Printable Version of Topic
Click here to view this topic in its original format |
თბილისის ფორუმი > სილამაზე და მოდა > კონტურული მაკიაჟი |
Posted by: Keso 20 Feb 2008, 17:56 |
მაინტერესებს კონტურული მაკიაჟი სად კეთდება თბილისში ყველაზე კარგად და ვინმეს თუ გაგიკეთებიათ კმაყოფილი ხართ თუ არა? ტუჩზე მინდა გავიკეთო * * * არავის გაქვთ გაკეთებული კონტურული მაკიაჟი? ან გინდათ გაიკეთოთ? ან გსმენიათ რამე? ან ვარგა ან არ ვარგა არაფერი? |
Posted by: tamunia_ch 21 Feb 2008, 10:39 |
Keso სურვილი არ გამჩენია გამეკეთებინა და სიმართლე გითხრა არც არავიზე მინახავს რეალში. რავიცი აბა რა გითხრა კონკრეტული სურათები ხო არ გაქვს რომ დადო |
Posted by: menak 21 Feb 2008, 11:38 |
ტუჩზე და თვალზე კარგი იქნებოდა მაგრამ რავიცი აბა. http://net.site.ge |
Posted by: bacila 21 Feb 2008, 14:46 |
ნაცნობმა გაიკეთა გია გვარამიასთან, მეტი არაფერი ვიცი......... |
Posted by: TT+ 21 Feb 2008, 16:58 | ||
menak
თვალზე ცოტა საშიში ხომ არ იქნება? |
Posted by: menak 21 Feb 2008, 17:09 | ||
TT+
თუკი აკეთებენ არამგონია საშიში იყოს. |
Posted by: Keso 21 Feb 2008, 17:50 | ||||
bacila
კმაყოფილია? მე მინდა გავიკეთო ტუჩზე და რაღაც ვერ ვრისკავ, არავინ ვიცი გაკეთებული რომ ქონდეს დედაჩემის მეგობარს აქვს ოღონდ იმან მოსკოვში გაიკეთა და იავი აბა? * * * revolucioneri
ნუ იცი როგორი რაღაცაა? მე მაგალითად პატარა ტუჩები მაქვს და მუდმივად ვიკეთებ კონტურს, ანუ ზუსტად ვიცი რომ კონტური ყოოოოველთვის მჭირდება და პრობლემა კიდევ ის არის, რომ ტუჩები, ისევე როგორ სახე, ძალიან მიწამს მაკიაჟს და ზალიან მალე გადამდის, ანუ სადმე რომ ვარ დატანჯული ვარ და ამიტომ ერთხელ რომ გავიკეთო კონტური ტუჩზე დავისვენებ და ზუსტად ვიცი რომ არასოდეს არ მომინდება მოშორება, ისევე როგორ შავი ფანქრის წვრიიილი წვრილი ხაზი თვალზე თანაც დროთა განმავლობაში თავისით მაინც გადადის |
Posted by: revolucioneri 21 Feb 2008, 17:50 |
Keso შენ პერმანენტ მაკიაჟზე ამბობ მუდმივად რომ გაქვს? მინახია და არ მომეწონასავიტ, და რომ აღარ გინდოდეს, რას შვრები მერე? მოიშორებ რომ? ეგებ, მერე სხვნაიარდ გინდა დახატვა, რას იზავ? |
Posted by: menak 21 Feb 2008, 17:55 | ||||||
revolucioneri
ძაან კი არ უნდა გაიკეთო ოდნავ რომ სიმკვეთრე შესძინოს ტუჩს ან თვალს
ჩვეულებრივი საშუალებებით გადაახატავ ისე ვისზეც ნახე როდის ქონდა გაკეთებული და რამე დამატებითი ინფორმაცია არ გაქვს? ან ფორუმის გზა მიასწავლე შემოვიდეს |
Posted by: revolucioneri 21 Feb 2008, 18:10 | ||
უი, მეც მაგის გამო ვფიქრობდი ერთ დროს გამეკეტებინა, პატარა ტუჩები არ მაქვს, მაგრამ უფერული, ხოდა შენი არ იყოს, კონტურს სულ ვიკეტებ ფერი რომ მისცეს, მერე ალუბლის ბალზამს ვისვამ და ძაან ბუნებრივი ფერი ხდება და მეც შევღონდები ხოლმე, ხოდა, მეც ვიფიქრე , ეგებ, გავიკეტო მეთქი, ხოდა ერტს რომ ვუნახე წარბები მოიხატა წვრილი ზაფივიტ და გული შემიღონდა, ხოდა ვიფიქრე, ნოუ ვეი, მაგას არ ვიზავ არაა მეთქი! არადა, როგოც მახსოვს, იმან თქვა, ტუ არარ მინდა აშორებენო, არ მახსოვს ზუსტად, კაი 6 წლის წინ იყო. menak ასე რომ, მანდ არ ვარ რამე მიგასწავლო ად აქაური , აბა, რატ გინდა. აჰა, ინფო, დავაგოოგლე, http://www.google.com/search?hl=en&sa=X&oi=spell&resnum=0&ct=result&cd=1&q=permanent+make+up&spell=1 |
Posted by: TT+ 21 Feb 2008, 18:14 |
არა უშნოდ ნამდვილად არ ჯდება მე მაქვს ნანახი მამიდაჩემის დაქალმა გაიკეთა ხარკოვში ძაან გოგჩოა და მაგრადაც მოუხდა ძალიან ბუნებრივად ზის თუ მოგბეზრდება ტონალური გადაისვი და ეგაა აი თვალზე მეც გავიკეთებდი მაგრამ მეშინიასავით |
Posted by: bacila 21 Feb 2008, 19:51 | ||
Keso, იმასაც ტუჩზე აქვს გაკეთებული, შენნაირი პრობლემა ჰქონდა - წვრილი ტუჩები. ე.ი. მე ვნახე მას მერე, როცა პირველი სეანსი ჰქონდა ჩატარებული მხოლოდ, ცოტა აქერცლილი ჰქონდა დამუშავებული კანი. მე მგონი 1 თვის (ან 2 კვირის) პერიოდით 3 სეანსი იყო საჭირო. ეფექტი ნამდვილად ჰქონდა, თან ძალიან ბუნებრივი. დახატულ წარბს ნუ შეადარებთ, ტუჩის კონტური ბევრად უფრო ბუნებრივად ჯდება. მართალია საბოლოო შედეგი არ მინახავს, მაგრამ ვიცი რომ კმაყოფილია |
Posted by: STEELHEART 21 Feb 2008, 23:12 |
მეც მინდა გაკეთება და მეც ტუჩზე როგორც ვიცი ფემინაში აკეთებენ არ გავსულვარ მაგრამ ვაპირებ. რამეს თუ გავიგებ დავწერ.. |
Posted by: P_s_y_c_h_e 21 Feb 2008, 23:53 | ||||
TT+
თვალზე მეც მიანტერესებს და რამდენად უსაფრთხოა ნეტა? კოსმეტეოლოგმა მითხრა თვალია და მაინც მოერიდეო არადა ყოველდღიურად ფანქარის წასმაც არ არის სახარბიელო თვალის კანისთვის
პერმამენრული მაიკიაჟი არის 6თვიანი, 1წლიანი და ა.შ. მგონი ღირს რომ 6 თვიანი მოისინჯოს და თუ გაამართლებს მერე წლიანი გაკეთდეს |
Posted by: bachi24 22 Feb 2008, 00:04 |
აუ მეც მინდა ეგ,წარმოიდგინეთ რა მაგარია ბასეინიდან ამოდიხარ ან ტირიხარ და სახე ფორმაში გაქმინდა |
Posted by: P_s_y_c_h_e 22 Feb 2008, 00:42 | ||
bachi24
მითუმეტეს, რომ ყოველ დილას არ გეხარჯება დრო წასაწმელად და საღამოს მოსაშორებლად |
Posted by: revolucioneri 22 Feb 2008, 02:15 | ||||
მოკლედ, ზარმაც ქართველზე ზედგამოჭრილია |
Posted by: GIMME 23 Feb 2008, 22:22 |
მეც ძაან მაინტერესებს ეს საკითხი და ფასებიც თუ ვინმემ იცის რა ჯდება ეს სიამოვნება იქნებ დაწეროოს |
Posted by: P_s_y_c_h_e 24 Feb 2008, 14:59 |
ფასებიიი, ფასები გვაინტერესებს: მაგალითად ტუჩის კონტურის, წამწამებთან შავი კონტურის გვარამიასტან წამწამების დაგრძელებას აკეთებენ? |
Posted by: თებზი 24 Feb 2008, 15:31 |
აი ეს განსხვავებაა მდე-და მერე ვისაც უხდება და მოწონს რატომაც არ უნდა გაიკეთოს http://www.123.ge/ http://www.123.ge/ |
Posted by: Deamanu 24 Feb 2008, 16:20 |
