როგორც აღვნიშნე, წარმოდგენა არ გაქვთ საკითხზე და ისე არქვევთ "სიბრძნეებს".
რამის გაგებაში რომ იყოთ, ისიც გეცოდინებოდათ, რომ თავად პლაჟი არის საუკეთესო ნაპირდამცავი საშუალება,
ჯებირებისგან განსხვავებით, რომლებმაც შეიძლება პირიქით, უარყოფითი როლი ითამაშონ, ამის მაგალითები გვქონდა,
თუნდაც ბიჭვინთაში, ამიტომ წარეცხილი პლაჟების აღდგენის და შემდგომში გამაგრების საუკეთესო საშუალებაა პლაჟებზე
ინერტული მასალის ხელოვნურად შეტანა, მდინარეების მიერ ბუნებრივად ჩამოტანილ ნაშალ მასალასთან ერთად, ან
მის მაგივრად. მდინარეებს სულ უფრო ნაკლები მასალა ჩამოაქვთ ზღვაში, ამის მიზეზი როგორც კაშხლების მშენებლობაა, ისე
ამ მასალის კალაპოტიდან უკონტროლო ამოღება მშენებლობისთვის გამოსაყენემლად.
ბეტონის კონსტრუქციები კი მხოლოდ უკვე ძლიერ გაფუჭებულ სიტუაციების გამოსასწორებლად უნდა გამოვიყენოთ, აუცილებლობის
შემთხვევაში!
ეგ ბულვარი სწორად რომ დაეგეგმათ და სხვადასხვა ფაქტორის გათვალისწინებით გაეშენებინათ, ასეთი რამ არ დაემართებოდა.
ან სწორედაც საერთოდ არ უნდა გაეკეთებინათ, თუ ასე, ყოველი უამინდობის შემდეგ აღდგენას საჭიროებს.
ქობულეთს რაც შეეხება:
რა სურათების დადებას მთხოვთ?
უნდა წავიდე ქობულეთში, მიმდინარე სამუშაოები გადავიღო და ფოტოები თქვენ მოგართვათ?
თუ რამე გაინტერესებთ, თავად მოძებნეთ და თუ არ გჯერათ, ეგეც არაა პრობლემა, როგორც ფორუმზე ამბობენ:
ამ ჩემს ნოდარ მელაძესო.
გაგაგებინეთ რამე?
თუ, მეტი არაა ჩემი მტერი!
This post has been edited by jmm75 on 9 Jan 2019, 15:20
ჩემზე ძალიან მოქმედებს, როცა ქართულ ენას ამახინჯებენ. განსაკუთრებით წერის დროს. გოგებაშვილი ან შანიძე მეც არ ვარ, მეც მეშლება ხოლმე, მაგრამ თვალშისაცემ შეცდომებზე თუ მიგითითებთ ხანდახან, ძალიან გთხოვთ ნუ მიწყენთ.