ბიომასა (საქონელი, დებილოიდი, etc) — წარმოადგენს ჰუმანოიდების ყველაზე დაბალგანვითარებულ ჯგუფს, შესაბამისად წარმოადგენენ ზემდგომი დაჯგუფებების მანიპულაციების ისტორიულ ობიექტს. პრინციპში ბიომასას შეადგენს ჩვენი პლანეტის მოსახლეობის 95%-ს. ბიომასის ძირითადი დამახასიათებელი თვისებაა აზროვნების სწორხაზოვნება, ანუ არ შეუძლია განიხილოს ერთი საკითხის ძირითადი ხედვა კრიტიკული კუთხით, რაც ქმნის გარკვეულ გართულებებს რაზეც შემდგომაც ვისაუბრებთ. ბიომასა ფიზიკურად არ არის აღჭურვილი შესაბამისი სიმძლავრის თავის ტვინის ქერქით, რათა განახორციელოს საკუთარი თავის განხილვა სხვის თვალით. რადგან საკითხის მრავალმხრივი აღქმისა და ანალიზის უნარი პირდაპირ კავშირშია ინტელექტის კოეფიციანტთან გამოდის რომ რაც უფრო დაბალია აღნიშნული კოეფიციენტი მით მეტია შანსი პიროვნება სამართლიანად იწოდოს ბიოელემენტად, აღნიშნული დებულებიდან ლოგიკურად გამომდინარეობს რომ ყოველი ელემენტი არის იმბეცილი, მაგრამ ყოველი იმბეცილი არ არის ბიომასის ელემენტი. ამაზეც შემდგომ განვავრცობთ.
გარდა ზემოთ თქმულისა ბიომასის ძირითადი თვისებებია, ნაკლებ ორიგინალური(ბანალური) აზროვნება, ფრაზობრივი სიღარიბე, შაბლონური ფრაზებით მეტყველება, ზედმეტად მარტივი ლექსიკის გამოყენება, რაც გარდა აღნიშნული მდგომარეობისა გარკვეულწილად ახასიათებს დემენციის ჯგუფის ყველა სნეულებას. სამაგიეროდ გაძლიერებულია რუტინით გამოწვეული სტრესული სიტუაციების დაძლევის უნარი, ანუ ბიოელემენტს თავისუფლად შეუძლია ჩვეული ქმდებებით შემოიფარგლოს წლების განმავლობაში. ბიომასის აზრი ძირითად შემთხვევებში საზოგადოებრივ აზრს ემთხვევა, რადგან აღინიშნა რომ ბიომასას წარმოადგენს 95% გასაკვირიც არაფერია. მსუბუქ შემთხვევებში არსებობს საკუთარი აზრიც, მაგრამ ნაკლებ გასაგები და ჩამოუყალიბებელი ფორმით. ბიომასას ორმხრივ აზროვნებაში შეუძლია გაარჩიოს ერთი (კარგი ან ცუდი).
ჩამოთვლილი თვისებების წყალობით ბიომასა წარმოადგენ საუკეთესო მასალას კარგად დაგეგმილი პროექტების განსახორციელებლად.
ძირითადი გამოყენება: იაფი მუშა-ხელი.
"რატომ არის ხალხი უგუნური? იმიტომ რომ ასეა საჭირო. უგუნურება — სიკეთეს ემსახურება. ვისაც არ აქვს მიზნები, მას არც თავმოყვარეობა გააჩნია. უგუნური იმყოფება კეთილისმყოფელ უკუნში, რომელიც ართმევს მას შესაძლებლობას დაინახოს ჭეშმარიტება და ამითვე უქრობს მას არასაჭირო სურვილებს. ვინც კითხულობს — ის აზროვნებს, ვინც ფიქრობს— ის განსჯის. ჩნდება კითხვა, რაში გვჭირდება რომ ერმა იაზროვნოს? ვერ განსაჯოს — ეს არის მათი ჭირიც და ბედნიერებაც. ეს ჭეშმარიტება უთუოა. ამით ცხოვრობს საზოგადოება."
