Printable Version of Topic
Click here to view this topic in its original format
თბილისის ფორუმი > რაგბი > იმერ-ამერის "დიდი ლელო"


Posted by: Gio_G83 14 May 2018, 14:35
დაანონსებული იმერ-ამერის დიდი ლელო მოახლოვდა...

26 მაისს, დამოუკიდებლობის აღდგენის 100 წლის თავზე...

ოლსთარიო და ანუ (სავარაუდოდ) დასაველთის და აღმოსავლეთის გუნდების ნაკრებები (?!)

ვინ რას ფირობთ?
რა იცით?
რას ემსახურება ეს მატჩი?
მეტი კონკრეტიკა არ გვაწყენდა...

პ.ს.
რასაც გადაჭრით იტყვის კაცი - პირა ამბებში წინსვლაა, ურაგბობის ან დეფიციტად ქცეული რაგბობის ფონზე იმერ-ამერის რკენა და შემდეგ ბარბაროსების მასპინძლობა - მისასალმებელია...

http://site.rugby.ge/ka-GE/2017-18-Didi10/

სარაგბო "ჯურნალისტიკა" ფორმაშია, მარგამ კავშირიც რომ ვერ ენაწყლიანობს...
გულშემატკივარი კი მაქსიმალისტი და ინფორმაციულად მუდამ "დაუნაყრებელია"...
* * *
პ.ს.
ხო, ხმის მიცემას ნუ იჩქარებთ ( smile.gif )

თუმცა სავარაუდოდ ბათუმი, აია და ბაგრატი ვს ლოკომოტივი, ჯიქი, ლელო, ხარები, არმაზი, აკადემია, არმია...

აღმოსავლეთის სასელექციო მასშტაბი ბევრად მეტია...

Posted by: BigG 14 May 2018, 14:40
Gio_G83
QUOTE
ვინ რას ფირობთ?
რა იცით?
რას ემსახურება ეს მატჩი?
მეტი კონკრეტიკა არ გვაწყენდა...


რამდენადაც ვიცი, ამ მატჩს საქართველოს მეორე ("ა") ნაკრების ოფიციალური შექმნა უნდა მოყვეს, რომელიც მოგვიანებით ბრაზილიის ეროვნულ ნაკრებს დაუპირისპირდება.

Posted by: Gio_G83 14 May 2018, 14:44
QUOTE
რამდენადაც ვიცი, ამ მატჩს საქართველოს მეორე ("ა") ნაკრების ოფიციალური შექმნა უნდა მოყვეს, რომელიც მოგვიანებით ბრაზილიის ეროვნულ ნაკრებს დაუპირისპირდება.


BigG
უკვე საქმეა
smile.gif
მადლობა

ანუ აქცენტიც შესაბამისად-ლოგიკურად ასაკობრივ ცენზზე გაკეთდება და მინიმუმ ბოლო 1 წლის მანძილზე ბორჯღალიან კვართ მორგებულებს არ მოაცდნენ?..

Posted by: xDavid_S 14 May 2018, 14:55
BigG
QUOTE
რომელიც მოგვიანებით ბრაზილიის ეროვნულ ნაკრებს დაუპირისპირდება.

გადაწყდა უკვე?

ბრაზილიელებისგან არ დასტურდება ჯერ

Posted by: lepori 14 May 2018, 15:03
შეცვლილი წესებით თამაშზე იყო ლაპარაკი,
რამე გადაწყდა?

--
ჩემი აზრით"ნამდვილი" რაგბი უნდა ითამაშონ,
წესების შეუცვლელად,
ამდენ აბდაუბდა წესში კიდე დაბნევა და არევა გვინდა საწყალ გულშემატკივარს?



--
ან ლელობურთი მოსცხონ
ან ორივე, პირველი ტაიმი რაგბი, მერე - ლელო up.gif

Posted by: Gio_G83 14 May 2018, 15:06
QUOTE
ლელობურთი მოსცხონ
ან ორივე, პირველი ტაიმი რაგბი, მერე - ლელო


ტაიმებს შორის 7_კაცა
და კაპიტნის ვარჯი და გახურება ლიგურად - უბურჯებოდ...

