Divergent
Cumberlover
ჯგუფი: Members
წერილები: 4618
წევრი No.: 210795
რეგისტრ.: 29-November 15
|
#51492501 · 12 Oct 2017, 20:56 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
სამყარო ყველა სურვილს გვისრულებს-- დაფიქრებულხართ, რომ ჩვენი ყველა სურვილი სრულდება? სხვა საქმეა, რომ ბევრი ჩვენგანი არასწორად ახდენს სურვილის ფორმულირებას ან საერთოდ არ გააჩნიათ სურვილები.--რა თქმა უნდა პირველი რეაქცია იქნება ის, რომ ეს არაა მართალი! . , ,მე არ მინდოდა ავარია, დაავადება, პრობლემები--ყოველთვის ვოცნებობდი ბედნიერებაზე, ჯანმრთელობაზე“ და სხვა...---ამ სამყაროში გვჯერა თუ არა--ყველაფერი ცოცხალია--ასევეა ჩვენი აზრებიც: სამყარო აფიქსირებს ჩვენს აზრებს, როგორც ენერგეტიკულ იმპულსებს და მკაცრად აკონტროლებს მათ შესრულებას:--სამყარო ასრულებს ჩვენს სურვილებს, ჩვენ კი მას ,,ვკვებავთ“ ჩვენი სიყვარულით---მიმდინარეობს მყარი ენერგოცვლა, და თუ ერთი ,,ჯაჭვი“ გაწყდა, წყდება სხვაც. საქმე იმაშია, სამყაროს ,,არ ესმის“ ხმაურინი სიტყვები: ,,დიახ“ და ,,არა“, მისთვის არ არსებობს ემოციური გაგება-მოცემულობა:--,,პოზიტივი“ ან ,,ნეგატივი“, ,,შიში“ ან ,,სიხარული“, ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, ენერგიის რა რაოდენობა ჩავდეთ ჩვენს აზრებში: --ხშირად ხდება, რომ ჩვენ გავიფიქრეთ რაღაცაზე და ამავე დროს შეგვეშინდა:--შიში იყო ისეთი ძლიერი და წარმოიქმნა ენერგიის ისეთი ძლიერი ნაკადი [გაიტყორცნა სამყაროში], რომ მიუხედავად იმისა, რომ ამ აზრმა [შიშმა] თავში გაიელვა მხოლოდ წამიერად, სამყარომ ის აღიქვა როგორც ბრძანება, რომელიც შეუძლებელია, რომ არ შესრულდეს! ამას ქვია თვითდაპროგრამება--ანუ თვითდაწყევლა, რომელიც განსაკუთრებით ძლიერად ვლინდება იმ ადამიანებში, რომლებიც არიან ძლიერ ემოციურები, რომელთა ქვეცნობიერშიც დიდი დოზითაა შიში, განგაში, ეჭვები. ამ ადამიანებს განსაკუთრებით ესაჭიროებათ გაცნობიერება და საკუთარ თავზე მუშაობა და თვითკონტროლი.----იფიქრეთ იმაზე, როგორ ფიქრობთ, ხშირად ფიქრობთ, რომ: ,,ახლა რთული დროა, ძნელია კარგ სამსახურში მოწყობა, ძნელია ბინის ფულის მოგროვება--და საერთოდ, შეუძლებელი მისი ყიდვა.“ და ვწუწუნებთ ჩვენს ცხოვრებაზე, ვბრაზობთ ქმრებზე, ცოლებზე, ნათესავებზე, -გარშემო ყველაფერი ცუდადაა,--ისეა, როგორც ჩვენ არ გვინდა.- ---სამყარო კი აკეთებს იმას, რასაც ჩვენ ,,შევუკვეთავთ“: -კერძოდ ,,მძიმე დრო“, ,,ძნელია გამართლება“ და ა. შ. ჩვენთან ახლოს იქნებიან--მოვიზიდავთ ისეთ ნათესავებს, მეუღლეს, რომლებიც ყველაფერს გააკეთებენ ,,არასწორად“ და მივიღებთ ისეთ ცხოვრებას, რომელშიც ,,არ გაგვიმართლა“ და რითი?