Blueსტუმარი
სტუმრის პოეზია
ჯგუფი: Registered
წერილები: 546
წევრი No.: 249808
რეგისტრ.: 7-April 19
|
#55223602 · 9 Sep 2019, 12:50 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
საქართველოში უამრავი ზამთრისა და ზაფხულის კურორტია, რომელთაც ბევრი დანიშნულება აქვთ. გთავაზობთ, საზაფხულო კურორტებს, სადაც შეძლებთ დასვენებას და განტვირთვას ქალაქის ხმაურისგან.
საირმე
მინერალური და თერმული წყლებით მდიდარი საბადოები, წიწვოვანი და ფოთლოვანი ტყეები, მთის კლიმატი, ეს ყველაფერი ერთად გხვდება ბალენგოლიურ კურორტ საირმეში, რაც მას მთელ ევროპაში გამოარჩევს და უნიკალურს ხდის. საირმე ბაღდათის რაიონში, მესხეთის ქედის ჩრდილოეთ კალთაზე მდებარეობს.საირმე ძირითადად სამკურნალო კურორტია თავისი მინერალური წყლით, გარდა ამისა, საირმეში გოგირდოვანი აბანოებია, სადაც შესაძლებელია გამაჯანსაღებელი მასაჟების გაკეთება და სხვადასხვა პროცედურების ჩატარება. ასევე, კურორტზე ფუნქციონირებს აუზებიც, კაფე-რესტორნებიც, სხვადასხვა გასართობი საშუალებებიც და ბავშვებისთვის შესაბამისი გასართობი ატრაქციონებიც. კურორტზე ერთადერთი კეთილმოწყობილი სასტუმრო „საირმეა", სადაც ნომრის ფასები შემდეგ ნაირად მერყეობს:ერთადგილიანი - 59$ორადგილიანი (წინა ხედით) - 99$ორადგილიანი(უკანა ხედით) - 89$სამადგილიანი - 109$ხუთადგილიანი - 169$ასევე,კურორტზე დღემდე ფუნქციონირებს 80-იან წლებში აშენებული სასტუმროები: „უდაბნო" და „იმერეთი", რომლებშიც ნომრის ფასები 45 ლარიდან იწყება. დამსვენებლებისთვის სპეციალური ოჯახური სასტუმროებიცაა, რომელთა ფასიც 10-15 ლარს შეადგენს და კოტეჯებიც, თუმცა კოტეჯები ძირითადად უცხოელ ტურისტებზეა გათვლილი.
წყალტუბო
წყალტუბო ბალნეოლოგიური კურორტია დასავლეთ საქართველოში. წყალტუბო მსოფლიო მნიშვნელობის კურორტია, იგი ძალზედ ორიგინალური ჰიდროგეოლოგიური აგებულებით გამოირჩევა. განსაკუთრებით განთქმულია თერმულ-რადონული მინერალური წყლის აბაზანებით. ჰავა ნოტიო სუბტროპიკულია, მოკლე ზამთრით და ცხელი ზაფხულით. წყალტუბო მდიდარია წლის რესურსებით, რომლის მთავარი არტერია მდინარე რიონია, შენაკადებით მდ. წყალტუბო და გუბისწყალი. წყალტუბოს სამკურნალო წყალი დიდი ხანია ჯანსაღი ცხოვრების სიმბოლო გახდა. კურორტ წყალტუბოს ტერიტორიაზე გშენებულია 150-ზე მეტი სხვადასხვა ჯიშის ფოთლოვანი და წიწვოვანი ხე-ნარგავები. წყალტუბოს ტერიტორიაზე არის საქვეყნოდ ცნობილი სათაფლიის ნაკრძალი. წყალტუბოში დასვენება ძირითადად შესაძლებელია ოჯახურ სასტუმროებში, თუმცა არის ერთი თანამედროვე და ყველანაირად კეთილმოწობილი სასტუმრო Tskaltubo Plaza Hotel.სასტუმროს სტანდარტული ორადგილიანი ნომერი - 129,50 ლარი ამ ფასში შედის 3- ჯერადი კვება და სხვა დანარჩენი მომსახურეობა.
