ვისაც შეგიძლიათ იქნებ დამეხმაროთ???
მოკლედ ერთ-ერთმა ნეიროქირურგმა დაუნიშნა პაციენტს :
რიფამპიცინი, გაბაგამა, ტორადოლი და საშუალოდ მიღების ხანგრძლივობა 2 კვირიდან 3 თვემდე დღეში ორჯერ
პაციენტი ამ პრეპარატების მიღების შემდეგ თავს გრძნობს ძალიან სუსტად, რაც გამოიხატება - გონების დაბინდვაში, თავბრუსხვევებში, წნევის აწევაში და თავისტკივილში, ამნეზიაში, ავიწყდება წვრილმანები და თითქოს სადღაც დაფრინავს.
მე მაინტერესებს რამდენად ძლიერ წამლებზეა ლაპარაკი
პაციენტს აქვს ანთება ხერხემლის მალებს შორის
დიდი მადლობა წინასწარ
* * *
დავამატებ, რომ ჯერ მიღება წამლების არ დამთავრებულა, სადღაც ერთი კვირა გავიდა
ნუ ეხლა თქვენ მიპასუხებთ, რომ დავურეკოთ ჩვენს ექიმს და ის უკეთ გვეტყვის რა და როგორ, მაგრამ მე მაინტერესებს ნეიროქირურგის უბრალოდ აზრი თუ რამდენად ძლიერ პრეპარატებზეა საუბარი და ამდენი ხნით თუ ინიშნება საერთოდ???
დიდი მადლობა კვლავ