Printable Version of Topic
Click here to view this topic in its original format
თბილისის ფორუმი > ჯანმრთელობა და მედიცინა > კითხვა ოფთალმოლოგთან III


Posted by: Solveig 10 Feb 2014, 01:22
მესამე თემა...

http://forum.ge/?f=43&showtopic=33563309
http://forum.ge/?f=43&showtopic=33812911
http://forum.ge/?f=43&showtopic=34446031&st=0

Posted by: Vivienne 10 Feb 2014, 20:41
გამარჯობათ,
სათვალე მჭირდება მუდმივი ტარებისთვის და რომელ სათვალის მაღაზიას მირჩევდით? როგორც ვიცი რონიკოს არ აქვს კარგი სახელი smile.gif კენარი ან საფილო?

Posted by: sqvoto 11 Feb 2014, 00:57
სამწუხაროდ საქართველოს ბაზარს კარგად არ ვიცნობ. ისე ჩემები ჯაბადარში უკვეთენ ხოლმე.
ისე რატომ არ აქვს რონიკოს კარგი სახელი?

Posted by: chipmunck 14 Feb 2014, 01:26

კოსმეტიკურ საპონს ვისმევდი სახეზე, სხვადასხვა შემცველობისააა, დამზადებულია ნიშადურის და ქაფურის სპირტზე და უცებ თვალში მომიხვდა, მაშინვე ნელთბილი წყლით ჩამოვიბანე და შემდგომ ფიზიოლოგიური ხსნარი ჩავიწვეთე რამოდენიმეჯერ, ძალიან შეშინებული ვარ sad.gif ახლა უცხო სხეულის შეგრძნება მაქვს თვალში, არ მეწვის sad.gif
მირჩიეთ რა რამე როგორ მოვიქცეე, რომ შემდგომ თავიდან ავიცილო რაიმე გართულება...

Posted by: 088 15 Feb 2014, 00:33
ბავშვს თვალიდან აქვს ჩირქოვანი გამონადენი და ექიმმა გვითხრა საცრემლე არხის ზონდირება ჭირდებაო. ბავშვი არის 3.5 თვის და 2 თვის მერე თავისით აღარ გაეხსნება და ჩარევა არის საჭიროო? მაინც ვნერვიულობთ და არის შანსი თავისით გაიხსნას კიდევ თუ უნდა გავუკეთოთ ზონდირება?

Posted by: sqvoto 15 Feb 2014, 23:13
QUOTE (chipmunck @ 14 Feb 2014, 01:26 )
კოსმეტიკურ საპონს ვისმევდი სახეზე, სხვადასხვა შემცველობისააა, დამზადებულია ნიშადურის და ქაფურის სპირტზე და უცებ თვალში მომიხვდა, მაშინვე ნელთბილი წყლით ჩამოვიბანე და შემდგომ ფიზიოლოგიური ხსნარი ჩავიწვეთე რამოდენიმეჯერ, ძალიან შეშინებული ვარ sad.gif ახლა უცხო სხეულის შეგრძნება მაქვს თვალში, არ მეწვის sad.gif
მირჩიეთ რა რამე როგორ მოვიქცეე, რომ შემდგომ თავიდან ავიცილო რაიმე გართულება...

არაფერია, გაგივლის, მცირედი გაღიზიანება გექნება.
თუ თარიღით ვუმსჯელებთ ალბათ უკვე გაგიარა კიდეც
* * *
QUOTE (088 @ 15 Feb 2014, 00:33 )
ბავშვს თვალიდან აქვს ჩირქოვანი გამონადენი და ექიმმა გვითხრა საცრემლე არხის ზონდირება ჭირდებაო. ბავშვი არის 3.5 თვის და 2 თვის მერე თავისით აღარ გაეხსნება და ჩარევა არის საჭიროო? მაინც ვნერვიულობთ და არის შანსი თავისით გაიხსნას კიდევ თუ უნდა გავუკეთოთ ზონდირება?

მასაჟი არ დაუნიშნავს?
სად გყავდა ბავშვი?

Posted by: taco12 20 Feb 2014, 17:41
ჩემ გოგოსაც ქონდა და გაუხსნეს საცრემლე არხი 5 თვის ასაკში მარჯვენა თვალში მეც ეგრე მიტხრეს არ გაეხსნებაო და მეორე თვალშიც ქონდა მაგრამ იქ თავისით გაეხსნა ....ასერომ ტყუილად გაუკეთე იმ თვალში იმდენი იტირა და ჩალურჯებული ქონდა დავტანჯეთ ბავშვი ....ეხლა გვიკეთია სათვალე 2 წლის ასაკში დაეწყო ზუსტად მაგ მ,არჯვენა თვალში სიელმე და ხოარ დაგვიზიანეს რამე რავიცი..ჩვენ გაუკეთეთ ტარასაშვილთან new hospitalshi ....ასერომ არ იჩქარო ...

Posted by: chanchi 20 Feb 2014, 21:44
გამარჯობათ. მყავს 5თვის ბიჭი. ვამჩნევ რომ ზოგჯერ მარჯვენა თვალის ჭრილი უვიწროვდება. აქვს ცრემლდენაც.გადანატანი გვაქვს ვირუსი.ოფთალმოლოგმა მითხრა რომ ეს ვირუსის ბრალია და როცა საბოლოოდ ალაგდება გაივლის წამალი არ სჭირდებაო.ზოგჯერ ზირპლიც აქვს ,მუდმივად არა. როგორ მოვიქცე?

Posted by: Jessica Rabitt 23 Feb 2014, 13:20
მხედველობის გაუმჯობესება რითია შესაძლებელი?

Posted by: მოლკო 25 Feb 2014, 17:00
გამარჯობათ

ხშIრად მიწევს ტელევიზორის,სმარტფონების და პლანშეტების ეკრანთან მუშაობა

მანამდეც მაგრამ რაც ვმუშაობ უფრო გამიმწვადა მხედველობის პრობლემა

მალე მეღლება ხშIრად მწიევს დაძაბვა თვალების რათა ნორმალურად დავინახო


რას მირჩევდით სათვალე გავიკეთო დამცავი თუ რაიმე სხვა გზა არსებობს

თუ სათვალე რომელი ან რა ქვია მაგ ტიპის სათვალეებს რადგან კომპტიუტერისგან დამცვაი არ მინდა


Posted by: kaxa_1111 25 Feb 2014, 22:09
ეხლა ჩემი შვილი 8 თვისაა,3 თვის ასაკში მარჯვენა თვალზე გავუკეთე საცრემლე არხის გახსნა,მაშის მარცხენა არ ეცრემლებოდა და ექიმა თავი შეიკავა,გახსნისაგან....ეხლა კი ორივე ეცრემლება სავარაუდოდ ისევ გასახსნელია არხი....კითხვა მაქვს ოლთალმოლოგთან,ეხლა რომ არ გავუხსნა არხი,რა მე საშიშროება ხომ არ შეექმნება მხედველობის მხრივ? ეგ პროცედურა სრული გაკუჩებით არ კეთდება საერთოდ რომ ვერ გაიგოს ბავშვმა ტკივილი?მადლობა წინასწარ

Posted by: sqvoto 1 Mar 2014, 19:45
QUOTE (მოლკო @ 25 Feb 2014, 17:00 )
გამარჯობათ

ხშIრად მიწევს ტელევიზორის,სმარტფონების და პლანშეტების ეკრანთან მუშაობა

მანამდეც მაგრამ რაც ვმუშაობ უფრო გამიმწვადა მხედველობის პრობლემა

მალე მეღლება ხშIრად მწიევს დაძაბვა თვალების რათა ნორმალურად დავინახო


რას მირჩევდით სათვალე გავიკეთო დამცავი თუ რაიმე სხვა გზა არსებობს

თუ სათვალე რომელი ან რა ქვია მაგ ტიპის სათვალეებს რადგან კომპტიუტერისგან დამცვაი არ მინდა



პირველ რიგში გააჩნია ასაკს, ასევე მნიშვნელოვანია თქვენი მხედველობა(ნორმალური ოფთალმოლოგის კონსულტაცია), თუ ყველაფერი წესრიგშია-უნდა დაიცვათ მუშაობისას რეჟიმი, ხშირად ახამხამოთ თვალები, გაიკეთოთ დამცავი სათვალე (15-20% ყავისფერი დაფერვით + ანტიბლიკი). ისე თემაში იმდენჯერ წერია ამ პრობლემაზე რომ... ისე ეს რას ნიშნავს?
''რას მირჩევდით სათვალე გავიკეთო დამცავი თუ რაიმე სხვა გზა არსებობს
თუ სათვალე რომელი ან რა ქვია მაგ ტიპის სათვალეებს რადგან კომპტიუტერისგან დამცვაი არ მინდა''


Jessica Rabitt Posted on 23 Feb 2014, 13:20
მხედველობის გაუმჯობესება რითია შესაძლებელი?
გააჩნია პრობლემას, ვარჯიში, რეჟიმი, ჯანსაღი კვება...

chanchi Posted on 20 Feb 2014, 21:44
გამარჯობათ. მყავს 5თვის ბიჭი. ვამჩნევ რომ ზოგჯერ მარჯვენა თვალის ჭრილი უვიწროვდება. აქვს ცრემლდენაც.გადანატანი გვაქვს ვირუსი.ოფთალმოლოგმა მითხრა რომ ეს ვირუსის ბრალია და როცა საბოლოოდ ალაგდება გაივლის წამალი არ სჭირდებაო.ზოგჯერ ზირპლიც აქვს ,მუდმივად არა. როგორ მოვიქცე?

წესით ცოტა უნდა დაელოდოთ და ალაგდება. თუ პროცესი გაჭიანურდა (1 თვეზე მეტ ხანს) წამლები უნდა მიაშველოთ

Posted by: Jessica Rabitt 1 Mar 2014, 20:32
sqvoto

ასტიგმატიზმი და 2.5 მინუსი, რა ვუშველო

Posted by: Teo-Geo 3 Mar 2014, 18:44
გამარჯობა,
უკვე მეორედ, როცა თმას ვიღებავ და შემდგომ თავს ვიბან, თვალში სავარაუდოდ ხვდება წყალი საღებავით და შამპუნით, რის შემდგომაც თვალები მიწითლდება, მაგრამ არ მეწვის და სადღაც 10 წუთში თვალებში ვამჩნევ თითქოს ლინზასავით რაღაც გარსი (пленка) მშორდება თვალებიდან,ნელ-ნელა ჩამოდის ქვედა ქუთუთომდე. წყლით "ვირეცხავ" თვალებს,მაგრამ არ მშველის. შემდგომ თვალები ოდნავ მისივდება. ოფთალმოლოგმა შემამოწმა, არაფერი არ სჭირსო თვალებსო.
ხომ არ გქონიათ მსგავსი შემთხვევა ან რა გარსი შეიძლება მოძრაობდეს თვალში? იქნებ ალერგიის გამოხატულებაა საღებავის შემადგენლობაზე, რადგან შამპუნზე ასეთი რეაქცია არ მაქვს.
წინასწარ გმადლობთ პასუხისთვის.

Posted by: <<მარი>> 4 Mar 2014, 11:17
თუ შეიძლება მიპასუხეთ ბავშვს, რომელიც არის 1.8წლის, ორივე თვალზე აქვს ქალაზიონი. თავიდან ჯიბლიბო მეგონა, მაგრამ არც გამონადენი, არც ტკივილი,
სიწითლემ გაუარა და დარჩა პატარა ამობურცულები ორივეზე. ეხლა ქვედა ქუთუთოზე აქვს სიწითლე, სავარაუდოდ იქაც იგივეა. მყავდა ექიმთან, ქალაზიონი
დაუსვა დიაგნოზი, გამოსავალი ქირურგიული. პირველ რიგში მაინტერესებს რა იწვევს ამ დაავადებას? შეიძლება სხვა, უფრო სერიოზული პრობლემიდან მოდიოდეს?
და ქირურგიულის გარდა, ვიცი სხვა მეთოდებიცაა. ასე არაეფექტურია? ნუ, თუ სხვა გზა არაა რა ასაკში ჯობს ჩარევა? და ამ სიხშირით თუ დაემართა, სულ ოპერაციებს ხომ ვერ გავუკეთებ? ვნერვიულობ ძაან sad.gif

Posted by: Voldemar 5 Mar 2014, 11:38
გამარჯობა, შეგიძლიათ მითხრათ ცალი თვალის გუგის გაფართოება რისგან უნდა იყოს გამოწვეული და რამდენად საჭიროა ოფთალმოლოგის ჩარევა?

Posted by: eldari1965 7 Mar 2014, 17:08
გამარჯობა, ნევრინომის ოპერაციის შემდეგ პარალიზებული მაქვს სახის ცალი მხარე/ თვალს ბოლომდე ვერ ვხუჭავ. მეწვის მუდმივად და მიღიზიანდება. სახლში ლეიკოთი მაქვს აკრული გარეთ გასვლის დროს ვისმევ ტობრექსის მალამოს, ნაწილობრივ მშველისმაგრამ 3-4 საათში მაინც მიწითლდება.ტობრექსი ანტიბიოტიკი და მუდმივად არ შეიძლება. მე კა მე-6 წელია ასე ვარ. ვცადე ყველანაირი თვალის წვეთები და გელები. ვერაფერი ვერ მოვირგე. რამეს ხომ ვერ მირჩევთ? თუნდაც ქირურგიულ ჩარევას?

Posted by: Jessica Rabitt 7 Mar 2014, 17:52
როცა გაციებულ ივარ უფრო მტკივა cry.gif აუტანლად მტკივა

Posted by: Future> 7 Mar 2014, 22:08
მიოპია მაქვს და ვიღაცამ მირჩია თვალის წვეთები ჩაისხიო კომპთან თუ დაჯდებიო, ხელოვნური ცრემლი ჰქვიან

ხოდა რომელი უნდა ვიყიდო ან რამდენი ღირს
ექიმის გარეშე თუ მოჟნა?
კონსულტაციბში 2 მაგდენი უდნა გადავიხადო უეჭ :/

Posted by: enjoy_the_game 8 Mar 2014, 13:43
გამარჯობათ. დღეს სემთხვევით შევამჩნიე რო 1 თვალიდან ბუნდოვნად ვხედავ. ადრე ასეთი რაღაც არასდროს არ მქონია. (აი პოტოაპარატზე ფოკუზი რო ვერ გაასწორებ ისე რა smile.gif))
კომოიუტერთან ხშირად ვზივარ შარშან თვალის ექიმთან ვიყავი და ყველაფერი წესრიგში მქონდა.
რა ვქნა 1-2 დღე დავაკვირდე თუ რას მირჩევთ?

Posted by: Harlequ1n 8 Mar 2014, 23:57
გამარჯობა,სათვალესთან დაკავშირებით მაქვს კითხვა.მოკლედ ძველი აღარ ვარგა,თავი მტკივდება მალევე გაკეთებიდან,ახალი მჭირდება,ოღონდ არანაირი მკურნალობა,"მასაჟი" და ა.შ. უბრალოდ სათვალის გაკეთება,მეტი არაფერი.ხომ ვერ მეტყვით მსგავსი მომსახურება რომელ კლინიკაში იქნება?ანუ მხოლოდ შემამოწმოს და დამიწეროს საჭირო სათვალის "პარამეტრები" თუ რაც არის,არ ვიცი givi.gif
"რეტინა" არა ოღონდ,ძალიან გთხოვთ,გორის ჰოსპიტალში ჩავალ თუ დაწერს ვინმე და იქ არა
წინასწარ დიდი მადლობა

Posted by: g12345 9 Mar 2014, 18:55
გამარჯობათ, თვალის ზედა ქუთუთო მქონდა გასიებული, მიზეზი არ ვიცი იმ პერიოდში დიდხანს მომიწია კომპიუტერთნ ჯდომა და მაგას დავაბრალე. დაცხრობიდან ერთი კვირის შემდეგ შევამჩნიე რომ ქუთუთოზე რაღაც წვრილი ოდნავ შესამჩნევი ამობურცული დამიტოვა, შიგნიდან რომ შეხედავ ცხიმოვან დაგროვებას გავს, ერთი წელია რაც მაქვს და არ იზრდება. ვერ მეტყვით რა შეიძლება იყოს?

Posted by: მაკიაველი-E500 18 Mar 2014, 20:57
გამარჯობა!

ვინმემ ხო არ იცით საცრემლე არხის საცობების გაკეთება რა ჯდება ?

Posted by: guest_1 19 Mar 2014, 01:19
მოკლედ შემეშინდა ძალიან..
ბატონები მქონდა წითელა თუ წითურა.. გამიარა ბატონებმა და დღეს მთელი დღეა თვალები მეწვის და მხედველობა გამიუარესდა..

ძლივს მოვედი სახლამდე მანაქანით ჰოდა სად მივიდე ხვალ ექიმთან?
რომ ვძაბავ თვალებს თავსაც მატკიებს ეხა.. ძლივს ვარჩევ ასოებს.. რამე სერიოზულია? ხვალ იმედია გავახელ თვალებს და მირჩიეთ რაიმე რა..

Posted by: Solveig 19 Mar 2014, 03:01
guest_1


წითელას ბრალი იქნება.

ოფთალმოლოგთან მიდი.

Posted by: guest_1 19 Mar 2014, 16:52
Solveig
ცოტა ხნით დაგეტოვებინა სადაც იყო თემა სულ ერთი დღით.. მომცა რჩევა რა, მეც ვიცი ექიმთან რომ უნდა მივიდე..
აქ კაციშვილი არ შემოიხედავს და იქ მირჩევდა ვინმე კარგ გამოცდილ ექიმს ან სულაც იქნებ ვინმეს ქონია მსგავსი შემთხვევა და სულ არაა საჭირო ექიმი მოკლედ რა სხვა საქმე არ გქონდა მოდერ? თუ ესე ძაან არია განყოფილება ერთმა თემამ? კალოჩე რა vis.gif facepalm.gif

Posted by: rativar 21 Mar 2014, 19:09
კითხვა მაქვს ოფთალმოლოგთან..

გაზაფხულის მოახლოებასთან ერთად, როცა მზე ძლიერდება და ქარიანი ამინდებიც ერთვის თან, ეს ორი ნაზავი ალერგიულად მოქმედებს ჩემს თვალებზე. მიწითლდება, ქუთუთოები მისივდება, ქავილის შეგრძნება მაქვს და მიცრემლიანდება კიდეც... სათვალის გარეშე ზაფხულობით ვერ გავდივარ მზეზე მიწითლდება ეგრევე თვალები...

რა ვქნა? არის საშუალებები რომ დამოუკიდებლად ვიმკურნალო როგორმე თუ აუცილებელია ექიმთან მისვლა?

ან მსგავსი სიმპტომების მქონე თუ ხართ ვინმე მირჩიეთ რა ვქნა ან რომელი წამალი ვიყიდო ჩასაწვეთებლად?

Posted by: likable 21 Mar 2014, 21:47
ვინმე შეგიძლიათ დამეხმაროთ? მაინტერესებს ვინმეს თუ გაქვთ გაკეთებული ოპერაცია მინუსზე ლაზერით.რამდენად ამართლებს და საშიში არის თუ არა.ვინმემ თუ იცით მითხარით რა.

Posted by: sqvoto 23 Mar 2014, 12:26
QUOTE (Jessica Rabitt @ 1 Mar 2014, 20:32 )
sqvoto

ასტიგმატიზმი და 2.5 მინუსი, რა ვუშველო

ასაკი?
სათვალე ან
თუ ასაკი შესაძლებლობას იძლევა ლაზერული კორექცია
* * *
QUOTE (Teo-Geo @ 3 Mar 2014, 18:44 )
გამარჯობა,
უკვე მეორედ, როცა თმას ვიღებავ და შემდგომ თავს ვიბან, თვალში სავარაუდოდ ხვდება წყალი საღებავით და შამპუნით, რის შემდგომაც თვალები მიწითლდება, მაგრამ არ მეწვის და სადღაც 10 წუთში თვალებში ვამჩნევ თითქოს ლინზასავით რაღაც გარსი (пленка) მშორდება თვალებიდან,ნელ-ნელა ჩამოდის ქვედა ქუთუთომდე. წყლით "ვირეცხავ" თვალებს,მაგრამ არ მშველის. შემდგომ თვალები ოდნავ მისივდება. ოფთალმოლოგმა შემამოწმა, არაფერი არ სჭირსო თვალებსო.
ხომ არ გქონიათ მსგავსი შემთხვევა ან რა გარსი შეიძლება მოძრაობდეს თვალში? იქნებ ალერგიის გამოხატულებაა საღებავის შემადგენლობაზე, რადგან შამპუნზე ასეთი რეაქცია არ მაქვს.
წინასწარ გმადლობთ პასუხისთვის.

სავარაუდოდ გაღიზიანებული კონიუნქტივა-თვალის ლორწოვანი გარსი იქნება
* * *
QUOTE (<<მარი>> @ 4 Mar 2014, 11:17 )
თუ შეიძლება მიპასუხეთ ბავშვს, რომელიც არის 1.8წლის, ორივე თვალზე აქვს ქალაზიონი. თავიდან ჯიბლიბო მეგონა, მაგრამ არც გამონადენი, არც ტკივილი,
სიწითლემ გაუარა და დარჩა პატარა ამობურცულები ორივეზე. ეხლა ქვედა ქუთუთოზე აქვს სიწითლე, სავარაუდოდ იქაც იგივეა. მყავდა ექიმთან, ქალაზიონი
დაუსვა დიაგნოზი, გამოსავალი ქირურგიული. პირველ რიგში მაინტერესებს რა იწვევს ამ დაავადებას? შეიძლება სხვა, უფრო სერიოზული პრობლემიდან მოდიოდეს?
და ქირურგიულის გარდა, ვიცი სხვა მეთოდებიცაა. ასე არაეფექტურია? ნუ, თუ სხვა გზა არაა რა ასაკში ჯობს ჩარევა? და ამ სიხშირით თუ დაემართა, სულ ოპერაციებს ხომ ვერ გავუკეთებ? ვნერვიულობ ძაან sad.gif

ოპერაცია საკმაოდ ხმამაღალი ნათავამია-არ არის რთული პროცედურა, ბავშვის შემთხვევაში პრობლემა ისაა რომ პატარა არ ჩერდება.
მკურნალობის ალტერნატიული ვარიანტემია მაზით დამუშავება, რაც უმეტეს შემთხვევაში არაეფექტურია, ან ნემსი ხალაზიონში(ჰორმონით), ბავშვის შემთხვევაში ეს პროცედურაც რთულია. თუ ხალაზიონის შემთხვევები ხშირია დიაბეტზე ამოწმებენ. ისე კი არ შეშინდე
* * *
QUOTE (Voldemar @ 5 Mar 2014, 11:38 )
გამარჯობა, შეგიძლიათ მითხრათ ცალი თვალის გუგის გაფართოება რისგან უნდა იყოს გამოწვეული და რამდენად საჭიროა ოფთალმოლოგის ჩარევა?

გუგის ასიმეტრია გარკვეულწილად ნორმაც არის, თუმცა არსებობს გამონაკლისებიც, ასე რომ ოფთალმოლოგოსა და ნევროლოგის კონსულტაცია არ გაწყენდა
* * *
QUOTE (eldari1965 @ 7 Mar 2014, 17:08 )
გამარჯობა, ნევრინომის ოპერაციის შემდეგ პარალიზებული მაქვს სახის ცალი მხარე/ თვალს ბოლომდე ვერ ვხუჭავ. მეწვის მუდმივად და მიღიზიანდება. სახლში ლეიკოთი მაქვს აკრული გარეთ გასვლის დროს ვისმევ ტობრექსის მალამოს, ნაწილობრივ მშველისმაგრამ 3-4 საათში მაინც მიწითლდება.ტობრექსი ანტიბიოტიკი და მუდმივად არ შეიძლება. მე კა მე-6 წელია ასე ვარ. ვცადე ყველანაირი თვალის წვეთები და გელები. ვერაფერი ვერ მოვირგე. რამეს ხომ ვერ მირჩევთ? თუნდაც ქირურგიულ ჩარევას?

კატაევს რომ ეჩვენო როცა ჩამოდის ხოლმე, იქნებ გარკვეულ წილად დაავიწროვოს ჭრილი? ან პლასტიკა გაუკეთოს.
მეორე ვარიანტია მაკა ბერაიას კონსულტაცია ავერსში, საბურთალოზე.
* * *
QUOTE (Jessica Rabitt @ 7 Mar 2014, 17:52 )
როცა გაციებულ ივარ უფრო მტკივა cry.gif აუტანლად მტკივა

რა გტკივა, თვალი თუ თავი?
ისე ნეტით დიდს ვერაფერს დავადგენთ
* * *
QUOTE (Future> @ 7 Mar 2014, 22:08 )
მიოპია მაქვს და ვიღაცამ მირჩია თვალის წვეთები ჩაისხიო კომპთან თუ დაჯდებიო, ხელოვნური ცრემლი ჰქვიან

ხოდა რომელი უნდა ვიყიდო ან რამდენი ღირს
ექიმის გარეშე თუ მოჟნა?
კონსულტაციბში 2 მაგდენი უდნა გადავიხადო უეჭ :/

თვალის წვეთები, ნუ ხელოვნური ცრემლი მიოპიისაგან ვერ განგკურნავთ, მხოლოდ სიმშრალით გამოწვეულ დისკომფორტს მოხსნის ნაწილობრივ. ყიდვა კონსულტაციის გარეშეც შეიძლება, კარგია სისტეინი, ხილოკომოდი, ნუ დანარჩენი რაც ექნებათ აფთიაქში კითხე
* * *
QUOTE (enjoy_the_game @ 8 Mar 2014, 13:43 )
გამარჯობათ. დღეს სემთხვევით შევამჩნიე რო 1 თვალიდან ბუნდოვნად ვხედავ. ადრე ასეთი რაღაც არასდროს არ მქონია. (აი პოტოაპარატზე ფოკუზი რო ვერ გაასწორებ ისე რა smile.gif))
კომოიუტერთან ხშირად ვზივარ შარშან თვალის ექიმთან ვიყავი და ყველაფერი წესრიგში მქონდა.
რა ვქნა 1-2 დღე დავაკვირდე თუ რას მირჩევთ?

მიდი ექიმთან, რას უნდა დააკვირდე?
ისე შორსაც ბუნდოვნად ხედავ და ახლოსაც? ეს მნიშვნელოვანია
* * *
QUOTE (Harlequ1n @ 8 Mar 2014, 23:57 )
გამარჯობა,სათვალესთან დაკავშირებით მაქვს კითხვა.მოკლედ ძველი აღარ ვარგა,თავი მტკივდება მალევე გაკეთებიდან,ახალი მჭირდება,ოღონდ არანაირი მკურნალობა,"მასაჟი" და ა.შ. უბრალოდ სათვალის გაკეთება,მეტი არაფერი.ხომ ვერ მეტყვით მსგავსი მომსახურება რომელ კლინიკაში იქნება?ანუ მხოლოდ შემამოწმოს და დამიწეროს საჭირო სათვალის "პარამეტრები" თუ რაც არის,არ ვიცი givi.gif
"რეტინა" არა ოღონდ,ძალიან გთხოვთ,გორის ჰოსპიტალში ჩავალ თუ დაწერს ვინმე და იქ არა
წინასწარ დიდი მადლობა

ნორმალურ ოპტიკაში უნდა იყოს ოფთალმოლოგი. შეგამოწმებთ და ადგილზევე შეუკვეთავთ
* * *
QUOTE (g12345 @ 9 Mar 2014, 18:55 )
გამარჯობათ, თვალის ზედა ქუთუთო მქონდა გასიებული, მიზეზი არ ვიცი იმ პერიოდში დიდხანს მომიწია კომპიუტერთნ ჯდომა და მაგას დავაბრალე. დაცხრობიდან ერთი კვირის შემდეგ შევამჩნიე რომ ქუთუთოზე რაღაც წვრილი ოდნავ შესამჩნევი ამობურცული დამიტოვა, შიგნიდან რომ შეხედავ ცხიმოვან დაგროვებას გავს, ერთი წელია რაც მაქვს და არ იზრდება. ვერ მეტყვით რა შეიძლება იყოს?

ვერ მეტყვით რა შეიძლება იყოს?
ხალაზიონი
* * *
QUOTE (guest_1 @ 19 Mar 2014, 01:19 )
მოკლედ შემეშინდა ძალიან..
ბატონები მქონდა წითელა თუ წითურა.. გამიარა ბატონებმა და დღეს მთელი დღეა თვალები მეწვის და მხედველობა გამიუარესდა..

ძლივს მოვედი სახლამდე მანაქანით ჰოდა სად მივიდე ხვალ ექიმთან?
რომ ვძაბავ თვალებს თავსაც მატკიებს ეხა.. ძლივს ვარჩევ ასოებს.. რამე სერიოზულია? ხვალ იმედია გავახელ თვალებს და მირჩიეთ რაიმე რა..

რას შვება თქვენი მხედველობა? იყავით ექიმთან?
* * *
QUOTE (rativar @ 21 Mar 2014, 19:09 )
კითხვა მაქვს ოფთალმოლოგთან..

გაზაფხულის მოახლოებასთან ერთად, როცა მზე ძლიერდება და ქარიანი ამინდებიც ერთვის თან, ეს ორი ნაზავი ალერგიულად მოქმედებს ჩემს თვალებზე. მიწითლდება, ქუთუთოები მისივდება, ქავილის შეგრძნება მაქვს და მიცრემლიანდება კიდეც... სათვალის გარეშე ზაფხულობით ვერ გავდივარ მზეზე მიწითლდება ეგრევე თვალები...

რა ვქნა? არის საშუალებები რომ დამოუკიდებლად ვიმკურნალო როგორმე თუ აუცილებელია ექიმთან მისვლა?

ან მსგავსი სიმპტომების მქონე თუ ხართ ვინმე მირჩიეთ რა ვქნა ან რომელი წამალი ვიყიდო ჩასაწვეთებლად?

ასე მარტივად არ წყდება ეს პრობლემა. ჩაწვეთებით ლეკროლინი, ოპარანოლი, კრომოგექსალი, ამას დაუმატო პერორალური საშუალებები (თუ საჭიროა, ტაბლეტებს ვგულისხმობ).
* * *
QUOTE (likable @ 21 Mar 2014, 21:47 )
ვინმე შეგიძლიათ დამეხმაროთ? მაინტერესებს ვინმეს თუ გაქვთ გაკეთებული ოპერაცია მინუსზე ლაზერით.რამდენად ამართლებს და საშიში არის თუ არა.ვინმემ თუ იცით მითხარით რა.

ამართლებს. თუ ძალიან დაგღალათ ლინზებმა და სათვალემ, შესაძლებელია. მე პირადად სათვალით დავდივარ

Posted by: Jessica Rabitt 23 Mar 2014, 19:06
sqvoto
QUOTE
ასაკი?
სათვალე ან
თუ ასაკი შესაძლებლობას იძლევა ლაზერული კორექცია

სათვალე 4-5 წელია რაც მიკეთია არანაირი შედეგი რო ვთქვათ მხედველობა გამიუმჯობესდა

18 ის ვარ და ეს ლაზერით რას გამიკეთებენ?

Posted by: rativar 23 Mar 2014, 19:42
sqvoto

QUOTE
ასე მარტივად არ წყდება ეს პრობლემა. ჩაწვეთებით ლეკროლინი, ოპარანოლი, კრომოგექსალი, ამას დაუმატო პერორალური საშუალებები (თუ საჭიროა, ტაბლეტებს ვგულისხმობ).


ასე ადვილად არ წყდება ანუ აუცილებელია პირადად მისვლა ოფთალმოლოგთან?

ამ წამლების ჩამონათვალიდან რომელიმე უნდა გამოვიყენო თუ რიგრიგობით თუ როგორ?

ანუ მხოლოდ იმისთვის არ მინდა რომ დამიწყნარდეს ჩაწვეთების შემდეგ და წამლის მოქმედება რომ გაივლის მერე ისევ იგივე დამემართოს, არამედ ზოგადად მინდა თვალების ალერგიისგან განვიკურნო..

და თუ ეს შესაძლებელია დამეხმარება ის წამლები რომლებიც ზემოთ დამიწერეთ? cry.gif

Posted by: sqvoto 23 Mar 2014, 21:18
QUOTE (Jessica Rabitt @ 23 Mar 2014, 19:06 )
sqvoto
QUOTE
ასაკი?
სათვალე ან
თუ ასაკი შესაძლებლობას იძლევა ლაზერული კორექცია

სათვალე 4-5 წელია რაც მიკეთია არანაირი შედეგი რო ვთქვათ მხედველობა გამიუმჯობესდა

18 ის ვარ და ეს ლაზერით რას გამიკეთებენ?

სათვალე მხედველობას არ გაგიუმჯობესებს, შენს შემთხვევაში ის არ კურნავს, უბრალოდ გეხმარება უკეთ დაინახო. რაც შეეხება ოპერაციას, 22-მდე დაიცადე და თუ სათვალე მერეც მოგიშლის ნერვებს და შენი რქოვანის მდგომარეობა მისცემს ექიმს ოპერაციის საშუალებას, გაიკეთე კორექცია. პრინციპში ლაზერული კორექცია 18 წლიდან შეიძლება, მაგრამ სჯობს ცოტაც დაიცადო. ამ დროს რა ხდება დასერჩე ნეტში, საკმაოდ ხატოვნად წერია.
* * *


QUOTE

ასე ადვილად არ წყდება ანუ აუცილებელია პირადად მისვლა ოფთალმოლოგთან?

ამ წამლების ჩამონათვალიდან რომელიმე უნდა გამოვიყენო თუ რიგრიგობით თუ როგორ?

ანუ მხოლოდ იმისთვის არ მინდა რომ დამიწყნარდეს ჩაწვეთების შემდეგ და წამლის მოქმედება რომ გაივლის მერე ისევ იგივე დამემართოს, არამედ ზოგადად მინდა თვალების ალერგიისგან განვიკურნო..

და თუ ეს შესაძლებელია დამეხმარება ის წამლები რომლებიც ზემოთ დამიწერეთ? 


ალერგიისაგან განკურნება ძალიან ძნელია, მოშორდით ალერგენს და არც გექნებათ.
რაც შეეხება წვეთებს, რომელიმე მათგანი იხმარეთ. მაგრამ მარტო წვეთები დიდი ვერაფერი შველაა, მიმართეთ ალერგოლოგსა და ოფთალმოლოგს

Posted by: Jessica Rabitt 24 Mar 2014, 22:40
sqvoto
და ეს ლაზერული რაღAც ან ოპერაცია ალბათ მშობიარობის შემდეგ ჯობია ხო?

ვეღარ ვხედავ მზეს...........დღითიდღე მაკლდება მგონიuser.gif

Posted by: <<მარი>> 24 Mar 2014, 23:30
sqvoto
მადლობა. აუცილებლად გადავამოწმებ მაგ ანალიზს. ვიდრე პასუხს
გავიგებ ალბათ მოვკვდები

Posted by: guest_1 25 Mar 2014, 01:30
sqvoto
QUOTE
რას შვება თქვენი მხედველობა? იყავით ექიმთან?

გაღიზიანებული მქონდა ბატონების გამო, რაღაც წვეთები გამომიწერეს რამაც მიშველა აღარ მეცრემლება აღარ მეწვის.. ბუნდოვნადაც აღარ ვხედავ smile.gif მზეშიც ჩვეულებრივად ვარ აღარ მაწუხებს..

ისე კი მინუსი მაქვს(ანუ შორს ვერ ვხედავ კარგად) ექიმმა გადაღლილი გაქვს თვალებიო კომპიუტერთან მიწევს ხშირად მუშაობა..
ხელოვნური ცრემლის ხმარება დავიწყე და ვნახოთ თვალი აღარ გამოშრება კომპიუტერთან ჯდომისასო..

ისე კი თუ შემაწუხა მინუსმა უნდა მივიდე და გავიკეთო სათვალე..

მადლობა გამოხმაურებისთვის smile.gif

Posted by: kerilyn 25 Mar 2014, 02:09
კომპიუტერთან მიწევს ხშირად მუშაობა ძალიან მტკივა თვალები მითXრეს რომ სათვალე არ იცავსო რა შეიძლება გავაკეთო რომ დამიწყნარდეს ... რამე უნდა ჩAვისხაა ??

Posted by: guest_1 25 Mar 2014, 18:27
kerilyn
აფთიაქში პირდაპირ იყიდება ექიმის დანიშნულების გარეშეც შეილება თვალის წვეთები გამოიყენო, ხელოვნურ ცრემლს ეძახიან.. მეც მაგას ვხმარობ..
მიწითლდება თვალი მე, შრება კომპიუტერთან მუშაობის დროს თვალები და ეგ წვეთები ეხმარება თვალს არ გამოშრეს..

მოსინჯე აბა იქნებ სხვა არაფერი დაგჭირდეს smile.gif


Posted by: kerilyn 25 Mar 2014, 23:01
guest_1
ძალიან დიდი მადლობა უცილრბლად ვიყიდი უკვე საშინლად მაქვს მეწვის და გაწითლებულია smile.gif

Posted by: sqvoto 27 Mar 2014, 00:21
QUOTE (<<მარი>> @ 24 Mar 2014, 23:30 )
sqvoto
მადლობა. აუცილებლად გადავამოწმებ მაგ ანალიზს. ვიდრე  პასუხს
გავიგებ  ალბათ მოვკვდები

არ შეშინდე, დიაბეტი ძალზედ იშვიათად ამოხტება ხოლმე, უბრალოდ სჯობს ყოველი შემთხვევისთვის გადაამოწმოთ
* * *
QUOTE (kerilyn @ 25 Mar 2014, 23:01 )
guest_1
ძალიან დიდი მადლობა უცილრბლად ვიყიდი უკვე საშინლად მაქვს მეწვის და გაწითლებულია smile.gif

და რე-ჟი-მი(15წთ კომპთან მუშაობის შემდეგ მზერა 4-5 წუთით გადაგვაქვს შორს მდებარე საგნებზე, უმჯობესია გავიხედოთ ფანჯარაში შორს), ასევე არ დაგავიწყდეთ თვალის ხანმხამი... ისე ეს ბევრჯერ წერია წინა თემაშიც
* * *
QUOTE (Jessica Rabitt @ 24 Mar 2014, 22:40 )
sqvoto
და ეს ლაზერული რაღAც ან  ოპერაცია ალბათ მშობიარობის შემდეგ ჯობია ხო?

ვეღარ ვხედავ მზეს...........დღითიდღე მაკლდება მგონიuser.gif

იქნება და 40 წლის მერეც მოგინდა მშობიარობა? მაგას ხო არ დაელოდები?)) ჩარევა კეათდება მაშინ, როცა მხედველობა სტაბილურია, ანუ არ იცვლება.
guest_1 up.gif

Posted by: guest_1 27 Mar 2014, 14:56
sqvoto
QUOTE
და რე-ჟი-მი(15წთ კომპთან მუშაობის შემდეგ მზერა 4-5 წუთით გადაგვაქვს შორს მდებარე საგნებზე, უმჯობესია გავიხედოთ ფანჯარაში შორს), ასევე არ დაგავიწყდეთ თვალის ხანმხამი... ისე ეს ბევრჯერ წერია წინა თემაშიც

აი ეს არ ვიცოდი, მადლობა wink.gif

არადა სამსახურისთვის ზუსტად ეგ რჩევა მჭირდებოდა, ბევრ საბუთებთან მაქვს საქმე რომელიც მერე კომპში შემყავს..
ღამითაც მიწევს იგივეს კეთება, ნუ ყოველ მესამე დღეს ეგ გრაფიკი მაქვს..

რაიმე თვალის ვარჯიშები არ არსებობს კიდე? ნატურალური ცრემლის წვეთების ხმარება რაც დავიწყე და თვალები აღარ მიწითლდება..

მცირე მინუსი მაქვს კიდე.. შორს ვერ ვხედავ აი მანქანის მართვისას, ნუ ღამით ცოტა მეტად მიჭირს ან უნიში ლექციაზე მიჭირს პრეზენტაციისას შორს გარჩევა ასოების.. კომპიუტერთან, წიგნებთან და ისე ჩვეულებრივად არ მაქვს პრობლემა არ ვძაბავ თვალებს..

რას მირჩევთ სათვალე გავიკეთო? ძალიანაც არ მაწუხებს მაგრამ მომავლისთვის რა აჯობებს?

Posted by: kerilyn 27 Mar 2014, 23:02
sqvoto
არ მინახავს წინა თემები ძალიან დიდი მადლობა აუცილებლად გავითვალისწინებ smile.gif

Posted by: honda crv 29 Mar 2014, 10:50
5 წლის ბიჭს თვალის ვირუსი აქვს. ეწეპება და გაუსივდა თვალის გუგა მარცხენა, ერთი კვირის მერე წლინახევრის ძმას, მეუღლეს და მეც გადამდო. მეუღლეს მარჯვნივ და ჩვენ სამივეს მარცხნივ გვაქ. ოფთაქვიქსი და ცილოქსანი დაუნიშნა ექმიმმა. შედეგი არ ქონდა. ეხლა ტობრადექსს ვხმარობთ. რამეს ხოარ გვირჩევდით.

Posted by: sqvoto 29 Mar 2014, 14:22
QUOTE (honda crv @ 29 Mar 2014, 10:50 )
5 წლის ბიჭს თვალის ვირუსი აქვს. ეწეპება და გაუსივდა თვალის გუგა მარცხენა, ერთი კვირის მერე წლინახევრის ძმას, მეუღლეს და მეც გადამდო. მეუღლეს მარჯვნივ და ჩვენ სამივეს მარცხნივ გვაქ. ოფთაქვიქსი და ცილოქსანი დაუნიშნა ექმიმმა. შედეგი არ ქონდა. ეხლა ტობრადექსს ვხმარობთ. რამეს ხოარ გვირჩევდით.

თუ ნამდვილად ვირუსული კონიუნქტივიტია აუცილებელია
1. მოაშოროთ ტობრადექსი
2. დღეში 6-ჯერ ან 2 საათში ერთხელ ჩაიწვეთოთ ოფტალმოფერონი, ან პოლუდანი, ან ოკოფერონი ან აქტიპოლი
3. ოფთაქვიქსი 3-ჯერ დღეში
4. ჰიგიენა, ერთჯერადი ცხვირსახოცები, ინდივიდუალური პირსახოცები. ეს ყველაფერი უნდა იცვალოს ხშირად. ოთახიც ხშირად ანიავოთ, რადგან ინფექცია ჰაერწვეთოვანია!
* * *
QUOTE
guest_1

QUOTE
რაიმე თვალის ვარჯიშები არ არსებობს კიდე?

არსებობს, გაიხედო მარცხნივ, მარჯვნივ, ზემოთ, ქვემოთ. გააკეთოტ წრიული მოძრაობები ორივე მიმართულებით, დაიმასაჟოთ კისრის არე,
აქაც აწერია რაღაცეები. http://tri-z.info/healthcare/trizor/disease_prevention/training_of_muscles_chapter.php
http://www.ambioni.ge/sindromi-romelsac-kompiuteri-icvevs ეს კი ცოტა კომპზე მუშაობის შესახებ

Posted by: honda crv 29 Mar 2014, 19:58
sqvoto
QUOTE
. მოაშოროთ ტობრადექსი

მადლობა მაგრამ რატო ესე კატეგორიულად? მეგობრის ბავშვს ქონდა ეგრე ზუსტად. სავარაუდოდ მისგან გადაედო ჩემსას და მან ტობრადექსი მირჩია მალე მოურჩინაო. კომპიუტერის ყურება არ შეიძლება ხო საერთოდ?

Posted by: sqvoto 30 Mar 2014, 10:36
QUOTE (honda crv @ 29 Mar 2014, 19:58 )
sqvoto
QUOTE
. მოაშოროთ ტობრადექსი

მადლობა მაგრამ რატო ესე კატეგორიულად? მეგობრის ბავშვს ქონდა ეგრე ზუსტად. სავარაუდოდ მისგან გადაედო ჩემსას და მან ტობრადექსი მირჩია მალე მოურჩინაო. კომპიუტერის ყურება არ შეიძლება ხო საერთოდ?

იმიტომ რომ ვირუსის დროს დქსამეტაზონი ართულებს მდგომარეობას. ისე ვირუსული კონიუნქტივიტის მარტივ ფორმს ზოგ ქვეყანაში საერთოდ არ მკურნალობენ-ისედაც გაივლისო-გრიპის მსგავსად.
კომპიურეტი ზოგადად არ შეიძლება ბავვისვის, მაქსმუმ 15 წთ, მაგრამ ამას არავინ იცავს

Posted by: zura1993 1 Apr 2014, 21:38
ერთ თვალზე კაპილარები მაქვს გამსკდარი დაახლოებით 1 თვე. ნუ 2 კაპილარი ალბათ, 2 პატარა ხაზი მეტყობოდა და ხელს არ მიშლიდა. თუმცა დღეს რო გავიღვიძე დაახლოებით ასე მქონდა და არ გამიარა:

user posted image

1 თვის წინ თვალის ექიმთან ვიყავი და კომპიუტერის სათვალე ვიყიდე. ერთი შეხედვით მშველის, აღარ მტკივა თვალები. ასევე თითქმის 1 თვეა ვიტამინებს "სლეზავიტს" ვსვავ და "სლეზოლ ფორტეს" ვიწვეთავ ხავდახან, ხან 1-ხელ დღეში, ხან 2-ჯერ. დღეს ეს კაპილაები რო მაქვს გამსკდარი არ ჩავიწვეთე საერთოდ. ახლა ძალიან მეფხანება ეგ თვალი. უკვე კარგა ხანია დღეში 3-5 საათი მიწევს კომპთან მუშაობა, მაგრამ ასეთი რამ არასდროს მომსვლია...

რა ჩავიწვეტო ახლა, ან ჩაის კომპრესი ხომ არ გავიკეთო?????????????????? ლევომიცეტინის წვეთებიც მაქვს და ეგ ხო არ ჩავიწვეთო?

Posted by: sqvoto 3 Apr 2014, 00:40
საწყის ეტაპზე მყოფ ფტერიგიუმს ჰგავს. თუ ფტერიგიუმია წვეთები ვერ გიშველის. კიდევ ეჩვენე ოფთალმოლოგს.

Posted by: zura1993 4 Apr 2014, 01:50
sqvoto
QUOTE
საწყის ეტაპზე მყოფ ფტერიგიუმს ჰგავს. თუ ფტერიგიუმია წვეთები ვერ გიშველის. კიდევ ეჩვენე ოფთალმოლოგს.

თითქმის გამიარა, მაგრამ ის ორი პატარა ხაზი ისევ ისეა. ის რაც მაღლა დავდე ჩემი თვალი არაა, ინტერნეტში მოვძებნე სურათი.

და კიდევ. აი ასე მაქვს თვალებში ბოლო ალბათ 2 თვე. სულ მაქვს, მაგრამ მხოლოდ კარგ ამინდში, როცა მზეა ან ცაში ახედვისას ვამცნევ, თუმცა ზუსტად ვიცი რომ სულ მაქვს ბოლო 2 თვე სადღაც:

user posted image

20 წლის ვარ

Posted by: NatiaGull 4 Apr 2014, 20:44
კერატოპლასტიკა და კატარაქტა ერთდროულად რომ გაკეთდეს შეიძლება?


და მაქსიმუმ რა გართულება შეიძლება მოჰყვეს?

Posted by: gramatikikina 5 Apr 2014, 20:21
sqvoto
ეს ქალაზიონია? და როგორ იკურნება შეგიძლია მითხრა? ღრმად კანის ქვეშ აქვს არც შეწითლებულია რაღაც ცხიმგროვას გავს
http://www.radikal.ru
მარჯვენა კუთხეში. უკეთესად ვერ გადავუღე

Posted by: makunia11 7 Apr 2014, 00:44
ახალი მზერა რომ არის კლინიკა კარგია ოპერაციის გაკეთება მინდა მინუსზე და სანდოა არ დამაბრმაონ საერტოდ

Posted by: sqvoto 8 Apr 2014, 17:04
QUOTE (NatiaGull @ 4 Apr 2014, 20:44 )
კერატოპლასტიკა და კატარაქტა ერთდროულად რომ გაკეთდეს შეიძლება?


და მაქსიმუმ რა გართულება შეიძლება მოჰყვეს?

გააჩნია მდგომარრობას, ზოგჯერ აკეთებენ კიდეც, ქირურგის გადასაწყვეტია. გართულება? ყველანაირი


* * *
QUOTE
ახალი მზერა რომ არის კლინიკა კარგია ოპერაციის გაკეთება მინდა მინუსზე და სანდოა არ დამაბრმაონ საერტოდ


სანდოა)))

QUOTE

sqvoto
ეს ქალაზიონია? და როგორ იკურნება შეგიძლია მითხრა? ღრმად კანის ქვეშ აქვს არც შეწითლებულია რაღაც ცხიმგროვას გავს


ჰგავს, შეგიძლიათ ნემსით დაიწყოთ(წარმონაქმნში ჰორმონის შეყვანით), თუ არ უშველა-ქირურგიული გზით მოაშორებენ

Posted by: ignorant 9 Apr 2014, 10:23
ხალხო, ლევომიცეტინის თვალის წვეთები რატომ გაქრა აფთაიაქებიდან, ხომ არ იცით?

Posted by: NatiaGull 9 Apr 2014, 20:30
sqvoto
QUOTE
გააჩნია მდგომარრობას, ზოგჯერ აკეთებენ კიდეც, ქირურგის გადასაწყვეტია. გართულება? ყველანაირი

მაინც რა გართულება...

პრაქტიკაში რაც გინახავს ან გსმენია, ის მაგალითები შეგიძლია მითხრა?


ხომ. მდგომარეობა ისეთია, ორივეს ერთად გაკეთება რომ არის საჭირო..

Posted by: sqvoto 10 Apr 2014, 02:52
NatiaGull
მე ისეთი გართულებები მინახავს, სჯობს არ მოვყვე-плоть до потери глаза.თუმცა უმრავლესობა შემთხვევებისა უკეთ მთავრდება. სად უნდა გაიკეთოს?

zura1993
"თითქმის გამიარა, მაგრამ ის ორი პატარა ხაზი ისევ ისეა. ის რაც მაღლა დავდე ჩემი თვალი არაა, ინტერნეტში მოვძებნე სურათი.

და კიდევ. აი ასე მაქვს თვალებში ბოლო ალბათ 2 თვე. სულ მაქვს, მაგრამ მხოლოდ კარგ ამინდში, როცა მზეა ან ცაში ახედვისას ვამცნევ, თუმცა ზუსტად ვიცი რომ სულ მაქვს ბოლო 2 თვე სადღაც:"
შე კაცო, ინტერნეტში ნაპოვნი სურათის დადება იქნებოდა? რაც შეეხება შენს ლაქებს, წერტილებს-თუ დაფრინავენ დიდად საშიში არ უნდა იყოს

Posted by: NatiaGull 10 Apr 2014, 11:25
sqvoto
აქ.
კიდე იცი რა მაინტერესებს? აი ჯერ რომ კერატოპლასტიკა გაიკეთოს და რაღაც პერიოდის მერე კატარაქტა, იმ ნაოპერაციები რქოვანას გაჭრა შეიძლება?

Posted by: noniko77 10 Apr 2014, 23:30
ბადურის ჩამოშლასთან დაკავშირებით მააქვს შეკითხვა დვალთან ხომ არ იცით მკურნალობა როგორ ხდება ?ლაზერის მეშვეობით? პაციენტი ორთაჭალის კლინიკაშ იყო და სასწრაფოდ ოპერაცია დაუნიშნეს რომელიც 2 საათიანი სრული ნარკოზით კეთდება რაც იმას ნიშნავს რომ ხელით ხდება ოპერაცია და არა ლაზერით,ამიტომ მაინტერესებს ხომ არ იცით დვალთან როგორ ხდება ბადურის მკურნალობა. ბადურის ჩმოშლა,ბადურის გახევით არის დიაგნოზი.

Posted by: Pathetikos 15 Apr 2014, 13:12
ესეიგი, რა ხდება ეხლა. მინუს ცხრამდე მავქს ორივე თვალში. მიკეთია სათვალე, ხანდახან ვიკეთებდი ლინზებსაც. ისედაც ვაპირებდი ოფთალმოლოგთან მისვლას მალე ხელახალ შემოწმებაზე, მაგრამ ერთი კვირის წინ მარცხენა თვალში ლინზა გადამიტყდა, მაშინვე კი ამოვიღე, მარა გუშინ და დღეს ძალიან ამატკია თვალი. ზეგისთვის ჩავეწერე “ახალ მზერაში“ და ამ პრობლემის გარდა ბარემ მთლიან გამოკვლევასაც ჩავიტარებ.მარა მაინტერესებს, მანამდე რა ვქნა? ძალიან საშიში ხომ არაა ეს თვალის ტკივილი? მარცხენა თვალზე მაქვს სწორედ საკმაოდ მწვავე ასტიგმატიზმი (მარტო მაგ თვალით, მაგალითად, ვერ ვკითხულობ და საგნების ფოკუსს ვერ ვიჭერ წესიერად; სულ ეგრე მქონდა). თვალის წვეთები (სისტეინი) ვიწვეთო თუ თავი დავანებო? გადაღლის ბრალიც შეიძლება იყოს, იმიტომ რომ ძალიან ბევრის კითხვა და წერა მიწევს პროფესიიდან გამომდინარე. მოკლედ, ეგებ მითხრათ, ხუთშაბათამდე როგორ მივატანო ისე, რომ ძალიან არ მტკიოდეს და არც ის მეგონოს, რომ ერთ თვალში შეიძლება მთლად დავბრმავდე უცებ. თორე შეიძლება ჰიპოხონდრიაში გავუტიო. იშვიათად მემართება ჰიპოხონდრია, მარა თუ დამემართა, ვაი იმ დამართნას.

Posted by: VoK 15 Apr 2014, 16:27
ახლა რა ხდება...
სათვალემ თავი მომაბეზრა, მხედველობა -5.5 და -4.5 არაპროგრესირებადი ასტიგმატიზმი.

მხედველობის ლაზერული კორექციის გაკეთება მინდა.

მითხრეს:
1. დვალის კლინიკა;
2. ნიუჰოსპიტალზი.

დვალის პლუსი - გამოცდილება, ნიუჰოსპიტალზის - უფრო თანამედროვე მეთოდიკა და აპარატურა..

რომელს მირჩევთ?

მადლობა...


პ.ს. აქ საერთოდ შემოდის ვინმე? givi.gif

Posted by: Pathetikos 16 Apr 2014, 10:48
VoK
სათვალიანი კაცითვინა არავინ არალი.

Posted by: Jessica Rabitt 18 Apr 2014, 14:29
გამარჯობათ, აი თVალის ვარჯიშები როა, ჯერ შორს მდებარე ობიექტს რო უნდა შეხედო მერე ახლოს და ეს ბევრჯერ,საათის ისრის მიმართულებით თვალების ტრიალი..ამას შეუძლია მხედველობა გააუმჯობესოს? და მაინც რამდენ ხანში შეიძლება ქოდნეს შედეგი?

Posted by: sqvoto 19 Apr 2014, 00:51
QUOTE (NatiaGull @ 10 Apr 2014, 11:25 )
sqvoto
აქ.
კიდე იცი რა მაინტერესებს? აი ჯერ რომ კერატოპლასტიკა გაიკეთოს და რაღაც პერიოდის მერე კატარაქტა, იმ ნაოპერაციები რქოვანას გაჭრა შეიძლება?

შეიძლდბა. გააჩნია ტრანსპლანტანტის ხარისხს. საერთოდ ძალიან რთულად ასარჩევია ტაქტიკა და ჯობს ქირურგს ენდოთ
* * *
QUOTE
ბადურის ჩამოშლასთან დაკავშირებით მააქვს შეკითხვა დვალთან ხომ არ იცით მკურნალობა როგორ ხდება ?ლაზერის მეშვეობით? პაციენტი ორთაჭალის კლინიკაშ იყო და სასწრაფოდ ოპერაცია დაუნიშნეს რომელიც 2 საათიანი სრული ნარკოზით კეთდება რაც იმას ნიშნავს რომ ხელით ხდება ოპერაცია და არა ლაზერით,ამიტომ მაინტერესებს ხომ არ იცით დვალთან როგორ ხდება ბადურის მკურნალობა. ბადურის ჩმოშლა,ბადურის გახევით არის დიაგნოზი.


გააჩნია მდგომარეობას, ეს ოპერაცია კეთდება არა ხელით, არამედ სპეციალური აპარატით. ბადურის ჩამოშლას ლაზერკოაგულაცია ვერ უშველის.
* * *
QUOTE (Pathetikos @ 15 Apr 2014, 13:12 )
ესეიგი, რა ხდება ეხლა. მინუს ცხრამდე მავქს ორივე თვალში. მიკეთია სათვალე, ხანდახან ვიკეთებდი ლინზებსაც. ისედაც ვაპირებდი ოფთალმოლოგთან მისვლას მალე ხელახალ შემოწმებაზე, მაგრამ ერთი კვირის წინ მარცხენა თვალში ლინზა გადამიტყდა, მაშინვე კი ამოვიღე, მარა გუშინ და დღეს ძალიან ამატკია თვალი. ზეგისთვის ჩავეწერე “ახალ მზერაში“ და ამ პრობლემის გარდა ბარემ მთლიან გამოკვლევასაც ჩავიტარებ.მარა მაინტერესებს, მანამდე რა ვქნა? ძალიან საშიში ხომ არაა ეს თვალის ტკივილი? მარცხენა თვალზე მაქვს სწორედ საკმაოდ მწვავე ასტიგმატიზმი (მარტო მაგ თვალით, მაგალითად, ვერ ვკითხულობ და საგნების ფოკუსს ვერ ვიჭერ წესიერად; სულ ეგრე მქონდა). თვალის წვეთები (სისტეინი) ვიწვეთო თუ თავი დავანებო? გადაღლის ბრალიც შეიძლება იყოს, იმიტომ რომ ძალიან ბევრის კითხვა და წერა მიწევს პროფესიიდან გამომდინარე. მოკლედ, ეგებ მითხრათ, ხუთშაბათამდე როგორ მივატანო ისე, რომ ძალიან არ მტკიოდეს და არც ის მეგონოს, რომ ერთ თვალში შეიძლება მთლად დავბრმავდე უცებ. თორე შეიძლება ჰიპოხონდრიაში გავუტიო. იშვიათად მემართება ჰიპოხონდრია, მარა თუ დამემართა, ვაი იმ დამართნას.

დავაგვიანე შემოსვლა. რაო ოფთალმოლოგმა?
* * *
QUOTE (VoK @ 15 Apr 2014, 16:27 )
ახლა რა ხდება...
სათვალემ თავი მომაბეზრა, მხედველობა -5.5 და -4.5 არაპროგრესირებადი ასტიგმატიზმი.

მხედველობის ლაზერული კორექციის გაკეთება მინდა.

მითხრეს:
1. დვალის კლინიკა;
2. ნიუჰოსპიტალზი.

დვალის პლუსი - გამოცდილება, ნიუჰოსპიტალზის - უფრო თანამედროვე მეთოდიკა და აპარატურა..

რომელს მირჩევთ?

მადლობა...


პ.ს. აქ საერთოდ შემოდის ვინმე? givi.gif

ამ შემთხვევაში მე აპარატურას მივანოჭებდი უპირატესობას
* * *
QUOTE (Jessica Rabitt @ 18 Apr 2014, 14:29 )
გამარჯობათ, აი თVალის ვარჯიშები როა, ჯერ შორს მდებარე ობიექტს რო უნდა შეხედო მერე ახლოს და ეს ბევრჯერ,საათის ისრის მიმართულებით თვალების ტრიალი..ამას შეუძლია მხედველობა გააუმჯობესოს? და მაინც რამდენ ხანში შეიძლება ქოდნეს შედეგი?

ეს ვარჯიშები ხელს უწყობს თცალის შრომისუნარიანობის აღდგენას, რაც თავის მხრივ ამაღლებს მხედველობის ხარისხს(რეჟიმთან ერთად). უნდა აკეთო სულ და ყოველდღე

Posted by: dadu411 21 Apr 2014, 09:10
გამარჯობათ 1 კვირის პატარა მყაავს და თვალი დაეწირპლა გუშინ დღეს უკვე შესიებული და შეწითლებული აქვს ძAლიან ბევრი წირპლი ამოსდიის ყვითელი თხელი ვერაფრით გავახელინე თვალი ფიზიოლოგიურით გავუწმინდე ჩაის საფენებიც დავადე ... ნელადექსიც ჩავაწვეთე 1 წვეთიი მაინც ვერ ახეელს თან დაუსივდა რამე ინფექციაა ? რა ვქნაა ?

Posted by: sqvoto 22 Apr 2014, 20:02
QUOTE (dadu411 @ 21 Apr 2014, 09:10 )
გამარჯობათ 1 კვირის პატარა მყაავს და თვალი დაეწირპლა გუშინ დღეს უკვე შესიებული და შეწითლებული აქვს ძAლიან ბევრი წირპლი ამოსდიის ყვითელი თხელი ვერაფრით გავახელინე თვალი ფიზიოლოგიურით გავუწმინდე ჩაის საფენებიც დავადე ... ნელადექსიც ჩავაწვეთე 1 წვეთიი მაინც ვერ ახეელს თან დაუსივდა რამე ინფექციაა ? რა ვქნაა ?

ფურაცელინი გააზავე :1წილი ფურაცელინი, 3 წილი გადადუღებული წყალი (ანუ ბავშვისათვის განკუთვნილი ხსნარი დიდისაზე 4ჯერ ნაკლები კონცენტრაციის უნდა იყოს) და პატარას ამ ხსნარში დასველებული ბამბით გაუწმინდე თვალები დღეში 2-3 ჯერ. თუ 1 კვირაში ან 10 დღეში არ გაუარა სიმპყომებმა შეიძლება ანტიბიოტიკის ჩაწვეთება დავიწყოთ.

Posted by: noniko77 23 Apr 2014, 09:41
sqvoto
QUOTE
გააჩნია მდგომარეობას, ეს ოპერაცია კეთდება არა ხელით, არამედ სპეციალური აპარატით. ბადურის ჩამოშლას ლაზერკოაგულაცია ვერ უშველის.

გუკეთდა ოპერაცია, გერმანიაში , ჩატარდა ადგილობრივი აესთეზიით აირით დაბერვა პაციენტს არც ახხვეული ააქვს თვალი და არწ წოლითი რეჟIმია საჭირო, სრული ჩამოშლა არ იყო ამიტომ ის რთული ოპერაცია რასაც საქარტველოში გეგმავდნენ არ ყოფილა საჭირო.

Posted by: NatiaGull 23 Apr 2014, 17:10
sqvoto
კარგი. და კიდევ მაქვს ერთი კითხვა ოღონდ პმ გკითხავ

Posted by: MAIKOSHA13 23 Apr 2014, 21:02
გამარჯობა smile.gif ოფთალმოლოგის დახმარება მჭირდება,ნუ მე არა,მეგობარს.ბავშვმა თითი მოარტყა თვალში და ძალიან სტკივა ((( გაწითლებული აქვს თვალი და ცრემლდენა აქვს.ერთადერთი რაც მოვიფიქრეთ ჩაის საფენებია,ადევს ეს საფენები და მხოლოდ ოდნავ მისცა შეღავათი.გვეშინია რამე სერიოზული არ იყოს .თუ ეცოდინება რომ მხოლოდ გაღიზიანებულია თვალი და ცოტა ხანში გაუვლის ,დავმშვიდდებოდით.ექიმთანაც ვერ მივა ახლა სამწუხაროდsad.gif მოკლედ,თქვენს იმედზე ვართ :*

Posted by: marriammi 23 Apr 2014, 23:59
ქალაზიონი მაქვს ზედა ქუთუთოზე და ოპერაციის გაკეთება მინდა ვიცი მარტივი ოპერაციაა მაგრამ მაინც ზომ ვერ მირჩევთ სად და ვისთან მივიდე ?
* * *
დაა კიდევ თუ გაქვთ ინფორმაცია დაახლოებით რა ღირს ?

Posted by: dadu411 26 Apr 2014, 10:56
ნახეთ რა სჭირს sad.gif((( პედიატრთან მყავდა და ტობრექსის წვეთეები დაგვინიშნაა დღის განმავლობაში და ღამე მალამოს ვუდებ თვალში მარაა ეს სისხლი რაღა უბედურებაა რატო უნდა გამოსვლოდაა?? რავქნაა ოფთალმოლოგთან წავიყვაანო?? http://pix.ge/

Posted by: GENTLE GIRL 27 Apr 2014, 09:50
dadu411
და რა გითხრათ პედიატრმა,რისი ბრალიაო?


რისი ბრალია როდესაც ჩვეუელბრივი დღის სინათლე ისევე გტკენს თვალს,როგორც მზისთვის შეხედვა და გამოღვიძებიდან რაღაც პერიოდი გაორებული და თითქმის ვერ ხედავ,ასევე შეიმჩნევა თავლის გუგების ტკივილი,შიგნიდან,ზოგჯერ სისხლჩაქცევაც შეიძლება გაჩნდეს გუგაზე.
ამ ბოლო პერიოდში ტვინის შერყევა და 1-2 ტრავმაც იყო,მაგრამ ტრავმებამეც არსებობდა ეს სიმპტომები თუ რაც.

მადლობა წინასწარ smile.gif


Posted by: chichilaki 27 Apr 2014, 14:52
QUOTE
ქალაზიონი მაქვს ზედა ქუთუთოზე და ოპერაციის გაკეთება მინდა ვიცი მარტივი ოპერაციაა მაგრამ მაინც ზომ ვერ მირჩევთ სად და ვისთან მივიდე ?
* * *
დაა კიდევ თუ გაქვთ ინფორმაცია დაახლოებით რა ღირს ?


მეც მაინტერესებს და იქნებ გვირჩიოთ კლინიკა ვინმემ? sad.gif

Posted by: dadu411 27 Apr 2014, 15:00
GENTLE GIRL
პედიატრმა საცრემლე არხი სანამ არ გაიხსნება იცისოო დაწირპვლაო მარაა სისხლზე რომ ვუთხარი ოფთალმოლოგს ანახეო... ხვალ მიმყავს ოფთალმოლოგთან ვნახოთ რას მეტყვის

Posted by: sqvoto 29 Apr 2014, 00:24
QUOTE (dadu411 @ 27 Apr 2014, 15:00 )
GENTLE GIRL
პედიატრმა საცრემლე არხი სანამ არ გაიხსნება იცისოო დაწირპვლაო მარაა სისხლზე რომ ვუთხარი ოფთალმოლოგს ანახეო... ხვალ მიმყავს ოფთალმოლოგთან ვნახოთ რას მეტყვის

მაპატიეთ, ცოტა ვერ მოგაქ ციეთ ყურადღება
საყვარელი, ულამაზესი პატარა გყავთ.
რაც შეეხება სისხლდენას, ზოგჯერ კაპილარებიდან სისხლი "ჟონავს" და ცრემლს ერევა, განსაკუთრებით კონიუნქტივიტის დროს, როდესაც ლორწოვანი გაღიზიანებულია.
ალბათ უკვე გყავდათ ოფთალმოლოგთან, რა გირჩიათ?
* * *
QUOTE (MAIKOSHA13 @ 23 Apr 2014, 21:02 )
გამარჯობა smile.gif ოფთალმოლოგის დახმარება მჭირდება,ნუ მე არა,მეგობარს.ბავშვმა თითი მოარტყა თვალში და ძალიან სტკივა ((( გაწითლებული აქვს თვალი და ცრემლდენა აქვს.ერთადერთი რაც მოვიფიქრეთ ჩაის საფენებია,ადევს ეს საფენები და მხოლოდ ოდნავ მისცა შეღავათი.გვეშინია რამე სერიოზული არ იყოს .თუ ეცოდინება რომ მხოლოდ გაღიზიანებულია თვალი და ცოტა ხანში გაუვლის ,დავმშვიდდებოდით.ექიმთანაც ვერ მივა ახლა სამწუხაროდsad.gif მოკლედ,თქვენს იმედზე ვართ :*

წესით ყველაფერი კეთილად უნდა იყოს დამთავრებული, და მაინც, როგორ გრძნობს თავს დაზარალებული?
* * *
QUOTE (chichilaki @ 27 Apr 2014, 14:52 )
QUOTE
ქალაზიონი მაქვს ზედა ქუთუთოზე და ოპერაციის გაკეთება მინდა ვიცი მარტივი ოპერაციაა მაგრამ მაინც ზომ ვერ მირჩევთ სად და ვისთან მივიდე ?
* * *
დაა კიდევ თუ გაქვთ ინფორმაცია დაახლოებით რა ღირს ?


მეც მაინტერესებს და იქნებ გვირჩიოთ კლინიკა ვინმემ? sad.gif

რა ღირს არ ვიცი, შეგიძლიათ დარეკოთ და იკითხოთ მანიპულაციის ღირებულება.
გაკეთება შეიძლება საბურთალოს ავერსში, თუნდაც მაკა (მაია) ბერაიასთან. საკმაოდ გამოცდილია
* * *
QUOTE (GENTLE GIRL @ 27 Apr 2014, 09:50 )
dadu411
და რა გითხრათ პედიატრმა,რისი ბრალიაო?


რისი ბრალია როდესაც ჩვეუელბრივი დღის სინათლე ისევე გტკენს თვალს,როგორც მზისთვის შეხედვა და გამოღვიძებიდან რაღაც პერიოდი გაორებული და თითქმის ვერ ხედავ,ასევე შეიმჩნევა თავლის გუგების ტკივილი,შიგნიდან,ზოგჯერ სისხლჩაქცევაც შეიძლება გაჩნდეს გუგაზე.
ამ ბოლო პერიოდში ტვინის შერყევა და 1-2 ტრავმაც იყო,მაგრამ ტრავმებამეც არსებობდა ეს სიმპტომები თუ რაც.

მადლობა წინასწარ smile.gif

ჯერ ფაიწყეთ ოფთალმოლოგის კონსულტაციით, ასეთ შემთხვევაში ინტერნეტით ვერაფერით დაგეხმარებით.
შეიძლება გარკვეული ჩივილების მიზეზი თავის ტვინის ტრავმაც იყოს

Posted by: macharagio1 29 Apr 2014, 08:18
ბავშვობიდან მაქვს დალურჯებული თვალები,რისი ბრალია რარa მოვუხერხო არ იცით 15 ვარ,გუგა რა

Posted by: dadu411 29 Apr 2014, 17:34
sqvoto
QUOTE
საყვარელი, ულამაზესი პატარა გყავთ.
რაც შეეხება სისხლდენას, ზოგჯერ კაპილარებიდან სისხლი "ჟონავს" და ცრემლს ერევა, განსაკუთრებით კონიუნქტივიტის დროს, როდესაც ლორწოვანი გაღიზიანებულია.
ალბათ უკვე გყავდათ ოფთალმოლოგთან, რა გირჩიათ?

დიახ მყაავდა გუშინ ოფთალმოლოგთაან კიდევ კარგი მივიყვანე თვალი რომ გადაუწია გაგიჯდა ეს რამდენი ჩირქიაო ამოურეცხეს თვალი და ბევრი ჩირქი ამოუვიდა მეც ვუყურებდი sad.gif არაფრით არ შეიძლებაო ჩირქის გაჩერებაო რაღაც მითხრა იმას შლისო და ხშირად უსუფთავეო რაღაც ინფექცია აქვს შეჭრილი და ტობრექსი სუსტიაა ეგ ვერ უშველისო და ლივოქსიმედის წვეთები დაგვინიშნა თითქოს დღEს უკეთესად აქვს და ვნახოოთ ხუთშაბათს უნდა ვაჩვენო კიდე .... ისე მეშინიაა რამე არ დაუზიანოს ამ ჩირქმაა sad.gif

Posted by: enigm-A 2 May 2014, 10:08
პირველი ბავშვი საკეისროთი გავაჩინე რთული მიოპიური ასტიგმატიზმის დიაგნოზის გამო, ოფთალმოლოგს ეწერა რომ ფიზიოლოგიურიც შემეძლო, მაგრამ მეანმა არ გარისკა.. ეხლა მეორეზე ვარ ორსულად და მინდა კარგ ოფთალმოლოგთან მისვლა, რომ რეალურად და არა ზერელედ დამიწეროს დიაგნოზი.

Posted by: sqvoto 3 May 2014, 00:58
QUOTE (dadu411 @ 29 Apr 2014, 17:34 )
sqvoto
QUOTE
საყვარელი, ულამაზესი პატარა გყავთ.
რაც შეეხება სისხლდენას, ზოგჯერ კაპილარებიდან სისხლი "ჟონავს" და ცრემლს ერევა, განსაკუთრებით კონიუნქტივიტის დროს, როდესაც ლორწოვანი გაღიზიანებულია.
ალბათ უკვე გყავდათ ოფთალმოლოგთან, რა გირჩიათ?

დიახ მყაავდა გუშინ ოფთალმოლოგთაან კიდევ კარგი მივიყვანე თვალი რომ გადაუწია გაგიჯდა ეს რამდენი ჩირქიაო ამოურეცხეს თვალი და ბევრი ჩირქი ამოუვიდა მეც ვუყურებდი sad.gif არაფრით არ შეიძლებაო ჩირქის გაჩერებაო რაღაც მითხრა იმას შლისო და ხშირად უსუფთავეო რაღაც ინფექცია აქვს შეჭრილი და ტობრექსი სუსტიაა ეგ ვერ უშველისო და ლივოქსიმედის წვეთები დაგვინიშნა თითქოს დღEს უკეთესად აქვს და ვნახოოთ ხუთშაბათს უნდა ვაჩვენო კიდე .... ისე მეშინიაა რამე არ დაუზიანოს ამ ჩირქმაა sad.gif

რას შვებით? როგორ ხართ?
როგორ არის პაწია?

Posted by: Kikunaa 3 May 2014, 18:01
,,ახალ მზერა"-ში კარგ ოფთალმოლოგს ხომ ვერ მირჩევთ?

Posted by: dadu411 4 May 2014, 16:58
sqvoto
კარგად არის უკვეე თითქმის გაუარაა აღარ ამოსდის ჩირქები მარა ექიმმა 5დღე ტობრექსი აწვეთეო მაინცო და მერე მაჩვენეო ძლივს გამოიხედა ბავშვმა თვალებში .... მადლობა ყურადღებისთვის 2kiss.gif

Posted by: Annabelle Lee 4 May 2014, 17:25
sqvoto
გამარჯობა,
მოკლედ, ერთხელ გაციების დროს ამტკივდა მარჯვენა თვალი სადღაც უკან სიღრმეში, მერეც პერიოდულად ზოგჯერ მტკივდებოდა ხოლმე
1-2 კვირის წინ კომპიუტერთან დიდი დროის გატარება და ბევრი კითხვა მომიწია, ძალიან ამტკივდა თვალიც და თავიც, მქონდა გამონადენიც მართალია ცოტა, მაგრამ მუდმივად დღის განმავლობაში
მართალია ტკივილმა გამიარა, მაგრამ თუ ბევრი ვიკითხე მაინც დისკომფორტს ვგრძნობ ხილმე
დღის განმავლობაში ისეთი შეგრძნება მაქვს თითქოს რაღაც მაქვს გადაფარებულივით ოდნავ, განსაკუთრებით დღის ძლიერ განათებაზე ან მზეზე
გამონადენი ისევ მაქვს დღის განმავლობაში მაგრამ ცოტ-ცოტა
ოფთალმოლოგთან ვაპირებ ისედაც მისვლას მაგრამ იქნებ მაინც მითხრათ, რა შეიძლება იყოს და რამდენად სერიოზულია

Posted by: ჭითამესეფი 4 May 2014, 22:06
სულ მიშრება თვალები შენობაში როცა ვარ
გარეთ რო გავდივარ ყველაფერი კარგად მაქვს up.gif
მაგრამ ყველაზე მეტად თვალებს მაინც კომპიუტერი მტკენს

მაგალითAდ ერთხელ მომიწია 2 კვირის განმავლობაში ყოველდღე 5-6 საათით კომპიუტერთან ჯდომა
ხოდა მაგის მერე 1 თვე მქონდა თვალის ტკივილები
კომპიუტერის მონიტორს 10-20 წამითაც ვერ ვუსწორებდი ტვალს
ვერც ტელევიზორს
მაგრამ ვიმკურნალე და გამიარა

ახლა თვალები ისევ ისე მიშრება

რაც იცით დაწერეთ რა ვისაც გქონიათ ასეთი რამ ან ექიმებმა...
მთელი ცხოვრება ასე მექნება და სულ მომიწევს კომპიუტერთან მცირე დროის გატარება
თუ არის ამის გამოსწორების შანსი?

ექიმმა წინაჯერ წამლები რაც გამომიწერა იმან კი მიშველა მაგრამ პასუხი მაინც ვერ მივიღე ამ კითხვაზე yes.gif

Posted by: Solveig 5 May 2014, 00:25
ჭითამესეფი


ოფთალმოლოგის კონსულტაციას მივუერთებ, თუ არ გეწყინება.

Posted by: ჭითამესეფი 5 May 2014, 00:58
Solveig
არ მეწყინება.........
თუ წესი მოითხოვს

Posted by: Kikunaa 5 May 2014, 23:05
QUOTE
ჭითამესეფი


თვალის სიმშრალისათვის რა გამოგიწერათ ექიმმა?

Posted by: ჭითამესეფი 5 May 2014, 23:22
Kikunaa
QUOTE
თვალის სიმშრალისათვის რა გამოგიწერათ ექიმმა?

ქსილოიალს და ჰაის ვიწვეთავ რეგულარულად yes.gif
ყოველდღე დღეში 3-4ჯერ
რო არ ჩავიწვეთო თვალები ამტკივდება

მანამდე ერთი თვე ვიწვეთავდი რაღაც წამალს სახელი არ მაქხსოვს
ძილის წინ, მაგარი მწარე იყო ერთი საათი მერე ცუდად ვხედავდი
ალბათ მიხვდებით რომელზეც ვლაპარაკობ
პროცენტულობა ჰქონდა 1%
კიდევ 0.5%იანიც არსებობს როგორც ვიცი...
* * *
ახლა გამახსენდა მგონი მიდაქსი ქვია მაგ წამალს

Posted by: ninicool 7 May 2014, 12:46
რუსუდან თავბერიძის შესახებ თუ გსმენიათ რამე? ოფთალმიჯში მუშაობს.


Posted by: mad_man 7 May 2014, 21:59
გამარჯობა,

რომელია ყველაზე კარგი თვალის კლინიკა გამოკვლევებისთვის და ასევე სადაც შეიძლება ლაზერული ოპერაციის გაკეთება.
ფასებსაც თუ მეტყვით დიდად დამავალებთ smile.gif

მადლობა წინასწარ

Posted by: კოვალსკი 8 May 2014, 20:09
კონტაქტურ ლინზებს თუ არ ვხმარობ/ვიკეთებ რამდენი დღე შემიძლია კონტეინერში რო მქონდეს? სითხის გამოცვლა მაინც დაჭირდება ხოლმე?

Posted by: UzerNeim 21 May 2014, 02:31
არ ვიცი, რამდენად თვალის პრობლემა შეიძლება იყოს, როგორც ასეთი მხედველობას და რაიმე ტკივილს არ ვუჩივი.

მოკლედ, ასეთი პრობლემა მაქვს:

ქუთუთოს ქვემოთ მაქვს ნატკენივით, აი წითელი მუწუკივით, ოღონდ პატარა, საიდანაც სულ გამოდის რაღაც სითხე, მცირე რაოდენობით, რომელიც ხმება და იმას გავს, აი აღალგაღვიძებულზე რომ აქვთ ადამიანებს, რა ქვია, არ ვიცი.
თითებს რომ მივაჭერ, ეს სითხე და ცოტა სისხლიც გამოდის. ჩირქს არ გავს.
რა შეიძლება იყოს? უკვე ძალიან დიდი ხანია ასეა, 2-3 თვეა. აღარ უნდა შეხორცებულიყო და დამცხრალიყო? ან ის მოყვითალო სითხე რატომ გამოდის მუდმივად, რომ ხმება მერე.

Posted by: ma1ka 30 May 2014, 15:33
თვალის წვეთები მირჩიეთ რამე არაკონსერვირებული. ოფთაგელს ვხმარობდი აქამდე და მითხრეს რომ არც ისე კარგია რეგულარულად კონსერვირებული წვეთების ხმარება.

Posted by: paypalmoney 31 May 2014, 13:23
მზიან ამინდში საერთოდ ვერ ვახელ თვალს
მეხუჭება,ძლივს დავდივარ უკვე ქუჩებში

2 კვირა იქნება რაღაც ჩასაწვეთებლებს ვხმარობ
რამეს მირჩევთ?

Posted by: snex 1 Jun 2014, 11:29
-თვალში რაღაც ჩამივარდა 3 დღის წინ მგონი ქარიანი ამიდნი რომ იყო ნუ ცოტა მაწვალა მარა 2-3 საათში გამიარა

გუშინ საღამოს ისევ დამიწყო ტკივილი სახში ვიჯექი ჩემთვის წყნარად smile.gif და აღარ მანებებს თავს რავქნა ეხა ამის გულიზა ექიმთან ხოარ წავალ რა ჩავიწვეთო ხოარ იცით?

Posted by: ABGREITORA 1 Jun 2014, 17:21
ჩემს მეგობარს ტოტი მოხვდა თვალში რამაც დაუზიანა მხედველობა, დიაგნოზი - თვალის სისხლძარღვების ნახეთქი. იყო რომელიღაც ექიმთან და უთხრა რომ სავარაუდოდ არ ეშველება. მხედველობა საერთოდ დაკარგა იმ თვალით
თუ ვინმემ იცით ექიმი რომელიც ასეთი დიაგნოზის მქონე პაციენტს უმკურნალებს გთხოვთ მომწეროთ

Posted by: joy30 6 Jun 2014, 23:20
კოვალსკი
QUOTE
კონტაქტურ ლინზებს


Posted by: Jessica Rabitt 8 Jun 2014, 17:05
გამარჯობათ ასტიგმატიზმი მაქ და2,5 მინუსი... ამ ბოლო დროს გამიუარესდა... დილით ყოველთვის დასიებული მაქ თვალები, კაი ხანია რაც ეს შევამჩნიე.. და ამას დაერთო რაღაცნაირი შეგრძნება თითქოს თოჯინასავით ვხუჭავ თვალებს, გაშეშებული თუ რავიცი, თვალის სიმშრალე მაქ მგონი, ვგრძNობ რო არასაკმარისი სისველეა. მოკლედ რა.....

ყველაზე კაი თვალის კლინიკა სადააა? და მიმასწავლეს სადღაც გლდანში 1 მიკროშიო თუ გაგიგიათ

და ჩემს შემთXვევაში მხოლოდ ოპერაციითა შესაძლებელი სათვალის მოხსნა?

და რა მაინტერესებს ოპერაციამდე მშობიარობა ჯობია და მერე იმ კიდე გაუარესებული მხედველობის გასწორება თუ მანამდე გავისწორო? ანუ რო გავიკეთო ოპერაცია მშობიარობის მერე მაინც დამაკლდება კიდე?

Posted by: Matronaa 8 Jun 2014, 23:03
ამ ბოლო დროს, ხშირად, კითხვის დროს ფოკუსს ვერ ვასწორებ. თითქოს გადღაბნილია გამოსახულება. შემდეგ, რაღაც დროის გასვლის შემდეგ, ისევ აღდგება ხოლმე.

როგორ მოვიქცე ,თვალის ექიმს მივაკითხო თუ ნევროლოგს?

Posted by: sallli1 11 Jun 2014, 16:48
მოკლედ მაქვს ასტიგმატიზმი
ერთ თვალში -2 მეორეში -11
ვარ 17 წლის
აქამდე არცერთ ექიმს არ უთქვამს სათვალეზე რომ ცუდია ასეთი ნომერბით გაკეთება, ანუ სათვალე სულ მქონდა ის ნომრები რა მინუსიც მაქვს
ხოდა დღეს ვიყავი ექიმთან და ცუდია ძალიან დაგიძაბავს თვალს რომ ერთ თვალზე ამხელა მინუსი გაგიკეთოთო
და საერთოდ სათვალეს ლინზა ჯობიაო სამკურნალო მიზნით ბევრად უკეთესიაო
და რავიცი რას მირჩევთ?