ბორჯომი
ბორჯომი ბალნეოლოგიური და კლიმატური კურორტია აღმოსავლეთ საქართველოში. ბორჯომის ხეობაში, მტკვრის, გურჯარეთის წყლის და ბორჯომულას ნაპირებზე მდებარეობს. ბორჯომი ნაძვნარის ტყეებით გარშემორტყმულია. ბორჯომში დასვენება მცირეწლოვანი ბავშვებისთვის განსაკურებით მნიშვნელოვანია, რადგან ჰავა გარდამავალია მთასა და ბარს შორის, ორგანიზმზე ძლიერ ზემოქმედებას არ ახდენს და არც შეგუების პროცესია რთული. ბორჯომს გარშემო დიდი ტყის მასივები არტყია, რომლებიც ჰაერს ოზონით ამდიდრებენ. ჰაერი სუფთა და გამჭრვალეა, დღეღამური ტემპერატურა ზომიერად ცვალებადი. ასევე, ბორჯომში მდებარე მინერალურმა წყლებმა და სუფთა, ტენიანმა ჰაერმა განაპირობა ის ფაქტი, რომ ბორჯომი საუკეთესო საშვალებაა კოპლექსური დაავადებების სამკურნალოდ. ბორჯომში დასვენება შესაძლებელია ოჯახურ სასტუმროებში, სადაც ფასები 20ლ-დან 200ლ-მდე მერყეობს. ასევე, ბორჯომში მაღალი კლასის სასტუმროებია, სპეციალური შეთავაზებებით და პროგრამით. მაგ: Hotel Rixos Borjomi, Borjomi Apart Hotel, Borjomi Palace და ა.შ.
ბაკურიანი
ბაკურიანი თრიალეთის ქედის ჩრდილოეთ კალთაზე მდებარეობს, ზღვის დონიდან 1700მ. ბაკურიანი ცნობილი სამთო-კლიმატური კურორტი და საერთაშორისო მნიშვენლობის სამთო-სათხილამურო ცენტრია. მაისის თვის შუა რიცხვებიდან იწყება ნაძვის ყვავილობა, რომელიც ბრონქებისა და ფილტვების პრობლემების მქონე ადამიანებისათვის სამედიცინო დანიშნულების არის. ბაკურიანი ზაფხულში აქტიური დასვენების კუთხით მსოფლიოს 10 საუკეთესო კურორტს შორის მოხვდა. ზაფხულში კურორტზე შესაძლებელია კვადროციკლით გასეირნება, კლდეზე ცოცვა და სხვადასხვა ექსტრემალური გასართობით დროის საინტერესოდ გაყვანა. ბაკურიანში დასვენების მსურველებს სასტუმროების დიდი არჩევანი აქვთ: Bakuriani Resorts, Villa Georgia, Hotel Mgzavrebi, Snow Plaza, Travel In და ა.შ. ასევე, ბაკურიანში ოჯახური სასტუმროების მრავალფეროვანი არჩევანია.
