომ შენი ირონია უადგილოა.

Posted by: მუშნი 22 Jan 2010, 20:42
tamti1
QUOTE
თუ გგონია რომ მსგავს რაღაცეებს არ ეკითხებიან მოძღვრებს და რაღაც განსაკუთრებულს ამბობ, ძალიან ცდები.

ჰეჰ, სწორედ ეგაა უბედურება რომ მაგას ეკითხებიან, და არა ის რომ მამაოს უნდა კითხო რამე . გინდა მამაოს კითხე, გინდა მუეძინს და გინდა დამლგაგებელს სამსახურში - მთავარია ჭკვიან ადამიანს კითხო და მისი აზრი გაითვალისწინო. თორემ ეგეთი კვერცხობები არცერთ აქ ჩამოთვლილს არ უნდა კითხო, ნუ წესით biggrin.gif

Posted by: Mr Adam 22 Jan 2010, 20:44
mariami4575

QUOTE
სულ არ ვარ კეთილი და ძალიან კარგად ვიცი ეს.

რავი რაც დაპოსტე იმის მიხედვით შეგაფასე

QUOTE
ასე, რომ შენი ირონია უადგილოა.

რა შუაშია ირონია ? ; /
მადლობის მაგივრად ................ ; /

Posted by: tamti1 22 Jan 2010, 20:44
ზაზაი გაგვიმხილეთ თქვენი აღმსარებლობა თუ საიდუმლო არ არის smile.gif
გაოფება თუ რას ეძახით რომ არ გამომივიდეს, ჯერ უნდა მოინათლოთ და მერე მიხვიდეთ მოძღვართან....
* * *
QUOTE
ჰეჰ, სწორედ ეგაა უბედურება რომ მაგას ეკითხებიან, და არა ის რომ მამაოს უნდა კითხო რამე . გინდა მამაოს კითხე, გინდა მუეძინს და გინდა დამლგაგებელს სამსახურში - მთავარია ჭკვიან ადამიანს კითხო და მისი აზრი გაითვალისწინო. თორემ ეგეთი კვერცხობები არცერთ აქ ჩამოთვლილს არ უნდა კითხო, ნუ წესით

რას ვიზავთ, ზოგი ამეებს ეკითხება, ზოგი უარესს, ზოგი უკეთესს smile.gif კოკასა შიგან რაცა სდგას იგივე წარმოდინდება smile.gif

Posted by: ZAZAi 22 Jan 2010, 20:52
კითხეთ მამაოს, განა რასაც სხვას ასწავლის და არიგებს, რასაც ცოდვას უწოდებს და უშლის, ეს მას არ ეხება?განა თვითონ უფრო გულმოდგინედ არ უნდა იცავდეს?
აი რას ამბობს პავლე:
4. ყოველი კაცი, რომელიც თავდაბურული ლოცულობს ან წინასწარმეტყველებს, თავს ირცხვენს.
14. განა თვით ბუნება არ გასწავლით, რომ თუ კაცი გრძლად უშვებს თმას, ეს საძრახისია მისთვის?

განა ეს ყველა ქრისტიანს არ ეხება? და როდესაც მამაო თავისი გარაგნული სახითაც კი საპირისპიროდ იქცევა, დაფიქრდი, იქნებ ამითი გაჩვევს იმ აზრს რომ ქრისტეს კანონები მას არ ეხება და შენ კი დაგარიგებს, მაგრამ თვითონ რასაც უნდა განუკითხავად იმას გააკეთებს? შენ კი ამისთვის დაუჩოქებ და ხელზე ეამბორები.

Posted by: tamti1 22 Jan 2010, 20:57
QUOTE
განა თვით ბუნება არ გასწავლით, რომ თუ კაცი გრძლად უშვებს თმას, ეს საძრახისია მისთვის?

ბუნება გვასწავლის ამას? პირველად მესმის კი არა და
თქვენი აღმსარებლობა გაგვიმხილეთ რაა,

* * *
ეჰ, აღარ გვპასუხობს ზაზაი. წავედი მეც. კარგად დარჩით smile.gif

მოძღვარს მიმართეთ რელიგიური საკითხებში. მე მგონი ზაზაის რომ კბილი ატკივა და ურჩევენ სტომატოლოგთან მიდიო, ფორუმზე არ დასვავს კითხვას რატო მირჩიეს ასეო და რიავიცი, დანარჩენი თქვენ გააგრძელეთ... 2kiss.gif

Posted by: ZAZAi 22 Jan 2010, 21:04
tamti1
აი ახლა გამოჩნდა რომ სახარება წაკითხულიც არ გაქვს და არც იცი რისი გწამს. ახლა მაინც გადაშალე პატარავ და წაიკითხე: ახალი აღთქმა,
პავლე მოციქულის პირველი წერილი კორინთელთა მიმართ. 11 ე თავი. და თუ 12 და 13 საც მიაყოლებ, უფრო კარგი იქნება. დამიჯერე, საინტერესო რაღაცეები წერია შიგ.

Posted by: gurabe 22 Jan 2010, 21:09
,თუ ვინმეს მართლა გული ტკივა რომელიმე მღვდლის ცუდ საქციელზე ისეთ ადამიანს უნდა უთხრას ვისაც მართლა შესწევს იმის ძალა რომ ეს გამოასწოროს.Mრვდელი თავიდანვე მღვდლად არ დაბადებულან,ისინიც ჩვემმაირები იყვნენ,(რაც არის ერი,ის არის ბერი,)ყველა ადამიანი ცოდვილია,მაგრამ იმას შევხედოთ რამდენ სიკეთეს აკეთებენ ისინი,მაგრამ ჩვენ ამის დანახვა არ გვინდა,ჩვენ ხომ მარტო ცუდს ვხედავთ და ამით ცვენ ნაკლულებებს ვმალავთ....... sad.gif

Posted by: zanneti 22 Jan 2010, 21:14
gurabe
და მარტო ისინი აკეთებენ სიკეთეს თუ როგორაა ჩვენი საქმე?? ანუ ბიბლიის მოთხოვნები არაფერია და მთავარია სიკეთე???

Posted by: ZAZAi 22 Jan 2010, 21:15
gurabe თუ მღვდელი მრევლს დაარიგებს, დატუქსავს და თვითონ იგივეს გააკეთებს, ის ამითი მრევლს რყვნის და ამით უდიდეს ბოროტებას ჩადის. მანქანას ან მობილურს თუ გიკურთხებს, ეს სიკეთე გგონია?

მე მინდა, რომ უმეცარი ქრისტიანები სახარების კითხვას დავაჩვიო და ბრმა შოშიას ბარტყებივით არ ყლაპონ ყველაფერი, რასაც პირში ჩაუდებენ.
ეს ცუდია?

Posted by: gurabe 22 Jan 2010, 21:31
zanneti
ეხლა მათზეა ლაპარაკი და აბა იმას ხომ არ დავწერ ჩემი მეზობელი ნანული რა სიკეთეს აკეთებს,(ისე მღვდლები მართლა ბევრ ასსაკითო საქმეს აკეთებენ და ბევრს ნუ შეადრი მათ) რაც შეეხება სახარებას და იქ მოცემულ 10 მცნებას ეს რა თქმა უნდა აუცილებელია,მაგრამ სიკეთის კეთებაც შედის მასში და სულ უცოდველი არავინნაა,გარდა უფლისა....
ZAZAi
ეგ რა შუაშია თვითOნ რა აკეთEბს? თავის საქციელზე თავად აგებს პასუხს,ჩვენ საკუატრას მივხედოთ.(ამის გარდა არაფერი სიკეთე არ გინახავს მღვლისგან გაკეთებული? მე ბევრი ძალიან)(რაც შეეხება მანქანის კურთხევას ეს იმიტომ ხდება,რომ არის ძალიან ბევრი ავარიები და როდესაც მანქანა ნაკურთხია უფრო დაცულად გრძნობს ადამიანი თავს,რაც შეეხება მობილურს მე მსგავსი შემთხვევეა არ მსმენია,თუ იცით თქვენ იქნებ მითხრათ რომელ ტაძარში მოხდა და რომელმა მღვდელმა აკურთხა?)
რა თქმა უნდა მაგში გეთანხმები,რომ როდესაც რაღაც გწამს გააზრებულად უნდა გწამდეს და იცოდე ამ რწმენის მიზეზი,თორემ თუ ცოდნა არ აქვს ადამიანს ისე გადავა სხვა რწმენაზე,რომ......

Posted by: zanneti 22 Jan 2010, 21:44
gurabe
იცი რა მაინტეესებს კონკრეტულ პასუხებს რატო არ იძლევით ანუ ხო დადო ზაზამ ციტატა ბიბლიიდან გრძელთმიაობაზე გაეცით იმ ციტატას პასუხი რატომ აქვთ გრძელი თმები როდესაც აკრძალულია?? ანუ თუ ადამიანი დავუშვათ ცისპერია ანუ გეი უნდა ვთქვათ რომ "იცი ყვეკლანი ცოდვილები ვართ და მერე რა მას ჩვენტვის კარგი უნდა და იმიტომ გვეუბნება" ასე უნდა ვთქვათ?? ცოდვილები ყვველანი ვართ და ამიტომაა ყველანი მასწავლებლები და მოციქულები რომ არ არიან იმიტომ რომ არ შეუძLია ყველას ეს. ეს მადლია ღმერთისგან

Posted by: mariami4575 22 Jan 2010, 21:50
zanneti
QUOTE
იცი რა მაინტეესებს კონკრეტულ პასუხებს რატო არ იძლევით ანუ ხო დადო ზაზამ ციტატა ბიბლიიდან გრძელთმიაობაზე გაეცით იმ ციტატას პასუხი რატომ აქვთ გრძელი თმები როდესაც აკრძალულია??

თქვენ ხო პირდაპირ პასუხებს სცემთ ყველაფერს? მაშინ თქვი რა წერია,ზიარება როგორ ხდებაო?
QUOTE
ანუ თუ ადამიანი დავუშვათ ცისპერია ანუ გეი უნდა ვთქვათ რომ "იცი ყვეკლანი ცოდვილები ვართ და მერე რა მას ჩვენტვის კარგი უნდა და იმიტომ გვეუბნება" ასე უნდა ვთქვათ??

არ გვყავს ეგეთი მოძღვრები,ჯვარი გვწერია.
QUOTE
მასწავლებლები და მოციქულები რომ არ არიან იმიტომ რომ არ შეუძLია ყველას ეს. ეს მადლია ღმერთისგან

ნურც შენ იტვირთებ ამ მძიმე ტვირთს,სულაც არ უნდა მიიღო დამცირებად,რომ არ შეგიძლია.

Posted by: zanneti 22 Jan 2010, 21:57
QUOTE (mariami4575 @ 22 Jan 2010, 21:50 )
zanneti
QUOTE
იცი რა მაინტეესებს კონკრეტულ პასუხებს რატო არ იძლევით ანუ ხო დადო ზაზამ ციტატა ბიბლიიდან გრძელთმიაობაზე გაეცით იმ ციტატას პასუხი რატომ აქვთ გრძელი თმები როდესაც აკრძალულია??

თქვენ ხო პირდაპირ პასუხებს სცემთ ყველაფერს? მაშინ თქვი რა წერია,ზიარება როგორ ხდებაო?
QUOTE
ანუ თუ ადამიანი დავუშვათ ცისპერია ანუ გეი უნდა ვთქვათ რომ "იცი ყვეკლანი ცოდვილები ვართ და მერე რა მას ჩვენტვის კარგი უნდა და იმიტომ გვეუბნება" ასე უნდა ვთქვათ??

არ გვყავს ეგეთი მოძღვრები,ჯვარი გვწერია.
QUOTE
მასწავლებლები და მოციქულები რომ არ არიან იმიტომ რომ არ შეუძLია ყველას ეს. ეს მადლია ღმერთისგან

ნურც შენ იტვირთებ ამ მძიმე ტვირთს,სულაც არ უნდა მიიღო დამცირებად,რომ არ შეგიძლია.

mariami4575
მე არ ვიტვირთავ არანაირადsmile.gif ზიარება როგორ ხდებაო და აი ასეო..ამიტომ ვინც ამ პურს შეჭამს ან უფლის სასმისს შესვამს უღირსად, დამნაშავე იქნება უფლის სხეულისა და სისხლის წინაშე.

28. მაშ, გამოსცადოს კაცმა თავისი თავი და ისე ჭამოს ამ პურიდან და ამ სასმისისგან სვას.

29. რადგან ვინც უღირსად ჭამს და სვამს, თავისსავე განკითხვას ჭამს და სვამს, რაკიღა ვერ არჩევს უფლის სხეულს.

30. ამიტომ თქვენს შორის ბევრია უძლური, ბევრი - სნეული, და ბევრიც კვდება
1კორინთელთა 11:27-30

Posted by: mariami4575 22 Jan 2010, 22:03
zanneti
QUOTE
უფლის სასმისს შესვამს

აი ეს განმარტე,რას იღებთ უფლის სასმისად. ძალას არ გატან,თუ არ თვლი საჭიროდ მითხარი და აღარ გკითხავ.
QUOTE
მე არ ვიტვირთავ არანაირად ზიარება როგორ ხდებაო და აი ასეო..ამიტომ ვინც ამ პურს შეჭამს ან უფლის სასმისს შესვამს უღირსად, დამნაშავე იქნება უფლის სხეულისა და სისხლის წინაშე.

28. მაშ, გამოსცადოს კაცმა თავისი თავი და ისე ჭამოს ამ პურიდან და ამ სასმისისგან სვას.

29. რადგან ვინც უღირსად ჭამს და სვამს, თავისსავე განკითხვას ჭამს და სვამს, რაკიღა ვერ არჩევს უფლის სხეულს.

შენი ეს პოსტი აბსოლუტურ წინააღმდეგობაში მოდის მეზობელ თემაში შენს დაპოსტილთან.

30. ამიტომ თქვენს შორის ბევრია უძლური, ბევრი - სნეული, და ბევრიც კვდება
1კორინთელთა 11:27-30

Posted by: zanneti 22 Jan 2010, 22:06
mariami4575
ყურძნის წვენს ვიღებთ და პურს უმარილოს

Posted by: tamti1 22 Jan 2010, 22:10
რადგან უფროსი ხართ ჩემზე, ეს პოსტი წავშალე და დავივიწყებ წყენას.
იმედს ვიტოვებ,რომ ამის შემდეგ თქვენც ასე მოიქცევით smile.gif

Posted by: mariami4575 22 Jan 2010, 22:10
zanneti
QUOTE
ყურძნის წვენს

ანუ ღვინოს არა?

Posted by: barakobama 22 Jan 2010, 22:22
QUOTE
აი ახლა გამოჩნდა რომ სახარება წაკითხულიც არ გაქვს და არც იცი რისი გწამს. ახლა მაინც გადაშალე პატარავ და წაიკითხე: ახალი აღთქმა,
პავლე მოციქულის პირველი წერილი კორინთელთა მიმართ. 11 ე თავი. და თუ 12 და 13 საც მიაყოლებ, უფრო კარგი იქნება. დამიჯერე, საინტერესო რაღაცეები წერია შიგ.

ხოო..., რთული ყოფილა მაგრამ მაინც არ ვყრი ფარ-ხმალს შენი სულის გადასარჩენად. პატარა რომ უწოდე მაგ ქალბატონს შენი ასაკის შვილი ჰყოლია, --როგორც მის პოსტში წავიკითხე ,უკვე 11 წლის ყოფილა. (შენი ასაკი შენი პოსტების მიხედვით დავასკვენი). მე მგონი ბოდიში უნდა მოუხადო მასეთი ფამილიარობისთვის
არ გეგონოს რომ გაბრაზებული გელაპარაკები. ისევე მიყვარხარ როგორც მამას მახინჯი შვილი. ოღონდ არ გეწყინოს-მართლა ესეა 2kiss.gif

Posted by: zanneti 22 Jan 2010, 22:37
mariami4575
სიმართლე გითხრათ მათრობელა არ არის არის წვენი და შაქრიანია მემგონი ისე რეცეპტი თუ გინდათ მოგიტანთ?? რავი აბა რისგან არის ვიცი რომ წვენია და ბოთლებით არ ვსვამთ..ქალბატონო მარიამ ამას არსებითი მნიშვნელობა არ აქვს დამიჯერეთ მე ხომ აგიხსენით ეს??? ღვინოს კაცი ყოველ დრე სვამს თითქმის და რა ამით ზიარებას იღებს?? არ, არა ამიტომ მთავარია როგორ იღებ და კიდე ის რომ წითელია და ყურძნისგანაა

Posted by: ZAZAi 22 Jan 2010, 22:43
barakobama ოხ, გამომიჭირა ეხლა ძლივს რაღაცაში და უხარია, რომ თავისი მედიდური სიყვარულის გამოვლინების საშუალება მიეცა smile.gif
45 წლის ვარ და არც ვმალავ. ხოლო პატარა ვუწუდე რადგან ჩვილია რწმენაში და თუ გაბედავს და ამას უარყოფს, ამპარტავნობაში ჩაეთვლება, რაც უდიდესი ცოდვაა wink.gif

Posted by: mariami4575 22 Jan 2010, 22:44
zanneti
QUOTE
სიმართლე გითხრათ მათრობელა არ არის არის წვენი და შაქრიანია მემგონი ისე რეცეპტი თუ გინდათ მოგიტანთ??

არ გინდა ირონია.
QUOTE
რავი აბა რისგან არის ვიცი რომ წვენია და ბოთლებით არ ვსვამთ

და ბოთლებით ვინ სვამს ზიარებისას?
QUOTE
ქალბატონო მარიამ ამას არსებითი მნიშვნელობა არ აქვს დამიჯერეთ მე ხომ აგიხსენით ეს???

სულ იმაზე გვედავებით,რომ სახარებაში ასე არ წერიაო და თუ მოიშველიებ ციტატას სადაც წერია,რომ ყურძნის წვენი უნდა იყოს და არა ღვინო კი ბატონო.
QUOTE
ღვინოს კაცი ყოველ დრე სვამს თითქმის და რა ამით ზიარებას იღებს??

ეგ მე ვთქვი, სუფრაზე ღვინოს თუ დალევ ეზიარები თქო?
და კიდევ ერთხელ გთხოვ განმანათლო,სადმე წერია ყურძნის წვენით უნდა ეზიაროთო?

Posted by: zanneti 22 Jan 2010, 22:45
. მართალია, დროის მიხედვით უკვე მოძღვრები უნდა ყოფილიყავით, მაგრამ თვითონვე გჭირდებათ მოძღვარი, რათა ისწავლოთ ღვთის სიტყვის პირველსაწყისნი; ასე რომ, კვლავაც რძე გჭირდებათ და არა უხეში საჭმელი.

13. მაგრამ რძის ყოველი მსმელი გამოუცდელია სიმართლის სიტყვაში, რადგანაც ჯერ კიდევ ჩვილია.

14. უხეში საჭმელი კი მოწიფულთათვისაა განკუთვნილი, რომელთა გრძნობებიც საკმაოდ გაწვრთნილია ჩვევით, რათა კეთილისა და ბოროტის გარჩევა შესძლონ.

Posted by: barakobama 22 Jan 2010, 22:47
ZAZAi\
შენ მოგიკვდი, თურმე რა დღეში გაქვს ნერვები. სრულიად არ მინდოდა შენი ამ მდგომარეობაში ჩაგდება, თუმცა ბოდიშის მოხდა მაინც მოგიწევს.
smile.gif

ისე, კაცურად, ჩვენში დარჩეს და მოგზავნილი ხარ? wink.gif

Posted by: bosslion 22 Jan 2010, 22:50
barakobama[b]
QUOTE
ისევე მიყვარხარ როგორც მამას მახინჯი შვილი.

ჭეშმარიტი რჯულის აღმსარებელი ხარ ?
თუ კი, მაშ [b]სიმახინჯე [b]რა გამოსაყოფია. ან სულით მახინჯი მაინც გეთქვა.
გარეგნობის მიხედვით არ ვურიგებთ სიყვარულსა და სათნოებას ქრისტეანნი!!!

თანაც, ფიზიკური სიმახინჯე და ვრდომილება ხშირად უფლის მიერ მომვლენილი სასჯელია ავსული მშობლისათვის, და როგრ შეიძლება ამის გამო ისევ უდანაშაულო დაძრახო?

[b]zanneti

QUOTE
ღვინოს კაცი ყოველ დრე სვამს თითქმის და რა ამით ზიარებას იღებს??

ზიარებისას ღვინოს კი არა უფლის სისხლს სვამს მორწმუნე, და არც კვერს, არამედ უფლის უტკბილესს ხორცს მიირთმევს ნეტარების მოსურნე.

ქრისტეანთ მართლაც რომ განსაკუთრებული ნოვაგი გვიბოძა განკაცებულმა.

Posted by: mariami4575 22 Jan 2010, 22:53
bosslion

წარმოგიდგენია მაინც მამას რამდენად შეიძლება უყვარდეს მახინჯი შვილი?

Posted by: barakobama 22 Jan 2010, 22:54
bosslion

გენაცვალე, ალბათ სწორად ვერ ჩამოვყალიბდი. აი მისმინე, მამას ხომ უყვარს მახინჯი შვილი ,,ფიზიკურად მახინჯი'', უფალს უფრო ძალიან უყვარს სულით მახინჯი ადამიანი. მეც სწორედ ამაზე გელაპარაკებოდი.
yes.gif

Posted by: zanneti 22 Jan 2010, 22:54
mariami4575
უკუცრავად მაგრამ ღვინო რისგანაა??? და საერთოდ რა მნიშვნელი აქ ამას??? ზიარება არის სულიერში ეზიარები თორე ბიბლიაში ხორციელ პროდუკტებზე არ არის გამახვილებული აქცენტი... ღვინოა საქრიანი ანუ მაჭარი მემგონი მერე რა ამით?? ცოდვაა ეს?? ანუ მართლა არ ვიცი რა ღცინო იყო მაშინ და საერთOდ როგორ ამზადებდნენ მაგრამ აშკარად ჩანს რომ კარგი იყო იმიტომ რომ პავლე უთხრა ტიმოთეს დალიე კუჭუსთვის კარგიაო. ეტყობა რაღაცნაირი იყო ის ღვინო სხვანაირი... არ ვიცი არ ვიცი

Posted by: ZAZAi 22 Jan 2010, 22:58
არაუშავს, ვიყო მახინჯი. ბატებსაც ასე ეგონათ მახინჯი ბარტყი, მაგრამ გედად გადაიქცა wink.gif

Posted by: mariami4575 22 Jan 2010, 23:00
zanneti
QUOTE
უკუცრავად მაგრამ ღვინო რისგანაა???

მე გეკითხები როგორ წერია და თუ გინდა მიპასუხე ის რაც წერია თუ არა ამ კონკრეტულ შემთხვევაში შენი მოსაზრება არ მინდა.

Posted by: zanneti 22 Jan 2010, 23:02
QUOTE (mariami4575 @ 22 Jan 2010, 23:00 )
zanneti
QUOTE
უკუცრავად მაგრამ ღვინო რისგანაა???

მე გეკითხები როგორ წერია და თუ გინდა მიპასუხე ის რაც წერია თუ არა ამ კონკრეტულ შემთხვევაში შენი მოსაზრება არ მინდა.

