forum.ge
reklama
FORUM.GE წესები  · დახმარება  · ძებნა  · წევრები  · კალენდარი  · ჩატი
Pages: (65) « პირველი ... 63 64 [65]   ( გადავიდეთ პირველ წაუკითხავ წერილზე ) გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

> დასუფთავების საქალაქო სამსახური, თბილისი - სისუფთავის ქალაქი?!
Snow93
✜✜✜Then The Winged Hussars Arrived✜✜✜


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 2248
წევრი No.: 158539
რეგისტრ.: 2-January 13

გამოგზავნილია: 20 Feb 2019, 10:47  #54251113      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, თბილისის მუნიციპალიტეტი ლილოს ნაგავსაყრელის პრობლემის მოგვარებას გეგმავს, რაშიც საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციებიც არიან ჩართული. ამის შესახებ კახა კალაძემ სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ ვიდეოდიალოგის დროს, მოქალაქე ვანო ჯანიაშვილის კითხვის საპასუხოდ ისაუბრა.
„ლილოს ნაგავსაყრელი რომ მოუწესრიგებელია, ეს სერიოზული და წლების განმავლობაში დაგროვებული პრობლემაა. რა თქმა უნდა, მდგომარეობა მძიმეა, განსაკუთრებით ეს აწუხებს ადგილობრივ მცხოვრებლებს. შესაბამისად, ჩვენთვის მნიშვნელოვანია ამ პრობლემის რაც შეიძლება სწრაფად მოგვარება. ამ მიმართულებით, უკვე კონკრეტული ნაბიჯები გადავდგით. ვმუშაობთ იმ საკითხზე, რომ როგორც ნორმალურ, ევროპულ, განვითარებულ ქალაქებშია, ისე მოხდეს ამ ნარჩენების გადამუშავება და შემდეგ ელექტროენერგიის ან საწვავის მიღება. მინდა მადლობა გადავუხადო საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციებს, რომლებიც აღნიშნული პროექტის განხორციელებაში გვეხმარებიან“, – განაცხადა კახა კალაძემ.
მერის მოადგილე მაია ბითაძის განცხადებით, წლის ბოლოს ლილოს ნაგავსაყრელი დაიხურება და მას ახალი უჯრედი დაემატება.
„ნაგავსაყრელი ნამდვილად სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს, რადგან მისი არასწორად დაგეგმარების გამო, ძალიან ბევრი ტექნიკური პრობლემა წარმოიშვა. როგორც გასულ წელს, ასევე, მიმდინარე წელს, ძალიან მასშტაბურ ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს ვატარებთ და წელს უფრო ფართომასშტაბიანს ჩავატარებთ იმისთვის, რომ ნაგავსაყრელიდან მეთანის წარმოშობისა და არასასიამოვნო სუნის გავრცელების საკითხი გადაწყდეს. ასევე, დიდი სამუშაოები ჩატარდება იმისთვის, რომ ძველი ნაგავსაყრელი, რომელიც დღეს ფუნქციონირებს, დაიხუროს და წლის ბოლოს გვექნება ახალი უჯრედი, სადაც უკვე შეგვეძლება იმ თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვა, რაშიც გვეხმარება ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი (EBRD). ვფიქრობ, რომ დაახლოებით, წელიწადნახევარში გარემოსდაცვითი პრობლემები, რომელსაც აღნიშნული ნაგავსაყრელი წარმოშობს დაბინძურების და სუნის კუთხით, ერთხელ და სამუდამოდ გადაიჭრება“, – განაცხადა მერის მოადგილე მაია ბითაძემ.


--------------------
www.stalker.ge - Urban Exploration
ERAMUS
Crazy Member


*****
ჯგუფი: Registered
წერილები: 1124
წევრი No.: 244970
რეგისტრ.: 23-August 18

გამოგზავნილია: 20 Feb 2019, 10:49  #54251118      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
ეგ დიდი ხნის წინ უნდა ექნათ.
vatman
პროფესიონალი მგზავრი


******
ჯგუფი: Members
წერილები: 8192
წევრი No.: 37933
რეგისტრ.: 9-July 07

გამოგზავნილია: 25 Apr 2019, 11:18  #54564848      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · ვებგვერდი
საინტერესოა გაზელ ნექსთი და გაზ ნექსთი რამდენად გამომდგარი აღმოჩნდა თბილსერვისჯგუფისთვის.
ჯერ ჯერობით რასაც ვუყურებ, ვიზუალურად კარგად გამოიყურებიან...


--------------------
Старый друг лучше новых двух... знает как испортить настроение

Пиво бывает двух видов: халявное и за свои деньги
da_to
Super Crazy Member +


*******
ჯგუფი: Members
წერილები: 12592
წევრი No.: 53050
რეგისტრ.: 11-February 08

გამოგზავნილია: 23 May 2019, 23:56  #54704569      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
ამას წელს მუშაობა არ მოუწია, სად დგას ნეტა არც კი შემხვედრია ....

user posted image
1 წევრი ათვალიერებს ამ თემას (1 სტუმარი და 0 უჩინარი წევრი)
0 წევრი:
Topic Options Pages: (65) « პირველი ... 63 64 [65]  გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

 



ფორუმის სერვერების განთავსებას და ინტერნეტთან კავშირს უზრუნველყოფს: CLOUD9
[ Script Execution time: 0.0306 ]   [ 11 queries used ]   [ GZIP Disabled ]