— ვ.ჰიუგო «კაცი რომელიც იცინის»
ბიომასის ფენომენი არ წარმოადგენს 21 საუკუნის ექსკლუზივს. მოვლენამ დასაბამი აიღო იმ წერტილიდან როდესაც ინტელექტუალი გამოეყო ბიომასას და გადაწყვიტა მისი მართვა. მოყოლებული იმ დღიდან იქმნება შეზღუდვათა და უფლებამოსუილებათა მთელი რიგი განმარტებანი (კანონები, რელიგიები) რომლის საშუალებითაც პიროვნება ახდენს ბიომასის წარმატებულ მენეჯმენტს. დროთა სვლას მოაქვს ცვლილებები, შესაბამისად იქმნება მენეჯმენტის გათანამედროვებული, მაგრამ შინაარსობრივად იგივე მიზნის მატარებელი ინსტრუმენტები, რომლებიც ბოროტი ჩანაფიქრით არ გაკეთებულა, უბრალოდ რაღაც არსებობდა და მოხდა ამის თანამედროვეობაზე მორგება, რამეთუ ბიომასა პირდაპირ მოითხოვს იყოს მართული და სტაბილური. თუ აღნიშნული მდგომარეობა აწყობს მენეჯერს ბიომასა მიძინებულ მდგომარეობაში იმყოფება, ანუ არ ქმნის არაფერს ახალხს და არც არაფერს აფუჭებს. თუ საჭიროა რევოლუციასაც მოაწყობს ამ ჭაობშივე დასარჩენად.
«რაში ჭირდება ნახირს თავისუფლება? ნახირი უნდა დაკლა და გაკრიჭო.»
— ა.პუშკინი
«მე არ მჭირდება თავისუფლება. მე მჭირდება სამსახური, ოჯახი და ლუკმა პური. მე მახატია მმართავენ თუ არა, მთავარია მე ამის შესახებ არაფერი ვიცი.»
— ბიოელემენტი
ამ შემთხვევაში ბიოელემენტი პროგრესულია, რადგან გააჩნია საკუთარი საჭიროების მოთხოვნილება, თუნდაც გაუკუღმართებული, დაკნინებული მაგრამ მაინც მოთხოვნილება ჰქონდეს რაღაც.
პოლიტიკური შეხედულებების კუთხით ბიომასას მივაკუთვნებთ აღნიშნულ თვისებებს:
ავტორიტარული სუბმისიურობა — ძლიერი სურვილი იყოს მორჩილებაში, «კარგია ძლიერი ლიდერის ყოლა».
ავტორიტარული აგრესია — ზოგადი აგრესიულობა, გამოიხატება ცალკეულ ინდივიდთა და ინდივიდთა ჯგუფების წინააღმდეგ გამოვლენილ ქმედებებში, აღნიშნული მოვლენა სანქცირებულია მთავრობების მიერ იდეით: «კარგია იყო სასტიკი მათ მიმართ ვინც არ იცავს წესებს». აღნიშნულს დიდი სარგებელი მოაქვს მთლიანად საზოგადოებისთვის. ანუ ბიომასის გარკვეული ნაწილი აკონტროლებს ბიომასის დანარჩენ ნაწილს.
კონცვენციონალიზმი — ტრადიციული კონვენციებისადმი მიჯაჭვულობა, აღიარებულია არამარტო ბიომასის მიერ, არამედ მიმდინარეობს ტოტალური სამთავრობო პროპაგანდა, «ტრადიციები — ყოველთვის სწორია».
