forum.ge
reklama
FORUM.GE წესები  · დახმარება  · ძებნა  · წევრები  · კალენდარი  · ჩატი
Pages: (56) « პირველი ... 54 55 [56]   ( გადავიდეთ პირველ წაუკითხავ წერილზე ) გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

> რუდოლფ შტაინერი
დოლორეს
ჰეი, ჯონი


******
ჯგუფი: Members
წერილები: 5043
წევრი No.: 64740
რეგისტრ.: 17-June 08

გამოგზავნილია: 20 Jul 2019, 17:14  #55001575      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · ვებგვერდი
QUOTE
ო ასეთი მამა გიორგი ბასილაძე და მას დაუსვეს ასეთი კითხვა თუ აქვს ადამიანს სულიო და მან უპასუხა რომ ყველას არ ქონდა ზეციდან ჩამოსული სული.

მე საკმაოდ ლოგიკური მეჩვენება მოსაზრება - ყველა არ მოდის,ერთარსიდან.არის მიწიერი ცნობიერის მატარებელი ინდივიდებიც,რომელიც ცხოველების მსგავსად დედამიწის ენერგეტიკასაა მიმაგრებული და აქვს სამშვინველი მხოლოდ. ასეთმა უნდა მოიპოვოს სული.ესაა სულიერებაში მისი ევოლუციის საწყისი წერტილი - მატერიიდან.


--------------------
♥+♥=♥
♫ _ ANA _ ♫
მზე ამოვიდა!მზე, რომელიც ჩემშივე სახლობს,
მზე არა სადღაც მეცხრე ცაზე,არამედ გულთან!
და მე მოვდივარ შენს ხელებთან,რადგანაც მახსოვს,
რომ შენს ხელებში უკეთესად ვფიქრობდი მუდამ!

Gracias a todos, los que me han ayudado a ser como soy hoy por hoy. © მე.

Artist
სიყვარული


*******
ჯგუფი: Members
წერილები: 18888
წევრი No.: 12191
რეგისტრ.: 14-August 05

გამოგზავნილია: 21 Jul 2019, 20:41  #55006775      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
დოლორეს
QUOTE
არის მიწიერი ცნობიერის მატარებელი ინდივიდებიც,რომელიც ცხოველების მსგავსად დედამიწის ენერგეტიკასაა მიმაგრებული და აქვს სამშვინველი მხოლოდ. ასეთმა უნდა მოიპოვოს სული.

სულის არსებობა განსაზღვრავს ინდივიდს, შენ რომელ ინდივიდებზე ლაპარაკობ? მხოლოდ სამშვინველით ცხოველები არიან დედამიწაზე, ადამიანებს კი ყველას აქვს სული, ზოგს ძლიერი სული ზოგს კი სუსტი..

* * *
QUOTE
მან უპასუხა რომ ყველას არ ქონდა ზეციდან ჩამოსული სული.

აქ ალბათ ის სულები იგულისხმა რომლებიც უშუალოდ ზეციდან არ მოდიან ანუ სხვა პლანეტაზე
განვითარებიდან, შეიძლება აქ რეინკარნაციის ნიშნებიც დავინახოთ, პირდაპირ ახალი სულის შემოსვლაზე
ლაპარაკობს ალბათ, დანარჩენები კი მრავალჯერ მოსულნი არიან თავიანთი ცოდვებით და ა.შ.


--------------------
ლოცვა:
…იესო ქრისტე ძეო ღვთისაო, მოგვიტევე ცოდვები ჩვენნი და გააბრწყინე დღეს საქართველო...
იყოს ნება შენი ქვეყანასა ზედა, სიყვარული საქართველოსა ზედა იმედად მსოფლიოსა ზედა
© Artist
დოლორეს
ჰეი, ჯონი


******
ჯგუფი: Members
წერილები: 5043
წევრი No.: 64740
რეგისტრ.: 17-June 08

გამოგზავნილია: 22 Jul 2019, 01:04  #55008297      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · ვებგვერდი
Artist
QUOTE
, შენ რომელ ინდივიდებზე ლაპარაკობ

ინდივიდებზე,ფიზიკურ სხეულში,რომელთაც იდენტობა გააჩნიათ. სული ინდივიდუალური სუბსტანციაა,მაგრამ იდენტობის გარეშე.
QUOTE
მხოლოდ სამშვინველით ცხოველები არიან დედამიწაზ