ტუჩზე მაგარია,ლივ ტაილერს აქვს 'lOrd Of the rings'ში : P რO წარმOვიდგენ რა კაი რამეა ... ვინმეს არ უნდა გაიგOს რა ღირს ? : ) |
Posted by: Evilchik 24 Feb 2008, 22:48 |
ეგ არ შორდევბა ხო? .... და სხვანაირად თუ მოგინდათ დახატვა და მერე რა უნდა ქნათ?..... |
Posted by: Keso 24 Feb 2008, 23:10 | ||
აუ, ამაზე არ მიფიქრია და ეხლა რომ დავფიქრდი რა მაგარიაააააა მე დავრეკავ ხვალ Fემინაში და გვარამიასთან, იმედია ტელ. მეტყვიან ? |
Posted by: Deamanu 24 Feb 2008, 23:42 |
Keso რა კარგი ხარ დაგვიწერე მერე რა,ტუჩზეც კითხავ იმედია ... |
Posted by: სხვანაირა 8 Apr 2008, 14:09 | ||
Keso
ხო არ დაგირეკია? |
Posted by: baikela 8 Apr 2008, 14:22 |
მეც ზალიან მაინტერესებს ტუცების პრობლემა მაქვს |
Posted by: n_j 8 Apr 2008, 15:47 | ||
revolucioneri
აუ ეს რა არის? დავინტერესდი |
Posted by: ANGELofDEATH 8 Apr 2008, 21:03 |
medishic xom aketeben konturul makiajs . davreke erti ori tvis win mindoda (magram sakmeebi gamomichnda da zapxulistvis gadavde eg sakme, bareb zagari da ambebi... ) xoda ese mitxres 300 lari girso konturuli makiaji tuchzeo... sheperilobas shegirchevto kanis tmis tvalis peris mixedvito... da tu ginda konturi da mtlianad tuchis peris shecvlao 500 lario... ogond xangrdzlivoba ar maxsovs mgoni 1 weli sashualo zomis tuchebi makvs magram minda upro didi. |
Posted by: bachi24 8 Apr 2008, 21:29 | ||
რა ამბავია! თAნაც ერთ წლიანი,მაგ ფასად ტუჩს დაიბერავს კაცი |
Posted by: NAT414 8 Apr 2008, 22:41 |
აუ მეც მინდა თვალზე აი ესე მომწონს |
Posted by: menak 21 Apr 2008, 22:47 |
აუ მინდა ტუჩზე მაგრამ ეჰ......................... |
Posted by: sevaida 22 Apr 2008, 14:21 |
თვალზე უფრო მომწონს, ტუჩზე დიდად არა.. |
Posted by: Coco Mademoiselle 22 Apr 2008, 22:20 |
300 ლარი რა მაბავია? ძვირი არ არის?????? |
Posted by: საფრთხობელა 22 Apr 2008, 22:34 |
ეს კონტურული მაკიაჟი რაღაა ნეტა? ტატუა იგივე მოდით ჰა ნემსი და ტუში მეც მაქვს და მთელი ციხე მასე იხატება, და მოდიტ 30 ლარად მოგხატავთ, 300 ლარი რა უბედურებაა? |
Posted by: mari_angel_ge 30 Apr 2008, 00:07 |
მგონი ძაან მაგარი საშუალებაა ეგ, პროსტო როგორ გაგიკეთებენ აქ, თორემ ვიცი რომ ძალიან ბევრია კმაყოფილი! |
Posted by: S_H_I_N_Y 30 Apr 2008, 00:41 | ||
თვალზე მომინდაააა, მაგის ფასი არავინ იცის? თან აქ როგო აკეთებენ ეგაა ძალიან მნიშვნელოვანი |
Posted by: baikela 30 Apr 2008, 10:23 |
გუშინ დავრეკე მედიში და მითხრეს რომ 230 ლარიდან 300 ლარამდე ჯდება ორივე ტუჩიო და 2 საატი უნდება გაკეთებასო |
Posted by: margusha 30 Apr 2008, 10:29 | ||||
მე რაც ვნახე გაკეთებული, ჯობია არ მენახა ანუ გაწოვა რომ დაიწყო ამ საღებავმა ტუჩიდან, გაიშალა ტუჩების ირგვლივ და გადაიდღაბნა ისე, თითქოს ხელით რომ მოიშორებ პომადას და ნარჩენები აქეთ იქით გადადის |
Posted by: S_H_I_N_Y 30 Apr 2008, 12:30 |
margusha დედაააააა, აღარ მომინდა აქ ყველაფერი უნდა გადაამოწმო, თორენ ისეთს გაგიკეთებენ, რომ ....... |
Posted by: kikito 30 Apr 2008, 12:32 |
დედაჩემმა გაიკეთა თუჩზე და თვალზე და კიდე წარბები ხოდა რავი მემგონი პატარა ასაკში არ ღირს ტან იმან ვინც გაუკეთა უთXრა რო პარტარებს არ ურჩევო თავიან ძალიან ეტყობოდა და არაბუნებრივი იყო და თან თვალები და თუცები ქონდა გასიებული საშინლად ეხლა ბუნებრივარ გამოიყურება |
Posted by: Meguna 30 Apr 2008, 13:40 | ||
bachi24
აუზში მაკიაჟით არც უნდა ჩახვიდე |
Posted by: baikela 30 Apr 2008, 15:00 |
kikito ვინ გაუკეთა და თვივთონ თუ არის კმაყოფილი |
Posted by: kikito 30 Apr 2008, 16:43 |
baikela მოსკოვში გაიკეთა იქ ცხოვრობს |
Posted by: baikela 1 May 2008, 14:06 |
ხალხო კონტურული მაკიაჯის გაკეთება მინდა და ვისტთAნ გავიკეთო მირჩიეს წოPეს გოგო თქვენ რას მირჩევთ |
Posted by: POMPADOUR MADAM DE 5 May 2008, 19:53 |
რა ამბავია 300 ლარი რა თან რამდენხნიანია ეს კონტურული მაკიაჟი? ვაპირებდი თვალებზე გამეკეთებინა მაგრამ მართლაც რომ ღორობა გამოდის, რა პლასტიკური ოპერაციაა თუ რის გამო ღირს 300 ლარი ახ..ტ ბლ..ა რა!! |
Posted by: LIKA@LIKA 14 Jun 2008, 14:51 |
აუ მეც მინდა ფანქარი თვალზე! ხომ არ იცით რა ჯდება? მარტო თვალზეც არის ალბათ 6 თვიანი? ჯერ ამას ვცდიდი და მერე ვნახოთ. ან სად აკეთებენ უფრო კარგად |
Posted by: bachi24 15 Jun 2008, 13:29 | ||
ვიცი,მაგრამ მთელი მუღამიც ამაშია,რომ კონტურული მაკიაჟით ჩახვალ და ფორმაშიც იქნები |
Posted by: lilu777 15 Jun 2008, 14:06 |
LIKA@LIKA აუ თვალზე ფანქარი მეც მინდა მაგრამ რაღაც მეშინია მე როგორც ვიცი 6 თვიანიც არის და 1 წლიანიც . ადრე რომ შემოვიდა რაღაც ბუმი იყო მაკა ასათიანი და მთელი მაგის სამეგობრო იკეთებდა TV შიც იყო * * * წეღან დავრეკე 212 - 312 ზე გვარამიას ცენტრში, თვალზე 2დან 5წლამდე ვაკეთებთო 150 ლარიდან თუ არ ვცდები და მე მაქვს ძაან კმაყოფილი ვარო ოპერატორმა მითხრა ) თავიდან 2 დღე ცოტა შესიებული გაქვს ვადის გასვლის პერიოდში კი უბრალოდ ფერმკრთალდებაო |
Posted by: LIKA@LIKA 15 Jun 2008, 14:59 |
lilu777 მერე საშიში რამდენად არის ნეტა? 2 წელი ბევრია იქნებ აღარ მომინდეს 1 წელი კიდე მოჟნა |
Posted by: lilu777 15 Jun 2008, 15:06 |
LIKA@LIKA არვიცი შეიძლება 1 წელიც შესაძლებელია დარეკე აბა, ისე მეც მეშინია ცოტა დეიდაჩემი ექიმია და სასტიკად გამიპროტესტა რავიცი აბა თუ დამარტყა თავში შეიძლება მაინც გავიკეთო ვისაც გაუკეთებია იმის რეალური კრიტიკული აზრი მაინტერესებს |
Posted by: LIKA@LIKA 15 Jun 2008, 16:15 |
lilu777 ხოო, ეხა მოვა ჩემთან დაქალი ახლობელმა გაიკეთაო მითხრა და კაიაო და ვკითხავ აბა თუ არ დამავიწყდა რა დაუჯდა და სად გაიკეთა. ] |