უფლის მცნების უხეში "დაკიდება" «არ შეიქმნა კუმირი». კუმირები იქმნებიან ყოველდღიურად, ყოველწამიერად — პოლიტიკოსები, მომღერლები, ჟურნალისტები, ფეხბურთის მოთამაშეები, ფული, ნივთები ქალები და სხვა…
ეს ყველაფერი გამოწვეულია საკუთარი არჩევანის გაკეთების უუნარობით, გადაწყვეტილების მიღებისგან თავის არიდების, უპასუხისმგებლობის და უბრალოდ განუვითარებლობის მიზეზით; ბიომასას კონვულსიებში აგდებს აზრიც კი იმის შესახებ, რომ მან უნდა გადაწყვიტოს რაღაც ზემოდან მოსული ბრძანების გარეშე ან შემუშავებული პროცედურის გვერდის ავლით. ანუ ინიციატივა არ არსებობს და თუ რუტინული სტრესი ბიომასისათვის ჩვეული და მარტივად გადასატანია, სპონტანური დილემების წინაშე ითიშებიან. მეტიც კი, თუ არ არსებობს უფროსი, ლიდერი, მწყემსი etc. ის აუცილებლად უნდა მოიგონონ ბალანსის შესანარჩუნებლად — ხაზის გავლება შეიძლება საქართველოს უახლეს ისტორიასთან, მთელი თავის რაღაცისტებითა და ვიღაცისტებით. იმის მაგივრად რომ ბიოელემენტმა, ოფისის ვირთხამ, უბრალოდ ყვერმა კრიტიკული თვალით განიხილოს მიღებული ბრძანება მიმდინარე მოვლენებთან უკეთესი თანხვედრისა და მეტი სარგებლის მიღებისათვის ის ახდენს მარტივ აღსრულებას, როდესაც აღნიშნულის გამო ხდება კატასტროფა, თავად ბიოელემენტის თავს ან ზოგადად ერისთვის. ყველაფრის გადაბრალება ხდება უცხოს ფენომენზე, ანუ სისტემა არ არის დამნაშავე, რადგან სისტემა ვართ ჩვენ. ჩვენ მაგალითზე მმართველი ძალის უნიათობა ბრალდება უნიათო ოპოზიციას და შესაბამისად ოპოზიციის უნიათობა მმართველი ძალისას, იქმნება მანკიერი წრე საიდანაც გამოსავალი არ არის. შორს წასულ შემთხვევებში ჩნდება ისეთი ელემენტები როგორებიცაა, გლობალური შეთქმულების თეორია, სიონისტები, რუხი კარდინალები, მასონები ბოროტი ძიები კაციჭამიები და სხვა მრავალი. საზოგადოების მოაზროვნე ნაწილის გადაშენებასთან ერთად ბიომასა აქტიურად მრავლდება, რამეთუ დადგა დრო მომხმარებელთა:
მომხმარებელი ამბობს: "ჩვენ ყველაფერზე თანახმანი ვართ, თქვენ მოგვეცით პური და სანახაობა. და თუნდაც ტრაკში დაგვდღანით" შესაბამისად, კარგი მენეჯერი, გახსნილი აზროვნებით უღიმის და აკმაყოფილებს ბიომასას, ყოველგვარ შავ სამუშაოს აკეთებინებს და ტოვებს იქ სადაც იყო. დროის გასვლასთან ერთად ნებისმიერ ეთნოსში ხდება ფასეულობათა ცვლა, ბიომასის ხვედრითი წილის მატება, სრული მომხმარებლიზაციის პირობებში ვიღებთ შემდეგ მდგომარეობას: "იყავი ისეთი როგორიც ვართ ჩვენ!", ანუ ნუ მიისწრაფი ისეთი მიზნებისკენ რაც საბოლოოდ არ მიდის კვებამდე და გართობამდე, თუ გაქვს სხვა ინტერესები შენ ხარ მუდო, შენ ხარ გაუგებარი, შენ ხარ უცხოპლანეტელი, ცისფერი და ათასი მსგავსი მადისკრიმინირებელი სტატუსის მატარებელი. დისკრიმინაციის მოთხოვნილება ბიომასის რეფლექსური დონის მოთხოვნილებაა ანუ წამყვანი, რამეთუ ბიომასა ზურგის ტვინზეა კონცენტრირებული. როდესაც მასა სტაბილურია, ისეთი ცნებები როგორიც არის, შრომისმოყვარეობა, ინტელექტუალობა, ხელოვნების სიყვარული და სხვა მრავალი აღიქმება მტრულად, არა მშობლიურად და გაუგებრად. შესაბამისად იწვევს აგრესიის შეტევებს. ანუ ხდება კულტურისა და მეცნიერების მომხმარებლიზაცია. კინოინდუსტრია გადართულია სრულ მარაზმზე, გამოდის ფილმები რომლებშიც მოცემულია სწორხაზოვანი იდეები, დილემების გარეშე, ყველაფერი სასიამოვნოა რაც არ ტვირთავს რუხ მასას. შესაბამისად ინდუსტრიაც ღვივდება და მომხმარებლიზაციის ახალ ეტაპებზე გადადის.
