Printable Version of Topic
Click here to view this topic in its original format
თბილისის ფორუმი > აგრობიზნესი > ღორების ფერმა


Posted by: dato089 4 Jul 2009, 13:54
თუ შეგიძლიათ მომაწოდოთ რჩევები ღორების მომრავლებასთან და მათ გაზრდასთან დაკავშირებით. ყველაფერი მაინტერესებს რომელი ჯიშის ღორების მომრავლება სჯობს, სად შეიძლება კარგი ჯიშის ღორების ყიდვა და დაახლოებით რა ფასში. ასევე ინფორმაცია მათი საკვების შესახებ, რომ მაქსიმალურად ეფექტურად მოიმატონ წონაში და სად შეიძლებ ამ საკვების შოვნა შედარებით იაფად. წინასწარ დიდი მადლობა ყველას რჩევებისათვის.

Posted by: Kalenike 4 Jul 2009, 16:13
dato089
არ გირჩევ ჯერ-ჯერობით გრიპის გავრცელების ფონზე. მარა გრიპი რომ გადაივლის მერე იცოცხლე ... smile.gif

Posted by: dato089 6 Jul 2009, 10:40
როგორც ჩანს ღორების ბიზნესი დიდი პოპულარულობით არ სარგებლობს

Posted by: turqeti22 6 Jul 2009, 13:07
dato089
QUOTE
როგორც ჩანს ღორების ბიზნესი დიდი პოპულარულობით არ სარგებლობს

კი როგორ არა .მაგრამ რავი რატომ არ აკეთებე.

კაროჩე ერთს ქონდა ეგ ფერმა .დიდი ფული ქონდა ჩადებული .მაგრამ გრიპიო და საერთოდ გააწყვეტინეს. და მაგარ ზარალშI გადავარდა მე როგორც ვიცი....

თუ ფული გაქს .მიდექი მოიძიე .ბაზარი შეისწავლე და დაიწყე საქმე smile.gif

Posted by: miseva 6 Jul 2009, 18:33
QUOTE
ღორების ფერმა, ყველაფერი მაინტერესებს ღორების ფერმის შესახებ


მეც მაგრად მაინტერესებს მარა როგორც მითხრეს ძვირი შესანახიაო,,,,,,,, არადა ყველა ბიზნესი მომგებიანია ჩემი აზრით თუ სწორედ წარმართავ საქმეს......

Posted by: merabk 7 Jul 2009, 13:35
QUOTE
არადა ყველა ბიზნესი მომგებიანია ჩემი აზრით თუ სწორედ წარმართავ საქმეს......

ერთი ნიუანსია ამ კონკრეტულ შემთხვევაში. სოფელში ან ნაგავსაყრელზე გაზრდილი ღორი იაფი ჯდება და იაფადაც იყიდება. ფერმაში გაზრდილი ძვირი ჯდება და შეიძლება დღევანდელ საბაზრო ფასზე უფრო ძვირიც კი. ყოველ შემთხვევაში 15 წლის წინ ასე იყო.

Posted by: Kalenike 7 Jul 2009, 13:49
merabk
QUOTE
ერთი ნიუანსია ამ კონკრეტულ შემთხვევაში. სოფელში ან ნაგავსაყრელზე გაზრდილი ღორი იაფი ჯდება და იაფადაც იყიდება. ფერმაში გაზრდილი ძვირი ჯდება და შეიძლება დღევანდელ საბაზრო ფასზე უფრო ძვირიც კი. ყოველ შემთხვევაში 15 წლის წინ ასე იყო.

ოოო, 15 წლის წინ ჩემი ნათესავები ჩავარდნენ მაგ ბიზნესში, მაშინ ღორის ხორცი 3 ლარი ღირდა ...
დღევანდელ ფასებთან შედარება არ შეიძლება.
და ნაგავსაყრელზე ღორი როგორ უნდა გაზარდო? (მორალურად)

Posted by: merabk 8 Jul 2009, 12:20
QUOTE
ოოო, 15 წლის წინ ჩემი ნათესავები ჩავარდნენ მაგ ბიზნესში, მაშინ ღორის ხორცი 3 ლარი ღირდა ...
დღევანდელ ფასებთან შედარება არ შეიძლება.
მეც მაგის თქმა მინდოდა. სპეციალისტმა უნდა დათვალოს ყველაფერი.
ხორცი კი გაძვირდა, მაგრამ ყველაფერი დანარჩენიც გაძვირდა

Posted by: lashalasha8549 9 Jul 2009, 13:27
მაგარი მომგებიანიო ვერ გეტყვი მაგრამ ღირს, ეხლა ღორის ხორცი 8-9 ლარი ღირს და ახალ წელს 12 ლარამდე ადის.

Posted by: luna 9 Jul 2009, 19:45
ის ფილმი გამახსენდა: დიდი კუში (SNATCH), ღორების ფერმა აქვს იქ ერთ ბრიქ ტოპს.... smile.gif)

Posted by: lashalasha8549 9 Jul 2009, 20:48
QUOTE
ღორების ფერმა აქვს იქ ერთ ბრიქ ტოპს....

ხო და რითი კვებავს გახსოვს??? yes.gif yes.gif
* * *
QUOTE
რომელი ჯიშის ღორების მომრავლება სჯობს

ლანდრა მაგარია...

Posted by: dato089 10 Jul 2009, 12:56
სუფთა ჯიშის ლანდრის ყიდვა სად შეიძლება ხომ არ იცით. ბაზრებში რაც არის ძირითადად ყველა შერეული ჯიშისაა, შესაბამისად დიდად სასურველი მოსამრავლებლად არაა

Posted by: ulrixa 13 Jul 2009, 01:10
კაკრას ხვალ მაქვს ღორების ფერმის ბიზნეს ანალიზი! დავწერ მერე ჩემს აზრსაც

Posted by: MSN 13 Jul 2009, 20:27
არსებობს კანადური და დანიური ტექნოლოგია, ყველაზე მარტივი და ყველაზე იაფი. ამ პირობებში გაზრდილ ღორის ხორცს აქვს საუკეთესო საგემოვნო თვისებები. საქმე უდავოდ მომგებიანია, მაგრამ შესაძლებელია ვინმეს ინტერესებში შედიოდეს ხორცის იმპორტი და ამა გარემოებამ ხელი შეგიშალოს...
აესე რომ, სანამ ტექნოლოგიას შეისწავლი, მანამდე გაერკვიე.... შემდგომში შენს მიერ აღზრდილ ხრიუშებს უცბათ აფრიკული გრიპი არ დაუდგინონ.....

Posted by: xado-l 14 Jul 2009, 01:44
QUOTE
სუფთა ჯიშის ლანდრის ყიდვა სად შეიძლება ხომ არ იცით. ბაზრებში რაც არის ძირითადად ყველა შერეული ჯიშისაა, შესაბამისად დიდად სასურველი მოსამრავლებლად არაა



ლანდრას დიდი დიღმის შესასვლელთან კოტეჯები რომ არის თუ იცი,ლტოლვილები ცხოვრობენ,იქ ყიდის ერთი ტიპი,დედა ყავდა მგონია 800 კილოიანი,3-4წლის წინ მე მაგისგან მყავდა ნაყიდი მაგრამ ვერ გამრავლდნენ,დედლებმა მამალი არ მიიკარეს.

ლანდრას მომრავლებას მე დიუიკის მომრავლებას გირჩევდი,ლანდრას ბევრი სალა აქვს,დიუიკს კი ფენა ფენა ხორცი.

კიდევ ერთი,გორის გარშემო სოფლებში ძალიან ბევრი ყავდათ უკრაინული სახორცე ღორები,მანდ თუ გყავს ვინმე გაიკითხე და კარგი ჯიშის გოჭებს იშოვი.

Posted by: lashalasha8549 23 Jul 2009, 22:40
QUOTE
ლანდრას ბევრი სალა აქვს,

yes.gif მეც ეგრე ვიცი, მაგრამ ლანდრა სამაგიეროდ სხვა ქართულ ჯიშებზე ბევრად დიდი იზრდება,ვისაც ღორის სალა უყვარს იმისთვის მისწრებააა... smile.gif smile.gif

Posted by: VakhoVaxo 27 Jul 2009, 01:52
ხალხო! ღორების ფერმა არის ძალიან მომგებიანი საკმე!

არის რმდენიმე კრიტერიუმი რომელიც უნდა დაკმაყოფილდეს წარმატებული საქმიანობისტვის და რისკების შესამცირებლად! ნუ შეგეშინდებათ ნურც გრიპის და სხვა ატასი დაავადების! სწორი მენეჯმენტის პირობებში ყველაფერი მოგვარებადია!

1. ჯიში;
2. საკვები ბაზა;
3. სანიტარიული ნორმების დაცვა!!!
4. მოვლა.

თუ გაინტერესებთ შემიძლია მოგაწოდოთ დეტალური ინფორმაცია ყველა საკითხზე

* * *
ლანდრასი არის ინგლისური ჯიში, რომელიც საქართველოში დღეისათვის ძირითადად გამოიყენება საჯიშედ. არანაირი ბევრი სალა არ აქვს! ისინი იყიდება გოჯებად სანაშენედ და საკმაოდ ძვირადაც: 1 კგ ცოცხალი ცონა 10ევრო!!!

Posted by: lashalasha8549 27 Jul 2009, 19:00
QUOTE
ნუ შეგეშინდებათ ნურც გრიპის და სხვა ატასი დაავადების

გეთანხმები, მთავრობა იგონებს ამ გრიპებს არ სწირდება ადგილობრივი წარმოება ამ სფეროში, გაყინული ხორცის მთავარი იმპორტიორები არიან...

Posted by: vzesh 30 Oct 2009, 10:34
QUOTE (VakhoVaxo @ 27 Jul 2009, 01:52 )
ხალხო! ღორების ფერმა არის ძალიან მომგებიანი საკმე!

არის რმდენიმე კრიტერიუმი რომელიც უნდა დაკმაყოფილდეს წარმატებული საქმიანობისტვის  და რისკების შესამცირებლად! ნუ შეგეშინდებათ ნურც გრიპის და სხვა ატასი დაავადების! სწორი მენეჯმენტის პირობებში ყველაფერი მოგვარებადია!

1. ჯიში;
2. საკვები ბაზა;
3. სანიტარიული ნორმების დაცვა!!!
4. მოვლა.

თუ გაინტერესებთ შემიძლია მოგაწოდოთ დეტალური ინფორმაცია ყველა საკითხზე

* * *
ლანდრასი არის ინგლისური ჯიში, რომელიც საქართველოში დღეისათვის ძირითადად გამოიყენება საჯიშედ. არანაირი ბევრი სალა არ აქვს! ისინი იყიდება გოჯებად სანაშენედ და საკმაოდ ძვირადაც: 1 კგ ცოცხალი ცონა 10ევრო!!!

გამარჯობათ. მე დაინტერესებული ვარ ლანდრას ჯიშის ღორებით, მაქვს ჩემი ფერმა და დავიწყე მათი მოშენება, ახლა ვაკეთებ ვებ გვერდსაც ლანდრას შესახებ, თუ სურვილი გექნებატ შემეხმიანეტ და გახდით ჩემი ვებ გვერდის წევრები. http://englishlandrace.webs.com

Posted by: iko-iko 2 Nov 2009, 14:27
ჩემი მოკრძალებული შენიშვნა იქნებოდა "ლანდრა" არაა სწორი ამ ჯიშის ღორს ქვია ლანდრასი და აქვე ავღნიშნავ რო ლანდრასი არანაირად არაა საქონე მიმართულების ღორი. ის საბეკონე სუქებისთვისაა განკუთვნილი. ბევრ ქონს იგროვებს ადგილობრივი "მეასე" თაობის ღორები რომლებსაც აბსოლიტურად დაკარგული აქვთ თავიანთი ჯიშური თვისებები და ნაკლავს ჩალაღაჯზე რო გახედავ მაშინვე მიხვდები რო ეს ლანდრასი კიარა საქონე მიმართულების ღორებია იმხელა ქონს იდებენ შპიკზე
ეს ადგილობრივი ღორები.
ჩვენთან რომელ ღორსაც დიდი ყურები გაეზრდება ყველას ლანდრასს ეძახიან. არადა საქართველოში ლანდრასისი ხალასი ჯიშის ღორები კაი ხანია გადაშენდნენ. ეხლა შემოყვანილი ყავთ თელეთში და გორში მარა არ ვიცი ყიდიან თუ არა.

* * *
xado-l

ლანდრასსაც და დიუროკსაც ერთნაირი ტიპის მიმართულება აქვთ. ორივე საბეკონეა. დიუროკს ყველაზე ნაკლები ცხიმის დაგროვების გენი აქვს, სამაგიეროდ ნაკლოვანება აქვს ის რო ძალიან მცირე მერძეულობა ახასიათებს და შესაბამისად მისი აღწარმოება ძნელია. თუ გოჭებს ორ თვემდე მიაღწევინე მერე იცოცხლე დიუროკზე მაგარი ღორი არარსებობს. უნდა გავითვალისწინოთ რო ზრდის მაღალი ტემპი მიიღწევა ძვირფასი, მაღალცილიანი საკვების ხარჯზე. ყველა ასაკისთვის გასათვალისწინებელია საკვების რეცეპტი და მაშინ მიიღწევა სათანადო ზრდაც და ტანხორციც.

Posted by: avto_G 3 Sep 2010, 22:01
საინტერესო თემა მაგრამ რატომ ჩავარდა

Posted by: irakli123 11 Feb 2011, 15:21
მინდა ღორის ფერმის გაკეთება და ხომ არ იცით რომელი ჯიშია ყველაზე კარგი? ერთი სიტყვით ყველაფერი მაინტერესებს ღორის ფერმასთან დაკავსჰირებით.


მადლობა წინასწარ

Posted by: iko-iko 11 Feb 2011, 15:34
irakli123
QUOTE
მინდა ღორის ფერმის გაკეთება და ხომ არ იცით რომელი ჯიშია ყველაზე კარგი?

იორკშირი, დიუროკი, ლანდრასის ჯიშები რომლებიც უფრო მეტად არიან გავრცელებული. თუ სუფთა სისხლს იყიდი მოგიწევს ძროხის ფასის მიცემა გოჭში თუარადა სუფთა სისხლის ჩვენთან აღარ არსებობს სამწუხაროდ და მოგიწევს რაიმე ნაჯვარების ყიდვა.

Posted by: irakli123 11 Feb 2011, 15:37
ხო არ იცი სად იყიდება კარგი ჯისში და პასები?

Posted by: iko-iko 11 Feb 2011, 15:47
სად იყიდება და თელეთში მიხოს ფერმაში ცოცხალი წონა კილო 11$ ღირს, იყიდება არანაკლებ 20-25 კილოსი რაც ჩამოვთვალე სამივე ჯიში ყავთ, სამივე საბეკონეა ასე რომ მმმაგარი "ხადავოია"
* * *
თუმცა ალბათ დამეთანხმები რო ფასი საკმაოდ :O მგრამ სანაშენე სულადობა სე ღირს! უფრო ძვირიც ღირდა ეხლა დაუკლიათ ფასი.

Posted by: irakli123 11 Feb 2011, 15:53
ხომ არ იციტ ღორის ფერმის გაკეთებით თავიდან რამდენი ღორით უნდა დაიწყო და დაახლოებით რა პართი ჭირდება?

Posted by: iko-iko 11 Feb 2011, 15:56
irakli123
შენ სახსრებზე და შენს მომავალ გათვლაზეა დამოკიდებული.

Posted by: irakli_tikurishvili 11 Feb 2011, 22:27
QUOTE
თუ შეგიძლიათ მომაწოდოთ რჩევები ღორების მომრავლებასთან და მათ გაზრდასთან დაკავშირებით. ყველაფერი მაინტერესებს რომელი ჯიშის ღორების მომრავლება სჯობს, სად შეიძლება კარგი ჯიშის ღორების ყიდვა და დაახლოებით რა ფასში. ასევე ინფორმაცია მათი საკვების შესახებ, რომ მაქსიმალურად ეფექტურად მოიმატონ წონაში და სად შეიძლებ ამ საკვების შოვნა შედარებით იაფად. წინასწარ დიდი მადლობა ყველას რჩევებისათვის.


ჩემმა ნათესავმა გააკეთა ღორების ფერმა , 40K$ ი დაუჯდა დაახლოებით , ერთი 6 თვეა რაც აქვს და ჯერჯერობით მთლად კმაყოფილი ვერაა, ჭამა ძვირი ჯდება .
მარა რასაც გააკეთებ და თუ გულით და სერიოზულად მიუდგები ყველაფრიდან იხეირებ.

Posted by: MSN 14 Feb 2011, 08:01
QUOTE (irakli123 @ 11 Feb 2011, 15:37 )
ხო არ იცი სად იყიდება კარგი ჯისში და პასები?

სად იყიდება და უცხოეთში; პოლონეთი, უნგრეთი, ბულგარეთი და სხვა....
მიხოს ფერმისგან განსხვავებით, იქ ღირს 2.2 ევრო 1 კგ ცოცხალი წონა.

Posted by: iko-iko 14 Feb 2011, 09:55
MSN
QUOTE
სად იყიდება და უცხოეთში; პოლონეთი, უნგრეთი, ბულგარეთი და სხვა....
მიხოს ფერმისგან განსხვავებით, იქ ღირს 2.2 ევრო 1 კგ ცოცხალი წონა.

მიხოს ფერმა მართალია ჩემს ინტერესებში არ შედის, მარა 2,2 ევროდ სანაშენო სულადობას ვერსად ვერ იყიდი, მითუმეტეს ევროპაში. არცერთი რეპროდუქტორი არ მუშაობს 2,2 ევროზე. მაგ ფასად ღორს კიარა საქონელსაც ვერ შეიძენ.

Posted by: GURAMI2 14 Feb 2011, 20:56
არ გინდათ მეღორეობა ფასი არ აქვს ხორცს, რამდენი შრომა უნდა გაიღო რო გაზარდო და მერე ბაზრობაზე ოპტავოიში 5 ლარი გითხრან ხორცის ჩაბარება. მითუმეტეს, რომ საჭმელის ფასმა მოიმატა 100 % ით.

Posted by: geoeg 14 Feb 2011, 21:50
QUOTE
არ გინდათ მეღორეობა ფასი არ აქვს ხორცს, რამდენი შრომა უნდა გაიღო რო გაზარდო და მერე ბაზრობაზე ოპტავოიში 5 ლარი გითხრან ხორცის ჩაბარება. მითუმეტეს, რომ საჭმელის ფასმა მოიმატა 100 % ით.

+1
მართალს გეუბნევა

Posted by: DLLDLL 11 Apr 2011, 00:44
QUOTE (geoeg @ 14 Feb 2011, 21:50 )
QUOTE
არ გინდათ მეღორეობა ფასი არ აქვს ხორცს, რამდენი შრომა უნდა გაიღო რო გაზარდო და მერე ბაზრობაზე ოპტავოიში 5 ლარი გითხრან ხორცის ჩაბარება. მითუმეტეს, რომ საჭმელის ფასმა მოიმატა 100 % ით.

+1
მართალს გეუბნევა

?????????????????????????????????????????????????
* * *
დღევანდელი დღისთის რა ხდებ ამ სფეროში

ეს თემა რაგაღაც დზაან მიგდებულია თითკმის არაფერი არ წერია

Posted by: iko-iko 17 Apr 2011, 16:37
მიგდებულია რადგან ყველას ეშინია ღორზე ხელის მოკიდება, რაც იწვნია ხალხმა აფრიკულის ჭირის მერე ღორს უკვე უფრთხიან. მერე მეორე ფაქტორია მეღორეობა გლეხს მოგებას ვერ უტოვებს, ვერ ინაზღაურებენ საკვების ფასს.
რატომ?
იმიტომ რომ ადგილობრივ ბაზარზე მარცვალი გაუტოლდა საწვავის ფასს, მეორეც ჩვენთან ზოოტექნიას ჩაილურის წყალი აქვს დალეული, აღარც სელექცია მიდის აღარც სუფთა ხაზები არსებობს, აღარც მათი ჰიბრიდები. ამიტომაც ჩვენი "დვარნიაშკა" ღორები მოგებას ვერ ტოვებენ, არააქვთ საკვების ანაზღაურება და აჭამე რამდენიც გინდა. ქონდრის კაცი სუ რო გახეთქო ჭამით მაინც არ გაიზრდება და. . . .

Posted by: ჩერქეზა 2 May 2011, 20:40
ეხა ჯიშიან გორებზეც დიდ მოგებას ნახულობ როცა ადგილზე დგას და ჭამს მარა ჩვენი დვარნიაშკა გორები ხან სად დადიან ხან სად მეზობელს ასმდე ღორი ყავდა პერმაში და ზამტარ ზაპხულ მწყემსი ყავდა და ნახირივიტ მწყემსავდა ცოტასაც აჭმევდა და დალიან კარგი სედეგი ქონდა და სადგაც 50 ჯიშიანი ღორის ყოლას გყავდეს 100 დვარნიაშკა ღორი და უკვე უტოლდება მოგება არც ბევრს წვალობ და რო რამე გულიც არ დაგწყდება ბევრი ვიწვალეო biggrin.gif

Posted by: iko-iko 3 May 2011, 10:34
ჩერქეზა
მაგ დვარნიაჟკებსაც ძალიან დიდი შრომა ჭირდება. აბა სდიე ტყეში ღორს შეიძლება კაციც გაველურდეს ღორთან ერთად biggrin.gif თუ ღორებს არ სდევ მაშინ მწყემსს უნდა სდიო რო ყოველდღე "მგელმა" არ შეგიჭამოს ღორი biggrin.gif

სხვათაშორის კახური ღორის პოპულაციას აქვს უნარი გამოიყენოს ტყის და მინდვრის რესურსი რადგან მას აქვს ძალიან გაძლიერებული ყნოსვა და ძლიერი დინგი რაც საშუალებას აძლევს საკვები მოიპოვოს როგორც ნიადაგიდან ასევე მოიპოვოს ბალახეული და ტყის ნაყოფი. კულტურულ ჯიშებს ეს უნარი ნაკლებგანვითარებული აქვთ და მათი გარეთ გაშვება არ შეიძლება. სამაგიეროდ კულტურულ ჯიშებს აქვთ ზრდის სწრაფი ტემპი, ცხიმის დაგროვებისკენ ნაკლებად მიდრეკილნი არიან და კარგად ემორჩილებიან საბეკონე სუქებას.
რაც გინდა გაუკეთო ე.წ. დვარნიაშკა ღორებს მას საბეკონედ ვერ გაზრდი, თავიანთი ბიოლოგიური კონსტრუქციიდან გამომდინარე აუცილებლად ცხიმის დიდ ფენას იგროვებენ. დღეს კი საბაზრო მოთხოვნილება ნაკლებცხიმიან ხორცზეა.

არჩევანი ფერმერმა უნდა გააკეთოს იმას შორის თუ რისი რესურსი აქვს. თუ აქვს ღორის საძოვრის დიდი რესურსი მაშინ ღირს დაფიქრდე "მუქთად" გაზარდო ტყის ნობათით ღორი მარა ასეთი ღორის ხორცი ნაკლებ სასაქონლო იერსახისაცაა და ნაკლებად მოთხოვნადიც.
* * *
ხო სულ დამავიწყდა. ეხლა ღორის ტყეში გაზრდის იმედი ნაკლებად უნდა გქონდეს რადგან შეიძლება აფრიკული დაერიოს და სრულიად გაგინადგუროს სულადობა. სამწუხაროდ ასეთი რამე ამ ბოლო წლებში ხშირი იყო.

Posted by: ჩერქეზა 3 May 2011, 14:12
კახეტში მოყავთ დიდ ჰეკტრებზე ხობალი ყველას მოეხსენება და მზესუმზირა და ასე შემდეგ და ტექნიკა არის ძველი რიტიც ხდება ამ მოსავლის აღება და იპანტება მოსავალი და მაგ აგებულ ყანებში რო გაუშვა ცალკე ბალახსაც შეწამენ და და დიდ სარგებელს ნახავ უწვალებლად . კახური გორისა და ჯიშიანი ღორის ნაჯვარი რო შევქმნატ გამოვა მაქედან რამე ტუ მაინც სუ კახურ გორებს დაემსგავსებისნ ? არადა კარგი იქნება კახური გორის გამძლეობა და ჯიშიანის მომგებიანობა .

Posted by: iko-iko 3 May 2011, 14:23
QUOTE
არადა კარგი იქნება კახური გორის გამძლეობა და ჯიშიანის მომგებიანობა .

არ გამოდის ეგრე. მასე რო იყოს შეაჯვარებდი დიუროკთან მაგ დალოცვილთან და იმისტანა ღორი გაიზრდებოდა ტყეში და მინდორში რო იფ-იფ-იფ მარა ნწუ

Posted by: ჩერქეზა 3 May 2011, 14:29
დიოროკი ის არ არი მოყავისპრო რო არი და ეგ ისე მემგონი ისეც გაქაცჰავს ნუ ბევრი აჭამე ისეც და პარალელურად ტყეშიც იაროს . და მაგატი ნაჯვარი რაზე არ გამოდის კარგი ?

Posted by: iko-iko 3 May 2011, 14:38
ჩერქეზა
დიუროკი კია ყავისფერი როა მარა ეგ არის ძალიან კულტურული ჯიში და ვერაფრით ვერ გაამართლებს ტყეში გაგდებული. ყველა ყავისფერი და წითელი ღორი დიუროკს არ ნიშნავს! დიუროკი ის ღორია რომელიც 2,5-3 საკვებერთეულს მოიხმარს ერთ კგ. ც/მ-ზე. დაახლოებით ასეთივე შედეგებს იძლევა ლანდრასის ჯიშის ღორები და იორკშირიც. ხოლო უკეთეს შედეგს იძლევა მათი ჰიბრიდების პირველი და მეორე თაობები. თან რა ჯობია დალოცვილს შპიკზე მხოლოდდამხოლოდ 2-3 სმ აქვს ქონი. მთლიანი ღორი არის სამწვადე და საბეკონი. უუუფ მნია alk.gif მწვადი მომინდა.

Posted by: Gora Mborgali 1 Sep 2011, 19:57
შეიძლება ძალიან სასაცილო კითხვა დავსმა, მაგრამ შემთხვევით ბაზრის კვლევა ხომ არ არის ჩატარებული ამ მიმართულებით? თბილისის მახლობლად ღორის ფერმები ფუნქციონირებს ამჟამად? და ღორის (ზოგადად ფერმებისთვის) ფერმებისთვის დაწესებული სანიტარული ნორმები ხომ არ იცით? ანუ დასახლებულ პუნქტთან რამდენად დაშორებული უნდა იყოს და ა.შ.?

Posted by: GURAMI2 1 Sep 2011, 22:19

უმჯობესია დაშორებული იყოს თუ ფერმის გაკეთებას აპირებ და 1 და 2 ღორზე არაფერია გამოაბი ეზოში,
საბეკონე ღორები რო გაზარდო 8 თვეში წესით სუფთა წონა უნდაგამოვიდეს 100 კილომდე,
თავიდან უნდა ვიტამინები გოჭს სტიმული რო მიეცეს.
თვეში 1 ღორი 4 -ე თვიდან რო იანგარიშო 90 -100 კგ კომბინირებული საკვები, 400კგ, მანამდე 200კგ, 600 კგ გამოდის,
50 ღორის გაზრდას ჭირდება 30ტონა საკვები აქიდან 10ტ სიმინდი=10000 ლარი ხორბალი15ტ=7000 ქერი5ტ=2500 ამას + დანამატი პრემიქსის სახით 1ტ=2200ლ
მუშახელი 3 კაცი 150 ლარი თითოს, 3600ლ
სულ გამოვიდა 25300 ტრანსპროტირებით ვთქვათ 26000ლარი. 5 ტონა ხორცი 8 ლარად რო ჩააბარო 40000 ლარი გამოდის მოგება არის 14000ლარი.
ბევრი არაფერი მაგრამ რაც უფრო მეტი გეყოლება წლიური მოგება გაიზრდება, ასეთი შედეგის მიღწევა კიდე ადგილობრივ ჯიშთან შეუძლებელია.

Posted by: Gora Mborgali 2 Sep 2011, 14:37
და რომელ ჯიშს გულისხმობ ამ შემთხვევაში (საბეკონე ღორები), სად შეიძლება გოჭების შეძენა და რა ფასად?

* * *
და კიდევ, რა ფართობი გჭირდება ფერმისთვის (რა ხარჯებს უკავშირდება ეს)? და ეს ისევ ძალაშია smile.gif?
QUOTE
არ გინდათ მეღორეობა ფასი არ აქვს ხორცს, რამდენი შრომა უნდა გაიღო რო გაზარდო და მერე ბაზრობაზე ოპტავოიში 5 ლარი გითხრან ხორცის ჩაბარება. მითუმეტეს, რომ საჭმელის ფასმა მოიმატა 100 % ით.


Posted by: GURAMI2 2 Sep 2011, 15:02
[Gora Mborgali
QUOTE
ლანდრა

QUOTE
იორკშირი

QUOTE
დიუროკი


ამ ჯიშებს ვგულისხმობ საქართველოში არის ეგ ჯიშები მაგრამ არ ვიცი სად ყავთ ადრე მოვუსმინე გადაცემას პირველ არხზე იყო ჩვენი ფერმა და იქ აჩვენეს ქართული ფერმა იყო გოჭებს 250-300 ლარად ყიდდნენ.
QUOTE
და ეს ისევ ძალაშია smile.gif? QUOTE არ გინდათ მეღორეობა ფასი არ აქვს ხორცს, რამდენი შრომა უნდა გაიღო რო გაზარდო და მერე ბაზრობაზე ოპტავოიში 5 ლარი გითხრან ხორცის ჩაბარება. მითუმეტეს, რომ საჭმელის ფასმა მოიმატა 100 % ით.

კი ძალაშია თუ უჯიშო ღორს იყოლიებ ერთი განსხვავებით ფასმა მოიმატა და ცოცხალ წონას გაყიდი 5 ლარად1კგ-ს.
1 ღორზე იანგარიშე 1~1.5 კვ ფართი, და ისე უნდა ააშენო რო თავისუფლად იარო საღორეში , სისუფთავეს თუარდაიცავ დაავადდება.

Posted by: Gora Mborgali 2 Sep 2011, 20:40
დიდი მადლობა. და რამე სახელმძღვანელო ან ლინკები ხომ არ იცით მეღორეობაზე? 250-300 ლარი კარგი ფასია.

Posted by: iko-iko 13 Sep 2011, 12:08
სახელმძღვანელოები არის მარა ქართულები ძალიან ძველებია და ინეტის რესურსები დაძებნე რუსულად

Posted by: akola 14 Sep 2011, 21:31
და რა ჯდება დაახლოვებით ერთი გოჭი.

Posted by: iko-iko 15 Sep 2011, 14:42
გოჭსაც გააჩნია, ათასნაირი ფასები აქვს ერთიდაიგივე ასაკის გოჭებს, 2 თვის ასაკში ზოგი გოჭი 4-5 კილოა ზოგიც კი 12-15 ზოგი შეიძლება წონით კარგი იყოს მარა მერე არ ქონდეს ზრდა, ანუ ჯიშმა უნდა შეუწყოს ხელი რა. კარგი საკმაოდ ძვირია და თუ მეღორეობას მოკიდებ ხელს მაშინ საკუთარი სადედეები უნდა გყავდეს და იაფად გეყოლება კარგი გოჭები. ვოტ!
* * *
http://www.aasv.org/ ამ საიტზე ძალიან ბევრი სერიოზული რამე წერია მეღორეობის შესახებ, ჩემი საყვარელი საიტია ამ სფეროში, ჟურნალებიც აქვთ PDF ფორმატში

Posted by: vassmonda 21 Oct 2011, 14:02
თუ შეიძლება, რომ დაწეროთ ვინმემ ინფორმაცია(მინი ბიზნეს გეგმა) მცირე ან საშუალო ფერმით რომ დაავიწყო რა სახსრები დამჭირდება და რომ განმარტოთ
1)მიწის ფართობი(მინიმუმ)
2)შენობა ნაგებობა
3)დანადგარი
4)საკვების ფასი(სად შევიდზინო და როგორი)
უღრმესი მადლობა წინასწარ

Posted by: rastafari 21 Oct 2011, 14:27
vassmonda
QUOTE
საკვები

საკვები ყველაზე მთავარია.
გინდა მიწა + მოიყვანო საკვები და მერე იფიქრო ღორებზე.

Posted by: ჩერქეზა 23 Oct 2011, 18:17
http://pix.ge/finish/?token=2nkotc
* * *
http://pix.ge/finish/?token=l4pnki
* * *
ბოდიშიტ შემეშალა სად უნდა დამეპოსტა
* * *
ბოდიშით შემეშალა სად უნდა დამეპოსტა

Posted by: micatmplobeli 4 Nov 2011, 20:52
ჭარხალი როგორი საჭმელია ღორისთვის? შეიძლება თუ არა მარტო ჭარხლით გაზრდა? თუ მარტო ჭარხალი არ შეიძლება საკვების რა ნაწილს შეიძლება შეადგენდეს.

Posted by: IOSKAMAN 4 Nov 2011, 22:04
micatmplobeli
მთლად მარტო ჭარხალი არამგონია ვარგოდეს


სიმინდი, რკო, საჭმლის ნარჩენები. ნაგავს ნუ აჭმევ, აფუჭებს ხორცს... ანუ ნაგავსაყრელზე ნუ გაუშვებ.

არის კდიევ სპეციალური კორმები.

Posted by: irakli_tikurishvili 5 Nov 2011, 18:02
QUOTE
საკვები ყველაზე მთავარია.
გინდა მიწა + მოიყვანო საკვები და მერე იფიქრო ღორებზე.


გეთანხმები .
ყველაფერი ჩემი მავქს საკვების გარდა , გამზადებული მაქვს ყველაფერი მარა რო დავითვალე ჭამა ძალიან ბევრი ჯდება .

Posted by: kurdadze 5 Nov 2011, 18:17
irakli_tikurishvili
QUOTE
რო დავითვალე ჭამა ძალიან ბევრი ჯდება .

შეგიძლია დაწერო რატომ ჯდება ძვირი?
ანუ რა გათვლები გაქვს გაკეთებული, რაციონში რა შედის, რა რაოდენობა, როგორი ინტენსიობა,...?

Posted by: iko-iko 5 Nov 2011, 20:54
micatmplobeli
QUOTE
ჭარხალი როგორი საჭმელია ღორისთვის?

კარგია.
QUOTE
შეიძლება თუ არა მარტო ჭარხლით გაზრდა?

საიდან გაჩითე ეს იდეა ? biggrin.gif

Posted by: gigibuba 6 Nov 2011, 12:55
ღორის სწორი კვების შედეგად დამატებული საწარმოო დანახარჯები შესაძლებელია 100% -იანი მარჟით თავისუფლად რეალიზაცია, მაგრამ საჭიროა სწორი მენეჯმენტი. ვისაც გაქვთ რეალური სურვილი ასეთი ტიპის ბიზნესში ინვესტირების, შეგიძლიათ გაწევრიანდეთ საქართველოს ფერმერთა ასოციაცია ეკო-ფერმაში (უფასოა) და თუ შედგება ჯგუფი მსურველების, შემდეგი წლიდან თქვენთვის უფასოდ ჩამოვიყვანთ ექსპერტებს ჰოლანდიიდან და აშშ-დან ტრეინინგების ჩასატარებლად, აგრეთვე დაგეხმარებით წარმოების პროცესების და მენეჯმენტის აწყობაში და საბოლოო პროდუქციის რეალიზაციაში (წინასწარი კონტრაქტები).
www.sense.ge

Posted by: micatmplobeli 7 Nov 2011, 17:35
iko-iko
smile.gif იქიდან რომ ჭარხალი იაფი ღირს. მარტო ეგ რო ჭამოს ღორმა გაიზრდება ნორმალურად? გასაგებია რომ ისეთი წონა მატი არ ექნება როგორც კომბინირებულ საკვების დროს.

Posted by: gigibuba 7 Nov 2011, 18:04
მარტო ჭარხლით ღორი ნორმალურად არ გაიზრდება, მას სჭირდება პროტეინები და ძირიტადი ღორის საკვები მომგებიან და განვითარებულ საწარმოებში არის სიმინდი+სოიო (დამუშავებული ჯობია).

Posted by: iko-iko 7 Nov 2011, 20:35
micatmplobeli
QUOTE
იქიდან რომ ჭარხალი იაფი ღირს. მარტო ეგ რო ჭამოს ღორმა გაიზრდება ნორმალურად? გასაგებია რომ ისეთი წონა მატი არ ექნება როგორც კომბინირებულ საკვების დროს.

მასე ბალახი სუ მუქთაა და ბალახით გაზარდე. განა არ გაიზრდება, კი გაიზრდება მაგრამ არის ძალიან ბევრი მაგრამ. . . . როგორ გგონია ეგ რო ამართლებდეს განა ზოოტექნიკოსები დაიხოცნენ? biggrin.gif ჭარხალი რომელიც არაერთი ათეული ტონა მოდის ჰექტარზე, ნამდვილად იაფიანი საკვებია. გეთანხმები რო საკვები ჭარხალი მართლაც ერთერთი ძვირფასი საკვებია მეღორეობის დარგში მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს რო სრულიად დაიბან სხვა სახის საკვებისგან ხელს.
ჭარხალს იყენებენ ღორების საკვებად მაგრამ მხოლოდ სუქებაში და იმ სულადობაზე რომელიც სერვის პერიოდშია. სუქებაზე იმიტომ იყენებენ რო რაღაც გარკვეულ პროცენტს მხოლოდდამხოლოდ აიაფებენ საკვებს. მაგრამ ნურასუკაცრავად სრულფასოვან საკვებს ძალიან ბევრი კომპონენტი ჭირდება smile.gif

Posted by: gio020 7 Nov 2011, 22:28
მხოლოდ ქატოთი გაზრდის შემთხვევაში, რა იქნება დვარნიაშკა ღორის წონა 6 თვეში? მადლობა წინასწარ

Posted by: rastafari 7 Nov 2011, 22:43
gio020
QUOTE
მხოლოდ ქატოთი გაზრდის შემთხვევაში, რა იქნება დვარნიაშკა ღორის წონა 6 თვეში? მადლობა წინასწარ

80კგ

Posted by: gio020 7 Nov 2011, 22:50
rastafari
80კგ ყველაზე უკეთეს შემთხვევაში ხო ალბათ?

Posted by: rastafari 7 Nov 2011, 23:18
gio020
QUOTE
80კგ ყველაზე უკეთეს შემთხვევაში ხო ალბათ?

კი

Posted by: nina1992 7 Nov 2011, 23:35
kargi temaa da
tqvenc kargi iuzerebi xart

meta: karlson

biggrin.gif

Posted by: micatmplobeli 7 Nov 2011, 23:35
iko-iko
გაიხარე smile.gif მთლიანი საკვების ნახევარი რო იკოს დზაან არ იწუწუნებს ხო მგონი ღორი? თუ 700 კილო უნდა აჭამო მთლიანად 350 რო ჭარხალი იყოს რა უჭირს?

Posted by: iko-iko 8 Nov 2011, 10:15
micatmplobeli
QUOTE
გაიხარემთლიანი საკვების ნახევარი რო იკოს დზაან არ იწუწუნებს ხო მგონი ღორი? თუ 700 კილო უნდა აჭამო მთლიანად 350 რო ჭარხალი იყოს რა უჭირს?

არა მასე ვერ დაითვალე სწორად, თუ უნდა ჭამოს 700 კილო და გინდა რო შეამცირო ეს 700 კილო ნახევრამდე ჭარხლის გაცილებით მეტის მიცემა მოგიწევს რატა ის ყუათიანობა გაათანაბრო მოთხოვნილებასტან რაც კომბისაკვებით უნდა მიეღო.

Posted by: nina1992 8 Nov 2011, 10:28
გერმანიაში ექსკურსიაზე ვიყავი ერთ სოფელში და მოვინახულე Bauerhaus,
საოცრება იყო რაც მანდ ვნახე,
ერთ გერმანელს მთელი მისი ფერმა მუზეუმად აქვს გადაქცეული.
ჯერ ხო ყავს ყველანაირი ცხოველი, რომელიც იძლევა საკვებს, იქ ღორები იყო, პირი დამრჩა ღია biggrin.gif
ეზოში ყველგან ცხოველების პატარა მინიატურები დგას, იქვე აქვს რესტორტანიც, სადაც მხოლოდ ის პროდუქტები იყიდება, რასაც მის ფერმაში ამზადებს
საუკეთესო ყველი, ხორცის ნაწარმი....

გაოცებული ვიყავი, ფერმა მუზეუმი smile.gif
ჩვენთანაც ესეთი რომ გაკეთდეს, დარწმუნებული ვარ ბევრ ტურიზმს მოიზიდავს,თან მაგათ განსაკუთრებული მოთხოვნა აქვთ ბიო საკვებზე.

Posted by: iko-iko 8 Nov 2011, 10:47
micatmplobeli
მაგრამ ის უნდა გაითვალისწინო რო წვნიანი საკვები გარკვეული რაოდენობის ზევით სასურველი არაა. 50%-ზე მეტს (ყუათიანობის შესაბამისად) არ აძლევენ. წვნიან საკვებში შედის კარტოფილი, ჭარხალი, სტაფილო, სილოსი, ბალახი, თალგამი, ტოპინამბური და სხვა.

Posted by: gio020 9 Nov 2011, 01:34
ვთქვათ აკეთებ ღორების ფერმას, მაგრამ არ ხარ იქ გაკეთდება საქმე? ან თუ არის რამე მექანიზმი რო გააკონტროლო ღორების მოვლის და კვების რეჯიმი? წინასწარ მადლობა

Posted by: iko-iko 9 Nov 2011, 11:50
gio020
QUOTE
ვთქვათ აკეთებ ღორების ფერმას, მაგრამ არ ხარ იქ გაკეთდება საქმე?

არა.
QUOTE
ან თუ არის რამე მექანიზმი რო გააკონტროლო ღორების მოვლის და კვების რეჯიმი?

კი. იქ უნდა იყო.

Posted by: rastafari 9 Nov 2011, 11:52
ხალხო რუსეთში მოდებულია აფრიკული ჭირი, ცოტა საშიშია ამ ბიზნესის დაწყება. დიდი ალბათობით აქაც შემოვა.

Posted by: iko-iko 9 Nov 2011, 12:23
ჩვენისთანა მეურნეობებისთვის ნამდვილად საშშია. ამ რამდენიმე წლის უკან იწვნია მოსახლეობამ ამ დაავადებით გამოწვეული ზარალი.

ჩვენთან არაა მეღორეობის ისეთი კომპლექსები სადაც ბიოუსაფრთხოება გათვალისწინებულია.

Posted by: ErtiOri 9 Nov 2011, 13:47
ინტერნეტში წავაწყდი, შეიძლება გამოგადგეს smile.gif

http://mymarket.ge/product_info.php?type_id=1&set_ad_type=&product_id=1821106 საჯიშე ლანდრასი !

Posted by: iko-iko 9 Nov 2011, 13:57
თუ ნაღდი ლანდრასია ძალიანაც მისაღები ფასია. ლანდრასი შესანიშნავი საბეკონე ჯიშის ღორია.

Posted by: ErtiOri 9 Nov 2011, 15:02
QUOTE (iko-iko @ 9 Nov 2011, 13:57 )
თუ ნაღდი ლანდრასია ძალიანაც მისაღები ფასია. ლანდრასი შესანიშნავი საბეკონე ჯიშის ღორია.

კი კი ნამდვილად ეგ არის yes.gif დავურეკე და 100% ლანდრასიაო yes.gif რაც მითხრა ეს არის რომ 5კგ-ს ჭამს დღეშიო მეტი რო დაუყარო არ შეჭამშო baby.gif მობრძანდით და ნახეთო yes.gif


Posted by: megiko 10 Nov 2011, 18:17
მაგარი ბიზნესია ისე ღორები რო გყავდესსსსსსსსსს

Posted by: irakli_tikurishvili 10 Nov 2011, 19:54
ეხლა ნაკვეთებს ვყიდულობ , ორი ჩემი მქონდა , და უნდა ავაშენო საღორე, სენდვიჩებისგან , კაპიტალურად , უნდა მოვაწყო ავტომატური წყლის სალევი სისტემა , საკვებიც მინდოდა მარა ეგ უკვე რთულია და ძალიან ძვირი ჯდება .

http://www.youtube.com/watch?v=NtU7N1_XcYs&feature=related

ძალიან საინტერესო ფაილებიც მაქვს , თუ ვინმე დაინტერესდება იმეილი მომწერეთ და გამოგიგზავნით smile.gif
ამ საქმეში ერთი რამეა გასათვალისწინებელი . კვება ჯდება ძალიან ძვირი თუ შენი არ გაქვს. უფრო ძვირი ჯდება თუ საკვების საცავი არ გაქვს ანუ ზაფხულში ვერ ყიდულობს ბევრს შედარებით დაბალ, ფასად ვერ ინახავ ზამთრისთვის. აქედან გამომდინარე გიწევს ზამთარში მომატებულფასიანის ყიდვა.

niana shenc kai iuzeri xar .
kai temaa , momcons
გოჭო tongue.gif


Posted by: datogam 11 Nov 2011, 08:26
თუ შეგიძლიათ მომაწოდოთ რჩევები ღორების მომრავლებასთან და მათ გაზრდასთან დაკავშირებით. ყველაფერი მაინტერესებს რომელი ჯიშის ღორების მომრავლება სჯობს, სად შეიძლება კარგი ჯიშის ღორების ყიდვა და დაახლოებით რა ფასში. ასევე ინფორმაცია მათი საკვების შესახებ, რომ მაქსიმალურად ეფექტურად მოიმატონ წონაში და სად შეიძლებ ამ საკვების შოვნა შედარებით იაფად. წინასწარ დიდი მადლობა ყველას რჩევებისათვის.

Posted by: datogam 13 Nov 2011, 07:51
თუ შეგიძლიათ მომაწოდოთ რჩევები ღორების მომრავლებასთან და მათ გაზრდასთან დაკავშირებით. ყველაფერი მაინტერესებს რომელი ჯიშის ღორების მომრავლება სჯობს, სად შეიძლება კარგი ჯიშის ღორების ყიდვა და დაახლოებით რა ფასში. ასევე ინფორმაცია მათი საკვების შესახებ, რომ მაქსიმალურად ეფექტურად მოიმატონ წონაში და სად შეიძლებ ამ საკვების შოვნა შედარებით იაფად. წინასწარ დიდი მადლობა ყველას რჩევებისათვის.

Posted by: beridze78 15 Nov 2011, 12:07
ეხლა დაყარა ჩემმა ღორმა ლანდრას ჯიში მყავს მოშენებული ერთი თვის მინდა გავყიდო 100$
* * *
თუ დაგაინტერესად შემეხმიანეთ დაკლებაზე აზრი არქვს

Posted by: taliko 15 Nov 2011, 12:14
ძვირად ღირებული ბიზნესია და თან თუ ვირუსი აიკიდა მაშინ მაგარ ფულში შეიძლება გადავარდე

Posted by: rezi-rezi 15 Nov 2011, 14:38
მე მქონდა ფერმა გორების და სხვათაშორის ძააან დიდ ფულს უგებდი, ძააან იოლი შესანახია, არაპერი განსაკუთრებული არ უნდა მთავარია დედლები მაიმრავლო, 10 დედაღორი რომ გაზარდო დამიჯერე ძმაი ერტ სეზონზე კარგად დაგრჩება

Posted by: dato datuna 15 Nov 2011, 14:54
არა და ეს ბიზნესი მაშინ ამართლებს როცა დიდი რაოდენობაზეა .....

Posted by: yelcia18 16 Nov 2011, 16:24
საკვებს რამდენს მოიხმარს ეგ ღორები ? მთლად ღორივიტ ხომ არ ჯამენ? ჩვენთან საჭმელი ძვირი გირს და მე მგონი კაი მჭამელი ღორების ყოლა არ ღირს

Posted by: iko-iko 16 Nov 2011, 16:30
biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif
QUOTE
ჩვენთან საჭმელი ძვირი გირს და მე მგონი კაი მჭამელი ღორების ყოლა არ ღირს
biggrin.gif უჭმელი ღორები გაძვირდება

Posted by: gio020 21 Nov 2011, 22:11
მე რამდენადაც ვიცი დღეს ღორის ხორცის რეალიზაცია პრობლემა არაა, თქვენ რას იტყვით?

Posted by: irakli_tikurishvili 22 Nov 2011, 09:26
QUOTE
მე მქონდა ფერმა გორების და სხვათაშორის ძააან დიდ ფულს უგებდი, ძააან იოლი შესანახია, არაპერი განსაკუთრებული არ უნდა მთავარია დედლები მაიმრავლო, 10 დედაღორი რომ გაზარდო დამიჯერე ძმაი ერტ სეზონზე კარგად დაგრჩება


რატო აღარ გაქვს ?

Posted by: iko-iko 5 Dec 2011, 14:42
ვისაც გაქვთ ღორების ფერმა მაინტერესებს ნაწლავს რამდენად აბარებთ?

Posted by: davita1985 7 Dec 2011, 21:07
ლანდრას ჯიშის გოჭები ცოცხალი წონა 8-9 ლარათ შიძლება ყიდვა.... მე ვაპირებ რამდენიმე გოჭის ყიდვას...

Posted by: gio020 11 Dec 2011, 00:08
როგორც ვიცი ლანდრას ჯიშის ღორები საბეკონედ საუკეთესოები არიან და რა მაინტერესებს ქონი ბევრი აქვთ? ნუ შედარებისთვის კახურ_ქართულ-დვარნიაშკა ღორს რომ შევადაროთ.

Posted by: სან 11 Dec 2011, 00:34

davita1985
QUOTE
ლანდრას ჯიშის გოჭები ცოცხალი წონა 8-9 ლარათ შიძლება ყიდვა.... მე ვაპირებ რამდენიმე გოჭის ყიდვას...

განსაკუთრებული მოვლა უნდა მაგ ჯიშს? საკვები მარტო ქატო თუ კომბინირებული უნდა მიცე?

Posted by: iko-iko 11 Dec 2011, 17:42
gio020
QUOTE
როგორც ვიცი ლანდრას ჯიშის ღორები საბეკონედ საუკეთესოები არიან და რა მაინტერესებს ქონი ბევრი აქვთ? ნუ შედარებისთვის კახურ_ქართულ-დვარნიაშკა ღორს რომ შევადაროთ.


საბეკონე იმას ნიშნავს რო ქონს არ იგროვებს, 100 კილომდე გაზრდილ ლანდრასს სუთის (шпик) სისქე მხოლოდ 2-4 სმ. აქვს. ეგეც დამოკიდებულია კვებაზე.

Posted by: gio020 11 Dec 2011, 22:42
iko-iko
და საბოეკონეთ ყველაზე უკეთესი ლანდრასია ხო? 100 კილოს მერე იმატებს ქონის სისქე?

Posted by: Psychoholic 11 Dec 2011, 22:50
ვისაც მსგავს საქმეში გამოცდილება არ გაქვთ, ჩემი რჩევა იქნება არ მოკიდოთ ხელი !!!

Posted by: სან 12 Dec 2011, 01:26
QUOTE
ვისაც მსგავს საქმეში გამოცდილება არ გაქვთ, ჩემი რჩევა იქნება არ მოკიდოთ ხელი !!!

რატო? ძაან ძნელი საქმეა? მომგებიანი ხო არის?

Posted by: В.И. Ленин 12 Dec 2011, 01:30
თურქეთში გადის მაგრად ღორის ხორციო მართალია? biggrin.gif
QUOTE
ვისაც მსგავს საქმეში გამოცდილება არ გაქვთ, ჩემი რჩევა იქნება არ მოკიდოთ ხელი !!!

+1

Posted by: სან 12 Dec 2011, 01:35
QUOTE
თურქეთში გადის მაგრად ღორის ხორციო მართალია?

lol.gif lol.gif lol.gif ხო, ისე უყვართ იმათ ღორის ხორციიი smile.gif lol.gif

Posted by: iko-iko 12 Dec 2011, 10:55
gio020
QUOTE
და საბოეკონეთ ყველაზე უკეთესი ლანდრასია ხო? 100 კილოს მერე იმატებს ქონის სისქე?

100 კილოს მერე ყველა ჯიში იდებს უფრო მეტ ქონს. რაც შეეხება საბეკონედ ყველაზე უკეთესი რომელია დიდი დავის საგანია, ყველაზე ნაკლები ცხიმის დაგროვების მიდრეკილება აქვს ამერიკულ დიუროკს, ლანდრასიც კარგია და ბევრია კიდევ სხვადასხვა საბეკონე ჯიშები. თუმცა ყველაზე კარგი მაინც ჰიბრიდებია რასაც მცირე გლეხურ მეურნეობაში ვერ მოახერხებთ.

Posted by: davita1985 12 Dec 2011, 13:07
QUOTE
ვისაც მსგავს საქმეში გამოცდილება არ გაქვთ, ჩემი რჩევა იქნება არ მოკიდოთ ხელი !!!



თუ საქმე არ დაიწყე ვერც გამოცდილებას შეიძენ... ასე რომ ამ საქმის სწყება საკმაოდ მომგებიანია, თუ თავიდანვე დიდი მაშტაბით დაიწყებ..

Posted by: gigibuba 12 Dec 2011, 21:18
ისე რა გიჯდებათ ღორის საკვები და რას არის მთავარი რაციონი, კითხვა ვისაც აქვთ ფერმები.

Posted by: სან 13 Dec 2011, 00:02
QUOTE
ისე რა გიჯდებათ ღორის საკვები და რას არის მთავარი რაციონი, კითხვა ვისაც აქვთ ფერმები.

+1

Posted by: ach_001 16 Dec 2011, 22:14
QUOTE
ძალიან საინტერესო ფაილებიც მაქვს , თუ ვინმე დაინტერესდება იმეილი მომწერეთ და გამოგიგზავნით

გამომიგზავნე აბა... (achilabadze@yahoo.com) დიდი მადლობა წინასწარ

Posted by: khvaramze 16 Dec 2011, 23:57
ჩემმა ნათესავმა ძალიან ვიზარალეო. რაჭაში ჰქონდა ღორების ფერმა. არავის არ ვურჩევო. დაწყევლა თუ გინდა ვინმესი ეგ უნდა უსურვოო. მეც ვფიქრობდი მაგაზე. თვითონ ძალიან მშრომელი, განთლებული ადამიანია. მე მჯერა მისი.

Posted by: levangvalia 19 Dec 2011, 17:31
მინდა ვიყიდო ბროილერის ქათმები და ასე 30-40 დგეში გავყიდო . ხომ ვერ მეტყვით სად შეიძლება ვიყიდო წიწილები. და მაინტერესებს როგორ გაიყიდება, ხალხი თუ ყიდულობს ბროილერის ქათმებს?

Posted by: gio020 26 Dec 2011, 22:18
iko-iko
khvaramze
მოგესალმებით ყველას smile.gifდა რა მაინტერესებს თქვენი აზრით ყველაზე კარგი გემო რომელ ღორსაა აქვს? ნუ სწორი კვების პირობებში რათქმაუნდა. რაჭულ ღორს ვიცი რო ძაან მაგარი გემო აქ ძაან მიყვარს და დიურკო და მასეთი უცხოური გამოყვანილი ჯიშები რამდენად გაუწევენ კონკურენციას ტყეში გაზრდილ რაჭულ ღორს გემოს და ხარსხის ამბავში?

Posted by: iko-iko 27 Dec 2011, 10:50
gio020
ხორცის საგემოვნო თვისებებზე უმთავრეს გავლენას ახდენს საკვები. თუ რასაც შენ გამოყვანილ ღორს ეძახი იმასაც აჭმევ ისეთ საკვებს რასაც ტყეში ნაწანწალები ღორი ჭამს, მაშინ გემო ექნება იდენტური და ხარისხი უკეთესი.

ტყეში ნაწანწალები ღორი კი უფრო რისკის ქვეშ დგას როგორც ინფექციური ისე ადამიანისთვის საშიში ინვაზიური დაავადებების მხრივ.
* * *
ისე რო იცოდე ტყის ღორს ყოველთვის საშინელი შესახედაობის ხორცი აქვს და უფრო დაბალი ფასიც აქვს. რაც შეეხება ქონის ხარისხს ტყის ღორს ის საერთოდ არ უვარგა, მჭლე ხორცს უკეთესი გემო აქვს მარა ქონი გამოდის მდნარი და გასაყიდად ყოველთვის უფრო დაბალი ფასი აქვს ვიდრე ფერმის პირობებში გამოზრდილ ღორს.

შენ თვითონ განსაჯე ახლა რომელი რომელს გაუწევს კონკურენციას wink.gif


Posted by: GURAMI2 9 Jan 2012, 21:40
iko-iko
QUOTE
სად იყიდება და თელეთში მიხოს ფერმაში ცოცხალი წონა კილო 11$ ღირს, იყიდება არანაკლებ 20-25 კილოსი რაც ჩამოვთვალე სამივე ჯიში ყავთ, სამივე საბეკონეა ასე რომ მმმაგარი "ხადავოია"

ეს ფერმა დღესაც ფუნქციონირებს თუიცი?
* * *
ხო და ამასაც დავდებ მაშინ აქ და იქნებ აქ მაინც მითხრას ვინმემ
მაინტერესებს ღორები რო მოიშენო საგადასახადოს მხრივ რა უნდა გააკეთო?
ი.მ დარეგისტრირება აუცილებელია?
შემდეგ რა გადასახადის გადახდა მომიწევს
და ხორცის რეალიზაცია მაინტერესებს უფრო, ამ მხრივ თუ არ ვარ რეგისტრირებული მაღაზიებს ვერ მოვამარაგებ ხო ?

Posted by: iko-iko 10 Jan 2012, 11:16
GURAMI2
QUOTE
ეს ფერმა დღესაც ფუნქციონირებს თუიცი?

არა აღარ ფუნქციონირებს გაყიდეს უკვე ყველაფერი.

QUOTE
და ხორცის რეალიზაცია მაინტერესებს უფრო, ამ მხრივ თუ არ ვარ რეგისტრირებული მაღაზიებს ვერ მოვამარაგებ ხო ?

ჯერჯერობით მაგისთანა არაფერია ღორზე მალე შეიძლება სასაკლაოზე დაკვლის ვალდებულება შეიქმნას.

დანარჩენს კომერციაში გარკვეული ხალხი გიპასუხებს

Posted by: dzleviskedeli 28 Jan 2012, 18:58
ავიდააააააააააა ...............................................................................

Posted by: iko-iko 9 Feb 2012, 22:02
ავიდაააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააა

Posted by: giorgiste 9 Feb 2012, 22:19
QUOTE
მოგესალმებით ყველას და რა მაინტერესებს თქვენი აზრით ყველაზე კარგი გემო რომელ ღორსაა აქვს? ნუ სწორი კვების პირობებში რათქმაუნდა. რაჭულ ღორს ვიცი რო ძაან მაგარი გემო აქ ძაან მიყვარს და დიურკო და მასეთი უცხოური გამოყვანილი ჯიშები რამდენად გაუწევენ კონკურენციას ტყეში გაზრდილ რაჭულ ღორს გემოს და ხარსხის ამბავში?

როგორც ვიცი ტყეში გაზრდილ ღორს ერთი მინუსი აქვს ხორცია აქვს მაგარი რადგან უფრო მეტი კუნთი აქვს

Posted by: temo27 9 Feb 2012, 23:33
xado-l
MSN
ulrixa
lashalasha8549
luna
ფერმის გაკეთებას უნდა რამე ლიცენზია?თუ როგორაა?

Posted by: androssaxli 10 Feb 2012, 03:23
ღორის ხორცი იჯმებაააააააააააააააააააააააააააა?

Posted by: dzleviskedeli 10 Feb 2012, 11:32
წელს ისე ჩემს გარშემო ბევრს დაინტერესა ღორის ფერმამ და ვატყობ ეს თემა ისევ ხოდში იქნება smile.gif

Posted by: leva1990 11 Mar 2012, 20:07
წელს ძალიან ძვირი ღირს გოჭები...სადაც გავიკითხე 200ლარს არ უკლებენ...13-14კილოანებს.....

Posted by: LSoso 12 Mar 2012, 18:25
QUOTE (leva1990 @ 11 Mar 2012, 20:07 )
წელს ძალიან ძვირი ღირს გოჭები...სადაც გავიკითხე 200ლარს არ უკლებენ...13-14კილოანებს.....

მარნეულში ნახავარ ფასადაც ნახავ, მაგრამ დვარნიაშკა ჯიშებია. კვირასაა მანდ დიდი ბაზრობა.

Posted by: leva1990 12 Mar 2012, 20:03
QUOTE
მარნეულში ნახავარ ფასადაც ნახავ, მაგრამ დვარნიაშკა ჯიშებია. კვირასაა მანდ დიდი ბაზრობა.



ეგეთი იაფაია მარნეულში??? საინტერესოა უნდა გავრკვიო ზუსტად...

Posted by: cfc 12 Mar 2012, 21:13
მე მაქვს ფერმა (შენობა ცოტა შესაკეთებელია) სამი ჰექტარი მიწით...

და ღირს ღორების მოშენება? ღორებთან ერთად კიდე რისი მოშენება შეიძლება? (ძროხები, ქათმები, კურდღლები)

რამდენი ღორით უნდა დაიწყო რომ ღირდეს დაწყებად?

Posted by: sabalaf 13 Mar 2012, 01:53
გამარჯობათ! იცის ვინმემ სად შეიძლება დიურკო ჯიშის გოჭების კიდვა ან ლანდრასის.

მადლობა წინასწარ!

Posted by: tamerlani 15 Mar 2012, 16:20
QUOTE (leva1990 @ 11 Mar 2012, 20:07 )
წელს ძალიან ძვირი ღირს გოჭები...სადაც გავიკითხე 200ლარს არ უკლებენ...13-14კილოანებს.....

ეგ ალბათ ლანდრასის ჯიშზე ამბობ ხო?სად შეიძლება ყიდვა სუფთა ჯიშების ეგეც თუ იცით დაწერეთ რა.

Posted by: emce 16 Mar 2012, 14:35
გამარჯობათ, თავიდან ბოლომდე გადავიკითხე ეს თემა და ვერსად ვერ წავიკითხე ის რაც მე მაინტერესებს.
ვისაც გაქვთ გამოცდილება იქნებ დაწეროთ რა რაოდენობის საკვებიჭირდება დღეში 10კგ იანს 30 იანს 50 იანს 100 ნს 150 კილოან ღორს. ნორმალურიჯიშის ღორი რა რაციონით უნდა ავიყვანოთ 150 კილომდე 9 თვეში , ქატო და სერი ფქვილი უნდა ვაჭამო და ხან სიმინდიც. მგონი ნორმალური საკვებია , ?

Posted by: mish-wrestler 27 Mar 2012, 00:11
სადმე იყიდება ლანდრასი ვინმემ დაწერეთ

Posted by: kkaaxxaa 27 Mar 2012, 20:04
სალამი ფერმერებო,

ღორებისთვის პეჩენია არ გინდათ? ვაშლის ჟემით არის. საკმაოდ ნოყიერია და ღორს მოსწონს smile.gif ვადაგასულია და ვერ მაღაზიებში ვეღარ შეგვაქვს და ღორებისთვის გამოდგება, ყუთებით იყიდება და თან იაფად

Posted by: ვეგა 27 Mar 2012, 20:13
QUOTE (kkaaxxaa @ 27 Mar 2012, 20:04 )
სალამი ფერმერებო,

ღორებისთვის პეჩენია არ გინდათ? ვაშლის ჟემით არის. საკმაოდ ნოყიერია და ღორს მოსწონს smile.gif ვადაგასულია და ვერ მაღაზიებში ვეღარ შეგვაქვს და ღორებისთვის გამოდგება, ყუთებით იყიდება და თან იაფად

მოუწყეთ ბიძიებო თქვენს ღორებს ფართი და ვალში არ დაგრჩებიან biggrin.gif

აუ ღორებს რა გაუსწორდებათ პეჩენია ვაშლის ჯემით lol.gif

Posted by: kkaaxxaa 28 Mar 2012, 00:15
QUOTE (VAN-WEGA @ 27 Mar 2012, 20:13 )
აუ ღორებს რა გაუსწორდებათ პეჩენია ვაშლის ჯემით

მართალია, ვინც აჭმევს კმაყოფილია smile.gif

Posted by: GT450 31 Mar 2012, 19:37
თავიდან რამდენი გოჭი უნდა იყიდო მინიმუ რო საქმე ააწყო და რამხელები?

Posted by: iko-iko 31 Mar 2012, 21:08
GT450
რაც მეტი მით უკეტესი, საქმეცაა და საქმეც. თუ რაღაც პრეტენზია გექნება ბაზარზე შესასვლელად მაშინ აუცილებელია რამდენიმე ასეული ღორის შეძენა და თან სხვადასხვა სუფთა სისხლის უნდა იყოს რო წავიდეს ზოოტექნიური მუსაობა. ზოოტექნიკოსმა უნდა აწარმოოს შესაბამისი ჰიბრიდიზაცია, სასურველია რამდენიმე ხაზიანი და ეს იძლევა იმის საშუალებას რო მაღალი საკვების კონვერსია მივიღოთ. აი ამ შემთხვევაში საკმაოდ ეფექტური იქნება კონკურენცია.

ისე გამრავლება ორი გოჭითაც შეიძლება, ასე სამწვადედ რო გქონდეს ხორცი და წელიწადში ორჯერ რო 7-8 სული გაყიდო.

Posted by: gkaka 1 Apr 2012, 21:54
გამარჯობათ. მაინტერესებს, რა ფასებში იყიდება დაახლოებით 100 კილო ღორი.
რამდენ ხანში ერთხელ ყრიან გოჭებს?
რომელი ჯიშით დაწყება აჯობებს?
რა ჯობია, გაშვებული მყავდეს ნაკვეთზე, თუ დამწყვდეული იყოს მუდმივად (დაახლოებით 1 კვადრატულში. ბევრი რომ არ იმოძრავოს).
მე ვფიქრობ, დამწყვდეული ჯობია, რომ არ დახარჯოს ბევრი ენერგია.



Posted by: cfc 2 Apr 2012, 22:51
მაქვს ფერმის სენობა 3 ჰექტარი მიწით...
წელს ვაპირებ ძროხებით დავიწყო პ-ატარა ბიზნესი...
ვფიქრობ რომ ღორების ფერმაც კარგი იქნებოდა მაგრამ საჭირო თანხები არ მაქვს...
თუ დაინტერესებულია ვინმე ამ ბიზნესით და სათანადო დაფინანსება შეუძლია შემეხმიანოს....
ფერმა არის ქუთაისთან...

Posted by: emce 3 Apr 2012, 18:26
თუ არის აქ ვინმე კომპეტენტური და მცოდნე ამ საკითხთან დაკავშირებით გაგვცეს პასუხი კითხვებზე დამწყებებს. ნორმალურ პირობებში როგორ მოვუაროთ რა არის საჭირო . რამდენი კილოვაჭამოთ რამდენ კილოანს და ასე შემდეგ. ბევრი კითხვაა პასუხგაუცემელი ამ თემაში

Posted by: Lovely Tea 6 Apr 2012, 13:24
QUOTE
გამარჯობათ, თავიდან ბოლომდე გადავიკითხე ეს თემა და ვერსად ვერ წავიკითხე ის რაც მე მაინტერესებს.
ვისაც გაქვთ გამოცდილება იქნებ დაწეროთ რა რაოდენობის საკვებიჭირდება დღეში 10კგ იანს 30 იანს 50 იანს 100 ნს 150 კილოან ღორს.


+1

სოფელში გვაქ 10 ჰექტარამდე მიწა, ტყე + სახნავი ერთად, ნუ სხდვადასხვა რამეებისთვის გამოიყენება, და ეხლა მინდა დავეხმარო ცოტა ... პრობლემა იმაშია რომ არ ანვითარებენ არაფერს, კმაყოფილები არიან 2 ღორით და ეს ორი ღორი რა გოჭებსაც ყრის იმის გაყიდვით.

სახლის პირობებისთვის + პატარა ბიზნესისთვის სიტყვაზე 5 დედალი ღორი რო იყოლიო მგონი სახლისთვის პირველ ეტაბზე ნორმალურია.

მაქვს შემდეგი შეკითხვები

1) რა რაოდენობის საკვებიჭირდება დღეში 10კგ იანს 30 იანს 50 იანს 100 ნს 150 კილოან ღორს.

2)წელიწადში რემდენჯერ ჯვარდებიან ზემოთ აღნიშნული ღორწბი?

3) საკვების გარდა რა ვიტამინები + სხვა საშუალებები არის მიზანშეწონილი მისაღებად?

4) საკვები არის მარტო სიმინდი, ანუ რაც მოყავთ მაგ სოფელში, ასე რომ საკვების ნაწილის პრობლემა მოგვარბულია, + რა საკვები უნდა მიიღოს სიმინდის გარდა?

5) რამდენ ხანში არის გოჭი მზად გასაყიდად? ანუ დაახლოებით 15 - 20 KG

6)უცხოეთიდან როგორ უნდა ჩამოვიყვანო გოჭები?

ჯერ რაც მაინტერესებს ესენია და თუ კიდე რამე შეკითხვა დამებადა დავწერ.

Posted by: chveniferma 16 Apr 2012, 14:58
გამარჯობა . ძალიან სასიამოვნოა რომ დაინტერესებულთა რიცხვი სოფლის მეურნეობით დღითი -დღე იზრდება http://1tv.ge/videos/tvshow/118 https://www.facebook.com/chveniferma შემოგვიერთდით !თუ თქვენ გაქვთ ფერმა,გამოცდილება და გსურთ თქვენი ცოდნა სხვებს გაუზიაროთ .ან მხოლოდ სურვილი არსებობს ბიზნესი წამოიწყოთ სოფლის მეურნების კუთხით და სათანადო ინფორმაცია , ცოდნა და გამოცდილება არ გაგაჩნიათ გაგვიზიარეთ თქვენთვის საინტერესო თემები და ,კითხვები და არა მარტო სიტყვებით არამედ რეალურად ერთად გავაკეთოთ ჩვენი ფერმა.. ვეცდებით რომ ჩვენს გადაცემაში საზოგადოებრივ მაუწყებელზე ყველა თქვენთვის საინტერესო კითხვას პასუხი გავცეთ ..,წარმატებებს გისურვებთ ! მჯერა რომ ერთად ყველა სიძნელეს გავართმევთ თავს .პ.ს. მერწმუნეთ, სწორად დაგეგმვის შემთხვევაში საკმოდ სერიოზული და სტაბილური შემოსავლის მიღებაა შესაძლებელი.
ხვავი და ბარაქა ნუ მოგიშალოთ ღმერთმა!
* * *

Posted by: rafster 17 Apr 2012, 12:53
მეც ვფიქრობ ამ ღორების ფერმას...ძალიან დიდი ფერმაც არ მინდა...ასე 5–7 ღორი რომ მყავდეს....


რას მირჩევთ..ჩვენ დვარნიაშკა ღორები ვიყიდო თუ ჯიშიანი ღორები...გამრავლება და 50 სულზე ასევლა არ მინდა....

პ.ს. სოფელში გადასვლა მინდა ასე 2 წლით smile.gif

Posted by: bacavi 28 Apr 2012, 16:03
http://www.radikal.ru
ჩემი დვარნიაშკები smile.gif

Posted by: IOSKAMAN 28 Apr 2012, 19:11
rafster
QUOTE
მეც ვფიქრობ ამ ღორების ფერმას...ძალიან დიდი ფერმაც არ მინდა...ასე 5–7 ღორი რომ მყავდეს....



კარგი იდეაა, ნაკლები ხარჯია , ნუ შემოსავალიც ნაკლებია მაგრამ ან რომ გადაიფიქრო ან რამე (ღორის ჭირი, ბიზნესის შეცვლა და ასე შემდეგ.) მოხდეს დანაკლისიც ნაკლები იქნება.

QUOTE
რას მირჩევთ..ჩვენ დვარნიაშკა ღორები ვიყიდო თუ ჯიშიანი ღორები...გამრავლება და 50 სულზე ასევლა არ მინდა....


უცხოურ ჯიშებს სპეციალური მოვლა უნდათ და თავისი წამლები, ექიმები და ამბები. ისევ ჩვენებური დვარნიაშკები ჯობია, მოსავლელადაც ადვილია და მიჩვეულიც უფროა ჰავას.

QUOTE
პ.ს. სოფელში გადასვლა მინდა ასე 2 წლით



ცოტაა. ჯობია ვინმე დააყენო ვისაც ყოველ კვირა გააკონტროლებ.

Posted by: BENDU001 3 May 2012, 18:59
QUOTE (bacavi @ 28 Apr 2012, 16:03 )
http://www.radikal.ru
ჩემი დვარნიაშკები smile.gif

მრთალია მოკლეები ჩანს მაგრამ მაინც კაი დვარნიაშკები გყოლია smile.gifსად შეიძლება კარგიი ჯიშიანი გოჭების ყიდვა ?

Posted by: GURAMI2 4 May 2012, 01:27
მეც შემოგიერთდებით გადაწყდა ისევ ღორების მოშენება ფინანსების გამო შევიძინეთ 2 ნეზვი და 5 ტახი გოჭი. ვატყობ ცუდი ჯიში არ არის ლანდრა არისო მაგრამ უფრო რუსულს გავს.
http://b.pix.ge/d/l7kkq.jpg ნეზვები, ერთი საკმაოდ პატარაა
http://a.pix.ge/g/m6pmz.jpg ტახები
http://a.pix.ge/c/kqba6.jpg ტახები დვარნიაშკები

Posted by: davita1985 4 May 2012, 12:14
QUOTE
http://b.pix.ge/d/l7kkq.jpg ნეზვები, ერთი საკმაოდ პატარაა
http://a.pix.ge/g/m6pmz.jpg ტახები
http://a.pix.ge/c/kqba6.jpg ტახები დვარნიაშკები



რა ხნისები არიან?

Posted by: GURAMI2 4 May 2012, 12:56
QUOTE
რა ხნისები არიან?

პატარა 40 დღის არის და დანარჩენი 50 დღის იქნება

Posted by: iko-iko 5 May 2012, 17:21
GURAMI2
კარგი ტიპები არიან. კაი პირობებში ზრდა ექნებათ ძალიან მაგარი, ეტყობათ რო საბეკონე მიმართულება აქვთ, დღეს ყველაზე მოთხოვნადი ეგაა.

Posted by: GURAMI2 5 May 2012, 21:28
iko-iko
QUOTE
კაი პირობებში ზრდა ექნებათ ძალიან მაგარი,

ხო ვცდილობთ კარგი პირობები შევუქმნათ
QUOTE
ეტყობათ რო საბეკონე მიმართულება აქვთ

ვისგანაც ვიყიდეთ 10 თვეში 200-250 კგ იყოო და სალა 5 სმ ზე მეტი არ ქონდათ
ხო რა მინდა გკითხო ვინც მოგვყიდა სიმინდი არ აჭამოთო მარტო გაასუქდებიან და ზრდა არ ექნებათო და ცოტა სიმინდი და ქატო რაღაც არამგონია ყუათიანი საჭმელი იყოს თან ქატოს ფაქტიურად სიმინდის ფასი აქვს.
რას მირჩევ საკვებად რა გამოვიყენო
ღორების პრემიქსი კარგია?

Posted by: dzleviskedeli 6 May 2012, 00:50
GURAMI2


რა ღირდა? ,

Posted by: GURAMI2 6 May 2012, 10:45
dzleviskedeli
ძვირი 18ლარი კგ, მაგრამ ზესტაფონშიც არანაკლები ფასები ქონდა უბრალო ჯიშის გოჭები ღირდა 150 ლარი 10 11 კილოიანები.

Posted by: davita1985 6 May 2012, 19:41
ბალახს აჭმევთ ლანდრას ჯიშის ღორებს???

Posted by: iko-iko 6 May 2012, 21:47
GURAMI2
საერთოდ ჯობია რო სხვადასხვა მარცვლეულის ნაზავი აწამო, ქერი ღორისთვის არის პირველი მარცვალი, ყველაზე კარგი და სასარგებლო. ქერი უნდა იყოს მეტი წილი და შეურიე შიგნით სიმინდი. პრემიქსებს დაანებე თავი, სანამ გოჭები არიან სოიოს ან მზესუმზირის შროტი შეურიე ხოლმე ღერღილებში.

Posted by: leva1990 9 May 2012, 10:32
ღორი იხოცებაო ისევ და ხოარიცით რისი ბრალია ან რა წამალი უნდა რო არაფერი შეხვდეთ და არ დაიხოცონ??

Posted by: iko-iko 10 May 2012, 17:13
QUOTE
ღორი იხოცებაო ისევ და ხოარიცით რისი ბრალია ან რა წამალი უნდა რო არაფერი შეხვდეთ და არ დაიხოცონ??

ეუფ თუ ისევ აფრიკული ჭირის ბრალია მაშინ დაერხა ღორებს მთელი ქვეყნის მასშტაბით, ჩვენთან ჯერ ვერ მივიდნენ იმ კულტურამდე რო ღორი მაწანწალა ძაღლივით არ უნდა გაუშვან გარეთ sad.gif
მეორე ვარიანტიც არის შეიძლება აფრიკული ჭირი არაფერ შუაში იყოს და ეს იყოს დანარჩენ დაავადებებზე აუცრელი ღორები, კლასიკური ჭირი, აუესკი, პასტერელოზი და ა.შ.

Posted by: qori 13 May 2012, 20:05
iko-iko
მოკლედ შენ ხარ პროფესიონალი ბევრ სასარგებლო რჩევებს გვაძლევ სხვადასხვა საკითხთან დაკავშირებით მე კი შეგაწუხე ამ კურდღლებით და ღორებზეც მაქ ერთი კითხვა (ცოტა ხანში ქათმებზეც მექნება biggrin.gif). კასპის საღორიდან წამოვიყვანეთ გოჭები: ლანდრას, დიუორკის, რუსული თეთრის და უკრაინულის ამ 4 ჯიშის ნაჯვარი უკრაინიდან ჩამოყვანილები და გამრავლებულები იყვნენ და ქონდათ საკმაოდ დიდი ფერმა. იმ კაი კაცმა ესე გვასწავლა საკვების პროცენტული შემადგენლობა და ძალიან გთხოვ თუ შესწორებას შეიტან რამეში არ დაგვზარდე .

10-20კგ წონის გოჭების კვების რაციონი:
ქატო 45%
ქერი 10%
სიმინდი 30%
სოიო 10%
იონჯის ფქვილი 5%

20-50კგ წონის ღორების კვების რაციონი:
ქერი 38%
სიმინდი 29%
ხორბალი 12.5
კოპტონი 12.5
სოიო 8%

50-100კგ წონის ღორების კვების რაციონი:
ქერი 37.5%
სიმინდი 30%
ხორბალი 16.5%
კოპტონი 8%
სოიო 8%

დედა ღორის კვების რაციონი:
ქერი 25%
სიმინდი 35%
ხორბალი 15%
კოპტონი 15%
სოიო 10%

და პლიუს ამას 1 ტონა საკვებს უნდა შეურიო 2კგ ვიტამინი Total Feed და ეს ყველაფერი დანიშნულია ჰოლანდიელი სპეციალისტის მიერო და თანაც ის ჰოლანდიელი მწვანე ბალახს უკრძალავდა მაგაზე კაი შეფასებას დავწერდი რო შეიძლებოდეს მაგრამ ყველა მიხვდებით biggrin.gif: D: D:დ(თითქოს საქართველოში ჩვენი სპეციალისტები არ გვყავდეს უცხოელებს ეტენებიან)

ძალიან გთხოვ IKO-IKO შეასწორე თუ რამე არასწორია ან უკეთესად შეიძლება გაკეთდეს იმავე ზრდის ტემპი ნაკლები დანახარჯით.

Posted by: dzleviskedeli 29 May 2012, 16:25
ავიდაააააააააააააააააააააააააააააააააააა !!!!!

Posted by: iko-iko 31 May 2012, 22:46
qori
ზეპირად არ მახსოვს შემადგენლობები, ლიტერატურას უნდა გადავხედო და ისე შევამოწნო ეგ რეცეპტები, ისე 10-20 კილოინების რაციონი ძალიან საეჭვოა, ჩემის აზრით ძალიან ბევრი ქატოა იქ. მოკლედ გადავხედავ და შეგეხმიანები აუცილებლად, ამ დღეებში ცოტა დრო უნდა დავუთმო მაგ თემას.

Posted by: qori 31 May 2012, 22:47
დიდი მადლობა გელოდები smile.gif და ამის მეტს აგარ შეგაწუხებ ესე სერიოზულად smile.gif

Posted by: iko-iko 31 May 2012, 22:57
qori
რა შეწუხებაა ნეტა ბევრს აწუხებდეს მსგავსი კითხვები, რაც შემეძლება ყველაფერს გავაკეთებ რო ხალხი ცოტათი ინფორმირებული იყოს, ვისაც აინტერესებს იმან მაინც გაიგოს რამე. დიდი ხანია უკვე სოფლის მეურნეობას ვემსახურები და რაღაც რჩევების მიცემა შემიძლია.
რო იცოდე სოფლის მეურნეობაში რა მძიმე სურათია facepalm.gif

Posted by: qori 1 Jun 2012, 01:40
ხო ეგრეა sad.gif ......................

Posted by: gradi12 7 Jun 2012, 17:15
დღეს 5გოჭი მოვიყვანე რავი ჯერჯეეობით კარგად არიან საკაიფოდ საჩMელზე მაგრად არიან დაროშIლი სიმინდი ცალკე კოპტონი ნახარში გავუხსენი პრემიქსიც ვუყავი და კიდე რამე სხვა ვიტამინი ხომ არ იცით რომელიც დაეხმარება სწრაფად გაზრდაში

Posted by: Ducreux 9 Jun 2012, 13:52
დღეს ბაზარზე ერთი კილოგრამი კომბინირებული საკვები დაახლოებით რა ღირს შეგიძლიათ მითხრათ?

Posted by: davita1985 9 Jun 2012, 18:49
ბურვაკებს ქატოს და დაფქვილ სიმინდს ვაჭმევ არეულს ერთმანეთში....... რამის დამატება უნდა კიდე??

Posted by: Ducreux 12 Jun 2012, 14:58
ხოდა 1 კილო დაახლოებით რა ჯდება საქართველოში ეგ მაინტერესებს.

Posted by: GURAMI2 12 Jun 2012, 15:06
Ducreux
QUOTE
დღეს ბაზარზე ერთი კილოგრამი კომბინირებული საკვები დაახლოებით რა ღირს შეგიძლიათ მითხრათ?

საერთოდ კომბინირებული ძვირია მაგას ჯობია იყიდო ცალ ცალკე და შეურიო.
სიმინდი 50თეთრი კგ
ქატო 50თკგ
ქერი 70თკგ
მზესუმზირის კოპტონი 60თკგ
დანარჩენი დაიანგარიშე და მიიღებ 1კგ კომბ საკვების ფასს.

Posted by: Ducreux 13 Jun 2012, 17:11
GURAMI2
გაიხარე დიდი მადლობა!

qori
QUOTE
10-20კგ წონის გოჭების კვების რაციონი:
ქატო                        45%
ქერი                          10%
სიმინდი                  30%
სოიო                        10%
იონჯის ფქვილი    5%

რა მაინტეერესებს 20 კგ-მდე გოჭებს საერთოდ სჭირდებად ეს საკვები თუ მხოლოთ დედის საკვებზე არიან?

თუკი სჭირდებათ დამატებით საკვები, წონაში 20კგ-მდე რომ ავიდნენ დაახლოებით რამდენი კილო უნდა შეჭამონ ჯამი?

Posted by: qori 13 Jun 2012, 19:29
Ducreux
ეგრე არ ვიცი რამდენი ჭირდებათ 20 კგ მდე ასასვლელად დედასთან ერთად თუ იქნებიან მანამდე უფრო სწრაფად გაიზრდებიან
* * *
14 კგ ები იყვნენ რო ვიყიდე და უკვე ჭამდნენ კომბი კორმას

Posted by: gvene1987 29 Jun 2012, 10:56
გამარჯობათ შემთხვევით ხომ არ იცით ლანდრასისი ჯიშის გორებს გოჭემი რამდენი თვიდან შეიძლება დედას რომ მოვაშოროთ

Posted by: ekko 5 Sep 2012, 20:01
GURAMI2
სოფელში მაქვს დიდი ეზო. ჩემი ნათესავი იქაურ მეზობელთან ერთად აპირებს 10 ღორის ყიდვა-მოშენებას ახალ წლამდე. დაახლოებითი ბიუჯეტი ასეთია: 1 ღორის ყიდვა + კვება 4 თვე ჯდება 400 ლარი და საახალწლოდ 120 კგ-ს ჩაბარება 120X12 ლარი=1440 ლარი. ესე უთხრეს ჩემს ნათესავს სოფელში. და რა გამოდის? 1 ღორი 4 თვეში 1000 ლარის მოგებას ტოვებს? რაღაც არ მომწონს ეს სქემა. დიდი მოგებაა და ვფიქრობ ფული რომ ჩავდოთ იმიტომ გაბერეს ასე მოგება.

ხომ არ შეგიძლიათ კონსულტაციით დამეხმაროთ?

Posted by: lemuri 15 Sep 2012, 15:26
ღორი რო ჩაკეტილი იყოს მაინც აიკიდებს აფრიკულ ჭირს? მიპასუხეტ რაა

Posted by: GURAMI2 15 Sep 2012, 17:34
ekko
რავი როგორ გითხრა რა ჯიშებია გოჭებს ყიდულობთ ხო ?
მე რო გოჭები ვიყიდე იყვნენ დაახლოებით თვენახევრის ეხლა უკვე იქნებიან 5 თვის და სადღაც 60 კგ მდე იქნებიან ცოცხალი წონა.
დღეში დაახლოებით 2 კგ კომბისაკვებს ვაჭმევთ. დეკემბრამდე 120 კგ ცოცხალი რო გახდეს ცოტა ეჭვი მეპარება. ესენი არიან უკრაინულები,
ჩვენც გვეუბნებოდა ამის პატრონი 8 თვეში სადღაც 150 კილომდე ავლენო მაგრამ არ ეტყობათ.
4 თვეში ძალია არარეალურია თუ ეხლა უკვე 40 კილომდე არ არიან მინიმუმ.
ჩაბარებითაც სად აბარებთ 12 ლარად? ცოცხალი წონა დაახლოებით 5.5 6 ლარი ღირს. რო იკვლება გამოსავლიანობა დაახლოებით 65% აქვს.
lemuri
QUOTE
ღორი რო ჩაკეტილი იყოს მაინც აიკიდებს აფრიკულ ჭირს? მიპასუხეტ რაა

შესაძლებელია იმ ადგილას გადამტანმა გაიაროს და აიკიდოს smile.gif

Posted by: lemuri 16 Sep 2012, 17:43
ანუ ჩაკეტილს ეგ ჭირი არ ემუქრება? მე ჩვეულებრივები მყავს 5 ი ცალი და სიმინდის და ქერს დაფქულებს ვადუგებ და ისე ვაჯმევ 4 დედალია ერთი მამალი და ვაპირებ დავაყრევინო და მერე გავყიდო არ გამოვა?

Posted by: lemuri 24 Sep 2012, 13:08
ცვხგგფფგჰჰჰჰგფ დტჰგ ჰფდგჰ ჰგ დჰგ

Posted by: teoooos 25 Sep 2012, 12:53
ვინმეს თუ შეგიძლიათ მიპასუხოთ, საიდან იწყება ყველაფერი, ანუ რომელ სტრუქტურას უნდა მიმართო ფერმის დასარეგისტრირებლად, ფერმის ასაშენებლად ვის უნდა მიმართო და რა არის საჭირო, უცდოელებთან ვმუშაობ და ღორების ფერმის გახსნა უნდათ და ყველაფრის გარკვევა მთხოვეს და მე როგორჩ ყველაზე გამოუცდელმა ადამიანმა ამ სფეროფი აზრზე არ ვარ რა ვუპასუხო,

მოკლედ ვინმეს რამე სურათებიც თუ მოგეპოვებათ ფერმის და შეგილიათ რომ მაჩვენოთ ძალიან დამეხმარებით, უბრალოდ რომ ვაჩვენო დაახლოებით როგორ გამოიყურება ღორების ფერმები

Posted by: lemuri 25 Sep 2012, 13:17
QUOTE
ცვხ

C:\Users\gio\Desktop\ds.gif

Posted by: GURAMI2 25 Sep 2012, 14:25

lemuri
QUOTE
ანუ ჩაკეტილს ეგ ჭირი არ ემუქრება? მე ჩვეულებრივები მყავს 5 ი ცალი და სიმინდის და ქერს დაფქულებს ვადუგებ და ისე ვაჯმევ 4 დედალია ერთი მამალი და ვაპირებ დავაყრევინო და მერე გავყიდო არ გამოვა?

მასიურად თუ გაჩდა ჭირი ჩაკეტვა რას უშველის.
teoooos
QUOTE
საიდან იწყება ყველაფერი

ყველაფერი იწყება მონდომებით smile.gif
QUOTE
რომელ სტრუქტურას უნდა მიმართო ფერმის დასარეგისტრირებლად

ჩვენთან სოფლის მეურნეობა ისეთ დღეშია რომელ რეგისტრაციაზე ლაპარაკობ. იყიდე ნაკვეთი ინტერნეტში შეარჩიე საღორეების ტიპები და ააშენე.
ისე დაახლოებით რამდენ ღორზე აპირებენ გაკეთებას?

Posted by: playstation 25 Sep 2012, 14:47
ჩემს ღორებს შეეყარათ სურდო
მთელი დღე აცხიკინებენ და რით ვუშველო?
user.gif user.gif

Posted by: GURAMI2 25 Sep 2012, 15:23
playstation
QUOTE
რით ვუშველო?

ცუდი ამბავი მოგსვლია უნდა დაკლა yes.gif

Posted by: memberX 25 Sep 2012, 16:33
playstation
გამოსავალი რამდენიმეა:

user posted image

ან

user posted image
....

Posted by: lemuri 27 Sep 2012, 17:08
რატო GURAMI2? მე ვიცი ხალხი ვისაც ჩვენთან სოფელში რო 2 თუ 3 წლის წინ რო იყო ჭირი მაშინ სულ იზორილებული ყავდათ და გადაურჩათ ეგ შეიძლება ადამიანმაც შეიტანოს
* * *
ამიტომ მგონი შეიძლება მაგის ღკვეთა ჩვენთან იძახიან ვერტმფრენებით ტყეში სიმინდი ჩამოყარესო არ ვიცი რამდენად მართალია. ჩვენთან ანუ დუშეთში smile.gif

Posted by: bedo-bedo89 13 Oct 2012, 00:25
ბიძაჩემს გადაურჩა კახეთში ღორები, მასიური ჭირი რო იყო, ოღონდ ისე ყავდა დამწყვდეული რო რამის სხვა ტანსააცმლით შედიოდა ღორებთან, მარაგადარჩნენ, რამდენი დაეხოცა ან თუ დაეხოცა ეგ არ ვიცი მარა ის ვიცი რო ცოტა მოუკვდებოდა,

Posted by: anamch 13 Oct 2012, 10:40
niana
QUOTE
გერმანიაში ექსკურსიაზე ვიყავი ერთ სოფელში და მოვინახულე Bauerhaus,
საოცრება იყო რაც მანდ ვნახე,
ერთ გერმანელს მთელი მისი ფერმა მუზეუმად აქვს გადაქცეული.
ჯერ ხო ყავს ყველანაირი ცხოველი, რომელიც იძლევა საკვებს, იქ ღორები იყო, პირი დამრჩა ღია
ეზოში ყველგან ცხოველების პატარა მინიატურები დგას, იქვე აქვს რესტორტანიც, სადაც მხოლოდ ის პროდუქტები იყიდება, რასაც მის ფერმაში ამზადებს
საუკეთესო ყველი, ხორცის ნაწარმი....

გაოცებული ვიყავი, ფერმა მუზეუმი
ჩვენთანაც ესეთი რომ გაკეთდეს, დარწმუნებული ვარ ბევრ ტურიზმს მოიზიდავს,თან მაგათ განსაკუთრებული მოთხოვნა აქვთ ბიო საკვებზე.




ზუსტად ეს კონცეფცია ხორციელდება ამ წუთებში.
ამჟამად და უახლოეს მომავალში სოფ ზედა თელეთში...
უბრალოდ ცვენი სურვილია მაღალი ცარტულობის გამოო ტავდაპირველად ქალქსი მკვიდრებმა ,მიიღონ ამაში მონაწილეობა..

Posted by: FRIDRIX 15 Oct 2012, 06:47
აი ფერმები












ღორები უნდა კვებოთ

1.ქერი
2.სიმინდი
3.ხორბალი

წმინდათ დაფქვილი

1 ღორს უნდა 3კგ. საკვები დილით და საღამოს

3 თვეში 30.კგ გოჭი გახდება 120 კგ.

გასაღების პრობლემა არ არის

2 უმთავრესი ასპექტი რომელიც უნდა დაიცვათ

1.კვება

2.სისუფთავე


Posted by: MOXISI 16 Oct 2012, 22:04
QUOTE (FRIDRIX @ 15 Oct 2012, 06:47 )
აი ფერმები












ღორები უნდა კვებოთ

1.ქერი
2.სიმინდი
3.ხორბალი

წმინდათ დაფქვილი

1 ღორს უნდა 3კგ. საკვები დილით და საღამოს

3 თვეში 30.კგ გოჭი გახდება 120 კგ.

გასაღების პრობლემა არ არის

2 უმთავრესი ასპექტი რომელიც უნდა დაიცვათ

1.კვება

2.სისუფთავე

გასაღების პრობლემა არ არის
პრობლემა გასაღება კი არა ნორმალურ ფასში გაყიდვაა facepalm.gif

Posted by: GURAMI2 17 Oct 2012, 00:11
MOXISI
QUOTE
ნორმალურ ფასში გაყიდვაა

რამდენია ნორმალური ფასი?

Posted by: iko-iko 17 Oct 2012, 10:40
GURAMI2
QUOTE
რამდენია ნორმალური ფასი?

ბრაზილიაში გაზრდილი ღორი, იქ დაკლული და შოკში გატარებული, ტრანსპორტირებული ფოთამდე, განბაჟებული, დისტრიბუციაში გავლილი და დახლზე მოხვედრილი ღორის ხორცი ღირს 6-7 ლარი. ახლა დასკვნა თქვენთვითონ გამოიტანეთ რამდენია ნორმალური ფასი. smile.gif

შეიძლება გაგიკვირდეთ მაგრამ ღორის ხორცის წარმოება შედარებით უფრო იაფი ჯდება ვიდრე ფრინველის ხორცის წარმოება. wink.gif

Posted by: GURAMI2 17 Oct 2012, 11:19
iko-iko
ბრაზილიური ღორის ხორცის ხარისხი ადგილობრივთან მიმართებაში რადიკალურად განსხვავდება.
მასე თუ მივუდგებით 1კგ გაყინული ბარკალი 3.5 ღირს და ადგილობრივი ფაბრიკების ქათამი 6 და 7 ლარიsmile.gif
ბრაზილიაში ღორს კვებავენ სოიოთი და ნახშირწყლოვანი მცენარეებით რაც ძალიან იაფი ჯდება მისი მოყვანა. საგემოვნო თვისებებზე აღარ მაქვს ლაპარაკი smile.gif
ჩვენ კიდე საქართველოში ქერით, სიმინდით, ხორბლით, კოპტონით, რკოთი და ხილით ვკვებავთ ღორებს რომლის ფასი (სიმინდი 45თ, ხოლო ხორბალი და ქერი 60თეთრია. ) საკმაოდ ძვირია. ფაქტიურად 100კგ იანი ღორი რო გავზარდოთ ცოცხალი წონა გვიჯდება 5-6 ლარი.

Posted by: iko-iko 17 Oct 2012, 11:50
GURAMI2
QUOTE
ბრაზილიური ღორის ხორცის ხარისხი ადგილობრივთან მიმართებაში რადიკალურად განსხვავდება.
მასე თუ მივუდგებით 1კგ გაყინული ბარკალი 3.5 ღირს და ადგილობრივი ფაბრიკების ქათამი 6 და 7 ლარი
ბრაზილიაში ღორს კვებავენ სოიოთი და ნახშირწყლოვანი მცენარეებით რაც ძალიან იაფი ჯდება მისი მოყვანა. საგემოვნო თვისებებზე აღარ მაქვს ლაპარაკი
ჩვენ კიდე საქართველოში ქერით, სიმინდით, ხორბლით, კოპტონით, რკოთი და ხილით ვკვებავთ ღორებს რომლის ფასი (სიმინდი 45თ, ხოლო ხორბალი და ქერი 60თეთრია. ) საკმაოდ ძვირია. ფაქტიურად 100კგ იანი ღორი რო გავზარდოთ ცოცხალი წონა გვიჯდება 5-6 ლარი.


რო იძახი ცოცხალი წონა 5-6 ლარი გვიჯდებაო არ დაფიქრებულხარ რატო ჯდება ამდენი? რომელ ჯიშს აწარმოებ? ამხელა ფასი არცერთი ჯიში არ უნდა დაგიჯდეს სუ რო ტყის ღორი გაზარდო თუნდაც ახლანდელი საკვების ფასებით. რაც შენ დაწერე ეს იმას ნიშნავს რო საკვების კონვერსია გაქვს 8-9.

ასეთი მიდგომით ყოველთვის ძვირი დაგიჯდებათ. ღორის ხორცის წარმოება უნდა იყოს ისეთივე როგორიცაა ფრინველის ხორცის წარმოება ანუ აუცილებელია სელექციური და ჰიბრიდიზაციული რეპროდუქცია. საქართველოში არარსებობს სასელექციო მუშაობა, ღორებში მცნება რეპროდუქტორი გამქრალია, შესაბამისად სასუქ გენეტიკურ მასალას ვიღებთ არაეფექტურ მოზარდს და მერე რაც გინდა აჭამე ღრუტუნას იაფი ვერასდროს ვერ დაჯდება.

საკვების რეცეპტს ვინ გიდგენს? კვების ასაკობრივ დიფერენცირებას აწარმოებთ? საკვების ქიმიური შემადგენლობა როგორი გაქვს? ცილები, ცხიმები, ნახშირწყლები, მიკო და მაკროელემენტები, ვიტამინები, ენზიმები და ა.შ. ერთმანეთის შესაბამისობაში მოდის? რატომ გაქვს ასეთი საშინელი საკვების გადახარჯვა?


რაც შეეხება ფრინველს ფასი მაინც 6-7 ლარია, მაგრამ გაცილებით იაფი ჯდება ბროილერის წარმოება. ჩვენთან ფასები საიდან დგინდება არ ვიცი ნუ ეყიდებათ და ასეც დგინდება რადგან ნედლი ხორცის წარმოება საქართველოში არის ძალიან მცირე, საკმაო რაოდენობის წარმოება რომ იყოს ასეთი ფასი არ ექნებოდა.

ბარკალს და ქათამს ერთმანეთში ნუ აურევ, ბარკალი იმიტომ ღირს იაფი რო იმ ქათამს მკერდიც ქონდა და ხარისხებად გაყიდულ ქათამში მკერდი იღებს ყველა ხარჯებს.

Posted by: GURAMI2 17 Oct 2012, 12:13
QUOTE
ასეთი მიდგომით ყოველთვის ძვირი დაგიჯდებათ. ღორის ხორცის წარმოება უნდა იყოს ისეთივე როგორიცაა ფრინველის ხორცის წარმოება ანუ აუცილებელია სელექციური და ჰიბრიდიზაციული რეპროდუქცია. საქართველოში არარსებობს სასელექციო მუშაობა, ღორებში მცნება რეპროდუქტორი გამქრალია, შესაბამისად სასუქ გენეტიკურ მასალას ვიღებთ არაეფექტურ მოზარდს და მერე რაც გინდა აჭამე ღრუტუნას იაფი ვერასდროს ვერ დაჯდება.

საკვების რეცეპტს ვინ გიდგენს? კვების ასაკობრივ დიფერენცირებას აწარმოებთ? საკვების ქიმიური შემადგენლობა როგორი გაქვს? ცილები, ცხიმები, ნახშირწყლები, მიკო და მაკროელემენტები, ვიტამინები, ენზიმები და ა.შ. ერთმანეთის შესაბამისობაში მოდის? რატომ გაქვს ასეთი საშინელი საკვების გადახარჯვა?

ასეთი სახით თუ წავიდა გამოკვლევა მაშინ სერიოზულ ინვესტიციას მოითხოვს და 50-100 ღორისთვის არ ღირს ჩემი აზრით. მაშინ უნდა გვქონდეს წინა გვერდზე რო ფერმებია მასეთი ფერმები საკუთარი ლაბორატორიებით და საკვები პროდუქტი საკუთარი უნდა ქონდეს რაც გულისხმობს რამდენიმე ათეული ჰექტარი მიწის დამუშავებას.

Posted by: iko-iko 17 Oct 2012, 12:32
50-100 ღორი ხელს არ შეუშლის იმას რო საკვები სწორად გქონდეთ დაბალანსებული და ნორმალური ჯიში გყავდეთ შერჩეული. საქართველოში შესაბამისი სპეციალობის ხალში არსებობენ და საკვების საამქროებიც არის უკვე სადაც თვითონვე დაგიმზადებენ სათანადო საკვებს. + თუ ჯიშსაც გადახედავთ კარგი იქნებოდა. 100 სულისთვის ჰიბრიდიზაციას ვერ ჩაატარებ მაგრამ ჯიში მაინც უნდა შეარჩIოთ და დაკვლის სწორი ასაკი. ამას არანაირი ლაბორატორიები და მიწები არ ჭირდება.
* * *
QUOTE
ცოცხალი წონა გვიჯდება 5-6 ლარი.

ეს ხარჯი შემაშფოთებელია. სუ რო ლარიანი საჭმელი აჭამო, მაინც.

მე ცუდად არ გამიგო, უბრალოდ დიდიხანია ს.ს. სფეროს ვემსახურები და ადვილად ვიჭერ არასასურველი შედეგის მიზეზებს.


Posted by: GURAMI2 17 Oct 2012, 14:32
iko-iko
შეიძლება მე მეშლება და 5-6 ლარი უკვე ხორცის ფასია.
მე წინა თემებშიც მიწერია ჯერ საცდელად 8 გოჭი ვიყიდე, და ამ 8 გოჭს უკვე 6.5 თვის იქნებიან სადღაც 70 კგ იქნება თვალის ზომით რო შეხედო ცოცხალი წონა.
ამათ ვაჭმევთ ცოტას ძალიან 1.5 კგ თითოს კომბინირებული სიმინდი, ქატო, ხორბალი, ქერი და კოპტონი. და დანაკლის ხან რკოთი გაგვყავს და სეზონურად რაც იქნება.
უკვე ითხოვენ ბევრს მაგრამ ფინანსებია მცირე.
ჯიში ცუდი არ არის ადრე რაც გვყავდა იმას ჯობია ამათ რო უყურებ ეტყობათ მაინც რო იზრდებიან.
სულ მთლიან ჯამში საკვები რაც ვიყიდეთ არის 1000 ლარამდე უკვე. 1მა ღორმა უკვე 125 ლარი შეჭამა.
დეკემპრამდე 180 ლარს რომ არ აცდეს ხარჯი თითო ღორზე და თითომ 80 კგ რო დატოვოს სუფთა ხორცი, ამის რეალიზაცია რო მოხდეს კგ 8 ლარი გამოდის 640 ლარი
გოჭი ვიყიდეთ 180 ლარად +საკვები 180 ლარი 360 გამოდის კგ ჯდება 4,5.
ეს დათვლები არ არის რეალური მეურნეობა თუ გექნება მომლელი გინდა და ბევრი წვრილმანი გამოჩნდება.

Posted by: iko-iko 17 Oct 2012, 15:15
GURAMI2
გეთანხმები მეურნეობა თუ გექნება სხვა ხარჯები გემატება სამაგიეროდ მეურნეობის შემთხვევაში უკვე რაოდენობა იზრდება და ამ რაოდენობებში ბევრი ხარჯიც გაკლდება, ვეტექიმის მომსახურეობაზე 100 გოჭზეც იმას იხდი რასაც ვთქვათ 300-ზე, მაგალითად საკვების ტრანსპორტირება და სხვა. თან მეურნეობაში უკვე უეჭველი საკუთარი სადედე გუნდი უნდა გყავდეს და ამ შემთხვევაში გოჭის ფასი არ დაგიჯდება 50 ლარზე მეტი. ვოოოოოოტ
* * *
აი ბოგდანოვკაში არიან ღორის სუქებაზე დასპეცებულები, ისეთ ღორებს ზრდიან რო ბრაზილიური გეგონება, ცოტა ქონი და თეტრი ხორცით

Posted by: FRIDRIX 18 Oct 2012, 08:18
iko-iko
QUOTE
აი ბოგდანოვკაში არიან ღორის სუქებაზე დასპეცებულები, ისეთ ღორებს ზრდიან რო ბრაზილიური გეგონება, ცოტა ქონი და თეტრი ხორცით

შეგიძლია კოორდინატები დაწერო ტელეფონი და მისამართი ან აქ ან პმ მომწერო და გოჭებს ყიდიან და თავისი მეთოდები აქვთ სუქებაზე იქნებ ვისაუბროთ ამაზე

მაგალითად შესაძლებელია 30კგ. გოჭი გახდეს 120კგ. 3 თვეში ანუ მოიმატოს 90 კგ. ან 4 თვეში თუ შეიძლება მოიმატოს 90 კგ. და რამდენი უნდა ვაჭამოთ ამ შედეგის მისაღწევად ვგულისხმობ კარგ ჯიშებს ლანდრას ან სხვებს

დღეში 3 კგ. საკვები ეყოფა თუ მეტი უნდა

Posted by: GURAMI2 18 Oct 2012, 10:43
QUOTE
აი ბოგდანოვკაში არიან ღორის სუქებაზე დასპეცებულები, ისეთ ღორებს ზრდიან რო ბრაზილიური გეგონება, ცოტა ქონი და თეტრი ხორცით

ფერმა აქვთ თუ საოჯახო მეურნეობები, და ხოარიცი სანაშენე გოჭებს ყიდიან?

Posted by: iko-iko 18 Oct 2012, 16:20
FRIDRIX
GURAMI2
ბოგდანოვკაში ღორებს ზრდიან კერძო გლეხები, მანდ მე არავისი კონტაქტი არამაქვს უბრალოდ იქიდან ვიცი რომ როდესაც საბითუმო ბაზარზე შემოქონდათ ხოლმე საუკეთესო ღორები ძირითადად იყო ბოგდანოვკიდან, როგორც მე ვიცი ზრდიან ძირითადად ადგილობრივ ჯიშებს ანუ შერეული ჯიშის ღორებს (კაცმა რო არ იცის რა ჯიშია) მაგრამ ძალიან ეფექტურად ზრდიან. დაკლულები 60-65 კილოგრამებს არ სცდებოდა ხოლმე. ყველაზე ეფექტური მაგ ასაკამდეა რადგან ამ წონაში აქვს ყველაზე მარალი კონვერსია. ბოგდანოვკელებმა როგორც ჩანს ეს კარგად იციან და არავინ არ ზრდის ღორს დიდს, ბაზარსაც მასეთი აწყობს და მწარმოებელსაც.

QUOTE
მაგალითად შესაძლებელია 30კგ. გოჭი გახდეს 120კგ. 3 თვეში ანუ მოიმატოს 90 კგ. ან 4 თვეში თუ შეიძლება მოიმატოს 90 კგ.

ჰიბრიდების შემთხვევაში და დაბალანსებული საკვების შემტხვევაში შესაძლებელია.
* * *
QUOTE
და რამდენი უნდა ვაჭამოთ ამ შედეგის მისაღწევად ვგულისხმობ კარგ ჯიშებს ლანდრას ან სხვებს

მე გეტყვით რამდენია საკვების კონვერსია გერმანიაში, ამერიკაში, ბრაზილიაში და არა მარტო ეს ნებისმიერ ქვეყანაშია შესაძლებელი. არ დაიწყოთ ახლა იქ მუქთაა საჭმელიო და იაფი უჯდებათო და ბლა ბლა ბლა, ყველაზე ძვირი გერმანიას უჯდება საკვებიც, ფერმაც, მომსახურებაც და ყველაფერი მაგრამ ამ ქვეყნებში საკვების კონვერსია შეადგენს 2,9-3,2 კილოგრამს. ეს იმას ნიშნავს, რომ ერთ კილო წონამატზე ხარჯავენ 2,9-3,2 კილო საკვებს. 100 კგ-იანი ღორი იზრდება მაქსიმუმ 320 კილო საკვებით wink.gif და გამოსავლიანობა ასეთ ღორს გაცილებით მაღალი აქვს ვიდრე იგივე 100 კგ-იანს რომელიც გაზრდილია 800 კილო საკვებით. ეს იმიტომ რომ საკვების მაღალხარისხოვნების ხარჯზე ღორის კუჭნაწლავის ტრაქტი გაცილებით მოკლეა და თუ აქაური ღორის გამოსავალი = 65% სწორად გაზრდილი ღორის გამოსავალი შეადგენს 75%.

ეხლა დათვალეტ თქვენთვითონ სწორი და ძვირფასი საკვების ჭმევა ჯობია ტუ არა. ტარანი ხომ თვლითაა.

Posted by: FRIDRIX 18 Oct 2012, 17:52
iko-iko
QUOTE
ეხლა დათვალეტ თქვენთვითონ სწორი და ძვირფასი საკვების ჭმევა ჯობია ტუ არა. ტარანი ხომ თვლითაა.

როგორც ჩანს უკეთესია კარგი ხარისხის საკვები მივცეთ ქერი ხორბალი სიმინდი 1 ღორს დღეში 1 კგ. საკამრისი იქნება ხომ 4 თვეში რომ მოიმატოს 80-90 კგ. ?

იქნებ განმარტო ანუ 3.2კგ. უნდა ვაჭამოთ თუ 1 კგ. ვერ მივხვდი

Posted by: iko-iko 18 Oct 2012, 18:04
ღორს საკვები ეძლევა ცოცხალი წონის მიხედვით, რაც უფრო იზრდება წონა მიცემული საკვების რაოდენობაც უნდა გაიზარდოს. თავიდან თუ დღეში აძლევ 1 კგ.-ს ბოლოსკენ უნდა მისცე 4-5. აბა მე როგორ გითხრა რამდენი უნდა აჭამო, თუ გრანულია სასუქს უნდა მისცე იმდენი რამდენსაც შეჭამს, ანუ ნებაზე.

Posted by: FRIDRIX 19 Oct 2012, 14:01
iko-iko
ანუ 30 კილოიანს ვაჭმევთ 1 კილოს და როგორც იზრდება ვაჭმევთ მეტს ყოველი 30 კილოს მომატებაზე ვუმატებთ 1 კილოს ანუ 60 კილო როცა გახდება ვაჭმევთ 2 კილოს და 120 კილო როცა გახდება ვაჭმევთ 3 კილოს სწორად მივხვდი?

ამდენი გვერდია ვწერთ და ვერ დაწერა ვერავინ რამდენ კილო უნდა ვაჭამოთ 1 ღორს ყიდვის დღიდან დაკვლის დღემდე

Posted by: lemuri 19 Oct 2012, 15:53
თუ ვინმემ იცით ჩვეულებრივი ქართული ღორი რომელიც ახლა მრავლადაა ცოცხალი წონა რამდენი კილო უნდა იყოს 3-4 -5-6-7-8-9 თვის ასაკში

Posted by: davita1985 19 Oct 2012, 21:21
ღორის ხორცის ფასისი კლება მოსალოდნელია ვითომ საახალწლოდ??

Posted by: iko-iko 19 Oct 2012, 21:36
FRIDRIX
QUOTE
iko-iko
ანუ 30 კილოიანს ვაჭმევთ 1 კილოს და როგორც იზრდება ვაჭმევთ მეტს ყოველი 30 კილოს მომატებაზე ვუმატებთ 1 კილოს ანუ 60 კილო როცა გახდება ვაჭმევთ 2 კილოს და 120 კილო როცა გახდება ვაჭმევთ 3 კილოს სწორად მივხვდი?

ამდენი გვერდია ვწერთ და ვერ დაწერა ვერავინ რამდენ კილო უნდა ვაჭამოთ 1 ღორს ყიდვის დღიდან დაკვლის დღემდე

რა ვერ გაიგე? აგერ ზედა პოსტში ხო დავწერე?
QUOTE
აბა მე როგორ გითხრა რამდენი უნდა აჭამო, თუ გრანული  სასუქს უნდა მისცე იმდენი რამდენსაც შეჭამს, ანუ ნებაზე.

თუ ვერ გაიგე კიდევ განვმარტავ: სასუქ ღორებს გამოზრდა-სუქების პერიოდში უნდა აჭამო ნეებააზეე, ნეეებაააზეეე!!!! ისიც ხარისხიანი საკვები, სასურველია გრანული რადგან შეთვისებადობა გრანულს მეტი აქვს, ხოლო იმას თუ რამდენი უნდა შეჭამოს შენ კიარუნდა განსაზღვრო არამედ ღორმაააა. რაც უფრო ჯიშიანი ღორი გეყოლება და რაც უფრო სწორი საკვები გექნება მით უფრო ნაკლებია საკვების დანახარჯი.

QUOTE
ამდენი გვერდია ვწერთ და ვერ დაწერა ვერავინ რამდენ კილო უნდა ვაჭამოთ 1 ღორს ყიდვის დღიდან დაკვლის დღემდე

შესაბამისად ვერავინ ვერ გეტყვის რამდენი უნდა აჭამო. თუ ღორს 100 კილოსთვის ცოცხალი მასისთვის ჭირდება 300 კგ კომბინირებული საკვები მაშინ შენ ვერ შეძლებ იგივე ღორი გაზარდო 200 კილოთი. ამიტომაც გეუბნები რო გასასუქებელ ღორს უნდა აჭამო ნებაზე და რაც ჭირდება არც იმაზე ბევრს შეჭამს და არც იმაზე ნაკლებს.

* * *
ხოდა აი რო გახდება შენი ღორი 90-100 კგ მაშინ უნდა დათვალო თუ რამდენი საჭმელი დაჭირდა ამ წონას. 100 კილოს ზევით ნუღა შეინახავ თორე მერე საკვების ანაზღაურების ეფექტურობა იქნება მმაგარი ცუდი.

Posted by: FRIDRIX 20 Oct 2012, 05:53
iko-iko
QUOTE
ხოდა აი რო გახდება შენი ღორი 90-100 კგ მაშინ უნდა დათვალო თუ რამდენი საჭმელი დაჭირდა ამ წონას. 100 კილოს ზევით ნუღა შეინახავ თორე მერე საკვების ანაზღაურების ეფექტურობა იქნება მმაგარი ცუდი.

გასაგებია ანუ ვაჭმევთ რამდენსაც შეჭამს
და უნდა დავკლათ 100 კგ. როცა მიაღწევს და 120 კგ. მდე აღარ შევინახოთ

Posted by: iko-iko 20 Oct 2012, 14:04
FRIDRIX
QUOTE
გასაგებია ანუ ვაჭმევთ რამდენსაც შეჭამს
და უნდა დავკლათ 100 კგ. როცა მიაღწევს და 120 კგ. მდე აღარ შევინახოთ

რათქმაუნდა. მერე უკვე ღორი ყოველ მომატებულ 1 კილოზე უფრობევრსაჭმელს მოიხმარს ვიდრე მანამდე მოიხმარდა.

Posted by: FRIDRIX 25 Oct 2012, 18:50
iko-iko
QUOTE
რათქმაუნდა. მერე უკვე ღორი ყოველ მომატებულ 1 კილოზე უფრობევრსაჭმელს მოიხმარს ვიდრე მანამდე მოიხმარდა.

მაგალითად 100 კილოიანი ღორი რამდენ კილოს შეჭამს დახლოებით ?


Posted by: lemuri 29 Oct 2012, 06:30
ჩვეულებრივი ჯიშის ღორები 6-7 თვის მაკობენო და ხო არ იცით მამალსაც შეუძლია ამ ასაკისას მისვლა დედალთან????/?/?????? და კიდევმასიური ჭირი არის ტუ არა სადმე გაჩენილი?

Posted by: rastafari 4 Nov 2012, 19:13
ამ ღორებთან თუ ჰქონია ვინმეს შეხება?
ეს არის "უნგრული მანგალიცა"_ს ჯიში.
ზამთარში არ სჭირდება არანაირი საღორე, უძლებს ნებისმიერ ყინვას და იკვებება ბალახით/თივით.
გავრცელებულია უნგრეთი/უკრაინა(ზაკარპატიის ობლასტში)

http://www.radikal.ru
http://www.radikal.ru
http://www.radikal.ru

Posted by: iko-iko 5 Nov 2012, 16:28
rastafari
ეს არის მანგალიცური ჯიშის ღორები, გარეული ღორების შეჯვარებით მიიღეს ეს ხუჭუჭები, განკუთვნილია საძოვრული შენახვისთვის. მიმართულება აქვს არასახარბიელო სახორცე-საქონე ჯიშია, იყენებს ძალიან ბევრ საკვებს და იგროვებს დიდი რაოდენობით ცხიმს. კარგია ისეთ რეგიონებში სადაც უხვადაა ღორებისთვის გასაძოვებელი სავარგულები. საქართველოში გვყავდა ამ ტიპის ღორები, თუმცა იმ მიზნებისთვის რო ტყეში გამოზარდო ჩვენ აბორიგენული ჯიშის "კახური" ღორი გვყავს, რომელიც ასევე იყენებს საძოვარს იდეალურად.

Posted by: rastafari 5 Nov 2012, 18:55
iko-iko
QUOTE
მიმართულება აქვს არასახარბიელო სახორცე-საქონე ჯიშია

არ უნდა გაზარდო დიდი და კარგი ხორცი ექნება. 80 კილოზე რომ აიყვანო მაგარი ხორცი ექნება,
მე გასინჯული მაქვს ამის ხორცი და მშვენიერია.

Posted by: svaniieli 21 Nov 2012, 09:00
ღორის ხორცის ბიზნესით თუ არის ვინმე დაკავებული..შესაძლებელია ესპანეთიდან ღორის ხორცის შემოტანა,იაფად და ძალიან ხარისხიანი ხორცის....სტანდარტი 80 კილოიანი....ტრანსპორტირება ადგილზამდე მაგათია...www.valent.es.

Posted by: davita1985 21 Nov 2012, 21:41
როგორ დაეცა ღორის ხორცის ფასი რა ამავია... მე როცა მყავს გასაყიდი მაშინ მოუნდა ფასს კლება biggrin.gif biggrin.gif ..... იძახიან ჭირია ისევ მოდებულიო, რამდენად მართალია გაქვთ ვინმეს ინფორმაცია??

Posted by: ladusha2 22 Nov 2012, 11:20
QUOTE

davita1985

რამდენად დაეცა თუ შეგილია რო მიტხრა ფასები რაარი ჩასაბარებელი ?

Posted by: Mateo Falcone 25 Nov 2012, 16:34
ღორი რომ მაქსიმუმ 50-60 კილომდე გავზარდო მხოლოდ სწრაფი ბრუნვისთვის, იყიდება ასეთი წონის ღორი?

Posted by: rastafari 25 Nov 2012, 18:26
Mateo Falcone
QUOTE
ღორი რომ მაქსიმუმ 50-60 კილომდე გავზარდო მხოლოდ სწრაფი ბრუნვისთვის, იყიდება ასეთი წონის ღორი?

80 კილოანი არის ყველაზე კარგი წონა, რომელსაც გამოზდის 45-50 კგ ხორცი.
დიდი რომ გაზარდო, კარგ ფასში ვერ ჩააბარებ.
პატარა კი, მოგებას ნაკლებს დაგიტოვებს.

Posted by: Mateo Falcone 25 Nov 2012, 18:33
rastafari
QUOTE
80 კილოანი არის ყველაზე კარგი წონა, რომელსაც გამოზდის 45-50 კგ ხორცი.
დიდი რომ გაზარდო, კარგ ფასში ვერ ჩააბარებ.
პატარა კი, მოგებას ნაკლებს დაგიტოვებს.

გასგებია.

80 კილომდე გაზრდას ალბათ სადღაც 2 თვე უნდა კიდევ 60 კილოს შემდეგ ისიც ოპტიმალური კვების დროს. ვითომ უფრო მომგებიანი იქნება 2 თვე კვება, ლოდინი და შემდეგ გაყიდვა?

მთლად ჩაინიკი ვარ ამ ტიპის ყიდვა-გაყიდვაში და იმიტომ ვკითხულობს ასეთ სიმარტივეებს.

ღორი ცოცხალ წონად იყიდება მთლიანად ხომ ძირითადად? და ეგეც ძროხასავით ოფიციალურ სასაკლაოს და მთელ ამბებს ითხოვს?

Posted by: rastafari 25 Nov 2012, 18:45
Mateo Falcone
QUOTE
80 კილომდე გაზრდას ალბათ სადღაც 2 თვე უნდა კიდევ 60 კილოს შემდეგ

1 კვირის წინ მცხეთის რაიონში 1კგ 9 ლარად ჩააბარეს, დაკლული.
მაგრამ ეს არ ნიშნავს რომ სულ ესეთი ფასი ექნება, საახალწლოდ დაიკლებს ჩაბარების ფასი და ზაფხულობითაც დაბალი ფასი აქვს.

QUOTE
ღორი ცოცხალ წონად იყიდება მთლიანად ხომ ძირითადად? და ეგეც ძროხასავით ოფიციალურ სასაკლაოს და მთელ ამბებს ითხოვს?

ცოცხლად ნაკლებად ყიდულობენ, სახალწლოდ თუ ვინმე იყიდის დაკვლის პონტში. ისე დაკლულს ყიდულობენ.
არანაირი სასაკლაო არ უნდა.

Posted by: miskhali 27 Nov 2012, 12:55
QUOTE (lemuri @ 15 Sep 2012, 15:26 )
ღორი რო ჩაკეტილი იყოს მაინც აიკიდებს აფრიკულ ჭირს? მიპასუხეტ რაა

ჩაკეტილი ღორი ბევრს დაეღუპა, როგორც ამბობენ ქატოში სპეციალურად ურევდნენ ღორის გრიპის ვირუსს, ამიტომ იმატაც დაღუპათ ვისაც ჩაკეტილი ყავდათ

Posted by: rastafari 27 Nov 2012, 13:28
miskhali
QUOTE
ჩაკეტილი ღორი ბევრს დაეღუპა, როგორც ამბობენ ქატოში სპეციალურად ურევდნენ ღორის გრიპის ვირუსს, ამიტომ იმატაც დაღუპათ ვისაც ჩაკეტილი ყავდათ

ვინ ურევს?

Posted by: iko-iko 27 Nov 2012, 14:49
QUOTE
როგორც ამბობენ ქატოში სპეციალურად ურევდნენ ღორის გრიპის ვირუსს

biggrin.gif

Posted by: miskhali 27 Nov 2012, 14:52
QUOTE (rastafari @ 27 Nov 2012, 13:28 )
miskhali
QUOTE
ჩაკეტილი ღორი ბევრს დაეღუპა, როგორც ამბობენ ქატოში სპეციალურად ურევდნენ ღორის გრიპის ვირუსს, ამიტომ იმატაც დაღუპათ ვისაც ჩაკეტილი ყავდათ

ვინ ურევს?

ვინ ჩაურევს ვინც მაგით ფულს შოულობს, ქათმის და ღორის გრიპით მილიონები იშოვეს ეს ხომ ყველამ იცის და ვისაც აწყობდა საკვებით და სხვადასხვა ხერხით ავრცელებდნენ დაავადება

Posted by: rastafari 27 Nov 2012, 20:41
miskhali
QUOTE
ვინ ჩაურევს ვინც მაგით ფულს შოულობს, ქათმის და ღორის გრიპით მილიონები იშოვეს ეს ხომ ყველამ იცის და ვისაც აწყობდა საკვებით და სხვადასხვა ხერხით ავრცელებდნენ დაავადება

ქატოს ყიდულობ ქარხნიდან, ქარხანამ რომ ეგ გააკეთოს ვეღარ გაყიდის ქატოს და აზრი?

Posted by: GURAMI2 27 Nov 2012, 23:32
rastafari
QUOTE
ქატოს ყიდულობ ქარხნიდან, ქარხანამ რომ ეგ გააკეთოს ვეღარ გაყიდის ქატოს და აზრი?

ისე რო გააკეთოს საიდან ვინ გაუგებს? მუშამ რო გააკეთოს მასე რამდენიმე ასეული ლარის სანაცვლოდ.

Posted by: rastafari 27 Nov 2012, 23:52
QUOTE (GURAMI2 @ 27 Nov 2012, 23:32 )
rastafari
QUOTE
ქატოს ყიდულობ ქარხნიდან, ქარხანამ რომ ეგ გააკეთოს ვეღარ გაყიდის ქატოს და აზრი?

ისე რო გააკეთოს საიდან ვინ გაუგებს? მუშამ რო გააკეთოს მასე რამდენიმე ასეული ლარის სანაცვლოდ.

რა უნდა გააკეთოს მუშამ, ღორის გრიპი შეურიოს რა, შაქარია?

Posted by: iko-iko 28 Nov 2012, 08:35
rastafariრატო არ გჯერა?

ჩემი თვალით ვნახე წისქვილკომბინატებს ვაგონებით შეაქვთ ღორის ღრიპი და მერე ქატოში ურევენ. biggrin.gif

სპეციალური სასტავი ყავთ შემრევოლოგები!!! aba.gif

ამერიკიდან ჩამოუყვანიათ!!! facepalm.gif

ეხლა ზღარბის გრიპის კონტეინერები ივსება და თურმე ფქვილში უნდა შეურიონ ხალხო პური არ ჭამოთ!!!!!! ეკლები ამოგვივა!!!!!!!

Posted by: rastafari 28 Nov 2012, 11:57
QUOTE (iko-iko @ 28 Nov 2012, 08:35 )
rastafariრატო არ გჯერა?

ჩემი თვალით ვნახე წისქვილკომბინატებს ვაგონებით შეაქვთ ღორის ღრიპი და მერე ქატოში ურევენ. biggrin.gif

სპეციალური სასტავი ყავთ შემრევოლოგები!!! aba.gif

ამერიკიდან ჩამოუყვანიათ!!! facepalm.gif

ეხლა ზღარბის გრიპის კონტეინერები ივსება და თურმე ფქვილში უნდა შეურიონ ხალხო პური არ ჭამოთ!!!!!! ეკლები ამოგვივა!!!!!!!

lol.gif
. . . . . . . . . . . . . . . . . .

Posted by: miskhali 4 Dec 2012, 19:07
ერთი ხაშურელი მყავს ნაცნობი, გომის სპირტის ქარხანაში,ხორბალზე ხომ აყენებენ არაყსო და იმ გამოყენებულ ხორბალს იაფად ვყიდულობ ღორებისთვისო და იაფი მიჯდებაო

Posted by: bacavi 5 Dec 2012, 21:01
ღორს თუ ზრდი(არა მარტო ღორს) უნდა ეცადო შუამავალი არ გყავდეს კლიენტამდე,, იდეალური ვარიანტია კვების ობიექტი (რესტორანი,სახინკლე) .თუ ვერა ხორცის პავილიონი მაინც,, შუამავალი იხდის ხორცში 1-2 ლარით ნაკლებს,, ეგ სუფთა ხორცში ,,დანარჩენი ყველაფერი მიაქვს უფასოდ თავ-ფეხი,ჯიგარი,მუცლის ქონი და ასე შემდეგ,,,ანუ შენ რაც გრჩება იმდენივე რჩება შუამავალსაც,,

Posted by: Zmuzu 5 Dec 2012, 23:41
ღორების გაზრდაა უფრო მომგებიანი თუ გოჭების?
პ.ს.
სოფელში, ხილის მეტს არაფერს აჭმევენ და მხოლოდ დაკვლის წინ 1 თვით ან სულაც 2 კვირით ადრე აძლევენ სიმინდს.

Posted by: iorkezi7777 8 Dec 2012, 23:53
QUOTE (Zmuzu @ 5 Dec 2012, 23:41 )
ღორების გაზრდაა უფრო მომგებიანი თუ გოჭების?
პ.ს.
სოფელში, ხილის მეტს არაფერს აჭმევენ და მხოლოდ დაკვლის წინ  1 თვით ან სულაც 2 კვირით ადრე აძლევენ სიმინდს. ხდფცჰგჯ

კჯჰ
* * *
QUOTE (rastafari @ 27 Nov 2012, 13:28 )
miskhali
QUOTE
ჩაკეტილი ღორი ბევრს დაეღუპა, როგორც ამბობენ ქატოში სპეციალურად ურევდნენ ღორის გრიპის ვირუსს, ამიტომ იმატაც დაღუპათ ვისაც ჩაკეტილი ყავდათ

ვინ ურევს?

ძამი კითხვით ვარ თქვენთან. გოჭები მყავს 20 დღისანები იყვნენ რო დედა მოუკვდათ და ზრდაში არიან მაგარი ჩამორჩენილები და თუ შეგიძლია რამე რჩევით რო დამეხმარო!
* * *
QUOTE (iko-iko @ 27 Nov 2012, 14:49 )
QUOTE
როგორც ამბობენ ქატოში სპეციალურად ურევდნენ ღორის გრიპის ვირუსს

biggrin.gif

ძამი კითხვით ვარ თქვენთან. გოჭები მყავს 20 დღისანები იყვნენ რო დედა მოუკვდათ და ზრდაში არიან მაგარი ჩამორჩენილები და თუ შეგიძლია რამე რჩევით რო დამეხმარო!

Posted by: iko-iko 9 Dec 2012, 10:33
iorkezi7777
ნუ თუ ისევ ძუძუს ასაკში არიან მიეცი რძე. სასურველია ფხვნილის რძე გაუმზადო. თუ სადღაც ორი თვიდან ოთხ თვემდე არიან მაშინ გირჩევ რო ცოტა სოიოს შროტი ჩაურთოდაღერღილი მარცვლეულის ნაზავში რო პროტეინი მოუმატო. თუ ახლოს ხარ რომელიმე კომბისაკვების ქარხანასთან მაშინ შესაბამისი ასაკის საკვები უყიდე. ამ ყველაფერთან ერთად გირჩევ რო აციდოფილური რძე მისცე ან მაწონი 0,5 ლიტრი დღეში, სასარგებლოა არა მარტო კვებითი ღირებულებით არამედ მიკროფლორის მოსაწესრიგებლადაც.

Posted by: iorkezi7777 9 Dec 2012, 21:39
QUOTE (iko-iko @ 9 Dec 2012, 10:33 )
iorkezi7777
ნუ თუ ისევ ძუძუს ასაკში არიან მიეცი რძე. სასურველია ფხვნილის რძე გაუმზადო. თუ სადღაც ორი თვიდან ოთხ თვემდე არიან მაშინ გირჩევ რო ცოტა სოიოს შროტი ჩაურთოდაღერღილი მარცვლეულის ნაზავში რო პროტეინი მოუმატო. თუ ახლოს ხარ რომელიმე კომბისაკვების ქარხანასთან მაშინ შესაბამისი ასაკის საკვები უყიდე. ამ ყველაფერთან ერთად გირჩევ რო აციდოფილური რძე მისცე ან მაწონი 0,5 ლიტრი დღეში, სასარგებლოა არა მარტო კვებითი ღირებულებით არამედ მიკროფლორის მოსაწესრიგებლადაც.

კომბი საკვების ქარხანასთან არ ვარ ახლოს.ამჯერად არიან 3 თვისების და სადღაც ათ კილომდე ძვლივს იქნებიან.ვაჭმევ სიმინდს ხორბალს ქერს კოპტონს ჩვეულებრივ მარცვლოვან სოიოს კირქვას 2პროცენტს მარილს და პრემიქს.აი ჭამიტ ჭამენ მაგრამ ზრდაში ვერ მიდიან აცრები ჩატარებული მაქვს ჭიას დავამუშავე ვიტამინების კრებულიც ცხიმში ხსნადი გაკეტებული მაქვს.და რავი რა ჩემი ცოდნა მეტს ვერ წვდება მეტი არ ვიცი.

* * *
QUOTE (iorkezi7777 @ 9 Dec 2012, 21:39 )
QUOTE (iko-iko @ 9 Dec 2012, 10:33 )
iorkezi7777
ნუ თუ ისევ ძუძუს ასაკში არიან მიეცი რძე. სასურველია ფხვნილის რძე გაუმზადო. თუ სადღაც ორი თვიდან ოთხ თვემდე არიან მაშინ გირჩევ რო ცოტა სოიოს შროტი ჩაურთოდაღერღილი მარცვლეულის ნაზავში რო პროტეინი მოუმატო. თუ ახლოს ხარ რომელიმე კომბისაკვების ქარხანასთან მაშინ შესაბამისი ასაკის საკვები უყიდე. ამ ყველაფერთან ერთად გირჩევ რო აციდოფილური რძე მისცე ან მაწონი 0,5 ლიტრი დღეში, სასარგებლოა არა მარტო კვებითი ღირებულებით არამედ მიკროფლორის მოსაწესრიგებლადაც.

კომბი საკვების ქარხანასთან არ ვარ ახლოს.ამჯერად არიან 3 თვისების და სადღაც ათ კილომდე ძვლივს იქნებიან.ვაჭმევ სიმინდს ხორბალს ქერს კოპტონს ჩვეულებრივ მარცვლოვან სოიოს კირქვას 2პროცენტს მარილს და პრემიქს.აი ჭამიტ ჭამენ მაგრამ ზრდაში ვერ მიდიან აცრები ჩატარებული მაქვს ჭიას დავამუშავე ვიტამინების კრებულიც ცხიმში ხსნადი გაკეტებული მაქვს.და რავი რა ჩემი ცოდნა მეტს ვერ წვდება მეტი არ ვიცი.

და კიდე 2 პროცენტს თევზის ფქვილს

Posted by: lemuri 16 Dec 2012, 23:51
თუ ვინმემ იცით ბურვაკები მყავს და ახლა არიან 5 თვისები ასე 40 კილოები არიან ცოცხალი წონა. ჭია ყავდა და დამიჩაგრა ახლა ნელნელა წამოვიდნენ წონაში. დაახლოებით რამდენის უნდა იყოს ცცხალის წონა ამ ასაკის? ან ეშველებათ კიდევ????

Posted by: palindromi-x 17 Dec 2012, 20:17
რა ეღირება გოჭი საახალწლოდ და რა ღირს ახლა, ვინ მეტყვის?

Posted by: edna mamida 20 Dec 2012, 21:12
iko-iko
QUOTE
iorkezi7777ნუ თუ ისევ ძუძუს ასაკში არიან მიეცი რძე. სასურველია ფხვნილის რძე გაუმზადო. თუ სადღაც ორი თვიდან ოთხ თვემდე არიან მაშინ გირჩევ რო ცოტა სოიოს შროტი ჩაურთოდაღერღილი მარცვლეულის ნაზავში რო პროტეინი მოუმატო. თუ ახლოს ხარ რომელიმე კომბისაკვების ქარხანასთან მაშინ შესაბამისი ასაკის საკვები უყიდე. ამ ყველაფერთან ერთად გირჩევ რო აციდოფილური რძე მისცე ან მაწონი 0,5 ლიტრი დღეში, სასარგებლოა არა მარტო კვებითი ღირებულებით არამედ მიკროფლორის მოსაწესრიგებლადაც.


თქვენი აზრი მაინტერესებს

რუსულ საიტებზე ღორების კვების 4 ძირითადი რაციონია ნახსენები

1. პირველადი რაციონი - გოჭები მასით 10 კგ-მდე
2. შუალედური რაციონი - ამისთვის ღორები მასით 10 დან 25 კგ-მდე
3. მოსასუქებელი რაციონი - ამისთვის ღორები მასით 25 დან 50 კგ-მდე
4. ფინალური რაციონი - ამისთვის ღორები, 50 დან 100 კილო (დასაკლავი წონა)

პირველად რაციონში კომბინირებულ საკვებს (გრანულირებულს) ურჩევენ, უკეთ ათვისების მიზნით, ძვირია, მაგრამ ამ ეტაპზე ეკონომია საბოლოოდ უფრო ძვირი უჯდება მფლობელსო
ასეა?
დანარჩენი სამი რაციონის მომზადება თავად მფლობელებსაც შეუძლიათო

მარცვლოვნების ასეთი ნარევი ვნახე

30 წილი შვრია,
15 წილი ჭვავი,
40 წილი ქერი, (ქერსა და ხორბალს შორის არჩევანის ქონისას, ხორბალი ჯობია )
10 წილი სელის жмых,
5 წილი თევზის ფქვილი
ჩვენებული კულტურების გათვალისწინებით აქ როგორი მარცვლოვანი ნარევის მიცემა სჯობს?

აგრეთვე
ასეთი რჩევებიც
კარგია ხორცის ფქვილი და სისხლის ფქვილი (ცილების მაღალი შEმცველობის გამო)
სილოსი, პარკოსნების თივა, сенная труха (თივის მტვერი, თუ სწორად ვხვდები)
მარცვლოვან საკვებთან შერეულ მოხარშულ ბოლქვებს, ანუ კარტოფილს, სტაფილოს ჭარხალს აძლევენ აქტიურად გოჭებს, აგრეთვე გოგრას
რაა სწორი, ან მცდარი, რამდენად შეესაბამება ჩვენს კლიმატს და რითი შეიძლება ამა თუ იმ პროდუქტის შეცვლა?

მაგალითისთვის რუსეთში კარტოფილი მეტადაა გავრცელებული, ჩვენთან სიმინდი

წათხი, რძის პროდუქტების დამზადების შEმდეგ დარჩენილი სითხე ვიცი რომ კაგრია, გადაცემა ვნახე , იტალიაში ყველის (მგონი პარმეჯანოს) დამზადებისას დარჩენილ წათხს იქვე ღორებს აძლევდნენ, შემდეგ ამ ღორის ხორცისგან პრაშუტას ცნობილ პარმულ ლორს ამზადებდნენ

Posted by: iko-iko 24 Dec 2012, 23:27
edna mamida
QUOTE
პირველად რაციონში კომბინირებულ საკვებს (გრანულირებულს) ურჩევენ, უკეთ ათვისების მიზნით, ძვირია, მაგრამ ამ ეტაპზე ეკონომია საბოლოოდ უფრო ძვირი უჯდება მფლობელსო
ასეა?

100% სიმართლეა.

რაც შეეხება რაციონის დანარჩენ კომპონენტებს შეიძლება შეიცვალოს რაიმე შესაბამისი მარცვლეულით ოღონდ გათვალისწინებული უნდა იყოს ძალიან ბევრი რამე და ამას ფორუმი არ ეყოფა.

პირველ რიგში უნდა იქნეს გათვალისწინებული ცხოველის მოთხოვნილება საკვებ ნივთიერებებზე ყოველ ასაკობრივ ჯგუფზე, შესაბამისად უნდა გაითვალისწინო ყველა კომპონენტის შემადგენლობა. თუ როგორია მასში ენერგია, ნედლი პროტეინი, მონელებადი პროტეინი, მინერალები, ვიტამინები, ამინომჟავები, ცხიმები, უჯრედანა და ა.შ. ზოგში ერთია მეტი ზოგში მეორე ზოგში მესამე, ზოგი პირველის შეთვისებას უშლის ხელს, ზოგი მეორეს შეთვისებას უწყობს ხელსდა ტრალალა, ამას იმიტომ გიწერ რო ძალიან მოკლედ აგიხსნა თუ რამდენად დიდი ხელოვნებაა საკვების სწორი დამზადება და შესაბამისად რამდენად შეუძლებელია ფორუმზე ურჩიო ადამიანს ასე და ასე აჭამე ღორს და ძაან მაგარ შედეგს მიიღებო, უნდა მოიძიო კარგი სპეციალისტები დააბალანსებინო საკვები შენი კომპონენტების მიხედვით და შეადგენინო რეცეპტებეი.

მთლად კარგ შედეგს მიიღებ თუ საკვებ კომპონენტებს გამოიკვლევ ლაბორატორიაში და მათი მონაცემების მიხედვით დაამზადებ საკვებს, უფრო ზუსტი და ეფექტურია.
* * *
iorkezi7777
QUOTE
ამჯერად არიან 3 თვისების და სადღაც ათ კილომდე ძვლივს იქნებიან

ძალია ცუდია, მე ვშიშობ რომ მთლად კარგი ჯიშიც ვერ უნდა იყოს, რაცარუნდა იყოს ავად თუ კარგად მაინც ნორმალურად აჭმევ როგორც ჩანს და მასე არ უნდა იყონ.

Posted by: edna mamida 25 Dec 2012, 00:19
iko-iko
QUOTE
100% სიმართლეა.

მადლობა
აქ სად იყიდება ეს კომბინირებული საკვები, იყიდება კი?

რუსული საიტები სავსეა შესაბამისი ასაკისთვის საჭირო კომბი საკვების დასახელებებით, მაგრამ აქ რაიმე მსგავსი თუ არის?
QUOTE
ძაან მაგარ შედეგს მიიღებო, უნდა მოიძიო კარგი სპეციალისტები დააბალანსებინო საკვები შენი კომპონენტების მიხედვით და შეადგენინო რეცეპტებეი.
QUOTE
მთლად კარგ შედეგს მიიღებ თუ საკვებ კომპონენტებს გამოიკვლევ ლაბორატორიაში და მათი მონაცემების მიხედვით დაამზადებ საკვებს, უფრო ზუსტი და ეფექტურია.


ჩემებს საფურაჟე სიმინდი აქვთ საკუთარი , მისი საკვებად გამოყენების შესაძლებლობა მაინტერესებს, ამისთვის სპეციალისტების მოძიება სად და როგორ შეიძლება, ეგებ დამეხმაროთ

Posted by: iko-iko 25 Dec 2012, 08:58
edna mamida
საფურაჟე სიმინდი თუ აქვთ ძალიან კარგია. მთავარია რომ სიმინდში მიკოტოქსინები არ იყოს, რაც შეეხება კომბისაკვების საამქროებს საქართველოში არის ნამდვილად, ხარისხს ვერ გეტყვი ვინ როგორს აკეთებს. ამ დრეებში გავიკითხავ მათ მისამართებს და თუ გავიგებ რამეს დავდებ ფორუმზე.

ისე ეხლა ერთი ახალი კომპანია აშენდა საქართველოში, რომელმაც ააშენა დიდი საკვების საამქრო უახლესი და მაღალხარისხიანი დანადგარებით, ორიენტირებულები არიან ფრინველის საკვების დამზადება გაყიდვაზე (ყველა ასაკობრივი ჯგუფისთვის და ყველა მიმართულებისთვის), მე როგორც ვიცი მიიღებენ შეკვეთებს ღორის საკვებზეც, ოღონდ დამკვეთის ნედლეულს არ გამოიყენებენ.

Posted by: edna mamida 25 Dec 2012, 21:29
iko-iko
QUOTE
საფურაჟე სიმინდი თუ აქვთ ძალიან კარგია. მთავარია რომ სიმინდში მიკოტოქსინები არ იყოს, რაც შეეხება კომბისაკვების საამქროებს საქართველოში არის ნამდვილად, ხარისხს ვერ გეტყვი ვინ როგორს აკეთებს. ამ დრეებში გავიკითხავ მათ მისამართებს და თუ გავიგებ რამეს დავდებ ფორუმზე.ისე ეხლა ერთი ახალი კომპანია აშენდა საქართველოში, რომელმაც ააშენა დიდი საკვების საამქრო უახლესი და მაღალხარისხიანი დანადგარებით, ორიენტირებულები არიან ფრინველის საკვების დამზადება გაყიდვაზე (ყველა ასაკობრივი ჯგუფისთვის და ყველა მიმართულებისთვის), მე როგორც ვიცი მიიღებენ შეკვეთებს ღორის საკვებზეც, ოღონდ დამკვეთის ნედლეულს არ გამოიყენებენ.

მადლობა დიდი

Posted by: iorkezi7777 26 Dec 2012, 01:00
QUOTE (iko-iko @ 24 Dec 2012, 23:27 )
edna mamida
QUOTE
პირველად რაციონში კომბინირებულ საკვებს (გრანულირებულს) ურჩევენ, უკეთ ათვისების მიზნით, ძვირია, მაგრამ ამ ეტაპზე ეკონომია საბოლოოდ უფრო ძვირი უჯდება მფლობელსო
ასეა?

100% სიმართლეა.

რაც შეეხება რაციონის დანარჩენ კომპონენტებს შეიძლება შეიცვალოს რაიმე შესაბამისი მარცვლეულით ოღონდ გათვალისწინებული უნდა იყოს ძალიან ბევრი რამე და ამას ფორუმი არ ეყოფა.

პირველ რიგში უნდა იქნეს გათვალისწინებული ცხოველის მოთხოვნილება საკვებ ნივთიერებებზე ყოველ ასაკობრივ ჯგუფზე, შესაბამისად უნდა გაითვალისწინო ყველა კომპონენტის შემადგენლობა. თუ როგორია მასში ენერგია, ნედლი პროტეინი, მონელებადი პროტეინი, მინერალები, ვიტამინები, ამინომჟავები, ცხიმები, უჯრედანა და ა.შ. ზოგში ერთია მეტი ზოგში მეორე ზოგში მესამე, ზოგი პირველის შეთვისებას უშლის ხელს, ზოგი მეორეს შეთვისებას უწყობს ხელსდა ტრალალა, ამას იმიტომ გიწერ რო ძალიან მოკლედ აგიხსნა თუ რამდენად დიდი ხელოვნებაა საკვების სწორი დამზადება და შესაბამისად რამდენად შეუძლებელია ფორუმზე ურჩიო ადამიანს ასე და ასე აჭამე ღორს და ძაან მაგარ შედეგს მიიღებო, უნდა მოიძიო კარგი სპეციალისტები დააბალანსებინო საკვები შენი კომპონენტების მიხედვით და შეადგენინო რეცეპტებეი.

მთლად კარგ შედეგს მიიღებ თუ საკვებ კომპონენტებს გამოიკვლევ ლაბორატორიაში და მათი მონაცემების მიხედვით დაამზადებ საკვებს, უფრო ზუსტი და ეფექტურია.
* * *
iorkezi7777
QUOTE
ამჯერად არიან 3 თვისების და სადღაც ათ კილომდე ძვლივს იქნებიან

ძალია ცუდია, მე ვშიშობ რომ მთლად კარგი ჯიშიც ვერ უნდა იყოს, რაცარუნდა იყოს ავად თუ კარგად მაინც ნორმალურად აჭმევ როგორც ჩანს და მასე არ უნდა იყონ.

კარგი ჯიშის არიან სხვა თაობები მყავს და თითქმის 700 გრამამდე გაასწორა დღიური მატება. კუმისის მეფრინველეობის ფერმა როა "კუმისი" იქედან წამოვიყვანე სოფლის მეურნეობის სამინისტროდან მირჩიეს ტახი 14 თვისაა და გუშინ მოვწონეთ 300 კილოა ლანდრა დიუროკი და უკრაინული თეთრის ნაჯვრებია უბრალოდ ამ 13 გოჭს დაემართა ეგეთი რამ მაგრამ ეხლა დაიწყენ მატება და ვნახოთ რა გამოვა მათგან
* * *
QUOTE (iko-iko @ 25 Dec 2012, 08:58 )
edna mamida
საფურაჟე სიმინდი თუ აქვთ ძალიან კარგია. მთავარია რომ სიმინდში მიკოტოქსინები არ იყოს, რაც შეეხება კომბისაკვების საამქროებს საქართველოში არის ნამდვილად, ხარისხს ვერ გეტყვი ვინ როგორს აკეთებს. ამ დრეებში გავიკითხავ მათ მისამართებს და თუ გავიგებ რამეს დავდებ ფორუმზე.

ისე ეხლა ერთი ახალი კომპანია აშენდა საქართველოში, რომელმაც ააშენა დიდი საკვების საამქრო უახლესი და მაღალხარისხიანი დანადგარებით, ორიენტირებულები არიან ფრინველის საკვების დამზადება გაყიდვაზე (ყველა ასაკობრივი ჯგუფისთვის და ყველა მიმართულებისთვის), მე როგორც ვიცი მიიღებენ შეკვეთებს ღორის საკვებზეც, ოღონდ დამკვეთის ნედლეულს არ გამოიყენებენ.

ვიტამინების კრებულის გაკეთება რამდენი დგის ასაკშია რეკომენდირებული გოჭებში? მაპატიე ძამი ამდენ კიტხვას რო გისვამ.

Posted by: iko-iko 26 Dec 2012, 11:05
iorkezi7777
QUOTE
კარგი ჯიშის არიან სხვა თაობები მყავს და თითქმის 700 გრამამდე გაასწორა დღიური მატება. კუმისის მეფრინველეობის ფერმა როა "კუმისი" იქედან წამოვიყვანე სოფლის მეურნეობის სამინისტროდან მირჩიეს ტახი 14 თვისაა და გუშინ მოვწონეთ 300 კილოა ლანდრა დიუროკი და უკრაინული თეთრის ნაჯვრებია უბრალოდ ამ 13 გოჭს დაემართა ეგეთი რამ მაგრამ ეხლა დაიწყენ მატება და ვნახოთ რა გამოვა მათგან

მაშინ ეჭვი უნდა მიიტანო დედის ცუდ მერძეულობაზე, როდესაც დედას ცოტა რძე აქვს, ან/და ხშირია როდესაც რძე საკმარისია მაგრამ ცილოვანება და ცხიმიანობა დაბალია მაშინ გოჭები ძალიან იჩაგრებიან, მითუმეტეს როდესაც ბევრ გოჭს იძლევა.

კარგია მრავალნაყოფიერი დედა ღორი მაგრამ ცუდია დაბალი მერძეულობის თუა. ამ დროს არსებობს რაღაც რეცეპტები რო რძის კომპენსაცია გაუკეთდეს გოჭებს. ხელოვნური რძე კეთდება და აძლევენ სოსკებით.
QUOTE
ვიტამინების კრებულის გაკეთება რამდენი დგის ასაკშია რეკომენდირებული გოჭებში? მაპატიე ძამი ამდენ კიტხვას რო გისვამ.

რაც შეეხება ვიტემინების კომპლექსს, შეგტიძლია მესამე დღესვე გაუკეთო და სასურველია დააკვირდე გოჭის ზოგად კონსტრუქციას, თუ გოჭს აღენიშნება ანემიურობა მაშინ ამ ვიტამინებთან ერთად სასურველია მისცეთ კიდევ რკინის პრეპარატი ინექციით. არის რკინის პრეპარატები რომლებშიც შედის ასევე ტრივიტი A D E კომპლექსი, როდესაც შეატყობ ანემიურობას გაუკეთე ძალიან მაგარ შედეგს მიიღებ.

გავამახვილებ ყურადღებას კიდევ გოჭების სისუსტეზე, დაიმახსოვრე როდესაც გოჭები თავიდანვე წონაში ვერ მოდიან უკვე ეჭვი მიიტანე დედის დაბალ მერძეულობაზე და სასწრაფოდ მიეცი დამატებითი კვება. სასურველია გადახედო ნორმეს თუ რა წონის გოჭი რა ზრდის ტემპით უნდა იყოს, რომ არ გამოგრჩეს ზრდის ჩამორჩენა.

შეკითხვების არ მოგერიდოს, როდესაც შეკითხვა მოდის რაღაც საფუძვლიდან და არა ჰაერიდან მაშინვე შეიმჩნევა და ასეთ შეკითხვებს ყოველთვის სიამოვნებით ვცემ პასუხს. ზოგი დასვავს შეკითხვას და თუ ის პასუხი ვერ მიიღო რაც აწყობს მაშინ კამათს იწყებს რო არა ეს ასეაო. biggrin.gif
რაც არ ვიცი არც გეტყვით რაც ვიცი და გაგცემთ პასუხს, გეცოდინებათ ინფორმაცია თუ როგორ არის სწორი და არასწორი, როგორ მოიქცევით ეს უკვე თქვენზეა დამოკიდებული. წრფელი გულით წარმატებებს გისურვებთ.




* * *
P.S. კონსულტაცია უფასო და უსაყვედუროა. wink.gif

Posted by: iorkezi7777 27 Dec 2012, 18:00
დიდი მადლობა ძამი რჩევებისთვის დიდი ყურადგებიტ ვიმახსოვრებ. და კიდე ფერმაში 300 კილომდე ტახი და ნეზვი მყავს და წამლები მაქვს გასაკეტებელი ლევამიზოლი და ვიტამინები და ვერ ვეკარებიტ გვეშ ინია და რამე მირჩიე

Posted by: iko-iko 27 Dec 2012, 21:47
iorkezi7777
QUOTE
დიდი მადლობა ძამი რჩევებისთვის დიდი ყურადგებიტ ვიმახსოვრებ. და კიდე ფერმაში 300 კილომდე ტახი და ნეზვი მყავს და წამლები მაქვს გასაკეტებელი ლევამიზოლი და ვიტამინები და ვერ ვეკარებიტ გვეშ ინია და რამე მირჩიე

მე ყოველთვის ჭამის დროს ვუკეთებდი ხოლმე ურჩ ღორებს. დაჭერით და ჭიდაობით ვერაფერს ვერ გახდებით, უბრალოდ ჭამის დროს კისერში მივარტყავდი ხოლმე მარტო ნემსს და ცოტახნით ვანებებდი თავს, მერე პრეპარატიანი შპრიცით მივიდოდი ხოლმე და ვუშხაპუნებდი. ეს როცა შუშის შპრიცით ვაკეთებდი ხოლმე. მეორე და უკეთესი ვარიანტია რომ პლასტმასის შპრიცი და რაცშეიძლება დიდ სანათურიანი ნემსი უნდა შევარჩიოთ, მაგრად დავამაგროთ შპრიცზე ნემსი, ამოვიღოთ წამალი და ღორს კვების დროს ნემსის დარტყმისთანავე შევუშხაპუნოთ. თუმცა მეორე ვარიანტი ცუდია იმით რო დიდი რაოდენობით წამალს ვერ შეუშხაპუნებ. თუმცა ლევამიზოლი ძალიან ცოტა ესაჭიროება და ეგ პრობლემა არ დაგიდგებათ.

Posted by: iorkezi7777 28 Dec 2012, 11:29
QUOTE (iorkezi7777 @ 26 Dec 2012, 01:00 )
QUOTE (iko-iko @ 24 Dec 2012, 23:27 )
edna mamida
QUOTE
პირველად რაციონში კომბინირებულ საკვებს (გრანულირებულს) ურჩევენ, უკეთ ათვისების მიზნით, ძვირია, მაგრამ ამ ეტაპზე ეკონომია საბოლოოდ უფრო ძვირი უჯდება მფლობელსო
ასეა?

100% სიმართლეა.

რაც შეეხება რაციონის დანარჩენ კომპონენტებს შეიძლება შეიცვალოს რაიმე შესაბამისი მარცვლეულით ოღონდ გათვალისწინებული უნდა იყოს ძალიან ბევრი რამე და ამას ფორუმი არ ეყოფა.

პირველ რიგში უნდა იქნეს გათვალისწინებული ცხოველის მოთხოვნილება საკვებ ნივთიერებებზე ყოველ ასაკობრივ ჯგუფზე, შესაბამისად უნდა გაითვალისწინო ყველა კომპონენტის შემადგენლობა. თუ როგორია მასში ენერგია, ნედლი პროტეინი, მონელებადი პროტეინი, მინერალები, ვიტამინები, ამინომჟავები, ცხიმები, უჯრედანა და ა.შ. ზოგში ერთია მეტი ზოგში მეორე ზოგში მესამე, ზოგი პირველის შეთვისებას უშლის ხელს, ზოგი მეორეს შეთვისებას უწყობს ხელსდა ტრალალა, ამას იმიტომ გიწერ რო ძალიან მოკლედ აგიხსნა თუ რამდენად დიდი ხელოვნებაა საკვების სწორი დამზადება და შესაბამისად რამდენად შეუძლებელია ფორუმზე ურჩიო ადამიანს ასე და ასე აჭამე ღორს და ძაან მაგარ შედეგს მიიღებო, უნდა მოიძიო კარგი სპეციალისტები დააბალანსებინო საკვები შენი კომპონენტების მიხედვით და შეადგენინო რეცეპტებეი.

მთლად კარგ შედეგს მიიღებ თუ საკვებ კომპონენტებს გამოიკვლევ ლაბორატორიაში და მათი მონაცემების მიხედვით დაამზადებ საკვებს, უფრო ზუსტი და ეფექტურია.
* * *
iorkezi7777
QUOTE
ამჯერად არიან 3 თვისების და სადღაც ათ კილომდე ძვლივს იქნებიან

ძალია ცუდია, მე ვშიშობ რომ მთლად კარგი ჯიშიც ვერ უნდა იყოს, რაცარუნდა იყოს ავად თუ კარგად მაინც ნორმალურად აჭმევ როგორც ჩანს და მასე არ უნდა იყონ.

კარგი ჯიშის არიან სხვა თაობები მყავს და თითქმის 700 გრამამდე გაასწორა დღიური მატება. კუმისის მეფრინველეობის ფერმა როა "კუმისი" იქედან წამოვიყვანე სოფლის მეურნეობის სამინისტროდან მირჩიეს ტახი 14 თვისაა და გუშინ მოვწონეთ 300 კილოა ლანდრა დიუროკი და უკრაინული თეთრის ნაჯვრებია უბრალოდ ამ 13 გოჭს დაემართა ეგეთი რამ მაგრამ ეხლა დაიწყენ მატება და ვნახოთ რა გამოვა მათგან
* * *
QUOTE (iko-iko @ 25 Dec 2012, 08:58 )
edna mamida
საფურაჟე სიმინდი თუ აქვთ ძალიან კარგია. მთავარია რომ სიმინდში მიკოტოქსინები არ იყოს, რაც შეეხება კომბისაკვების საამქროებს საქართველოში არის ნამდვილად, ხარისხს ვერ გეტყვი ვინ როგორს აკეთებს. ამ დრეებში გავიკითხავ მათ მისამართებს და თუ გავიგებ რამეს დავდებ ფორუმზე.

ისე ეხლა ერთი ახალი კომპანია აშენდა საქართველოში, რომელმაც ააშენა დიდი საკვების საამქრო უახლესი და მაღალხარისხიანი დანადგარებით, ორიენტირებულები არიან ფრინველის საკვების დამზადება გაყიდვაზე (ყველა ასაკობრივი ჯგუფისთვის და ყველა მიმართულებისთვის), მე როგორც ვიცი მიიღებენ შეკვეთებს ღორის საკვებზეც, ოღონდ დამკვეთის ნედლეულს არ გამოიყენებენ.

ვიტამინების კრებულის გაკეთება რამდენი დგის ასაკშია რეკომენდირებული გოჭებში? მაპატიე ძამი ამდენ კიტხვას რო გისვამ.

აი ისევ თუ განმეორდა ეგეთი რამ ხო გამორიცხული არაფელი არ არი როგორ შეიძლება რძის შემცვლელი რეცეპტის დამზადება?

Posted by: iko-iko 28 Dec 2012, 19:56
არასდროს არ მიხმარია, ზუსტად არ ვიცი მაგრამ ინტერნეტში რუსულ რესურსზე რომ მოიძიო ნამდვილად ნახავ რამეს. თუ ზუსტად მახსოვს ჩვეულებრივი ძროხის რძეს უ ნდა დაუმატო კვერცხის გული ოღონდ პროპორციები არ მახსოვს რა. დროს თუ გამოვნახავ დავძებნი. მანამდე შენც მოიძიე რუსულ რესურსზე იქნებ გადააწყდე რამეს.

Posted by: iorkezi7777 28 Dec 2012, 21:07
გმადლობ! თუ რამეს წააწყდები მომწერე რა გთხოვ. ვაინშტეფანის გამოყენებითი მეცნიერებათა უნივერსიტეტის "სასოფლო სამეურნეო ცხოველთა კვება"ეგეთი წიგნი გამომიგზავნენ სოფ. მეურნეობის სამინისტროდან და ეგეთ რამ წერია მაკე ნეზვის კვებაზე რო მაკეობის პერიოდში ნეზვს ჭირდებაო ნორმირებული კვება ცხრილიც ახლავს და ღორის კილოგრამობიდან გამომდინარე წერია რაოდენობა.ეს საჭიროა ხალასი გოჭების დაყრისთვის და რაოდენობის არ შემცირებისთვისო.შენ რა აზრზე ხარ ამ მოსაზრებაზე? მე ეგრე ვკვება უკვე ნეზვებს მაგრამ მეცოდება მეტს იტხოვენ საკვებს smile.gif

Posted by: iorkezi7777 29 Dec 2012, 23:21
iko-iko ძამი მაი მარკეტზე ვნახე განცხადება "შეგასწავლით საკვების დამზადებას შინაური ცხოველებისა და ფრინველებისათვის, საკვები ბალანსდება კომპიუტერული პროგრამით'" აი ეგ და მართლა არსებობს ეგეთი პროგრამა ან თუ არსებობს ხომ არ იცი რა ქვია?

Posted by: lemuri 2 Jan 2013, 08:04
http://mymarket.ge/product_info.php?type_id=1&set_ad_type=0&product_id=3535978
* * *
ნახეთ ეს ლინკი ...............................................

Posted by: ჩაკრულო 2 Jan 2013, 16:41
iorkezi7777
lemuri
iko-iko

მეგობრებო ღორების ფერმა ხო არ გაქვთ ან შეხება ხომ არ გაქვთ? ღორების ყიდვა მინდა smile.gif დასაკლავის smile.gif

Posted by: Solveig 2 Jan 2013, 16:59
edna mamida
QUOTE
წათხი, რძის პროდუქტების დამზადების შEმდეგ დარჩენილი სითხე ვიცი რომ კაგრია, გადაცემა ვნახე , იტალიაში ყველის (მგონი პარმეჯანოს) დამზადებისას დარჩენილ წათხს იქვე ღორებს აძლევდნენ, შემდეგ ამ ღორის ხორცისგან პრაშუტას ცნობილ პარმულ ლორს ამზადებდნენ

საქართველოშიც აქტიურად იყო ეგ წესი დამკვიდრებული.
კოლმეურნეობებშიც და შინაურ მეურნეობაშიც.

Posted by: ჩაკრულო 2 Jan 2013, 17:07
Solveig
შენ რამე რეცეპტებიც გექნება smile.gif

Posted by: Solveig 2 Jan 2013, 17:29
ჩაკრულო

biggrin.gif biggrin.gif ვიცი, ვიცი, საითაც მიგყავს საუბარი smile.gif)))

Posted by: ჩაკრულო 2 Jan 2013, 18:49
wink.gif
აგვების ფერმის ბიზნეს გეგმა იმედია არ გაქვს და დანარჩენი საინტერესოა smile.gif)))

Posted by: iorkezi7777 3 Jan 2013, 13:14
QUOTE (Solveig @ 2 Jan 2013, 16:59 )
edna mamida
QUOTE
წათხი, რძის პროდუქტების დამზადების შEმდეგ დარჩენილი სითხე ვიცი რომ კაგრია, გადაცემა ვნახე , იტალიაში ყველის (მგონი პარმეჯანოს) დამზადებისას დარჩენილ წათხს იქვე ღორებს აძლევდნენ, შემდეგ ამ ღორის ხორცისგან პრაშუტას ცნობილ პარმულ ლორს ამზადებდნენ

საქართველოშიც აქტიურად იყო ეგ წესი დამკვიდრებული.
კოლმეურნეობებშიც და შინაურ მეურნეობაშიც.

მე როგორც ვიცი ძალიან რთული დამუშავება უნდა წათხს მჯავებით ისე მიცემა კი არ შეიდზლება.

* * *
QUOTE (ჩაკრულო @ 2 Jan 2013, 16:41 )
iorkezi7777
lemuri
iko-iko

მეგობრებო ღორების ფერმა ხო არ გაქვთ ან შეხება ხომ არ გაქვთ? ღორების ყიდვა მინდა smile.gif დასაკლავის smile.gif

კი მყავს მაგრამ ამ ეტაპზე არ ვყიდი მომრავლება მინდა.
* * *
QUOTE (lemuri @ 2 Jan 2013, 08:04 )
http://mymarket.ge/product_info.php?type_id=1&set_ad_type=0&product_id=3535978
* * *
ნახეთ ეს ლინკი ...............................................

კაი გოჭები ჩანან. მაგრამ ქერს ხორბალს და სიმინდს ვაჭმევო სხვას არც მე ვაჭმევ ჩემებს.უბრალოდ ცოდნა გამოცდილების დაგროვება და ყურადგება უნდა აი ამ ყველაფერს კიტხვა და უშალოდ პროცესში ისწავლი და დააგროვებ უბრალოდ გული არ უნდა აიგდო,იმიტო რო ადვილი საქმე ნამდვილად არაა.

Posted by: edna mamida 6 Jan 2013, 20:58
Solveig
QUOTE
edna mamidaQUOTE წათხი, რძის პროდუქტების დამზადების შEმდეგ დარჩენილი სითხე ვიცი რომ კაგრია, გადაცემა ვნახე , იტალიაში ყველის (მგონი პარმეჯანოს) დამზადებისას დარჩენილ წათხს იქვე ღორებს აძლევდნენ, შემდეგ ამ ღორის ხორცისგან პრაშუტას ცნობილ პარმულ ლორს ამზადებდნენ

საქართველოშიც აქტიურად იყო ეგ წესი დამკვიდრებული.კოლმეურნეობებშიც და შინაურ მეურნეობაშიც.

წათხი არა, შრატი უნდა დამეწერა, შემეშალა, სითხე ყველის დამზადების შემდეგ რომ რჩება


იქნებ ვინმემ იცოდეთ
პრეპარატი ბიორაგი, გაგონილი გექნებათ, ამ განყოფილებაშიც წერდნენ მის შესახებ, როგორც წავიკითხე ქათმებს და ინდაურებსაც აძლევენ და ძალიან კარგ შედეგებს იძლევა, გოჭებისთვის შეიძლება მიცემა? თუ უცდია ვინმეს რა რეზულტატები ჰქონიათ?

Posted by: ჩაკრულო 7 Jan 2013, 14:34
Solveig
ხო მართლა, აი ამ "ბიორაგ"-ზე რას იტყვი?
ხო არ გქონია რამე მეცნიერული შეხება?

Posted by: giorgiste 9 Jan 2013, 14:52
QUOTE
ხო მართლა, აი ამ "ბიორაგ"-ზე რას იტყვი?
ხო არ გქონია რამე მეცნიერული შეხება?

ეს მეც მაინტერესებდა. საერთოდ ვინმეს გამოუყენებია? რა ღირს და რა დაჯდება ერთი ჰექტრის დამუშავება?
ისე თემის გახსნაც კი შეიძლება

Posted by: anamch 9 Jan 2013, 19:22
შრატი, შრატი ქვია მაგას ,, ნახევარ ზედა თელეთს ვჩუქნიტ აგერ უკვე მთელი წელია დ ა 170 კილოან ბურვაკებს ყიდიან და ფრიად მადლობლებიც არიან..
მოგეხსენებათ თავდ წამოვიწყე შერეული მეუნეობა,, გადავსახლდი კიდეც და ვსწავლობ სოფელ გარემოს..


კაკ რაზზ- საღორე გადავხუერეტ გუშინწინებზე . 12 ც "შიფერი" დამაკლდა და გამითოვლდა კიდეცც.. დავასრულებთ ამ დღეებში...

კვებაზე ვარ გამეცადინებული და დაწერეტ რა ბლომად რჩევები - შრატი შრატად და რა მოვიმარაგოოო...
ვეტერინარები მყავს ბლომადდ.. ირგვლივ... წამლობას არ ვუჩივი..

რა მოვიმარაგო- ქერი, ხორბალი სიმინდი?
კიდოოო?!

Posted by: iorkezi7777 10 Jan 2013, 16:56
QUOTE (giorgiste @ 9 Jan 2013, 14:52 )
QUOTE
ხო მართლა, აი ამ "ბიორაგ"-ზე რას იტყვი?
ხო არ გქონია რამე მეცნიერული შეხება?

ეს მეც მაინტერესებდა. საერთოდ ვინმეს გამოუყენებია? რა ღირს და რა დაჯდება ერთი ჰექტრის დამუშავება?
ისე თემის გახსნაც კი შეიძლება

ღირებულება 100 მლ.გ. 10 ლარია 1:100 იხსნება. ანუ 10მ ლიტრ წყალში აი ცხოველებზე მიცემის საკითხში მეც მოვიკოჭლებ არ ვიცი როგორ უნდა მივცე საჭმელში შეზელილად თუ როგორ ან რამდენი გრამი არი მიზან შეწონილი და რენტაბელური იმიტო რო იაფი ნამდვილად არ ღირს.და ვინმემ თუ რამე იცით ბიორაგზე ცხოველების კუთხით ძალიან გთხოვთ არ დაიზაროთ და დადეთ პოსტები!
* * *
QUOTE (anamch @ 9 Jan 2013, 19:22 )
შრატი, შრატი ქვია მაგას ,, ნახევარ ზედა თელეთს ვჩუქნიტ აგერ უკვე მთელი წელია დ ა 170 კილოან ბურვაკებს ყიდიან და ფრიად მადლობლებიც არიან..
მოგეხსენებათ თავდ წამოვიწყე შერეული მეუნეობა,, გადავსახლდი კიდეც და ვსწავლობ სოფელ გარემოს..


კაკ რაზზ- საღორე გადავხუერეტ გუშინწინებზე . 12 ც "შიფერი" დამაკლდა და გამითოვლდა კიდეცც.. დავასრულებთ ამ დღეებში...

კვებაზე ვარ გამეცადინებული და დაწერეტ რა ბლომად რჩევები - შრატი შრატად და რა მოვიმარაგოოო...
ვეტერინარები მყავს ბლომადდ.. ირგვლივ... წამლობას არ ვუჩივი..

რა მოვიმარაგო- ქერი, ხორბალი სიმინდი?
კიდოოო?!

სოია კირქვა კოპტონი თევზის ფქვილი და პრემიქსი. დადააბალანსო უნდა კვება.
* * *
QUOTE (giorgiste @ 9 Jan 2013, 14:52 )
QUOTE
ხო მართლა, აი ამ "ბიორაგ"-ზე რას იტყვი?
ხო არ გქონია რამე მეცნიერული შეხება?

ეს მეც მაინტერესებდა. საერთოდ ვინმეს გამოუყენებია? რა ღირს და რა დაჯდება ერთი ჰექტრის დამუშავება?
ისე თემის გახსნაც კი შეიძლება

ხო კიდე.თესლის თესვისწინა დამუშავება ჩალბობით:თესლი თავსდება ბიორაგის ხსნარში, მუდმივი აერაციისათვის საჭიროა დროდადრო მორევა:
ხორბალი, ქერი - 10-12 სთ, სიმინდის - 18-20 სთ, ლობიოს - 12 სთ, სოიას - 1,5 სთ. მზესუმხირის,12სთ. თესლის თესვისწინა დამუშავება შესხურებით. 100 კგ სიმინდის, ხორბლის, ქერის, და შვრიისათვის საჭიროა 35 ლიტრი სამუშაო ხსნარი (350 მლ
კონცენტრატი და 35 ლ-მდე წყალი). თესლი მუშავდება სამჯერ: მარცვალს შემაფრქვეველი აპარატით ესხურება 15 ლიტრი ხსნარი,
გულდასმით ირევა და ეფარება ბრეზენტი. 6 საათის შემდეგ მარცვალს ესხმევა 10 ლიტრ ხსნარი, მომდევნო დღეს კი დარჩენილი 10 ლიტრი.
როცა ყველა მარცვალი გაჯირჯვდება, ბრეზენტი ეხსნება და მარცვალი უნდა გაშრეს. მეორე დღეს მარცვალი მზადაა დასათესად.
შენიშვნა: „ბიორაგით“ დამუშავებილი და გამშრალი თესლი წონა/ზომაში 10-15%-ით მეტია.

Posted by: edna mamida 11 Jan 2013, 22:11
anamch
QUOTE
შრატი,  შრატი ქვია მაგას

რამ დამაწერინა ეგ შრატი........ user.gif biggrin.gif
QUOTE
ნახევარ ზედა თელეთს  ვჩუქნიტ აგერ უკვე მთელი წელია დ ა  170 კილოან ბურვაკებს  ყიდიან  და  ფრიად მადლობლებიც არიან..მოგეხსენებათ   თავდ  წამოვიწყე   შერეული მეუნეობა,, გადავსახლდი კიდეც და  ვსწავლობ  სოფელ გარემოს..

ძროხების ფერმასთან ერთად?
დიდებულია
მართლა პარმეჯანის და პრაშუტას დამზადების ამბავივით გამოდის
QUOTE
კვებაზე ვარ გამეცადინებული და  დაწერეტ  რა ბლომად რჩევები  -  შრატი შრატად და რა მოვიმარაგოოო... ვეტერინარები  მყავს ბლომადდ..  ირგვლივ... წამლობას არ ვუჩივი..  რა მოვიმარაგო- ქერი, ხორბალი სიმინდი?კიდოოო?!

არასდროს არ მეგონა მსგავსი რამით თუ დავინტერესდებოდი, ახლა ინტერნეტში ვიქექები აქტიურად, ერთი ორი საიტი ვათვალიერე
http://fermhelp.ru/razvedenie-svinei/
http://svin-kaban.ru/category/свиноводство/
http://bibliotekar.ru/domovodstvo/194.htm
საინტერესო იყო ჩემთვის
ჩვენს ჰავას და ჯიშებს თავისი სპეციფიკა აქვს ალბათ, საკვებსაც, მაგრამ იქნებ გამოგადგეთ

iorkezi7777
QUOTE
აი ცხოველებზე მიცემის საკითხში მეც მოვიკოჭლებ არ ვიცი როგორ უნდა მივცე საჭმელში შეზელილად თუ როგორ ან რამდენი გრამი არი მიზან შეწონილი და რენტაბელური იმიტო რო იაფი ნამდვილად არ ღირს.და ვინმემ თუ რამე იცით ბიორაგზე ცხოველების კუთხით ძალიან გთხოვთ არ დაიზაროთ და დადეთ პოსტები!

ეგ მაინტერესებს ძალიან
ქათმების და ინდაურების ამ იმუნოსტიმულატორით გამოკვებამ ძალიან კარგი შედეგი აჩვენა, ფუტკრებსაც კი აძლევენ
აქ წავიკითხე
http://rgakhokidze.blogspot.com/p/blog-page.html
ჰოდა, მაინტერესებს გოჭების, ღორებისთვის მიცემა თუა მიზანშეწონილი, ან საერთოდ თუ უცდია ვინმეს?
QUOTE
ხო კიდე.თესლის თესვისწინა დამუშავება ჩალბობით:თესლი თავსდება ბიორაგის ხსნარში, მუდმივი აერაციისათვის საჭიროა დროდადრო მორევა:ხორბალი, ქერი - 10-12 სთ, სიმინდის - 18-20 სთ, ლობიოს - 12 სთ, სოიას - 1,5 სთ. მზესუმხირის,12სთ.             თესლის თესვისწინა დამუშავება შესხურებით. 100 კგ სიმინდის, ხორბლის, ქერის, და შვრიისათვის საჭიროა 35 ლიტრი სამუშაო ხსნარი (350 მლკონცენტრატი და 35 ლ-მდე წყალი). თესლი მუშავდება სამჯერ: მარცვალს შემაფრქვეველი აპარატით ესხურება 15 ლიტრი ხსნარი,გულდასმით ირევა და ეფარება ბრეზენტი. 6 საათის შემდეგ მარცვალს ესხმევა 10 ლიტრ ხსნარი, მომდევნო დღეს კი დარჩენილი 10 ლიტრი.როცა ყველა მარცვალი გაჯირჯვდება, ბრეზენტი ეხსნება და მარცვალი უნდა გაშრეს. მეორე დღეს მარცვალი მზადაა დასათესად.შენიშვნა: „ბიორაგით“ დამუშავებილი და გამშრალი თესლი წონა/ზომაში 10-15%-ით მეტია.

ჩემებმა წინა წელს დათესეს ჰიბრიდული სიმინდი, კარგი შედეგები ჰქონდათ, თუმცა მეტის მიღებაც შეიძლებოდა, ახლა გვაინტერესებს ბიორაგით დამუშავება ჯობს, თუ ძველებურად სასუქების შეძენა ჯობია, ანუ ბიორაგზე დახარჯული თანხა საბოლოოდ მეტ მოგებას გვაძლევს , ვინემ სასუქებზე?

Posted by: davita1985 12 Jan 2013, 20:08
წელს ძაან ჭირს ღორების გაყიდვა, ალბათ ბევრია და მაგის ბრალია

Posted by: gradi12 12 Jan 2013, 23:04
მოკლედ ჩემი ღორები უკვე 7 თვისანი არიან და იმაკეს მაგრამ ვერ მიდიან რაგაც ისე როგორც სხვა ღორები მაგალითად ერთი დახლოვები 60 კილომდე დანარჩენები 50 კილომდე არადა ერთი მეშოკი სიმინდის როშს სადგაც 5-7 დღეში ათავებენ თან რაგაც ბულკებსაც ვაჭმევ ხოლმე საჭმელში ვურევ , ხო კიდევ სიმინდსა და ქატოს ერთად კიდევ და ვერა რაგაც აკლიათ ჭიააა მეეჭვება მაგრამ მეშინია თან აცრა რადგან საშინელი ჭირია ღორისა მოდებული და რამე არ მოუვიდეთ ...დამწყები ვარ და,,,,

Posted by: iorkezi7777 12 Jan 2013, 23:56
QUOTE (gradi12 @ 12 Jan 2013, 23:04 )
მოკლედ ჩემი ღორები უკვე 7 თვისანი არიან და იმაკეს მაგრამ ვერ მიდიან რაგაც ისე როგორც სხვა ღორები მაგალითად ერთი დახლოვები 60 კილომდე დანარჩენები 50 კილომდე არადა ერთი მეშოკი სიმინდის როშს სადგაც 5-7 დღეში ათავებენ თან რაგაც ბულკებსაც ვაჭმევ ხოლმე საჭმელში ვურევ , ხო კიდევ სიმინდსა და ქატოს ერთად კიდევ და ვერა რაგაც აკლიათ ჭიააა მეეჭვება მაგრამ მეშინია თან აცრა რადგან საშინელი ჭირია ღორისა მოდებული და რამე არ მოუვიდეთ ...დამწყები ვარ და,,,,

მერე ჭია რა შვაშია ჭირთან? თუ ჭიაზე არ გყავს დამუშავებული აუცილებლად დაამუშავე levamizol ით ორჯერადად 10 დღის განმეორებით. კვება დაუბალანსე მარტო სიმინდზე და ქერზე კვება არ შველის იმიტო რო სხვა მარცვლოვანი კულტურის მიღებაც სჭირდება ანუ შენი ხელით უნდა დაუმზადო კომბი კორმა თუ ბევრი სიმინდი გაქვს გაყიდე და ქერი ხორბალი სოია იყიდე და ჩაურთე საკვებში

Posted by: ჩაკრულო 13 Jan 2013, 22:38
davita1985
სად არის კაცო ღორები გასაყიდი და კაი ფასსში? smile.gif
მე მინდა ავიღებ რეგულარუად smile.gif

Posted by: gradi12 16 Jan 2013, 20:25
დამუშავებული კი მყავს მაგრამ არ იმატებენ არადა რაგას არ ვაჭმევ დღეში ერთხელ პურსაც ვაჭმევ , მაკედ არიან და მაგიტო ვიკითხე საშიში ხომ არ არის თქო მადლობა პასუხისთვის ..

Posted by: davita1985 17 Jan 2013, 03:16
ჩაკრულო

სოფლებში, მე ერთიღა დამრჩა გასაყიდი, იქნება 80 კილოანი

Posted by: makaveli222 25 Jan 2013, 20:51
სად შეიძლება ამჟამად კარგი ჯიშიანი გოჩების კიდვა თბილისის შემოგარენში თბილისთან ახლოს?და რაფასად?ზაფხულში შრატი მექნება უხვად და არუნდა გამიჩირდეს წესით რამოდენიმეს გაზრდაyes.gifjump.gif

Posted by: makaveli222 26 Jan 2013, 22:12
კიდე მაინტერესებს რაგაც მაგრამ აქ ჩემსმეტი არავინ შემოდის მგონიbiggrin.gifლანდრასი ან თუნდაც დირდუოკი კინვას როგორუძლებს?რაზე ნაკლები ტემპერეტურა არუნდაიკოს საგორეში ზამთარში?რაზე მეტი სიცხე არუნდაიკოს ზაფხულში?და რამდენი გრადუსია ამ გორებისთვის საერთოდ ოპტიმალური ტემპერატურა?
* * *
კინვას რა.კინვას ვერგაუძლებს ალბათ ვერცერთი,ზამთარს როგორუძლებსთქო რა ანუ უნდა მეკითხა და რა ტემპერატურაზე უნდა გკავდნენ საგორეში ზამტარში რაზე ნაკლები სიცივე არუნდაიკოს რო არშეცივდეთ.
* * *
და გოცები სადვიკიდო ლანდრასი ან სხვა ნებისმიერი ჯიშიანი სადარის გორების ფერმები თბილისის შემოგარენში დაწერეთ ვინმემ დაწერეეეეთuser.gif

Posted by: ramazi63 26 Jan 2013, 23:29
კარგი გოჭები იაფად არ არსებობს! კარგი გოჭი რომ გაზარდო, სანამ ძუძუზეა, ორ კვირიან გოჭს უნდა დაუმატო სტარტერის საკვები, რომელიც 2 ლარზე მეტი ღირს და ამიტომ ძვირი ჯდება.

Posted by: LSoso 29 Jan 2013, 23:39
http://forum.ge/?f=72&showtopic=33622420&st=0

Posted by: iorkezi7777 29 Jan 2013, 23:42
QUOTE (makaveli222 @ 26 Jan 2013, 22:12 )
კიდე მაინტერესებს რაგაც მაგრამ აქ ჩემსმეტი არავინ შემოდის მგონიbiggrin.gifლანდრასი ან თუნდაც დირდუოკი კინვას როგორუძლებს?რაზე ნაკლები ტემპერეტურა არუნდაიკოს საგორეში ზამთარში?რაზე მეტი სიცხე არუნდაიკოს ზაფხულში?და რამდენი გრადუსია ამ გორებისთვის საერთოდ ოპტიმალური ტემპერატურა?
* * *
კინვას რა.კინვას ვერგაუძლებს ალბათ ვერცერთი,ზამთარს როგორუძლებსთქო რა ანუ უნდა მეკითხა და რა ტემპერატურაზე უნდა გკავდნენ საგორეში ზამტარში რაზე ნაკლები სიცივე არუნდაიკოს რო არშეცივდეთ.
* * *
და გოცები სადვიკიდო ლანდრასი ან სხვა ნებისმიერი ჯიშიანი სადარის გორების ფერმები თბილისის შემოგარენში დაწერეთ ვინმემ დაწერეეეეთuser.gif

ფერმაში პოლის ტემპერატურა12 გრადუსი არი ყველაზე ვარეს შემტხვევაში საერთოდ ოპტიმალური ტემპერატურა 18 22 გრადუსამდეა.გაძლებით როგორ არ ძლებს ანუ სიცივის დროს მეტ ენერგიას მოიხმარს ღორი და შედარებიტ ბევრ საკვებს მოიხმარს ენერგიის აღსადგენად.

Posted by: gradi12 30 Jan 2013, 02:09
დედანატირი სოიო ვერ ვიშოვე ვერსად , მოკლედ სიმინდის როში ქატო და ქერი ვერა და ცოტა პრემიქსიც ვერ იზამს ? და კიდევ ძალიან ბევრს ჭამენ ეს ჩემისები 6 დგეში 2 მეშოკი როშს ჭამენ კიდევ კაი მაქვს ეს სიმინდი პროსტა დანამატებზე ვფიქრობ რომ აიყარონ ტანი 7-8 თვისანი არიან და სოის დათესვაზე კახეთში იცით რას იზამს ? ანუ წყალი და რამე რომ უდგებოდეს ?

Posted by: iko-iko 30 Jan 2013, 09:10
gradi12
სოიოს შოვნა რთული არ არის. მატროსოვზე ძველ ზოოვეტსნაბში იკითხე პაატა ან სულიკო. მეორე ვარიანტი-თამარმეფეზე #4-ში კომპანია ინვეტი, იკითხე სოიოს თაობაზე მომასწავლესთქო. კიდევ ბევრს ჩამოაქვს მარა მეტი არ ვიცი. ეგ ისეტი სოიოა რაც შენ გჭირდება ანუ სოიოს შროტია. შენ რო სუფთა სოიო აჭამო ღორებს თანაც საჭირო რაოდენობის მაშინ ცუდ შედეგებს მიიღებ. როგორც მინიმუმ ექსტრუდირებული მაინც უნდა იყოს რო ცხოველთა კვებაში გამოიყენო.

Posted by: iorkezi7777 31 Jan 2013, 23:32
QUOTE (iko-iko @ 30 Jan 2013, 09:10 )
gradi12
სოიოს შოვნა რთული არ არის. მატროსოვზე ძველ ზოოვეტსნაბში იკითხე პაატა ან სულიკო. მეორე ვარიანტი-თამარმეფეზე #4-ში კომპანია ინვეტი, იკითხე სოიოს თაობაზე მომასწავლესთქო. კიდევ ბევრს ჩამოაქვს მარა მეტი არ ვიცი. ეგ ისეტი სოიოა რაც შენ გჭირდება ანუ სოიოს შროტია. შენ რო სუფთა სოიო აჭამო ღორებს თანაც საჭირო რაოდენობის მაშინ ცუდ შედეგებს მიიღებ. როგორც მინიმუმ ექსტრუდირებული მაინც უნდა იყოს რო ცხოველთა კვებაში გამოიყენო.

ინვეტს აქვს ქსელში თუ იცი სოიოს შროტი? და ფასი ხომ არ იცი? ხო კიდე ძმა ღორის პრემიქსის ოპტაოი პუნქტს ხომ ვერ მიმასწავლი?

* * *
QUOTE (gradi12 @ 30 Jan 2013, 02:09 )
დედანატირი სოიო ვერ ვიშოვე ვერსად , მოკლედ სიმინდის როში ქატო და ქერი ვერა და ცოტა პრემიქსიც ვერ იზამს ? და კიდევ ძალიან ბევრს ჭამენ ეს ჩემისები 6 დგეში 2 მეშოკი როშს ჭამენ კიდევ კაი მაქვს ეს სიმინდი პროსტა დანამატებზე ვფიქრობ რომ აიყარონ ტანი 7-8 თვისანი არიან და სოის დათესვაზე კახეთში იცით რას იზამს ? ანუ წყალი და რამე რომ უდგებოდეს ?

რამდენი სული გყავს და რამდენს აძლევ საკვებს დგეში თითოს?

Posted by: iorkezi7777 2 Feb 2013, 20:48
QUOTE (iko-iko @ 30 Jan 2013, 09:10 )
gradi12
სოიოს შოვნა რთული არ არის. მატროსოვზე ძველ ზოოვეტსნაბში იკითხე პაატა ან სულიკო. მეორე ვარიანტი-თამარმეფეზე #4-ში კომპანია ინვეტი, იკითხე სოიოს თაობაზე მომასწავლესთქო. კიდევ ბევრს ჩამოაქვს მარა მეტი არ ვიცი. ეგ ისეტი სოიოა რაც შენ გჭირდება ანუ სოიოს შროტია. შენ რო სუფთა სოიო აჭამო ღორებს თანაც საჭირო რაოდენობის მაშინ ცუდ შედეგებს მიიღებ. როგორც მინიმუმ ექსტრუდირებული მაინც უნდა იყოს რო ცხოველთა კვებაში გამოიყენო.

ერთი კითხვით ვარ კომპეტენტურ ადამიანთან. გოჭის სასტარტო კვების რაციონის ეგეთი ვარიანტი წავა" 20% ქერი 20% ხორბალი 30% სიმინდი 5%თევზის ფქვილი 5% შაქარი 2% ლუდის საფუარი 10 % ქატო 8% იონჯას ფქვილი "? რას დაამატებდი ან მოაკლებდი ამ ვარიანტს?

Posted by: beka001 12 Feb 2013, 00:36
iko-iko

გამარჯობა,
ცოტაოდენი თანხის ჩადება მინდა მეღორეობაში (საქმიდან გამომდინარე ჩამატების პერსპექტივით), მაგრამ საქმე იმაშია, რომ საერთოდ არაფერი მესმის ამ საქმის. თუ შეგიძლიათ მიმითითოთ წყარო (წიგნი, ინტერნეტი, ორგანიზაცია, ადამიანი), რომელიც პასუხს გასცემს ჩემს შეკითხვებს (ან თუ არ შეწუხდებით თქვენ გამეცით პასუხი):
1. ყიდვისას როგორ გავარჩიო ნამდვილად ლანდრასია თუ არა? ანუ რაიმე განსაკუთრებული განმასხვავებელი ნიშან-თვისება თუ აქვს ლანდრასს? სადმე ხომ არ იცით ნამდვილი ლანდრასი?
2. შემდეგი შეკითხვა ეხება კვების რაციონს: 2012 წლის 13 მაისს ფორუმზე მოგწერეს ღორების "მენიუ" წონის მიხედვით. თქვენ შეპირდით, რომ გადახედავდით და პასუხს გასცემდით, მაგრამ ეტყობა ვეღარ მოიცალეთ ამისათვის. ეხლა თუ შეგიძლიათ თქვათ ეს შემადგენლობები სწორია თუ არა? და თუ არა რომელში რა ცვლილებაა შესატანი?
3. მაპატიეთ ჩემი უცოდინრობა. საკვებთან მიმართებაში ხშირად ხმარობთ "გრანულს". რა ტიპის საკვებია ეს?
4. გავიგე, რომ ღორს უნდა ვაჭამო ნებაზე, მაგრამ მაინც, თუ არსებობს რაიმე, თუნდაც მიახლოებითი, ვთქვათ ცხრილის სახით, ასეთი გაანგარიშება: რა ასაკში (დაწყებული თუნდაც ერთი კვირიდან ან ერთი თვიდან) რამდენს უნდა იწონიდეს (ნორმალური განვითარების პირობებში) ღორი და დაახლოებით რამდენს უნდა ჭამდეს (რომ დავუმზადო 100 ღორს 300 კგ საკვები და მათ ნებაზე შეჭამონ ერთ დღეს 280 /ზარალი 20/, მეორე დღეს 290 ზარალი 10/, მესამე დღეს 270 /ზარალი 30/ და მეოთხე დღეს სულ გაათავონ, მე როგორ გავიგო ნებაზე ჭამენ თუ ხასიათზე)? შეიძლება ძალიან არაპროფესიონალური შეკითხვაა, მაგრამ მსგავსი გაანგარიშება ბავშვზე არსებობს და გოჭებზე არავის უფიქრია? smile.gif

წინასწარ დიდი მადლობა.
P.S. ამ ტექსტ მეილზეც გამოგიგზავნით, თორემ მე რომ დავაკვირდი თვეში ერთხელ, დიდი-დიდი ორჯერ შემოდიხართ ფორუმზე smile.gif

Posted by: MOXISI 12 Feb 2013, 22:15
QUOTE (beka001 @ 12 Feb 2013, 00:36 )
iko-iko

გამარჯობა,
ცოტაოდენი თანხის ჩადება მინდა მეღორეობაში (საქმიდან გამომდინარე ჩამატების პერსპექტივით), მაგრამ საქმე იმაშია, რომ საერთოდ არაფერი მესმის ამ საქმის. თუ შეგიძლიათ მიმითითოთ წყარო (წიგნი, ინტერნეტი, ორგანიზაცია, ადამიანი), რომელიც პასუხს გასცემს ჩემს შეკითხვებს (ან თუ არ შეწუხდებით თქვენ გამეცით პასუხი):
1. ყიდვისას როგორ გავარჩიო ნამდვილად ლანდრასია თუ არა? ანუ რაიმე განსაკუთრებული განმასხვავებელი ნიშან-თვისება თუ აქვს ლანდრასს? სადმე ხომ არ იცით ნამდვილი ლანდრასი?
2. შემდეგი შეკითხვა ეხება კვების რაციონს: 2012 წლის 13 მაისს ფორუმზე მოგწერეს ღორების "მენიუ" წონის მიხედვით. თქვენ შეპირდით, რომ გადახედავდით და პასუხს გასცემდით, მაგრამ ეტყობა ვეღარ მოიცალეთ ამისათვის. ეხლა თუ შეგიძლიათ თქვათ ეს შემადგენლობები სწორია თუ არა? და თუ არა რომელში რა ცვლილებაა შესატანი?
3. მაპატიეთ ჩემი უცოდინრობა. საკვებთან მიმართებაში ხშირად ხმარობთ "გრანულს". რა ტიპის საკვებია ეს?
4. გავიგე, რომ ღორს უნდა ვაჭამო ნებაზე, მაგრამ მაინც, თუ არსებობს რაიმე, თუნდაც მიახლოებითი, ვთქვათ ცხრილის სახით, ასეთი გაანგარიშება: რა ასაკში (დაწყებული თუნდაც ერთი კვირიდან ან ერთი თვიდან) რამდენს უნდა იწონიდეს (ნორმალური განვითარების პირობებში) ღორი და დაახლოებით რამდენს უნდა ჭამდეს (რომ დავუმზადო 100 ღორს 300 კგ საკვები და მათ ნებაზე შეჭამონ ერთ დღეს 280 /ზარალი 20/, მეორე დღეს 290 ზარალი 10/, მესამე დღეს 270 /ზარალი 30/ და მეოთხე დღეს სულ გაათავონ, მე როგორ გავიგო ნებაზე ჭამენ თუ ხასიათზე)? შეიძლება ძალიან არაპროფესიონალური შეკითხვაა, მაგრამ მსგავსი გაანგარიშება ბავშვზე არსებობს და გოჭებზე არავის უფიქრია? smile.gif

წინასწარ დიდი მადლობა.
P.S. ამ ტექსტ მეილზეც გამოგიგზავნით, თორემ მე რომ დავაკვირდი თვეში ერთხელ, დიდი-დიდი ორჯერ შემოდიხართ ფორუმზე smile.gif

ტყუილია ყველაფერი ! ამ ქვეყანაში არაფრის გაკეთება არ შეიძლება,,აქ მიდის გლობალური აფიორა. ხალხს რეებს უშვებიან ; ხან კარტოფილი დაათესინეს ხან ნიორი , კომბოსტო ,ღორებიც გაამრავლებინეს და საქონელიც! მაგრამ რა გამოდის? ისევ თვითონ აკეთებენ ფულს . თუ გახსოვთ 2 წლის წინ ნიორი 16 ლარზე ავიდა საწყალმა გლეხებმა იფიქრეს გვეშველაო . ზოგმა სახლი ჩადო ბანკში ზოგმა პროცენტიანი ვალი აიღო დათესეს ნიორი და ......... გაუხსნეს ჩვენმა გენიოსებმა ჩინეთის ბაზარს ხელ ფეხი და გახდა შენი 16 ლარიანი ნიორი 1.50 თეთრი. ასეა სოფლის მეურნეუბის ყველა სფეროში . ღორის შენახვა დღე ღამეში დღევანდელ ფასებზე 2.80 დან 3 ლარამდე ჯდება.100 კილომდე რომ აწიო 6 თვე მაინც ჭირდება. მოკლედ 7ლარი ჯდება კილო! ჩვენი მთავრობა იმის მაგივრად რომ ადგილობრივი ბაზარი გააძლიეროს ბრაზილიიდან შემოაქვს გაყინული 4 ლარიანი ღმერთმა იცის რითი გაზრდილი ღორი. ბაზარში რომ მიხვიდე შენგან ხორცს 4 ლარზე მეტად არ ჩაიბარებენ ეხლა ჭირია მთელ კახეთში მოდებული და სავსეა ბაზარი იაფიანი ხორცითო! არ ვიცი ჩვენი საშველი თუ იქნა როდისმე . ასეა საქონელზეც აქ 4 ლარზე მეტი არ ღირს ცოცხალი წონა და ამათ ინდური კამეჩის ხორცით გაავსეს აქურობა . ამ ყველაფერს იმიტომ გეუბნები რომ კარგად დაფიქრდი სანამ ასეთ საქმეს მოკიდებ ხელს. თავის დროზე მეც დიდი ენთუზიაზმით დავიწყე ეგ საქმე და ... 400 კილო ხორცი გუშინ დავამარილე რო ვერ გავყიდე!

Posted by: Domaci 12 Feb 2013, 22:22
MOXISI

ამოწმებენ მაინც იმ ხორცს რასაც გლეხი ყიდის??? ან რომ შემოდის საზღვარგარეთიდან


ვინმე რამეს ამოწმებს ვაბშე ამ ქვეყანაში?

Posted by: LSoso 12 Feb 2013, 22:35
QUOTE (Domaci @ 12 Feb 2013, 22:22 )
MOXISI

ამოწმებენ მაინც იმ ხორცს რასაც გლეხი ყიდის??? ან რომ შემოდის საზღვარგარეთიდან


ვინმე რამეს ამოწმებს ვაბშე ამ ქვეყანაში?

