Printable Version of Topic
Click here to view this topic in its original format
თბილისის ფორუმი > მასმედია > სკანდალი ამბები.გე - გარშემო


Posted by: imageexpress 30 Oct 2009, 17:38
მოკლედ: რა დალევს საკრიტიკოს. ამჟამად ერთ-ერთი "დიადი" ბლოღერის კრიტიკის ქვეშ საინფორმაციო პორტალი ამბები.გე მოექცა. საქმე იმაშია, რომ ამ საიტზე რაღაც რუბრიკაა, სადაც ბავშვების ფოტოებია განთავსებული კონკურსის ფორმატში. დადებულია ბავშეების ფოტოები გადაღებული ზაფხულში და ზამთარში. აი ზაფხულში გადაღEბულ ფოტოებთან დაკავშIრებით ერთერთი ბლოგერი http://freelandia.wordpress.com/2009/10/27/1273/ თვლის, რომ ადგილი აქვს პედოფილთა პროვოცირებას ...

ჩემი აზრი ასეთია: ყველა საკუთარი თავიდან გამომდინარე სჯის! პედოფილია იმას აწუხებს ვინც ამ უწყინარ სურათებში დაინახავს მსგავს ელემენტებს. უამრავმა ადამიანმა განათვსა ფოტოები, მაგრამ მხოლოდ ერთეულებმა მონათლეს ეს ყოლიფერი პედოფილთა საპროვოცირო მასალად.

მოკლედ, ძალიან საჩოთირო თემაა ...

აქ კი სკანდალური საიტი ფორუმელთა განსჯისათვის : http://www.ambebi.ge/potokonkursi.html?func=viewcategory&catid=3
wink.gif

პს. საინფორმაციო პორტალს ეხება თემა, ამიტომ ვხსნი მას მედიის განყოფილებაში. დღეს ელექტრონული მედია არანაკლები გავლენის მქონეა, ვიდრე ტრადიციული მედია , ასე რომ ნუ გადაიტანთ რომელიმე "ღ" განყოფილებაში.

Posted by: Neo777 30 Oct 2009, 17:43
ამ თემაში რა გინდა რომ დავწეროთ imageexpress

რომ არის თუ არა ეს პედოფილია?

Posted by: imageexpress 30 Oct 2009, 17:45
Neo777

ნწ ... ანალიზი დადე პატივცემულო. რამდენად სამართლიანია აგორებული ვაი-ვუი ამბები.გე-ს, როგორც ერთერთ მედიასაშუალების მიმართ?

Posted by: Neo777 30 Oct 2009, 17:49
imageexpress

აჰაა, გასაგებია smile.gif

ნუ ახლა ადამიანმა დაწერა მისი აზრი და რაც არ უნდა არ გვსიამოვნებდეს,
პატივი უნდა ვცეთ. მე არც ერთ მხარეს არ ვიცნობ და არც მეორეს, არამგონია
მათ რაიმე დაპირისპირება ჰქონდეთ და ეს მიზანმიმართული კამპანია იყოს.
ალბათ უფრო ბლოგის ყურადღების მიპყრობა სურს. რაც გამოუვიოდა კიდევაც,
თუნდაც იმით რომ თემა გაიხსნა ფორუმზე smile.gif) სხვას დავამატებ, რომ ის მშობლები
არიან გასაროზგები ვიცნ ასეთი სურათები გააგზავნა, თავში რა უყრიათ ნეტავ?

Posted by: imageexpress 30 Oct 2009, 17:54
Neo777
QUOTE
ალბათ უფრო ბლოგის ყურადღების მიპყრობა სურს. რაც გამოუვიოდა კიდევაც,


ეგ კი ... yes.gif

მაგრამ ეს ყველაფერი არ არის, ტიპი იმუქრება ტელევიიზიიითაც უნდა გავაშუქო მაი ამბავიო...

ძვირფასო Neo777 , ერთს დავძენ, მე ვერაფერს ვხედავ საიმისოს, რომ
QUOTE
ის მშობლები
არიან გასაროზგები ვიცნ ასეთი სურათები გააგზავნა


Posted by: Harry Potter 30 Oct 2009, 17:59
QUOTE
ყველა საკუთარი თავიდან გამომდინარე სჯის! პედოფილია იმას აწუხებს ვინც ამ უწყინარ სურათებში დაინახავს მსგავს ელემენტებს.


biggrin.gif პირდაპირ მიგნებაა biggrin.gif

მეტი რა კომენტარი გავაკეთო? smile.gif როცა ადამიანს არ ესმის, რომ მშობელმა საკუთარი ან თუნდაც სხვისი შვილის ტიტლიკანა ფოტოები არ უნდა გამოფინოს ინტერნეტში უკვე სხვა საქმეა smile.gif