Posted by: lizofobi 17 Jun 2008, 17:29 |
ისა და...მტკივნეულია კონტურული მაკიაჟის გაკეთება? ან რამე ალერგიული რეაქცია თუ აქვს? |
Posted by: bakako6 15 Nov 2009, 21:55 |
მე გავიკეტე და ზალიან კმაყოფილი ვარ |
Posted by: GlamourGirl 21 Dec 2009, 17:04 |
bakako6 ვისთან გაიკეთე და რისი, თვალის? რა დაგიჯდა შეგიძლია დაწერო? |
Posted by: bochita 21 Dec 2009, 17:35 |
bakako6 იქნებ მოახერხო და სურათი დაგვიდო რა |
Posted by: bakako6 21 Dec 2009, 22:00 |
ტუცებზე გავიკეთე ირინასთან მედიში 600 ლარი მივეცი თავის რასტუსოვკით |
Posted by: butterfly616 26 Dec 2009, 16:39 |
ესთეტიკ სერვისში აკეთებენ ტუჩზეც და თვალზეც, 365-007 |
Posted by: თებზი 26 Dec 2009, 16:49 |
გავრისკო-არ გავრისკო გავრისკო-არ გავრისკო |
Posted by: NITSA_144 26 Dec 2009, 18:32 | ||||
+1000000000000000000000 თებზი
ზოგი რა მოცლილია.. ღმერთ ებარებოდეთ |
Posted by: GlamourGirl 18 Feb 2010, 12:44 |
ვინმეს ამ ბოლო დროს ხომ არ გაგიკეთებიათ კონტურული მაკიაჟი? ფასები მაინტერესებს დაახლოებით რა ღირს და სად კეთდება კარგად? |
Posted by: Keso 2 Mar 2010, 02:11 |
მდააააააააა მაინც ვერ გავიკეთე, მეშინია და რა ვქნა ? |
Posted by: paradise_seeker 2 Mar 2010, 11:33 |
წამწამებსაც რამეს უშვებიან პახოდუ თუ ემთხვევა რომ პოსლე ფოტოებში დატუშული აქვთ ? მე მინდა დიდი წამწამები ))) |
Posted by: FCB-87 3 Mar 2010, 00:55 |
რა ღირს ტუჩებსზე კონტური? . ელზა ვარ ახალი წევრი ვარ ზაან დამაიტერესა თკვენმა თემებმა |
Posted by: MALI 5 Apr 2010, 08:46 |
ვინმეს თუ შეგიძლიათ მითხრათ სად კეთდება კონტურული მაკიჟი? ვარიანტები მინდა კლინიკების წარბებზე იმედია აკეთებ ,,,,,,,,,,,,, |
Posted by: butterfly616 7 Apr 2010, 11:49 |
MALI ესთეტიკ სერვისში აკეთებენ ვიცი, ტელევიზიის წინ არის. |
Posted by: Sopho* 7 Apr 2010, 12:24 | ||
paradise_seeker
წამწამებს ვერაფერს უშვრებიან ჯერჯერობით. ანუ დაგრძელებაზე ვამბობ. უბრალოდ წერტილებს სვამენ წამწამებს შორის - ფერების არჩევანი უამრავია და ზუსტ ფერს შეგირჩევენ - რაც ლამაზ ეფექტს იძლევა, უფრო ხშირ წამწამებს გიჩენს. Keso ტუჩების კონტური მინახია, მაგრამ .... მე პირადად ტუჩებს დავიბერავდი, ვიდრე კონტურს გავიკეთებდი. თან ერთ გოგოზე ვნახე, მე მგონი კონტური ქონდა გაკეთებული და რაღაც არ მომეწონა, თუმცა ალბათ მნიშვნელობა აქვს როგორ გაგიკეთებენ, ფერი უნდა შეარჩიონ ზუსტად და წვრილად უნდა გაგიკეთონ რომ შესამჩნევი არ იყოს. |
Posted by: Keso 7 Apr 2010, 14:53 | ||
MALI
ეგ როგორ? Sopho82 ეხლა კონტური აღარ მინდა, ეხლა იცი რა მინდა? გელით რომ ბერავენ ოოოდნავ ტუჩების ზედა კონტურს იმის გაკეთება მინდა. დაახლოებით 700 ლარამდე ჯდება კუზანოვთან (თუ არ ვცდები) და ერთი წელი გყოფნის |
Posted by: Sopho* 7 Apr 2010, 16:49 | ||||
Keso
ა, ვიცი, ძალიან ლამაზი რაღაცაა... მაგრამ მე ბუნებრივად მაქვს
მე მგონი ღირს 700 ლარის გადახდა |
Posted by: MALI 7 Apr 2010, 17:51 | ||
:*
|
Posted by: tamotamo1 27 Aug 2010, 13:55 |
სამი თვის წინ გავიკეთე კონტური ტუჩებზე, პირველი სამი დღე ჩემი თავის მეშინოდა, ძალიან მუქად მქონდა, ჩემი შეყვარებული გადაირია რომ დამინახა, კინაღამ დამშორდა ; მაგრამ ერთ კვირაში ისე მაგრად დამაჯდა რო ... დამშორდა კი არა გუშინ ისე ჭიკჭიკებდა მგონი ცოლობა უნდა მთხოვოს. რაღაც მაგარ სიურპრიზებს მპირდება და ვნახოთ, ვნახოთ... გაგაგებინებთ ამბებს |
Posted by: natianatia12 27 Aug 2010, 14:38 |
tamotamo1 გილოცავ! სად გააკეთე და რა დაგიჯდა? ძალიან მინდა ოღონდ მხოლოდ ზედა თუჩზე თუ შეიძლება, ისე ფერი დაემთხვა? ჩანს თუ არა რო კონტური გაქ? |
Posted by: tamotamo1 1 Sep 2010, 18:31 |
natianatia12მედიში გავიკეთე კოსტავაზე კაზინო ევროპის პირდაპირ როა, 600 ლარი დამიჯდა დატუშვით, ანუ მარტო კონტურს კი არ გიხაზავენ ტუჩებსაც გიფერავენ ოდნავ და ბუნებრივად ჯდება. ირინა გორგოძე იკითხე ექიმი, ყველაზე მაგარი და გამოცდილი კოსმეტოლოგია თბილისში. ფერსაც ზუსტად დაგიმთხვევს. მოკლედ ძაალიან კმაყოფილი ვარ მე პირადად |
Posted by: თებზი 7 Sep 2010, 14:25 |
მაინტერესებს აქ თუ პოსტავს ისეთი ვინმე, ვისაც აქვს გაკეთებული კონტურული მაკიაჟი თვალებზე. ფორმის შეცვლა მინდა ოდნავ არანაირი ლასტოჩკები და ზედმეტი ფერები, მხოლოდ თვალის კონტურის შეცვლა ხოდა ვის მირჩევთ |
Posted by: BAKUSA 7 Sep 2010, 16:45 |
თვალის კონტურიი მეც მინდაა, მაინტერსებს ვინმეს თU აქვს გაკეთევული, სად და რამდენად..ველიი პასუხეეეებს |
Posted by: aranormaluri 7 Sep 2010, 16:49 |
tamotamo1 იცი რა მაინტერესებს? რამდენ ხანს გყოფნის დატუშვა? და კონტურის გარეშე თუ შეიძლება დატუშვა? ანუ კონტური რომ არ გავიკეთო ისე. * * * 300 ლარი მშვენიერი ფასია, მაგრამ 600 უკვე ოოოო. არ მინდა, არ მიღირს. |
Posted by: ანესთეზია 7 Sep 2010, 21:38 |
და ეგ პერმანენტული მაკიაჟიც თუ ისევე კეთდება როგორც ტატუ, 2-5 წელიწადში რანაირად გადადის? |
Posted by: butterfly616 10 Sep 2010, 14:10 |
ანესთეზია ტატუ საღებავით კეთდება, კონტური მცენარეული პიგმენტით რომელიც იწოვება, |
Posted by: kikito 17 Sep 2010, 15:17 |
............................................................... |
Posted by: BAKUSA 17 Sep 2010, 15:36 |
ბავშვებო სად გავიKეთო მირჩიეთ რა , არ მინდა კონტურივით მეტყობოდეს, ოდნავ გადასეული მინდა ტუჩის კონტურიდან, ვიზუალი რომ გამიზარდოს, რა ჯდება და სად აკეთებენ კარგად??? |
Posted by: BAKUSA 24 Sep 2010, 14:25 |
მირჩIეთ რაა სად ხაართთ??................................. |
Posted by: butterfly616 24 Sep 2010, 14:37 |
BAKUSA წინა გვერდები გადაგეკითხა ისე მე სადაც დავდივარ იქ აკეთებენ როგორც ვიცი. ესთეტიკ სერვისში. დარეკე და მიდი კონსულტაციაზე, მე არ მაქვს გაკეთებული და დეტალები არ ვიცი |
