SR-71შენ თუ ეს მანქანა იცოდე (ჰაილანდერი) ან საერთოდ მანქანებზე სწორი წარმოდგენა გქონდეს თავს დავდებ
ვინც შეძენას აპირებთ დაგეხმარებით რაიმე კითხვა თუ გაქვთ, მყავს 2012 იანი ჰიბრიდი, მყოლია სხვა სედანები ჰეჩბეგები და ჯიპები, ეს ვიყიდე და მივხვდი რო ვეღარაფრით ვანაცვლებ ისეთი პრაქტიკული მანქანაა, აი მომინდება სხვა რამე ავწონ დავწონი და ვხვდები ბევრი რამე დამაკლდება რაც ამ მანქანაში მსიამოვნებს.
გამძლეობას რაც შეეხება, ჩამოვიყვანე ამერიკიდან ოდნავ იყო გასმული გვერდიდან ჟეშტი გავასწორე ზეთები შევცვალე და ის აბს ის სითხეც შევცვალე, სულ ეგ იყო რაც გავაკეთე. მანქანას აქვს 200 000 კილომეტრზე მეტი გარბენი, ჯერ კიდე ქარხნულ კალოდკებზე და სვეჩებზეა, ნუ სხვა ყველაფერიც თავის ქარხნულია ხელი არ დაუდია არავის
ყველაფერი მუშაობს კარგი საათივით ჩეკ ენჯინი და მსგავსი შეცდომები ისტორიაშიც კი არ აქვს არათუ ამოუგდია.
მოხმარებას რაც შეეხება ვხმარობ დაუნდობლად
ზეთს ვუცვლი 10 000 მილის მერე (როგორც მომიხერხდება), გრამს არ იკლებს მატორი ვამოწმებ. მყავდა წაყვანილი ათას უბედუ და მიუვალ ადგილას, მაგალითად ძამას ხეობაში მიზელია ტალახი არაერთხელ
ასევე დალაშქრული მაქ მთლიანი თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიები, დამიყენებია 2 საბურავზე დიაგონალზეც, მაინტერესებდა თუ გაიღებოდა საბარგული და დაიკეტებოდა (გაიღო და თავისითაც დაკეტა უპრობლემოდ).
გადამიტანია ყველაფერი რაც შეიძლებოდა სარეცხი მანქანა, გაზქურა, მაცივარი, შკაფი (საკმაოდ დიდი), მოპედი, სამშენებლო მასალები (4 მეტრიანი ფიცრები), ავეჯი და ათასი რამ.
გვიმგზავრია 8 კაცს ერთად და ასევე ხშირად დავდივარ კემპინგზე ამ მანქანით (მოსიარულე კარავია კლიმატკონტროლით
)
მოკლედ ძალიან შემაყვარა თავი არც კი მოველოდი ასეთი პრაქტიკული და გამოყენებადი თუ იქნებოდა თან ასე არაფერს თუ არ მოითხოვდა. რა ანთებულ ელექტროობაზე ლაპარაკობთ არ მესმის
ერთადერთი მთავარი არის ამ მანქანის სწორად შერჩევა როგორც წლოვანებით ასევე ისტორია უნდა ეკითხებოდეს შტატებში და უნდა ჩანდეს რომ ყველა სერვისი დილერთან აქვს გავლილი დროულად და ასევე ის რექოლები გაკეთებული რაც ამაზე გამოვიდა. მაგალითად ერთ-ერთი ეგეთი რექოლი უკანა ხიდზე იყო, მთლიანად ცვლიდნენ ხიდს და ელექტრო მატორს ახლით.
ველი ჯანსაღ დისკუსიას ამ მანქანის შესაძლებლობებთან დაკავშირებით, თანაც შეგვიძლია რეალურადაც გავტესტოთ ეზოში მიდგას ჩემი ტანჯულა ათას გაჭირვებას გამოვლილი
This post has been edited by RAMPAGE- on 5 Apr 2021, 02:47