ვიცე-პრემიერ, ენერგეტიკის მინისტრ კახა კალაძის განცხადებით, ქვეყანაში კრიმინალი შემცირებული არ არის.
კალაძის თქმით, კრიმინალი ყველა ქვეყანაში ხდება.
„ძალიან სამწუხაროა ის, რაც მოხდა. ზოგადად, პრევენცია ძალიან რთულია. ყველა ქვეყანაში ხდება კრიმინალი, ამისგან დაზღვეული არავინ არ არის. შესაბამისი სამსახურები მაქსიმალურად მობილიზებულები არიან, ყველაფერს აკეთებენ.
ასევე, გამოქვეყნებული იყო შედარებები თუ რა მდგომარეობა იყო წლების განმავლობაში კრიმინალთან დაკავშირებით და აშკარად არის, რომ კრიმინალთან მატება არ არის, პირიქით, შემცირებულია და ამ მიმართულებით, მუშაობა კიდევ უნდა გაძლიერდეს“, - განაცხადა კახა კალაძემ.
http://www.info9.ge/politika/163871-kaladz...html?lang=ka-GE