ადრე არ ვიცი მაგრამ ახლა ნამდვილად ამოწმებენ yes.gif
http://nfa.gov.ge/index.php?lang_id=GEO&sec_id=35&info_id=744 facepalm.gif

Posted by: Domaci 12 Feb 2013, 22:37
LSoso
QUOTE
ადრე არ ვიცი მაგრამ ახლა ნამდვილად ამოწმებენ 
http://nfa.gov.ge/index.php?lang_id=GEO&se...=35&info_id=744



ტეხავს mad.gif

Posted by: iorkezi7777 13 Feb 2013, 02:35
QUOTE (MOXISI @ 12 Feb 2013, 22:15 )
QUOTE (beka001 @ 12 Feb 2013, 00:36 )
iko-iko

გამარჯობა,
ცოტაოდენი თანხის ჩადება მინდა მეღორეობაში (საქმიდან გამომდინარე ჩამატების პერსპექტივით), მაგრამ საქმე იმაშია, რომ საერთოდ არაფერი მესმის ამ საქმის. თუ შეგიძლიათ მიმითითოთ წყარო (წიგნი, ინტერნეტი, ორგანიზაცია, ადამიანი), რომელიც პასუხს გასცემს ჩემს შეკითხვებს (ან თუ არ შეწუხდებით თქვენ გამეცით პასუხი):
1. ყიდვისას როგორ გავარჩიო ნამდვილად ლანდრასია თუ არა? ანუ რაიმე განსაკუთრებული განმასხვავებელი ნიშან-თვისება თუ აქვს ლანდრასს? სადმე ხომ არ იცით ნამდვილი ლანდრასი?
2. შემდეგი შეკითხვა ეხება კვების რაციონს: 2012 წლის 13 მაისს ფორუმზე მოგწერეს ღორების "მენიუ" წონის მიხედვით. თქვენ შეპირდით, რომ გადახედავდით და პასუხს გასცემდით, მაგრამ ეტყობა ვეღარ მოიცალეთ ამისათვის. ეხლა თუ შეგიძლიათ თქვათ ეს შემადგენლობები სწორია თუ არა? და თუ არა რომელში რა ცვლილებაა შესატანი?
3. მაპატიეთ ჩემი უცოდინრობა. საკვებთან მიმართებაში ხშირად ხმარობთ "გრანულს".  რა ტიპის საკვებია ეს?
4. გავიგე, რომ ღორს უნდა ვაჭამო ნებაზე, მაგრამ მაინც, თუ არსებობს რაიმე, თუნდაც მიახლოებითი, ვთქვათ ცხრილის სახით, ასეთი გაანგარიშება: რა ასაკში (დაწყებული თუნდაც ერთი კვირიდან ან ერთი თვიდან) რამდენს უნდა იწონიდეს (ნორმალური განვითარების პირობებში) ღორი და დაახლოებით რამდენს უნდა ჭამდეს (რომ დავუმზადო 100 ღორს 300 კგ საკვები და მათ ნებაზე შეჭამონ ერთ დღეს 280 /ზარალი 20/, მეორე დღეს 290 ზარალი 10/, მესამე დღეს 270 /ზარალი 30/ და მეოთხე დღეს სულ გაათავონ, მე როგორ გავიგო ნებაზე ჭამენ თუ ხასიათზე)? შეიძლება ძალიან არაპროფესიონალური შეკითხვაა, მაგრამ მსგავსი გაანგარიშება ბავშვზე არსებობს და გოჭებზე არავის უფიქრია?  smile.gif

წინასწარ დიდი მადლობა.
P.S. ამ ტექსტ მეილზეც გამოგიგზავნით, თორემ მე რომ დავაკვირდი თვეში ერთხელ, დიდი-დიდი ორჯერ შემოდიხართ ფორუმზე  smile.gif

ტყუილია ყველაფერი ! ამ ქვეყანაში არაფრის გაკეთება არ შეიძლება,,აქ მიდის გლობალური აფიორა. ხალხს რეებს უშვებიან ; ხან კარტოფილი დაათესინეს ხან ნიორი , კომბოსტო ,ღორებიც გაამრავლებინეს და საქონელიც! მაგრამ რა გამოდის? ისევ თვითონ აკეთებენ ფულს . თუ გახსოვთ 2 წლის წინ ნიორი 16 ლარზე ავიდა საწყალმა გლეხებმა იფიქრეს გვეშველაო . ზოგმა სახლი ჩადო ბანკში ზოგმა პროცენტიანი ვალი აიღო დათესეს ნიორი და ......... გაუხსნეს ჩვენმა გენიოსებმა ჩინეთის ბაზარს ხელ ფეხი და გახდა შენი 16 ლარიანი ნიორი 1.50 თეთრი. ასეა სოფლის მეურნეუბის ყველა სფეროში . ღორის შენახვა დღე ღამეში დღევანდელ ფასებზე 2.80 დან 3 ლარამდე ჯდება.100 კილომდე რომ აწიო 6 თვე მაინც ჭირდება. მოკლედ 7ლარი ჯდება კილო! ჩვენი მთავრობა იმის მაგივრად რომ ადგილობრივი ბაზარი გააძლიეროს ბრაზილიიდან შემოაქვს გაყინული 4 ლარიანი ღმერთმა იცის რითი გაზრდილი ღორი. ბაზარში რომ მიხვიდე შენგან ხორცს 4 ლარზე მეტად არ ჩაიბარებენ ეხლა ჭირია მთელ კახეთში მოდებული და სავსეა ბაზარი იაფიანი ხორცითო! არ ვიცი ჩვენი საშველი თუ იქნა როდისმე . ასეა საქონელზეც აქ 4 ლარზე მეტი არ ღირს ცოცხალი წონა და ამათ ინდური კამეჩის ხორცით გაავსეს აქურობა . ამ ყველაფერს იმიტომ გეუბნები რომ კარგად დაფიქრდი სანამ ასეთ საქმეს მოკიდებ ხელს. თავის დროზე მეც დიდი ენთუზიაზმით დავიწყე ეგ საქმე და ... 400 კილო ხორცი გუშინ დავამარილე რო ვერ გავყიდე!

მართალი ბრძანდებით არანაირი რეგულაცია არ ხდება ხორცთან დაკავსჰირებით საქართველეში და მიტუმეტეს ღორისას მე არ ვარ მედიცინაში ჩახედული მაგრამ ლოგიკურად ესე მგონია ცხოველს თუ ჭირი დაემართება და მოკვდება ის როგორ შეიდზლება ადამიანისთვის სასარგებლო იყოს? აი ყასბები კი კეთდებიან ამ ყველაფრით 2 ლარად 3 ლარად ყიდულობენ ეგეთ ღორს და 8 9 10 ლარად ადზლევენ რესტორნებს.ცჰემის აზრიტ აუცილებლად უნდა ცჰაერიოს სახელმწიფო ამ ყველაფრის რეგულირებისთვის.ცჰვენ არ ვიცით რას ვჭამთ ანუ გვაჭმევენ.
* * *
QUOTE (LSoso @ 12 Feb 2013, 22:35 )
QUOTE (Domaci @ 12 Feb 2013, 22:22 )
MOXISI

ამოწმებენ მაინც იმ ხორცს რასაც გლეხი ყიდის??? ან რომ შემოდის საზღვარგარეთიდან


ვინმე რამეს ამოწმებს ვაბშე ამ ქვეყანაში?

ადრე არ ვიცი მაგრამ ახლა ნამდვილად ამოწმებენ yes.gif
http://nfa.gov.ge/index.php?lang_id=GEO&sec_id=35&info_id=744 facepalm.gif

არაფელს არ ამოწმებენ ისევ ედიკას დროა ბაზრების 90% ში. აუცილებლად უნდა შემოვიდეს ევროპული კანონ მდებლობა ამ კონკრეტულ დარგთან მიმართებაში და არამარტო ამ დარგთან მიმართებაში.იმიტო რო აუცილებლად დასაცავია ადამიანისთვის სუფთა პროდუქციის მიწოდება და ფერმერთა ინტერესები ამით აუცილებლად უნდა იყოს დაინტერესებული სახელმწიფო.ამ სფეროში მომუშავე ადამიანები ძალიან ვიჩაგრებით და ვინც მუშაობს ამ სფეროსი დამეტანხმება რაოდენ შრომატევადია.

Posted by: MOXISI 13 Feb 2013, 15:55
QUOTE (Domaci @ 12 Feb 2013, 22:22 )
MOXISI

ამოწმებენ მაინც იმ ხორცს რასაც გლეხი ყიდის??? ან რომ შემოდის საზღვარგარეთიდან


ვინმე რამეს ამოწმებს ვაბშე ამ ქვეყანაში?

არავინ არაფერს არ ამოწმებს, 2 3 დღის დახოცილ ღორებს ამუშავებენ. კაცი არაა გამკითხველი არაფრის.

Posted by: LSoso 13 Feb 2013, 18:39
QUOTE (iorkezi7777 @ 13 Feb 2013, 02:35 )
ამათ ინდური კამეჩის ხორცით გაავსეს აქურობა

ინდური კამეჩის არ ვიცი მაგრამ ქართული ცხენი მაგრად ქაჩავს ვატყობ...
http://qartli.ge/web/10292

Posted by: mirian77 14 Feb 2013, 00:39
QUOTE
ინდური კამეჩის არ ვიცი მაგრამ ქართული ცხენი მაგრად ქაჩავს ვატყობ.

ხელები არ უნდა მოაჭრა ........ფუ მაგრად დავიგრუზე ამ სურათზე...........

Posted by: edna mamida 14 Feb 2013, 21:56
QUOTE
ხელები არ უნდა მოაჭრა ........ფუ მაგრად დავიგრუზე ამ სურათზე...........

sad.gif
საწყალი ცხენები, მომიკვდა გული
არა ყველა მეცოდება ღორიც და ძროხაც, მაგრამ ცხენის ასე ნახვას არ ვარ მაინც მიჩვეული

QUOTE
http://qartli.ge/web/10292
ახლაა ევროპაში სკანდალი ატეხილი ცხენის ხორცის საქონლის ხორცის ნაცვლად გაყიდვის გამო.............
მკაცრად უნდა დაისაჯონ მსგავსი საქმის ჩამდენები

Posted by: MOXISI 15 Feb 2013, 15:49
QUOTE (LSoso @ 13 Feb 2013, 18:39 )
QUOTE (iorkezi7777 @ 13 Feb 2013, 02:35 )
ამათ ინდური კამეჩის ხორცით გაავსეს აქურობა

ინდური კამეჩის არ ვიცი მაგრამ ქართული ცხენი მაგრად ქაჩავს ვატყობ...
http://qartli.ge/web/10292

რა გიკვირთ ? 1990 წლის მერე საკალბასე ცეხების 80% ცხენის, ვირის და დახოცილი საქონლის ხორცზე მუშაობს. არც ატხოდებს იწუნებენ, ქათმის ბარკალი რომ იყიდე დანარჩენი სად მიდის? სად მიდის და საკალბასეში თავის ბუმბულიან სკლინტიანად გაატარებენ დრაბილკაში დაუმატებენ სპეცებს კრასკებს და მაღაზიაში რომ ნახავ იტყვი ამის მეტს აღარ ვიყიდი არაფერსო. ასე რომ ცოცხალი და ჯანმრთელი ცხენი თუ დაკლეს და ჩააკალბასეს კიდევ არაგვიშავს lol.gif lol.gif lol.gif

Posted by: iorkezi7777 16 Feb 2013, 01:00
QUOTE (MOXISI @ 15 Feb 2013, 15:49 )
QUOTE (LSoso @ 13 Feb 2013, 18:39 )
QUOTE (iorkezi7777 @ 13 Feb 2013, 02:35 )
ამათ ინდური კამეჩის ხორცით გაავსეს აქურობა

ინდური კამეჩის არ ვიცი მაგრამ ქართული ცხენი მაგრად ქაჩავს ვატყობ...
http://qartli.ge/web/10292

რა გიკვირთ ? 1990 წლის მერე საკალბასე ცეხების 80% ცხენის, ვირის და დახოცილი საქონლის ხორცზე მუშაობს. არც ატხოდებს იწუნებენ, ქათმის ბარკალი რომ იყიდე დანარჩენი სად მიდის? სად მიდის და საკალბასეში თავის ბუმბულიან სკლინტიანად გაატარებენ დრაბილკაში დაუმატებენ სპეცებს კრასკებს და მაღაზიაში რომ ნახავ იტყვი ამის მეტს აღარ ვიყიდი არაფერსო. ასე რომ ცოცხალი და ჯანმრთელი ცხენი თუ დაკლეს და ჩააკალბასეს კიდევ არაგვიშავს lol.gif lol.gif lol.gif

ეჰ მხოლოდ ცხენის ხორცს რო აკალბასებდნენნ რა უჭირს... sad.gif

Posted by: don04 17 Feb 2013, 11:04
ზუსტად ვიცი.არავითარი ღორის გრიპი და ქათმის ჭირი არ არსებობოს.უბრალოდ რაც კორმა შემოაქვთ უცხოეთიდან .ეგ კორმა ბრიდავს საქონელს.მეურნეობის გაკეთებას აზრი არ ააქვს თუ შენ არ მოიყვან სიმინდს და იეარ გამოკვებავ ღორს.

Posted by: MOXISI 17 Feb 2013, 18:24
QUOTE (don04 @ 17 Feb 2013, 11:04 )
ზუსტად ვიცი.არავითარი ღორის გრიპი და ქათმის ჭირი არ არსებობოს.უბრალოდ რაც კორმა შემოაქვთ უცხოეთიდან .ეგ კორმა ბრიდავს საქონელს.მეურნეობის გაკეთებას აზრი არ ააქვს თუ შენ არ მოიყვან სიმინდს და იეარ გამოკვებავ ღორს.

მაინც უაზრობაა , ფასით ვერ ეჭიდავები შემოტანილ ტუშს , ჩემი მოყვანილი სიმინდის და ქერის ჭმევას აზრი არ აქვს. ისე რომ გავყიდო უფრო უკეთესია 75 თეთრი ღირს ორივე . დღეში 3-5 კილო უნდა მისცე და იმატებს 600 დან 800 გრამამდე,90- 100 კილომდე რომ გაზარდო 180 დღე მაინც უნდა საშუალოდ .ესეც 720 კილო. ეს რომ გავყიდო75 თეთრად გამოდის 540 ლარი. 100 კილოიან ღორს ხორცი გამოდის 68 - 72 კილო . ასე რომ ღორის წარმოება ზარალია . ღორი მაშინაა მომგებიანი საკვები თუ გაქვს მუქთა იაფი , პამოი , შრატი და მასეთი რაღაცა. ეს გაყინული ხორცი რომ შემოდის რითია გაზრდილი იცით? სპეციალური საკვებით რომელიც მზადდება სასაკლაოებზე დარჩენილი მასით , თევზის ატხოდით და ასეთი რამეებით ესაა ერთ ერთი ყველაზე იაფი საკვები, აქ რო პრემიქსს ეძახიან და ეძახიან ერთ კილოს 2,50 ში ყიდიან , ადგილზე 15 ცენტი ღირს . ეჰ ბევრი რამეა დასალაგებელი მაგრამ " ვის ცალია ჩვენი ღორებისთვის თავისებიც ბლომად ყავთ შესანახი facepalm.gif facepalm.gif facepalm.gif "

Posted by: LSoso 17 Feb 2013, 19:55
QUOTE (MOXISI @ 17 Feb 2013, 18:24 )
ვის ცალია ჩვენი ღორებისთვის თავისებიც ბლომად ყავთ შესანახი facepalm.gif facepalm.gif facepalm.gif "

+1!!!!!!!
........ up.gif yes.gif

Posted by: beka001 18 Feb 2013, 01:15
QUOTE
ფასით ვერ ეჭიდავები შემოტანილ ტუშს , ჩემი მოყვანილი სიმინდის და ქერის ჭმევას აზრი არ აქვს. ისე რომ გავყიდო უფრო უკეთესია 75 თეთრი ღირს ორივე . დღეში 3-5 კილო უნდა მისცე და იმატებს 600 დან 800 გრამამდე,90- 100 კილომდე რომ გაზარდო 180 დღე მაინც უნდა საშუალოდ .ესეც 720 კილო. ეს რომ გავყიდო75 თეთრად გამოდის 540 ლარი. 100 კილოიან ღორს ხორცი გამოდის 68 - 72 კილო . ასე რომ ღორის წარმოება ზარალია


არც მასეა საქმე. მოდი უფრო კარგად დავითვალოთ. ნორმალური კვების შემთხვევაში დღეში არ უნდა დასჭირდეს 3.5 კგ-ზე მეტი. აჰა 4 ხათრით. ეგეც როცა 100 კილოს არის მიღწეული. არ დაგავიწყდეს, რომ თავიდან ძუძუზეა, მერე ნელ-ნელა და ცოტა-ცოტაობით გადაგყავს საჭმელზე. როგორც ბავშვი. ჩათვალე პირველი ორი თვე დღეში მაქსიმუმ 1.5-2 კგ. შემდეგი 2 თვე - 2.5-3 კგ და ბოლო ორი თვეც - 3.5-4 კგ. ეხლა თვეების მიხედვით ვნახოთ: 90 (ან 120) + 150 (ან 180) + 210 (ან 240) = 450 (მაქსიმუმ 540) კგ საკვები 100 კგ ღორის გსაზრდელად. სიმინდს 55 თეთრადაც იშოვი. 50/50-ზე რომ გაუკეთო სიმინდი და ქერი გამოდის 1 კგ - 0.65 ლ. ანუ ერთი ღორის გაზრდა 450 (540) X 0.65 = 292 (მაქსიმუმ 350) ლარი. 100 კგ ღორი ცოცხალი 5 ლარად რომ ჩააბარო გამოდის 500 ლარი. მოგება სულ ცოტა 150 ლარი. ეს უხეში გამოთვლით, მაგრამ კვება შეიძლება მაგდენიც არ დაგიჯდეს სწორად თუ კვებე.

Posted by: MOXISI 18 Feb 2013, 17:13
QUOTE (beka001 @ 18 Feb 2013, 01:15 )
QUOTE
ფასით ვერ ეჭიდავები შემოტანილ ტუშს , ჩემი მოყვანილი სიმინდის და ქერის ჭმევას აზრი არ აქვს. ისე რომ გავყიდო უფრო უკეთესია 75 თეთრი ღირს ორივე . დღეში 3-5 კილო უნდა მისცე და იმატებს 600 დან 800 გრამამდე,90- 100 კილომდე რომ გაზარდო 180 დღე მაინც უნდა საშუალოდ .ესეც 720 კილო. ეს რომ გავყიდო75 თეთრად გამოდის 540 ლარი. 100 კილოიან ღორს ხორცი გამოდის 68 - 72 კილო . ასე რომ ღორის წარმოება ზარალია


არც მასეა საქმე. მოდი უფრო კარგად დავითვალოთ. ნორმალური კვების შემთხვევაში დღეში არ უნდა დასჭირდეს 3.5 კგ-ზე მეტი. აჰა 4 ხათრით. ეგეც როცა 100 კილოს არის მიღწეული. არ დაგავიწყდეს, რომ თავიდან ძუძუზეა, მერე ნელ-ნელა და ცოტა-ცოტაობით გადაგყავს საჭმელზე. როგორც ბავშვი. ჩათვალე პირველი ორი თვე დღეში მაქსიმუმ 1.5-2 კგ. შემდეგი 2 თვე - 2.5-3 კგ და ბოლო ორი თვეც - 3.5-4 კგ. ეხლა თვეების მიხედვით ვნახოთ: 90 (ან 120) + 150 (ან 180) + 210 (ან 240) = 450 (მაქსიმუმ 540) კგ საკვები 100 კგ ღორის გსაზრდელად. სიმინდს 55 თეთრადაც იშოვი. 50/50-ზე რომ გაუკეთო სიმინდი და ქერი გამოდის 1 კგ - 0.65 ლ. ანუ ერთი ღორის გაზრდა 450 (540) X 0.65 = 292 (მაქსიმუმ 350) ლარი. 100 კგ ღორი ცოცხალი 5 ლარად რომ ჩააბარო გამოდის 500 ლარი. მოგება სულ ცოტა 150 ლარი. ეს უხეში გამოთვლით, მაგრამ კვება შეიძლება მაგდენიც არ დაგიჯდეს სწორად თუ კვებე.

ღმერთა ქნას მასე მაგრამ ქაღალდზე დათვლილი სხვაა და რეალობა სულ სხვა . ამ ხარჯებს სხვა არაფერი ემატება? წამლები ვიტამინები . გოჭს მართალია ნაკლები ჭამა უნდა მაგრამ სხვა ხარჯები აქვს , ნაკლები მაგრამ მაინც აქვს . 100 ლარი კი დაგრჩება ერთ ღორზე იმ შემთხვევაში თუ ყველაფერი ისე წავა როგორც დავთვალეთ , საკმარისია ერთი პატარა ვირუსი , არ ვამბობ ჭირს და ასეთებს და ეგ ხარჯები უცბად იმხელაზე გაგექცევა 100 ლარი დასამატებელი გაგიხდება... მაგალითად ; ერთი წელი უნდა გოჭს დედაღორად რომ იქცეს , ერთი წელი ტყუილად აჭმევ! ასე ველოდე დაყარა და 14 გოჭიდან 2 გადარჩა ... მოკლედ მაგარი შარიანი ბიზნესია თორემ მოგება რომ არ ჰქონდეს გიჯები იქნებოდნენ უზარმარი მეცხოველეობის მეწარმეები. ისინი მოგებასთან ერთად დიდ ზარალსაც ნახულობენ, მაგრამ იტანენ იმიტომ რომ სახელმწიფო უდგას გვერდით და დაბალ პროცენტიანი სესხებიც აქვთ . ჩვენ? სანამ ფერმერობა მოვიფიქრე უკვე ვალი მქონდა facepalm.gif

Posted by: iorkezi7777 19 Feb 2013, 02:04
QUOTE (MOXISI @ 17 Feb 2013, 18:24 )
QUOTE (don04 @ 17 Feb 2013, 11:04 )
ზუსტად ვიცი.არავითარი ღორის გრიპი და ქათმის ჭირი არ არსებობოს.უბრალოდ რაც კორმა შემოაქვთ უცხოეთიდან .ეგ კორმა ბრიდავს საქონელს.მეურნეობის გაკეთებას აზრი არ ააქვს თუ შენ არ მოიყვან სიმინდს და იეარ გამოკვებავ ღორს.

მაინც უაზრობაა , ფასით ვერ ეჭიდავები შემოტანილ ტუშს , ჩემი მოყვანილი სიმინდის და ქერის ჭმევას აზრი არ აქვს. ისე რომ გავყიდო უფრო უკეთესია 75 თეთრი ღირს ორივე . დღეში 3-5 კილო უნდა მისცე და იმატებს 600 დან 800 გრამამდე,90- 100 კილომდე რომ გაზარდო 180 დღე მაინც უნდა საშუალოდ .ესეც 720 კილო. ეს რომ გავყიდო75 თეთრად გამოდის 540 ლარი. 100 კილოიან ღორს ხორცი გამოდის 68 - 72 კილო . ასე რომ ღორის წარმოება ზარალია . ღორი მაშინაა მომგებიანი საკვები თუ გაქვს მუქთა იაფი , პამოი , შრატი და მასეთი რაღაცა. ეს გაყინული ხორცი რომ შემოდის რითია გაზრდილი იცით? სპეციალური საკვებით რომელიც მზადდება სასაკლაოებზე დარჩენილი მასით , თევზის ატხოდით და ასეთი რამეებით ესაა ერთ ერთი ყველაზე იაფი საკვები, აქ რო პრემიქსს ეძახიან და ეძახიან ერთ კილოს 2,50 ში ყიდიან , ადგილზე 15 ცენტი ღირს . ეჰ ბევრი რამეა დასალაგებელი მაგრამ " ვის ცალია ჩვენი ღორებისთვის თავისებიც ბლომად ყავთ შესანახი facepalm.gif facepalm.gif facepalm.gif "

720 კილო რა ამბავია ძამი დრაბილკაა.ეგეთი გათვლები თავიდანვე მცდარია მეღორეობაში 210 დღიან პერიოდში 280 300 კგ კომბი კორმით ეს კი 150-240 ლარამდე ჯდება თუ რამე პროცენტული საკვები ბაზა გაქვს 100 130 კილომდე თავისუფლად ადის თუ ჯიშიანი ღორი გყავს და მეტ ნაკლებად დაბალანსებულ საჭმელს აძლევ.ხოდა გაყინულ ხორც მისი ადგილი აქვს სვეჟს კი მისი და გაყინული ღორის ხორცი კონკურენციას ვერასდროს გაუწევს სვეჟ ხორცს მთავარია ხარისხიანი პროდუქცია შექმნა.
* * *
QUOTE (beka001 @ 18 Feb 2013, 01:15 )
QUOTE
ფასით ვერ ეჭიდავები შემოტანილ ტუშს , ჩემი მოყვანილი სიმინდის და ქერის ჭმევას აზრი არ აქვს. ისე რომ გავყიდო უფრო უკეთესია 75 თეთრი ღირს ორივე . დღეში 3-5 კილო უნდა მისცე და იმატებს 600 დან 800 გრამამდე,90- 100 კილომდე რომ გაზარდო 180 დღე მაინც უნდა საშუალოდ .ესეც 720 კილო. ეს რომ გავყიდო75 თეთრად გამოდის 540 ლარი. 100 კილოიან ღორს ხორცი გამოდის 68 - 72 კილო . ასე რომ ღორის წარმოება ზარალია


არც მასეა საქმე. მოდი უფრო კარგად დავითვალოთ. ნორმალური კვების შემთხვევაში დღეში არ უნდა დასჭირდეს 3.5 კგ-ზე მეტი. აჰა 4 ხათრით. ეგეც როცა 100 კილოს არის მიღწეული. არ დაგავიწყდეს, რომ თავიდან ძუძუზეა, მერე ნელ-ნელა და ცოტა-ცოტაობით გადაგყავს საჭმელზე. როგორც ბავშვი. ჩათვალე პირველი ორი თვე დღეში მაქსიმუმ 1.5-2 კგ. შემდეგი 2 თვე - 2.5-3 კგ და ბოლო ორი თვეც - 3.5-4 კგ. ეხლა თვეების მიხედვით ვნახოთ: 90 (ან 120) + 150 (ან 180) + 210 (ან 240) = 450 (მაქსიმუმ 540) კგ საკვები 100 კგ ღორის გსაზრდელად. სიმინდს 55 თეთრადაც იშოვი. 50/50-ზე რომ გაუკეთო სიმინდი და ქერი გამოდის 1 კგ - 0.65 ლ. ანუ ერთი ღორის გაზრდა 450 (540) X 0.65 = 292 (მაქსიმუმ 350) ლარი. 100 კგ ღორი ცოცხალი 5 ლარად რომ ჩააბარო გამოდის 500 ლარი. მოგება სულ ცოტა 150 ლარი. ეს უხეში გამოთვლით, მაგრამ კვება შეიძლება მაგდენიც არ დაგიჯდეს სწორად თუ კვებე.

ვერ დაგეთანხმები ძამი სუქების პერიოდი 180 დან 210 დღემდე გრძელდება და ისიც არ დაგავიწყდეს რო 2 თვემდე აუცილებელია დედასთან რო იყვნენ და საკვებ დანამატი მთელი 60 დღის განმავლობაში 25 და 30 კგ მდე საკვებ დანამატი ჭირდება თავისუფლად ავიყვანე 25 კილომდე შემდეგ პერიოდში ეტაპობრივად ეძლევა გაზრდილი ულუფა.არანაირად არ მოიხმარს მაგდენ საჭმელს.

Posted by: Quadro 19 Feb 2013, 10:31
გავიგე კახეთში არისო ღორის ჭირი გავრცელებული, დასავლეთ საქართველოშიც გავრცელდა დრეს გავიგე და ხალხი დაპანიკებულია, რომელი ჭირია ხომ არ იცით ვინმემ და რომელი ვაქცინები ვიყიდოთ

ეს ვაქცინა http://megavet.ge/?p=2120

კლასიკური ჭირის არის და უშველის ამით ვაქცინაცია? იქნებ სხვა რამეა და ჭირი არაა?

მირჩიეთ რა ვინმემ

Posted by: LSoso 19 Feb 2013, 17:35
QUOTE (Quadro @ 19 Feb 2013, 10:31 )
გავიგე კახეთში არისო ღორის ჭირი გავრცელებული, დასავლეთ საქართველოშიც გავრცელდა დრეს გავიგე და ხალხი დაპანიკებულია, რომელი ჭირია ხომ არ იცით ვინმემ და რომელი ვაქცინები ვიყიდოთ

ეს ვაქცინა http://megavet.ge/?p=2120

კლასიკური ჭირის არის და უშველის ამით ვაქცინაცია? იქნებ სხვა რამეა და ჭირი არაა?

მირჩიეთ რა ვინმემ

iko-iko -ს მიწერე და დაგაკვალიანებს http://forum.ge/?showuser=62988

Posted by: iorkezi7777 20 Feb 2013, 03:40
erypesten+diluent e ვუკეთებ მე Gორებს ჩემს ფერმაში 6 თვეშიერთხელ და რათქმაუნდა იზოლირებული მყავს.ხო ტუ დაფიქსირდა სადმე შენს ფერმის მიმდებარე სექტორში აუცილებლად კარანტინზე ფადაიყვანე ანუ მხოლოდ შენ გქონდეს ურტიერტობა და ყველა შესვლაზე დეზინფექცია ჩაიტარე ფეხსაცმელზე.

Posted by: Quadro 20 Feb 2013, 13:13
LSoso
iorkezi7777

დიდი მადლობა, გაიხარეთ.

iorkezi7777
თუ დოზებს დამიწერ დამავალებ, diluent სად ვიყიდო?

Posted by: MOXISI 20 Feb 2013, 18:32
QUOTE (Quadro @ 20 Feb 2013, 13:13 )
LSoso
iorkezi7777

დიდი მადლობა, გაიხარეთ.

iorkezi7777
თუ დოზებს დამიწერ დამავალებ, diluent სად ვიყიდო?

მატროსოვზე კარგი აფთიაქია თითქმის ყველაფერი აქვთ

Posted by: VoK 22 Feb 2013, 17:15
Quadro
QUOTE
გავიგე კახეთში არისო ღორის ჭირი გავრცელებული, დასავლეთ საქართველოშიც გავრცელდა დრეს გავიგე და ხალხი დაპანიკებულია, რომელი ჭირია ხომ არ იცით ვინმემ და რომელი ვაქცინები ვიყიდოთ

ამ ფრანგულ ვაქცინას გირჩევთ...
http://invet.ge/product_id.php?id_service=110

თამარ მეფის 4
კომპანია "ინვეტი"

Posted by: iorkezi7777 23 Feb 2013, 12:07
QUOTE (Quadro @ 20 Feb 2013, 13:13 )
LSoso
iorkezi7777

დიდი მადლობა, გაიხარეთ.

iorkezi7777
თუ დოზებს დამიწერ დამავალებ, diluent სად ვიყიდო?

ნებისმიერ ვეტ აფთიაქში არი. 2მგ უნდა გაუკეთო ერთ სულს წონას მნიშვნელობა არ აქვს.
* * *
QUOTE (VoK @ 22 Feb 2013, 17:15 )
Quadro
QUOTE
გავიგე კახეთში არისო ღორის ჭირი გავრცელებული, დასავლეთ საქართველოშიც გავრცელდა დრეს გავიგე და ხალხი დაპანიკებულია, რომელი ჭირია ხომ არ იცით ვინმემ და რომელი ვაქცინები ვიყიდოთ

ამ ფრანგულ ვაქცინას გირჩევთ...
http://invet.ge/product_id.php?id_service=110

თამარ მეფის 4
კომპანია "ინვეტი"

და გამონაცადი გაქვს ეგ ვაქცინა?

Posted by: VoK 24 Feb 2013, 12:06
iorkezi7777
QUOTE
და გამონაცადი გაქვს ეგ ვაქცინა?

კი და ძალიან კარგ შედეგებს იძლევა...

Posted by: SaIrMe 27 Feb 2013, 11:21
საღორის იატაკი რითი ჯობია რომ გავაკეთოთ რა თქმა უნდა იაფი რო დაჯდეს. მე ხეს ვფიქრობ და რომელი ხე ჯობია დიდხანს რო გაძლოს? წინასწარ მადლობა

Posted by: MOXISI 27 Feb 2013, 12:24
QUOTE (SaIrMe @ 27 Feb 2013, 11:21 )
საღორის იატაკი რითი ჯობია რომ გავაკეთოთ რა თქმა უნდა იაფი რო დაჯდეს. მე ხეს ვფიქრობ და რომელი ხე ჯობია დიდხანს რო გაძლოს? წინასწარ მადლობა

მუხა 5 სმ დახერხე და დააგე დიდხანს ძლებს.
yes.gif

Posted by: SaIrMe 27 Feb 2013, 13:39
მადლობა, რთხმელა მირჩიეს, იაფი მასალაა და რა აზრის ხართ. ასევე მაინტერესებს კანალიზაციისთვის პლასმასის ან ბეტონის ცხაურები თუ იყიდება საქართველოში. ან სხვა რა შეიძლება გამოვიყენო.

Posted by: sebian 5 Mar 2013, 15:48
----------------------------------------=======================---------------------------------------

Posted by: mirian77 6 Mar 2013, 20:03
ვინმემ ხომ არ იცით სადაზღვევო, ღორებს რო აზღვევდეს ,უფრო გაბედავს ხალხი ეგეთ რამეებში ფულის ჩადებას.....

Posted by: Zmuzu 13 Mar 2013, 07:41
სოფელში, მეზობელმა, მხოლოდ ხილზე და ჭაჭაზე გაზარდა 3 ღორი, დაკვლამდე 1 თვით ადრე შეურია სიმინდი, 2 გაყიდა, 1 კი სახლისთვის დაკლა და მინდა გითხრათ, რომ ძალიან გემრიელი გამოვიდა yes.gif
პ.ს.
1კვირის წინ, ბაზარზე 2 თვის გოჭი 20 ლარი ღირდა აფრიკული ჭირის გამო user.gif

Posted by: LSoso 13 Mar 2013, 13:23
QUOTE (Zmuzu @ 13 Mar 2013, 07:41 )

1კვირის წინ, ბაზარზე 2 თვის გოჭი 20 ლარი ღირდა აფრიკული ჭირის გამო user.gif

20 ლარი კილო? თუ 200 ლარი მთლიანად?

Posted by: don gajetino 15 Mar 2013, 10:53
სულ რომ იზოლირებული მყავდეს ღორები მაინც აიკიდებენ ამ ჭირებს რაც ახლაა ვითომ გავრცელებული???

Posted by: iorkezi7777 17 Mar 2013, 11:30
QUOTE (don gajetino @ 15 Mar 2013, 10:53 )
სულ რომ იზოლირებული მყავდეს ღორები მაინც აიკიდებენ ამ ჭირებს რაც ახლაა ვითომ გავრცელებული???

არა არ აიკიდებს მთავარია იზოლაციასთან ერთად ვაქცინა გაუკეთო.

Posted by: Zmuzu 17 Mar 2013, 14:13
LSoso
QUOTE
20 ლარი კილო? თუ 200 ლარი მთლიანად?

მთლიანი გოჭი, 8 კგ-იანი
დღეს ვიყიდე კილო 5 ლარად

Posted by: mirian77 18 Mar 2013, 12:43
QUOTE
სოფელში, მეზობელმა, მხოლოდ ხილზე და ჭაჭაზე გაზარდა 3 ღორი

ხილი კი გასაგებია, მაგრამ ჭაჭაზე როგორ,ასმევდა თუ...

Posted by: MOXISI 18 Mar 2013, 14:42
3 ლარად ღორის ხორცი არავის უნდა?

Posted by: popodi 18 Mar 2013, 18:56
makaveli222სოფელ გლდანთან აქვთ მაგარი ღორების ფერმა,საუკეთესო გოჭებს ყიდიან,555620017 ჯემალი იკითხეთ,საუკეთესო ჯიშები ჰყავთ.

Posted by: Zmuzu 19 Mar 2013, 20:49
mirian77
QUOTE
ხილი კი გასაგებია, მაგრამ ჭაჭაზე როგორ,ასმევდა თუ...

ჭაჭა და არა ჭაჭის არაყი.
არაყი გამოხადა და რაც დარჩა ღორს აჭამა.
ასევე ბროილერის ქათმის სკინტით ზრდიან.

Posted by: mirian77 19 Mar 2013, 21:54
QUOTE
არაყი გამოხადა და რაც დარჩა ღორს აჭამა.

ახლა მაგათი პახმელიიდან გამოყვანა არ გინდა მერე

Posted by: mirian77 30 Mar 2013, 16:48
QUOTE
3 ლარად ღორის ხორცი არავის უნდა?

ბურვაკებს გაფიცებ, კაიფობ თუ მართლა ეგრე დაიაFდა?

Posted by: LSoso 30 Mar 2013, 18:33
QUOTE (mirian77 @ 30 Mar 2013, 16:48 )

ბურვაკებს გაფიცებ

lol.gif



....................................

Posted by: MOXISI 4 Apr 2013, 18:38
QUOTE (mirian77 @ 30 Mar 2013, 16:48 )
QUOTE
3 ლარად ღორის ხორცი არავის უნდა?

ბურვაკებს გაფიცებ, კაიფობ თუ მართლა ეგრე დაიაFდა?

მიშიკოს და სანდრას გეფიცები , მეტად ვერ გავყიდე ... მე რა მიჭირს დუშეთიდან იყვნენ და 400 კილო 70 თეთრად ჩააბარეს სახინკლეში ... gigi.gif gigi.gif gigi.gif

Posted by: mirian77 6 Apr 2013, 11:01
QUOTE
მიშიკოს და სანდრას გეფიცები , მეტად ვერ გავყიდე ... მე რა მიჭირს დუშეთიდან იყვნენ და 400 კილო 70 თეთრად ჩააბარეს სახინკლეში ... gigi.gif gigi.gif gigi.gif


რესტორანს რო მიუტანო, ან მარკეტს რა კაი ჯანსაღი ხორცი რამდენს იხდიან მე 9 ლარი ვიცოდი..... 12 ლარი ღირს სამწვადე 11 ლარს და 30 თეთრს უმატებენ?

Posted by: leva1990 6 Apr 2013, 12:31
QUOTE
მე 9 ლარი ვიცოდი..... 12 ლარი ღირს სამწვადე 11 ლარს და 30 თეთრს უმატებენ?



ეგ ფასები 2 წლის უკან იყო, ეხლა გაიაფდა, 5-6 ლარად არის ჩასაბარებელი ხორცი....

Posted by: mirian77 7 Apr 2013, 20:48
QUOTE
ეგ ფასები 2 წლის უკან იყო, ეხლა გაიაფდა, 5-6 ლარად არის ჩასაბარებელი ხორცი..

დაკლულ-გასუფთავებული? თუ ცოცხალ წონაზე იძახით ალბათ........

Posted by: leva1990 12 Apr 2013, 19:00
QUOTE
დაკლულ-გასუფთავებული? თუ ცოცხალ წონაზე იძახით ალბათ........


დაკლული გასუფთავებული, დცოცხალი 7-8 ლარია ბაზარზე

Posted by: iorkezi7777 13 Apr 2013, 18:00
QUOTE (leva1990 @ 12 Apr 2013, 19:00 )
QUOTE
დაკლულ-გასუფთავებული? თუ ცოცხალ წონაზე იძახით ალბათ........


დაკლული გასუფთავებული, დცოცხალი 7-8 ლარია ბაზარზე

და ეგ ფასები რომელ ბაზარზეა? 10 ლარია ღორის სვეჟი ხორცი.გაყინულის კი არი 7 8 და ცოტა მეტიც გააჩნია

Posted by: leva1990 13 Apr 2013, 18:34
QUOTE
და ეგ ფასები რომელ ბაზარზეა? 10 ლარია ღორის სვეჟი ხორცი.გაყინულის კი არი 7 8 და ცოტა მეტიც გააჩნია



ჩაბარება ღირს იაფი თორე ვაჭრები კი ყიდიან 10 ლარში, ჩადი სოფლებში და 7 ლარში უპრობლემოდ ნახავ ღორს, თან დაგიკლავენ და გაგისუფთავებენ

Posted by: ladusha2 15 Apr 2013, 10:36
გამარჯობათ შეგიძლიათ ვინმემ დამეხმაროთ ბიზნეს გეგმა მჭირდება მეცხოველეობაზე კონკრეტულად ღორი, ძროხა და ხბოებზე.
მადლობას მოგახსენებთ დახმარებისთვის

Posted by: iorkezi7777 16 Apr 2013, 01:16
QUOTE (leva1990 @ 13 Apr 2013, 18:34 )
QUOTE
და ეგ ფასები რომელ ბაზარზეა? 10 ლარია ღორის სვეჟი ხორცი.გაყინულის კი არი 7 8 და ცოტა მეტიც გააჩნია



ჩაბარება ღირს იაფი თორე ვაჭრები კი ყიდიან 10 ლარში, ჩადი სოფლებში და 7 ლარში უპრობლემოდ ნახავ ღორს, თან დაგიკლავენ და გაგისუფთავებენ

8 8.50 ში ბარდება ხარისხიანი ღორის ხორცი. მკვდარი არა

Posted by: mamuka117 17 Apr 2013, 17:31
ვისაც გყავთ ღორები იქნებ მითხართ, მაინტერესებს უჭმელი ღორებისათვის (გოჭებისათვის) თუ არსებობს რაიმე მადაზე მომყვანი საშუალებები? (მადის აღმძვრელი რაიმე საშუალება)

Posted by: iorkezi7777 17 Apr 2013, 18:07
QUOTE (mamuka117 @ 17 Apr 2013, 17:31 )
ვისაც გყავთ ღორები იქნებ მითხართ, მაინტერესებს უჭმელი ღორებისათვის (გოჭებისათვის) თუ არსებობს რაიმე მადაზე მომყვანი საშუალებები? (მადის აღმძვრელი რაიმე საშუალება)

კი ჯერ ჭიაზე დაამუშავე და მერე პროტეინი გაუზარდე საკვებში (პროტეინის წყაროა სოიას შროტი და და თევზის ფქვილი ნედლი თევზი არა აჭამო Bვიტამინებს დაშლას იწვევს და არ შეიძლება) თან 2 % მარილი 5% შაქარი და ამდენივე პრემიქსი ჩაურთე საკვებში.

Posted by: Zmuzu 18 Apr 2013, 20:37
iorkezi7777
QUOTE
(პროტეინის წყაროა სოიას შროტი

ეს "შროტი" რას ნიშნავს

Posted by: iorkezi7777 19 Apr 2013, 01:09
ექსტრადირებული მასა მარცვლოვანი კულტურების და არამარტო მარცვლოვანის.(ჯმიხა ხო იცი მზე სუმზირის აი ეგეთია ოღონდ სოიას.)

Posted by: zviad kamkamidze 19 Apr 2013, 13:06
ლანდრას ჯიშის გოჭების ყიდვა სად შეიძლება სანაშენოდ მინდა,
თუ ვინმემ იცით დამიტოვეთ კონტაქტები მადლობა წინასწარ,

Posted by: leva1990 19 Apr 2013, 14:28
QUOTE
8 8.50 ში ბარდება ხარისხიანი ღორის ხორცი. მკვდარი არა



სად იბარებენ ამ ფასად??? მეზობლებმა დაკლეს ღორები და 6.50ზე მეტად ვერავინ ვერ ჩააბარა

Posted by: Zmuzu 19 Apr 2013, 20:17
iorkezi7777
QUOTE
ექსტრადირებული მასა მარცვლოვანი კულტურების და არამარტო მარცვლოვანის.(ჯმიხა ხო იცი მზე სუმზირის აი ეგეთია ოღონდ სოიას.)

ე ბიჯო ადამიანურ ენაზე არ შეგიძლია თქვა? cry.gif biggrin.gif რაის ექსტრადირებული?
სოიო კანიანად დაღერღილი?

Posted by: iorkezi7777 21 Apr 2013, 00:03
QUOTE (Zmuzu @ 19 Apr 2013, 20:17 )
iorkezi7777
QUOTE
ექსტრადირებული მასა მარცვლოვანი კულტურების და არამარტო მარცვლოვანის.(ჯმიხა ხო იცი მზე სუმზირის აი ეგეთია ოღონდ სოიას.)

ე ბიჯო ადამიანურ ენაზე არ შეგიძლია თქვა? cry.gif biggrin.gif რაის ექსტრადირებული?
სოიო კანიანად დაღერღილი?

ანუ ნაქაჩი ქვია ზეთ გამოცლილი მასა ზუსტად არ მახსოვს რამდენ გრადუსზე გრანულირდება და გამოდის. აი ისე მიცემული სოია არა რეკომინდირებულიამისწრებაა ცხოველებისთვის და ფრინველებისთვის პროტეინის წყაროა აი პროტეინის გარეშე კი ცხოველი და ფრინველი ძნელად იზრდება.
* * *
QUOTE (leva1990 @ 19 Apr 2013, 14:28 )
QUOTE
8 8.50 ში ბარდება ხარისხიანი ღორის ხორცი. მკვდარი არა



სად იბარებენ ამ ფასად??? მეზობლებმა დაკლეს ღორები და 6.50ზე მეტად ვერავინ ვერ ჩააბარა

ძმა რესტორნებში ბატუმი ქუთაისი ფოთი ქობულეთი დღეს ცხრად წაიღეს სუფთა ხორცი.ეტყობა ეგ გადამყიდველების ხელში ჩავარდა და...

Posted by: leva1990 27 Apr 2013, 20:23
ლანდრას ჯიშის გოჭები რა ღირს ხო არიცით ვინმემ??

Posted by: FRIDRIX 28 Apr 2013, 15:39
leva1990
QUOTE
ლანდრას ჯიშის გოჭები რა ღირს ხო არიცით ვინმემ??

250 დან 400 ამდე

Posted by: iorkezi7777 29 Apr 2013, 15:51
QUOTE (leva1990 @ 27 Apr 2013, 20:23 )
ლანდრას ჯიშის გოჭები რა ღირს ხო არიცით ვინმემ??

ყველა იძახის რო ლანდრა მყავსო მაგრამ... სუფთა 9 10 დოლარია კილო

Posted by: FRIDRIX 4 May 2013, 20:55
ღორები უნდა კვებოთ

ხორბალი ქერი სიმინდი


წისქვილში დაფქული

6 კგ. დღეში

3 დილით

3 საღამოს


Posted by: picundela 4 May 2013, 22:16
Zmuzu
QUOTE
ე ბიჯო ადამიანურ ენაზე არ შეგიძლია თქვა?    რაის ექსტრადირებული?

მაგას მგონი ჟომი ქვია სოფლებში დააქვთ დიდი მანქანებით და ეგე ყიდიან ცხელი მოაქვთ ლუდის ქარხნებიდან. 1 ვედრა აღარ მახსოვს რა ღირს.ჩემი ნათესავები სულ მაგას აჩმევენ მარა უფრო ძროხებს აჩმევენ მაგას

Posted by: Zmuzu 6 May 2013, 16:22
FRIDRIX
QUOTE
ღორები უნდა კვებოთ

ხორბალი ქერი სიმინდი


სოიო?

Posted by: FRIDRIX 6 May 2013, 16:50
Zmuzu
QUOTE
სოიო?

ეგეც შეიძლება მაგრამ უმთავრესი საკვები ეგ სამია რომელიც მე დავწერე

Posted by: mirian77 6 May 2013, 16:55
QUOTE
მაგას მგონი ჟომი ქვია სოფლებში დააქვთ დიდი მანქანებით და ეგე ყიდიან ცხელი მოაქვთ ლუდის ქარხნებიდან. 1 ვედრა აღარ მახსოვს რა ღირს.ჩემი ნათესავები სულ მაგას აჩმევენ მარა უფრო ძროხებს აჩმევენ მაგას

თუ საქონლისთვის მარგებელია ღორს ვითომ ყელზე დაადგება, ჟომი მაგარი იაფი ჯდება ხო ?

Posted by: picundela 6 May 2013, 17:47
mirian77
ერთი რკინის ბოჩკა სოფლებში რო აქვთ ღირს 10 თუ 15 ლარი.ღორებსაც აჩმევენ მარა უფრო საქონელზა გათვლილი, ზოგი ღორი არ ჩამს ჟომს.

Posted by: 022022 7 May 2013, 01:19
გამარჯობათ თუ ვინმე დაინტერესდებით გოჩებით თბილიში მაქვს ღორების პერმა თელოვანში სოფელი დიღმის თავზე საკმაოდ დიდი ფერმა ეხკა გვკავს 23 დედა ლანდრები და იორკშირები თუ მსურველები იკნებიან გოჭების დამიკავშირდით 599312444 ეხლა მხოლოდ ლანდრის გოჩები გვყავს ფასი 15 ლარი კგ. გაყიდვა დაიწყება თვის ბოლოდან

Posted by: mirian77 8 May 2013, 21:50
QUOTE
FRIDRIX

სულ რომ ქონდეთ საჭმელი? როგორც ვიცი მეტი არ მოუვათ და რა პრობლემა შეიძლება იყოს? ჭამონ და გასუქდნენ რა.......

Posted by: davita33d 11 May 2013, 00:28
FRIDRIX
6 კგ. დღეში

3 დილით

3 საღამოს
ამდენი თუ აჭამე მარცვალი რაღა მოგება დაგრჩება?
მარცვალი გაყიდე უფრო მეტს მოიგებ

Posted by: iorkezi7777 11 May 2013, 01:41
სისულელეა 6 არა 26 ქვსი.და რა დილა საღამოს ინტერნატში ხო არ არიან. მთელი მსოფლიო გადავიდა საკვების მუდმივი რეჟიმის მიწოდებაზე იმიტო რო სტრესები ნაკლები აქვთ მატება კი მეტი თან უფრო ცოტას მოიხმარ ენ საჭმელს ვიდრე მოშივებულზე დაყრილი.ახალ ტექნოლოგიურ მიდგომებს გადაავლეთ თვალი ვინც ამ სფეროში მოღვაწეობთ რო ხარჯები მინიმუმამდე დაწიოთ.
* * *
QUOTE (davita33d @ 11 May 2013, 00:28 )
FRIDRIX
6 კგ. დღეში

3 დილით

3 საღამოს
ამდენი თუ აჭამე მარცვალი რაღა მოგება დაგრჩება?
მარცვალი გაყიდე უფრო მეტს მოიგებ

შენ რო მარცვალს ყიდი მყიდველი ხო იმ მარცვლის რეალიზაციიდან მოგებას ნახულობს და შენ თუ სათანადო გამოცდილება და რესურსი გაქვს რო ეგ მოახმარო შენს საქმეს 2 მაგი მოგებაა,თუ რა თქმაუნდა მარცვლის მოყვანა მიწოდება და რეალიზაციიის კუთხით არ მუშაობ.

Posted by: Zmuzu 11 May 2013, 13:46
ვაშლის და მსხლის არაყს ვხდი, არაყი მიდის ბოცებში, გადადუღებულ ხილს კი გოჭებს ვაჭმევ დილა-საღამოს(თითო მუჭა სიმინდის ფქვილს ვურევ). შუალედებში, ნაკვეთში მოჭრილ ბალახს ვაჭმევ. მშვენივრად მიირთმევენ და მატებაშიც წავიდნენ. მალე ხილი შემოვა და იმაზე გადავიყვან მოსავლის აღებამდე, მაგრამ ხლის მიცემას მანც არ შევუჩერებ.
ჯერჯერობით პრეტენზია არ უთქვამთ biggrin.gif

Posted by: davita33d 14 May 2013, 17:34
iorkezi7777


არ ვყიდი და მაგას ვიძახი 6 კილო თუ აჭამე დღეში ეგ ბიზნესი აღარაა ჩემი აზრით
* * *
QUOTE
ვაშლის და მსხლის არაყს ვხდი, არაყი მიდის ბოცებში, გადადუღებულ ხილს კი გოჭებს ვაჭმევ დილა-საღამოს(თითო მუჭა სიმინდის ფქვილს ვურევ). შუალედებში, ნაკვეთში მოჭრილ ბალახს ვაჭმევ. მშვენივრად მიირთმევენ და მატებაშიც წავიდნენ. მალე ხილი შემოვა და იმაზე გადავიყვან მოსავლის აღებამდე, მაგრამ ხლის მიცემას მანც არ შევუჩერებ.
ჯერჯერობით პრეტენზია არ უთქვამთ

რა კაიფში იქნებიან შენი გოჭები,
ამ ჭაჭით იმას გაუმარჯოს ვინც საშობაოდ ჩვენს მწვადს დააგემოვნებსო, gigi.gif
* * *
ვიეტნამური ღორები არ ყავს ვინმეს საქართველოში?
რაღაც აქტუალური გახდა ეს ჯიში უკრაინაში და საინტერესოა საქართველოში თუ დაინტერესდა ვინმე

Posted by: FRIDRIX 21 May 2013, 04:19
davita33d
QUOTE
6 კილო თუ აჭამე დღეში ეგ ბიზნესი აღარაა ჩემი აზრით

თუ არ აჭმევ არ გასუქდება

iorkezi7777
მიშვებული კვების სისტემის მქონე ფერმა დავდე წინა გვერდზე მაგას ყველა ფერმერი და მითუმეტეს სოფელში გლეხი ვერ დააფინანსებს

Posted by: mirian77 27 May 2013, 17:14
QUOTE
ვიეტნამური ღორები არ ყავს ვინმეს საქართველოში?

ისვრიან gigi.gif gigi.gif gigi.gif

Posted by: MSN 29 May 2013, 20:36
QUOTE (mirian77 @ 27 May 2013, 17:14 )
QUOTE
ვიეტნამური ღორები არ ყავს ვინმეს საქართველოში?


მეც მაინტერესბებს ვიეტნამური ღორები, თუ ჰყავს ვინმეს საქართველოში ვიყიდდი.

ამ ჯიშის ღორები მიირთმევენ ბალახეულს, გოგრას, ყაბაყს, ჭარხალს,კამას და ყველანაირ ბოსტნეულს. ძალიან მცირე დანამატით სჭირდებათ სიმინდი, ქერი და ხორბალი. ტანით არიან პატარები და ძალზედ გამძლე იმუნური სისტემით. პირველ გაჩენაზე აჩენენ 10 - 12 ს, მეორეზე 16 იც შეიძლება გააჩინონ. მცირე ფართობი სჭირდებათ .


Posted by: 022022 30 May 2013, 01:37
QUOTE (022022 @ 7 May 2013, 01:19 )
გამარჯობათ თუ ვინმე დაინტერესდებით გოჩებით თბილიში მაქვს ღორების პერმა თელოვანში სოფელი დიღმის თავზე საკმაოდ დიდი ფერმა ეხკა გვკავს 23 დედა ლანდრები და იორკშირები თუ მსურველები იკნებიან გოჭების დამიკავშირდით 599312444 ეხლა მხოლოდ ლანდრის გოჩები გვყავს ფასი 10 ლარი კგ. გაყიდვა დაიწყება თვის ბოლოდან

გამარჯობათ თუ ვინმე დაინტერესდებით გოჩებით თბილიში მაქვს ღორების პერმა თელოვანში სოფელი დიღმის თავზე საკმაოდ დიდი ფერმა ეხკა გვკავს 23 დედა ლანდრები და იორკშირები თუ მსურველები იკნებიან გოჭების დამიკავშირდით 599312444 ეხლა მხოლოდ ლანდრის გოჩები გვყავს ფასი 10 ლარი კგ. გაყიდვა დაიწყება თვის ბოლოდან

Posted by: iorkezi7777 4 Jun 2013, 02:03
QUOTE (022022 @ 30 May 2013, 01:37 )
QUOTE (022022 @ 7 May 2013, 01:19 )
გამარჯობათ თუ ვინმე დაინტერესდებით გოჩებით თბილიში მაქვს ღორების პერმა თელოვანში სოფელი დიღმის თავზე საკმაოდ დიდი ფერმა ეხკა გვკავს 23 დედა ლანდრები და იორკშირები თუ მსურველები იკნებიან გოჭების დამიკავშირდით 599312444 ეხლა მხოლოდ ლანდრის გოჩები გვყავს ფასი 10 ლარი კგ. გაყიდვა დაიწყება თვის ბოლოდან

გამარჯობათ თუ ვინმე დაინტერესდებით გოჩებით თბილიში მაქვს ღორების პერმა თელოვანში სოფელი დიღმის თავზე საკმაოდ დიდი ფერმა ეხკა გვკავს 23 დედა ლანდრები და იორკშირები თუ მსურველები იკნებიან გოჭების დამიკავშირდით 599312444 ეხლა მხოლოდ ლანდრის გოჩები გვყავს ფასი 10 ლარი კგ. გაყიდვა დაიწყება თვის ბოლოდან

და სუფთა ლანდრა და იორკშირია გენი საიდან ჩამოიყვანე?

Posted by: 022022 4 Jun 2013, 23:48
იორკშირი უკრაინიდან არის ჩამოყვანილი ლანდრასი არის სართიჭალის ფერმიდან სანამ დაიხურებოდა წამოყვანილი

Posted by: iorkezi7777 6 Jun 2013, 11:45
QUOTE (022022 @ 4 Jun 2013, 23:48 )
იორკშირი უკრაინიდან არის ჩამოყვანილი ლანდრასი არის სართიჭალის ფერმიდან სანამ დაიხურებოდა წამოყვანილი

და რამდენ კგ იანებია გოჭები? დიუროკი არა გყავს სუფთა?

Posted by: 022022 6 Jun 2013, 23:50
კი დიუროკითს გვყავს ოგონდ მაგის გოჩები არ გვყავს ჯერ ჯერობით გოჩები 10-13 კილომდე არიან

Posted by: iorkezi7777 7 Jun 2013, 13:57
2 თვისანები არიან? ძამი მე ესე აგვისტოს ბოლოსკენ მინდა დიუროკის ყიდვა მანამდე ადგილიც არა მაქვს ფერმაში რო დავაბინავო მაგ დროისთვის თუ გეყოლება ძალიან კარგი იქნება რამოდენიმეს ვიყიდი ოღონდ რაც შეიძლება სუფთა ხაზის იყოს ნომერს ჩაგაწერინებ ჩემსას.ასევე იორკშირსაც.

Posted by: 022022 7 Jun 2013, 20:07
იორკშირს და დიუროკს ამ წელს ვერ გავყიდით ფერმაში დარჩებიან საჯიშედ მამლები შეიდზლება ლანდრები თუ გინდა კარგი გოჭები გვყავს

Posted by: iorkezi7777 8 Jun 2013, 10:21
QUOTE (022022 @ 7 Jun 2013, 20:07 )
იორკშირს და დიუროკს ამ წელს ვერ გავყიდით ფერმაში დარჩებიან საჯიშედ მამლები შეიდზლება ლანდრები თუ გინდა კარგი გოჭები გვყავს

ლანდრა მეც მყავს.დიუროკის კერატი მინდა და იორშირს ერთ ნეზვს რამენაირად თუ მოახერხებ და მომყიდი ძალიან კარგი იქნება.თუ შეგიძლია რათქმაუნდა

Posted by: 022022 8 Jun 2013, 18:58
ჯერ ჯერობით ვერა ნოემბრისთვის შეიძლება

Posted by: iko-iko 8 Jun 2013, 22:16
ვინც ამ საქმიანობით ხართ დაკავებულნი ფრთხილად იყავით, აფრიკული ცხელება ისევ ცასაფრებული აფთარივითაა, გამოკრავს ხოლმე ხანდახან

დაიცავით ბიოუსაფრთხოების ნორმები, გათიშეთ გარესამყაროსთან კონტაქტი და მოაწყვეთ სათანადო სან გამტარები, ასევე დროულად გაატარეთ დანარჩენი ვეტ. ღონისძიებები, დროულად გაატარეთ ყველა შესაძლო ინფექციური დაავადების პროფილაქტიკური აცრები. ტექნოლოგიურ პროცესზე აღარ ვლაპარაკობ.

Posted by: iorkezi7777 9 Jun 2013, 00:28
QUOTE (022022 @ 8 Jun 2013, 18:58 )
ჯერ ჯერობით ვერა ნოემბრისთვის შეიძლება

კაი ძმა მეც შემიდძლია რაგაც რაგაცეებში დახმარება ვიკონტაქტოთ.
* * *
QUOTE (iko-iko @ 8 Jun 2013, 22:16 )
ვინც ამ საქმიანობით ხართ დაკავებულნი ფრთხილად იყავით, აფრიკული ცხელება ისევ ცასაფრებული აფთარივითაა, გამოკრავს ხოლმე ხანდახან

დაიცავით ბიოუსაფრთხოების ნორმები, გათიშეთ გარესამყაროსთან კონტაქტი და მოაწყვეთ სათანადო სან გამტარები, ასევე დროულად გაატარეთ დანარჩენი ვეტ. ღონისძიებები, დროულად გაატარეთ ყველა შესაძლო ინფექციური დაავადების პროფილაქტიკური აცრები. ტექნოლოგიურ პროცესზე აღარ ვლაპარაკობ.

მე როგორც ვიცი აფრიკული ჭირი ჰაერ წვეთოვანი გძით გადადის ანუ ატომურ აფეთქების გამძლე მონოლითურ ოთახში რო დაცა მაინც დააიმფიცირებს. ეს ჩვენთან რაც არი კლასიკური ჭირია რომელზეც ჩვენი მოსახლეობის 80% არა ინფორმირებულია და პროფილაქტიკურ ღონისძიებებს არ ეწევიან.რო გაჩნდება კერები მერე ფაცურდებიან და უკეტებენ ნემსებს რომელიც აგარ შველის და მაგალითათ მე გურიაში ვცხოვრობ ოზურგეთში ჩოხატაურში და ლანჩხუთში დახოცილი ღორები მდინარეებში ყრია და თავისთავად აღვივებს ინფიცირებული კერების არიალს.უბედურება ის არი რო დღეს ეს ხორცი ბაზარზე შეაქვთ და არანაირი რეგულაცია არ არი.

Posted by: 022022 9 Jun 2013, 12:30
კი ძმა ვიკონტაქტოთ მე დიდი სიამოვნებით გავუზიარებ ნებისმიერ ადამიანს ჩემს ცოდა ოდენ ცოდნას ამ საქმეში და დიდი მოხარული ვიქნები თუ ეს დარგი კაეგად განვითარდება საქართველოში

Posted by: iko-iko 9 Jun 2013, 18:56
iorkezi7777
QUOTE

მე როგორც ვიცი აფრიკული ჭირი ჰაერ წვეთოვანი გძით გადადის ანუ ატომურ აფეთქების გამძლე მონოლითურ ოთახში რო დაცა მაინც დააიმფიცირებს. ეს ჩვენთან რაც არი კლასიკური ჭირია რომელზეც ჩვენი მოსახლეობის 80% არა ინფორმირებულია და პროფილაქტიკურ ღონისძიებებს არ ეწევიან.რო გაჩნდება კერები მერე ფაცურდებიან და უკეტებენ ნემსებს რომელიც აგარ შველის და მაგალითათ მე გურიაში ვცხოვრობ ოზურგეთში ჩოხატაურში და ლანჩხუთში დახოცილი ღორები მდინარეებში ყრია და თავისთავად აღვივებს ინფიცირებული კერების არიალს.უბედურება ის არი რო დღეს ეს ხორცი ბაზარზე შეაქვთ და არანაირი რეგულაცია არ არი.


ანუ შენ იძახი რო მე სისულელეს ვლაპარაკობ? მე უკვე ბევრი წლებია ვეტერინარიას ვემსახურები, სხვათაშორის დიდი გამოცდილება მაქვს მეღორეობაში და აფრიკული ცხელებით ამოწყვეტილი ბევრი ფერმაც მინახავს, კარგად ვიცი რა არის კლასიკური და რა არის აფრიკული ჭირი.

პირადად შენ როგორც გინდა ისე გაიგე, შენეული თეორია ჩამოგიყალიბებია უკვე, კერძოდ კი
QUOTE
მე როგორც ვიცი აფრიკული ჭირი ჰაერ წვეთოვანი გძით გადადის ანუ ატომურ აფეთქების გამძლე მონოლითურ ოთახში რო დაცა მაინც დააიმფიცირებს
შენი თეორიით თუ ვიმსჯელებთ მაშინ აღარცერთი ღორი არ უნდა იყოს ცოცხალი დედამიწის ზურგზე.

დანარჩენებს კი მოგიწოდებთ კიდევ რომ არ დაუშვათ სულადობის გარეთ გაშვება, მეურნეობა შეღობეთ სათანადოდ, ააგეთ ფერმები მდინარეებისგან მოშორებით, სხვა მეურნეობებისგან მოერიდეთ სულადობის პირდაპირ შეყვანას (საკარანტინო პირობების გარეშე), მოაწყვეთ სან.გამტარები, დეზ.ბარიერები და დეზ.ხალიჩები. თუ ყველა პირობებს სწორად დაიცავთ მაშინ დაცული იქნებით დაავადების აფეთქებისგან.

Posted by: Zmuzu 9 Jun 2013, 21:40
iko-iko
QUOTE
(საკარანტინო პირობების გარეშე), მოაწყვეთ სან.გამტარები, დეზ.ბარიერები და დეზ.ხალიჩები. თუ ყველა პირობებს სწორად დაიცავთ მაშინ დაცული იქნებით დაავადების აფეთქებისგან.

ამის განმარტება არის წინა გვერდებზე?
დაახლოებით1000 კვ.მ- იან ეზოში მყავს გაშვებული და ბარიერები როგორ უნდა მოვუწყო? ან ეს ხალიჩა და დეზ. ბარერი რას ნიშნავს?

Posted by: iorkezi7777 10 Jun 2013, 02:37
QUOTE (iko-iko @ 9 Jun 2013, 18:56 )
iorkezi7777
QUOTE

მე როგორც ვიცი აფრიკული ჭირი ჰაერ წვეთოვანი გძით გადადის ანუ ატომურ აფეთქების გამძლე მონოლითურ ოთახში რო დაცა მაინც დააიმფიცირებს. ეს ჩვენთან რაც არი კლასიკური ჭირია რომელზეც ჩვენი მოსახლეობის 80% არა ინფორმირებულია და პროფილაქტიკურ ღონისძიებებს არ ეწევიან.რო გაჩნდება კერები მერე ფაცურდებიან და უკეტებენ ნემსებს რომელიც აგარ შველის და მაგალითათ მე გურიაში ვცხოვრობ ოზურგეთში ჩოხატაურში და ლანჩხუთში დახოცილი ღორები მდინარეებში ყრია და თავისთავად აღვივებს ინფიცირებული კერების არიალს.უბედურება ის არი რო დღეს ეს ხორცი ბაზარზე შეაქვთ და არანაირი რეგულაცია არ არი.


ანუ შენ იძახი რო მე სისულელეს ვლაპარაკობ? მე უკვე ბევრი წლებია ვეტერინარიას ვემსახურები, სხვათაშორის დიდი გამოცდილება მაქვს მეღორეობაში და აფრიკული ცხელებით ამოწყვეტილი ბევრი ფერმაც მინახავს, კარგად ვიცი რა არის კლასიკური და რა არის აფრიკული ჭირი.

პირადად შენ როგორც გინდა ისე გაიგე, შენეული თეორია ჩამოგიყალიბებია უკვე, კერძოდ კი
QUOTE
მე როგორც ვიცი აფრიკული ჭირი ჰაერ წვეთოვანი გძით გადადის ანუ ატომურ აფეთქების გამძლე მონოლითურ ოთახში რო დაცა მაინც დააიმფიცირებს
შენი თეორიით თუ ვიმსჯელებთ მაშინ აღარცერთი ღორი არ უნდა იყოს ცოცხალი დედამიწის ზურგზე.

დანარჩენებს კი მოგიწოდებთ კიდევ რომ არ დაუშვათ სულადობის გარეთ გაშვება, მეურნეობა შეღობეთ სათანადოდ, ააგეთ ფერმები მდინარეებისგან მოშორებით, სხვა მეურნეობებისგან მოერიდეთ სულადობის პირდაპირ შეყვანას (საკარანტინო პირობების გარეშე), მოაწყვეთ სან.გამტარები, დეზ.ბარიერები და დეზ.ხალიჩები. თუ ყველა პირობებს სწორად დაიცავთ მაშინ დაცული იქნებით დაავადების აფეთქებისგან.

არა ძამი ეგ რა შვაშია შენს ცოდნას და გამოცდილებას დიდ პატივს ვცემ და არც ეჭვი მეპარება შენი ყველა პოსტს ვარ გაცნობილი.უბრალოდ მე რუსეთიში ვიყავი 2თვის წინ და იქ შევხდი ვეტერინარებს და კონკრეტულ ამ თემასთან დაკავშირებით ამომწურავი პასუხები მივიღე ფაქტებით გამყარებული.უზარმაზარი ფერმები ვნახე განადგურებული აფრიკული ცხელებით. სიმბტომები იდენტურია კლასიკურს და აფრიკულს შორის მაგრამ ეგ უკანასკნელი ჰაერ წვეტოვანი გზით გადადის. იქ ფერმები სრულად იზოლირებულია ყველაფრისაგან.
* * *
QUOTE (022022 @ 9 Jun 2013, 12:30 )
კი ძმა ვიკონტაქტოთ მე დიდი სიამოვნებით გავუზიარებ ნებისმიერ ადამიანს ჩემს ცოდა ოდენ ცოდნას ამ საქმეში და დიდი მოხარული ვიქნები თუ ეს დარგი კაეგად განვითარდება საქართველოში

გაიხარე ძმა. იცი რა მაინტერესებს თევზის ფქვილს ხმარობ კომბი საკვებში?

Posted by: 022022 10 Jun 2013, 12:12
პრემიქს ვურევთ საკვებში და იქ არის საკმარისი ვიტამინები თევზის ფკვილიც არის, მარტო თევზის ფქვილს ვერიდებით ცოდა მეტი რომ მოგივიდეს საჭმელში ხორცს აძლევს მერე სპეციპიკურ გემოს ანუ ცოდა თევზის გემო დაკრავს ხორცს მერე

Posted by: iko-iko 10 Jun 2013, 12:27
iorkezi7777
QUOTE
არა ძამი ეგ რა შვაშია შენს ცოდნას და გამოცდილებას დიდ პატივს ვცემ და არც ეჭვი მეპარება შენი ყველა პოსტს ვარ გაცნობილი.უბრალოდ მე რუსეთიში ვიყავი 2თვის წინ და იქ შევხდი ვეტერინარებს და კონკრეტულ ამ თემასთან დაკავშირებით ამომწურავი პასუხები მივიღე ფაქტებით გამყარებული.უზარმაზარი ფერმები ვნახე განადგურებული აფრიკული ცხელებით. სიმბტომები იდენტურია კლასიკურს და აფრიკულს შორის მაგრამ ეგ უკანასკნელი ჰაერ წვეტოვანი გზით გადადის. იქ ფერმები სრულად იზოლირებულია ყველაფრისაგან.

რუსეთში არ ვიცი როგორ ხდება ბიოუსაფრთხოების დაცვა, მაგრამ კერებში კიარა ისედაც უნდა დაიცვა ბიოუსაფრთხოება. კერძოდ ფერმა უნდა იყოს იზოლირებული და ცხოველები კაპიტალურ შენობაში.
ფერმის ტერიტორიაზე ავტომობილის მიღება უნდა ხდებოდეს სრული დეზინფექციის გავლით (რუსეთში ორმოში გაახვანხვალებენ და ამას ეძახიან დეზინფექციას).
ფერმის ტერიტორია უნდა იყოს გაყოფილი ორ ზონად ხოლო მესამე ზონად უნდა ითვლებოდეს გარე ზონა (ყველაზე დიდი საფრთხე)
ფერმის შესასვლელი ისე უნდა იყოს მოწყობილი რომ სხვა ალტერნატიული (ჩორნიხოდებიდან) შესასვლელებიდან შეუძლებელი იყოს შესვლა.
შესასვლელი უნდა იყოს სანიტარული გამტარით რომელიც წყვეტს კონტაქტს გარე სამყაროსა და შიდა გარემოს შორის. ეს უკანასკნელი კი უნდა მოეწყოს შემდეგნაირად: სანგამტარის შესვლის ნაწილში ეწყობა გარდერობი სადაც იხდი ტანსაცმელს (ტრუსების ჩათვლით) იცმევ სპეციალურ აბაზანის ქოშებს რითიც ბანაობ და გადადიხარ მეორე უკვე სუფთა ზონაში სადაც იცვავ შიდა ზონის ქოშებს, საცვლებს და კომბინიზონს (რომელთა რეცხვა ხდება მხოლოდ შიგნით ანუ სუფთა ზონაში მოწყობილ სამრეცხაოში), ფერმაში შესვლამდე კი იცვლი რეზინის ჩექმებს რომელსაც ატარებ ან ფეხსაცმლის აბაზანებში ან დეზოხალიჩაში.
სუფთა ზონაში დაუშვებელია ნივთების შეტანა დეზინფექციის გარეშე, დიდი ნივთები მუშავდება სველი დეზინფექციის მეთოდით ხოლო პატრა ნივთები ფუმიგაციით რისთვისაც ეწყობა საფუმიგაციო ყუთი ორი კარით, ერთი კარი უნდა იყოს სუფთა ზონისკენ მეორე კი პირობით დაბინძურებული ზონისკენ საიდანაც აწყობ ნივთებს, აყენებ ფუმიგაციისთვის საჭირო რეაქციას და უკვე დაფუმიგაციებულს იღებ მეორე სუფთა მხრიდან.

კიდევ ქვეყნის ნიუანსებია რომლის ჩამოთვლასაც მთელი დღე არ ეყოფა. 100%-ით დაზღვეული არასდროს არ ხარ რადგან ერთმა პატარა შეცდომამ შეიზლება გამოიწვიოს ვირუსის შეტანა მაგრამ 100%-იან განწირულობას მემგონი ჯობია რომ 90%-ით დაცული იყო. კიდევ ვიძახი რაც აქ დავწერე ბიოუსაფრთხოების ზომების მხოლოდ მცირე ნაწილია.

მე ამჟამად ვმუშაობ ერთერთი ყველაზე დიდი საწარმოს ვეტ-სანიტ ხელმძრვანელად და მთელი კანონმდებლობა მაქვს შექმნილი ბიოუსაფრთხოების ზომებისთვის, თუმცა ჩემი შემთხვევაც არაა დაცული 100%-ით მაგრამ მე ვიცი რომ რომელიმე ფერმა რომ დამიინფიცირდეს დანარჩენებს დავიცავ და მხოლოდ იმ ფერმას ვიზარალებთ, გავაჩერებთ გავატარებთ სანაციას გაძლიერებული ზომებით. დავაყოვნებ ფერმას რაღაც პერიოდით შემდეგ ჩავატარებ დასკვნით დეზინფექციას ისევ ორი მეთოდით და გავაგრძელებ საქმეს.

ასე მუშაობს მთელი მსოფლიო სადაც არაკეთილსაიმედო კერებია.

რაც შეეხება აირწვეტოვან გზას. მინდა გითხრა რომ მაინც სხვანაირი წარმოდგენა გაქვს დაავადების ამ გზით გავრცელებაზე. ასეთი გზით დაავადებას შეუძლია გავრცელდეს მხოლოდ გარკვეულ მანძილზე და განსაკუთრებით ხელსაყრელი პირობებია დახურულ ნაგებობაში. ფერმიდან ფერმაზე დაავადების აირწვეთოვანი გზით გადასვლის არანაირი შანსი არარის, ფერმიდან ფერმაზე დაავადება შეიძლება გადაიტანო ალიმენტარული გზით ხოლო თუ შენს ფერმის შენობაში ერთი ღორიც დაავადდა აი მერე უკვე აირწვეტოვანი ფაქტორით ხარ განწირული.

ამიტომაა რომ ღორები ეზოში გაშვებული არ უნდა გყავდეთ რადგან გაშვებული ღორი ნებისმიერ დროს შეიძლება მოხვდეს დაავადების მტარებელთან ისეთ მანძილზე რომ ისიც დაავადდეს ხოლო მერე უკვე სახში შეგდებული ღრუტუნა დაგიინფიცირებს მტელ ფერმას სულ რაღაც 12 საათში.

ასე რომ რუსეთის მაგალითით მაინცდამაინც ნუ იმსჯელებ პლიიიზ, ევროპის ბევრმა ქვეყანამ იწვნია აფრიკული ცხელება და იცი რა მეთოდით აღმოფხვრეს?
სწორი ბიოუსაფრთხოების მიდგომით!!!

იმედია ამ უზარმაზარ პოსტს ბევრი გაითვალისწინებს. ბევრჯერ მინდა ხოლმე კომენტარების გაკეთება მარა ზალიან დაკავებული ვარ და სამწუხაროდ ბევრჯერ ვერ შემოვდივარ რჩევებით სოფლის მეურნეობის თემაში.

პატივისცემით ყველასთან!

Posted by: Zmuzu 10 Jun 2013, 13:51
iko-iko
QUOTE
რუსეთში არ ვიცი როგორ ხდება ბიოუსაფრთხოების დაცვა, მაგრამ კერებში კიარა ისედაც უნდა დაიცვა ბიოუსაფრთხოება. კერძოდ ფერმა უნდა იყოს იზოლირებული და ცხოველები კაპიტალურ შენობაში.
ფერმის ტერიტორიაზე ავტომობილის მიღება უნდა ხდებოდეს სრული დეზინფექციის გავლით (რუსეთში ორმოში გაახვანხვალებენ და ამას ეძახიან დეზინფექციას).
ფერმის ტერიტორია უნდა იყოს გაყოფილი ორ ზონად ხოლო მესამე ზონად უნდა ითვლებოდეს გარე ზონა (ყველაზე დიდი საფრთხე)
ფერმის შესასვლელი ისე უნდა იყოს მოწყობილი რომ სხვა ალტერნატიული (ჩორნიხოდებიდან) შესასვლელებიდან შეუძლებელი იყოს შესვლა.
შესასვლელი უნდა იყოს სანიტარული გამტარით რომელიც წყვეტს კონტაქტს გარე სამყაროსა და შიდა გარემოს შორის. ეს უკანასკნელი კი უნდა მოეწყოს შემდეგნაირად: სანგამტარის შესვლის ნაწილში ეწყობა გარდერობი სადაც იხდი ტანსაცმელს (ტრუსების ჩათვლით) იცმევ სპეციალურ აბაზანის ქოშებს რითიც ბანაობ და გადადიხარ მეორე უკვე სუფთა ზონაში სადაც იცვავ შიდა ზონის ქოშებს, საცვლებს და კომბინიზონს (რომელთა რეცხვა ხდება მხოლოდ შიგნით ანუ სუფთა ზონაში მოწყობილ სამრეცხაოში), ფერმაში შესვლამდე კი იცვლი რეზინის ჩექმებს რომელსაც ატარებ ან ფეხსაცმლის აბაზანებში ან დეზოხალიჩაში.
სუფთა ზონაში დაუშვებელია ნივთების შეტანა დეზინფექციის გარეშე, დიდი ნივთები მუშავდება სველი დეზინფექციის მეთოდით ხოლო პატრა ნივთები ფუმიგაციით რისთვისაც ეწყობა საფუმიგაციო ყუთი ორი კარით, ერთი კარი უნდა იყოს სუფთა ზონისკენ მეორე კი პირობით დაბინძურებული ზონისკენ საიდანაც აწყობ ნივთებს, აყენებ ფუმიგაციისთვის საჭირო რეაქციას და უკვე დაფუმიგაციებულს იღებ მეორე სუფთა მხრიდან.

კიდევ ქვეყნის ნიუანსებია რომლის ჩამოთვლასაც მთელი დღე არ ეყოფა. 100%-ით დაზღვეული არასდროს არ ხარ რადგან ერთმა პატარა შეცდომამ შეიზლება გამოიწვიოს ვირუსის შეტანა მაგრამ 100%-იან განწირულობას მემგონი ჯობია რომ 90%-ით დაცული იყო. კიდევ ვიძახი რაც აქ დავწერე ბიოუსაფრთხოების ზომების მხოლოდ მცირე ნაწილია.

მე ამჟამად ვმუშაობ ერთერთი ყველაზე დიდი საწარმოს ვეტ-სანიტ ხელმძრვანელად და მთელი კანონმდებლობა მაქვს შექმნილი ბიოუსაფრთხოების ზომებისთვის, თუმცა ჩემი შემთხვევაც არაა დაცული 100%-ით მაგრამ მე ვიცი რომ რომელიმე ფერმა რომ დამიინფიცირდეს დანარჩენებს დავიცავ და მხოლოდ იმ ფერმას ვიზარალებთ, გავაჩერებთ გავატარებთ სანაციას გაძლიერებული ზომებით. დავაყოვნებ ფერმას რაღაც პერიოდით შემდეგ ჩავატარებ დასკვნით დეზინფექციას ისევ ორი მეთოდით და გავაგრძელებ საქმეს.

ასე მუშაობს მთელი მსოფლიო სადაც არაკეთილსაიმედო კერებია.

რაც შეეხება აირწვეტოვან გზას. მინდა გითხრა რომ მაინც სხვანაირი წარმოდგენა გაქვს დაავადების ამ გზით გავრცელებაზე. ასეთი გზით დაავადებას შეუძლია გავრცელდეს მხოლოდ გარკვეულ მანძილზე და განსაკუთრებით ხელსაყრელი პირობებია დახურულ ნაგებობაში. ფერმიდან ფერმაზე დაავადების აირწვეთოვანი გზით გადასვლის არანაირი შანსი არარის, ფერმიდან ფერმაზე დაავადება შეიძლება გადაიტანო ალიმენტარული გზით ხოლო თუ შენს ფერმის შენობაში ერთი ღორიც დაავადდა აი მერე უკვე აირწვეტოვანი ფაქტორით ხარ განწირული.

ამიტომაა რომ ღორები ეზოში გაშვებული არ უნდა გყავდეთ რადგან გაშვებული ღორი ნებისმიერ დროს შეიძლება მოხვდეს დაავადების მტარებელთან ისეთ მანძილზე რომ ისიც დაავადდეს ხოლო მერე უკვე სახში შეგდებული ღრუტუნა დაგიინფიცირებს მტელ ფერმას სულ რაღაც 12 საათში.

ასე რომ რუსეთის მაგალითით მაინცდამაინც ნუ იმსჯელებ პლიიიზ, ევროპის ბევრმა ქვეყანამ იწვნია აფრიკული ცხელება და იცი რა მეთოდით აღმოფხვრეს?
სწორი ბიოუსაფრთხოების მიდგომით!!!

იმედია ამ უზარმაზარ პოსტს ბევრი გაითვალისწინებს. ბევრჯერ მინდა ხოლმე კომენტარების გაკეთება მარა ზალიან დაკავებული ვარ და სამწუხაროდ ბევრჯერ ვერ შემოვდივარ რჩევებით სოფლის მეურნეობის თემაში.

პატივისცემით ყველასთან

მადლობა და აუფ!
ნამეტანი ხარჯიანი ყოფილა ბიოუსფრთხოება. ამასობაში აფრიკულის აცრა არ გამოუგონიათ ? smile.gif

Posted by: iorkezi7777 10 Jun 2013, 14:41
QUOTE (iko-iko @ 10 Jun 2013, 12:27 )
iorkezi7777
QUOTE
არა ძამი ეგ რა შვაშია შენს ცოდნას და გამოცდილებას დიდ პატივს ვცემ და არც ეჭვი მეპარება შენი ყველა პოსტს ვარ გაცნობილი.უბრალოდ მე რუსეთიში ვიყავი 2თვის წინ და იქ შევხდი ვეტერინარებს და კონკრეტულ ამ თემასთან დაკავშირებით ამომწურავი პასუხები მივიღე ფაქტებით გამყარებული.უზარმაზარი ფერმები ვნახე განადგურებული აფრიკული ცხელებით. სიმბტომები იდენტურია კლასიკურს და აფრიკულს შორის მაგრამ ეგ უკანასკნელი ჰაერ წვეტოვანი გზით გადადის. იქ ფერმები სრულად იზოლირებულია ყველაფრისაგან.

რუსეთში არ ვიცი როგორ ხდება ბიოუსაფრთხოების დაცვა, მაგრამ კერებში კიარა ისედაც უნდა დაიცვა ბიოუსაფრთხოება. კერძოდ ფერმა უნდა იყოს იზოლირებული და ცხოველები კაპიტალურ შენობაში.
ფერმის ტერიტორიაზე ავტომობილის მიღება უნდა ხდებოდეს სრული დეზინფექციის გავლით (რუსეთში ორმოში გაახვანხვალებენ და ამას ეძახიან დეზინფექციას).
ფერმის ტერიტორია უნდა იყოს გაყოფილი ორ ზონად ხოლო მესამე ზონად უნდა ითვლებოდეს გარე ზონა (ყველაზე დიდი საფრთხე)
ფერმის შესასვლელი ისე უნდა იყოს მოწყობილი რომ სხვა ალტერნატიული (ჩორნიხოდებიდან) შესასვლელებიდან შეუძლებელი იყოს შესვლა.
შესასვლელი უნდა იყოს სანიტარული გამტარით რომელიც წყვეტს კონტაქტს გარე სამყაროსა და შიდა გარემოს შორის. ეს უკანასკნელი კი უნდა მოეწყოს შემდეგნაირად: სანგამტარის შესვლის ნაწილში ეწყობა გარდერობი სადაც იხდი ტანსაცმელს (ტრუსების ჩათვლით) იცმევ სპეციალურ აბაზანის ქოშებს რითიც ბანაობ და გადადიხარ მეორე უკვე სუფთა ზონაში სადაც იცვავ შიდა ზონის ქოშებს, საცვლებს და კომბინიზონს (რომელთა რეცხვა ხდება მხოლოდ შიგნით ანუ სუფთა ზონაში მოწყობილ სამრეცხაოში), ფერმაში შესვლამდე კი იცვლი რეზინის ჩექმებს რომელსაც ატარებ ან ფეხსაცმლის აბაზანებში ან დეზოხალიჩაში.
სუფთა ზონაში დაუშვებელია ნივთების შეტანა დეზინფექციის გარეშე, დიდი ნივთები მუშავდება სველი დეზინფექციის მეთოდით ხოლო პატრა ნივთები ფუმიგაციით რისთვისაც ეწყობა საფუმიგაციო ყუთი ორი კარით, ერთი კარი უნდა იყოს სუფთა ზონისკენ მეორე კი პირობით დაბინძურებული ზონისკენ საიდანაც აწყობ ნივთებს, აყენებ ფუმიგაციისთვის საჭირო რეაქციას და უკვე დაფუმიგაციებულს იღებ მეორე სუფთა მხრიდან.

კიდევ ქვეყნის ნიუანსებია რომლის ჩამოთვლასაც მთელი დღე არ ეყოფა. 100%-ით დაზღვეული არასდროს არ ხარ რადგან ერთმა პატარა შეცდომამ შეიზლება გამოიწვიოს ვირუსის შეტანა მაგრამ 100%-იან განწირულობას მემგონი ჯობია რომ 90%-ით დაცული იყო. კიდევ ვიძახი რაც აქ დავწერე ბიოუსაფრთხოების ზომების მხოლოდ მცირე ნაწილია.

მე ამჟამად ვმუშაობ ერთერთი ყველაზე დიდი საწარმოს ვეტ-სანიტ ხელმძრვანელად და მთელი კანონმდებლობა მაქვს შექმნილი ბიოუსაფრთხოების ზომებისთვის, თუმცა ჩემი შემთხვევაც არაა დაცული 100%-ით მაგრამ მე ვიცი რომ რომელიმე ფერმა რომ დამიინფიცირდეს დანარჩენებს დავიცავ და მხოლოდ იმ ფერმას ვიზარალებთ, გავაჩერებთ გავატარებთ სანაციას გაძლიერებული ზომებით. დავაყოვნებ ფერმას რაღაც პერიოდით შემდეგ ჩავატარებ დასკვნით დეზინფექციას ისევ ორი მეთოდით და გავაგრძელებ საქმეს.

ასე მუშაობს მთელი მსოფლიო სადაც არაკეთილსაიმედო კერებია.

რაც შეეხება აირწვეტოვან გზას. მინდა გითხრა რომ მაინც სხვანაირი წარმოდგენა გაქვს დაავადების ამ გზით გავრცელებაზე. ასეთი გზით დაავადებას შეუძლია გავრცელდეს მხოლოდ გარკვეულ მანძილზე და განსაკუთრებით ხელსაყრელი პირობებია დახურულ ნაგებობაში. ფერმიდან ფერმაზე დაავადების აირწვეთოვანი გზით გადასვლის არანაირი შანსი არარის, ფერმიდან ფერმაზე დაავადება შეიძლება გადაიტანო ალიმენტარული გზით ხოლო თუ შენს ფერმის შენობაში ერთი ღორიც დაავადდა აი მერე უკვე აირწვეტოვანი ფაქტორით ხარ განწირული.

ამიტომაა რომ ღორები ეზოში გაშვებული არ უნდა გყავდეთ რადგან გაშვებული ღორი ნებისმიერ დროს შეიძლება მოხვდეს დაავადების მტარებელთან ისეთ მანძილზე რომ ისიც დაავადდეს ხოლო მერე უკვე სახში შეგდებული ღრუტუნა დაგიინფიცირებს მტელ ფერმას სულ რაღაც 12 საათში.

ასე რომ რუსეთის მაგალითით მაინცდამაინც ნუ იმსჯელებ პლიიიზ, ევროპის ბევრმა ქვეყანამ იწვნია აფრიკული ცხელება და იცი რა მეთოდით აღმოფხვრეს?
სწორი ბიოუსაფრთხოების მიდგომით!!!

იმედია ამ უზარმაზარ პოსტს ბევრი გაითვალისწინებს. ბევრჯერ მინდა ხოლმე კომენტარების გაკეთება მარა ზალიან დაკავებული ვარ და სამწუხაროდ ბევრჯერ ვერ შემოვდივარ რჩევებით სოფლის მეურნეობის თემაში.

პატივისცემით ყველასთან!

100 % გეთანხმები ბიო უსაფრთხოებას ალტერნატივ არ ააქვს.მაგრამ ... მე 2 წელია ვეწევი მეღორეობას საკმაო ცოდნას დავაგროვე მაგრამ ბევრი კიდე არ ვიცი ნელ ნელა სწავლის პროცესში ვარ,და მე რო მინდა ისე ვერ მაქვს ბიო უსაფრთხოება დაცული გარკვეული მიზეზების გამო ეს მიზეზი ფულია სათანადოდ დაგეგმილი და აშენებული შენობა ნაგებობები.გლეხი უბრალოდ ვერ დაიცავს ბიო უსაფრხოებას მითუმეტეს ქუჩაში გადაყრილი ღორებით.ყველას ვაძლევ ჩემს ირგვლივ რჩევებს მაგრამ ნაკლებად ითვალისწინებენ ყველა "უდიპლომო სასიძო" ს ხედვით იყურებიან ღორი მაშინაო კაიო როცა იაფი ჯდებაო ზარალის რისკს არ ითვალისწინებენ.მე ჩემსას მაინც ვაკეთებ ხოლმე და ვაფრთხილებ გლეხებს ვინც გაითვალისწინებს გაითვალისწინებს ვინც არა და ....
* * *
QUOTE (iorkezi7777 @ 10 Jun 2013, 14:41 )
QUOTE (iko-iko @ 10 Jun 2013, 12:27 )
iorkezi7777
QUOTE
არა ძამი ეგ რა შვაშია შენს ცოდნას და გამოცდილებას დიდ პატივს ვცემ და არც ეჭვი მეპარება შენი ყველა პოსტს ვარ გაცნობილი.უბრალოდ მე რუსეთიში ვიყავი 2თვის წინ და იქ შევხდი ვეტერინარებს და კონკრეტულ ამ თემასთან დაკავშირებით ამომწურავი პასუხები მივიღე ფაქტებით გამყარებული.უზარმაზარი ფერმები ვნახე განადგურებული აფრიკული ცხელებით. სიმბტომები იდენტურია კლასიკურს და აფრიკულს შორის მაგრამ ეგ უკანასკნელი ჰაერ წვეტოვანი გზით გადადის. იქ ფერმები სრულად იზოლირებულია ყველაფრისაგან.

რუსეთში არ ვიცი როგორ ხდება ბიოუსაფრთხოების დაცვა, მაგრამ კერებში კიარა ისედაც უნდა დაიცვა ბიოუსაფრთხოება. კერძოდ ფერმა უნდა იყოს იზოლირებული და ცხოველები კაპიტალურ შენობაში.
ფერმის ტერიტორიაზე ავტომობილის მიღება უნდა ხდებოდეს სრული დეზინფექციის გავლით (რუსეთში ორმოში გაახვანხვალებენ და ამას ეძახიან დეზინფექციას).
ფერმის ტერიტორია უნდა იყოს გაყოფილი ორ ზონად ხოლო მესამე ზონად უნდა ითვლებოდეს გარე ზონა (ყველაზე დიდი საფრთხე)
ფერმის შესასვლელი ისე უნდა იყოს მოწყობილი რომ სხვა ალტერნატიული (ჩორნიხოდებიდან) შესასვლელებიდან შეუძლებელი იყოს შესვლა.
შესასვლელი უნდა იყოს სანიტარული გამტარით რომელიც წყვეტს კონტაქტს გარე სამყაროსა და შიდა გარემოს შორის. ეს უკანასკნელი კი უნდა მოეწყოს შემდეგნაირად: სანგამტარის შესვლის ნაწილში ეწყობა გარდერობი სადაც იხდი ტანსაცმელს (ტრუსების ჩათვლით) იცმევ სპეციალურ აბაზანის ქოშებს რითიც ბანაობ და გადადიხარ მეორე უკვე სუფთა ზონაში სადაც იცვავ შიდა ზონის ქოშებს, საცვლებს და კომბინიზონს (რომელთა რეცხვა ხდება მხოლოდ შიგნით ანუ სუფთა ზონაში მოწყობილ სამრეცხაოში), ფერმაში შესვლამდე კი იცვლი რეზინის ჩექმებს რომელსაც ატარებ ან ფეხსაცმლის აბაზანებში ან დეზოხალიჩაში.
სუფთა ზონაში დაუშვებელია ნივთების შეტანა დეზინფექციის გარეშე, დიდი ნივთები მუშავდება სველი დეზინფექციის მეთოდით ხოლო პატრა ნივთები ფუმიგაციით რისთვისაც ეწყობა საფუმიგაციო ყუთი ორი კარით, ერთი კარი უნდა იყოს სუფთა ზონისკენ მეორე კი პირობით დაბინძურებული ზონისკენ საიდანაც აწყობ ნივთებს, აყენებ ფუმიგაციისთვის საჭირო რეაქციას და უკვე დაფუმიგაციებულს იღებ მეორე სუფთა მხრიდან.

კიდევ ქვეყნის ნიუანსებია რომლის ჩამოთვლასაც მთელი დღე არ ეყოფა. 100%-ით დაზღვეული არასდროს არ ხარ რადგან ერთმა პატარა შეცდომამ შეიზლება გამოიწვიოს ვირუსის შეტანა მაგრამ 100%-იან განწირულობას მემგონი ჯობია რომ 90%-ით დაცული იყო. კიდევ ვიძახი რაც აქ დავწერე ბიოუსაფრთხოების ზომების მხოლოდ მცირე ნაწილია.

მე ამჟამად ვმუშაობ ერთერთი ყველაზე დიდი საწარმოს ვეტ-სანიტ ხელმძრვანელად და მთელი კანონმდებლობა მაქვს შექმნილი ბიოუსაფრთხოების ზომებისთვის, თუმცა ჩემი შემთხვევაც არაა დაცული 100%-ით მაგრამ მე ვიცი რომ რომელიმე ფერმა რომ დამიინფიცირდეს დანარჩენებს დავიცავ და მხოლოდ იმ ფერმას ვიზარალებთ, გავაჩერებთ გავატარებთ სანაციას გაძლიერებული ზომებით. დავაყოვნებ ფერმას რაღაც პერიოდით შემდეგ ჩავატარებ დასკვნით დეზინფექციას ისევ ორი მეთოდით და გავაგრძელებ საქმეს.

ასე მუშაობს მთელი მსოფლიო სადაც არაკეთილსაიმედო კერებია.

რაც შეეხება აირწვეტოვან გზას. მინდა გითხრა რომ მაინც სხვანაირი წარმოდგენა გაქვს დაავადების ამ გზით გავრცელებაზე. ასეთი გზით დაავადებას შეუძლია გავრცელდეს მხოლოდ გარკვეულ მანძილზე და განსაკუთრებით ხელსაყრელი პირობებია დახურულ ნაგებობაში. ფერმიდან ფერმაზე დაავადების აირწვეთოვანი გზით გადასვლის არანაირი შანსი არარის, ფერმიდან ფერმაზე დაავადება შეიძლება გადაიტანო ალიმენტარული გზით ხოლო თუ შენს ფერმის შენობაში ერთი ღორიც დაავადდა აი მერე უკვე აირწვეტოვანი ფაქტორით ხარ განწირული.

ამიტომაა რომ ღორები ეზოში გაშვებული არ უნდა გყავდეთ რადგან გაშვებული ღორი ნებისმიერ დროს შეიძლება მოხვდეს დაავადების მტარებელთან ისეთ მანძილზე რომ ისიც დაავადდეს ხოლო მერე უკვე სახში შეგდებული ღრუტუნა დაგიინფიცირებს მტელ ფერმას სულ რაღაც 12 საათში.

ასე რომ რუსეთის მაგალითით მაინცდამაინც ნუ იმსჯელებ პლიიიზ, ევროპის ბევრმა ქვეყანამ იწვნია აფრიკული ცხელება და იცი რა მეთოდით აღმოფხვრეს?
სწორი ბიოუსაფრთხოების მიდგომით!!!

იმედია ამ უზარმაზარ პოსტს ბევრი გაითვალისწინებს. ბევრჯერ მინდა ხოლმე კომენტარების გაკეთება მარა ზალიან დაკავებული ვარ და სამწუხაროდ ბევრჯერ ვერ შემოვდივარ რჩევებით სოფლის მეურნეობის თემაში.

პატივისცემით ყველასთან!

100 % გეთანხმები ბიო უსაფრთხოებას ალტერნატივ არ ააქვს.მაგრამ ... მე 2 წელია ვეწევი მეღორეობას საკმაო ცოდნას დავაგროვე მაგრამ ბევრი კიდე არ ვიცი ნელ ნელა სწავლის პროცესში ვარ,და მე რო მინდა ისე ვერ მაქვს ბიო უსაფრთხოება დაცული გარკვეული მიზეზების გამო ეს მიზეზი ფულია სათანადოდ დაგეგმილი და აშენებული შენობა ნაგებობები.გლეხი უბრალოდ ვერ დაიცავს ბიო უსაფრხოებას მითუმეტეს ქუჩაში გადაყრილი ღორებით.ყველას ვაძლევ ჩემს ირგვლივ რჩევებს მაგრამ ნაკლებად ითვალისწინებენ ყველა "უდიპლომო სასიძო" ს ხედვით იყურებიან ღორი მაშინაო კაიო როცა იაფი ჯდებაო ზარალის რისკს არ ითვალისწინებენ.მე ჩემსას მაინც ვაკეთებ ხოლმე და ვაფრთხილებ გლეხებს ვინც გაითვალისწინებს გაითვალისწინებს ვინც არა და ....

მთელი რუსეთი ბიო სტიმულატორებზეა გადასული ჩვენთან რო გემოა აქვს ხორცს ან ლორს რავი მე ვერსად ვერ ვნახე ბადალი.
* * *
QUOTE (022022 @ 10 Jun 2013, 12:12 )
პრემიქს ვურევთ საკვებში და იქ არის საკმარისი ვიტამინები თევზის ფკვილიც არის, მარტო თევზის ფქვილს ვერიდებით ცოდა მეტი რომ მოგივიდეს საჭმელში ხორცს აძლევს მერე სპეციპიკურ გემოს ანუ ცოდა თევზის გემო დაკრავს ხორცს მერე

რავი ძმა მე კარგად ვიყენებ 5% ით ვიწყებ 4 თვემდე და 2% ით ვამთავრებ რეალიზაციამდე არანაირ გემოს არ აუკიდებია გოჭებს მაგრად ზრდის.

Posted by: iko-iko 10 Jun 2013, 16:09
iorkezi7777
QUOTE
ვერ მაქვს ბიო უსაფრთხოება დაცული გარკვეული მიზეზების გამო ეს მიზეზი ფულია


ყველაზე სამწუხარო პრობლემა საქართველოს სოფლის მეურნეობასი sad.gif

Posted by: iorkezi7777 10 Jun 2013, 21:20
კი ნამდვილ გეთანხმები აუცილებელია ჩემი აზრით ამ სფეროში სუფსიდირების პროგრამები სახელმწიფოსგან.ეგ უკანასკნელი კი ჯერ არ ჩანს ჰორიზონტზე სამწუხაროდsad.gif

Posted by: 022022 11 Jun 2013, 16:47
თქვენი აზრი მაინტერესებს საკვებთან დაკავშირებით რაციონში პურის გარევა როგორ ისახება ღორზე აუ დალბობა და მასში კერის და კოპტონის გარევა და რა დოზით შეიძლება მისი მიღება

Posted by: jangulashvili 18 Jun 2013, 21:20
ერთი კითხვა მაქვს,მამალი ღორი რა ხნიდან შეიძლება რო მივუშვა დედალთან? პ.ს. ჩაინიკური კითხვისთვის ბოდიში:დ

Posted by: 022022 18 Jun 2013, 22:00
7 თვიდან შეიძლება ნუ ესე წერია ლიტერატურაში მარა უმჯობესია წლამდე რომ მოზარდო და მერე მიუშვა ზდრასრული იკნება უკვე

Posted by: jangulashvili 19 Jun 2013, 03:20
QUOTE (022022 @ 18 Jun 2013, 22:00 )
7 თვიდან შეიძლება ნუ ესე წერია ლიტერატურაში მარა უმჯობესია წლამდე რომ მოზარდო და მერე მიუშვა ზდრასრული იკნება უკვე

გაიხარე მადლობა

....................................................

Posted by: iorkezi7777 23 Jun 2013, 22:56
QUOTE (022022 @ 11 Jun 2013, 16:47 )
თქვენი აზრი მაინტერესებს საკვებთან დაკავშირებით რაციონში პურის გარევა როგორ ისახება ღორზე აუ დალბობა და მასში კერის და კოპტონის გარევა და რა დოზით შეიძლება მისი მიღება

მე როგორც ვიცი დალბობილ პურში მიტუმეტეს ზაფხულში ტოკსიკურ ბაქტერიები ჩქარა ვითარდება და რეკომენდირებული არააა ევროპაში მე როგორც ვიცი სულ სხვანაირად აფასოებენ და ამუშავებენ საჭმლის ანარჩენებს.

Posted by: abuka 3 Jul 2013, 00:32
გამარჯობა! ვინმეს შეუძლია მომაწოდოს ინფორმაცია :ლანდრასის: ჯიშზე? აქვს ვინმეს ფერმა სადაც ყიდვა შემეძლება?

Posted by: 022022 4 Jul 2013, 00:29
მე მყავს ლანდრას გოჭები ფერმა თბილისშია ( თელოვანში) 599312444 გიორგი

Posted by: FRIDRIX 4 Jul 2013, 05:53
022022
ფასი 30 კილოიანის 1 გოჭის

Posted by: SaIrMe 4 Jul 2013, 19:09
ლუდს რომ ხდიან იმის ნარჩენები, თუ შეიძლება ვაჭამო ღორებს ანუ თუ რამე კვებითი ღირებულება აქვს და ისიც მაინტერესებს პირიქით ხო არ ავნებს? წინასწარ მადლობა

Posted by: 022022 5 Jul 2013, 09:48
30 კილოიანები არ არიან არიან 10-15 კილომდე კილო 10 ლარი

Posted by: abuka 13 Jul 2013, 21:40
ქერის ფასი რა არის ამ ეტაპზე? იცით ვინმემ?

Posted by: 022022 15 Jul 2013, 00:26
ეხლა ვიყიდე 15 ტონა 0.45 თეთრად გამომშრალი

Posted by: iorkezi7777 7 Aug 2013, 11:29
ქერი და ხორბალი რაღირს ხოარ იცით აღების ფასი?

Posted by: mirian77 21 Aug 2013, 13:22
QUOTE
ლუდს რომ ხდიან იმის ნარჩენები, თუ შეიძლება ვაჭამო ღორებს ანუ თუ რამე კვებითი ღირებულება აქვს და ისიც მაინტერესებს პირიქით ხო არ ავნებს? წინასწარ მადლობა

ვინმემ თუ იცით,ნუ დაგვზარდებით იქნებ გვიპასუხოთ,მეც მაინტერესებს...

Posted by: suxumski7 22 Aug 2013, 20:27
QUOTE
ლუდს რომ ხდიან იმის ნარჩენები, თუ შეიძლება ვაჭამო ღორებს ანუ თუ რამე კვებითი ღირებულება აქვს და ისიც მაინტერესებს პირიქით ხო არ ავნებს? წინასწარ მადლობა ვინმემ თუ იცით,ნუ დაგვზარდებით იქნებ გვიპასუხოთ,მეც მაინტერესებს...


არამგონია რამე კვებითი ღირებულება ჰქონდეს იმიტომ რომ ხარშვის დროს ვიტამინებს კარგავს. ვნებით არ ვნებს მეტი მეტი დათვრეს და ქალი მოგთხოვოს smile.gif

ლუდის ნარჩენებს თევზის საკვებად იყენებენ !!!

Posted by: gabrieli2010 23 Aug 2013, 09:51
მეც მაინტერესებს ესთემა,ხომ არავინ იცით ღორების ხელოვნური განაყოფიერების შესახებ რამე.

Posted by: spana84 28 Aug 2013, 01:22
სალამი ყველას. Mეგობრებო ერთი რაღაც მაინტერესებს. მთელი ბავშვობა ვუყურებდი სოფელში ღორებს როგორ ზრდიდნენ "წაქი"თ იმერულად ასე ქვია ყველის ამოყვანის შემდეგ დარჩენილ შრატს. დავუშვათ 20 ძროხა რომ გყავდეს და მისი შრატით ღორები კვებო და პარალელური მეურნეობა გააკეთო ეს არარეალურია? დიდ რაოდენობაზე და 100 ღორიან ფერმაზე არაა საუბარი ვთქვათ 2-3 სადედე და ერტი კერატი რომ გყავდეს. მემგონი საკმაო შემოსავალი უნდა მოიტანოს. რას მირჩევთ? გამოვა თუ არა ამ საქმიდან რამე და რა დამატებითი საკვების მიცემა იქნება აუცილებელი. წინასწარ გმადლობთ smile.gif

Posted by: nik091 30 Aug 2013, 23:37
სალამი ყველას, დაინტერესებული ვარ კარგი ჯიშის ღორი შევიძინო, ხომ ვერ მიმასწავლით სადმე, 571077008 მომწერეტ, ან მაილზე nikatsirdava@gmail.com მადლობა წინასწარ !!

Posted by: mirian77 30 Sep 2013, 15:50
QUOTE
,ხომ არავინ იცით ღორების ხელოვნური განაყოფიერების შესახებ რამე.

..........................................................................................................................................................................

Posted by: mirian77 9 Oct 2013, 21:08
QUOTE
მეტი მეტი დათვრეს და ქალი მოგთხოვოს smile.gif

ლუდის ნარჩენებს თევზის საკვებად იყენებენ !!!

თევზებს არუნდებათ ქალები მერე biggrin.gif

Posted by: iko-iko 11 Oct 2013, 09:21
ლუდის წარმოების ანარჩენები მერორეობისთვის ნაკლებად ფასეული პროდუქტია. შეიძლება ითქვას რომ არ გამოიყენება.

Posted by: დიაბლო 15 Oct 2013, 18:58
iko-iko
მაშ რითი კვებავენ ღორებს? .

Posted by: iko-iko 16 Oct 2013, 14:07
დიაბლო
კომბინირებული საკვებით რომელიც არის სხვადასხვა სახის, ასაკის და ფიზიოლოგიური მდგომარეობის მიხედვით.

Posted by: ჭყონდიდი 28 Oct 2013, 23:54
გამარჯობათ ბატონებო
მინდა იაფი სესხის აღება ღორის ფერმის,მისი საკვების და შემდგომში ხორცის გადამუშავების მიზნოთ
მაქვს 8 ჰა მიწა კახეთში,ვიცი რა უნდა დავთესო რომ უზრუნველვყო პროტეინითა და სხვა კვებითი კომპონენტებით და სხვ.
სესხს იძლევიან კოოპერატივზე მინიმუმ 3-5 პირის შემადგენლობით...ასე რომ ვეძებ კეთილსინდისიერ,ღვთისნიერ,შრომისმოყვარე და
წარმატების სურვილის მქონეთ.
ძალიან ნუ გამაკრიტიკებთ,ქილიკოსებს და ცინიკოსებს ალბათ აქ არ უშვებთ...
მოკლედ ღვთის იმედით და შეწევნით მე მაინც გავაკეთებ რაღაცას...

Posted by: mirian77 29 Oct 2013, 20:13
QUOTE
ხომ არავინ იცით ღორების ხელოვნური განაყოფიერების შესახებ რამე.


Posted by: iko-iko 30 Oct 2013, 00:22
mirian77
სამწუხაროდ ღორების ხელოვნური განაყოფიერება ისეთივე პრინციპით ვერ ხორციელდება როგორიც საქონელზე. იმიტომ, რომ ღორის სპერმა ღრმა გაყინვით ვერ იყინება და შესაბამისად დიდხანს ვერ ინახება.

ამიტომ ღორების ხელოვნური დათესლვა პრაქტიკაში წარმოდგენილია სულ სხვა გვარად, კერძოდ კი კერატ მწარმოებელს სპერმას ართმევენ, აკეთებენ განზავებას და იყენებენ მხოლოდ რამდენიმე ნეზვზე* თანაც მხოლოდ მოკლე პერიოდის მანძილზე 24-48სთ.

*მხოლოდ რამდენიმე ნეზვს იმიტომ რომ ღორის ეაკულატში სპერმატოზოიდების სიხშირე ძალიან დაბალია, ნეზვის განაყოფიერბისთვის კი ამ პარამეტრს უდიდესი მნიშვნელობა აქვს, ამიტომ ვერ აკეთებენ დიდ განზავებებს.

ყოველივე ზემოთ ჩამოთვლილიდან გამომდინარე ღორების ხელოვნურ დათესლვას იყენებენ დიდი მეურნეობები რომელთაც ყავთ რამდენიმე გენეტიკურად ფასეული მწარმოებელი და ბევრი კერატის შენახვაც არ აწყობთ. ნეზვების დაგრილებას წინასწარ გეგმავენ ციკლების მიხედვით, ახურებაში მოსული ნეზვების გარკვეული ჯგუფისთვის იღებენ სპერმას, აკეთებენ არც თუ დიდ განზავებას და აგრილებენ. ვოოოოოოტ

ეხლა დასკვნა: ბუღის სპერმასავით კასრში შენახული და თაროზე შემოდებული ღორის სპერმა არ არსებობს, შესაბამისად მაგის ყიდვა შეიძლება მხოლოდ ისეთ მეურნეობაში სადაც დანერგილია ღორების ახალგანზავებული (ზოგჯერ გაციებული) სპერმით ხელოვნური დათესლვა. თან კერატი უნდა იყოს იმ პერიოდში რომ პატრონს შეეძლოს იმ მომენტისათვის სპერმის აღებას, უნდა გააქცუნო ეს გამზადებული მასალა და დათესლო ახურებული ნეზვი. ასეთი მეურნეობა საქართველოში არის თუ არა ვერ გეტყვი.

ვიცი გული გაგიტყდებოდა მაგრამ ეს ფაქტია. თუ სადმე გავიდე რომ რომელიმე მეურნეობას ზემოაღნიშნული მეთოდი აქვს დანერგილი აუცილებლად შეგატყობინებ wink.gif

Posted by: mirian77 30 Oct 2013, 20:25
iko-iko
დიდი მადლობა ამომწურავი პასუხისთვის,არადა საქონელზე მქონდა გაგებული....

Posted by: iko-iko 30 Oct 2013, 20:47
mirian77
ყოველთვის მზად ვარ smile.gif

Posted by: ჭყონდიდი 30 Oct 2013, 22:11
ე.ი. აქ კომპანიონის პოვნის ალბათობა ცოტაა...

Posted by: mirian77 7 Nov 2013, 13:53
iko-iko
გაიხარე,განათლებული,დაუზარელი ადამიანი ბრძანდებით,ბევრი რჩევა გამომადგა თქვენი.....

Posted by: babala 1 Dec 2013, 18:05
iko-iko
გამარჯონათ მანტერესეებს ღორს კომბოსტოო რო აჩამოო თუ შეიძლება ყოვდღიურად ხო არ გაბერავს?????

Posted by: babala 3 Dec 2013, 14:30
კი მარა არავინ არ იციიით ? :||||||||

Posted by: iko-iko 4 Dec 2013, 12:35
კარგი ხარისხის კომბოსტო შეგიძლია ჩაურთო რაციონში ღორებს, ოღონდ მხოლოდ ასხლეტილ ქუბებს და სუქების დროს.


Posted by: SaIrMe 15 Dec 2013, 10:59
გამარჯობათ ღორმა დაყარა გოჭები. რა აცრები უნდა ჩაუტარო, ხომ ვერავინ მეტყვის. ზოგი მეუბნება მესამე დღეს რკინის შემცველი პრეპარატი კალიდექსი რომელიც ვერ ვიშოვე. ისე დედაღორს გარეული ვაშლის ჩირს ვაჭმევ და რკინა დაჭირდება. ზოგი მეუბნება ,,ოქსტრა" გაუკეთეო. რავიცი დავიბენი რავქნა.

Posted by: Just_Me_ 24 Dec 2013, 14:10
ღორებისთვის კარალიოკი არ გინდათ?
ერთი ათი ტონაა გასაყიდი ათ თეთრად.

Posted by: SaIrMe 8 Jan 2014, 00:47
QUOTE
გამარჯობათ ღორმა დაყარა გოჭები. რა აცრები უნდა ჩაუტარო, ხომ ვერავინ მეტყვის. ზოგი მეუბნება მესამე დღეს რკინის შემცველი პრეპარატი კალიდექსი რომელიც ვერ ვიშოვე. ისე დედაღორს გარეული ვაშლის ჩირს ვაჭმევ  და რკინა დაჭირდება.  ზოგი მეუბნება  ,,ოქსტრა" გაუკეთეო. რავიცი დავიბენი რავქნა.

არ შეგიძლიათ ვინმეს პასუხის გაცემა, რით უდა აიცრას გოჭი დაბადებიდან და ამჟამად რომელი პრეპარატებია კარგი საქართველოშიიიიიიიიიიიიიიიიი

Posted by: iko-iko 8 Jan 2014, 12:28
SaIrMe
QUOTE
გამარჯობათ ღორმა დაყარა გოჭები. რა აცრები უნდა ჩაუტარო, ხომ ვერავინ მეტყვის. ზოგი მეუბნება მესამე დღეს რკინის შემცველი პრეპარატი კალიდექსი რომელიც ვერ ვიშოვე. ისე დედაღორს გარეული ვაშლის ჩირს ვაჭმევ და რკინა დაჭირდება. ზოგი მეუბნება ,,ოქსტრა" გაუკეთეო. რავიცი დავიბენი რავქნა.


გოჭებს ძირითადად უტარდება ვაქცინაცია 1) კლასიკურ ჭირზე; 2) წითელ ქარზე; (თუ სპორადიული შემთხვევები ყოფილა) 3) აუესკის დაავადებაზე; 4) პასტერელოზზე; 5) დიზინტერიაზე. ვაქცინის შეყვანის ვადები პრიორიტეტულად განისაზღვრება თვითონ პრეპარატების ინსტრუქციის შესაბამისად და ეპიდ.სიტუაციის გათვალისწინებით (ვეტექიმმა უნდა განსაზღვროს).

რკინის პრეპარატი სასურველია გაუკეტდეს 3-5 დღის ასაკში, მეორედ 2-3 კვირის ასაკში და მესამედ ასხლეტვის პერიოდში.

ოქსტრა არის ანტიბიოტიკი და ინისნება ბაქტერიული წარმოშობის დაავადებების დროს. თუ საჭიროება არ არის რატომ უნდა გაუკეთო?


Posted by: aidardi 6 Feb 2014, 23:25
1 კვირაში ვაპირებ, ვიყიდო 7 ბურვაკი, 20-25 კილოინ კარგ ჯიშიან ბურვაკებს 180 ლარად, პირველად ვაკეთებ ამ საქმეს და იმედია წარმატებით გავართმევ თავს.

Posted by: iko-iko 7 Feb 2014, 11:06
aidardi
გილოცავ და წარმატებებს გისურვებ. მერე მოგვწერე წარმატების ამბები.

Posted by: iakhsari 13 Feb 2014, 15:04
iko-iko
რა მაინტერსებს.....

ნაღდსი ლანდრასის ჯიშის ღორი რამდენ გოჭს ყრის საშუალოდ...

და ზრდასრული ღორი რამდენს იწონის საშუალოდ?

მადლობა წინასწარ

ამ ლინკზე მოცემულია ბრიტანული ღორები და რომელი ჯობია, რომ ჩამოვიყვანო?

http://www.lovepork.co.uk/love-pigs/pig-breeds/

Posted by: iko-iko 13 Mar 2014, 18:05
iakhsari
10-12 გოჭს იძლევა საშუალოდ. ცოცხალი მასა დიდი აქვს ზუსტად არ მახსოვს

ლინკზე ჩამოთვლილთაგან გააჩნია შენ რა გინდა ყველაც კარგია smile.gif

Posted by: Gurulo22 23 Mar 2014, 15:04
გამრჯობა.

მაინტერესებს რამენად მომგებიანია ღორების მეურნეობის აწყობა. თავიდან ცოტა რაოდენობით , 5-დან 7-ამდე. რა ჯდება თითო კარგი ჯიშის ბურვაკი და საბოლოოდ რა არის გასაყიდი რორის ფასი. ასევე კების ხარჯი როგორია თვეში თითოზე.

რა რჩევებს მომცემდით რითი უნდა დავიყწო და რა გავითვალისწინო .

საკუთარი მიწა მაქვს სადაც შემეძლება ფერმის მოწყობა.

მადლობთ წინასწარ.

Posted by: Gurulo22 27 Mar 2014, 15:49
არავინ არ ხართ ისეთი რომ, რამე ცოდნა გქონდეთ ამ საქმეში და დამეხმაროთ?

Posted by: giorgi77048 27 Mar 2014, 18:40
QUOTE
არავინ არ ხართ ისეთი რომ, რამე ცოდნა გქონდეთ ამ საქმეში და დამეხმაროთ?

წინა პოსტებს გადაავლე თვალი და ბევრ სიანტერესო რჩევებს ამოიკითხავ ამ საქმესთან დაკავშირებით.

Posted by: Nikaba 2 Apr 2014, 21:02
მეც დავწერ ერთ ჩაინიკურ კითხვას
მთელი გვვერდი გადავიკითხე და ზოგი წერს გოჭებს 6 კილო უნდა აჭამოს, ზოგმა 26იო, ზოგმა შენ ნებაზეაო,
მე რა მაინტერესებს, სათითაოდ, გოჭები ცალ-ცალკე უნდა გყავდეს კვების დროს? იმიტომ რომ ყველა ერთად თუ იქნება ძმაკაცურად გაიყოფენ საჭმელს თუ როგორ იქნება ეს საქმე?
აი ესეთი ჩაინიკური კითხვა მაქვს, იქნებ გამცეს ვინმემ ხმა

Posted by: giorgi77048 6 Apr 2014, 13:37
თუ გყავთ ვისმეს სუფთა ჯიშის ლანდრასი, გოჭს ვიყიდი 15 კგ-მდე მამალს დაუკოდავს, ოღონდ ეხლა მინდა, რამოდენიმე დღის მანძილზე, ერთი კვირის მერე აღარ მენდომება. ვისაც გყავთ დატოვეთ ნომერი, ან თქვენ დამიკავშირდით: 598165304. სულ თეთრი უნდა იყოს აუცილებლად, შავს ან ჭრელს არ ვიყიდი

Posted by: besabarsa 21 May 2014, 23:44
ქერი მაქვს დარჩენილი შარშანდელი სუფთა და გამომშრალი მსურველმა დარეკოს 595411410

Posted by: ToreXx 30 May 2014, 11:14
მოგესალმებით ყველას.

პირველ რიგში მაინტერესებს, თუ ვინმეს შეუძლია მითხრას რამდენი ჯდება ერთი ღორის საკვები 1 თვის მანძილზე. რათქმაუნდა ღორის ასაკის შესაბამისად. მაგალითად, 2 თვის, 4 თვის და ა.შ.


რა საკვები შეიძლება მივაწოდოთ, რამდენი და საკვების ფასი.

Posted by: abuka 5 Jun 2014, 15:12
დედა ღორს რამდენ კილოს აჭმევტ დღეში და რამდენჯერ?და რას აჭმევთ ძირითადად?

Posted by: SaIrMe 19 Jun 2014, 00:08
გამარჯობათ. რამდენ ხანში შეიძლება 1.5 წლის კერატის დაკვლა, კასტრაციის შემდეგ, ხორცს სპეციფიკური გემო რომ არ ჰქონდეს?
* * *
QUOTE
დედა ღორს რამდენ კილოს აჭმევტ დღეში და რამდენჯერ?და რას აჭმევთ ძირითადად?

დაგუგლე ,,кормление свиноматок''
* * *
QUOTE
Gurulo22

პირველ რიგში მიწა უნდა გქონდეს სადაც მოსავალი გექნება იმდენი რომ მინიმუმ საკვების 50 პროცენტი მაინც შენი გქონდეს. მეორე რიგში სუფთა საღორე გინდა წყლით და კანალიზაციით. და მესამე კეთილსინდისიანი მომვლელი. ჩემი აზრით ამის შედეგ შეგიძლია იფიქრო ამ არცთუ ადვილ მაგრამ ნორმალურად მომგებიან საქმეზე.

Posted by: gurjii 30 Jun 2014, 20:32
ბიჭები დახმარება მჭირდება თქვენი. 5 გოჭის ყიდვა მინდა 4 მამალის ერთი დედალის. მირჩიეთ რომელი ჯიში ვიყიდო? ან სად ვიყიდო ვინმეს ხომ არ იცნობთ ვინც ყიდის? და კიდევ ვაპირებ პურის ქარხანაში მივიდე და გამხმარი პურები ვიყიდო გოჭებისთვის ქატოსთან ერთად ავურიო და ვაჭამო. ხომ შეიძლება?მადლობთ წინასწარ
* * *
iko-iko
იკა შემთხვევით გასაყიდი გოჭები ხომ არ გყავთ? ან ხომ ვერ მეტყვით სად ვიყიდო კარგი ჯიშის გოჭები. ვერ ვიშოვე ვერსად.

Posted by: iko-iko 1 Jul 2014, 23:04
gurjii
არა მეგობარო ვერ დაგეხმარები, არავინ მყავს გარშემო. არც მაგ სფეროსთან აღარ მაქვს საქმე და ვერ გეტყვი ნამდვილად. ძაან მცირედ შემორჩნენ ფერმერები

Posted by: gurjii 2 Jul 2014, 20:17
iakhsari
iko-iko
Gurulo22
giorgi77048
Nikaba
besabarsa
ToreXx
abuka
SaIrMe
iko-iko
ბიჭები რჩევა მჭირდება. პირვლად დავთესე სოფელში კარტოფილი. მოსავალი ყოველთვის მსხვილი ან სტანდარტული ზომის ვერ იქნება საშუალოდ 5 ტონაზე 500 კილომდე წვრილი მაინც ამოდის რასაც ვერ გაყიდი. ამიტომ ვაპირებ გოჭების შეძენას. კარტოფილი უნდა მოვუხარშო და ისე ვაჭამო ხომ შეიძლება? და კიდევ ქარხანაში ვაპირებ მისვლას და გამხმარი პურის ყიდვას სადღაც 0.20 თეთრი ღირს, ხომ შეიძლება? და კიდევ როგორ მივხვდე გოჭი რომ ჯიშიანია ხვალ ვაპირებ ფერმაში მისვლას. 3 გოჭი დაგვრჩაო ლანდარას და იოგ რაგაცის ნაჯვარიაო. როგორ მივხვდე რომ არ მატყუებს დამეხმარეთ. მადლობთ წინასწარ
* * *
ერთი მეშოკი ქატო რამდენ კილოანი არის ან რა ღირს?

Posted by: gurjii 26 Jul 2014, 15:23
iko-iko
Gurulo22
giorgi77048
Nikaba
besabarsa
ToreXx
abuka
SaIrMe
სალამი ყველას.2 თვის და 10 დღის გოჭებს რა აცრა ჩავუტარო ან ჭიაზზე დამუშავება რ უნდა? დამეხმარეთ რა

Posted by: gvene1987 7 Aug 2014, 13:56
იყიდება ჯიშიანი დედა ღორები 2 იორქშირი 200-250 კლ იანები, ლანდრასი 250 კილოიანი, 3 იოქშირის გოჭი 15 კილოიანები და 3 ლანდრასისი გოჭი 14 კილოიანები,ლანდრასისი კერატი 300 კილოიანი. 599312444 გიორგი

Posted by: iko-iko 7 Aug 2014, 17:11
gurjii
კარტოფილი შეგიძლია მოუხარშო და აწამო თამამად, მოუხარშავი სასურველი არაა, ზოგჯერ ტოქსინებს იგროვებს და მოწამლავს გოჭუნებს. პურიც სეგიძლია აჭამო საკმაოდ ბლომად პროტეინი და სახამებელი აქვს, ოღონ ამ ყველაფერს ცოტაოდენი ღერღილიც მიახმარე და კოპტონსაც თუ შეურევ მთლა კაი. წინა პოსტებში სადღაც რაციონებიც უნდა იყოს გადახედე.

ხო რაც შეეხება აცრებს და ჭიის წამალს ეგ ჩემი თემაა smile.gif გოჭები ჰელმინთებზე დაამუშავე ლევამიზოლით (kaliermisol 15%) დოზირებით 1 მლ/30კგ ცოცხალ მასაზე. დოზირება მკაცრად დაიცავი, არის ძალიან ეფექტური პრეპარატი. დეჰელმინთიზაციის მერე ერთ კვირაში დაიწყე ინფექციებზე აცრა აუცილებელია კლასიკურ ჭირზე, აუესკზე, წითელ ქარზე, პასტერელოზზე. სასურველია დიზინტერია, კლოსტრიდიოზი, კოლიბაქტერიოზი. ვაქცინაციების გარდა ხელს არ შეუშლის რკინის საინექციო პრეპარატები ანემიის საწინაარმდეგოდ ძალიან კარგ ეფექტს იძლევა.

Posted by: მორიელი 24 Aug 2014, 09:55
iko-iko

20.000 ლარით ამ საქმის დაწყებას აზრი აქვს?
გავითვალისწინოთ ის რომ შენობა ნაგებობა და ორი ჰექტარი მიწა მაქვს უკვე დანატოვარი პაპისგან. კახეთში ვაპირებთ მე და ჩემი მეგობარი
რას გვირჩევ? რითი დავიწყოთ? რა ვიყიდოთ? და ა.შ.?



Posted by: mongol 3 Sep 2014, 22:16
QUOTE (VakhoVaxo @ 27 Jul 2009, 01:52 )
ხალხო! ღორების ფერმა არის ძალიან მომგებიანი საკმე!

არის რმდენიმე კრიტერიუმი რომელიც უნდა დაკმაყოფილდეს წარმატებული საქმიანობისტვის და რისკების შესამცირებლად! ნუ შეგეშინდებათ ნურც გრიპის და სხვა ატასი დაავადების! სწორი მენეჯმენტის პირობებში ყველაფერი მოგვარებადია!

1. ჯიში;
2. საკვები ბაზა;
3. სანიტარიული ნორმების დაცვა!!!
4. მოვლა.

თუ გაინტერესებთ შემიძლია მოგაწოდოთ დეტალური ინფორმაცია ყველა საკითხზე

* * *
ლანდრასი არის ინგლისური ჯიში, რომელიც საქართველოში დღეისათვის ძირითადად გამოიყენება საჯიშედ. არანაირი ბევრი სალა არ აქვს! ისინი იყიდება გოჯებად სანაშენედ და საკმაოდ ძვირადაც: 1 კგ ცოცხალი ცონა 10ევრო!!!

გამარჯობათ მინდა ღორების ფერმის გაკეთება და თუ შეგიძლიათ კონსულტაცია გამიკეთოთ ამთემაზე? მაინტერესებს მაგალითად 10 სული ღორისთვის რამდენი კვადრატია საჭირო ფართი, ასევე რა სტრუქტურით უნდა გაკეთდეს შიდა მოწყობა, ისინი ცალკე უნდა იყვნენ თუ ერთად მოკლედ სად შეიძლება რომ ვილაპარაკოთ თუ თქვენ ამ საქმის სპეციალისტი ხართ?

Posted by: ALL-IN 6 Sep 2014, 18:10
რამდენად აბარებთ ღორებს საშუალოდ? 1 კგ?

Posted by: agrokavkaz 23 Sep 2014, 10:34
ზოგადი ინფორმაცია ღორების მოშენების დაწყების წინ http://agrokavkaz.ge/dargebi/megoreoba/zogadi-inphormatsia-ghorebis-moshenebis-datsqhebis-tsin.html

მეღორეობა-ღორის და გოჭის კვება (ენერგეტიკული საზრდოობა) http://agrokavkaz.ge/dargebi/megoreoba/meghoreoba-ghoris-da-gotchis-kveba-energetikuli-sazrdooba.html

Posted by: Hawley 24 Sep 2014, 15:01
სიმინდის ყიდვა ხომ არ გინდათ ვინმეს ღOრებისთვის? ბევრი მექნება ცოტა ხანში

Posted by: dachunia2007 26 Oct 2014, 23:07
ჩემმა ღორმა დაყარა, მანამდე ვაჭმევდი მშრალ საკვებს და ეხლა ვაჭმევ მოხარშულს, როდის უნდა გადავიყვანო ისევ მშრალ კვებაზე, ხომ ვერ მეტყვით, ჯერ გოჭები არიან 1 თვის.

Posted by: from tbilisi 29 Nov 2014, 22:12
ქონს ხო არ ყიდის ვინმე? სალის დასამზადებლად მინდა, სისტემატიურად ვიყიდი ხოლმე wink.gif
ფასი ან საკონტაქტო გამოუშვით პირადში ან აქვე დაპოსტეთ....

Posted by: will smith 30 Nov 2014, 12:35
from tbilisi
აქ ყიდიან ჩემთან ფასი მითხარი რა ღირს და ვეტყვი რო მაგ ფასში აიღებ მე აზზე არ ვარ და წამოგიღებენ

Posted by: from tbilisi 30 Nov 2014, 12:40
will smith

QUOTE
აქ ყიდიან ჩემთან ფასი მითხარი რა ღირს და ვეტყვი რო მაგ ფასში აიღებ მე აზზე არ ვარ და წამოგიღებენ


გავიგებ ზუსტ ფასს და მოგწერ...აზრზე არ ვარ აქ რა ღირს biggrin.gif ველოდები რო ვინმე გამომეხმაურება.... ისე რაც იაფი მით უკეთესი
2kiss.gif ჯიგარი ხარ

Posted by: will smith 30 Nov 2014, 12:47
from tbilisi
კაი გაიგე და დაწერე აბა მეც სევეკითხები გამყიდველს

Posted by: ggogeshvili 7 Dec 2014, 18:05
500 კგ გასუფთავებული ღორის ხორცი მინდა ყოველ დღე ტრანსპორტირებიანად. უთავო, უფეხო, გამოშიგნული.
თუ არის საშუალება ამ პირობებით 8 ლარად კილოს ყიდვა?

დამიკავშირდით პირადში აქ ვეღარ შემოვალ

Posted by: თენგო 22 Dec 2014, 21:46
QUOTE (mongol @ 3 Sep 2014, 22:16 )
QUOTE (VakhoVaxo @ 27 Jul 2009, 01:52 )
ხალხო! ღორების ფერმა : 1 კგ ცოცხალი ცონა 10ევრო!!!

გამარჯობათ მინდა ღორების ფერმის გაკეთება და თუ შეგიძლიათ კონსულტაცია გამიკეთოთ ამთემაზე? მაინტერესებს მაგალითად 10 სული ღორისთვის რამდენი კვადრატია საჭირო ფართი, ასევე რა სტრუქტურით უნდა გაკეთდეს შიდა მოწყობა, ისინი ცალკე უნდა იყვნენ თუ ერთად მოკლედ სად შეიძლება რომ ვილაპარაკოთ თუ თქვენ ამ საქმის სპეციალისტი ხართ?

ეს მეც მაინტერესებს და იქნებ დაწეროთ დაწვრილებით

Posted by: cfc 28 Dec 2014, 13:54
QUOTE

QUOTE (VakhoVaxo @ 27 Jul 2009, 01:52 )
ხალხო! ღორების ფერმა : 1 კგ ცოცხალი ცონა 10ევრო!!!

გამარჯობათ მინდა ღორების ფერმის გაკეთება და თუ შეგიძლიათ კონსულტაცია გამიკეთოთ ამთემაზე? მაინტერესებს მაგალითად 10 სული ღორისთვის რამდენი კვადრატია საჭირო ფართი, ასევე რა სტრუქტურით უნდა გაკეთდეს შიდა მოწყობა, ისინი ცალკე უნდა იყვნენ თუ ერთად მოკლედ სად შეიძლება რომ ვილაპარაკოთ თუ თქვენ ამ საქმის სპეციალისტი ხართ?

ეს მეც მაინტერესებს და იქნებ დაწეროთ დაწვრილებით


მეც მაინტერესებს )))))
არავინ არ არის აქ კომპეტენტური რომ დაგვაკვალიანოს?
ან ქუთაისთან ახლოს ხომ არ აქვს ვინმეს ფერმა რომ ჩავიდე და ადგილზე გამაცნოს სიტუაციას? (კონკურენტად თუ შემომეხედავთ გაითვალისწინეთ რომ კონკურენცია აძლიერებს ბიზნესს))))

Posted by: levani169 28 Dec 2014, 16:29
თენგო
cfc
რაზე საუბრობთ უნდა დააკონკრეტოთ შეკითხვა.ზრდასრული ღორი სხვაა და მოზარდი სხვა,აბსოლუტურად განსხვავებული სადგომი სჭირდებათ.ზრდასრული ღორი უმჯობესია ცალკე იყოლიოთ ან მაქს:ორი,ხოლო მოზარდი 4-იც შესაძლებელია ერთ დოლფარაში!საღორე ფერმა დაყოფილია ეგრ:წოდ: დოლ ფარებად,1,5-3მ დაახლოებით.უნდა მოეწყოს და დაპროექტდეს ისე რომ ადვილი იყოს საკვების მიცემა და დასუფთავება.ნუ ეხლა თბილი რომ უნდა იყოს ზამთარში და გრილი ზაფხულში ეგ თავისთავად და კიდევ ჰაერაცია და სინათლე ნორმის ფარგლებში!

Posted by: nikalashka 6 Jan 2015, 16:22
საქართველოში რა ღირს ღორი ( 105-115 კგ) ცოცხალი წონით ? ( ანუ 1 კგ ის ფასი მაინტერესებს )


ან გაყინული ხორცი?




ანუ საბუითუმო ფასი მაინტერესებს

100-150 სული სიტყვაზე

თუ გაყინულ ხორცზეა საუბარი 16 ტონიდან ზემოთ

Posted by: cfc 7 Jan 2015, 03:40
levani169

რა ჯიშის ღორების მოშენება ჯობია?
ზამთარში გათბობა უნდა? თუ შენობა შეინარჩუნებს საკმარის სითბოს?
რითი ჯობია კვება?
რა ჯდება დაახლოებით ერთი გოჭი + საჭმელი რომელიც საკმარისია გასაყიდ კონდიციებამდე მისაყვანად?
რამდენ კილომდეა რეკომენდირებული გაზრდა ანუ როდის ჯობია დაკვლა?

მადლობა წინასწარ )))

Posted by: jadgschloss 14 Jan 2015, 15:42
nikalashka
QUOTE
საქართველოში რა ღირს ღორი ( 105-115 კგ) ცოცხალი წონით


ბორჯომში მამაჩემის ძმაკაცებმა საახალწლოდ იყიდეს მაგ წონის ღორი კგ 5 ლარად. ცოცხალი წონა.

Posted by: dachunia2007 17 Jan 2015, 12:03
მყავს ლანდრასის ჯიშის დედა ღორი, რომელმაც 7 ოქტომბერს დაყარა გოჭები, უკვე თვენახევარია მოვაცილე გოჭები მაგრამ ღორი წინ ვერაფრით ვერ წამოვიყვანე არის ძალიან გამხდარი ვაჭმევ დაფქვილ სიმინდს და ქერს ერთად არეულს მშრალად რა გავაკეთო იქნებ რამე მირჩიოთ რის ბრალი უნდა იყოს?

Posted by: levani169 19 Jan 2015, 20:25
dachunia2007
QUOTE
მყავს ლანდრასის ჯიშის დედა ღორი, რომელმაც 7 ოქტომბერს დაყარა გოჭები, უკვე თვენახევარია მოვაცილე გოჭები მაგრამ ღორი წინ ვერაფრით ვერ წამოვიყვანე არის ძალიან გამხდარი ვაჭმევ დაფქვილ სიმინდს და ქერს ერთად არეულს მშრალად რა გავაკეთო იქნებ რამე მირჩიოთ რის ბრალი უნდა იყოს?

ვეტერინართან მიდი და ვიტამინი უნდა გაუკეთო,შეიძლება გაცივდა და ანტიბიოტიკიც არ აწყენს,ამ ყველაფრის შემდეგ იყიდება სპეციალური საკვები დანამატებით გამდიდრებული საკვები ღორისთვის და ის უნდა მისცე ან სულაც შეგიძლია "პრიმექსი" იყიდო და თვითონ შეურიო საკვებში.

Posted by: BIG GATSBY 20 Jan 2015, 19:10
მომგებიანია ღორები?
??????????? ვ

Posted by: gvangvali 23 Jan 2015, 12:30
https://www.youtube.com/watch?v=jJ_jOQL5Duc

Posted by: giorgi77048 5 Feb 2015, 20:09
BIG GATSBY
კიი, თუ საქმე ჭკვიანურად არის დაგეგმილი

Posted by: babala 11 Feb 2015, 22:55
გამარჯობათ ვინმეს თუ გყავთ ლანდრას ჯიშის გოჩები გასაყიდიიი?? ან ხომ არ გეგულებათ სადმე რომ ყიდიდნენ????

Posted by: jadgschloss 17 Feb 2015, 23:46
მოკლედ მინდა დაწყება ამ საქმის და გამოცდილებისგან მჭირდება ერთი ორი კეთილი რჩევა.
სადგომი მაქვს, ადრე ბაბუას ჰქონდა ფერმა. ცოტა ხელის შევლება უნდა თორემ ყველაფერი არის.
ჩაინიკური კითხვა უნდა დავსვა. ვთქვათ სიტყვაზე 10 გოჭი ვიყიდე ეხლა და საახალწლოდ რომ დავკლა სუფთა მოგება რამდენი ღორი იქნება?

Posted by: Gendelf 25 Feb 2015, 12:50
საინტერესო ბიზნესი იქნება ..........

Posted by: davita74 28 Feb 2015, 00:56
jadgschloss
QUOTE
ჩაინიკური კითხვა უნდა დავსვა. ვთქვათ სიტყვაზე 10 გოჭი ვიყიდე ეხლა და საახალწლოდ რომ დავკლა სუფთა მოგება რამდენი ღორი იქნება?



???????? თუ დაკლავ ღორი როგორ იქნება მოგება???? მოგება იქნება ხორცი რასაც მიიღებ თორე თუ დაკლავ ღორი აღარ იქნებაააა

Posted by: manutd777 1 Mar 2015, 21:49
კარტოფილის ნარჩენები ფერმებს ხომ არ უნდათ?

კარგ ფასში

Posted by: davita74 1 Mar 2015, 21:54
manutd777
QUOTE
კარტოფილის ნარჩენები ფერმებს ხომ არ უნდათ?


ხშირად გაქვს?? თუ ეხლაა რაიმე გამონაკლისი? ანუ შემდეგისთვის რომ ვიცოდე

Posted by: manutd777 2 Mar 2015, 01:40
კი სულ მექნება . ჯერ რაოდენობას ვერ გეტყვი, რამდენიმე დღეა დავიწყეთ

Posted by: davita74 2 Mar 2015, 01:48
ოკ, შეგეხმიანები, მეც ეხლა ვაპირებ დაწყებას რაღაც საქმისას შერეულ მეურნეობას და იმედია მოვილაპარაკებთ, იქნებ პირადში დამიტოვოთ ნომერი და ფასიც მაინტერესებს დაახლოებით

Posted by: new_user 4 Mar 2015, 13:33
საქონლის ჭარხალს თუ ჭამს ღორი? მირჩიეს მაგის მოყვანა ღორებისთვის და მაინტერესებს ღირს დათესვა?

Posted by: davita74 4 Mar 2015, 14:41
new_user
როგორ არ ჭამს, ტან კარგადაც ირგებს და კარგიც არის ღორისთვის, მეც მიღჩიეს და თავ მთავარი ის არის რომ საკმაოდ იაფი ჯდება მოყვანაო და შენახვის ხარჯებს შეგიმცირებს საგრძნობლადო, ეხლა ვეძებ ივფორმაციებს და თუ რამე ვიპოვე გაგიზიარებ

Posted by: new_user 5 Mar 2015, 11:50
davita74
დიდი მადლობა smile.gif ქერის დათესვას ვაპირებ 5ჰა-ზე ღორებისთვის და მირჩიეს ნახევარ ჰექტარზე საქონლის ჭარხალი გაუშვიო. სამთო ქიმიაში როა მემამულეთა კავშირი იქ ვიყავი და მაგათმა მითხრეს და ისიც დაამატეს 60 ტონამდე მოგაყვანინებთო და რაღაც გადაჭარბებული მგონია ნახევარ ჰექტარზე 60 ტონა და რას იტყვით?

Posted by: dachunia2007 5 Mar 2015, 15:40
მეც მინდა საქონლის ჭარხალი და რა ღირდა ხომ არ უთქვამთ? ან რამდენი ითესება ჰექტარზე?

Posted by: davita74 5 Mar 2015, 19:32
new_user
QUOTE
მაგათმა მითხრეს და ისიც დაამატეს 60 ტონამდე მოგაყვანინებთო და რაღაც გადაჭარბებული მგონია ნახევარ ჰექტარზე 60 ტონა და რას იტყვით?

არა არ არის გადაჭარბებული მინიმუმ 50ტონას მაინც მოგაყვანინებენ არის მაგის საშუალებები და ისე ერთს გეტყვი რათქმაუნდა კარგია ეგ ჭარხალი მაგრამ თუ ქერი გექნება ძალიან წაგადგება მაგ საქმეში, , კარგად ითვისებს და ერთ ერთი აუცილებელი ინგრედიენთიც კი არის ქერი ღორის გაზრდაში და თუ გაქვს საშუალება და 2 Hექტარი გაქვს ნახევარზე გაუშვი ჭარხალი და დარჩენილ 1.5ჰექტარზე ქერი, თუ შენი სიმინდიც(ყვითელი) გექნება ჰო მთლად კარგი, საკმაოდ იაფი დაგიჯდება ღორის კვება. და თუ მაგ საქმეს აპირებ გაითვალისწინე რომ Gოჭები შენი უნდა გყავდეს, ანუ პირველად იყიდი და შემდეგ შენ თვითონ უნდა აწარმოო მოშენება თორე ყოველ წელს თუ გოჭში 100$ იხადე რა აზრი აქ??, მე ესე მაქვს გათვლილი და რა ვიცი შეიძლება სხვამ სხვაგვარად გირჩიოს, თუ სიმინდსაც შენსას დათესავ ეცადე კვლებში გოგრაც გაუშვა , ეგეც კარგ მოსავლიანია და ერთ ერთი საუკეთესოა ღორისთვის , ისე როგორც ჭარხალი
* * *
dachunia2007
QUOTE
მეც მინდა საქონლის ჭარხალი და რა ღირდა ხომ არ უთქვამთ? ან რამდენი ითესება ჰექტარზე?

თუ დიდი რაოდენობა გინდა ეხლა 25 თეთრადაც იშოვი, დაძებნა უნდა და ისე თესვით 3-5 კილომDე თესლი გჭირდება 1 ჰექტარზე, , არ მახსოვს ზუსტად მგონი 10 თეთრამდე გიჯდება თვითღირებულება, შეიძლება ნაკლებიც, გააჩნია როგორი ნაყოფიერი ნიადაგია და რას მოითხოვს დამატებით სასუქად

Posted by: new_user 25 Mar 2015, 14:00
QUOTE (davita74 @ 5 Mar 2015, 19:32 )
davita74
თესვით  3-5 კილომDე თესლი გჭირდება 1 ჰექტარზე

მე მითხრეს 250 კილო უნდა თესლიო 1 ჰექტარზე

Posted by: giorgi77048 8 May 2015, 19:28
new_user
საქონლის ჭარხალი მაგარი რამეა, მაგრად ზრდის, მაგრამ 60 ტონა ნახევარ ჰექტარზე უნდა ჩათვალო რომ მაქსიმუმია, 50 ბევრად რეალურია მაგრამ მასაც დასჭირდება ბლომათ სასუქი და ყველაზე მთავარი წყალი, წყალი ჭირდება დიდი რაოდენობით, ისე არ დამსხვილდება. ასე რომ უნდა გაითვალისწინო რამდენად არის სარწყავში ის ადგილი სადაც დათესვას აპირებ.

Posted by: manutd777 14 May 2015, 21:14
კარტოფილის ნარჩენები თუ ვინმეს გინდათ
10 თეთრად შემეხმიანეთ პმ

Posted by: ჩაკრულო 5 Jun 2015, 00:32
QUOTE (new_user @ 5 Mar 2015, 11:50 )
davita74
დიდი მადლობა smile.gif ქერის დათესვას ვაპირებ 5ჰა-ზე ღორებისთვის და მირჩიეს ნახევარ ჰექტარზე საქონლის ჭარხალი გაუშვიო. სამთო ქიმიაში როა მემამულეთა კავშირი იქ ვიყავი და მაგათმა მითხრეს და ისიც დაამატეს 60 ტონამდე მოგაყვანინებთო და რაღაც გადაჭარბებული მგონია ნახევარ ჰექტარზე 60 ტონა და რას იტყვით?

სარწყავშითუ გაქვს მინიმუმ 150 ტონას მოგაყვანინებ smile.gif მაგრამ ახლა დაგვიანებულია დათესვა smile.gif

კარგი პროდუქტია, მაგრამ ღორებიუსთვის ისე არა როგორც მეწველი საქონლისთვის

* * *
QUOTE (davita74 @ 5 Mar 2015, 19:32 )
new_user
QUOTE
მაგათმა მითხრეს და ისიც დაამატეს 60 ტონამდე მოგაყვანინებთო და რაღაც გადაჭარბებული მგონია ნახევარ ჰექტარზე 60 ტონა და რას იტყვით?

არა არ არის გადაჭარბებული მინიმუმ 50ტონას მაინც მოგაყვანინებენ არის მაგის საშუალებები და ისე ერთს გეტყვი რათქმაუნდა კარგია ეგ ჭარხალი მაგრამ თუ ქერი გექნება ძალიან წაგადგება მაგ საქმეში, , კარგად ითვისებს და ერთ ერთი აუცილებელი ინგრედიენთიც კი არის ქერი ღორის გაზრდაში და თუ გაქვს საშუალება და 2 Hექტარი გაქვს ნახევარზე გაუშვი ჭარხალი და დარჩენილ 1.5ჰექტარზე ქერი, თუ შენი სიმინდიც(ყვითელი) გექნება ჰო მთლად კარგი, საკმაოდ იაფი დაგიჯდება ღორის კვება. და თუ მაგ საქმეს აპირებ გაითვალისწინე რომ Gოჭები შენი უნდა გყავდეს, ანუ პირველად იყიდი და შემდეგ შენ თვითონ უნდა აწარმოო მოშენება თორე ყოველ წელს თუ გოჭში 100$ იხადე რა აზრი აქ??, მე ესე მაქვს გათვლილი და რა ვიცი შეიძლება სხვამ სხვაგვარად გირჩიოს, თუ სიმინდსაც შენსას დათესავ ეცადე კვლებში გოგრაც გაუშვა , ეგეც კარგ მოსავლიანია და ერთ ერთი საუკეთესოა ღორისთვის , ისე როგორც ჭარხალი
* * *
dachunia2007
QUOTE
მეც მინდა საქონლის ჭარხალი და რა ღირდა ხომ არ უთქვამთ? ან რამდენი ითესება ჰექტარზე?

თუ დიდი რაოდენობა გინდა ეხლა 25 თეთრადაც იშოვი, დაძებნა უნდა და ისე თესვით 3-5 კილომDე თესლი გჭირდება 1 ჰექტარზე, , არ მახსოვს ზუსტად მგონი 10 თეთრამდე გიჯდება თვითღირებულება, შეიძლება ნაკლებიც, გააჩნია როგორი ნაყოფიერი ნიადაგია და რას მოითხოვს დამატებით სასუქად

თვითღირებულ;ება ტექნიკის გარეშე თუ თესავ, დაახლოებით 7000 ლარი დაგიჯდება 1 ჰა, ეს მაქსიმუმია



ისე სპეციალური საჭმელით გამოზრდა თუ გიციათ ღორების?

Posted by: EgemoN 20 Sep 2015, 17:38
გოჭების ყიდვა მინდა, ერთი ორი ცალის, სააღდგომოდ რომ გაიზარდოს დასაკლავ კონდიციამდე. სად შეიძლება ყიდვა, ხომ ვერ მეტყვით, და საორიენტაციოდ რა ღირს?

Posted by: babala 23 Sep 2015, 11:33
გუშინ ჩამოვიყვანე გოჩები ჩოხატაურში ვიყიდე 7 ლარად მარა 6 ლარადაც ვიყიდიდი ვიჩქარე უბრალოდ. 2 თვის გოჭები არიან და იქნებ მირჩიოთ რა ვაჩამოო რო შეუბერონ და კარგად მოიმატონ

Posted by: DUDEGIVBEND 28 Nov 2015, 20:23
მოკლედ გოჭები ვიყიდე 2 დღეა და არაფერს ჭამენ რა არ ვცადე . 2 თვისანი არიან საღორის კედლებს ხრავენ და კიდე დაქცეულს ჭუჭყიან წყალს სვამენ მანდამაინც. მომწვანო ფერის შარდი აქვთ და რისი ბრალი შეიძლება იყოს? ტემპერატურა გავუზომე და 39 და 2 ხაზი აქვთ. მოკლედ რა ვქნა მირჩიეთ რა

Posted by: iko-iko 29 Nov 2015, 08:44
DUDEGIVBEND
პირველრიგში გაიგე რას აჭმევდნენ იქ საიდანაც წამოიყვანე. მიუჩვეველ საკვებზე შესაძლებელია ასეთი რეაგირება. კედლებს რო ხრავენ ეგ ღორებისთვის დამახასიათებელია და უჩვეულო ამაში არაფერია, მაგრამ მინერალურმა და ვიტამინოვანმა დეფიციტმაც შეიძლება მსგავსი გაუკუღმართება გამოიწვიოს. მაგას მაშინ მიხვდები როცა მანამდეც აკვირდებოდი ცხოველს და ზნე შეიცვალა.

მოკლედ ჩამოვთვალოთ ყველაზე აუცილებელი პროცედურები:

1. პირველ რიგში ჭიებზე დაამუშავე
2. მეორე მესამე დღეს გაუკეთე რკინა აუცილებლად.
3. რათქმაუნდა იზრუნე სრულფასოვან რაციონზე, კომბისაკვებში რა ოხრობაა კაცმა არ იცის ამიტომ წყალში მიეცი ინტროვიტი.
4. დაიწყე ვაქცინაციებზე ზრუნვა, ეხლა აღარ ვიცი რა ვაქცინებია წარმოდგენილი ქვეყანაში და ვერ გეტყვი რომელი გაუკეთო. ერიპესტენი უნდა იყოს მგონი ჭირი და წითელი ქარია ერთად. თუ ნახავ სადმე აუესკის, პასტერელოზის ვაქცინებს ეგეც გაუკეთე.
5. თუ დასაკოდები არიან და საკერატედ არ გჭირდება ეხლავე დაკოდე.
6. ყურადღება მიაქციე ასევე კანზე პარაზიტების არსებობას, თუ აღმოაჩინე ტილი აუცილებლად დაამუშავე.

Posted by: DUDEGIVBEND 29 Nov 2015, 11:40
iko-iko
QUOTE
პირველრიგში გაიგე რას აჭმევდნენ იქ საიდანაც წამოიყვანე. მიუჩვეველ საკვებზე შესაძლებელია ასეთი რეაგირება. კედლებს რო ხრავენ ეგ ღორებისთვის დამახასიათებელია და უჩვეულო ამაში არაფერია, მაგრამ მინერალურმა და ვიტამინოვანმა დეფიციტმაც შეიძლება მსგავსი გაუკუღმართება გამოიწვიოს. მაგას მაშინ მიხვდები როცა მანამდეც აკვირდებოდი ცხოველს და ზნე შეიცვალა.

მოკლედ ჩამოვთვალოთ ყველაზე აუცილებელი პროცედურები:

1. პირველ რიგში ჭიებზე დაამუშავე
2. მეორე მესამე დღეს გაუკეთე რკინა აუცილებლად.
3. რათქმაუნდა იზრუნე სრულფასოვან რაციონზე, კომბისაკვებში რა ოხრობაა კაცმა არ იცის ამიტომ წყალში მიეცი ინტროვიტი.
4. დაიწყე ვაქცინაციებზე ზრუნვა, ეხლა აღარ ვიცი რა ვაქცინებია წარმოდგენილი ქვეყანაში და ვერ გეტყვი რომელი გაუკეთო. ერიპესტენი უნდა იყოს მგონი ჭირი და წითელი ქარია ერთად. თუ ნახავ სადმე აუესკის, პასტერელოზის ვაქცინებს ეგეც გაუკეთე.
5. თუ დასაკოდები არიან და საკერატედ არ გჭირდება ეხლავე დაკოდე.
6. ყურადღება მიაქციე ასევე კანზე პარაზიტების არსებობას, თუ აღმოაჩინე ტილი აუცილებლად დაამუშავე.


მადლობა ძმა ყურადღებისთვის. პატრონმა მითხრა სიმინდს ვაჭმევდიო და ჩემთან არ ჭამენ. ბალახი მოვუჭერი ეზოში და ბალახი კარგად შეჭამეს. კუჭი აეშალათ და ანტიბიოტიკი გავუკეთე და ჭიების წამალი
მივეცი აცრებს რაც შეეხება წითელ ქარზე და აფრიკულ ჭირზე ჯერ არ გამიკეთებია მაგრამ გავუკეთებ. მგონი ორივე ერთი ღორის შვილები არიან და ამათი შეჯვარება არ შეიძლება ხო? ნეზვი და ტახია.

Posted by: iko-iko 29 Nov 2015, 16:15
DUDEGIVBEND
QUOTE
აცრებს რაც შეეხება წითელ ქარზე და აფრიკულ ჭირზე ჯერ არ გამიკეთებია მაგრამ გავუკეთებ

აფრიკულ ჭირზე ვაქცინას თუ გაჩითავ ბევრ ფულს გაშოვნინებ wink.gif

QUOTE
მგონი ორივე ერთი ღორის შვილები არიან და ამათი შეჯვარება არ შეიძლება ხო?

შეძლებით შეიძლება მაგრამ ჯობია არ იყოს ერთი ბუდის

Posted by: DUDEGIVBEND 29 Nov 2015, 18:16
iko-iko
QUOTE
აფრიკულ ჭირზე ვაქცინას თუ გაჩითავ ბევრ ფულს გაშოვნინებ

ზოგადად ჭირზე უნდა დამეწერა biggrin.gif ეტყობა სადმე გაშვებულ ადგილზე ყავდა პატრონს ეს გოჭები შინაურ საჭმელს როარჭამენ. იმედია მიეჩვევიან თანდათან. მაშინ რადგან არაა შეჯვარება სასურველი ერთსისხლიანების დავკოდავ ტახს ზამთარი რო გადავა და როცა ნეზვი ატყდება სხვა ტახს მოვიყვან

Posted by: vaxusti 4 Dec 2015, 20:58
ვაპირებ გოჭების შეძენას, მინდა მეხორცეული ჯიშის ღორი,
1. მინდა მეხორცეული ჯიშის გოჭები - და რა ჯიშს მირჩევთ?
2. რომ მირჩევთ ჯიშს, შემდეგ მირჩიეთ რა საკვები ვაჭამო, რომ რაც შეილება მალე გაიზარდოს.
3. რა ჯიშსაც მირჩევთ, გოჭის დაბადებიდან 6 თვეში დაახლოებით რამდენ კილოს მიაღცევს სუფთა ხორცი რამდენი გამოუვა?
4. აბა ვინ დამაკვალიანებს?

Posted by: logotip 13 Dec 2015, 11:37
QUOTE
ვაპირებ გოჭების შეძენას, მინდა მეხორცეული ჯიშის ღორი,
1. მინდა მეხორცეული ჯიშის გოჭები - და რა ჯიშს მირჩევთ?
2. რომ მირჩევთ ჯიშს, შემდეგ მირჩიეთ რა საკვები ვაჭამო, რომ რაც შეილება მალე გაიზარდოს.
3. რა ჯიშსაც მირჩევთ, გოჭის დაბადებიდან 6 თვეში დაახლოებით რამდენ კილოს მიაღცევს სუფთა ხორცი რამდენი გამოუვა?
4. აბა ვინ დამაკვალიანებს?


+ დავამატებდი საფრთხეებზე შეკითხვას.

რამდენად არის ალბათობა იმის რომ რაიმე ჭირისგან აბ დაავადებისგან დამეხოცნონ.

რაიმე ნემსებს უკეტებთ რო არ დაავადნენ თუ რას შვებით ხოლმე

Posted by: teonsio 8 Jan 2016, 19:31
იყიდება ფერმიდან > უკრაინულის და დიუორკის ნაჯვარი ღორები ცოცხალი ფასი 7 ლარი ასევე მათი გოჭები 80-100 ლარი.

Posted by: babala 9 Jan 2016, 22:31
teonsio
Sadaaa eg permaaaa???

Posted by: levani777 10 Jan 2016, 17:34
ეს ვერ გავიგე --
მაღალნაყოფიერება, მაკეობის ხანმოკლე პერიოდი, მალმწიფადობა საშუალებას იძლევა ერთი ნეზვიდან წელიწადში 5 ტ-მდე ხორცი მივიღოთ, გასუქებული 6-7 თვის ბურვაკის ცოცხალი მასა 90-100 კგ აღწევს. http://agrokavkaz.ge/dargebi/megoreoba/zogadi-inphormatsia-maththvis-vints-ghorebis-moshenebas-gegmavs.html

თუ წელიწადში 2 ჯერ ყრის ნამატს საშუალოდ 5-6-გოჭის ოდენობითო, რომელიც 100 კგ-ს იწონის, 5 ტონა როგორ გამოდის??
მაქსიმუმ 1200კგ იძლევა თითო ნეზვი წელიწადში

Posted by: DUDEGIVBEND 9 Feb 2016, 21:51
მეგობრებო მოკლედ გოჭები მყავს 4-თვემდე 3 ცალი და რა ვაჭამო რო კარგად გასუქდნენ და გაიზარდონ მოკლე დროში? ყვითელ სიმინდს და ქერს ვაჭმევ ერთმანეთში ვურევ ვფქვავ და ვუდუღებ მერე. ნუ კი გაიზარდნენ მარა იქნებ გაზრდის უკეტესი საშუალებაც არსებობს

Posted by: davita74 9 Feb 2016, 22:11
DUDEGIVBEND
QUOTE
მეგობრებო მოკლედ გოჭები მყავს 4-თვემდე 3 ცალი და რა ვაჭამო რო კარგად გასუქდნენ და გაიზარდონ მოკლე დროში? ყვითელ სიმინდს და ქერს ვაჭმევ ერთმანეთში ვურევ ვფქვავ და ვუდუღებ მერე. ნუ კი გაიზარდნენ მარა იქნებ გაზრდის უკეტესი საშუალებაც არსებობს


სიმინდი -- 65-70%
ქერი -- 20-25%
ხორბალი -- 10%

მოდუღება რად უნდა? მოდუღებულს ძირითადად მაშინ აჭმევენ როდესაც გოჭები ყავს და რძე ჭირდება მათ გამოსაკვებად

ია ტაკ დუმაიუუუ wink.gif wink.gif მე ესე ვიცი რააა,

Posted by: DUDEGIVBEND 9 Feb 2016, 22:19
davita74
QUOTE
სიმინდი -- 65-70%
ქერი -- 20-25%
ხორბალი -- 10%

მოდუღება რად უნდა? მოდუღებულს ძირითადად მაშინ აჭმევენ როდესაც გოჭები ყავს და რძე ჭირდება მათ გამოსაკვებად

ია ტაკ დუმაიუუუ    მე ესე ვიცი რააა,


რავი აბა მოდუღებულს არიან მიჩვეული და მეც არაფერს ვკარგავ ამათი საჭმლის მოდუღებით. ღოდის ჯანმრთელობისთვის კარგიაო მოდუღებული საჭმელიო biggrin.gif

სიმინდი უფრო მეტი რაოდენობით ვქნაა? არადა მითხრეს რო ჯობია ქერი იყოს უფრო დიდი რაოდენობითო. ქერი უწყობს უფრო გასუქებას ხელსო

Posted by: davita74 9 Feb 2016, 22:27
DUDEGIVBEND
QUOTE
სიმინდი უფრო მეტი რაოდენობით ვქნაა? არადა მითხრეს რო ჯობია ქერი იყოს უფრო დიდი რაოდენობითო. ქერი უწყობს უფრო გასუქებას ხელსო

სიმინდი ძირითადად ხორცში მიდის , ქატო ხომ იცი ხორბლის ნარჩენი პროდუქტია და მარტო ქატო რომ აჭამო მთლად სალა იქნება, სად გყავს ტერიტორიულად??????/

Posted by: DUDEGIVBEND 9 Feb 2016, 22:40
davita74
QUOTE
სიმინდი ძირითადად ხორცში მიდის , ქატო ხომ იცი ხორბლის ნარჩენი პროდუქტია და მარტო ქატო რომ აჭამო მთლად სალა იქნება, სად გყავს ტერიტორიულად??????/

სამტრედიაში მყავს

Posted by: davita74 9 Feb 2016, 22:49
DUDEGIVBEND
QUOTE
სამტრედიაში მყავს


ვააააააააა, სამტრედიელი ხარ???? wink.gif alk.gif up.gif up.gif

რა გვარი ხარ რა ადგილას ცხოვრობ ძამი??

Posted by: DUDEGIVBEND 9 Feb 2016, 23:09
davita74
კი სამტრედიელი ვარ. რკინიგზის საავადმყოფოს წინ ვცხოვრობ ღაღანიძე ვარ wink.gif

Posted by: davita74 9 Feb 2016, 23:43
DUDEGIVBEND
მეც სამრედიიდან ვარ წარმოშობით, მესამე საშუალოსთან გავიზარდე , მანდ ეხლა ჩემი ბიძაშვილი ცხოვრობს

Posted by: DUDEGIVBEND 9 Feb 2016, 23:47
davita74
QUOTE
მეც სამრედიიდან ვარ წარმოშობით, მესამე საშუალოსთან გავიზარდე , მანდ ეხლა ჩემი ბიძაშვილი ცხოვრობს

ძალიან კარგი ძმაო wink.gif ხანდახან წავაწყდები სამტრედიელებს ამ ფორუმზე biggrin.gif

Posted by: davita74 9 Feb 2016, 23:58
DUDEGIVBEND
QUOTE
ხანდახან წავაწყდები სამტრედიელებს ამ ფორუმზე

მეც მაგრად მიხარია სამტრედიელებს რომ ვხვდები , ,
აბა შენ იცი მიხედე გოჭებს, მაქეთ მაინც არ არის სიმინდის პრობლემა და დაუმატე აბაშის ყვითელი და კარგად აკრებენ წონასაც და ხორციც კარგი ექნებათ, მაგათ რაც არ უნდა უქნა მაქსიმუმ 3-3,5 კგ ჭამონ დღეში, ასე რომ თუ შენი სიმინდიც გაქვს იაფად გამოხვალ

Posted by: DUDEGIVBEND 10 Feb 2016, 00:05
davita74
QUOTE
მეც მაგრად მიხარია სამტრედიელებს რომ ვხვდები , ,
აბა შენ იცი მიხედე გოჭებს, მაქეთ მაინც არ არის სიმინდის პრობლემა და დაუმატე აბაშის ყვითელი და კარგად აკრებენ წონასაც და ხორციც კარგი ექნებათ, მაგათ რაც არ უნდა უქნა მაქსიმუმ 3-3,5 კგ ჭამონ დღეში, ასე რომ თუ შენი სიმინდიც გაქვს იაფად გამოხვალ


ხო აბაშის ყვითელს ვაჭმევ მაგარ პატივში არიან რა. biggrin.gif
ჩემი არმაქვს წელს დავთესავ აუცილებლად თორე ამათ იმდენი ჭამა უნდათ რო ნაყიდი სიმიდით ზარალში წახვალ კაცი. აქეთ სამუშაოს მხრივ ჩამკვდარია ყველაფერი და ისევ სოფლის მეურნეობას და აგრობიზნესს თუ დაიწყებ თორე სხვა არანაირი შემოსავალი არაა თითქმის. ნუ მე ბიზნესმენობამდე დამაგვიანდება ალბად biggrin.gif უბრალოდ რაღაც მინდა რო გამოვიდეს ცოტა ამ სოფლის მეურნეობიდან და იმიტო მოვკიდე ხელი. უფრო გართობის მხრივ. მიყვარს ცხოველები თუ გამოვა რამე მერე უკვე სერიოზულად მოვკიდებ ხელს

Posted by: davita74 10 Feb 2016, 02:28
DUDEGIVBEND
QUOTE
ხო აბაშის ყვითელს ვაჭმევ მაგარ პატივში არიან რა.
ჩემი არმაქვს წელს დავთესავ აუცილებლად თორე ამათ იმდენი ჭამა უნდათ რო ნაყიდი სიმიდით ზარალში წახვალ კაცი. აქეთ სამუშაოს მხრივ ჩამკვდარია ყველაფერი და ისევ სოფლის მეურნეობას და აგრობიზნესს თუ დაიწყებ თორე სხვა არანაირი შემოსავალი არაა თითქმის. ნუ მე ბიზნესმენობამდე დამაგვიანდება ალბად  უბრალოდ რაღაც მინდა რო გამოვიდეს ცოტა ამ სოფლის მეურნეობიდან და იმიტო მოვკიდე ხელი. უფრო გართობის მხრივ. მიყვარს ცხოველები თუ გამოვა რამე მერე უკვე სერიოზულად მოვკიდებ ხელს

ვიცი მაქეთ რა სიტუაციაცაა , დავდივარ მაქეთ ხშირად, რაც შეეხება მეურნეობას არ არის ურიგო საქმე, მართალია შრომას მოითხოვ მაგრამ რას იზავ უშრომელად არაფერი გამოდის , შენ სიმინდს თუ მოიყვან მაგის ნახევარი დაგიჯდება ღორის საკვები და თუ იონჯასაც დათესავ ხო საერთოდ გაიმართები წელში, მთავარია სწორად დაგეგმო და აუცილებლად გაგიმართლებს, აი ცოტა ხანში ნახავ ხალხი მიწას ძებნას დაუწყებს რომ დაამუშაოს და რაღაცით გაიტანოს თავი ისეთი დრო მოდის, მთავარია გული არ გაიტეხო, ვიცი და მჯერა რომ გაგიმართლებს, თუ რაიმე რჩევა დაგჭირდება კიდე დაწერ აქ და დაგეხმარებიან მცოდნეები, მთავარია სიზარმაცემ არ გძლიოს. wink.gif wink.gif alk.gif

Posted by: jorjiusi 11 Feb 2016, 05:46
მყავს დედა ღორი.ყავს 9 გოჭი.გოჭები არიან 20 დღის და იწონიან 3,5კგ-ს.მითხრეს რომ ამ ასაკში გოჭი 6 კილო უნდა იყოს.დედა ღორს ვაჭმევ ყვითელი სიმინდის ღერღილს მშრალად რომელშიც ვურევ წიწილების პრემიქსს 20%-ს.ვაჭმევ 5 კილოს დღეში.მირჩიეს რომ რძის მოსაყვანად უმჯობესია დედა ღორს ვაჭამო დაფქვილი სიმინდის ქერისა და ხორბლის ნაზავი რომელსაც უნდა დავასხა ადუღებული წყალი.იქნებ მირჩიოთ როგორი საკვებია უმჯობესი და რა დოზით უნდა მივაწოდო ღორს?

Posted by: davita74 11 Feb 2016, 21:29
jorjiusi
მოაშორე წიწილების პრემიქსიიიი, საკვებში რასაც უმზადებ როგორ აზავებ? რა პროპორციით? 65-25-10 % მშრალი მასის მიცემისას და 60-30-10% სველი მასით კვების დროს, მაგრამ რადგან რძე ჭირდება აუცილებლად სველი მასა უნდა მისცე,

Posted by: jorjiusi 11 Feb 2016, 22:15
დედა ღორს ვაჭმევ მხოლოდ სიმინდის ღერღილს წიწილების პრემიქსთან გაზავებულს მშრალად.თქვენ მირჩევთ რომ დედა ღორს საკვები სველი სახით მივაწოდო.თქვენ ასახელებთ ციფრებს 60-30-10%.აქედან რომელია სიმინდი ქერი და ხორბალი?იქნებ მითხრათ
* * *
კიდევ გკითხავთ რა რაოდენობით უნდა მივაწოდო დედა ღორს სველი საკვები დღეში დოზირებულად თუ ნებაზე?

Posted by: davita74 11 Feb 2016, 22:35
jorjiusi
QUOTE
რა რაოდენობით უნდა მივაწოდო დედა ღორს სველი საკვები დღეში დოზირებულად თუ ნებაზე?

QUOTE
რა რაოდენობით უნდა მივაწოდო დედა ღორს სველი საკვები დღეში დოზირებულად თუ ნებაზე?

ერთს გეტყვი რომ 3,5 - 4 კილოზე მეტს მაინც არ შეჭამს , საერთოდ მაგრამ წესით რამდენსაც აითვისებს იმდენი უნდა მისცე როდესაც გოჭები ძუძუზე ყავს,

QUOTE
დედა ღორს ვაჭმევ მხოლოდ სიმინდის ღერღილს წიწილების პრემიქსთან გაზავებულს მშრალად.

არ უნდა არაფერი პრემიქსიიიიი, და მშრალი კიარა სველი უნდა მისცე საკვები რომ რძე მოუვიდეს, მშრალი კვება ჩვეულებრივ გოჭებს და ღორებს უნდა, ანუ თუ გინდა რომ რძე ქონდეს და არ მიაკლდეს სველი უნდა მისცეე, რაც შეეხება ციფრებს :

სიმინდი--60%
ქერი -- 25-30%
ხორბალი-- 10-15%

სად გყავს რომელ რეგიონში???

Posted by: jorjiusi 11 Feb 2016, 22:41
იმერეთში გეგუთში წყალტუბოს ეკუთვნის

Posted by: davita74 11 Feb 2016, 23:12
კარგი იქნება მწვანე მასასაც თუ მიახმარ , თუ არის შესაძლებლობა რა თქმა უნდა, როდესაც ძუძუს მოაშორებ გოჭებს მერე უკვე მშრალი ნარევი მიეცი ოღონდ პროპორცია შეცვალე შემდეგნაირად 70-20-10, ამ შემთხვევაში ხორცს უფრო აკრებს ღორი და ხორციც შესაბამისად კარგი ექნება, და თუ სიმინდის რაოდენობას შეამცირებ და ხორბლის რაოდენობას გაზრდი მაშინ უფრო ქონისკენ წავა
* * *
უიიი მართლა აცრები არ დაგავიწყდეს ეგ აუცილებელია და არცერთი არ გამოუტოვო, ადგილობრივი ვეტექიმი გეტყვის რა და როგორ, მაქსიმალურად ეცადე ქატო ან კორმა არ აჭამოო.

Posted by: jorjiusi 12 Feb 2016, 00:10
პრემიქსი ხომ სწრაფად ზრდაში უწყობს ხელს

Posted by: ucxo777 12 Feb 2016, 12:47
მცოდნე ხალხო ერთ გოჭს გული ერევა და ჭამაზეც უარს ამბობს, არც ძუძუს წოვს და რისრი ბრალია რა ვუშველო?

Posted by: jorjiusi 12 Feb 2016, 14:50
მყავს ძუძუს გოჭები,არიან 21დღის.მინდა მივაჩვიო ჭამას.რა უნდა მივაწოდო?როგორ მოვიქცე იქნებ მირჩიოთ
* * *
davita74
sheizleba mirchiot?

Posted by: dachunia2007 19 Feb 2016, 14:31
მცოდნე ხალხს მინდა ვკითხო, ჩემი ღორი რომელიც ხელოვნურად გავანაყოფიერე, ძალიან მოიმატა წონაში დაყარა 16 გოჭი აქედან 11 კვდარი, დაყრის წინა ორი დღე არაფერს აღარ ჭამდა და სულ იწვა, როგორც შემდეგ მითხრეს სიმსუქნის გამო მოუვიდა ასეო და მაინტერესებს ეს შეიძლება იყოს მიზეზი თუ სხვა რამ

Posted by: jorjiusi 19 Feb 2016, 20:01
თუ შეგიძლიათ მიმასწავლოთ სად შეიძლება შევიძინო სუფთა სისხლის ლანდრასის ბურვაკები?უმჯობესია იყოს მაკე

Posted by: davita74 19 Feb 2016, 23:50
jorjiusi
QUOTE
თუ შეგიძლიათ მიმასწავლოთ სად შეიძლება შევიძინო სუფთა სისხლის ლანდრასის ბურვაკები?უმჯობესია იყოს მაკე


my marketze - ნახე????

Posted by: jorjiusi 20 Feb 2016, 01:29
ხომ არ იცით რომელი ბანკი გასცემს შეგავათიან აგრო სესხს 20000 ლარამდე გირაოს გარეშე?მინდა გავაკეთო მინი ღორების ფერმა

Posted by: dachunia2007 22 Feb 2016, 12:05
მინდა დიუროკის ჯიშის დედალი გოჭის ყიდვა, თუ ვინმეს გყავთ შემეხმიანეთ.

Posted by: davita74 24 Feb 2016, 02:09
jorjiusi
QUOTE
ხომ არ იცით რომელი ბანკი გასცემს შეგავათიან აგრო სესხს 20000 ლარამდე გირაოს გარეშე?მინდა გავაკეთო მინი ღორების ფერმა

არცერთი არ მოგცემს მაგდენს გირაოს გარეშე თან ბიზნესის დასაწყებად, რაღაც არსებული ბიზნესი მაინც უნდა იყოს რომ ამ ბიზნესის გასაფართოვებლად მოითხოვო თანხა, მაგრამ გირაოს გარეშე მაგხელა თანხას არ მოგცემენ

Posted by: sofleli1991 1 Mar 2016, 20:05
Erti mainteresebs romwert ar gaaketott esaqme ar daiwyoto rato? Sacdelad myavs erti viyide seqtembershi 250 lari girda ase 30 kg xorci eqneboda 5 tveshi ramdeni unda echama?? 500kg ze meti aruchamia exa aris daaxlovebit 80 90 sufta tu meti araa gochebs velodebit 5 c rom gaachinos xom mogebaa es 1 gorze da mag 10 ze gacilebit bevri darcheba. Chemi azrit mshvenieri saqmea visac arezareba da visac xelis gasvra arunda is vernaxavs mogebas facepalm.gif

Posted by: SoSeLa 1 Mar 2016, 23:17
sofleli1991
მშვენიერი საქმეა კი მაგრამ უჯიშოებზე არ უნდა იმუშაო, ლანდა, იორკშირი, ბერკშირი, დიუროკი და ა.შ

ისე ყველაზე კარგი შედეგი მიიღეს დედა ლანდრა და მამა დიუროკი, კარგად და სწრაფად მზარდია

Posted by: davita74 2 Mar 2016, 01:05
SoSeLa
QUOTE
მშვენიერი საქმეა კი მაგრამ უჯიშოებზე არ უნდა იმუშაო, ლანდა, იორკშირი, ბერკშირი, დიუროკი და ა.შ

ისე ყველაზე კარგი შედეგი მიიღეს დედა ლანდრა და მამა დიუროკი, კარგად და სწრაფად მზარდია

უჯიშო დაგაქცევს
როგორ არ ღირს? Mთავარია სწორად გათვალო და კარგად მოუარო, საკმაოდ შემოსავლიანია

Posted by: SoSeLa 2 Mar 2016, 01:28
davita74
მე კი ვიცი რომ ძაან მაგარი საქმეა biggrin.gif და ეგ დავწერე უჯიშო არ ღირს თქო biggrin.gif

Posted by: davita74 2 Mar 2016, 01:49
SoSeLa
მაპატიე სხვისთვის უნდა მიმეწერა wink.gif wink.gif

Posted by: SoSeLa 2 Mar 2016, 01:55
davita74
ამჯერად გაპატიებ biggrin.gif wink.gif ისე უცხოეთიდან სიამოვნებით შემოვიყვანდი სუფთა ჯიშის პასპორტიან ღორებს biggrin.gif

Posted by: davita74 2 Mar 2016, 01:57
SoSeLa
QUOTE
ისე უცხოეთიდან სიამოვნებით შემოვიყვანდი სუფთა ჯიშის პასპორტიან ღორებს

აქ უფრო იაფი დაგიჯდება თუ გინდა მისამართს გეტYვი , პასპორტები აქვთ მაგრამ მთლად ჯიშიანობის რა გითხრა

Posted by: SoSeLa 2 Mar 2016, 02:45
davita74
მოიცა პასპორტი აქ და ჯიში არ უვარგა რაღაც ნონსენსია biggrin.gif

Posted by: sofleli1991 2 Mar 2016, 11:47
Tu icit kargi jishebis gochebs sadyidian daweret raa nagdi jishianebi. Bagrationebi smile.gif

* * *
QUOTE (davita74 @ 2 Mar 2016, 01:05 )
SoSeLa
QUOTE
მშვენიერი საქმეა კი მაგრამ უჯიშოებზე არ უნდა იმუშაო, ლანდა, იორკშირი, ბერკშირი, დიუროკი და ა.შ

ისე ყველაზე კარგი შედეგი მიიღეს დედა ლანდრა და მამა დიუროკი, კარგად და სწრაფად მზარდია

უჯიშო დაგაქცევს
როგორ არ ღირს? Mთავარია სწორად გათვალო და კარგად მოუარო, საკმაოდ შემოსავლიანია

Chveulebriv gochs shevxede da momewona ise viyide nagdi jishi araa mara kargad izrdeba arc bevrs chams. Erti sityvit iafic miveci da normaluradac izrdeba amis gochebs shevinaxav da dedebad gamodgebian

Posted by: davita74 2 Mar 2016, 12:56
SoSeLa
QUOTE
მოიცა პასპორტი აქ და ჯიში არ უვარგა რაღაც ნონსენსია


პარლამენტია ეგ მისამართი პარლამენტიიიიიიიი lol.gif lol.gif biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif

Posted by: SoSeLa 2 Mar 2016, 13:17
davita74
ჰაჰაჰა, საღოლ ჩაგეთვალა, ვერ დავაკავშირებდი მაგათთან რო არ გეთქვა biggrin.gif
sofleli1991
მე საცდელად მყავდა ლანდრასები და ძროხის შრატზე იმხელები გამიხდნენ. თითო ჯიშიანი ღორი 300 ლარი მოგებაა biggrin.gif

Posted by: davita74 2 Mar 2016, 13:23
SoSeLa
QUOTE
ჰაჰაჰა, საღოლ ჩაგეთვალა, ვერ დავაკავშირებდი მაგათთან რო არ გეთქვა

150-დან გამოხშირავ და რამე შედეგს მიაღწევ, თან პარტიებსაც შეურევ და ეგ არი, შენც დაისნენებ და ხალხიც, არადა რას იღრუტუნებენ ხომ წარმომიდგენია lol.gif lol.gif lol.gif
QUOTE
მე საცდელად მყავდა ლანდრასები და ძროხის შრატზე იმხელები გამიხდნენ. თითო ჯიშიანი ღორი 300 ლარი მოგებაა

სად გყავს ეხლა? საით ეწევი ამ საქმიანობას????

Posted by: SoSeLa 2 Mar 2016, 14:23
davita74
biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif ჩაქრი biggrin.gif
საქმიანობას ვეწევი მცხეთის რაიონში.

Posted by: davita74 2 Mar 2016, 18:04
SoSeLa
თუ დამჭირდა რჩევებისთვის შეგეხმიანები ღორებთან დაკავშირებით wink.gif wink.gif

Posted by: SoSeLa 2 Mar 2016, 18:30
davita74
კი ბატონო არაა პრობლემა wink.gif wink.gif

Posted by: sofleli1991 2 Mar 2016, 20:23
Erti Adgili kivici dzaandidi gorebi yavt ase 300 kg sufta eqneba dedagors da jishebshi rogor gaverkve romarmomatyuon vinmem amigweret landrasi da meore vishi romelicaa sabekone fotoebic dadet raa
* * *
QUOTE (SoSeLa @ 2 Mar 2016, 13:17 )
davita74
ჰაჰაჰა, საღოლ ჩაგეთვალა, ვერ დავაკავშირებდი მაგათთან რო არ გეთქვა biggrin.gif
sofleli1991
მე საცდელად მყავდა ლანდრასები და ძროხის შრატზე იმხელები გამიხდნენ. თითო ჯიშიანი ღორი 300 ლარი მოგებაა biggrin.gif

Sadvnaxot sgeni ferma romel sofelshi gaqvs? Me vyidi maqet marcvleuls da gergils (dafqvilebs ) iqneb movaxerxo da vnaxo.
* * *
Xo tuvinmes gindat marcvleuli shemexmianet didi partiebi shedarebit iafad shemilia motana. Patara partiebatac shemidzlia motana ase tomaridan zevit. Kaxuri nagdi marcvalic da dafqvilic :-*






Posted by: SoSeLa 2 Mar 2016, 20:37
sofleli1991
ფერმა ახალი აშენებული მაქ და ჯერ ბოლოდმე არ მაქვს მიყვანილი, ეს ღორები მყავდა საცდელად თუ როგორი გამოვიდოდა.

Posted by: sofleli1991 2 Mar 2016, 20:53
QUOTE (SoSeLa @ 2 Mar 2016, 20:37 )
sofleli1991
ფერმა ახალი აშენებული მაქ და ჯერ ბოლოდმე არ მაქვს მიყვანილი, ეს ღორები მყავდა საცდელად თუ როგორი გამოვიდოდა.

Anu daaxlovebit 7tvis landrasi ramdeni kg unda gaxdes sufta wona?

Posted by: SoSeLa 2 Mar 2016, 21:07
sofleli1991
მინიმუმ 110-120კგ, მაგრამ ოპტიმალური წონაა 130კგ

Posted by: sofleli1991 2 Mar 2016, 21:13
QUOTE (SoSeLa @ 2 Mar 2016, 21:07 )
sofleli1991
მინიმუმ 110-120კგ, მაგრამ ოპტიმალური წონაა 130კგ esaa xoo??

Kargi wonaa da dzneli mosavleliao 3jer unda chamao kondencioneric undao da dzmurad rogor gazarde an sufta sisxlis iyvnen??

Posted by: SoSeLa 2 Mar 2016, 21:19
sofleli1991
მეგობარო სულ არ მყავდა კონდენციონერში ხელით შეჭედებულ პატარა ქოხში მყავდა რამოდენიმე, პატარას 5-6ჯერ, სადღაც 50კგს რომ გადაცდება 3ჯერ. ძროხის შრატით ვკვებავდი ასევე დანადგარი მაქ ექსტრუდერი სიმინდის მარცვალს გარდაქმნის ბურბუშელაში. ისე ღორს ძლიერ აწუხებს მშრალი საკვები, იმიტომ რომ რაღაც რაოდენობა სუნთქვის დროს ცხვირში ხვდება, იწყებს ცემინებას და შეილება ვერც ჭამოს კარგადაც. ექსტრუდერით - 10-15% ამცირებს საკვებს. დაფქვილს 1კილოდან 600გრამს ითვისებს სადღაც და ამით 800გრამს ასვე კუჭისთვისაც სასარგებლოა

Posted by: davita74 3 Mar 2016, 03:11
sofleli1991
sofleli1991
აი კონდენციონერები და საუნები რომ უყვართ ეგეთები არიან ჩემს ზემოთ მითითებულ პოსტებში, არადა არც კონდენციონერის და არც საჭმელის ღირსები არიან ეგენი biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif

Posted by: sofleli1991 3 Mar 2016, 06:13
QUOTE (SoSeLa @ 2 Mar 2016, 21:19 )
sofleli1991
მეგობარო სულ არ მყავდა კონდენციონერში ხელით შეჭედებულ პატარა ქოხში მყავდა რამოდენიმე, პატარას 5-6ჯერ, სადღაც 50კგს რომ გადაცდება 3ჯერ. ძროხის შრატით ვკვებავდი ასევე დანადგარი მაქ ექსტრუდერი სიმინდის მარცვალს გარდაქმნის ბურბუშელაში. ისე ღორს ძლიერ აწუხებს მშრალი საკვები, იმიტომ რომ რაღაც რაოდენობა სუნთქვის დროს ცხვირში ხვდება, იწყებს ცემინებას და შეილება ვერც ჭამოს კარგადაც. ექსტრუდერით - 10-15% ამცირებს საკვებს. დაფქვილს 1კილოდან 600გრამს ითვისებს სადღაც და ამით 800გრამს ასვე კუჭისთვისაც სასარგებლოა

Mshralad vachmevv me dagergil simidi qeri xorbali areuls da ar wunobs ravicii. Es kargi aparatia saatshi ramdens xarjavs simids??
* * *
QUOTE (davita74 @ 3 Mar 2016, 03:11 )
sofleli1991
sofleli1991
აი კონდენციონერები და საუნები რომ უყვართ ეგეთები არიან ჩემს ზემოთ მითითებულ პოსტებში, არადა არც კონდენციონერის და არც საჭმელის ღირსები არიან ეგენი biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif

Asea namdvilad unda chamokido changalze eseni smile.gif saxlis pirobebshi mgoni landrasi satutu mosavlelia da isev landrasi da chveulebrivi jishis goris shejvarebulic kargi gamova da sicxes advilad gaudzlebs. Dzmakacs yavs 35 cali fermashi patara gochebi dambuli da iseachmevs chveulebrivi jishisebi arian gansakutrebuli arafeeri yovel sezonze yidulobs gochebs da ase 6 7 tvisebi romxdebian yidian. Mogeba aqvs ratqmaunda mara ara iseti rogorsac landrasi miscems . Ravici daxar xarjebis garda mogebac normaluriaqvs.

Posted by: SoSeLa 3 Mar 2016, 12:02
sofleli1991
150-200კგ პატარაა ჩემი არის საკმაოდ დიდებიც. მოვლა რა არი იცი ისე რომ აკეთებენ გლეხები ქუჩაში რომ უშვებენ და ათას ნაგავს რომ ჭამენ არ შეიძლება. უნდა აკონტროლო და აჭამო იმდენი და ის პროდუქტი რომელიც მისთვის არის მნიშვნელოვანი, ეს ისეთი საქმეა რომ ფულის მოჭერით ვერაფერს გახდები. ამიტომ 100%- ით სწორად თუ შეასრულებ ყველაფერს მაშასადამე 100%იანი მოგებაც გექმება biggrin.gif . კიდევ დიდი მნიშვნელობა აქვს ფერმა, მის სიმაღლეს, ჩემსას 5მ აქვს ეს იმიტომ რომ ისიც არსებაა და არ უყვარს ჩახუთულობა, ჰაერი უნდა მოძრაობდეს. რაც უფრო კომფორტულ პირობებს შეუქმნი მით ნაკლები პრობლემა შეგექმნება wink.gif

Posted by: davita74 4 Mar 2016, 02:20
SoSeLa
ძროხებიც გყავს თუ მარტო ღორები???? და რას აჭმევ ეგეც მაინტერესებს ღორებს სიმინდს,ქატოს დ ხორბალს თუ სხვა დანამატებსაც????/ ანუ დანამატებში ვიტამინების შემცველ საკვებს ვგულისხმობ პრემიქსები და ა.შ

Posted by: SoSeLa 4 Mar 2016, 11:53
davita74
კი ძროხებიც მყავს ოჯახისთვის და შრატისთვის. ხორბალი ქერი შვრია სიმინდი + გაროხი ან სოიო, პრემიქსი 5-10% კორმის საერთო რაოდენობას. სეზონზე ბალახი ზამთარში სილოსი ან ჭარხალი და კომპლექსური ვიტამინები

Posted by: davita74 4 Mar 2016, 22:52
SoSeLa
ანუ პრემიქსს მაინც აძლევ??????/ არ შეიძლება მარტო ბუნებრივ საკვებზე გყავდეს????

Posted by: SoSeLa 4 Mar 2016, 23:31
davita74
მცირე რაოდენობას, ვერა ვერ გეყოლება მთლად ეგრე, ცოტა ცუდი შედარებაა მაგრამ ადამიანი საჭმლიდან საჭირო ნივთიერებებს და ვიტამინებს საკმარისი დოზით ვერ ღებულობს ამიტომ საჭიროა დანამატები რომელიც პირდაპირ იმოქმედებს.

Posted by: davita74 4 Mar 2016, 23:56
SoSeLa
კარგი რჩევაა up.gif up.gif არ ვიცოდი, გავითვალისწინებ და დაწვრილებით რჩევებზე მერე მოგმართავ. იქნებ სენ იცოდე ეს რა არის? და რა ეშველება?/ საგანგაშოა რამე????

http://www.picz.ge

Posted by: SoSeLa 5 Mar 2016, 00:00
davita74
კარგი wink.gif
მინდვრის თაგვის ამოთხრილს გავს, ჩაყარე წამალი და თუ დაგხვდა მკვდარი ეგაა biggrin.gif

Posted by: davita74 5 Mar 2016, 00:06
SoSeLa
QUOTE
მინდვრის თაგვის ამოთხრილს გავს, ჩაყარე წამალი და თუ დაგხვდა მკვდარი ეგაა


რამდენი უნდა ჩავყარო ან რამდენში???? სად ვეძებო მკვდარი თაგვი 3 გექტარზე? დაგიშავე რამე??????????? biggrin.gif biggrin.gif lol.gif

Posted by: SoSeLa 5 Mar 2016, 00:23
davita74
ეუფ მე მეგონა ერთ ადგილას იყო, ესეიგი მინდვრის თაგვები გულაობენ მანდ biggrin.gif ზოოვეტერინარიულ მაღაზიაში სპეციალური წამლებია და იკითხე, გირჩევენ რამეს. მაგათ თუ არ მოსპობ ყველაფერს გაგინადგურებენ sad.gif

Posted by: davita74 5 Mar 2016, 00:28
SoSeLa
SoSeLa
მოკლედ ჯერ არ დამიწყია საქმე და უკვე პრობლემები არ მელევა, აქეთ თაგვებიო იქეთ უწყლობაო დავიწყებ მალე კედლებზე სიარულს

Posted by: SoSeLa 5 Mar 2016, 00:30
davita74
ჯერ სად ხარ biggrin.gif ეგ რა არის ნიორი მქოდნა დათესილი და ცხოვრებაში სეტყვა რომ არ მოსულა იმ რეგიონში, ზედიზედ 5ჯერ მოვიდა და ქე ჩავტოვე 12 ათასი biggrin.gif

Posted by: davita74 5 Mar 2016, 00:37
SoSeLa
რაიყო ვინ დაგწყევლა??????? შენც მაგარი ბედი გქონია ჩემი არ იყოს, 12000 რაამბავია რა ფართობზე გქონდა???? ან იმერეთსი სად იცის ეგეთი სეტყვა?????

Posted by: SoSeLa 5 Mar 2016, 00:58
davita74
ნახევარი ჰექტარი, მცხეთის რაონში მქონდა მარა სადაც მქონდა იქ არ იცის biggrin.gif მარა ა ფაქტი სახეზეა biggrin.gif

Posted by: davita74 5 Mar 2016, 01:02
SoSeLa
მეორედ აღარ ცადე???? biggrin.gif biggrin.gif

Posted by: SoSeLa 5 Mar 2016, 01:05
davita74
ხო ვცადე და 2ჰექტარზე გავაწყვე biggrin.gif (ეს ხუმრობით მეორეჯერ ვინც ეგ დარგოს biggrin.gif )

Posted by: davita74 5 Mar 2016, 01:13
SoSeLa
QUOTE
მეორეჯერ ვინც ეგ დარგოს  )


lol.gif lol.gif lol.gif

Posted by: sofleli1991 5 Mar 2016, 07:01
Chemtan arian kiloiani virtxebi wamals soroebshi vugdeb mara ver gamovlie kurdglebi myavs gashvebuli da ver vdeb wamals bilikebze. arada bachiebi shemichames ramdenic dayara :-(

Posted by: GukaGuka1 29 Mar 2016, 17:48
სოფელ დიღომში ცხოვრობენ ჩემი დეიდაშვილები
სახლის გვერძე აქვთ 300-400 კვადრატული მიწა(საკაიფო ფერმა რო აშენდება ეგეთი ადგილია)
სახლის უკან აქვთ 3 ჰექტარამდე მიწა
წყლის პრობლემა არაა

რესტორნებში და პურის ქარხნებში მყავს საკმაოდ ბევრი ნაცნობი( პურის ნარჩენების და მსგავსი რაღაცეების მოსაზიდათ. კიდევ რა შეიძლება რესტორნიდან პურის გარდა წამოიღო ჯერ არ მიფიქრია).

დაახლოებით 20 000 ლარი რო ჩავდო ამ საქმეში და მაგრად ვიმუშაოთ ამ საქმეზე( კარგი შედეგის დადებას შევძლებთ ?

ვთქვათ წლის დასაწყიში 30 ჯიშიანი გოჭი რომ ვიყიდო და წინა წლის მოსავალი უკვე აღებული რომ მქონდეს იმ მიწებიდან რაც სახლის უკან მაქვს.
წლის ბოლოს მოგებას უნდა ველოდო ?
თქვენი გათვლებით რაში რამდენი თანხა წამივა და რამხელა მოგებას უნდა ველოდო ყველაფერი კარგად თუ წამივიდა ?

ამის დათვლა და გააზრება არ გამიჭირდება
უბრალოდ მოტივაციისთვის და მეტი სტიმულისთვის მინდა დამიწეროთ რა და როგორ ჯობია და მოგება დაახლოებით რამხელა იქნება წარმატების შემთხვევაში ?

არ დაგეზაროთ და მიპასუხეთ რა <3

Posted by: SoSeLa 29 Mar 2016, 17:52
GukaGuka1
მოსახლეობაში არ დაგრთავენ ნებას ფერმა გააკეთო, სანიტარული ზედამხედველობა უარზე იქნება, მე მაქ სოფლიდან 4კმში იმიტომ რომ მოსახლეობაში არავინ არ გრთავს ნებას, 10ღორის ყოლა არაა პრობლემა მარა ფერმა კი

Posted by: GukaGuka1 29 Mar 2016, 17:53
QUOTE (SoSeLa @ 29 Mar 2016, 17:52 )
GukaGuka1
მოსახლეობაში არ დაგრთავენ ნებას ფერმა გააკეთო, სანიტარული ზედამხედველობა უარზე იქნება, მე მაქ სოფლიდან 4კმში იმიტომ რომ მოსახლეობაში არავინ არ გრთავს ნებას, 10ღორის ყოლა არაა პრობლემა მარა ფერმა კი

სოფლის ბოლოშია ეს სახლი) შემაღლებულ ადგილას და ამის უკან სახლი აღარ არის)

დაახლოებით 100-150 მეტრის რადიუსში არ არიან მეზობლები...

Posted by: SoSeLa 29 Mar 2016, 17:57
GukaGuka1
ხო მაგრამ სანიტარული ზედამხედველობიდან უნდა აიღო ნებართვა იმირომ რომ ვინმემ რომ იჩივლოს დაგანგრევინებენ, მაინც სოფლის ტერიტორიაზეა. 2018 წლიდან ძალიან სერიოზული შემოწმებები იწყება, ნორმატივებით და ყველაფრის შემოწმებებით, ამიტომ წინასწარ ჯობია აიღო ნებართვა wink.gif

Posted by: GukaGuka1 29 Mar 2016, 17:59
QUOTE (SoSeLa @ 29 Mar 2016, 17:57 )
GukaGuka1
ხო მაგრამ სანიტარული ზედამხედველობიდან უნდა აიღო ნებართვა იმირომ რომ ვინმემ რომ იჩივლოს დაგანგრევინებენ, მაინც სოფლის ტერიტორიაზეა. 2018 წლიდან ძალიან სერიოზული შემოწმებები იწყება, ნორმატივებით და ყველაფრის შემოწმებებით, ამიტომ წინასწარ ჯობია აიღო ნებართვა wink.gif

კარგი ბატონო
ვიფიქრე მაგაზე)

ჩემ პირველ პოსტზე რას მეტყვით გამოცდილები ?

Posted by: SoSeLa 29 Mar 2016, 18:04
GukaGuka1
არანაირ შემთხვევაში არ აჭამო საჭმლის ნარჩენი, კი ძველი პური შეიძლება
ყველაფერს თუ ზუსტად აჭმევ თითოში 200-250ლარი თუ გოჟი შენია, თუ იყიდი 100-150ლარი.
120კილომდე უნდა გაზარდო სადღაც 180-190 დღის განმავლობაში თუ ამ პერიოდში არ გაიზარდა ორი მომენტია ან ჯიში არ ვარგა ან რაღაცა შეგეშალა ჭამაში. ისე რუსული და უკრაინული საიტები ძალიან მომწონს იმიტომ რომ დეტალურად განიხილავენ ყველაფერს.

Posted by: GukaGuka1 29 Mar 2016, 18:13
SoSeLa

ანუ გამოდის რო პირველ წელს დიდ მოგებას ვერ ნახულობ და მეორე წლიდან
უკვე დაყრილი გოჭებით კარგ მოგებაზე გადიხარ ხო ?

Posted by: SoSeLa 29 Mar 2016, 18:14
GukaGuka1
კი ბატონო შენ გოჭში უფრო მეტი გრჩება wink.gif

Posted by: presbiteri 30 Mar 2016, 22:36
QUOTE (SoSeLa @ 29 Mar 2016, 18:04 )
GukaGuka1
არანაირ შემთხვევაში არ აჭამო საჭმლის ნარჩენი, კი ძველი პური შეიძლება
ყველაფერს თუ ზუსტად აჭმევ თითოში 200-250ლარი თუ გოჟი შენია, თუ იყიდი 100-150ლარი.
120კილომდე უნდა გაზარდო სადღაც 180-190 დღის განმავლობაში თუ ამ პერიოდში არ გაიზარდა ორი მომენტია ან ჯიში არ ვარგა ან რაღაცა შეგეშალა ჭამაში. ისე რუსული და უკრაინული საიტები ძალიან მომწონს იმიტომ რომ დეტალურად განიხილავენ ყველაფერს.

Txovna gveqneba dagvilinkot eg saitebi. Winaswar madloba smile.gif

Posted by: Vano52 8 May 2016, 13:30
დიუროკის 3 გოჭი ვიყიდე 25 კილოიანი დედლები 1100 ლარათ, ვნახოთ თუ გაამართლებს და მოგებას თუ ვნახავ,

Posted by: SoSeLa 8 May 2016, 17:27
presbiteri
აგერ ბატონო fermer.ru ყველაზე კარგი ესაა, უკრაინულით მოვკვდი სულ უკრაინულად უწერიათ დამეგლიჯა ნერვები biggrin.gif
Vano52
გამოგივა გამოგივა, გულით მოინდომე wink.gif დიუროკზე და ლანდრასზე წაგებული კაცი არ მინახავს (ნუ რამე ჭირი თუ არ შეეყარა biggrin.gif) სწორი კვება, დროული აცრები და ეზოს გარეთ არ გაუშვა არავითარ შემთხვევაში, ეზოში იაროს, მიწა თხაროს .ტალახში ჩაწვეს ეგ მაგათთვის მისწრებაა wink.gif

Posted by: Vano52 8 May 2016, 21:55
SoSeLa
ტალახი კი არა ლამის ბუმბულის ლეიბი დავუგო ისე ვუვლი, ხვალ პრემიქსს და ვიტამინებს მოვიტან ქერს აჭმევდნენ მშრალათ და მე კიდე ცოტა წყლით მოსველებულს ვაჭმევდი ყოველთვის და ვფიქრობ ამათ როგორ ვაჭამო,

Posted by: SoSeLa 9 May 2016, 00:00
Vano52
შრატი მიახმარე, იცი რატომ მშრალს რომ ჭამენ სუნთქვის დროს ცხვირში შესდით და მერე ცემინება ეწყებათ და ცხვირიდან მოდით სითხე, ამიტომ აქ ორი დიდი პლიუსია, 1- ამ პრობლემას აარიდებ თავს, 2- იმდენად კარგად აითვისებენ იმ საკევებს (ვიტამინებს და მინერალებს) .
ასევე გაციებული ადამიანთან არანაირ შემთხვევაში არ უნდა იყვნებ კონტაქტში, თორე გარეთ რომ არიან ეზოში, ეგ იმუნიტეტისთვის არის მაგარი რამ.