შესაბამისად მთავრობაც ნაცვლად იმისა რომ კონსტრუქტიულად აწარმოოს საკუთარ ერთან ურთიერთობა იძულებული ხდება გამოიყენოს მარტივი მენეჯმენტის მეთოდები: დაეჭვება, დევნა დაშინება და მკვლელობა. ეს არის ყველაფერი რაც მარტივად მოქმედ ადამიანს მარტივად აკავებს გარკვეულ ზღვარში.
«ერი ვერ იარსებებს მეფის გარეშე.»
— მონური მენტალიტეტის არსი
ჩამოყალიბებული აზრით ბიომასის ცნება მარტივად ახსნადია, ბიომასას წარმოადგენს ნაკლებ განვითარებული ბიოელემენტი, რომლისთვისაც დამახასიათებელია არანორმალური პრიმატულობა(არა პრიმიტიულობა), ანუ არ წასულა შორს ცხოველისგან. მართვადობის მოთხოვნაც აქედანვე აიხსნება, ცხოველთა კომუნაში ყოველთვის არსებობს ლიდერი, რადგან ცალკეულ წარმომადგენლებს არ შეუძლიათ მიიღონ სწორი გადაწყვეტილებები. ბიომასის შემთხვევაში ასეთებად გვევლინებიან გაღმერთებული პიროვნებები, რომლებიც აგებენ პასუხს მთელი ეთნოსის სახელით, ყველაფერი კარგი თუ ცუდი მიეწერება ამ პიროვნებას და თუ საჭირო გახდა პასუხიც მოეთხოვება(კონკურენტი ლიდერის ინსპირირებით, რევოლუციები იმპიჩმენტი და სხვა.)
აღსანიშნავია რომ პრიმატულობა სულაც არ არის პრიმიტიულობის პირდაპირპროპორციული. მაღალი პრიმატულობის მქონე პიროვნებას სავსებით შესაძლებელია ჰქონდეს ნორმალური IQ (ტვინის ლოგიკურობისა და სისწრაფის განმსაზღვრელი), მაღალი მდგრადობისა და ადაპტირების უნარი, ანალიტიკური აზროვნება, წარმატებით აკეთოს მაყუთი, ჰქონდეს მშვენიერი იუმორის გრძნობა, იყოს პროფესორი… მაგრამ ამასთანავე:
იყოს ცრუმორწმუნე;
სუბორდინატული;
დეგენერატი
იყოს დამყოლი და სხვა.
მაგალითად მდიდარი არაპრიმატული მამის მდიდარი პრიმატული შვილი მარტივად გახდება საშუალო ან მაღალი დონის მენეჯერი, ანუ სნეულება განკურნებადია განათლების საშუალებით.
პოლიტიკური კუთხით ბიომასა სხვაგვარად იწოდება. ბიოელექტორატი. ბიოელექტორატი სასარგებლო რამ არის, რადგან ახასიათებს მარტივი ლოზუნგების ატაცება, შაბლონური ინფორმაციის აღქმის შესაძლებლობა, მოკლე პოლიტიკური მეხსირება და ასევე ხანმოკლე ინტერესები. ინტერესთა ცვლილება, სიმპათიების გადანაწილება ძირითადად ხდება მასმედიის საშუალებით. საუკეთესო ფორმულირებაა, რელიგია, ფინანსები, პატრიოტიზმი, პური და სანახაობა.