Posted by: marikuna0001 12 Jun 2014, 14:14
გამარჯობათ მეგობრებო, ძალიან მჭირდება თქვენი დახმარება..
მყავს 1.9 თვის ბიჭი თვალებზე აქვს პრობლემა , დაუდგინეს შიგნითა სიელმე ..
გვესაჭიროება ოპერაცია , რომელიც 2.5 წლიდან -იდან კეთდება..
ნევროპათოლოგთან გია ნატრიაშვილთან დამყავდა და ოპერაციისთვის დავით შენგელია მირჩია ,
კარგი სპეციალისტიაო და 100%იანი გარანტია მომცა ...
თუ გქონიათ ბავშვთან დაკავშირებით ასეთი პრობლემა ან თუ გაგიგიათ ვინმესგან რომელ ექიმთან ჯობია ბავშვის მიყვანა საოპერაციოდ...
ან დავით შენგელიაზე თუ გსმენიათ რამე როგორი ექიმია დაპოსტეთ თუ ვინმემ რამე იცით .. მადლობა წინასწარ smile.gif

Posted by: quattro 13 Jun 2014, 00:31
მზის სათვალეებს მოერიდეთ uv400 ან 100% uv protection რომელსაც არ აქ ნამდვილად და არა მიკრული და ეგეთები -აბრმავებს ისე მზის სათვალე,ანუ არაორიგინალი სათვალე აბრმავებს,შეგიძლიათ გადაამოწმოთ უამრავი ინფოა

ბევრი წყალი აუცილებლად
ომეგა3-შემცველი პროდუქტი+A ვიტამინი
ორაგული,სკუმბრია,კალმახი,კაკალი,კომბოსტომწვანილი
სტაფილო,როკოლი,მწვანილი,თევზის ცხიმი,წითელი წიწაკა
ისპანახი,სალათის ფოთლები

დალშე თვალის ექიმები უმეტესი უნდა დაწვა,წელზე მეტია დამყავს მამაჩემი და ზოგიერთი ექიმის სიდებილის გამო მესამე რთულ ოპერაციას უკეთებ,გაუფრთხილდით თვალებს

Posted by: Solveig 13 Jun 2014, 02:40
marikuna0001


აპინულია ოფთალმოლოგიის თემა...

Posted by: Lаki 15 Jun 2014, 09:53
........................................ user.gif

Posted by: kite 15 Jun 2014, 20:35
მოგესალმებით, კითხვა მაქვს ასეთი, 2 დღეა რაც შევნიშნე თვალში სისხლჩაქცევები, ნუ ძაან საშინლად არ მაქვს,მაგრამ მაინც მაქვს, ანუ გუშინ შევნშნე საღამოსკენ პირველად, ნუ დილას გაქრა, ახლა ისევ გაჩნდა. ვარ ორსულად 6 კვირამდე, პროგესტერონს ვიღებ და თრომბოასპირინს, რამეირად არის ამასთან კავშირში, თუ რა შეიძლება იყოს მიზეზი? ხვალ დავურეკავ ექიმს, მაგრამ იქნებ მანამდე რამე მირჩიოთ.... sad.gif

Posted by: womanly 17 Jun 2014, 01:16
გამარჯობათ. ეს ბოლო 2 კვირაა ჩემს ბიჭს შევამჩნიე რომ კომპიუტერის თამაშის შემდეგ თვალები ეცრემლებაა 12 წლისაა ა ალბათ ხვდებით ამ ასაკის მოზარდები დიდ დროს ატარებენ კომპიუტერთან. და დგეს კიდევ მომეჩვენა რომ მარცხენა თვალი თითქოს შიგნით გაექცა. როგორ მოვიქცეე, წავიყვან ექიმთან მაგრამ იქნებ მაინც დამამშვიდოთ...

Posted by: sallli1 22 Jun 2014, 12:18
მგონი აქ მხოლოდ კითვებს სვავენ და პასუხ გაუცემელი რჩება

Posted by: Blue October 27 Jun 2014, 13:07
QUOTE (Matronaa @ 8 Jun 2014, 23:03 )
ამ ბოლო დროს, ხშირად, კითხვის დროს ფოკუსს ვერ ვასწორებ. თითქოს გადღაბნილია გამოსახულება. შემდეგ, რაღაც დროის გასვლის შემდეგ, ისევ აღდგება ხოლმე.

როგორ მოვიქცე ,თვალის ექიმს მივაკითხო თუ ნევროლოგს?

აუ ეგ მეც მაინტერესებს, 3 კვირაში მივდივარ ექიმთან და რას მეტყვის ნეტა.
იგივე მემართება ზუსტად.

Posted by: sallli1 1 Jul 2014, 23:16
QUOTE (Blue October @ 27 Jun 2014, 13:07 )
QUOTE (Matronaa @ 8 Jun 2014, 23:03 )
ამ ბოლო დროს, ხშირად,  კითხვის დროს ფოკუსს ვერ ვასწორებ. თითქოს გადღაბნილია გამოსახულება. შემდეგ, რაღაც  დროის გასვლის შემდეგ, ისევ აღდგება ხოლმე.

როგორ მოვიქცე ,თვალის ექიმს მივაკითხო თუ  ნევროლოგს?

აუ ეგ მეც მაინტერესებს, 3 კვირაში მივდივარ ექიმთან და რას მეტყვის ნეტა.
იგივე მემართება ზუსტად.

ჩემი აზერით თვალის ექიმს
ალბათ სათვალეც გჭირდება ან გადაღლის ბრალიცაა
მეც მჭირს მასე უსათვალოდ კითხვისას
ოღონდ მე დიიდი მინუსიც მაქვს
მოკლედ მიდი ოფთალმოლოგთან ოღონდ წესიერთან

Posted by: Blue October 2 Jul 2014, 11:00
ნინო თავბერიძესთან ყოფილხართ ვინმე ახალ მზერაში?

Posted by: enigm-A 2 Jul 2014, 11:51
რთული მიოპიური ასტიგმატიზმის დიაგნოზით შეიძლება თუ არა რეალურად ფიზიოლოგიურად მშობიარობა? რისკი არსებობს მხედველობის გაუარესების თუ არა?

Posted by: ილონენ 3 Jul 2014, 16:11
Blue October
მანდ თეკლა მამაგეიშვილთან დავდივარ უკვე დიდი ხანია და კმაყოფილი ვარ

ნინო არ ვიცი მაგრამ, არამგონია ცუდი იყოს

ისე მაგათ ფბ-ის გვერძე იმდენი ლანძღვა წავიკითხე გამიკვირდა biggrin.gif

Posted by: Blue October 3 Jul 2014, 16:36
ილონენ
biggrin.gif მართლაა? არადა 3 კვირით ადრე ჩავეწერე ისეთი რიგებია :დ

Posted by: Danger77 4 Jul 2014, 10:50
მოგესალმებით,მოკლედ რა ხდება: 4 დღის წინ დედამ წამიყვანა ოფთალმოლოგთან თურმე ტელევიზორს როცა ვუყურებ თვალებს "ვჭუტავ" biggrin.gif რა მიხარია მინუსებში გადამსვლია მხედველობა -1 მაქვს მარჯვენაზე -0.75 მარცხენაზე,ხოდა ექიმმა თქვა სათვალე 80% ალბათობით დასჭირდებაო... ვარ 16 წლის(17-ის ვხდები),და ექიმის ვარაუდით ეს ყველაფერი დაიყწო ამ წლის სექტებერში ანუ რამდენიმე თვეა(და მეც ვეთანხმები,რადგან დიდ დროს ვატარებ კომპიუტერთან ჩემი მომავალი პროფესიიდან გამომდინარე)ახლა მაქვს რამდენიმე კითხვა:

1.ოპტიმისტურად ვარ განწყობილი და ყველაფერს გავაკეთებ სათვალის მოსაცილებლად,გავძვრები იმ 20%-ში როგორმე,როგორც გავიგე და მოვიძიე მხედველობის გაუარესება არაფერია თუარა ფოკუსის "არევა" და ნუთუ რეგულარული და ეფექტური ვარჯიშებით შეუძლებელია მხედველობა ნორმალურ მდგომარეობას დაუბრუნდეს?ბოლობოლო თვალი ერთი მრგვალი კუნთია და თუ სხვა კუნთების ტონუსში მოყვანა შეიძლება ამასაც უნდა ეშველოს წესით
2.ისიც გავიგე,რომ სათვალე თვალის კუნთებს ადუნებს და მხედველობას აუარესებს და თუ ის მეკეთება მთელი ცხოვრება,წლების შემდეგ ახალი,უფრო ძლიერი უნდა შევიძინო,რადგან მხედველობა უარესობისკენ წავა დროთა განმავლობაში.თუ ეს სიმართლეა მითუმეტეს არ მინდა სათვალე,ახლანდელი მდგომარეობა საერთოდ არ მიქმნის დისკომფორტს,მშვენივრად ვხედავ
3.მეორე კითხვიდან გამომდინარე(თუ სწორია) არ ჯობია სათვალე არ გავიკეთო და ისე დამრჩეს როგორც მაქვს,ვიდრე გავიკეთო და გამიუარესდეს?(ნუ სათვალით ამ გაუარესებას ვერ შევამჩნევ,კარგად დავინახავ,მაგრამ სინამდვილეში ხომ უკან უკან წამივა ხოდა რატომ უნდა შევწირო მას ჩემი მხედველობა)
4.გთხოვთ მირჩიოთ ვარჯიშები,მომეცით პრაქტიკული და ეფექტური რჩევები,მითხარით ცოტა მეცნიერულადაც რა როგორაა(ავიტან biggrin.gif ) ამ ექიმაა მარტო სათვალე–ტრენაჟორი დამინიშნა და მითხრა რა შეიძლება რა არა და ელექტრო სტიმულაციის სეანსები დამინიშნ,აისეთი შთაბეჭდილება დამრჩა,რომ ფულის გაკეთება უნდა....მოკლედ ნებისმიერი სირთულის სავარჯიშო მომეცით ან თუ არაფერი ეშველება ამიხსენით რატომ.. მადლობა წინასწარ

Posted by: Blue October 4 Jul 2014, 11:25
Danger77
მე ჯერ არვიცი მხედველობა მინუს-პლიუსში მაქვს თუ არა, 2 კვირაში გავიგებ.
რაც შენ დაწერე, მეც ეგრე ვფიქრობ ზუსტად, თუ დამჭირდა არ მინდა სათვალის ტარება :/

კომპიუტერთან მეც დღეში მინ 8 საათი ვზივარ სამსახურიდან გამომდინარე... ფოკუსირება მიჭირს ვამჩნევ. პლუს ამას ისეთი სპორტით ვარ დაკავებულია რანაირად არ მაწყობს სათვალე :@

რამე თუ გაიგო გამაგებინე რა მეც, ან პმ მომწერე, მოისხამ ჩემს მადლს biggrin.gif

Posted by: Danger77 4 Jul 2014, 12:32
ოკ ჯერ აქ ვნახო რას მიპასუხებენ biggrin.gif

Posted by: ილონენ 4 Jul 2014, 12:36
QUOTE (Blue October @ 3 Jul 2014, 17:06 )
ილონენ
biggrin.gif მართლაა? არადა 3 კვირით ადრე ჩავეწერე ისეთი რიგებია :დ

ხო მანდ ეგრეა biggrin.gif

სულ რიგებია

Posted by: Just_smile 4 Jul 2014, 12:52
მაინტერესებს კომპიუტერისგან დამცავი სათვალე მართლა შველის რამეს? და სად ჯობია რომ გავაკეთებინო? და რას მირჩევდით მაგ კუთხით საერთოდ? კომპიუტერთან მიწევს სულ მუშაობა და არ მინდა მხედველობას ყოფა ეტიროს sad.gif

Posted by: T_K_ 12 Jul 2014, 19:31
ერთი უცნაური შეკითხვა უნდა დავსვა...
ცოტა ხნის წინ აღმოვაჩინე, რომ მომენტებში მარჯვენა თვალში შავი გარსი უფრო დიდი მაქვს ხოლმე ვიდრე მარცხენაზე
ანუ მარცხენაზე უფრო პატარა შავი წრეა და მარჯვენა თვალში შედარებით დიდია
ძალიან შესამჩნევი არ არის, მაგრამ თუ დააკვირდებით, მიხვებით, რომ ერთი უფრო დიდი ზომისაა მეორესთან შედარებით
რას ნიშნავს ეს ყველაფერი? ცოტა შევშინდი

Posted by: REZiKA87 15 Jul 2014, 15:16
უკვე 2 თვეზე მეტია მეცრემლება თვალები.. როცა დამეწყო ვიყავი ოფთალმოლოგთან.. ნუ კომპიტერიო, ისაო ესაო.. დამინიშნა ტობრადექსი.. ტობრადექსი სიწითლეს მიქრობს, მაგრამ ცრემლები მაინც მომდის.. რა ვქნა? :|

Posted by: SRB100 18 Jul 2014, 16:09
რქოვანას დამწვრობის დროს რეაბილიტაცია რამდენ ხანს გრძელდება არ იცით ვინმემ? 2 ხარისხის დამწვრობა აქ

Posted by: Instructor 23 Jul 2014, 19:52
მაქვს ასტიგმატიზმი, მაინტერესებს თუ არსებობს ასტიგმატური მხედველობისთვის ისეტი შუშა რომელიც იქნება პოლარიზებული?



Posted by: ილონენ 23 Jul 2014, 22:41
Danger77
მეგონა ჩემს პოსტს ვკითხულობდი შენ ასაკში რომ ვიყავი. არ ვარ ოფთალმოლოგი და არც ექიმი და საერთოდ სხვა დარგი ვარ იგივე პრობლემები მქონდა მეც და ასე თუ ისე ვერკვევი
QUOTE
1.ოპტიმისტურად ვარ განწყობილი და ყველაფერს გავაკეთებ სათვალის მოსაცილებლად,გავძვრები იმ 20%-ში როგორმე,როგორც გავიგე და მოვიძიე მხედველობის გაუარესება არაფერია თუარა ფოკუსის "არევა" და ნუთუ რეგულარული და ეფექტური ვარჯიშებით შეუძლებელია მხედველობა ნორმალურ მდგომარეობას დაუბრუნდეს?ბოლობოლო თვალი ერთი მრგვალი კუნთია და თუ სხვა კუნთების ტონუსში მოყვანა შეიძლება ამასაც უნდა ეშველოს წესით


ეგ ვარჯიშები და სისულელეები შაყირია საერთოდ, ტყუილად დახარჯავ ფულს
რადგან გამოიგონეს ალბათ ვიღაცას ეხმარება, მაგრამ ბევრი მინახავს მაგ ვარჯიშებზე ტყუილად მოსიარულე
ასევე სისულელეა თევზის ქონი, კარგია თვალისთვის მაგრამ მხედველობას ვერ დაგიბრუნებს

QUOTE
2.ისიც გავიგე,რომ სათვალე თვალის კუნთებს ადუნებს და მხედველობას აუარესებს და თუ ის მეკეთება მთელი ცხოვრება,წლების შემდეგ ახალი,უფრო ძლიერი უნდა შევიძინო,რადგან მხედველობა უარესობისკენ წავა დროთა განმავლობაში.თუ ეს სიმართლეა მითუმეტეს არ მინდა სათვალე,ახლანდელი მდგომარეობა საერთოდ არ მიქმნის დისკომფორტს,მშვენივრად ვხედავ

სათვალე აზარმაცებს თვალს, მაგრამ თვალების დაძაბვა უარესს უშვრება
გაიკეთე სათვალე, თორე უარესად გაიქცევა შენი მინუსი
ჯერ 16 წლის ხარ, 20 წლამდე შენი თვალი იზრდება, შესაძლებელია მინუსიც გაიზარდოს
მაგ დროს დამეწყო მეც, აბიტურიენტი რომ ვიყავი წიგნებში მქონდა დღე და ღამე თვალები და ახლა -2.5 -2.75 მაქვს, მაგრამ არარ იზრდება
თუ სათვალე არ გინდა და ვერ გუობ საუკეთესო საშუალებაა ლინზები.
QUOTE
3.მეორე კითხვიდან გამომდინარე(თუ სწორია) არ ჯობია სათვალე არ გავიკეთო და ისე დამრჩეს როგორც მაქვს,ვიდრე გავიკეთო და გამიუარესდეს?(ნუ სათვალით ამ გაუარესებას ვერ შევამჩნევ,კარგად დავინახავ,მაგრამ სინამდვილეში ხომ უკან უკან წამივა ხოდა რატომ უნდა შევწირო მას ჩემი მხედველობა)

კიდე დავწერ, სათვალეს თუ არ გაიკეთებ ან ლინზას, დაძაბავ თვალებს და მინუსი გაიზრდება
ასე გაეზარდა ჩემს მეგობარს მაგ დროს და დღეს -4 აქვს უკვე biggrin.gif
QUOTE
4.გთხოვთ მირჩიოთ ვარჯიშები,მომეცით პრაქტიკული და ეფექტური რჩევები,მითხარით ცოტა მეცნიერულადაც რა როგორაა(ავიტან  ) ამ ექიმაა მარტო სათვალე–ტრენაჟორი დამინიშნა და მითხრა რა შეიძლება რა არა და ელექტრო სტიმულაციის სეანსები დამინიშნ,აისეთი შთაბეჭდილება დამრჩა,რომ ფულის გაკეთება უნდა....მოკლედ ნებისმიერი სირთულის სავარჯიშო მომეცით ან თუ არაფერი ეშველება ამიხსენით რატომ.. მადლობა წინასწარ

სწორი შთაბეჭდილებაა biggrin.gif
კომპიუტერთან როცა იჯდები ეცადე თვალები ხშირად დაასვენო, სივრცეში იყურე ხოლმე, ფანჯრიდან რამე შორს უყურე დაგისვენებს თვალებს
კიდე ამ ვარჯიშსაც აკეთებენ, ჯერ ახლო უყურებ რაღაც საგანს მაგალითად ფანჯრისრაფას როცა ფანჯარასთან დგახარ და მერე უცებ შორს იხედები


ოფთალმოგოგი ვინმე არ არის აქ?
წინასაოპერაციო გამიკეთეს მშრალი თვალის ქირურგიული მკურნალობა რომელიც საცობების ჩასმას გულისხმობს
უკვე მე3 დღეა და თვალებს მტკენს ნათელი, მზეზე ვერ გავდივარ, კომპიუტერის ეკრანიც კი ნერვებს მიშლის და მერე შუბლზე მირტყავს
მოკლედ ნერვებს მიშლის თან აშკარად ვგრძნობ თვალს რომ ვხუჭავ
არაფერი მშრალი თვალი არ მქონია მარა მაინც ჩათვალეს საჭიროდ
მივეჩვევი თუ უნდა დამტანჯოს?
თვალსაც ვერ ვისრეს შიშით biggrin.gif

Posted by: კორდელია 25 Jul 2014, 10:43
კითხვა მაქვს:


1. ერთ თვალში -2 და მეორეში -2.2 მაქვს.
მაინტერესებს ლაზერით კორექციის (თუ სწორად ვამბობ) შემთხვევაში 100% აღდგება მხედველობა, თუ ფსკერზე და სხვა ფაქტორებზეა დამოკიდებული?

2. და თუ აღდგა ამის შემდეგ საშიშია მშობიარობა? თუ ნაოპერაციები თვალით აუცილებლად საკეისროს კანდიდატი ვიქნები?




მადლობა წინასწარ <3

Posted by: ილონენ 27 Jul 2014, 10:48
კორდელია
1. კი 100% ით აღდგება
ფსკერზე და სხვა ფაქტორებზე დამოკიდებულია შეიძლება თუ არა ოპერაციის გაკეთება (ლაზერის)

2. მშობიარობ შესაძლებელია
ოღონთ რეაბილიტაციას კაი დრო უნდა მაინც

Posted by: shavela100 28 Jul 2014, 12:17
23 წლის ბიჭი ვარ და უკვე სათვალე მჭირდება, კარგი ექიმი მირჩიეთ გთხოვთ ,მჭირს ასტიგმატიზმი ანუ წამყვანი თვალია მარჯვენა და მარცხენა შედარებიტ სუსტია და გრადუსია არეული, ვხმარობ სათვალეს(ცხოვრებაში არ მიტარებია) რონიკოში ვიყავი და იქ გამომიწერეს სათვალე გიშველისო მაგრამ დიდი ვერაფერი -0,5 მაქვს 2ვე თვალზე ამავე დროს იქნებ ოპერაცია შველოდეს რამე და ფასებიც ან დაზგვევა (საყოველტაო ) თუ გაჭრის.

მადლობა წინასწარ თქვენიგულისხმიერების იმედი მაქვს პირადში ველოდები თქვენს პასუხს.


Posted by: ილონენ 28 Jul 2014, 12:58
shavela100
საყოველტაო არ ჭრის ლაზერულ კორექციაზე
ჯდება 3 000 ის ფარგლებში

QUOTE
,მჭირს ასტიგმატიზმი ანუ წამყვანი თვალია მარჯვენა და მარცხენა შედარებიტ სუსტია და გრადუსია არეული

ასტიგმატიზმის არის ერთად + და -, ანუ ვერც ახლოს და ვერც შორს რომ ვერ ხედავენ

-0.5 ძალიან ცოტაა biggrin.gif რა გაწუწუნებს ამხელა ბიჭს biggrin.gif

Posted by: Blue October 28 Jul 2014, 23:16
გადახედეთ, იქნებ რამე გამოსადეგიც ნახოთ თქვენთვის smile.gif

http://thespiritscience.net/2014/02/18/heal-your-eyesight-naturally/

Posted by: mirzazrim 29 Jul 2014, 15:56
მოგესალმებით.
მინდა ასეთი ლინზების შეკვეთა: http://www.ebay.com/itm/Focus-Dailies-AQUA-COMFORT-PLUS-90er-Box-/271043370400?pt=DE_Beauty_Wellness_Augenoptik_Kontaktlinsen&hash=item3f1b719da0

მაგრამ ვერ ვხვდები როგორ გავარკვიო ზომა. ვისთვისაც მინდა, მას აქვს -3.75 ორივე თვალში...

Posted by: geniosa1991 29 Jul 2014, 17:33
გამარჯობა. მარცხენა თვალში მაკლია მხედველობა ბევრი smile.gif გადატანილი მაქვს მეორე ხარისხსი კანტოზია, მას მერე დიდი ხანი გავიდა. ახლა ოფთალმოლოგმა მითხრა, ვარჯიშით თუ გაიუმჯობესებ ცოტასო smile.gif
იქნებ მირჩიოთ რომელი ვარჯიშებია ყველაზე ეფექტური, თორემ ძალიან დავიბენი იუთუბზე smile.gif

Posted by: lika50 2 Aug 2014, 12:51
ვმუშაობ ჩინურ-ტიბეტურ ჯანმრთელობის ცენტრში ფოჰაუ. აქ არჩენენ უამრავ ისეთ დაავადებას, რომლის განკურნების იმედს არ იძლევიან ექიმები. ამ პრეპარატებს 5000 წლის მანძილზე იყენებდნენ ჩინეთის იმპერატორები და მათი ოჯახის წევრები და ცოცხლობდნენ 100 წელზე მეტ ხანს. ტიბეტელი ბერები ამ პრეპარატების გამოყენებით უოპერაციოდ კურნავენ ადამიანებს. ახლა ეს მკურნალობა ჩვენთან არის შესაძლებელი. მსოფლიოს 20 ქვეყანაში აქვთ ოფისები და ყავთ უამრავი მორჩენილი პაციენტი. სრულიად გამოჯანმრთელების შანსი გაქვთ. დამირეკეთ 593105829; ლია
იხილეთ ბლოგი http://fohowchinesemedicine.blogspot.com/

მქონდა მხედველობის პრობლემა. სათვალის გარეშე ქუჩაში სახეებს ვერ ვარჩევდი, და დიდი ასოებით ქუჩაში წარწერებს ვერ ვხედავდი. ტელევიზორსაც სათვალით ვუყურებდი, მჭირდება +3.5. ამ კომპანიაში გამომიწერეს წამლები და კისრის ფიზიო თერაპიული ქამარი, რომელიც ოსტეოქონდროზს შველის. შლის მარილებს კისრის არეში და აღადგენს სისხლის მიმოქცევას თავის ტვინში. 1 კვირაში უკვე უსათვალოდ ვხედავდი ირგვლივ ყველაფერს გარკვევით ვკითხულობდი წარწერებს და ტელევიზორს ვუყურებდი უსათვალოდ. ახლა მხოლოდ კითხვის დროს ვიშველიებ სათვალებს, მაგრამ ვაგრძელებ მკურნალობას რომ სრულიად აღმიდგეს მხედველობა.

Posted by: Jeanne Hebutern 3 Aug 2014, 02:41
გამარჯობა, თვალში მომხვდა ანთებული სიგარეთი და ზედ მიმედო გუგაზე,ისე რომ ფერფლი გუგას შერჩა, ბუნდოვნად ვხედავ და მიჭირს თვალის გახელა, ჯერ არ მინდა ექიმთან მისვლა მეშინია და რამით ვერ ვუმკურნალებ? ან რა ჩავიწვეთო?მირჩიეთ

Posted by: noniko77 3 Aug 2014, 11:37
Jeanne Hebutern
ექიმთან უნდა მიხვიდე აუცილებლად, მამაჩემს დაეწვა თვალის რქოვანა, შეეყერა რაღაც ქიმიური ნივთირება იმ დღესვე მიმართA ექიმს . ხანგრძLივი მკურნალობა დასჭირდა.

Posted by: Pinturicch10 5 Aug 2014, 10:09
დაახლოებით 2 კვირის წინ მომივიდა ავარია.
სახის მარცხენა ნაწილი დავარტყი და დავიზიანე.
როგორც მითხრეს თვალის სიწითლე გაივლისო.
ექიმთანაც ვიყავი 5 დღის წინ და თვალი დაზიანებული არაა საერთოდო.
მალე მინდა გაიაროს (
რამდენ ხანში ვითომ?

Jeanne Hebutern

მიდი ექიმთან აუცილებლად. რისი გეშინია?
სურათებში არაფერი გეტყობა ისე biggrin.gif

Posted by: Scoorp 5 Aug 2014, 14:24
კორდელია

მშობიარობას მაინც მოვერიდებოდი შენს ადგილზე
და ეგ კონკრეტულად თვალის მდგომარეობაზეა დამოკიდებული 100 თუ არა 95 პროცენტით ხო მაინც აღდგება))
ექიმი გეტყვის ყველაფერს როცა გადაწყვეტ

Posted by: xoxle 5 Aug 2014, 21:59
გამარჯობათ ,მოკლედ მაქ მარცხენა თვალის პრობლემა , მაქ ოდნავ ზევთ ვიდრე მარჯვენა თვალი ვიზუალურად ძაან არ ჩანს მარა დაკვირვების შემთხვევაში ჩანს , მინდა ვიკითხო თუ არის შესაძლებელი ლაზერით გასწორება ან რამე სხვა ხერხით მითხრეს , რომ კონსულტაცია 50 ლარი ჯდება და არ მაქ ფული რო 50 ლარი ექიმს მივცე, რომ მითხრას რა დამეხმარება და თქვენ ხო ვერ დამეხმარებით, დაგლილობის შემთხვევაში ზოგჯერ მხედველობაშიც მიშლის ხელს cry.gif

Posted by: wox1997 9 Aug 2014, 23:30
მოგესალმებით. 17 წლის ვარ. მოკლედ რაც თავი მახსოვს ალბათ 1 კლასიდან უკვე ეს პრობლემა მაქვს. აი გაფუჭებულ არხზე, რომ გადართავ და შავი და თეთრი წერტილები ერთმანეთში, რომ ირევა. ეგრე ვხედავ მუდმივად შავ წერტილებს რომლებიც არიან აი ძალიან ბევრი და სულ დაფრინავენ იქით აქეთ. ექიმთან რამდენჯერაც მივედი ოფთალმოლოგთან 100% მხედველობა გაქვსო. ხოდა აი სიბნელეში მატულობს ხოლმე, სიტყვაზე ხო არსებობს პირდაპირი და გვერდითი მხედველობა. აი ღამე , როცა შევდივარ შუქ ჩამქვრალ ოთახში პირდაპირი მხედველობით შეიძლება ვერ დავინახო რაიმე საგანი, იმიტომ , რომ ეს წერტილები ეფარება. მაგრამ აი ზემოთ რომ ავიხედო და ყურადღება მხედველობის გადავიტანო ქვემოთ მაშინ ის წერტილები ზემოთ ადიან პირდაპირ მხედველობას მიყვებიან და უკვე ვხედავ ქვემოთ რაიმე საგანს.

რა ხდება? ვერცერთმა ექიმმა ვერ გამიგო რახდება ან არ მისმენენ წესივრად.

Posted by: FEDOR 11 Aug 2014, 03:02
გამოკვლევევი ჩავიტარე ერთი კვირის წინ სათვალე გამომიწერეს და ვატარებ ერთი კვირაა
ბოლო ორი დღეა ტალღოვნათ ვხედავ ყველაფერს ხან ერთი მხარე იწელება ხან მეორე რისი ბრალიაა?


Posted by: ashley_tko 12 Aug 2014, 17:50
lika50
ეს ჩინურ ტიბეტური წამლები ცალი 100 და 200 ლარად მაქვს ნაყიდი, პაციენტი რომელსაც თქვენი ექიმები პირდებოდნენ რათ გინდა ღვიძლის გადანერგვა, ამ წამლებით მოგარჩენთ, არ წახვიდე არსად, უამრავი ადამიანი გვყავს გადარჩენილიო, გარდაცვლილია.

Posted by: sqvoto 12 Aug 2014, 19:16
mirzazrim

-3, 75 სათვალე უკეთია თუ ლინზა სჭირდება ამ დიოპტრიის?
BC 8, 7 აქვს თუ არ ვცდები, დიამეტრიც (D) არ არის მნიშვნელოვანი დიდად, სტანდარტული ექნება, მოკლედ, გაარკვიე რა მინუსი სჭირდება და შეუკვეთე
* * *
FEDOR

სათვალის მინა ფორმას უცვლის გამოსახილებას, პლიუსი ადიდებს, მინუსი აპატარავებს, და ა.შ. ვფიქრობ მაშინვე მასე (დატალღულად) ხედავდით, უბრალოდ ყურადღება ეხლა მიაქციეთ
* * *
QUOTE (marikuna0001 @ 12 Jun 2014, 14:14 )
გამარჯობათ მეგობრებო, ძალიან მჭირდება თქვენი დახმარება..
მყავს 1.9 თვის ბიჭი თვალებზე აქვს პრობლემა , დაუდგინეს შიგნითა სიელმე ..
გვესაჭიროება ოპერაცია , რომელიც 2.5 წლიდან -იდან კეთდება..
ნევროპათოლოგთან გია ნატრიაშვილთან დამყავდა და ოპერაციისთვის დავით შენგელია მირჩია ,
კარგი სპეციალისტიაო და 100%იანი გარანტია მომცა ...
თუ გქონიათ ბავშვთან დაკავშირებით ასეთი პრობლემა ან თუ გაგიგიათ ვინმესგან რომელ ექიმთან ჯობია ბავშვის მიყვანა საოპერაციოდ...
ან დავით შენგელიაზე თუ გსმენიათ რამე როგორი ექიმია დაპოსტეთ თუ ვინმემ რამე იცით .. მადლობა წინასწარ smile.gif

ჯერ პატარაა ბავშვი.
ოფთალმოლოთან იყავით? სიელმის მიზეზი ბევრნაირია, ერთ თვალს აელმებს თუ მონაცვლეობით? პერიოდულად თუ მუდმივად? როგორი ფსკერი აქვს? რეფრაქცია
6 თვის ასაკისთვის იქნებ დადგინდეს რეფრაქცია და დაუნოშნონ სათვალე. მიდით ავერსის კლინიკაში, წელიწადში2-3ჯერ კონსულტაციაზე ჩამოდის ნატალია მაღლაკელიძე და მას ეჩვენეთ! ისე ოპერაციას 5 წლის ასაკში უკეთებენ ბავშვებს, არსებობს გამონაკლისი შემთხვევებიც

Posted by: FEDOR 12 Aug 2014, 20:23
sqvoto
სათვალის მინა ფორმას უცვლის გამოსახილებას, პლიუსი ადიდებს, მინუსი აპატარავებს, და ა.შ. ვფიქრობ მაშინვე მასე (დატალღულად) ხედავდით, უბრალოდ ყურადღება ეხლა მიაქციეთ
* * *
კი ეგ გასაგებია, მაგრამ რო ვიხსნი მაშინაც მასეა .
სათვალის დროს კიდევ ხანდახან ბუნდოვანდება გამოსახულება და მერე ისევ წსორდება

Posted by: z125 13 Aug 2014, 06:08
ლინზებისთვის რა მასალაა უფრო კარგი? თანამედროვე პლასტმასები მინას ჯობია? გასაგებია რომ პლასტმასი არ ტყდება და მინა უფრო მსხვრევადია და წონაშიც მძიმე მაგრამ ოპტიკური ხარისხით როგორ შეედრება მასალები ერთმანეთს?

კიდევ მაინტერესებს სათვალის პარამეტრებს რომ ადგენს ოფთალმოლოგი თუ ვინცაა, ამ პარამეტრებს სპეციალური გამმზომი ხელსაწყოებით ადგენს თუ ექსპერიმენტულად? მაგალითად თვალზე მოგარგებს სხვადასხვა ლინზებს და გეკითხება კარგია თუ არა. ასეთ შემთხვევაში ვფიქრობ ცდომილების სიდიდე დამოკიდებული იქნება გამოსაკვლევ პაციენტზე. ანუ თუ ის იტყვის რომ კარგია ოფთალმოლოგიც იმას გამოწერს თუ როგორ ხდება ეს პროცესი?

Posted by: mammolog 13 Aug 2014, 10:38
შესაძლებელია თუ არა წლინახევრის ბავშვზე მხედველობის შეფასება??? ჩემი ბავშვი კომპიუტერის ყურების დროს თვალებს ჭუტავს და იქავებს. (მართალია ნახევარ საათზე მეტი არ უწევს ჯდომა, მიუხედავად იმისა რომ ესეც ბევრია, მაგრამ მთლად აკრძალვას ვერ ვახერხებთ biggrin.gif )

Posted by: nikmaik 13 Aug 2014, 19:02
შეგიძლიათ მითხრათ რა ჭირს თვალზე? ორი დღეა ასე აქ გაწითლებული. მგონი უნდა ტკიოდეს კიდეც.
დამალვა უყვარს ტკივილის და რომ ვკითხე რომელი თვალი ტკივა ამ თვალზე მითხრა sad.gif
http://pix.ge/

Posted by: ashley_tko 21 Aug 2014, 21:20
nikmaik
ჩემს შვილს აქვს ესე, უარესადაც. კონიუქტივიტის დიაგნოზი დაუსვეს ჩიჩუების კლინიკაში. წაიყვანე ექიმთან რომ დაუთვალიეროს თვალი, შეიძლება ადგილობრივი ანტიბიოტიკი (ტობრადექსი ჩვენს შემთხვევაში) დაჭირდეს.


კითხვა მაქვს ოფთალმოლოგთან !!!
ჩემს შვილს აქვს კონიუქტივიტი. დაუნიშნეს მაქსიდექსი, პატანოლი და სისტეინ ულტრა.(მანამდე ვაწვეთებდი ტობრადექსს,დავიკოლს და ნოზეილონს რადგან სხვა კლინიკაში კერატიტის დიაგნოზი დაუსვეს, სავარაუდოდ მცდარი დიაგნოზი გამოდგა)
დღეს მყავდა სტომატოლოგთან რომელმაც დაუსვა ჰერპესული სტომატიტის დიაგნოზი. აქედან გამომდინარე მაქვს ეჭვი რომ კონიუქტივიტიც ჰერპესულია. დავუწყო მაქსიდექსით, პატანოლით და სისტეინ ულტრათი მკურნალობა თუ ჰერპესზე გამოვიკვლიო ჯერ?
თუ აღმოჩნდა რომ ჰერპესი აქვს ბავშვს და თვალზეც ამის გამო აქვს კონიუქტივიტი ამ შემთხვევაში რა მკურნალობა ტარდება და რა გართულება შეიძლება მოყვეს?
მიპასუხეთ რაა....

Posted by: xx3xx 27 Aug 2014, 20:15
ჩუტყვავილა მქონდა დაახლოებით 10 თვის წინ და რომ გამიარა თვალების ანთება დამემართა (თუ სწორად დამისვა დიაგნოზი) დილით რო გავიღვიძე ფინგალივით მქონდა მარჯვენა თვალი გასიებული პატარათი მერე გამომიწერა რაღაც ორი წამალი ერთი ჩასაწვეთებელი მეორე მაზივით იყო მგონი სოლკოსერილი და დობრადექსი 1-2 კვირა ვიწვეთებდი და შევეშვი ეხლაც ვიყავი ექიმთან და კიდე თვალის ანთება გაქო და იგივე წამლები გამომიწერა და ვატყობ ეხლა რო მხედველობა გამიფუჭდა მაგალითად ღამე შორს შუქებს რო ვუყურებ ნათურებს ან მზგავს გაწელილად და ცოტა ბუნდოვნად ჩანს და რას მირჩევთ?

Posted by: ავგაროზი 30 Aug 2014, 00:30
ცალი თვალი მტკივა, შავი ნაწილი მხოლოდ. ადრე ვიყავი ოჯახის ექიმთან, ჩამხედა უბრალოდ, ხელი დამაჭირა ტკივილის შესამოწმებლად, მაგრამ ხელის დაჭერით არ მეტკინა. ხოდა არაფერიაო, არ მომცა ოფთალმოლოგთან მიმართვა. მხოლოდ წვეთები გამომიწერა 4-5 დღისთვის.
უფრო მსუბუქ შეხებაზე რეაგირებს და ისედაც მაწუხებს ხოლმე, მაგალითად გუშინ, დღეს. მერე თავს გადაეცემა (იმავე მხარეს) ტკივილი და ვარ ასე.

რა შეიძლება იყოს? ან წვეთები რომ მირჩიოთ, რომელია კარგი? რაც მქონდა ის არ ინახება დიდხანს და რამე გრძელვადიანი რომ მირჩიოთ, ყოველ ატკიებაზე ახლის ყიდვა რომ არ მომიწიოს.
* * *
ეს ცალი თვალი რომ შევიხვიო, დღის განმავლობაში, უარესი ხომ არ იქნება?

Posted by: M_L 2 Sep 2014, 10:32
გამარჯობათ, თუ შეგიძლიათ მირჩიოთ, ოფთალმოლოგი ქირურგი, რომელიც სიელმეზე აკეთებს ოპერაციას

Posted by: tatia1980 6 Sep 2014, 20:17
ამ ბოლო დროს შევამჩნიე რომ ძლიერი სტრესი და ნერვიულობის შემდეგ თვალებში კარგად ვეღარ ვხედავ, აი თითქოს მკვეთრად ვერ ვხედავ...რაღაც დროის მერე გადამივლის ხოლმე. ნუ შავ წერტილებზე რომლებიც ცას ან რამე განათებულს რომ ვუყურებ და მაშინ ჩნდებიან, აღAრაფერს ვამბობ. თუმცა ეგეც ძალიან საშინელი შეგრძნებააა. იქნებ დამაკვალიანოთ ვინმემ რა ვქნა sad.gif

Posted by: Tabo 8 Sep 2014, 15:29
გამარჯობათ.

რა უნდა გკითხოთ. გუშინ დავიძIნე ჩვეულებისამებრ, არაფერი ისეთი განსაკუთრებული. დილით გავიღვიძე და მარცხენა თვალის ქვედა ქუთუთო გასივებული მაქვს, არასასიამოვნო შეგრძნებაა მაგარი, ხელს რო მივიდებ კიდევ მაგრად მტკივა mo.gif რისი ბრალი უნდა იყოს? რამით ვერ ვუშველი?

Posted by: lika_law 10 Sep 2014, 15:21
გამარჯობათ, ჩემი 5 წლის შვილს ექავება თვალები ძალიან და დილაობით სულ შეწებებულივით აქვს ხოლმე, თან თუ ისრისავს თვალს, მერე იძახის რომ ბუნდოვნად ხედავს. რისი ბრალი იქნება? ალერგიულია რამე?

Posted by: Scoorp 13 Sep 2014, 20:16
ესეიგი ეს ექიმები ჭკუიდან თუ არ გადამდგავენ და უარესს თუ არ დამმართებენ ზოგადად არ ვიცი!
ყველა თავისას როგორ მიერეკება?
ერთი ექიმი როგორ შეიძლება მიმტკიცებდეს რო ბადურა გეშლება და გასამაგრებელია სასწრაფოდო
ჩემ მკურნალ ექიმთან 3 თვის წინ ვიყავი და მსგავსი არაფერი უხსენებია
რა ყველა ექიმი ერთდროულად გამოშტერდა ვერ გავიგე რაააა

ეხლა კიდე სათვალის ნომერი იგივე დამიწერა ექიმმა რაც ლინზა მაქვს,გავაკეთებინე და აშკარად ვერ ვეგუები
ვიცი რო შეგუების მომენტი აქვს
ახალ რეცეპტს და ძველს გადავხედე და მხოლოდ სფერული ნომერი მიწერია სათვალეზე
ცილინდრულიც ხო აუცილებელია ხალხო?
ჩემი ექიმი არაა აქეთ ჯერჯერობით და ამიტო მომიწია უცხოსთან მისვლა
მითხარით ვინმემ თორე გავრეკე რააა sad.gif(

უკვე აღარ მაქვს ნერვები,ცალკე ამდენი ხარჯი
ერთ ექიმთან მიდიხარ მეორესთანაც უნდა მიხვიდე რო გადაამოწმო,მარა ყველა თავისას ამტკიცებს
რა არის ეს თეორიებით მკურნალობა და ვარაუდებით მოცემული პასუხები

Posted by: extra-VIOLET 15 Sep 2014, 11:00
Scoorp

ვუერთდები შენს აღშფოთებას. მეც შემშალეს...
ყველა სახვადასხვა რაღაცას მეუბნება. ИДИОТЫ.
მე რომ მეხებოდეს,კაი ავიტან. ბავშვზე დიაგნოზი ვერ დამისვეს!!!!

ეს თემა ყრუა??? მგონი კითხვა ოფთალმოლოგთან ქვია. სადაა ოფთამოლოგი??????

Posted by: ავგაროზი 20 Sep 2014, 23:11
რამე სახის პრობლემამ( მხედველობის დარღვევა, ანთება, სიმშრალე და სხვა) შეიძლება თვალის ფორმის შეცვლა გამოიწვიოს??

შეიძლება ძალიან სისულელეს ვკითხულობ, მაგრამ მიპასუხეთ რაა.........

Posted by: Utopian 22 Sep 2014, 21:04
10-15 ლარად ნორმალურ თვალის წვეთებს ვიყიდი? სიმშრალის
ადრე მქონდა, მაგრამ სახელს ვერ ვიხსენებ ვერაფრით : ((

Posted by: rock in rose 22 Sep 2014, 21:36
Utopian

კი, როგორ არა, იყიდი, ოფთაგელია ხელოვნური ცრემლი, მე ვხმარობ პირადად, ჯიპისიში 6 ლარამდე ღირს და ურეცეპტოდ გაიცემა.
კარგი ხარისხისაა.

Posted by: Utopian 22 Sep 2014, 21:54
rock in rose

ძალიან დიდი მადლობა love.gif



Posted by: rock in rose 22 Sep 2014, 23:37
Utopian

რისი მადლობა 2kiss.gif

Posted by: Unico 23 Sep 2014, 00:07
ტაკს, ოფთალმოლოგი არ პოსტავს, მაგრამ სამაგიეროდ იუზერების პოსტებიდან დავასკვენი რომ "ახალი მზერა" არ ვარგა.
ოკი დოკი, ეს გამოვრიცხეთ.
კურაციოს ოფთალმოლოგი სანდოა?
უკვე ისე ვარ, ფასს აღარ აქვს მნიშვნელობა, მთავარია მცოდნე შემხვდეს user.gif

Posted by: Scoorp 23 Sep 2014, 10:16
Unico

ვის ეწერა ახალი მზერა არ ვარგაო? biggrin.gif

კურაციოს ექიმთან ვიყავი ცოტა ხნის წინ, რომელიც ჯაბადარშიც მუშაობს
მცოდნე ტიპია,მაგრამ ცოტა აგრესიული და თავისებური

პრობლემა ისაა რო ყველა ექიმს რაღაც ეშლება
ყველა თავისებურად ხედავს და თეორიებით მკურნალობენ და წერენ დიაგნოზს drug.gif

Posted by: Unico 23 Sep 2014, 15:51
Scoorp
ნუ ერთმა იკითხა:
QUOTE
ნინო თავბერიძესთან ყოფილხართ ვინმე ახალ მზერაში?

მეორე უპასუხა:
QUOTE
მანდ თეკლა მამაგეიშვილთან დავდივარ უკვე დიდი ხანია და კმაყოფილი ვარ

ნინო არ ვიცი მაგრამ, არამგონია ცუდი იყოს

ისე მაგათ ფბ-ის გვერძე იმდენი ლანძღვა წავიკითხე გამიკვირდა

თავად კმაყოფილია, მაგრამ ფბ–ზე იმდენი ლანძღავსო.
მასე მეც მყავს ერთი ორი ნაცნობი, ვისაც ავერსის კლინიკა და მისი ექიმები მოსწონს, ჩვენ კმაყოფილები ვართო,
მე და კიდევ ერთს – არ მოგვწონს.
აქედან გამომდინარე, ახალი მზერა მაინც სუსტ კლინიკად შევაფასე.

თვალის წნევის გაზომვა მინდა; თავი რომ მტკივა, ძირითადად თვალბუდე მაწუხებს სასტიკად, პლუს ხშირად მაქვს დისკომფორტის შეგრძნება ჩვეულებრივ სიტუაციებში.
სათვალეს კაი ხანია ვატარებ.
ვარ პანიკიორი და ამიტომ ყველასთან ვერ მივალ გასასინჯად :დდ
კომენტარების მიხედვით მინი სტატისტიკას ვადგენ, რომ მერე გამიიოლდეს არჩევა :უსერ:
user.gif

Posted by: Scoorp 23 Sep 2014, 16:21
ძალიან რთულია მაგ პრინციპით "სიმართლის" დადგენა ))
8 წლის წინ ოფთალმიჯში სიარულზე ვთქვი უარი, როცა მითხრეს რომ ლაზერული ოპერაცია მჭირდებოდა ბადურის გასამაგრებლად
ორ ექიმთან გადავამოწმე და ვაიმე არა რა ბადურის ჩამოშლა და რა ოპერაციაო. იმის მერე მივედი ახალ მზერაში
წელიწადში ერთხელ დავდივარ და ვამოწმებ
ახლა უცბად მომიწია მაგ კურაციოს ექიმთან მისვლა (ჩემი ექიმი არ იყო აქეთ)
და ეს მეუბნება ვაიმე ბადურის გასამაგრებელი ოპერაცია გჭირდებაო.
დავაღე ისევ პირი.
საღამოს დავურეკე ჩემს ექიმს და მითხრა რომ თუკი გაელვებები მომიმატებდა უკვე უნდა მეფიქრა ოპერაციაზე. ანუ რეალურად ბადურა მართლა გაცრეცილია,მაგრამ ეს თვლის რომ თუ არ მაწუხებს მანამდე არაა სასურველი ოპერაციის გაკეთება.
რამაზი (კურაციოს ექიმი) კი თვლის რომ უკვე გასაკეთებელია და მაგ სიმპტომებს არ უნდა დაველოდო.
თუმცა ფაქტია ეს გაელვებები გაზაფხულზე დამეწყო ძალიან იშვიათად. და ბოლო 10 დღეა მომიმატა )

---

Unico


აი ასეთ სიტუაციაში- არ ვიცი რა და როგორ გირჩიო gigi.gif
თავად ვარ ისე არეული
ახალ მზერასაც ეყოლება უკმაყოფილო ხალხი,ოფთალმიჯსაც,ნიუ ჰოსპიტალსაც და საერთოდ ყველას.
ეგ ბუნებრივი მომენტია.
თუმცა აღარ ვიცი უკვე რა პრინციპით უნდა შეირჩეს ექიმი და როგორ უნდა ენდო ამდენი რამის მერე.
რამდენიმესთან ამოწმებ და უარესად გაბნევენ,პასუხისმგებლობასაც გაურბიან და იქით გაკისრებენ.
მართლა 10 ექიმთან ხო ვერ მივალ?
რომც მივიდე ყველას თავისი აზრი/თეორია აქვს smile.gif

---


მიდი მაშინ რამაზ ცინცაძესთან (კურაციოში ან ჯაბადარში)
მაგ დონეზე ნამდვილად კარგად გაგსინჯავს და გეტყვის რა პრობლემაა ))

Posted by: Unico 23 Sep 2014, 19:54
Scoorp
მადლობა 2kiss.gif
ბადურას გაუფრთხილდი. თუ მოგიმატა, უთხარი შენს ექიმს

Posted by: giotochka 24 Sep 2014, 17:29
-1 მაქვს ორივე თვალი და ლაზერული ოპერაცია მირჩიეს ხომარიცით რა ასაკიდან არის რეკომენდირებული და კიდევ გავიგე რომ მასაჟებით ასწორებენ ცენტრს, ახალი დანერგილია ეგ მეთოდიო და გსმენიათ რამე?

Posted by: rock in rose 24 Sep 2014, 19:48
Unico

მე დავდიოდი კურაციოში თეა აბრამიასთან და კმაყოფილი ვიყავი. ზოგადად სადაზღვეოს ექიმები არ ბრწყინავენ ხოლმე, მაგრამ თეა იყო გამონაკლისი biggrin.gif

Posted by: salome456 25 Sep 2014, 18:49
გამარჯობათ , ჩVეულებრივ უბნის პოლიკლინიკაში შევამოწმებინე მხედველობა მინუს 1.75 მითხრა მაგრამ რაღაცნაირად არ ვენდობი ამათ შEმოწმებულს და ხომ არ ჯობია კლინიკაში მისვლა და რომელს მირჩევთ?.. ასევე სათვალე სა. ჯობია დავამზადებინოო??

Posted by: morixei 28 Sep 2014, 18:24
ზოგადად არ ვუჩივი მხედველობას. მაგრამ უკვე 1-1.5 წელია შორს, დაახლოებით 70-100მ-ში მანქანის ნომრებს ვეღარ ვარჩევ. ცოტა ხნის წინ ახლობლის სათვალე მოვიზომე -0.5 იქნებოდა შუშები და ყველაფრი საკაიფოდ გამოჩნდა, ერთი 100-150 მეტრში ვარჩევდი ციფრებს biggrin.gif
მოკლედ, გავესინჯო ექიმს თუ არც ღირს?

Posted by: Scoorp 2 Oct 2014, 11:01
ბადურის გასამაგრებელი ოპერაცია თუ გაგიკეთებიათ ვინმეს?
და ვისთან user.gif

Posted by: mariko7 3 Oct 2014, 00:15
გამარჯობათ! 3 წლის მყავს პატარა და თვალზე აქვს ქალაზიონი, მკურნალობა ნაკლებად შედეგიანი აღმოჩნდა პერიოდულად ქრება და ისევ ჩნდება.ვაპირებ გიორგი ჩიჩუასთან მიყვანას,მაინტერესებს რამდენად თავის საქმის მცოდნეა რადგან გერმანიასი აქვს გავლილი სწავლა განათლებაც მაგრამ ეგ არც ისე მნიშვნელოვანია.მინდა ნორმალური ექიმი თავის საქმის მცოდნე.მირჩიეთ

Posted by: Black-White777 6 Oct 2014, 10:13
სალამი

კომპიუტერთან დიდხანს მიწევს ყოფნა, რის გამოც ოდნავ დამიქვეითდა მხვედველობა - მინდა გამოვიყენო სათვალეები 0.5+ -ით და რამდენად მიზანშეწონილია ეს ექიმთან მისვლის გარეშე გავაკეთო?

Posted by: happy dreamer91 8 Oct 2014, 21:53
მოკლედ, ორი წლის განმავლობაში სამ ოფთAლმოლოგთან ვიყავი და მეოთხე აღმოჩნდა გულისხმიერი ადამიანი და უზომოდ კმაყოფილი წამოვედი სახლში. ერთი წლის თუ უფრო მეტის უკან მანანა შეროზიასთან დავდიოდი და დიაგნოზად ასტიგმატიზმი დამისვა და შესაბამის სათვალეს ვატარებდი, მერე მინუსი გაიზარდა და სხვა ექიმთან წავედი ამ ზაფხულს, ნანა ცინცაძესთან რომელმაც მითხრა რომ ასტიგმატიზმი არ მაქვს და სხვა ზომის ლინზები დამინიშნა, პლიუს ჰაის წვეთები. ეს სათვალე ძალიან მძაბავდა, ჰაიც არაფერს მშველოდა და ბოლოს გაგიჟებული თვალებით მედეა პაპავასთან მივედი, რომელმაც ასევე მითხრა რომ ასტიგმატიზმი არ მაქვს,(შეროზიამ საიდან დაასკვნა რავიცი?!) ცინცაძემ სწორი სათვალე შემირჩია, უბრალოდ სპაზმი მაქვს და მაგიტომ მეძაბება თვალები. ამ ადამიანმა დამინიშნა სპაზმის მოსახსნელი და სხვა წვეთებიც, რაც არც ერთ ექიმს მოსვლჯა თავში აქამდე. მოკლედ პაპავასგან ძალიან კმაყოფილი წამოვედი და თუ ვინმეს გაინტერესებთ ოფთალმოლოგი, გირჩევდით.

Posted by: rock in rose 8 Oct 2014, 23:08
happy dreamer91

სად მუშაობს პაპავა? მისასვლელი ვარ უკვე, ჩემი ექიმის წავიდა საქართველოდან და დავრჩი ასე.

Posted by: happy dreamer91 10 Oct 2014, 19:41
rock in rose
თოდუას კლინიკაში.

Posted by: rock in rose 10 Oct 2014, 19:56
happy dreamer91

გასაგებია, დიდი მადლობა smile.gif

Posted by: ZSU-23-4 12 Oct 2014, 07:45
გამარჯობათ. ალბათ ბოლო 1 წელიწადია მჭრს ასეთ რაღაც, მარჯვენა თვალზე ყოველ დილას მაწუხებს მცირედი ჩხვლეტა (გაღვიძებისას). პატარა დროის გასვლისა თვალის მოფშვნისა შემდეგ ეს თვალი მებინდება და შემდგომ ცრემლი მომდის, რის შემდეგადაც ჩხვლეტა მიქრება. ასევე ამავ თვალით (ახალგაღვძებულზე) რომ მივურები, ვამჩნევ ძალიან პატარა, დაბინდულ წერტილებს (დაახლოებით ისეთი ფორმა აქვს, წვეთი წყალში რომ ჩავარდება და შემდგომ 360 გრადუსით პატარა ტალღები რომ მიდის). საითაც არ უნდა გავიხედო (ან რა მანძილზე) ყველგან უპრობლემოდ ჩანს. რაც დრო გადის კიდევ, ვატყობ რომ ამ წერტილების რაოდენობა იმატებს. ამაზე მეტი არ ვიცი როგორ ავხსნა (ჩემი სიტყვებით). იმედია ვინმე გამიგებს და იცის რაც არის. მეუბნებიან რომ კომპიუტერის ბრალია.

და ბოლოს სტანდარტული კითხვა: მაინტერესებს საშიში არის თუ არა, შემდეგ, რისი ბრალი შეიძლება იყოს ეს, ან როგორ შეიძლება ვუმკურნალო ამას. ხელს არაფერში მიშლის, მაგრამ უბრალოდ უსიამოვნოა ძალიან.

მადლობა წინასწარ!

Posted by: Scoorp 12 Oct 2014, 11:20
ZSU-23-4


მინუსი ხო არ გაქვს?))
ან ზოგადად მხედველობას ხო არ უჩივი?

Posted by: Scoorp 12 Oct 2014, 11:20
ZSU-23-4


მინუსი ხო არ გაქვს?))
ან ზოგადად მხედველობას ხო არ უჩივი?

Posted by: Scoorp 12 Oct 2014, 11:21
ZSU-23-4


მინუსი ხო არ გაქვს?))
ან ზოგადად მხედველობას ხო არ უჩივი?

Posted by: ZSU-23-4 13 Oct 2014, 11:31
Scoorp
QUOTE
ZSU-23-4


მინუსი ხო არ გაქვს?))
ან ზოგადად მხედველობას ხო არ უჩივი?


არ მახსოვს რა მონაცემები მაქვს, არც მხედველობას ვუჩივი, თუმცა ექიმმა ადრე გამომიწერა კომპიუტერთან ჯდომისას ან კითხვისას გამოსაყენებელი სათვალე (რომელიც სპაზმისგან იცავს თვალს) ეგ იყო და ეგ. შესაბამისად კომპიუტერთან ან კითხვის დროს ვიყენებ ამ სათვალეს, ისე მშვენიერი ხედვა მაქვს. რაც შეეხება თვალს, თითქოს რაღაც ნადებივით მაქვს. მეტი როგორ ავხსნა არ ვიცი :/

Posted by: Scoorp 13 Oct 2014, 11:34
ZSU-23-4

მიდი რა ექიმთან
1 წელია რაღაც გაწუხებს სისტემატიურად
ასე ზეპირად ვინ რა უნდა გითხრას?
თვალია, უნდა ჩახედოს ექიმმა
ან აქ რო არასწორად გირჩიონ რამე და დაიზიანო,მერე ხო ინანებ )
1 ვიზიტი ექიმთან და ყველაფერს გაიგებ და შენც დამშვიდდები

Posted by: ZSU-23-4 13 Oct 2014, 12:02
Scoorp
QUOTE
ZSU-23-4

მიდი რა ექიმთან
1 წელია რაღაც გაწუხებს სისტემატიურად
ასე ზეპირად ვინ რა უნდა გითხრას?
თვალია, უნდა ჩახედოს ექიმმა
ან აქ რო არასწორად გირჩიონ რამე და დაიზიანო,მერე ხო ინანებ )
1 ვიზიტი ექიმთან და ყველაფერს გაიგებ და შენც დამშვიდდები


გასაგებია. მადლობა რჩევისთვის 2kiss.gif

Posted by: ნუკი 15 Oct 2014, 23:41
სალამი..
ოფთალმოლოგი ხართ აქ ვინმე? ....
ე.ი -0.5 / -1.5 მქონდა სადღაც 1 წლის წინ.. ახლა აშკარად ძააალიან წასული არის მინუსებში....
მიწევს დილის 10-დან 6-მდე ნახევარი საათის შუალედით კომპიუტრთან მუშაობა... + საღამოს დაახლოებით 4-5 საათი კიდე კომპიუტერში წერა... + ღამის 3-მდე უმეტესად რამის კითხვა და დამუშავება... ანუ, თვალები მუდმივად ზედმეტად დატვირთულია....
ჰოდა, ამ პირობებში შეიძლება მხედველობის შენარჩუნება, რომ მინუსებში არ გადავიდეს უფრო?

ან ოპერაცია, ლაზერული, რომ გავიკეთო, რამედნი ხნით ამეკრძალება ამ რეჟიმში ყოფნა, დრო რომ გავთვალო?

Posted by: happy dreamer91 16 Oct 2014, 11:27
ნუკი
მიდი ოფთალმოლოგთან და წვეთებს დაგინიშნავს თვალი რომ არ გადაგეღალოს. საშინლად დაძაბული მქონდა თვალები მთელი დღის განმავლობაში და ახლა წვეთებს ვიწვეთებ პლიუს სპაზმის მოსახსნელს და რაშედარებაა. ოპერაციას რაც შეეხება, მე მინუს 2 მდე მაქვს და ჩემმა ექიმმა მითხრა ასეთ პატარა მინუსზე არ გირჩევო. კიდევ რაღაც ელექტრო სტიმულაცია ყოფილა თვალზე და მაგის გაკეთებას ვაპირებ იქეთ თვეში. მითხრეს კარგი შედეგი აქვსო და ექიმმაც მირჩია.

Posted by: Kikunaa 16 Oct 2014, 21:50

happy dreamer91

სპაზმის მოსახსნელად რომელ წვეთებს იყენებთ?

Posted by: happy dreamer91 17 Oct 2014, 14:36
Kikunaa
მიდაქსს, ოღონდ მწვანე რეცეპტით იყიდება.

Posted by: ილონენ 18 Oct 2014, 12:01
Kikunaa
თუ გინდა თებერვალში ჩამოვალ და ჩაგახუტებ მიდაქსს, მეც მაგას ვიყენებდი, ჩვეულებრივი გუგის გასაფართოებელია, მე კიდე 100 წელი არ დამჭირდება და ტყუილად ვადა გასდის და ცოდოა
* * *
ნუკი
სიმშრალე გექნება თვალის, კარგია თუ დამატნებელ წვეთებს იყიდი. რამდენი წლის ხარ? 20-21წლამდე იზრდება თვალი და შესაბამისად მინუსი. არამგონია კიდე წავიდეს შენი მინუსი მარა, სპაზმი რომ გექნება მაგაში დარწმუნებული ვარ. ოპერაცია კეთდება პარასკევობით და ორშაბათს შეგიძლია სამსახურში გახვიდე

happy dreamer91
რომელმა ჭკვიანმა ექიმმა არ გირჩია პატარა მინუსზე ოპერაცია?
პირიქით -4 ის მერე 100 პროცენტით მაინც ვერ დაინახავ. მე -2.5 / 2.75 მქონდა და რაც გავიკეთე იმის მერე განათდა სამყარო.

პ.ს ცინცაძე ერთ ერთი ძალიან ძლიერი ექიმია

Posted by: Scoorp 18 Oct 2014, 13:45
ილონენ

სრულად აღგიდგა მხედველობა?
ნანას პაციენტი ხარ შენც? ))

Posted by: ილონენ 18 Oct 2014, 18:51
Scoorp
კი, სრულიად

ახალ მზერაში, თეკლასთან დავდიოდი და ოპერაციის დროს ნანაა ყველას ექიმი, ნუ დვალი აკეთებ და მერე ნანა ატარებს გამოკვლევებს ხოლმე

Posted by: happy dreamer91 19 Oct 2014, 18:14
ილონენ
რავიცი მითხრა არ გირჩევო და რატოო არ ჩავძიებივარ ჯერჯერობით. გავიკეთებ სტიმულაციას იქნებ კარგი შედეგი მომცეს. შენ არ გაგიგია რამე ამის შესახებ!? ბახტრიონზე არის კლინიკა იქ აკეთებენო.
რაც შეეხება ნანას, აგვისტოში ვიყავი და ახალი ნომრები დამინიშნა, გაზრდილუ მქონდა მინუსი. რომ მივედი თვალები მტკიოდა, რაც მეკეთა ის სათვალე უკვე პატარა იყო და მაგას ვაბრალებდი. დამინიშნა ჰაი! ვიწვეთებდი მარამ საშინლად მტკიოდა თვალები, პლიუს მიშრებოდა და მექავებოდა. და დაენიშნა ნორმალური წამლები, სპაზმის მოსახსნელი და ასე შემდეგ ხომ შეეძლო?! 6 თვიშ მერე მოდიო და 6 თვე ვერ გავუძლებდი იმ დაძაბულობას. თორემ კარგი ექიმი რომ არის გამიგია, ჩემი მეგობარიც ძაან კმაყოფილი არის, მაგრამ მაინც სხვასთან წავედი და თვალის გახელა აღარ მეზიზღება უკვე.

Posted by: ილონენ 19 Oct 2014, 18:21
happy dreamer91
სპაზმის მოხსნას რა აზრი აქვს? ხო მაინც გიწევს კომპიუტერთან დიდი ხანი ჯდომა? მე ვისხავდი მიდაქსს სპაზმის მოსახსნელად მაგრამ შედეგი 0, იმიტომ რომ მაინც სულ კომპიუტერთან ვიჯექი.
სტიმულაცია რომელია? რაღაც ვარჯიშები რომაა თვალისთვის? biggrin.gif სისულელეა თუ ეგაა biggrin.gif იგივე პონტია რაც რონიკოში რომ მომცეს წავლის ფლაერი, თვალისთვის კარგია შეგიმცირებს მინუსსო biggrin.gif biggrin.gif
ჰაის წვეთები დამატენიანებელია ჩვეულებრივი, მე ოკუთეარსს ვიწვეთებ, იგივე პონტია, მარა უკეთესი
ძალიან კარგი თუ კმაყოფილი ხარ
ისე მე ზოგადად არც ერთ ექიმს არ ვენდობი biggrin.gif
წამალს რომ მიწერს ანოტაციას ყოველთვის ვეძებ ინტერნეტში და ვკიტხულობ biggrin.gif
მოხუცი ხალხი რომაა ეგრე ვარ biggrin.gif

Posted by: happy dreamer91 19 Oct 2014, 19:02
ილონენ
ხო მაგრამ ფაქტია რაც ამ წამლებს ვიწყვეთებ დაძაბული აღარ მაქვს თვალი, ანუ აზრი ჰქონია სპაზმის მოსახსნელს. ჰაის კმაყოფილი არ ვარ, რომ ვიწვეთებდი მაინც მიშრებოდა და მექავებოდა. ახლა არკოსს სლეზოლ ფოტრეს ვიწვეთებ და რა შედარებაა. არა სტიმულაცია რაღაც პროცედურაა, დენს გირტყამსო თვალში თუ რაღაც ეგეთი, ზუსტად აღარ მახსოვს. ჩემი მეზობელი იკეთებდა და კარგი შედეგი მქონდაო სათვალე აღარ მჭირდებოდა რაღაც ეტაპზეო და ვცდი რა მენაღვლება 150 ლარი. მე ისე მომეწონა ეს ქალი, ვენდობი რატომღაც. და ვნახოთ დავწერ მერე შედეგებს.

Posted by: Scoorp 19 Oct 2014, 20:02
happy dreamer91

ჰაის მეც ვიწვეთებ, ლინზებთან ერთად
დამატენიანებელია
გააჩნია რა სიხშირით იწვეთებდი smile.gif
მაგ სტიმულაციას მე ვიკეთებდი
რესპუბლიკურში ადრე
რავიცი დიდი შედეგი არ მქონდა
ზრდას რო დაასრულებ,მერე თვალის მინუსი აღარ უნდა იმატებდეს წესით და ეგ დენის სტიმულაციები არამგონია რამე სერიოზულს აკეთებდეს

Posted by: ილონენ 19 Oct 2014, 21:04
happy dreamer91
ხო მე საერთოდ არ მომიხნა სპაზმი sad.gif


Posted by: happy dreamer91 19 Oct 2014, 22:00
Scoorp
23 წლის ვარ და თვალი ამ დროს ჩამოყალიბებული არ უნდა იყოს?
ილონენ
ალბათ სიტუაციას გააჩნიქ, რავიცი.

Posted by: Scoorp 20 Oct 2014, 10:09
happy dreamer91

კი )) უნდა იყოს
მაგრამ მგონი არის იშვიათი შემთხვევები როცა მაინც იმატებს მინუსი
ოღონდ არა გადაღლილობის ფონზე
ზუსტად არ ვიცი მეც,თავს ვერ დავდებ,მაგრამ ასე მახსოვს

Posted by: happy dreamer91 20 Oct 2014, 17:59
Scoorp
ხო ნუ ფაქტია იმატებს, აწი კიდე დავაკვირდები. 22 წლის რომ ვიყავი მოიმატა და ახლა 23 ვარ და იქნებ გაჩერდეს. ისე ექიმს ვერ ვკითხე, რომ მივალ უნდა ვკითხო. რა იწვევს მინუსს და მერე ზრდას? აქვს პასუხი ამ კითხვას? მგონი 20 წლის ვიყავი თვალს რომ დამაკლდა, მანამდე არ მქონდა პრობლემა.

Posted by: ნუკი 23 Oct 2014, 11:44
happy dreamer91
QUOTE
მიდი ოფთალმოლოგთან და წვეთებს დაგინიშნავს თვალი რომ არ გადაგეღალოს. საშინლად დაძაბული მქონდა თვალები მთელი დღის განმავლობაში და ახლა წვეთებს ვიწვეთებ პლიუს სპაზმის მოსახსნელს და რაშედარებაა.

აჰა, თვალები მეც გადაღლილი კი არა მეტი მაქვს.
თან ვცდილობ სათვალე არ გავიკეთო ხოლმე, მაგრამ აღარ გამომდის... ფაქტიურად ვერ ვხედავ 2 მეტრის დაშორებით სუფთად ვერაფერს........
QUOTE
ოპერაციას რაც შეეხება, მე მინუს 2 მდე მაქვს და ჩემმა ექიმმა მითხრა ასეთ პატარა მინუსზე არ გირჩევო. კიდევ რაღაც ელექტრო სტიმულაცია ყოფილა თვალზე და მაგის გაკეთებას ვაპირებ იქეთ თვეში. მითხრეს კარგი შედეგი აქვსო და ექიმმაც მირჩია. 

ეგრე მითხრეს თავიდან -1.5-ზე ოპერაციას არ გავაკეთებთო, მითუმეტეს მეორე თვალში -0.5 მქონდა. ახლა ორივე უფრო მინუსებში იქნება და დამთანხმდებიან ალბათ, ან არადა არ ვიცი. მინდა ეს ოპერაცია და რატომ არ უნდა გამიკეთონ...
ეგ სტიმულაცია არ გამიგია აქამდე. აუცილებლად ვკითხავ ოფთალმოლოგს. შენც რომ დაიწებ გაკეთებას დაწერე რა )

ილონენ
QUOTE
სიმშრალე გექნება თვალის, კარგია თუ დამატნებელ წვეთებს იყიდი.

ეს ოფთალმოლოგის გარეშე შეიძლება?
QUOTE
. რამდენი წლის ხარ? 20-21წლამდე იზრდება თვალი და შესაბამისად მინუსი. არამგონია კიდე წავიდეს შენი მინუსი მარა, სპაზმი რომ გექნება მაგაში დარწმუნებული ვარ

22-ს ვიყავი ბოლოს ოფთალმოლოგთან... 2 კვირაში 24-ის ვხდები... მას მერე მართლა დიდი ცვლილება მაქვს და ვნერვიულობ უკვე.. ვმერვიუობ რა, დისკომფორტს მიქმნის და ეგაა ცუდი.

QUOTE
ოპერაცია კეთდება პარასკევობით და ორშაბათს შეგიძლია სამსახურში გახვიდე 

უი, ანუ ოპერაციის დროსაც არ მეღირსება გემრიელი ბიულეტინი? biggrin.gif
ჰო, კიდე რა მაინტერესებდა, ლაზერულს აფინანსებს დაზღვევა თუ იცით? .... პსპ მაქვს.

Posted by: ილონენ 23 Oct 2014, 16:41
ნუკი
კი კაცო, ჩვეულებრივ ურეცეპტოდ შეგიძლია იყიდო წვეთები, ჰაის წვეთები ან ოკუთეარსი, ორივე ძალიან კარგია, მით უმეტეს კომპიუტერთან თვალები რომ გიშრება

კაია თუ ესტუმრები კიდე. მე წელში ორჯერ მივდიოდი, ექიმი უკვე ოჯახით მცნობდა biggrin.gif რო დამინახავდა მაგდებდა ხოლმე კლინიკიდან biggrin.gif
იმიტომ რომ წიკი მქონდა, -2.5 საკმაოდ დიდია იმისთვის რომ ვერ დაინახო და სათანადოდ დააფასო შენი თვალები

კატარაქტას აფინანსება დაზღვევა biggrin.gif ლაზერს არა, იმიტომ რომ კოსმეტიკურ ოპერაციად თვლიან biggrin.gif
ისე შეგიძლია 1 კვირიანი ბიულეტენი გააკეთებინო ოჯახის ექიმს biggrin.gif უთხარი რომ დისკომფორტი გაქვს კომპიუტერთან და თვალები გტკივა biggrin.gif
მე შაბათსაც კაი ხანი ვიჯექი კომპთან biggrin.gif
იმ დღეს შეუძლებელია, იმდენი ცრემლი მომდიოდა თვალებიდან, ალისა საოცრებათა ქვეყანაში რომაა biggrin.gif

Posted by: ნუკი 23 Oct 2014, 16:53
ილონენ
QUOTE
კაია თუ ესტუმრები კიდე. მე წელში ორჯერ მივდიოდი, ექიმი უკვე ოჯახით მცნობდა  რო დამინახავდა მაგდებდა ხოლმე კლინიკიდან  იმიტომ რომ წიკი მქონდა, -2.5 საკმაოდ დიდია იმისთვის რომ ვერ დაინახო და სათანადოდ დააფასო შენი თვალები

ეგრეც უნდა იყოს. ეს მე ვარ არანორმალური, უკიდურეს შემთხვევებში რომ მივდივარ ექიმთან.
QUOTE
კატარაქტას აფინანსება დაზღვევა  ლაზერს არა, იმიტომ რომ კოსმეტიკურ ოპერაციად თვლიან 

გაუხმეთ თავი. რაა პლასტიკური, ვერ ვიყურები ადამიანი თვალებში :დ
QUOTE
ისე შეგიძლია 1 კვირიანი ბიულეტენი გააკეთებინო ოჯახის ექიმს  უთხარი რომ დისკომფორტი გაქვს კომპიუტერთან და თვალები გტკივა 

ამ შანსს ხელიდან არ გავუშვებ jump.gif

QUOTE
მე შაბათსაც კაი ხანი ვიჯექი კომპთან  იმ დღეს შეუძლებელია, იმდენი ცრემლი მომდიოდა თვალებიდან, ალისა საოცრებათა ქვეყანაში რომაა 

რას ერჩოდი საკუთარ თავს biggrin.gif


QUOTE
კი კაცო, ჩვეულებრივ ურეცეპტოდ შეგიძლია იყიდო წვეთები, ჰაის წვეთები ან ოკუთეარსი, ორივე ძალიან კარგია, მით უმეტეს კომპიუტერთან თვალები რომ გიშრება

მადლობააა _ თუ ვერ მივაღწიე ამ დღეებში ექიმთან, ამას მაინც ვიყიდი

Posted by: Hawley 25 Oct 2014, 14:08
კომპიუტერთან როცა ვზივარ თვალები მტკივა ძალიან, 1 საათიც რომ დავჯდე ან უფრო ცოტა მაშინვე, გარეთ თუ ვარ არა. აი ერთი კვირა რომ არ დავჯდე კომპიუტერთან საერთოდ და მერე რამდენიმე საათითაც რომ მივიდე მტკივდება და თითქოს ბუნდოვნად ვხედავ და აჭრელებულად თუ რაღაც, თითქოს ფოკუსირებას ვერ ვახდენ კონკრეტულ წერტილზე. მხედველობა მემგონი არ მაკლია, ყოველთშემთხვევაში აქამდე არ მქონია პრობლემა და კომპიუტერთან როცა არ ვარ არც მაშინ ვუჩივი მაგრამ სულ ისე რანაირად ვიყო რომ კომპიუტერთან არ მივიდე. რისი ბრალი შეიძლება იყოს და რას მირჩევთ?

Posted by: Apeee 25 Oct 2014, 20:17
გამარჯობათ
3 თვეა თვალზე შისხლჩაქცევა მაქვს დიდად , ჯერ ეს ძველი არ მორჩენილა კიდევ ახალი გამომივიდა ცოტა ზევით
ეს ძველი უკვე კარგა ხანია მუქი ლურჯია და რეაქცია არ აქვს საერთოთ არ იწოვება .
და ეს ახალი რო გამომივიდა უფრო და უფრო იზდება მესინია მთლიან ტვალს არ მოედოს დამეხმარეთ ვინმემ თუ შეგილიათ არ ვარ ეხლა ისეთ სიტუაციაში რომ ტვალის ექიმტან მივიდე და
როცა ვიყავი მითხრეს არაფერია 2 კვირასი გაიწვევსო მაგრამ იმის მერე 2 თვე გავიდა ;

Posted by: Da vinci 26 Oct 2014, 19:07
გამარჯობათ. რა მიანტერესებს,მგონი ეს ბოლო დღეები დიდ ხანს მომიწია ჯდომა კომპთან,და თვალები ამტკივდა ცოტა. ანუ ძალიან მწვავედ არ მტკივა,მაგრაამ ვგრძნობ რომ თითქოს დამძიმებულივით მაქვს თვალის გუგა.ტელეფონის,ან კომპიუტერის გამოსხივებას მოვერიდე ორი დღე და მაზიც წავისვი,ლეომეცეტინი,მარა ცოტათი მაინც ვგრძნობ ტკივილს.კომპიუტერთან ჯდომის ბრალი თუა ეგეც მაინტერესებს,ანისე რა შედეგი შეიძლება მოიტანოს კომთან ჯდომამ ასეთ სიტუაციებში?რავი არ დავრბამვდე უცბად.. მაგის მეშინია ყველაზე მეტად biggrin.gif
* * *
და მოკლედ დავსვამ კითავს. შეიძლება თუ არა pc სთან ჯდომით ადამიანი დაბრმავდეს,ან რაიმე სერიოზული დაავადება შეეყაროს.

Posted by: Apeee 27 Oct 2014, 17:02
გამარჯობათ
3 თვეა თვალზე შისხლჩაქცევა მაქვს დიდად , ჯერ ეს ძველი არ მორჩენილა კიდევ ახალი გამომივიდა ცოტა ზევით
ეს ძველი უკვე კარგა ხანია მუქი ლურჯია და რეაქცია არ აქვს საერთოთ არ იწოვება .
და ეს ახალი რო გამომივიდა უფრო და უფრო იზდება მესინია მთლიან ტვალს არ მოედოს დამეხმარეთ ვინმემ თუ შეგილიათ არ ვარ ეხლა ისეთ სიტუაციაში რომ ტვალის ექიმტან მივიდე და
როცა ვიყავი მითხრეს არაფერია 2 კვირასი გაიწვევსო მაგრამ იმის მერე 2 თვე გავიდა ;

Posted by: Apeee 31 Oct 2014, 13:45
აუ სადაა ეს ოფტამოლოგი რა : (((((((((((((

Posted by: Scoorp 31 Oct 2014, 15:23
Apeee
არ შემოდის აქ ოფთალმოლოგი
ამიტომ მიდი ნორმალურ ექიმთან

Posted by: Apeee 2 Nov 2014, 19:59
ვერ ვახერხებ მისვლას და ვერ მოვახერხებ ერტი ორი თვე არ ვარ საქართველოში და იქნება ვინმემ მაინც დამეხმაროს მე ვისაც ვკითხე არავინ იცის კარგად

Posted by: ingiloo 7 Nov 2014, 15:18
გელა ლეკიშვილზე ხომ არ გსმენიათ რამე, როგორი სპეციალისტია.

კარგია, ცუდია, თუ რამე გამოცდილება გაქვთ დაწერეთ რა.

Posted by: wolverine111 8 Nov 2014, 00:32
მაინტერესებს, კომპიუტერთან , კომპიუტერის სათვალეები რო გაიკეთო შერჩევა უნდა სპეციალური თუ არა? კარგი მხედველობა მაქ სრულიად მაგრამ კომპიუტერთან დიდი ხანი ვზივარ და სათვალე მინდა გავიკეთო

Posted by: selina 11 Nov 2014, 20:36
QUOTE (wolverine111 @ 8 Nov 2014, 00:32 )
მაინტერესებს, კომპიუტერთან , კომპიუტერის სათვალეები რო გაიკეთო შერჩევა უნდა სპეციალური თუ არა? კარგი მხედველობა მაქ სრულიად მაგრამ კომპიუტერთან დიდი ხანი ვზივარ და სათვალე მინდა გავიკეთო

თუ ძველ კუდიან მონიტორტან ზიხარ მაშინ საჭიროა სათვალეები თუ ლედ ეკრანიანთან სათვალე აზრს კარგავს

Posted by: Hana Arendtiii 16 Nov 2014, 02:57
ხალხო, ვინმე ხართ ჩემნაირი?


მოკლედ, კერატოკუნუსი მაქვს, რკალები ჩავიდგი 2012 წელს. ეფექტი მქონდა, მარხენა თვალში ხმედველობა აღმიდგა, მარჯვენაში, ოპერაციამდე უფრო კარაგდ ვხედავდი. რქოვანის სისქეც გასქელდა, მაგრამ ისევ დაიწყო უკან სვლა, მხედველობაც მაკლდება. როდესაც რკალები ჩავიდგი, მიტხრეს რომ ორივე თვალი ზღვარზე იყოს და, შესაბამისად, გარანტიას ვერ მომცემდნენ. ახლა ლაზერულ დასხივების გაკეთებას ვაპირებ, მუდმივი ლინზის ჩადგმას. მარცხენა თვალში დაგვიანდაო, 390-ია რქოვანას სისქე, მარჯვენაში კიდევ შეიძლებაო, ბოლოს 400-ზე ოდნავ მეტი იყო მგონი. აბა, რას ფიქრობთ, რა წყალში გადავარდე :/ მიჭირს მხედველობა, ზაფხულის შემდეგ კიდევ ბევრი მომაკლდა. მოკლედ, რამე მსგავსი გამოგიდციათ ვინმეს?
* * *
კომპიუტერთან ჯდომაზე დაისვა კითხვები, მაგიტ არავინ ბრმავდება, თვალი ირლება და შრება, ამიტომ, ხელოვნური ცრემლი კარგი გამოსავალი უნდა იყოს.

Posted by: mzi 18 Nov 2014, 11:46
გამარჯობა

ჰაის პატარა, მინიფლაკონი გახსნიდან როდემდეა ვარგისიანი????? ვერ გავიგე ანოტაციაში <3

Posted by: conmoss 18 Nov 2014, 22:53
გამარჯობა
მაინტერესებს თვალის ლაზერული ოპერაციით თუ მოიხსნება ასტიგმატიზმი?
ერთ თვალში +2.5 მაქ მეორეში + 3
მაინტერესებს:
1. ღირს თუ არა ამ ოპერაციის გაკეთება
2. 100%იან მხედველობის გარანტიას იძლევიან?
3. ვარჯიშს ხომ არ დამიშლიან ექიმები ამ ოპერაციის გაკეთების შემდეგ? (ერთი თვე გავძლებ ვარჯიშის გარეშე) biggrin.gif
4. სხვა რა შესღუდვებს დამიწესებენ ექიმები ამ ოპერაციის გამო?

Posted by: Rebel=)) 20 Nov 2014, 21:58
გამარჯობა,
სათვალე მაქვს დასამზადებელი და safilo-ს ოპტიკით თუ გისარგებლიათ და რამდენად კმაყოფილი ხართ? კარგად დამიმზადებენ სათვალეს? :/

Posted by: nodari_nx 22 Nov 2014, 12:26
დაძაბული და დატვირთული დღის ბოლოს მტკივდება ხოლმე თვალები.
ტკივილი გრძელდება მეორე დღესაც, წყალს როდესაც ვისხავ თვალებზე მცირე დროით მიყუჩდება.
ასე ვარ ბავშვობიდან. რატომღაც ნერვოპათოლოგთან მიმიყვანეს, მცირე დროით რაღაც წამლებს ვსვამდი, მაგრამ შედეგი 0.
და რამდენად შეიძლება ეს ნერვების ბრალი იყოს?
გქონიათ ან გაგიგიათ მსგავსი შემთხვევა?

Posted by: popusha 22 Nov 2014, 22:13
nodari_nx
დაძაბული რა მხრივ?
სამსახურში?
ფიზიკური დატვირთვა გაქვს?
თუ კომპიუტერთან გიწევს დიდხანს ყოფნა?
შეიძლება გიშრება და მაგიტომ გაქვს წვის შეგრძნება

Posted by: nodari_nx 22 Nov 2014, 22:31
popusha
უფრო ემოციურ ფონზე, როგორ ავხსნა არ ვიცი...
შეიძლება ფიზიკურად დატვირთული არ ვიყო, რამდენადაც ემოციურად და ამ დროს მეწყება ტკივილი.

Posted by: Scoorp 23 Nov 2014, 00:33
nodari_nx

ზოგადად სიმშრალემ იცის ტკივილი
ნევროპათოლოგის საქმე არამგონია თვალის პრობლემა იყოს smile.gif

Posted by: nodari_nx 23 Nov 2014, 11:35
Scoorp
არა ნერვების ბრალია.

///////////////////////

Posted by: popusha 23 Nov 2014, 12:06
nodari_nx
შეიძლება ნერვული ფონიც იყოს გამომწვევი
ჩიჩუებთან მიდი
ან ორთაჭალაში

Posted by: nodari_nx 23 Nov 2014, 13:23
popusha
QUOTE
შეიძლება ნერვული ფონიც იყოს გამომწვევი

ეშველება მერე მაგას?
ბავშვობიდან ასე ვარ.

Posted by: Scoorp 24 Nov 2014, 10:20
nodari_nx


უსაშველო რაცაა -არის სიკვდილი ))
ყველაფერს ეშველება რა თქმა უნდა : )
ბავშვობიდან თუ გაწუხებს მითუმეტეს უნდა მიხვიდე ექიმთან, აბა აქ კითხვებით ეშველება საქმეს?

Posted by: nodari_nx 24 Nov 2014, 11:10
Scoorp
ხვალ მივდივარ ნერვოპათოლოგთან ჩაწერილი ვარ უკვე.

Posted by: Tikk 24 Nov 2014, 12:36
გლაუკომაზე ყველაზე კარგი ექიმი ვინ არის? გოლოვაჩოვი ვარგა?