Posted by: Vano52 9 May 2016, 00:52
SoSeLa
რა ზუსტად გამოიცანი სურდოიანი ცხვირები აქვთ და ახველებსავით ერთს ხანდახან,, ადამიანის გრიპიც თუ ედებოდა არ ვიცოდი ახლა მთავარია უსტრესოთ შეეგუონ ახალ გარემოს.
პეფსინიანი შრატი არ აწყენთ? მეწველი საქონელი არ მყავს თორე უპეფსინოს გავაკეთებდი

Posted by: SoSeLa 9 May 2016, 11:26
Vano52
ხოდა აწი როგორც გითხარი შრატი გამოიყენე და აცდები მაგ პრობლემას wink.gif
მე ყველის ამოყვანის შემდეგ დარჩენილ შრატს ვაძლევდი და არამგონია შენსას მოუვიდეს რამე biggrin.gif

Posted by: davita74 10 May 2016, 21:28
SoSeLa
SoSeLa
QUOTE
ტალახში ჩაწვეს ეგ მაგათთვის მისწრებაა 

QUOTE
ტალახში ჩაწვეს ეგ მაგათთვის მისწრებაა 



ხო ეგ ბევრ რამეს შველის, ბოლობოლო თუ არ შველის მიწას მაინც ეჩვევა biggrin.gif lol.gif lol.gif lol.gif wink.gif wink.gif wink.gif

Posted by: SoSeLa 10 May 2016, 22:51
davita74
მწერებს იცილებს ტანიდან ეგაა მთავარი თორე თუ უნდა კროსი გაცუროს biggrin.gif

Posted by: davita74 10 May 2016, 22:56
SoSeLa
ვიცი მწერებს რომ იცილებს, ვერ მიხვდი რაც მოგწერე????/ lol.gif lol.gif lol.gif

არ იცი ის ანეგდოტი ექიმი კაცს ტალახის აბაზანებს რომ დაუნიშნავს????? lol.gif

Posted by: SoSeLa 11 May 2016, 01:20
davita74
ეუფ არა არ ვიცი biggrin.gif

Posted by: davita74 11 May 2016, 01:26
SoSeLa
კაცი ექიმთან მივა და ეუბნება, ღვიძლი მაწუხებს ,თირკმელი, გული ფილტვიო და ა.შ, ექიმი გაუკეთებს გამოკვლევებს და ეტყვის ტალახის აბაზანებზე წადი სასწრაფოდო, კაცი წამოხტება და ექიმს გახარებული ეუბნება: ექიმო მიშველის ტალახის აბაზანებიო???
ექიმი ეუბნება თუ არ გიშველის მიწას მაინც მიეჩვევიო
გაიგე ეხლა რატომ დავწერე????? lol.gif lol.gif

Posted by: SoSeLa 11 May 2016, 10:07
davita74
biggrin.gif კი კი მარა მე თავიდან მეგონა ისევ მთავრობაზე იყო საუბარი biggrin.gif

Posted by: davita74 13 May 2016, 23:16
SoSeLa
QUOTE
მეგონა ისევ მთავრობაზე იყო საუბარი 


lol.gif lol.gif არა, უკვე აზრი აღარ ააქვს , მაგათ თავისი ყოფნით wink.gif

Posted by: Zmuzu 16 May 2016, 11:38
davita74
DUDEGIVBEND
მე ბათუმელი ვარ და ახლა სამტრედიაში, კერძოდ ეწრის რაიონში "ვმოღვაწეობ" უკვე 4 წელია. ღორებს მეც ვფიქრობ, მაგრამ ჭირის მეშინია. მხოლოდ ამ წელს 3-4 ოჯახს გაუნადგურა

Posted by: davita74 16 May 2016, 22:41
Zmuzu
ვააააა, გამარჯობა მეგობარო, მეც სამტრედიელი ვარ წარმოშობით, ნუ გეშინია, მთავარია სისუფთავე დაიცვა და სხვა Gორებთან არ ქონდეთ ურთიერთობა, ანუ შემოღობილში უნდა გYავდეს ან შენობაში, თან თუ სიმინდით ხორბლის და ქერის ნარევით გამოკვებავ კარგია, ჩემი რჩევაა ქატო არ მიაკარო ნაყიდ ქატოს ვგულისხმობ, ჩემი მეგობრის მამას მშვენივრად ყავდა მაგრამ ქატოზე გადაიყვნა თუ არა 11 ცალმა დაიძინა ღრმა ძილით wink.gif wink.gif

Posted by: Zmuzu 17 May 2016, 08:27
davita74
QUOTE
ჩემი რჩევაა ქატო არ მიაკარო ნაყიდ ქატოს ვგულისხმობ, ჩემი მეგობრის მამას მშვენივრად ყავდა მაგრამ ქატოზე გადაიყვნა თუ არა 11 ცალმა დაიძინა ღრმა ძილით

ისე, ბევრი ქატოს აბრალებს და მაინც აჭმევენ.
2000 კვ,მ, მაქვს თავისუფალი და მაქ ვფიქრობ. თან, დაახლოებით 30-40 წელი დაუმუშავებელია და კარგად დამიმუშავებენ. სხვა თუ არა ეგ მაინც შემრჩება biggrin.gif

Posted by: koch404 19 May 2016, 19:34
კაი გამარჯობა
ესე იგი სულ ცოტა ხნის წინ ორი პაწია გოჭი მყავდა ჩვენებური და თვალის დახამხამებაში დაიზარდნენ დამაკდნენ გოჭები დაყარეს გავყიდე სამის გარდა , ის სამიც წამოიზარდნენ დამაკდნენ და ახლა 5 დედაღორი მყავს აქედან 4 მალე იმშობიარებს მაგრამ სად წავიყვანო არ ვიცი, წინანდელები გავყიდე სენაკში სააღდგომოდ მაგრამ ამათ რა ვუყო, სასექტემბროდ მეყოლება 30 გოჭი მინიმუმ , იქნემ მომაშველოთ აზრები , გეცოდინებათ რა მოვიმოქმედო ერთიანახ რომ შევძლო გაყიდვა, სად წავიყვანო, რომელ მხარეში, იქნებ აქით მოვიდეს ვიღაც, კი დადიან მარშრუტკებით აღმოსავლეთიდან მაგრამ 100 ლარიანები 40 ლარად უნდად, მოკლედ , ვაპირებ სერიოზულად გავზარდო რაოდენობა და მინდა დივერსიფიცირებული ბაზარი ვიპოვო )) და რამე მირჩიეთ. მადლობა

Posted by: zvio7788 13 Jun 2016, 22:45
გამარჯობა მინდა ვიყიდო სუფთა დიუროკის ჯიშის გოჭები ფორმა 1 ით ხო ვერ მიმასწავლით

Posted by: Nikalai_l2 17 Jun 2016, 01:08
ვაპირებ გოჭების შეძენას, მინდა მეხორცეული ჯიშის ღორი,
1. მინდა მეხორცეული ჯიშის გოჭები - და რა ჯიშს მირჩევთ?
2. რომ მირჩევთ ჯიშს, შემდეგ მირჩიეთ რა საკვები ვაჭამო, რომ რაც შეილება მალე გაიზარდოს.
3. რა ჯიშსაც მირჩევთ, გოჭის დაბადებიდან 6 თვეში დაახლოებით რამდენ კილოს მიაღცევს სუფთა ხორცი რამდენი გამოუვა?
4. აბა ვინ დამაკვალიანებს?

Posted by: Vano52 17 Jun 2016, 10:24
Nikalai_l2
არ გამოვა ეგ საქმე, მეხორცულ ჯიშებში დიუროკი ან იორკშირია კარგი, მაგრამ გოჭშივე 300 ლარის გადახდა მოგიწევს + პრემიქსები უნდა სტარტი, გროუერი ასევე ვიტამინები თორემ არ გაიზრდება და თუ შენი გოჭი არ გყავს ნაყიდის სახორცედ გაზდა ზარალია, მაგას ჯობია ჩვეულებრივი ლანდრასის გოჭები იშოვო იაფად ან დიუროკის დვარნიაშკები და ისენი გაზარდო,1 წელი

Posted by: sword_001 30 Jun 2016, 00:26
იქნებ დაწეროს ვინმემ სად შეიძლება ლანდრასის სუფთა ჯიშის გოჭების ყიდვა

Posted by: dsaltxuca 9 Aug 2016, 11:19
გამარჯობა,
ესეიგი წლებია მინდა და მაქვს უწყვეტი სურვილი საღორე მეურნობის ჩამოყალიბებასთან დაკავშირებით. მაქკვს საკმარო ინფორმაცია მოძიებული და გამოცდილებაც საკმაოდ დავაგროვე. ინფორმაცია და წიგნები ძირითადად ინგლისურად მაქვს მოძიებული უცხოური გამოცდილება და მასალები.
როგორც ვატყობ ეს თემა ისევ მენტალიტეტის ჭრილშია მოქცეული და არანაირი თანამედროვე მიდგომები არ გამოიყენება. მთლიანად წავიკითხე ეს თემა და ძალიან მომეწონა მაგრამ ვფიქრობ რომ რაღაც აკლია და შემოთავაზება მაქვს:
არ ვიცი შეიძლება არსებობს კიდეც გუნდი რომელიც რაღაც პერიოდულობით ხვდება და უზიარებს ერთმანეთს ინფორმაციას პირისპირ. ან თუნდაც კოოპერატივები რომელიც საკმაოდ დამახინჯებული სახით არსებობს მგონი ჩვენს ყოველდღიურობაში.
მე არ მაქვს ამ ეტაპზე ფერმა და არც საკუთარი მაგალითებით შემიძლია რაიმე არგუმენტების მოყვანა მაგრამ შემიძლია რომ ზღვა ინფორმაციას გავუკეთო ანალიზი და ყველანაირ ფორმებში დასინქრონიზირებული პროექტის და პროცესის სახე მივცე. ანალოგიურად ვიმედოვნებ პრაქტიკული გამოცდილების გაზიარებსთან დაკავშირებით.
გეგმები მაქვს სერიოზული და ესე რამდენიმე ჯერადად მხოლოდ წიგნების წაკითხვით და მშრალი იფნორმაციის მოძიებით რამის გაკეთებას არ დავიწყებ რადგან კრახი გარანტირებულია მაგ დროს და დამოკიდებული და მხოლოდ და მხოლოდ ალბათობაზე.
ამიტომ თუ არის რაიმე გაერთიანება ან გუნდი რომელიც რაღაც პერიოდულობით იკრიბება და უზიარებს ერთნამეთს გამოცდილებას, მზად ვარ რომ ჩემი მთლიანი გონებრივი, ფიზიკური და ფინანსური რესურსით ჩავება და განვავითაროთ ერთმანეთიც და საერთო საქმეც. რადგან რაც მსხვილი რესურსების და ბიზნესების ფონზე მოვიძიე ყველაზე მსხვილი პრობლემა აღმოჩნდა იმპორტირებული ხორცი და მზად ვარ ამასთან კონკურეციისთვისაც შედეგების მისაღებად ტვინი დავასხა მუშაობას მონდომებულ ხალხთან ერთად.
მადლობა წინასწარ იმედია შევძლებთ რაიმეს მოფიქრებას და როგორც უუმეტეს შემთხვევაში ხდება მარტოს არ მომიწევს ათმაგად მეტი დროის დახარჯვა. ჩემი აზრით ეს ყველას დროს შეამციერებს და ერთი ნაბიჯით უფრო წინ ვიქნებით ზრდის ტემპებით და განვითარებით.
ველი პასუხებს და შემოთავაზებებს. smile.gif
პატივისცემით, დათო.

Posted by: iko-iko 9 Aug 2016, 12:37
dsaltxuca
გამარჯობა დათო,

მისასალმებელია შენი მონდომება და შემართება, პირდაპირ გულს გაგიტეხ და მსგავსი კოოპერატიული დამოკიდებულება ამ სფეროს არააქვს და ვერავის ნახავ ვინც ამ სფეროს სრული სერიოზულობით უდგება.

მე სულ იმას გავიძახი, რომ მეღორეობის განვითარების მთავარი პრობლემაა პირველრიგში საქმესთან არასწორი მიდგომა და დაფინანსება.

სწორი მიდგომა ამ შემთხვევაში ისაა რომ მეურნეობა უნდა შეიქმნას საკმარისი წარმადობის და შესაბამისად უნდა გააჩნდეს რეპროდუქტორი რადგან ჩვენთან ეს თემა კრიალოსანზე თითების წკაპუნი ჰგონიათ. ამასთანავე მეურნეობა უნდა იყოს ზედმიწევნით დახურული სისტემის და ზედმიწევნით ყველანაირი ბიოუსაფრთხოების სისტემების ჩართულობით.
მეურნეობა უნდა იყოს აუცილებლად ინტეგრირებული - საკვები ნედლეულის შენახვის სისტემა, კომბინირებული საკვების წარმოება (გრანულირება აუცილებელი პირობაა), თვით მეურნეობა მთელი პრელესწებით და აუცილებლად საკლავი მეურნეობა.

ამ ყველაფერს სჭირდება არაერთი ექვსნულიანი, დანარჩენ შემთხვევაში ნწ. უპერსპექტივოა!

Posted by: dsaltxuca 9 Aug 2016, 13:55
კარგი, ესეიგი
ვიღაცამ ხომ უნდა დაიწყოს? მოდის შევკრიბოთ ცოტა ცხელი თავების გუნდი და დავიწყოს მუშაობა ამ თემაზე. ტვეში ორჯერ ან ერთხელ შეხვედრა ამაზე მგონი პრობლემას არ წარმოადგენს ხო?
შემოვიკრიბოთ ამ თემაში გამოცდილი ხალხი და მოვინდომოთ ჩემო მეგობარი ვიწვალოთ და აუცილებლად დაგვიფასდება, მე არ მეზარება.
თეთრების დონეზე რო დავითვლით წარმადობას ჯიშების მიხედვით და ყველაფერზე რომ თავის მაჩვენებელი და კოეფიციეტი იქნება აი მაშინ განვითარების ალტერნატივების და საშუალებეების ზღვაას გპირდები რო მე მოვიძიებ.
მაგრამ Mტელი წვალება მაგამდე მისვლაა. მე ამაში მონდომებული, ჭკვიანი და დაუზარელი ადამიანების თანადგომა მჭირდება. რაც შეიძლება მეტი ინფორმაცია რომ გვქონდეს ყველანაირ ფაქტორზე ამ თემის ირგვლივ! ეს თუ გამოვა და პირველ რიგში გუნდი თუ შევკარით შესაბამისი დამიჯერე რომ გამოგვივა. გუნდში ყველას უნდა ჰქონდეს რაღაც უპირატესობა და პლიუსი რის მიხედვითაც ის რაღაცის მოძიებას და გაკეთებას აიღებს თავის თავზე. ესე რომ დაკომპლექტდება თემა ყველას ეცოდინება თავის საკეთებელი და ორგანიზებული გუნდი ჩამოყალიბდება რომელიც ყოველშეხვედრაზე დასახავს განიხილავს და დაგეგმავს თითოეულ ნაბიჯს ზრდა განვითარებისკენ.
შეიძლება ბევრისთვის სასაცილო და ბევრისთვის შეუძლებელია მაგრამ მე მწამს რომ სწორი ხალხის მონდომების და გვერდზე დგომის შემთხვევაში შევძლებთ!
მარტომ დავიწყე კვლევა და ჯერ საწყის ეტაპზე ვარ ხალხო მისული და გაოგნებული ვარ ალბათობაში დებს ხალხი ფულს და არ მესმის რატო... როცა შეგიძლია იმდენი სახის ინფორმაცია გამოცდილებამ ოიძიო და თავი მოუყარო რომ ბაზები აეწყობა იმხელა ამაზ აი არ ვიცი. ძალიან საინტერესო და ძალიან მაგარი თემაა, ვისაც აინტერესებს ეს ბიზნესი იმათთვის რა თქმა უნდა. ასე რომ დაწყება ღირს.
ვიღაც მეტყვის და გამაკრიტიკებს რომ ადექი მოუყარე თავი მაგ ინფორმაციასო. ამასაც ვუპასუხებ:
რაც მეტ კითხვას დამისვამთ უფრო მეტად დაგარწმუნებთ რომ მაინც აქამდე მივა მოვლენები და ხალხი რომ ესე წარმართონ საქმე.
ესეიგი: მარტო ისედაც მოვუყრი თავს მაგრამ ამასობაში იმდენი დრო გავა რომ ვერ წარმოიდგენთ რამდენ რამეს გამოვტოვებ და ვერ ავუწყობ ფეხს იმიტო რო ღმერთი არ ვარ და ამხელა ზღვა ინფორმაციის სწორად გაანალიზებას ერთი მონდომებული არ ეყოფა.
პლიუს მაას მეგობრებო: ჩვენს მიერ მიღწეული შედეგების საფასური მარტო ჩვენი წარმატება არ იქნება. რაც უფრო კომპლექსურად გამოვიკვლევთ და გავალთ უტყუარ ზუსტ ფაქტებსა და ინფრომაციაზე მით უფრო იზრდება შანსი ივესტიციების მოზიდვის და სერიოზულ მაშტაბებზე გასვლის.
10 ღორი რო მყავდეს და 25 წელი ვიმუშაო გავიყინები და დავრჩები ერთ ზომაზე, მაგრამ 0-დან რომ იწყებ და სწავლობ აანალიზებ და რიცხვების და მეასედების დონეზე გაქვს საკითხი შესწავლილი მანდ უკვე არც მომავლის დაგეგმვა გიჭირს და არც სხვის დარწმუნება იმაში რომ შენს საქმეში ფულის ჩადება ღირ და თანამშრობლობა კიდევ მომგებიანი იქნება....
ველი იდეებს და რეალური მოკმედებების სურვილს. smile.gif
* * *
ერთი პლიუსი კიდევ:
ამ ყველაფერს ხალხი შეამჩნევს და დამიჯერეთ ამას რაც მოყვება უკვე თქვენთვის მომინდია ფიქრი. შედეგზე და განვითარებაზე ორიენტირებულ ხალხის გუნდს რომ საქმე გამოსდის ჯერ მისაბაძი ხდება და შემდეგ უკვე სასურველი, თანაშრომლობისთვის. არც განათლება მიშლის ხელს რომ კარიერა განვავითარო ჩემი და იქიდან მქონდეს ისეთი შემოსავალი რომ საწუწუნო არაფერი მქონდეს, მაგრამ ის საქმე მინდა რაც მიყვარს სიამოვნებას მანიჭებს და მამშვიდებს.
ასეთივეე ხალხი მინდა გვერდით ვისაც ეს საქმე მართლა უყვარს.
მარტო ის არააა რომ ფული ჩადო საღორე მეურნობის ბიზნესში და მშვიდად იყო რო მაინც გამოვა... მარაზმია იმიტომ კაკ რაზ ინფორმაციის ნაკლებობის და საქმეში ჩახედულობის სიმწირის გამო დაგექცევა კაცს თავზე ყველაფერი და ესეც ხდება....
ეს მარტო ამ საქმეში არა ზოგადად ქართული ბიზნესის მომაკვდინებელი სენია და ამ სენის სტატისტიკა შეუძლია ყველამ მოიძიოს დამო ძებნოს ქართული რეგისტრირებული შპს-ების სიცოცხლის უნარიანობა....
ვერასდროს ვიშოვით ფულს სანამ არ გვეცოდინება დეტალებში იმ ფულს რაში ვდებთ.
* * *
და ამ ყველაფრის გაუთვალისწინებლობის და არ ზრუნვის შედეგად მგონი რომ გასაკვირი და მოულოდნელი არაა რო ჩავარდეს ...
იმიტომ რომ კანონზომიერებაც მასეთია ზუსტად. ვინც მეტს ცდილობს მეტს სწავლობს და მეტად უყვარს საკეთებელი ის უფრო წინ არის და იმას უფრო გამოსდის. და როდესაც გამოსდის, უფრო ღირებული ხდება მისი საქმეს შედეგიც და დროც.
სწორედ ამიტო ვთვლი რომ ეხლა ღირს რომ ვიწვალოთ და დროც დავხარჯოთ, რომლის დახარჯვაც ისევ ჩვენივე მოგებასა და შემოსავალზე იმოქმედებს.

Posted by: iko-iko 9 Aug 2016, 14:31
ჩემის მხრიდან ასე გიპასუხებ.

რათქმაუნდა ინფორმაცია და მოქმედი თავები ეს ყველაზე დიდი განძია საქმეში და ამის გარეშე პროექტი დაღუპულია. მე პირადად ბევრი წლები მოვანდომე რომ ჩემს საქმიანობაში და ამგვარად წარმატებულ პროექტში ავღმოჩენილიყავი. ჩემის მხრიდან ახალ პროექტში მონაწილეობაზე უარს ვამბობ რადგან ჩემთვის ყველაზე ძნელად მოსაპოვებელი რაც არის ეს არის დრო, ხოლო ახალ პროექტში რო აქტიურად ჩავერთო ამისთვის არაა საკმარისი ერთი და ორი დღე, ამისთვის საჭიროა ყოველდღე დაუღალავი შრომა, ინფორმაციი გროვება, ყველაფრის სწორად გათვლა და მოკლედ ზღვა სამუშაოა გასაწევი, რაც გამიწევია კიდევაც და ვემსახურები ჩემს საქმიანობას მანამ სანამ პროექტში ვიქნები.

ამიტომ დავპოსტე ზოგადი გამოხმაურება და ნაწილობრივ რჩევა
* * *
უბრალოდ ზოგადად სოფლის მეურნეობა ძალიან მიყვარს, მთელი ცხოვრებაა ამას ვემსახურები და დროს ყოველთვის ვნახულობ შესაბამის თემებში რომ შემოვიხედო

Posted by: imereliaznauri 9 Aug 2016, 14:34
ხალხო ყველა ბიზნესი კარგია თუ დაიწყებ,მაგრამ სანამ დაიწყებდე ლიტერატურა არის წასაკითხი.სხვის მონაყოლზე,რო აი ჩემს ნათევას აქვს ფერმა და აშენდა და ამდაგვარები არ გამოდგება.თან ღორი ისეთი რამაა შეიძლება აგაშენოს და პირიქით დაგაქციოს.ჭირი უჩნდება მაგ დედა#####ულს,სულ სისუფთავე უნდა და აუცილებლად შემოღობილში,რო სხვა ღორებთან არ ქონდეს შეხება.რაღა ღორი შე კაცო სხვა არაფერი გაფიქრდებათ? მაგ: თევზი,ხბორები,წიწილების საჩეკი,ტბა რო სადმე გააკეთო და მეთევზეს ფული .აბა დავფიქრდეთ ხალხო მართლა გავანძრიოთ თავი .მივაწოდოთ ერთმანეთს ბიზნეს-იდეები.

Posted by: iko-iko 9 Aug 2016, 14:37
imereliaznauri
ჩემო კარგო რისკები ყველა საქმეს აქვს და შესაბამისად გონივრულად უნდა იქნას ინვესტიციაში გადანაწილებული რისკებიც.

Posted by: dsaltxuca 9 Aug 2016, 14:53
iko-iko-ს
მე მაგას არ ვამბობ ჩემო მეგობარო. ჩემი იდეა იმ ადამიანებზეა გათვლილი ვისაც ძალიან უნდა ამგვარ საქმეში ჩაბმა.
ესეთი ადამიანები კი შენნაირ ხალხს ადგილზე მოგაკითხავთ კიტხვებით და იდეეებით. მთელი ფასიც ესააა.
მე როგორც გათვლილი მაქვს ამ ყველაფრის შესწავლა აქტიურ რეჯიმში რომ ჩავუშვა, დაახლოებით 2 თვე ნახევარში. უკვე დასაბუთებულილ რისკების და რიცხვების დადებას შევძლებ.
მე შენისთანა გამოცდილილსგან მჭირდება რომ გამოვართვა ინფორმაცია და არა დრო რომელიც უკვე ფულია მისთვის.
ამიტომ ეჭვი არ შეგეპაროს რომ საჭირო წვლილ შეიტან მთლიანი საქმის შენება განვითარებაში. სახელმწიფო რო ყურადღების მიმქცევი არაფერზე არააა ამ თემაში ეგ ყვლამ ვიცით და ვარსკვლავებს ამიტო არ ვეთანაშები და არ ვვოცნებობ.
* * *
მე როდესაც ვიცი რომელ შემთხვევაში რა საფრთხე და რისკი არსებობს უკვე ისიც მეცოდინება როგორ უნდა ავიცილო ის თავიდან. და თუ ეს მეცოდინება აუცილებლად ისე ზუსტ რიცხვებს დავითვლი და თუ ზუსტად მექნება ყველაფერი დათვლილ-გათვლილ გაანგარიშებული უკვე ამ რიცხვების ლავირებით შევძლებ იმის გაკეთებას რაც ყველა ბიზნესს სჭირდება. ეს ეკონომიკურ ოქრის შუალედზე სვლაა და ეს დამერწმუნეთ არსებითია იმისმიუხედავად შენ ღორი გყავს ბოსელში თუ ძროხა.

Posted by: iko-iko 9 Aug 2016, 14:59
dsaltxuca
როცა გაგიხარდებათ მომმართეთ კონკრეტულ კითხვებზე, რაღაცა მიკეთებია და ალბათ გამოგადგებით. მეც ძალიან გამიხარდება თუ საქმეს დაძრავთ და არ დავიშურებ ჩემს გამოცდილებას.

თვალყურს ყოველთვის ვადევნებ ამ თემებს და აბა თქვენ იცით, წარმატებებს გისურვებთ.

დაუდექით ამ კაცს გვერდით ვინც დაინტერესებული ხართ.

Posted by: dsaltxuca 9 Aug 2016, 15:00
ესეთ ხალხს ვეძებ და ისეთI ცხელ ცხელი საუბრები იყო ვიფიქრე აქ იქნებოდა ვინმე მასეთი ვინც ამ კუთხიდან საქმის მიდგომას დაეთანხმებოდა და ექნებოდა სურვილი რომ ამაში შრომა ჩაედო.
* * *
მიცდია კიდეც და რამდენიმე დღე მირბენია გადაბმულად ფერმებში და მეურნეობებში მანქანით მაგრამ ერთი არ ვეყოფი და ვერც ცხრად ვერ გავიყოფი. ამიტომ მჭირდება ამ მოტივაციის და იდეის მოზიარე ადამიანები.
და ბევრი თუ არა გარემოცვაში მაინც მყავს ორი სამი ვარიანტი და ისინი დავიწყებს და უკვე ის ორი სამი კაცი დავიწყებთ iko-iko-ს ნაირ ადამიანებთან სტუმრობას და ინფორმაციისა და გამოცდილების აღებას.
რამდენი ქართული გადაცემა და სიუჟეტია ამასთან დაკავშირებით გადაღებული მაგრამ ეგ არის ზღვაში წვეთი არც კი...
ამიტომ უფრო ჭკვიანური მიდგომაა აუცილებელი.
საკმაო კავშირები მეც მაქვს და შემიძლია გასვლა iko-iko-ს ნაირ ხალხზე და წესით 5 და 10 ასეთი კაცის გამოცდილება და ინფორმაცია რომ კარგად შეჯერდება და თეორიული ინფორმაცია და ჩვენი კვლევები თარგმანები და ამბები დაემატება სხვა გზა აღარ იქნება რომ არ გამოვიდეს!

Posted by: sham 13 Aug 2016, 13:20
ბოლო წლებია ღორის გემრიელი მწვადი , ხორცი იშვიათად იჩითება...

პრემიქსებით და ათასი საზიზღრობებით ტენიან ღორებს. მწვადს რომ ვწვავ ბოლს სუნიც აღარ აქვს მწვადის ბლიად...........

როგორ გავარჩიო სიმინდზე და ნორმალურ საკვებზე გაზრდილი ღორის ხორცი, ნაგავზე და პრემიქსზე გაზრდილი ღორის ხორცისგან, არავინ იცით ?

Posted by: ucxo777 13 Aug 2016, 14:02
sham
გლეხისგან სოფელში იყიდე ღორი, ზოგს 2 ყავს ერთ საახალწლოდ კლავენ მეორეს ყიდიან. არამგონია გლეხმა 2 3 ღორი პრემიქსებით და ქიმიით გატენოს ნუ ჩემსკენ არავინ აკეთებს მასე.

ჩემსკენ გაქანებული ღორის ჭირია და კიდევ არ არსებობს ამის წამალი დავიჯერო?

Posted by: iko-iko 13 Aug 2016, 22:29
ucxo777
კლასიკური ჭირის ვაქცინა არსებობს და ეფექტურიცაა, მუშაობს 99%

აფრიკული ჭირის ნწუ

Posted by: KANCELARIA 11 Sep 2016, 15:45
მეგობრებო, ღორისთვის ქერი უკეთესია თუ ხორბალი? თუ ორივეს ნაზავი? თუ ერთი რომელიმე?

ეხლა ქერზე მყავს და ხორბალი ცხიმში ხობარ წაიყვანს? რომელი როგორ ჯობია?

Posted by: kelasuri 11 Sep 2016, 15:58
dsaltxuca
ღორების ფერმა "კალანდა" თუ გაგიგიათ? თუ არა დაგუგლეთ. ამის მერე იფიქრეთ ვინმე თუ მოგცემთ ბეევრ ექვსნულიანს ახალი ფერმის დასაქოქად.

10 წელია საკმაოდ კარგი ბიზნეს მონახაზი მიდევს ღორების ფერმის მაგრამ მე თვითონ ვერ ვრისკავ და ბანკი როგორ დავარწმუნო?

Posted by: gigaaa88 15 Sep 2016, 13:41
გამარჯობა,

მეც დაინტერესებული ვარ აღნიშნული სფეროთი, ძალიან დიდი სიამოვნებით და მონდომებით ჩავერთვებოდი ამ საქმიანობაში.

Posted by: dsaltxuca 16 Sep 2016, 16:00
სიამოვნებით! გაქვს რაიმე ინფორმაციული ბაზა გაკეთებული?

* * *
მოვიძიოთ ჩვენნაირი ადამიანები და შევხვდეთ დავგეგმოთ და დავაორგანიზოთ ყველაფრის ჩამოყალიბება. გაგაცნობთ ჩემს გეგმებს.
აქ არის ხალხი ვისაც უკვე აწყობილი ფერმები აქვს და მზად არის ითანამშრომლოს ჩვენთან და გაგვიზიაროს და ჩვენგანაც მიიღოს ახალი ცოდნა რის დაგროვებასაც საკუთარი გონებრივი რესურსებით შევძლებთ.

Posted by: T_b_i_l_i_s_o 16 Sep 2016, 18:58
ჩინურ ბაქტერიებზე რა აზრის ხართ
დასუფტავება არ ჭირდება
თან ზამთარში თბილად არიან ღორები

Posted by: saperavitv 19 Sep 2016, 16:06
QUOTE
გაქვს რაიმე ინფორმაციული ბაზა გაკეთებული?

ბაზარზე არის სპეციალისტების გუნდით დაკომპლექტებული კომპანია "ინვეტი". ისინი აუცილებლად დაგეხმარებიან რჩევით smile.gif

Posted by: papisha 20 Sep 2016, 19:04
მოგესალმებით რამაინტერესებს , ანუ ღორის ნაკელი გამოიყენება რამეში?

Posted by: vano22 22 Sep 2016, 15:41
T_b_i_l_i_s_o
ეგ რაღაა???



აუესკის ვაქცინებს ვეძებ 3 თვეა თელავი ახმეტა თბილისი ვერსად ვიშოვე აღარ შემოდისო და მჩება ღორები ასაცრელი და რამე ინფორმაცია ხომ არ გაქვთ ვინმეს რატო აღარ შემოდის აუესკის ვაქცინა??? აქაც ჩაჯდა ვიღაც ბობოლა და წყვეტავენ მთელი ქვეყნის მაშტაბით ღორებს??
* * *
papisha
ძროხისაზე სლაბია რადგან ღორი უკეთ ითვისებს მინერალებს მარა გამოდგება რა ეგეც

Posted by: giorgi180 24 Sep 2016, 17:30
გამარჯობა, მყავს 4 თვის ბურვაკები ცოცხალი წონა დაახლოებით 50 კილო, ლანდრა დიუროკის ნაჟვარია, თავიდან კარგად იმატებდნენ 2 თვისები 20 კილოები იყვნენ და იმის მერე გაუჭირდათ, საჭმელს დღეში თითო ერთ კილოსაც ვერ ჭამს რაღაც მადა არა აქვთ ხან კედლებს ეჯაჯგურებიან და ხან ფიცრებს, ყველაფერზე დამუშავებულია ეხლა ვიტამინებიც მივეცი, და რსი გაკეთება შეილება იქნება ვინმემ მირჩიოთ, ხორბალს სიმინდს და ქატოს ვურევ, პრეიმქსსაც ვუყიდდი მარა იმასაც გააფუჭენ

Posted by: vano22 24 Sep 2016, 21:02
giorgi180
4 თვისთვის მშვენიერი წონაა 50კგ..

პრემიქსი სტარტი ან გროუერი იყიდე უფრო სტარტი რადგან მეტად გემრიელია თითო ჯამი მოალბე წყლით და მოუყარე საჭმელზე და ნახავ რა მადაზე მოვლენ. ჩემები უპრემიქსოდ საერთოდ არ ჭამენ კორმას ისე გაირყვნენ მაგის გემოზე.. კიდე ერთი მეთოდია თუ მშრალ ღერღილს არ ჭამენ ადუღებული წყალი დაასხი ფაფა გამოვა და ნახე თუ მოეწონებათ

Posted by: levani31 25 Sep 2016, 10:03
რა ღირს ეხა ჩასაბარებელი ხორცის ფასი

Posted by: giorgi180 25 Sep 2016, 10:08
vano22
ადუღებულს ვაჭმევ მარა ტოვებენ, რეალურად იმის ნახევასაც არა ჭამენ რასაც უნდა ჭამდნენ, ეხლა ისევ მშრალზე ვაპირებ გადაყვანას გროუერით მარა ვაფშე რო არ შეჭამონ.
სტარტი 25 კილომდე რო წერია ესეგი ეგ არაა ხო პრობლემა? და მზა ვიყიდო თუ ისე ასარევი რომელი ჯობია?

Posted by: vano22 25 Sep 2016, 21:17
giorgi180
არაა აუცილებელი მარტო პრემიქსი აჭამო. სტარტი უფრო გემრიელია და იაფი. გროუერიც კარგია. ასარევი უფრო სპეციფიური გემოსია და თუ ღერღილში უნდა აურიო ეგ ჯობია იყიდო. მე ხან სტარტს ვურევ ღერღილში ხან ასარევს და მაგრად ჭამენ. უკრაინული ყვითელი პრემიქსები როა ეგ არ იყიდო ცარელა კოფტონი და სიმინდია მარტო.
* * *
levani31
9 ლარი ბეკონების.

Posted by: giorgi180 26 Sep 2016, 22:21
vano22
მადლობა ყურადღებისთვის, ნუტრიმაქსის პრეპიქსებს არაუშავს ხო?

Posted by: vano22 27 Sep 2016, 10:24
giorgi180
მეც ნუტრიმაქსზე მყავს
ერთერთი საუკეთესოა გემოთი და ხარისხით. ფასიც დაბალია. ათნაირი ჯიშის პრემიქსები აქვთ და არ დაგაბნიოს მაგან. პატარა გოჭების სტარტის და ასარევი პრემიქსის გარდა სხვები ერთნაირებია სუ. სტარტს მკვეთრი ლიმონის არომატი აქ და სუნიც კი აგიჟებს ღორებს და არამარტო ღორებს ხბოებს და კურდღლებსაც ძაან მოწონთ. ასარევი არომატით ვერ გამოირჩევა მაგრამ პროტეინი აქ 3 ჯერ მეტი.

სახორცედ თუ ზრდი კოფტონი დაფქვი რაც შეიძლება წმინდათ და ის აურიე 1/5 ზე და სოიოს თუ იშოვი მთლად უკეთესი ისიც დაფქვი და 1/5 ზე აურიე ან 1/3 ზე რაღაც სასწაულად მატებს ხორცს. ოღონდ გასამრავლებლად თუ გინდა კოფტონი მიეცი და სოიო არა თორემ სოიო ისეთ ნივთიერებებსაც შეიცავს რო არი რისკი დედალსაც და მამალსაც განაყოფიერების უნარი მკვეთრად დაუქვეითოს ან საერთოდ დააკარგვინოს

Posted by: giorgi180 27 Sep 2016, 22:14
vano22
ანუ გროუერი რო შევურიო ხორბალში სიმინდში, კოფტონში, თანაბარი პროპორციით კარგი გამოვა ხო?

Posted by: roy jons 27 Sep 2016, 22:29
ვაა რამაგარი თემა ბიჭებო..............................

Posted by: gigaaa88 28 Sep 2016, 12:33
მოკლედ ვერაფერი გავიგე რა, ყველა მეუბნება დაანებე თავი ამ ღორებზე ფიქრსო, არ გამოგივაო, ვისაც ყავდა ისენიც შეეშვნენ მეღორეობას და რა ხდება ბოლო ბოლო ვერ ვხვდები, რეალიზაცია ჭირს ხორცის თუ გაყიდვიდან ვერ ინაზღაურებ დანახარჯს?

Posted by: vano22 29 Sep 2016, 22:05
giorgi180 ძაან კარგი გამოვა.

gigaaa88 გააჩნია როგორ მიუდგები საქმეს. ცოდნა და დიდი დაფიქრება ჭირდება ასევე ძაან ბინძური საქმეა და მიუხედავად იმისა რო ფული ნამდვილად ბლომად რჩება მაინც ჯობია ცოტა ცივილური და სუფთა საქმე ნახოს კაცმა. ეს ჩემი პირადი კეთილი რჩევაა

Posted by: gigaaa88 30 Sep 2016, 12:54
და რეალიზაცია სად ხდება, კვების ობიექტები უნდა მივიძიო თუ ვაჭრები თრეულობენ ეგრევე? ანუ აეის თუ არა საპრობლემო ხორცის გაყიდვა?

Posted by: vano22 30 Sep 2016, 21:49
gigaaa88
საქმე უნდა იცოდე რა. ზოგი ბაზარზე ყიდის ზოგი ვაჭრებს ატანს ზოგი რესტორანს ამარაგებს ანუ ძაან ინდივიდუალურია თუ სად და როგორ გაასაღებ ხორცს. რო გითხრა ტაციაობა აქვთო მოგატყუებ მაგრამ არც გაუყიდავი არ რჩება

Posted by: noel20 3 Oct 2016, 21:47
შემიძლია ღორის საკვები (კორმა,ქატო,სიმინდი,ქერი.)ადგილზე მოგიტანოთ.. დამიკავშირდით 595970025 გოგა

Posted by: gigaaa88 4 Oct 2016, 16:59
ამ ქვეყანაზე არის ვინმე ისეთი ვისაც შეიძლება რო პატარა ღორების ფერმა ჩავაბარო და არ ეცადოს ჩემს მოტყუებას?
* * *
თქვენ ხომ არ გეგულებათ ვინმე პატიოსანი ადამიანი ვინც ამას შეძლებს? რაც უფრო კარგად წავა საქმე მით უფრო მეტ სარგებელს ნახავს.

Posted by: amigo84 4 Oct 2016, 23:45
გამარჯობათ,სიმინდი ან ხორბალი თუ ვინმეს გინდათ,რუსეთიდან შემოგვაქვს და კაი ფასად მოგცემთ.პმ_ში მომწერეთ ვისაც დაგაინტერესებთ.

Posted by: gigaaa88 5 Oct 2016, 09:35
დაწერე ბარემ ფასები და ვისთვისაც მისაღები იქნება შეგეხმიანებით.

Posted by: elene13 6 Oct 2016, 15:47
გამარჯობათ, მყავს 55-60 კგ ღორები და მინდა გავყიდო, ე.წ ყასაბს ძალიან იაფად უნდა. იქნებ მირჩიოთ სად შეიძლება რეალიზაცია.. 8 ან 9 ლარი მაინც რო ღირდეს


war.gif

Posted by: gia1970 6 Oct 2016, 19:02
amigo84
QUOTE
დაწერე ბარემ ფასები და ვისთვისაც მისაღები იქნება შეგეხმიანებით.

არყის გამოსახდელად თუ გამოდგება თქვენს მიერ შემოტანილი სიმინდი და ხორბალი?
რამდენ პროცენტ სახამებელს ანუ კრახმალ შეიცავს?
მინიმალური პარტია რამდენი?

Posted by: ucxo777 3 Nov 2016, 14:56
სალამი მშრომელ ხალხს.
რა მაინტერესებს საქონლის სადგომში მაქვს 25 კვადრატამდე თავისუფალი აგილი და თუ შეიძლება რო ეს დიუროკის გოჭებს იქ მოუღობო და მყავდეს, რამე პრობლემა იქნება თუ აუცილებლად ცალკე საგორე ონდა ქონდეთ?

Posted by: jadgschloss 13 Nov 2016, 00:56
მეგობრებო, ცოცხალი წონის ჩასაბარებელი ფასი რამდენია დღესდღობით? და საახალწლოდ რას ველოდებით?

Posted by: asbalo 13 Nov 2016, 09:48
მაგ კითხვებზე ვანო გაგარკვევთ, შემოვა აწი იმედია.

Posted by: vano22 13 Nov 2016, 22:28
asbalo ღორებზე აქეთ მაქ სასწავლი. მეც ახლახანს მოვკიდე ხელი ამ საქმესbiggrin.gif


jadgschloss ჩემთან საბეკონეს ხორცს 9 ლარად იბარებენ და პრასტოის 8 ლარად. დაკვლა გატყავების ფასს შენ იხდი. ჭირია ეხლა აქეთ ბლომად იხოცება ღორები. რაც ვიცი შირაქის სოფლებში გურჯაანში თელავში ლაგოდეხში და ახმეტაში ძაან მოედო ჭირი. ამიტო წელს არ მგონია მნიშვნელოვნად გაძვირდეს იმიტო რო მოშორებაზეა ხალხი.. ისე კი კონკურენცია არეგულირებს ფასს და რადგან ფასი 8-9 ლარია ამიტო ჯობია ჯიშიანების გაზდა რადგან უჯიშოზე იაფად ორჯერ მეტ ხორცს აწარმოებ და ფასში კონკურენციას ვერ გაგიწევენ
* * *
ucxo777
ერთ ძველ მეღორეს შევხვდი ამას წინათ და მეთქი ჭირია და თუ აცერი ღორებითქო და კიი კაცო გოჭობაშივე ვცრი ხოლმეო. არადა 5 თაობა ღორები ერთად ყავდა წარმოიდგინე ახლა ჭირის ვაქცინა სუ მინიმუმ ყოველ წელს უკეთდება და თუ ეპიდემიაა 6 თვე თუა გასული ბოლო აცრიდან ისევ უკეთდება და ის კაცი 4-5 წლის წინ გაკეთებული ვაქცინის იმედად არიbiggrin.gif მეც შენნაირად ვარ ერთი შენობა მაქ გაყოფილი და ნახევარზე ღორები მყავ ნახევარი კი საქონლისთვის მაქ. ესეგი ღორს აშინებს ჭირი რისი მინდვრიდან მოტანაც ძროხას შეუძლია მაგრამ ცალკე შენობაშიც რომ გყავდეს გოჭები მაინც არი შანსი რო საქონლიდან შენ აგყვეს და შენიდან გოჭებს გადაედოს ამიტო დიდი აზრი არ აქ ცალკე გეყოლება თუ ახლო ახლო.
მთავარია გამყოფი კედელი ამოუშენო რომ უშუალო კონტაქტი არ ქონდეთ საქონელთან და ჭირზე აცრა. პირადად მე ხო წლებია საქონელი მყავს და მანამ ხო მამაჩემსაც ყავდა და ღორსაც რაც თავი მახსოვს სულ ვზრდიდით დასაკლავად და არაფერი დამართიათ. შარშან წინ სახორცედ გავზარდეთ 8 ღორი მყავდა და იმ წელს რამდენიმე პარტია საქონელი დავატრიალე და გამყოფათ მარტო სეტკა მქონდა ხან გამომექცეოდნენ ღამე და დილამდე საქონელთან იყვნენ და არაფერიც არ გადასდებიათ მშვენივრად დაიზარდნენ.

Posted by: giorgi180 14 Nov 2016, 18:29
vano22
ბოინი უნდა ხო უეჭველი და დალშე არაა რთუი 9ში ჩაბარება? საქონლის ფასი როგორაა მანდეთ და მიღება როგორ ხდება დამიწერე რა კაცურად

Posted by: vano22 14 Nov 2016, 20:36
giorgi180
წესით ბოინი უნდა მაგრამ აქეთ თვითონ კლავენ და ჯერ არავინ დაუჯარიმებიათ. ახლა 400კგ ხორცი მაქ და რამე რო იყოს ხვალვე გავყიდი ვაჭრებში 9 ლარად. მთავარია ხარისხიანი ხორცი იყოს.

საქონლის საქმე სხვანაირადაა დაკვლა და ხორცათ ჩაბარება არ გვჭირდება უმეტესად ფეხზე იყიდება და თან აზერები დადიან და თათრები მარშუტკებით სოფელ სოფელ და რასაც წააწყდებიან ყიდულობენ ყველაფერს. სახორცეებიც და ბერწი ძროხებიც სუ მიყავთ. მამაჩემს ყავდა წელს სხვასთან საზიაროთ 30 ცალი კაი სახორცეები და წინა კვირას ერთმა ვაჭარმა წაიყვანა სუმთელი და კიდე კითხულობდა სხვებსაც ხოარ ყავთ კიდეოbiggrin.gif

Posted by: giorgi180 14 Nov 2016, 20:59
vano22
საქონელს წონიან ცოცხლად თუ ისე ყიდულობენ, ან ვაფშე მე როგორც ვიცი მაგათ მარტო შავები გაყავდათ და კიდე მასეა, მე მყავს შავი მოზვერი დაახლოებით 120 კილო ხორცი უნდა ქონდეს მაღაზიაში 9ს მაძლევენ ოღონდ ბოინში უნდა იყოს დაკლული უეჭველი და ამ ეტაპზე უკეთეს ვარიანტში შეილება გაყიდვა?

Posted by: vano22 14 Nov 2016, 21:51
giorgi180 არა რა შავიbiggrin.gif ესენი ექსპორტზე არ მუშაობენ. ხორცს ყიდიან ადგილობრივ ბაზრებზე და ზოგი მარნეულში ეზიდება აქაურ საქონელს ნუ ყველას თავისი ტაქტიკა აქ. 10 დახლზე ღირს ჩემთან და 9 კარგი ფასია მაგაზე უკეთესი რაღაა

Posted by: ucxo777 14 Nov 2016, 22:21
vano22
Hsხო ეხლა საღორის აშენება მეზარება და ბარემ ადგილი მაქვს საქონლის სადგომში და იქ მიუღობავ და შევყრი, თუ შესახვედრია ისეც შეხვდებათ და ასეც მართალია. ნუ ჩემზე რაც იქნება დამოკიდებული გავუკეთებ დროულ აცრებს. Dეხლა რა მაინტერესებს რა და რა ასაკის გოჭები რაზე უნდა გადავცრა და რა ვაქცინით? ორი თვის გოჭები მინდა ვიყიდო ლანდრასის და დიუროკის ჯიშის.

Posted by: vano22 15 Nov 2016, 16:32
ucxo777
აუესკის და წითელი ქარის ერთ თვიანებსაც უკეთდება და ჭირის 2 თვიდან ზევით.. მარა აუესკის და წითელი ქარის ვაქცინები აღარ იშოვება ნუ მე ვერსად ვშოულობ ზაფხულს აქეთ გაქრა.

ხარისხიანათ მიუღობე თორემ ტყის ღორი ცხვარივითაა მაგათთან შედარებით ისეთი ჯანიანები არიან კუნთოვანი მასის გამო რო ვენახის ჩაცემენტებული დოგები ამომიყარეს ტიაშკიდან. კიდე სანამ იყიდი დააკვირდი რახიტის ნიშნები არ ქონდეთ ძაან მიდრეკილია რახიტისკენ ეგ ჯიშები და დიუროკებს სუნთქვაზე დააკვირდი ან არ ახველებდნენ ძაან სუსტი სასუნთქი სისტემა აქთ და გენეტიკურად ატროფიული ფრონტიტი შეიძლება ქონდეს რომელიმეს და იჩაგრება მასეთი

Posted by: jadgschloss 15 Nov 2016, 17:46
vano22

მეგობარო 9 ლარი დაკლულ-გასუფთავებული ხორცის ფასს მეუბნები ხო?

ცოცხალი წონის ფასი რაა? ყასაბმა რომ წაიყვანოს და მერე თვითონ დაკლას.

Posted by: vano22 15 Nov 2016, 18:23
jadgschloss კი ბოინში დაკლულის და საბუთიანის.
ეგ ცოტა რთული საქმეა გააჩნია კლიენტს. თვითონ გირიგდებიან ფასზე

Posted by: ucxo777 15 Nov 2016, 19:10
[b]vano22[/
უეჯველი ვიგაც გამიზნულად აკეთებს ამას თავის საქმის წამოსაწევად აბა სხვა რა უნდა იფიქროს კაცმა

არ მეგონა ასეთი რაგაცეებიც თუ სჭირდა ღორებს, გავითვალისწინებ აუცილებლად ყიდვისას, გაიხარე

Posted by: vano22 15 Nov 2016, 21:12
ucxo777 მეც მაგ აზრზე ვარ. ისიც არ დაგავიწყდეს ჩვეულებრივი ღორი რო 6 თვეში ერთხელ იცრება ჭიაზე მასე არ შეიძლება ჯიშიანების აცრა და წელწადში ერთხელ იცრება ესენი.. კალციუმის დანამატები მიეცი აუცილებლად და D ვიტამინი რო ზდაში არ გაჭედოს და თეთრებს წითლები ჯობნის აშკარათ.. ისე მაგარი ცოტას ჭამენ და სასწაული სისწრაფით იზდებიან და ფართი დაიჭირე წინასწარ თორე ჩემები 9 თვისებია და 150სმ სიგრძე აქვთ საჭმელი რო შემაქ მეტითონ მეშინია უკვე პურივით არ დამაყოლონ ზედbiggrin.gif

Posted by: ucxo777 15 Nov 2016, 21:42
vano22
mმე მეგონა მე მეჩვენებოდნენ მარტო წითლები უფრო დიდები biggrin.gif
9 თვისები რამდენი კილოები არიან შენები და დღეში რამდენ კგს აჭმევ თითოს? და რამდენი ხნიდან მაკულობენ? :
* * *
ისე მაგარი გრძელი ღორია და ფერმებში რაც მინახავს მაგარი დიდი და ჯანიანი. სუფთა დიუროკებია შენი თუ ლანდრას და დიუროკის ნაჟვარი?

Posted by: vano22 15 Nov 2016, 22:40
ucxo777 სიმაღლით თეთრი ჯობნის და სიგრძე სიგანით წითელი. ხორცსაც უფრო მაგრად იკეთებს წითელი. რავი წონას ვერ გეტყვი ვეღარ ვწონი რაც გაიზარდნენ და თვალ ზომით 110-120 კილო ხორცი აქვთ. ჭამით 4 ცალი მყავს ორი სუფთა დიუროკია და ერთი იორკშირი ერთიც დიუროკის და ბერკშირის ნარევს გავს. ვაჭმევდი პრემიქსებს და საკვებ დანამატ მინერალებს. ვიტამინებსაც. ახლა ქერ ხორბალ სიმინდზე მყავს + კოფტონი გოგრა ჭარხალი და ცოტა ვიტამინ კალციუმები. რადგან სადედეებად ვზრდი სოიო არ მიჭმევია. დილით ავწონი და გეტყვი რამდენს ჭამენ. წესით 8 თვის მაკობს მაგრამ მე 10 სას ვამაკებინებ

Posted by: noel20 17 Nov 2016, 20:47
გამარჯობათ,ფერმა ვისაც გაქვთ და საკვები გნებავთ ღორის ქათმის და საქონლის , (კორმა სიმინდი ქერი, ქატო ნასიპად და იაფად )ადგილზე მიტანით დამიკავშირდით593 13 3535 ან 595 970025

Posted by: zurinio111 20 Jan 2017, 18:28
QUOTE (vano22 @ 15 Nov 2016, 21:12 )
ucxo777 მეც მაგ აზრზე ვარ. ისიც არ დაგავიწყდეს ჩვეულებრივი ღორი რო 6 თვეში ერთხელ იცრება ჭიაზე მასე არ შეიძლება ჯიშიანების აცრა და წელწადში ერთხელ იცრება ესენი.. კალციუმის დანამატები მიეცი აუცილებლად და D ვიტამინი რო ზდაში არ გაჭედოს და თეთრებს წითლები ჯობნის აშკარათ.. ისე მაგარი ცოტას ჭამენ და სასწაული სისწრაფით იზდებიან და ფართი დაიჭირე წინასწარ თორე ჩემები 9 თვისებია და 150სმ სიგრძე აქვთ საჭმელი რო შემაქ მეტითონ მეშინია უკვე პურივით არ დამაყოლონ ზედbiggrin.gif

გამარჯობა მეგობარო.ღორების ფერმის გაკეთება მინდა,შენი პოსტები წავიკითხე და მგონი შენ უკვე გყავს ღორები,ხომ ვერ მეტყვი სად შეიძინე,რა ჯიშის და ან შენ ხო არ ყიდი უკვე?

Posted by: 5nizza 16 Feb 2017, 18:22
10 თვის დაკოდილ და მაკე ღორს რო ვაჭამო დაფქვილი და აარეული წიწიბურა , ბრინჯი და ბარდა რამე ხომ არ მოუვა ? ვარგა რამედ ? სიმინდი რო ჯობია ვიცი მარა სადაა სიმინდი

Posted by: giorgi180 18 Feb 2017, 16:01
სწრაფად რა საშუალებით შეილება ღორის ზრდა, ხორბალს და სმიმინდს მაჭმევ მარა დიდი ვერაფერი არც პრემიქსზე გიჟდება კაცმა რო თქვას, 10 თვისაა ტანი ძაან დიდი აქ მარა ვერა და ვერ შეივსო რამე ჰორმონი არაა? ან რა შეილება გავუკეთო

Posted by: vano22 18 Feb 2017, 16:16
5nizza დავიჯერო სიმინდზე იაფი გიჯდება ეგენი? მოსვლით არაფერი მოუვა ბარდა საუკეთესო საკვებია ასევე წიწიბურაც, აი უმი ბრინჯის ათვისება ცოტა გაუჭირდება


giorgi180 მილიონი მიზეზი შეიძლება იყოს, ჭიები, თანდაყოლილი შინაგანი დეფექტი, პრობლემა პირის ღრუში ან მომნელებელ სისტემაში, ჩახუთული სადგომი, სტრესული გარემო, ტემპერატურული არასტაბილურობა, სინათლის დეფიციტი, მინერალების ან ვიტამინების ნაკლებობა, ან ბოლო ბოლო უჭმელაა გამხდარი ადამიანივით,, ჯერ ჯერობით მოდუღებული სიმინდის ფაფით ცადე კუჭის ტევადობის გაზრდა 1 თვე მაინც და შემდეგ მშრალს რომ დაუდგავ მცირე ულუფა კუჭს ვერ დაუკმაყოფილებს და იძულებული გახდება ბევრი ჭამოს

Posted by: giorgi180 18 Feb 2017, 17:07
vano22
ორჯერ ვაჭმევ, ვუმდუღრებ და ისე, თან თუუ ძაან წყლიანია არაა არ ჭამს, ამიტო ერთ ჭამაზე სადღაც 10 კილოზე მეტი გამოსდის წყლიანად, ანუ პატრა კუჭის ბრალი არამგონია იყოს, მარა აი ტემპერატურა, სინათლე ნაღდად პრობლემაა. მაგ საჭმელსაც თუა ხასიათზე რაღაც პერიოდი ჭამს ხან ვაფშე არ ჭამს. არა და საკმაოდ დიდი ტანის ღორია 90სმზე მეტი სიმაღლე აქ და სიგრძეც კეფამდე მეტრაზე მეტია, ვითომ ფასის აწევას ველოდებოდი მარა ეხლა მინდა რო მოვაშორო და ცოტა რო შეივსოს.
ისე შენი აზრი მაინტერესებს გოჭის ყიდვა როდიდან შეილება, არც ისე თბილი სადგომის პირობებში? ანუ რო არ დაიჩაგროს ან რამე

Posted by: vano22 18 Feb 2017, 17:38
giorgi180
ღორი კი არა ვეშაპი გყოლია მაგდენს თუ ჭამსsmile.gif რაციონი შეუცვალე ძაან გაგირყვნია და სტრესშიცაა როგორც ჩანს,
მოხარშული კარტოფილი, იონჯის თივა, ძველი პური და ასეთი რამეები აჭამე ცოტცოტა ძაან წყლიან საკვებზე ვერც გასუქდება პირიქით გახდება რადგან ზედმეტად ბევრი სითხე ორგანიზმიდან მინერალებს გამოდევნის და გულზეც მოქმედებს დიდი შანსია თირკმლები გაუფუჭო, ეცადე სხვადასხვა საკვები მიცე, ფოტოს თუ მომაშველებ კარგი იქნება ღორისას და სადგომისას,

მარტის ბოლოს აპრილის თვეში გაჩენილი გოჭია ყველაზე კარგი,

Posted by: 5nizza 18 Feb 2017, 23:50
vano22

ბარდა და წიწიბურა იაფი როგორ იქნება მარა მე 40 თეთრად მაძლევენ და სიმინდზე იაფი მიჯდება, ცოტა მტვრიანია მარა მე მგონი
წავა რაა ძირითადად წიწიბურა და ბრინჯია სიმინდში გადაურევ და ისე დაუფქვავ ხო არგებს ? smile.gif

ლობიოც ააქვთ მარა ლობიოს მე მგონი არ შეჭამს თუ აჭმევენ მაგაზეც იქნებ მიპასუხოს ვინმემ ?

წელს ვიყიდე ღორი უჯარმისკენ მყავს , 3 დედალი ერთი მამალი აპრილ მაისის გოჭი, იქნებიან ეხლა თითო 100-100 კგ კარგები არიან მარა რო ვთქვა რამე ჯიშის ღორია თქო არ ვიცი სართიჭალაში ვიყიდე ბაზარში . სამიდან ორმა იმაკა, მარა ისე იმაკა რომ მამალი და დედალი შეიძლება და ძმა იყო ( ინცესტის პონტში კი ტეხავს მარა ეგრე მოხდა მე არ უვლიდი და არც მეგონა 6 თვის გოჭი თუ იმაკებდა.) როგორც ვიცი არაპროდუქტიული იქნება მარა პირველ ცდაზე არა უშავს .
* * *
მამალი უფრო დიდია რათქმა უნდა ერთი თვის წინ დავკოდე , მესამეც უნდა ვამაკო დიუროკზე ან რამეზე რაზე ვამაკო რას მირჩევთ ?

Posted by: giorgi180 19 Feb 2017, 13:55
vano22
აი ესარი 10თვისა ხდება ერთ კვირაში, დღეს დილით ავწონე საჭმელი და 2 კილომდე სიმინდი ხორბალი იყო და 8 ლიტრა წყალი. არაფერი არ დატოვა. 6თვის მერე არც ამიცრია ვითომ ხელოვნური განაყოფიერება გავაკეთებინე და მაგ დროს კიდე არ შეილება ჭიაზე აცრაო საბოლოოდ არ იმაკა დღეს ავცრი ბარემ ჭიაზეც და დაკვლა მინდა,
ისე ეტყობა რამე ამას ჯიშიანობის? ხვდები ალაბათ რა ცოდნაც მაქ და ნდობით ვიყიდე როგორც ლანდრა საბეკონე მიმართულებიტ 170 ლარო მივეცი ცხრა კილო იყო. ეხლა თავი ბოლო 500 ლარი მაინც მიზის yes.gif user posted imageuser posted imageuser posted image

Posted by: vano22 19 Feb 2017, 16:57
5nizza მშვენიერი საკვები გამოვა..
უმ ლობიოს არ გირჩევ მოიწამლება.
ჯობდა არ ემაკა მაგრამ არაუშავს. მაგათ გოჭებს ნუ დაიტოვებ გასამრავლებლად არ ივარგებენ.
ჯიშით არ ჩანან ცუდი ჯიშისები და შეგიძლია იორკშირით ან ლანდრასით ამაკებინო. დიუროკს გირჩევდი მაგრამ დიუროკს აქ დომინანტი გენი და ძაან არათანაბარი გოჭები გამოგივა. ყველაზე ნაღდია იორკშირს ამაკებინო.


giorgi180 რას ერჩი მშვენიერი ღორიაsmile.gif ისე სუფთა ჯიში რომ არაა ეს 100% ჩანს.უჯიშო არაა ყურების ფორმით რუსულას და ტანით ლანდრასის ნაჯვარს გავს.

მეტისმეტად წყლიანს აჭმევ რამენაირად ცადე შეუსქელო საჭმელი. როგორც ვხვდები ძაან წვრილად დაფქულს აჭმევ და ღერღილი ცადე ანუ შედარებით მსხვილად დაფქვი დაახლოებით მარილის მსგავსად და ცადე მასეთს თუ შეჭამს შესქელებულს.

Posted by: giorgi180 19 Feb 2017, 19:29
vano22
ხოო თან ტაროიანს ვუფქვავდი აქამდე, და ეხლა მარცვალი უნდა დავუფქვა და წყალი შევუმცირო ძაან. იმას ვერჩი რო იმ რწმენით მქონდა ნაყიდი 6 თვეში ასი კილო უნდა დაედო(როგორც პატრონმა მითხრა) თავიდან მართლა სერიოზული მატება ქონდა მერე პრემიქსი შევუწყვიტე და ძლივს იზრდებოდა, მერე ისევ მივეცი პრემიქსი მარა მერე აღარ ქონდა სერიოზული მატება თანაც არ გიჟდებოდა, საკვები კიდე ძვირი მეჯდა. ისევ გადავიყვანე ხორბალი სიმინდზე აი ამ ბოლო 25 დღეში ორივე ერთად ას კილომდე შეჭამა ზოგი გააფუჭა მარა მატება არ ეტყობა ვაფშე, მესმის ტემპერატურა პრობლემაა მარა ას კილოს რო შეჭამს 15 კილო ხო მაინც უნდა მოიმატოს, დღეს ნემსიც გავუკეთე ჭიაზე ერთი 20 დღეც მეყოლება და დავკლავ, ფასის მატება არაა ხო მოსალოდნელი? თან მარხვა იწყება

Posted by: vano22 19 Feb 2017, 21:36
giorgi180
ეხლაა ხორცის სეზონი თორემ ლოგიკურად აღარ უნდა გაძვირდეს აწი მეტად. ტაროიანი სიმინდი მცოხნავი საქონლისთვისაა კარგი და არც ღორს აწყენდა. ჯიშია რა მასეთი თორემ ბიძაჩემი ქატოში ნახერხს ურევდა და იმას აჭმევდა და რო დავკალით ამ ზამთარს 1 წლისამ 80 კგ ხორცი დადოbiggrin.gif

ასი კილო რო დაედო სუფთა ჯიში უნდა ყოფილიყო, ამის მერე ბაზარზე აღარ იყიდო გოჭი. ეცადე სადმე ნორმალურ ფერმაში იყიდო.

ეს ჩემი დიუროკია 10 თვისაა ახლა დაახლოებით და 250-270კგ ცოცხალი წონით. იორკშირს და ბერკშირს გაასწრო ტანში..

ახლა წესით მალე გოჭებიც უნდა გაეჩინა მაგრამ ვერ ვიცლი ჯერ ამათთვის

user posted image

Posted by: giorgi180 19 Feb 2017, 22:00
vano22
ვაა მაგარი რამეა და რა დაგიჯდა ამისი კვება დაახლოებით?

Posted by: vano22 19 Feb 2017, 22:35
giorgi180
გოჭში რაც გადავიხადე და სხვა უაზრო ხარჯები რომ გამოვაკლოთ. 450 ლარამდე შეჭამა. ვაჭარს გავატანე პრასტოი ღორები დეკემბერში და ამაში და ამის ცალ იორკშირში 2800 ლარს მაძლევდა.

ყველასთან თხოვნაც და რჩევაც მექნება რომ უბრალო ჯიშებში არ გადაყაროთ დრო ფული და ნერვები. რაღაც სასწაული ზრდა აქვთ ამ ჯიშებს და უბრალო ღორზე ბევრად ცოტას ჭამენ

Posted by: REVERS 20 Feb 2017, 10:10
vano22
QUOTE
ეს ჩემი დიუროკია 10 თვისაა ახლა დაახლოებით და 250-270კგ ცოცხალი წონით. იორკშირს და ბერკშირს გაასწრო ტანში..


ვახ ეგ რა ყოფილა ბიჯო biggrin.gif 250 არის მართლა 10 თვის ?

ამ ჯიშის გოჭის ყიდვა სად შეიძლება და რა ეღირება თუ იცი ?

ამ საახალწლოდ დავკალი 2 ბურაკი 10 თვისები და 50-55 კილოები გამოვიდნენ facepalm.gif


Posted by: vano22 20 Feb 2017, 11:42
REVERS

კი ავწონე ტონიან წისქვილის სასწორზე.

ეს სადაც ვიყიდე დაიკეტა ის ფერმა უცხოეთში წავიდა პატრონი. ნუ ნებისმიერი სუფთა ჯიშის დიუროკის გოჭი რო იყიდო ასეთი გაიზრდება ( ასაკი ცოტა მოვაკელი 11 ს ხდება ამ თვის ბოლოს) სავარაუდოდ სუფთა ჯიშის შოვნა გაგიჭირდება მაგრამ მუშაობს ხალხი ჩამოყვანაზე და პირდაპირ უცხოეთიდან ჩამოაყვანინებ სადღაც 500 ლარამდე დაჯდება 1 თვის გოჭი. 350 ლარები მივეცი ამეებში თავისთვის ყავდა ჩამოყვანილი ესენი. არი შანსი რომ მარკეტ ჯი ზეც დადოს ვინმემ სუფთა ჯიშის გოჭები ან დიუროკ იორკშირის ნაჯვარები. მთავარი რაცაა დედა და მამა უნდა ნახო ადგილზე და იქ მიხვდები რა ჯიშის გოჭსაც გაძლევენ.
მარტო დედა ვისაც ყავს იმათგან არაა სანდო ყიდვა რადგან ჩემ მეზობელს ყავს ტყის ღორები და ამასთან მოყავთ სამაკებლად ჯიშიანი ღორები და მერე იძახიან ჯიშიანი გოჭებიაო. თელავშიც ვიცი სანდო ფერმა მილიონერებისაა და მაგარი ჯიშები ყავთ

Posted by: dryade 20 Feb 2017, 11:56
რამდენი ადამიანი ყოფილა ღორების თავშესაფრით დაინტერესებული. love.gif

კარგ საქმეს აკეთებთ, თანაფორუმელებო. დღეს ცოტა თუ ზრუნავს, პატარა გოჭუნების უსაფრთხოებაზე. cry.gif

Posted by: koba1980 20 Feb 2017, 22:09
daavadeba ro emartebat gorebs da ro edzaxian grips , riti unda aicras an cinascar
rogor unda izruno magat usafrgxoebaze???
tan gadamdebicaa turme da uceb ibridebian...

nutu araferi shemovida camali qveyanashi amis sacinaagmdego rom ar geshinodes mati daxocvis.
rolleyes.gif

Posted by: 5nizza 25 Feb 2017, 00:06
vano22

მოკლედ მამაჩემი უვლის უჯარმაში და დროზე ვერ გავაფრთხილე ერთად ნუ გყავს მეთქი. როგორც კი ერთი თვისები გახდებიან ეგრევე უნდა გავყიდო გოჭები რათქმაუნდა . იორკშირს ვამაკებინებ მადლობა რჩევისთვის , მარა კაი კერატი მოსაძებნი მეყოლება .

სამიდან ორია მაკე და მესამეც ვამაკებინო თუ გავყიდო ერთი დედალი არ ვიცი შენ რას მირჩევ (ვარგა უჯიშო დედალი საყოლიებლად თუ კარგი ჯობია) არც უჯიშო ღორის ყიდვის მომხრე ვიყავი მარა ვინ დამიჯერა ?

Posted by: vano22 25 Feb 2017, 21:36
koba1980 მაგით კეთდება ფული და წამალს ვინ შემოიტანს.



5nizza კერატის პოვნა მართლა ძაან რთულია მაგრამ უნდა ეცადო.

მესამეც ამაკებინე სხვა კერატს და ეგ მაკეებიც ივარგებენ დედებად. მამალი ან გაყიდე ან სხვაში გადაცვალე და არაფერი პრობლემა აღარ იქნება. რა წონა და ასაკიც დაწერე მაგის მიხედვით არ არიან ცუდი ჯიშისები. ეგენიც იყოლიე და გოჭებს რო გაყიდი იმ ფულით ერთი ორი ჯიშიანი იყიდე და ჩაანაცვლებ ნელ ნელა

Posted by: DERRICKROSE 2 Mar 2017, 17:28
გამარჯობათ, მამაჩემს აქვს ფერვა, გოჭები ყავს და რანდენიმე ამოიჩემეს და კბენენ რისი ბრალი უნდა იყოს თუ შეგიძლიათ იქნებ მიპასუხოთ, მადლობა წინასწარ.


Posted by: SkiPer 18 Mar 2017, 22:19
ვიეტნამური ღორის ჩამოყვანას ვაპირებ და მგონი საქართველოში არავის არ ყავს თუ იცით ვინმეს რო ყავდეს დაწერეთ

Posted by: vano22 19 Mar 2017, 12:59
SkiPer მაიმარკეტზე ყიდდნენ მაგ ჯიშს ერთი ორი თვის წინ.


DERRICKROSE გააჩნია ვინ კბენს

Posted by: vano22 19 Mar 2017, 17:41
მომილოცეთ ნამატი მაქ ზოოპარკშიbiggrin.gif

პირველზე 10 მშვენიერი გოჭი გააჩინა ჩემმა იორკშირმა

Posted by: gia1970 19 Mar 2017, 23:57
vano22
გილოცავ გილოცავ
რა საყვარლები არიან
ეგ ერთი და სხვა მრავალი კაი-კაი ამბები

Posted by: vixn 20 Mar 2017, 00:39
vano22
მომილოცავს, მამალი ვინ იყო?

Posted by: vano22 20 Mar 2017, 17:10
gia1970
vixn
გაიხარეთ.. მამალი დიუროკის და ბერკშირის ნაჯვარიაsmile.gif


მოკლეთ აი როდის დავდე ეგ ფოტო და მეორეთ ეხლაღა მოვიცალე აქ შემოსასვლელად.. დედის გალია არ მაქ და პატარები მყავს გალიაში რო არ დაჭყლიტოს და მაგარი ძნელი ყოფილა დღეში 10 ჯერ შივდებათ და ჭყივიან. რო ჭყივიან დედა გიჟდება და არი ერთი ამბავიsmile.gif

Posted by: giorgi180 20 Mar 2017, 17:37
[b]vano22[/ ვაა რა ნაღდები ა არიან გილოცავ. პირველი დაყრაა ხო ალბათ. გაყიდვას აპირებ?

Posted by: vano22 20 Mar 2017, 23:10
giorgi180
სპ. კი გოჭები ვიყიდე შარშან გაზაფხულზე და აგერ ერთმა უკვე გააჩინა ერთიც 2-3 კვირაში გააჩენს და მესამეს 2 თვეში ველოდები. ესენი გაყიდულებია უკვე და მეორეს გოჭებზეც მელოდება კაცი მესამე სუფთა ჯიშის დიუროკია ძაან მაგარ ტანზე და თუ მშვიდობით ჩაიარა ყველაფერმა სახორცედ უნდა გავზარდო იმისები. ეხლა 250 ლარებს იხდიან თვისებში და მეთითონ ზამთრამდე რომ გამეზარდა კარგად ვიხეირებდი მაგრამ ვეღარ ავუდივარ საქმეს და ვერ შევძლებ ჯერ გაზრდას

Posted by: REVERS 21 Mar 2017, 08:45
vano22
QUOTE
ესენი გაყიდულებია უკვე და მეორეს გოჭებზეც მელოდება კაცი მესამე სუფთა ჯიშის დიუროკია ძაან მაგარ ტანზე და თუ მშვიდობით ჩაიარა ყველაფერმა სახორცედ უნდა გავზარდო იმისები.


ესეიგი სამომავლოდ რო მინდოდეს ყიდვა ძაან წინასწარ უნდა შეგითანხმდე ? smile.gif

Posted by: vano22 21 Mar 2017, 08:59
REVERS
biggrin.gif პირველი დაყრა არც ვარგა მეორედან უფრო მაგრები იზრდებიან.

ეხლა ავწონე ერთი საშუალო და 1.9 კილო გამოვიდა. მართლა ღირს რა ამ ჯიშების მოშენება

Posted by: cixe78 21 Mar 2017, 10:35
vano22
წარმატებები და სიმრავლე და სიუხვე შენ საქმეში
რამდენად ყიდი ერთ გოჭს ? თუ იქნება საშუალება დედალმამალს ავიღებ
და ტერიტორიულად სად ხარ? პმ მომწერე

Posted by: vano22 21 Mar 2017, 12:24
cixe78
გაიხარე შენც ასევე...

ესენი გავყიდე უკვე ბე დამიტოვეს ახლობელს მიყავს 250 ლარებში.
ისე კი გასამრავლებლად თუ გინდა ერთი ნაყარის დედალ მამალს არ გირჩევ ანომალიებს არათანაბარ გოჭებს და მილიონ არასასურველ შედეგს იწვევს.

Posted by: 5nizza 23 Mar 2017, 00:53
vano22

ვა მომილოცავს ჩემებმა 7-7 დაყარეს . ორმა დედალმა

Posted by: vano22 23 Mar 2017, 12:13
5nizza
მე 5 დან 8 მდე ველოდებოდი. პირველზე 10 ძაან კაი შედეგია..

ისე ხორცი ძვირდება ნელ ნელა. ახლა გაყინულის შემოტანაზეც ამკაცრებენ კონტროლს და იქნებ დაედოს ფასი ამ საქმესაც

Posted by: cixe78 23 Mar 2017, 17:41
vano22
QUOTE
სე ხორცი ძვირდება ნელ ნელა. ახლა გაყინულის შემოტანაზეც ამკაცრებენ კონტროლს და იქნებ დაედოს ფასი ამ საქმესაც

ზუსტად მაგიტო ვაპირებ მაგ საქმეზე ხელის მოკიდებას მეც,,,,

Posted by: vano22 23 Mar 2017, 23:32
cixe78 ჩემი დაკვირვებით ძაან მომგებიანი საქმეა ოღონდ მხოლოდ ჯიშიანების ყოლის შემთხვევაში..

თუ ჭირისგან არ დაიხოცა პრაქტიკულად შეუძლებელია იზარალო

Posted by: cixe78 24 Mar 2017, 09:26
vano22
კი მომგებიანია გეტანხმები
მაგრამ აი ჭამის მხრივ როგორაა საქმე ეს მაინტერსებს
რას აჭმევ და რა გიჯდება ერთი ღორის შენახვა ეგ უფრო მაინტერესებს
აი მერე გამოჩნდება ღირს თუ არა

მაგრამ მოსინჯვა ღირს მაინც

Posted by: vano22 24 Mar 2017, 09:30
cixe78 სადღაც 500 ლარი შეჭამა და 270 კგ ა

დღეში მაქსიმუმ 3_4 კგ ს ჭამს და იზდება ბამბუკივით

Posted by: farsmaneli 24 Mar 2017, 10:01
დღევანდელი ხორცის ფასებით ზარალია ღორის შენახვა, 6ლარს იძლევიან ხორცში ვაჭრები და დანახარჯები რომ იანგარიშო არაფერი არ დაგრჩება.
ახლობელს ყავს საბეკონე ასზე მეტი ღორი და გოჭი, ეხლა მოშორებას აპირებს თუ ვინმეს გინდათ გოჭები დაგაკავშირებთ
ოღონდ შირაქიდან წამოყვანა მოგიწევთ

Posted by: cixe78 24 Mar 2017, 10:30
vano22
ეგ კარგია თუ მასე მალე იზრდება
მაგრამ რას აჭმევ თუ საიდუმლო არაა და სად ნახულობ?
საქმე ისაა რომ მე ეს დასავლეთში მინდა რომ მოვაშენო

farsmaneli
გეთანხმები რომ ჯერ არ აქვს ფასი მაგრამ მალე ექნება
ვანოს მონაწერი ნახე? 270 კილოაო და 200 რომ ჩააბარო 6 ლარად 1200 გამოდის აქედან ჭამაც გააგდე 500 და 700 ლარი ფულია

მაგრამ აქ სხვა რამის გაკეთებაც შეიძლება
არ ვიცი რამდენად მომგებიანი იქნება მაგრამ
სამწვადე დაბასტურმებული ხორცი პაკეტებში
არ იქნება მომგებიანი????
ეს ბიზნეს იდეაც მაქვს იქნებ ქი მოეწონოს ვინმეს
მიხვალ სადმე ბუნებაში ან სახლში გაქვს მაყალი და უნდა მოვიდეს სტუმრები
ადგები მაღაზიაში იყიდი უკვე დაბასტურმებულს წამოაგებ შამფურზე და აბზრიალე გემრიელი ხორცი

მოკლედ აზრები კი მაწუხებს შენ ამის ერთ ქილაში მოტავსება მითხარი შენ biggrin.gif

Posted by: vano22 24 Mar 2017, 10:54
farsmaneli 100 ღორი ყავს ბეკონები და ვაჭრებს დასდევს?? მასე ერთი კაცის ნომერი მქონდა ადრე თუ ვერ გაყიდე საქონელი დავკლათ და 5 ლარს გადაგიხდი ხორცშიო.

8 ლარად იხვეწებიან ვაჭრები და ვერ შოულობენ 8.5 ლარად დღესვე დაკლავენ ჩემ ბეკონებს და 6 ლარად ხორცს არც დაანახვებენ.
მთავარია გასაღების ნორმალური ბაზარი ნახო თორემ ვაჭრების იმედზე ჩემი მტერი იყოს. სუფთა ბეკონები თუ ყავს ფასი გამიგე ცოცხალი წონის და დავაკავშირებ რეალურ კლიენტთან თუ მართლა 6 ლარად აბარებს ხორცს კაი ფული დარჩება.

cixe78 გაჩენიდან 3 კვირის რო გახდება უკვე პრემიქსები უნდა თორემ რძე ვეღარ ყოფნის. მერე 2 თვემდე სრულად გადაიყვან პრემიქსზე 2 თვიდან ვიტამინებს და ცოტა პრემიქსს აურევ როშში და 4 თვიდან ქერი სიმინდი და ხორბალი ეყოფა. დაკვლამდე 1 თვე მარტო სიმინდი უნდა აჭამო და მლაშე მოხარშული კარტოფილი აი ხორცი გამოვა გოზინაყივით. დრო და დრო სოიოს თუ უშოვი კარგი იქნება. ბალახი ან იონჯაც თუ გაქ გაუთიბავ მიუყრი მწვანეთ და გიჟდებიან ისე მოწონთ. დასავლეთში არ იშოვება ეს ჯიშები? ჩემთან ბლომადაა უკვე

Posted by: cixe78 24 Mar 2017, 12:06
vano22
აქ არსად მინახია და საერთოდ ღორების ფერმა თუ აქვს ვინმეს არც ეგ გამიგია სიმართლე გითხრა
ყველაფერს მოვაბამ თავს და ყველაფერს 5ზე გავაკეთებ
რომ არა ეს რაღაც დაავადება რომელიც დასავლეთსი ემართება ღორებს
ვიწვალო ამდენი და მერე გადასადგები დამირჩეს ამასაც ვერ გავრისკავ

მოკლედ ამ ზაფხულს გადავათვალიერო უნდა ფართობები შევაერთო და მერე ვნახოთ რა იქნება

Posted by: vano22 24 Mar 2017, 12:13
cixe78
კლასიკური ჭირი და ცრუ ცოფი. ამეებზე 6 თვეში ერთხელ იცრება და ჰიგიენა თუ დაცული გაქ მინიმუმია დაავადების რისკი

Posted by: cixe78 24 Mar 2017, 12:21
vano22
მაგ გასაგებია მაგრამ შენ უკეთებ მაგას თუ გყავს ვინმე ვეტექიმი?

Posted by: farsmaneli 24 Mar 2017, 23:15
vano22
QUOTE
8 ლარად იხვეწებიან ვაჭრები და ვერ შოულობენ 8.5 ლარად დღესვე დაკლავენ ჩემ ბეკონებს და 6 ლარად ხორცს არც დაანახვებენ.

საქმე-საქმეზე რომ მიდგება არ იხვეწებიან დამიჯერე
1-2ს კი გაყიდი მაგრამ როცა უკვე რაოდენობაა მაინც ვეღაცაზე ხარ დამოკიდებული და ის კიდევ ყელში გიჭერს
აგერ მეზობელიც მყავს ჩვეულებრი ღორები ყავს 35 და ესეც მოშორებას აპირებს

QUOTE
სუფთა ბეკონები თუ ყავს ფასი გამიგე ცოცხალი წონის და დავაკავშირებ რეალურ კლიენტთან თუ მართლა 6 ლარად აბარებს ხორცს კაი ფული დარჩება.

ამ დღეებში გამოვკითხავ დეტალებს და დავწერ აქ

Posted by: vano22 25 Mar 2017, 00:50
farsmaneli რავი ჩემთან სხვა სიტუაციაა. ეგ ქვემოთ მხარე შირაქი დედოფლისწყარო ძაან მივიწყებული ადგილია ღორს კი არა ოქროს ვერ გაყიდი მანდ კარგ ფასში.. აქეთ თელავ თბილისისკენ უფრო იოლად გადის

Posted by: 5nizza 25 Mar 2017, 11:14
vano22

მაწონი , ხაჭო და არაჟანი რო აურიო (ვადაგასული გაფუჭებული არა მოკლედ საღი) და ვაჭამო კორმასთან ერთად დედებს კარგი იქნბა თუ აწყენთ ( კორმა ხო იცი როგორი მაქვს (ბრინჯი შვრია წიწიბურა ქერი და სიმინდი არეული biggrin.gif მეტიწილი ბრინჯი და წიწიბურაა biggrin.gif)

Posted by: vano22 25 Mar 2017, 11:40
cixe78
მე ვუკეთებ მასე მარტივ საქმეებზე ვეტერინართან სირბილი არაა აუცილებელი.


5nizza ეგ ვიგულისხმე ზუსტად. ვადა გასულ მაწონ არაჟნებს იაფად ყიდიან ხოლმე და მაწოვარა ღორისთვის მისწრებაა მითუმეტეს ამ საბეკონე ჯიშებს ძაან ცოტა რძე აქვთ და თან ცოტასაც ჭამენ და კარგი იქნება რძის პროდუქტების და მწვანე ბალახის მიცემა. კორმა ცალკე აჭამე და მაწვნები ცალკე თორემ არეულს არ შეჭამენ.. ეგ ბრინჯი ძაან მაეჭვებს როგორ ინელებს ღორი

Posted by: 5nizza 26 Mar 2017, 02:24
vano22

რვი ვანო რაც წავიკითხე დაჟე სიმინდსაც ჯობიაო (მაგრამ ჩენჩოს გარეშეო) მე არეულს ვაჭმევ ამ წუთას ალბათ ესეთი პროპორციით 40 % ბრიჯი 20 % სიმინდი 10 ქერი , 10 წიწიბურა 10 იც შვრია . პრემიქსები მინდოდა მარა მამაჩემმა ერთ ადგილზე გამიშვა. მაწონიო, ხაჭოო , მაიტაო რისთვის გასწავლეო და რაღაცეები დაიიწყო. lol.gif ეხლა რო არ მიუტანო შეიძლება მწვადიც არ მაჭამოს არადა არც დამირეკია მაწონზე ჯერ. facepalm.gif



http://www.pigprogress.net/Breeding/Sow-Feeding/2011/1/Experimenting-with-cereals-PP007764W/

Rice is grown mainly for human consumption and as a result its use in pig diets is rather limited. However, when good quality rice flour (no hulls) is available, performance can be equal or even better when compared to the performance of maize-fed pigs.

Posted by: vano22 26 Mar 2017, 16:38
5nizza სიმინდს შეიძლება ჯობია მაგრამ უმად ათვისებადია ღორისთვის? ეგაა გასარკვევი.
ეგ ხაჭო მაწონი დედა ღორს უნდა წოვებისას და ეხლა გყავს გოჭები? მშრალ ღორს არ ჭირდება ტყუილი ხარჯია.



...........


გამოცდილებთან მაქ კითხვა. ეს ძაან მსუქანა ხო არაა? გაჩენა არ გაუჭირდეს მეშინია

Posted by: kaxaberski66 26 Mar 2017, 21:37
vano22
თავს არ ჩავთვლი გამოცდილად მაგრამ, გიპასუხებ რომ სულაც არ არის ისე მსუქანი როგორც სურათიდან ჩანს, რომ გოჭების დაყრა გაუჭირდეს.
სიმსუქნე მაგ დროს ჭირდება კიდეც(ზაპასით) რომ შეძლოს გოჭების გამოკვება, წოვებისას ხომ ნელ-ნელა გახდება.

Posted by: vano22 27 Mar 2017, 00:39
kaxaberski66
ძაანაც კარგი ერთმა ვითომ მცოდნემ კიდე გაახდუნეო და დაყრამდე 1 კვირა თითო კილო როში აჭამე მარტოო და ასე რო გავაკეთო მგონი გასძვრება სულიsmile.gif

Posted by: kaxaberski66 27 Mar 2017, 09:09
vano22
ზევით გოჭებიანი ღორის სურათი იდო, ეს მეორეა ესეიგი ხომ? პირველი დაყრაა ამისთვისაც?

Posted by: vano22 27 Mar 2017, 10:39
kaxaberski66 კი ესეც პირველზეა მაგრამ როდის უნდა გააჩინოს არ ვიცი 3 ჯერ გადამიხტა კერატი ამის გალიაში სხვადასხვა დღეებში და რომელზე იმაკა რავი. მუცელი რო დაეტყობა და რძე რო ჩაუდგება აი მაშინ ვიგებ რო გაჩენის დრო ახლოსააsmile.gif


ეხლა ამ კვირაში უნდა გააჩინოს ერთმა და აი ძააან დიდი მუცელი აქ ლამის მიწას ედება და რას იზამს ვნერვიულობ

Posted by: kaxaberski66 27 Mar 2017, 14:48
vano22
რა უნდა ქნას, გააჩენს.

Posted by: vano22 27 Mar 2017, 14:50
kaxaberski66
ძაან ბევრი თუ ყავს 14-16 ხშირად ეხოცება ხოლმე და ხან დედაც კვდება არცთუ იშვიათადsad.gif

Posted by: kaxaberski66 27 Mar 2017, 15:09
vano22
ვანო, მასეთ შემთხვევაში უნდა დაუტოვო იმდენი გოჭი რამდენიც ძუძუ აქვს, ყველაზე სუსტი გოჭები კი მოაშორო.
მეორე ვარიანტი-გოჭები თავიდანვე დედას მოაშორო, ვთქვათ 20 გოჭია, გაჰყო ორ ნაწილად და დღეში სამჯერ ორ პარტიად მიუშვი მოსაწოვებლად.

Posted by: vano22 27 Mar 2017, 21:39
kaxaberski66
14 ძუძუ აქ მარა სუ უკანა 2 მგონი ტუფტებია ეხლა 10 ხო ყავს და იმ უკანა ორს არცერთი არ წოვსsmile.gif

ამათ უკვე ვატყობ რომ რძე აღარ კმარათ სულ შიათ და სელტეკი როა დაბადებიდან 5 დღის მერე რო ეჭმევა ასხლეტამდე აი ეგ რო ვაჭამო დამატებით ხოარ გააფუჭებს გოჭებს? ეხლა ავწონე ერთი და 2.7 კილოა 9 დღის. მგონი ცოტაა ხო?

Posted by: kaxaberski66 27 Mar 2017, 23:15
vano22
იმ უკანას იმიტომ არც ერთი არ წოვს რომ ის მათი არ არის. დაბადების შემდეგ ყველა გოჭი იმ ძუძუს წოვას იწყებს ბუდეში რომელ ძუძუსთანაც იჯდა.

Posted by: vano22 28 Mar 2017, 00:48
kaxaberski66
smile.gif თავიდან მასე იყო მარა მე მივალაგ მოვალაგე. პატარები წინ გადმოვსხი და დიდები უკან. ერთი ეგაა წოვისას მაგარი ჩხუბი მოსდით ძველი ადგილების დაბრუნება უნდათsmile.gif

Posted by: kaxaberski66 28 Mar 2017, 09:28
vano22
ნიშანი იმისი რომ რძე არ ჰყოფნით არის ასეთი.
გოწები არიან გამხდრები, კანკალებენ, სულ ძუძუებს ეძებენ.
დედა წოვებისას თუ წვება ძუძუებზე, ეს ნიშნავს რომ დედას არ აქვს საკმარისი რძე. წოვებისას უნდა ღრუტუნებდეს დედა სასიამოვნოდ და ნაზად, ეს იმას ნიშნავს რომ გოჭებს უხმობს წოვისკენ.
8-10 დღიდან მიეცი მოხალული მარცვლეული სიმინდი,ქერი,ხორბალი. მოხალე სიყავისფრემდე. გოჭები იბადებიან 8 კბილით, მე 5-6 დღიდან სხვა კბილებიც იწყებენ ამოსვლას და ამ დროს ღრძილები ძალიან ექავებათ და იწყებენ რამე მაგარის ღეჭვას, ამ დროს სულ უნდა ჰქონდეთ მოხალული მარცვალი.მიეცი ასევე ცოტცოტა დაფქული სხვადასხვა მარცვალი ერთმანეტში არეული მშრალი სახით ოღონდ ამ დროს სულ უნდა ჰქონდეთ წყალი. კარგია მოხარშული კარტოფილი კუბიკებად დაჭრილი და სტაფილო.
ანემია რომ არ დაემართოთ ჩაუყარე წითელი თიხა, იქ ქექვისას პოულობენ პკინის მარილს რაც ხშირად დედას აკლია რძეში, ჩაუყარე ასევე ნახშირი და ნიადაგის ზედა ფენა მოჭრილი ბარით 5-8 სმ. სისქის, ისეთ ადგილზე მოჭრილი რომ ღორი არ იყოს ნატარი და დაავადება არ შეიტანო, იქ ქექვისას გოჭები პოულობენ მათთვინ სასარგებლო ვიტამინებს, ნედლი ბალახი მიეცი შეუზღუდავად.

Posted by: vano22 28 Mar 2017, 13:14
kaxaberski66
ვაა გაიხარე ეს რა საჭირო კაცი ყოფილხარsmile.gif მაგდენი ნიუანსი თუ იყო გოჭების გამოზდაში არ ვიცოდი. დედას ვაჭმევ მოხარშულ კარტოფილს ძაან უყვარს დღეში 3 კილოს ჭამს + როში და ცოტა პრემიქსი. თივასაც ვუყრი და ხანდახან ცოტა მწვანე იონჯასაც. გოჭები ჯანზე არიან მაგრამ მაინც მინდა დანამატი მივცე რო უფრო მატებაში წავიდნენ

Posted by: kaxaberski66 28 Mar 2017, 15:14
vano22
შენი დედა ღორი რომ გამოიყურება, მისი გოჭები ორი თვის ასკში 20-25კგ უნდა გახდეს კარგად კვების შემდეგ.დაბადებისას აწონე და ერთი თვის შემდეგ 5ჯერ მეტი წონა უნდა ჰქონდეს.

Posted by: vano22 28 Mar 2017, 20:35
kaxaberski66
კი მასე გავაკეთებ. ეხლა პრესტარტი მოვუტანე და ძაან მოეწონათ

Posted by: kaxaberski66 29 Mar 2017, 00:09
vano22
ვანო, ჩემს გამოცდილებაში პრესტარტით კვება არ მქონია, მაშინ ასეთი საშუალებები არ იყო. ვიცი რომ კარგია, ინფორმაცია მოვიძიე და ვნახე რომ არის შენახვის ვადა 6 თვე, ასევე შემადგენლობა სხვა და სხვა გვარი, კვების რაოდენობის ზღვრული ნორმები წერია. მაგალითად 6 კვირაში უნდა მიეცეს არა უმეტეს 6.6კგ. მერე დღიური ნორმები პირველიდან შემდეგ მატულობს რაღაც რაოდენობით. თუ გინდა რომ შედეგი მიიღო, ვარაუდზე არ მისცე, გაეცანი ნორმებს.

Posted by: vano22 29 Mar 2017, 10:50
kaxaberski66 აბა დოზირება როგორ დავიცვა ერთად ჭამენ და ზოგს ცოტა ხვდება ზოგს ბევრი. მაშინ სათითაოდ იზოლირებულად უნდა ვაჭამო და ძაან ძნელია მასე. არაუშავს ძვირი არ ღირს და ჭამონ რამდენიც მოუნდებათ. დღეს ვიტაპლასტს მოვუტან დედა ღორს რომ კალციუმის მარაგი აღიდგინოს და რახიტი არ დაემართოთ გოჭებს და ვსო მეტი მგონი აღარაფერი უნდათ ჯერ..

ხო მართლა მიწა რო დავუყარე ძაან მოეწონათ სუ გაქექეს მთელი დღე შიგ იჩიჩქნებიან და კიდე რო ჩავუყარო შეიძლება?

Posted by: kaxaberski66 29 Mar 2017, 11:28
როგორ არ შეიძლება, იქექონ რამდენიც უნდათ. შიგ მათთვინ საჭირო ნივთიერებებს პოულობენ.
მე დოზირება დღიური ნორმის დავწერე, ბევრი ალბათსაზიანო იქნება.

Posted by: misho.gogsa 30 Mar 2017, 17:41
გამარჯობათ გოჭებს თუ ყიდის ვინმე შემეხმიანეთ-591686363

Posted by: 5nizza 1 Apr 2017, 21:54
kaxaberski66

გამარჯობა, ჩემს ღორს 7 გოჭი ყავს ერთს მეორეს 6 და დედას რათქმაუნდა მეტი ძუძუ აქვს მაინც ერთს ძუძუს მოწოვენ ? რაღაც არა მგონია .... ღორს ჯიქანი დაუსივდა მგონია რო სულ სავსე აქვს და ვერ წოვენ მაგდენს გოჭები .

დამატებით არაფერს არ უყრი არც მიწას არც ბალახს 15 -20 თებერვალს დაყარეს . დედებმაც ჭამას მოუკლეს .გოჭები წოვენ მარა 14 ძუძუს რას მოწოვს 7 და ექვსი .

კიდევ რა მაინტერესებს აცრა რაზე ჭირდებათ და რა ხნისები უნდა ავცრა გოჭები ?

ხვალ ცოტა ქერს და ხორბალს უყიდი მოუხალავ და ჩაუყრი .


* * *
vano22

კი ვანო ეხლა მყავს გოჭი და მაგიტო მინდოდა მაწონი და არაჟანი თითქმის უფასოდ მატანენ მეორადს

Posted by: vano22 1 Apr 2017, 22:13
5nizza
ბედნიერი შენი გოჭები.. ჩემ ღორს მთელი დღე ზედ კიდიან და წვეთ რძეს არ არჩენენ. იორკშირი ისედაც მცირე რძიანი ღორია და მიუხედავად იმისა რომ ათას რამეს ვაჭმევ მე მაგის ცური გაბერილი არ მინახია რაც გაჩენამდე ქონდა ისევ ისეთი აქ..


თვენახევრისები გყოლია და თავისუფლად უნდა ძლიდნენ თოთხმეტივეს. ან ძაან მაგარი მერძეული ჯიშის ღორი გყოლია.

როდის აპირებ ასხლეტას? მაგ ასაკისები უკვე პრემიქსს ან როშს ხო უნდა ჭამდნენ უკვე? ჩემები 2 კვირისები არიან და დღეში კილო ნახევარ პრესტარტს ჭამენ უკვე

Posted by: 5nizza 1 Apr 2017, 22:37
vano22

ბოდიში თარიღი არასწორად დავწერე 15 მარტს ეყოლა smile.gif

პრესტარტი რა არის biggrin.gif მოსამზადებელი იქნება რაღაც. წონაში რამდენი კილოები არიან ეხლა დაახლოებით ?

მამაჩემი უვლის და ანტიბიოტიკებს და პრემიქსებს საერთოდ არ აძლევს smile.gif

Posted by: vano22 2 Apr 2017, 00:51
5nizza
ხოო მაშინ გირჩევ (ვინ გააკეთებს მარა..) ძაან დაბერილები ჩამოწველო რო არ გაშრეს და ცოტა რო მოიზრდებიან თოთხმეტივეს გამოწურავენ ბოლომდე.

პრესტარტი არი რძის ფხვნილზე და პრემიქსზე დამზადებული მზა საკვები 7 დღიდან უკვე შეიძლება ჭმევა მარა ეს უნდა მაშინ თუ რძე ვერ კმარათ და შენებს არ დაჭირდებათ 1 თვიდან პირდაპირ როშზეც კარგად გადავლენ..

2.9 კილოა ყველაზე პატარა და დიდი 3.2 ვერსად ვნახე რამე ცხრილი რო შევადარო კარგი წონა აქვთ თუ არა. ჩემმა 19 ში გააჩინა 4 დღე აქეთ იქეთ არაფერია და შენები რა წონაზე არიან?smile.gif
* * *
kaxaberski66 2 კვირისებს წყალი რო დავუდგა აღარ აწყენთ ხო?

Posted by: kaxaberski66 2 Apr 2017, 11:28
5nizza
ვერ გავიგე კარგად რას მეკითხები, ხოლო რაც გავიგე მაგაზე გიპასუხებ.
ყველა გოჭი ჭამს თავის ძუძუს, თუ ეცადა სხვა ძუძუს მოწოვას, იმ ძუძუს პატრონი მაგის უფლებას არ მის ცემს.
ღორს თუ ყავს 6 გოჭი და აქვს 12 ძუძუ, დანარჩენი 6 ძუძუ უწოვარი რჩება, უწოვარი ძუძუები რა თქმა უნდა ღორს აწუხებს და ტკივა, დროთა განმავლობაში უწოვარ ძუძუებში რძე გაუშრება და დარჩბა ის ძუძუები მოქმედი რომლებსაც წოვენ.
შემდეგი დაყრისას ის უმოქმედო ძუძუები აღსდგება თუ გოჭების რაოდენობა ძუძუების რაოდენობას შეესაბამება.
აცრით უნდა აიცრას ჭირზე, წითელ ქარზე, ხუხუნაკზე.
როდის უნდა აიცრას vano22 უკეთესად ეცოდინება.
vano22
წყალი არცერთ ცოცხალს არ წყენს თუ ის ყინულივით ცივი არ არის. თუ დედას მუდმივად უდგას წყალი, შენ არ შეგიმჩნევია თორემ, მათ უკვე დალეული აქვთ. უბრალოდ რძეს რომ წოვენ, ჯერ არ აქვთ წყალზე დიდი მოთხოვნილება.Использование престартерного корма должно обеспечить программу роста, при которой поросенок достигает 30 кг в возрасте 70 дней (Таблица 1):

График 2

График 2. Взаимосвязь среднего потребления корма поросятами (7-25 дней) и средней живой массы к отъему

Таблица 1. Рекомендуемые показатели продуктивности поросят

Возраст, дней

Масса тела, кг

Потребление корма, г/день

Ср/сут. прирост, г

Конверсия корма, г/г

Смертность, %

21-35

7-10,5

250

250

1,0

<3,0

35-49

10,5-17

575

450

1,3

<1,5

49-70

17-30

900

600

1,5

<1,0

Общее

7-30

620

460

1,35

<2,0

Posted by: 5nizza 2 Apr 2017, 22:12
vano22

ვანო სადღაც 13 ფაუნტი ანუ 6 კგ უნდა გახდესო - 21 დღის ვიდეოში ნახე https://www.youtube.com/watch?v=469HeE4jIfY ჩემიც მასეა 3 კილო იქნება .


* * *
kaxaberski66

მადლობა პასუხისთვის უწოვარი როგორ რჩება როცა ხან რომელს წოვენ და ხან რომელს სპეციალურად დავაკვირდი ვიდეოც ვნახე ვინ სად რას წოვს https://www.youtube.com/watch?v=fszg3eBTzCE

https://www.youtube.com/watch?v=aejJg20QQMk


* * *
https://www.youtube.com/watch?v=13ZQxFB75y0

Posted by: kaxaberski66 2 Apr 2017, 23:13
5nizza
კარგი კაცი ხარ, ნუ გეწყინება და ცოტა გამამხიარულე. ვიდეოც კი გინახია როგორ ხდება წოვების პროცესი.
ეგ ვიდეო, რომელიც მე ვნახე იმ სამიდან ერთ-ერთი (პირველი) არის უსიტყვოდ. ეხლა მე ავხსნი სიტყვით, თუ რა ხდება წოვების პროცესისას.
გოჭებმა წოვა დაიწყეს ერთმნეთზე დასწრებით, ზოგი სხვის ძუძუს დაეპატრონა და რომელსაც თავისი ძუძუ არ შეხვდა ჭყვიტინებდა და ცდილობდა ძუძუსთან მისულიყო. ხშირად უფრო ჯანმრთელი და მსხვილი გოჭები ახერხებენ დაჩაგრონ უფრო სუსტები. ასწრებენ მოწოვონ თავისი ძუძუ და წაართვან სუსტსაც. შედეგად ის მტაცებლები, უფრო სწრაფად და დიდები იზრდებიან. გოჭები რომ არ დაწყნარდნენ და ვერ დალაგდნენ, დედამაც წოვება შეწყვიტა და მუცელზე დაწვა, აღარ მოაწოვათ.

Posted by: 5nizza 3 Apr 2017, 00:45
kaxaberski66

ჰო რავი, ისეთ რამეს იძახი გზაზე ფული იპოვო არ აიღო დე მერე წახვიდე და ნათესავი დააყაჩაღო მარა რადგან მასეა მასე იყოს . ანუ უპატრონო ძუძუს არ წოვენ და პატრონიანს ართმევენო smile.gif ვიდეო იმიტო ვნახე რო გოჭები მყავს და არ მინდა მშივრები დარჩნენ აბა რა ვქნა ვიდეო არ ვნახო და ხელოვნური ვაჭამო ?

Posted by: vano22 3 Apr 2017, 01:00
kaxaberski66
რა ზუსტად აღწერე. მასე აკეთებენ ჩემები და ეხლა ნელ ნელა ეჩვევიან რო თავ თავიაანთი მოწოვონ. ერთი მსუქანა მამალია ძაან პანიკიორი თავისას რო მოწოვს სხვას მივარდება კბენს და თითონვე ჭყივის ბოლო ხმაზე იმის კივილზე დედა წამოხტება ხოლმე და რჩებიან მშივრები. ერთი ორჯერ წამოვარტყი და იმედია გადაეჩვევა მავნებლობასsmile.gif
* * *
5nizza
სხვისი ლუკმა ტკბილიაო თუ როგორცაა.. ჯერ თავიაანთებს მოწოვენ და მერე იმ დანარჩენებსაც. შენ არ იდარდო შანსი არაა რომელიმე ძუძუში რძე იყოს და მშიერი დარჩეს...

Posted by: kaxaberski66 3 Apr 2017, 01:48
5nizza
მე კაცო, კი არ დავგმე ვიდეოს ნახვა. პირიქით. იმის შესახებ რაც მაინტერესებს , ერთი კი არა ასობით მინახია ვიდეო და იქიდან ძალიან ბევრი რამ მისწავლია. სწორედაც პირიქით.

Posted by: 5nizza 3 Apr 2017, 16:37
vano22

ვანო შენ ერთი ის დაწერე როდის უნდა ავცრათ და რაზე გოჭები smile.gif წყალი დაუდგი სულ ედგას დედას მე მასე დავავლე მამაჩემს .

Posted by: vano22 3 Apr 2017, 17:33
QUOTE (iko-iko @ 8 Jan 2014, 12:28 )
SaIrMe
QUOTE
გამარჯობათ ღორმა დაყარა გოჭები. რა აცრები უნდა ჩაუტარო, ხომ ვერავინ მეტყვის. ზოგი მეუბნება მესამე დღეს რკინის შემცველი პრეპარატი კალიდექსი რომელიც ვერ ვიშოვე. ისე დედაღორს გარეული ვაშლის ჩირს ვაჭმევ და რკინა დაჭირდება. ზოგი მეუბნება ,,ოქსტრა" გაუკეთეო. რავიცი დავიბენი რავქნა.


გოჭებს ძირითადად უტარდება ვაქცინაცია 1) კლასიკურ ჭირზე; 2) წითელ ქარზე; (თუ სპორადიული შემთხვევები ყოფილა) 3) აუესკის დაავადებაზე; 4) პასტერელოზზე; 5) დიზინტერიაზე. ვაქცინის შეყვანის ვადები პრიორიტეტულად განისაზღვრება თვითონ პრეპარატების ინსტრუქციის შესაბამისად და ეპიდ.სიტუაციის გათვალისწინებით (ვეტექიმმა უნდა განსაზღვროს).

რკინის პრეპარატი სასურველია გაუკეტდეს 3-5 დღის ასაკში, მეორედ 2-3 კვირის ასაკში და მესამედ ასხლეტვის პერიოდში.

ოქსტრა არის ანტიბიოტიკი და ინისნება ბაქტერიული წარმოშობის დაავადებების დროს. თუ საჭიროება არ არის რატომ უნდა გაუკეთო?

ამ კაცმა. ჩემზე უკეთ იცის ეს საქმე.. მე მეღორეობაში ახალი ვარ და თავს ვერ გამოვიდებ. ერთი რაც ვიცი არი რო გაჩენიდან 3 დღეში უნდა რკინის ვიტამინი ათი დღის ინტერვალით 3 ჯერ. მერე 2 თვისა აუესკზე და წითელ ქარზე უნდა აცრა და მერე კლასიკურ ჭირზე. 3 თვისას ჭიაზეც აცრი ყველა ვარიანტში ვეტერინარისგან ჯობია მიიღო რჩევა. და კიდევ დედა ღორებიც რეგულარულად უნდა ცრა ჭირზე და ჭიაზე. ვეცდები მოვიძიო აცრების სრული სქემა

Posted by: vano22 4 Apr 2017, 21:22
ერთი რა უნდა გკითხოთ ეს წითელი ნათურები როა ბრუდერისები ეგენი პროსტა ათბობს თუ მზის მაგივრობასაც უწევს? ანუ სიტყვაზე სარდაფში რო დავკიდო და იქ გავზარდო გოჭი რახიტი არ დაემართება?

Posted by: kaxaberski66 5 Apr 2017, 09:06
vano22
საბჭოთა დროს, ფერმებში ჰქონდათ ჩაკიდული ნათურები იმფრაწითელი სხივების გამომყოფი. როგორც ხბორებთან ასევე გოჭებთან და საწიწილეებშიც.
ძირითადად ეს საჭირო არის ზამთრის პერიოდში, მზის სხივების ნაკლებობისას. ათბობს კიდეც, ნათურას დაბალ სიმაღლეზე ჰკიდებენ, ნათურასთან ახლოს 5-6 გრადუსით მეტია ტემპერატურა, ეს ზამთარში ცოტა არ არის.

Posted by: iko-iko 5 Apr 2017, 12:22
vano22
ლოკალური სითბოს წყაროა ენერგოეკონომიის მიზნით. ახალ სისტემებში გამათბობელი იატაკის პანელებიც იდება, ნათურა შედარებით ფაქიზია მაგრამ უფრო ფართოდ გავრცელებული. ასევე არსებობს გაზის რეფლექტორული გამათბობლები და ელექტრო ჰალოგენური რეფლექტორებიც. ვისაც რომელი აწყობს

Posted by: giorgi180 5 Apr 2017, 21:57
უკრაინული ჯიშის ღორებთან თუ გქონიათ ვინმეს შეეხება ღირს მაგის ყოლა?

Posted by: kaxaberski66 5 Apr 2017, 23:39
giorgi180
ზოგადად, უკრაინული ღორი არის კარგი ხარისხის ღორი, რომელთაც აქვთ კარგი წონამატი. ზრდასრული კერატების საშუალო წონა 300-350 კგა. ნეზვების( დედა ღორის) 200-250კგ ა.
იქიდან გამომდინარე რომ, საბჭოთა კავშირის დროს, იყო დიდი მოთხოვნილება ღორის ქონზე და სალაზე, რასაც იყენებდნენ როგორც ძეხვეულში ასევე საპოხად და მრავალ სხვა სფეროში, უკრაინული ღორების ჯიშებს აქვთ მიდრეკილება დააგროვონ ქონი, რაც დღეს-დღეობით ნაკლებად მოთხოვნადია ღორის ხორცის შემსყიდველების მიერ. უპირატესობას ანიჭებენ საბეკონე ჯიშებს.
biggrin.gif მე პირადად ძალიან მომწონს უკრაინული ღორის ხორცი, რადგან არის ნაზი, მწვადში წვნიანი და გემრიელი. ღორის ხორცს თუ ორ სანტიმეტრზე მაინც ქონი არ აქვს, არც ვიყიდი.

Posted by: vano22 5 Apr 2017, 23:40
kaxaberski66
iko-iko


კი ეგ ვიცი 2 ცალი მაქ ჩამოკიდული მე ის მაინტერესებდა ამ ბრუდერის სინათლეზე დ ვიტამინს თუ გამოიმუშავებდა ორგანიზმი მაგრამ სამწუხაროდ გუგლში ვნახე რომ ინფრა წითელი მხოლოდ გამათბობელია და დ ვიტამინის გამოსამუშავებლად ულტრა იისფერი სხივია საჭირო ანუ ლურჯი ნათურა. ეს ძალიან ცუდია რადგან თუ ფერმერს ბნელში ყავს საქონელი და ბრუდერის წითელი ნათურის იმედად ზრდის ვერ გაეზრდება ჯამთელი საქონელი რადგან თუ პირდაპირი მზის სხივების გარკვეული დოზა არ მიიღო ყოველდღიურად ან ულტრაიისფერი ნათურა არ აქ მაშინ ძალიან დიდია შანსი რომ მოზარდი სუსტი იმუნიტეტით და რახიტის ამა თუ იმ ფორმით დაავადდეს

Posted by: kaxaberski66 5 Apr 2017, 23:56
vano22
biggrin.gif მერე შე დალოცვილო, წითელი შეცვალე ლურჯით და მიიღებ იმას რაც შენ გინდა. ოღონდ ერთი შეცვალე და ერთი წითელი დატოვე.
ისე კი, თუ საშუალება გაქვს ტერიტორიის მიხედვით, ყოველ დღე გამოუშვი ფერმისპირა ტერიტორიაზე ღორი გოჭებიანად. სწორედ ეს იქნება რახიტის საწინააღმდეგოდ უებარი წამალი მზე რომ დახედავთ და გაინავარდებენ. თან დედა უამრავ, გოჭებისთვის საჭირო ჩვევებს ასწავლის პატარა ღრუტუნებს.

Posted by: vano22 6 Apr 2017, 00:51
kaxaberski66 biggrin.gif საქმეც მაგაშია რო ვერ ვშოულობ ლურჯს. ეხლა ესენი გარეთ რო გავუშვა რაღა მოაქუჩებს მერე უდიპლომო სასიძოსი არ იყოსbiggrin.gif მეტი გზა არაა დავადგები ხვალ და შემოვუღობავ პატარაზე და იქ გავუშვებ დღისით

Posted by: giorgi180 6 Apr 2017, 09:43
kaxaberski66
რამე განსაკუთრებული ნიშან თვისება ააქ მაგ ღორს ამოსაცნობად?

Posted by: kaxaberski66 6 Apr 2017, 10:57
giorgi180
როგორ გითხრა, ღორების 90 პროცენტი უკრაინული ჯიშისაა გაუარესებული ჯიშობრივი ნიშან-თვისებებით.
დანარჩენ 10% ევროპული და მოქართულო მოჯიშობისაა.

Posted by: vano22 6 Apr 2017, 12:13
giorgi180

იორკშირს ან ლანდრასს გირჩევ არც ძაან ქონიანებია და არც დიუროკივით მშრალი. + ამას ყველა პარამეტრებში ჯობნის უკრაინულებს იორკშირი

Posted by: giorgi180 6 Apr 2017, 22:14
vano22
kaxaberski66
ეხლა ვაპირებ გოჭების ყიდვას და რა მაინტერესებს, აქამდე იმ ადგილას სადაც უნდა მივიყვანო ღორი მყავდა დაახლოებით 1 თვის წინ და რამე დეზინფექცია უნდა??

QUOTE
იორკშირს ან ლანდრასს გირჩევ არც ძაან ქონიანებია და არც დიუროკივით მშრალი.

მეც მაგ ჯიშებს ვეძებ ძირითადად მარა ჯერ ვერ ვნახე ისეთები რო ბოლომდე სუფთა ჯიშის ყოფილიყვნენ

Posted by: kaxaberski66 6 Apr 2017, 23:17
giorgi180
რა არის იცი, ყოველი ახალი პარტიის ყიდვისას სასურველია, რომ ჩატარდეს დეზინფექცია. ძვირი არ ჯდება და თან დაზღვეული ხარ .
ერთ პატარა ამბავს მოგიყვები. გახსოვთ ალბათ, ერთი 10 წლის წინ საქართველოში ღორის ჭირი რომ გაჩნდა და თითქმის ყველას რომ დაეხოცა ღორი.
იმ დროს, ჩემს ძმას (ღმერთმა მიცხონოს მისი სული)საქონელიც ჰყავდა და ღორიც, ოღონდ სხვადასხვა ადგილას. აი ღორის ფერმაში არავის არ უშვებდა ახლოსაც კი რამდენიმე ასეული მეტრით გარდა მწყემსისა, რომელიც სახლშიც კი აღარ მიდიოდა რომ გზიდან არ შემოეტანა ავადმყოფობა.
შედეგად ერთიც კი არ მომკვდარა არც დიდი და არც პატარა, მაგრამ სხვა გასაჭირი ჰქონდა, ღორი გინდა გასაყიდად. იმ დროს კი არც ღორს და არც მის ხორცს არავინ არ ყიდლობდა, იძულებით აჭმევდა, აბა რა ექნა ხომ ვერ დახოცავდა და მისდიოდა ბევრი ფული მათ შენახვაზე, როცა ხორცი არავის არ სჭირდებოდა. ამ დროს კახეთში თითქმის აღარავის არ ჰყავდა ღორი.
QUOTE
მეც მაგ ჯიშებს ვეძებ ძირითადად მარა ჯერ ვერ ვნახე ისეთები რო ბოლომდე სუფთა ჯიშის ყოფილიყვნენ

სადღაც ინტერნეტში გადავაწყდი ინფორმაციას, ღორის ხელოვნურ განაყოფიერებაზე. თუ ის თავისი საქმის პროფესიონალია, ამას არაფერი ჯობია. სუფთა ჯიშებს სჯობია აქაური დედის განაყოფიერება როგორც ღორში, ისე საქონელში. თუ კაცი ფერმერია და მეღორეობას მისდევს, მესმე თაობაში ეყოლება თავისი სუფთა ჯიში, რომელსაც გარემო პირობებთან შეგუება არ დასჭირდება.

Posted by: vano22 6 Apr 2017, 23:27
giorgi180
ქლორის აბი იყიდე 10 ლიტრაში იხსნება. კარგად გამოასუფთავე ჩამოგავე ჭერი და კედლები და შეწამლე სადგომიც და გარეთ მიწაც 12 საათი დაკეტე სადგომი და მერე 24 საათი კარგად გაანიავე მანამ არაფერი არ შეუშვა შიგნით და შენც პირბადით იმუშავე და სათვალეები გაიკეთე თორემ გაგამწარებსbiggrin.gif.

იორკშირების მეტი რაა მაიმარკეტზეsmile.gif.


kaxaberski66 დიუროკზე გააკეთა ხელოვნური განაყოფიერება ახლობელმა და ვერ გააჩინა მოკვდა ღორი გოჭებიანათ. არა და მეორეზე იყო ის პირველი მშვენივრად გააჩინა ბუნებრივი განაყოფიერებით. ზაან ცოდნა უნდა მაგ საქმეს და რისკები აქ

Posted by: kaxaberski66 6 Apr 2017, 23:50
vano22
QUOTE
ზაან ცოდნა უნდა მაგ საქმეს და რისკები აქ

QUOTE
თუ ის თავისი საქმის პროფესიონალია,

ზევით ვთქვი მაგის შესახებ.
მშობიარობისას დედა ღორის სიკვდილი ბევრად იშვიათობაა, ვიდრე საქონელში. ეტყობა ზოგჯერ ღორშიც ხდება.

Posted by: vano22 7 Apr 2017, 00:15
kaxaberski66
საქონელში კიდე ხო მაგრამ ღორის ხელოვნურ განაყოფიერებას არავის ვურჩევ მე. ზოგჯერ კი არა ეს ახალი დიდი ჯიშის ღორები მაგარი პრობლემურებია 20 მეტრი რო გაირბინონ ვეღარ სუნთქავენ ისე იღლებიან. სიცივეს ვერ იტანენ და სიცხეს მითუმეტეს არა და მაგარი მატება აქვთ. არცერთ ფერმაში არაა აქტიურად დანერგილი ხელოვნური განაყოფიერება გარდა იშვიათი შემთხვევებისა როცა კერატი უკვე იმხელაა რომ ფიზიკურად ვეღარ ადის დედალზე.

Posted by: kaxaberski66 7 Apr 2017, 00:30
vano22
მე პირადად ღორთან ნაკლები შეხება მქონია, ვიდრე საქონელთან. საქონელში ხელოვნური განაყოფიერებისას უფრო დიდი ხბო იბადება, ვიდრე იმავე ბუღისგან ცოცხლად გადევნილი საქონელი დაბადებდა. უფრო გასაგები რომ იყოს სხვა მკითხველისთვისაც, რომელთაც ნაკლები შეხება აქვთ საქონელთან, შედარებას გადავიტან ადამიანებთან მიმართებაში.
წინასწარ ბოდიშს ვიხდი ასეთი უხეში შედარებისთვის.
ქალის ხელოვნური განაყოფიერებისას, ხშირია სამი და მეტი ტყუპის დაბადება, მაგრამ იმ მამაკაცისგან ბუნებრივი გზით თუ დაფეხმძიმდებოდა ქალი, სამი და ოთხი ტყუპის გაჩენის ალბათობა იქნებოდა 0 თან ახლოს.
შენ რომ ზევით მაგალითი მოიყვანე დედა ღორის მშობიარობისას სიკვდილისა, შესაძლებელია ღორის შემთხვევაშიც ზომით დიდი გოჭები იბადებიან და ვერ იმშობიარა.

Posted by: giorgi180 7 Apr 2017, 09:53
kaxaberski66
vano22
მადლობა.

ისსე ხელოვნური განაყოფიერების მადლობელი მე ბევრი არ ვიცი, პირადად მეც ხო გამიფუჭდა ღორი ორივე ცდაზე, და სხვებიც ძაან ბევრს მოუვიდა მასე ზოგს 2 და 3 დაუგდო, თან პირველზე ვაფშე ძაან დაბალი შანსია განაყოფიერების.

მაიმარკეტზე კი წერია მარა წინაზე ისე შ ემომტენეს ეხლა აღარ მინდა უცხოსგან ყიდვა

Posted by: vano22 7 Apr 2017, 11:22
kaxaberski66 კი საკეისროზეც გაჭრეს მარა არაფერი ეშველა. როგორც პატრონმა მითხრა 18 გოჭი ამოვიყვანეთო და წარმოიდგინე კილო ნახევრამდე 18 ცალი რას გააჩენდა შანსი არ ქონდა. კიდე ვიცი რამდენიმეს გაუფუჭდა ღორი პირველზე ხელოვნური გააკეთეს და ვერც დაირჩინა და აღარც ბუნებრივით დამაკდა მერე. როგორც შენ თქვი პროფესიონალიზმია მთავარი და ალბათ უცოდინრების გამო გაუფუჭდა სახელი ხელოვნურ განაყოფიერებას და ნდობის დაბრუნებას ალბათ წლები დაჭირდება..



giorgi180
დედა ნახე მამა ნახე შვილი ისე გამონახეო... ძაანაც რო მოინდომონ როგორ მოგატყუებენ

Posted by: kaxaberski66 7 Apr 2017, 15:13
ყოუთუბზე ვნახე გადაცემა.ფერმა - მეცხოველეობის განვითარების თანამედროვე მოთხოვნები. კასპელ ფერმერს ჰყოლია უკრაინიდან შემოყვანილი ღორი. მერე აქ დაიწყო ხელოვნური განაყოფიერებით მიუღია რაღაც სხვა, გაუმჯობესებული ჯიშის საბეკონე მიმართულების ღორი.
სპერმა ყოფილა სამი ჯიშის. ჩესტერი, იორკი და ჰეფშილი.

Posted by: vano22 7 Apr 2017, 16:56
kaxaberski66 ეგ მაგას გონია რო გაუმჯობესებული მიიღო თორემ ეგ სამივე ჯიშიც და ყველა ჰიბრიდიც ათობით წლის და ძაან დიდი ცოდნის შედეგადაა გამოყვანილი და ერთმანეთში შეჯვარებით რამე უკეთესი რო გამოსულიყო ვინ დააცდიდა მაგასsmile.gif

კავკასიური წაბლას მაგალითზე რომ ვთქვათ. შვიცის და ქართულის ნაჯვარია ქართული გაუმჯობესდა მაგრამ შვიცს ვერ ჯობია

მე მყავს სუფთა სისხლის დიუროკი იორკშირი და ბერკშირი. მამალი ბერკშირის და დიუროკის ნაჯვარი პიგმენტაციის მიხედვით 80% დიუროკი. ეხლა ამათი გოჭები სუფთა დიუროკზე მსხვილები იორკშირზე ზომიერად ცხიმიანები და ბერკშირზე ნაყოფიერები იქნებიან?? არა ამ ყველა ჯიშს დომინანტი გენი აქ და რაც წითელი გაჩნდება დიუროკის ხაზზე წავა რაც თეთრი იორკის და რაც მოშავო ის ბერკშირის. ამიტო ჭრელა ჭრულა გოჭებიდან ფერის მიხედვით განსაზღვრავ რომელი რომელ ჯიშზე წავა

Posted by: kaxaberski66 7 Apr 2017, 17:44
vano22
QUOTE
კავკასიური წაბლას მაგალითზე რომ ვთქვათ. შვიცის და ქართულის ნაჯვარია ქართული გაუმჯობესდა მაგრამ შვიცს ვერ ჯობია

რა თქმა უნდა გეთანხმები. იქაც უკრაინული გააუმჯობესა როგორც თვითონ ამბობს. და კიდევ ეგ ვიდეო იმისთვის მოვიხმე რომ, სწორედ გაკეთებული ხელოვნური განაყოფიერებით, შესაძლებელია გოჭების მიღება. ამისთვის, დედა ღორი ტანის სიდიდით რამდენადმე უნდა შეესაბამებოდეს ახალი, მისაღები ჯიშის ღორის ზომებს.

Posted by: zura-biba 7 Apr 2017, 22:46
QUOTE (kaxaberski66 @ 28 Mar 2017, 09:28 )
vano22
ნიშანი იმისი რომ რძე არ ჰყოფნით არის ასეთი.
გოწები არიან გამხდრები, კანკალებენ, სულ ძუძუებს ეძებენ.
დედა წოვებისას თუ წვება ძუძუებზე, ეს ნიშნავს რომ დედას არ აქვს საკმარისი რძე. წოვებისას უნდა ღრუტუნებდეს დედა სასიამოვნოდ და ნაზად, ეს იმას ნიშნავს რომ გოჭებს უხმობს წოვისკენ.
8-10 დღიდან მიეცი მოხალული მარცვლეული სიმინდი,ქერი,ხორბალი. მოხალე სიყავისფრემდე. გოჭები იბადებიან 8 კბილით, მე 5-6 დღიდან სხვა კბილებიც იწყებენ ამოსვლას და ამ დროს ღრძილები ძალიან ექავებათ და იწყებენ რამე მაგარის ღეჭვას, ამ დროს სულ უნდა ჰქონდეთ მოხალული მარცვალი.მიეცი ასევე ცოტცოტა დაფქული სხვადასხვა მარცვალი ერთმანეტში არეული მშრალი სახით ოღონდ ამ დროს სულ უნდა ჰქონდეთ წყალი. კარგია მოხარშული კარტოფილი კუბიკებად დაჭრილი და სტაფილო.
ანემია რომ არ დაემართოთ ჩაუყარე წითელი თიხა, იქ ქექვისას პოულობენ პკინის მარილს რაც ხშირად დედას აკლია რძეში, ჩაუყარე ასევე ნახშირი და ნიადაგის ზედა ფენა მოჭრილი ბარით 5-8 სმ. სისქის, ისეთ ადგილზე მოჭრილი რომ ღორი არ იყოს ნატარი და დაავადება არ შეიტანო, იქ ქექვისას გოჭები პოულობენ მათთვინ სასარგებლო ვიტამინებს, ნედლი ბალახი მიეცი შეუზღუდავად.

მაგდენ წვალებას აჭამე სელტეკი და ეგ არის.. ძალიან ბევრი პრე სტარტერია რომელიც კუჭს უშლის გოჭს ზედმეტი პროტეინის გამო.. ჩეხური პრე სტარტერია თეთრი ქაღალდის ტომრებით აწერია ტეკრო. აქვს ძალიან კარგი შედეგი არც კუჭს უშლის და წონამატიც ძალიან მაგარია... 5-10 დღიდან ნელნელა ცოტცოტა გაასინჯეთ.. წყალსაც უნდა მიეჩვივნენ, საწოვარიდან რა თქმა უნდა.. თითო გოჭმა 5 კილო მაინც უნდა შეჭამოს, მერე ამ გრანულებში ცოტ-ცოტა სტარტის ჩარევა დაიწყეთ და ნემსის გარეშე უპრობლემოდ გადაიყვანთ ახალ საჭმელზე.. თვის და 3 კვირისები 25კილოზე ადიან ჩვეულებრივ..

Posted by: vano22 7 Apr 2017, 23:20
zura-biba
პრესტარტს ვაჭმევ უკვე კარგად მიეჩვივნენ რძესაც წოვენ და მაგასაც ჭამენ. წყალსაც ბლომად სვავენ უკვე.



ერთი ეს მითხარი 2 თვემდე უნდა იყოს გოჭი რძეზეო ასე წერია ბევრგან და 10x25=250. 250 კილო გოჭებს 300 კილოიანი ღორი როგორ აჭმევს? ცოტა დილეტანტური კითხვა კია მარა დაჟე 1 თვისებიც უკვე დიდებია მოსაწოვებლადsmile.gif
* * *
kaxaberski66

ღორების სახორცედ გაზრდის გამოცდილება ხო არ გაქ პატარა ნიუანსები მაინტერესებს

Posted by: zura-biba 7 Apr 2017, 23:59
QUOTE (vano22 @ 7 Apr 2017, 23:20 )
zura-biba
პრესტარტს ვაჭმევ უკვე კარგად მიეჩვივნენ რძესაც წოვენ და მაგასაც ჭამენ. წყალსაც ბლომად სვავენ უკვე.



ერთი ეს მითხარი 2 თვემდე უნდა იყოს გოჭი რძეზეო ასე წერია ბევრგან და 10x25=250. 250 კილო გოჭებს 300 კილოიანი ღორი როგორ აჭმევს? ცოტა დილეტანტური კითხვა კია მარა დაჟე 1 თვისებიც უკვე დიდებია მოსაწოვებლადsmile.gif
* * *
kaxaberski66

ღორების სახორცედ გაზრდის გამოცდილება ხო არ გაქ პატარა ნიუანსები მაინტერესებს

ცოტა მოზრდილ ფერმებში 21 დღისებს აშორებენ და მაგ გრანულებით ზრდიან, დედა ღორიც წონას არ კარგავს და მალევე მაკეობს.. ანუ გოჭი იმ გრანულებს ჭამს კარგად მარა სავსე ძუძუ რომ ეგულება მაინც არ ივსებს ბოლომდე კუჭს. თვის და ერთი კვირის ააშორე.. 10 წლის გამოცდილება აქვს ამ საბეკონეების ზრდის ვისი რჩევითაც ვხელმძღვანელობ.. არ გვაქ ჩვენ ისეთი პირობები რომ მაგაზე ადრე ავსხლიტოთ. გრანულები სასწაული რამეა ეს ტეკრო კილო რომ ჭამოს კილო და 200 ს იმატებს. თან კარგი საფუძველი საჭმელია, აეშლება კუჭი და როგორც კი ამას აჭმევ ეგრევე აჩერებს სითხის დენას.. წამალს არ აქვს ისეთი ეფექტი თუ საკვები არ შეცვალე.. გაუჩერებს მესამე აცრაზე მაგრამ გოჭს მთავარი სამი დღე დაკარგული აქვს და წონა კიდევ.. რაც ყველაზე მთავარია მომავალი განვითარებისთვის.. დავდებ ხვალ ფოტოებს გაყიდვა მინდა 21 გოჭი მყავს.. არ გაუჩერო ეგ გრანულები რაზეც დადგებიან მიუყოლე ბოლომდე და მაგაში ჩაურიე ინვეტის სტარტი 10-11 კილოები რომ დახდებიან ცოტ ცოტა და დააკვირდი კუჭის მოქმედებას.. ნემსი არ დაგჭირდება ისე წამოვლენ.. თავიდან იმ გრანულებს ამოარჩევენ აქვთ ეშმაკობა მარა მაინც ხვდება კუჭში სტარტი.. სტარტიდან მერე ადვილია უკვე მიდის და მიდის უპრობლემოდ..

Posted by: vano22 8 Apr 2017, 00:35
zura-biba
ხო რავი მოუხდელი რძის ფხვნილზეა დამზადებული ეხლა რასაც ვაჭმევ და იდიალურად შეირგეს არავითარი აშლა და უმადობა არ გამოუწვევია. + რკინის ვიტამინიც გავუკეთე. 1 კილოთი 1.2 კილოს რანაირად იმატებს რა ურევია მასეთი

Posted by: kaxaberski66 8 Apr 2017, 09:55
vano22
QUOTE
ღორების სახორცედ გაზრდის გამოცდილება ხო არ გაქ პატარა ნიუანსები მაინტერესებს

zura-biba
QUOTE
ცოტა მოზრდილ ფერმებში 21 დღისებს აშორებენ და მაგ გრანულებით ზრდიან, დედა ღორიც წონას არ კარგავს და მალევე მაკეობს.. ანუ გოჭი იმ გრანულებს ჭამს კარგად მარა სავსე ძუძუ რომ ეგულება მაინც არ ივსებს ბოლომდე კუჭს. თვის და ერთი კვირის ააშორე.. 10 წლის გამოცდილება აქვს ამ საბეკონეების ზრდის ვისი რჩევითაც ვხელმძღვანელობ.. არ გვაქ ჩვენ ისეთი პირობები რომ მაგაზე ადრე ავსხლიტოთ. გრანულები სასწაული რამეა ეს ტეკრო კილო რომ ჭამოს კილო და 200 ს იმატებს. თან კარგი საფუძველი საჭმელია, აეშლება კუჭი და როგორც კი ამას აჭმევ ეგრევე აჩერებს სითხის დენას.. წამალს არ აქვს ისეთი ეფექტი თუ საკვები არ შეცვალე.. გაუჩერებს მესამე აცრაზე მაგრამ გოჭს მთავარი სამი დღე დაკარგული აქვს და წონა კიდევ.. რაც ყველაზე მთავარია მომავალი განვითარებისთვის.. დავდებ ხვალ ფოტოებს გაყიდვა მინდა 21 გოჭი მყავს.. არ გაუჩერო ეგ გრანულები რაზეც დადგებიან მიუყოლე ბოლომდე და მაგაში ჩაურიე ინვეტის სტარტი 10-11 კილოები რომ დახდებიან ცოტ ცოტა და დააკვირდი კუჭის მოქმედებას.. ნემსი არ დაგჭირდება ისე წამოვლენ.. თავიდან იმ გრანულებს ამოარჩევენ აქვთ ეშმაკობა მარა მაინც ხვდება კუჭში სტარტი.. სტარტიდან მერე ადვილია უკვე მიდის და მიდის უპრობლემოდ..

ჩემი გამოცდილება მაგ საქმეში დამთავრდა 20წლის წინ. მაშინ ეს თანამედროვე საბეკონე ჯიშები არც გამეგო და არც ეს სტარტერები არ იყო. ვზრდიდი ისე როგორც ზევით რამდენიმე წერილში დავწერე.
აი გამოჩნდა ზურა, რომელსაც აქვს რაღაც დონეზე ცოდნა და ჰყოლია კიდევ უფრო გამოცდილი ადამიანიც.
ეს ზურა ბიბა ბევრ სასარგებლო ინფორმაციას შეგვატყობინებს. ასეთები ბევრნი უნდა გამოჩნდნენ ყველა თემაში.
* * *
vano22
წითელი თიხა ჩაუყარე მეთქი რომ დავწერე, სწორედ მანდ არის რკინის ვიტამინიც, რომელსაც თვითონ პოულობს გოჭი.

Posted by: 5nizza 8 Apr 2017, 10:19
zura-biba


სად იყიდება ტეკრო საიტზე შევედი და არ უნდა იყოს ცუდი რაღაც მე ეგ უნდა ვაჭამო

http://www.tekro.cz/en/products/animal-nutrition/pigs/pre-starters

Posted by: vano22 8 Apr 2017, 11:03
kaxaberski66
გამოდის ტყუილა ვაჭყივლე გოჭები მთელი საათი თან რამხელა ხმა ქონიათ დამაყრუესsmile.gif საქონელზე სპეცი ვარ მარა ამ პატარა გოჭებს და თან კისერში ძლივს გავუკეთე წამალი ისე ფართხალებდნენ როგორც თევზები..



zura-biba დედა ღორებს რას აჭმევ? მაკეობიდან ასხლეტამდე რაციონი მითხარი რა

Posted by: 5nizza 8 Apr 2017, 11:05
vano22

ცილოვანი საჭმელი უნდაო ამინო ასიდ , სოიო , დაფქვილი ხორცი ან თევზი - 10-15 % უნდა მიცე თორე წონას დაკარგავსო ღორიო .

Posted by: vano22 8 Apr 2017, 11:22
5nizza მაკეზე სოიო რო წყენს?

Posted by: 5nizza 8 Apr 2017, 11:34
vano22

მაკეზე არა გოჭიანზე მაკეზე რავი რასაც ვაჭმევდით ეგ ვაჭაოთ ეგ ეტაპი ხო უკვე გავლილია

Posted by: vano22 8 Apr 2017, 12:26
5nizza ხო მაგრამ რაც უფრო უკეთეს რაციონს შევუდგენთ უფრო კარგი გოჭები ეყოლება და დედაც ნაკლებად დაკარგავს წონას და მშობიარობის სტრესსაც ადვილად გადაიტანს.

თან მე 2 მაკე მყავს კიდე და რასაც ახლა ვაჭმევ დავწერ

25% სიმინდი
25% ქერი
20% ხორბალი
10% ასარევი პრემიქსი
10% დაფქული იონჯა
5% დაფქული გაცრილი მზესუმზირა
5% მდე სხვადასხვა ვიტამინები და კალციუმის მარილები.

ასევე ვასმევ თვეში 1 კვირა წყალში ხსნად ვიტამინ ინტროვიტ ა ს.


დედა ღორს მესამე ჭამად დავუმატე კარტოფილი 5 კგ მდე ჭამს ეხლა ერთ ჭამაზე და ცოტა ნედლი იონჯაც

Posted by: SPLIYVI 8 Apr 2017, 19:53
ფერმერნო ამა ქვეყნისა

ღორი მაინტერესებს
ადგილზე მოტანით
დაკლული და ამბავი

ფასი
ქართულიც და უკრაინაც

პმ

ხორცის მაღაზია მაქვს დიდ მარკეტთან ერთად

ახალი გახსნილია ხორცი და რაოდენ9ბაზე უნდა გავიდე



არ ვტროლავ

Posted by: zura-biba 8 Apr 2017, 22:35
QUOTE (5nizza @ 8 Apr 2017, 10:19 )
zura-biba


სად იყიდება ტეკრო საიტზე შევედი და არ უნდა იყოს ცუდი რაღაც მე ეგ უნდა ვაჭამო

http://www.tekro.cz/en/products/animal-nutrition/pigs/pre-starters

აგროქიზიყი ყიდის სელტეკი ქვია.. ეხლა მოთხოვნა გაიზარდა და ხუთ კილოიანებით გამოუშვეს.. მე ტომრებით ვყიდულობდი ხოლმე.. საბეკონე ჯიშები პრობლემურია გოჭობაში, რახამც ერთი გამოიყვან ვსო..
* * *
QUOTE (vano22 @ 8 Apr 2017, 11:03 )
kaxaberski66
გამოდის ტყუილა ვაჭყივლე გოჭები მთელი საათი თან რამხელა ხმა ქონიათ დამაყრუესsmile.gif საქონელზე სპეცი ვარ მარა ამ პატარა გოჭებს და თან კისერში ძლივს გავუკეთე წამალი ისე ფართხალებდნენ როგორც თევზები..



zura-biba დედა ღორებს რას აჭმევ? მაკეობიდან ასხლეტამდე რაციონი მითხარი რა

კისერში აცრა ყოველთვის რისკებთან არის დაკავშირებული პატარა გოჭზე.. უამრავი ნერვული კაპილარები გადის. ძვალზე რომ მოგიხვდეს ხშირად სიკვდილით მთავრდება.. მე გირჩევ ბარკლის შიგნითა მხარეს, ზურგით შენ მხარეს ფეხით დაიჭირე და გაუკეთე.. მანდ მხოლოდ ერთი არტერია გადის და კარგადაც ჩანს.. ოღონდ კარგად უნდა გაუზილო, მითუმეთეს სქელი წამალი თორემ დაუკორძდება.. დედა ღორის საჭმელში არ მაქ დიდი გამოცდილება. ვაჭმევდი ყვითელ ტომრებშია პრემიუმ აწერია.. ქერის, ქატოს და სიმინდის კომბინაცია უნდა ჩაურიო.. კარგი შედეგი აქვს ნუ გააჩნია ღორის მერძეულობას.. 11ს და 13ს ვაზრდევინებდი ეხლა და არაფერი დიდი არ შეტყობიათ დედა ღორებს.. ზედმეტი პროტეინი არ შეიძლება არანაირად მითუმეტეს სოიო.. ღორის ყველაზე კარგად მონელებადი და უწყინარი საჭმელია ქერი. ქერს არ აქვს უჯრედანა და კარგად ინელებს.. სად იყო ადრე ამდენი ანტიბიოტიკები.. ქერს უხალავდნენ და კრავდა კუჭში.. ასევე დედა ღორისთვის ქერი პირველი რძის მომყვანია..
* * *
QUOTE (kaxaberski66 @ 8 Apr 2017, 09:55 )
vano22
QUOTE
ღორების სახორცედ გაზრდის გამოცდილება ხო არ გაქ პატარა ნიუანსები მაინტერესებს

zura-biba
QUOTE
ცოტა მოზრდილ ფერმებში 21 დღისებს აშორებენ და მაგ გრანულებით ზრდიან, დედა ღორიც წონას არ კარგავს და მალევე მაკეობს.. ანუ გოჭი იმ გრანულებს ჭამს კარგად მარა სავსე ძუძუ რომ ეგულება მაინც არ ივსებს ბოლომდე კუჭს. თვის და ერთი კვირის ააშორე.. 10 წლის გამოცდილება აქვს ამ საბეკონეების ზრდის ვისი რჩევითაც ვხელმძღვანელობ.. არ გვაქ ჩვენ ისეთი პირობები რომ მაგაზე ადრე ავსხლიტოთ. გრანულები სასწაული რამეა ეს ტეკრო კილო რომ ჭამოს კილო და 200 ს იმატებს. თან კარგი საფუძველი საჭმელია, აეშლება კუჭი და როგორც კი ამას აჭმევ ეგრევე აჩერებს სითხის დენას.. წამალს არ აქვს ისეთი ეფექტი თუ საკვები არ შეცვალე.. გაუჩერებს მესამე აცრაზე მაგრამ გოჭს მთავარი სამი დღე დაკარგული აქვს და წონა კიდევ.. რაც ყველაზე მთავარია მომავალი განვითარებისთვის.. დავდებ ხვალ ფოტოებს გაყიდვა მინდა 21 გოჭი მყავს.. არ გაუჩერო ეგ გრანულები რაზეც დადგებიან მიუყოლე ბოლომდე და მაგაში ჩაურიე ინვეტის სტარტი 10-11 კილოები რომ დახდებიან ცოტ ცოტა და დააკვირდი კუჭის მოქმედებას.. ნემსი არ დაგჭირდება ისე წამოვლენ.. თავიდან იმ გრანულებს ამოარჩევენ აქვთ ეშმაკობა მარა მაინც ხვდება კუჭში სტარტი.. სტარტიდან მერე ადვილია უკვე მიდის და მიდის უპრობლემოდ..

ჩემი გამოცდილება მაგ საქმეში დამთავრდა 20წლის წინ. მაშინ ეს თანამედროვე საბეკონე ჯიშები არც გამეგო და არც ეს სტარტერები არ იყო. ვზრდიდი ისე როგორც ზევით რამდენიმე წერილში დავწერე.
აი გამოჩნდა ზურა, რომელსაც აქვს რაღაც დონეზე ცოდნა და ჰყოლია კიდევ უფრო გამოცდილი ადამიანიც.
ეს ზურა ბიბა ბევრ სასარგებლო ინფორმაციას შეგვატყობინებს. ასეთები ბევრნი უნდა გამოჩნდნენ ყველა თემაში.
* * *
vano22
წითელი თიხა ჩაუყარე მეთქი რომ დავწერე, სწორედ მანდ არის რკინის ვიტამინიც, რომელსაც თვითონ პოულობს გოჭი.

კახაბერსკი ძაან კარგი ცოდნა გაქ და ვფიქრობ ადვილად აითვისებ ახალ საჭმელებს, როგორც კი რაციონს ნახავ..
* * *
QUOTE (vano22 @ 8 Apr 2017, 12:26 )
5nizza ხო მაგრამ რაც უფრო უკეთეს რაციონს შევუდგენთ უფრო კარგი გოჭები ეყოლება და დედაც ნაკლებად დაკარგავს წონას და მშობიარობის სტრესსაც ადვილად გადაიტანს.

თან მე 2 მაკე მყავს კიდე და რასაც ახლა ვაჭმევ დავწერ

25% სიმინდი
25% ქერი
20% ხორბალი
10% ასარევი პრემიქსი
10% დაფქული იონჯა
5% დაფქული გაცრილი მზესუმზირა
5% მდე სხვადასხვა ვიტამინები და კალციუმის მარილები.

ასევე ვასმევ თვეში 1 კვირა წყალში ხსნად ვიტამინ ინტროვიტ ა ს.


დედა ღორს მესამე ჭამად დავუმატე კარტოფილი 5 კგ მდე ჭამს ეხლა ერთ ჭამაზე და ცოტა ნედლი იონჯაც

კარგია კარგი რაციონია.. ქერი და სიმინდის კომბინაციაა მთავარი.. სიმინდი ასუქებს წონას არ კარგავს და ქერს რძეში უშვებს.. აი ეგ პრემიუმ კონცენტრატი ზუსტად მასეა დამზადებული 34% სიმინდი, 29% ქერი, 12% ქატო და 25 კონცენტრატი..

Posted by: vano22 8 Apr 2017, 23:18
zura-biba
ძველ ჯიშებს არც ჭირდებოდათ ალბათ ამდენი ვიტამინები. მაგრამ 1 წლის რომ 200 კილო ხორცს დაგიდებს იმას კი უნდა სცე პატივიsmile.gif ადრე მყავდა კერატი კახურა ჯიში იყო ჯერ ხო გადახნა ორპირი მთელ ეზოში მერე ქათმებს და თაგვებს დასდევდა არ დაარჩინა ცოცხალი არცერთი. ეს ახლები კი კაი დარბაისელი ტიპები არიან ერთი ფეხს არ გაწევენ ზედმეტად და საჭმელზე ხო ნუ იტყვი სუ გრამებში თუ არ ავურიე ყველაფერი და ფაფაც სუ ზუსტ სიბლანტეზე და გრადუსზე არ დავსვი პირს არ აკარებენ. ეხლა გოჭებს პრესტარტთან ერთად კარტოფილის ფაფაც ხო არ მივცე? მაგრად მოეწონათ ცოტა რო გავასინჯე

Posted by: zura-biba 8 Apr 2017, 23:35
არ გინდა არაფრის ჩარევა.. რაც ჭირდება მანდ ურევია ყველაფერი, უწესრიგებს მაქსიმალურად კუჭ ნაწლავს... გააკეთე მერე შედარება ძველი სხვა საკვებით გაზრდილი პარტიების წონამატი თუ გიწეროა და ნახავ განსხვავებას.. ისე ძველი ჯიშები მართლა ძნელი გასაზრდელი იყო.. ერთმა პაპამ მითხრა ბეტონში დაფხვნილ შუშას ვურევდით რომ არ ამოეთხარათო..
* * *
სუსტი გოჭი თუ გყავს რომელიმე და ნაკლებად ჭამს შეგიძლია ეგ გრანულები ფაფის სახით აჭამო. ოღონდ არ ადუღო. ცხელი წყალი დაასხი და გახსენი..

Posted by: kaxaberski66 8 Apr 2017, 23:49
zura-biba
შე დალოცვილო, ერთი წელი გადის რაც დარეგისტრირებულხარ. ღორში ამდენი რამის მცოდნე კაცს, რა გული გიძლებდა რომ არ შემოდიოდი და არაფერს წერდი?
ხომ გითხარით ამ zura-bibaსგან ბევრ საინტერესო იმფორმაციას გავიგებთ მეთქი. ასე რა, გაუზიარე ხალხს შენი ცოდნა. უფრო დაგიფასდება.

* * *
SPLIYVI-ს ნამდვილად ესჭიროება როგორც ღორის, ისე საქონლის ხორცი. თუ ვინმეს შეგიძლიათ მიაწოდეთ ხარისხიანი ხორცი.

Posted by: 5nizza 9 Apr 2017, 21:54
SPLIYVI


რამდენი გინდა ?

უკრაინული ღორი შენ აიმპორტებ რამეს ?

ქათმის ფილე არ გინდა ჩინური ?

Posted by: SPLIYVI 10 Apr 2017, 00:02
5nizza
QUOTE
რამდენი გინდა ?

უკრაინული ღორი შენ აიმპორტებ რამეს ?

ქათმის ფილე არ გინდა ჩინური ?

მე არ ვაიმპორტებ არაფერს

ცოცხალი ხორცის მუდმივი მომარაგება მინდა
იასნია ხარისხიანი

ჩინური ქათმის ფილე ნაგავი იყო სულ ყოველთვის და არც ვეკარებოდი

ნორმალური გაქვს?

Posted by: vano22 10 Apr 2017, 00:30
საბეკონე ღორის ხორცს. დიუროკი - იორკშირი. 2-2.3 ტონას აიღებ? და რა ფასში? დაკლული და შემოწმებული რო უნდა იყოს გასაგებია მაგრამ გატყავებული თუ გაფუფქული? და რა სახით აიღებ მთლიანებს თუ გადაჭრილებს?

ტრანსპორტირებაც კაი პრობლემური საქმეა მაცივარი დაჭირდება გზაში

* * *

SPLIYVI ????????????????????????????

Posted by: iko-iko 10 Apr 2017, 17:31
დაწერილ ინფორმაციებზე მეღიმება ხოლმე ხანდახან მარა სამწუხაროდ ხშირად ვერ შემოვდივარ აქ.
რამდენიმე სწორ განმარტებას ჩავრთავ

ხელოვნურ დათესლვას შევეხები - მცდარია ის აზრი რომ ერთიდაიგივე ბუღის შემთხვევაში ფურების განაყოფიერებისას ხელოვნურსა და ბუნებრივს შორის რაიმე განსხვავება იქნება. (ადამიანის შემტხვევაში სხვა სიტუაციაა. ამ დროს მეტი გარანტირებული ფეხმძიმობის მისაღწევად ახდენენ საკვერცხეების ჯერ ხელოვნურად დაძინებას ხოლო მერე სტიმულაციას, ამგვარად საკვერცხე სტანდარტული ერთის კვერცხუჯრედის ნაცვლად გამოიმუშავებს ორს და მეტსაც, ამიტომ ხელოვნურის დროს ადამიანებში ხშირია ტყუპი და მეტიც რასაც არანაირი ოდნავი კავშირიც კი არ აქვს მეცხოველეობის მოდელთან)

სამშობიარო გართულება ღორს შესაძლოა განუვითარდეს მრავალი მიზეზის გამო მარა ნაკლებად ბევრი გოჭის გამო. 18 გოჭი არ არის იშვიათი მოვლენა პირიქით სადედე ხაზის სელექციაში ძირითად კრიტერიუმად სწორედ მრავალბუდიანობას დასდევენ. სამშობიარო პათოლოგია შეიძლება პირიქით მცირებუდიანობამ გამოიწვიოს მაგალითად თუ ბუდეში მხოლოდ 2-3 გოჭია ეს იწვევს დედის მთელი ენერგიის ამ მცირეოდენ ნაყოფზე გადანაწილებას, ნაყოფი იზრდება ძალიან დიდი და შედეგად მშობიარობა გართულებული ან შეუძლებელია. პირადად მქონია მსგავსი შემთხვევა დედა ღორს სულ 3 გოჭი ჰყავდა და მშობიარობა გართულდა, ვამშობიარე სამეანო ჩარევით.

წითელ მიწას რაც შეეხება რკინის მიღების მიზნით, დიახ სიმართლეა მაგრამ არ გირჩევთ ბიოუსაფრთხოების მიზნით, ხოლო თუ ბიოუსაფრთხოება დაცული არ გაქვთ და ღორები დადიან ნებაზე აღმა-დაღმა მაშინ დაუყარეთ მიწა რამდენიც გინდათ. მე პირადად რკინის პრეპარატს ვემხრობი.

ხელოვნურ განაყოფიერებას ძალიან წარმატებით იყენებენ მსოფლიოში ყველგან და სხვათაშორის საქართველოშიც უბრალოდ ღორის ხელოვნურსა და საქონლის ხელოვნურს შორის უზარმაზარი განსხვავებაა. საქმე იმაშია რომ ბუღის ერთი ეაკულატი შეიცავს იმაზე გაცილებით მეტ დოზა სპერმატოზოიდებს რაც საკმარისია ფურის დასაგრილებლად ამიტომ აკეთებენ სათანადო განზავებას და ერთ ეაკულატზე რამდენიმე ათეულ დოზას და ექვემდებარება ღრმა გაყინვას. ღორის შემთხვევაში კი ეაკულატის რაოდენობა მოცულობრივად ძალიან ბევრია მაგრამ მასში შემცველი სპერმიების სიმცირის გამო მისი განზავება ან არ ხდება ან მინიმალურ დონეზე დამხმარე ნივთიერებების დამატებით ხოლო ღრმა გაყინვას ვერ ექვემდებარება, მხოლოდ გაციებას და აქტიურობის ვადა შემოიფარგლება რამდენიმე დღიდან მაქსიმუმ ერთ კვირამდე. შესაბამისად სანამ მწარმოებელი შეირჩევა უნდა გაუკეთდეს სპერმის ანალიზი, განისაზღვროს სიხშირე, სპერმის პათოლოგიები, აქტივობა და თუ ყველაფერი ნორმაშია მერე უნდა მოხდეს მისი გამოყენება ხელოვნურ მწარმოებლად.
* * *
მე ძალიან ბევრი მაგალითი მაქვს ნანახი საქართველოში ხელოვნური განაყოფიერებით მიღებული ძალიან კარგი ბუდეებით.

რაც შეეხება ჯიშებსა და მათი შეჯვარებით მის გაუმჯობესებებს. ამაზე მგონი ადრეც მაქვს დაწერილი თუ ქათმის ფერმაში ვხსნიდი აღარ მახსოვს. მოკლედ დაიმახსოვრეთ, ხალასი ჯიშები არის ყველა სხვადასხვა მიმართულების და გამოყენების. საბოლოო სასუქებელი თაობის ეფექტური ზრდის მიღწევისათვის მეურნეობებში მიმართავენ შემდეგს: სელექციონერი აყალიბებს სადედე ფორმებს და ნიშანთვისებების მიხედვით ატარებს ჰიბრიდიზაციას ანუ რომელიც უნდა იყოს დედა ღორი მას ყავს ვთქვათ ორი ჯიშის წინაპრები a დედა და b მამა შედეგად ვიღებთ დედა ღორს ab-ს ხოლო სამსმედ იყენებენ ან ხალას ჯიშს ან აქაც ჰიბრიდს. ნუ ვთქვათ მამა ხალასი ჯიშია და დავარქვათ მას c. აი ამ დედის და მამის ნაჯვარი გამოვა უკვე abc ჰიბრიდი რომელსაც წინასწარი შერჩეული ნიშანთვისებებით ექნება ძლიერი და სწრაფი ზრდა და ასე ტრიალებს ეს მუდამ ანუ სადედე ფორმებ და სამამე ფორმებს სულ სჭირდება ხელახლა ყალიბება და არანაირად აღარ გამოდგება და არ ექნება ის ეფექტი უკვე აბც-ს რეპროდუქციას.

და დაიმახსოვრეთ რომ საბოლოო ჰიბრიდი მიზანმიმართულია მხოლოდ იმისთვის რომ ძალიან სწრაფად, ენერგიულად და მოკლე დროში გაიზარდოს რაც შეიძლება ნაკლები საკვების დანახარჯით. ამრიგად სახში გამოზრდილი ღორებით ვერასდროს ვერ მიაღწევთ იმ შედეგებს რასაც აღწევს მეურნეობა და კარგი სელექციონერი. ხოლო ჯიშთა შეჯვარებით მიიღებთ ორივე შემთხვევაში გაუარესებულ ჯიშს ან კონკრეტული მიზნისთვის ერთჯერად ხაზს.

მოდი ერთსაც უფრო იქნებ და მარტივად ავხსნი ზემოთ დაწერილს რა. მოკლედ რომ ვთქვათ ეფექტური დედა ღორი რომ მივიღოთ გვჭირდება ძლიერი მერძეულობის ნიშანთვისება ამისათვის მის წინაპრეპს არჩევენ ისე რომ მიიღონ კონკრეტული შედეგი სადედე ფორმირებისთვის. ამას ვუჯვარებთ მამალს კონკრეტული მიმართულებისთვის, ვთქვათ სუფთა საბეკონეს და გამოგვდის ბოლოს ორ ან სამ ან ოთხ ხაზიანი ჰიბრიდები რომლებიც ძალიან სწრაფად იზრდებიან და წარმატებულ მეურნეობებში ამგვარად მიიღწევა კონვერსია 2,2-2,3 ლამის ქატმის ბროილერს უტოლდებიან wink.gif
* * *
ხო ეს ბოლო განამრტება იუთუბის ფერმერს ეძღვნება ჯიშებს რომ აუმჯობესებს

Posted by: vixn 10 Apr 2017, 22:55
iko-iko
რაც შენ დაწერე იიიისე შოოოოორს არის ჩვენ სინამდვილესტან, როგორც მთვარე, იმედია გამოსწორდება რამე.

Posted by: kaxaberski66 11 Apr 2017, 00:32
iko-iko
მე ერთი წლის წინ დავრეგისტრირდი ფორუმზე, კითხვით კი ბევრად ადრიდან ვკითხულობდი და ძალიან ბევრი თქვენი წერილი წამიკითხავს, მართლაც დღევანდელი წერილივით საქმის ცოდნით გაჟღენთილი.

QUOTE
დაწერილ ინფორმაციებზე მეღიმება ხოლმე ხანდახან მარა სამწუხაროდ ხშირად ვერ შემოვდივარ აქ.

დალოცვილო, შემოდით და თქვენი შეფასება შემოგვთავაზეთ როდესაც საგნობრივად საინტერესო მსჯელობა მიდის. დროულად რაღაც შეგვისწორე სანამ შესაძლებელია, თორემ ვინმემ თუ არასწორი რჩევით ერთი-ორი თაობა გოჭების გამოზარდა და შედეგი ვერ მიიღო, ჩაიქნევს ხელს და სულ ჩამოსცილდება მაგ საქმეს.
დროის უქონლობის მესმის, მაგრამ კვირაში ერთხელ მოკლე რჩევის გაზიარება შესაძლებელია.

Posted by: vano22 11 Apr 2017, 00:53
აბა უცებ თუ შემოირბენთ ვინმე.. პირველ მომყოლს რო დააგდებს ღორი მეორე მომყოლამდე იმდენივეს აჩენს რაც პირველამდე თუ არა??

Posted by: kaxaberski66 11 Apr 2017, 01:12
შეიძლება დაემთხვას, შეიძლება ერთით მეტი იყოს ან ნაკლები.
ყველა გაგეზარდოს, მშვენიერი გოჭუნები დაბადებულან. კაი მსხვილები არიან, 1,3-1,5კგ იანებს ჰგვანან.

Posted by: vano22 11 Apr 2017, 01:45
kaxaberski66
კაია გაიხარე. რაიყო შენ რაღა გაფხიზლებს ამ შუა ღამეზეbiggrin.gif. კი მასე არიან 1.300 საშუალოდ.

ჩემმა თავმა ქვა მკრაო ისე მომივიდა რა დღე აღარ მასვენებენ და ღამე აღარ მაძინებენsad.gif

Posted by: iko-iko 11 Apr 2017, 09:06
kaxaberski66
QUOTE

დალოცვილო, შემოდით და თქვენი შეფასება შემოგვთავაზეთ როდესაც საგნობრივად საინტერესო მსჯელობა მიდის. დროულად რაღაც შეგვისწორე სანამ შესაძლებელია, თორემ ვინმემ თუ არასწორი რჩევით ერთი-ორი თაობა გოჭების გამოზარდა და შედეგი ვერ მიიღო, ჩაიქნევს ხელს და სულ ჩამოსცილდება მაგ საქმეს.
დროის უქონლობის მესმის, მაგრამ კვირაში ერთხელ მოკლე რჩევის გაზიარება შესაძლებელია.

smile.gif შევეცდები შემოვიდე ხოლმე და ვადევნო ფორუმს თვალი, ყოველთვის გამიხარდება თუ რაიმე სასარგებლო რჩევას მოგცემთ.
vixn
QUOTE
რაც შენ დაწერე იიიისე შოოოოორს არის ჩვენ სინამდვილესტან, როგორც მთვარე, იმედია გამოსწორდება რამე.

მე ოპტიმისტურად ვარ განწყობილი და მჯერა რომ ეშველება, აშკარად ვითარდება დღევანდელი მეცხოველეობა. უბრალოდ ძალიან ნელი ნაბიჯებით. ამ შემთხვევაში მთავარია თვითონ დარგი განვითარდეს. აი მაგალითისთვის გეტყვით რომ განვითარებულ ქვეყნებში ღორის სუქებას აწარმოებენ ცალკე ფერმერები, რეპროდუქციას სხვა კომპანიები და ა.შ. ანუ ვინც სახორცედ ზრდის ღორს ის არ არის დაკავებული დედაღორებით, ის რეპროდუქტორში უკვეთავს გოჭებს და ერთბაშად შემოყავს ასეულობით ერთიდაიგივე ასაკის გოჭი, შემდგომ 3 თვიანი სუქება და მორჩა.
მე მგონია რომ ეს სწორი მიდგომაა რადგან რეპროდუქცია ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილია ეფექტურ მეღორეობაში. რეპროდუქციას აწარმოებენ უკვე უფრო მსხვილი კომპანიები, აქ უკვე ინტელექტუალური რესურსის დაქირავება გარდაუვალია რადგან ბევრ სპეციფიკასთან აქვთ საქმე.
დარწმუნებული ვარ ვიღაც როდისმე გააკეთებს კარგ რეპროდუქტორს და სასუქ მასალას გაყიდის მისაღებ ფასად (არა იმ ფასად დრეს რო ზოგიერთები "საჯიშეებად" ყიდიან) ან დაუდებს ხელშეკრულებას გლეხს, რომ მიაწოდოს სასუქი მასალა, საკვები, პრეპარატები, ტექნოლოგია და ბოლოს დაკვლისას კვლავ გარანტირებულად წაიყვანს ცოცხალ ცხოველს დასაკლავად და გადასამუშავებლად. ასეთ შემთხვევაში გლეხი გარანტირებულია აინაზრაუროს შრომაც და ნახოს მოგებაც, ხოლო ის მსხვილი კომპანია გარანტირებულია აწარმოოს საჭირო რაოდენობის ხორცი. სწორედ ასეთი მოდელით მუშაობს დღეს მთელი კაპიტალისტური სამყარო და ყველა კმაყოფილია. ზოგი ფერმერი წელიწადში ოთხ გამოზრდას ასწრებს sad.gif დაველოდოთ მსხვილ ინვესტორს, მანამდე კი ვიწვალოთ ისე როგორც არის. მეც ვწვალობდი ასე, მაინც გამოდის რარაცა რაზეა ლაპარაკი, მაგრამ ეფექტურობა გვავქს დაბალი.
* * *
vano22
წარმატებები ვანო, კარგი გოჭები არიან, მიაწექი ცხოვრებას

Posted by: vano22 11 Apr 2017, 09:30
iko-iko


მისაწოლად ცოტა უხერხულ ადგილთან ვარ მეbiggrin.gif

ესეიგი 2 გოჭი უკუღმა გამოყარა გაგუდულები და რატო ვერ მივხვდი.

8 ცოცხლად გააჩინა და ისევ აქ ჭინთვები.

Posted by: iko-iko 11 Apr 2017, 09:33
vano22
QUOTE
მისაწოლად ცოტა უხერხულ ადგილთან ვარ მეbiggrin.gif

lol.gif გამოიწიე ცოტა biggrin.gif
ჩაგეთვალა

Posted by: kaxaberski66 11 Apr 2017, 09:38
iko-iko
ჩემს პრაქტიკაში ამ ახალი დანამატებთან და მისნაირებთან, არ მქონია შეხება. გასაგებია რომ ეს პრესტარტერები, სტარტერები და პრემიქსები ეფექტური საშუალებებია ღორის და საქონლის ზრდისთვის მაგრამ, ხორცის საგემოვნო თვისებებს არ აფუჭებს?
ვინც იცის სხვადასხვა საკვების კვებითი ღირებულებები და შემადგენლობა(პროტეინები, ცილები, ნახშირწყლები, კალცი, პოსფორი და ასე შემდეგ) არ ჯობია თვითონ დაამზადონ?

Posted by: vixn 11 Apr 2017, 10:37
iko-iko
გეთანხმები, რა ქნას ვანომ და ვიხმ, ცოტა გვყავს და გვინდა გავკეთდეთ შავი დედალივით, აი 400- 500 გოჭი რომ გვეყოლება, კი დავწევ ფასს, თუმცა არც ასე მარტივად არის. დრო და ფული ჭირია ამ საქმეს. ტვინი თავისთავად.
vano22
კარგი გოჭებია, წარმატებები.

Posted by: kaxaberski66 11 Apr 2017, 10:41
vano22
არ გადამრიო, წუხელ შენ რომ სურათი დასდე ახალშობილი გოჭების, დილის 10 სთ. მდე ვერ მორჩა დაყრას?
სულ რამდენი გოჭი დააგდო?

Posted by: vano22 11 Apr 2017, 15:00
kaxaberski66
გავათენე წუხელ. ბოლო ბუდე 1 საათის წინღა დააგდო. იმ წინამაც ესე გააკეთა მთელი დღე აჩენდა 10 გააჩინა სულ.
მაგრად გაუჭირდა მშობიარობა იმ უკუღმა წამოსულს 2 საათი ეწვალა..


vixnგაიხარეsmile.gif ჯიშიანების ფასს ძაანაც რო მოვინდომოთ ვერ დავწევთ. ჯერ ერთი რო დედებს სპეც საკვები და ათასი ვიტამინები უნდა რაც ძაან ძვირი ჯდება. მერე მშობიარობას გადაყოლის დიდი რისკი აქ. დედობრივი ინსტიქტები არ უვარგა და რთული მოსავლელია. გოჭები 2 კვირამდე ისეთი სლაბები არიან რო ვერც კი ერიდებიან გაჭყლეტისას. 5 დღიდან კიდე პრესტარტი უნდა კილო 2 ლარი ღირს და ამ ყველაფრის მერე პრასტოი გოჭი კილო 10 ლარი რო ღირს მე ასე სათუთ შვილივით ნაზარდ გოჭს მაგ ფასად როგორ გავყიდი??



iko-iko მაგას ვცდილობ მარა არ გამოდის ჯერჯერობითsad.gif

Posted by: kaxaberski66 11 Apr 2017, 15:12
უკლებლად გაგეზარდოს. გოჭები კარგები გაზრდილიყვნენ.
* * *

QUOTE
ეწვალა..

მერე დახმარება არ შეიძლება? საქონელს ხომ ვეხმარებით მშობიარობისას.

Posted by: vano22 11 Apr 2017, 15:41
kaxaberski66 ცალი ფეხი როგორც კი გამოყო და შევატყე რო უკუღმა მოდიოდა გამოვქაჩე მაშინვე მარა გვიანი იყო.. არი წამლები ჭინთვის გასაძლიერებლად ასევე გამაყუჩებლებიც მარა არ ჭირდებოდა არცერთი. ხვალ კალციომიკს გავუკეთებ და შესიება და კანკალი თუ შევატყე ანტიბიოტიკსაც დავკრავ

Posted by: kaxaberski66 11 Apr 2017, 16:40
vano22
ხშირად გამოქაჩვა კი არა უკან შეწევა და შეტრიალება წჭირდება, უნდა შესწიო და გაუსწორო ფეხი ან თავი რომ სწორედ წამოვიდეს.

Posted by: vano22 11 Apr 2017, 17:16
kaxaberski66
biggrin.gif კაი რა მაგ ერთ გამოქაჩვას შევალიე მთელი ჩემი ნერვები და თავმოყვარეობა და მე იქ ხელის შემყოფი არ ვარ სუ რო მილიონი მომცენbiggrin.gif. ერთი რა ვერ გავიგე.. ფილტვები როდის ეხსნება გოჭს? ანუ სანამ გაჩნდებოდა ხო საერთოდ არ სუნთქავდა და რამ გაგუდა

Posted by: kaxaberski66 11 Apr 2017, 21:00
vano22
ეეე biggrin.gif biggrin.gif რაც მე საქონლის საშვილოსნოში ხელი შემიყვია, გამისწორებია და მშვიდობით უმშობიარებია, იმდენი მოზვერი გყავდეს ეხლა შენ.
იმ დროს აზროვნებ როგორც ექიმი, არ გეზიზღება, პირიქით. მთელი არსებით გინდა რომ დაეხმარო. რომ მოაგებინებ და მერე უყურებ როგორ ლოკავს შვილს, ბედნიერი ხარ.
მშობიარობა რომ დაეწყება, თავიდანვე უნდა შეხვიდე ცოტაზე ხელით და მოსინჯო სწორად მოდის თუ არა ხბო. თავით თუ მოდის წინა ფეხებიც იქვეა ცხვირზე შემოწყობილი თუ არა. თუ ერთ-ერთი ფეხი ჩლიქის შემდეგ რომ სახრელია იქ ჩაკეცილია, უნდა უმოუწიო და გაუსწორო. თუ უკანა ფეხებით მოდის კუდი უნდა გაუსინჯო, და ნახო მუცლით მოდის თუ ზურგით? თუ ზურგით მოდის, ხბო უნდა შეაბრუნო და მუცელში ამოატრიალო.
ეს ყველაფერი ადვილია გააკეთო ახლად რომ დაიწყება მშობიარობა, დაგვიანებულზე უკვე შეუძლებელია ხბოს გასწორება. ხბოს ბუქსირითაც ვერ გამოაგლიჯავ. ხბოც მოკვდება და დედაც.
აბა ეხლა წარმოიდგინე, შენი დროული დახმარებით რომ ჯანმრთელი ხბო დაიბადება და დედაც გადარჩება , როგორი ბედნიერი ხარ.

Posted by: vano22 11 Apr 2017, 21:24
kaxaberski66 ხო ძროხის მშობიარობა ძაან ძნელი საქმეა მითუფრო უკუღმა წამოსულის მე მოკეცილიც მინახია თავი რო უკან აქ გადაგდებული და ისე რო მოდის.. ვითომ არაფერიო და რამდენი ცოდნა და წვალება უნდა საქონელს და არ გვიფასდება
შენ რო იცი საქმე მაგიტო გეჩვენება იოლად ჩემთვის წარმოუდგენელია მასეთი რამის გაკეთებაsmile.gif ეხლა 1 გაგუდული კიდე დააგდო არადა დედა კარგადაა და რატო ვერ გააჩინა ცოცხლად მიკვირს.. ნუ პირველზე ეპატიება და მეორეზეც თუ დაბრაკდა გავუშვებ ზოოპარკში თან ყველაზე დიდები იყვნენ.. ერთს ვფიქრობ ნაადრევი მშობიარობა ხო არ ქონდა არ იყო აშკარად გახსნილი საშვილოსნოს ყელი

Posted by: kaxaberski66 11 Apr 2017, 22:43
[b]vano22[/
ცხონებული მამაჩემი სიღნაღის რაიონში უძლიერესი ვეტ ექიმი იყო. ვეტერინარული ბიბლიოთეკა ჰქონდა ძალიან დიდი. ფერმერობა რომ დავიწყეთ, რაც ამ ბიბლიოთეკაში ზოოტექნიკაზე რამე ეწერა და კიდევ აკუშერობაზე, იმ დროისთვის ყველაფერი შევისწავლე. ვეტერინარიას არ ვსწავლობდი იმიტომ რომ სპეციალისტი მამა გვყავდა.
ერთხელ ასეთი შემთხვევა გვქონდა. ძროხა იგებდა და ძალიან უჭირდა, ვერაფერს ვერ ვშველით. ამდროს მამაჩემს ვეუბნები მიმიშვი მეთქი. მიდიო. კაცი უკვე დაღლილი იყო ხბოს გასწორებისგან და გაიწია. მივედი მწოლიარე ძროხა გადავაბრუნე ზურგზე, ანუ მიწას ეხებოდა ხერხემლით და რქებით. ოთხივე ფეხი ზევით ჰქონდა. შევედი ხელით, ხბო გავასწორე და ვამშობიარეთ. მამაჩემს გაუკვირდა, როგორ მოახერხეო, ეტყობა იმ წიგნებიდან გაქვს ამოკითხულიო. მე ვუთხარ ზუსტად მასეა მეთქი. აი მართლა ბედნიერი ვიყავი.
თურმე ძროხის ხერხემალზე დაფიქსირების დროს, სამეანო სახსრები ყველაზე უფრო ფართოვდება და გაჭირვებულმა ძროხამ შეიძლება მაშინ მოიგოს.

Posted by: vixn 12 Apr 2017, 00:47
kaxaberski66
აგაშენა ღმერთმა, ბებიაჩემი გამახსენდა, საქონლის ზრუნვით ცხოვრობდა.

Posted by: vano22 12 Apr 2017, 07:43
kaxaberski66
მოსაგები ძროხა გულაღმა დააწვინე და არ დაიხრჩო? გაგმართლებიაsmile.gif ეხლა ვინც ნემსის გაკეთება იცის ყველა ექიმობას იბრალებს უკვე და სერიოზული ჩარევა რო ხდება საჭირო სულ 2 კაცი ვიცი საქმის გამკეთებელი და ისენიც 50 კმ ს მანძილზე ცხოვრობენ. მოკლედ კაცს რო გაგიჭირდეს ვერ ნახავ ვეტერინარს

Posted by: kaxaberski66 12 Apr 2017, 09:13
vano22
არა, არ გამმართლებია. დახროჩობა რომ შესაძლებელი ყოფილიყო არც ეს ეწერებოდა იმ აკუშერების წიგნში.
თან რა არის საინტერესო, საქონელმა რომ იცის ეხმარები, ისიც რაღაცნაირად ხელს გიწყობს.

Posted by: vano22 12 Apr 2017, 10:00
kaxaberski66 ბაგაში ჩავარდნილს თავისი ფაშვი ახრჩობს და ფაშვი + ბოჩოლა და მომყოლები? ხელს გიწყობს კი არა თვალებით რო გეხვეწება მიშველეო და რო უშველი როგორი მადლიერი სახე აქ ხოლმე. ჩემ ძროხას რო გავაჩენინეთ ბოჩოლის მაგივრად ვეტერინარს დაუწყო ლოკვა ძროხამ..


ეხლა ავწონე ერთი გოჭი და 2.3კილო გამოვიდა. აი თურმე რატო ვერ გააჩინა ისენი ამათზე დიდები იყვნენ 2.5 კილოები მაინც იქნებოდნენ

Posted by: kaxaberski66 12 Apr 2017, 10:05
vixn
QUOTE
საქონლის ზრუნვით ცხოვრობდა.

ეგრეა, ძალიან მძიმე შრომაა. შაბათი და კვირა საქონელმა არ იცის და არც პერერივი. ეს მაღაზია არ არის რომ ბოლო-ბოლო ერთი დღით დაკეტო და დაისვენო.სულ იქ უნდა იყო, სხვანაირად შედეგს ვერ მიიღებ.
მარტო იქ ყოფნაც არ შველის. ცოდნა უნდა გქონდეს თანამედროვე კვების და მოვლის ტექნოლოგიების. ჩვენი ფერმერების უზარმაზარ პროცენტს მოწადინება აქვთ, მაგრამ ცოდნა არა და სწორედ ამაში აგებენ.

Posted by: vixn 12 Apr 2017, 10:34
kaxaberski66
ცოდნა ძირითადი პრობლემაა, ახლა რაც მეფუტკრეობაში ფული იდება, 90 % წყალში იყრება, ასეც უნდა იყოს, მაგრამ ჩვენთან ნამეტანია,

Posted by: kaxaberski66 12 Apr 2017, 11:44
[b]vano22[/b
ბაგაში ჩავარდნილი იმიტომ იღუპება რომ, ის იმ დროს უპატრონოდ არის რამოდენიმე საათის განმავლობაში და მშველელი არ ჰყავს.
მშობიარობის შემთხვევაში მე თვითონ ვაწვენ რამოდენიმე წუთით და მშველელიც ამ ექსტრემალურ სიტუაციაში რამოდენიმე კაცი ჰყავს.
ზევით ხომ დავწერე, მშობიარობისას დროულად თუ არ უშველე, მერე გვიანია, ხბო საშვილოსნოში თუ გაჯირჯვლდა, ვეღარ გამოაძრობ. როცა დიდი ხანი გრძელდება მშობიარობა ხბო ჰაერთან შეხებისას შრება და სლიპინა აღარ არის.
* * *
vixn
მეფუტკრეობის მე არაფერი გამეგება biggrin.gif

Posted by: iko-iko 12 Apr 2017, 17:22
kaxaberski66
QUOTE
ჩემს პრაქტიკაში ამ ახალი დანამატებთან და მისნაირებთან, არ მქონია შეხება. გასაგებია რომ ეს პრესტარტერები, სტარტერები და პრემიქსები ეფექტური საშუალებებია ღორის და საქონლის ზრდისთვის მაგრამ, ხორცის საგემოვნო თვისებებს არ აფუჭებს?

მოდით ჩამოვყალიბდეთ ერთ რამეზე, მეცხოველეები ვართ და ეს ყველამ კარგად უნდა ვიცოდეთ, რომ პრემიქსი ეს არ არის რაღაც წამალი და პრეპარატი რომელიც ზრდის ცხოველს (ფრინველს). პრემიქსი ეს არის მიკროელემენტების, ამინომჟავების და ვიტამინების წინასწარი ნაზავი ინგლისურად მიქსი და პრე pre mix - ინგლისურიდან სიტყვასიტყვით ნიშნავს წინასწარ ნაზავს.

ეხლა განვმარტოთ რატომ არის წინასწარი ნაზავი და არა ცალცალკე კომპონენტების სახით. მეცნიერების მიერ წინასწარ ცნობილია ყველა ცხოველის, ასაკისა და ფიზიოლოგიუი მდგომარეობის მიხედვით რა მინიმალური რაოდენობა ესაჭიროება ორგანიზმს მიკროელემენტები, ამინომჟავები და ვიტამინები ამიტომ ყველა ცხოველს, ყველა ასაკს, ყველა ფიზიოლოგიურ მდგომარეობას ტექნოლოგები უმზადებენ წინასწარ ნაზავებს რომელიც შემდგომში კვების ტექნოლოგის მიერ საკვებში უნდა იქნას ჩართული.
ეხლა უფრო ახლოს მივიდეთ წინასწარი ნაზავის დედააზრთან. მოგეხსენებათ მიკროელემენტები, ვიტამინები და ამინომჟავები საკვებში გვესაჭიროება სულ რაღაც გრამობით, შესაბამისად კომბინირებული საკვების დამზადებისას ტექნიკურად შეუძლებელია ვთქვათ ერთი გრამი ნივთიერება შევურიოთ რამდენიმე ტონა საკვებს, მისი განაწილება თანაბრად ყოვლად შეუძლებელია. აი სწორედ ამიტომ ამ კომპონენტებს წინასწარ ანზავებენ ერთმანეთში ფარმაცევტული სიზუსტით, ამავე დროს ამ ყველაფერს ემატება შემავსებლები რათა ვთქვათ ერთი ტონა საკვებისთვის ეს პრემიქსის დანამატმა შეადგინოს 0.5, 1 ან 2 კილოგრამი. ამ რაოდენობის შეზავებას უკვე თავისუფლად ართმევენ თავს კომბინირებული საკვების საამქროს შემრევები და შესაბამისად ყველა პორციაში თანაბრად ნაწილდება ეს მეტად საჭირო და აუცილებელი ნივთიერებები.

ეხლა რა საჭიროა პრემიქსი - იმიტომაა საჭირო, რომ ხელოვნურ პირობებში ძირითად საკვებ კომპონენტებში არანაირად არ არის ის რაოდენობის ზემოთხსენებული ნივთიერებები რაც აუცილებელია ცხოველისთვის. ამიტომ აუცილებელია საკვები დავაბალანსოთ პრემიქსით.

პრესტარტერი და სტარტერი ეს არის ჩვეულებრივი კომბინირებული საკვები და ეს დასახელებები მათ მიიღეს ასაკობრივი ჯგუფების და ფიზიოლოგიური პერიოდის მიხედვით. ანუ როგორც უკვე ზემოთაც ვახსენე პრესტარტერი ეს არის ჩვენს შემთხვევაში ძუძუდან ასხლეტის პერიოდი სანამ სუქების სტარტი დაიწყება მასში ყველაზე მარალია პროტეინი, შემდეგ მოდის სტარტერი ანუ სუქების სასტარტო კომბი-საკვები საჭირო რაოდენობის ბალანსით და ასე შემდეგ მას მოყვება გროუერი ზოგჯერ ესეც იყოფა და ბოლოს ფინიშერი. ყველა საკვებია და ის კომპონენტებია შიგნით რასაც
QUOTE
ვინც იცის სხვადასხვა საკვების კვებითი ღირებულებები და შემადგენლობა(პროტეინები, ცილები, ნახშირწყლები, კალცი, პოსფორი და ასე შემდეგ) არ ჯობია თვითონ დაამზადონ?
ამ შემთხვევაში შენ ეძახი დამზადებას. ეხლა ისმის კითხვა. თუ იგივე კომპონენტები უნდა გამოვიყენო შეიძლება რომ სხვა საგემოვნო თვისებები ქონდეს? აქვე გიპასუხებთ რომ არა.

საგემოვნო თვისებები რათქმაუნდა დამოკიდებულია კვებაზე და რაც უფრო მრავალფეროვანია შემადგენელი კომპონენტები მით უფრო გემრიელია ხორცი.
მაგალითად გარეთ გაგდებული და ტყეში ნატანჯი ღრუტუნა გვაძლევს უფრო გემრიელ მწვადს ვიდრე ფერმის.
აქედან გამომდინარე ვირჩევთ სუქების მიმართულებას. თუ ძოვება გვინდა შესაბამისი ჯიში უნდა გვყავდეს კახური ან მანგალიცური. თუ გვინდა ექსტენსიური მაშინ ხალასი ჯიშები ჯობია რადგან ინტენსიური ზრდის მქონე გენოტიპს ექსტენსიურით ვერ დავაკმაყოფილებთ საზრდო ნივთიერებებით და ბოლოს თუ გვინდა ინტენსიური მაშინ გვჭირდება სწრაფად მზარდი ჯიშები ან უკეთეს ვარიანტში ჰიბრიდები და მაღალხარისხიანი კომბინირებული საკვები.
პირველი ორი გამორიცხეთ რადგანაც აფრიკული ცხელება გვდარაჯობს და როგორც კი ფეხს მოვიკიდებთ და გავამრავლებთ ღრუტუნებს დაგვიხოცავს მაშინვე. მაშ რაღა დაგვრჩა? wink.gif ინტენსიფიკაცია და მაქსიმალური ბიოუსაფრთხოება wink.gif вот как-то так

* * *
QUOTE
ეგრეა, ძალიან მძიმე შრომაა. შაბათი და კვირა საქონელმა არ იცის და არც პერერივი

ეგრე ვარ მთელი ცხოვრება. ხან გამებრაზება ხოლმე, მაგრამ ხან ვგრძნობ რომ საინტერესო ცხოვრება მაქვს და ენთუზიაზმით ვივსები ხოლმე. ეხლაც დაქანცული ვწერ ამ პოსტებს მარა ბედნიერი ვარ, ცოტანი ვართ გიჟებივით და საინტერესო ცხოვრებით ვცხოვრობთ. ასე რომ გაუძელით, არ შეეშვათ და შედეგებიც იქნება.

Posted by: vano22 12 Apr 2017, 17:42
iko-iko
ბოინშიკები პრემიქსზე ნაზარდ ღორს რო არ იბარებენ???

უკრაინულ ყვითელ პრემიქსზე და თევზის ფქვილის ვიტამინზე გაზდილი ბუღა დავკალით და 2 საათში გაშავდა ხორცი. ცოტათი კი არა სერიოზულად გაშავდა.

Posted by: iko-iko 12 Apr 2017, 18:12
vano22
პრემიქსი ხშირად ერევათ ცილოვან-ვიტამინოვან დანამატში. ანუ ტომრებით რომ იყიდება ხოლმე და სიმინდის ან ხორბლის ღერღილში რომ უნდა გადაურიო. ეგ სულ სხვა რამეა და როგორც წესი ბრმად და უაზროდ ურევენ ხოლმე ღერღილში თან მეტიც, ძირითადად ეგეთი ე.წ. "პრემიქი" ანუ ცილოვანი დანამატი ძირითადად ბროილერისთვისაა განკუთვნილი.

ისე ხორცის გაშავება სხვა კიდევ ბევრ რამეზეა დამოკიდებული. შენ გაშავებული ხორცი სადმე საზღვარგარეთ გინახია? და გჯერა რო მასეთ ხორცს ჭამს მსოფლიო? smile.gif wink.gif
* * *
ამას იმიტომ ვიძახი რომ კომბინირებული საკვების გარეშე არსად არ ხდება ხორცის წარმოება, შესაბამისად პრემიქსი ყველგან ჩართულია და ხორცის ხარისხი ყველგან სუპერია.

Posted by: vano22 12 Apr 2017, 18:27
iko-iko
მე ეჭვი მაქ რო ზოგ ფირმას ჩვენთან რაღაც ნაგავი შემოაქ რაც სხვაგან აკრძალულია და ჩვენთან საღდება 1 გრამიან ანალგინის ამპულაში 0.8 გრამი რატო უნდა იყოს? სად გაქრა ის 0.2 გრამი?biggrin.gif. ასარევი ვიტამინი ვიყიდე გავრიუშა. ადრე სუ სხვანაირი იყო და ეხლა რო ჩავყარე ისეთი საზიზღარი სუნი მისცა როშს ღორმაც აღარ შეჭამა. უკონტროლო ბაზარია და ვინ რას ასაღებს რას გაიგებ. არც ის 3 ლარიანი ღორის გაყინული ხორცი არ მგონია მთლად ევრო სტანდარტებით გაზდილი

Posted by: iko-iko 12 Apr 2017, 18:34
vano22
ამიტომ გავრიუშა და ხრიუშა არ გამოიყენო, გამოიყენე გავრცელებული ბრენდები, ითანამშრომლე ისეთ კომპანიებთან ვინც ხარისხზე მუშაობს. მე პირადად ეგეთ პრობლემებს არ წავწყდომივარ, ძირითადად ვიცი რომელი რა უნდა შევიძინო. ცნობისათვის ვიტამინების კომპლექსი უნდა ყარდეს, ძალიან არასასიამოვნო სუნი აქვს ვიტამინებს. ხო და კიდევ თუ ამპულაში ზუსტად ერთი მლ-ია ზუსტად 0.2 მლ-ს იტევს ნემსის სანათური და შპრიცის ნიპელი. ტაკ ჩტო ნე გარიუი ბრატან.

Posted by: vano22 12 Apr 2017, 18:46
iko-iko ორზე რო ჩამოწევ ამოტრიალებულ ნემსს და 1 მდე ვერ წვდება მაშინ?smile.gif

ყარდეს ერთია და საჭმელად უვარგისობა მეორეsad.gif


შენ გეცოდინება რახიტი რო არ გააჩნდეს გოჭს ინტროვიტის თვეში 5 დღიანი კურსი ეყოფა? თუ ვიტაპლასტინიც მივცე? კურდღელზე ჩავატარე ცდა ჩავსვი ბაჭია სრულ სიბნელეში და კალციომიკის ფხვნილს ვაჭმევდი და ჩიკტონიკს ვასმევდი. მაინც არ უშველა არაფერმა ფეხები აქ ალა პუგაჩოვაზე დაგრეხილი

Posted by: kaxaberski66 13 Apr 2017, 00:05
iko-iko
QUOTE
ეგრე ვარ მთელი ცხოვრება

მსხვილფეხა აირჩიე თუ წვრილფეხა? თუ ორივე ერთად და სამფეხაც.

Posted by: iko-iko 13 Apr 2017, 10:37
vano22
QUOTE
რახიტი რო არ გააჩნდეს გოჭს ინტროვიტის თვეში 5 დღიანი კურსი ეყოფა?

ყველაფერი კვებაზეა დამოკიდებული, რამდენად დაბალანსებულ საკვებს იღებს დედა ღორი, ყველა შემთხვევისთვის ინდივიდუალური იქნება. და რაც მთავარია ინტროვიტები ძალიან ბევრნაირია რომელს აძლევ კონკრეტულად და რა შემცველობა აქვს მაგაზეა დამოკიდებული. თუ მარტო დ3 ვიტამინის სტაბილიზაცია გინდა მაშინ არის ასეთი introvit-D3-50 Oral ვფიქრობ საკმარისი უნდა იყოს მისი ჩართვა რამდენიმე კურსი.
* * *
kaxaberski66
QUOTE
მსხვილფეხა აირჩიე თუ წვრილფეხა? თუ ორივე ერთად და სამფეხაც.

დავიწყე ღორით, გავაგრძელე პარალელურად მსხვილფეხათი, გადავედი პარალელურად ფრინველზე მერე ისე მოიმართა ჩემი საქმე რომ თუ რამე სასოფლო-სამეურნეო ცხოველი არსებობს ყველასთან მქონდა საქმე. გავანებე ყველაფერს თავი და ეხლა მარტო ავიაციაში (მეფრინველეობაში) ვარ.

Posted by: vano22 13 Apr 2017, 11:32
iko-iko
კურდღლები მოაშენე სარეველასავითაა ერთი მაკე დედლიდან ერთ წელში 150 კურდღელი ჩნდება.
* * *
iko-iko ინტროვიტ ა. ნაკრებია ათას რაღაცას შეიცავს.

Posted by: kaxaberski66 13 Apr 2017, 12:08
iko-iko
წარმატებებს გისურვებ, სამფეხა ნამდვილად გჭირდება რომ ხანდახან დაღლილი ჩამოჯდე და სული მოითქვა ხოლმე.
მე მგონია თქვენი წერილები მებოსტნეობის თემებშიც წამიკითხია რამდენიმე წლის წინ. ასევე სათბურის თემაშიც.

Posted by: iko-iko 13 Apr 2017, 12:51
vano22
მებოცვრეობაშიც დიდი გამოცდილება მაქვს, ვიყავი ერთ დროს დაკავებული მაგ საქმით 90-იანებში, მაგან გადაგვატანია მაშინდელი შიმშილი.

ინტროვიტ ა ორალი კომპლექსია მთელი რიგი ამინომაჟავებისა და ვიტამინებისა. კარგი რამეა ნამეტნავად, უბრალოდ მაგის ფონზე თუ ისევ იქნება რაქიტის ნიშნები (მეეჭვება), მაშინ დამატებით ცალკე ინტროვიტ დ3 50 მიეცი

kaxaberski66
QUOTE
წარმატებებს გისურვებ

გაიხარე

QUOTE
ე მგონია თქვენი წერილები მებოსტნეობის თემებშიც წამიკითხია რამდენიმე წლის წინ. ასევე სათბურის თემაშიც

კი კი, ზოგადად სოფლის მეურნეობაზე მაბოდებს, სპეციალობაც სათანადო მაქვს. მებოსტნეობით და მეხილეობით ისე ვერთობი დასვენების მიზნით ხოლმე wink.gif


* * *
vano22
შენ ეტყობა ჩემი ძველი პოსტები არ წაგიკითხავს მებოცვრეობაში, მერე რაც ყოჩაღი ბიჭები გამოჩდნენ და ყველაფერს დაწვრილებით სწავლობენ და შესაბამისად მშვენიერ რჩევებს აძლევენ დამწყებთ უკვე მარტო ვკითხულობ მაგ თემას და მსიამოვნებს.

Posted by: vano22 13 Apr 2017, 14:26
iko-iko
აა გამახსენდიbiggrin.gif. ადრეც მასწავლიდი ხოლმე რაღაცეებს... ხშირად უნდა გაგვახსენო თავი თორემ ა დამავიწყდი კინაღამbiggrin.gif

Posted by: rockforever 13 Apr 2017, 17:13


პოლიტგანყიდან აქ რომ შემოვა დაისვენებს კაცი

არავინ ეჩხუბება ერთმანეთს, არავინ იგინება და ილანძღება.

ერთმანეთს რჩევებს აძლევენ,ასწავლიან და ეხმარებიან.

Posted by: kaxaberski66 14 Apr 2017, 00:13
rockforever
QUOTE
პოლიტგანყიდან აქ რომ შემოვა დაისვენებს კაცი

არავინ ეჩხუბება ერთმანეთს, არავინ იგინება და ილანძღება.

ერთმანეთს რჩევებს აძლევენ,ასწავლიან და ეხმარებიან.

სწორად აღნიშნეთ. ვცდილობთ რამე თუ ვიცით არ კი დავმალოთ, ვაი თუ ვინმემ არ ისწავლოს და კონკურენცია არ გაგვიწიოს. არამედ ვასწავლით ერთმანეთს.
პოლიტგანყის ხალხზეა შესახმიანებელი. იქ თუ ვინმეს რაიმე ცოდნა აქვს სოფლის მეურნეობის რომელიმე დარგში, შემოვიდეს და რჩევები გაუზიაროს აქაურ იუზერებს.
* * *
iko-iko
QUOTE
სპეციალობაც სათანადო მაქვს

ნებისმიერი ადამიანის სპეციალობა, არ შეიძლება საიდუმლო იყოს და ამიტომ გეკითხებით.
რომელი სპეციალობის ბრძანდებით?

Posted by: iko-iko 14 Apr 2017, 10:10
kaxaberski66
ვეტერინარი ვარ დასამალი რა მაქვს smile.gif

Posted by: zura-biba 14 Apr 2017, 22:22
https://bpn.ge/finansebi/30227-kakhethshi-gotcebi-ganvadebith-iyideba.html?lang=ka-GE&fullComments=1#comments

* * *
QUOTE (iko-iko @ 11 Apr 2017, 09:06 )
kaxaberski66
QUOTE

დალოცვილო, შემოდით და თქვენი შეფასება შემოგვთავაზეთ როდესაც საგნობრივად საინტერესო მსჯელობა მიდის. დროულად რაღაც შეგვისწორე სანამ შესაძლებელია, თორემ ვინმემ თუ არასწორი რჩევით ერთი-ორი თაობა გოჭების გამოზარდა და შედეგი ვერ მიიღო, ჩაიქნევს ხელს და სულ ჩამოსცილდება მაგ საქმეს.
დროის უქონლობის მესმის, მაგრამ კვირაში ერთხელ მოკლე რჩევის გაზიარება შესაძლებელია.

smile.gif შევეცდები შემოვიდე ხოლმე და ვადევნო ფორუმს თვალი, ყოველთვის გამიხარდება თუ რაიმე სასარგებლო რჩევას მოგცემთ.
vixn
QUOTE
რაც შენ დაწერე იიიისე შოოოოორს არის ჩვენ სინამდვილესტან, როგორც მთვარე, იმედია გამოსწორდება რამე.

მე ოპტიმისტურად ვარ განწყობილი და მჯერა რომ ეშველება, აშკარად ვითარდება დღევანდელი მეცხოველეობა. უბრალოდ ძალიან ნელი ნაბიჯებით. ამ შემთხვევაში მთავარია თვითონ დარგი განვითარდეს. აი მაგალითისთვის გეტყვით რომ განვითარებულ ქვეყნებში ღორის სუქებას აწარმოებენ ცალკე ფერმერები, რეპროდუქციას სხვა კომპანიები და ა.შ. ანუ ვინც სახორცედ ზრდის ღორს ის არ არის დაკავებული დედაღორებით, ის რეპროდუქტორში უკვეთავს გოჭებს და ერთბაშად შემოყავს ასეულობით ერთიდაიგივე ასაკის გოჭი, შემდგომ 3 თვიანი სუქება და მორჩა.
მე მგონია რომ ეს სწორი მიდგომაა რადგან რეპროდუქცია ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილია ეფექტურ მეღორეობაში. რეპროდუქციას აწარმოებენ უკვე უფრო მსხვილი კომპანიები, აქ უკვე ინტელექტუალური რესურსის დაქირავება გარდაუვალია რადგან ბევრ სპეციფიკასთან აქვთ საქმე.
დარწმუნებული ვარ ვიღაც როდისმე გააკეთებს კარგ რეპროდუქტორს და სასუქ მასალას გაყიდის მისაღებ ფასად (არა იმ ფასად დრეს რო ზოგიერთები "საჯიშეებად" ყიდიან) ან დაუდებს ხელშეკრულებას გლეხს, რომ მიაწოდოს სასუქი მასალა, საკვები, პრეპარატები, ტექნოლოგია და ბოლოს დაკვლისას კვლავ გარანტირებულად წაიყვანს ცოცხალ ცხოველს დასაკლავად და გადასამუშავებლად. ასეთ შემთხვევაში გლეხი გარანტირებულია აინაზრაუროს შრომაც და ნახოს მოგებაც, ხოლო ის მსხვილი კომპანია გარანტირებულია აწარმოოს საჭირო რაოდენობის ხორცი. სწორედ ასეთი მოდელით მუშაობს დღეს მთელი კაპიტალისტური სამყარო და ყველა კმაყოფილია. ზოგი ფერმერი წელიწადში ოთხ გამოზრდას ასწრებს sad.gif დაველოდოთ მსხვილ ინვესტორს, მანამდე კი ვიწვალოთ ისე როგორც არის. მეც ვწვალობდი ასე, მაინც გამოდის რარაცა რაზეა ლაპარაკი, მაგრამ ეფექტურობა გვავქს დაბალი.
* * *
vano22
წარმატებები ვანო, კარგი გოჭები არიან, მიაწექი ცხოვრებას

https://bpn.ge/finansebi/30227-kakhethshi-gotcebi-ganvadebith-iyideba.html?lang=ka-GE&fullComments=1#comments აჰა კაპიტალიზმის გუგუნი ესაა.. აქ 80 ლარიც არ რჩებათ იმიტომ რომ ასეთ წონას რომ მიაღწიოს გოჭმა საუკეთესო პირობები ჭირდება. მეორე ის არის რომ მზა საჭმელს გაძლევენ და არა კონცენტრატს რომ სეზონზე დაბალ ფასად ნაყიდი მარცვლეულით გაზარდო.. ყველანაირი რისკებისგან დაზღვეულია კომპანია.. პლიუს საკვებს ასაღებს და ივსება ჯიბე.. გლეხს კიდე 50 ლარი გამოსდის ამდენი ნაკელის ხვეტა..

Posted by: kaxaberski66 14 Apr 2017, 23:49
zura-biba
ვისაც ტვინი როგორ უმუშავებს, ისე მუშაობს. რა გინდა, უკვე ნახულობენ თურმე მუქტა ნაკელის მხვეტავებს.

Posted by: vano22 15 Apr 2017, 01:03
რაც გინდა პირობები შეუქმნა 5 თვის სუფთა სისხლის დიუროკიც ვერ დადებს 100 კილო ცოცხალ წონას. 80 კილოც კი გაუჭირდება.. მოდი და არ გაიზარდოს იმ 4 თვეში 100 კილო იმ ზარალს ვინ აუნაზღაურებს გლეხს? თაღლითობაა რა პატრონი არ ყავს ამ ქვეყანას

Posted by: iko-iko 15 Apr 2017, 15:07
zura-biba
kaxaberski66
vano22
QUOTE
გლეხს კიდე 50 ლარი გამოსდის ამდენი ნაკელის ხვეტა..

QUOTE
ვისაც ტვინი როგორ უმუშავებს, ისე მუშაობს. რა გინდა, უკვე ნახულობენ თურმე მუქტა ნაკელის მხვეტავებს.

დაგაძალათ ვინმემ?
თუ არ გაწყობს არ უნდა გამოიყენო ეგ მომსახურეობა.
ეხლა მეორეს მხრივ ავიღოთ, კომპანია იძლევა საშუალებას საწყისი კაპიტალის გარეშე დაიწყო საქმე, თან გარანტირებულად გაყიდო პროდუქტი. დამწყებთათვის ძალიანაც მისაღები პირობებია, ყოჩაღ ბექას. ნეტა ბევრი თანამოქალაქე გვყავდეს მასეთი ფერმერი და მოქნილი გონების ადამიანი.
QUOTE
რაც გინდა პირობები შეუქმნა 5 თვის სუფთა სისხლის დიუროკიც ვერ დადებს 100 კილო ცოცხალ წონას

ცდები, ძალიან ცდები. შტატები ძირითადად 3 თვიან სუქებაზე არიან 25 დღიანი სტარტიდან და 100 კილოს ყველა ვარიანტში სცდებიან ბევრით.