ბახმარო
ბახმარო რესპუბლიკური მნიშვნელობის მაღალმთიანი კლიმატური კურორტია, რომელიც მესხეთის ქედზე მდებარეობს. ბახმაროს ტერიტორია ერთგვარ ქვაბულს წარმოადგენს,რომელიც გარშემორტყმულია ნაძვისა და სოჭის მარადმწვანე ტყით. მაისის თვის შუა რიცხვებიდან ნაძვის ყვავილობა იწყება, რომელიც უშუალოდ ადამიანისთვის სამედიცინო დანიშნულების არის. საქართველოს კურორტებს შორის, ბახმარო ყველაზე მაღალი კურორტია. ბახმარო ზღვასთან ახლოს მდებარეობს, ამიტომ მისი ჰავა ზღვის კლიმატით არის შეზავებული, რაც მას არბილებს და განსაკუთრებულ თვისებებს ანიჭებს. 19 აგვისტოს, ფერიცვალების დღესასწაულთან დაკავშირებით, ბახმაროში ყოველწლიურად იმართება დოღი და სხვა სადღესასწაულო ღონისძიებები. ბახმაროში დასვენებისთვის საუკეთესო პერიოდია: ივლისი და აგვისტო. Hotel Bakhmaro - ეს არის ადგილი, სადაც ბახმაროს დამსვენებლები არაჩვეულებრივ დროს გაატარებენ.სასტუმროს ფასები შემდეგნაირად მერყეობს:ორადგილიანი ნომერი-100$სამადგილიანი ნომერი-150$ოთხადგილიანი ნომერი-200$ასევე, ბახმაროში მრავლადაა ოჯახური სასტუმროებიც.
შოვი
შოვი უზარმაზარ მთებს შორის მოქცეული კურორტია, რომელიც ზღვის დონიდან 1520 მეტრზე, ზემო რაჭაში მდებარეობს. შოვში ზაფხული ზომიერად თბილია. სხვა კურორტებთან შედარებით შოვი უფრო ახალგზარდაა. მისი დამაარსებელია ცნობილი რევოლუციონერი ექიმი შამშე ლეჟავა. შოვში უამრავი ჯიშის ხე ხარობს: ფიჭვი, ნაძვი, წიფელი, შინდი, რცხილა, მუხა და ა.შ. შოვში მაინც მთავარი მინერალური წყლებია. კურორტის ტერიტორიაზე მინერალური წყლის თექვსმეტამდე ნაირსახეობაა აღმოჩენილი. შოვის წყლები სასმელადაც გამოიყენება და აბაზანებისთვისაც. შოვი განსაკუთრებით სასარგებლოა მცირეწლოვანი ბავშვებისთვის. გარდამავალი ჰავა ორგანიზმზე ძლიერ ზემოქმედებას არ ახდენს და ბავშვებს მასთან შეგუება არ უჭირთ. შოვში ჯერ კიდევ ორი ეკლესიის ნანგრევებია შემორჩენილი. ლეგენდის თანახმად, ერთი დავით აღმაშენებლის, მეორე კი თამარ მეფის მიერაა აშენებული. შოვი ასევე კლდეზე ცოცვისთვის ზედგამოჭრილი ადგილია. კურორტის ადგილმდებარეობა სპორტის ისეთი სახეობების განვითარების საშუალებას იძლევა, როგორიცაა ცხენით ჯირითი, სათხილამურო სპორტი, შოვის მთის მდინარეები საუკეთესოა ჯომარდობისთვის. შოვში დაუვიწყარი დღეების გასატარებლად Hotel Sunset Shovi დაგეხმარებათ, რომელიც აღჭურვილია თანამედროვე ინფრასტრუქტურით, ტექნოლოგიით, აუზებით, კაფე-რესტორნებით და ა.შ. ასევე, შოვში მცირე ზომის კოტეჯები და ოჯახური სასტუმროები გიმასპინძლებენ.
მწვანე კონცხი
მწვანე კონცხი, ერთ-ერთი ულამაზესი ზღვისპირა კურორტია საქართველოში, რომელიც ბათუმიდან 9კმ-ის დაშორებით მდებარეობს და განლაგებულია ზღვის დონიდან 70-92მ. სიმაღლეზე. ისტორიულად ამ ადგილს „სასირე ყელი" ეწოდება. სახელწოდება „მწვანე კონცხი", მისი მარადმწვანე საფარველის გამო მისმა დამსვენებლებმა უწოდეს. სწორედ მწვანე კონცხის ულამაზეს ფერდობზეა გაშენებული მსოფლიო მნიშვნელობის ბოტანიკური ბაღი, რომელიც მდიდარია სუბტროპიკული და ტროპიკული მცენარეებით. მწვანე კონცხის ზღვისპირა ზოლი საუკეთესო ადგილია ცურვის, მზის აბაზანების და დაივინგის მოყვარულებისთვის. მწვანე კონცხზე ყველა პირობაა შექმნილი აქტიური დასვენებისთვის. მწვანე კონცხში ოჯახური სასტუმროები, კოტეჯები და მცირე ზომის ჰოსტელები გიმასპინძლებთ.