ღვინო და პური ასე წერია ანუ აბზაცი ნამდვილად არ მახსოვს სად წერია,,,

Posted by: barakobama 22 Jan 2010, 23:03
ZAZAi
QUOTE
არაუშავს, ვიყო მახინჯი. ბატებსაც ასე ეგონათ მახინჯი ბარტყი, მაგრამ გედად გადაიქცა

გედად გადაქცევის მეტამორფოზა არ გამოგვაპარო, შენი ჭირიმე, ჯერ არასდროს გვინახია
biggrin.gif
უკაცრავად და ბევრნი ხართ?

Posted by: mariami4575 22 Jan 2010, 23:06
zanneti
QUOTE
ღვინო და პური ასე წერია ანუ აბზაცი ნამდვილად არ მახსოვს სად წერია,,,

გაგახარებს ღმერთი bis.gif

ესე იგი გამოვიდა,რომ თქვენ ცვლით რაღაცას თქვენი შეხედულების და ლოგიკის შესაბამისად.

ასე,რომ ნუღარ გვეტყვით არ შეიძლება შეცვლაო,რადგან თავად არ ასრულებთ ამას.

Posted by: bosslion 22 Jan 2010, 23:07
barakobama
QUOTE
მამას ხომ უყვარს  ,

კვლავ გკითხავ, მართალ აღმსარებლობას მისდევ?
მაშ სადაა დედა მოყვარული თვისი შვილისა, მშობელი და მორუდუნე, ძუძით რძის მკვებავი.
ორჯერვე მამა ახსენე ხა გამიკვირდა.
QUOTE
უყვარს მახინჯი შვილი ,,ფიზიკურად მახინჯი'',

არა გარეგანი ზადის გამო მოვიძულოთ მოყვასი, არცა ვაგრძნობიოთ თავისი განსხვავებულობა. ფეხდახუთული ან სხვაგვარად კუტი ისეთივე ადამიანია როგორც მე და შენ. ამიტომ მათი გამორჩევის საკითხი არც უნდა იდგეს.

Posted by: zanneti 22 Jan 2010, 23:11
mariami4575
ხო ხო ჩვენ ვცლით აბა რა ამის მეტი არაფელი არ გენახოთ ჩვენში პრობლემა lol.gif lol.gif lol.gif ისე ღვინო რომელია ამიხსენით თუ შეიძLება??? თქვენ ზუსტად იმ ტექნოლოგიიქ ამზადებთ იქ რომ იყო??? ანუ ეს თუა პრობლემა აი ჩემი თავის და დაკარით ხმალი.... lol.gif lol.gif ყველადფერი მატერიალურზე ნუ გადაგვაქ მართლა გეუბნებით ანუ თუ ყურძნისგანა რა პრობლემაა არ მესმის??? მე არ მინდა ტყუილი გამომივიდეს არ ვიცი როგორ მზადდება მაგრამ ვიცი რომ ტკბილია და არც არაყით გაჟღენთილი

Posted by: gurabe 22 Jan 2010, 23:14
zanneti
მთავარი არის რომ იყოს პური და ღვინო,რომელიც უფლის სისხლად და ხორცად გადაიქცევა.

Posted by: დათიკო 22 Jan 2010, 23:14
თემას სცდებით!........................................

Posted by: mariami4575 22 Jan 2010, 23:16
zanneti
QUOTE
ხო ხო ჩვენ ვცლით აბა რა ამის მეტი არაფელი არ გენახოთ ჩვენში პრობლემა   

არა, მარტო ეს რომ იყოს რაღა გვიჭირს? ეს ერთი,სხვას კიდევ სხვა გეტყვის.
QUOTE
ყველადფერი მატერიალურზე ნუ გადაგვაქ მართლა გეუბნებით

მოძღვრის თმა მატერიალურია თუ სულიერი?
QUOTE
მაგრამ ვიცი რომ ტკბილია და არც არაყით გაჟღენთილი

ეს არაყით გაჟღენთილი საიდან გაგახსენდა? ვინმემ გითხრა,რომ არაყით გაჟღენთილი ღვინით აზიარებენ ან ბოთლებს იყუდებენ?

Posted by: zanneti 22 Jan 2010, 23:17
gurabe
მეც მაგას ვამბობ მაგრამ სიტყვაზე მომდევს უბრალოდ მეტი ვერაფერი ვერ დაინახა ჩვენში..ის არის ღვინო უბრალოდ არა ისეთი რომელსაც ახლა ეძახიან ღვინოს ანუ არაყით და ალკოგოლური არამედ ტკბილი და ესაა ღვინო და საერთოდ ამაში არ არის არსი მთავარია როგორ მიიღებ ამას...
ქალბატონო მარიამ მე ვამბობ რომ ღვინო არის ის და ვაცხადებ ამას კიდევაც..და რაშია პრობლემა??? რა იცით თქვენ როგორი ღვინო იყო მაშინ??? მე არ მაინტერესებს თქვენ რა აკეთებთ მე ვამბობ ჩვენ რას ვაკეთებთ ასე რომ ვერაფერი მიზეზი ვერ გინახიათ და ცილისწამებასაც არ ერიდებით უკვე

Posted by: mariami4575 22 Jan 2010, 23:21
zanneti
QUOTE
მეც მაგას ვამბობ მაგრამ სიტყვაზე მომდევს უბრალოდ მეტი ვერაფერი ვერ დაინახა ჩვენში..ის არის ღვინო უბრალოდ არა ისეთი რომელსაც ახლა ეძახიან ღვინოს ანუ არაყით და ალკოგოლური არამედ ტკბილი და ესაა ღვინო და საერთოდ ამაში არ არის არსი მთავარია როგორ მიიღებ ამას...

ბევრი რამე დავინახე,მაგრამ ამაზე იმიტომ გელაპარაკები,რომ ნაკლებად გამაღიზიანებელი იყოს. არ მინდა აგრესია გამოიწვიოს მსჯელობამ.

Posted by: bosslion 22 Jan 2010, 23:22
gurabe
QUOTE
მთავარი არის რომ იყოს პური და ღვინო,რომელიც უფლის სისხლად და ხორცად გადაიქცევა.

რწმენაში განმტკიცების გზაზე მავალო, ნურასდროს მოგაკლდეს ეგე გემრიელი საკვები, მუდამ ახლოით გეგულებოდეს უფლის ხორცი საჭმელად და სისხლი მისი სასმელად.

მხოლოდ ერთს გეტყვი: ვითარ უბრალო წყალი ღვინოდ გადააქცია განკაცებულმა, ესრეთვე მისი მადლით ნებისმიერი სასმელი მის სიხლადვე გარდაიქცეს. გკითხავ ამას: რომ არ გეგულებოდეს ღვინო, არცა წყალი, კოკა- კოლა არ ივარგებს საზიარებლად?

განა სათნო მამაოს მეოხებით ის არ გადაიქცევა უფლის სისხლად? აი ვკითხოთ ეს მამაოს.

zanneti
QUOTE
მე ვამბობ რომ ღვინო არის ის

უფლის სისხლია!!!

ჰკითხე მამაოს თუ არ გჯერავს.

Posted by: mamuka90 22 Jan 2010, 23:23
zanneti
QUOTE
ყველადფერი მატერიალურზე ნუ გადაგვაქ მართლა გეუბნებით ანუ თუ ყურძნისგანა რა პრობლემაა არ მესმის???

არყით ან ლუდით რო აზიარო მოჟნა? smile.gif

Posted by: zanneti 22 Jan 2010, 23:26
QUOTE (mamuka90 @ 22 Jan 2010, 23:23 )
zanneti
QUOTE
ყველადფერი მატერიალურზე ნუ გადაგვაქ მართლა გეუბნებით ანუ თუ ყურძნისგანა რა პრობლემაა არ მესმის???

არყით ან ლუდით რო აზიარო მოჟნა? smile.gif

ნამდვილად შეიძLება წყლითაც და ამიტომ ვამბობ რომ მნიშვნელობა არ აქვს რომ ღვინოა თუ მაჭარი უბრალოდ მიზეზია და თან უვარგისი მიზეზია

Posted by: mariami4575 22 Jan 2010, 23:26
zanneti
QUOTE
ქალბატონო მარიამ მე ვამბობ რომ ღვინო არის ის და ვაცხადებ ამას კიდევაც

შენ ამბობ,რომ ყურძნის წვენი იგივე ღვინოა.
* * *
zanneti
QUOTE
ნამდვილად შეიძLება წყლითაც და ამიტომ ვამბობ რომ მნიშვნელობა არ აქვს რომ ღვინოა თუ მაჭარი უბრალოდ მიზეზია და თან უვარგისი მიზეზია

რა უვარგისი,მე ხომ არ ვადგენ მაგას? მაჩვენე სად წერია,რომ სულ ერთია და დაგიჯერებ. შენ თუ არა ვინმემ მაინც მაჩვენოს. შენ თუ მე რამეს მკითხავ და მე ვერ დაგიმტკიცებ სხვა მართლმადიდებელი იქნება აქ ვინც ჩემზე მეტი იცის და ის გიპასუხებს ან მე მეტყვის,რომ ვცდები. რამე პრობლემას ხედავ ამაში?

Posted by: bosslion 22 Jan 2010, 23:35
mariami4575
QUOTE
მაჩვენე სად წერია,რომ სულ ერთია და დაგიჯერებ.

ვკითხოთ მამაოს. მაგარმ ისედაც ნათელია როცა უფალმს წყალი გადააქცია ღვინოდ, რომ მტავარია სითხე იყოს და არა აქვს მნიშვნელობა რა სახის სითხეა.

ფორმულა ასეთი მარტივია { სითხე+მადლი=უფლის სისხლს } * ზირებას

Posted by: zanneti 22 Jan 2010, 23:36
mariami4575
მე ვამბობ რომ ყურძნიდან ნაწური არის ღვინო ანუ რაც იწურება არის ღვინო მა რა არის??? წვენი მე არ მიგულისხმია ფელამუშის წვენიsmile.gif მე ვიგულისხმე რომ რაც გამოიწურება ყურზნიდან ის არის ღვინოო... ისე პური თქვენ მარილიანი გაქვთ თუ უმარილო ზიარების დროს???

მატერიალურად არ ვამბობ ქალბატონო მარიამ სულიერად ვიძახი... ანუ სულიერად მთავარია მიიღო წმიდადიქნას მიღებული... ვინ თქვა რომ მარტო ღვინოოო და წყალი არა?????? სიმბოლურად უნდა იყოს ღვინო და არავინ არ გედავებათ ამაში მაგრამ ადამიანს თუ ღვინო არ აქვს არ ეზიაროს???? სახარაში რა ქნას კაცმა??? რო აიღოს წყალი და ეზიაროს არ იქნება უფლისგან მიღებული??? ახლა თქვენ ისეთს ამბობთ რომ აი მაშინ რომ იესო დადიოდა ვირით ჩვენც ვირით უნდა ვიაროთო... მე ვამბობ ტქვენ სულაც არ იცით რა ერქვა მაშIნ ღვინოს და როგორ კეთდებოდა ასე რომ...

Posted by: gurabe 22 Jan 2010, 23:36
bosslion
და რატომ უნდა იყოს კოკაკოლით? მნიშვნელობა რომ არ ჰქონოდა მაშინ უფალი წყლით აზიარებდა.

Posted by: BOG 22 Jan 2010, 23:40
ZAZAi
QUOTE
აშინ რაღა ვქნა, რა წყალში გადავვარდე?

კითხე მამაოს!

Posted by: mariami4575 22 Jan 2010, 23:42
zanneti
QUOTE
ახლა თქვენ ისეთს ამბობთ რომ აი მაშინ რომ იესო დადიოდა ვირით ჩვენც ვირით უნდა ვიაროთო...

მაგას მე კი არა შენ ამბობ როცა გინდა. სულ იმას არ გაიძახი მაჩვენე ეს სად წერიაო? ხო და მეც იგივე კითხვა დაგისვი და ვერ მაჩვენე სად წერია.
ამ ეტაპზე საკმარისია.

Posted by: bosslion 22 Jan 2010, 23:43
QUOTE
მნიშვნელობა რომ არ ჰქონოდა მაშინ უფალი წყლით აზიარებდა.

ვკითხოთ მამაოს, მაგრამ მანამდე:
იმ სუფრაზე წყალი არ იყო, ხოლო უფალს თავისი თავმდაბლობა არ აძლევდა იმის უფლებას რომ რომელიმე მოციქული (!)მერწყულ-მერიქიფედ გამოეყენებია (თანაც, ეს რომ გაეკეთებია, წარმიოდგინე რა დღეში ჩააგდებდნენ მისი მემკვიდრე მამაოებს ურჯულონი "მამაო წყალს ხომ არ მოიტანდი ერთი": და ა.შ.)

თავად კი არ სურდა ამდგარიყო და მოეტანა, რადგან უფრო მწველი საკითხი უნდა გაერკვია. ამიტომ იქვე მდგარი ღვინო იხმარა.

თავად დაფიქრდი, ღვინო სიმბოლურადაა უფლის სისხლი, აი ისე ბავშვი რომ წარმოიდგენს ჯოხს ცხენად. ჰოდა რა მნიშვნელობა აქვს რა სახისაა ეს სითხე ან ჯოხი? მთავარია დარწმუნებული იყო რომ მის სისხლს სვამ

Posted by: zanneti 22 Jan 2010, 23:46
QUOTE (mariami4575 @ 22 Jan 2010, 23:42 )
zanneti
QUOTE
ახლა თქვენ ისეთს ამბობთ რომ აი მაშინ რომ იესო დადიოდა ვირით ჩვენც ვირით უნდა ვიაროთო...

მაგას მე კი არა შენ ამბობ როცა გინდა. სულ იმას არ გაიძახი მაჩვენე ეს სად წერიაო? ხო და მეც იგივე კითხვა დაგისვი და ვერ მაჩვენე სად წერია.
ამ ეტაპზე საკმარისია.

მე გაჩვენეთ თან საკმაოდ საკმარისი თუ რა არის ზიარება მე ვიღებ ყურძნიდან გამოწორულ წვენს და გინდა ღვინო დაარქვი და გინდა არაყი და პურს.. უბრალოდ იმაშია საქმე რომ ახლა არც თქვენ იცით როგორი იყო ღვინო და არც ემ ასე რომ ვერ დამდებთ რამეში ბრალს ქალბატონო მარიამ... მე წყალი ვთქვი სულიერზე და ეს ტქვენი გადასაწყვეტი არ არის უფალი მიიღებს თუ არა ამიტომ ნუ შევეხებით ამას..მე თუ რწმენით მივიღებ წყალს და პურს ვერავინ ვერაფერს მეტყვის..იქ წერია გამიხსენეთო და ეს უნდა ვაკეთოთ აი ესაა და ეს...

Posted by: mariami4575 22 Jan 2010, 23:47
bosslion
QUOTE
ვკითხოთ მამაოს, მაგრამ მანამდე:

შენც მამა-ოს ეკითხები ხოლმე?
რამდენადაც ვიცი არა.
* * *
zanneti
QUOTE
იქ წერია გამიხსენეთო და ეს უნდა ვაკეთოთ აი ესაა და ეს...

თუ მარტო ესაა სავალდებულო,მაშინ რაღაზე გვედავები ხოლმე? ჩვენ არ ვიხსენებთ?

Posted by: barakobama 22 Jan 2010, 23:54
bosslion
ადამიანო, კაცი ვარ და დედას ხომ არ შევადარებ თავს? biggrin.gif თორე დედაზე რომ არის ეგ მეც ვიცი. ვაახ!

Posted by: zanneti 22 Jan 2010, 23:55
QUOTE (mariami4575 @ 22 Jan 2010, 23:47 )
bosslion
QUOTE
ვკითხოთ მამაოს, მაგრამ მანამდე:

შენც მამა-ოს ეკითხები ხოლმე?
რამდენადაც ვიცი არა.
* * *
zanneti
QUOTE
იქ წერია გამიხსენეთო და ეს უნდა ვაკეთოთ აი ესაა და ეს...

თუ მარტო ესაა სავალდებულო,მაშინ რაღაზე გვედავები ხოლმე? ჩვენ არ ვიხსენებთ?

ამ საკითხში როდის გედავებოდით..არა ჩვენ მოვრიგდით ამ საკითხზე დიდი ხნის წინ...მე არ გედავებით ამაზე..

Posted by: barakobama 22 Jan 2010, 23:57
QUOTE
ფეხდახუთული ან სხვაგვარად კუტი ისეთივე ადამიანია როგორც მე და შენ. ამიტომ მათი გამორჩევის საკითხი არც უნდა იდგეს.

ეგ რაღა შუაშია??, თუ ვინმეს ჩემი რაიმეს არცოდნით ვაწყენინე, პატიებას ვთხოვ.

Posted by: mariami4575 22 Jan 2010, 23:58
zanneti
QUOTE
ამ საკითხში როდის გედავებოდით..არა ჩვენ მოვრიგდით ამ საკითხზე დიდი ხნის წინ...მე არ გედავებით ამაზე..

აბა რაზე გვედავები?

Posted by: Antonio Montana 23 Jan 2010, 00:03
საქართველო მაშინ იყო ყველაზე ძლიერი როცა რწმენით ძლიერი იყო
ეს ყველამ იცის ალბათ იმედია ახლა მიტო ვართ კაი დღეში ეს რა პოსტები წავიკითხე სიმონ პირველ გვერდზე თქვენ რა კაიფობთ? რელიგიაზე ქემაინც ნუ კაიფობთ

Posted by: manchoo 23 Jan 2010, 00:14
QUOTE
mariami4575
უკუცრავად მაგრამ ღვინო რისგანაა??? და საერთოდ რა მნიშვნელი აქ ამას??? ზიარება არის სულიერში ეზიარები თორე ბიბლიაში ხორციელ პროდუკტებზე არ არის გამახვილებული აქცენტი... ღვინოა საქრიანი ანუ მაჭარი მემგონი მერე რა ამით?? ცოდვაა ეს?? ანუ მართლა არ ვიცი რა ღცინო იყო მაშინ და საერთOდ როგორ ამზადებდნენ მაგრამ აშკარად ჩანს რომ კარგი იყო იმიტომ რომ პავლე უთხრა ტიმოთეს დალიე კუჭუსთვის კარგიაო. ეტყობა რაღაცნაირი იყო ის ღვინო სხვანაირი... არ ვიცი არ ვიცი

არის სპეციალურად გაკეთებული ეგეთი ტკბილი ღვინო, მეც ბევრჯერ მიგემია. ჩემს ეკლესიაში ერთჯერადი ჭიქებით ვღებულობთ ზიარებას, იქნებ ამაზეც შემომედავოს ვინმე სახარებაში ასე არ წერიაო. ზოგჯერ სულაც არ ვსვავთ, პურის ნატეხს ვასობთ წვენში და ისეთი ფორმით ვღებულობთ. ჩემთვის მნიშვნელობა არ აქვს ყურძნის წვენი იქნება თუ ღვინო, მთავარია ქრისტეს ჯვარცმა გავიხსენოთ და ჩვენს გულისთვის დაღვრილი სისხლი, რომელიც გვწმენდს ყველა ცოდვისგან. სწორედ ამ სისხლის საფუძველზე მოგვეცა ახალი აღთქმა.

Posted by: mariami4575 23 Jan 2010, 00:18
manchoo
QUOTE
არის სპეციალურად გაკეთებული ეგეთი ტკბილი ღვინო, მეც ბევრჯერ მიგემია. ჩემს ეკლესიაში ერთჯერადი ჭიქებით ვღებულობთ ზიარებას, იქნებ ამაზეც შემომედავოს ვინმე სახარებაში ასე არ წერიაო. ჩემთვის მნიშვნელობა არ აქვს ყურძნის წვენი იქნება თუ ღვინო, მთავარია ქრისტეს ჯვარცმა გავიხსენოთ და ჩვენს გულისთვის დაღვრილი სისხლი, რომელიც გვწმენდს ყველა ცოდვისგან. სწორედ ამ სისხლის საფუძველზე მოგვეცა ახალი აღთქმა.

არ ვიცი ჩემო კარგო,რომელ ეკლესიაში დადიხარ და რომც ვიცოდე არაფერზე არ გედავები თუ ჩემსას არ შეეხები,მაგრამ ეს ადამიანი ხშირად გვეუბნება ხოლმე არსად არ წერია ეგო და მეც იმიტომ ვუთხარი ის რაც ვუთხარი.

Posted by: tamti1 23 Jan 2010, 00:19
QUOTE
ვკითხოთ მამაოს, მაგრამ მანამდე:

bosslion

ისევ ჯობია რომ მამოს ვკითხოთ
biggrin.gif

Posted by: bosslion 23 Jan 2010, 00:30
barakobama
QUOTE
ადამიანო, კაცი ვარ და დედას ხომ არ შევადარებ თავს

მშობელი გეთქვა უკეთესი იქნებოდა.
QUOTE
თუ ვინმეს ჩემი რაიმეს არცოდნით ვაწყენინე,  .

გულს ატკენ იმას ვინც გარეგნულად ულამაზოა ან ფიზიკურად განსხვავებული. არადა ეს არ გსურდა ვიცი.

tamti1
QUOTE
ისევ ჯობია რომ მამოს ვკითხოთ

მათი შემწეობა ნუ მოგვიშალოს უფალმა, მაგრამ არავინ აგვიკრძალა საკუთარი წარმოდგენით გადავინაცვლოთ იმ კურთხეულ დღეებში , გონებრივად თვალთვიხილოთ უფლის მოღვაწეობა

Posted by: barakobama 23 Jan 2010, 00:36
QUOTE
მშობელი გეთქვა უკეთესი იქნებოდა.

მართალი ხარ, სჯობდა
smile.gif
QUOTE
გულს ატკენ იმას ვინც გარეგნულად ულამაზოა ან ფიზიკურად განსხვავებული.

ხოდა ზუსტად ეგ არ მინდოდა, რომ ვინმესთვის გული მეტკინა.

Posted by: bosslion 23 Jan 2010, 00:49
mariami4575
QUOTE
შენც მამა-ოს ეკითხები ხოლმე?
რამდენადაც ვიცი არა.

როგორც ყოველი ადამიანის, შენი ცოდნაც არასრულია, მაგრამ ამ შემთხვევაში გავიწყდება ერთი რამ: თუცა მამაო მიუწვდომელი იყოს, მთავარ, ზეციერ მამას ყოველითვის შეიძლება დავეკითხოთ და პასუხი მივიღოთ. ამიტომ მამას ყოველთვის ვეკითხები.

barakobama
როგორც დასაბამიდან ცოდვილები, არანაირად არ ვართ დაზღვეული რომ უფალი სასჯელად ან გამოსაცდელად ნაკლულ შვილს არ მოგვიზღავს. ვუმადლოდეთ უფალს გულუხვობას მაგრამ გვახსოვდეს ესეც.

Posted by: mariami4575 23 Jan 2010, 00:53
bosslion
QUOTE
როგორც ყოველი ადამიანის, შენი ცოდნაც არასრულია

არასრული კი არა შეძლება მწირიც არის ჩემი ცოდნა,მაგრამ მე რაც ვიგულისხმე იმას არ სჭირდება ბევრი.
QUOTE
მაგრამ ამ შემთხვევაში გავიწყდება ერთი რამ: თუცა მამაო მიუწვდომელი იყოს, მთავარ, ზეციერ მამას ყოველითვის შეიძლება დავეკითხოთ და პასუხი მივიღოთ. ამიტომ მამას ყოველთვის ვეკითხები.