Posted by: KEIDI_13 25 Sep 2010, 13:29 |
არაა, რაღაც არ მინდა. კონტურს საერთოდ არ ვხმარობ ტუჩზე. თვალის ფანქარს კიდევ ხან ზევიდან ვისმევ ხან ქვევიდან არაა საჩემო საქმე კონტური. |
Posted by: პარიჟანი 14 Oct 2010, 13:54 |
butterfly616 ხომ არ იცი წამწამების და წარბების ტუშირების დროს გაუტკივერებას როგორ აკეთებენ, და რამდენად უსაფრთხოა თვალისთვის? |
Posted by: butterfly616 15 Oct 2010, 14:47 |
პარიჟანი მგონი რაღაც გამაყუჩებელ მაზს უსვამენ, ტუჩის კორექციაზე ეგრე აკეთებენ და ალბათ კონტურზეც. დარეკე და კონსულტაციაზე გაიგებ ყვლეაფერს. უსაფრთხოების რა გითხრა, ექიმი თუ პროფესიონალია და კარგად გააკეთა არაფერი არ მოგივა |
Posted by: kroshkatamunia 21 Oct 2010, 00:04 |
მაგარი რამეა, თვალზე მინდა გავიკეთO, ოდნავ წვრილი ხაზი, წამწამებთან ახლოს, რომ ისე ხაზივით არ ჩანდეს. ჯერ პარიზში ნაყიდი ბობი ბრაუნის თვალის ფანქარი ჩავამთავრო , თორემ თუ გამიხმა - ხომ გამისკდა გული! |
Posted by: BAKUSA 22 Oct 2010, 10:18 |
გოგოებო გელით სად ბერავენ ყველაზე კარგად? რა ჯდება? |
Posted by: butterfly616 23 Oct 2010, 12:50 |
BAKUSA ჩემმა დაქალებმა ესთეტიკ სერვისში დაიბერეს და კარგად აქვთ. მე არ გამიკეთებია, ისედაც დაბერილივით მაქ 1 გრამი 210 ლარი ღირს გააჩნია რამდენი გინდა |
Posted by: BAKUSA 23 Oct 2010, 13:10 |
butterfly616 ალბათ მეყობა ერთი გრამი, ლოქოსავით არ მინდა მქონდეეს))ესეიგი ბუნებრივად ჯდება ხომ? |
Posted by: butterfly616 29 Oct 2010, 13:41 |
BAKUSA თვითონ ექიმიც გირჩევს, ამათმა დაიმატეს მერე 2 გრამი, ეუბნებოდა არ გინდათო მარა არ დაუჯერეს და დადიან ეხლა კვატებივით თავიდან 1 გაიკეთე და თუ დაგჭირდა მერე ერთ თვეში დაიმატებ |
Posted by: სერაფიტი 28 May 2011, 14:42 |
გოგოებო, იქნებ მირჩიოთ: ბიკინის ზოლზე (ვგულისხმობ იმ ნაწილს, რომელიც საცვლის გარეთ ექცევა) ვიკეთებ ცვილის ვაქსს. მრჩება რაღაც წითელი ლაქები, რომლებიც მერე ყავისფერი ხდება და კარგა ხანს მაქვს. ხანდახან მიბრუნდება თმა და ისიც იწვევს. რამე მალამო ან ხალხური საშუალება თუ არის, რომ ეს ლაქები გამიქროს? იქნებ ვინმეს გამოცდილი ჰქონდეს და რამე კარგი მალამო იცოდეს. მომენატრა ჩემი კრიალა კანი |
Posted by: an_u_ka 28 Jul 2011, 03:52 |
ცოტა ძველი თემაა მაგრამ თუ კიდევ ვინმეს აინტერესებს კეკელიძეზე ჯავახიშვილების სალონში აკეთებენ თბილისში ყველაზე კარგად თან ძვირიც არ ღირს თუ არ ვცდები 100 $ დან იწყება ფასი. ტუჩის და წარბის კონტურები მაქვს მათი გაკეთებული რამდენიმე ნანახი და ძალიან მომწონს. |
Posted by: charlota 8 Sep 2011, 13:54 |
http://gvaramia.com/makiaj.php გვარამიასთან ტუჩზე კონტურული მაკიაჟი ხომ არ იცით რა ღირს... ???? |
Posted by: Keso 16 Sep 2011, 22:56 | ||
an_u_ka
შენ გაიკეთე ტუჩი ? |
Posted by: an_u_ka 2 Oct 2011, 00:07 |
Keso მე არ მაქვს, მაგრამ ჩემს გარშემო ძალიან ბევრმა გაიკეთა მანდ და ძალიან კმაყოფილები არიან |
Posted by: kroshkatamunia 5 Oct 2011, 23:21 |
გაკეთებული მაქვს ტუჩის ტატუაჟი - რასტუშოვკით კონტური მინდოდა - არ მინდოდა წვრილი ხაზი ყოფილიყო , და ტუჩის ფერზე დავასმევინე, ბუნებრივი ტუჩის კონტურს ოდნავ გადავაცილე და გამოვიდა უფრო ფუმფულა ტუჩები. ხოდა აქ ბევრს აინტერესებდა თვალზე. თვალზეც მაქვს გაკეთებული, ოყონდ ტატუაჟია ესეც . ანუ წესით 5 წელზ მეტი უნდა მეყოს. თვალი უფრო არასასიამოვნო იყო ვიდრე ტუჩები. საზიზღარი გრძნობა იყო თვალზ კეთების პროცესი, მერე თვალები დასიებული მქოდა, მერე ეს ქუცები მომახმა და ამდზვრა, ამ დროს სულ სპეციალურ მალამოს ვისვამდი , რომ დროზე ადრე არ ამდზვრალიხო , თორემ შეიძლებოდა დაზანებულიყო კონტური, თვალზე ოდნავ გავიკეთე, მაგრამ საკმაოდ მიხდება, მომწონს ძალიან და კმაყოფილი ვარ. ასე რომ ვისაც გინდათ გაიკეთეთ, არ ინანებთ, და თანაც ამ ფანქრით თვალის წვალება არ დაგჭირდებათ მუდმივად. |
Posted by: parikutini 6 Oct 2011, 00:29 |
BAKUSA ესთეთიკში გავიკეთე მეც კმაყოფილი ვარ მაგრამ 1 გრამი თითქმის არც ემჩნევა... პირველი 2 კვირა კი მაგრამ მერე ეს გელი ეტYობა უკეთ ნაწილდება და ეხლა თითქმის არც მემჩნევა.... თითო ტუჩს სადღაც გრამ ნახევარი 2 გრამი სჭირდება ჩემი აზრით რომ განსხვავება შენიშნო ძველ და ახალ ტუჩს შორის.... ვაპირებ დამატებას თითო თითო გრამის ზევითაც და ქვევითაც |
Posted by: ქეთუ 6 Oct 2011, 10:20 |
kroshkatamunia სად გაიკეთე და რა დაგიჯდა? ტუჩზე შეგიძლია დადო სურათი მანამდე და გაკეთების მერე? აი რაც ფაწერე ეგ მიდა მეც და ვიცოდე მიახლოებით რა გამოვა |
Posted by: charlota 6 Oct 2011, 15:14 | ||
მეც ზუსტად ეს მინდა.. : D ტუჩის ფერიი, ისე რომ არ მეტყობოდეს.. უბრალოდ კონტური გამოკვეთილი.... |
Posted by: kroshkatamunia 7 Oct 2011, 19:38 |
ხალხნო ძველი სურათი მანამდე არ მაქვს - ისე რომ მკვეთრად ჩანდეს სხვაობა, დხეს საღამოს დავდებ რაც გამოვიდა |
Posted by: ქეთუ 7 Oct 2011, 23:54 |
kroshkatamunia იყოს ის რაც გამოვიდა რა დაგიჯდა? |
Posted by: kroshkatamunia 8 Oct 2011, 16:39 |
თვალის ტატუაჟი თხლად მინდოდა, რომ ძალიან არ ყოფილიყო, და მეტი სიმკვეთრე თუ მინდა ლაინერს უსმევ ზევიდან და მშვენიერია http://pixs.ru/?r=3111898 * * * ეგ ტუჩის, მაგრამ ცუდად ჩანს, და ამიტომ დიდი ვერაფერი გამოვიდა, თან კონტურის გარეშე არ გინახავთ და ვერ გამოიტანთ დასკვნას, ნუ ფაქტია რომ ასე უფრო მკვეთრია http://pixs.ru/?r=3111905 |
Posted by: charlota 8 Oct 2011, 17:13 |
kroshkatamunia სურათში რაც ჩანს ტუჩზე არც გეტყობა თუ გაკეთებულია.. ბუნებრივად არის და მეც ეგრე მინდა... სად და რამდენად გაიკეთე თუ საიდუმლო არ არის.. )) :* |
Posted by: დოლორეს 8 Oct 2011, 18:22 | ||
an_u_ka