ნუნისი
ნუნისი იმერეთში, მესხეთის ქედის ჩრდილო კალთაზე მდებარეობს. ნუნისის უნიკალურ მიკროკლიმატს ქმნის შერეული, ფოთლოვანი და წიწვოვანი ტყე. კურორტი არსებობს 1856 წლიდან. იგი ოდითგანვე ცნობილია სამკურნალო თვისებების მქონე მინერალური წყლებით. ნინუსის წყლის მეშვეობით შესაძლებელია კანისა და ნერვულ ნიადაგზე დაავადებების მკურნალობა.გაზაფხულზე, ფიჭვებისა და ნაძვების ყვავილობის დროს, ნუნისის ჰაერს საოცარი გამაჯანსაღებელი ეფექტი აქვს. ამ დროს ნუნისის ჰავა განსაკუთრებით მარგებელია ფოტვებისა და ბრონქებისთვის. ნუნისი ნამდვილად შეუდარებელი ადგილია განტვირთვისა და რელაქსაციისთვის.
აბასთუმანი წიწოვანი ტყით დაფარული მესხეთის ქედის სამხრეთ კალთებზე მდებარეობს ცნობილი კლიმატური ბალნეოლოგიური კურორტი აბასთუმანი, რომლის კლიმატი უებარი საშუალებაა ფილტვების დაავადებათა პროფილაქტიკისთვის. განსაკუთრებით, სასარგებლოა გაზაფხულის სეზონი, როდესაც ფოჭვი დამტვერვას იწყებს. აბასთუმანში ახლადგახსნილი სასტუმრო დამსვენებლებს სთავაზობს:2 ადგილიანი ნომერი - 60 ლარი/ღამეში3 ადგილიანი ნომერი - 70ლარი/ღამეშიიზოლირებული პირველი სართული - 100ლარი/ღამეში3-ჯერადი კვება ერთი ადამიანი - 30ლარი/ღამეში*3წლამდე ბავშვებისთვის კვება უფასო, 6 წლამდე ბავშვებისთვის დღეში 15 ლარი.
ურეკი
შავი ზღვის სანაპირო ზოლზე მდებარე ამ კურორტის სიმაღლე ზღვის დონიდან 2-10 მეტრია. აქ დასვენება განსაკუთრებით ზაფხულობით არის სასარგებლო. კლიმატი სუბტროპიკულია, ზამთარი – რბილი, უთოვლო, ხოლო ზაფხული – ძალიან თბილი, ნოტიო. მზის ნათების ხანგრძლივობა წელიწადში 2000 საათია. სუბტროპიკული ფლორა (პალმა, ევკალიპტი და სხვა მცენარეულობა) ზღვისპირა ნოტიო სუბტროპიკულ ჰავასთან და ზღვის წყალთან ერთად, პლაჟის ქვიშა, რომელიც დიდი რაოდენობით მაგნეტიტური რკინის ნაწილაკებს შეიცავს, უნიკალური ბუნებრივი სამკურნალო ფაქტორებია. მკურნალობენ თალასოთერაპიით (ჰაერისა და მზის აბაზანები, ბანაობა ზღვაში, ტერენკური და სხვა), მაგნეტიტური ქვიშის აბაზანებით. ჩვენებები: გულ-სისხლძარღვთა და სუნთქვის სისტემის დაავადებები, ძვალ-სახსართა და ნერვული სისტემის დაავადებები, სისხლის დაავადებები, ენდოკრინული სისტემის დაავადებები.