«მოქმედება მარტივია:
გარკვევის ნაცვლად—გავარჩიოთ,
გამოთვლის ნაცვლად—გადავრიცხოთ.
თუ რამე არ იცი—მოდი შეკრებაზე.
რა საჭიროა იტანჯო, არკვიო ვის რა უნდა…
მოდი შეკრებაზე!
შენ გეტყვიან, რა გინდა შენ და რა უნდა ყველას.
ცხოვრება ტვინის გარეშე არა მარტო მარტივია, ეს რაღაც დიდებული, რაღაც კოლექტიურია.»
— მ. ჟვანეცკი
ბიომასა წარმოადგენს ანტიპიროვნებას. რამეთუ ბიომასას ახასიათებს ყველაფერში კოლექტიურობა, კოლექტიური აზროვნება, კოლექტიური სულისკვეთება და ყველაფერი ის სადაც ფიგურირებს ლიდერი და დამოკიდებული, იგი საკუთარი არსით ეწინააღმდეგება პიროვნებას, რომელსაც ახასიათებს დამოუკიდებლობა, გამორჩეულობა, საკუთარი ინტერესები და მიზნები. რადგან პიროვნებაც და ბიომასაც წარმოადგენენ სოციალური ქცევის სახეებს მათი განხილვა შეიძლება ერთ ჭრილში. შესაბამისად აქვე ხდება მათი კონფრონტაციაც და ინტერესთა კონფლიქტი. რაც უნდა მასას არ უნდა პიროვნებას, მაგრამ მასა მართალია, რადგან მასაა.
ახალი ფენა ვირტუალური ბიომასა
ინტერნეტამდე მიღწეული ყოველი ბიოელემენტი აქტიურად ითვისებს სოციალური ქსელების ფენომენს, გაკეთებული აქვთ ექაუნთები ე.წ. ადნაკლასნიკებზე, ფეისბუქზე და სხვა. ასევე არცთუ იშვიათია ბოლო დროს მომრავლებული ბლოგერი ბიოელემენტები.
მიუხედავად სოციალური ფენისა ბიომასას ახასიათებს საკუთარი შეხედულების არ ქონა, პოპულისტური ხედვა, გემოვნების არ ქონა, საკვებში, მუსიკაში, კინოხელოვნებაში და სხვა. შესაბამისად ბიომასა მისდევს მეინსტრიმს. ანუ უსმენს იმას რასაც უსმენს ყველა, იკვებება იმით რითაც საერთოდ კვებავენ მასებს. სათუთ რუხ მასაში კი იქმნება აზრი რომ ეს ყველაფერი ინდივიდუალურია. ახალი სახის ბიომასას ახასიათებს დაჯგუფებები და ბიომასის სხვა დაჯგუფებათა დისკრიმინაცია. ახალგაზრდულ ასაკში ვლინდება გარკვეული სუბკულტურებისადმი(emo, როკერი, რეპერი, ბაიკერი, etc.) საკუთარი თავის მიკუთვნებითა და სხვათა აზრისა და შეხედულებების სრული იგნორირება. ანუ ბიომასას ექმნება ილუზია რომ გამორჩეულია, შესაბამისად ის რაც დრომ და განათლებამ მოიტანა ნეიტრალიზაციას ექვემდებარება. უნიკალურობის შეგრძნება ადვილად ანაზღაურებადია. აქვეა ჩაბუდებული ბიომასის პროტესტის გრძნობა საკუთარი პიროვნებისადმი, უფრო სწორედ პიროვნების არ არსებობის გამო. შესაბამისად იწყებს ჩამოთვლილი სტილებიდან ერთერთის მიღებას და მის პროპაგანდირებას. ვლინდება პროტესტი სხვა ადამიანების წინაშე. ეს ისეთივე პროტესტია რომ ადგე და უკუღმა სიარული დაიწყო, ანუ შენ აპროტესტებ, ყველას ახატია. ან თუნდაც ცოტნე გამსახურდიამ შიმშილობა რომ გამოაცხადოს. შორს წასულ შემთხვევებში ახალგაზრდა ბიომასა იყოფა ლამაზებად, უსახურებად და სიმპათიურებად. ამაში გამოცდილება ყველას გექნებათ, შესაბამისად აღარ ჩავუღრმავდები.