parikutini გოგოებო,თქვენც გვანახეთ რა ფოტოები. kroshkatamunia მტკივნეული იყო? პროცედურა როგორია,შეგიძლია აღწერო? მე მგონი ტუჩი დატუშულიც გაქვს ხომ? როგორ კეთდება ეგ,როგორი ფორმაც გინდა ისეთ ფორმას აზლევ თუ მხოლოდ ტუჩის ბუნებრივ ხაზს ამკვეთრებენ? ლამაზია და ბუნებრივი,არ გეტყობა. ჩემს ნატესავს აქვს მე მგონი გაკეტებული,არ ამხელს არადა მაგრად ეტყობა ტუჩზე შემოხაზული უშნოდ აქვს. შენ კი ძალიან კარგად გქვს გაკეთებული. გოგოები წერდნენ ადრე ამ თემაში შორენა ბეგაშვილის წარბებზე,გაკეთებული აქვს ტატუაჟიო.ძალიან ლამაზი წარბები კი აქვს ბეგაშვილს |
Posted by: narkozeli 8 Oct 2011, 18:44 | ||
როცა არააქვს დაწვრილებული ლამაზია,მაგრამ ზოგჯერ ზედმეტად იწვრილებს და არ მომწონს ეგ ზედმეტად დაწვრილებული,პროვინციულ სახეს აძლევს(( |
Posted by: kroshkatamunia 8 Oct 2011, 19:50 |
დოლორეს ტუჩები ჩემი აზრით ძალიან მტკივნეული არ იყო - უფრო არასასიამოვნო, აი თვალეეეები რთული ასატანი იყო, საშინელებააა, მე გამიჭირდა პირადად. მაგრამ საკმაოდ სერიოზულად ვიყავი განწყობილი, მაგრამ ეს კიდევ გაყუჩებული მქონდა მეტ ნაკლებად, ტუჩებზ რასტუშოვკა მაქვს, მართალი ხარ, ფორმას დიდად ვერ შეიცვლი ჩემი აზრით- უშნო იქნბა. ჩემს შემთხვევაში რამდენიმე მილიმეტრით გადასულია ტუჩის ბუნებრივ კონტურს, და მერე რასტუშოვკით ტუჩის შუამდე შემოსული. ფერზე დიდი ხანი ვაჩალიჩე, ხან რა ფერი ვამატებინე ხან რა, მერე მაჯის შიგნითა მხრიდან მისმევდა და ფერს უყურებდით. |
Posted by: ქეთუ 8 Oct 2011, 19:56 |
kroshkatamunia აუ რა ბუნებრივია ორივე და კარგიიი. სად გაიკეთე? |
Posted by: parikutini 8 Oct 2011, 22:33 |
დოლორეს ბუნებრივი ტუჩით http://www.radikal.ru ეს უკვე დუტი ხედავთ რამე განსხვავებას? http://www.radikal.ru ჩემი შვილის ტუჩებს დააკვირდით რომ მბაძავს |
Posted by: დოლორეს 9 Oct 2011, 04:07 | ||
kroshkatamunia აჰა,გასაგებია.ფერიც ლამაზი გაქვს ტუჩების,კარგად შეგირჩევია. მე როგორც ზემოთ არვნიშნე ბეგაშვილის წარბები მომწონს.მე თვითონ ღია ფერის წარბები მაქვს,ფორმას არ ვუჩივი და გამუქების თვალსაზრისით გავიკეტებდი ტატუაჯს,ორონდ ამას დიდი ყოყმანი უნდა ჯერ რომ გადავწყვიტო.არ მინდა მიხატულივით დამეტყოს წარბები parikutini
კი,კი,როგორ არა.ძალიან მოგიხდა.ქვედა ტუცზე გაქვს თუ ორივეზე გაკეთებული? ბავშვი შენი ასლია? |
Posted by: parikutini 9 Oct 2011, 11:19 | ||||||
დოლორეს
მადლობააა
ზედაზე 1 გრამი მაქვს შეყვანილი, ქვედაზე ნახევარი... იმ კვირაში უნდა დავიმატო... ზედა ტუჩზე პროცედურის დროს სისხლი ჩამექცა ცალ მხარეს, ეს სისხლჩაქცევა რომ გაიწოვა ცალ მხარეს ნაკლებად მაქვს ამობერილი ტუჩი და უნდა გავისწორო თან ცოტას კიდე ავაწევინებ ტუჩს ზევით... ვნახოთ რა გამოვა, მერე კიდე დავდებ სურათს....
აქ კიდე მაკიჟი მაქვს ცოტა და იმდენად არ მგავს მაგრამ ისე კოპიოა... მე თითონ მიკვირს ხან და ხან იმხელა მსგავსებაა... |
Posted by: valentinee 9 Oct 2011, 14:36 | ||
შეგიძლია მითხრა, რა ჯდება ეგ ყველაფერი? |
Posted by: charlota 9 Oct 2011, 14:41 |
parikutini შეგიძლია რომ გვითხრა, სად და რამდენად გაიკეთე...??? |
Posted by: parikutini 9 Oct 2011, 16:55 |
valentinee charlota ესთეთიკ სერვისში გავიკეთე თინიკოსთან. ერთი გრამი გელის ღირებულებაა 210 ლარი. |
Posted by: valentinee 9 Oct 2011, 17:08 | ||
რამდენი ხანი გექნება? )) ჰოდა კიდევ,კარგად გემჩნევა ,,მაქსიმუმ რამდენი გრამის შეყვანა შეიძლება? |
Posted by: parikutini 9 Oct 2011, 19:42 | ||||||
valentinee
3-5 წლამდე ეწერა ხელშეკრულებაში... მოკლედ ფასის ამბავია თორე ეს მასალა რაც მე შევიყვანე მაინც სილიკონია, თავისუფალი სილიკონი... არასინთეზური ნაერთია... მე არ მეშინია და გავიკეთე... მეტის საშვალება არ მქონდა მაშინ... ხო ისიც უნდა გაითვალისწინოთ რომ ამ გელს რომ სეიყვანთ სხვა გელს ვერ დაიმატებთ, სულ ეს უნდა დაიმტოთ თუ დამატება გინდათ.
მადლობა
არ ვიცი მე გოგო მყავს ნანახი რომელმაც ზედა ტუჩზე 4 გრამი შეაყვანინა და ქვედაზე 3 მაგრამ ძაან შოშია გაიჩითა... ძაან საყვარელი გოგოა და მოიხდინა მაგრამ ყველას მგონი არ მოუხდება მაგხელა ტუჩი მე მაგხელა ტუჩებით ვიქნები კოშმარი მაგრამ იმას უხდება |
Posted by: kroshkatamunia 9 Oct 2011, 21:31 |
ჩემი ტატუაჟი საქართველოში არ გამიკეთებია, ამიტომ ფასის და აგილის თქმას აზრი არ ააქვს. ტუჩები დაბერვას რაც ეხება - გოგოებო დრთხილად იყავით, მასალები გაიკითხეთ, ინტერნეტში დაძებნეთ. რამდენადაც ვიცი თბილისში ყველაზე ხშირად ბიოპოლიმერის ჰელს იყენებენ, ან სილიკონისას. არც ერთი თავისით არ იწოვება, ბიოპოლიმერი კი წლების მერე ხშირად გართულებებს იძლევა გრანულირების სახით, რისი მოშორებაც მხოლოდ ქირურგიული მეთოდით და ისიც ყველა ექიმი არ მოკიდებს ხელს იმიტომ რომ რამდენიმე საათიანი საიუველირო საქმეა. მესმის რომ ხიბლი დიდია რომ ლამაზები ვიყოთ, მაგრამ წარმოგიდგენიათ 5 წლის მერე რომ ეს ტუჩები დაიღრიცოს, ან დაფორმირდეს, ან ერთი მხარე უფრო დიდი იყოს მეორეზე. - პასუხი კიდევ დავამატებ ინიექციას - არაა გამოსავალი იმიტომ რომ ის არ იყოვება, და რაღაცა 10 წელიწადში მივიღბთ გამოუვალ მდგომარეობას. ასე რომ გისურვებთ იყოთ ყველანი ძალიან ლამაზბი და მოვლილები, მაგრამ ჰელებთან ძალიან ფრთხილები. ერთადერთი რისი შეყვანაც მიზანშეწონილია და მოწინავე ქვეყვებში მიღებული ესაა ჰიალურონის მჟავაზე დაფუძნებული ჰელები, რომლებიც მაქსიმუმ 2 წელი რჩება ორგანიზმში და მერე უკვალოდ იწოვებააა. აბა წარმატებები ყველას * * * parikutini არ დაიმატო არაფერი, 4,5თვის მერე უფრო დაგებერება ტუჩები - იმიტომ რომ სილიკონის(ან ბიოპოლიმერის) მოლეკულების გარშემო კოლაგენი გაგიჩნდება, რის შედეგადაც ტუჩები უფრო გაგეზრდება. |
Posted by: parikutini 9 Oct 2011, 21:59 | ||||||
kroshkatamunia
აბსოლიტურად გეთანხმები ყველაფერში.... ამიტომ ავღნიშნე ზუსტად
აი ეს!