მიქსი კი გამოვა, მარგამ მე ბასიანის ხშირი სტუმრობა დამბრალდება


ნამდვილი" რაგბი - აქამდე გვატყუებდნენ?
smile.gif

Posted by: BigG 14 May 2018, 15:12
xDavid_S
QUOTE
ბრაზილიელებისგან არ დასტურდება ჯერ


შეთანხმების პროცესშია.
თამაში წესით ივნისში უნდა იყოს.

Posted by: dc120mm 14 May 2018, 15:21
ლიგის წესებისა რა გითხრათ,მაგრამ ჯარიმის კარში დარტყმა და ჯარიმის დროს შერკინების მოთხოვნა არ შეიძლებოდეს.

ასევე,შერკინებიდან პირდაპირ გავიდეს ბურთი (ლიგურად).

დინამიკა იქნება და ბურთაობა,საი საყურებელი გამოვა.

თუ ფიზიკურად ვერ გაქაჩავენ,30 წუთიანი ტაიმები გავაკეთოთ!

ბრაზილიასთან თამაში გაასწორებს!

Posted by: xDavid_S 14 May 2018, 15:25
BigG
QUOTE
შეთანხმების პროცესშია.
თამაში წესით ივნისში უნდა იყოს.

ანუ ირიბი ირბ დათანხმდა დაფინანსებას?

Posted by: lepori 14 May 2018, 18:08
Gio_G83
QUOTE
ნამდვილი" რაგბი - აქამდე გვატყუებდნენ?

QUOTE (lepori)
შეცვლილი წესებით თამაშზე იყო ლაპარაკი,

---


Posted by: ratomac aRa 15 May 2018, 09:48
QUOTE
ბრაზილიასთან თამაში გაასწორებს


აქ ჩამოდიან?

Posted by: dc120mm 15 May 2018, 11:36
ratomac aRa
QUOTE
აქ ჩამოდიან?

ჯერ გადაწყვეტილი არ არის,მიდის მოლაპარაკება,თუ გადაწყდა კი,აქ ჩამოვლენ!

Posted by: Gio_G83 15 May 2018, 13:45
დასავლეთის 3 გუნდს თუ ბორჯღალოსნებს გამოვაკლებთ -
და ბაგრატიდან ვისი გამორჩევა შეიძლება არ ვიცი:

(ბათუმი)
ერისთავი #1
მამრიკიშვილი #2
ქოიავა #4/5
ბუჯიაშვილი #6/7
ურჯუკაშვილი 12/13
ტუჩაშვილი #11/14
(აია)
ხარებავა #3
სალდაძე #1
ტორაძე #2
შალამბერიძე #4/5
ბაბუნაშვილი #4/5
დანგაძე 6/7
მაჩალაძე #8 ან მღებრიშვილი
თუთბერიძე / როხვაძე #9 (მე თემო უფრო მომწონს)
აბრამიძე #11/14
ძნელაძე #12/13/15

მგეზავი ვინ იქნება ვერ ვიცი

აღმოსავლეთით უფრო რთულია...
სპანდერაშვილი #6/7
ლიპარტელიანი #12/13
მესხი #11/14
მაჭარაშვილი ერეკლე #6/7
ბასილაია გიორგი #10
ქანდაურაშვილი #12
პაპიძე #2 (სავარაუდოდ არ ეცლება)
ჯულაყიძე #1
ბუბუტეიშვილი #6/7/8
კვაჭაძე #4/5
საღინაძე #6/7 (სავარაუდოდ არ ეცლება)
პატარაია #3
ტრაპაიძე #4/5
ბროძელი #9
სვანიძე #11/14/15
ნინიძე #10
დევსურაშვილი # 12/13
ქვათაძე #1
გეგია #4/5
კოპაძე #4/5
ფოფხაძე / გასვიანი #6/7
აფციაური #10/11/15
კავთიძე #12
შკინინი - იქნება?
გოგოლაშვილი #15(?)
ხარაზიშვილი #11/14
















