სენაკის რაიონი ძირითადად სამი მდინარის ნაპირზეა დასახლებული....დასავლეთით მდინარე ცივი, აღმოსავლეთით მდინარე ტეხურა და სამხრეთით მდინარე რიონი.. სენაკის რაიონის განაპირა მხარეს მიედინებიან მდინარეები ხობის წყალი და აბაშის წყალი, მაგრამ ეს მდინარეები უფრო საზღვარს წარმოადგენს მეზობელი ხობის, მარტვილის და აბაშის რაიონებთან და მხოლოდ მცირე მონაკვეთი კვეთს სენაკის რაიონს.
მდინარეები ძლიერი წვიმის დროს ვერ უძლებენ წყლის ჭარბ მოზღვავებას, რის გამოც ხშირად იტბორება მათ სანაპიროებზე გაშენებული სოფლები...ასევე ქალაქ სენაკში არის რამდენიმე პატარა ღელე-მდინარე (ფიცუ, ხაბაზეთი), რომლებიც კალაპოტიდან ხშირად გადადიან და სახლები იტბორება...ჩემი სახლიც რამდენჯერმე დაიტბორა და მნიშვნელოვანი ზიანიც გვქონდა პირველ სართულზე, მაგრამ სამწუხაროდ კომპენსაციის მაგვარიც არ მიგვიღია.
ესეც მდინარეების ფოტოები (ფოტოების უმეტესობა არ არის გადაღებული ჩემს მიერ იმ მარტივი მიზეზის გამო რომ კარგ სურათებს ვერ ვიღებ)
მდინარე ცივი» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «
მუნიციპალიტეტის ჩრდილოეთში
კურორტ მენჯში
ადიდებული ცივი
მდინარე ტეხურა» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «
რაიონის ჩრდილოეთით, ულამაზესი ადგილები ნოქალაქევთან.
სამხრეთით
ადიდებული ტეხურა ქალაქში შესასვლელი ხიდის ქვეშ.
მდინარე რიონი» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «
ბორანი მდინარე რიონზე, რომლითაც მოსახლეები გადადიან სანაპიროს მეორე მხარეს არსებულ საძოვრებზე. მეორე მხარეს მდებარეობს მცირე დასახლება სერიაჩკონი, საიდანაც იწყება გურიის გზა და სწორედ სენაკს ეკუთვნის კოლხეთის ნაკრძალის მცირე ჩრდილოეთ ნაწილი.
ესეც ჩემს მიერ რიონის გადალახვა გასაბერი ნავით...სამწუხაროდ, შესაფერის ფორმაში არ ვიყავი და შორს წასვლა ვერ მოვახერხე, რომ კარგი სურათები გადამეღო.
This post has been edited by Rammstein on 12 Nov 2018, 00:35