ამ რჩევისთვის დიდი მადლობა ჩემო კარგო მაგრამ მე მომიწევს დამატება მაინც იმიტომ რომ ზედა ტუჩზე პროცედურის დროს სისხლჩაქცევა განვითარდა, რამდენიმე დღეში გაიწოვა და აღმოჩნდა რომ ცალი მხარე შესამჩნევად პარაა ვიდრე მეორე მხარე, ასე რომ უნდა გავისწორო |
Posted by: kroshkatamunia 9 Oct 2011, 22:11 |
parikutini არ გაშინებ, და გისურვებ რომ ყველაფერი კარგად დამთავრდეს, აი ს ინფო გადაიკითხე, ბევრი რამე წერია, http://plastic-surgeon.ru/forum/showthread.php?t=1839http://plastic-surgeon.ru/forum/showthread.php?t=1839 http://www.woman.ru/beauty/plastic/thread/3865566/2/ |
Posted by: parikutini 9 Oct 2011, 22:51 |
kroshkatamunia ვაიმეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეე |
Posted by: valentinee 18 Oct 2011, 16:13 |
ჰეიი გოგოები, ძალიან საინტერესო თემაა, ახლა გადავიკითხხე თქვენი კომენტარები და იცით რა მაინტერესებს? თბილისში სად აკეთებენ სილიკონს, სხვა პროცედურები ტუჩის გაზრდასთან დაკავშირებით მოკლევადიანი და არაეფექტურია თითქოს, ხოდა იქნებ მირჩიოთ ვისთან გავიკეთო სილიკონი? |
Posted by: kroshkatamunia 22 Oct 2011, 11:25 |
valentinee სანამ სილიკონს გადაწყვეტდი გირჩევდი გადაიკითხო http://www.woman.ru/beauty/plastic/thread/3865566/2/ http://plastic-surgeon.ru/forum/showthread...read.php?t=1839 და მე პირადად გირჩევდი მოკლევადიანს, 2 წელი რომ ჩერდება და მერე უკვალოდ იწოვება, ჰიალურონის მჟავაზე დაფუძნებულ ჰელებით კორექციას, გინდა ტუჩის ფორმის და გინდა ცხვირ ტუჩის ნაოჭის ამოვსებას |
Posted by: misskleptomani 26 Oct 2011, 17:28 |
და რამდენი ხანი ძლებს? მეც მინდა გავიკეთო თვალზე |
Posted by: YOUR-სEX-GIRLFRIEND 26 Oct 2011, 20:42 |
ფარის ლისთი შეუძლია ვინმეს დადოს ?? გავრამიას გარდა კიდევ სად აკეთებენ?? ვინემემ ცადა ?? რაიმე უკუჩვენებები ქონდა ?? |
Posted by: kikisa 7 Nov 2011, 20:51 |
ბოლო ხანებში პერმანენტული მაკიაჟი დიდი პოპულარობით სარგებლობს. მაინტერესებს ვინმეს ხომ არ აქვს გაკეთებული, სად და როგორ? |
Posted by: parikutini 7 Nov 2011, 21:10 |
http://forum.ge/?f=99&showtopic=33823781 ასეთი თემა არსებობს... გადახედე |
Posted by: solomoni84 9 Nov 2011, 17:54 |
ძალიან ლამაზია მაგრამ საშიში, შეიძლება პრობლემები მოყვეს |
Posted by: shoko123 13 Nov 2011, 16:59 |
საქართველოში არ გამიკეთებია არა მგონია მაგის სპეციალისტები იყვნენ. |
Posted by: ninia55 9 Jul 2012, 14:24 |
მეც მინდა თანაც ძალიან მაგრამ ცოტა ძვირი ჯდებაა |
Posted by: ekahelga 30 Jul 2012, 03:53 |
თვალზე მინდა და რა ეღირება? ............ |
Posted by: MissFrance 14 Aug 2012, 15:30 |
შაინში ფასდაკლებაა ტუჩზე კონტურული მაკიჯი 105 ლარი ჯდება. როგორ აკეტებენ არ ვიცი, ,აგრამ ძალიან იაფია |
Posted by: Windmühle 15 Aug 2012, 12:12 |
ჩემს ბიძაშვილს აქვს გაკეთებული,მაგრამ მე რაღაც ვერ ვიკეთებ,თან მინდა და თან არა |
Posted by: ekahelga 8 Sep 2012, 17:57 |
parikutini მარტო ტუჩები გაიკეთე თუ თვალიც? თვალები ლამაზად გაქვს..... მე ეხლა ვაპირებ თვალზე მაკიაჟის გაკეთებას და მაგიტომ გეკითხები |
Posted by: parikutini 8 Sep 2012, 19:13 |
ekahelga მარტო ტუჩები და უფრო მებერება და ვაიმეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეე რა ჯანდაბა მჭირს ნეტა |
Posted by: narkozeli 20 Mar 2013, 22:26 |
upppp .................................. |
Posted by: Miss_Miakoo 28 Mar 2013, 20:57 |
narkozeli მეც ძალიან მაინტერესებს ვაპირებ ტუჩის კონტურს, მაგრამ არ მინდა მიხატულივით მქონდეს და სად მივიდე ვეღარ გადამიწყვეტია. |
Posted by: sonata 29 Mar 2013, 00:00 | ||
რა არის საშიში? მე გავიკეთე, ზაფხულის პერიოდი იყო, ზუსტად არ მახსოვს, თვალიც და ტუჩიც, მედიში გავიკეთე. ტუჩზე ფერი მაგრად დამისვეს, ზუსტად ჩემი ტუჩის ფერია (მე კონტური გავიდიდე, ფერის შეცვლა არ მინდოდა) ერთადერთი ბევრჯერ მიმიყვანეს, პიგმენტი ზოგ ადგილას არ ჯდებოდა, და პროპორციის დაცვაც უჭირდა ცოტა იმ გოგოს, ვასწორეთ და ვასწორეთ, რაც უფასო იყო, მაგრამ ისეთი ტკივილი იყო, უკვე აღარ შემეძლო. ბოლოს რაღაც ადგილებში (ტუჩზე) პიგმენტი მაინც არ ჩაჯდა, მაგრამ დიდად არ ემჩნევა. საბოლოო ჯამში კმაკოფილი ვარ, უბრალოდ დისკომფორტია ის რომ ძალიან მტკიოდა და უამრავი სისხლი მომდიოდა, ტუჩები სისხლჩაქცევებისაგან მოშავო მქონდა და საოცრად დასიებული, სახლამდე პირბადით მივედი და ერთი სამი დღე ოჯახში დამცინოდნენ რას გავხარო, მაგრამ მერე ჩამიცხრა და ძალიან ბუნებრივად დაჯდა, რაც შეეხება თვალებს, უბრალოდ მეორე დღეს იცის შესიება, რაღაც მაზს ვისმევდი და დაახლოებით 3 დღეში ჩამიცხრა. |
Posted by: Miss_Miakoo 4 Apr 2013, 16:02 |
sonata მე გუშინ გავრისკე და გავიკეთე, ფერი არ შემიცვლია, ზედა ტუჩზე გავიდიდე ოდნავ კონტური, ჯერჯერობით საკმაოდ მუქია ბუნებრივ ფერთან შედარებით და გული მისკდება... შენ რამდენ დღეში ჩაგიჯდა ფერი დაახლოებით? |
Posted by: sonata 4 Apr 2013, 16:54 | ||
გაგიღიავდება, ნუ ნერვიულობ, მეც ძალიან მუქი მქონდა, ალბად ერთ კვირაში, მაგრამ ყოველ დღე ცოტ ცოტა გაღიავდება. სად გაიკეთე? და რა დაგიჯდა? |
Posted by: Miss_Miakoo 4 Apr 2013, 22:00 |
sonata დერმაში გავიკეთე ირინა გორგოძე მირჩიეს, 500 ლარი დამიჯდა. მადლობა ცოტა დავმშვიდდი ) ხო გუშინდელთან შედარებით ღიაა მაგრამ ბუნებრივი ტუჩის ფერისგან ძალიან განსხვავდება მაინც. |
Posted by: sonata 5 Apr 2013, 02:17 | ||
ახლგაკეთებულზე მე ისე მქონდა გული უსკდებოდათ ოჯახში ყოველდღე შეატყობ როგორ ფერმკრთალდება, მე ზუსტად ჩემი ტუჩის ფერი დამიჯდა. |
Posted by: Miss_Miakoo 8 Apr 2013, 22:17 |
sonata რა მაინტერესებს იცი?? კორექტირების შემდეგაც ისეთი საშინელი შესახედი იქნება, როგორც პირველ დღეს? ) |
Posted by: tamunia-amunia1990 9 Apr 2013, 17:10 |
დიდი ტუჩები მაქვს და მინდა კონტურის გაკეტება მარა ვერ ვრისკავ რო არ მომიხდეს თან ჩემები მეუბნებიან შენ რისთვის გინდაო |
Posted by: sonata 9 Apr 2013, 18:45 | ||