Posted by: giorgi180 15 Apr 2017, 16:08
40 დღის გოჭებისთვის სიმინდის მარცვლის ჭმევა სასარგებლოა?? პრესტარტერს ვაჭმევ გრანულირებულს, მარა სიმინდზე უფრო გიჟდებიან

Posted by: vano22 15 Apr 2017, 16:18
iko-iko
მე მყავს სუფთა სისხლის დიუროკიები გავზარდე საუკეთესო პირობებში და ვიცი რაც იზრდება. 5 თვის 100 კილო საბეკონე ჯიშებიც ვერ იზრდება..

სიმართლე თუ გინდა ასეთია.


მოდი ჩემი გაზდილი ღორი ჩაიბაროს მე თვითონ ვიშოვი გოჭს. ან გოჭი მომყიდოს და საჭმელს მე თვითონ ვუშოვი იაფად. მაგრამ არა. გოჭსაც ძვირად მოგყიდის საჭმელსაც და რო მიუყვან ჩალის ფასში აიღებს..

Posted by: iko-iko 15 Apr 2017, 17:20
vano22
QUOTE
სიმართლე თუ გინდა ასეთია.

ვანო საშუალო დღიური წონამატი მინიმალური დიუროკს აქვს 750 გრამი და კარგ პირობებში კილოს სცდება. ამდენი ტყუილად ვწერე კაცო წინა პოსტებში? სუფთა ჯიში საჭიროა რეპროდუქციისთვის ხოლო სასუქს გაცილებით მეტი შესაძლებლობები აქვს. შენს შემთხვევაში ან არ გყავს სუფთა სისხლი, ან ვერ აჭმევდი სწორად.

QUOTE
მოდი ჩემი გაზდილი ღორი ჩაიბაროს მე თვითონ ვიშოვი გოჭს

რატო? ამიხსენი რა ვალდებულია შენს წინაშე ეს ადამიანი? წეღანაც ხო ვთქვი ეს კაცი იძლევა გარკვეულ საშუალებას თავისი წესების სანაცვლოდ აბა დებილი ხომ არ არი? რაღაც პროექტს რომ აკეთებს იმიტომ აკეთებს რომ სარგებელი უნდა ნახოს და ვისაც არ გაწყობთ არ გაეკაროთ ახლოს.

ეხლა ერთ კითხვაზე მიპასუხე. შენ თვითონ გოჭებს რამდენად ყიდი?

Posted by: vano22 15 Apr 2017, 17:57
iko-iko
დიუროკიც და საერთოდ ღორი აქტიურად იზრდება 4 თვიდან. 1 წლის მყავს 200 კილო ხორცი აქ მაგრამ 4 თვიდან აკრიფა წონა..

ამ წუთას პრასტოი გოჭები 80-100 ლარები ღირს და ეგ ჩემი ხარისხის გოჭებს 150 ლარად გაყიდის? ისიც გარკვევით უწერია გავყიდით და ფასის სხვაობას მივცემთ გლეხსო.

გოჭების გასაღებაა მაგ პროექტის მიზანი თორემ ჩასაბარებელი ღორი რომ უნდოდეს ასარჩევად ყრია.
* * *
´´მიკროსაფინანსოს წინაშე პასუხისმგებლები ჩვენ ვართ, მაგრამ თუ ფერმერმა ღორი არ დააბრუნა თანხას თავად გადაიხდის´´

ეს როგორ გავიგოთ? თუ პასუხისმგებლები არიან ესეიგი თუ გლეხმა არ დააბრუნა მათ მოკითხავთ მიკრო საფინანსო და ეგენი მოკითხავენ გლეხს და არა საფინანსო გლეხს.. + ერთი პრობლემა.. გოჭი 150 ლარი + საჭმელი.. პრემიქსი 1.2 ლარი ღირს კაკრაზ 250 ლარის უნდა 5 თვეში და ის მიკრო საფინანსოს % რამდენი ლარია რო არ ამბობენ??? 400 ჯდება + საფინანსოს პროცენტი და თავის ფასიც თუ ამოიღო იმ ღორმა კარგი იქნება

Posted by: iko-iko 15 Apr 2017, 18:11
vano22
QUOTE
ამ წუთას პრასტოი გოჭები 80-100 ლარები ღირს და ეგ ჩემი ხარისხის გოჭებს 150 ლარად გაყიდის?

და შენ დარწმუნებული ხარ რო უხარისხო გოჭები ყავთ? რატომ ხარ ასეთი დარწმუნებული?
უბრალოდ ის მაინტერესებს რაში ავალდებულებ ისეთივე მეწარმეს როგორიც შენ ხარ. ეგ კაციც ჩვეულებრივი ფერმერია და მაინტერესებს ლოგიკა, იმის თქმა მინდა რომ არასწორი ლოგიკაა. კიდევ ვიმეორებ მაგ კაცმა ხალხს შესთავაზა გარკვეული მომსახურეობა გარკვეული პირობების ნაცვლად და ამ ნაბიჯის გაკიცხვა თქვენის მხრიდან არ მიმაჩნია სწორად.

როგორც გინდათ ისე გაიგეთ.


Posted by: vano22 15 Apr 2017, 18:43
iko-iko
6.5- 7 ლარს გაძლევს პრემიქსზე გაზრდილ ხორცში რა მოგებაზეა ლაპარაკი 3 ერთეულით 800 გრამს იმატებს ანუ 3.6 ლარად 3.8 ლარს მიდი და გაიყვანე ახლა მოგებაზე .. ამერიკა ამერიკაო რომ ამბობ და 3 თვეში ზრდიანო იქ 7 ლარი არ ღირს ხორცი და არც პრემიქსი ღირს 1.25 ლარი. რეალობას ნუ ვუარყობთ იანგარიშე და დადე ფაქტი რომ მოგებაზე გავა გლეხი

Posted by: iko-iko 15 Apr 2017, 19:01
vano22
წინა პოსტებში დაგისვი კითხვა, რაში ავალდებულებ შენ რო ან უფრო მეტი გადაგიხადოს ან უფრო იაფად მოგცეს გოჭი ან საკვები. ამიხსენი ადამიანურად გთხოვ რომ ამიხსნა, რა ლოგიკით ავალდებულებ.

შენი ლოგიკა დაახლოებით ასე ჟღერს ეხლა მე რომ გითხრა რო 50 ლარად მომეცი გოჭი რო მე უფრო მეტი დამრჩეს მისი გაზრდის შემდეგ. ეს ლოგიკა სწორია?
შენ რა ფასადაც გიღირს იმ ფასად ხო ყიდი გოჭებს? ხოდა მე თუ არ მინდა შენგან არ ვიყიდი და ამით მთავრდება ყველაფერი ხო? თუ უნდა დავდგე და გითვალო რამდენი რა დამიჯდება

Posted by: vano22 15 Apr 2017, 19:13
iko-iko
მაგ ლოგიკით ერთი ჩვეულებრივი ვაჭარია ყიდის ყიდულობს. ასეა ყველა და რაღაა აქ განსახილველი? თუ ის უფულო გლეხი ნისიად ნაყიდი გოჭებიდან მოგებას ვერ ნახავს ან უარესი ზარალშიც წავა მაშ რაღაა ინოვაცია და გლეხის ხელშეწყობა?
არც არაფერი. ერთი ჩვეულებრივი ბიზნესმენია ჩვეულებრივი კაბალური პირობებით. გინდა აიღე არ გინდა გაიარე

Posted by: iko-iko 15 Apr 2017, 20:33
vano22
მოდი რა იმ გლეხმა გადაწყვიტოს თვითონ ისარგებლოს თუ არა მასეთი გარიგებით. კონვერსიის და წინასწარ შეთანხმებული ფასის მიხედვით გლეხს ღორის გაზრდაში ფაქტიურად რჩება მოგება. ხოლო თუ გლეხმა გადაწყვიტა რომ ღორი უფრო სარფიანად გაყიდოს რა პრობლემაა კაცი გეუბნება რო გაყიდოს და თვითონ დაფაროს საფინანსოს ხარჯები. რა მიზეზით ხარ ასეთი გაღიზიანებული ვერ ვხვდები

Posted by: vano22 15 Apr 2017, 21:54
iko-iko
რა გაღიზიანებული მასეთი რამეები რო მაღიზიანებდეს სოფ მეურნეობაში რა გამაჩერებდაbiggrin.gif

რეალურად ეგ ფერმერი აკეთებს ასეთ რამეს..

სესხი გამოაქ გლეხის სახელზე საჭმლისაც და გოჭისაც. ამ ფულს იდებს ჯიბეში და ვსო მან მიიღო მოგება. ანუ გამოდის რო გლეხი თვითონ იღებს სესხს გოჭის საყიდლად და ეს არც კი იცის მას გონია რომ იმ ფერმერმა მისცა ნისიად არადა ის ფერმერი უკვე თამაშგარეა რადგან მხოლოდ საფინანსო და გლეხიღა რჩება დაინტერესებული პირი.. ნებისმიერი მცირე გაუთვალისწინებელი შემთხვევა და ერთში ათს ამოიღებენ ამ გლეხიდან

რაც მთავარია კიდე არავის ვურჩევ სესხით ცოცხალი საქონლის მითუმეტეს ღორის ყიდვას..

შენ არ ვიცი როგორ ფიქრობ მაგრამ მე იმ ღარიბი გლეხის ბედი უფრო მადარდებს ვიდრე აწყობილი ბიზნესმენის..

Posted by: zura-biba 16 Apr 2017, 01:03
QUOTE (iko-iko @ 15 Apr 2017, 18:11 )
vano22
QUOTE
ამ წუთას პრასტოი გოჭები 80-100 ლარები ღირს და ეგ ჩემი ხარისხის გოჭებს 150 ლარად გაყიდის?

და შენ დარწმუნებული ხარ რო უხარისხო გოჭები ყავთ? რატომ ხარ ასეთი დარწმუნებული?
უბრალოდ ის მაინტერესებს რაში ავალდებულებ ისეთივე მეწარმეს როგორიც შენ ხარ. ეგ კაციც ჩვეულებრივი ფერმერია და მაინტერესებს ლოგიკა, იმის თქმა მინდა რომ არასწორი ლოგიკაა. კიდევ ვიმეორებ მაგ კაცმა ხალხს შესთავაზა გარკვეული მომსახურეობა გარკვეული პირობების ნაცვლად და ამ ნაბიჯის გაკიცხვა თქვენის მხრიდან არ მიმაჩნია სწორად.

როგორც გინდათ ისე გაიგეთ.

მე პირადად არ ვკიცხავ.. კარგია ის მოდელია რაც სხვა ქვეყნებში მუშაობს.. უბრალოდ აქ ვინც შემოვა და წაიკითხავს არ უნდა დაინტერესდეს მაგით.. გოჭი და საკვები რომ იყიდო ნაღდი ფულით მაგისგან გრჩება 150 ლარი ერთ ღორზე იდეალურ ვარიანტში.. მე ვისაც ვიცნობ ეხლა 80%მა შეამცირა ღორები და საქონელზე გადავიდა, იძირება უკან მიდის ეს ბიზნესი გლეხისთვის იმდენად ძვირია საკვები და მოგება მცირე. იქნება ხუთი ან 10 დიდი ფერმა და ისინი დაიკავებენ მთელ ბაზარს.. მე ვფიქრობ ამას კარგი განათლებით და კოოპერატივებით თუ შეებრძოლებიან მცირე მეწარმეები..

Posted by: vano22 16 Apr 2017, 09:52
გილოცავთ აღდგომას დღეს ჩხუბი და კამათი აღარ შეიძლება.. მრავალს დაესწარით

Posted by: iko-iko 18 Apr 2017, 09:04
მრავალს დაესწარით და აბა თქვენ იცით წარმატებისკენ იბრძოლეთ!

Posted by: vano22 19 Apr 2017, 23:05
საბეკონე ჯიშების მოშენებას თუ აპირებთ ვინმე თქვენთვის საჭირო ინფო მაქ.

ესეიგი პირველმა ღორმა რო გააჩინა ძროხასავით ცური ეკიდა მაგრამ 3 დღეში ძალიან მოიკლო რძის გამომუშავება და 1 კვირაში თითქმის სუ გაშრა ეს ერთი კვირა ძაან ცოტას ჭამდა, შემდეგ მოუმატა ჭამას და რძეც მოუვიდა მაგრამ მინიმალური რაოდენობით ისე რომ იძულებული გავხდი გოჭები ხელოვნურ საკვებზე გადამეყვანა რძესთან ერთად.. თავიდან მეგონა რომ კონკრეტულად ეს ღორი იყო ბრაკი მაგრამ მეორემაც გააჩინა და ესეც ზუსტად ისე ცოტა რძეს გამოიმუშავებს ჭამას არ დააბრალოთ უმაღლეს დონეზე ვკვებავ წვნიანი საკვებით. ამასთან ერთად ვნახე ახლობლის ღორი და ისიც ურძეობას უჩიოდა დაეჩაგრა გოჭებიო...


ანუ ეს ჯიშები სასტიკად ძნელი გასამრავლებელია. ღორი გოჭებს კვებავს მაქსიმუმ 2 კვირა შემდეგ მიზერული რაოდენობის რძეს იძლევა ხოლო 1 თვეში სრულად შრება. 1 კვირის გოჭები ხელოვნურ რძეზე და პრესტარტზე უნდა იქნენ გადაყვანილი. ჩვეულებრივი რუსულა და ლანდრა ღორებისგან განსხვავებით დამოუკიდებლად არ შეუძლია გოჭის გაზრდა და გაითვალისწინეთ რო მერე მომზადებულები შეხვდეთ ამ საქმეს..





iko-iko ერთ გოჭზე თხილის ტოლა ჭიპის თიაქარი შევამჩნიე დღეს არადა აქამდე არ ქონია 100% დარწმუნებული ვარ და რო დავუმასაჟებ შედის უკან მერე ნელ ნელა ისევ ებერება და რა უბედურებაა ეს?? ან მოურჩება საერთოთ თუ ასე დარჩება?

Posted by: zura-biba 20 Apr 2017, 03:49
ხო ეგ მასეა, ყოველტვის სუსტი გოჭი ყავს საბეკონე ჯიშებს.. ლანდრასი საერთოდ ყველაზე კარგია სადედედ მერძეულობის მხრივ.. ლანდრა-იორკშირი მყავს მე ორი.. ერთი სუფთა ლანდრას გავს და ტანითაც დიდია შესამჩნევად, მაგრამ მერძეულობით პატარამ აჯობა.. ხელოვნურს რომ აძლევ ხომ იზრდება დამატებით გოჭი და მეტი რძეს ითხოვს მერე და არ იქნება არასდროს საკმარისი.. გოჭობიდან ამოყვანა ძნელია ძაან ამ ჯიშებისთვის.. დღესაც უამრავ პრობლემას ვაწყდები.. ისე საქონლის ჭარხალთან არ მქონია მე შეხება.. ამბობენ რძის მოსაყვანად კარგია ძალიანო. თუ ვინმეს გიჭმევიათ დაწერეთ შედეგი..

Posted by: iko-iko 20 Apr 2017, 09:19
vano22
QUOTE
ერთ გოჭზე თხილის ტოლა ჭიპის თიაქარი შევამჩნიე დღეს არადა აქამდე არ ქონია 100% დარწმუნებული ვარ და რო დავუმასაჟებ შედის უკან მერე ნელ ნელა ისევ ებერება და რა უბედურებაა ეს?? ან მოურჩება საერთოთ თუ ასე დარჩება?

ჩვეულებრივი თიაქარია, არ მოურჩება. მხოლოდ ქირურგია შველის მაგ საქმეს.

რაც ზემოთ დაწერე მერძეულობაზე, ზუსტად მასეა, ამიტომაც საბეკონე ხალას ჯიშებს იორკშირს და დიუროკს ინახავენ ხოლმე მცირე რაოდენობით, მხოლოდ იმისთვის რომ ჰიბრიდიზაცია შეძლონ.
კარგი მოდელია როცა სადედეებად აჯვარებენ ერთმანეთს იორკშირსა და ლანდრასს ასეთ ჰიბრიდს ზრდიან დედა ღორებად და ამაკებენ მერე ხალასი დიუროკით, აი ამათ მოცემულ თაობას აქვთ ზრდის ტემპი ოჰოჰო. ანუ გამოდის სამხაზიანი ჰიბრიდი. აქ უკვე კვება უნდა იყოს ძალიან სერიოზულ დონეზე და კონვერსია ჩვეულებრივ აღწევს 2,3 ხანდახან 2,2 საც კი. აი ასე მიიღწევა სუქების შედეგები.
* * *
ხო მართლა შეჯვარების მაგ მოდელს იმიტომ მიმართავენ რომ დედა ღორს შეუნარჩუნონ კარგი მერძეულობა ლანდრასის ხარჯზე, რომ გოჭებს ჰქონდეთ ძლიერი სტარტი. ეს ერთერთი ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორია საბოლოო შედეგებამდე.

zura-biba
როგორ მიდის შენთან საქმე?

Posted by: kaxaberski66 20 Apr 2017, 10:02
ყველა საქმეში რაღაც პლიუსს აქვს თავისი არანაკლები მინუსები, რომლებთანაც გიწევს ბრძოლა, რომ ის პლიუსები საშენოდ გამოიყენო.

Posted by: vano22 20 Apr 2017, 11:59
zura-biba
რა ჭარხალი 3 დღეა ძროხის რძეს ვასმევ წყლის მაგივრად და შედეგი ნული..


iko-iko

ეხლა ბავშვის რძეზე მყავს დამატებით და კარგად მოდიან. .

რო შევწიო შიგნით და ძირზე ძაფი გავუჭირო არ გამოვა??

kaxaberski66

თმაღა გამითეთრდა ამდენი ნერვიულობით გოჭები კი არა აი კაცს 18 თოთო ბავშვი რო მიუყვანო გასაზდელად ისე ვარ

Posted by: iko-iko 20 Apr 2017, 14:14
vano22
QUOTE
რო შევწიო შიგნით და ძირზე ძაფი გავუჭირო არ გამოვა??

მეეჭვება, საერთოდ ღოებში ჭიპის თიაქარის ოპერაციის შემდეგ ნახევარ შემთხვევაში განმეორებით ვითარდება კვლავ თიაქარი. მენჯის თიაქარის დროს შეიძლება ვთქვატ კასტრაცია გაკეთდეს, ოღონდ აუცილებლად მენჯის ღუ უნდა დაიხუროს მუცლის ფარით, ანუ დახურული კასტრაცია უნდა ჩატარდეს, ზოგჯერ არც ემჩნევა მენჯის თიაქარი და დაკოდვის მერე ნაწლავები ეყრება ხოლმე გარეთ.

ისე ჭიპლარის თიაქარი ხანდახან თვითონვე გაქრება ხოლმე, ეს იმ შემთხვევაში ტუ მუცლის ღრუს წნევის ბრალია, ხდება ხოლმე ასეც.

მოკლედ არ ღირს მკურნალობად, ჩვეულებრივ გასუქდება დასაკლავ ასაკამდე. სანაშენოდ კი ყველა ვარიანტში უნდა გამორიცხო, სულ რო ოპერაცია ჩაუტარდეს და გაამართლოს სანაშენოდ მაინც ზადია.

Posted by: vano22 20 Apr 2017, 14:26
iko-iko
ხო გუგლშიც ვნახე და არი შანსი დაიხუროს პრესის კუნთებიო და გაიწოვს თიაქარსო.. აი უფრო რო მიგახვედრო ჭიპლარის ბოლოა გამობერილი და ესეიგი პრესმა არ დაკეტა ჭიპლართან დამაკავშირებელი ღრუ.

მე არც ვიტოვებ პროსტა გაყიდულებია უკვე და რო დაიბრაკა ცუდია დატოვება მომიწევს

Posted by: iko-iko 20 Apr 2017, 14:31
vano22
QUOTE
მე არც ვიტოვებ პროსტა გაყიდულებია უკვე და რო დაიბრაკა ცუდია დატოვება მომიწევს

ხო, სამწუხაროა, მოგიწევს სავიჩინედ გაზრდა.

ტერიტორიულად სად ხარ?

Posted by: vano22 20 Apr 2017, 15:23
iko-ikobiggrin.gif გაზდით იცოცხლე მთელ სამეზობლოს ეყოფა იმხელა გაიზდება ზამთრამდეbiggrin.gif.
ახმეტა თუ იცი კახეთში

Posted by: zura-biba 20 Apr 2017, 15:46
იკო-იკო თუ გაქ შენ ინფორმაცია, სუფთა დიუროკი არ არის საქართველოშიო, კერატს ვგულისხმობ..

Posted by: iko-iko 20 Apr 2017, 16:45
vano22
QUOTE
ახმეტა თუ იცი კახეთში

ვიცი რათქმაუნდა, თელავში დაბადებული კაცი ვარ ბოლო-ბოლო

QUOTE
თუ გაქ შენ ინფორმაცია, სუფთა დიუროკი არ არის საქართველოშიო, კერატს ვგულისხმობ..

vano22 ამბობს მე მყავს სუფთა სისხლის დიუროკებიო და . . . აგერ ვანოც ჩვენთან არის

ბოლნისის კომპლექსს უეჭველი ეყოლება მარა სპერმას ყიდიან თუ არა ვერ გეტყვი.



Posted by: vano22 20 Apr 2017, 17:02
iko-iko დედალი მყავს სუფთა. მამალი ბერკშირთანაა ნარევი..



Posted by: iko-iko 20 Apr 2017, 17:09
კავკასიის გენეტიკას ყავდა ადრე, ეხლა აღარ ყოლიათ, ოჩენ ჟალ, არადა კერატი ყველაზე საჭირო არის დიუროკის

Posted by: zura-biba 20 Apr 2017, 21:21
იორკშირი ყავთ ტიბაანში სამწუხაროდ.. ჰიბრიდები დიუროკს რომლიც გავს მაგარი ტანი აქვთ.. თელეთის ფერმაში როგორი დიუროკები ყავთ იკო-იკო თუ გაქვს ინფორმაცია.. ტიბაანის ლანდრასი ყავს ჩემს მეგობარს და ჰიბრიდების წარმოება მინდა, ბევრად მომგებიანია..
* * *
ბოლნისი გუგუნებს არ მგონია ეგენი მასე დაწვრილმანდნენ, რომ სპერმა გაყიდონ..

Posted by: vano22 22 Apr 2017, 06:50
ხო არ იცით ვინმემ რამდენი გრამი რძე მივცე 1 კვირის გოჭს ერთ ჭამაზე და დღეში რამდენჯერ? ჩვილი ბავშვის ხელოვნურ რძეს ვასმევ და სუ ჭამენ სანამ ტიკივით არ გაიბერებიან ხოლმე და არაფერი დავმართო

Posted by: Teg333 22 Apr 2017, 10:50
მაინტერესებს მზა საკვებ გროუერსა და შესაზავებელ გროუერს შორის რა განსხვავებაა და რომელი ჯობია უფრო?
* * *
მაინტერესებს მზა საკვებ გროუერსა და შესაზავებელ გროუერს შორის რა განსხვავებაა და რომელი ჯობია უფრო?

Posted by: kaxaberski66 22 Apr 2017, 11:11
vano22
5-7 დღისებს შემთბარი რძე 40-50გრ დღეში, დამატებით ჩაორთქლილი კონცენტრატი, ან კისელის სახით.
15 დღისას 300-500გრ.სულზე რძე დღეში. კონცენტრატი 100-150გრ. კონცენტრატში კარგია ჩაამატო მოხარშული კარტოფილი,ჩაახეხო სტაფილო ან ჭარხალი.
ეს ნორმები გადაანაწილე დღეში ოთხჯერ კვებაზე.

Posted by: vano22 22 Apr 2017, 11:21
kaxaberski66 გამიხეთქია და ეგაა თითოს 200 გრამს ვაჭმევდი 5 ჯერsad.gif მეც არ ვთქვი რატო აღარ წოვენმეთქი..

პრესტარტს არ ჭამენ გამაგიჟეს
10 დღისებია და არც კი აქვთ ინტერესი რამეს გემო მაინც გაუსინჯონ

ის წინა პარტია 4 დღისები კედლებს ხრავდნენ უკვე და ამათ რა ეტაკათ ვერ ვხვდები

Posted by: kaxaberski66 22 Apr 2017, 11:24
vano22
შენ როგორც გიჭმევია მუცელი გადავსებული ჰქონიათ და რაღა უნდა ეჭამათ.

Posted by: zura-biba 22 Apr 2017, 13:26
რომელ პრესტარტერს აჭმევ? შორენასთან არ იყიდო. ის სელტეკი აჭამე დამიჯერე მაგარი მატება აქ.. თან ისეთი სუნი აქ არ არსებობს არ დაინტერესდეს გოჭი..

Posted by: vano22 22 Apr 2017, 13:52
kaxaberski66
biggrin.gif დედას აღარც უყურებენ რო შევდივარ ჩემთან მორბიან წივილ კივილითsmile.gif

zura-biba იცნობ შორენას?
სადაა ეგ სელტეკი ვერ ვშოულობ

Posted by: zura-biba 22 Apr 2017, 14:53
თელავში ჩადი რეალის გადმოსწვრივ არი ბადურას მაღაზია.. ერთი ხუთ კილოიანი უყიდე ცადე, თუ მოეწონათ მიუშვი მერე 18 ლარი ღირს.. ერთი-ორს აეშალათ კუჭი ბევრი ჭამეს.. გაასინჯე ხოლმე თავიდან არ მიაყარო... ქერი მოხალე და ისე დაფქვი ან პირდაპირ დაფქვი და ისე შეურიე.. წყალი საწოვარით აუცილებლად სადმე არ დაგროვდეს და ნადგომი არ დალიოს.. დიზენტერია არ წავიდეს საშიშია.. ქაღალდის ტომრებით იყო ხოლმე 25 კილოიანი.. თუ იყო მაგხელა ტომარა წამოიღე უეჭველი.. 14 ლარს მოგცემს სხვაობას 25 კილოზე.. სუნით რომ ნახავ თვითონვე მიხვდები რა მაგარი საჭმელია.. მიაყარე ეგ საჭმელი არ დაზოგო ფული. 4 კილოს რო აჭმევ თითოს დაიწყე სტარტის ჩარევა ნელნელა. პიგ-მაქსი კარგია ძაან, კარგი სუნიც აქვს და დაფქვილიც იდეალურია მარა ვერ ირგებს ბევრი გოჭი რა.. ინვეტს უფრო უწევენ რეკომენდაციას, მონელების მხრივ.. ეგ სელტეკი იმდენ ხანს აჭამე რამდენი ხანიც დაჭირდება სტარტი რომ შეიჩვიოს.. ფასში იგივეში გამოდიხარ, ცოტაა ძაან განსხვავება.


* * *
ძვირი ჯდება თორემ მაგ პრესტარტერს დაყრამდე აჭმევენ ხოლმე დედა ღორს და მერე წოვების პერიოდშიც.. აი გოჭი მოდის იმენა სასწაული..

Posted by: vano22 22 Apr 2017, 16:19
zura-biba
ვიცნობ ბადურას ნაგაზი დამყავს ხოლმე. ხვალ ზეგ მოვუტან იმედია მოეწონებათ წყალი კიდე ჯამით უდგათ სუფთად და იქიდან სვავენ. მე დედა ღორს გროუერი ვაჭამე დაყრამდე და ეხლაც ვურევ როშში + ძროხის მოხდილ რძეს ვასმევ მარა არაა ხეირი მაინც

Posted by: vixn 22 Apr 2017, 18:51
vano22
რამდენს წვალობ მეგობარო, უკვე შენი გულშემატკივარი გავხდი, მეშინია მაგ გოჯებს არაფერი დაემართოს.

Posted by: zura-biba 23 Apr 2017, 01:02
აცალე არაფერი არ უნდა მიეცი პრესტარტერი.. თუ რომელიმე სუსტი გოჭია და ვერ ჭამს მაგარს, ფაფა გაუკეთე მაგ გრანულებით.. აჭამე დედა ღორს 350-400 გრამი თითო გოჭზე და 3კილო თავისთვის.. რომელ პრემიქსს აჭმევ? უნდა შეუთავსო, ზოგ დედა ღორს ცხიმიანი რძე აქ ძაან და უკლებენ პრემიქსის დოზირებას.. გოჭის კუჭის მოქმედებას უნდა დააკვირდე რა.. არც ჭარხლის ჩახეხვა და ჰუმანა უნდათ.. კარგ პრესტარტერში ყველა საჭირო ნივთიერებაა რაც ჭირდება გოჭს.. სულ ცოტა რძეც რომ დარჩეს დედა ღორს თვე და ერთი კვირა დატოვე ძუძუზე. წყალი უნდათ საწოვარით აუცილებლად.. 70 დან 30 გოჭი მოუკვდათ 3 დღეში წყლით მოიწამლნენ. გეჯიდან ასმევდნენ.. ჩვენებურ გოჭებს არ გვანან სათუთი გასაზრდელია.

Posted by: kaxaberski66 23 Apr 2017, 02:31
წავიკითხე თქვენი წერილები და მაგრად გავმხიარულდი. არ გეწყინოთ გამხიარულებაზე. იმდენად ვგულშემატკივრობთ უკვე ვანოს გოჭებს, რომ მაგათ მწვადს ვეღარ შევჭამ მე როცა დაკლავენ.
მე ნასვამი ვარ, მაგრამ ისე ვერ დავიძინებ, რომ არ შემოვიხედო. ძალიან მიხარია ღორების თემაში ასეთი აქტიურობა. აგერ არასრულ ერთ თვეში 10 გვერდი დავდეთ. პირველად რომ შემოვედი სულ ბოდიშებს ვიხდიდი, იქნებ არ მოეწონოთ ჩემი რჩევები, ასე ვფიქრობდი. მერე გავთამამდი. სხვებიც შემოგვიერთდნენ ამ საქმის მცოდნეები ზურა-ბიბას სახით. იკო იკო-ს წერილებს წლებია ვკითხულობდი, სოფლის მეურნეობის ნებისმიერ მიმართულებაში პროფესიონალი კაცია.
ეხლა ერთი თხოვნა მაქვს თქვენთან. მესაქონლეობის თემაც ისევ გავაცოცხლოთ. ვანო შენ შენი თქვი შენი გამოცდილებიდან და აგყვებით.



Posted by: vano22 23 Apr 2017, 11:31
vixn
biggrin.gif რას ვიზამ პრაქტიკა არ მაქ და მაგიტო ვწვალობ აქ ნასწავლით ვზდი ფაქტიურად, კარგათ არიან ჯერ ჯერობით. ასეთი საყვარელი თუ იყო პატარა გოჭი არ მეგონა არადა ეხლაღა ვხვდები აქამდე 1 თვის გოჭებს რომ ვყიდულობდი ხოლმე თურმე 2-3 თვიანები მაინც იყვნენ და მატყუებდნენsmile.gif





zura-biba
პიგ მაქსის პრემიქსს ვაჭმევ დედას.
დილას ნუტრილაკის ბავშვის რძე ავურიე პრესტარტში და თბილი წყლით ფაფა გავაკეთე და მაგრად ჭამეს მაგრამ მშრალს პირს არ ადებენ.
წყლის პრობლემა იოლი მოსაგვარებელია სოსკა მაქ და წამოვაცმევ 2 ლიტრიან ბოთლს და ჩამოვუკიდებ. მაგის გამო რო დაიხოცონ გავყვები თანsmile.gif საწარმოო ჯიშიაო და ასე ძნელი როა გოჭის გაზდა მაშ ფერმები ათობით დედას როგორ ამუშავებენ მიკვირს.


kaxaberski66
შენ თუ საბოდიშოდ გქონდა საქმე მე სუ არ უნდა ვწერდე არაფერსbiggrin.gif
საქონელზე რა უნდა განვიხილოთ ახლა მოვედი ბაზრიდან და საგიჟეთია 400-500 ლარები ღირს ისეთი ხბოები შარშან 250 ლარებში რო ეყარა უზარდელები და უწოვარები რაც კარგია კიდე 700-800 უნდა. აი ვინც მოასწრო სახორცედ გაზრდა ეხლა მაგარ ფულს მოიგებენ სანამ აზერები ჩაიკეტება

Posted by: zura-biba 24 Apr 2017, 11:56
დაანებე პიგ მაქსის მილკივინს თავი.. გოჭს ეგ არ აჭამო კუჭი აეშლებათ დამიჯერე... შენ ეხლა გინდა უცებ მიიღონ ვიდი. არი შემთხვევები თვის და ორი სამი კვირის გოჭები 25-28 კილოებს არტყავენ, ბოლო ერთი თვე დედა ღორს პრესტარტერს აჭმევენ და 20 დღისებს აშორებენ დედას.. მაგრამ როცა დიდი ფერმა გაქ მერე თანხებში ძვირი გიჯდება ძაან თან თუ მაღაზიიდან აიღებ.. უდიპლომო სასიძოში განა ტყუილად თქვა იმ კაცმა, ღორი მაშინაა მომგებიანი როცა იაფი ჯდება მისი შენახვა.biggrin.gif 10-20 დედა ღორი ვისაც ყავს იმათ ცოდნა და გამოცდილება აქვთ საკვებში.. მთავარია საკვები, როგორს შეარჩევ.. ბევრს 10 წლის გამოცდილება აქ და ეხლაღა დაუმუღამეს გოჭობიდან ამოყვანა.. პიგ მაქსი თუ შეირგო გოჭმა იმას ექნება ძაან სერიოზული ზრდა, მაგრამ რისკიც ბევრი აქ. ქისტაურში გააკეთეს ეხლა დიდი ფერმა.. ერთ დღეში 80 გოჭი მოუკვდათ კუჭის აშლით. 3-4000 ლარები გადაიხადეს დედა ღორებში.. ებელაშვილს რომ ტარიელა ყავდა დიუროკის კერატი ხოდაშენში თუ გაგიგია მაგ ფერმიდან წამოიყვანეს.. 800 კილო იყო ცოცხალი წონა როგორც მოზვერი ისე გაატყავეს..biggrin.gif
* * *
შენ სხვანაირი გათვლა გაქ, საჯიშე გოჭი გინდა აწარმოო. ცუდად არ გამიგო იკო იკომაც ხო ბევრი დაწერა ამის შესახებ. სუფა ერთი სისხლი ხო იცი დედად სარისკოა მითუმეტეს დიუროკი, შობადობაც ნაკლები აქ, მერძეულობაც და გოჭიც სუსტი იბადება.. საკერატეები კი მაგარი გამოგივა.. ვინც წაიყვანს გასაზრდელად კმაყოფილი დაგრჩება მარა შენ მოგება ბევრი არ გექნება. თუ გაქ თანხები ეგენი გყავდეს იმისთვის რომ სუფთა სისხლი არ დაკარგო და საკერატეები გაყიდო, დედლებსაც წაიყვანენ ვისაც სუფთა სისხლი უნდა.. იყიდე ან სანდო ფერმიდან წამოიყვანე მეორეან მესამე თაობის სუთა ლანდრა და მიუშვი დიუროკის კერატი. აი მაგათ გოჭი იქნება რაც იქნება საჯიშედ.. ნახავ შედეგს.. ვისაც ცოდნა აქ ყველა იყიდის და ფასსაც კარგს გადაგიხდის.. თუ სასუქი გოჭი გინდა აწარმოო მესამე ჯიშიც შეურიე და უკმაყოფილო არავინ დაგრჩება.. კერატი სუფთა დიუროკი აუცილებლად.. ჩემ ძმაკაცს ყავდა ლანდრა-დიუროკი სუფთა და დიუროკს უშვებდა კერატს. ზედიზედ სამჯერ 20 გოჭი გააჩინა და სამივეჯერ 16 გაზარდა რამდენი ძუძუც ქონდა.. ბევრია მასეთი შემთხვევა. ლანდრას სისხლი დედაში უმაგრესია. ეხლა აქეთ თელავი-ახმეტისკენ ხომ იცი რომ უამრავი ფერმაა, ძაან ბევრს ვისაც დათვლილი აქ თანხები დედა ღორი ცოტა ყავთ, უფრო სასუქ გოჭებს ყიდულობენ სანდოდ და ზრდიან, ანუ საკვები პირდაპირ ქარხნიდან მოაქვთ შეღავათებით და თითქმის იგივე გამოდის თანხაში 4 თვე დედა ღორის, გოჭის და კერატის კვება. სიკვდილიანობაც ხომ ზარალია და ძირითადად გოჭებშია სიკვდილიანობა.. ამიტომ ყველა რისკს და ნერვების დაწყვეტას ირიდებენ თავიდან და გაზრდილ 15-20 კილოიანს ყიდულობენ.. მეც არ მაქ დიდი გამოცდილება, არც თანხა მაქ, ორ დედა ღორზე, კერატს ვერ ვინახავ ზარალია, ფართიც არ მაქ რომ 4-5 დედა ღორი ვიყოლიო და აესე პატარა მოგებით ვწვალობ.. სწორად უნდა გათვალო ჯიშიც და ფერმაც იმის მიხედვით ააშენო.. დაიწერე ყველა თეთრი და ბოლოს დაითვალე რას გახვალ მოგებაში.. ცუდად არ გამიგო, მეც შენნაირად ვწვალობ.. სანამ დავიწყებდი ამდენი რამ რომ მცოდნოდა სწორად გავთვლიდი და ეხლა უფრო მეტი მოგება მექნებოდა..
* * *
საქონელზე გადადის ხალხი ეხლა, რახამ თურქეთი და ირანი გაიხსნა.. ღორი დეფიციტში არ წავა მარა მოიკლებს და ფასიც დაედება ცოტა ხანში.. მაგ საწოვარების გაკეთებას კიდე არაფერი არ უნდა იყიდე მილები და უთოთი ჩაუჯექი. დაისვენებ დამიჯერე.. თმები გაგითეთრდება მაგდენს თუ იწვალებ..biggrin.gif

Posted by: vano22 24 Apr 2017, 13:20
zura-biba მელკივინი ქვია მაგას?
გრანული არაა როშია, რავი კარგად ჭამენ და არც აშლილობა შემიმჩნევია ხვალ ვაპირებ თელავში წასვლას და სელტეკს მოვუტან. ეს პირველი პარტიაა და არ მაქ მოგებაზე გათვლილი უფრო პრაქტიკას ვიღებ და ვსწავლობ მოვლას არ მინდა უზარდელა და დაჩაგრული გოჭების გაყიდვა ამიტო მაქსიმალურად ვახარჯებ ფულს რძესაც ვაძლევ ძღომაზე და პრესტარტსაც.
ჯერ ჯერობით 3 დედა ღორს ვიკმარებ და მომავალ წელს ვაპირებ თითო დაყრიდან 2-2 ს ამორჩევას და 10 დედა რო ვამუშავო მაქსიმუმია ჩემთვის.

ეგ ქისტაურის ფერმა ვიცი გოჭები თუ საჭმლისგან დაეხოცათ ბურვაკები კიდე დააცივეს და ფილტვების ანთებით დახოცეს. აზრზე არ იყვნენ ღორის მოვლისა და რატო დაიწყეს ეგ საქმე ვერ ვხვდები, 300 ლარები დამიფასეს მაგათ გოჭები წვრილები იყვნენ გამხდრები ძლივს ლასლასით დადიოდნენ მეთქი ამის გაყიდვა როგორ შეიძლება არ გაიზრდებოდნენ შანსი არ ქონდათ. კერატი მეც დიუროკი მყავს მაგრამ 20% ბერკშირიცაა რაც უფრო უკეთესიცაა რადგან ბერკშირი უფრო გამძლე და მუშაა დიუროკის კერატი ბევრად დაბალ ნაყოფიერია მე ასე ვიცი მაგრამ შეიძლება მცდარი ინფო მაქ. ეხლა მეორე დაყრასაც შევხედავ შემოდგომაზე და ისე გადავწყვეტ როგორ მოვიქცე. ამ ერთი დაყრის გამოცდილებით საქმის დაწყება ძაან რისკია. 20 გოჭი სად ჩაეტია მაგარი დედა ყოფილა ჩემმა 11 რო გააჩინა დაბლა დასთრევდა მუცელი, მეორე დაყრაზე 15-15 რეალურია რომ გააჩინონ ჩემებმა. ეხლა ეს სამივე პარტია რო გავყიდო ყველა ღორი უფასოდ მრჩება და + 3 ტონა მარცვალიც. 2000 ლარს მაძლევენ იმ წითელ დედალში და არ ვყიდი არადა 500 ლარი არ აქ ნაჭამი.. ეხლა ფიზიკურად ვერ ვახერხებ ამ გოჭების გაზდას თორემ კაი ფულს ვკარგავ გავზდიდი სახორცეებად.

Posted by: zura-biba 24 Apr 2017, 21:54
შორენა გაძლევს მაგ პრესტარტერს? რა ფასში გაძლევს? პიგ მაქსის გრანულებს ქვია მილკივინი.. უნდა გაზარდო სასექტემბროდ ფასი ექნება ხორცს, თან ივნისში და ივლისში ქერი და ხორბალი მოდის იაფად აიღებ..

Posted by: vano22 25 Apr 2017, 00:21
zura-biba 45 ში. რა ბევრს მე ვაჭმევ არ მიღირს ბაზებში დევნა..

გავზდიდი მაგრამ ცოტაა 30-50 ზე დაბლა ვერ გადავალ ფერმაში ძაან ხარჯი მექნება. ქერი 35 ში მაქ აღებული და ხორბალი 30 ში სიმინდი 40 ში. შირაქში წელს ძაან წუნობენ ყანებს ვერ იბარტყაო და მშრალი წელია ძაანო

Posted by: 5nizza 25 Apr 2017, 09:12
vano22


მე რასაც დავაკვირდი დიუროკი ძალიან ძნელი გასაზრდელი ყოფილა. რავი მე მყავს გოჭი 2 პარტია ერთი 15 მარტის, მეორე 20-21 მარტის ავწონე ეხლა და 10 - 11 კილოზე ნაკლებები არცერთი არაა . ნორმა და სტანდარტი ერთი თვის გოჭის არის 9-12 კგ .

გაზრდა საერთო არ გამჭირვებია დედამ გაზარდა. ვაპირებდი მარა არც პრესტარტი მივეცი არც პრემიქსი ერთად-ერთი სოიოს შროტი უყიდე დედას და ის ვაჭამე + ვიტამინები დედას .

გოჭებმა თვითონ დაიწყეს მარცვლის და ნაფქვავის ჭამა გიჟებივით არიან დახტიან უხარიათ არც კუჭის აშლა არც არაფერ . იონჯა მიდგას ცოტა და მწვანე იონჯაზე გიჟდებიან.


უჯიშო ღორი მეგონა მარა მამალი რო დავკალით 10-11 თვის სუფთა ხორცი გამოვიდა 130-140 კილო ცოტა მსუქანი კი იყო მარა მაგარი გემრიელი და წვნიანი. აი რო ამბობენ ამხელა იზრდება იმხელა იზრდება არ მჯერა რა 1 წლის ღორი როგორ უნდა გახდეს 270 კილო , რაც არ უნდა აჭამო . დაუშვათ გახდა მაგხელა მარა ის საკვები რასაც წერთ ხო ძვირია (მე 40 თეთრად ვაჭმევ საფქვავს თქვენ იხდით ალბათ ლარს ან ლარნახევარს რაღაცეებში)

დიუროკს არ გავკარებივარ ეხლა ხელოვნურზე ვამაკე მესამე დედალიც იორკშირზე და ვნახოთ რა იქნება .

Posted by: vano22 25 Apr 2017, 10:02
5nizza
პირადად მყავს 1 წლის 300 კილოზე მეტი ავიდა. ჩვეულებრივი ღორისგან განსხვავებით 80% აქ ხორცი და თან სუ ხადავოი ატხოდებიც არ რჩება ისეთი ხორცი აქ.. 2 თვიდან სიმინდ ხორბალ ქერზე იზრდება და პრასტოი ღორი 2 ცალი რამდენსაც ჭამს იმის ნახევარს ძლივს ჭამენ 4 ცალი.. გოჭობაში მართლა ძნელი გასაზდელი ყოფილა მაგრამ რო გაიმართება მოდის და მოდის. ეს გოჭები შემოდგომამდე 150კილო ხორცებს დადებენ და შედარება არაა ჩვეულებრივ ღორთან.

კაი ჯიშები გყოლია შენც მაგრამ ერთი დედალი დიუროკი და მამალი ბერკშირი იყიდე და ნახავ რა არი ნამდვილი ღორიsmile.gif

Posted by: 5nizza 25 Apr 2017, 19:56
vano22

მოდი მარკეტინგულად და მეცნირულადაც მიუდგეთ biggrin.gif

რამდენ კილოს ჭამს სიმინდ ხორბალ ქერს ერთი დიუროკი ზრდასრული დედა ?

რამდენი კილოა შენი გოჭი 1 თვის წინ რომ ეყოლა ? რას აჭმევ დამატებით და საშუალოდ რა დაგიჯდა ერთი თვე შენახვა ?
-------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------

მე გეტყვი ჩემსას 11 გოჭის შენახვა დამიჯდა 15 ლარი ვიტამინები + 15 ლარი სოიოს შროტი რაც დავაწყებინე . ანუ გოჭი ერთი ცალი 3 ლარი დამიჯდა და უკვე სიმინდ ხორბალს ვაჭმევ არის თითო დაახლოებით 10- 11 კილო . (ავწონე ერთი თვის თავზე არც კი)

ორ დედას და ერთ მაკეს ამ წუთას ვაჭმევ ერთ ფუთიან ვედრა ნაფქვავს დღეღამეში, ნაფქვავი წონაში სავსე ფუთიანი 7 კგ ან გამოვა ან არა დაუშვათ 2.3 კგ (ცოტა იონჯასაც მაგას ვერ დავთვლი 2000 კვადრატზე მიდგას ) თითოს ვაჭმევ 2-2,3 კგს დღეში მეტს არ ჭამენ მაკეს სურათს გადაუღებ და დავდებ როგორია .

2.3 კგ საკვებიX0.4 თეთრზე - 92 თეთრი დღეში ჰა ჰა 1 ლარი - წელიწადში ერთი დედა 365 ლარი მიჯდება - თუ 2 ჯერ მაინც დავაყრევინებ თითო დედას და ორივე დაყრაზე ერთად მინიმუმ 15 გოჭის მომცემს და გოჭს 100 ლარად მაინც გავყიდი ერთ ბუდობაზე 1235 ლარი დარჩება.

ეხლა დიუროკზე შენ დამითვალე ოღონდ კაცურად გაბუქებების გარეშე . smile.gif რო ვიცოდეთ ეს დედა #####ული მართლა რამე რჩება თუ რისთვინ ვწვალობთ biggrin.gif

-------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------

ხო კიდე ერთ რამეს დავამატებ დასაკლავად გაზრდის ეფექტს ჩემთვის მთავარია ის ეფექტი რომ 6 - 7 თვის გახდეს დასაკლავი ანუ 80 კგ ქონდეს სუფთა ხორცი, რამდენი კგ იზრდება სულ 500 თუ 300 ეგ არაეფექტური მიდგომაა ( თუ დასაკლავად გინდა 80 კგზე მეტს ძნელად გაყიდი ყოველშემთხვევაში მე ძნელად გავყიდი არა მგონია რომელიმე ყასაბს 300 კილოიანი ღორი დასაკლავად მიყავდეს )

მაგრამ 80 კგ ხორცი თუ დადო 7 თვეში ნიშნავს 7X30= 210 დღეს ანუ 210 ლარს (მაქსიმუმ ზემოთ დედაზე დავითვალე საკვების ფასი და ერთი ზრდასრული ღორის ულუფა კილოში) პროპორციულად 210 ლარის თუ შეჭამა და 80 კგ ხორცი მომცა 80X6 (ხორცის მინიმალური ფასი) = 480 ლარს - 210 ლარი = 270 ლარს ერთ ღორზე .

დიუროკზე ესეც დამითვალე 2 თვემდე რასაც აჭმევ ის ხარჯი რამდენია და დიუროკის გოჭი რომ 250 ლარად ვერ გაყიდო ხორცად გაყიდვა გიღირს თუ არა smile.gif

ეს იმ შემთხვევაში თუ საკვები მუდმივად 40 თეთრად ვიშოვე თუ ვერ ვიშოვე ზარალია ან ტყუილი წვალებაა და არა მგონია სახორცედ ღორის გამრავლებას აზრი ქონდეს გინდ დიუროკის ჯიში აიღე და გინდ იორკშირის. საგოჭედ დიუროკის სანამ ფასი აქვს ღირს .

Posted by: vano22 25 Apr 2017, 21:43
5nizza
ზრდასრული ჭამს 3 კილოს დღეში
ამ წუთას რო არ მოგატყუო ზუსტად 12-13 კილოები არიან და 10 ცალს ვაჭამე 2 ტომარა პრესტარტი 90 ლარის და 1 რკინის ვიტამინი 10 ლარი მგონი. გავყიდე 2000 ლარად ზეგ მიყავთ ფული გადახდილია. მე არც მიღირს თუნდაც 200-250 ლარში გოჭის გაყიდვა რადგან 1 წელში ეს გოჭი შეჭამს 400 ლარს და 150-200 კილო ხორცს დადებს. შენ თუ ყასბებს აბარებ არც გაწყობს გაზრდა მაგრამ არიან კომპანიები 150-200 კილომდე ხორციანებს იბარებენ და აუცილებლად საბეკონე ჯიშს. 200 კილოს 1400 ში მაინც ჩაიბარებენ და მე სუფთა 1000 ლარი მრჩება ერთ გოჭში ამიტო სუფთა ჯიშის გოჭები 200 ლარი არ ღირს და რაც სუფთა დიუროკი მყავს იმისებს 350 ზე იაფად არც გავყიდი.. საანგარიშო არაფერია წამოდი ახმეტაში და განახებ ჩემ ღორებს წლისებია და დათვებივით არიან. ვერცერთი რუსული ან უკრაინული ჯიში ვერ მოვა დიუროკთან

Posted by: 5nizza 25 Apr 2017, 23:08
არ ვიცი ვანო ვინ ყიდულობს 200 კილოიან ღორს რომელი კომპანიები არიან? მერე კლავს? და რას უშვრება არბილებს (ძვალს აცლის )თუ რას ?

საბეკონეთ არა მგონია რომელიმე

მე 5-6 წელი ვყიდულობდი ღორს ბრაზილიიდან , ევროპიდან, კანადიდან , აშშ დან , უკრაინიდან. ნახევარ ტუშებს pork sides -35-40 კგ. ძვალგამოცლილს შეიკას , ბარკალს, ბეჭს , ლოინს, ტენდერლოინს ყველა ეს ქვეყანა მიუხედავად ჯიშისა კლავს 6-7 თვის ღორს ამ ასაკში ცოცხალი წონა ძვლიანი უთავფეხო უნდა იყოს 80 კგ , მაგაზე დიდი არ მუშაობს მარკეტზე, საქართველოში ცოცხალზე ყასბებმაც იგივე მითხრეს . აზრი არა აქვს როგორც ვიცი დიდის გაზრდას არაეფექტურია .

შესაბამისად რასაც ვყიდულობდი ხო ვყიდიდით და არავინ შემხვედრია ნახევარ ტუში 100 კილოიანით დაინტერესებული .

ამიტომ ვიძახი, რომ თუ ღორის ჯიში 6-7 თვის ხდება 80 კილო აზრი არა აქვს რა ჯიშის იქნება დიუროკია იორკშირი თუ ვაით ლარჯი. დანამდვილებით ვიცი რომ ბრაზილიელებიც და ამერიკელებიც ღორს კლავენ 6-7 თვისას და ამ დროს ხორცის წონა ძვლიანის არის 80 კგ . მე მგონი გამიგებ რასაც ვამბობ.

ეს კატალოგი ნახე დანიშ კროუნის https://www.ess-food.com/products/pork-catalogue/pork-belly/ დანიშ კროუნი არის ყველაზე დიდი ექსპორტიორი დღეს დღეობით ევროპიდან (ყავთ ლანდრასი და იორკშირი) ერთადერთი რაც შეიძლება დიდის გაყიდო არის ნეკნი (pork loin an pork belly) რასაც ბოლავენ თუმცა ეგეც არ ვიცი დიდი არ მიყიდია 6-7 კგ სტანდარტი .

ჩემთვის ლოგიკურია რაც უფრო ადვილად იზრდება გოჭი, ცოტას ჭამს და მიყვება სტანდარტს და 6-7 თვის ხდება 80 კილო მე იმას მივანიჭებ უპირატესობას . იმიტომ რო მთელი მსოფლიო მაგას აკეთებს , როგორც კი შემომთავაზებდნენ დიდი ზომის ღორს ან ნაჭერს ეგრევე ვიცოდი რომ მტენიდნენ რაღაცას ან ნამუშევარ დედას ან ნამუშევარ კერატს ან რაღაცას და ფასიც იაფი იყო დიდის .

Posted by: vano22 26 Apr 2017, 00:23
5nizza
ხორცპროდუქტების ბევრი მწარმოებელი იბარებს მიხვალ შესთავაზებ დაგიდებენ ხელშეკრულებას და მიყავთ. 80 კილოიანს აქ საბაზრე საცალოდ გასაყიდი ხორცი მაგრამ მასა არ აქ რო წარმოებისთვის ივარგოს.


კარგია რომ შენ აზრს გვიზიარებ მე ვერ შეგედავები რადგან ჩანს რომ ჩემზე მეტი იცი ამ საქმეში ფაქტი რაცაა ბევრი სერიოზული ფერმა ამ საბეკონე მიმართულებაზე გადავიდა..
შენ თუ გინდა მითხრა რომ რუსულა ან ოსურა ან თუნდაც ლანდრა 7 თვეში 80 კილოს დებს ამას ვერ დაგიჯერებ რადგან დიუროკთან შედარებით უზომოდ ჭამენ და საერთოდ არ იზრდებიან. სხვა რო არაფერი საბეკონე ჯიშს 80-85% აქ გამოსავლიანობა პრასტოი ჯიშებს 70 და - ქონის უზომო რაოდენობა. საბეკონე მსხვილი განიერი იზრდება გამოკვეთილი ბარკლებით და ხორციანი გვერდებით და ზურგით ჩვეულებრივი ღორები კი წვრილები იზრდება და ვაი თუ რომელიმე გამსხვილდა რადგან მტკაველზე დაიდებს ქონებს.. გამიზდია რუსულა ღორები 1 წელი ვზარდე და 50-70 კილო ხორცი ძლივს დადეს სუ სასაპნე იყო და 450 ლარები ძლივს გაასწორეს როცა საბეკონე სუპერ ხორცს იკეთებს და ფასიც კარგი აქ

Posted by: 5nizza 27 Apr 2017, 00:24
vano22


ჰო რავი ვანო აბა რა გითხრა შორიდან ეგრე ჩანდაო ხო იცი და ჯერ კი არა ვარ ჩამოყალიბებული რა ჯობია , ასხლეტიდან რამდენ ხანში ახურდება ღორი ხო არ იცი ?

მე ისიც მახსოვს ერთი პერიოდი (მაშინ პატარა ვიყვი) რქაწითელის მაგივრად პინო ჩავყარეთ მოდა იყო თუ რა იყო რავი ესაო ისაო ბევრს ისხავსო კარგიაო მარა სად პინო და სად რქაწითელი. პინოც კარგია რქაწითელიც, მარა პინო ფრანგულია კარგი , კახური ღორიც კარგი ჯიშია თუ აძოვებ ყველაფერს აქვს თავის ედვანტიჯ და დისედვანტიჯ , უბრალოდ ანალიზი გავაკეთოთ ხოლმე.

Posted by: vano22 27 Apr 2017, 09:19
5nizza
ეხლა ტყის ღორსაც იორკშირ დიუროკს ეძახიან რაკი სახელი გაუვარდა და მაგან არ უნდა შეგაცდინოს ნამდვილ საბეკონეს თუ იშოვი დამიჯერე აღარც გაიხედავ ძველი ჯიშებისკენ... ეს ჯიშიანები დაყრიდან 2 თვეში მაკობენ. შენ თუ ამის ახურებას უცადე რა გამოვა დაკრავ ნემსს და ახურდება 3 დღეში.
კახური ღორიც კარგია და ოსურაც მაგრამ მცირე საკვებ დანახარჯით ყველაზე კარგ შედეგს საბეკონე აღწევს და ფულის შოვნა თუ გინდა უნდა გადახვიდე ამ ჯიშებზე თუ არა აგერ რუსულები 70 კილოიან 2 ნაყარ ღორებს განახებ და დარბიან ტყე ღრეში მშვენივრად

Posted by: giorgiGMMM 28 Apr 2017, 23:24
მოკლედ სერიოზული პრობლემა მაქ და დიდი იმედი მაქ რო თქვენგან მივიღებ საირო ინფორმაციას. ერთი კვირაა უკვე რაც თვისა და 10 დღის გოჭებს აქვთ აშლილი კუჭი, დაეწყოთ ასხლეტიდან მესამე დღეს, მთავარი მიზეზი ალბათ იყო ის რომ ეგრევე სტარტზე გადავიყვანე, მერე ვეტექიმმა რაღაც საკვებში ასარევი წამალი მომცა, მარა სტარტს ვაძლევდი ისევ კორმაშიი არეულს, შედეგი არ ქონია, მერე პირში ჩასაწვეთებელი რაღაც ყვითელი წამალი მოცმცეს ისიც მივეცი მარა შედეგი არ აქვთ არანაირი. თანაც ეხლა მარტო ქერზე მყავ, მოკლედ უკვე არარა მაქ იმედი, წონა არ აქვთ მაინცდამაინც საგანგაშო მარა კიდე აშლილი აქვთდა აღარ ვიცი რა ვუყო, შეილება დისბაქტერიოზი იყოს? ან რისი გაკეთება შეილება იქნებ რამე განსხვავეული მირჩიოთ ან საერტოდ კიდე შეილება ამ გოჭებს ნორმალური ზრდა ქონდეთ?

Posted by: kaxaberski66 29 Apr 2017, 00:37
მე ლევომიცეტინს ვაყლაპავდი 2 ცალს დილით და საღამოთიც თუ ძალიან ჰქონდათ აშლილი. საჭმელს მშრალს ვაძლევდი, შრატს და რძის შემცველს არაფერს. წყალს ჩვეულებრივ ნებაზე.
ეს 25 წლის წინ. ეხლა ბევრი ახალი საშუალებაც იქნება.

Posted by: vano22 29 Apr 2017, 01:29
giorgiGMMM
პირველ რიგში სასწრაფოდ შეწყვიტე სტარტის და ქერის ჭმევა ქერი მალე მჟავდება კუჭში და აშლის ულაპარაკოდ აგერ კახაბერსკისაც ეცოდინება კუჭ შეკრულ ძროხებს ქერით უშლიან ხოლმე კუჭსsmile.gif და პრესტარტი აჭამე. მილკივინის გრანული ან ინვეტის პრესტარტი..
უკიდურეს შემთხვევაში თუ ძაან სუსტად არიან გოჭები უყიდე ბავშვის რძის ფხვნილი ნუტრილაკი 100 გრამ ინვეტის პრესტარტერში აურიე 1 კოვზი რძის ფხვნილი და თბილი წყლით აზილე სქელ ფაფად და ისე აჭამე..

რა წონაზე არიან ეხლა?? სასწრაფოდ უნდა უშველო თორემ ბატკანივით 2 დღეში კლავს ძლიერი აშლილობა გოჭს


* * *
მთელი დღეა ვეძებ ინფორმაციას ღორების აცრის სქემებზე..

მოკლედ ასეთ პრობლემას შევეჯახე

მყავს 3 დედა ღორი აქედან ერთი 1.5 თვეში გააჩენს მეორემ 15 დღის წინ გააჩინა მესამემ 1.1 თვის წინ და ასხლეტილი მყავს უკვე გოჭები. ასევე მყავს კერატიც და 15 დღის გოჭები..

პრობლემა შემდგომში მდგომარეობს.
მინდა დამუშავება ჭიაზე აუესკზე და ჭირის კომბინირებულზე. წითელ ქარზე არ ვიცი დიდებს კიდე თუ უნდა აცრა ..

1) რა თანმიმდევრობით და დროის ინტერვალებით კეთდება ჭიის აუესკის და ჭირის ვაქცინები

2) მაკეს რა თქმა უნდა არ ვუკეთებ მაგრამ ამ აცრებიდან რამდენ ხანში შეიძლება ღორის დამაკება?

3) ჩემი ანგარიშით ამ აცრებს 3 თვე მიაქ და 3 თვე დიდი დროა ღორის გასაცდენად

4) ერთს რო ავცრი ჭირზე დღეს და მეორეს 1 თვეში ეს რამე გართულებებს ხო არ გამოიწვევს??

ძალიან აუცილებელია აცრების სქემის დაწერა და თუ გაქვთ შესაბამისი ცოდნა ვინმეს დაწერეთ რა მეც და სხვა დამწყებებსაც ძალიან წაგვადგება

Posted by: giorgiGMMM 29 Apr 2017, 13:54
vano22
სტარტს შევეშვი მარა, ქერზე პირიქით მითხრა ყველამ რო საუკეთესოა ამ შემტხვევაშიო, პრესტარტზე ვფიქრობდი ვიკითხე და მაინცდამაინც დიდად არ აქეს ამ შემთხვევაში მარა ეხლა ვაპირებ ყიდვას, ნუტრიმაკსის მილკივვინი როა იმის. 7-8 კილოები არიან და ვერ ვიტყვი რო ძაან სუსტად არიან, მადაც მშვენიერი აქვთ, გუშინ დილით არ ქონდათ აშლილი მარა საღამოს ისევ ისე მოუვიდათ. ერთი კვირაა უკვე მაგ დღეში არიან, და ვაფშე რომც გამოვიყვანო მაგათგან გამოვა კიდე რამე??? აი მაგისაც არ მჯერა მარა რა ვუყო, სუ 5 მყავ მაგათი ბუდის 4 მაგ დღეშია მარა ერთს არაფერი მოუვიდა და კი არი 12 კილოზე მეტი. შეილება დისბაქტერიოზია უკვე და მაგაზე მკურნალობაც სერიოზული პრობლემაა

Posted by: jorjiusi 29 Apr 2017, 14:13

giorgiGMMM
antibiotiki gaukete nemsi

Posted by: vano22 29 Apr 2017, 14:24
giorgiGMMM
ქერის ამბავია დამიჯერე. მითუმეტეს თუ დილით გაუარა და ჭამის მერე დაეწყოთ ესეიგი საკვების ბრალია.

საერთოდ ძუძუდან ასხლეტა ყველაზე ძნელი და საფრთხილო მომენტია და ნელნელა რძით და ფაფებით გადაყავთ სხვა საკვებზე ან იდიალურ ვარიანტში მილკივინით მაინც

Posted by: jorjiusi 29 Apr 2017, 14:30
giorgiGMMM
სტარტის მიცემა არ შეუწყვიტო.ოქსიტეტრაციკლინი გაუკეთე.ეგ არი ანტიბიოტიკი.კისერში გაუკეთე ყურის ძირთან.შედარებით შპრიცზე მსხვილი წვერი გაუკეთე თორე ზეთოვანია ეგ ანტიბიოტიკი და უჭირს შესვლა.ყოველ 24 საათში გაუკეთე 3 დღე ეყოფათ.10 კილოზე 1 გრამი კეთდება.ცოტა მეტიც რომ გაუკეთო არაფერი უჭირს.ანუ 7-8 კილოიანებს გაუკეთე 1 გრამი.12 კილოიანს გრამნახევარი.2 დგეში კუჭი შეუდგებათ მაგრამ 3 დღე გაუკეთე მაინც თუ არ ეყოთ.თუ მერე რომელიმეს კუჭი აეშალა ისევ გაუკეთე 2 დღე მეტი არ უნდა.სანამ 2 თვის არ გახდებიან მაგათ უჭირთ კუჭის მოწესრიგება.ამიტომ რომელსას აეშლება კუჭი მხოლოდ იმას გაუკეთე 2 დღე.წონაში წამოვლენ.2 თვის მერე კუჭი მოუწესრიგდებათ

Posted by: giorgiGMMM 29 Apr 2017, 14:45
jorjiusi
სტარტს აღარ ვაძლევ, მარტო ქერზე მყავდა ეს ორი დღე, ეხლა ძაან ცოტას ვაჭმევ დიეტაზე მყავ, რავი ბრინჯის ნახარშიც კი მითხრეს კაიაო მარა ამ ექსპერიმენტებითაც დავიღალე. დღესაც დავაკვირდები ცოტა პროგრესს ვამჩნევ, თუ არა და გავუკეთებ მაგ ანტიბიოტიკს, მადლობა რჩევისთვის.
vano22
ანუ მილკივინს უარყოფითი რეაქცია არ ექნება ეხლა რო მივცე ცოტ ცოტა ხო?

Posted by: jorjiusi 29 Apr 2017, 15:40
giorgiGMMM
მილკივინი კარგია თუკი შეჭამენ.კუჭი შეიძლება შეუდგეთ შეიძლება არა.ანუ ანტიბიოტიკი საჭიროა.არ უნდათ დიეტა.ეგრე წონაში დაიჩაგრებიან.შეგიძლია მილკივინი სტარტში გადაურიო და ისე მისცე.მაგ:4 კილო სტარტს შეურიე 1 კილო მილკივინი.თუ არ შეჭამონ მილკივინი დაუფქვი და ისე შეურიე.ეს საუკეთესო ვარიანტია.მე გირჩევ სტარტი არ შეუწყვიტო თორემ დროში წააგებ.

Posted by: vano22 29 Apr 2017, 15:45
giorgiGMMM
მილკივინი ძვირია თუ გაქ საშუალება ეგ აჭამე თუ არა ერთი ტომარა ინვეტის პრესტარტერი იყიდე და ის აჭამე.. წონაშიც მაგრად წამოვლენ და ჯამთელობასაც გამოიკეთებენ.

სხვა დროს გაითვალისწინე და ნელ ნელა შეპარვით გადაიყვანე რძიდან სხვა საკვებზე.. მაქსიმუმ 20 დღისებს უკვე პრესტარტი უნდა მიახმარო. წესით 7 დღიდანვე ეჭმევა

Posted by: giorgiGMMM 29 Apr 2017, 16:15
vano22
მილკივინი 2.50 რო ღირს მაგაზე ამბობ ხო?
წინა ზე ვაჭმევდი მაგას და არანორმალური მატება ქონდათ თან გიჯდებოდნენ მარა ამ პარტიას დიდად არ მოსწონს, ჯანმრთლებს ცოტას ეხლაც ვურევ სტარტში.
ესენი ვიყიდე მე არ მყოლია და ვისაც ყავდა ის მარტო ხორბალს აჭმევდა ძუძუზე ყოფნის დროს.
* * *
jorjiusi
ჯერ მარტო მილკივინს მივცემ და მერე ნელ ნელა ავურევ სტარტს

Posted by: vano22 29 Apr 2017, 18:48
giorgiGMMM
2.5?? აბა ჩემთან 3.5 რატო ღირს??

გაციებულები ხო არ არიან? თბილად გყავს?

Posted by: jorjiusi 29 Apr 2017, 19:21
giorgiGMMM
თუკი მარტო მილკივინს შეჭამენ კარგია.მაგრამ თუ არ შეჭამეს სტარტში გადაურიე დაფქვილი თორემ გრანულს დატოვებენ.სტარტი უფრო გემრიელია

Posted by: giorgiGMMM 29 Apr 2017, 22:31
vano22
ხოო მილკივინი ნუტრიმაქსის ამ ერთი კვრისის წინ ვიყიდე მეშოკი გახსნეს და 2.50 მომცეს კილო . მარა კატალოგში საიტზე 2.70 წერია და ეტყობა ცოტა წაუმატეს. დაჟე ცოტა მოზრდილებიც მყავ სხვები და ვფიქრობ რო გავურიო ხოლმე ცოტ ცოტა სერიოზული შედეგი აქ.

jorjiusi
ისე მართალი ხარ სტარტთან უფრო ჭამენ სხვებიც ვიდრე ისე, მარა წინა წელს ვყიდულობდი მაგ გრანულს და გიჟდებოდნენ ცარიელზე, დსტარტი დიდად არ მოსწონდათ და მაგის ხათრით ჭამდნენ

Posted by: zura-biba 30 Apr 2017, 15:15
მილკივინს რას ეძახით? პიგ მაქსის არ იყიდო არაფრის დიდებით. სხვა იკითხე. ინვეტისაც კარგია, აგროქიზიყის სელტეკს გირჩევ ეგეც მაგარია ძაან.. და ვაფშე ჩემი თხოვნა იქნება ამ კომენტარებს ძაან ბევრი ადამიანი კითხულობს ახალბედებიც და ისეთ რაღაცას ნუ დაწერთ რაც არ გაქვთ ნაცადი და გამართლებული.. ძაან ძველ სტაჟიან ფერმერებსაც აქვთ იგივე პრობლემა, ათიათასობით გოჭი ვისაც გაუზრდია. არ არი ძვირი არანაირი პრესტარტერი.. ფასით მეტი რომაა იმას მატებაც შესაბამისი აქ.. კილო-კილოში უმატებს თუ კარგი პრესტარტერია.. სტარტი 2 კილო უნდა შეჭამოს რომ ერთი კილო მოიმატოს.. ეგ დაბალანსებულია ფასები კაი ხნის ნაფიქრია კომპანიებში.. ერთი და იგივეში გამოდიხარ თანხაში.. სამაგიეროდ უწესრიგებს კუჭ-ნაწლავს.. იყიდე სასწრაფოდ და ხუთი კილო შეაჭამე თითოს.. სამ კილოს რომ აჭმევ დაიწყე სტარტის ჩარევა ნელნელა თუ ხუთ კილოზე მეტი მოითხოვა საქმემ კიდე უყიდე.. ეგენი გამოვლენ ქერითაც მარა დაზიანებული კუჭ-ნაწლავით მარა მერე ზრდის ტემპი არ გექნება კარგი დაიჩაგრებიან.. ქერი მჟავდება მართალია, მხურვალეა ძაან.. თუ აჭმევ მოხალული უნდა აჭამო.. დედა ღორი მოუკვდა ჩემ ნათესავს და 10 დღის გოჭები დარჩა 11 ცალი.. 2 თვემდე ქერს უხალავდა დაწითლებამდე მერე ფქვავდა და რძის შერევით ფაფას უკეთებდა.. ტანკებივით ღორები დაიზარდნენ..
აცრებით მე ინტერფლოქს-100 ვუკეთებდი და მქონდა კარგი შედეგი.. ასევე აგერ იკო-იკომ მირჩია ტილოზინი და სულტრიმი.. სულტრიმი უნდა ჩააყარო პირში..

Posted by: vano22 30 Apr 2017, 15:39
zura-biba
პიგ მაქსს რას უწუნებ?? ჩემი ღორები პიგ მაქსზე გავზარდე 4 თვემდე და ძაან კმაყოფილი ვარ.. ინვეტს დაფქვაც კი ეზარება ნორმალურად და რომელ ხარისხზეა ლაპარაკი. 25 კილო ტომრიდან 4-5 კილო მთელი დაუფქვავი მარცვლები რჩება რო გაცრა და 7 დღის გოჭებისთვისო აწერია როცა ისე მსხვილად დაროშილი მარცვლეული ყრია რო ბურვაკიც ძნელად მოინელებს..

ეხლა მოვიტანე თელეთის როსტერის წარმოებული პრემიქსი და ქერი ხორბალი სიმინდი კოპტონი. მეტი არაფერი არაა შიგ და 30 ლარი ღირს როცა იგივე ნარევი მე რო გავამზადო 14. ლარი მიჯდება.

Posted by: zura-biba 30 Apr 2017, 18:13
მილკივინს ვიძახი მე პიგ მაქსის კუჭში შლის აზიანებს გოჭს.. ზოგ პარტიაზე ან ზოგ გოჭს შეიძლება არგოს, მარა გამოცდილი ხალხი ერიდება.. სტარტი და გროუერი მაგარი აქ. ინვეტს მე არ ვუჩივი, ფულში გავიჭედე მაგრად ქერს ვურევ სტარტში დაჟე ერთი-ერთში და 600 გრამია მატება.. ზეგიდან გროუერზე გადავიყვან 28-34 კილოები არიან.. მარცვალი კარგად უნდა იყოს რა თქმა უნდა დაფქვილი მარა მატებას და თანხას დააკვირდი შენ რა გიჯდება და შეადარე..

Posted by: DERRICKROSE 30 Apr 2017, 20:08
გამარჯობათ რა მაინტერესებს, ვერ ვერკვევი გოჭებში კარგად და წეგან დავძებნე და როგირც ვნახე ეგრედ წოდებული საბეკონე ჯიშები იყო: იორკშირი, ლანდრა, დიურეკი ამეებიდან რომელი ჯიში ჯობია, ან თითოეუკს რა პლიუსი და მინუსები აქ? თან წეგსნ ვათვალიერებდი მაიმარკეტზე და 2 თბის ამ ჯიშის გოჭებს ყიდდნენ 300 ლარებში და ნორმალური ფასია ეს?

Posted by: vano22 30 Apr 2017, 21:08
zura-biba
მილკივინი ნამდვილად არ მიჭმევია სტარტიდან დავიწყე და კარგად წამოსწია. მე 3 თვემდე ან 4 თვემდე მიყრით ვაჭმევ პრემიქსებს და მერე ქერ ხორბალ სიმინდზე გადამყავს რაც 35 თეთრი მიზის. არ მჯერა ვინმეს პრემიქსით გაზდილ ღორში ფული რჩებოდეს ხორცად გაყიდვის შემთხვევაში. აი რო განახა ეს ინვეტის პრესტარტერი გაგეცინებოდა ღორი ვერ მოინელებს ისეთია, 1 ტომარა ვაჭამე და აშკარად გაჭედეს ზრდაში ეხლა შენი რჩევით ისევ სელტეკს ვაჭმევ და მგონი წამოვიდნენ ისევ.

ამ სელტეკს მაგარი გემო აქ ერთი ორი ცალი გავსინჯე და ძაან მომეწონა..



DERRICKROSE 250 რეალური ფასია 300 ცოტა ძვირია. ნუ კილო 15 ლარი თუ გამოდის ღირს ყიდვა.. მაგ ჯიშის გოჭები ძაან ძნელი გასაზდელია 1 თვემდე, რძეები და ძვირიანი დანამატები უნდა ამიტო ჩვეულებრივ გოჭზე მეტი თვითღირებულება აქ და ამიტოა ძვირი. 200 ლარებში თუ ნახე რამე არ დაიჯერო ის სუფთა ჯიში არ იქნება. ასევე კერატიც თვითონ უნდა ყავდეთ აუცილებლად თორემ მოგატყუებენ აგერ მეზობელს ყავდა იორკშირი და ტყის ღორს ამაკებინებდა ხოლმე ასე პატარა გოჭები ჩნდებიან და არ იტვირთება დედა ღორი. სუფთა ჯიში კი 3 კილოიანებსაც აჩენს და ხშირია გართულებული მშობიარობა.

ლანდრა ნაგავია მაგას სადაც წაიკითხავ იქ საბეკონე გამორიცხე.. იორკშირი საბეკონეა ასევე კარგი დედობრივი თვისებები და წვნიანი ხორცი აქ. დიუროკი უფრო მშრალია მაგრამ მასას უფრო მაგრად კრეფს

Posted by: DERRICKROSE 30 Apr 2017, 21:32
vano22
მადლობა პასუხისთვის, გავითვალისწინებ აუცილებლად

Posted by: giorgiGMMM 1 May 2017, 09:27
vano22
ვანო პიგივინთან გქონია შენ შეხება? ღიირს მაგის ჭმევა 55 ლარი ღირს 25 კილოიანი

Posted by: vano22 1 May 2017, 10:54
giorgiGMMM
ეგ რომელია ყვითელ ტომრებში როა? ფოტო დამიდე რა სახელზე ვერ ვიხსენებ

Posted by: giorgiGMMM 1 May 2017, 14:19
vano22
თეთრ მეშოკებშია ნუტრიმაქსი უშვებს, ფოტოს ვერ ვნახულობ თორე დაგიდებდი

Posted by: vano22 1 May 2017, 14:35
giorgiGMMM
არა მაგ სახელით არაფერი მქონია. ჩემთან ნუტრიმაქსის მარტო სტარტი გროუერი ფინიში და ასარევი პრემიქსი შემოდის. ეხლა ესენი გამოვცადე და ყველას ჯერ სელტეკმა აჯობა და მერე ბოლოში ყვითელი ტომარა როა იმანhttp://nutrimax.ge/index.php?page=198&lang=geo

Posted by: jorjiusi 1 May 2017, 15:59
vano22
ყვითელ ტომრებში რომ არის რა ქვია სახელი და სად იყიდება?

Posted by: vano22 1 May 2017, 16:08
jorjiusi
ინვეტს შემოქონდა ეგ მაგრამ ეს ერთი თვეა აღარ შემოუტანიათ. რა ქვია აზრზე არ ვარ პიგ აწერია და პრესტარტია მეტი არაფერი აწერია

Posted by: sham 1 May 2017, 16:29
გამარჯობათ,

გათბობა თუ ჭირდებათ ზამთარში ?

და 10 დედა ღორს, რომ აჩენინო გოჭები, ზარდო და მერე რეალიზაცია გაუკეთო, დაახლოებით რამდენი კვადრატული შენობა დაჭირდებათ ?

Posted by: giorgiGMMM 1 May 2017, 20:27
vano22
ბოლო როა მაგ ლინკზე

Posted by: vano22 1 May 2017, 21:35
sham გოჭებს კი, ბრუდერებს დაკიდებ და მთელ საღორეში აწევს ტემპერატურას. 150 კვადრატი მაინც.


შემადგენლობა კარგი აქ მაგრამ პიგ მაქსის პრესტარტერი და სტარტი გემოში ძაან მოიკოჭლებს. ინვეტის პრესტარტი და სელტეკი ჯობია

Posted by: zura-biba 1 May 2017, 23:14
ეგეც ინვეტისაა ჯორჯიუს.. მაგნაირი ტომრით იყიდება შესარევი კონცენტრატიც..
* * *
QUOTE (vano22 @ 30 Apr 2017, 21:08 )
zura-biba
მილკივინი ნამდვილად არ მიჭმევია სტარტიდან დავიწყე და კარგად წამოსწია. მე 3 თვემდე ან 4 თვემდე მიყრით ვაჭმევ პრემიქსებს და მერე ქერ ხორბალ სიმინდზე გადამყავს რაც 35 თეთრი მიზის. არ მჯერა ვინმეს პრემიქსით გაზდილ ღორში ფული რჩებოდეს ხორცად გაყიდვის შემთხვევაში. აი რო განახა ეს ინვეტის პრესტარტერი გაგეცინებოდა ღორი ვერ მოინელებს ისეთია, 1 ტომარა ვაჭამე და აშკარად გაჭედეს ზრდაში ეხლა შენი რჩევით ისევ სელტეკს ვაჭმევ და მგონი წამოვიდნენ ისევ.

ამ სელტეკს მაგარი გემო აქ ერთი ორი ცალი გავსინჯე და ძაან მომეწონა..



DERRICKROSE 250 რეალური ფასია 300 ცოტა ძვირია. ნუ კილო 15 ლარი თუ გამოდის ღირს ყიდვა.. მაგ ჯიშის გოჭები ძაან ძნელი გასაზდელია 1 თვემდე, რძეები და ძვირიანი დანამატები უნდა ამიტო ჩვეულებრივ გოჭზე მეტი თვითღირებულება აქ და ამიტოა ძვირი. 200 ლარებში თუ ნახე რამე არ დაიჯერო ის სუფთა ჯიში არ იქნება. ასევე კერატიც თვითონ უნდა ყავდეთ აუცილებლად თორემ მოგატყუებენ აგერ მეზობელს ყავდა იორკშირი და ტყის ღორს ამაკებინებდა ხოლმე ასე პატარა გოჭები ჩნდებიან და არ იტვირთება დედა ღორი. სუფთა ჯიში კი 3 კილოიანებსაც აჩენს და ხშირია გართულებული მშობიარობა.

ლანდრა ნაგავია მაგას სადაც წაიკითხავ იქ საბეკონე გამორიცხე.. იორკშირი საბეკონეა ასევე კარგი დედობრივი თვისებები და წვნიანი ხორცი აქ. დიუროკი უფრო მშრალია მაგრამ მასას უფრო მაგრად კრეფს

დაუზიანებ კუჭნაწლავს.. პირდაპირ სტარტიდან რატო დაიწყე.. ამდენი ტყუილად ვარჩიეთ თემები? ერთმა ახალმა ფერმერმა მითხრა ერთი კვირის წინ ეგ სელტეკი ცარიელი ქერიაო.. პიგ მაქსის გრანულების ჭამა დააწყებინა.. გუშინ დამირეკა წყლად იცლებოდნენ გოჭები დილით რომ შევედიო. მიუსწრო და აცრა ინტერფლოქსით თორე დაიხოცებოდნენ.. მაგ ინვეტის პრესტარტერი როგორია გრანულებია? ყველა მაღაზია თავის საჭმელს გიქებს, მითუმეტეს თამილა და შორენა.. ეგ სელტეკი შეახვედრე 3 კილო და მერე აბა ცადე პიგ მაქსის სტარტის ჩარევა.. თუ შეირგეს მაგრად წამოვლენ.. 12 კილოიანმა 600 გრამით უნდა დაიწყოს მატება კარგმა ჯიშმა.. პიგ მაქსი კარგად არი დამუშავებული ვიდი აქ საჭმელს. თან მაგ სელტეკისნაირი ოდნავ ლიმონის სუნი დაკრავს.. მე ვერ შევარგე ოთხ პარტიას და დავანებე თავი.. გროუერს იჩვევენ კარგად მოზრდილები უკვე..
* * *
წონა ნახე ორ დღეში რამდენს შეჭამენ და აწონე მერე გოჭები.. კილო საჭმელზე 900-1000 უნდა იყოს მატება. მთლად შავზე გადიან აი სასწაულად უწესრიგებს მონელებას.. ეგრევე თამაშს იწყებენ..

Posted by: vano22 2 May 2017, 11:17
zura-biba
2 თვისები ვიყიდე და პრესტარტს ხოარ ვაჭმევდი.. გოჭებზე არა დედა ღორებზე დავწერე ეგ..

300 გრამ მშრალ მასას ძლივს ჭამენ და 600 გრამს როგორ მოიმატებს??
მე არავის ქებაზე არ დავდივარ ყველა ფირმის პროდუქცია მოვსინჯე და ზოგს რა ნაკლი აქ ზოგს რა. ჯერ ჯერობით საუკეთესო სელტეკი გამოდგა გემოც იდიალური აქ და ასათვისებლად კარგადაა დამუშავებული.. აშლილობის შემთხვევა არ მქონია 5 სახის პრემიქსი გამოვცადე და იდიალურად შეირგეს ყველა. კუჭის აშლა მარტო პრემიქსების ბრალიც არაა იქ სადგომის ჰაერის ტემპერატურაა დასარეგულირებელი ასევე პოლის ტემპერატურა. წყლის ტემპერატურაც და სინათლის დეფიციტიც.. ასევე სანიტარიული ნორმები დასაცავია რადგან შეიძლება ყველაფერი იდიალურად იყოს მაგრამ პატარა გოჭი ყველაფერს ხრავს და არი შანსი გაფუჭებული საკვების ნარჩენი კედელზე აკრული ნაგავი და მილიონი რაღაც შეჭამოს...

Posted by: jin2612 2 May 2017, 15:56
გამარჯობა!!! გადავწყვიტე რომ სერიოზულად მოვკიდო ხელი მეღორეობის ფერმის გაკეთებას, დიდი ხანია ვკითხულობ ამ თემას და ასე მგონია, რომ დიუროკით დაწყება ჯობია. თან რამოდენიმე კითხვასაც დავსვამ. რა რაოდენობით ჯობია რომ დაიწყო ეს საქმე?, რამდენი უნდა გადავიხადო გოჭებში(ეს ინდივიდუალურია, თუმცა არც ისე მინდა რომ არარეალური ფასი გადავიხადო), თუ არსებობს ბიზნეს გეგმა რომელიც მეტნაკლებად წარმოდგენას შემიქმნის რა როგორ უნდა გავთვალო? ამასთან ერთად მწვანე მასის წარმოება მინდა ჰიდროპონიკით(ეს ალბათ უფრო ზამთრისათვის) და ღორებისთვის რამდენად კარგი იქნება მწვანე მასა? . წინასწარ დიდი მადლობა გამოხმაურებისათვის.

Posted by: kaxaberski66 3 May 2017, 10:25
jin2612
სწორედ დიუროკით დაწყებას არ გირჩევ. თუ კითხულობ ამ თემას, იმასაც წაიკითხავდი რომ, ის გამოცდილი ხალხი ვისაც დიუროკი ჰყავს, ამბობს რომ ბავშვივით მოვლა უნდა და ძნელად გასაზრდელები არიან.
QUOTE
რა რაოდენობით ჯობია რომ დაიწყო ეს საქმე?

გამოცდილების შესაძენად დაიწყე მაქსიმუმ ხუთით. ვინიცობაა და არ გაგიმართლოს ძალიან რომ არ გადავარდე ზარალში.
QUOTE
რამდენი უნდა გადავიხადო გოჭებში

სადაც ცხოვრობ, გადი ბაზარზე რამდენიმეჯერ რომ ფასებში გაერკვე. პირველ-მეორე გასვლაზე არ იყიდო თუ გვერდში გამოცდილი კაცი არ გყავს, თუ გყავს და იყიდე. გოჭის ყიდვისას ფასში განსხვავება იქნება 10-15 ლარი. ეკონომიის მიზნით არ იყიდო დაჩაგრული გოჭები, იმ აზრით რომ, შენ აჭმევ და გაიზრდებიან. მიეცი მეტი და იყიდე კარგი გოჭები.
QUOTE
თუ არსებობს ბიზნეს გეგმა

არანაირი ბიზნეს გეგმა არ გჭირდება. გჭირდება ცოდნა ღორის მოვლის, ავადმყოფობის შემთხვევაში მკურნალობის და კვების.
QUOTE
რამდენად კარგი იქნება მწვანე მასა?

ძალიან კარგი იქნება. შეეშვი ჰიდროპონიკას. თუ სახნავი მიწა გაქვს, დათესე იონჯა, მერე ნორჩი გათიბე და აჭამე.

Posted by: jin2612 3 May 2017, 10:48
[b]kaxaberski66[/დიდი მადლობა ყურადღებისთვის.
QUOTE
სწორედ დიუროკით დაწყებას არ გირჩევ. თუ კითხულობ ამ თემას, იმასაც წაიკითხავდი რომ, ის გამოცდილი ხალხი ვისაც დიუროკი ჰყავს, ამბობს რომ ბავშვივით მოვლა უნდა და ძნელად გასაზრდელები არიან.
როგორც აქ წავიკითხე დიუროკი იძლევა ყველაზე კარგ ხორცს რეალიზაციისათვის, სწორედ მაგიტომ ვფიქრობდი დიუროკს,აბა სხვა რომელ ჯიშს მირჩევთ

Posted by: kaxaberski66 3 May 2017, 11:56
დიუროკი იძლევა გასაყიდად უპრობლემო ხორცს, მაგრამ გასაზრდელად სათუთები არიანო ასე წერენ.
ლანდრასი ანდა რუსულ უკრაინული კარგი გოჭები იყიდე სანამ ისწავლი გაზრდის სპეციფიკას. მე ასე გირჩევ და სხვას თუ სხვა აზრი აქვთ, გირჩიონ.

Posted by: jin2612 3 May 2017, 12:52
kaxaberski66
დიდი მადლობა. ხომ ვერ მეტყვით დაახლოებით რა ღირს მაგ ჯიშის გოჭები

Posted by: vano22 3 May 2017, 15:07
jin2612 იორკშირი ან ნაღდი ლანდრასით დაიწყე. არც დიუროკით დაწყებაა ძაან ძნელი უბრალოდ ვინმე უნდა ნახო ვინც გაგიწევს სათანადო დახმარებას ცოდნითაც და პრაქტიკულადაც..

მე პირველად მყავს დედა ღორები მართალია ძაან ვწვალობ მაგრამ დავძლიე ყველა სირთულე და ახლა უკვე ადვილად მივყვები საქმეს.

დიუროკის გაზდა ძნელია, მას ჭირდება სრულად დაბალანსებული კვება და ვიტამინები რომ ჯამთელი გაიზარდოს ასევე ძაან უჭირს მშობიარობა და დიდხანს უგრძელდება მშობიარობის შემდგომი სტრესი. ასევე 1 კვირაში ძაან უმცირდება რძე და აუცილებელია გოჭების დამატებით საკვებზე გაზრდა.. დედა ღორი ტანად დიდი და მოუქნელია ამიტომ გოჭები მუდმივად დედასთან ვერ გეყოლება დიდი შანსია გაჭყლიტოს. ამიტო მოგიწევს 1 კვირა ყოველ 3-4 საათში მიუშვა მოსაწოვებლად და შემდგომ გააცალკევო.. თუ ერთ თვემდე გაატანინე მერე უკვე ძაან მაგრად იმატებენ და აღარც ზედმეტ ყურადღებას საჭიროებენ... სიძნელეების შიშით ცუდი ჯიშის ღორი არ იყიდო დროსაც დაკარგავ ნერვებსაც და არც არაფერი მოგება არ დაგრჩება. იყიდე იორკშირები და 1-2 დიუროკი მეც მაქ ამათი ყოლის პრაქტიკა და აგერ ჩემზე მცოდნეებიც არიან აქ. რითიც შეგვეძლება მოგეხმარებით და არ გაგიჭირდება მაგათი ყოლა

Posted by: jin2612 3 May 2017, 15:48
[vano22
მადლობა ვანო. ერთსაც ვიკითხავ, საშუალოდ რატანხისმობილიზება დამჭირდება ამსაქმის დასაწყებად?

Posted by: vano22 3 May 2017, 16:53
jin2612
ეგ ბევრ ფაქტორზეა დამოკიდებული.. ნულიდან თუ იწყებ ანუ ფულის გარდა არაფერი თუ არ გაქ ეს სხვა საანგარიშოა და თუ მიწები და ფერმა გაქ ეს სხვა.. ან რა რაოდენობის დედა ღორის ყოლას აპირებ და გოჭების გაყიდვას გეგმავ თუ სახორცედ გაზრდას და ისე გაყიდვას.. დეტალურად თუ დაწერ ვეცდები დაგიანგარიშო

Posted by: giorgiGMMM 3 May 2017, 16:55
vano22
ვანო ინვეტის პრესტარტი ვერაა ხოო მაინცდამაინც კარგი? ეს სელტეკი ვნახე 75 ლარი ღირს და რავი ვფიქრობ თან რო არ მოეწონოთ და ეს ფულიც გადავყარო თქო ვერ ვრისკავ

Posted by: vano22 3 May 2017, 17:16
giorgiGMMM კარგია მაგრამ მოსინჯე ტომარა ხელით და ნახე რა უხეშადაა დაფქული, ვერ აითვისებს მაგას გოჭი... წონითაც ყიდიან სელტეკს ერთი ორი კილო იყიდე და გაასინჯე, თავიდან იუცხოვებენ მაგრამ მიეჩვევიან მალევე. აქამდე რასაც აჭმევდი იმაში შეაპარე ცოტ ცოტა და 2-3 დღეში სრულად შეძლებ მაგაზე გადაყვანას

Posted by: jin2612 3 May 2017, 17:34
vano22
კი სულ ნულიდან, თავიდან ალბათ შესწავლის მიზნით ცოტა რაოდენობით დაწყება ჯობია, აი როცა დავითვლი რა მოგებაზე შეიძლება გავიდეს ამ შემთხვევაში უკვე გადავწყვიტავ რა თანხა უნდა ჩავდო. ამ ეტაბზე ყველაფერი ნულიდან უნდა დავიწყო. როგორც ზემოთ kaxaberski66-იმ მირჩია თავიდან ალბათ 5 გოჭით დავიწყებ. საკვები სავარაუდოდ საყიდელი მექნება რაღაც ნაწილი მაინც. აი ამის მიხედვით დამითვალე რა ვანო. ნუ შენობა სადაც უნდა მყავდეს (ფერმას ვერ დავარქმევ) მაქვს. თუმცა ისიც მაინტერესებს რა ტერიტორიაა საჭირო თითოეული ღორისთვის. ჩემი აზრით სრულიად დახურულ გარემოში უნდა მყავდეს და არავითარი კონტაქტი გარე სამყაროსთან, რადგან ჭირი საკმაოდ გავრცელებულია ესე მეუბნებიან მაქსიმალურად უნდა მოარიდო გარე სამკაროსო

Posted by: vano22 3 May 2017, 18:37
jin2612

5 ჯიშიანი გოჭი = 1250ლ
პირველ დაყრამდე გასაზდელად შეჭამენ 2500 ლარს.
მარცვლეული უნდა იყიდო ოფტავოი 35 თეთრად სეზონზე.

დედა ღორს თავის 2 თვემდე გოჭებით 10 კვადრატი თავისუფლად ყოფნის.
შენ დასაანგარიშებელი ბევრი არაფერი გაქ რადგან ფართიც გაქ უკვე და მიწაც გექნება ალბათ.. დათესე იონჯა იტალიური და სეზონზე კარგად წაგეშველება. ჩემ მაგალითზე პირველივე დაყრიდან ამოვიღე დედა ღორის ფასი და 1000 ლარიც დამრჩა ეხლა შემოდგომისთვის კიდე გააჩენენ და რადგან მხოლოდ დედა ღორის ჭამის ხარჯიღა მექნება დასაფარი 2000 ლარამდე დამრჩება.. თუ ჯიშიან საბეკონეებს იყიდი და თუ გოჭზე ეს ფასი შენარჩუნდება ერთი ღორიდან პირველივე დაყრაზე სუ მინიმუმ 1000-1500 დაგრჩება და შემდეგ დაყრებზე 2000 ლარამდე ახვალ.

Posted by: jin2612 3 May 2017, 18:49
vano22
დიდი მადლობა, ვფიქრობდი რომ უფრო მეტ ხარჯზე გავიდოდი გავიდოდი, ძალიან კარგი. სად შეიძლება რომ შევიძინო გოჭები? გასათვალისწინებელია ისიც რომდასავლეთში მინდა , არის ვინმე ისეთი დასავლეთში რომ კარგი ჯიშის ღორები ყავდეს?

Posted by: vano22 3 May 2017, 19:04
jin2612
დასავლეთში ნამდვილად არ ვიცი ვის ყავს მაგრამ თბილისის შემოგარენში იშოვი.. აი რო იყიდი გაგიკვირდება ისე ცოტას ჭამენ. 7 რუსულა ბურვაკს უფრო ბევრს ვაჭმევდი ვიდრე 4 ცალ 300 კილოიან ღორს ვაჭმევ ეხლა.

Posted by: zura-biba 3 May 2017, 19:08
QUOTE (giorgiGMMM @ 3 May 2017, 16:55 )
vano22
ვანო ინვეტის პრესტარტი ვერაა ხოო მაინცდამაინც კარგი? ეს სელტეკი ვნახე 75 ლარი ღირს და რავი ვფიქრობ თან რო არ მოეწონოთ და ეს ფულიც გადავყარო თქო ვერ ვრისკავ

სად ნახე 75 ლარად? კარგი ფასია.. ხუთ კილოიანებითაცაა დაფასოებული ის იყიდე 16-18 ლარი ღირს აჭამე და ნახავ თუ არ მოეწონებათ..
* * *
თელეთი ძვირად მოგცემს თორე მაგათ კაი ჯიში ყავთ.. კერატი აუცილებლად დიუროკი იყოლიე, მაგის გარეშე ვერ გახვალ მაქსიმალურ მოგებაზე.. იორკშირიც სუფთა საბეკონეა მარა დიუროკი ჯობია.. დედა შერეული ან ლანდრით ან იორკშირით. ამა გოჭების გაზრდა არ გაგიჭირდება. შბადობაც კაი აქ მერძეულობაც და ზრდის ტემპიც და ხორციც ჭრელია წვნიანი.. ჰემპშირთან და ბერკშირთან არ მქონია შეხება არასდროს დაბლები და ჯეჯგვები არიან.. მცოდნე გყავდეს გვერდით, ძველი მეღორე არა ვინც ახალ ჯიშებს და საკვებს იცნობს.. დედად 16 ძუძუიანი ტანიანი ჯანმრთელი აარჩიე.. ფული არ უნდა დაზოგო როცა საჯიშეს არჩევ...
* * *
QUOTE (vano22 @ 2 May 2017, 11:17 )
zura-biba
2 თვისები ვიყიდე და პრესტარტს ხოარ ვაჭმევდი.. გოჭებზე არა დედა ღორებზე დავწერე ეგ..

300 გრამ მშრალ მასას ძლივს ჭამენ და 600 გრამს როგორ მოიმატებს??
მე არავის ქებაზე არ დავდივარ ყველა ფირმის პროდუქცია მოვსინჯე და ზოგს რა ნაკლი აქ ზოგს რა. ჯერ ჯერობით საუკეთესო სელტეკი გამოდგა გემოც იდიალური აქ და ასათვისებლად კარგადაა დამუშავებული.. აშლილობის შემთხვევა არ მქონია 5 სახის პრემიქსი გამოვცადე და იდიალურად შეირგეს ყველა. კუჭის აშლა მარტო პრემიქსების ბრალიც არაა იქ სადგომის ჰაერის ტემპერატურაა დასარეგულირებელი ასევე პოლის ტემპერატურა. წყლის ტემპერატურაც და სინათლის დეფიციტიც.. ასევე სანიტარიული ნორმები დასაცავია რადგან შეიძლება ყველაფერი იდიალურად იყოს მაგრამ პატარა გოჭი ყველაფერს ხრავს და არი შანსი გაფუჭებული საკვების ნარჩენი კედელზე აკრული ნაგავი და მილიონი რაღაც შეჭამოს...

რას შვრება აბა გოჭობა? აბა ჩემებს რა ჭირდათ კილო და სამასს ძალავდნენ დღეღამეში 12-13 კილოიანები..

Posted by: vano22 3 May 2017, 19:51
zura-biba
თითომ დღეში თითო კილო რო შეჭამოს ხო ზარალში წავალ სუ რო 300 ლარებში გავყიდოbiggrin.gif. ეს 16 ძუძუიანი ღორი სად ნახე ჩემებს 14-14 აქვთ და ზუსტად იცი რო ამ ჯიშებშიც არი 16 ძუძუიანი ღორები?

Posted by: giorgiGMMM 3 May 2017, 20:19
zura-biba
რაღაც აგრო მაღაზიაში ერთი ტომარა ქონდათ საცდელათ მოვიტანეთო, დღეს თბილის ში სამგორში რაც ვეტაფთიაქებია სუ ყველა შემოვიარე და აზრზე არ იყვნენ რა იყო. მაინც ცოტათი მინდა ვცადო რა ვიცი რო არ ჭამონ

Posted by: zura-biba 4 May 2017, 00:50
QUOTE (vano22 @ 3 May 2017, 19:51 )
zura-biba
თითომ დღეში თითო კილო რო შეჭამოს ხო ზარალში წავალ სუ რო 300 ლარებში გავყიდოbiggrin.gif. ეს 16 ძუძუიანი ღორი სად ნახე ჩემებს 14-14 აქვთ და ზუსტად იცი რო ამ ჯიშებშიც არი 16 ძუძუიანი ღორები?

ხშირად არა მარა იბადება მასეთიც.. ლანდრას გოჭებში ხშირია.. იცი რომ კერატსაც უთვლიან ძუძუებს? ეგეც განაპირობებს მაღალ პროდუქტიულობას და შობადობის მხრივაც და ძლიერი გოჭი იბადება.. ამ პარტიიდან 15 ძუძუიანი გამიჩნდა მეთექვსმეტე ეტყობა მარა განუვითარებელია.. თან ყვითელია შავი კოპლებით კაკრაზ დიუროკ-იორკშირს გავს განვითარებითაც.. ლანდრა-იორკშირია დედა სუფთად ლანდრას გავს..
http://prntscr.com/f3sagd
http://prntscr.com/f3sam5
http://prntscr.com/f3sawn
http://prntscr.com/f3sbf0
http://prntscr.com/f3sbkj
აბა შემიფასე ორივე სადედეა. მეორეს ბოლო ორ სურათში 13 ძუძუ აქ ამასაც მეთოთხმეტე განუვითარებელი..
* * *
QUOTE (giorgiGMMM @ 3 May 2017, 20:19 )
zura-biba
რაღაც აგრო მაღაზიაში ერთი ტომარა ქონდათ საცდელათ მოვიტანეთო, დღეს თბილის ში სამგორში რაც ვეტაფთიაქებია სუ ყველა შემოვიარე და აზრზე არ იყვნენ რა იყო. მაინც ცოტათი მინდა ვცადო რა ვიცი რო არ ჭამონ

შეირგებს ძმაო შეირგებს დამიჯერე.. ბევრი კითხულობს ამ კომენტარებს და არ დავწერ ისეთ რამეს რაც გამოცდილი არ არი.. მე ვინც მირჩია ეს წელიწადში 400 გორს ზრდის და ყიდის..
* * *
ხოდა მაგათ უთხარი 70 ლარში ვნახე ეგ საჭმელი 150 გოჭი მყავს და თუ მომცემთ მაგ ფასად წავიღებ თითოს 7-8 კილო უნდა შევახვედროვო.. biggrin.gif 3 ლარიც არ დაგიჯდება.. მე 78 ლარს ვაძლევდი თელავში.. თეთრი ქაღალდის ტომარაა და მწვანედ ტეკრო აწერია..
* * *
რაც ჭირდება ეხლა შენ გოჭებს იყიდე და აღარ მიხვიდე მანდ..biggrin.gif

Posted by: kaxaberski66 4 May 2017, 09:23
vano22
QUOTE
პირველივე დაყრიდან ამოვიღე დედა ღორის

შენ დედა ღორი იყიდე და გოჭი დედად არ გაგიზრდია?

Posted by: giorgiGMMM 4 May 2017, 09:41
zura-biba
მოკლედ ხუთი მყავდა ერთი პარტიის 4ს აეშალა კუჭი და ერთ კვირაზე მეტი ქონდა აშლილი, ეხლა მოვურჩინე მარა თვინახევრისები 8კილოები არიან, აი მაგათი მეხუთე კიდე 15 კილომდეა, და რო არ დაიჩაგრონ მაგისთვის მინდა.ასხლეტილები არიან 2 კვირის და ხო არაა რამე შეზღუდვა ნებაზე რო მივცე?

Posted by: vano22 4 May 2017, 12:12
kaxaberski66
2 თვისები ვიყიდე და გავზარდე დიდ ღორს არც ვიყიდი რავი რა ნაკლი გამოაჩნდება..

zura-biba
რავი რა ძუძუები არსებობს ოფიციალური ჯიშობრივი მახასიათებლები სადაც წერია რომ დიუროკი 10 დან 12 მდე აჩენს იორკშირი 14 მდე და 20 ეწეროს რამე ჯიშზე მე არ მინახია.. ჰა ჰა ათასში ერთს დაემართოს ეგ..
* * *


რა ხნისებია? მშვენიერი გოჭებია, მაგ ფერზე რაცაა არცერთი არ გაყიდო ან სახორცედ ან სადედედ გაზარდე ყველა ძაან მაგარი მატება ექნებათ.. დიუროკის და ბერკშირის ხაზზეა წასული აშკარად,

Posted by: zura-biba 4 May 2017, 22:26
QUOTE (vano22 @ 4 May 2017, 12:12 )
kaxaberski66
2 თვისები ვიყიდე და გავზარდე დიდ ღორს არც ვიყიდი რავი რა ნაკლი გამოაჩნდება..

zura-biba
რავი რა ძუძუები არსებობს ოფიციალური ჯიშობრივი მახასიათებლები სადაც წერია რომ დიუროკი 10 დან 12 მდე აჩენს იორკშირი 14 მდე და 20 ეწეროს რამე ჯიშზე მე არ მინახია.. ჰა ჰა ათასში ერთს დაემართოს ეგ..
* * *


რა ხნისებია? მშვენიერი გოჭებია, მაგ ფერზე რაცაა არცერთი არ გაყიდო ან სახორცედ ან სადედედ გაზარდე ყველა ძაან მაგარი მატება ექნებათ.. დიუროკის და ბერკშირის ხაზზეა წასული აშკარად,

ბერკშირის არა იორკშირ-დიუროკის ხაზზეა წასული არადა დედა სუფთა ლანდრასია ვიდით. სუფთა იორკშირი ჭრელია შავი კოპლებით.. აბა რავი არცერთ ღორს არ უწერია 20 გოჭი არც შერეულებს მარა აჩენენ.. მე გავუკეთე დამაჩქარებელი ჩემი ძმაკაცის ღორს და საათნახევარში 21 გააჩინა.. ადრე ტიბაანში ყავდათ დიუროკი და იმის მასალით ხელოვნურად გავანაყოფიერეთ..
* * *
2 თვის და 7 დღისებს გადავუღე.. ეხლა დიდები არიან უკვე.. პატარას ვტოვებ 15 ძუძუიანს..
* * *
QUOTE (giorgiGMMM @ 4 May 2017, 09:41 )
zura-biba
მოკლედ ხუთი მყავდა ერთი პარტიის 4ს აეშალა კუჭი და ერთ კვირაზე მეტი ქონდა აშლილი, ეხლა მოვურჩინე მარა თვინახევრისები 8კილოები არიან, აი მაგათი მეხუთე კიდე 15 კილომდეა, და რო არ დაიჩაგრონ მაგისთვის მინდა.ასხლეტილები არიან 2 კვირის და ხო არაა რამე შეზღუდვა ნებაზე რო მივცე?

რით მოურჩინე რა საკვებზე დადგნენ? აჭამე მოუწესრიგებს მონელებას, ფასში იგივეში გამოდიხარ თითქმის.. გინდა სტარტი გიჭმევია.. 10-11 კილოზე ჩაურიე სტარტი ნელნელა.. ადრე მე სტარტს ქერით ვუთხელებდი ხოლმე მარა არ არი წონამატი კარგი, მოზარდობის ასაკსაც კარგავს.. ეხლა იმდენს ვაჭმევ გრანულებს სანამ უპრობლემოდ არ გადავლენ მაგარ საჭმელზე. ზოგი გოჭი ძლიერია და იტანს. ამის მერე სხვა პარტიებზე არ გაუჭერო გრანულები სანამ 10-11ზე არ ავლენ..

Posted by: jorjiusi 4 May 2017, 22:53
მყავს ბეკონის ჯიშის მამალი ღორი დაკოდილი(სამხაზიანი ლანდრა-დიუროკი-იორქშირი).სუფთა ხორცი გამოუვა 100კგ.ღორი არის 7 თვის.თუ ვინმეს უნდა მომწერეთ

Posted by: kaxaberski66 5 May 2017, 00:15
QUOTE
20 ეწეროს რამე ჯიშზე

ეს ერთეული შემთხვევებია. ჩემს ბავშვობაში ოჯახში გვყავდა ღორი, რომელმაც პირველ დაყრაზე დააგდო 2 გოჭი, მეორეზე 21.
საერთოდ ღორი შეიძლება გაიკეშოს ორი კერატისგან. მერე უკვირთ სხვადასხვა მოჯიშო გოჭებს რომ ყრის.

zura-biba
QUOTE
ადრე ტიბაანში ყავდათ დიუროკი

შენ მანდ ახლოს ცხოვრობ?

Posted by: vano22 5 May 2017, 10:12
kaxaberski66
ეგ როგორ ორჯერ მაკობს??

Posted by: kaxaberski66 5 May 2017, 11:08
vano22
ორჯერ კი არ მაკობს, იმ საათების განმავლობაში როცა ღორი აქტიურად ფრახობს, ორმა სხვადასხვა კერატმა რომ გაკეშოს, ორივეს სპერმიდან გააჩენს შვილებს. ძაღლიც ასეა.

Posted by: giorgiGMMM 5 May 2017, 11:25
zura-biba
დღეს ავწონე და 10-11 კილოები არიან, თიტქმის ათი დღე ქონდათ აშლილი კუჭი, რომელსაც არ აეშალა და თავიდანვე ჯანზე იყო 16 კილოა 45 დღის, რავი ხან რა გავუკეთე ხან რა, ჯერ საჭმელში ასარევი ფხვნილი მომცეს, მერე პირში ჩასაწვეთებელი წამალი, მერე ნემსიც გავუკეთე, ბოლოს ლეომიცეტინსაც ვაძლევდი და მორჩნენ როგორც იქნა. აქამდე კორმაში და ქერში ვურევდი და ეხლა სტარტის დოზას ვუზრდი და უკვე მინდა რო სუ სტარტზე გადავიყვანო, გრანულებს ვძლევდი მილკივინს მარა არ მოეწონათ არ ჭამდნენ და ცოტ ცოტას ვურევდი თორე მაგით მინდოდა ცოტა მომეძლიერებინა, წინა წელს სერიოზული შედეგები ქონდათ მაგაზე არა რვი ამათ არ მოეწონათ

Posted by: vano22 5 May 2017, 11:49
kaxaberski66
ეგ არ ვიცოდი უცნაური კია....

გოჭების რაოდენობაზე არ მოქმედებს ეგ?

Posted by: kaxaberski66 5 May 2017, 14:13
vano22
გოჭების რაოდენობაზე მოქმედებს თუ არა არ ვიცი.

Posted by: zura-biba 6 May 2017, 00:15
QUOTE (kaxaberski66 @ 5 May 2017, 00:15 )
QUOTE
20 ეწეროს რამე ჯიშზე

ეს ერთეული შემთხვევებია. ჩემს ბავშვობაში ოჯახში გვყავდა ღორი, რომელმაც პირველ დაყრაზე დააგდო 2 გოჭი, მეორეზე 21.
საერთოდ ღორი შეიძლება გაიკეშოს ორი კერატისგან. მერე უკვირთ სხვადასხვა მოჯიშო გოჭებს რომ ყრის.

zura-biba
QUOTE
ადრე ტიბაანში ყავდათ დიუროკი

შენ მანდ ახლოს ცხოვრობ?

არა არ ვარ.. კავკასიის გენეტიკა როა თუ გაგიგია მასალას ყიდიან, ტიბაანში ყავთ კერატი. ადრე დიუროკი ყავდათ მაგარი გოჭი გამოდიოდა ძაან.. ეხლა იორკშირი ყავთ..

Posted by: kaxaberski66 6 May 2017, 00:59
zura-biba
QUOTE
კავკასიის გენეტიკა როა თუ გაგიგია

ეჰ, გამიგია რას ჰქვია. გვერდზე სოფელია ჯუგაანი, ამ სოფლელი ვარ მე. მაგ კავკასიის გენეტიკისგან ვარ განადგურებული.

Posted by: zura-biba 6 May 2017, 11:22
ჯუგაანში ორჯერ კალგოტკასავით გავხდი ისე დამათვრეს.. რათა გაგიფუჭდა პირუტყვი?

Posted by: kaxaberski66 6 May 2017, 18:58
ჩემი ძმა, მესაქონლე ფერმერი იყო. კავკასიური გენეტიკისგან იყიდა შვიცის ჯიშის ბუღა, მიიყვანა ფერმაში და საათნახევრის შემდეგ, იმ ბუღამ მოკლა ჩემი ძმა. ღმერთმა ნათელში მიმყოფოს მისი სული.

Posted by: vano22 6 May 2017, 19:59
kaxaberski66
რა ცუდი ამბავი მოგსვლიათ თან რამხელებია ეს შვიცები დანახვის შეეშინდება კაცს.. ეს ჩემი ღორებიც რაც იზრდებიან უფრო თამამდებიან და თუ გადაუბრუნდა რომელიმეს შარიკი ვერ გამოვასწრებ ცოცხალი დედაჩემიც კი მეუბნება ნუ შედიხარ მარტო შიგნითოsad.gif გუშინ გამომექცა ერთი და მეორეს შეუვარდა გალიაში. შეუვარდა კი არა წელამდე სიმაღლის კლეტკას გადაახტა 250 კილო მასა და იქ 300 კილოიანს დასცხო იქ ამბავი ატყდა ოციანი უგოლნიკები დაღუნეს ვითომ დიდი და ტლანქიო 2 ფეხზე დგებოდნენ და ისე ჩხუბობდნენ ადამიანს 1 წამში გაგლეჯენ შუაზე რო რამე იყოსsad.gif

Posted by: kaxaberski66 6 May 2017, 23:18
vano22
QUOTE
რამხელებია ეს შვიცები დანახვის შეეშინდება კაცს

კი. უშველებელი იყო ოხერტიალი. თუ შეგიტია, შანსი გადარჩენის თითქმის 0 ტოლია.
QUOTE
ეს ჩემი ღორებიც რაც იზრდებიან უფრო თამამდებიან და თუ გადაუბრუნდა რომელიმეს შარიკი ვერ გამოვასწრებ ცოცხალი დედაჩემიც კი მეუბნება ნუ შედიხარ მარტო შიგნითო გუშინ გამომექცა ერთი და მეორეს შეუვარდა გალიაში.

დედა ღორი მაშინ არის საშიში, თუ გოჭს იყვან ხელში.კერატისგან კი ყოველთვის ფრთხილად უნდა იყო.

Posted by: vano22 6 May 2017, 23:55
kaxaberski66 ვითომ ჭკვიანებიაო ეგ შვიცები და რამ გააგიჟა? არი ხოლმე ზოგი ისეთი ფიცხი გამოდის თითი რო გაუტკაცუნო შეხტება ხოლმე და თავს და წიხლებს ერთად იქნევს.. ასეთი ბრაკი ხო არ იყო და მაგიტო გაყიდეს იმათაც?
1 თვეა ძროხა დაყავს კაცს ბაზარზე და ისეთი გიჟია თათარმა მოსაკლავი თავი არ მაქ ხელს არ მოვკიდებო. ცურზე წაატანა ხელი სხვამ და ეგრევე ყბაში ლეწა წიხლი..



ხელში მყავს ესენი გაზრდილები და გოჭებს კუდები დედის თანდასწრებით დავაჭერი ორივეჯერ და არცერთს ხმა არ ამოუღია აი რო ხურავენ ხოლმე მაშინ მეშინია შესვლა ძაან აგრესიულები ხდებიან. ხიფათია რა მთელი ცხოვრება სად რა გამოხტება ვერ გაიგებ.. აგერ ჩემ მეზობელს თითი წააკვნიტა ადრე დედა ღორმაsad.gif

Posted by: kaxaberski66 7 May 2017, 00:36
vano22
ჭკვიანები ფურები არიან, ბუღები შვიცების სწორედ აგრესიულები არიან.სამი წლიდან ბუღა უკვე გააგრესიული ხდება და სიფრთხილე უნდა.
ჩვენს დაზრდილ ბუღებს ხუთი წლისებსაც რქაში წავავლებდით ხელს და მივიყვანდით ხოლმე დასაბმელად. ისე კი რომ შეხედავდა კაცი, შიშის გრძნობა გეუფლებოდა.
QUOTE
ასეთი ბრაკი ხო არ იყო და მაგიტო გაყიდეს იმათაც?

კი. მასეთი იყო და მაგიტომ გაყიდეს. მიზეზი კი სხვა თქვეს.

Posted by: Rachvelo90 7 May 2017, 13:26
გამარჯობათ ფერმერებო. გადავწყვიტე მესაქონლეობასა და მეღორეობას მივყო ხელი და ამ საქმეში ჩავდო ფული რაც გამაჩნია. რაც შეეხება რესურსებს ამ ეტაპზე არაფერი არ მაქვს, არც მიწა, არც ფერმა და არც პირუტყვი, მხოლოდ მონდომება მაქვს. როგორც ვხედავ მინიმუმ 20 ჰექტარი მიწა მჭირდება რათა ბალახი და საკვები მოვიყვანო საქონლისა და ღორებისთვის, ასევე იქ ფერმის აშენება. მიწა რომ ვიყიდო სასწაული ფასები აქვს, 1 ჰექტარი 2500 დოლარი ღირს და ისიც საკითხავია რა მიწაა, ამიტომ ვეძებ რაიმე გზას, როგორ შეიძლება ადვილად გამოვიდე. თქვენ ხომ არ იცით საითაა მასე მიტოვებული კარგი ადგილები მესაქონლეობის განვითარებისთვის? ამბობენ წალკა და თეთრიწყაროს მიდამოები იდეალურიაო. რომ არავისი არ იყოს მიწა, ავაშენო ფერმა და დავიწყო საქმიანობა. ან თქვენ რას მირჩევთ გამოცდილი ხალხი, როგორ მოვიქცე?

Posted by: vano22 7 May 2017, 14:19
kaxaberski66 მასეთი ტყუილებით ნაშოვნი ფული არ შეერგება არავის 2 კაპიკის გამო როგორ უნდა იკადროს მასეთი საქმე ადამიანმა...

მაგრამ რა უნდა ქნა ძაან გაფუჭდა ხალხი. ბაზარში გასვლა აღარ მინდა უკვე ისეთ რამეებს კადრულობენ. ხელში აკვდებათ საქონელი ცინგლი რო გასდის ამ სიცხეში და ჩაცვენილი რო აქ ფერდი და თვალები ასეთ საქონელზე ოჯახს იფიცებენ ჯამთელებია თუ მოკვდა ფულს დაგიბრუნებო (ისემც მაგათ რა ვუთხარი კაპიკის დამბრუნებლები არ არიან)
აი ყიდულობ დეკეულს და ამოწმებ ვიზუალურად. ვიდი კაია ცოცხლადაა, იცოხნის, ფეხები და თვალები წესრიგშია, ფერდი სავსე აქ მომყავს სახში და ჰოი საოცრებავ აბა რა უნდა შემემოწმებინა???? თურმე ანალური ხვრელი არ აქ და სწორი ნაწლავი საშოზეა შეზრდილი და ასეთი დეკეული მომყიდეს საყოლად. ახლა ყველაფერთან ერთად ხვრელების თვალიერებაც დავუწყო? უნამუსო კაცი უნამუსოა გინდ მილიონი ქონდეს და გინდ მწვანილს ყიდდეს ბაზარზე. თან იმის მერე აღარც მოსულა ბაზარში ალბათ არც იყო აქაური

Posted by: rockforever 7 May 2017, 14:29
vano22
QUOTE
მაგრამ რა უნდა ქნა ძაან გაფუჭდა ხალხი. ბაზარში გასვლა აღარ მინდა უკვე ისეთ რამეებს კადრულობენ. ხელში აკვდებათ საქონელი ცინგლი რო გასდის ამ სიცხეში და ჩაცვენილი რო აქ ფერდი და თვალები ასეთ საქონელზე ოჯახს იფიცებენ ჯამთელებია თუ მოკვდა ფულს დაგიბრუნებო (ისემც მაგათ რა ვუთხარი კაპიკის დამბრუნებლები არ არიან)
აი ყიდულობ დეკეულს და ამოწმებ ვიზუალურად. ვიდი კაია ცოცხლადაა, იცოხნის, ფეხები და თვალები წესრიგშია, ფერდი სავსე აქ მომყავს სახში და ჰოი საოცრებავ აბა რა უნდა შემემოწმებინა???? თურმე ანალური ხვრელი არ აქ და სწორი ნაწლავი საშოზეა შეზრდილი და ასეთი დეკეული მომყიდეს საყოლად. ახლა ყველაფერთან ერთად ხვრელების თვალიერებაც დავუწყო? უნამუსო კაცი უნამუსოა გინდ მილიონი ქონდეს და გინდ მწვანილს ყიდდეს ბაზარზე. თან იმის მერე აღარც მოსულა ბაზარში ალბათ არც იყო აქაური

დაეკლა მაინც და ხორცად შეერგებოდა მას და მის ოჯახს,მაგრამ ხარბი რომ იქნები ადამიანი ყველაფერს იკადრებ

ყველა სფეროში გამამაძაღლებულია ხალხი და აქაც ასეა.

Posted by: vano22 7 May 2017, 14:36
QUOTE (Rachvelo90 @ 7 May 2017, 13:26 )
ამ საქმეში ჩავდო ფული რაც გამაჩნია..

ბალახის გამო მიწის ყიდვა უაზრობაა. პრესს იყიდი სეზონზე და ჰა ჰა 50 თეთრით მეტი გადაიხადო ვიდრე შენი საკუთარი დაგიჯდებოდა + ამას შარშან 5 გათიბვიდან მეზობელმა 1 აიღო მარტო და 4 წვიმებმა დაულპო ნაკვეთშივე ( ზაკაზივით როგორცკი გათიბავდა ერთ კვირიან წვიმებს იწყებდა) ამ რისკსაც გამორიცხავ.. ერთი შეიძლება რომ ხეხილის ნარგაობა გააშენო და შიგ თიბო ბალახი ასე უფრო გამართლებულია..

თუ მიწა შენი საკუთრება არ იქნება არც იფიქრო ზედ რამის აშენება თორემ მეორე დღესვე იყიდიან იმ მიწას შენი ფერმიანად კაპიკებში.. ასევე საყოველთაო საძოვრების იმედზე არ იყო რადგან დღეს რო არავისი არაა ხვალ შეიძლება იყიდოს ვინმემ და აქაც ჰაერზე დარჩები..

ყველაზე ნაღდია ან გამართული ფერმა იყიდო პირდაპირ ან 5 ჰა მიწა მდინარის და სარწყავის ახლოს და გასაქირავებელ საძოვრებთან ახლოს

ამას არაფრით არ გირჩევ, მეტიც რადიკალური წინააღმდეგი ვარ მთელი ფულის საქონელში დაბანდებისა მითუმეტეს როცა ახლად იწყებ საქმეს..


Posted by: Rachvelo90 7 May 2017, 14:42
QUOTE (vano22 @ 7 May 2017, 14:36 )
QUOTE (Rachvelo90 @ 7 May 2017, 13:26 )
ამ საქმეში ჩავდო ფული რაც გამაჩნია..

ბალახის გამო მიწის ყიდვა უაზრობაა. პრესს იყიდი სეზონზე და ჰა ჰა 50 თეთრით მეტი გადაიხადო ვიდრე შენი საკუთარი დაგიჯდებოდა + ამას შარშან 5 გათიბვიდან მეზობელმა 1 აიღო მარტო და 4 წვიმებმა დაულპო ნაკვეთშივე ( ზაკაზივით როგორცკი გათიბავდა ერთ კვირიან წვიმებს იწყებდა) ამ რისკსაც გამორიცხავ.. ერთი შეიძლება რომ ხეხილის ნარგაობა გააშენო და შიგ თიბო ბალახი ასე უფრო გამართლებულია..

თუ მიწა შენი საკუთრება არ იქნება არც იფიქრო ზედ რამის აშენება თორემ მეორე დღესვე იყიდიან იმ მიწას შენი ფერმიანად კაპიკებში.. ასევე საყოველთაო საძოვრების იმედზე არ იყო რადგან დღეს რო არავისი არაა ხვალ შეიძლება იყიდოს ვინმემ და აქაც ჰაერზე დარჩები..

ყველაზე ნაღდია ან გამართული ფერმა იყიდო პირდაპირ ან 5 ჰა მიწა მდინარის და სარწყავის ახლოს და გასაქირავებელ საძოვრებთან ახლოს

ამას არაფრით არ გირჩევ, მეტიც რადიკალური წინააღმდეგი ვარ მთელი ფულის საქონელში დაბანდებისა მითუმეტეს როცა ახლად იწყებ საქმეს..

აბა რას მირჩევ? მეღორეობა და მესაქონლეობა, ორივე მინდა რომ აგავკეთო. ანუ ჯობია ჯერ პატარა მაშტაბაით დავიწყო? ჰოლშტეინის ჯიშის ძროხას ვფიქრობ და როგორც გავიგე 25 ლიტრს იწველება დრეშიო, მაგრამ საქართველოში სად შეიძლება ნამდვილი ჰოლშტეინის ყიდვა ესაა საკითხავი

Posted by: vano22 7 May 2017, 14:45
rockforever
აბა შენ ეგ თქვი. აჰა მე ცოტას მოვასუქებ დავკლავ და ვაქეიფებ მეზობლებს და ახლობლებს მაგრამ იქნებ გაჭირვებული ვარ ძროხა მომიკვდა და ძლივ ძლიობით კაპიკ კაპიკ ნაგროვი ფულით ვყიდულობ იმ დეკეულს რომ ოჯახში ისევ ვიყოლიო ძროხა და მშიერი არ მოვკვდე? არ ფიქრობენ ამას მარტო მე მე მეე გაუდით და სხვა კიდიათ ამიტოა არაფერი რო არ შველის ამ ქვეყანას. ვიღაც ამერიკელმა გამომიცვალა აქ ჩამოსული და უკან გაგზავნილი ნივთი და ესენი რაებს აკეთებენ გაგიჟდება კაცი

Posted by: kaxaberski66 7 May 2017, 14:56
vano22
QUOTE
თურმე ანალური ხვრელი არ აქ და სწორი ნაწლავი საშოზეა შეზრდილი

ეს ვერ გავიგე.ახსენი თავიდან.

Posted by: vano22 7 May 2017, 15:08
Rachvelo90
სუ ცოტა 5 წელია აქტიურად ვსაქმიანობ სოფ მეურნეობაში და ასე ვთქვათ საქონლის და მიწის ენა მესმის უკვე და მეც კი ვერ ვრისკავ სრული თანხის ამ სფეროში ჩადებას მიუხედავად იმისა რომ საკმაოდ კარგ მოგების მარჟაზე ვმუშაობ და დასაწყისისთვის ჯობია ჯერ მცირე მაშტაბებით პრაქტიკაზე იმუშაო და ნელ ნელა გაფართოვდე. აქვე ჩემ მეზობლადაა ერთი ფერმა და ბოლო ორ წელში ხუთჯერ გაიყიდა უკვე. მორბიან და ისევე მირბიან მალევე და ზარალია ზარალიო. ასე არაა და აჩქარება არ უყვარს ამ საქმეს. ერთი თუ ხელი მოკიდე უნდა მიყვე ბოლომდე და შუა გზაზე შეწყვეტის შემთხვევაში იმის ნახევარსაც ვერ ამოიღებ რაც დახარჯული გექნება...

Posted by: Rachvelo90 7 May 2017, 15:17
QUOTE (vano22 @ 7 May 2017, 15:08 )
Rachvelo90
სუ ცოტა 5 წელია აქტიურად ვსაქმიანობ სოფ მეურნეობაში და ასე ვთქვათ საქონლის და მიწის ენა მესმის უკვე და მეც კი ვერ ვრისკავ სრული თანხის ამ სფეროში ჩადებას მიუხედავად იმისა რომ საკმაოდ კარგ მოგების მარჟაზე ვმუშაობ და დასაწყისისთვის ჯობია ჯერ მცირე მაშტაბებით პრაქტიკაზე იმუშაო და ნელ ნელა გაფართოვდე. აქვე ჩემ მეზობლადაა ერთი ფერმა და ბოლო ორ წელში ხუთჯერ გაიყიდა უკვე. მორბიან და ისევე მირბიან მალევე და ზარალია ზარალიო. ასე არაა და აჩქარება არ უყვარს ამ საქმეს. ერთი თუ ხელი მოკიდე უნდა მიყვე ბოლომდე და შუა გზაზე შეწყვეტის შემთხვევაში იმის ნახევარსაც ვერ ამოიღებ რაც დახარჯული გექნება...

გეთანხმები. გამოცდილება მაქვს მეც ნუ სოფლის კვალობაზე, იქ გავიზარდე. ხომ მაგრამ აი როგორ, რა მაშტაბით უნდა დავიწყო? მიწა და პატარა ფერმის მსგავსი მაინც ხომ მინდა? რისკი ალბათ უფრო დაავადებებსა და პროდუქციის რეალიზებაშია?

Posted by: vano22 7 May 2017, 15:33
kaxaberski66
რა ავხსნა მეტი ეხოსკოპია არ მაქ და ფოტოს განახებ თუ არ მიწყენ


პარნაგრაფიისთვის ბოდიში 21+
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «

* * *
Rachvelo90
მაშტაბები შენ ჯიბეზე მორგებული უნდა იყოს.. მაქსიმუმ სრული დანაზოგის 50 პროცენტის ჩადება მიმაჩნია გამართლებულად ამ საქმეში.
რისკი ღორებში ჭირია და რეალიზაცია. პირველი თუ შეგხვდა კარგად მეყოლე და მეორე მოგვარებადია.
საქონელში რისკი ძალიან მცირეა თუ კარგ საქონელს იყიდი და კარგ პირობებში გეყოლება გეგმიური აცრების და პროფილაქტიკური ღონისძიებების ჩათვლით რადგან საქონლის დაავადებების უმეტესი ნაწილი ექვემდებარება მკურნალობას და თუ რაღაც სასწაული არ მოხდა არ დაგეხოცება საქონელი მაგრამ მოგების მარჟა დაბალია ღორთან შედარებით. ღორს დაამუშავებ ასევე გეგმიურად და ჭირის ალბათობასაც შეამცირებ გეგმიური ვაქცინაციით და ასე თუ ისე დაცული იქნები თუ ისევ აფრიკული არ შემობრუნდა. მოგებით კი საკმაოდ დიდი მოგება რჩება ღორებში რაც ნამდვილად ღირს გარისკვად.. ოღონდ თავიდან მცირე რაოდენობით დაიწყე ესეც

Posted by: kaxaberski66 7 May 2017, 19:08
vano22
QUOTE
kaxaberski66 მასეთი ტყუილებით ნაშოვნი ფული არ შეერგება არავის 2 კაპიკის გამო როგორ უნდა იკადროს მასეთი

QUOTE
საქმე

ჩემს ძმას უნდოდა ბოჩოლის ყიდვა, რომ თვითონ გაეზარდა ბუღად. ფეისბუქზე დამეგობრებული იყო თუ არ ვცდები, თელეთის მეცხოველეობასთან. იმათ სთხოვა შვიცის სახარე მომყიდეთო.
იქიდან ურჩიეს, აგერ ტიბაანში გაზრდილი ჰყავთ, ის იყიდეო.
ტიბაანი გვერდზე სოფელია ჩემი სოფლის.
ჩემი ძმა მისულა, ბუღა უნახია, მოსწონებია და უთქვია, თუ ჰყიდით, მომყიდეთო. იმათ უპასუხიათ, ეს სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან არის დაკავშირებული და მათი ნებართვის გარეშე ვერ გავყიდითო.
ჩემს ძმას უთქვია, ერთი კვირა დაგელოდებით, ფული მაქვს ეხლა და ერთ კვირაში თუ პასუხს არ მომცემთ, მერე ფული აღარ მექნებაო.
ერთი კვირის შემდეგ პასუხი რომ ვერ მიიღო,ჩემმა ძმამ მოზვრები იყიდა და მერე დაურეკეს, გაყიდვაზე ნებართვა მოგვცეს და წაიყვანეო. ფული რომ აღარ ჰქონდა, უთხრეს ნისიად წაიყვანე და მერე მოგვეციო. მე მითხრა უკვე სამჯერ დამირეკეს წაიყვანე და მერე მოგვეციო. მე ვუთხარი, ალბათ გიცნობენ გადმხდელი რომ ხარ და გენდობიან, წაიყვანე მეთქი. ეს საუბარი გვქონდა 2013წლის 6მაიისს, იმ დღით აღდგომა იყო. 9ში წაიყვანა და რაც მოხდა დავწერე ზევით.
გაყიდვის მიზეზი დაასახელეს რომ მისი სპერმისგან გაჩენილი ბოჩოლები უკვე ხროხები არიან და სისხლის არევა რომ არ მოვახდინოთო.

* * *
ვეტექიმის შვილი ვარ და რანაირი ანომალია არ მინახია, მაგრამ შენს დეკეულს რომ ჭირს, ეგ არც გამიგია.

Posted by: 5nizza 7 May 2017, 19:48
vano22


ბიჭოოოო მასეთი რამე არ მინახავს ეგ რა არის ტოო biggrin.gif

Posted by: vano22 7 May 2017, 22:31
5nizza
ეგ რა არი შენ ის არ გინახია ფაშვ გახეული აუ ამას არ დავწერ ისეთი საზიზღრობაა... ნუ რაც საქონელზე ვმუშაობ იმდენი ანომალიები მაქ ნანახი რო თავი ჩერნობილში მგონია.
ჩლიქი ხო არის ტიპიური ფორმის და ვირი ვნახე ამას წინათ ისეთი გაზდილი ქონდა ჩლიქები გეგონება 40 ზომა კალოშები აცვიაო ძლივს დაათრევდა ფეხებსsmile.gif


kaxaberski66
ხიფათი ყველა წვრილმანშია დამალული და ყველაფერს ვერ გაითვალისწინებს კაცი

Posted by: Rachvelo90 8 May 2017, 17:59
QUOTE (vano22 @ 7 May 2017, 15:33 )
kaxaberski66
რა ავხსნა მეტი ეხოსკოპია არ მაქ და ფოტოს განახებ თუ არ მიწყენ


პარნაგრაფიისთვის ბოდიში 21+
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «

* * *
Rachvelo90
მაშტაბები შენ ჯიბეზე მორგებული უნდა იყოს.. მაქსიმუმ სრული დანაზოგის 50 პროცენტის ჩადება მიმაჩნია გამართლებულად ამ საქმეში.
რისკი ღორებში ჭირია და რეალიზაცია. პირველი თუ შეგხვდა კარგად მეყოლე და მეორე მოგვარებადია.
საქონელში რისკი ძალიან მცირეა თუ კარგ საქონელს იყიდი და კარგ პირობებში გეყოლება გეგმიური აცრების და პროფილაქტიკური ღონისძიებების ჩათვლით რადგან საქონლის დაავადებების უმეტესი ნაწილი ექვემდებარება მკურნალობას და თუ რაღაც სასწაული არ მოხდა არ დაგეხოცება საქონელი მაგრამ მოგების მარჟა დაბალია ღორთან შედარებით. ღორს დაამუშავებ ასევე გეგმიურად და ჭირის ალბათობასაც შეამცირებ გეგმიური ვაქცინაციით და ასე თუ ისე დაცული იქნები თუ ისევ აფრიკული არ შემობრუნდა. მოგებით კი საკმაოდ დიდი მოგება რჩება ღორებში რაც ნამდვილად ღირს გარისკვად.. ოღონდ თავიდან მცირე რაოდენობით დაიწყე ესეც

გაიხარე ვანო, მადლობა გავითვალისწინებ. ალბათ პირველი და უმთავრესი ამ საქმეში არის საკუთარი მიწა მინ. 10 ჰექტარი მდინარის პირას ხომ? რომ მერე ზედ რამე პატარა ფერმა ააშენო და დაიწყო საქმიანობა.

Posted by: vano22 8 May 2017, 18:14
Rachvelo90 10 ჰა მინიმალური არაა. მინიმალური 1 ჰაა მასეთი ფერმისთვის.. მდინარე და სასმელი წყალი აუცილებელია. დენი თუ იქნება კარგია და გაზიც თუ იქნა მთლად უკეთესი.. ასევე დასახლებასთან ახლოც უნდა იყოს რაც შემდგომში შენი ფერმის ფასს კიდევ უფრო აწევს..


გააჩნია რა განხრით აპირებ მუშაობას. ამბობ ღორები მინდაო მაგრამ რისთვის სახორცედ თუ საგოჭედ? თუ გოჭზე აპირებ მუშაობას უფრო დიდი დასახლებების ახლოს უნდა ააშენო და არა 20 კომლიან სოფელთან.. ძროხები შეგირჩევია უკვე 25 ლიტრიანები მაგრამ მაგათ საყოლი საკვები ბაზის შექმნა ძაან ძვირი ჯდება და დასაწყისისთვის ჩვეულებრივი ნორმალური ჯიშის ძროხები იყოლიო ჯობია რომლებსაც შემდგომ მერძეული ჯიშის ბუღის მასალით გაანაყოფიერებ და საკუთარი იაფი და იორღა საქონელი გეყოლება..

Posted by: rockforever 9 May 2017, 08:56
QUOTE
გააჩნია რა განხრით აპირებ მუშაობას. ამბობ ღორები მინდაო მაგრამ რისთვის სახორცედ თუ საგოჭედ? თუ გოჭზე აპირებ მუშაობას უფრო დიდი დასახლებების ახლოს უნდა ააშენო და არა 20 კომლიან სოფელთან..

მეზობლები არ ჩივიან ხოლმე როცა დასახლებასთან ახლოსაა?

ჩემთან სამეგრელოში,პოლიციაში უჩიოდნენ,ისეთი სუნი აქვსო ცხოვრება შეუძლებელია ახლოსო

Posted by: vano22 9 May 2017, 10:12
rockforever
არსებობს სოფლის განაპირა მიწები სოფელთან ახლოა და ადვილად მისადგომი ასევე არის ახლოს კომუნიკაციები მაგრამ ზედ გვერძე კი არ უნდა მიაშენო 1 კმ მანძილზე არ მგონია ვინმემ სუნი იგრძნოს. ჩემი ფერმა 500 მეტრშია დასახლებიდან მართალია პატარაა მაგრამ აქვეა 200 სულიანი ფერმებიც და არაფერი სუნი არ დგას..

Posted by: Rachvelo90 9 May 2017, 17:29
QUOTE (vano22 @ 8 May 2017, 18:14 )
Rachvelo90 10 ჰა მინიმალური არაა. მინიმალური 1 ჰაა მასეთი ფერმისთვის.. მდინარე და სასმელი წყალი აუცილებელია. დენი თუ იქნება კარგია და გაზიც თუ იქნა მთლად უკეთესი.. ასევე დასახლებასთან ახლოც უნდა იყოს რაც შემდგომში შენი ფერმის ფასს კიდევ უფრო აწევს..


გააჩნია რა განხრით აპირებ მუშაობას. ამბობ ღორები მინდაო მაგრამ რისთვის სახორცედ თუ საგოჭედ? თუ გოჭზე აპირებ მუშაობას უფრო დიდი დასახლებების ახლოს უნდა ააშენო და არა 20 კომლიან სოფელთან.. ძროხები შეგირჩევია უკვე 25 ლიტრიანები მაგრამ მაგათ საყოლი საკვები ბაზის შექმნა ძაან ძვირი ჯდება და დასაწყისისთვის ჩვეულებრივი ნორმალური ჯიშის ძროხები იყოლიო ჯობია რომლებსაც შემდგომ მერძეული ჯიშის ბუღის მასალით გაანაყოფიერებ და საკუთარი იაფი და იორღა საქონელი გეყოლება..

გეთანხმები. გოჭებზე მინდა ვიმუშავო და თავიდან ვფიქრობ 20 დედალი გოჭი ვიყიდო, გავზარდო და ისინი ვამუშავო. საკვები ბაზაც მინდა ჩემი მქონდეს, ანუ სიმინდი და ქერი, ასევე იონჯა რომ დავთესო უფრო ნაკლები დამიჯდება კვების ხარჯები. რომელ ჯიშს მირჩევ ვანო? რომელია ყველაზე მოთხოვნადი და ამავე დროს კარგი ამ მხრივ?

Posted by: vano22 9 May 2017, 19:05
Rachvelo90
იონჯა ძვირიანი დათესე 30ლარი რომ ღირს ის თორემ ინანებ.. კანადურს არ გაეკარო. იტალიური ორნაირია ბრტყელფოთოლა და წვრილ ფოთოლა. ეს შეხვედრაზეა წვრილფოთოლა თუ შეგხვდა კარგი იქნება..

10 იორკშირი იყიდე 5 დიუროკი 5 ლანდრასი. კერატი ბერკშირის და დიუროკის ნაჯვარი ჯობს.. ასევე შეგიძლია 3 ვე ჯიშის კერატები იყოლიო და სუფთა ჯიშის გოჭებზე იმუშაო. ძროხები თუ გეყოლება უფრო იაფი დაგიჯდება გოჭების გამოზრდა შრატის ხარჯზე და დედა ღორებსაც წაადგებათ წოვების პერიოდში.. 1 ძროხა 1 ღორზე.

Posted by: Rachvelo90 9 May 2017, 20:17
QUOTE (vano22 @ 9 May 2017, 19:05 )
Rachvelo90
იონჯა ძვირიანი დათესე 30ლარი რომ ღირს ის თორემ ინანებ.. კანადურს არ გაეკარო. იტალიური ორნაირია ბრტყელფოთოლა და წვრილ ფოთოლა. ეს შეხვედრაზეა წვრილფოთოლა თუ შეგხვდა კარგი იქნება..

10 იორკშირი იყიდე 5 დიუროკი 5 ლანდრასი. კერატი ბერკშირის და დიუროკის ნაჯვარი ჯობს.. ასევე შეგიძლია 3 ვე ჯიშის კერატები იყოლიო და სუფთა ჯიშის გოჭებზე იმუშაო. ძროხები თუ გეყოლება უფრო იაფი დაგიჯდება გოჭების გამოზრდა შრატის ხარჯზე და დედა ღორებსაც წაადგებათ წოვების პერიოდში.. 1 ძროხა 1 ღორზე.

გაიხარე. ჯერ მიწის შოვნასა და ადგილის მოძიების პროცესში ვარ, მერე პატარა ფერმა მინდა ჩავდგა. წყლის ან მდინარის პირას მინდა მერე ნათესები რომ მოვრწყა და ამიტომ რთულია კაი ადგილის ნახვა

Posted by: vano22 9 May 2017, 21:11
Rachvelo90
არ იჩქარო ჯობია დიდხანს ეძებო და საუკეთესო აარჩიო. ტყის განაპირა თუ იქნება მაგასაც დიდი მნიშვნელობა აქ. ზაფხულში სიგრილე იქნება გაშლილ ადგილთან შედარებით და ქარის პრობლემაც მოგეხსნება.. შეიძლება ზოგს გაუკვირდეს მაგრამ ქარიანი ადგილი ძაან ცუდია ფერმისთვისაც და ნათესისთვისაც.

Posted by: kaxaberski66 9 May 2017, 22:02
QUOTE
შეიძლება ზოგს გაუკვირდეს მაგრამ ქარიანი ადგილი ძაან ცუდია ფერმისთვისაც და ნათესისთვისაც

არავის გაუკვირდება. ქარიანი ადგილი ყველაფრისთვის ცუდია. გარდა ქარის წისქვილისა.

Posted by: vano22 9 May 2017, 22:16
kaxaberski66
რავი ზოგმა შეიძლება სპეციალურად ააშენოს ქარიანში რო კარგად განიავდებაო იფიქროს. ან ზოგიც სულაც არ ფიქრობს ამაზე და ისე აშენებს და მერე ექმნებათ პრობლემები..

მე ისიც გამიგია რომ ეპიდემიისას ყველაზე დაუცველი მდინარის და ტყის პირა (200 მეტრამდე) ფერმებია მაგრამ უწყლოდ და უტყეოდ რა აზრი აქ ფერმას. შენ რას ფიქრობ ღირს კი ამ რისკის ასარიდებლად ტყის და მდინარისგან მოშორებით აშენება??

Posted by: kaxaberski66 10 May 2017, 01:14
vano22

შენ ძალიან აზრიანი და აზრთან ერთად პრაქტიკა მიღებული კაცი ხარ.
აი მაგ, ვითომ და უმნიშვნელო ამბავს, ფერმის მშენებლობას ძალიან სტრატეგიული მიდგომა სჭირდება. ფერმა არ არის ისეთი ნაგებობა, რომელიც აქ თუ არ გაამართლებს , სხვაგან გადავიტან.
მოდით და ამაზე სერიოზულად ვიმსჯელოთ. აქ ბევრი ადამიანი არის რომლებიც იშვიათად გამოთქვამენ აზრს მაგრამ ერთ წერილსაც არ გაუშვებენ წაუკითხავს. ასევე არიან ბევრნი, რომლებიც კითხულობენ და მათთვის საჭირო იმფორმაციას ეძებენ და კითხულობენ.
მე არ ვიცი როგორ ხდება ახალი თემის შექმნა. შექმენით თემა ადგილის შერჩევასთან დაკავშირებით და ვიმსჯელოთ.
* * *
ამ თემასთან ახლად შემოერთებულ წევრის საყურადღებოდ ვწერ. თქვენგან დასმულ ყველა კითხვაზე პასუხი ყოველთვის გაიცემა რომელიმე ამ თემის წევრისგან, ამავე დროს ყველა პასუხი იყო სწორი და არგუმენტირებული. არ იფიქრო რომ შენი გასაჭირი სხვითვის ღობეს ჩხირია. აქ და სხვა თემებშიც უნდა შეიქმნას ბირთვი, რომელსაც შეეძლება ნებისმიერი კითხვის დამსმელის სწორ გზაზე გაყვანა. რჩევით, ლინკის მიცემით და ასე შემდეგ.

Posted by: iko-iko 10 May 2017, 14:11
გაფრთხილება

უკვე რამდენიმე კერა ვიცი რომ დაფიქსირდა აფრიკული ცხელება კვლავ.

მიაწექით ბიოუსაფრთხოებას!!!

Posted by: vano22 10 May 2017, 15:09
kaxaberski66
პრაქტიკას მოაქ ცოდნა მაგრამ მხოლოდ საკუთარ პრაქტიკაზე რომ ისწავლოს კაცმა ასე 90 წლისაც ისევ უცოდინარი იქნება.. თეორიულად შეიძლება რამე რჩევები მივცეთ მაგრამ კონკრეტულად სად და რა ადგილასაა საუკეთესო ფერმის აშენება ჩვენ ამას ვერ ვურჩევთ. უნდა ინახოს ერთი ჭკვიანი კაცი იმ სოფლიდან ვინც ერკვევა ასეთ საკითხებში და მასთან ერთად უნდა შეირჩეს ადგილი..



iko-iko აფრიკული ცხელება თუ დადასტურდა ლაბორატორიულად სასწრაფოდ უნდა აცნობო შესაბამის სამსახურებს და გაატარებენ საჭირო ღონისძიებებს.. არ დატოვო ეს ფაქტი უყურადღებოდ დარეკე 112 ზე და დაგაკვალიანებენ სად დარეკო

Posted by: Rachvelo90 10 May 2017, 17:05
QUOTE (iko-iko @ 10 May 2017, 14:11 )
გაფრთხილება

უკვე რამდენიმე კერა ვიცი რომ დაფიქსირდა აფრიკული ცხელება კვლავ.

მიაწექით ბიოუსაფრთხოებას!!!

სწრაფი რეაგირება უნდა მაგას და როგორც ვანომ თქვა უნდა შეატყობინო შესაბამის სამსახურებს. სწრაფად ვრცელდება ეგ დაავადება და ძნელია ასევე ვაქცინებით აკონტროლო. როგორც ცნობილი ვეტექიმი, პროფესორი - ჯემალ ბაბაკიშვილი იტყოდა, აფრიკული ღორის ჭირი ისეთი დავადებაა, სანამ ბოლო ღორს არ გამოიყვანს საღორედან, არ გაჩერდებაო.

https://www.youtube.com/watch?v=4ekI5_jIOeQ

Posted by: iko-iko 11 May 2017, 14:35
vano22
Rachvelo90
მე მაწვდიან უბრალოდ ინფორმაციას, დარეკილიც აქვთ და გარეკილიც უკვე სამწუხაროდ. მე უბრალოდ ჯანსაღ მეურნეობებს გაფრთხილებთ რომ ბიოუსაფრთხოების ნორმები დაიცავით.
* * *
საკმაოდ ბევრი პოსტები არ წამიკითხავს, მივლინებაში ვიყავი, მერე იმდენი საქმე დამიგროვდა ვერ მოვიცალე საფორუმოდ, გადავხედავ რამეს ხომ არ აშავებთ აქ wink.gif

Rachvelo90
QUOTE
წყლის ან მდინარის პირას მინდა მერე ნათესები რომ მოვრწყა და ამიტომ რთულია კაი ადგილის ნახვა

ყურადღებით წაიკითხე. აფრიკული ცხელებისას ერთერთი ყველაზე დამახასიათებელი ნიშანია ღორის წყალში სიკვდილი, ნუ რაღათქმაუნდა თუ ის გაშვებულია ან გარეულია. ეს იმიტომ ხდება, რომ ცხელებას ვეღარ უძლებს ორგანიზმი და ღორი შედის წყალში და წვება, ეს ფაზა კი უკვე აგონის ფაზას არის გადაბმული და ფაქტიურად ღორი კვდება წყალში. ამას იმიტომ ვწერ, რომ ღელესთან ან მდინარესთან თუა თქვენი საღორე შანსები უფრო იზრდება ხელი გამოჰკრათ აფრიკულ ცხელებას. სასმელადაც გაფილტრული და გაუვნებელებული წყალი უნდა ასვათ ღორებს. დამიჯერეთ თუ ერთი შემოძვრა
QUOTE
როგორც ცნობილი ვეტექიმი, პროფესორი - ჯემალ ბაბაკიშვილი იტყოდა, აფრიკული ღორის ჭირი ისეთი დავადებაა, სანამ ბოლო ღორს არ გამოიყვანს საღორედან, არ გაჩერდებაო.
100% ვეთანხმები ცხონებულის სიტყვებს, ჩემი ერთერთი ყველაზე საყვარელი პედაგოგი იყო და პირველად მან დამაწყებინა ღორებში პრაქტიკა, ჩემი პირველი ნაბიჯები ვეტერინარიაში.

როდესაც პირველი დარტყმა მივიღეთ აფრიკულ ცხელებაზე მაშინ სახელმწიფო სამსახურში ვმუშაობდი და თუ სადმე გარეთ ღორი კვდებოდა ეს იყო ტბა, მდინარე, ღელე და ა.შ. არხების ჩათვლით

Posted by: vano22 11 May 2017, 15:49

iko-iko
რომელ რაიონში დაფიქსირდა?
მივწერე სამინისტროს და ვნახოთ რას მიპასუხებენ..

მდინარის პირა ფერმები რისკ ჯგუფშია მაგრამ აფრიკული ცხელება ბუზსაც კი გადააქვს.. დედოფლის წყაროში სადაა მდინარე მაგრამ ათასობით ღორი გაწყდა მაგ ჭირის დროს..

აფრიკული ცხელების კი არა ღორის ნებისმიერი მიზეზით მოკვდომის დროს 90% მეღორეების მკვდარ ღორს მდინარეში ან არხში აგდებს. უკეთეს შემთხვევაში მდინარის განაპირა ქვიშაში ფლავენ ან ნაგავ საყრელზე აგდებენ.. პირადათ მაქ ნანახი როგორ ჩაცალეს ერთი ზილი ღორები ალაზნის კალაპოტში ამოთხრილ ორმოში

Posted by: giorgi180 11 May 2017, 16:15
2008-ის მერე არ დაფიქსირებულა აფრიკული ცხელებაო და მართალია??? მასე თუა და ეხლა რამდენიმე კერა გაჩნდა ცუდად ყოფილა ძაან საქმე, მაინც რომელ რეგიონში დაფფიქსირდა იქნება დაწეროთ

Posted by: iko-iko 11 May 2017, 16:23
vano22
QUOTE
რომელ რაიონში დაფიქსირდა?

მეგობარმა ვეტექიმებმა, დედოფლისწყარო მითხრეს წინა კვირაში.

giorgi180
დროდადრო ერთეული შემთხვევები ყოველთვის არის, ეს დაავადება ძნელი მოსაშორებელია, ჩვენთან პრაქტიკულად შეუძლებელია ჯერჯერობით, იმიტომ რომ სათანადო პირობა და რეზერვუარი მუდმივად არის.

Posted by: kaxaberski66 14 May 2017, 20:02
iko-iko
ხომ არაფერი იცი უფრო კონკრეტული აფრიკულ ჭირთან დაკავშირებით? დღევანდელი დღისთვის.

Posted by: iko-iko 16 May 2017, 10:14
kaxaberski66
არა არაფერი, იმ ფერმერს და მის მეზობლებს ღორები აღარ ჰყავს, სხვა არაფერი ინფო არ გამიგია სხვა კერაზე.

Posted by: kaxaberski66 16 May 2017, 10:58
iko-iko
თუ ერთი პატარა კერა იყო მხოლოდ და ამით დამთავრდა,კარგია.
მადლობა ყურადღებისთვის.

Posted by: giorgiGMMM 21 May 2017, 11:58
ქერის აღება როდიდან დაიწყება კახეთში იქნება ვინმემ მითხრათ? და როგორი მოსავალია

Posted by: vano22 21 May 2017, 17:57
giorgiGMMM კაი ქერები ივნისის ბოლოსკენ შემოვა.. ახალ მომკილი ქერი არ იყიდო ბევრს იკლებს ჯობია სექტემბერში ჩახვიდე ქედში და მაშინ იყიდო. გამშრალიც იქნება უკვე და ფასიც არაა ძვირი მაგ დროს.

Posted by: giorgiGMMM 21 May 2017, 19:11
vano22
გამოშრობაც უნდა ხო რამდენიმე დღე? ეხლა 65 ში ვყიდულობ და ძაან ძვირი მიჯდება. ანუ არ ღირს ხო 1 თვეში ყიდვა? და სექტემბერში 35 თეთრის ფარგლებში ვიშოვი? ხოო ბარემ ხორბალზეც მითხარი ვანო ახალი აღებული ეგრევე რო აჭამო შეილება თუ გაშრობა უნდა მაგასაც

Posted by: vano22 21 May 2017, 20:43
giorgiGMMM
სად ყიდულობ 65 ში თელავში ბაზარზე 50 ად ყრია..

გამოშრობას 1 თვე მაინც უნდა მზეზე გაფიცხებას არ ვგულისხმობ..

აგვისტო სექტემბერში იშოვება იაფად მერე 40-45 თეთრი ხდება ახალ წლებამდე და მერე 50 მდე ადის.. ფასები იცვლება მოსავლიანობის მიხედვით. ხორბალი შარშან ოქტომბერში 30 ად ავიღე ქერი 35 ად. წელსაც კარგი ყანებია ამინდებიც ხელს უწყობს და კარგი მოსავალი იქნება..

ახალ აღებულს როგორც წესი არც ფქვავენ ილესება და კარგად რომ გაშრება მერე უნდა გამოიყენო საკვებად

Posted by: giorgiGMMM 21 May 2017, 22:44
vano22
მაღაზიაში დაფქულს ცოტ ცოტას ვყიდულობ მაგ ფასად. მარა ეხლა ძაან მოუმატეს და ბევრი უნდათვითომ იმედი მქონდა ქერს იაფად ვიშოვი თქო, და არც მიჩალიჩია რო ერთნაირად ამეღო ბევრი იაფად. ანუ ერთ თვეში ახალი 30შიც რო ავიღო, ალბათ ერთი 15 20% გამოშრება თან გზაც 5 თეთრი, მიჯდება 45 თეთრამდე და მაგას 50ში ვიშოვო ადგილზე თან მაგრად გამომშრალი მირჩევნია. ხორბალი კი მითესია მარა აგვისტომდე მაინც არაფერი გამოვა და იქამდე 1 ტონა მარცვალი კი მინდა და 100 ლარიც რაღაცაა

Posted by: kaxaberski66 21 May 2017, 23:15
giorgiGMMM
წინა წლის მარცვლეული, ყველაზე ძვირი სწორედ ახალი მოსავლის აღების წინ არის. ამ პერიოდში, ვისაც აქვს ნათესი ბალახი(იონჯა, ესპარცეტი და ასე შემდეგ), შეუძლია ახალი მოსავლის შემოსვლამდე 70-80% ით ჩაანაცვლოთ ბალახეულით.

Posted by: vano22 21 May 2017, 23:48
giorgiGMMM
სადაური ხარ? მაღაზია სუ ცოტა მესამე პირია. ეცადე პირველ ან უკიდურეს შემთხვევაში მეორე პირიდან იყიდო.. ბაზარზე იშოვი 50 თეთრად.. გამშრალი ქერი 35 თეთრად ვიყიდე შარშან და წელსაც იქნება მაგ ფასში.. ფული თუ გაქ აიღე სეზონზე 10_20 ტონა. იაფადაც მოგცემენ და გაზაფხულზე ნაწილი რომ გაყიდო 20-25 თეთრამდე დაიყვან შენი ღორებისთვის დარჩენილი მარცვლის თვით ღირებულებას. თუ ერთი ორი გყავს სუ უფასოდაც გამოხვალ და ფულიც დაგრჩება.

Posted by: giorgiGMMM 22 May 2017, 12:04
vano22 საგარეჯოში ვცხოვრობ. აქამდე ბევრი არ მჭირდებოდა და არ ვაქცევდი დიდად ყურადღებას და ეხლა უკვე სხვაობას მაძლევს. იმ დღეს გამყიდველსაც წამოსცდა ხორბალი 50ში ყრიაო და ქატო კიდე 46 მიზისო.
ეხლა ვაპირრბდი ვითომ ბლომად ამეღო ქერი და კიდე კაი გკითხე გამოშრობაზე ჩალიჩს სექტემბერში მშრალი ავიღო ბევრად იაფი დაჯდება. იქამდე კიდე 50ში ვიჩალიჩებ. ისე სიმინდი რო ვაფშე არ ვიყიდო და ქერი ხორბალი ავურიო პრემიქსში ხო არაფერი დაშავდება?
* * *
kaxaberski66
სამწუხაროდ არც ერთი არ მაქ მაქედან

Posted by: vano22 22 May 2017, 12:33
giorgiGMMM
მანდვე ყოფილხარ შირაქთან ახლო.
ყიდვას რომ დააპირებ პმ მომწერე და დაგაკავშირებ ერთ იქაურ კაცთან ვინც დაგეხმარება იაფად შოვნაში....

სიმინდს თავისი ადგილი აქ და ქერ ხორბალს თავისი.. ეხლა დაცხა უკვე და სიმინდის მაგივრათ ქერის დოზირება შეამცირო აჯობებს.. თუ საბეკონეები არ გყავს მაშინ სიმინდი ისედაც ცოტა უნდა აჭამო თორემ მტკაველზე დაიდებენ ქონს.


Posted by: giorgiGMMM 22 May 2017, 13:00
vano22
მადლობა ვანო დაგიკავშირდები აუცილებლად. უეჭველი მინდა რო ვიყიდო. იქნება ახალიც ავიღო ერთ ტონამდე. გავშლი მზეზე და გამოშრება. იორკშირი ლანდრაა მარა ეგენიც ბოლომდე სუფთები არ იქნებოდნენ. 2 თვისები გახდნენ და კი აცდნენ 25 კილოს. თითო უკვე კილომახევრამდე ჭამს

Posted by: vano22 22 May 2017, 13:18
giorgiGMMM
კარგი ჯიშები გყოლია წარმატებები

Posted by: giorgiGMMM 22 May 2017, 13:47
vano22
მადლობა ვანო. შეენც

Posted by: kakuna123 22 May 2017, 15:11
Guriashi myavs deda gori romelsac gochebi yavda 4 tvis cin 150 kg (+ - 10) kilo icons am etapze, ra girs cocxali cona ro gavyidoo? Ozurgetis bazarshi xorcis magaziebshi yvela uars meubneba ar gvaqvs mushaoba da ar gvindao,

Posted by: sandroia 22 May 2017, 15:48
პრემიქსი რომ არ აჭამონ ღორებს რა მოხდება?
ანუ იმის კითხვა მინდა რომ მხოლოდ ქერი, ხორბალი, სიმინდი.....
პრემიქსი ასუქებს ხო?

Posted by: giorgiGMMM 22 May 2017, 21:11
sandroia
მოხდება ის რო თუ 6 თვეში უნდა დადოს პრემიქსიანმა ღორმა 100 კილო, პრემიქსის გარეშე დადებს 8-9თვეში

Posted by: kaxaberski66 22 May 2017, 22:37
giorgiGMMM
QUOTE
იქნება ახალიც ავიღო ერთ ტონამდე. გავშლი მზეზე და გამოშრება

შენ გამოშრობა ისე არ გაიგო რომ ეგ ერთი ტონა სუტკების განმავლობაში უნდა გეყაროს მზეზე. ნებისმიერი ადამიანი ვინც იღებს მოსავალს, ისეთ ნედლს არ აიღებს რომ ჩაუხურდეს და გაუფუჭდეს. მზეზე რომ გაშლი, გაშალე 10-15 სანტიმეტრის სიმაღლის ფენაზე. გააჩნია რამხელა ფართი გაქვს გასაშლელად. მერე საათში ერთხელ გადააბრუნე. ეს გაიმეორე სამჯერ-ოთხჯერ და აიღე. ღამე გაშლილი არ დატოვო.შეიძლება წვიმა მოვიდეს და დაგისველოს. თუ ღამე დატოვება გარდუვალია, კონუსურად შეაქუჩე და პალატკა გადააფარე.

Posted by: giorgiGMMM 22 May 2017, 22:44
kaxaberski66
ივნისში რო ავიღო ახალი ქერი და 4-5 დღე გავშალო იქნება საკმარისი? ნუ 1 ტონის ადგილი კი მააქ ისე რო 10 სანტიმეტრზე გავშალო, აი ამ გამოშრობის ხარჯიც მაინტერესებს 10%ზე მეტია?

Posted by: kaxaberski66 22 May 2017, 23:35
giorgiGMMM
QUOTE
შენ გამოშრობა ისე არ გაიგო რომ ეგ ერთი ტონა სუტკების განმავლობაში უნდა გეყაროს მზეზე. ნებისმიერი ადამიანი ვინც იღებს მოსავალს, ისეთ ნედლს არ აიღებს რომ ჩაუხურდეს და გაუფუჭდეს. მზეზე რომ გაშლი, გაშალე 10-15 სანტიმეტრის სიმაღლის ფენაზე. გააჩნია რამხელა ფართი გაქვს გასაშლელად. მერე საათში ერთხელ გადააბრუნე. ეს გაიმეორე სამჯერ-ოთხჯერ და აიღე. ღამე გაშლილი არ დატოვო.შეიძლება წვიმა მოვიდეს და დაგისველოს. თუ ღამე დატოვება გარდუვალია, კონუსურად შეაქუჩე და პალატკა გადააფარე.


Posted by: naxuca 26 May 2017, 17:57
გამარჯობა მეგობრებო. მაინტერესებს ღორის სადგომის პირობები ვენტილაცია ფართი როგორ მოვაწყო საკვები ბაზა თვითღირებულება პრემიქსებივიტამინები

Posted by: vano22 26 May 2017, 19:05
naxuca ახლიდან აშენებ საღორეს თუ არსებულ ფართს არემონტებ?

საკვები ბაზა სეზონზე იაფად ნაყიდი ქერი სიმინდი და ხორბალია. ან შენივე მოყვანილი მაგრამ არ აქვს ამას დიდი მნიშვნელობა რადგან რასაც შენით მოყვანისას ზოგავ ის ფული ნათესის მოგებაა და ღორებს მაინც სტანდარტულ ფასად უნდა უანგარიშო რადგან იმ მარცვლეულს ისედაც გაყიდდი 50 თეთრში ღორებს რომ არ შეეჭამათ..

გოჭს დაბადებიდან 7 დღის შემდეგ აჭმევ სელტეკის გრანულს 40 დღემდე შემდეგ გადაგყავს პიგ მაქსის სტარტზე 25 კილო ცოცხალ წონას რომ მიაღწევენ გადაგყავს გროუერზე.
3-4 თვისას ნელნელა ჩაუნაცვლებ გროუერს ქერ ხორბალ სიმინდის როშით.


აცრები.. 5 დღის გოჭს უკეთებ 2 გრამ რკინის ვიტამინს და უმეორებ 21 დღეში.

10 დღისას უკეთებ აუესკის ვაქცინას 1 გრამს და უმეორებ 21 დღეში.

2 თვიდან უკეთებ ჭირის და წითელი ქარის ვაქცინას.

4 თვიდან ამუშავბ ჭიაზე წელწადში 2 ჯერ.

ყოველ თვე თვეში 5 დღე ასმევ ინტროვიტ ა ს წყალში ხსნად ვიტამინს და 2 თვეში ერთხელ 2 კვირა ურევ საჭმელში ვიტაპლასტინს. 3 თვეში ერთხელ პერეკისიანი ბამბით უწმენდ ყურებს და 7-8 თვეში ერთხელ აჭრი ჩლიქებზე ნაზარდებს. რაც გამომრჩა ჩაამატეთ. დამწყები ვარ და მეპატიებაsmile.gif



Posted by: naxuca 26 May 2017, 19:15
QUOTE
ახლიდან აშენებ საღორეს თუ არსებულ ფართს არემონტებ?


არსებუკია საღორეა უბრკაოდ ტიხრებია გასაკეტებელი

Posted by: vano22 26 May 2017, 19:35
naxuca

გალიები იმის მიხედვით უნდა გააკეთო თუ რა განხრით აპირებ მუშაობას.. დედა ღორებს გოჭებზე სამუშაოთ სხვა მოწყობა უნდა. თუ გოჭების ყიდვას და სახორცედ გაზრდას აპირებ სხვა უნდა.

რამხელა ფართი გაქ სიგრძე სიგანე დაწერე და კონკრეტულად რის გაკეთებას აპირებ.

Posted by: naxuca 26 May 2017, 21:59
QUOTE
გალიები იმის მიხედვით უნდა გააკეთო თუ რა განხრით აპირებ მუშაობას.. დედა ღორებს გოჭებზე სამუშაოთ სხვა მოწყობა უნდა. თუ გოჭების ყიდვას და სახორცედ გაზრდას აპირებ სხვა უნდა.

რამხელა ფართი გაქ სიგრძე სიგანე დაწერე და კონკრეტულად რის გაკეთებას აპირებ.


მინდა სადედ ეგუნდა დვიყოლიო 2 ცალი დედა ერთი კერატი. ფართიბარი ასეთი 8×4 არი ერთი საღორე მეორე 12×7

Posted by: vano22 26 May 2017, 23:59
naxuca
საკმარზე დიდი ფართი გქონია რაღა გაფიქრებს. მარტო 8-4 ზე ეყოფა კერატს და 2 დედას.


https://www.google.ge/search?q=%D0%BF%D1%80%D0%BE%D0%B5%D0%BA%D1%82+%D1%84%D0%B5%D1%80%D0%BC%D1%8B+%D0%B4%D0%BB%D1%8F+%D1%81%D0%B2%D0%B8%D0%BD%D0%B5%D0%B9&client=ms-android-metropcs-us&prmd=ivn&source=lnms&tbm=isch&sa=X&ved=0ahUKEwiw6-OZpo7UAhXEiywKHaSPAwoQ_AUICigB&biw=320&bih=440

Posted by: kaxaberski66 27 May 2017, 01:31
vano22
კარგი კაცი ხარ. ყურადღებიანი. საკმარისია ვინმეს რაიმე რჩევი მიღება სჭირდებოდეს და იქვე სადარაჯოზე ხარ. ასე გააგრძელე. ერთ მანათობელ სანთელს, ასი სხვა სანთლის ანთება შეუძლია. მერე ის უკვე ანთებული სანთლები თავის მხრივ კიდევ რამდენს აანთებენ და ბნელი და უკუნიც აღარ იქნება. up.gif

Posted by: vano22 27 May 2017, 10:59
kaxaberski66
დილის 5 საათიდან საღამოს 9 მდე დასაჯდომათ ვერ ვიცლი იმდენი საქმე მაქ და შესვენებისას უცებ შემოვირბენ და გადავხედავ ხოლმე ამ თემებს. სიმართლე გითხრა მე უფრო მიხარია როდესაც ვინმე რამე კითხვას სვავს ჩემი პრობლემებიდან სხვა თემაზე რომ გადამაქ ყურადღება იდეალური განტვირთვაა ჩემთვის..smile.gif

Posted by: kaxaberski66 27 May 2017, 12:15
vano22
თუ არ გეზარება, მოგვიყევი შენი სამუშაო დღის განრიგი. რას აკეთებ დილის 5 დან საღამოს ცხრამდე. ჩემთვის საინტერესოა.

Posted by: vano22 27 May 2017, 13:52
kaxaberski66

რა არი აქ მოსაყოლი სოფელში საქმეს რა გამოლევს. 5 დან 7 მდე საქონელს ვუვლი და ნახირში ვუშვებ. 7-9 მდე ღორებს ვუვლი. 9 დან 11 მდე ვისვენებ "11 დან 6 მდე თავისუფალი დრო მაქ" რა დროსაც მივდივარ ნაკვეთებში შემოვლაზე და თხილში სამუშაოდ ან ვენახში იქ სამუშაო იმდენი მაქ რომ გახსენებაც არ მინდა წამოსვლისას ბალახს ვუთიბავ საქონელს და მომაქ ყოველ დღე.. საღამოს მოდის საქონელი და ისევ მე ვუვლი. ღამე ღორებს მოვუღებ ბოლოს ხოლმე და ვსო დამთავრდა ჩემი ყოველდღიური სამსახური. ეხლა თხილში ბალახი მაქ გასათიბი და გასათოხნიცაა ვენახში ნაცარი შევნიშნე და წვიმები არ მაცდის რომ შევწამლო. აქეთ საღორეს ვაშენებ რომ ჩემი გოჭები სახორცედ ვზარდო ხოლმე. ფერმა ვიღაც აფერისტებს მივაქირავე ცხვარი ყავდათ შიგ 80 სული და ისეთ დღეშია იქავრობა წერაქვით ვანგრევ პოლზე ნაკელს და ისე ვხვეტავ და მომხმარეც არავინ მყავს რომ ხელში წამეშველოს უკადრისობენ სუნი აქო მუშაც კი ვერ ვნახე რომ ასეთ საქმეზე იმუშაოს და ვარ ასე საქმეებში გაჭედილიsmile.gif

Posted by: kaxaberski66 27 May 2017, 14:20
vano22
ყოჩაღ ყოჩაღ.
წერაქვით ვანგრევ პოლზე ნაკელს და ისე ვხვეტავ[/quote]
რა გინდა. კარგი საქმე უქნიათ, ნაკელი გამოგადგება. biggrin.gif

Posted by: gia1970 28 May 2017, 01:15
რკოს ან წაბლს თუ შეიძენდით?
რამდენს გადაიხდიდით მინიმუმ და მაქსიმუმ?

Posted by: vano22 28 May 2017, 10:39
gia1970
სადაა საღორე წაბლი.. აი რკოს კი ეს ახალი ჯიშები არ ჭამენ და მაწყინარიცაა ბევრი რკოsmile.gif


ეხლა რაჭაში ესპანელები აკეთებენ კახური ღორის მოსაშენებელ ფერმას და იმათ ენდომებათ ნატურალური საკვებიsmile.gif

Posted by: gia1970 28 May 2017, 13:49
vano22
QUOTE
ეხლა რაჭაში ესპანელები აკეთებენ კახური ღორის მოსაშენებელ ფერმას და იმათ ენდომებათ ნატურალური საკვებიsmile.gif


კახურისას თუ თავისი ხამონის ჯიშის შემოყავთ?
QUOTE
სადაა საღორე წაბლი.

რომ იყოს რამდენს გადაიხდიდი?
30 თეთრი რო ღირდეს მიღირს,ვიყიდიდი და თუ უფრო იაფი იქნება,კიდევ უკეთესი ჩემთვისო
მსგავსი პასუხი მაინტერესებდა

Posted by: vano22 28 May 2017, 15:20
gia1970
ბაზარზე 3 ლარად ოფტავოი იბარებენ წაბლს და 2 ში ავიღებ აჰაbiggrin.gif

კახურებს ამრავლებენ და ვიჩინა უნდა გაიტანონ ექსპორტზე

Posted by: giorgiGMMM 30 May 2017, 13:12
vano22
ვანო მახსოვს ჭიპლარის თიაქარზე წერდი,და როგორ მოუგვარდა ისევ ააქ? ჩემსასაც ქონდა დაახლოებით 1სმმდე ცოტა ნაკლები, ჩამობერილივით ეხლა ვაფშე აღარააქ და ღიირს ვითომ მაგის სანაშენედ დატოვება?

Posted by: vano22 30 May 2017, 13:37
giorgiGMMM
1 ს გავუკეთეთ ოპერაცია და 2 ს თვითონ მოურჩა.. თუ გამობერილია და ხელით მოსინჯვისას ნაწლავები იგრძნობა მაშინ აუცილებელია ოპერაციის გაკეთება. ოპერაცია მარტივია და თუ პროფესიონალმა გააკეთა და არ დაზიანდა ცური მაშინ არანაირი პრობლემა არაა სანაშენედ დატოვებაში. მითუმეტეს თუ თვითონ მოურჩა არავითარი პრობლემა არ იქნება მაგის დატოვება

Posted by: giorgiGMMM 30 May 2017, 14:04
vano22
სიმართლე გითხრა არც მომისინჯია ხელი მქონდა ჩაქნეული დავკლავ თქო მარა ეხლა რო შევხმედე ვაფშე აღარ ააქ. მადლობა ვანო რო არ გეზარება პასუხის გაცემა. თან სუ ოპერატიული ხარ

Posted by: vano22 30 May 2017, 15:54
giorgiGMMM
popcorn.gif დაგტოვე ამ ზამთარს უმწვადოთbiggrin.gif lol.gif

Posted by: giorgiGMMM 30 May 2017, 16:03
vano22
აბა აბა yes.gif yes.gif

Posted by: ჩაკრულო 11 Jun 2017, 19:43
აბა როგორც თანაფორუმელებზე ღორის საკვებებზე ფასდაკლება ვის გინდათ? biggrin.gif

Posted by: giorgiGMMM 11 Jun 2017, 22:39
ჩაკრულო
რა საკვები გაქ?

Posted by: vano22 14 Jun 2017, 19:03
აბა როგორ მიდის საქმეები კოლეგებო??

Posted by: kaxaberski66 15 Jun 2017, 10:22
გაბერილი რუმბივით არის. სავარაუდო წონა და ასაკი დაწერე.

Posted by: vano22 15 Jun 2017, 11:37
kaxaberski66
წლის და 2 თვისაა 400 კილოს ბევრი აღარ აკლიაsmile.gif რომ გითხრა შეიძლება არც დაიჯერო და ერთი 70 კილოიანი ბურვაკის ნორმას ძლივს ჭამს. 3-3.5 კილო დღეში.

არა წლის და 3 თვისაა

Posted by: kaxaberski66 15 Jun 2017, 11:55
vano22
ასაკიდან გამომდინარე ძალიან დიდია ეგ ღორი.
ნეზვია თუ კერატი?
თუ იცი სხეულის ირგვლივათი გაზომვა და წონის დადგენა, გაზომე და 95 პროცენტიანი სიზუსტით გეცოდინება წონა.

Posted by: vano22 15 Jun 2017, 12:15
kaxaberski66 კი ძალიან დიდია ეხლა იმაკა პირველზე და რისკია ან გააჩენს ან ვერა. ერთი დაყრა გამიცდინა არ მქონდა საკმარი დრო მისახედათ და არ ვამაკებინე ახლა ვეღარ ვზომავ მაგ წესით აღარ ეტევა ცხრილში მითითებულ მაქსიმალურ პარამეტრებში..

Posted by: kaxaberski66 15 Jun 2017, 15:35
vano22
იმ დროს როცა ეგ ცხრილი შეადგინეს, არა თუ ნეზვები, არამედ კერატებიც ვერ ხდებოდნენ მაგ წონისები. კერატების საშუალო წონა 300_350 კგ. იყო. მხოლოდ ინგლისური თეთრი ჯიშის კერატები აღწევდნენ 500კგ. ისიც ზოგიერთი ეგზემლიარები.
შენი კი 1წლის ნეზვი ყოფილა 400კგ. მდე, როგორც შენ ამბობ.

Posted by: vano22 15 Jun 2017, 17:24
kaxaberski66
smile.gif 350 ზე დიდია 380 მაინც არი თან 85% აქ ხორცის გამოსავლიანობა.. სერიოზული ჯიშია მაგრამ ძაან ძნელად მრავლდება. ვეტერინარი მყავდა და მეტისმეტად ხორციანია უნდა გაახდუნოვო და რანაირად გავახდუნო ბავშობიდანვე ასეთი მსუქანააsmile.gif

Posted by: kaxaberski66 15 Jun 2017, 19:12
vano22
საერთოდ ყველა სახის საქონლის ჯანმრთელობისთვის აუცილებელი არის მოციონი. მინიმალური მაინც. ეს აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას და ნივთიერებათა ცვლას. ასევე ჩლიქს ინახავს გადაგვარებისგან.
ტუ ღორის სადგომთან თუ ფერმასთან მიბმული თავისუფალი ფართი არის გაუშვი რომ იმოძრაოს. მაგალითად, ფართის ერთ მხარეს თუ აჭმევ, მეორე მხარეს წყალი დაუდგი.

Posted by: vano22 15 Jun 2017, 19:37
kaxaberski66
მე საერთოდ არ მიყვარს არანაირი საქონლის დაბმა და სივიწროვეში ყოფნა სადღაც 10-12 კვადრატი მაქ გამოყოფილი თითო ღორზე მაგრამ სამოძრაოდ არაა საკმარისი. საღორე სახლს უკან მაქ აშენებული და იმხელა ფართი არ მაქ რომ გარეთ გამოვუშვა გოჭებს ვუშვებ ხოლმე მაგრამ ღორები რომ გამოვუშვა გადათხრიან ყველაფერს და იმ სეტკის ღობესაც უპრობლემოდ გამოგლეჯენ. ჩლიქები 1 თვის წინ გავუთალე (რა მაგარი ჩლიქი ქონია ძველებური სამყნობი დანით ძლივს დავუმუშავე)

კერატს ცხვირზე რა მოვუხერხო მიშველე რამე ისედაც მორყეულია საღორეში ყველაფერი და ეს უარესს უჩადის

Posted by: kaxaberski66 15 Jun 2017, 19:48
vano22
QUOTE
ჩლიქები 1 თვის წინ გავუთალე

ეგ იოლი საქმე არ არის ამხელა ღორზე. ღორი რომელიც მოძრაობს საკმარისს, ჩლიქი არ უხდება გასათლელი.
QUOTE
კერატს ცხვირზე რა მოვუხერხო მიშველე რამე ისედაც მორყეულია საღორეში ყველაფერი და ეს უარესს უჩადის

არ ვიცი. ბუღას რგოლს უკეთებენ და კერატზე გამოვა რგოლის დაყენება? არა მგონია.

Posted by: vano22 16 Jun 2017, 10:27
kaxaberski66
ხო მაგრამ ინტენსიურ წარმოებაში ისე სივიწროვეში ყავთ რომ მობრუნების საშუალებასაც არ აძლევენ. ერთი პლიუსი ის აქვთ რომ თუ ერთი დაწვნენ სანამ მეტისმეტად არ შეწუხდებიან ეზარებათ ხოლმე ადგომა ამიტომ დაწოლილზე გავუთალე და ვერც კი გაიგეს რა ხდებოდა. ცოტა კი კოჭლობდნენ სანამ მიეჩვეოდნენ ახალი ფორმის ჩლიქებს მაგრამ ეხლა აღარც ეტყობათ არაფერი..


რგოლი კარგი აზრია მაგრამ გოჭობაშივე თუ არ გაეჩვრიტა ეხლა ვეღარ მოხერხდებაsad.gif

Posted by: kaxaberski66 18 Jun 2017, 22:51
vano22
ვანო ეტყობა ზარმაცებიც არიან ეგ ჯიშები რომ გატოკდნენ და წინააღმდეგობა გაგიწიოს.
ერთი ამბავი გამახსენდა. ღორის ფერმა როცა გვქონდა, საკერატეები უნდა დაგვეკოდა. ცოტა არ იყო ერთი 30 სული ღორი მაინც იყო.
ვართ ოთხნი, მე, ძმა, ბიძა და მამაჩემი.
მამაჩემი ექიმია. იმან უნდა დაკოდოს, ჩვენ სამმა უნდა დავიჭიროთ.
დასაკოდები წონით არიან 70-80 კილოები. აათთან ერთად უნდა დავკოდოთ კერატი მწარმოებელიც და ჩავანაცვლოთ სხვა კერატით.
ეს მწარმოებელი კერატი შემოვიახეთ ბოლოსთვის. ამ დროს ძალა აღარ მაქვს რომ ამხელა კერატი დავიჭიროთ და დავაწვინოთ. იქნებოდა 270 კილომდე. ძალიან ჯანიანი და აქტიური ღორი იყო. ჰო და გამოვაცხადეთ რომ ერთი ადგილი აღარ გვქონდა კერატის დაჭერის.
ვიფიქრეთ, ვიფიქრეთ და გადავწყვიტეთ რომ კერატი დავათროთ და მთვრალს დავიმორჩილებდით. დაახლოებით 2კგ.ქატოს დავასხით ნახევარ ლიტრამდე ჭაჭის არაყი და დავუდგით საჭმელად კერატს. ერი ოც წუთში ვნახეთ და შეუჭამია. ბიძაჩემი მივიდა და კუდში დაეჭიდა. ღორი წინაღმდეგოას ვერ უწევდა. აქეთ იქით კუდით მიიქნ-მოიქნია და მივხვდით რომ არაყმა დათრო, წამოვაქციეთ და დავკოდეთ.
შენი ჯიშის ღორებს ეტყობა არაყი არ დასჭირდება დაკოდვისას და იაფად გამოხვალ.
პ.ს. ღიმილის სმაილიკი.

Posted by: vano22 19 Jun 2017, 00:15
kaxaberski66
biggrin.gif ეგ რაღამ მოგაფიქრათ პახმელიაზე კაი სანახავი იქნებოდაbiggrin.gif
ზარმაცები არიან მაგრამ თუ გაგიჟდნენ ჩემ მტერს ამხელა მასა ისე გადააფრინდა მეორეს გალიის ღობეს რომ ვერც გაიგო და იქ რომ ღრიალი და ჩხუბი ატეხეს სუ დაღუნეს იმსისქე უგოლნიკების გალია. სუ კუნთია ეს ჯიშები და წარმოუდგენელი ძალა აქვთ. ესენი სულ ფერებაში გავზარდე და მაგიტო მიჩერდებიან ადვილათ აი თვალით რომ შეხედავ რუსულა ღორს და იტყვი ეს ასი კილოაო იმ ტანის საბეკონე 130-140 გამოდის

Posted by: kaxaberski66 19 Jun 2017, 22:09
vano22
გამაგებინე ნეზვებმა იჩხუბეს? თუ იჩხუბეს რაზე?

Posted by: vano22 19 Jun 2017, 22:18
kaxaberski66 ხო ნეზვებმა იჩხუბეს არ ვიცი რა მიზეზით მაგრამ ერთმა გამოანგრია თავისი გალია და გადაუხტა მეორეს გალიაში. სერიოზული არაფერი დაშავებიათ რამდენიმეგან გაგლეჯილი ქონდათ ტყავი და კაი გემრიელათ კი დაჟეჟეს ერთმანეთიsmile.gif

Posted by: kaxaberski66 19 Jun 2017, 22:20
vano22
ეტყობა ოჯახი უგინა თავის ენაზე და ჩხუბი აიწეოდა აბა რა იქნებოდა.

Posted by: vano22 19 Jun 2017, 22:37
kaxaberski66
biggrin.gifმასე იქნებოდა 100%biggrin.gif

Posted by: kaxaberski66 19 Jun 2017, 22:57
vano22
ამანაც ვერ გადაყლაპა და კამერაში შეუვარდა. biggrin.gif

Posted by: vano22 20 Jun 2017, 11:35
kaxaberski66
გამოდის სხოდკაზე უნდა ავაგზავნო ორივე კერატთანbiggrin.gif

Posted by: kaxaberski66 21 Jun 2017, 00:46
vano22
ის კერატი არყით გამომთვრალი თუ დახვდათ კასტრაციამდე, მერე ნახე შენ ორგია.

Posted by: bebukina222 28 Jun 2017, 14:09
kaxaberski66
შენ ცხოვრობ საგარეჯოში? ხოარ ყიდი smile.gif

* * *
ბევრი ფიქრის მერე ლანდრასის ჯიშის ყიდვა გადავწყვიტე... ოღონდ ვფიქრობ გოჭები ვიყიდო თუ კარგი ნეზვი თან მაკე რომ იყოს...

Posted by: kaxaberski66 28 Jun 2017, 14:16
bebukina222
არც საგარეჯოში ვცხოვრობ და არც გასაყიდი ღორები მყვენან.

Posted by: ჩაკრულო 28 Jun 2017, 14:21
QUOTE (giorgiGMMM @ 11 Jun 2017, 22:39 )
ჩაკრულო
რა საკვები გაქ?

კომბინირებული საკვები.

როგორც მზა საკვები, ისე 25%-იანი კონცენტრატეტები: სტარტი, გროუერი, ფინიში, დედა ღორის, მაკე ღორის. ასევე მაწარმოებთ პრესტარტერებს 5 დღიდან გოჭებისთვის საკვებად და შემომაქვს ასევე ჩეხეთიდან გრანულირებული პრესტარტერი გოჭებისთვის "სელტეკ+"

დანამატები შემომაქვს ესპანეთიდან და საწარმო მაქვს დედოფლსიწყაროში help.gif help.gif help.gif

და სიახლეც: BED BACTERIA, ანუ ბაქტერია რომელიც ჭამს ნაკელს და 3-4 წელი დახვეტა არ გჭირდება wink.gif


Posted by: bebukina222 28 Jun 2017, 14:34
კარგი ხოო რა იყო ვიკითხე ?! biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif

Posted by: vano22 28 Jun 2017, 15:39
ჩაკრულო მოიწი აქეთ აპა.. ერთი ეგ ბიო ბაქტერია ამიხსენი რა არის და როგორ მოქმედებს დეტალურადsmile.gif

ფასები როგორაა სელტეკ+ ის და სტარტ გროუერის? დამწყები მეღორე ვარ და პოტენციური კლიენტი



bebukina222
ნეზვის ყიდვა ჯობია თუ იაფად ნახავ და არჩევაც თუ იცი

Posted by: bebukina222 28 Jun 2017, 16:21
vano22
ჰო მეც მასე ვფიქრობ... კარგ ნეზვში ღირს ფულის გადახდა, არჩევით მთლად მარტო არ ვაპირებ არჩევას, მყავს "ექსპერტი" მაგრამ ის გოჭებს მირჩევს.

ჩაკრულო
მეც პოტენციური კლიენტი გამოვდივარ და ნუ დაიზარებ გვითხარი ამ 25%-იან კონცენტრატეტებზე ფასები და არამარტო smile.gif

Posted by: giorgiGMMM 28 Jun 2017, 19:34
ჩაკრულო
აა ესეგი აგროქიზიყზეა ხო საუბარი, სელტეკი აქ წავიკითხე ბიჭებმა მირჩიეს, მარა ვერ ვიშოვე ვერსად, მთელი ისან სამგორის მაღაზიები დავიარე. მერე საგარეჯოში (სადაც ვცხოვრობ) ვნახე ერთ აგრო მაღაზიაში შხამქიმიკატების გვერდით იყო და მოვერიდე ყიდვას. თბილისთან ახლო ვიშოვი სადმე საკვების მაღაზიაში? ხოო და შენი საკვების ფასები და შემადგენლობები სად შეილება ვნახო. აბა ველოდები შენ პასუხს განსაკუთრებით ბაქტერიაზე

Posted by: zura_biba 29 Jun 2017, 11:32
ბედ ბაქტერია რა ფასში გაქ და სასუქად გამოყენება თუ შეიძლება მაგ ნაკელის მერე?
* * *
https://www.mymarket.ge/ka/product/view/10852948/ ჩემი ღორები არიან თუ ვინმე დაინტერესდებით დამირეკეთ.. საზღვარგარეთ ვაპირებ წასვლას და უნდა გავყიდო..

Posted by: bebukina222 29 Jun 2017, 19:44
zura_biba
ასაკი რა აქვთ ?ერთი წლისები თუა ბურვაკები წონა მეტი არ უნდა ჰკონდეთ? ისე ვიდზე კარგები ჩანან


Posted by: ghost471 29 Jun 2017, 21:30
ბიჭებო მყავდა ''იორკშირისა და დიუროკის'' ნაჯვარი (ჰიბრიდი) და ვანაყოფიერებინებდი ხელოვნურად პირველი ნაყარის გარდა. შვილები ნორმალურები გამოსდიოდა და შვილიშვილები უკვე ის აღარ იყვნენ რაც უნდა ყოფილიყვნენ. რჩევა დამწყებებს რომლებსაც სერიოზული გეგმები ააქვთ გადაიხადეთ კუში და სუფტა სისხლის იყიდეთ. P.s. საქართველოში სუფთა სისხლებს არავინ არ ყიდის smile.gif

Posted by: zura_biba 30 Jun 2017, 11:30
QUOTE (bebukina222 @ 29 Jun 2017, 19:44 )
zura_biba
ასაკი რა აქვთ ?ერთი წლისები თუა ბურვაკები წონა მეტი არ უნდა ჰკონდეთ? ისე ვიდზე კარგები ჩანან

ოთხი თვისები არიან მეხუთე თვეს იწყებენ..

Posted by: vano22 30 Jun 2017, 11:40
ghost471
კავკასიის გენეტიკის მასალით ანაყოფიერებდი? ალბათ უჯიშოს სპერმა იყო თორემ სუფთა ჯიშის რომ ყოფილიყო არანაირად არ დაკარგავდა ჯიშს მეორე თაობაშივე

Posted by: zura_biba 30 Jun 2017, 12:22
რამდენია დაწერილი წაიკითხეთ.. როცა სასუქ ღორს აწარმოებ სუფთა ჯიშები უნდა შეაჯვარო.. ბევრი იწყებს ჰიბრიდით და მოგებას ვერ ნახულობს..

Posted by: ghost471 30 Jun 2017, 21:01
zura_biba
სუფთა ჯიშს თუ ნახავ სადმე შემატყობინე smile.gif ფერმეში რო მივდიოდი ტელეფონით ყველა სუფთაობას ამტკიცებდა მივიდოდი და ერთი ბუდობის გოჭებში წითლებს დიუროკებად ასაღებენ თეთრებს იორკებად ან ლანდრასებად smile.gif მე თვითონ გოჭსაც ვყიდი და სახორცეებადაც ვზრდი და რო მოვიდოდნენ საყიდლად ერთ ბუდობაში ჯიშებს მიცალკევებდნენ.
vano22
მასალა არ ვიცი ჩემთან რაიონში ერტი ვეტი აკეთებს მხოლოდ განაყოფიერებას smile.gif

Posted by: vano22 30 Jun 2017, 21:41
ghost471 მართლა მასეა რატო გაგიკვირდაbiggrin.gif. სუფთა დიუროკი სუფთა იორკშირთან რომ შეაჯვარო გოჭებში ზოგი დიუროკის ხაზზე წავა ზოგი იორკშირის მართლა ასეა. შემდგომ ზრდაშიც და ფიზიონომია ანატომიაშიც აშკარა განსხვავება აქვთ ხოლმე



კითხე არ დაგიმალავს

Posted by: vixn 30 Jun 2017, 22:19
vano22
გენეტიკაში მასე არ ხდება, ემგვანება, მაგრამ სუფთა არ იქნება, ე.ი. ჯიშის თვისებებს ნაწილობრივ გამოავლენს, ან სულ არ დაემგვანება, შედეგად ვღებულობთ სხვა შედეგს, ძირითადად უარყოფითი.

Posted by: vano22 30 Jun 2017, 22:52
vixn

სუფთას რას დავარქმევთ ესაა საკითხავი..

თუ აჯვარებ დიუროკ იორკშირს და გამოვიდა 5 თეთრი 5 წითელი გოჭი.
ასევე შეაჯვარე სხვა წყვილიც და იმ წყვილის თეთრი გოჭები რომ შეაჯვარო ამ წყვილის თეთრებთან და წითლები წითლებთან ამ შემთხვევაში 90% ალბათობით ერთი ფერის გოჭები გაჩნდება. არ მესმის ვინმე რომ ამბობს აი სუფთა დიუროკის და სუფთა იორკშირის შვილი ან შვილთაშვილის შვილი ჯიშს კარგავსო დიუროკიც და იორკშირიც კულტურული ჯიშებია და აქვთ საუკეთესო მახასიათებლები ამიტომ მათი შეჯვარებით მიღებული თაობები ისევ საბეკონე მიმართულების მაღალ პროდუქტიული ღორები გაიზრდებიან და თუნდაც 100 თაობის შემდეგაც კი არ გადაიქცევა დიუროკი უზარდელ ქონიან პატარა ღორად..



აგერ ჩემმა ახლობელმა რუსულა ტყის ღორს ამაკებინა თავისი დიუროკი და გოჭები საჯიშეებად დაყიდა. ეხლა რათქმაუნდა ის გოჭები ნაგვები გაიზრდებიან და ის ხალხი იტყვის აგერ მეორე თაობაში როგორ გაფუჭდა ჯიშიო მაგრამ დამიჯერეთ ასე არ ხდება თუ ნეზვიც და კერატიც სუფთაა და უჯიშოს გენეტიკა არ ურევია რამდენი თაობაც არ უნდა გამოზარდოთ მაინც საუკეთესო შედეგს დადებენ.

Posted by: ghost471 30 Jun 2017, 23:44
Ori jishis najvari ukve agaraa xalas sisxliani. Kai gochebi gamosdit mara yva shemtxvevashi gaubraloebisken aaqvs yvela kulturul jishs genetikurad midrekileba. Kolumbma amerikashi 8 deda gori chaiyvana kulturi wafmkshobis da 30 welshi mxolod ert kundzulze 20000 meti gagareulebuli gori daxvdat romlebic iqaur simindis momyvan aborigenebs did problemebs uqmnidnen smile.gif (vai ramdeni vwere)

Posted by: vano22 1 Jul 2017, 00:29
ghost471 ეგ თხებზე არაა?


კარგი ვთქვათ და მასეა მაშინ ის მითხარი რამდენი ჯიშის აღრევა და თაობა გამოიარა დღევანდელმა ხალასმა ჯიშებმა? რანაირად ხდება რომ სხვადასხვა ჯიშების შეჯვარებით მიღებული ახალი ჯიში რეგისტრირდება დამოუკიდებელ ჯიშად და მათ შემდგომ თაობებს მოიხსენიებენ სუფთა სისხლის წარმომადგენლებად? თუნდაც ძაღლების მაგალითზე ვთქვათ უამრავი სუფთა სისხლის ძაღლი სხვადასხვა ჯიშების გენეტიკის მატარებელია


Posted by: kaxaberski66 1 Jul 2017, 01:17
vano22
გენეტიკა უდიდესი მეცნიერებაა. აი რასაც შენ ამბობ რომ სხვადასხვა ჯიშებს შეაჯვარებენ და შემდგომ თაობებს აღიარებენ დამოუკიდებელ ჯიშად. გააჩნია რომელ ცხოველზეა საუბარი. ღორი და ძაღლი წელიწადში ორჯერ ასწრებს შთამომავლობის მოცემას და საქონელი წელიწადში ერთხელ. ამიტომ საქონლის ცალკე ჯიშად ჩამოყალიბებას რომელსაც ნამდვილად ყველა სცნობს და ფასეულია, სჭირდება ნახევარი საუკუნე.
მერე როგორ ხდება ახალი სასურველი ჯიშის საქონლის მიღება?
ახალი ჯიშის მიღების დროს, ხშირად 8-9 სხვადასხვა ჯიშის საქონელს აჯვარებენ სხვადასხვა სტადიაზე რომ მიიღონ სასურველი ნიშანთვისებების მქონე საქონელი.
ერთ პატარა მაგალითს მოვიყვან. როდესაც გამოჰყავდათ კავკასიური წაბლას ჯიშის საქონელი, ჩვეულებრივი მაშინდელი შვიცის ბუღა შეაჯვარეს ქართულ ფურებთან, ხევსურულთან, ფშავლურთან და ასე შემდეგ. მაგრამ აქ შეჯვარებისას ჩართული იყო სხვა ჯიშებიც. მაგალითად ლებედინური და კოსტრომული ჯიშის ბუღები.
რა ვიცი აბა. თუ
iko-iko შემოიხედავს, ვეტექიმია და უკეთესად ახსნის გენეტიკის ამბებს.

Posted by: vano22 1 Jul 2017, 07:26
kaxaberski66 კარგი იქნებოდა მცოდნე ადამიანის აზრის მოსმენაsmile.gif

გენეტიკის ცოდნას ნამდვილად ვერ დავიბრალებ ეს სოფლელი კაციbiggrin.gif

Posted by: vixn 1 Jul 2017, 12:58
vano22
შენ კარგი პრაქტიკა გაქვს და ფონს ამით გადიხარ, მაგრამ ჩვენი სოფლის მეურნეობის ნებისმიერი დარგი ისეა ჩამორჩენილი , მარტო წინაპრების გამოცდილება არ ყოფნის.
ჯიშის განმარტება ნახე რას ნიშნავს,

Posted by: vano22 1 Jul 2017, 13:41
vixn

პრაქტიკა არ მაქ მეც დამწყები ვარ უბრალოდ გენეტიკურად სუფთა ჯიში არ არსებობს.. მე შემიძლია ავიღო კახურა ღორი ჯამრთელობის და ძლიერი მომნელებელი სისტემისთვის ამასთან შევაჯვარო ლანდრასი კარგი მერძეულობისთვის და მათი გოჭები 3-4 თაობის შემდეგ როცა უკვე მოხდება გენეტიკურად სტაბილური თაობის მიღება შევაჯვარო დიუროკთან საბეკონე მიმართულებისთვის შიგა და შიგ ჩართული იქნება იმ ჯიშის სუფთა სისხლის ინდივიდიც რომლის გენეტიკური ფასეულობაც იქნება საჭირო სასურველი ცვლილებისთვის. ამ ყველაფერს 15-20 წელი დაჭირდება და ბოლოს მივიღებ ახალ ჯიშს რომელიც იქნება ზომიერად ცხიმიანი კარგი დედობრივი ინსტიქტებით ასევე მერძეულობით გამორჩეული და ძლიერი იმუნიტეტ მომნელებელი სისტემის. ამის შემდეგ მე შემიძლია მივმართო შესაბამის სამსახურებს და სათანადო დოკუმენტების წარმოდგენის შემდეგ შევძლებ დავარეგისტრირო ახალი ჯიში და დავარქვა სახელი. ასე მიღებული (ნაჩალიჩარი ღორი) შეიძლება თუ არა იყოს გენეტიკურად ფასეული და საწარმოოდ გამოსადეგი ჯიში?

Posted by: kaxaberski66 1 Jul 2017, 21:54
QUOTE
გენეტიკურად სუფთა ჯიში არ არსებობს

აი როდესაც შეჰქმნიან ახალ ჯიშს, რომელსაც დაარქმევენ სახელს და მას აღიარებენ ცალკე ჯიშად, ის არის გენეტიკურად სუფთა ჯიში.