დიახ და ზოგი ცხოველის ცნობიერის მქონე ადამიანიც. ჩემი ინფორმაციით,არის ასეთი გამონაკლისებიც,როცა სული შეიძლება იყოს ფიზ.სხეულში პირველად ანუ ახალგაზრდა. ეს ნიშნავს,რომ ისაა პირველი ინკარნაცია მატერიალურ პლანზე.თუმცა ინკარნაციის ციკლიც ხომ სრულდება რომელიღაც ეტაპზე? ძველი სული თუ ის განვითარდა ბოლო ნიველზე,აღარ მოვა მატერიაში. არ ვგულისხმობ მესიებს და სულიერ მაესტროებ.მათ განსაკუთრებული როლი აქვთ.

QUOTE
პირდაპირ ახალი სულის შემოსვლაზე

დიახ, და ამ ახალ სულს ხომ სჭირდება ფიზიკური ინსტრუმენტი? ესაა სწორედ ის სხეული,რომელსაც აქვს მხოლოდ სამშვინველი,მისი ქვეცნობიერი არის ნული,იმიტომ რომ მას არ აქვს ცნობიერება ჯერ,მხოლოდ გონი.ესაა სულის დამსახურებაც,თუ ეს შესაფერისად მიაჩნია ე.წ. ,,ახალ სულს''. ანუ დედამიწაზეა ის ახალი სული,თორემ სულიერ სამყაროში ხომ მუდმივად არსებობდა ?
Artist
სიყვარული


*******
ჯგუფი: Members
წერილები: 18888
წევრი No.: 12191
რეგისტრ.: 14-August 05

გამოგზავნილია: 22 Jul 2019, 02:31  #55008544      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
დოლორეს
QUOTE
დიახ, და ამ ახალ სულს ხომ სჭირდება ფიზიკური ინსტრუმენტი? ესაა სწორედ ის სხეული,რომელსაც აქვს მხოლოდ სამშვინველი,

აჰაა ეხლა გასაგებია რაც იგულისხმე…

QUOTE
,,ახალ სულს''. ანუ დედამიწაზეა ის ახალი სული,თორემ სულიერ სამყაროში ხომ მუდმივად არსებობდა ?

დიახ…

დოლორეს
ჰეი, ჯონი


******
ჯგუფი: Members
წერილები: 5043
წევრი No.: 64740
რეგისტრ.: 17-June 08

გამოგზავნილია: 22 Jul 2019, 03:09  #55008609      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · ვებგვერდი
Artist
love.gif