Posted by: Scoorp 24 Nov 2014, 12:52
Tikk

მემგონი ჰო )
ახალ მზერაშიც შეიძლება მისვლა
რაღაც სიახლეები ეწერათ მგონი გლაუკომაზე

Posted by: Tikk 25 Nov 2014, 10:40
Scoorp
QUOTE
ახალ მზერაშიც შეიძლება მისვლა
რაღაც სიახლეები ეწერათ მგონი გლაუკომაზე

მაგათი "სიახლეების" გამო ვეძებ ახლა კარგ ექიმს


Posted by: Scoorp 25 Nov 2014, 10:42
Tikk

:/
ვისთან იყავი?

---

Posted by: abelo 25 Nov 2014, 13:33

დიაგნოსტიკას სად აკეთებენ კარგად?

ეგრევე რომ არ გადარიონ პაციენტი

Posted by: iase 25 Nov 2014, 18:41
80 % მხედველობა მაქვს მარჯვენა თვალზე მაქვს პრობლემები რა ვქნა?
.............

Posted by: Wolverine Logan 29 Nov 2014, 16:32
ვარ 18 წლის. დაახლოებით 5 წელია ვატარებ სათვალეს. დიაგნოზად მიოპია დამისვეს. თავიდან -3 მქონდა და წელს უცებ -4 გამიხდა, მიუხედავად იმისა რომ სათვალეს მუდმივად ვატარებდი და თვალს ყველანაირად ვუფრთხილდებოდი. გაზრდილი მინუსი ძალიან მაწუხებს. მეგობრისგან გავიგე, რომ კეთდება ლაზერული ოპერაცია, რომლითაც თვალის ბადურას ათხელებენ და სათვალე აღარასოდეს დამჭირდება, მაგრამ ჩემს ოფთალმოლოგს რომ ვუთხარი ასე მითხრა ძალიან საშიშია და არ გირჩევ გაკეთებასო... მოკლედ ძალიან გთხოვთ მირჩიოთ რამე. ან ვინმე კარგი ექიმი მიმასწავლეთ რომელიც ზუსტად მეტყვის საშიშია თუ არა ეგ ოპერაცია ჩემთვის. მადლობა წინასწარ

Posted by: dome 2 Dec 2014, 12:20
გამარჯობათ, დედაჩემს აღმოუჩინეს გლაუკომა. ცალი თვალით უკვე ვერარ ხედავს. გვითხრეს მეორეზეც რომ იგივე არ დაემართოს ოპერაცია უნდა გაუკეთდესო. იქნებ მირჩიოთ რომელ კლინიკას მივმართოთ დახმარებისათვის? თბილისში უამრავი კლინიკაა და უამრავი ექიმი. ზოგი ვის ფვირჩევს და ზოგი ვის. ცოტა დავიბენით. ვინმეს თუ აქვს მსგავსი ოპერაცია გაკეთებული იქნებ გვირჩიოთ რომელ ექიმს მივმართოთ.

Posted by: abes777 5 Dec 2014, 02:45
მაინტერესებს დიდი ეკრანი უფრო ძაბავს თვაკებს თუ პატარა. გინდ ტელევიზორი იყოს ეს და გინდ ტელეფონი.

Posted by: anuka2009 5 Dec 2014, 21:45
https://www.facebook.com/dunyagozgeorgia

როგორც იქნა გაიხსნეს თბილისში ოფიციალური წარმომდაგენლობა. ყველას გირჩევთ პირადი გამოცდილებით smile.gif

Posted by: goga555 5 Dec 2014, 23:11
მოგესალმებით, მაქვს ერთი კითხვა, მაინტერესებს ესეთი რაღაც თვალებთან დაკავშირებით, არ მაქვს მხედველობის პრობლემა, არც გაირების მხრივ, აეც ახლო და შორს ხელდვის კუთხით, ხანდახან მაქვს თვალის წვის შეგრძნება, რას მირჩევთ რომელი თვალის
წვეთი ან ხელოვნური ცრემლის სახელწოდებას? რომ ვიყიდო
და ჩავიწვეთო?

Posted by: rebelrebel 7 Dec 2014, 20:19
რა ვუშველო თვალებს 24 საათი მიწევს კომპიუტერთან ჯდომა და დძაან მეწვება რა უნდა ჩავიწვეთოო?

Posted by: cfc 8 Dec 2014, 00:29
Wolverine Logan
QUOTE
ვარ 18 წლის. დაახლოებით 5 წელია ვატარებ სათვალეს. დიაგნოზად მიოპია დამისვეს. თავიდან -3 მქონდა და წელს უცებ -4 გამიხდა, მიუხედავად იმისა რომ სათვალეს მუდმივად ვატარებდი და თვალს ყველანაირად ვუფრთხილდებოდი. გაზრდილი მინუსი ძალიან მაწუხებს. მეგობრისგან გავიგე, რომ კეთდება ლაზერული ოპერაცია, რომლითაც თვალის ბადურას ათხელებენ და სათვალე აღარასოდეს დამჭირდება, მაგრამ ჩემს ოფთალმოლოგს რომ ვუთხარი ასე მითხრა ძალიან საშიშია და არ გირჩევ გაკეთებასო... მოკლედ ძალიან გთხოვთ მირჩიოთ რამე. ან ვინმე კარგი ექიმი მიმასწავლეთ რომელიც ზუსტად მეტყვის საშიშია თუ არა ეგ ოპერაცია ჩემთვის. მადლობა წინასწარ


თქვენს ასაკში უკვე შეიძლება მაგ ოპერაციის გაკეთება, მაგრამ რამოდენიმე მომენტია გასათვალისწინებელი
პირველ რიგში თქვენი რქოვანის სისქე მოგცემთ თუ არა საშუალებას ოპერაციის გაკეთების...
და ასევე დასაფიქრებელია ის მომენტი რომ თვენმა მიოპიამ პროგრესი განიცადა, თუ მიოპია პროგრესირებს მაშინ ოპერაციას დიდი აზრი არ აქვს რადგან რარაც პერიოდის შემდეგ ისევ დაგჭირდებათ სათვალე...

abes777
QUOTE

მაინტერესებს დიდი ეკრანი უფრო ძაბავს თვაკებს თუ პატარა. გინდ ტელევიზორი იყოს ეს და გინდ ტელეფონი.


აქ ორი მომენტია ერთი ის თუ რა მანძილზე გიწევს ყურება, რაც უფრო ახლოს ვიყურებით მით უფრო ვძაბავთ თვალს აქედან გამომდინარე რაც უფრო დიდია ეკრანი მით უფრო შორიდან ვუყურებთ და მეორე გამოსხივება, რადგან გამოსხივება აშრობს თვალს. ამის გათვალისწინებით ჯობია კომპიუტერში კითხვას ტელეფონში კითხვა )


goga555
QUOTE
მოგესალმებით, მაქვს ერთი კითხვა, მაინტერესებს ესეთი რაღაც თვალებთან დაკავშირებით, არ მაქვს მხედველობის პრობლემა, არც გაირების მხრივ, აეც ახლო და შორს ხელდვის კუთხით, ხანდახან მაქვს თვალის წვის შეგრძნება, რას მირჩევთ რომელი თვალის
წვეთი ან ხელოვნური ცრემლის სახელწოდებას? რომ ვიყიდო
და ჩავიწვეთო?


ბევრია ხელოვნური ცრემლის შემცვლელი და ფასითაც საკმაოდ განსხვავდებიან 5დან 30 ლარამდე, სისტეინ ბალანსი იხმარე ნორმალურია და ფასიც საშუალო აქვს )


rebelrebel
QUOTE

რა ვუშველო თვალებს 24 საათი მიწევს კომპიუტერთან ჯდომა და დძაან მეწვება რა უნდა ჩავიწვეთოო?


შენც გამოგადგება ზევით მოცემული ინფორმაცია )

Posted by: rebelrebel 8 Dec 2014, 21:50
cfc
ხელოვნური ცრემლიიი ჩავიწვეთო ანუ ხიი??

Posted by: _Moxuci_ 8 Dec 2014, 21:58
ჩვეულებრივი მინის სათვალე (+ და - ის გარეშე) რა დამიჯდება და სად ჯობია რომ ვიყიდო? მხედველობის პრობლემა არ მაქვს, მაგრამ რაც პლასტმასის სათვალე გამიტყდა და გამოსაყენებლად უვარგისი გახდა, ნებისმიერი კომპიუტერის მონიტორთან რამდენიმე წუთით გაჩერებაც კი დიდი დაძაბვისა და ტანჯვის ხარჯზე მიხდება...

Posted by: cfc 8 Dec 2014, 22:54
rebelrebel
QUOTE

ხელოვნური ცრემლიიი ჩავიწვეთო ანუ ხიი??


რა ხიი???

კი ხელოვნური ცრემლი...

Posted by: abes777 11 Dec 2014, 00:31
cfc
და როგორ დავიჭიროთ ბალანსი ეკრანის ზომასა და მანძილს შორის თუ რა მანძილიდან ვუყურებთმ მაგალითად მაქვს ტელეფონი რომლის ეკრანის ზომა 5 ინჩია. ასევე მაქვს რომლის ეკრანის ზომა 5.5 ინჩია. ასევე მაქვს 4 ინჩი ეკრანიანი ტელეფონიც. ამ შემთხვევაში რომელია უფრო უსაფრთხო. თუ დიდ ეკრანს შორიდან უყირებთ მაგრამ თვალს ძაბავს გამოსხივების გამო, მაშინ რა არის გამოსავალი. რა ზომის ეკრანია ამ სამიდან ხელსაყრელი. ასევე მაინტერესებს რა ტიპის ეკრანია უფრო უსაფრთხო. tft, lcd, oled, ips, amoled.....

Posted by: cfc 12 Dec 2014, 01:18
abes777

რომლითაც გინდა იმით ისარგებლე, მობილურების ეკრანებს შორის არ არის დიდი განსხვავება, ზოგადად კითხვა ჯობია ტელეფონში ვიდრე კომპიუტერის ეკრანზე...
ეკრანის ტიპებში კი ვერ ვერკვევი )

Posted by: nino_sh 12 Dec 2014, 16:37
ბავშვი ოფთალმოლოგთან პირველად როდის უნდა მივიყვანოთ იმის გათვალისწინებით რომ მეც და მეუღლესაც გვაქვს მინუსები ორივე თვალში?
პედიატრს რომ ვეკითხებით არ არის ოფთალმოლოგი საჭიროვო

Posted by: ll_solve 14 Dec 2014, 18:54
ვიყავი ოფთალმოლოგთან მჭირდებოდა სათვალის დანიშვნა, ამასთანავე გამისინჯეს თვალის წნევა ძველი მეთოდით (თვალზე გადებენ პატარა 'გირებს'). ამ გამოკვლევის დროს გადმომედო ინფექცია და დამემართა კონიუნქტივიტი (თვალის გარეთა გარსის ანთებაა, თვალები მაქვს გაწითლებული, ქუთუთოები საშინლად შეშუპებული, მაქვს ცრემდენა და დისკომფორტი, ამის გამო ვერ ვმუშაობ და მიცდება უამრავი დრო და ეს გაგრძელდება დაახლოებით 1-2 კვირა, გარდა მაგისა არის საშიშროება რომ განვითარდეს კერატოკონიუნქტივიტი რომლის დროსაც მხედველობას ექმნება საფრთხე). ყველას გირჩევთ რომ მსგავსი გამოკვლევა არ ჩაიტაროთ ამ ძველი მეთოდით (უკიდურეს შემთხვევაში მოითხოვეთ გაჩვენონ რომ ინსტრუმენტებს უკეთებენ სტერილიზაციას). არსებობს ახალი მეთოდი რომლის დროსაც კონტაქტი თვალზე არ ხდება და შესაბამისად ინფექცისგანაც დაცული ხართ. მე ამას არ მივაქციე ყურადღება, ვენდე ექიმს და ეს ყველაფერი ახლა ძალიან ძვირად მიჯდება.

Posted by: abes777 15 Dec 2014, 02:11
QUOTE (ll_solve @ 14 Dec 2014, 18:54 )
ვიყავი ოფთალმოლოგთან მჭირდებოდა სათვალის დანიშვნა, ამასთანავე გამისინჯეს თვალის წნევა ძველი მეთოდით (თვალზე გადებენ პატარა 'გირებს'). ამ გამოკვლევის დროს გადმომედო ინფექცია და დამემართა კონიუნქტივიტი (თვალის გარეთა გარსის ანთებაა, თვალები მაქვს გაწითლებული, ქუთუთოები საშინლად შეშუპებული, მაქვს ცრემდენა და დისკომფორტი, ამის გამო ვერ ვმუშაობ და მიცდება უამრავი დრო და ეს გაგრძელდება დაახლოებით 1-2 კვირა, გარდა მაგისა არის საშიშროება რომ განვითარდეს კერატოკონიუნქტივიტი რომლის დროსაც მხედველობას ექმნება საფრთხე). ყველას გირჩევთ რომ მსგავსი გამოკვლევა არ ჩაიტაროთ ამ ძველი მეთოდით (უკიდურეს შემთხვევაში მოითხოვეთ გაჩვენონ რომ ინსტრუმენტებს უკეთებენ სტერილიზაციას). არსებობს ახალი მეთოდი რომლის დროსაც კონტაქტი თვალზე არ ხდება და შესაბამისად ინფექცისგანაც დაცული ხართ. მე ამას არ მივაქციე ყურადღება, ვენდე ექიმს და ეს ყველაფერი ახლა ძალიან ძვირად მიჯდება.

ძალიან ცუდი ფაქტია. უნდა დახურონ მსგავსი ორგანიზაცია. რა კლინიკაზეა ლაპარაკი როცა ადამიანს იქით უქმნი საფრთხეს.

Posted by: tatia* 15 Dec 2014, 21:31
გამარჯობათ,
მეგობარს დაუდგინეს კონიუქტივის კისტა, ერთ თვალზე აქვს რაღაც გამჭვირვალე, ამობურცულივით. მაინტერესებს ამის მკურნალობა შესაძლებელია ოპერაციული ჩარევის გარეშე? მხოლოდ დისკომფორი აქვს, არანაირი მხედველობის გაუარესება და ა.შ ...

Posted by: nit123 16 Dec 2014, 11:12
სინათლეზე მტკივდება თვალები და მიშრება დილიდან, ცრემლივით მომდის, თან მტკივა და თავის ტკივილში გადადის...
მთელი დღე მიწევს კომპიუტერთან ჯდომა, მაგრამ ყველაზე მეტად ტელეფონზე მუშაობა მკლავს...
მაქვს მინუსი
რას მირჩევთ, რისი ბრალია?

Posted by: tatia* 16 Dec 2014, 21:08
QUOTE (nit123 @ 16 Dec 2014, 11:12 )
სინათლეზე მტკივდება თვალები და მიშრება დილიდან, ცრემლივით მომდის, თან მტკივა და თავის ტკივილში გადადის...
მთელი დღე მიწევს კომპიუტერთან ჯდომა, მაგრამ ყველაზე მეტად ტელეფონზე მუშაობა მკლავს...
მაქვს მინუსი
რას მირჩევთ, რისი ბრალია?

თვალის ტიპიური სიმშრალეა, თუმცა შეიძლება თვალის სისხლძარღვოვანი ანთებაც იყოს. ხელოვნული ცრემლი ჩაიწვეთე მაგ: სისტეინ ულტრა და მოერიდე კომპტ-თან დიდხანს ჯდომას. თუ თავის ტკვილი გაგიმძაფრდება, ოფთალმოლოგს მიაკითხე.

Posted by: mtasiqiteli 20 Dec 2014, 01:16
ხვალ ვაპირებ სათვალეების ყიდვას
ნორმალური მხედველობის სათვალეები სად შეიძლება რომ ვიყიდო?
ისე ბრმად არ მინდა რომელიმე ოფთალმოლოგს და სათვალეების მაღაზიას მივადგე
ნორმალური ჩარჩო + ხარისხიანი შუშები რომ იყიდებოდეს და არც ისეთი ფასი იყოს რომ გამოვიქცე.


Posted by: cfc 22 Dec 2014, 01:50
tatia*
QUOTE

გამარჯობათ,
მეგობარს დაუდგინეს კონიუქტივის კისტა, ერთ თვალზე აქვს რაღაც გამჭვირვალე, ამობურცულივით. მაინტერესებს ამის მკურნალობა შესაძლებელია ოპერაციული ჩარევის გარეშე? მხოლოდ დისკომფორი აქვს, არანაირი მხედველობის გაუარესება და ა.შ ...


თუ კონიუქტივიტის შემდეგ გაუჩნდა მაშინ შეიძლება ცადოს კორტიკოსტეროიდებით მკურნალობა, ხოლო სხვა შემთხვევაში ჯობია ოპერაცია, შესაძლებელია ასევე ლაზერის გამოყენებით მოწვაც...

Posted by: tatia* 22 Dec 2014, 17:31
QUOTE (cfc @ 22 Dec 2014, 01:50 )
tatia*
QUOTE

გამარჯობათ,
მეგობარს დაუდგინეს კონიუქტივის კისტა, ერთ თვალზე აქვს რაღაც გამჭვირვალე, ამობურცულივით. მაინტერესებს ამის მკურნალობა შესაძლებელია ოპერაციული ჩარევის გარეშე? მხოლოდ დისკომფორი აქვს, არანაირი მხედველობის გაუარესება და ა.შ ...


თუ კონიუქტივიტის შემდეგ გაუჩნდა მაშინ შეიძლება ცადოს კორტიკოსტეროიდებით მკურნალობა, ხოლო სხვა შემთხვევაში ჯობია ოპერაცია, შესაძლებელია ასევე ლაზერის გამოყენებით მოწვაც...

მადლობა.
ახლა თითქოს დაუპატარავდა, ერთ ადგილას მოგროვდა . სავარაუდოდ გაღიზიანების გამო დაემართა. sad.gif

Posted by: Renne 22 Dec 2014, 22:22
გამარჯობათ ხალხო..
თვალის სავარჯიშოებს რამე აზრი აქვს ტქვენი აზრით? მე მგონი არაფერს შველის, შეიძლება სპაზმის(გადაღლააა ხო მგონი? biggrin.gif) მეტს.
ნანა გაფრინდაშვილი თუ იცით თვალის სტიმულაციასაც აკეთებინებს, ეს თუ გაგაიგიათ ვინმე რა არის? ინგლისურად ვეძებდი ასეთ მეთოდზე ინფოს და ვერაფერი ვნახე, არაფერია იქ თუ არასწორად ვეძებ?
და ყველაზე კარგი ოფთალმოლოგი რომელია? რომელიც ფულის გაკეთების მიზნით ათასნაირ სისულელეს არ გამაკეთებინებს :/


Posted by: tatia* 23 Dec 2014, 08:04
ნანა გაფრინდაშვილი ცნობილია მარა ვერ გეტყვი როგორი ექიმია sad.gif

Posted by: Scoorp 23 Dec 2014, 10:50
Renne

მე დავდიოდი ნანასთან ადრე
კარგი ექიმია
მეც ვიკეთებდი მაგ სტიმულაციას
მხედველობის კუნთებს ავარჯიშებს უბრალოდ,თორე მხედველობას ეგ ვერ გააუმჯობესებს smile.gif

Posted by: Renne 23 Dec 2014, 20:18
Scoorp
QUOTE
მხედველობის კუნთებს ავარჯიშებს

და რა სარგებლობა მოაქ საბოლოოდ მხედველობის კუნთების გავარჯიშებას? :/

Posted by: cfc 23 Dec 2014, 22:22
Renne
რა პრობლემები გაქვს?

Posted by: Scoorp 24 Dec 2014, 10:16
Renne

ესე კონკრეტულად არ ვიცი
ცუდს არაფერს აკეთებს ყოველ შემთხვევაში
გადაცემა ექიმები როა იქ იყო წინა კვირას მგონი მაგაზე საუბარი და მოუსმინე თუ გინდა))

Posted by: Kaniclinic 24 Dec 2014, 12:26
პირველად საქართველოში ! კანის კომპიუტერული დიგნოსტიკა Fotofinder body studios აპარატით.
ინოვაციური აპარატით სხეულის სრული გამოკვლევა, თანამედროვე ინტერიერის დიზაინი და ევროპული მეთოდებით მკურნალობა შესაძლებელია მხოლოდ ჩვენთან.
დერმატოლოგია;
კანის კიბოს პრევენცია;
ვენეროლოგია;
კანის სხვა დაავადებათა მკურნალობა.
საერთაშორისო დერმატოლოგიური კლინიკა "კანი"
http://www.kani.ge
https://www.facebook.com/kani.ge

Posted by: Renne 24 Dec 2014, 15:22
cfc
ახლომხედველი ვარ, სხვა არაფერი მგონი biggrin.gif
Scoorp
QUOTE
გადაცემა ექიმები როა იქ იყო წინა კვირას მგონი მაგაზე საუბარი და მოუსმინე თუ გინდა))

სად გადის ეგ გადაცემა? rolleyes.gif

Posted by: Scoorp 24 Dec 2014, 15:59
Renne

რუსთავი 2ზე
კვირას 7 საათზე

Posted by: cfc 25 Dec 2014, 12:58
Renne
თქვენი ასაკი?
-------------------------------------

Posted by: Renne 25 Dec 2014, 13:27
cfc
16
----------------------------------------------------

Posted by: aleqsandra_mmm 26 Dec 2014, 21:53
გამარჯობათ, დღეს დამისვეს დიაგნოზი დემოდეკოზური ბლეფარიტი. ძალიან ვნერვიულობ, რაც ინფორმაცია მოვიძიე საკმაოდ რთულად მოსარჩენი დაავადებაა და თან გადამდები. მყავს 1.1 წლის ბავშვი, ხომ არ გადაედება? როგორ შეიძლება ამ დაავადების პროფილაქტიკა? ან ხომ არ ჯობს ისიც ვანახო ოფთალმოლოგს?

Posted by: cfc 27 Dec 2014, 15:47
Renne

შენს ასაკში სტიმულაცია არაფერს მოგცემს, ერთადერთი რასაც შეიძლება გამოწვეული ქონდეს შენი მიოპია არის სპაზმი, მიდი ოფთალმოლოგთან და გაარკვი მართლა სპაზმი გაქვს თუ არა, და თუ გაქვს 10 დღის განმავლობაში ყოველ საღამოს ტროპიკამიდი ჩაიწვეთე და თუ სპაზმია გიშველის....


aleqsandra_mmm
QUOTE
გამარჯობათ, დღეს დამისვეს დიაგნოზი დემოდეკოზური ბლეფარიტი. ძალიან ვნერვიულობ, რაც ინფორმაცია მოვიძიე საკმაოდ რთულად მოსარჩენი დაავადებაა და თან გადამდები. მყავს 1.1 წლის ბავშვი, ხომ არ გადაედება? როგორ შეიძლება ამ დაავადების პროფილაქტიკა? ან ხომ არ ჯობს ისიც ვანახო ოფთალმოლოგს?


დემოდეკოზი გადამდები არ არის, ის თითქმის ყველა ადამიანს ყავს, უბრალოდ ზოგიერთში გამოვლინდება პათოგნომურად. შეიძლება ამის მიზეზი იმუნიტეტის დაქვეითებაც შეიძლება იყოს.
მკურნალობა ხანგრძლივია და საკმაოდ რთულიც, თუმცა საშიში არაფერია....


Posted by: salome456 27 Dec 2014, 19:39
ქალაზიონი მაქვს და ოპერაციის გაკეთება მინდა ვიცი რომ მარტივი მოსაცილებელია და იქნებ მირჩიოთ სად მივიდე ან ვისთან გავიკეთოო ?? ნიუჰოსპიტალში ღიირს მისვლაა ? ?

Posted by: ZSU-23-4 27 Dec 2014, 22:02
მეგობრებო გამარჯობათ.. მოკლედ როგორც იქნა მივაკვლიე ინტერნეტში ამ "ლაქებს" და მთად ზუსტად ვერ გავიგე რა არის ეს. როდესაც ცას ვუყურებ, ან რაიმე საგანს (ცოტა მოშორებით) ასეთ ლაქებს ვხედავ რაც ამ ლინკზეა:

http://www.allaboutvision.com/conditions/spotsfloats.htm

ინგლისურად floaters. საშიში არის? ვინმეს გაქვთ ასე?

Posted by: dato141 28 Dec 2014, 12:28
ukacravad ragac minda gkitxot , mokled 15 dgea maqvs koniuqtiviti marjvena tvalze , pirveli erti kvira vgrdznobdi siwitles qavils chirqovan gamonadens , ris gamoc dilaobit wamwamebi miwebebuli mqonda da michirda gaxela , pirvelad mivedi eqimtan da man daminishna wamlebi oftakviksi , albucidi . da ragac mazi , da rodesac 11e dge iyo am daavadebis dawyebidan nu titqmis morchenili mqonda ukve , da bolos 4 dgis win mqonda tvalebis sashineli wva , ganatebul sivrceshi avtomaturad mexucheboda tvalebi , michirda dadzinebac mere mivedi kidev sxva eqimtan imann daminishna aqtipoli , solkoselis geli da vigamoxi , saqme imashia rom am simptomebma titqmis gadamiara ukve da exla yvelaze metad is magelvebs ro mkvetrad gamiauaresda mxvedveloba marvjena tvalshi dzalian bundovnad vxedav da ai game lampionebs rom vuyureb amgvreulad vxedav ai lampionis shuqs aqvs chemtvis babuawveras forma , eqimma mitxra gagivliso es yvelaferi , meore eqimma mitxra 100 %it mainc ver agidgeno imitom rom ai magalitad kani ro gagechrebao shrami xo rchebao esea tvalis shemtxvevashico anu ragac nawiburebi rchebao laqebio rac xels shegishlis mxedvelobashio da iqneb tqven mainc mitxrat rame an rogor moviqce ra gavaketo ras mirchevdit ?

Posted by: dato141 28 Dec 2014, 12:32
ukacravad ragac minda gkitxot , mokled 15 dgea maqvs koniuqtiviti marjvena tvalze , pirveli erti kvira vgrdznobdi siwitles qavils chirqovan gamonadens , ris gamoc dilaobit wamwamebi miwebebuli mqonda da michirda gaxela , pirvelad mivedi eqimtan da man daminishna wamlebi oftakviksi , albucidi . da ragac mazi , da rodesac 11e dge iyo am daavadebis dawyebidan nu titqmis morchenili mqonda ukve , da bolos 4 dgis win mqonda tvalebis sashineli wva , ganatebul sivrceshi avtomaturad mexucheboda tvalebi , michirda dadzinebac mere mivedi kidev sxva eqimtan imann daminishna aqtipoli , solkoselis geli da vigamoxi , saqme imashia rom am simptomebma titqmis gadamiara ukve da exla yvelaze metad is magelvebs ro mkvetrad gamiauaresda mxvedveloba marvjena tvalshi dzalian bundovnad vxedav da ai game lampionebs rom vuyureb amgvreulad vxedav ai lampionis shuqs aqvs chemtvis babuawveras forma , eqimma mitxra gagivliso es yvelaferi , meore eqimma mitxra 100 %it mainc ver agidgeno imitom rom ai magalitad kani ro gagechrebao shrami xo rchebao esea tvalis shemtxvevashico anu ragac nawiburebi rchebao laqebio rac xels shegishlis mxedvelobashio da iqneb tqven mainc mitxrat rame an rogor moviqce ra gavaketo ras mirchevdit ?

Posted by: cfc 28 Dec 2014, 12:56
ZSU-23-4
QUOTE

მეგობრებო გამარჯობათ.. მოკლედ როგორც იქნა მივაკვლიე ინტერნეტში ამ "ლაქებს" და მთად ზუსტად ვერ გავიგე რა არის ეს. როდესაც ცას ვუყურებ, ან რაიმე საგანს (ცოტა მოშორებით) ასეთ ლაქებს ვხედავ რაც ამ ლინკზეა:


მინისებრი სხეულის დესტრუქციაა, რომელიც თავის მხრივ არ წარმოადგენს საშიშროებას მაგრამ ხშირად თან ახლავს თვალის ფსკერის პათოლოგიებს, ამიტომ კარგი იქნება თუ გამოიკვლევ თვალს ფუნდუს ლინზით...

Posted by: Scoorp 28 Dec 2014, 21:54
ZSU-23-4
cfc


თუ არ ვცდები მინუსი ვისაც აქვს
მსგავსი რამ უცხო არაა მათთვის, მეც ვხედავ ხოლმე მსგავს ლაქებს

Posted by: n3k15j2b51 30 Dec 2014, 18:45
თვალებზე მაქვს ლაქები და მზედველობა მაქვს -1


მაგრამ ეგ არ არის რაც მაწუხებს
მაწუხებს თვალის ტკივილი user.gif
ტკივილი მეწყება - კომპიუტერთან მუშაობისას, წიგნის კითხვისას, ყინვაში ან სიცხეში დახუთულ ოთხაში....

რა შეიძლება იყოს მიზეზი?
ვერ ამიხსნით?

Posted by: tako44 31 Dec 2014, 02:11
salome456
მაინცდამაინც ოპერაციას ნუ გადაწყვეტთ. მაქსიდექსის მალამო დღეში ორჯერ და თბილმა კომპრესებმა მოუგვარა ჩემს შვილს ეგ პრობლემა. ოფთალმოლოგის დანიშნულებას ვწერ.
n3k15j2b51
სათვალეს იყენებთ? ))
dato141
ექიმს მიმართეთ კომპეტენტურს, მოუყევით რა წამლებს იყენებდით. ახლავს კონიუნქტივიტს მხედველობის დროებით გაუარესება, მაგრამ უმჯობესია, სპეციალისტმა შეამოწმოს

Posted by: ZSU-23-4 31 Dec 2014, 03:59
Scoorp
cfc

გასაგებია. ინტერნეტშიც წავიკითხე რომ არ წარმოადგენს საშიშროებას მაგრამ ექიმთან კონსულტაცია აუცილებელიაო, ვერ მოვიცალე რა მისასვლელად sad.gif

გმადლობთ!

Posted by: n3k15j2b51 31 Dec 2014, 16:16
tako44
QUOTE
სათვალეს იყენებთ? ))

არა
არასდროს არ გამომიყენებია
მომიწევს? user.gif

Posted by: Ambitious_Person 2 Jan 2015, 12:05
მხედველობას სად შევიმოწმებ კარგად თავისი რეკომენდაციებით? და რა ღირს??

Posted by: uttarx 2 Jan 2015, 20:00
ლინზებს ვადა რო გაუვათ როგორ გავიგებ? biggrin.gif

Posted by: mariooo 2 Jan 2015, 20:56
ფიიფაააალ smile.gif) გილოცავთ ახალ წელს და ბედობას!

ახლა რა დამებედა მე: თმას ვიღებავდი და საღებავის რამდენიმე წვეთი თვალში შემესხა (აზრზე არ ვარ როგორ მოვახერხეsmile.gif) გამდინარე წყლით მოვიბანე ეგრევე მარა ცოტა მაინც დისკომფორტს ვგრძნობ. შემეშინდა თვალი არ დავიზიანო, ამიაკი და პერეკისი შედის და sad.gif(( ჩვეულებრივად ვხედავ. რამე კიდე ჩავიწვეთო, დავიკიდო თუ ხვალ ექიმთან წავიდე?

Posted by: bigbadboomboom 3 Jan 2015, 19:46
გილოცავთ ახალ წელს...
მოკლედ მაქვს + ერთ თვალში 4 მეორ 4.5 ... ორი წლის წინ გავესინჯე... ასტიგმატიზმი... მინდა აქტიურად მივხედო თვალებს ... სად მივიდე ? ვისთან? თან კაი დაზღვევა მაქვს... მოკლედ თუ შეგიძლიათ მირჩიეთ რამე.. თან ამ ბოლო დროს მაწუხევს ძალიან....

პ.ს პოსტები გადაიკითხეო არ მირჩიოთ თვალები მტკივა ძალიან , თან ტელეფონით ვარ )))


Posted by: zakuka 3 Jan 2015, 20:30
მეც ეგრე მქონდა და ოპერაცია (ლაზერული კორექცია) გავიკეთე 2 წლის წინ. ძალიან კმაყოფილი ვარ, თუმცა ცოტა ქავილი და წვა მაინც დამრჩა. ახალ მზერაში გავიკეთე, დვალთან

Posted by: bigbadboomboom 3 Jan 2015, 21:23
zakuka
რა დაჯიჯდათ?
როგორც ვიცი ცენ მხედველობაზე არ კეთდება ოპერაცია ადვილად და ძვირი ღირს... შიგნიტ უნდა ჩაისგას ლინზებიო თუ რაღაც ეგეთი მითხრეს

Posted by: zakuka 3 Jan 2015, 23:18
მე მქონდა მინუს 4 ორივე თვალში და ასტიგმატიზმი. ასევე, ლინზების არასწორი ხმარების გამო მქონდა საშინელი სიმშრალე და წვის შეგრძნება. ისე მეწვოდა თვალები ადამიანი რო მელაპარაკებოდა თვალებში ვერ ვუყურებდი. დაახლოებით დამიჯდა 3000 ლარი (ამ თანხაში ლაზერული კოექციის გარდა კიდე შედის საცობები ჩამისვეს ორივე თვალში, რომ კიდე არ გამომშრალიყო თვალი. თუ თქვენ სიმშრალე არ გაწუხებთ მემგონი ამას არ გაგიკეთებენ).
ჯერჯერობით მართლა ძალიან კმაყოფილი ვარ, თუმცა მეშინია მომავალში რა იქნება smile.gif)

Posted by: bigbadboomboom 3 Jan 2015, 23:38
zakuka

მინუსს ხო მარა პლიუსი ეგრე ადვულად ვერ სწკრდება

Posted by: zakuka 3 Jan 2015, 23:41
უი მაგდენი აღარ ვიცი sad.gif რა ცოდნაც მქონდა მაქსიმალურად გაგიზიარეთ smile.gif)
+ შეროზიას ვარჯიშები არ შველის?

Posted by: Scoorp 5 Jan 2015, 17:26
uttarx

სხვადასხვა ვადიანი ლინზები არსებობს
გააჩნია თავის დროზე რომელი იყიდე
არის 1 დღიანები, 1 კვირიანები,1 თვიანები,
მე პირადად 3 თვიანებს ვიყენებ, თუმცა ვცდილობ ცოტა ადრე მაინც გამოვცვალო ხოლმეsmile.gif

Posted by: Fennec 9 Jan 2015, 01:58
zakuka
გამარჯობა, წავიკითხე თქვენი კომენტარი და შეკთხვა მაქვს.
ლინზების არასწორ მოხმარებაში რას გულისხმობთ? მეც ვატარებ წლებია უკვე და უნებლიედ მეც არ დავიზიანო თვალები.


ლაზერული კორექცია ვისაც გაქვთ გაკეთებული მინუსის შემთხვევაში, კმაყოფილი ხართ? ვერ ვბედავ და თან მინდა, რაიმე პრობლემას ხომ არ გამოიწვევს?

Posted by: bulbula1986 11 Jan 2015, 12:16
მოკლედ ერთ ადამიანს თვალზე დაეწყო ჩაწითლება, მივიდა ექიმთან და დაუნიშნა რაღაცეები, მაგრამ ახლა მეორე თვალზეც გადადის ჩაწითლება.
უთხრეს რომ ვირუსულიაო და რა იქნება?

Posted by: salome456 11 Jan 2015, 17:11
tako44
QUOTE
salome456
მაინცდამაინც ოპერაციას ნუ გადაწყვეტთ. მაქსიდექსის მალამო დღეში ორჯერ და თბილმა კომპრესებმა მოუგვარა ჩემს შვილს ეგ პრობლემა. ოფთალმოლოგის დანიშნულებას ვწერ.

უკვე ორი თვეა რაც მაქვს. ნიუჰოსპიტალში დავდივარ, თბილი მარილის კომპრესები დამინიშნა ექიმმა , თვალის წვეთები და მალამოც. მაგრამ თითქოს უფრო დამიწითლდა და ამოიბერა , თან ორი მქონია.
თქვენ ვისთან მკურნალობდით? და თბილ კომპრესებს როგორ იკეთებდით?

Posted by: tako44 13 Jan 2015, 02:42
რა მალამოა? სტეროიდს უნდა შეიცავდეს უეჭველი. ნინო კვარაცხელიასთან, ახალ მზერაში. კვერცხი უნდა მოხარშო და ის უნდა აგორაო (თბილი, ძალიან ცხელი არა) ზედ ამობურცულ ადგილზე დღეში სამჯერ მინიმუმ. წვეთები არაფერს ცვლის, ეგ კანის პრობლემაა და არა თვალის.

Posted by: salome456 15 Jan 2015, 12:56
salome456
ეხლა ტობრექს ვისმევ, მანამდე სხვებსაც ვისმევდი. თქვენ რას ხმარობდით სახელი თუ გახსოვთთ???

Posted by: tako44 15 Jan 2015, 16:44
salome456
მაქსიდექსის მალამო ძვირი ღირს შედარებით, მაგრამ კარგი შედეგი გვქონდა, ფაქტია ))

Posted by: xx3xx 15 Jan 2015, 19:17
ლურჯ შუქს ბუნდოვნად ვხედავ ძალიან აი მაგალითად პატრულის ციმციმას რისი ბრალია? ადრე ეგრე არ ვიყავი 22 წლის ვარ და 1-2 წლის წინ შორს კარგად ვხედავდი აივნიდან რო ვიყურებოდი 5-10 კილომეტრის იქით შუქებს განათებებს მკაფიოდ ვხედავდი ეხლა კიდე ბუნდოვნად ვხედავ განსაკუთრებიდ ლურჯ შუქს

Posted by: CoCa1Ne 16 Jan 2015, 15:10
გამარჯობათ

ესეიგი თვალი მიცრემლიანდება სულ და ხელით ვიწმინდავდი ცრემლს რის გამოც გამიღიზიანდა და ეხლა როცა ვიწმინდავ მწვავს და მგონი მისივდება და რა ვქნა რა შეიდძლება ვიხმარო???

მეუბნებიან თვალის ვირუსიაო და ხომ ვერ დამეხმარებოდით რაიმეთი მხოლოდ მიცრემლიანდება მეტი არაფერი მხედველობით კარგად ვხედავ

Posted by: tristeza 19 Jan 2015, 19:56
შორს რაც არის ყველაფერს ბუნდოვნად ვხედავ (ძალიან არა მაგრამ საგრძნობლად) და შორს რაც წერია ვერ ვკითხულობ. ახლომხედველობისას – სათვალე ენიშნებათ თუ + ? ექიმთან სანამ მივალ რომ გამარკვიოთ? smile.gif მადლობა წინასწარ

Posted by: Renne 19 Jan 2015, 20:49
tristeza
QUOTE
შორს რაც არის ყველაფერს ბუნდოვნად ვხედავ (ძალიან არა მაგრამ საგრძნობლად) და შორს რაც წერია ვერ ვკითხულობ. ახლომხედველობისას – სათვალე ენიშნებათ თუ + ? ექიმთან სანამ მივალ რომ გამარკვიოთ?  მადლობა წინასწარ

კი სათვალე ენიშნებათ.
თუ პატარა მინუსი გექნება შეიძლება სათვალის მუდმივად ტარებაც არ დაგინიშნონ.

Posted by: adrenaline 20 Jan 2015, 01:37
ახლა მიშველეთ.. მინუს ორი მაქვს ორივეზე.. ჯარში მინდა წასვლა და ჩემი გათვლით და სანდო წყაროებით ბრაკი არ ამცდება .. სათვალე კი მიკეთია..

რამე ოპერაცია არსებობს ისეთI რომ მინუსი გამიქროს? ერთამდე მაინც რომ დავიყვანო?

Posted by: Renne 20 Jan 2015, 17:57
adrenaline
ოპერაცია არსებონს კი. ოღონდ გააჩნია რა ასაკის ხარ, მინიმუმ 18 წლის უნდა იყო, შეიძლება უფროსიც. + დასტაბილურებული უნდა იყოს თვალი ანუ აღარ უნდა იკლებდეს რა კიდე რო ეგ ოპერაცია გაიკეთო.
ექიმთან მიდი და ზუსტად ის გეტყვის ზუსტად რანაირადაა მაგ ოპერაციის გაკეთება

Posted by: adrenaline 20 Jan 2015, 18:21
Renne
22 ის ვარ.. დაკვალიანება ხომ არ შეგიძლია კვალიფიციური ექიმებთან რომ მივიდე? არ ვარ გარკვეული

Posted by: Renne 20 Jan 2015, 19:31
adrenaline
QUOTE
22 ის ვარ.. დაკვალიანება ხომ არ შეგიძლია კვალიფიციური ექიმებთან რომ მივიდე? არ ვარ გარკვეული

არ ვიცი მაგაში ვერაფერს გირჩევ, მეც ეგ მაინეტერსებდა და ვიკითხე აქ მარა არავის უპასუხია

Posted by: aladini 27 Jan 2015, 11:54
გამარჯობა!

ვირუსის შემდეგ მარჯვენა თვალი ამტკივდა და გამონადენი წამომივიდა.
როგორც ნეტში ვნახე, ვირუსული კონიუქტივიტიაო და რაღაც ჩასაწვეთებლები და მაზი ვიყიდე.
თითქოს უკეთ ვიყავი, ტკივილმაც გამიარა და სიწითლლემაც, მაგრამ გუშინ ღამე ისევ იგივე სიმპტომები დამეწყო, სიწითლე, ტკივილი (თითქოს კუნთი მტკივა შიგნიდანდ ა გუგაზე ხელს რომ ვიდებ, მსერავს) და გამონადენი.
არადა, წამლის ჩაწვეტება არც შემოწყვეტია.
ხვალ ჩავეწერე ექიმთან/
მანამდე რამეს ხომ არ მირჩევთ?
* * *
მზის შუქიც მაგრად არ მსიამოვნებს და მტკივა

Posted by: tako44 29 Jan 2015, 02:24
aladini
გააჩნია რა პრეპარატებით მკურნალობდი.

Posted by: aladini 29 Jan 2015, 12:23
QUOTE
aladini
გააჩნია რა პრეპარატებით მკურნალობდი.

ვიყავი ექიმთან
გამომიწერეს აქტიპოლი, მედროლგინი,მედექსოლი,ოფთაკვიკსი, ვირგანი

წუხელ ღამე ისე ამტკივდა, სანამ მიგ400 არ დავლიე, არ გამიჩერდა.
კბილმა რო იცის, ისე მიფეტქავდა თითქოს ნერვი და სითბო მსიამოვნებდა მაგრად
დღეს ექიმს ვკითხე და თვალმა არ იცის ნერვის ანტებაო და რავი ???

რქოვანა ცოტა ჩათრეულია, ამრა ძირიტადად ვირუსულიაო

Posted by: droeba 30 Jan 2015, 11:14
გამარჯობათ,აქ ოფთალმოლოგი პასუხიბს კითხვებს? 2წლის ხდება ჩემი შვილი და მარჯვენა თვალზე საცრემლე არხი აქვს დახურული.1წლის იყ. რომ მივიყვან ექიმთან და ტობრექსი დაუნიშნა და მასაჟები,მაგრამ დროებით უშველა,2თვის წინ ისევ დაეწყო ცრემლდენა დ. ახლა სხვა წამალი დაუნიშნა და მასაჟები ისევ.როგირც კი დავუმთავრე მასაჟების კეთება დაეწყო ისევ ცრემლდენა,თან გაცივდა,ცხვირითსუნთქვა უჭირდა და უფრო მოსდიოდა ცრემლი. ამ ასაკში საცრემლე არხის ზონდირება რომ გაკეთდეს,შედეგი ექნება?

Posted by: lala2015 30 Jan 2015, 20:50
ზამთარში სიცივეში რომ გავდივარ ქუჩაში თვალებიდან მეწყება ცრემლის დენა, მომდის როგორც წყალი, ეს სიცივის ბრალია თუ თვალის რაიმე დაავადების დასაწყისი?

Posted by: ll1992 2 Feb 2015, 21:27
ZSU-23-4
მეც მაქვს ეს ლაქები. მარჯვენა თვალში. ზეგ ვაპირებ მისვლას კლინიკაში, ასტიგმატიზმი მაქვს, ლინზებს ყიდვა გადავწყვიტე და თურმე გამოწერით ყოფილა. sad.gif

Posted by: NatiaGull 6 Feb 2015, 14:22
ხალხო თვალსა და ცხვირს შორის დიდი სილურჯე რისი ბრალია? თითქოს კაპილარი გაწყდაო. შესაძლებელია? სამ დღეში გაიარა იმ ფერმა მაგრამ მიზეზი მაინტერესებს

Posted by: ninilion 9 Feb 2015, 18:53
გამარჯობათ, მეუღლეს დაეწყო თვალის ტკივილი და სიწითლე. ექიმმა მხოლოდ ერთი, მტკივანი თვალი შეუმოწმა ჩემდა გასაკვირად და გამოუწერა მაქსიტროლი და ხელოვნური ცრემლი, სიმშრალე და ანთება გაქვსო. ჩაცხრა ეს ანთება მაგრამ მეორე თვალი ატკივდა თან აშკარად დააკლდა მეორე თვალზე მხედველობა ახლოსაც და შორსაც ბუნდოვნად ხედავს. თუ შეგიძლიათ მირჩიოთ რამე?

Posted by: rikosheta 10 Feb 2015, 15:21
adrenaline
QUOTE
ახლა მიშველეთ.. მინუს ორი მაქვს ორივეზე.. ჯარში მინდა წასვლა და ჩემი გათვლით და სანდო წყაროებით ბრაკი არ ამცდება .. სათვალე კი მიკეთია..

მინუს ორზე არავინ დაგბრაკავს.
არც პლუს ორზე.

მინუს ან პლუს 6 უნდა იყოს რომ დაგბრაკონ smile.gif

-----------------------------------------
ჰო არანაირი კითხვა არ მაქვს ))
უბრალოდ ისე შემოვიხედე...
რა ვიცი ვის რაში გამოადგეს და დავწერ მაინც...
----------------------------------------------
(თუ არის შესაბამისი თემა იქ გადაიტანეთ პოსტი)
----------------------------------------------------------------
2 თვის წინ დამიდგინეს კერატოკონუსი ორივე თვალზე.
მე-2 მე-3 სტადია.
სიმპტომები : ბუნდოვნად ვხედავდი ყველაფერს, განსაკუთრებით ღამით (აი თითქოს გაბლარულად)...
გამიუარესდა მხედველობა ... 20 % ზე დამივიდა.. ცილინდრზე მინუს 3 მქონდა..
ტექსტების კითხვა განსაკუთრებით მიჭირდა...
მოკლედ რამდენიმე დღის წინ გადავინერგე რკალები (თითო-თითო დამჭირდა ორივეზე)
ოპერაცია გავიკეთე დვალთან (ორთაჭალაშიც კეთდება, მაგრამ იქ თითქმის ორჯერ ძვირი ჯდება)
ახლა კარგად ვგრძნობ თავს )) მხედველობაც გამიუმჯობესდა (თუმცა ოპერაცია დაავადების პროგრესირების ზრდის შესაჩერებლად გაკეთდა)
მტკივნეული ოპერაციის შემდგომი პირველი ორი დღე არის, როცა გრძნობ ქავილს და წვას.. მაგრამ გაძლება შეიძლება
----------------------------------------------
მოკლედ თუ ვინმეს გაქვთ ეს დაავადება მკითხეთ და გიპასუხებთ ))
იმდენი გავიგე უკვე დისერტაციას დავიცავ

Posted by: levanbojadze 11 Feb 2015, 00:24
გამარჯობა,ვარ ახლომხედველი,მაქვს მაღალი ხარისხის მიოპია.20წლის ასაკამდე არ მირჩევდნენ ლაზერით მკურნალობას.როცა მივაღწიე ამ ასაკს გამოკვლევეჰოთ დადგინდა რომ ლაზერის გაკეთეჰის შემთხვევში მინუს 1 დამრჩება მაინც ერთ თვალში.ექიმის თქმით მაქვს თხელი რქოვანა და ამიტომ ვერ გარისკავს ლაზერით კორექციას.ამიტომ შემომთავაზა ფაკიური ლინზის იმპლანტაცია რაც გულისხმობს თვალში ჩანერგვას ფაკიური ლინზის მუდმივად.არ ვიცი როგორ მოვიქცე არ გამიგია არავინ ვისაც ეს მეთოდი ეცადოს.თუ კი ვინმეს გაქვთ რაიმე ინფორმაცია რა გვრრდითი მოვლენები მოყვა ფაკიური ლინზის იმპლანტაციას რამდენად გაამართლა? იქნებ გამომეხმაუროთ

Posted by: ninilion 13 Feb 2015, 19:31
გამარჯობათ მქონდა თვალზე ანთება, როგორც ჩანს ვირუსული და სიმშრალე. დამინიშნა ექიმმა თვალის ხელოვნური ცრემლი და ნელადექსი, ერთი კვირის შემდეგ ცალ თვალზე აშკარად დამაკლდა მხედველობა, დღეს გავისინჯე და მითხრეს 40 % გაქვს მოკლებული და რქოვანას აქვს პრობლემაო... დამინიშნეს ოფთალ-დექსამეტაზონი. რამდენად კარგად იმოქმედებს და სწორად არის თუ არა მკურნალობა შერჩეული? ვინმეს ქონია ასეთი შემთხვევა?

Posted by: როლანდ 15 Feb 2015, 12:37
გამარჯობა.
ზოგადად ლაზერულ ოპერაციას რაიმე უკუჩვენება აქვს? და როგორც ვხდები ყველაზე არ კეთდება ხო?თუნდაც ასტეგმატიზმი იყოს ინდივიდუალურად არისო ესე მითხრეს
მე ვაპირებ ახლოს მომავალში მოკლედ ოცნება ჩემი პირდაპირ ვიტყვი და რას მირჩევდით ჯერ გამოკვლევა უნდა ჩავიტარო გაკთდება თუ არა
ვის გაქვთ გაკეთებული და თქვენი შთაბეჭტილება იქნებ გამიზიაროთ ძალიან მაინტერესებს ეს პროცესი

Posted by: cfc 15 Feb 2015, 23:52
ninilion
ალბათ ვირუსული ანთება იყო, გადაუვიდა მეორე თვალზე და დაუტივა პრეციპიტატები რქოვანაში,ექიმთან უნდა მიიყვანოთ...

levanbojadze
ზოგადად ახალი მეთოდია ამიტომ რთულია გართულებებზე საუბარი, თუმცა უკვე საკმაოდ ხშირად იყენებენ... ჩემი აზრით კი უბრალოდ ძვირი ჯდება თორე ლაზერზე მეტი გვერდითი ეფექტი არანაირად არ ექნება

ninilion
ალბათ თქვენ მეუღლეს დაუნიშნეს, კი სწორი მკურნალობაა უბრალოდ სპეციალური გრაფიკით უნდა იწვეთოს, რასაც ალბათ ექიმი უკვე გეტყოდათ )))) შიშIთ კი ნუ შეგეშინდებათ, მკურნალობა ხანგრძლივი შეიძლება გამოდგეს, მაგრამ საბოლოოდ გაქრება ეს პრეციპიტატები....

როლანდ

კი თავისი უკუჩვენებები აქვს, უნდა გამოიკვლიოთ რქოვანა წინასწარ... და თუ გადაწყვეტთ გაკეთებას ჯობია ფემტოთი გაიკეთოთ...

Posted by: როლანდ 16 Feb 2015, 21:17
cfc
მოკლედ გადაწყვეტილი მქონდა,აქ ისეთები იწერება ცუდათ გახდება კაცი. არადა იქ საიტებზე ისე უწერიათ შეგეხალისება.რომელს დავუჯეროთ

Posted by: adrenaline 17 Feb 2015, 01:39
rikosheta
შესწორება N1 biggrin.gif

მე საუბარი მაქვს რეგულარულ ჯარზე და არა სავალდებულოზე.. ეგ მიქმნის პრობლემას და ეჭვს არადა ელიტურ სპეცრამზში ვიცი სასტავი -6 ით biggrin.gif ახუეწ sad.gif



და კიდევ ერთი... რქოვანას ლაზერული კორექტირების შემდეგ მზარდი ფიზიკური სრული დატვირთვა მომცემს თუ არა გაუარესებას თვალზე?

Posted by: mariam-bejo 17 Feb 2015, 17:36
გამარჯობა
შეგიძლიათ მითხრათ ნიუ ჰოსპიტალსში ბადურის ჩაშლის ოპერაციას ვინ აკეთებს და თუ რამდენიმეა რომელს მირჩევდით
მადლობა წინასწარ
თუ ეს თემა ასეთ რჩევებს არ მოიცავს იქნებ გადამიმასამართოთ შესაბამის თემაში.

Posted by: aladini 19 Feb 2015, 11:55
ninilion
QUOTE
გამარჯობათ მქონდა თვალზე ანთება, როგორც ჩანს ვირუსული და სიმშრალე. დამინიშნა ექიმმა თვალის ხელოვნური ცრემლი და ნელადექსი, ერთი კვირის შემდეგ ცალ თვალზე აშკარად დამაკლდა მხედველობა, დღეს გავისინჯე და მითხრეს 40 % გაქვს მოკლებული და რქოვანას აქვს პრობლემაო... დამინიშნეს ოფთალ-დექსამეტაზონი. რამდენად კარგად იმოქმედებს და სწორად არის თუ არა მკურნალობა შერჩეული? ვინმეს ქონია ასეთი შემთხვევა?

მას მატარეს კონიუქტივიტიაო, ემრე ჩავედი ნიუჰოსპიტალში ნინო დუგლაძესთან და კეატიტი დამიდგინა, ჩათრეული რქობვანათი (ნაწიურები). ცალი თვალიდან მეც დამაკლდა, ნისლი მქონდა გადაფარებული. მე-3 კვირაა ვმკურნალობ და ნელნელა წამოვიდა სასიკეთო დინამიკა.
წამლები დამიIშნა 8 თავი ორივე თვალზე (პრობლემური 1 იყო, მარა გადასვლის საფრთხე იყო დიდი)
ექიმი შეიცვალე აუცილებლად. ა რაა ეგ სახუმარო ამბავი.

Posted by: ninilion 25 Feb 2015, 20:12
QUOTE (aladini @ 19 Feb 2015, 11:55 )
ninilion
QUOTE
გამარჯობათ მქონდა თვალზე ანთება, როგორც ჩანს ვირუსული და სიმშრალე. დამინიშნა ექიმმა თვალის ხელოვნური ცრემლი და ნელადექსი, ერთი კვირის შემდეგ ცალ თვალზე აშკარად დამაკლდა მხედველობა, დღეს გავისინჯე და მითხრეს 40 % გაქვს მოკლებული და რქოვანას აქვს პრობლემაო... დამინიშნეს ოფთალ-დექსამეტაზონი. რამდენად კარგად იმოქმედებს და სწორად არის თუ არა მკურნალობა შერჩეული? ვინმეს ქონია ასეთი შემთხვევა?

მას მატარეს კონიუქტივიტიაო, ემრე ჩავედი ნიუჰოსპიტალში ნინო დუგლაძესთან და კეატიტი დამიდგინა, ჩათრეული რქობვანათი (ნაწიურები). ცალი თვალიდან მეც დამაკლდა, ნისლი მქონდა გადაფარებული. მე-3 კვირაა ვმკურნალობ და ნელნელა წამოვიდა სასიკეთო დინამიკა.
წამლები დამიIშნა 8 თავი ორივე თვალზე (პრობლემური 1 იყო, მარა გადასვლის საფრთხე იყო დიდი)
ექიმი შეიცვალე აუცილებლად. ა რაა ეგ სახუმარო ამბავი.

ორი კვირა ვიმკურნალე უკვე და შედეგი ნოლი,დავკარგავ სამსახურს ესე თუ გაგრძელდა. კიდევ იგივე ექიმთან რომ მივიდე უნდა დაიწყოს მკითხაობა ისევ. ვისთან მირჩევ მისვლას ან რას ღებულობდი მომწერე პირადში, მადლობა წინასწარ

Posted by: iase 26 Feb 2015, 16:32
როგორც ვატყობ მარცხენა თვალი სუსტი მაქვს ხშირად ვამოწმებ ხოლმე და ცოტა დაბუნდებულად ვხედავ მარცხენა თვალიდან
ამ ბოლო დროს შეწუხება დამიწყო
80 % გაქვსო მხედველობა მარცხენა თვალში როგორც ექიმმა მითხრა როდესაც პრავას ვიღებდი
და რას ფიქრობთ როგორ მოვიქცე?




Posted by: aladini 27 Feb 2015, 13:57
ninilion
QUOTE
ორი კვირა ვიმკურნალე უკვე და შედეგი ნოლი,დავკარგავ სამსახურს ესე თუ გაგრძელდა. კიდევ იგივე ექიმთან რომ მივიდე უნდა დაიწყოს მკითხაობა ისევ. ვისთან მირჩევ მისვლას ან რას ღებულობდი მომწერე პირადში, მადლობა წინასწარ

აქტიპოლი, ვიგომაქსი, დექსამეტაზონი და ზოვირაქსის მალამო ამხსოვს.
კიდე რაღაცა ანტიბიოოტიკი იყო. ვნახავ დანიშნულებაში.
მე თვენახევარია ვმკურნალობ და ახლახანს დამეწყო უკეთესობა. 2 კვირა ჩათვალე ინკუბაციის კრიზისული პერიოდია ამრტო.
ანუ მაგაზე არ იდარდო, მარა მკურნალობა უნდა გააგრძელო. საშუალოდ 2 თვე სჭირდება

Posted by: wixxen2012 28 Feb 2015, 22:22
მაინტერესებს თუ რატომ არ შეიძლება 18 წლამდე ოპერაციის გაკეთება ??? ინტერნეტში ვერ ვნახე ვერსად

Posted by: zilfo 28 Feb 2015, 22:31
ძმაკაცმა დალია ვერცხლის წყალი თერმომეტრში რა დოზაც არის....


მითხარით რამე დაემართება? sad.gif

Posted by: ninilion 1 Mar 2015, 20:05
თვალის კლინიკას რომელს მირჩევდით ან კარგ ოფთალმოლოგს?

Posted by: tatia1980 5 Mar 2015, 02:09
გამარჯობათ smile.gif მაქვს ასტიგმატიზმი და მინუს 1. უნდა დავამზადებინო სათვალე პირველად და არ ვიცი მინის ლინზა შევუკვეთო თუ პლასტიკატის? რაGაც ფრანგული პლასტმასი მირჩიეს. თქვენ რას ფიქრობთ და სად ჯობია მივიდე?

Posted by: adrenaline 5 Mar 2015, 19:04
tatia1980
მე პლასტიკატის მაქვს საფილოში გავაკეთებინე კაი პრაქტიკულია თვალს არ მიღლის საერთოდ.. მე გირჩევ.. მაგრამ პროფებს დაუჯერო ჯობს ყოველთვის

Posted by: weasel 10 Mar 2015, 11:09
გამარჯობათ.
გუშინ, საღამოს 8 საათისთვის მარჯვენა თვალზე დამეწყო ცუდი შეგრძნებები, ხელის დადების შემტხვევაში ტკივილი და ა.შ დავათვალიერე და შიგნით არაფერი იყო მოხვედრილი, აშკარად.
შემდგომ ცრემლიც დავღვარე. biggrin.gif მოკლედ, ეს ტკივილი გამიგრძელდა ღამემდე და ცოტა მოიმატა კიდევაც. დღეს დილით, გავიღვიძე და ცალი თვალის ქუთუთო მაქვს ძალიან გასიებული, ძირითადად ზედა ნაწილი. ხელის დადებისას ისევ მაქვს ტკივილი.

რა შეიძლება იყოს და რა შეიძლება გავაკეთო?
გთხოვთ ვინმემ მიპასუხეთ.

Posted by: ninilion 10 Mar 2015, 18:10
ღია კუთხოვან გლაუკომას ეშველება რამე?

Posted by: ciyvi77 12 Mar 2015, 16:18
ვმუშაობ ქიმიურ ლაბორატორიაში სადაც სავალდებულოა დამცავი სათვალეების ტარება. სათვალეები რომლითაც ეს კომპანია უზრუნველგვყოფს თვალებს მიღლის, განსაკუთრებით ვიძაბები კითხვისას. ვაპირებ უკეთესი ხარისხის სათვალეების გამოწერას თუ შეგიძლიათ როგორი ხარისხის მინა უნდა შევარჩიო შეკვეთისას? ან საერთოდ რა ტიპის მინებია და რითი განისაზღვრება ხარისხი?

Posted by: ll1992 12 Mar 2015, 18:10
tatia1980
მე პლასტიკატი მაქვს და კარგად ვხმარობ. ძალიან კარგად

Posted by: sofunia 16 Mar 2015, 07:06
ბადურაზე ლაზერი ვის გაგიკეებიად ვინ არის ამისკარგი პროფესიონალი იქნებ დამაკვალიანოდ

Posted by: ma1ka 16 Mar 2015, 11:09
tatia1980
მეც პლასტიკატი მაქვს, მსუბუქია მინასთან შედარებით და ეგ აქვს მგონი განსხვავება.

Posted by: Tsubasa 20 Mar 2015, 15:29
გამარჯობათ, რაღაცას ვაკეთებდი და ცხვირის მარცხენა მხარეს ( შუბლიდან რომ ცხვირი იწყება, თვალთან ახლოს) მაგრად ხელსაწყოს ტარი ( როგორ მოვახერხე არ ვიცი ) უცებ სიმწრისგან თვალები დავხუჭე და რომ გავახილე მარცხენა თვალი თითქოს დაბინდულივითდა უფრო გაურკვევლად ხედავს მარჯვენასთან შედარებით,არადა გარეგნულად არაფერი ეტყობა, რამდენიმე დღეა ვაკვირდები და მარცხენა თვალის მხედველობა არ მეწმინდება.
შეიძლება რომ ეს იმ დარტყმის შედეგად იყოს?

Posted by: ninilion 21 Mar 2015, 19:47
ვალერიან ხუროძეს ბევრი აქებს თუმცა რომ მივედი ასეთი სიტუაცია დამხვდა: 1. ხალხი წლობით დადის და შესაბამისად რამდენ ფულს ყრის წარმომიდგენია,2 აშკარად მოყვარული უბრალო ვიზიტებზე ათჯერ დაგიბაროს და გახდევინოს თანხა,3 ყველანაირი აპარატურა არ აქვს რომ დიაგნოზი სწორად დასვას და მეოთხე გლაუკომა დასვა დიაგნოზად და ეს ოფთალმიჯში სიცილად არ ეყოთ. არაფერი ეშველება მაგ გლაუკომას და უბრალოდ ყოველ მე5 დღეს უნდა მოხვიდეო, ვიზიტზე 20 ლარიო. ასე რომ შეიძლება სათვალის შერჩევის კარგი სპეციალისტია მაგრამ ტუ სერიოზული პრობლემა გაქვთ მიაკითხეთ ნორმალურ კლინიკებს ნებისნიერს სადაც აპარატურაც შესაბამისი ექნებათ რომ დიაგნოზი სწორი დასვან და ბოლო ბოლო წლები თვალებში ჩახედვის მაგივრად ოპერაციას გაიკეთებთ.ბოდიში უარყოფითი განცახებისთვის

Posted by: filth 23 Mar 2015, 21:35
სათვალის შეკვეთა/შეძენა სად შეიძლება ნორმალურ ფასად?

Posted by: aloha__ 29 Mar 2015, 21:12
ll1992
QUOTE
მე პლასტიკატი მაქვს და კარგად ვხმარობ. ძალიან კარგად

ma1ka
QUOTE
მეც პლასტიკატი მაქვს, მსუბუქია მინასთან შედარებით და ეგ აქვს მგონი განსხვავება.



და პლასტიკატი ადვილად არ იკაწრება? (მინაზე უფრო ადვილად)

Posted by: lomsa 30 Mar 2015, 22:29
ლინზებზე მაქ კითხვა smile.gif
ეხლა მაქ -4,5 / -5
ბავშვობიდან , სადღაც 8-9 წელია ვატარებ უკვე სათვალეს, ეხლა გამიჩნდა სურვილი ლინზების ჩასმისა. ხოდა მაქ რამდენიმე კითხვა

როგორც ვნახე არის 1 კვირიანი , 1 თვიანი და 3 თვიანი ლინზები, განსხვავება დროის გარდა რაარის? და რომელს მირჩევთ.

სად შეიძლება ნორმალური ლინზების ყიდვა

კი დაგვიანებულია ეს კითხვა მარა, მანანა შეროზიასთან დავდივარ და როგორი სპეციალისტია ?


Posted by: alles-wird-ok 31 Mar 2015, 13:18
თვალის ინტენსიური ხამხამი

გრძელდებაა 3 კვირაა

ექიმიიაა საჭიროო??

Posted by: ma1ka 1 Apr 2015, 12:37
aloha__
QUOTE
და პლასტიკატი ადვილად არ იკაწრება? (მინაზე უფრო ადვილად)

მხოლოდ სახლში ვხმარობ ტელევიზორთან სათვალეს და დიდად არ ვუფრთხილდები, მაგრამ რავი არაა გაუბედურებული, მითუმეტეს 5 წელია ამ სათვალეს ვატარებ.


QUOTE
სათვალის შეკვეთა/შეძენა სად შეიძლება ნორმალურ ფასად?

მეც მაინტერესებს ეს. თამარ მეფეზე ოპტიკები რომ არის წამწკრივებული იქ ღირს შეკვეთა?

Posted by: forvator27 3 Apr 2015, 00:26
ninilion
QUOTE
თვალის კლინიკას რომელს მირჩევდით ან კარგ ოფთალმოლოგს?


თბილისში "ახალი მზერა" ოფთალმოლოგი ცინცაძეა გვარად სახელი არ მახსოვს ძალიან კარგი ექიმია. ნიუ ჰოსპიტალშიც კარგი აპარატურა აქვთ მაგრამ ახალ მზერას გირჩევდი მაინც

პ.ს კარაპს მედლაინს თავი აარიდეთ დიაგნოზი სწორად დამისვეს მაგრამ იმედები გადამიწურეს და მკურნალობის რაღაც საეჭვო გზები შემომთავაზეს რომელიც ბოლოს ახალ მზერაში ვიზიტით თავდებოდა რატომღაც და მეც პირდაპირ ახალ მზერაში მივედი.

Posted by: aloha__ 4 Apr 2015, 15:13


მე ვიყავი ნიუ ჰოსპიტალსში და ვიზიტი 95 ლარი ღირდა, +იმდენი ხალხი იყო ექიმმა 3 წუთიც ვერ დამითმო და მთლად კარგი განწყობით ვერ წამოვედი..
პ.ს. აპარატურა მართლა კარგი აქვთ..

Posted by: Black-White777 4 Apr 2015, 15:37
QUOTE (aloha__ @ 4 Apr 2015, 15:13 )
მე ვიყავი ნიუ ჰოსპიტალსში და ვიზიტი 95 ლარი ღირდა, +იმდენი ხალხი იყო ექიმმა 3 წუთიც ვერ დამითმო და მთლად კარგი განწყობით ვერ წამოვედი..
პ.ს. აპარატურა მართლა კარგი აქვთ..

მაგ კლინიკაში კაცი არ არის მისაშვები - მაგათი უყურადღეებობის გამო კინაღამა მხედველობა დამაკარგვინეს

მზერაში მიდით - კონსულტაციაც 35 ლარია და ხარისხიანი მომსახურეობა

Posted by: xx3xx 6 Apr 2015, 20:24
QUOTE (Black-White777 @ 4 Apr 2015, 15:37 )
QUOTE (aloha__ @ 4 Apr 2015, 15:13 )
მე ვიყავი ნიუ ჰოსპიტალსში და ვიზიტი 95 ლარი ღირდა, +იმდენი ხალხი იყო ექიმმა 3 წუთიც ვერ დამითმო და მთლად კარგი განწყობით ვერ წამოვედი..
პ.ს. აპარატურა მართლა კარგი აქვთ..

მაგ კლინიკაში კაცი არ არის მისაშვები - მაგათი უყურადღეებობის გამო კინაღამა მხედველობა დამაკარგვინეს

მზერაში მიდით - კონსულტაციაც 35 ლარია და ხარისხიანი მომსახურეობა

სადაა ეგ

Posted by: rikosheta 7 Apr 2015, 04:51
xx3xx
ვაკეში
ყიფშიძეზე რომ შეუხვევ ლუკოილის კალონკასთან არის აბრა და მიაგნებ ადვილად 70 მეტრშია იქიდან

ცინცაძის სახელი იკითხა ერთ-ერთმა და ნანა ჰქვია smile.gif

ასევე ბელა სირბილაძე


ნიუ ჰოსპიტალში თამუნა ცირეკიძე არის კარგი ექიმი

Posted by: pvm 8 Apr 2015, 23:58
იქნებ იცით ვინმემ რამე და მირჩიეთ რა რამეეეეეეე

პაციენტს თვალები შეუშუპდა გარედან, მერე შიგნითაც ცოტა წითელი აქვს ორივე თვალი. ერთ თვალზე ბროლი აქვს შეცვლილი 10 წლის წინ. ეხლა თითო წვეთი ტობრადექსი ორივე თვალში ჩაიწვეთა. სანამ ექიმთან მივა, რა შეიძლება რომ გვირჩიოთ,

რაღაც საშინელი ვირუსებიაო და თუ იცით ვინმემ რამე მომწერეთ რააააააა
* * *
QUOTE (pvm @ 8 Apr 2015, 23:58 )
იქნებ იცით ვინმემ რამე და მირჩიეთ რა რამეეეეეეე

პაციენტს თვალები შეუშუპდა გარედან, მერე შიგნითაც ცოტა წითელი აქვს ორივე თვალი. ერთ თვალზე ბროლი აქვს შეცვლილი 10 წლის წინ. ეხლა თითო წვეთი ტობრადექსი ორივე თვალში ჩაიწვეთა. სანამ ექიმთან მივა, რა შეიძლება რომ გვირჩიოთ,

რაღაც საშინელი ვირუსებიაო და თუ იცით ვინმემ რამე მომწერეთ რააააააა

და კიდე კარგი ექიმი თუ იცით ვინმემ მირჩიეთ რააააააააააააა

Posted by: soso220 11 Apr 2015, 22:16
ნისტაგმთან დაჯავშირებით მინდა ბავშვი მივიყვანო ოფთალმოლოგთან და ვის მირჩევთ. ბავშვი 3 თვისაა თითქმის

Posted by: taryel 12 Apr 2015, 13:10
რაღაცები რომ დაცურავენ თვალებში ეგ მაქვს ბევრი ბოლო 1-2 თვეა და თითქმის სულ ვხედავ
თან თვალებიც ჩამისისხლიანდა, მარჯვენა განსაკუთრებით(და ყურებში მაქვს ისე, ნერწყვს რო გადაყლაპავ და რო გეხსნებასავით)
შეიძლება რომ ვირუსის ბრალი იყოს?
და ექიმს ხომ არ ვეჩვენო სანამ დამერხა

Posted by: 365 12 Apr 2015, 20:34
ახალ მზერაში 70 წლის კაცს გაუკეთებენ ლაზერს? ასაკობრივი აქვს და მეტი არაფერი, +4–საკითხავი და ტელევიზორთან +2

Posted by: giorgi661 13 Apr 2015, 08:31
გაუმარჯოს. მხედველობა მაქვს -2 . მაინტერესებს ახალ მზერაში რა ჯდება ლაზერული ოპერაცია , ხომ არ იცით ვინმემ > ?

Posted by: Instructor 14 Apr 2015, 04:00
გამარჯობა, ვინმემ იცით კარგი ექიმინვინც კონტაქტურ ლინზასნოპტიმალურად შემურჩევა? ახალ მზერაში შემირჩიეს ნომერი და არ მომწონს sad.gif

Posted by: SerIouS 17 Apr 2015, 01:30
QUOTE (Black-White777 @ 4 Apr 2015, 15:37 )
QUOTE (aloha__ @ 4 Apr 2015, 15:13 )
მე ვიყავი ნიუ ჰოსპიტალსში და ვიზიტი 95 ლარი ღირდა, +იმდენი ხალხი იყო ექიმმა 3 წუთიც ვერ დამითმო და მთლად კარგი განწყობით ვერ წამოვედი..
პ.ს. აპარატურა მართლა კარგი აქვთ..

მაგ კლინიკაში კაცი არ არის მისაშვები - მაგათი უყურადღეებობის გამო კინაღამა მხედველობა დამაკარგვინეს

მზერაში მიდით - კონსულტაციაც 35 ლარია და ხარისხიანი მომსახურეობა

ვერ გადავწყვიტე რომელი ჯობია
https://forum.ge/?showtopic=34643389&f=&st=60&#entry40592350
იგივე შეკითხვა მაქვს ვინმე კომპეტენტურმა გაგვეცით პასუხი? sad.gif
ნიუ ჰოსპიტალი - ახალი მზერა
რქოვანას გაჭრა ლაზერით - დანით
ლოგიკურად ნიუ ჰოსპიტალი ჯობია, მაგრამ აქებენ მერაბ დვალს როგორც პროფესიონალს,
თუმცა დანის უფრო მეშინია შემდგომი გართულებების მხრივ..
ისე (უყურადღებობა) ნიუ ჰოსპიტალში პირველი დარეკვისთანავე ტელეფონზე ვიგრძენი spy.gif ახალ მზერაში არა და ფბ-ზეც გამესაუბრა წვრილმანებზე

Posted by: irusha 18 Apr 2015, 18:05
გამარჯობა,
თვალზე გამიჩნდა რაღაც სისხლჩაქცევა..მეუბნებიან, კაპილარი გაგიწყდა და გაიწოვსო,მაგრამ მეოთხე დღეა ასე მაქვს და ცოტა შევშინდი.. ორშაბათს ვაპირებ ექიმთან მისვლას და მანამდე იქნებ თქვენ დამამშვიდოთ sad.gif

Posted by: ColD 23 Apr 2015, 01:25
irusha

რა ლამაზი თვალის ფერი გაქვს : ) მასე ქონდა ჩემ მეგობარს და გავაგდე ექიმთან როგორც იქნა, დაუნიშნა რაღაც მარტივი წვეთები და 2 დღეში სულ აულაგდა ყველაფერი, მოკლედ გირჩევ მიხვიდე რომ დაეხმარო თვალს ნუ აწვალებ : )
* * *
ამ თემაში ოფთალმოლოგი არ არის არავინ ?

Posted by: irusha 25 Apr 2015, 11:33
ColD

მადლობა 2kiss.gif

ე.ი ვიყავი ექიმთან და მომცა სტანდარტული რჩევები.. კომპ.თან არ იჯდე, სმარტფონები არ სქროლო... მოკლედ, მარტო უსასრულობაში უნდა იყურო და ცხოვრებაზე იფიქროო, რაც 21 საუკუნეში, მოოოგეხსენებათ, რომ წარმოუდგენელია.. sad.gif

გამომიწერა ყოვლად აუტანელი წვეთები, თვალში რაღაცის ჩაწვეთება პირველად მომიწია და ცხარე ცრემლებით ვიტირე.. sad.gif ეს რა ცუდი რაღაც ყოფილა sad.gif ემოპროქსი და სლეზოლ ფორტე... ემოპროქსი არის საშინლად მწარე sad.gif

და ეს კომპიუტერისგან დამცავი სათვალეები შველის რამეს??

Posted by: Scoorp 29 Apr 2015, 10:51
ocutears იყენებთ ვინმე?


რაღაც კითხვა მაქვს


Posted by: mika91 2 May 2015, 11:14
მქონდა თვალის მძიმე ტრავმა მიღბეული 4 წლის ასაკში და 25 წლის ასაკისთვის განმივითარდა კერატოკონუსი და საქართველოში მოქმედმა არცერთმა ექიმმა არ გამიწია დახმარება, უფრო მეტიც ყველა მხოლოდ იმას მეუბნებოდა რომ ეს უიმედო შემთხვევა იყო და ხელს არავინ დამადებდა. მოგვიანებით შევიტყვე კლინიკა დუნიაგოზის არსებობის შესახებ სადაც დიაგნოსტიკიდან 1 თვის შემდეგ გავიკეთე კერატოკონუსის ოპერაცია ანუ რქოვანას გადანერგვა. ოპერაციიდან 1 თვის შემდეგ ტრავმირებული და ნაოპერაციევი თვალიდან რომლიდანაც საერთოდ ვერ ვხედავდი ადრე ვერაფერს, გავარჩიე ფერი და სილუეტი რისი შანსიც ნაკლები იყო თვალის მძიმე ტრავმიდან გამომდინარე და ოპერციასაც უფრო კოსმეტიკური შედეგი უნდა ჰქონოდა. ყველას გირჩევთ ამ კლინიკას მიმართოთ, უძლიერესი ოფთალმოლოგები ჰყავთ. კლინიკას ქვია დუნიაგოზ ჯორჯია და მდებარეობს ვაკეში ჭავჭავაძის 15 ნომერში, ოფის მენეჯერის ნომერია 593 492 600.

Posted by: Whittaker 3 May 2015, 22:30
მოკლედ, რა მაინტერესებს, არსებობს რამე ოფიციალური (მძიმე დროშ არაოფიციალურიც წავა პრინციპში) სტატისტიკა იმაზე, დაახლოებით რამდენი მხედველობაშეზღუდული პირია საქართველოში?
აი დაახლოებით მაინც რა...

რავი სხვაგან სად მეკითხა ვერ მოვიფიქრე ^^

Posted by: achikovar 7 May 2015, 09:38
მაინტერესებს ლაკრიმალური საცობების შესახებ რას მეტყვით, ვინმეს ხო არ აქვს გაკეთებული და მაინტერესებს კმაყოფილი არის თუ არა?!

Posted by: xx3xx 7 May 2015, 15:39
user posted image
ამ თვალის ტესტს რა ქვიაა ქართულად?
რუსულად Дуохромный тест ქვია
http://www.vseoglazah.ru/eye-exams/duochrome-test/
და მწვანეზე რო წერია 1 - 2 მეტრიდან ბუნდოვნად ვხედავ

Posted by: Izadora 7 May 2015, 18:04
ლაზერის გასაკეთებლად მივედი ნიუ ჰოსპიტალში მათ გამოჩენილ ექიმთან მიხეილ გაბრიჩიძესთან. უფრო სწორად, მინდოდა გამეგო ლაზერის რისკები, მინუსები და პლუსები და გადამეწყვიტა... მაღალი მინუსი მაქვს. ჩაწერის მიუხედავად საათზე მეტი ხომ მალოდინეს, 60 ლარი ხომ გადამახდევინეს, ძლივს შევედი და გაბრიჩიძემ დამითმო დაახლოებით 60 წამი, თვალში ჩამხედა ორი წამით და ვსო... უფლებას არ გაძლევს რომ ან კითხვა დაუსვა, ან რამე, რიგში კიდევ ხალხია და ფულს ხომ არ დაკარგავს, კონვეიერივით იღებს დღეში 100 ადამიანს და დროს არავის არ უთმობს. ჩამხედა ასე ორი წამით და წადი ეხლა თამარ ცირეკიძესთან, წვეთებს ჩაგაწვეთებსო. მივედი ამ ცირეკიძესთან და შეიძლება მეთქი, მოწიწებით ვეკითხები. ძაღლივით დამიყეფა, დაჯექი და დამელოდეო. მეთქი, თქვენთან ოპერაციის გამკეთებლის... ი მოკლედ გამოვიქეცი. მივედი მზერაში. მანდ კი მოგემსახურებიან წესიერად, მაგრამ ძველი მეთოდით რომ აკეთებენ ამ ლაზერს, ანუ დანით და არა უკონტაქტოდ, როგორც ნიუ ჰოსპიტალში, მაგას გიმალავენ. თან ვკითხე და მიკიბ-მოკიბეს, წესიერად არ გპასუხობენ. მერე ინტერენტში წავიკითხე, ის კაცი, ვინც ამერიკაში თავიდან დაუშვა თვალის ლაზერი, Ex-FDA Chief, Dr. Morris Waxler, როგორ აგინებს და ამბობს, რომ ძალიან დიდ რისკებს შეიცავს (რაზეც ჩვენი ექიმები რა თაქმა უნდა, ერთ სიტყვასაც არ გეტყვიან, სად ცალიათ), საერთოდ გადავიფიქრე გაკეთება და დავდივარ ისევ ამ ჩემი კონტაქტური ლინზებით...

მოკლედ ხალხნო, კარგად მოიფიქრეთ, სანამ გაიკეთებთ და ეს ვებ გვერდიც ნახეთ: http://lasikadvisory.blogspot.com/2013/03/hello-to-brilliant-caring-minds-of.html

Posted by: Scoorp 7 May 2015, 18:10
Izadora


დანით რას აკეთებენ მზერაში?
ლაზერულს ოპერაციას?
აბა მაშინ ლაზერული რაღატო ჰქვია?

2 წუთიანია თვითონ ის პროცედურა როგორც ვიცი და დანა და მსგავსი რამე არ გამიგია არავისგან
ჩემს ირგვლივ გაკეთებული აქვს რამდენიმეს და

Posted by: xx3xx 7 May 2015, 19:23
QUOTE (Izadora @ 7 May 2015, 18:04 )
ლაზერის გასაკეთებლად მივედი ნიუ ჰოსპიტალში მათ გამოჩენილ ექიმთან მიხეილ გაბრიჩიძესთან. უფრო სწორად, მინდოდა გამეგო ლაზერის რისკები, მინუსები და პლუსები და გადამეწყვიტა... მაღალი მინუსი მაქვს. ჩაწერის მიუხედავად საათზე მეტი ხომ მალოდინეს, 60 ლარი ხომ გადამახდევინეს, ძლივს შევედი და გაბრიჩიძემ დამითმო დაახლოებით 60 წამი, თვალში ჩამხედა ორი წამით და ვსო... უფლებას არ გაძლევს რომ ან კითხვა დაუსვა, ან რამე, რიგში კიდევ ხალხია და ფულს ხომ არ დაკარგავს, კონვეიერივით იღებს დღეში 100 ადამიანს და დროს არავის არ უთმობს. ჩამხედა ასე ორი წამით და წადი ეხლა თამარ ცირეკიძესთან, წვეთებს ჩაგაწვეთებსო. მივედი ამ ცირეკიძესთან და შეიძლება მეთქი, მოწიწებით ვეკითხები. ძაღლივით დამიყეფა, დაჯექი და დამელოდეო. მეთქი, თქვენთან ოპერაციის გამკეთებლის... ი მოკლედ გამოვიქეცი. მივედი მზერაში. მანდ კი მოგემსახურებიან წესიერად, მაგრამ ძველი მეთოდით რომ აკეთებენ ამ ლაზერს, ანუ დანით და არა უკონტაქტოდ, როგორც ნიუ ჰოსპიტალში, მაგას გიმალავენ. თან ვკითხე და მიკიბ-მოკიბეს, წესიერად არ გპასუხობენ. მერე ინტერენტში წავიკითხე, ის კაცი, ვინც ამერიკაში თავიდან დაუშვა თვალის ლაზერი, Ex-FDA Chief, Dr. Morris Waxler, როგორ აგინებს და ამბობს, რომ ძალიან დიდ რისკებს შეიცავს (რაზეც ჩვენი ექიმები რა თაქმა უნდა, ერთ სიტყვასაც არ გეტყვიან, სად ცალიათ), საერთოდ გადავიფიქრე გაკეთება და დავდივარ ისევ ამ ჩემი კონტაქტური ლინზებით...

მოკლედ ხალხნო, კარგად მოიფიქრეთ, სანამ გაიკეთებთ და ეს ვებ გვერდიც ნახეთ: http://lasikadvisory.blogspot.com/2013/03/hello-to-brilliant-caring-minds-of.html

სამწუხაროდ ეგრეა ყველგან sad.gif(( რევოლუცია უნდა ამ სისტემას

Posted by: DontGetM@d 8 May 2015, 21:37
მზერას რას ერჩით, მშვენიერი თამამი გოგოები მუშაობენ smile.gif))))




Posted by: pato-7 8 May 2015, 21:48
თვალების ძლიერი ქავილი მაქვს, რას მირჩევთ?

Posted by: tristeza 9 May 2015, 02:23
გამარჯობა, შეკითხვა მაქვს ოფთალმოლოგთან თუ ხართ აქ, სანამ ექიმთან მივალ იქნებ მითხრათ. თვალის ზედა ქუთუთოზე კანქვეშ გამიჩნდა გამაგრებული მრგვალი ფორმის პატარა რაღაც. არ მტკივა, არც მაწუხებს მაგრამ უკვე 1 თვეა ასეა და რა შეიძლება რომ იყოს?

Posted by: achikovar 10 May 2015, 21:59
მაინტერესებს ლაკრიმალური საცობების შესახებ რას მეტყვით, ვინმეს ხო არ აქვს გაკეთებული და მაინტერესებს კმაყოფილი არის თუ არა?!

Posted by: ll1992 10 May 2015, 23:04
ლიმლნზების მოხმარება დავიწყე მაგრამ არვიცი რა ემართება, რამოდენიმე ხანში ბუნდოვდება, ხან ერთი ხან მეორრე. და რისი ბრალია ხომ არ იცით?