ისე აშშ-ში მშობელსაც და პორტალსაც დიდი პრობლემები შეემქნებოდათ smile.gif ძალიან დიდი smile.gif

Posted by: Neo777 30 Oct 2009, 18:01
imageexpress

მე მაგალითად ჩემი შვილის სურათს მასე შიშველს არ გავაგზავნი არსად,
არ გავაგზავნი ცოტაა - არასოდეს არ გადამიღია. არც გადავუღებ
მიზეზი ? - ბავშვი მომავალში არ უნდა ჩააყენო უხერხულ მდგომარეობაში,
შეიძლება მას ახლა უხარია და ბედნიერია, რომ სადღაც კონკურსში მონაწილეობს, მაგრამ დიდობაში
სულ სხვა გრძნობა ექნება მაგ სურათების შემხედვარე. კიდევ მიზეზი ? - თუნდა ის, რომ მართლაც
არიან პედოფილები და შენი შვილი არ უნდა გახადო მათი ობიექტი. ხოდა ამიტომ და კიდევ სხვა
მიზეზების გამო გავროზგავდი smile.gif

და ახლა მე რომ ვთქვა ეგ პედოფილიაა თქო, ვერ ვიტყვი მომიჭერი უკვე გზა wink.gif
QUOTE
პედოფილია იმას აწუხებს ვინც ამ უწყინარ სურათებში დაინახავს მსგავს ელემენტებს.


Posted by: Harry Potter 30 Oct 2009, 18:08
Neo777

დიდობაში უხერხულობას დაანებე თავი smile.gif

ჩემი ბლოგის სტატისტიკას დაგიდებ smile.gif

ბავშვების სექსი 152
ბავშვების 50
ბავშვების პორნო 42
პატარა ბავშვების სექსი 22
13 წლის ბავშვების სექსი 9
ბავშვის სექსი 7
პატარა ბავშვის პორნო 7
პატარა ბავშვის სექსი 6

ესაა ფრაზები, რომელსაც ეძებენ სერჩ ენჯინებში, ბლოგი ამას აფიქსირებს როცა ამ ფრაზის გამო ჩემს ბლოგს აგდებენ (არ გეგონოთ რომ მსგავსი კონტენტი მიდევს biggrin.gif უბრალოდპედოფილიის და სექსუალური ძალადობის თემაზე რამდენიმე სტატია მაქვს დაწერილი და შესაბამისად სერჩიც აგდებს). ესაა ბოლო ხანების სტატისტიკა. ანუ ფაქტია, რომ ხალხი ზის და ამას ეძებს.

ამ დროს სხვადასხვა პორტალებზე, ფოტო კონკურსების საიტებზე და ა.შ. დევს ის კონტენტი რომელსაც ისინი დებენ smile.gif რა შუაშია აქ ბლოგის პოპულარიზაცია და სკანდალი. ხომ არ შეიძლება ჩვენი შვილების უსაფრთხოებას ასე სკეპტიკურად უყურებდეს ადამიანი?

Posted by: Neo777 30 Oct 2009, 18:12
Harry Potter
QUOTE
ბლოგის სტატისტიკა

მდაააააააააააააააააააა
ვერაფერს იტყვი sad.gif

ამ დონეზე თუ იყო ჩვენთან მართლა არ მეგონა no.gif
საშინელებაა vis.gif

Posted by: Harry Potter 30 Oct 2009, 18:15
Neo777

იმიტომ არ გეგონა, რომ ამ თემას ადევს ტაბუ საქართველოში, ან უბრალოდ უარყოფის რეჟიმშია გადასული ხალხი.

"არა დედა შვილო, ასეტი რამე საქართველოში???? უიმეეე არააა" და ა.შ.

შენ წარმოიდგინე არც მე მჯეროდა ამისი smile.gif ამერიკაში სწავლისას ერთი პროექტი გაგვაცნეს რისი მეშვეობითაც პედოფილებს იჭერენ როცა ისინი ცდილობენ ინტერნეტით შეაცდინონ ბავშვები და მერე სახლში მიაკითხონ. იცი როგორი დარწმუნებული ვიყავი რომ საქართველოში ას არ იმოქმედებდა? smile.gif მარა გაოცებული დავრჩი, როცა ბლოგი გავხსენი და სტატისტიკაში ეს ყველაფერი აღმოვაჩინე smile.gif

Posted by: WOMAN IN LOVE 30 Oct 2009, 19:00
imageexpress
QUOTE
ამჟამად ერთ-ერთი "დიადი" ბლოღერის კრიტიკის ქვეშ საინფორმაციო პორტალი ამბები.გე მოექცა.