მესტია
მთის კურორტებს შორის განსაკუთრებული პოპულარობით გამოირჩევა მესტია, რომელიც ზემო სვანეთის ადმინისტრაციული და ტურისტული ცენტრია. ძველი კოშკები, ციხე-სიმაგრეები და ზამთარ-ზაფხულ თოვლით დაფარული მწვერვალები ათასობით უცხოელ ტურისტს იზიდავს. ტურისტული სააგენტოების მონაცემებს თუ დავეყრდნობით, ეს მხარე განსაკუთრებით ევროპელებს აინტერესებთ, რომლებსაც სვანეთში უნიკალური ჰავა, ველური ბუნების სილამაზე და სიძველეები იზიდავს.
გოდერძი
სათხილამურო კურორტი გოდერძი, იმით არის ყველასგან გამორჩეული რომ აქ ყოველთვის ცოტა დამსვენებელია. ზოგჯერ ისიც არის შესაძლებელი მთლიან სასრიალო ტრასაზე, მარტო სრიალებდეთ. ეს ერთ-ერთი დადებითი მხარეა გოდერძის განსხვავებით სხვა კურორტებისა, სადაც სასრიალო ტრასები ძირითადად სულ გადატვირთულია.
თუ გაუკვალავ თოვლსა და ტყეში სრიალი შენი სფეროა, გოდერძი ამის საშუალებას მოგცემს. ზღვასთან სიახლოვის გამო აქ ხშირად თოვს, თოვლი კი ძირითადად ფაფუკი და კარგია. თუმცა, გოდერძიზე საშუალო დონის სათხილამურო ტრასებია და რთული სასრიალო ტრასების მოძებნა მარტივი არ იქნება. დადებითი მხარეა, ისიც რომ საბაგიროებთან ახლოს არის სასტუმროები თუ კოტეჯები და არ დაგჭირდებათ ტრანსპორტირებაში თანხის გადახდა.
ინსფრასტრუქტურა გოდერძიზე ცუდია და ამიტომაც, ძნელია დასარჩენი ადგილების მოძიება. თუ ოდესმე გადაწყვეტთ ახალი წლის გოდერძიზე გატარებას, რეკომენდირებული იქნება თქვენთვის ორი თვით ადრე დაჯავშვნა ადგილების. ამას გარდა, კურორტზე კვების და გართობის ძალიან, ძალიან მცირე არჩევანი გექნებათ, რადგან გოდერძიზე მხოლოდ 1 მოქმედი რესტორანია.
დასარჩენი ადგილების ნაკლები რაოდენობა, გართობის მცირე არჩევანი და კურორტის შორი მდებარეობა ძირითადი უარყოფითი უარყოფითი მხარეა. მაგრამ, თუ დასვენებისთვის მინიმუმ 1 კვირა გაქვთ დრო, გიყვართ მშვიდი და მყუდრო გარემო, გიყვართ სრიალი და არც ისე ბევრი მოთხოვნები გაქვთ, შეგიძლიათ ზამთრის დასვენება დასამახსოვრებელი გახადოთ მეგობრების წრეში.
გუდაური [b]
გუდაურის ყველაზე დიდი უპირატესობა თბილისთან სიახლოვეა. თბილისიდან სულ რაღაც 1 საათის და 30 წუთის სავალ მანძილზეა და შეგიძლიათ დღისით წავიდეთ და საღამოს უკან დაბრუნდეთ. გუდაურში ბევრი სასრიალო ტრასა და საბაგიროა. თუმცა, გაუკვალავ თოვლში სრიალის მოყვარულთათვის არ არის კარგი ადგილი.