Posted by: Scoorp 10 May 2015, 23:22
ll1992

იმედია უკუღმა არ იკეთებ ))
და ხელოვნური ცრემლიც ჩაიწვეთე დღის მანძილზე რამდენჯერმე

Posted by: ll1992 11 May 2015, 10:18
მიშრება. ძალიან. ხელოვნური ცრემლი არ მაქვს, ვიყიდი, უკუღმა არ ვიკეთებ.

Posted by: kesuniko 13 May 2015, 12:42
გამარჯობათ, ჩემი პატარა 9 თვისაა, თვალზე გვაქვს ხანდახან პრობლემა, ვიყავით "ახალ მზერაში" ჩივილით: მზეში/ქარში ცრემლდენა, ხანდახან ცალი თვალის შეშუპება. მილი აქვს ვიწრო თუ მიდრეკილი სივიწროვისკენო... საცობები გახსნილი აქვს რახან წამალი გავიდა და ეს მილი უნდა გაფართოვდეს ხელოვნურად, აგვიანებთ, 6 თვემდე უნდა ჩატარებულიყო ზონდის მეშვეობითო... გადაგვამისამართა პსპ კლინიკაში, კარგად აკეთებს ვიღაცაო. არადა აქ ვკითხულობდი წლამდე არ შეეხოთო, როგორ მოვიქცეთ?

Posted by: anuka2009 14 May 2015, 22:21
ll1992
ეს არის სიმშრალე. 5ვალს უნდა დატენიანება. ოკუთეარსი იხმარეთ, შეგოძლიათ ყოველ 2 საათში ერტხელ ჩაიწვეტოტ თითო წვეთი. დღეს რაც აქ შემოდის ყველაზე ხარისხიანია ოკუთეარსი და ჰაი.

Posted by: dato141 17 May 2015, 18:26
ვინმემ თუ იცით დაწერეთ რა,,,
როგორ ხდება შემდეგი დაავადებების მკურნალობა : მოკლედ მარცხენა თვალში მაქვს ასტიგმატიზმი +3 მარჯვენაში +1 , ორივე თვალში მაქვს ბროლისებური მინის შემღვრევა , რის გამოც ვხედავ შავ ლაქებს , ასევე მარჯვენა თვალზე კონიუქტივიტო მქონდა რის შედეგადაც დამიზიანდა რქოვანა და მასზე გაჩნდა ნაწიბურები რაც ხელს მიშლის სრულფასოვნად საგნების აღქმაში , ექიმმა მარჯვენა თვალის დაზიანებული რქოვანას სამკურნალოდ გამომიწერა წამლები , ვირგანი , აქტიპოლი ,ედენორმი ვალტრექსი და კიდე 1-2 წამალი უნდა დავამატოთო ამეების შემდეგო, და მაინტერესებს ეს წამლები ამ რქოვანადან ამ ნაწიბურებს მოაშორებს ? აღდგება მხედველობა თუ ქირურგიული ოპერაცია არის საჭირო და ეს ლაქებიი თვალებში როგორ შეიძლება მოირჩინო და პლიუსები ?

Posted by: dato141 17 May 2015, 18:30
ვინმემ თუ იცით დაწერეთ რა,,,
როგორ ხდება შემდეგი დაავადებების მკურნალობა : მოკლედ მარცხენა თვალში მაქვს ასტიგმატიზმი +3 მარჯვენაში +1 , ორივე თვალში მაქვს ბროლისებური მინის შემღვრევა , რის გამოც ვხედავ შავ ლაქებს , ასევე მარჯვენა თვალზე კონიუქტივიტო მქონდა რის შედეგადაც დამიზიანდა რქოვანა და მასზე გაჩნდა ნაწიბურები რაც ხელს მიშლის სრულფასოვნად საგნების აღქმაში , ექიმმა მარჯვენა თვალის დაზიანებული რქოვანას სამკურნალოდ გამომიწერა წამლები , ვირგანი , აქტიპოლი ,ედენორმი ვალტრექსი და კიდე 1-2 წამალი უნდა დავამატოთო ამეების შემდეგო, და მაინტერესებს ეს წამლები ამ რქოვანადან ამ ნაწიბურებს მოაშორებს ? აღდგება მხედველობა თუ ქირურგიული ოპერაცია არის საჭირო და ეს ლაქებიი თვალებში როგორ შეიძლება მოირჩინო და პლიუსები ?

Posted by: Female User 17 May 2015, 20:35
გამარჯობა.

გთხოვთ, იქნებ დაწეროთ თქვენი აზრით ვინ არის კარგი ოფთალმოლოგი თბილისში?

მე ვიყავი ქალბატონ მარინა რამაზაშვილთან. დამიდგინა ბადურის პერიფერიული დისტროფია ნახევებით. ამ დაავადების დამახასიათებელი არანაირი სიმპტომი არ მაქვს და არც მქონია. უბრალოდ ბოლო დროს გამიჭირდა მხედველობა კომპიუტერთან. დამინიშნა მასთანვე გავიკეთო ბადურას ფოტოკოაგულაცია. შეიძლება კარგი ექიმია, მაგრამ რა თქმა უნდა მხოლოდ ერთი ექიმის ნათქვამით, ასე მიკერძოებულად ასეთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას ვერ მივიღებ. ვისთან შეიძლება გადამოწმება? კარგი ექიმი მინდა.

ასეთი დაავადება ვინმეს გქონიათ? საშიში რომ არის ზოგადად და მისახედი ეგ უკვე ვიცი, თუ მართლა მაქვს.

გაგიკეთებიათ ეს ოპერაცია? მტკივნეულია? რეაბილიტაცია რამდენ ხანს გრძელდება? რთულია?

საერთოდ ღირს საქართველოში გაკეთება? თურქეთზე ვფიქრობ. ფრენა შეიძლება მერე?

ბოდიში ბევრი კითხვისთვის და დიდი მადლობა წინასწარ. ყველანაირი ინფორმაცია ჩემთვის ძვირფასია. განსაკუთრებით კარგი ექიმისა და კლინიკის შესახებ

Posted by: Female User 17 May 2015, 20:50
გამარჯობა. იმედია არ გამინაწყენდებით, თუ ჩემს კითხვასაც აქვს დავწერ.

გთხოვთ, იქნებ დაწეროთ თქვენი აზრით ვინ არის კარგი ოფთალმოლოგი თბილისში?

მე ვიყავი ქალბატონ მარინა რამაზაშვილთან. დამიდგინა ბადურის პერიფერიული დისტროფია ნახევებით. ამ დაავადების დამახასიათებელი არანაირი სიმპტომი არ მაქვს და არც მქონია. უბრალოდ ბოლო დროს გამიჭირდა მხედველობა კომპიუტერთან. დამინიშნა მასთანვე გავიკეთო ბადურას ფოტოკოაგულაცია. შეიძლება კარგი ექიმია, მაგრამ რა თქმა უნდა მხოლოდ ერთი ექიმის ნათქვამით, ასე მიკერძოებულად ასეთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას ვერ მივიღებ. ვისთან შეიძლება გადამოწმება? კარგი ექიმი მინდა.

ასეთი დაავადება ვინმეს გქონიათ? საშიში რომ არის ზოგადად და მისახედი ეგ უკვე ვიცი, თუ მართლა მაქვს.

გაგიკეთებიათ ეს ოპერაცია? მტკივნეულია? რეაბილიტაცია რამდენ ხანს გრძელდება? რთულია?

საერთოდ ღირს საქართველოში გაკეთება? თურქეთზე ვფიქრობ. ფრენა შეიძლება მერე?

ბოდიში ბევრი კითხვისთვის და დიდი მადლობა წინასწარ. ყველანაირი ინფორმაცია ჩემთვის ძვირფასია. განსაკუთრებით კარგი ექიმისა და კლინიკის შესახებ

Posted by: mzi 18 May 2015, 12:29
უკაცრავად, ოკუთეარსი ფეხმძიმობის დროს შეიძლება?????

Posted by: nia4u 18 May 2015, 12:42
mzi
QUOTE
ოკუთეარსი ფეხმძიმობის დროს შეიძლება?

http://www.vidal.ge/drugs/2772
უკუჩვენებები საერთოდ არ უწერია...
ექიმთან, ჯობია, რომ დააზუსტო...

Posted by: Tsubasa 18 May 2015, 16:49
გთხოვთ მირჩიეთ ან პმ მომწერეთ, უბრალოდ თვალის შემოწმება მინდა და რომელიმე კარგი თვალის კლინიკა მირჩიეთ რა მე აზრზე არ ვარ sad.gif((
ახალ მზერაში ვაპირებდი, მაგრამ ჰიგიენასთან დაკავშირებით ბევრი უკმაყოფილებას გამოთქვამს და აღარ ვიცი უკვე.
იქნებ მირჩიოთ რამე?

Posted by: nia4u 21 May 2015, 14:17
ხალხო, ექიმთან შემოწმების დროს გუგის გასაფართოებელს რომ აწვეთებენ, ეგ მხედველობაზე მოქმედებს?
მეორე-მესამე დღეა და ვერ ვხედავ, მიჭრელდება და ბუნდოვნად ვხედავო, ამბობს და მაგის ბრალი იქნება?
მე ჩამიწვეთებია ადრე, მაგრამ არ მახსოვს ეგეთი დისკომფორტი თუ მქონდა...

Posted by: Scoorp 21 May 2015, 15:05
nia4u


არაა ეგ იმავე დღეს გადის ხოლმე
რამდენიმე საათში
მეორე დღემდე არავითარ შემთხვევაში არ უნდა გაგრძელებულიყო
რამდენჯერ ჩაგაწვეთა?

Posted by: nia4u 21 May 2015, 15:27
Scoorp
QUOTE
არაა ეგ იმავე დღეს გადის ხოლმე
რამდენიმე საათში
მეორე დღემდე არავითარ შემთხვევაში არ უნდა გაგრძელებულიყო
რამდენჯერ ჩაგაწვეთა?

ხო, მეც ასე მახსოვდა, როცა ჩამიწვეთებია...
ახლა ჩემი მეუღლე იყო ექიმთან და იმის ამბავია.
ერთხელ ჩამაწვეთაო.
+ყველაფერი შეუმოწმა, წესრიგში აქვს ყველაფერი, კარგადაც ხედავს.
რომ გამოვედიო, ამიბრჭყვალდა თვალებიო და მზეს დავაბრალეო.
მეორე დღეს ტვ-სთან შეამჩნია, ბუნდოვნად ვხედავო.
+ რაღაც მედიკამენტებს იღებს და ალბათ იმის ბრალია...

Posted by: anuka2009 24 May 2015, 21:29
mzi
QUOTE
უკაცრავად, ოკუთეარსი ფეხმძიმობის დროს შეიძლება?????


კი შეიძლება.
* * *
Female User

თურქული დუნიაგოზის საქარტველოს წარმომადგენლობაში არის ეკა ხომერიკი. უბრალოდ ტვეში ერტხელ ჩამოდის სტამბულიდან და ატარებს კონსულტაციებს. უახლესი ტექნოლოგიებით აღჭურვილი კლინიკაა. 2920618

Posted by: helicopter 25 May 2015, 17:36
გამარჯობა
ხალაზიონის ოპერაციას სად აკეთებენ კარგად? ან რა ღირს ? ან უოპერაციოდ ვუშველი რამე? დავიტანჯე ერთი თვეა დასიებული მაქვს თვალი

Posted by: Scoorp 25 May 2015, 17:42
QUOTE (anuka2009 @ 24 May 2015, 21:29 )

[QUOTE]
Female User

თურქული დუნიაგოზის საქარტველოს წარმომადგენლობაში არის ეკა ხომერიკი. უბრალოდ ტვეში ერტხელ ჩამოდის სტამბულიდან და ატარებს კონსულტაციებს. უახლესი ტექნოლოგიებით აღჭურვილი კლინიკაა. 2920618

აქ თუ ყოფილხართ ვინმე
დაწერეთ რა თქვენი აზრი ვრცლად

Posted by: ciyvi77 26 May 2015, 21:57
ოფთალმოლოგი შემოდის ამ განყოფილებაში? შეკითხვა მაქვს

Posted by: goga18a 27 May 2015, 21:51
გამარჯობათ იქნებ მითხრათ რა ჯდება ეს ლაზეის კორექცია და ზოგი იძახის სამუდამუაო
და ზოგი 3წელი ზლებს მარტოო იქნებ მითხრათ დაზუსტებით

Posted by: Scoorp 28 May 2015, 10:33
goga18a

ერთი თვალი 1300 ჯდებოდა
ნუ თუ არ მოიმატა ამ ბოლოს არ ვიცი
სამუდამოა
მოფრთხილება და კონტროლი უნდა მერე მაინც პერიოდულად

Posted by: goga18a 28 May 2015, 18:51
Scoorp
QUOTE
ერთი თვალი 1300 ჯდებოდა

ანუ ორივე 2600
მაგარი ზვირია

QUOTE
მოფრთხილება და კონტროლი უნდა მერე მაინც პერიოდულად

ეგ თავისთვად

და რა მაინტერესეს ეხა ხო გამოდიან ტელევიზორში ექიმებიან ცნოილ ადამიანები და უკეთიათ სათვალეები
რატო არიკეთებენ ამ ოპერაციას? დარწმუნებული ვარ ფულის პრობლემა არაააქვთ
რაიმე პრბლემაა?

Posted by: akoako_1987 28 May 2015, 20:57
ასეთი პრობლემა მაქვს თვალებზე.თუ მზიანი ამინდია,ან მაღალი განათება.თვალები მტკივდება.შემდეგ ეს ტკივილი გადადის თავზე და მთელი დღე მტკივა.2 წლის წინ მხედველობასთან შემექმნა პრობლემა.ვიყავი ოფთალმოლოგთან და სათვალე გამომიწერა.
მაგრამ ზემოთ მოყვანილ პრობლემას სათვალეც ვერ შველის.გუშინ ვიყავი ისევ,იფთალმოლოგი არ იყო.უბრალოდ შემამოწეს თვალზე და მხედველობა კარგი გაქვსო.მაგრამ სინათლეზე რომ მტკივდება მაგაზე არ შევუმოწმებივარ.
რისი ბრალია ასეთი რამე,თვალის წნევა იმატებს?

Posted by: Zext 29 May 2015, 15:48
ასეთი რაღაც შევამჩნიე ბოლო დროს

ღამით როცა ბნელა ოთახში ცალი თვალით ბევრად მკვეთრად ვხედავ ყველაფერს მეორეთი კი შეილება ვაბშე ვერ დავინახო ან ძალიან მუქად


ასევე სულ არა მარა ამ მომენტში ძალიან მაწუხებს მარცხენა თვალის ტკივილი თითქოს ვიღაცამ ჩამარტყა და დალურჯებული მაქ მაგრამ ეგრე არარის რათქმაუნდა givi.gif

Posted by: LuciDiTy 11 Jun 2015, 19:04
შეიძლება რომ ადამიანმა ერთი და იგივე სათვალე ატარო ახლოს და შორს ხედვისსთვის? ანუ კომპიუტერთან და მანქანისტარებისასაც?

კიდევ, სათვალების მაღაზიებში ნომერს რომ ადგენენ, რამდენად სანდოა, თუ ჯობს სადმე კლინიკაში მივიდე?

Posted by: NUMB 14 Jun 2015, 22:55
1 თვალში მაქვს მწვავე კონიუნქტივიტი. ვიღებ მაქსიფლოქსს და უნიკლოფენს. დამეწყო 1 კვირის წინ, მაგრამ წამლებს ვიღებ მეხუთე დღეა.
რამდენ ხანში შეიძლება გაიაროს ამ სიწითლემ? საშუალოდ მაინც?
მინუსი მაქვს ისედაც, მაგრამ შევამჩნიე, რომ თითქოს სათვალე აღარ მყოფნის და უფრო დამიქვეითდა, ასევე ბუნდოვნად ვხედავ ანთებიან თვალში. ეს ტიპიური სიმპტომებია? ანუ მკურნალობის დასრულების შემდეგ გაივლის თუ დავრჩები ასეთი ბუნდოვანი? ექიმს ვკითხე და არ მიპასუხა. ვინმეს მსგავსი ისტორია ხომ არ გქონიათ?
ასევე თავის ტკივილი მაწუხებს ისეთი, რომ ვერ ვიძინებ გამაყუჩებლების გარეშე.

Posted by: nadusa 26 Jun 2015, 12:20
სალამი , გუშინ ღამის მერე მაქვს საშინელი დიკომფორტი თვალის დახუჭვისას , თითქოს რაღაც მქონდეს ჩავარდნილი , არადა არაფერი მიგრძვნია ( ყოველთვის ვატყობ როცა ვარდება რამე და მერე ვისრესს და გადამდის ) მთელი ღამე მტკიოდა და თვალის დახუჭვისას და ხამხამისას უფრო მწვავდედ ვგრძნობ ტკივილს . თვალის გარსი ცოტა შეწითლებული არის , გარეგნულადაც ეტყობა ,

კონუქტივიტის მწვავე ფორმა არამგონია იყოს მინახავს ეგ და მსგავსი ვიზუალურად არ მეტყობა , შეიძლება საწყისი ეტაპი იყოს , ან ინფექცია რამე , ალბუციდის წვეთები ვიყიდე და ასევე გენტამიცინის 0.3 % იანი წვეთები და კიდევ რამეს ხო არ მირჩევთ ?

Posted by: Scoorp 26 Jun 2015, 12:22
nadusa


ძლიერად ნუ მოისრეს თვალებს
შემთხვევით არ დაიზიანო რამე

Posted by: nadusa 26 Jun 2015, 12:26
Scoorp
QUOTE
ძლიერად ნუ მოისრეს თვალებს

ხო აწი აღარ მოვისრეს საერთოდ მაგრამ ეხლა რა ვუშველო , დახუჭვისას მტკივა , ცრემლდენაც მაქვს და თითქოს შესივებულივით არის , ხვალ თუ არ გადამიარა მივმართავ ექიმს .

Posted by: Scoorp 26 Jun 2015, 12:35
nadusa

ხო არ ვიცი ასე ზეპირად ძალიან რთულია თქმა sad.gif
ჯობია ექიმს ყველა ვარიანტში მიმართო ჩემი აზრით

Posted by: Salome ♥ 3 Jul 2015, 15:57
კომპიუტერი თუ იწვევს მინუსის გარზრდას? 17 წლის ასაკში როგორ იმატებს მინუსი?

Posted by: NUMB 3 Jul 2015, 18:02
nadusa
ალბუციდს მეც ვიწვეთებდი, სანამ ექიმთან მივიდოდი, მაგრამ შედეგი დიდი ვერაფერი მქონდა.
უნიკლოფენი 2–2 წვეთი დღეში სამჯერ დამინიშნა მე. თუ გინდა ცადე ეგ

Posted by: nadusa 5 Jul 2015, 00:12
NUMB
QUOTE
ლბუციდს მეც ვიწვეთებდი, სანამ ექიმთან მივიდოდი, მაგრამ შედეგი დიდი ვერაფერი მქონდა.
უნიკლოფენი 2–2 წვეთი დღეში სამჯერ დამინიშნა მე. თუ გინდა ცადე ეგ

მიშველა ალბუციდმა 3 დღე ვიწვეთებდი და მერე აღარ მტკიოდა .

მადლობ smile.gif

Posted by: rikosheta 6 Jul 2015, 19:42
საიდან გამოვიწერო purevision 2 -ის ლინზები ?

ამაზონიდან გამოგიწერიათ ვინმეს? biggrin.gif

Posted by: sofunia 6 Jul 2015, 19:51
გიორგი ჩიჩუასთან ვის გაუკეთებია ლაზერი?

Posted by: Desmond Miles 12 Jul 2015, 12:54
გამარჯობათ ფორუმელებო..თქვენი დახმარება მჭირდება. ე.ი. უკვე 3 წელია ზაფხულობით თვალები მიწითლდება და მაგრად მექავება. რამე ალერგიულ წვეთებს მივიღებ თუ არა, ეგრევე მივლის, მარა მალე ისევ მეწყება ქავილი.
სად მივიდე, ვის მივაკითხო. იმენა თვალის კლინიკა სად არის და რა ჯდება პირველადი კონსულტაციები?


Posted by: Desmond Miles 14 Jul 2015, 18:37
Aრავინ არ პასუხობს :-/ :-/
..........

Posted by: samarkandeli 19 Jul 2015, 11:17
QUOTE (Дезмонд Майлс @ 14 Jul 2015, 18:37 )
Aრავინ არ პასუხობს :-/ :-/
..........

"ახალი მზერა" ვაკეში, აბულაძის 32 ია მე მგონი. 50 ლარი ღირდა მე რომ ვიყავი.

Posted by: wol 22 Jul 2015, 08:59
სალამი ყველას

ესეიგი, დილით რომ ვიღვიძებ ისე მაქვს თვალები თითქოს რაღაც მეფარება ოდნავ და ხელს მიშლის გარკვევით ხედვაში. რამოდენიმე წუთით არის ეს, ხელპირის დაბანის შემდეგ რამოდენიმე წუთში გამდის. და ამ ბოლო დროს შევატყვე რომ რაღაც მომენტებში ფოკუსის გასწორება მიჭირსავით. თითქოს თვალი ვიბრირებს და ერთი სიტყვით მაგარი დაღლილი მგონია თვალი. სამსახურშ კომპ. სახლშ კომპ. + ამას ახლომხედველი ვარ -1,5 მდე მაქვს და სათვალეს არ ვიყენებ არასდროს. და ცოტა მძინავს. რა გამოვიყენო თვალის დასამშვიდებელი და აუცილებელია თუ არა სათვალის ტარება??

PS: ეს მინუსი ბავშვობიდან მაქვს. იქნება 10 წელზე მეტია ალბათ. ნუ მე რაც მახსოვს sad.gif

Posted by: anuuuki 23 Jul 2015, 09:16
გამარჯობა, იმედია მიპასუხებთ smile.gif
თვალები მეწვის საშინლად განსაკუთრებით საღამოს, სიცხეს ვაბრალებდი მაგრამ ეხლა დილასაც მეწვის და რა ვქნა? sad.gif

Posted by: Scoorp 23 Jul 2015, 18:09
http://goodnews.on.ge/news/1222-mecnierebma-shekmnes-tvalshi-chasacvetebeli-sitxe-romelic-katarakts-amarcxebs


მეცნიერებმა შექმნეს თვალში ჩასაწვეთებელი სითხე, რომელიც კატარაქტს ამარცხებს

კატარაქტაა სწორი ფორმა, მარა ეგ არაფერი
ნეტა მართლა იმოქმედოს
სერიოზული ნაბიჯი იქნება ოფთალმოლოგიისთვის up.gif

Posted by: happy dreamer91 28 Jul 2015, 14:55
გამარჯობა, სათვალის შუშამ შეიძლება მზეზე ყოფნისას კანი დაწვას თვალთან ახლოს?

Posted by: Poster 28 Jul 2015, 17:07
მხედველობა უარესდება ნელნელა sad.gif , სათვალეს ვხმარობ როცა კომპთან ვზივარ ტელევიზორს ვუყურებ და ა.შ .. ისე მოხსნილი მაქ ხოლმე .. მოკლედ მაგარი გაჭედილშივარ .. ვიცი მთავარი მტერი თვალების კომპიუტერი და ეკრანია საერთოდ რომელიც გამოხსივებით აფუჭებს თვალს მაგრამ მთელი ზაფხული რაუნდა აკეთო კაცმა ... თვალის ვარჯიშები ვნახე რაღაც და ვაკეთებ მაგას მაგრამ არვიცი შედეგს მოიტანს თუარა ... მერხევა რა

Posted by: Solveig 28 Jul 2015, 18:23
happy dreamer91
მე მგონი, კი.

სათვალის შუშა ფაქტიურად, ლინზაა რომელიც აფოკუსებს სინათლეს 1 წერტილში. ასე რომ, მზის სინათლის ფოკუსირება ვითომ რატომ არ არ გამოიწვევდა დამწვრობას?

Posted by: Choncxis mzera 2 Aug 2015, 22:13
გამარჯობა

ძალიან გთხოვთ მიპასუხეთ ამ ორ კითხვაზე


1) რატომ ხდება , რომ ერთი ადამიანი მეორესთან შედარებით გაცილებით მეტ ფერს ხედავს , ანუ უფრო მკაფიოდ აღიქვამს ფერებს
მაგალითად: რამოდენიმე კატეგორიის შავ ფერს ანსხვავებენ , როცა ვიღაცა მარტო ერთ შავ ფერსს ხედავს ...........
ორი შავი ფერის მატერია რომ დაანახო ერთი იტყვის შავიაო და ვსიო , მეორე კიდევ იტყვის : ერთი შავი უფრო მუქიაო



2) მართალია რომ ვისაც კარგი მხედველობა აქვს (ან მეტი რეცეპტორი აქ თვალში ან რავიცი რა საზომიცაა) ის უფრო ემოციური ადამიანია?
გამოთქმებიც ხო არის : ისეთი კეთილი ადამიანია თვალები უნათებსო ........ თვალი სულის სარკეაო და კიდევ ბევრია

თან , შიშის დროს ( შიში ხო ემოციაა) თვალის გუგებიც ხო ფრთოვდება , ააქვს რამე კავშირი?...

Posted by: Scoorp 2 Aug 2015, 23:55
Choncxis mzera



მეორე კითხვა ლოგიკასთან ახლოსაც არაა smile.gif

Posted by: GeorgeSword 3 Aug 2015, 00:22
ხალხ, მიპასუხეთ ძალიან გთხოვთ
წყვილი სათვალის ლინზა მაქსიმალური ხარისხის და ულტრა თხელი რა დამიჯდება საქართველოში?
+ ჩარჩო , რამე კარგი ბრენდის ორიგინალი
-4 მაქვს ორივე თვალში

Posted by: Choncxis mzera 3 Aug 2015, 13:08
Scoorp
QUOTE
მეორე კითხვა ლოგიკასთან ახლოსაც არაა



რატომ? ამიხსენი რა... რო ვერ გავიგე იმიტომაც ვიკითხე user.gif შეიძლება კითხვა არასწორედ დავსვი .

აბა თავიდან ვცდი

ანუ , აქიდან ვერ განასხვავებ რომელი უფრო ემოციური , მგრძნობიეარეა და რომელი უემოციო , ცივსისხლიანი და უგრძნობი ?



http://pix.ge/

http://pix.ge/

http://pix.ge/

http://pix.ge/

http://pix.ge/

http://pix.ge/

http://pix.ge/


წარმოვიდგინოთ რომ ბავშვი დაეცა და ტირის საცოდავად


ყველა გამოხატავს ემოციურ "თანადგომას"? ანუ იტყვის " ვააიმე , რა საცოდავი ბავშვიაააა " ?

Posted by: ninikei13 5 Aug 2015, 13:27
გამარჯობა, ვინმე თუ იყენებთ იქნებ იცოდეთ რომელ აფთიაქებში იყიდება ხელოვნური ცრემლი დროპ სტარი? ვერ ვპოულობ sad.gif

Posted by: ranhh 13 Aug 2015, 13:42
ვიზინის გამოყენება დღეში მხოლოდ 4 ჯერ შეიზლება ისიც ალბათ მხოლოდ 4 დღით?

Posted by: i_am_goddess 14 Aug 2015, 14:19
თვალები მტკივა..
იმდენად რომ თავის ტკივილში გადამდის..
სათვალე წესით დანიშნული მაქვს მაგრამ ხან ვიკეთებ ხან არა...

Posted by: MasterJC 14 Aug 2015, 23:08
1. თუ სათვალე გაქვს (შორი ხედვისათვის), და არ იყენებ, რამდენად დიდია შანსი რომ ფოკუსი შეგეცვალოს მხედველობის და რაღაც დროის მერე ვეღარ გამოიყენო ეს სათვალე?

ექიმმა დამიწერა ზომები, მე კი საკმაოდ დაგვიანებით გავაკეთე, სადღაც 8 თვის მერე და გამიჭირდა სათვალის ტარება, ძლივს შევეჩვიე. და
ადრეც მქონია სათვალე, საკმაო ხანს ვატარე, ოღOნდ ეს პრობლემა მაშინ არ მქონია

2. ბოლო პერიოდში თვალის თეთრი გარსი მიწითლდება. ამისი მიზეზი უძილობა ან ძილის ნაკლებობა შეიძლება რომ იყოს?

3. ლინზები სჯობს თუ სათვალე? არასდროს მქონაი ლინზები და მაინტერესებს


მადლობა წინასწარ თუ ვინმე შეძლებს რომ მიპასუხოს

Posted by: suzu 16 Aug 2015, 00:43
გამარჯობა,იქნებ დამეხმაროთ ვინმე. ბავშვს ფოტო და ვიდეო გადაღების დროს აქვს უცნაური ფერის გუგები როდესაც სპიჩკით ვიღებტ. მოვიზიე ინფორმაცია და რეტინობლასტომას ცოდნია მსგავსი , რომელსაც ფოტოაპაარატინაადრევად აფიქსირებს, იქნებ დამაკვალიანოდ სად შეიძლება მივიყვანო ბავშვი რომ გავასინჯო ექიმს და დაუსვან სწორად დიაგნოზი, და შემოქმდეს რეტინობლასტომაზე>?მადლობა წინასწარ

Posted by: MasterJC 16 Aug 2015, 01:05
QUOTE (suzu @ 16 Aug 2015, 00:43 )
გამარჯობა,იქნებ დამეხმაროთ ვინმე. ბავშვს ფოტო და ვიდეო გადაღების დროს აქვს უცნაური ფერის გუგები როდესაც სპიჩკით ვიღებტ. მოვიზიე ინფორმაცია და რეტინობლასტომას ცოდნია მსგავსი , რომელსაც ფოტოაპაარატინაადრევად აფიქსირებს, იქნებ დამაკვალიანოდ სად შეიძლება მივიყვანო ბავშვი რომ გავასინჯო ექიმს და დაუსვან სწორად დიაგნოზი, და შემოქმდეს რეტინობლასტომაზე>?მადლობა წინასწარ

ოფთალმოლოგთან
კლინიკა "ახალი მზერა" სცადე, კარგი ექიმებია, როცა დამჭირდა, აკრგად დამეხმარნენ, ავერსსის კლინიკასაც არ ჰყავს ურიგო ექიმები.

Posted by: BloodElf 19 Aug 2015, 17:09
გამარჯობა smile.gif მეუღლეს დაემართა ასეთი რამ ცალ თვალში (მარცხენა) დაახლოვებით ხუთი წუთით დაკარგა მხედველობა.. თავიდან საერთოდ ვერ ვხედავდიო მერე ხაზებივით გაჩნდაო და მერე ისევ აღუდგა.. პირველად, ზეზე იწვა იმ დღეს და რამდენიმე საათში დაემართა.. მეორედ გასული იყო გარეთ მთელი დღე და ისევ გაუმეორდა იგივე თვალში.. გაესინჯა ოფთალმოლოგს რომელმაც ვერანაირი დარღვევა ვერ აღმოაჩინა.. ასევე იყო ნერვოპატოლოგთან იქაც არაფერი.. ერთადერთი მაინც თავის დასაზღვევად ტომოგრაფია გაიკეთეო ექიმმა მაგრამ ნუ ჯერ შესაძლებლობა არ არის მაგის smile.gif .. მე რატომღაც მგონია რომ სიცხის ბრალია დიდხანს უწევს მზეზე ყოფნა.. თქვენი აზრიც მაინტერესებს smile.gif ჰო და გამიგია ასევე "снежная слепота" ქართულად არ ვიცი რა ქვია.. შეიძლება თუ არა რომ ეს იყოს?

Posted by: tarzana1997 19 Aug 2015, 22:19
მაქვს ასტიგმატიზმი ასევე სხვადასხვა მინუსი თვალებში (- 1.5 -3)რამდენად შესაძლებელია ოპერაციით ამის განკურნება?
ან აქ ან საზღვარგარეთ.

Posted by: MasterJC 20 Aug 2015, 17:52
QUOTE (BloodElf @ 19 Aug 2015, 17:09 )
გამარჯობა smile.gif მეუღლეს დაემართა ასეთი რამ ცალ თვალში (მარცხენა) დაახლოვებით ხუთი წუთით დაკარგა მხედველობა.. თავიდან საერთოდ ვერ ვხედავდიო მერე ხაზებივით გაჩნდაო და მერე ისევ აღუდგა.. პირველად, ზეზე იწვა იმ დღეს და რამდენიმე საათში დაემართა.. მეორედ გასული იყო გარეთ მთელი დღე და ისევ გაუმეორდა იგივე თვალში.. გაესინჯა ოფთალმოლოგს რომელმაც ვერანაირი დარღვევა ვერ აღმოაჩინა.. ასევე იყო ნერვოპატოლოგთან იქაც არაფერი.. ერთადერთი მაინც თავის დასაზღვევად ტომოგრაფია გაიკეთეო ექიმმა მაგრამ ნუ ჯერ შესაძლებლობა არ არის მაგის smile.gif .. მე რატომღაც მგონია რომ სიცხის ბრალია დიდხანს უწევს მზეზე ყოფნა.. თქვენი აზრიც მაინტერესებს smile.gif ჰო და გამიგია ასევე "снежная слепота" ქართულად არ ვიცი რა ქვია.. შეიძლება თუ არა რომ ეს იყოს?

თოვლის სიბრმავე იცის თოვლმა და კაშკაშა შუქმა.

მემგონი სიცხის ბრალია წნევა დაუვარდა, როცა დაბალი გაქვს წნევა, მკვეთრ მოძრაობაზე წამიერი თვალის დაბნელება იცის

Posted by: nadusa 21 Aug 2015, 02:58
ძალიან ცუდი ამბები მაქ , მოკლედ წინაზე რომ მტკიოდა თვალი და მეწვოდა რაღაცნაირად გენტამიცინით და ალბუციდით გადავაგორე და ჰმმმ თურმე სად ვარ .
2 კვირაში თავიდან შემომიტია , ნუ ისევ ისინი ჩავიწვეთე ჩემით და არ მიშველა და ბოლოს უკვე 1 კვირის ტავზე თვალი ისე გაწითლდა ვამპირი ვიყავი ჩვეულებრივი ))
ცრემლდენა 24 სთ და იმ დონემდე მივედი ვაბშე ვერ ვაღებდი თვალს . მივედი ახალ მზერაში და მწვავე კონუქტივიტი გაქვსო , რაღაც გართულებებით დაჟე , ვირგანის მალამო დამინიშნეს დღეში 4 ჯერ ვიგამოქსი 5 ჯერ დღეში და ოქუთეარსი ყოველ 1 საათში ,

4 დღეა ამათ ვიწვეთებ და ვისვამ და შედეგი აქვს ცოტა თითქოს გათეთრდა გარსი და ცრემლიც იმდენი აღარ მაქ
ვნახოთ რა იქნება
საშინელება ყოფილა

თვალში თითს სანამ ამოისვამთ ან მოიფხანთ ან რამე კარგად დაიბანეთ და ისე ქენით ან საერთოდ ნუ იზამთ !

Posted by: Saalukaa 1 Sep 2015, 11:54
გამარჯობა,
თუ გაქვთ ინფორმაცია დვალის კლინიკაში ან თუნდაც სხვაგან, მხედველობის კორექცია რა ჯდება ორივე თვალზე ასტიგმატიზმთან ერთად?

Posted by: Natuka NGN 4 Sep 2015, 13:14
მეგობრებო, აქაურებს თუ გქონიათ შეხება ოფთალმოლოგ ქეთევან მამამთავრიშვილთან? მაინტერესებს ხართ თუ არა კმაყოფილები და ზუსტად შეგირჩიათ თუ არა სათვალე.

Posted by: Scoorp 4 Sep 2015, 13:27
Natuka NGN


მე დავდიოდი ადრე
სათვალე სწორად შემირჩია თავის დროზე smile.gif

Posted by: Natuka NGN 4 Sep 2015, 16:04
Scoorp
უი, რა კარგია რომ გამომეხმაურე. არ ვიცი რა ასაკში იყავი, ბავშვი უნდა მიიყვანოის ცემმა მეგობარმა და მაინტერესებდა, 9 წლის ბავშვს რომ ურგებს სათვალეს თუ ამზადებს წინასწარ ატროპინით თუ პირდაპირ ნიშნავს.

Posted by: Scoorp 4 Sep 2015, 16:23
Natuka NGN

არ მახსოვს სიმართლე გითხრა როგორ ნიშნავდა
მაგრამ ლოგიკურად ატროპონით და გაფართოებული გუგით სათვალეს ვერ დანიშნავს
სათვალის დანიშვნამდე ერთი ვიზიტი შეიძლება დასჭირდეს რო თვალი შეამოწმოს
ზუსტად არ ვიცი ოღონდ ))

Posted by: Natuka NGN 4 Sep 2015, 16:39
Scoorp
არადა ატროპინით გაფართოებული გუგით რომ მინიშნავდნენ, ის სათვალე ყოველთვის იდეალურად მერგებოდა მე პირადად. ისე დანიშნულზე სულ პრობლემა მქონდა მერე. ჩვენ ის გვაინტერესებდა, სათავლის შერჩევისას აწვეთებს თუ არა ბავშვს ატროპინს. წინასწარ ამზადებს თუ არა, გმადლობთ. smile.gif

Posted by: Datvex7 5 Sep 2015, 02:18
გამარჯობათ,მარცხენა თვალზე მჭირს სიზარმაცე და რით შემიძლია ვუშველო,ან რა გზას მივმართო დამაკვალიანეთ ვინმემ,ექიმი მაინც მირჩიეთ 18 წლის ვარ და სულ ვერ ვიყურები ამ თვალში ძაან შემეშინდა უკვე,საშინელი ტკივილები მაქვს თავის,თვალიდან გამოწვეული

Posted by: teonaj307 5 Sep 2015, 21:51
Gamarjoba.tvalze,qututoze gamomivida dzalian mcire zomis tetri wertili,romelic shexebit mtkivneulia,chveni winaprebi amas ququs edzaxenen,xom ver damexmarebit ra hqvia amas samedicino enaze?mainteresebs rata shesabamisi preparati movdzebno

Posted by: ll1992 10 Sep 2015, 14:03
tarzana1997
ძალიან მარტივად, ლაზერული ოპერაცია კეთდება . მე ცაპურებ დაახლოებიფ იგივე პრობლემა მაქვს.

Posted by: krakadzil 11 Sep 2015, 18:05
ლინზებით აბაზანაში ბანაობა თუ შეიძლება?:დ

Posted by: VAK-111 18 Sep 2015, 16:06
გამარჯობა,
მაქვს ასტიგმატიზმი + 2,5 (მარცხენა) და +0,75 (მარჯვენა), რომელიც არ პროგრესირებს უკვე წლებია, სხვა პრობლემა არ მაქვს ზოგადად კომპიუტერთან მუშაობით გამოწვეული სიმშრალის გარდა.
1. მაინტერესებს რამდენად მართებულია +1,5 ; +0,5 სათვალის დანიშვნა ამშემთხვევაში. (სათვალე მაქვს და ნორმალურად ვხედავ, უბრალოდ რატომ არ ინიშნება +2,5 ; +0,75 პირდაპირ ეგ მაინტერსებს)
2. ასევე მაინტერესებს ლაზერული კორექცია რამდენად შედეგიანია, რამდენად უსაფრთხო და უმტკივნეულო და რა გართულებები შეიძლება მოყვეს მოკლე ან გრძელვადიან პერიოდში? სურვილი მაქვს მაგრამ შესაძლო რეალური რისკები არ ვიცი და მინდა უფრო ღრმად გავერკვიო ამ საკითხში თუ ვინმეს რამე ინფორმაცია გაქვთ. რამდენად გამოცდილია ასტიგმატიზმის ლაზერული კორექცია და წლების მერე ხომ არ არის რისკი რომ უარესი შედეგი იქნება რომელიც მხედველობის გაუარესებას გამოიწვევს.

Posted by: cheburasha 22 Sep 2015, 11:24
თვალის ინფექციურ დაავადებებს ვინ და სად მკურნალობს ყველაზე კარგად? მირჩიეთ ვის მივაკითხო?

Posted by: lasha16 6 Oct 2015, 02:12
გამარჯობათ

თვალის კუნთის სპაზმი მაქვს როგორც მთხრა ოფთალმიჯმა. სიმშრალეც მაქვს და slezol forte-ს ვიწვეთებ ამისათვის.

რაც შეეხება სათვალეს, კომპიტუერთან მიწევს დიდხანს ყოფნა, ამიტომ თვალის კუნთი კდიევ უფრო იტვირთება... ოფთალმიჯმა მითხრა, სათვალე უნდა გაიკეთო ანტირეფლექსურიო.

სათვალის რეცეპტი ასეთია
sph +0.5
dpp 68 მმ
საკითხავი, კომპიუტერისთვის და ანტირეფლექსური დაფარვით.

თქვენ ხომ ვერ მეტყვით სად შეიძლება ასეთი სათვალის დამზადება? ფასი და ხარისხი როგორი აქვთ?

გმადლობთ

Posted by: Andy_Kaufman 9 Oct 2015, 14:43
გამარჯობა

ხომ არ იცით სათვალეზე ხიდის მაქსიმალური ზომა რაარი?

ანუ 25 მმ იანი ხიდის მქონე სათვალე მხედველობის ლინზებისთვის გამოდგება?

Posted by: nikkkkk 29 Oct 2015, 18:37
გამარჯობათ, ხომ არიცით სად შემილია ვიყიდო მიდაქსი? ვერ ვშოულობ ვერსად

Posted by: Alice_In_Wonderland 30 Oct 2015, 18:19
არ ვიცი რამდენად შეიძლება თემაში ექიმის სახელის და გვარის ხსენება, თუ არ შეიძლება წამიშალეთ :დ
მოკლედ, რამაზ ცინცაძე იცით ოFთალმოლოგი ესეთი? თუ იცით როგორია? ან ოფთალმოლოგი მირჩიეთ სადმე ვინმე კარგი smile.gif)

და კიდევ, ძლივს თავი მოვაბი ჩარჩოს ყიდვას, ლინზებიდან სათვალეზე მინდა რომ გადავიდე და ალბათ შუშებში განსხვავება იქნება, რომლებია კარგი, როგორი შუშები ჩავასმევინო და პლუს კარგი ხელოსანი მინდა, ჩემი ციმციმჩამოტანილი ჩარჩო არ დამიზიანონ სადმე biggrin.gif

Posted by: Scoorp 30 Oct 2015, 23:14
Alice_In_Wonderland


თავისებური კაცია (პაციენტებთან ურთიერთობაშიც გამოიხატება და იმიტო ვახსენე)
როგორც ექიმი კარგია

Posted by: exterial 31 Oct 2015, 12:27
თვალები მაქ ჩაშავებული
ნორმალურად მძინავს 8-10 საათი
წონაში მაქ დაკლებული დაახლოებით 18 კილო და მგონი მაგისმერე შემეტყო ნუ ხალხი ეგრე მეუბნება

ვისთან მივიდე ?

Posted by: shavela100 31 Oct 2015, 18:48
აქ მარტო კითხვებს ვხედავ და რეალურად პასუხობს ვინმე ????

Posted by: Alice_In_Wonderland 3 Nov 2015, 19:45
Scoorp
QUOTE
თავისებური კაცია

მიყვარს თავისებური ხალხი :დ

ჯაბადარში რომ არის შაბათობით ვიცი, მაგრამ მანდ დაზღვევა არ ამინაზღაურებს და კიდევ რომელ კლინიკაშია ხომ არ იცი? ვიცი სადღაც რომ არის მაგრამ სად არ ვიცი sad.gif

Posted by: Scoorp 3 Nov 2015, 19:55
Alice_In_Wonderland





კურაციოშია smile.gif)





Posted by: Alice_In_Wonderland 3 Nov 2015, 22:18
Scoorp

არც კურაციო არ არის, ჯანდაბა

მადლობები: ))

Posted by: T@K 9 Nov 2015, 18:46
მიდაქსს ან ციკლოპლეგიქს მართლა ვერ ვიშოვი ისე რო არ დამიჭირონ? ))) ვაბშვს აქვს სპაზმი და მხოლოდ ვარჯიშები დაუნიშნეს, რომელიც ან მოუხსნის, ან არა. რას ვეცე? ეს წვეთები მოუხსნიდა, მაგრამ ვერ იყიდი ვერსადო, ვიღაცეები კაიფობენ თურმე თვალის წვეთებით :|

Posted by: Scoorp 9 Nov 2015, 19:36
T@K


მიდაქსზე როდის აქეთაა ეგეთი ამბავი?
არც რეცეპტით გაიცემა?

Posted by: T@K 9 Nov 2015, 22:03
რავიცი არაო, შავ ბაზარზე თუ იშოვიო ექიმმა smile.gif
* * *
რჩევა მჭირდება : ( ბავშვი არის 6 წლის, პირველ კლასში, აქვს ახლომხედველობა - 2.5, გამოკვლევა აჩვენებს რომ რეალურად არა აქვს ამდენი, მაგრამ კუნთი არის პაზმურ მდგომარეობაში და ამის გამო თვალი ითხოვს -2.5 სათვალეს, რო კარგად დაინახოს შორს. სკოლაში ვერ ვაკონტროლებ სათვალის მოხსნა-გაკეთების ამბავს, არადა ექიმმა მითხრა, ახლოს ყურების დროს კატეგორიულად არ შეიძლებაო, ანუ წერა კითხვის დროს ეკეთოსო, ამას კიდე ავიწყდევა მოხსნა და უკეთია :| ხოდა საერთოდ არ გავაკეთებინო სკოლაში და დაფაზე ყურებისას დაეძაბოს თუ მუდმივად ეკეთოს? რომელი უფრო საზიანოა ვერ ვხდები, ძალიან ჩაინიკი ვარ ამ საკითხში, ჯერ კიდე ეხლა ვერკვევი თვალის კუნთის სპაზმი რა არის. მირჩიეთ რამე : /
* * *
მიდაქსს დღეს ფსიქოტროპულშიც მივაკითხე და არაოო, ამოღებულია საერთოდ ყველა აფთიაქიდანო

Posted by: Hermyon 16 Nov 2015, 00:23
კომპთან დიდი ხნის განმავლობაში ჯდომის გამო მარცხენა თვალი მტკივა საშინლად, თან გაწითლებული მაქვს
რამე ჩასაწვეთებელს ვერ მირჩევთ?

Posted by: shavela100 18 Nov 2015, 13:59
საყოველტაო დაზღვევა დამიფინანსებს, ლაზერულ კორექციას??? smile.gif

Posted by: Scoorp 18 Nov 2015, 14:42
shavela100




არა როგორც ვიცი

თუმცა დარეკო ცხელ ხაზზე შეგიძლია და იკითხო მაინც

მგონი შაქარი თუ აქვს ადამიანს რაღაც გამონაკლისია მაგ შემთხვევაში

Posted by: gigsona2 22 Nov 2015, 10:37
მეზატონი დამინიშნა 1 თვით ექიმმა 2-2 წვეთი ჩაიწვეთე 3 ჯერო ძილის წინ ანუ სულ ჯამში 6-6 წვეთი. რას მირჩევს ღირს? 20 წლის ვარ, შორს მიჭირს ხედვა, გადაღლილი გაქვს თვალებიო biggrin.gif ამას მეუბნებიან რავი 10 წლიდან , სათვალეს არ მინიშნავენ არაა საჭიროო,არადა მეგობრის სათვალეს რო ვიკეთებ მერე ვხდები თუ რა "ნათელია" სამყარო, და ჩემი თვალებით 5-7 მეტრში სახეებს ვერ ვარჩევ.... რას მირჩევთ?
ისე ჩემი აზრით ქლორიანმა წყალბა გამიფუჭა თვალები, ექიმები უარყოფენ ამას მაგრამ რაც აუზთან დავძმაკაცდი მას მერე დამეწყო ეს პრობლემმა,, წყლის სათვალე ცხოვრებაშI არ გამიკეთებია, ქლორიანი წყალი თავიდან ძაან მიღიზიანებდა თვალებს მაგრამ როგორც თვალები ასევე ორგანიზმიც მიეჩვია ამ ყველაფერს, ეხა ქლორში რო ჩავდო თვალები რეაქციაც არ მექნება ისე მივეჩვიე...

Posted by: kande1995 22 Nov 2015, 13:43
ახლომხედველი ვარ და ერთი რათაც აღმოვაჩინე, როდესაც ხელს მოვკუმავ და პატარა ხვრელს დავტოვებ და იქიდან ვიყურები კარგად ვხედავ რატომღაც და იქნებ ახსნათ მცოდნე ხალხმა რა ხდება ამ დროს ანუ როცა პატარა ხვრელიდან ვიყურები შორს რატომ ვხედავ კარგად:დდ?

Posted by: Alice_In_Wonderland 22 Nov 2015, 21:50
ვიყავი ცინცაძესთან, მართლა უცნაური კაცია, მაგრამ მომეწონა
ერთ სიტყვას არ ამბობს ზედმეტს biggrin.gif
თვითონ მომაყარა კითხვები და დღეს მეტი არაფერი არ მკითხო შემდეგზე ვილაპარაკოთო biggrin.gif

Posted by: happy dreamer91 24 Nov 2015, 18:20
Alice_In_Wonderland
მე მედეა პაპავასთან დავდივარ, თოდუაში, კმაყოფილი ვარ.

Posted by: Alice_In_Wonderland 25 Nov 2015, 01:23
happy dreamer91
ბევრმა მირჩია ეს კაციც,
ხვალ მივდივარ მეორე ვიზიტზე და ჩამოწერილი მაქვს კითხვები, უნდა დავაყარო biggrin.gif

პ.ს. ერთი სული მაქვს ჩემს სათვალეს როდის გავაკეთებინებ love.gif
* * *
ხალხო, კონტაქტური ლინზების მოუხსნელად მხედველობის დიაგნოსტირება ხდება?
დღეს ვიყავი და ლინზები არ მომახსნევინა ისე დამინიშნა სათვალეც და ლინზაც :/
საგონებელში ვარ, გავაკეთებინო სათვალე ამ რეცეპტით თუ გადავამოწმო ვინმესთან

Posted by: Pac. 26 Nov 2015, 15:33
სად მივიდე ანალიზზე მირჩიეთ რა ვინმემ ? smile.gif
საბურთალო/ვაკე - ტერიტორიაზე
- მაქვს სავარაუდოდ და სათვალე თუ ლინზა ? რომელს მირჩევთ ?

Posted by: tako44 28 Nov 2015, 00:35
T@K
მე თავად ვარ ახლომხედველი და წიგნს ნორმალურად ვკითხულობ, შორს ვერ ვხედავ. ანუ ახლომხედველი ხედავს ახლოს კარგად, შორს უჭირს. თუ მანდ დაფიდან რვეულში დავალების ჩაწერაზეა საუბარი, მაშინ უნდა ეკეთოს ყველა ვარიანტში. თუ მხოლოდ წიგნთან მუშაობს, მაშინ არ იძაბება თვალი.
Alice_In_Wonderland
პირველად მესმის მსგავსი რამ. მე ყოველთვის მხსნიდნენ ლინზებს, როცა კონტროლზე მივდიოდი.
Pac.
პირადი გამოცდილებით გირჩევთ ნინო კვარაცხელიას "ახალ მზერაში" smile.gif

Posted by: shavela100 29 Nov 2015, 01:58
kande1995
დილეტანტი ვარ მაგ საკითხში და გეტყვი რომ სათვალეც მეტი კი არაფერს აკეთებს რაც ეგ "ხვრელი" საგნები იმაზე შორს მიაქვს და აწვრილებს რომ უფრო კარგად დაინახო..+ შეიძლება ასტიგმატიზმი გჭირს.

Posted by: Alice_In_Wonderland 29 Nov 2015, 02:35
tako44
ანუ რაც ლინზა მქონდა იმას დაუმატა ...

აუ სხვებს იქნებ გქონიათ პრაქტიკაში??


* * *
QUOTE
ხალხო, კონტაქტური ლინზების მოუხსნელად მხედველობის დიაგნოსტირება ხდება?
დღეს ვიყავი და ლინზები არ მომახსნევინა ისე დამინიშნა სათვალეც და ლინზაც :/
საგონებელში ვარ, გავაკეთებინო სათვალე ამ რეცეპტით თუ გადავამოჰწმო ვინმესთან


????

Posted by: Gio25 1 Dec 2015, 20:53
ვინმემ ამიხსენით როგორ ხდება ბროლის გამოცვლა . ანუ ოპერაციის დროს რას უკეთებენ თვალს .

Posted by: LostGirl 5 Dec 2015, 13:06
გამარჯობა,
სასწრაფოდ მჭირდება კომპეტენტური რჩევა! დიდი ხანია ცრემლდენა მაქვს თვალებიდან, განსაკუთრებით მარცხენა თვალიდან. ზაფხულში გავიკეთე ზონდირება, ძლივს გამიხსნეს არხები, ცრემლი შემცირდა, მაგრამ ბოლომდე არ შეწყვეტილა. მეორედ სხვა კლინიკას მივმართე და იქ საერთოდ აღარ გამიკეთეს ზონდირება, სანამ ცხვირის ძგიდეს არ გაისწორებ, არაფერს აზრი არ აქვსო. 13 წლის წინ მაქვს ცხვირი დარტყმული და ამას აბრალებენ ცრემლდენას. მიჭირს დაჯერება, რომ ამდენი ხნის მერე გამიჩინა ცხვირმა პრობლემა. როგორ მოვიქცე? ძგიდეს ჯერ ვერ გავისწორებ და თვალს რა ვუყო? სულ რომ შემიხორცდეს საცრემლე არხები, მერე ხომ გამოცვლაც დამჭირდება?

Posted by: AJIKA 5 Dec 2015, 23:59
იქნებ მიპასუხოთ რა დაავადება არის ,,ამიოტროპია" და იგივეა თუა არა ,,ჰიპერმეტროპია", ან ,,პრესბიოპია"
* * *
ჩემი სადაზღვევო არ აფინანსებს ,,ამიოტროპიას". დიაგნოზი არის ,,ჰიპერმეტროპია" და უარი თქვეს ამ გამოკვლევის დაფინანსებაზე.რა შუაშია ეს ორი დიაგნოზი ერთმანეთთან? იქნებ მიპასუხოთ. წინასწარ დიდი მადლობა.

Posted by: gugamaxara 6 Dec 2015, 20:10
გამარჯობათ
რაღაც კითხვა მაქვს, ვხმარობ სათვალეს, მაქვს ასტიგმატიზმი, ორივე თვალში სხვადასხვა მინუსი -2 და -1.5 თუ არ ვცდები, ოპერაციის გაკეთება მინდოდა, დავრეკე ახალ მზერაში და მითხრეს კეთდება თქვენ რაც გჭირთო და მოდითო მივედი, გადავიხადე 100 ლარი და ამის შემდეგ მითხრეს, რომ სამწუხაროდ ოპერაციის გაკეთების შემდეგ შეიძლება აღგიდგეთ ან უფრო დაგაკლდეთო და ვერ გავიგე, მაგარი გულდაწყვეტილი წამოვედი, არის ასეთი შემთხვევები და იკურნება თუ არა ოპერაციით?

Posted by: kinomani20 29 Dec 2015, 21:45
მინდა გაგიზიაროთ ჩემი გამოცდილება. ტრავმის შედეგად ჩამომეშალა ბადურა და მივედი ნიუ გოსპიტალში თვალის განყოფილებაში , სწორედ მაშინ დაიწყო ჩემი პრობლემები და არა მხოლოდ ჯანმრთელობის. ნერვული სესტემის მოშლა და ფინანსური პრობლემები ეს ის მცირედია რაც დამმართეს მაგ ფულის საკეთებელ ქარხანაში. ყველაფერი მიმართული აქვთ იმისკენ რომ რაც შეიძლება ბევრი ფული გამოღლიტონ ბიუჯეტს ანუ საყოველთაო დაზღვევას და მარტო 1 კონსულთაცია დამიჯდა 110 ლარი და შემდაეგი კონსულტაციები თუ ერთი თვის შუალედს არ აჭარბებდა 35 ლარი თუ 1 თვეზე მეტი 75. გამიკეთეს ლაზერული დამააგრება ბადურის რომელიც დაჯდა 400 ლარი მაგრამ ეგ არ მაკმარეს მითხრეს ამან შეიძლება კარგად ვერ დაამაგროსო.( მაშინ რატო გამიკეთეს? ფულის შოვნა ნომერი 1 ) გამიკეთეს ოპერაცი ბადურის დამაგრების 3550 ლარი , ამ თანხაში შეიყვანეს ამერიკული ბროლის თანხა რომლის გამოცვლასაც არც აპირებდნენ და ოპერაციის დროს თვალში შემიყვანეს სილიკონი , მერე მითხრეს ამ სილიკონის ამოღება იქნება საჭიროო 4 თვის მერე და გაამზადე 1200 ლარიო , 4 თვის მერე მითხრეს სილიკონმა ბროლი აამღვრია და ეგეც უნდა გამოიცვალოსო. ამ თანხას დაემატა 900 ლარი ბროლის თანხა რომელიც ერთხელ უკვე აიღეს. ოპერაცია დაჯდა 2200 ლარი . ეხლა მხედველობა მაქვს 10 პროცენტი თუმცა მპირდებოდნენ 100 ს და ვალები ბანკებში. ამ ყველაფრის უკან დგას ნიუ გოსპიტალის ადმინისტრაცია და ვითომ ექიმები მიხეილ ომიაძე და მიხეილ გაბრიჩიძე.

Posted by: Corvette 30 Dec 2015, 18:20
გამარჯობა

დაახლოებით ბოლო 1 თვეა მარცხენა თვალზე გამიხშირდა , აი რაღაცას რო უყურებ და უცბად რგოლები რო ჩნდება ან იმ რაღაცის მიმართულებით ან გვერდზე მაგალითად , ასევე ღამე დაძინებისას თალებს რო დავხუჭავ იქ ჩნდება ეგ რგოლები , ლამისაა გამაგიჟოს . ბოლო დღეებია საერთოდ ღამე დაძინებაც მიჭირს , თვალებს ვერ ვხუჭავ , იმდენად დაძაბული მაქვს კომპიუტერიდან რომ ვდგები . ასევე მარცხენა თვალი როცა ამტკივდება ხოლმე იმ წამშივე მთლიანად მარცხენა მხარე კისრიდან გულამდე გეგომება რაღაც გჩხვლეტსო რაღაც დაჭიმულივით არისო და მინდა რომ ხელით ამოვიგლიჯო გული ისეთი შეგრძნება მაქვს ხოლმე . ბოლო ორი-სამი დღეა ვგრძნობ რომ მარჯვენა თვალშიც იგივე მემართება , შედარებით მსუბუქად ოღონდ user.gif რაღაც პატარა ტესტივით ვაკეთებ ხოლმე , დახუჭულ თალზე ვიდებ თითს და რომელი თვალიც უფრო გამაგრებულია ჩემი ჭკუით ის თვალი უფრო დაძაბულია და სწორედ ვშვრები ? biggrin.gif


რამდენად საშიშია ეს და ასე ვთქვათ თუ გავაქრომ ამ რაღაცას ?

შეიძლება ცუდად ავხსენი იმათთვის ვისაც ეს პრობლემა არ აწუხებს , მაგრამ სხვანაირად ახსნა შეუძლებელია და ვისაც ასე ემართება ალბათ ის გამიგებს .

გადავხედე პოსტებს და მგონი აქ არავინ არ წერს .

Posted by: Lockhead 14 Jan 2016, 00:14
ამ ბოლო დროს შავი წერტილოვანი მკვეთრი ლაქები დამყვება დღის შუქზე და რისი ბრალი შეიძლება იყოს. ვარ ახლო მხედველი, ასტიგმატიზმით.

Posted by: kaxanoza 14 Jan 2016, 13:28
სალამი,
მოკლედ ვეძებ ნორმალურ ფასიან სათვალის, ოპტიკის მაღაზიას (არა მზის), ლინზების (დიოპტრიანის) შეკვეთაც რომ შეიძლებოდეს იქვე და სათვალის ჩარჩოების დიდი არჩევანიც რომ იყოს როგორ დიდისთვის ასე ბავშვისთვის.... მგონი გასაგებად ავხსენი.....

თუ ვინმემ იცით და უწევთ რეკომენდაციას, ნუ დაიზარებთ და მომწერეთ...

მადლობთ წინასწარ...... 2kiss.gif

Posted by: ნიკა 16 Jan 2016, 15:52
QUOTE (kinomani20 @ 29 Dec 2015, 21:45 )
მინდა გაგიზიაროთ ჩემი გამოცდილება. ტრავმის შედეგად ჩამომეშალა ბადურა და მივედი ნიუ გოსპიტალში თვალის განყოფილებაში , სწორედ მაშინ დაიწყო ჩემი პრობლემები და არა მხოლოდ ჯანმრთელობის. ნერვული სესტემის მოშლა და ფინანსური პრობლემები ეს ის მცირედია რაც დამმართეს მაგ ფულის საკეთებელ ქარხანაში. ყველაფერი მიმართული აქვთ იმისკენ რომ რაც შეიძლება ბევრი ფული გამოღლიტონ ბიუჯეტს ანუ საყოველთაო დაზღვევას და მარტო 1 კონსულთაცია დამიჯდა 110 ლარი და შემდაეგი კონსულტაციები თუ ერთი თვის შუალედს არ აჭარბებდა 35 ლარი თუ 1 თვეზე მეტი 75. გამიკეთეს ლაზერული დამააგრება ბადურის რომელიც დაჯდა 400 ლარი მაგრამ ეგ არ მაკმარეს მითხრეს ამან შეიძლება კარგად ვერ დაამაგროსო.( მაშინ რატო გამიკეთეს? ფულის შოვნა ნომერი 1 ) გამიკეთეს ოპერაცი ბადურის დამაგრების 3550 ლარი , ამ თანხაში შეიყვანეს ამერიკული ბროლის თანხა რომლის გამოცვლასაც არც აპირებდნენ და ოპერაციის დროს თვალში შემიყვანეს სილიკონი , მერე მითხრეს ამ სილიკონის ამოღება იქნება საჭიროო 4 თვის მერე და გაამზადე 1200 ლარიო , 4 თვის მერე მითხრეს სილიკონმა ბროლი აამღვრია და ეგეც უნდა გამოიცვალოსო. ამ თანხას დაემატა 900 ლარი ბროლის თანხა რომელიც ერთხელ უკვე აიღეს. ოპერაცია დაჯდა 2200 ლარი . ეხლა მხედველობა მაქვს 10 პროცენტი თუმცა მპირდებოდნენ 100 ს და ვალები ბანკებში. ამ ყველაფრის უკან დგას ნიუ გოსპიტალის ადმინისტრაცია და ვითომ ექიმები მიხეილ ომიაძე და მიხეილ გაბრიჩიძე.

ეჰ. როგორც ჩანს ჩაბარდა ისტორიას ჩემი ამბავი 2008-2009 წელში მაგ კანტორამ რომ დამაბრმავა ცალ თვალზე. ბადურის პრობლემა მქონდა მეც და ჯერ ქალმა (თუ არ ვცდები მანანა კოღუაშვილი ?) გამიკეთა ოპერაცია, პლომბირება და არ მიშველა. მერე მანდ კიდევ მესამე ექიმი იყო იმას უნდა გაეკეთებინა ვიტრექტომია (აი შენ პირველი ოპერაცია რაც გაგიკეთეს ეგ) და მაგის მაგივრად ისევ პლომბირება გამიკეთა, და თან თვალი გამიხვრიტა. მაგანაც რო არ მიშველა ახლა ვიტრექტომიას გაგიკეთებო. რომ მივხვდი რო აზრი არ ჰქონდა აქ ფულის ყრას, მერე წავედი ერევანში და იქ კი მიშველეს მაგრამ ისეთი ნატანჯიაო ამდენი ოპერაციით შენი თვალიო რომ ვერანაირ გარანტიას ვერ მოგცემთო. 2 წელი არაუშავდა და მერე კონტაქტური ლინზის ამოღებისას ისევ კაპილარი გამისკდა და დაერხა ბადურას. ბოლოს ის სილიკონის ზეთი სამუდამოდ დამიტოვეს თვალში და მხედველობის არის ასე 20-30% თუ დარჩა. ცენტრში მხედველობა აღარ მაქვს თითქმის და მოკლედ მარტო ის აზრი აქვს ამ თვალს ახლა რომ არ გარბის არსად (მხედველობას რომ კარგავ მაგ დროს თვალი გარეთ ტრიალდება ხოლმე და უშნოდ ჩანს sad.gif )

სამაგიეროდ ჩემ ძმას ბურთი რომ მოხვდა და იგივე დაემართა ეგრევე ერევანში გავაქანეთ და 100% მხედველობა აღვუდგინეთ. და ფასითაც $1000-$1200 ჯდება იქ ეგ ოპერაცია.

Posted by: Gedsa_Neo 19 Jan 2016, 22:44
გამარჯობა

აფომილი არის ესეთი თვალის წვეთები, ოფთალმოლოგები თუ შემოდიან აქ, გთხოვთ მითხარით მოქმედი ნივთიერება რა არის? ან საერთაშორისო დასახელება? ინსტრუქციას თუ ვინმე დადებს ძალიან დიდი მადლობელი ვიქნები

Posted by: jumsona 22 Jan 2016, 16:48
ვინმემ თუ იცით კარგი თვალის ექიმი?

მინდა მკურნალობა თვალზე და შემომთავაზეს ოპერაციის გაკეთება, თან გარანტიას არ მაძლევენ რომ პირველივე ოპერაცია მიშველის. ისედაც დიდი თანხა ჯდება და თუ არ მიშველა, მეორე ოპერაციის ფული როდის მექნება არ ვიცი.

თუ ისეთი ექიმი იცით რო ოპერაციის გარეშე მომიხერხოს რამე, ყველაზე მაგრად ეგ ვარიანტი მირჩევნია !

Posted by: Natuka NGN 22 Jan 2016, 18:35
jumsona
ჯერ ერტI არის კითხვა ოფთალმოლოგთან, რომელიც მიჭიკარტებულია.
მეორე - რა დიაგნოზი გაქვს ის დაწერე და მერე შეიძლება რამის რჩევა.

Posted by: mariami-dudi 23 Jan 2016, 21:01
ახლო მხედველი ვარ და მაქვს -3,5 ორივე თვალში სათვალეებს არ ვხმარობდი და ეხლა მარცხენა თვალს ვაელმებ და შეიძლება იმის ბრალი იყოს სათვალეებს რმ არ ვხმარობდი?

Posted by: jumsona 25 Jan 2016, 00:44
მარჯვენა თვალი მაქვს გაზარმაცებული, მემგონი ანბლიოპია ქვია და მაქვს ორივე თვალის შიდა სიელმე, მხედველობა მარჯვენა თვალიდან ძალიან დაბალია, მწკრივში ასოები ვერ დავინახე და თითები რო მაჩვენა 3-4 ნაბიჯზე ვხედავდი სწორად. მარცხენიდან ნახევარი ხაზები დაფაზე წავიკითხე. სათვალეებს ვერ მირგებენ და ლინზებს ვერ ვხმარობ, მეცრემლება თვალი. სიელმის გასწორებაზე გარანტიას არ მაძლევენ და რა აზრი აქვს გაჭრას. თან მეობნებიან კიდევ 1-2 ოპერაცია შეიძლება დაგჭირდესო.

Posted by: jumsona 31 Jan 2016, 00:07
QUOTE (jumsona @ 25 Jan 2016, 00:44 )
მარჯვენა თვალი მაქვს გაზარმაცებული, მემგონი ანბლიოპია ქვია და მაქვს ორივე თვალის შიდა სიელმე, მხედველობა მარჯვენა თვალიდან ძალიან დაბალია, მწკრივში ასოები ვერ დავინახე და თითები რო მაჩვენა 3-4 ნაბიჯზე ვხედავდი სწორად. მარცხენიდან ნახევარი ხაზები დაფაზე წავიკითხე. სათვალეებს ვერ მირგებენ და ლინზებს ვერ ვხმარობ, მეცრემლება თვალი. სიელმის გასწორებაზე გარანტიას არ მაძლევენ და რა აზრი აქვს გაჭრას. თან მეობნებიან კიდევ 1-2 ოპერაცია შეიძლება დაგჭირდესო.

ვინემემ მომწერეთ, რამე მირჩიეთ, მიმასწავლეთ !!! აღარ ვიცი რა ვქნა, ვის ვკითხო? ნორმალური გამოსავალი ვერავინ ვერ მირჩია !

Posted by: AnEeEeE=]] 15 Feb 2016, 12:54
მთელი დღე კომპიუტერთან ვზივარ და ძალიან მეწვის თვალები რამე საშუალებას ხომ ვერ მირჩევდით , თან სათვალეს ვხმარობ -1.5 და არ მინდა რო გამიუარესდეს მხედველობა =)))


Corvette
QUOTE
დაახლოებით ბოლო 1 თვეა მარცხენა თვალზე გამიხშირდა , აი რაღაცას რო უყურებ და უცბად რგოლები რო ჩნდება ან იმ რაღაცის მიმართულებით ან გვერდზე მაგალითად , ასევე ღამე დაძინებისას თალებს რო დავხუჭავ იქ ჩნდება ეგ რგოლები , ლამისაა გამაგიჟოს

მგონი ეგ თვალის ანთებამ იცის ექიმთან უნდა მიხვიდე

Posted by: Scoorp 15 Feb 2016, 12:58
AnEeEeE=]]


წვეთები
ხელოვნური ცრემლი გინდა

Posted by: avelum 17 Feb 2016, 15:16
გამარჯობა, როდესაც მხედველობა დაქვეითებულია და ცალ თვალში 40% ია მხოლოდ მაგი ქორნიკულია თუ შეილება მკურნალობით 100ზე აყვანა?

Posted by: gektor21 19 Feb 2016, 16:11
ექიმებო ვის გჭირდებათ ეს აპარატი?

Posted by: AnEeEeE=]] 22 Feb 2016, 10:58
Scoorp
ადრე ექიმმა გამომიწერა ბუნებრივი ცრემლი და რა განსხვავებაა ისევ ეგ ხოარ ვიყიდო თუ ხელოვნური ჯობია ?

Posted by: Scoorp 22 Feb 2016, 11:01
AnEeEeE=]]



ერთი და იგივეა )))

Posted by: lasha009 22 Feb 2016, 14:17
....................................

Posted by: ვეგა 24 Feb 2016, 15:45
გამარჯობათ, მოკლედ ამ ბოლო ხანებში თვალები ამღვრეული მაქვს (დაბოლილებს რომ აქვთხოლმე ისე) და ვერ ვასკვნი რა შეიძლება იყოს მიზეზი, ვერც მიმართულებას ვხვდები ეს არის თვალის პრობლემა თუ რაიმე ორგანულ დარღვევაზე მიუთითებს

მიწევს კომპთან ჯდომა და რაიმე დამამშვიდებელს ხო ვერ მირჩევდით რო დაწმინდოს, ხელოვნური წვეთი მითხრეს და ეგ რა დანიშნულებისაა?

Posted by: Sys197 24 Feb 2016, 16:22
გამარჯობათ!

თვალის გამოკვლევის ჩატარება მინდა და რომელ კლინიკას მირჩევთ?

წინასწარ გმადლობთ!

Posted by: metofe 26 Feb 2016, 20:18
ახლომხედველი ვარ (–0,5 ორივე თვალზე) სათვალესაც ვატარებ, და ბოლო 1–2 თვე იქნება რაღაც ძაფის მაგვარი მეფარება თვალებზე და პატარა თეთრი წერტილები კიდე, განსაკუთრებით დღის შუქზე რისი ბრალი შეიძლება იყოს?

Posted by: Nickush 26 Feb 2016, 21:35
ვინც იცით იქნებ მიპასუხოთ, ერთი კვირის წინ დილით გავიღვიძე და მარხენა თვალში გუგის გვერდით სისხლჩაქცევა მქონდა. გავიკითხე და მითხრეს გაიწოვსო მაგრამ ჯერჯერობით ისევ ისეა. რას მირჩევთ რომელ პრეპარატს? ექიმიც მაინტერესებს სად შემიზლია გავესინჯო და დაახლოევით რა თანხასთანაა დაკავშირებული. მადლობა წინასწარ

Posted by: ditosdeda 29 Feb 2016, 21:25
ბადურას ცენტრალური ვენის თრომბოზი ამ დაავადებაზე თუ კეთდება ოპერაცია ან რით შეიზლება ეშველოს?

Posted by: dryade 3 Mar 2016, 19:16
ამ განყოფილებაში პასუხობს ვინმე კითხვას? sleep.gif მარტო კითხვები იწერება მგონი.

Posted by: Dianiko 9 Mar 2016, 17:29
მოკლედ, გადავხედე თემას და ზოგად პასუხსებს დავწერ:

ლაზერული კორექცია არ ფინანსდება არცერთი სახელმწიფო პროგრამით თუ სადაზღვევო პაკეტით, იმიტომ, რომ რეფრაქციას ეხება და ეგ ყველგან გამონაკლისებში დევს - რადგანაც ფუფუნებად ითვლება.
ლაზერული ქირურგიიდან ფინანსდება მხოლოდ დიაბეტური თვალის მკურნალობა. რაც ნიშნავს ბადურის გამაგრებას, მათთვის, ვისაც დიაბეტი აქვს.

ვისაც კომპიუტერთან ჯდომის შედეგად თვალები გიწითლდებათ, გექავებათ და ა.შ. გამოიყენეთ ნატურალური/ბუნებრივი/ხელოვნური ცრემლი. ყველაზე ხელმისაწვდომია ალკონის Tears Naturale (სადღაც 8 ლარამდე ღირდა, თუ არ გააძვირეს); ასევე აქებენ ოკუთეარს - მაგრამ საშინლად მოუხერხებელი ჩასაწვეთებელი აქვს და ნახევარი გარეთ იღვრება, ხოლმე.

ცრემლის ჩასაწვეთებლად ექიმის კონსულტაცია არ გჭირდებათ. ადექით და იყიდეთ, იწვეთეთ იმდენი, რამდენიც თვალს ესიამოვნება.

ექიმებს რაც შეეხება, უკმაყოფილო ვარ რამაზ ცინცაძით და რუსუდან თავბერიძით - ბადურაზე პრობლემა მქონდა და ერთმა მარჯვენაში დაინახა მხოლოდ, მეორე მარცხენაში, მერე მივედი ახალ მზერაში დავიწყე მუშაობა და ნინო თავბერიძემ რომ ჩამხედა აღმოჩნდა, რომ ორივეში პრობლემა მქონია და ორივე გამიმაგრა კომპანიამ საკუთარი ხარჯით.

მოგვიანებით ლაზერული კორექციის ოპერაციაც გავიკეთე და შესაბამისად, ძალიან კმაყოფილი ვარ შედეგით.

ჩემი როგორც პაციენტის, ისე ყოფილი თანამშრომლის და ამ სფეროში კარგად ჩახედულის კომპეტენციით ვიტყვი, რომ ნანა ცინცაძე ექიმ-ოფთალმოლოგებს შორის - საუკეთესოა! ძალიან კარგი სპეციალისტები არიან ბელა სირბილაძე, ნინო თავბერიძე და ნინო კვარაცხელია!

Posted by: oblaia 9 Mar 2016, 19:17
-3 მიოპიის დროს ცეკვა შეიძლება?
* * *
ჩვილებს სათვალეს როგორ ურჩევენ ბავშვი ხო არ იტყვის ეს სათვალე უკეთესიაო?

Posted by: Corvette 12 Mar 2016, 14:30
QUOTE (Corvette @ 30 Dec 2015, 18:20 )
გამარჯობა

დაახლოებით ბოლო 1 თვეა  მარცხენა თვალზე გამიხშირდა  , აი რაღაცას რო უყურებ და უცბად რგოლები რო ჩნდება ან იმ რაღაცის მიმართულებით ან გვერდზე მაგალითად , ასევე ღამე დაძინებისას თალებს რო დავხუჭავ იქ ჩნდება ეგ  რგოლები , ლამისაა გამაგიჟოს  .  ბოლო დღეებია საერთოდ ღამე დაძინებაც მიჭირს , თვალებს ვერ ვხუჭავ  , იმდენად დაძაბული მაქვს კომპიუტერიდან რომ ვდგები . ასევე მარცხენა თვალი როცა ამტკივდება ხოლმე იმ წამშივე მთლიანად მარცხენა მხარე კისრიდან გულამდე გეგომება რაღაც გჩხვლეტსო რაღაც დაჭიმულივით არისო და მინდა რომ ხელით ამოვიგლიჯო გული ისეთი შეგრძნება მაქვს ხოლმე . ბოლო ორი-სამი დღეა ვგრძნობ რომ მარჯვენა თვალშიც იგივე მემართება , შედარებით მსუბუქად ოღონდ user.gif რაღაც პატარა ტესტივით ვაკეთებ ხოლმე , დახუჭულ თალზე ვიდებ თითს და რომელი თვალიც უფრო გამაგრებულია ჩემი ჭკუით ის თვალი უფრო დაძაბულია და სწორედ ვშვრები ? biggrin.gif


რამდენად საშიშია ეს და ასე ვთქვათ თუ გავაქრომ ამ რაღაცას ?

შეიძლება ცუდად ავხსენი იმათთვის ვისაც ეს პრობლემა არ აწუხებს , მაგრამ სხვანაირად ახსნა შეუძლებელია და ვისაც ასე ემართება ალბათ ის გამიგებს .

გადავხედე პოსტებს და მგონი აქ არავინ არ წერს .

http://www.eyeclinic.ge/?m=show_text&id=13&rec=38&line=
http://rubrica.ge/eqimis-konsultacya/mshrali-tvalis-sindromi---tu-mxedveloba-periodulad-gebindebat/

მშრალი თვალის სინდრომი

საკითხი სათვალე გამომიწერა ექიმმა და თვალში ჩასაწვეთებელი ოფთაგელი 2 თვე , ვნახოთა აბა mo.gif

Posted by: chutala7 18 Mar 2016, 22:22
QUOTE
ლაზერული კორექცია არ ფინანსდება არცერთი სახელმწიფო პროგრამით თუ სადაზღვევო პაკეტით, იმიტომ, რომ რეფრაქციას ეხება და ეგ ყველგან გამონაკლისებში დევს - რადგანაც ფუფუნებად ითვლება.

ანუ ილუზია არ მქონდეს რო ოპერაციის ნაწილს მაინც რო დამიფინანსებენ?

Posted by: shako70 23 Mar 2016, 00:10
ზედა ქუთუთოს "ციმციმს" რით ვუშველო?

Posted by: alikantura 28 Mar 2016, 21:23
ქუთუთოსთან დაკავშირებით, ხალაზიონი რომელ ექიმთან ჯობია მისვლა.

Posted by: lazy 29 Mar 2016, 15:25
მოგესალმებით,
მარცხენა თვალზე მაქვს პრობლემა თურმე დღეს ვენახე ექიმს და ვერ დავინახე შორს ასოები !
ზარმაცი იყოს შეიძლებაო და რაღაცები მითხრა,
ადრე მსგავსი რაღაც დამემართა ის წნევის გამო რაც მახსოვს, თითქმის ვერ ვხედავდი ერთი თვალიდან რომელი იყო არ მახსოვს,
თვითონ ხედვა უცნაურად არის გაუარესებული;
ისეთი ეფექტია თითქოს წნევის გამო რომ ვერ ხედავ, მაგრამ დარწმუნებული არ ვარ წნევები არ მაქვს , უბრალოდ მეჩვენება რომ თვალის პრობლემა არაა და რაღაც წნევის ან რამე სხვა პრობლემაა,
ძგიდის ოპერაცია მაქვს გაკეთებული და მარცხენა ნესტოდან მიჭირს სუნთქვა ამიტომ ხშირად ცხვირს ვიხოცავ და ამ წნევამ ხო არ შექმნა თვალზე ეს სიტუაცია ?

Posted by: 3dsmax85 31 Mar 2016, 11:44
მეორე დღეა უკვე რაც დამეწყო ნელი ტემპით მარცხენა თვალის ქუთუთო დამისივდა , თავიდან რაღაც შეგრძნება მქონდა სუსტი ტკივილსაც ვერ დავარქმევ არც ეხლა მტკივა მარა მხოლოდ მარცხენა თვალის ქუთუთო ჩამოსივდა და ვერ ვხდები წავიდე ექიმთან თუ მირჩევთ რამეს რა შეიძლება იყოს , ხვალ უფრო არ გაიზარდოს მეშინია sad.gif , ან რა წამალი შეიძლება , მარცხენა თვალის ზედა ქუთუთო დასივდა ნელნელა სივდება

Posted by: xx3xx 6 Apr 2016, 00:35
QUOTE (3dsmax85 @ 31 Mar 2016, 11:44 )
მეორე დღეა უკვე რაც დამეწყო ნელი ტემპით მარცხენა თვალის ქუთუთო დამისივდა , თავიდან რაღაც შეგრძნება მქონდა სუსტი ტკივილსაც ვერ დავარქმევ არც ეხლა მტკივა მარა მხოლოდ მარცხენა თვალის ქუთუთო ჩამოსივდა და ვერ ვხდები წავიდე ექიმთან თუ მირჩევთ რამეს რა შეიძლება იყოს , ხვალ უფრო არ გაიზარდოს მეშინია sad.gif , ან რა წამალი შეიძლება , მარცხენა თვალის ზედა ქუთუთო დასივდა ნელნელა სივდება

გაგიარა ?

Posted by: dyingN 10 Apr 2016, 14:04
იქნებ მირჩიოთ ვინმემ ვისთან მივიდე,დავწერ ჩემს პრობლემას.

ბავშვობიდან გენეტიკურად მაქვს მინუსი.ახლა ვხმარობ სათვალეს -4.75.მაქვს მიოპია და რთული სახის ასტიგმატიზმი. (18 წლის) აქამდე ოფთალმოლოგთან ვიზიტის დროს არანაირი ცვლილება არ მქონია თვალებზე.ორი კვირის წინ ვიყავი ბოლოს და ფსკერის დათვალიერებისას მითხრა მცირედი დათხელება,რასაც ლაზერით დამაგრება სჭირდება.მხოლოდ მარჯვენა თვალზე.ასევე სიელმეზეც გამსინჯა და ისევ მარჯვენა თვალზე მითხრა ოდნავ იხრება,ისე რომ კუთხეც არ ჩანსო.ბევრჯერ ვკითხე,შესაძლებელია თუ არა განვითარდეს აშკარა სიელმე მეთქი,მაგრამ არაო,ასე დაბეჯითებით მიმტკიცა,მაინც ვერ ვენდობი ბოლომდე.

მინდა სხვა ექიმთანაც მივიდე.რომ ამ სიელმეზე კარგად ამიხსნას, რატომ იხრება თუნდაც ოდნავ თვალი და რა რისკები არსებობს.

ამ თვალის ოპერაციაზე რას მეტყვით,მე როგორც გავიგე მარტივი პროცედურაა,მაგრამ თუ ვინმემ იცით,რომ ამიხსნათ,ზუსტად რას აკეთებს ლაზერი და რამე რისკები თუ არსებობს.რომელ კლინიკაში სჯობს ამ პროცედურის ჩატარება და რომელ ექიმს მივაკითხო.

იქნებ ვინმეს შეგეძლოთ და დამაკვალიანოთ,წინასწარ მადლობთ.

Posted by: bookworm 13 Apr 2016, 22:36
მოგესალმებით ყველას, ერთი კითხვა მაქვს და ვინც კომპეტენტურია მიპასუხეთ გთხოვთ-- რამოდენიმე დღა თვალები ძალიან მეღლება (ძირითადად კომპიუტერთან მიწევს ჯდომა და მუშაობა), ამასთნავე მტკივა, ასე არასდროს მომსვლია...მარცხენა თვალში თითქოს რაღაც მაქვს ჩავარდნილი და მექავება, არადა არაფერია შიგნით smile.gif) ვნერვიულობ უკვე ძალიან, კი მივალ ოფთალმოლოგთნ, მაგრამ იქნებ მირჩიოთ, ექიმიც და კლინიკაც ვის მივმართ და ასევე იქნებ მითხრათ რისი ბრალია? ხომ არ ვბრმავდები?

Posted by: სან 16 Apr 2016, 15:54
გამარჯობა,
სად შეიძლება შევიძინო კომპიუტერთან სამუშაო სათვალე? და რა ღირს კარგი ხარისხის?

Posted by: GeorgeSword 16 Apr 2016, 18:53
-4 მიოპიის დროს ლაზერული კორექცია რამდენად გამართლებულია?
ზოგადად სად შეიძლება ნახოს ადამიანმა პოსტოპერაციული გამოხმაურებები როგორია?


Posted by: Dianiko 18 Apr 2016, 16:17
QUOTE (chutala7 @ 18 Mar 2016, 22:22 )
ანუ ილუზია არ მქონდეს რო ოპერაციის ნაწილს მაინც რო დამიფინანსებენ?

შეიძლება მერიამ ან გამგეობებმა დააფინანსონ რაღაც ნაწილი, მაგრამ იშვიათად ხდება.