ბიომასას, ისევე როგორც პეპლებს ნათურა, იზიდავს ეფექტები. ბრწყინვა, ნათება ხმაური და სხვა. ესეც მეტად სასარგებლო თვისებაა რაზეც არაერთი ბიოელემენტი აკეთებს ფულს. მაგალითისთვის კინოფილმები, სადაც რეჟისორმა მშვენივრად იცის რა გასაღდება. მწარმოებელი რომელიც მილიონ ფუნქციასა და მანათობელ უსარგებლო იაფფასიან სირობას ჩაამონტაჟებს საკუთარ ნაწარმში უკეთ გასასაღებლად. აქედანვე იღებს სათავეს ბიომასის ფენომენალური სწრაფვა მდიდრული ნივთებისადმი. ანუ ბიოელემენტი შესაძლოა ცხოვრობდეს ქირით ერთოთახიან სახლში რვა შვილთა ერთად, ენატრებოდეს პურის ფული, მაგრამ თუ იშოვა გარკვეული სახსრები იყიდის მობილურს რომელსაც აქვს ფოტოაპარათი, სენსორული ეკრანი და სხვა. საშუალო ფენის ბიომასას ახასიათებს იგივე ფენომენი, ოღონდ შენაძენი შედარებით ოდიოზურია და თანხა რომლითაც შეიძლება პიროვნებამ ბიზნესი წამოიწყოს ჯიპს ან სხვა სტატუსის ატრიბუტიკას ხმარდება. აქვე აღსანიშნავია რომ ამას იწვევს არასრულფასოვნების კომპლექსი, რომელიც ძალიან ხშირია ბიომასებში ისევე როგორც დემენციის ჯგუფის სნეულებანი. ბიომასას ახასიათებს მტრის ხატის მუდმივი მოთხოვნილება, რომელსაც დაბრალდება საკუთარი და ზოგადად მისი შემომფარგვლელი ეთნოსის წარუმატებლობანი. მაგალითად, ებრაელები, ზანგები, მასონები, ველოსიპედისტები და სხვა. რადგან ბიომასას არ შეუძლია შექმნას რაღაც არა ბანალური ის ირჩევს დაანგრიოს, გააუკუღმართოს.
ბიომასას შიდა წრეებში ახასიათებს ურთიერთობის გამარტივებული ფორმები. ანუ ბანალური დიალოგები, რუტინული სიტუაციაბი, "გამორჩეული იუმორი" მაგალითად, როგორ ხარ? როგორ მფხან. აბა თქვი რვა, პროჭი გაგერ... სხვა უკბილო ხუმრობები და მსგავსი. ან შედარებით წინ წასული მაგრამ მაინც არაორიგინალური, სიტუაციისთვის შეუსაბამო და იდიოტური.
ბიომასას სჯერა ყველაფრის რასაც ამბობს მანათობელი ყუთი. მაგალითისთვის კურიერში გასული სუჟეტის შემდგომ დედამიწის ტრაექტორიის ცვლილების შესახებ მხვდება მრავალი დაფეთებული ადამიანი რომლებსაც უკვე 100% ჯერათ 2012 წლისა და სხვა დაბოლებების. აქვე წარმოიქმნება შეთქმულების თეორიის ახალი სიმაღლეები. ებრაელების ჩარევა და სხვა მრავალი ჩემთვის გაუგებარი რამ.