..........................
MirMax
Member


***
ჯგუფი: Registered
წერილები: 88
წევრი No.: 242705
რეგისტრ.: 10-May 18

გამოგზავნილია: 11 Aug 2019, 22:47  #55099597      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
რავი ეხლა სულზე რომ ვლაპარაკობდით. მე მგონი გვერევა რაღაც ეხლა ესეთ აზრზე ვარ რომ ჩვენ რასაც ვუწოდებთ დღიურ ცნობიერებას ეგ შედის ფიზ სხეულში და არა სულში. სულში შედის ის რაც არის "მე ვარ" ცნობიერება რაც არის ღმერთი ანუ დიდი "მე ვარ" .დღის ცნობიერების შეგრძნება ადამიანს ეშლება სულში აიგივებს? მე კიდე მგონია რომ ეს დღის ცნობიერება მოყვება ფიზ სხეულს და ასტრალური სხეული. მარა ეს არ ნიშნავს რომ იმ ადამიანს ააქვს სული ანუ პატარა "მე ვარ" რომელიც მოგვცა დიდმა "მე ვარ" ანუ ღმერთმა. ანუ ადრე ყველას ქონდა "მე ვარ" შესაბამისად რელიგიებში ან ისე რეინკარნაცია იყო გავრცელებული მაგრამ დიდი ხნის უკან რაღაც მოხდა შეიძლება და ეხლა ადამიანების უმეტესობას არ ააქვს "მე ვარ" ეს მე ვარ არ ნიშნავს რასაც ადამიანები უკავშირებენ "მე" ს აღქმას ანუ ეგოს რომელიც ბავშვობაში ჩნდება მერე ყალიბდება ბევრი ფაქტორით არამედ ეს სხვა "მე ვარ" არის ესაა ცნობიერება სინათლე სხეულიც კი რომელსაც მიყავხარ ღმერთან. ანუ ჩემი აზრით ადამიანს ბევრი სხეული აქვს და შენ თუ მედიტირებ ასტრალურ სხეულზე ხვდები ასტრალში თუ გაქვს "მე ვარ" სხეული/ცნობიერება ხვდები ღმერთთან ანუ ილუზიებს და რაიმე სულიერ პლანებზე საერთოდ არ გადიხარ რადგან ესენი ილუზიაა გადიხარ პირდაპირ "ღმერთთან" დიდ "მე ვარ' თან იქ არ არსებობს არანაირი პლანი. ღმერთის გარდა არააფერი არ არსებობს არც დედამიწა არც შენ არც დრო და სივრცე და არც მარჯვნივ მარცხნივ და ყველაფერი უძრავია. მაგრამ ამასთან ვერ მიხვალ თუ იმ ცნობიერებას არ გააქტიურებ შექმნი როგორღაც ანუ სული უნდა შეიქმნას თუ არ გაქვს თუ არა მოკვდები როგორც ძაღლი კვდება ისე როგორც ათეისტებს წამთ. სხვებს წამთ რომ ყველას ააქვს ეს სული და უნდა გააცნობიერო და იმყოფო მასში რაც შეიძლება ხშირად უნდა დაიჭირო ეგ ცნობიერება და იყო ღმერთან დანარჩენი არაფრის პრაქტიკა არაა საჭირო თვითონ მოხდება ყველაფერი. ამიტომ არსებობს იოგა ანუ იოგის ტექნიკები რომლებიც ეხმარება ადამიანებს ავიდეს ზმოთა პლანებზე და ნელ ნელა მიაღწიოს და განავითაროს ეს ცნობიერება და არსებობს ვედანტა რომელიც ცდილობს პირდაპირ გააცნობიეროს და განავითაროს ეს ცნობიერება შემდეგ პირდაპირ უერთდება იმ ცნობიერებით ღმერთს. ასტრალებით და საფეხურების გამოტოვებით იმიტომ რომ ჯოჯხეთიც და სამოთხეც ისევე როგორც დედამიწა არის ილუზია. ადრე მეგონა სამყარო იყო პირამიდისეული პლანებით ჯერ დაბალი პლანები მერე დედამიწა მერე სამოთხეები და ყველაზე ზემოთ ღმერთი მერე კიდე გავაცნობიერე რომ ღმერთი საერთოდ არ არის პირამიდაში მის თავზე არამედ ღმერთი არის გვერდზე და პირამიდა თავისი პლანებით არის ღმერთის სიზმარი ილუზია. იმიტომ რომ ღმერთან რომ მოხვდები არაფერი არ მომხდარა მარტო მყოფობა და მუდმივობა არსებობს.
Artist
სიყვარული


*******
ჯგუფი: Members
წერილები: 18888
წევრი No.: 12191
რეგისტრ.: 14-August 05

გამოგზავნილია: 11 Aug 2019, 23:10  #55099690      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
MirMax
QUOTE
მარა ეს არ ნიშნავს რომ იმ დამიანს ააქვს სული ანუ პატარა "მე ვარ" რომელიც მოგვცა დიდმა "მე ვარ" ანუ ღმერთმა.

ადამიანს აქვს მდაბალი მეობა და მაღალი, მაღალი სწორედ ისაა რასაც შენ ღმერთის მიერ ნაბოძებ "მე ვარ"-ს არქმევ… მდაბალი რა თქმა უნდა
გამსჭვალულია ეგოიზმით და საკმაოდ დაზიანებულია ამის გამო ასტრალიც და ფიზიკური სხეულიც… მაგრამ ამ მდაბალი მეობის გარეშე
ადამიანი ვერ შევა სრულყოფილად იმ სულიერ სამყაროში სადაც ის მაღალი "მე ვარ" ის მეშვეობით კავშირს ამყარებს.. ვინაიდან ეს მდაბალი
მეობა განაპირობებს მის პიროვნულობას, აქაც ამ მდაბალი მე-თი ვმსჯელობთ თუნდაც მდაბალი "მე ვარ" დავარქვათ მას… ეს მდაბალი მე
უნდა განვითარდეს იმ დონეზე რომ პრივილეგია მიანიჭოს მაღალს და ის მაღალი მას გაასხივოსნებს და შეიერთებს და აი ასე გახდება ადამიანის
სული სრულყოფილი… სხვანაირად თუ ის გავარდება მხოლოდ მაღალი "მე ვარ"-ით სულიერ სამყაროში ანუ ღმერთთან ის იგივე მდგომარეობაში
იქნება რაც საწყისში ანუ განუვითარებელი მასალა და ღმერთს ეს არ აწყობს ანუ არ მიიღებს მას, აი მიზეზი ამ მიწიერი განვითარებისა...
* * *
QUOTE
დედამიწა არის ილუზია.

no.gif
QUOTE
არსებობს ვედანტა რომელიც ცდილობს პირდაპირ გააცნობიეროს და განავითაროს ეს ცნობიერება შემდეგ პირდაპირ უერთდება იმ ცნობიერებით ღმერთს.