Posted by: FunnyMistake 22 Apr 2016, 00:43
გამარჯობა ძალიან გთხოვთ დამეხმარეთ არც ვიცი ზუსტად რის ექიმს ვკითხო თერმომეტრი გამიტყდა და ბოლომდე სულ ვერ ვაგროვებ ვერცხხლისწყალს ისეთ ადგილას მოხვდა საძინებელი ოთახია და ბავშვიც აქ გვყავს რამდენად საშიშია ზოგადად>?

Posted by: Scoorp 22 Apr 2016, 10:48
FunnyMistake


საშიშია
როგორც ვიცი კარგად უნდა მოიწმინდოს
და განიავდეს ოთახი
მაგრამ გაიკითხეთ კარგად
ზუსტად არ ვიცი კიდევ რა არის საჭირო რო არაფერი დაგემართოთ

Posted by: chipmunck 23 Apr 2016, 21:39
FunnyMistake

ნუ გეშინია, ბავშვობაშიც გამტეხვია და მითამაშია ვერცხლისწყლის ბურთულებით, უბრალოდ როგორმე შეაგროვე და გადაყარე, არ არის თერმომეტრში ვერცხლის წყლის ისეთი დოზა რაიმე სერიოზული რომ გამოიწვიოს, არ შეგეშინდეს 2kiss.gif

Posted by: Ashik 24 Apr 2016, 11:19
გამარჯობა. ბოლო ერთ წელზე მეტი ხნის განმავლობაში დავაკვირდი, რომ რამდენიმეჯერ მხოლოდ მარცხენა თვალში რამდენიმე წუთით დამიბნელდა. ვცდილობდი დავკვირვებოდი რა შემთხვევებში მემართებოდა ასე. ზოგჯერ გარკვეული ფიზიკური დატვირთვის (მაგალითად ზოგიერთი ვარჯიშის დროს) ან კომპიუტერთან ყოფნის დროსაც დამმართნია ასე. თუმცა ზოგჯერ უბრალოდ ვიჯექი, არაფერს ვაკეთებდი და ერთი-ორჯერ ამ დროს დამეწყო. მიბნელდება მხოლოდ მარცხენა თვალში, მაქსიმუმ 5 ან ათი წუთით. მხედველობასთან არასოდეს არ მქონია სხვა რაიმე სახის პრობლემა...

მიახლოებით რაზე შეიძლება მეტყველებდეს ეს ყველაფერი? sad.gif

Posted by: Scoorp 25 Apr 2016, 11:05
Ashik


ექიმმა უნდა ნახოს აუცილებლად თვალი

Posted by: gogincha 30 Apr 2016, 15:37
გამარჯობათ, ჩემს ახლობელს დაუსვევს ნაწლობრივი მადამოზი, დაწყებითი კატარაქტა და მშრალი თვალის სინდრომი, მაინტერესებს ეს მადაროზი იკურნება თუ არა და წამწამები ამოდის თუ არა მკურნალობის შემდგომ? მადლობა

Posted by: riki22 1 May 2016, 05:14
გამარჯობათ, მოკლედ 2-3 თვის წინ ვიყავი ექიმთან და რო გამსინჯა მწვავე პლიუს-მინუს ასტიგმატიზმი გაქვსო და -3.5 და -3.75... ჩემი ექიმი ოთხშაბათამდე არ იქნება და ეხლა ან რულზე ჯდომა მიწევს ან კომპიუტერთან ძილითაც ცოტა მძინავს და ამ ყველაფერმა ალბათ თვალის გადაღლა გამოიწვია და საშინლად გამიუარესდა მხედველობა თუ ძაან არ დავძაბე თვალები ფოკუს ვერ ვაკეთებ თან როგორც ვამჩნევ გუგები აშკარად გადიდებული მაქვს,,, გუგების გაფართოება რას უნდა გამოეწვია? ასტიგმატიზმი იწვევს? და იქნებ არის რამე წვეთები რაც დაძაბულობას მომიხსნის და დააწყნარებს თვალებს, ძაან დაძაბული მაქვს თვალები და უარესდება მხედველობა ეს ყველაფერი კიდე ნერვოზს მკიდებს... უი ხო დამავიწყდა დამეწერა სათვალეს ვერ ვხმარობ ანუ უსათვალოდ დავდივარ... ადრეც მომსვლია ესე გადაღლისგან მაგრამ საქმეები აღარ მქონდა და რამოდენიმე დღიანმა დასვენებამ გამოასწორა ყველაფერი და ეხლა კიდე სულ საქმეები მაქვს და ესეთი თვალებით მანქანის მართვა ღამე თითქმის შეუძლებელი ხდება და პლიუს კომპიუტერთან მუშაობა... იქნებ რამე მირჩიოთ რაც თვალის აღდგენას დაძაბულობის მოხსნას და თვალის დამშვიდებას გამოიწვევს ისეთი რამ რასაც რეცეპტი არ დაჭირდება სანამ ექიმამდე მივაღწევ სადმე რომ არ ჩავარდე მანქანით smile.gif)) მადლობა დიდი წინასწარ... და ისე რო მივალ ექიმთან და დაღლილობის მოსახსნელი და მხედველობის ამღდგენი რომ გამომიწეროს რომელსაც რეცეპტი დაჭირდება თქვენ რომელს მირჩევთ? ექიმთან ერთად უფრო გამიადვილდება არჩევა შემდეგ... მადლობა დიდი წინასწარ იმედია მალე ნახავთ ჩემ დაწერილს smile.gif)

Posted by: saliha82 5 May 2016, 12:10
გამარჯობათ, იქნებ ვინმემ იცოდეს რა ჯდება ხელოვნური ბროლი ( ოპერაციისას რასაც სახელმწიფო აფინანსებს ის რაღაც დაბალი ხარისხისააო და თუ ხარისხიანი გინდათ დამატებითი თანხა ჯდებაო, ხოდა მაინტერესებს ზოგადი ფასები, ან სად შეიძლება გავიგო?)

Posted by: jaglaga 6 May 2016, 07:37
გამარჯობა.4 დღეა თვალების პრობლემა მაქვს.ჯერ მარცხენა თვალით დაიწყო,უცებ თითქოს რაღაც ჩამივარდა თვალში,დამიწითლდა და ცრემლი.მდიოდა,წვაც მქონდა. მეორე დღეს დავიწყე sulfacid ის ჩაწვეთება,შედეგი 0, მეორე თვალზე გადამივიდა. ე.ი თვალებში თითქოს რაღაც მიყრია,შესიებული მაქვს,ცრემლი მდის რაღაც ბლანტი და წებოვანი სითხესავით.მხედველობაც მიჭირს,ცისარტყელას ფერები მხვდება თვალებში სუულ .
სოფელში ვარ და ექიმთან ვერ მოვახერხე მისვლა.რა შეიძლება მჭირდეს .. რა ჩავიწვეთო?ექიმამდე

Posted by: GASPO 13 May 2016, 20:40
გამარჯობათ ერთი კითხვა მაქვს

რამდენიმე წელი ვხმარობდი კომპიუტერის დამცავ სათვალეს და საკმაოდ მადგებოდა, ამ ბოლოს გადავწყვიტე ახალი მეყიდა ინტერნეტში ვნახე ყვითელი ფერის სათვალე თან კომპიუტერის დამცავი (ეწერა რომ ყვითელი ფერი აწყნარებს თვალებს და არ გიღლის ჩვეულებრივისგან განსხვავებით ) და ვიყიდე ესეთი
user posted image
user posted image

სათვალეს რომ ვიკეთებ ოდნავ ახლოს მოდის ყველაფერი არადა მინუსი და პლიუსი არარის 0 არის (პლასმასის შუშებია არც ისე თხელი)

სათვალის აღწერებში კარგ რაღაცეებს წერენ არც ისე იაფია სათვალე 79.25 დოლარი ღირს
http://www.amazon.com/Gunnar-SteelSeries-Semi-Rimless-Advanced-Glasses-Pc/dp/B0065E4ECK?ie=UTF8&psc=1&redirect=true&ref_=oh_aui_detailpage_o00_s00


მაინტერესებს მსგავსსმა სათვალებ შეიძლება დამიზიანოს თვალი? რატომ უნდა ქნას არ ვიცი მაგრამ იქნებ ვინმე მცოდნემ მიპასუხოს მაინც ახლოს მოდის თან ყვითელი ფერისარის ან თვალი არ მიეჩვიოს და მერე არ დამიძაბოს ხომ ხვდებით დროთა განმავლობაში.




Posted by: Black-White777 26 May 2016, 07:18
რამდენიმე დღე გადაბმულად მომიწია კომპიუტერთან ჯდომა და მცირე-მცირე ხნით დღმემდე მიწევს. სპაზმის მაქვს თვალზე და ძალიან გამირთულდა. რა პრეტარატის საშუალებით შემიძლია დროულად მოვიშორო სპაზმი და შემდგომ კომპთან ჯდომას ისედაც დავარეგულირებდი...

Posted by: mirakl 26 May 2016, 12:40
saliha82

მოკლედ, 1 წლის წინ "ახალ მზერში" 1600 ლ-მდე დამიჯდა ეგ ოპერაცია (კატარაქტის) ამერიკული ბროლით, ექიმი გადასარევი - გრიგოლ ქამუშაძე

Posted by: nerve 29 May 2016, 11:03
გამარჯობათ მარჯვენა თვალისქუთუთოს ბოლოში ხელს რო ვიდებ ტკივილი მაქ ან რამე რო შემეხება ცოტა შესიებულიც არის ძლიერი ტკივილი არ მაქ რა შეიძლება იყოს

Posted by: Elephant 1 Jun 2016, 10:28
გამარჯობათ, ვინმემ ხომ არ იცით ასაკობრივი მაკულოპათიის დროს მკურნალობის შემთხვევაში მხედველობა უმჯობესდება? მხედველობის შენარჩუნება რამდენათაა შესაძლებელი? ლაზერი ჯობია თუ ნემსების გაკეთება და რა ჯდება სავარაუდოთ?

Posted by: ippon 2 Jun 2016, 14:48
გამარჯობა რომელ თვალის კლინიკას მირჩევთ? მეუგლემ გაორება მჭირსო და ალბატ კერატომინუსი აქვს და იქნებ დამეხმაროთ.

Posted by: AF777FA 6 Jun 2016, 12:10
გამარჯობა. ეს 4-5 დღეა მარჯვენა თვალიდზე თითქოს ბინდი გადამეკრა, მიჭირს ხედვა. ექიმთანაც მეშინია მისვლა აჩკები არ გამაკეთებინოს და რას მირჩევთ რა ვქნა? რამე საშიშია ვითომ?

Posted by: Faniack 6 Jun 2016, 13:47
AF777FA
აუცილებლად მიდი ოფთალმოლოგთან ! სათვალეზე ბევრად ცუდი რაღაცეები რო გამოირიცხოს.

Posted by: AF777FA 6 Jun 2016, 15:12
Faniack

ამ სოფელში სადაც ეხლა ვისვენებ არაა ნორმალური კლინიკა, და არ მიღირს მისვლა. მგონი ამ კომპიუტერმა მომიტყნა პატრონი, რო ვშორდები ეკრანს და ვიძინებ, 6-7 საათი ძილის მერე ძალიან ცოტატიღა მაქვს ბინდი გადაკრული, რო ვჯდები ეკრანთან ისევ მეტყვნება თვალი.

არავის გქონიათ ასეთი შემთხვევა? რამე წვეთები მირჩიეთ სანამ ქალაქში ჩავაღწევ

Posted by: lika50 11 Jun 2016, 17:23
თვალებში ვიწვეთებ ჩინურ პრეპარატს ორალ ლიკვიდს და მაქვს არაჩვეულებრივი შედეგი. ეს პრეპარატი ოფთალმოლოგმა შექმნა ტიბეტური მრავალსაუკუნოვანი ხალხური რეცეპტურის გამოყენებით და უნიკალურია. უკუჩვენება საერთოდ არ აქვს. ბავშვებთანაც გამოიყენება. კლავს 160 ზე მეტ ვირუსს. თვალის თითქმის ყველა პათოლოგიაზე დადებითად მუშაობს. მათ შორის გლავკომაზე და კატარაქტაზე.

Posted by: svani_gogo 11 Jun 2016, 20:24
გამარჯობათ. თუ ვინმეს გაკეთებული გაქვთ ან თქვენს ან თქვენს ახლობელს ეს ოპერაცია გამომეხმაურეთ აუცილებლად. https://www.youtube.com/watch?v=tu6IU3Ra3eM თვალის ევისერაცია ჰქვია ამ პროცესს
* * *
QUOTE (lika50 @ 11 Jun 2016, 17:23 )
თვალებში ვიწვეთებ ჩინურ პრეპარატს ორალ ლიკვიდს და მაქვს არაჩვეულებრივი შედეგი. ეს პრეპარატი ოფთალმოლოგმა შექმნა ტიბეტური მრავალსაუკუნოვანი ხალხური რეცეპტურის გამოყენებით და უნიკალურია. უკუჩვენება საერთოდ არ აქვს. ბავშვებთანაც გამოიყენება. კლავს 160 ზე მეტ ვირუსს. თვალის თითქმის ყველა პათოლოგიაზე დადებითად მუშაობს. მათ შორის გლავკომაზე და კატარაქტაზე.

გლაუკომა არ იკურნება. ჩამოშლილი ბადურაა და მისი აღდგენა არ ხდება არც ერთი პრეპარატით და არც სამედიცინო ჩარევით

Posted by: Patagonia 12 Jun 2016, 09:54
დღეს დილით გავიღვიძე და მარჯვენა თვალის თეთრ სფეროში ძარღვები მაქვს გაწითლებული ძალიან. ანუ თვალი ჩასისხლიანებულივით მაქვს.
რამე ჩასაწვეთებელი მირჩიეთ ეს სიწითლე რომ ჩამიცხროს. ფლზ

Posted by: ჩაქუჩი 25 Jun 2016, 14:26
ლინზების ამოღების შემდეგ თვალში უცხო სხეულის შეგრძნება ნორმალურია?

Posted by: inamura7 30 Jun 2016, 15:02
სოლარიუმში დამავიწყდა სათვალის გაკეთება ცოტა ხნით და რა შეიძლება დამემართოს? (

Posted by: pekineli 6 Jul 2016, 23:37
მოგესალმებით!

დამიდგინეს კერატოკონუსი!

ძალიან ვნერვიულობ.
ვარ 27 წლის


აუცილებელია ლნკინგის პროცესიო ასე მითხრეს! რა მეშველება?

მე მაგ უბედურებას არ გავიკეთებ რომელიც 750 ლარი ჯდება ერთ თვაზე. ფასი ხო დიდია და თან ძალიან ძნელი პროცესია.

ასე წავიკითხე მყარი ლინზები ანელებსო!

მყარი ლინზა ვერ ვიშოვნე!

ჰიბრიდული ლინზა შეცვლის მყარ ლინზას?



რა გავაკეთო აუცილებელია კროსლინკინგი!


არ გავიკეთებ ზუსტად ვიცი მაგრამ მირჩიეთ რა ხო არ დავბრმავდები?



ხო და კიდე მძიმის აწევა შეიძლება ამ დროს?ვვარჯიშობ ფიტნესზე

Posted by: nia4u 6 Jul 2016, 23:44
pekineli
QUOTE
მყარი ლინზა ვერ ვიშოვნე!

მყარი ლინზების ლაბორატორია არსებობს თბილისში,
იქ უნდა დაგიმზადონ.
სხვაგან ვერ იშოვი, არ არსებობს!
კერატოკონუსის დროს შეუცვლელია yes.gif

Posted by: pekineli 6 Jul 2016, 23:48
nia4u
რონიკომ მითხრა ჰიბრიდული სილიკონის ლინზით ჩანცვლდებაო და ტყუილია?

რატომაა მყარი შეუცვლელი?
უკეთ დანახვის ვარიანტში თუ დაავადებას შეაჩერებს?



ხომ არ იცი სად აკეთებენ და რა ჯდება/.

Posted by: nia4u 7 Jul 2016, 00:22
pekineli
მე არ გამიგია, რომ მყარი ლინზის ჩანაცვლება შეიძლებოდეს, არ ვიცი, შეიძლება...
ერთი ვიცი, რომ ქარხნული და შემოტანილი მყარი ლინზა არ არსებობს,
იმიტომ რომ მარცხენა და მარჯვენა თვალისაც კი განსხვავდება ფორმით და ზომით და ა.შ.
არის თბილისში ლაბორატორია, სადაც ამზადებენ ჯერ კიდევ 90-იანი წლებიდან
ანუ აქვთ დიდი გამოცდილება და ყავთ კარგი სპეციალისტები, როგორც ექიმები, ასევე ხელოსნები.
ლინზა არის მარტივი მოსავლელი და სახმარი, მხოლოდ თავიდან, დაახლოებით ერთი-ორი კვირა არის საჭირო შესაგუებლად.
თან ხანგრძლივი მოხმარებისაა, ერთს რომ მოირგებ, ორი-სამი წელი ხარ მშვიდად, მისვლა აღარ გჭირდება.

დეტალები არ ვიცი, რატომ და რისთვის,
მაგრამ კერატოკონუსიანი პაციენტები ყველა მანდ დადიოდა, ბავშვობიდან მახსოვს, დიდი გამოცდილება აქვთ მაგ განხრით.
და მახსოვს, რომ საუბრობდნენ მაგ თემაზე...
მე თვითონ ასტიგმატიზმის გამო ვხმარობ მყარ ლინზებს აგერ უკვე 25 წელია...

ორთჭალაში იყვნენ ადრე, თვალის რესპუბლიკურში,
ახლა აი, ეს არის მისამართია:
მხედველობის კონტაქტური კორექციის ლაბორატორია.
თევდორე მღვდლის ქუჩა N 13
კლინიკის ტელეფონის ნომერია 2-14-40-20
მანდ სამი ექიმია, სამივე კარგია, მაგრამ რუსუდან კეკელია უფრო კარგია smile.gif
წასვლამდე დარეკე, მაინც...
ისე ბავშვთა სამყაროს უკან რომ ბაზრობაა, მაგას რომ გასცდები, იქვე შესახვევია, ისევ რაღაცეებს ყიდიან და იქიდან არის შესასვლელი.

მანდ რბილი ლინზებიც აქვთ, ნაირ-ნაირი, ამიტომ არ იფიქროთ, რომ თუ საჭირო არ არის, მაინც მყარს შემოგთავაზებენ...
ბოლოს რომ გავიკეთე ერთი ცალი 80 ლარი ღირდა, წყვილი - 160
+ 30 ლარი იქნება ანკეტის გახსნა...
შეიძლება ცოტა გაძვირდა, კაი ხანია არ ვყოფილვარ...
თუ რამე დაგაინტერესებთ კიდევ, აქ ვარ smile.gif

Posted by: pekineli 7 Jul 2016, 13:46
nia4u
დიდი მადლობა დავრეკე და 200 ლარამდე ჯდება პირველადი პაციენტისთვისო.

ერთი კვირა უნდა იარო რომ შეგირჩიოთო.

ანუ ძნელია ალბათ შერჩევა.


აუ რა საშინელება იქნება თავლში ჩადებული რაღაცა პლასმასის მკვივი ლინზები sad.gif((

ალბათ საშინლად არაკომფორტულია თანაც ჩანს ალბათ რომ დიდი ლინზები გიდევს

Posted by: nia4u 7 Jul 2016, 14:34
pekineli
ნუ პანიკობ smile.gif
მერწმუნე, რომ ვერავინ ვერაფერს შეგატყობს, თვითონ თუ არ უთხარი!
იმდენად ვერ ვგრძნობ, რომ მავიწყდება, რომ ლინზები მიკეთია!
თანაც ეს ლინზები რბილ ლინზებზე გაცილებით პატარებია.
ეს ლინზები არ არის პლასტმასის...
ვის ვის და მე დამეჯერება - თითქმის მთელი ცხოვრება ლინზებს ვხმარობ
და არ ყოფილა არცერთი შემთხვევა, რომ ვინმე მიმხვდარიყოს, რომ ლინზები მიკეთია! yes.gif
ნუ, ფასი არ გაძვირებულა, მეც დაახლოებით იგივე გითხარი - კიდევ ლინზების კონტეინერი დაგჭირდება და ხსნარი...
QUOTE
ერთი კვირა უნდა იარო რომ შეგირჩიოთო.
ანუ ძნელია ალბათ შერჩევა.

მორგებას და შეჩვევას უნდა დრო,
სამაგიეროდ, მერე კაი ხანი არ დაგჭირდება მისვლა...
თავიდან გიკეთებენ საცდელ ლინზებს, რითიც გირჩევენ ზომას და ფორმას
და შერჩეული შაბლონის მიხედვით დაგიმზადებენ შენსას.
მერე იმასაც დასჭირდება ალბათ ცოტა შესწორებები და ასე...
ოღონდ თავიდან არავითარ შემთხვევაში არ დაგეზაროს და ხელი არ ჩაიქნიო...
არ მოითმინო დისკომფორტი და ტკივილი,
თუ შეგაწუხა, აუცილებლად შეასწორებინე.
თავიდან საათობრივად უნდა გეკეთოს და ეგეც დაიცავი, ნელნელა შეაჩვიე თვალი.
ყურადღებით იყავი, თითქმის უხილავია, განსაკუთრებით სველი როცაა და არ დაკარგო -
მე პირველივე დღეს დავკარგე, (მაგრამ ვიპოვე მაშინვე biggrin.gif )
და რა აგერიოს მარჯვენა და მარცხენა...

მოკლედ, თავიდან ცოტა დასაზარებელია,
მაგრამ სამაგიეროდ ისეთი ხარისხის მხედველობას მიიღებ, რომ ღირს

დაწერე აუცილებლად, რას იზამ... 2kiss.gif yes.gif

Posted by: Scoorp 7 Jul 2016, 14:50
pekineli


სიმძიმეების აწევას ნამდვილად აღარ გირჩევ

Posted by: pekineli 7 Jul 2016, 15:00
Scoorp
ანუუ ვარჯიშს უნდა დავანებოოო თავიიი....

გამორიცხულია ამას სიბრმავე მირჩევნია!
არასოდეს შევწყვეტ ვარჯიშსსს ;((((((((



nia4u
დიდი მადლობა რჩევებისათვის.
თავს იმით ვიიმედებ რომ დავინახავ.
ახლა ვერცერთ სათვალეს ვერ ვირგებ.
0.5 ები მიკეთია ახლა და გინდ ყოფილა და გინდ არა. მაინც ცუდად ვხედავ.


ჩადება ამოღება ალბათ საშინლად ძნელია.
დილა საღამოს უნდა გამოიღო და ჩაიდო ალბათ

Posted by: nia4u 7 Jul 2016, 15:36
pekineli
QUOTE
ჩადება ამოღება ალბათ საშინლად ძნელია.
დილა საღამოს უნდა გამოიღო და ჩაიდო ალბათ

კი, ყოველ საღმოს უნდა ამოიღო და ყოველ დილით ჩაისვა,
მაგრამ ძალიან ადვილია! მერე გასწავლი მაგ საქმის გაადვილებასაც smile.gif
მე მინუს 8 მაქვს და ძალიან მაგრად ვხედავ და საერთოდ არ მეტყობა ლინზა თუ მიკეთია smile.gif
ასე რომ ნუ ნერვიულობ!...
QUOTE
გამორიცხულია ამას სიბრმავე მირჩევნია!
არასოდეს შევწყვეტ ვარჯიშსსს ;((((((((

უბრალოდ ისეთ ვარჯიშებს შეარჩევ, რაც შეგეფერება...

ხო, კიდევ, მზის სათვალე დაგჭირდება მზეშიც და ქარშიც...
ქარიან ამინდში არის პრობლემა, თვალში თუ რამე ჩაგივარდა, სანამ არ ამოგივარდება უკან, გაგაწამებს smile.gif

Posted by: Scoorp 7 Jul 2016, 15:57
pekineli


ეგეთ რამეს ნუ იტყვი smile.gif
რას ამბობ, გირჩევნია დაბრმავდე ვიდრე ვერ ივარჯიშო?
მე გირჩევდი ფრთხილად შეგერჩია სურვილები ))

არავის ვუსურვებ სიბრმავეს
რაც შეიძლება მეტად მოუფრთხილდი თვალს და მხედველობას
ამ ეტაპზე ნუ აწევ სიმძიმეებს და ძალიან ნუ დაიტვირთები ვარჯიშით.
გადმოხტომა/ხტუნვასაც არ გირჩევდი. თუ კი გიწევს მსგავსი რამე

ლინზა კიდევ არის უმარტივესი გამოსაყენებელი
6 წელია ვიყენებ და სათვალეს ვეღარც დავუბრუნდი
ცოტა ჰიგიენის დაცვა დაგჭირდება უბრალოდ
2-2 წუთიანი პროცედურაა სულ,არც კი
სარკის გარეშეც ჩაისვამ ხოლმე მერე,აი ნახე))

ნუ ისტრესები წინასწარ.

რომელ ექიმთან იყავი?

Posted by: pekineli 7 Jul 2016, 16:02
Scoorp
ჩვენი ოჯახის მეგობართან ნინო თავბერიძესთან. ექიმი არაჩვეულებრივია.
10 წამი არ იყო რო მნახა და ეგრევე მოწვა რაშიც იყო საქმე. ვიჯექი სხვასთან დაფაზე წარწერებს ვუყურებდი სათვალეს მირჩევდნენ და ნინომ შორიდან გაუშვით ახლა ეს ამა და ამ პროცედურაზე კონუსია მემგონიო.
და ამიხდა.

გამაგზავნეს ბელა სირბილაძესთან


შაბათს ვარ ჩაწერილი.

კერატოკონუსის კროსლინკინგის პროცედურას დამინიშნავენ ალბათ.

ცუდი ისაა, რომ კროსლინკინგი არ აუმობესებს მხედველობას უბრალოდ იმ ცუდ მდგომარობამდე გავჩერდები რაზეც ვარ.


nia4u
ძალიან დავღონდი. ინვალიდად ვიგრძენი თავი თორე განა რამე.
აი მოხუცებს რომ პროტეზს გამოუწერენ ეგრე ვიგრძენი უცაბედად თავი.

Posted by: Scoorp 7 Jul 2016, 16:32
pekineli


და რისგან არის გამოწვეული ეგ ყველაფერი? არ გითქვამს რო ვარჯიშობ?

შაბათს კითხე აბა ექიმს სიმძიმეებზე მაინც..

ძალიან ბევრს აქვს თვალის პრობლემა, და არა მარტო
ზოგადად 90 პროცენტს მემგონი რაღაცა აწუხებს სულ

მთავარია არ იყოს უკურნებელი,შეუჩერებელი და ა.შ
არ ღირს ეგეთი განწყობა,ინვალიდად ვიგრძენი თავი და მსგავსი

ალბათ აქამდე არაფერს შეუწუხებიხარ და მართლა რთულია ასეთ დროს გაიაზრო რო საპანიკო არაფერია

ყურადღება უნდა მიაქციო პერიოდულად და რასაც გეტყვიან ის გააკეთო.

ლინზების გარეშე ნახევრად ვერ ვხედავ მეც ფაქტიურად
მომენტებში განვიცდი მეც საკმაოდ,განსაკუთრებით მაშინ როცა ვიხსნი ლინზებს
მაგრამ ნუ შევეგუე,ეჩვევა ადამიანი ყველაფერს))

Posted by: nia4u 7 Jul 2016, 16:50
pekineli
QUOTE
ძალიან დავღონდი. ინვალიდად ვიგრძენი თავი თორე განა რამე.
აი მოხუცებს რომ პროტეზს გამოუწერენ ეგრე ვიგრძენი უცაბედად თავი.

აუ, რა სისულელეა!
სათვალეს ვინც ხმარობს ინვალიდია?
იგივეა ლინზაც...
მთვარია ადამიანმა კომფორტულად იგრძნოს თავი, არაფერი სტკიოდეს და არაფერი აწუხებდეს...
მაგის მეტი დასაღონებელი არ მოგცე ღმერთმა! smile.gif 2kiss.gif
დაწყნარდი და ნახავ, ყველაფერი კარგად იქნება!

Posted by: pekineli 7 Jul 2016, 17:03
Scoorp
QUOTE
და რისგან არის გამოწვეული ეგ ყველაფერი? არ გითქვამს რო ვარჯიშობ?

შაბათს კითხე აბა ექიმს სიმძიმეებზე მაინც..

კი აუცილებლად ჩავინიშნავ რომ ვკითხო.
ალბათ გენეტიკური ფაქტორია. მამას უჭირდა მხედველობა და მამიდასაც. ხან ხედავდნენ ხან ვერა. ანუ სავარაუდოდ იქაც ან ასტიგმატიზმის ან კერატოკონუსი იქნებოდა.


QUOTE
ალბათ აქამდე არაფერს შეუწუხებიხარ და მართლა რთულია ასეთ დროს გაიაზრო რო საპანიკო არაფერია

სხვა რამეებიც რო მაწუხებდა და ესეც დაერთო ამიტომ დავპანიკდი. sad.gif
nia4u
აუ მე ისეთი აზიზი ვინმე ვარ ყველაფერში შეიძლება უბრალო ღილი მაწუხებდეს პერანგზე და თვალში მაგას რამდენად ავიტან არ ვიცი. ისე კი აუცილებლად უნდა ვცადო.


\Scoorp
nia4u
მადლობა თანადგომისათვის, შედარებიტ დავმშვიდდი smile.gif

Posted by: Scoorp 7 Jul 2016, 17:18
pekineli

ვაფშე ვერ ვგრძნობ ლინზას თვალში biggrin.gif

როცა მიგრძვნია მეც მაწუხებს,მაგრამ რადგან ვატარებ და ამდენი ადამიანიც ატარებს მიჩვევადია და
შენც შეეგუები

2kiss.gif

გაგვაგებინე მერე რას გეტყვიან ექიმები

Posted by: nia4u 7 Jul 2016, 17:22
pekineli
რის მადლობა...
ველოდებით შენს ამბებს,
მთავარია არ ინერვიულო და ყველაფერი კარგად იქნება yes.gif
თუ რამე კითხვა გაგიჩნდება, არ მოგერიდოს, გინდა აქ და გინდა პმ smile.gif

Posted by: blacksabat 7 Jul 2016, 17:39
nia4u
როგორია -8 ? ძალიან გიჭირს ლინზის გარეშე ? sad.gif. რა კარგია ეს თემა რომ ვნახე, და თუ იცით, . -1 ვატარებ სათვალეს, ხოდა მგონია რომ თვალი მირჩვია და აჩკის გარეშე იმაზე მლცუდად ვზედავ ვიდრე ტარებას დავიწყებდი ეს ნორმალურია? და კიდევ ოფთალმოლოგთან ვიზიტს რამდენ ხანში ერთხელ მირჩევთ? ძირითადად კომპთან ვაატერებ დროს და სათბალის ტარების მიუხედავადაინც MEზაბება თვალი.



pekineli

ჩემ მაგალითზე გეტყვი, 2 წელი მაგარი მიყდებოდა სათვალის გაკეთება, -0.5 მქონდა თავიდან და როცა მივხდი რომ ეითან მისვლა უკვე აუცილებელი იყო -1 მდე გამიურასდეა.
სამხედრო კარიერა შევწირე sad.gif ეროვნულში მქონდა უკვე ჩაბარებული როცა მითხრეს რომ უბრალოდ სიმძიმეების აწევაც კი არ შეიძლებოდა. ასე რომ გაუფრთხილდი თვალებს, მეც შენსავით ვფიქრობდი და ეხლა ვნანობ, როცა შემეძლო რომ გავფრთხილებოდი.

edited

Posted by: Scoorp 7 Jul 2016, 17:46
blacksabat

-8 არ მაქვს მე
nia4u -ს ეწერა მგონი ეგ
ნუ ძაან ცოტა არც მე მაქვს givi.gif
დავიწყე პატარა მინუსიდან და გაიზარდა საკმაოდ

ლინზის გარეშე მე ვერ ვმოძრაობ და სხვისი არ ვიცი))

წელიწადში ერთხელ მაინც უნდა იარო ექიმთან რო გადაამოწმო ხოლმე
ხანდახან არის რო გადაღლილია თვალი
მეც მეღლება,მთელი დღე კომპთან მიწევს ყოფნა,კატასტროფაა

Posted by: blacksabat 7 Jul 2016, 18:22
Scoorp
მადლობა რ ევისთვის,
და ანუ არაფერი გა.ოსავალი არ არის ჩვენთვის ლინზა და სათვალე რომ "გადავაგდოთ" ? 5 ამ 10 წლის მერე რომ გაიზრდება მინუსი. ლაზერი მაგალითად, რომელიც საკამაოდ ძვირია საი ტერესოა რამდენა დ ეფექტურია.

თუმცა სათვალეს აიმდენად შევეჩვია ვეღარ ვიხსნი, biggrin.gif ვერ წამრომიდგენია ჩემი თავი მის გარეშე, სრულაოდ სხვანაირო ვარ.

Posted by: Scoorp 7 Jul 2016, 18:28
blacksabat


ნუ ლაზერია ამ ეტაპზე გამოსავალი
თუმცა რატომღაც დიდად არ მინდა, მეც არ ვიცი რატომ.
ჩემ გარშემო გაიკეთა რამდენიმემ და კმაყოფილები არიან

მინუსი წესით აღარ უნდა გაიზარდოს ზრდის დასრულებასთან ერთად
ნუ კატასტროფული სიმძიმეები არ უნდა ქაჩოს ვისაც მინუსი აქვს,შვილი ბუნებრივად არ უნდა გააჩინოს ქალმა,და რამე ტრამვა არ უნდა მიიღოს
სხვა შემთხვევაში მინუსი აღარ უნდა გაიზარდოს წესით

ხო ნუ შეჩვევაა ყველაფერი რა biggrin.gif

არაფრის))

Posted by: blacksabat 7 Jul 2016, 18:50
Scoorp
კი, სიმძიმეების აწევა , ვარჯიში ამეკრძალა.
კიდევ ერთხლ Thnks
დავმშვიდდი , ამ დონზე რომ დარჩეს ძალიან კარგი იქნება. :*

Posted by: nia4u 7 Jul 2016, 18:56
blacksabat
QUOTE
როგორია -8 ? ძალიან გიჭირს ლინზის გარეშე ? . რა კარგია ეს თემა რომ ვნახე, და თუ იცით, . -1 ვატარებ სათვალეს, ხოდა მგონია რომ თვალი მირჩვია და აჩკის გარეშე იმაზე მლცუდად ვზედავ ვიდრე ტარებას დავიწყებდი ეს ნორმალურია? და კიდევ ოფთალმოლოგთან ვიზიტს რამდენ ხანში ერთხელ მირჩევთ? ძირითადად კომპთან ვაატერებ დროს და სათბალის ტარების მიუხედავადაინც MEზაბება თვალი.

როგორ გითხრა, ლინზის გარეშე მხოლოდ ნაცნობ გარემოში შემიძლია გადაადგილება და რამის გაკეთება,
გარეთ და უცხო გარემოში ზალიან გამიჭირდებოდა...
თვალი ეჩვევა კარგად ხედვას და სათვალის გარეშე აღრ მოსწონს,
თუმცა -1 არ არის ისეთი მინუსი, რომ გარეთ სიარული ვერ შეძლო ან რამე ვერ გააკეთო...
უფრო მიჩვეული ხარ და დამოკიდებული...
რამდენი წლის ხარ?
ერთხელ სცადე და დილით, როცა არსად არ დააპირებ წასვლას, არ გაიკეთო სათვალე და ნახე აბა...
ისე, -3 თაც მინახავს, რომ უსათვალოდ დადიან, მაგრამ დედამ რომ ჩაუაროს ვერ იცნობენ...
რა ძალა ადგათ, ვერ ვხვდები...

მეც პატარა მინუსით დავიწყე, -0,25 მქონდა თვიდან, ექვსი წლის ასაკში შემამჩნიეს, რომ თვალებს ვჭუტავდი,
მერე ისე უაზროდ და უკონტროლოდ ვატარე სათვალე, რომელიც საათობით უნდა მეხმარა და წესები დამეცვა,
რომ 15 წლისას უკვე -7 მქონდა.
რაც ლინზა გავიკეთე, მხოლოდ ერთით მოიმატა მინუსმა...
ისიც იმიტომ, რომ ლინზასაც ისევე უკონტროლოდ ვხმარობ, როგორც თვის დროზე სათვალეს...
ლინზის ერთ-ერთი დადებითი ის არის, რომ პროგრესირებას აჩერებს, ასაკის მიუხედავად.

რაც შეეხება ლაზერს და ზოგადად, ოპერაციებს,
მაშინ როცა მე ლინზა გავიკეთე, ექიმთნ სწორედ ოპერაციაზე კონსულტაციისთვის მივედით
ოღონდ, ლაზერი ჯერ არ იყო მაშინ.
ასაკის გამო გვირჩიეს მოცდა და დროებით ლინზის მოსინჯვა.
ჰოდა, ისე შევეგუე და იმდენად კმაყოფილი ვარ ლინზის, რომ აღრც მიფიქრია ოპერაციის გაკეთება...
ვერ ვგრძნობ საჭიროებას...

Posted by: blacksabat 8 Jul 2016, 00:25
nia4u
22 წლის ვარ, smile.gif
კი, ალბათ მიეჩვია ძალიამ. და გაზარმაცდა თვალი. , -1 სათვალით თითქმის ისე ვხედავ როგორც სანამ ტარებას და იწყებდი, და სათავლის გარეშე მგონია რომ ალბათ -3 -4 მაქვს, იმდენად მიჭირს მის გარეშე.

ხოდა ახლომხედველი ვარ, და სათავკეს ძირკთადაფ გარეთ ვატარებ, სახლში რომ მოვდივარ ცხვირზე ვგრძნობ დიდ დუსკომფროტს, მიწითლდება და მილურჯდება ის ადგილი, რადგამ მთელი დღე ვატარებ, ხოდა ვიხსნი და ეს ცუდია სახლში და კომპიუტერთან სათვალის გარეშე როგორ ფიქრობ?

ძან კომდორტულია ლონზები, კი გეთანხმები, მარა იმდენად ვიწვალე ამოღება ჩასმაზე, უარი ვთქვი, და თან თუ ეგ პლოუსები აქვს ისევ ვფიქრობ ხომ არ დავუბრუნდე. ძან მინდა. ოFთალმოლოგმა იმდრნა დმარტიბად გააკეთა და მე ვერ. ისწაველ biggrin.gif
არ არსებობს ოსეთი ლიზნები, მუდმივი რომ იყოსმ მაგ: 1 თვე ამოღება რომ არ ჭირდებოდეს, ?

Posted by: zanduki 8 Jul 2016, 11:37
რომელ ხელოვნურ ცრემლს ანიჭებთ უპირატესობას?

Posted by: Scoorp 8 Jul 2016, 12:18
zanduki


ოქუთეარსს
დროპსტარიც არ იყო ცუდი როცა ვხმარობდი
მაგრამ მგონი აღარ გამოდის

Posted by: nia4u 8 Jul 2016, 18:23
blacksabat
ბოლოს როდის შეამოწმე მხედველობა, იქნებ მეტი მინუსი გჭირდება და იმიტომ ვეღარ ხედავ კარგად?
სახლში თუ მოიხსნი და დაასვენებ თვალს ცუდი არ არის, მაგრამ თუ გიჭირს უსათვალოდ და ძალიან ძაბავ თვალს, მაშინ ცუდია...
ცხვირზე და ყურებთან თუ დისკომფორტი გაქვს, შეიძლება აპრავა არის პატარა...
რაც შეეხება ლინზებს, ძალიან მარტივად ჩაისვამ სარკის დახმარებით.
ექიმი სხვანაირად აკეთებს, საკუთარ თავზე მასე ვერ იზამ...
არის ეგეთი რბილი ლინზები, რომლებიც შეიძლება დაიტოვო რამდენიმე დღე,
მაგრამ თვალს აზიანებს ძალიან და არ გირჩევ, არ ღირს სიზზარმაცე თვალის დაკარგვად
yes.gif
ლინზის ჩასმას გასწავლი თუ გაიკეთებ...

Posted by: blacksabat 8 Jul 2016, 19:00
nia4u
ალბათ 1 წლის წინ, არა ანუ სათვალით შეიძლება ითქვას იდეალურად ვხედავ. მას რ ვიხსნი მაშინ ვგრძნობ რომ იმაE ცუდად ბხედავ ვიდრე სათა ლის ტარებას დავიწყებდი.

QUOTE
შეიძლება აპრავა არის პატარა...

ეს ვერმივხდი, აპრავა რა არის?


QUOTE
მაგრამ თვალს აზიანებს ძალიან და არ გირჩევ, არ ღირს სიზზარმაცე თვალის დაკარგვად

მადლობა, გავითვალისწინებ.
ლინზებს რაც შეეხება, თუ გადავწყვეტ მოგმართავ თხოვნით smile.gif მადლობა

Posted by: nia4u 8 Jul 2016, 19:28
blacksabat
QUOTE
ეს ვერმივხდი, აპრავა რა არის?

უი,რუსული სიტყვა ვიხმარე ანუ სათვალის ჩარჩო შეიძლება პატარაა შენს თავთან შედარებით და ხელოსანს შეუძლია ცოტა გაწიოს...

Posted by: blacksabat 8 Jul 2016, 20:29
nia4u
რავიცი, არც პატარაა ძალიან. რეზნის მსგავსი საბჯენები აქვს და მგონი ეს მტკენს, ესეთი არ უნდა მეყიდა,
ანუ მთლიანად პლსამსის რომ არის , ის როგორი ნეტა ,


მაინტერესებს რომელი უფრო კომპოფრულია სტაარებლად, , ეს
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «


აი ესეთია დაახლოებით
თუ ეს, შენი აზრით.

Posted by: gokieli 9 Jul 2016, 11:21
გამარჯობა.
მაინტერესებს, რამდენად ეფექტურია ღამის ლინზების გამოყენება ?ჩემს შვილს აქვს მიოპია და ექიმმა გვირჩია.. თუ ვინმეს გაქვთ გამოცდილება, იქნებ გამომეხმაუროთ..

Posted by: assassin23 9 Jul 2016, 16:30
თვალის რაიმე ვაჯიშები არსებობს სპეციფიკური ...რომელიც ზარმაც თვალს გამოაფხიზლებს და მხედველობის მომატების შანსი რო იყოს... ???

Posted by: Natuka NGN 13 Jul 2016, 15:14
nananana3015
ამ მომხმარებლის შეკითხვა:

მოგესალმებით, ვინმემ იცით თბილისში სად შეიძლება გავიკეთო თვალის პროტეზი

Posted by: patso1233 15 Jul 2016, 09:22
გამარჯიბა
15-16 საათის წინ თვალის დახამხამებისას დამეწყო ისეთი შეგრძნება თითქოს თმა ჩამივარდა. ვეწვალე ყველა ცნობილი ხერხით არ ამოდის.
არც თავისით ამოვარდა მთელი ამ დროის განმავლობაში.
შეიძლება რამე სხვა პრობლემა იყოს?
დახამხამებისას მაწუხებს მარტო მაშინ როცა პირდაპირ ვიყურები. გვერდებში ყურებისას ჩვეულებრივადაა

Posted by: Scoorp 15 Jul 2016, 11:03
patso1233

ექიმთან მიდი
თუ არ გაგიარა დღეს
არ მოისრისო არავითარ შემთხვევაში ძლიერად

Posted by: Mohikan 18 Jul 2016, 22:42
გამარჯობათ, მარჯვენა თვალის ქვემოთ აი საიდანაც ცრემლი მოდის იმის ქვემოთ ხელი რომ მოვიკიდე რაღაც სიმაგრე შევამჩნიე წამონაზარდივით, კანის შიგნით. თითქოს ძვალიაო ისეთი მყარია.

თუ გეცნობათ ეს სიმპტომი? იმედია სიმსივნე არ მაქვს რაიმე sad.gif

Posted by: metofe 19 Jul 2016, 23:57
მეგობრებო, მოკლედ დიდი დროის გატარება მიწევს კომპთან
და დაახლოებით 1 წლის წინ დამიქვეითდა მხედელობა მცირედით
მივედი ექიმთან და დამინიშნა –0.5 ორივე თვალზე

ამის შემდეგ მხედველობა აღარ გამუარესებია, მაგრამ ბოლო რადმენიმე თვეა რაღაც წერტილების და ძაფების მაგვარი მეფარება თვალზე, განსაკუთრებით მზის სინათლეზე და მივედი ისევ ექმინთან გუშინ და რომ გამხედა გუგა სუფთა არისო არაფერს არ ვხედავო მე, და წერტილები და ძაფები შეიძლება ჯანმრთელმა თვალმაც ნახოსო როცა გადაღლილი არისო, და დამინიშნა ტაუფონი 2 კვირა ჩაიწევეთეო და ასევე რადგან სინათლე გაწუხებსო მუქი სათვალე გამომიწერა კიდევ

და რამეს ხომა არ ცდება sad.gif? რამე არ გამოეპაროს სერიოზულიsad.gif ასე უბრალოდ შეიძლება ძაფები და წერტილები მეფარებოდეს ?

Posted by: metofe 21 Jul 2016, 16:29
-------------------------------------------------

Posted by: mtasiqiteli 21 Jul 2016, 22:59
რამე კარგი მაღაზია მირჩიეთ მხედველობის სათვალეები რომ ვიყიდო.
კარგი რა, 200-300 ლარის გადამხდელი არა ვარ
მისაღები ფასი რო იყოს და ხარისხიც რა თქმა უნდა


Posted by: NUMB 22 Jul 2016, 19:04
patso1233
კია ძველი პოსტი.. იმედია, გაგიარა smile.gif
თუ არა და შუქის მიმართ მგრძნობელობასაც თუ ატყობ შენს თავს? ხომ არ გფხოჭნის დახამხამებისას? სიწითლეს ხომ არ ატყობ თვალის თეთრ გარსზე? ტფუ ტფუ ტფუ და ეგეთი სიმპტომებით დამეწყო მე თვალის ანთება


ლინზებს რაც შეეხება, არც რბილების დატოვება შეიძლება ღამე.
ჩასმა თავიდან პირველ ცდაზე ჭირს, თორემ მერე სარკეც არ დაგჭირდება, ისეთი მარტივია. საჩვენებელ(მეორე) თითზე დაიდეთ ლინზა. ყურადღება მიაქციეთ, რომ შენარჩუნებული ქონდეს თასის ფორმა და თითზე ფსკერით იდოს. არ იყოს ჩაკეცილი. მერე შუა თითით ჩამოიწევთ ქვედა ქუთუთოს(მეორე ხელით აიწევთ ზედა ქუთუთოს) და ლინზიან თითს მიიდებთ თვალთან. ერთი შეხება უნდა. თუ დარწმუნდით, რომ აეკრა თვალს, თითი მოიშორეთ და თვალი ამოძრავეთ წრიულად. მზადაა. biggrin.gif

Posted by: nuci17-89 23 Jul 2016, 13:23
ოფთალმოლოგის კიმპეტენციაა ალბათ დამეწყო ყვრიმლის ძვლის ტკივილი და იმავე მხარეს მარჯვენა თვალის ქვედა ქუთუთო გამისივდა მეძუძური დედა ვარ და ღამის თევა ხშირად მიწევს ამის ბრალია თუ რა ვქნა ვის მივაკითხო?

Posted by: life_long 27 Jul 2016, 20:10
გამარჯობათ ბოლო დროს დავაკვირდი და მარჯვენა თვალით შედარებით ცუდად ვხედავ ნახევარი წლის წინ გავიარე შემოწმება მხედველობის და ორივე თვალში ერთნაირი დამიწერა 1ქულა თუ 100 % როგორცაა მაგრამ ბოლო თვეებია ვგრძნობ რომ სხვაობამ ცოტა იმატა . თვალები მეღლება მალე ალბათ იმიტომ რომ სულ კომპიუტერს ტელეფონს და ტელევიზორს მივჩერებივარ ,მაგრამ დასვენებულ თვალებზე ძნელად შესამჩნევია სხვაობა .მაგრამ რაც არ უნდა იყოს მგონი არა მჭირს კარგი ამბავი,შავი წერტილიც მაქვს თვალში თეთრ ფონზე მოკლედ რა ვქნა biggrin.gif შუშის თვალზე ვიჩალიჩო?

Posted by: მანანიკო 27 Jul 2016, 22:23
nuci17-89

სამწვერა ნერვის ანთებას ახასიათებს ტკივილი მაგ მიდამოებში, აი შესიება არ ვიცი ნამდვილად.. უყურადღEბოდ ნუ დატოვებთ მაინც..

Posted by: life_long 28 Jul 2016, 01:59
გამარჯობათ ბოლო დროს დავაკვირდი და მარჯვენა თვალით შედარებით ცუდად ვხედავ ნახევარი წლის წინ გავიარე შემოწმება მხედველობის და ორივე თვალში ერთნაირი დამიწერა 1ქულა თუ 100 % როგორცაა მაგრამ ბოლო თვეებია ვგრძნობ რომ სხვაობამ ცოტა იმატა . თვალები მეღლება მალე ალბათ იმიტომ რომ სულ კომპიუტერს ტელეფონს და ტელევიზორს მივჩერებივარ ,მაგრამ დასვენებულ თვალებზე ძნელად შესამჩნევია სხვაობა .მაგრამ რაც არ უნდა იყოს მგონი არა მჭირს კარგი ამბავი,შავი წერტილიც მაქვს თვალში თეთრ ფონზე მოკლედ რა ვქნა biggrin.gif შუშის თვალზე ვიჩალიჩო?

Posted by: nia4u 28 Jul 2016, 20:18
life_long
ორჯერ რომ დაპოსტე, გასაგებია, რომ შეშინებული ხარ,
მაგრამ შეშინებული თუ ხარ, ვერ ხვდები რომ ექიმთან უნდა წახვიდე?

ნახევარი წლის წინ შემოწმება რა მიზეზით გაიარე?
ანუ რაღაც პრობლემა მაშინაც გქონდა?

Posted by: life_long 28 Jul 2016, 23:10
nia4u
ტელეფონით დავპოსტე და რატომღაც 2ჯერ დაიპოსტა ნუ გამლახავთ, სამსახურისთვის დამჭირდა ცნობა და იმიტომ , ექიმთან რომ უნდა მივიდე ეგ მეც ვიცი უბრალოდ სანამ მივალ მაინტერესებს დაახლოებით რასთან მაქვს საქმე.

Posted by: nia4u 29 Jul 2016, 13:15
life_long
არ გლახავ, კაცო,ექიმთAნ წადი-მეთქი... smile.gif
აქ ექიმი არპოსტავს და საქმე რასთან გვაქვს, დაზუსტებით აქ ვერავინ გეტყვის...

Posted by: life_long 30 Jul 2016, 10:37
nia4u
smile.gif რატომ ქვია ამ თემას აბა ეს სათაური,უცნაურია.
biggrin.gifმადლობ რჩევისთვის
ვესტუმრები აუცილებლად ექიმს ამ დღეებში .

Posted by: Zaza123456 13 Aug 2016, 23:24
დაახლოებით 1 წელია რაც სათვალე გავიკეთე. ერთი წლის წინ უსათვალოთ უფრო კარგად ვხედავდი , ვიდრე ახლა უსათვალოთ

ანუ სათვალის გარეშე ადრე უფრო კარგად ვხედავდი, ეხლა რომ სათვალე მოვიხსნა უფრო ცუდად ვხედავ , ვიდრე ადრე სათვალის გარეშე


Posted by: NUMB 19 Aug 2016, 16:48
Zaza123456
სათვალე არასწორად გაქვს ალბათ შერჩეული. ახლომხედველი ხომ არ ხარ?
რატომღაც ჩემს საახლობლოში ხშირად ხდება, რომ ადამიანს აქვს -3 და სათვალესაც უწერენ -3-ისას. მე რომ პირველად გამომიწერეს სათვალე ორთაჭალის კლინიკაში, იქ მითხრეს, რომ არ შეიძლება ნომრები დაემთხვეს. ახლომხედველი თვალი ზარმაცია და მინუსი ადვილად იზრდება. ამიტომ სათვალეს უნდა ქონდეს ნაკლები მინუსი.

Posted by: Luka211 21 Aug 2016, 09:46
მოკლედ ესეთი რაღაც დამეწყო ბოლო დროა მარჯვენა თვალი მეწვის პერიოდულად ამ წვასთან ერთად თითქოს ნახევარი სახეც მეწვისო კანი თითქოს შეუძლია თვალმა ესეთი რამე გამოიწვიოს?

Posted by: krakadzil 29 Aug 2016, 21:26
მხედველობის ლინზაზე ზემოდან ფერადი ლინზის გაკეთება შეიძლება?
მიპასუხეთ რა

Posted by: მონრეალ 19 Sep 2016, 12:51
წელიწადზე მეტი გავიდა რაც ექიმთან არ ვყოფილვარ. სად მივიდე შესამოწმებლად?


krakadzil
მხედველობას რომ ასწორებს ისეთი ფერადი ლინზა რო იყიდო? biggrin.gif

Posted by: jeimi 20 Sep 2016, 22:37
გამარჯობათ ,თვალის პრობლემები მაქვს და იქნებ კარგი ექიმი მირჩიოთ ვინმემ

Posted by: shanava 21 Sep 2016, 00:26
ჩემი გამოცდილებიდან , შემიძლია გირჩიო მაგარი ექიმი- მაკა გოგიაშვილი. რომელიც ოპერაცაიის გარეშე აპარატურუთ 1 საათში უმატებს მხედველობას.
თავიდან უაზრო რეკლამა მეგონა, მაგრამ როცა მივედი პირობების გასაგებად, იქ რამდენიმე თურქეთიდან და 2 რუსეთიდან პაციენტი დამხვდა რომლებიც ძალიან კმაყოფილები იყვნენ, ერთი ჩემხელა გოგო, უკვე მეორეთ იყო ჩამოსული .მასაც ასტიგმატიზმი ქონდა ჩემსავით და ამოვისუნქეო, ძლივს ადამინის სახეს შორიდან ვხედავო.მეც დავიჯერე და მართლაც არ ვნანობ!10 დღე კი მეზარებოდა სიარული ,მაგრამ შედეგი ამად ღირს! ეს არის იმ კლინიკის საიტი mago.ge აქ შედი და ნახავ უფრო სრულ ინფორმაციას და ვიდეოებიც უდევთ პაციენტების როგორი კმაყოფილები არიან მკურნალობის შედეგით

Posted by: jeimi 21 Sep 2016, 00:39
დიდი მადლობა, აუცილებლად მივალ ,მაკა გოგიაშვილი სხვებმაც მირჩიეს,ვიდეოებიც ვნახე საიტზე,გაოცებული ვარ! შედეგი რომ არ მიეღოთ, ასე არ ისაუბრებდნენ!

Posted by: shanava 21 Sep 2016, 02:12
აუცილებლად მიდით ბევრი მადლიერი პაციენტი ყავს ჩემი ჩათვლით, სცადეთ, იქნებ თქვენც დაგეხმარონ

Posted by: kazani2 26 Sep 2016, 17:17
სათვალე რა ღირს საშუალოდ? -1 და შუშის. დაახლოებით მაინტერესებს ფასი, 100 ლარის ფარგლებში ნორმალურია? (ჩარჩოს არ აქვს მნიშვნელობა)

Posted by: shanava 28 Sep 2016, 02:18
kazani2 შენი საქმეა გინდა გაიკეთე სათვალე გინდა არა მაგრამ ჩემს გამოცდილებას გაგიზიარებ რომ სათვალემ უფრო გამიფუჭა მხედველობა სკოლაში -1 დან დავიწყე 5-6 წელიწადში -6 მდე ავედი.უსათვალოდ პრაქტიკულად ვერ დავდიოდი,,,ბევრი ლინზები ვცადე უამრავი თანხა გადავიხადე ლინზებში მაგრამ თვალს მიღიზიანებდა და ვერ მოვირგე...არ ვიცოდი რა მექნა მანამ სანამ ჩემმა მეზობელმა არ მიმასწავლა მაკა ექიმთან,რომელმაც სათვალე საერთოდ გადამაგდებინა და უსათვალოდ დავდივარ ,,,,მართალია მომაბეზრებელია 10 დღე ზედი ზედ კლინიკაში სიარული მაგრამ შედეგი ამად ნამდვილად ღირს,,,,

Posted by: kazani2 28 Sep 2016, 04:47
shanava, სათვალის ტარება მიწევს და ფასი ვიკითხე უბრალოდ. რჩევისთვის მადლობა.

Posted by: tigvi 28 Sep 2016, 09:19
გამარჯობათ. ღამით როდესაც ვიძინებ გაღვიძებისას ზოგჯელ მიჭირს თვალების გახელა, თვალების ზედანაწილი მტკივა, ასემგონია რაღაც გორავს შიგთკო, როგავახელ შემდეგკი აღარმტკივა. დაბრალებით კომპიუტერს ვაბრალი. მხედველობა ხუთიანზემაქვს. რასმირჩევთ ხომარიცით რაიმე საშვალება როგავიკურნო თვალები

Posted by: მონრეალ 28 Sep 2016, 16:07
kazani2
შუშას აღარ აკეთებენ მემგონი, მძიმეა + აპასნია თუ გატყდა.
ჩემი აზრით, ჩარჩოს აქვს დიდი მნიშვნელობა, სახეზე თუ არ გერგება/გიხდება გაგაწამებს, მითუმეტეს თუ მუდმივად გიწევს ტარება.
ფასს რაც შეეხება გააჩნია ჩარჩოს რა ფასიანს აიღებ და ლინზა რა ინდექსის გჭირდება. მაღალი მინუს/პლუსი თუ გაქვს მაღალი ინდექსის ლინზა აღარ გამოდის ისეთი სქელი. გარდა ამისა დაფარვები არსებობს და ათასი რაღაც კიდევ.
მიდი სადმე მაღაზიაში და აგარჩევინებენ.

Posted by: jeimi 28 Sep 2016, 22:00
შანავა, გაიხარე ჩემო კარგო, მართლაც კარგი ექიმი მირჩიე. მიუხედავად იმისა, რომ ბევრ ექიმთან ვიყავი, მაკულოდისტროფიის გამო, ნაწილი ხელს არ მკიდებდა, ნაწილი კი უაზროდ მაყლაპებდა წამლებს. როგორც კი მივედი ქ-ნ მაკასთან პირველივე გასინჯვაზე შემპირდა რომ ცოტათი მომიმატებდა მხედველობას, მაგრამ მეორე დღეს 1 საათში ბევრად მეტს ვხედავდი, ვიდრე შემპირდა. ეს იმდენად დაუჯერებელი იყო ჩემთვის , რომ შოკში ჩავვარდი, ჩემი თავის არ მჯეროდა და ოჯახის წევრებს ვთხოვდი შეემოწმებინა სწორად ვხედავდი თუ არა. დღესაც არ მჯერა მკურნალობის კურსი ბოლომდე არ მაქვს მიყვანილი, შედეგი კი უკვე სახეზეა. ერთი რამ ვერ გავიგე, შემთხვევით რომ არ შემოვსულიყავი ფორუმზე, რა მეშველებოდა და რამდენმა ხალხმა არ იცის ამ მეთოდის არსებობაზე.


Posted by: MrCrowley 6 Oct 2016, 09:17
მოგესალმებით,

ნოზეილინის ხშირი გამოყენება რამდენად არის რეკომენდირებული და ჩასმულ ლინზებზე თუ შეიძლება გამოყენება ?
ალერგიული ვარ და ყოველდღიურად მაქვს თვალის სიწითლე და წვის შეგრძნება.


Posted by: Niandra 8 Oct 2016, 09:20
მარტო ჩემი სათვალის ლინზები აახლოებს, ადიდებს და ასუქებს ყველასა და ყველაფერს? drug.gif

Posted by: zaxara27 11 Oct 2016, 17:05
ნატალია მაღლაკელიძე იციტ ვინმემ ავერსის კლინიკაში?

Posted by: ]3eaTlES 12 Oct 2016, 15:29
გამარჯობათ, მამაჩემი იყო თვალის ექიმთან შემოწმებაზე და თვალის წნევა რო გაისინჯა ორივე თვალში ქონდა 20, მაინტერესებს ეს მაჩვენებელი საშიშია ? ანუ ექიმმა სამ თვეში გადამოწმებაზე დაიბარა და მაგიტო ვკითხულობ. ჰო მამაჩემი 68 წლისაა ასევე მხედველობა იდეალური აქვს ასევე თვალის ფსკერშიც ყველაფერი კატგადაა smile.gif წინასწარ მადლობა.

Posted by: nia4u 13 Oct 2016, 14:28
pekineli
როგორ ხარ?
მოკლედ, ამ დილას "იმედის დილაში" მოვისმინე, რომ ოფთალმიჯში
რაღაც ახალი ლაზერული აპარატი შემოიტანეს,
რომლითაც 5 წუთიანი პროცედურით აგვარებენ
თვალის ბევრ პრობლემას,
მათ შორის კერატოსაც.
შოთა თადუმაძე იყო სტუდიაში, ახალგაზრდა ქირურგი...
იქნებ გადაახვიო და ნახო შენც დაახლოებით 09 საათსადა 35 წუთიდან...

Posted by: pekineli 13 Oct 2016, 16:11
nia4u
ვაა დიდი მადლობა მოკითხვისთვის. გამიხარდა wink.gif

ესეიგი ჩემი მდგომარეობა ეგეთია რო ვიწვეთებ თვალში ჰიალურონის მჟავას.
მაინცდამაინც კაი დღეში არ მაქ თვალები
მეჩვენება რომ დამაკლდა მხედველობა.
მარცხენა თავლი შესუსტდა ძაან რო იღლება აქლა გაქცევა დაიწყო ბოლო თვეა. თითქოს დააბულობიგან დამბლავდება და ითიშება.
3-4 წამი რომ დავასვენებ დავხუჭავ აღდგება მერე ნორმალურად.

ვერაფერი გავიგე. ძალიან მაინტერესებს ეგ ოფთალმიჯის აპარატი

Posted by: nia4u 13 Oct 2016, 17:42
pekineli
ხო, ეგრევე შენ გამახსენდი smile.gif
ნახე აუცილებლად ეგ სიუჟეტი და მიდი კიდეც ოფთAლმიჯში, გაიგე რა ხდება smile.gif
ფასებიც გაიგე და რაღაცა იქნება სასიკეთო! yes.gif 2kiss.gif

პ.ს ექიმთან აღარ ყოფილხარ?
გაქცევა ცალ თვალში დიდმა მინუსმა იცის და ამ ბოლო დროს მხედველობა არ შეგიმოწმებია?
სათვალეს ატარებ? თუ ლინზა გაიკეთე?

Posted by: tihop 13 Oct 2016, 19:56
გამარჯობა. მაინტერესებს თვალის დამამშვიდელებელი სათვალეები თუ მართლა შველის კომპიუტერთან ყოფნის დროს? და რა ფასი აქვს?

Posted by: thanos 13 Oct 2016, 23:10
კარგი ექიმი იცით ვინმემ?
სამთან ვიყავი და სამივემ განსხვავებული სათვალე გამომიწერა facepalm.gif
ხვალ მეოთხესთანაც ვაპირებ გასვლას,. ისიც დიდი ალბათობით განსხვავებულს გამომიწერს facepalm.gif


Posted by: ]3eaTlES 14 Oct 2016, 19:37
გამარჯობათ, მამაჩემი იყო თვალის ექიმთან შემოწმებაზე და თვალის წნევა რო გაისინჯა ორივე თვალში ქონდა 20, მაინტერესებს ეს მაჩვენებელი საშიშია ? ანუ ექიმმა სამ თვეში გადამოწმებაზე დაიბარა და მაგიტო ვკითხულობ. ჰო მამაჩემი 68 წლისაა ასევე მხედველობა იდეალური აქვს ასევე თვალის ფსკერშიც ყველაფერი კატგადაა smile.gif წინასწარ მადლობა.


მიპასუხეთ რა გთხოვთ, ექიმი შემოდის აქ თვალის ?

Posted by: nia4u 15 Oct 2016, 16:24
thanos
QUOTE
სამთან ვიყავი და სამივემ განსხვავებული სათვალე გამომიწერა

ზომა იყო განსხვავებული?
მინუსი თუ პლიუსი?
შეგიძლია თანმიმდევრობით დაწერო პირველმა რა გამოგიწერა, მეორემ და მესამემ?

ეგ ბევრ რამეზეა დამოკიდებული და პირველ რიგში შენზე...
კარგად გამოძინებული უნდა იყო, თვალი უნდა იყოს დასვენებული,
თუ სათვალეს ხმარობ, გაზომვამდე 2 საათი მაინც მოხსნილი უნდა გქონდეს.
ამის მერე უკვე შენზეა დამოკიდებული რას ეტყვი და როგორ აუხსნი ექიმს ...
* * *
]3eaTlES
ექიმი აქ, მგონი, არ შემოდის,
ერთმანეთს ვურჩევთ და ვუზიარებთ გამოცდილებას...
თუ გინდა, შენს მაგივრად დავგუგლავ და მოგიძებნი ინფოს თვალის წნევის შესახებ smile.gif

Posted by: _nite_ 17 Oct 2016, 13:21
ბავშვისთვის კარგი ოფთალმოლოგი მჭირდება
ასტიგმატიზმი დაუდგინეს. უბრალოდ პოლიკლინიკის თვალის ექიმს არ ვენდობი და ხომ არ მირჩევთ ვინმეს?

Posted by: ]3eaTlES 17 Oct 2016, 16:48
nia4u
ააა გასაგებია, არა იყოს მაშინ დიდი მადლობა ყურადღებისთვის.

Posted by: levan666 19 Oct 2016, 14:11
როდემდე უნდა იყოს მიდაქსი და ტროპიკამიდი? mad.gif

რომ მეღლებოდა ხოლმე თვალები ღამე ვიწვეთებდი ზოგჯერ და ვასვენებდი თვალებს

Posted by: TheAnswer 21 Oct 2016, 23:25
თვალების მექავება და ოდნავ მიცრემლიანდება, რის ბრალი შეიძლება იყოს?


მარჯვენა თვალში ოდნავ სიმძიმესაც ვგრძნობ, მოკლედ ძაან შემაშინა და იქნებ მირჩიოთ რამე givi.gif


მხედველობა მწყობრშია, არც მტკივდება ხოლმე

Posted by: thanos 24 Oct 2016, 23:57
nia4u
სალამი. ბოდიში დაგვიანებული პასუხისთვის.
თვალები ჩვეულებრივი სამუშაო დღის მგომარეობაში მქონდა, სითხეც ჩამაწვეთეს, გუგებს რომ აფართოებს.
მე მინუსი მაქვს. მოკლედ ასეთი სიტუაციაა : მიოპია+ ასტიგმატიზმი მაქვს.
სათვალეები შემდეგი სტილით გამომიწერეს ( სამწუხაროდ გრადუსები ზუსტად არ მახსოვს, მაგრამ ყველამ მარჯვენა თვალზე 80 გრადუსი მიტხრა, მარცხენა კი ვარირებდა - 30 გრადუსი იყო ყველაზე მცირე, ყველაზე დიდი კი - 130 გრადუსი)
პირველმა - -4( მარჯვენა), -4,75
მეორე - -4 (მარჯვენა), -4,5
მესამე - -2,5 (მარჯვენა), -3
მეოთხე - -3 (მარჯვენა), -4
მეხუთე - -4 (მარჯვენა), -5 ამ ექიმმა საერთოდ უგრადუსო სათვალე გამომიწერა.
ეს ყველაფერი ხდება დაახლოებით 2 კვირის ვადაში...
ვტფ?

Posted by: zentia 25 Oct 2016, 21:52
thanos
მყარი ლინზები არ დაგინიშნა რომელიმემ ? რომელი ხარისხის მოიპიაა ? მეც ვერ გავიგე ვერაფერი biggrin.gif

TheAnswer
არამგონია რამე სერიოზული იყოს აცრემლიანება სიმძიმის გრძნობა და ქავილი იცის ალერგიამ მტვრისგან მცერანეული მსვრისგან პრეპარატება ან ზოგიერთმა მედიკამენტმა შეიძლება ალერგია სულაც არ იყოს და უბრალოდ თვალის სიმშარილს ბრალი იყოს ეს ყველაფერი მიმართე ექიმს და დაგინიშნავს წვეთებს უბრალოდ უსიამოვნო გრძნობაა sad.gif ისეთი გრძნობა ხომ არ გაქვს თითქოს რამე უცხო სხეულიგაქვს თვალში ?
* * *
]3eaTlES

ნორმა 10-20 არის როგორც ვხდები ა ექიმმა გადაწყვიტა მისი წნევის კონტროლი თუმცა ცდომილება 1-2 ვერცხლის წყლის სვეტით საპანიკო ნამდვილად არ არის მაგრამ აუცილებლად მისახედია რაც არ უნდა იყოს მამაშენს ინტრაოკულარული წნევა ნორმაში აქვს ასე რომ არ ინერვიულო

Posted by: thanos 26 Oct 2016, 21:21
zentia
QUOTE
მყარი ლინზები არ დაგინიშნა რომელიმემ ?

არც უხსენებიათ
ლინზების რაიმე ტიპია?

Posted by: zentia 26 Oct 2016, 21:33
thanos

არაფერი ისეთი ძველად იხმარებოდა და დამაინტერესა დღესაც თუ იყენებდნენ

Posted by: thanos 27 Oct 2016, 09:04
zentia
ამათ არ უთქვამთ, ზოგადად ლინზების უპირატესობაზე სათვალესთან მიმართებით კი ითქვა

Posted by: TheAnswer 4 Nov 2016, 18:03
zentia




არა უცხო სხეულის შეგრძნება არ მაქვს, სიმძიმეც მომეხსნა

მარა მექავება,ხშირად მეხუჭება თავისით, ოდნავ ჩაწითლებულიც მაქვს

ექიმთან მივალ აუცილებლას, მარა მეშინია რამე სერიოზული არ მითხრას
gigi.gif

Posted by: zentia 4 Nov 2016, 22:33
კარგია ცოტა თუ შეგიმსუბუქდა არამგონია რამე ისეთი გითხრას რომ შეგაშინოს წარმატებები love.gif მე მაინც სიმშრალე მგონია მაგრამ ჯერჯერობით ექიმი არ ვარ ამიტომ ნამდვილი ექიმი გეტყვის ზუსტად biggrin.gif love.gif

Posted by: TGroup 6 Nov 2016, 04:13
მირჩიეთ,კარგი ოფთალმოლოგი რონიკოში ვიყავი და მარტო სათავლე გამომწეირეს ი ვსო და სათვალეც ვხდები რო კარგად ვერ ვხედავ ამ სათვალეში და ვინმე პროფესინაოლი მინდა რო რამე წამალიც დმაინიშნოს და წესივრად გამომიწეროს რაცქვია რეცეპტი lol.gif

Posted by: ბუღალტერი 8 Nov 2016, 09:03
ვისაც ხშირად გვიწევს კომპიუტერთან ჯდომა და დაძაბული გვაქვს მუდმივ რეჟიმში თვალი, რომელ წვეთებს გვირჩევთ?
+0.5 სათვალეს ვხმარობ.

Posted by: metofe 8 Nov 2016, 21:02
მოკლედ ფოთში ვცხოვრობ და ადგილობრივი ოფთამოლოგების მკურნალობით არ ვარ კმაყოფილი, ცოტა ხნის წინ გავიგე ერთ-ერთ კერძო კლინიკაში ყოველ პარასკევს თბილისიდან ჩამოდიანო გიორგი ჩიკვაიძე და ალეკო ჩხარტიშვილი და თუ იცით ესენი კარგი ოფთამოლოგები არიან?

Posted by: levan666 8 Nov 2016, 21:06
QUOTE
ვისაც ხშირად გვიწევს კომპიუტერთან ჯდომა და დაძაბული გვაქვს მუდმივ რეჟიმში თვალი, რომელ წვეთებს გვირჩევთ?
+0.5 სათვალეს ვხმარობ.


+1


მარტო ცრემლები არ მშველის ღამე დასვენება მინდა sad.gif მიდაქსს არაფერი ეშველება? მაინცდამაინც სადმე უნდა წავიდე და გამოვაყოლო 1 ფლაკონი ნარკორეალიზატორივით? sad.gif

Posted by: sasutela 11 Nov 2016, 09:24
მხედველობა მაქვს იდეალური, ყველა დისტანციაზე გარკვევვით ვხედავ.
დღეს დილით რომ გამოვედი, შევატყვე რომ ჩვეულებივ დისტანციაზე (ბილბორდი ა. შ) ვხედავ ბუნდოვნად საკმაოდ დიდი შრიფტის ნაწერსაც. როდესაც ვცდილობ გარკვევით დავინახო თვალის დაბუჟებას ვგრძნობ.


ძალიან შეშინებული ვარ, რა შეიძლება მომხდარიყო 1 საღამოში, იმედია დროებითია.
თუ ვინმემ რამე იცით დამაიმედეთ

Posted by: spur 14 Nov 2016, 14:46
გამარჯობათ,მარჯვენა თვალზე მიწევს მესამე კატეგორიის ლაზერის გაკეთება 10-15 წუთიანი პროცედურაა,ვნერვიულობ და საშიშია ან მტკივნეულია?

Posted by: gig@@@ 21 Nov 2016, 19:42
შეკითხვა ექიმ ოფთალმოლოგს

დღის მკვეთრ შუქზე მზიან ამინდში ან ნათურის მკვეთრ შუქზე მარჯვენა თვალით მხედველობისას შევამჩნიე კლაკნილი არასწორი შავი ხაზი აქვს დაახლოებით გველის ფორმა. თვალის მოძრაობისას თან დამყვება, მეორე თვალზეც მაქვს დაახლოებით იგივე ფორმის ხაზი მაგრამ აქ უფრო ძნელად ვამჩნევ და ეს არასწორი ხაზი რა შეიძლება იყოს ?

Posted by: gugamaxara 23 Nov 2016, 19:50
გამარჯობათ
მოკლედ, შარშან ვიყავი დვალთან ოპერაციაზე, მაქვს ასტიგმატიზმი და ასეთი რაღაც მითხრეს, ოპერაციას გაგიკეთებთ მარა შენზეა დამოკიდებული 100% იან გარანტს ვერ მოგცემთო შეიძლება სულ გასწორდეს შეიძლება უფრო დაგაკლდესო და ამ 1 წლის გამნავლობაში რამე შეიცვალა თუ იცით, ხელმეორედ არ მინდა იმედგაცრუება cry.gif cry.gif biggrin.gif

Posted by: assassin23 28 Nov 2016, 01:28
მსგავსი პრობლემა მაქ მეც და არ მირჩევენ ოპერაციის გაკეთებას მითმეტეს ასტიგმატიზმზე და 50 % გადამაფიქრებინეს ...,
ალბათ მიზეზი ისაა რომ არაფერი შეიცვალა....
gugamaxara მეგობარმა გაიკეთა მსგავის ოპერაცია და 1წელი არ აწუხებდა და ეხლა როცა კომპიუტერთან უწევს ხშირი ჯდომა სპაზმები აქვს და საშიშროებაა იმის რომ სათვალე გაიკეთოს...

Posted by: Alice_In_Wonderland 29 Nov 2016, 21:42
მერაბ დვალი მირჩიეს და თუ ყოფილხართ ვინმე როგორ მოგეწონათ?
ბოლოს რჩევით ოფთალმოლოგთან რომ მივედი სასწაულები ჩამიტარა და შეშფოთებული ვარ :დ
და როგორ მოვხვდე, რომელ კლინიკაშია?

Posted by: gugamaxara 1 Dec 2016, 00:26
assassin23
ანუ მე როგორც დავწერე მასე უთხრეს,გაიკეთა და გაუსწორდა?

Posted by: Lela013 12 Dec 2016, 13:46
გამარჯობა. გადავწყვიტე ლაზერით მხედველობის კორექცია. - 3 მაქვს. ვიყავი კონსულტაციაზე ახალ მზერაში. ცხვირზე მაქვს გაკეთებული რინოპლასტიკა თვენახევრის წინ და ამიტომ სათვალის ტარება არ შემიძლია. თუმცა როგორც გავარკვიე ჩემი მეგობრისგან, ლაზერით ოპერაციის ჩემმდეგ დაუნიშნეს სპეციალური დამცავი სათვალე რომელსაც 5 დღე ატარებდა 24 საათის განმავლობაში და მომდევნო 10 დღე მხოლოდ ღამით. ჩემს შემთხვევაში ეგ გამორიცხულია, რადგამ 24 საათი კი არა 1 საათიც არ შემიძლია სათვალის დადება ამ ცხვირზე. ჰოდა ექიმს ვკითხე და ექიმმა ზოგი პაციენტი იკეგებს ზოგი არაო და ვეღარ გავიგე რა ვქნა. წესიერად არაფერს გიხსნიანს ეს ექიმებიც :/ ვუსაც გაგიკეთებიათ ეს კორექცაი გთხოვთ მომწერეთ რამდენად სავალდებულოა მსგავსი სათვალის ტარება. მერაბ დვალთან თუ გაგიკეთებიათ კორექცია მინუსის და რამდენად კმაყოფილები ხართ? მადლობა

Posted by: Kakh48 14 Dec 2016, 21:58
გამარჯობათ იქნებ დამეხმაროთ რა სად შევიძინო კარგი ხარისხის კომპიუტერის გამოსხივებისგან დამცავი სათვალე ??

Posted by: merciamercia 16 Dec 2016, 00:34
QUOTE
ვისაც ხშირად გვიწევს კომპიუტერთან ჯდომა და დაძაბული გვაქვს მუდმივ რეჟიმში თვალი, რომელ წვეთებს გვირჩევთ?

++
მირჩიეთ რა რამე წვეთები, მთელი დღე კომპთან ვზივარ და ცუდ დღეში მაქვს თვალები, ჩასისხლისნებულივით მაქვს დღის ბოლოს...

Posted by: Mrs.aravin 17 Dec 2016, 02:28
merciamercia
მე მაქვს ხოლმე მასე და ექიმმა ხელოვნური ცრემლი დამინიშნა.10 ლარის ფარგლებში ღირს

Posted by: merciamercia 17 Dec 2016, 20:48
QUOTE (Mr.aravin @ 17 Dec 2016, 02:28 )
merciamercia
მე მაქვს ხოლმე მასე და ექიმმა ხელოვნური ცრემლი დამინიშნა.10 ლარის ფარგლებში ღირს

თვალის ხელოვნური ცრემლი ეგრე ვიკითხო აფთიაქში?
მადლობა 2kiss.gif

Posted by: zentia 17 Dec 2016, 22:47
merciamercia

თვალის ცრემლები ან თვალის სიმშრალისთვის თქო უთხარი და მიხვდებიან რისთვისაც გინდა

მე დრობსტარს და ოქსიალს გირჩევ გამოყენების ინსტრუქციას გაეცანი

Posted by: merciamercia 17 Dec 2016, 23:12
QUOTE (zentia @ 17 Dec 2016, 22:47 )
merciamercia

თვალის ცრემლები ან თვალის სიმშრალისთვის თქო უთხარი და მიხვდებიან რისთვისაც გინდა

მე დრობსტარს და ოქსიალს გირჩევ გამოყენების ინსტრუქციას გაეცანი

მადლობა ^_^
მაქედან რომელიმეს ვიყიდი user.gif 2kiss.gif

Posted by: Mrs.aravin 17 Dec 2016, 23:37
merciamercia
არაფერს smile.gif კი ხელოვნური ცრემლი ესე ჰქვია.
მშრალი თვალის სინდრომი ჰქვია ჩვენ პრობლემას და კომპიუტერის,ტელევიზორის გამოსხივება,მტვერი ,კონტაქტური ლინზები აუარესებს ხოლმე მდგომარეობას.(კიდევ აქვს სხვა მიზეზებიც აღარ მახსოვს უბრალოდ)

Posted by: Kakh48 20 Dec 2016, 13:41
QUOTE
გამარჯობათ იქნებ დამეხმაროთ რა სად შევიძინო კარგი ხარისხის კომპიუტერის გამოსხივებისგან დამცავი სათვალე ??

ჰეი დამეხმარეთ რა ))

Posted by: jeimi 24 Dec 2016, 00:19
Kakh48
გილოცავ დამდეგ ახალ წელს!
ჩემი გამოცდილებიდან გამომდინარე გეტყვი - ჩემმა შვილმა დამცავი სათვალეები იყიდა მაგრამ ტყუილად გადაყარა ფული. ის დარწმუნებული იყო ,( შენსავით) რომ სათვალე დაიცავდა თვალებს გამოსხივებისაგან . მაგრამ დაეწყო თვალების წვა, სიმძიმე და ჩაწითლება. . საქმე იმაშია, რომ თვალის პრობლემა არა გამოსხივების გამო ხდება , არამედ იმიტომ , რომ თვალები არის მიშტერებული ეკრანს და იშვიათათ ხდება მათი ხამხამი. აქედან გამომდინარე დამცავი სათვალე მხოლოდ ფულის მახეა. ადრე , ამ ფორუმზე მირჩიეს თვალის ექიმი , პროფესორი მაკა გოგიაშვილი, რომელმაც მე მხედველობა მომიტა, მაშინ როდესაც სხვა ექიმები მიმტკიცებდნენ არაფერი გეშველებაო..... როდესაც ქალბატონ მაკასთან მივიყვანე ჩემი შვილი, მან აგვიხსნა ეს ყველაფერი..... ყოველივე წამლის და სათვალის გარეშე 5 დღეში ჩემს შვილს თვალების პრობლემა მოეხსნა და ეხლაც მშვენივრად გრძობს თავს . ამიტომაც არ გირჩევ სათვალის ყიდვას, თუმცა შენ თვითონ გადაწყვიტე.

Posted by: Kakh48 24 Dec 2016, 12:15
jeimi
გაიხარეთ მეც გილოცავთ დამდეგს , მადლობა ამომწურავი პასუხისთვის კომპიუტერთან ვარ ხშირად და უკვე დამეწყო თვალების ტკივილი ჩაწითლება და აშ ალბათ თვალის ცრემლი გამოუწერა ხომ ? ხომ არ გახსოვთ სახელი ?

Posted by: assassin23 25 Dec 2016, 19:15
ხალხო ტვალის კორექცია რომელსაც ნიუ ჰოსპიტალში აკეთებენ ... და სხვაგან შედარების მიხედვით ყველაზე კვალიფიციურები რომლები არიან და ვისაც არ ეზარება და ვისაც გაუკეთებია ან გსმენიათ ყველამ დაწერეთ თქვენი აზრი და არა მარტო მე ყველას გამოგვადგება მომავალში და არ დაიზაროთ....

ასტიგმატიზმი მაქ და ცოტა შეშინებული ვარ რომ ავაგროვო ფული და გავიკეთო მერე ისე არ გამიუარესდეს რომ მთლად დავკარგო მხედველობა და სათვალე მოსანატრი გამიხდეს ........?

Posted by: BIG DUKE 30 Dec 2016, 22:38
1 წლის წინ ინფექციური კონიუქტივიტი მჭირდა და ძლივს მოვირჩინე, 4 თვე სხვადასხვა წამლებს ვისხამდი და თითქოს ყველაფერი მორჩა, მაგრამ ახლაც ზოგჯერ მაწუხებს ეგ თვალი (ძირითადად რომელზეც მჭირდა), ზოგჯერ დილაობით წითლდება და კიდევ როცა ვსვამ ალკოჰოლს, მაშინაც ყოველთვის მიწითლდება ეს თვალი. მზის სინათლის შიში იმდენად აღარ მაქვს, ათასში ერთხელ და მხედველობის პრობლემაც აღარ მაქვს ამ თვალზე, ეგეც ათასში ერთხელ ამიჭრელდეს, ხოდა გამოცდილი ოფთალმოლოგები არ ხართ აქ, რომ მითხრათ, რაშია საქმე? sad.gif

Posted by: arut 5 Jan 2017, 20:54
გამარჯობა,ცოტა გაურკვევლობაში ვარ და ტქვენი გამოცდილება და ცოდნა გამიზიარეთ,,,თუ ბავშვთან დადინდა მხედველობის -(მინუსი,მართალია პატარა მაგრამ მაინც)გამოიწერა სათვალე,,,1 ექიმი იძახის სათვალე სულ უნდა ეკეთოსო და ახლოს კითხვის დროს არაო და მეორე იძახის მხოლოდ ტვ-კომპი და სკოლაშიო,,,სათვალის რეცეპტს ორივე ეთანხმება

Posted by: rock in rose 6 Jan 2017, 16:54
გამარჯობა

-1,25 მაქვს მარცხენა თვალში, მარჯვენაში -0.5.(რამდენიმე წლის წინ ასე იყო, ახლა არ ვიცი, გაუარესება არ მიგვრძნია).
მაშინ გამომიწერა ექიმმა სათვალე, მაგრამ ვერ შევეგუე და ამიტომ არ ვატარებ, მაინტერესებს რამეს ხომ არ ვუშავებ საკუთარ თავს სათვალის არტარებით?