ბიომასისათვის დამახასიათებელია შეიძულოს ყველა წარმატებული, ცნობილი და მასზე ჭკვიანი ადამიანი. იგივე წარმატებით სწორედ ამავე ადამიანებს ემორჩილება მთელი ბიომასა.
ბიომასის გართობაც ისეთივე ელემენტარულია როგორიც თავად ბიოელემენტია. დალევა, დისკოთეკა, როკ-საღამოები, კინოში წასვლა, პარკში გასეირნება, სექსი, კვება, დალევა, ძილი, სექსი, დალევა ძილი, სექსი ჭამა, ძილი, ჭამა ძილი... ჩავიხვიე, მოკლედ არსებობს ასევე წინ წასული ბიომასაც რომელიც კითხულობს, მაგრამ ვერ ითვისებს.
ბიომასის დიდ წილს(მამრი ბიოელემენტები) მიაჩნია რომ უკეთესია მიიღო მზა ქცევითი დირექტივები, ვიდრე საკუთარი გამოცდილებით აითვისო. ანუ ბიომასას მიაჩნია რომ თუ კაცი ხარ ჯარში უნდა იყო ნამყოფი. თუ გინდა ისწავლო კაცური გაგება ციხეზე უნდა იჯდე. ასევე დამახასიათებელია უცხოეთში მყოფი ქართველი კრიმინალების გაღმერთება გაუგებარი მიზეზების გამო. ასევე საკუთარი ეთნოსის წარმომადგენლის ურა-პატრიოტიზმით განპირობებული უპირობო ერთგულება მიუხედავად მათ მიერ შექმნილი პროდუქტისა. ურა-პატრიოტიზმი გამოვლენილია სხვა მრავალ ცხოვრებისეულ მოვლენებში მაგრამ ამას მოგვიანებით განვიხილავ ერთმორწმუნეობისა და პრავასლავცობის იდეასთან ერთ ჭრილში.
ბიომასისათვის დამახასიათებელია გრამატიკის სრული იგნორირება. არა პუნქტუაცია ან რამე რთული არამედ უბრალო სამეტყველო ქართულის ფონეტიკური მონაცემების ტექსტურ რეჟიმში გადაყვანისას წარმოქმნილი ლაფსუსები. მაგალითისთვის, "კარგად" "შეურაწყობა" და სხვა. ასევე არსებობს საკუთარი პრონონსის გასვეტება რის გამოც ხდება მართებული სიტყვების დამახინჯება "ახლა" ჟღერს არასასიამოვნოდ (ალბათ) გამოიყენება "ეხა" "ეხლა" და სხვა. ცალკე საკითხია "ლ"-ს ფენომენი, რაც მხოლოდ გაუნათლებლობასა და პროვინციულ წარმოშობას შეგვიძლია მივაწეროთ.
«კურთხეულია თავმდაბალი, რამეთუ ადგილი მისი სასუფეველშია.»
- ის წიგნი რომელიც არ წაგიკითხავს მაგრამ იფიცები.
ქართული ბიომასა წარმოუდგენლად ამაყობს იმით რომ დაიბადა საქართველოში. მიაჩნია რომ ქართველი არის ნიჭიერი, გამორჩეული, მართლმადიდებლური, ღვთისმშობლის წილხვედრი და ლიდერთა აკვანი. შესაბამისად ბიომასას უზომოდ უხარია როდესაც ტელევიზორში ხედავს უცხოეთში მოღვაწე წარმატებულ ქართველს. თუნდაც ის იყოს კრიმინალი ან დეგენერატი. ეს აიხსნება ცნებით ურა-პატრიოტიზმი. ასევე მნიშვნელოვანი ნაწილი უკავია ქართველი ურა-პატრიოტების გონებაში სტალინს, მიუხედავად იმისა რომ მათი პირადი ინტერესები ამ პიროვნების არსებობამ მხოლოდ დააზარალა, მათ მაინც გაღმერთებული ჰყავთ და მიაგებენ პატივს როგორც ყველაზე წარმატებულ მათივე ეთნოსის შვილს. არ ვამბობ რომ პატრიოტიზმი ცუდია, საჭიროა, მითუმეტეს კოსმოპოლიტიზმისთვის არც საქართველო და არც დასავლეთი მზად არ არის.