Posted by: bebukina222 2 Jul 2017, 14:52
ხალხო, როცა ნამდვილად სუფთა ჯიშზეა საუბარი მაშინ არც მეორე თაობა ფუჭდება და არც მესამე, უკვე შვილიშვილებიც ისეთივე ნაყოფიერები არიან და მატება უნარიანები მაგრამ საქმე ისევ მაკების დროს დაშვებულ "კომპრომისებზეა"... და იმ დეფიციტშია რომელიც საქართველოშია და რაც სუფთა ჯიშების არ ქონაშია. დედალი ვთქვათ რომ სუფთა ლანდრასის ჯიშია მიგყავს სამაკებლად და გეუბნებია ესეც იგივე სუფთაა და საჯიშეა მაგრამ არ ვიცით საიდან მოიყვანა პატრონმა ხო, არ ვიცით არც იმის დედა მამა და პაპა ბებიები... მაგრამ თუნდაც ერთი მეოთხედიც რომ ერევა არასუფთა ჯიშის სისიხლი, უკვე იგივე ჯიშისთვის დამახასიათებელ თვისებებს კარგავს. ხოდა რაც შეეხება დედაღორის ხელოვნურად განაყოფიერებას, ჩემმა პრაქტიკამ ჯერჯერობით ვერაფერი სახარბიელო ვერ მომცა... (ან შეიძლება ვეტექიმში არ გამიმართლა ) smile.gif


Posted by: vano22 2 Jul 2017, 15:54
bebukina222

მე გავაკეთებინე საცდელათ კავკასიის გენეტიკის მასალით ლანდრასზე 22 დღის წინ და არ დაიდო ისევ ახურდა. მეორე უფასოაო მაგრამ აღარ მინდა ცდები შევაგდე დილას კერატთან და მოუყომარა უცებ

Posted by: giorgiGMMM 2 Jul 2017, 21:56
vano22
პირველი იყო ვანო მაგ ღორისთვის? პირველზე ყოველთვის ნაკლებია შანსი. ან დრო ზუსტად მოარტყა?. უბრალოდ მიზეზი მაინტერესებს უკვე ბევრი მაქ მოსმენილი და რეალურად რატო არ ამართლებს საკმაოდ ხშირ შემთხვევებში. ალბათ გამნაყოფიერებლების ამბავია თორე ნორმალურ ფერმებში სადაც ნორმალური ვეტერინარები ყავთ მსგავსი არ ხდება უბრალოდ

Posted by: ghost471 2 Jul 2017, 22:44
Samjer vcade chem gorze da am cdebis dros wlis da suvidi tvis gaxdq da 210 kilo xorci gamovida. Dges egrea deea fori tu gyavs keratic unda gyqvdes:)

Posted by: vano22 2 Jul 2017, 23:57
giorgiGMMM
ახურებიდან მესამე დღეს დავაგრილებინე. შესაჯვარებლად არა ხელსაყრელ დროს საშვილოსნოს ყელის კუნთი შეკუმშულია და ფიზიკურად ვერ ხერხდება ხოლმე დაგრილება. მე საუკეთესო მომენტი შევურჩიე მაგრამ ან მასალა იყო ვადა გასული ან არასათანადოდ ინახებოდა..
პირველი იყო მაგრამ მესამე ახურებაზე იყო და უნდა ემაკა ყველა ვარიანტში.

ghost471 კერატი ისეთი მყავს დედალი ღორი კი არა კუნძი რომ დაუგდო იმას შეახტება უბრალოდ ძვირი ჯდება ამის შენახვა და მეთქი ხელოვნურმა თუ გაამართლა ამას გავყიდითქო მარა ჩამეშალა გეგმები

Posted by: bebukina222 3 Jul 2017, 00:14
არც პირველ მაკებაზე გაამართლა ჩემთან ხელოვნურმა განაყოფიერებამ და არც უკვე მესამედ რომ უნდა ემაკა ეგეთთან.. სხვადასხვა ღორზე ვცადეთ.(დროები ორივესთან ზუსტად დავამთხვიეთ) თუმცა ხელოვნური განაყოფიერება მსოფლიოში უკვე კარგათ დანერგილი ამბავია და ამის დადებით მხარეებზე არავინ კამათობს. მე უფრო ქართველ ვეტერინარების მგონია პრობლემა.. არა აქვს წვდომა იმასთან რაც აქაურ ბაზარს ჭირდება

Posted by: 5nizza 5 Jul 2017, 10:29
vano22
bebukina222


ვაა მე ორი ღორი მყავდა ერთი პირველზე მეორე მეორეზე და ხელოვნურით ორივემ იმაკა . მესამე არ ხურავს და რა წამალია რო გაუკეთო და ახურდეს ვერ დამეხმარებით ?

Posted by: ghost471 13 Jul 2017, 00:29
ბიჭებო ღორები შემოყავს ვინმეს საჯიშეეთ?

Posted by: bebukina222 26 Jul 2017, 13:36
5nizza
ვიცი რომ წამალი არსებობს მარა რომელია არ ვიცი, ვეტექიმთან გაიარე კონსულტაცია... ჩემებზე ჯერ არ დამჭირვებია.. ეხლაც ისევ ბუნებრივად მოუწიათ დრომ

* * *
ქერი მინდა 1 -1.5 ტონამდე და ვინმემ ხოარ იცით სახლამდე მომიტანონს. საგარეჯოში .

Posted by: giorgiGMMM 7 Aug 2017, 19:32
რას ფიქრობთ აბა სართვლოთ მოიმატებს ხორცის ფასი?

Posted by: ghost471 7 Aug 2017, 23:25
giorgiGMMM
ჩვენსკენ(საგარეჯოში) იმდენია ღორი რო არამგონია ფასმა მოიმატოს ყოველ შემთხვევაში ჩასაბარებელმა, უბრალოდ რეალიზაცია გამარტივდება smile.gif
კაი კერატი არ გყავთ არავიის გასაყიდი?

Posted by: giorgiGMMM 8 Aug 2017, 16:47
ghost471
მაინცდამაინც ეხლაც არ ჭირს რეალიზაცია ისე რა პონტია რო ზამთარ ზაფხულ ერთ ფასზე დადგა

Posted by: ghost471 9 Aug 2017, 23:25
giorgiGMMM
ჩემი აზრით, ყველა ზამთრისთვის ზრდის და იმხელა რაოდენობა ჩნდება ზამთარში რო ფასი აღარ გარბის ზემოთ smile.gif

Posted by: ჩაკრულო 14 Aug 2017, 18:25
QUOTE (vano22 @ 28 Jun 2017, 15:39 )
ჩაკრულო მოიწი აქეთ აპა.. ერთი ეგ ბიო ბაქტერია ამიხსენი რა არის და როგორ მოქმედებს დეტალურადsmile.gif

ფასები როგორაა სელტეკ+ ის და სტარტ გროუერის? დამწყები მეღორე ვარ და პოტენციური კლიენტი



bebukina222
ნეზვის ყიდვა ჯობია თუ იაფად ნახავ და არჩევაც თუ იცი

ბოდიში დაგვიანებული პასუხისთვის, ფორუმ ჯი-ზე ვეღარ შემოვდივარ ხოლმე ხშირად, არადა ერთ დროს სენატორის რანგში ვიყავი ამ ფორუმზე smile.gif))
fig.gif

ანუ ბაქტერია მუშაობს ასე:

თხრით მიწას 70 სანტიმეტრზე ფერმაში, იყრება ნახერხი და ზედ გავუშვებთ ბაქტერიას, რომელიც არის "ძღრენიჭამია" ბაქტერია smile.gif) ანუ ჭამს ფეკალს და 3 წლის მერე შეგიძLიათ ეს ნახერხი ამოიღოთ და იხმაროთ ნაკვეთში სასუქად, ჩაყრით ახლიდან იგივე პროცედურას გაივლით და ისევ ისე იქნებით სიამტკბილობაში smile.gif

ფერმაში ამ პერიოდში სუნი არ არის gigi.gif შემიძლია ხელი მოვაწერო ჩემ სიტყვებზეsmile.gif წელიწადნახევარია უკვე ასე ბედნიერად ცხოვრობენ ღრუტუნები smile.gif და თუ გინდა "გრაჟდანებით" შევიდეთ, ნაევარი საათი ვილაპარაკოთ და გამოვიდეთ და სუნს ვერ იგრზნობთ smile.gif

რაც შეეხება საკვებს

სელტეკ+ არის პრესტარტერი, რომელიც ეძლევა 5-10 დღის ასაკიდან (თუ ამის ტექნიკურად მიწოდების საშუალება გაქვს) და 38-40 დღის ასაკამდე ჭამენ, ამ პერიდოდში დაახლოებით 8 კილომდე შეჭამენ თითო გოჭი old.gif კილოგრამის ფასია 3 ლარი, მაგრამ დამიჯერე ძალიან სწორი ინვესტიციია

სტარტ - გროუერ და ფინიშს რაც შეეხება
საცალო ფასებია:
სტარტი - 31 ლარი/ტომარა
გროუერი - 28 ლარი /ტომარა
ფინიში - 26 ლარი / ტომარა

25% -იანი საკვებები:
სტარტი 25% - 55 ლარი / ტომარა
გროუერი 25% - 49 ლარი / ტომარა
ფინიში 25% - 47 ლარი / ტომარა
უნივერსალი 25% - 45% ლარი / ტომარა

საბითუმო რაოდენობაა ჯამში 2 ტონა პროდუცციას თუ შეუკვეთავთ, ასეთ დროს მოქმედებს სპეც ფასები, მაგაზე უნდა დამიკავშირდეთ, რადგან ფასების გადაანგარიშება ხდება ყოველ ორშაბათს ხოლმე, ნედლელულების ფასებიდან გამომდიანრე.
* * *
bebukina222
giorgiGMMM
zura_biba

სელტეკ+ არის პრესტარტერი, რომელიც ეძლევა 5-10 დღის ასაკიდან (თუ ამის ტექნიკურად მიწოდების საშუალება გაქვს) და 38-40 დღის ასაკამდე ჭამენ, ამ პერიდოდში დაახლოებით 8 კილომდე შეჭამენ თითო გოჭი old.gif კილოგრამის ფასია 3 ლარი, მაგრამ დამიჯერე ძალიან სწორი ინვესტიციია

სტარტ - გროუერ და ფინიშს რაც შეეხება
საცალო ფასებია:
სტარტი - 31 ლარი/ტომარა
გროუერი - 28 ლარი /ტომარა
ფინიში - 26 ლარი / ტომარა

25% -იანი საკვებები:
სტარტი 25% - 55 ლარი / ტომარა
გროუერი 25% - 49 ლარი / ტომარა
ფინიში 25% - 47 ლარი / ტომარა
უნივერსალი 25% - 45% ლარი / ტომარა

საბითუმო რაოდენობაა ჯამში 2 ტონა პროდუცციას თუ შეუკვეთავთ, ასეთ დროს მოქმედებს სპეც ფასები, მაგაზე უნდა დამიკავშირდეთ, რადგან ფასების გადაანგარიშება ხდება ყოველ ორშაბათს ხოლმე, ნედლელულების ფასებიდან გამომდიანრე.

ბედ ბაქტერიაზე რაც შეეხება, ესეც ზემოთ კომენტარში დავწერე და გაეცანით მეგობრებო, თუ რამეა კიდე ჩემთან დაკავშირება პრობლემა არაა smile.gif
599567131
არც ისაა პრობლემა რომ გვეწვიოთ წარმოებაში smile.gif

Posted by: giorgiGMMM 15 Aug 2017, 20:00
ჩაკრულო
თბილისის მიდამოებში სად ვნახავთ მაგ პროდუქციას იქნება ეგეც დაგვიწერო

Posted by: ჩაკრულო 15 Aug 2017, 23:45
giorgiGMMM
თბილისში არ იყიდება. ოდენ დედოფლსიწყაროში, წნორში, თელავში, ახმეტაში, გურჯაანში (2500 სულიან ფერმას ვაჭმევთ ამჟამად სრულად), გორში, ქარელში.

ნუ დისტრიბუციაც გვაქვს და შემიძლია მოგაწოდო ადგილზე.


Posted by: vano22 16 Aug 2017, 00:29
ჩაკრულო
ბიო ბაქტერია თეთრი ფერის 5-8 მილიმეტრიანი მატლებია მუქი შვინდისფერი კვერცხიდან რომ იჩეკებიან? ბაქტერია რაღაც ისე ჟღერს და რეალურად მატლებია?

Posted by: ჩაკრულო 16 Aug 2017, 20:48
vano22
არა ძმაო, ფხვნილია, მოყვითალო-კრემისფერი ფხვნილია

Posted by: ucxo777 17 Aug 2017, 11:46

5nizza
Mec igive problema mqonda xoda avdeqi da mivedi vetmagaziashi vkitxe rame goris asaxurebeli wamali tu gaqvtqo,momces erti ragac ampula,gavukete sagamosve kuntshi da meore dgisit ukve axurda.tyulad davakargine tveebi mekitxa netav manamde

Posted by: 5nizza 20 Aug 2017, 11:44
ucxo777
Mec gaukete da mainc ar axurda arada meore makebazea
* * *
Orma xelovnurit 11-11 dayara mara mesamem etyoba dedobaze xeli chaiqnia

Posted by: dvt333 22 Aug 2017, 14:47
მოკლედ ყველას ვისაც ღორებთან შეხება გაქვთ მინდა გკითხოთ და იმედია არ დაიზარებთ პასუხს. ვაპირებ ასე 30-40 სულ მოზარდზე ფერმის აშენებას, მაქსიმუმ 100 კილომდე რო გავზარდო. მაინტერესებს დაახლოებით რა ფართი დამჭირდება. რა მასალა ავიღო რო იაფი დამიჯდეს? ზარმთრის პირობებში რის გაკეთება მომიწევს(ნუ არაა მაინცდამაინც ცივი ზამთარი ხოლმე მარა მარა მაინც ზამთარია და ხან 10 გრადუსსამდე ადის). ხოო კიდე მე ბევრგან მინახავს რო ერთი ასაკის მოზარდები ერთ კლეტკაში ყავთ ხოლმე საკმაოდ ბევრ ბევრი და სიტყვაზ 4-5 გადატიხვრა რო გავუკეთო არ იქნება საკმარისი ზემოთთქმულ რაოდენობაზე? ასევე გადასახურად რისი გაკეთება შეილება? წინაწსარ მადლობა

Posted by: vano22 22 Aug 2017, 17:05
dvt333
40 ცალი 100 კილოიანი ღორი ცოტა არაა კარგი დაგეგმარება უნდა სამაგისო ფერმას.


ხალვათად თუ გეყოლება 1 ღორზე 5 კვ.მ დაიჭირე. 4 კვ.მ ც შეიძლება მაგაზე ნაკლები აღარ გამოვა ჩაიხუთებიან რადგან ევრო სტანდარტების დონის ფერმას ვერ ააშენებ რომ სისუფთავე 100% დაიცვა.

ფერმის სიგანე თუ იძლევა საშუალებას გადატიხრე ორ განყოფილებად რომ შუაში შენ იარო 1 მეტრიან ზოლში და საკანალიზაციო არხიც მანდ გაატარო. თუ საჭირო იქნება შემდეგ კიდევ შუა შუა გადატიხრავ ამ განყოფილებებს. კონსტრუქცია მარტივია ფერმის სიგანე არა ნაკლებ 6 მეტრი 8 ჯობია.

ჩაასხავ საძირკველს, დასვავ აპალოვკას, დააშენებ ბლოკს გაუკეთებ არკას და დააფარებ სახურავს შემდეგ ჩასხავ ტრუბებს და დაასხავ ტიაშკას. მინიმუმ 1,5 მეტრის სიმაღლეზე აუცილებლად უნდა გალესო შიგნიდან. ახლო მდინარე თუ გაქ პირდაპირ ნაპორიანი წყლით გამორეცხავ 2 დღეში ერთხელ და ეგაა რა. გუგლი კიდევ სავსეა ფერმის პროექტებით და დაგეგმარებაზე მთელი ენციკლოპედიებიაsmile.gif

Posted by: dvt333 22 Aug 2017, 18:18
vano22
პირველ რიგში მადლობა გამოხმაურებისთვის.
მე ვითომ ვფიქრობდი რო დასაწყისისთვის 90 100 კვადრატი მეყოფოდა. კიდე ვფიქრობ რო ამ შენობას გარეთაც მივადგა რკინის კლეტკები და გადავხურო პროსტა შიფერით. ფაქტიურად აპრილიდან ნოემბრის შუა რიცხვებამდე ყინვა არაა არც ქარიანი ადგილია და არ უნდა გაუირდეთ. ხოო კიდე სიმაღლე 2 მეტრა არ იქნება საკმარისი? მესმის რო რაც უფრო მაღალია უკეთესი ვენტილაციაა მარა თავიდანვე დიდი ხარჯების გაღება არ მინდა. მოსინჯვა მინდა რაღაც რაოდენობაზე თანაც სახლიდანაც მოვიშორებდი, გაამართლებს გაამართლებს არა და საწყობათ მაინც მექნბოდა და დავყრიდი მარცვალს. ესე 4-5 ათასში რო ავაშენო 70-80 კვადრატი მაინც და გარედანაც შემოვუღობო 30-40მეტრა. ბლოკზე ადვილად მიმიწვდება ხელი ქვიშაც იქვეა, ერთ ნორმალურ მშენებელსაც ვნახავდი დამხმარეებათ კი მყაავ ხალხი. ეხლა რაღაც თერმოიზოლატირი ვნახე მეორადი გადასახურად სინკარივითაა სუ 300 ლარი მიჯდება მაგის ყიდვა მიტანა 70 კვადრატზე. ფიცარიც მიყრია და გამოვიყენებ რამეში ხო ხვდები ერთი სოფლური ფერმის გაკეთება მინდა რო იაფად გამოვიდე.

1000ბლოკი-მიტანიანად-1000ლარი. 200 ლარი ქვიშა. ცემენტიაზრზე არა ვარ რა დამჭირდება ვთქვავთ 50პაჩკა.წ ონითაც არი ვარინატები ნუ 500 ლარი მემგონი ეყოფა. რკინები-ჯართებს დავივლი სვარჩიკიანად 500-700 ლარი. ხო მშენებელიც მყავ იაფიანი მეტი მეტი 500 ლარი თავის საძირკვლიან სწიაშკიან აშენებიან გალესვიანად. ხოო საძირკველის გათხრა და მოსწორება ტრაქტორით ესეც 200 ლარი. პლიუს სახურავი თუ იაფში ვიშოვე ერთი 500 მაინც ნუ 4000 მინიმუმ ჩემი დილეტანტური დათვლებით. საკვებურები და კიდე ალაბტ ბევრი რაღაცა გამომრჩა. რას იტყვი აბა ამ დათვლაზე შორსაა ძააანრეალობასთან?

Posted by: vano22 22 Aug 2017, 21:05
dvt333
ყველაფერი კარგად მოგიფიქრებია მაგრამ მე უფრო ძვირი დამიჯდა ეგ საქმე. საძირკველში და აპალოვკაში მიუხედავად იმისა რომ ქვა და 12 ანი ალმატურა ვახმარე 30 პარკი ცემენტი წავიდა. 1 პარკი ცემენტი კი კარგად რომ დაასხა 2 კვადრატ ტიაშკას აკეთებს.

. 2 მეტრი სიმაღლეც საკმარისია. ბლოკის ჩალიჩს და ტიაშკის დასხმას ჯობია თუ მეორად საბჭოთა დროინდელ სქელ სინკარებს იშოვი. დაბლა დასაგებადაც კარგია და დღევანდელ ბლოკის კედელს ხო ასი თავით ჯობია.


. აი შენობის გარეთ შიფრით გადახურული კლეტკების მაგივრად პირდაპირ ტიაშკა დასხმულ შემოღობილ და ნახევრად გადახურულ ფართში რომ გაუშვა ღორები არ ჯობია? დაცხებათ შევლენ შენობაში, შეცივდებათ გამოვლენ და იქნებიან თავის ნებაზე.

მე ამჟამად ნახევრად ღია ტიპის საღორეში მყავს ღორები ანუ უკან და გვერდებზე კედელი აქ მაღლა კაპიტალური სახურავი. ხოლო მთელი ერთი გვერდი კი სეტკა აქ აღმოსავლეთის მხრიდან რადგან დილის მზე კარგად ნაწილდება საღორეში და შუადღის მზე კი აღარ ხვდება. ამ ტიპის სადგომშიც კი ივლისიდან მოყოლებული შუადღისით ისე ცხელათ რომ შლანგით ვასხავ ხოლმე წყალს ღორებს გასაგრილებლათ.


100 კვადრატში 40 ღორს რაც შეეხება შესაძლებელია თუ კანალიზაცია იდიალურად გექნება მოწყობილი აი ისე ევრო ფერმებში როა პირდაპირ ცხაურებიან პოლზე რომ ყავთ ღორები და ჭყიპავენ პრემიქსებით. ჩვენ პირობებში კი 100 კვადრატში 40 ღორი ძაან სიმჭიდროვეა და რთული მოსავლელიც იქნება.

მე ეხლა ვაკეთებ მიშენებას და 60 კვადრატში ვვარაუდობ 5 დედა ღორის და 1 კერატის ყოლას თავის 1.5 თვემდე გოჭებით და ისიც იმ შემთხვევაში თუ ერთად არ მოუნდება ყველას გაჩენა და 10 ცალ 2 თვის გოჭს უკვე 10 კვადრატი უნდათ რო თავისუფლად იყვნენ.


Posted by: dvt333 22 Aug 2017, 22:54
vano22
ხოო კიდე, მდინარე ახლოა მარა არ ვიცი ვერ გადამიწყვეტია სარისკო მგონია მდინარის წყლის გამოყენება დაავადებების მხრივ. ისე ეგ კაი მითხარი სწიაშკაზე არ მეგონა მაგდენი თუ მიდიოდა, კაკრას ეხლახანს ვნახე არხებიდან ამოყრილი პლიტები უფუნქციოდ და იქნება დაველაპარაკო მაგაზე, თუ არა და სუ დემონტაჟი დემონტაჟი გაუდით და სინკარზეე ვიჩალიჩებ ისევ. ნახევრად დახურულის გაკეთებაც კარგი იდეაა.

სიცხე ყინვაზე უბედურება ყოფილა ბოლო 1 თვეა ღორებმა ფაქტიურად ვერაფერი შეიმატეს საზაფხულოდ პატარა აუზივით რო გაუჭრა კაცმა ურიგო ნაღდად არ იქნება

Posted by: kaxaberski66 22 Aug 2017, 23:31
dvt333
კომუნისტებს ყველა ღორის ფერმაში ჰქონდათ ბეტონის აუზი ღორებისთვის, სადაც წყალი ესხა იმდენი, რომ ღორი რომ ჩაწვებოდა არ დამხრჩვალიყო. biggrin.gif
თან ნელ-ნელა ღრმავდებოდა. პატარები შედარებით დაბალში გრილდებოდნენ, დიდები უფრო ღრმაში.
ბეტონი მაგარი უნდა იყოს რომ Gორმა ადვილად არ დაამტვრიოს. სიღრმე მაქსიმუმ მუხლამდე.

Posted by: vano22 23 Aug 2017, 00:05
dvt333 მდინარის წყალი კანალიზაციისთვის გჭირდება მეტი არაფერი და თუ რისკის არიდება გინდა საერთოდ ნუ შეიყვან მაგ წყალს შენობაში. უბრალოდ არხით შენობასთან ახლოს ჩამოატარე და სასმელი წყალი თუ მოგდის ის წყალი რომ დააგროვო და ღამით გადარეცხო საღორის საჭირო ადგილები და გაუშვა ეს წყალი კანალიზაციის მაგიერ მდინარეში ამით არაფერი დაშავდება. მართალია უკანონო ქმედებაა მაგრამ არ მგონია მაგაზე ვინმე მოგედაოს თუ ცოტა ფარულად მიწისქვეშა 100 ანი შლანგით გაიყვან ფერმიდან იმ მდინარის წყლის არხამდე კანალიზაციას... აბა უმაგისოდ აყროლდება ყველაფერი და ვერც სანიტარიულ მდგომარეობას დაიცავ. სულ მინიმუმ საბანაო გუბეს რომ დაცლი სად უნდა გაუშვა წყალი. იქვე თუ დაღვრი ყველაფერს და ნაკელსაც მანდვე დააგროვებ ჯერ ხო მთელი სოფლის ბუზები შენთან გადმოსახლდებიან მერე კოღოები მოყვებიან და ბოლოს გოჭის ტოლა ვირთხებიც გაჩნდებიან რაც მდინარის წყალზე ათასჯერ მეტ საფრთხეს შეიცავს.. პრინციპში სასმელი წყლების უმეტესობა მდინარეებიდან მოდის და თუ არტეზიული ჭის წყალს არ მოიხმარ სულ არის საშიშროება რომ წყლით შემოვიდეს რაიმე ავადმყოფობა

Posted by: vixn 23 Aug 2017, 00:40
vano22
ქერი თუ მოიმარაგე და რა ფასში აიღე? ზესტაფონში 50 თეთრი ღირს და დაწევას არა მგონია აპირებდნენ .

Posted by: ghost471 23 Aug 2017, 00:41
dvt333
სიმაღლე 2 მეტრი მეცოტავება 2.20-2,30 კაი იქნება + შახტა დაუყოლე არ დაგიჯდებე ძვირი და თავის საქმეს კარგად გააკეთებს. რა ხარჯებიც შენ დათვალე მშენებლობისთვის მეცოტავება მეე. ჯართებში ნაყიდი მასალა არაა ჯართის ფასი smile.gif + სვარშიკებიც ბლომათ წაიღებენ smile.gif ჩემ სამსახურში დღეში ორჯერ ვარეცხინებ მუშებს და სუნი საერთოთ არ დგას არც ბუზები არიან. თუ იგივეს გააკეტებ შეენც კაი იქნება სისუფთავე ერთ-ერთი მთავარია სულიერი არსებებისთვის biggrin.gif

Posted by: vano22 23 Aug 2017, 09:53
vixn
ქერი წელს მე თვითონ მეთესა და კარგი მოსავალიც ავიღე ამ ქერს ნაწილს ზამთრის პირზე გავყიდი და სიმინდ ხორბალს ვიყიდი ან გადავცვლი პირდაპირ ბაზარზე.

წელს ცუდი მოსავალი იყო დაიგვალა შირაქი
ქერი შირაქში 37-40 თეთრია ხორბალი 30-37

შარშან ბევრად იაფი ღირდა ქერი 35 ხორბალი 30.



ghost471
შახტა რა არის?

Posted by: dvt333 23 Aug 2017, 10:09
vano22
სარწყავი არხი ჩამოდის ზედ 3-4 მეტრაში, მარა არ დავფიქრებულვარ ეს წყალი სად მიდის საბოლოოდ. აბა ვნახავ ერთი და ვაფშე სუ გაშვებული მექნება ცოტცოტა და გადარეცხილსაც და კანალიზაციასაზ იქ ჩავუშვებ, თუ არა და გადარეცხილს მაინც და კანალიზაციისთვის კიდე ტრაქტორს გავაჭრევინებ ბოლო ბოლო რაღაცას. ნაკელს კიდე იქვე ადგილები მაქ და შევიტან ხოლმე სასუქად. სოფლიდან ისედაც კარგა მოშორებითაა სუნი სხვა ფრმებიდან მაინც მოდის. ანა რა და ბედ ბაქტერია მარა მაინც ვერ დავაზუსტე მაგის გამოყეენეების პრინციპი.

ghost471
3 მეტრაც არ აწყეენდათ თავისი კლიმატკონტროლებით და ცხაურებიანი პოლით მარა ამ ყველაფრის ხარჯებზე რო ვიფიქრო სუ ამიცრუვდება გული და თავს დავანებებ. ხოო ბიო უსაფრთხოებაც ნორმებიც თუ გავითვალისინე მაშინ 40 ღორზე 40000ათასი არ მეყოფა და ვისაც შეხება გაქვთ ხო ხვდებით რო იმდენი არაფერი ყრია ამ ღორშიც რო ამდნი ფული აყარო.
მე 1მეტრიან ბუნაგში გაზრდილი ღორიც მინახავს საკმაოდ კარგი შედეგი რო მიუცია, ვაფშე ვიღაცას უდევ იუთუბზე ქართველს სუ ფიცრითააქ მოწყობილი არც სიმაღლე აქ არც სიგანე მარა არსებობენ.
ბალანსი მინდა დავიჭირო, ეს ისეთი საქმეა რო თეორიული დათვლები პრაქტიკულ შედეგთან ყოველთვის შორსაა, ამიტო დიდი რისკები არ მიღირს მოუსინჯავ არა და ზემოთ როგორც ვთქვი მარცვლის დასაყრლად მაინც იქნება ადგილი
* * *
vano22
ვანო ესეიგი უეჭველი ვიშოვი ქერს 40 ში? წესით ხო კაი გამომშრალი იქნება უკვე

Posted by: vano22 23 Aug 2017, 10:32
dvt333
თუ სარწყავი არხია სიკეთესაც იზამ მანდ რომ გაუშვა კანალიზაცია. მერე ნახე როგორ მოსავალს მოიყვანენ მაგ წყლითsmile.gif

მეც მაინტერესებს ეგ ბაქტერია მაგრამ ეჭვი მაქ რომ უბრალო პატარა მატლებია რომლებიც ნაკელით იკვებებიან და რომ თავდება ნაკელი თვითონვე იხოცებიან.

რაც გინდა იყოს არ მგონია 70 სმ სისქის ნახერხის ფენაზე მყოფი ღორი რომ ამ ნახერხში ტუნელებს არ გაიყვანს. მაგას დავუმატოთ ისიც რომ ნახერხში შარდის ან წყლის მოხვედრისას იწყება რეაქციები იწვება ნახერხი და გამოიყოფა ტოქსიკური აირები. არ ვიცი მგონი ვერ უნდა იყოს მთლად უსაფრთხო.


მასე თუ გინდა მეც გეტყვი რომ ჩემ მეზობელს მიწური აქ სულ 1.5 მეტრი სიმაღლით. დაბლა მიწაა და არც სითბოა შიგ და არც ნორმალური სინათლე. ნაფცქვენებით და ტაროებად მიყრილი სიმინდით იმხელა ღორებს ზრდის იმ ჩაჭაობებულ მიწურში რომ გაგიკვირდება. შარშან მუხლამდე ლაფიდან გამოიყვანა უშველებელი ღორი. არ ვიცი საერთოდ როგორ არ ეხოცება მაგ პირობებში. ჩემიდან ცოტა მოშორებით ცხოვრობს ერთი კაცი და რუსულა გოჭებს ყიდულობს ხოლმე საშემოდგომოდ და ყავს ფიცრულ გომურში ამას 1.5 მეტრი არც აქ სიმაღლე. გაზაფხულიდან გაყავს და ტყე ტყე ზრდის ისე რომ არც საფარში შეყავს და არც არაფერს აჭმევს შემოღობილ ბაკში შეყრის ხოლმე ცხვრებივით და ასეთ პირობებში საახალწლოდ 80_120 კილო ხორციან ღორებს ზრდის.

შენ როგორც აპირებ საკმაოდ მოწესრიგებული ფერმა უნდა გამოგივიდეს წესით..

კი მაგ ფასებში უეჭველი აიღებ. სიმშრალით უკვე მშრალი იქნება მაგრამ ცოტას კიდევ დაიკლებს. მიწაზე დაგროვებული და პალატკა გადაფარებული გროვიდან არ იყიდო დანესტილი იქნება და არც რკინის ცისტერნებში და კასრებში ჩაყრილი.. ან გარაჟში ან ოთახში უნდა ეყაროს და თუ ბევრი გინდა თვითმფრინავის ანგრები როა იქიდან გამოიტანე. ქერს ტილზე დააკვირდი ძაანაა წელს ტილი მოდებული

Posted by: dvt333 23 Aug 2017, 11:33
vano22
საერთოდ ძაან არაფერს უნდა გადაყვე კაცი თორე მერე რო არ გამოვიდეს რაღაცა უფრო გული დაგწყდება

Posted by: vano22 23 Aug 2017, 13:21
dvt333

ფერმა ისეთი რამეა სახორცე ღორი თუ არ გაამართლებს სადედეებს მოიყვან ეგეც თუ არ მოგეწონება ძროხას მოიყვან. ძროხა თუ არ გაამართლებს ქათამს მოიყვან და ა.შ.

მე დედა ღორები მყავს გოჭზე ვამუშავებ და თამამად შემიძლია გითხრა რომ თუ ხელ ერთიანად არ გაწყდა სუყველა სხვა შანსი არაა დედა ღორებმა გაზარალონ. ფაქტიურად პირველ თუ ვერა მეორე დაყრაზე უკვე აბსოლიტურად მთელ ჩადებულ თანხას იღებ, ღორებიც მუქთად გრჩება და ფულიც მოგების სახით.

ერთი ეგაა ძაან საწვალებელი საქმეა

Posted by: dvt333 23 Aug 2017, 16:00
vano22
ხოო მასეა, ბოლო წლები სუ მყავდა ხოლმე რაღაც რაოდენობები, ბევრი მართლა არაფერი რჩებოდა მარა ზარალი არ მახსოვს, თან გოჭს სუ ვყიდულობდი. ეხლა კარგი სადედეები მყავ მაკეს ყიდვის ძაან კარგი ვარიანტი მაქ ასევე ერთი სანდო კაცისგან, 4 დედა ღორი რაღაც ეტაპზე შმიძლია სახლში მყავდეეს, მოზარდებისთვის მინდა რო ავაშენო ჯერჯერობით და ვნახოთ აბა რა იქნება. ერთადერთი ვარიანტი რო სუ ნულზე დარჩე კაცი აფრიკული ჭირია და ჯერჯერობით არ მძვინვარებს. დანარჩენი კიდე დროული აცრები და კარგი მიხედვა უშველის ყველაფერს

Posted by: GURAMI2 23 Aug 2017, 16:09
vano22
განაყოფიერებას ხელოვნურად უკეთებ ?თუ ჩვეულებრივ ტახის შენახვა ძვირი არ გიჟდება.

Posted by: vano22 23 Aug 2017, 17:33
dvt333
აფრიკული ჭირი მართლა დიდი საფრთხეა მაგრამ თუ საკარანტინო წესებს დაიცავ არი შანსი რომ აგცდეს ეგ ჭირი.

3-4 დედა ღორი რომ იყოლიო კარგი იქნება სხვა თუ არაფერი შენი გოჭი რომ გყავს ის მაინც იცი რა ჯიშია და თავიდანვე კარგადაც მოუვლი რომ შემდეგ ზრდაში მალე წავიდეს.


GURAMI2 ვცადე ხელოვნური მაგრამ არ დაიდო და ისევ კერატს ვამაკებინე. ჯერჯერობით არაა ჩვენთან ხელოვნური განაყოფიერება იმ დონეზე რომ ღირდეს მაგათ იმედზე ყოფნა. ტახის ყოლა მართალია ძვირი ჯდება მაგრამ მეტი გზა არაა.

Posted by: fattoria 27 Aug 2017, 18:44
QUOTE (ჩაკრულო @ 15 Aug 2017, 23:45 )
giorgiGMMM
თბილისში არ იყიდება. ოდენ დედოფლსიწყაროში, წნორში, თელავში, ახმეტაში, გურჯაანში (2500 სულიან ფერმას ვაჭმევთ ამჟამად სრულად), გორში, ქარელში.

ნუ დისტრიბუციაც გვაქვს და შემიძლია მოგაწოდო ადგილზე.

გურჯაანში სად? ან მისამართი ან ტელ.ნომერი ყიდვა გვინდა და ვერ ვიშოვეთ სელტეკი

Posted by: ჩაკრულო 28 Aug 2017, 15:18
QUOTE (fattoria @ 27 Aug 2017, 18:44 )
QUOTE (ჩაკრულო @ 15 Aug 2017, 23:45 )
giorgiGMMM
თბილისში არ იყიდება. ოდენ დედოფლსიწყაროში, წნორში, თელავში, ახმეტაში, გურჯაანში (2500 სულიან ფერმას ვაჭმევთ ამჟამად სრულად), გორში, ქარელში.

ნუ დისტრიბუციაც გვაქვს და შემიძლია მოგაწოდო ადგილზე.

გურჯაანში სად? ან მისამართი ან ტელ.ნომერი ყიდვა გვინდა და ვერ ვიშოვეთ სელტეკი

გურჯანში მაღაზიებში არ იყიდება, დისტრიბუცია მაქვს მხოლოდ, მანდ თაღლაურას ფერმა რო იყო იქ ვაჭმევთ ახლა 2500 ღორს wink.gif ასე რომ აპრობირებული და ნაცადია ჩვენი საკვები 2kiss.gif

599567131 დამირეკეთ ან მომწერეთ ვაიბერ-ვოთსაფ-ტელეგრამიანად და ხვალე დილითაც ვუშვებ მანქანას და შემილია გამოვატანო თქვენი შეკვეთა


* * *
QUOTE (vano22 @ 23 Aug 2017, 09:53 )
vixn
ქერი წელს მე თვითონ მეთესა და კარგი მოსავალიც ავიღე ამ ქერს ნაწილს ზამთრის პირზე გავყიდი და სიმინდ ხორბალს ვიყიდი ან გადავცვლი პირდაპირ ბაზარზე.

წელს ცუდი მოსავალი იყო დაიგვალა შირაქი
ქერი შირაქში 37-40 თეთრია ხორბალი 30-37

შარშან ბევრად იაფი ღირდა ქერი 35 ხორბალი 30.



ghost471
შახტა რა არის?

რას ამბობ კაცო, აქა ვარ, შირაქში და ვყიდულობ კიდეც და ეგ ფასები უკვე 1 თვეზე ემტია აღარრ არის smile.gif

44 -ად ქერს ვიბარებ და 40 ად ხორბალს

Posted by: Solveig 28 Aug 2017, 15:39
vano22
QUOTE
თუ სარწყავი არხია სიკეთესაც იზამ მანდ რომ გაუშვა კანალიზაცია. მერე ნახე როგორ მოსავალს მოიყვანენ მაგ წყლით

არაა ეგრე.

მე რამდენადაც მახსოვს, ნაკელი იმ დროს შეაქვთ ნიადაგში, როცა მოსავალი აღებულია უკვე. ან კიდევ-გაზაფხულზე, სანამ დათესავენ (მამაჩემს გაზაფხულზე შეჰქონდა ხოლმე).

ანუ, თესვის დროს ეგ ნაკელი უკვე გადამუშავებულია ნიადაგის ბაქტერიებით იმდენად, რომ მაქსიმალურად "შეერგოს" მცენარეს. ყოველთვის შეტანა არაა სასურველი, იმიტომ, რომ შეიძლება, შეაფერხოს კიდეც მცენარის ზრდა.

მეორე ისაა კიდევ, რომ ახალ ნაკელში ყოველთვის არის პათოგენური ბაქტერიები და შეიძლება, პარაზიტებიც იყოს (მით უმეტეს, ღორის ნაკელში), რომელიც კოხტად ჩაირეცხება წყალთან ერთად და დააბინძურებს სხვების ბოსტნების მცენარეულობას.

მესამე- ღორს/სხვა ცხოველს თუ წამლობას უტარებ სხვადასხვა დაავადებების წინააღმდეგ, იმ წამლების ნარჩენებიც შარდთან და ნაკელთან ერთად გამოიყოფა და ეგეც არაა სასურველი, რომ ნიადაგში მოხვდეს.

QUOTE
ღამით გადარეცხო საღორის საჭირო ადგილები და გაუშვა ეს წყალი კანალიზაციის მაგიერ მდინარეში ამით არაფერი დაშავდება. მართალია უკანონო ქმედებაა მაგრამ


მდინარე თუ არის, კიდევ უარესი. მდინარეში ზოგი ბანაობს კიდეც.. ტყუილად კი არაა უკანონო ქმედება.

ბოდიში, ჭკუის დარიგებად არ მიიღო. უბრალოდ, მართლა არასწორი მიდგომაა არხსა და მდინარეში ჩარეცხვა.

Posted by: vano22 28 Aug 2017, 17:08
ჩაკრულო გუშინ წინ ამოვუტანე ახლობელს 3.5 ტონა ხორბალი 37 ში ავიღე არხილოში და 500 კილო ქერი 40 თეთრში.... შენ ადგილზე თუ იბარებ მაგას მოტანის ხარჯიც ემატება და მარტოხელა მოხუცი ვერ დაიწყებს მარცვლის აქეთ იქით ტარებას.

ოფტავშიკები ვინც ვნახე 35 ზე მეტს არავინ არ იხდის
* * *
Solveig
მასე თუა მთელი კახეთის კანალიზაცია რომ ალაზანზეა დაერთებული და თბილისის მტკვარზე რა გამოდის ალაზნის წყალი მოსარწყავად უვარგისია და მტკვარში თბილისს იქეთ არავინ ბანაობს?

მთაში წყალი თუ დაგილევია რა ის სუფთა გგონია? რაც მე დმანისში მდინარეზე გადმოდგმული ტუალეტები მინახავს და მთაში შუა წყალში დაყრილი საქონელი იმდენი სიკეთე შენ და მეbiggrin.gif. .

მართალი ხარ არაა კარგი ფეკალიების წყალში გაშვება მაგრამ მეტი გზა არის? დაავადებების გავრცელებას რაც შეეხება მაგაშიც მართალი ხარ მაგრამ 10 ღორი ამ საერთო სტატისტიკაში გინდ ყოფილა გინდ არა არაფერს ცვლის.

Posted by: Solveig 28 Aug 2017, 20:47
vano22
QUOTE
მთაში წყალი თუ დაგილევია

სადაც დამილევია, იქ ნაღდად არ დადიოდა საქონელი და არც ფერმა ჰქონდა ვინმეს smile.gif

QUOTE
დმანისში მდინარეზე გადმოდგმული ტუალეტები მინახავს

არ მითქვამს, რომ არ მინახავს ხოლმე smile.gif

მაგიტომაც იყო, რომ, ბანაობა თუ გვინდოდა, სათავეში ავდიოდით ხოლმე-სოფლისა და ფერმების ზემოთ.

QUOTE
მართალი ხარ არაა კარგი ფეკალიების წყალში გაშვება

QUOTE
დაავადებების გავრცელებას რაც შეეხება მაგაშიც მართალი ხარ

კარგია, რომ ვთანხმდებით smile.gif

QUOTE
მეტი გზა არის?

ცხადია, როცა სოფელს არ გააჩნია არანაირი კანალიზაცია და ხალხი ჩეჩმებში დადის, იქ გასაკვირი მართლა არაფერია.
მაგრამ, რაღაც გზის მონახვა შეიძლება ალბათ, რომ ღორების ფეკალიებით ბოსტნები არ ირწყვებოდეს და გზაზე არ ჩამოდიოდეს. წუნწუხის საცავს ხომ აკეთებენ ცალკე. ზოგს კიდევ, ბიოგაზის საწარმო აქვს. ჩემი ლექტორი ჩალიჩობდა საქართველოში მაგის გავრცელებას და ეტყობა, არ გაამართლა მაგისმა ბიზნეს-იდეამ smile.gif

QUOTE
მტკვარში თბილისს იქეთ არავინ ბანაობს?

მტკვარს ისეთი ფერი აქვს ხოლმე, რომ მანდ რომ ჩავა საბანაოდ, იმ ხალხის მართლა არ მესმის. smile.gif თუმცა, კი იფიცება მერია-არ ჩადის კანალიზაცია შიგო და რა ვიცი.

Posted by: vano22 28 Aug 2017, 21:29
Solveig

სარწყავ არხში წყლის დებეტი სულ მცირე წამში 50 ლიტრია. მთავარ სარწყავ არხში დაახლოებით 2-3 ტონა წამში.. ეხლა ამ წყალში რომ 12 საათში ერთხელ 200-400 ლიტრი წყალი ჩაღვარო რომელშიც ფეკალიების წილი მაქსიმუმ 20% იქნება არ მგონია ამან რაიმე სერიოზული დაბინძურება გამოიწვიოს.. ჭიის კვერცხები და დაავადებების გამომწვევები მიწაში ისედაც ბლომადაა და ჯანმრთელი ღორის ფეკალიებში კი გადამუშავებული მარცვლეულის მეტი არაფერია.

ბიოგაზის საწარმოებლად ღორის ფეკალიები არ მგონია გამოსადეგი იყოს რადგან საქონლის ნაკელში ბევრად მეტია გადაუმუშავებელი გაზ წარმომქმნელი მასა და ღორის ჰა ჰა ჟიჟა გააკეთო რაც არც თუ ისე სასიამოვნო საქმეაsmile.gif

ეხლა ვერ მოვძებნი მაგრამ იუთუბზე ვნახე პირდაპირ ფერმიდან გამოტანილ ნაკელს როგორ აზავებდნენ წყლით და მაშინვე ასხურებდნენ ამ მასას კულტურულ საძოვრებზე..



აბა სად ჩადის თბილისის კანალიზაცია თუ არა მტკვარში?

Posted by: KasperRiters 28 Aug 2017, 21:49
vano22

მტკვარში ჩადის. თუმცა ეს სერიოზული პრობლემაა ეკოლოგიისთვის. ჯვპ-ს სახელმწიფომ დაუდო პირობა რომ უნდა გამოაცალკევოს კანალიზაცია თბილისში და აღარ ჩაუშვას მტკვარში, პლუს აღადგინოს გარდაბანში მდებარე გამწმენდი ნაგებობა და ეს წყალი იქ გაასუფთაოს და მხოლოდ ამის მერე დააბრუნოს მტკვარში. როგორც ვიცი თბილისის 2012 წლამდე საზღვრებში კანალიზაციის მტკვარში ჩადინება ინდივიდუალური გამონაკლისების გარდა აღარ ხდება

მდინარეების და წყალსატევების დაბინძურება ცუდი რამეა. შენი წილი კი ცოტაა მაგრამ ყველასი ერთად აღებული აღარ გამოდის ცოტა. თუმცა იქ სადაც კაზრეთები და მსგავსნი მასიურად წამლავენ გარემოს, შენი ღორების კაკაშკები რა მოსატანია biggrin.gif ბიომასა მაინცაა

Posted by: vixn 28 Aug 2017, 22:47
vano22
როგორი შედეგი აქვს შენს ღორების ფერმას? იმერეთში ამბობენ, ერთი დედა ღორი 2 დედა ღორს ინახავსო, ანუ იმ ორი ღორის შემოსავალი სუფთა მოგებაა. არის მასე შენ შემთხვევაში?

Posted by: 5nizza 28 Aug 2017, 23:18
vano22


მაიცა კაცო რა ეკოლოგია და ერნესტ ჰეკელი აგიტყდათ. რაღაც მინდა გკითხო ღორმა დამიყარა (11 ეყოლა პირველზე ხელოვნურით თუ გაინტერესებს ) ხოდა მისდგა კედლებს და ჭამს , უეჭველი რაღაც ვიტამინი უნდა და რა მივცე ?

ერთი ღორი მყავს პირველზე დაყარა 7 მარა აღარ ახურდა მეორეზე რისი ბრალია ? ორ რამეს ვაბრალებ პირველი ის რო ზაფხულია და ცხელა , მეორე ის რომ ძუძუები ქონდა დასიებული უკანა ეტყობა ხსენი დარჩა და სანამ გაიწოვს არ ახურდა . წამალიც გაუკეთე ასახურებელი და მაინც არ ქნა .

გეხვეწები დაწერე რას ფიქრობ


* * *
vixn


გააჩნია როგორ უვლი და რას აჭმევ საქმე გესმის თუ არა მამამჩემი ზარალობს რაც დაუთვალე და თუ ცოდნა არა გაქვს ვიღაცის ნათქვამზე მასე რა უნდა გითხრას ვანომ

Posted by: vano22 28 Aug 2017, 23:24
vixn
ჩემი ღრუტუნების საქმეს ჯერ ჯერობით კარგი პირი უჩანს მაგრამ ჯერ ისევ დაკვირვების პროცესშია ეს საქმე.

ჩემთან ასე ამბობენ " გოჭების ერთი დაყრა დედისაა მეორე პატრონისაო" და ასეცაა როგორც პრაქტიკიდან გამოჩნდაsmile.gif


KasperRiters
მაგ გამწმენდი ნაგებობების შესახებ მეც მსმენია და მგონი სწორედ ჯვპ ს უჩიოდა მოსახლეობა რომ მზეზე აშრობს გაწმენდის შედეგად დარჩენილ მასას და საშინელი სუნი და ანტისანიტარიააოsmile.gif

საკითხავი ისაა მართლა ისე წმენდენ წყალს როგორც საჭიროა (რაშიც ძალიან ეჭვი მეპარება) თუ ეგეც ერთ ერთია იმ მრავალი ფულის საჭრელი კომპანიებიდან ვითომ რომ საქმეს აკეთებენ და სინამდვილეში ერთი ჯიბიდან მეორეში გადააქვთ ფულები..

მეც მაგას ვამბობ რომ 10-20 ღორი ვერ დააბინძურებს გარემოს. აი მგონი ამერიკაში იყო ერთი დიდი ბოინი დააჯარიმეს რომელსაც მთელი ატხოდების და კანალიზაციის იმხელა ტბა ქონდა დაგუბებული რომ კუს ტბაზე დიდი თუ არა პატარა ნამდვილად არ იქნებოდა.



Posted by: ჩაკრულო 28 Aug 2017, 23:25
vano22
მამიტა მაშინ მე მაგ ფასებში და ჩავიბარებ რაღასა სწვალობ კავო?smile.gif)

5nizza
კალცი აკლია ძიავ, დიკალცი ფოსფატი მიეცი ან უკეთესია ფინანსურად კირქვა გაურიე საკვებშიი დაახლოებით 1-1.2%

Posted by: 5nizza 28 Aug 2017, 23:33
ჩაკრულო


გაიხარე ჩემმა მზემ მეც ეგრე ვიფიქრე.

ვანო ხელოვნური ვის გააკეთებინე მე Georgian Genetics -და პირველზე 11 დაყარა მეორეც ხელოვნურზე მყავს ოქტომბერში უნდა დაყაროს და თუ დაყარა მაგანაც 10-12 მაშინ კარგად აკეთებენ და ტყუილად აიღე ხელი ხელოვნურზე


Posted by: vano22 28 Aug 2017, 23:37
5nizza ვაა გილოცავ კაი საყვარლები იქნებიან პატარა გოჭუნებიsmile.gif ესეიგი. ვეტ აფთიაქში მიდი და ვიტაპლასტინი უყიდე 1 კგ ქაღალდის პაკეტებშია და შეიცავს კალციუმს და მინერალურ მარილებს რაც საჭიროა დედა ღორის მინერალების ნაკლებობის აღსადგენად და რძეში სასარგებლო მინერალების კონცენტრაციის მოსამატებლად.. დღეში 1 სუფრის კოვზი აურიე საჭმელში და ისე აჭამე დილაობით. მაგასთან ერთად საღამოს 1 სუფრის კოვზი რძის მოსამატებელი დროჟი მიეცი ( თვითონ მიხვდებიან რაცაა) .


გოჭებს მეხუთე დღეს თითო გრამი რკინის ვიტამინი გაუკეთე და მეოცე დღეს 2-2 გრამი. წყალი სულ ედგათ დედასაც და გოჭებსაც და 1 კვირისები რომ გახდებიან პრესტარტი სელტეკ+ ი უყიდე და ცოტ ცოტა მიაჩვიე ჭამას.




Posted by: 5nizza 28 Aug 2017, 23:43
vano22


გაიხარე და ბარაქა
პირველზე არ მიმცია სელტეკი მარა კარგები გახდნენ . მისმინე რამდენ ხანში ავსხლიტო რას მირჩევ და იმ მეორეს რა უყო მე მგონი გაბერწდა ეგ ჩემანალა biggrin.gif

Posted by: vano22 28 Aug 2017, 23:46
ჩაკრულო
სად გაქ ჩამბარებელი პუნქტი და რა რაოდენობაზე მუშაობ?


5nizza

კარგი მერძეული ღორი გყოლია დამატებითი საკვები თუ არ დააჭირვა გოჭებს.

ასხლეტა დედა ღორზეა დამოკიდებული სანამ რძე ექნება აწოვე და 1 თვე არ ააცილო 1 თვე და 2 კვირა თუ აწოვა სუპერი გოჭები იქნებიან.


მეორედ რომ არ ახურდა ეგ უამრავი მიზეზით შეიძლება იყოს გამოწვეული როგორც საშვილოსნოში მიმდინარე ანთებითი პროცესებით (ამ შემთხვევაში უკნიდან გამონადენი ექნებოდა) ასევე თუნდაც სტრესული ფაქტორითაც.. ახურებას არ დაუცადო შეაგდე კერატთან და ის მიხედავს საქმეს მართალია არ იმაკებს მაგრამ დიდი შანსია "თერაპიული კურსის" შემდეგ 20_22 დღეში ახურდეს.. ისიც საკითხავია რა დრო გავიდა გაჩენიდან დღემდე?

Posted by: ჩაკრულო 28 Aug 2017, 23:55
QUOTE (5nizza @ 28 Aug 2017, 23:43 )
vano22


გაიხარე და ბარაქა
პირველზე არ მიმცია სელტეკი მარა კარგები გახდნენ . მისმინე რამდენ ხანში ავსხლიტო რას მირჩევ და იმ მეორეს რა უყო მე მგონი გაბერწდა ეგ ჩემანალა biggrin.gif

ასხლეტით 21-ე დღეზეც შეგიძლიაwink.gif მაგრამ ცოტა სხვა პროფედირები უნდა იქამდე5-10 დღეზე გოჭებს უკვე უყრი სელტეკს, იკმაკნებიან 14-ე დღიდან იწყებენ კარგად ჭამას და 21 ზე ასხლიტე არაა პრობლემაwink.gif და გაუგრძელე პრესტარტერი 38-40 დღემდე

Posted by: 5nizza 29 Aug 2017, 00:04
ჩაკრულო


პირველზე პრესატრტი არ მიმიცია არანაირი საკეკნად ქერს ვაძლევდი . 1,5 გავყიდე და 12 კილოები იყვნენ თან მამალი ძმა იყო შემთხვევით გადააჯდა biggrin.gif

ეხლა შევხედავ არა მგონია მაინც მივცე ან პრესტარტი ან სელტეკი 18 ში ეყოლა 8 დღისები არიან ქერს დაუყრი ხოლმე .


Posted by: ჩაკრულო 29 Aug 2017, 17:38
vano22
ბოდიში ახლა ვნახე, დედოფლისწყაროში არის ჩემი ქარხანაც და მიმღებიპუნქტიც

Posted by: ჩაკრულო 31 Aug 2017, 01:24
QUOTE (5nizza @ 29 Aug 2017, 00:04 )
ჩაკრულო


პირველზე პრესატრტი არ მიმიცია არანაირი საკეკნად ქერს ვაძლევდი . 1,5 გავყიდე და 12 კილოები იყვნენ თან მამალი ძმა იყო შემთხვევით გადააჯდა biggrin.gif

ეხლა შევხედავ არა მგონია მაინც მივცე ან პრესტარტი ან სელტეკი 18 ში ეყოლა 8 დღისები არიან ქერს დაუყრი ხოლმე .

პრესტარტერის ერთ ერთი მთავარი მიზანი და დანიშნულებაა რომ კუჭის მიკროფლორა მოუწესრიგოს ცხოველს რომ მან შემდგომში საკვები კარგად გადაამუშაოს, ასევე ვაძლევთ იმ საჭირო ელემენტებს რაც სჭირდებათ, მაგალითად მე პრესტარტერში 10% მდე შრატის ფხვნილს ვაძლევ, ლაქტოზისთვის რაც დაჟე 2-2.5 თვემდე აუცილებელია ფერმენტაციისთვის, მერე კი პირიქით უარყოფიგადაც კი მოქმედებს

Posted by: vano22 1 Sep 2017, 18:07
ჩაკრულო
დედოფლისწყარო დიდია კონკრეტულად სად?

Posted by: ჩაკრულო 1 Sep 2017, 20:59
vano22
ქ. დედოფლისწყარო, ტარიბნის გადასახვევი, G-ეკონომის კალონკის მიმდებარედ smile.gif
ოფისი: ქ. დედფოლისწყარო, რუსთაველის 24 biggrin.gif

Posted by: Davidex 1 Sep 2017, 23:08
-> ამაზე უფრო უკეთეს ღორების ფერმას ვერ ნახავთ საქართველოში: http://parliament.ge

yes.gif

Posted by: levani169 2 Sep 2017, 10:39
QUOTE
ამაზე უფრო უკეთეს ღორების ფერმას ვერ ნახავთ საქართველოში: ღორების ფერმა #1

ვაუ,გავშტერდი,რა ტექნოლოგიებით და რა კომფორტ-პირობებით აღჭურვილი საღორეა,აი მესმის პატრონი რომ ჰყავთ!
* * *
vano22
ჩაკრულო
მეგობრებო ჩემი ღოჭუნები აგერ უკვე სადღაც 3-4 თვისები არიან,ეს ერთი თვეა გროუერს ვაჭმევ ზრდის დასაჩქარებლად და კიდევ ერთი თვე ვაპირებ მერე ნატურალურ საკვებზე გადავიყვან და რას მირჩევთ,ისევ გროუერი მივცე თუ რამე უკეთესია,თელავში რომ იღებოდეს ოღონდ.(ცოცხალი წონა 30 კილო გამოვა თითო)

Posted by: dvt333 2 Sep 2017, 18:27
levani169
3 თვისები არიან თუ 4ის?. 4თვისთვის 30 კილო ცოტაა და თან თუ გროუერს აძლევ მაშინ არ გყოლია მაინცდამაინც კარგი ჯიშისები. ან რა გროუერს აძლევ მზას თუ პრემიქს და შენ ურევ? რომელი ფირმისაა? ერთი თვე გროუერის ნორმალურად ჭამით კი უნდა აეღოთ ერთი 20 კილო. მარა სიცხეა რავი ტან გააჩნია სად და როგორ პირობებში გყავ თან თუ დიდი შეედეგი არ ააქ რათ გინდა რო ძვირიანი საკვები მისცე აიღე ხორბალი ქერი სიმინდი ცოტ ცოტა კოპტონი და ეგაა

Posted by: levani169 2 Sep 2017, 18:37
dvt333
4 თვისები ალბათ,ბაზარზე ვიყიდე და ორი თვეა უკვე.
გროუერი ბოლო ერთი თვეა დავაწყებინე,თანაც 1/1-ზე ვურევ ხორბლის ნაფქვავში,მზას ვყიდულობდი... ნუ ორჯერ ვიყიდე თითო ტომარა,ერთი თელეთის წარმოების ძალიან კარგი ხარისხის იყო და მეორე სხვა მწარმოებლის ისე რა ხარისხის.
დაახლოებით 16-18 კილო მოიმატეს რაც გროუერზე გადავიყვანე,მითუმეტეს სრულ რაციონზე არ მყავს,ასე რომ კმაყოფილი ვარ.
ოჯახისთვის მინდა ისე რომ იანვარში 50-60 კილოები გახდნენ და მიღირს ზრდა დავაჩქარო მანამდე!

Posted by: vano22 2 Sep 2017, 19:25
levani169
თელეთის პრემიქსი არის ნაგავი.

თუ გინდა რომ რეალური შედეგი მოგცეს დახარჯულმა თანხამ უნდა იყიდო პიგ მაქსის პრემიქსები მაგის გარდა 5 სახეობის პრემიქსი მაინც გამოვცადე და პიგ მაქსთან ვერცერთი ვერ მოვა.. თელეთისა აღარ იყიდო ჯერ ხო ცარიელი ქატო და კოფტონია და არც გემო უვარგა.

4 თვის 30 კილო მართლა ცოტაა უზარდელები მოუყიდიათ. აბა ფოტო მოგვაშველე იმას მაინც გავიგებთ რა ჯიშია
* * *
აი როგორი გახადა 2 თვის გოჭი ჯერ სელტეკმა და მერე პიგ მაქსმა


პს . გაზაფხულის ფოტოაuser posted image

Posted by: levani169 2 Sep 2017, 22:26
vano22
აი ფოტოზე პირველი ტომარა რომაა "ინვეტ ფუდი",ეგ არ მომწონს ეხლა ვათავებ,უშნოდაა დაღერღილი,დაჟე მთლიანი მარცვლებიც ურევია ხორბლის.პიგ მაქსი კიდევ ორჯერ ვიყიდე 3.50 ღირს კილო,1/10 გავურიე და აშკარად ამ კომბინირებულ გროუერს უფრო კარგად მიირთმევენ.დაჟე ორ-ორი მილილიტრი რკინაც გავუკეთე მარა რაღაცნაირი უჭმელი გოჭები იყვნენ.
თქვენებური (ახმეტელი) კაცისგან ვიყიდე თელავში,კარგი რუსულები არიან მარა აზიზი მჭამელები.

Posted by: vano22 2 Sep 2017, 23:13
levani169
მაგ ინვეტს ფეისბუქზეც კი მივწერე გამოასწორეთ ეგ ნაკლი თორემ კლიენტებს დაკარგავთ მეთქი და მომწერეს წისქვილის ახალი ცხაურები უკვე შევუკვეთეთ და მალე გამოვასწორებთ დაფქვის ხარისხსო. როგორც ჩანს სულ კიდიათ მომხმარებლის აზრი.. თან პრემიქსს რა უჭირს მაგათ პრესტარტშიც რომელიც გოჭს 7 დღიდან უნდა აჭამო დაუტეხავი ხორბლები და ოთხად დატეხილი სიმინდები ყრია. წარმოიდგინე 2 კილოიან გოჭს ეგ რომ აჭამო როგორ მოინელებს მოკვდება მაშინვე.

აბა როშის ცოტა წყლით მოსველება ცადე იქნებ მასე მოეწონოთ. ჭიამაც იცის უმადობა და სველში ან ბნელში თუ გყავს მაგანაც. თუ ცხელათ მაგ შემთხვევაში 50% ით ამცირებენ ჭამას.

Posted by: kaxaberski66 2 Sep 2017, 23:37
vano22
levani169
მე ჩემთვის თუ გავზრდი, არავითარ პრემიქსს არ მივცემდი. ნატურალური საკვებით გავზრდიდი.
პ.ს. თქვენი გაზრდილი ღორების ხორცის მწვადს არ შევჭამ. biggrin.gif

Posted by: levani169 2 Sep 2017, 23:41
vano22
QUOTE

მაგ ინვეტს ფეისბუქზეც კი მივწერე გამოასწორეთ ეგ ნაკლი თორემ კლიენტებს დაკარგავთ მეთქი და მომწერეს წისქვილის ახალი ცხაურები უკვე შევუკვეთეთ და მალე გამოვასწორებთ დაფქვის ხარისხსო. როგორც ჩანს სულ კიდიათ მომხმარებლის აზრი.. თან პრემიქსს რა უჭირს მაგათ პრესტარტშიც რომელიც გოჭს 7 დღიდან უნდა აჭამო დაუტეხავი ხორბლები და ოთხად დატეხილი სიმინდები ყრია. წარმოიდგინე 2 კილოიან გოჭს ეგ რომ აჭამო როგორ მოინელებს მოკვდება მაშინვე.

ტიპიური ქართულბიზნესური დამოკიდებულება საქმისადმი,როგორც წესია!მე ტომრის გაუხსნელად და შეუმოწმებლად საკვებს აღარ ვიყიდი შანსი არაა.ხორბალი და მარცვალი რომ მინდოდეს სახლშიბ ისედაც მაქვს ოთურბიზს კი არ მივცემდი! facepalm.gif
QUOTE
აბა როშის ცოტა წყლით მოსველება ცადე იქნებ მასე მოეწონოთ. ჭიამაც იცის უმადობა და სველში ან ბნელში თუ გყავს მაგანაც. თუ ცხელათ მაგ შემთხვევაში 50% ით ამცირებენ ჭამას.

რას ამობ ოო,მეზობლები ბალღებ არ უვლიან ისე მე რო მაგათ ვუვლი.ერთი კოპტონი უნდა ავურიო,ვცადო ეგეც ერთი,ბალახი უყვართ ძალიან მაგრამ სადაა ბალახი,არაა ბალახი! biggrin.gif

Posted by: ჩაკრულო 3 Sep 2017, 01:00
levani169
ძიავ ეგ არაა კარგი შედეგი და თუ სახლისთვის გინდა საერთოდ მაგ კორმას ნუღარ იხმარ, ანუ გროუერსsmile.gif უფრო "იაფი" დაგიჯდება

გროუერი მზა 0.95 ხოლო 25% იანი 1.80₾ იყიდება კაი ხალხზე და 3.50₾ რა უბედურობაა კაცო სად მიაგენი?smile.gif)

vano22
მიხარია სელტეკი რო ასე მოგეწონა
* * *
ინვეტის ეგ პრობლემა სეტკუს ბრალი იქნება, ძირითადად მაინც ბროილერზე მუშაობენ და ბროილერში ალბათ 8 მილიმეტრიანს ხმარობენ.

თელეთისა ცუდიაო რომ ამბობთ რომელს გულისხმობთ? როსტერი ცუდი არ იქქნება, ნანახი მაქვს და ვიცი მათი რაციონი

Posted by: SkitterZ 3 Sep 2017, 02:33
ყოველთვის მინდოდა არაადექვატური პოსტი დამედო შეუსაბამო თემაში


ოცნება ავიხდინე yes.gif მადლობა

Posted by: vano22 3 Sep 2017, 03:05
SkitterZ
გილოცავ. მაღარიჩს არ კისრულობ?smile.gif


kaxaberski66
მართალი ხარ
მაგრამ

შენი ტანსაცმელი თუ ჩინური საღებავით არის შეღებილი იცი რამდენ მომწამვლელ ნივთიერებებს შეიცავს? ხელსაბანი საპონი ხელიდან მხოლოდ 95% სცილდება ცივი წყლით დაბანისას და ის 5 პროცენტიც ტოქსიკურია.. ჭურჭლის სარეცხი ჟელეები ხომ მთლად სასიკვდილო იარაღია.

საკვებზე აღარც მაქ ლაპარაკი 1 ბოთლი კოკაკოლა ათჯერ მავნე მაინცაა ვიდრე პრემიქსზე გაზრდილი მთლიანი ღორი. საღეჭი რეზინი და კბილის პასტა საყლაპავის კიბოს იწვევსsmile.gif ასე თუ მივყევით ყველაფერი შხამია მაგრამ ადამიანის საშუალო სიცოცხლის ხანგრძლივობა კი იზრდება და იზრდებაsmile.gif

levani169
იონჯის პრესი მიუყარე ჩემებს ძაან უყვართ.

კარგად დაფიქრდი და იპოვი უმადობის მიზეზს ხო იცი უმიზეზოდ ღორი საჭმელს არ წუნობს.


ჩაკრულო
კარგია და იმიტომ მომეწონა თორემ რატო მილკივინზე არ ვამბობ კარგიაო კინაღამ დამიხოცა გოჭებიsad.gif


ინვეტი გასაგებია ბროილერზე რომ მუშაობს მაგრამ როცა მისი პროდუქცია მაღაზიაში გოჭის პრესტარტის ეტიკეტით იყიდება ამაზე ვიღავმცამ უნდა აიღოს პასუხისმგებლობა რადგან ეგ გოჭისთვის უვარგისია.


მგონი როსტერია მოშაო პრემიქსია თეთრ ტომრებში მე არ მომეწონა კუჭს უშლის ღორებს და არც არაფერი შედეგი არ მომცა

Posted by: ჩაკრულო 3 Sep 2017, 08:59
SkitterZ
ადე ძღენო, ბერლინში ვართ

შენზე არაფერი მიიღო, უბრალოდ ასე მოყვა ერთმა ჩემმა სოფლელმა კაცმა ბერლინის აღების ოპერაცია

Posted by: levani169 3 Sep 2017, 11:32
ჩაკრულო
QUOTE
ძიავ ეგ არაა კარგი შედეგი და თუ სახლისთვის გინდა საერთოდ მაგ კორმას ნუღარ იხმარ, ანუ გროუერსsmile.gif უფრო "იაფი" დაგიჯდება

გროუერი მზა 0.95

თელავში გაქვს გასაყიდი წერტილი და სახლისთვის თუ გინდა არ გირჩევო,ბოლო ორი თვე რომ მხოლოდ ენკოლოგიურ საკვებზე მყავდეს არ განიწმინდებიან ვითომ?
vano22
QUOTE

კარგად დაფიქრდი და იპოვი უმადობის მიზეზს ხო იცი უმიზეზოდ ღორი საჭმელს არ წუნობს.

აი ეხლა ვენახს რომ ჩამოვკრეფავ გავუშვებ კაი ნახევარ ჰა შემოღობილი მაქვს სამაგათოდ და მერეც ნუ მომატებიათ ჭამის მადა ნახავენ ესენი!
აი ჩემი გოგონებიც;http://www.picz.ge
http://www.picz.ge

Posted by: ჩაკრულო 3 Sep 2017, 11:35
levani169
ზოგადად ბიო მეურნეობების კუთხით მეცხოველეობაში დასაშვებია 3 თვიანი მორატორიუმი, ანუ თუ ბოლო 3 თვეს ბიო საძოვარზე ან საკვებზე გყავს პირუტყვი თვლიან ბიოდ

Posted by: la reine 3 Sep 2017, 20:41
უი, სხვა დავთაგე:/


levani169



უაიმე ლევაანsmile.gif

რა ლამაზი ღრუტუნები გყოლია..

მუსიკის როლზე რას ფიქრობ?user.gif

არ აჭამო რა ეგ რაღაც პრემიქსი თუ როგორცაა...რატო გვკლავთsad.gif

Posted by: levani169 3 Sep 2017, 20:55
la reine
QUOTE
უაიმე ლევაანsmile.gif

რა ლამაზი ღრუტუნები გყოლია..

ეხლავე იცოდე,იანვრის რომელიღაცა დღეს პური არა ჭამო.(კახური დაპატიჟებაა) biggrin.gif
QUOTE

მუსიკის როლზე რას ფიქრობ?user.gif

არ აჭამო რა ეგ რაღაც პრემიქსი თუ როგორცაა...რატო გვკლავთ

მუსიკა კი,კარგია და იქნება შენ რომ გაგათხოვებთ მაშინ! biggrin.gif ნუ გეშინია,საკუთარ თავს არ გავიმეტებ მოსაწამლად,გაიზრდებიან და გაეკოლოგიურდებიან ისევ,ისეთი ხორბალი და სიმინდი ელოდებათ ბოლო ორი თვე რომ!

Posted by: la reine 3 Sep 2017, 21:04
levani169

ა, ანუ კახეთში მეპატიჟები საშობაოდ ხო?smile.gif

ძაან მაგარია..


მაგ რაღაცას ორგანიზმიდან როგორ გამოდევნიsad.gif
აუუ კაი რა..
მეგონა ადგილობრივი ღორები ბუნებრივად იზრდებოდნენ:/
გამიტყდა

Posted by: ჩაკრულო 4 Sep 2017, 00:00
QUOTE (la reine @ 3 Sep 2017, 20:41 )
უი, სხვა დავთაგე:/


levani169



უაიმე ლევაანsmile.gif

რა ლამაზი ღრუტუნები გყოლია..

მუსიკის როლზე რას ფიქრობ?user.gif

არ აჭამო რა ეგ რაღაც პრემიქსი თუ როგორცაა...რატო გვკლავთsad.gif

არ ვაჭმევთ და შიმშილი დახოცავთ

Posted by: ucxo777 4 Sep 2017, 09:19
Chemi gojebi kujshi aishalnen da titqmis agar jamen kargat,cotas ikmaknebian.iqneb mirchiot rogor vushvelo rame wamali tu aris?

Posted by: vano22 4 Sep 2017, 11:07
ucxo777
წამლების მეტი რაა მაგრამ ჯერ რა ასაკისებია ეგ თქვი და რა მიზეზით აეშალათ კუჭი საკვებისგან სისველისგან სიცივისგან თუ ინფექციურს ეჭვობ?.






პს... ეს არ წაიკითხოთ თუ ახალ გაჩენილი მშიერი გოჭი არ გყავთ!!!


ბარემ აქვე დავწერ და იქნებ ვინმეს გამოადგეს რადგან მე ძალიან გამიჭირდა ადრე ახალ დაბადებული გოჭის გაზრდა რადგან ვერსად ვნახე საჭირო საკვების და დოზირების ცხრილი...
..



ახალ გაჩენილი გოჭის გამოკვება ხდება იმ შემთხვევაში თუ დედა ღორს რძე არ აქ, ან ბევრი გააჩინა და ყველას ვერ აწოვებს ამ შემთხვევაში ჩვენ უნდა ვიყოჩაღოთ..


აუცილებელია დაბადებისთანავე კარგად გავამშრალოთ, დავუმუშავოთ ჭიპლარი და ჩავსვათ დათბუნებულ ყუთში რადგან როცა დაბადებიდან 1 საათი და მეტი ვერ იღებს ხსენს მაგ შემთხვევაში ძალიან უჭირს გოჭს ტემპერატურის შენარჩუნება და ამისთვისაა საჭირო თბილი ყუთი...

არის შემთხვევები როდესაც დედა ღორი მთელი ღამე თითო საათის ინტერვალით აჩენს გოჭებს ამიტომ ვერ დავუცდით თუ როდის მორჩება მშობიარობას რომ შემდეგ ერთად მივუშვათ გოჭები მოსაწოვებლად..

გაჩენისთანავე გოჭის დედაზე მიშვებას არ აქ აზრი რადგან კოორდინაცია დარღვეული აქ გოჭს და ტყუილად დახარჯავს ენერგიას ბანცალში. გაჩენიდან 1 საათში გოჭი უკვე მყარად დგას ფეხზე და შეგვიძლია მივუჩინოთ თავისი ადგილი ცურთან. დიდი შანსია ძუძუს დვრილები გაჭედილი იყოს ამიტომ უნდა მოვბანოთ წყლით და ერთი გამოწველა გამოვწველოთ სადინარის გასახსნელდ. შემდეგ გოჭს მივიყვანთ ამ ძუძუსთან და ის თვითონ მიხედავს..

თუ არსებობს ზემოთ აღნიშნული ფაქტორები ან სხვა რაიმე მიზეზი რის გამოც იძულებულები ვართ გოჭი ხელოვნურად გამოვკვებოთ ამისთვის გაჩენიდან 1 საათის შემდეგ ანადუღარ და 40 გრადუსამდე გაგრილებულ 100 გრამ წყალში ვხსნით ბავშვის საკვებ ხელოვნურ რძის ფხვნილ ნუტრილაკ N1 ს 3 კოვზს. (კოვზი პაკეტში მოსდევს) და ვასმევთ გოჭს 5 გრამს. გოჭი არც სოსკიდან მოწოვს და არც ჯამიდან დალევს მას 5 გრამიანი შპრიცით უნდა მივუტანოთ რძე პირთან და რომ წაავლებს პირს ნელ ნელა მიაწვებით დგუშს და გოჭი თვითონ დალევს რძეს.. (შპრიცი უნემსო უნდა იყოს და პირში 2-3სმ სიღრმემდე უნდა შეყოთ) შემდეგ ვაბრუნებთ გოჭს ყუთში და ერთი საათის შემდეგ ისევ ვაჭმევთ ახალ მომზადებულ რძეს 37-38 გრადუსიანს ახლა უკვე 10 გრამს. შემდეგ 3 საათი ვასვენებთ და ისევ ვაჭმევთ 15 გრამს. ასე 5-5 გრამის მატებით უნდა კვებოთ თუ გოჭი ძაან პატარა და სუსტია 0.5-0.7 კილო 20 გრამ რძემდე. თუ 1-1.3 კილოა 35 გრამამდე. თუ 3 კილოა (ჩემმა გააჩინა ამ გაზაფხულს სამი და სამას გრამიანები. ამ შემთხვევაში ყოველ სამ საათში ვზრდით 5 გრამის ნაცვლად 10 გრამით 50-60 გრამამდე. ეს დოზირება ეყოფა პირველი 2-3 დღე. შემდეგ აწონით და ყოველ მომატებულ 100 გრამ წონაზე 3 გრამ რძეს დაუმატებთ. როგორცკი გოჭი გახდება 1 კვირის უდგავთ წყლის ჯამს და საკვებურში უყრით ძალიან ცოტა სელტეკ+ ს დაახლოებით ნახევარ ჩაის კოვზს. (თუ ვერ მიხვდა რომ იჭმევა ხელით ჩააყარეთ პირში რომ გემო გაიგოს) ამავე დროს ისევ ვაგრძელებთ რძის მიცემას და სელტეკის დოზირებას ვზრდით ჯერ ერთი ჩაის კოვზით და ვუყრით ყოველ 3-4 საათში ერთხელ.
მეორე მესამე დღეს ორ ჩაის კოვზს აჭმევთ
მესამე დღეს შეხედავთ და თუ სუმთელს კარგად ჭამს კიდევ ვზრდით 3 ჩაის კოვზამდე და შემდეგ მეოთხე დღიდან ნებაზე აჭამეთ თუ კუჭის აშლა შენიშნეთ მაშინვე შეამცირეთ დოზირება ხოლო რძის ჭმევა სელტეკის დოზირების გაზრდის უკუ პროპორციულად უნდა შეამციროთ.



საბეკონე ღორები ძალიან ცოტა რძეს გამოიმუშავებენ და მიუხედავად იმისა დედა აწოვებს თუ არა მაინც აუცილებელია დამატებით გამოვკვებოთ ხელოვნური რძით ხოლო მეშვიდე დღიდან სელტეკით 1 თვემდე.. ..




ხელოვნური რძით გამოკვება ძალიან ძვირი ჯდება ამიტომ მომავალ წლამდე ვეცდები ძროხის რძის გამოყენებას მაგრამ აქამდე ნაცადმა დოზირებებმა და წყალში გაზავებამ შედეგი არ გამოიღო ძალიან უშლის კუჭს გოჭებს..

..თუ იცით ვინმემ ძროხის რძე რა დოზირებით ეჭმევა გოჭს ან რა განზავებით დაწერეთ მე მოხდაც ვცადე ერთი ერთზე წყალში გაზავებაც და შრატის მიცემაც მაგრამ ჯერ ჯერობით არ მაქ კარგი შედეგი.
* * *
levani169
კაი ბურვაკებია რას ერჩიsmile.gif

Posted by: ghost471 4 Sep 2017, 13:28
vano22
..თუ იცით ვინმემ ძროხის რძე რა დოზირებით ეჭმევა გოჭს ან რა განზავებით დაწერეთ მე მოხდაც ვცადე ერთი ერთზე წყალში გაზავებაც და შრატის მიცემაც მაგრამ ჯერ ჯერობით არ მაქ კარგი შედეგი.
* * *
მე გავზარდე 1-1-ზე დოზირებით არ ვიყავი უკმაყოფილო. ალბათ შენი ძღოხის რძე უფრო ცხიმიანია

Posted by: vano22 4 Sep 2017, 13:39
ghost471
ცხიმიანი რძე იყო მაგრამ ანადუღარი და მოხდილიც ვცადე და საერთოდ ვერ ინელებდნენ ეგრევე თეთრად ასხავდნენ უკნიდან.


სხვა ძროხის რძეც უნდა ვცადო შეიძლება მართლა ამ ძროხის ბრალია .. კი აღარ მომაფიქრდა მაგდენიsmile.gif

Posted by: ghost471 4 Sep 2017, 15:30
vano22
მიხარია თუ რამე ახალი იდეა მივაწოდე შენნაირ გამოცდილ კაცს wink.gif როგორც რუსები იტყვიან ''ერთი თავი კაია, ორი უკეთესიაო'' biggrin.gif

Posted by: ჩაკრულო 4 Sep 2017, 16:49
QUOTE (vano22 @ 4 Sep 2017, 11:07 )
ucxo777
წამლების მეტი რაა მაგრამ ჯერ რა ასაკისებია ეგ თქვი და რა მიზეზით აეშალათ კუჭი საკვებისგან სისველისგან სიცივისგან თუ ინფექციურს ეჭვობ?.






პს... ეს არ წაიკითხოთ თუ ახალ გაჩენილი მშიერი გოჭი არ გყავთ!!!


ბარემ აქვე დავწერ და იქნებ ვინმეს გამოადგეს რადგან მე ძალიან გამიჭირდა ადრე ახალ დაბადებული გოჭის გაზრდა რადგან ვერსად ვნახე საჭირო საკვების და დოზირების ცხრილი...
..



ახალ გაჩენილი გოჭის გამოკვება ხდება იმ შემთხვევაში თუ დედა ღორს რძე არ აქ, ან ბევრი გააჩინა და ყველას ვერ აწოვებს ამ შემთხვევაში ჩვენ უნდა ვიყოჩაღოთ..


აუცილებელია დაბადებისთანავე კარგად გავამშრალოთ, დავუმუშავოთ ჭიპლარი და ჩავსვათ დათბუნებულ ყუთში რადგან როცა დაბადებიდან 1 საათი და მეტი ვერ იღებს ხსენს მაგ შემთხვევაში ძალიან უჭირს გოჭს ტემპერატურის შენარჩუნება და ამისთვისაა საჭირო თბილი ყუთი...

არის შემთხვევები როდესაც დედა ღორი მთელი ღამე თითო საათის ინტერვალით აჩენს გოჭებს ამიტომ ვერ დავუცდით თუ როდის მორჩება მშობიარობას რომ შემდეგ ერთად მივუშვათ გოჭები მოსაწოვებლად..

გაჩენისთანავე გოჭის დედაზე მიშვებას არ აქ აზრი რადგან კოორდინაცია დარღვეული აქ გოჭს და ტყუილად დახარჯავს ენერგიას ბანცალში. გაჩენიდან 1 საათში გოჭი უკვე მყარად დგას ფეხზე და შეგვიძლია მივუჩინოთ თავისი ადგილი ცურთან. დიდი შანსია ძუძუს დვრილები გაჭედილი იყოს ამიტომ უნდა მოვბანოთ წყლით და ერთი გამოწველა გამოვწველოთ სადინარის გასახსნელდ. შემდეგ გოჭს მივიყვანთ ამ ძუძუსთან და ის თვითონ მიხედავს..

თუ არსებობს ზემოთ აღნიშნული ფაქტორები ან სხვა რაიმე მიზეზი რის გამოც იძულებულები ვართ გოჭი ხელოვნურად გამოვკვებოთ ამისთვის გაჩენიდან 1 საათის შემდეგ ანადუღარ და 40 გრადუსამდე გაგრილებულ 100 გრამ წყალში ვხსნით ბავშვის საკვებ ხელოვნურ რძის ფხვნილ ნუტრილაკ N1 ს 3 კოვზს. (კოვზი პაკეტში მოსდევს) და ვასმევთ გოჭს 5 გრამს. გოჭი არც სოსკიდან მოწოვს და არც ჯამიდან დალევს მას 5 გრამიანი შპრიცით უნდა მივუტანოთ რძე პირთან და რომ წაავლებს პირს ნელ ნელა მიაწვებით დგუშს და გოჭი თვითონ დალევს რძეს.. (შპრიცი უნემსო უნდა იყოს და პირში 2-3სმ სიღრმემდე უნდა შეყოთ) შემდეგ ვაბრუნებთ გოჭს ყუთში და ერთი საათის შემდეგ ისევ ვაჭმევთ ახალ მომზადებულ რძეს 37-38 გრადუსიანს ახლა უკვე 10 გრამს. შემდეგ 3 საათი ვასვენებთ და ისევ ვაჭმევთ 15 გრამს. ასე 5-5 გრამის მატებით უნდა კვებოთ თუ გოჭი ძაან პატარა და სუსტია 0.5-0.7 კილო 20 გრამ რძემდე. თუ 1-1.3 კილოა 35 გრამამდე. თუ 3 კილოა (ჩემმა გააჩინა ამ გაზაფხულს სამი და სამას გრამიანები. ამ შემთხვევაში ყოველ სამ საათში ვზრდით 5 გრამის ნაცვლად 10 გრამით 50-60 გრამამდე. ეს დოზირება ეყოფა პირველი 2-3 დღე. შემდეგ აწონით და ყოველ მომატებულ 100 გრამ წონაზე 3 გრამ რძეს დაუმატებთ. როგორცკი გოჭი გახდება 1 კვირის უდგავთ წყლის ჯამს და საკვებურში უყრით ძალიან ცოტა სელტეკ+ ს დაახლოებით ნახევარ ჩაის კოვზს. (თუ ვერ მიხვდა რომ იჭმევა ხელით ჩააყარეთ პირში რომ გემო გაიგოს) ამავე დროს ისევ ვაგრძელებთ რძის მიცემას და სელტეკის დოზირებას ვზრდით ჯერ ერთი ჩაის კოვზით და ვუყრით ყოველ 3-4 საათში ერთხელ.
მეორე მესამე დღეს ორ ჩაის კოვზს აჭმევთ
მესამე დღეს შეხედავთ და თუ სუმთელს კარგად ჭამს კიდევ ვზრდით 3 ჩაის კოვზამდე და შემდეგ მეოთხე დღიდან ნებაზე აჭამეთ თუ კუჭის აშლა შენიშნეთ მაშინვე შეამცირეთ დოზირება ხოლო რძის ჭმევა სელტეკის დოზირების გაზრდის უკუ პროპორციულად უნდა შეამციროთ.



საბეკონე ღორები ძალიან ცოტა რძეს გამოიმუშავებენ და მიუხედავად იმისა დედა აწოვებს თუ არა მაინც აუცილებელია დამატებით გამოვკვებოთ ხელოვნური რძით ხოლო მეშვიდე დღიდან სელტეკით 1 თვემდე.. ..




ხელოვნური რძით გამოკვება ძალიან ძვირი ჯდება ამიტომ მომავალ წლამდე ვეცდები ძროხის რძის გამოყენებას მაგრამ აქამდე ნაცადმა დოზირებებმა და წყალში გაზავებამ შედეგი არ გამოიღო ძალიან უშლის კუჭს გოჭებს..

..თუ იცით ვინმემ ძროხის რძე რა დოზირებით ეჭმევა გოჭს ან რა განზავებით დაწერეთ მე მოხდაც ვცადე ერთი ერთზე წყალში გაზავებაც და შრატის მიცემაც მაგრამ ჯერ ჯერობით არ მაქ კარგი შედეგი.
* * *
levani169
კაი ბურვაკებია რას ერჩიsmile.gif

უკვე შემოვიტანე იტალიიდან რძის შემცვლელი სპეციალურად გოჭებისთვის smile.gif

შენ რომელიმე გიცდია აქამდე?

Posted by: vano22 4 Sep 2017, 18:15
ghost471

თუ გაამართლა მაღარიჩი ჩემზე იყოსbiggrin.gif

რაც მე რძის ფხვნილებში ფული ვყარე მთლიანი ძროხა მომივიდოდა.



ჩაკრულო

სახელი აღარ მახსოვს მაგრამ რძისფერი არ იყო ოდნავ მოკრემისფრო მოყავისფრო იყო კგ 5 ლარად. მგონი რძე საერთოდ არ იყო რომ გავხსენი წყალში ვანილის და კრახმალის სუნი ქონდა. შემდეგ ბავშვის ნუტრილაკი ვცადე და იდიალურად შეირგეს. შენ რა ფხვნილი გაქ? და რა ჯდება 1 ლიტრი ხსნარის მომზადება მაგ ფხვნილით?

Posted by: ჩაკრულო 4 Sep 2017, 19:15
vano22

ჩემი ეს არის ძიავ,
იტალიიდან შემოვიტანე
http://www.frabes.it/en/milk-replacer-for-pigs/

კილოგრამი ეს ფხვნილი 6.5 ლარი ღირს, ლიტრა წყალში 250-500 გრამი უნდა შეურიო.

user posted image


Posted by: ucxo777 4 Sep 2017, 22:29
vano22
infeqcia aramgonia radgan sxvebic myavs meore voliershi da imat araferi damartniat.me ufro mwvane balaxs vabraleb dauyare wina dgisit cota, bevri ara, gaertobiantqo an game grila chemsken da marto gadafarebulshi dabla betoni asxia da garshemo kletka aqvs xoda game xo ar shescivdattqo. Sisvelit ravi rrti orjer gadavrecxe bitoni naporit da dasvelda tavistavad da magis brali iqneba vitom? Exla ufro uket arian mshralad davuyare da moxarshuli kartofili vajame da james kargad dilastan shedarebit

Posted by: ghost471 5 Sep 2017, 00:11
vano22
მაღარიჩი ერთად ვიკისროთ smile.gif

ჩაკრულო
გორების პრემიქსიც ხო არ შემოგაქვს ოღონდ არა 25% მე ვეძებ პრემიქსის კონცენტრანტს, ვიტამინები, მინერალები, ამინომჟავები. სოიოიანი და კოპტონიანი არ მინდა. მარტო ვიტამინები მინერალები და ამინომჟავები რომ იყოს

Posted by: ჩაკრულო 5 Sep 2017, 09:40
ghost471
კი ძმაო შემომაწვს
პრესტარტერს 4%
სტარტერს 1%
და გროუერ-ფინიშს 0.3%
იანიდან ვამზადებ wink.gif

შემომაქვს ესპანეთიდან
მე შემიძლია მოგაწოდო 5% იანი კონცენტრატები

Posted by: vano22 5 Sep 2017, 09:41
QUOTE (ucxo777 @ 4 Sep 2017, 22:29 )
mwvane balaxs vabraleb dauyare wina dgisit cota,
game grila
rrti orjer gadavrecxe bitoni naporit da dasvelda

მეტი რაღა უნდა გექნა რაღა ინგლისური მარილი და რაღა ეგ სამი კომპონენტი ერთადbiggrin.gif.


კარტოფილი ალბათ მოხარშული ხომ? ძლიერი აშლილობისას საკვებ კრახმალს ვასმევ ხოლმე

ერთი ორი დღე ნახერხი ან ჩალა მოუფინე და გაუვლით. მწვანე ბალახი ცოტ ცოტა აჭამე კარგიცაა მაგრამ ცოტ ცოტა.

ქარიც ხო იყო ამ რამდენიმე დღის წინ და მაგის ბრალიც იქნება შეცივდებოდათ. რამე დიქტი ან კარდონი იშოვე და ღამე მიაფარე ხოლმე რომ ღამის სიომ არ დაჰკრას..


ჩაკრულო.

500 გრამი? მასეთი განზავებით რძე გამოვა თუ ფაფა? თელავში იყიდება სადმე?











Posted by: ghost471 5 Sep 2017, 09:55
ჩაკრულო
ფასი რა ექნება? რა სახელითაა შენი საკვები?

Posted by: buxxx 5 Sep 2017, 13:07
თემა წავიკითხე ბოლომდე
1 გოჭი თქვენზეა biggrin.gif
საინტერესო თემაა, თან ღორის ხორცზე ვგიჟდები სიამოვნებით ვცდიდი ამ საქმეს
მაგრამ მე თვითონ თბილისელი ვარ, სოფლად გადასახლება კიდევ ჩემი გამოცდილებით ნამდვილად არ ივარგებს
ვისაც ვიცნობ კიდევ ვისაც შეუძლია მიხედვა იმას ღორის სახელის ხსენებაც არ უნდა biggrin.gif
ერთხელ მითხრა რაც გინდა ის მოიყვანე ღორის გარდაო biggrin.gif
იქნებ ახალი ჯიშებით დავაინტერესო რა ვიცი, 300-400 კილოიანი ღორი ხუმრობა არ არის სერიოზული ინვესტიციაა

Posted by: ghost471 5 Sep 2017, 13:36
buxxx
300-400 კილოიანი ღორი არაა სერიოზული ინვესტიცია. ღორმა თუ გინღა მოგეგა ღაღოვოს უხვგოჯიანი უნღა იყოს ღა უხვ რზიანი + საბეკონე მიმართულების. პ.ს. ტელეფონმა ღამტანჯა d ასოს ვერ ვწერ smile.gif

Posted by: buxxx 5 Sep 2017, 13:42
ghost471
QUOTE
300-400 კილოიანი ღორი არაა სერიოზული ინვესტიცია. ღორმა თუ გინღა მოგეგა ღაღოვოს უხვგოჯიანი უნღა იყოს ღა უხვ რზიანი + საბეკონე მიმართულების. პ.ს. ტელეფონმა ღამტანჯა d ასოს ვერ ვწერ

ნუ ეგ გასაგებია ჯიში უნდა გაითვალისწინო
ვანოს პოსტებს ვაკვირდებოდი თავის ღორზე რასაც წერდა და მანდედან გამომდინარე გავაკეთე ეგ დასკვნა
წელიწადში 1 ღორი თუ ჯდება 600 ლარი და გაძლევს 300 კილო ხორცს უკვე სერიოზული მოგებაა
არ მაქვს ლაპარაკი გოჭების დაყრაზე და ჩალიჩზე, უბრალოდ რომ იყიდო გოჭი და გაზარდო, ჯიშიანი რა თქმა უნდა
300-400 კილოანი ღორი ინვესტიციაამეთქი იმაზე კი არ დავწერე რომ მაგხელა უნდა იყიდო biggrin.gif შეიზლება არასწორად გაიგე
ანუ მაგხელა რომ იზრდება უკვე სერიოზული ინვესტიცია გამოდისმეთქი

Posted by: vano22 5 Sep 2017, 17:18
buxxx
კი ეს ახალი ჯიშები. დიუროკი მაგალითად. ძაან სწრაფად იზრდება და სულ ხორცია 5-7% აქ ქონი..

დედა ღორად არ უქნია ღმერთს. არც რძე აქ საკმარი და არც დედობრივი ინსტიქტები მაგრამ თუ ხორცი გინდა ეს უნდა იყოლიო
user posted image

Posted by: ჩაკრულო 5 Sep 2017, 19:03
vano22
თელავში ბადურასთან შემქონდა ხოლმე მაგრამ უსეთ ფასებს ადებს ჩემ პროდუქციას რო ნამეტანი ჭირს გაყიდვა ხოლმეsmile.gif

დესოფლისწყაროში მაქვს მაგრამ თუ დაგჭირდება მოგაწვდი, ან დისტრიბუციას მოუწევს მანთ წამოსვლა და გამოვატან

ghost471
ჩემ ფირმას აგროქიზიყი ქვია, დედოფლისწყაროში ვაწარმოებ

5% სტარტის კონცენტრატი 5.5 ლარი/კგ
5% გროუერ-ფინიში 2.0 ლარი / კგ
5% დედა და მაკე ღორის კონცენტრატი 2.35₾/კგ

buxxx
ერთი გოჭისა რა გითხრა მაგრამ 1 გოჭს რო გაჩუქებენ იმის გაზარდელ საკვებს მე ვკისრულობ შენ ტუ მართლა ამხელა თემა წაიკითხე

Posted by: buxxx 5 Sep 2017, 20:09
vano22
QUOTE
კი ეს ახალი ჯიშები. დიუროკი მაგალითად. ძაან სწრაფად იზრდება და სულ ხორცია 5-7% აქ ქონი..

დედა ღორად არ უქნია ღმერთს. არც რძე აქ საკმარი და არც დედობრივი ინსტიქტები მაგრამ თუ ხორცი გინდა ეს უნდა იყოლიო

კი ნამდვილად კარგი რამეა
ამიტომ მგონია რომ გოჭებით დაწყება უკეთესი იდეაა დამწყებისთვის ვიდრე პირდაპირ დედა ღორით გამრავლება
კარგი კაცი ხარ ვანო, ბევრს ეხმარები
მეც დამჭირდება რჩევები ალბათ უახლოვეს მომავალში, ჯერჯერობით ალფა ტესტირებას გავდივარ სხვადასხვა ნიუანსებზე biggrin.gif
მაგრამ აქაც ჩაგერთვებითხოლმე კითხვებით.
როგორც უკვე დავწერე ღორის ხორცზე ვგიჟდები smile.gif
და ისედაც მაქვს შეხება ბაზართან, გაყინულ ხორცთან, იმპორტთან და ასე შემდეგ. ამიტომ რეალიზაციის ამბავში უფრო გარკვეული ვარ
მეც შემიძლია დაგეხმაროთ რაღაცებში მაგ კუთხით (პირდაპირ ხორცის ჩაბარებას ნუ მომთხოვთ biggrin.gif )
ჩაკრულო
QUOTE
buxxx
ერთი გოჭისა რა გითხრა მაგრამ 1 გოჭს რო გაჩუქებენ იმის გაზარდელ საკვებს მე ვკისრულობ შენ ტუ მართლა ამხელა თემა წაიკითხე

კი მართლა წავიკითხე biggrin.gif თან საკმაოდ დატვირთულ დღეებში biggrin.gif მაგარი თემაა და როგორც უკვე ვთქვი ღორის ხორცი არის ჩემთვის საუკეთესო არამარტო ხორცებში, ზოგადად საჭმელი რომ ავიღოთ biggrin.gif
ბიზნესებთანაც მაქვს შეხება, ასე რომ საკმაოდ საინტერესო თემაა

ეგ კი არა თბილისელმა კაცმა თბილისში მწყერები ვიყიდე 50მდე და საცდელად დავზარდე, მერე მივირთვი biggrin.gif 1 დღისები ვიყიდე
ასე რომ პირდაპირ წარმოება უფრო საინტერესოა ჩემთვის ვიდრე იყიდე-გაყიდე
vano22
ვანო ერთმა დაწერა სწორი შენიშვნა ვინ იყო აღარ მახსოვს
დიდი ხორცის რეალიზაცია ცოტა რთული იქნება, მე ვამბობ შედარებით.
მაგხელა ღორი მე პირადად არც მინახავს, მაგრამ რაც მინახავს გაყინულიც და აქაურიც, ბევრისგან გამიგია რომ აი დედა ღორია და მოიშორეს და დაეხოცათ და მაგიტომ არიან დიდები და ასე შემდეგ
დაჟე ყასაბიც მაგას ამბობდა (ის ღორები არ ვიცი მართლა დედა ღორები იყო თუ რაღაც ჯიში, ყოველ შემთხვევაში მთლიანი ღორის სუფთა ხორცი 120 კილოს არ გასცდებოდა მაგრამ ფსიქოლოგიურად მაინც მასეთი წარმოდგენა აქვს ხალხს)
ხოდა მაინტერესებს ზოგადად ნუ ფიზიკურად რომ ვნახო დაკლული ალბათ უფრო მივხვდები როგორი იქნება სარეალიზაციოდ, მაინც მგონია რომ ეგ 1 ნაკლი აქვს რამაც შეიძლება ფასზე პატარა მაგრამ მაინც გავლენა იქონიოს.
კიდევ მაინტერესებს დედა ღორი და კერატი თუ იჭმევა ჩვეულებრივად biggrin.gif ანუ როგორც ვიცი ხორცს სპეციფიური გემო აქვს
და მაინტერესებს სახორცედ დედალი ჯობია თუ მამალი, ასევე გემოში სხვაობა თუ არის

Posted by: vano22 5 Sep 2017, 21:20
ჩაკრულო
ჯერ არ მყავს გოჭები მერე ნამდვილად დამჭირდება თუ ძროხის რძემ არ გაამართლა.

ახმეტასაც თქვენ ამარაგებთ? შორენას ბლომად აქვს თქვენი პრემიქსები..



buxxx
აბა რისთვის ვართ აქ თუ ერთმანეთს ცოდნა არ გავუზიარეთ ( მე ჩემთვის არაფერი ვიცი სხვას ვის რა უნდა ვასწავლოbiggrin.gif)


ეს საბეკონე არა მარტო დიდი იზრდება არამედ სწრაფადაც იზრდება ანუ ინტენსიურ კვებაზე სხვა ჯიშებთან შედარებით ორჯერ სწრაფად კრეფს წონას პლიუს ამას დაახლოებით ერთი მესამედით ცოტას ჭამს.

ჩვეულებრივი ღორისგან განსხვავებით მჭლე ხორცს სქლად იკეთებს. წარმოიდგინე ჩვეულებრივ ღორს რომ გვერდებზე ნახევარ მტკავლიანი სალა აქვს ამ ჯიშებს მაგსისქე მჭლე ხორცი აქვთ გვერდებზეც ზურგზეც და მუცელზეც. ბარკლები ხომ მთლად სასწაულია ბურთივით სქელ ბარკლებს იკეთებენ ამიტომ დახლზე გასაყიდად თავისუფლად შეიძლება 70_80 კილოიანის დაკვლა.

300 კილოიანებს ხორც პროდუქტების მწარმოებლები იბარებენ მაგრამ ფერმა უნდა გქონდეს და საკმარი წარმადობა რომ ხელშეკრულება დაგიდონ. ისე ოჯახიდან არ ყიდულობენ.. აი მაღლა თეთრი გოჭის ფოტო რომ დავდე ხომ ნახე რა სხვანაირი ფორმები აქ, ანუ ეს ჯიშები სახორცე მიმართულებისაა და სხვა ჯიშები ხორც წარმოებაში კონკურენციას ვერ გაუწევენ ეს იგივეა სიმენტალს ხევსურული ძროხა შეადარო.. აჰა ეს თვის და 2 კვირის რომ იყო მაშინდელი ფოტოა და შეადარე პრასტოი ჯიშებსuser posted image


დედა ღორს აც აქ გემო და ტახსაც. ტახი დაიკოდება და 3-5 თვეში იჭმევა ოღონდ შრატი, ბალახი, წვნიანი საკვები უნდა მიცე რომ გაიწმინდოს ორგანიზმი.

დედა ღორი დაგოჭიანებიდან მგონი 2 თვე ინარჩუნებს უსიამოვნო გემოს და თუ დედა ღორს ან დედალ ბურვაკს ახურების პერიოდში დაკლავ კუჭის აშლით მოგკლავს იმისი ხორცი..


დასაკლავად ძირითადად მამალ გოჭებს ყოლიობენ რადგან დედალზე დიდი იზრდება და დაკოდვაც მარტივად ხდება (დედლებსაც კოდავენ თუ დასაკლავად უნდათ) დედალი თუ არ დაკოდე 5-6 თვიდან ყოველ 20_22 დღეში ხურდება და სერიოზულად კარგავს წონას რადგან ხურებისას საკვებს არ ჭამს. ყოფილა შემთხვევა გაუზრდიათ დედალი გოჭი და საახალწლოდ დასაკლავად რომ დაუპატიჟებიათ სანათესაო ეს ღორი ახურებული დახვედრიათ და ჩაშლილა ქეიფი. ისე დედალს უფრო ნაზი და გემრიელი ხორცი აქ ვიდრე მამალს მაგრამ ესეც გემოვნების საკითხია ზოგი სუ არ ჭამს დედლის ხორცს

Posted by: buxxx 5 Sep 2017, 21:47
vano22
კკი სხვაიბა შესამჩნევია რა შედარებაა
QUOTE
ამიტომ დახლზე გასაყიდად თავისუფლად შეიძლება 70_80 კილოიანის დაკვლა.

ხო მაგრამ აი ეგ უკვე ზარალი მგონია მე
ნუ ზარალი რა, ანუ რა პროცენტიც უნდა დატოვოს 300 კილოანიმა ღორმა იმის მესამედს თუ დატოვებს და თან 3 ჯერ მეტი რაოდენობა უნდა იყოლიო იგივე შემოსავლის მისაღებად
სიტყვაზე ეგ 200 ან 300 კილოანია რომ შემოაგდო დახლზე შეაშინებს ხალხს? biggrin.gif
გასაგებია რომ იბარებენ, ისედაც გაყიდი არაა მაგის პრობლემა დეფიციტია ღორზე საქართველოში
უბრალოდ რამდენად მარტივად ხდება, შენ გიცდია მაგ ჯიშის ღორის გაყიდვა კილოგრამობით? ანუ ვაჭრებს თუ მიყავთ მასე გასაყიდად
ან ვინმე რომ ყიდიდეს თუ გინახავს
საუბარი არ მაქვს დიდ რაოდენობაზე, აი ვთქვათ 5-10 გოჭი მაგ ჯიშის რომ ვიყიდო
და გავიყვანო მაქსიმალურ წონაზე, ნუ დავუშვათ თითო დედალ-მამალი დავიტოვო გასამრავლებლად
დანარჩენი ვასუქე 1 წელი 8 ცალი გახდნენ 250 კილო სუფთა ხორცით
როგორ წარმოგიდგენია რეალიზაცია?
ხელშეკრულებების და მსგავსი რაღაცების გამორიცხვით

Posted by: vano22 5 Sep 2017, 23:05
buxxx

სოფლებში ვერა მაგრამ თბილისში უპრობლემოდ ბარდება თუნდაც 300 კილოიანი დაკლულ გასუფთავებული ღორები. შენ თუ ისეთ კაცთან მიხვალ ვინც დახლზე დგას და დღეში 20 კილოს ძლივს ყიდის ის რათქმაუნდა არ აიღებს მაგ წონის ხორცს მაგრამ თუ ნახავ ხორც პროდუქტების მწარმოებლებს ისენი აიღებენ შემოწმებულ ბოინში დაკლული ღორის ხორცს.. 10 ცალი არაა პრობლემა სუ საყოლად წაიყვანენ ყველას. აი მაგალითად მითანა საერთოდ არ იბარებს პატარა წონის ღორებს რადგან მათ ხორცის მასა ჭირდებათ თორემ იმ 70 კილო ხორციანებს ერთადერთი ის პლიუსი აქვთ რომ გაფუჭებამდე ასწრებენ მაგ წონის გაყიდვას თორემ ხორცის ხარისხით 100 კილოიანს 300 კილოიანი ჯობნის

Posted by: ჩაკრულო 6 Sep 2017, 01:57
buxxx
მწრის კორმასაც ვაკეთებთ ასე რომ არაა პრობლემაsmile.gif))

vano22
არა, მე არ ვამარაგებ, საიდანმე თუ მიაქვს არ ვიცი, ასე რომ ალბათ მაღალი ფასებიუჭირავთ კიდეც და მაგ კუთხით საქმეც ფუჭდებაsmile.gif

ჩემგან ქისტაყრელებს მიაქვთ ხოლმე, მაგათ სპეც ფასიც აქვთ და არამგონია ახმეტაში მოისურვონ სიარულიsmile.gif


Posted by: vano22 6 Sep 2017, 09:01
ჩაკრულო
ქისტაურელები არიან დები და ახმეტაში აქცმვთ აფთიაქიsmile.gif სტარტს 36 ში ყიდიან გროუერს 33 ში.

Posted by: ghost471 6 Sep 2017, 10:04
buxxx
Erti weli ar unda sheinaxo eg ukve yaralia. Maqsimum 6 tvemde roca cocxali wona 100-110 kiloa. Mag wonis shemdeg yovel momatebul kiloze sakvebis danaxarji aqvs meti + me davakvlevine ushobela 211 kilo gamovida sala ar qonda mara 6 larze mets ar ixdian.
ჩაკრულო
Beqa xar gonashvilii?

Posted by: buxxx 6 Sep 2017, 10:41
ghost471
QUOTE
Erti weli ar unda sheinaxo eg ukve yaralia. Maqsimum 6 tvemde roca cocxali wona 100-110 kiloa. Mag wonis shemdeg yovel momatebul kiloze sakvebis danaxarji aqvs meti + me davakvlevine ushobela 211 kilo gamovida sala ar qonda mara 6 larze mets ar ixdian.

211 მთლიანად გამოვიდა? 6 ლარი ცოცხალი წონა ალბათ ხო?
ეგ გასაგებია რომ მალევე ჯობია წონის გამო დაკვლა, მაგრამ 6 თვის თუ 100 კილო გამოდის 1 წლის უკვე 250+ უნდა იყოს ალბათ
თან საჭმელიც ბევრი არ სჭირდებაო, მოკლედ ეგ დასათვლელია რა
vano22
QUOTE
სოფლებში ვერა მაგრამ თბილისში უპრობლემოდ ბარდება თუნდაც 300 კილოიანი დაკლულ გასუფთავებული ღორები. შენ თუ ისეთ კაცთან მიხვალ ვინც დახლზე დგას და დღეში 20 კილოს ძლივს ყიდის ის რათქმაუნდა არ აიღებს მაგ წონის ხორცს მაგრამ თუ ნახავ ხორც პროდუქტების მწარმოებლებს ისენი აიღებენ შემოწმებულ ბოინში დაკლული ღორის ხორცს.. 10 ცალი არაა პრობლემა სუ საყოლად წაიყვანენ ყველას. აი მაგალითად მითანა საერთოდ არ იბარებს პატარა წონის ღორებს რადგან მათ ხორცის მასა ჭირდებათ თორემ იმ 70 კილო ხორციანებს ერთადერთი ის პლიუსი აქვთ რომ გაფუჭებამდე ასწრებენ მაგ წონის გაყიდვას თორემ ხორცის ხარისხით 100 კილოიანს 300 კილოიანი ჯობნის

გასაგებია გაიხარე
ისე საინტერესო იქნებოდა მაგ ღორის გასინჯვა

Posted by: vano22 6 Sep 2017, 11:13
ჩაკრულო
ბადურას მაღაზიაში ვიყავი და ეგ რძის ფხვნილი 1 კილო 10 ლიტრში იხსნებაო.



buxxx 1 გოჭი ეხლა რომ იყიდო მომავალ წელს საახალწლოდ კი იქნება 300 კილოიანი

Posted by: ghost471 6 Sep 2017, 11:22
buxxx
211 გამოვიდა დაკლული გასუფთავებული ანუ სუფთა ხორცი. მასა როცა დიდი აქვს ღორს ფასს აკლებენ. ''სუპერში'' აღარ ატარებენ. 6 ლარი მომცეს დაკლულში სუფთა ხორცში smile.gif დიდ წონიან ღორს ფასი არა აქვს

Posted by: vano22 6 Sep 2017, 12:51
ghost471
7_8 ლარად საკალბასეები იბარებენsmile.gif ვაჭარი არც 500 კილოიანში გადაგიხდის კარგ ფასს და არც 70 კილოიანში. 1/1 ში უნდათ ფასის მოგება და მაგიტომ.


ჩაკრულო ეს თქვენი რძის ფხვნილი რა ფერისაა თეთრი თუ მოყავისფრო?

Posted by: ghost471 6 Sep 2017, 12:54
vano22
Chventan 8,5 laria superi xorci + boinis gadasqxads ixdi da 8 lari gamodis es superi

Posted by: levani169 6 Sep 2017, 13:22
vano22
ვანო,შენი გოჭ-ბურვაკები რა ღირს კილო,რამდენად ყიდი ხოლმე და ხომ არ ჭირს რეალიზაცია?
ghost471
სად თქვენთან?სამწვადეზე მაქეთ წამოვალთ ხოლმე,14 ლარი ღირს კახეთში.

Posted by: buxxx 6 Sep 2017, 13:29
ghost471
QUOTE
211 გამოვიდა დაკლული გასუფთავებული ანუ სუფთა ხორცი. მასა როცა დიდი აქვს ღორს ფასს აკლებენ. ''სუპერში'' აღარ ატარებენ. 6 ლარი მომცეს დაკლულში სუფთა ხორცში  დიდ წონიან ღორს ფასი არა აქვს

ძალიან იაფია
შეგეძლო უფრო სარფიანად გაგეყიდა
გასაგებია რომ მოთხოვნა ნაკლებია დიდ წონაზე, მაგრამ 7 ლარამდე საბითუმო ასაღები გაყინული ღორი ღირს უკვე რამდენიმე თვეა, ისიც საკმაოდ ცხიმით და 1 ხარისხი ნამდვილად არ არის
6 ლარად ახალ სუფთა ხორცის გაყიდვა არის გადაგდება, მიუხედავად იმისა რომ ალბათ მოგებაც დაგიტოვა
ბოლო-ბოლო შენ თვითონ გაყიდიდი მაგ ხორცს 8-9-10 ლარში რომ მოგენდომებინა

Posted by: vano22 6 Sep 2017, 13:45
ghost471
ახმეტაში ათი ლარია და უძვლო 12:) დავაკონკრეტებ რომ ეს ფასი ჩვეულებრივი ქონიანი ღორის ხორცი ღირს და საბეკონე ულაპარაკოდ გავა 12 ლარში. უძვლო 14 ში


levani169
20 კილოზე პატარას არ ვყიდი და 20 დან 30 კილომდე 12 ლარში ტაციაობაა 30 კილოდან 10 ლარში გადის.. გაყიდვა არ გამჭირვებია ერთი პარტია სახლიდანვე გაიყიდა ერთად და მეორე პარტია თელავის ბაზარში გავყიდე. მაგრად მოეწონა ხალხს გაკვირვებულები უყურებდნენ არც ენახათ ბევრს ასეთი ღორები თუ არსებობდნენ.

Posted by: Kobalty 6 Sep 2017, 13:46
buxxx
QUOTE
წელიწადში 1 ღორი თუ ჯდება 600 ლარი და გაძლევს 300 კილო ხორცს უკვე სერიოზული მოგებაა

ანუ გრუბად რო ავიღოთ: 300X6=1800 შემოსავალი.
1800-600=1200 ლარი მოგება თითო ღორზე წელიწადში..

რამდენად სწორი კალკულაციაა?

Posted by: vano22 6 Sep 2017, 13:53
Kobalty
გოჭის ყიდვის ფასი გააკელი და ერთი 200 ლარიც პრემიქსებისა და ეგაა. 1 მა სუფთა ჯიშის საბეკონე გოჭმა 800 ლარი უპრობლემოდ უნდა დატოვოს 1 წელში.

Posted by: buxxx 6 Sep 2017, 14:01
Kobalty
QUOTE
ანუ გრუბად რო ავიღოთ: 300X6=1800 შემოსავალი.
1800-600=1200 ლარი მოგება თითო ღორზე წელიწადში..

რამდენად სწორი კალკულაციაა?

მეც გრუბად მაქვს დათვლილი ეგ
დაახლოვებით მასე გამოდის, მაგრამ ალბათ საჭმელი 1-2 თვე რაღაც უფასო უნდა ჩაანაცვლო

vano22
QUOTE
გოჭის ყიდვის ფასი გააკელი და ერთი 200 ლარიც პრემიქსებისა და ეგაა. 1 მა სუფთა ჯიშის საბეკონე გოჭმა 800 ლარი უპრობლემოდ უნდა დატოვოს 1 წელში.

მანდ უკვე მთავარია კარგი გასაღების ბაზარი ნახო, მაგხელა წონაზე 1-2 ლარს უკვე დიდი მნიშვნელობა აქვს

Posted by: vano22 6 Sep 2017, 14:34
buxxx
მთავარი ეგაა რომ კარგ ფასში გაყიდო თორემ თუ 5 ლარში ყიდე ხორცი ეგ ბიზნესი კი არა ქველმოქმედებააsmile.gif

Posted by: levani169 6 Sep 2017, 15:17
vano22
QUOTE
1 მა სუფთა ჯიშის საბეკონე გოჭმა 800 ლარი უპრობლემოდ უნდა დატოვოს 1 წელში.

თან "თუ მშვიდობაა თქო" უნდა დაგემატებინა.
მასეთი 100% რომ იყოს ხაზარძეებს და გილაურებს აჯობებ კალკულაციაში?პროცენტებზე კი არ იმუშავებდნენ,ღორების კოლტებს იყოლიებდნენ ეგენიც biggrin.gif

Posted by: buxxx 6 Sep 2017, 15:28
vano22
QUOTE
მთავარი ეგაა რომ კარგ ფასში გაყიდო თორემ თუ 5 ლარში ყიდე ხორცი ეგ ბიზნესი კი არა ქველმოქმედებაა

ხო არა 6 ლარი და 7 ლარიც სუფთა ხორცი გადაგდებულია რა თუ ძალიან არ გაიჭედე
მითუმეტეს დღეს ხორცის ფასმა სერიოზულად მოიმატა იმპორტირებულმა, არც შემოდის რაოდენობა
ცოცხალ ხორცზე კიდევ სერიოზული დეფიციტია
ფასები თითქმის გათანაბრდა და მომხარებელი გადადის ცოცხალ ხორცზე

levani169
QUOTE
თან "თუ მშვიდობაა თქო" უნდა დაგემატებინა.
მასეთი 100% რომ იყოს ხაზარძეებს და გილაურებს აჯობებ კალკულაციაში?პროცენტებზე კი არ იმუშავებდნენ,ღორების კოლტებს იყოლიებდნენ ეგენიც

მანდ ერთი ის არის რომ ფულიან ხალხს ბევრი ფული უნდა
და რისკავენ მილიონებს
ჩვეულებრივ ხალხს კიდევ შედარებით ნაკლები ყოფნის და რისკიც ნაკლები აქვთ
5-10 მილიონის ზარალის რისკია ერთ მხარეს მეორე მხარეს კიდევ 1000-2000 ლარის


ერთი ის მაინტერესებს კიდევ აფრიკული ცხელების დროს თუ ატყობ რომ ღორმა აიკიდა რომ დაკლა და შეჭამო რა ხდება მაგ დროს?
რამე დაავადება გადააქვს ან საშიშია?

Posted by: vano22 6 Sep 2017, 16:00
levani169 გუგული მაღრაძის თუ თუ თუ ზე მეტი თუ არის ღორების ბიზნესში და პირველი "თუ" ზუსტად იმისაა რომ ყველაფერი "თუ" ისე ჩაივლის როგორც საჭიროა მაგ შემთხვევაში დატოვებს მოგებას თორემ თუ გაფშიკა ფეხები იქეთ მოგიწევს ფულის დამატება ორმოების ამოსათხრელად.. თან 300 კილოიანს რა გაიტანს საღორედანsad.gif







buxxx
მეც ეგ მიკვირს გაყინულ 2 თვის ბაზარში მზეზე ნაყარ ხორცს 7 ლარი ეწერა და ახალი სახლში გაზრდილი ღორის ხორცი რატომ უნდა ღირდეს იგივე ფასი

Posted by: levani169 6 Sep 2017, 16:38
buxxx
QUOTE
ერთი ის მაინტერესებს კიდევ აფრიკული ცხელების დროს თუ ატყობ რომ ღორმა აიკიდა რომ დაკლა და შეჭამო რა ხდება მაგ დროს?
რამე დაავადება გადააქვს ან საშიშია?

ვიზუალურად არის სანახავი საშინელი,სისხლჩაქცევები უვითარდება თორემ ისე რაც მაგით გაწყვეტილი ღორის ვიჩინა და შაშხი გაიყიდა თელავის და თბილისის ბაზრებში იმდენი ხეირი ჩვენ.ვაჭარ ჩარჩებმა ასეულ-ათასები მოარტყეს მაგ დროს.დაჟე მკვდარ ღორებს (რა თქმა უნდა უფასპატიოდ) ატყავებ-ამარილებდნენ,არადა რომელი არ იშოვებოდა თუ,ასე ეყარა მინდვრებში მაგით გამწყდარი ღორი,ვინ იყო პატრონი!

Posted by: 5nizza 6 Sep 2017, 17:06
6 ლარი ცოცხალი წონის ფასია თუ სუფთა ხორცის ?

Posted by: vano22 6 Sep 2017, 17:28

ჭირისგან მკვდრის ხორცი შავი და აყროლებულ სუნიანი იყო და გემოც საზიზღარი ქონდა..

აი რომ შეატყობდნენ ვერ იყო კარგად და მაშინვე დაკლავდნენ იმ ღორებს ნორმალური ხორცი ქონდათ მოხარშავდი გადაღვრიდი წვენს კიდევ წამოადუღებდი გადაღვრიდი და ეგ იყო მშვენივრად იჭმეოდა..

Posted by: ghost471 6 Sep 2017, 20:50
buxxx
მე იმისთვის არ მცალია რო დავდგე გზაზე და ისე გავყიდო. ყველა ყასაბთან კიდე აქეთ ეგეთი ფასებია.

Posted by: ჩაკრულო 6 Sep 2017, 23:53
vano22

უუფ 36 ლარი სტარტი ძალიან მაღალიაsmile.gif ვიღაცისგან რაღაც მიაქვს ალბათ, არ ვიცი, პირდაპირ. ჩემგან არ უყიდიათ და არც ვიცნობ პირადად მაგათ.
სტარტს დედოფლისწყაროში 28 ლარად ვყიდი დილერებზეsmile.gif მაღაზიაში ორშაბათიდან 30 ლარი იქნებაsmile.gif გროუერი 28 ლარი, საბითუმო 0.95 თეთრი კგ

რაც სეეხება ბადურას, ეგ ალბათ ბოჩოლების ფხვნილე გითხრა, ეგ საკმაოდ კარგი ფხნილია, რადგან არ შეიცავს უჯრედანას. მაგრამ ბადურას არ აქვს გოჭების, ახალი მიღებულია და არ მიმიწოდებია დილერებისთვის. 250-500 გრამი იხსნება 1 ლიტრა წყალში გოჭებისა რაც არის



ghost471
კი ბექა მქვიან


Posted by: Dopilsya 7 Sep 2017, 00:06
რაჭული ლორის დამზადების პროცედურებს თუ დაწერს ვინმე მაგრად გამიხარდება, და რისკებიც რა sad.gif

Posted by: ghost471 7 Sep 2017, 10:29
ჩაკრულო
Ketili da patiosani didi fermis menejeri var da vitanamshromlebt savaraudot. Beqaav mecxvaris lekvi ar geguleba adamiano? Dzneli saqmea cxvari mtashia mara mainc smile.gif

Posted by: ჩაკრულო 7 Sep 2017, 10:58
ghost471
ვაახsmile.gif რომელი ფერმის? მეძროხეობა თუ მეღორეობა?smile.gif

ლეკვი როგო არ მეგულება მაგრამ ჯერ არაsmile.gif

Posted by: vano22 7 Sep 2017, 13:44
ჩაკრულო
საბითუმო ფასი რა წონის ზემოთ არის?

ის რძის ფხვნილი (ბოჩოლების) ცოტა გამოვართვი ადრე და წყალში რომ გავაზავე რძის ფერი არ იყო მოყავისფრო გამჭვირვალე წყალი გამოვიდა კარტოფილის კისელს უფრო გავდა ვიდრე რძესsmile.gif ანუ დედოფლისწყაროში საწარმოსთან გაქვთ მაღაზიაც და იქ იყიდება ეგ რძის ფხვნილიც და 30 ლარად სტარტიც?? 6 ლარი ტომარაზე კარგი ეკონომია გამოვაsmile.gif

Posted by: ghost471 7 Sep 2017, 14:11
ჩაკრულო
მეღორეობა smile.gif როდისთვის იქნება ლეკვი დზველი სისხლის ძაღლებისაა? თუ ახალი კულტურული ნაგაზის? smile.gif

Posted by: ჩაკრულო 8 Sep 2017, 00:59
vano22
კაი ხალხს წონას არ უთვლიანო, ძველ ბერძნული ანდაზაა wink.gif

სტარტი შენთვის კიდე სხვა ფასი იქნებათქო

რაც შეეხება რძის ფხვნილს ნუ მაფიქრებინებ რო რამე მამაძაღლობაა მანდაც...

ghost471
ვააsmile.gif მე 30 ძაღლზე მეტი მყავს მაგრმ სუფთა სისხლები 3 ცალი მყავს , მაინდან 2 ცალისუბელიანის ნაჩუქარი და 1 ტავაკინის მამათა მონასტრიდან

Posted by: ghost471 8 Sep 2017, 08:24
ჩაკრულო
Sanam mageebs gachuqebdnen cxvarshi gyavdaa dzveli dzaglebi magattan shedarebit naklebad vidianebi. Shen etyoba tanamedrove kavkasiurebze gadaxvedi me cota sxvas vedzeb

Posted by: ჩაკრულო 8 Sep 2017, 09:45
ghost471
ქოსებს ეძებ?
თუ ქოფაკებს რო ეძახიან ეგეთებს?

Posted by: ghost471 8 Sep 2017, 09:54
ჩაკრულო
Mecxvarebs ro edzaxian imat vedzeb. Iq zogi qosaa zogi meti bewvit. Zogi qofaks edzaxis zogi ras ravi smile.gif

Posted by: vano22 8 Sep 2017, 14:04
ჩაკრულო გაიხარე კაი კაცი ხარ..

ის რძის ფხვნილი რაც მე ვიყიდე ნამდვილად კარტოფილის ფქვილი იყო ათასი მინარევებით. აბა ყავისფერი რძე მე არ გამიგია დაbiggrin.gif



ghost471 კულტურულ კავკასიურს რას უწუნებ? ინსტიქტები იგივე აქვთ რაც ძველ მეცხვარეებს და უფრო დიდებიც არიან. ქოფაკი შეიძლება შეაშინოს მგელმა და ამას მგელი კი არა დათვიც ვერ აშინებს.. ახლობელი მყავს ბარისახოში და გამწარებული იყო კაცი, ერთი დათვი შემომეჩვია მაგარი ძაღლები მყავსო მაგრამ გორაობით შემოვარდება ხოლმე ფარაში და იტაცებს ცხვარსო ამას წინ კიდე ქვები დამიგორა კინაღამ მომკლაო და მართლა ასეთი ოხერაა დათვი თუ ამით გააპრავა თავისი ძაღლების უ#####ბა?smile.gif

Posted by: ჩაკრულო 8 Sep 2017, 14:38
ghost471
მაგეთი მყავ 30 ზე მეტიsmile.gif)

ჩემს რძის ფზვნილში რომელიც ბადურასთაბ იყო 0% იყო უჯრედანა და დანარჩენს შენც მიხვდები

Posted by: vano22 8 Sep 2017, 15:28
ჩაკრულო მოიც ფოტო მექნება სადღაც.. მე იმას კი არ ვამბობ შენი ფხვნილია მეთქი. ბადურასგან ვიყიდე ამ გაზაფხულზე შეიძლება სუ სხვა ფირმისაა

Posted by: ჩაკრულო 8 Sep 2017, 17:24
QUOTE (vano22 @ 8 Sep 2017, 15:28 )
ჩაკრულო მოიც ფოტო მექნება სადღაც.. მე იმას კი არ ვამბობ შენი ფხვნილია მეთქი. ბადურასგან ვიყიდე ამ გაზაფხულზე შეიძლება სუ სხვა ფირმისაა

ეს რა უბედურებაა vik.gif vik.gif vik.gif vik.gif

help.gif help.gif help.gif

სტარტში ვხმარობ 1.5%-ს შრატის ფხვნილს, ფრანგულს user.gif
პრესტარტერში 10%-მდე yes.gif

შენ გესმის და მიხვდები რა დონეზე ვწრილმანდები შედეგის მისაღებად wink.gif

Posted by: levani169 8 Sep 2017, 18:06
ჩაკრულო
თელავში თუ იყიდება თქვენი პროდუქცია,რომელიმე სავაჭრო წერტილი თუ იღებს?

Posted by: ucxo777 8 Sep 2017, 21:56
vano22
QUOTE
მეტი რაღა უნდა გექნა რაღა ინგლისური მარილი და რაღა ეგ სამი კომპონენტი ერთად.

Xo vano arc gamiazrebia daufiqrrblad darmtxve ertad biggrin.gif da shedeguc saxezea. Ki moxarshuli kartofili vajame da magan ushvela. Chalac chavuyare da movugobe fanerkebit qaris mxareebi myudrod rom iyvnen. Gaixare rchevebistvis

Posted by: kaxaberski66 9 Sep 2017, 00:58
vano22
QUOTE
მართლა ასეთი ოხერაა დათვი

მართლაც ასეთი ოხერაა.
ფერმერობის დროს დედოფლისწყაროსკენ რომ აგვყავდა საქონელი, ჩაკრულოს ეცოდინება ბილენტა, იქ ახლოს გვქონდა 130ჰა საძოვარი. ხოდა ჩვენ მეძროხეები და ჩემი სოფლის მეცხვარეები ერთ ბინაზე ვბინაობდით. მეტი საქმე რა გვქონდა და მე ახალგაზრდა ბიჭი მეცხვარულ ამბებს ვაყოლებინებდი.
ასეთი რამე მომიყვნენ.
თურმე დათვი ცხვრის ფარეხში შეიპარება ორ ფეხზე დამდგარი და კაცივით ბუტბუტებს. ამ დროს ცხვარი არ ფრთხება. დადის ფარაში ორ ფეხზე ბუტბუტით, თან ცხვარს ზურგზე უსვავს თათს მსუბუქად. ასე ცხვრის სიმსუქნეს სინჯავს. რომელიც მოეწონება, აიყვანს ხელში კაცივით და მიჰყავს. ის ცხვარი თუ რაიმე გარეგნობით გამორეული არ არის, შეიძლება კაი ხანი ვერც მიხვდე რომ ფარაში აღარ არის.
ეხლა ჩაკრულოს ჯერია, მაგან მოჰყვეს დათვის მაიმუნობის ამბებს და ჩვენ მოვუსმინოთ.

Posted by: DERRICKROSE 9 Sep 2017, 13:25
გამარჯობათ, გვყავს ბურვაკები და არიან 4თვისები მე-5 თვეში, როგირი შედეგია?ცოტა უხარისხო სურათია მეტს ჩემი ტელე ვერ იღებს smile.gif


user posted image

Posted by: ghost471 9 Sep 2017, 17:09
vano22
Ras vuwodeb da did fumfula dzaglebs romelzec tqva tabakinidan da subelianisgan myavso. Me erti dzveli mecxvaris ambavi vici ro vegar miyvebodnen eg dzaglebi da gzadagza ro eyrebodnen smile.gif
ჩაკრულო
Rogor unda movaxerxo mag lekvebis naxva dzia smile.gif

Posted by: levani169 9 Sep 2017, 20:30
ჩაკრულო
vano22
ღორების საკვებში მარილს თუ ურევთ და რამდენადაა რეკომენდირებული და აუცილებელი მარილი რაციონში.
ვცადე ამ ორიოდე დღის წინ და აშკარად მოეწონათ.

Posted by: vano22 9 Sep 2017, 20:47
kaxaberski66
კაი სანახავი იქნება მასე ორ ფეხზე მობუტბუტე დათვიbiggrin.gif. თან მსუქნებსაც რო არჩევს..

ღამე რომ გამოხვალ გარეთ და ეი გოჩა წამო ბიჭო დაიძინე რას დაბოდიალობ ბაკში ამ შუა ღამეზე, რომ შემოტრიალდები შეხვალ სახლში და გოჩა კრაოტში რომ ხვრინავს, ვაა აბა გარეთ ვიღა დადიოდა ეეbiggrin.gif
* * *
ucxo777
ზამთარში გაუჭირდებათ თუ კარგად არ დაუთბუნებ, ღორი ადამიანივითაა ვერ ინარჩუნებს შიდა ტემპერატურას და შენ უნდა შეუქმნა საჭირო ტემპერატურა სითბოც და სიგრილეც.


DERRICKROSE
ვიზუალურად მაგ ასაკისთვის ძაან კარგ ტანზეა და წონასაც თუ დააკონკრეტებდი უკეთ მივხვდებოდით რამხელაცაა.

რაციონში პროტეინი გაუზარდე თორემ სიგანეში არ მიდის ეტყობა.
* * *
ghost471
მართალი ხარ ეგ გრძელბეწვიანი კავკასიურები მაგარი ზარმაცები არიან მე ზუსტად ეგ ჯიში მყავს და 5 კმ რომ გაიაროს (გარბენას არც კადრულობს) ისე იღლება ფეხზე ვეღარ დგება ხოლმე.. ეგ ჯიში არის ყარაული და დამცველი ანუ ფერმის ეზოში გაუშვებ ან ბაკში გაუშვებ და იქ მგელი კი არა დათვიც ვერ გაჭაჭანდება წარმოუდგენლად ჭკვიანი ძაღლია, უშიშარი და ძლიერი, ერთი კავკასიურიც რომ გყავდეს დარაჯად ღამე შეგიძლია მშვიდად დაიძინო. უმეტესად მთაბარობისას ეს ძაღლები მანქანით გადაყავთ და არა ფეხით.

თუ ცხვრის მწყემსი ძაღლი გინდა ქართული ქოსა უნდა იყოლიო დაუღალავი ჭკვიანი და სწრაფი ძაღლია. ძალაც ერჩის და ვერც მგელი აშინებს, ცხვრის მწყემსვაც გენში აქ.



levani169
კი მარილი აუცილებელია მაგრამ მლაშე კლავს. მე ერთ ჩაის კოვზს ვურევ 3 კილო როშში და კმარათ ისე რამდენია ნორმა აზრზე არ ვარsad.gif

Posted by: ჩაკრულო 9 Sep 2017, 21:13
kaxaberski66
რა გიამბო ძიავ, ჩემ მთაში ჩემზე დიდი დათვი ჯერ არ ასულა


* * *
ghost471
ლეკვები ჯერ არა მყავს, მთაშია ცვარი ნოემბერში იქნება ბარში და მესტუმრეთ ჭაჭუნაში smile.gif

ისე მაგ სიფუმფულეზე ძაან ნუ გაამახვილებ ყურადღებასwink.gif ადგილზე მიღებული თაობა უკვე მეორე წელია დადის ჩვეულებრივად და ძალიან მაგრები არიან, მამაჩემი აწვება მაგათ მომრავლებასუკვე

levani169
მარილი 0.5% ძირითადად.

პ.მ მოგწერე და ნახე მემრე


Posted by: ghost471 9 Sep 2017, 21:54
ჩაკრულო
ამ ჯიშის ძაღლების ფანატი ვარ და ბევრი რამე ვიცი კიდეც რაც მე მინახავს ძირითადად ცხვრის მიმართ უყურადღებობას იჩენენ smile.gif სიავეზე არაფერს ვამბობ რობოტებივით იწევენ smile.gif

Posted by: ჩაკრულო 9 Sep 2017, 23:24
ghost471
გრძელბეწვიანზე იძახი მაგას?

Posted by: CHampioNNN 9 Sep 2017, 23:39
აუ ყაურმა მომინდა spy.gif

Posted by: ghost471 10 Sep 2017, 00:00
ჩაკრულო
კიი გრძელ ბეწვიან კულტურულებზე.(გრძელი ბეწვით აბორიგენებიც არიან)
vano22
ხოო მაგ ამბავში კარგები არიან. თუმცა მე მაგათ სუფთა სისხლებად არ მივიჩნევ smile.gif ცოტა ისტორია ვიცი ნაგაზების და ეს მაძლევს ამის თქმის უფლებას

Posted by: kaxaberski66 10 Sep 2017, 00:02
ჩაკრულო
QUOTE
რა გიამბო ძიავ, ჩემ მთაში ჩემზე დიდი დათვი ჯერ არ ასულა

biggrin.gif რაც შენ დაწერე, ბოლოში ეს ღიმილაკი ჭირდება.
ძია გენაცვალოს ,არ გეწყინოს და ასაკით მართლაც ძიად გეკუთვნი მიწაწყალო. შენ მეცხვარეებისგან ბევრი რამ გექნება გაგებული დათვის საქციელის შესახებ. ცოტა სახალისო რამეებიც დავწეროთ. მეც მზად ვარ გავიხსენო რამეები. ტვინს ჭვინტს დავაჭერ.

Posted by: ghost471 10 Sep 2017, 00:46
kaxaberski66
Mogviyevi dzia da beqacmova laparakis ishtaze smile.gif

Posted by: kaxaberski66 10 Sep 2017, 01:00
ghost471
ეხლა გვიანია და მომავალში მოგიყვებით. რასაც მოვყვები მეცხვარეების მონაყოლი იქნება.

Posted by: ჩაკრულო 10 Sep 2017, 08:54
ისე აგტობიზნსს ალბათ მოდერი სრ ჰყავს თორე მცხვარეობა ე და დათვებზე არ უნდა ვსაუბრობდეთ ვგონებ smile.gif)

ამ გრძელბეწვიანზე იმას გეტყვით მაგალითად რომ კესი მაშინ 10 თვისა იყო, როცა ჭაჭუნაზე მინდორშიი 2 ხბო მოკვდა და ამან 3 სუტკა გაჰთენა ლეშებს სანამ მამაჩემკ არ მივიდა
თათარსაც არ უშვებდა რო ლეშები გადაეყარა

Posted by: kaxaberski66 10 Sep 2017, 10:05
QUOTE
ამ გრძელბეწვიანზე იმას გეტყვით მაგალითად რომ კესი მაშინ 10 თვისა იყო, როცა ჭაჭუნაზე მინდორშიი 2 ხბო მოკვდა და ამან 3 სუტკა გაჰთენა ლეშებს სანამ მამაჩემკ არ მივიდა
თათარსაც არ უშვებდა რო ლეშები გადაეყარა

თუ ძაღლი ვარგა და გონიერია გრძელბეწვიანიც და მოკლებეწვიანიც ერთნაირად მუშა ძაღლები არიან.
ერთხელ მიწას ვხნავდით. შებინდებისას ტრაქტორი გაფუჭდა და ბინაში ვერ მოვიყვანეთ. იქვე ნახნავში, კვალში დავტოვეთ.
ტრაქტორისტი უტრაქტოროდ მოვიდა ბინაში, ერთი საშუალო სიგრძის ბეწვიანი(თუ მაინც და მაინც ბეწვზე გავამახვილებთ ყურადღებას)ძაღლი წასულა ტრაქტორთან სადარაჯოდ. დილით რომ მივედით იქ დაგვხვდა ტრაქტორთან მწოლიარე.

Posted by: ჩაკრულო 10 Sep 2017, 10:08
არ ვიცი მოდერი ვინაა ამ განყოფილების მაგრამ ვირტუალურ წესს აგვიგებს თუ ვინძლო სამაიხედა

Posted by: kaxaberski66 10 Sep 2017, 10:15
ჩაკრულო
მეურნე ხალხი ცეცხლის პირას ვახშმობისას 1000 რამეზე ლაპარაკობს. ამ მთისასას და იმ მთისასაც ეხებიან.
მოდერიც ამიტომ ჩვეულებრივ ამბად თვლის და არ დაგვერევა ჯოხით. იმედია.

Posted by: vano22 10 Sep 2017, 11:50
ghost471
სუფთა სისხლი საერთოდ არ არსებობს, ოდესღაც ყველა ვიღაცასთანაა შეჯვარებული.
რუსებმა კი ბევრად გააუმჯობესეს ეს ჯიში ასე ვთქვათ სიცოცხლის ფასად იცავს და დარაჯობს ყველაფერს რასაც ჩააბარებ. არ არსებობს ამან გიღალატოს.





ჩაკრულო ვსაუბრობთ რას ვაფუჭებთ ჩვენ მეტი აქ არავინ შემოდის და ჩვენც თუ გააგვყარეს აქედან რაღა გამოვაbiggrin.gif





Posted by: ghost471 10 Sep 2017, 13:49
vano22
Cxvris dzveli xzaglebi aravis gamoyvanilia bunebriv pirobebshi chamoyalibda im zomis, im wonis, im formebis da im xasiatis rac saqmes chirdeboda

Posted by: DERRICKROSE 10 Sep 2017, 15:11
vano22
წონა არ ვიცი არ ამიწონია 40 ალბათ ზუსტად არ ვიცი, ავწონი მერე

პროტეინი როგორ გავუზარდო? რომელი საკვები დანამატი მივცეთ მაგისთვის? იქნებ გვირჩიოთ

Posted by: vano22 10 Sep 2017, 17:19
ghost471
სადღა იპოვი იმ ჯიშებს კაი ხანია აირეოდა მათი სისხლიც ან ქოფაკებთან ან კულტურულ ნაგაზებთან. მე ცხვარში ქართულ თართზე კარგი ძაღლი არ მეგულება ჯობია ამ ჯიშს მიანდო ფარა ვიდრე ცოფიანი მგელივით ავ მაგრამ საქმე საქმეზე რომ მიდგება კუდამოძუებულ ქოფაკსsmile.gif



DERRICKROSE

ჩაკრულო არის პრემიქსის მწარმოებელი და მაგაზე სწორს მე ვერ გირჩევ იმედია შემოვა და კარგ რჩევას მოგცემს..

მე ჩემის მხრივ შემიძლია გითხრა რომ ღორის ფორმირება გოჭობიდანვე იწყება. ეხლა ეგ ბურვაკი ტანში კი იზრდება მაგრამ როგორც ჩანს პროტეინის ნაკლებობის გამო ხორცს ვერ იკეთებს. კარგი იქნება თუ ჯერ შენ დაწერ თუ რას აჭმევ. ასე უფრო გაგვიადვილდება რაციონის შერჩევა..

პს.. ისე არ გაიგო რომ ცუდ ტანზეათქო ვამბობ მაგრამ ამ ჯიშებს ბევრად მეტის რესურსი აქვთ რითიც ჯობნიან სხვა ჯიშებს და უნდა გამოიყენო ეს რესურსი

ცუდი ფოტოა მაგრამ იდეას მიხვდები

Posted by: ghost471 10 Sep 2017, 17:37
vano22
Mtlad ase usashvelodac ar ari saqme am dzaglebis dzebnashi bevri mivlia cxvarshi da minaxavs mshvenieri egzempliarebi
* * *
DERRICKROSE
Sheni burvaki tavisufal kvebaze gyavs tu normirebulad achmev?

Posted by: ჩაკრულო 10 Sep 2017, 19:06
QUOTE (DERRICKROSE @ 10 Sep 2017, 15:11 )
vano22
წონა არ ვიცი არ ამიწონია 40 ალბათ ზუსტად არ ვიცი, ავწონი მერე

პროტეინი როგორ გავუზარდო? რომელი საკვები დანამატი მივცეთ მაგისთვის? იქნებ გვირჩიოთ

პროტეინის მომატება სოიოს შროტით შეძლებ მაგრამ ახლა რას აჭმევ და დაახლოებით გეტყვი რითი გაახალისო შენი ბურვაკის მომავალი

Posted by: DERRICKROSE 10 Sep 2017, 21:02
vano22
კი კი მივხვდი

ჩაკრულო

რაციონს რაც შეეხება ძირითადი არის ქერი, ასევე ხორბალი, სიმინდი,ეს უკანასკნელი ეხა დავუფქვით, ასევე სოიოც, წინაზე გვქონდა სემიჭკა დაპრესილი.

რსციონის ცვლა შეიძლება? თუ ჯობია ერთი და იგივე ჭამონ?

Posted by: dvt333 10 Sep 2017, 21:55
vano22
ვანო რამხელები არიან ეგენი? ჩემი ვარაუდით სადღაც თვენახევრისები უნდა იყვნენ ესე 20 კილოს ფარგლებში

Posted by: vano22 10 Sep 2017, 22:37
dvt333
რა ზუსტი თვალ ზომა გქონიაbiggrin.gif. ადრინდელი ფოტოა მაგრამ ზუსტად მაგ წონის და ასაკისები იყვნენ როცა გადავუღე 20_25კგsmile.gif





DERRICKROSE

მარტო ქერს აჭმევდი? მაშინ კიდე კარგად ყოფილაsmile.gif.

მაგ ასაკზე მე 30% სიმინდს, 20% ხორბალს, 20% ქერს, 10% კოფტონს (კოფტონი წისქვილში წვრილად უნდა დაიფქვას და ისე მიეცეს თორემ ვერ ითვისებს კარგად), 10% იონჯის ფქვილს და 10% სოიოს მივცემდი..

დამატებით კალციუმს და ვიტამინების ნაკრებ ჩიკტონიკსაც მადის სტიმულირებისთვის


ჩაკრულო რას იტყვი ივარგებს ეს რაციონი?

Posted by: ucxo777 11 Sep 2017, 00:59
QUOTE
ზამთარში გაუჭირდებათ თუ კარგად არ დაუთბუნებ, ღორი ადამიანივითაა ვერ ინარჩუნებს შიდა ტემპერატურას და შენ უნდა შეუქმნა საჭირო ტემპერატურა სითბოც და სიგრილეც.

Ara zamtarshi kargi sagore gavumzade es specialurad sazafxulo bakivit gavukete rom zafxulshi daxurul shenobashi ar iyvnen.
Kidev ra unda gkitxo, zustad gorma ramdeni xani icis gorma makeoba? Dge dgezea chemi erti dedagiri ,4dgeshi uxdeba 3tve da sami kvira da mevemzado ukve tu kidev maqvs dro?biggrin.gif arasodes davkvirvebivar da damitvlia dro ramden xanshi yridnen gorebi gojebs, roca dayrida dayrida da exla mainteresebs zustad

Posted by: ჩაკრულო 11 Sep 2017, 02:20
QUOTE (DERRICKROSE @ 10 Sep 2017, 21:02 )
vano22
კი კი მივხვდი

ჩაკრულო

რაციონს რაც შეეხება ძირითადი არის ქერი, ასევე ხორბალი, სიმინდი,ეს უკანასკნელი ეხა დავუფქვით, ასევე სოიოც, წინაზე გვქონდა სემიჭკა დაპრესილი.

რსციონის ცვლა შეიძლება? თუ ჯობია ერთი და იგივე ჭამონ?

სოიო მარცვლად თუ შროტი?

და რა ოდენობით ხმარობ?
* * *
QUOTE (vano22 @ 10 Sep 2017, 22:37 )
dvt333
რა ზუსტი თვალ ზომა გქონიაbiggrin.gif. ადრინდელი ფოტოა მაგრამ ზუსტად მაგ წონის და ასაკისები იყვნენ როცა გადავუღე 20_25კგsmile.gif





DERRICKROSE

მარტო ქერს აჭმევდი? მაშინ კიდე კარგად ყოფილაsmile.gif.

მაგ ასაკზე მე 30% სიმინდს, 20% ხორბალს, 20% ქერს, 10% კოფტონს (კოფტონი წისქვილში წვრილად უნდა დაიფქვას და ისე მიეცეს თორემ ვერ ითვისებს კარგად), 10% იონჯის ფქვილს და 10% სოიოს მივცემდი..

დამატებით კალციუმს და ვიტამინების ნაკრებ ჩიკტონიკსაც მადის სტიმულირებისთვის


ჩაკრულო რას იტყვი ივარგებს ეს რაციონი?

ნუ იმას რასაც აძლევს სჯობია ჩემმა მზემ lol.gif

მაგრამ სიმინდი და კოფონი ასეთი ოდენობით ნამეტანი არასწორიაsmile.gif პროტეინი მაინც დაბალია და ცხიმი მაღალი

ასევე საჭიროა მანდ ლიზინი, ამინომჟავა
რადგან სოიო ცოტაა

Posted by: vano22 11 Sep 2017, 09:32
ucxo777
მაკეობა გრძელდება 3 თვე 3 კვირა 3 დღე (114-115 დღე). მშობიარობა რამდენიმე საათიდან შეიძლება 1 დღეც გაგრძელდეს შეიძლება მეორე დღესაც გააჩინოს რამდენიმე. ამიტომ მშობიარობას დასრულებულად ნუ ჩათვლი სანამ ერთ დიდ ბუდეს არ დააგდებს.

თუ ბრაზიანი ღორი არ გყავს ყოველ დღე გამოწველე ხოლმე დილა საღამოს და თუ რძე მძიმედ თითო წვეთი გამოვა 3-4 დღეა დარჩენილი მშობიარობამდე და თუ შხეფებად ნაპორით გამოასხა მაშინ 2 დან 4 საათამდე მაქსიმუმ იმ საღამოს ან ღამე აუცილებლად გააჩენს.




ჩაკრულო ჩემებს მაგრად უყვართ სიმინდიsmile.gif რომელიღაც სტატიაში წავიკითხე გმო.სოიო უნაყოფობას იწვევსო და დედა ღორებზე როგორ იმოქმედებს ნეტავ?

Posted by: DERRICKROSE 11 Sep 2017, 10:58
vano22
მარტო ქერს არა, რაც ჩამოვთვსლე მაგ ყველაფერს ერთმანეთში ვურევთ და ისე ვაძლევთ კი მოსწონთ და რავიცი smile.gif

ჩაკრულო
შროტს

ესეიგი ქერი,სიმინდი,ხორბალი,სოიო გარდა კიდევ რაციონში რა შევურიო?

Posted by: ჩაკრულო 11 Sep 2017, 11:16
QUOTE (vano22 @ 11 Sep 2017, 09:32 )
ucxo777
მაკეობა გრძელდება 3 თვე 3 კვირა 3 დღე (114-115 დღე). მშობიარობა რამდენიმე საათიდან შეიძლება 1 დღეც გაგრძელდეს შეიძლება მეორე დღესაც გააჩინოს რამდენიმე. ამიტომ მშობიარობას დასრულებულად ნუ ჩათვლი სანამ ერთ დიდ ბუდეს არ დააგდებს.

თუ ბრაზიანი ღორი არ გყავს ყოველ დღე გამოწველე ხოლმე დილა საღამოს და თუ რძე მძიმედ თითო წვეთი გამოვა 3-4 დღეა დარჩენილი მშობიარობამდე და თუ შხეფებად ნაპორით გამოასხა მაშინ 2 დან 4 საათამდე მაქსიმუმ იმ საღამოს ან ღამე აუცილებლად გააჩენს.




ჩაკრულო ჩემებს მაგრად უყვართ სიმინდიsmile.gif რომელიღაც სტატიაში წავიკითხე გმო.სოიო უნაყოფობას იწვევსო და დედა ღორებზე როგორ იმოქმედებს ნეტავ?

სამწუხაროდ გმო-ს შესახებ ჯერ კიდევ დასაბუთებული არაფერია და უბრალოდ ვინ რას იტყვის და ვინ რას.

Posted by: ucxo777 11 Sep 2017, 11:35
vano22
Eseigi martali yofila rom izaxian 3 tve 3 kvira 3dge iciso.

Magla surati rom dade jishia maseti ukudo tu shen daajeri?
* * *
ჩაკრულო
Starti minda gojebistvis da ra qvia tqvens firmas rom shevizino tqveni produqcia?

Shriftistvis bodish vixdi telefonit var shemosuli

Posted by: dvt333 11 Sep 2017, 11:39
DERRICKROSE
საერთოდ ძალიან დიდი მნიშვნელობა აქ პირველი სამი თვე მაღალ პროტეინოვანი საკვების მიღებას, მერე მაგის ანაზღაურება რეალურად აღარ ხდება.

Posted by: DERRICKROSE 11 Sep 2017, 12:15
dvt333
გასაგებია, მადლობა, სამომავლოდ გავითვალისწინებ.

ხალხო თუ არ შეწუხდებით იქნებ დაწეროთ ასაკის მიხედვით, იდეალური საკვები რაციონი როგორ შედგება?

Posted by: ჩაკრულო 11 Sep 2017, 13:13
ucxo777
ჩვენი ქარხანა დედოფლისწყროშია
კომპანიას ქვია : "აგროქიზიყი"

შეგვიძლია ადგილზე დისტრიბუციაც შეკვეთის ოდენობისმიხედვიყ
დამიკავშირდით 599567131
* * *
QUOTE (DERRICKROSE @ 11 Sep 2017, 12:15 )
dvt333
გასაგებია, მადლობა, სამომავლოდ გავითვალისწინებ.

ხალხო თუ არ შეწუხდებით იქნებ დაწეროთ ასაკის მიხედვით, იდეალური საკვები რაციონი როგორ შედგება?

2 წელიწად ნახევარია მაგას ვაკეთებ შე კაცო fig.gif

Posted by: ucxo777 11 Sep 2017, 14:34
ჩაკრულო
2 3 meshoki minda da aramgonia dushetshi am raodenobis gamo chamoxvidet. Didubis agro magaziebshic eqnebat albat tqveni produqcia xo?

Posted by: vano22 11 Sep 2017, 16:58
ucxo777
უკუდო მეგონა მეც მაგრამ ჩვეულებრივ გოჭებზე ბევრად გრძელი კუდებით ჩნდებიან ესენიsmile.gif თავიდან ერთი ორს ცოტა გრძლად წავაჭერი და მერე სუ თანაბრად დავაჭერი 3 მალაზე.

Posted by: ჩაკრულო 11 Sep 2017, 19:56
ucxo777
QUOTE
2 3 meshoki minda da aramgonia dushetshi am raodenobis gamo chamoxvidet. Didubis agro magaziebshic eqnebat albat tqveni produqcia xo?


დიდუბეში არ იყიდება, თბილისში არსად იყიდება smile.gif არავის გასჩენია სურვილი რომ საკუთარ მაღაზიებში შეეტანათ, ასე რომ პირდაპირ ფერმერებზე ვმუშაობთ.
მაღაზია, საკუთარი გვაქვს მხოლოდ დედოფლსიწყაროში.

2-3 ტომარა თუ გინდა და თბილისში ჩასვლა გიხერხდება, ხვალე ჩემი დისტრიბუცია მოდის ისედაც თბილისში და გამოვატან ან სხვა დროს, მოვილაპრაკოთ და სცადეთ ჩვენის საკვები

Posted by: buxxx 11 Sep 2017, 21:54
vano22
QUOTE
უკუდო მეგონა მეც მაგრამ ჩვეულებრივ გოჭებზე ბევრად გრძელი კუდებით ჩნდებიან ესენი თავიდან ერთი ორს ცოტა გრძლად წავაჭერი და მერე სუ თანაბრად დავაჭერი 3 მალაზე.

კუდებს რატომ აჭრი?

Posted by: ucxo777 11 Sep 2017, 22:57
vano22
Ramdeni dgisas ajri kudebs da rame gartuleba sheizleba moyves tu advilad itanen?

ჩაკრულო
Xval veranairad ver movaxerxeb chamosvlas samwuxarod. Tqveni telefonis nomeri chaviwere da uaxloes momavalshi dagirekav da movilaparakot

Posted by: vano22 11 Sep 2017, 23:16
buxxx
მოკლე კუდი ძაან უხდებაsmile.gif



ucxo777

3-4 დღისებს. ზოგი გაჩენისთანავე აჭრის მაგრამ ახალ გაჩენილი გოჭი ისედაც სტრესშია და სისხლ ნაკლებობაც აქვს მიუხედავად იმისა რომ ჭიპლარზე ძაფს ვუჭერ და მერე ვჭრი მაინც კარგავს ცოტა სისხლს და დამატებით კუდის წაჭრა ზედმეტი მგონია.


3 დღიდან 10 დღემდე უპრობლემოდ ეჭრებათ. გაუჭერ მესამე მალაზე აბრეშუმის ძაფს დააცდი 2 წუთი და ჩვეულებრივი ახალი ჩინური მაკრატლი წააჭრი ძაფიდან 2 მილიმეტრზე, დააწვეთებ იოდს და ეგაა.

Posted by: ucxo777 11 Sep 2017, 23:43
vano22
Mec mase vfiqrob rom mojrili kudebi uxdebat,ufro vidze arian:D
Zalian kargi,magat ertibewo kudis mojras bevri araferi sdomia,ase rom mouwevt chemebsac

Posted by: ჩაკრულო 12 Sep 2017, 00:18
user posted image

დღეს გამოვიყვანე დანაკლეიკეებული smile.gif)

Posted by: vano22 12 Sep 2017, 01:17
ucxo777
უმარტივესია. მთავარია ისეთი წვრილი და მაგარი ძაფი იშოვო რომ არც ხელში შემოგაწყდეს და არც აქეთ იქით იცურაოს გაჭერისას. მაკრატელი წინასწარ გატესტე რამეზე. სუფთად და იოლად უნდა ჭრიდეს თორემ გაგაწვალებს.

ხო კიდევ.. ერთი დამხმარე დაგჭირდება გოჭის დასაფიქსირებლად. ოღონდ მე რომ მყავს ესეთი კი არა კინაღამ გული რომ წაუვიდა მოჭრილი კუდის დანახვაზეbiggrin.gif



ჩაკრულო მშვიდობაში, ერთი ასად გაეზარდოს შენი ბიზნესის მოგებაsmile.gif

Posted by: kaxaberski66 12 Sep 2017, 08:26
მწვადი იქნება, მთავარი ეს არის,თორემ შეიძლება დაკვლისას დრუჟბა ჩართოთ. biggrin.gif

Posted by: levani169 12 Sep 2017, 12:22
kaxaberski66
QUOTE
მწვადი იქნება, მთავარი ეს არის,თორემ შეიძლება დაკვლისას დრუჟბა ჩართოთ.

გრუჩიტელი უნდა ჩაეხსნას ოღონდ! biggrin.gif
აი მწვადი და გემრიელად თუ გინდა ჭამო ეგაა,ახალ დაკლულზე თათარიახნად რომ შეწვავ და სახელდახელოდ მოწყობილ მაგიდასთან ფეხზე მდგომი კაი თონის შოთით ან ლავაშით თეფშის მაგივრად,სამ ტაქან ეშმაკის ცრემლს რომ მიაყოლებ იმ სიცივეში! biggrin.gif

Posted by: ghost471 12 Sep 2017, 13:49
vano22
Ori tvis gochebis cocxali masa ra aris xolme shentan vano? Da rogor zrdi erti mitxari megobaro ra procedurebs utareb dayris dgidan dedagors da gochebs

Posted by: kaxaberski66 12 Sep 2017, 14:39
levani169
გეთანხმები. კარგი სიტუაციაა ხოლმე. სუფთა რიტუალია.

Posted by: AnonimE 12 Sep 2017, 15:03
http://www.emgeo.ge შემოგვიერთდით...

ინივერსალური ბიოლოგიური პროდუქტი ცხოველებისთვის და სხვა...

Posted by: vano22 12 Sep 2017, 15:07
ghost471

ეგ ცოტა ინდივიდუალურია მაგრამ ვეცდები ავღწერო მთელი პროცესი..

მე მყავს 2 ჯიში დიუროკი და იორკშირი.
იორკშირი უხვ რძიანია და ბევრად იოლად ზრდის გოჭებს. ამიტომ

დიუროკის მაგალითზე მოვყვები..
დედა ღორი ურძეოა და მაღალ ნაყოფიერი. 12-14 გოჭი იშვიათად 16.


დედა ღორს მშობიარობიდან მეორე დღეს ვუკეთებ ანტიბიოტიკს და ვასმევ შრატს მაქსიმალური რაოდენობით.
4-5 დღე ღორი მყარ საკვებს არ ჭამს. მეხუთე დღიდან ვაჭმევ როშს ფაფის სახით რაშიც ვურევ ცოტა პიგ მაქსის სტარტს გემოსთვის და ვიტაპლასტინს კალციუმის დანაკარგის ასანაზღაურებლად. დედა ღორი გოჭების გაზრდაში მნიშვნელოვან როლს არ ასრულებს.


გოჭებს გაჩენიდან 2 საათში მოვაწოვებ ხსენს და გადამყავს საგოჭეში სადაც დამატებით ხელით ვაჭმევ ხელოვნურ რძეს ყოველ 3 საათში. ამასთან ერთად ყოველ 3 საათში ვუშვებ გოჭებს დედასთან მოსაწოვებლად, წოვის შემდეგ ისევ გამყავს გოჭები საგოჭეში და ვაჭმევ რძეს (დედა ღორის წოვა ფორმალობაა რძე ფაქტიურად არ აქ გრამებს ძლივს წოვენ).

ასე გრძელდება 3-4 დღე. შემდეგ 6 საათში ერთხელ ვუშვებ დედასთან და ხელით დღეში 4 ჯერ ვაჭმევ.

3 დღისას ვუკეთებ რკინის ვიტამინს და მეოთხე დღეს ვაჭრი კუდებს. რკინის ვიტამინს ვუმეორებ 2 კვირაში.

1 კვირისებს ვაჩვევ სელტეკის ჭამას და ვუდგავ წყლის ჯამს. ამ პერიოდისთვის დედა ღორი უკვე მადიანად ჭამს ყველაფერს და რძეც ცოტა ემატება მაგრამ დამატებით კვებას მაინც საჭიროებენ გოჭები.


ასე წვალებ წვალებით ამყავს 10 კილოზე და სელტეკს ვანაცვლებ სტარტით. 3 კვირის გოჭები უკვე აღარ საჭიროებენ რძეს და ამ დროისთვის დედა ღორიც შრება.


2 თვის გოჭი 30 კილოს ფარგლებშია 25_30კგ

Posted by: levani169 12 Sep 2017, 15:07
ghost471
QUOTE
vano22
Ori tvis gochebis cocxali masa ra aris xolme shentan vano? Da rogor zrdi erti mitxari megobaro ra procedurebs utareb dayris dgidan dedagors da gochebs

ნუღარ მოაყოლებ ძმაო თორემ ვანოს დედობრივ ინსტიქტებზე და მზრუნველობაზე გული მიჩუყდება და თვალზე ცრემლი მადგება ხოლმე! biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif 2kiss.gif

Posted by: vano22 12 Sep 2017, 15:10
levani169
გოჭები ღორს კი ვერ ცნობენ მე ვგონივარ ხოლმე დედაbiggrin.gif

Posted by: vixn 12 Sep 2017, 15:24
levani169
ჩაგეთვალა, მეტი წვალება არ ბავშვს უნდა, დროს მოითხოვს მეტს ეგაა.

Posted by: KasperRiters 12 Sep 2017, 15:26
QUOTE
გოჭები ღორს კი ვერ ცნობენ მე ვგონივარ ხოლმე დედა


biggrin.gif დედა ღრუტუ


Posted by: ghost471 12 Sep 2017, 15:59
vano22
Gaixare megobaro madloba. Ori tvis gochistvis 30 kilo dzalian magari machvenebelia. Yvelaze kai zrdit diuroki gamoircheva(sufta sisxlebzea saubari) da ori tvis gochis wona 20-22 kiloa. Shen tu 30 kiloze agyavs ori tvis gochi martla sagol dzmao. Chemi rekordi 25+ kiloa smile.gif selteki ar michmevia vet aftiaqshi yiduloob?
Soios fasi mitxarit tu icit da sad viyido?

Posted by: vano22 12 Sep 2017, 16:35
ghost471
მეც სუფთა სისხლის დიუროკი მყავს. 2 თვეში 20 კილო ჩვეულებრივი ლანდრასის გოჭებიც იზრდებიანsmile.gif აი სელტეკი რომ არ გიჭმევია გაყავი გოჭები და ნახევარი ტრადიციული მეთოდით გაზარდე, ნახევარი სელტეკით და სტარტით. შედეგს თვითონ ნახავ რამხელა განსხვავება იქნება ერთ ნაყარში.. სელტეკს თელავში ვყიდულობ და პიგ მაქსის სტარტს ახმეტაში. საწარმო დედოფლისწყაროშია მწარმოებელი აქაა და უკეთ გეტყვის სად რა იყიდო.

პიგ მაქსის პროდუქციას გირჩევ სხვა ფირმის პრემიქსებიც გამოვცადე და ეს აშკარად ყველას ჯობია, ჯერ მარტო სუნი და გემო აქ იმისთანა შეჭმა მოუნდება კაცს

სოიოს აზრზე არ ვარ ვერ მოაღწია ჩემამდე ცივილიზაციამ

Posted by: ghost471 12 Sep 2017, 20:52
Mec pig maxis premixit vzrdi da milkivins vadzlev tavidan sanam startis wonebi gaxdebian. Seltiks chakrulo amzadeebs?

შენი დიუროკის სურათი გვაჩვენე რაა

Posted by: ucxo777 12 Sep 2017, 21:20
vano22
QUOTE
უმარტივესია. მთავარია ისეთი წვრილი და მაგარი ძაფი იშოვო რომ არც ხელში შემოგაწყდეს და არც აქეთ იქით იცურაოს გაჭერისას. მაკრატელი წინასწარ გატესტე რამეზე. სუფთად და იოლად უნდა ჭრიდეს თორემ გაგაწვალებს.

Gasagebia,yvelafers sheni instruqcisamebr shevasruleb
QUOTE
ხო კიდევ.. ერთი დამხმარე დაგჭირდება გოჭის დასაფიქსირებლად. ოღონდ მე რომ მყავს ესეთი კი არა კინაღამ გული რომ წაუვიდა მოჭრილი კუდის დანახვაზე

biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif
* * *
ჩაკრულო
Gilocav,sul warmatebasa da winsvlashi
* * *
Bolo gverdi gadavikitxe da gaognebuli var am kacze vano22 mis shromismoyvareobasa da mondomebaze, sagol ra zmao shen.(y) 5 welia sofelshi vcxovrob da soplis meurneoobis shenni codnis mesamedi rom vicode bevrad magrad viqnebodi

Posted by: vano22 12 Sep 2017, 22:48
ucxo777
ჩემი ცოდნით შორს ვერ წავალთbiggrin.gif.
სოფ მეურნეობის უკვე მერამდენე დარგში ვცდი ბედს ვეღარც კი ვითვლი და ამ ხნის მანძილზე ჯერ იდეაშიც კი ვერ მივაგენი დაწყნარებული ნერვებით სახალისოდ გასაკეთებელ ასე თუ ისე შედარებით სუფთად საკეთებელ საქმეს რაც ცოტა ნორმალურ შემოსავალს მომცემს.. აქ სანერვიულო იქ სანერვიულო აქ საქმე იქ საქმე. ვეღარ ვასწრებ და ისევ სანერვიულო ვერა და ვერ დავალაგე ყველაფერი თავის ადგილას...







ghost471

მილკივინს რა ფასში ყიდულობ? ჩემებს კუჭი აუშალა მილკივინმა.

პიგ მაქსის პრემიქსებს ამზადებს და სელტეკი მზა შემოაქ როგორც გვითხრა.

რადიკალზე ავტვირთავ და დავდებ.


http://www.radikal.ru

http://www.radikal.ru

http://www.radikal.ru

Posted by: ghost471 12 Sep 2017, 22:59
vano22
კაი ხანია აღარ მიყიდა მგონი 3+ ლარი გახადეს smile.gif მე პრობლემა არ მქონია მილკივინზე. საერთოთ კუჭIს აშლილობა ნაკლებად მიშლის ხეელს ფუროქსით გადამყავს ხოლმე და სახელი დამავიწყდა წყალში ხსნადი წამალია ც ვიტამინით იმით გადამყავს ხოლმე

Posted by: vano22 12 Sep 2017, 23:04
ghost471

სელტეკიც მასე ღირს. მილკივინი ცარიელი სახამებელიაsmile.gif

Posted by: ghost471 12 Sep 2017, 23:25
vano22
საგარეჯოში არ აქვთ სელტიკი მარა მოვიძიებ. საკმაოდ კაი ეგზემპლიარი გყავს. მე მყავდა მართლა კაი იყო მარა ვერ დავაყრევინე.

Posted by: kaxaberski66 12 Sep 2017, 23:56
levani169
vano22
vixn
KasperRiters
კარგად გავიცინე. აბა სულ-ამის შემდეგ ეს უნდა გააკეთო. ეს კი არშეიძლება, დაზარალდები და ასეთი საუბრები მიდის ამ სოფლის მეურნეობის განყოფილებაში. კარგი იუმორის ნიჭიც გქონიათ. ღმერთმა მოგცეთ შრომასთან ერთად კარგი შემოსავალი და იუმორი.
მამაჩემი მე მეტყოდა ხოლმე- ღმერთმა მოგცეს თავში ტვინი, პირში კბილი და მკლავში ჯანიო. ასე ყოფილიყავით თქვენც ყველა, ვინც აქ წერთ და კითხულობთ.

Posted by: levani169 13 Sep 2017, 00:27
kaxaberski66
QUOTE

მამაჩემი მე მეტყოდა ხოლმე- ღმერთმა მოგცეს თავში ტვინი, პირში კბილი და მკლავში ჯანიო. ასე ყოფილიყავით თქვენც ყველა, ვინც აქ წერთ და კითხულობთ.

შენცა ძმაო შენცა და აგერ ქალბატონი "მილედიცა" კიდევ! biggrin.gif 2kiss.gif

Posted by: ჩაკრულო 13 Sep 2017, 00:57
ghost471
სოიოს მე დღეს დღეისობით 1.42 ლარად ვყიდი კილოს

სელტეკები მე შემომაქვს კი ბატონო, ჩეხურია, ჩეხური ლუდივით ვიშში პილოტაჟია smile.gif)
ფასი საჯაროდ 3 ლარია კილოგრამი, ოდენობაზე და თანაც ინტერნეტ მეგობრებზე 2.88 ლარი smile.gif
vano22
ბიჯოო, ჯვარი მწერია პიგ მაქსებს ვამზადებდე კაცოოsmile.gif)

ქიზიყელი კაცი ვამზადებ "აგროქიზიყ"ს smile.gif))

Posted by: vano22 13 Sep 2017, 01:11
ჩაკრულო
მეპატიება 2 თვეა უკვე აგერ ახლაც ხო მღვიძავს და 2 მდე ასე უნდა ვიყო მერე დავიძინებ და ექვსზე უნდა გავიღვიძო და დავიწყო მუშაობა..ასეთ გრაფიკზე განაღა მიმუშავებს თავი, რეტიანივით ბანცალით დავდივარ უკვეbiggrin.gif

აბა გოჭების სტარტის ტომრის ფოტო დადე ვნახო თუ მიჭმევია ეგ
* * *
ghost471
რატომ ვერ დააყრევინე არ იმაკა თუ?

Posted by: ghost471 13 Sep 2017, 01:21
ჩაკრულო
Mshvenieria kai fasebia. Sagarejosken arsad ar modis sheni "tavari"? Moklet premixiskoncentratze seltkze da soioze davilaparakebt kai baraqiani raodenoba mchirdeba
* * *
vano22
Atexili bevrjer iyo mara kerati aravis yavda xelovnuri ganayofierebit kide ar makulobda.

Posted by: ჩაკრულო 13 Sep 2017, 21:53
vano22

user posted image

ასეთი სტიკერებით არის

ghost471
პრობლემა არაა
599567131 დამიკავშირდი

Posted by: vixn 13 Sep 2017, 23:40
ჩაკრულო
მარცვალი ღირს მასე თუ შროტი?

Posted by: ჩაკრულო 13 Sep 2017, 23:57
vixn
შროტი კაცო, 46.6% პროტეინით

Posted by: GURAMI2 14 Sep 2017, 00:27
მამაჩემს ყავს გოჭები დიუროკს კი გავს მაგრამ რაღაც ძალიან ნელა იზრდებიან. 2თვეზე მეტის არიან და 12-14 კილოს ფარგლებში, რას მირჩევთ რა გავუგზავნო რო წამოვიდნენ ზრდა წონაში?დასავლეთში ყავს. ან რა ვურჩიო ძირითადად ზესტაფონში ყიდულობს საკვებს, ეხლა პრემიქსაც აჭმევს სტარტი მაგრამ ვისი გამოშვებაა არვიცი.

Posted by: vixn 14 Sep 2017, 00:56
ჩაკრულო
ახლა ის ამიხსენი, ნატურალური მარცვალი არ ჯობია?

Posted by: ghost471 14 Sep 2017, 01:54
ჩაკრულო
Shegexmianebi rogorc damchirdeba gaixare.

Posted by: ჩაკრულო 14 Sep 2017, 07:24
vixn
რა თქმა უნდა, მაგრამ სად არი? თუ სოიოზე იძახი სწორედაც რომ იშვიათია იშოვო ნატურალური ანუ ბიო მარცვალი, ეს ჩემი ნოგონილი არაა ძმაო, ეს სამწუხარო რეალობაა

Posted by: vixn 14 Sep 2017, 10:23
ჩაკრულო
მადლობა . მგონი მერევა რაღაცა, ზესტაფონში იყიდება სოია, ჩვენებურად ძაძა, ბოცვრებისთვის ვყიდულობთ ხოლმე, ვხალავ(ღუმელში ) და ისე ვაძლევ,
ახლა კითხვა, შროტი უკეთესი (ღორითვის) იქნება თუ მარცვალი, ფასი ერთია რომ ვაკვირდები?

Posted by: ჩაკრულო 14 Sep 2017, 13:48
vixn
მარცვალში არის ურეზაsmile.gif არ მისცე თორე გაიფესკამ შენ მეურნეობასsmile.gif)

Posted by: ჩაკრულო 15 Sep 2017, 20:01
user posted image

ფერმერი ზურა მუმლაური, კურდღელაური wink.gif

Posted by: nmnn 16 Sep 2017, 21:17
დიუროკის გოჭებს სად ვიყიდი და რა ფასში?ხომ არ გყავთ ვინმეს?

Posted by: kaxaberski66 17 Sep 2017, 00:46
ჩაკრულო
რამდენი თვის და წონის არიან?
და კიდევ. რამდენ სულ ღორს ზრდის?

Posted by: vano22 17 Sep 2017, 21:05
ჩაკრულო
ვა ეგ არ გამომიცდია არც არსად არ შემხვედრია... მიდექ მოდექ შეაწუხე ხალხი მარტო ახმეტაში 4 ვეტ აფთიაქია ვინც პრემიქსებსაც ყიდის.



ჩაკრულო ისე დაასათაურე სანამ ფოტოს გახსნიდა მეგონა მაგ ფერმერის ფოტო იქნებოდა მეურნეობის ფონზეbiggrin.gif

* * *
nmnn
ყიდვით ბევრგან იყიდი ფასი 1 თვის 200 ლარი 1.5 თვის 300 მდე.

Posted by: ჩაკრულო 18 Sep 2017, 01:17
vano22
სიმართლე გითხრა აქცენტს ვეტ აფთიაქებზე და ეგეთებზე აღარ ვაკეთებ, ვინც იცის ჩემი პროდუქციის ხარისხი და უნდა, ფასიც აწყობს, მიკვეთავს და ადგილზე მიიღებსwink.gif

თან არ მინდა წარმადობის პრობლემა დამიდგეს, ასე 3 თვეში ახალი ქარხანა გაიმართება და უფრო მეტის წარმოებას შევძლებ ერთი ამოსუნთქვითsmile.gif

ახლა 8-12 ტონა მზადდება ყოველდღე და მაქსიმუმ 15-16 ტონა გავქაჩო, აი მერე კი იცოცხლე wink.gif საათში 5.5 ტონას სასჭამენ ჩვენი სათაყვანებელი ღორები smile.gif))

Posted by: vixn 18 Sep 2017, 03:14
ჩაკრულო
წარმატებები,ღმერთმა ჯანიმოგცეს და საათში 100 ტონა დაგჭირვებიდეს.

Posted by: ჩაკრულო 18 Sep 2017, 10:38
vixn
გაიხარეეsmile.gif

100 ტონა ხუმრობა არაა smile.gif)

Posted by: giorgevich23 18 Sep 2017, 14:01
სამწვადეს რო ვყიდულობ,ვწვავ მაყალზე ,ასდის უხვი რაოდენობის თეთრი ბოლი და მწვადის სუნი არ დგება,ეს ღორები რაზეა არიან გაზრდილები?ხორცმა მწვადის სუნი როგორ არ უნდა დააყენოს? facepalm.gif

Posted by: ghost471 18 Sep 2017, 16:06
giorgevich23
ქათმის სკლინტზე, ჯარის ''პამოიზე'' პრემიქსიც არაა მთლად სადიდებელი მაგ ამბავში smile.gif

Posted by: giorgevich23 18 Sep 2017, 16:14
ghost471
QUOTE
ქათმის სკლინტზე, ჯარის ''პამოიზე'' პრემიქსიც არაა მთლად სადიდებელი მაგ ამბავში

რამე ამოსაცნობი ნიშანი აქვს ასეთ ხორცს?

Posted by: ჩაკრულო 19 Sep 2017, 00:02
giorgevich23
იეფია smile.gif))


Posted by: ghost471 19 Sep 2017, 00:21
giorgevich23
გარეგნულად არაფერი. შენ კიდე გაგიმართლა მე ვიყიდე ერთხელ იმენა ვერ შევწვით მწვადი გარედან შეიწვა და შიგნიდან ვერა მერე ტაფაშიაც ჩავყარეთ და არც ეგრე გამოგვივიდა რამე და მერე ცუგამ ისიამოვნა. იმენა პადოში იყო მაგ მასალის სუხოის რეზინები მომცა დავისვენებდი biggrin.gif

Posted by: ჩაკრულო 19 Sep 2017, 10:40
QUOTE (ghost471 @ 19 Sep 2017, 00:21 )
giorgevich23
გარეგნულად არაფერი. შენ კიდე გაგიმართლა მე ვიყიდე ერთხელ იმენა ვერ შევწვით მწვადი გარედან შეიწვა და შიგნიდან ვერა მერე ტაფაშიაც ჩავყარეთ და არც ეგრე გამოგვივიდა რამე და მერე ცუგამ ისიამოვნა. იმენა პადოში იყო მაგ მასალის სუხოის რეზინები მომცა დავისვენებდი biggrin.gif

ან პადმატორნები smile.gif)))

fig.gif

Posted by: ghost471 21 Sep 2017, 13:06
ბიჭებო ღორების დაბირკვა შეიძლებაა?

Posted by: ჩაკრულო 21 Sep 2017, 22:58
ghost471
კი ბატონო და სახელმწიფომაც მიიღო მაგის წესი და წესით ყველა რორი უნდა იყოს დაბირკული მალე smile.gif

Posted by: ghost471 22 Sep 2017, 00:58
Mec vici ro sheidzleba da ise shemashines yuri uchirqdeba da sheidzleba mochra dachirdeso ro damaizmenes

Posted by: ჩაკრულო 22 Sep 2017, 09:15
ghost471
ხარისსხებს გააჩნია

ევროპულებს პრობლემა არა აქვს, თურქულები კი ხშირად აჩირქებს
აი ცხვარში არის ეგ პრობლემა

Posted by: ghost471 22 Sep 2017, 22:09
ჩაკრულო
ხოო მეცხვარემ მითხრა მეეც რამის ყურები გაგვიხდა დასაჭრელიო

Posted by: ჩაკრულო 23 Sep 2017, 00:36
ghost471
2011 წლიდან მთლიანი სულადობა მყავს ჩემი იდენტიფიცირებული, ირანიდან ჩამოვიტანე სპეციალურად მაშინ

Posted by: vixn 24 Sep 2017, 23:26
ჩაკრულო
ამიხსენი ერთი, შენი საკვებით გაზრდილი ბურაკი ( სახორცე ჯიში ) რა დაჯდება კგ სუფთა ხორცი?
სავარაუდოდ, უჯიშო გოჭებზე მაგის დახარჯვას აზრი არ აქვს.

Posted by: ჩაკრულო 25 Sep 2017, 01:42
vixn
ერთ ერთი ჩემი ქისტაურელი კლიენტის სიტყვები რომ გავიმეორო 4.5-5 ლარი კილოგრამი ხორცის მიღება, ამაში ყველა ხარჯია გათვალისწინებული დედა ღორის შენახვის ხარჯიანად

Posted by: dsaltxuca 27 Sep 2017, 11:07
QUOTE (ghost471 @ 18 Sep 2017, 16:06 )
giorgevich23
ქათმის სკლინტზე, ჯარის ''პამოიზე'' პრემიქსიც არაა მთლად სადიდებელი მაგ ამბავში smile.gif

სკლინტი და პრემიქსის გარდა, ვადაგასული რძის პროდუქტები ლოკოკინა და ათასი საზიზღრობა...
ზუსტად მაგიტოა რეზინივით წელვადი რომ ხდება ხორცი!
* * *
მეგობრებო თუ გაქვთ ვინმეს ინფორმაცია:
ღორის ფერმაში ინოვაციურ ნაბიჯებს ვინ დგავს დღეს საქართველოში?
საუბარია მიკრობის გამრავლება და ექსტრუდერის დანაადგარზე.

Posted by: ჩაკრულო 28 Sep 2017, 01:25
dsaltxuca
ნუ ექსტრუდერს არ ვხმარობ, თუმცა სხვა ყველაფერში შემიძლია ვთქვა რომ ინოვაციურთან შეხებაში ვარ

Posted by: ucxo777 29 Sep 2017, 19:25
დღეს ვნახე ინტერნეტში რაგაც ცხრილი რომლითაც ღორის ცოცხალი მასა შეიძლება გაიგოს კაცმა,ხოდა ვინაიდან ჩემსკენ დიდი მასის სასწორი არ არის ავდექი მეც და გავზომე და გამოვზომე,გამოვიდა სიგრძე 142 სმ ხოლო გულ მკერდის გარშემოწერილობა 118 სმ,ხოდა ამათ გადაკვეთაზე არაფერი წერია და ვინმემ შეგიძლიათ გამარკვიოთ რამდენი კილო გამოდის ეს ოხერი? biggrin.gif
* * *
user posted image აი ამ ცხრილზე ვამბობ

Posted by: ჩაკრულო 2 Oct 2017, 23:01
ucxo777

198 კილო იქნება, თუ გინდა გაგიმაზამ biggrin.gif


Posted by: soso_1986 10 Oct 2017, 16:56
გამარჯობათ მოგებრებო, ეხლა დავრეგისტრირდი ფორუმზე. დიდი ხანია დაინტერესებული ვარ ფერმერული მეურნეობით და სიამოვნებით მივიღებდი თქვენს რჩევებს. მეღორეობით ვარ დაინტერესებული და მაინტერესებს რა არის საჭირო ამისთვის? შრომა არ მეზარება მაინტერესებს რამდენად მომგებიანია უცხოური ჯიშების მომრავლება, კერძოდ ლანდრასი და იორკშირი?

Posted by: REVERS 10 Oct 2017, 20:29
გამარჯობათ ფერმერებო smile.gif

მაინტერესებს და იქნებ არ დაიზაროთ და მოკლედ დამიწეროთ

იანვრის ბურაკები მყავს 3 ცალი

საახალწლოდ მინდა რო ნორმალურად მოიყარონ წონა

ახლა მთელი დღე გაშვებულები არიან

როდიდან უნდა დავამწყვდიო და რა უნდა ვაჭამო ?

სახლისთვისაც მინდა ხორცი და პრიმაქსები და მსგავსი საკვები არ მინდა რომ ვაჭამო

Posted by: dvt333 10 Oct 2017, 23:44
soso_1986
ყველაზე მეტად ნერვები ჭირდება, შრომა თავისთავად (იმაზე მეტი ვიდრე ერთი შეხედვით ჩანს), ასევე ფინანსები. ლანდრაც კაია და იორკშირიც ოღონდ გადაგვარებული არ უნდა იყიდო, აუცილებად საბეკონე მიმართულება გჭირდება თორე ისე ჩემი აზრით უაზრობაა უკვე ღორის გაზრდა.

REVERS
ისე იანვრისები ბურვაკები კი აღარ უნდა იყვნენ. დროა უკვე დაამწყვდიო. ქერი ხორბალი სიმინდი კოპტონი მიეცი. პირველი სამი თანაბარი პროპორციით კოპტონი სადღაც 10%.

Posted by: iko-iko 11 Oct 2017, 14:42
ჩაკრულო
ძიავ ღრმა საფენის ბაქტერიები შემოგაქვს?

Posted by: ჩაკრულო 11 Oct 2017, 16:08
iko-iko
ეგრე გამოდისsmile.gif 8 კილო დამრჩა ახლა

Posted by: levani169 11 Oct 2017, 16:48
soso_1986
QUOTE
გამარჯობათ მოგებრებო, ეხლა დავრეგისტრირდი ფორუმზე. დიდი ხანია დაინტერესებული ვარ ფერმერული მეურნეობით და სიამოვნებით მივიღებდი თქვენს რჩევებს. მეღორეობით ვარ დაინტერესებული და მაინტერესებს რა არის საჭირო ამისთვის? შრომა არ მეზარება მაინტერესებს რამდენად მომგებიანია უცხოური ჯიშების მომრავლება, კერძოდ ლანდრასი და იორკშირი?

რა არის საჭირო და გეტყვი!
აგერვანოს გოჭებია საჭირო და ჩაკრულოს საკვები + ასე თუ ისე მოწყობილი დოლ ფარებიანი საღორე ამას დამატებული კაპიტალი ამ ყველაფრის ერთად თავმოსაყრელად!

Posted by: vano22 11 Oct 2017, 18:11
QUOTE (ჩაკრულო @ 25 Sep 2017, 01:42 )
vixn
ერთ ერთი ჩემი ქისტაურელი კლიენტის სიტყვები რომ გავიმეორო 4.5-5 ლარი კილოგრამი ხორცის მიღება, ამაში ყველა ხარჯია გათვალისწინებული დედა ღორის შენახვის ხარჯიანად

+1 მეც მასე დამიჯდა რომ ვიანგარიშე.. ოღონდ გოჭის ყიდვის ფასი არ ჩამითვლია საკუთარი გოჭის შემთხვევაში მასე ჯდება კგ ხორცის წარმოება
* * *
ucxo777
ცოტა დიდ წონებზე თუ ნახავ ცხრილს გამომიგზავნე.. არ ეტევა ჩემი ღორების გაბარიტები მაგ ცხრილში და ვარაუდით ვუკეთებ წამლებსsad.gif

Posted by: REVERS 11 Oct 2017, 20:45
dvt333
QUOTE
ქერი ხორბალი სიმინდი კოპტონი მიეცი. პირველი სამი თანაბარი პროპორციით კოპტონი სადღაც 10%.


რამდენი უნდა ვაჭამო ?

რამდენსაც შეჭამენ თუ რამე პორციების დოზები უნდა დავიცვა ?

და კიდე, მშრალად უნდა მივცე საკვები ?

Posted by: ucxo777 11 Oct 2017, 21:04
ჩაკრულო
ძალიან კარგი,დავამწყვდიე უკვე, საახალწლოდ ვასუქებ და ალბათ მინიმუმ 250 ავა,იმედია biggrin.gif ქერს შვრიას და სიმინდს ვაჭმევ,ხილი და რამე რუმეებს დესერტად
REVERS
იანვრისები ბურვაკები კი არა უკვე გორები იქნებიან, დაამწყვდიე და საჭმელი არ მოაკლო,საახალწლოდ მაგრები გახდებიან
* * *
vano22
შენ ტანკები გყოლია ღორები კი არა biggrin.gif
თუ წავაწყდი სადმე აუცილებლად გამოგიგზავნი

Posted by: dvt333 11 Oct 2017, 21:49
REVERS
გააჩნია რამდენს გაქაჩავენ. დაუსველე თორე ისე მეეჭვება ჭამონ.

Posted by: REVERS 12 Oct 2017, 08:15
ucxo777
dvt333

მატება რა სიჩქარით ხდება თუ იცით ? ანუ ახალწლამდე რო ვაჭამო ვთქვათ 100 კგ საკვები, რა წონამატს მივიღებ ?

Posted by: vixn 12 Oct 2017, 08:43
REVERS
მაგ იმდენ რამეზეა დამოკიდებული, ვერავინ გეტყვის. საკვები, ჯიში, ფსიქოლოგია, ტემპერატურა.

Posted by: ჩაკრულო 12 Oct 2017, 10:39
vano22
ხო გოჭი შენი უნდა გუავდეს რომ ამ ფასებში ჩაჯდე, სამაგიეროდ კონკურენტუნარიანი ხარ ნებისმიერ მომენტში, როგორც არ უნდა ფასები დავარდეს ბაზარზეsmile.gif

პ.ს. ამ კვირას ვიყავი ახმეტი ბაზარშიsmile.gif)

Posted by: REVERS 12 Oct 2017, 10:42
vixn
QUOTE
მაგ იმდენ რამეზეა დამოკიდებული, ვერავინ გეტყვის. საკვები, ჯიში, ფსიქოლოგია, ტემპერატურა.


ლანდრას მამიდაშვილია თუ ბიძაშვილი არ ვიცი smile.gif სუფთა რომ არაა ვიცი smile.gif

შენობა ბლოკით ნაშენები არ მაქვს, დაკლეტკილია და ფიცრით ახურული

საკვები მინდა რომ სიმინდი-ქერი-ხორბალი და კოპტონი მივცე. არაჯანსაღი საკვების მომხრე არ ვარ

ცოტა ჩემთვის და ძირითადად სამეზობლოსთვის მინდა smile.gif

ახლა რო ვუყურებ აშკარად სუსტად არიან sad.gif მინდა რო წამოიყარონ ტანი მარა ისე არა რო ხარჯი მეტი დამიჯდეს ვიდრე წონას მოიმატებს smile.gif



Posted by: shuma89 12 Oct 2017, 21:42
3 დედა ღორი მინდა ვიყიდო, ან სადედე მოზრდილი ასაკის, ერთიც ტახი, მგონი ასე ჰქვია.
რა უნდა გავითვალისწინო კვების ამბავში? აი მაგალითად 3 ტონა ყვითელი სიმინდი რომ მაქვს ეს ბევრს ნიშNავს თუ 2-3 თვის საკმარისი იქნება?
გოჭები მინდა 10-11 კილოიანები რო გავუშვა ხოლმე, მხოლოდ გოჭებზე თუ ვიმუშავებ.
ეზო 3 ჰექტარი მაქვს, მაგრამ ღორებს ვერ გავაფუჭებინებ მთლიანად, მაგათ ასე 5000 კვადრატს გამოვუყოფ ცალკე, წყალიც იქნება, ტბის ვარიანტიც და ტალახიც. ისე იხვები იქნებიან ბლომად და იმედია ერთმანეთს არ ერჩიან smile.gif


Posted by: dvt333 12 Oct 2017, 23:09
REVERS
მატება ძაან ბევრ რამეზეა დამოკიდებული. პირველ რიგში გენეტიკა და კვება. ტემპერატურა გარემო და ათასი წვრილმანია კიდე. საკვებს რაც შეეხება ას კილოს გააჩნია რას შეაჭმევ და როგორს. ქერი ხორბალი სიმინდის კომბინაციამ 100მა კილიმ შეილება 20 25 კილო მომატოს. ეგეც ჯიშიანის შემთხვევაში.
* * *
shuma89
ისე ტბის ვარიანტი კაია ზაფხულში მარა 5000 მმეტრზე 4 ღორი სისულელეა ძმაო ზედმეტი თავისტკივილი და რისკია.საჭიროებაც არ არსებობს. 3 ტონა სიმინდი მაგ რაოდენობაზე არაა ცოტა ნაღდად მარა მარტო სიმინდით გაგიჭირდება

Posted by: vano22 12 Oct 2017, 23:32
shuma89

ღორის ეზოში ტანტალის დრო წარსულში დარჩა.
იყიდე ლანდრა ან უკრაინული თეთრი ღორები. დიდებიც იზრდებიან და შედარებით იოლი მოსავლელებიც არიან.. ღორი არი ინკუბატორი, უნდა შეაგდო 10 კვადრატში დააყრევინო 5-7 ჯერ თუ მრავალნაყოფიერი და კარგი დედა გამოდგება 10 ჯერაც შეიძლება და მოაშორო არც ეზო უნდა და არც ტალახი.. (რაუნდა ტალახში ღორს ჭიებს და ჭირებს აკიდებ უცბად) ტემპერატურა სადგომში უნდა დაარეგულირო ისე რომ საშუალო ტემპერატურა იყოს დღისით სიგრილე და ღამით 5 გრადუსით მეტი სითბო.. 10 კილოიანის გაყიდვას ჯობია 20-30 კილოიანი გაყიდო. 10 კილოიანი უკვე გამართულია ჭამაში და ყოველი ნამატი 1 კილო 3 ლარი დაგიჯდება და 8 ლარიც რომ მოგცენ ეგეც ხეირია.

ღორების კვებას რაც შეეხება ზრდასრული ტანიანი დედა ღორი დღეში 4 კილო როშს ჭამს კერატი გამხდარი უნდა იყოს ამიტო 3 კილოზე მეტი არაფრით არ აჭამო დაიანგარიშე და ნახავ რსმდენი ხანი გეყოფა ეგ სიმინდი..
ისე 1 ტონა სიმინდი რომ დაიტოვო, 2 ტონა გაყიდო და ქერ ხორბალი იყიდო აჯობებს.

ბოდიში საქმეზე ვარ და არეულად ვწერ მაგრამ აზრს მიმიხვდები..


პს.. დენის ბიზნესი როგორ მიდის?

Posted by: shuma89 13 Oct 2017, 00:37
vano22
QUOTE
დენის ბიზნესი როგორ მიდის?

არც ისე კარგად biggrin.gif დროის უქონლობის გამო.
მაგრამ ახლა დიიიიიდი გეგმებით ვარ და ფინანსებიც მომყვება ამჟამად, ასე რომ დროზე ვარ დამოკიდებული, ხო იცი ფინანსებიც იმ დროის დახარჯვის გამო მაქვს და ორი კაცი კიდე ვერ ვარ საშოვარზეც ვიყო და გასართობადაც ვიჩალიჩო smile.gif

QUOTE
ლანდრა ან უკრაინული თეთრი ღორები


ამ ჯიშებს ცოტა ცუდი თვალით ვუყურებ, გეტყვი რატო, მგონია, რომ რაღაც სუსტები უნდა იყვნენ ამტანიანობაში, ვგულისხმობ გარემო-პირობების შეგუებას, პატარა რამეზეც შეიძლება რაიმე დაემართოს, ანუ მგონია, რომ ნაკლები სიძლიერის იმუნიტეტი აქვთ.

კიდევ ერთი, სულ გასაყიდად ხო არ მინდა, ქონი გამოდის დიდიო თავად ვერ ვჭამ ქონს, სამწუხაროდ, არც ოჯახში და ეგ რო დავკლა ნახევარი ხო არ უნდა გადავყარო biggrin.gif

QUOTE
ღორი არი ინკუბატორი


ეს შეხედულება მომწონს.
მე მეგონა ეზო უკეთესი იყო smile.gif

QUOTE
ტემპერატურა სადგომში უნდა დაარეგულირო ისე რომ საშუალო ტემპერატურა იყოს დღისით სიგრილე და ღამით 5 გრადუსით მეტი სითბო.

5 გრადუსით მეტ სითბოშI რას გულისხმობ?
მაგალითად ზაფხულია, გარეთ ცხელა ცხელა ცხელა, ბუღი ასდის ქალაქს biggrin.gif ხოოდა არის 40 გაგიჟდები კაცი, ამ დროს საღორეში 28-30 -ზე დაბლა კონდენციონერი გინდა უკვე biggrin.gif

მაგრამ ღამით ამ დღის ტემპერატურაზე 5 გრადუსით მეტი საიდან მოვუტანო, ზაფხულში ხო არ გავათბობ საღორეს biggrin.gif

ზამთარში კიდე მესმის, დათბილვა და სიყვარულობა დღისით, მაგრამ ღამით მეტად უნდა გათბეს?

ოპტიმაპური ტემპერატურები რო ვიცოდე, ასევე ოპტიმალური საკვები რაციონი, მერე კი ვიცი, რომ ზუსტად ვერ დავიცავ, მაგრამ ხო შეიძლება მიახლოებით მაინც დავიცვა.

QUOTE
ღორების კვებას რაც შეეხება ზრდასრული ტანიანი დედა ღორი დღეში 4 კილო როშს ჭამს


როში რა არის?

QUOTE
ისე 1 ტონა სიმინდი რომ დაიტოვო, 2 ტონა გაყიდო და ქერ ხორბალი იყიდო აჯობებს.


კარგი ეგრე გავაკეთე მაგალითად, ქერი ხორბალი და სიმინდი სრულფასოვანი საკვებია უკვე ღორისთვის?
ისე გოჭად თუ არ გავყიდე, მაშინ 40-50 კილომდე უნდა ზარდო კაცმა უკეთესიაო გამიგია.


Posted by: vano22 13 Oct 2017, 01:45
shuma89
დანაზოგი მოაგროვე და დადე შარშან მე ბოლო კაპიკები ჩავდე საქმეში და მიუხედავად იმისა რომ საქმე კარგად წავიდა მაინც ბანკიდან მომიწია სესხის აღება სანამ ჩემივე ფულს ამოვიღებდი საქმიდან. მეორედ ასეთ სისულელეს აღარ ვიზამfacepalm.gif


უკრაინული კაი ამტანი ჯიშია. ეგ თუ არ მოგწონს მაშინ დვარნიაშკა ბეკონები იყოლიე. სუფთა საბეკონეებს არ გირჩევ სასტიკად პრობლემურებია.

სადღაც ვნახე საჭირო ტემპერატურის ცხრილი გოჭებზე. დედა ღორზე და სასუქ ბურვაკებზე მოვძებნი გუგლში და თუ ვიპოვე დავდებ..

საღორე თუ კაპიტალურია ზაფხულში ცხელი არ იქნება მთელი დედოფლისწყარო ღორის ფერმებითაა სავსე და მე იქ წყლის აბაზანებში ჩაწოლილი ღორები არ მინახია.. შიფრის ქვეშ თბოიზოლაციას თუ გაუკეთებ და კედლებიც კაპიტალური იქნება ზაფხულში სიცხე ვერ შემოვა და საღორეც გრილად იქნება. ასევე საჭიროა საღორის შიდა მუშა სიმაღლე მინიმუმ 2 მეტრიდან 2.5 მეტრამდე კარგი ვენტილაციით.

ტემპერატურის რეგულირება ღამით რამდენიმე ფანჯრის დახურვითაც კი მოხერხდება და ზამთარში ღუმელი შეიძლება დაგჭირდეს თუ დიდ ფართში ცოტა ღორები გეყოლება და სხეულის ტემპერატურით თუ ვერ შეძლეს საღორის გათბობა.

როში არი დაფქული მარცვლეული.

საუკეთესო დაბალანსებული საკვები არის მზა პრემიქსი
ქერი ხორბალი და სიმინდი სრულფასოვანი საკვები არაა მაგრამ სავსებით საკმარისია ჩვენ რეალობაში ღორების გასაზრდელად. დრო და დრო ვიტამინებს ჩაურევ. სეზონზე ხილი, ბალახი, იონჯა და ღორია ბოლო ბოლო, არც მე მქონია შემწვარ მოხრაკული მაგრამ წყალწყალა სუპზეც მშვენივრად გავიზარდეbiggrin.gif

გოჭად გაყიდვა იმ შემთხვევაშია კარგი როცა 10-20 დედა ღორს ამუშავებ და მთელი დრო და ენერგია მათ მოვლაზე გეხარჯება. 3 დედა ღორის გაზაფხულის ნაყარს საახალწლოდ თუ გაზრდი კარგი იქნება. შემოდგომის გოჭები კი მალევე უნდა მოიშორო

Posted by: soso_1986 13 Oct 2017, 09:29
ღორის გრიპთან დაკავშირებით მაინტერესებს თუ არსებობს რამე საშუალება რომ 100% ით თავიდან ავიცილოთ ეს დაავადება?
ან როგორ უნდა მოვიქცეთ რომ დაავადების რისკი იყოს საკმაოდ დაბალი?
* * *
კიდევ გამიგია ესეთი რაღაცა რომ უთქვამთ საქონელი და ღორი ერთ სადგომში არ შეიძლება იყოსო. თუ მართალია რატომ არ შეიძლება და ვთქვათ სადგომი რომ ბლოკის კედლით გავტიხრო ესე შეიძლება? თუ მაინცდამაინც რამოდენიმე ასეული მეტრით უნდა იყოს დაცილებული საქონლისა და ღორის ფერმები ? საუბარია დაახლოებით 100 სულზე

Posted by: vano22 13 Oct 2017, 11:20
soso_1986
100% შეუძლებელია. 40-50% თ დაიცავ თუ ყველა საჭირო წესს ზედმიწევნით დაიცავ..




საქონელს და ღორს შუაში სრულად თუ ამოუშენებ კედელს ისე რომ აბსოლიტურად იზოლირება მოხდეს ფანჯრის და კარის გარეშეც კი. ასე ერთ სადგომში აღარ იქნებიან. ძროხა საძოვარზე დადის და შეიძლება ჭირი შემოიტანოს ფერმაში ამიტომ ღორებში არ უნდა გამოიყენო არანაირი ნივთი რასაც ძროხებში მოიხმარ. ცოცხი ნიჩაბი ჩექმები ვედრა და ტანსაცმელიც კი სხვადასხვა უნდა გამოიყენო.



zura-biba
iko-iko

ამათ კითხე ჩემზე ათასჯერ უკეთეს რჩევებს მოგცემენ მე არ მაქ საკმარი ცოდნა საკარანტინო წესებზე.. პრაქტიკაში კი მყოლია ღორები და ძროხები ერთ სადგომში სეტკით გადატიხრულში და არაფერი პრობლემა არ შემქმნია მაგრამ 100 სული ის რაოდენობაა არაა რომ ასეთი რისკი გაწიო

Posted by: iko-iko 13 Oct 2017, 18:18
soso_1986
მოდი იქიდან დავიწყოთ რომ ე.წ. ღორის გრიპი არის ჩვეულებრივი ადამიანების გრიპი, უბრალოდ სხვადასხვა ტიპობრიობის მიხედვით რომელმაც სად განიცადა მოდიფიკაცია და რომელიც სად იქნა კიდევ აღმოჩენილი იმის მიხედვით არქმევენ სახელებს და ა.შ. გრიპი გრიპია, არსებობს მაღალპათოგენური შტამები, არსებობს დაბალპათოგენურიც. ღორის გრიპი ერთერთი მაღალპათოგენური იყო და შესაბამისად ტუ შეგეყრებოდა ტავისთვის უნდა მიგეხედა კარგად, სიმპთომატიურად და მორჩა. მხოლოდ გართულების შემთხვევაში ტამიფლუ . . . მოკლედ და კახურად რო გითხრა გრიპი არის, იყო და იქნება და ყოველ ზამტარ-გაზაფხულზე გაგვადენს ცინგლებს.