Posted by: arut 6 Jan 2017, 18:27
აქ მგონი მარტო კითხვებია smile.gif არავინ გვპასუხობს

Posted by: anni_dembo 13 Jan 2017, 20:46
Mr.aravin
იქნებ გქონდეს ამაზე პასუხი :შ

მაინტერესებს თვალის ქვემოთ ლურჯი სისხლძარღვის დატყობა ამათგან რომლის ბრალი შეიძლება იყოს?
1) სიცივე
2) თვალის დაძაბულობა (ტელეფონის ეკრანს რომ უყურებს დიდხანს)
3) და ცუდი ძილი (მაქს. 5-6 საათი)

Posted by: fixyou1 15 Jan 2017, 15:15
გამარჯობა, მჭირდება კარგი ოფთალმოლოგი...

Posted by: Ekate 17 Jan 2017, 11:26
Jeimi
გამარჯობა.. პირადშიც მოგწერეთ მაგო თერაპიაზე მაინტერესებს მართლა მოგემატათ მხედველობა? შვილი მყავს 6 წლის შორს მხედველი დიდი პლიუსები გვიკეთია თან მარჯვენა თვალში სიელმეც აქვს,დაიტანჯა ბავშვი ამ სათვალეებით ძალიან ბევრ ექიმთან მყავდა ყველა ერთს გვეუბნება სათვალეები და ვარჯიშები 3 წელია შედეგი არ გვაქ.

Posted by: Bertram777 18 Jan 2017, 19:20
მირჩიეთ გამოცდილებმა კარგი ოფთალმოლოგი თუ შეგიძლიათ.... თვალის ოპერაციას ეხება საქმე.

Posted by: asfdaf 21 Jan 2017, 19:03
გაამარჯობაათ... ახლომხედველობა არ იკურნება? :/ რამოდენიმე წელია დამემართა და სათვალემ უარესი მიქნაა.. სპაზმის მომხსნელი წვეთები ხო არსებობს რაღაც, ექიმმაა არ გინდა შეეგუე სათვალესო და 6 თვეა ვერაფრით შევეგუე :// მგონია საშინელ დღეში ჩამაგდო უფრო, თან სხვადასხვა მინუსი მაქ

Posted by: lasha16 26 Jan 2017, 05:10
გამარჯობათ

შარშან შევამჩნიე რომ მარჯვენა თვალში ცოტა ბუნდოვნად ვხედავდი, ამავდროულად რაღაცნაირი შეგრძნებაც მქონდა თვალში.
გარკვეული პერიოდის მერე ავერსის კლინიკაში მითხრეს თვალის კუნთის სპაზმიაო.
წვეთები გამომიწერა მაგრამ დიდი ხნით არ გამომიყენებია რადგან გამიარა და დამავიწყდა კიდევაც თუკი მქონდა.

2 დღის უკან რაღაც საპონმა გამიღიზიანა თვალი, ქუთუთოზე მოვისვი თითი და ისევ დამეწყო ეს სპაზმი (ამ საპონის გამო მოხდა ეს თუ უბრალოდ დაემთხვა არ ვიცი)
ბუნდოვნად ვხედავ ყველაფერს და რაღაცნაირი გრძნობაც მაქვს, როდესაც მარცხენა თვალით სუფთად და გამოკვეთილად ჩანს.

მივიღო იგივე თვალის წვეთები თუ თქვენ მირჩევთ რაიმე ახალს?
და კიდევ თვალის ვარჯიშები ან რა საშუალებები არსებობს იმისათვის რომ ეს სპაზმი არ დამემართოს? ან როგორ მოვიხსნა სპაზმი?

P.S. ასევე მაქვს სეზონური ალერგია თვალებზე. გაზაფხულს მეწყება, სიწითლე და მიცრემლიანდება, ასევე განუზომელი ძალით მექავება თვალები, რომ არ მოვიფხანო არ შემიძლია.... ზაფხულში პიკს აღწევს და შემოდგომით ნელ-ნელა კლებულობს. მხოლოდ ზამთარში მიწყნარდება თვალები და უბრუნდება ნორმალურ მდგომარეობას. მგონი გაზაფხულის კატარს უწოდებენ, 27 წლის ვარ და როდის გამივლის?

Posted by: Powerslave 26 Jan 2017, 13:45
სიელმის კორექციას სად აკეთებენ კარგად და დაახლოებით რა ჯდება ოპერაცია? (ერთ თვალზე)

Posted by: Jasmine. 27 Jan 2017, 22:34
ძალიან მტკივა ხოლმე თვალები.... sad.gif კომპიუტერთან ჯდომა მიწევს სულ, როცა არ მიწევს მაშინაც ვზივარ biggrin.gif
და მეწვის ხოლმე...
რა უშველის ამას? user.gif
QUOTE
QUOTE
ვისაც ხშირად გვიწევს კომპიუტერთან ჯდომა და დაძაბული გვაქვს მუდმივ რეჟიმში თვალი, რომელ წვეთებს გვირჩევთ?

++
მირჩიეთ რა რამე წვეთები, მთელი დღე კომპთან ვზივარ და ცუდ დღეში მაქვს თვალები, ჩასისხლისნებულივით მაქვს დღის ბოლოს...

ვოოო ყოფილან აქ სხვებიც ჩემნაირი პრობლემით smile.gif
merciamercia
ექიმთან წაუსვლელად რომ ჩავისხა ეგ ხელოვნური ცრემლი რამეს ხომ არ დამმართებს? განსაკუთრებით PC -ებთან ვერ ვზივარ, ლეპტოპთან უფრო არ მიჭირს smile.gif


Posted by: nona1970 28 Jan 2017, 02:12
მოგესალმებით. ვინმემ ხომ არ იცის სად შემიძლია შევიძინო კალათბურთის ვარჯიშის ან თამაშის დროს გასაკეთებელი სათვალე, სპეციალური სპორცმენებისთვის

Posted by: merciamercia 29 Jan 2017, 13:41
Jasmine.
QUOTE
ექიმთან წაუსვლელად რომ ჩავისხა ეგ ხელოვნური ცრემლი რამეს ხომ არ დამმართებს? განსაკუთრებით PC -ებთან ვერ ვზივარ, ლეპტოპთან უფრო არ მიჭირს 

ეგ არ ვიცი, მე ექიმთAნ მიუსვლელად ვიყენებ... მაგრამ თუ ეჭვი გეპარება რამეში, ჯობია ექიმთან მიხვიდე Mაინც...

Posted by: shako1121 30 Jan 2017, 23:31
დროგამოშვებიტ მარჯვენა ტვალი მტკივა ხოლმე შიგნიდან ყრუ ტკივილია თითქოს თავსაც მატკივებს რა ჯანდაბააა?

Posted by: juli_26 4 Feb 2017, 20:50
სიელმის ოპერაციისთვის მერაბ დვალს მირჩევთ თუ გელა ობერიუხტინს?

Posted by: onisepolski 5 Feb 2017, 02:20
გამარჯობა დღეს მარჯვენა თვალში უცებ დავკარგე ხედვა და რაღაც დროის შემდეგ აღმიდგა რისი ბრალი შეიძლება იყოს კო პიუტერთან მიწევს მუშაობა ხშირად და შეიძლება აქედან იყოს ეს პრობლემა?ეს პრობლემა ადრე 3 თვის უკან დამემართა კიდე

Posted by: jeimi 8 Feb 2017, 00:30
Ekate, უკაცრავათ გვიანი პასუხისთვის! მაგთერაპიით მხედველობა რომ არ მომმატებოდა, რატომ დავწერდი? მეც Shanava პოსტი წავიკითხე და ისე ვიპივე ქალბატონი მაკა გოგიაშვილი რომელიც ამ მეთოდის და ბევრი გამოგონებების ავტორია, მხოლოდ ის ვერ გავიგე, ასეთ მეთოდს რატომ არ უკეთებენ რეკლამას....??? მე როდესაც ვმკურნალობდი, მაშინ რამდენიმე ზოგი ასტიგმატიკით,ზოგო კი სიელმით მკურნალობდა და მათი მშობლები ძალიან კმაყოფილნი იყვნენ. კლინიკაში სურათებიც ვნახე, როგორ იყო გადახრილი თვალი მკურნალობამდე,! შედეგი მართლაც სერიოზული იყო! მაგრამ მე შემიძლია გირჩიოთ, გადაწყვეტილება თქვენ მიიღეთ.....

Posted by: BIG DUKE 10 Feb 2017, 17:52
1 წლის წინ ინფექციური კონიუქტივიტი მჭირდა და ძლივს მოვირჩინე, 4 თვე სხვადასხვა წამლებს ვისხამდი და თითქოს ყველაფერი მორჩა, მაგრამ ახლაც ზოგჯერ მაწუხებს ეგ თვალი (ძირითადად რომელზეც მჭირდა), ზოგჯერ დილაობით წითლდება და კიდევ როცა ვსვამ ალკოჰოლს, მაშინაც ყოველთვის მიწითლდება ეს თვალი. მზის სინათლის შიში იმდენად აღარ მაქვს, ათასში ერთხელ და მხედველობის პრობლემაც აღარ მაქვს ამ თვალზე, ეგეც ათასში ერთხელ ამიჭრელდეს, ხოდა გამოცდილი ოფთალმოლოგები არ ხართ აქ, რომ მითხრათ, რაშია საქმე? sad.gif

ფოტოებში და სარკეშიც ვამჩნევ, რომ ეს თვალი მეორე თვალთან შედარებით არ ბრჭყვიალებს sad.gif

Posted by: levvani 21 Feb 2017, 07:51
ორთოფიქსს გავაჩუქებ თუ ვინმეს გჭირდებათ მომწერეთ. ერთი კვირის გახანილია

Posted by: xoxle 22 Feb 2017, 18:16
გამარჯობათ, მარცხენა თვალზე მჭირს ჰიპოტროპია და დაღლილობის დროს თვალი რო მეღლება მხედველობაშიც მიშლის ხოლმე ხელს
და თუ არის რამე საშველი რომ ვიზუალურადაც გამისწორდეს და მხედველობაშიც არ შემიშალოს ხელი მადლობა

Posted by: BIG DUKE 27 Feb 2017, 09:13
1 წლის წინ ინფექციური კონიუქტივიტი მჭირდა და ძლივს მოვირჩინე, 4 თვე სხვადასხვა წამლებს ვისხამდი და თითქოს ყველაფერი მორჩა, მაგრამ ახლაც ზოგჯერ მაწუხებს ეგ თვალი (ძირითადად რომელზეც მჭირდა), ზოგჯერ დილაობით წითლდება და კიდევ როცა ვსვამ ალკოჰოლს, მაშინაც ყოველთვის მიწითლდება ეს თვალი. მზის სინათლის შიში იმდენად აღარ მაქვს, ათასში ერთხელ და მხედველობის პრობლემაც აღარ მაქვს ამ თვალზე, ეგეც ათასში ერთხელ ამიჭრელდეს, ხოდა გამოცდილი ოფთალმოლოგები არ ხართ აქ, რომ მითხრათ, რაშია საქმე? sad.gif

ფოტოებში და სარკეშიც ვამჩნევ, რომ ეს თვალი მეორე თვალთან შედარებით არ ბრჭყვიალებს sad.gif

Posted by: gamcemlidze 2 Mar 2017, 02:51
QUOTE (gig@@@ @ 21 Nov 2016, 19:42 )
შეკითხვა ექიმ ოფთალმოლოგს

დღის მკვეთრ შუქზე მზიან ამინდში ან ნათურის მკვეთრ შუქზე მარჯვენა თვალით მხედველობისას შევამჩნიე კლაკნილი არასწორი შავი ხაზი აქვს დაახლოებით გველის ფორმა. თვალის მოძრაობისას თან დამყვება, მეორე თვალზეც მაქვს დაახლოებით იგივე ფორმის ხაზი მაგრამ აქ უფრო ძნელად ვამჩნევ და ეს არასწორი ხაზი რა შეიძლება იყოს ?

შემღვრევაა მინისებრში, საშიში არაფერია შეეცადე დააიგნოროთ, ამის სამკურნალოდ ჯერჯერობით არაფერი გამოუგონებიათ. დროთა განმავლობაში ტვინი ისწავლის დაიგნორებას არ მიაქციოთ ყურადღება. შეიძლება გადაცურდეს და მხედველობაში საერთოდ არ შეგიშალოთ ხელი
* * *
QUOTE (arut @ 5 Jan 2017, 20:54 )
გამარჯობა,ცოტა გაურკვევლობაში ვარ და ტქვენი გამოცდილება და ცოდნა გამიზიარეთ,,,თუ ბავშვთან დადინდა მხედველობის -(მინუსი,მართალია პატარა მაგრამ მაინც)გამოიწერა სათვალე,,,1 ექიმი იძახის სათვალე სულ უნდა ეკეთოსო და ახლოს კითხვის დროს არაო და მეორე იძახის მხოლოდ ტვ-კომპი და სკოლაშიო,,,სათვალის რეცეპტს ორივე ეთანხმება

ჩემი აზრი ესეთია, რომ გაიკეთოს მაშინ როცა შედარებით დაძაბვა უწევს. კითხვის დროს და ახლო მანძილზე შეუძლია მოიხსნას.
* * *
QUOTE (rock in rose @ 6 Jan 2017, 16:54 )
გამარჯობა

-1,25 მაქვს მარცხენა თვალში, მარჯვენაში -0.5.(რამდენიმე წლის წინ ასე იყო, ახლა არ ვიცი, გაუარესება არ მიგვრძნია).
მაშინ გამომიწერა ექიმმა სათვალე, მაგრამ ვერ შევეგუე და ამიტომ არ ვატარებ, მაინტერესებს რამეს ხომ არ ვუშავებ საკუთარ თავს სათვალის არტარებით?

თუ ვერ შეეგუე და დისკომფორტს გიქმნის ჯობია არ იხმაროთ. დაშავებით არაფერს არ დააშავებთ. რამდენი წლის ხართ? სასურველია თავიდან შეირჩიოთ სათვალე, რომელიც არ შეგიქმნით დისკომფორტს
* * *
QUOTE (asfdaf @ 21 Jan 2017, 19:03 )
გაამარჯობაათ... ახლომხედველობა არ იკურნება? :/ რამოდენიმე წელია დამემართა და სათვალემ უარესი მიქნაა.. სპაზმის მომხსნელი წვეთები ხო არსებობს რაღაც, ექიმმაა არ გინდა შეეგუე სათვალესო და 6 თვეა ვერაფრით შევეგუე :// მგონია საშინელ დღეში ჩამაგდო უფრო, თან სხვადასხვა მინუსი მაქ

თუ სათვალე "უარეს დღეში გაგდებთ" დიდი შანსია არასწორად იყის შერჩეული. ახლომხედველობა სწორება სათვალით
* * *
QUOTE (lasha16 @ 26 Jan 2017, 05:10 )
გამარჯობათ

შარშან შევამჩნიე რომ მარჯვენა თვალში ცოტა ბუნდოვნად ვხედავდი, ამავდროულად რაღაცნაირი შეგრძნებაც მქონდა თვალში.
გარკვეული პერიოდის მერე ავერსის კლინიკაში მითხრეს თვალის კუნთის სპაზმიაო.
წვეთები გამომიწერა მაგრამ დიდი ხნით არ გამომიყენებია რადგან გამიარა და დამავიწყდა კიდევაც თუკი მქონდა.

2 დღის უკან რაღაც საპონმა გამიღიზიანა თვალი, ქუთუთოზე მოვისვი თითი და ისევ დამეწყო ეს სპაზმი (ამ საპონის გამო მოხდა ეს თუ უბრალოდ დაემთხვა არ ვიცი)
ბუნდოვნად ვხედავ ყველაფერს და რაღაცნაირი გრძნობაც მაქვს, როდესაც მარცხენა თვალით სუფთად და გამოკვეთილად ჩანს.

მივიღო იგივე თვალის წვეთები თუ თქვენ მირჩევთ რაიმე ახალს?
და კიდევ თვალის ვარჯიშები ან რა საშუალებები არსებობს იმისათვის რომ ეს სპაზმი არ დამემართოს? ან როგორ მოვიხსნა სპაზმი?

P.S. ასევე მაქვს სეზონური ალერგია თვალებზე. გაზაფხულს მეწყება, სიწითლე და მიცრემლიანდება, ასევე განუზომელი ძალით მექავება თვალები, რომ არ მოვიფხანო არ შემიძლია.... ზაფხულში პიკს აღწევს და შემოდგომით ნელ-ნელა კლებულობს. მხოლოდ ზამთარში მიწყნარდება თვალები და უბრუნდება ნორმალურ მდგომარეობას. მგონი გაზაფხულის კატარს უწოდებენ, 27 წლის ვარ და როდის გამივლის?

აკომოდაციის სპაზმის სროს ყველაზე მარტიცი რაც შეგიძლიათ გააკეთოთ დღეში რამდენჯერმე გადით აივანზე და გაიხედეთ ჰორიზონტისკენ. ამით მოადუნებთ კუნთს. ჯობს კლინიკას მიმართოთ სრული გამოკვლევისთვის. სპაზმი თუა დადგინდეს რეფრაქცია ციკლოპლეგიით და შემდეგ იმკურნალოთ. რაც შეეხება ქავილს ბევრი მიზეზი შეიძლება იყოს. სავარაუდოა ფოლიკულარული კომიუნქტივიტი
* * *
QUOTE (Jasmine. @ 27 Jan 2017, 22:34 )
ძალიან მტკივა ხოლმე თვალები.... sad.gif კომპიუტერთან ჯდომა მიწევს სულ, როცა არ მიწევს მაშინაც ვზივარ biggrin.gif
და მეწვის ხოლმე...
რა უშველის ამას? user.gif
QUOTE
QUOTE
ვისაც ხშირად გვიწევს კომპიუტერთან ჯდომა და დაძაბული გვაქვს მუდმივ რეჟიმში თვალი, რომელ წვეთებს გვირჩევთ?

++
მირჩიეთ რა რამე წვეთები, მთელი დღე კომპთან ვზივარ და ცუდ დღეში მაქვს თვალები, ჩასისხლისნებულივით მაქვს დღის ბოლოს...

ვოოო ყოფილან აქ სხვებიც ჩემნაირი პრობლემით smile.gif
merciamercia
ექიმთან წაუსვლელად რომ ჩავისხა ეგ ხელოვნური ცრემლი რამეს ხომ არ დამმართებს? განსაკუთრებით PC -ებთან ვერ ვზივარ, ლეპტოპთან უფრო არ მიჭირს smile.gif

ნატურალირი ცრემლი დღეში 4ჯერ ან შეიძლება მეტჯერაც. ინდივიდუალურია და ცადეთ ოკუთეარსი, ცისტეინ ულტრა, ოფთაგელი, ჰიალფარდი
* * *
QUOTE (onisepolski @ 5 Feb 2017, 02:20 )
გამარჯობა დღეს მარჯვენა თვალში უცებ დავკარგე ხედვა და რაღაც დროის შემდეგ აღმიდგა რისი ბრალი შეიძლება იყოს კო პიუტერთან მიწევს მუშაობა ხშირად და შეიძლება აქედან იყოს ეს პრობლემა?ეს პრობლემა ადრე 3 თვის უკან დამემართა კიდე

ბევრი მიზეზი შეიძლება იყოს. მათ შორის ნერვულინსისტემიდან გამომდინარე, გადაღლა, წნევის ცვლილება....
* * *
QUOTE (xoxle @ 22 Feb 2017, 18:16 )
გამარჯობათ, მარცხენა თვალზე მჭირს ჰიპოტროპია და დაღლილობის დროს თვალი რო მეღლება მხედველობაშიც მიშლის ხოლმე ხელს
და თუ არის რამე საშველი რომ ვიზუალურადაც გამისწორდეს და მხედველობაშიც არ შემიშალოს ხელი მადლობა

ვინ გითხრათ რომ ჰიპოტროფია გჭIრთ? არ ვიცნობ ესეთ დაავადებას, განმინარტეთ რაშI გამოიხატება და შევეცდები დაგეხმაროთ
* * *
QUOTE (BIG DUKE @ 27 Feb 2017, 09:13 )
1 წლის წინ ინფექციური კონიუქტივიტი მჭირდა და ძლივს მოვირჩინე, 4 თვე სხვადასხვა წამლებს ვისხამდი და თითქოს ყველაფერი მორჩა, მაგრამ ახლაც ზოგჯერ მაწუხებს ეგ თვალი (ძირითადად რომელზეც მჭირდა), ზოგჯერ დილაობით წითლდება და კიდევ როცა ვსვამ ალკოჰოლს, მაშინაც ყოველთვის მიწითლდება ეს თვალი. მზის სინათლის შიში იმდენად აღარ მაქვს, ათასში ერთხელ და მხედველობის პრობლემაც აღარ მაქვს ამ თვალზე, ეგეც ათასში ერთხელ ამიჭრელდეს, ხოდა გამოცდილი ოფთალმოლოგები არ ხართ აქ, რომ მითხრათ, რაშია საქმე? sad.gif

ფოტოებში და სარკეშიც ვამჩნევ, რომ ეს თვალი მეორე თვალთან შედარებით არ ბრჭყვიალებს sad.gif

თუ მკურნალობა ესე ხანგრძლივი იყო და თAნ მხედველობაშIც გიშLიდათ ხელს კონიუნქტივიტის გარდა სავარაუდოა რომ კერატიტიც გჭირდათ. ყველაზე უვნებელი და სასარგებლო რაც შემიძლია ონლაინ რეჟიმში დაგინიშნოთ ნატურალური ცრემლია - ოკუთეარსი ან ცისტეინ ულტრა, ჰეკტოჰიალი, ჰიალფარდი

Posted by: archili76 7 Mar 2017, 20:51
გამარჯობა, მაქვს მხედველობის გაორება (დიპლოპია) ავტოავარიის შემდეგ, სად მირჩევდით კვალიფიციურ ექიმთან მკურნალობას?

Posted by: BIG DUKE 8 Mar 2017, 16:43
gamcemlidze
მადლობა. როგორც მახსოვს, მკურნალობის დაწყებამდე მხედველობის პრობლემა არ მქონია და უბრალოდ ბევრი სხვადასხვა პრეპარატის ჩასხმის შედეგად მექმნებოდა მხედველობის პრობლემა. ასე მახსოვს. შესაძლებელია, რომ გადამეტებული მკურნალობის შედეგად თვალის სიმშრალე გამჩენოდა? რაღაც მსგავსი მსმენია. ვარიანტები მაინტერესებს კიდევ. ბევრ ოფთალმოლოგთან ვიყავი და ყველგან არაკომპეტენტურობას ქონდა ადგილი (როგორც საბოლოო ჯამში აღმოჩნდა). თქვენ ოფთალმოლოგი ბრძანდებით? იქნებ თქვენთანაც ჩავეწერო მომავალში (უნდა მივხედო მაინც ამ თემას). მადლობა.

Posted by: DogLoverrr 9 Mar 2017, 19:40
გამარჯობათ, ვინმეს თუ გაგიკეთებიათ საცრემლე მილების დახურვა, იქნებ მითხრათ მტკინვეულია ძალიან? sad.gif

Posted by: Alice_In_Wonderland 12 Mar 2017, 16:42
ბადურის ფოტოკოაგულაცია/ლაზერული ოპერაცია (არასამედიცინო ენაზე არ ვიცი სწორად როგორ ვთქვა) ხომ არ გაგიკეთებიათ ვინმეს?

Posted by: shanyva 12 Mar 2017, 17:56
გამარჯობა.
კეთილი იყოს ჩემი პოსტი აქ.

მაქვს კითხვა ოფთალმოლოგთან. იმედია, დამეხმარებით

რამდენიმე წლის წინ (6-7) მქონდა დემოდექსი. ჩვეულებრივ მივედი ექიმთან, ვიმკურნალე. მაშინ მთელი დღეები მიწევდა კომპიუტერთან თარგმნა და დაღლილ თვალებს კლავიატურიდან აღებული თითებით ვისრესდი. მაშინ ამას დავაბრალე დემოდექსის გაჩენა. რამდენინე წლის შემდეგ, ახლა ისევ გამომიჩნდა. არ მქონდა იგივე პრობლემა კლავიატურის მტვერის მოხვედრის თვალში, საკმაოდ ფრთხილდ ვიყავი, მაგრამ მაინც გამომიჩნდა ისევ. ორივე შემთხვევას წინ უძღოდა თვალის გარშემო წასასმელი კრემის გამოყენება. ანუ სულ ორჯერ გამივიყენე და ორივეჯერ დემოდექსით დამისრილდა. ამ შემთხვევაში არაჰიგიენურობა გამოროცხულია. ჩვეულებრივ კრემს
როგორ სუფთად ვინახავთ და ვისვამთ დაბანილ თვალებზე დაბანილი თითებით.
მაინტერესებს შეიძლებოდა თუ არა კრემების გამოყენება გამომწვევი მიზეზი, რამდენადაც დემოდექსი სააზრდოობს ცხიმით. თუ არა, მაშინ რა შეიძლება იყოს გამომწვევი მიზეზი?


Posted by: Turf 12 Mar 2017, 21:52
გამარჯობათ

8 წლის გოგონას ოფთალმოლოგმა დაუსვა დიაგნოზი "მინისებური სხეულში შემღვრევები",OD>OS .
H52.5 აკომუდაციის დარღვევები.

მხედველობა 100 %

იქნებ გვითხრათ რას საფრთხის წინაშე შეიძლება იდგეს ბავშვი?
როგორც ვიცით ეს ასაკოვან ხალხს უფრო ჩვევია.

პ.ს
კარგ სპეციალისტს ვერ გვირჩევთ?ვინც დაგვეხმარება ამ საკითხში smile.gif

Posted by: gamcemlidze 16 Mar 2017, 10:37
QUOTE (shanyva @ 12 Mar 2017, 17:56 )
გამარჯობა.
კეთილი იყოს ჩემი პოსტი აქ.

მაქვს კითხვა ოფთალმოლოგთან. იმედია, დამეხმარებით

რამდენიმე წლის წინ (6-7) მქონდა დემოდექსი. ჩვეულებრივ მივედი ექიმთან, ვიმკურნალე. მაშინ მთელი დღეები მიწევდა კომპიუტერთან თარგმნა და დაღლილ თვალებს კლავიატურიდან აღებული თითებით ვისრესდი. მაშინ ამას დავაბრალე დემოდექსის გაჩენა. რამდენინე წლის შემდეგ, ახლა ისევ გამომიჩნდა. არ მქონდა იგივე პრობლემა კლავიატურის მტვერის მოხვედრის თვალში, საკმაოდ ფრთხილდ ვიყავი, მაგრამ მაინც გამომიჩნდა ისევ. ორივე შემთხვევას წინ უძღოდა თვალის გარშემო წასასმელი კრემის გამოყენება. ანუ სულ ორჯერ გამივიყენე და ორივეჯერ დემოდექსით დამისრილდა. ამ შემთხვევაში არაჰიგიენურობა გამოროცხულია. ჩვეულებრივ კრემს
როგორ სუფთად ვინახავთ და ვისვამთ დაბანილ თვალებზე დაბანილი თითებით.
მაინტერესებს შეიძლებოდა თუ არა კრემების გამოყენება გამომწვევი მიზეზი, რამდენადაც დემოდექსი სააზრდოობს ცხიმით. თუ არა, მაშინ რა შეიძლება იყოს გამომწვევი მიზეზი?

უმეტეს შემთხვევაში გამომწვევი უცნობია, ან შეიძლება კუჭნაწლავის ტრაქტის პრობლემებიდანაც კი იყოს წარმოქმნილი. მისი მკურნალობა მოითხოვს ხანგრძლივ დროს და ქუთუღოების და წამწამების ჰიგიენას

Posted by: malaktavus 16 Mar 2017, 11:39
გამარჯობათ. გუშინ კარტოფილს ვწვავდი და ერთი წვეთი .ცხიმის
თვალში მომხვდა ეგრევე. ცხელი
sad.gif
ახლა თითქოს ცოტა ბუნდოვნად ვხედავ. მეორე დღე
გამივლის. თU წავიდე ექიმთან?

Posted by: El Topo 16 Mar 2017, 16:20
კარგი საბავშვო ოკულისტი ვინ იცით, ვისთანაც ნამყოფი ხართ და კმაყოფილი ხართ.

Posted by: malaktavus 17 Mar 2017, 00:08
QUOTE
გამარჯობათ. გუშინ კარტოფილს ვწვავდი და ერთი წვეთი .ცხიმის
თვალში მომხვდა ეგრევე. ცხელი

ახლა თითქოს ცოტა ბუნდოვნად ვხედავ. მეორე დღე
გამივლის. თU წავიდე ექიმთან?


ანუ ვიდე ექიმთან ? ცხელი ცხიმის წვეთი მომხვდა................. sad.gif თუ თვითონ გავილის?

Posted by: shanyva 17 Mar 2017, 01:22
QUOTE (gamcemlidze @ 16 Mar 2017, 10:37 )
QUOTE (shanyva @ 12 Mar 2017, 17:56 )
გამარჯობა.
კეთილი იყოს ჩემი პოსტი აქ.

მაქვს კითხვა ოფთალმოლოგთან. იმედია, დამეხმარებით

რამდენიმე წლის წინ (6-7) მქონდა დემოდექსი. ჩვეულებრივ მივედი ექიმთან, ვიმკურნალე. მაშინ მთელი დღეები მიწევდა კომპიუტერთან თარგმნა და დაღლილ თვალებს კლავიატურიდან აღებული თითებით ვისრესდი. მაშინ ამას დავაბრალე დემოდექსის გაჩენა. რამდენინე წლის შემდეგ, ახლა ისევ გამომიჩნდა. არ მქონდა იგივე პრობლემა კლავიატურის მტვერის მოხვედრის თვალში, საკმაოდ ფრთხილდ ვიყავი, მაგრამ მაინც გამომიჩნდა ისევ. ორივე შემთხვევას წინ უძღოდა თვალის გარშემო წასასმელი კრემის გამოყენება. ანუ სულ ორჯერ გამივიყენე და ორივეჯერ დემოდექსით დამისრილდა. ამ შემთხვევაში არაჰიგიენურობა გამოროცხულია. ჩვეულებრივ კრემს
როგორ სუფთად ვინახავთ და ვისვამთ დაბანილ თვალებზე დაბანილი თითებით.
მაინტერესებს შეიძლებოდა თუ არა კრემების გამოყენება გამომწვევი მიზეზი, რამდენადაც დემოდექსი სააზრდოობს ცხიმით. თუ არა, მაშინ რა შეიძლება იყოს გამომწვევი მიზეზი?

უმეტეს შემთხვევაში გამომწვევი უცნობია, ან შეიძლება კუჭნაწლავის ტრაქტის პრობლემებიდანაც კი იყოს წარმოქმნილი. მისი მკურნალობა მოითხოვს ხანგრძლივ დროს და ქუთუღოების და წამწამების ჰიგიენას

დიდი მადლობა პასუხისთვის.

ექიმთან ვერ მივედი ჯერ-ჯერობით, სამწუხაროდ.
ინტერნეტში მოძიებული მასალების მიხედვით ჩაის ხის შამპუნით დავიწყე თვალების , მთლიანად სახის და თმების დაბანაც. ასევე თვალებზე ვიყენებ ჩაის ხის ზეთს.
შედეგი მაქვს.

Posted by: gamcemlidze 18 Mar 2017, 11:20
QUOTE (malaktavus @ 17 Mar 2017, 00:08 )
QUOTE
გამარჯობათ. გუშინ კარტოფილს ვწვავდი და ერთი წვეთი .ცხიმის
თვალში მომხვდა ეგრევე. ცხელი

ახლა თითქოს ცოტა ბუნდოვნად ვხედავ. მეორე დღე
გამივლის. თU წავიდე ექიმთან?


ანუ ვიდე ექიმთან ? ცხელი ცხიმის წვეთი მომხვდა................. sad.gif თუ თვითონ გავილის?

რა თქმა უნდა ჯობია მიმართოთ ექიმს
* * *
QUOTE (Turf @ 12 Mar 2017, 21:52 )
გამარჯობათ

8 წლის გოგონას ოფთალმოლოგმა დაუსვა დიაგნოზი "მინისებური სხეულში შემღვრევები",OD>OS .
H52.5 აკომუდაციის დარღვევები.

მხედველობა 100 %

იქნებ გვითხრათ რას საფრთხის წინაშე შეიძლება იდგეს ბავშვი?
როგორც ვიცით ეს ასაკოვან ხალხს უფრო ჩვევია.

პ.ს
კარგ სპეციალისტს ვერ გვირჩევთ?ვინც დაგვეხმარება ამ საკითხში smile.gif

მხოლოდ ამ დიაგნოზით რისკების შეფასება შეუძლებელია. შემღვრევები შეიძლება იგივე დარჩეა ან სულაც გადაცურდეს ოპტიკური არედან და აღარ შეუშალოს ხელი. რაიმე დაავადების განვითარების რისკი ისეთივეა როგორც ყველა სხვა ადამიანში, არაფერი განსაკუთრებული

Posted by: shaknike 19 Mar 2017, 02:36
მოგესალმებით

სავარაუდოდ პასუხს თქვენგან მივიღებ
gamcemlidze

მართვის მოწმობისთვის ექიმმა შემამოწმა მხედველობაზე

სათვალით 10 რიგიანი მწკრივიდან მარცხენა თვალით წავიკითხე მე 7 რიგი
მარჯვენათი მე8 და ორივეთი მე 9...

დოკუმენტში ჩაწერა მარცხენა 5/66 და მარჯვენა 5/75 visus...
ეს რას ნიშნავს? პირველი ციფრი როგორც ვხვდები დაშორება იყო ანუ 5 მეტრი და დანარჩენები პროცენტობაა?rolleyes.gif
ძალიან დაქვეითებულია მხედველობა? user.gif

Posted by: mago.ge 20 Mar 2017, 18:16
მოგესალმებით .
თვალის კლინიკა - Mago

ექსკლუზიური, ფიზიოლოგიური მეთოდით მაგოთერაპია მხოლოდ ჩვენთან, თქვენ პროცედურიდან ერთ საათში გემატებათ მხედველობა, რომელსაც შემდგომ სჭირდება გამყარება ვარჯიშების სახით 5-10 დღის განმავლობაში.

ჩვენ ვმკურნალობთ ისეთ დაავადებებს, რომელთა განკურნებაც არსებული მეთოდებით პრაქტიკულად შეუძლებელია - ამბლიოპია (გაზარმაცებული თვალი), სიელმე, ასტიგმატიზმი, ნისტაგმი, ბადურის თანდაყოლილი ატროფიულ-დისტროფიული პროცესები და სხვა.

რითი განვსხვავდებით სხვებისაგან ?

ჩვენ ვართ ერთადერთი კლინიკა, რომელიც უარყოფს სათვალეებსა და ლინზებს

ჩვენმა მრავალწლიანმა სამეცნიერო კვლევების ანალიზმა ,რომელიც 1990 წლიდან მოსკოვის თვალის მიკროქირურგიულ კომპლექსში აკადემიკოს სვიატოსლავ ფეოდოროვის ხელმძღვანელობით ტარდებოდა, მოგვცა საშუალება რომ დაგვემტკიცებინა - სათვალე არის თვალის ყავარჯენი, რომელიც ნაცვლად დახმარებისა და მკურნალობისა, დათვურ სამსახურს უწევს თვალს. სათვალის გაკეთებისას წლების განმავლობაში მხედველობა კლებულობს, ხოლო სათვალის ზომა კი მატულობს, რაც ნებისმიერ ადამიანს შეუძლია გადაამოწმოს ახლობლებში.

ჩვენ კარგად ვათვიცნობიერებთ, რომ ამ „რევოლუციური“ გამონათქვამით ჩვენ ფაქტიურად ომს ვუცხადებთ ლინზებისა და სათვალეების მწარმოებელთა უზარმაზარ არმიას, ვარღვევთ სტერეოტიპებს და ვებრძვით კოლეგების კონსერვატიზმს.

ექიმს არა აქვს უფლება უმკურნალოს, თუ იცის რომ ამით ავნებს პაციენტს! ჰიპოკრატეს ფიცსშიც ხომ ძირითადი პოსტლატიც ეს არის:
„ა რ ა ვ ნ ო !“

სტერეოტიპების დარგღვევა და კოლეგების კონსერვატიზმის გადალახვა არ არის მარტივი. მიუხედავად ამისა, ჩვენ მზად ვართ დაგეხმაროთ, რადგან დრო თავის ადგილს მიუჩენს ყველასა და ყველაფერს!
ჩვენი გამარჯვება - ჩვენი პაციენტაბია!

რატომ უნდა იმკურნალოთ ჩვენთან ?

მაგოთერაპიით მკურნალობისას დაავადებათა ნუსხა საკმაოდ გრძელია, რადგან ჩვენ ვიკვლევთ და ვაღორძინებთ ადამიანის რესურსს ბუნებრივი გზით და არ გამოვიყენებთ ქირურგიულ ჩარევასა და მედიკამენტებს.
-მაგოთერაპიით მიღებული შედეგი სტაბილურია 15წელი და მეტი, რაც დადასტურებულია სამეცნიერო, ფოტო და ვიდეო მასალით

- მაგოთერაპია ბუნებრივი, ფიზიოლოგიური პროცესია

- ჩვენ არ გამოვიყენებთ მედიკამენტებისა და ქირურგიულ მკურნალობას, შესაბამისად გამორიცხულია ნებისმიერი გართულება, რისკი, გვერდითი მოვლენები. ამაზე პასუხისმგებელნი ჩვენ ვართ

-.მკურნალობა მაგოთერაპიით უმტკივნეულო და უსაფრთხოა. ამიტომაც ასაკი, რომლიდანაც შესაძლებელია მკურნალობის დაწყება, ჩვილობიდან ღრმა მოხუცებულობამდე მერყეობს

- ტესტირების მეშვეობით პირველივე გასინჯვისას, ჩვენ 97% სიზუსტით პაციენტს ვაძლევთ პროგნოზს, თუ რამდენად მოემატება მხედველობა მკურნალობის შემდეგ

- მაგოთერაპიით მკურნალობისას არ აქვს მნიშვნელობა დაავადებას ან მის ხანგრძლივობას

- მაგოთერაპიიდან ერთ საათში პაციენტს მხედველობა ემატება

- მაგოთერაპია ეფექტურია მრავალჯერ უშედეგოდ ოპერირებული თვალისთვის

- მხედველობის გაუმჯობესება მიიღწევა 85% შემთხვევაში, ხოლო მხედველობის მთლიანი აღდგენა 56% შემთხვევაში

- მეთოდის ფიზიოლოგიურობიდან გამომდინარე, მისი გამოყენება შესაძლებელია ყოველ 3-6-9- თვეში ერთხელ, სასურველი შედეგის მისაღწევად

- მაგოთერაპიიას ეფექტურად კურნავ თვალის დაღლილობას (თვალის კომპიუტერული სინდრომი)

- მკურნალობის ხანგრძლივობა 5-10 დღე, 1 ან 2-3- საათი ამბულატორიულად, არ საჭიროებს ჰოსპიტალიზაციას. მეთოდის ფიზიოლოგიურობიდან გამომდინარე, მისი გამოყენება შესაძლებელია 3-6-9 თვიანი ინტერვალით, სასურველი შედეგის მიღებამდე


მუშაობის საათები: 12დან- 18 საათამდე , ორშაბათი- პარასკევი .
მისამართი: დ. აღმაშენებლის გამზ. 104ა
ჩაწერაზე გთხოვთ მოგვწეროთ წინასწარ პირადში

http://mago.ge/

Posted by: gamcemlidze 22 Mar 2017, 00:16
QUOTE (shaknike @ 19 Mar 2017, 02:36 )
მოგესალმებით

სავარაუდოდ პასუხს თქვენგან მივიღებ
gamcemlidze

მართვის მოწმობისთვის ექიმმა შემამოწმა მხედველობაზე

სათვალით 10 რიგიანი მწკრივიდან მარცხენა თვალით წავიკითხე მე 7 რიგი
მარჯვენათი მე8 და ორივეთი მე 9...

დოკუმენტში ჩაწერა მარცხენა 5/66 და მარჯვენა 5/75 visus...
ეს რას ნიშნავს? პირველი ციფრი როგორც ვხვდები დაშორება იყო ანუ 5 მეტრი და დანარჩენები პროცენტობაა?rolleyes.gif
ძალიან დაქვეითებულია მხედველობა? user.gif

90% არის მხედველობა რაც საკმაოდ ნორნალურია, არამგონია ამის გამო პრობლემა შეგექმნათ

Posted by: F-mari-L 23 Mar 2017, 22:17
გამაჯობა, დღეს შემთხვევით ცალ თვალში პერეკისი შმესხა. წამწამებზეც და შიგნითაც... წამებში გავარდი დასაბანად, ოდნავ ამეწვა სანამ ჩამვიბანდი, დიდი ხანი ვისხამდიწყალს
მოკლედ გადავრჩები?))) საშიში ,ხომ არაფერია ..?

Posted by: gamcemlidze 23 Mar 2017, 22:50
QUOTE (F-mari-L @ 23 Mar 2017, 22:17 )
გამაჯობა, დღეს შემთხვევით ცალ თვალში პერეკისი შმესხა. წამწამებზეც და შიგნითაც... წამებში გავარდი დასაბანად, ოდნავ ამეწვა სანამ ჩამვიბანდი, დიდი ხანი ვისხამდიწყალს
მოკლედ გადავრჩები?))) საშიში ,ხომ არაფერია ..?

წვის ან უცხო სხეულის შეგრძნება, ტკივილი მხედველოვის დაქვეითება ან სიწითლე თუ გაქვს მიმართე ოფთალმოლოგიურ კლინიკას

Posted by: Reey123 24 Mar 2017, 16:42
გამარჯობა.. გამიგია რომ მხედველობის პრობლემა თუ გაქვს საკეისროს ნიშნავენ.. და მაინტერსებს რაშემთხვევაში ინიშნება.. ? არეულად დავწერე და მგონი მიხვდებით რასვკითხულობ :/

Posted by: gamcemlidze 24 Mar 2017, 23:04
QUOTE (Reey123 @ 24 Mar 2017, 16:42 )
გამარჯობა.. გამიგია რომ მხედველობის პრობლემა თუ გაქვს საკეისროს ნიშნავენ.. და მაინტერსებს რაშემთხვევაში ინიშნება.. ? არეულად დავწერე და მგონი მიხვდებით რასვკითხულობ :/

გააჩნია მხედველობის პრობლემას, როდესაც არის მაგალითად მაღალი ხარისხის მიოპია და ბადურაზე არის ისეთი დეგენერაციული ცვლილებები, რომელმაც მშობიარობის შემდეგ შეიძლება გამოიწვიოს ბადურაზე სერიოზული გართულებები და მხედველობის დაქვეითება, ამ შემთხვევაშია რეკომენდირებული საკეისრო კვეთა. ნებისმიერ შემთხვევაში მშობიარობამდე რეკომენდირებულია ჩაიტაროთ სრული ოფთალმოლოგიური გამოკვლევა

Posted by: Reey123 25 Mar 2017, 20:15
gamcemlidze
კარგით მადლობა

Posted by: Lаki 27 Mar 2017, 14:16
გიორგი ჩიჩუაზე რა აზრის ხართ?
---------

Posted by: tata_tato 2 Apr 2017, 22:12
გამარჯობა, ორივე თვალში -1,75 მაქვს მხედველობა, ფიტნესი და ფიზიკური დატვირთვა ხომ არ გამიუარესებს მხედეველობას?

Posted by: gamcemlidze 4 Apr 2017, 01:21
tata_tato
ყოფილხართ ოფთალმოლოგთან?
წეისით არ უნდა შეგექმნათ პრობლემა თუ არ არის ბადურაზე რაინე ცვლილებები

Posted by: sandro fcb 4 Apr 2017, 19:35
gamcemlidze
მოგესალმებით
ესეიგი რა ხდება... რეალურად წინა ზაფხულიდან ზღვაზე ყოფნის დროს შევამჩნიე პირველად, რომ თეთრ ფონზე შავი წერტილებივით რაღაცეებს ვხედავ, ლაქებივით ჩანს, განსაკუთრებით მარჯვენა თვალით უფრო მკვეთრად ვხედავ და საშიშია ეს? ან რა შეიძლება იყოს ეს?

Posted by: nia4u 4 Apr 2017, 19:54
გამარჯობა smile.gif
5 წლის ბავშვს მოულოდნელად დაუელამდა ერთი თვალი.
წაიყვანეს ექიმთან.
დაუდგინდა ამ თვალში მხოლოდ 10% მხედველობა,
ჩაუტარდა რაღაც ვარჯიშები, დაენიშნა სათვალე.
კონკრეტული მიზეზი, ასე ერთ დღეში მხედველობის დაკარგვის ვერ უთხრეს.
6 თვის შემდეგ შედეგი ნულია, არანაირი გაუმჯობესება.
მაინტერესებს, ამ ასაკში ოპერაცია კეთდება?
ან რა ქნას მშობელმა?

Posted by: gamcemlidze 5 Apr 2017, 00:08
QUOTE (sandro fcb @ 4 Apr 2017, 19:35 )
gamcemlidze
მოგესალმებით
ესეიგი რა ხდება... რეალურად წინა ზაფხულიდან ზღვაზე ყოფნის დროს შევამჩნიე პირველად, რომ თეთრ ფონზე შავი წერტილებივით რაღაცეებს ვხედავ, ლაქებივით ჩანს, განსაკუთრებით მარჯვენა თვალით უფრო მკვეთრად ვხედავ და საშიშია ეს? ან რა შეიძლება იყოს ეს?

ეს არის შემღვრევები მინისებრში. მარტივად რომ ვთქვათ თვალი შიგლიდან ამოვსებულია გამჭვირვალე ჟელეს მსგავსი ნივთიერებით. მისმა მცირე დესტრუქციამაც შეიძლება გამოიწვიოს პატარა მცურავი წერტილები რასაც ხედავთ. სამწუხაროდ მისი მკურნალობა არ ხდება თუმცა ტვინი დროთა განმავლობაში მათ აიგნორებს და ხშირად ვერ ვხვედავთ. დაწვრილებითი ინფორმაციისთვის შეგიძლიათ მოიძიოთ ინფორმაცია googleში --> floaters

Posted by: FEDOR 7 Apr 2017, 20:12
გამარჯობა მაინტერესებს რამდენათ ნორმალურია მხედველობის სათვალის ტარების დროს ცოტა დახრილი და გაწელილი გამოსახულება ?

Posted by: gamcemlidze 12 Apr 2017, 02:45
FEDOR
არ არის ნორმალური

Posted by: Pepela88 13 Apr 2017, 00:10
თვალის. ლაზერულ იპერაციას მინუსის აღდგენას სად აკეთებენ თბილიში ყველაზე კარგად? როგორც იცი აპარატს აქვს ყველაზე დიდი მნიშვნელობა

Posted by: shaymy 13 Apr 2017, 01:27
გამარჯობა, მაინტერეაებს ცალის.გუგის გაფართოება რას.უნდა ნიშნავდეს ?

Posted by: neo> 19 Apr 2017, 01:11
გამარჯობათ

მაგოზე თუ გსმენიათ ვინმეს რამე? მაკა გოგიაშVილზე, ვიყავი მისული და
შთაბეჭდილება დამრჩა იტყუება,

ისეთი ცუდი ტონია აქვს, თან რაღაც მივარდნილ შენობაში არიან

Posted by: teklikie 19 Apr 2017, 11:35
Pepela88
ახალ მზერაში დვალთან......

Posted by: F-mari-L 19 Apr 2017, 21:29
გამარჯობა, ლითXვის დროს ხშIრად მტკივდება თვალები და პლუს თავი
დახრილი თუ წავიკითE ხო საერთOდ...

Posted by: teklikie 20 Apr 2017, 09:06
F-mari-L
მერე უნდა მიხვიდე ექიმთან, გაესინჯო, გეძაბება თვალი ჩანს და მიზეზს დაადგენს ექიმი.... წამოწოლილი კიტხვა კიდე არაა რეკომენდირებული

Posted by: F-mari-L 20 Apr 2017, 11:48
teklikie
მადლობა...
შEგიძლია მირჩIო კარგი ოფტალმოლოგი და კლინიკა..?

Posted by: biboia777 20 Apr 2017, 12:41
გამარჯობა შერეული ასტეგმატიზმი მაქვს და ვისთან მისვლას მირჩევთ?

Posted by: პატრიცია 25 Apr 2017, 08:10
gamcemlidze
მარინა ცერცვაძეზე გსმენიათ რამე??? ეხლა ვაკეშია გლობალ მედში, ადრე კარაპსში იყო...რამდენად სანდოა???


დედა მყავდა მიყვანილი, გლაუკომა აქვს + დიაბეტი, ერთ თვალში მხედველობა სრულად აქვს დაკარგული....


შეგიძლიათ ვინმე კარგი სპეციალისტი მირჩიოთ?....

Posted by: tatulia 25 Apr 2017, 13:37
გამარჯობა ,ოფთალმიჯში დავდივარ თამთა ჩაჩუასთან,დამიდგინეს მარცხენა თვალის ქორეორეტინიტი.2 თვეა ვმკურნალობ მაგრამ ისევ მაწუხებს სამჯერ დიპროსპანის ნემსი გამიკეთეს ასევე ვირუსოლოგთანაც ვიყავი აღმომაჩნდა ტოქსოპლაზმური ვირუსი რამაც თვალის ჩართულობა გამოიწვია.10 დღიანი ანიტიბიოტიკის კურსი ჩამიტარდა. ვაპირებ ახალ მზერაში ნანა ცინცაძესთან მისვლას გადაკონტროლების მიზნით.მაინტერესებს ამდენი ხნის მკურნალობის შემდგომ უკეთესობა ხომ უნდა იყოს?

Posted by: gig@@@ 29 Apr 2017, 22:51
მაქვს მიოპია და კონიუნქტივიტი

2014 წლის მარტში ანუ 3 წლის წინ მქონდა ორივე თვალზე - 0.25 ეხლა დღეს ვიყავი თვალის ექიმთან ორივე თვალზე მაქვს - 0.75 ამ 3 წელიწადში - 0.50 გაიზარდა და ცოტა მეშინია უფრო არ გაიზარდოს ვიცი ხალხს - 4 აქვს და ერთ მეტრში ძვლის ხედავს

მე მარტო ტელევიზორის ყურებისას მიჭირს ეკრანზე წარწერების წაკითხვა ფილმის ყურებისას სუბტიტრებს ვერ ვკითხულობ თუ ტელევიზორს არ მიუახლოვდი 1 ან 2 მეტრზე 2 მეტრის იქით მიჭირს უკვე.

ახალი მზერაში ლაზერით ოპერაცია ცალ თვალზე ღირს 1288 ლარი. ამ ოპერაციას სადაზღვეოებები საერთოდ არ აფინანსებენ ცოტათი მაინც 30 - 50 % ით ?

კომპიუტერთან დიდხანს ვზივარ

ლაზერული ოპერაციის გადა სხვა მკურნალობა ეფექტური არ არის ეს - 0.75 რომ შემცირდეს ? თვალის წვეთებით ან სხვა მეთოდი შედეგი არ ექნება ?

- 0.25 ზე მხედველობის დაქვეითებას ვერ ვამჩნევდი და ექიმაც არ ჩათვალა საჭიროდ მკურნალობა.

3 წელიწადში - 0.50 გაიზარდა ბევრი ხო არაა ?

Posted by: nia4u 1 May 2017, 14:42
გამარჯობათ smile.gif
ბავშვთა ოფთალმოლოგი და სტრაბიზმოლოგი მირჩიეთ რა ვინმემ...
დამეხმარეთ, პლიიიიზზ smile.gif

Posted by: Natuka NGN 4 May 2017, 14:28
SHARIKA35 ამ იუზერის საყურადღებოდ:
გაააქტიურეთ რეგისტრაციის დროს გამოყენებულ მაილზე მოსული ბმული, ისე ვერ შეძლებთ ფორუმზე პოსტვას.
ვერც ვერავინ გიპასუხებთ, მოგვდის წერილი მხოლოდ მოდერებს.

Posted by: teklikie 4 May 2017, 16:13
F-mari-L
ახალ მზერაში მიდი-ყველა კარგია მანდ

Posted by: natits 8 May 2017, 14:19
QUOTE (gig@@@ @ 29 Apr 2017, 22:51 )
მაქვს მიოპია და კონიუნქტივიტი

2014 წლის მარტში ანუ 3 წლის წინ მქონდა ორივე თვალზე - 0.25 ეხლა დღეს ვიყავი თვალის ექიმთან ორივე თვალზე მაქვს - 0.75 ამ 3 წელიწადში - 0.50 გაიზარდა და ცოტა მეშინია უფრო არ გაიზარდოს ვიცი ხალხს - 4 აქვს და ერთ მეტრში ძვლის ხედავს

მე მარტო ტელევიზორის ყურებისას მიჭირს ეკრანზე წარწერების წაკითხვა ფილმის ყურებისას სუბტიტრებს ვერ ვკითხულობ თუ ტელევიზორს არ მიუახლოვდი 1 ან 2 მეტრზე 2 მეტრის იქით მიჭირს უკვე.

ახალი მზერაში ლაზერით ოპერაცია ცალ თვალზე ღირს 1288 ლარი. ამ ოპერაციას სადაზღვეოებები საერთოდ არ აფინანსებენ ცოტათი მაინც 30 - 50 % ით ?

კომპიუტერთან დიდხანს ვზივარ

ლაზერული ოპერაციის გადა სხვა მკურნალობა ეფექტური არ არის ეს - 0.75 რომ შემცირდეს ? თვალის წვეთებით ან სხვა მეთოდი შედეგი არ ექნება ?

- 0.25 ზე მხედველობის დაქვეითებას ვერ ვამჩნევდი და ექიმაც არ ჩათვალა საჭიროდ მკურნალობა.

3 წელიწადში - 0.50 გაიზარდა ბევრი ხო არაა ?

გამარჯობათ, -0,50 და მითუმეტეს -0,25 ეს ფიზიოლოგიური ნორმაა, არც კი ითვლება ახლომხედველად ესეთი ადამიანი, მთავარია როგორია მხედველობა, თუ ატყობთ რომ გიჭირთ შორს დანახვა მაგ შემთხვევაში გაიარეთ კონსულტაცია ექიმთან, თვალის წვეთები არ ცვლის არაფერს და ლაზერი არამგონია ამ შემთხვევაში საჭირო იყოს. კონიუქტივიტი შეიძლება გქონდათ, რახან ერთხელ გადაიტანეთ არ ნიშნავს იმას რომ მუდმივად გაქვთsmile.gif
* * *
QUOTE (shaymy @ 13 Apr 2017, 01:27 )
გამარჯობა, მაინტერეაებს ცალის.გუგის გაფართოება რას.უნდა ნიშნავდეს ?

გააჩნია როდიდან აქვს, მხედველობა როგორია, რაიმე ტრავმა ხოარ მიიღო თავის ტვინის? საყურადღებოა ნამდვილად

Posted by: FEDOR 11 May 2017, 18:33
ასტიგმატიზმისთვის რამე სპეციალურ მინებს სვავენ სათვალეში?

Posted by: nia4u 12 May 2017, 17:12
FEDOR
QUOTE
ასტიგმატიზმისთვის რამე სპეციალურ მინებს სვავენ სათვალეში?

კი...

Posted by: F-mari-L 14 May 2017, 00:53
teklikie
გმადლობთ smile.gif wink.gif

Posted by: Anubys 26 May 2017, 01:59
გამარჯობათ, წინა კვიღაში ვიყავი ექიმთან და ჩამიტარეს გმაოკველვა მოკლედ მაქ კერატოკონუსი ახლა დამიბარეს პროფესორთან, ვინმეს თუ გაუკეთებია ოპერაცია მაინტერესებს რთული არის ანმხედველობა ოდნავ მაინც მოემატა?

Posted by: astralmaster 26 May 2017, 20:52
გამარჯობა, მინდა თვალთან დაკავშირებულ პრობლემაზე წავიდე ისეთ კლინიკაში სადაც ოფთალმოლოგიური განყოფილება არის მაღალ დონეზე. იმიტომ გავხსენი ეს თემა რომ უკვე ორჯერ ვარ მისული ერთსა და იმავე კლინიკაში რომელსაც არ დავასახელებ მაგრამ მეგონა რომ მეწინავე იყო ზოგადი თვალსაზრისით, ორივეჯერ გადამახდევინეს ერთი და იგივე გამოკვლევებში/შემოწმებებში ფული, ორივეჯერ დამინიშნეს ხან თევზის ცხიმის კაპსულები ხან თვალში ჩასაწვეთებელი მაგრამ არცერთს არ გამოუსწორებია სიტუაცია. ბოლოში კი მითხრეს თუ არ გიშველა შემდეგ ისევ მოდიო. რომელ კლინიკაში ჯობია წავიდე?

Posted by: gamcemlidze 28 May 2017, 14:10
QUOTE
გამარჯობათ, წინა კვიღაში ვიყავი ექიმთან და ჩამიტარეს გმაოკველვა მოკლედ მაქ კერატოკონუსი ახლა დამიბარეს პროფესორთან, ვინმეს თუ გაუკეთებია ოპერაცია მაინტერესებს რთული არის ანმხედველობა ოდნავ მაინც მოემატა?

მხედველობის გაუმჯობესება დამოკიდებულია კერატოკონუსის ხარისხსა და იმაზე თუ რა ოპერაციას იკეთებთ, რადგან ამ დაავადების დროს სამი ტიპის ჩარევას მიმართავენ.
წინასწარ პროგნოზე საუბარი რთულია, თუმცა ეს მეთოდები სწორედ იმისკენაა მიმართული, რომ დაავადების პროგრესირება არ მოხდეს და ხშირ შემთხევაში გაუმჯობესდეს თქვენი მხედველობა

Posted by: BUFFALOBILL 28 May 2017, 16:16
ტრავმულ თვალზე (25 წლის წინანდელზე)

რამდენად შესაძლებელია რქოვანის გადანერგვაც გაკეთდეს და ბროლისაც

ახალ მზერაში გავიკეთე ლაზერული მანიპულაცია, სულ ტყუილად, ლინზის ჩასასმელად (ნაწიბურები გაიწმინდა ლაზერით) შედეგი ნული

შემდეგ მითრეს რომ რქოვანაა დაზიანებული და აზრი არ აქვსო, ფინანსებთანაც არის დაკავშირებული და სხვა პრობელემებიც შეიძლება იყოსო

დაზიანებულია რქოვანა და ბროლია შემღვრეული

Posted by: gugamaxara 29 May 2017, 00:07
გამარჯობათ
2 წლის წინ ვიყავი ახალ მზერაში, ასტიგმატიზმი მაქვს, ოპერაციის გაკეთება მინდოდა, მაგრამ რომ გამოიკვლიეს და რაღაც მითხრეს 100% იან პასუხს ვერ გეტყვითო, შეიძლება გაგისწორდეს შეიძლება დაგაკლდესო და რამე ხომ არ შეცვლილა თუ იცით ასტიგმატიზმზე? მადლობა

Posted by: guruu 30 May 2017, 19:20
მოგესალმებით, მაინტერესებს ჩერნიკასა და დიფრარელ E-ს შორის რომელი უფრო ეფექტურია? ბადურის დისტროფიის პრევენციის მიზნით? მადლობა წინასწარ

Posted by: პაპუნა_ 6 Jun 2017, 09:22
ყველა ოფთალმოლოგის კაბინეტში რომ დაფაა და ზედ ასოები აწერია მაგას რა ჰქვია ხო არ იცით? ფოტო მჭირდება და როგორ მოვიძიო არ ვიცი.მიხვდით ალბად რომელ დაფასაც ვგულისხმობ ცალთვალზე რო აგაფარებენ და გეკითხებიან თანმიმდევრობით მაგაზე ვამბობ biggrin.gif

Posted by: nia4u 6 Jun 2017, 16:59
პაპუნა_
QUOTE
ფოტო მჭირდება და როგორ მოვიძიო არ ვიცი

https://www.google.ge/search?q=%E1%83%9D%E1%83%A4%E1%83%97%E1%83%9A%E1%83%9B%E1%83%9D%E1%83%9A%E1%83%9D%E1%83%92%E1%83%98%E1%83%A3%E1%83%A0%E1%83%98&rlz=1C1AOHY_ruGE708GE708&source=lnms&tbm=isch&sa=X&ved=0ahUKEwit-IaHoqnUAhXIvRQKHd-ZA_EQ_AUIBigB&biw=1440&bih=785#tbm=isch&q=%D0%BF%D1%80%D0%BE%D0%B2%D0%B5%D1%80%D0%BA%D0%B0+%D0%B7%D1%80%D0%B5%D0%BD%D0%B8%D1%8F+%D1%82%D0%B0%D0%B1%D0%BB%D0%B8%D1%86%D0%B0

https://www.google.ge/search?q=%E1%83%9D%E1%83%A4%E1%83%97%E1%83%9A%E1%83%9B%E1%83%9D%E1%83%9A%E1%83%9D%E1%83%92%E1%83%98%E1%83%A3%E1%83%A0%E1%83%98&rlz=1C1AOHY_ruGE708GE708&source=lnms&tbm=isch&sa=X&ved=0ahUKEwit-IaHoqnUAhXIvRQKHd-ZA_EQ_AUIBigB&biw=1440&bih=785#tbm=isch&q=%D1%82%D0%B0%D0%B1%D0%BB%D0%B8%D1%86%D0%B0+%D1%81%D0%B8%D0%B2%D1%86%D0%B5%D0%B2%D0%B0+%D0%B04

ქართულად როგორ ქვია, არ ვიცი

Posted by: freeandhappy 7 Jun 2017, 16:20
გამარჯობა დედას აქვს გლაუკომა, ერთ თვალში მხედველობა დაკარგა, მეორე თვალში ექიმების თქმით " არმოსწონთ " მდგომარეობა და სასწრაფოდ ნევროპათოლოგიო. რა ხდება ვინმეს შეუძლია დამაკვალიანოს

Posted by: zgarbi 12 Jun 2017, 07:48
მაინტერესებს თუ რამე გსმენიათ ვიზუალური აურის შესახებ

Posted by: Nodo_K 20 Jun 2017, 10:20
კომპიუტერთან დიდხან ყოფფნის გამო მიშრება თვალის გუგა და ა.შ. რა საშუალება არსებობს თვალი რომ დავიცვა სათვალის გარდა, მინდა წვეთოვანი რომელიც თვალს იცავს კომპიუტერის დამოსხივებისგან

Posted by: vbpower 2 Jul 2017, 21:58
რომელ ექიმთან შემიძლია გავაკეთო ცნობა მხედველობის შესახებ? ეს იგივე ფორმა 100ია?
-3.5 მაქვს ორივე თვალში. ამ ცნობას მარტო მაშინ გასცემენ თუ 100% გაქვს მხედველობა თუ ჩემს შემთხვევაშიც მომცემენ?

Posted by: soraya 2 Jul 2017, 22:57
ქსანთელაზმების ( ქუთუთოებზე ცხიმოვანი ჩანართების ) მოცილების გამოცდილება ხომ არ გაქვთ ვინმეს ? რამე რჩევას ხომ ვერ მომცემდით ? ქირურგიულად ჯობია თუ ლაზერით ? ექიმსაც ხომ ვერ მირჩევთ .

Posted by: assassin23 8 Jul 2017, 21:37
რამდენად იცით ? მაინტერესებს ასტიგმატური თვალისთვის ეგრეთწოდებული ზარმაცი თვაLისთვის რამდენად კარგია კლიპიანი სათვალეები . ანუ ოპტიკას + მზის სათვალე (მისამაგრებელი )

Posted by: SRB100 11 Jul 2017, 11:00
გამარჯობა, იქნებ მირჩიოთ ვინ არის კარგი ოფთალმოლოგი ახალ მზერაში?
ბადურებზე მინდა ჩავიტარო კვლევა, პირველად კონსულტაციაზე ზომა დამიდგინეს და მითხრეს ორსულობის დროს მოდი ბადურებზე კვლევა ჩავატაროთ თხელი გაქვს და სავარაუდოდ საკეისრო დაგჭირდებაო.
ხოდა ამ კვლევის შემდეგ, ფორმა 100-ს დამიწერენ უპრობლემოდ? ისეთი ოფთალმოლოგი მინდა ვინც არ გაჭედავს და ნერვებს არ მომიშლის ფორმა 100-ის შედგენაზე.
განწყობილი ვარ უკვე რომ საკეისრო მჭირდება smile.gif

Posted by: bently 15 Jul 2017, 23:52
სამსახურის გამო კომპიუტერთან ჯდომა მიწევს დღეში 7-8 საათი, თვალები მტკივდება მეწვის მექავება , ვიყავი ექიმთან და დამინიშნა ჰიალფარია თვალის სიმშრალეაო და მუდმივად უნდა იწვეთო დღეში 5- 10 ჯერო, სათვალე არ გინდაო აზრი არ აქვსო
ანუ სულ ასე წვეთებით უნდა ვირბინო ? სხვა გზა არ არის მკურნალობის ?

Posted by: beqa_barca 18 Jul 2017, 16:46
მზის სათვალეებში ოპტიკური ლინზების ჩყენება მინდა და რომელი მაღაზიაა უკეთესი ხო არ იცით ვინმემ?

Posted by: teklikie 19 Jul 2017, 16:37
beqa_barca
რონიკოში გავაკეთებინე მე და კმაყოფილი ვარ

Posted by: GEONIK 19 Jul 2017, 23:41
ნატურალური ცრემლი 2,ის ექიმის გარეშე ყიდვა და მოხმარება შეიძლება? რაიმე პრობლემას ხომ არ გამოიწვევს ? (ვხმარობ სათვალეს)

Posted by: Scoffield 23 Jul 2017, 21:42
თვალი მაქვს ჩაწითლებული სანახევროდ,ჰოდა რისი ბრალია ? საშიში არაა ხო რამე? წვეთები ვიწვეთე და შედეგი არ აქვს ჯერ.

Posted by: beqa_barca 26 Jul 2017, 11:53
teklikie
მადლობა, ნებისმიერი ფერის ლინზას სვამენ?

Posted by: teklikie 3 Aug 2017, 20:22
beqa_barca
უი მაგდენი არ ვიცი smile.gif))

Posted by: fracture 4 Sep 2017, 13:47
გამარჯობა,

მაინტერესებს პროფესიონალი ოფთალმოლოგის აზრი.

არ ვცხოვრობ საქართველოში, დამივარდა სათვალე და ძალიან დაიკაწრა.. მომიწია ახალი მინების შეკვეთა. რეცეპტი/ნომერი რაც მჭირდება საქართველოში დავტოვე.. ამიტომ ნომრის აზომვაც თავიდან მომიწია. მივედი ერთ-ერთ მაღაზიაში, სადაც შემომთავაზეს არსებულ ჩარჩოში ახალი მინების ჩასმა და ექიმის სერვისიც... დისკრიმინაციულად არ გამიგოთ, მაგრამ ეს ექიმი ხნიერი კაცი იყო, ხელი უკანკალებს და რავიცი ეჭვი მაქვს ავიწყდება კიდეც რაღაცეები.. რადგან შემოწმების დროს, მე შევახსენე ერთი-ორჯერ ეს აქეთ გაასწორეთ და ა.შ. smile.gif მოკლედ, საქმე იმაშია, რომ სათვალე რომ დამზადდა,
ოდნავ არა - ძალიან, აბსოლუტურად სხვანაირად ვხედავ, უფრო სწორად ვერ ვხედავ ამ სათვალით.. პატარა ცდომილებაზე არ მგონია ამხელა განსხვავება ყოფილიყო.. გაზომვის დროს რაზეც შევთანხმდით და ეს - რადიკალურად სხვადასხვა იყო.
მოვითხოვე ფულის დაბრუნება და მითხრა კიდევ უნდა გაგსინჯო და ვნახო რა შემეშალაო... მოკლედ, ჩალიჩობს ყველანაირად რომ ფული არ დამიბრუნოს. ახლა მეუბნება, რომ რამდენჯერმე შევამოწმე ზომაო (სადღაც გამახედა და საჰაერო ბუშტი უნდა დამენახა.. დანადგარი/აპარატი რაღაც) და სხვადასხვას აჩვენებსო.. ანუ რაღაც სხვა პრობლემა შეიძლება იყოს, გითამაშებს ზომებიო.. ჯერ -3 აჩვენაო, მეორე წუთზე -1.75 და ა.შ.

მაინტერესებს - შესაძლებელია ამხელა სხვაობები და ასეთი "თამაში" თვალის ზომის? მგონია რომ რაღაცას იტყუება ეს.. გუგები უნდა გაგიფართოვო და ვნახო შიგნით რა ხდებაო.. თავიდან ვერ დაინახა ამის საჭიროება და ახლა უნდა გუგების გაფართოვება.. მეშინია თან ამ ხელის კანკალა და გულმავიწყა ტიპს ვენდო, რამე ისეთი არ ქნას, ან პორციას არ გადააჭარბოს რომ დამიზიანოს თვალი smile.gif)))

აპარატში გახედვისას უნდა იყოს მკვეთრი ის ბურთი? არ ვხედავდი მკვეთრად და ისე არეგისტრირებდა შედეგს/ზომებს.. მეუბნება და მაჩვენებს რომ აი, ნახე - სხვადასხვა სფეროებს(თუ ცილიდრებს) აჩვენებსო და 1 წუთის ინტერვალში ამხელა სხვაობები შეიძლება? აქამდე 4-5 სათვალე მქონია.. და არასდროს დაუმზადებიათ ისეთი მინები, რომლებიც არ გამომადგა და რადიკალურად განსხვავდებოდა ზომების აღებისას არსებულ შედეგთან..

ძალიან ეჭვი მეპარება რომ მარტო ჩემი თვალის ზომის "თამაშის" ბრალია ეს ცუდი სათვალე.. მგონია რომ ცუდად ამიღეს ზომები..

რას მირჩევთ?

დიდი მადლობა და უკაცრავად ვრცელი ტექსტისთვის

Posted by: modding 25 Sep 2017, 19:56
გამარჯობა,

კითხვა მაქვს ასეთი, ეს ბოლო 2 დღეა მარჯვენა თვალის გვერდითა მხარეს, შავი წერტილი მდევდა, რო მოვდიოდი სამსახურიდან უცბათ შავი წერტილის ნაცვლათ დამეწყო ელვისდებური ნათება, სიბნელეშიც და დღისითაცც ასე აკეთებს, დღეს მაგალითად რო მოვდიოდი, იმდენათ რეალური ნათებას ვგრძნობდი მარჯვენა თვალის გვერდითა მხრიდან, რო მეგონა ვიღაც ბავშვი მაიმუნობს და თვალში ლაზერის წერრტილოვან ნათებას მანთებსთქო

არ მტკივა თვალი არც დაბუნდულად ვხედავ, რის ბრალია? საექიმ ხოარა აუცუილებლად თუ გამივლის?

Posted by: GASPO 1 Oct 2017, 14:06
გამარჯობათ,

კომპიუტერთან ვატარებ დიდ დროს მაგრამ ვხმარობ კომპიუტერის დამცავ სათვალეს +ყვითელი ფერის არის ამაზონიდან გამოვიწერე კარგი ხარისხის.

მაინც როცა ხანადახან ჩამიწითლდებოდა დამატენიანებელს ვხმარობდი ოფთაგელს

ამ ბოლოს ალბათ გადავღალე თვალი ბევრ სერიას ვუყურე კომპიუტერში ოღონდ წამოწოლილ მდგომარეობაში შორიდან, სათვალის გარეშე.

კომპიუტერთან რომ ვჯდები ეხლა თითქოს ვძაბავ თვალს და ფოკუსირებას ვაკეთებ ძალით, ხან გვერდით ან ზემოთ თითქოს ბუნდოვანი ხდება სანამ იმ ადგილს არ დავაკვირდები ანუ ვცდილობ დავაკვირდე რო არ იყოს ბუნდოვანი აქა იქ მთლიანად არა მოკლედ რომ ვთქვათ გაბუნდოვნება მემართება და რა შეიძლება იყოს ეს ? რამე საშიში შეიძლება იყოს ?
აფთიაქში ვიყიდე tears naturale II 2 დღეა ვისხავ, არც ვიცი რამენი ხანი უნდა ჩავისხა თუ უკვე უნდა ეშველა ბოლომდე

26 წლის ვარ აქამდე არანაირი პრობლემა არ მქონია და კომპიუტერის დამცავსაც სულ ვხმარობ , შორსაც ვხედავ და ახლსოაც კარგად მაგრამ თითქოს დაძაბულია თვალი და მიწევს ფოკუსირება ანუ ეს პრობლემა მაქვს რას იტყვით ?
შეიძლება იყოს რამე საშიში ?

მადლობა წინასწარ


Posted by: PANTALONE 3 Oct 2017, 18:36
თვალში კაფელის ნაკუწი შემერჭო და ვერ ვიღებ/

ეს ოფთალმოლოგის საქმეა რო ამომიღოს?

პოლიკლინიკებში არიან?

Posted by: ქუთაისელი 4 Oct 2017, 21:06
გამარჯობათ, მინდა გავიკეთო სათვალის მოხსნის ოპერაცია და როგორც ვიცი მზერაში აკეთებენ და ოფლამიჯში, სად ჯობია ხომ ვერ მეტყვით, ან ვინმეს თუ აქ მსგავსი ოპერაცია გაკეთებული?


PANTALONE
მეც მქონდა მსგავსი შემთხვევა და კი ოფთალმოლოგთან უნდა მიხვიდე. მე მაზი დამინიშნა და წვეთები და მალე მომირჩა.

Posted by: ქუთაისელი 6 Oct 2017, 19:41
რავა ყველას ###ზე კიდია პასუხი....

Posted by: DogLoverrr 9 Oct 2017, 21:50
ქუთაისელი

გამარჯობა. მე გავიკეთე 8 თვის წინ ახალ მზერაში. შედეგი 100 % ორივე თვალზე. -4 მქონდა. მეორე დღესვე ვხედავდი 80 %-ს და 1 თვის თვაზე უკვე 100% ... უზომოდ კმაყოფილი ვარ ყველანაირად. არანაირი გართულება და ტკივილი.

Posted by: ქუთაისელი 10 Oct 2017, 10:27
DogLoverrr
გაგიმარჯოს მადლობა პასუხუსთვის.
შენი ექიმი ვინ იყო? რა დაგიჯდა ოპერაცია, მე ნანა ცინცაძე მირჩიეს და ჩავეწერე რიგიში.
რა დაგიჯდა ოპერაცია?

Posted by: sandro fcb 10 Oct 2017, 19:44
მოგესალმებით, იქნებ დამეხმაროთ:
თეთრ ფონზე, ასევე მკვეთრ განათებაზე დრის შუქზე და ა.შ ვხედავ შავ წერტილებს არც თუ ისე ცოტას რომლებიც მოძრაობენ... მარჯვენა თვალზე განსაკუთრებით და მარცხენაზე უფრო ცოტას... ამის შესახებ რაღაცეები წავიკითხე ინტერნეტში, თუმცა აქ წინა გვერდებზეც მსგავსი პრობლემის შესახებ წერდნენ... რაიმე გზა არსებობს ამ პრობლემის გადაჭრის? საშველი არის რამე? ძალიან შემაწუხებელია... წინა ზაფხულს შევამჩნიე პირველად... და ასაკითაც ახალგაზრდა ვარ, ეს იმიტომ ავღნიშნე რომ ბევრგან ეწერა ძირითადად ასაკში მყოფ ადამიანებს ემსრთებათო... იქნებ გამარკვიოთ ან რამე მირჩიოთ რადგან ისიც კი გავიგე ამას არაფერი შველისო და ეს ძალიან არ მაწყობს

Posted by: DogLoverrr 10 Oct 2017, 20:16
ქუთაისელი
ნანა ცინცაძეა ჩემი თვალის ექიმიც უკვე 8 წელია, თავის საქმის პროფესიონალია ასე რომ ბოლომდე ენდე და დამიჯერე ყველაფერი იდეალურად გექნება. ოპერაციას გაგიკეთებს თვითონ კლინიკის დირექტორი მერაბ დვალი. მაგრამ სანამ მანამდე მიხვალ ცინცაძის კონსულტაციები გჭირდება. მან უნდა მოგამზადოს ოპერაციისთვის. ღირებულებას რაც შეეხება, კონსულტაცია+ტოპოგრაფია+ანალიზები+მილების დახურვა+ ოპერაცია ჯამში 3000 ლარი დამიჯდა. სამწუხაროდ არანაირი დაზგვევა არ მოქმედებს sad.gif

Posted by: penelope3 20 Oct 2017, 20:11
კატარაქტის ოპერაციის, ხელოვნური ბროლის ჩასმის შემდეგ, (10-12 წელია გასული) მხედველობის დაქვეითების შემთხვევაში შეიძლება ბროლის განახლება ან დამატება? თუ არა, რა შეიძლება გაუკეთდეს პაცინეტს?

Posted by: ნაკო 23 Oct 2017, 23:59
ბოლო დროს ძალიან მიჭირს ხედვა. 20 სანტიმეტრ დისტანციაზეც ცუდად ვხედავ , სინათლეზე განსაკუთრებით, მკვეტრ სინათლეზე საგნებს საერტოდ ვერ ვხედავ კითხვაზე ზედმეტია საუბარი და ამასთან ერთად მეხსიერების სერიოზული პრიბლემა მაქვს. ვერ ვიხსენებ ათი წუთის წინანდელს და არათუ გუშინდელს . გამოცდებისთვის ვეზადები სადაც პლუს ხედველობის ტესტი მაქვს ჩასაბარებელი და ამ საკითხზე ვნერვიულობ, თ გარკვეულ ამოცანას ამოვხსნი ზუსტად იმავეს ვეღარ ვაკეთებ დაახლოებიტ ათი წუთის ინტერვალში . ვერ ვიხსენებ რა უნდა გავაკეთო. მოკლედ ეს ორი რაიმე კავშირში თუა ერთმანეთთან მხვედელობის დაქვეითებამ გამოიწვია ტვინის ფუნქციის შენელება თუ პირიქით.

Posted by: ASIMO 31 Oct 2017, 10:31
გამოუძინებელი თვალებით არ მინდა გასაუბრებაზე მისვლა, ხოდა მახსოვს რომ იყო თვალში ჩასაწვეთებელი წვეთები და თეთრ არეებს წმენდდა წითელი ხაზებისგან.
შემახსენეთ რა, რა წვეთებია, სახელი დაწერეთ გთხოვთ.


Posted by: Tamara1988 31 Oct 2017, 12:36
როგორ მიხარია ეს თემა რომ ვიპოვე. იქნება გამცეს ვინმემ პასუხი. დაახლოებით 5წლის უკან ცალ თვალში პატარა შავი წერტილი შევნიშნე რომელიც ძაან რომ დავაკვირდები თეთრ ფონზე მხოლოდ მაშინ ვამჩნევ.მხედველობის პრობლემა ჯერჯერობით არ მაქვს.ეხლა ერთი კი არა მგონი რამდენიმეა. მაინტერესებს ეს შეიძლება იყოს თუ არა საკეისროს ჩვენება??? ოფთალმოლოგთან ვიზიტს ვგეგმავ თუმცა წინასწარ მაინტერესებს. მადლიბაააა.

Posted by: greenfish 31 Oct 2017, 19:36
გამარჯობა.. მაქვს კერატოკონუსი ორივე თვალზე, მეოთხე სტადია.. მითხრეს რქოვანას გადანერგვა ჯერ ერთ თვალზე,ერთი წლის შემდეგ მეორეზე.. გქონიათ მსგავსი ოპერაციის გამოცდილება და რამდენად ხარისხიანად კეთდება საქართველოში?

Posted by: llMixAll 1 Nov 2017, 13:58
ASIMO

ვიზინი

--------------------

Posted by: Khatuta 14 Nov 2017, 21:19
მოგესალმებით, 10 წლის ბავშვს სათვალის დანიშვნისას ღერძებს შორის მანძილი გაუზომა ოფთალმოლოგმა და გამოვიდა 64 მმ, არადა შარშანდელი სათვალის რეცეპტში უწერია 56 მმ და აქამდე ატარებდა 56 მმ-იან სათვალეს. ახლა აღარ ვიცი რა ვქნა, სხვა ექიმთან გადავამოწმო? რომელი ექიმის რეცეპტია სწორი ვერ გამიგია.

Posted by: toriii 19 Nov 2017, 23:09
გამარჯობათ ერთი კვირაა შევამჩნიე რომ თავის სხარტად გამოძრავების დროს ან თავის აწევის დროს წონასწორობის დაცვა მიჭირს, თვალები დამძიმებული მაქვს ქვედა მხარე ქუთუთოების ტერიტორია. რა შეიძლება იყოს სავარაუდოდ თვალის გამოა??

Posted by: Beilay 29 Nov 2017, 14:28
მოგესალმებით! მჭირდება ოფთალმოლოგის კონსულტაცია და ვის მირჩევთ? მირჩიეს კლინიკა "ახალი მზერა" და პირადად თუ შეგიძლიათ რეკომენდაცია გაუწიოთ ვინმეს მანდ?

Posted by: lasho1993 5 Dec 2017, 21:41
ოფთალმოლოგებო გამარჯობათ, რამდენიმე თვეა ტუ არა წლები უკვე ოროვე თვალი მითამაშებს... აი ათასსში ერთხელ რომ აუთამაშდებათ და არიქა მარჯვენაა თუ მარცხენაო და ხელის გულებს რომ იკოცნიან მერე... biggrin.gif აი მასე მითამაშებს ხან მარჯვენა ხან მარცხენა... მაღიზიანებს უკვე და რა ჯანდაბააა რა მჭირს biggrin.gif sad.gif

Posted by: eleqtro 6 Dec 2017, 19:54
გოლოვაჩოვზე ვის რისი თქმა შეგიძლიათ?
რაიმე ცუდი გამოცდილება ხომ არ გქონიათ?

Posted by: tatulia 7 Dec 2017, 15:54
ძლიერი ოფთალმოლოგი მირჩიეთ თუ შეიძლება.

Posted by: ხუციშვილი 9 Dec 2017, 13:26
დიდხანს მიწევს კომპიუტერთან ჯდომა
სამსახური/მერე მეცადინეობა/
დაახლოებით 8 საათს ვატარებ კომპიუტერთან დღეში sad.gif

რამე სათვალე არსებობს, რომელიც დაიცავს ჩემ თვალებს?
დღის ბოლოს მეწვის ხოლმე ძალიან და ბუნდოვნად ვხედავ ნაწერებს მერე. help.gif help.gif

Posted by: Zaza123456 10 Dec 2017, 20:52
იმ დაავადებას რა ქვია თვალი რომ თავისით გიმოძრავებს სათვალით რომ არ იკირნება?

Posted by: shaknike 10 Dec 2017, 23:18
მიგვატოვეს ოფთალმოლოგებმა rolleyes.gif

30 ოფთალმოლოგოკულისტი

Posted by: Zaza123456 14 Dec 2017, 21:40
ნისტაგმი იკურნება???? .

Posted by: teklikie 15 Dec 2017, 15:22
eleqtro
აქებენ მაგრამ მგონი ოპერაციებს აკეთებს მარტო

Posted by: rainbow jeanne 18 Dec 2017, 14:56
გამარჯობა,
ქუთუთოზე გამომიშრა კანი,მართალია საგანგაშოდ არ არის ჯერ,მაგრამ სანამ საგანგაშო გახდება ოფთალმოლოგს მივმართო თუ დერმატოლოგს?
რას მირჩევთ?

Posted by: taso1 26 Dec 2017, 23:00
გამარჯობა მითხრეს რომ შეროზიას კლინიკაში ხდება მხედველობის გასწორება სხვადასხვა ვარჯიშებით თუ გიცდიათ ვინმეს? რამდენად ეფექტურია?

Posted by: true_woman 5 Jan 2018, 22:43
გამარჯობათ,

ვისაც მინუსი გაქვთ კომპიუტერთან იკეთებთ სათვალეს?

ექიმმა არ გაიკეთოო. არადა სათვალის გარეშე მეძაბება თვალები კომპიუტერთან.


Posted by: teklikie 16 Jan 2018, 09:28
true_woman
ძალიან დაბალი მინისუს გაიკეტე ანუ რეალურად თუ ატარენ მაგალითად -1-ს სათვალეს კომპთან გაიკეთე -0.5 . ამას მაგალითისთვის ვწერ და ისე ექიმს შეუთანხმე ზომა

Posted by: Hotstreak 18 Jan 2018, 17:11
კატარაქტის ოპერაციას სად აკეთებენ თბილისში და რა ღირს დაახლოებით?

Posted by: anderson 22 Jan 2018, 19:12
ორ კვირაზე მეტია უკვე ძალიან ხშირად მითამაშებს მარცხენა თვალი. თვალი არცაა, რეალურად, ქუთუთოა. ხელს რომ ვკიდებ ჩერდება, მაგრამ უკვე ისე მითამაშებს რომ ხანდახან თვალი გამირბის.