გუდაურში რესტორნისა და სასტუმროს ფასები სხვა დანარჩენი სათხილამურო კურორტებისგან განსხვავებით ძალიან ძვირია. ხშირია შემთხვევები, როცა მომსახურე პერსონალს ჩვენს მიმართ არ აქვს კარგი დამოკიდებულება. გუდაურში არ არსებობს საზოგადოებრივი ტუალეტები და თუ არსებობს ძალიან ცუდ მდგომარეობაში შეიძლება დაგხვდეთ. ასევე, საბაგიროებთან მოგიწევთ დიდხანს რიგში დგომა, რადგან გუდაურს ბევრი დამსვენებელი სტუმრობს. შაბათ-კვირას კი ტრასაზე თოვლი მალევე ფუჭდება, რადგან ამ დროს ძალიან ბევრი დამსვენებელი ჩადის სასრიალოდ. ფაქტიურად, რთული იქნება სრიალით ისიამოვნოთ დილის 12 საათის მერე. სამწუხაროდ, გუდაურში სრიალის გარდა არ არის ბევრი გართობის საშუალება.
ამგვარად, თუ თბილისში იმყოფებით, გაქვთ ცოტა დრო და გსურთ ერთი დღე ან შაბათ-კვირა სათხილამურო კურორტზე დაისვენოთ გუდაური ამ ჩამონათვალში თქვენთვის მოსახერხებელი ადგილია.
თუ გსურთ თქვენი დასვენება ზამთრის კურორტზე იყოს დაუვიწყარი, გაითვალისწინეთ ჩვენი რჩევები, რომელიც დაგეხმარებათ საუკეთესოდ გაატაროთ დრო. ჩვენ იმედს ვიტოვებთ, რომ მიიღებთ სწორ გადაწყვეტილებას და ისიამოვნებთ საქართველოს ზამთრის კურორტებზე დასვენებით.
[b] ჰაწვალი [b]
ჰაწვალის სათხილამურო კურორტი, ისევე როგორც თეთნულდი მესტიასთან ახლოს მდებარეობს. ჰაწვალიდან სვანეთის ულამაზესი ხედი იშლება. თუ გიყვართ ულამაზესი ხედით ტკბობა, შეგიძლიათ აქედან სუნთქვისშემკვერელად ლამაზ ხედს გადახედოთ. ჰაწვალზე მდებარეობს პატარა, მყუდრო და ლამაზი კაფე „ზურულდი“. მისი დადებითი მხარეა ის, რომ მესტიიდან გექნებათ საშუალება საბაგიროთი ახვიდეთ ზურულდიზე.
თუ გიყვართ ტყეში სრიალი, ჰაწვალზე საკმაოდ კარგი ტყეა ამისთვის. სათხილამურო ტრასები მშვენიერი შესაძლებლობაა, თუ დამწყები მოთხილამურე ხართ და ახლა სწავლობთ სრიალს. კურორტზე მოთავსებულია პატარა ზომის ბიგელის სტილის საბაგირო, რაც ინფრასტრუქტურის განვითარებაზე მიუთითებს. ზოგჯერ შესაძლებელია, ისიამოვნოთ ღამის სრიალით ჰაწვალზე, რაც უფრო მხიარულს და მრავალფეროვანს გახდის თქვენს დასვენებას.
სვანეთის სათხილამურო კურორტებზე სეზონის ხანგრძლივობა ძალიან დიდია. ამასთანავე, თქვენ დარჩენის ალტერნატივაც დიდი გექნებათ, რადგან მესტიაში უამრავი სასტუმროა და შესაძლებელია, დარჩეთ როგორც ძვირადღირებულიან ისე, დაბალ ბიუჯეტიან სასტუმროში. სვანეთის ერთ-ერთი დიდი უპირატესობა ცხოვრების მაღალი დონეა, რაც შესაბამისად კვების მხრივ ფართო არჩევანს მოგცემთ.