შტაინერს აქვს ასეთი გზაც, თავისუფლების ფილოსოფია ქვია იმ წინგს სადაც პირდაპირ ხდება ასტრალური თუ სხვა სხეულების ცოდნის გარეშე ადამიანის ზენა მეობის
ჩართვა რომელიც თავის საქმეს აკეთებს, მაგრამ ეს ძალზედ ძნელია… მთელი წიგნი აგებულია იმაზე რომ განუწყვეტლივ როგორც მესამე პირი უყურებდე ამ ცხოვრებას…
როგორც კი ამას შესძლებ მაშინ უკვე იმ მაღალ "მე ვარ"-ით ქმედითობ ყველგან და ყველაფერში, ის მოაგვარებს იმ მდაბალის განწმენდასაც და სრულყოფილი მიეახლება
ღმერთს… smile.gif
თოვლი_



******
ჯგუფი: Members
წერილები: 5895
წევრი No.: 210964
რეგისტრ.: 3-December 15

გამოგზავნილია: 13 Aug 2019, 20:07  #55106876      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
დაბადებასა და ხელახლა დაბადებას შორის მეორე თავი ჩავამთავრე და სულიერი გამოძიება ახსენა ახლა ის აღმოვაჩინე ახლა ესო, ანუ ზის და გამოძიებას ატარებს
რა გარანტიაა რომ ეშმაკი არ ეთამაშება და სისულელეებს არ აწერინებს? მაგ ცოდნით რომ ჩამოსულიყო ზეციდან კიდე დაფიქრდებოდა კაცი მის სუპერშესაძლებლობებზე, მაგრამ დედამიწიდან გამოძიება საეჭვოდ ჟღერს.

კაი და ჩავთვალოთ ფაიზაღს ბაზრობს ყველაფერს, მაშინ გამოდის სიყვარულის გარდა არჩევანი არ ქონია ადამიანს, რადგან თუ სიყვარულს არ ირჩევს მაშინ იტანჯება და თუ სიყვარულს არ არიჩევს ტანჯვით აშანტაჟებენ ადამიანს
ეგ კიდე კაი და ვთქვათ და მიაღწია იმ ლეველს ადამიანმა ყველანაირი სხეულის შექმნის უნარი გამოუმუშავდა თავისი თავისთვის გინდ ეთერული გინდ ფიზიკური გინდ ასტრალური და რა ხეირი ვერ ვხვდები?
კიდევ კატეგორიები ახსენა ადამიანებს რომ ზოგიერთი პლანეტის სფეროს გავლისას იტანჯებიან სიმარტოვით და ვინც სიყვარულით ან რელიგიურობით იყო გამჭვალული ურთიერთობენ და კონტაქტობენ ადამიანებთან. ორი ვარიანტია ან ადამიანებთან კონტაქტობ ან მარტო ხარ. ხოდა რა გამოდის ვერ გავიგე ადამიანთან კონტაქტია ცხოვრების აზრი? რაზე უნდა იკონტაქტო ამდენი ვერ ვხვდები, საერთოდაც დებილობაა ლაპარაკი. მზის სფეროში კი გინდა თუ არა მაინც გიწევს სხვა ადამიანების განცდაო და ვერ გავიგე რად მინდა ეგ? მეტი გასართობი არაფერია? მაგარი მრავალფეროვანი ყოფლა სამყარო ჩემმა მზემ.