ბიომასას 100%-სჯერა რომ ყველაფერს მართავენ ოღრაში ამერიკელები, კაპიტალისტები და ებრაელები. იგივე ბიომასას რომ ჰკითხო რიგითი ამერიკელი დგენერატია, მათი კულტურა ნოლია და თუთის ხე უდგას მათ ქვეყანაზე მეტი წლოვანების.
პატრიოტული ბიომასა. (A.K.A. ურა-პატრიოტიზმი.)
პატრიოტული ბიომასა მეტად სასარგებლო მოვლენაა, მათი გამოყენება ხდება ფართო სპექტრში. მით უმეტეს ანაზღაურების გარეშე, რამეთუ პატრიოტულ ბიომასას სჯერა არარეალური, მაგრამ არაეფემერული სირობების რომელსაც სრულიად უპრინციპო ვირიშვილები ახვევენ თავს. ანუ ბიომასამ უნდა იომოს, იმიტომ რომ სამშობლოს ჭირდება, უნდა ემეგობროს სხვა ეთნოსის წარმომადგენელს რადგან ის მისი მეზობელია, ერთმორწმუნეა(წარმატებით იყენებენ დღევანდელ მოვლენებში. ბატონი ვირი და ქალბატონი ფქვილოვნა.) და სხვა. აქ ჩარეულია ტრადიციებისა და საკუთარი ინტერესების არ ქონის ჩათლახური კოქტეილი, რომლის ათვისების შედეგადაც ბიომასას სჯერა რომ რასაც აკეთებს 100%-თ მართალია, მას ეს სჭირდება და მისი ინტერესები ამის გარეშე ვერ განხორციელდება. რეალურად ბიომასის ინტერესები არავის აინტერესებს, რამეთუ ბიოელემენტი გატოლებულია ცხოველთან.
ცალკე ფენომენია ქართველი გლეხი, რომელიც მუდამ უკმაყოფილოა საკუთარი ცხოვრებით, მარგამ არც არაფერს ცვლის. დილით წაიმუშავებს, საღამოს გადაკრავს. ანუ ცხოვრობს ისევე როგორც შეესაბამება ბიოელემენტს. ამასთანავე მუდამ უკმაყოფილოა მთავრობის "არავინაა გლეხიკაცითვინა" და მუდამ ერთგულია ქვეყნის.
იხარე ერო.
შესაბამისად ექიმის რეკომენდაციაა დავუჯეროთ საკუთარ ტვინს, რომელიც არ ემსახურება სხვის თვალებს, ყურებს, და ხელებს. საკუთარ ტვინს ყველაზე სანდო ინფორმაცია აქვს საკუთარი ორგანოებისგან. ნებისმიერი ინტელექტის კოეფიცინტით, გარდა დემენციის შემთხვევებისა შესაძლებელია ჩამოყალიბდეს ნორმალური პიროვნება.
მე არ ვახდენ არავის დისკრიმინაციას ან დაცინვას, რამეთუ არანაირად არ მაღელვებთ თქვენ. არ მიყვარხართ, გული არ შემტკივა. მაქვს გარკვეული ინტერესები რომელსაც ახლა ვატარებ.
მიუხედავად იმისა რომ არ მჯერა ეს ვინმემ ბოლომდე წაიკითხოს, რამეთუ ბევრი ასოა და ავტორი გოგი გვახარი არ წერია. მაინც მადლობა ყურადღებისთვის.
პატივისცემით Sattelite (A.K.A. Global.
Facebook Acc)
This post has been edited by Sattelite on 11 Mar 2010, 21:44