ეხლა რაც შეეხება სხვადასხვა სახის ცხოველების ერთად თანაცხოვრებას. სოფელში სადაც ერთი ძროხა და ორი ღორია იქ შეიძლება დაუშვას ადამიანმა რო იაღოველებივით ერთად ძოვონ და ნივიჟუს გავუკეთებთ ბიოუსაფრთხოებას, მაგრადმ როდესაც საქმე ეხება უკვე ეკონომიკას და ჯიბეს რა დროს ეგეტებია. სულ ერთ და უმარტივეს და ძალიან ხშირ მაგალითს მოგიყვან: არსებობს ასეთი ზედმიწევნით კონტაგიოზური ბანალური თურქულის ვირუსი, რომელსაც მოუტანს ძროხა ან ცხვარი ღორს და ჩათვალე შენი 100 სული ღორი წყალში გადაყრილი ფულია. ძროხა კიდე ჯანდაბას სახადივით მოიხდის, ცოტახანს იკოჭლებს და აღიდგენს წველას, ღორს კი დასცვივდება ჩლიქები და გადარჩენას ჯობია აღარც ეცადო იმდენად დიდ პრობლემებსა ქმნის. ვოტ კაკ ტა ტაკ. . .


Posted by: ჩაკრულო 13 Oct 2017, 18:48
vano22
საღოლ ძმაო, კაი ენერგია და მოცლა გაქვს smile.gif ასე დეტალურად უხსნი ყველას ყველაფერს smile.gif

Posted by: vano22 14 Oct 2017, 10:56
iko-iko

ბაგურ პირობებში თუ ხდება სასუქი ხბოების გამოზრდა მაგ შემთხვევაშიც არის საფრთხე ღორებზე რაიმე დაავადების გადაცემისა?




ჩაკრულო

user.gif amistvisaa forumi

Posted by: ucxo777 14 Oct 2017, 14:27
REVERS
ზუსტად მართლა ვერავინ გეტყვის,როგორც ბიჭებმა გითხრეს ბევრ რამეზეა დამოკიდებული მაგრამ რიგორც სოფელში პაპები მეუბნებიან კარგი კვებით ქართულამ კვირაში 4 კილო უნდა მოიმატოსო,ნუ რამდენად მართალია მაგას ვერ გეტყვი.
-----------------
დიუროკი წინა მარჯვენა კოჭლობს და რისი ბრალი შეიძლება იუოს ან რა ვუშველო? ორ კვირაზე მეტია მასეა მაგრამ არ უვლის, ვუნახე ფეხი მაგრამ არაფერი არ აქვს შერჯული

Posted by: vano22 14 Oct 2017, 14:52
ucxo777

დააკვირდი ფეხს რომ დადის ჩლიქი ან კოჭი თუ ტკივა ჩლიქის წვერით დააბიჯებს და ეგრევე გადადგავს წახტომით მეორე ფეხს და ამ მეორეს დაეყრდნობა. უფრო მაღლა თუ ტკივა ან მხრის სახსარი ან ბეჭის მიდამოში თუ ტკივა მაშინ მძიმედ დააბიჯებს მაგ ფეხს და მოკლე მოკლე ნაბიჯებით ივლის.


რომ დაადგენ ზუსტად სად ტკივა მერე მკურნალობაც იოლია.. ჩლიქის ან კოჭის ტკივილი შეიძლება გამოწვეული იყოს როგორს სადმე ჩაჭედვით და ღრძობით ასევე ჩლიქის დასხლტომით რა დროსაც ერთ ჩლიქზე ეკიდება მთელი მასა და ხდება მყესების დაჭიმვა ან ახევა.

მხრის სახსრის დაზიანება შეიძლება გამოიწვიოს სველზე აცურებამ და დაცემამ. ბეჭის ტკივილი ძირითადად გაციებამ იცის რა დროსაც ნერვის ანთება ვითარდება. თუ ცივ ბეტონზე გვერდულად წევს დიდი ხნის განმავლობაში შეიძლება გაუცივდა მხარი. ხელი დაადე ორივე ფეხის კოჭზე და მუხლზე. ნახე ცხელი ან შესიებული თუა მეორე ფეხთან შედარებით

Posted by: ucxo777 14 Oct 2017, 16:49
ეხლა დავაკვირდი და ფეხს თითქოს კარგად დგავს ანუ წვეტს არა მთლიანად და პატარა ნახტომს აკეთებს,ძალას ვერ ატანს,მე მხარი უფრო მგონია მაგრამ ცივ ბეტონზე არ მყავს ჩალა უფენია საღორეში და ქვეშ მიწააა,ვითომ რატო დაემართებოდა,არა და მაკეა ნოემბრის ბოლოს უნდა დაყაროს და ამ შემთხვევაში შემიძლია მკურნალობა?

Posted by: vano22 14 Oct 2017, 18:40
სუ თავიდან როგორც იყო იმასთან შედარებით უკეთესობა თუ აქ არაფერი არ უნდა ეხლა რომ ანტიბიოტიკები უკეთო შეიძლება გოჭებზე ცუდად იმოქმედოს. დააკვირდი და თუ უფრო გაურთულდება სიარული აუცილებლად დაჭირდება მკურნალობა.. ანთება თუ აქ არ გაუვლის უფრო გაურთულდება 2-3 კვირაში და ფიზიკური ტრავმა თუ აქ ასე 1-2 კვირაში უკვე უნდა დაეტყოს უკეთესობა.


ჩალის ქვეშ პირდაპირ მიწა თუა ორმოებს არ თხრის? გოჭებს რომ ააცილებ ეგრევე ივერსექტი გაუკეთე გატენილი იქნება ასკარიდებით

Posted by: ucxo777 14 Oct 2017, 20:25
vano22
ტახიც დიუოკი და იმასაც ანალოგიური დაემართა მაგრამ რო დავამწყვდიე მერე მოურჩა. რავი რისი ბრალია რომ ორივე სიუროკს ასე დაემართა. და თუ გაურთულდა ვანო ვთქვათ და არ მოურჩა რას უნდა ველოდო ყველაზე უარეს?
QUOTE
ჩალის ქვეშ პირდაპირ მიწა თუა ორმოებს არ თხრის? გოჭებს რომ ააცილებ ეგრევე ივერსექტი გაუკეთე გატენილი იქნება ასკარიდებით

საგამოს რო ბნელდება უკვე მაშინ ვამწყვდევ და ვაფშე არ თხრის. ეს ასკარიდი რა არის ჭია თუ? ჯობია რო ბეტონი დაუსხა ხო

Posted by: vano22 14 Oct 2017, 20:43
ucxo777
გარეთაც უშვებ ხოლმე? მეორესაც ანალოგიურად თუ ქონდა ესეი გამომწვევი მიზეზი ცხვირწინაა და უნდა ვიპოვოთ.. გაციება და ანთებები 70%ით გამოირიცხა. დარჩა ფიზიკური ტრავმა. დილაზე გაიარ გამოიარე ღორის დღე ღამის სამყოფელი და დაათვალიერე სადმე თუ იყო შესაძლებელი ორმოში ან ჩაღრმავებულში ფეხი ჩაერტყა ან რამე ამოჩრილი ხო არაა მიწიდან რაზე დაცემისასაც შეიძლებოდა ეღრძო მხარი. ქვა რკინა და ასეთი რამეები.. მე მქონია შემთხვევა პირადად დავინახე საჭმლის გეჯასთან ერთმანეთს ეცილებოდნენ ღორები ჭამაში და ამ ჯიკაობა მიწოლ მოწოლაში ერთს აუცდა ფეხი და გულმკერდით დაეხეთქა ამ საჭმლის გეჯის ბორტზე.. კაი ხანი უჭირდა სიარული. შესაძლებელია შენსასაც ასხლტომოდა ფეხი და გეჯაზე დაცემულიყო.. საშიში არაფერია ღორს ძლიერი აგებულება აქ და ადვილად არაფერი მოსდის. ყველაზე უარესი რასაც უნდა ელოდო არის მძიმე ნაღრძობი ბეჭის მიდამოში.

ასკარიდა ძაან ცუდი ჭიაა დიდი იზრდება და სწრაფად მრავლდება. ასევე ადამიანზეც გადადის.

ბეტონს თუ დაუსხავ აჯობებს მიწა მაინც არაჰიგიენურია და ღორიც ბეტონზე უკეთ დადის. ჩალა ფხვიერი მიწა ნახერხი და ასეთი რბილი ქვეშსაგები კოჭის სახსრებს უზიანებს.

Posted by: ucxo777 14 Oct 2017, 21:03
vano22
მთელი დღე წინ ბოსტანში დაწანწალებსხოლმე.

ეხლა გამახსენდა შენ პოსტზე ადრე სადაც მყავდა ყველა ერთად რამოდენიმე ალმატუა იყო გამოშვერილი უშნოთ და უეჯველი იქ დაემართად რამე ორივეს,თან ესენიც ჯიკაობდნენ, აქამდე არც კი მიფიქრია მაგაზე.

ეს რა საშიში ჭია ყოფილა, აუცილებლად მივხედავ ხვალიდან და მგონი მეც მომიწევს მისვლა ანალიზებზე რამე არ მყავდეს biggrin.gif

Posted by: vano22 14 Oct 2017, 21:23
ucxo777

მე პროფილაქტიკისთვის ყოველ წელს ვსვავ ჭიის წამლებს. ღორის აცრა მაკეობის და ხურვის პერიოდში არ შეიძლება. კერატს შეჯვარებამდე უნდა დაუმთავრო კურსი ან უკეთესია შეჯვარების შემდეგ თუ აცრი.. დოზირება ზუსტად დაიცავი არ იფიქრო ცოტა მეტს გავუკეთებ უკეთესიაო. ძაან ტოქსიკურია ჭიის წამალი და არ ღირს მაგასთან ხუმრობა..


თუ ალმატურის ბრალია მალე მოურჩება. ამიტოა საფრთხილო ეს დიდი ჯიშის ღორები ყველაფერზე ყურადღება უნდა. შეგიძლია 1-1 ზე გაზავებული წყლიანი არყით დაუზილო მხარი დილა საღამოს.

Posted by: vixn 14 Oct 2017, 21:32
vano22
რა ვერ გამიგია, ამხელა ღორს ნემსს როგორ უკეთებ, არ გარბიან? როგორ აკავებ?

Posted by: ucxo777 14 Oct 2017, 21:44
vano22
გაიხარე ვანო,მადლობა ამდენი რჩევისთვის

Posted by: vano22 14 Oct 2017, 22:33
vixn
5 წუთი მიაჭერ თითს იმ ადგილას სადაც ნემსი უნდა გაუკეთო. მერე ზურგზე მაგრად მოწიწკნი და ამ მომენტში ჩაკრავ ნემსს იმ თით მიჭერილ ადგილას. ცოტა შეიძლება გაიწიოს წინ და ნემსი შპრიცი არ უნდა ამოაძრო, უბრალოდ ხელი უნდა მიაყოლო მომენტში რამეს რომ არ გაუხახუნოს და შიგ არ ჩაუტყდეს. რომ გაჩერდება შეუშვებ წამალს ვერაფერსაც ვერ იგებს ისე უკეთდება წამალი.

არი მეორე ვარიანტი შეგყავ ვიწროში გაჭედავ დააფიქსირებ და გაუკეთებ.

მესამე ვარიანტიც ვიცი მაგრამ შეიძლება ხელ ფეხი მოგაჭამოს ღორმა. ამიტომ არ დავწერ და მეორე ვარიანტს ვურჩევ ყველას.




ucxo777
smile.gif

Posted by: dvt333 14 Oct 2017, 22:52
vano22
მესამე ვარიანტი რა არი, ყბაში მავრთულის ან თოკის გამოდება და დაფიქსირება ხო არა?

ისე საღოლ შენ კი იძახი არ მაქ დიდი გამოცდილებაო მარა დისერტაციას დაიცავდა მაგ ცოდნით კაცი.

Posted by: vano22 14 Oct 2017, 23:58
dvt333

თითქმის გამოიცანიbiggrin.gif ორმა კაცმა გვერდიდან უნდა წააქციოს წინამ ყბაზე მაგრად უნდა დააჭიროს წიხლი და თან ქვემოთა ფეხი მაღლა აქაჩოს. უკანამ წინა მაღლითა და უკანა დაბლითა ფეხი მარყუჟით უნდა გაკოჭოს და მესამემ ნემსი უნდა გაუკეთოს.. ახლობელს ფეხზე 2 თითი მოაკვნიტა ასე დაჭერილმა ღორმაbiggrin.gif

ზოგი ისეა დასპეცებული 300 კილოიან ტახებს ხეზე კიდებენ ბუქსირით და ისე კოდავენ..


მე რაც ვიცი ეს ის ელემენტარული ზედაპირული პრაქტიკული ცოდნაა რაც ჩემივე დაშვებული (უამრავი) შეცდომებით და მცირე გამოცდილებით დამიგროვდა.. უამისოდ უბრალოდ აზრი არ აქ სოფ მეურნეობისთვის ხელის მოკიდებას.

Posted by: dvt333 15 Oct 2017, 10:57
vano22
ისე ჭამისას რო დაარჭო უცბად არაა ცუდი ვარიანტი თუ ძაან ცეტი ღორი არაა, პრინციპში წამალზეა ბევრი რამე დამოკიდებული

Posted by: vano22 15 Oct 2017, 13:56
dvt333
მასეც შეიძლება. ყველას ინდივიდუალური მიდგომა ჭირდება. ზოგს მიხვალ და პირდაპირ ატაკებ ნემსს. ფეხსაც არ მოინაცვლებს და ზოგი ისეთია ადამიანს რომ დაინახავს გიჟდება და სუ ანგრევს გალიას.

Posted by: vixn 15 Oct 2017, 15:38
vano22
გოჭები მაჩუქეს, ადგილობრივი, დარწმუნებული ვარ დახმარება დაჭირდება, გამავიტი და მასეთები,
ნემსიტაა საკეთებელი, ამიტომ ვიკითხე.

Posted by: jugelge 15 Oct 2017, 15:45
დაკოდვა ჰო მცირე ასაკისა დროს ხდება, აქეხან გამომდინარე პრობლემაც ნაკლებია, სოფელში ბევრჯერ მინახავს, ნემსის და სხვა დამატებითი საშუალებების გარეშე კოდავენ. მიაყრიან სტრეფტოციტს დაფხვნილს, დაასხავენ იოდს და უშვებენ წინასწარ გასუფთავებულ საღორეში.

100 დან 2-3 თუ გადატრიალდა ჰა და ჰა biggrin.gif

Posted by: vano22 15 Oct 2017, 17:43
jugelge
პატარებზე იოლია მაგრამ 200 კილო ხორციან მუშა კერატს ხო არ გადააგდებ? დაკოდავ გავა 5-6 თვე კარგადაც ჩასუქდება და ის უცნაური გემოც აღარ ექნება.


vixn
გოჭისთვის ნემსის გაკეთება უფრო ძნელია ვიდერე ზრდასრული ღორისთვის გაკეთება. სანამ 30 კილოს გადაცდება ყველაზე იოლია უკანა ფეხებით თუ აწევ ჰაერში და მაგრად მიიხუტებ ზედ ასე ჩამოკიდულ ღორს და მეორე ადამიანი ნემსს გაუკეთებს.. გოჭის მიწაზე გაკავება ძნელია ფართხალებს და შეიძლება შიგ ჩაიტეხოს ნემსი... თუ მოხდა შემთხვევა და ჩაუტყდა ნემსი სასწრაფოდ უნდა გაკოჭოთ თავდაყირა ჩამოკიდოთ რამეზე. შემდეგ ადგილობრივ ანესთეზიას გაუკეთებთ და მრგვლად აათლით ტყავს ნანემსრის გარშემო. ჩაყობთ თითს და ფრთხილად მოსინჯავთ თუ სად იგრძნობა ნემსის წვერი. შემდეგ იმ მიმართულებით ჩაჭრით და სტერილური პინცეტით გამოაძრობთ ნემსს. 24 საათში თუ არ ამოუღებთ მერე სისხლს შიგნით მიაქ და ძნელია ამოღება

Posted by: kaxaberski66 16 Oct 2017, 09:02
vano22
QUOTE
თუ მოხდა შემთხვევა და ჩაუტყდა ნემსი სასწრაფოდ უნდა გაკოჭოთ თავდაყირა ჩამოკიდოთ რამეზე.

გწონდა მასეთი შემთხვევა?

Posted by: vano22 16 Oct 2017, 10:34
kaxaberski66
კი ორჯერ. მსხვილით ავცრიდი მაგრამ (მსხვილი ნემსი არ მიყვარს ძაან უზიანებს ქსოვილს. მითუმეტეს თუ გაფართხალდა და 3-5 ჯერ ჩაერჭო ერთიდაიგივე ადგილას შეიძლება სულ დაკოჭლდეს) წვრილი კიდე ძაან იოლად ტყდება

Posted by: kaxaberski66 16 Oct 2017, 10:51
[b]vano22
შპრიც-ავტომატით არ უკეთებ?

Posted by: iko-iko 16 Oct 2017, 11:10
vano22
QUOTE
ბაგურ პირობებში თუ ხდება სასუქი ხბოების გამოზრდა მაგ შემთხვევაშიც არის საფრთხე ღორებზე რაიმე დაავადების გადაცემისა?

ყველა შემთხვევაში ერთი სახეობის ცხოველი მეორესთვის წარმოადგენს გარკვეულ რისკს მათი ჯანმრთელად შენახვის პირობებშიც კი. რადგან ერთი ცხოველისთვის თუ გარკვეული მიკროფლორა ნორმალურია, მეორესთვის ეს პათოგენურია ან მინიმუმ პირობით პათოგენური მაინც. ეს ეფექტი განსაკუთრებით მძაფრდება ცხოველთა მაღალი კონცენტრაციების დროს და შენახვის შემჭიდროვებულ პირობებში. ამიტომ ზოგადად მეცხოველეობაში არარის მიღებული სხვადასხვა სახეობები ერთ შენობაში.

ერთად უსაფრთხოდ გრძნობენ თავს ბიოლოგიურად ახლოს მყოფნი ანუ ძროხა და კამეჩი, თხა-ცხვარი და ა.შ. რადგან უკვე შეგიძლია უსაფრთხოების თვალსაზრისით ერთ ჭრილში განიხილო მათი საერთო პათოგენების მიხედვით.

ადრე ისეთ ფერმაში ვარ ნამუშევარი სადაც ძროხა და ღორი ერთად გვყავდა და დატანჯული ვიყავი მასტიტების მკურნალობისგან, დღეში მინიმუმ ორი საათი ცურთან მიწევდა ურთიერთობა wink.gif

Posted by: vano22 16 Oct 2017, 11:21
kaxaberski66
არა არ მაქ.


მაგას რა უპირატესობა აქ?
დოზირების და სიღრმის რეგულირების გარდა
user posted image

Posted by: iko-iko 16 Oct 2017, 11:46
vano22
ეხლა გეტყვი შპრიცავტომატის პრელესწებს, ღორში განსაკუთრებულად როცა ვაქცინაციის სახით ჯგუფური დამუშავებაა საჭირო ეს ხელსაწყო აუცილებელია.

ეგეთი რაც შენ გიდევს სურათად ცოტა სხვა დანიშნულებისაა, ანუ ეგ არის როცა სათითაო ინდივიდს უნდა შეურჩიო დოზა მაშინ კარგია, წინასწარ აყენებ რამდენი გაუშვას ყოველ ჯერზე

მეორე ვარიანტია რომელზეც დოზას აყენებ რა დოზაც გჭირდება და ყოველ ჯერზე რამდენსაც გაასხავს ნემსის მიმართულებით იმდენივეთი ივსება ხელის აშვებისას და ცილინდრი ისევ იმ დოზით არის სავსე ავტომატურად, ანუ მკვებავი მილი აქვს. ღორებისთვის სასურველია გამოიყენო ისეთი რომელსაც ცალკე სილიკონის მილი უყენდება ცხვირზეც და მილის ბოლოში ნემსდამჭერი მოწყობილობაა, ანუ ერთი მილით იკვებება შპრიცი ხოლო მეორეთი ნემსის მიმართულებით აშხაპუნებს (მოკლედ ნახევარგამტარივით მუშაობს შპრიცავტომატი) ამ დროს ნემსს რომელიც შლანგზეა მოხერხებულად იჭერ, მთავარია მიეპარო ღორს და დაარტყა ნემსი, ეგრევე გაუშვებ ხელს და ამავდროულად შპრიცავტომატს მოუჭერ ხელს, ამ დროს წამალი ან ვაქცინა ისე შედის რო ღორთან ახლოს არ ხარ და რომც იმოძრაოს ღორმა ინექციას მაინც წარმატებულად ასრულებ, მერე შლანგს გამოქაჩავ და მიდიხარ მეორე ღორის დასაბომბად. ნუ შლანგი არ უნდა გამოქაჩო დაცერავებულად, სასურველია იგივე მიმართულებიდან გააძრო რომლითაც დაარტყი, თუმცა ცოტა ცერათაც გამიძვრია ხოლმე, მიხვდები მოხმარებისას.

მოკლედ კაი ვეშია რა. . . . თუ სურათი მოვძებნე ანაწყობისა დავდებ
* * *
1:35 დან უყურე ოღონდ მე მქონდა თვითონ ავტომატზე ორი შლანგი, ერთი მკვებავი რომელიც თავდაყირა ბოთლზე მქონდა ხოლმე მიერთებული (ბოთლი მედალივით კისერზე მეკიდა ხოლმე) და მეორე შლანგი კი ნემსისკენ როგორც მანდ არის. ნუ ნემსის შლანგი გაცილებით გრძელი მქონდა ღორებისთვის იმიტომ რომ უფრო მოქნილი ყოფილიყო.

https://www.youtube.com/watch?v=qSs0dcCTQt8
* * *
ვიპოვე! აი ზუსტად ასეთს ვხმარობდი, და მასიური ვაქცინაციისთვის არის მისწრება
user posted image

Posted by: vano22 16 Oct 2017, 15:03
კარგი რამე ჩანს. ვაქცინაციის შემდეგ გასტერილება როგორ ხდება? როგორც ვიცი ძველი წამლის ნარჩენმა ახალ წამალთან შერევით შეიძლება მოწამლოს ღორი.. შლანგები ერთჯერადია?


ერთჯერადი შპრიცით დაზღვეული ვარ რომ ერთის შესაძლო დაავადებას ყველას არ გადავდებ და მაგით 100 ძროხა რომ აცრა და ამ ასიდან 5 ს ბრუცელოზი ან სხვა გადამდები დაავადება ქონდეს სხვებს არ გადაედებათ? ღორებზე მითუმეტეს. ასიდან 2 ჭირის მატარებელი რომ იყოს გაჟუჟავ მთელ ფერმასbiggrin.gif

Posted by: iko-iko 16 Oct 2017, 15:50
vano22
გასტერილება მარტივია, იშლება, ირეცხება, თერმულად მუშავდება მუშა ნაწილები შპრიციანად, შლანგები შეგიძლია ჯერ სპირტით გაავლო და მერე გამოხდილი წყლით.

რაც შეეხება ძროხებსა და ბრუცელოზს, ნემსები შეგიძლია ცვალო ყოველ ინექციაზე და ამით დაცული ხარ ყველაფრისგან. ტუმცა თუ პერიოდულ კვლევებს აკეთებ და ქრონიკული ინფექციების შესახებ სრული ინფორმაცია გაქვს ჯგუფზე ერთი ნემსის გამოყენაბ უკვე არაა პრობლემა.

ღორის ჭირში კი მტარებლობა არ განიხილება, რადგან თუ ერთ ჯგუფში ერთს ჭირი აქვს ზნაჩით ყველას აქვს wink.gif

Posted by: vano22 16 Oct 2017, 20:25
iko-iko

ქვის ხანაშია ჩვენი მეცხოველეობის დარგი.. აჰა ასეთი შპრიც ავტომატი არსებულა და მე კიდეfacepalm.gif კიდევ რამდენი ისეთი რამე არსებობს რაც ერთი ასად გამიიოლებდა საქმეს მაგრამ ვინაა პატრონი.



რატომ ღორის ჭირის მატარებელი შეიძლება იყოს 1 ღორი მაგრამ ყველა ჭირი აირწვეთოვნით ხომ არ გადადის ზოგი მხოლოდ კონტაქტური გზით სისხლით და აშ გადადის.

სერიოზული ფერმა თუა და შემოწმებული ჯანმრთელი საქონელი ყავთ მაშინ კარგი იქნება ეგ შპრიც ავტომატი.. მე ჰა ჰა ერთ ჯერზე 30-50 გოჭი ან ხბო ავცრა და არ მიძნელდება.. დიდ ძროხებსა და დიდ ღორებზე კი მიჭირს ხოლმე ნემსის გაკეთება და გამომადგებოდა ეგ ავტომატი.. ფასზე ხომ არ გაქ ინფორმაცია?

Posted by: shuma89 16 Oct 2017, 23:25
vano22

ვაგროვებ ნელნელა ინფორმაციებს, იქნებ მეც გავხდე მცირე რაოდენობით ღორების ამბავში თქვენი კოლეგა smile.gif

1) მიახლოებით რო ვიცოდე, დედა ღორს 3 კგ საკვები კმარა ხოოო? ქერი, სიმინდი რო შევურიო, დაღერღილ მდგომარეობაშ აჯობებს და წყალში გახსნილი? თუ რა ფორმით მივცე, რომელი უკეთესია?
2)გოჭების საზრდელად რა საკვები დამჭირდება? ვთქვათ 6 კვირამდე, და მერე ასე 40-50 კგ-მდე რომ მივიყვანო და მოვიშორო მერე?
3)ხო კიდევ, სამი დედა ღორი აუცილებლად საჭიროებს კარგ ტახს, ეგ როგორ ავარჩიო რა ნიშნით მაგალითად, როგორ ვკვებო და კიდევ, ეს სამივე დედა და მეოთხე ტახი ცალცალკე უნდა მყავდეს? ცალცალკე განყოფილება გავაკეთო მათთვის?
4)ტემპერატურა რომელია ოპტილური რომ ვიცოდე მოზარდებისთვის და პატარა გოჭებისთვის 4-6 კვირამდე?
5) ამჟამად მაქვს შენობა რომელზეც მინდა მივაშენო ერთი მხრის კედლიდან საღორე, ქვის ბლოკი იშოვება აქეთ იაფად და იმით მაქვს შენობაც აშენებული, ამასაც ქვის ბლოკით მივაშენებ, სიმაღლე 1.6 მეტრი დაბალი ხო არ არის? იმ კედელზე რომელი მხრიდანაც მინდა მივაშენო საჭორე მაღალზე მაქვს ფანჯრები, 2.2 მეტრიანი სიმაღლის კედელზე ზემოდან 60 სმ-მდე ჩამოდის ფანჯარა, ანუ მრჩევა 1.6 მეტრი მაქსიმუმია რაც შემიძლია გავაკეთო, თუ აუცილებელია მეტი სიმაღლე მაშინ რაიმე სხვას მოვიფიქრებ.
სიგრძე არის 7 მეტრი, სიგანეს ვფიქრობ 2 მეტრამდე მაქსიმუმ, ანუ გამომდის 2 X 7 ზომის შენობა, 7 მეტრის მხრიდან დადგება კარებები, რამდენ ნაწილად შეიძლება გაყოფა, ანუ ზედმეტად პატარა საღორეები რო არ გამოვიდეს. გაყოფას ვფიქრობ 8X8 სმ ზომაში მოქსოვილი 3მმ სისქის მავთულით მყარი სეტკით, აი ერთმანეთზე დადუღებულები როა ნაწსოვი არა. გამოდგება?


ვინც რა იცით ამ ჩემი უსაზღვრო რაოდენობის კითხვებიდან იქნებ მიპასუხოთ, დავნომრე კიდეც smile.gif


ხო კიდე, წყლის და საკვების მიწოდება მინდა ისე მოვახერხო რომ საღორე არ გავაღო, რაიმეს თავად მოვიფიქრებ შევსვარკავ მივამაგრებ შევჭედავ და ასე შემდეგ, მაგრამ იქნევ ვინმეს კი გაქვთ პრაქტიკაში რაიმე საინტერესო ვარიანტი და გამიზიარეთ.

იატაკი აუცილებელია როგორც ვიცი, ბეტონზე პირდაპირ არ ვარგაო ხოო? თუ ნახერხი ან ბურბუშელა დავყარო და მერე გამოვასუფთაო ხოლმე? მინდა მაქსიმალურად მარტივად რო გამოვიდეს, ანუ თავიდან ვიწვალო გაკეთებაზე, სამაგირეოდ მერე ადვილი იყოს მოვლა.

Posted by: dvt333 17 Oct 2017, 00:15
shuma89
1.კიი 3 კილო საკვები საკმარისია, მაკეეობის პრიოდში ქერის პროცენტი გაზარდე, იონჯის ფქვილიც ძაან კარგია. სველი აჭამე.
2.გოჭებისთვის აქ მიღებუილი გამოცდილებიდან გამომდინარე ვიცი რო სელტეკი უნდა აჭამო 5 დღის მერე. 1 თვის მერე კიდე ნელნელა სტარტზე გადაიყვან. ისე 40 50 კილოები მაინცდამაინც ოპტიმალური წონები არაა გასაყიდად და ჭირს. შეგიძლია გაყიდო გოჭი ასე ათ კილომდე და მოიშორო მალევე, ასევე თუ ჯიშიანები გეყოლება ცოტა კიდე გაზარდო მაქსიმუმ 30 კგმდე და 8-10 ლარში გაყიდო.
3. ტახი ცალკე უნდა გყავდეს მაკეობის პერიოდში. არჩევით აბა რა გითხრა მთავარია ჯიშიანი იყოს. არც კვება უნდა განსაკუთრებული ძაან არ უნდა გაასუქო პროსტა.
4. აი ტემპრატურაზე გამიჭირდება რამის თქმა. გოჭს 20ს ქვემოთ არ უნდა ქონდეს არც ერთ შემთხვევაში
5.სიმაღლე შენ თუ არ შეგიქმნის დისკომფორტს არაა პრობლემა. აი მაგ ფართში 4 ღორის ყოლა არ იქნება იოლი საქმე. რაც შეეხება კლეტკას არ ვიცი რაზე ამბობ მარა მეეჭვება ძალიან რო გაუძლოს.
დისტანციურად წყლის მისაწოდებად არი საწყურებლები და დააყენებ. აი საჭმელზე რა გითხრა არი საკვებურები თავისით რო ყრის საკვებს მარა 4ივეზ რო ცალცალკ იყიდო არ გიღირს თან არ ვიცი როგორ მუშაობს. ისე საღორის გაუღებლად ღორის მოვლისრა გითხრა.
ბეტონი ნებისმიერ შემთხვევაში გინდა, დამატებით შეგიძლია რაღაც ნაწილზე იატაკი დაუგო რო დაწვეს. ყველაზე მთავარი კანალიზაციის საქმე მერე როაღარ იწვალო

Posted by: vano22 17 Oct 2017, 11:18
shuma89

ვაგროვებ ნელნელა ინფორმაციებს, იქნებ მეც გავხდე მცირე რაოდენობით ღორების ამბავში თქვენი კოლეგა smile.gif

ძაან კარგი საქმეა. მთავარია კომფორტული საღორე და უფრო მთავარია ყველა დედა ღორის აქტიური მუშაობა.. არ უნდა გაგიცდეს მაკეობები თორემ ტყუილად დაკარგავ დროს და ფულს.

დათომ სწორად გირჩია ყველაფერი მეც დავწერ ჩემ აზრს.


1) მიახლოებით რო ვიცოდე, დედა ღორს 3 კგ საკვები კმარა ხოოო? ქერი, სიმინდი რო შევურიო, დაღერღილ მდგომარეობაშ აჯობებს და წყალში გახსნილი? თუ რა ფორმით მივცე, რომელი უკეთესია?


3 კილო ეყოფა მაკეობის პერიოდში დაგოჭიანებამდე. მაწოვარ დედა ღორს 4კგ უნდა ასევე ასხლეტიდან 1-2 თვეც ბევრი უნდა აჭამო რომ ძალები აღიდგინოს და ჯანმრთელი გოჭები გააჩინოს. მაკე ღორის კვების ნორმები აგროკავკასიის საიტზეა და გადახედე.
ყველაზე კარგი საჭმელი დედა ღორისთვის არის დამდუღრული როში რომდლიც თხელი ფაფის სახით ეჭმევა. ეს საწვალებელია მაგრამ მშრალს ასი თავით ჯობია. თხიერ საკვებზე გაზრდილი ღორი უფრო დიდხანს მუშაობს და მშობიარობაც არ უჭირს.. მშრალზე გაზრდილ ღორს კი პატარა მუცელი აქ და ხშირია გართულებული და მკვდრადშობადობის შემთხვევები განსაკუთრებით პირველ მშობიარობაზე



2)გოჭების საზრდელად რა საკვები დამჭირდება? ვთქვათ 6 კვირამდე, და მერე ასე 40-50 კგ-მდე რომ მივიყვანო და მოვიშორო მერე?


1 კვირიდან 1 თვემდე სელტეკი და მერე სტარტი. საშუალოდ 50 კილო სელტეკი დაგჭირდება თუ უხვრძიანი ღორი გეყოლება და მერე სტარტზე გადაიყვან


3)ხო კიდევ, სამი დედა ღორი აუცილებლად საჭიროებს კარგ ტახს, ეგ როგორ ავარჩიო რა ნიშნით მაგალითად, როგორ ვკვებო და კიდევ, ეს სამივე დედა და მეოთხე ტახი ცალცალკე უნდა მყავდეს? ცალცალკე განყოფილება გავაკეთო მათთვის?


კარგი ტახი უნდა იყოს საბეკონე ჯიშის ოღონდ ნაღდად საბეკონე და არა კუდ წაჭრილი რუსულა.. მე დიუროკის და ბერკშირის ნაჯვარი კერატი მყავს გოჭებში ვატყობ ჰემპშირიც ურევია და იდიალური კერატია აღნაგობითაც და ნაყოფიერებითაც. მთავარია არ გაასუქო. თხელი და გრძელი უნდა იყოს მუშა ტახი


4)ტემპერატურა რომელია ოპტილური რომ ვიცოდე მოზარდებისთვის და პატარა გოჭებისთვის 4-6 კვირამდე?


ვეძებ ამ ცხრილს და დავდებ


5) ამჟამად მაქვს შენობა რომელზეც მინდა მივაშენო ერთი მხრის კედლიდან საღორე, ქვის ბლოკი იშოვება აქეთ იაფად და იმით მაქვს შენობაც აშენებული, ამასაც ქვის ბლოკით მივაშენებ, სიმაღლე 1.6 მეტრი დაბალი ხო არ არის? იმ კედელზე რომელი მხრიდანაც მინდა მივაშენო საჭორე მაღალზე მაქვს ფანჯრები, 2.2 მეტრიანი სიმაღლის კედელზე ზემოდან 60 სმ-მდე ჩამოდის ფანჯარა, ანუ მრჩევა 1.6 მეტრი მაქსიმუმია რაც შემიძლია გავაკეთო, თუ აუცილებელია მეტი სიმაღლე მაშინ რაიმე სხვას მოვიფიქრებ.
სიგრძე არის 7 მეტრი, სიგანეს ვფიქრობ 2 მეტრამდე მაქსიმუმ, ანუ გამომდის 2 X 7 ზომის შენობა, 7 მეტრის მხრიდან დადგება კარებები, რამდენ ნაწილად შეიძლება გაყოფა, ანუ ზედმეტად პატარა საღორეები რო არ გამოვიდეს. გაყოფას ვფიქრობ 8X8 სმ ზომაში მოქსოვილი 3მმ სისქის მავთულით მყარი სეტკით, აი ერთმანეთზე დადუღებულები როა ნაწსოვი არა. გამოდგება?



1.6 მეტრი დაბალია მაგრამ შეიძლება მანდ ღორების ყოლა. 1.8 მდე მაინც თუ აწევ მთლად კარგი იქნება. 2#2 ზე მარტო დედა ღორს უნდა ერთი მაგდენი გოჭებს ანუ 2#4 ზე უნდა დედა ღორს თავის გოჭებიანად. შეგიძლია ეგ ფართი შეამცირო მაგრამ იმ პირობებს ვერ შეუქმნი რომ მაგაზე პატარა ფართში ჯანმრთელობა დიდხანს შეინარჩუნოს. გადატიხვრა ძველებური სქელი სპიჭკა ტრუბით ან ხრახნილით უნდა გაკეთდეს თუ გინდა რომ ხარისხიანი იყოს 3 მმ მავთული დიდხანს ვერ გაუძლებს.

ვინც რა იცით ამ ჩემი უსაზღვრო რაოდენობის კითხვებიდან იქნებ მიპასუხოთ, დავნომრე კიდეც smile.gif


ხო კიდე, წყლის და საკვების მიწოდება მინდა ისე მოვახერხო რომ საღორე არ გავაღო, რაიმეს თავად მოვიფიქრებ შევსვარკავ მივამაგრებ შევჭედავ და ასე შემდეგ, მაგრამ იქნევ ვინმეს კი გაქვთ პრაქტიკაში რაიმე საინტერესო ვარიანტი და გამიზიარეთ.



მაგას რაუნდა მაგრამ ამ შემთხვევაში მშრალ კვებაზე უნდა გყავდეს. წყალი ნიპელებზე იქნება საღორეში ჩამოკიდებ თითო ტომარა როშის ტევადობის ძაბრის ფორმის რკინის ყუთს გამოუჭრი ძირს და ტრუბით დაუშვებ საჭმლის გეჯამდე. დაუყენებ დაბლა გამომშვებს ისეთს რომ ცხვირით ვერ გამოქექოს და ჩამოიყრება თავისით რამდენსაც შეჭამს საკურდღლის საკვებურივით.. არ კი გირჩევ ამას.

იატაკი აუცილებელია როგორც ვიცი, ბეტონზე პირდაპირ არ ვარგაო ხოო? თუ ნახერხი ან ბურბუშელა დავყარო და მერე გამოვასუფთაო ხოლმე? მინდა მაქსიმალურად მარტივად რო გამოვიდეს, ანუ თავიდან ვიწვალო გაკეთებაზე, სამაგირეოდ მერე ადვილი იყოს მოვლა.



თბილი იყოს საღორე და ბეტონიც თბილი იქნება შიგ და ხეც. ყველაზე მარტივია ბეტონი კარგი კანალიზაციით. კვირაში ორჯერ გადარეცხავ და ეგაა.


დედა ღორებს ძაან დიდი ყურადღება და მოვლა ჭირდებათ თუ საკმარი დრო არ გაქ დამხმარე დაგჭირდება.

Posted by: iko-iko 17 Oct 2017, 12:26
vano22
QUOTE
ფასზე ხომ არ გაქ ინფორმაცია?

არა სამწუხაროდ ფასებს ვერ გეტყვი. ზოგ ვეტაფთიაქებს აქვთ ხოლმე როგორც წესი. მე როდის ვიყიდე ეეე 1998 წელს wink.gif აი მაშინ ჭირდა თუ ჭირდა და ძლივს ვიშოვე, 12 ლარი მივეცი

Posted by: vano22 17 Oct 2017, 12:36
iko-iko

კაი სტაჟიანი ყოფილხარbiggrin.gif მაგ დროს მე სათამაშო კუბიკებით სახლების აწყობას ვსწავლობდიbiggrin.gif

Posted by: iko-iko 17 Oct 2017, 12:48
vano22
კი სტაჟს არამიშავს, მეორე კურსის სტუდენტი ვიყავი რო დავიწყე მუშაობა და ფაქტიურად მ-3 კურსიდან უკვე ვეტერინარულ საქმიანობას ვეწევი. ხოდა შემისისხლხორცდა ე დალოცვილი საქმიანობა, შეყვარებული ვარ აშკარად.

ხო ვეტერინარულ ხელსაწყოებს რაც შეეხება ადრე ოკრიბაში იყო მაღაზია და იმას ჰქონდა ხოლმე რუსეთიდან ჩამოტანილი საქონელი, შეკვეთებსაც იღებდა. თუ ისევ არის ეგ კაცი მანდ შეგიძლია დაუკვეთო, ბოლო სურათი რო დავდე ორმხრივი შლანგებით ეგ მოხერხებულია ძალიან და ქვია "Прибор Шилова" ხარისხით თანამედროვე ევროპული ვარიანტები ბევრად ჯობია მარა მე მასეთი კონფიგურაციის ვერ ვნახე რო მოქნილ შლანგზე ჰქონდეს ქარხნულად ნემსდამჭერი.

იტალიურებს ვხმარობთ ეხლა და არის ძალიან გამძლეები ოღონდ ზედ კორპუსზე ემაგრება ნემსი პისტოლეტივით, ჩემი საქმისთვის ასეთიც უნდა იყოს მარა ღორში და საქონელში შილოვის მოწყობილობა მომწონს ძალიან.

Posted by: vano22 17 Oct 2017, 13:24
iko-iko
პისტოლეტები კი ბევრგან იშოვება მაგრამ მე რომ დავდე ფოტო სულ მასეთები აქვთ შლანგებიანიც თუ არსებობდა მართლა არ ვიცოდი..

ერთი რაც მაფიქრებს დოზირების სიზუსტეა 1-2 გრამის შემთხვევაში რაც შეიძლება შლანგის გაბერვის ხარჯზე შლანგშივე დარჩეს და ნემსის გამოღებისას ჰაერში დაიღვაროს.. ეგ პისტოლეტები იუთუბზე რაც ვნახე ძირითადად დიდ წონიან ჩლიქოსნებში გამოიყენება..




ცხვრის ფარების ასაცრელადაც რა მისწრება იქნებაsmile.gif ბაკიდან გამოშვებისას უცებ ჩაკრავ შეუშვებ გადახვალ სხვაზე.. ამ ერთჯერადში კი ჯერ უნდა ამოიღო წამალი მერე ჰაერი გამოუშვა. ან ბევრი მოგდის წამალი ან ცოტა და გიწევს წამლის მიწაზე დაღვრა რაც ერთი ორზე არ იძლევა სხვაობას მაგრამ ასობით რომ ცრი ბოლოს შეიძლება კაი ბლომად ზედმეტი წამალიც დაგეხარჯოს. რეზბიან ერთჯერადებს კიდე რა უჭირს მაგრამ პირდაპირ წამოსაცმელებს ხან გასძრობია ნემსი და სუ ტყუილად დამიღვრია წამალი

Posted by: iko-iko 17 Oct 2017, 14:32
vano22
QUOTE
ერთი რაც მაფიქრებს დოზირების სიზუსტეა 1-2 გრამის შემთხვევაში რაც შეიძლება შლანგის გაბერვის ხარჯზე შლანგშივე დარჩეს და ნემსის გამოღებისას ჰაერში დაიღვაროს..

კი, ნამდვილად ლოგიკურია, მაგასა ყველა ეჩეხება ხოლმე დამწყები, მაგრამ პირველსავე ინექციებზე სწავლობ შესრულების ტექნიკას. ნუ ბარემ ვთქვათ რა და როგორ.
1. პირველ რიგში დოზის დარეგულირება ნებისმიერ შპრიცავტომატს ჭირდება. ჩვენ ვაკალიბრებთ ქიმიურ ცილინდრში 10 გასროლით და ვიგებთ ზუსტად რა დოზას იძლევა ერთი გასროლა, ამის მიხედვით ვაკალიბრებთ, ვუმატებთ ან ვაკლებთ.
2. შლანგის გაბერვა აუცილებლად ხდება და ჰაერში რომ არ დაიღვაროს ვაქცინა ან წამალი საკმარისია ტარზე ხელის მოჭერის შემდეგ 1 ან მაქსიმუმ 2 წამიანი შეყოვნება და დოზა მიღებულია გარანტიით, რადგან თვითონ (სილიკონის) მილის სანათურის დაჭიმულობა საკმაოდ ძლიერია.
* * *
QUOTE
ცხვრის ფარების ასაცრელადაც რა მისწრება იქნება ბაკიდან გამოშვებისას უცებ ჩაკრავ შეუშვებ გადახვალ სხვაზე.. ამ ერთჯერადში კი ჯერ უნდა ამოიღო წამალი მერე ჰაერი გამოუშვა. ან ბევრი მოგდის წამალი ან ცოტა და გიწევს წამლის მიწაზე დაღვრა რაც ერთი ორზე არ იძლევა სხვაობას მაგრამ ასობით რომ ცრი ბოლოს შეიძლება კაი ბლომად ზედმეტი წამალიც დაგეხარჯოს. რეზბიან ერთჯერადებს კიდე რა უჭირს მაგრამ პირდაპირ წამოსაცმელებს ხან გასძრობია ნემსი და სუ ტყუილად დამიღვრია წამალი

მეტსაც გეტყვი ყოველთვის ახალი შპრიცი და ნემსი სანათურში იტოვებს იმდენს რომ 20 მლ-იან ვაქცინაზე რომ მიხმარია მარტო ერთჯერადები 1-1მლ-ის დოზირებისთვის ბოლოში ზუსტად 2 დოზა იკარგებოდა ანუ ზუსტად 10% ვკარგავდი.


* * *
ხალხო ღორის რეალიზაციას როგორ ახდენთ? ფეხზე ყიდით ცოცხალი წონით თუ მიგყავთ სასაკლაოზე და აკვლევინებთ. ზოგადად როგორი პირობებია?

Posted by: dvt333 17 Oct 2017, 17:13
iko-iko
ფეხზეც იყიდება და მაღაზიაში მისატანად აუცილებელია სასაკლაო. სასაკლაო 50 60 თეთრია. ფასებს რაც შეეხება მაღაზია 8.5 9 ს იხდის მაღალ ხარისხში. ფეხზე სადღაც 5 - 6 ლარია ეგეც მაღალი ხარისხი ოღონდ გააჩნია საბეკონეა თუ არა. არ ჭირს გაყიდვა მარა არც დიდი ტაციაობაა არაა. აი რთველის დროს ბუმი იყო და ფასზეც იგრძნობოდა

Posted by: iko-iko 17 Oct 2017, 17:30
dvt333
ხოო რთველში ცოლისძმასტან რო ვიყავი შეკვეთილი სამწვადე კინაღამ ვეღარ ვიყიდეთ.

Posted by: shuma89 18 Oct 2017, 01:57
ესეიგი როგორც თქვენგან გამოვიტანე აზრი საუკეთესო ასაკი გასაყიდად 30 კილოგრამის ფარგლებშია ხოო?
ეს ფეხზე გასაყიდად და თუნდაც მაღაზიაში ჩასაბარებლად კი ბატონო გასაგებია, მაინტერესებს ამ წონის მერე მაგალითად 50-60 კილომდე რატო აღარ უნდა ვზარდო?
ნაკლები მატება აქვს წონაში დროისა დ ხარჯის გათვალისწინებით?
მე მაგალითად იხვი მყავს და ვიცი, რომ 2 თვის იქნება 2.3.-2.5 კგ. ამის მერე კიდევ 3-4 თვე უნდა, რომ 3- 3.5 კილოგრამს მიაღწიოს უმეტესად 3- ზე ჩერდება, ჩემები ასე არიან.
ანუ დასკვნა თავად გამივიტანე, რასაც ახერხებს 2 თვემდე თუნდაც ჩამორჩეს ზრდაში ან თუნდაც სწრაფად იზარდოს ერთეულები, მაინც აღარ ღირს 60 დღის მერე გაჩერება.
ასეთი წონა რომელია ღორზე? ან ასაკი?

Posted by: soso_1986 18 Oct 2017, 10:21
მოკლედ ესეთი რაღაც მაინტერესებს თვეში 2500 ლარი სუფთა შემოსავალი რომ გქონდეს?

1) რამდენი სული ღორი უნდა გყავდეს? რამდენი სული გოჭი?
2) რამდენი მეწველი საქონელი უნდა გყავდეს? რამჯდენი სული ხბო ? ჯიშიანი უნდა იყოს თუ ქართულიც წავა?
3) ბაგურზე რამდენი სული უნდა გყავდეს?

რამდენ სულ ღორს და საქონელს + (რძეს და რძის პროდუქტს) უნდა აწარმოებდე და რა რაოდენობის რეალიზაციას უნდა ახდენდე ყოველი ერთი თვის განმავლობაში?

+ ხარჯები: რამდენი დამხმარეა საჭირო, მიწის ფართობი, ............ ?
+ რისკები: ............?
* * *
კიდევ გამიგია რომ შენც მანდ უნდა იყო და შენ ფერმას უპატრონო თორემ სხვა არ მიგიხედავს ისე როგორც საჭიროაო. ამაზე რას მეტყვით ?
დავიჯერო სანდო ადამიანის ნახვა ესე რთულია ამ ცხოვრებაში ?

Posted by: kaxaberski66 18 Oct 2017, 11:06
QUOTE
ერთი რაც მაფიქრებს დოზირების სიზუსტეა 1-2 გრამის შემთხვევაში რაც შეიძლება შლანგის გაბერვის ხარჯზე შლანგშივე დარჩეს და ნემსის გამოღებისას ჰაერში დაიღვაროს

QUOTE
მეტსაც გეტყვი ყოველთვის ახალი შპრიცი და ნემსი სანათურში იტოვებს იმდენს რომ 20 მლ-იან ვაქცინაზე რომ მიხმარია მარტო ერთჯერადები 1-1მლ-ის დოზირებისთვის ბოლოში ზუსტად 2 დოზა იკარგებოდა ანუ ზუსტად 10% ვკარგავდი.

მაგ შპრიც ავტომატს ვხმარობდით 1989 წლიდან. შლანგი ჰქონდა ისეთი რომ არ იბერებოდა. ჰაერში მხოლოდ იმ შემთხვევაში იღვრებოდა, თუ სანამ ავტომატს ხელს მოუჭერდი, საქონელი გაიქცეოდა, ნემსი გასძვრებოდა და მერე მოუწერდი ხელს.
ავტომატს ვაყენებდით გრამაჟზე და ავტომატურად ივსებოდა ინექციის გაკეთების შემდეგ ზუსტად იმდენზე რამდენიც იყო საჭირო შემდეგი ინექციისთვის.

Posted by: dvt333 18 Oct 2017, 11:14
shuma89
30 კილო ცოტა ბევრიცაა, 20 კილოს ფარგლებში. იმიტო ჯობია მაგ წონაში გაყიდვა რო 1კგ როგორც ვანომ თქვა ცოცხალი მასა 3 ლარი გიჯდება. მერე კიდე უკვე ხორცზე ანგარიშობ და კი ურტყავს 4 - 5ლარამდე 1კგ. მატება როგორ არ ააქ რაც უფრო იზრდება უფრო მეტის მომატება შეუძლია. ჩემი აზრით 2ივეზე უნდა იმუშაო ამ საქმეს თუ ხელს მოკიდებ, იმიტო რო გოჭის გაყიდვა მაინც გაჭირდება აი ხორცი კი პრობლემა არაა. ვერ გაყიდი პატარას და აღარც ფასს დააკლებ ადგები და გაზრდი. მარა რა თქმა უნდა ცოცხალის 50 -60 კგ არაფერში გამოგადგება მაგ შემთხვევაში 100 კგ მაინც უნდა გახადო რო დააბალანსო ხარჯები და რაღაცა დაგრჩეს. თუ საბეკონე გეყოლება ცოტა მეტიც შეგიძლია.

soso_1986
მაგას ვერავინ გეტყვის ძაან ინდივიდუალურია. ერთი ის შემიძლია ვთქვა რო სერიოზული ინვესტირება დაგჭირდება სამაგისოდ, ცივად რო დავითვალო ღორზე 150 200 უნდა გაზარდო რო ეგ თანხა დაგრჩეს, მომვლელის ხელფასის და შენი შრომის გათვალისწინებით. აი ბოლო რაც გიწერია ეგ ყველაზე დიდი სიმართლეა. შენ თუ იქ ყოფნას არ აპირებ საერთოდ არ უნდა მოკიდო ხელი მაგ საქმეს.

Posted by: shuma89 18 Oct 2017, 12:34
რომელი ჯიში ჯობია მყავდეს?
გოჭად გაყიდვა მგონია უფრო ადვილი, ზესტაფონიდან ვარ მე, აქ გოჭის საყიდლად ბაზარში რო შეხვალ ჯოჯოხეთია, ვაჭრები ეგრევე იღებენ, 10 ლარი როცაა საყიდელი ფასი ვაჭრისგან 8.5-9 უპრობლემოდ იღებ, როცა მე საყიდლად მივედი ყოველთვის ასე იყო, ვაჭარი კიდე წონაში ატყუებს მყიდველს, და გამყიდველისგანაც ცდილობს მოტყუებით ყიდვას, მაგრამ თავს თU არ მოატყუებიებ სხვა გზა არ აქვს და კი იხდის 8.5-9 ლარს როცა 10 ღირს გასაყიდი ფასი.

მინდა გოჭად გაყიდვა ალბათ უფრო, გასუქება და მერე გაყიდვა რავიი . . . თU მართლა შემორჩება გაუყიდელი ან მარხვაში ან რავიციიი რო მოხდეს და ვერ გაიყიდოს მერე მის ზრდასაც ხო უნდა ჰქონდეს აზრი, ეგ მაინტერესებს ზუსტად, ისეთი ჯიში მინდა რომ ორივე ვარიანტზე ღირდეს მუშაობა.

QUOTE
30 კილო ცოტა ბევრიცაა, 20 კილოს ფარგლებში. იმიტო ჯობია მაგ წონაში გაყიდვა რო 1კგ როგორც ვანომ თქვა ცოცხალი მასა 3 ლარი გიჯდებ

ეს გასაგებია, ანუ 20 კილოს ფარგლებშI ცოცხალი წონა 1კგ გიჯდება 3 ლარი.
QUOTE
მერე კიდე უკვე ხორცზე ანგარიშობ და კი ურტყავს 4 - 5ლარამდე 1კგ.

აი აქ ვერ გავიგე, ცოცხალი წონა თU 4-5 ლარი დამიჯდა მაგაზე ბევრად ძვირად ნამდვილად ვეღარ გაიყიდება, მაქსიმუმ 6 ლარი ალბათ ცოცხალ წონაზე რო აიღო, ასე მგონია მე. იმიტო რო 10 სულ ღIრს ხორცი, 80 პროცენტამდე აქვს გამოსავლიანობა და თან რაღაცა ხო უნდა დარჩეს ყასაბსაც.



ისე ერთი კითხვა მაქვს კიდევ, ვინც აქ ხართ და ღორე სერიოზულად მუშაობთ, რატომ არ ჩალიჩობთ მაგალითად საკუთარი ხორცის მაღაზიის გახსნაზე, გოჭIს ხორციც შეგიძლია დადო დაჟე, ღორისაც მუდმივად გექნება, არ უნდა იყოს ცუდი საქმე, რაღა მაღაზიას ჩააბარო, თავად მიხვალ სასაკლაოზე და წაიღებ შენსავე მაღაზიაში.

Posted by: dvt333 18 Oct 2017, 13:14
QUOTE
აი აქ ვერ გავიგე, ცოცხალი წონა თU 4-5 ლარი დამიჯდა მაგაზე ბევრად ძვირად ნამდვილად ვეღარ გაიყიდება, მაქსიმუმ 6 ლარი ალბათ ცოცხალ წონაზე რო აიღო, ასე მგონია მე. იმიტო რო 10 სულ ღIრს ხორცი, 80 პროცენტამდე აქვს გამოსავლიანობა და თან რაღაცა ხო უნდა დარჩეს ყასაბსაც.

4 5 ლარი ხორცი გიჯდება 1კგ. 80% კიდე არ გამოდის ზემოთ ნახსებებ მასებზე. გოჭზე ვერ გავიგე დასაკლავად გაყიდვაზეა საუბარი? მაგ შემთხვევაში 10 კილოზე მეტი არამგონია გამოგადგეს. რაც შეეხება მაღაზიის გაკეთებას მაგაზე ალბათ ყველას უფიქრია ვინც ამ საქმეზეა მარა არაა ეგ იოლი საქმე

Posted by: kaxaberski66 19 Oct 2017, 00:30
soso_1986
QUOTE
დავიჯერო სანდო ადამიანის ნახვა ესე რთულია ამ ცხოვრებაში ?

სანდო ადამიანზე უფრო რთული, საქმის მცოდნე ადამიანის ნახვაა.
იქ მყოფი ადამიანი ერთი შეხედვით უნდა ხვდებოდეს სამწყემსოდან თუ რომელიმე ჯანმრთელად არ არის.
* * *
QUOTE
ისე ერთი კითხვა მაქვს კიდევ, ვინც აქ ხართ და ღორე სერიოზულად მუშაობთ, რატომ არ ჩალიჩობთ მაგალითად საკუთარი ხორცის მაღაზიის გახსნაზე, გოჭIს ხორციც შეგიძლია დადო დაჟე, ღორისაც მუდმივად გექნება, არ უნდა იყოს ცუდი საქმე, რაღა მაღაზიას ჩააბარო, თავად მიხვალ სასაკლაოზე და წაიღებ შენსავე მაღაზიაში.

მაღაზიაში 365 დღე უნდა გქონდეს ახალი და წონით კონკურენტუნარიანი ხორცი.
კონკურენტ უნარიანი ხორცი არის 60-100 კგ ხორცი.
ძალიან ძნელია რომ ფერმერმა ამ წონის ხორცზე, მარტო თავისი ფერმიდან იმუშაოს.
ისე კი, ცუდი საქმე ნამდვილად არ არის.
მეორეც არის. ფერმერს იმის დრო არ რჩება, რომ კიდეც გაზარდოს და მაღაზიაც ამუშაოს.

Posted by: dvt333 19 Oct 2017, 12:30
vano22
ვანო ქერზე და ხორბალზე რა ფასებია მაქეთ 45 ში იშოვის კაცი??

Posted by: vixn 19 Oct 2017, 13:52
dvt333
მაგ ფასში ზესტაფონშიც იშოვი.

Posted by: dvt333 19 Oct 2017, 14:01
vixn
ზესტაფონთან ძაან შორს ვარ

Posted by: dsaltxuca 19 Oct 2017, 15:41
ქერი და ხორბალი ხომ არ ჩამოგიტანიათ ვინმეს ტრაილერით?
რა ჯდება შემოტანით?
პლიუს კიდევ ერთი: გთხოვთ მეგობრებო ტბილისში ან თბილისის ახლოს კარგი ვეტერინარი ან გამოცდილი კაცს დამაკავშირეთ ვინმეს რა.
სერიოზულ პროექტს ვეჭიდავები და დეკემბრის ბოლომდე ვგეგმავ დასრულებას და გაშვებას პროექტისა.
საუბარი მაქვს ღოს ფერმაზე ინოვაციური ტექნოლოგიებით და მიდგომებით და მაინტერესებს და მინდა რომ ძველი გამოცდილება კომპეტენტური და ამ საქმეში ძლიერი ადამიანისგან მივიღო. მადლობა წინასწარ.
591 506 973

Posted by: vano22 19 Oct 2017, 15:56
dvt333
40 შიც იშოვება.. ძაან თამაშობს ფასები..





dsaltxuca


აჰა დაუკავშირდი

iko-iko



.... .........
თუ ინოვაციური ტექნოლოგიებით და მიდგომებით აპირებ მუშაობას, ძველი გამოცდილების გაზიარება რაში გარგია? ძველი ცოდნა და გამოცდილება ძველებურად მოწყობილ საქმეში შეიძლება გამოგადგეს... ჩემ მეზობელს თუ კითხავ ღორს რა უნდა ფერმაში. ღორი უნდა იყოს ტყეში და ჭამდეს ჭიაღუასა და რკოს.. გამოგადგება ასეთი გამოცდილება? ამ კაცს 30 წელი მაინცაა ტყეში დაუდის ღორი.. ახალ საქმეს ახალი ცოდნა ჭირდება. თუ შეწვდები უკრაინიდან მოიწვიე სპეციალისტი
* * *
კინაღამ დამავიწყდა.. წუხელ ღამით 15 გოჭი შეემატა ჩემ ზოოპარკს... ზეგისთვის მეორეც აპირებს გაჩენას.

Posted by: shuma89 19 Oct 2017, 16:12
ქერი ზესტაფონში 40 თეთრში?
უნდა ჩავირბინო ერთი ბაზარში.
ზესტაფონთან ახლოს ხართ ვინმე?
მე ზესტაფონში ვცხოვრობ.

Posted by: dsaltxuca 19 Oct 2017, 16:26
iko-iko-ს მივწერე უკვე ვანო. რაც შეეხება ძველ გამოცდილებას ნაკლებად გაძლევს იმის საშუალებას რომ საქმე გაანალიზებადი იყოს და რისკები შეამცირო ზუსტად გათვლილი ბიუჯეტით.
საჭიროება და არიქა ძველ მეთოდებს გამოვიყენებთქო მოგატყუებ რომ გითხრა. უბრალოდ მჭირდება იმისატვის რომ თავი დავიზღვიო და უკან დასახევი გზა მქონდეს იმის მიუხედავად რომ შედეგი დატესტილია და წარმადობა ორმაგდება განახევრებული ხარჯების ფონზე. თან ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტის შექმნაა ჩემი პრიორიტეტი რაც ყველაზე მეტად ფასობს და მაგ დროს თუ თვითღირებულება ნაჩალიჩარ ხორცზე ნაკლები გამოგივა მაშინ საქმე გვაქვს უკვე ბაზარზე აღმატებით უპირატესობის მოპოვებაზე.
ასე რომ რომ საქმე ბევრია და ძალიან მოტივირებული ვარ საქმეზე და იმედია გამოვა რამე.

Posted by: dvt333 19 Oct 2017, 16:50
vano22
სად ეგ დედოფლისწყარო თუ სიღნაღი?
QUOTE
კინაღამ დამავიწყდა.. წუხელ ღამით 15 გოჭი შეემატა ჩემ ზოოპარკს... ზეგისთვის მეორეც აპირებს გაჩენას.

გაგეზარდოს

Posted by: vano22 19 Oct 2017, 19:33
dsaltxuca
წარმატებებს გისურვებ, როგორც ჩანს იცი რასაც აკეთებ და ეს ყველაზე მნიშვნელოვანია..

ჩვენც თუ გაგვიზიარებ მცირე ინოვაციებს მაინც ძალიან კარგი იქნება. იმას არც გთხოვ რომ საფირმო საიდუმლოება გვითხრა მაგრამ თუ არის რამე იოლად გასაკეთებელი რაზეც ჩვენც მიგვიწვდება ხელი და რაც ან შრომას გაგვიადვილებს ან წარმოების თვითღირებულებას შეგვიმცირებს გვასწავლე ჩვენც.




dvt333



ეხლა იწყება ჩემი ტანჯვა და ღამის თევებიbiggrin.gif.


დედოფლისწყაროში.. ახმეტაში 45 ა. ვაჭრები 50 ად ყიდიან

Posted by: dvt333 19 Oct 2017, 20:52
vano22
გააქ ვინმესთან კავშირი დედოფლისწყაროში?

Posted by: shuma89 19 Oct 2017, 21:15
მინდა დავიწყო საღორის მშენებლობა, თავიდან ვფიქრობდი, რომ ახლანდელ შენობაზე მოვაშენოთქო, სიგრძე აქვს 7 მეტრი და ამ სიგრძეზე მინდოდა მიმეშენებინა, ერთ კედელს გამოვიყენებდი, მაგრამ აღარ მომწონს ეგ იდეა.
ასეთ ვარიანტში მინდა, აი ქწითლად რაცაა მაგას ავაშენებ თავიდან, სახურავს ისეთი მიმართულებით მივცემ როგორც ქვემოთ არის მარცხენა ლურჯი ხაზით, ანუ წითლიანი აშენდება და დაიხურება ლურჯი ხაზის ფორმით, მაღალი მხარე სავარაუდოდ 1.8 მეტრი იქნება, დაბალი ალბათ 1.5 მერე თუ მომეწონა ეგ საქმე მარცხნივ შავი ხაზით აღნიშნულ ფორმაზე დავდგამ მეორე საღორე და იმის ქვეშ აღნიშნული მიმართულებით დავხურავ, ხოლო, თუ ძალიან მომეწონა მაშინ ავდგები და შუაში მწვანე ხაზით აღნიშნული ფორმის გადახურვას მოვაწყობ, რომ კომფორტულად შევძლო მომსახურება ღორების biggrin.gif

ცუდი აზრია? რას იტყვით?
ან ზომებზე რას იტყვით? გამოცდილი ხალხი.
3 მეტრიანი ჟეშტით დავხურავ და წინ კი იქნება ასე 70 სმ-მდე წამოხურული smile.gif

Posted by: ghost471 20 Oct 2017, 02:58
დაბალი გამოვა და ზაფხულში ძალიან დაცხება + ჟანგბადის ნაკლებობა იქნება ყოველთვის. თუ ნახევრად ღიას გეგმავ მაგასაც არ გირჩევ ზამთარში ეციება და საკვები მეტი დაჭირდება + ფრინველებისგან მოტანილი დაავადებების რისკი გექნება.

Posted by: vano22 20 Oct 2017, 10:26
dvt333
კი რათქმაუნდა.. ქედებიდან მომაქ ძირითადად და იქ ნებისმიერ ოჯახში აქვთ 2 დან 10 ტონამდე მარცვალი.. ქუჩაში ვისაც გინდა კითხო ყველას აქ მარცვლეული.



ghost471 ფრინველებს რა უჭირს ნახევრად ღიას თუ მწერებისგან დამცავი ბადით არ დაფარავს მთელი იმ რაიონის ბუზები მაგასთან გადმოსახლდებიანsmile.gif.


* * *
shuma89
სად დადე ნახაზი? ვერ ვხედავ. არ უნდა განმეახლებინა ბრაუზერი.facepalm.gif

Posted by: dvt333 20 Oct 2017, 12:27
vano22
აჰა გასაგებია მადლობა ვანო. ესეგი ქედში რო ჩავიდე არ წამოვალ ხო მარცვლის გარეშე მისაღებ ფასში (45ის ჩათვლით)? ქერი და ხორბალი მინდა 2-2 ტონა

Posted by: vano22 20 Oct 2017, 13:19
dvt333

საიდან მიდიხარ? საღამოს მივალ სახლში და მოგწერ იქაური კაცის ნომს. შანსი არაა შენით ვერ იშოვო ჯერ ერთი რომ ყველას აქ მანდ მარცვალი მეორე და უმთავრესი რაცაა ძაან ჯიგარი და გულიანი ხალხი ცხოვრობს მანდ. ნებისმიერს რომ უთხრა მარცვალზე ვარ და ძმურად მიმასწავლეო ჩაგიჯდება მანქანაში და მთელ სოფლებს შემოგატარებს სანამ ტვირთს არ აგაღებინებს თავს არ გაგანებებს მერე სახლშიც ძალათ წაგიყვანს და კარგადაც გაქეიფებს.. მანდ რომ ჩავდივარ ან მთის სოფლებში რომ ავდივარ მაშინ ვხვდები ხოლმე თუ როგორ ახერხებდნენ ძველი ქართველები იმ უამრავი მტრების შუაგულში ცხოვრებას და გადარჩენას.. ჩემ სოფელში კიდე ვინმეს რომ კითხო ესა და ეს კაცი სად ცხოვრობსო, რავი ერთი მაგის დედაც ####ანო გეტყვიან და მოგიჯახუნებენ კარებსbiggrin.gif

Posted by: shuma89 20 Oct 2017, 14:47
QUOTE (shuma89 @ 19 Oct 2017, 21:15 )
მინდა დავიწყო საღორის მშენებლობა, თავიდან ვფიქრობდი, რომ ახლანდელ შენობაზე მოვაშენოთქო, სიგრძე აქვს 7 მეტრი და ამ სიგრძეზე მინდოდა მიმეშენებინა, ერთ კედელს გამოვიყენებდი, მაგრამ აღარ მომწონს ეგ იდეა.
ასეთ ვარიანტში მინდა, აი ქწითლად რაცაა მაგას ავაშენებ თავიდან, სახურავს ისეთი მიმართულებით მივცემ როგორც ქვემოთ არის მარცხენა ლურჯი ხაზით, ანუ წითლიანი აშენდება და დაიხურება ლურჯი ხაზის ფორმით, მაღალი მხარე სავარაუდოდ 1.8 მეტრი იქნება, დაბალი ალბათ 1.5 მერე თუ მომეწონა ეგ საქმე მარცხნივ შავი ხაზით აღნიშნულ ფორმაზე დავდგამ მეორე საღორე და იმის ქვეშ აღნიშნული მიმართულებით დავხურავ, ხოლო, თუ ძალიან მომეწონა მაშინ ავდგები და შუაში მწვანე ხაზით აღნიშნული ფორმის გადახურვას მოვაწყობ, რომ კომფორტულად შევძლო მომსახურება ღორების biggrin.gif

ცუდი აზრია? რას იტყვით?
ან ზომებზე რას იტყვით? გამოცდილი ხალხი.
3 მეტრიანი ჟეშტით დავხურავ და წინ კი იქნება ასე 70 სმ-მდე წამოხურული smile.gif

დამვიწყებია დადება, რას ერჩი ბრაუზერს biggrin.gif

Posted by: vano22 20 Oct 2017, 17:50
shuma89
ამოვქოქო ერთი მეც პაინტიsmile.gif
* * *
ესე თუ აპირებ ჯერ პირველ ნაწილს რომ ააშენებ უკან კედელი ხო უნდა? კედელს თუ ამოაშენებ მაშინ სახურავი კედელს არ უნდა დააყრდნო თორემ შუა ნაწილის ამოშენებისას მაინც მაგ კედლის დანგრევა მოგიწევს ისე გაგუდავ ღორებს..
ფანჯრებს თუ დაატან კი ბატონო მაგრამ კარიც უნდა დაატანო..

Posted by: dvt333 20 Oct 2017, 21:59
vano22
QUOTE
საიდან მიდიხარ?

საგარეჯოდან. ამ დღეებში ვაპირებ რო წავიდე. ისე სიმინდი მაქ და გაცვლის ვარიანტი შეილება რო იყოს?

Posted by: kaxaberski66 21 Oct 2017, 00:09
vano22
QUOTE
ჩემ სოფელში კიდე ვინმეს რომ კითხო ესა და ეს კაცი სად ცხოვრობსო, რავი ერთი მაგის დედაც ####ანო გეტყვიან და მოგიჯახუნებენ კარებს

შენ არ ჰგავხარ შენს სოფლელებს. ჯერ აქ ხარ ყველაზე გადაყოლილი თუ ვინმეს რამე აინტერესებს. არც ცხოვრებაში იქნები სხვანაირი.
აბა მიზეზიც თქვი შენი სოფლელების ასეთი საქციელის.

Posted by: vano22 21 Oct 2017, 12:09
kaxaberski66
smile.gif

კაპიტალიზმი.. კაპიტალიზმმა მოუღო ბოლო ერის ერთიანობას..
სადაც ჯერ კიდევ შემორჩენილია სოციალისტური აზროვნება და სადაც ყველაფერი ფულით არ იზომება იქ ჯერ კიდევ იგრძნობა ხალხის ერთიანობა

Posted by: kaxaberski66 22 Oct 2017, 08:56
vano22
QUOTE

კაპიტალიზმი.. კაპიტალიზმმა მოუღო ბოლო ერის ერთიანობას..

ერთი მოკლემეტრაჟიანი ფილმია მეზობლები. ნახე იუთუბში. საშოვარმა და სულმოკლეობამ რას დაამგვანა ორი მეზობელი, ხოლო მესამე, კაი ჯიგარი კაცი, როგორ გააცუცურაკეს ამ უდღეურებმა.

Posted by: vixn 23 Oct 2017, 07:56
vano22
როგორ არიან შენი ღრუტუნები, სელფი გვაჩვენე.

Posted by: vano22 23 Oct 2017, 19:35
kaxaberski66
იუთუბი რათ მინდა ყოველდღიურ ცხოვრებაში მხვდება მსგავსი ფაქტებიsad.gif

გამომადგა შენი მეთოდი ორად გავყავი და ისე ვაწოვებინებ:upp:

მოკლედ წელს ვამთავრებ სწავლა განათლების კურსს გოჭების იაფ და ხარისხიან აღზრდაზე შენი დიდი დახმარებით. გაზაფხულიდან კი ყველანაირად მომზადებული სათანადო ცოდნით და პრაქტიკით ვიწყებ ამ გასართობი საქმის ბიზნესის რელსებზე გადაწყობას. ისეთი პირი უჩანს ამ საქმეს რომ გავანებებ ყველაფერს თავს და მარტო მეღორეობას მივჰყობ ხელსsmile.gif

vixn
ღრუტუნები კი არა ჯერ მე მიკითხე როგორ ვარbiggrin.gif
სელფები მერე იქნება ჯერ პატარ პატარა პრობლემები მაქ..


მეორეც ახლახანს მორჩა მშობიარობას. 13 გააჩინა 4 მკვდარი.. გოჭების სიკვდილის მიზეზი დედა ღორის წაქცევა მგონია გუშინ ფეხი აუცურდა სველ ფიცარზე და პირდაპირ მუცლით დაეხეთქა რა დროსაც ვფიქრობ გოჭები აიხლართნენ ჭიპლარებში და ამან გამოიწვია მათი სიკვდილი.


ეხლა ფიცრები ავყარე და ცემენტი უნდა დავუსხა.. მოკლედ ხათაბალაში ვარ.. სხვისთვის სწავლება იოლია აი ჩემ თავს ვერ ვასწავლე ვერაფერი. ვიცოდი ამ სლიპინა ფიცარზე წარამარა ფეხი რომ უცურდებოდა და იქცეოდა მაგრამ დღეს ხვალ დღეს ხვალ და კი დამრჩა გასაკეთებელი... ერთი ეგაა ძალიან ბევრი რამ ვისწავლე წელს ღორებთან დაკავშირებით მაგრამ მაინცდამაინც საკუთარ შეცდომებზე რატომ უნდა ვსწავლობდე ყოველთვისbiggrin.gif

Posted by: levani169 23 Oct 2017, 19:58
vano22
QUOTE
. ერთი ეგაა ძალიან ბევრი რამ ვისწავლე წელს ღორებთან დაკავშირებით მაგრამ მაინცდამაინც საკუთარ შეცდომებზე რატომ უნდა ვსწავლობდე ყოველთვის

იმიტომ რომ გეწვება და გტკინს,სხვისა კი ისე რა,მხოლოდ ინფორმაციისთვის გესმის,ეგაა სხვაობა მხოლოდ! biggrin.gif (ორი გოჭუნა მე მენდომება გაზაფხულზე............ან ზაფხულისკენ)

Posted by: vano22 23 Oct 2017, 20:04
levani169
მართალი ხარ გულზე მწარედ რომ ხვდება კაცს ის აღარ ავიწყდება.. თუ იმაკა წითლისებს შეგახვედრებsmile.gif

ერთ თვეში მოვიცლი და დასაფიქსირებელი გალია უნდა შევკრა რომ შევაგდო ეს წითელი ღორი და ვამაკებინო რამენაირად თორემ გააგიჟა უკვე კერატი ხურავს და არ უჩერდება 2 დაყრა გამიცდინა უკვე.

Posted by: kaxaberski66 24 Oct 2017, 00:26
vano22
QUOTE
გამომადგა შენი მეთოდი ორად გავყავი და ისე ვაწოვებინებ:upp:

QUOTE
მოკლედ წელს ვამთავრებ სწავლა განათლების კურსს გოჭების იაფ და ხარისხიან აღზრდაზე შენი დიდი დახმარებით

ამას მე მწერ? თუ მე მომწერე, რომელ იაფიან და ხარისხიან აღზრდაზეა საუბარი?

QUOTE
იუთუბი რათ მინდა ყოველდღიურ ცხოვრებაში მხვდება მსგავსი ფაქტები

თუ დრო გქონდა, ნახე ეგ ფილმი. იქ კაცების და არა კაცების საქციელია ნაჩვენები. მსახიობები, საუკეთესოები არიან და არაჩვეულებრივად კარგად ასრულებენ როლებს.

Posted by: vano22 24 Oct 2017, 10:45
kaxaberski66
ჯერ იქიდან ვიწყებ რომ შენი რჩევის მიხედვით რძის დოზირება გავუნახევრე და ვატყობ ასე უფრო ხალისიანად და ცოცხლად არიან.

თუ გახსოვს წინა პარტიებში რძის ზედოზირებით კინაღამ დავხოცე გოჭებიsmile.gif


დღეს რძეში მოხარშული კარტოფილი ჩავუხეხე (არ მეგონა თუ შეჭამდნენ ისეთი ვიდი და სუნი ქონდა) მაგრამ ძაან მოეწონათ. ასე მალე მყარ საკვებს თუ შეჭამდნენ არ მეგონა.. აი კარტოფილი კი 20 ლარიან ნუტრილაკზე იაფი ნამდვილად ღირს. ხვალ ვცდი ძროხის რძეზე გადაყვანას მაგრამ არ ვიცი ეს რით დამთავრდება.. ადრე რომ ვაჭამე საშინელი დიარეა დაემართათ ძლივს მოვურჩინე.


დღეს ვნახავ მაგ ფილმს საღამოს ჩავუჯდებიsmile.gif

Posted by: kaxaberski66 24 Oct 2017, 10:56
vano22
ვანო, ღორი-ღორია. რასაც შეჭამს ყველაფერს გადაამუშავებს.
ძროხის რძეს თუ მისცემ, ცოტა მიეცი და ახალი მოწველილი ბუნებრივი ტემპერატურის.
რძეს მაგათზე როგორ აფუჭებ?.
აი იაფიანად გაზრდა რაში გამოიხატება?
* * *
ფიცარი თბილია, აყრას არ გირჩევ. რამე სხვა მოიფიქრე. იატაკს დახრილობა მიეცი და მასეთი მძიმე მაკეობის დროს რამე ჩაუყარე ხოლმე საფენად. თუნდაც ცოტა რაოდენობით მშრალი ლამი. სინესტეს შეიწოვს.

Posted by: fattoria 27 Oct 2017, 01:43
სადაც წვებიან ფიცარი იქ დააგე და დანარჩენი აგური, თან ეცადე რომ ზალიან არ გადაასწორო ზედაპირი. ტელი ზაფხული ცემენტს ვასხავდი და ბოლოს ამ ხერხმა გაამართლა

Posted by: dsaltxuca 27 Oct 2017, 10:20
QUOTE (vano22 @ 19 Oct 2017, 19:33 )
dsaltxuca
წარმატებებს გისურვებ, როგორც ჩანს იცი რასაც აკეთებ და ეს ყველაზე მნიშვნელოვანია..

ჩვენც თუ გაგვიზიარებ მცირე ინოვაციებს მაინც ძალიან კარგი იქნება. იმას არც გთხოვ რომ საფირმო საიდუმლოება გვითხრა მაგრამ თუ არის რამე იოლად გასაკეთებელი რაზეც ჩვენც მიგვიწვდება ხელი და რაც ან შრომას გაგვიადვილებს ან წარმოების თვითღირებულებას შეგვიმცირებს გვასწავლე ჩვენც.




dvt333



ეხლა იწყება ჩემი ტანჯვა და ღამის თევებიbiggrin.gif.


დედოფლისწყაროში.. ახმეტაში 45 ა. ვაჭრები 50 ად ყიდიან

საიდუმლო ინგრედიენტი არ არსებობს და მაგის უკან ყოველთვის ნამდვილი სურვილი და პატიოსანი შრომა დგას!
როგორც კი რაიმეს გავაკეთებ დ ბოლოში გავალ აუცილებლად დავწერ ყველაფერს. საერთო საქმე ინფორმაცის და გამოცდილების გაზიარებით თუ წავა წინ თორემ როგორც უმეტესობა ბოროტების იქცევა მასე რომ მოვდივართ მაგიტოო ვართ ამ დღეში ებისმიერ ასპექტში და თემაში.
დავწერ და თან ყველაფერს მაგრამ საწყის ეტაპზე აუცილებლად ყველაფერი მახიმალურად გაანალიზებადი უნდა მკონდეს რომ მახიმალურ დონემდე შევძლო რისკების შემცირება და კონტროლი.

Posted by: kaxaberski66 27 Oct 2017, 23:47
vano22
ნახე ფილმი? თუ ვერ მოიცალე?
თანაც ფილმის მთავარი გმირი, ერთი კარგი დასაკლავი ღრუტუნაა.

Posted by: ghost471 28 Oct 2017, 11:05
Bichebo gorma dayara gushin pirveli bude yvela cocxali iyo 5 gochi meore da mesame budeshi yvela mkvdari iyo. Tavze vedeqi normalurad midioda dayris procesi. Vfiqrob gaigudnen anu adre mowydnen budes. Gamocdili xalxi ras metyvis?
Vano22 vano kudebs 3 dgis asakshi achrii? Pirvelad unda davachra da procesi agwere tu ar shewuxdebi smile.gif

Posted by: vano22 28 Oct 2017, 13:42
kaxaberski66 ბუნებრივი ტემპერატურა 38-40 ხო?

ნახერხი და ჩალა მაქ და ვუფენ მაგრამ თვითონ ეს ფიცარია სრიალა.. წიფელია მგონი..


fattoria წითელი აგური? აგური კი მაქ მაგრამ არ ამოყრიან?


dsaltxuca

მართალი ხარ პატიოსნება და საქმის პროფესიონალიზმი მთავარია.. მატყუარა და აფერისტი ერთხელ იმაიმუნებს, ორჯერ და მესამედ ახლო აღარ გაიკარებს არავინ..

დროდადრო გაგვაცანი საქმის მდგომარეობა..

ისე ავტომატიზირებულ საკვებურებს ფიქრობ თუ მექანიკურ საკვებურებს?



kaxaberski66 კი ვუყურე მაგრამ ისაა თუ არა რაც შენ მითხარი არ ვიცი.. მე რასაც ვუყურე იქ სამივე მეზობელი ერთმანეთს ქვებს ესროდაsmile.gif დამილინკე რა


ghost471
სუ 2 ბუდე არ აქ?? თუ მკვდარი გოჭები სრულად იყვნენ განვითარებულები მაშინ ერთადერთი მიზეზი გაგუდვაა სისხლის მიწოდების ნაადრევი შეწყვეტა. მიზეზი შეიძლება ერთერთი გოჭის არასწორი მდებარეობაც იყო რომელიც გაჩენის დროს ახლართული იყო ჭიპლარებში და გამოსვლისას გამოწყვიტა სხვების ჭიპლარები.

კუდები 10 დღისებს დააჭერი.. იშოვე მაგარი წვრილი ძაფი. ოღონდ ისეთი რომ სრიალა არ იყოს და ნასკვი არ გაიხსნას.. მოიმარაგე 1 იოდი. ბამბა. და კარგი მჭრელი მაკრატელი. მე ჩვეულებრივ დიდ ჩინურ მაკრატელს ვხმარობ. ნებისმიერ წვრილმანების მაღაზიაში იყიდება.

ერთმა კაცმა უკანა ფეხებით უნდა დაგიჭიროს გოჭი. შენ კუდზე ძაფი მაგრად გაუჭირე და 2-3 ჯერ განასკვე 3 მალაზე. მერე ჩააჭერი ძაფის ზედმეტი ნაწილი და ძაფიდან ოდნავ მოშორებით წააჭერი კუდი. წაჭრის შემდეგ თუ ძაფი კარგადაა გაჭერილი სისხლი ან საერთოდ არ წამოვა ან ძაან ცოტა. წაჭრისთანავე დაადე იოდიანი კარგად გაჟღენთილი ბამბა 5 წამი და მორჩა. ამის მერე ძაან ხშირად უნდა დახედო ხოლმე რომ მოჭერილი ძაფი არ წასძვრეთ კუდიდან.. დილით რომ დააჭრი მეორე არა და მესამე დილით ფრჩხილების საჭრელი პატარა მაკრატლით წააჭრი ძაფებსაც და წაუსვავ რამე მაზს თუნდაც თურმანიძისას.. მგონი სულ ესაა. თუ მოხდება შემთხვევა და რომელიმე გადაიძრობს ძაფს ან სისხლი დაიწყებს წვეთას მაშინვე ხელმეორედ უფრო ხარისხიანად გაუჭირე ძაფი.. ეცადე მუცლით არ დაიჭირო და არც წინა ფეხებით თორემ ამ დროს მუცელში წნევა იზრდება და თიაქრის რისკი იმატებს

Posted by: ghost471 28 Oct 2017, 17:05
vano22
მეორე სჰემტხვევა მაქვს რო სამი ბუდე დააგდო. ძაფის დახმარებით ვიცოდი მოჭრა და მითხრეს უძაფოთ ვაჭრითო და უძაფოთ შეძლება რამე დაემართოოთ? ჯერ სამი დღისები არიან მერე დავაჭრი ესეიგი. მე მითხრეს სამი დღისებს ვაჭრით უძაფოთო რა აზრის ხარ ამ თემაზე? მეც ეგრე ვიფიქრე ადრე რო ყოფილიყვნენ მოწყვეტილები გოჭი შავდება ხოლმე და ხრწნას იწყებს და ესენი აშკარად ბოლო მომენტამდე ცოცხლები იყვნენ.

Posted by: vano22 28 Oct 2017, 18:44
ghost471
კარგად გცოდნია 2-3 დღის მკვდარიც რო იყოს უკვე სხვა ვიდი აქ და შეეტყობოდა. მასე დააგდო ეხლა ჩემმა 4 მკვდარი ისენიც გაჩენის მომენტში დაიხოცნენ.. მე სადგომს ვაბრალებ როგორც წინა გვერდზე ავღნიშნე..

შეიძლება ჯიშის ამბავიცაა ამ გაზაფხულზეც ჩემმა მკვდრები დააგდო მგონი 3 ცალი თუ კარგად მახსოვს და ეხლა 4. გაზაფხულზე 8 ყავდა ცოცხალი ეხლა 9 ყავს.. იორკშირმა გაზაფხულზე 10 გააჩინა და გაზარდა. ეხლა 15 ცოცხალი გააჩინა 1 მკვდარი და ერთიც მერე მოკვდა გულყრიანი იყო.

კერატი შენი გყავს? თუ შენი არაა აბა სხვა კერატს ამაკებინე შემდეგ ჯერზე.



3 დღისას კი არა უძაფოდ 1 დღისასაც რომ მოაჭრა ბლომად სისხლს დაკარგავს და არ ღირს. ისედაც სისხლნაკლული ჩნდება გოჭი და მაგით უფრო სუსტდება... ჭიპლარები როგორ დაამუშავე ძაფით თუ პირდაპირ წააჭერი?

Posted by: fattoria 29 Oct 2017, 01:03
მე წითელი აგური მქონდა ნატეხები და ის დავაგე, მთავარია დაქანება ქონდეს რომ წყალი არ დაგუბდეს. ძველი ფერმა ვნახე და იდია იქიდან ,,მოვიპარე,,

Posted by: kaxaberski66 29 Oct 2017, 01:10
vano22
ჯერ მინდა შეგაქო. შენი ასაკისთვის დიდი გამოცდილება და პრაქტიკული ცოდნა გაქვს სოფლის მეურნეობის თითქმის ყველა მიმართულებაში.
მეორეც, დაკვირვებული თვალი გაქვს და სხვადასხვა შემთხვევებიდან რომელიც შენ პრაქტიკაში გქონდა, სწორი დასკვნების გამოტანის უნარი გაქვს. ეს კი მთავარია იმისთვის რომ, ერთხელ დაშვებული შეცდომა, აღარ გაიმეორო.
[quote]ბუნებრივი ტემპერატურა 38-40 ხო?
38.5-39.5 მაგის ზევით უკვე სიცხე აქვს.
[quote]წითელი აგური? აგური კი მაქ მაგრამ არ ამოყრიან?[/quote]
აგურს თუ დააგებ, გრძელი მხარით უნდა დააგო ქვევით. ბევრი მიდის თორემ, ამოყრიან კი არა კარგი აგური საუკუნე გასძლებს და თბილია.
[quote]კი ვუყურე მაგრამ ისაა თუ არა რაც შენ მითხარი არ ვიცი.. მე რასაც ვუყურე იქ სამივე მეზობელი ერთმანეთს ქვებს ესროდა დამილინკე რა[/quote]
შენ სხვა ფილმი გინახია. ეგეც კარგი ქართული ფილმია მაგრამ სხვა არის.
იპოლიტე ხვიჩია, ვასო კახნიაშვილი, დოდო აბაშიძე თამაშობენ. ნუ დაიზარებ და ნახე კიდევ დრო რომ გექნება. ცოტას სულიერადაც დაისვენებ. აბა დალინკვა ორმოცდაათს გადაცილებულმა კაცმა საიდან უნდა ვიცოდე? თუ მასწავლი დაგილინკავ კიდეც. ერთხელ სურათის ატვირთვა რომ მასწავლე, ხომ ავტვირთე ჩემი ფერმერობის დროინდელი სურათი.

Posted by: ghost471 29 Oct 2017, 03:04
vano22
ჭიპლარები ძაფით აბა ისე ის გალეული გოჭი სულ მთლად გაილევა smile.gif კერატი ადრც ეს კერატი იყო ასული და მსგავსი პრობლემა არ ქონიათ ამ ღორებს. ისე ამისი ცალი საერთოდ გაბერწდა გამონადენი ქონდა მაკეობიდან 45 დღეში ალბათ საშვილოსნოს ანთება ქონდა ვუმკურნალე და აღარ ახურდა ეტყობა რაღაც ვერა აქვს რიგზე. დაკვლა მენანება კაი ღორია და ერთ შანსს კიდევ ვადზლევ ხვალ ნემსს ვუკეთებ ასახურებელს ვნახოთ რას იზავს. კერატები ჩვენები გვყავს(ჩემი არაა ეს ფერმა, მენეჯერი ვარ. მენეჯერი მქვია თორე ერთი ეგაა არ ვხვეტავ და არ ვუყრი საჭმელს თორე სხვა ყველაფერი ჩემს კისერზეა)
აგური ვანო ბრტყლად არ დააწყო როგორც მშენებლობისას გვერდულად დადე ''რებროზე'' და არ ამოთხრიან. აგურის დაგებისას ტუ ნახვრეტიანი აგური იქნება და ნახვრეტებში კატანკის მავთულებს ჩაურჭობ უკეთესი გამოვა

Posted by: vano22 29 Oct 2017, 11:02
ghost471

ხო ჩაწყობილს მართლა ვერ ამოყრიან მაგრამ ძაან ძვირი არ დაჯდება?

ხოდა აბა წარმოიდგინე ჭიპლარს ძაფი რომც არ გაუჭირო მუცლის კუნთი უჭერს და წყვეტს სისხლის დენას.. აი კუდში კი საკმაოდ ძლიერი სისხლის მიმოქცევაა
(ამის დამსახურებაა კუდი და ყურები რომ არ ეყინებათ ცხოველებს) და კუდს რომ აჭრი ისე ძლიერად იწყებს სისხლდენას რომ მერე სისხლიან კუდზე ძაფის მოჭერაც კი ძნელი ხდება..

არი მეორე მიზეზიც თუ რატომ უნდა გაუჭირო ძაფი.. გოჭები ერთმანეთის სისხლიანი კუდების წოვას დაიწყებენ და ეგ უკვე ძაან ძნელად მოსაგვარებელი პრობლემაა.

ახლო ნათესავები ხომ არ არიან კერატი და ნეზვები? ან ნეზვები (თუ ქუბი ქვია არც ვიციsmile.gif) ხომ არ არიან ერთი სისხლის დედ მამის შვილები?


fattoria

ეგ კაი გამახსენე.. ეხლახანს დაშალეს ერთი საბჭოური ფერმა და იქ ყიდდნენ პოლზე დაგებულ აგურს.. გავიკითხო ერთი კიდე თუ აქვთ



kaxaberski66

ერთხელ დაშვებულს აღარ ვიმეორებ მაგრამ ეს ახალ ახალი შეცდომებიც რომ აღარ ილევა?biggrin.gif

გავიგებ რა დამიჯდება და თუ ძაან ძვირი არ მითხრეს იმ ძველებურ აგურს დავაგებ ... მაინცდამაინც ეხლა დაშალეს ის ფერმაც როცა ფული არ მიჭირავს ხელში რა.. არადა გალიები პლიტები აგური გეჯები რავი სულო და გულო რა აღარ აქვთ გასაყიდიsmile.gif ეხლა ეგენი რომ ვიყიდო საქონელს ვეღარ ვიყიდი. ისევ ამ გოჭებს დავუცდი დავყიდი და გამოვზიდავ მერე რაც მომეწონებაsmile.gif.

მოვნახავ მაგ ფილმს მსახიობების სახელები საკმარისია რომ ვიპოვოsmile.gif

Posted by: ghost471 29 Oct 2017, 11:51
vano22
მე ბიტონზე მყავს ვანო ღორები და არ დამიგია ეგრე აგური უბრალოთ ნანახი მაქვს და მაგედან ვიცი. რაც ჩვეულებრივ გჭირდება ორმაგი დაგჭირდება ეგრე დაგებისას. ისე მეზობელს ჩვეულებრივ ააქვს დაგებული როგორც მშენებლობისას აწყობენ და ჯერ მუშაობს უბრალოტ ცოტა მაღალი აგურები რომლებიცაა ისენი აქვს გამოყენებული. ნათესავები არ არიან სხვადასხვა ფერმიდან არიან წამოყვანილბი. ვანო რა უნდა გკითხო ღორებს არ ეხება მარა კაი მეწველი საქონელი ისეთი რო არც ბებერი არ იყოს და წველაშიაც რო კარგი იყოს ბაგურ-სეირანულზე რო მყავდეს და ესე 20-25 ლიტრს რო იდზლეოდეს ტქვენსკენ რა ღირს( საქონლის წველადობა რო დღიურით არ იზომება და მთლიანი ლაქტაციით რო იზომება ვიცი უბრალოთ საქართველოში იშვიათად ვინმემ ეგრე დაგიანგარიშოს და მეც მაგიტომ ვიკითხე ესე smile.gif )

Posted by: vano22 29 Oct 2017, 12:49
ghost471
რა 20 ლიტრი აქეთ 7-8 ლიტრი ითვლება კარგ წველადობათ.

აქეთ რომ ჩამოხვიდე გაგიკვირდება რასაც ნახავbiggrin.gif არავინ არ ცდილობს ჯიშების გაუმჯობესებას ერთეული ფერმერების გარდა.. არავინ არ ცდილობს მიწის ახალი ტექნოლოგიებით ათვისებას.. ჯიშიანი ძაღლი მოვიყვანე და ვინც ნახავს მარტო იმას მეკითხება თუ რამდენ პურს ჭამს დღეში და ამას რა გააძღობს რა გააძღობს გაუდით.. ჯიშიანი ღორები მოვიყვანე და არ იჭმევა მაგის ხორციო ასე პროფესორობენ.
კიდევ კარგი საქართველოს სხვადასხვა მხარეში ხშირად მიწევს მგზავრობა და სხვადასხვა ფერმების თუ მეურნეობების მონახულება და ვხედავ თუ როგორ მუშაობენ სხვები და რა ტექნოლოგიებსა თუ ჯიშებს ამუშავებენ თორემ დღეს მეც სუ სხვა წარმოდგენები მექნებოდა სოფ მეურნეობაზე.





სამაგიეროდ ვიღაც შავ ბმვ ს რომ იყიდის ერ თვეში მთელი სოფელი იმაზე მაგარ შავ ბეემვეებს ყიდულობს.

სოფლის მეურნეობა ჩემ რაიონში მკვდარია.

Posted by: kaxaberski66 29 Oct 2017, 16:27
ghost471
შენ რომ გინდა, მასეთი წველადობის ძროხებს არავინ არ გაჰყიდის რამე ყბედურება თუ არ დაემართათ.

Posted by: vano22 29 Oct 2017, 17:42
ახმეტაში ახალი ყველი 10 ლარი გახდა უკვე 1 თვე იქნებაsmile.gif

Posted by: ghost471 29 Oct 2017, 20:52
vano22
ჩემსკენაც ეგრეა ერთი ღორებით დაინტერესდა ხალხი საქონელი უყურადღებოდ არის ერთი ეგაა სასუქად აყენებენ. bmw იყიდიან და ბენზინის ფული აღარა აქვთ smile.gif
kaxaberski66
მარნეულში მეუბნებიან არისო მარა ვერ ვენდობი ვაჭრები არიან თანაც ქედან რო წამოიყვან ყველა შემთხვევაში წველადობას დაიკლებს მაგიტომ ვიკავებ თაავს

Posted by: kaxaberski66 29 Oct 2017, 22:02
ghost471
მარნეულში სად? ბაზარზე?
არ დაიჯერო. ერთი სამი წლის წინ მე ვიყავი ბაზარზე. ძალიან ბევრი საქონელი იყო, მაგრამ კარგი ერთი-ორი.
თათრებს ორი დღის მოსაწველი საქონელი მოჰყავთვ, რომ ჯიქანი დიდი ჰქონდეს და კარგ მეწველად მოგაჩვენოთ.
მართლა კარგი მეწველი ძროხაც კი, აუცილებლად დაიკლებს წველაში თავიდან ახალ პატრონთან.

Posted by: vano22 29 Oct 2017, 22:24
kaxaberski66 მანდ ცოლშვილი გაიწყვიტა კაცმა ბებერ ძროხაზე მეფიცებოდა მესამეზეაო მენჯები ლაგატკის ტარივით ქონდა ამოჩრილიfacepalm.gif.


ghost471
ბაზარზე არ გაეკარო მეწველ საქონელს.. მთიდან რომ ჩამოვა საქონელი მაშინ მთელ ნახირებს ყიდიან ხოლმე და მაგ დროს შეგიძლია ამოარჩიო კარგი დეკეულები პირველ მაკეობაზე.

კიდევ შეგიძლია ფერმებში გაიარო.. ახლახანს დაიკეტა ჩემ გვერდზე სოფელში ფერმა და მართლა კარგი ძროხები დაყიდეს. აი ასეთ სიტუაციას უნდა მოარტყა როცა ფერმას ყიდიან თავის საქონლიანად მაგ დროს აარჩევ რეალურად კარგ ძროხებს..

Posted by: ghost471 29 Oct 2017, 23:07
kaxaberski66
vano22
mymarket.ge აქაც ყიდიან ბეევრს თუ გადავწყვეტ ყიდვას 3 მოწველას მაინც დავესწრები ისე არ ვიყიდი. სახლისთვის მინდა კაი ძროხა ჯერ ''ბიზნესის'' თვალით არ ვუყურებ

Posted by: kaxaberski66 29 Oct 2017, 23:26
ghost471
ერთ-ერთ თემაში აღწერილი მაქვს, თუ როგორ უნდა შეარჩიო მეწველად საქონელი ექსტერიერით, ანუ შეხედულებით.
ან მესაქონლეობის ფერმაში ან საოჯახო მეურნეობა სოფელში დასახლება-ში.
გადახედე. წაიკითხე. შეიძლება გამოგადგეს.
vano22
მთიდან ჩამოსული საქონელი შესახედავად არის კარგი. იმიტომ რომ, ალპურ ბალახზე განებივრებულ-გასუქებულები არიან. აი პირველი მოგების შემდეგ როგორი მეწველები იქნებიან, საკითხავი ეგ არის. კარგი რომ გამოდგეს ალბათობა 5% მეტი არ იქნება.
საქონლის უცოდინარმა კაცმა, მეწველი საქონელი უნდა იყიდოს, წველისას ორჯერ მაინც მიბმით შემოწმების შემდეგ.

Posted by: vano22 30 Oct 2017, 00:43
kaxaberski66
ხბოსაც კი ეტყობა რა მეწველი გაიზრდება და კაცმა 200 ძროხიდან 1-2 კარგი დეკეული როგორ ვერ უნდა ამოარჩიოსbiggrin.gif

Posted by: ghost471 30 Oct 2017, 02:17
kaxaberski66
Wakitxuli maqvs da kargadac damexmara megobristvis archevashi "shpargalkasavit" gamoviyene.
vano22
Vano eg shentvisaa martivi tore vinc ar icis shexedavs nacrisferi dzroxaa da morcha shvicia da laqtaciaze 6000 litrs mowvelis gonia smile.gif me ar myolia dzroxa saertot ojaxs soflis meurneobastan ar gvqonia shexeba papachems tu ar chavtvlit romelic chem dabadebamde 10 wlit adre daigupa is iyo mwyemsi da etyoba me gamomyva genebshi biggrin.gif

Posted by: vano22 30 Oct 2017, 10:52
ghost471
არა მე იმას კი არ ვამბობ ერთს შევხედავ და ვიცი რას იწველის მეთქი. ბაზარზე ჯერ ვარჩევ ვიზუალურად, ტანიან ჯანმრთელ ახალგაზრდა ძროხას. შემდეგ ვურიგდები პატრონს და ფასზე შეთანხმების შემთხვევაში 2 დღე ვამოწმებ წველადობას და ხასიეთს... აქაც დავწერე ამ ზაფხულს კაცმა ძროხა იყიდა ბაზარზე. ეს ძველი პატრონი უცებ გაქრა და სანამ ამ ახალმა ეს ძროხა კარებამდე გამოიყვანა დავარდა ეს ძროხა და მოკვდაbiggrin.gif მთიდან ჩამოსულ ნახირში კი იმის გარანტია მაინც გაქ რომ მომაკვდავ ან რამე სერიოზულ წუნიან საქონელს არ მოგასაღებენ..

ყველაზე კარგი და გამართლებული კი ფერმიდან წამოყვანაა


კარგია ძროხა.. ოჯახის მარჩენალიsmile.gif ნატურალური პროდუქტი და რამე.. დღეისთვის ისეა დაბინძურებული გარემო რომ დიდი მნიშვნელობა აქ თუ სად ექნება საძოვარი შენ ძროხას.. მთავარი გზის განაპირა მდელოებზე ბალახი ასჯერ უფრო დაბინძურებულია მძიმე მეტალებით ვიდრე სოფლებსა და მთაში.. შენ რომ გგონია ნატურალურიაო მაგალითად მთელი რუსთავის საქონლის რძე ფაქტიურად არ იჭმევა.. იუთუბზე ვნახე ამასთან დაკავშირებით ვიდეო და მეც ვიზიარებ ამ აზრს... ჩემ მხარეს 2 ნახირი დადის. ერთი ძველ აეროპორტზე ტრასის პირას და მეორე მაღლა მინდვრებზე. მე მინდორში გავუშვი და შენც თუ გაქ არჩევანი ისეთი ნახირი შეარჩიე რომელიც გზიდან მოშორებით დადის საძოვრად.




Posted by: ghost471 30 Oct 2017, 18:50
vano22
Soflis tavshi vcxovrob da bevri bagchebi maqvs ert suls mteli zafxuli sheinaxavs dzalian mainteresebs rdzis biznesi da sanam biznesis tvalit shevxedav saxlistvis minda. Mugami maq eseti ro saxlistvis sachmeli ar viyido gors vzrdi qatmebi myaavs blomat ritac kvercxi da xorci ar maklia bocvrebi gavichine da isic kai sakvebi bazaa ojaxistvis bagchas vamushavebt da chveni sakmari kartofili xaxvi niori mwvanili da kitri pamidori modis exla mewveli minda ro rdze mawoni da yvelic shinauri mqondes egaa da eg. Es mamacxonebuli miwa iseti ramea mixedav da mogxedavs. Bevrisgan mesmis soflis meurneobashi araferiao da sul mikvirs. Me da mamachemi vuvlit mec vmushaob da mamachemic chem samsaxurshi myavs dasaqmebuli da saxlistvis produqtebs ar vyidulobt am chveni soflis meurneobit da im yoveldgiurat pura ki iyidis kaci.

Posted by: vano22 30 Oct 2017, 19:01
ghost471
კაი ძნელ საქმეს შეჭიდებიხარ არაა იოლი ყველა საჭირო პროდუქტის ოჯახის სამყოფი რაოდენობით მოყვანა..

ბოცვრები კი კარგები არიან მაგრამ ძაან ძნელი არაა მაგდენი სხვადასხვა საქმის მიხედვა? მე რომ ბოცვრები მყავდა 1 კაცი მარტო იმათ მოვლას უნდოდა

Posted by: kaxaberski66 30 Oct 2017, 23:10
ghost471
vano22
გულს ახარებთ ასეთი ახალგაზრდები.
თქვენ და თქვენისთანებს კარგი და დიდი მომავალი გაქვთ.
მე არ ვამბობ რომ, ამ საქმიანობის უკან დიდი ფულია. თქვენი საქმის უკან, კარგი ადამიანები დგახართ.

Posted by: ghost471 31 Oct 2017, 03:19
vano22
Mtlianad samyofi ara mara dziritads ki vawarmoeb smile.gif bolobolo im brinjs da makarons iyidis kaci raa smile.gif bocvrebistvis chemze morgebuli galiebi avawye wyali da sakvebi naxevrad avtomaturia da ar chirs movla. Rasac iseni abneven sachmels qatmebi chamen da danakargic naklebia. Vano gochebis witeli naturebi shenc chemsavit gawvaleebs malmale iwveba.
kaxaberski66
Didi xania araferi mogiyolia dzia nu mogvanatre istoriebi smile.gif

Posted by: levani169 31 Oct 2017, 12:21
QUOTE
kaxaberski66
Didi xania araferi mogiyolia dzia nu mogvanatre istoriebi

QUOTE
dzia

QUOTE
dzia

QUOTE
dzia

მოდი ბატონო "ძია" და მოგვითხრეთ თქვენი ამბები,ახალგაზრდებს აინტერესებთ ხომ ხედავ! biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif
kaxaberski66

Posted by: vano22 31 Oct 2017, 20:05
ghost471
ეგ კარგად მოგიფიქრებია.. მე ქაოსურად მაქ ყველაფერი და იმიტომ ვერ ვასწრებ ვერაფერს.

ბრუდერები იცი უკვე რამდენი ვიყიდე?biggrin.gif 5 ცალი.. გადაწვამდე ვინ აცდის 2 ნიჩბის ტარით ამოვამტვრიე გამოხვეტვისას და ერთი ბუზს გავუქანე ხელი და ნათურას გავარტყიbiggrin.gif. ეხლა 2 მაქ დაკიდული შევჯავშნე და კარგად მივამაგრე.. მალ მალე თუ გეწვება ესეიგი არასტაბილური ძაბვაა შენთან და მაგის ბრალია.. სტაბილიზატორი დააყენე აუცილებლად ოღონდ ხარისხიანი.. მუშა რესურსი როგორც მახსოვს 50 დღე ღამე- 1200 საათი აქ ამ ნათურებს
* * *
kaxaberski66 ვაი რომ საზოგადოება შენსავით არ ფიქრობს.. მეღორეე??? ფუუუჰ. მეძროხეე?? ფუუუჰ. მიწათმოქმედი? აუ მიწას ჩიჩქნიი??

საზოგადოების ასეთი უარყოფითი დამოკიდებულება რომ არა დღეს ბევრად მეტი ახალგაზრდა ჩაებმებოდა სოფ მეურნეობის უღელში მაგრამ უტყდებათ სოფლელობა და რა ქნანsmile.gif

მიდი მართლა მოგვიყევი რამე რა. სულის სიღრმეში ჩადის შენი ისტორიები

Posted by: kaxaberski66 1 Nov 2017, 00:36
levani169
ეხლა ამ ახალგაზრდებისთვის, ძია ვარ ნამდვილად. ოღონდ, თან ძმაკაცობაც მოსულია.
მე ის მიხარია, მათ რომ აინტერსებთ ეს ფერმერული ცხოვრება.
ვანო რომ ამბობს უტყდებათ სოფლელობაო,ასეც ხდება.მაგრამ, სადაც სოფლელობა ტეხავს, იქ ქალაქელობას აღარაფერი ეშველება.
ისე კიდევ პირიქით.
საქმე, ზრდილობაში და საქციელშია და არა სოფლელ-ქალაქელობაში.
მოდით, მაშინ ერთ პატარა ამბავს მოვყვები. თანაც კარგს.
ჩვენ რომ ფერმა შევქმენით, მეღორეობით დავიწყეთ. მესაქონლეობაზე რომ გადავედით, მაშინაც ღორი მუდამ გვყავდა.
მოგეხსენებათ, სადაც ყველი კეთდება შრატი არის და ღორის გაზრდაც იოლია.
გოჭი ხურდაა და სწრაფად დასაკლავ-გასაკეთებელი. სტუმარიც ხშირად გვყავდა, ჩვენი თუ მამაჩემის ძმაკაცები.
ერთხელ მამაჩემთან მოვიდა მამაჩემის ძმაკაცი. ასე 15 წლით უმცროსი.
მამაჩემი ეუბნება. წამო ვიქეიფოთ, ეხლა ორნი ვართ და ვნახოთ ვინ აჯობებს დალევაშიო.
დასხდნენ მაგიდასთან და მამაჩემმა მოიტანა ორი ყანწი თავისი ხელით გაკეთებული.
იმ წელს ხარი დავკალით და ხარის რქებისგან გააკეთა ყანწები.
ერთი ყანწი სტუმარს დაუდო სასმისად და ერთი თვითონ დაიდო. თან ეუბნება, ყანწს მაგიდაზე ვერ დავდგამთ. ამიტომ ბოლომდე უნდა დავლიოთო.
დაიწყეს ქეიფი. ყანწებს ბოლომდე ავსებენ, დალევენ ბოლომდე და დადებენ მაგიდაზე.
ხო. დამავიწყდა მეთქვა. მამაჩემი სიმაღლით1.68 იყო, 80კგ.
ის ძმაკაცი 1.87 150კგ.
ერთი სიტყვით, ქეიფს მორჩნენ. მამაჩემი სტუმარს აცილებს და ეს სტუმარი ხან ერთ მხარეს გაქანდება წასაქცევად და ხან მეორე მხარეს.
მამაჩემიც ხან ერთი მხრიდან ამოუდგება მხარში და ხან მეორე მხრიდან.
რამოდენიმე დღის შემდეგ რომ შეხვდნენ ერთმანეთს, სტუმარს უთქვია, ოთახიდან გამოსვლის შემდეგ არაფერი არ მახსოვსო.
თურმე საიდუმლო რაში ყოფილა.
რქებს ყანწებად რომ აკეთებდა,ერთი ყანწი გაჰფუჭებია და ის ადგილი თავში წაუჭრია ნაჟოვკით.
გაკეთებული ყანწები რომ არწყა, თავწაჭრილი გამოვიდა 200 გრამიანი. ხოლო წაუჭრელი 250 გრამიანი.
ერთი შეხედვით, ყანწებს დიდ-პატარაობას ვერ შეამჩნევდა კაცი. პირი განიერი ჰქონდა და 1 სანტიმეტრამდე სიგანეში რაც ჩამოჭრილი ჰონდა, კი მიდიოდა 50გრამი ღვინო.
ასე გამოათრო მამაჩემმა ეს დევივით კაცი, მეხსიერების დაკარგვამდე.
* * *
ერთი მინდა გთხოვოთ. ეს ჩემი წერილი როგორ გადავიტანო საოჯახო მეურნეობა სოფელში დასხლების თემაში, მასწავლეთ რომ გაფანტული არ იყოს სხვადასხვა თემებში.
მოდერატორმა გადაიტანოს იქნებ?


















/

Posted by: ghost471 1 Nov 2017, 12:22
kaxaberski66
ხერხი ჯობია ღონესაო biggrin.gif აბა ისე ვერ დაათრობდა და რა ექნა პაპას biggrin.gif

Posted by: express 10 Nov 2017, 08:51
მოგესალმებით ყველას smile.gif
თემის კითხვის პროცესში ვარ ჯერ და მიხარია, რომ ბევრი მაქვს კიდევ წასაკითხი tongue.gif
მოკლედ მყარად მაქვს გადაწყვეტილი შემოვუერთდე თქვენს რიგებს და დავიწყო ღორების გაშენება. მიზეზი მარტივია - მაქვს ბევრი შენობები ორხევში (120 კვ.მ ვარემონტებ უკვე ) და მაქვს დიდი რაოდენობით ყოველდღიური "პამოი".
1) რას მირჩევთ, რითი დავიწყო? კედლების დამუშავება და ა.შ.
2) რა ჯიშებით და რა ასაკის გოჭები ვიყიდო, რომ რაც შეიძლება მალე გადავიყვანო "პამოიზე" ?
3) პარალელურად რამე დანამატი უნდა მივცე საკვებში?
4) 80 კავდრატში ( სადგომი მაგხელა გამოდის) რამდენი და რა ასაკის უნდა შევუშვა?
5) ვეტექიმის ტელეფონი, გამოძახების ინტენსივობა და ხელფასი? ( და შეკითხვებით იმას დავღლი biggrin.gif )
6) ჩინეთში შევუკვეთე უკვე საცდელად 5 კგ BioBed ბაქტერია, რომელსაც სადგომში გავამრავლებ.
7) კიდე რაც მავიწყდება და/ან უცოდინრობით ვერ გეკითხებით, გთხოვთ დაამატოთ

მადლობელი წინასწარ! bis.gif

Posted by: ghost471 10 Nov 2017, 16:23
express
პირველ რიგში გეტყვი რო თუ ვინმეს კეთილსინდისიერების იმედზე აპირებ საქმის დაწყებას ჯობია შეეშვა, შენ უნდა იყო იიქ და ესე რომ ვტქვატ რომელი რა ფერს ნეხვავს ის უნდა იცოდე! მეორე თუ შეხება არ გქონია ამ საქმესთან ძალიან გაგიჭირდება და კარგად აწონდაწონე ქეში ფული უნდა ჩადო და რისკებია დიდი უცოდინარი კაცისთვის მითუმეტეს. ეხლა რაც შეეხება კითხვებს.
1) კედლები თუ ბლოკის არის შიგნიდან გალესე უეჭველი.
2) გოჭების გადაყვანა პამოიზე რთულია(მააქვს გამოცდილება და სიმართლე გითხრა პამოის მომხრე არ ვარ. ერთი იმიტო რო ჭირის რისკია არ იცი საიდან რა დაავადებას მოიტანს ის შენი კასრები. მეორე ერთ დღეს კუჭში კარგად არიან მეორე დღეს ეშლებათ სხვადასხვა საკვების გამო.) ასაკი 2 თვეზე პატარებს ვერ გადაიყვან თუ იქიდან არ იყიდი სადაც პამოის აჭმევენ.(დედის მუცლიდან თუ მიჩვეულები არიან პამოის ადვილად გადადიან) ჯიში ხალასს სისხლებს ვერ იშოვი და უბრალოთ კაი ჰიბრიდები იყიდე იორკისა და დიუროკის ან ლანდრასისა და დიუროკის ჰემპშირის სისხლებიც არის საქართველოში.(თავის პლიუსებთან ერთად მინუსებიც აქვს ამ ჯიშებს მარა ადგილობრივ ჯიშებზე ვერ იმუშავებ ნაკლებპროდუქტიულობის გამო)
3) გადაყვანის პერიოდში დაფქვილი ქერი ან ქატო მიეცი და როცა გადავლენ დაფქვილი ხორბალი პამოიზე გაზრდილ ღორებს ტანი ააქვთ მარა ხორცი აქვთ მსუბუქი და ხორბალი მაგიტოა კარგი ხორცს წონას აძლევს.
4)სიგრძე სიგანე დაწერე რო უკეთესად დაგეგმვა შევძლოთ
5) ----------------- ვერ დაგეხმარები smile.gif
6) ამ საკითხში ცოდნა არ მყოფნის რო რამე ვთქვა
7) დედა ღორებს აპირებ თუ გოჭები უდა იყიდო გაზარდო და გაყიდო? ამ ''ბიზნესში'' უდედაღოროთ არაფერი გამოვა!

Posted by: express 14 Nov 2017, 19:52
ghost471
მადლობა ვრცელი პასუხისთვის.
უშუალოდ ვიქნები პროცესში ჩართული და ყოველდღიური კონტროლი მექნება. 30-40 გოჭით ვიწყებ და დიდ ინვესტიციასთან არ მაქვს საქმე.
1) კედლები გალესისლია. ვიგულისხმე რამე ანტიბაქტერიულით დამუშავება.
2) ერთგვაროვანი პამოია სუფთა და გაწკრიალებული წარმოებიდან. გარდა პამოისა არის ახალვადაგასული იოგურტები და ა.შ.
4) 9მ*11მ თუმცა მარჯვენა კუთხე შესასვლელს და პატარა ოთახს ეთმობა.
5) გოჭები მინდა დავზარდო ბოლომდე დასაკლავ წონამდე და მაგათგან დავტოვო რამოდენიმე დედად.

Posted by: ghost471 15 Nov 2017, 21:02
express
1) ნებისმიერ ვეტ აფტიაქში მიდი და გეტყვიან სახელი აღარ მახსოვს.
2) თუ რძის პროდუქტებია მაგ შემთხვევაში აუცილებლად დაჭირდება მარცვლეულის ფქვილი.
4) ჯობია შუაში კალიდორი გაუკეთდეს და აქეთ-იქით ვოლიერები
5)წარმატებები smile.gif


ბიჭებო დიდი დედა ღორი მყავს დასაკლავი 4 ნაყოლია 250 კილო ხორცი აქვს მინიმუმ არავინ იცით ნორმალური ფასი რო გადაიხადონ

Posted by: dvt333 15 Nov 2017, 21:50
1 კგ ქერი და ხორბალი რამდენი საკვები ერთეულია იცის ვინმემ?

Posted by: kaxaberski66 15 Nov 2017, 23:51
dvt333
1 კგ ქერი, 1,2 საკვები ერთეულია, ხოლო ხორბალი 1,3 სე.

Posted by: imeda22222 16 Nov 2017, 00:36
1კგ ქერი არის 1.13საკვები ერტეული


Posted by: shuma89 16 Nov 2017, 03:17
ადრე კი ვიკითხე და მითხარით, თუ სწორად მახსოვს დედა ღორს უნდა 2x2 ზომის სადგომი, სასურველია 2 მეტრამდე სიმაღლის ჭერით ხოო?
გოჭებს კიდევ ერთი ამხელა.

საზრდელ სახორცე ბურვაკებსაც 2x2 უნდა?
ერთიანი შენობის შემთხვევაში დაყოფა რა მასალით აჯობებს და რა სიმაღლის? 1.5 მეტრამდე სიმაღლის დასაყოფი მასალა ივარგებს? ვგულისხმობ მთლად ჭერამდე რო არ ავიყვანო, უკეთესი ვენტილაცია ექნებათ.
ჭერზე ფიცარია და თავზე სავარაუდოდ თივა იქნება, ჯერჯერობით კი არის და არც გავიტან, თითო პრესია მოწყობილი ზემოდან, სიცხესაც აკავებს და სითბოსაც შეინახავს.

Posted by: REVERS 16 Nov 2017, 08:50
shuma89
QUOTE
ერთიანი შენობის შემთხვევაში დაყოფა რა მასალით აჯობებს და რა სიმაღლის? 1.5 მეტრამდე სიმაღლის დასაყოფი მასალა ივარგებს? ვგულისხმობ მთლად ჭერამდე რო არ ავიყვანო, უკეთესი ვენტილაცია ექნებათ.
ჭერზე ფიცარია და თავზე სავარაუდოდ თივა იქნება, ჯერჯერობით კი არის და არც გავიტან, თითო პრესია მოწყობილი ზემოდან, სიცხესაც აკავებს და სითბოსაც შეინახავს.


იატაკს რითი აკეთებ ? ხით თუ ბეტონით ?

Posted by: dvt333 16 Nov 2017, 15:21
kaxaberski66
მადლობა, ვიცოდი რო შენ გეცოდინებოდა, ვერსად ვერა ვნახე

Posted by: vano22 16 Nov 2017, 15:43
imeda22222 კეთილი იყოს შენი პოსტი ამ განყში. შემოგვიარე ხოლმეsmile.gif

* * *
shuma89
1 სულზე საჭირო მინიმალური ფართი დამოკიდებულია კანალიზაციის ტიპზე. თუ წყლით გამდინარე კანალიზაცია გაქ შეგიძლია მჭიდროდ იყოლიო ღორები. თუ გამოსახვეტი იქნება მაშინ შედარებით მეტი ფართი ჭირდებათ რომ ტუალეტი ცალკე ქონდეთ საწოლ-სასადილო ცალკე და ყველგან არ მოსვარონ. გადატიხვრა ან ხრახნილით უნდა გააკეთო ან მილკვადრატით, დაბლა ღრმად ჩასხავ ჩააცემენტებ და სულ არ დაჭირდება 1.5 მეტრი. 1.1-1.2 მეტრიც ეყოფა

Posted by: REVERS 16 Nov 2017, 20:05
vano22

მხოლოდ ბეტონი იატაკად გამოდგება, ნახერხით და თივით რო დავუთბილო ?

თუ აუცილებლად ხით უნდა გავუკეთო დასაწოლი ადგილი ?

Posted by: vano22 16 Nov 2017, 21:09
REVERS

დასაწოლი ადგილი ცალკე თუ ექნებათ შეგიძლია სქელი ფიცრით ან კოჭით გადატიხრო და შიგ ჩაუყარო ჩალა ან ნახერხი რომ თბილად დაწვნენ. თუ ვიწროდ იქნებიან ჩალაში მოისაქმებენ და ძაან ბევრი ნაგავი გაგიხდება გამოსახვეტი. ყველაზე კარგი იქნება თუ ტიაშკას ისე დაასხავ რომ საწოლ ადგილს კუთხით ჩააღრმავებ 4-5 სმ ზე ანუ 2 ფენად უნდა დაასხა ტიაშკა ჯერ საწოლის ადგილზე და მერე დანარჩენ ფართზე 4-5 სმ მაღალი. ასეთ ჩაღრმავებულ საწოლს ზომაზე დაჭრილი ფიცრებით თუ გაპოლავ ცხვირს ვერ მიუყენებენ და ვერ აყრიან ფიცრებს. ასევე ნახერხს და ჩალასაც არ ამოყრიან მაღლა. ფართია რა მთავარი, ისე უნდა მოაწყო საღორე როგორც შენთვის იქნება მოსახერხებელი

Posted by: shuma89 16 Nov 2017, 21:41
REVERS

ბეტონია უკვე. დაქანებული, სამ მეტრზე, 5 სმ დაახლოებით, მაგრამ კიდე უნდა დავამატო სისქე მაღალზე უნდა ავწიი, იქედან ჩამონადენს კანაო რო გავუკეთო კარგი დაქანება რო ქონდეს იმ კანაოს.

vano22

წყალი არ მიჭირს, კერხერივითაც ვიჩალიჩებ რამეს, მაგრამ სადაც წევს იმას ხო ვერ გადავრეცხავ, დავუსველებ და სადღა დაწვეს ზამთარში და სიცივეში?
ანუ წყალი რო მქონდეს და გადარეცხვა არ მქონდეს პრობლემა მაგ დროს დასწოლი ადგილი როგორ მოვუწყო? იქაც რო მოისაქმოს ისიც გადავუხვეტო უნდა თუ გადავრეცხო?

ბეტონი მაქვს უკვე, ტიხრებისთვის ვფიქრობ შევკრა არმატურით ბადე და ბეტონში ჩავუშვა მოკლე რკინა და დავადუღო მყარად.
ჭიშკარივით ასევე არმატურის ბადე მინდა.
ხეს ჭამდა ღორი შარშან რო მყავდა და რავიციი . .

ისიც ვიფიქრე ჩაღრმავებული მოვუწყო, მოვფიცრო საწოლი, მაგრამ გადარეცხვის დროს იმაშიც ჩადგება წყალი, მოკლედ თავი ბოლო ვერ გავიგე რა გავაკეთო, მერე თავში საცემი რო არ მქონდეს და ბევრი წვალება არ დაჭირდეს მოვლის დროს.

Posted by: REVERS 16 Nov 2017, 22:17
vano22
QUOTE
დასაწოლი ადგილი ცალკე თუ ექნებათ შეგიძლია სქელი ფიცრით ან კოჭით გადატიხრო და შიგ ჩაუყარო ჩალა ან ნახერხი რომ თბილად დაწვნენ


ცალკე რომ გავუკეთო დასაწოლი ადგილი, რა ზომები იქნება კარგი ? სიგრძე სიგანე ისე რო გოჭებს რო დაყრის თავისუფლად იყოს და არ დაჭყლიტოს ? და თან მაქსიმალურად დავზოგო ადგილი smile.gif მოკლედ მიმიხვდი ხო ალბათ რასაც ვგულისხმობ smile.gif

დიდი ადგილის დათმობა არ მინდა, მარა რაც აუცილებელია იმაზე ნაკლების გაკეთებაც არ მინდა smile.gif

Posted by: ghost471 17 Nov 2017, 02:01
მე სადედეები მაქვს ესეთი სქემით მოწყობილი რო დედედა ღორი როგორც სუქებაზე დაყენებული მოზვერი ისეა მოწყობილი 80-90სმ სიგანის და 2 მეტრა სიგრძის ვოლიერში ეს ვოლიერი დაბლიდან ყველა მხრიდან აწეულია 20-25სმ-ზე და გოჭი არ გაუჭყლეტიათ დაწოლისას რო წვება გოჭებს რო მიაწვება ვოლიერის გარეთ ყრის. ანუ ერთი ვოლიერი მაქ და შიგნით კიდე ვოლიერია. სამუშაოდაც ადვილია ნემსის გაკეთებაა თუ რაც არი.
უყურე და ეგებ შენთვის საინტერესო რამე დაამუგამო https://www.youtube.com/watch?v=spWSQswHAOo

Posted by: vano22 17 Nov 2017, 11:43
shuma89

შანსი არაა ღორს ტუალეტის ადგილი ქონდეს და საწოლში მოისაქმოს. გოჭი როგორცკი გაჩნდება ცოტა ხნის მერე ტუალეტისთვის გარბის და ეძებს შესაფერის ადგილს. ანუ გენეტიკაშივე აქ ღორს სისუფთავე და თუ გამოუვალ მდგომარეობაში არაა არ იკადრებს მაგას. საწოლი ადგილი თბილი უნდა იყოს გაპოლვა ჯობია იოლი მოსავლელია უფრო ვიდრე ჩალის და ნახერხის გამოყენება. ნახერხს და ჩალას ამოყრიან გაქექავენ დასვრიან და მერე ძნელი გამოსახვეტი ხდება.


REVERS

10 კვადრატში კარგად მოეწყობა ეგ ყველაფერი. დედა ღორი + გოჭები + საკვებური + ტუალეტი.

მე 10 კვადრატში მყავს და ვიწროდ არიან ამაზე ნაკლები აღარ გამოვა. საწოლის ზომა ღორის ზომაზეა დამოკიდებული ღორის სიგრძეზე 20 სმ გრძელი და სიმაღლეზე 30 სმ განიერი უნდა იყოს რომ წოვებისას თავისუფლად იყვნენ.

ჩაღრმავებულ საწოლს თუ გააკეთებ ფიცრით ისე უნდა გაპოლო რომ დანარჩენ ფართს გაუსწორდეს საწოლის ზედაპირი. ტრამპლინები და ასახტომ ჩასახტომები არ უყვარს დედა ღორს

Posted by: shuma89 17 Nov 2017, 18:22
სინათლისადმი რამდენად მომთხოვნია ღორი ან გოჭები?
ჩემ შენობას 7 მეტრიან კედელზე აქვს გადმოსაღები ფანჯარა ორი ცალი, 1 მეტრი სიგრძის და 60 სმ სიმაღლის, გადმოსაღები, არის საკმარისი? მეორე მხარეს ერთი ცალი მხოლოდ, ოღონდ იმ მხარეს 4.5 მეტრია სულ, დანარჩენი 2.5 მეტრი ამოშენებულია ოთახად.

Posted by: REVERS 17 Nov 2017, 19:52
vano22
QUOTE
10 კვადრატში კარგად მოეწყობა ეგ ყველაფერი. დედა ღორი + გოჭები + საკვებური + ტუალეტი.


კერატის შემთხვევაში რა ფართი უნდა გავთვალო ? იგივე ყველაფერი ?

Posted by: shuma89 17 Nov 2017, 23:32
ეს ფართი მაქვს ახლა.
ვფიქრობ როგორ გადავანაწილო, მაგრამ ღორის საჭმლის მოსამზადებელი ოთახი ნამდვილად არ მაქვს sad.gif შესანახად შემიძლია ჭერის თავზე სახურავსა და ჭერს შორის მოთავსებული ფართი გამოვიყენო, მარცვლეულის შესანახად, 1-2 მეშოკს სავსეს ოთახშიც დავატევ, მეტს ვერა.
ფანჯრები აღნიშნულია მწვანე სამკუთხედებივით, 1 მეტრიანი სიგრძისაა და სიმაღლზე 0.6მ
დიდი კარი მაქვს წინიდან რკინის ჭიშკარი ასე ვთქვათ, 3მ სიგანის.
ამ შენობაში მინდა მირჩიოთ როგორ განვალაგო ღOრებისთვის ტიხრები, აი ორმაგი ტიხარი რო დაწერეთ დედა ღორისთვის, ეგ მომეწონა ძალიან, ვიდეოზეც კარგად ჩანდა, პრაქტიკული ჩანს და უსაფრთხო, ეგეთი მინდა მოვაწყო, სავარაუდოდ მხოლოდ ერთი დედა ღორისთვის, მეორესთვის მერე გადავაკეთებ ამ პატარა შენობაში, დიდი ცოტა მერე მექნება და იმას მერე გამოვიყენებ.
ერთი დედა ღორის ადგილი გოჭებიანად რო დაეტიოს კარგად, მერე გოჭებს რო ავსხლეტ ისინი ცალკე გავუშვა რაღაც ასაკამდე და მერე ზოგს გავყიდი ზოგს მოვასუქებ. რას იტყვით?


http://radikal.ru




გასადიდებლად მოტანილი მაქვს ბლოკი, დანარჩენ რამეებსაც შევამატებ ელნელა და გაზაფხულზე დავიწყებ მშენებლობას.

http://radikal.ru



ეს მინდა გამოვიყვანო, თU რატომ ვუკეთებ კუთხეს ანუ ამ ფორმით მიშენებას ამას თავისი ბუნებრივი მიზეზები აქვს, საკმაოდ ქარიანი ადგილია და საჭიროა, ისე სახურავს ძალიან დიდი ძალა აწვება და მეშინია რო მოძველდება ნელნელა აიღებს ჟეშტს smile.gif


ღორისთვის რამდენად საკმარისი იქნება ყოველ 2მ-ში 0.6 კვადრატიანი ფანჯარა, დღის სინათლის ვარიანტისთვის, განიავება ნამდვილად არ ჭირს, ერთ ფანჯარას რო გავაღებდი ხოლმე მიწიდან იღებდა ცხვრის ცურცლს (ადრე ცხვარი მყავდა, მიუხედავად იმისა, რომ საკმაოდ ტენიანი ადგილია და არ ივარგებდა ვიცოდი sad.gif )




ხო, ზომებზე ბოდიში, მძიმე ერთი ციფრით უნდა გადაიწიოს ანუ 10მ რო წერია 1 მეტრს ნიშნავს.
გის-ში დავხაზე და სხვანაირად ვერ მოვაბი თავი.


რაც შეეხება მოვლა-პატრონობას იქ დარაჯი მიწერია და მეც ვიგულისხმები მანდ.

მე და ჩემი ნათლია უნდა ვიყოთ ამ საქმეში, მარტო მე ნამდვილად ვერ ვნახავ იმდენ დროს, რომ ყველაფერს გავწვდე, 2 დღე მე ვიქნები ადგილზე, 2 დღე ის, კიდევ ორი დღე სავარაუდოდ მამაჩემი და თუ ვინმე ნორმალური ვნახე და სანდო ერთ ან ორ დღეს იმას დავტოვებ და ეგ იქნება.
პ.ს ვინმე ვერ მოიქცევა არაკეთილსინდისიერად, ყოველ შემთხვევაში 12 კამერა მაქვს უკვე იქ გამზადებული, მუშა მდგომარეობაში, 36 საათიანი უშუქობის დროსაც მუშაობენ, წინა კვირას დავესტე უკვე smile.gif სეიფში დგას აპარატურა კვებიანად, დენი რო გაუთიშოს კაცმა 3 დღე მაინც იმუშავებენ, კამერას ვერ დააზიანებენ, ერთმანეთს უყურებენ ანუ ერთის გასაფუჭებლად რო მიხვიდე მეორე გხედავს ამ დროს smile.gif ყარაყლის ყარაულიო რო იტყვიან ეგაა კამერა და ამ ყარაულის ყარაულს კიდე ყარაული ჰყავს biggrin.gif შიდა პერიმეტრზეც და შენობის აგრეთაც.

ამ აპარატურას ხარჯად არ ვთვლი ნამდვილად, ჯერ ერთი კაპიკებში დათრეულია, მეორეც ბევრად მეტს მომიტანს ვიდრე დამიხარჯავს რა საქმეც არ უნდა ვაკეთო.

Posted by: vano22 18 Nov 2017, 18:05
shuma89

საღორე მზიანი უნდა იყოს. ბნელ და ჩახუთულ საღორეში დაავადებები ჩნდება.

ნესტიანი საღორეც ძაან ცუდია.
..


კამერები მეც დამჭირდება და რა ჯდება საშუალოდ 2 კამერის დაყენება თავის ყველაფრით?

ისე 12 კამერა რა ამბავია ცოდოა დარაჯიbiggrin.gif
* * *
REVERS
კერატი უნდა მოძრაობდეს თორემ სახსრები უფუჭდება და აღარ ადის დედალზე მინიმუმ 8 კვადრატი.

Posted by: shuma89 20 Nov 2017, 15:21
vano22
QUOTE
საღორე მზიანი უნდა იყოს.

ესეთი რაოდენობსი ფანჯრები ეყოფა მერე მზიანად რო ჩაითვალოს?
თუ ახალ შენობაში მეტი ფანჯრები გავუკეთო, ნაცვლად ჭერთან დაყენებული ფანჯრისა 1მ სიგრძე და 0.6მ სიმაღლე ამის სანაცვლოდ ცოტა დაბლიდან ხო არ ჯობია ფანჯრის გაკეთება ასე 1.2 მეტრიდან ზემოთ? 1-1,1 მ სიმაღლის გამოვა და ორი ფანჯარა ჩავუსვა როგორც სახლებშია, 1.1 მ სიგანის გამოვა.

QUOTE
ბნელ და ჩახუთულ საღორეში დაავადებები ჩნდება

ჩახუთული ვერ იქნება ვერანაირად, სულ ქარია, პატარა ფანჯარაც როა ღია ეგრევე ანიავებს ყველაფერს.\
ერთი ეგაა ნესტიანი მხარეა ცოტა არ იყოს, შენობა მიწიდან მინიმუმ 20 სმ-ით მაღლა თუ არაა დაბლიდან ინესტება კედელი.
ეს ჩემს შემთხვევაში არ არის, ანუ ისე მაქვს დადგმული, რომ კარგადაა და არ ინესტება კედლები.

QUOTE
ამერები მეც დამჭირდება და რა ჯდება საშუალოდ 2 კამერის დაყენება თავის ყველაფრით?


3 კამერა ახლები 1ტბ-იანი ვინჩესტერით ახლობელმა დააყენა 700 ლარი დაუჯდე მთლიანად.
ჩამწერს უნდა 250 ლარამდე კარგს 8 არხიანს და მერე კამერებს ნელნელა მიამატებ შენით, მე ასე გავაკეთე.


ისე მეორადები თU ქიენბა იაფიანი კამერებიც ბლომადაა ხოლმე მაიმარკეტზე, 10-15 მეტრში ნორმალურად ირჩევა ადამაიანი სახეზე, იცნობ რაა დაჟე დღის საათებში 20 მეტრზე შორსაც იცნობ ადამიანს.



QUOTE
ისე 12 კამერა რა ამბავია ცოდოა დარაჯი


აბა იმისი გულგრილობის გამო საქმე ხო არ უნდა გამიფუჭდეს.


Posted by: vano22 20 Nov 2017, 18:51
shuma89

გააჩნია მზის სხივების მიმართ როგორაა განლაგებული ფანჯრები. როგორც მიმართულება ასევე სავარაუდო საჩრდილობლები (სახლის, დიდი ხის ან ხვა ჩრდილის ქვეშ თუა ეს ფანჯრები).


საღორეში ფანჯარა დაბლა უნდა იყოს კარგი იქნება თუ მასე გააკეთებ როგორც დაწერე. 1.2 მეტრზე გისოსი დაჭირდება შეიძლება აწვდეს და შუშა გატეხოს.

ნესტის პრობლემა თუ არ გაქ ეს დიდი პლიუსია.
..


კამერებს რაც შეეხება ეხლა მოვთვალე შიგნით საღორეში 2 კამერა დამჭირდება ოღონდ ისეთი 10-15 მეტრზე საშუალო განათების პირობებში გარკვევით რომ ჩანდნენ პატარა გოჭები. 1 გომურში. 1 კი შემოსასვლელს რომ აკონტროლებდეს.

ოღონდ მე ისე მინდა გავაკეთო რომ ამ კამერებიდან 30 მეტრში დავაყენო ეკრანი და მინდა რომ იქ ჩანდეს ყველაფერი. ჩაწერა იმდენად არ მაინტერესებს უფრო პირდაპირი ხედვა მჭირდება.

დენის ამბავში როგორ არიან კამერები ბევრს წერენ?
.




Posted by: shuma89 20 Nov 2017, 22:40
vano22
ეგეთი კამერა საშუალოდ 150-200 ლარი ღირს.
კამერა მაქსიმუმ 4 ვატია საათში ერთი ცალი, ჩამწერი კიდე ალბათ 10-12 ვატი.
მაგათი კვების ბლოკების მაქსიმუმებია ეს, ასე რომ მეტს ვერც დაწვავენ smile.gif

ჩასაწერად თUნდაც 500-იანი ვინჩესტერი მაინც გინდა, ნაკლები ზომის აღარც გამოდის, 100 ლარის ამბავია მაქსიმუმ მარტო ვინჩესტერი, დვრ 4 კამერიანი გყოფნის, მაგრამ დამიჯერე 8-იანი იყიდე 30-40 ლარიანი სხვაობა იქნება და მერე დამატების საჭიროების შემთხვევაში მეორე დვრ უნდა აიღო 4-იანი რო აღარ გეყოფა და ის კიდე ცალკე ვინჩესტერს საჭიროებს და 200 ლარს დაკრავს კიდე, ასე რომ 300 ლარში მაქსიმუმი ფასია ეს 500-იან ვინჩესტერი და 8 კამერიანი დვრ მოგივა.
ეს მაქსიმუმი ფასია, ისე დვრ 160 უნდა თU არ მეშლება 8-იანს.

Posted by: levani169 21 Nov 2017, 00:15
vano22
QUOTE

კამერებს რაც შეეხება ეხლა მოვთვალე შიგნით საღორეში 2 კამერა დამჭირდება ოღონდ ისეთი 10-15 მეტრზე საშუალო განათების პირობებში გარკვევით რომ ჩანდნენ პატარა გოჭები. 1 გომურში. 1 კი შემოსასვლელს რომ აკონტროლებდეს.

შენ მალე ინგლისურის მასწავლებელსაც აუყვან შენს გოჭებს და დედაღორებს და კერატს კიდევ პორნოებს აყურებინებ სექსუალური აქტივობის წასახალისებლად! biggrin.gif

Posted by: kaxaberski66 21 Nov 2017, 01:26
imeda22222
1 კგ. ქერის ყუათიანობა 1.2 ს.ე. ა.

Posted by: vano22 21 Nov 2017, 12:12
QUOTE

შენ მალე ინგლისურის მასწავლებელსაც აუყვან შენს გოჭებს და დედაღორებს და კერატს კიდევ პორნოებს აყურებინებ სექსუალური აქტივობის წასახალისებლად! biggrin.gif

lol.gif lol.gif lol.gif არც ეგაა ცუდი აზრი საგოჭეში ამის პლაკატს გამოვაკრავ სტალონეს პონტშიbiggrin.gif


რეალურად კი მართლა მჭირდება კამერები ყოველ 2 საათში შემოვლაზე რომ არ ვირბინო.
* * *
shuma89
იაფი ყოფილა მე უფრო ძვირი მეგონა, მომავალი წლის შემოდგომისთვის ვგეგმავ და მერე მასწავლე ზუსტად რაები ვიყიდო რომ არ #####უვდეsmile.gif
* * *
რა დიეზები ჩამისვა ფორუმმა მოტ.ყუებაზე ცენზურაა?

Posted by: keres 21 Nov 2017, 14:02
გამარჯობა. ღორები გავზარდე და როგორ ჯობია გავყიდო?

Posted by: ghost471 21 Nov 2017, 19:48
სადედეები ვინმეს ხომ არ გყავთ გასაყიდი ბიჭებო

Posted by: fattoria 21 Nov 2017, 20:50
ჩვენ გვყავს დიუროკის დედა და სამიხაზით ხელოვნური. 3თვის არიან

Posted by: dvt333 21 Nov 2017, 20:56
ghost471
მე მყავ 4-5 თვისები

Posted by: vixn 21 Nov 2017, 23:46
dvt333
სურათი და წონები დადე თუ შეიძლება. რა ჯიშისაა?

Posted by: ghost471 22 Nov 2017, 00:57
dvt333
ფასი რა აქვს და რამდენი გყავს + სურათ და წონები მითხარი და ადგილი სად გყავს

Posted by: dsaltxuca 27 Nov 2017, 12:01
მეგობრებოდ საახალწლოდ მინდა 3-4 გოჭის ყიდვა 4-5 კილოიანების და ხომ არ გყავთ ვინმეს კარგი გოჭუნიები?
და ფასიც რომ მითხრათ რა იქნება კილოგრამზე?
* * *
9-10 ძალიან ბევრია ვინმეს თუ გყავთ გისმენთ smile.gif

Posted by: ucxo777 27 Nov 2017, 12:05
მეგობრებო სუთა იორქშირის ბურვაკები ხომ არ გყავთ გასაყიდი? საკერატედ მინდა. ოღონთ თბილისი,მცხეთა თიანეთისკენ რომ იყოს

* * *
dsaltxuca
3 4 კილანები არ ვიცი მაგრამ მე მყავს გასაყიდი გოჭები 9 -11 კილოანები,კილო 10 ლარი.ცოცხალი რათქმაუნდა.თუ დაინტერესდები პირადში მომწერე

Posted by: ucxo777 6 Dec 2017, 14:30
რატომ ჩაკვდა ეს თემა,იაქტიუტეეთ!!

რა მაინტერესებს ღორის ხორცს ყასბები რამდენში იბარებენ ხომ არ იცით?

Posted by: ghost471 6 Dec 2017, 15:29
ucxo777
გაააჩნია სად აბარებ. საშუალო 9 ლარია+ ბოინის გადასახადს იხდი

Posted by: vixn 6 Dec 2017, 17:07
ghost471
რამდენია გადასახდელი 100 კგ ღორზე?

Posted by: vano22 6 Dec 2017, 18:50
dsaltxuca
ვაიმე გულიიიიიი..


კილოგრამი 9-10 ლარი ბევრია??? ინფარქტი მხევს ახლა

ვაჰ წონაზე გითქვია კინამ ჩემი ცოდვა დაიდეbiggrin.gif

Posted by: ucxo777 6 Dec 2017, 19:50
ghost471
ჩემთან რაც ახლო ხორცის მაღაზიებია მოვიარე და 8 ლარიო,თვითონ 11 12 ლარებში ყიდიან.8 ჩაბარებას მე დავკლა და უბანშივე გავყიდო არ ჯობია:დ
vixn
200 კგზე მეტია ჩემი და დუშეთის ბოინში 35 ლარია გადასახადიო

Posted by: kaxaberski66 6 Dec 2017, 22:53
ucxo777
უბანში რომ გაყიდო ჯობია. ოღონდ თუ მეგობრული უბანი გაქვს, ყველას კითხე, ვის რამდენის აღების საშუალება აქვს. რომ გაიგო რამდენი კილო ხორცის ნამდვილი მყიდველი გეყოლება.
თუ გრჩება და მერე იმასაც მიხედავ როგორღაც.

Posted by: vixn 6 Dec 2017, 22:53
ucxo777
არ ყოფილა ძვირი, თუ ხორცი არ მოითხოვა დამატებით

Posted by: ucxo777 8 Dec 2017, 16:25
kaxaberski66
კი მასე გავაკეთე,გავიკითხ გამოვიკითხე და უნდა ხალხს,მგონი სულ გავყიდი.იაფად ჩაბარებას ასე ჯობია.თან კაი მწვადებსაც ვჭამ :დ
vixn
მეც მასე მეგონა რომ ჯიგარს და თავფეხს იტოვიდნენ ბოინში მაგრამ მითხრეს რო არაფერს ვიტოვებთო დაგიკლავთ გაგისუფთავებთ და ყველაფერს გაგატანთო,მარტო 35 ლარი იქნება გადასახდელიო,დუშეთში ასეავღორზე და სხვაგან არ ვიცი

Posted by: vixn 9 Dec 2017, 22:45
მოკლედ მომიყვანეს 2 გოჭი, ასაკი აქვთ 3 ტვე წონა 18 კგ. ახველებს. წამალი გავუკეთეთ, გამავიტი 3 მლ ი კუნთში, კარგი კვება. თბილი ბინა. სხვა რა დავეხმარო?

Posted by: vano22 9 Dec 2017, 23:20
vixn რა ჯიშია? მაგ ასაკში არ უნდა ახველებდნენ სიცივეში ან სველში ხომ არ ყავდა წინა პატრონს?

Posted by: vixn 10 Dec 2017, 08:54
vano22 ჯიში უჯიშო,
ტყეში ყავდა გაშვებული სულ, საღამოს აჭმევენ მარტო, როგორც მითხრეს ფილტვის ჭია ყავსო და წამალი გავუკეთეთ , ვნახოთ რას იზამს

Posted by: ucxo777 17 Dec 2017, 13:35
მეგობტებო ღორების ყველაზე ეფექტური ჭიის წამალი მითხარით რა რომელია? ბიომექტინი გავუკეთე გავუკეთე ერთი თვის წინ და საერთოდ ეფექტი არ ქომდა და არც ჭია დაუყრიათ, არა და ვიცი რომ უეჯველი ჭია ყავთ თან გახდნენ ბურვაკები

Posted by: vixn 17 Dec 2017, 16:11
ucxo777
ბიომექტინზე მითხრეს არ მუშაობს ღორზე კარგად. რაღაც სხვა წამალი მომცეს, ჩემსას მოუხდა, პარალელურად გამავიტს ვუკეთებ ერთხელ კვირაში 3 მლ ს კუნთში. შეეტყო საგრძნობლად.

Posted by: dvt333 17 Dec 2017, 18:34
ucxo777
ლევამიზოლი ან ბროვალევამიზოლი

Posted by: vano22 17 Dec 2017, 19:01
ucxo777
ივერსექტი საკმაოდ ძლიერი წამალია

Posted by: REVERS 20 Dec 2017, 23:43
თუ გსმენიათ მსგავსი მოვლის წესზე რამე ?

ანუ ყრი ნახერხს 15 სანტიმეტრზე და შეგაქვს ბიო წამალი, რომელიც ამუშავებს ფეკალიას და ამ დამუშავებულ ფეკალიას ნახერხთან ერთად ჭამს ღორი

ერთი წლის განმავლობაში 15 სანიმეტრზე უნდა იყოს შენარჩუნებული ნახერხი და ღორი ჩვეულებრივად იზრდება

დღეს მითხრა ძმაკაცმა და დავინტერესდი რამდენად არის მსგავსი მეთოდი გავრცელებული ?

ან რა ტემპით იმატებს წონაში ?

Posted by: vano22 21 Dec 2017, 00:03
QUOTE (REVERS @ 20 Dec 2017, 23:43 )
თუ გსმენიათ მსგავსი მოვლის წესზე რამე ?

ანუ ყრი ნახერხს 15 სანტიმეტრზე და შეგაქვს ბიო წამალი, რომელიც ამუშავებს ფეკალიას და ამ დამუშავებულ ფეკალიას ნახერხთან ერთად ჭამს ღორი

ერთი წლის განმავლობაში 15 სანიმეტრზე უნდა იყოს შენარჩუნებული ნახერხი და ღორი ჩვეულებრივად იზრდება

დღეს მითხრა ძმაკაცმა და დავინტერესდი რამდენად არის მსგავსი მეთოდი გავრცელებული ?

ან რა ტემპით იმატებს წონაში ?

lol.gif კარგი იყოup.gif lol.gif

პარლამენტარებზე გამოცდილია, მძ#####ს ჭამაში მაგრად მოსუქდნენ და რავი აბა ღორზე რატო არ უნდა გაამართლოს ვითომ?

აი ვერც ვაკომენტარებ აიქიუ აღარ მყოფნის..


ლევან მოდი მომეხმარე lol.gif

Posted by: levani169 21 Dec 2017, 00:29
vano22
QUOTE
ლევან მოდი მომეხმარე

რაღა საჭიროა,ამომწურავი ახსნა განმარტება გაგიკეთებია,ოღონდ პარლამენტარები სუფთას მიირთმევენ უნახერხოდ და მაგას არ ექნება ვითომ მნიშვნელობა? biggrin.gif
REVERS
QUOTE

ანუ ყრი ნახერხს 15 სანტიმეტრზე და შეგაქვს ბიო წამალი, რომელიც ამუშავებს ფეკალიას და ამ დამუშავებულ ფეკალიას ნახერხთან ერთად ჭამს ღორი

ნახერხს და მითუმეტეს ბაქტერიას კი არ ჭამს კაცო,კორმა უნდა დაუყარო და იმას შეჭამს ხოლო განავალს კიდევ ის ბაქტერიული ნახერხი შთანთქავს და დასუფთავება აღარ დაგჭირდება.
მასე ნახერხის ჭამით რომ იზრდებოდეს ღორი რაღა გვიჭირდა,ან ჩაკრულო ქარხანას კი არ გახსნიდა კორმის დასამზადებლად!

Posted by: kaxaberski66 21 Dec 2017, 00:37
აბა სახერხები ვისაც აქვთ, მეღორეობა მათთვის პარალელური ბიზნესი გახდება.
მე კი ღორის ხორცს აღარ ვიყიდი.
აი საქონელზეც თუ მოიფიქრეს მზგავსი მამაძაღლობები, ვეგეტარიანელი გავხდები.

Posted by: REVERS 21 Dec 2017, 07:50
levani169
QUOTE
ნახერხს და მითუმეტეს ბაქტერიას კი არ ჭამს კაცო,კორმა უნდა დაუყარო და იმას შეჭამს ხოლო განავალს კიდევ ის ბაქტერიული ნახერხი შთანთქავს და დასუფთავება აღარ დაგჭირდება.
მასე ნახერხის ჭამით რომ იზრდებოდეს ღორი რაღა გვიჭირდა,ან ჩაკრულო ქარხანას კი არ გახსნიდა კორმის დასამზადებლად!


მეც ეგრე ვიცოდი რო მხოლოდ დასუფთავების შემსუბუქება ხდებოდა ფერმერისათვის მარა არაო

* * *
vano22

მსგავსი რეაქცია მქონდა მეც მარა დამაჯერებლად საუბრობდა

პრინციპში აღარაფერი მიკვირს, ათას რამეს იგონებენ და რავიცი მაგასაც მოიგონებდნენ ალბათ smile.gif

Posted by: ucxo777 21 Dec 2017, 12:39
vixn
მაგარი არაფრის მანქნისი წამალი ყოფილა ეგ

vano22
dvt333
გაიხარეთ ბიჭებო,აბა ვნახავ აქედან რომელი აქვთ ჩემთან უახლოეს ვეტ აფთიაქში
REVERS
არავინ მოგატყუოს ნახერხს და თავია ფეკალიებს არცერთი ღორი არ ჭამს biggrin.gif ეგ ბაქტერია დასუფთავებია ამბავში გეხმარება და აღარ გიწევს სადგომის გამოხვეტა

Posted by: vano22 21 Dec 2017, 15:11
REVERS

წარმოიდგინე რა დონეზე უნდა გაუჭირდეს ღორს რომ მაგ რაოდენობის ნახერხი და ფეკალიები ჭამოსbiggrin.gif ერთი საშუალო ტანის ღორი 24 სთ.ში 2 კილომდე მყარ და მინიმუმ 2-3 ლიტრ თხევად ბიო ნარჩენს გამოყოფს. ამ ყველაფერს ასაშრობად მინიმუმ 1-2 კილო ნახერხი ჭირდება (აორთქლებადი % რომ გამოვაკლოთ) გამოდის რომ ღორმა ყოველ დღე 2 კილო საჭმელი და 3 კილოზე მეტი ნახერხი უნდა შეჭამოს რის 80% ს ისევ უკან გამოყოფს. მეორე დღეს უკვე 5 კილო ნაგავი და 2 კილო საჭმელი უნდა მოინელოს და რადგანაც ღორი რასაც შეჭამს იმისი 80% მაინც ისევ უკან გამოიყოფა აქ ირღვევა ბუნების კანონები ნახერხის საფარის 15 სანტიმეტრის შენარჩუნებასთან დაკავშირებით ან უნდა გამოსუფთავდეს 15 სმ ზე მეტი ნაგავი ან ღორმა უნდა შეძლოს ბუნების კანონების დარღვევა და შეწყვიტოს ფეკალიების გამოყოფაbiggrin.gif ნახერხის 15 სმ ფენას რაც შეეხება აბსურდია 15 სმ ძალიან ცოტაა, თიანეთში 1 მეტრზე ორმოები ამოჭრეს და გადაავსეს ნახერხით. ნახერხში ჩასული სითხე მიწაში იჟონება ფეკალიებს კი მატლები უჩნდება + ნახერხი იწყებს წვას და დიდი შანსია შეიხრუკოს ის შენი ღრუტუნა. არ ვიცი ვინ მოიგონა ეს ყველაფერი მაგრამ ამ ტიპის საღორე ან ღია ტიპის უნდა იყოს რომ კარგად ნიავდებოდეს ან გამოყოფილი გაზები დაახრჩობს ღორებსაც და მომვლელსაც.

Posted by: ghost471 21 Dec 2017, 16:17
vano22
ესეთი აკადემიური პასუხი ამ თემაზე არ მომისმენია ჯეერ საღოლ ვანო biggrin.gif ეხლა უცებ გადავთვალე 65 დედაღორის გოჭობას რამდენი ტონა ნახერხი დაჭირდება დასაკლავ კონდიციამდე biggrin.gif

Posted by: REVERS 21 Dec 2017, 18:40
ucxo777
vano22

დაჯერება არ დაჯერებას შორის, არდაჯერებისკენვარ smile.gif)))

Posted by: vano22 21 Dec 2017, 21:35
ghost471
1 ღორზე 1-m3 ალბათ ხომ?biggrin.gif

REVERS
ეგ დაივიწყე და ამ ტიპის ფერმას გირჩევ მე. ღორი ვერ ბრუნავს და ამიტომ ვერც სვრის ადგილს, ტიაშკას უკან აქ დახრილობა და ჩადის არხში, ამ არხს გინდ გამოხვეტავ გინდ წყლით გადარეცხავ. შესაძლებელია ფიცრით გაპოლვაც, რადგან ვიწროდაა ფიზიკურად ვერ აყრის ფიცრებს. ჩემი აზრით 7-8 თვიანი სუქებისთვის სავსებით საკმარისია ეს პირობები

Posted by: levani169 21 Dec 2017, 22:29
QUOTE (vano22 @ 21 Dec 2017, 21:35 )
ghost471
1 ღორზე 1-m3 ალბათ ხომ?biggrin.gif

REVERS
ეგ დაივიწყე და ამ ტიპის ფერმას გირჩევ მე. ღორი ვერ ბრუნავს და ამიტომ ვერც სვრის ადგილს, ტიაშკას უკან აქ დახრილობა და ჩადის არხში, ამ არხს გინდ გამოხვეტავ გინდ წყლით გადარეცხავ. შესაძლებელია ფიცრით გაპოლვაც, რადგან ვიწროდაა ფიზიკურად ვერ აყრის ფიცრებს. ჩემი აზრით 7-8 თვიანი სუქებისთვის სავსებით საკმარისია ეს პირობები

ზოგი ღორი იგეთი დედაზე ადრე სასიკვდილე რო მანდ გააჩერებ?

Posted by: ninicool 21 Dec 2017, 22:47
QUOTE (vano22 @ 21 Dec 2017, 21:35 )
ghost471
1 ღორზე 1-m3 ალბათ ხომ?biggrin.gif

REVERS
ეგ დაივიწყე და ამ ტიპის ფერმას გირჩევ მე. ღორი ვერ ბრუნავს და ამიტომ ვერც სვრის ადგილს,  ტიაშკას უკან აქ დახრილობა და ჩადის არხში, ამ არხს გინდ გამოხვეტავ გინდ წყლით გადარეცხავ. შესაძლებელია ფიცრით გაპოლვაც, რადგან ვიწროდაა ფიზიკურად ვერ აყრის ფიცრებს. ჩემი აზრით 7-8 თვიანი სუქებისთვის სავსებით საკმარისია ეს პირობები

user posted image

ეს არის ცხოველზე ძალადობა, ის არ გყოფნით, რომ უნდა დაკლათ და წამებაში ამყოფებთ მთელი ცხოვრება. აბა თქვენ გაგაშეშონ და ჩაგსვან ასეთ გალიაში, რომ მიტრიალების საშუალება არ გქონდეთ, თუ მოგეწონებათ.

გული მომიკვდა sad.gif[U]

Posted by: vano22 21 Dec 2017, 23:43
ninicool რას გვკადრებთ ქალბატონო, ეგ საკვებური გალიებია. უკანა მხარეს ჯაკუზი და სპა სალონია, მეორე სართულზე საძინებელი ოთახები ახლა ვმუშაობთ ეზოში გოჭებისთვის ატრაქციონების მოწყობაზე და 6 თვიანი ზოგად საგანმანათლებლო კურსის დაფუძვნებაზე.



levani169
მანდ თუ ვერა შამფურზე ხო გააჩერებ?biggrin.gif

აგერ თურმე მოძალადეები ვყოფილვართ წავალ ეხლა ღორის მწვადზე ვიძალადებ და მოვალbiggrin.gif

Posted by: ucxo777 22 Dec 2017, 00:02
ჩემი ერთი ღორი ისეთი ოხერაა მანდ გააჩერებ?! ან მაინც მონახავს მაქედანც გასაქცევს ან ჭყივილით ამოხდება სული biggrin.gif

Posted by: ghost471 22 Dec 2017, 00:04
vano22
+ - ეგრეა biggrin.gif
ეს სასუქი ზონა არაა ვამო ეს ადრეული მაკეობის ზონაა და ესეთივე ტიპის სამშობიარო უნდა გააკეთო ოღონდ გვერდებზე გოჭებს გასაქცევი აქვთ. მე ესე გავაკეთე. გოჭის გაჭყლეტის ნაკლები შანსია.

Posted by: vano22 22 Dec 2017, 00:56
ucxo777
ეგ ან რუსულა იქნება ან ქართულა. საბეკონე ჯიშისები ისეთი უხმო და ზარმაცები არიან ჯერ ხო დღის 12 საათამდე ძინავთ და ფეხის გზაში რომ იწვეს და წიხლი ურტყა გვერდსაც არ შეიბრუნებს, ჭყივილი და მავნებლობა უცხოა ამათთვის.

ghost471 მაგდენი არ ვიცოდი, ვიზუალურად და სიმარტივით ძალიან მომეწონა
ასევე სისუფთავესაც იოლად დაიცავ. ეს ხოა სახორცე მიმართულების? მაგრამ იატაკქვეშა კანალიზაციის გარეშე დაავადდებიან

Posted by: ghost471 22 Dec 2017, 02:28
vano22
კი და აქ როგორი ვარიანტია იციი ერთი მხარე მთლიანათ დახურული იატაკია და ერთ მხარეს კიდე იატაკქვეშა კანალიზაციაა რის თავზეც წყალი იღვრება დზალიან ცოტა რის ხარჯზეც იქ სულ სისველეა და იქ არ წვებიან ღორები დახურული იატაკი სადაცაა იქ იატაკის გათბობა მუშაობს.

Posted by: ucxo777 22 Dec 2017, 08:21
vano22
ერთი ლანდრაა მეორე დიუროკი.დიუროკი მართლაც მასეთი ჭკვიანია მაგრამ ეს ლანდრა სუგთა ცეტიანია biggrin.gif დილით თუ ცოტა დაუგვიანე ანგრევს კარებს

Posted by: vano22 23 Dec 2017, 20:40
ghost471
მერე იმდენ კანალიზაციის წყალს სად ღვრიან? როგორც ვიცი ევროპაში აკრძალულია მდინარეში ჩაღვრა. ჩვენთანაც აკრძალულია მგონი.


ucxo777 დედალია ლანდრა?
ნევროზს გაუჩენს ქმარსbiggrin.gif



Posted by: ghost471 24 Dec 2017, 02:49
vano22
თავიაანთ ნაკვეთებშივე ღვრიან სადაც ისევ მარცვალი მოყავთ ღორებისთვის

Posted by: datucha1989 28 Dec 2017, 18:29
გამარჯობათ.შობისთვის მინდა 10 გოჭი,გყავთ ვინმეს? მაგ დროისთვის რომ იყოს 9 მაქსიმუმ 10 კილო.
* * *
გამარჯობათ.შობისთვის მინდა 10 გოჭი,გყავთ ვინმეს? მაგ დროისთვის რომ იყოს 9 მაქსიმუმ 10 კილო.

Posted by: Nat_asha 29 Dec 2017, 17:44
REVERS
ეგ ბაქტერია როცა შეგაქვს 3 წელი დაახლოებით თავისუფალი ხარ სუნისა და საღორის დასუფთავებისგან, მაგას + გათბობის პრობლემა იხსნება ზამთარში, სამაგიეროდ ზაფხულშია ცოტა ცხელი. მარტო პერიოდულად ნახერხის ფორმის შესწორება უნდა რომ არ დაიჩეჩოს ძალიან და გადანაწილებული იყოს თანაბრად.

* * *
vano22
შენ ვიცი რომ ეგ ბაქტერიები არ გევასება და მატლებთან ასოცირდება biggrin.gif ისე ერთი ღორის სადგომში რომ სცადო არ გინდა? იქნება და მოგეწონოს რა იცი ? smile.gif აბა სუნის გამო ხო გახსსოვს რომ გოჭებთან არავინ გეგზავნებოდა ფეხი რო იტკინე .

Posted by: vano22 29 Dec 2017, 18:32
Nat_asha რა სუნი რის სუნი 3 დღეში ერთხელ ვასუფთავებ და 5 სმ ნახერხს ვუფენ. ისეთი სისუფთავეა ევროპელებსაც რომ არ დაესიზმრებათ მაგრამ კაცს საქმის გაკეთება რომ ეზარება მიზეზს რა დაულევს.





ნახერხი რომ დასველდება და წვას დაიწყებს შანსი არაა იმ საღორეში ადამიანი გაჩერდეს. საშინელი სუნი და მომწამვლელი აირები გამოიყოფა ნახერხის წვისა და ლპობისას. სიაფანდობაა ეგ რაღაც ბიობაქტერია.



მე გფიქრობ ეგ ბიო ბაქტერია თბილი ქვეყნებისთვისაა განკუთვნილი რადგან სიცხეში საღორეს მზე უცებ აშრობს და ნახევრად ღია ტიპის საღორეში მუდმივად სიმშრალე იქნება. ზაფხულში ჩემი საღორეც ისე სწრაფად შრებოდა რომ გასაგრილებლად ას ლიტრ წყალსაც კი ვღვრიდი საღორეში და ის წყალიც კი ასწრებდა საღამომდე გაშრობას.. ზაფხულში კანალიზაცია ფაქტიურად არც დამჭირვებია.



აი ესაა მაგ ბიო ბაქტერიიანი საღორე. ნახე რამხელა ფართია, რა კარგი ვენტილაცია. ღორები კი ფართთან შედარებით საეჭვოდ ცოტანი არიან

Posted by: guriaaa 29 Dec 2017, 20:10

ერთი კარგი გოჭი არავის გყავთ გასაყიდი, ნორმალურ ფასად?
8-9 კილო ასე?

Posted by: vano22 29 Dec 2017, 20:53
guriaaa უნდა შეწვა? 35 კგ 2.5 თვის გაწყობს?

წარმოიდგინე ამხელა გოჭს რომ შემოდგავ სუფრაზეbiggrin.gif შურით დასკდებიან მეზობლები

Posted by: kaxaberski66 29 Dec 2017, 21:00
guriaaa
გასაყიდი არა. ნაყიდი მყავს მაგ წონის.
შენ სად ხარ? დღეს ნათლუხში ყავდათ ბაზართან ბორტებიანი მანქანით მასეთი გოჭები. ისთფოინთთან(დომინოსთან) ხიდების ქვეშ ხილბოსტნის მაღაზია რომ არის, იმათაც ჰყავთ მასეთი გოჭები.

Posted by: guriaaa 29 Dec 2017, 21:36
vano22
lol.gif ...მაგხელას ვერ მოვერევით

kaxaberski66

რა ფასში ხო არ იცი?

Posted by: kaxaberski66 29 Dec 2017, 21:52
guriaaa
90 დან 120 ლარამდე იყო ნათლუხში.

Posted by: Nat_asha 30 Dec 2017, 15:37
vano22
ეგ ალბათ ბიოფერმაა. ბიოფერმაში აკრძალულია ცხოვეების პატარა ფართზე სივიწროვეში ყოფნა.
არ ვიცი რა გითხრა მე პირადად არ გამომიყენებია ეგ ბაქტერია და თავს ვერ დავდებ მის ეფექტურობაზე, მაგრამ ბევრისგან გამიგია რომ კმაყოფილია
yes.gif

Posted by: vano22 31 Dec 2017, 23:09
Nat_asha

ახალ წელს გილოცავთ ყველას ჯერ კი ცოტა ადრეა მაგრამ არაუშავსsmile.gif


აბა წელს არ მოვაწყოთ ტურნირი მცირე ფართზე ვინ უფრო მაგარ ბიო ბაღჩეულ-ბოსტნეულს მოიყვანს?

Posted by: Nat_asha 2 Jan 2018, 16:30
vano22
მეც გილოცავთ ყველას ახალ 2018-ს.ეს წელი ყოფილიყოს კარგი და უხვმოსავლიანი. კი მოვაწყოთ შეჯიბრი მცირე ფართზე და ვამარიაჟოთ ჩვენი ბაღჩა-ნაშრომი აუცილებად lol.gif

Posted by: levani169 2 Jan 2018, 19:44
vano22
Nat_asha
QUOTE
ბიო ბაღჩეულ-ბოსტნეულს

QUOTE
ვამარიაჟოთ ჩვენი ბაღჩა-ნაშრომი

აქანე საღორეს თემაა ამხანაგებო,რაის ბაღჩა და ხილ-ბოსტანი აა? lol.gif lol.gif lol.gif


გილოცავთ ყველას და სავსე დოლ-ფარებს გისურვებთ,საღ საქონელს და კიდევ უფრო საღ მომხმარებლებს! biggrin.gif

Posted by: vano22 2 Jan 2018, 23:19
levani169
ეგ გააგონე ჯიმის მეტი კი არ უნდა აგვაკრავს ბანებსbiggrin.gif

Posted by: ghost471 4 Jan 2018, 20:47
ბიჭებო ფერმაში ღორებმა დამიყარეს მაკეები ვიყიდეთ და გუშინ დაყარა ორმა. ერთმა სულ მკვდრები მარტო ერთი იყო ცოცხალი გაგუდვას გამოვრიცხავ იმიტო რო ვეხმარებოდი. ხუთი ცალი საერთოთ განუვითარებელი იყო. რისი ბრალი შეიდზლება იყოს? თვენახევრის წინ მოვიყანეთ. მე კერატს ვაბრალებ 14 ღორი დაამაკა პატარა დროში. გოჭების რაოდენობაც ცოტა იყო.

Posted by: vixn 5 Jan 2018, 01:28
ghost471
განაყოფიერება თუ მოხდა, მერე კერატი არაფერ შუაშია, დედალმა უნდა მოამწიფოს და განავითაროს ნაყოფი. რაოდენობაზე ორივე მოქმედებს. ტრავმა თუ გამორიცხე?

Posted by: ghost471 5 Jan 2018, 01:56
vixn
კერატს ვერ გამოვრიცხავდი ჩასახვით ინბრიდინგის დროსაც ისახება მარა ხშირია მახინჯი გოჭები. ტრავმა ერთადერთი გზაში ტუ იქნებოდა მარა გზა თვენახევრის წინ გამოიარეს და მანქანაზეც ზედმეტი ჯაჯგურის გარეშე ავიდნენ. "შიტების" მეშვეობით ხელით არ დაგვისხია.

Posted by: vixn 5 Jan 2018, 11:07
ghost471
ახლონატესაური შეჯვარება, ზოგადი პათოლოგიები კი არის კერატში თავისთავად, მაგრამ თუ მაგასასეთი რიგი უდგას, არა მგონია ცუდი მწარმოებელი იყოს. გეთანხმები, მიზეზი ბევრი შეიძლება იყოს, მაგრამ მგონია სხვა მიზეზია , ვიდრე კერატი. შენი პირობები უკეთ ვინ იცის, დააკვირდი , იქნებ მიზეზი ზედაპირზეა.
* * *
ჩემ მაგალითს ვიტყვი, ბოცვრის ამბავია მაგრამ მსგავსი. 10 დედლიდან მთელი 6 თვე 15 ბაჭია მივიღე, არადა 120 მინიმალური არის ხოლმე, იყო აბორტი, ბაჭიების დახოცვა, მკვდარი დაბადებული, საერთოდ არ მაკეობა, 2- 5 ბაჭიის დაყრა , მითუმეტეს 4 სხვდასხვა ჯიში მყავს თავისი მამლებით, და ძირითადად სახორცეთ ჯიშთა შორის შეჯვარება ვიყენებ. მიზეზი როგორც შემდეგ აღმოჩნდა- ჭიის წამალი, მაღალი ტემპერატურა ზაფხულში, გამავიტის კურსი ჩავუტარე, მდგომარეობა გამოსწორდა.

Posted by: kaxaberski66 5 Jan 2018, 14:22
ghost471
შაქები იყვნენ?
ჩემს ბავშვობაში ღორი გვყავდა. პირველ დაყრაზე 2 გოჭი დააგდო და მეორეზე 22.

Posted by: vano22 5 Jan 2018, 19:23
ghost471 ჩემ აზრსაც დავწერ იქნებ გამოგადგეს.


1)მაკეობის დროს მიღებული ფიზიკური ტრავმა

2) მაკეობის დროს გაკეთებული ძლიერი ანტიბიოტიკი ან ჭიის წამალი.

3) ცივი სველი საწოლი ადგილი

4) სიცხიანი ან ვირუსული ავადმყოფობა მაკეობის პერიოდში

5) გენეტიკური დარღვევა. შეიძლება ეგ დედა ღორი ახლო ნათესაური კავშირის ნაყოფია.



კერატს რაც შეეხება რაცარუნდა კარგი მწარმოებელი იყოს მუდმივი დატვირთვის პირობებში კვირაში 2 ზე მეტი შეჯვარება არ შეიძლება. ისედაც დაბალი განაყოფიერების უნარი აქ ღორს და უკან ჩამოკიდული რაგბის ბურთები იმას არ ნიშნავს რომ ყოველ დღე შეუძლია ასვლა.

Posted by: ghost471 7 Jan 2018, 00:36
vano22
ყველა ჩამოთვლილი პირობები გამოირიცხა არცერთი არ ყოფილა. მე უფრო კერატის დატვირთვას ვაბრალებ რადგან 1 კერატი ყავდა საიდანაც წამოვიყვანეთ და 14 შაქი ამაკა მოკლე პერიოდში.

kaxaberski66
კიი შაქები იყბნენ მარა განუვითარებელ გოჭებთან არ უნდა იყოს კავშირში.
vixn
ესენი ჯანმრთელები იყვნენ არანაირი ვაქცინა არ შემიტანია რაც ჩემთან არიან სიცივეს გამოვრიცხავ.
მოკლეთ გაუგებრობაში ვარ 4 ღორმა დაყარა და 12 გოჭი მყავს რამის გავგიჟდე კიდე კაი მიყოლებით დაყარეს და ორ ღორზე გადავანაწილე.

Posted by: kaxaberski66 7 Jan 2018, 00:49
ghost471
გოჭების განუვითარებლობას არც მე ვაბრალებ შაქობას. შაქობის ამბავი იმაზე მოგწერე რომ, წერდი ცოტა გოჭები დაყარესო.
ამ თემაშიც მოგილოცავთ შობის დღესასწაულს. ბევრი არ მოგივათ.

Posted by: ghost471 7 Jan 2018, 18:10
kaxaberski66
Vaixare dzia mec momilicia mravals daeswari.

Posted by: vano22 8 Jan 2018, 13:48
ghost471
ძაან ცუდი ამბავია. ნუ პირველი დაყრა მაინც ყოველთვის სათუოა მაგაზე ნერვიულობა არ ღირს მთავარია შენ იყო კარგად თორემ სხვა ყველაფერს ეშველება. ეხლა რომ ახურდებიან პირველზე არა და მეორე ახურებაზე ამაკებინე დასვენებულ ჯიშიან კერატს.

მაკების დროს რა წონის და ასაკისები იყვნენ შაქები???

Posted by: ghost471 8 Jan 2018, 18:43
vano22
ესენი მაკეები ვიყიდე მეე და ტვენახევარსჰი დაყარეს რო მოვიყვანე მაგ დროს ცოცხალი წონა 145-150 იყვნენ. გუსჰინ დაყარა ერტმა კიდე 10 საღი გოჭი. ერთი დედა ღორი მიჩმახებს დაყარა მომყოლებიც მარა მაინც ვერ ისვენებს სულ ძაგძაგებს. ბოლოს ოქსიტოცინიც გავუკეთე და ანტიბიოტიკიც მარა ვერ მოვიდა მაინც ჭკუაზე რამე რჩევა ხო არა გაქვს ამის თაობაზე

Posted by: vano22 8 Jan 2018, 20:40
ghost471

ხოდა რომ ამბობ თვენახევარში დაყარესო იმ წინა პატრონმა რამე წამალი ხომ არ გაუკეთა რამაც ნაყოფი დააზიანა?

ოქსიტოცინის შემდეგ დააგდო კიდევ რამე? მომყოლი მუქი ყავისფერი მძაფრი ცუდი სუნით ხომ არ დააგდო? რამდენი დღეა რაც მასეა? გაჩენიდან 2-3 დღე იცის ხოლმე ციებ ცხელება და კანკალი. ჩემმა პირველად რომ დაყარა 5 დღე წესივრად ფეხზე ვერ დგებოდა ძლივს დავუგდე სიცხე 42+ ქონდა. ანტიბიოტიკიც გაგიკეთებია ეგ უშველის მაგრამ ერთი გაკეთება არ ეყოფა კურსი ჩაუმთავრე 5 დღიანი.

ეხლა სიცხე გაუზომე და თუ 39+ აქ დამწევი დაჭირდება პარაცეტამოლის შემცველობით.

კონკრეტულ წამლებს ვერ გირჩევ არ მაქ შესაბამისი განათლება, ანტიბიოტიკებთან ფრთხილად იყავი ზოგი რძეში გადადის და გოჭებს კუჭი ეშლებათ. ინსტრუქციას გაეცანი და ისე იყიდე.

სიცხე აუცილებლად სასწრაფოდ გაუზომე

Posted by: ghost471 8 Jan 2018, 22:44
vano22
როგორც ვიცი არაფერი გაუკეთებია. არა აღარაფერი დაუგდია. მომყოლიც სუფთა იყო არ იყო გახრწნილივით. სიცხე ამას პირიქით დაბალი ქონდა 38 ქონდა კოფეინი დამჭირდა. ანტიბიოტიკი ლიმოქსინი 200 გავუკეთე 72 საათიანია და სიცხეს ნაკლებად აგდებს.

Posted by: vano22 9 Jan 2018, 20:43
ghost471
ციებ ცხელება ზუსტად ეგაა რომ ხან დაბლა უწევს ხან მაღლა და პარაცეტამოლი არეგულირებს ციებ ცხელებას. თბილი შრატი ან პესოკწყალი ასვი მოუხდება. ლიმოქსინი მეც გამიკეთებია მაგრამ 24სთ ში ვუმეორე. გართულებულ სიტუაციაში 24 სთ ინტერვალით უკეთდება როგორც მახსოვს. ვეტთან გადაამოწმე მაინც.

Posted by: ghost471 10 Jan 2018, 00:33
vano22
ამას სულ დაბალი აქვს მაღლა არ უწევს. ლომოქსინ 100 უკეთდება 24 საათში ერთხელ და ლიმოქსინ 200 72 საათიანია რთულ შემთხვევებში 48 საათშიც შეიძლება გამეორება.

Posted by: vano22 10 Jan 2018, 10:05
ghost471
შენ უკეთ გცოდნიაsmile.gif როგორ მუშაობ ნეზვებს ყიდულობ აყრევინებ და ყიდი თუ უნდა დაიტოვო ეგენი?

ჩემთან იყვნენ დილას მაკე ღორები უნდოდათ. როგორც ჩანს მასე უფრო მომგებიანია

Posted by: nipara 10 Jan 2018, 11:08
ghost471
მარტო შენ არ გაქვს ეგ პრობლემა. საქართველოში ვინც კი გოჭს აწარმოებს ყველას ანალოგიური პრობლემა აქვს. ყრიან ან ჯანმრთელს და იხოცებიან ნელ ნელა რამოდენიმე დღეში ან ნაწილს ჯანმრთელს და ნაწილს განუვითარებელს. არის შემთხვევებიც როცა სულ მკვდარს ყრის და შეხედულებით ჯანმრთელი გოჭებია. მე მქონდა ვაშლიჯვრის ლაბორატორიაში გაკვეთაზე რამდენჯერმე მკვდარი გოჭი, ასევე დედა რორის სისხლი და კერატის სისხლის ანალიზი და ვერაფერი დაადგინეს. ალბათ იმის გამო უფრო, რომ რამოდენიმე ვირუსზე და ინფექციურ დაავადებაზე არ შემოაქვთ რეაქტივები, რადგან მოთხოვნა არ არის და რეაქტივს 3-4 თვეში ვადა გასდის და ზარალობენ.

Posted by: ghost471 10 Jan 2018, 11:16
vano22
Me chemi ferma mqonda patara da iq shevidzine gamocdileba exla sxvis fermashi vmushaob menejer, veteqim, zooinjinerad biggrin.gif eseni viyidet saqmis dasawyebad am dedebis datoveba gvinda. Momgebiani aris kii vano, eseni sakmaod kai jishia da cocxali wona 6,5 larshi viyidet. Gochis yidvas da imis lodins jobia

Posted by: Nat_asha 10 Jan 2018, 17:11
vano22
თემას ვკითხულობ და რომელიღაცა გვერდზე გქონდა კითხვა ზომებით ჩემი ღორის წონა როგორ გავიგოო, რაღაცა ცხრილი ედო ვირაცას რომელშიც არ ჯდებოდა შენი ზომები და აი ონლაინ კალკულატორი და შეგიძლია გამოთვალო აქ შენც და ყველამ ვისაც გაინტერესებთ ზომებით ღორის წონის დადგენა
http://www.phinhall.net/online-pig-weight-calculator/

Posted by: vano22 10 Jan 2018, 18:33
Nat_asha
გაიხარე ძაან საჭირო გამომთვლელიაsmile.gif


ესეც ჩემი ღრუტუნა გაზაფხულზე 2 წლის გახდება
* * *
nipara უმიზეზოდ ხომ არ იხოცებიან? გამომწვევი მიზეზების დადგენა და გამოსწორება ვერ ხერხდება?

ghost471
შემდგომში გავითვალისწინებ მაგასsmile.gifup.gif

Posted by: nipara 10 Jan 2018, 20:15
vano22
ყოველ შემთხვევაში რაც აქ ლაბორატორიებია ვერ ადგენენ. ჩემი აზრით ან ვირუსული ინფექციაა ან საკვები ტოქსინები. ტოქსინებზე უახლოესი ლაბორატორია თურქეთშია და ვირუსებზე აქ ვერაფერს იგებენ.

Posted by: vano22 10 Jan 2018, 21:15
nipara
დახოცვისას რა სიმპტომები ვლინდება?


Posted by: nipara 10 Jan 2018, 21:34
vano22
განუვითარებელ ნაყოფს ყრის მკვდარს, ან დაყრის და ორ დღეში იხოცება, ან ნაწილს განუვითარებელს მკვდარს ყრის და ნაწილს ცოცხალს. და ასევე ახაიებს ორ სამ ახურებას ვერ მაკობენ. ნუ ყოველ შემთხვევაში მე რაც შეხება მქონია სხვადასხვა ფერმერებთან მთელი საქართველოს მაშტაბით ყველა მაგაზე წუწუნებენ. თვითონ ფერმებიც მოუწესრიგებელია. კი აქვთ დეზობარიერი და რამე მაგრამ იქ ლეკვები დარბიან, იქ ძროხა შეუვარდებატ სარორეში, იქ ჩიტების ნასკინტლ მარცვალს შეჭამენ და მეტი კიარ უნდა დაავადებას...

Posted by: vano22 10 Jan 2018, 22:07
nipara
საშვილოსნოს ინფექცია ხომ არაა?

ღორებს აუცილებლად უნდა გაუკეთდეს ანალიზი ბრუცელოზზე.

ანტისანიტარია, ცივი საღორე და არასწორი კვებაა ყველაფრის თავიც და ბოლოცsad.gif




* * *
ghost471

5-10 ლარი ჯდება ბრუცელოზის ანალიზი და აბა გაუკეთე ერთ ორს რომელებმაც მკვდრები დაყარეს. ძაან ემთხვევა ეგ სიმპტომები ბრუცელოზს და თუ ბრუცელოზია აზრი არ აქ შემდეგ მაკებასsad.gif

Posted by: nipara 10 Jan 2018, 22:12
vano22
კი გეთანხმები, თუმცა ვისაც ეგ პრობლემა ქონდა ბრუცელოზი არ აღმოჩნდა ლაბორატორიულ კვლევებში.

Posted by: vano22 10 Jan 2018, 22:28
nipara
ფერმაში 1-2 ღორზე კიდევ ხო მაგრამ როცა ასე მიყოლებით ყველა ღორს ერთიდაიგივე სიმპტომები აქვთ მაშინ მიზეზი ძაან სერიოზული და იოლად შესამჩნევია. მე საბედნიეროდ პრაქტიკაში არ მქონია მსგავსი შემთხვევა.

Posted by: Nat_asha 11 Jan 2018, 13:24
ბავშვებო 2019 ასტროლოგიურად არის ღორის წელი და ამ მხრივ არ აპირებთ გათვლებს? საახალწლოდ გოჭი და ღორის ხორცი არ იქნება მოთხოვნადი. მაინტერესებს ამის გათვალისწინებას აპირებთ თუ არა?
ცაგარელი რო იტყვის რომ დაკლული ღორები არ ადვინახოო. გოჭები და მწვადები არ დადოთ მაგიდაზეო ეს ხო ცუდი პიარი იქნება ღორის ბიზნესის თვალსაზრისით? სამაგიეროდ შემდეგი 12 წელი აღარ დადგება ღორის წელი biggrin.gif ვარსკვლავებამდე უნდა ჩაჰყვეა ბიზნესს biggrin.gif

Posted by: ghost471 11 Jan 2018, 22:53
nipara
მოკლეთ დაინტერესებული ვარ ანალიზით სად და ვის მივაკითხო? დღეს კაი ამბავი მაქვს ფერმიდან მოვდივარ 13 გოჭი გააჩინა და ისეთი კაი გოჭია 4-5 დღისებს გვანან(ეს ღორი სხვისგან ვიყიდეთ იმ ''პარტიის'' არაა რომლებიც მკვდრებს ყრიან.)

Posted by: kaxaberski66 12 Jan 2018, 00:05
nipara
QUOTE
კი აქვთ დეზობარიერი და რამე მაგრამ იქ ლეკვები დარბიან, იქ ძროხა შეუვარდებატ სარორეში, იქ ჩიტების ნასკინტლ მარცვალს შეჭამენ და მეტი კიარ უნდა დაავადებას

ფერმა იმისაა რომ, ლეკვიც უნდა იყოს , კატაც და ჩიტიც. სტერილურად ფერმა ვერ იქნება ვერასოდეს დაცული. თუ იქნება და მაშინ კარგი არაფერი იქნება.
აბა წარმოიდგინეთ. ღორი რომელიც ნიჩურით მძღნერში იქექება, ლეკვით და ჩიტის სლკინტით დაავადება შეხვდეს.
მე კი ვფიქრობ რომ, შეიძლება ეგ ღორები ახლო ნათესაური კავშირით იყვნენ გაფუჭებულები. დავუშვათ კერატი არის დაბადებული ახლონათესაური შეჯვარების შემდეგ. თუნდაც რამოდენიმე წინა თაობის ცოდვის შემდეგ დაბადებული.

Posted by: ghost471 12 Jan 2018, 00:59
kaxaberski66
რა კერატიც მაჩვენა დზია, ის საერთოთ არ გავდა ამათ ამათთან ნათესაურ კავშირს გამოვრიცხავ იმ კერატის (ჩემი მმოკლე ჩკუით). ისე თანამედროვე ფერმები კი არი ისე დაცული კაი კლინიკის საოპერაციოს შეშურდება smile.gif

Posted by: kaxaberski66 12 Jan 2018, 09:25
ghost471
ნახე რა დაგიწერე!
QUOTE
თუნდაც რამოდენიმე წინა თაობის ცოდვის შემდეგ დაბადებული.

ბოლო შეჯვარების ნათესაურ კავშირს რის შედეგადაც შენი გოჭები დაიბადნენ, არ ვგულისხმობ.
წინა თაობებში დაშვებულმა შეცდომებმა, როგორც მდედრების ისე მამრების მხრიდან, შეიძლება გამოიწვიოს დაბალ რაოდენობრივი და განუვითარებელ გოჭიანიანობა.

Posted by: nipara 12 Jan 2018, 09:36
kaxaberski66
არაა მასე, ძალიან ბევრ ქვეყანაში ვარ მეღორეობაში და ზოგადად მესაქონლეობის ფერმაში ნამყოფი და არსად ძაღლი და კატა არ დარბის. თუ გინდა რომ სერიოზული ფერმა გქონდეს სხვა შესაძლო დაავადების გადამტანი არანაირი ცხოველი არ უნდა გააკარო ტერიტორიას. ყველა სერიოზული ვეტერინარი რომელიც საქართველოში ჩამოსულა პირველი ფერმასი მონავარდე ძაღლებს უყურებს ეს რა არისო. ჩვენთან მასე რომ უყურებს ყველა იმიტოა რომ ყველას რაღაც პრობლემა აქვს. შეიზლება გენეტიკაც იყოს, მაგრამ მე რა შემთხვევებიც მქონია გენეტიკა ყველგან გამოირიცხა.

ghost471
ვაშლიჯვრისკენ შემოვლით გზაზე რომ მიდიხარ, მარჯვენა მხარეს არის სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორია. ინტერნეტში რომ დაგუგლო ამოგიგდებს ეგრევე. დაურეკე და კითხე რა როგორ გავაკეთო თქო რა სიმპტომებზე გინდა რომ აუღო ანალიზები. გაგა ქვია მგონი იმ ტიპს ვინც მაგ რამეებშია პასუხისმგებელი.

Posted by: kaxaberski66 12 Jan 2018, 11:11
nipara
თუ უცხოელების დაპინანსებული ფერმაა, კი ბატონო.
საქართველოში არ ყოფილა ისეთი ფერმა, სადაც ძაღლი და კატა არ ჰყოლოდეთ და არ ყოფილა არც ერთი შემთხვევა რომ მათგან რაიმე ავადმყოფობა გადასდებოდეთ შინაურ ცხოველებს.
ყველა შინაური ცხოველი უფრო მეტი დაავადების მატარებელია, ვიდრე ძაღლი და კატა.
რა თქმა უნდა ისინი ჩვენზე ბევრად წინ არიან და ჩვენ უნდა მათგან ვისწავლოთ თითქმის ყველაფერი თუ არა ყველაფერი.
მაგრამ მაინც გაატრაკეს საქმე თავიაანთი ფრონცკობით.
ძირითადად ქართული ფერმა ვერ გასცდა ოჯახურ მეურნეობას. ასეთებში კი უცხოეთშიც შვეიცარიიდან დაწყებული და ნებისმიერი ქვეყნით დამთავრებული ძაღლიც ჰყავთ და კატაც. თორემ აგერ იუთუბი და ნახეთ. მე საზღვარ გარეთ არც კი ვყოფილვარ.

Posted by: nipara 12 Jan 2018, 11:18
kaxaberski66
შენ რა ტიპის ფერმასაც იძახი უცხოეთში, იქ ძაღლსაც და კატასაც ყველაფერი აცრა იქნება თუ გეგმიური შემოწმება თავის დროზე უტარდება. არ ჩაუტარებ და დაჯარიმდები, ჯარიმები კი საკმაოდ დიდია. ნუ იტალიაში რაც მაქვს ნანახი იმას გეუბნები. აქ ვინ რაზე ცრის შინაურ ცხოველს თუ სიკვდილის პირას არ მივიდა biggrin.gif

Posted by: kaxaberski66 12 Jan 2018, 11:52
nipara
არაა მასე. ბოლოს და ბოლოს ცოფის აქაც ეშინიათ და ცრიან.
ძაღლი და კატა იცრება ცოფზე და ლეკვობაში კომპლექსური აცრა აქვთ რამდენიმე დაავადებაზე.
ვიღაც და უმეტესობა არც ცრის.

Posted by: vixn 12 Jan 2018, 13:05
nipara
ძაღლი, კატა წელიწადში 2 ჯერ ჭიაზე, ცოფზე და სხვა დაავადებებზე დადიან ბრიგადები და უცრიან. ასევე ოჯახის ღორი, ასევე ბოცვრები. ვისაც უნდა ყველაფერს გააკეთებს, მითუმეტეს ინფო სავსეა ვისაც უნდა.

Posted by: nipara 12 Jan 2018, 13:08
vixn
kaxaberski66
მაშინ თქვენ დაადგინეთ მიზეზი მკვდარი გოჭების

Posted by: Nat_asha 12 Jan 2018, 13:20
ვაიმე ჩემი ძაღლი რომ დადის ექიმთან და იცრება ნეტა მე დავყავდე მასე ვინმეს biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif ფერმაში რა ცხოველიც არ უნდა გყავდეს :ძაღლი, კატა, ქათამი თუ ღორი, თუ ის იზოლირებულია სხვა გარეშე ცხოველებისგან და თითონ ფერმაშიც დაცულია სანიტარული ნორმები მაშინ არ ემუქრება ჩემი აზრით დაავადება ფერმის არცერთ ცხოველს და თუ არაა დაცული სანიტარული ნორმები, მაგ შემთხვევაში ძაღლის ან კატის ყოლა არ მგონია აუცილებელი დაავადების გასაჩენად biggrin.gif ფერმაში ძაღლის და კატის ყოლაში არ ვგულისხმობ იმას რომ საღორეში ძაღლი ცხოვრობდეს და კატა, ეს თავისთავად გულისხმობს სანიტარული ნორმებსი დარღვევას. მე უცხოური ფერმერების ვიდეოში მინახავს ძაღლები რომ ყავთ, კარგი ჯიშიანი გაწვრთნილები... აი მაგ მხრივ ჩემი ძაღლი ვერ დაიკვეხნის. რომ მიუშვა ქათამსაც გააძრობს კისერს და შეუჭამია კიდევაც და პატარა გოჭსაც შეჭამს. დიდს ჭკუიდან გადაიყვანს ზედ შეხტომით თუ ერთი-ორი დრუნჩი არ უთავაზა კარგად, ისე რომ მეორედ შეხტომის სურვილი არ გაუქრება. ცხოველები უყვარს, ჭამაც და შეხტომა-თამაშიც. ძროხებზე გიჟდება, იმდენჯერ ცემეს მაგრამ მაინც მიდის ხოლმე biggrin.gif ცხვრებში არ გამიშვია, მანქანიდან კი გიჟდება მათ დანახვაზე და გოჭები ვიცი რომ უყვარს, მაგრამ არც მაგათთან მიმიშვია. ქათმები პრაქტიკიდან ვიცი რომ ჭამს ეგრევე...
ჩვენთან მაგალითად ფერმას ეძახიან ყველაფერს სადაც ცხოველის სადგომებ აქვთ. მე არც ფერმერი ვარ და არც ექსპერტი ამ საკითხში, მაგრამ თეორიულად ვიცი რომ ელემენტარული სანიტარული ნორმები რომ დაიცვან, დაწყებული დზობარიერით(ოღონთ ძუნგლიანი და ტალახიანი ტილო რო უგდიათ ეგ კი არა, ყოველთვე სადეზინფექციოხსნარით რომ იქნება დამუშავებული ისეთი საგები) ამის გარდა ხალათიც აუცილებელია, რომელიც შესასვლელში ეკიდება და ფეხზეც გამოცვლა. ამით მინიმუმამდე დაიყვან დაავადების გარედან შეტანის შანსს. აბა ამისი გაკეთება არც ისე ძვირია რაც მე ვთქვი , მაგრამ ამას თითქმის არავინ აკეთებს. შინაურულ ფერმებში მე არ მინახავს ამას ვინმე აკეთებდეს. ხელდაუბანელი შესვლაც არაა მართებული. მოკლედ ბევრი პატარა ნიუანსია მაგასთან დაკავშირებით.
გადავიკითხე ზემოთ და ჩემი მოკრძალებული დაარაკომპეტენტური აზრით ეს არის კერატის ბრალი. კერატის ბრალში ვგულისხმობ იმას რომ მართლაც დიდი შანსია თითონ ეს კერატი იყოს ინცესტის მსხვერპლი biggrin.gif ანუ ვეთანხმები kaxaberski66-ს. ამ დასკვნას მე განგიმარტავთ ჩემი გამოცდილებიდან, ოღონდ არა ღორებზე, არამედ ძაღლებზე. მე მყავს ჰასკი დედალი და მამალს ვეძებდი შესაჯვარებლად. ხოდა ჩემმა ტანამშრომელმა შეაჯვარებინა ერთს და მეც იმასთან მივედი. მერე რათქმაუნდა გავიცანი ეს ადამიანი. ხოდა ჩემმა ძაღლმა არ იმაკა. ამ ბიჭმა თქვა რომ 15 ძაღლთან მყავს შეჯვარებულიო, აქედან 3-მმა არ იმაკა. დანარჩენებიდან ერთმა გააჩინა 7 ჯანმრთელი ლეკვი, და დანარჩენებმა ან მახინჯი და ნახევარი მკვდარი, ან ყველა მკვდარი, და ერთმა კიდევ ერთი დიდი ლეკვი გააჩინა. მოკლედ ბევრი რკვევის მერე აღმოჩნდა რომ ამ ძაღლში , სამი თაობით წინ ინცესტს ქონდა ადგილი. იმ კლუბში ამოვაძებნინეთ თაობების გენეოლოგიური ხე და ასე აღმოჩნდა. ეგეთი შემთხვევა თითქმის 90 % არის გენეტიკური ნაკლი, ანუ გენური ჯაჭვის ჩამოყალიბება ვერ ხდება სწორედო, ასე ამიხსნა ვეტექიმმა. ამიტომ იმ ძაღლთან აღარ შევაჯვარე.

Posted by: nipara 12 Jan 2018, 13:30
Nat_asha
ხოდა მაგას ვიძახი ვინ რას იცავს, ერთი გლეხი მაჩვენეთ ვისაც ცოფის და ჭიის იქეთ რამე გამოკვლევა აქვს გაკეთებული ან იმ სანიტარულ ნორმას იცავენ რაც საჭიროა. და ჭიის და ცოფის იქეთ კიდე ბევრი დაავადება რომელმაც ბევრი რამე შეიძლება გამოიწვიოს. მე ჩემს კონკრეტულ შემთხვევევზე ვსაუბრობ რაც ლაბორატორიებში მაქვს მე ნარბენი ამ ფორუმიდან 90%-ს ლაბორატორიის მისამართიც არ ეცოდინებათ. და ის დავწერე რომ მე რა შემთხვევაც მქონია კერატის გენეტიკური ბრალეულობა გამოირიცხა. შენ კი გეთანხმები, ძუნძგლიან ტილოზე რომ დაასხავენ ვადაგასულ ფეირს მაგით გონიათ რომ სანიტარიას იცავენ. ზუსტად მასეთ ფერმებს აქვთ პრობლემები და მასეთი ფერმებიდან ვრცელდება გაურკვეველი (საქართველოსთვის) წარმომავლობის დაავადებები.

Posted by: vixn 12 Jan 2018, 15:18
nipara
გეთანხმები, თანამედროვე ჯიშები სხვა მოვლას ითხოვენ, შესაბამისად სანიტარული პირობებიც გამკაცრებულია, ჩემ უჯიშო გოჭები ყველაფერს უძლებენ, მაგრამ ზრდა დაბალი აქვთ, გინდა უკეთესი ჯიშები,? შეუქმენი პირობები.

Posted by: nipara 12 Jan 2018, 15:23
vixn
კრისტალ! მასეა ზუსტად......

Posted by: vano22 12 Jan 2018, 18:23
Nat_asha

თვალდახუჭულები შევჭამთ ინდაურზე ფიქრითsmile.gif


nipara
ევრო სტანდარტის ფერმები არის ჩვენთანაც მაგრამ ეზოში 100-150კვ.მ საღორე რომ გაქ იქ როგორ წარმოგიდგენია მასეთი უსაფრთხოების დაცვა? მაშინ არც ქათამი უნდა იყოლიო არც სხვა ცხოველ ფრინველი. შენობა სრულ იზოლაციაში უნდა ჩასვა სასმელი წყლის აქტიური ნახშირისა და ამადუღებელ გამაციებლით + ჰაერის ფილტრებით. უნდა გქონდეს კოსმონავტის სკაფანდრი და ისე შედიოდე შიგნით. ნაყიდ საკვებს ვერც აჭმევ რადგან ვინიცის ყანას ჭირიანმა ჩიტმა ხომ არ დაასკინტლა მკის დროს. ან შრობისას თაგვმა ხომ არ მოისაქმა შიგ.. ამიტომ მარცვლეული უნდა გარეცხო მოხარშო გადაწურო კიდევ მოხარშო და ისე უნდა აჭამო. მაგარი ხათაბალა გამოდის არა?? აფრიკული ჭირის დროს ბიძაჩემს ეზოში ყავდა გაშვებული ღორები და გადაურჩნენ ჭირს. ევრო სტანდარტებით მოწყობილ 4 მილიონიან ფერმაში კი სულ დაეხოცათ ღორები. როცა მილიონებს ეხება საქმე მართალი ხარ ბუზმა ვერ უნდა გაიფრინოს იქ. მაგრამ 3-5-10 ღორს ვერ შევუქმნით მაგ პირობებს. მაშინ გოჭი კილო 20 ლარი ჩვენ თვითონ დაგვიჯდება და რაღა გამოვა. საწყენად კი არ გეუბნებით ძაან სწორს ამბობ მასე უნდა იყოს დაცული უსაფრთხოება მაგრამ ჩვენთვის ზედმეტად ძვირი ჯდებაsmile.gif








Posted by: nipara 12 Jan 2018, 18:28
vano22
არა რა უნდა მეწყინოს, ქართული რეალობაა. და ის ფერმა რომელიც შენ თქვი, ერთმა ქართველმა ვეტერინარმა მაგათ სანამ ეგ დაემართებოდათ 2 თვით ადრე დაუსვა დიაგნოზი რაც მოუვიდოდათ. მართლა დიდი ფული ჯდება კაი ფერმა მაგრამ როგორც ბიზნესი თუ გინდა უნდა ეგეც გაითვალისწინო. ქართველი კიაცი კიდე თავის შრომას ხო ფულად არ თვლის. ეგეც რომ მიათვალოს წვალების მეტი არაფერია შინამეურნეობა თუ რაიმე ნიშური საქონელი არ გაქვს. უბრალოდ ტეხავს ქვეყანაში ნორმალური9 ლაბორატორიაც რომ არ გაქვს რო თუნდაც ბევრი ფული ჩადო კაი ფერმაში იცოდე მაინც რას აკეთებ სწორად და რას არა smile.gif

Posted by: vano22 12 Jan 2018, 18:43
nipara რა ლაბორატორიაზეა ლაპარაკი როცა რაიონში ვეტერინარს ვერ ნახავ კაცი.. ჩვენთან საქონლის მკურნალობა ასე ხდება. ან მიდიხარ ვეტ აფთიაქში და ეუბნები სიმპტომებს რის საფუძველზეც გაძლევენ წამლებს და უკეთებ.. ან მოყავთ მეზობელი რომლის ღორიც 5 წლის წინ ამ სიმპტომებით ყოფილა ავად და მან თურმე ჭიქა არაყი ჩაასხა, ბიცილინ 5 დაარჭო და მოარჩინა. მეზობლის გამოცდილებით იმეორებენ იგივე მკურნალობის მეთოდს.

