#57825736 · 23 Apr 2021, 22:47 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
უახლოესი წინაპრები კი იყვნენ ოზურგეთიდან, მაგრამ ჩვენი გვარი ჩოხატაურის რაიონიდან რომ მოდის, მაინც სხვანაირად მიწევს გული მაქეთ. ყველაზე ლამაზია თან გურიაში ჩოხატაურის მიდამოები.
წელს ბევრს ვივლი გურიაში და მაგ მხარეში განსაკუთრებით.
რაც დრო გადის, მაქაურობა მიზიდავს სულ უფრო, მიუხედავად იმისა, რომ გურიაში არ მიცხოვრია. დედამ ჩამინერგა ეს სიყვარული მაინც. ვხვდები თუ რამხელა მნიშვნელობა აქვს მშობელი როგორ გაგიღვივებს შენი მხარის სიყვარულს, როცა თუნდაც ბავშვობიდან სახლში საუბრისას გურულ კილოზე ავტლიკინდი. სულ უფრო იკვეთება ხასიათში და ტემპერამენტში მშობლიური მხარე. რომ დავიძრები მაქეთ მალე, პირველ რიგში ერკეთში მინდა ავიდე და იქიდან გადმოვხედო გურიას, ვერ ვძღები ხოლმე მაქედან ყურებით.
ძალიან მომენატრა გურია...
--------------------
"რომე ვეფხი შვენიერი სახედ მისად დამისახავს, ამად მიყვარს ტყავი მისი, კაბად ჩემად მომინახავს..."
|