რაღაც მიზნისკენ ისწრაფვი ვთქვათ განღმრთობისკენ ხოდა მიაღწიე შენს მიზანს და მერე რა? მერე რაღა უნდა ქნა? მერე სხვა მიზანსაც მიაღწიე ვთქვათ თუ რამე გამოჩნდა და მერე რა? მერე რაღა უნდა ქნა? რა სპორტია ეს? დებილობაა მიზნის ქონა. უმიზნობაც დებილობაა. ყველაფერი დებილობაა საერთოდ. გაქრობის ღილაკი სად არის

რა აზრი აქვს ადამიანის არსებობას ვერ გავიგე, კარგი ტიპი თუ იქნები იმ სფეროების გავლისას იკონტაქტებ სულებთანო თუ არა მარტო იქნებიო, კონტაქტი რა პონტშია უკეთესი ვიდრე მარტო ყოფნა ვერ ვხვდები, რა მუღამი აქვს ვიღაც სულებთან ბაზარს?
ან რა მუღამი აქვს ხალხის სიყვარულს, ერთი ის რომ არ დაიტანჯები, თუ არ გიყვარს კი დაიანჯები, მაგრამ დატანჯვა არ დატანჯვას შენ განა წყვეტს მასეა უბრალოდ სამყარო დაპროგრამებული.
მიხვედი ვთქვათ ვიღაც სულთან და უთხარი მიყვარხარ, მერე იმანაც გითხრა მიყვარხარ, მერე რა ხდება უნდა უმეოროთ ეს სისულელე ერთამანეთს დაუსრულებლად? ან ამას თუ არ აკეთებ სხვა რის გაკეთებას აქვს აზრი რო. ან უთხარი მიყვარხარ და იმან მძულხარო, შენ მიყვარხარო და იმან მძულხარო და ასე აგრძელეთ უსასრულოდ. უაზრობაა ესეც. და სხვა ნებისმიერი დიალოგიც თუნდაც უთოზე და თუნდაც პლანეტა დედამიწის ბედზე.

რა ყველაფერი ამ სიყვარულის და ადამიანების გარშემო ტრიალებს? მეტი საქმე არააქვთ მეთქი ვიფიქრე მაგრამ რა საქმე უნდა ქონდეს სხვა სულს თუ უსასრულობა აქვს, უსასრულო დებილობის კეთების გარდა. რატო უნდა აკეთო რამე როცა შეგიძლია არ აკეთო და თუ არ აკეთებ ბარემ რატომღა უნდა აირსებო და არსებობას რა მუღამი აქ თუ რამე უნდა აკეთო ტყუილად ტვინი მოგე.ტყნას როცა შეგიძლია არ აკეთო.

ან ნეტარებას რა მუღამი აქ უხ რა მაგარია ნეტარებაში ვააარ. და მერე რა? უაზრობაა ეგეც. ხარ და მერე რა? ყველაფერი დებილობა და უაზრობაა, მილიარობით პლანეტაზე არსებული სიცოცხლე და თვითონ სიცოცხლეც. რატო უნდა იწვალო და იცოცხლო როცა შეგიძლია არ არსებობდე და იყო საკაიფოდ საქმის გარეშე არარსებული.

დაბადებიდან დღემდე ერთადერთი რაც გამსწორებია სიცოცხლეში მახსოვს იყო მომენტი რამოდენიმე დღის წინ ღამე სამ საათზე გავედი სახლიდან მთვარე კაშკაშებდა მშვიდი ღამე იყო და ქუჩაში კაცი შვილი არ ჭაჭანებდა. თითქოს რაიმე ვირუსმა გაჟლიტა მთელი დედამიწის მოსახლოება და მთელს პლანეტაზე მარტო ვიყავი. სახლს რომ ვუახლოვდებოდი უკვე კი სიმარტოვით გამოწვეული თავისუფლების და სიმშვიდის გრძნობა ტრაკში წასვლას იწყებდა, ვუახლოვდებოდის სახლს სადაც ადამიანები და ლაპარაკი იყო. სიმარტოვეა ცუდი და ადამიანები კარგი? ვისთვის როგორ. მაგრამ ვთქვათ და მართლაც აღარ არის ადამიანები პლანეტაზე და რა აზრი აქვს სიცოცხლეს, ჯობია მაგას არარსებობა უბრალოდ. და ადამიანებთან არსებობასაც არარსებობა ჯობია. რატო უნდა გააკეთო რაღაც მოქმედება?

