ახალი ამბავი მაქვს თქვენთვის, ვიყავი INEX GROUP-ში, საკმაოდ კარგიშთაბეჭდილება დამრჩა, საქმიანი გარემო და ძალიან ბევრი კლიენტი იყო.
მე ვუთხარი რომ ხელმძღვანელთან მინდოდა შეხვედრა, რომელიც უკვე შეთანხმებული იყო.
მოკლედ რომ გითხრათ გაირკვა შემდეგი რაღაცეები:
ბრიტანეთის გავლით შესაძლებელია ნებისმიერი ნივთის გაგზავნა მსოფლიოში UPS, DHL და სხვა კომპანიების საშუალებით რომელიც ბევრად იაფი გამოდის ვიდრე აქედან გაგზავნა,
მაგრამ არის ერთი პრობლემა როცა ნივთი ძვირფასია როგორც ჩვენთანაა, საბაჟო აჩერებს და განბაჟებას ითხოვს, იაფ ნივთებს კი რაც შეეხება არაა პრობლემა ( სუვენირები და ა.შ.)
ძვირიანი საქონელი ვისაც გაქვთ შეგიძლიათ პირდაპირ ბრიტანეთში გაყიდოთ, მაგრამ წინასწარ უნდა იცოდეთ რომ განბაჟება მოგიწევთ.
ვცადე გამერკვია რა ღირებულებაზეა განბაჟება სავალდებულო მაგრამ გაურკვეველი პასუხი მივიღე კერძოდ - არარის ეგ განსაზღვრულიო (?!)
კიდევ Royal Mail არ ყოფილა კარგი კომპანია რადგან რამდენჯერმე დაკარგა ამანათი.
ეხლა ჩვენი საქმეა რომ რამენაირად გავარკვიოთ რომელი გადამზიდი კომპანია ჯობია გამოვიყენოთ UPS, DHL თუ სხვა
ხო მნიშვნელოვანია ისიც რომ INEX GROUPის ლონდონის ფილიალში თვითონ მიდის თითქმის ყველა გადამზიდი კომპანია და ადგილიდან აიღებს ამანათს, ანუ თანხა დასამატებელი არ გვექნება მაგათ ოფისამდე მისატანად !
კიდევ ერთი თემაა, უნდა შევარჩიოთ ისეთი კომპანია რომელიც შეძენილ სტიკერს ( მარკას რომელსაც ინტერნეტით ვიყიდით, და დავბეჭდავთ) არ გაგვიუქმებს სანამ ლონდონში ჩავა ამანათი.
მემგონი UPS აქვს 1 თვიანი პერიოდიაო, ეგენი დაგვრჩა გასარკვევი და წავიდა ელ ვაჭრობააა!
ხო კიდევ მერე შესაქმნელი იქნება სქემა რომლითაც დამწყებები ისარგებლებენ, ანუ ნაბიჯები.
სიტყვაზე როგორ დარეგისტრირდე ამაზონზე ან იბეიზე, მერე როგორ დაამატო შენი საქონელი და ა.შ. მათ შორის როგორ გააგზავნო. ეს ყველაფერი ჩვენი გასაკეთებელია და ვინმე თუ დამეხმარებით კარგს იზავთ
მარტოც მივაჩოხანებ ამ ამბავს მაგრამ, მეტი დრო დამჭირდება
This post has been edited by first on 21 Dec 2016, 17:20