ძაან მაგარი პროექტია.
თანაც გეგეტამდე გზაც გაკეთდა.
ვეღარც კობის გზის მონაკვეთის ჩაკეტვები შეფერხებს ტურისტებს და დამსვენებლებს
29 დეკემბერს დამოუკიდბელი საქართველოს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და საინჟინრო კუთხით უპრეცედენტო, კობი-გუდაურის საბაგირო გზა გაიხსნება - ამის შეახებ მუნიციპალური განვითარების ფონდის დირექტორმა, გიორგი შენგელიამ, „საქმის კურსში“ განაცხადა.
მისი თქმით, ამ უნიკალური ნაგებობის მშენებლობა 1 წლის განმავლობაში ხორციელდებოდა, კლიმატური და სხვა რთული პირობების გათვალისწინებით კი ვადებიც მრავლისმეტყველია.
გიორგი შენგელიას თქმით, გარდა იმისა რომ საბაგირო გზას სათხილამურო კურორტის განვითარების დატვირთვა ექნება, მას სატრანსპორტო ფუნქციაც გააჩნია და კობი-გუდაურის საავტომობილო გზის ჩაკეტვის შემთხვევაში, ნებისმიერ მოქალაქეს საბაგირო გზით ყაზბეგიდან გუდაურში გადასვლის საშუალება ექნება. ინფორმაციისთვის, კობი-გუდაურის საბაგირო გზა რეგიონში ყველაზე გრძელი იქნება, მისი სიგრძე 7,5 კილომეტრია. საბაგირო გზის მშენებლობისთვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაახლოებით 81 მილიონი ლარი იყო გამოყოფილი.
http://www.bm.ge/ka/article/15-wuti-yazbeg...x6h2lHS_JPYnv3Q
...ვინც არა ჰგავს კახაბერსა, მე ვერ ვიტყვი კახაბერად!!!..
,ერთ-ერთი მთავარი ნიშანი ბედნიერებისა არის აბსოლუტურად გამქრალი სურვილი იმისა, ვინმეს რამე უმტკიცო!"- ნ.მანდელა... <3