არ მგონია იარონიას გასწავლიდეს ხოლმე.

Posted by: Mr Adam 23 Jan 2010, 00:55
ჯობია მე მკითხოთ yes.gif

.........

Posted by: tamti1 23 Jan 2010, 00:56
QUOTE
მათი შემწეობა ნუ მოგვიშალოს უფალმა, მაგრამ არავინ აგვიკრძალა საკუთარი წარმოდგენით გადავინაცვლოთ იმ კურთხეულ დღეებში , გონებრივად თვალთვიხილოთ უფლის მოღვაწეობა

ჰოო, რია ვიცი აბა..... ვაა....ეეე.....ჰო რა....ჰო jump.gif tan.gif weep.gif

Posted by: Utopian 23 Jan 2010, 00:57
არ გეზარებათ? yawn.gif

----

Posted by: mariami4575 23 Jan 2010, 00:59
QUOTE
როგორც დასაბამიდან ცოდვილები, არანაირად არ ვართ დაზღვეული რომ უფალი სასჯელად ან გამოსაცდელად ნაკლულ შვილს არ მოგვიზღავს. ვუმადლოდეთ უფალს გულუხვობას მაგრამ გვახსოვდეს ესეც.

თქვა ადამიანმა არავის წყენინება არ მინდოდაო და ბოდიში მოიხადა. ამდენჯერ გამეორებით სულგრძელობას ამტკიცებ?Mr Adam
QUOTE
ჯობია მე მკითხოთ 

შენ ისე ოხუნჯობ ხოლმე რელიგიურ თემებში,როგორც არ შეეფერება ეკლესიურ ახალგაზრდას და მამა გიორგი სხირტლაძის სულიერ შვილს,ამიტომ ეჭვი მაქვს,რომ არ ხარ ეკლესიური. ეგ გამოსწორებადია,მაგრამ შეგნებულად სახელის გატეხვა არაა მოსაწონი საქციელი.

Posted by: zanneti 23 Jan 2010, 01:05
mariami4575
და ახლა რა არ შემიძლია გკითხოთ მაახეთ სად წერია მეთქი??? ანუ თქვენი აზრით გამომიჭირეთ არა??? მე ვიცი რას ვღებულობ და გითხარიტ და კიდევ დავამატე რომ ღვინოს დალევ თუ არაყს ამაში არ არის არსი არამედ სულიერია ეს, უფალმა თქვა მომიგონეთო და არა სვითო სულ მუდამ და ჭამეთო ის ჩვენ მუცელზე არ ზრუნავდა ამით არა ეს სულიერი საკვებია და ჩვენ ამიტ ვიხსენებთ გოგლოთას და ჯვარცმას და იმას რომ მისი ჭრილობებით განვიკურნეთ და რომ გავხდეთ ამი თანაზიარნი---

Posted by: bosslion 23 Jan 2010, 01:09
mariami4575
QUOTE
იარონიას გასწავლიდეს ხოლმე.

ირონია სად დაინახე?
ირონიას კი არა ცეცხლის კვესებას მასწავლის რამეთუ მახვილით მოვიდა ჯერკუალის ჯაგნარის გასაკაფავად და მაგიდებს ატრიალებდა გაზულუქებულთა სერობის მოსაშლელად!

კითხე მამაოებს თუ არ გჯერა

Posted by: Mr Adam 23 Jan 2010, 01:13
QUOTE
კითხე მამაოებს თუ არ გჯერა

მამებს mo.gif

Posted by: tamti1 23 Jan 2010, 01:13
QUOTE
ირონიას კი არა ცეცხლის კვესებას მასწავლის რამეთუ მახვილით მოვიდა ჯერკუალის ჯაგნარის გასაკაფავად და მაგიდებს ატრიალებდა გაზულუქებულთა სერობის მოსაშლელად!

მერე ვერ ისწავლე?
biggrin.gif

Posted by: mariami4575 23 Jan 2010, 01:14
zanneti
QUOTE
და ახლა რა არ შემიძლია გკითხოთ მაახეთ სად წერია მეთქი??? ანუ თქვენი აზრით გამომიჭირეთ არა??? მე ვიცი რას ვღებულობ და გითხარიტ და კიდევ დავამატე რომ ღვინოს დალევ თუ არაყს ამაში არ არის არსი არამედ სულიერია ეს, უფალმა თქვა მომიგონეთო და არა სვითო სულ მუდამ და ჭამეთო ის ჩვენ მუცელზე არ ზრუნავდა ამით არა ეს სულიერი საკვებია და ჩვენ ამიტ ვიხსენებთ გოგლოთას და ჯვარცმას და იმას რომ მისი ჭრილობებით განვიკურნეთ და რომ გავხდეთ ამი თანაზიარნი---

გამოჭერა შეიძლება იმ ადამიანის ვინც აღიარებს რაღაცას რომ დაუდებ არგუმენტად,შენ კი ჯიუტობ მაინც. როცა გჭირდებათ მნიშვნელობა აქვს რაღაცას,როცა გჭირდება არა. ეგრე ვერც კონტრაბანდა და თემუცკა,ახლა რომ განგსტერის ნიკითაა ვერ,, გამოვიჭირეთ,, და რა ამიტომ,მართლები არიან? შენთვის იმას არა აქვს მნიშვნელობა ღვინოს დალევ თუ არაყს,ჩემთვის კიდევ იმას მოძღვარს გრძელი თმა ექნება თუ მოკლე. ჩემს მოძღვარს მაგალითად მოკლე თმა აქვს,ზოგს გრძელი თმა.ჩემთვის იმას აქვს მნიშვნელობა რამდენად დამეხმარება მოძღვარი სულიერ გზაზე და არა მის თმას.

Posted by: bosslion 23 Jan 2010, 01:16
QUOTE (tamti1 @ 23 Jan 2010, 01:13 )
QUOTE
ირონიას კი არა ცეცხლის კვესებას მასწავლის რამეთუ მახვილით მოვიდა ჯერკუალის ჯაგნარის გასაკაფავად და მაგიდებს ატრიალებდა გაზულუქებულთა სერობის მოსაშლელად!

მერე ვერ ისწავლე?
biggrin.gif

ვეჭვობ არ მოეწონოს ზოგს ეს. პირველ რიგში, კითხე მამაოებს.

mariami4575
QUOTE
ჩემს მოძღვარს მაგალითად მოკლე თმა აქვს,ზოგს გრძელი თმა.ჩემთვის იმას აქვს მნიშვნელობა რამდენად დამეხმარება მოძღვარი სულიერ გზაზე და არა მის თმას.

მაგრამ თმის შეუჭრელობა უფლის მადლის უწყვეტობას მიანიშნებს და ამრიგად მნიშვნელოვანია. ასე რომ არ ყოფილიყო, ჩვენი მეუფეუბეები მოდას აყვებოდნენ და არა უფლის მითითებას. ვაღიარებ, დღეს ვითარება იცვლება. sad.gif

Posted by: Mr Adam 23 Jan 2010, 01:18
QUOTE
კითხე მამაოებს.

მამებს user.gif

Posted by: mariami4575 23 Jan 2010, 01:20
bosslion
QUOTE
ვეჭვობ არ მოეწონოს ზოგს ეს

რა არ უნდა მოეწონოს? არ გინდა ამდენი ჩახუჭუჭება,არ უხდება კაცს,სადად ილაპარაკო აჯობებს ალბათ.
შენ ხომ არ აპირებ უფლის ფუნქციების შეთავსებას?

* * *
bosslion
QUOTE
მაგრამ თმის შეუჭრელობა უფლის მადლის უწყვეტობას მიანიშნებს და ამრიგად მნიშვნელოვანია. ასე რომ არ ყოფილიყო, ჩვენი მეუფეუბეები მოდას აყვებოდნენ და არა უფლის მითითებას. ვაღიარებ, დღეს ვითარება იცვლება. 

რომელი შენი მეუფეები? მართლმადიდებელი ხარ?

Posted by: bosslion 23 Jan 2010, 01:28
mariami4575
QUOTE
არ გინდა ამდენი ჩახუჭუჭება,არ უხდება კაცს,სადად ილაპარაკო აჯობებს ალბათ.

მასე შენ იმასაც მოითხოვ მამაოებმა და მეუფეებმა ოქრო-ვერცხლი დაუტევონო და რა ვქნათ? ვკითხოთ მამაოებს რა აზრის არიან ამაზე

QUOTE
სადად ილაპარაკო აჯობებს

სისადავე ოდენ მეტყველებაში არ ვარგა, მაგრამ იეჰოშუასაცით დაბებკილებში სიარულს ხომ არ მოთხოვ მისი მადლის მთესველებს ანდა კარაულზე ჯდომას?

QUOTE
მართლმადიდებელი ხარ?

დიახ, იესუს მოძღვრების ერთგული ვარ და ჩვენს წვერხშირ მამაოებზე ვლაპარაკობ. როგორ გგონია რატონ არ იკარებენ სამართებელს?

Posted by: mariami4575 23 Jan 2010, 01:31
bosslion
შენ რომ გისმენ მგონია სხვის კი არა,საკუთარ რწმენასაც კი დასცინი. არაფერს არ ვთხოვ იეღოველებს,აქით არ სემაწუხებდნენ ნეტავ. აბა ჰე,დაგემშვიდობები.

Posted by: DLG-VIP 23 Jan 2010, 01:34
,,ო ღმერთო ჩემო, სულ ძილი, ძილი
როსღა გვეღირსოს ჩვენ გაღვიძება? " გონებადაბინდულები დავდივართ... გვგონია რაღაც ვიცით, რაღაცას ვხვდებით-ვხვდებით ისეთს, რასაც სხვა ვერ ხვდება...

Posted by: mariami4575 23 Jan 2010, 01:35

QUOTE
დიახ, იესუს მოძღვრების ერთგული ვარ და ჩვენს წვერხშირ მამაოებზე ვლაპარაკობ. როგორ გგონია რატონ არ იკარებენ სამართებელს?

ეს გვიან ვნახე. მე კონკრეტული კითხვა დაგისვი,თუ გინდა კონკრეტული პასუხი გამეცი თუ არა ქარაგმები შენთვის დაიტოვე.bosslion

Posted by: bosslion 23 Jan 2010, 01:38
mariami4575
QUOTE
საკუთარ რწმენასაც კი დასცინი

გაგიკვირდება ვინ დაცინის იმას რასაც არათუ საკუთარ რწმენად რაცხავენ არამედ საკუთარ ხელობად, სარჩოს შოვნის წყაროდ იყენებენ. არანაირი ამქრული სიამაყეც კი არ გააჩნიათ ბრენდის პატივსაცემად

Posted by: mariami4575 23 Jan 2010, 01:42
bosslion
QUOTE
გაგიკვირდება ვინ დაცინის იმას რასაც არათუ საკუთარ რწმენად რაცხავენ არამედ საკუთარ ხელობად, სარჩოს შოვნის წყაროდ იყენებენ. არანაირი ამქრული სიამაყეც კი არ გააჩნიათ ბრენდის პატივსაცემად

რა ვიცი,მგონი ჩლუნგი არ უნდა ვიყო,მაგრამ გაგიკვირდება და შენს პოსტებს ვერ ვგებულობ,ამიტომ გითხარი სადად საუბარი აჯობებდა მეთქი. მაინც ირჯები და მპასუხობ და ბარემ გასაგებად თქვი თუ არა და საერთოდ ნუ მიპასუხებ.

Posted by: tamti1 23 Jan 2010, 11:51
QUOTE
მასე შენ იმასაც მოითხოვ მამაოებმა და მეუფეებმა ოქრო-ვერცხლი დაუტევონო და რა ვქნათ? ვკითხოთ მამაოებს რა აზრის არიან ამაზე

QUOTE
სისადავე ოდენ მეტყველებაში არ ვარგა, მაგრამ იეჰოშუასაცით დაბებკილებში სიარულს ხომ არ მოთხოვ მისი მადლის მთესველებს ანდა კარაულზე ჯდომას?

QUOTE
დიახ, იესუს მოძღვრების ერთგული ვარ და ჩვენს წვერხშირ მამაოებზე ვლაპარაკობ. როგორ გგონია რატონ არ იკარებენ სამართებელს?

ძალიან მაგარია biggrin.gif bosslion მე მაინც ვფიქრობ, რომ შენ ჩვენთან კამათი კი არა დახმარება გჭირდება.... და იცი, სამედიცინოს დეკანატის პირდაპირ ისეთი კარგი მამები არიან, დაგეხმარებიან
2kiss.gif

Posted by: mamuka90 23 Jan 2010, 11:59
bosslion
QUOTE
ვკითხოთ მამაოებს

მამებს user.gif

Posted by: zanneti 23 Jan 2010, 12:26
QUOTE (mariami4575 @ 23 Jan 2010, 01:14 )
zanneti
QUOTE
და ახლა რა არ შემიძლია გკითხოთ მაახეთ სად წერია მეთქი??? ანუ თქვენი აზრით გამომიჭირეთ არა??? მე ვიცი რას ვღებულობ და გითხარიტ და კიდევ დავამატე რომ ღვინოს დალევ თუ არაყს ამაში არ არის არსი არამედ სულიერია ეს, უფალმა თქვა მომიგონეთო და არა სვითო სულ მუდამ და ჭამეთო ის ჩვენ მუცელზე არ ზრუნავდა ამით არა ეს სულიერი საკვებია და ჩვენ ამიტ ვიხსენებთ გოგლოთას და ჯვარცმას და იმას რომ მისი ჭრილობებით განვიკურნეთ და რომ გავხდეთ ამი თანაზიარნი---

გამოჭერა შეიძლება იმ ადამიანის ვინც აღიარებს რაღაცას რომ დაუდებ არგუმენტად,შენ კი ჯიუტობ მაინც. როცა გჭირდებათ მნიშვნელობა აქვს რაღაცას,როცა გჭირდება არა. ეგრე ვერც კონტრაბანდა და თემუცკა,ახლა რომ განგსტერის ნიკითაა ვერ,, გამოვიჭირეთ,, და რა ამიტომ,მართლები არიან? შენთვის იმას არა აქვს მნიშვნელობა ღვინოს დალევ თუ არაყს,ჩემთვის კიდევ იმას მოძღვარს გრძელი თმა ექნება თუ მოკლე. ჩემს მოძღვარს მაგალითად მოკლე თმა აქვს,ზოგს გრძელი თმა.ჩემთვის იმას აქვს მნიშვნელობა რამდენად დამეხმარება მოძღვარი სულიერ გზაზე და არა მის თმას.

ქალბატონო მარიმა იცით რას გეტყვიოთ მე ვღებულობ ღვინოს და როგორც წერია კიდე ვასრულებ და იმის ტმა მე როგორც მინდა ისეაო მასე არ არის მე გითხარით მაგრამ თქვენ წაიყრუეთ აბა მიპასუხეთ რას ერქვა მაშინ ღვინო როგორი იყო ის ტკბილი თუ კუხე???? მე ვამბობ წვენს იმიტომ რომ არ შევცდე სიტყვაში , ნამდვილად არ ვიცი როგორი იყო ღვინო მაშინ და ამიტომ ვამბობ ყურძნის წვენს და რაშია აქ შეცდომა დ ურჩობა მითხარით??? კითხეთ თქვენს "მამაოს" და ნახავთ რასაც გიპასუხებთ და გრძელი თმიანობაზე გირჩევთ წაიკითხოთ ბიბლიაში და მე ნუ მეკამათებით აქ... თქვენ ისიც არ გაინტერესებთ სანთელი წერია თუ არა და არც ის ეკლესია წვეტიანი რატოა და არც კიდე ის თუ რა ფუნქცია აქვთ ეგ. წოდებუსლ მამაოებს გირჩევთ ეს წაიკითხოთ და მოეშვით დედაბრულ ზღაპრებს

25. ამიტომაც ძალუძს სრულიად იხსნას ყველა, ვინც მისი მეოხებით მიეახლება ღმერთს, რადგანაც მარად ცოცხალია მათდა მეოხად.

26. სწორედ ასეთი მღვდელმთავარი გვშვენოდა: წმინდა, უმანკო, უმწიკვლო, ცოდვილთაგან განრიდებული და ზეცათა უზენაესი,

27. რომელსაც იმ მღვდელმთავრებივით როდი სჭირდება ჯერ თავის, ხოლო შემდეგ ხალხის ცოდვებისათვის ყოველდღე სწირავდეს მსხვერპლს, რადგან ეს ერთხელ და სამუდამოდ აღასრულა, როცა შესწირა თავი.

მეოხებით- შუამავლოობით
.
ანდა ვინ არის მსჯავრმდები? ქრისტე იესო მოკვდა, მაგრამ აღდგა კიდეც: იგია ღვთის მარჯვნივ, იგია მეოხი ჩვენი.

ებრაელთა 7 თავი წაიკითხეთ და ნახავთ ვინ არის უკუნისამდე ღვდელმთავარი და მეოხი ჩვენი ცოდვებისათვის და ვინ შუამდგომლობს მამის ტახტთან...
სდმე ამბობ პავლე მე ვარ თქვენს შორის შუამავალი მოდით ჩემთანო?? სულიერი მამა განმიმარტეთ სიტყვა რას ნიშნავს????

Posted by: tamti1 23 Jan 2010, 12:28
zanneti
QUOTE
მე ვამბობ წვენს იმიტომ რომ არ შევცდე სიტყვაში , ნამდვილად არ ვიცი როგორი იყო ღვინო მაშინ და ამიტომ ვამბობ ყურძნის წვენს და რაშია აქ შეცდომა დ ურჩობა მითხარით???

ამას ქვია სტყვებით თამაში და არ არის ლამაზი თქვენნაირი მორწმუნესგან ჩემი აზრით და რა ვიცი

Posted by: დათიკო 23 Jan 2010, 12:35
თემას დაშორდით!
დაუბრუნდით თემას თორემ დავხურავ!
* * *
თქვენ კითხვა არ იცით თუ განგებ არ კითხულობთ მოდერატორების გაფრთხილებებს?! spy.gif
მორჩა მეთქი ოფტოპიკები!

Posted by: ZAZAi 23 Jan 2010, 14:11
ნუ მიოფებთ ხალხნო თემას,
თორემ მოგცემთ ანათემას pop.gif

Posted by: 2_Wheels 24 Jan 2010, 04:48
მამაოს მარტო რელიგიურ თემაზე შეიძლება დავუსვა კითხვები, თუ ჩვეულებრივი კითხვის დასმაც შემიძლია? აი მაგლითად.. მანქანებს მითითებული აქვს რა ატმოსფეროზე უდა ქონდეს დაბერილი საბურავები. ზოგი ამბობს რაც წერია ეგრე უნდა დაბეროო, ზოგი ამბობს ეგ ჩვენ გებზე არ არის გათვალისწინებულიო. ხოდა შეიძლება მამაოს ვკითხო როგორ ჯობია?

Posted by: ZAZAi 24 Jan 2010, 13:58
2_Wheelsთუ ყოფილი ავტოხელოსანია, კი. ალბად უფრო საქმის გასარჩევად ჯობია მისვლა. მათ შორის ბევრი ყოფილი(ყოფილი?) კაი ბიჭი და კრიმინალია.
მაგრამ ყველაზე კომპეტენტურები მშენებლობაში არიან. მთელი მართლმადიდებლური ეკლესია მშენებლობაზეა გადასული. აშენებენ, აშენებენ... მაგრამ სამწუხაროდ მხოლოდ შენობებს

Posted by: gurabe 24 Jan 2010, 14:15
ZAZAi
წარსული არ არის მთავარი,მთავარი ის არის,რომ მოინანიოს ადამიანმა თავისი საქციელი.
ეკლესიების შენება არ მოგვიშალოს უფალმა,მაგაზე უკეთესს რას ააშენებენ.

Posted by: ZAZAi 24 Jan 2010, 15:51
QUOTE
ეკლესიების შენება არ მოგვიშალოს უფალმა,მაგაზე უკეთესს რას ააშენებენ
ეკლესია ადამიანებია და არა შენობები. კი, ეს შენობები , ეკლესიებს რომ ეძახით ხალხით კი ივსება, მაგრამ წინანდებურად ხალხით სავსეა ტოტალოზატორები, კაზინოები, ბარ-რესტორნები და საუნები. ესე იგი ამ ხალხს ვერაფერი გამოაქვს თქვენი ეკლესიებიდან.

Posted by: mariami4575 24 Jan 2010, 15:56
ZAZAi
QUOTE
ეკლესია ადამიანებია და არა შენობები. კი, ეს შენობები , ეკლესიებს რომ ეძახით ხალხით კი ივსება, მაგრამ წინანდებურად ხალხით სავსეა ტოტალოზატორები, კაზინოები, ბარ-რესტორნები და საუნები. ესე იგი ამ ხალხს ვერაფერი გამოაქვს თქვენი ეკლესიებიდან.

და დარწმუნებული ხარ,რომ იგივე ხალხითაა სავსე კაზინოები და რესტორნები რომლითაც ეკლესიები?

Posted by: Love The Sun 24 Jan 2010, 15:59
mariami4575
დარწმუნებულია, აბა რაარის.
თითონაც ორივეგან დადის.... მაგას ასწავლი?
lol.gif

Posted by: mariami4575 24 Jan 2010, 16:07
Love The Sun
QUOTE
დარწმუნებულია, აბა რაარის.
თითონაც ორივეგან დადის.... მაგას ასწავლი?

ხო და თუ ორივეგან დადის სხვას რარას აკრიტიკებს მაშინ?
მაგაზე ერთი ამბავი გამახსენდა,ნამდვილი-
მოკლედ ერთი მაგარი ჭორიკანა ქალი უქმრო მეზობლის ქალზე ამბობს:
ეგ გათახსირებული ეგა,ტყეში ვნახე ღამის 3 საათზე კაცთან ერთადო.
მოუბრუნდა ერთი და ეუბნება-კარგი დავუშვათ ნახე,ქმარი არ ჰყავს და
იქნება კი გაისეირნა,მაგრამ შენ ქმრიან ქალს რაღა გინდოდა ღამის 3 საათზე ტყეშიო? lol.gif

Posted by: gulua1 24 Jan 2010, 16:08
ZAZAi
QUOTE
კარგი ბატონო. რომელ მამაოს ვკითხოთ?

თეოდორე გიგნაძეს!!!

Posted by: mariami4575 24 Jan 2010, 16:14
gulua1
QUOTE
თეოდორე გიგნაძეს!!!

და კიდევ ბევრს.

Posted by: ZAZAi 24 Jan 2010, 16:29
QUOTE
და დარწმუნებული ხარ,რომ იგივე ხალხითაა სავსე კაზინოები და რესტორნები რომლითაც ეკლესიები?
მარტივად შემოწმდება ეს საკითხი: შედი რომელიმე მაგ უღირს ადგილას და იკითხე, რა რელიგიის ხართ თქო: 98% გეტყვის მკერდში მჯიღის ცემით რომ მართლმადიდებელია. თუ გინდა დავნაძლევდეთ.