ყველაფერი დებილობაა კაროჩე.
ჯოჯოხეთის გარდა არაფერი არსებობს ვინც არსებობს მათთვის.
არსებობა ჯოჯოხეთია

უმიზნობა და არაფრის კეთება უაზრობაა, ასევე როცა რამის კეთებაზე და რაიმე მიზანს ვიფქრს ვიწყებ , რა არის ისეთი მიზანი რაც ადამიანს ცდება? ყველაფერი ადამიანამდე მიდის საბოლოოდ და რად მინდა ადამიანები ვერ ვხვდები. ღმერთთან ურთიერთობაზე ფიქრი რომ დავიწყე კი მაშინაც ადამიანებს მივადექი, მოიწყინა და ადამიანი შექმნაო. ადამიანის გარდა სხვა გასართობი რა ყოფილა მაშინ?
ან გართობაც დებილობაა სართოდ. facepalm.gif მე მგონი გადავიწყვი და ვინმე არაა ზემოდან რომ გამთიშოს


--------------------
Artist
სიყვარული


*******
ჯგუფი: Members
წერილები: 18888
წევრი No.: 12191
რეგისტრ.: 14-August 05

გამოგზავნილია: 14 Aug 2019, 00:10  #55107725      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
თოვლი_
QUOTE
დაბადებასა და ხელახლა დაბადებას შორის მეორე თავი ჩავამთავრე 

რა წიგნს კითხულობ ვერ მივხვდი სათაური რა აქვს და ვისი თარგმანია ანუ რა ენაზე კითხულობ?

* * *
QUOTE
რაღაც მიზნისკენ ისწრაფვი ვთქვათ განღმრთობისკენ ხოდა მიაღწიე შენს მიზანს და მერე რა? მერე რაღა უნდა ქნა? მერე სხვა მიზანსაც მიაღწიე ვთქვათ თუ რამე გამოჩნდა და მერე რა? მერე რაღა უნდა ქნა?

აი პირველ მიზანს როცა მიაღწევ და მეორე გამოჩნდება მაშინ მიხვდები რაც უნდა ქნა… წინასწარ რომ კლავ იმედს ეს არაა კარგი საქმე…
თოვლი_



******
ჯგუფი: Members
წერილები: 5895
წევრი No.: 210964
რეგისტრ.: 3-December 15

გამოგზავნილია: 14 Aug 2019, 02:18  #55108032      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
Artist
https://www.rudolfsteinerweb.com/GA_Detail.php?GA=141 სიკვდილსა და ხელახლა დაბადებას შორის უნდა დამეწერა, სათაური ქონდა საინტერესო, სიკვდილის შემდეგ რა ხდებოდა, სამი წელია გადმოწერილი მაქ და ახლა გადავწყვიტე ჩავჯდომოდი, რადგან მაგარი დებილობა მგონია ყველაფერი და რამე აზრზს ვეძებ მაგრამ განა იმიტომ რომ მაინტერესებს უბრალოდ სხვა რა გზა მაქვს რო.
ნელა ვკითხულობ ინგლისურად რომ მაქსიმალურად გამოვიტანო აზრი

QUOTE
აი პირველ მიზანს როცა მიაღწევ და მეორე გამოჩნდება მაშინ მიხვდები რაც უნდა ქნა… წინასწარ რომ კლავ იმედს ეს არაა კარგი საქმე…

თამაშს გავს ეგ ყველაფერი, ბავშვობაში მევასებოდა ერთი ვიდეო თამაში და ვთამაშობდი, მაგრამ ახლა აღარ მომწონს, სიცოცხლე თამაშია რომელიც თუ არ მოგწონს იძულებული ხარ მაინც ითამაშო, მისიები შეასრულო და ბლა ბლა ბლა

ბავშვობაში ვიყავი ასე რომ რამე ფილმი თუ არ მოწონდა ვინმეს ვეჩხუბებოდი და ძალით ვცდილობდი რომ ეყურებინათ, ეგრეა სიცოცხლეც, იმენა გეჩხუბებიან გინდა თუ არა იცოცხლე თან გიყვარდესო
საბავშვო ბაღი მართავს დედამიწას