მე უფრო ნაკლებად მქონდა კორექტირების შემდეგ, მაგრამ მაინც ცუდი შესახედი იყო ძალიან ვულგარულად მქონდა |
Posted by: elen7 9 Apr 2013, 19:58 |
კარგი თემაა ეს გოგოებო,მაკიაჟის გაკეთების დროს ჩემთვის ყველაზე დიდი დრო მიაქვს თვალზე ლაინერის წასმას,თუ გავიკეთებდი კონტურს თვალზე ცუდი არ იქნებოდა მინდაა |
Posted by: narkozeli 20 Apr 2013, 00:49 |
ამ ბოლო პერიოდში ტუჩების კონტურული მაკიაჟი ან ტუშირება ხომ არ გაგიკეთებიათ ვინმეს? რაღაც მინდა გკითხოთ * * * sonata Miss_Miakoo გოგოებო PM ნახეთ |
Posted by: niunia 12 Jul 2013, 10:12 |
ვინმეს ხომ არ გაგიკეტებიატ ტვალზე,,, მედიში მინდა გავიკეთო და ცოტა არ იყოს მეშინია სპეციალისტიც არ ვიცი ვინ არის ყველაზე კარგი, შეგიძლიათ მირჩიოთ |
Posted by: Leo woman 10 Aug 2013, 21:39 |
თვალი აის ტანჯვა ჩემთვის ხოდა თვალზე სიამოვნებით გავიკეთებდი |
Posted by: likaka 14 Oct 2013, 16:25 |
მე ვაპირებ ტუჩის კონტურის გაკეთება ნატალიში. აქცია აქვთ და 100ლარად აკეთებენ. სქელი ტუჩები მაქვს დ ა კონტური არ მაწყენდა |
Posted by: mshvildosani anu qali-kentavri 11 Nov 2013, 13:09 |
მეც მინდა თვალზე,ვინც გაიკეთეთ რამდენად კმაყოფილები ხართ?? |
Posted by: Blur 14 Nov 2013, 11:24 | ||
mshvildosani anu qali-kentavri
+1 დაწეროს რა ვინმემ ვინც გაიკეთა თვალზე, ან ფასი, ან რამდენად ივარგა. მართლა 5 წელი ძლებს? ცოტა ბევრია 1-2 წელი რომ იყოს კარგი იქნება |
Posted by: chipmunck 29 Dec 2013, 15:55 |
NT medicalshi გაუკეთეს ჩემს ნაცნობს ტუჩების კონტური და დაფერვაც, ძალიან მომეწონა ფასები ზუსტად არ ვიცი, სადღაც 1 ან 2 წელი ძლებს... |
Posted by: narkozeli 29 Dec 2013, 17:09 |
პროფესიონალურ მაკიაჟს მიკეთებდა ქეთი გოგიშვილი და რომ ვუთხარი კონტურული მაკიაჟი მინდა ტუჩზე თქო სამუდამოდ გადამაფიქრებინა ეს მაშინ უნდა გაიკეთო როცა არის მკვეთრი ასიმეტრია ან როცა ფორმის შეცვლა გინდაო,შენ კიდევ ისეთი ფორმის ტუჩები გაქვს ხელის მოკიდება არ გაბედოო მოკლედ გადამაფიქრებინა,არადა ძალიან მომწონს სხვაზე... |
Posted by: Hahnne 26 Jan 2014, 14:02 |
გამარჯობა გოგოებო, ტუჩის კონტურის გაკეთებას სად მირჩევდით? და ფასები თუ იცით იქნებ დაწეროთ? (აქ კი რაღაცეები ვნახე, 250 ლარი დაახლოებით, მაგრამ ვერ მივხვდი ერთი ტუჩი იგულისხმება თუ ორივე) |
Posted by: likable 23 Feb 2014, 20:57 |
მე ძალიან მომწონს თვალზეც და ტუჩზეც, ოღონდ ძაან მკვეთრად რომ აქვთ არაა ისე სად აკეთებენ ხო არ იცით? |
Posted by: ninano12 1 Apr 2014, 03:19 |
likable გვარამიას კლინიკაში და ლოტუსში გამიგია რომ კარგად აკეთებენ |
Posted by: likable 2 Apr 2014, 20:45 |
ninano12 ძალიან დიდი მადლობა შენ გაკეთებული გაქვს რამეე? |
Posted by: happy dreamer91 2 Apr 2014, 21:38 |
ტუჩებზე მინდა ძალიან, ფული რომ მექნება გავიკეთებ, ჯერ მაგისთვის ვერ ვიმეტებ. მკვეთრი არ მინდა, ტუჩის კონტურები რომ გამოიკვეთოს მხოლოდ მაგიტომ. |
Posted by: ninano12 3 Apr 2014, 00:10 |
likable არა მე არაფერი არ მაქვს გაკეთებული . |
Posted by: likable 6 Apr 2014, 19:38 |
ninano12 გასაგებია !! მე მინდა და ცოტა მეშინია |
Posted by: ninano12 6 Apr 2014, 21:25 |
likable რისი გეშინია რომ არ მოგეწონოს?? |
Posted by: likable 7 Apr 2014, 20:03 |
ninano12 ხოო რომ არ მომეწონოს და ცუდად რომ გამიკეთონ |
Posted by: kerilyn 8 Apr 2014, 23:41 |
likable ხო ეგ ცუდია უნდა გაარკვიო სად აკეთებენ კარგად და ისე უნდა მიხვიდე |
Posted by: ninano12 15 Apr 2014, 01:41 |
likable უბრალოდ უნდა იცოდე ვისთან მიხვიდე |
Posted by: likable 15 Apr 2014, 18:47 |
kerilyn ninano12 ხოო უნდა გავარკვიო კარგად თორე ძალიან ბევრი მინახავს საშინლად გაკეთებული რომ აქვთ |
Posted by: ninano12 15 Apr 2014, 23:34 |
likable ხო გეთანხმები ძალიან ბევრია ეგეთი |
Posted by: likable 16 Apr 2014, 19:38 |
ninano12 ამიტომ მინდა რომ საუკეტესოსტან გავიკეთო და ჯერ ვერ ვრისკავ !! |
Posted by: Bloomy 18 Apr 2014, 08:45 |
ტუჩის ძალიან მინდა. მთლიანად დატუშვა... დედაჩემის დაქალმა გაიკეთა და ძალიან ლამაზად აქვს, ალბათ მეც ზაფხულამდე გავიკეთებ |
Posted by: ninano12 22 Apr 2014, 03:00 |
likable ხოო კარგად გაარკვიე და ისე მიდი |
Posted by: likable 22 Apr 2014, 20:42 |
ninano12 ხოოო ეგრე ვაპირებ |
Posted by: ninano12 22 Apr 2014, 22:52 |
likable აბა შენ იცი დაწერე მერე როგორ გექნება თუ გადაწყვიტავ |
Posted by: likable 23 Apr 2014, 21:18 |
ninano12 კი აუცილებლად დავწერ როგორც კი გადავწყვიტავ მადლობა საყვარელო |
Posted by: ninano12 24 Apr 2014, 02:22 |
likable არაფრისს რისი მადლობაა |
Posted by: kerilyn 27 Apr 2014, 03:46 |
likable მეც მინახავ ამიტომ მართალი ხარ კარგად გაარკვიე ყველაფერი |
Posted by: likable 27 Apr 2014, 20:58 |
kerilyn ხოო მადლობაა .. |
Posted by: kerilyn 27 Apr 2014, 22:59 |
likable არაფრის რისი მადლობა საყვარელო |
Posted by: voice of amerika 11 May 2014, 20:52 |
ერთადერთი მომწონს ტუჩზე ისიც ძალიან მკვეთრი არა დიდსიამოვნებით გავიკეთებდი |
Posted by: ავგაროზი 16 May 2014, 16:05 | ||
ბუნებრივ ვარდისფერს, მკვდარივით რომ უფერო რომ აღარ იყოს |
Posted by: lilu777 2 Jan 2015, 14:45 |
აუუუ თვალის ზედა ქუთუთოსი და წარბის მაგრად მინდა მაგრამ ნეტავ მართლა კარგად კეთდება? |
Posted by: незабудка 4 Jan 2015, 04:45 | ||
ავგაროზი
ოდნავ მუქ ფერში... კუბოდან პერერივზე ამოსულის ფერზე მაქვს ძირითადად და მიკარგავს მოცულობას, არადა ფორმითაც კმაყოფილი ვარ და ზომითაც, მაგრამ თან გაფითრებული ვარ ისედაც, ეს ტუჩებიც გაფითრებული და იკარგება რა თუ არ წავისვი რამე... სად აკეთებენ კარგად და რამე უკუჩვენებები ხო არ აქვს ალერგიული ხალხისთვის... თან მითხრეს აფუჭებსო და რამდენად მართალია? |
Posted by: maggie 6 Jan 2015, 20:17 |
ძალიან მინდა ტუჩზე და თვალზე მაგრამ ვერ ვრისკავ |
Posted by: rebelrebel 6 Jan 2015, 21:48 |
კონტურული მაკიაჟი მუდივია ხოო? |
Posted by: happy dreamer91 17 Jan 2015, 23:50 |