ამგვარად, თუ გექნებათ 1 კვირით დარჩენის საშუალება და არ გსურთ თქვენი დასვენება მხოლოდ სათხილამურო ტრასებზე სრიალით შემოიფარგლებოდეს, სვანეთში შეგიძლიათ მრავალფეროვანი გახადოთ შვებულება.ტურისტული ცენტრი მესტია გართობის, დასვენების და დროის საუკეთესოდ გატარების უამრავ მიზეზს მოგცემთ, თუ გაითვალისწინებთ იმასაც რომ დასვენება არც ისე ძვირია სვანეთში. რაც მთავარია, თუ ხარისხიან თოვლზე სრიალი თქვენთვის სიამოვნებაა და ზემოთ ჩამოთვლილი თქვენს ინტერესებშია, სვანეთში დასვენება ზღაპრულიც კი შეიძლება აღმოჩნდეს.
[b] თეთნულდი [b]
თეთნულდის სათხილამურო კურორტი მესტიასთან ახლოს მდებარეობს. თეთნულდი კარგი ადგილია, რადგან თოვლის ხარისხი მაღალია და ასევე, სეზონის ხანგრძლივობაც ძალიან დიდია. ამ ადგილას ინსფრასტრუქტურაც განვითარებულია, სადაც საბაგიროებით შეგიძლიათ ისარგებლოთ. თეთნულდის სათხილამურო ტრასა მთელს ამიერკავკასიაში ყველაზე გრძელია.
თეთნულდის მთავარი უარყოფითი მხარეა ის, რომ შეუძლებელია მესტიიდან ფეხით მოხვდეთ აქ. იმისათვის, რომ თეთნულდის სათხილამურო კურორტზე მიხვიდეთ დაგჭირდებათ საკუთარი მანქანა ან მისი ქირაობა, რაც იაფი ნამდვილად არ არის. თუ თქვენ დამწყები მოთხილამურე ხართ, თეთნულდის სათხილამურო კურორტი იდეალურია, რადგან აქ მარტივი და ბევრი სასრიალო ტრასაა. თუ გაუკვალავ თოვლში სრიალი თქვენი საყვარელი ნაწილია და ექსპერტი ხართ, თეთნულდი ამის საშუალებას მოგცემთ. თუმცა, აქ რთული სასრიალო ტრასები არ არის, ძირითადად საშუალო დონის სირთულისაა.
[b] შეკვეთილი
შეკვეთილი ერთ-ერთია გურიის საზღვაო კურორტებიდან. 1949 წელს მიღებულ იქნა გადაწყვეტილება ქობულეთიდან ფოთამდე გურიის საზღვაო ზოლში საკურორტო ზოლის მოწყობის შესახებ, 50 კმ სიგრძის მანძილზე გაშენდა ბიჭვინთის ფიჭვის კორომი. მოქმედებს რამდენიმე სასტუმრო, გასართობი პარკი „ციცინათელა“, საკონცერტო დარბაზი "Black Sea Arena", „მუსიკოსთა პარკი“ და „მინიატურების პარკი“.
ბუნებრივი სამკურნალო ფაქტორებია ზღვისპირა ნოტიო სუბტროპიკული ჰავა, ზღვის წყალი, მაგნიტური ქვიშა. მკურნალობის სახეობებია ჰაერის, მზისა და ქვიშის აბაზანები. სამკურნალო თვისებები: გულსისხლძარღვთა, ნერვიული სისტემის ფუნქციური დაავადებები, მეორადი ანემია, რაქიტი, პერიფერიული ნერვიული სისტემისა და სახსრების დაავადებები.
ეს დასაწყისია, ამიტომ ამდენი კურორტი ჯერჯეროით საკმარისია. მომდევნო თემებში ჩავამატოთ კურორტები
--------------------
კაიგაჩე © nata.nn
ანეკდოტს უცხო ენასა, ჭირსა არ გაეგებაო
ZdAll
|