Love The Sun
mariami4575 დაიწყეთ უკვე ცილისწამება, ჭორაობა და ქილიკი ჩვეულ სტილში? რაღაც დიდხანს ვერ მოიხდინეთ სათნოების ნიღაბი.
მე არსად არ დავდივარ! რადგან არაფერი მესაქმება ავყიათა საკრებულოში

Posted by: gulua1 24 Jan 2010, 16:40
QUOTE
მამაოს მარტო რელიგიურ თემაზე შეიძლება დავუსვა კითხვები, თუ ჩვეულებრივი კითხვის დასმაც შემიძლია? აი მაგლითად.. მანქანებს მითითებული აქვს რა ატმოსფეროზე უდა ქონდეს დაბერილი საბურავები. ზოგი ამბობს რაც წერია ეგრე უნდა დაბეროო, ზოგი ამბობს ეგ ჩვენ გებზე არ არის გათვალისწინებულიო. ხოდა შეიძლება მამაოს ვკითხო როგორ ჯობია?

ზემოთ, "ფორუმის შესახებ" განხილვა მიდის დათიკოს მოდერობის შენარჩუნება ჩამორთმევის შესახებ, ეხლა ამ პოსტის ავტორი არ არის დასაჯელი? ეს უბრალო და უზნეო ცინიზმია, ეხლა რომ შესაბამის ზომას მიმართოს, იმწუთში მართმადიდებლეთა მხრიდან წამებულთა ისტერიკას აწევენ

aba.gif aba.gif aba.gif

Posted by: mariami4575 24 Jan 2010, 17:53
ZAZAi
QUOTE
დაიწყეთ უკვე ცილისწამება, ჭორაობა და ქილიკი ჩვეულ სტილში? რაღაც დიდხანს ვერ მოიხდინეთ სათნოების ნიღაბი.
მე არსად არ დავდივარ! რადგან არაფერი მესაქმება ავყიათა საკრებულოში

შენ ხუმრობას და ქილიკს ვერ არჩევ თუ ასე გაწყობს?
* * *
ZAZAi
QUOTE
მარტივად შემოწმდება ეს საკითხი: შედი რომელიმე მაგ უღირს ადგილას და იკითხე, რა რელიგიის ხართ თქო: 98% გეტყვის მკერდში მჯიღის ცემით რომ მართლმადიდებელია. თუ გინდა დავნაძლევდეთ.

მეტი საქმე არ მაქვს.მართლმადიდებლად მონათლული და ეკლესიური ართი არაა.

Posted by: gurabe 24 Jan 2010, 20:09
ZAZAi
თუნდაც იგივე ხალხით იყოს სავსე შენ რა იცი მანამდე ის როგორ იქცეოდა? იქნებ ნელ-ნელა მიდის გამოსწორების გზაზე? არავინ არავიზე ,ეტი არ არის,ყველას სხვასახვა ცოდვა აქვს,ცოდვების მოშორება კი ძალიან ძნელია.
* * *
mariami4575
2kiss.gif ძალიან მომეწონა ეგ ისტორია,მართალიააა.

Posted by: aka 24 Jan 2010, 21:30
QUOTE
შედი რომელიმე მაგ უღირს ადგილას და იკითხე, რა რელიგიის ხართ თქო: 98% გეტყვის მკერდში მჯიღის ცემით რომ მართლმადიდებელია. თუ გინდა დავნაძლევდეთ.

+1

Posted by: mariami4575 24 Jan 2010, 21:46
gurabe
QUOTE
ძალიან მომეწონა ეგ ისტორია,მართალიააა.

კი,ნამდვილი ისტორიაა,ჩემი მეზობელი იყო ის ქალი. givi.gif

Posted by: ZAZAi 25 Jan 2010, 02:16
gurabe
mariami4575
ჯერ მარტო თქვენი სახეც კი, რომელიც აქ აჩვენეთ, საკმარისია ჩემი სიტყვების დასტურად, მაგრამ მე აქ თქვენს შესასმენად არაფერს ვამბობ, ამას აზრი არ აქვს. სიმართლეს არასოდეს აღიარებთ, რადგან სიცრუე აირჩიეთ უკვე. მაგრამ მადლობა ღმერთს, აქ გონიერი და გულწრფელი ადამიანებიც შემოდიან და დასკვნებს აკეთებენ. თქვენ კი იმის ნიმუშად გამოდგებით, როგორი არ უნდა იყოს მორწმუნე

Posted by: michael_ 25 Jan 2010, 02:35
QUOTE
კითხე მამაოს

ყველაზე "სერიოზული" პასუხია როცა რომელიმე "ჭეშმარიტ" მორწმუნეს პასუხი აღარ აქვს და ცდილობს სხვაგან და "ძალიან" ავტორიტეტულ ვინმესთან გაგაგზავნოს biggrin.gif

Posted by: tamti1 25 Jan 2010, 16:33
QUOTE
. ესე იგი ამ ხალხს ვერაფერი გამოაქვს თქვენი ეკლესიებიდან.

ეგ კი გამიკვირდა თქვენგან ბატონო ზაზაი! smile.gif
აბა აუზიდან ქვა ამოიღე და გატეხეთ, გულში სველი იქნება? tongue.gif

QUOTE
მარტივად შემოწმდება ეს საკითხი: შედი რომელიმე მაგ უღირს ადგილას და იკითხე, რა რელიგიის ხართ თქო: 98% გეტყვის მკერდში მჯიღის ცემით რომ მართლმადიდებელია. თუ გინდა დავნაძლევდეთ.

ანთებულ სანთელსაც ბევრი ქინქლა ეხვევა ხოლმე გარშემო tongue.gif

QUOTE
რადგან არაფერი მესაქმება ავყიათა საკრებულოში

ისევ შეურაცხყოფას გვაყენებ, ზაზაი ბიძიაი !
weep.gif
რათა, რათა? რა დაგიშავეთ ასეთი? weep.gif
* * *

QUOTE
თქვენ კი იმის ნიმუშად გამოდგებით, როგორი არ უნდა იყოს მორწმუნე

რომ თქვენ ნაკლებად მოგიშალოთ ნერვები?
tongue.gif

QUOTE
ყველაზე "სერიოზული" პასუხია როცა რომელიმე "ჭეშმარიტ" მორწმუნეს პასუხი აღარ აქვს და ცდილობს სხვაგან და "ძალიან" ავტორიტეტულ ვინმესთან გაგაგზავნოს

თქვენი პასუხიც დზალიან სერიოზულია! tongue.gif

პ.ს: რას გადავეკიდე დღეს ამ სმაილიკს? tongue.gif

Posted by: michael_ 25 Jan 2010, 16:58
tamti1
თქვენ ჭეშმარიტი მორწმუნე ბრძანდებით? biggrin.gif

Posted by: GITANA 25 Jan 2010, 17:03
ZAZAi

თქვენი გამკვირვებია ზაზა, რატო უსხამთ წყალს იმ ადგილს სადაც მდოგვის მარცვალი არ არის დათესილი. მაქსიმუმ სარეველა ამოვიდეს. biggrin.gif

Posted by: tamti1 25 Jan 2010, 17:04
QUOTE
თქვენ ჭეშმარიტი მორწმუნე ბრძანდებით

michael_

თქვენ ოფფ-ოფფ -ები იცით რა არის? biggrin.gif

Posted by: temo76 25 Jan 2010, 17:38
თითქმის მთელი საქართველო მოექცა ქრისტიანად , მართლმადიდებლად , მაგრამ ნებისმიერს რაიმე კითხვა რომ დაუსვა უმრავლესობის პასუხი არის " მე არ ვიცი , მაგრამ ჩემმა მამაომ იცის " . ანუ თუ ღვთის სიტყვა არ ისწავლება იმ ეკლესიებში , რა საჭიროა ისინი? ყოველ შაბათ კვირა რიტუალები იმართება რასაც წირვებს უწოდებენ, ძველ აღთქმაში ნამდვილად ხდებოდა წირვა , მაგრამ რეალურად წირავდნენ ღმერთს თავიანთი ცოდვების გამოსასყიდად ცხოველებს, მაგრამ რაც იესო ეწამა ყველა აღიარებს რომ ის იყო უკანასკნელი შესაწირი ადამიანთა ცოდვისათვის , და ძაან მაინტერესებს , ეგ მღვდლები რას სწირავენ მანდ , და რას აყურებინებენ თავიანთ მრევლს ამ წირვას , მათ ამით რაიმე ემატება თუ ?....

Posted by: FBI 25 Jan 2010, 17:43
temo76

შენ მაგალითად რა გაინტერესებს? დასვი კითხვა smile.gif

Posted by: tamti1 25 Jan 2010, 17:45
QUOTE
მაგრამ ნებისმიერს რაიმე კითხვა რომ დაუსვა უმრავლესობის პასუხი არის " მე არ ვიცი , მაგრამ ჩემმა მამაომ იცის "

ალბათ თქვენ იმდენად ძლიერ კითხვებს აძლევთ, რომ მრევლის უმრავლესობას ცოდნა არ ყოფნის გიპასუხოთ!
tongue.gif

Posted by: ZAZAi 25 Jan 2010, 19:16
მე მყავს ბევრი მეგობარი მართლმადიდებლებს შორის, იეღოვას მოწმეებს შორისაც. კათოლიკებს შორისაც კი(ცოტა მაგრამ მაინც smile.gif )
ადამიანებს ვანსხვავებ მხოლოდ ორი ნიშნის გამო: აზროვნების უნარი და სურვილი და გულწრფელობა.

Posted by: tamti1 25 Jan 2010, 19:23
QUOTE
შენ რა ცეცხლით და მახვილით მომსდევ?!
არ შეიძლება ეგ კითხვა დავსვა? მგონი თემა სწორად ავირჩიე. შენ ალბათ მამაო არ ხარ, ნუ მამაო თამთი აშკარად არ ჟღერს. ხო და.. ჯობია თავი დამანებომე მამაოს ვეკითხები.

ესე იგი ვერ გაგასწარი cry.gif

აბა მამაო სად არის smile.gif

უი დამავიწყდა მეთქვა, მამაოს არ გირჩევ ეგ კითხო, თორემ ცეცხლი და მახვილი უკან დაგრჩება yes.gif
* * *
QUOTE
რა გააკეთა ღმერთმა იმისთვის რომ მე მისი არსებობა დავიჯერო?

ჭკუა მოგცა და სხვა რა უნდა ექნა? ეხლა გამოიყენებ ამ ჭკუას თუ არა, მაგის თავისუფალი არჩევანის უფლებაც მოგცა.
yes.gif

QUOTE
უბრალოდ ამის შემდეგ არ უნდა დამიწყო მტკიცება, რომ ყველაფერი ღმერთის ნებით ხდება.
ღმერთი დამსჯის, მაგრამ მხოლოდ ჩემს მიერ ჩადენილი ცოდვების გამო.

შენ გგონია რომ ღმერთი რომ გსჯიდეს შენს მიერ ჩადენილი ყველა ცოდვის გამო, ეხლა აქ რამის დაწერის ხასიათზე იქნებოდი?

Posted by: 2_Wheels 26 Jan 2010, 01:44
აქ რა პოსტებს შლით?! თუ ცოდვებისთვის დავისაჯე? ეს რა უბედურებაა?!!!
უბედურება არა.. საცოდავობააsmile.gif))

Posted by: natiako_elle 26 Jan 2010, 12:49
QUOTE
ასე ხდება წყლის კურთხევის დროსაც , თან ვერცხლის ჯვარს ატარებენ წყლით გავსებულ ჭურჭელში და ყველანაირი ბაქტერია კვდება..

სასაცილოა ეს თუ სატირალი ვეღარ გაიგებ კაცი. ნუთუ სულ ერთი ციცქნა რწმენაც კი არ გაქვთ? წყლის კურთხევისას ვერცხლით იხოცება ბაქტერიები და ეგ არის? sad.gif
ვაი!!!!

Posted by: Mr Adam 26 Jan 2010, 12:55
natiako_elle

QUOTE
სასაცილოა ეს თუ სატირალი ვეღარ გაიგებ კაცი. ნუთუ სულ ერთი ციცქნა რწმენაც კი არ გაქვთ? წყლის კურთხევისას ვერცხლით იხოცება ბაქტერიები და ეგ არის?  ვაი!!!!

დამშვიდდი keh.gif

Posted by: kotekh 26 Jan 2010, 13:18
natiako_elle
QUOTE
ციცქნა რწმენაც

ციცქნა რწმენა რა უბედურებაა? ან გწამს ან არ გწამს smile.gif

Posted by: tamti1 26 Jan 2010, 21:43
QUOTE
წყლის კურთხევისას ვერცხლით იხოცება ბაქტერიები და ეგ არის?
ვაი!!!!

თქვენ ჯერ არ გსმენიათ ვერცხლის ჯადოსნური ძალის შესახებ? კარგით რაა, ეგ ხომ კომუნისტების დროინდელი ამბავია
2kiss.gif

უი, ხის ჯვარითაც რომ ხდება ხოლმე წყლის კურთხევა ეგ მოდი აღარ გავიხსენოთ wink.gif

Posted by: tezevs 26 Jan 2010, 23:22
QUOTE (ZAZAi @ 22 Jan 2010, 12:40 )
გამოთქვავს

დასვავს,

"კითხე

თემასთან კავშირი არ აქვს, უბრალოდ, პროფესიული ჩვევაა: "სვავს" არა, აამედ სვამს და არა "გამოთქვავს", არამედ გამოთქვამს.

smile.gif

ეს ისე, სხვა თემაშიც გამოგადგება, სანამ კითხვები გაჩნდებოდეს.

Posted by: mariami4575 26 Jan 2010, 23:28
Mr Adam
QUOTE
დამშვიდდი 

შენ გაარკვიე საით ხარ თუ ჯერ ვერა? baby.gif

Posted by: Aurea_ mediocritas 27 Jan 2010, 10:56
QUOTE
ზიარებისას ღვინოს კი არა უფლის სისხლს სვამს მორწმუნე, და არც კვერს, არამედ უფლის უტკბილესს ხორცს მიირთმევს ნეტარების მოსურნე.
ქრისტეანთ მართლაც რომ განსაკუთრებული ნოვაგი გვიბოძა განკაცებულმა.

მერე იტყვიან კი არ ვღადაობთ და გესლს კი არ ვანთხევთ, "ცივილიზებულად" გამოვხატავთ აზრსო, ვისთვისაც ძვირფასია და სწამს არ ხარ ეხლა ღირსი შენი გულისთვის ერთი კაი ვორნი აიკიდოს? 5 იანი შენ "პრადვინუტი" საქმის ქადაგებაში,ორდენი გეკუთვნის მამალი ჭინკობის საქმეში,თუმცა დღევანდელ დღეს შეიძლება ღირსებისაც დაგკიდონ,მაგრამ ძალიან ადვილად იშიფრებით დავალების შემსრულებლები, ზოგი უნიჭოდ ღადაობს,ზოგი იაღოვლობს, ზოგი "მორწმუნეა,მაგრამ უკმაყოფილო",ზოგი ათეისტია,ზოგი "ევრო-პრადვინუტო-ლიბერალ-პიდარასტია",ზოგი იზუთხავს ბიბლიიდან ციტატებს,რომ მერე ვიღაცას ეპაექროს იმ ინტერპრეტაციებით,რაც თავში ჩაუთესეს.... ერთი ხართ ამ დროს სულ ყველა. და როგორც არ უნდა ექომაგოთ ერთმანეთს,მაინც გაშიფრულები ხართ.ვერ ეღირსებით წითლებივით გუმბათზე ძრომიალს და ჯვრის ჩამოგდებას და ვიღაცას თუ აიყოლიებთ ამ ტვინის გამორეცხვაში ეგეც დიდი პლიუსია, "ბონუსები" დაგერიცხებათ თითო მოწამლულ სულზე.თქვენთვის 2003 ში დაიწყო გულაობა,მაგრამ დიდხანს არ იქნება იმედია "როზენკრეიცერების" ანუ "ვარდისა და ჯვრის" საძმოს ნაშიერი ხალხი მთავრობაში.

Posted by: Mr Adam 27 Jan 2010, 11:07
mariami4575
QUOTE
შენ გაარკვიე საით ხარ თუ ჯერ ვერა?

მე ყველაფერი ვარ , ცოტ ცოტა biggrin.gif

Posted by: 2_Wheels 28 Jan 2010, 02:03
მოკლედ აქ ან ვიღაც საცოდავის რწმენა შეარყია ჩემმა პოსტებმა და წაშალა ისინი, ან მორიგი სასწაულის მომსწრენი ვართ მეგობრებო.
.. მე უფრო მგონია, რომ მორიგი საცოდაობისsmile.gif)

Posted by: bosslion 28 Jan 2010, 02:11
QUOTE (Aurea_ mediocritas @ 27 Jan 2010, 10:56 )
QUOTE
ზიარებისას ღვინოს კი არა უფლის სისხლს სვამს მორწმუნე, და არც კვერს, არამედ უფლის უტკბილესს ხორცს მიირთმევს ნეტარების მოსურნე.
ქრისტეანთ მართლაც რომ განსაკუთრებული ნოვაგი გვიბოძა განკაცებულმა.

მერე იტყვიან კი არ ვღადაობთ და გესლს კი არ ვანთხევთ, "ცივილიზებულად" გამოვხატავთ აზრსო, ვისთვისაც ძვირფასია და სწამს არ ხარ ეხლა ღირსი შენი გულისთვის ერთი კაი ვორნი აიკიდოს?

ლოცვებით და მეტანიით ჩვენ, ქრისტიანთა ანგელოზები უნდა დავინახოთ და არა რაღაც არარსებული რამ!

ღმერთმანი, რა გჭირს? სად დაინახე საღადაო. როცა მილიონიბით მორწმუნე ეზიარება, განა სიამყით და თრთოლვით არ იღებს უფლის ხორცს და მისი სისხლით არ ისველებს ბაგეებს?

განა უდიდესი პატივი არაა უფლამა მის სხეულს და სისხლს გაზიროს, მისივე შეგონებით?

კითხე მამაოს ამის თაობაზე

Posted by: Leoner 28 Jan 2010, 03:22
ZAZAi
რა აღმსარებლობის ხარ?

Posted by: Charlotte_ Sometimes 28 Jan 2010, 23:23
მღვდელი ესე უნდა კაჩაობდეს?

შენი თუ ესე გინდა გარყვნილება შენი ცოლი შენი შვილები გააქირავე ბარდელში ,

კიარადა ესეთ მღვდელს რაზე უნდა ელაპარაკო , ან იმან რა უნდა გელაპარაკოს და რა უნდა გასწავლოს

Posted by: bosslion 29 Jan 2010, 00:43
Charlotte_ Sometimes
QUOTE
მღვდელი ესე უნდა კაჩაობდეს?

კაჩაობა კი არა აღშფოთება ჩანს და სავსებით გამართლებული. სასაცილო ისაა კავშირგაბმულობის სამინისტროში ვიჩივლებო. . ეს იმ ქვეყანაში რომლის პრეზიდენტი სექს-მასაჟისტს იწვევს და თან ბავშვებს ჩირგვებში ეპატიჟება?

კი, ბერლუსკონიც არიც იტალიის პრემიერი და სხვა სამარცხვინო ხალხის ყოფილა სათავეში, მაგრამ ეს რა ნუგეშია.

Posted by: zanneti 29 Jan 2010, 00:44
Charlotte_ Sometimes
ყველაზე გასაკვირი ისაა რომ ხალხი ეთანხმება ამას ყველაფერს და მართლი მართალი ყვირის.... ეს არის ქადაგება??ასე ებრძოდა იესო პარისევლებს და ასეთი მაგალითი გვანახა ჩვენ???? მაგრამ ბნელა აშკარად და ის ტელევიზია თუ რყვნის ეს ნაღდად რომ ვერ აშენებს საქართველოს

Posted by: mariami4575 29 Jan 2010, 00:48
zanneti
QUOTE
ასე ებრძოდა იესო პარისევლებს და ასეთი მაგალითი გვანახა ჩვენ???? მაგრამ ბნელა აშკარად და ის ტელევიზია თუ რყვნის ეს ნაღდად რომ ვერ აშენებს საქართველოს

აბა რა უნდა ქნას,მოუწონოს საქციელი? შენ არ დაეთანხმები რა თქმა უნდა,ის ხომ მართლმადიდებელი მღვდელია.

Posted by: zanneti 29 Jan 2010, 00:52
mariami4575
თვითონ რა მოწოდებას აკეთებს თუ უსმენთ??? ასეთი ქადაგება არ არსებობს ქალბატონო მარიმა კარგით რა ჩემი განსასჯელია.... მოწოდება წაყვანაზე ბორდელში მეუცოხა და შემეხო უშნოდ

Posted by: mariami4575 29 Jan 2010, 00:55
zanneti
QUOTE
.... მოწოდება წაყვანაზე ბორდელში მეუცოხა და შემეხო უშნოდ

სხვანაირად უნდა ეთქვა,კი ბატონო,მაგრამ ის ვისაც მიმართავდა ის ხალხი ალბათ თAვისი ოჯახისთვის არ ისურვებს გარყვნილება,ხო და ნურც სხვას მოუწოდებს. მე რაც ჩემიანისთვის არ მინდა,რატომ უნდა გისურვო ის შენ?

Posted by: Charlotte_ Sometimes 29 Jan 2010, 00:58
mariami4575
კაი რა როცა ადამიანს რაგაც არ მოსწონს ამას წივილ კივილით და რაგაც საშინელებების ძახილით და მუქარებით ვერაფერს ვერ შეცვლის და იმდენს უნდა ხვდებოდეს რო აგრესიაზე კიდე მეტ აგრესიას მიიღებს . ხოდა მე რატომღაც მგონია რო მღვდელი უნდა იYოს კაკ მინუმიმ ჭკვიანი , და არ უნდა კიოდეს ვაჭრის ქალივით და მშვიდი უნდა იყოს , რო ადამიანს მასთან დალაპარაკება მოგინდეს, ხოდა იმდენი უნდა შEეძლოს რო ადამიანს დაელაპარაკოს ნორმალურად და დააჯეროს რო ცუდს აკეთებს . ყვირილით არაფერი არ გამოვა

Posted by: michael_ 29 Jan 2010, 00:59
mariami4575
QUOTE
აბა რა უნდა ქნას,მოუწონოს საქციელი? შენ არ დაეთანხმები რა თქმა უნდა,ის ხომ მართლმადიდებელი მღვდელია.

საქციელი თუ არ უნდა მოიწონოს ხალხს არ უნდა ეძახოს შენი ცოლ შვილი ბარდელში გააქირავეო...

Posted by: mariami4575 29 Jan 2010, 01:03
michael_
QUOTE
საქციელი თუ არ უნდა მოიწონოს ხალხს არ უნდა ეძახოს შენი ცოლ შვილი ბარდელში გააქირავეო...

კი ბატონო,სხვანაირად უნდა გამოეთქვა,მაგრამ ცუდი ყოფილა ხომ ბარდელი? ტავისიანი არავის ემეტება ხომ? ხო და დაანებონ ხალხის გარყვნას თავი.
* * *
Charlotte_ Sometimes
QUOTE
მღვდელი უნდა იYოს კაკ მინუმიმ ჭკვიანი , და არ უნდა კიოდეს ვაჭრის ქალივით და მშვიდი უნდა იყოს , რო ადამიანს მასთან დალაპარაკება მოგინდეს, ხოდა იმდენი უნდა შEეძლოს რო ადამიანს დაელაპარაკოს ნორმალურად და დააჯეროს რო ცუდს აკეთებს . ყვირილით არაფერი არ გამოვა

კი ბატონო უნდა იყოს და მრავლად არიან კიდეც მასეთები,მაგრამ აქ რატომღაც ყველას ერთნაირად აკრიტიკებენ. ნუ აკრიტიკებენ რბილადაა ნათქვამი.