ადრე კი ვფიქრობდი რომელიღაც გურუს მოსმენის შემდეგ რა აზრი აქვს ფიქრებს მიზნებს და აზრებს ან რამის ცოდნას ვთქვათ ყველაფერი ვიცი ამ ქვეყნად და ყველაფერი შეგიძლია მერე და რა მთავარი გრძნობები და სიყვარულია მეთქი მაგრამ , რამე გაინტერესებს ვთქვათ ნერვები გეშლება არ იცი წარმოიდგინე უცებ რაც ღმერთმა იცის ყველაფერი იცი და მერე რა?
მაგრამ მარტო გრძნობები ძალიან მეგოიმება სიყვარული ვთვათ ან რაიმე კეთილი სიტყვის თქმა, ისე მეზიზღება სიტყვა სიყვარულის მოსმენაც კი რომ არ ვიცი. ორი ცხოველი დგას და სიყვარულს უცხსის ერთმანეთს, დედა შვილი ვთქვათ თუ რამე მსგავსი, მეტი საქმე არ აქვთ?
გრძნობები და შეგრძნებებიც ტრუხდება. ნეტარება არაა პასუხი. ფიქრებიც და მიზნებიც ტრუხდება. არც ეგაა პასუხი. სხვა არც არაფერი არის დარჩენილი

თუ გავქაჩე შტაინერის ყველა წიგნის წაკIთხვას ვაპირებ, მერე ბიბლიის, მერე მართლმადიდებლების და მერე ან რომელიმე გზას დავადგები ან მტკვარში გადავხტები.
მართლმადიდებლობაში ის მომეწონა რომ ყველაფერს შენს ნებას იკიდებ და ღმერთს ანდობ ყველაფერს ბიბლიაში რაც წერია მიყვები , მეთქი მე ხომ აღარავინ მომთხოვს პასუხს თუ ჩემი ნებით კი არა ღმერთის ნებით ვიცხოვრებ მეთქი მე საერთოდ დავიკიდებ ყველაფერს მეთქი, მაგრამ მერე ერთი მამაოს ვიდეო ამოაგდო რომელიც ამბობს რომ რაღაც დღეები თქვა იმ დღეებში ადამიანი თუ მარხულობს საერო უზიარებლობით და სასულიერო განკვეთით ისჯებაო. კაი ვთქვათ არ ვიმარხულე არადა ჩემი სურვილი სულ მარხვაა, მაგრამ როგორ დავიჯერო ცხოველების ჭამა ჯობია რომ არ ჭამო იმას. ღმერთის ნება რანაირად არის ეს?რატომ? იმიტომ რომ რაც მეზიზღება ის გავაკეთო და ამით ერთგულება დავუმტკიცო? facepalm.gif არასამარხვო დღეებში რომ მარხულობ ეგ რომ უზიარებლობით ისჯება და მაგის გამო რომ მართლმადიდებელი არ ხარ არ ვიცი რანარიად არის ეს სწორი. შეიძლება გაპრავება უპოვო მაგრამ . სასაცილოდ აჩენს ასეთი რამ მართლმადიდებლობას .
Artist
სიყვარული


*******
ჯგუფი: Members
წერილები: 18888
წევრი No.: 12191
რეგისტრ.: 14-August 05

გამოგზავნილია: 14 Aug 2019, 14:11  #55109284      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
თოვლი_
QUOTE
სიკვდილსა და ხელახლა დაბადებას შორის უნდა დამეწერა,

ეგ ლექციებია, წიგნების წაკითხვა ბევრად უფრო უპრიანია…
QUOTE
თუ გავქაჩე შტაინერის ყველა წიგნის წაკIთხვას ვაპირებ

ყველა არცაა აუცილებელი ერთი წაიკითხე ან ორი მაგრამ რამდენჯერმე და
მიხვდები რომ ყოველ წაკითხვაზე სულ ახალს დაინახავ მასში, გაგიკვირდება
კიდეც ეს მთავარი როგორ გამომრჩაო პირველ წაკითხვაზეო… მე გირჩევდი:
"თეოსოფია" წაიკითხო და როგორ "მივაღწიოთ ზენა სამყაროების შეცნობას"

რუსულად თუ უფრო გეხერხება? აგერაა საკმაოდ კარგი თარგმანებია…
http://www.lib.ru/URIKOVA/STEINER/

* * *
QUOTE
რომელიც ამბობს რომ რაღაც დღეები თქვა იმ დღეებში ადამიანი თუ მარხულობს საერო უზიარებლობით და სასულიერო
განკვეთით ისჯებაო. კაი ვთქვათ არ ვიმარხულე არადა ჩემი სურვილი სულ მარხვაა, მაგრამ როგორ დავიჯერო ცხოველების ჭამა
ჯობია რომ არ ჭამო იმას. ღმერთის ნება რანაირად არის ეს?