ჰოდა ოფთალმოლოგთან უნდა მივიდე თუ საერთოდაც ნევროლოგთან?


mo.gif

Posted by: Perske 24 Jan 2018, 23:10
//////////////////////////////////////////////////

Posted by: Shakoie 1 Feb 2018, 13:26
იმედია სწორად გავხსემი თემაsmile.gif
მოკლედ ვარ ახლომხედველი (არც ისე ძალიან, მაგრამ მაინც ვარ) და როცა თვალი მიცრემლიანდება ძალიან კარგად ვხედავ. რისი ბრალია? თვალები არც მეწვის და არც სხვა რაიმე პრობლემა არ მაქვს. ხელოვნური ცრემლიო თუ რაღაც ეგეთი ვიყიდე აფთიაქში და იგივე შედეგი არ ჰქონია. თუ შეგიძლიათ რამე მირჩიეთsmile.gif
* * *
ადმინ up.gif რომ გადმოიტანე აქsmile.gif

Posted by: Baramboo 5 Feb 2018, 16:48
გამარჯობა, რომელ თვალის კლინიკას გაუწევდით რეკომენდაციას?

Posted by: assassin23 10 Feb 2018, 23:22
გავიდა დაახლოებით 1 წელი რაც სათვალეს ვიყენებ და ექიმთან ვიზიტი საჭიროა ,,, ანუ სათვალეს ხშირად არ ვატარებ ხოლმე + ამას ...
პ.ს რომელი კლინიკას გაუწევთ რეკომენდაციას თვალის ოპერაცია მინდა ანუ სათვალის ტარება რომ არ დამჭირდეს

Posted by: Aquarius10 15 Feb 2018, 10:17
გამარჯობათ! smile.gif
თქვენი დახმარება მჭირდება.
სიელმის ოპერაცია სჭირდება 6 წლის ბავშვს.გთხოვთ მირჩიოთ ბავშვთა ქირურგი ოფთალმოლოგი რომლის ნდობაც შეიძლება. ან თურქეთის კლინიკებზე თუ გაქვთ ინფორმაცია,რომელი კლინიკა და ექიმია ამ განხრით საუკეთესო.

Posted by: ქუთაისელი 22 Feb 2018, 09:02
კლინიკა დავინჩი თუ გსმენიათ და რა რეკომენდაციას გაუწევდით.
ლინზის იმპლანტაცია მესაჭიროება თვალში და როგორც გავიგე აკეთებენ.

Posted by: John-obi 23 Feb 2018, 22:40
მოკლედ, დაახლოებით წელიწადნახევრის წინ დამეწყო პირველად თვალების ტკივილი, ზაფხული იყო, ბევრს ვკითხულობდი და მაგას დავაბრალე. იმის მერე სამ სხვადასხვა ექიმთან ვიყავი, გავიკეთე ბლომად ანალიზი და ყველგან მეუბნებოდნენ არაფერი არ გჭირსო. მინუსი, თუ პლიუსი მაქვს უმნიშვნელო, 1-ზე ნაკლები. ხელოვნურმა ცრემლმაც დიდი ვერაფერი შედეგი მომცა.

ჰოდა, პრობლემა ისაა რომ დაღლისას, კომპიუტერთან ჯდომისას, კითხვისას(განსაკუთრებით) მტკივდება თვალები, მარცხენა უფრო მეტად და მარცხენა თვალთან, გარედან ერთი წერტილი მეწვის ხოლმე.

ჰოოოოოდა, არ არსებობს რაიმე სათვალე, რომელიც კითხვისას და კომპიუტერთან ჯდომისას დისკომფორტს მომიხსნის? ბოლო ექიმს რომ დავუსვი ეს კითხვა, გადაჭრით მიპასუხა - არ გჭირდება შენ სათვალეო. მოდაში შემოვიდა ახალგაზრდებში სათვალის ტარებაო facepalm.gif

Posted by: bianconerii 10 Mar 2018, 08:38
გამარჯობათ,მოკლედ თვალში სიწითლე,წვა,უცხო სხეულის შეგრძნება მქონდა,ოდნავ შესიებულიც ზედა ქუთუთო
ვიწვეთებ სულფაცილს და მეორე დღესვე მქონდა შედეგი,ამ ყველაფერმა გაიარა თვალი თვალს დაემსგავსა
თუმცა,თითქოს ამ თვალიდან წმინდად ვეღარ ვხედავ რო ვადარებ ორივე თვალს,...
რას მირჩევთ ვითომ დრო უნდა?? მესამე დღეა რაც ვმკურნალობ

Posted by: Luka211 11 Mar 2018, 12:14
გამარჯობათ, თვალები მეწვის ხშირად თვალებთან ერთად სახეც მეწვის რაიმე კავშირში შეიძლება რო იყოს ეს ორი ერთმანეთთან?

Posted by: Kakh48 13 Mar 2018, 15:07
თვალის ექიმი არის ვინმე აქ ? ერთი შეკითხვა მაქვს

Posted by: overlord 14 Mar 2018, 22:18
ხომ გქონიათ ასეთი შემთხვევა აი დახუჭულ თვალზე დიდხანს რომ გაქვს ხელი ოდნავ მიჭერილი და რომ გაახელ ოდნავ თვალებზე ლიბრი რომ გაქვს გადაკრული რამდენიმე წამით და მერე ეგრევე გეწმინდება მხედველობა ბოლომდე...

25 წუთის წინ გამეღვიძა და მარცხენა თვალზე მაქ ეგეთი რაღაცა ზუსტად. თითქოს მარჯვენამ "გაიღვიძა" მარცხენაზე კი ძალიან ოდნავ მაგრამ მაინც შესამჩნევად "ლიბრი" მაქვს გადაკრული. ცოტათი მეშინია კიდეც sad.gif

პ.ს. ახლომხედველი ვარ, სათვალესაც ვატარებ.

Posted by: alexxv 16 Mar 2018, 00:25
ზოგადად აქ რა პრობლემებიც არის ჩამოთვლილი 2-ი მარტივი ანალიზით მიიღებთ პასუხს:

1) ბადურის ფსკერის შემოწმება
2) თვალის გუგის შემოწმება, ამღვრევა არის თუ არა რომ გაიგოთ

ვოტ ტაკ, ზე აპარატურა არსად არ აქვთ საქართველოში ამიტომ, მე პირადად ავერსის კლინიკაში მივიდოდი ანალიზებზე.

ოპერაციას რაც შეეხება გააჩნია რისი ოპერაცია, ფავორიტი ქირურგებიდან გოგა თევზაძეს გამოვარჩევდი "ჯანმრთელობის ცენტრიდან" და ასევე მიხეილ გაბრიჩიძეს "ნიუ ჰოსპიტალიდან", მე პირადად ჩემი თვალის ოპერაციას სხვას ვერავის მივანდობდი თუნდაც იგივე კლინიკებში.

იმედია დაგეხმარებათ ეს პასუხი.

Posted by: Withay 17 Mar 2018, 21:19
დედაჩემს ცალ თვალში დაუნიშნეს ოპერაცია მაგრამ ჯერ ანთებაა და მის ჩასაცხრობად მკურნალობა დაუნიშნეს და ამ დღეებში უწევს ნემსის გაკეთება თვალში.
მაინტერესებს მტკივნეული პროცედურაა თუ არა?
სანამ ნემსი გაკეთდება გიყუჩებენ, გაყუჩებენ თუ რას შვებიან?

Posted by: alexxv 17 Mar 2018, 23:43
Withay

არა, ვერ იგრძნობს ფაქტიურად, არ ინერვიულოთ...

გამაყუჩებელი არ ჭირდება იმდენად უმტკივნეულო პროცედურაა

Posted by: Withay 18 Mar 2018, 11:38
alexxv
და ნემსის შემდეგ მხედველობა როგორია დაბინდულია? ან თუ არის რამდენიხანი?

Posted by: alexxv 18 Mar 2018, 17:13
Withay

არა დაბინდულობას გუგის გამაფართოებელი წვეთები იწვევს მარტო, მაქსიმუმ 5 წუთი უცნაური შეგრძნება ქონდეს, არაფერი არ არის რა ნემსის თვალში გაკეთება ისეთი პატარა და წვრილი თავი აქვს ვერც იგრძნობს.

Posted by: Withay 18 Mar 2018, 17:46
alexxv
მადლობ პასუხებისთვის
ერთ კითხვასაც დაგისვამ და არ აღარ მოგაწყენ თავს
ნემსის გაკეთების შემდეგ ავტომობილით გადაადგილება პრობლემას ხომ არ წარმოადგენს (რულთან ჯდომას არ ვგულისხმობ) ანუ ავტომობილში გინდა თუ არ გინდა ირყევი და ეს რყევი სახიფათო ხომ არაა?

Posted by: alexxv 19 Mar 2018, 01:57
Withay

არა, თუ ანთების გამო უკეთებენ ნემსს, არანაირი ზეგავლენა არც რყევას არც, არაფერს... მეთვითონ 2 ოპერაცია მაქვს ბადურაზე გაკეთებული და ნემსის გაკეთება თვალში ყველაზე ნაკლებად სადარდებელი პროცედურაა...

უბრალოდ რომ გესმის რამე განსაკუთრებული გგონია, არადა კოღოს ნაკბენს უფრო იგრძნობს ვიდრე ნემსის თვალში გაკეთებას.

რისი ოპერაციის გაკეთებას აპირებს?

Posted by: Withay 19 Mar 2018, 12:53
alexxv
შეშუპების გამო დაუნიშნეს ამ ნემსის გაკეთება ერთი თვით ადრე, სანამ შესიებაა ოპერაციას ვერ გავაკეთებთო.
დიაბეტური რეთინიპატია აქვს და მაგაზე იკეთებს

Posted by: alexxv 19 Mar 2018, 16:04
Withay

გასაგებია, იმედია კარგად ჩაივლის ოპერაცია და მხედველობა აღდგება... წარმატებებს გისურვებთ.


Posted by: Withay 19 Mar 2018, 17:45
alexxv
გაიხარე მადლობა

Posted by: gamcemlidze 20 Mar 2018, 21:02
QUOTE
იმედია სწორად გავხსემი თემა
მოკლედ ვარ ახლომხედველი (არც ისე ძალიან, მაგრამ მაინც ვარ) და როცა თვალი მიცრემლიანდება ძალიან კარგად ვხედავ. რისი ბრალია? თვალები არც მეწვის და არც სხვა რაიმე პრობლემა არ მაქვს. ხელოვნური ცრემლიო თუ რაღაც ეგეთი ვიყიდე აფთიაქში და იგივე შედეგი არ ჰქონია. თუ შეგიძლიათ რამე მირჩიეთ

პირველ რიგში ახლომხევდელობის ხარისხს გააჩნია - შესაძლოა სათვალე გჭირდებათ. მშრალი თვალის სინდრომის სამკურნალოდ მრავალი წვეთებია და სხვადასხვა შეგიძლიათ ცადოთ, ერთს რომ დაამთავრებთ, სხვა იყიდეთ და ასე შემდეგ: ჰიალფარდი, ოკუთეარსი, ოფთაგელი...

QUOTE
მოკლედ, დაახლოებით წელიწადნახევრის წინ დამეწყო პირველად თვალების ტკივილი, ზაფხული იყო, ბევრს ვკითხულობდი და მაგას დავაბრალე. იმის მერე სამ სხვადასხვა ექიმთან ვიყავი, გავიკეთე ბლომად ანალიზი და ყველგან მეუბნებოდნენ არაფერი არ გჭირსო. მინუსი, თუ პლიუსი მაქვს უმნიშვნელო, 1-ზე ნაკლები. ხელოვნურმა ცრემლმაც დიდი ვერაფერი შედეგი მომცა.

ჰოდა, პრობლემა ისაა რომ დაღლისას, კომპიუტერთან ჯდომისას, კითხვისას(განსაკუთრებით) მტკივდება თვალები, მარცხენა უფრო მეტად და მარცხენა თვალთან, გარედან ერთი წერტილი მეწვის ხოლმე.

ჰოოოოოდა, არ არსებობს რაიმე სათვალე, რომელიც კითხვისას და კომპიუტერთან ჯდომისას დისკომფორტს მომიხსნის? ბოლო ექიმს რომ დავუსვი ეს კითხვა, გადაჭრით მიპასუხა - არ გჭირდება შენ სათვალეო. მოდაში შემოვიდა ახალგაზრდებში სათვალის ტარებაო 


თქვენც იგივე რეკომედაციას გაგიწევდით. ნატურალური ცრემლი არ გშველით, უხეშად რომ ვთქვათ წყალია. არსებობს სხვა ადმატენიანებელი სხვადასხვა ნივთიერებით და ვიტაინებით.



Posted by: Shakoie 20 Mar 2018, 21:42
gamcemlidze
გამარჯობა. თქვენი პასუხი ვნქხე ჩემს პოსტზე და დიდი მადლობა მინდა გადაგიხადოთsmile.gif ახლომხედველი ვარ ძალიან და სათვალის გარეშე არ შეიძლება რამე მეშველოს? ლინზები ან სხვა რამე... იქნებ რომელიმე კლინიკა მირჩიოთ, სადაც გულიანად დამეხმარებიან?

Posted by: gamcemlidze 21 Mar 2018, 04:57
QUOTE (Shakoie @ 20 Mar 2018, 21:42 )
gamcemlidze
გამარჯობა. თქვენი პასუხი ვნქხე ჩემს პოსტზე და დიდი მადლობა მინდა გადაგიხადოთsmile.gif ახლომხედველი ვარ ძალიან და სათვალის გარეშე არ შეიძლება რამე მეშველოს? ლინზები ან სხვა რამე... იქნებ რომელიმე კლინიკა მირჩიოთ, სადაც გულიანად დამეხმარებიან?

დიახ შეიძლება ლინზებიც და ლაზერული კორექციაც. ლაზერული კორექცია მოიცავს 3-4 წუთიან ქირურგიულ ჩარევას. ამასთან დაკავშირებით კონსულტაცია შეგიძლიათ გაიაროთ თვალის კლინიკაში: ახალი მზერა, მზერა, ოფთალმიჯი, პსპ, ავერსი smile.gif

Posted by: anni_dembo 21 Mar 2018, 20:10
gamcemlidze
გამარჯობა რა განსხვავებბაა მაგ წამლებს შორის რომელი უფრო ძლიერია მათ შორის??
(ჰიალფარდი, ოკუთეარსი, ოფთაგელი )

Posted by: gamcemlidze 22 Mar 2018, 22:41
anni_dembo
ოფთაგელი უფრო სქელია, ჰიალფარდი და ოკუთეარსი უკონსერვანტოა და შედის დამატებით ვიტამინები თვალისთვის, დიდი ხანსხვავება არ არის smile.gif

Posted by: ბზბზბზზზ 30 Mar 2018, 11:18
გამარჯობა თვალი მაქვს დასიებული სავარაუდოდ ქალაზიონი ადრეც ორჯერ მქონდა გამოსული მაქსიტროლის წვეთებს ვიწვეთებ და კიდევ რამე საშვალება არსებობს დასების შესამცირებლად?

Posted by: gamcemlidze 31 Mar 2018, 12:43
ბზბზბზზზ
მაქსიტროლი მალამო უფრო შედეგიანი იქნება. დაიდებთ ქუთუთოზე შიგნიდან. რა თქმა უნდა ჯობია ექიმთან მიხვიდეთ ზუსტი დიაგნოზის დასასმელად და შემდეგ მკურნალობის სწორი მეთOდის შEსარჩEვად

Posted by: gajgaja 11 Apr 2018, 12:33
გამარჯობა. კატარაქტის ოპერაციის წინ ანტიბიოტიკების და სტეროიდების ადგილობრივი დანიშვნა ნორმალურია?

Posted by: alexxv 11 Apr 2018, 13:17
QUOTE (gajgaja @ 11 Apr 2018, 12:33 )
გამარჯობა. კატარაქტის ოპერაციის წინ ანტიბიოტიკების და სტეროიდების ადგილობრივი დანიშვნა ნორმალურია?

პირველად მესმის...

რა კავშირია ანტიბიოტიკებსა და კატარაქტას შორის?

Posted by: senpai 12 Apr 2018, 20:56
ვინც გაიკეთა ლაზერული ოპერაცია ლასიკის მეთოდით მაქამდე თუ ექიმმა არ თქვა არაა საჭირო ბადურის მიმაგრება ? ექიმი იტყოდა ყველა ვარიანტში რომ საჭირო ყოფილიყო ? თუ არ აქცევენ მაგას ყურადღებას?

Posted by: alexxv 12 Apr 2018, 23:16
QUOTE (senpai @ 12 Apr 2018, 20:56 )
ვინც გაიკეთა ლაზერული ოპერაცია ლასიკის მეთოდით მაქამდე თუ ექიმმა არ თქვა არაა საჭირო ბადურის მიმაგრება ? ექიმი იტყოდა ყველა ვარიანტში რომ საჭირო ყოფილიყო ? თუ არ აქცევენ მაგას ყურადღებას?

რისკი თუა, ან პათოლოგია, ან გენეტიკურად საშიშროება ბადურის ჩამოშლის წესით უნდა მიადუღოს ექიმმა ლაზერით

Posted by: senpai 12 Apr 2018, 23:40
alexxv
QUOTE
რისკი თუა, ან პათოლოგია, ან გენეტიკურად საშიშროება ბადურის ჩამოშლის წესით უნდა მიადუღოს ექიმმა ლაზერით

ეგ გასაგებია, მარა არ უხსენებია ექიმს და გამოკვლევების დროს გამოჩნდებოდა რომ იყოს მაგის საშიშროება ?

Posted by: trombonelady 13 Apr 2018, 00:33
გამარჯობა, ჩემს ორივე ბავშვს (ერთი არის 6წლის, მეორე 3 ) აქვთ ჰიპერმეტროპია, უფროსს +8 და პატარას +5
თუ გქონიათ ესეთი შემთხვევა რომელიმეს და ვისთან დაგყავთ ბავშვები და როგორ უკეთებთ კორექციას რა ზომის სათვალეს ნიშნავენ ესეთ დროს
წესიერი ოფთალმოლოგი მირჩიეთ
მაია ტარასაშვილზე რას მირჩევთ ,?

Posted by: alexxv 13 Apr 2018, 01:09
QUOTE (senpai @ 12 Apr 2018, 23:40 )
alexxv
QUOTE
რისკი თუა, ან პათოლოგია, ან გენეტიკურად საშიშროება ბადურის ჩამოშლის წესით უნდა მიადუღოს ექიმმა ლაზერით

ეგ გასაგებია, მარა არ უხსენებია ექიმს და გამოკვლევების დროს გამოჩნდებოდა რომ იყოს მაგის საშიშროება ?

ექიმის პროფესიონალიზმზეა დამოკიდებული რას დაინახავს, გუგას რომ ჩახედავს...

თუ ეჭვი გეპარებათ ბადურის ფსკერის დიაგნოსტიკა გაიკეთეთ, რომ მშვიდად იყოთ მაინც... 6 თვის ან 1 წლის მერე გადაამოწმეთ პროფილაქტიკისთვის

Posted by: senpai 13 Apr 2018, 09:34
alexxv
QUOTE
თუ ეჭვი გეპარებათ ბადურის ფსკერის დიაგნოსტიკა გაიკეთეთ, რომ მშვიდად იყოთ მაინც... 6 თვის ან 1 წლის მერე გადაამოწმეთ პროფილაქტიკისთვის

დიდი მადლობა.

რქოვანას ტოპოგრაფიის დროს გამოჩნდებოდა რამე თუ იცით ?

Posted by: alexxv 13 Apr 2018, 12:25
QUOTE (senpai @ 13 Apr 2018, 09:34 )
alexxv
QUOTE
თუ ეჭვი გეპარებათ ბადურის ფსკერის დიაგნოსტიკა გაიკეთეთ, რომ მშვიდად იყოთ მაინც... 6 თვის ან 1 წლის მერე გადაამოწმეთ პროფილაქტიკისთვის

დიდი მადლობა.

რქოვანას ტოპოგრაფიის დროს გამოჩნდებოდა რამე თუ იცით ?

ნაჰ, არ ვიქნებოდი მაგის იმედზე მაინცდამაინც

Posted by: hopla123 13 Apr 2018, 13:27
თვალის სიმშრალე რო მომეხსნას რამე წვეთეები არის?

Posted by: alexxv 13 Apr 2018, 14:57
QUOTE (hopla123 @ 13 Apr 2018, 13:27 )
თვალის სიმშრალე რო მომეხსნას რამე წვეთეები არის?

რამდენიც გინდა, ნებისმიერ აფთიაქში თან

Posted by: Elii 15 Apr 2018, 00:14
გამარჯობა,
მაინტერესებს ოფთალმოსკოპიის (თვალის ფსკერის დათვალიერების) შედეგად ზიანდება თუ არა თვალი.
ამ პროცედურის ჩატარების შემდეგ თითქოს უფრო ბუნდოვნად ვხედავ (მიოპია მაქვს) და თავის ტკივილები მაქვს ყოველდღიურად რაც არ მქონდა.
მადლობას გიხდით წინასწარ.

Posted by: alexxv 15 Apr 2018, 13:01
Elii

არა არ ზიანდება ელი, ტყვილა არ ინერვიულოთ მაგაზე. ბუნდოვნად უნდა ხედავდეთ მაგ პროცედურის შემდეგ ყველა პარამეტრით, რაღაც დროის განმავლობაში ისედაც smile.gif

Posted by: JORJ1 17 Apr 2018, 00:24
სად მირჩევთ გასინჯვს ? და დაახლოებით რა ეღირება...

Posted by: mmm481 17 Apr 2018, 16:37
მოკლედ ასეთი კითხვა მაქვს

2 თვის წინ ნარკოზით გაიკეთე გლანდების ოპერაცია. ამის შემდეგ დაახლოებით 1 თვის თავზე დამემართა უძილობა და წნევები 130-140 ფარგლებში.

ახლა ამ ყველაფერს თვალის პრობლემაც დაემატა მაქვს ასეთი პრბლემა

მარჯვენა თვალზე შემიმცირდა მხედველობა, კერძოდ მარჯვენა თვალიდან ვხედავ ბუნდოვანად ტექსტს, მარცხენათი გაცილებით უკეთესად ვხედავ. თითქოს მაქვს ოდნავი გაბუჟებაც (ტკივილს ვერ დავარქმევ).

ვიყავი ოფთალმოლოგთან და მითხრა, რომ არაფერი დაავადება თვალზე არ მაქვს და ეგ ყველაფერი, ალბათ, კუნთის მოდუნების ბრალია, რაც წესით დროთა განმავლობაში აღდგება, ეს პერიოდი შეიძლება იყოს 3-6 თვეც. ექიმის თქმით ეს შესაძლოა ნარკოზის ბრალიც ყოფილიყო.

ექიმმა ასევე მითხრა რომ მაქვს თანდაყოლილი ასტიგმატიზმი, რაც ამ ეტაპზე არ შემიშლის ხელს და არც ეს არის ამ პრობლემის გამომწვევი.

რამდენად რეალურად მიგაჩნიათ ეს ყველაფერი? ან რამდენად არის შესაძლებელი რომ სხვა რამე გართულება იმალებოდეს და არა ეს ნერვის მოდუნება? ან რითი შემიძლია ვუშველო ამ ნერვის მოდუნებას ასე ხო არ დავჯდები და დაველოდები?

ხომ ვერ მირჩევთ დღეს ყველაზე კარგ კლინიკას და ექიმს ამ სფეროში?

Posted by: ZEPTER 19 Apr 2018, 10:42
ოპრაცია კეთდება მინუს სამამდე? და რაღირს გაქვთ იფრომაცია>?

Posted by: giorgi301 23 Apr 2018, 20:47
5 დღის უკან ვიყავი კონსულტაციაზე და სათვალე დამინიშნეს. მაქვს -1.5 ორივე თვალზე და ასტიგმატიზმი 175° და 30°. სათვალე დავამზადებინე ექიმის რეცეპტით მარა ვერ ვხმარობ, გამოსახულება მკვეთრია მარა აპატარავებს საგნებს და მანძილსაც არარეალურს აჩვენებს საგნამდე და რომ მოვიხსნი ძაან მებუნდება თვალები და 5 წუთი მაინც უნდა რო აღმიდგეს ისევ ნორმალური მხედველობა. დავურეკე ვინც დაამზადა ავუხსენი სიტუაცია, მიჩვევა უნდაო და ესე იცის ამ ლინზებმა თუ რისი ბრალი შეილება იყოს არავის გქონიათ ესეთი შემთხვევა? 100 ლარი დამიჯდა სათვალე და ტყუილად გადავყარე მგონი ფული

Posted by: alexxv 23 Apr 2018, 21:09
mmm481
არამგონია სწორი დიაგნოზი დაესვას ვისთანაც იყავი, ავერსის კლინიკაში აქვთ კარგი აპარატები ანალიზების ასაღებად...

giorgi301
შეჩვევა უნდა კი, მაგრამ სათვალის არჩევის დროსაც მინუს შუშაც უნდა ცადო მოირგო და პლიუსიც, ინდივიდუალურია რომლით უფრო კარგად ხედავს თვალი, ასტიგმატიზმე უბრალოდ მაინც გექნება მსგავსი შეგრძნება რომელი სათვალეც არ უნდა გაიკეთო და ამიტომ დამუქებული შუშით გაიკეთე სათვალე, თვალიც იმდენად არ დაგეღლება და ეგ შეგრძნებაც არ შეგაწუხებს დიდად

Posted by: giorgi301 23 Apr 2018, 21:19
QUOTE (alexxv @ 23 Apr 2018, 21:09 )

შეჩვევა უნდა კი, მაგრამ სათვალის არჩევის დროსაც მინუს შუშაც უნდა ცადო მოირგო და პლიუსიც, ინდივიდუალურია რომლით უფრო კარგად ხედავს თვალი, ასტიგმატიზმე უბრალოდ მაინც გექნება მსგავსი შეგრძნება რომელი სათვალეც არ უნდა გაიკეთო და ამიტომ დამუქებული შუშით გაიკეთე სათვალე, თვალიც იმდენად არ დაგეღლება და ეგ შეგრძნებაც არ შეგაწუხებს დიდად

ქამელეონის გავაკეთე და ფერები მკვეთრად ჩანს უფრო და გამოკვეთილი მარა ეგ არარეალური ფორმის მიცემა ვერ მომდის თვალში, ადაბლებს და სიგანეში ემატება საგნებს და უხარისხოთ ხო არაა დამზადებული თქო მაგას ვფიქრობ
* * *
ქამელეონი გავაკეთე და ფერები მკვეთრად ჩანს უფრო და გამოკვეთილი მარა ეგ არარეალური ფორმის მიცემა ვერ მომდის თვალში, ადაბლებს და სიგანეში ემატება საგნებს და უხარისხოთ ხო არაა დამზადებული თქო მაგას ვფიქრობ

Posted by: alexxv 23 Apr 2018, 21:29
giorgi301
ქამელეონის გაკეთებას ჯობია მუქი ტონალობის იხმარო პირდაპირ და შუშის ზომა ცოტა შეამცირებინო, თან ცილინდრით იქნება და საკმაოდ გადიდებული შუშა... ან ჩვეულებრივი შუშაც შეიძლება დაფერილი...

მეც მქონდა მსგავსი შეგრძნება და თითქმის აღარ ვხმარობ სათვალეს, ძალიან იშვიათად, ვერ შევეგუე

Posted by: giorgi301 23 Apr 2018, 21:42
რომ მცოდნოდა ესეთი იქნებოდა საერთოდ არ გავაკეთებდი, ცილინდრებით არისო თუ მსგავსი რაღაც მითხრა და ტყუილად გადაყრა გამომდის ფულის

Posted by: alexxv 23 Apr 2018, 21:44
giorgi301
ტყვილად არ გამოგდის, რომ გადაიღლება თვალი გვერძე რომ არ წავიდეს საჭიროა მაინც ცილინდრიანი სათვალე, ნუ ძნელია შეჩვევა, მეც მხოლოდ საჭიროების შემთხვევაში ვიკეთებ

Posted by: giorgi301 23 Apr 2018, 21:46
ქამელეონი იმიტო გავაკეთე რო მზის სათვალის პონტშია დღისით და უკეთესი ვიდი აქვს, აპრავაც მზის სათვალის გავაკეთე მარა რად გინდა, მოუწევს უჯრაში გდება
* * *
მანქანაზე გავიკეთე გუშინ და ისეთი შეგრძნება მქონდა და ისე ვხედავდი თითქოს ასვალტზე ზოხარო და საჭირო როდის იქნება ჯერ ვერ ვფიქრობ. ყოველდღიური ხმარებისთვის მაქვს დანიშნული მაგრამ ყოველდღე ნაღდად ვერ ვივლი მასე

Posted by: alexxv 23 Apr 2018, 21:51
ხო აი მზის სათვალის აპრავით რომ აკეთებ ეგ კიდევ უფრო არაკომფორტულია სახმარად ვიდრე ჩვეულებრივი აპრავის

Posted by: giorgi301 23 Apr 2018, 21:52
ეხლა რაღას შევცვლი ახალ შუშებზე აწყობას კიდე ფული უნდა და დავანებებ სულ თავს
* * *
ვიფიქრე დღისით ქუჩაში თუ ვიხმარდი მზის სათვალესავით იქნება თქო მარა ჩვეულებრივ აპრავაშიც იგივე ლინზები იქნება და რა მნიშვნელობა აქვს აპრავას

Posted by: alexxv 23 Apr 2018, 21:57
ქუჩაში სასიარულოდ თუ გინდა ხომ,მაგრამ კომპიუტერთან თუ უნდა იჯდე ან საკითხავად ჩვეულებრივი აპრავა უფრო კომფორტულია მაგ შემთხვევაში...

ხო ეხლა რაღა უნდა შევცვალოთ, დაველოდოთ ტექნოლოგიების განვითარებას, იქნებ თვალის გადანერგვამდე მივიდნენ როგორმე

Posted by: giorgi301 23 Apr 2018, 22:01
კითხვა არ მიჭირს და მობილურს ვხმარობ ხშირად ინტერნეტში თორე კითხვის დრო არც მაქვს, ფიზიკური მუშაობა მიწევს ძირითადათ და კომპიუტერთანაც ცოტა ხნით ვატარებ დროს

Posted by: shaknike 24 Apr 2018, 09:46
giorgi301
ეგეთი შეგრძნება მქონდა მეც თავიდან როცა პირველად გავიკეთე.. და ერთ დღეში შევეჩვიე..
ეცადე სრულად ატარო ერთი დღე..
ასევე გადამოწმებაც შეიძლება სხვაგან რეცეპტის და სათვალის რამდენად იდენტურია

Posted by: giorgi301 24 Apr 2018, 09:59
ექიმს დავურეკე ვინც გამომიწერა რეცეპტი და მოიტანე სათვალე და შევამოწმოთო. ისე მაგის შემოწმება სხვაგან სად შეილება, სადაც ამზადებენ სათვალეებს ექნებათ იქ რამე აპარატი მაგის გასაგებათ რამდენად იდენტურია?

Posted by: shaknike 24 Apr 2018, 17:09
giorgi301
ზემოთ სხვაგან იმიტომ დავწერე არამგონია თქვას
უი არასწორად გამიკეთებიაო.

ნორმალური ოპტიკა სადაცაა გაიკითხე და გადაგიმოწმებენ
სავარაუდოდ, პლიუს რეცეპტსაც.

ნუ მაგასთან მიდი და მერე სხვასთანაც გადაამოწმე

Posted by: giorgi301 24 Apr 2018, 17:39
QUOTE (shaknike @ 24 Apr 2018, 09:46 )

ეგეთი შეგრძნება მქონდა მეც თავიდან როცა პირველად გავიკეთე.. და ერთ დღეში შევეჩვიე..
ეცადე სრულად ატარო ერთი დღე..
ასევე გადამოწმებაც შეიძლება სხვაგან რეცეპტის და სათვალის რამდენად იდენტურია

გული მიჩქარდება რო გავიარე მაგ სათვალით, ოდნავი სხვაობა რო ქონდეს კიდე არაუშავრა მაგრამ ძაან არარეალურად აჩვენებს. მანქანაზე გავიკეთე და თითქოს წევხარ ტრასაზე და ისე იყურები წინ, თითქოს ერთ სიბრტყეში ვიყოთ მეც და ასვალტიც

Posted by: justfeel 28 Apr 2018, 23:31
ფორმა 100ზე ვიყავი ორი თვის წინ იდეალურად ვხედავდი ორივეში მივედი გუშინ მაჯრვენაში იდეალური ხედვა მაქ და , მარცხენაში ვერ ვკითხულობ უბრალოდ ასოებს ნივთებს ვხედავ ჩვეულებრივად ყველა საგანს მაგრამ ამ ნაწერებს ვერ ვკითხულობ რაღაც ნაწერები კი ზუსტად დავაფიქსირე მაგრამ დიდი გაჭირვებით და ესე მითხრეს ზარმაცი თვალიაო,უნდა მიაჩვიოვო და უნდა იკვებო A ვიტამინითო , ასევე ამიკრძალეს კომპიუტერთან ჯდომა დიდი ხნით და მირჩიეს ბუნებრივ სინათლეზე დროის გატარება, ერთი კითხვა მაქ კონკრეტულად არი რამე ჩასაწვეთებლები რომ იკვებოს თვალებმა? აუციებელია მაინც ექიმთან ვიზიტი? საერთოდ არ მაქ ვერც ვგრძნობ ორივე გახელილ თვალზე რამის ვერ აღთქმას პირიქით არასდროს მიცდია ეს ცალთვალში გახედვა და რაღაც მაგრად "დამწყდა გული" და ფსიქოლოგიურად იმოქმედა უცებ . სათვლის ტარება ნაღდად არ მინდა უბრალოდ არის თუ არა რამე წვეთები რათა თვალმა იკვებოს და უარესობისკენ არ წავიდეს..

ასევე გირჩევთ ყველას რომ დაიძინოთ და ებრძოლოთ უძილობას პირველი დამპალი მტერია sad.gif

Posted by: სუბლიმაძია 29 Apr 2018, 10:34
ესიგი 21-22 წლის ასაკში აღმოვაჩინე რომ ერთი თვალი გამირბის. ორი წლის მერე მივედი შეროზიასთან რომელიც როგორც მერე გავიგე ბავშვთა ექიმი ყოფილა ხოდა დამინიშნა რაღაც კომპიუტერული ვარჯიშები იქვე ქონდა გახსნილი. 2 კვირიანი კურსი იყო მგონი კომპიუტერში დავალებებს ვაკეთებდი ხოდა დროში დაემთხვა თუ ამან გამოიწვია არ ვიცი მეორე თვალიც გამირბის იმის მერე ხოდა ერთი 5 წელი ხელი ჩავიქნიე თან მეშინოდა პასუხის და ახლა მივედი გოლოვაჩოვთან გამსინჯა შემამმოწმა და ყველაფერი რიგზეაო არაფერი არაა დაზიანებულიო smile.gif და გამიშვა ნერვოპათალოგთან იმანაც გამსინჯა და ფსიქიატრთან გამიშვა და აღარ ვაპირებ მისვლას. აზრც ვერ ვხედავ სიელმე ფსიქიატრმა როგორ უნდა მოარჩინოს მე ვერ წარმომიდგენია თქვენ რას მეტყვით რამე მსგავსი გსმენიათ? როგორ გამირბის თვალი იცით აი გასწორებული მაქვს ჩვეულებრივად და რამოდენიმე წუთის შემდეგ ან მარჯვენაზე ან მარცხენაზე ახდენს კონცენტრირებას და მეორე ითიშება და ძალიან სხვაგანაა გაქცეული მერე უცბად რო გამახსენდება დავახამხამებ და ჩვეულებრივადაა. აი ალკოჰოლი თუ მივიღე საერთოდ ვეღარ ვაკონტროლებ.

Posted by: alexxv 29 Apr 2018, 13:26
სუბლიმაძია
ფსიქიატრი თვითონ ჭირდებათ მგონი უფრო...

სიელმე თუ გაქვს გაქანებული მხედველობა მშვენივრად როგორ უნდა გქონდეს, რას არ გაიგებ facepalm.gif

ცოტა ნორმალურ კლინიკაში მიდი ოფთამოლოგთან, მხედველობა შეამოწმებინე და მერე პასუხებით ვიმსჯელოთ

Posted by: სუბლიმაძია 29 Apr 2018, 13:37
alexxv

რავიცი სად მივიდე ყველაზე კარგი მანდააო უმეტესად მაგას წერდნენ ინტერნეტში ასრაღაცა წლის გამოცდილება გვაქვს ოფთალმოლოგიაშიო ნიუ ჰოსპიტალსი როა კრწანისი ქუჩაზე მანდ ვიყავი. მხედველობას რაც შეეხება ბოლო წელია დამეწყო შორს ხედვაზე მაგალითად 15 - 20 მეტრის იქით ადამიანის სახეს და მანქანის ნომერს ვერ ვარჩევ კარგად. ვუთხარი ეგეც მაგრამ რათ გინდა 3-4 მეტრზე ედგათ ის რაღაც რიცხვები და ასოები რო უნდა გაარჩიო და მანდ ყველაზე უწვრილესსაც კი ვარჩევდი კარგად ეგრე რა უნდა გაეგოთ ახლო ხედვაზე არანაირი პრობლემა არ მაქვს. სიელმეს კიდე სხვანაირად ამოწმებენ ვენები და კუნთები და რეფლექსები ეგენი შემიმოწმა თვალში და ეგენი რიგზეა ყველაფერიო ისე რაც მოვიძიე ქართული ინტერნეტით ეს შეძენილი სილმე რაგაც არაა მაინცდამაინც გამოკვლეული ჩვენთან სხვაგან არ ვიცი სულ თანდაყოლილზე წერენ და მკურნალობენ ყველგან რავიცი სად მირჩევთ მისვლას?

Posted by: alexxv 29 Apr 2018, 15:20
სუბლიმაძია
ნიუ ჰოსპიტალში მე მარტო გაბრიჩიძესთან მივიდოდი თუ მივიდოდი, აპარატები არ უვარგათ მანდ და ფაქტიურად ექიმმა უნდა დაინახოს ყველაფერი...

აპარატები კარგი ხარისხის აქვთ ავერსის კლინიკაში, მიდი და ბადურის ფსკერი, გუგა (ამღვრეულია თუ არა) და მხედველობაც გადაამოწმე

Posted by: სუბლიმაძია 29 Apr 2018, 16:15
alexxv

მე გოლოვაჩოვთან ვიყავი დამხმარეს დაავალა რაღაცები იმან გამსინჯა თავად შემოვიდა 2 წუთზე ნაკლები დრო დამითმო და წავიდა ისევ. თან მიმართულებაში კატარახტა და გლაუკომა უწერია სამჯერ ვიკითხე მეთქი სილმეზეც მუშაობსთქო და კი კაცო დავურეკეთ და კიო. ავერსის კლინიკას რაც შეეხება აპარატურა მართლა კარგი აქვთ მაგრამ ზოგი მიმართულებით ექიმები არ უვარგათ და ოფთალმოლოგიაში რომელი იქნება ნეტა ნორმალური რო ჩავეწერო? ერთი 10 ამოაგდო საიტზე.

Posted by: keen 30 Apr 2018, 17:30
რონიკოში ღირს სათვალის დასამზადებლად მისვლა? ვინმეს აქვს გამოცდილება?

Posted by: alexxv 30 Apr 2018, 19:35
სუბლიმაძია
ექიმი არ ვიცი მე უფრო ტექნიკას ვენდობი biggrin.gif

keen
კი რატომაც არა, ადგილზე შეგიმოწმებენ მხედველობას და ისე აგარჩევინებენ შუშებს სათვალისთვის, ეგ თუ გაინტერესებს

თუ არადა, დიდი არჩევანია თამარ მეფის გამზირის აყოლებაზე ძალიან სათვალის მაღაზიების

Posted by: keen 30 Apr 2018, 20:10
alexxv
QUOTE
კი რატომაც არა, ადგილზე შეგიმოწმებენ მხედველობას და ისე აგარჩევინებენ შუშებს სათვალისთვის, ეგ თუ გაინტერესებს

თუ არადა, დიდი არჩევანია თამარ მეფის გამზირის აყოლებაზე ძალიან სათვალის მაღაზიების

მადლობა პასუხისთვის smile.gif

Posted by: assassin23 1 May 2018, 01:05
რას იტყვით და ურჩევდით ადამიანს ...

> თემა ეხება ასტიგმატიზმს ...

>> რამდენი ჭირდება ოპერაციისთვის რომ სათვალეების გარეშე დაინახოს ...

Posted by: Shakoie 1 May 2018, 16:41
ვიყავი ნიუ ჰოსპიტალში და -3 მაქვს ორივე თვალზე:-( ოპერაციაო რა და 1000 ლარი ერთი თვალიო, რაღაც ლაზერით კეთდებაო. ახლა ლინზები ჩავისვი და უნდა შევაგროვო ფული ოპერაციისთვის. უფრო იაფად არ აკეთრბენ სადმე?

Posted by: alexxv 2 May 2018, 02:10
assassin23
რისი ან რა ტიპის ოპერაციისათვის კონკრეტულად?

Shakoie
სხვა კლინიკაშიც იკითხე, იქნებ დაგიფნანსონ თან ნაწილობრივ რაღაც პროგრამა როა

Posted by: Natuka NGN 2 May 2018, 17:16
keen
გააჩნია როგორი ანამნეზია. თუ ბავშისთვის გინდა და რაიმე ეჭვია ასტიგმატიზმზე, არ გირჩევ. გირჩევნია ოფთამოლოგმა დანიშნოს სრული კვლევის შემდეგ სათვალე. თუ დიდს უნდა და არის ანამნეზში ასტიგმატიზმი, მაინც კლინიკურ კვლევას ჩავიტარებდი. ბავშობიდან მიოპია და ასტიგმატიზმი მაქვს და ძალიან უჭირდათ ჩემთვის სათვალის შერჩევა. არასწორად შერჩეულმა კი შესაძოა მხედველობის გაუარესება გამოიწვიოს.

Posted by: assassin23 2 May 2018, 18:42
Shakoie

QUOTE
ვიყავი ნიუ ჰოსპიტალში და -3 მაქვს ორივე თვალზე:-( ოპერაციაო რა და 1000 ლარი ერთი თვალიო, რაღაც ლაზერით კეთდებაო. ახლა ლინზები ჩავისვი და უნდა შევაგროვო ფული ოპერაციისთვის. უფრო იაფად არ აკეთრბენ სადმე?



რა ტიპის ოპერაციაა ? რაო რა გითხრეს ?

ლინზების მაგივრად სათვალე გადავწყვიტე ნაკლები დანახარჯი მეტი დაგროვებული თანხა სათვალის გადასაგდებად ... smile.gif
alexxv

QUOTE (alexxv)
რისი ან რა ტიპის ოპერაციისათვის კონკრეტულად?


როგორც მივხვდი არის ორი სახის :ფემტო ლაზერულ ქირურგია / ექსიმერ-ლაზერული კორექცია LASIK და VisuMax

> ფემტო ლაზერ ქირურგია
ფემტო-ლაზერული ქირურგია განსხვავდება სტანდარტული LASIK-ის პროცედურისგან იმით, რომ ამ პროცედურის დროს რქოვანას განაკვეთს აკეთებს ფემტოსეკონდ ლაზერი. ფემტოსეკონდ ტექნოლოგია გამოიყენებს ულტრამოკლე ლაზერულ იმპულსებს რქოვანას ქსოვილის გასაჭრელად კვეთის სიღრმის არჩევით.
ფემტოსეკონდ ლაზერი მთლიანად გამორიცხავს ლანცეტის გამოყენების საჭიროებას და ამ პროცედურას ულანცეტო ოპერაცია ეწოდება. კომპიუტერული ლაზერული ტექნოლოგია წამის მეკვადრილიონედი სისწრაფის სინათლის იმპულსებს მიმართავს რქოვანაში წინასწარ შერჩეული და დაპროგრამებული სიღრმითა და მდებარეობით. პროცედურის ხანგრძლივობა მხოლოდ 18 წამია.

წყარო: http://newhospitals.ge/menu_id/44/lang/1

>> ექსიმერ-ლაზერული კორექცია LASIK
წყარო: http://eyeclinic.ge/?m=show_text&id=3&rec=41&line=2#ex

>>> VisuMax-ის ფემტოსეკონდური ლაზერული სისტემა საშუალებას აძლევს ქირურგს გააკეთოს რქოვანას ზუსტი ანათალი მხედველობის რეფრაქციული კორექციის დროს. ამ ტექნოლოგიების კომბინაციით ჩვენ საუკეთესო კლინიკურ შედეგებს ვაღწევთ და დიდ კომფორტს ვუქმნით პაციენტებს.


<> არის სამი სახეობის რომელია ეფექტური ? ? ?
* * *

QUOTE (alexxv)
QUOTE (alexxv)
სხვა კლინიკაშიც იკითხე, იქნებ დაგიფნანსონ თან ნაწილობრივ რაღაც პროგრამა როა


რაო დაფინანსების საშუალებაც არის ... მე ვიცი რომ თავის მოვლის საშუალებააო სადაზღვეოსგან და დაფინანსებას არ ექვემდებარება და სახელმწიფო ვითომ გაიმეტებს რამეს ? ?საინტეერესეოა ინფო თუ გაქ უფრო მეტი

Posted by: keen 2 May 2018, 23:05
QUOTE (Natuka NGN @ 2 May 2018, 17:16 )
keen
გააჩნია როგორი ანამნეზია. თუ ბავშისთვის გინდა და რაიმე ეჭვია ასტიგმატიზმზე, არ გირჩევ. გირჩევნია ოფთამოლოგმა დანიშნოს სრული კვლევის შემდეგ სათვალე. თუ დიდს უნდა და არის ანამნეზში ასტიგმატიზმი, მაინც კლინიკურ კვლევას ჩავიტარებდი. ბავშობიდან მიოპია და ასტიგმატიზმი მაქვს და ძალიან უჭირდათ ჩემთვის სათვალის შერჩევა. არასწორად შერჩეულმა კი შესაძოა მხედველობის გაუარესება გამოიწვიოს.

პრესბიოპია user.gif მაქვს ჩატარებული სრული კვლევა ორიოდე წლის წინ და ახლა მხოლოდ სათვალის შერჩევა მინდოდა. მაშინ ასტიგმატიზმი არ უხსენებიათ. პრინციპში, ჯერ რონიკოში ვცადე, მაგრამ სრული კრახი განიცადა იმათმა დანიშნულმა სათვალემ, მერე ვიყავი კლინიკაში ოფთალმოლოგთან და შემირჩია სათვალე. მაინც ვერ მოვირგე. რა შეიძლება იყოს მიზეზი? user.gif

რონიკოს სიტუაციაზე სჯობს გავჩუმდე. ხელმეორედ რომ მივედი, უკვე სხვა ოფთალმოლოგის რეცეპტთ, სხვაობა 0.25 დიოპტრია რა არის, არაფერიაო - საუბარია +1-ზე და არა +5-ზე. ისე, შეიძლება უხარისხო მინის ბრალი იყოს? კლინიკის ოფთალმოლოგის მიერ დანიშნული სათვალე წინაზე იდეალურად მოვირგე, ოღონდ საფილოში დავამზადებინე...

Posted by: Natuka NGN 3 May 2018, 11:36
keen
ვერ მოარგო და ის. გააჩნია თვალი რამდენად დაღლილია იმ მომენტში როდესაც არგებს ექიმი სათვალეს. ერთადერთი ოფთალმოლოგია ვალერიან ხუროძე რომლის მორგებულ სათვალეს ვხმარობ (ოდესის ფილატოვის კლინიკის შემდეგ). აუცილებელია არაა ზუსტდა ის სათვალე გაიკეთო, რომლითაც საუკეთესოდ დაინახე. შეიძლება უფრო ნაკლები ზომა ატარო და არ გქონდეს დისკომფორტი.
რა თქმა უნდ აოპტიკის ხარისხსაც აქვს მნიშვნელობა, მაგრამ არა მგონია ძალიან განსხვავებული ხარისხი იყო. ჰო, კიდევ აუცილებელია ჩარჩოს ზუსტი შერჩევა, ზუსტად ემთხვეოდეს დაშორება ცენტრებს შორის.

Posted by: keen 3 May 2018, 11:54
QUOTE (Natuka NGN @ 3 May 2018, 11:36 )
keen
ვერ მოარგო და ის. გააჩნია თვალი რამდენად დაღლილია იმ მომენტში როდესაც არგებს ექიმი სათვალეს. ერთადერთი ოფთალმოლოგია ვალერიან ხუროძე რომლის მორგებულ სათვალეს ვხმარობ (ოდესის ფილატოვის კლინიკის შემდეგ). აუცილებელია არაა ზუსტდა ის სათვალე გაიკეთო, რომლითაც საუკეთესოდ დაინახე. შეიძლება უფრო ნაკლები ზომა ატარო და არ გქონდეს დისკომფორტი.
რა თქმა უნდ აოპტიკის ხარისხსაც აქვს მნიშვნელობა, მაგრამ არა მგონია ძალიან განსხვავებული ხარისხი იყო. ჰო, კიდევ აუცილებელია ჩარჩოს ზუსტი შერჩევა, ზუსტად ემთხვეოდეს დაშორება ცენტრებს შორის.

გასაგებია, მადლობა! smile.gif უკვე ორი პარტია მინა გამოვცვალე და კიდევ ერთს ვეღარ გადავიტან, მაგრამ როგორც ჩანს, მომიწევს user.gif

Posted by: Elii 3 May 2018, 22:34
გამარჯობა,
მოკლედ, მაქვს ბადურის ჩამოშლის სიმპტომები და დიაგნოზი - ბადურის პერიფერიული დეგენერაცია.
ვხედავ პატარა შავ წერტილებსა და ნაპერწკლებს განსაკუთრებით ოთახში, დღის შუქზე... ძალიან ვნერვიულობ თუ ვის ვანდო ოპერაციის გაკეთება თვალზე.. (მოგეხსენებათ ქართველი ექიმების "პროფესიონალიზმი"). იქნებ გამოცდილება ვისაც გაქვთ მირჩიოთ ვისთან ან სად გავიკეთო ოპერაცია. ასევე, ექიმმა დამიბარა 3 თვეში, რომ ნახოს მესაჭიროება თუ არა ოპერაცია (ახლა არ არის ბადურის დამაგრების საჭიროებაო) მაინტერესებს ხომ არ დამიგვიანდება ოპერაცია?
მადლობა წინასწარ.

Posted by: alexxv 4 May 2018, 03:07
Elii
ოპერაციას ლაზერით გულისხმობ თუ ქირურგიულ ჩარევას?

ბადურას მე პირადად თუ ვინმეს ვანდობდი მიხეილ გაბრიჩიძეა ან გოგა თევზაძე, მეტს ვერავის სამწუხაროდ

Posted by: sandroEVO 4 May 2018, 14:02
გამარჯობათ

არავინ იცით ესეთი დაფა სად შეიძლება ვიყიდო? სასწრაფოდ მჭირდება

user posted image

Posted by: Shakoie 5 May 2018, 20:48
assassin23
ლაზერული კორექცია ლაზიკ-ო ასე მითხრეს. ლინზები ავირჩირ იმიტო, რომ ვერ ვეგუები სათვალეს. საბოლოო ჯამში მაინც ოპერაცია უნდა გავიკეთო. უბრალოდ ის მაკვირვებს რომ, ექიმები ფიჩინდებიან, 100%-ანი შედეგი იქნებაო და ცხოვრებაში ეგ პრობლემა არ შეგაწუხებსო. ცოტა არ ვენდობი ანუ... თან 2000 ლარი ადვილი გადასახდელი არაა ჩემთვის. არც დაზღვევა მიფინანსებს.

Posted by: სნუპ დოგი 7 May 2018, 05:37
QUOTE (Shakoie @ 5 May 2018, 20:48 )
უბრალოდ ის მაკვირვებს რომ, ექიმები ფიჩინდებიან, 100%-ანი შედეგი იქნებაო და ცხოვრებაში ეგ პრობლემა არ შეგაწუხებსო.

მასე უთხრეს ჩემს ახლობელს სიელმეზე იკეთებდა ოპერაციას 100% გაგისწორდება თვალებიო , მართლაც გაუსწორდა ისე რო არაფერი ეტყობოდა მაგრამ მხედველობა აერია ერთ თვალში შორს ხედავდა მეორეში კი ახლოს ხედავდა და შორს ვერა ბალანსი დაერღვა..

მოკლედ ამით იმის თქმა მინდა რო შეიძლება რასაც ამბობენ კარგად გააკეთონ მაგრამ სხვა პრობლემამ იჩინოს თავი, და მერე ვეღარაფერს დაუმტკიცებ.. გირჩევ საქართველოში არგაიკეთო ოპერაცია თუ საშუალება გაქვს უცხოეთში გაიკეთე....


წარმატებებს და ჯანმრთელობას გისურვებ...

Posted by: სუბლიმაძია 7 May 2018, 08:46
სნუპ დოგი

რამდენი წლის იყო თქვენი ახლობელი ოპერაცია რო გაიკეთა სიელმზე და სად გაიკეთა იქნებ ეგეც მითხრა.

Posted by: სნუპ დოგი 7 May 2018, 21:32
სუბლიმაძია
ნიუ ჰისპიტალში გაიკეთა ზაზა ჩაკვეტაძესან 17 წლის იყო რო გაიკეთა ეხლა 19 ის არის

Posted by: eye1 8 May 2018, 00:46
QUOTE (სნუპ დოგი @ 7 May 2018, 05:37 )
QUOTE (Shakoie @ 5 May 2018, 20:48 )
უბრალოდ ის მაკვირვებს რომ, ექიმები ფიჩინდებიან, 100%-ანი შედეგი იქნებაო და ცხოვრებაში ეგ პრობლემა არ შეგაწუხებსო.

მასე უთხრეს ჩემს ახლობელს სიელმეზე იკეთებდა ოპერაციას 100% გაგისწორდება თვალებიო , მართლაც გაუსწორდა ისე რო არაფერი ეტყობოდა მაგრამ მხედველობა აერია ერთ თვალში შორს ხედავდა მეორეში კი ახლოს ხედავდა და შორს ვერა ბალანსი დაერღვა..

მოკლედ ამით იმის თქმა მინდა რო შეიძლება რასაც ამბობენ კარგად გააკეთონ მაგრამ სხვა პრობლემამ იჩინოს თავი, და მერე ვეღარაფერს დაუმტკიცებ.. გირჩევ საქართველოში არგაიკეთო ოპერაცია თუ საშუალება გაქვს უცხოეთში გაიკეთე....


წარმატებებს და ჯანმრთელობას გისურვებ...

ცოტა არაკორექტული რჩევაა, ტრაბზონში გაუკეთეს 2მაგად ძვირად ლაზერული კორექცია და ძველი მტკივნეული მეთოდით, როცა თავისუფლად შეიძლებოდა “ლაზიკის” გაკეთება, მერე რო ატკივდა თვალი ჩვენთან მოვიდა, ესეც თქვენი უცხოეთი.

Posted by: alexxv 8 May 2018, 01:25
უცხოეთი ყოველთვის გამოსავალს არ ნიშნავს რათქმაუნდა, მთავარია ექიმი იყოს პროფესიონალი და იცოდეს რას აკეთებს

Posted by: სნუპ დოგი 8 May 2018, 01:55
QUOTE (eye1 @ 8 May 2018, 00:46 )

ცოტა არაკორექტული რჩევაა, ტრაბზონში გაუკეთეს 2მაგად ძვირად ლაზერული კორექცია და ძველი მტკივნეული მეთოდით, როცა თავისუფლად შეიძლებოდა “ლაზიკის” გაკეთება, მერე რო ატკივდა თვალი ჩვენთან მოვიდა, ესეც თქვენი უცხოეთი.

გასაგებია მაგრამ ქართველებს ვერ ენდობა კაცი . ძალიან უნიჭო ექიმები არიან თვალის. რაღაცას მაინც დაუტოვებენ დისკომფორტს პაციენტს... პაციენტს რო მხედველობას დაუქვეითებ და პასუხად იტყვი მხედველობას არ შევხებივარო სადისტობა არ არის?

ფაქტია ოპერაციის გაკეთების მერე მხედველობა დაქვეითებულიაქვს და ეს ექიმის ბრალია და არა პაციენტის..

Posted by: Galaron 8 May 2018, 20:46
ვინმეს გაგიკეთებიათ ლაზიკი აქ კიდევ? თუ იცით Contoura Vision -ზე რამე?

Posted by: taka26 11 May 2018, 14:17
რა მაინტერესებს იცით,? მხდველობის შემოწმება მინდა და ის წამალი რასაც აწვეთებენ თვალსი მხედველობაზე იმოქმედებს? ან რა პერიოდი? მაგისი მეშინია და სულ უკან ვიხევ... თვალებში რომ დამაკლდეს 1 წუთი მაინც პანიკა დამეწყება

Posted by: pusho 11 May 2018, 14:52
მეგობრებო, ოფთალმიჯში ან ჩიჩუების კლინიკაში ვინ არიან საუკეთესო ექიმები?
სათვალის გადამოწმება მინდა, ვინც სიელმეზე და ასტიგმატიზმზე სპეციალიზდება ისეთი მჭირდება, სწორად რომ დამიწეროს შუშის რეცეპტი და დიაგნოზი დააზუსტოს...

Posted by: nino84 12 May 2018, 00:18
მოგესალმებით. ოცი წელია ლინზებს ვატარებ და მოვინდომე სათვალეც გავიკეთო,მაქვს საკმაოდ მაღალი მინუსი (-6). სათვალე ბავშვობის მერე არ მკეთებია და დღეს რომ გავიკეთე ცოტა გამიჭირდასავით, ხედვის არე უფრო შემეზღუდა ლინზასთან შედარებით. მუდმივად ტარებას არ ვაპირებ, მინდა უბრალოდ ჩავანაცვლო ხოლმე ლინზა ზოგჯერ რომ თვალმაც დაისვენოს.ვიფიქრე რამდენიმე საათი გავიკეთო ყოველ დღე და ნელნელა შევეჩვევითქო. თქვენ არ გაგიჭირდათ შეგუება სათვალეზე? რამე რჩევას ხომ არ მომცემდით?

Posted by: სნუპ დოგი 12 May 2018, 04:14
QUOTE (taka26 @ 11 May 2018, 14:17 )
რა მაინტერესებს იცით,? მხდველობის შემოწმება მინდა და ის წამალი რასაც აწვეთებენ თვალსი მხედველობაზე იმოქმედებს? ან რა პერიოდი? მაგისი მეშინია და სულ უკან ვიხევ... თვალებში რომ დამაკლდეს 1 წუთი მაინც პანიკა დამეწყება

არაფერი საშიში არ არის ჩაიწვეთებ და რამდენიმე საათში ცოტა შეგეზღუდება მხედველობა. მერე 2 ან 3 დღეში გაგიარს და დაგიბრუნდება ჩვეულებრივ მხედველობა.

Posted by: mmm481 16 May 2018, 14:41
ოფთალმოლოგ ნანა ცინცაძეზე გამიწიეს რეკომენდაცია, როგორც გავიგე ახალ მზერაშიც არის და ავერსშიც და ხომ არ იცით რომელს უფრო კარგი აპარატურა აქვს და სად ჯობია მისვლა?

ნანა ცინცაძე თუ იცით ისე კარგი ექიმია?

Posted by: eye1 17 May 2018, 15:40
QUOTE (assassin23 @ 1 May 2018, 01:05 )
რას იტყვით და ურჩევდით ადამიანს ...

> თემა ეხება ასტიგმატიზმს ...

>> რამდენი ჭირდება ოპერაციისთვის რომ სათვალეების გარეშე დაინახოს ...

ანუ ოპერაციის ფასს კითხულობთ?
* * *
QUOTE (Shakoie @ 1 May 2018, 16:41 )
ვიყავი ნიუ ჰოსპიტალში და -3 მაქვს ორივე თვალზე:-( ოპერაციაო რა და 1000 ლარი ერთი თვალიო, რაღაც ლაზერით კეთდებაო. ახლა ლინზები ჩავისვი და უნდა შევაგროვო ფული ოპერაციისთვის. უფრო იაფად არ აკეთრბენ სადმე?

ნიუ ჰოსპიტალში გითხრეს 1000ლარი ერთი თვალი? ქირურგი ვინ არის? მაგას აქვს უფრო მეტი მნიშვნელობა ვიდრე ფემტო თუ ლაზიკი, გამოცდილებაა უმთავრესი, ფასს რაც შეეხება ეგ საკმაოდ დაბალი ფასია, გამოკვირდა კიდეც
* * *
QUOTE (Elii @ 3 May 2018, 22:34 )
გამარჯობა,
მოკლედ, მაქვს ბადურის ჩამოშლის სიმპტომები და დიაგნოზი - ბადურის პერიფერიული დეგენერაცია.
ვხედავ პატარა შავ წერტილებსა და ნაპერწკლებს განსაკუთრებით ოთახში, დღის შუქზე... ძალიან ვნერვიულობ თუ ვის ვანდო ოპერაციის გაკეთება თვალზე.. (მოგეხსენებათ ქართველი ექიმების "პროფესიონალიზმი"). იქნებ გამოცდილება ვისაც გაქვთ მირჩიოთ ვისთან ან სად გავიკეთო ოპერაცია. ასევე, ექიმმა დამიბარა 3 თვეში, რომ ნახოს მესაჭიროება თუ არა ოპერაცია (ახლა არ არის ბადურის დამაგრების საჭიროებაო) მაინტერესებს ხომ არ დამიგვიანდება ოპერაცია?
მადლობა წინასწარ.

გაბრიჩიძეზე მეც ბევრი კარგი მსმენია, ეხლა ევექსში გადავიდა. ქავთარაძეზე.
* * *
QUOTE (სნუპ დოგი @ 8 May 2018, 01:55 )
QUOTE (eye1 @ 8 May 2018, 00:46 )

ცოტა  არაკორექტული რჩევაა, ტრაბზონში გაუკეთეს 2მაგად ძვირად ლაზერული კორექცია და ძველი მტკივნეული მეთოდით, როცა თავისუფლად შეიძლებოდა “ლაზიკის” გაკეთება, მერე რო ატკივდა თვალი ჩვენთან მოვიდა, ესეც თქვენი უცხოეთი.

გასაგებია მაგრამ ქართველებს ვერ ენდობა კაცი . ძალიან უნიჭო ექიმები არიან თვალის. რაღაცას მაინც დაუტოვებენ დისკომფორტს პაციენტს... პაციენტს რო მხედველობას დაუქვეითებ და პასუხად იტყვი მხედველობას არ შევხებივარო სადისტობა არ არის?

ფაქტია ოპერაციის გაკეთების მერე მხედველობა დაქვეითებულიაქვს და ეს ექიმის ბრალია და არა პაციენტის..

ხოო ეგეც სიუპრიზია და ვერ ხვდება პაციენტი როგორ მოიწცეს, ერთიერთ ეუბნება მეორე მეორეს, ამისთვის არსებოვს კონსულტაცია რომ რისკები და შედეგები შეფასდეს..

Posted by: Zaza123456 18 May 2018, 11:30
გამარჯობათ მაინტერესებს ნისტაგმი თუ იკურნება

Posted by: suiciderspoon 18 May 2018, 14:04
ხალხო, თვალის ტოპოგრაფია რა ჯდება თუ იცით?

ახალ მზერაში

Posted by: eye1 20 May 2018, 09:25
QUOTE (Zaza123456 @ 18 May 2018, 11:30 )
გამარჯობათ მაინტერესებს ნისტაგმი თუ იკურნება

ნისტაგმზე ოპერაციული და კონსერვატიული თერაპია არ ინიშნება..

Posted by: sandroEVO 20 May 2018, 14:36
ვინმეს აქვს პრაქტიკული გამოცდილება Bates model-ით მხედველობის გამოსწორების?

უფრო მეტი თვალსაჩინოებისთვის ეს თემაა

https://www.bateseyeexercises.com/welcome.php

2 კვირაზე ცოტა მეტია დავიწყე, აქამდე 14 წელი ხან ლინზები მეკეთა ხან სათვალე, როცა დავიწყე ვარჯიშები ეგრევე მოვიშორე ლინზებიც და სათვალეც, პროგრესი მაქვს შესამჩნევი.
ოპერაციები ყველაფერი არის დიდი სისულელე და ფულის ყრა, უამრავი მიზეზის გამო.
პ.ს -2 მქონდა ორივე თვალში.

Posted by: assassin23 20 May 2018, 20:34
eye1
QUOTE
ოპერაციის ფასს კითხულობთ?


> კი

QUOTE
მაგას აქვს უფრო მეტი მნიშვნელობა ვიდრე ფემტო თუ ლაზიკი, გამოცდილებაა უმთავრესი,

დღეს ტექნიკა იმდენად დიდ როლს თამაშობს ქირურგი სწორი დიაგნოზის დასმაში უფრო დიდ როლს თამაშობს ვიდრე უშუალო ოპერაციისას რას იტყვი მცდარი მოსაზრებაა ??

Posted by: ლანისტერი 21 May 2018, 12:59
გამარჯობა
ისეთი რაღაც გქონიათ, აი თითქოს რაღაც მტვერივითან ძაფივით რაღაცას რომ ხედავთ თვალიდან? biggrin.gif
ზუსტად ვერ ავხსნი რა არის, აი ძაან მკრთალი შავი თმასავით რო დაგყვება რაღაც biggrin.gif
ხან მაქვს, ხან არა, ყურადღება თუ მივაქციე ვხედავ ხოლმე და მაგიჟებს biggrin.gif
რა შეიძლება იყოს?

Posted by: სუბლიმაძია 21 May 2018, 14:50
მირჩიეთ ვინმემ კარგი სპეციალისტი სიელმეზე 2 ექიმთან ვიყავი ორივეს მიმართულებაში კატარახტა და გლავკომა ეწერა და კი სილმესაც ვმკურნალობთო ეგეთები არ მინდა.

Posted by: alexxv 23 May 2018, 16:46
QUOTE (ლანისტერი @ 21 May 2018, 12:59 )
გამარჯობა
ისეთი რაღაც გქონიათ, აი თითქოს რაღაც მტვერივითან ძაფივით რაღაცას რომ ხედავთ თვალიდან? biggrin.gif
ზუსტად ვერ ავხსნი რა არის, აი ძაან მკრთალი შავი თმასავით რო დაგყვება რაღაც biggrin.gif
ხან მაქვს, ხან არა, ყურადღება თუ მივაქციე ვხედავ ხოლმე და მაგიჟებს biggrin.gif
რა შეიძლება იყოს?

უკეთეს შემთხვევაში არაფერი, უარეს შემთხვევაში თვალის გუგის ამღვრევა ან ბადურის ჩამოშლა, მოკლედ პროფილაქტიკისათვის გუგა შეამოწმებინე ფსკერი ოღონდ აუცილებლად აპარატით და არა ისე პროსტო ჩახედვით

Posted by: giorgixec1 24 May 2018, 00:11
ბოლო დღეებია კომპიუტერთან ვეღარ ვნუშაობ ტვალები მეღლაბა ძალიან მალე. 4 წელია ღამის ცვლაში ვმუშაობ, მინდა მხედველობის შემოწმებ, სად და ვისთან შეიძლება რომ მხედველობის ტესტი ჩავიტარო და გავიგო როგორ მაქ თვალები? რა ღირს ეგ ტესტი იქნებ ეგეც იცოდეთ

Posted by: temart 9 Jun 2018, 18:34
85 წლის მამაკაცს დიდხანს წოლისა და ჯდომის შემდეგ სიარულის დროს,აქვს თავბრუსხვევები და ხედვის გაორება.

რა კვლევების ჩატარებას გვირჩევთ?

რამდენად საჭიროა მაგნიტურ–რეზონანსული ტომოგრაფია?



Posted by: Shakoie 9 Jun 2018, 18:44
გამარჯობათ. მოკლედ დავიღალე ამ ლინზებით რა:-( ამოიღე, ჩაისვი, გაწმინდე და ა.შ. ქარი თუ არის საერთოდ საშინელებაა:-( გადავწყვიტე ლაზერული კორექცია და ყველაზე იაფად სად აკეთებენ ხომ არ იცით? სესხის აღება მიწევს, მაგრამ რა ვქნა, აღარ შემიძლია ასე...

Posted by: elosha23 10 Jun 2018, 07:14
გამარჯობათ პირველ რიგრში ბოდიში მოდერატორთან თუ არასწორეთ გავხსენი თემა
რაც შეხეება ამ ბოლო დროს რასაც ვამჩნევ სარკეში რო ჩავიხედე და ასევე მეგობრებაც შეამჩნის მარჯვენა თვალი
ცოთა გვერზეა წასული (პატარაზე) ანუ როგორ აგიხსნათ რაგაც წერტილს რო უყურებ გვერდზე რო ვწევ არ სწორდება ცოტა მარცხნივაა წასული დაელამებული თუ რა ქვია მაგას
წინასწარ დიდი მადლობა

Posted by: eye1 10 Jun 2018, 13:52
QUOTE (temart @ 9 Jun 2018, 18:34 )
85 წლის მამაკაცს დიდხანს წოლისა და ჯდომის შემდეგ სიარულის დროს,აქვს თავბრუსხვევები და ხედვის გაორება.

რა კვლევების ჩატარებას გვირჩევთ?

რამდენად საჭიროა მაგნიტურ–რეზონანსული ტომოგრაფია?

გამარჯობა, დიაბეტი ხოარ აქვს პაციენტს? პირველ რიგში ოფთალმოლოგმა ნახოს მაგრამ დიდიალბათობით ნევროპათოლოგის საქმეა ეგ და საჭიროების შემთხვევადი გადაგაღებინებენ მრტ-ს.
* * *
QUOTE (Shakoie @ 9 Jun 2018, 18:44 )
გამარჯობათ. მოკლედ დავიღალე ამ ლინზებით რა:-( ამოიღე, ჩაისვი, გაწმინდე და ა.შ. ქარი თუ არის საერთოდ საშინელებაა:-( გადავწყვიტე ლაზერული კორექცია და ყველაზე იაფად სად აკეთებენ ხომ არ იცით? სესხის აღება მიწევს, მაგრამ რა ვქნა, აღარ შემიძლია ასე...

ნამდვილად კარგი გამოსავალია ოპერაცია, ჩვენი პაციენტები ოპერაციის მერე ამბობენ სად ვიყავი აქამდეო)) ჩვენთან ბათუმში 2700 ლარი ღირს და სრული გამოკვლევა 55ლ, და პოსტოპერაციულო წამლებიც 40 ლარამდე. თბილისში სხვადასხვა ფასებია 3000 ღირს ნიუ ჰოსპიტალში, სხვაგან არ ვიცი.
* * *
QUOTE (giorgixec1 @ 24 May 2018, 00:11 )
ბოლო დღეებია კომპიუტერთან ვეღარ ვნუშაობ ტვალები მეღლაბა ძალიან მალე. 4 წელია ღამის ცვლაში ვმუშაობ, მინდა მხედველობის შემოწმებ, სად და ვისთან შეიძლება რომ მხედველობის ტესტი ჩავიტარო და გავიგო როგორ მაქ თვალები? რა ღირს ეგ ტესტი იქნებ ეგეც იცოდეთ

https://www.vseozrenii.ru/proverka-zreniya/proverka-zreniya-onlajn/ ამ გვერდზე არის მხედველობის შემოწმება შესაძლებელი, ოღონდ აუცილებლად გადახედე ინსტრუქციას))

Posted by: Shakoie 10 Jun 2018, 17:59
eye1
იმედია მეც ეგრე ვიტყვი სად ციყავი აქამდეო)) ნიუ ჰოსპიტალში 1000 ლარი მითხრეს ერთი თვალი ანუ ჯამში 2000 გელაო. მე კიდე იაფად მინდა:დ

Posted by: miamia1010 12 Jun 2018, 18:20
Gamarjobat, tu shegidzliat damexmarot tvalze chems meugles gauchnda ragac aknesavit, tvalic sheusivda tan stkiva da ra sheidzleba gavaketo. Madloba winaswar

Posted by: eye1 13 Jun 2018, 14:21
QUOTE (Shakoie @ 10 Jun 2018, 17:59 )
eye1
იმედია მეც ეგრე ვიტყვი სად ციყავი აქამდეო)) ნიუ ჰოსპიტალში 1000 ლარი მითხრეს ერთი თვალი ანუ ჯამში 2000 გელაო. მე კიდე იაფად მინდა:დ

თუ მართლა ეგრეა გაიკეთე მანდ, აპარატი ვიცი რომ კარგი აქვთ. მაგრამ ფასი გამიკვირდა, მანდ ცირეკიძესთან გაიკეთა ერთმა გოგონ და 3000 გადავიხადეო, ესე ერთი თვის წინ

Posted by: Solveig 14 Jun 2018, 23:42
miamia1010
ინფექცია იქნება. თვალის ექიმთან უნდა მიიყვანო და გამოუწერს ადგილობრივ წამლებს.

Posted by: source 16 Jun 2018, 20:08
თვალში ბურთი მომხვდა დახუჭვა მოვასწარი
1საათი ბუნდად ვხედავდი, მერე ნათურას და ლამპიონს
რო შევხედე იისფერი რკალები ქონდა

ფოკუსი გამისწორდა ასე 3 საათის მერე და ის იისფერი რკალებიც
მოცილდა განათებას

ექიმთან ვიუავი თვალის წნევა გაზომა და არაფერიაო
მეკიდე მეშინია და რა ვქნა?

ბოქსში რო ირტყავენ ერთმანეთს მერე როგორ მკურნალობენ?
რაგავაკეთო? ძაან არ შემაშინოთ

Posted by: alexxv 27 Jun 2018, 21:06
source
1 თვის თავზე რომელიმე კლინიკაში ფსკერი გადაამოწმებინე ექიმს, ყოველიშემთხვევისათვის

Posted by: Iashvili 15 Jul 2018, 00:03
გამარჯობათ. მაქვს მიოპია ორივე თვალში -5.5. 2 თვის წინ ნაბახუსევზე შევამჩნიე რო ორივე თვალში რაღაც შავი წერტილები დაცურავდა არც თუ ისე ცოტა. მანამდე არასოდეს მქონდა შენამჩნევი. მეორე დღესვე წავედი ექიმთან კონსულტაციაზე შეამოწმა ფსკერი და მითხრა რო ყველაფერი რიგზე იყო. უბრალოდ შემდეგ დავაკვირდი რომ ორივე თვალში თითო მცურავი მიბინდავს მხედველობას ნუ დიდად არ მიშლის ხელს მაგრამ მაინც ნერვების მომშლელია. მაინტერესებს რამდენად საშიშია და მივიდე თუარა გადასამოწმებლად სხვა ექიმთან.

Posted by: alexxv 20 Jul 2018, 08:38
Iashvili
კი უნდა მიხვიდე და ფსკერი კომპზე შეამოწმეს? თუ ჩახედვით?
შეიძლება გუგაა ამღვრეული, მოკლედ კარგი ოფთამოლოგი ჭირს რა

Posted by: natits 1 Aug 2018, 15:53
QUOTE (Iashvili @ 15 Jul 2018, 00:03 )
გამარჯობათ. მაქვს მიოპია ორივე თვალში -5.5. 2 თვის წინ ნაბახუსევზე შევამჩნიე რო ორივე თვალში რაღაც შავი წერტილები დაცურავდა არც თუ ისე ცოტა. მანამდე არასოდეს მქონდა შენამჩნევი. მეორე დღესვე წავედი ექიმთან კონსულტაციაზე შეამოწმა ფსკერი და მითხრა რო ყველაფერი რიგზე იყო. უბრალოდ შემდეგ დავაკვირდი რომ ორივე თვალში თითო მცურავი მიბინდავს მხედველობას ნუ დიდად არ მიშლის ხელს მაგრამ მაინც ნერვების მომშლელია. მაინტერესებს რამდენად საშიშია და მივიდე თუარა გადასამოწმებლად სხვა ექიმთან.

თუ გითხრათ ექიმმა საშიში არაფერიაო ნუ მიაქცევთ ყურადღებას, მაგას "მფრინავი ბუზის სიმპტომს ეძახიან", საშიში არაა, საყურადღებოა თუ ნათებები ახლავს ის, მკურნალობა ოპერაცია არ ჭირდება მაგას.

Posted by: Iashvili 13 Aug 2018, 16:37
QUOTE (alexxv @ 20 Jul 2018, 08:38 )
Iashvili
კი უნდა მიხვიდე და ფსკერი კომპზე შეამოწმეს? თუ ჩახედვით?
შეიძლება გუგაა ამღვრეული, მოკლედ კარგი ოფთამოლოგი ჭირს რა

რაღაც აპარატთან დამსვეს რა. ახალ მზერაში ვიყავი. ნათებები არ მაქვს მხოლოდ მცურავები და ორი ისეთია რო მიბინდავს მხედველობას.

Posted by: sagaki 19 Aug 2018, 01:56
მარცხენა თვალი ჩამიწითლა, სისხლ ჩაქაცევას გავს, არაფერზე დამირტყავს და არც ჭუჭყიანი ხელით მიწვალებია. წეღან მაღაზიაში გავედი და სიარულის დროს მარცხენა მხარეს ტკივილიც ვიგრძენი და თვალთაც დამაკლდა. მომენტალურად ვერაფერი დავინახე. შემეშინდა და უკან გამოვბრუნდი. რისი ბრალი შეიძლება იყოს? ალერგიულ რეაქციას ხო არ ახასიათებს მსგავსი რამ? სადღაც ეწერა მიკრო ინსულტმაც იცისო და მართალია?

Posted by: Sixto 26 Aug 2018, 12:50
გამარჯობა, კარგ ოფთალმოლოგს მირჩევთ?

კითხვა მაქვს ასეთი, მისივდება თვალებს ქვემოთ ე.წ. "ბალიშები" დილაობით უფრო გამოკვეთუილად მაგრამ მთელი დღე ასე გრძელდება, დროდადრო მსერავს თვალებში და ასევე დროდადრო ჭრილში(ცხვირთან) მებურცება ხორცი. საგრძნობლად. რასთან შეიძლება იყოს დაკავშირებული? თვალების ამბავია ლაბათ ხო?

Posted by: nia4u 11 Sep 2018, 02:50
არასწორად შერჩეულმა სათვალემ შეიძლება რომ არტერიული წნევის მომატება გამოიწვიოს?

Posted by: taka26 11 Sep 2018, 10:53
გამარჯობა, ერთი ასეთი კითხვა მაქ...
გავიკეთე თავის ტვინის მრტ კვლევა ანგიო რეჟიმით, მეგონა თვალიც გამოჩნდებოდა მანდ და მითხრეს არ ჩანსო.. მოკლედ თვალის რკივილი მაქ, აი თვალს რომ ვაშტერებ ანუ ვძაბავ საშინელი სეგრძნება მეუფლება თავში ტითქოს თავბრუ მეხვევაო თუ რაღაც უსიამოვნო შერძნება მაქ თავში, თითქოს შემატოკაო.. რას მირჩევთ?

Posted by: alexxv 12 Sep 2018, 10:19
taka26
მრტ-ზე თვალი არ ჩანს, რენდგენია ფაქტიურად სხეულის ეგ. ოფთამოლოგთან უნდა მიხვიდე და უთხრა რომ ბადურის შემოწმება გინდა კომპიუტერზე, ფსკერის სკანირება. მარა ალბათ უფრო თვალი გეძაბება სავარაუდოდ

Posted by: taka26 12 Sep 2018, 10:26
alexxv
რამე მტკივნეულია ეგ? :O

Posted by: alexxv 12 Sep 2018, 10:32
taka26
არა, საერთოდ არაა მტკივნეული. ექოსკოპიაა თვალის მარტივად რომ აგიხსნა

Posted by: taka26 12 Sep 2018, 11:31
alexxv
დიდი მადლობა გამოხმაურებისთვის..
ძაან მეშინია რამე არ მქონდეს თვალსი თქო, არადა მავიდად ვიყავი მრტ ში ხომ დაინახავდნენ თქო

Posted by: alexxv 12 Sep 2018, 12:26
taka26
მრტ თვალთან საერთოდ არანაირ კავშირში არ არის. ოფთამოლოგთან უნდა მიხვიდეთ კონსულტაციაზე და აუხსნათ რა გჭირთ და რა გინდათ გამოკვლევა რომ ჩაგიტარდეთ

Posted by: Elene30 18 Sep 2018, 10:42
გამარჯობა,
კითხვა მაქ ასეთი, გთხოვთ კომპენტენტურმა პირმა მიპასუხეთ,
პირველად ხუთი წლის წინ მომივიდა ასეთი რამ, გარეთ გავედი თვალებში დამიბნელდაც არ ქვია , აი ნახევრად რომ
ხედავ საგნებს, ადამიანებს, თითქოს თვალი რომ გიჭრელდება ეგრე .. დავაბრალე მზის ალერგიაა ალბათ ასეთი თქო... ამ ხუთი წლის განმავლობაში 5 ,6 ჯერ მომივიდა და ბოლო იყო გუშინ....უცებ ვერ ვხედავ თითქოს საგანს რომ ვუყურებ ან ნაწერებს ვაკვირდებოდი ასე მეგონა პირველი ასოები ჩანდა ბოლო თეთრდებოდა , თითქოს იშლებოდა... შუქები ცავაქვრე წამოვწექი და სადღაც 15 წთ აი დამიბრუნდაა.... რა შეიძლება იყოს?? ნერვი აღარ მაქ ამ უცნაურობების..გაკეთები მაქ მრტ კვლევა თავის ტვინის და შაკიკი რომ იყოს ხომ მეტყოდა ექიმი? ძააან მეშინია.. ვარ 29 წლის

Posted by: alexxv 20 Sep 2018, 07:58
Elene30
ჯერ თითქოს ჭრელდებაო, მერე თეთრდებაო. იქნებ გიბნელდებათ მხედველობა დროებით საერთოდ?

როგორც წესი წნევის ბრალია, გაიზომეთ პერიოდულად

Posted by: Elene30 20 Sep 2018, 11:01
alexxv
წნევა ნორმაში მაქ ხოლმე , ვიზომავ კი...
ხო ნუ აი ვერ ავღწერ რა მომდის, აი პროჟექტორს რომ მოგანათებენ და მისი ცაქრობის მერე ვეღარ იუირები თვალებიდან ეგრე მომდის, რამეს რომ ვკითხულობ მართლა მიჭირს სიტყვის ამოცნობ, თითქოს ასოებინიკარგებაო...))
ასევე მაინტერესებს წონასწორობის დაკარგვა შეილება გამოიწვიოს თვალის გადაძაბვამ ან დაავადებამ?

Posted by: alexxv 20 Sep 2018, 11:27
Elene30
https://ritmart.ge/ge/patsientebistvis/sinkope


ამას აღწერთ დაახლოვებით, როგორც ვხვდები და გადახედეთ აბა სტატიას

Posted by: Elene30 20 Sep 2018, 11:52
alexxv
არა მსგავსი არაფერი, გონებაც დამიკარგავს 2 ჯერ და ზუსტად ვიცი რაც არის ეგ...
მე უბრალოდ უცებ მომდის ხან 15 წთ მიგრძწლდება ხან 1 საათი... მხედველპბა რომ გაკლდება... ადამიანს რომ უყურებ და გგონია ნახევარია.. ანუ ნახევარი ვითომც არ აქვს.. ასევე ნაწერებზეც ვარ რომ ვკითხულობ და ასოებს ვკარგავ......
სიბნელე მსიამოვნებს მაგდროს და სიწყნარე.... შაკიკი გამორიცხულია მრტ კვლევა მაქ ანგიო რეჟიმით გამოკვლეული...

Posted by: alexxv 20 Sep 2018, 12:04
Elene30

ყველაფერს თუ გამორიცხავთ, მაშინ თვალის წნევაღა დარჩა შესამოწმებელი, ამ სტატიას გადახედეთ აბა:

http://www.eyeclinic.ge/?m=show_text&id=13&rec=34&line=

ნუ და ოფთამოლოგთან შემოწმებასაც თუ მოახერხებთ კარგი იქნება

Posted by: Elene30 20 Sep 2018, 12:28
alexxv
თვალში რაღაცას რომ აწვეთებენ მაგისი მეშინია, ვიცი რო ცოტახანს ვეღარ ხედავ და შეილება პანიკური შეტევა დამეწყოს, სხვა გზაც არსებობს ? რომ ვიცოდე და ექიმს ავუხსნა რა მინდა... მადლობა

Posted by: alexxv 20 Sep 2018, 12:31
Elene30
უთხარი რომ თვალის წნევის და გუგის დათვალიერება გინდა, თან ვინმე გაიყოლე რომ მხედველობა სანამ აღგიდგება ბოლომდე წვეთების მერე გადაადგილებაში დაგეხმაროს.


არ ინერვიულო არაფერი განსაკუთრებული პროცედურა ეგ არ არის

Posted by: Elene30 20 Sep 2018, 12:37
alexxv
alexxv
სხვა ალტერნატივა არ არის შემოწმების, რომ
არა წვეთები..?