Posted by: bosslion 29 Jan 2010, 01:08
zanneti
QUOTE
ასე ებრძოდა იესო პარისევლებს და ასეთი მაგალითი გვანახა ჩვენ????

იესომ მაგიდები აუყირავა ტაძარში მოკალათებულ მევახშეებს. არის ეს რადიკალიზმი თუ არა?
* * *
QUOTE
ყველაზე გასაკვირი ისაა რომ ხალხი ეთანხმება ამას ყველაფერს და მართლი მართალი ყვირის....

გეტყვი რაა არის გასაკვირი: აი ქუთაისში რომ ბავშვმა სული გააფთხო ძეგლის დანგრებისას და მოინც რომ მოიძებნა ხალხი რომელმაც ძალუმად გალაშქრა მმართველი ბიჭების დასაცავად და ამ უბედურებით 'სპეკულაციის' წინააღმდეგ, აი ესაა გასაკვირი. და თან ალბათ ორი გახრული ძვალის გამორჩენით

Posted by: michael_ 29 Jan 2010, 01:29
mariami4575
QUOTE
კი ბატონო,სხვანაირად უნდა გამოეთქვა,მაგრამ ცუდი ყოფილა ხომ ბარდელი? ტავისიანი არავის ემეტება ხომ? ხო და დაანებონ ხალხის გარყვნას თავი.

არ ვიცი რომელ ტელევიზიაზეა საუბარი და კონკრეტულად რას ანახებენ იქ ისეთს რომ ასეთი განგაშის ფასად ღირდეს, მაგრამ წარმომიდგენია, საწყალ პროვინციულ ტელევიზიაში ვიღაცის მკერდის ერთი მესამედი გამოჩნდა ალბათ lol.gif
ისე არსებობს მე მგონი კანონი რომელიც არეგულირებს, რომელ საათში რა ასაკისთვის განკუთვნილი ფილმი უნდა გავიდეს ეთერში, ღამით 11 მერე უფლება აქვს ტელევიზიას გაუშვას ისეთი ფილმი როგორიც მოუნდება, პირდაპირი მნიშნველობით პორნოგრაფიას საქართველოში და მითუმეტეს ზესტაფონში ისედაც არავინ გაუშვებს კიდე კაი ხანი lol.gif და ახლა თითქმის ყოველ მეორე ჰოლივუდურ ფილმში კი ისედაც არის პატარ პატარა უწყინარი ეროტიკული სცენები biggrin.gif
ამიტომ მგონია რომ ის საწყალი ტელევიზია, მხსვერპლი უფრო უნდა იყოს lol.gif ვიდრე ხალხის გამრყვნელი მანქანა,,, ეს წინამდებარე აღშფოთება კი სბნელის კიდევ ერთი დემონსტრაცია biggrin.gif მითუმეტეს თუ მღვდელის აგრესიულ მმკ-სეულ ტიპაჟს გავითვალისწინებთ...

(გაითვალისწინეთ არაფერს ვამტკიცებ, ეს უბრალოდ ვარაუდია,)

Posted by: mariami4575 29 Jan 2010, 01:32
michael_
QUOTE
(გაითვალისწინეთ არაფერს ვამტკიცებ, ეს უბრალოდ ვარაუდია,)

ქართულ ტელევიზიებს რომ კარგად არ იცნობ ამას კი ამტკიცებ lol.gif

Posted by: michael_ 29 Jan 2010, 01:35
mariami4575
QUOTE
ქართულ ტელევიზიებს რომ კარგად არ იცნობ ამას კი ამტკიცებ

კი საკმაოდ კარგად ვიცნობ... ნუ თერჯოლის გორის, ზესტაფონის და რაიონის ტელევიზიები ნამდვილად არ ვიცი, მაგრამ იმაზე უარესს რას უნდა უშვებდნენ რაც იმედზე რუსთავი2-ზე მზეზე და მისთანებზე გადის? biggrin.gif

მითი მგონია ის რომ ზესტაფონის ტელევიზია რყვნის თურმე ქვეყანას lol.gif

Posted by: mariami4575 29 Jan 2010, 01:38
michael_
რუსთავი 2 და იმედი ზესტაფონშიც აჩვენებს.
P.S. მაგარი გოიმი მგონია ის ვინც ამტკიცებს,რომ გოგო თუ ქალიშვილი არაა არა აქვს ბედნიერების უფლება,მაგრამ არც შორენას გადაცემაა ნაკლები ქაჯობა.

Posted by: Freud 29 Jan 2010, 01:46
mariami4575
QUOTE
P.S. მაგარი გოიმი მგონია ის ვინც ამტკიცებს,რომ გოგო თუ ქალიშვილი არაა არა აქვს ბედნიერების უფლება,მაგრამ არც შორენას გადაცემაა ნაკლები ქაჯობა.

კაი ხალხო რა, ერთი უბრალო გადაცემაა, რა არის მანდ ქაჯური? ცოტა უნიჭო, ცოტა იაფფასიანი, მაგრა მაინც ჩვეულებრივი გადაცემაა...

მარა რახან ქალიშვილი არაა, შორენაც უნდა ავკუწოთ :ბნელიმმკ-ელისსმაილიკი:

Posted by: mariami4575 29 Jan 2010, 01:48
Freud
QUOTE
ცოტა უნიჭო, ცოტა იაფფასიანი,

ეგ უკვე საკმარისია ქაჯური რომ ეწოდოს.
QUOTE
მარა რახან ქალიშვილი არაა, შორენაც უნდა ავკუწოთ :ბნელიმმკ-ელისსმაილიკი:

ოჰ,ყოჩაღ,რა მაგრად გცოდნია პოსტიდან აზრის გამოტანა.

Posted by: michael_ 29 Jan 2010, 01:51
Freud
QUOTE
კაი ხალხო რა, ერთი უბრალო გადაცემაა, რა არის მანდ ქაჯური? ცოტა უნიჭო, ცოტა იაფფასიანი, მაგრა მაინც ჩვეულებრივი გადაცემაა...

იდეაში სექსზე საუბარი გადცემაში ნამდვილად არაა ქაჯობა biggrin.gif
იაფფასიანზე და უნიჭობაზე გეთანხმები biggrin.gif

mariami4575
QUOTE
ეგ უკვე საკმარისია ქაჯური რომ ეწოდოს.

ქაჯობის დეფინიცია მგონი ნამეტანი უკიდურესობით განისაზღვრება..
ქართულ ტელევიზიაში ეგ შეფასებები თითქმის ყველაფერს თან ახლავს და მაშინ ყველაფერი ქაჯობა ყოფილა, ნანუკას შოუთი დაწყებული ასათიანით დამთავრებული...

OFFTOPIC:
ძალიან შევიჭერით ტელევიზიაში biggrin.gif

Posted by: mariami4575 29 Jan 2010, 01:52
michael_
QUOTE
ქართულ ტელევიზიაში ეგ შეფასებები თითქმის ყველაფერს თან ახლავს და მაშინ ყველაფერი ქაჯობა ყოფილა, ნანუკას შოუთი დაწყებული ასათიანით დამთავრებული...

ნანუკას შოუც მაგ სიაშია biggrin.gif

Posted by: 2_Wheels 29 Jan 2010, 02:17
მე ვიცნობ მაგ მამაოს, რომელიც ვიდეოში ჩანს. მაგარი კაცია ძალიან. ბევრი კარგი საქმე აქვს გაკეთებული. უპატრონო ბავშვებს გაუკეთა თავშესაფარი და დიდ ყურადღებასაც აქცევს. ბავშვებს უვლიან, გნათლებას აძლევენ, მკურნალობენ და როცა თავშესაფრიდან მიდიან, იმაშიც ეხმარება, რომ სამუშაოც ქონდეთ. ძალიან ბევრი ადამიანი ვიცი ვისც უანგაროდ დაეხმარა(მეც მათ შორის) smile.gif და ზესტაფონში არ არის, თუმცა ეგ ვიდეო იქაა გადაღებული.
აქ რო ვიღაც უტვინო, გამოსი-ებული ჩემი მკრეხელური პოსტებით არ აღშფოთებულიყო და ყველა არ წაეშალა, მიხვდებოდით, რომ მეც ერთერთი მღვდელომანი არ ვარ. ამით იმისი თქმა მინდა, რომ ნუ გეგონებათ ვინმეს ვიცავდე. ზესტაფონში მამიდაშვილები მყავს და მაგ პერიოდში ხშირი სტუმარი ვიყავი ზესტაფონის. ამ ვიდეოში აშკარად მაგრად ატრაკებს და მე მაგის უარესი გაგიჯებებიც მინახავსsmile.gif ტიპს აშკარად შეურაცყოფას აყენებს, ცოლი და შვილი მაგრად გაუზილა, მაგრამ იქ ცოტა სხვანაირადაა, თუ არ გაატრაკე არაფერი გამოდის(თუმცა არა ასე)smile.gif
ეს დიდი ხნის ვიდეოა და ისიც ვიცი, ვის უტრაკებს.
michael_ იმ "მსხვერპლ" ტელევიზიაზე მარტო დაბადების დღის მილოცვები, მიცვალებულთა ხსოვნები და ფილმები გადიოდაsmile.gif) ფილმებში მკერდის მესამედზე ბევრად მეტიც ჩანდა და ზუსტად ეგ უხაროდა ყველას იმ ქალაქშიsmile.gif)))))) მეორე დღეს კიდე მაგ მამაოსთან წირვაზე მიდიოდნენ.
მამაო უყვართ.. და წინა ღამით მსხვერპლ ტელევიზიაზე ნანახი მკერდიც:) მკერდი და მამაო, როგორც ხედავთ არ მმეგობრობენ. ხო დააა.... მანდ დაერხათ ზუსტადsmile.gif.. აი მერე ვინ რა გადაწყვიტა ეგ უკვე არ ვიციsmile.gif
მე კიდე ერთი ვიცი, ეგ კაცი კეთილი ადამიანიაsmile.gif მიუხედავად ბორდელისაsmile.gif მაშინ ახალგაზრდა იყო, ახლა ასე აღარ ბრაზდება. გამოსწორდა.smile.gif

Posted by: Aurea_ mediocritas 29 Jan 2010, 02:29
QUOTE
ლოცვებით და მეტანიით ჩვენ, ქრისტიანთა ანგელოზები უნდა დავინახოთ და არა რაღაც არარსებული რამ!
ღმერთმანი, რა გჭირს? სად დაინახე საღადაო. როცა მილიონიბით მორწმუნე ეზიარება, განა სიამყით და თრთოლვით არ იღებს უფლის ხორცს და მისი სისხლით არ ისველებს ბაგეებს?
განა უდიდესი პატივი არაა უფლამა მის სხეულს და სისხლს გაზიროს, მისივე შეგონებით?
კითხე მამაოს ამის თაობაზე

დარეკეთ 03 ზე!!!

Posted by: Freud 29 Jan 2010, 02:33
mariami4575
QUOTE
ოჰ,ყოჩაღ,რა მაგრად გცოდნია პოსტიდან აზრის გამოტანა.

შენ არ მიგულისხმიხარ, სხვა თემაში მმკ-ელთან მიწევს საუბარი და მისნაირები ვიგულისხმე biggrin.gif

QUOTE
სექსზე საუბარი გადცემაში ნამდვილად არაა ქაჯობა

+1

Posted by: mariami4575 29 Jan 2010, 11:35
Freud
QUOTE
შენ არ მიგულისხმიხარ, სხვა თემაში მმკ-ელთან მიწევს საუბარი და მისნაირები ვიგულისხმე

ისე შორენას გადაცემა რომ არ უნდა იყოს ეთერში ამას ვიზიარებ.

Posted by: დათიკო 29 Jan 2010, 11:42
2_Wheels
QUOTE
აქ რო ვიღაც უტვინო, გამოსი-ებული ჩემი მკრეხელური პოსტებით არ აღშფოთებულიყო და ყველა არ წაეშალა

აქ თუ ვინმე რამეს შლის მე ვარ! და თუ ვშლი ესე იგი ან ოფტოპიკია ან ეწინააღმდეგება ფორუმის წესებს!

ვერ ვიწავლე ჭკუა რა, რომ კი არ წავშალო, პირდაპირ ვორნი მივარჭო მსგავს სუბიექტებს. ჩემი სისუსტის და ზედმეტად შემწყნარებლობის ბრალია.
დანარჩენი აქ!
http://forum.ge/?f=84&showtopic=33704819

Posted by: gorostrodnidi 29 Jan 2010, 12:38
Charlotte_ Sometimes

biggrin.gif

მღვდელი :
QUOTE
შენი თუ ესე გინდა გარყვნილება შენი ცოლი შენი შვილები გააქირავე ბარდელში ,

ბექები : ბეეეეეეე ბეეეეეეეე

Posted by: vtbgeorgia 29 Jan 2010, 15:48
მე ვნახე ბარდელში ეკლესია მოწყობილი ქუთაისში, იასნია ნაკურთხი არ იყ ომარა ხატები და ჯვრები იყო ბარდელში

Posted by: Aurea_ mediocritas 29 Jan 2010, 18:38
QUOTE
მე ვნახე ბარდელში ეკლესია მოწყობილი ქუთაისში, იასნია ნაკურთხი არ იყ ომარა ხატები და ჯვრები იყო ბარდელში

ესენი ეხლა ნორმალურები არიან? რამ გადაგაჯიშათ ეგრე?

QUOTE

bosslionაი ქუთაისში რომ ბავშვმა სული გააფთხო ძეგლის დანგრებისას

ეხლა იმ ბავშვის ნათესავი რომ იყოს აქ ვინმე და სულ ოჯახი გაგინოს ღირსი არ ხარ? ეს უკვე აღმსარებლობის ამბავი აღარ არის, ეს შენს პიროვნებაზე მეტყველებს..

სანამ ვიღაცა საკადრის პასუხს არ გაცემს და არ დაივორნება ამათ კაციშვილი არ ეხება.. ეს ფორუმია თუ ამათი საგულაო კანტორა? რა ხდება ხალხო? ადამიანს უნდა გსიამოვნებდეს ფორუმზე შესვლა და თავისუფალი აზრის გამოხატვა და გულს არ უნდა გირევდეს ამათი სისინი, ეს წესებში არ წერია, ეს დაუწერელია საერთოდ..

Posted by: airlift7 29 Jan 2010, 18:42
მედორერო მიხედე ეხლა ამ თემას სანამ ბზრიალი არ ატყდა

Posted by: zanneti 29 Jan 2010, 18:51
mariami4575
ქალბატონო მარიამ მან უნდა შააგონოს რომ არ უნდა აკეOს ეს და ის კი ყვირის სად ნახეთ თქვენ ყვირილით გაკეთებული საქმე ან ქადაგება??? განა უფალი გაჰყვიროდა თქვე ფარისეველნოოო??? ან კიდე მწიგნობრებოოო...და უ ის არის ღმერის მსახური მაშIნ უნდა შააგონოს და არ იყვიროს უნდა..ისე თქვენ ზოგჯერ არ გგონიათ რომ ბოროტებას ხელს აფარებ??? იცით ჭეშმარიტებას დაცვა არ ჭირდება და კიდევ ვინც ბოროტს ხელს აფარებ ის თავად ხდება თანამონაწილე იმ ბოროტებისა იმიტომ რომ იზიარებს ამას ამიტომ ყველას და ყველაფერს ნუ იცავ..... ის მოუწოდებს გარყვნილებისკენ მათ იმის ნაცვლად რომ შთააგონიოს...კი მაგრამ სერიოალებზე რომ არ ყვირიან ან გაიხედეთ ნებისმიერი ტელევიზია დასაკეტია მაგრამ არავინ არაფერს ამობს და ეროტიკაზე რით ნაკლებია სხვები??? მაგის მეტი გარყვნილება არ არის არა საქართველოში???? და რა უნდა ვიკივლოთ U რა უნდა ვქნათ??იცი ყველაფერი გონივრულად უნდა აკეო და არა მივარდნები...როდის იყო უფალი უარდებოდა ხალხს თქვე ასეთებო თქვე ისეთებოო......და კიდევ დავამატებ რომ იმ ტელევიზორს აქ კნოპკა ანუ ღილაკი სადაც შეიძლება გამორთო და არ უყურო ამ არხს ან საერთოდ ტელევიზორს...მე ხომ ვარ ადამიანი მაგრამ არ ვუყურებ ამას სხვა რატომ უყურებს??ესეიგი უნდა ყურება თორე ვინ აძალებს??? მე იმ ტელევიზიას არ ვამარლებ მა მიეზღვება თავისი თავის დროზე... არავინ არ გაირყვნება თუ არ უნდა

Posted by: Aurea_ mediocritas 29 Jan 2010, 19:20
QUOTE
ქალბატონო მარიამ მან უნდა შააგონოს რომ არ უნდა აკეOს ეს და ის კი ყვირის სად ნახეთ თქვენ ყვირილით გაკეთებული საქმე ან ქადაგება??? განა უფალი გაჰკიოდა თქვე ფარისეველნოოო??? ან კიდე მწიგნობრებოოო...და უ ის არის ღმერის მსახური მაშIნ უნდა შააგონოს და არ იყვიროს უნდა..ისე თქვენ ზოგჯერ არ გგონიათ რომ ბოროტებას ხელს აფარებ??? იცით ჭეშმარიტებას დაცვა არ ჭირდება და კიდევ ვინც ბოროტს ხელს აფარებ ის თავად ხდება თანამონაწილე იმ ბოროტებისა იმიტომ რომ იზიარებს ამას ამიტომ ყველას და ყველაფერს ნუ იცავ..... ის მოუწოდებს გარყვნილებისკენ მათ იმის ნაცვლად რომ შთააგონიოს...კი მაგრამ სერიოალებზე რომ არ ყვირიან ან გაიხედეთ ნებისმიერი ტელევიზია დასაკეტია მაგრამ არავინ არაფერს ამობს და ეროტიკაზე რით ნაკლებია სხვები??? მაგის მეტი გარყვნილება არ არის არა საქართველოში???? და რა უნდა ვიკივლოთ U რა უნდა ვქნათ??იცი ყველაფერი გონივრულად უნდა აკეო და არა მივარდნები...როდის იყო უფალი უარდებოდა ხალხს თქვე ასეთებო თქვე ისეთებოო......და კიდევ დავამატებ რომ იმ ტელევიზორს აქ კნოპკა ანუ ღილაკი სადაც შეიძლება გამორთო და არ უყურო ამ არხს ან საერთოდ ტელევიზორს...მე ხომ ვარ ადამიანი მაგრამ არ ვუყურებ ამას სხვა რატომ უყურებს??ესეიგი უნდა ყურება თორე ვინ აძალებს??? მე იმ ტელევიზიას არ ვამარლებ მა მიეზღვება თავისი თავის დროზე... არავინ არ გაირყვნება თუ არ უნდა

ეგ მართალია, გეთანხმები გადართვასთან დაკავშირებით , თუმცა ერთს დავძენ, აღშფოთება ძალიან ძნელი შესაკავებელია, როდესაც ყოველდღე უყურებ, რომ დემოკრატიის სახელით ხდება ის, რომ ყოველდღიურ და ჩვეულებრივ ამბად ქცევა უნდათ გარყვნილების და მერე ეს უკვე გარყვნილება კი არ იქნება, არამედ ყოველდღიურობა და დეფინიციას ვეღარ მოახდენს უმრავლესობა (რათქმაუნდა ყველა არა). კიბატონო, გადავრთავ, მაგრამ აგიტაცია არ უნდა ხდებოდეს და რეკლამირება ვიღაცის გადაფარჩხული ფეხების, ყველაზე განვითარებულ ქვეყნებშიცაა მსგავსი რამ, მაგრამ ამისათვის ცალკე არხები აქვთ (კოდირებული, რომ ბავშვმა არ უყუროს).. ჩვენ ქართველებს ყველაფრის დამახინჯებულად გადმოღება გვაქვს ჩვევაში საუბედუროდ. საზღვრები გაიხსნა თუარა სიტყვაზე ვამბობ საავტომობილო მოძრაობის ან ქუჩის სისუფთავის და საერთოდ წესრიგის მაგივრად ჯერ ყველაფერი ბინძური გადმოვიღეთ.. ქალები იყო და თურქეთში გაიქცნენ "სავაჭროდ" კაცებმა კიდევ საყურე გაიკეთეს და ისე ელოდნენ იმ ქალებს ხელდამშვენებულებს..ეხლა არის და "პრადვინუტობად ღვთის გმობა ითვლება თავისი ქილიკიან ლანძღვიანად.. ამით იმის თქმა მინდა, რომ საერთო აგიტაცია არ უნდა მიდიოდეს ამისი, თორემ ვისაც რა უნდა ისედაც შვება, კიკუ სხვაგან მაინც გაიხდიდა ადრე თუ გვიან..არაერთხელ მინახავს შუადღისას ეთერში გასული ფილმები, სადაც ეროტიკა კიარა გაგანია პორნოგრაფია გადიოდა.. ეს არ არის ნორმალური, თორემ მარსიდან არავინ ჩამოვსულვართ დამეთანხმები.. ვინც ამას ქადაგებს მეც ვეტყვი, რომ თუ ასეთი კარგია რატომ არ დაიწყებს ჯერ საკუთარი თავიდან და საკუთარი ოჯახიდან..

ხალხს ყოველდღიურობად და ნორმად არ უნდა უქციო გარყვნილება

QUOTE
განა უფალი გაჰკიოდა თქვე ფარისეველნოოო??? ან კიდე მწიგნობრებოოო.

აი ეს კი ზედმეტია და მართლა მკრეხელობაა

Posted by: tamti1 29 Jan 2010, 19:20
გასაგებია, ესე იგი აქეთ გადმოვედით ჩვენი მოძღვრების ლანძღვაზე ხომ?
QUOTE
განა უფალი გაჰკიოდა თქვე ფარისეველნოოო??? ან კიდე მწიგნობრებოოო.

ნუ მკრეხელობთ, უფალი მოიხსენიეთ მოწიწებით, მგონი ამაზე მაინც არ უნდა გჭირდებოდეთ მითითება!

დანარჩენს რაც შეეხება:

QUOTE
ის მოუწოდებს გარყვნილებისკენ მათ იმის ნაცვლად რომ შთააგონიოს

QUOTE
უ ის არის ღმერის მსახური მაშIნ უნდა შააგონოს და არ იყვიროს უნდა

QUOTE
იცი ყველაფერი გონივრულად უნდა აკეო და არა მივარდნებ

ძალიანაც სწორედ თქვა მაგ ადამიანმა რაც თქვა და არაფერი არ შეშლია! სწორედაც, ფულის გულისთვის ყველაფერი არ უნდა იკადროს ადამიანმა, და იმდენი უნდა იფიქროს რომ ხვალე თავისი დათესილი სიბოროტე თვითონვე მოუბრუნდება და დღეს თუ სხვისი შვილები ირყვნებიან ხვალე მაგათსავე ცოლებსა და შვილებს ასეთ გარყვნილ გარემოში რომ მოუწევთ ცხოვრება! ასე რომ მე რომ გადავრთავ ტელევიზორს და შენ, სხვა არ გადართავს და ეს სხვა ჩვენს გვერდით იცხოვრებს სხვაგან კი არა!