--ფიქრების ძალით!----ასე, რომ--ადამიანი თვითონ ქმნის პროგრამას--რომელშიც თვითონ ცხოვრობს.--რა გავაკეთოთ, რომ შევცვალოთ ცხოვრება უკეთესობისაკენ? --- იმისათვის, რომ შევიცვალოთ, ყველაზე ხშირად ხელს გვიშლის სიტყვა: --,,თუ“, რომელიც ცხოვრობს ჩვენს წარსულში, აწმყოში და რომელსაც ,,ვექაჩებით“ მომავალში! ---შეჩერდით, და წარმოიდგინეთ, რომ ეს ,,თუ“ თქვენს ცხოვრებაში არასოდეს ყოფილა, გულწრფელად უპასუხეთ საკუთარ თავს კითხვებზე: ----
1, რა მინდა სინამდვილეში? 2, რა მოგცემთ საშუალებას იმისთვის, რომ იცხოვროთ ჰარმონიაში? 3.თუ გექნებოდა ჯადოსნური ჯოხი, რას გააკეთებდი საკუთარი თავისთვის? 4. წარმოიდგინეთ თქვენი ბედნიერი მომავალი. 5. რაზე ოცნებობთ? 6. რა გინდათ, რომ მიიღოთ 1 წლის შემდეგ? ---- და გახსოვდეთ, რომ სამყრო ასრულებს ჩვენს სურვილებს იმ სიყვარულის სანაცვლოდ, რომელიც არის ჩვენს სულში--არა აქვს მნიშვნელობა ვის მიმართ: სამყაროს, ბუნების, ადამიანების, ცოცხალი არსებების, ასევე საკუთარი თავის მიმართ. ისწავლეთ სიყვრული! მაგალითად მე მომწონს სერგეი ლაზარევის სიტყვები: ,,უფალო [სამყარო] მიყვარხარ, მიყვარს ჩემი თავი, ჩემი ოჯახი და მთელი ცოცხალი და არაცოცხალი სამყარო! მადლობა ყველაფრისთვის!“ უსურვეთ ყველას სიკეთე! შეიძლება ეს გარკვეულწილად ყალბად ჟღერდეს, მაგრამ დროთა ვითარებაში ხშირი გამეორებით ჩადის ქვეცნობიერში, და რაც დიდია სიყვარულის დოზა--მით მეტად ნეიტრალდება შიშები, დეპრესია, ეჭვები, აგრესია, უიმედობა. მით უფრო მეტად ივსება ადამიანი სიყვარულით! ასევე, მოუხადეთ მადლობა ღმერთს, რომ შექმნა ასეთი სამყარო, ბედს იმისათვის, რომ ხართ ისეთი, როგორიც ხართ, მადლობა სამყაროს, რომ ასრულებს თქვენს სურვილებს, მოუხადეთ მადლობა დედას და მამას, საკუთარ თავს--ისწავლეთ სიყვარული და მადლიერება ყველაფრისთვის--ჩვენ ხომ უამრავ პოზიტივს ჩვეულებრივ ამბად აღვიქვამთ!-- -მოიფიქრეთ თქვენთვის ახალი ცხოვრება, სადაც არ არის ადგილი დარდისთვის და სევდისთვის!--- გახსოვდეთ, ყველაფერი დამოკიდებულია თქვენს განწყობაზე, თქვენ ხართ პასუხისმგებელი თქვენს ცხოვრებაზე, და ბედზე, გაქვთ საკმარისი ძალა იმისთვის, რომ შეცვალოთ საკუთარი ცხოვრება კარგისკენ!------
This post has been edited by Divergent on 12 Oct 2017, 20:57
--------------------
Politeness is deception in pretty packaging.
|