Posted by: alexxv 20 Sep 2018, 12:43
Elene30
პირადში მოგწერ რა, თორე გადავავსებთ ესე აქ პოსტებით გვერდებს

Posted by: happy dreamer91 21 Sep 2018, 14:54
გამარჯობა, ლინზებს ვინც იყენებთ იქნებ მიპასუხოთ. წლებია უკვე სათვალეს ვატარებ. რამდენიმე წლის წინ ვცადე ლინზაზე გადასვლა, 1 თვიანი ლინზები ვიყიდე, მაგრამ ვერ შევეგუე. ბოლო პერიოდი ერთ დღიანებს ვყიდულობდი, როცა სადმე მივდიოდი და სათვალის გაკეთება არ მინდოდა. მერე ჯონსონის 2 კვირიანი ლინზა ვიყიდე და მშვენივრად გამოვიყენე არდადეგებზე, მაგრამ სამსახურში (კომპიუტერთან მიწევს მუშაობა) ვერ შევეგუე, თვალი მეძაბებოდა და დისკომფორტის შეგრძნება მქონა. თქვენც ასე ხართ? თუ ჩვეულებრივად იყენებთ მუშაობის პროცესშიც?

Posted by: Future_mom 9 Oct 2018, 17:40
გამარჯობა, 15 ოქტომბერს მაქვს დანიშნული ბადურის "დაკერების" ოპერაცია, სამედიცინო ტერმინი არ მახსოვს. უმტკივნეულო, მაგრამ უსიამოვნო შეგრძნებაა როგორც ამიხსნეს. 15-40 წუთამდე სჭირდება, თვალის ახვევა არ არის საჭირო, უბრალოდ 3 კვირა დიეტა და დატვირთვისგან თავის შეკავებაა. ვისაც შეხება გქონიათ რეალურად რა მელოდება მითხარით რაა... ძალიან მეშინია და ვნერვიულობ (((

Posted by: alexxv 12 Oct 2018, 21:05
Future_mom
გამარჯობა, ვისთან იკეთებ?

გააჩნია რამდენი ხნის წინ დაგეწყო ბადურის ჩამოშლა იმის მიხედვით ან მალე მორჩებიამ ან გვიან. მინიმუმ 1 საათი მაქსიმუმ 4 საათი დაჭირდევა თვითონ ოპერაციას. თვალის ახვევაც დაგჭირდება და მხედველობა სადღაც 2 კვირაში დაიწყებს აღდგებას. + ნარკოზით კეთდება და ოპერაციის შემდეგაც ბევრი არ იმოძრაო, და ნუ საჭმელი ზომიერად.
ოპერაციამდე წოლითი რეჟიმია საჭირო.
ოპერაციის შემდეგ კი სიმძიმეევის აწევა არაა რეკომენდირებული, მაქსიმუმ 5 ან 10 კგ აწიო რომ ისევ არ დაიძრას

Posted by: serafita_asuli zevaxisa 19 Oct 2018, 10:20
გამარჯობა.

ნიუჰოსპიტალში დამინიშნეს სათვალე -0,25

ახალ მზერაში +0,5

ნიუ-ჰოსპიტალში არ ჩაუწვეთებიათ პრეპარატი, რომლის შემდეგაც მხედველობა იბინდება.

რომელს ვენდო? user.gif

Posted by: Sleepy 6 Nov 2018, 14:45
serafita_asuli zevaxisa
მხედველობის შესამოწმებლად სათვალე რომ დაგინიშნონ თვალში არაფრის ჩაწვეთება არაა საჭირო.
ერთგან მხედველობა გაგიზომეს მეორეგან თვალის გუგა დაათვალიერეს როგორც ჩანს ვერ გაიგეთ თქვენ რა ხდებოდა უბრალოდ

Posted by: rock in rose 6 Nov 2018, 15:07
ასტიგმატიზმი ვისაც გაქვთ, საგნების კონტურებს არამკვეთრად და გაბნეულად ხედავთ?
გუშინ მითხრა ოფთალმოლოგმა, რომ ასტიგმატიზმი მაქვს მარცხენა თვალში და მინუსი, მაგრამ საგნებს ისე არ ვხდეავ როგორც ასტიგმატიზმის დროს და ვეღარ გავიგე ვენდო თუ არა? ვეჭვობ, რომ შეეშალა დიაგნოზი.
აუცილებლად სათვალე უნდა ატაროო.

Posted by: Sleepy 9 Nov 2018, 23:06
rock in rose
ასტიგმატიზმს გააჩნია ალბათ, მხედველობას რა ზოგადად....

Posted by: Heart_of_Darkness 10 Nov 2018, 11:48
ბოლო დროს შევამჩნიე, დილა-საღამოს, მარჯვენა თვალში ბურუსივით მაქვს, შუშა რომ არის გასწმენდი ისე.
სამსახურიდან გამომდინარე დიდ ხანს მიწევს ლეპტოპთან მუშაობა, 7-8 საათი მაინც ვარ ეკრანს მიჯაჭული, თან დისტრესიც დაემატა.
დავგუგლე სიმპტომები, კატარაქტასაც ჰგავს და გლაუკომასაც თითქოს.
შეიძლება გადაღლილობის ბრალი იყოს?
არ მიყვარს ექიმებთან სიარული user.gif

Posted by: rock in rose 10 Nov 2018, 19:23
Sleepy
QUOTE
ასტიგმატიზმს გააჩნია ალბათ, მხედველობას რა ზოგადად....


ექიმი ვარ მე თავად, ოღონდ არაოფთალმოლოგი, ვიცი ასტიგმატიზმი რა არის და როგორ გამოიტახება, შესაბამისად ძალიან დიდი ეჭვი რომ გამიჩნდა ძალიან კარგ კლინიკაში ძალიან კარგ ექიმთან გადავამოწმე და აღმოჩნდა, რომ პირველ ექიმს შეეშალა...

Posted by: ქეთათო 11 Nov 2018, 00:35
მკერდს შორის ძვალზე დისკომფორტი რისი ბრალია? დღის განმავლობაში ხან მაქვს ხან არა, ხან შეიძლება დიდიხანი გამიგრძელდეს. ხელს რომ ვიდებ მაშინ თითქოს არ მაქვს დისკომფორტი, კუჭის ზევით ძვალზე მაქვს საუბარი, რომ წვები ხან თითქოს ცოტა მეშვება

Posted by: თორნიკეე 11 Nov 2018, 01:14
მეგობრებო კარგი ექიმი მირჩიეთ მამაჩემისთვის... სადღაც იყო მისული და ეგრევე ოპერაციაო ისაო ესაო და პახოდუ დაზღვევა არაო... არადა უფასო ეკუთვნის ვეტერანია... smile.gif

Posted by: ninachkanina 10 Dec 2018, 18:48
თუ ვინმეს დაგაინტერესებთ, 22-29 დეკემბერს თბილისის ცენტრალურ საავადმყოფოში უფასო კონსულტაციები აქვთ ოფთალომოგებს smile.gif

Posted by: თორნიკეე 10 Dec 2018, 18:51
ninachkanina
QUOTE
თუ ვინმეს დაგაინტერესებთ, 22-29 დეკემბერს თბილისის ცენტრალურ საავადმყოფოში უფასო კონსულტაციები აქვთ ოფთალომოგებს

საგიჟეთი იქნება?
თუ არა?

Posted by: Natuka NGN 19 Dec 2018, 20:39
dufa789 ამ იუზერის საყურადღებოდ. გაიაქტიურეთ თქვენი ნიკი რესგიტსრაციის დროს მითითებულ მაილზე მოსული ბმულით, თორემ ისე ვერავინ გიასუხებთ.

მარჯვენა თვალიდან ვხედავ ბუნდოვნად.,გამოსახულებას აკლია სიმკვეთრე,თვალის კაკალზე თითის დაჭერისას გამოსახულება ოდნავ უმჯო ბესდება,ეს დამემართაკომპიუტერტან ხანჰრძლივი ჯდომის გამო ოფთალმოლოგმა მითხრა რომ სათვალე არ მჭირდება ,რადგან მარცხენა თვალი არის წამყვანი ორივე თვალით ხედვისასამ ბუნდოვნებას ვერ ვგრძნობ, რა ჰქვია ჩემს მდგომარეობას, არი თუ არა ეს აკომოდაციის სპაზმი და რითი ვუშველო?

Posted by: nick_el_son 23 Dec 2018, 03:25
ხალხო, ერთი მარტივი კითხვა მაქვს.. ინტრიგნული უფრო სწორად biggrin.gif


რამდენიმე დღის წინ მქონდა კორპორატიული ფართი, 80იანების დრეს-კოდით
ჰოდა გადავწყვიტე იმდროინდელი სტილის სათვალეც გამეკეთებინა
ერთ-ერთ მაღაზიაში ვნახე შესაფერისი სათვალეები, პახოდუ არამხოლოდ 0.
და ბარემ ჩემი ზომა ავიღე (-1.5)

ჰოდა რავი ძაან ჩვეულებრვიად მეკეთა მთელი საღამო,
როგორც ჩემი, ექიმის მიერ გამოწერილი და ოპტიკის მაღაზიაში სპეციალურად შეკვეთით დამზადებული შორი ხედვის (Distance) სათვალეები.

მარა, შემდეგ წესიერად ვნახე ლეიბლი და აღმოჩნდა რომ აწერია "Reading Glasses"
და რომ არის მხოლოდ ახლოს ხედვისთვის: "For near visions and reading use only.... Not for driving or vehicle operation" და ა.შ.

მაგრამ..

-1.5 (და ზოგადად, მინუსი) ნიშნავს რომ პირიქით, შორს ხედვისთვის არის და არა ახლო ხედვისთვის biggrin.gif

და ამ დროს გამოიყენება diverging ლინზები, რომლებიც განსხვავებული ფორმის და ფუნქციების მქონეა ვიდრე პლუსის დროს საჭირო converging ლინზები:



ჰოდა რანაირად არის მინუს სათვალე ახლო "კითხვისთვის" განკუთვნილი?

რაც დავძებნე, "Reading" სათვალე საჭიროა როდესაც ადამიანის თვალის ლინზა ელასტიურობას კარგავს, ძირითადად 40 წლის შემდეგ, და შესაბამისად უჭირს ახლო მანძილზე დაფოკუსება. ე.წ. Presbyopia.
და რაც ფაქტიურად იგივე შორსმხედველობაა: ორივე შემთხვევაში ფოკუსი რეტინადან შორს, უკან გადადის (ახლომხედველობის შემთხვევაში პირიქით - რეტინამდე ხდება ფოკუსირება)
შესაბამისად ამ დროს საჭიროა converging ლინზა...



გვაბოლებენ? biggrin.gif


თან განსხვავებაც არაფერი არაა ჩემს ახალ "Reading" და ძველ "Distance" საათვალეების შორის: ორივეთი აბსოლუტურად ერთნაირად კარგად ვხედავ შორ მანძილზე, ანუ ორივე ფაქტიურად Distance-ია spy.gif


ნეტში, იუთუბზე, რავი ყველაგან ვეძებე და ნორმალური ახსნა არსად არაა.


ვინმე მცოდნე ოფთალმოლოგი არ შემოდის თემაში რომ გამარკვიოს რა ხდება? smile.gif



Posted by: zuziko 3 Jan 2019, 10:22
შვილის მიყვანა მინდა გასასინჯად და ვის მირჩევთ?

Posted by: anni_dembo 12 Jan 2019, 14:46
მაინტერესებს ისეთი თვალში ჩასაწვეთებელი რომელია მაგალითად თვალში რამე ჩამივარდა ან მტვერი ჩამივიდა და გამიღიზიანდა და უცბად რომ "გაასუფთავოს"? .. მარტო ამისთვის რომ იყოს და სხვა სამკურნალო თვისებები რომ არ ქონდეს ??

Posted by: Tamu123tamu 18 Jan 2019, 09:38
აუუ ვინმეს თუ ჰქონია შემთხვევა, ჩემ შვილს (4 წლისაა) თვალის გუგას გვერდით წითელი წერტილი გაუჩნდა. რა შეიძლება იყოს ?? ვაკვირდები იქნებ თავისით გაუქრეს, თუ არადა მივიყვან მერე ექიმთან. და შეიძლება ტელეფონთან ან კომპიუტერთან ჯდომას გამოეწვია ?? ბაღში არ დადიოდა და ფაქტიურად მთელ დღეს ეკრანთან ატარებდა.

Posted by: Scoorp 27 Jan 2019, 13:25
QUOTE (anni_dembo @ 12 Jan 2019, 14:46 )
მაინტერესებს ისეთი თვალში ჩასაწვეთებელი რომელია მაგალითად თვალში რამე ჩამივარდა ან მტვერი ჩამივიდა და გამიღიზიანდა და უცბად რომ "გაასუფთავოს"? .. მარტო ამისთვის რომ იყოს და სხვა სამკურნალო თვისებები რომ არ ქონდეს ??

ხელოვნური ცრემლია მაგისთვის
და არა მარტო მაგისთვის

* * *
QUOTE (happy dreamer91 @ 21 Sep 2018, 14:54 )
გამარჯობა, ლინზებს ვინც იყენებთ იქნებ მიპასუხოთ. წლებია უკვე სათვალეს ვატარებ. რამდენიმე წლის წინ ვცადე ლინზაზე გადასვლა, 1 თვიანი ლინზები ვიყიდე, მაგრამ ვერ შევეგუე. ბოლო პერიოდი ერთ დღიანებს ვყიდულობდი, როცა სადმე მივდიოდი და სათვალის გაკეთება არ მინდოდა. მერე ჯონსონის 2 კვირიანი ლინზა ვიყიდე და მშვენივრად გამოვიყენე არდადეგებზე, მაგრამ სამსახურში (კომპიუტერთან მიწევს მუშაობა) ვერ შევეგუე, თვალი მეძაბებოდა და დისკომფორტის შეგრძნება მქონა. თქვენც ასე ხართ? თუ ჩვეულებრივად იყენებთ მუშაობის პროცესშიც?

იგივე ზომა არ ინიშნება მგონი ლინზის დროს
ამიტომ თუ სათვალის მსგავსი ნომრებით იყიდე ლინზა, შესაძლოა მაგის ბრალი იყოს დისკომფორტი
ნუ თუ არ ვცდები
მე ლინზებზე გადავედი 9 წელია უკვე და სათვალეს ვეღარ ვუბრუნდები, არადა მინდა სათვალეც მქონდეს

Posted by: Heart_of_Darkness 28 Jan 2019, 15:53
ოფთალმოლოგთან ვგეგმავ ვიზიტს და არ მინდა, ბრმად მივიდე.
კარგ ექიმს ან კლინიკას ვერ მირჩევთ?

Posted by: Dimitry762 29 Jan 2019, 02:44
Heart_of_Darkness

მახსოვს ლუბლიანაზე, გაგუას კლინიკაში მაქვს ჩატარებული თვალის გამოკვლევა. შემდეგ არსად წავსულვარ გასასინჯად. თუ ტექნიკური მხარე გაინტერესებს, მგონი ყველგან ერთია. არ ვიცი. ზოგადად წარმატებები.

Posted by: Heart_of_Darkness 29 Jan 2019, 22:52
Dimitry762
ჩემი ამბავი რომ ვიცი, ჯერ ყველაზე ახლო კლინიკაში მივალ, იქ ისეთ რაღაცას მეტყვიან, მერე მეორესთან მივალ, გადასამოწმებლად,
ბოლოს, კიდევ ერთხელ რომ გადავამოწმო დიაგნოზი მესამე ექიმთან მივალ. ჰოდა, ამდენი რომ არ ვიარო, რომელიმე კლინიკაში რეკომენდაციით მისვლა მირჩევნია. ექიმი რომ ჩემთვის სანდო ავტორიტეტს წარმოადგენდეს user.gif

Posted by: Dimitry762 29 Jan 2019, 23:14
Heart_of_Darkness

მიუხედავად იმის რომ მშობლები ექიმები მყავს, რომ გაიგეს თვალებზე რაღაც პრობლემა მქონდა, მგონი საჭიროებიდან პირდაპირ რიკოშეტით მიმიყვანეს. ცუდი არაფერი დამმართნია.

არ ინერვიულო love.gif


Posted by: Raven 1 Feb 2019, 13:31
სად შეუკვეთო სათვალე? ოღონდ ნაღდი შუშა რო იყოს და არა პლასტმასი..............+1 მინდა

Posted by: partskhaladze 6 Feb 2019, 09:13
გამარჯობათ თვალის ლაზერული კორექცია მინდა გავიკეთო და რომელ კლინიკას მირჩევთ? და რატომ? მადლობა წინასწარ

Posted by: Keti-Ket 24 Feb 2019, 17:52
მირჩიეთ რა კარგი კლინიკა, სადაც ნამდვილად სანდო ოფთალმოლოგები ჰყავთ. მხედველობის დიაგნოსტირება მინდა

Posted by: Blunt 17 Mar 2019, 14:18
თვალში რაღაც ჩამივარდა, მეორე დღეა უკვე მაწუხებს დს ვერაფრით ამოვიღე. გარეგანი დათვალიერების შედეგად არაფერი ჩანს. თვალის დახურვის დროს მაწუხებს ძალიან..


რამე სავლები არის რომ დეხმაროს?

არვარ საქართველოში და სადაც ვარ ძაან დიდი თანხა ჯდება ექიმთან რომ მივიდე sad.gif

Posted by: Begsense 17 Mar 2019, 19:47
გამარჯობა, გლავკომის ოპერაციაზე მაქვს კითხვა, ვიყავი ლაიონსების კლინიკაში და დაფინანსებით მიკეთებდნენ იაფიან ბროლს, როცა ეს გავარკვიე გავაპროტესტე და ექიმებმა ერთამენთს დააბრალეს რომ არ მითხრეს იაფიანი ბროლის შესახებ, ახლა ყველაზე ძვირიანს ვიკეთებ, როგორც მითხრეს, მაგრამ ბოლომდე მაინც ვერ ვენდობი. რას მირჩევთ, რამდენად სანდოა ეს ოპერაცია და ეს კლინიკა, თუ გსმენიათ ვინმეს ამ კლინიკის შესახებ

Posted by: xidesha* 28 Mar 2019, 22:40
გამარჯობა, ვხმარობ შორს სახედ სათვალეს, როცა საჭესთან ვარ ან ტელევიზორს ვუყურებ და მიქმნის დისკომფორტს განსაკუთრებით საჭესთან, ვფიქრობ ლინზებზე ხო არ გადავიდე თქო და რას მეტყვით ორი სიტყვით? ის თემა რამდენად მართალია რო ლინზა თვალებს აფუჭებს, ან სად იყიდება და რა ღირს რო მითხრათ

Posted by: iase 4 Apr 2019, 09:50
60 % მარჯვენა თვალზე
40 მარცხენაზეო
და პრობლემაა? sad.gif
მარცხენათი ვკითხულობ უბრალოდ შორ მანძილზე ვერა
sad.gif
მარჯვენათი ჩვეულებრივად ვხედავ

Posted by: likaka 4 Apr 2019, 13:52
სალამი, მარჯვენა თვალი მტკივა ხოლმე, ფსკერი, იშვიათად , მაგრამ ყრუ ტკივილს ვგრძნობ, თავის მაგნიტო რეზონანსული ტომოგრაფია გადაღებული მაქვს და არაფერია. ვფიქრობ ზედა სიბრძნის კბილი ხომ არ გადასცემს ტკივილს?? მაგრამ მეუბნებიან მაგ ადგილას არ იცის გადაცემა ტკივილისო.

Posted by: likuna77737 15 Apr 2019, 16:58
ლაზერით მინდა ოპერაციის გაკეთება, ვის სად გაქვთ გაკეთებული და იქნებ გამოცდილებით მირჩიოთ სად ჯობია გაკეთება, ჩიჩუებთან არის აქცია ეხლა და რა ინფორმაცია გაქვთ მანდ ექიმებზე ან აპარატურაზე. მადლობა

Posted by: likaka 15 Apr 2019, 22:52
სალამი, ნიუჰოსპიტალს ყველაზე კარგი ოფთალმოლოგები ჰყავს? ვის მირჩევთ? მარჯვენა თვალის ფსკერი მტკვა ხოლმე ყრუდ, ძირითადად სიცივეში და გადაღლის დროს. თავის ტვინის მაგნიტო რეზონანსული გადაღებული მაქვს თვალბუდის არეში წარბთან ჰემანგიომა მაქვს, მაგრამ მიშა ოკუჯავამ შეუძლებელია ეგ ტკივილს იწვევდესო, დინამიკაში დაკვირვებაც კი არ ჩათვალა საჭიროდ. უშუალოდ თვალს ვანახებ ოფთალმოლოგს იქმებ თვალის წნევა მაქვს მომატებული. მივიდე ნიუში?

Posted by: nia4u 18 Apr 2019, 21:49
likaka
ყოფილ ლეჩკომბინატში მიშა ომიაძემ და მიშა გაბრიჩიძემ გახსნეს კლინიკა, სპეციალუსტებიც კარგები არიან და აპარატურაც კარგი აქვთ. მე მანდ გირჩევდი მისვლას...

Posted by: dongabo 25 Apr 2019, 02:32
ერთი კვირა არის მარჯვენა თვალში თითქოსდა ქინქლა თუ რაღაც წერტილი დამყვება. დაცურავს აქეთ-იქით.სხვა სიმპტომი არ მაქვს. რა იწვევს და როგორ შეიძლება მოვიშორო?

Posted by: decembre 25 Apr 2019, 02:59
dongabo
არ არის ეგ კარგის ნიშანი. რამდენიმე პათოლოგიას ახასიათებს. ხვალვე აჩვენე სპეციალისტს.

Posted by: dongabo 25 Apr 2019, 03:15
D3cember

თავისით არ გაივლის?
უარეს შემთხვევაში მკურნალობას ექვემდებარება?

Posted by: decembre 25 Apr 2019, 10:33
dongabo
ვერ გეტყვი ზუსტად. სანამ რთულ ფორმებში გადავა მიდი ექიმთან yes.gif

Posted by: dreamer012 2 May 2019, 03:15
სალამი smile.gif

მაქვს ამბლიოპია და ვხმარობ სათვალეს (+0.35) კითხვის დროს და კომპიუტერთან მუშაობისას. მაქვს თვალის საშინელი სიმშრალეც.
ძალიან დიდი ხანია ოფთალმოლოგთან აღარ მივსულვარ. როგორც იქნა, გადავწყვიტე ახლანდელი მდგომარეობა საფუძვლიანად შევამოწმო და წარმოდგენა არ მაქვს სად მივიდე no.gif


ოფთალმიჯი, ახალი მზერა, ავერსი...... რომელი ჯობიაა??

ოფთალმიჯში ვფიქრობდი, მაგრამ არ ვიცი ვისთან ჩავეწერო ან როგორი ტექნიკა აქვთ???

Posted by: justfeel 7 May 2019, 22:42
dreamer012
მზერაში ან ავერსიში მიდი , სიმშრალე თუ გაქ წვეთები გინდა და ჩაიწვეთე ხოლმე თვალი ხშირად ახამხამე, ასევე გადი აივანზე ან რავიცი ცოტა შეაჩვიე თვალი სხვა რაღაცეებს , მე გამიუარესდა ძაან ამ დებილი კომპიუტერის გამო სხვა გზა მაინც არ მაქ ყველგან სამსახურში კომპიუტერი კომპიუტერი.... სათვალე და წვეთები

Posted by: Super_Mamiko 10 May 2019, 16:50
მეგობრებო, ჩემს 1 წლის შვილს სავარაუდოდ დაჭირდება თვალის ზონდირება. არხი არ გახსნა მასაჟმა და ჩასაწვეთებლებმა.
როგორი ოპერაციაა? როგორ კეთდება? რამდენად შეიძლება თვალის დაზიანება, სიელმე ან სხვა რამ გამოიწვიოს? რამდენად რთული პროცედურაა?

Posted by: likaka 31 May 2019, 22:02
ახალ მზერაში ჩავეწერე ნანა ცინცაძესთან, ძალიან კარგი სპეციალისტი ყოფილა.იშვიათად ჩხვლეტის მსგავსი ყრუ ტკივილი მაქვს თვალში და ვნახავ smile.gif მითხრეს რომ ნიუ ჰოსპიტალს სჯობს ახალი მზერა, არადა ვიცოდი რომ ნიუ იყო უფრო კარგი ამ მიმართულებით

Posted by: mapshnik 9 Jun 2019, 21:01
მიოპია მაქ, ახლომხედველი ვარ. რომელ კლინიკას შემიძლია ვენდო. რომ 100% ნი მხედველობა დამიბრუნოს, რამდენი დამიჯდება ორივე თვალზე ლაზერული ოპერაცია?? თან ისეთი სამუშაო მაქ რო 9 საათი ეკრანთან მიწევს მუშაობა და აზრი აქ საერთოდ ამ ოპერაციას?? რა გარანტია მაქ რომ ისევ არ გამიუარესდება?

Posted by: likaka 16 Jun 2019, 01:05
user posted image

დღეს ვიყავი ნიუჰოსპიტალში ნინო ლაღიძესთან . თვალის ექოსკოპიას ვგეგმავდი მაგრამ თვალის ფსკერი რომ დამითვალიერა არ ვთვლი საჭიროდ თვალის ექოსკოპიას იმდენად სუფთა ფსკერი გაქვსო, მხედველობაც 100-იანი. უსიამოვნო იყო ფსკერის გამოკვლევა გუგის გასაფართოებლად ხსნარის ჩასხმის შემდეგ 7 საათი მიჭირდა მხედველობა. არადა ახალ მზერაში ნანა ცინცაძესთან ვაპირებდი და ექსპრომტად წავედი ნიუში, იმდენად სუფთა ფსკერია არანაირი ზედმეტი კვლევა არ ჭირდებაო, თვალის ტკივილზე კი ნევრალგიის დიაგნოზი დამისვა. ისიც მოვუყევი რომ თბალბუდის არეში საფეთქელთან მაქვს ძვალში ჰემანგიომა და მიუხედავად იმისა რომ ტომოგრაფიით ყველა მეუბნება რომ ვერანაირ ტკივილს ვერ გამოიწვევს თვალზე რადგან თავისთვის არის და შემთხვევით აღმოჩენილია მაინც მინდოდა თვალის გამოკვლევა.განცდა მაქვს იმის რომ საბოლოოდ მგონი ნევრალგიის ბრალია ის რომ სულ თავიდან თავის ტომოგრაფია გადავიღე იმიტომ რომ თვალბუდის არე მტკიოდა

Posted by: Uchaneishvili 16 Jun 2019, 14:17
მოკლედ, ბევრისთვის აქტუალურია ეს თემა, ბევრს უკითხავს ან დაუპოსტავს რამე ფორუმზე ამის შესახებ, თუმცა ნორმალური პასუხი ვერ გავიგე.

მოკლედ, ძალიან, ძალიან დიდი დროის გატარება მიწევს კომპიუტერთან. ამ ბოლო დროს მით უმეტეს... თვალები ჩამიწითლდა და ცოტა მეწვის კიდეც... ვფიქრობ სათვალის ყიდვას, გადავხედე ფორუმს, სადაც წერია რომ სათვალე არაფერში არ გეხმარებაო. თუ შეგიძლიათ მითხარით რამდენად მართალია ეს ? და კიდევ, თუ შეგიძლიათ მირჩიეთ სად და როგორი სათვალე უნდა ვიყიდო აღნიშნული პრობლემის მოსაგვარებლად ? ან რაიმე წვეთები უფრო ეფექტური ხომ არ არის ? მე მგონია რომ სათვალე ჯობს მაგრამ ამ საკითხში დიდად კომპეტენტური ვერ ვარ... მადლობა წინასწარ.

P.S კომპიუტერთან დროის შემცირებას ვერ შევძლებ...

არ ვიცი ასაკს თუ აქვს მნიშვნელობა. მაინც დავწერ რომ 18 წლის ვარ :დ

Posted by: Kakasha 16 Jun 2019, 18:13
გამარჯობათ თვალების სიწითლე რისი ბრალი შეიძლება იყოს.. და გეტყვით როდიდან დამეწყო .მოკლედ ორი თვის უკან სამსახურში სოკო ვჭამე და სახში რო მივედი მეგონა მაგან მომწამლა და ნერვიულობის ფონზე ამივარდა წნევა ამივარდა პულსი თავბრუ დამეხვა მეგონა ვიტიშებოდი მქონდა გულის რევის შეგრძნე ა და ფაღარათი .. სავადმყოფიში გადამიყვანეს კუჭი ამომირეცხეს გადასხმა დამიდგეს სისხლის ანალიზი გამიკეთეს და გამომიშვეს უკან და იმის მერე დამეწყო შეტევები თავბრუსხვევა თითქოს გათიშვის შეგრძნება წნევების თამააში ძირითადად გულის წნევა მიწევს ხოლმე და თითქოს წამია და ვსო მლვკვდები :/ კარდიოგრამა გადაღებული მაქ არაფერია. კატე გადაღებული მაქ არაფერია.. მუცლის ღრუს ეხოსკოპიაზეც არაფერია.. და სისხლის ანალიზიც და შარდიც ნორმაშია ... ფიქრები მიტრიალებს თავში სულ მგონია რომ ან სოკოთი ვარ ისევ მოწამლული :/ მიშველეთ რამე
* * *
შეტევების დროს უფრო მიწითლდება ხოლმე თვალები... ზოგადად სულ ჩაწითლებული მაქ მაგ ცუდად გახდომის შემდგომ მაგრამ შეტევები რო მემართება ხოლ.ე თავბრუსხვე ა გულის წნევა პულსის ავარდნა და გათიშვის შეგრძნება მაგ დროს უფრო მიწითლდება

Posted by: CryMeAriver 19 Jun 2019, 21:38
Kakasha
მიდი მერე ოფთამოლოგთან და თვალის წნევა შეამოწმებინე

Posted by: mapshnik 25 Jul 2019, 15:14
ასეთ რამეებს ვხედავ თვალში, მომრავლდნეენ და როგორ მოვიცილოო? http://www.picz.ge/img/s1/1907/25/9/97d00769fc36.jpg

Posted by: the_lizard_king 10 Aug 2019, 14:22
გამარჯობა, ვარ 32 წლის, ბოლო დროს ტექსტთან მუშაობისას 10 წუთში მტკივდება თავი, მეძაბება თვალები და მიმძიმდება (შაკიკიც მაქვს).
ტექსტებს თავს ვერ დავანებებ, ჩემი სამსახური ეგ არის. ხომ ვერ მირჩევდით რამეს/ვინმეს? სათვალე არასოდეს მიტარებია, მაგრამ მგონი უკვე მჭირდება.

Posted by: Onyx′ 17 Aug 2019, 12:39
გამარჯობათ


რამდენიმე თვის წინ ოფთალმოლოგთან ვიყავი და დამიწერა სათვალის ზომები მაგრამ ლინზების ზომების ჩაწერა არ მითხოვია
ეხლა დამჭირდა ლინზების ყიდვა და ამ სათვალეების ზომებით შეიძლება ლინზების ყიდვა?

Posted by: OKUPANT 17 Aug 2019, 18:51
მთლად ოფთოლმოლოთან არ მაქვს კითხვა.
რამდენიმე დღეა პირველად დავიწყე სათვალის ხმარება. მინა რითი ან როგორ გავწმინდო ბლარები რომ არ ქონდეს?

Posted by: Essiittaaa 18 Aug 2019, 14:00
დილით თვალის გახელა მიჭირს ძალიან, თითქოს ძაან გამომშრალი მაქვს ხოლმე და პირველ 5 წუთში მეხუჭება სულ, ოღონდ უძილობის ან მეტი ძილის მოთხოვნილების გამო არა. მე ვდიქრობ რომ გამომშრალი მაქვს, მაგრამ მინდა ოფთამოლოგთან მისვლა რომ ზუსტად ვიცოდე რა მჭირს, ვისთან მირჩევთ მისვლას და დაახლოებით რა დამიჯდება ამ ყველაფერზე პასუხი?

Posted by: Frankens†ein 6 Sep 2019, 11:45
გუშინ დაკარგული მართვის მოწმობა აღვადგინე და ჯანმრთელობის ცნობის მიტანა დამჭირდა.
და პოლიკლინიკაში შემოწმებაზე მითხრეს რომ ასტიგმატიზმი გაქვსო.
რაღაც ასოებზე მაყურებინეს და კი ვხედავდი, მაგრამ პატარებს მთლად კარგად ვერა და რაღაც ლინზაში გამახედა და მასე უნდა ხედავდე წესითო.
ძაან კარგად ვხედავდი იქ.
და ლაზერით გავისწორებ მეთქი და ძაან ცოტა გაქვს მინუსიო და შეიძლება ვერ გაასწოროს ლაზერმაო და ხო ვერ მეტყვით ვისთან მივიდე კონსულტაციაზე?
ვინ ითვლება ყველაზე კარგ ოფთალმოლოგად?
ახალ მზერაში მითხრა ვიღაც კაცის სახელი და გვარი, მაგრამ ვერ დავიმახსოვრე.

Posted by: keen 12 Sep 2019, 23:36
QUOTE (keen @ 3 May 2018, 11:54 )
QUOTE (Natuka NGN @ 3 May 2018, 11:36 )
keen
ვერ მოარგო და ის. გააჩნია თვალი რამდენად დაღლილია იმ მომენტში როდესაც არგებს ექიმი სათვალეს. ერთადერთი ოფთალმოლოგია ვალერიან ხუროძე რომლის მორგებულ სათვალეს ვხმარობ (ოდესის ფილატოვის კლინიკის შემდეგ). აუცილებელია არაა ზუსტდა ის სათვალე გაიკეთო, რომლითაც საუკეთესოდ დაინახე. შეიძლება უფრო ნაკლები ზომა ატარო და არ გქონდეს დისკომფორტი.
რა თქმა უნდ აოპტიკის ხარისხსაც აქვს მნიშვნელობა, მაგრამ არა მგონია ძალიან განსხვავებული ხარისხი იყო. ჰო, კიდევ აუცილებელია ჩარჩოს ზუსტი შერჩევა, ზუსტად ემთხვეოდეს დაშორება ცენტრებს შორის.

გასაგებია, მადლობა! smile.gif უკვე ორი პარტია მინა გამოვცვალე და კიდევ ერთს ვეღარ გადავიტან, მაგრამ როგორც ჩანს, მომიწევს user.gif

აჰა, კიდევ დამჭირდა სათვალის შეცვლა. ამჯერად ისევ საფილოს მივაკითხე. რომ მახსენდება, რონიკოში დამზადებულმა თვალები როგორ დამთხარა (სხვა ისტორიას რომ თავი დავანებოთ) და კვირაზე მეტი დამჭირდა, სანამ შევეჩვეოდი. ახლა ვერც ვგრძნობ, რომ სათვალე შევიცვალე, მარტო უკეთ ვხედავ და ეგაა. სხვაობა ზუსტად იმდენია, რამდენიც წინა შემთხვევაში იყო... ხო ჩარჩო არ შემიცვლია...

Posted by: Legal Alien 16 Sep 2019, 20:32
გამარჯობა, თვალის ლაზერული კორექციის გაკეთება მინდა და სად მივიდე მირჩიეთ..

Posted by: ANIuta87 23 Sep 2019, 17:51
Legal Alien
თბილისის ცენტრალურ საავადმყოფოში (დიღომში) არის ოფთალმოლოგიის განყოფილება. კარგი ექიმები ჰყავთ და აპარატურაც უახლესია.
გირჩევთ მისვლას smile.gif

Posted by: Z.GL 27 Sep 2019, 15:36
mapshnik
QUOTE
ასეთ რამეებს ვხედავ თვალში, მომრავლდნეენ და როგორ მოვიცილოო?


თქვენი ასაკიდან გამომდინარე და ანამნეზის გათვალისწინებით მიზეზი შეიძლება სხვადასხვა იყოს.
ძირითადად ეს გამოწვეულია მინისებრი სხეულის დესტრუქციით და მოსახლეობის დიდ პროცენტს აწუხებს.the_lizard_king

QUOTE
გამარჯობა, ვარ 32 წლის, ბოლო დროს ტექსტთან მუშაობისას 10 წუთში მტკივდება თავი, მეძაბება თვალები და მიმძიმდება (შაკიკიც მაქვს).
ტექსტებს თავს ვერ დავანებებ, ჩემი სამსახური ეგ არის. ხომ ვერ მირჩევდით რამეს/ვინმეს? სათვალე არასოდეს მიტარებია, მაგრამ მგონი უკვე მჭირდება.

პირველ რიგში საჭიროა დამატენიანებელი წვეთები დღეში რამდენჯერმე ჩაწვეთებით, სასურველია უკონსერვანტო. სათვალესთან დაკავშირებით მიმართეთ ოფთალმოლოგს



Posted by: fermina 10 Oct 2019, 12:07
nia4u
QUOTE
likaka
ყოფილ ლეჩკომბინატში მიშა ომიაძემ და მიშა გაბრიჩიძემ გახსნეს კლინიკა, სპეციალუსტებიც კარგები არიან და აპარატურაც კარგი აქვთ. მე მანდ გირჩევდი მისვლას...


ეგ ქავთარაძეზე თუ ვაკეში?

QUOTE
ვინ ითვლება ყველაზე კარგ ოფთალმოლოგად?


+ 1

Posted by: anaila 15 Oct 2019, 15:13
ასეთი კითხვა მაქვს ,
მარცხენა თვალი მარცხენა მხარეს არ მოძრაობს, სხვა მხრივ ყველაფერი ნორმაშია, ანუ სილემე და ასეთი რამეები სხვა მიმართულებით არ შეიმჩნევა, მარჯვენა თვალთან აბსოლიტურ თანხვედრაშია, მარჯვენა კი აბსოლიტურად ჯანსაღია,
სიელმე ჰქვია ალბათ ამასაც, მერე რაა რომ მარტო ცალ თვალზეა და ცალ მხარეს,
დაბადებიდან არ მქონია, დედას არ ახსოვს, დაახლოებით 7 წლიდან გახდა შესამჩნევი, გენეტიკაში არასვის არ ჰქონია და არც აქვთ მსგავსი რამ,
პატარაობისას ექიმთან რომ მიმიყვანეს ექიმმა ოპერაციაზე უარი უთხრა შემდეგი არგუმენტით, არ ეტყობა და რატომ უნდა გავაწვალოთო, თან მეზობლის ბავშვს გაუკეთეს იმ პერიოდებში ოპერაცია რის მერეც ორივე თვალი დაუშტერდა ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით ))))))))))))) მშობლემბაც ადვილად გადაიფიქრეს, ის მეზობლის გოგო დღემდე ასე დაშტინულია, თუმცა ამბობენ რომ მაგას გამოკვეთილი სიელმე ჰქონდა ორივე თვალზე და კიდევ კარგად გაუსწორდაო, გაეკეთებინათ ჩემთვისაც ))))
ახლა უკვე 38 წლის ვარ და ვატყობ რომ ეს სიელმე უფრო შესამჩნევია,
კითხვა: არის საშველი?

Posted by: anaila 18 Oct 2019, 15:10
რა იყო, რა გაიტრუნეთ უფთალმოლოგია,
ცალი თვალით ელამი არავის არ გინახიათ? lol.gif lol.gif lol.gif bis.gif

Posted by: anaila 23 Oct 2019, 15:27
ვაიმეეეე ამ ცალი თვალით დაგხოცავთ ყველა ოფთალმოლოგს ასეთი პასიურობისთვის sa.gif sa.gif
რავა ვერ გაეცით პასუხი ამ ერთ კინკილა შეკითხვას ჰაააა baby.gif vik.gif biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif

Posted by: ნინო2626 27 Oct 2019, 20:48
გამარჯობა. დიაბეტური რეტინოპატიის შესახებ რას მეტყვით? რამდენად საშიშია? დაენიშნა ავასტინი და შენდეგ ლაზერი.
* * *
გამარჯობა დიაბეტური რეტინოპატიის სამკურნალოდ დაენიშნა ლაზერული კოალუგაცია.ვინ რა იცით ამის შესახებ.მადლობა

Posted by: Frankens†ein 30 Oct 2019, 19:58
QUOTE (Frankens†ein @ 6 Sep 2019, 11:45 )
გუშინ დაკარგული მართვის მოწმობა აღვადგინე და ჯანმრთელობის ცნობის მიტანა დამჭირდა.
და პოლიკლინიკაში შემოწმებაზე მითხრეს რომ ასტიგმატიზმი გაქვსო.
რაღაც ასოებზე მაყურებინეს და კი ვხედავდი, მაგრამ პატარებს მთლად კარგად ვერა და რაღაც ლინზაში გამახედა და მასე უნდა ხედავდე წესითო.
ძაან კარგად ვხედავდი იქ.
და ლაზერით გავისწორებ მეთქი და ძაან ცოტა გაქვს მინუსიო და შეიძლება ვერ გაასწოროს ლაზერმაო და ხო ვერ მეტყვით ვისთან მივიდე კონსულტაციაზე?
ვინ ითვლება ყველაზე კარგ ოფთალმოლოგად?
ახალ მზერაში მითხრა ვიღაც კაცის სახელი და გვარი, მაგრამ ვერ დავიმახსოვრე.

მერაბ დვალი მითხრეს ახალ მზერაში, ქირურგი.
კონსულტაციაზე ნანა ცინცაძე, მაგრამ რო ჩავეწერე 29 ნოემბრამდე არ ქონდა ადგილები და სხვა ოფთალმოლოგთან ჩავეწერე, აალ მზერაშივე.
ოპერაციის საჭიროება თუ იქნა, სანამ ოპერაციას გაიკეთებ, მაინც ნანა ცინცაძესთან უნდა გადაგამისამართონო და ტყუილად რატო ველოდო 29 ნოემბერს მეთქი.

ნიუ ჰოსპიტალს აქებენ კიდევ და ხო არ იცით რომელი ჯობს?

კლინიკაც და ვინ ითვლება საუკეთესო ქირურგად.

Posted by: Z.GL 20 Nov 2019, 14:40
QUOTE
გამარჯობა დიაბეტური რეტინოპატიის სამკურნალოდ დაენიშნა ლაზერული კოალუგაცია.ვინ რა იცით ამის შესახებ.მადლობა

ესეიგი პაციენტს აქვს რისკი დიაბტური რეტინოპათიის გამო წარმოიქმნას ახალი სისხძარღვები, განუვითარდეს სისხლჩაქცევა მინისებრ სხეულში ესეიგი თვალის შიგნით, ან არის ბადურის ჩამოცლის რისკი. ამ გართულებების თავიდან ასაცილებლად მიმართავენ ლაზერ კოაგულაციას. ამ შემთხვევაში მხედველობა არ გაუმჯობესდება მაგრამ ამ რისკებს აიცილებს თავიდან.

Posted by: badrijan 30 Dec 2019, 00:39
ძალიან ცუდ დღეში ვარ.
ვერაფრით შემირჩიეს სათვალე არვიცი რისი ბრალია. კერატოკუნუსი მქვს და შეიძ₾ება ამის გამო მაგრამ ნუ საშინელი სათვალე მაქვს ახლა დნშნული და გულისრევის შეგრძნება მაქვს.
ძალიან ბერ ექიმთან ვიყავი და ვერ დამინიშნეს ნორმალურად.
ვისთან მივიდე?

ამ ტესტზე მარკვენა თვალით ვხედავ გაორებასავით რა.
სათვალით. ანუ არ ვხედავ უფრო ღიად შავ ასოებს არამედ მათ უჩნდებათ რაღაც ღია ფერის კონტური.
ექიმმა ვერ მიპასუხა როგორ გავიგო ეს.
user posted image

Posted by: Black-White777 30 Dec 2019, 12:30
QUOTE (Frankens†ein @ 30 Oct 2019, 19:58 )
QUOTE (Frankens†ein @ 6 Sep 2019, 11:45 )
გუშინ დაკარგული მართვის მოწმობა აღვადგინე და ჯანმრთელობის ცნობის მიტანა დამჭირდა.
და პოლიკლინიკაში შემოწმებაზე მითხრეს რომ ასტიგმატიზმი გაქვსო.
რაღაც ასოებზე მაყურებინეს და კი ვხედავდი, მაგრამ პატარებს მთლად კარგად ვერა და რაღაც ლინზაში გამახედა და მასე უნდა ხედავდე წესითო.
ძაან კარგად ვხედავდი იქ.
და ლაზერით გავისწორებ მეთქი და ძაან ცოტა გაქვს მინუსიო და შეიძლება ვერ გაასწოროს ლაზერმაო და ხო ვერ მეტყვით ვისთან მივიდე კონსულტაციაზე?
ვინ ითვლება ყველაზე კარგ ოფთალმოლოგად?
ახალ მზერაში მითხრა ვიღაც კაცის სახელი და გვარი, მაგრამ ვერ დავიმახსოვრე.

მერაბ დვალი მითხრეს ახალ მზერაში, ქირურგი.
კონსულტაციაზე ნანა ცინცაძე, მაგრამ რო ჩავეწერე 29 ნოემბრამდე არ ქონდა ადგილები და სხვა ოფთალმოლოგთან ჩავეწერე, აალ მზერაშივე.
ოპერაციის საჭიროება თუ იქნა, სანამ ოპერაციას გაიკეთებ, მაინც ნანა ცინცაძესთან უნდა გადაგამისამართონო და ტყუილად რატო ველოდო 29 ნოემბერს მეთქი.

ნიუ ჰოსპიტალს აქებენ კიდევ და ხო არ იცით რომელი ჯობს?

კლინიკაც და ვინ ითვლება საუკეთესო ქირურგად.

მარინა ტოლმაჩევა - ჩემი პირადი ექიმია... ძალიან მაგარი, ყურადღEბიანი და მცოდნე ქალია

Posted by: Manuelo Costa 30 Dec 2019, 18:07
სალამი,

მოკლედ, საკმაოდ იშვიათად (რამდენიმე თვეში ერთხელ), მაგრამ მაინც, ღამით თვალის ტკივილი მაღვიძებს ხოლმე. საკმაოდ ძლიერი ტკივილია, თვალის ბოლომდე გახელაც მიჭირს ცოტათი და თუ მაინც გავახელ, სერიოზული ცრემლდენა მაქვს.

ნუ მერე ძილს რო შევიბრუნებ, დილით აღარ მაწუხებს ისე.

რისი ბრალი შეიძლება იყოს?

Posted by: аnderson 25 Jan 2020, 21:52
გაუმარჯოს.


თვალის ექიმმა დამინიშნა ხელოვნური ცრემლი რა, კომპიუტერთან ვმუშაობ მთელი დღე და სტრესი და ბლა ბლა თვალის დასვენება.

ჰოდა დამინიშნა Lacrisek, რომელიც ღირს 35 ლარი. მაგრმა არის უფრო იაფი ცრემლებიც, მაგალითად tears naturale, რომელიც ღირს 13 ლარი.


და რამე ისეთი არსებითი განსხვავება არის ამ ორს შორის რომ ამხელა სხვაობაა ფასში?

Posted by: ნაკო 25 Jan 2020, 22:01
QUOTE (badrijan @ 30 Dec 2019, 00:39 )
ძალიან ცუდ დღეში ვარ.
ვერაფრით შემირჩიეს სათვალე არვიცი რისი ბრალია. კერატოკუნუსი მქვს და შეიძ₾ება ამის გამო მაგრამ ნუ საშინელი სათვალე მაქვს ახლა დნშნული და გულისრევის შეგრძნება მაქვს.
ძალიან ბერ ექიმთან ვიყავი და ვერ დამინიშნეს ნორმალურად.
ვისთან მივიდე?

ამ ტესტზე მარკვენა თვალით ვხედავ გაორებასავით რა.
სათვალით. ანუ არ ვხედავ უფრო ღიად შავ ასოებს არამედ მათ უჩნდებათ რაღაც ღია ფერის კონტური.
ექიმმა ვერ მიპასუხა როგორ გავიგო ეს.
user posted image

შესაძლოა არ იყოს კონკრეტულად თვალიდან გამომდინარე. ნერვი ან კაპილარი იყოს გაბიდნილი. ტვინისა და კეფის დამაკავშირებელი სისხლძარღვი, რომელიც იწვევს გაორებულ ხედვას.

Posted by: negatoni 28 Jan 2020, 00:49
მოკლედ ერტი 3-4 წლის წინ დილით შხაპის მიგების შემდეგ მოძრავი ნაპერწკლები დავინახე ციცინათელებივით მოძრავი წერტილები დაახლოებით 15-20 წამი გაგრძელდა სარკეში რომ ჩავიხედე თვალის გუგები გაფართოებუი მქონდა მოკლედ , მოკლედ ამ 4 წლის მანძილზე აგარაფერი მაგრამ ამ ბოლო ერთ თვეში 2 ჯერ მქონდა შედარებით ნაკლები დროით 5-7 წამი და ბანაობის დროს? საგანგაშოა რამე თუ გავაგრძელო ციცინათელებზე კაიფი?

Posted by: chitiashvili 31 Jan 2020, 19:30
გამარჯობა ვარ 22 წლის ბიჭი, არ ვიცი სწორი განყოფილება ვერ ვიპოვე და სწორად ვწერ თუ არა, ორი დღეა დამეწყო თვალის გატრიალებაზე უცბათ თავბრუ მეხვევა ანუ მთლად თავბრუსხვევაც არარის უსიამოვნო შეგრძნება მაქვს რაღაცნაირი. ძლიერი დეპრესია მქონდა დავამთავრე ციპრალექსის დალევა სადღაც 1 კვირის წინ. ძაან შემაწუხებელია შუქი ნათებაც არმსიამოვნებს, ოდნავ კონცენტრაციაც მიჭირს სიარულის დროს და სისუსტეც მაქვს. რა ვქნა ? წნევა გავისინჯე ნორმაში მაქვს, პულსი მაქვს ცოტა მაღალი 95-100 ეს ორი დღეა

Posted by: freemen 1 Feb 2020, 18:34
გამარჯობათ. ოკულისტთან დაკავშირებით მაინტერესებს ძალიან და ვის შეუძლია რჩევა გამიწიოს?

Posted by: MargalMe 17 Mar 2020, 14:12
გამარჯობათ! 3 დღის წინ საღამოს თვალი ჩამიწითლდა და ბლანტი გამონადენი გამიჩნდა ჯერ ერთ და დილით უკვე მეორე თვალზე.ვიზორელი მირჩია ფარმაცევტმა და მეორე დღესვე გამიქრა ჩაწითლებაც და გამონადენიც მაგრამ ეხლა დილაობით ნერწყვის გადაყლაპვა მიჭირს და რისი ბრალია ნეტავ? მარტო დილით მიჭირს,მერე აღარ,ხოდა ნახველი მაქ დილაობით. არც იტალიაში ვყოფილვარ და არც კონტაქტი მქონია ვინმესტან ვინც მოგზაურობდა,არც გავდივარ სახლიდან რაც კორონას თემები დაიწყო))

Posted by: GS88 31 Mar 2020, 19:05
თავი მთკივა თითქოს დაბუჟებული რომ გაქვს რაღაც მსგავსი ტკივილი
თვალები მაქვს დაძაბული, კომპიუტერთან, ტელევიზორთან, არმინდა რომ ვუყურე სულ მინდა დავხუჭო, ტკივილი მაქვს თვალებისა და ცხვირის კვეტაში

მსგავსი რამ ხომ არიცით რას უკავშირდება ?

ბევრი რამ შეიძლება იყოს მაგრამ მაინც....

Posted by: NGelashvili 3 Apr 2020, 19:50
გამარჯობა, მაინტერესებს რამდენად აქვს შედეგი კომპიუტერის სათვალეს?/

Posted by: t-90 22 Apr 2020, 09:10
მეგობრებო Crizal Prevenciaზე რომელიმე ოკულისტი ამზადებს სათვალეს?
არსებული სათვალე გამიტყდა და როდის ჩამოვა შემცვლელი კაცმა არ იცის და თუ ვინმემ იცის ვინც კორონას პირობებში დაამზადებს ამ სათვალიდან ჩვეულებრივ კომპიუტერულ სათვალეს შევიძენდი.

Posted by: charliXL 20 May 2020, 18:31
გამარჯობათ, არ ვიცი რამდენად სწორად ვწერ, იქნებ დამეხმაროთ, თვალი მაქვს დაზიანებული, მხედველობის აღდგენა აღარ მოხერხდება, თუმცა ვიზუალირად იქნებ რამე მოხერხდეს მაინტერესებს ვის შეიძლება მივმართო, ან რა დავსერჩო მოკლედ ყველაფერი მაინტერესებს

Posted by: Vatanzara 27 May 2020, 16:38
გამარჯობათ არ ვიცი რამდენად ამ თემაშI უნდა დავწერო თუმცა მხედველობას ეხება და ყველაზე ახლოს ეს თემა დგას ჩემს პრობლემასთან მოკლედ ნებისმიერი სახის ეკრანის(კომპიუტერის მონიტორი,ტელევიზორი,ტელეფონი.....) ყურებისას მტკივდება თავი დანსაკუთრებით თავის მარჯვენა ნაწილი თუნდაც 1 წუთით შევხედო უარყოფით ეფექტს ეგრევე ვგრძნობ რასაკვირველია რაც უფრო დიდხანს ვუყურებ მით უფრო ძლიერდება ეს ტკივილი ასევე მიჩნდება გულისრევის უსიამოვნო შეგრძნება ვერ ვახერხებ კონცენტრაციას და ეს გრძელდება მთელი დღის განავლბაშI ეხლაც რომ ვწერ მარჯვენა თვალი მაქ დახუჭული ვცდილობ Mტელი მზერა მონიტორს არ მივაპყრო და არ ვკონცენტრირდე მთლიანად ეკრანზე რადგან ეს უფრო აჩქარებს და აძლიერებს ტკივილს რისი ბრალი შეიძლება იყოოს ? სახლშI ასევე მიდგას ვაიფაის აპარატი თუმცა არა მგონია ეს ამის ბრალი იყოს რადგან მემართება საკუთრივ ეკრანის ყურებისას თუნდაც მცირე ხნით

Posted by: sweetAppletree 17 Jun 2020, 16:08
თვალის ტკივილი რისი ბრალია? პერიოდულად მტკივდება ცალ მხარეს, სიცივის, მოყინვის შეგრძნებასავით მაქვს

* * *
Vatanzara
მასე მაქვს კომპიუტერულ თამაშებზე, ცუდი გრაფიკა თავბრუს მახვევს ხოლმე

შენს შემთხვევაში იქნებ თვალის გავარჯიშება გჭირდება, ეკრანის ყურებისას დროდადრო ფოკუსის შეცვლა და მზერის სხვა ახლო/შორს მდებარე ობიექტებზე გადატანა...

Posted by: Instructor 23 Jun 2020, 01:45
გამარჯობა,
ასტიგმატიზმის მაქვს ~2,5 ის ფარგლებში და ვფიქრობ ლაზერულ კორექციაზე.

ვაპირებ რამდენიმე კლინიკას მივმართო და სადაც მომეწონება იქ გავიჯეთო თუ რამე.
თქვენ რომელს მირჩევთ?

ნიუ ჰოსპიტალში რამდენიმე ექიმია და მანდ ვისთან ჯობია?

Posted by: pusho 10 Jul 2020, 19:11
ნიუ ჰოსპიტალში ასტიგმატიზმზე და ამბლიოპიაზე რომელ ექიმს მირჩევთ? მარიამ გოლოვაჩოვზე და ლევან მასხარაშვილზე თუ გსმენიათ რამე?

Posted by: Anubys 29 Jul 2020, 14:50
გამარჯობათ, ანუ შეიძლება სწორ ადგილას არ ვსვამ კითხვას და თუ არ ვსვავ სწორ ადგილას იქნებ დამეხმაროთ სად გავარკვიო.
მაინტერესებს კერატოკონუსით დაავადებულნი თუ მიჰყავთ ჯარში.

Posted by: lazyadmin 11 Aug 2020, 22:15
გამარჯობა ბოლო დროს შევამჩნიე რომ შავი წერტილები და "თმები" მომემატა მხედველობაში. სხვა არანაირი სიმპტომები არ მაქ მაგალითად ელვები და რაღაც მსგავსი. მივიდე მაინც ოფტალმოლოგთან ბადურის ამბავზე? და თუ ბადურაა რა ჯდება გამაგრება მგონი 3000 ლარამდე? და ვრცელდება მაგაზე სახელმწიფო დაზღვევა? იმიტომ რომ თუ არა დამერხა biggrin.gif

Posted by: hypnotizetms 23 Sep 2020, 15:50
გამარჯობა, დაახლოებით 14-15 წლის ასაკში დამეწყო მარცხენა თვალის გადახრა, შემდგომ უფრო იმატა. ახლა შეუღლებულად არის ხან მარცხენა, ხან მარჯვენა ერთმანეთის საწინააღმდეგოდ-გარეთ. ზოგჯერ სწორდება. გამოვიკლვიე ყველაფერი ვიყავი უამრავ ექიმთან უშედეგოდ, ვინმე მირჩიეთ. მადლობა.

Posted by: temart 26 Sep 2020, 18:21
წიგნის საკითხავი +3.25 სათვალით ჯობს ვუყურო ტელევიზორს ერთი მეტრიდან თუ +1 -ით ვუყურო ქუჩაში სატარებელი სათვლით?
+3.25 -ით უკეთესდ ვხედავ ტელევიზორს.



Posted by: niniaa 29 Sep 2020, 21:50
იქნებ ვინმემ იცით : relex® smile- ის მეთოდით თუ კეთდება საქართველოში მიოპიის ლაზერული კორექცია?

Posted by: Forevera 19 Nov 2020, 19:56
გამარჯობათ, ლურჯი გამოსხივების საწინააღმდეგო სათვალე მინდა ვიყიდო, ანუ ლეპტოპთან და სმარტფონთან რომ გავიკეთო და ყიდვა რომ დავაპირე აღმოვაჩინე რომ ბევრნაირია, ფერადი და უფერო და კიდევ ბევრი ისეთი დეატლია ვერ ჩამოვყალიბდი რომელი მეყიდა, იქნებ მირჩიოთ საუკეთესო ვარიანტი, მადლობა წინასწარ

Posted by: marrriam 26 Nov 2020, 21:43
ზედა ქუთუთოზე გამიჩნდა რაღაც შესიებასავით - კოღოს ნაკბენის მსგავსი
7-8 წლის წინ იმავე ქუთუთოზე მქონდა ქალაზიონი
შეიძლება ისევ ის იყოს ჰო?
რამე მალამოს ხომ ვერ მირჩევთ?
მაშინ კი დამინიშნა ექიმმა მაგრამ რა მახსოვს down1.gif

Posted by: ბანჯოო 2 Dec 2020, 14:20
გამარჯობა. ხომ არ იცით, მიოპიის ლაზერული კორექცია რა თანხა ჯდება და სად მირჩევთ გაკეთებას?

Posted by: INKOINKO 10 Jan 2021, 20:30
QUOTE
გამარჯობათ, ლურჯი გამოსხივების საწინააღმდეგო სათვალე მინდა ვიყიდო, ანუ ლეპტოპთან და სმარტფონთან რომ გავიკეთო და ყიდვა რომ დავაპირე აღმოვაჩინე რომ ბევრნაირია, ფერადი და უფერო და კიდევ ბევრი ისეთი დეატლია ვერ ჩამოვყალიბდი რომელი მეყიდა, იქნებ მირჩიოთ საუკეთესო ვარიანტი, მადლობა წინასწარ

მეც ძალიან მაინტერესებს ეს საკითხი, თვალის სიმშრალე გაქვსო ექიმებმა მითხრეს და კომპიუტერთან ხანგრძლივად მიწევს მუშაობა sad.gif
Forevera
თქვენ რა ქენით გაარკვიეთ რამე ?

Posted by: AHURAMAZDA 28 Jan 2021, 13:38
აქ მარტო კითხვებს სვამთ?

30 კითხვა sad.gif

Posted by: ბანჯოო 30 Jan 2021, 16:42
QUOTE (AHURAMAZDA @ 28 Jan 2021, 13:38 )
აქ მარტო კითხვებს სვამთ?

30 კითხვა sad.gif

+1

sad.gif

--------------------------------------------------------

Posted by: gio3870X2 16 Feb 2021, 14:59
მარვხენა თვალში გამიჩნდა ამ ბოლოს შევამჩნიე თმის ღერი მაქვს თიYქოს ჩავარდნილი ლაქაა თითქოს წვრილი, ხან ვხედავ ხან ვერა პირდაპირ არ ჩანს რო ვუყურებ წინ ცოტა ზემოთ ჩნდება. რა შეიძლება იყოს?

Posted by: TraderTM 23 May 2021, 10:48
გამარჯობა, გუშინ ოფთალმოლოგმა ჩამაწვეთა გუგების გასაფართოვებელი, მეორე დღეა ისევ გაფართოვებული მაქვს მაგრამ ისე არა, იქნებ ვინმემ იცოდეთ რამდენ ხანში დაუბრუნდება ნორმალურ მდგომარეობას?

Posted by: Harrison Stafford 9 Jun 2021, 22:40
გამარჯობა
თუ სწორად არ ვწერ წამიშალეთ პოსტი


ე,ი ღრმა ბავშვობაში მეკეთა სათვალე
დავდიოდი ვაკის ლეჩკომბინატში
მყავდა ძალიან კარგი ექიმი
რომელმაც ოპერაციის გარეშე გამომისწორა მხედველობა და მომხსნა სათვალე

ხათუნა მაჩაბელი

მისი ასავალ-დასავალი რაც ლეჩკომბინატი დაინგრა არ ვიცი
ვეღარც ტელეფონი ვიპოვე
იქნებ იცოდეთ ვინმემ ??

ასტიგმატიზმი მაქვს მგონი და ისევ მინდა ნაცნობთან მივიდე smile.gif

Posted by: Sabajke15 13 Jun 2021, 20:26
ნაცხის ანალიზმა აჩვენა რომ მაქვს ოქროსფერი სტაფილოკოკი თვალში, ექიმმა დამინიშნა წვეთები და სამწუხაროდ არ მიშველა, თუ გქონიათ მსგავსი ბაქტერია თვალში და როგორ იმკურნალეთ?
გთხოვთ მიპასუხეთ ძალიან ვნერვიულებ სიმძიმე მაქვს თვალში

Posted by: temart 16 Jun 2021, 10:37
87 წლის ქალბატონი ერთი თვალით თითქმის ვერხედავს სისხლის ჩაქცევის გამო,მეორეთი საკმაოდ კარგად.

აქვს თავრუხვევა.

ხომ არ აჯობებს უვარგისი თვალი სახვევით დაუფარო,რამეთუ ვფიქრობ ამ თვალის გამო
აქვს თავში პრობლემები.

Posted by: mapshnik 23 Jul 2021, 21:19
ნორმალური ოფთალმოლოგი და თვალის კლინიკა მითხარიტ რა. უკვე მერამდენედ არასწორად მისვამენ სათვალის ნომერს, ხან -1 ია -1.5 ის მაგივრად, ხან კუთხე და გრადუსი ეშლებათ. აღარ შემიძლია რააა. სწორი სათვალე მინდა. ვის ენდობით? ვინც კარგად სინჯავს დიაგნოსტიკას სვამს და სათვალესაც შემარჩევინებს

Posted by: GUCI 4 Aug 2021, 14:36
QUOTE (mapshnik @ 23 Jul 2021, 21:19 )
ნორმალური ოფთალმოლოგი და თვალის კლინიკა მითხარიტ რა. უკვე მერამდენედ არასწორად მისვამენ სათვალის ნომერს, ხან -1 ია -1.5 ის მაგივრად, ხან კუთხე და გრადუსი ეშლებათ. აღარ შემიძლია რააა. სწორი სათვალე მინდა. ვის ენდობით? ვინც კარგად სინჯავს დიაგნოსტიკას სვამს და სათვალესაც შემარჩევინებს

მეც მაინტერესებს ბავსვს არასწორად დაისუსვეს და არ მინდა განმეორდეს თუ მიაქკვლიეთ კარგ ოფტომოლოგს მომწერეთ თუ შეძლებთ

Posted by: MonarX 15 Aug 2021, 23:22
გამარჯობა.ბათუმის საზღვაო კლინიკაში კახა შარაშიძესთანაც კეთდება თვალის ლაზერული კორექცია და ვინმე რეკომენდაციას ხო არ გაუწევდით? ფასებიც იაფია თბილისთან შედარებით. ტექნიკა იგივე გვაქვსო რაც იქო და რავიცი. სადღაც 1 200 ლარის სხვაობაა ჯამში

Posted by: lasha-17 17 Aug 2021, 19:09
გამარჯობა, ბლეფარიტზე ვინმეს თუ გიმკურნალიათ და ვისთან? შესაძლებელია მორჩენა? sad.gif 1 თვეა მაქვს, აღარ ვიცი რა ვუშველო

Posted by: lasha-17 22 Aug 2021, 20:27
ქუთუთოები თითქმის ჩამიცხრა, მაგრამ სიმშრალე მაწუხებს. თვალის ცრემლს ხომ ვერ მირჩევთ, კონსერვატების გარეშე?
Eye Ointment ქვია ინგლისურად, უფრო სქელია - გელივითაა და ღამით იწვეთებენ. საქართველოში არ იყიდება მსგავსი?

Posted by: tvinikosa 19 Sep 2021, 13:16
გამარჯობათ
ბარგალკით ვჭრიდი მეტალს და ბარგალკის ნაპერწკალი ჩამივარდა თვალში 3 დღის მერე მივედი ექიმთან და ამომიღო.

წვეთები დამინიშნა ერთი ანტიბიოტიკი და მეორე დამამშვიდებელი.

კითხვა მაქვს წესიერად ვერ ვხედავ დაბურულად ვხედავ ასოებსაც და შორს ადამიანის სახეს.

ვინმეს თუ გქონდათ ადსეთი შემთხვევა რამდენ ხანში დაგიბრუნდათ მხედველობა?

Posted by: lasha-17 21 Sep 2021, 23:43
QUOTE (tvinikosa @ 19 Sep 2021, 13:16 )
კითხვა მაქვს წესიერად ვერ ვხედავ დაბურულად ვხედავ ასოებსაც და შორს ადამიანის სახეს.

ვინმეს თუ გქონდათ ადსეთი შემთხვევა რამდენ ხანში დაგიბრუნდათ მხედველობა?

მე ქუთუთოები მქონდა დასიებული და წამწამი მიბრუნდებოდა. თვალის რქოვანას კაწრავდა და თვალს მიწითლებდა. მაშინ მეც დაბლარულად ვხედავდი.
თანდათან უმჯობესდება მხედველობა. ჯერ შორ მანძილზე ცოტა ისევ დაბლარულად ვხედავ. იმედია ესეც გაივლის smile.gif დაახლოებით 1 კვირაა რაც მოვრჩი

Posted by: tvinikosa 25 Sep 2021, 14:23
lasha-17
QUOTE
მე ქუთუთოები მქონდა დასიებული და წამწამი მიბრუნდებოდა. თვალის რქოვანას კაწრავდა და თვალს მიწითლებდა. მაშინ მეც დაბლარულად ვხედავდი.
თანდათან უმჯობესდება მხედველობა. ჯერ შორ მანძილზე ცოტა ისევ დაბლარულად ვხედავ. იმედია ესეც გაივლის  დაახლოებით 1 კვირაა რაც მოვრჩი

მეც მასე ვარ 1 კვირა გავიდა და შორს ისევ არეულად ვხედავ არაა დაწმენდილი.

ვიყავი ექიმთან მისული კვავ ნახა ჩემი თვალი კარგად იყო შეხორცებული ანთებაც არ იყო წასული,

მაგრამ ლირდაპირ შუაში ყოფილა მოხვედრილი და მითხრა რომ შეიძლება 1 თვეში ან 2 თვეში გაიწოვო ან მასე დაგრჩესო.

ახლა პრაქტიკაში მაინგერესებს ვინმეს ხომ არ ქონია ასეთი შემთხვევა, გაიწოვა გამოჯამთელდა თვალი თუ ისევ ისე დარჩა.

Posted by: lasha-17 25 Sep 2021, 18:47
tvinikosa
გააჩნია ალბათ რამდენად ღრმად იყო ნაკაწრი, ასევე ორგანიზმზეც არის დამოკიდებული როგორ შეხორცდება. მე 2 თვე მაწუხებდა.

რამე წამალს იწვეთებ ახლა?

Posted by: tvinikosa 26 Sep 2021, 08:49
lasha-17
QUOTE
რამე წამალს იწვეთებ ახლა?

კი ვიწვეთებ
მედროლგინი და ვიგამოქს

2 კვირა უნდა ვიწვეთო და მერე უნდა გადავაგდო ეს წვეთები.
ხოლო მერე ჩემს თვალზე არის დამოკიდებული აღდგება თუ იგივე დამრჩება.

Posted by: nerve 20 Oct 2021, 13:16
სათვალის მოხსნის ოპერაციის გაკეთება მინდა სად მირჩევთ გაკეთებას?

Posted by: buenos 25 Oct 2021, 12:36
ამიგოს, ასეთი კითხვა მაქვს, კომპ მონიტორი მოზდრილი მაქვს და თვალებიდან საკმაოდ შორს მიდგას. ასე მეტრი, ფეხები მაგიდაზე რომ მაქვს შელაგებული მეტრანახევარიც გამოდის. არ მიჭირს ასეთ მანძილზე კითხვა, მაგრამ ბოლო დროს ახლო მანძილზე მიჭირსავით კითხვა. ფოკუსირება. ჰოდა, ამ შორ/გაწეულ მონიტორი ხელს ხომ არ უწყობსთქო შორმხედველობის განვითარებას? მეორე კითხვა ცოტა ცნობისმოყვარეობის დასაყმაყოფილებლად. აი პლიუს დიოპტრიებს რომ ითვლიან ხოლმე, არი მანდ რამე ფორმულა დაახლოებით გამოკვლების გარეშე რომ გამოითვალო +-? მაგალითად თუ 30 სანტიმეტრზე შეგიძლია უპრობლემოდ წაკითხვა - კარგია, 40-ზე +0.5, 50 სანტიმეტრზე - პლიუს 1 სათვალე და ასე შემდეგ?


Posted by: Mariko20 30 Oct 2021, 10:32
Ნელადექსის მალამო როგორ უნდა წავუსვა ქალაზიონის დროს ქუთუთოზე აქვს ოდნავ ამობერილი ბავშვს.

Posted by: STARTasp 31 Jan 2022, 00:21
გამარჯობათ, ძალიან მჭირდება ვინმე კომპეტენტურის რჩევა, გთხოვთ არ დაიზაროთ და გამცეთ პასუხი ძალიან ცუდ სიტუაციაში ვარ ვერ ვიღებ გადაწყვეტილებას ,
ჩემს გოგონას დაუდგინეს (
" უვეიტი "
გამოვრიცხეთ ინფექცია რევმატოლოგია
ვარ ჩიხში გთხოვთ იქნებ გამოცდილი იყოთ ვინმე .
ბავშვი არის 12 წლის ,


Posted by: Lasha244 2 Mar 2022, 12:21
გამარჯობა. ოფთალმოლოგთან ვიყავი,გამსიჯა და მითხრა რომ მარჯვენა თვალში 50% მაქვს მხედველობა,ხოლო მარცხენაში 70%. თვალის წნევა კარგიაო. ხელოვნური ცრემლი გამომიწერა,ეგ იწვეთეო. ახლოს კარგად ვხედავ,მაგრამ შორს ცოტა ბუნდოვნად. სათვალის გამოწერა შემომთავაზა მაგრამ არ მინდა,მგონია რომ ვერ შევეგუები. ოპერაციის აუცილებლობა არსებობს? ან რაიმე სხვა გზა?

Posted by: аnderson 31 Mar 2022, 14:37
საქართველოში ლინზები არ იყიდება?

ოფთალმოლოგები რატო მეუბნებიან რომ სადღაც ტრაკში უნდა მივიდე და ვიღაც ****ს უნდა ველოდო 1 თვე როდის ჩამოიტანს ლინზას.

ლინზა რა გახდა ამისტანა რომ მთელ საქართველოში არ არსებობს

Posted by: K O R A D O 31 Mar 2022, 17:51
მოგესალმებით ყველას,
გთხოვთ მირჩიოთ კარგი დიაგნოსტიკური კლინიკა და კარგი (კვალიფიკაცია+პროფესიონალიზმი) ოფთალმოლოგი.
საუბარია ჩემი 6 წლის გოგოს ასტიგმატიზმზე, რომელიც უცებ, რუტინული გასინჯვისას აღმოჩნდა ჩვეულებრივ ოფთალმოლოგთან... მსურს გადამოწმება მაღალი დონის, გულისხმიერ ექიმთან.
ველი თქვენს რჩევებს...

Posted by: ირაო 29 Apr 2022, 05:18
სალამი
3 თვის წინ გავიკეთე თვალებზე ოპერაცია,
დაახლოებით ორი კვირაა მხედველობა უარესდება,
ისე ვეღარ ვხედავ თითქოს როგორც წინა თვეებში.
ხდება ხოლმე ასე?
* * *
სალამი
3 თვის წინ გავიკეთე თვალებზე ოპერაცია,
დაახლოებით ორი კვირაა მხედველობა უარესდება,
ისე ვეღარ ვხედავ თითქოს როგორც წინა თვეებში.
ხდება ხოლმე ასე?

Posted by: Instructor 24 May 2022, 07:56
QUOTE (sandroEVO @ 4 May 2018, 14:02 )
გამარჯობათ

არავინ იცით ესეთი დაფა სად შეიძლება ვიყიდო? სასწრაფოდ მჭირდება

user posted image

+1
ხომ არ იცით სად იყიდება?

Posted by: lol3r4 3 Jul 2022, 07:41
user posted image

მსგავსი სიმპტომი გქონიათ ვინმეს ?

მალე მგონი ჟირაფებს დავთვლი

Posted by: shaknike 3 Jul 2022, 17:24
lol3r4
ბროლის შემღვრევა...
მე მაქ და მიშლის მაგრად ნერვებს.

ფსიქ. მომენტიცაა. გონება ეჩვევა და თუ ყურადღებას არ მიაქცევ იგნორირდება.

გააჩნია დღეებს.


Posted by: lol3r4 4 Jul 2022, 09:58
shaknike
რაო ექიმმა რა თქვა ? წამლებით არ გაქრებაო ?
Lutein-ის დალევა დავიწყე, მივალ მალე ექიმთანაც
მხედველობის დაქვეითებას ვერ ვამჩნევ, ეს წერტილები კი უკვე უკრავს ნერვულ სისტემაზე

Posted by: shaknike 5 Jul 2022, 10:16
lol3r4
შეგუებაა მაგის წამალი.

რომ ვუთხარი ექიმს მიშველე რამეთქო,

მეც მაქვსო biggrin.gif

ლაზერულზე რისკის შემცველიაო.

მე რაც მოვიძიე:

მიიღე ომეგა3.

და ყოველდღე 100გ ანანასის მიღებაზე ამბობენ რომ შველისო
რაღაც ცდა ჩაატარეს და უმეტესობას ქონდა გაუმჯობესება

დავიწყე და ვერ გავქაჩე შემზიზღდა biggrin.gif


Posted by: პარადოქსი 15 Jul 2022, 00:50
6 დღის წინ ვიყავი ოფთალმოლოგთან და თვალებიც გამიფართოვა მას შემდეგ ლამპიონებზე ვხედავ სინათლის ირგვლივ უამრავ ხაზებივით სინათლეებს. (ბუნებრივად სხვაგვარად ვხედავდი და არა გადღაბნილ წარმონაქმნებს) გაივლის თავისით თუ უკვე განგაში უნდა ავტეხო?

და კიდევ ყველა გამაფართოვებელი მედიკამენტი მაო ინჰიბიტორია?

(ამიტრიფტილინს ვსვამ და მაო ინჰიბიტორთან გამოყენაბამ შესაძლოა ლეტალური შედეგი გამოიწვიოს, საფრთხეში ვარ თუ ჩაწვეთება იმდენად რთულ შედეგამდე არ მიმიყვანს? ან რატომ არ დაუბრუნდა ბუნებრივ მდგომარეობას ბოლომდე? (ერთი თვალის გუგა უფრო დიდია ასე მეჩვენება))

Posted by: lol3r4 15 Jul 2022, 12:14
shaknike
ბრომელაინი - ანანასის წვენიდან გამოყოფილი ჰიდროლაზების კლასის ფერმენტია.

user posted image
https://www.trendyol.com/eeose/bromelain-2500-gdu-g-ve-krom-pikolinat-60-tablet-p-288484149?boutiqueId=607241&merchantId=125803

გზაშია, 2 თვეში დავპოსტავ თუ იქნება ძვრა biggrin.gif

Posted by: პარადოქსი 26 Jul 2022, 20:37
მე ვიღებ ამიტრიფტილინს 12.5მგ დღეში ორჯერ რამაც გამოიწვია მხედველობის მკაფიოობის დაქვეითება ოფთალმოლოგმა აკომოდაციის სპაზმი დამიწერა დიაგნოზში ხოლო ის წამალი რომელიც ამისთვის დამინიშნა ამიტრიფტილინთან შეუთავსებელია ამიტომ უარი ვთქვი სავარაუდო სიკვდილზე. კითხვა შემდეგია: რა დრო შეიძლება ამ მდგომარეობაში ყოფნა სანამ გამოუსწორებელი შედეგები განვითარდება? (რადგან ნევროლოგები 3 თვე კიდევ აპირებენ ამ წამლის გაგრძელებას) დროა განგაში ავტეხო ან ვაიძულო ნევროლოგებს შევწყვიტოთ წამალი?

Posted by: goga1009 8 Aug 2022, 22:34
კითხვა მაქვს. თვალის გუგის ტკივილი, რომელიც გადადის თავის ტკივილში, რა შეიძლება იყოს მიზეზი? თვალის წნევა?
-1.5-ია მხედველობა ამ თვალში.
ვიცი რომ ექიმის კონსულტაცია უნდა და გამოკვლევა. უბრალოდ მაინტერესებს ძალიან საგანგაშოა და შეიძლება კიდევ უფრო გაუარესება გამოიწვიოს მხედველობის?

Posted by: პარადოქსი 12 Aug 2022, 15:43
QUOTE (goga1009 @ 8 Aug 2022, 22:34 )
კითხვა მაქვს. თვალის გუგის ტკივილი, რომელიც გადადის თავის ტკივილში, რა შეიძლება იყოს მიზეზი? თვალის წნევა?
-1.5-ია მხედველობა ამ თვალში.
ვიცი რომ ექიმის კონსულტაცია უნდა და გამოკვლევა. უბრალოდ მაინტერესებს ძალიან საგანგაშოა და შეიძლება კიდევ უფრო გაუარესება გამოიწვიოს მხედველობის?

შაკიკიც შეიძლება იყოს მიზეზი ასევე თვალის დაავადებები... თუ მხედველობა გიუარესდება აუცილებელია ექიმთან ვიზიტი ან ტკივილი არ ქრება. (არ ვარ პროფესიონალი მეც მტკივა მარცხენა თვალი და ჩემთან მიზეზი შაკიკია)
კარგი ექიმი მოიძიე არ ენდო შემთხვევით ნარჩევ ექიმებს. შაკიკის გამო მხედველობა გამიუარესდა და ცუდი ექიმები აბსტქაქტულ მიზეზებს აბრალებენ. და სულ სუბიექტურს მეძახიან

Posted by: goga1009 12 Aug 2022, 22:38
პარადოქსი
მადლობა. შაკიკი არა მგონია, უფრო თვალის მხედველობის პრობლემაა. სუსტი მხედველობის გამო იძაბება ერთი თვალი და მერე მტკივა.

Posted by: neo> 13 Sep 2022, 16:06

მრგავლი წრეები დაცურავენ თვალში ხშირად თვალის მოძრაობზეა ფიქსირებული (თავიდან მოშავო ღუბელივით იყო და ეხლა ესენი დაემატა)
ხოდა რა შეიძლება იყოს მიზეზი?

შავ ლაქებზე მითხრა ოტალმოლოგმა საშიში არააო, და ეხლა წრეები დაემატა,

Posted by: tanamshromeli 17 Sep 2022, 16:47
გამარჯობა, სინათლის ჰიპერმგრძნობელობაზე რომელ ექიმს მირჩევთ? 1 წლის მანძილზე 4ჯერ ვიყავი ოფთალმოლოგთან და შედეგი არ მაქვს.

სინათლე გინდ მზის გინდ ხელოვნული არის ძალიააან მკვეთრიდა ხაზები გასდევს სულ, ნახევარი წამიც რო შევხედო თვალს მიჭრელებს და იმ ადგილას ფერადი ლაქები რჩება სადაც სინათლე იყო.

პირველმა ექიმმა სიმშრალეა დაიკიდე და მშრალი თვალის წვეთები გამომიწერა. ერთმა სტეროიდები ალბათ უვეიტი ეგონა, ერთმა ანტი ალერგიული. მირჩიეთ რა კარგი ექიმი.

Posted by: shaknike 8 Oct 2022, 23:07
lol3r4
QUOTE
ბრომელაინი - ანანასის წვენიდან გამოყოფილი ჰიდროლაზების კლასის ფერმენტია.

არის რამე სიახლე? smile.gif

Posted by: lol3r4 9 Oct 2022, 11:02
shaknike
90% გაქრა, ძალიან მცირე რამდენიმე მკრთალი წერტილია რომელიც მხოლოდ ღია კაშკაშა ფონზე ჩანს
მეორე ბოთლიც გამოვიწერე მაგ ბრომელაინის

ომეგა 3 + ბრომელაინი + გოჯიბერის მშრალი ნაყოფი 30 გრამი (ნაყენის სახით დღეში სამჯერ)

თავს ვერ დავდებ რომ ამათ გარეშეც იგივე შედეგი დადგებოდა თქო, მაგრამ ჯამში შესამჩნევი გაუმჯობესებაა
მაშინ მუქ ფონზეც კი ვხედავდი შავ წერტილებს, ტექსტის კითხვის დროსაც თან დამყვებოდა biggrin.gif

ღირს ცდად ნამდვილად

Posted by: shaknike 10 Oct 2022, 19:11
lol3r4
ვა მაგარია.
უეჭველი ვცდი გამოვწერ დღესვე up.gif

საიდან გადი საერთოდ მაგ ინფოზე. კარგად დაგისერჩია smile.gif

Posted by: lol3r4 10 Oct 2022, 22:02
shaknike
ძაან დამსტრესა უეცარმა ციმციმებმა
უეცრად გამიჩნდა, არ ყოფილა ეტაპობრივი
გუგლის პირველი 50-მდე გვერდი გადავათვალიერე ალბათ და ვსერჩე

აწე რეგულალურად ვაპირებ მშრალი ტყის მოცვის, გოჯიბერის და ომეგა 3-ის მიღებას, ზოგადად ორგანიზმისთვისაც კარგია
არ ვეწევი, არ ვსვამ, არც ტაბლეტკებს ვეკარები, ვუფრთხილდები თავს user.gif

Posted by: styles_p 5 Nov 2022, 22:06
რომელ კლინკიაში მირჩევთ რომ გამოკვლევები ჩავატარებინო? ხანში შესული კაცისთვის მინდა

Posted by: wings 10 Dec 2022, 18:47
გამარჯობა. 5 წლის წინ დამიდგინდა მშრალი თვალის სინდრომი, მუდმივად მქონდა დანიშნული ნექსტალ გელი, რომელსაც ვიწვეთებდი და ძალიან მშველოდა. რამდენიმე თვეა რაც ვეღარ ვშოულობ საერთოდ ბაზარზე და შეგიძლიათ მითხრათ რითი შეიძლება რომ ჩავანაცვლო? თუ აქვს რაიმე ალტერნატივა ნექსტალ გელს?

Posted by: tchumba 11 Mar 2023, 08:51
გამარჯობათ,ვარ 38 წლის დამიდგინდა ქორორინოპათია,ანუ ცალ თვალზე დავკარგე მხედველობა 90 პროცენტი,თვალის ბადურაზე არის სითხე,ვინმეს ხომ არ გქონიათ მსგავსი შემთხვევა,რამდენ ხანში აღდგა სრულად.დინამიკაში აშკარა გაუმჯობესება მაქვს,ჩემი ვარაუდით ერთი თვის თავზე პრობლემის დადასტურებიდან დამიბრუნდა 60 პროცენტამდე,არაფერს არ ვიწვეთებ

Posted by: supermaswi 7 Aug 2023, 17:38
...............

................

Posted by: Holi 23 Apr 2024, 18:49
გამარჯობა, თქვენი დახმარება მჭირდება. მაქვს მხედველობასთან დაკავშირებული პრობლემა. ახლომხედველობა და გამოსახულებას ვერაღვიქვავ კარგად შორს. ექიმთან ვიყავი დ ავიზიტი ხელმეორედ ძვირია. ასევე ცოტა გამიუმჯობესდა მხედველობა იცით რაიმე ხალხური მედიცინის ან ბალახის ან რამე ისეთი რჩევა გექნებათ რომ აღმიდგეს მხედველობა ოდნავ გამიუმჯობესდეს ან მკურნალი თუ იცით ვინმე ჰომეოპათი ან ხალცურო მედიცინა. მწვანე ჩაიმ მიშველა მაგრამ გვერდითი ეფექტები აქ და იქნებ რაიმე უვნებელი იცოდეთ ფლზ. მადლობა წინასწარ.

Powered by Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)