Posted by: mariami4575 29 Jan 2010, 19:40
zanneti
QUOTE
ქალბატონო მარიამ მან უნდა შააგონოს რომ არ უნდა აკეOს ეს და ის კი ყვირის სად ნახეთ თქვენ ყვირილით გაკეთებული საქმე ან ქადაგება??? განა უფალი გაჰკიოდა თქვე ფარისეველნოოო??? ან კიდე მწიგნობრებოოო...და უ ის არის ღმერის მსახური მაშIნ უნდა შააგონოს და არ იყვიროს უნდა..ისე თქვენ ზოგჯერ არ გგონიათ რომ ბოროტებას ხელს აფარებ??? იცით ჭეშმარიტებას დაცვა არ ჭირდება და კიდევ ვინც ბოროტს ხელს აფარებ ის თავად ხდება თანამონაწილე იმ ბოროტებისა იმიტომ რომ იზიარებს ამას ამიტომ ყველას და ყველაფერს ნუ იცავ..... ის მოუწოდებს გარყვნილებისკენ მათ იმის ნაცვლად რომ შთააგონიოს...კი მაგრამ სერიოალებზე რომ არ ყვირიან ან გაიხედეთ ნებისმიერი ტელევიზია დასაკეტია მაგრამ არავინ არაფერს ამობს და ეროტიკაზე რით ნაკლებია სხვები??? მაგის მეტი გარყვნილება არ არის არა საქართველოში???? და რა უნდა ვიკივლოთ U რა უნდა ვქნათ??იცი ყველაფერი გონივრულად უნდა აკეო და არა მივარდნები...როდის იყო უფალი უარდებოდა ხალხს თქვე ასეთებო თქვე ისეთებოო......და კიდევ დავამატებ რომ იმ ტელევიზორს აქ კნოპკა ანუ ღილაკი სადაც შეიძლება გამორთო და არ უყურო ამ არხს ან საერთოდ ტელევიზორს...მე ხომ ვარ ადამიანი მაგრამ არ ვუყურებ ამას სხვა რატომ უყურებს??ესეიგი უნდა ყურება თორე ვინ აძალებს??? მე იმ ტელევიზიას არ ვამარლებ მა მიეზღვება თავისი თავის დროზე... არავინ არ გაირყვნება თუ არ უნდა

კარგი რა ნუ დაიწყებ ახლა დემაგოგობას.მაგრად მეზარება ყველაფერზე პასუხის გაცემა ახლა შენთვის.

Posted by: zanneti 29 Jan 2010, 19:59
mariami4575
დროა ობიექტურად განსაჯოთ და არა მიკერძოებით.... თქვენც ხომ იცით რომ გარეთად და შიგნიტად არის გარყვნილება ბავშვი ძუძUს მიატოვებს და სიგარეტს ეწევა ეს ნაკლებია რამეზე მაგრამ ახლა ასე ყველას რო გაეკიდო კია რ იქნება რამე შედეგი ამას ადამიანი ვერ შეცვლის ქვეყნიერება არის და იქნება მაგრამ ჩვენ გვაქ ბიბლია ხელში და უნდა ვიბრძLო სიტყვით ანუ ბიბლიით და არა ხელგაშლილებმა და ვიყვიროთ "ძმაო" შენ წაიყვანე შენები ბორელში...ეს არის ადამიანური ლაპარაკი და არა ღმერთისგან ასე არ არის??? ასეა და ეჭვიც არ მეპარება

Posted by: mariami4575 29 Jan 2010, 20:05
zanneti
QUOTE
დროა ობიექტურად განსაჯოთ და არა მიკერძოებით....

ამას მე მეუბნები? lol.gif lol.gif lol.gif

Posted by: tamti1 29 Jan 2010, 20:41
QUOTE
მაგრამ ჩვენ გვაქ ბიბლია ხელში და უნდა ვიბრძLო სიტყვით ანუ ბიბლიით

ჩვენ ვინ? ჩვენ მოძღვრებმა, თუ ჩვენ რიგითმა ადამიანებმა? ააა, ჩვენ მოციქულებმა?
ისე მართლა კარგად არის ჩვენი საქმე
yes.gif

QUOTE
თქვენც ხომ იცით რომ გარეთად და შიგნიტად არის გარყვნილება ბავშვი ძუძUს მიატოვებს და სიგარეტს ეწევა ეს ნაკლებია რამეზე მაგრამ ახლა ასე ყველას რო გაეკიდო კია რ იქნება რამე შედეგი

შედეგი ნამდვილად იქნება, ამაზე თქვენ ნუ ინერვიულებთ. მე პირადად ვერასოდეს ვერ შევურიგდები ბავშვების გარყვნას და ყველაფერს გავაკეთებ რაც შემიძლია ამის საწინააღმდეგოდ, და მხოლოდ იმიტომ არა რომ მართლმადიდებელი ვარ! და რაც მეტი იქნება ჩემნაირი მით მალე იქნება შედეგი!

Posted by: FBI 29 Jan 2010, 21:23
QUOTE
ციცქნა რწმენა რა უბედურებაა? ან გწამს ან არ გწამს smile.gif

მასე ქარალოზე რო ჰქონია ბევრს რწმენა მიტოა საქართველო კაი დღეში...

Posted by: bosslion 29 Jan 2010, 21:47
QUOTE (Aurea_ mediocritas @ 29 Jan 2010, 18:38 )
QUOTE

bosslionაი ქუთაისში რომ ბავშვმა სული გააფთხო ძეგლის დანგრებისას

ეხლა იმ ბავშვის ნათესავი რომ იყოს აქ ვინმე და სულ ოჯახი გაგინოს ღირსი არ ხარ? ეს უკვე აღმსარებლობის ამბავი აღარ არის, ეს შენს პიროვნებაზე მეტყველებს..

მე კი არ უნდა მერჩოდეს მისი პატრონი არამედ იმათ ვინც შვილი და ცოლი მოუსპო ერთი ახირების გამო და ქარავანი მიდის პრინციპით დაგეგმილი შენობის აგებასაც არ აჩერებს, აგრძელებს.

zanneti
QUOTE
განა უფალი გაჰკიოდა თქვე ფარისეველნოოო???

განკაცებულზე თუ ლაპარაკობ, ის მაგიდებს აყირავებდა ხოლო იჰვზე თუ ლაპარაკობ, ის გულმკაცრი იყო თვით ზეცამდის

Posted by: zanneti 29 Jan 2010, 22:29
bosslion
შენ მაგარ შედარებას კი აკეთებ..მისულიყო და თუ მაგარი იყო დაემტვრია მასაც კამერები... მე ვამბობ უფალს არ უთქვია გარყვნილები იყავითო არამედ მოქცევას ქადაგებდა და მისი მსახურიც ამას უნდა აკეებდეს

Posted by: 2_Wheels 29 Jan 2010, 22:34
დათიკო
რომელი იყო ოფტოპიკი?
კიდევ ერთხელ ვიმეორებ.. ამ თემის სათაურია, კითხე მამაოს. ხო და მეც ვსვამდი კითხვებს ჩემო ზედმეტად შემწყნარებელო ძმაო. მე ვირი არ ვარ, შეიძლება შენ ჩემზე მეტი იცოდე და თვითონ მასწავლო რამე. თუ ასე გული შეგტკივა, მეც დამეხმარე და კითხვებს პასუხი გაეცი. იქნებ შენზე მეტად გავძლიერდე რწმენაში. თან ჩემი სულის გადარჩენა სამომავლოდ კარგად აისახება შენი საკუთარი სულისვე გადასარჩენადsmile.gif ხო ასეა?..

Posted by: zanneti 29 Jan 2010, 22:36
tamti1
თქვენ მაკვირვებთ მე აშკარად..თქვენ ბიბლია ხელში არ გაქვ მაშIნ რა გინდათ არ მესმის???ბიბლია ვისვის დაიწერა მარტო "მამაოებისთვის" იცით რა საჭმელი რო ჭამო ხომ არ ეკიხები არავის და მე რატომ უნდა ვკიხო ვინმეს სულიერ საკვები ვჭამო თუ არა...და რომ არ ვჭამო ხომ მშიერი მოვკვდები სად წერია ბიბლიაში რომ არ შეიძLება კიXვა ან რომ ბიბლია ჩვენს ხელ არ არის???? ეს აი მცნება ხომ არ არის წმიდათაწმიდაშI რომ იყო??? ეს ბიბლიააა და ეს ყველას აქ და უნდა კითხულობდეს და კურხევა ამაში არაა საჭირო ადამაინისგან....მაინტერესებს სულ წმიდაზე რა აზრის ხარ რა "ფუნქცია აქ მას" ანუ რას შVება ის??? რისთვის არის და ვის შეუძLია მასთან ურთიერთობა და საერOდ არის კი ეს შესაძLებელი და საერOდ რა იცით მასზე????

Posted by: დათიკო 29 Jan 2010, 22:37
2_Wheels
სულის გადარჩენაზე თუ ფიქრობ ასეთი რამე არ უნდა დაწერო:
QUOTE
აქ რო ვიღაც უტვინო, გამოსი-ებული ჩემი მკრეხელური პოსტებით არ აღშფოთებულიყო და ყველა არ წაეშალა

დანარჩენი აქ
http://forum.ge/?f=84&showtopic=33704819

Posted by: 2_Wheels 29 Jan 2010, 22:40
დათიკო

QUOTE
აქ რო ვიღაც უტვინო, გამოსი-ებული ჩემი მკრეხელური პოსტებით არ აღშფოთებულიყო და ყველა არ წაეშალა

სულის გადარჩენაზე მეტად ეს უფრო იმაზე ფიქრია, რომ მოდერატორს არ ვაწყენინო. smile.gif

Posted by: bosslion 29 Jan 2010, 22:48
QUOTE (zanneti @ 29 Jan 2010, 22:29 )
bosslion
შენ მაგარ შედარებას კი აკეთებ..მისულიყო და თუ მაგარი იყო დაემტვრია მასაც კამერები...  მე ვამბობ უფალს არ უთქვია გარყვნილები იყავითო არამედ მოქცევას ქადაგებდა და მისი მსახურიც ამას უნდა აკეებდეს

არის დრო ქვათა შეკრებისა და დრო განტყორცნისა.
იმ ჭირს რომელიც დრეს შეყრია საქართველოს, ამოყირავების წამალი უნდა რადგან როგორც გაცხარებულმა მამაომ ტქვა დემოკრატია არის ის რაც ხალხს სურს და არა ის რაც ხახში უნდა ჩათხაროს ვიღაც ახირებულმა ტეტიამ.

თანაც, როცა საროსკიპო ახსენა, არჩევანი მიცა დამცინავთ: რაც თავად არ გინდა, იმას სხვას ნუ აძალებო. ოქროს პრინციპია!

Posted by: tamti1 29 Jan 2010, 23:07
QUOTE
ეს ბიბლიააა და ეს ყველას აქ და უნდა კითხულობდეს და კურხევა ამაში არაა საჭირო ადამაინისგან.

კარგით რაა ზანეტ, თქვენი კურთხევა არ მჭირდება რომ ბიბლია წავიკითხო, ჩემი მოძღვრის კურთხევა მეყოფა
biggrin.gif ოღონდ წაკითხვა სხვაა და ქადაგება და ახსნა სხვა ადამიანებისთვის სხვა რამეა, მე ამდენი მადლი არა მაქვს, ეგ მადლი ადრე მოციქულებს ქონდათ, ეხლა მოძღვრებს აქვთ.
QUOTE
მაინტერესებს სულ წმიდაზე რა აზრის ხარ რა "ფუნქცია აქ მას" ანუ რას შVება ის??? რისთვის არის და ვის შეუძLია მასთან ურთიერთობა და საერOდ არის კი ეს შესაძLებელი და საერOდ რა იცით მასზე????

აი ეგ რაღაში გაინტერესებს ვერ გავიგე
sad.gif

Posted by: bosslion 29 Jan 2010, 23:16
tamti1
QUOTE
ამდენი მადლი არა მაქვს

მისი სიტყვები ბინულივითაა, მოჩქეფს ანკარა და მისადგომი ყოველთა და არცა გაფილტრვა ჭირდება. დაეწაფე და მადილიც გექნება.

QUOTE
ეხლა მოძღვრებს აქვთ.

არა ვინ იწოდებოდეს მოძღვრად, რომელი იუსუს მოძღვრებით ირწყულებოდეს. ის ვინც მოძღვრობას იჩემებს, სხვა რამეს გთავაზობს

Posted by: tamti1 29 Jan 2010, 23:27
QUOTE
მისი სიტყვები ბინულივითაა, მოჩქეფს ანკარა და მისადგომი ყოველთა და არცა გაფილტრვა ჭირდება. დაეწაფე და მადილიც გექნება

ეჰ, ბოსლიონ, ბოსლიონ....
წავედი მე ღამე მშვიდობისათ! smile.gif

Posted by: just_mee 29 Jan 2010, 23:33
ერთი კითხვა მაწუხებს და იქნებ ამიხსნათ?ალბათ უკვე გვიანია,მაგრამ მაინც.ჩემს შვილს დავარქვით მედეა და უკვე 20 წლისაა.მღვდელმაც ამ სახელით მონათლა სიონში.4 წლის იყო მაშინ.სულ მაწუხებს ერთი რამ,მედეა ხომ არაა ქრისტიანული სახელი და არც მფარველი ანგელოზის დღე არსებობს?არ შეიძლება ეხლა მაინც ქრისტიანული სახელის მიცემა?

Posted by: Fedka 29 Jan 2010, 23:36
QUOTE
ერთი კითხვა მაწუხებს და იქნებ ამიხსნათ?ალბათ უკვე გვიანია,მაგრამ მაინც.ჩემს შვილს დავარქვით მედეა და უკვე 20 წლისაა.მღვდელმაც ამ სახელით მონათლა სიონში.4 წლის იყო მაშინ.სულ მაწუხებს ერთი რამ,მედეა ხომ არაა ქრისტიანული სახელი და არც მფარველი ანგელოზის დღე არსებობს?არ შეიძლება ეხლა მაინც ქრისტიანული სახელის მიცემა?

კითხე მამაოს user.gif

Posted by: just_mee 29 Jan 2010, 23:41
აუცილებლად ვკითხავ.ეს ტრადიციულად მოხდა,ანუ დედის სახელი დაარქვა მამამ და ეხლა,რაც ეკლესიაში დაიწყო აქტიური სიარული, თავად ნანობს ამას და დაინტერესებულია ამ საკითხით.ვშიშობ გვიანი არ იყოს.
რაც მთავარია მეც არ მკითხეს,ისე შემომიგზავნეს სამშობიაროში დაბადების მოწმობა სახელითურთ.მერე ნათლიას მოერიდა ჩემი ქმრის.მღვდელმაც ის დაანათლა,რაც უთხრეს user.gif

Posted by: zanneti 30 Jan 2010, 00:27
tamti1
სიმართეს არ ისმენთ და დედაბრულ ზრაპრებს კიდე ეწაფებით...აბა მანახე სად წერია კურხევით არისო კიხვა ბიბლიის... იესომ აკურხა ყველაფერი და ახლა კიდე ადმაინის კურხევა რა საჭიროა.... საერთოდ ბიბლია რა არის იცი???? ღმერთის სიტყვაა და როგორ უნდა წარმოიდგინო სხვის ნივთზე კურხევის გაცემა იმაზე გაცემა კურხევის რაც ასენი არაა როგორ წარმოგიდგენია რა ბიბლია "მამაომ" დაწერა და თავისია თუ ვინააა იგი რითაა ჩემზე მეტი??? თქვენ ეს არ გაინტერესებთ თქვენ თქვენი სიმარლე გაქვთ მაგრამ იზიარებს ამას ღმერთი ამ სიმართლეს....მიყვარხარ ყველანი sad.gif((((((((((

Posted by: დათიკო 30 Jan 2010, 00:31
just_mee
QUOTE
აუცილებლად ვკითხავ.ეს ტრადიციულად მოხდა,ანუ დედის სახელი დაარქვა მამამ და ეხლა,რაც ეკლესიაში დაიწყო აქტიური სიარული, თავად ნანობს ამას და დაინტერესებულია ამ საკითხით.ვშიშობ გვიანი არ იყოს. რაც მთავარია მეც არ მკითხეს,ისე შემომიგზავნეს სამშობიაროში დაბადების მოწმობა სახელითურთ.მერე ნათლიას მოერიდა ჩემი ქმრის.მღვდელმაც ის დაანათლა,რაც უთხრეს user.gif

ეს თემა არ არის ადგილი სადაც შენს კითხვებზე კომპეტენტურ პასუხებს მიიღებ.
ეს თემა ეხება ცნობილ ფრაზას "კითხე მამაოს", რომელსაც საკმაოდ ხშირად იყენებენ დღეს საზოგადოებაში, რაც ერთი მხრივ გრამატიკის არცოდნის მაჩვენებელია და მეორე მხრივ სასულიერო განათლების ნაკლებობისა.

შენ თუ მართლა გსურს მოძღვრისთვის კითხვების დასმა შეგიძლია აქ შეხვიდე: www.church.ge
* * *
ამ თემის სათაურს უკვე შეცდომაში შეჰყავს ხალხი, რაც ძალიან არ მომწონს!

Posted by: airlift7 30 Jan 2010, 00:45
b]დათიკო[/b]
QUOTE
შენ თუ მართლა გსურს მოძღვრისთვის კითხვების დასმა შეგიძლია აქ შეხვიდე: www.church.ge
* * *
ამ თემის სათაურს უკვე შეცდომაში შეჰყავს ხალხი, რაც ძალიან არ მომწონს!

სწორი შენიშვნაა!!!! yes.gif

Posted by: Aurea_ mediocritas 30 Jan 2010, 01:07
QUOTE
QUOTE (Aurea_ mediocritas @ 29 Jan 2010, 18:38 ) QUOTE
bosslionაი ქუთაისში რომ ბავშვმა სული გააფთხო ძეგლის დანგრებისას
ხლა იმ ბავშვის ნათესავი რომ იყოს აქ ვინმე და სულ ოჯახი გაგინოს ღირსი არ ხარ? ეს უკვე აღმსარებლობის ამბავი აღარ არის, ეს შენს პიროვნებაზე მეტყველებს..
მე კი არ უნდა მერჩოდეს მისი პატრონი არამედ იმათ ვინც შვილი და ცოლი მოუსპო ერთი ახირების გამო და ქარავანი მიდის პრინციპით დაგეგმილი შენობის აგებასაც არ აჩერებს, აგრძელებს.
განკაცებულზე თუ ლაპარაკობ, ის მაგიდებს აყირავებდა ხოლო იჰვზე თუ ლაპარაკობ, ის გულმკაცრი იყო თვით ზეცამდის

რა გინდა ბიძიკო? მართლა დავრეკოთ რა 03 ზე.. ჩამბარდი, კაცს გაგხდი, იავ ნანოოო ვარდო ნანოოოო.... უკვე... უკვე კიარა თავიდანვე არაადექვატური ხარ, ცოლი მოუსპო კიარა კიდევ გიმეორებ, სული გააფრთხოო მაგის გულისთვის ოჯახიან დედიან ცოლშვილიანად რო გაგინოს იმ ბავშვის ახლობელმა და თან ცხვირპირიც მიგიჩექმოს ჰალალია თქო! ყველაზე მიმტევებელიც კი დამეთანხმება ამაში!

Posted by: დათიკო 30 Jan 2010, 01:08
bosslion
Aurea_ mediocritas
ორივე დაოკდით!
ერთი რაღაც სისულელეებს ბოდავს და მეორე ამ სისულელებზე ვარდება.
მორჩა ამაზე!

Posted by: bosslion 30 Jan 2010, 01:13
QUOTE
ფრაზას "კითხე მამაოს", რომელსაც საკმაოდ ხშირად იყენებენ დღეს საზოგადოებაში, რაც ერთი მხრივ გრამატიკის არცოდნის მაჩვენებელია და მეორე მხრივ სასულიერო განათლების ნაკლებობისა.

საიდან ესე ქედმაღლურად, ჩემო ქრისტეში მოდრეკვით აღსამაღლებელო?

ცოდნის ნაკლულება ყოველ ჩვენთაგანს თან სდებს. მხოლოდ მის კლებაში მივაღწებთ სრულყოფილებას და მაშ რატომ ასე გაბასრვა?

QUOTE
სისულელეებს ბოდავს

აქ კი სცოდავ, სათნოების ყურძენს შემყურევ!user posted image

Posted by: Aurea_ mediocritas 30 Jan 2010, 01:14
დათიკო
QUOTE
ამ თემის სათაურს უკვე შეცდომაში შეჰყავს ხალხი, რაც ძალიან არ მომწონს!

ეს ხალხის შეცდომაში შესაყვანად არ ყოფილა, რაც მსვლელობის განმავლობაში გამოჩნდა, მორიგი საქილიკო თემაა იმათთვის,ვინც თემიდან თემაზე დაძვრება, ან ახალს ხსნის ყოველდღე მართლმადიდებლობის სალანძღავს..
* * *
QUOTE
აქ კი სცოდავ, სათნოების ყურძენს შემყურევ!

დავით აი აქ კი 1000% მართალი ხარ, კი არ ბოდავს ვერ ღადაობს,თორემ სადაც ჭირდება იქ 5 იანზეა..

lol.gif lol.gif lol.gif

გაერთიანდით ნეეტარი ზესათნო და ყოვლად უმწიკვლო ან მწიკვლიანი თეიკოს კანტორაში, აგინეთ მართლმადიდებლობას და მიიღეთ გრანტი ან ორდენი მამალი ჭინკობისათვის (დღეს ღირსებისასაც გამოკრავთ ხელს)...

Posted by: airlift7 30 Jan 2010, 01:43
QUOTE
რა გინდა ბიძიკო? მართლა დავრეკოთ რა 03 ზე.. ჩამბარდი, კაცს გაგხდი, იავ ნანოოო ვარდო ნანოოოო.... უკვე... უკვე კიარა თავიდანვე არაადექვატური ხარ, ცოლი მოუსპო კიარა კიდევ გიმეორებ, სული გააფრთხოო მაგის გულისთვის ოჯახიან დედიან ცოლშვილიანად რო გაგინოს იმ ბავშვის ახლობელმა და თან ცხვირპირიც მიგიჩექმოს ჰალალია თქო! ყველაზე მიმტევებელიც კი დამეთანხმება ამაში!

ღირსია! საერთოდ ამდენი თუ არ ესმის ვინცაა ქვემოთ აბანოიდებში ჩაწიეთ
დათიკო
QUOTE
ორივე დაოკდით!
ერთი რაღაც სისულელეებს ბოდავს და მეორე ამ სისულელებზე ვარდება.
მორჩა ამაზე!

რა ტყუილი შენისვნაა ?
bosslion
გადი იქეთ
vik.gif

Posted by: Aurea_ mediocritas 30 Jan 2010, 01:46
QUOTE
შედეგი ნამდვილად იქნება, ამაზე თქვენ ნუ ინერვიულებთ. მე პირადად ვერასოდეს ვერ შევურიგდები ბავშვების გარყვნას და ყველაფერს გავაკეთებ რაც შემიძლია ამის საწინააღმდეგოდ, და მხოლოდ იმიტომ არა რომ მართლმადიდებელი ვარ! და რაც მეტი იქნება ჩემნაირი მით მალე იქნება შედეგი!