Posted by: ლუკასა და ნიკოს მამა 25 May 2018, 22:51
სიები
http://files.rugby.ge/oqmi/DATO/2018_0526_D10_97-LE_IME-AME.htm

Posted by: rrrugby 26 May 2018, 00:36
პერანიძე 20-წლამდელებთან რატომ არ არის? ამ ეტაპზე დვალიშვილსაც ჯობია და ალანიასაც.

Posted by: giushki 26 May 2018, 00:49
QUOTE (dc120mm @ 14 May 2018, 15:21 )
ლიგის წესებისა რა გითხრათ,მაგრამ ჯარიმის კარში დარტყმა და ჯარიმის დროს შერკინების მოთხოვნა არ შეიძლებოდეს.

ასევე,შერკინებიდან პირდაპირ გავიდეს ბურთი (ლიგურად).

დინამიკა იქნება და ბურთაობა,საი საყურებელი გამოვა.

თუ ფიზიკურად ვერ გაქაჩავენ,30 წუთიანი ტაიმები გავაკეთოთ!

ბრაზილიასთან თამაში გაასწორებს!

yes.gif გეთანხმები ყველაფერში. ლიგურ/ბარბაროსული ბურთაობა წაგვადგება, უბრალოდ ძალიან ცოტაა 1 თამაში.

მაინტერესებს ამ ფორმატის გაფართოვება და სამხრეთ/ჩრდილოეთის (პირობითად) ჩაბმა თუ იგეგმება. ძალიან მაგარი რამე გამოვა, ესეთი რამე თუ მოხდა, სულაც მინიმალური - თითო-თითოჯერ რომ ითამაშონ ერთმანეთში.

Posted by: Lexter 26 May 2018, 02:37
ეს არის ქართული ოლ სტარი??? წესით დიდი ზეიმი უნდა ყოფილიყო, ბევრი ღონისძიება და ა.შ.


ისეთი სიჩუმეა, რაგბის მარკეტინგი შვებულებაშია თუ რა ხდება????

Posted by: ლუკასა და ნიკოს მამა 26 May 2018, 10:31
giushki
QUOTE
სამხრეთ/ჩრდილოეთის (პირობითად) ჩაბმა თუ იგეგმება

არა, არ იგეგმება -- უნდა იყოს ორი მხარე: მე და შენ

ავსტრალიური ორიჯინის მსგავსად - პირველი ჯახი 6 ივნისსაა. ორზე

ისიც თქვენგან გავიგე, თურმე "ა" ნაკრების შესარჩევად ტარდება --
[ეგების] ბრაზილიის დასახვედრად

დიდი შოუ არ გამოვიდა -- მოდი, ამ ერთხელ უბრალოდ ჩავატაროთ
და მერე ვიფიქროთ გაფართოებაზეო (( ალბათ, ფული გვიჭირს ))

სამი თვე გვქონდა ლოგოს დასახატად და ვერც მაგას დაედგა თავი

არადა მოტივი უცხადესი იყო:

ოვალური ბურთით შეკრული საქართველოს კონტური,
ნახევრები სხვადასხვა ფრად შეღებილი --
ოღონდაც შუაში ერთმანეთს რომ ერევა,
და წარწერები: დიდი ლელო, იმერი, ამერი

დღეს იქნება მარტო სადღესასწაულო თამაში და
ალბათ ერთი-ორი დაჯილდოებაც -- ჭაბუკთა ლიგების

წუხელ უკვე გაიშალა სამეგობრო -- ქართული რაგბის ერთიანობის სუფრა
და მაგის გამო დაგვიანდა სიების შედგენა, მაგრამ
ვიდეო-კარუზო ლაშა ლორთქიფანიძემ იმარჯვა და
[არ-არსებულ] მენეჯერთა ნაცვლად ჩაიწერა
მწვრთნელთა მიერ არჩეული [მხოლოდ] 15-ეულები

