გილოცავთ შობა - ახალ წელს
ვაკოპირებ ფბ-დან.
https://www.facebook.com/groups/463078500376887/_____________________________________
ბოდიშს გიხდით, ამდენ ხანს ვერ მოვახერხე დაწერა. 2014 წლის სიაში შევიტანე საახალწლო ხარჯები, დეტალურად მიწერია. ჩეკები ამჯერად არ იქნება, დიდუბიდან გავაგზავნე და ამიტომ იქვე ვიყიდე. არავის მოუცია ჩეკი და მე მართლა მომერიდა 31-ში იმ გაყინული ხალხისთვის ჩეკის მოთხოვნა.
იმედი მაქვს არ გამინაწყენდით, რომ მარინესთვის ჩარიცხული თანხის მცირე ნაწილი ლეიკემიით დაავადებული გიორგისთვის დაიხარჯა, ერთჯერადად, საახალწლოდ.
ნაძვის ხე ორი გვაჩუქეს, ერთი მარინეს გავუგზავნე 31-შივე, მეორე 2-ში მივეცი გიორგის ბებიას, 31-ში თვითონ ვერ მოახერხა შეხვედრა, თორემ მობილიზებული ვიყავით სრულიად ოჯახი, როცა დარეკავდა მივაწვდიდი სადაც იქნებოდა. ამისთვის განსაკუთრებული მადლობა მეუღლეს, რომ არანორმალური გრაფიკის მიუხედავად მაინც მოახერხა და დამითმო რამდენიმე დღე ამ კარგი საქმისთვის
)))) <3
მარინეს გოგოებს ნაირ-ნაირი კანფეტები გავუგზავნეთ <3 პატარა შუშხუნები. დიდი მაშხალები შეგნებულად არ ვუყიდე, რამე რომ დაეშავებინათ ჩემი ბრალი იქნებოდა.
ელენესაც და ანასაც ბარბი ვუყიდე, ერთნაირები, მაგრამ განსხვავებული ფერის კაბებით და აქსესუარებით,შეფუთვა მხოლოდ ერთ ადგილზე ვნახე და ისიც მხოლოდ ერთ სახის ქაღალდით, აღარ დავეძებდი, მთავარი იყო ლამაზად შეფუთული გამეგზავნა.
საახალწლო ნივთების გარდა წინა დღეს შევაგროვე ტანსაცმელი,ჭურჭელი,ფუმფულა სათამაშო...
ეს ყველაფერი უზარმაზარ პარკებში მოვათავსე და მაქსიმალურად მჭიდროდ გადავსკოჩე. 10 ლარი დაჯდა გაგზავნა ანუ ორი სამგზავრო ადგილის.
იმავე საღამოს ვაპირებდი გიორგის ბებიასთან შეხვედრას, ამიტომ მისთვისაც დიდუბეში ვიყიდე ტკბილეული და საახალწლო ნივთები, დიდი ფეიერვერკები ვერც ამ შემთხვევაში გავრისკე. ჩემს სახლთან ახლოს ვუყიდე პირადი ჰიგიენის და სახლისთვის საჭირო ნივთები : ( ძალიან დაბალი ფასებია, ხშირია სხვადსხვა აქციები და თან ჩემთვის უნდა მეყიდა მარაგი) კბილის პასტა,ტუალეტის ქაღალდი,ხელსახოცი, ჭურჭლის ჟელე,საწმენდი სითხე,სველი ხელსახოცი,სარეცხი ფხვნილი და წვრილმანები. ხელზე გადავეცი 30 ლარი, რაც ყიდვა-გაყიდვის ჯგუფის წლიური გადასახადით( წელიწადში სიმბოლური 1 ლარი ) შეგროვდა. მართალია, წინასწარ დავწერე და სხვანაირად ვაპირებდი, ვფიქრობდი მარინესთვის ჩარიცხულ თანხას მხოლოდ მარინესთვის დავხარჯავდი, მაგრამ არ მგონია საახალწლოდ გამონაკლისის დაშვების წინააღმდეგი ვინმე იყოს
2 იანვარს შევხვდი გიორგის ბებიას ციხეებთან ,სადაც მისი სოფლის ტრანსპორტი გამოივლიდა, რომ არ ეწვალა სიმძიმის ტარებით. სამი საკმაოდ მოზრდილი პარკი გამოვიდა, გიორგისთვის და მისი დებისთვის იყო ჩექმები, თბილი სვიტერები,თეთრეული,პირსახოცები,ფუმფულა საბანი და წვრილმანები.
ცეკვის ამბები დავწერე უკვე და ამისთვის ცალკე სია იქნება, რომ არ აგვერიოს და ვაკონტროლოთ ჩარიცხვები. 2014 წლის შემოსავალ-გასავალიც ამით დასრულდა და ახალი სია შეიქმნება
))
თითოეულ თქვენგანს , და თქვენ ძალიან ბევრნი ხართ, უღრმესი მადლობა.
მესამე წელია მეხმარებით, რომ დავეხმარო