ჯერ ერთი, არაა აუცილებელი, რომ მაინცდამაინც ვინმე ,,დიადმა" გაგაკრიტიკოს, არც ისაა მომგებიანი, მოპაექრის დაკნინებას რომ ცდილობ ამ ფრაზით, და მეორე, პორტალს კი არ აკრიტიკებენ, არამედ იქ გამოქვეყნებულ ზოგიერთ ფოტოს. ყველას აქვს უფლება გამოთქვას თავისი აზრი და ამ შემთხვევაში იმ ბლოგერის აზრს სრულიად ვეთანხმები. საერთოდ, მიუღებლად მიმაჩნია ბავშვთა სილამაზის კონკურსები, ვთვლი, რომ ყველა ბავშვი ლამაზია და ვერც იმას აუხსნი პატარას, თუ რატომ დამარცხდა, რატომ ამჯობინეს სხვა - სტრესი გარდაუვალია. აქ ამბები.გე-დან გადავუხვევ და საილუსტრაციოდ გთავაზობთ ბავშვთა სილამაზის კონკურსის რამდენიმე მონაწილის ფოტოს, ეს სურათები მათ ვებგვერდზეა განთავსებული
http://www.littlemissgeorgia.com.ge/
შეხედეთ, რას დაამსაგავსეს ანგელოზივით ბავშვები sad.gif

http://www.radikal.ru

http://www.radikal.ru

http://www.radikal.ru

http://www.radikal.ru

http://www.radikal.ru

http://www.radikal.ru


sad.gif sad.gif

Posted by: Miss_Nata 30 Oct 2009, 20:01
QUOTE
Neo777

დიდობაში უხერხულობას დაანებე თავი

ჩემი ბლოგის სტატისტიკას დაგიდებ

ბავშვების სექსი 152
ბავშვების 50
ბავშვების პორნო 42
პატარა ბავშვების სექსი 22
13 წლის ბავშვების სექსი 9
ბავშვის სექსი 7
პატარა ბავშვის პორნო 7
პატარა ბავშვის სექსი 6

ცუდად ვარ sad.gif(((( საით მივექანებით??? ისე მეშინია ჩემი შვილების გამო რომ არ ვიცი,ავადმყოფების გარემოცვაში ვცხოვრობთ...

Posted by: Blogger 30 Oct 2009, 22:41
QUOTE
ალბათ უფრო ბლოგის ყურადღების მიპყრობა სურს


ასეთი ტრიუკები ყურადღების მისაპყრობად არ მჭირდება. დავიწყოთ იმით, რომ ჩემი ბლოგიდან პოსტი "ცხელმა შოლკოლადმა" ჯერ კიდევ ივნისში დაბეჭდა. ეს ისე, ინფორმაციისთვის.

დავანებოთ თავი ყველაფერს და არც თქვენს ე.წ. დასკვნებზე გამოდევნებას ვაპირებ. ერთი რამ მაინტერესებს: თუ ყველაფერი კანონისა და ეთიკის ნორმებში ჯდება, თუ ყველაფერი მისაღებია, საიტის ადმინისტრაციამ ჩემი წერილის მიღების მერე საიტიდან რატომ წაშალა ატამდე ფოტო? იქნებ გამცეთ პასუხი?

რას ამბობ, ქართველ კაცს ასეთი ბინძური იდეა როგორ მოუვა თავში? ამას მხოლოდ სკანდალს მოწყურებული ჟურნალისტები "იგონებენ", არა?
რამდენიმე თვის წინ ტრენინგს ვესწრებოდი. იქ ფსიქოლოგებმა პედოფილიის იმდენი შემთხვევა გაიხსენეს, კინაღმ გავგიჟდი. მართლა არ მეგონა ასეთი რამ საქართველოში თუ ხდებოდა.

შემიძლია ჩემი ბლოგის სტატისტიკაც დავდო. მერე უფრო დარწმუნდებით რამდენი ავადმყოფი დაეხეტება ნეტში.


* * *
რაც მთავარია, მე არ მაქვს საუბარი კონკურსში მონაწილე ყველა ფოტოზე. ფოტოები, რომლებზეც ეს ამბავი ავტეხე, გუშინ დილით წაშალეს საიტიდან საიტიდან. ახლა კი იქ მხოლოდ ბუნჩულა ბავშვების უწყინარი ფოტოები დევს.