+1000 000 000!!! 2kiss.gif

QUOTE
ორივე დაოკდით! ერთი რაღაც სისულელეებს ბოდავს და მეორე ამ სისულელებზე ვარდება. მორჩა ამაზე!

დათიკო, კიდევ ერთხელ გეთანხმები რომ ავყევი, მაგრამ ეს არაა უბრალოდ მართლმადიდებლობის შეურაცხყოფა, დაღუპულ ბავშვზე რეებს როშავს ეს მართლა გადაჯიშებული? გინდა ვორნი ამკიდე და გინდა ცეცხლზე დამწვან თავისუფლების ინსტიტუტის წინ და თეამ მომიკიდოს სანთებელათი პირადად... რა ქვია ამას თუარა უნამუსობა? მე მგონი არაფერი მეტყობა "ძველი ბიჭი ვარ და რწმენას ნუ მიგინებ ძმაო"-სი, მაგრამ რომელი აღმსარებლობისაც არ უნდა იყო разве это нормально??? ამდენი დოქსოპულო??? შენი ნათესავი რო ყოფილიყო (ღმერთმა გაშოროს) მისამართს გაიგებდი და გაუერთიანებდი ძვალსა და რბილს ვინმეს რო ეთქვა სული გააფრთხოო და ა.შ. და ამაში არავინ გაგამტყუნებდა

Posted by: zanneti 30 Jan 2010, 01:56
tamti1
ბიბლიის კითხვის მადლი სად წერია ერთი მაცოდინა მითხარით იქნებ რამე გამომრჩა biggrin.gif ეს მადლი მოძღვრებს აქვთ :საერთოდ თუ იცი რა არის მადლი??? და რა გაგიკეთებია ბავშვებმა რომ არ უყურონ პორონგაფიას რით ებრძვი ამას??? მანახე შედეგები რომლითაც თუნდაც ერთი რამ გააკეთე ამის საწინააღმდეგო???? სიტყვის თქმა იმდენი შეიმიძLია მოგეცა ლხენა-საქმე თქვი შენ თორე.......

Posted by: bosslion 30 Jan 2010, 01:56
Aurea_ mediocritas
QUOTE
სული გააფრთხოო მაგის გულისთვის ოჯახიან დედიან ცოლშვილიანად რო გაგინოს იმ ბავშვის ახლობელმა და თან ცხვირპირიც მიგიჩექმოს ჰალალია თქო!

ლოგიკურად მსჯელობის კომპასი აირია?

Posted by: 2_Wheels 30 Jan 2010, 03:18
მე მგონი ყველას დედა გვეტირაsmile.gif.. ეს ისე მეგობრულად. მართლა მეგობრულად. დედას გეფიცებით ყველა მიყვარხართ, მაგრამ რა უბედურებაა?! რას ვბოდავთ აქ?! ფორუმი არა სირი!.. მკიდია ვინ რა აღმსარებლობისააsmile.gif ქრისტიანი, მუსულმანი, იეღოველი, ორმოცდაათიანელი, თუ ორმოცდაორიანელი. ღმერთი ადამიანებს ორ კატეგორიად ყოფს.. კეთილი და ბოროტი. მე აქ ბოროტებას ვერავის ვამჩნევ. ღმერთმა კიდე მითხრა, რომ ის ყველა კეთილ ადამიანს აცხონებს. მიუხედავად რელიგიური მრწამსისა. არავინ მოგატყუოთ, რომ მარტო მართლმადიდებლები ვცხონდებით. ათეისტები, ბუდისტები, იეღოველები, ლომი, ჟირაფი და ჩვენ, ყველა ერთად მოვძოვთ ბალახს მეგობრებო!!!! მართლა გეუბნებით!! ღმერთს ყველა ვუყვარვართ და კეთილ ცეცხლთაყვანისმცემელსაც ისე აცხონებს, როგორც კეთილ მართლმადიდებელს.
ეეჰ.. მოდით რა ყველას ერთმანეთი გვიყვარდეს. რელიგიის გარეშე და რელიგიითაც. ისე გვიყვარდეს რა.. უბრალოდ ადამიანურად... მოდით რა.. ოდესღაც ყველას დედა გვეტირება!! ამიტომ გვიყვარდეს რა.. ისე უბრალოდ.. ქრისტიანისთვის ღმერთი სიყვარულია, ათეისტისთვის სიყვარული სიყვარულია.. ამიტომ მოდით რა გვიყვარდეს..

Posted by: M-MAISA 30 Jan 2010, 03:26
2_Wheels
QUOTE
მე მგონი ყველას დედა გვეტირა.. ეს ისე მეგობრულად. მართლა მეგობრულად. დედას გეფიცებით ყველა მიყვარხართ, მაგრამ რა უბედურებაა?! რას ვბოდავთ აქ?! ფორუმი არა სირი!.. მკიდია ვინ რა აღმსარებლობისაა ქრისტიანი, მუსულმანი, იეღოველი, ორმოცდაათიანელი, თუ ორმოცდაორიანელი. ღმერთი ადამიანებს ორ კატეგორიად ყოფს.. კეთილი და ბოროტი. მე აქ ბოროტებას ვერავის ვამჩნევ. ღმერთმა კიდე მითხრა, რომ ის ყველა კეთილ ადამიანს აცხონებს. მიუხედავად რელიგიური მრწამსისა. არავინ მოგატყუოთ, რომ მარტო მართლმადიდებლები ვცხონდებით. ათეისტები, ბუდისტები, იეღოველები, ლომი, ჟირაფი და ჩვენ, ყველა ერთად მოვძოვთ ბალახს მეგობრებო!!!! მართლა გეუბნებით!! ღმერთს ყველა ვუყვარვართ და კეთილ ცეცხლთაყვანისმცემელსაც ისე აცხონებს, როგორც კეთილ მართლმადიდებელს.
ეეჰ.. მოდით რა ყველას ერთმანეთი გვიყვარდეს. რელიგიის გარეშე და რელიგიითაც. ისე გვიყვარდეს რა.. უბრალოდ ადამიანურად... მოდით რა.. ოდესღაც ყველას დედა გვეტირება!! ამიტომ გვიყვარდეს რა.. ისე უბრალოდ.. ქრისტიანისთვის ღმერთი სიყვარულია, ათეისტისთვის სიყვარული სიყვარულია.. ამიტომ მოდით რა გვიყვარდეს..

QUOTE
დედა გეტირა

უეჭველი

საქართველოში ადამიანს როცა არ ესმის მდგომარეობა უეჭველი
QUOTE
დედა გეტირა

_____________________________________

bosslion

შენი აზრით იაჰვე გულკეთილი იყო და იესო მაგიდებს აყირავებდა იმიტომ რომ ბოროტი იყო?

სანამ პირველი გვერდები არ გადავათვალიერე მანამდე მგონი საინტერესოდ
მომეჩვენა შენი 20 თეთრიანი კროსვორდი მაგ თავში რომ გაქვს.

Posted by: 2_Wheels 30 Jan 2010, 03:34
M-MAISA
რა მდგომარეობა? ვერაფერი გავიგე.

Posted by: zanneti 30 Jan 2010, 03:43
2_Wheels
როგორ გეთანხმები რო იცოდე ამას ვამბობ მაგრამ ვინ გისმენს რა რელიგია რის რელიგია როდესაც ღმერთია სიყვარული და არა რელიგია ორი მცენა გვაქ მეტი არაფერი დავიცვა და მორჩა რარას ვჩივით მეტს..მადლი ყველასვის ერთია ქარტველია თუ სომეხი და რა გვაწუხებს ვერ გავიგე თითქოს რომელიმე მამაო იძლეოდეს მადლს ან რომელიმე ადამიანი, ჩვენ უფლის მადლით ვართ დახსნილები მორჩა და გათავდა.... არავისშია ხსნა და არ არის ცის ქვეშ სახელი რომლითაც გადავრჩებით გარდა იესოსი მორჩა და გათავდა...... მიყვარხარ იესო ქრისტე სიყვარულიტ გისურვებთ ყველას მშვიდობას და სიყვარულს უანაგაროს smile.gif პავმემ თქვა ანგელოზების ენებზეც რომ ვლაპარაკობდეო მაინც არარაობა ვარო თუ სიყვარული არ მაქო ასე რომ.....თუ გავ წარმოდგენილი რას ამბობს წარმოგიგდენიათ ანგელოზების ენაზე მოლაპარაკე ადამიანი და ის რომ მაინც არარაობაა სიყვარულის გარეშე ეხ სიყვარულო როგორ მინდა შეგიცნო

Posted by: bosslion 30 Jan 2010, 05:43
M-MAISA
QUOTE
შენი აზრით იაჰვე გულკეთილი იყო და იესო მაგიდებს აყირავებდა იმიტომ რომ ბოროტი იყო?

უფლის პაიკო, არსად მითქვამს გულკეთილი იყო მეთქი. უფალი იგი არის შურიანი და ჩემია, იჭვიანი და მრისხანე.
ეთეროვანიც და განკაცებულიც, იგი არის მრისხანე ურჩთა მიმართ და მიმგებელი კუთვნილისა.
მაგიდები ამოაყირავა ვინადან დაუწუნა მის სახლში ქორვაჭრობა.

Posted by: M-MAISA 30 Jan 2010, 05:51
bosslion
QUOTE
მაგიდები ამოაყირავა ვინადან დაუწუნა მის სახლში ქორვაჭრობა.

მართალია

QUOTE
უფალი იგი არის შურიანი და ჩემია

ამ ფრაზას როგორ ახსნი? მეტი მოგივიდა პლანი?

QUOTE
უფლის პაიკო

ვარ უფლის მონაც ვარ

________________________________

და შენ ვინ ხარ? გენიოსი იაღოველი? ალბათ მეტს გიხდიან რამდენიმე ასი ლარით.

რამაინტერესებს თქვენს სექტაში კიდევ არის დედასთან დაიკოსთან და ნათესავებთან ჯიმაობა მიღებული?

Posted by: bosslion 30 Jan 2010, 08:24
QUOTE (M-MAISA @ 30 Jan 2010, 05:51 )
bosslion

QUOTE
უფალი იგი არის შურიანი და ჩემია

ამ ფრაზას როგორ ახსნი? მეტი მოგივიდა პლანი?

კითხე მამაოს.
მაგრამ თავადაც გაეცანი უფლის საქმეთ საგმიროთა.

გაიხსენე, როგორ გაუქვავა გული მან მისრეთის ფარაონს, რათა უფრო მეტი სასჯელი მეიყენებია მისი საუფლოსთვის.

უფალი შემოქმედი ჩემი კატასავითაა, ბჭალებით რომ აბურთავებს თაგუნას .

იჭვიანია იგი როგორც მამრი, მფლობელი დიაცისა.

Posted by: inteleqtman 30 Jan 2010, 09:56
bosslion

QUOTE
კითხე მამაოს.
მაგრამ თავადაც გაეცანი უფლის საქმეთ საგმიროთა.

გაცილებით მეტი ვიცით ვიდრე რომელიმე სექტანტმა იცით

QUOTE
გაიხსენე, როგორ გაუქვავა გული მან მისრეთის ფარაონს, რათა უფრო მეტი სასჯელი მეიყენებია მისი საუფლოსთვის.

უფალი არარის შურიანი ის მხოლოდ განსაცდელს მოუვლენს ადამიანებს.

QUOTE
უფალი შემოქმედი ჩემი კატასავითაა, ბჭალებით რომ აბურთავებს თაგუნას .
იჭვიანია იგი როგორც მამრი, მფლობელი დიაცისა.

აი ამ სიტყვებს კარგად დავიმახსოვრებ და შენნაირების განკითხვისას 1000 მაგად გავუთხრი სასჯელს.

Posted by: mariami4575 30 Jan 2010, 10:00
bosslion
QUOTE
უფალი შემოქმედი ჩემი კატასავითაა, ბჭალებით რომ აბურთავებს თაგუნას .

იჭვიანია იგი როგორც მამრი, მფლობელი დიაცისა.

რაებს ლაპარაკობ შენ? vik.gif
INTELEQTMAN
QUOTE
აი ამ სიტყვებს კარგად დავიმახსოვრებ და შენნაირების განკითხვისას 1000 მაგად გავუთხრი სასჯელს.

შენ ვინრამ მოგცა განკითხვის უფლება,ღმერთი ხომ არ გგონია თავი?

რას შვებით ხალხო?!
რა არის,ზოგი მართლმადიდებლის ნიღაბმორგებული და ზოგნი სხვა რჯულის
როგორ აყენებთ უფალს შეურაცხყოფას?
რა მკრეხელობაა! vik.gif vik.gif vik.gif

Posted by: Aurea_ mediocritas 30 Jan 2010, 11:33
QUOTE
კითხე მამაოს. მაგრამ თავადაც გაეცანი უფლის საქმეთ საგმიროთა.
გაიხსენე, როგორ გაუქვავა გული მან მისრეთის ფარაონს, რათა უფრო მეტი სასჯელი მეიყენებია მისი საუფლოსთვის.
უფალი შემოქმედი ჩემი კატასავითაა, ბჭალებით რომ აბურთავებს თაგუნას .
იჭვიანია იგი როგორც მამრი, მფლობელი დიაცისა.

დათიკო, ძმურად რამე ქენი რა სანამ მწარედ მიუღია ის რაც ერგება, თვითონ კი შეირგებს (თავის დროზე ერთი ვიღაცის რძე ვერ შეირგო),მაგრამ აი მე კი მინიმუმ ვორნი ზედ მაქვს!!! მერე მე გამოვალ ცუდი კაცი,გიჟი და ჩამორჩენილი არადემოკრატი და ა.შ... ეხლა არ მითხრა ავარდიო, ეს ყველაფერს ცდება უკვე! ვერ გავიგე, ამათი საგულაოა ეს ფორუმი და პასუხს რო გასცემ შენ ხარ მტყუანი? საკუთარ დედაზე და ცოლ-შვილზე იღადაოს ყველამ! მიმიფურთხებია ეგეთი წესებისათვის,სადაც ესეთი გამონათქვამი არ ისჯება! და იმისთვისაც, ვინც ამას იუმორად მიიჩნევს! კიდევ თავს ვიკავებ მაქსიმალურად!!!

Posted by: tamti1 30 Jan 2010, 12:06
QUOTE
სიმართეს არ ისმენთ და დედაბრულ ზრაპრებს კიდე ეწაფებით.

ბებერი ვარ შვილო ბებერი და რავქნა? sad.gif
ისე იცით სიტყვა დედაბერის აზრი?
QUOTE
საერთოდ ბიბლია რა არის იცი?

wow.gif
QUOTE
როგორ უნდა წარმოიდგინო სხვის ნივთზე კურხევის გაცემა იმაზე გაცემა კურხევის რაც ასენი არაა როგორ წარმოგიდგენია რა ბიბლია "მამაომ" დაწერა და თავისია თუ ვინააა იგი რითაა ჩემზე მეტი??

დიაგნოზი: ამპარტავნება, წამალი კითხე მამაოს yes.gif

კარგი, ჩემი აზრი თუ მართლა გაინტერესებს, მე იმდენად ცოდვილი და საზიზღარი ვარ შინაგანად, რომ მოძღვრის კურთხევის გარეშე ვერ ვბედავ ბიბლიას ხელით შევეხო, იმიტომ რომ მეშინია ასეთ სიწმინდესთან შეხება... და ამიტომ ვთვლი რომ მჭირდება კურთხევა sad.gif იმიტომ კი არა რომ ვინმე გვიკრძალავს sad.gif
QUOTE
მეორე მხრივ სასულიერო განათლების ნაკლებობისა.

ეგ მართალია sad.gif სამწუხაროდ ისეთი დროდან მოვდივართ რომ ჩვენს სულიერ განათლებაზე არავინ იზრუნა თავის დროზე, ასე რომ ბევრზე ბევრი არ ვიცით. sad.gif
QUOTE
ბავშვებმა რომ არ უყურონ პორონგაფიას რით ებრძვი ამას??? მანახე შედეგები რომლითაც თუნდაც ერთი რამ გააკეთე ამის საწინააღმდეგო???

კარგი, ზუსტად შენ ჩაგაბარებ ამის მერე ანგარიშებს, დავიწერ ხოლმე წინასწარ biggrin.gif
2_Wheels
QUOTE
ეეჰ.. მოდით რა ყველას ერთმანეთი გვიყვარდეს. რელიგიის გარეშე და რელიგიითაც. ისე გვიყვარდეს რა.. უბრალოდ ადამიანურად... მოდით რა.. ოდესღაც ყველას დედა გვეტირება!! ამიტომ გვიყვარდეს რა.. ისე უბრალოდ.. ქრისტიანისთვის ღმერთი სიყვარულია, ათეისტისთვის სიყვარული სიყვარულია.. ამიტომ მოდით რა გვიყვარდეს..

ვალენტინობაც ახლოვდება და ალბათ იმიტომ გაგახსენდათ მართლმადიდებლების სიყვარული? biggrin.gif კარგი ბატონო ჩვენ ისედაც ყველა გვიყვარხართ, ეს თქვენა გვჯგვლემავთ სულა, თორემ.....
QUOTE
არავინ მოგატყუოთ, რომ მარტო მართლმადიდებლები ვცხონდებით. ათეისტები, ბუდისტები, იეღოველები, ლომი, ჟირაფი და ჩვენ, ყველა ერთად მოვძოვთ ბალახს მეგობრებო!!

იცი რა არის ნათქვამი? ,,მართლმადიდებლობა აზვირთებულ ოკეანეში მცურავი ხომალდია, რომელშიც მართლმადიდებლები სხედან, სხვა სარწმუნოების ხალხი მხარულით მიცურავს'' biggrin.gif

პ.ს ზანეტ ავატარი რატომ შეიცვალე? გაცინებული სახე უფრო გიხდებოდა

Posted by: 2_Wheels 30 Jan 2010, 12:48
tamti1
ჰოე შენ ხო არ გაუტიე მეგობარო?! რატო გგონია რო შენზე ნაკლებად მიყვარს ღმერთი?! მეც მართლმადიდებელი ვარ! და აბა მიდი თქვი რო ეს ასე არ არის!

Posted by: Mr Adam 30 Jan 2010, 13:18
QUOTE
იცი რა არის ნათქვამი? ,,მართლმადიდებლობა აზვირთებულ ოკეანეში მცურავი ხომალდია, რომელშიც მართლმადიდებლები სხედან, სხვა სარწმუნოების ხალხი მხარულით მიცურავს''

რას არ მოიფიქრებენ lol.gif lol.gif

Posted by: tamti1 30 Jan 2010, 15:03
QUOTE
! რატო გგონია რო შენზე ნაკლებად მიყვარს ღმერთი?! მეც მართლმადიდებელი ვარ

იმიტომ რომ:
QUOTE
მაგრამ ზოგჯერ რომ ვაკვირდები მგონია, რომ ღმერთი ან არ არსებობს, ან გასულია მომსახურების ზონიდან

QUOTE
მამაოს მარტო რელიგიურ თემაზე შეიძლება დავუსვა კითხვები, თუ ჩვეულებრივი კითხვის დასმაც შემიძლია? აი მაგლითად.. მანქანებს მითითებული აქვს რა ატმოსფეროზე უდა ქონდეს დაბერილი საბურავები. ზოგი ამბობს რაც წერია ეგრე უნდა დაბეროო, ზოგი ამბობს ეგ ჩვენ გებზე არ არის გათვალისწინებულიო. ხოდა შეიძლება მამაოს ვკითხო როგორ ჯობია?

ამას მართლმადიდებელი არ იტყვის თუ საღად აზროვნებს yes.gif
QUOTE
შენ ხო არ გაუტიე მეგობარო?

შენს მეგობრად ნუ ჩამთვლი, შენხელებთან იმეგობრე
mad.gif

QUOTE
და აბა მიდი თქვი რო ეს ასე არ არის!

და რომ ვთქვი რა და ყურებზე ხახვი არ დამაჭრა აი!

QUOTE
ჰოე

უკომენტაროდ
mad.gif

Posted by: michael_ 30 Jan 2010, 15:09
tamti1
QUOTE
ამას მართლმადიდებელი არ იტყვის თუ საღად აზროვნებს 

ხო აბა..
იმიტომ რომ თქვენი აზრით მართლმადიდებლობა სრულ მორჩილებას და დამონებას ნიშნავს...
დაჟე კითხვებიც კი არ უნდა გაგიჩნდეს, რამე თუ ისე არ ხდება როგორც წარმოედგინა...
უბრალოდ უნდა დაიჯერო რასაც გეუბნებიან... მთავარია რაიმე დასკვნამდე თავად არ მიხვიდე,, იმიტომ რომ ჩანასახშივე ეს აზრი ეშმაკისეული იქნება, ყველაფერი მოძღვარმა უნდა გითხრას,

Posted by: დათიკო 30 Jan 2010, 15:09
bosslion
QUOTE
უფალი შემოქმედი ჩემი კატასავითაა, ბჭალებით რომ აბურთავებს თაგუნას .

მსგავს რამეს დაწერ კიდევ და დაივორნები!
დაგავიწყდა არაერთხელ რომ გაქვს ვორნი და ბანი მიღებული მსგავსი სისულელეების წერისთვის?
ხოდა დაატორმუზე ეხლა!
Aurea_ mediocritas
QUOTE
რამე ქენი რა სანამ მწარედ მიუღია ის რაც ერგება, თვითონ კი შეირგებს (თავის დროზე ერთი ვიღაცის რძე ვერ შეირგო)

შენ კიდე მეორედ აღარ დაწერო მსგავსი რამე, თორე შენც მიიღებ ვორნს!
ვიღაცა თუ რამეს არღვევს მე ვარ ვალდებული მას გავცე პასუხი და მივიღო ზომები, შენ კი არ გაქვს უფლება რაც არ უნდა დამნაშევ იყოს ადამიანი შეურაცხყო იგი.

აქ არ გამცეთ პასუხი! ამ თემაში მითხარით თუ რამე სათქმელი გექნებათ:
http://forum.ge/?f=84&showtopic=33704819

Posted by: tamti1 30 Jan 2010, 15:20
QUOTE
იმიტომ რომ თქვენი აზრით მართლმადიდებლობა სრულ მორჩილებას და დამონებას ნიშნავს...

თქვენი აზრით ნიშნავს მაგას! საიდან, ვინ ჩაგინერგათ ეგ უჭკუო აზრი ხალხო?ერთი გამაგებინა თავს იკატუნებთ და შეგნებულად ებრძვით სარწმუნოებასა თუ მართლა ასე გგონიათ და დახმარება გჭირდებათ?