რთულ სიტუაციებში პატრონი ჩუმად კლავს მომაკვდავ ღორს და გზაზე 7 ლარად ყიდის..

Posted by: nipara 12 Jan 2018, 18:58
vano22
ზუსტად მასეა smile.gif)))))))))

Posted by: levani169 12 Jan 2018, 21:41
vano22
QUOTE
Nat_asha

თვალდახუჭულები შევჭამთ ინდაურზე ფიქრითsmile.gif

რასა ჭამთ კი არადა რის ჭამას აპირებთ ვანო,მილედი შლის სუფრას დავიჯერო?(თუ კაი საქმეზე მიდიხართ მეც წამიყვანეთ ბიძია-ბაბუებო) biggrin.gif

Posted by: ghost471 12 Jan 2018, 23:36
kaxaberski66
დღეს კიდე ერთმა დაყარა ნახევარი განუვითარებელი ნახევარი ნორმალური გოჭები ეს უკვე ჩვენთან გაზრდილი ღორი იყო და ჩვენთან გაზრდილი კერატით ნამაკები.
ანალიზებს გავაკეთებ და ეგებ დავადგინო რამე

Posted by: vano22 12 Jan 2018, 23:57
levani169 მომავალ წელს ღორის წელიაო და გოჭების ბიზნესი გავა მარილზეოsad.gif


არადა მართლა რო ჯერა ზოგს ასტროლოგიის??!

Posted by: levani169 13 Jan 2018, 00:58
QUOTE (vano22 @ 12 Jan 2018, 23:57 )
levani169 მომავალ წელს ღორის წელიაო და გოჭების ბიზნესი გავა მარილზეოsad.gif


არადა მართლა რო ჯერა ზოგს ასტროლოგიის??!

შეუცნობელ არს გზანი ასტროლოგიისანი და მისი მიმდევართანი. facepalm.gif

დედმამიშვილის მერე შემწვარი გოჭის ხორცი ყველაზე მეტად მიყვარს,ხოდა ასტროლოგიის მამების დედებიც,მააჭერი ნეკნისა მიდი! gigi.gif

Posted by: nipara 13 Jan 2018, 05:36
ghost471
ძალიან ცუდია. ნახე აბა და გაგვაგებინე თუ რამეს დაადგენ...

Posted by: vano22 13 Jan 2018, 15:38
levani169 რასამბობ შემწვარი გოჭი სუფრაზე რომ დამიდონ სულ წამიხდება ქეიფის ხალისიsad.gif



nipara კვების მიზეზსაც ნუ გამოვრიცხავთ. ვიტამინ მინერალების ნაკლებობამაც ხომ შეიძლება გამოიწვიოს ნაყოფის განუვითარებლობა?

Posted by: nipara 13 Jan 2018, 16:00
vano22
ხო კვებაც მოქნედებს, საკვებში ათასი ტოქსინია, მაგრან ნუ რავი ათასი სხვა მიზეზი შეიძლება იყოს ვირუსები ინფექციები და ა.შ.

Posted by: kaxaberski66 13 Jan 2018, 22:32
ghost471
აღწერე გოჭები, თუ როგორი განუვითარებლები არიან.
და კიდევ, რას აჭმევთ და სად ყიდულობთ საკვებს.

Posted by: Ve()_Fobos 14 Jan 2018, 02:28
...........................................................

Posted by: ghost471 15 Jan 2018, 01:15
Shavebi shav budeshi gaxveulebi zomit chveulebrivis mesamedebi dzvali susuti. Vachmev eseti tipit 40 kilo xorbali 40 kilo qeri 20 kilo simindi da 40 kiloc qato. Kvebis brali ar unda iyos igive sakvebze sxvac gvyavs da 13 gochi yavs isetebi dayara ityvi 4 dgisebi ariano magari gochia dzaan. Wuxel dayara kide ertma yvela janmrteli mara erti mowoveba moawovat da mere cema dauwyot. Eseti uigblo doli gmertma gashorot

Posted by: kaxaberski66 15 Jan 2018, 09:16
ghost471
ზოგიერთ ღორს, მშობიერობის შემდეგი სტრესი ემართებათ. მარა ვფიქრობ დაწყნარდება.
პირველ ხანებში ყურადღებით იყავით რომ არ დაჭამოს.

Posted by: Nat_asha 15 Jan 2018, 09:44
QUOTE
არადა მართლა რო ჯერა ზოგს ასტროლოგიის??!


კი მაგიტომ ვთქვი,რომ მართლა სჯერათ. მაგრამ ეგ მთელი წელი არ გასტანს. საახალწლოდ ჩაწვება გოჭის ბიზნესი და მერე თებერვლიდან მიავიწყდება ყველას ღორის წელი. მწვადის სურვილი რომ შეაწუხებთ აღარავის გაახსენდება ღორის წელი. ხო იცი ყველაფერი მალე ავიწყდებათ, თავიდან არის ხოლმე აჟიოტაჟი... ზოგი საახალწლო გოჭებზე ხო აკეთებს გათვლას რომ ახალწელს შესაწვავ გოჭებს კარგ ფასად ყიდიან. წელს ეგ ვერ იმუშავებს და 1 თვე სავარაუდოდ ორის ხორცზე ნაკლები მოთხოვნა იქნება, მერე გაიშვებს. მუცელი თავისას იზამს მაინც biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif

Posted by: levani169 15 Jan 2018, 12:27
Nat_asha
QUOTE
ახალწელს შესაწვავ გოჭებს კარგ ფასად ყიდიან.

არადა ყველაზე კარგი ფასი გოჭუნებს,სწორედ გაზაფხულზე ედებათ და არა საახალწლოდ.
შემწვარი გოჭი რა ღირდა წელს?

Posted by: Nat_asha 15 Jan 2018, 13:07
QUOTE (levani169 @ 15 Jan 2018, 12:27 )
Nat_asha
QUOTE
ახალწელს შესაწვავ გოჭებს კარგ ფასად ყიდიან.

არადა ყველაზე კარგი ფასი გოჭუნებს,სწორედ გაზაფხულზე ედებათ და არა საახალწლოდ.
შემწვარი გოჭი რა ღირდა წელს?

არ ვიცი რა ღირდა, მე არ ვარ შემწვარი გოჭის კლიენტი, მე მწვადის კლიენტი ვარ lol.gif

Posted by: kaxaberski66 15 Jan 2018, 21:47
ghost471
QUOTE
Vachmev eseti tipit 40 kilo xorbali 40 kilo qeri 20 kilo simindi da 40 kiloc qato.

როგორც ვიცი შენ მენეჯერი ხარ. სხვადასხვა ჯგუფის და ასაკის ღორებისთვის ულუფას ვინ ადგენს, შენ თუ ზოოტექნიკი ?
მაგ პროპორციით რომელიც შენ დაწერე, გამზადებულ საკვების ნარევს პროტეინი აკლია 25% მაწოვარი ღორებისთვის.

Posted by: levani169 15 Jan 2018, 22:59
QUOTE (Nat_asha @ 15 Jan 2018, 13:07 )
QUOTE (levani169 @ 15 Jan 2018, 12:27 )
Nat_asha
QUOTE
ახალწელს შესაწვავ გოჭებს კარგ ფასად ყიდიან.

არადა ყველაზე კარგი ფასი გოჭუნებს,სწორედ გაზაფხულზე ედებათ და არა საახალწლოდ.
შემწვარი გოჭი რა ღირდა წელს?

არ ვიცი რა ღირდა, მე არ ვარ შემწვარი გოჭის კლიენტი, მე მწვადის კლიენტი ვარ lol.gif

მწვადი მომწყინდა,გოჭი მომენატრა შარშან ვერ ვჭამე მგონი,არადა თვეში ერთ 15 კილოიან გოჭს ვბრაწავდი ხოლმე შარშანსწინ! cry.gif cry.gif cry.gif

უცნაურია რატომ არ გიყვარს გოჭის ხორცი,მწვადს ნამდვილად სჯობია მენდე გემოვნებაში! gigi.gif gigi.gif gigi.gif

Posted by: Nat_asha 16 Jan 2018, 09:44
QUOTE
უცნაურია რატომ არ გიყვარს გოჭის ხორცი,მწვადს ნამდვილად სჯობია მენდე გემოვნებაში!

გოჭის რომ არის ალბათ მაგიტომ, მეცოდება და არ მიჩნდება სურვილი sad.gif

Posted by: ghost471 16 Jan 2018, 10:11
kaxaberski66
Ara es mshrali gorebis ulufaa sasuqs da mawovars mza sakvebs vyidulobt da imas vadzlevt. (Zooteqnikic me var veteqimic da seleqcioneric smile.gif )

Posted by: kaxaberski66 16 Jan 2018, 11:06
ghost471
მშრალისთვის წავა.
QUOTE
Zooteqnikic me var veteqimic da seleqcioneric
ძალიან კარგი.
ისე, თქვენ რომ დაამზადოთ მაწოვარისთვის, უფრო იაფი არ დაგიჯდებათ? მცოდნე კაცისთვის არ არის რთული საქმე.

Posted by: ghost471 16 Jan 2018, 16:45
kaxaberski66
Iafi ki dajdeba mara kai receptis shovnaa rtuli tore mawovaristvisac da sasuqistvisqc ro shenit daamzado bevrad iafi dajdeba.

Posted by: vano22 16 Jan 2018, 16:54
ghost471
არ ვიცი რა ურევია მაგ მზა პრემიქსებში მაგრამ სახსრებს უფუჭებს ღორებს. მე ვფიქრობ ზედოზირებითაა გამოყენებული ვიტამინ მინერალები.

Posted by: dvt333 16 Jan 2018, 19:23
მოკლედ გამოცდილი ხალხის აზრი მაინტერესებს, 6 თვის ასაკში რამდენად რეკომენდირებულია ღორისთვის დამაკება(ცოცხალი წონა 120+)? შეწყვილება იგივე პარამეტრების კერატთან? ასევე პირველივე ახურებაზე დამაკების რა შანსსებია? და მაკეობის დროს სიმინდის და ქერის 40/60 ზე პროპორცია საშუალოდ სამი კილო იქნება თუ არა საკამრისი, ცოტ ცოტა იონჯის ფქვილიც რო შეურიო?
* * *
ერთად მყავდა 5 არამონათესავე ღორი და ერთი რო ახურდა მერე ყველა მიჰყვა მეორე დღეს ესე ცოდნიათ თურმე

Posted by: vano22 16 Jan 2018, 20:00
dvt333 ასაკთან შედარებით წონა ძაან კარგია დამაკების შანსიც მაღალია მაგრამ მესამე ახურებაზე ამაკებინო ჯობია. მე როგორც ვიცი პირველ ახურებაზე ნამაკებები ცოტა გოჭებს აჩენენ.

Posted by: levani169 16 Jan 2018, 20:13
vano22
QUOTE
არ ვიცი რა ურევია მაგ მზა პრემიქსებში მაგრამ სახსრებს უფუჭებს ღორებს.

სახსრებს კი არა საერთოდ აფუჭებს ხორცს,სამწვადე ვეღარ გვიყიდია იმის შიშით რომ ან ვერ შეიწვება ან სულაც დუჟი გაუვა ხორცს! facepalm.gif

Posted by: ghost471 16 Jan 2018, 20:50
vano22
რავი სახსრების პრობლემები არ მქონია ვანო pig max invets da agroqiziysac ვაჭმევდი მსგავსი პრობლემა არ მქონია.


levani169
ხორცს პრემიქსიც აფუჭებს და სკლინტზე რო ზრდიან და ათასნაირ ''პამოის'' აი ეს აფუჭებს ხოორცს.

Posted by: dvt333 16 Jan 2018, 20:55
vano22
და ის რო კერატს არ უჩერდება მესამე მეოთხე დღეს ეგეც ალბათ პირველი როა მაგის ბრალია ხო? მთელი 2 დღე ეჩალიჩა და არ მიუშვა ვაფშე

Posted by: vano22 16 Jan 2018, 21:23
levani169 დარწმუნებული ხარ რომ ბურვაკის ხორცს ყიდულობ ხოლმე?


ghost471
2-3 წლისები გყავს პრემიქსზე გაზრდილები? მაგ ასაკიდან ეწყებათ მარილების დაგროვება და სახსრების გადაგვარება

dvt333 კერატი ტანით მაგაზე დიდია თუ პატარა?

კერატთან ერთად თუ გყავს გააცაკლევე და რომ ახურდება მაშინ შეუშვი. არის ხოლმე შემთხვევები როცა პირველ მაკებაზე არ უჩერდება და დაბმა ხდება ხოლმე საჭირო.

თუ დიდ ფართში გყავს შემდეგ ახურებაზე სადმე პატარა გალიაში შეყარე თორემ დიდ ადგილში სირბილს დაიწყებს და თუ კერატს გული აუცრუვდა მერე რომც ეხვეწოს აღარ ავაsmile.gif

Posted by: dvt333 16 Jan 2018, 22:04
vano22
ოდნავ დიდია კერატი. ფართი ქონდათ საკმაოდ მარა მე ვიცი რო თუ არ უჩერდება ესეგი არაა აქ დრო და მაგას არ აქვს მნიშვნელობა მაინც არ იმაკებს ყოვეშემთხვევაში პირველზე. ეხლა თუ ვერ მოახერხერს ვერაფერი მეორეზე პატარა ადგილში შევუშვებ. ან ვაფშე 6 თვის კერატი გამოდგება, ინსტრუმენტები კი ძლივს დააქ და 2 თვეა დიდი მონდომება ეტყობა მარა რავიცი 2 ან 3 რო დააგდოს მაგარი ზარალია.

Posted by: ghost471 16 Jan 2018, 22:07
vano22
2,5 თვის მყავს 5 თვემდე პრემიქსით გაზრდილი და მერე ჩვეულებრივ საკვებზე და პრობლემა არ აქვს.

Posted by: levani169 16 Jan 2018, 22:39
vano22
QUOTE
levani169 დარწმუნებული ხარ რომ ბურვაკის ხორცს ყიდულობ ხოლმე?

რასაც ყიდიან იმას ვყიდულობთ,ყველგან ერთი და იგივეა,ან ახმეტიდან მოჰყავთ ან ლაგოდეხიდან,სად ვამოწმო იმათი დაბადების მოწმობები მე! biggrin.gif (ეხლა კი მაცივარი გამოვტენე მარა,მერე იქნება საქმე)

Posted by: vano22 16 Jan 2018, 23:02
dvt333 6 თვის პატარაა მაგრამ 100 კილოზე ზევით თუა ამაკებს პრობლემა არაა. ისე თუ გაქ ალტერნატივა ჯობია პირველზე გამოცდილ კერატს ამაკებინო.

რომ არ უჩერდება ეგ ხასიეთზეცაა დამოკიდებული ზურგზე ჩლიქებს რომ აჭერს ტკივა და გარბის ამიტომ ვიწროში უნდა შეაგდო რომ ვერ გაიქცეს. თუ მაგ კერატს ამაკებინებ შეეცადე 2-3 ჯერ ავიდეს ახურებიდან მეორე მესამე დღეს. ამ შემთხვევაში ბევრად მაღალია ყველა კვერცხუჯრედის განაყოფიერების შანსი თორემ 1 ასვლით შეიძლება მართლა 4-5 გააჩინოს.



ghost471
მასეთს არა. სუ პრემიქსზე ვისაც ყავთ იმათ ღორებს ემართებათsmile.gif

levani169
ბურვაკის ხორცი ხნოვანი ღორის ხორცისგან ძაან განსხვავდება. პირველ რიგში ტყავი აქვს თხელი და რბილი. მერე ქონი ბევრად ღია თეთრი აქვს და ხორციც ღია ვარდისფერი. ხნოვანი ღორის ტყავი სქელია და უხეში. ფრჩხილის დაჭერით ძნელად იდრიკება. ქონი მოყვითალო ფერში გადადის და ხორცი მუქია.

რავი სხვა თუ არაფერი თავი მანახეო უთხარი და კბილები მაინც შეუმოწმეsmile.gif ხნოვან ღორს სულ ჩაჭიანებული ექნება და თუ კერატისაა 1.5-2 სმ ეშვები მაინც ექნება თუ წაჭრილი იქნება ეშვის სისქეს დააკვირდიsmile.gif

Posted by: kaxaberski66 17 Jan 2018, 00:19
ghost471
ინტერნეტში მაგის მეტი რა არის.
მე რუსულის მცოდნე ვარ. საკმაოდ დიდი ინფორმაცია დევს რუსულზე. ინგლისურად, კიდევ უფრო მეტი ინფორმაცია და უფრო ახალიც იქნება.
კიდევ ერთი. მეც მაგის მხრივ გარკვეული ვარ და გათვლებს აგიხსნი როგორ უნდა გააკეთო.
რაც მთავარია ყველა ასაკის, მდგომარეობის და წონიდან გამომდინარე, სხვადასხვა შემადგენლობის საკვები ესაჭიროება.
არ შეიძლება ერთი კარმუშკიდან ყველა ასაკის და მდგომარეობის, გინდ ღორის და გინდ საქონლის ერთნაირად კვება.

Posted by: vixn 17 Jan 2018, 06:51
kaxaberski66
რახან რაციონზე წავიდა საუბარი, გკითხავ აქვე- 40% ქერი, 60 %სიმინდი და ხორბალი, დამატებით ახლა თივა, ზაფხულში მწვანე ბალახი, 2 ბურაკი 4 თვის, უჯიშო. სხვა რა მივცე?

Posted by: nipara 17 Jan 2018, 09:33
vixn
მე მაქვს პრაქტიკული ჩარტი საკვებ რაციონზე აქ როგორ მივამაგრო არ ვიცი. თუ არის აქ რამე ესეთი ფუნქცია ვორდის პატარა ფაილია ავტვირთავ

Posted by: kaxaberski66 17 Jan 2018, 11:42
vixn
სხვა რაღა უნდა მისცე დალოცვილო. მეფურ პაიოკზე გყოლია.
სიმინდი 15-20% მეტი არ მისცე. სალას აკეთებინებს.
თუ გაქვს კოპტონი, 7-10% დაახლოებით მიეცი. პროტეინის წყაროა.
და კიდევ, 100 კგ საკვების ნარევში 0.5 კგ მარილი გაურიე.

Posted by: levani169 17 Jan 2018, 12:41
QUOTE (vixn @ 17 Jan 2018, 06:51 )
kaxaberski66
რახან რაციონზე წავიდა საუბარი, გკითხავ აქვე- 40% ქერი, 60 %სიმინდი და ხორბალი, დამატებით ახლა თივა, ზაფხულში მწვანე ბალახი, 2 ბურაკი 4 თვის, უჯიშო. სხვა რა მივცე?

დანა ყელში და მერე შამფური! yes.gif lol.gif

Posted by: vixn 17 Jan 2018, 17:38
levani169
ერთი აღდგომას იკვლება, მეორე შობას დაელოდება თუ მშვიდობა იქნა,

Posted by: kaxaberski66 17 Jan 2018, 19:56
ghost471
QUOTE
Shavebi shav budeshi gaxveulebi

აი ეს ვერ გავიგე. შავი ბუდე რისგან შეიძლება იყოს? გამოდის რომ, ბუდე მკვდარი სხეული იდო მუცელში.
რისგან შეიძლება რომ ბუდე მომკვდარიყო? ტრამვისგან?.

Posted by: levani169 17 Jan 2018, 21:06
QUOTE (vixn @ 17 Jan 2018, 17:38 )
levani169
ერთი აღდგომას იკვლება, მეორე შობას დაელოდება თუ მშვიდობა იქნა,

იქნება მა რა!
ისე დუმბაძის ილიკო და ილარიონიდან გამახსენდა ეპიზოდი,ილარიონას ღორი რომ ყავს "სპირიდონა" და მეზობელი რო ეჩალიჩება გაცვლაზე,თავის ჭკვაში ატყუებს იაფად რომ დაცინცლოს "აგერ ქვეყანა რა დღეშიაო,ხვალ-ზეგ ჰიტლერი აქ იქნება და წაგართმევს მაი ღორსო და ილარიონამ,რავა ჩემი ღორის გულიზა დეიწყო იმ უპატრონომ ომიო?"

"ღორების ფერმა" ჰქვია თემას და იქნება ჯიმის ვთხოვოთ პოლიტგანყში გადაიტანოს,პარლამენტის და მთავრობის განხილვის ზოგადი თემა რომ იყოს? user.gif

Posted by: ghost471 17 Jan 2018, 23:14
kaxaberski66
Ara dzia titon bude sagia mara mtavari budis garda gochi xoa apkshi gaxveulj da is apki aris chveulebrivtan shedarebit bevrad sqeli da shavi

Posted by: ucxo777 18 Jan 2018, 22:04
გოჭებში ქეცს როგორ ვუწამლო არ იცით?სულ იქექებიან და ექერცლებათ კანი და სახადებს დაემსგავსნენ უკვე :დ

Posted by: rockforever 18 Jan 2018, 22:10
QUOTE
ისე დუმბაძის ილიკო და ილარიონიდან გამახსენდა ეპიზოდი,ილარიონას ღორი რომ ყავს "სპირიდონა" და მეზობელი რო ეჩალიჩება გაცვლაზე,თავის ჭკვაში ატყუებს იაფად რომ დაცინცლოს "აგერ ქვეყანა რა დღეშიაო,ხვალ-ზეგ ჰიტლერი აქ იქნება და წაგართმევს მაი ღორსო და ილარიონამ,რავა ჩემი ღორის გულიზა დეიწყო იმ უპატრონომ ომიო?"

სერაპიონა biggrin.gif მეზობელი რომ ჰყავთ სერაპიონა სეფერთელაძე და რომ ემუქრება გადაარქვი მაგ ღორს სახელიო


Posted by: shuma89 19 Jan 2018, 01:02
40-50 კილოგრამიანი ბურვაკისთვის 1.8X2 ზომის საღორე 1,5 სიმაღლის ჭერით გამოდგება?
3 თვე გავაჩერებ და მერე შევჭამ smile.gif

Posted by: ghurbela 19 Jan 2018, 01:15
shuma89
ჩემი აზრით შეიძლება ცოტა გაუჭირდეს პატარა ეზო არ აქვს მაგ საღორეს?

Posted by: levani169 19 Jan 2018, 01:44
QUOTE (ucxo777 @ 18 Jan 2018, 22:04 )
გოჭებში ქეცს როგორ ვუწამლო არ იცით?სულ იქექებიან და ექერცლებათ კანი და სახადებს დაემსგავსნენ უკვე :დ

ხალხური მეთოდია ატრაბოტკა ზეთის წასმა და ვეტერინარული კიდევ იოზეფის ხსნარი ან კრეოლინის დაბალპროცენტიანის წასმა.

Posted by: ucxo777 19 Jan 2018, 02:08
levani169
ხალხურივცადე არ უშველა დამწვარმა ზეთმა,ჩემი აზრით ვაფშე არაფერსაც არ შველის:დ ვეტერინარულს ვცდი ეხლა იმედია უშველის. მადლობა

Posted by: shuma89 19 Jan 2018, 03:48
ghurbela
მაგის მოგვარება შეიძლება, პატარა აივანს მიადგამდა კაცი smile.gif მაგრამ რა ხეირი მაგით, ღამით კი უნდა შევაგდო ისევ უკან.

Posted by: ჩაკრულო 19 Jan 2018, 10:51
ნათლისღებას გილოცამთ ნადირებო smile.gif

ხო არ მაიწყინეთ უჩემოუპოსტოდ? smile.gif))

იმედი მაქვს ყველა კარქა ხართ, ჯანიანად, ბედნიერად და ელოდებით წინსვლას ამ 2018 წელს!!! smile.gif)

მეც რაღაც რაღაც სიახლეებით გიბრუნდებით wink.gif დევწყოო? biggrin.gif

Posted by: naxuca 19 Jan 2018, 11:40
QUOTE

მეც რაღაც რაღაც სიახლეებით გიბრუნდებით დევწყოო

კიაბა რაუნდა ქნა

Posted by: levani169 19 Jan 2018, 12:52
ჩაკრულო
QUOTE
მეც რაღაც რაღაც სიახლეებით გიბრუნდებით wink.gif დევწყოო?

აი ეგ კი აღარ უნდა გეკითხაა! biggrin.gif

Posted by: vano22 19 Jan 2018, 14:12
ucxo777
მკრეჭავი მუნი ხომ არ აქვთ? თუ თეთრი ფერის სქელი სოკოვანი კერები აქვთ მკრეჭავი მუნის ვაქცინა უნდა გაუკეთო.. სანიტარია და ტემპერატურული მდგომარეობა ვერ უნდა გქონდეს საჭირო დონეზეsad.gif


ghost471 ანალიზები აუღე? ბრუცელიოზზე რა პასუხი მოვიდა?

Posted by: ghurbela 19 Jan 2018, 14:14
shuma89
თუ კანალიზაცია მოწესრიგებული გაქვს მაშინ არ უნდა ეზო

Posted by: vano22 19 Jan 2018, 14:16
shuma89
გაფიცრე. კანალიზაცია კარგადმოაწყვე და რაუჭირთ ზამთარში კარგიცაა პატარა ფართი. უფრო თბილად იქნებიან. ნახევარზე აუცილებლად გაფიცრე რომ მშრალად დაწვნენ თორემ სველში ცუდი ზრდა ექნებათ
* * *
ghurbela დაგიწერია უკვეbiggrin.gif

Posted by: vixn 19 Jan 2018, 15:39
ჩაკრულო
აბა შენ იცი, შემოგვიერთდი, კითხვები დამიგროვდა.

Posted by: ghost471 19 Jan 2018, 22:47
kaxaberski66
რუსული მეც ვიცი მარა რაციონი დათვლილი აქვთ კვებიტი გირებულების მიხედვით მე მაგეების გამოთვლა არ ვიცი რომელი მარცვალი რამდენ რას შეიცავს და მაგიტო მიჭირს smile.gif

* * *
vano22
არა უფროსობა აგვიანებს ორშაბათს ან სამშაბათს გავუკეთებთ ანალიზებს

Posted by: imeda22222 20 Jan 2018, 00:18
გამოვტვლით
,

Hვჰგჰფჰფჰფჰჯფგჯრყჯრტგჯფჯფგჯფყჯრყჯფყნფჯ

Posted by: kaxaberski66 20 Jan 2018, 01:07
ჩაკრულო
მავიწყინეთ მააშ. გუშინ გნახე ტელევიზორში და გამიხარდა. ეხლა აქაც ხარ და გვითხარი შენი სიახლეების შესახებ.
* * *
ghost471
სწორედ მაგას გწერდი გასწავლი მეთქი. თითოეული საკვების კვებით ღირებულებას, როგორც ერთი კილოგრამის საკვებ ღირებულებას, ისე მშრალ ნივთიერებაზე და პროტეინზე გათვლით. ეს ყველაფერი ძალიან მნიშვნელოვანია რაციონის შედგენისას.

Posted by: ჩაკრულო 20 Jan 2018, 15:27
naxuca
levani169
vixn
kaxaberski66

ესეიგი განვადების სქემა დავნერგეთ Crystal თან ერთდ, დაბლა დავწერ პირობებს (ფასებს), უკვე გავიდა რამდნეიმე განვადება, მომოვალ კვირაში გვექნება მასიურად კახეთის მაშტაბით შეხვედრები ფერმერებთან.

ესეიგი განვადებით შეძენისას "სტარტ PREMIUM"-ში გადაიხდით:
2 თვეზე - 30.45 ლარი ტომარაზე (1.22 ლარი/კგ)
3 თვეზე - 30.74 ლარი ტომარაზე (1.23 ლარი/კგ)
4 თვეზე - 31.32 ლარი ტომარაზე (1.25 ლარი/კგ)
5 თვეზე - 31.90 ლარი ტომარაზე (1.28 ლარი/კგ)
6 თვეზე - 32.48 ლარი ტომარაზე (1.30 ლარი/კგ)

განვადებით შეძენისას "გროუერ PREMIUM" -ში გადაიხდით:
2 თვეზე - 26.25 ლარი ტომარაზე (1.05 ლარი/კგ)
3 თვეზე - 26.50 ლარი ტომარაზე (1.06 ლარი/კგ)
4 თვეზე - 27.00 ლარი ტომარაზე (1.08 ლარი/კგ)
5 თვეზე - 27.50 ლარი ტომარაზე (1.10 ლარი/კგ)
6 თვეზე - 28.00 ლარი ტომარაზე (1.12 ლარი/კგ)

კლიენტი თანხას იხდის სრულად პერიოდს დროს, და არა ყოველთვიურად

რაც შეეხება სხვა პროდუქტებს, იქაც მსგავსი საპროცენტო განაკვეთებია, თვეში 2% ემატება (მინიმალურია 2 თვიანი განვადება):
2 თვე - 5%
3 თვე - 6%
4 თვე - 8%
5 თვე - 10%
6 თვე - 12%

პროდუქციას მიიღებს კლეინტი ადგილზე, კახეთის მაშტაბით.


აბა ფორუმელებო, რას იტყვით? ცუდი პირობებია "პოსლეების" თავიდან ასაცილებლად და ბიზნეს ურთიერთობების დასამყარებლად ბაზარზე? biggrin.gif

Posted by: levani169 20 Jan 2018, 18:06
QUOTE
პროდუქციას მიიღებს კლეინტი ადგილზე, კახეთის მაშტაბით.


აბა ფორუმელებო, რას იტყვით? ცუდი პირობებია "პოსლეების" თავიდან ასაცილებლად და ბიზნეს ურთიერთობების დასამყარებლად ბაზარზე?

up.gif up.gif up.gif კაი ფასებია,საღოლ!

Posted by: ჩაკრულო 20 Jan 2018, 20:30
QUOTE (levani169 @ 20 Jan 2018, 18:06 )
QUOTE
პროდუქციას მიიღებს კლეინტი ადგილზე, კახეთის მაშტაბით.


აბა ფორუმელებო, რას იტყვით? ცუდი პირობებია "პოსლეების" თავიდან ასაცილებლად და ბიზნეს ურთიერთობების დასამყარებლად ბაზარზე?

up.gif up.gif up.gif კაი ფასებია,საღოლ!

ხო ნუ ის დამავიწყდა რომ ფასები ნაღდი გადახდით არის:
სტარტი - 29 ლარი
გროუერი - 25
დედა ღორი - 24 ლარი

სტარტი 25% - 55 ლარი
გროუერი 25% - 45 ლარი
დედა ღორი 25% - 45 ლარი

fig.gif old.gif

Posted by: ghost471 20 Jan 2018, 20:47
kaxaberski66
დიდი სიამოვნებით ვისწავლი ძია. რა არი ჩემიდან საჭირო წაკითხვის გარდა smile.gif
ჩაკრულო
მერე მე რა ვქნა სულ ''პოსლეზე'' რო მომაქ ხოლმე biggrin.gif

Posted by: dvt333 20 Jan 2018, 22:07
ჩაკრულო
მაგ საკვების შემადგენლობა სად ვნახოთ?

Posted by: ჩაკრულო 20 Jan 2018, 22:52
ghost471
შენი პოსლე პოსლე არაა smile.gif) აი ღორებ გავყიდი და მოგცემ უკვე ძირძველი "პოსლეა" smile.gif) მერე ვაჭარი რო უმუხლთებს და მერე აი დედა კაცი ჰყავს საოპერაციო და რამე კიდე ხო მტრისას smile.gif)

"პოსლე" სძაგს უფალსა old.gif


dvt333
ტომარაზე დაკრულ სტიკერზე კაცო, და ისე აქ მეც მოგწერ ცნობისთვის smile.gif

შემადგენლობა გაინტერესებს, რა შეიცავს?
თუ
კვებითი ღირებულება? ანუ პროტეინი, ცხიმი, ლიზინი და ასე შემდეგ?

Posted by: ghost471 20 Jan 2018, 23:50
ჩაკრულო
ხოოო ჯერ მთლად ეგრეც არ გავნაგლებულვარ biggrin.gif

Posted by: ჩაკრულო 20 Jan 2018, 23:57
QUOTE (ghost471 @ 20 Jan 2018, 23:50 )
ჩაკრულო
ხოოო ჯერ მთლად ეგრეც არ გავნაგლებულვარ biggrin.gif

lol.gif lol.gif lol.gif

თავს ვიზღვევ help.gif help.gif help.gif

Posted by: kaxaberski66 21 Jan 2018, 00:35
ghost471
QUOTE
დიდი სიამოვნებით ვისწავლი ძია. რა არი ჩემიდან საჭირო წაკითხვის გარდა

წაკითხვა და გააზრებაა საჭირო.
ჩემზე ბევრი რამ არის დამოკიდებული. ის, თუ როგორ გასაგებად ავხსნი.
აქ ფორუმზე სხვებიც დაინტერესდებიან. ასე რომ, ვეცდები გასაგებად დავწერო და რასაც დავწერ ავხსნა.
ნახევარი საათის წინ მოვედი სახლში და ეხლა ძალიან დაღლილი ვარ. ვეცდები ხვალიდან დავიწყო. თუ როგორ დავითვალ-გავითვალოთ საკვების კალორიულობა.
ერთიც არის. ამ ყველაფერს დავწერ და ავხსნი არა ამ თემაში, არამედ საოჯახო მეურნეობა - სოფელში დასახლება-ში.

Posted by: shuma89 21 Jan 2018, 02:10
ghurbela
მადლობა
vano22
QUOTE
ნახევარზე აუცილებლად გაფიცრე რომ მშრალად დაწვნენ

სულ გაფიცრულია და რატომღაც მგონია რომ გოჭუნა ვერ გებულობს სად ტუალეტი გაიკეთოს და სად საწოლი, ისე ერთ მხარეს მეტად მშრალია სიტუაცია, ხო მართლა ბნელია საღორე საკმაოდ და პატარა ლედ მათურებიანი ლენტი რო გავაკრა 1.5 მეტრამდე სინათლე კი ექნება დაა , , , ფანჯარას ვერ ამოვუჭრი სამწუხაროდ sad.gif

ხო და კიდევ, ხო არ აჯობებს ნახევარი დავტოვო გაფიცრული და მეორე ნახევარზე ავიღო?

ფიცრის ქვეშ ბეტონია დასხმული, დაქანება აქვს და კანალიზაციაზეა მიერთებული, მაგრამ იქამდე ვერც ჩავა ვერაფერი, გაფიცრულია მთლიანად და მაგიტო.

Posted by: ghost471 21 Jan 2018, 09:56
kaxaberski66
Kargi dzia iq davelodebit

Posted by: dvt333 21 Jan 2018, 14:45
ჩაკრულო
კვებითი ღირებულება და პროტეინი, დანარჩენში მაინცდამანც გარკვეული არ ვარ.

Posted by: ucxo777 21 Jan 2018, 20:55

QUOTE
მკრეჭავი მუნი ხომ არ აქვთ? თუ თეთრი ფერის სქელი სოკოვანი კერები აქვთ მკრეჭავი მუნის ვაქცინა უნდა გაუკეთო.. სანიტარია და ტემპერატურული მდგომარეობა ვერ უნდა გქონდეს საჭირო დონეზე

იფხანენ და ექერცლებათ კანი,იმიტომ მგონია ასე რომ ბოსლის ბოლოში მქონდა შემოღობილი და იქ იყვნენ რომელიც მეორე ბოსელს კარებით უკავშირდება და სულ გაღებული იყოო, აქ მეორეში მყავდა მოყვანილი მოზვერი რომელსაც თავზე ქეცი ქონდა. თურმე ძვრებოდნენ გოჭები და ამ მოზვერზე დახტუნაობდნენ ზედ biggrin.gif რამოდენიმეჯერ წავასწარი ფაქტზე.ხოდა ვფიქრობ რომ ამისგან გადაედოთsad.gif სანიტარია თითქმის ყოველდღე უგვიდი და ვასუფთავებდი და ბრუდერის ნათურაც ეკიდათ

Posted by: tamashi 22 Jan 2018, 00:05
გამარჯობათ ბიჭები. 1 წლიანი დაკვირვების შედეგად შევიძინე 5 ლანდრას ჟიშის გოჭები 2 თვიანები. ვაპირებ სიმინდზე და ქერზე გაზრდას გამოკეტილში(გარეთ გაშვების გარეშე). რამოდენიმე კითხვა მაქვს და თუ გამცემთ რომ დამეხმაროთ და დამაკვალიანოთ:
კვება უხვად ექნება რამდენსაც შეჭამენ კვლავ დაიყრებ. სულ რო დღეში 5 კილო ჭამოს თითომ.
1. რა ასაკში დავამაკებინო?(მამალი 1 მყავს)
2. რა წამლები(ნემსები) მჭირდება?
3. როგორხდება დაკვლის პროცესი?(ბოინში რამდენია გადასახადი)
4. ამ ჯიშის ღორებად გაყიდვა უფრო მომგებიანია თუ გოჭებად.

პ.ს
მადლობა წინასწარ!

Posted by: ucxo777 22 Jan 2018, 08:45
ჩაკრულო
ჩვეულებრივ სტარტსა და 25% სტარტს შორის რა განსხვავებაა?

Posted by: ghost471 22 Jan 2018, 08:48
tamashi
Shen savaraudot ubralot tetri yurebpartyuna gochebi iyide sufta daniuri landrasi dzalian magari jishia da aq ver ishovi.
2 ori tvisebi tua gaige chiaze damushavebuli yavda tu ara wina patrons. Tu yavda rodis da ra wamali gaukete da ramdenjer. Tu araferi gauketebia mashin chiaze daamushave da or kvirashi gaumeore. Kide or kvirashi chiri da witeli qaris vaqcina gaaukete da egaa.
3 voins yvelgan sxvadasxva fasi aqvs 30 laridan iwyeba.
4gaachnia sad xar chemsken kaxetshi mag jishis gochs dasaklavad tu iyidian da 100 larze mets ar mogcemen da shensken rogoraa saqme ar vici.
ჩაკრულო
Igre vaaar rogoi txa qorwilshi biggrin.gif

Posted by: ჩაკრულო 22 Jan 2018, 10:03
ucxo777

QUOTE
ჩვეულებრივ სტარტსა და 25% სტარტს შორის რა განსხვავებაა?


საკმაოდ დიდი სხვაობაა smile.gif
ანუ 25% იანი კონცენტრატი შეიცავს ყველაფერს გარდა: ხორბლისა, ქერისა, სიმინდისა და ზეთისა smile.gif

ghost471
სატკივარი დაიზვავდი რაა smile.gif)

ხუთშაბათს მოვდივარ მაინთაკენ, საგარეჯოში მეღორეებს უნდა შავხვდე და გნავადება შევთავაზო smile.gif)

Posted by: vano22 22 Jan 2018, 10:27
shuma89

თუ ფანჯრის გაკეთება არ გამოდის მაშინ ნათურაც გამოდგება, მაგრამ D ვიტამინის დამატება მოგიწევს საჭმელში რომ რახიტი არ დაემართოთ.
თუ ეგ საღორე დიდი ხნის გაფიცრულია დაბლა ბეტონს ნესტი დაალბობდა და ჯერ უნდა შემოწმდეს ბეტონი რა მდგომარეობაშია თორემ თუ ერთი რბილი ადგილი მაინც უნახეს სულ ათხრიან საღორეს.
ფიცრების ნახევრის აყრაც კარგი იქნება ბეტონზე ტუალეტს მოიწყობენ და ფიცარზე დაწვებიან. მთავარია ის ფიცრების არ აყარონ მერე ღორებმა.







ucxo777
მოზვერს თავზე ქეცის მაგივრად მკრეჭავი მუნი ხომ არ ქონდა? ქეცი სხვაა და მუნი სხვა. მუნი არის თეთრი ფერის ქერქის მაგვარი მზარდი კერა და ეგ ადამიანზეც გადადის. მაგ შემთხვევაში მოზვერსაც და გოჭებსაც მკრეჭავი მუნის ვაქცინა უნდა გაუკეთო, ერთი 5 გრამიანი ვაქცინა 5-6 ლარი ღირს და სამივეს ეყოფა 1 ჯერზე. მეორედ 14 დღეში უნდა გამეორება.



ჩაკრულო up.gif

Posted by: tamashi 22 Jan 2018, 11:07
ghost471
მადლობა.
თქვენ უნდა შეიყვანოთ პოსტინგი! სულ მცირე 30 სიმბოლო!

Posted by: ghost471 22 Jan 2018, 22:39
ჩაკრულო
Dagxvdeba sagarejoeli megoreobis elita biggrin.gif
P.S. "satkivari daizvavdi raa" es ver gavige dziaav smile.gif

Posted by: ჩაკრულო 24 Jan 2018, 01:09
ghost471
კარგი ხარ მეთქი კარგიი smile.gif)

Posted by: ucxo777 25 Jan 2018, 13:00
vano22
გაიხარე ვანო, ვიყიდე უკვე და გავუკეთე, 4და რაგაც ღირდა
ჩაკრულო
გასაგებია ეხლა, უბრალოდ ვერ ვერკვეოდი მაგეებში და ამიტომ გკითხე. წარმატებები ბიზნესში

Posted by: yamaha xjr1200 25 Jan 2018, 21:22
გამარჯობათ.როგორ ხართ მშრომელო ხალხო?ესეგი გადავწყვიტე ფერმის აშენება.მიწა ვიყიდე 1 ჰ. დასაწყისი გერმანიასავით მაგარი მაქ 20 დედაღორით ვიწყებ))))) .საღორეს ვფიქრობ 240 კვ.მ ( 8-30)სიმაღლე 2.2. საწყობი 96 კვ.მ (8-12) კვების რესურსები რა მაქ: ლუდის შროტი,(უფასოდ) შრატი 50 ლიტრი დღეში (უფასოდ) ტკბილი ნამცხვარი 25 თეთრი კგ საქონლის ჭარხალი უფასოდ ( მეთვითონ მოვიყვან) იონჯა 2 ჰექტარზე. ვადაგასული რძის პროდუქტები.რა აზრის ხართ ამ რაციონზე?

Posted by: dvt333 25 Jan 2018, 22:50
yamaha xjr1200
არცერთი არაა ძირითადი საკვები ეგენი შეგიძლია დაამატო ცოტ-ცოტა, მარა ხორბალი სიმინდი ან ქერი ერთერთი მაინც თუ არ მიეცი (უკიდურეს შემთხვევაში)სერიოზულ სახეს ვერასდროს მისცემ შენ საკმაოდ ამბიციურ იდეას, თან დედაღორის კვებას უფრო მტი სპეციფიკა სჭირდება. ფერმის პარამეტრები კაი გაქ საკმაოდ არჩეული

Posted by: ghost471 25 Jan 2018, 23:17
yamaha xjr1200
Moklet kai idea gaqvs mara sakvebi saqmes gagifuchebs. Jer erti zrda ar geqneba sasuqshi kai plius kuhis ashlilobebi dagtanjavs gochebshi da magas daumate daavadebis mitanis riski. Did gorebs nu miiyvan nobia gochi gazardo da sadedet amoarchio iqidan da shenit chamoayalibo sadede gundi. Cheri tboizolaciit gaakete shaxtebi dauyole da zafxulshi gasagrileblad wylis kondencioneri daayene iafia da efeqturi. Xoo kidev sachmels rac sheexeba nametani tkbilia namcxvrebi da ar sheidzleba magdeni shaqari naxarshs araferi agar aqvs darchenili kvebiti girebuleba dzalian mcirea charxali da shrati mxolod danamatia ionja kide dafqvili edzleva kombinirebul sakvebshi patara procentit.

Posted by: ჩაკრულო 26 Jan 2018, 00:19
QUOTE (yamaha xjr1200 @ 25 Jan 2018, 21:22 )
გამარჯობათ.როგორ ხართ მშრომელო ხალხო?ესეგი გადავწყვიტე ფერმის აშენება.მიწა ვიყიდე 1 ჰ. დასაწყისი გერმანიასავით მაგარი მაქ 20 დედაღორით ვიწყებ))))) .საღორეს ვფიქრობ 240 კვ.მ ( 8-30)სიმაღლე 2.2. საწყობი 96 კვ.მ (8-12) კვების რესურსები რა მაქ: ლუდის შროტი,(უფასოდ) შრატი 50 ლიტრი დღეში (უფასოდ) ტკბილი ნამცხვარი 25 თეთრი კგ საქონლის ჭარხალი უფასოდ ( მეთვითონ მოვიყვან) იონჯა 2 ჰექტარზე. ვადაგასული რძის პროდუქტები.რა აზრის ხართ ამ რაციონზე?

lol.gif lol.gif lol.gif lol.gif

მე პასს აქედან old.gif old.gif old.gif

Posted by: ghost471 26 Jan 2018, 00:37
ჩაკრულო
Mag rcionit tu daiwyo ferma germaniasavit xo aqvs dawyeba da damtavrebac egre eqneba dzia biggrin.gif
Ra hqen aba shen saqmeze gamoida saqmee?

Posted by: Nat_asha 26 Jan 2018, 10:42
yamaha xjr1200
ვადაგასული რძის პროდუქტებიდან რამე რო აიკიდონ არაა საშიში? მაგათში მილიონი ჯიშის ჩხირები არის.

Posted by: dvt333 26 Jan 2018, 12:11
იყო პერიოდი როცა ერთერთი ცნობილი ფირმოდან შეილებოდა ვადაგასული პროდუქტის გატანა და ის პროდუქტი აბსოლიტურად ვარგისი იყო უბრალოდ ვადის გამო ვეღარ დაიდებოდა დახლზე. და თუ მასეთი გექნება მაგალითად მაშინ მაწონზე იყო საუბარი ძაან მაგარი დანამატია მოზარდისთვისაც და დედისთვისაც. მაგრამ დანამატი მხოლოდ.

Posted by: ucxo777 26 Jan 2018, 12:41
yamaha xjr1200
ღორის მთავარი საკვებია ხორბალი,სიმინდი,ქერი. აქედან მინიმუმ ორი მაინც უნდა ჭამოს ძირითადად და ეგ ვადაგასული რძის ნაწარმი დანამატად დესერტად შეიძლება მისცე. ისე რო ამ ვადაგასულ პროდუქტზე გყავდეს სულ ზარალის გარდა ვერაფერ მოგებას ნახავ
* * *
ღორები ვის ჩამოყავს საზღვარგარეთიდან ხომ ვერ დამაკვალიანებთ? სუფთა სისხლის დიუროკების ჩამოუვანას ვფიქრობ 2, 3ბურვაკის,საცდელად

Posted by: ghost471 26 Jan 2018, 13:27
ucxo777
Chakrulos unda qondes magis "prasveti" mara sufta sisxlebi kai genetikit dzviri jdeba. Mzad unda iyo ro keratshi 4000 euro gadaixado smile.gif

Posted by: ucxo777 26 Jan 2018, 14:37
ghost471
რაამბავია 4000ევრო,უფრო იაფი მეგონა,ძააალიან ძვირი ყოფილა.არა და უცხოურ საიტებს რო გადავხედე სადღაც 100 ევრომდე ღირდა გოჭები

Posted by: ghost471 26 Jan 2018, 15:21
ucxo777
Iegre girs chveulebrivi hibridebi da rasac sanashene kerati qvia dzviria. Sadede burvakebi iafia shedarebit rogorc vici 800 eurodan. Mara tu seriozul fermas apireb uechveli girs. Mara jer unda sheiswavlo rogor aqvt mowyobili eg vrceli temaa. Anu unda gyavdes bebiebis gundi romlitac chamoayalibeb sadede guunds da sadede gundit awarmoeb jishtashoris hibridebs romelic saboloo produqti iqneba xorcis saxit. Rac davwere es anbania megoreobis fermashi smile.gif

Posted by: dvt333 26 Jan 2018, 17:34
მე 1200 ევრო ვიცოდი კერატი და 300 სადედე ესე 50 კილომდე. და განა რა შედეგი უნდა მოგცეს თუ ძაან სრიოზული მაშტაბბი არ გაქვს რო მაგხლა რისკზე წახვიდეკაცი.
5.5 თვისებს 100 კილო ხორცს ისედაც ადებინებენ და მეტი რა ვიცი

Posted by: yamaha xjr1200 26 Jan 2018, 18:59
ბაღების პამოიზე რა აზრის ხართ???


* * *
ეგ გასაგებია ხორბალი ქერი სიმინდი ზრდის გადასარევად 4 თვეში 100 კილომდე (პირობითად).მე რაც ჩამოვთვალე 7თვეში ვერ გაზდის იგივე კონდიციამდე???

Posted by: ucxo777 26 Jan 2018, 20:08
ghost471
სერიოზულ დიდ მაშტაბის ფერმას თუ აკეთებს ღირს რათქმაუნდა და ალბათ გაწვდება კიდეც ვინც დიდი მაშტაბის ფერმას აკეთებს მაგრამ პატარ პატარა ფერმები რომელსაც მე ვფიქრობდი მაგ თანხებს ნამდვილათ ვერ გავწვდები . მე რატომღაც კერატი სადღაც 1000ლარამდე მეგონა და სადედე უფრო იაფი :დ

Posted by: ghost471 26 Jan 2018, 23:14
dvt333
ჩემი აზრით თუ დიდი მაშტაბი არ გაქვს აზრი არ აქვს ჩამოიყვანო ეგეთი ჯიში და ხორცზე ამუშაო. საკიშეთ კიდე ვერ გაყიდი კაი ფასში სანამ ხალხი ამ მხრივ განათლებას არ შეიძენს. იმათ სხვა პლიუსები აქვს ყველაფერს რო თავი გავანებოთ ჩვენ ეხლა რა ჯიშებიც გვყავს ნელ-ნელა გაუბრალოვდება და პროდუქტიულობას დაკარგავს ან მეტი ძალისხმევა დაჭირდება მაგ წონაზე ასასვლელად.

yamaha xjr1200
მე რომელი ფერმის მენეჯერიც ვარ მაგ ფერმში აჭმევდნენ ჯარის პამოის და ჩემზე მაგარი უარყოფითი შთაბეჭდილება დატოვა ხან მეტისმეტად იკვრებოდნენ კუჭში ხანაც აშლილობა ემართებოდათ + მაგას დიდი რისკია დაავადების შემოტანის. საზღვარგარეთ არის ფერმები სადაც პამოის აჭმევენ მარა იქ სანამ ლაბორატორიას არ გამოივლის და არ დაბალანსდება ისე რო მარილის მეტობა არ იყოს მანამდე ღორთან არ ხვდება საჭმელი.
ucxo777
ეგ ფასები აქაცააა რამოდენიმე ფერმაში მარა მერამდენე თაობის ჰიბრიდს მოგყიდიან ღმერთმა იცის.

მე მიმტკიცებდნენ სუფთა სისხლები მყავსო აჰაა საბუთიო და პასპორტი მომაწოდა უკრაინიდან ჰყავდა ჩამოყვანილი იმ საბუთში ეწერა ''ჰიბრიდნავა პრასიხოჯდენია'' ჰიბრიდული წარმოშობისო. ეგეთებს კი დაითრევ იაფად

Posted by: ჩაკრულო 27 Jan 2018, 09:59
ghost471
კი ძიავ, საკაიფოდ დაინტერესდა ხალხი,

ახლა მეც უნდა გამოვუყოლო ვიღაცეებს რაღაცეები და ორშაბათიდან უკვე ბანკიდან ლიმიტები ექნებათ დამტკიცებული და იმის ქვეშ რასაც დაუკვეთავენ 1 თვის სამწყოფს მიუტანს მანქანა ადგილზე smile.gif

Posted by: dvt333 27 Jan 2018, 11:09
ghost471
ისე ამ ჯიშებსაც არ ეტყობა გაუბრალოება თუ კარგ სელექციას ჩაატარებ. მესმის რო სუ სუფთას ყოლა ნაღდია, მარა 12000ლარი რო ბურვაკში მისცე წარმოიდგინე რა მაშტაბებზე უნდა იმუშავო რო გიღირდეს, ან იმის გოჭში განა ვინ რას გადაიხდის, ვისაც სახორცედ უნდა ვაფშეც არ გაეკარება. მე ბევრჯერ გადამიხდია შეუსაბამოდ მაღალი ფასი ხარისხის გამო და უმეტეს შემთხვევაში მინანია

Posted by: ucxo777 27 Jan 2018, 11:15
ghost471
სანაშენე საჯიშე ფერმა ასეა ფბზე გვერდი აქვთ,რუსთავშია ფერმა. სუფთა სისხლის დიუროკები ,ჰამშირი,იორკშირები გვყავსო.სურათები გადავათვალიერე და ნამდვილად კარგი ღორები იყვნენ. შეიძლება მთლად სუფთები არ იყვნენ მაგრამ ღირს მგონი პატარა ფერმისთვის ამათგან წამოყვანა გოჭების. ქართულ მაიმუნობებს ბევრად ჯობია და კიდევ ევროპიდან ჩამოყვანას 4000 გადახდას biggrin.gif

Posted by: ghost471 27 Jan 2018, 15:13
ჩაკრულო
Bjou ro geubnebi nadiri xar umsa shchaam metqi ara gjera biggrin.gif
* * *
dvt333
Moklet sanashene fermas sxva pliusebi aqvs da magas imedia cota xanshi chakrulo dagvimtkicebs. Saxorcet arc vamartleb sufta sisxlebis chayenebas magas calke bevri mizezi aqvs tundac produqtiulobashi. (Vercerti sufta sisxlis gori ver ajobebs pirvelad jishtashoris migebul hibrids). Ise tu seriozul masshtabze ginda gasvla hibridi sadedeebit gachirdeba saqme.

ucxo777
Ar vici ev ferma mara xshirad shevxvedrirvar ro ert budoba gochebs witlebs diurokebad asageben da tetrebs an landrasebat an iorkshirebat smile.gif me tviton sakutari gorebi myavda ert-erti fermidan pirveladi hibridebi myavda wamoyvanili diurokisa da didi inglisuri tetrebis(iorkshirebis) da ukmayofilo ar viyavi kai gochs idzleoda da rdzianebic iyvnen zrdac kai qondat myidveli ro modioda veubnebodi rac iyvnen mara titonve yofdnen jishebat ai is diurokisa damichio witel gochze idzaxdnen xolme biggrin.gif mashinve mikvirda da exlac ver "gavnnvitardi "ise ro erti budobis gochebs sxvadasxva jishebad vixseniebde

Posted by: ucxo777 27 Jan 2018, 17:12
ghost471
ხო აი მაგის მეშინია რომ ერთი ბუდობის არ იყვნენ და წითლები დიუროკებად და სხვა ფერები სხვა ჯიშებად არ გაასაღონ.
ხალხს რატომღაც გონიათ რომ თუ წითელია უეჭველი დიუროკია,მეც მქონოა ეგ შემთხვევა.

------
ბარემ აქვე ვიკითხავ, ამ ნახერხს სად შოულობთ სად იყიდება? კილოობით იყიდება თუ ტონობით და რაღირს? ვერ დამაკვალიანებთ

Posted by: Geo313136 27 Jan 2018, 21:04
გამარჯობათ. მაინტერესებს თუ ვინმე ხართ ისეთი ვისაც გორში ან გორის რაიონში გაქვთ ღორების ფერმა. დაინტერესებული ვარ ამ საქმით. მინდა პატარა კონსულტაცია. ნომერი დამიტოვეთ და დაგირეკავთ . 577.01.66.52

Posted by: dvt333 27 Jan 2018, 23:26
დღეს საღორეში სისხლი შევნიშნე. გარეედან არცერთს არაფრრი ეტყობა. და რამდენად შეილება 2 კვირის მაკე ღორი გაბერწებულიყო და ამისი ბრალი იყოს, თან უკანაც ეტყობა ჩამონადენი, ოღონდ შედარებით მოყავისფროა. პრინციპში რა სისხლიც ვნახე არც ის არაა ჩვეულებრივი წითელი და ისიც გადადის რაღაცნაირად ყავისფერში

Posted by: vano22 27 Jan 2018, 23:46
ghost471 მართლა მასეა მე ხომ მყავს დიუროკიც და იორკშირიც და ერთ ბუდობაში რაც წითელი გამოდის ის აშკარად დიდი და სქელი იზრდება მოკლე თავით და მსხვილი ფეხებით. თეთრი გოჭები კი იორკშირის ხაზზე მიდიან.





dvt333 შეძლებით ყველაფერი შეიძლება. კარგად დააკვირდი და თუ მართლა საშვილოსნოდანაა გამონადენი მაგას ანტიბიოტიკები დაჭირდებადა საშვილოსნოს გამოსაწმენდი შპრიცია რაღაც, ისიც უნდა შეუშვა შიგნით და გაასუფთავებს შიგნით ყველაფერს. ჯერ ცოტა ხანს კიდევ დააკვირდი რას იზამს

Posted by: dvt333 27 Jan 2018, 23:55
vano22
თუ გაბერწდა გამოდგება მერე კიდე თუ ბოინი დასჭირდება?

Posted by: vano22 28 Jan 2018, 00:39
dvt333

დააცადე 1 თვე თუ არ ახურდა ეხო გაუკეთე, მაკეობა თუ არ დადასტურდება მოასუქე და გაყიდე. თუ ახურდება კიდევ ამაკებინე.

Posted by: ghost471 28 Jan 2018, 10:17
vano22
Vano realurad arcertia diuroki da arc meoreiorkshiri. Arc diurokia mokle gori. Chven rac gvyavs najvarebi gadajishebulebi ver gaigeb rebi gamodian.

Posted by: vano22 28 Jan 2018, 12:41
ghost471
550 კილოა ჩემი დიუროკი 2 წლის არაა ჯერ და ამაზე სუფთა ჯიში რაღააbiggrin.gif. მე ჩემი გამოცდილებით ვამბობ რომ 2 ჯიშის შეჯვარებისას, ვთქვათ შეაჯვარე რუსულა და დიუროკი. ერთ ბუდობაში ზოგი დედას დაემსგავსება და ზოგი მამას და რომლებიც წითლები გაჩნდებიან ისენი თავის თეთრ ძმებზე ორ სამჯერ დიდები გაიზრდებიან.

არ გინახია ქოფაკთან შეჯვარებულ გოშიას ლეკვებში მამას რომლებიც გვანან სხვებზე ორჯერ დიდები რომ არიან ხოლმე?


მეცნიერული თვალით თუ შევხედავთ სადაც იმ წითელ გოჭს პიგმენტაცია და სხეულის დამახასიათებელი ფორმები გადაყვა დიუროკის მაშინ ხომ დასაშვებია რომ გენეტიკურად მასში დიუროკის კოდი დომინირებს და რომ გაიზრდება ხომ მეტია შანსი რომ დიუროკს უფრო დაემსგავსოს ვიდრე იორკშირს?

Posted by: Geo313136 28 Jan 2018, 13:25
გორელი არავინ ხართ? მაინტერესებს გორში ვინმეს თუ ყავს სუფთა სისხლის ლანდრა იორქშირი ან დიუროკი. სუფთა სისხლის. ერთმანეთზე ნაჯვარი და მერე ფერით დამგვანებულზე სუფთა სისხლიაო ეგეთი არმინდა.

Posted by: ghost471 28 Jan 2018, 14:17
vano22
Sufta jishi dids ar nishnavs vano. Martali xar roca idzaxi daemsgavsebao. Emsgavseba mara araa is jishi. Da shtamomavlobasac ver mogcems stabilurad jishistvis damaxasiatebels. Is qofaktan najvar goshias ro idzaxi is didi gamosuli lekvic ar mogcems stabilur lekvebs imasac zogi didi gamouva zogi patara. Xa jishistvis marto sidide da zomebi araa. Dzaglebze getyvi ro sfandarti roca uweria jiishs dzvlebis sheertebis kutxidan dawyebuli tvalis formit damtavrebuli yvelafedi agwerilia igivea gorebshi, dzroxebshi da yvelaferahi rasac jishi qvia.

Posted by: kaxaberski66 28 Jan 2018, 17:35
ghost471
QUOTE
. Dzaglebze getyvi ro sfandarti roca uweria jiishs dzvlebis sheertebis kutxidan dawyebuli tvalis formit damtavrebuli yvelafedi agwerilia igivea gorebshi, dzroxebshi da yvelaferahi rasac jishi qvia.

მართალს ამბობს ეს კაცი.

Posted by: vano22 28 Jan 2018, 18:34
ghost471 მაგაში არც გეკამათები მე იმას ვამბობ რომ ერთ ნაყარში სხვადასხვა ხაზის გოჭები გამოდიან და ვიზუალურად წითლებს არჩევდნენო რომ თქვი მაგაზე ვამბობ რომ მართლები იყვნენ რადგან წითლები უფრო მეტად დაემსგავსებოდნენ დიუროკს ვიდრე თეთრები თორემ არეულ ჯიშში რომ სუფთა ჯიშის გოჭი არ ჩნდება ეგ რა საკამათოა.


უპრემიქსოდ ვცადე დიუროკის გოჭის გაზრდა, სიმინდი, ხორბალი, ქერი და იონჯა ძღომაზე ქონდა მაგრამ არანაირი შედეგი არ ქონდა. თამამად შემიძლია ვთქვა რომ ტრადიციულ კვებაზე რუსულა გოჭმა უფრო კარგად მოიმატა ვიდრე დიუროკმა.

Posted by: kaxaberski66 28 Jan 2018, 18:35
vano22
იშვიათი ეგზემპლარი გყოლია ღორი. დედა ღორია თუ კერატ?
როგორც მახსოვს რამოდენიმე თვის უკან 300 კგ. ს ფარგლებში გყავდა.

Posted by: vano22 28 Jan 2018, 18:37
kaxaberski66 შვიცთან შეჯვარებული ხევსურკა ფური როგორ ხბოს მოიგებს? გაუმჯობესებულ ჯიშს თუ ხევსურკას?

Posted by: kaxaberski66 28 Jan 2018, 18:42
vano22
QUOTE
შვიცთან შეჯვარებული ხევსურკა ფური როგორ ხბოს მოიგებს? გაუმჯობესებულ ჯიშს თუ ხევსურკას?

სწორედ მასე მიიღეს კავკასიური წაბლა ჯიშის საქონელი. შვიცების შეჯვარებით ხევსურულებზე და სხვა ადგილობრივ ჯიშებზე.
რა თქმა უნდა გაუმჯობესებულს.

Posted by: vano22 28 Jan 2018, 18:48
kaxaberski66

აჰა ძალიანაც კარგი. ეხლა ეგ ხბო რომ გაიზრდება და შეჯვარდეს მასეთივე შვიცთან ნაჯვარი ხევსურკას ხბოსთან მაგათი ხბო რა ჯიშის უფრო იქნება ხევსურკა თუ შვიცი?


ხო იშვიათი ეგზემპლარია გოჭებზე სამუშაოდ ზარალია ამის ყოლა მაგრამ სახორცედ ძაან კარგ შედეგს დებს

Posted by: kaxaberski66 28 Jan 2018, 18:55
vano22
QUOTE
აჰა ძალიანაც კარგი. ეხლა ეგ ხბო რომ გაიზრდება და შეჯვარდეს მასეთივე შვიცთან ნაჯვარი ხევსურკას ხბოსთან მაგათი ხბო რა ჯიშის უფრო იქნება ხევსურკა თუ შვიცი?

თავისთანასთან რომ შეჯვარდეს, კიდევ უფრო უკეთესი ვერ გახდება. ისევ სუფთა შვიცთან უნდა შეჯვარდეს რომ შვიცის გენეტიკა გამყარდეს ახალ დაბადებულში.

Posted by: vano22 28 Jan 2018, 19:25
kaxaberski66 უკეთესი ვერ გახდება მაგრამ ხევსურკას ხომ აჯობებსsmile.gif არც ისაა სწორი ლანდრასთან რომ აჯვარებენ დიუროკებს და საბეკონე გოჭებიაო ამბობენ რადგან ლანდრა არაა საბეკონე მიმართულების. ბოლოს კი ყველაფერი მაინც ფულამდე მიდის და ვაჭრისთვის კი სულ ერთია დიუროკს ყიდი თუ მეათე თაობის ჰიბრიდს. გოჭის ფასი 10 ლარია და დიდის 5.5-6 ლარი. რუსულას გოჭი 10-15 კილომდე რომ გაზარდო 30-40 ლარი ჯდება და დიუროკი იგივე წონამდე 100 ლარზე მეტი ჯდება.

Posted by: kaxaberski66 28 Jan 2018, 19:35
vano22
QUOTE
უკეთესი ვერ გახდება მაგრამ ხევსურკას ხომ აჯობებს

კი. ხევსურულს აჯობებს წველაში.
QUOTE
არც ისაა სწორი ლანდრასთან რომ აჯვარებენ დიუროკებს და საბეკონე გოჭებიაო ამბობენ

შეიძლება დიუროკი სჯობია მაგრამ ლანდრასიც საბეკონეა.
QUOTE
. რუსულას გოჭი 10-15 კილომდე რომ გაზარდო 30-40 ლარი ჯდება და დიუროკი იგივე წონამდე 100 ლარზე მეტი ჯდება.

მაშინ რა აზრი აქვს მასეთი ჯიშის ყოლას თუ ორმაგი გიჯდება ხორცის წარმოება?

Posted by: ghost471 28 Jan 2018, 21:56
vano22
ვანო ჯიში ლანდრა არ არსებობს არსებობს ჯიში ლანდრასი დანიური რომელიც არი საბეკონე მიმართულება და ერთერთი უმაგრესი ჯიშია სადედე გუნდისთვის. უხვრძიანობისთვის და უხვგოჭიანობისთვის. რაც შეეხება ფშავლურა ძროხის და შვიცის ნაჯვარს რამდენიც გინდა აჯვარო ფშავლურა შHვიცთან შვიცი არ გამოვა. ჯიში ან არის ან არ არის. და სისხლის სიხალასე კიდე ვერ დაბრუნდება. რაც შეეხება "დიუროკის" უპრემიქსოდ გაზრდას იმიტო არ დადებს შედეგს რო საკვების მხრივ ბევრად მომთხოვნია, როგორც რუსულა ან ქართულა ღორი ვერ აჯობებს პრემიქსზე დასმით საბეკონე ღოორს ისე საბეკონე ვერ აჯობებს მარტო მარცვლეულით ქართულას ან რუსულას. ისე მართლა კაი ღორი გყოლია მე დავკალი ეხლა ერთი დედაღორი 4 ნაყოლი იყო და 277 კილო ხორცი გამოვიდა.

Posted by: vano22 28 Jan 2018, 22:02
kaxaberski66
ლანდრასი არა ლანდრა ს ეძახიან გრძელი პარტყუნა დიდ ყურებიანი კაი ქონიანი ღორიაsmile.gif

ამ ჯიშის ყოლას მარტო მაშინ აქ აზრი თუ გოჭებს დაიტოვებ, სახორცედ გაზრდი და ისე გაყიდი. 1-3 თვე სულ პრემიქსი უნდათ და მაგას მიაქ ბევრი ფული. 3 თვის მერე ჩვეულებრივ კვებაზეც კარგად იმატებენ.
* * *
ghost471
"ლანდრა" ს ეძახიან და რეალურად რა ჯიშია არ ვიციsmile.gif

არ ვიცი ჩემი გამოცდილებით ჩვენ პირობებში ძალიან ძნელია საბეკონე ჯიშების მოვლა. ძაან პრობლემურებია როგორც კვების ასევე საღორის ჰიგიენისა და ტემპერატურის მხრივ.

ისევ ჯობია მეორე მესამე თაობის ჰიბრიდები იყოლიოს კაცმა ვიდრე სუფთა ჯიშები.

ხორცი რამდენში გაიყიდა?

Posted by: ghost471 28 Jan 2018, 23:04
vano22
არაფერი ჯიშია არ არსებობს საერთოთ ლანდრა biggrin.gif საქართველოში ყველა თეთრ პარტყუნა ყურებიან ღორს ლანდრა-ს ეძახიან. მე პირადად ბოლომდე პრემიქსზე მყავს. ხო საერთოთ რაც უფრო მაღალპროდუქტიულია ჯიში მით უფრო სათუთია. ხორცი ახალი წლის პერიოდში დაკლეს და 7 ლარი გადაიხადეს. სალა ააძრო ცოტა 19 კილო გამოვიდა რეალურად არც იყო ასაცლელი

Posted by: kaxaberski66 28 Jan 2018, 23:12
ghost471
QUOTE
ხორცი ახალი წლის პერიოდში დაკლეს და 7 ლარი გადაიხადეს

თუ სალაც ააცალეს, ასე ცოტა რატომ გადაიხადეს.

Posted by: ghost471 28 Jan 2018, 23:18
kaxaberski66
საგარეჯოში ეგეთი ფასია კიდევაც კაი ფასი მოგვცეს smile.gif

Posted by: shuma89 28 Jan 2018, 23:25
საღორედ და ასევე სხვა ცხოველებისთვის (თუ საჭიროებამ მოითხოვა) რომ გამოდგეს შენობა აღმოსავლეთიდან ექნება მხოლოდ ფანჯრები, სხვა საშუალება არ არის, სიმაღლე 2.4მ ექნება კედელს რამდენ მეტრის დაცილებით არის რეკომენდირებული და რა ზომის ფანჯარა, ხო კიდევ ერთი ქარი თითმის 90 პროცენტი დროის განმავლობაში სწორედ აღმოსავლეთიდანაა. ხეები არ არის, ჩრდილი ვერ იქნება ვერანაირად ფანჯრებთან sad.gif

წითლად სადაცაა კედელი იქ ვერ დავაყენებ ფანჯრებს
მხოლოდ აღმოსავლეთიდან და სამხრეთიდან შეიძლება ფანჯრის დამონტაჟება და ცოტა კიდევ დასავლეთის მხრიდან, ცოტა არეულად აქვს ნახაზი აღმოსავლეთი ქვევითაა biggrin.gif

Posted by: ucxo777 29 Jan 2018, 15:28

ghost471
აუსალე და იმაშიც 7 გადაგიხადეს? თვითონ კი ყიდიან 11 12 ლარებში. სადაა სამართალი
* * *
ეა ბიო ბაქტერია ვინმეს გაქვთ გამოცდილი საღორეში? 1მეტრიანი ორმო რო არ გააკეთო და უბრალოდ ერთ 20 სმ რომ დაუყარო ქვიშა ან ნახერხი, მოაყარა ეგ ბაქტერია, არ იზავს ასე?

Posted by: ghost471 29 Jan 2018, 16:31
ucxo777
Xoo did dedagorebshi egre ixdian da eg kide kai fasi iyo. Axalgazrda ushobelebshi 9 lars ixdian da es 4 nayoli iyo.
Ar maqvs bio baqteriebtan shexeba mara rogorc vici farti didi chirdeba mag metodze titoeul goors.

Posted by: kaxaberski66 29 Jan 2018, 16:39
shuma89
ველოდე, ველოდე ვანოს და არაფერი დაწერა.
გამოდგება. ჩვენი პირველი ფერმა იყო 5-18 ზე.
ფანჯრების ფართი, იატაკის ფართთან მიმართებაში უნდა იყოს არა ნაკლებ 10%.
შენ რადგან მხოლოდ ერთი მხრიდან გექნება ფანჯრები, დაითვალე იატაკის ფართის მიხედვით.

Posted by: Geo313136 31 Jan 2018, 19:22
ერთი გოჭის გაზრდა რა დამიჯდება სანამ გოჭებს დაყრის? ან რამდენი თვის ხურდება. ხარჯები მაინტერესებს. კვების და ვაქცინის

Posted by: ghost471 31 Jan 2018, 22:15
Geo313136
პირველ რიგში გეტყვი რო ეხლავე გაანებე ამ ტემას თავი თუ პრასვეტი გაქვს სხვა საქმეს მოკიდე ხელი ნერვები დაგაწყდება ამათ დევნაში biggrin.gif მე რა მეთოდითაც ვზრდიი სადედეებს დაგიჯდება დაახლოებით 600 ლარი სანამ დაყრის. მარა უმეტესობა ესე არ ზრდის მე სადედეებს ჩვეულებრივათ პრემიქსით თავისუფალი კვების სტილით ვზრდი და როცა მიაღწევს სასურველ წონას მერე დავამაკებინებ ხოლმე და მერე დიეტაზე ვსვაავ. 8 თვისებს ვამაკებინებ ხოლმე და წლისები ყრიან.

Posted by: vano22 31 Jan 2018, 23:48
Geo313136
სწორი გითხრა რა, სხვა საქმე ნახე მეღორეობა ძაან ძნელი და ნაკლებ მომგებიანი საქმეა.

კვების ხარჯები კიდევ ხო. მაგრამ ვაქცინის ხარჯები დიდი არაფერი სულ 20 ლარი არ დაჯდება ყველა აცრა.




kaxaberski66 ახალი სტილით (ფანჯრები სახურავზე) ვაპირებ საღორის გადახურვას და რას ფიქრობ გაამართლებს?

Posted by: Geo313136 31 Jan 2018, 23:58
მადლობთ პასუხისთვის. ვეღარ გავიგე რის გაკეთება შეიძლება.
* * *
1 დედა ღორი 1 წლის განმავლობაში რამდენი ლარის საკვებს ჭამს? ნორმალური მოვლის პირობებში?

Posted by: ghost471 1 Feb 2018, 00:52
Geo313136
Didi dedagori 3 kilo iangarishe roca mshralia da gochebi ar yavs. Rocagochebi yavs is erti tve tavisufal kvebaze gyavdes. Tu kai mchamelia 7-8 kilos shechams me deda gori myavda 10 kilosmainc chamda medzudzrobis periodshi. Fuli ramdeni gaqvs dawere da egeb rame rcheva mogcet. Ragac iseti shtabecdilebadamrcha titqos fulisshovnaginda mara guazreblad chqarob da araferi gamogiva egre

Posted by: kaxaberski66 1 Feb 2018, 12:02
vano22
ვანო, რატომ უნდა გააკეთო სახურავზე? რა უპირატესობას ხედავ დაწერე, ან იქნებ კედელში არ ხერხდება ჩაყენება საღორის კონსტრუქციიდან გამომდინარე?

Posted by: Geo313136 1 Feb 2018, 12:10
აბა რავქნა არ ვიკითხო დეტალები? სიჩქარე რა შუაშია. ჯერ კარგათ გავხურდე და მერე დავიწყო? ჯერ ვკითხულობ ყველა დეტალებს თუ ჭკუაში დამიჯდა მერე გავაკეთებ. აქ წერას ისევ ჯობია ალბათ მოქმედ ფერმებში მივიდე და იქ ვკითხო.

Posted by: kaxaberski66 1 Feb 2018, 12:17
Geo313136
QUOTE
აქ წერას ისევ ჯობია ალბათ მოქმედ ფერმებში მივიდე და იქ ვკითხო.

იქაც მიდი, მაგრამ აქაც იკითხე.
შეიძლება მოქმედ ფერმაში მომავალ კონკურენტად ჩაგთვალონ. აქ კი არავინ არაფერს დაგიმალავს.
ნუ იჩქარებო, თორემ არ გააკეთოვო არ გეუბნებიან. ყველაფერი შეძლებისდაგვარად გათვალე და ისე დაიწყე საქმე.

Posted by: gia1970 1 Feb 2018, 12:41
ბიჭებს გაუმარჯოს...........
---------------

Posted by: kaxaberski66 1 Feb 2018, 14:16
gia1970
გაგიმარჯოს ღმერთმა. გუშინ ვაპირებდი შენს ფორუმზე მოკითხვას. რატომ არ შემოდიოდი?

Posted by: vano22 1 Feb 2018, 14:47
Geo313136
1 ღორი ძაან ცოტაა ფაქტიურად ლატარიაა ან გამოგადგება სადედედ ან არა. მინიმუმ 2 ღორით მაინც უნდა დაიწყო საქმე რომ რისკები დააბალანსო. არის შემთხვევები როცა ზრდიან გოჭს სადედედ და ცუდი მოვლის გამო 8 თვის ასაკში ვერ აღწევს საჭირო წონას რაც აუცილებელი მინიმუმია დასამაკებლად. სადედე გოჭი აუცილებლად საბეკონე მიმართულების იყიდე თორემ გოჭების გაყიდვა ძაან იაფად მოგიწევს..

არის ხალხი ვინც სოფელში 5-10 დედა ღორს ამუშავებს ქატოზე პამოიზე და შავ ფქვილზე, მათ ცუდი ჯიშის ღორები ყავთ მაგრამ მოვლა იაფი უჯდებათ და გოჭებს 80-100 ლარებშიც სიხარულით ყიდიან. გაითვალისწინე რომ თუ უჯიშო ღორს იყოლიებ ბაზარზე მათთან მოგიწევს კონკურენციის გაწევა და დიდი ალბათობით გაჯობებენ.

შენ რადგან 1 ღორზე უნდა დახარჯო დრო და რესურსი მე გირჩევ იყოლიო რაიმე სუფთა სისხლის ღორი რომლის გოჭებსაც საჯიშეებად ასე თუ ისე კარგ ფასში გაყიდი. ამ შემთხვევაში თავიდან ირიდებ უჯიშო ღორების ბაზართან კონკურენციას და მაგ 1 ღორის გოჭებით 3 უჯიშო ღორის გოჭებზე მეტ ფულს მოიგებ.

ჯიშიანი გოჭის სადედედ გაზრდა ძვირი ჯდება საშუალოდ 1000 ლარი რადგან 3-4 თვემდე სულ პრემიქსი და ვიტამინები უნდა აჭამო რომ შემდგომში პოტენციურ კლიენტებს მოეწონოთ შენი ღორი და იყიდონ მისი გოჭები.

არც კი იფიქრო ჯიშიანი გოჭის მარტო როშზე და იონჯაზე გაზრდა რადგან ამ შემთხვევაში ვერ გამოავლენს თავის ჯიშობრივ მახასიათებლებს და ვერ გაიზრდება ისეთი რომ ვინმეს მისი გოჭის საჯიშედ ყიდვა მოუნდეს..


პირველ რიგში მოაწყვე და დაათბუნე საღორე. შემდეგ იყიდე მარტ აპრილში გაჩენილი სუფთა სისხლის საბეკონე ჯიშის გოჭი და თუ რამე დაგაინტერესებს აგერ ვართ და გვკითხე.




kaxaberski66 განიერია ჩემი საღორე 10×10 ზე ფაქტიურად კვადრატია. ფანჯრები გვერდებზე აქ 2 მხრიდან აღმოსავლეთიდან და ჩრდილოეთიდან. ამ პირობებში რაცარუნდა დიდი ფანჯრები ჩავაყენო კედლებში, ფიზიკურად ნორმალური განათებაც კი ვერ ხერხდება არა თუ მზის სხივების პირდაპირი შეღწევა. სახურავზე თუ დავამონტაჟებ ფანჯრებს ეს მომცემს საშუალებას რომ პირდაპირი სხივები მივაწვდინო საღორის ნებისმიერ წერტილს რაც გამოიწვევს როგორც საღორის კარგ განათებას ასევე ნესტისა და ბაქტერიების გამრავლებასაც შეუშლის ხელს.

თეორიულად ასე ვფიქრობ მაგრამ პრაქტიკაში რა იქნება არ ვიცი.

Posted by: kaxaberski66 1 Feb 2018, 15:04
vano22
ფანჯრები ბი კი არა როგორ ვთქვა, ზევიდან სინათლის გამტარი პლასტიკი რომ არის, ის გაუკეთე.

Posted by: vano22 1 Feb 2018, 17:32
kaxaberski66 ეგ რაღაა? სოფელში ხო იცი ჯერ ისევ ოთხმოციან წლებში ვართbiggrin.gif

Posted by: kaxaberski66 1 Feb 2018, 20:58
vano22
ჭერი როგორი აქვს, ჰორიზონტალურად ჩაყენება არ შეიძლება, ადრე თუ გვიან წყალს გაუშვებს წვიმისას.
http://www.mk-apk.ru/proekty-pod-klyuch/zao-plemzavod-trudovoj
აქ ნახე სურათებში. ჭერის ერთი მხარე დაბალია, მეორე მაღალი. მაგ შუალედში ბრეზენტი არის გაჭიმული. ასე თუ გააკეთებ ჭერს შენ შუშა შეგიძლია ჩასვა

* * *
QUOTE
სოფელში ხო იცი ჯერ ისევ ოთხმოციან წლებში ვართ

და კიდევ. ოთხმოციანი წლები ძალიან კარგი იყო. ჩემს სოფელში 1994 წლამდე დენიც იყო თავისი ქუჩის ლამპიონებით, გაზიც იყო, წყალიც იყო საუბნო მაინც, სამუსაოც იყო, სოფელში 5000 კაცზე მეტი ცხოვრობდა, შაბათი კვირა ისე არ გავიდოდა სოფელში ორ სამ ადგილზე ქორწილი, ან ნიშნობა,ძეობა, დაბადების დღე რომ არ ყოფილიყო.
ეხლა 3000 ძლივს არის. ძალზე იშვიათად რომ იყოს ზევით ჩამოთვლილი ბედნიერების დღეები.
სამაგიეროდ, იმ დროს სოფელს ერთი სასაფლაო ჰქონდა ორმოცდაათიანი წლებიდან ოთხმოცდაათიან წლებამდე. ეხლა სამი სასაფლაო აქვს და სამივე უკვე სავსეა.
აი ეს განსხვავებაა მაშინდელს და დღევანდელს დღეს შორის.
კი ბატონო ინტერნეტი და ვირტუალური სივრცეები არ იყო.
მერსედეს-ბეემვეებიც მხოლოდ გაგებულიდან ვიცოდით. არც,,ჯიბიტელეფონიც,, არ იყო.

Posted by: ჩაკრულო 1 Feb 2018, 22:10
vano22
QUOTE
უპრემიქსოდ ვცადე დიუროკის გოჭის გაზრდა, სიმინდი, ხორბალი, ქერი და იონჯა ძღომაზე ქონდა მაგრამ არანაირი შედეგი არ ქონდა. თამამად შემიძლია ვთქვა რომ ტრადიციულ კვებაზე რუსულა გოჭმა უფრო კარგად მოიმატა ვიდრე დიუროკმა.


ეგრეც იქნებოდა, ჯიშების დახვეწა იმის მიხედვით ხდება რომელს რა კონვერსია ექნება, ანუ ყველა კუჭს უყურებს, სამაგიეროდ იგივე საკვები მიეცი ტრადიციულ რუსულ გოჭს და აბა ეგეც შეადარე smile.gif

ucxo777
QUOTE
ეა ბიო ბაქტერია ვინმეს გაქვთ გამოცდილი საღორეში? 1მეტრიანი ორმო რო არ გააკეთო და უბრალოდ ერთ 20 სმ რომ დაუყარო ქვიშა ან ნახერხი, მოაყარა ეგ ბაქტერია, არ იზავს ასე?

ქათამში შეგიძლია 25 სანტიმეტრი, ძროხაში 30-40 სანტიმეტრი, მაგრამ ღორში მინიმუმ 50-60 სმ smile.gif

ისა და, Hello From მზიანი ესპანეთიდან smile.gif

user posted image

Posted by: kaxaberski66 1 Feb 2018, 22:24
ჩაკრულო
QUOTE
ისა და, Hello From მზიანი ესპანეთიდან

ისა და, რომ დაბრუნდები მოგვიყევი რამე მაგათ სოფლის საქმეებზე.

Posted by: vano22 1 Feb 2018, 22:26
kaxaberski66 ზუსტად საჩემოა ეგ პროექტიsmile.gif თან შესაძლებელია ორივე მხარეს გავუკეთო მასეთი ფანჯრები. ანუ სოკოსავით დავასვავ სახურავს მაღლიდან ორმხრივ ღიობიან მეორე სახურავსsmile.gif

.....

რავი მე ვერ მოვესწარი მაგ წლებსsmile.gif გაჭირვების მხრივ ეხლა რა გაჭირვებაცაა ასეთი მე არც მახსოვს ფიზიკურად ფული აღარ ბრუნავს ქვეყანაში.

* * *
ჩაკრულო
ტრადიციულ კვებაზე რუსულამ აჯობაsad.gif

რა მჭიდროდ ყავთ მაგ ფოტოში ბურვაკები?! კანალიზაცია როგორ იყო მოწყობილი?


Posted by: ჩაკრულო 1 Feb 2018, 23:39
kaxaberski66
QUOTE
ისა და, რომ დაბრუნდები მოგვიყევი რამე მაგათ სოფლის საქმეებზე.

რაღა მოვყვე რაა, მეღორეობის მექაში ვარ ფაქტიურად smile.gif)

30 მილიონი ღორი ყავთ და კიდე ფერმებს აშენებენ ეს ოხრები smile.gif

ხო, დღეს კილოგრამი ცოცხალი წონა 1.07 ევრო ღირდა, გუშინ 1.10 ევრო smile.gif

vano22
საკმაოდ მჭირდროდ ყავდათ კი ბატონო, მაგრამ არც ისე რომ პრობლემები ქონოდათ. კანალიზაცია კი ყველგან ფერმის ქვეშ რო კანალიზაციაა ისეა მოწყობილი smile.gif

Posted by: ghost471 2 Feb 2018, 00:21
ჩაკრულო
შური მკლააამს ძიაა biggrin.gif მაიტა ეგე იმაი აქეთ რო იყურება იტაცე ყურში ხელი გამაათრიე biggrin.gif
* * *
Geo313136
არ აჩქარდე მეთქი მეგობარო არაა ისეთი საქმე რო უცოდინარ კაცს ფული აშოვნინოს. თორე კონკურენტად კი არ აღგიქვავ და იდეას კი არ გიკლავ smile.gif

Posted by: ჩაკრულო 2 Feb 2018, 02:16
user posted imageghost471
ამაი იწუნეფფ?!:))

Posted by: tamashi 2 Feb 2018, 10:33
სალამი ბიჭები.
პრემიქსი მინდა ვაჭამო ერთ გოჭს და შედეგის ნახვა მინდა. სხვაობას დავადარებ და ფასის სხვაობის შედარებაც მინდა.
როგორ დავიწყო ეს საქმე? პრემიქსი გაზავებული ვიყიდო თუ ბიოდანამატები ვიყიდო და ისინი ჩავამატო საკვებში?
2 თვის გოჭია 18-19 კილო.

Posted by: ghost471 2 Feb 2018, 13:42
ჩაკრულო
Ege eg aqet miwunebs biggrin.gif

Posted by: yamaha xjr1200 3 Feb 2018, 07:39
ესეგი ტრადიციულ მამაპაპურ კვებაზე (მაგ. პური,იონჯა,პამოი,შროტი და ასე შემდეგ ) რუსული ღორი აჯობებს საბეკონეს???

* * *
რა პლიუს მინუსები გააჩნიათ რუსულ და საბეკონე ჯიშებს???

Posted by: vano22 3 Feb 2018, 11:22
yamaha xjr1200 ჩემ ხელში რუსულამ აჯობა. საბეკონე დაგვაჯული და გამხდარი დარჩა რუსულა გაიზარდა და გასუქდა. არ ვიცი რის ბრალია მაგრამ საბეკონეს თუ პრემიქსს და დანამატებს არ აჭმევ, სრულად კარგავს თავის ჯიშობრივ მახასიათებლებს.

ინტენსიურ კვებაზე კი საბეკონე ბევრად კარგად იმატებს ვიდრე რუსულა.

Posted by: ucxo777 3 Feb 2018, 11:45
QUOTE
ქათამში შეგიძლია 25 სანტიმეტრი, ძროხაში 30-40 სანტიმეტრი, მაგრამ ღორში მინიმუმ 50-60 სმ

ყველა ვარიანტში ამოთხრა დაჭირდება მაშინ,პატარა საღორესთვის იოლია მაგრამ დიდ საღორეებს ნამდვილად ვერ ამოვთხრი,სად მაქვს მაგის ნერვები biggrin.gif
კიდევ რა მინდა გკითხო სტარტი დამჭირდება მალე გოჭებისთვის და ეგრევე უნდა დავუყარო მარტო თუ სიმინდ ხორბალში ქერში უნდა გადავურიო?
* * *
ფერმიდან უნდა წამოვიყვანო გოჭები, ყავთ ამერიკული,დანიური და გერმანული დიუროკები,აქედან საკერტედ რომელი აჯობებს თქვენი აზრით?

Posted by: vano22 3 Feb 2018, 21:31
ucxo777 ფოტოები არ გაქ? წამოსაყვანად რომ მიხვალ, გადაუღე დიდ პატარებს ერთი ორი ფოტო რა...

Posted by: ucxo777 3 Feb 2018, 22:12
vano22
სამწუხარდ მე ვერ შევძელი ჩასვლა და მამაჩემი მივგზავნე დავანიშნინე საკერატე და 10 დღეში წამოვიყვან.დედლები გაყიდულია ყველაო მაგრამ 20დან დაყრიანო სხვა დასხვა ჯიშები და შეგვეხმიანეთო. გაოგნებული იყო მამაჩემი ღორები კი არა ბეგემოტები ყავდათო biggrin.gif კერატი ყავდათ ალბათ ნახევარ ტონას იწონიდაო biggrin.gif
https://m.facebook.com/story.php?story_fbid=104963856986579&id=100024188941887
ესაა ვანო fb ს ლინკი,გვერდი აქვთ გახსნილი ფერმის,შეგიძლია გადაათვალიერო. წამოსაყვანად რომ მივალ გადავუღებ სურთებს და დავდებ აქ

Posted by: kaxaberski66 5 Feb 2018, 10:37
vano22
QUOTE
საბეკონე დაგვაჯული და გამხდარი დარჩა რუსულა გაიზარდა და გასუქდა. არ ვიცი რის ბრალია მაგრამ საბეკონეს თუ პრემიქსს და დანამატებს არ აჭმევ, სრულად კარგავს თავის ჯიშობრივ მახასიათებლებს.

საბეკონეს დაგვაჯულობა შესაძლებელია საკვებში პროტეინის უკმარისობამ გამოიწვია.

Posted by: ghost471 5 Feb 2018, 13:43
Nebismieri magal produqtiuli jishi vevrad momtxovnia sakvebis xarisxze vidre endemuri jishebi

Posted by: vano22 5 Feb 2018, 21:09
kaxaberski66
ხო უპრემიქსოდ ამის გაზრდა ზღაპარია.. ფიზიკურად ვერ აკმაყოფილებს ქერი სიმინდი და ხორბალი.


ucxo777
წარმატებები კარგი კერატი ძაან დიდი პლიუსია მეღორეობაში..

გადავხედავ მაგ გვერდს ეხლავეsmile.gif


აგერ ყოფილა ფოტოებიbiggrin.gif. აღარ შეწუხდე გადაღებაზე.

კარგი ჯიშები ყოლიათ მომეწონაsmile.gif

Posted by: ჩაკრულო 5 Feb 2018, 23:25
user posted image

ნახეთ როგორი ჰომოგენური ღორებია
ყველას თანაბარი ზრდა აქვთ

Posted by: vano22 6 Feb 2018, 00:42
ჩაკრულო
თანაბარი ზრდა და გაქანებული რახიტიbiggrin.gif.




შენ გეცოდინება, რამდენად შეუძლია ცუდად დაბალანსებულ ქარხნულ პრემიქსს რომ საქონელს და ფრინველს ღვიძლი დაუშალოს? ვფიქრობ ზოგიერთი ფირმის პრემიქსი დაბალანსებული სრულფასოვანი საკვები კი არა ზედოზირებულად გამოყენებული ვიტამინ მინერალების და არანორმალურად დიდი დოზით პროტეინის კერძოდ სოიოს ნარევია რაც მართალია ზრდაში სწრაფ შედეგს იძლევა მაგრამ ორგანიზმს ანადგურებს.. და ბოლოს რამდენად უსაფრთხოა ამ ვიტამინებით გაჭყეპილი ხორცის ჭამა?

Posted by: ჩაკრულო 7 Feb 2018, 11:24
QUOTE (vano22 @ 6 Feb 2018, 00:42 )
ჩაკრულო
თანაბარი ზრდა და გაქანებული რახიტიbiggrin.gif.




შენ გეცოდინება, რამდენად შეუძლია ცუდად დაბალანსებულ ქარხნულ პრემიქსს რომ საქონელს და ფრინველს ღვიძლი დაუშალოს? ვფიქრობ ზოგიერთი ფირმის პრემიქსი დაბალანსებული სრულფასოვანი საკვები კი არა ზედოზირებულად გამოყენებული ვიტამინ მინერალების და არანორმალურად დიდი დოზით პროტეინის კერძოდ სოიოს ნარევია რაც მართალია ზრდაში სწრაფ შედეგს იძლევა მაგრამ ორგანიზმს ანადგურებს.. და ბოლოს რამდენად უსაფრთხოა ამ ვიტამინებით გაჭყეპილი ხორცის ჭამა?

რა შაატყე ამ პატიოსან ღორებს რახიტისა? smile.gif

რაც შეეხება ცუდად დაბალნსებას, რა თქმა უნდა შეუძლია, და მხოლოდ დაბალნსება არააა შუაში, ინგრედიენტებსაც დიდი მნიშვნელობა აქვს. ანუ მხოლოდ პრემიქსი კი არა, fififiFINAL FEED საც.
არ ვიცი რამდენად გსმენია რეპროდუქტიული ორგანოზების პრობლემებისა იმათთან ვინც ქათმის პრემიქსი გამოიყენა?!

სწრაფი ზრდის მიღება კი მხოლოდ ბევრი სიოს ჩაყრით რო იყოს შესაძლებელი რომ მიიღო, იიფ wink.gif იმდენს ჩავყრიდი რომაა wink.gif) მათ დაბალნსებაა საჭირო, მათ შორის პროტეინებისა ლიზინთან და ცისტიტთან და არა ესე ჰაერზე ჩაყრა smile.gif

ამ ბოლოს რაციონში ტონაში 200 გრამი მეთიონინის გამოყენება მიწევს, და ჭკვა მტკივა გგონია რომ ასე დეტალურად დაბალნსებული მივიღო? smile.gif

ზატო შედეგები თავისას ამბობს fig.gif

Posted by: shuma89 7 Feb 2018, 11:56
ჩაკრულო
ღორების ფერმა გაქვს ხო?
შენი პოსტიდან ისეთები წავიკითხე აშკარად 100%-ით ხარ გაცნობიერებული ამ საქმეში

Posted by: vano22 7 Feb 2018, 17:36
ჩაკრულო
ფეხებზე აშკარა რახიტის ნიშნები აქვთsmile.gif

ჩემ გვერდზე სოფელში 1500 ფრთა ქათამი დაეხოცათ ფერმაში ღვიძლის დაშლის მიზეზით. ერთ ერთი ფაქტორი პრემიქსი მგონია.

ქათმის პრემიქსს ძალიან აქტიურად ხმარობენ მეღორეობაში და ეს რამდენად უსაფრთხოა? როგორც ამბობენ უფრო სწრაფად ზრდის ღორს.

მე ვერა და ვერ ვეღირსე შენი პრემიქსის შეძენას. ეხლა ხომ გააფართოვე წარმოება და არ აპირებ რაიონებში სარეალიზაციოდ ვეტ აფთიაქებში შემოტანას?

Posted by: dvt333 7 Feb 2018, 20:02
vano22
ვანო დედოფლისწყაროსკენ ქერის ფასები როგორაა იცი? 47-48ში იშოვიო და მეცოტავება ეგ ფასი

Posted by: shuma89 7 Feb 2018, 20:48
სიმინდთან ერთად რა საკვები მივცე 50 კგ-იანს?
სიმინდი მაქვს დაღერღილი და იმას ვაძლევ ადუღებულ წყალს დავასხამ და ეგრე მივართმევ ხოლმე, ასე თუ ისე გაუმჯობესებულად სრულფასოვანი საკვებისკენ რო წავიდე რა დანამატებს მირჩევთ?
პრექმიქსები და ასეთები არა სხვა რა მარცვლეული დავუმატო ეგ მაინტერესებს.

Posted by: vixn 7 Feb 2018, 20:50
shuma89
ქერი 50 %. შვრია 30 %, ხორბალი და სიმინდი 10%, კოპტონი 5 %, მარილი, ცარცი 0.5 %.

Posted by: shuma89 8 Feb 2018, 03:20
რამე ცუდად წავიკითხე? სიმინდი მხოლოდ 10 პროცენტი?
და სულ რო დავთვალე პროცენტები 4.5 პროცენტი სად გაქრა? რამე უნდა კიდევ?

Posted by: ჩაკრულო 8 Feb 2018, 11:07
shuma89
QUOTE
ღორების ფერმა გაქვს ხო?

ჯერ ჯერობით არა wink.gif საკვების საწარმო მაქვს, გამოცდილებაც დააგროვა საკმაო smile.gif

vano22
QUOTE
ქათმის პრემიქსს ძალიან აქტიურად ხმარობენ მეღორეობაში და ეს რამდენად უსაფრთხოა? როგორც ამბობენ უფრო სწრაფად ზრდის ღორს.

ვანო ძია წინა პოსტში დავწერე ეგ რატომ არ არის კარგი smile.gif რაც შეეხება სწრაფი ზრდა კი ბატონო შეილება სწრაფად გაზარდოს, მაგრამ: 1) რეპრედუქტიულ ორგანოებს უნგრევს; 2) გემოვნურ თვისებას საშინელებად აქცევს biggrin.gif

dvt333
QUOTE
vano22
ვანო დედოფლისწყაროსკენ ქერის ფასები როგორაა იცი? 47-48ში იშოვიო და მეცოტავება ეგ ფასი

კი, დაახლოებით ეგ ფასებია ახლა, მე აქ ვარ და ვიცი 48 ებში გაიყიდა ამ დღეებში

vano22
QUOTE
მე ვერა და ვერ ვეღირსე შენი პრემიქსის შეძენას. ეხლა ხომ გააფართოვე წარმოება და არ აპირებ რაიონებში სარეალიზაციოდ ვეტ აფთიაქებში შემოტანას?

გადამრევ შენ კაცო smile.gif) გუშინ ქვემო ხოდაშენში 100 კილო გროუერიც კი სახლში მივუტანეთ კლიენტს და რა გახდა იგეთი სადა ცხოვრობ რო შენ ვერ მოგაწოდო ხოლმე? smile.gif მამიკვდეს თავი smile.gif) შენ ოდენ ინებე smile.gif

shuma89
ძიამ გენაცვალოს უხეშად რომ გითხრა მაგ წონისებს პროტეინი ასე 16-17% ის ფარგლებში მაინც უნდა მიაწოდო, ნუ კაი 15 იყოს
მხოლოდ სიმინდში მაქსიმუმ 7.5% გექნება, მაგრამ ენერგია გექნება ძალიან ბევრი smile.gif ხორბალში პროტეინი 11-11.5% გამოდის ძირითადად, შვრია კიდე უფრო ნაკელებია, არ მახსოვს ზუსტად, ქერი 10-10.5% ის ფარგლებში, რაც შეეხება კოპტონს, ჩვენი სამამულო კოპტონი 14-16% ის ფარგლებშია მხოლოდ პროტეინი მაგრამ დიდი რაოენობით ცხიმს, ანუ ენერგიას შეიცავს, ასე რომ სრულფასოვან კვებამდე ჯერ შორი იქნება მაგ რაციონით smile.gif

Posted by: vano22 8 Feb 2018, 13:38
dvt333
ეხლა ცოტა დაიაფებულია 45-47 ში იშოვება.


ჩაკრულო ახმეტაშიsmile.gif 4 ღორი მყავს და ამათ პრემიქსზე როგორ შეგაწუხო მარტო გოჭების გაჩენის წინ ვაჭმევ ხოლმე და მერე გოჭებისთვის მჭირდება ხოლმე სელტეკი. ხო მართლა სელტეკი კიდევ შემოგაქ?

თან მინდა ამ მეღორეობას გავყვე და თან ფეხი უკან მრჩება. ვერა და ვერ გადავწყვიტე ღირს თუ არა ამ საქმის გაგრძელება. შენ ბევრ ფერმასთან გაქ შეხება და როგორი სიტუაციაა ამ სფეროში? რეალიზაციის მხრივ ჩემ რაიონში ძაან ცუდი სიტუაციაა, ფაქტიურად თავის ფასში იყიდება ღორები.. ამას წინათ ტელევიზორში მეცხვარეობაზე შენ ლაპარაკობდი?



Posted by: dvt333 8 Feb 2018, 14:28
ჩაკრულო
vano22
მადლობა.
ჩაკრულო
ფინიშს 25%ანს აწარმოებ?

Posted by: ucxo777 8 Feb 2018, 16:35
რაღაც ხმები მოდის დასავლეთში ღორების ჭირია მოდებულიო და რა ხდება მართლა ასეა? დღეს გავიგე რომ აქეთაც ვიღაცასო მთელი ფერმა გაუწყდაო
ღმერთმა არ ქნას რომ მართალი იყოს

Posted by: vano22 8 Feb 2018, 23:36
ucxo777 კლასიკური ჭირი სულ არის და ბევრსაც ეხოცება აუცრელი ღორები. რისკ ჯგუფში არიან გარეთ გაშვებული და ანტისანიტარიულ გარემოში მყოფი ღორები.

Posted by: ჩაკრულო 9 Feb 2018, 00:08
vano22
QUOTE
ახმეტაში 4 ღორი მყავს და ამათ პრემიქსზე როგორ შეგაწუხო მარტო გოჭების გაჩენის წინ ვაჭმევ ხოლმე და მერე გოჭებისთვის მჭირდება ხოლმე სელტეკი. ხო მართლა სელტეკი კიდევ შემოგაქ?

და რა პრობლემაა? ხან მატანში მიაქვს ხოლმე მანქანას smile.gif ახმეტაში რომელ სოფელში ხარ? ზეგაც მოდის და გამოვუშვებ მაგაზე არ ინაღვლო ხოლმე.

vano22
QUOTE
თან მინდა ამ მეღორეობას გავყვე და თან ფეხი უკან მრჩება. ვერა და ვერ გადავწყვიტე ღირს თუ არა ამ საქმის გაგრძელება. შენ ბევრ ფერმასთან გაქ შეხება და როგორი სიტუაციაა ამ სფეროში? რეალიზაციის მხრივ ჩემ რაიონში ძაან ცუდი სიტუაციაა, ფაქტიურად თავის ფასში იყიდება ღორები..

რანაირად კაცო? 8.5-9 ში ჰყიდიან მანდაურები და ცუდი ფასი რატოა?
ზოგადად რომ იცოდე თვეში 10-12 ათასი ღორი შემოდის საქართველოშ უკრაინიდან და რუსეტიდან დასაკლავ კონდიციაზე მყოფები უკვე, ანუ ეს ნიშნავს რომ ბაზარი ჯერ კიდევ ძალიან დიდია, მათი ღირებულება დაახლობით 8 ლარის ფარგლებშია, ანუ თუ კურსი იგივე შენარჩუნდება 9 ლარზე ნაკლებად არამგონია რომელიმე იმპორტიორმა გაყიდოს, ეს კი ნიშნავს რომ 9 ლარზე ქვემოთ ფასი არ იქნება.

QUOTE
ამას წინათ ტელევიზორში მეცხვარეობაზე შენ ლაპარაკობდი?

კი მე ვიქნებოდი, მეცხვარეობას და მეღორეობას ერთნაირად ვავითარებ smile.gif))))


dvt333
QUOTE
ფინიშს 25%ანს აწარმოებ?

კი ბატონი smile.gif მა რასა შვრები კაცოო
40 ლარი ტომარა, 25 კილოგრმიანი


Posted by: dvt333 9 Feb 2018, 12:00
ჩაკრულო
მოკლედ პრემიქსი მჭირდება მარტო არომატისთვის, ვერანაირად ვერ გადავაჩვიე 1 კვირაა ვანებებინებ თავს და სუ უკან უკან მიდია ვაფშე აღარა ჭამენ, აბა გავასინჯებ შენი პრემიქსის არომატსაც, ოღონდ საგარეჯოში ვარ და აქ არსად იყიდება. ხოო ნუტრიმაქსზე მყავდა და სიმართლე უნდა ითქვას კმაყოფილი ვარ.

Posted by: ჩაკრულო 9 Feb 2018, 13:09
dvt333
საგარეჯოში დისტრიბუციით ჩაგვაქვს ხოლმე, 2 დღის წინ რო მცოდნიყო კაი იქნებოდა, 4100 კგ გამოვუშვი, ნაკრები გრუზი იყოsmile.gif
ხვალე გორში ვუშვებ მანქანას და თუ გინდა რამე მითხარი და გამოვატან და დახვდი გზად

Posted by: dvt333 9 Feb 2018, 18:13
ჩაკრულო
თბილისში არ ყიდი არსად?
ხვალ რაღაცეები მაქ დაგეგმილი და არ ვიცი როგორ მოვახერხებ, მარა მაინც დაახლოებით რომელზე აპირებ გამოშვებას? აქეთ დაახლოებით როდისთვის იქნება?

Posted by: ჩაკრულო 10 Feb 2018, 00:45
dvt333
იზვინი გვიან ვნახე შენი მოწერილი sad.gif
ახლა უკვე დატვრთულია და დილაზე 7 ზე გამოვდივართ, მეც მივყვები მანქანას sad.gif

ორშაბათისკენ დილით ვაპირებ მეთითონ ქალაქში წასვლას და თუ გინდა მაგ დროს გამოგიყოლებ sad.gif

თუ რამეა 599567131 ესაა ჩემი ნომერი და დამეხმიანე

Posted by: dvt333 10 Feb 2018, 10:32
ჩაკრულო
კი ბატონო, შეგეხმიანები

Posted by: shuma89 11 Feb 2018, 00:21
ჩაკრულო
QUOTE
shuma89
ძიამ გენაცვალოს უხეშად რომ გითხრა მაგ წონისებს პროტეინი ასე 16-17% ის ფარგლებში მაინც უნდა მიაწოდო, ნუ კაი 15 იყოს
მხოლოდ სიმინდში მაქსიმუმ 7.5% გექნება, მაგრამ ენერგია გექნება ძალიან ბევრი  ხორბალში პროტეინი 11-11.5% გამოდის ძირითადად, შვრია კიდე უფრო ნაკელებია, არ მახსოვს ზუსტად, ქერი 10-10.5% ის ფარგლებში, რაც შეეხება კოპტონს, ჩვენი სამამულო კოპტონი 14-16% ის ფარგლებშია მხოლოდ პროტეინი მაგრამ დიდი რაოენობით ცხიმს, ანუ ენერგიას შეიცავს, ასე რომ სრულფასოვან კვებამდე ჯერ შორი იქნება მაგ რაციონით



აი ჩამოყალიბებული პასუხი, შენ გაიხარე კარგო ადამიანო.
ერთი უადგილო კითხვა მაქვს კიდევ, იხვების და ქათმების კვებაზეც ხო არ გექნება მსგავსი მონაცემები?
კვერცხის დებაში მოიკოჭლეს ჩემმა იხვებმა, მე კი მინდა რომ ცოტა მეტნი გახდნენ, კვერცხი თუ არ დადეს გაგიკვირდება და ვერ გაიზრდება მათი ეაოდენობა biggrin.gif

იქნებ დამაკვალიანო.

Posted by: ჩაკრულო 11 Feb 2018, 11:00
QUOTE (shuma89 @ 11 Feb 2018, 00:21 )
ჩაკრულო
QUOTE
shuma89
ძიამ გენაცვალოს უხეშად რომ გითხრა მაგ წონისებს პროტეინი ასე 16-17% ის ფარგლებში მაინც უნდა მიაწოდო, ნუ კაი 15 იყოს
მხოლოდ სიმინდში მაქსიმუმ 7.5% გექნება, მაგრამ ენერგია გექნება ძალიან ბევრი  ხორბალში პროტეინი 11-11.5% გამოდის ძირითადად, შვრია კიდე უფრო ნაკელებია, არ მახსოვს ზუსტად, ქერი 10-10.5% ის ფარგლებში, რაც შეეხება კოპტონს, ჩვენი სამამულო კოპტონი 14-16% ის ფარგლებშია მხოლოდ პროტეინი მაგრამ დიდი რაოენობით ცხიმს, ანუ ენერგიას შეიცავს, ასე რომ სრულფასოვან კვებამდე ჯერ შორი იქნება მაგ რაციონით



აი ჩამოყალიბებული პასუხი, შენ გაიხარე კარგო ადამიანო.
ერთი უადგილო კითხვა მაქვს კიდევ, იხვების და ქათმების კვებაზეც ხო არ გექნება მსგავსი მონაცემები?
კვერცხის დებაში მოიკოჭლეს ჩემმა იხვებმა, მე კი მინდა რომ ცოტა მეტნი გახდნენ, კვერცხი თუ არ დადეს გაგიკვირდება და ვერ გაიზრდება მათი ეაოდენობა biggrin.gif

იქნებ დამაკვალიანო.

yes.gif yes.gif yes.gif

გამარჯობას გიძღვნით ქიზიყის მიწიდამ

ქათამი რომელი? მეკვერცული თუ ბროილერი?

იხვებთან არ მქონია შეხება, და არც მაგათი რაციონები მაქვს დამუშავებული. ბროილერს და მეკვერცხულზე ასე თუ ისე რაღაც დონეზე ვართ და ვაწარმოებ კიდეც, ასე რომ მკითხე "kaine problem" - როგორც დიდი მერკელი იტყოდა მაპის მოცემაზე უარის დროს smile.gif

Posted by: shuma89 11 Feb 2018, 23:11
წითელი ბროილერი, ფრანგულ ბროილერსაც ეძახიან მგონი მაგათ.
მათი კვების ამბავი მაინტერესებს, თუ არ ვცდები არც მთლად ხორცის საწარმოებელი ჯიშია და არც კვერცხის 200-230 ცალს დებსო წელიწადში, მგონი არც მეკვერცხულისკენაა მიდრეკილი მთლად.
ახლა მინდა შევიძინო მომავალ კვირაშ დიღმის ინკუბატორიდან ფრანგული ბროილერი და მათი კვებისთვის მინდა შემზადებული ვიყო ასე თუ ისე თეორიული ცოდნით.

Posted by: mister_ibo 12 Feb 2018, 09:51
https://www.mymarket.ge/ka/product/view/11490717/
https://www.mymarket.ge/ka/product/view/11490741/
მოგესალმებით ფორუმელებო..
მოკლედ დიდი გამოცდილების მიღებით გავდივარ ამ საქმიდან, მივემგზავრები საზღვარგარეთ..
კარგი ღორები მყავს, ნახეთ განცხადებები..
დამიკავშირდით ვისაც დაგაინტერესებთ.. ნომერიც არის მითითებული..

Posted by: ucxo777 12 Feb 2018, 13:29
mister_ibo
იმ სადედე ბურვაკებს რამდენად ყიდი ?

Posted by: ChicagoBullls 12 Feb 2018, 14:21
mister_ibo ეგენი კიდე გაიზრდებიან

Posted by: tamashi 12 Feb 2018, 15:48
მოკლედ 1 თვეა დავიწყე ღორების გაზრდა.
ბოლო დროა აცემინებსო მეუბნება სიმამრი. და რა შეიძლება ჭირდეს? მშრალს კვებაზე მყავდა. სიმამრმა გადაიყვანა მოხარშულ კვებაზე.
მეუბნება რომ მშარალს რომ ვაჭმევდითო მტვერი ფილტვებში დაუგროვდათო.
კომუნისტია და ვერ დავაჯერე რომ მშრალზეც შეიძლება გაიზარდოს გოჭი.

მშრალი საკვები რითი ჯობია ამიხსენით რომ მერე მე ავუხსნა მას.

Posted by: ucxo777 12 Feb 2018, 16:49
mister_ibo
იმ სადედე ბურვაკებს რამდენად ყიდი ?

Posted by: dvt333 12 Feb 2018, 19:58
tamashi
ფილტვის ჭიამაც იცის, და დაამუშავე, გამოირიცხება ეგ ყოველშემთხვევაში, ისე გაციებაც არაა გამორიცხული და რა თქმა უნდა მშრალი საკვებიც იწვევს, უპირატესობას რაც შეეხება ნაკლებად საწვალებელია, სველისგან განსხვავებით არ მჟავდება, პატარა კუჭს იკეთებს(ესეც გააჩნია რისთვის სასუქისთვის კარგია მარა დედისთვის არ ვარგა), მოკლედ თუ დასაკლავად გინდა მშრალი ჯობია და თუ სანაშენედ იტოვებ სველი.

Posted by: tamashi 12 Feb 2018, 21:19
dvt333
აცრები გაკეთებული მაქვს 2 კვირის უკან. რამე აცრები კიდევ დავუმატო?
ანუ სველი კვება მშრალისგან განსხვავებით , ნაკლებად მოიმატებენ წონაში? დასაკლავად არ მჭირდება ესენი გასამრავლებად მყავს ლანდრასები.

Posted by: shuma89 13 Feb 2018, 00:11
QUOTE (ჩაკრულო @ 11 Feb 2018, 11:00 )
QUOTE (shuma89 @ 11 Feb 2018, 00:21 )
ჩაკრულო
QUOTE
shuma89
ძიამ გენაცვალოს უხეშად რომ გითხრა მაგ წონისებს პროტეინი ასე 16-17% ის ფარგლებში მაინც უნდა მიაწოდო, ნუ კაი 15 იყოს
მხოლოდ სიმინდში მაქსიმუმ 7.5% გექნება, მაგრამ ენერგია გექნება ძალიან ბევრი  ხორბალში პროტეინი 11-11.5% გამოდის ძირითადად, შვრია კიდე უფრო ნაკელებია, არ მახსოვს ზუსტად, ქერი 10-10.5% ის ფარგლებში, რაც შეეხება კოპტონს, ჩვენი სამამულო კოპტონი 14-16% ის ფარგლებშია მხოლოდ პროტეინი მაგრამ დიდი რაოენობით ცხიმს, ანუ ენერგიას შეიცავს, ასე რომ სრულფასოვან კვებამდე ჯერ შორი იქნება მაგ რაციონით



აი ჩამოყალიბებული პასუხი, შენ გაიხარე კარგო ადამიანო.
ერთი უადგილო კითხვა მაქვს კიდევ, იხვების და ქათმების კვებაზეც ხო არ გექნება მსგავსი მონაცემები?
კვერცხის დებაში მოიკოჭლეს ჩემმა იხვებმა, მე კი მინდა რომ ცოტა მეტნი გახდნენ, კვერცხი თუ არ დადეს გაგიკვირდება და ვერ გაიზრდება მათი ეაოდენობა biggrin.gif

იქნებ დამაკვალიანო.

yes.gif yes.gif yes.gif

გამარჯობას გიძღვნით ქიზიყის მიწიდამ

ქათამი რომელი? მეკვერცული თუ ბროილერი?

იხვებთან არ მქონია შეხება, და არც მაგათი რაციონები მაქვს დამუშავებული. ბროილერს და მეკვერცხულზე ასე თუ ისე რაღაც დონეზე ვართ და ვაწარმოებ კიდეც, ასე რომ მკითხე "kaine problem" - როგორც დიდი მერკელი იტყოდა მაპის მოცემაზე უარის დროს smile.gif

წითელი ბროილერი, ფრანგულ ბროილერსაც ეძახიან მგონი მაგათ.
მათი კვების ამბავი მაინტერესებს, თუ არ ვცდები არც მთლად ხორცის საწარმოებელი ჯიშია და არც კვერცხის 200-230 ცალს დებსო წელიწადში, მგონი არც მეკვერცხულისკენაა მიდრეკილი მთლად.
ახლა მინდა შევიძინო მომავალ კვირაშ დიღმის ინკუბატორიდან ფრანგული ბროილერი და მათი კვებისთვის მინდა შემზადებული ვიყო ასე თუ ისე თეორიული ცოდნით.

Posted by: ghost471 13 Feb 2018, 00:19
shuma89
მე მყაავს ეგენი და მაგარი პრეტენზიული ჯიშია ჩვეულებრივ სოფლის ქათამთან შედარებით. სულ პრემიქსით გავზარდე + წყალში ხსნად ვიტამინებს ვაძლევდი ინტროჩიკს.

Posted by: dvt333 13 Feb 2018, 12:05
tamashi
საერთოდ ჭიაზე დამუშავება ორჯერ ხდება ხოლმე ზუსტად 2 კვირის განმავლობაში, განსაკუთრებით როცა საქმე ფილტვს ეხება კვერცხი რჩება ფილტვში ყველა ვარიანტში და მეორედ რო იცრება უკვე სუ თავისუფლდება.
კვებას რაც შეეხება მაგაზე ზუსტად ნაღდად ვერ გიპასუხებ რომელზე უკეთ მოიმატებენ, როგორც დავწერე მშრალი ნაკლებად საწვალებელია და არ ამჟავდება სველისგან განსხვავებით, მარა ცემინებას იწვევს, თან კიდე პრემიქსებზე ყოველთვის წერია რო მშრალი სახით უნდა მიეცეს და მაინც რა ახსნაა სიმართლე გითხრა არ ვიცი მარა აქ არი ხალხი რომელიც ალბათ უფრო ზუსტად გიპასუხებს

Posted by: tamashi 15 Feb 2018, 10:23
dvt333
რაზე ავცრა ეხლა? ვეტ აფთიაქში რო ვყიდულობდი არ უთქვიათ რომ კიდევ მომიწევს აცრა.
გთხოვ მომწერე რა წამალია საჭირო ასაცრელად.
წინაზე წითელი ქარი და ჭირი თუ რაღაცაზე მქონდა აცრილი. არ მახსოვს სახელები.

Posted by: dvt333 15 Feb 2018, 10:54
tamashi
ჭიაზე თუ არ აგიცრია უნდა აცრა აუცილებლად და თუ ერთხელ აცერი რო გაუმეორო ჯობია, წამალს კი გეტყვიან თითონ მე ლევამიზოლს ვუკეთებ ხოლმე 2ჯერ 2 კვირის შუალედში
* * *
ხორცის საქმე ძაან ჩაწვა თუ ჩემთანაა მარტო ასე??

Posted by: ghost471 15 Feb 2018, 17:51
dvt333
Sagarejoshiac egrea. Marxvis gamo.
tamashi
Tu cbirze da witel qarzd daamushave acale erti kvira mag vaqcinaciis shemdeg da levamizolit an btovalrvamizolit daamushave chiaze dilit uzmozze at kiloze erti grami midis da damushavebidan or saatshi achame. Ori kviris shemdeg gaumeore.

Posted by: dvt333 15 Feb 2018, 19:44
ghost471
მეც საგარეჯოზე ვამბობ biggrin.gif

Posted by: ghost471 15 Feb 2018, 19:50
[b]dvt33
ჩემი მიწა წყლისა ყოფილხარ biggrin.gif

Posted by: kaxaberski66 15 Feb 2018, 23:35
QUOTE
ghost471
მეც საგარეჯოზე ვამბობ

QUOTE
[b]dvt33
ჩემი მიწა წყლისა ყოფილხარ

გაეჯერებოო. გაგიმარჯოთ. მოკითხვა ქიზიყელებისგანა.

Posted by: ჩაკრულო 16 Feb 2018, 00:05
kaxaberski66
QUOTE
მოკითხვა ქიზიყელებისგანა.

შენც ქიზიყელი ხარ კაცო? smile.gif


Posted by: kaxaberski66 16 Feb 2018, 08:59
ჩაკრულო
ქიზიყელი ვარ მაშა. ჯუგაანელი ვარ.

Posted by: ghost471 16 Feb 2018, 09:40
Bjou ra su erti miwawylisebi shaviyarenit biggrin.gif

Posted by: nipara 16 Feb 2018, 09:45
ქიზიყელებო, კაი სამწვადეს თბილიში სად ვიყიდი? smile.gif))

Posted by: kaxaberski66 16 Feb 2018, 14:28
ყველგან ერთნაირი ხორცი იყიდება. მწვადს რომ წვავ ხორცს სუნი აღარ აქვს.

Posted by: dvt333 16 Feb 2018, 16:09
[QUOTE=kaxaberski66,15 Feb 2018, 23:35 ] [QUOTE]ghost471
მეც საგარეჯოზე ვამბობ[/QUOTE]
[QUOTE][b]dvt33
ჩემი მიწა წყლისა ყოფილხარ[/QUOTE]
გაეჯერებოო. გაგიმარჯოთ. მოკითხვა ქიზიყელებისგანა.


მოკითხვა ქიზიყს, ფესვები მაქედან მოდის ჩემიც

Posted by: shuma89 16 Feb 2018, 19:08
ჩაკრულო
წითელი ბროილერი, ფრანგულ ბროილერსაც ეძახიან მგონი მაგათ.
მათი კვების ამბავი მაინტერესებს, თუ არ ვცდები არც მთლად ხორცის საწარმოებელი ჯიშია და არც კვერცხის 200-230 ცალს დებსო წელიწადში, მგონი არც მეკვერცხულისკენაა მიდრეკილი მთლად.
ახლა მინდა შევიძინო მომავალ კვირაშ დიღმის ინკუბატორიდან ფრანგული ბროილერი და მათი კვებისთვის მინდა შემზადებული ვიყო ასე თუ ისე თეორიული ცოდნით.

წითელი ბროილერის კვების რაციონზე გინდოდა გეთქვა ჩემთვის smile.gif ვიციო და იქნებ გამანდო smile.gif
მადლობელი დავრჩები

Posted by: kaxaberski66 16 Feb 2018, 21:42
dvt333
QUOTE
მოკითხვა ქიზიყს, ფესვები მაქედან მოდის ჩემიც

რა ვიცი სეპარატიზმში არ ჩამოგვართვან.
ყოფილი ინაველა, ნატაშა, კობა და კიდევ სხვებიც მაქედან არიან.
ერთხელ ერთი კარგი მრავალჟამიერი არის გასაკეთებელი.
QUOTE
წითელი ბროილერი, ფრანგულ ბროილერსაც ეძახიან მგონი მაგათ.

shuma89
ეგ წითელი ბროილერი კოდაში იყიდება. კვებაზეც იქვე შეეკითხები. წიწილების ყიდვა ადრეა. ცივა ჯერ და დაგეხოცება.

Posted by: shuma89 16 Feb 2018, 23:26
kaxaberski66
QUOTE
წიწილების ყიდვა ადრეა

ამაში ვერ დაგეთანხმები
QUOTE
ცივა ჯერ და დაგეხოცება

და ვერც ამაში smile.gif
მაგათთვის ისეთი ანგელოზივით თბილი ადგილი მაქვს როოო , , ,
ლამისაა მეც იქ გადავიდე smile.gif
მოკლედ კაჩიგარია ავაშენე ცალკე ოთახად პლოშადის ქვეშ, განიავების საშუალება არის ძალიან კარგი, გათბობაზე კიდევ ცენტრალური გათბობის ქვაბი მიდგას იქ ოთახში და გემრიელი რადიატორიც, ახლახან მიმდინარეობს ცდები ამ რადიატორის ჩამკეტი ონკანის ელექტრონული მართვის თაობაზე smile.gif ანუ ნებისმიერ მითითებულ ტემპერატურაზე 40 გრადუსის ქვემოთ შეძლებს დაარეგულიროს ტემპერატურა.
ვეტყვი 30 გრადუსი მინდათქო და გააკეთებს, ვენტილაციის ავტომატიზებაზე ვცდილობდი მაგრამ ვერ გაქაჩა ჩემმა ტვინმა smile.gif რაც გამომდის იმითაც მაგარი გახარებული ვარ smile.gif
50 წიწილს და სავარაუდოდ ამდენივე იხვს ერთმანეთისგან განცალკევებულად შევძლებ შევინახო ამ ოთახში. ალბათ 3 კვირით, მერე მეორე ეტაპისთვის მეორე ვარიანტი მაქვს გაცილებით დიდი, თითქმის იგივე პირობებით აღჭურვილი (თითქმის) იქ 20 გრადუსამდე დავიჭერ მეტს ვერა, თუნდაც გარეთ 0 გრადუსი იყოს.


წითელ ბროილერზე სხვა თემაში დავპოსტავ აქ ვაოფებ და არ არის კარგი ნამდვილად.


Posted by: dvt333 17 Feb 2018, 11:50
ბიჭებო კერატის ფეხზე გაყიდვის ვარიანტები თუ არი ხოლმე ხო არ იცით? ძაან კაი ჯიშის მყავს და საკმაოდ აქტიური, მენანება დასაკოდად

https://www.mymarket.ge/ka/product/view/11508532/
* * *
-------------------------------------

Posted by: kaxaberski66 18 Feb 2018, 01:00
dvt333
კერატის გაყიდვა ცოტა გაგიჭირდება. საქონელში უფრო იოლია თუ რეალური ფასია.
მაგ მარკეტზე გიწერია რომ ორი სისხლისაა. ვისაც რამე გენეიკაში ესმის, პას.
თუ შეკითხვა გექნება დანარჩენს მერე გეტყვი.

Posted by: dvt333 18 Feb 2018, 11:39
QUOTE
მაგ მარკეტზე გიწერია რომ ორი სისხლისაა. ვისაც რამე გენეიკაში ესმის, პას.

რატო? რაც იყო ის დავწერე. გასაგებია რო კერატი სუფთა ჯიშის უკეთესია

გუშინვე გავყიდე მართალია მაგ ფასად არა მარა ეხლა არც დაკოდვა გამოდიოდა და ვეღარანაირად ვიტოვებდი, თან რო ვიკითხე მაგის ხორცს 7.5 ზე მეტად ვერ გაყიდიო და რავი ცუდი სიტუაციაა ძაან ჩემკენ ხორცის გასაღების მხრივ

Posted by: ghost471 18 Feb 2018, 17:26
dvt333
Saqartveloshi arc keratia sufta sisxlis da arc nezvebi yvela najvaria ori sami jishis. Sufta sisxlis sakerate rom chamoiyvano 25 kilo cocxali masit 4000 euro unda daaxloebit fasi genetikidan gamomdinarea. Fexze dznelia gayidva motxovnaa dabali. Wona ra iqneba fexze daaxloebit?

Posted by: dvt333 18 Feb 2018, 18:27
ghost471
150-160 კილო ყოველშმთხვევაში ცხრილის მიხედვით მასეა, 7 თვის გახდა 15ში, რო დაკოდოო 7.5ზე მეტს არავინ მოგცემსო, კაროჩე ზარალია რა, არა და ბებერი ეგ არაა და საბეკონეა და რავი სიტყვაზე 9 თვის ღორში 8 ლარი მაინც არ უნდა მოგცენ ხორცში?! მაკეს გაყიდვა შეილება ხო უფრო?

Posted by: ghost471 18 Feb 2018, 19:06
dvt333
Dzaan namushevariaa? Unda mogcen, 9 unda mogcen mara is vachrebi mase ar fiqroben smile.gif makeebis gayidva bevrad iolia da kai fasebshic gadis.

Posted by: kaxaberski66 18 Feb 2018, 19:27

Posted by: dvt333 18 Feb 2018, 20:44
ghost471
არა ძაან ნამუშევარი როგორ იქნება 7 თვისაა, 3 ღორთან მივუშვი. სუ გულს ამიცრუვებენ ხოლმე 7.5 რა უბედურებაა ჯანსაღ ხორცში. მაკეს გაყიდვაზეც ვფიქრობ არ მაქ ადგილი და აღარ ვიცი რა ვუყო, ერთიმყავ ძაან მაგარი რამეა ჰიბრიდი რა თქმა უნდა მარა მაინც, ხორცი 100+ ააქ დათვივითაა კოჭებიდანვე ხორცი ეწყება იმდენად მსხვილია, ისიც 7თვისაა სუფთა საბეკონე, 1000 ლარს ანმომცემენ ან არა და მაგაზე ნაკლებად კიდე პრინციპულად არ გავყიდი

Posted by: shuma89 18 Feb 2018, 23:28
იმერეთისკენ არავინ ხართ მეღორეობის ამბავში გაცნობიერებული ფორუმელი?

Posted by: ghost471 19 Feb 2018, 01:43
dvt333
არა არც გაყიდო ეგ ფასი მიზერია თუ მართლა კაი რამეა. კერატი აღარ ამუშაო და ისე დადე განცხადება მაიმარკეტზე და მერე დაკოდე და ისე გაყიდე. ერთი კია ჩვენ მხარეს ეხლა გაჭირდება დიდი წონის გაყიდვა რთვლობამდე. საგარეჯოელი ხარ ხოო შეენც მე ნინოწმინდელი ვარ ნიკუშა მქვია ვერ ვიცნობთ ერთმანეთს?

Posted by: dvt333 19 Feb 2018, 13:16
ghost471
სიმართლე გითხრა ნინოწმინდასთან არ მაქ ახლო შეხება და არამგონია გიცნობდე, მარა მოგვიწევს გაცნობა მემგონი. კოლეგები გამოვდივართ ბოლო ბოლო. biggrin.gif biggrin.gif

Posted by: ჩაკრულო 19 Feb 2018, 21:14
shuma89
ბოდიში ვერ გპასუხობ

ახლაც დუბაიში ვარ გამოფენაზე და ტელეფონით ნუ მაწკაპუნებინებ რა ძმურად smile.gif)

რო ჩამოალ რაც მაქვს ბროილერებზე მოგაწვდი საჯაროდ smile.gif)

Posted by: ghost471 19 Feb 2018, 21:50
dvt333
ბოლო-ბოლო ან შენი გოჭი გახდება ცუდად ან ჩემი და უსულადს ხო არ მოვკლავთ biggrin.gif

Posted by: shuma89 20 Feb 2018, 00:06
ჩაკრულო
კარგი, მადლობა წინასწარ.

Posted by: dvt333 23 Feb 2018, 15:25
თვის და 1კვირის მაკე ღორს ვიზუალურად უნდა ეტყობოდეს მაკეობა? ერთი ძალიან გამსხვილდა და ერთს თითქმის არაფაერი ეტყყობა ახურებით კი აღარ ხურდება უკვე მეორედ უწევდა. ან მუცლის გაზრდა პირდაპირ კავშირშია თუ არა ნაყოფიერებასთან იქნება ვინმე მითხრათ საუბარია 40დღის დღის მაკეებზე

Posted by: ghost471 23 Feb 2018, 16:04
dvt333
Zogi gori adre ityobs mucels zogi gvian. Ra tqma unda rac ufrk didi muceli aqvs nishnavs ro an bevri yavs an msxvili gochi. Isic xdeba muceli patara aqvs mara gochi blomat moyavs imis xarjze ro wvrili gochi yavs. Me shemtxveva mqonda rk 28 ricxvshi unda daeyara saaxalwlot da 25 araferi etyoboda vachars davureke saaxalwlod unda damekvlevinebina mara 28 dilit muceli sheityo da 30 daagdo 3 cali. Arada magis win 22 daagdo da pirvelat 12. Tvis da erti kvirisas tu ar etyoba ar inerviulo.

Posted by: dvt333 23 Feb 2018, 19:17
ghost471
აჰა გასაგებია მადლობა, უბრალოდ გამიკვირდა 1ს ძაან დაეტყო და მეთქი რა შეილება იყოს თქო. დაკვლაზე ვფიქრობდი უკვე

Posted by: ghost471 23 Feb 2018, 20:13
dvt333
არა ჯერ ნაადრევია მაგაზე ფიქრი smile.gif ბევრი პრობლემა არის ამ სფეროში მე დამწყები ვიყავი და მაშინ ჩემსას დაემართა ცრუ მაკეობა ცური ეტყობოდა მარა არ დაყარა და 4 თვე ტყუილად მყავდა. ამ 4 თვის მანძილზე არც ახურდა არც არაფერი მარა დაყრის დრო რო მოუვიდა მის შემდეგ ორ კვირაში ახურდა.

Posted by: dvt333 23 Feb 2018, 21:05
ghost471
აი მაგის მეშინია ზუსტად რო ტყუილა არ ველოდო, ეხო კია მარა რავი მე ბევრი ვიცი ვიზეც შეცდომთ უთხრეს მაკეაო და ეგეც ხარჯია კაროჩე რო ვაკვირდები არ ღირს ღორისთვის ხელის მოკიდება, ეხლა ერთი ასკილოიანი მყავ და დაკვლას ვაპირებ, უკვე მეშინია როგორ უნდა გავყიდო, ყველა ყასაბი იმას გაიძახის ვეღარ ვყიდით ვაფშეო, ტიპებმა ყოველ 50 მეტრში მაღაზიები ჩადგეს და აბა რა ეგონათ

Posted by: ghost471 23 Feb 2018, 22:11
dvt333
მათ შორის ერთი მე ვარ ორჯერ გავაკეთებინე ეხო ორივეჯერ 95% მაკეაო მარა პუსტა-პუსტა გამოდგა smile.gif დურიშვილმა ვერ გავყიდიოო? ყველაზე ნაღდი ეგ არი.

Posted by: kaxaberski66 24 Feb 2018, 00:57
QUOTE
თვის და 1კვირის მაკე ღორს ვიზუალურად უნდა ეტყობოდეს მაკეობა?

QUOTE
Me shemtxveva mqonda rk 28 ricxvshi unda daeyara saaxalwlot da 25 araferi etyoboda vachars davureke saaxalwlod unda damekvlevinebina mara 28 dilit muceli sheityo da 30 daagdo 3 cali

QUOTE
მათ შორის ერთი მე ვარ ორჯერ გავაკეთებინე ეხო ორივეჯერ 95%

კაცო, გადამრევთ გადამრევთ გადამრევთ
მაკეობა და მითუმეტეს დაყრის წინა პერიოდი მარტო მუცელზე ხომ არ ეტყობა.
ქცევას დაუკვირდით. ბოლოს და ბოლოს საფსმურზე მაინც შეხედეთ.
თუ გრცხვენიათ და არ უყურებთ.
და კიდევ. კერატს და ნეზვს ღამე ერთად ნუ ამყოფებთ. დღისით თუ გაიკეშება დაინახავთ და ათვლას დაიწყებთ.
რავა ყველაფერი ჩემი საკეთებელია კაცო! biggrin.gif

Posted by: ghost471 24 Feb 2018, 02:26
kaxaberski66
დზიააა ხამი არა ვარ ამ საქმისა და იმიტომ მოვყევი რო ჩემთვის ეს შემთხვევა "საოცრება" იყო biggrin.gif ან ვინა თქვა რო ღამე იქ დავტოვეო რათ უნდა იქ დატოვება რაა თუ მარტოები არ იქნებიან სანთლის შუქზე დედალი დაიმორცვებს და ეტყვის გაწიე ნუ მანახებო თუ რა არი biggrin.gif საფსმურზე შეხედვა მრცხვენია კი არა რო უჭირს ხელით ვაძრობ ხოლმე გოჭებს მარა ისიც რო არ ეტყობოდა და სამმა კაცმა რო სხვამა ნახა და ვერც იმათ შეატყეს ის გამიკვირდა უფრო მეტად smile.gif

Posted by: dvt333 24 Feb 2018, 11:11
ghost471
QUOTE
დურიშვილმა ვერ გავყიდიოო? ყველაზე ნაღდი ეგ არი

ხო დურიშვილი ყველაზე ნაღდია, ყიდვაშიც და გაყიდვაშიც, მარა 1 კვირის წინ ეგეც იძახდა ძაან გაჭირდაო, არი კიდე 1 ვარიანტი ბოინში, ჯერ იმას ვცდილობ რო სახლშივე დავკლა, მეზარება რა მაგასთან ჯაჯგური და მანქანაზე დასმა, თორე საბოინე ვარიანტები არი რაღაც რაღაცეები


Posted by: ghost471 24 Feb 2018, 11:36
dvt333
Xoo saxlshi jobia arc boini gagwewavs plius dakvlis processhive fiwigs daagdeb nakverchxalze, aryit wasulebs gaixseneb cocxlebs adgegrdzeleb da saqmec gamova smile.gif

Posted by: dvt333 24 Feb 2018, 16:47
ghost471
აბა აბა yes.gif

Posted by: mesxi85 27 Feb 2018, 10:26
მოგესალმებით მეგობრებო.თითქმის სულ გადავიკითხე თქვენი პოსტები და მიხარია ერთმანეთს გამოცდილებას რო უზიარებთ. მოკლედ გადავწყვიტე ძალები მომესინჯა სოფლის მეურნეობაში ხო და ღორების პატარა ფერმა გავაკეთე .ბაქერიაზე მყავს პირუტყვი თავს გრძნობენ ძალიან კომორულად.თუ ვინმეს გაინტრესებთ შემიძლია აგიხსნათ რა და როგორ. ახლა რაში მჭირდება თქვენი დახმარება.ახალ დაბადებულ გოჭს როგორ ამუშავებთ .რა ვიტამნს უკეთებთ .დედის კვების პარალელურად როდიდამ იწყებთ დამატებით გამოკვებას.ჩემსას 16ყავდა 2მოკვდა მალევე ახლა არიან 30დღისანები ზოგი 12კილოა რამოდენიმე ჩამორჩა ზრდაში და 6 კილომდე დზლივს ავიდნენ.იქნებ ვინმემ დაწეროს რა პროცედურებია საჭირო გოჭების დასამუშავებლად ზრდაში ჩამორჩენა რო ავირიდოთ თავიდან .

Posted by: vixn 27 Feb 2018, 12:38
mesxi85
iko-iko ს მიაკითხე, ან ვანოს და სხვებმაც იციან ეს საქმე.

Posted by: ghost471 27 Feb 2018, 14:55
mesxi85
პირველ რიგში მაგათ "ნიტამინი'' გაუკეთე. ADE3C ეს ვიტამინები ჭირდებათ. სამომავლოდ იცოდე რო მესამე დღიდან რკინავიტამინები ჭირდება. მე მაგ ვიტამინებს სამჯერ ვუკეთებ. გოჭი იბადება სისხლნაკლული და ნორმალური ზრდისტვის ჭირდება რკინა, კობალტი და B ჯგუფის ვიტამინები. ამ ვიტამინებს სამჯერ ვუკეტებ სანამ ავსხლიტავ დედას. მაგის გარდა რაც ცჰამოვთვალე ADE3C ესენიც აუცილებელია. წყალში ხსნად ც ვიტამინსაც თუ მისცემ უკეთესია ც ვიტამინი მჟავიანობას აწევს და კუჭის აშლილობისთვისაც კაი პროფელაკტიკისთვის ერთი კვირა რო მისცე კაი+ მადას უზრდის. საკვები პრესტარტერი ერტი კვირიდან დაუდგი და თავიდან ხელით ჩაუტენე პირში უფრო ადვილად ისწავლიან ჭამას. ჩამორჩენა გოჭებს შორის გენეტიკის ბრალიც შეიძლება იყოს. თუ რამე შეკითხვა გაქვს სიამოვნებით დაგეხმარები ჩემი ცოდნის ფარგლებში smile.gif

Posted by: mesxi85 28 Feb 2018, 19:01
შენ გაგახარებს ღმერთი ,მადლობა ძმაო. მაგაას აუცილებლაად ვიყიდი და გავუკეთებ.დღეს დილით გავუკეთე კატოზილი გრამ ნახევრები. მიქეს კაიაა ძაანოო ნიამინსაც მივაშველეებ შენი რჩევით და ც ვიტამმსაც დავუდავ ერთი კვირა .
მარტის 10 ისთვის ველოდები ახალ გოჭებს და აუცილებლაად გავკეთებ რკნავიტამინებს მესამე დღეს რო დავიწყებ რა პერიოდებში უნდა გავკეთო დანარჩემი 2? და რამდენი გამი?

Posted by: ghost471 28 Feb 2018, 20:27
mesxi85
მე პირადად სამი დგისასაც 1 გრამს ვუკეთებ მარა ვეტები 0,5 გვეუბნებიან. ვერ გირჩევ შენც მასე ქენითქო. მე ვუკეთებ მესამე მეთერთმეტე და ოცდამეერთე დღეს და 28 დღის ასაკში ვაშორებ გოჭებს. პრესტარტერს 8-10 დღიდან ვცდილობ მივაჩვიო

Posted by: romka 28 Feb 2018, 21:48
გამარჯობათ გოჭს რომ პრემიქსი აჭამო 3 თვეში თუ არის შესაძლებელი ავიდეს 90 კილომდე?

Posted by: dvt333 28 Feb 2018, 21:56
romka
პრემიქსითაც ვერ ავა 90 კილოზე 3 თვისა

Posted by: romka 28 Feb 2018, 22:54
dvt333
აბა რით უნდა გამოკვებო რომ მალე მიიღოს წონამატი

Posted by: ghost471 28 Feb 2018, 23:48
romka
კარგ წონამატად ითვლება დაბადებიდან 5-5,5 თვეში 80კგ ხორცი (ჩვენს პირობებში) სამი თვე არის 90 დღე და გამოდის დღეში კილო ხორცი უნდა მოიმატოს რაც ცოცხალ წონაში 1,3 კგ არის დაახლოებით smile.gif

Posted by: dvt333 28 Feb 2018, 23:57
romka
რითაც გინდა კვებო 3 თვისა 90 კილომდე ვერ ავა, თუ რაიმე განსაკუთრებულ შემთხვევასთან არ გვაქ საქმე, მე რამდენადაც ვიცი არამარტო საქართველოსთვის ზოგადად არარეალურია ეგ შედეგი. პრემიქსით უნდა კვებო სწრაფი მატებისთვის და მაგ შემთხვევაში თუ ჯიშმა და პირობებმა ხელი შეუწყო მაქსიმუმ70 კილომდე ავიდეს ცოცხალი

Posted by: romka 1 Mar 2018, 07:52
ghost471
dvt333
გასაგებია ბიჭებო მადლობა

Posted by: gio7654321 1 Mar 2018, 11:10
გამარჯობა, თუ იცით რაჭული ვიჩინა ფერმაში გაზრდილი ღორის ხორცით ივარგებს? როგორც ვიცი მხოლოდ რაჭაში გაზრდილი ღორებისგან გამოდის რო დადიან მთელი დღე ტყეში

Posted by: mesxi85 1 Mar 2018, 12:13
QUOTE (ghost471 @ 28 Feb 2018, 20:27 )
mesxi85
მე პირადად სამი დგისასაც 1 გრამს ვუკეთებ მარა ვეტები 0,5 გვეუბნებიან. ვერ გირჩევ შენც მასე ქენითქო. მე ვუკეთებ მესამე მეთერთმეტე და ოცდამეერთე დღეს და 28 დღის ასაკში ვაშორებ გოჭებს. პრესტარტერს 8-10 დღიდან ვცდილობ მივაჩვიო

და ყოვრლ ჯერზე ერთი და იგივე დოზას უკეთებ თუ ზრდი დოზას ?
* * *
მეგობრებო ინვენის 25% იან პრემიქსი როგორიაა? ვარგაა?
* * *
კარგი 25პროენიანი პემიქსი რომელია ?
* * *
საკვებ დანამატებზეე რა აზრის ხართ მაგალითად ბორკაზე .ხრიუშაზე?
* * *
ჩემი საკვები მააქ სიმინდი ,ქერს ვიდულობ .იონჯა ჩემი მააქვს და 25პროცენიანი პემიქსით შევაზავო ხოლმე გოჭებისთვის თუ საკბები დანატით?...(50 დღისანები არიან ,25კილოიანი პრესტარტი 3დღე ძლივს ეყოთ) ჩემ საკებით უნდა ჩავანაცვლოო მოკლეედ.

Posted by: ghost471 2 Mar 2018, 03:02
mesxi85
1) 1-1 გრამს ვუკეტებ სუულ
2) მე არ მომწონს ინვეტის პრემიქსი თუმცა დღევანდელ დღეს პიგ მაქსს ჯობია ცჰემი აზრით.
3) მაქსიმალური შედეგისთვის მზა იყიდო ჯობია, თუმცა აქ ''ჩაკრულო'' პოსტავს ხოლმე და იმას ააქვს კაი პრემიქსი.
4) კაი ხარისხის პრემიქსს თუ აჭმევ სხვა დანამატი აღარ ჭირდება.
5) 50 დღისას პრესტარტი კი არა უკვე სტარტზე უნდა იყვნენ წესით

Posted by: dvt333 3 Mar 2018, 16:02
ghost471
ასახურებელი ნემსი რო გავუკეთო უშობელს ააქ რამე აზრი? 3 ჯერ ახურდა და არ მაკულობს, ან კეთდება საერთოდ დაუყრელზე თუ იცი?
?

Posted by: ghost471 3 Mar 2018, 16:30
dvt333
თუ ციკლს არ არღვევს და ხურდება ასახურებელი არ ჭირდება, არის ნემსი რომელიც ნაყოფის დანდობას უწყობს ხეელს და საკვერცხეებს ამწიფებს. ეგ ნემსი გაუკეთე თუ კიდე არ დაინდო ესეიგი საშვილოსნოს პრობლემები აქვს და დასაკლავია.

Posted by: dvt333 3 Mar 2018, 19:13
ghost471
ანუ რა თემაა იცი კერატს არ უჩერდება, საკვერცხეების მომწიფება არი მაგასთან უშუალო კავშირში? თუ ფსიგოლოგიაშია საქმე რავიცი რა უნდა ვეღარ გავიგე, და ეგ ნემსი როდის გავუკეთო?

Posted by: ghost471 3 Mar 2018, 19:26
dvt333
ანუ გარეგნულად ეტყობა რო ახურდა დასიებული აქვს დაწიტლებული მარა კერატს არ უცჰერდება ხოო? თუ ეგრეა ან სხვა კერატი ნახე ან კიდე მეორე უკეტესი ვარიანტია რო უკვე მაკეა. მე მყავდა ეგეთი ღორი მაკე იყო ცჰვეულბრივ უსივდებოდა უწითლდებოდა მარა კერატს არ უჩერდებოდა და თავის დროზე ყრიდა ხოლმე biggrin.gif

Posted by: dvt333 3 Mar 2018, 19:58
ghost471
ვა ნეტა მეორე იყოს მარა მეეჭვება, თან მესამედ დროზე ადრე ახურდა

Posted by: ghost471 4 Mar 2018, 13:42
dvt333
ჩვენ ''ნეტას'' გაუმარჯოს biggrin.gif

Posted by: dvt333 4 Mar 2018, 16:26
ghost471
ეეხ, ეს ისეთი საქმეა ნეტას მეტი რა დაგვრჩენია biggrin.gif

Posted by: vano22 5 Mar 2018, 19:35
dvt333
ერთი ჩემი ღორიც მასეა. თავის დროზე ხურდება და ყველაფერი მაგრამ კერატს არ იკარებს დარბის და ღრიალებს ხოლმე განწირული ხმითsmile.gif. რემნებით უნდა დააბა ან ვიწროში შეაგდო სხვა შანსი არაა.

Posted by: dvt333 5 Mar 2018, 20:43
vano22
ვაძალადებინო კერატს biggrin.gif ჩემიც მასეა დატანჯა კერატი არა და ძაან აქტიური ბიჭია biggrin.gif დაკვლითაც ვერ ვკლავ და აღარ ვიცი რა ვუყო 8.5 საც არ მაძლევენ https://www.mymarket.ge/ka/product/view/11541353/ აქაც შევაგდე მარა ტყუილა

Posted by: vano22 5 Mar 2018, 21:26
dvt333
მეტი რა გზაა? მაგის ხუშტურებზე თუ იარე ზარალზე გაგიყვანს ეგ ღორი. იყიდე რემენი 1.2 ლარი ღირს 1 მეტრი 5-7 მეტრი იყიდე. ნახე რამე მყარი სამაგრი. ეს რემენი ბეჭებთან დაადე. გამოუტარე წინა ფეხებში შიგნითა მხრიდან და მოკლედ მიაბი. შანსი არაა ასე დაბმული სადმე გაიქცეს. ჰა ჰა 5-10 წუთი იწვალოს და რომ დაიღლება გაჩერდება მალევე.

Posted by: ჩაკრულო 5 Mar 2018, 23:17
romka
QUOTE
გამარჯობათ გოჭს რომ პრემიქსი აჭამო 3 თვეში თუ არის შესაძლებელი ავიდეს 90 კილომდე?

3 თვეში ინდივიდები შეილება, მაგრამ 4 თვისებს რომ აიყვან მაგის გარანტიას მოგცემ smile.gif

ghost471
QUOTE
მაქსიმალური შედეგისთვის მზა იყიდო ჯობია, თუმცა აქ ''ჩაკრულო'' პოსტავს ხოლმე და იმას ააქვს კაი პრემიქსი.

მადლობა დაფასებისთვის smile.gif საკუთარ თავზე გაქვს გამოცდილი ხო? smile.gif)

QUOTE
50 დღისას პრესტარტი კი არა უკვე სტარტზე უნდა იყვნენ წესით

40 დღის ზევით გოჭის კუჭი უკვე "ბებერად" ითვლება პრესტარტერისთვის!


* * *
http://farmers.ge/gotchis-starti-premium-mza/

Posted by: ghost471 6 Mar 2018, 02:15
ჩაკრულო
მაშა დზია ეგრეა შენით ვითომ იაფი გამოგყავს და საბოლოოთ პირიქითა ხდება. ბატონი შალვა რო მაიტანს და ჩამოცლი დაფასოებულს რო ჩაჰყრი გეჯაში ღორები როგოი პროცენტიანი ვალი ისე იზრდებიან biggrin.gif

Posted by: dvt333 6 Mar 2018, 08:07
vano22
ჭკვაში დამიჯდა, როგორ რემენზე მეუბნები ერთი ეგ მითხარი ზუსტად რა

Posted by: <GladiatoR> 6 Mar 2018, 12:07
ხომ არ გყავთ ვინმეს გასაყიდი გოჭები?

Posted by: vano22 6 Mar 2018, 12:34
dvt333
მანქანის ღვედის მსგავსი რემენია თუ ღვედი ქვია მაგასაც, არ ვიციsmile.gif



ისე წინასწარ გაარკვიე ერთი ცხოველის მიერ მეორე ცხოველის მიმართ ჩადენილი სექსუალური ხასიათის ძალადობის ხელშეწყობაზე სროკი არ იყოს ამ ჩვენი ვითომცხოველთადამცველების გადამკიდეsmile.gif


რემნის შეკვრის სხვადასხვა ვარიანტები ვიცი და თუ ჩვეულებრივი ყულფით ვერ დააბავ ბულდოგის დასაჭერი რემნები როა ფეხებზე და წელზე რომ უჭერს მაგ სტილით დააბი. ანუ მოკეცავ შუაზე რემენს და შუა წელში გამონასკვავ ისე რომ ყულფი დარჩეს 10 სმ. ამ შუაწელს დაადებ ბეჭებზე ისე რომ ყულფი ზუსტას კისერს უყურებდეს. რემნის ორივე ბოლოს ამოუტარებ წინა ფეხებში უკანა მხრიდან და ჯვარედინად ამოატარებ ბეჭებთან გაკეთებულ ყულფში სადაც ერთს გადანასკვავ რომ არ ისრიალოს რემენმა და მიაბავ რამეზე. კარგი იქნება თუ წინ გასაქცევი არ ექნება ღორს.. ისე ფრთხილად იყავი ჩემი კოჭის საყრდენზე გამოვაბი და კინაღამ ჩამომინგრია საღორის ჭერიsmile.gif

Posted by: dvt333 6 Mar 2018, 13:33
vano22
აჰა გასაგებია ვანო, ვცდი აუცილებლად. სხვა გზა მაინც არა მაქ ხორცი არავის უნდა, წონასაც ვერ იმატებს და თუ არ იიმაკა მართლა ზარალია
QUOTE
ისე წინასწარ გაარკვიე ერთი ცხოველის მიერ მეორე ცხოველის მიმართ ჩადენილი სექსუალური ხასიათის ძალადობის ხელშეწყობაზე სროკი არ იყოს ამ ჩვენი ვითომცხოველთადამცველების გადამკიდე


lol.gif lol.gif თანამონაწილეობაა ფაქტორივად

Posted by: vano22 6 Mar 2018, 22:15
dvt333 ერთი არ მესმის ამხელა ქვეყანაა ხორცი იმპორტით შემოდის და მაგ ფასში რატომ უნდა ჭირდეს აქ გაზრდილი ჯანმრთელი ღორის გაყიდვა? ჩემთანაც ესეა 10-20 ღორი ყავს ზოგს 7-8 თვიანები და ვერ ყიდიან არავის არ უნდა ხორცი. უფრო სწორად ხორცი უნდათ მაგრამ საყიდელი ფული არ აქვთ.. აგერ გუშინ ძროხის გუდის ყველი 15 ლარი დამიფასეს თვალები შუბლზე ამივიდა ყველაფერი ძვირდება და ძვირდება ამ ღორის ხორცის ბაზარს არ დაადგა საშველი

* * *
ჩაკრულო
შენ გეცოდინება სხვა ქვეყნებში მაგალითად უკრაინაში ან ესპანეთში რეალურად რა ღირს ღორის ხორცი? როგორც ადრე თქვი იქ ძაანაა განვითარებული მეღორეობა და რატომ მათ არ უჭირთ რეალიზაცია? რა გახდა ეს ჩვენი კინკილა თითო ოროლა ღორის ნორმალურ ფასში გაყიდვა?

Posted by: dvt333 6 Mar 2018, 23:38
vano22
მეც ეგ არ მიკვირს, სუ ყველა მაგას გაიძახის ჩაწვა ღორის ხორციო არადა სერიოზული დეფიციტი გვაქ ადგილობრივი წარმოების, იმპორტირებულს რაც შეეხება როგორ დავიჯერო 8 ლარზე იაფი ჯდება?!
ესპანეთში სადღაც 5-5.50 ლარი ღირს ჩვენ კურსზე თუ არ ვცდები, უკრაინაში თუ ზუსტად მახსოვს 2 დოლარზე ცოტა ზემოთ იყო. მარა ათასი პროცედურებია მაგ ხორცის შემოსატანად საჭირო 8 ლარს დაარტყავს ყველა ვარიანტში, აქ კიდე ფრეშსს ააქ ეგ ფასი დაჟე 8შიც ძაან ჭირს ეხლა ისეთი სიტუაციაა

Posted by: vano22 7 Mar 2018, 00:36
dvt333
რა ნაგავს აჭმევენ 5 ლარად რომ უღირთ ხორცის გაყიდვა? ნაგავზე ღორი არ იზრდება და ნორმალური საკვები რომ აჭამონ 5 ლარში ზარალზე გამოვლენsad.gif მარცვლეული არაა მანდ ჩვენზე ბევრად იაფი და რას აჭმევენ საინტერესოაsmile.gif

ჩვენ სოფლის ბაზარზე ვართ დამოკიდებული. როგორც ჩანს მხოლოდ ქალაქშია ხორცზე დიდი მოთხოვნა.

Posted by: dvt333 7 Mar 2018, 00:48
vano22
არ ვიცი მართლა წარმოდგენა არ მაქ რა ხდება, იმედია ჩაკრულო შემოვა და აგვიხსნის როგორ უჯდებათ ეგ ფასი, მარცვლეულს რაც შეეხება ესპანეთი არ ვიცი მარა ამერიკაში და რუსეთში 30 ტონამდე ხორბალს იღებენ ჰექტარზე, ასე რო მართლა ძაან შორს ვართ ამ სფეროში განვითარებით სხვა ქვეყნებთან.

QUOTE
ჩვენ სოფლის ბაზარზე ვართ დამოკიდებული. როგორც ჩანს მხოლოდ ქალაქშია ხორცზე დიდი მოთხოვნა.

დღეს ვნახე 2 ვაჭარი რომლებიც წლებია თბლისში ყიდიან ხორცს, ერთმა თქვა კვირაში 1 ღორს ვეღარ ვყიდიო, მეორემ საქონლის ხორცი გადის ცოტა თორე ვაფშე დავანბებდი ისეთ დღეშია ხორრცის საქმეო, კაროჩე მართლა არანაირ ლოგიკაში არ ჯდება ეს სიტუაცია, ან ძაან გავღარიბდით, ან ძაან რელიგიურები გავხდით არ ვიცი არ ვიცი

Posted by: ghost471 7 Mar 2018, 01:19
Pirvel rigshi sakvebi ujdebat iafi 60 tetri kilo xorbali ar girs ukrainashi. Meore jishebi pirveladi hibridebi yavt romelic zrdit bevrad jobnis xalas sisxlebs. Iq gorebs uqmnian iset pirobebs rac zrdistvis idealuria da magitoma ujdebat kilo xrci iafi. Ukrainidan exlacshemodis trailerebit cocxali gori da aq ixoceba boinebshi.

Posted by: vano22 7 Mar 2018, 08:58
dvt333
30 ტონა??? რას უშვებიან მასეთსsmile.gif

საქონლის ხორცს ბევრად უკეთ აქ საქმე. ბაზარზე ფაქტიურად არაფერი რჩება გასაყიდი განსაკუთრებით ერთი წლიდან 1.5 წლამდე მოზვრები. ეხლა ზაქები შემოვიდა მოდაში.


ghost471 არც ჩვენთან ღირს 60 თეთრი. 30-35 ად იყიდება სეზონზე..

იდიალური პირობების შექმნა ფული არ ღირს? ჯერ მარტო გათბობა და პრემიქსები რა ჯდება?




დღეს დაყარა გოჭები ჩემმა იორკშირმა. რამდენად გაზრდის ყველას არ ვიციsad.gif

Posted by: rockforever 7 Mar 2018, 09:29
რა მაინტერესებს,

ლორზე არაა მოთხოვნა?
ფეისბუქში დადო ამას წინ ვიღაცამ ვყიდიო და ხალხი დაესია, ბევრს უნდოდა


Posted by: nipara 7 Mar 2018, 09:34
vano22
დუროკიც ურევია? გენში? თუ მეჩვენება ის 4 ცალი მოწითალო როა

Posted by: vano22 7 Mar 2018, 09:45
[b]nipara[/კი კერატი დიუროკიაsmile.gif ოღონდ სუფთა დიუროკი არაა შავი კოპლები აქ. ბერკშირის თუ ჰემპშირის გენი ურევია

Posted by: dvt333 7 Mar 2018, 10:52
vano22
ვაა საღოლ, რამდენია 17 თუ 18?

Posted by: kaxaberski66 7 Mar 2018, 10:53
QUOTE
ჩაკრულო
შენ გეცოდინება სხვა ქვეყნებში მაგალითად უკრაინაში ან ესპანეთში რეალურად რა ღირს ღორის ხორცი? როგორც ადრე თქვი იქ ძაანაა განვითარებული მეღორეობა და რატომ მათ არ უჭირთ რეალიზაცია?

QUOTE
ესპანეთში სადღაც 5-5.50 ლარი ღირს ჩვენ კურსზე თუ არ ვცდები

დაწერა ჩაკრულომ. ესპანეთში ღორის ხორცი 1.1 ევრო ღირსო.

Posted by: dvt333 7 Mar 2018, 10:54
kaxaberski66
ხორცი არ ღირს მასე ეგ ცოცხალის ფასია

Posted by: kaxaberski66 7 Mar 2018, 11:09
ეხლა ღორის ხორცის გაყიდვა გაჭირდება. მწვადის სეზონიდან ბატკნის სეზონში გადავალთ.
თანაც საგაზაფხულო სამუშაოები დაიწყო და ხალხს ფული ხვნა-თესივისთვის, თესლისთვის,საწვავისთვის და სხვა რამეებისთვის სჭირდებათ სოფელში.
ამავე დროს გლეხს თუ რამე ჰქონდა გასაყიდი წინა წლის მოსავლიდან თითქმის გაყიდული აქვთ. შემოსავლის მაგივრად როგორც ზევით ვთქვი გასავალი აქვთ საკმაოდ დიდი და სამწვადედ არ სცალიათ.
ძროხის ხორცი კი იმიტომ იყიდება რომ, ხალხს ოჯახში ბავშვები და მოხუცები ჰყავთ. იმათთვინ მაინც ყიდლობენ.
ეხლა ნახევრად ხუმრობით სიმართლესაც გეტყვით.
მაგ პრემიქსზე გაზრდილ ღორებს გემო არ აქვსო ხალხი ჩივის. მწვადს სუნი არ აქვს შეწვის დროს.
აბა რა გგონიათ ძმაო. თქვენ სწრაფი ზრდისთვის პრემიქსს რომ აჭმევთ,მაგას უკუ შედეგიც მოაქვს.
კვირას სოფელში ვიყავი. ჩემს ბიძაშვილს ერთი დედა ღორი ჰყავს ერთი თვის გოჭებით. გოჭები უკვე 14-15 კილოები იქნებოდნენ. პრემიქსი უყიდია 25 კგ მეშოკში 70თუ 75 ლარი მიუცია. და ისიც კი ერთი დედა ღორის გოჭებს პრემიქსზე ძრდის.

Posted by: ghost471 7 Mar 2018, 11:49
vano22
კი ღირს სეზონზე 30-35 თეთრი მარა გლეხობის რამდენ პროცენტს აქვს ეგრე დამარაგებული სჰენი აზრით? ბარაქა ვანო ბარაქა კაი მსხვილი გოჭი ჩანს.
* * *
vano22
კი ღირს სეზონზე 30-35 თეთრი მარა გლეხობის რამდენ პროცენტს აქვს ეგრე დამარაგებული სჰენი აზრით? ბარაქა ვანო ბარაქა კაი მსხვილი გოჭი ჩანს.
kaxaberski66
პრემიქსით არ გაზრდი და ზარალია ძია. პრემიქსს კიდე არაუშავს ქათმის სკლინტზე და ნაწლავზე რო ზრდიან ისაა უბედურება

Posted by: dvt333 7 Mar 2018, 12:06
ამ პერიოდში რო ნაკლებია მოთხოვნა გასაგებია მარა, ადგილობრივი ხორცი მესამედიც არაა ქართულ ბაზარზე, ამიტო რა პერიოდიც გინდა იყოს წარმოუდგენელია რო მოთხოვნის ნახევარი მაინც დააკმაყოფილოს საქართველოში წარმოებულმა ხორცმა, ფაქტია რო ქვეყანა ვერ უწყობს ხელს ფერმერს ვერანაირად რო კონკურენტუნარიანი პროდუქტი ქონდეს, მარტივად იმპორტის გადასახადი ცოტათი რო გაზარდონ ხორცზე ადგილობრივს გასაღების არანაირი პრობლემა არ ექნება. დარგს ჭირდება წახალისება და მუხტები, და ეხლა ერთ პატარა მაგალითს მოვიყვან რამდენად დაკიდებულია ქართველი ფერმერი, ერთერთი უმსვილესი მომხმარებელი ორგანიზაცია ხორცის არი ჯარი და მთლიანად იმპორტირებულ ხორცს იღებს.
იაფად წარმოებას რაც შეეხება მაგას მთლიანად კომპლექსური მიდგომა სჭირდება, იაფი საკვებიდან იწყება ყველაფერი, იაფი საკვებისთვის საჭიროა ცოდნა და ტექნოლოგიები, 15-20 თეთრამდე გამოდის უკრაინაში სიმინდის ღირებულება, ზემთაც დავწერე 30 ტონამდე ხორბალი მოჰყავთ თქო და შეადარეთ ჩვენი მონაცემები კიდევაც იაფი გამოგვდის ღორის ხორცი.

Posted by: vano22 7 Mar 2018, 13:07
dvt333 ჯერჯერობით 18 ა. 12-14 თუ გავზარდე კმაყოფილი ვიქნებიsmile.gif


kaxaberski66 გინდაც ცოცხალი წონა ღირდეს ეგ ფასი მაინც ძაან იაფი არაა? 1 კგ პრემიქსი სუ მინიმუმ 80 თეთრი ხომ ეღირება? 3 კილოს ვეღარ შეჭამენ დღეში? მივუმატოთ პატარა ასაკში დედის კვების და გოჭის პრესტარტის და მოვლის დანახარჯი და რა გამოდის ზარალზე ყიდიან? ერთი მაგათი საბუღალტრო ჟურნალი მანახა მეტი არაფერი მინდაbiggrin.gif

პრემიქსი შეიძლება გემოს უკარგავს მაგრამ ქერ ხორბალზე ჭამს ჭამს და არ იზრდება. 1 წლისები 70 კგ ხორცზე ძლივს ადიან.





ghost471
ჭკვიანმა კაცმა უნდა დაიმარაგოს მაგრამ მე ვისზე რას ვამბობ მეთვითონ ვყიდულობ ეხლა მარცვალსsad.gif კი მსხვილი გოჭებია არადა ერთიბეწო მუცელი ქონდა და სად ჩატია ამდენი მიკვირს...


Posted by: ghost471 7 Mar 2018, 14:31
vano22
უნდა დაიმარაგოს ვანო მარა ისე ჭირს ცხოვრება სადაა მაგდენი ფული რო ზაფხულში იყიდო და მის მერე ის ფული გააჩერო smile.gif არც ეგეთი უტვინოები არიან რო ზარალზე იმმუშაონ. პრემიქსის ფასი ბევრი თქვი დზაან ალბათ 25 ეურო ცენტი უჯდებათ

Posted by: vano22 7 Mar 2018, 17:59
ghost471
მე 2500-2700 ლარის მარცვალი მჭირდება ყოველ წელს. სეზონის გარდა თუ მომიწევს ყიდვა უკვე 4000-5000 ლარი მიჯდება იგივე წონა მარცვალი. ანუ ფაქტიურად აზრი არ აქ მეღორეობას თუ მარცვალს სეზონზე არ მოიმარაგებ. .. ამ შირაქში კიდე ბევრი არ წამლის ყანას და ტილითაა ხოლმე სავსე მარცვალი და დასაწყობებული ზამთარ გამოვლილი მარცვლიდან გაზაფხულზე ცარიელი ჩენჩოღა რჩება. ამას ემატება თაგვების პრობლემაც და ერთი შეხედვით იოლი საქმე ( მარცვლის მომარაგება) სერიოზულ თავსატეხად იქცევა ხოლმე...


ხო მართლა წელს მაინცდამაინც არ გაძვირებულა მარცვალი. 40-45 თეთრში იშოვება ქერ ხორბალი

Posted by: ghost471 7 Mar 2018, 19:19
vano22
ვაა რა იაფია თქვენსკენ. რაც თქვი მართალია კილო ხორცის ფასი ორმაგდება თუ საკვები არ გაქვს დასაწყობებული

Posted by: ჩაკრულო 8 Mar 2018, 23:41
vano22
dvt333
ghost471
kaxaberski66
მეგობრებო, ბოდიში რომ დიდი ხანი ვერ შემოვედი ისე რომ მეპასუხნა, ახლაც მაგრა მეძინება და სანამ მიმაკიმარებს ვეცდები მოკლედ მოგაწოდოთ ის ინფორმაცია რაც მაქვს და რაც ჩემი აზრით საკმაოდ ლოგიკურია smile.gif

ნუ დასურათებაც შემიძლია ბევრი რამის, მაგრამ ახლა ნუ მაწვალებთ smile.gif

რაც შეეხება ესპანეთებს.
ამჟამად ესპანეთი გამოირჩეა იმით რომ 30 მილიონამდე ღორი ჰყავთ, მათი წარმოების დიდი ნაწილი არის ექსპორტი, მათ შორის ჩინეთმა გახსნა ესპანეთი გასულ წელს და საკმაოდ გაიზარდა მოთხოვნაც, რეალიზაციაც და ფასებიც.
თუმცა ჩემი იქ ჩაფრენის დღეს კილოგრამი ცოცხალი წონის ფასი 1.10 ევრო იყო, იმ დროისთვის ეს გამოდიოდა 3.4ლარი, ანუ ცოცხალი წონა. ხოლო გამოფრენისას 1.07 ევრო. რომ ვუთხარი ხალხო ამაში ფული გრჩებათ მეთქი, და უუფ, ააი 1 ევროს რო ჩამოსცდება მაშინა ვზარალობთო, ახლა არაუშავსო ნორმალურიაო... მაგრამ შარშან 5-6 თვე ფასები 1.3 ევროში ტრიალებდა და მაგარი ფულები მოვარტყით ყველამო, აგერ ახლაც ხომ ხედავ ახალ ფერმას ვაშენებო (3000 სულ დედა ღორზე ფერმას აშენებდა ჯიგარი, და უკვე ქონდა 3500 დედაზე, რომელმაც მაგარი ფული დააწერინა, მისი სიტყვებითsmile.gif )

რაც შეეხება უკრაინაში ქერი და ხორბალი იაფი ღირსო, ხოდა ამასწინათ ერთი უკრაინელი კოლეგა იყო ჩამოსული და ეგ საკითხი მეც მაინტერესებდა, შევადარეთ ფინიშის ფასები (იმ დროს მეტადრე ფინიშის კვებითი ღირებულებები დაემთხვა ჩვენი, თორე სტარტში გაცილებით ნაკლები კვებითი ღირებულება ქონდა ვიდრე ჩემ რაციონში იყო, თავს არ ვიქებ, უბრალოდ ასე იყო) და გამოვიდა რომ მისი სარეალიზაციო ფასი იმ დროის კურსით გამოვიდა 235 ევრო ტონის ღირებულება და ჩემი იყო 262 ევრო, კი ტონაზე 30 ევრო არაა პატარა სხვაობა, მაგრამ იმას თუ გავითვალისწინებთ რომ ჩვენთან დრაბილკაში გატარებული პროდუქცია უკვე დღგ-თი იბეგრება და იქ ეგ პრობლემა სხვანაირად რეგულირდება მგონი მიხვდებით რომ დიდი სხხვაობა არაა.

რატო რჩებათ ფული იმ ძირგამომპალ კაპიტალისტებს და რატო არ გვრჩება ჩვენ?!
კი ბატონო, ბევრი მიზეზია, მაგრამ ყველაზე მთავარია: ტექნოლოგია და გენეტიკა.

მაგალითად აი ესპანეთში ყოფნისას, ჩვენი პარტნიორმა კომპანიამ INGASO (www.ingaso.com) წაგვიყვანა თავის ექსპერიმენტულ ფერმაში რომელიც 450 დედა ღორზეა, სადაც სცდიან თავიანთ ახალ პროდუქციებს და აკვირდებიან. ამ ფერმაში მუშაობდა სულ რაღაც 2 ადამიანი, არ მოგესმათ მეგობრებო, 450 დედა ღორიან ფერმაში რამდენი ათასი სულია ერთდროულად ხომ წარმოგიდგენიათ? ხოდა სულ ამ ფერმას უვლიდა 2 ადამიანი, ისიც იმ დღეს როცა ჩვენ მიგვიღეს ერთ-ერთს მამა ჰყოლია ავად და სააავადმყოფოში იყო, ხოდა ერთი კაცი მუშაობდა ოდენ smile.gif

ეს იყო მოკლედ ტექნოლოგიაზე smile.gif

ახლა რაც შეეხება გენეტიკას, იგივე ფერმაში დათვალიერებისას აღმოვაჩინეტ რომ მაგალითად ერთ-ერთი ღორს, რომელიც სუფთა ლანდრასის ჯიში იყო, ჰყავდა დაყრილი 22 გოჭი, საიდანაც 2 მოკვდა, ხოლო 2 -იც გაუშვილეს და 18-ს ზრდიდა მარტოკა, ერთი სამშობლოსათვის თავდადებული დედა ღორი!

ძირითადად დედასთან ტოვებენ გოჭებს 21 დღემდე, ან მაქსიმუმ 28 დღემდე, ასხლეტვიდან 5-7 დღეში დედას ისევ ანაყოფიერებენ და ისევ ელოდებიან 115 დღეს, ამასობაში გადის 2 წელი და ეს ერთი პატივცემული დედა ღორი ასწრებს 5 ბუდობას, თუ საშუალო ციფრს ავიღებთ რაც ახლა ევროპაშია მიღებული 13.5 გოჭი ერთ დედაზე ერთ ბუდობაზე გამოდის 67.5 გოჭი
თუ დაახლოებით ხარჯსაც ვიანგარიშებთ 1 ბუდობისას (დედის ხარჯი) დაახლოებით 400 ლარის ფარგლებშია (ანუ მაკეობის დროს, მაკე ღორის საკვები და დედობისას დედა ღორის საკვები რომ ვიანგარიშოთ, ეს ხარჯიც აქაური ფასებითაა დათვლილი) გამოდის 2000 ლარი დაჯდება მაგ 2 წელში 1 პატიოსანი დედა ღორი, კვების ამბავვში, ანუ 1 პატიოსანი გოჭი გამოვა დაახლოებით 30 ლარი, იქაც სხვა ხარჯები მივუმატოთ 10 ლაერი გოჭზე და ეგაა ჩვენი 40 ლარი ერთი გოჭის ხარჯი.
რაც შეეხება გოჭის სუქებას რომ დაკლათ 90 კილოგრამი ხორცის ფარგლებში დაჭირდება 260-280 ლარი, ერთი სულისას, ანუ ჯამში 40+280= 320 ლარი + იქაც სხვა ხარჯები 30 ლარი, გამოდის 350 ლარი 1 სული, ანუ გამოდის რომ 90 კილოგრამს იღებთ 350 ლარის დანახარჯით, კარგით იყოს 400 ლარი.

1 კგ ხორცი უნდა დაგიჯდეთ 4.44 ლარი, რაც ევროზე არის: 1.48 ევრო/კგ ხორცი smile.gif

ჩვენთან კი ახლა არის მინიმუმ 8 ლარი.

რაც შეეხება არ იყიდებას, ცოტა ვერ დაგეთანხმებით, რამდენადაც ბაზარს უკვე რამენიმე თვეა ვაკვირდები, უკრაინიდან 10-12 ათასი სული შემოდის თითქმის ყოველთვი ცოცხალი რომელიც აქ იკვლება, ასე რომ დეფიციტია უუზარმაზარი

ცოტა ბევრის წერა გამომიდა, ისე ჩემი ბლოგისთვისაც კი შეილება ამ ტექსტის დაკოპირება, კარგი გზამკვლევი შეილება გამოვიდეს სამომვალოდ მეღორეობით დაინტერესებული ფერმერებისთვის,

გისურვებთ წარმატებებს მეგობრებო

Posted by: mesxi85 9 Mar 2018, 11:32
სერიოზული ანალიზი და ბაზრის კვლევა დადო ჩაკრულომ რისთვისაცას მას მადლობა.
* * *
ნახერხზეე და ბაქტერიზე ვისაც გყავთ ღორები მას მინდა ვკითხო. ღორის მშობიარობის დროს როგორ იქცევით ,არი რისკი რო გოჭები ნახერხში მოსრისოს დედამ? პატარა გოჭი ისედაც ვერ დადის და მაგიტო ვკითხულობ.... თუ სამშობიატო ბლოკში გადაყანაა აუცილებელი

Posted by: vano22 9 Mar 2018, 11:40
ჩაკრულო ხშირად დადე ხოლმე ასეთი საჭირო ინფორმაციები რა. ტექნოლოგიებში ალბათ ავტომატური საკვებურები და გამდინარე კანალიზაცია იგულისხმე რაც მოვლას აადვილებს მაგრამ გოჭებს არ უნდათ დამატებითი კვება? ჩემი პრაქტიკით აგერ ორი დღის გოჭებს უკვე დღეში 6 ჯერ ვაჭმევ დამატებით რძეს რადგან ღორის რძე არ ყოფნით და ისენი როგორ აგვარებდნენ ამ პრობლემას? ანუ 1 დან 10 დღემდე დამატებით საკვებს არ აძლევენ გოჭს?? გასაგებია რომ დედა ღორს უმაღლეს დონეზე კვებავენ მაგრამ ახალ ნამშობიარები ღორი 2-3 დღე არაფერს არ ჭამს და მერე ცოტ ცოტათი 7 დღე ჭირდება ძველებურ მადაზე დასაბრუნებლად...


* * *
mesxi85 ჩემ ნაცნობს აქ ბაქტერიაზე ახლახანს გააკეთა და იქ გოჭებიანი ღორის ყოლა არ შეიძლება გოჭები რომ წოვენ ეს ღორი სველი ცურით ჭუჭყიან ნახერხზე წვება და ზედ კერტებზე ეკვრება ეს ნაგავი, რასაც გოჭი წოვს და კუჭი ეშლებათ. ბაქტერია და ნახერხი მარტო სახორცე მიმართულების ბლოკშია გამოსადეგი. მეორეს მხრივ შეგიძლია დროებით ფიცარი გადააგო ხოლმე ნახერხზე დედა ღორთან და მერე აყარო ისევ.

ხო მართლა ვირთხების საბუდარია მასეთი საღორე. ნახერხში გაყავთ სოროები და მრავლდებიან უსაშველოდ.

Posted by: mesxi85 9 Mar 2018, 12:16
ვირთხა არსად არ მინახია არც თაგვი .ახლო მახლო წამლები მიდგას ყელგან.

კი მაქ სამშოიარო ბლოკი და გადავიყვაან იქაა
* * *
გაიხარე ძმაო.საჭირო ინორმაციააა
* * *
დამატებით გოჭებს ძროხის რძეს აჭმევ შპრიცით ალბათ ხო?? თუ რძის ფვნილს?
დღეიდან ველოდებით პაწუკა გოჭუნიებს და შენი გამოცდილების გაზიარება ძალიან მნიშვნრლოვანიაა ვანო ჩემთვის.

Posted by: vano22 9 Mar 2018, 17:20
mesxi85 რავი მე კი ვერ ამოვწყვიტე ჩემ საღორეში ვირთხები და... ჟელეებს ვუდგავ , იხოცებიან და მერე ისევ მრავლდებიან.

ჩემი რაციონი ასეთია. თუ საბეკონე ურძეო ჯიში გყავს.

გაჩენის პირველი დღე მხოლოდ დედის რძეს ჭამენ. მეორე დღეს ყოველ 4 საათში ვასმევ 3 გრამიანი შპრიცით ანადუღარ ნაღებ მოხდილ რძეს 5-1 ზე გაზავებულს ანადუღარი წყლით 6-6 გრამს. მესამე დღეს წყალს აღარ ვურევ მარტო ნაღებს ვხდი და ვასმევ 12 გრამს. მეოთხე დღეს 15 გრამს. მეხუთე დღეს 20 გრამს. მეექვსე დღეს 25 გრამს. მეშვიდე დღეს ვაჭმევ ხელით პრესტარტს, ვუდგავ წყალს და ვასმევ 40 გრამ უკვე მოუხდელ რძეს ( თუ ძაან ცხიმიანი ძროხა გყავს უნდა მოხადო). მერვე დღეს ვასმევ 50 გრამს. მეცხრე დღეს 60 გრამს და ვსიო მეტს აღარ ვუმატებ. ამ დროს უკვე იწყებენ პრესტარტის თვითნებურად ჭამას და 10 დან 20 დღემდე ვასმევ 60-60 გრამს ხოლო 25 დან 30 დღემდე მხოლოდ დღეში ორჯერღა ვასმევ და 30 მეათე დღეს სრულად ვწყვეტ რძის მიცემას. ...

ეს საუკეთესო ვარიანტში. ისე კი შეგიძლია 20 დღისებს უკვე აღარ აჭამო რძე..

შენ ალბათ ჩემსავით პრობლემა გექნება გოჭების ჭიპლარებთან დაკავშირებით რადგან ახალ გაჩენილი გოჭები ერთმანეთის ჭიპლარებს წოვენ ხოლმე რაც აზიანებს როგორც მსხვერპლს ასევე მოძალადეს. ამის თავიდან ასაცილებლად ჭიპლარზე ძაფი გაუჭირე მუცლიდან 4 სანტიმეტრზე ოღონდ ძაან არ გაუჭირო. ხოლო ჭიპლარი გადაჭერი ძაფის მოჭერის ადგილიდან 1 სანტიმეტრზე. ამსიგრძე ჭიპლარი მალე ხმება და იმ გამხმარს პირში ვეღარ იტენიან გოჭები. რავიცი 3 დღეა არ მიძინია და დალაგებულად ვერც ვწერ თუ რამე გაინტერესებს მკითხე არაა პრობლემა.. ხო მართლა ეხლავე წადი ვეტ აფთიაქში და საშვილოსნოს იმპულსების სტიმულატორი წამალი იყიდე ( სახელი აღარ მახსოვს) უფერული სითხეა და პირველივე გოჭს როგორცკი გააჩენს მაშინვე უნდა გაუკეთო ეს წამალი რაც საშვილოსნოს შეკუმშვებს აძლიერებს და ბუდეების მშობიარობისთანავე სრულად გამოდევნას უწყობს ხელს. კიდე რავი დედა ღორი დაყრიდან 3-4 დღე ძაან პრეტენზიული მჭამელი ხდება და ამ დროს მე ვაჭმევ გაფცქვნილ კუბიკებად დაჭრილ კარგად მოხარშულ კარტოფილს და ახალ თბილ შრატს. თუ გაჩენიდან მეორე დღეს ღორი ისევ მოუსვენრად იქნება ან კანკალი გაუგრძელდება მერე ისევ უნდა საშვილოსნოს შემკუმშველი ნემსი და ანტიბიოტიკების 3 დღიანი კურსი. საგოჭე წინასწარ მოაწყე. დააფინე ჩალა და 70-80 სმ ზე დაკიდე ბრუდერი.


მოიმარაგე საკერავი ძაფი ისეთი რომელიც განასკვისას აღარ მოეშვება. კარგი მჭრელი მაკრატელი. შპრიცში ამოღებული იოდი გადაჭრილ ჭიპლარზე დასასხმელად. ბამბა. სპირტი და დახეული 1 ზეწარი გოჭების გასამშრალებლად.

მშობიარობისას ნაჭერი ხელში გეჭიროს და გოჭი როგორცკი გამოვარდება მაშინვე სწრაფად და კარგად მოუსუფთავე ცხვირი და პირი. ჭიპლარი მაშინვე არ გადაჭრა ეცადე რაც შეიძლება დიდხანს შენარჩუნდეს დედასთან ჭიპლარით კონტაქტი რადგან გაჩენისას გოჭში საჭირო რაოდენობის მხოლოდ 70% სისხლია და 30% ს გაჩენის შემდეგ იღებს ჭიპლარიდან და თუ გაჩენისთანავე გადაჭრი ჭიპლარს ან გაწყდება მაშინვე გაუჭირე ძაფი რომ კიდევ უფრო არ დაკარგოს სისხლი.. ...
. ..

რავი თუ რამეა მკითხე არ მოგერიდოს

ღორი. ხანდახან ჩამოწველე ხოლმე და როგორცკი ნაპორით გამოასხავს რძე ჩათვალე რომ 3-5 საათში იმშობიარებს მაქსიმუმ იმ ღამეს. თუ ჩამოწველისას ძლივს ძლივს მაგრამ ერთ წვეთ რძეს მაინც გამოადენ ესეიგი 1-2 დღეა გაჩენამდე დარჩენილი.

Posted by: mesxi85 9 Mar 2018, 18:18
ვანო შენ გაიხარე ძმაო .ძალზედ ამომწურავი საჭირო ინფორმავია მომაწოდეე გაგახარებს ღმერთი .წეგან გადავიყვანე სამშობიაროში და მუელს თითქმის დაბლაა დაახოიალებს .გამოვწველი ერთი აბაა რას მეტყვის მისი რძის ნაკადი. ბრუდერი რა არი წითელი ნათურა? დამწყები ვარ და ჩაინიკური კითვები არ გაგიკირდეს ძმაო.
როგორც ვიცი სუსტი გოჭები წინა ძუძუებზე უნდა მივუსვა ხო? მეტი რძეაო როორც მახსოვს შენი პოსტი წავიკითხე. და ეგრევეე მისმას აზრი არააქ გოჭებს ორიენტაია დაკარგული აქვთო .

* * *
ყოველ 4 საათში ვაჭმევთ 25 დღემდე და მერე ორჯერ დღეში? ანუ 6 ჯერ ვაჭმევთ 25 დღემდე ხო?

Posted by: ghost471 9 Mar 2018, 18:45
vano22
ვანო შენებს იმიტომ ჭირდებათ რძის მიცემა რო ღორები გყავს ურძეო. იმათ კიდე ნამდვილი ხალასი სისხლის ლანდრასი ან დიდი ინგლისური თეთრი(იორკშირი). ამ ჯიშებს ააქვთ რძIანობის და გოჭიანობის მაღალი მაჩვენებელი შეაჯვარებენ დიუროკთან და მიიღებენ პირველად ჰიბრიდებს რომლებიც ძალიან მალე იზრდებიან ცხიმს არ იკეთებენ და შეხორცება აქვთ მაგარი დაახლოებით 82% თუ სწორად მახსოვს smile.gif ამ ჰიბრიდებს უკვე საჯიშეთ აღარ იყენებენ იმიტო რო სადედეთ არ ვარგანან რისკია იმის რო დიუროკის ურძეოობა გაყვებათ გენში. იმედია გასაგებად დავწერე biggrin.gif

Posted by: vano22 9 Mar 2018, 19:16
ghost471

ის ანეგტოტი ხომ იცი ჩავ###ი მაგრამ მშვიდად ვარო?? biggrin.gif ეგრეა რა ჩემი საქმე. მთავარი რაცაა ღორი ბოდიში და სუ ფეხებზე მკიდია სულ ხსენიც რომ არ მოვაწოვო მაინც ვზრდი ძროხის რძითsmile.gif მე ეხლა 10 გოჭზე დღეში სამ ლიტრ რძეს ვაჭმევ და ამდენს ღორი როგორ გამოიმუშავებს? ეხლა იორკშირს 18 ყავს ( ჯერ არცერთი არ მომკვდარა მაგრამ ერთი ვერაა ჯანზე ანემია აქ სასტიკი) და ამ 18 ს დღეში ლამის 5 ლიტრი რძე რომ დაჭირდებათ ღორი ამას როგორ გაუქაჩავს?

mesxi85 ნახე ნახე ჩამოწველა უტყუარი მეთოდია. ხო ბრუდერი ინფრაწითელი ნათურაა და ეგ აუცილებლად უნდა გეყიდა. ისე თვეში 25 ლარის დენს წერს.

ერთი კვირა აჭამე შეძლებისდაგვარად ყოველ 4 საათში და მერე დღეში 5 ჯერაც ეყოფათ. მოაწოვებინე ხოლმე და მერე აჭამე შემთბარი რძე. რძე მაჯაზე შიდა მხრიდან დაიწვეთე ხოლმე არ დაუწვა პირები. შენ რა ჯიშები გყავს? იქნებ კარგი მერძეულია და სულ არ უნდა ზედმეტი კვება გოჭს?

Posted by: mesxi85 9 Mar 2018, 20:05
მააქ ნაყიდი 2 ცალი ვიყიდე კაი მოშნებია .მომზადილი ვარ მომზადილი
* * *
ჩამოვწველეე და სულ მცირე რძე წამოუვიდა ანუ დღეს არ იქნება ... დღეს 115 დღეა და გადაცილება ბევრი არ იცის ხო?

Posted by: vano22 9 Mar 2018, 22:16
mesxi85 სულ ცოტა რამდენია? არა არ გადააცილებს ამაღამ თუ არა ხვალ ღამე 100% გააჩენს. ღამე კიდევ დახედე და კარგად ჩამოწველე თუ გამოაშხეფა რძე ესეიგი დილამდე გააჩენს. თუ ერთი წვეთი გამოვა მაშინ ხვალ

Posted by: ghost471 9 Mar 2018, 23:02
vano22
ვანო შენი აზრით ფერმაში სადაც 1000 დედაღორია და 10000 გოჭი რეალურია იიქ რძით გაზრდა. მითუმეტეს როცა ეგეც ზედმეტი ხარჯია. მე ერთადერთხელ მყავს მასე გაზრდილი გოჭები ისიც 19 ყავდა და მაგიტო.

Posted by: kaxaberski66 9 Mar 2018, 23:19
mesxi85 ახალია
vano22
ghost471
ჩაკრულო
და კიდევ ბევრნი მიყვარხართ და მეამაყებით. აქ რომ შემოვდივარ ვისვენებ. და კიდევ ძიუდოს თემაში არის სრული იდილია.
ვანო, როგორ წარმოგიდგენია ფერმაში ღორების წველა?
არასოდეს გოჭებისთვის ჭიპლარები არ მომიჭრია. თვითონ მოსძვრებოდა ხოლმე ყველას.
თქვენ გენაცვალეთ, ღორები კი არა თოჯინები გყავთ.

Posted by: ghost471 9 Mar 2018, 23:59
kaxaberski66
Chiplarebs mec vachri xolme aucilebelia ertxel moswyda dzirshi da dzlivs gadarcha gochi. Madloba dzia. Ise istoriebs nu mog anatreb xolme

Posted by: kaxaberski66 10 Mar 2018, 02:09
ghost471
QUOTE
Chiplarebs mec vachri xolme aucilebelia ertxel moswyda dzirshi da dzlivs gadarcha gochi.

მამაჩემი ძალიან კარგი ვეტ ექიმი იყო. არც იმას მოუჭრია ჭიპლარი გოჭებისთვის.
თქვენ რომ უვლით გოჭებს, ასე ალბათ სამშობიაროში ბოვშვებს თუ უვლიან.
მე მგონია თავი მოგაწყინეთ. შენ კიდევ ისტორიები მოგვიყევიო.
ისე კი, კიდევ ბევრი რამის გახსენება შეიძლება. თქვენის ნებართვით მამაჩემის მონაყოლებსაც შემოგთავაზებთ.
იმას ძირითადად სახალისო და საქეიფო თავგადასავლები ჰქონდა. რა ენაღვლებოდათ ფერმის ქონებაD . ექიმი მოვიდა ფერმაში და ქეიფიც გაეძროვო. დაჰკლავდნენ საკლავს და ქეიფობდნენ.



Posted by: ghost471 10 Mar 2018, 09:18
kaxaberski66
Dzia es axali jishebi dzaan furtxit gaketebulebi arian. Dzmakacs adre gori yavda kaxura jishi tyeshi rkoze da wifelze dayavdat me bavshvi viyavi mashin da bevrjer gors tovlshi dauyria tyeshi da ise wamouyvaniat binaze. Amat rogorc gamodzvrebian vamshralebt tbilata gvyavs da mainc uchirt tu cota shescivdat. Sabchoetis dros iqeifebdnen aba ra iqneboda smile.gif

Posted by: vano22 10 Mar 2018, 12:39
ghost471 ანუ შენ ამბობ რომ ერთ ღორს 5 ლიტრი რძის გამომუშავება შეუძლია? მარტო მე ხომ არ მყავს ეს ჯიშები??? არ არსებობს დიუროკის ან იორკშირის ფერმები? მე ვისთანაც კი ეს ჯიშები მინახავს ყველასი ჰა ჰა 2 კვირა აწოვებს ისიც ერთი ფერმა იყო სმეტანებს და რძეებს აჭმევდნენ დედა ღორებს. იმ 10.000 ღორიანში ალბათ აქვთ რამე რძის შემცვლელი სითხეები რასაც წოვენ გოჭები და რაც მალე არ ფუჭდება. არ ვიცი არასდროს მინახია 10000 კი არა 100 დედიანი ფერმაც კიsad.gif ეხლა მე ძაან მოუწყობლად მყავს ეს ღორები და შეიძლება მაგის გამოც შრებიან ასე მალე და მიშვებულ გოჭებზე შეიძლება არც გაშრეს 1 თვე. რამე ინფოს თუ წააწყდები სადმე ამ მერძეულობასთან დაკავშირებით დადე აქ და განვიხილოთsmile.gif
.




kaxaberski66
გაიხარეsmile.gif ერთი ნაყარი 3000-3500 ლარის მაინცაა და ჩამოწველად არ ღირს?biggrin.gif. როგორ ჭიპლარებსაც არ უმუშავებდი გოჭებს?? ამ შემოდგომით მატნის შესასვლელში ვნახე კარგი წვიმიანი ღამის მერე გარეთ ლაფში გაგორებულ ტალახიან ღორს როგორ წოვდნენ გოჭები და ჩემებს კი ნამცეცი ნახერხი რომ ჩაყვეთ კუჭში 2 დღე აშლილები არიან ხოლმე..


არ ვიცი ასეთ პირობებში 1 კაცი 100 კი არა 20 ღორს მაინც როგორ მოუვლის.. https://youtu.be/aVP9V_p-fgw


აბა ეს ვიდეოც ნახეთ ვითომ კარგი ფერმაა და კარგი მომვლელიცsmile.gif მაგრამ გოჭებს აშკარად დედის რძისგან არ აქვთ კუჭი აშლილი. ესეიგი მაინც აჭმევენ რაღაცას თან მაქსიმუმ 4-5 დღისებია და მასეთ პატარას თუ კუჭი აეშალა 2 დღეში კვდება

https://youtu.be/X1QUaGx_WlQ


პსს. ამ გოგოს ქმარს არ მგონია ღამე მშვიდად ეძინოსbiggrin.gif


ამას ქვია სანიტარია ჰიგიენა? https://youtu.be/4oLmWCJhuwM
ბუზები ახვევია ღორებსfacepalm.gif

Posted by: kaxaberski66 10 Mar 2018, 15:27
vano22
თქვენ რომ ჯიშები გყავთ, მე შეხება არ მქონია.
მე ღორები მყავდა ფერმაში და არა თოჯინები. biggrin.gif

Posted by: vano22 10 Mar 2018, 15:37
kaxaberski66 ადრე რუსული ან უკრაინული ძაან დიდი თეთრი ღორები რომ იყო თუ გახსოვს რა ჯიშები იყო? ალვანში იყო იმ ღორების დიდი ფერმა და როგორც ამბობენ ძაან კარგი ზრდა და მერძეულობა ქონდათ გოჭებს კი 12-14 ს აჩენდნენო.

ისე თოჯინები ეძახე და კი ხდება 2 წელში 600 კილოbiggrin.gif

Posted by: tamashi 10 Mar 2018, 15:56
სალამი ფერმერებო
მაქვს რამოდენიმე პრობლემა და იქნება მომხმაროთ.
ვაჭმევდით სიმინდის და ქერს მშრალს, სიმამრმა აცემინეობდაო და ცოტა ხანი აძლევდა ამ ყველაფერს მოხარშულს. ეხლა მშრალს უკვე აღარ ეტანებიანო და რა ვქნა?
ბოლო პერიოდია კბილებს აკრაჭუნებენო და ჭიებმა ხომ არ იციან? (აცრები გავუკეთე1.5 ასაკში, ეხლა 3 თვისები არიან) კიდევ რამე აცრა ხომ არ უწევთ?


Posted by: ჩაკრულო 10 Mar 2018, 16:00
vano22
QUOTE
ტექნოლოგიებში ალბათ ავტომატური საკვებურები და გამდინარე კანალიზაცია იგულისხმე

არამხოლოდ ჩემო ვანო, ტექნოლოგიაში ყველაფერი იგულისხმება, მათ შორის კვების რაციონი, ახლა ვიღაცას რომ ვუთხრა ევროპაში შენ როგორც კვებავ შენს მაკე ღორებს, დედა ღორებს და მერე გოჭებს სოსკით ზრდი, უბრალოდ ვერ გაიგებენ რაზე ლაპარაკობ biggrin.gif

QUOTE
ჩემი პრაქტიკით აგერ ორი დღის გოჭებს უკვე დღეში 6 ჯერ ვაჭმევ დამატებით რძეს რადგან ღორის რძე არ ყოფნით და ისენი როგორ აგვარებდნენ ამ პრობლემას?

სპეციალურად მოიგონეს ასეთი საკვები დალოცვილისშვილებმა: დედა ღორის საკვები, ანუ იგივე მოლაქტაციე ნეზვის საკვები. რომელსაც ვყიდი ტომარას 24 ლარად, დაგჭირდება 1 თვის მანძილზე დაახლოებით 150 კგ ერთ ნეზვზე, ანუ 144 ლარი. ხოლო ასხლეტვის შემდეგ ისევ გადახვალ მაკე ღორის საკვებზე, რომელიც 4 თვის მანძილზე დაგჭირდება დაახლოებით 300-325 კგ, საერთო ღირებულებით 260-280 ლარი ერთ სულზე, ანუ ჯამში ერთი ბუდობა დაგიჯდება 400-450 ლარი, რომ მიიღო წესიერი გოჭიც და არც ამდენი იწვალო რასაც ახლა მეუბნები smile.gif 6- ჯერ გოჭს რომ ვაჭმევდე დღეში მე ან ჩემმა ბალღებმა როდისღა უნდა ჭამონ? biggrin.gif

ghost471
QUOTE
ვანო შენი აზრით ფერმაში სადაც 1000 დედაღორია და 10000 გოჭი რეალურია იიქ რძით გაზრდა. მითუმეტეს როცა ეგეც ზედმეტი ხარჯია. მე ერთადერთხელ მყავს მასე გაზრდილი გოჭები ისიც 19 ყავდა და მაგიტო.


სხვათაშორის მაქვს ესპანური გოჭის რძის შემცვლელი, რასაც წარმატებით ხმარობენ უკვე რამდენიმე ფერმერი, თელავში და ქისტაურში, ასევე გორში.


* * *
user posted image

რად უნდა ამას ძროხის რძეზე გამზრდელი? smile.gif)
* * *
user posted image

ან ამას? smile.gif ის ზემოთა სურათი ესპანეთშია გადაღებული, მაგრამ ეს კი აქაა, ქისტაურში smile.gif

Posted by: vano22 10 Mar 2018, 18:26
user posted imageჩაკრულო ვისწავლი ნელ ნელა ეხლა საღორეს ვაფართოებ და იქ უკვე შემეძლება ევრო სტანდარტების დაცვა. ეხლა სადაც მყავს რომ ნახო გაგიკვირდება მანდ საერთოდ როგორ ზრდი რამესოbiggrin.gif. უმთავრესი პრობლემა რაც მაქვს არის სივიწროვე და კანალიზაციის არარსებობა რაც არ მაძლევს საშუალებას რომ ღორები სათანადო პირობებში ვამუშავო.
..
უფულობას რა ვუთხარი თორემ კარგი რაცაა კი ვიცი მეცsad.gif
* * *
user posted image ჯერ ჯერობით არ მაქ სერიოზულ წარმოებაზე გადასვლის საშუალება ამიტომ შინაურულ პირობებში მყავს ღორებიც და გოჭებიცsmile.gif
* * *

Posted by: mesxi85 10 Mar 2018, 18:40
ვეღარ მოიცალე დალოვლმა 10საათზე დაიწყო მშონიატობა 4 გოგო და 5 ბიჭიაა .ერთს მოვაჭერი ჭიპლარი ძაან გრძელი ქონდა ,კინაამ შემჭამა დედამ .ადილად იმშობიარაა .პირველი მშობიარობის კვალობაზე. კაი დედა კაი შვილებით

Posted by: vano22 10 Mar 2018, 18:41
tamashi
სუ მშრალს ნუ აჭმევ ცოტა მოუსველე.
კბილების კრაჭუნი მარტო ჭიამ არ იცის. სიცივეში ან სისველეში ხომ არ გყავს? რა აცრები გაუკეთე? წითელი ქარის აუესკის და კლასიკური ჭირის ვაქცინები უწევს და..

mesxi85. გილოცავ პირველზე 9 კარგი შედეგია. მეორეზე 20 გაეჩინოსsmile.gif

Posted by: mesxi85 10 Mar 2018, 18:55
user posted image



აი ისენიიც გფახლართული ყურებიით

Posted by: vano22 10 Mar 2018, 19:02
mesxi85
ვაა რა პუტკუნა და დიდი გოჭებიაsmile.gif როგორც ჩანს მაგრად კვებავდი დედასsmile.gif

Posted by: mesxi85 10 Mar 2018, 19:04
გაიხარეეთ ძმებო

მეიმედებით სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით.....