Posted by: Ninelku 30 Oct 2009, 23:31
QUOTE
შეხედეთ, რას დაამსაგავსეს ანგელოზივით ბავშვები

გეთანხმები. რას ერჩოდნენ ამ ბავშვებს?
ტოტალური უგემოვნება მკვიდრდება. სამწუხაროა.

Posted by: SPC 30 Oct 2009, 23:41
Blogger
გეთანხმები
მარაზმია ეგეთი რაღაცის გაკეთება ( და მერე ლაპარაკი რომ ვისაც ეს თავში აზრად მოუვიდა ის თვითონაა გარყვნილი)


დებილია ეს ხალხი... ეგეთი სურათი თუ მაინცდამაინც აქვთ შეუძლიათ სახლში ჰქონდეთ და არა ინტერნეტში ჩადონ სადაც მართლა უამრავი ავადმყოფია

Posted by: tinaland 30 Oct 2009, 23:50
WOMAN IN LOVE
QUOTE
შეხედეთ, რას დაამსაგავსეს ანგელოზივით ბავშვები

ვაიმე მართლა რა საშინელებაააა vis.gif ვერ ვხვდები ლამაზიები გონიათ ეხლა ამათ მშობლებს შვილებიი?

Posted by: imageexpress 31 Oct 2009, 13:10
მოკლედ: უნდა გაიმიჯნოს ორი რამ: სხვადასხვა რამეა, როდესაც ბავშვს მაკიაჟით გადათხიპნი , მართლა ჩამორეცხავ ბავშვურ სახეს და "დიდი დეიდის" ნიღაბს ააფარებ და მერე ასეთ გადადღაბნილი სახით კონკურსში უშვებ ან "გვირილა"-ში ამღერებ, ეს საშინელებაა!!! (ლითლმისჯორჯიასთან დაკავშირებით)

მაგრამ, ის ფაქტი, რომ პატივცემული ბლოგერი გამოდის და ემუქრება საინფორმაციო პორტალს და არა აქვს აზრი ეს ამბები.გე იქნება, თუ ჩალაყომ.ჯი და მათ პედოფილთა პროვოცირებაში სდებს ბრალს - ეს სხვა თემაა რა ... თუმცა მე რას ვატრა'ებ, თვითონ პორტალმა როგორც ვიცი არ გაგცათ პასუხი და ის ფოტოებიც წაიშალა. ტაკ შტო უაზროდ მიმაჩნია ამ თემაზე საუბარი.

აქვე: სულ არ ვამბობ იმას, რომ მაინც და მაინც ტიტლიკანა ბალღების ფოტოები ატვირთეთთქო, მითუმეტეს, რომ მე თავადაც არ გავაკეთებდი ამას, უბრალოდ, ნუ შეხედდავთ ამას ასეთი თვალით და ნუ გაუკეთებთ ისეთ ინტერპრეტაციას, როგორიც პატივცცემულმა ბლოგერმა მისცა ...

Posted by: WOMAN IN LOVE 31 Oct 2009, 14:05
imageexpress
ბლოგერის რეაქცია, კიდევ ვიმეორებ, ჩემთვის სრულიად გასაგებია, ვინაიდან ისინი უკეთ არიან ინფორმირებულები ქსელში პედოფილთა აქტიურობის შესახებ, რასაც მოწმობს კიდეც მათ მიერ მოტანილი სტატისტიკა. არც მშობლებმა და არც რომელიმე საიტმა ხელი არ უნდა შეუწყოს პედოფილიას, ეს არის და ეს.



............................................

Posted by: Harry Potter 31 Oct 2009, 16:39
imageexpress

რას ნიშნავს ინტერპრეტაცია? smile.gif

ფაქტის აღქმაას აქვს ადგილი და შესაბამისად პრობლემის დანახვას.

ხოლო იმაზე საუბარი, რომ ვღაცა რაღაცის ინტერპრეტაციას აკეთებს არის მარაზმი.
ინტერპრეტაცია და შეცდომაზე მითითება, სხვადასხვა რამეა.

Posted by: GT 1 Nov 2009, 07:28
Harry Potter
ლოცვა გავაძლიეროთ ჩემო სულიერო მეგობარო.

Posted by: kasandra 2 Nov 2009, 13:42
საშინელებაა ის ფოტოები რაც ამბები.გე-ზე იდო. აბსოლუტურად ვეთანხმები თაზოს, არ შეიძლება ასეთი ფოტოების გამოფენა. მშობელი რომ ტუტუცი და იდიოტია ეს ერთია, სხვაა საიტის პასუხისმგებლობის საკითხი.

GT
biggrin.gif

Powered by Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)