Posted by: michael_ 30 Jan 2010, 16:53
tamti1
თავად ამბობ წინამდებარე პოსტში,
დიდაქტიკურად კიცხავ ადამიანს და ეუბნები რომ არაა ჭეშმარიტი მართლმადიდებელი, (ზუსტი ციტირება: "ამას მართლმადიდებელი არ იტყვის თუ საღად აზროვნებს") რადგან მას რამდენიმე კითხვა გაუჩნდა..
ეს კი არის აშკარა მაგალითი იმისა თუ რა დამოკიდებულება უნდა გქონდეთ საერთოდ რელიგიის მიმართ,
საერთოდ კი ჩვენი მორწმუნეების უმეტესი ნაწილი ასეთი მონური (ბოდიშით მარა სხვა სიტყვა უბრალოდ არ მიესადაგება რეალობას) დამოკიდებულებით გამოირჩევა, აკი ქრისტიანობაც ცალსახად გვასწავლის რომ არ უნდა ეძიო იმაზე მეტი რასაც ღმერთი გეუბნება ბიბლიის მეშვეობით და თუ რამე კითხვა გაგიჩნდა ცოტა განსხვავებული, მკრეხელობად მოინათლება და ერთი გზა გაქვს მხოლოდ უნდა მოინანიო, თუ არადა მოიხრაკები ჯოჯოხეთში...
არავის არ ვებრძვი და არ მაქვს საბრძოლველი არავისთან, ჩემი უახლოესი ადამიანებიც არიან მორწმუნენი და ჩემს აზრს ყველასთან ვაფიქსირებ,
საქმე იმაშია რომ ტაბუებს და დოგმებს ვადა გასდის და საზოგადოებაში ბუნებრივად ჩნდება კითხვები, იცვლება ფასეულობები ან ხდება მათი ოპტიმიზაცია, არ ვიცი შეიძლება ვინმე გამიზნულად ებრძვის ვინმეს, მაგრამ უმეტეს შემთხვევაში საზოგადოებას ბუნებრივად უჩნდება გარკვეული ფასეულობების გადაფასების მოთხოვნილება, გონიერი საზოგადოების ფასეულობები ყოველთვის ემყარება ადამიანური ურთიერთობების პრაქტიკას, საზოგადოების მოწყობის, თანაცხოვრების გამოცდილებას, რომელის ყველა დეტალი გადაღეჭილია და გაანალიზებულია უკვე... თუმცა ეს პროცესი არასდროს წყდება და ჩერდება,
აი ჩვენს საზოგადოებაში კი რელიგიასთან მიმართებაში იწყება სხვა კუთხიდან შეხედვა,
კომუნისტურ პერიოდში ხელოვნურად მოხდა რელიგიის დაკნინება, ეს საზოგადოების დაკვეთა და ფასეულობების შეცვლა არ ყოფილა, თავს მოახვიეს ათეისტური იდეოლოგია, კომუნიზმის ყალბ პრინციპებთან ერთად მოთითხნილი, ახლა კი თავად საზოგადოების ნაწილი იწყებს ყველაფრის გაანალიზებას და ბუნებირვად გარკვევას...

Posted by: tamti1 30 Jan 2010, 17:25
QUOTE
დიდაქტიკურად კიცხავ ადამიანს და ეუბნები რომ არაა ჭეშმარიტი მართლმადიდებელი, (ზუსტი ციტირება: "ამას მართლმადიდებელი არ იტყვის თუ საღად აზროვნებს") რადგან მას რამდენიმე კითხვა გაუჩნდა..

კარგი რაა, მიქაელ, რას ვერ იგებ ადამიანო? ,,დიდაქტიკურად'' იმიტომ ,,გავკიცხე'' რომ მკრეხელობს! და თავს ასე ვთქვათ (ეს ფორუმის წესებს რომ არ ავცდე). არაინტელექტუალ ადამიანად ნუ გვაჩვენებ.
QUOTE
თუ რამე კითხვა გაგიჩნდა ცოტა განსხვავებული, მკრეხელობად მოინათლება

მკრეხელობად მოინათლება ყველაფერი მკრეხელური და მინდა გკითხო: აი წარმოიდგინე სიტუაცია,( ოღონდ ძალიან გთხოვ პირად შეურაწყოფად ნუ მიიღებ ჩემგან), რომ შეგხვდეს გზაში უცნობი კაცი და ზრდილობიანად გკითხოს: უკაცრავად და დედათქვენი მეძავიაო? რას უზამ? გულწრფელად მიპასუხე რას უზავ და მერე გავაგრძელოთ კამათი yes.gif
* * *
Mr Adam
QUOTE
რას არ მოიფიქრებენ

ხომ ლამაზად არის ნათქვამი? biggrin.gif

Posted by: michael_ 30 Jan 2010, 18:01
tamti1
QUOTE
კარგი რაა, მიქაელ, რას ვერ იგებ ადამიანო? ,,დიდაქტიკურად'' იმიტომ ,,გავკიცხე'' რომ მკრეხელობს! და თავს ასე ვთქვათ (ეს ფორუმის წესებს რომ არ ავცდე). არაინტელექტუალ ადამიანად ნუ გვაჩვენებ.

სწორედ მაგაზე მაქვს საუბარი, მკრეხელობის დეფინიცია არის ქრისტიანულ რელიგიაში ძალიან არასწორი და ჩემი აზრით იმისთვის არსებობს რომ იდეაშივე და ჩანასახშივე ჩაახშოს ნებისმიერი აზრი/შეხედულება რომელსაც რომელიმე ინდივიდი დამოუკიდებლად მიაღწევს ისე რომ მღვდელმა და ბიბლიამ არ მიაწოდოს მზამზარეული თეორია ყველაფერზე...
QUOTE
არაინტელექტუალ ადამიანად ნუ გვაჩვენებ.

ეს ვერ გავიგე, რატომ მეუბნები, ან არაინტელექტუალიზმი რაში გამოვხატე...

QUOTE
გზაში უცნობი კაცი და ზრდილობიანად გკითხოს: უკაცრავად და დედათქვენი მეძავიაო? რას უზამ? გულწრფელად მიპასუხე რას უზავ და მერე გავაგრძელოთ კამათი

ეს მაგალითი თუ შედარება სრულიად უადგილოა... მე მგონი, ღმერთს პირადად არავინ აგინებს და თვითონ რწმენას შეურაცხყოფას არავინ აყენებს (ამ თემის ფარგლებში) მეორეც მე მგონი მშობელი და ღმერთი სხვადასხვა ადგილას უნდა იყოს ადამიანისთვის, მესმის რომ რელიგია ბევრისთვის ინტიმური თემაა, მაგრამ ასეთი ადამიანი ასეთ ფორუმზე არც უნდა შემოვიდეს მაშინ სადაც, უამრავი აღმსარებლობის თუ ათეისტი ადამიანი შემოდის, იმიტომ რომ ძალიან კორექტული, ჩვეულებვრივი და მისაღები პოზიციითაც კი "ჩემი აზრით ღმერთი არ არსებობს" შეიძლება შევურაცხყოფდე ვინმეს.
ასე რომ მოდი მორწმუნეებმა ჯერ გაარკვიეთ რა არის ღმერთის და რელიგიის შეურაცხყოფა თქვენთვის, ის რომ მე ჩემი სუბიექტური აზრი მაქვს ამ თემაზე თუ კონკრეტულად რა
და მერე განსაზღვრეთ სად შეხვიდეთ და სად არა, იმიტომ რომ ზრდილობის, კორექტულობის ფარგლებში, ყველას აქვს უფლება გამოხატოს საკუთარი პოზიცია, შეიძლება აქ ის არგუმენტი მომიყვანოთ რომ ზრდილობიანათ იმ (ვიღაც) კაცსაც აქვს მაშინ უფლება შეგეკითხოს მშობელზე ასეთი მიუღებელი რამო,
აქ კი გეტყვით რომ ეს სულ სხვადასხვა რამეა, მშობელი ძალიან პირადული საკითხია, მშობელი უბრალო ადამიანია, ღმერთი და რელიგია კი გლობალური საკითხი, საზოგადოებრივი ინსტიტუტი, ზოგადსაკაცობრიო და ყველაზე აქტუალური კაცობრიობის ისტორიის ნებისმიერ ეტაპზე. ისე რომ მასზე მსჯელობის უფლება ყველას აქვს (ბუნებრივია მსჯელობისას კი ყველას ერთი პოზიცია ვერ ექნება) განსხვავებით იმისგან რომ ვინმემ ასეთი უტაქტო კითხვა დამისვას მშობელზე, რომელსაც არავითარი კავშირი არ აქვს რაიმე გლობალურ ზოგადსაკაცობრიო ინტერესთან, (რელიგიურ შემთხვევაში კი ვინმეს პოზიცია შეიძლება შეურაცხყოფდეს რომელიმე აღმსარებლის რწმენას, მაგრამ ეს პოზიცია შეიძლება იყოს წარმოქმნილი არა იმიტომ რომ მის ავტორს ვინმეს შეურაცხყოფა უნდა, არამედ იმიტომ რომ ეს გლობალური საკითხები მისთვის მნიშვნელოვანია და ის დამოუკიდებელ დასკვნებს აკეთებს, რომელიც შეიძლება ფუნდამენტურად არ ეთანხმება მეორეს)
რელიგია ყველასთვის აქტუალური და მნიშვნელოვანი თემაა, იმიტომ რომ მისი მოძღვრება, პლუსი თუ ნაკლი ჩვენ ყველას გვეხება, რელიგია (სხვა მნიშვნელოვან მეცნიერებებთან და იდეოლოგიებთან ერთად) და ღმერთი ერთ ერთი მნიშვნელოვანი მცდელობაა, ადამიანმა გაარკვიოს საკუთარი არსი და დანიშნულება...

იმედია ძალიან ნათლად ჩამოვაყალიბე ჩემი სათქმელი...

Posted by: Q 7 30 Jan 2010, 18:02
QUOTE (bosslion @ 30 Jan 2010, 08:24 )
QUOTE (M-MAISA @ 30 Jan 2010, 05:51 )
bosslion

QUOTE
უფალი იგი არის შურიანი და ჩემია

ამ ფრაზას როგორ ახსნი? მეტი მოგივიდა პლანი?

კითხე მამაოს.
მაგრამ თავადაც გაეცანი უფლის საქმეთ საგმიროთა.

გაიხსენე, როგორ გაუქვავა გული მან მისრეთის ფარაონს, რათა უფრო მეტი სასჯელი მეიყენებია მისი საუფლოსთვის.

უფალი შემოქმედი ჩემი კატასავითაა, ბჭალებით რომ აბურთავებს თაგუნას .

იჭვიანია იგი როგორც მამრი, მფლობელი დიაცისა.

რა გინდა ? gigi.gif

QUOTE
როდესაც ან ათეისტი, ან სხვა რელიგიის წარმომადგენელი, ან მორწმუნე, რომელმაც აზროვნება დაიწყო აზრს გამოთქვავს ან შეკითხვას დასვავს, ძალიან ხშირად ასეთ ლაკონურ და კატეგორიულ პასუხს მოისმენ მართლმადიდებლებისგან: "კითხე მამაოს"
კარგი ბატონო. რომელ მამაოს ვკითხოთ? თუ არ დააკონკრეტებ, ასე გამოდის, რომ მამაო კრებითი სახელია. ანუ ნებისმიერს? კარგი, დავუშვათ ვკითხე ნებისმიერ პირველ შემხვედრ მამაოს. ის მამაო ყურადღებით მომისმენს, შემდეგ ამიხსნის რატომაა ასე და არა ისე, დამისაბუთებს წმინდა წერილიდან, მომიყვანს მაგალითებს ცხოვრებიდან?
თუ რასაც მეტყვის, ეგრევე ჭეშმარიტებად უნდა მივიღო?
იგივე სხვა მამაოს რომ ვკითხო და დიამეტრულად საპირისპირო მითხრას, მაშინ რაღა ვქნა, რა წყალში გადავვარდე?

მმმ....კითხე მამაოს

რა თქმა უნდა გააჩნია მამაოს მაგრამ პასუხები წინასწარ ცნობილია, სხვა წყარო ?
user.gif

Posted by: zanneti 30 Jan 2010, 18:14
INTELEQTMAN
1იოანეს 1:13-15 13. ნურავინ იტყვის განსაცდელში: ღვთისაგან გამოვიცდებიო; ვინაიდან ღმერთი არ ცდუნდება ბოროტით და არც თვითონ აცდუნებს ვინმეს.

14. არამედ ყველა საკუთარი გულისთქმით ცდუნდება და წარიტაცება.

15. ხოლო შემდეგ გულისთქმა ჩასახავს დ

Posted by: Fedka 30 Jan 2010, 18:21
michael_
up.gif

you must enter a post

Posted by: zanneti 30 Jan 2010, 18:26
tamti1
ერს გეტყვით აქ არავინ ვართ წმიდანები 100 % პროცენტით მაგრამ ეს არ ნიშნავს რომ ბიბლიის კითხვის უფლება არ გვაქ და ბიბლია თვითონ წიგნი კი არ არის ვირპასი და წმიდა არამედ შიგ რაც წერია ისაა... (სწორად გაიგეთ რას ვამბობ..)
ჩვენ ვინსაც უფლის სწმას ყველანი ვართ გამართლებულები და მისი მადლით განბანილნი და გადარჩენილნი როგორ "მამაო" ისევე მეც....

ავატარზე გეტყვით რომ არ შემიცვლია უბრალოდ ის წინა ამოიღეს მემგონი და არაფერი მეყენა და ეს დავაყენე : გვებრძვიან რა biggrin.gif

Posted by: Aurea_ mediocritas 30 Jan 2010, 18:43
ტიტუუ რადღეში არიან? ჯერ მთლიანად არ შემოსულან დააცადეთ ნეტარი ჯემალის კანტორა

Posted by: 2_Wheels 30 Jan 2010, 19:14
tamti1
QUOTE
ამას მართლმადიდებელი არ იტყვის თუ საღად აზროვნებს

მართლმადიდებელი ვარ დეიდა და საღად ვაზროვნებ. ეს უბრალოდ შენ გაქვს თავში ჩაჭედილი, რომ ყველაფერი ღმერთის ნებით ხდება და მგონი ისიც იცი ეს რაზე დავწერე! მე ვთქვი.. როდესაც ათასობით უდანაშაულო ბავშვი ცოცხლად იმარხება, ეს ღვთის ნებით არ ხდება მეთქი. იმიტომ რომ ათასი ბავშვის ცოცხლად დამარხვა ბოროტებაა და ღმერთი ბოროტება არაა. მგონი ეს უნდა იცოდე.
QUOTE
შენს მეგობრად ნუ ჩამთვლი, შენხელებთან იმეგობრე

საერთოდ რა წარმოდგენა გაქვს რამხელა ვარ?! ან ვინ ვარsmile.gif
QUOTE
და რომ ვთქვი რა და ყურებზე ხახვი არ დამაჭრა აი!

მე არ დაგაჭრი, ღმერთი დაგაჭრის, იმიტომ რომ მე მართლმადიდებელი ვარ, ღმერთს ვუყვარვარ, ისე როგორც შენ და შენ ჩემი რწმენა შენი ამპარტავნების გამო დაამცირე(ეს დასჯადია)smile.gif
QUOTE
ვალენტინობაც ახლოვდება და ალბათ იმიტომ გაგახსენდათ მართლმადიდებლების სიყვარული?  კარგი ბატონო ჩვენ ისედაც ყველა გვიყვარხართ, ეს თქვენა გვჯგვლემავთ სულა, თორემ..

აი ეს რა უბედურებაა? გეუბნები მიყვარხართქო და შენ ვალენტინს და ვერსაჩეს მიხსენებsmile.gif შEნ სიყვარული კი არა კამთი უფრო გჭირდება და ეძებ ფორუმზე ვინმე ჩემნაირს, რომელსაც იეღოველად ან ათეისტად მონათლავ, მერე ეკამათები და ამით შენს თავს აჯერებ რომ ისევ ფორმაში ხარsmile.gif
QUOTE
შეგნებულად ებრძვით სარწმუნოებასა თუ მართლა ასე გგონიათ და დახმარება გჭირდებათ?

შეგნებულად ვებრძვი რომელიღაც ინსტიტუტის მონა ვარ და გრანტებს მაძლევენsmile.gif)))))))))))))))))))))))))))))) სოროსი ვარsmile.gif ზაზა ტარიელის ძე სოროსი smile.gif)))))))))))))))))))
მკრეხელობაა! მკრეხელობა! .. რა არის მკრეხელობა, ის რომ ღმერთი მიყვარს და მგონია რომ ბოროტებასთან საერთო არაფერი აქვს?! მკრეხელობა ისაა, როცა მართლმადიდებელს იმხელა წარმოდგენაა აქვს თავის თავზე რომ სხვების რწმენა განსაჯოს(რაც ცოტა ხნის წინ ჩაიდინეთ დეიდა)
კითხულობ სარწმუნოებას ებრძვით თუ დახმარება გინდათო.
რად უნდა მაგას კითხვა? შენ ისე უნდა უყურებდე ათეისტს, იეღოველს და კარატისტს, რომ დახმარების და იმისი სულის გადარჩენის სურვილი გქონდეს და არა იმის, რომ უმტკიცო დედა გაქვს ნატირები და ჯოჯოხეთში გელიანო. მე კიდე კარგი დეიდა ვარ, ფორუმზე ვზივარ 21 საათი და იმის გამო, რომ ეკლესიაში ვერავის ვეკამათები, აქ ვიკმაყოფილებ ამ მოთხოვნას და ვამტკიცებ, რომ ღმერთი სხვაზე ძალიან მიყვარსო. smile.gif

Posted by: Aurea_ mediocritas 30 Jan 2010, 19:29
QUOTE
მერე ეკამათები და ამით შენს თავს აჯერებ რომ ისევ ფორმაში ხარ

ნამეტანი მოგდის...ქალბატონია და თავმდაბლობა გმართებს..

Posted by: tamti1 30 Jan 2010, 20:15
QUOTE
მართლმადიდებელი ვარ დეიდა და საღად ვაზროვნებ

გეტყობა sad.gif
QUOTE
რომ ეკლესიაში ვერავის ვეკამათები, აქ ვიკმაყოფილებ ამ მოთხოვნას

ეკლესიაში საკამათოდ არ დადიან
no.gif

სხვა დანარჩენს კომენტარი არ ჭირდება... შეიძლებოდა ერთი- ორი შენიშვნა შემეტანა შენს აზროვნებაში, პრინციპში ზრდილობაშიც აზრი რომ ჰქონდეს rolleyes.gif არა აქვს აზრი no.gif

უფალმა თქვა-ერთხელ შეაგონეთ კაცს, ორჯერ, სამჯერო....მერე თავი დაანებეთო sad.gif

QUOTE
უმტკიცო დედა გაქვს ნატირები და ჯოჯოხეთში გელიანო.

სამოთხეში რომ მოხვდება კაცს სამი რამე გაუკვირდება: ერთი რომ ვერ ნახავს იქ იმათ ვისაც ელოდებოდა, მეორე რომ ნახავს იმათ ვიზეც ვერ წარმოიდგენდა, მესამე-რომ თვითონ მოხვდა იქ. მეც ამას ვამტკიცებ ყოველთვისsad.gif

ასე რომ.... ეჰ, მგლის თავზე სახარებას კითხულობდნენო sad.gif

Posted by: Charlotte_ Sometimes 30 Jan 2010, 20:36
QUOTE (tamti1 @ 30 Jan 2010, 20:15 )

სამოთხეში რომ მოხვდება კაცს სამი რამე გაუკვირდება: ერთი რომ ვერ ნახავს იქ იმათ ვისაც ელოდებოდა, მეორე რომ ნახავს იმათ ვიზეც ვერ წარმოიდგენდა, მესამე-რომ თვითონ მოხვდა იქ. მეც ამას ვამტკიცებ ყოველთვისsad.gif

სამოთხეში ვინც მოხვდა იმან გამოგიგზავნა ეგ ინფორმაცია მეილით?

Posted by: airlift7 30 Jan 2010, 21:03
QUOTE
სამოთხეში ვინც მოხვდა იმან გამოგიგზავნა ეგ ინფორმაცია მეილით?

givi.gif givi.gif givi.gif იიიიიიი

Posted by: Charlotte_ Sometimes 30 Jan 2010, 21:13
airlift7
ჰაჰაჰ biggrin.gif მეც ეგ გავიფიქრე, ეგ რო დავწერე ;D

.

Posted by: tamti1 30 Jan 2010, 21:14
airlift7
მგონი ჯობია რომ შევეშვათ ამათთან საუბარს sad.gif

Posted by: airlift7 30 Jan 2010, 21:14
Charlotte_ Sometimes
QUOTE
ჰაჰაჰმეც ეგ გავიფიქრე, ეგ რო დავწერე ;D

20 თეთრიან იუმორისტულ გაზეთებს ხო არ კითხულობ შემთხვევით? მე არა gigi.gif

tamti1
QUOTE
მგონი ჯობია რომ შევეშვათ ამათთან საუბარს

yes.gif yes.gif

Posted by: Charlotte_ Sometimes 30 Jan 2010, 21:17
airlift7
არც მე მარა ეხა დაჩლუნგებულ მდგომარეობაში იმყოფება ჩემი იუმორი, თუ არ გჯერა კითხე მამაოს givi.gif

Posted by: airlift7 30 Jan 2010, 21:26
Charlotte_ Sometimes
QUOTE
არც მე მარა ეხა დაჩლუნგებულ მდგომარეობაში იმყოფება ჩემი იუმორი, თუ არ გჯერა კითხე მამაოს

ფსიქიატრის ’’პასაჟირი ხარ”” ეტყობა
QUOTE
თუ არ გჯერა კითხე მამაოს

ხეპრე ხარ ეთიკის ნატამალი არ გაგაჩნია

Posted by: Charlotte_ Sometimes 30 Jan 2010, 21:29
airlift7
რას მერჩი ადამიანო sad.gif

.

Posted by: mrevli 30 Jan 2010, 21:50
ამ თემაში რო შემოვდივარ კიდე 1პლედს ვიFარებ :O

Posted by: tamti1 30 Jan 2010, 21:54
QUOTE
სამოთხეში რომ მოხვდება კაცს სამი რამე გაუკვირდება: ერთი რომ ვერ ნახავს იქ იმათ ვისაც ელოდებოდა, მეორე რომ ნახავს იმათ ვიზეც ვერ წარმოიდგენდა, მესამე-რომ თვითონ მოხვდა იქ.

Charlotte_ Sometimes
წმინდა მამების ნათქვამია, თუ არ ვცდები ბერი პაისის.
QUOTE
სამოთხეში ვინც მოხვდა იმან გამოგიგზავნა ეგ ინფორმაცია მეილით?

სადამდე მიდის ტექნიკა და ადამიანის ფანტაზია!
biggrin.gif

Posted by: Charlotte_ Sometimes 30 Jan 2010, 21:55
mrevli
მე კიდე რეფლექტორს ვრთავ

კითხე მამაოს

Posted by: Q 7 30 Jan 2010, 22:03
Charlotte_ Sometimes

ჩართოსო

Posted by: mrevli 30 Jan 2010, 22:04
Charlotte_ Sometimes

http://www.link.ge/file/308143/Spaceman---gadavirie-bichi.wma.html
user posted image

Posted by: Charlotte_ Sometimes 30 Jan 2010, 22:06
mrevli
biggrin.gif

Q 7
კიდევაკაი თორე გავიყინე, აქამდე სად იყო

Posted by: დათიკო 31 Jan 2010, 00:02
თემამ დიდი ხანია თავის თავი ამოწურა.
უკვე კაი ხანია გადაიზარდა ფლეიმში.
ამიტომ იხურება!

Powered by Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)