ავიკვიატე და აუცილებლად გავიკეთებ ტუჩზე და მაინტერესებს, ვისაც გაგიკეთებიათ სად მირჩევთ? მე მედის ვფიქრობ, ახლა ლოტუსის ფასდაკლება ვნახე 99 ლარად და ნეტა კარგია? |
Posted by: keeper 18 Jan 2015, 18:48 |
happy dreamer91 მედიში კარგად აკეთებენ როგორც ვიცი მე არ გამიკეთებია მაგრამ გამიგია |
Posted by: happy dreamer91 19 Jan 2015, 18:32 |
keeper ხო მეც მედიში გავიკეთებ, გადავწყვიტე. |
Posted by: keeper 19 Jan 2015, 19:03 |
happy dreamer91 დაწერე მერე როგორ გექნება |
Posted by: remedios the beauty 5 Mar 2015, 20:33 |
მე მინდა ზედა ქუთუთოს და ტუჩის გაკეთება, დაწერეთ რა ვინ აკეთებს კარგად, სად, რამდენად |
Posted by: KeP 6 20 Mar 2015, 11:41 |
happy dreamer91 მეც მაინტერესებს როგორი იქნება, თან არ ვიცი მაგ. მედიში კონკრეტულად ვინ აკეთებს კარგად - არ ვიცი არაფერი. ვფიქრობ თვალი და წარბი გავიკეთო წარბები მაქვს სხვადასხვა ფორმის და თხელი, იმედია ფორმას მიცემენ და უფრო შეავსებენ (როგორც ფანქრით კეთდება ისე) ტუჩზეც ვფიქრობ, მაგრამ არ ვიცი მეშინია არაბუნებრივი არ გამოვიდეს |
Posted by: შენიანი 20 Mar 2015, 11:53 | ||
rebelrebel
არა ინდივიდუალურია მაგრამ დაახლოებით 2 წელი ძლებს როგორც ვიცი.. მე ვაპირებ გაკეთებას ტუჩზე. ერთადერთი რაც მაბრკოლებს დროის ფაქტორია. 2-3 დღე გარეთ ვერ გამოვალ. არადა შვებულებამდე შორია |
Posted by: magi_ 2 Sep 2016, 11:16 |
ვისაც გაგიკეთებიათ კონტურული მაკიაჟი რომელ ესთეტიკის ცენტრს მირჩევთ... თვალზე მინდა გავიკეთო. რომ არ მომეწონოს გადავირევი... (( ტოტალ შარმი, გვარამია, მედი აქ დავრეკე და რომელთან მივიდე აღარ ვიცი.... ან კონკრეტულად რომელიმე სპეციალისტს ხომ ვერ მირჩევთ... |
Posted by: Miss_Miakoo 9 Sep 2016, 14:52 |
magi_ მე მქონდა ტუჩზე გაკეთებული კონტური და ნაწილობრივი დაფერვა დერმაში, ძალიან კმაყოფილი დავრჩი, 3 წელი გამიძლო )) |
Posted by: magi_ 9 Sep 2016, 17:33 |
Miss_Miakoo გუშინ გავიკეთე გვარამიას კლინიკაში თვალის კონტური. სასტიკად მეტკინა და ეხლაც ნიტოდ ვარ... შედეგი მგონი კარგი უნდა იყოს... ტუჩი კიდევ უფრო მტკივნეულიაო. გამაყუჩებელი იხმარე რამე? ძაან მომწონს ეგეც. (ზარმაცი ვარ მაკიაჟის გაკეთებაში ) |
Posted by: lilu777 13 Sep 2016, 17:37 |
magi_ აუუ მე მინდა როგორ. ძაან გეტკინა? მოკლედ ტკივილის გარეშე არაფერი არაა რა. თვალის ზედა ქუთუთოზე რომ გავიკეთო მარტო რა ღირს? რამდენი გადაიხადე? |
Posted by: magi_ 13 Sep 2016, 18:05 |
lilu777 ხო რა ტკივილის გარეშე არაფერია... მიყუჩებდა, მაგრამ მაინც მეტკინა (( ნუ გაუძლებ რაა... 210 ზედა ქუთუთო... ეხლა მოშუშების პერიოდშია... ეს ფუფხებიც რომ მოძვრება ვნახოთ, კორექციაზე მივალ მერე ცოტა გასქელება დამჭირდება სავარაუდოდ... (კორექციაც შედის ფასში) |
Posted by: Miss_Miakoo 15 Sep 2016, 14:50 |
magi_ მიყუჩებდა პერიოდულად რაღაც გელით, მტკივნეული არის, მაგრამ გაძლებადი. უბრალოდ 3-4 დღე იქერცლები და უსიამოვნო შესახედია + შესიებული |
Posted by: magi_ 15 Sep 2016, 15:49 |
Miss_Miakoo კარგად გაქვს კონტური??? ვაფშე აღარ მეტყობა მგონი, გული მიწუხდება??? კორექციაზე იყავი??? |
Posted by: Miss_Miakoo 22 Sep 2016, 12:03 |
magi_ როდის გაიკეთე? კორექციაზე არ ყოფილხარ? კარგად მქონდა, მესამე წელია და გადამივიდა უკვე, ორჯერ მივედი კორექციაზე, ადგილ-ადგილ სითეთრეების დაფერვაზე იწვალა )) |
Posted by: სიყვა 30 Sep 2016, 15:55 |
გოგოებო წარბებზე ვის გაქვთ გაკეთებული, საშინლად მეშინია არ გამიფუჭონ, ვერაფრით დავფარავ ცუდი თუ გამოვა.. დაწერეთ რა ვისაც გაქვთ გაკეთებული |
Posted by: HurricaneKat. 11 Oct 2016, 15:40 |
მედიში საკმაოდ კარგად აკეთებენ და მწარედაც გამოცდილი მაქვს |
Posted by: tsisakura 30 Oct 2016, 19:41 |
აუ ტუჩზე მინდა თან დაფარვა მაგრამ მეშინია რამე გამამხნევებელი დაწერეთ ხალხო რა ისეთი ფეთიანი ვარ შეიძლება ავდგე და გამოვიქცე უცერემონიალოდ |
Posted by: merciamercia 9 Jan 2017, 21:30 |
ტუჩის კონტური ვის გაქვთ გაკეთებული და სად აკეთებენ ყველაზე კარგად არ Iცით,? მტკივნეულია? |
Posted by: nia4u 10 Jan 2017, 00:03 |
ახლახანს ვუყურებდი TLC-ზე, როგორ იფუჭებენ სახეს ამ კონტურული მაკიაჟით და როგორ ცდილობენ მერე მოშორებას... და ვერ იშორებენ... საშინელებაა... |
Posted by: narkozeli 10 Jan 2017, 00:11 |
merciamercia მე ძალიან კარგმა და გამოცდილმა ვიზაჟისტმა ქეთი გოგიშვილმა გადამაფიქრებინა,თავის დროზე ძალიან მომწონდა.პიგმენტი ალაგ-ალაგ ისე ჯდება რომ ძნელი მოსაშორებელია და საწვალებელია წლების მერეცო. ჩემს ბიძაშვილს ჰქონდა და უხდებოდა ძალიან,მაგრამ ერთი 3-4 წელი გავიდა და ეხლაც აქ შემორჩენილი უშნოდ,პომადის გარეშე ვერ გამოდის გარეთ არადა როგორი კომფორტულია,თვალზეც გავიკეთებდი სიამოვნებით |
Posted by: nia4u 10 Jan 2017, 00:22 | ||
კი, ტატუა ჩვეულებრივი, მტკივნეულიც არის და შეუძლებელია სრულად მოშორება და იძულებული ხარ,განმეორებით გაიკეთო ან რაღაცნაირად დაფარო კვალი... მოკლედ, არ ღირს, ჩემი აზრით... |
Posted by: merciamercia 10 Jan 2017, 01:13 | ||
narkozeli
მე შენ გადამაფიქრებინე აგერ ერთი Pოსტით მინდოდა |
Posted by: narkozeli 10 Jan 2017, 09:36 |
nia4u კი,ნამდვილად მტკივნეული იყოო და გაყუჩება მაგისი ტუფტა ბაზარია ანესთეტიკს ვერ შეგიყვანს,ფორმას შეუცვლის ტუჩს (გაბუჟების შედეგად) და ვერ გაავლებ სწორ კონტურს ტატუაჟის დროს. merciamercia რავიცი აბა მეც მინდოდა მაგრამ რომ ავწონ-დავწონე მგონი არ მიღირს :შ |
Posted by: merciamercia 10 Jan 2017, 20:09 | ||
narkozeli
სხვებზე ძაან მომწონს ზაფხულამდე მოვიფიქრებ Kიდე |
Posted by: lionelisa 11 Jan 2017, 14:32 | ||||
მე მაქვს გაკეთებული ტუჩის კონტური, ვიზუალრად ტუჩი უფრო დიდი ჩანს და წვალებაც არ გჭირდება ყოველ დღე და ყოველ საათში კონტურის წასასმელად, ფერს რაც შეეხება, ნებისმიერ ცერზე დაგისვამენ რაც გინდა, ჩემი ტუჩის ფერისგან ოდნავ განსხვავდება, ანუ დავასმევინე ოს ფერი რა პომადასაც ყველაზე ხშირად ვიყენებ, საკმაოდ ბუნებრივად ზის |