#55707186 · 13 Jan 2020, 17:05 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
ერთადერთი წამალია, რომელიც ანდროგენული თმის ცვენის ძირეულ გამომწვევს ებრძვის და ფაქტიურად აჩერებს გამელოტებას. მინოქსიდილიც ეფექტურია, მაგრამ მარტო ზემო სკალპზე გამოიყენება, თანაც დჰტ-ს არ ბლოკავს, ამიტომ ფინასტერიდის მიღება უფრო უპრიანია. ზოგი ორივეს ერთად იყენებს, მაგრამ მინოქსიდილი დამატებითი ხარჯი და დისკომფორტია მხოლოდ. შესაბამისად, გადავწყვიტე მივიღო 1 მგ ფინასტერიდი ყოველ დილით (ზოგადი ფორმულირების და არა ბრენდული).
ვინც უკვე დიდი ხანია იღებთ 1 მგ ფინასტერიდს დღიურად (თმის ცვენის შესაჩერებლად), შეგინიშნავთ თუ არა მისი მოსალოდნელი გვერდითი ეფექტები? კონკრეტულად მაინტერესებს ერექციის პრობლემები, სათესლე ჯირკვლების დაპატარავება, ეაკულატის (სპერმის რაოდენობის და ხარისხის) შემცირება და გინეკომასტია (მამაკაცის სარძევე ჯირკვლების გაზრდა). თავბრუსხვევა და მახსოვრობის გაუარესებაც შეიძლებაო წერენ და ამ პრობლემებზეც რომ დაწეროთ, თუ შეგინიშნავთ რათქმაუნდა.
წინასწარ გიხდით მადლობას გამოხმაურებისთვის.
This post has been edited by Sabarchmage on 13 Jan 2020, 17:07
|