არაა ეგ ღმერთის ნება, მარხვა იმიტომ არსებობს რომ ხანდახან მაინც რომ განიმუხტონ ცხოველის ჭამისგან ადამიანები, იმ მთავარ
დღეებში თუ დღესასწულების დროს… შენ თუ ისე დღეებშიც იმარხულებ მაგას რა სჯობია, ხოდა ეგ მღვდლები ურევენ ყველაფერს
მათ პოზიციის დაკარგვა არ სურთ და მრევლის კიდე… ვინაიდან თუ ადამიანი მეტად იმარხულებს შესაძლოა ღმერთის მადლი
გადმოვიდეს მასზედ და მაშინ ეკლესია აღარ დასჭირდება მას ღმერთთან კონტაქტისთვის, აი ამის ეშინიათ და არ სურთ ეს…
Nostalgia34
Super Crazy Member


******
ჯგუფი: Members
წერილები: 6123
წევრი No.: 75736
რეგისტრ.: 22-November 08

გამოგზავნილია: 15 Aug 2019, 16:34  #55114487      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა

* * *
QUOTE
ძალიან მეგოიმება სიყვარული ვთვათ ან რაიმე კეთილი სიტყვის თქმა, ისე მეზიზღება სიტყვა სიყვარულის მოსმენაც კი რომ არ ვიცი.


ეს იყო მოსეს ეპოქის დროს,
ჰომეროსამდე ხუთი საუკუნით ადრე,
იესომდე თხუთმეტი საუკუნით ადრე,
ინდოეთი იძირებოდა სიბნელეში,თავისი დიდების ჩრდილს წარმოადგენდა,
ასურეთი განაგრძობდა აზიის ტკეპნას,ვავილონური ტირანიის გავლენით,
ეგვიპტე,ჯერ კიდევ ძლიერი ქურუმებითა და ფარაონებით,მთელი ძალებით ეწინააღმდეგებოდა საყოველთაო გახრწნას.
მაგრამ ,მისი გავლენა ჩერდებოდა ევფრატთან და ხმელთაშუა ზღვასთან...
საბერძნეთი პოლიტიკითა და რელიგიით იყო შთანთქმული,


ორფეოსი...მუსიკოსის სიმბოლო,
დაბორიალობენ მის გარშემო უსიყვარულოდ გაბოროტებულები,
ცოცხალი მიცვალებულები,ჩრდილები...
ხარბად უსმენენ მათთვის გაუგებარ მის სიტყვებს...


ხელოვნების მაგიურ ძალას სასწაულების მოხდენა შეუძლია,
ლამის მიცვალებული აღადგინოს მკვდრეთით–გვეუბნება ეს სევდიანი მითი.
ასეთი რწმენა ჰქონდათ ელინელებს.
ასე მაგიურად მოქმედებს სიტყვა, ჰანგი, ფერი...
აცხრობს ბოროტ ვნებებს, ართობს მსმენელს და სულში ჰარმონიას უმკვიდრებს!

ორფეოსი გახდა ადამიანური სისუსტეების სიმბოლოც,
ვერ შეინარჩუნა სიყვარული,ვერ დაიბრუნა ევრიდიკა,
მიუხედავად მცდელობისა,ვერ გადალახა სანედისწერო ბარიერი,
ცხოვრებას ტრაგიკული მხარეცა აქვს-ამასაც გვეუბნება მითი.

ადამიანებმა , დაკარგეს ჰარმონიის გასაღები?!

CDZ SoundTrack - Lyra Orphee Death Trip Serenade
https://www.youtube.com/watch?v=QJSeJIdkaTQ


Gluck: Melodie From "Orfeo ed Euridice", Wq30 (Arr. Giovanni Sgambati)
https://www.youtube.com/watch?v=P_xk8ztTphk


* * *
ულამაზესი,რომანტიული სიყვარულის ისტორია!

Alain Delon & Romy Schneider - *Amour Fou* (Mireille Mathieu - Caruso)
https://www.youtube.com/watch?v=hXjN1eSkBU4


This post has been edited by Nostalgia34 on 15 Aug 2019, 17:07
1 წევრი ათვალიერებს ამ თემას (1 სტუმარი და 0 უჩინარი წევრი)
0 წევრი:
Topic Options Pages: (56) « პირველი ... 54 55 [56]  გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

 



ფორუმის სერვერების განთავსებას და ინტერნეტთან კავშირს უზრუნველყოფს: CLOUD9
[ Script Execution time: 0.0585 ]   [ 12 queries used ]   [ GZIP Disabled ]