ყველა დანარჩენი მარქაფაა, კვართის ნომრებს კი
თამაშამდე დააზუსტებს მდივანი დავით კოხრეიძე

ეგაა სულ, რაც ვიცი -- მსაჯების დამნიშნავს ვურეკე,
მაგრამ ალბათ მობილური დარჩა მანქანაში

@

Posted by: giushki 26 May 2018, 16:51
ძალიან საინტერესო იქნება რა გამოვა ამ წამოწყებიდან. არაა ხელწამოსაკრავი საერთოდ. ა ნაკრებისთვის, შესარჩევად კი არა, სერიოზული მხარე (საქართველოსნაირი არა)!!! ამას სერიოზულად შეფუთავდა და მიაწვდიდა მყიდველს ნაციონალური სპორტის სახეობად, მაგ: ქართული ჭიდაობა, რომელსაც მე პირადად კვირას არ ვტოვებდი როცა ტარდებოდა. ძალიან ყურებადია ესეთი რაღაცეები და ამრეზით მიდგომა და ფეხებზე დაკიდება არ შეიძლება რა.

Posted by: Lexter 26 May 2018, 17:14
giushki
QUOTE
ძალიან საინტერესო იქნება რა გამოვა ამ წამოწყებიდან. არაა ხელწამოსაკრავი საერთოდ. ა ნაკრებისთვის, შესარჩევად კი არა, სერიოზული მხარე (საქართველოსნაირი არა)!!! ამას სერიოზულად შეფუთავდა და მიაწვდიდა მყიდველს ნაციონალური სპორტის სახეობად, მაგ: ქართული ჭიდაობა, რომელსაც მე პირადად კვირას არ ვტოვებდი როცა ტარდებოდა. ძალიან ყურებადია ესეთი რაღაცეები და ამრეზით მიდგომა და ფეხებზე დაკიდება არ შეიძლება რა.

ნამდვილად, მეც მაგას გავიძახი, კარგი სპორტული პროდუქტის და სანახაობის შემნა შეიძლებოდა

შედეგიც სახეზეა. 4 ათას კაციანი არენა მეოთხედითაც არაა გავსებული

Posted by: giushki 26 May 2018, 18:50
არავინ უყურებთ ლელობურთს? კარგი თამაშია smile.gif

Posted by: GioWEED 26 May 2018, 19:35
წივწივაძე ნიკა.

ეს ბიჭი არ იყო დასატოვებელი 20იანებში უნდა წაეყვანათ. ფინალშიც დადო ლელო და ამერსაც დაუდო.

მაგარ ჯანზეა. 99იანია და კიდე წავა მარა უკვე ღირდა წაყვანა.

კალმახელიძე გიგოლაშვილს კი აჯობებს...
ლელოს ზღუდაძე ოდიკაძე გელაძე
ჯალაღონია მაჩალაძე მომწონს

რა კრიტერიუმებით ხდება შერჩევა?! წივწივაძე დიდ 10ში ჩანს და გიგოლაშვილი სად გამოჩნდა

Posted by: Gio_G83 28 May 2018, 14:08
https://forum.ge/?showtopic=35024650&view=findpost&p=52781553

იქით პროგრესიო და ეს "პოსტი" როგორ ყინულიანი წყლის გადავლებასავითაა

QUOTE
არავინ უყურებთ ლელობურთს? კარგი თამაშია

არაერთი კარგი ეპიზოდი, მარგამ ეპიზოდებადვე დარჩა - მგონი უბრალოდ სეზონი ჩაამთავრეს - აი ის ბრაზილია რომელიც არ დადასტურდა გამოდგებოდა მოტიავტორად , მაგრამ ვერც ეგ

Posted by: jora84 28 May 2018, 14:29
Gio_G83

ჩვეულებრივი ღლაბუცი გამოვიდა, მეტი არაფერი.

Powered by Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)