* * *
მუცელი დაბლა თითქმის იატაკს წვდებოდა . პირველი დედობის კვალობაზე 9თვისაა 1, 5ია სიგრძეში კეფიდან რო იზომებაა .რაგანაირი საყვარლი ღორია ძაღლი არ მიჯერებს ისე ეს რო მიჯერებს.
არა და ღორი ქვია

Posted by: vano22 10 Mar 2018, 19:15
mesxi85 მასეთი მსხვილი გოჭი კაი ხანია არ მინახია. მაგიტო ქონდა მაგხელა მუცელი თორემ აგერ ჩემსას რა ღიპიც ქონდა გააჩინა და არც დატყობია არაფერიsmile.gif ეხლა როგორ აპირებ მაგათ გაზრდას? 4-5 დღე მარტო მოსაწოვებლად მიუშვებ გოჭებს და მერე გააცალკევებ ხოლმე თუ სუ მიშვებული უნდა გყავდეს?

Posted by: mesxi85 10 Mar 2018, 20:20
შენი როოეც მასწავლეე ძმაა ვალოან ყოველ 4 საათში ხელით უნდა ვაჭამო რძე .ესე არ მასწალეე?

Posted by: kaxaberski66 10 Mar 2018, 21:03
vano22
QUOTE
kaxaberski66 ადრე რუსული ან უკრაინული ძაან დიდი თეთრი ღორები რომ იყო თუ გახსოვს რა ჯიშები იყო? ალვანში იყო იმ ღორების დიდი ფერმა და როგორც ამბობენ ძაან კარგი ზრდა და მერძეულობა ქონდათ გოჭებს კი 12-14 ს აჩენდნენო.

ინგლისური თეთრი მსხვილი ჯიშის ღორები იყო.
მართლაც ძალიან კარგი ჯიში იყო. დედა ღორები ძალიან რძიანი და უხვ გოჭიანები იყვნენ. საშუალოდ 12-14 გოჭს ყრიდნენ და გაზრდა არ უჭირდათ. 6 თვისები 100 კგ. ხდებოდნენ.
ტატუირებული ღორის სურათი რომ დადე, მასეთები იყვნენ.

Posted by: mesxi85 10 Mar 2018, 21:07
ჩემი ცუდი ნაწერისთვის ნოდიში ყველას

Posted by: ჩაკრულო 10 Mar 2018, 21:18
vano22
რისთვის არსებობს მერე ევროქარდ მასტერქარდი? smile.gif) განვადება კრისტალთან ერთად ტყუილად დავგეგმე? smile.gif)

mesxi85
გილოცამ ახში smile.gif) ერთი ათად გექცეს გაის ამ დრომდინ smile.gif

Posted by: vano22 10 Mar 2018, 22:58
mesxi85 4-5 საათში ერთხელ აჭამე.

ხვალე დილით მარტო მოაწოვებინე. შუადღისას აადუღე რძე, გააგრილე, მოხადე ნაღები, აიღე ჭიქა და 3 გრამიანი შპრიცი. შეათბე რძე 35-40 გრადუსზე დაუმატე მეხუთედი წილი ანადუღარი წყალი ( მაჯაზე დაწვეთებით გასინჯე ჭმევის წინ თორემ შეიძლება დაწვა) და დაუწყე ჭმევა. პირველ ჭამაზე არაფრით ჩაიდებენ პირში შპრიცს ამიტომ ცოტა ძალადობა მოგიწევს. ცოტ ცოტა მიასხურე და გემოს რომ გაიგებენ შეჭამენ. პირველ ჭმევაზე 2 შპრიცი დაალევინე ნელნელა და 2-3 ჭმევაზე ისწავლიან უკვე.

შენ ჩემებზე დიდი გოჭები გყავს და მაგათ შეიძლება არ ეყოთ ეგ დოზირებები და თუ შეატყობ რომ არ ყოფნით მაქ მსხვილი გოჭების რაციონიც.

მეორე დღისებს პირველ. მეორე და მესამე ჭამად მისცემ 6-6 გრამს. მეოთხე მეხუთე ჭამად 10 გრამს. მესამე დღეს 20 გრამს. მეოთხე დღეს 30 გრამს. მეხუთე დღეს 35 გრამს და შემდეგ დღეში 1 შპრიცის დამატებით აიყვან 60 გრამზე 10 დღემდე. დოზების გაზრდა უნდა მოხდეს არა ერთბაშად 10 გრამიდან 20 ზე გადახტომით არამედ ნელ ნელა ყოველ ჭმევაზე 1 შპრიცის დამატებით.

წინა გვერდზე რა რაციონიც მოგწერე ეგ რაციონი წვრილ და საშუალო გოჭზეა გამოცდილი 5 ნაყარი გავზარდე მაგ რაციონით.
მსხვილზე ეს რაციონიც გამოცდილია და სანდო. ძროხის რძე საშუალო ცხიმიანობის იშოვე ზოგი წყალივითაა და არ ვარგა

* * *
kaxaberski66
ეგ ტატუირებული ჩემი იორკშირიაsmile.gif მაგ ჯიშის გოჭები უნდა ვიშოვო როგორმე და დიუროკთან შევაჯვარო იქნებ მივიღო საბეკონე მიმართულების გოჭები და კარგი რძიანი ღორიsmile.gif 14 გოჭს თუ თავისით ზრდიდნენ მართლა მაგარი ჯიში ყოფილა. ეხლა ჩემსას 5 რომ დავუტოვო იმათაც ვერ გაზრდის თავისით... სალის ამბავში როგორები იყვნენ?...

mesxi85 შენ ჩემი ნაწერი უნდა გენახა პირველად რომ ვიყიდე ანდროიდი რას ვწერდი მეთვითონ ვერ ვიგებდიsmile.gif დაილოცოს კნოპკებიანი ტელეფონი სულ არ ვუყურებდი ჯიბეშივე ვკრეფდი მესიჯებსsmile.gif.

ჩაკრულო
რა ევროქარდ მასტერქარდი? განვადებაზე წინა გვერდზე კი დაწერე მაგრამ არ დავკვირვებივარ კარგად

Posted by: ჩაკრულო 11 Mar 2018, 00:20
vano22
QUOTE
ხვალე დილით მარტო მოაწოვებინე. შუადღისას აადუღე რძე, გააგრილე, მოხადე ნაღები, აიღე ჭიქა და 3 გრამიანი შპრიცი. შეათბე რძე 35-40 გრადუსზე დაუმატე მეხუთედი წილი ანადუღარი წყალი ( მაჯაზე დაწვეთებით გასინჯე ჭმევის წინ თორემ შეიძლება დაწვა) და დაუწყე ჭმევა. პირველ ჭამაზე არაფრით ჩაიდებენ პირში შპრიცს ამიტომ ცოტა ძალადობა მოგიწევს. ცოტ ცოტა მიასხურე და გემოს რომ გაიგებენ შეჭამენ. პირველ ჭმევაზე 2 შპრიცი დაალევინე ნელნელა და 2-3 ჭმევაზე ისწავლიან უკვე.

შენ ჩემებზე დიდი გოჭები გყავს და მაგათ შეიძლება არ ეყოთ ეგ დოზირებები და თუ შეატყობ რომ არ ყოფნით მაქ მსხვილი გოჭების რაციონიც.

მეორე დღისებს პირველ. მეორე და მესამე ჭამად მისცემ 6-6 გრამს. მეოთხე მეხუთე ჭამად 10 გრამს. მესამე დღეს 20 გრამს. მეოთხე დღეს 30 გრამს. მეხუთე დღეს 35 გრამს და შემდეგ დღეში 1 შპრიცის დამატებით აიყვან 60 გრამზე 10 დღემდე. დოზების გაზრდა უნდა მოხდეს არა ერთბაშად 10 გრამიდან 20 ზე გადახტომით არამედ ნელ ნელა ყოველ ჭმევაზე 1 შპრიცის დამატებით.

ბიჯო რათ იტანჯამ თავს ან ამ პატიოსან კაცს რათა სტანჯამ? smile.gif) პირველად მესმის კაცი ასე მოწადინებული იყოს საკუთარი თავის ტანჯვაზე biggrin.gif
დედა ღორს გააზრდევინეთ ეგ პატიოსანი გოჭები.

QUOTE
ჩაკრულო
რა ევროქარდ მასტერქარდი? განვადებაზე წინა გვერდზე კი დაწერე მაგრამ არ დავკვირვებივარ კარგად

კორმას გავცემთ განვადებით smile.gif შინ და გარეთ საზღვარგარეთ smile.gif)))
ანუ გადაიხდი პერიოდის ბოლოს, 2 დან 6 თვემდე ვადით მიგაქვს

Posted by: vano22 11 Mar 2018, 00:37
ჩაკრულო
biggrin.gif ზრდიდეს და მაზოხისტი კი არ ვარ ამდენს რომ ვეჩალიჩებიbiggrin.gif

განა რა წვალება ესაა. სულ 2 კვირა უნდათ ასეთი მოვლა და ორი კვირისები უკვე ისეთ ჯანზე მოდიან რომ კევივით ღეჭავენ ხოლმე 5 გრამიან შპრიცსbiggrin.gif


მინიმალური ასაღები პარტია რამდენია? ასეთი კარგი პროდუქცია გაქ. ასეთი კარგი პირობები და რატომ არ შედიხარ მაღაზიებში არ მესმის. რაღაც ნაგავი მილკივინი 4 ლარში იყიდება და წამხდარი პიგ მაქსები 36 ლარებში.

Posted by: kaxaberski66 11 Mar 2018, 00:38
vano22
QUOTE
სალის ამბავში როგორები იყვნენ?..

უნივერსალურ ჯიშად ითვლება. რაც ჯიშები არსებობს, 90%ში, ინგლისურს აქვს მიღებული მონაწილეობა.

Posted by: vano22 11 Mar 2018, 01:09
kaxaberski66 აი რა ცუდია სელექცია რომ არ ხდება ამ დარგში. მინდა ჯიში და არ ვიცი სად და როგორ ვიშოვო აბა ესაა საქმე?!

Posted by: ghost471 11 Mar 2018, 14:02
vano22
ვანო არ გამიზომია ღორის მეწველეობა მარა ჩემი ღორები ყოველთვის კარგად ზრდიდნენ გოჭებს 14 გოჭი გაუზრდია თავისით ანუ ძუძუ რამდენიც ქონდათ. თუკი ყოველ ნაყარზე ორი კვირა მე ვიყავი დედაღორი და მე ვაწოვე რა ფეხებათ მინდა ეგეთი ღორი წელიწადში 1 თვე თუ მე ვიქნები ღორი biggrin.gif ოქსიტოცინი გაუკეთე ხოლმე დაყრას რო დაიწყებს და რო მორჩება მერეც, რძიანობას უწყობს ხეელს და დედა ღორის საკვები მიეცი.
ვანო ჯიშებზე რო გეუბნებოდი სუფთა სიხლების უპირატესობას აი ეგაა მეგობარო. ის ევროპელები დებილები კი არ არიან რო ჯიშის ხალასსისხლიანობას რო ინახავენ იმიტო უფრთხილდებიან რო გოჭები საქონლის რძით არა ზარდონ smile.gif
tamashi
შენს ღორებს სავარაუდოთ კალციუმი აკლიათ. ვეტაფთიაქში იყიდე დიკალციფოსფატი და ის მიეცი. ან სამშენებლო მაღაზიაში ჩვეულებრივი ცარცი იყიდე და 25 კილო გაურიე 200 კილო საკვებში რასაც აძლევ და ისე აჭამე მაგასთან ერთად აყალო მიწაც შეგიძლია მისცე, მარა დიკალციფოსფატი ჯობია.

Posted by: vano22 11 Mar 2018, 14:42
ghost471
რა მიწა ჭიები გაუჩნდებათbiggrin.gif. ვიტაპლასტინიც კარგია მაგ საქმეში

ghost471

მთელი იუთუბი გადავქექე და რაც ვნახე ყველანი რძის შემცვლელებს აძლევენ გოჭს გაჩენის დღიდანვე. უბრალოდ ჩემგან განსხვავებით ეგეც ავტომატიზირებული აქვთ. ფაქტია რომ საბეკონე ვერ ზრდის თავისით გოჭს და სწორედ ხალას სისხლიანები კი არა ჰიბრიდები ზრდიან თავისით და რაც უფრო იკლებს ჯიშში საბეკონეს პროცენტულობა მით მეტად იმატებს მერძეულობა..
თუ არადა ზემოთ ხო დავდე ვიდეო სადაც 3-4 დღის გოჭებს კუჭები აქვთ აშლილი? საკმაოდ დიდი ფერმაა მაგ ვიდეოში და ეგენი აჭმევენ მასეთ პატარებს რძის შემცვლელებს და თანაც არასწორი დოზირებით.


აი ეს ნახე. ასეთი ვიდეოებით აბოლებენ ხალხს ვითომ წოვენ ამხელა გოჭები. სინამდვილეში ცურზე ერთი შეხედვითაც ეტყობა რომ გრამი რძე არ აქვს და მეტიც რამდენიმე კვირის გამშრალია ეგ ღორი.

https://youtu.be/qxLcumPefUw
* * *
ghost471
აეს ვიდეო ნახე აბა ესეც მე ვარ???biggrin.gif

. https://youtu.be/7g-rR-QOKLU

Posted by: ghost471 11 Mar 2018, 16:14
vano22
აპრობირებული მეთოდია აყალო მიწის ჭმევა smile.gif საიდან მოიტანე რო საბეკონე მიმართულების ღორი ვერ ზრდის გოჭს. დანიური ლანდრასი საბეკონე მიმართულების არის და ერთ-ერთი მაღალ პროდუქტიული ჯიშია გოჭიანობის მაჩვენებლითაც და რძიანობითაც. აი დიუროკზე ვერ ვიტყვით მაგას smile.gif ის ვიდეო რო დალინკე ქალი რო აჭმევდა ხელით სათაური უწერია ''როგორ ვაჭამოთ ახალდაბადებულ გოჭებს თუ დედა ვერ აჭმევსო'' ანუ ან ცუდათააა ან კიდე რძე ვერ გამოიტანა ან რავი ბევრი მიზეზია კიდე. მე არ ვაჭმევ ხოლმე ეგრე თუ ბევრი არ ყავს დედაღორს. სადაც ვმუშაობდი 30 ღორმა დაყარა და ყველა გოჭისთვის რო ეგრე მეჭმია 10 კაცი მაინც დამჭირდებოდა biggrin.gif 28 დღის გოჭები 7-11 კილომდე იყვნენ. ერთი კვირის შემდეგ დაუდგი სელტეკი და ეგაა. რაც დავამუღამე არი იის რო რაც უფრო ბევრნი არიან და რაც უფრო არ ყოფნით საჭმელი უფრო მალე იწყებენ ჭამას და უფრო მაგრათ მოდიან წიინ. (რამდენი უფრო დავწერე biggrin.gif )

Posted by: vano22 11 Mar 2018, 17:19
ghost471
კი ლანდრასი კარგი ჯიშია აი დიუროკი და იორკშირი არ უქნია ღმერთს. სამაგიეროდ 2 კვირამდე თუ მიატანინე მერე ძაან სწრაფად იზრდებიან. გოჭის ჭმევას ძაან რთულად უყურებ შენsmile.gif სულ არაა საჭირო ხელით ჭმევა. გააკეთებ ავტომატურს სოსკებზე და ეგაა. მიხვალ ჩაასხავ რძეს მოწოვენ გარეცხავ და ეგააsmile.gif მე არ ვიცი უცხოეთში რა ხდება, უცხოეთის ამბებს აგერ ჩაკრულო გვიამბობს მე კი ჩემის მხრივ გეტყვი რომ ქისტაურში დიუროკების ფერმაში შარშან 70-80 გოჭი მოუკვდათ დედების ურძეობის გამო და სანამ მიხვდნენ რომ ურძეობის ამბავი იყო კი ნახეს მაგხელა ზარალი. შენი ღორები რას ჩადიან დამრავლდნენ?
* * *
mesxi85
აბა როგორაა საქმე ჩადგნენ კალაპოტში?

Posted by: kaxaberski66 11 Mar 2018, 21:08
vano22
QUOTE
ზრდიდეს და მაზოხისტი კი არ ვარ ამდენს რომ ვეჩალიჩებ

QUOTE
აპრობირებული მეთოდია აყალო მიწის ჭმევა  საიდან მოიტანე რო საბეკონე მიმართულების ღორი ვერ ზრდის გოჭს. დანიური ლანდრასი საბეკონე მიმართულების არის და ერთ-ერთი მაღალ პროდუქტიული ჯიშია გოჭიანობის მაჩვენებლითაც და რძიანობითაც. აი დიუროკზე ვერ ვიტყვით მაგას

ბევრი რამ აღარ მოვნიშნე. მართლები ხართ.
დიუროკი დაყრისას მცირებუდიანი და ურძეო დედაა. ეს წერია ინტერნეტში დიუროკის თვისებების აღწერისას.
ლანდრასი მრავალგოჭიანია, საბეკონეა, რძიანი და ისეთივე ზრდით როგორც დიუროკი. მინუსი აქვს როგორც ინტერნეტიდან ამოვიკითხე, საბეკონე ხორცის ხარისხი დიდად არის დამოკიდებული კვების ტიპზე. ანუ როგორ ვკვებავთ.
დიუროკი თავის შთამომავლობას მკვეთად გადასცემს ნიშან თვისებებს. ანუ ურძეობასაც და მცირე გოჭიანობასაც.
მე სამწვადეთ ხორცს რომ ვყიდლობ, თუ 2 სანტიმეტრზე ქონი არ აქვს არ ვიყიდი.
ვანო, აი ის ინგლისური მსხვილი თეთრი ჯიშის ღორი ყველაზე კარგია. ზრდასრული მამრები 500 კილოზე ადიოდნენ. ეხლა უბრალოდ ახალი მოდა შეიქმნა.

Posted by: ghost471 11 Mar 2018, 21:20
vano22
იორკშირიც კაია ვანო თუ არ ვცდები რძიანობიტ არ ჩამოუვარდება ლანდრასს. იორკშირის მინუსი ისაა რო სალისკენ ააქვს მიდრეკილება. გინდაც იმ ჭურჭელს თითონ რეცხავდნენ ვანო სად არი იმდენი რძე რო მაგათ ვაჭამო biggrin.gif დიუროკი მაგ ამბავში ნაგავია მარა იმდენი პლიუსი აქვს რო მაგ მინუსს პატიობენ smile.gif კი გამრავლდნენ მარა ჩემები არ იყვნენ ვანო იმ ფერმაში მენეჯერ-ვეტექიმი ვიყავი

Posted by: vano22 11 Mar 2018, 21:58
kaxaberski66 მე ქონიან მწვადს ვერ ვჭამsmile.gif საერთოდ ვერ ვიტან ღორის ქონს სოუზშიც კიsmile.gif ...

500 კილოები თუ იზრდებოდნენ ეგ საკმარისზე მეტი წონაა, ეხლა ახლებურად ანგარიშობენ ანუ დროის გარკვეულ პერიოდში მიღებული საკვების რაოდენობით და შედეგად მომატებული წონის შედარებით სხვა ჯიშებთან. მე ვფიქრობ ჩვენ პირობებში სულაც არაა საჭირო სუფთა ჯიშების ყოლა რადგან არც ხორცში და არც გოჭში შესაბამის ფასს არავინ იხდის. სავსებით საკმარისია მეორე მესამე თაობის ჰიბრიდები. ცხიმიანობას რაც შეეხება, სიმინდ ხორბალზე გაზრდილი დიუროკიც კაი ქონიანი გამოდის. ეს პრემიქსების დამსახურებაა რომ ხორცის მასას იმატებს და არა ქონსsmile.gif


ghost471 რავი მე მეღორეობას სულ 2 წელია რაც ხელი მოვკიდე და დიდი ცოდნით ვერ დავიკვეხნი. აქ რასაც ვწერ მხოლოდ ჩემივე პრაქტიკიდან გამომდინარე ფაქტებია. მე მომწონს ამათი ვიზუალი, საკვების ათვისების მაღალი უნარი და ზრდის კარგი ტემპი. არიან ძაან წყნარები და ამათ ხმას ვერ გაიგებს კაცი ..

შენ მართალს ამბობ შპრიცებით ფერმაში მაიმუნობას არავინ დაიწყებს და ფიზიკურად სისულელეცაა რადგან 100 გოჭს დილიდან საღამომდე ვერ აჭმევს კაცი. მე ვაპირებ ამ სფეროში გაფართოებას და ვფიქრობ შესაძლებელია ავტომატიზირებული საწოვრების დამონტაჟება რაც მინიმუმამდე დაიყვანს მოვლის სირთულეს. რაც შეეხება რძის მაღალ ფასს და მასში დახარჯულ ფულს გეტყვი რომ ეს არც ისე ძვირი ჯდება ჰა საკუთარი ძროხის პირობებში ერთი ბუდობის გამოკვება სულ 50-70 ლარი დაგიჯდება. ამას ის პლიუსი აქ რომ დედას 1-2 კვირისებს ასხლეტავ და ფაქტიურად ისევ ჯანიანი ღორი გრჩება რომელიც ბევრად მალე იმაკებს და ძლიერ გოჭებს გააჩენს. მე მინახია 1.5 თვე ნაწოვი ღორები რომლებიც ისე იყვნენ გამხდრები რომ ხერხემალი და ნეკნები უჩანდათ. არაა კარგი ღორის წოვება ისევ ჯობია ხელოვნურად გაზარდო გოჭი მაგრამ ისევ გავიმეორებ რომ შპრიცებით კი არა ავტომატური საწოვრებით.. აი შენ ხომ არ გჯერა და მოდი იყიდე ერთი საბეკონე ღორი და ნახავ შენც შპრიცებით რომ დაიწყებ სირბილს ( არ დაიწყებ და 1 გოჭი არ დარჩება იმ ბუდობიდან)biggrin.gif

Posted by: ghost471 12 Mar 2018, 01:24
vano22
საბეკონე მყავდა ვანო პირველი თაობის ჰიბრიდი იორკისა და დიუროკის. მშვენივრად ერეოდა 14 გოჭს. 28 დღისას ვაშორებ ხოლმე გოჭებს და დედა ღორი პირველი კვირას მაკულობდა. რაც მყავდა ყველა ეგრე იყო. ფერმაში სადაც ვმუშაობდი იქაც საბეკონეები გვყავდა და 30 დედაღორიდან 2 ღორი დავბრაკე მერძეულობის გამო. ერთი ურძეო იყო და მეორეს აშკარად უხარისხო რძე ქონდა გოჭი ვერ მოყავდა. დანარჩენები იქაც ზრდიდნენ 8-14 გოჭამდე. ერთი ის მინდა რო კაი დედაღორი გყავდეს რო ეგ ზედმეტი ხარჯები აგარიდოს და გაიგო რა არი მართლა დედაღორი biggrin.gif

Posted by: vano22 12 Mar 2018, 12:15
ghost471
ამ საღორეში არ ხერხდება და სხვაში ვცდი მომავალ წელს. გალიას მოვუწყობ და მივუშვებ გოჭებს. ისე კი მაინც ძაან ეჭვი მეპარება ერთმა ღორმა 5 ლიტრი რძე გამოიმუშაოს დღეშიsmile.gif ერთი მყავდეს კიდევ ხომ მაგრამ სამიდან სამივე ურძეო რაღა მე შემხვდა?


Posted by: mesxi85 12 Mar 2018, 15:48
გამარჯობა მეგობრებო .მოკლედ მესამე დღეა და გავუკეთე რკინა ვიტამინი ფერიბიონი 1 -1 გრამი. დედას რძე აქ ბლომად .ძუძუზე ძინავთ ხოლმე გოჭუნიებს.დამატებითი ჭმევა არ დამიწყია ვანო 9 ყავს და უმკლავდება შესანიშნავად დედა .რო ვაკვირდები ძალიან მზრუნველი დედაა .

Posted by: vano22 12 Mar 2018, 16:43
mesxi85
კარგია ღმერთმა ქნას სულ არ დაჭირდეთ დამატებით რძის მიცემა. 7 დღისები რომ გახდებიან მერვე დღისით პრესტარტი დაუდგი ცოტ ცოტა. ჩაკრულოს აქ კარგი პრესტარტი მე მაგას ვაჭმევ და საუკეთესოდ შეირგეს არანაირი ნერწყვდენა და კუჭის აშლა არ მოსვლიათ და ზრდა აქვთ ძალიან კარგი.


Posted by: mesxi85 12 Mar 2018, 16:53
ვანო სად იყიდება რომელ აგრო მაღაზიაში .თბილისში ვიშოვი?

Posted by: vano22 12 Mar 2018, 17:58
mesxi85
შემოვა და გვეტყვისsmile.gif

Posted by: otana 12 Mar 2018, 18:15
მოგესალმებით მეგობრები , პირველ რიგში წარმატებას გისურვებთ საქმიანობაში .. მინდა შემოგთავაზოთ სიახლე ამერიკულ ვიტამინებზე დამზადებული პრემიქსი,. გვაქვს საწარმო , ასე ვთქვათ საოჯახი ბიზნესი და ვამზადებთ ქათმის ,ღორის, ძროხის ,ინდაურის,იხვის,მწყერის საკვებ დანამატებს ე.წ. პრემიქსს.. თამამად ვიტყვი საქართველოში ყველაზე იაფად. ხარისხზე პასუხისმგებლები ვართ, აბსოლუტურად მცენარეული და ჯანსაღი საკვები, არაანაირი ძვალ ხორცი ან ჩინური მინარევები, ამერიკული სტანდარტებით დამზადებული. ეფექტურია და ხორცი უგემრიელესი გამოდის, ჩვენ ვზრდით ბეკონის ჯიშის ღორებს და პირადად მე მაქვს გასინჯული. ჩვენი პრემიქსით ზრდის აგროჰაბი ღორებს და ინდაურებს.

Posted by: vano22 12 Mar 2018, 21:39
otana
გაიხარე შენც წარმატებები შენს საქმიანობაშიup.gif ფასებს, საწარმოს მდებარეობას და ნაწარმის დეტალურ აღწერას თუ დადებ თავისი ფოტომასალით ძალიან კარგი იქნება.

Posted by: otana 13 Mar 2018, 08:25
მთავარია თქვენი ინტერესი ყველაფერს გეტყვით და გაგარკვევთ. user posted image მოკლედ ეს არის შემადგენლობები , პროტეინი რომელიც ერთ ერთი განმსაზღვრელია ზრდის საკმაოდ მაღალი აქვს, საწარმო მდებარეობს კაიროს ქუჩაზე თბილისში . მიწოდებაც შეგვიძლია ადგილზე თუ რაოდენობა იქნება. ფასს რაც შეეხება 25კგ ტომარა პრემიქსი რომელიც 25 კგ ერევა 75კგ სიმინდში მოგცემთ 51 ლარში. ასე უფრო იაფი გამოგივათ თუ თქვენთითონ აურევთ და სიმინდი თუ გაქვთ, თუ არადა არცეგაა პრობლემა ჩვენ დაგიმზადებთ მაგ. სტარტ 1.05 თეთრი. გროუერი 1.00 და ფინიში 0.95. user posted imageuser posted image

Posted by: vano22 13 Mar 2018, 08:40
otana
მაღლა ფოტოზე გმო სოიოს გამო აწერია თუ სხვა გმოს შეიცავს კიდევ? ბაზრისთვის საკმაოდ კარგი ფასებია. სადაური კონცენტრატით მუშაობთ? ხარისხის სერთიფიკატი გაქვთ?

Posted by: otana 13 Mar 2018, 10:11
ერთადერთი რამ რაც ჩვენ პროდუქტს ბიო პროდუქტს ვერ ვუწოდებთ ეს არის სოიო , რომელიც არის გენმოდიფიცირებული და რის გარეშეც შეუძლებელია ნებისმიერი სახის პრემიქსის დამზადება. პროტეინის მაღალი პროცენტულობა სოიოს ხარჯზეა. დანარჩენი აბსოლუტურად არის მცენარეული,. მინერალები და ვიტამინები ჩამოგვაქვს ამერიკიდან , ასეთი ვიტამინები მხოლოდ ჩვენ გვაქვს ამას დარწმუნებით ვიტყვი. ამერიკიდან ერთადერთი იყო პიროვნება ნოზაძე რომელსაც შემოჰქონდა უკვე დაფასოებული საკვები რომელიც ბევრად ძვირი ჯდება ვიდრე აქ დაფასოება. ვისაც მიაქვს ყველა კმაყოფილია.. დეტალები თუ დაგაინტერესებთ აჯობებს მობრძანდეთ ან მობილურზე გავისაუბროთ
* * *
ფასს რაც შეეხება გვიჭირავს მართლაც რეალური და მისაღები ფასი სხვანაირად ბაზარზე თავს ვერ დავიმკვიდრებთ , არიან ისეთი გიგანტი ფირმები რომლებიც როგორც უნდათ და რასაც უნდათ იმას აკეთებენ იმას აფასოებენ და როგორი ხოშიც აქვთ ისეთ ფასს დაადებენ რადგან კლიენტის სადაავეები უჭირავთ. რო მოინდომონ გაგვაქრობენ ჩვენ biggrin.gif ამიტომ ფასით , ხარისხით , და რაც დასჭირდება ფერმერს კონსულტაცია იქნება რჩევა ყველანაირად ვცდილობთ გვერდში დავუდგეთ. ჩვენ არცერთ კომპანიას არ ვეჭიდავებით, მადლობა ღმერთს ოჯახს არ გვშია და არ გვწყურია, უკმაყოფილო კლიენტიც არ გვყავს <3 <3

Posted by: vano22 13 Mar 2018, 10:44
otana
კარგია კარგიsmile.gif მე გოჭზე ვმუშაობ და ფიზიკურად არ მჭირდება იმ რაოდენობის პრემიქსი რომ თქვენ შეგაწუხოთ აგერ ჩაკრულოს შევაწუხებ ხოლმე ხანდახან და გამომიყოლებს თითო ოროლა ტომარას თქვენ კი კიდევ ერთხელ წარმატებებს გისურვებთ რაც მეტი საწარმო ამუშავდება მით უკეთესი ამ ქვეყნისთვის

Posted by: ჩაკრულო 13 Mar 2018, 13:33
mesxi85
თბილისში რო ვიქნები წამოგიღებ smile.gif რო მცდონოდა, დღეს იყო მანქანა გორში დისტრიბუციაზე და გამოვატანდი smile.gif

vano22
რძით წუწაობას უნდა გადაგაჩვიო შენა რაა smile.gif)
* * *
otana
QUOTE
რო მოინდომონ გაგვაქრობენ ჩვენ

არ შაიშინდე კაცო smile.gif მე აქ არა ვარ? old.gif

Posted by: ghost471 13 Mar 2018, 16:30
vano22
Vano shen tu ashorrb gochebs da sul zed ar gyavs mishvebuli urdzeoba sheidzleba maganac gamoiwvios radgan gors sardzeve chebi ar aqvs rogorc dzroxa anu gori rdzrs ar igrovebs roca wveba da awovebs mashin gamoimushavebs. Ase rom miushvi gochebi zed ubralod gadayavi erti adgili sadac lfuchkas chakideb da mere patara sakveburs daudgav.
mesxi85
Samomavlod icode ro hierodeqsina es gaukete rkina da b jgufis vitaminebtan ertad kobaltsac sheicavs.

ჩაკრულო
Midi erti dzia iqneba davarwmubot ro eg wuwaoba zedmetia biggrin.gif

Posted by: vano22 13 Mar 2018, 17:08
ghost471 შარშან ვცადე მიშვება და 1 კვირაში ისე გაუბედურდნენ გოჭები რომ ძლივსღა დალასლასებდნენ.. ღორს თუ რძის დაგროვება არ შეეძლო ეგ არ ვიცოდი. მე მეგონა ძროხასავით ებერებოდა ცურიfacepalm.gif ზემოთ როგორც დავწერე არ მაქ მოწყობილი საღორე და ვერ ვაკეთებ სადედე გალიებს. ახალი საღორის მშენებლობა დავიწყე მაგრამ ფულში გავიჭედე და დროებით გავჩერდი ( იმედია წელს მაინც დავამთავრებ 7-8000 მიჯდება 100კვ.მ. განა არ მჯერა შენი. მჯერა რომ მიშვებულზე უკეთესია, მეც ვხვდები რომ არასწორად ვუვლი მაგრამ ჯერჯერობით სხვანაირად არ მიხერხდება 8000 არაა პატარა თანხა რომ ასე ჯიბეში მედოს ავიღო და დავხარჯო. სუ კაპიკ კაპიკ მაქ გაწერილი ბიუჯეტი და იმედია შემოდგომამდე მოვაგვარებ ამ საქმეს. ეგ ძაან საჭირო რამე მითხარი ღორის ცურზე მე მაგას ვერც წარმოვიდგენდი. საერთოდ არსებობს რამე სხვა არსება რაც რძეს ვერ იგროვებს? ძაღლი რო ძაღლია ისიც კი იგროვებს ხოლმეsad.gif



ჩაკრულო მაგას თუ შეძლებ მაღარიჩი ჩემზე იყოსbiggrin.gif

http://usadbaplus.ru/kormlenie-porosyat-v-pervye-dni-zhizni-kogda-nuzhno-podkarmlivat-korovim-molokom/

Posted by: ghost471 13 Mar 2018, 21:39
vano22
რავიცი ვანო განა შენი მტერი ვარ ან ჩემი ცოდნის წინა პლანზე წამოჭრა მინდა (მე ამისგან არანაირი პლიუსი არ მაქვს) ყველაფერი ეგრეა კურღელსაც კი აქვს სარძევე ჭა მარა ღორს არ აქვს smile.gif მე მართლა არ გამიზრდია ეგრე გოჭი რო დამატებით მიმეცა რძე გარდა იმ ერთი შემთხვევეის როცა 22 დააგდო 19 ცოცხალი ყავდა და 5 ავაცალე ისიც იმიტო რო 14 ძუძუ ქონდა. მოაწყე და გაიჩინე ისეთი სადედეებიო რომელსაც რძე ექნება და არ დაინანო დაკვლა ურძეოების. ისე ზრდიან რო პრობლემა არ აქვთ მთავარია დედაღორის საკვები მისცე წონაშიაც არ იკლებს დიდად. ნუ გეში ძია გამოვა საქმე wink.gif

Posted by: ჩაკრულო 13 Mar 2018, 21:44
user posted image

vano22
ამაზე ნაკლები სადედე არ დამანახო ძიავ smile.gif

Posted by: kaxaberski66 13 Mar 2018, 22:27
vano22
არ გახსოვს ალბათ. მე ერთხელ დავწერე იმ ნიშნებზე, როდესაც გოჭებს რძე არ ჰყოფნით და კიდევ ბევრ რამეებზე.

Posted by: ghost471 13 Mar 2018, 22:59
ჩაკრულო
შენ სუ გული გასახეთქ რაღაცეებ ნუ გამაამზეურებ ხოლმე biggrin.gif

Posted by: kaxaberski66 13 Mar 2018, 23:16
ჩაკრულო
როგოც მე ვნახე მაგ სურათიდან, წინ საკვებურია, უკნიდან ღორი შედის და იქ რჩება იმდენი ადგილი, სადაც ღორი ვერ მობრუნდება. მხოლოდ დასაწოლი ადგილია ან ფეხზე უნდა იდგეს.
ძიამ გენაცვალოთ, მაგ ქვეყნებში ცხოველა და კერძოდ დედა ღორთა უფლებების დამცველი ორგანიზაციები არ არსებობენ?
თავიანთი ბაია პატარაიები და ეკა გიგაურები არ ჰყავთ?

Posted by: ghost471 14 Mar 2018, 00:18
kaxaberski66
ზუსტად იმ პატარების დასაცავადაა ძია ეგ მოგონილი ღორი რო არ დადის არც გოჭს ჭყლიტავს. მეც ეგეტები მქონდა ოღონდ კუსტარულები გაკეთებული ძაან მოსახერხებელია გინდაც დაყრის მომენტში გინდაც მერე სამუშაოთ დედა ღორის ნემსის გაკეთებაა თუ გოჭების დამუშავება.

Posted by: vano22 14 Mar 2018, 00:59
ghost471 ჩემზე მეტი იცი და ვითვალისწინებ შენ აზრს. აქ ზუსტად მაგიტომ ვართ რომ ერთმანეთს ვეკამათოთsmile.gif შემდგომ პერსპექტივებში მასეც მოვიქცევი. ალბათ ლანდრასის ჯიშს ჩავრთავ ჩემს მეღორეობაში და ლანდრას დიუროკ იორკშირის ჰიბრიდებზე ვიმუშავებsmile.gif

ჩაკრულო
ეგ რაღაა სპორტდარბაზი მეგონა უცებbiggrin.gif მაგის ფული მქონდეს ღორს მოვკიდებდი ხეელს???!:)

ადრეც გკითხე და ისევ ის კითხვა დამებადა. სად გადის მაქედან კანალიზაციის წყლები? ყველას ხო არ აქ ასობით ჰა მიწა?

kaxaberski66 ამ ღორების გადამკიდე დღეს პური ვჭამე თუ არა ისიც აღარ მახსოვსsad.gif დაილოცოს საქონელი მიუყარე თივა-როში გამოუკეტე კარები დაწექი და დაიძინე. ეს ღორები რა ყოფილან გული ხელით დამაქვს უკვე, ამ ღამღამობით გარეთ სიარულში კიდე გავცივდი და დილიდან სიცხე და თავბრუსხვევა მაქ აზრს ვერ ვალაგებ ისე ცუდად ვარ... მე ხასიათზე ვატყობ ხოლმე და მუცლის სისავსეზე. თუ ხალისიანადაა და მუცელიც გაბერილი აქ ესეიგი კარგადააsmile.gif

Posted by: shuma89 14 Mar 2018, 01:10
otana
QUOTE
ერთადერთი რამ რაც ჩვენ პროდუქტს ბიო პროდუქტს ვერ ვუწოდებთ ეს არის სოიო , რომელიც არის გენმოდიფიცირებული და რის გარეშეც შეუძლებელია ნებისმიერი სახის პრემიქსის დამზადება. პროტეინის მაღალი პროცენტულობა სოიოს ხარჯზეა.



გმო სოიოს გარეშე უბრალოდ სოიოც ხო არსებობს? თუ ფასში გარბის?
უბრალოდ არა გმო რო გამოიყვანო კლიენტურა შენ ნაწარმში ცოტათი მეტსაც გადაიხდის და კონკურენტუნარიანობას ძალიან აგიმაღლებს.

Posted by: ghost471 14 Mar 2018, 01:27
vano22
ძალიან ბევრი ვისწავლე ვანო შენგან და პირველი არი იის როგორ თავდადებით უნდა მოუარო შენს საქონელს,(ქონებას) ეს ხუმრობის და ყოველგვარი ცინიზმის გარეშე.
shuma89
ცოტათი არ გაძვირდება ჩემი აზრით და სულ მიზერიც რო ქონდეს ფასთასხვაობა თუ ზრდით მეტი მაჩვენებელი მაინც არ ექნება ხალხი მაინც გმო-ს იყიდის smile.gif

Posted by: ჩაკრულო 14 Mar 2018, 09:42
ghost471
kaxaberski66
ეგ ესპანეთია და არამგონია ბაია პატარაიას ნაკლებობას განიცდიდნენ smile.gif 30 მილიონი ღორის უფლებებს ხო უნდა დაცვა smile.gif)

vano22
აჰა შენ სეკრეტი გაგანდო wink.gif
user posted image
მიხვდი?smile.gif

Posted by: vano22 14 Mar 2018, 15:24
ჩაკრულო
მაგას კი მივხვდი მაგრამ რაც მაგის გადარეცხვას წყალი დაჭირდება ჩვენთან სად უნდა ჩავღვარო ის წყალი? კაი ცივიც იქნება მასეთი პოლიsmile.gif მე მაქ ნაკვეთი მდინარესთან ახლოს და შემიძლია შიგ ჩავღვარო მაგრამ ჯარიმაა მაგაზეsmile.gif


ghost471 smile.gif მე ესენი ისე მყავს როგორც საბერძნეთში მომვლელებს ჩაბარებული მოხუცები. ვასმევ, ვაჭმევ, ვუსუფთავებ, ვზრუნავ მათ ხალისიან განწყობაზე მოკლედ მე ამათ ღორებად ვერ აღვიქვავ და ამაშია ჩემი პრობლემაsad.gif

Posted by: ჩაკრულო 14 Mar 2018, 20:06
vano22
ბიჯო, შენა მოგზავნილი ხო არა ხარ?!
საერთოდ არანაირი წყალი არაა საჭირო მაგის ჩასარეცხად

Posted by: vano22 14 Mar 2018, 22:56
ჩაკრულო აბა დაბლა ჩასულ რამე რუმეებს ქვეშ შემძვრალი კაცი გამოხვეტავსsmile.gif???

Posted by: kaxaberski66 14 Mar 2018, 23:27
ბიძიებო, დღეს წავიკითხე რომ, ფინეთში ვალიოს ქარხნის უფროსობა რძის მიმწოდებლებს უკრძალავს საქონლის რაციონში სოიოს დამატებას.
თან მითითებას აძლევთ, რაციონში პროტეინის შესავსებად სოიოს მაგიერ რაპსის ბუტონები იხმარეთო.
აქ იმიტომ დავწერე რომ მსაქონლეობის თემაში შეიძლება ერთი თვე არავინ შეიხედოს.
მეღორეები ჰიპერაქტიურები ხართ.

Posted by: ghost471 15 Mar 2018, 02:13
kaxaberski66
აი თუ ვიყიდე კაი ძროხა მერე იმ თემასაც გავააქტიურებთ ძია wink.gif ეგ ალბათ ბიო პროდუქტს აწარმოებენ და მაგიტო არაა ძია?
vano22
ხოდა ეგრე რო უვლი როგორც იმ მოხუცების უმეტესობა უფასებთ ისე დაგიფასებენ (ანუ არაფრით) ყველაფერს თავისი ადგილი აქ ვანო ჩემ ძაღლებს რო პაპაჩემის ძვლები ვაჭამო განა უფრო ფხიზლები იქნებიან biggrin.gif ეგენიც ეგრე არიან არ უნდა გადაყვე ზეედ biggrin.gif

Posted by: otana 15 Mar 2018, 02:44
ღორის პრემიქსი 25% – 25kg შეფუთვა 51 ლარი

ღორის მზა საკვების ფასები:

ღორის სტარტი 1კგ – 1.10 ლარი

ღორის გროუერი 1კგ – 1.05 ლარი

ღორის ფინიში 1კგ – 1 ლარი

დედა ღორის 1კგ – 1 ლარი

მაკე ღორის 1კგ – 1 ლარი

30 % კონცენტრატი ქათმი 30 კილო პრემიქსი ერევა 70 კილო დაღერღილ სიმინდში 25 % კონცენტრატი ღორისთვის 25 კილო პრემიქსი ერევა 75 კილო სიმინდსა ან ქერში.

ასევე შეგვიძლია მზა საკვები გაგიმზადოთ. დიდ რაოდენობეებზე ფასზე შევთანხმდებით.

დეტალებზე დარეკეთ 591806050

Posted by: ჩაკრულო 15 Mar 2018, 11:09
vano22
გროვდება, მოიდედღვება და მერე ამოსწევ გამშვებს და გაუშვებს wink.gif

Posted by: vano22 15 Mar 2018, 12:34
ჩაკრულო
აი დედასაა რა სუნი დადგება მერე მანდა? თითის სიმსხო მატლები გაჩნდებიან შიგ:fuuufff:biggrin.gif
* * *
ghost471 ერთი ორი წელი უნდა გავიჭირვო როგორმე მეტი გზა არააsad.gif

Posted by: ჩაკრულო 15 Mar 2018, 14:59
vano22
QUOTE
ჩაკრულო
აი დედასაა რა სუნი დადგება მერე მანდა? თითის სიმსხო მატლები გაჩნდებიან შიგ:fuuufff:

უნდა წამეყვანე და მეჩვენებინა და მეძებნინებინა შენთვის ეგ მატლები რაა biggrin.gif

Posted by: vano22 15 Mar 2018, 23:42
ჩაკრულო
იუთუბზე ვერ ვნახე ვერსად მაგ სისტემის ფუნქციონირების სრულად აღწერა. როგორც მივხვდი ფერმების უმეტესობა ჯერ ცისტერნებში უშვებს მაგ მასას ბიო გაზის მისაღებად, ხოლო შემდეგ ან ყიდიან ან თვითონ ხმარობენ ნაკვეთებში.. არ ვიცი არარეალურად შორეული პერსპექტივაა ჩვენი მეღორეობის მათ მსგავსად განვითარებაsad.gif

Posted by: ჩაკრულო 16 Mar 2018, 10:19
vano22
შენთან ახლოს, ქისტაურში, სოსოს აქვს მოწყობილი თითქმის მასეთივე პრინციპოთ, ოღონდ სხვანაირად smile.gif

Posted by: Nat_asha 17 Mar 2018, 16:08
http://danida.apma.ge/guest/terms
აი ახალგაზრდებო რეგიონებში იქნებ ვინმე დაინტერესდეს

Posted by: shuma89 17 Mar 2018, 23:09
100 ათასზე ნაკლები არაო, ესეიგი 60 უნდა გქონდეს.
ვისაც სამოცი აქვს ის დაიწყებს და გაფართოვდება, ჩემი გადმოსახედიდან ასეა. სხვას შეიძლება გამოადგეს, მაგრამ დამწყებს მაინც ვერა, ასე მგონია.

Posted by: ჩაკრულო 18 Mar 2018, 00:01
shuma89
ეგ მაქსიმალური ზღვარია უფროსო wink.gif

Posted by: vano22 18 Mar 2018, 01:07
ჩაკრულო
აბა სოსო?


************
დღეს -1 გოჭიsad.gif დილით გამგზავრებული დამხვდა.. როგორც დავადგინე გოჭებს გაუგუდიათ ღამე... არადა რა პუტკუნა გოჭუნა იყო საწყალიsad.gif

Posted by: shuma89 18 Mar 2018, 01:24
ჩაკრულო
პოტენციური ბენეფიციარის მიერ წარდგენილი პროექტის საინვესტიციო ღირებულება უნდა შეადგენდეს არანაკლებ 10 000 (ათი ათასი) ლარს

ესე წერია ლინკზე, ადრეც ვნახე ეგ მე და გადავიკითხე

Posted by: ჩაკრულო 18 Mar 2018, 07:19
shuma89
ხოდა შენ მინიმუმ 100 ათასიო გეწერა და არა 10 ათასი smile.gif

vano22
სოსო ლალიაშვილი

ეგ ვერ მოგსვლია მთლათ კაი ამბავი

user posted image
კვირადღე მშვიდობისა ფერმერებო wink.gif

Posted by: kaxaberski66 18 Mar 2018, 09:16
QUOTE
კვირადღე მშვიდობისა ფერმერებო

გაგახარებს ღმერთი.
დილით ფერმერებს სად ცალიათ კომპიუტერთან დასაჯდომად? ცოტა ხანში შემოვლენ.

Posted by: vano22 18 Mar 2018, 10:35
ჩაკრულო არ მეცნობა მაგრამ გავიკითხავ....

ღორის რძისა და ძროხის რძის შემადგენლობის შედარებითი ცხრილი ხომ არ მოგეპოვება?

Posted by: dvt333 18 Mar 2018, 14:21
არ ეხება მეღორეობას ეგ პროგრამა სამწუხაროდ, მინიმუმს რაც შეეხება მთლიანი საინვესტიციო ღირებულება არი 10000 ანუ 6000 რო გქონდეს საკმარისია, დაჟე კრდიტის დამტკიცებაც შეილება შენი 60% დასაფინანსებლად

Posted by: lexanna 18 Mar 2018, 16:33
http://agrokavkaz.ge/dargebi/megoreoba/meghoreobis-marketinguli-mimokhilva-beqa-gonashvili.html
მეღორეობის მარკეტინგული მიმოხილვა — ბექა გონაშვილი
14.03.2018 626 Views Comment Off

ამ დღეებში, თბილისის ფორუმზე, ბექა გონაშვილის საინტერესო მიმოხილვას წავაწყდით მეღორეობის დარგში, მარკეტინგის მიმართულებით, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ.

„მეგობრებო, ბოდიში რომ დიდი ხანი ვერ შემოვედი ისე რომ მეპასუხნა, ახლაც მაგრა მეძინება და სანამ მიმაკიმარებს ვეცდები მოკლედ მოგაწოდოთ ის ინფორმაცია რაც მაქვს და რაც ჩემი აზრით საკმაოდ ლოგიკურია.

ნუ დასურათებაც შემიძლია ბევრი რამის, მაგრამ ახლა ნუ მაწვალებთ.

რაც შეეხება ესპანელებს.

ამჟამად ესპანეთი გამოირჩეა იმით რომ 30 მილიონამდე ღორი ჰყავთ, მათი წარმოების დიდი ნაწილი არის ექსპორტი, მათ შორის ჩინეთმა გახსნა ესპანეთი გასულ წელს და საკმაოდ გაიზარდა მოთხოვნაც, რეალიზაციაც და ფასებიც.

თუმცა ჩემი იქ ჩაფრენის დღეს კილოგრამი ცოცხალი წონის ფასი 1.10 ევრო იყო, იმ დროისთვის ეს გამოდიოდა 3.4ლარი, ანუ ცოცხალი წონა. ხოლო გამოფრენისას 1.07 ევრო. რომ ვუთხარი ხალხო ამაში ფული გრჩებათ მეთქი, და უუფ, ააი 1 ევროს რო ჩამოსცდება მაშინა ვზარალობთო, ახლა არაუშავსო ნორმალურიაო… მაგრამ შარშან 5-6 თვე ფასები 1.3 ევროში ტრიალებდა და მაგარი ფულები მოვარტყით ყველამო, აგერ ახლაც ხომ ხედავ ახალ ფერმას ვაშენებო (3000 სულ დედა ღორზე ფერმას აშენებდა ჯიგარი, და უკვე ქონდა 3500 დედაზე, რომელმაც მაგარი ფული დააწერინა, მისი სიტყვებით.

რაც შეეხება უკრაინაში ქერი და ხორბალი იაფი ღირსო, ხოდა ამასწინათ ერთი უკრაინელი კოლეგა იყო ჩამოსული და ეგ საკითხი მეც მაინტერესებდა, შევადარეთ ფინიშის ფასები (იმ დროს მეტადრე ფინიშის კვებითი ღირებულებები დაემთხვა ჩვენი, თორე სტარტში გაცილებით ნაკლები კვებითი ღირებულება ქონდა ვიდრე ჩემ რაციონში იყო, თავს არ ვიქებ, უბრალოდ ასე იყო) და გამოვიდა რომ მისი სარეალიზაციო ფასი იმ დროის კურსით გამოვიდა 235 ევრო ტონის ღირებულება და ჩემი იყო 262 ევრო, კი ტონაზე 30 ევრო არაა პატარა სხვაობა, მაგრამ იმას თუ გავითვალისწინებთ რომ ჩვენთან დრაბილკაში გატარებული პროდუქცია უკვე დღგ-თი იბეგრება და იქ ეგ პრობლემა სხვანაირად რეგულირდება მგონი მიხვდებით რომ დიდი სხხვაობა არაა.

რატო რჩებათ ფული იმ ძირგამომპალ კაპიტალისტებს და რატო არ გვრჩება ჩვენ?!

კი ბატონო, ბევრი მიზეზია, მაგრამ ყველაზე მთავარია: ტექნოლოგია და გენეტიკა.

მაგალითად აი ესპანეთში ყოფნისას, ჩვენი პარტნიორმა კომპანიამ INGASO (www.ingaso.com) წაგვიყვანა თავის ექსპერიმენტულ ფერმაში რომელიც 450 დედა ღორზეა, სადაც სცდიან თავიანთ ახალ პროდუქციებს და აკვირდებიან. ამ ფერმაში მუშაობდა სულ რაღაც 2 ადამიანი, არ მოგესმათ მეგობრებო, 450 დედა ღორიან ფერმაში რამდენი ათასი სულია ერთდროულად ხომ წარმოგიდგენიათ? ხოდა სულ ამ ფერმას უვლიდა 2 ადამიანი, ისიც იმ დღეს როცა ჩვენ მიგვიღეს ერთ-ერთს მამა ჰყოლია ავად და სააავადმყოფოში იყო, ხოდა ერთი კაცი მუშაობდა ოდენ.

ეს იყო მოკლედ ტექნოლოგიაზე.

ახლა რაც შეეხება გენეტიკას, იგივე ფერმაში დათვალიერებისას აღმოვაჩინეთ რომ მაგალითად ერთ-ერთი ღორს, რომელიც სუფთა ლანდრასის ჯიში იყო, ჰყავდა დაყრილი 22 გოჭი, საიდანაც 2 მოკვდა, ხოლო 2 -იც გაუშვილეს და 18-ს ზრდიდა მარტოკა, ერთი სამშობლოსათვის თავდადებული დედა ღორი!

ძირითადად დედასთან ტოვებენ გოჭებს 21 დღემდე, ან მაქსიმუმ 28 დღემდე, ასხლეტვიდან 5-7 დღეში დედას ისევ ანაყოფიერებენ და ისევ ელოდებიან 115 დღეს, ამასობაში გადის 2 წელი და ეს ერთი პატივცემული დედა ღორი ასწრებს 5 ბუდობას, თუ საშუალო ციფრს ავიღებთ რაც ახლა ევროპაშია მიღებული 13.5 გოჭი ერთ დედაზე ერთ ბუდობაზე გამოდის 67.5 გოჭი

თუ დაახლოებით ხარჯსაც ვიანგარიშებთ 1 ბუდობისას (დედის ხარჯი) დაახლოებით 400 ლარის ფარგლებშია (ანუ მაკეობის დროს, მაკე ღორის საკვები და დედობისას დედა ღორის საკვები რომ ვიანგარიშოთ, ეს ხარჯიც აქაური ფასებითაა დათვლილი) გამოდის 2000 ლარი დაჯდება მაგ 2 წელში 1 პატიოსანი დედა ღორი, კვების ამბავვში, ანუ 1 პატიოსანი გოჭი გამოვა დაახლოებით 30 ლარი, იქაც სხვა ხარჯები მივუმატოთ 10 ლაერი გოჭზე და ეგაა ჩვენი 40 ლარი ერთი გოჭის ხარჯი.

რაც შეეხება გოჭის სუქებას რომ დაკლათ 90 კილოგრამი ხორცის ფარგლებში დაჭირდება 260-280 ლარი, ერთი სულისას, ანუ ჯამში 40+280= 320 ლარი + იქაც სხვა ხარჯები 30 ლარი, გამოდის 350 ლარი 1 სული, ანუ გამოდის რომ 90 კილოგრამს იღებთ 350 ლარის დანახარჯით, კარგით იყოს 400 ლარი.

1 კგ ხორცი უნდა დაგიჯდეთ 4.44 ლარი, რაც ევროზე არის: 1.48 ევრო/კგ ხორცი, ჩვენთან კი ახლა არის მინიმუმ 8 ლარი.

რაც შეეხება არ იყიდებას, ცოტა ვერ დაგეთანხმებით, რამდენადაც ბაზარს უკვე რამენიმე თვეა ვაკვირდები, უკრაინიდან 10-12 ათასი სული შემოდის თითქმის ყოველთვის ცოცხალი რომელიც აქ იკვლება, ასე რომ დეფიციტია უზარმაზარი.

ცოტა ბევრის წერა გამომიდა, ისე ჩემი ბლოგისთვისაც კი შეილება ამ ტექსტის დაკოპირება, კარგი გზამკვლევი შეილება გამოვიდეს სამომვალოდ მეღორეობით დაინტერესებული ფერმერებისთვის.

გისურვებთ წარმატებებს მეგობრებო“.

დამატებითი კითხვებისთვის შეგიძლიათ დაუკავშირდეთ:

საიტი: http://farmers.ge/
FB: https://www.facebook.com/AgroQiziki
* * *
მორიელი
QUOTE
20.000 ლარით ამ საქმის დაწყებას აზრი აქვს?
გავითვალისწინოთ ის რომ შენობა ნაგებობა და ორი ჰექტარი მიწა მაქვს უკვე დანატოვარი პაპისგან. კახეთში ვაპირებთ მე და ჩემი მეგობარი
რას გვირჩევ? რითი დავიწყოთ? რა ვიყიდოთ? და ა.შ.?

მგ ფასში სახლიანად მინახავს, ანუ, რა თქმა უნდა აქვს

Posted by: dvt333 18 Mar 2018, 16:49
lexanna
ეგ მიმოხილვა არი უკვე ფორუმზე 1-2 კვირაა

Posted by: vano22 18 Mar 2018, 17:40
ჩემი გოჭების (ერთი ბუდობის) რძის დღიურმა მოხმარებამ 7 ლიტრს მიაღწიაsmile.gif რაღაც ანომალია ხდება ჩემ თავსsad.gif

Posted by: ghost471 18 Mar 2018, 19:54
vano22
დღეში შვიდ ლარს აჭმევ გოჭებს კაცოო biggrin.gif უფრო მეტიც გამოდის პრინციპში დედა ღორის კვება და + გოჭების პრესტარტერი. აი დედა მოუვა biggrin.gif biggrin.gif

Posted by: dvt333 18 Mar 2018, 20:17
ghost471
ერთი რა მაინტერესებს, ანტიბიოტიკის გაკეთებიდან 10 დღეში რო დავკლა ღორი ვითომ ექნება გემო ხორცს ან რამე შეეტყობა? წესით 22 დღე არ შეილება.

Posted by: vano22 18 Mar 2018, 21:56
ghost471
10 დღეღა მივცემ რძეს და ეგაა. ერთი ვერ მოვიცალე რომ გავიარო სადმე ფერმებში და ვნახო ვინ როგორ უვლის ამ ჯიშებს. ამ ხალხმაც სულ ტყუილები ისწავლა აზრიც არ აქ რომ ვკითხო ვინმეს რამეsad.gif

Posted by: ghost471 18 Mar 2018, 22:38
vano22
ბჯოუ ქართველი ხო ხარ ადამიანო გეუბნები როგორც ვზრდი და რაღა გითხრა biggrin.gif მაზოხისტი ხარ კაცოუ? biggrin.gif

Posted by: vano22 18 Mar 2018, 22:45
ghost471 ეხლა აქ ღორის პარნაგრაფიას ნუ დამადებინებ და სიტყვაზე მენდე რომ გრამი რძე აღარ აქ ღორს 1 კვირის აქეთbiggrin.gif შემდეგი პარტია ზაფხულში მეყოლებადა ვცდი შენი მეთოდით გაზრდას.. თუ გაამართლებს შენ სადღეგრძელოს დავლევ რძის ლიტრიანი თერმოსითbiggrin.gif

Posted by: ghost471 19 Mar 2018, 00:03
vano22
მე მგონი შენი ღორები გარყვნილები არიან შენგან. იციან რო მშივრებს არ დაუტოვებ გოჭებს და შრებიან და თავს აღარ იტანჯავენ. biggrin.gif ისე გამოწველით მაშინ ცადე გამოწველა როცა გოჭები მიესევიან და წოვას დაუწყებენ ღორი როცა ღრუტუნებს მაშინ მოყავს რძე.

Posted by: kaxaberski66 19 Mar 2018, 00:22
vano22
თუ მასეთი ურძეო ღორი გყავს, მოიშორე. შენც დაისვენებ და მაგ გაჭირვებისგან.
ეგ იგივეა, ძროხამ ხბო მოიგოს და იმდენი რძე არ ჰქონდეს ერთი ტრაწიანი ხბო გაზარდოს.

Posted by: ჩაკრულო 19 Mar 2018, 00:33
dvt333
მეღორეობას რატო არ ეხება?smile.gif

vano22
ეგ ცხილი არ მაქვს, მაგრამ აი ეს გოჭები არიან დაბადებიდან გაზრდილები სპეციალური გოჭების რძის შემცვლელით, რომელიც იტალიიდან ჩამომაქვს
შეგიძლია მიხვიდეთ და ნახოთ, თელავში ფერმერ მიხეილ გრიშიკაშვილთან, შუამთაში

user posted image

Posted by: vano22 19 Mar 2018, 00:51
ghost471 საერთოდ 24 საათში რამდენჯერ აწოვებს ღორი?

მაგ ღრუტუნის დროს კი დავკვირვებივარ და მოსდის რძე მაგრამ 7 ლიტრი ხუმრობა ხო არაა?..


kaxaberski66 ბავშვის საწოვარი სოსკა ბოთლები ვიყიდე გუშინ და ღორის იმიტაცია უნდა გავუკეთო ფიცარზე 2 რიადად მიმაგრებული ბოთლებით. ეს ერთი ათად გამიიოლებს საქმესsmile.gif


ჩაკრულო რა ნახვა უნდა კი ჩანან ფოტოზეც რა ჩაპუტკუნებულებიც არიანsmile.gif რძის ფხვნილი არა მაგრამ გრანული კი შემომელია. როდისთვის აპირებ აქეთკენ მანქანის გამოშვებას?

Posted by: ჩაკრულო 19 Mar 2018, 03:11
vano22
დღეს მოდისsmile.gif ტოესტ დილას და რა კაი დროს იცი ხოლმე თქმა smile.gif თუ დილას ისე გავიღვიძე რო წამოსული არ იყო მაშინა შავაგდებინებ და წამოგიღებსsmile.gif ოღონდ დიდი მანქანა მოდის და სადმე უნდა დახვდე მანდ ახმეტაში smile.gif

Posted by: vano22 19 Mar 2018, 10:05
ჩაკრულო
გამოატანე? როდისთვის დავხვდე?



მგონი დამაგვიანდაsad.gif


არაუშავს კიდევ ხომ გამოუშვებ მერეsmile.gif

Posted by: ghost471 19 Mar 2018, 10:58
dvt333
Ara araferi gemo ar eqneba mtavaria chiis nemsi ar gqondes gaketebuli danarcheni ra nemsic ginda gauketo im dgesve ro dakla araferia me damiklavs yovel shemtxvevashi.
vano22
Mtavaria do dawveba da daigrutunebs mashin mouvides rdze tore ise ar eqneba vano rdze dzroxasavit. Saertot asakis mixedvitaa tavidan 6-7 jer unda chmeva mere nel-nela amcirebs. Ese zrdian udedagorot.

Posted by: ჩაკრულო 19 Mar 2018, 12:39
QUOTE (vano22 @ 19 Mar 2018, 10:05 )
ჩაკრულო
გამოატანე? როდისთვის დავხვდე?



მგონი დამაგვიანდაsad.gif


არაუშავს კიდევ ხომ გამოუშვებ მერეsmile.gif

გამოვატანე ძია და დაურეკე ნომერზე 593305658 შალვა 2kiss.gif

Posted by: vano22 19 Mar 2018, 14:01
ჩაკრულო გაიხარე დავურეკეup.gif კარგად გაგიმართია ქსელიsmile.gif

* * *
ghost471
სადედე განყოფილების ტემპერატურის პრობლემას როგორ აგვარებ ფერმაში? ამ ჯიშს მარტო ბრუდერი არ აკმაყოფილებს. ჰაერის და საერთოდ გარემოს სითბო და აბსოლიტური სიმშრალე ჭირდებათ პლიუს თბილი წყალი.

Posted by: dvt333 19 Mar 2018, 20:15
ჩაკრულო
QUOTE
მეღორეობას რატო არ ეხება?

რამდენჯერმე მივწერე, დავრეკე და ერთნაირად ცალსახად მიპასუხეს რო არ ეხება მეღორეობასო

ghost471
ხო მეც არა მგონია, გასაყიდად ვკლავ და ნაღდად არ მინდა რო ცუდი ხორცი გავყიდო

Posted by: ghost471 20 Mar 2018, 01:07
vano22
ჩემთან ზამთარში ყინვებში 15-17 გრადუსი იყო და არ მიცივდებოდნენ გოჭები. წყალი ფერმაში იდგა ცისტერნით სიმშრალე კიდე ნათურის ქვეშ არ აჭუჭყიანებენ და "ალხაჯს" კიდე დღეში ორჯერ ვასუფთავებინებდი.
dvt333
თამამად გაატანე არაფერია!

Posted by: vano22 20 Mar 2018, 12:35
ghost471 გარეთ გინდ -30 იყოს მთავარია შიგნით თბილოდეს. ჩემი ვერაა თბილი რადგან დიქტი მაქ მარტო აკრული და აპარებს სიცივესsmile.gif

ფეჩი არ გენთო ხოლმე ფერმაში? ზამთარში ძაან ბევრი დგავს ხოლმე საღორეში ფეჩს

Posted by: ghost471 20 Mar 2018, 16:05
Moklet 15 gradusze qvemot ar chamosula twmperatura da fechi ar damidgavs ise 25 gradusia optimaluri. Gaciebit ar micivdebodnen mara zrdaze mainc etyobodat ro iset pirobebshi ar iyvnen.

Posted by: vano22 20 Mar 2018, 18:06
ghost471 რაკი ამხელა გამოცდილება გაქვს ბარემ იმასაც გკითხავ კმაყოფილი თუ ხარ მეღორეობის ბიზნესით? საშუალოდ რა მოგებას ტოვებდა 1 ღორი 1 წელში?

მე ჯერჯერობით დიდ პერსპექტივებს ვხედავ ამ საქმეში და რადგან მხოლოდ გოჭზე ვმუშაობ არ ვიცი სახორცე მიმართულებით მუშაობა რამდენად მომგებიანია რეალურად და არა ქაღალდზე გაწერილი ციფრებით.. საინტერესო იქნება ყველამ დაწეროს თავის აზრი ამ თემასთან დაკავშირებით რომ საერთო მდგომარეობა უფრო ნათლად გამოჩნდეს.

Posted by: dvt333 20 Mar 2018, 21:37
vano22
QUOTE
არ ვიცი სახორცე მიმართულებით მუშაობა რამდენად მომგებიანია რეალურად და არა ქაღალდზე გაწერილი ციფრებით.

სტაბილურად გაყიდვა ჭირს და ეგაა მთავარი პრობლემა, ხან კარგად გადის ხან ვაფშე ჩაწოლილია (ეხლა მაგალითად), ზოგადად ადგილობრივი ხორცის რეალიზაციის თემა ძაან მოუწესრიგებელია.
ბოლო დროს ტენდენციაა რო სუპერმარეტებში მიდის ხორცი, ნუ მომხმარებელი უფრო მეტად ენდობა ვიდრე ბაზრებს, თან ბოლო დროის სკანდალების შემდეგ, მარა სუპერმარკეტამდე რამდენიმე შუამავალია და საბოლოოდ ფასზე დადებითად არ აისახება, მიუხედავად იმისა რო საშუალოდ 15 ლარის ფარგლებში მერყეობს ხორცი 8-9 ლარზე მეტად ვერ ჩააბარებ(ესეც 70 80 კილო ხორცის ფარგლებში ზემოთ და ზემოთ ფასი იკლებს რა თქმა უნდა), პლიუს ბოინი გწეწავს, და კაპიკებიღა გრჩება. თან თუ გოჭი ნაყიდი გყავ ხო საერთოდ.
გოჭზე მუშაობა ჯერჯერობით ჯობია, კაი ფასებში კი გადის ჯიშიანები, მარა ბევრს ყავს უკვე და რა ვიცი სახორცედ რო გოჭს ყიდულობ და 250 300 ლარს აძლევ სისულელეა ჩემი აზრით(ამას ვერ ხვდება ბევრი მითუმეტეს დამწყები), 100 ლარიანიც ავა 60 კილოზე თავის დროზე და არც დიდ ქონს დაიდებს.

Posted by: ghost471 20 Mar 2018, 23:19
vano22
მოკლეთ ვანო სადაც მე ვმუშაობდი იმათ გასაღების ბაზარი არ უჭირდათ თვეში 100 ცალის კლიენტი ყავდათ. ეხლა გეტყვი რო ცალი ღორი სასუქად ჩაყენებული ტოვებს 250-300 ლარს. ამ ხარჯში შედის დედაღორების ჭამა და აცრები და კერატის ხარჯები კომუნალურები ხელფასები და ასე შემდეგ. ამ ბიზნესში მთავარია ჯიშები, მოვლა- შენახვა (სისუფთავე, კვება, სინათლე, ტემპერატურა) და სარეალიზაციო ბაზარი. ეს ყველაფერი რაც უფრო მაღალ დონეზე გაქვს მით უფრო მეტია შემოსავალი. ჩემთან იმ დონეზე იყო რო ცალი ღორი 80 კილო ხორცით ტოვებდა 250-300 ლარს.

Posted by: vano22 21 Mar 2018, 00:47
dvt333
დასაფიქრებელია ეგ ყველაფერი... სუპერ მარკეტებში და რესტორნებში ალბათ მარტო სტაბილურ მიმწოდებლებს შეუშვებენ ხომ? აბა მე 10 ღორი რომ გავზარდო ვინ იყიდის ჩემგან?.

ჯიშიანების ფასი მართლაც ძვირია მაგრამ იმდენად ძვირი ჯდება და იმდენად რთულია გოჭის 2 თვემდე გაზრდა რომ ჩვეულებრივი გოჭის ფასად გაყიდვა გამორიცხულია. 300 ლარი არა მაგრამ 200 ლარად 15-20 კილოიანები რომ იყიდონ მგონი არ იქნება ძვირი.. თან ეხლა არცერთი რესტორანი აღარ იღებს ხორცს თუ საბეკონე არაა. ეგ კი არა ყასბებიც კი ერიდებიან უკვე ჩვეულებრივი ჯიშების ყიდვასsmile.gif


ghost471 სავსებით საკმარისია 1 ღორზე 250-300 ლარი. მე ვფიქრობ აწყობილი წარმოების შემთხვევაში არ იქნება პრობლემა ისეთი კაცის პოვნა ვინც დაინტერესდება მთელი პარტიების აღებით. ეს სახლში გაზრდილი თითო ოროლა გაურკვეველი ჯიშის და ხარისხის ღორების გაყიდვა ჭირს თორემ თვეში 0.5-1 ტონა ხორცი რომ აწარმოოს კაცმა თავისუფლად შეძლებს მოამარაგოს საშუალო ზომის რამოდენიმე რესტორანი და მარკეტი.

Posted by: ჩაკრულო 21 Mar 2018, 00:49
QUOTE (ghost471 @ 20 Mar 2018, 23:19 )
vano22
მოკლეთ ვანო სადაც მე ვმუშაობდი იმათ გასაღების ბაზარი არ უჭირდათ თვეში 100 ცალის კლიენტი ყავდათ. ეხლა გეტყვი რო ცალი ღორი სასუქად ჩაყენებული ტოვებს 250-300 ლარს. ამ ხარჯში შედის დედაღორების ჭამა და აცრები და კერატის ხარჯები კომუნალურები ხელფასები და ასე შემდეგ. ამ ბიზნესში მთავარია ჯიშები, მოვლა- შენახვა (სისუფთავე, კვება, სინათლე, ტემპერატურა) და სარეალიზაციო ბაზარი. ეს ყველაფერი რაც უფრო მაღალ დონეზე გაქვს მით უფრო მეტია შემოსავალი. ჩემთან იმ დონეზე იყო რო ცალი ღორი 80 კილო ხორცით ტოვებდა 250-300 ლარს.

2kiss.gif

პირველი ხარ ვინც არ წუწუნებს ბიზნესით wink.gif

Posted by: ghost471 21 Mar 2018, 02:45
vano22
ხოო წესით სტაბილურ მიმწოდებელს არ უნდა გაუჭირდეს ბაზრის ათვისება.
ჩაკრულო
იმის ილუზია თუ არ გაქვს რო ერთი ღორი გყავდეს და იმან შეგინახოს მაშინ არც წუწუნებ biggrin.gif
სად დამეკარგე ძია აღარც იმ საჩუქარს მაძლევ და აღარც მე მკითხულობ biggrin.gif biggrin.gif

Posted by: Attila 21 Mar 2018, 03:21
QUOTE
( ჩართვა/გამორთვა ბეჭდვის დროს კლავიშით "~" )


Posted by: dvt333 21 Mar 2018, 15:54
vano22
მე ვისაც ვატანდი ვანო ბოლოს დღეში მიქონდა 1 ტონა დაახლოებით, 300 სულიანი ფერმა ქონდა და ზოგს თითონ კლავდა როცა არ ჰყოფნიდა იბარებდა, ამარაგებენ ერთ-ერთ ძალიან დიდ სუპერმარკეტს, იმ დღეს მაგათი დისტრიბუციის მძღოლს ველაპარაკე მეთქი რამდენში იყიდება ეს ხორცი მეთქი და 15 ლარი საშუალოდო (ნუ რა თქმა უნდა იქ ყველა ნაჭერს თავისი ფასი აქ), და იცი რამდენად იბარებენ? 8ლარად! ჰაჰა 8.5, ბოინში დაკლულს. აი ამაზე მაქ ლაპარაკი რო უაზროდაა მეთქი ხორცის რეალიზაციის თემა, ზარალდება მწარმოებელიც და მომხმარებელიც, ფული მიდის შუამავალთან. ჩვეულებრივ ხორცის მაღაზიაში რო ჩააბარო 2 ლარზე მუშაობენ მინიმუმ, პლიუს თავი ან ღვიძლიც უნდა აჩუქო, და ქონი რა თქმა უნდა არ უნდა ქონდეს თორე ძვლებამდე ხორციანად აჭრიან.
რესტორან სხვა სპეციფიკა აქ და მე ვერ ვიტყვი ნაღდად ვერაფერს.
QUOTE
200 ლარად 15-20 კილოიანები რომ იყიდონ მგონი არ იქნება ძვირი.. თან ეხლა არცერთი რესტორანი აღარ იღებს ხორცს თუ საბეკონე არაა. ეგ კი არა ყასბებიც კი ერიდებიან უკვე ჩვეულებრივი ჯიშების ყიდვას

არც იაფი არ გამოდის, 60-70 კილოა რეალურად სტანდარტი იმის მერე ძაან ერიდებიან ხორცის ყიდვას, და აი დავიაგარიშოთ რა გამოვა. 70 კილო ხორცი საშუალოდ 8ლარი სუფთა, 560-200=360 ეგ თანხა არი ვანო საკვებისაც და მოგებისაც, საკვებს სუ მინიმუმ 250 ლარი ხო უნდა? 10ლარიც სხვა ხარჯები ვთქვათ, 100 ლარიღა გრჩება თავი ბოლო ეგეც კარგ შემთხვევაში. ყასბისთვის და ვაჭრისთვის კიდე რომელიც ხორც იბარებს არ აქ მნიშვნელობა ქონიანი თუ არა იმიტო რო თუ ქონიანი მაგ პრობლემის მოგვარება არაა რთული აგისალავებენ და მორჩა, მწარმოებელი კი ბატონო ზარალობს, მარა ეხლა 100 ლარშიც იშოვება ისეთი გოჭები რომლებიც ზემოთ ნახსენებ წონებზე ნორმალური კვების შეტმთხვევაში ქონს არ გაიკეთებს და დროულადაც იზრდება
QUOTE
0.5-1 ტონა ხორცი რომ აწარმოოს კაცმა თავისუფლად შეძლებს მოამარაგოს საშუალო ზომის რამოდენიმე რესტორანი და მარკეტი.

მაგაში გეთანხმები მარა რო არაა იოლი საქმე ჩვეულებრივი ხალხისთვის ეგ

Posted by: simoni19 21 Mar 2018, 18:05
მოგესალმებით, ღორის საბეკონე ჯიშის შემოყვანა რა ჯდება დაახლოებით და ვის შემოყავს თუ იცით? და ღირს თუ არა ამ ბიზნესის დაწყება?

Posted by: ghost471 22 Mar 2018, 00:30
simoni19
ხალასი სისხლები ნეზვები 1000 ეურო და საკერატეები 4000 smile.gif ჰიბრიდებს ბევრად იაფად იშოვი. დაწყება ღიირს თუ არა ძაან უცნაური შეკითხვაა ჩემი აზრით. თუ წესიერად გააკეთებ ყველაფერს ნებისმიერი ''ბიზნესი'' ღიირს დასაწყებად.

Posted by: vano22 22 Mar 2018, 17:30
ghost471 ნებისმიერი ბიზნესი მეღორეობის გარდაbiggrin.gif.

Posted by: ghost471 24 Mar 2018, 01:03
vano22
ვინ ვინ და შენ არ უნდა იძახდე მაგას biggrin.gif

Posted by: vano22 24 Mar 2018, 23:12
ghost471
მითუმეტეს უფრო უნდა დამიჯერონbiggrin.gif

მე მეღორე და ბედნიერი კაცი არ მინახია. ჯერ ხო ფსიქიკურად და მორალურად სპობს ადამიანს. მერე ნერვებსაც აფუჭებს და ბოლოს ჯიბესაც უცარიელებსsmile.gif

Posted by: dvt333 25 Mar 2018, 10:12
vano22
QUOTE
მე მეღორე და ბედნიერი კაცი არ მინახია. ჯერ ხო ფსიქიკურად და მორალურად სპობს ადამიანს. მერე ნერვებსაც აფუჭებს და ბოლოს ჯიბესაც უცარიელებს

სამწუხარო რეალობა

Posted by: dendo 25 Mar 2018, 12:40
საკვების წყაროუნდა გქონდეს რამე იაპად და შეიძლება რაა

Posted by: ჩაკრულო 25 Mar 2018, 13:40
user posted image
მაინდამაინც მე უნდა აგახმაუროთ ხოლმე კაცო?!:))

Posted by: kaxaberski66 26 Mar 2018, 00:04
ჩაკრულო
მშვენიერი ნაჭერია. ნეკნი მარმარილოსებრი ხორცით. კარგი სამწვადე.
ძველებურად შეწვისას სუნი თუ ექნება?

Posted by: ghost471 26 Mar 2018, 09:24
ჩაკრულო
Dziaa i padarka mamitane tore qalaq agar gagishveb zed ninowmindastan zasadas mogiwyob biggrin.gif biggrin.gif

Posted by: vano22 27 Mar 2018, 18:48

dendo

სეზონზე 30 თეთრში ვიღებ ამაზე იაფი წარმოებაც კი არ ჯდება. შირაქში ბევრად იაფი უჯდებათ მოყვანა და ამიტო ყიდიან ასე იაფად

Posted by: kaxaberski66 28 Mar 2018, 00:52
vano22
QUOTE
სეზონზე 30 თეთრში ვიღებ ამაზე იაფი წარმოებაც კი არ ჯდება.

ვანო, ვერც წარმომიდგენია მოყვანილი მოსავლის მასეთ ფასში გაყიდვა, თუ საყოველთაო ფასი არ არის.

Posted by: vano22 28 Mar 2018, 10:26
kaxaberski66
სეზონზე მაგ ფასიდან იწყება მარცვლის ფასი. კომბაინიდანვე თუ აიღებ 27 შიც იშოვება ხოლმე. თუ პატრონი იქ არაა და მუშები იღებენ, მაშინ 20 თეთრშიც სიხარულით გამოგატანენsmile.gif

Posted by: mesxi85 28 Mar 2018, 19:07
მოგესალმებით მეგობრებო.როგორ ხართ? მეგობრებო რტული მშობიარობის შემდეგ რას უკეთებთ ხოლმე ღორს? გუშინ დაყარა გოჭები ,დილამდე კარგად იყო თითქოს ,ეხლა სულ წევს ,არ ჭამს ,არც კი დაპატარავებია საშო გაბერილი ააქ ისევ დიდზეე .
* * *
ესეც გოჭები პირველი მშობიარობა იყო და 8 დაყარა?user posted imageuser posted image

Posted by: ghost471 28 Mar 2018, 19:41
mesxi85
ოქსიტოცინი გაუკეთე და ანტიბიოტიკი. ერთი ორი დღე რო იწვეს არაა საგანგაშო

Posted by: vano22 28 Mar 2018, 21:15
mesxi85 პირველზე და მაგხელა გოჭები? კი გაუჭირდებოდა არაა გასაკვირიsad.gif

მშობიარობის დაწყებისთანავე უნდა გაგეკეთებინა ოქსიტოცინი და იოლად გააჩენდა. უკან შესიებული თუ აქ და მოუსვენრადაა ღორი. მაშინ შეიძლება მუცელში კიდევ ყავდეს გოჭი და აუცილებლად როგორც ზემოთ გითხრეს ოქსიტოცინი 2 დღე გაუკეთე და ანტიბიოტიკი პენბექსი 3 დღე მაინც.

ბუდეები დაყარა? ბოლოში დიდი ბუდე გამოაგდო?

Posted by: mesxi85 28 Mar 2018, 22:26
QUOTE (vano22 @ 28 Mar 2018, 21:15 )
mesxi85 პირველზე და მაგხელა გოჭები? კი გაუჭირდებოდა არაა გასაკვირიsad.gif

მშობიარობის დაწყებისთანავე უნდა გაგეკეთებინა ოქსიტოცინი და იოლად გააჩენდა. უკან შესიებული თუ აქ და მოუსვენრადაა ღორი. მაშინ შეიძლება მუცელში კიდევ ყავდეს გოჭი და აუცილებლად როგორც ზემოთ გითხრეს ოქსიტოცინი 2 დღე გაუკეთე და ანტიბიოტიკი პენბექსი 3 დღე მაინც.

ბუდეები დაყარა? ბოლოში დიდი ბუდე გამოაგდო?

კიი ვანო ბუდეები დაყარა კიი ბოლოსს დიდი ბუდეც დააგდო,ნახევარი ვედრა ბუდეები დაყარა .ხვალევე გაუკეთებ მაგ წამლებს .




გაიხაარეეთ ბიჭებო.მეიმედეებით სიმართლე რო გითხრათ
* * *
რამდენი გრამი გაუკეთო ოქსიტოცინი? ხო და რომელი ანტიბიოიკი ეგეეც მითხარით რაა ბარეემ თქვენ გახარებას.
* * *
ოქსიტოინი და ჰრნბექსი დოზები იქნებ მითხრაა რაა ვანო

Posted by: tamashi 29 Mar 2018, 01:28
სალამი მეგობრებო.
ჩემს ღრებს ქალივილი აწუხებთ. საშიშია? რამე მკურნალობაა საჭირო?
შევათვალიერე ღრები და კანი წესრიგში აქვთ. არც გაწითლებულია არც არაფერი. არიან იდეალურ სისფთავეში. გამომწვევი მიზეზი რა შეიძ₾ება იყოს?
კედელს და ნებისმიერ წვეტიან ადგილს მიადგებიან და იფხანენ.

Posted by: ghost471 29 Mar 2018, 02:53
mesxi85
წონიდან გამომდინარე უკეთდება ოქსიტოცინი მინიმუმ 2 გრამი მარა მე 3 გრამს გირჩევ. ანტიბიოტიკი სიცხე თუ ნორმაში აქვს პენსტრეპი გაუკეთე. penstrep 400LA ეს გაუკეთე 72 საათიანია და არც ღორს აწვალებ სამჯერ გაკეთებაზე და არც შენ იწვალებ. ანტიბიოტიკი 10 კილო ცოცხალ მასაზე 1 გრამი უკეთდება არაუმეტეს 15 გრამისა. ანუ 500 კილოც რო იყოს 15 გრამზე მეტი არ გაუკეთო.
tamashi
სულ იფხანენ თუ იშვიათად? ბევრი მიზეზი შეიძლება იყოს. კანქვეშა ტკიპა, ტილები, ქეცი, მჭადა და რავიცი კიდე. მუცელი დაუთვალიერე წითელი წირტილები არ ქონდეთ.

Posted by: vano22 29 Mar 2018, 09:32
ghost471

+1

რაღა დავამატოbiggrin.gif


mesxi85 მაშინ არაა საშიში. ჩემებმა პირველად რომ გააჩინეს 3-5 დღე არაფერს არ ჭამდნენ და ფეხზეც იშვიათად დგებოდნენ. მარტო ახალ შრატს სვავდნენ და ცოტ ცოტა გაფცქვნილ კუბებად დაჭრილ მოხარშულ კარტოფილს ჭამდნენ. ცადე შენც შრატის და კარტოფილის ჭმევა. ( ოღონდ ერთმანეთში არ აურიო ცალ ცალკე მიეცი შრატი და კარტოფილი)

ოქსიტოცინს თუ ვერ იშოვი სხვა შემცვლელებიცაა საშვილოსნოს კუმშვების მასტიმულირებელი და იმას მოგცემენ.


tamashi არსებობენ ისეთი მცირე ზომის პარაზიტებიც რომლებსაც თვალით ვერ დაინახავ. მიზეზის დადგენას ლაბორატორია ჭირდება ამიტომ კრეოლინით ან ბიტოქსით შეწამლე სადგომიც და ღორებიც. მერე შეხედე თუ უშველის. საღორის ჭერი კედლები გარე კედლები და გარე პერიმეტრი ორმაგი დოზით შეწამლე

Posted by: mesxi85 29 Mar 2018, 13:43
ავერსში ვიყიდე ოქსიტოცინი. 120კილო იქნება ალბაათ ღორი და გავუკეთო 3გრამი ?

* * *
შრატიანს ჭამს კიი ცოტას ოღონც . რძის ფხვნილი ვიყიდეე გავხსრნი შატში ერთი კოვზი 200გრამში და ის მოუსხი საჭმელზე და უკეთ ჭამა ეხლა.
* * *
შრატიანს ჭამს კიი ცოტას ოღონც . რძის ფხვნილი ვიყიდეე გავხსრნი შატში ერთი კოვზი 200გრამში და ის მოუსხი საჭმელზე და უკეთ ჭამა ეხლა.
* * *
წონა შემეშალაა 160 კილოა რამდენიგავუკეთო ეს ოქსიტოინი თან გამონადენი ააქ ცოტა.სიცხე არაა აქქ
* * *
მოკლედ გავუკეთე 3 ამპულა 3გრამი ანუუ, ეს ერთხელ კეთDება მარტო?
* * *
თუ საჭიროების შემთხვევაში გავუმეორო???

Posted by: ghost471 29 Mar 2018, 16:50
mesxi85
პირველ რიგში ნუ ნერვიულობ! biggrin.gif გამონადენი ნორმალურია იწმინდება საშვილოსნო. მქონია შემთხვევა ერთი კვირა ქონია გამონადენი. სამი გრამი გაუკეტე ოქსიტოცინი. სიცხე 38,5 არ ცჰამოცდეს და 40 არ გასცდეს დანარჩენი ეგ აკონტროლე. მაგ ღორს არაფერი ჭირს და ტყუილად ნერვიულობ

Posted by: mesxi85 29 Mar 2018, 16:55
QUOTE (ghost471 @ 29 Mar 2018, 16:50 )
mesxi85
პირველ რიგში ნუ ნერვიულობ! biggrin.gif გამონადენი ნორმალურია იწმინდება საშვილოსნო. მქონია შემთხვევა ერთი კვირა ქონია გამონადენი. სამი გრამი გაუკეტე ოქსიტოცინი. სიცხე 38,5 არ ცჰამოცდეს და 40 არ გასცდეს დანარჩენი ეგ აკონტროლე. მაგ ღორს არაფერი ჭირს და ტყუილად ნერვიულობ

გაიხარეე ძმაო,ცოტაა დავმშვიდდი. ნელ ნელაა უკეთესობაა შეინიშნება..

Posted by: tamashi 30 Mar 2018, 10:04
vano22
ghost471
სულ არა, პერიოდულად იფხანენ.
თბილისში ეგ წამლები სად ვიყიდო? ან როგორ უნდა შეიწამლოს , ინსტრუქცია ან რამე ხომ არ იცით კიდევ?smile.gif
მადლობა

Posted by: vano22 30 Mar 2018, 10:13
tamashi ყველა ვეტ აფთიაქში ექნებათ. 1 გრამ ბიტოქსს გახსნი 1 ლიტრ წყალში და საწამლი აპარატით დაასხავ მთელ ტანზე თავის გარდა ყველგან. კედლების და ჭერის დასამუშავებლად გააკეთებ ორმაგ დოზირებას. ეზოში მიწის შესაწამლად 3-4 მაგ დოზირებას.

Posted by: tamashi 30 Mar 2018, 19:22
vano22
უღრმესი მადლობა. სხვა რამე დამატებით ხომ არ დამჭირდება?

Posted by: vano22 30 Mar 2018, 21:44
tamashi

თუ მაგან არ უშველა ესეიგი სოკოვანია და სხვა სახის მკურნალობა დაჭირდებათ. ჯერ ეგ ცადეsmile.gif სინესტე ან სიცხე ხომ არაა საღორეში? ნახერხს ხომ არ უფენ? ძაან წმინდად დახერხილმა ნახერხმაც იცის ქავილი.

Posted by: mesxi85 31 Mar 2018, 18:05
გამარჯობა მეგობრებო . დავდექი შემდეგი პრობლემის წინაშე: ანტიბიოტიკმა რომელიც დედა ღორს გავუკეთე გოჭებს აუშალა კუჭი 3დღIსანები არიაან საცოდავები . სავარაუდოდ გოჭების რაოდენობა გამინახევრდება.ბზობის წინ მთლად კაი ამბავი არაა ჩემ თავს....
* * *
წყლად გადიააან საცოდავები კი გაუკეთე წამალი მარაა რაღაც არა მგონია ამათMა მოიხედონ დასუსტდნეენ მაგრაად.

Posted by: vano22 31 Mar 2018, 18:15
mesxi85 რომელი ანტიბიოტიკი გაუკეთე და რა დოზით? ძაან დაბალია მაგის შანსი რომ ანტიბიოტიკი იმ რაოდენობით გადასულიყო რძეში რომ გოჭებს კუჭი აშლოდათ. ძალიან ცუდი ამბავია შესაკრავად რა წამალს უკეთებ? მაგ ასაკის გოჭებს 0.2-0.3 გრამი ტილოზინი უნდათ. მე დედა ღორებს ყოველთვის ვუკეთებ ანტიბიოტიკებს და არასდროს არ მქონია აშლილობის შემთხვევა. მიზეზი შეიძლება სიცივეც იყოს. ძროხები გყავს? გირჩევ აშლილი გოჭები ცალკე გაიყვანო თბილ ადგილას ნათურის ქვეშ და ხელით აჭამო ნაკლებად ცხიმიანი ძროხის ანადუღარ ნაღებ მოხდილი შემთბარი 3 წილი რძე 1 წილ წყალ გარეული 3-4 ცალი 5 გრამიანი შპრიცი თითოს ყოველ 4-5 საათში. საღორეში მაიკით რომ შეხვიდე დაგცხება თუ შეგცივდება?

Posted by: mesxi85 31 Mar 2018, 20:55
სითბო არი ,მაიკით რო შEხვიდეე არ შეგცივდება .გადმოვიყვანეე და ძროხის მოხდილ რძეზე მყავს 2 .ერთი მოკვდა. ღორს ოქსტა გავუკეთე 15 -15გრამი 24საათში. დღეს არ ვიყავი სახლში ვერ მვაქციეე ყურადღება და ამხვდნენ გაუბედურებულები. გოჭებს კი არ მახსოვს რაგაცაა ამომიღო და ჩაისხა ფლაკონში და 0,5 გრამები გავუკეთე. ძუძუები აქ გაქვავებული ღორს და ჩემი აზრით არ აწოვაა და ამათმა დედის შარდი ალოკეს ან რავიცი .

Posted by: vano22 31 Mar 2018, 21:04
mesxi85 ვა ძაან ცუდი ამბავია. შეძლებ რომ ყოველ დღე და ღამე 4 საათში ხელით აჭამო რძე მინიმუმ 2 კვირა? თუ შეძლებ რაციონი მაღლა მიწერია და იმედია გამოგადგება. ყველა გოჭი ცალკე გაიყვანე ფიცრით გადატიხრულში და ბრუდერი დაუკიდე. 4 საათში ერთხელ მუცელზე ხელის წასმით დააწვინე ღორი. გადმოსხი გოჭები. მოაწოვებინე და გადასხი უკან. გოჭებს წამლები კისრის კუნთში გაუკეთე ინსულინის 1 გრამიანი შპრიცით (წვრილი წვერი აქ და არ აზიანებს) ეხლა ღორს ცური გამოუწველე და შეხედე ჩაყვითლებული ან ხაჭოსებრი მასა ხომ არ გამოსდის? გული არ გაიტეხო გადასხი ყველა გოჭი ცალკე და ისე გაზრდი ბეწვიც არ ჩამოვარდება არცერთს. ძუძუები არ ექნება გაქვავებული ალბათ ცური აქ გაქვავებული და გაცხელებული და ეგ მასეც უნდა იყოს. პირველი ერთი კვირა არ იცის გოჭმა წოვა და ხელით უნდა ხოლმე მიმარჯვება დღეში 5-6 ჯერაც შეიძლება მოგიწიოს მიმარჯვება. შეიძლება მაგ რამდენიმე გოჭმა ვერც ისწავლეს წოვა და შიმშილისგან რამე ნაგავი ჩაიტენეს პირში. გოჭებს მუცელქვეშ ამოსდე თითი და მაღლა მიწოლით გასინჯე თუ ოდნავ დაჭიმულია ესეიგი ნაჭამია თუ მთლად მსუბუქია და სიცარიელეს იგრძნობ ესეიგი ან ღორს არ აქ რძე ან გოჭმა არ იცის წოვა. ყველა ვარიანტში ყველა გოჭს უნდა მისცე დამატებითი კვება ყოველ 4 საათში დღეც და ღამეც

Posted by: ghost471 31 Mar 2018, 22:49
mesxi85
მოკლეთ ანტიბიოტიკის ბრალი არაა კუჭის აშლა იმ მარტივი მიზეზით რო კუჭის აშლილობისას გოჭებს ანტიბიოტიკებს ვაძლევთ შესაკრავად, ღორს თუ ცური გაქვავებული ააქვს ესეიგი ანთებითი პროცესია ანტიბიოტიკები კიდე გაუკეთე და მაზი იყიდე''ბურიონკა'' ქვი. დღეში 3-4ჯერ წაუსვი ცურზე. ღორი თუ ჭაამს საჭმელში ''ფუროქსი'' გაურიე ერთ ვედრა მშრალ საკვებში ორი ბოთლის სახურავი ფუროქსი და აურიე. გოჭებს რა ფერის აქვს აშლილობა? თუ ყვითელია ესეიგი კოლიბაქტერიოზია და ''რიბაფლოკსს'' თუ გაუკეთებ კაია თუ არადა პენსტრეპი გაუკეთე 24 სთ-იანი უეჭველი. ფუროქსი გახსენი წყალში ლეომიციტინი დაფხვენი ერთი ტაბლეტი 3-4 გოჭზე იანგარიშე და ლეომიციტინი და ფუროქსი ერთად გახსენი წყალში და ცალ გოჭზე ორი გრამი დაალევინე. მაგასთან ერთად თუ რეგიდრონს მიაშველებ უკეთესია. გოჭი კვდება გაუწყლოებით და რაც შეიძლება მეტი სითხე მიეცი. რაც გითხარი ამეებს თუ გააკეთებ გადაარჩენ. აბა შენ იცი ეხლა smile.gif თუ რამეა შეგვეხმიანე wink.gif

Posted by: mesxi85 31 Mar 2018, 22:51
გაიხარეე ძმაო. ეგრეე ვშვები სავარაუდოდ აქედან დამრჩწბა ნაფნაფი ნუფნუფი და ნიფნიფი ,დანარჩენები სულს ღაფავენ. რაც არი ეგ არი.

Posted by: kaxaberski66 31 Mar 2018, 23:03
ერთი სიტყვით, მეღორეობას უნდა დავუბრუნდე.

ghost471

vano22
dvt333
პროფესიულ დონეზე ურჩევთ პრობლემის მქონე ხალხს.
მე რომ დავრეგისტრირდი, იმ დროს იყო ესპანა თუ სწორედ მახსოვს. ვანოს იქნებ გაახსენდეს. ისიც აქტიური იყო.
თუ არა და აქ ერთი საპატივცემლო ვეტექიმია, IKO-IKO თი დარეგისტრირებული. როგორმე იმასაც მივაწვდენ ხმას.
ჩაკრულო საკვებს მომაწვდის, თანაც ხარისხიანს.
ხო და აბა მეღორეობას რა უნდა სხვა. გამოხვეტით კი გამოვხვეტავ.

Posted by: vano22 31 Mar 2018, 23:19
ghost471 შენც კაი გამოცდილი ყოფილხარ მომაკვდავი გოჭების გამობრუნებაში ჩემი არ იყოსbiggrin.gif

.
mesxi85
მოიცა კაცო ხელი არ ჩაიქნიო. მასე იოლად არ კვდება გოჭი. შენ ყოველ 4 საათში 5 შპრიცი 5 გრამიანი რძე ასვი 3-1 ზე გაზავებით და ნახე ხვალ საღამოზე ჩიტებივით რომ მოცოცხლდებიან. პირველად რომ დამიყარა ღორმა და მოვლა არ ვიცოდი იცი რა გამოვიარე? ისე ქონდათ კუჭი აშლილი არასწორი მოვლისგან რომ ჭამიდან ჭამამდე გული მისდიოდათ და გათიშულ გოჭებს ძალით ვასხავდი ხოლმე რძეს და მაინც მოვაცოცხლე. არ იხარბო და ანტიბიოტიკი ზედოზირებით არ გაუკეთო გოჭს თორემ უარესს უზამ.

თუ საკვების მიერ გამოწვეული აშლილობაა მალე გაუვლით მთავარია ეხლა შეცდომა არ დაუშვა. ჩალა იშოვე და დაუფინე გოჭებს აუცილებლად. ნახერხი თუ გაქ ჩალის ქვეშ ნახერხი დაუფინე. ბრუდერი ძაან დაბლა არ დაუკიდო 70 სმ ზე დაბლა არ შეიძლება.

რაც მთავარია არ ინერვიულო ვიცი ძნელია. ძნელი კი არა მე რომ პირველად გოჭი მომიკვდა კინაღამ თან გადავყევი ნერვიულობით არაფერი შეიცვლება და ტყუილად გულს ნუ გაიფუჭებ.
* * *
kaxaberski66
გაიხარე რაც შენ მესაქონლეობაში განმანათლე რატო ერთი 10-15 ხბო მაინც არ გადავარჩინე მაგ ცოდნით განსაკუთრებით ნაბარევის და ტიმპანიის პრობლემების გადაჭრას გავუსვამდი ხაზსup.gif

ჩემ აზრს თუ გაითვალისწინებ გირჩევ რომ არც კი გაიფიქრო მეღორეობისათვის ხელის მოკიდება. ამაზე მურდალი საქმე მეორე არ არსებობს!

Posted by: kaxaberski66 31 Mar 2018, 23:54
vano22
QUOTE
განსაკუთრებით ნაბარევის და ტიმპანიის პრობლემების გადაჭრას გავუსვამდი ხაზს

ჩვენთან ძირითადად მაგითი იხოცება საქონელი გაზაფხულუდან. აბა ლურსმან გამობმული თოკი თუ შეჭამა, ერთი ორი წლის შემდეგ მოკვდება, ფაშვსაც პატრონი არ გაუჭრის რომ ნახოს რამ მოკლა. იტყვის მიწის მგელი გამოუვარდაო.
14 მარტს თბილისში ჩატარდა რძის სექტორის მეოე კავკასიური კონგრესი. სადაც მეც ვიყავი მიწვეული და რა თქმა უნდა დავესწარი.
საკმაოდ ბევრი და სწორ გზაზე დამდგარი ფერმერები იყვნენ მოწვეულები.
როგორ ერთი მაინც არ არის დარეგისტრირებული ფორუმზე რომ, თავისი აზრი გამოთქვან იმ თემებზე რომლებიც განიხილებოდა კონგრესის ფარგლებში?

Posted by: ghost471 1 Apr 2018, 00:20
vano22
მეღორეობაში კუჭის აშლა განუყოფელია biggrin.gif
kaxaberski66
მთავარი გავიწყდება ძია მთავარი! სისხლი თუ არ დაიღვარა ის საქმე ხო იცი არ გააამართლებს იქ ზემოდან თუ არ დაილოცა biggrin.gif
mesxi85
შენ მაგათ სითხე მიეცი და როგორც გითხარი ისე მიხედე და რაც მეტი გადარჩება სამზე იმდენი კილო სამწვადე იკისრე biggrin.gif biggrin.gif

Posted by: vano22 1 Apr 2018, 00:48
kaxaberski66
ხო ეხლა ნახე რა ამინდებია.
1) ცივი ქარი
2) ახალ ამოსული ბალახი
3) ყოველ დღე წვიმს
4) ნაბარევის სეზონია
5) გუბეები დგება და ლაფიან წყალს სვამს საქონელი.

და ამ პირობებში პატარა ხბოებს დაატარებენ ნახირში. ვეტ აფთიაქში კი რიგები იდგა დღეს ძლივს შევედი. არაა ცოდნა და არ კეთდება საქმე. ფაქტიურად ჯოჯოხეთია ეს ამინდები საქონლისთვის და რომ ვეუბნები არ იჯერებენ.

რა კონგრესი იყო? საჩვენო თქვეს რამე?.


ghost471 ერთ ჩემ გოჭსაც აქ აშლილი მაგრამ მშვიდად ვარ იმიტომ რომ ვიცი რამაც აუშალა და გამოვასწორე უკვე შეცდომა (საკვებურის ძირზე მიმხმარ დაძველებულ პრესტარტის ნარჩენს ჭამდა). მაგრამ ასე უმიზეზოდ ერთი უცბად ყველას რომ ეშლება ძაან ძნელია...

Posted by: ghost471 1 Apr 2018, 01:58
vano22
ვანო შენც მშვენივრად იცი რო უმიზეზოთ არ ეშლებათ უბრალოთ მიზეზი ვერ გავიგეთ ჯეერ. დღეში 5-6 მკვდარი გოჭი გამოგვიტანია მარა რო ინერვიულო და გული იხეთქო აზრი არ აქვს. რისი შეცვლაც არ შეგიძლია იმაზე არ უნდ აინერვიულო smile.gif მიხედავს ეს კაცი ამ გოჭებს და გაზრდის. მერე რო დაამუღამებს იმაზე მოეშლება ნერვები რაზე ვნერვიულობდიო. მე ეგრე ვიყავი ყოველ შემთხვევაში biggrin.gif

Posted by: vano22 1 Apr 2018, 03:22
ghost471
აჰა აეხლა გამოვედი საღორედანsmile.gif აბა ეხლა კიდე მითხარი გოჭი თუ მოგიკვდება არ ინერვიულოოbiggrin.gif. კი ვიცი რომ არ უნდა ვინერვიულო მაგრამ მაინც მენერვიულება. არა როგორც პოტენციური ფულის დაკარგვა არამედ მის მოვლაში გათენებული ღამეების და გაწეული შრომის გამოsmile.gif

მესხის გოჭებს რისგანაც დაემართათ ფაღარათი ამას თვითონ უფრო მიხვდება ვიდრე ჩვენ რადგან არ ვიცით იქ არსებული მდგომარეობა. ათასი რამე შეიძლება იყოს მიზეზი. განსაკუთრებით თუ დედა ღორს დასვრილი ცური აქვსsad.gif

Posted by: kaxaberski66 1 Apr 2018, 10:22
vano22
QUOTE
რა კონგრესი იყო? საჩვენო თქვეს რამე?.

რძის კავკასიური მეორე კონგრესი იყო.
უკრაინელი წარმატებული ფერმერები და კოოპერატივების წარმომადგენლები იყვნენ და გაგვიზიარეს თავიაანთი გამოცდილებები.
გვირჩიეს რომ, მესაქონლეები და მცირე მეურნეობები გაერთიანდნენ კოოპერატივებში.
მაგალითად. ერთს ყავს საქონელი, მეორეს მიწა, მესამეს ტექნიკა, მეოთხეს შეიძლება ცარიელი ფერმა ან და შენობა რომელიც გამოდგება ბეღელად.
ასეთ შემთხვევაში, ჩვენი მთავრობაც დაეხმარება ასეთ კოოპერატივებს საჭირო ტექნიკით და დანადგარებით რძის გადასამუშავებლად.
არსებობს კანონი კოოპერატივების შესახებ. იქ ყველაფერი გასაგებად წერია. საინტერესო კანონია.

Posted by: vano22 1 Apr 2018, 10:42
kaxaberski66
მე არ მგონია რომ საქართველოში კოოპერატივებმა გაამართლოს. ძმა ძმას პარავს და სხვას როგორ უნდა ენდო? ერთი იმუშავებს მეორე იზარმაცებს და დასცხებენ ერთმანეთს შენი ცოტას იწველის და ჩემი ბევრსოsmile.gif


////////////////////


ბექას ნომერი ხომ არ გაქვთ ვინმეს?

Posted by: dvt333 1 Apr 2018, 11:22
vano22
599567131.............

Posted by: vano22 1 Apr 2018, 11:26
QUOTE (dvt333 @ 1 Apr 2018, 11:22 )
vano22
599567131.............

გაიხარეup.gif



.......................

Posted by: mesxi85 1 Apr 2018, 13:23
ბზობას გილოცავთ მეგობრებო ,მრავალს დაესწარით. მოკლედ რთული ღამის შემდეგ ნიფნიფი და ნუფნუფი დამრჩა,ვერც ერთი კუჭაშლილი ვერ გადავარჩინე ...სავარაუდოდ გუშინ წინ აეშAლათ გუშინ გვიან დავბრუნდი და რო შევამჩნიე ასხავდნენ რასაც ქვია.გელა ბენდელიანის არ იყოს სულ 5 წუთი დამაგვიანდა...

პ.ს მადლობაა ყველას გულშემატკივრობისათვის .
რაც შეეხება სამწვადეს ისე ვიკისრებ თან ერთმანეთს გავიცნობთ ვიქეიფოთ მოცლის ჟამს .აწი გახსნილდება კიდეც ....

Posted by: vano22 1 Apr 2018, 16:10
mesxi85
არ ვიცი რა ვთქვა ძალიან სამწუხაროა. მასე ძლიერი მოწამვლა რას უნდა გამოეწვია? ჩემ პრაქტიკაში 2-3 დღე კუჭის აშლას იტანდნენ ხოლმე გოჭებიsad.gif სულ 2 გოჭიღა დარჩა? აესაა რა სოფელი და მერე კიდევ იძახიან ქალაქში ნუ მოდიხართ სოფელს დაუბრუნდითოfacepalm.gif

Posted by: Nat_asha 1 Apr 2018, 16:32
vano22
უფ ქალაქში კიდე ელემენტარულად ქუჩაში რომ გადიხარ უკვე ნერვები გეშლება, იმიტომ რომ ყველა დანერვოზებულია და შენც ნერვებს გიშლიან. სოფელში წყნარად მაინც ხარ შენთვის. სამსახურშიც ნერვების მომშლელი ხალხია, ყველას ბანკის ვალი აქვს და ქალაქში ცხოვრება მარტო სატრაბახოდ თუ გამოადგებათ, თუმცა ეხლა ყველა ქალაქში ცხოვრობს და სატრაბახოდაც აღარ გამოდგება. ქალაქში ცხოვრებაშიც არაფერი ყრია, საერთოდ საქართველო მიექანება უკან და გინდ ქალაქში წადი გინდ სოფელში, ბოდიში და ყველა ტრაკისკენ მიდის საბოლოოდ თუ არაფერი გამოსწორდა... სოფელში თუ გოჭი კვდება, აქ უსამსახუროდ რჩებიან, იხურება ბერვი რამე, ჩემს გარშემო ბევრი უმუშევარი დარჩა.. ასე რომ მაგას არ ააქვს მნიშვნელობა, ქალაქში იქნები თუ სოფელში, ყველგან ჭირს ეხლა ცხოვრება, მარტო ივანიშვილის და პარლამენტარების ცხოვრებაა მშვენიერი, გინდ ქალაქში და გინდ სოფელში wink.gif

Posted by: vano22 1 Apr 2018, 17:55
Nat_asha
სოფლიდან სხვა თვალით ჩანს ქალაქი. ყველაფერი რომ უკან უკან მიდის ეს უდავოა და არც შემობრუნების უჩანს პირი. ერთადერთი რითაც ქალაქი ჯობია არის შედარებით ადამიანური საცხოვრებელი პირობები და ფული თუ გაქ ისევ ქალაქი ჯობია. სოფელს მარტო ის პლიუსი აქ ძაანაც რომ მოინდომო მშიერი არ მოკვდებიsmile.gif ..


რა კარგი იყო მიშას დროს ხალხმა ბედნიერების გემო გაიგო. ყველგან რაღაც კეთდებოდა ყველგან ფული ტრიალებდა. ეხლა კი ჩაკვდა ქვეყანაsad.gif

Posted by: shuma89 1 Apr 2018, 17:59
ყველაზე კარგია ქალაქთან ახლოს ცხოვრება, ქალაქში მუშაობა კარგი ხელფასით, დილით წახვალ საღამოს სოფელში ხარ, ოჯახი ფერმასაც მოერევა, ფერმიდან შემოსულს ისევ ფერმის გაზრდას მოახმარ, ხელფასი კიდე ქალაქიდან უნდა ზიდო და ცხოვრების დონეს ქალაქზე მეტზე აიყვან რომ მოინდომო.
ცოტა ბავშვების ამბავიც ახურებს ბაღი სკოლა სპორტი ესენი სოფელში თითქმის ნულზეა, აი ამ პრობლემას დამოუკიდებლად ვერ მოაგვარებ, მაშინ სულ შენ უნდა ატარო ქალაქში ყველაფერზე.

Posted by: ghost471 1 Apr 2018, 18:29
Nat_asha
ნერვების მოშლა შენ სოფელში უნდა ნახო. წახვალ მინდორს დათესავ ვიგაც გამო.... მეცხვარე ცხვარს შერეკას გადააძოვებს მერე სდიე ვინ იყო და რატო დასდევ საკლავი მაინც წავართვაო წაართმევ და მერე პოკიცია დაგდევს თათრებს ნუ ატერორებთო.
vano22
ერთი და ორი არ უნდა გყავდეს ვანო და ნებისმიერ საქმეში კიდე დამწყები რო ხარ უამრავ შეცდომას უშვებ. მაგ გოჭს საჭმელი დააკლდა დედა ღორს ცურის ანთება ქონდა რძე ვერ მოწოვა და შარდის დალევა დაიწყო. ჩემი მოკლე ჭკუით ეს დავადგინე.
shuma89
ეგეც ვცადე მეგობარო თბილისიდან 40 კილომეტრში ვცხოვრობ დავიწყე მუშაობა ხელფასიც ნორმალური მქონდა 1500 ლარამდე გამოდიოდა (გამომუშავებით), მარა ცჰემი ფერმა საერთოთ გაჩერდა წინ ვერ მიდიოდა მე დაღლილი მოვდიოდი და იქ შესვლის თავი აღარ მქონდა მამაჩემი უვლიდა მარა იმდენი კვდებოდა და ისე არაპროდუქტიულები გამოდიოდნენ რო აღარ ღირდა ფერმა საწვალებლად. მერე ვიფიქრე და სხვისი საქმის კეთებაში 1500 ლარის აღებას სალუთარი საქმიდან 1000 ჯობიატქო ამ აზრამდე მივედი. მერე უფროსობამაც ჭეშმარიტი სახე მაჩვენეს (უფროსობას გონია რო რახან ფულს გიხდიან მონა ხარ) ვირი იყოს თორე უნაგირს ყველა დაადგავს biggrin.gif წამოვედი კიდეც სამსახურიდან ეხლა ჩემი ფერმის განვითარებაზე ვჩალიჩობ და ვერც ეს გამომდის მითუმეტეს როცა არაგაც გამოცდილება მააქვს.

Posted by: mesxi85 1 Apr 2018, 18:31
QUOTE (vano22 @ 1 Apr 2018, 16:10 )
mesxi85
არ ვიცი რა ვთქვა ძალიან სამწუხაროა. მასე ძლიერი მოწამვლა რას უნდა გამოეწვია? ჩემ პრაქტიკაში 2-3 დღე კუჭის აშლას იტანდნენ ხოლმე გოჭებიsad.gif სულ 2 გოჭიღა დარჩა? აესაა რა სოფელი და მერე კიდევ იძახიან ქალაქში ნუ მოდიხართ სოფელს დაუბრუნდითოfacepalm.gif

მთელი რიგი ფაქტორები მიება ერთმანეთს ვანო .1 :მშობიარობამდე გორი გაიჭედა ვოლიერებს შორის გისოსში .აუტეხია ერთI კლეტკა და გაიჭEდა სანამ ის გამოვხსენი ბარგალკით ჩავჭერი თAვისი დაემართA საცოდავს, 2: ამის გამო ღორმა ვადაზე ადრე იმშობიარა 115დღე უწევდა 31 მარტს. მარაა დაასწრო 5 დღით მგონი, 3 გოჭები ვიზუალურად კარგები კი დაიბადნენ დიდები ზემოთ სურათIც დავდეე მარაა მგონი ვერ განვითAრდნე წესიერად წოვაა ვერ ისწავლეს ამას იმიტო ვამბობ რო შPრიცით რო ვაევდი რძეს არც ერთს არ გონდა წოვის მცდელობა .დედის შარდი დალიეს მერეე ალბაათ და აეშალათ კუჭები. ასეე განვითAრდა მოვლენები ჩემთან ....

კი ვინერვიულეე მარაა რაგას ვიზაავ ,20 დღის გოჭEბი მყაავსს კიდეე .კაი ტიპები არიააან სულ თამაშობენ . ესენი მაძლიერებენ
* * *
QUOTE (ghost471 @ 1 Apr 2018, 18:29 )
Nat_asha
ნერვების მოშლა შენ სოფელში უნდა ნახო. წახვალ მინდორს დათესავ ვიგაც გამო.... მეცხვარე ცხვარს შერეკას გადააძოვებს მერე სდიე ვინ იყო და რატო დასდევ საკლავი მაინც წავართვაო წაართმევ და მერე პოკიცია დაგდევს თათრებს ნუ ატერორებთო.
vano22
ერთი და ორი არ უნდა გყავდეს ვანო და ნებისმიერ საქმეში კიდე დამწყები რო ხარ უამრავ შეცდომას უშვებ. მაგ გოჭს საჭმელი დააკლდა დედა ღორს ცურის ანთება ქონდა რძე ვერ მოწოვა და შარდის დალევა დაიწყო. ჩემი მოკლე ჭკუით ეს დავადგინე.
shuma89
ეგეც ვცადე მეგობარო თბილისიდან 40 კილომეტრში ვცხოვრობ დავიწყე მუშაობა ხელფასიც ნორმალური მქონდა 1500 ლარამდე გამოდიოდა (გამომუშავებით), მარა ცჰემი ფერმა საერთოთ გაჩერდა წინ ვერ მიდიოდა მე დაღლილი მოვდიოდი და იქ შესვლის თავი აღარ მქონდა მამაჩემი უვლიდა მარა იმდენი კვდებოდა და ისე არაპროდუქტიულები გამოდიოდნენ რო აღარ ღირდა ფერმა საწვალებლად. მერე ვიფიქრე და სხვისი საქმის კეთებაში 1500 ლარის აღებას სალუთარი საქმიდან 1000 ჯობიატქო ამ აზრამდე მივედი. მერე უფროსობამაც ჭეშმარიტი სახე მაჩვენეს (უფროსობას გონია რო რახან ფულს გიხდიან მონა ხარ) ვირი იყოს თორე უნაგირს ყველა დაადგავს biggrin.gif წამოვედი კიდეც სამსახურიდან ეხლა ჩემი ფერმის განვითარებაზე ვჩალიჩობ და ვერც ეს გამომდის მითუმეტეს როცა არაგაც გამოცდილება მააქვს.

ეგრე ვაარ ეხლაა მეეე ზუსტაად , სამსახურში ფიზიკურად ვეგარ ვძლეეებ, ფიქრებით ფერმაშI ვარ სულ,მარაა ჯერ ისეე ვერაა ვაართ უარი რო ვთქვა სადმე მუშAობაზეე,.,,


Posted by: Nat_asha 1 Apr 2018, 19:11
mesxi85
უარს ასე ვერც იტყვი. მე რომ სოფელში აწყობილი მეურნეობა მქონდეს არ წამოვიდოდი ქალაქში. ზოგი ყიდის სოფელში ყველაფერს და ქალაქშ მოდის. თუ არაფერი გაქვს დასაწყებად სულელი ხომ არ ხარ რომ წახვიდე. მაშინ საინვესტიციო თანხა უნდა გქონდეს რომ წამოიწყო რამე

Posted by: vano22 1 Apr 2018, 21:59
ghost471 ღორის გარდა სხვა საქმეც რომ ცადო? მაგალითად მეწველი საქონელი.



mesxi85 მეორედ აღარ მოგსვლოდეს მასეთი ამბავიsmile.gif

ღორია 4 თვე აქეთ იქით არაუშავს და მეორედ რომ გააჩენს თავიდანვე ეცადე რომ ხელით მიუმარჯვო ხანდახან მაინც თორემ ერთი მავნე ჩვევა თუ აიკიდა გოჭმა გაჩენიდან პირველ დღეებში მერე ძაან ძნელია იმის გადაჩვევა..

Posted by: ghost471 1 Apr 2018, 22:25
vano22
ეგ მინდა ვანო ღორზე მეტად მეწველი საქონელი მინდა ოღონდ კარგი. ისეთი არა ძროხას რო ეძახიან და თხასავით იწველება და ისე მომდის ცუდი არ მაკადრეს კაი არ მაღირსესო biggrin.gif ამ ზაფხულს უნდა ვიყიდო ერთი სული მაინც. ისე 10 სული კაი მეწველი მაყიდინა დამაბმევინა და კარგათ გემრიელათ მეყოფა biggrin.gif

Posted by: vano22 1 Apr 2018, 22:35
ghost471 რძეს ეხლა რამდენში იბარებენ? ჩემთან 80 თეთრად იბარებენ. ახალ ყველს 5 ლარად. ხაჭოს 6 ლარად. ბაზარზე რძე 1.5 ლარი ღირს. ყველი 6 ლარი. ხაჭო 8 ლარი. თუ კარგი მეწველი ძროხა გეყოლება მოიგებ მაგრამ ახალი ყველის გაყიდვა ზარალია. ან გუდის ყველი უნდა აკეთო ან სულგუნი

Posted by: mesxi85 1 Apr 2018, 22:38
მეობრებო გოჭი და ახალი ქორფა ბალახი როგორ არიან ერთმანეთან ??

Posted by: ghost471 1 Apr 2018, 22:39
vano22
რძეს ჩემსკენ ლარათ იბარებენ. ყველი ზუსტად არ ვიცი მარა შარშან ამ დროს 8-9 ლარი იყო. 10 ცალი კაი ძროხა რო გყავდეს კაცს 100 ლარი დაგრჩება დღეში ხარჯის გარეშე რა თქმა უნდა თუ ყველაფერს სწორად გააკეთებ

Posted by: mesxi85 1 Apr 2018, 22:39
დღეს ნაკვეთში ვიყავი იონჯას დავხედე ისეთი სიმწვანე დამხვდაა მე მომინდა ჭამა
* * *
QUOTE (ghost471 @ 1 Apr 2018, 22:39 )
vano22
რძეს ჩემსკენ ლარათ იბარებენ. ყველი ზუსტად არ ვიცი მარა შარშან ამ დროს 8-9 ლარი იყო. 10 ცალი კაი ძროხა რო გყავდეს კაცს 100 ლარი დაგრჩება დღეში ხარჯის გარეშე რა თქმა უნდა თუ ყველაფერს სწორად გააკეთებ

მე მავს 4ძროხა პატარა ხბოც

Posted by: vano22 1 Apr 2018, 23:02
ghost471
ეგ რანაირად? 15 ლიტრიან ძროხას დღეში 5 ლარს როგორ აკმარებ?
.

mesxi85 წელს ძაან ადრე გაზაფხულდა. თუ არ წაყინავს ძაან მოსავლიანი წელი იქნებაsmile.gif.

ალბათ ადგილობრივი ჯიშები გყავს ხომ? რჩება მოგება თუ ეგეც ღორებივითაა და რასაც იწველიან იმაზე მეტის საჭმელს ჭამენ?

Posted by: ghost471 1 Apr 2018, 23:04
vano22
15 ლიტრიანი არა ვანო ლაქტაციის დაწყებისას 20 ზემოთ უნდა იყოს და 10 ლარი უნდა ჭამოს თითონ 10 დატოვოს smile.gif


Posted by: vano22 1 Apr 2018, 23:16
ghost471
მასეთი ძროხის შოვნა კაი ძვირი კი დაჯდება. ქორეთში შპს.დორანს ყავს მასეთები და მომვლელები ამბობდნენ ზაან პრობლემურებიაო და არც კარგად არ იწველიანო. რაც ღორებში დიუროკია აი მასეთი მგონია ძროხებში 20 ლიტრიანი საქონელი.

Posted by: mesxi85 1 Apr 2018, 23:20
QUOTE (vano22 @ 1 Apr 2018, 23:02 )
ghost471
ეგ რანაირად? 15 ლიტრიან ძროხას დღეში 5 ლარს როგორ აკმარებ?
.

mesxi85 წელს ძაან ადრე გაზაფხულდა. თუ არ წაყინავს ძაან მოსავლიანი წელი იქნებაsmile.gif.

ალბათ ადგილობრივი ჯიშები გყავს ხომ? რჩება მოგება თუ ეგეც ღორებივითაა და რასაც იწველიან იმაზე მეტის საჭმელს ჭამენ?

მთლად შVიცები არ არიან ,მერძEულები არიან ,იწველიან თითქმის 7თვე. ბოლო კვირას ვასვენებთ , პირველი 3 თვე ყოჩაღობენ მაგრად ,15 ლიტრამდე იწველებიან ბალახზე + სველი საჭმელი მე ვაჭMევ ჟომს ლუდის ნახარშ ქერს ვასხავ ცხელ წყალს 3- 3 კილოს დილა საღამოს... იონჯა მაქ ზამთრისთვის ჩალა და თივა . წელს ვაპირებ სილოსი გავაკეთო ღორებსაც უნდა ვაჭამო ზამთარში .

Posted by: ghost471 1 Apr 2018, 23:31
vano22
20 ლიტრიანი საქონელი ვანო მარნეულისკენ ბლომათაა აი აკლიმატიზაციას როგორ გაივლიან ეგაა საკითხავი. ჩემ სოფელშიაც ყავს ხელოვნური განაყოფიერებით ჯერსის მასალით მიღებული ძროხა 23-24 ლიტრს იწველის ლაქტაციის დასაწყისში. საქართველოში ძალიან დაბალ დონეზეა ეს თემა სულ რამოდენიმე ნორმალური ფერმაა ერთ-ერთი თელეთშია ლაქტაციაზე 7-8 ტონა რძეს იღებენ თითო სულიდან 305 დღეში smile.gif საზღვარგარეთ მაგალითად ამერიკაში და ისრაელში შავჭრელ ჰოლშტეინებიდან 12 ტონა რძეს იღებენ smile.gif

Posted by: vano22 1 Apr 2018, 23:35
mesxi85
7 თვე ცოტა არაა? თუ შეგეშალა ციფრი? ჩემები მთელი წელი იწველიდნენ ხოლმე და მარტო გაჩენამდე 1 თვით ადრე ვაშრობდით. რა რაციონიც დაწერე მაგ კვებაზე კი მოიწველიან 15 ლიტრს მაშ რას იზავენsmile.gif
* * *
ghost471 კარგია თუ აქაც მიიღებ მაგ შედეგს. ცდას წინ რა უდგას ცადე ერთი ორი ძროხით და თუ გაამართლებს მაგას რა აჯობებსsmile.gif


კარგია თქვენთან ლაპარაკი მაგრამ უნდა გავიდე მოშივდათ გოჭებს. აბა ჰე

Posted by: ჩაკრულო 1 Apr 2018, 23:51
QUOTE (kaxaberski66 @ 1 Apr 2018, 10:22 )
vano22
QUOTE
რა კონგრესი იყო? საჩვენო თქვეს რამე?.

რძის კავკასიური მეორე კონგრესი იყო.
უკრაინელი წარმატებული ფერმერები და კოოპერატივების წარმომადგენლები იყვნენ და გაგვიზიარეს თავიაანთი გამოცდილებები.
გვირჩიეს რომ, მესაქონლეები და მცირე მეურნეობები გაერთიანდნენ კოოპერატივებში.
მაგალითად. ერთს ყავს საქონელი, მეორეს მიწა, მესამეს ტექნიკა, მეოთხეს შეიძლება ცარიელი ფერმა ან და შენობა რომელიც გამოდგება ბეღელად.
ასეთ შემთხვევაში, ჩვენი მთავრობაც დაეხმარება ასეთ კოოპერატივებს საჭირო ტექნიკით და დანადგარებით რძის გადასამუშავებლად.
არსებობს კანონი კოოპერატივების შესახებ. იქ ყველაფერი გასაგებად წერია. საინტერესო კანონია.

შენაა ბიჯოო ხო არ გვეკაიფები აბა? smile.gif)

მაგ კონგრესზე 2-3 კაცის გარდა არცერთი არაა ჭკვიანი და გამოცდილი მერძევე, მხოლოდ მათ მიერ ნათქვამი სიტყვებით ნუ იმსჯელებ wink.gif ნუ თუ ჩემი არა გჯერავს, ცოტა ოდნავ ახლოს გაიცანი და მერე მიხვდები რომ მე მართალი ვარ. დაჟე ნაბარევი არ იციან მანდ დამსწრე "მეძროხეების" ნახევარმა რა არის old.gif


Posted by: mesxi85 1 Apr 2018, 23:56
ცუდად დავწერეე ,თითმის 7თვე იწველის კარგაად მერეე იკლებს სადღაც 40 დღე ისვენებსს. რაც არ უნდა ვაჭამო არ სუქდებიან საშUალო ზომებში არიან

Posted by: ჩაკრულო 2 Apr 2018, 00:00
mesxi85
განავალი რა ფერის იყო შენი გოჭებისა?


Posted by: ghost471 2 Apr 2018, 00:08
ჩაკრულო
ძია ცხვარი როდის უნდა დაძრა მთისკენ? ბიჭებს თუშების ძაღლების ნახვა გვინდა

Posted by: kaxaberski66 2 Apr 2018, 00:58
vano22
QUOTE
მე არ მგონია რომ საქართველოში კოოპერატივებმა გაამართლოს. ძმა ძმას პარავს და სხვას როგორ უნდა ენდო? ერთი იმუშავებს მეორე იზარმაცებს და დასცხებენ ერთმანეთს შენი ცოტას იწველის და ჩემი ბევრსო

კოოპერატივის შექმნის შემთხვევაში რაც შენ დაწერე ეგ რომ არ მოხდეს, ამისთვის საჭიროა დამფუძნებლებმა აიყვანონ გარედან კაცი რომელსაც დანიშნავენ დირექტორად ან მენეჯერად, გადაუხადონ ხელფასი მზარდი ანგარიშით და მოსთხოვონ საქმე.
* * *
vano22
QUOTE
მერე კიდევ იძახიან ქალაქში ნუ მოდიხართ სოფელს დაუბრუნდითო

ნიჭიერო, შენი ადგილი ქალაქშია. biggrin.gif
* * *
ჩაკრულო
QUOTE
შენაა ბიჯოო ხო არ გვეკაიფები აბა?

აბა რაღა დროის ჩემი ტოლა კაცის კაიფია?
იმ კონგრესზე ჩვენ გამომსვლელებს ვუსმენდით, ნაბარევი ვინ იცის და ვინ არა ეგ არ ვიცი. მე ის მოვიჩივლე რომ აქ მათგან არც ერთი არ არის დარეგისტრირებული. თორემ რამე საინტერესოს ისენიც დაწერდნენ.
QUOTE

მაგ კონგრესზე 2-3 კაცის გარდა არცერთი არაა ჭკვიანი და გამოცდილი მერძევე, მხოლოდ მათ მიერ ნათქვამი სიტყვებით ნუ იმსჯელებ  ნუ თუ ჩემი არა გჯერავს, ცოტა ოდნავ ახლოს გაიცანი და მერე მიხვდები რომ მე მართალი ვარ.

თუ გაცნობაში სახელმწიფო მოხელეებს გულისხმობ, ნამდვილად ახლოს არავის არ ვიცნობ. სურსათის უვნებლობის დეპარტამენტის უფროსმა თქვა, იანვარში ახალი რეგულაცია მივიღეთო თუ როგორ უნდა ჩატარდეს მაგალითად ყველის ლაბორატორიული კვლევა და ჩვენ არაფერიც არ გაგვეგო ამის შესახებ. ინტერნეტში ვეძებ ინფორმაციას ამის შესახებ და ვერაფერს ვერ ვპოულობ.

Posted by: vano22 2 Apr 2018, 10:04
mesxi85
ხო მასე კი იქნებიანsmile.gif საერთოდ მეწველი საქონელი ძაან ძნელად სუქდება და მითუმეტეს 15 ლიტრიანების გასუქება ძაან ძნელი იქნება. ერთადერთი რაციონში პრემიქსის ჩართვით მოიმატებენ წონას. მაგრამ ისევ ჯობია ოდნავ გამხდრები იყვნენ ვიდრე მსუქნებიsmile.gif...



kaxaberski66 მე არ მახსოვს კოლ.მეურნეობა და ალბათ გეხსომება რომ პირველი ქურდი ჯერ დირექტორია და მეორე დარაჯიsmile.gif ქართველის ხასიეთი კი ისეთია რომ ყოველთვის მუქთა ფულისკენ ეპარება თვალიsmile.gif






Posted by: ჩაკრულო 2 Apr 2018, 12:01
ghost471
მე თვის ბოლოს გავპარსამთ, გავაბანებთ და ჰაიდა, მაისის პირველ რიცხვებში უკვე გამოვალთ ტრასაზე.
და თუშების ძაღლები საგარეჯოში როგო უნდა დაინახოთ? smile.gif))

kaxaberski66
QUOTE
თორემ რამე საინტერესოს ისენიც დაწერდნენ

კი მე მაქვს მოსმენილი წინა კონგრესზე რო თქვეს რომ თურმე რძის წარმოება 1 ლარი უჯდებათ, ამ დროს მილიონების ტეხნიკა აქვთ ზოგს და სახელმწიფოსგან 10 თეთრის დოტაციას ითხოვდნენ... ამ დროს ევროპაში რძე 60 თეთრი ღირდა და ტიპები იძახდნენ "მაყუთს ვშოულობთო" smile.gif)

QUOTE
ინტერნეტში ვეძებ ინფორმაციას ამის შესახებ და ვერაფერს ვერ ვპოულობ.

სად ხარ ტერიტორიულად? და როდის აპირებ ქალაქში ჩასვლას? დავრეკავ და შეგახვედრებენ პასუხისმეგებელ პირს და 1-2 საათით მაიკეტე კარები და კითხე რაც გინდა
მე რაც შემიძლია რომ დაგეხმარო ეგაა ძმაო

Posted by: kaxaberski66 2 Apr 2018, 13:13
ჩაკრულო
გაიხარე. კარგი კაცი ხარ.
თბილისში ვარ.

Posted by: ghost471 2 Apr 2018, 19:21
ჩაკრულო
აქ კი არ გამოატარებთ კაცო მანდ ჩამოვალთ და ბინებზე დავივლით. იმიტო გკითხე რო გავარკვიე რა დრო გვაქვს დარჩენილი smile.gif აბაზანაზე თავები ჩააყოფინეთ თავები biggrin.gif

Posted by: mesxi85 2 Apr 2018, 20:01
QUOTE (ჩაკრულო @ 2 Apr 2018, 00:00 )
mesxi85
განავალი რა ფერის იყო შენი გოჭებისა?

ყვითლად ასხავდნენ .... . .

Posted by: ჩაკრულო 2 Apr 2018, 23:28
mesxi85
ძიავ კოქციდიოზი გაქვს ან ე-კოლი, ზოგადად დაბადებიდან 4-ე დღეს კოქციდიოზზე უნდა დაამუშაო და ეგ პრობლემა გაქრება.

ინგლისური თუ გეხერხება გამოგიგზავნი მაგ ამბავს რაც არის
user posted image
აი ასეთი თუ არის დააკვირდი აბაა
* * *
kaxaberski66
თუ გაინტერესებს ეგ საკითხი ნამდვილად შემილია დაგეხმარო, შემეხმიანე პირადში.

Posted by: mesxi85 2 Apr 2018, 23:46
ვერ მივიდნენ მეოთხე დღEმდეე,გამოუშვი აბააა კოქსიდიოზზეე ინფორმაციები.

Posted by: kaxaberski66 3 Apr 2018, 01:17
ჩაკრულო
კიდევ ერთხელ დიდი მადლობა დახმარების ხელის გამოწვდისთვის.
QUOTE
ინტერნეტში ვეძებ ინფორმაციას ამის შესახებ და ვერაფერს ვერ ვპოულობ.

თუ ამას გულისხმობ, მაგათი ჭკუაც ვატირე. აბა ის კანონი თუ რეგულაცია, ჩვენ თუ არ გაგვაცნეს, თავისთვის მიუღიათ. საკაონმდებლო მაცნეშიც ვეძებე და ვერ ვიპოვე.
აქამდე პროდუქტის ნიმუში მიმქონდა ვაშლიჯვარში არსებულ ლაბორატორიაში. რომელიც არის სერტიფიცირებული. გადავიხდიდი ფულს და აკეთებდნენ ორი სახის კვლევას. ენერგეტიკულს და ბიოქიმიურს.
ეხლა თუ ახალი გამოიგონეს რამე. ძალიან კარგად იციან ჩემი მეილი და მომწერონ. ან შეტყობინება გამომიგზავნონ ტელეფონზე.

* * *
ghost471
QUOTE
20 ლიტრიანი საქონელი ვანო მარნეულისკენ ბლომათაა აი აკლიმატიზაციას როგორ გაივლიან ეგაა საკითხავი

QUOTE
ჩემ სოფელშიაც ყავს ხელოვნური განაყოფიერებით ჯერსის მასალით მიღებული ძროხა 23-24 ლიტრს იწველის ლაქტაციის დასაწყისში.

მარნეულში აკლიმატიზაცია გავლილ საქონელს, საგარეჯოში აკლიმატიზაციის ახლიდან და რთულად გასავლელი არ გაუხდება.
აკლიმატიზაცია სჭირდება მთის საქონელს ბარში და ასე პირიქით.
ჯერსი ძალიან კარგი ჯიშია. მათი ერთადერთი მინუსი არის რომ ცოტა ქსუები არიან.
რძის ცხიმიანობა ლამის კამეჩისას უტოლდება. წველით ჰოლშტეინის გარდა არცერთ ჯიშზე ნაკლებად არ იწველება.
თუ შვიცმა, სიმენტალმა, ჰოლშტეინმა 10 ლ რძე უნდა მოიწველოს 9.6 საკვები ერთეულის მიღების შედეგად. ჯერსეი იმავე რაოდენობის საკვებით მოიწველის 12 ლიტრას უფრო ცხიმიან და გემრიელ რძეს.

Posted by: ghost471 3 Apr 2018, 01:49
kaxaberski66
განსაკუთრებულს არაფერს აჭმევს. სოფლის ნახირშიც კი დადის ოღონდ ახლომახლო შორ მანძილზე ვერ დადის (ტანით დიდია და მაგიტო) ბალახს თივისას აჭმევს და დაფქვილ მარცვალს აძლევს ეგაა და ეგ. მე თითონ რძის პროდუქტების მოყვარული ვარ და ძროხა რო არა მყავს ნერვები მეშლება ჩემ თავზე biggrin.gif

Posted by: ჩაკრულო 3 Apr 2018, 11:34
kaxaberski66
QUOTE
ჩემი მეილი და მომწერონ. ან შეტყობინება გამომიგზავნონ ტელეფონზე.

გადაგყვებიან ზედაა wink.gif მაგის გამოა რო ვკაჩაობ უკვე ამდენი ხანი რომ ერთი სერვისი ვერ გამართეს რო ტრაკის თამაშს ადგილი არ ქონდეს smile.gif

QUOTE
თუ შვიცმა, სიმენტალმა, ჰოლშტეინმა 10 ლ რძე უნდა მოიწველოს

აბიჟაეშ smile.gif მაგოდონა ჭამა უნდა მაგათ და კიდე 10 ლიტრა თუ მოიწველეს რად გინდა? smile.gif

აი კოქციდიოზზე ინფორმაცია იხილეთ აქა
https://we.tl/iENUYdNVy7

Posted by: vano22 3 Apr 2018, 11:42
ჩაკრულო მაგხელა გოჭებსაც თუ ეშლებოდათ კუჭი პირველად ვნახეsmile.gif კუჭი რომ აეშალათ მოუნელებელი რძე გამოასხეს და ყველა ვარიანტში ხო მაინც ყვითელი იქნებოდა?





Posted by: kaxaberski66 3 Apr 2018, 12:59
ჩაკრულო
QUOTE

აბიჟაეშ  მაგოდონა ჭამა უნდა მაგათ და კიდე 10 ლიტრა თუ მოიწველეს რად გინდა?

QUOTE
თუ შვიცმა, სიმენტალმა, ჰოლშტეინმა 10 ლ რძე უნდა მოიწველოს 9.6 საკვები ერთეულის მიღების შედეგად.

ბექა, 9.6 ერთეულის შეჭმისას 10 ლ ზე მეტს ვერ მოიწველებიან.
9.6 ის ზევით ყოველ 1 საკვებ ერთეულზე 2 ლ რძეს მოიწველიან. ასეა ეს.

Posted by: ჩაკრულო 3 Apr 2018, 23:25
vano22
ეგ შენა გგონია მოუნელებელი რძე თორე ეგა ნაწლავური ინფექციაა ფაქტიურად smile.gif
kaxaberski66
კახაბერ,
თანამედროვე ნუტრიციონალისტები მასე საერთოდ არ ანგარიშობენ რაციონებს
თავს არავის ვამეტებ მაგრამ რაც ეგრე აღმადაღმა დავიარები რო ცოტა რამე ვისწავლო მაგ სფეროში, მე არსად საკვებ ერთეულებით დათვლილი რაციონი არ მინახავსsmile.gif

პროტეინს უყურებენ, ენერგიას, ამინომჟავებს და ასე შემდეგ და არა მასას რამდენი სეჭამა

Posted by: kaxaberski66 4 Apr 2018, 03:47
ჩაკრულო
QUOTE
თანამედროვე ნუტრიციონალისტები მასე საერთოდ არ ანგარიშობენ რაციონებს
თავს არავის ვამეტებ მაგრამ რაც ეგრე აღმადაღმა დავიარები რო ცოტა რამე ვისწავლო მაგ სფეროში, მე არსად საკვებ ერთეულებით დათვლილი რაციონი არ მინახავს

პროტეინს უყურებენ, ენერგიას, ამინომჟავებს და ასე შემდეგ და არა მასას რამდენი სეჭამა

ჩაკრულო კი არა გულში ჩაკრულო მთელი სიყვარულით. არ არის მასე შენ რომ გგონია. შენ იცი შედეგი, თორემ ის შედეგი საიდან მოვიდა და როგორ დაითვალეს არც გაინტერესებს.
სწორედ მასე დაითვალეს როგორც მე ვითვლი. მაგრამ გამოყენებისთვის, დათვლის წესი და სისტემა არავის არ დააინტერესებს.
აი შენ რომ საკვებს ამზედებ, გაქვს მზა რეცეპტი. მაგრამ ის ხომ ვიღაცამ დაითვალა? თან ყველას რომ წაადგება ყველა ქვეყანაში.
QUOTE
და არა მასას რამდენი სეჭამა

აქ მასა არაფერ შუაში არ არის. აქ სწორედ ენერგია და ყუათიანობა ითვლება საკვებ ერთეულებში.
ხოლო პროტეინები ამინომჟავები კალციუმი , ფოსფორი და ასე შემდეგ უკვე ითვლება იმის მიხედვით, თუ რა ასაკის და როგორ მდგომარეობაში არის პირუტყვი.
სხვათა შორის სპორშიც ასეა.

Posted by: ჩაკრულო 4 Apr 2018, 23:41
kaxaberski66
QUOTE
აი შენ რომ საკვებს ამზედებ, გაქვს მზა რეცეპტი. მაგრამ ის ხომ ვიღაცამ დაითვალა? თან ყველას რომ წაადგება ყველა ქვეყანაში.

მოდი ნუ ვიდავებთ ძია wink.gif
ფორმულებით მე რითიც ვითვლი 90$ მიჯდება ყოველთვე და ძალიან კარგად ვიცი ეგ ყველაფერიც როგორ იანგარიშება wink.gif

QUOTE
ხოლო პროტეინები ამინომჟავები კალციუმი , ფოსფორი და ასე შემდეგ უკვე ითვლება იმის მიხედვით, თუ რა ასაკის და როგორ მდგომარეობაში არის პირუტყვი.

კაი მთქმელს კარგი გამგონე უნდაო თუ როგორც არის ეგა wink.gif

მა მე რა ვთქვი კაცო?!

Posted by: kaxaberski66 5 Apr 2018, 00:01
QUOTE
ძალიან კარგად ვიცი ეგ ყველაფერიც როგორ იანგარიშება

QUOTE
კაი მთქმელს კარგი გამგონე უნდაო თუ როგორც არის ეგა

გაწყენინე რამე?
შეიძლება რამეში არ დაგეთანხმო მაგრამ, შენს მიმართ პატივისცემის მეტი არაფერი მაქვს.

























Posted by: vano22 5 Apr 2018, 18:52
QUOTE (kaxaberski66 @ 5 Apr 2018, 00:01 )
მარცვლეულს რა თქმა უნდა. მარცვლეული ყველაზე უფრო ძვირფასი საჭმელია ღორისთვის.
თუ შენი საკვები არ გაქვს და უნდა იყიდო, ხორბალი, ქერი, სიმინდი, შვრია, ქატო, კოპტონი, ყველაფერი ეს ძალიან კარგი და სასარგებლოა.
ამ მარცვლეულის ნარევის დაფქვით ან დაღერღვით გამოგივა საუკეთესო ღორის საჭმელი.
100 კგ საკვებში ქერი 50% ხორბალი20% სიმინდი10% ქატო10% კოპტონი10% და 0.5კგ მარილი. თუ მხოლოდ ერთი სახეობის საკვები გაქვს, მიეცი ერთი სახეობის.
ამბობ 10დან 30კილომდე არიანო. მათი ერთად კვება არ გამოვა. დიდები პატარებს არ შეაჭმევენ. უნდა დაჰყო წონის და ასაკის მიხედვით ჯგუფებად.
აჭამე დღეში სამჯერ.
60-80 დღისას დღეში მიეცი 0.8-0.9კგ კორმა
80-100 დღისას 1კგ-1.2კგ.
100-120 დღისას 1.5-1.7 კგ.
120-150 დღისას 1.8-2 კგ
და ასე შემდეგ.
* * *
გავაგრძელებ თემას საკვები ერთეულის შესახებ.
ჩამოვწერ სხვადასხვა საკვების ყუათიანობას და შემადგენლობას. 1 კგ შემცველობით.

საკვების დასახელება საკვები ერთეული კგ. მონელებადი პროტეინი გრ. კალცი გრ. ფოსფორი გრ. კაროტინი მლ გრ. 1 ს.ე. საჭიროა კგ.
წითელი სამყურა 0.21 27 3.8 0.7 40 4.8
იონჯა 0.19 36 64 0.6 50 5.2
მწვანე სიმინდი 0,2 15 1,2 0,6 35 5
თივა იონჯის 0.49 116 17.7 2.2 45 2
თივა ბუნებრივი ბალახის 0.42 48 6 2.1 15 2.4
სიმინდის სილოსი 0.2 14 1.5 0.5 15 5
კარტოფილი 0.3 16 0.2 0.7 - 3.3
საკვები ჭარხალი 0.12 9 0.4 0.4 - 8.3
ხორბალი 1.2 117 0.6 4.8 1 0.8
ქერი 1.21 81 1.2 3.3 1 0.8
შვრია 1 85 1.4 3.3 - 1
სიმინდი 1.34 78 0.4 3.1 4 0.7
სიმინდი ტაროთი 1.12 47 0.3 2.9 3 0.9
ქატო 0.53 122 3.2 4.2 1 1.9
ქატო სოფლის წისქვილის 0.78 130 1.3 9.7 4 1.3
მზესუმზირის კოპტონი 1.09 396 3.3 9.9 2 0.9
უნდა ავღნიშნო რომ ნებისმიერი საკვების მონაცემები იცვლება მოსავლის აღების ფაზების მიხედვით.
მაგალითად ნედლ მწვანე ბალახს როდესაც ის არის ყვავილობამდე ფაზაში, უფრო მაღალ ყუათიანია ვიდრე სრული ყვავილობის და ყვავილობის შემდეგ.
თივა გათიბული ბალახის ყვავილობის შუა ფაზაში უფრო ყუათიანია ვიდრე სრული ყვავილობისას ან ყვავილობის დამთავრებისას მითუმეტეს.
მარცვლოვანები რაც უფრო მაღალმოსავლიანი იყო, უფრო ყუათიანია.
და ასე სემდეგ.
გაგრძელება იქნება.

########


გავაგრძელებ წერას საკვების ყუათიანობის და კვების შესახებ.
დავიწყოთ ღორით.
ახალგაზრდა შაქებს, რომლებსაც ამზადებთ სადედეებად, ჯერ კიდევ ზრდა სჭირდებათ. მათ 1 კგ წონის მოსამატებლად ესაჭიროებათ 4საკვები ერთეული(სე). ხოლო ცოცხალი წონის მიხედვით ყოველ 100კგ. ზე 1.5-1.8 სე. მონელებადი პროტეინი კი 170 გრ. ყოველ 1 კგ საკვებზე.
უკვე დამაკებულ სადედეებს, მაკეობის 1-84 დღე 1.2 სე და ყოველ კგ ზე 130გრ პროტეინი.
მაკეობის ბოლო 30დღეს ვაძლევთ საკვებს ყოველ 100 კგ ზე, როგორც სადედეებად მზადებისას, 1.5-1.8 სე და 170გრ პროტეინი 1კგ საკვებზე. ოღონდ უნდა გავითვალისწინოთ რომ მაკეობის პერიოდში ღორი კიდეც გაიზარდა და კიდეც დამძიმდა.
მაწოვარ დედებს 100კგ ზე ვაძლევთ 2სე-ს და 110-115გრ პროტეინს.
და კიდევ ყოველ გოჭზე დამატებით 1 თვემდე 0.3სე. 45დღემდე 0.32 სე. 60 დღემდე 0.33 სე-ს.
ეხლა ვნახოთ თუ როგორ დავაბალანსოთ საკვები იმ ახალგაზრდა ღორებისთვის რომლებსაც ვამზადებთ დასამაკებლად.
ვთქვათ სადედის წონა არს 150 კგ.
ესეიგი ყოველ 100კგ ზე სჭირდება 1.5-1.8 სე და 170 გრ პროტეინი ყოველ კგ საკვებზე.
ჩვენ ავიღოთ საშუალოდ 1.7 სე.
მაშასადამე, მას ესაჭიროება 1.7*1.5=2.55კგ სე და 170*1.5=255გრ პროტეინი.
ჩენს ხელთ დავუშვათ არის ქერი, სიმინდი და კოპტონი.
თუ საკვების ნარევში 60% ქერი იქნება და 40% სიმინდი, მივიღებთ 0.6*1.21=0.726სე ქერს და 0.4*1.34=0.536 სე სიმინდს.
ჯამურად 0.726+0.536=1.26 სე-ს. ანუ ასეთი ქერის და სიმინდის ნარევს თუ მივცემთ 1.7/1.26=1.35 ანუ 1კილო და 350გრამს გამრავლებულს 1.5ზე რადგან ჩვენი სადედეს წონა არის 150კგ, მივიღებთ 2.02კგ ს. რაც აკმაყოფილებს ღორის მოთხოვნილებას საკვებ ერთეულებში.
ეხლა დავითვალოთ მონელებადი პროტეინის რაოდენობა და ვნახოთ საკმარისი არის თუ არა ასეთი საკვების მიღებისას პროტეინი.
ესეიგი პროტეინი გვჭირდება 255გრამი.
ზევით მოყვანილი ცხრილიდან ვხედავთ რომ, 1 კგ ქერი შეიცავს 81გრ. პროტეინს, ხოლო 1 გკ სიმინდი 78 გრ. პროტეინს.
საკვების ნარევში გვაქვს 600გრ. ქერი და 400 გრ. სიმინდი. ეხლა დავითვალოთ 0.6*81=48.6 გრ პროტეინისა ქერში. 04*.78=31.2გრ სიმინდში. ჯამურად 1 კგ საკვებს გამოუდის 79.8გრ. პროტეინი. ჩვენ კი გვჭირდება რომ 1 კგ საკვებში უნდა იყოს 170 გრ. პროტეინი. ესეიგი საკვებ რაციონს რომელიც აკმაყოფილებს საკვებ ერთეულებს, პროტეინში გვაქვს დანაკლისი 90.2 გრამისა. საიდან უნდა შევავსოთ ეს დანაკლისი ისე რომ სე-ც გვქონდეს ნორმაში და პროტეინიც?
გადავხედოთ ცხრილს. ვნახავთ რომ, 1კგ კოპტონი მზესუმზირის შეიცავს 1.09 სე-ს და 396 გრ პროტეინს.
თუ 1 კგ ქერის და სიმინდის ნარევიდან დავუშვათ მოვაკლებთ 300გრ ქერს, პროტეინებში დაგვრჩება 55.5 გრ. ხოლო დავამატოთ 300გრ კოპტონი, რაც პროტეინში მოგვცემს 118 გრამს. 55.5+118=172.5 გრ პროტეინს, რაც სრულებით აკმაყოფილებს პროტეინზე მოთხოვნას.
საკვებ ერთეულებში კი მივიღებთ რომ, ქერის მოკლებით და კოპტონის დამატებით 1.26 ნაცვლად გვაქვს 1.226. ანუ სე ში ოდნავ მოიკლო, რაც დიდად არაფერს არ ცვლის. სამაგიეროდ ღორს 2.02კგ ნაცვლად შეგვიძლია მივცეთ დავუშვათ 2.1კგ საკვები და ისევ ყველაფერი ნორმის ფარგლებში ჩაჯდება.
თუ გვაქვს ბევრნაირი საკვები, ამ შემთხვევაშიც ასევე შეგვიძლია დავაბალანსოთ.
არ ვიცი რამდენად გასაგებად ავხსენი ყველაფერი ეს, თუ ვერა და დიდი ბოდიში ყველას იმ დროის წართმევისთვის რაც ჩემი ნაჯღაბნის კითხვამ გამოიწვია.
და თუ დაინტერესდა ვინმე, საქონელზეც შემიძლია ავხსნა თუ როგორ უნდა ვკვებოთ დაგეგმილი ან სასურველი წველის მისაღებად.

#########



ზევით საკვების ცხრილი რომ დავდე, იქ ფოსფორი, კალცი, კაროტინიც არის, შეგვვიძლია დავამატოთ უჯრედანა, მაგნი, რკინა და ასე სემდეგ მაგრამ, მერე დასათვლელად ძნელი გახდება.
ძირითადად თუ დააბალანსებ იმაზე რაზეც დავწერე, არა 100% მაგრამ საკმარისად დანარჩენებიც დაბალანსდება.
თუ დიდი წარმოება გაქვს, მაშინ უკვე პროფესიულად მიდგომა სჭირდება მაგ საქმეს.
* * *
Необходимое количество корма на 1 свинью
Расчет количества корма на одну особь
* * *
ჩავამატებ საკვების ცხრილს რომლებიც ზევით გამომრჩა.
საკვების დასახელება საკვები ერთეული პროტეინის შემცველობა
მინდვრის საძოვარი ბალახი 0,23 29
ნათესი საძოვარი 0,23 25
სიმინდ. სილოსი 70% სიმშრალის 0,33 -
ხორბლის ნამჯა 0,2 8
ქერის ნამჯა 0,36 12
რძე 0,35 38
მოხდილი რძე 0,17 35
შრატი 0,1 9

kaxaberski66
მიაწექი კახაბერ აგერ ცოტას ხელს წაგიკრავbiggrin.gif
...
* * *
QUOTE (ჩაკრულო @ 4 Apr 2018, 23:41 )

ფორმულებით მე რითიც ვითვლი 90$ მიჯდება ყოველთვე

რას უშვები ამისთანას? ცოტა პატარა საღორე მაქ და იგრეც არ მიქნა იმხელა გოჭები დამაზრდევინო რო კარებში ვეღარ გამოვტიოsmile.gif eek.gif


პს... ვეღარც მოვახერხე ფოტოს გადაღება. განახებ მერე რა მაგრად მოასუქა მაგ პრესტარტმაsmile.gif

Posted by: kaxaberski66 6 Apr 2018, 01:47
vano22
ჩაკრულო კარგს და საჭირო საქმეს აკეთებს მეცხოველეობის ყველა დარგში. ძალიან დასაფასებელი კაცია თავისი საქმიანობიდან გამომდინარე. თქვენც ყველა დამეთანხმებით იმედი მაქვს და დარწმუნებულიც ვარ.
QUOTE
თანამედროვე ნუტრიციონალისტები მასე საერთოდ არ ანგარიშობენ რაციონებს

QUOTE
ზევით საკვების ცხრილი რომ დავდე, იქ ფოსფორი, კალცი, კაროტინიც არის, შეგვვიძლია დავამატოთ უჯრედანა, მაგნი, რკინა და ასე სემდეგ მაგრამ, მერე დასათვლელად ძნელი გახდება.
ძირითადად თუ დააბალანსებ იმაზე რაზეც დავწერე, არა 100% მაგრამ საკმარისად დანარჩენებიც დაბალანსდება.
თუ დიდი წარმოება გაქვს, მაშინ უკვე პროფესიულად მიდგომა სჭირდება მაგ საქმეს.

QUOTE
მაგ სფეროში, მე არსად საკვებ ერთეულებით დათვლილი რაციონი არ მინახავს

აბა შევხედოთ ამ საქმეს ასეთ ნაირად.
კაცს რომელსაც ყავს მეწველი ძროხა, ყოველ დღე აჭმევს ერთ ან რამდენიმე იღლია მწვანე ბალახს, რაიმე რაოდენობა თივას, ერთ ჯამ კორმას და მისი ძროხა იწველება დავუშვა 10 ლიტრას.
თუ რომელიმე საკვებს მეტი რაოდენობით მისცემს, წველაში ალბათ მოიმატებს მაგრამ გაგებაში არ იქნება რამდენით მეტი მისცა და რამდენით მოიმატა წველაში.
მეორე კაცმა თუ თავის საქონელს წონით მისცა ყველა სახეობის საკვები და თან იცის საკვების ყუათიანობის შემადგენლობა ტავისი პროტეინებით, საკვებში მშრალი ნივთიერების რაოდენობით და რაღაც რაღაცეებით, მაშინ ზუსტად ეცოდინება რომელ საკვებს უნდა მოუკლოს და რომელს მოუმატოს და რაოგორი რაოდენობით სასურველი წველის მისაღებად.
ძროხას არსებობისთვის სჭირდება ყოველ 100კგ ზე 1 საკვები ერთეული. 450-500 კგ ძროხას სჭირდება 4-4 საკვები ერთეული არსებობისთვის. რომ იცოცხლოს.
4-5 საკვები ერთეული უდრის 10 კგ ნორმალურ თივას. თუ ეხლა რძეც გვინდა რომ მოგვცეს ისე რომ არ გახდეს და არ დაეცეს, საკვები უნდა დავუმატოთ.
ყოველი შემდეგი 1 საკვები ერთეული მოგვცემს 2 ლ. რძეს. ესეიგი 10 კგ თივა და 1 კგ თივა მოგვცემს 7 ლ რძეს. და ასე შემდეგ.
როგორც წველადობა მატულობს, ისე საკვებს სჭირდება დაბალანსება და მშრალ ნივთიერებაში გადაყვანა
ეხლა შევეცდები ავხსნა თუ რას ნიშნავს და რატოა საჭირო საკვებში მშრალი ნივთიერების რაოდენობის ცოდნა.
ძროხას შეუძლია დღე-ღამის განმავლობაში შეჭამოს თავისი ცოცხალი წონი 3% მშრალი ნივთიერების და მხოლოდ მაღალ პროდუქტიულ საქონელს თავისი წონის 3.5% და ცოტა მეტიც.
ეხლა ეს რას ნიშნავს.
მაგალითად ფური არის 500 კილო და გვყავს მხოლოდ მწვანე ნორჩ ბალახზე და არა გადაბერებულზე.
ესეიგი მას შეუძლია შეჭამოს 15 კგ. მშრალი ნივთიერება იმ ბალახიდან.
ისეთი ბალახი რომელსაც მე ვგულისხმობ, 1 კგ შეიცავს 18-20% მშრალ ნივთიერებას, 78-80% წყალს და საშუალოდ 0.22 საკვებ ერთეულს.
გამოდის რომ 5კგ ბალახი შეიცავს 1კგ მშრალ ნივთიერებას და 1.1 საკვებ ერთეულს.
ესეიგი ამ 500 კილოიან ძროხას შეუძლია შეჭამოს 5*15=75 კგ ნედლი ბალახი რომელსაც ექნება 1.1*15=16.5 საკვები ერთეული.
16.5 საკვები ერთეულის შეჭმის შემდეგ ფური მოიწველება ლაქტაციის პერიოდიდან გამომდინარე რა თქმა უნდა 16.5-9.6=6.9 ესე იგი 6.9*2=13.8 ლიტრ რძეს დამატებული 10 ლ რომელსაც ყველა შემთხვევაში მოიწველის იმ 9.6 საკვები ერთეულიდან=23.8ლ რძისა.
ან და ასე ვიანგარიშოთ. 16.5 საკვები ერთეულიდან ფურს სჭირდება არსებობისთვის 5 სე. დარჩენილი 11.5 სე*2= 23 ლ რძისა.
ეხლა ამ ფურმა გვინდა რომ მოიწველოს 30 ლ რძე რას ვშვრებით?
ვიცით რომ 15 კგ მშრალ ნივთიერებაზე მეტს ვერ შეჭამს.
დაბალანსებული კორმა 1 კგ შეიცავს 0.86 კგ მშრალ ნივთიერებას და 1.15-1.2 საკვებ ერთეულს. გააჩნია კორმის შემადგენლობას. ჩვენ ავიღოთ 1.15 სე.
ჩვენ თუ ფურს მივცემთ 50კგ ბალახს, ფური ამ ბალახიდან მიიღებს 10 კგ მშრალ ნივთიერებას და 10.5 სე-ს.
ესეიგი კიდევ შეუძლია შეჭამოს 16.5-10.5=5 კგ მშრალი ნივთიერება.
1კგ კორმას თუ გააჩნია 0.86 კგ მშრალი ნივთიერება, გამოდის რომ 5კგ მშრალი ნივთიერება გავყოთ 0.86=5.8 კგ.
ესეიგი ფურს შეუძლია იმ ბალახის გარდა შეჭამოს 5.8 კგ კორმა რომელსაც ექნება 5.8*1.15=6.67 საკვები ერთეული.
6.67+10.5=17.17 სე. ამას გამოვაკლოთ 9.6 სე რომელიც საჭიროა 10ლ რძის მისაღებად=7.57 სე. ეს გავამრავლოთ 2 ლ ზე=15.14 ლ რძისა. ამას მივუმატოთ 10ლ=25.14 ლ რძისა.
ანუ ჩვენ წველადობა გავზარდეთ 23.8ლ რძიდან 25.14 მდე.
ასე ნედლი ბალახის შემცირებით და კორმის წონის მომატებით შეგვიძლია მივიღოთ 30 ლ წველადობა.
ეხლა ფერმერებში პრობლემა რაშია. თითქმის არავინ არ იცის ის, რაც მე დავწერე. არავინ იცის ზუსად რამდენ კილი ბალახს,თივას თუ კორმას აჭმევს თავის ფურს და რის მოკლების და რის დამატების შედეგად შეუძლია წველადობის გაზდა.
ეს შესაძლებელია მხოლოდ ასეთი ცოდნით და არა მექანიკურად რაღაცის მომატების ხარჯზე. რომელმაც შეიძლება ფურის ჯანმრთელობის პრობლემამდე მიგვიყვანოს. მაგალითად ვერ მოინელოს გადამეტებული რაოდენობით მიცემული კორმა.
კიდევ ერთხელ ბოდიშით ამ აბდაუბდის წერისთვის.

Posted by: vano22 6 Apr 2018, 03:17
kaxaberski66
არ დაგეთანხმები და დამრჩება გოჭები მშივრებიbiggrin.gif


საქმეც მაგაშია რომ პრემიქსის შემადგენლობაში წერია ასეთი რამ user posted image

მთავარი კი ისაა თუ რა პროდუქტების რა დოზირებით შერევით მივიღებთ საკვებში ასეთი რაოდენობით დაბალანსებულ ნივთიერებებს თორემ აჰა წერია პროტეინი ამდენი და ამდენი. ლიზინი და კალციუმი ამდენი. მაგრამ მე რომ არ ვიცი ეს ნივთიერებები საიდან მოვიდა ამიტომ ვერ გავაკეთებ პრემიქსს. თეორიულად 25% პროტეინს კი მივიღებ მარტო სოიოსა და იონჯისგან მაგრამ ამ საკვებით მოვწამლავ საქონელსsmile.gif მართალს ამბობ მარტო შემადგენლობა არაა მთავარი. მთავარია საიდან მოვიდა კომბ.საკვებში ესა თუ ის ნივთიერებაup.gif

Posted by: ჩაკრულო 6 Apr 2018, 09:21
ვანო, ეგ რო იცოდე არაა პრობლემა, უფროსწორად რო ისწავლო, ოღონდ აქ არაsmile.gif საქართველოში დიდად მაგაზე ვერც ლიტელატურას ნახავ და ვერც სპეციალისტს რო დაგიჯდეს და აგიხსნას. მაგალითად ამასწინათ საუბარში ერთ “ღვაწლმოსილ” მეცნიერს ვუთხარი რაღაც წონების შედეგები რასაც ვირებ, და რას ამბობ, რას გვატყუებთო: კომუნისტების დროს როგორი კვება გვქონდა და დღეში ღორზე ნამატს 900 გრამზე მეტს ვერ ვირებდითო და რა გავაკეთო როცა 15.03 ში აწონილი პატიოსანი გოჭი 19.5 კგ იყო და 18.03 ში აწონილი 22.6 კგ და ასე გვერძელდება, არცერთი გადაწონვის დროს 1 კილოზე ნაკლები მატება არ მოუცია.

user posted image
საუბარია აი ამათზეsmile.gif დაბლითა ფოტო 12 მარტსაა გადარებული და მაღლითა 1 აპრილს smile.gif

რაც შეეხება დანარჩენს საკითხებს დაბალნსებაში.
მზესუმზირის შროტს 36% აქვს პროტეინი ახლა რასაც ვხმარობ და სოიოს შროტს 46.6% და ფასით ნახევარი ღირს მზესუმზირის შროტი, ანუ რა გამოდის რო სოიოს ნაცვლად უნდა ვხმარობდე, მაგრამ ათვისებადი პროტეინი ნაკლებია მზესუზმრიაში, ასევე ძალიან ნაკლებია და პრაქტიკუად არ არის ლიზინი, გამოდის რომ მაგ დროს მე ხელიტ უნდა დავამატო ლიზინი ბევრი რო ავიყვანო იმ რაოდენანზე რაც მინდა ასეთ დროს კი კორმა გაძვირდებაsmile.gif

კახაბერ, ბოდიში ცოტა მეც გაფიცხება გამომივიდა მაგრამ ძალიან ცუდად მაქვს დაცდილი საკვები ერთეულების ანგარიში თავიდან როცა არ ვიცოდი როცა საბოლოო ჯამში ბალახის თივა უფრო მაგარი გამომივიდა ვიდრე იონჯის თივა smile.gif

Posted by: vano22 6 Apr 2018, 11:48
ჩაკრულო
ეგ გოჭები 2 თვეზე დიდები არიან. არ მითხრა არაოsmile.gif დაჟე სამ თვემდეც ბევრი აღარ ეკლდებათ.... სხვა საცდელი ბაზა ნახე გატყუებენ ასაკშიsmile.gif

არ ვიცი ვინ რას ურევს ამ პრემიქსებში მაგრამ ზრდის სასწაული ტემპი რომ აქვს პრემიქსით კვებისას ეს ფაქტიაsmile.gif საბჭოთა დროს დროჟის ქარხანა უშვებდა საფუარს და ამბობენ მაგრად ასუქებდაო. .

იმ ღვაწლმოსილ მეცნიერს უთხარი რომ 1 წლის ღორი 300კგ ზე მეტი იზრდება და 2 წლის 600 კგ მდე რომ ადის??biggrin.gif. რუსულა და უკრაინულ ჯიშებში ტრადიციული კვებით 900 გრამის მატება ცუდი არაა მაგრამ საბეკონეებისთვის ძაან ცოტააsmile.gif


Posted by: ჩაკრულო 6 Apr 2018, 23:16
QUOTE (vano22 @ 6 Apr 2018, 11:48 )
ჩაკრულო
ეგ გოჭები 2 თვეზე დიდები არიან. არ მითხრა არაოsmile.gif დაჟე სამ თვემდეც ბევრი აღარ ეკლდებათ.... სხვა საცდელი ბაზა ნახე გატყუებენ ასაკშიsmile.gif

არ ვიცი ვინ რას ურევს ამ პრემიქსებში მაგრამ ზრდის სასწაული ტემპი რომ აქვს პრემიქსით კვებისას ეს ფაქტიაsmile.gif საბჭოთა დროს დროჟის ქარხანა უშვებდა საფუარს და ამბობენ მაგრად ასუქებდაო. .

იმ ღვაწლმოსილ მეცნიერს უთხარი რომ 1 წლის ღორი 300კგ ზე მეტი იზრდება და 2 წლის 600 კგ მდე რომ ადის??biggrin.gif. რუსულა და უკრაინულ ჯიშებში ტრადიციული კვებით 900 გრამის მატება ცუდი არაა მაგრამ საბეკონეებისთვის ძაან ცოტააsmile.gif

2kiss.gif

შენებზე ვცადოთ თუ გინდა, ჩემი რაციონებით ვიცი რომ 70 დღის ასაკზე, ანუ 2 თვესა და 15 დღისებში მინიმუმ 35-40 კილოს ჩაგაბარებ და მერე დანარჩენი შენ იცი old.gif

Posted by: vano22 6 Apr 2018, 23:49
ჩაკრულო
მე არ მითქვია რომ 2.5 თვისები 30-35 კილოზე ვერ ავლენsmile.gif მე გითხარი რომ ეგენი 2 თვეზე ბევრად დიდები არიან რადგან ბეწვის ვიდი მაძლევს ამის თქმის საფუძველს თორემ შენ პრესტარტს არ ვაჭმევ? ვხედავ რა ნამატიც აქვთ და რამსისქე ტრ####იც დაუხდათbiggrin.gif აი მიყრით ვაჭმევ და შენ რასაც მომიტან იმის გარდა არაფერს არ გავაკარებ. განახებ მერე ფოტოებს და დარწმუნდები რამხელა სხვაობა იქნება ჩემ და მაგ გოჭებს შორის.
user posted image

ეს გოჭები მყავდა ზაფხულში და არც თუ ისე კარგი კვებით ნახე რამსისქეები იყვნენsmile.gif ამათაც შენ სელტეკს ვაჭმევდიsmile.gif

Posted by: ჩაკრულო 7 Apr 2018, 00:08
user posted image

ეგე 5 თვისები smile.gif))
* * *
user posted image

0.97 ევრო/კგ ცოცხალი წონის ფასი დანიაში smile.gif

მაგრამ ამ იანვრის შუა პერიოდში მაგრად უგულავიათ 1.015 ევროზე იყო ფასი ასულიო smile.gif))

Posted by: vano22 7 Apr 2018, 00:20
ჩაკრულო
რა ვიწროდ არიან შემეცოდნენsad.gif

ფლეშკა გამიფუჭდა თორემ მაგარ ფოტოებს დავდებდი ეხლაsmile.gif ისე თელავის შემოგარენში ყველაზე კარგი ჯიშები ვის ყავს?

. ესეც 2 წლის გახდა ეხლახანსsmile.gifuser posted image

Posted by: kaxaberski66 7 Apr 2018, 00:27
აბა მასწავლეთ სად ვიყიდო კარგი გოჭები თბილისთან ახლოს. 50დან 100სულამდე. შეიძლება მეტიც.
* * *
ჩაკრულო
შენი დადებული ვიდეო ვნახე იუთუბში. ცხვარს რომ აბანავებთ.
ვიდეოს ბოლოს უკანა პლანზე დიდი ბუნებრივი ლოდები რომ ჩანს. ეგ სად არის? ბილენტას რომ ეძახიან ის ადგილი ხომ არ არის?

Posted by: ჩაკრულო 7 Apr 2018, 07:33
vano22
QUOTE
ისე თელავის შემოგარენში ყველაზე კარგი ჯიშები ვის ყავს?

რა ვიცი ძიავ, რსაც მე დავდივარ და დავეღეცები, თელავსა და ქისტაურში რა ღორებიცა მყავს ნანახი, ანუ ახმეტა - თელავის მუნიციპალიტეტებში, მასეთი არსად არ მინახავს, შიდა ქართლიც დიდად ვერ გამოირჩევა, ანუ იქაც გხვდება კარგი ჯიშები, მაგრამ ისე მასიურად როგორც აქეთ არა, ეს ფაქტია!

QUOTE
რა ვიწროდ არიან შემეცოდნენ

ხოო, ეგ მაგარი ღადაობაა ისე, 40 კვადრატულში გაზარდა ზურამ 44 სული, ახლა იწყებს ნელა ნელა დაკვლებს და იმედია ამოისუნქტებენ ცოტას smile.gif)) ნუ ზეციურ საქართველოში მაინც smile.gif))

kaxaberski66
ანუ შენ გინდა გასაზრდელები ხო? მერე რო დაკლა?

არ ვიცი რომელ ვიდეოზე იძახი, დიდი ალბათობით ბიოუსაფრთხოების პუნქტზე ამბობ დედოფლისწყაროში, უკან რო ჩანს ეგ ელიას მთა არის დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში.

Posted by: vano22 7 Apr 2018, 10:34
QUOTE (ჩაკრულო @ 7 Apr 2018, 07:33 )
ახლა იწყებს ნელა ნელა დაკვლებს და იმედია ამოისუნქტებენ ცოტას smile.gif)) ნუ ზეციურ საქართველოში მაინც smile.gif))

lol.gif lol.gif lol.gif lol.gif lol.gif








ჩემი ღორის გოჭების დატოვება მინდა 2-3 ცალის და საკერატეს ვეძებ სუფთა იორკშირს ან დიუროკს და ვერ ვშოულობsad.gif ამ ფერმებში ისევ 2015 წელი გონიათ და 350 ლარებს მიფასებენ 15 კილოიანებს facepalm.gif თან თამამ გოჭებსაც არ მაძლევენ სხვები ამოარჩიეოsad.gif.



ერთი კერატის და ორი დედის შვილები რომ შევაჯვარო რა მოხდება?

Posted by: kaxaberski66 7 Apr 2018, 14:00
ჩაკრულო
ხო, დასაკლავად. უფრო აქეთ თბილისთან ახლოს კასპი გორისკენ.

Posted by: vano22 7 Apr 2018, 17:53
kaxaberski66 კასპშია სადღაც დიდი ფერმა. საბეკონეებს ყიდიან ხოლმე დიდი რაოდენობით. ვეცდები გავიგო რამე საკონტაქტო

Posted by: ჩაკრულო 7 Apr 2018, 18:58
QUOTE (vano22 @ 7 Apr 2018, 17:53 )
kaxaberski66 კასპშია სადღაც დიდი ფერმა. საბეკონეებს ყიდიან ხოლმე დიდი რაოდენობით. ვეცდები გავიგო რამე საკონტაქტო

ნიპარიშვილის ფერმას რო ეძახიან? ცემენტის ქარხანასთან როა?
* * *
user posted image
მშვენიერი ჯიშები ყავთ მანდვე შენთან ახლოს, ახმეტაშიsmile.gif
დღეს ვიყავი აქ smile.gif

Posted by: vano22 7 Apr 2018, 19:28
ჩაკრულო
არ ვიცი ზუსტად სადაა. ამას წინ ყიდდნენ მაიმარკეტზეsmile.gif

ახმეტაში და მატანში ბევრს ყავს უკვე. ქისტაურშიც და თელავ ვარდისუბანშიც. კარგია გადადის ხალხი ახალ ჯიშებზე

Posted by: mesxi85 8 Apr 2018, 18:17
ქრისტე აღსდგა. გილოცავთ ქრისტეს აღგომის ბრწყინვალე დღსასწულს,მრავალს დაესწარით.ბარაქა თქვენს ფერმებს და თქვენს ჯიბეს.იხარეთ და იდღეგრძელეეთ მარავალჟიერ....

Posted by: ჩაკრულო 8 Apr 2018, 20:07
ჭეშმარიტად აღდგა!

სუყველეი დეესწარით, არცერთი არ გამაზოთ სიკეთით <3

Posted by: Switchback 8 Apr 2018, 23:06
გამარჯობათ . გილოცავთ , მრავალს დაესწარით .
ამ საქმით ვარ დაინტერესებული და იქნებ დამეხმაროთ .

მირჩევენ 'ბეკონის' ჯიშს , რამდენად კარგი და გამართლებული არის ?

ვიცი , რომ უმეტესობას ლანდრა ყავს.


შეგიძლით მირჩიოთ სად შეიძლება ლანდრის ან ბეკონის გოჭების ყიდვა.
სუფთა ჯიში რო იყოს და სანდო.

კიდევ მაინტერესებს დაახლოებით რა ჯდება 1 გოჭის გამოკვება. მესმის რო თანდათან იზრდება და მოთხოვნილება ემატება , ვიცი რომ ყველა სხვადასხვა რაღაცას აჭმევს , მაგრამ დაახლოებით რა ფარგლებში ტრიალებს თუ შეგიძლიათ რო მითხრათ .


მადლობა დიდი .

Posted by: ჩაკრულო 9 Apr 2018, 10:02
Switchback
თუ ახლა იწყებ ძმისავ, ამ უქმეებზე ჩაუჯექი ამ თემას თავიდან წაიკითხე პოსტები და ეგ იქნება შენს კითხვებზე პასუხები smile.gif

Posted by: vano22 11 Apr 2018, 18:48
Switchback

სუფთა ჯიშის დიუროკის გოჭის 20 კგ მდე გაზრდა 80-100 ლარი ჯდება. მაგას უნდა მიუმატო დედა ღორის და კერატის შენახვის ხარჯები + დენის და გაზის გადასახადი და ბოლოში 250 ლარზე ნაკლებ თუ გაყიდი ან 10 ზე ნაკლებს თუ გააჩენს ზარალზე გამოდიხარsmile.gif ამ ჯიშებში თუ გინდა რომ ფული დაგრჩეს გოჭი არ უნდა გაყიდო. უნდა ზარდო და ხორცი ყიდო.

მოვლაზე გეტყვი რომ ზრდასრული ღორი ადამიანივით მგრძნობიარე და მცივანაა. ასევე ძაან პრეტენზიულია ჭამაში და ახალ გაჩენილ გოჭს 1 თვემდე ჩვილი ბავშვივით მოვლა ჭირდება.

Posted by: kaxaberski66 11 Apr 2018, 21:33
ქრისტე აღსდგა. გილოცავთ. ბარაქა გქონოდეთ.
ჩაკრულო
vano22
თუ შეძლებთ, რამენაირად დამაკავშირეთ კასპელ ფერმერთან.

Posted by: ჩაკრულო 11 Apr 2018, 22:33
kaxaberski66
აბა რომლებთან? ნიპარიშვილთან?

Posted by: kaxaberski66 11 Apr 2018, 22:37
ჩაკრულო
QUOTE
აბა რომლებთან? ნიპარიშვილთან?

თუ მაგათ ყავთ, მაგათთან.

Posted by: ჩაკრულო 11 Apr 2018, 23:26
‭597 110 700‬
გია ბენაშვილი
უთხარი ბექა გონაშვილმა მომცა ნომერი თქო

‭+995 558 353 473‬
ზაზა, რუსთავთან აქვთ
ამათთანაც შეგიძლია მახსენო smile.gif

‭+995 599 270 523‬
სოსო ქისტაურში

‭+995 595 009 279‬
ზურა მუმლაური თელავში smile.gif

სუყველგან ხსნილია smile.gif)

Posted by: kaxaberski66 12 Apr 2018, 09:03
ჩაკრულო
მადლობა ყურადღებისთვის.
გია ბენაშვილი სად მოღვაწეობს?
და თუ არ გეზარება დაწერე რომელი ჯიშები ჰყავთ.

Posted by: gugberidze 12 Apr 2018, 15:06
ევროპის ქვეყნებიდან ვინმეს შემოყვას ღორები?

Posted by: topcha 13 Apr 2018, 00:00
.................................................................................................................

Posted by: ჩაკრულო 19 Apr 2018, 20:16
ხო მშვიდობა გაქვთ ბიზმესმენელებო?!:))

user posted image

Posted by: kaxaberski66 19 Apr 2018, 22:11
ჩაკრულო
შვებულებაში გავიდნენ.დასვენება ესაჭიროებათ.

Posted by: vano22 19 Apr 2018, 23:32


QUOTE
kaxaberski66
  შვებულებაში გავიდნენ




ეჰ

Posted by: ჩაკრულო 19 Apr 2018, 23:53
vano22
რა იყო? რა გულისჯიგარი ამააყოლე კაცო? ხო მსვიდობა გაქვს?

Posted by: ghost471 19 Apr 2018, 23:53
kaxaberski66
ისეთი ჩათლახი საქმეა მარტო სამარეში თუ დაგასვენებს biggrin.gif
არავინ არაფერს არა კითხულობს ძია პასუხი რო გავცეთ smile.gif

Posted by: vano22 20 Apr 2018, 00:36
ჩაკრულო
მშვიდობაა მშვიდობა მარა შვებულება ნამდვილად არ მაწყენდაsmile.gif


Posted by: ჩაკრულო 23 Apr 2018, 16:34
user posted image

vano22
ghost471
kaxaberski66
აი აქ რო სურათებს ვდებდი ხოლმე

ისინი არიან smile.gif გუშინ დაიკლენ ბოინში smile.gif 12 ცალმა 1214 კგ ხორცი დადო ბედის სასწორზე wink.gif 5 დან 6 თვემდე ასაკისები იყვნენ.

Posted by: ghost471 23 Apr 2018, 17:31
ჩაკრულო
კაი საქონელია ძია კაი!
ერთი სანაშენე როდის უნდა გვაღირსო? smile.gif

Posted by: vano22 23 Apr 2018, 17:37
ჩაკრულო
რაარი ეგ რამხელა ტ####ბი აქვთbiggrin.gif

ჩემი გოჭებიც მაგრები იზრდებიან შენ პრემიქსზეup.gif


ხო რა უნდა მეკითხა. ჰორმონები არ შემოგაქ? ნემსად ან ფხვნილად. ერთზე უნდა ვცადო ერთი რა შედეგს მომცემდაsmile.gif როგორც ამბობენ ორჯერ მსხვილები იზრდებიან ჰორმონებზეო

Posted by: dvt333 23 Apr 2018, 20:33
ჩაკრულო

12 ცალმა 1214 კგ ხორცი დადო ბედის სასწორზე[/quote]

და ფასი რა არი 100 კილოიანების?[quote]

Posted by: vano22 27 Apr 2018, 15:38
dvt333 კილო ხორცს 7 ლარად იღებენsad.gif

Posted by: dvt333 27 Apr 2018, 16:19
vano22
აუფ, ჩემსკენაც მაქეთკენ მიდის საქმე, ბოინში დაკლულისაა ეგ 7 თუ ისე?
ძაან ცოტაა 7იც როგორიც არ უნდა იყოს, 100 კილოიანი ნაღდად არაა ის მასა რო ამ ფასში იღებდნენ
აბა 8 ლარში ამდენი და იმდენი შემოყავთო და რავი ვეღარ გამიგია რა ხდება ფაქტია ახალი წლის მერე ჩაწვა და ჩაწვა საქმე
* * *
კაროჩე არ უნდა გაეკარო რა კაცი ამ ღორს

Posted by: vano22 27 Apr 2018, 18:47
dvt333 ხელზე გიხდიან 7 ლარს და თვითონ კლავენ. ჩაწვა კი არა .... მ.....ა ღორის ბიზნესს. ხალხი პურს ვეღარ ყიდულობს და ხორცს ვინ იყიდის. სოფელში ნებისმიერ კარზე რომ დააკაკუნო ღორი ყველას ყავს გასაყიდი. ჩვეულებრივ ჯიშებს რა უჭირს შენახვა იაფი მაინც ჯდება და საბეკონეში 7 ლარი ძაან ზარალია...

Posted by: kaxaberski66 27 Apr 2018, 18:51
vano22
QUOTE
საბეკონეში 7 ლარი ძაან ზარალია...

რას გეუბნებოდით. ისწავლეთ საკვების დამზადება შეძლების და გვარად.
ბევრად იაფი დაგიჯდებოდათ.

Posted by: vano22 27 Apr 2018, 19:02
kaxaberski66
აბა რაღა იაფი სუ მინიმუმ 5 ლარი მაინც ხო ჯდება კილო ხორცი და 2 ლარად სულ არ მიღირს ღორების ყოლაsad.gif სხვა თუ არაფერი კარგ გოჭს 150 ლარზე დაბლა ვერ იყიდი მერე 350 ლარის საკვები აღარ უნდა რომ 100 კილო ხორცი დადოს? მარტო ქერ ხორბალ სიმინდზე არ იზრდება და რა ვუყოთ...

Posted by: kaxaberski66 27 Apr 2018, 19:52
QUOTE
მარტო ქერ ხორბალ სიმინდზე არ იზრდება და რა ვუყოთ...

კოპტონიც დაამატე და გაიზრდება. ნედლი ბალახიც თუ გაქვს ხომ უფრო კარგია.

Posted by: minatosama 27 Apr 2018, 20:03
გამარჯობათ...
ქერისა და ხორბლის ყიდვის პონტი მაქვს საბაზრო ფასის ნახევარ ფასად, +-2-3 თეთრი, რას მირჩევთ ღირს ამ შემთხვევაში ამ ბიზნესის წამოწყება?

Posted by: kaxaberski66 27 Apr 2018, 20:18
minatosama
თუ მოვლა და სწორად კვება იცი, იმ წელს ღირს ალბათ, რომელ წელსაც ნახევარ ფასში იყიდი.
დაწერე აბა რამდენად იყიდი.

Posted by: dvt333 27 Apr 2018, 20:52
kaxaberski66
მცირე მეურნეობა ვერანაირად ვერ დაამზადებს საბეკონე ჯიშებისთვის დამაკმაყოფილებელ ვიტამინოვან საკვებს, ამიტო უნდა იყიდოს უეჭველი, მარტო კპოტონი რო საქმეს შველოდეს რაღა გვიჭირდა.

ზემოთაც ავღნიშნე რო სუა საუბარი იმაზე რომ ქვეყანაში ღორის ხორცის უმეტესი ნაწილი იმპორტირებულია, შემოყავთ ცოცხალიც და დაკლულიც თანაც 7 ლარზე მეტად, და რატო ა ასე ჩაწოლილი ადგლობრივის გაყიდვის თემა ძაან გაუგებარია

Posted by: vano22 27 Apr 2018, 21:38
kaxaberski66
პროტეინს ავწევ კოპტონით და იონჯის ფქვილით ეგ პრობლემა არაა სად იყო ადრე პრემიქსები როცა ხალხი ბესლანში ნახევარ ტონიანი ღორების სანახავად დადიოდა მაგრამ 7 ლარად ცოდოა კაცი რომ ღორებს უაროს.. მე დედა ღორებს და კერატს მარტო სიმინდ ხორბალ ქერს ვაჭმევ თითო თითო წილს არეულს და იმსისქეები არიან ძლივსღა დადიან 450-500 კილოზე არიან.. პრემიქსი კარგია გოჭის სწრაფად წამოსაზრდელად რომ დროში მოიგო და მერე როგორც თქვი ქერი, სიმინდი, კოპტონი და ცოტა იონჯაც მშვენივრად ზრდის ბურვაკებსsmile.gif ერთადერთი პრობლემა არის გემო. პრემიქსს ისეთი გემო აქ რომ ჭამა მოუნდება კაცს და ამ როშს მასეთი გემო რომ არ აქ შედარებით უგემურად ჭამენsad.gif

ადრე საბჭოთა დროს არ ხმარობდნენ როშში რამე არომატიზატორებს?
* * *
minatosama ნახევარი ფასი 15-20 თეთრია?

Posted by: kaxaberski66 27 Apr 2018, 21:54
dvt333
QUOTE
მცირე მეურნეობა ვერანაირად ვერ დაამზადებს საბეკონე ჯიშებისთვის დამაკმაყოფილებელ ვიტამინოვან საკვებს

გეთანხმები მაგაში მაგრამ, შეშვით ამ დიუროკებს. გაიჩინეთ ლანდრასი, უკრაინული ჯიშები და შედეგიც გექნებათ.
სხვათაშორის ლანდრისის ცხიმის ფენა დამოკიდებულია კვების სტილზე თუ როგორ ვთქვა.
შეგიძლია გაზარდო საბეკონე მიმართულებით და შეგიძლია ცხიმდაგროვების მიმართულებით.
ინტერნეტში არის ზღვა მასალა ღორის კვებაზე. ოღონდ არა ქართულად, არამედ რუსულად. ინგლისურად ხომ იქნება და იქნება.
დასხედით ჩაწერეთ გუგლში იმ ენაზე რომელზეც შეგიძლიათ კითხვა და გაიგებთ თუ რა სწერია. მიიღებთ ზღვა ინფორმაციას ყველაფერზე. გადაამუშავეთ თავში და აღიჭურვებით საჭირო ცოდნით.
ოღონდ, ეს არ მოხდება ერთ თვეში. თეორიული ცოდნის მისაღებად დაგჭირდება 1 წელი მაინც. გაანალიზებ და პრაქტიკაშიც გამოსცდით.
შეცდომები გექნებათ, მაგრამ იმ შეცდომებსაც გამოასწორებთ.
აი ერთი მაგალითი. http://www.fadr.msu.ru/rin/livest/pig43.htm
ეს ლიპროტი იქნება რაღაც რაოდენობით რამეში. თუ არადა, თუ წარმოება გაქვს ხორცის, ადექი და გამოიწერე კაცო.
ეხლა მე არაფერში მჭირდება და არ ვეძებ ინფორმაციას. ვისაც გჭირდებათ მოძებნეთ, იპოვეთ და ისწავლეთ.
რა ვიცი. მე ასე მგონია. შეიძლება ვცდები.

Posted by: ჩაკრულო 28 Apr 2018, 12:03
QUOTE (vano22 @ 23 Apr 2018, 17:37 )
ჩაკრულო
რაარი ეგ რამხელა ტ####ბი აქვთbiggrin.gif

ჩემი გოჭებიც მაგრები იზრდებიან შენ პრემიქსზეup.gif


ხო რა უნდა მეკითხა. ჰორმონები არ შემოგაქ? ნემსად ან ფხვნილად. ერთზე უნდა ვცადო ერთი რა შედეგს მომცემდაsmile.gif როგორც ამბობენ ორჯერ მსხვილები იზრდებიან ჰორმონებზეო

ბოდიში ვანო, გვაინა შევამჩნიე შენი ეს პოსტი

ჩემ დამოკიდებულებას გეტყვი ზოგადად ჰორმონების და ანტიბიოტიკების წინააღმდეგი ვარ. ამიტომ მე ვერ დაგაკვალიანებ, თუმცა ვიცი რომ სემოდის საინექციო საშუალებები ჰორმონების, მაგალითად ინვეტს შემოაქვს დექსამეტაზონი, უბრალოდ სახელი არ მახსოვს პრეპარატია მაგრამ ეგ მოქმედი ნივთიერება აქვთ ვიცი. ჩემს ერთ კლიენტს უნდოდა და მაშინ ეგ გავურკვიე. თუმცა არამგონია საჭირო იყოს ხოლმე მაგის ხმარება.

ხუთი-ხუთნახევარი თვის ასაკში 100 კილო ხორცის მიღწევა არაა ცუდი შედეგი და აღარ არის საჭირო ზექიმია wink.gif

Posted by: vano22 28 Apr 2018, 13:09
ჩაკრულო დექსამეტაზონი ანტიალერგიული წამალი არაა? მაგის მეტი რა ყრია აფთიაქებშიsmile.gif ვუყიდი და დავარჭობ.

ერთის გაზრდა მინდა ქიმიაზე. აი ისეთი რომ გამოვიდეს კუნთები რომ აქვთ ხოლმე გამოკვეთილიsmile.gif წონის მატებით ძაან კმაყოფილი ვარ მაგაზე ლაპარაკი არაა უბრალოდ მასეთი კუნთიანი კერატის მუღამი მაქვსsmile.gif

Posted by: ჩაკრულო 28 Apr 2018, 21:10
vano22
შვარცნეგერ უნდა აჭიდაო კაცოო?smile.gif))

კი ეგაა, მე მაინც გადაგიმოწმებ სახელწოდებას და მოგწერ

Posted by: vano22 28 Apr 2018, 22:15
ჩაკრულო გაიხარე, გამოყენების წესსაც თუ წააწყდი სადმე მომწერე ეგეც რაsmile.gif


თვალი ჭამს და თვალი სვამსო. ეს ხალხი გოჭებს კი არა ნეზვს და კერატს უყურებს და რაც უფრო მშრალი კერატი მეყოლება უფრო აიწევს გოჭების ფასიsmile.gif პრემიქსს ძაან მასაში მიყავს და ასვლა უჭირს ხოლმე. ქიმიით იქნებ დაკუნთული და მსუბუქი გაიზარდოს

Posted by: ჩაკრულო 28 Apr 2018, 23:41
vano22
შენც კაი ალქიმიკოსი ხარ smile.gif)
მაგაზე მე ზუსტად ვერ გეტყვი მაგრამ სპეციალისტებთან გაიარე ჯობია, ჰორმონმა სხვა უკუჩვენება არ მოგცეს მაგალითად სასქესო ორგანოების პრობლემები და ასე შემდეგ

Posted by: vano22 30 Apr 2018, 13:52
ჩაკრულო

გამრავლების უნარს აქვეითებს მაგრამ ინექციების შეწყვეტის შემდეგ მალევე აღდგება ეგ ფუნქცია..smile.gif

Posted by: vano22 3 May 2018, 12:03
როგორც იქნა გავყიდე გოჭები. 20-25 კილოიანები 250 ლარებში წაიყვანეს.. ეხლა მითხარით რა აზრი აქვს სუფთა სისხლის 500-600 კილოიანი ღორების ყოლას როცა 25 კილოიანი რუსულა ბურვაკიც 250 ლარი ღირს და სუფთა სისხლის დიუროკის 25 კილოიანი მზის დარი გოჭიც 250 ლარი??facepalm.gif ერთადერთი გამოსავალია ხორცად გაზრდა და ისე ჩაბარება თორემ ხარჯებსაც ვერ ფარავენ ასეsad.gif

Posted by: dvt333 3 May 2018, 16:11
vano22
რუსულა ბურვაკში ვანო მცოდნე არავინ გადაიხდის მაგ ფასს. თან ეს ხორცის თემა ძაან უკან უკან მიდის მე რასაც ვატყობ და აისახება გოჭის ფასზეც რა თქმა უნდა.
ისე სუფთა დიუროკები გყაავ შენ??

Posted by: vano22 3 May 2018, 20:57
dvt333 კი სუფთა დიუროკები მყავს და ერთი იორკშირი.

მცოდნეებს ბევრს იცნობ სოფლებში?smile.gif უზარდელა 5 თვის ბურვაკებს 2 თვიანებად ასაღებენ და ტაციაობა აქვს ხალხს ბაზარზე. კიდევ დაეცა ფასები. 5 ლარშიც აღარ იღებენ ვაჭრები. თუ იღებენ კიდევ ძაან ცოტას..

Posted by: ჩაკრულო 3 May 2018, 23:39
vano22
ვანიკოო,

რა გაქვს თვითღირებულება მაგ 250 ლარიანი გოჭისა?

Posted by: dvt333 4 May 2018, 09:22
ჩაკრულო
შენ ერთი ის გვითხარი ეს ხორცის ფასი სუ ქვემოთ ქვემოთ რატო მიდის?

Posted by: ghost471 4 May 2018, 10:37
vano22
Vano deda gors ro 10 gochi gaazrdevino 50 larze meti ar unda iyos tvitgirebuleba.
dvt333
Xorcis fasi albat gayidvebzea damokidebuli wlis am dros kide batkani ari "xodshi"

Posted by: ჩაკრულო 4 May 2018, 10:43
dvt333
რა ხდება ხოლმე ქართულ სინამდვილეში როცა ღორის ხორცის ფასი აიწევს, დეფიციტია და ტიპი კარგად გაყიდის, მერე რას შვრება ხოლმე? smile.gif ცდილობს მეტი ჩასვას ხო? დაჟე თუ გოჭები თავისი არ არის და ყიდულობს სხვისგან მაშინ იხდის იმაზე მეტს ვიდრე აზრიანია, ხოდა მოხდება ხოლმე ის რომ ჭარბი წარმოება ქმნის დეფიციტს მომთხოვნ შემსყიდველებზე, ამ დროს კი ყასბები გაიხალისებენ ხოლმე და დაწევენ და დაწევენ ხოლმე ფასს, თუმცა საცალოში ფასი არ იცვლება, მერე კიდე მოხდება ხოლმე რომ თავად ის გამომზრდელი რომელიც ყასაბმა გააწვალა თავად ცდილობს ხოლმე რომ ბაზარზე გაყიდოს, გავა თუ არა ის გამწარებული კაცი ბაზარზე დაადებს ფასს მაგალითად 9 ლარს, ამ დროს ყასბების მიერ "წვალებით" აწეული ფასი 12-13 ლარი უცებ დაინგრევა და ყასბებსაც მოუწევთ გაყიდონ იაფად და თუ ისინი იაფად გაყიდიან მერე ისევ შენ გთხოვენ რო კიდე დაწიო ფასი დაბლა.

არის ეს ლოგიკური მიზეზი?

მსოფლიო ბაზარზეც დაიწია ფასები მაგალითად დასავლეთ ევროპაში, დღეს ბელგიაში 0.95 ევროცენტია ცოცხლის ფასი, მაგრამ უკრაინაში აიწია, ჩვენ კი უკრაინიდან ვმარაგდებით ჯერ ჯერობით, ასე რომ თუ უკრაინა დარჩა მომწოდებლად ფასები ისევ მაღლა წავა, მაგრამ ადგილობრივი ფერმერების ქაოტურობა არასდროს მოგცემს საშუალებას ფასების შესახებ წინასწარ ანალიზი გააკეთო.


ეს მოკლედ smile.gif

ძირითAდ ბაზრებზე ასების მდგომარეობა აქ შეგიძლიათ ნახოთ
https://www.ingaso.com/en/stock-market/

Posted by: kaxaberski66 4 May 2018, 10:50
vano22
QUOTE
გოჭები. 20-25 კილოიანები 250 ლარებში წაიყვანეს

რამდენი დღისები იყვნენ?
ჩაკრულო
QUOTE
რა ხდება ხოლმე ქართულ სინამდვილეში როცა ღორის ხორცის ფასი აიწევს, დეფიციტია და ტიპი კარგად გაყიდის, მერე რას შვრება ხოლმე? smile.gif ცდილობს მეტი ჩასვას ხო? დაჟე თუ გოჭები თავისი არ არის და ყიდულობს სხვისგან მაშინ იხდის იმაზე მეტს ვიდრე აზრიანია, ხოდა მოხდება ხოლმე ის რომ ჭარბი წარმოება ქმნის დეფიციტს მომთხოვნ შემსყიდველებზე, ამ დროს კი ყასბები გაიხალისებენ ხოლმე და დაწევენ და დაწევენ ხოლმე ფასს, თუმცა საცალოში ფასი არ იცვლება, მერე კიდე მოხდება ხოლმე რომ თავად ის გამომზრდელი რომელიც ყასაბმა გააწვალა თავად ცდილობს ხოლმე რომ ბაზარზე გაყიდოს, გავა თუ არა ის გამწარებული კაცი ბაზარზე დაადებს ფასს მაგალითად 9 ლარს, ამ დროს ყასბების მიერ "წვალებით" აწეული ფასი 12-13 ლარი უცებ დაინგრევა და ყასბებსაც მოუწევთ გაყიდონ იაფად და თუ ისინი იაფად გაყიდიან მერე ისევ შენ გთხოვენ რო კიდე დაწიო ფასი დაბლა.

არის ეს ლოგიკური მიზეზი?

100% ანი. იგივე ხდება ხოლმე მებოსტნეობაში. წლეულ თუ კარგი ფასი ჰქონდა დავუშვათ პომიდორს. მემრის ყველა მოიყვანს და გააფარჩაკებენ.

Posted by: ჩაკრულო 4 May 2018, 10:55
kaxaberski66
ამ რამდნეიმე წლის წინანდელი ნიორის ამბები გეცოდინება შენ, ერთ წელს 12 ლარებში იბარებდნენ ლამის, ლეგენდები დადიოდა რო თურქეთიდან ნიორი შემოდისო ის აქ იყიდებაო და იგივე ტრაილერები იგრუზებიან და მიდიან თურქეთშიო და რაღაც მისთანები. მეორე წელს კიდე ისეტი ფასები დაიჭირა რომ ხელიც კი აღარ მოკიდეს მიწაშივე დაალპეს smile.gif

Posted by: kaxaberski66 4 May 2018, 11:07
ჩაკრულო
ჯერ ნიორი უნდა დამეწერა და მერე პომიდორი დავწერე.
როგორ არ ვიცი კაცო.
გინდა გლეხები დაარქვი და გინდა ფერმერები. მაგათ უნდა გაიგონ რომ, თუ დიდ ფართობზე მოჰყავთ მოსავალი, სამი ან ოთხი კულტურა მოიყვანონ და მაშინ არ გადავარდებიან.
ცოტა რთულია როცა სამ-ოთხს ერთად დაეჭიდები მაგრამ სამაგიეროდ ეკონომიურად მომგებიანია.
დიდი ფართობისთვის მაინც მუშას ქირაობ და რასაც ეტყვი ისენიც იმას გააკეთებენ.
რამდენიმე კულტურის მოყვანა აგრონომიულადაც გამართლებულია. კულტურებს შორის ადგილმონაცვლეობის მიზნით.

Posted by: vano22 4 May 2018, 13:09
ჩაკრულო კაი ფული დამრჩა სადღაც 120 ლარი გოჭზე. მაგრამ საქმე მაგაში არაა. საქმე იმაშია რომ სუფთა სისხლის დიუროკის გოჭები და რუსულას გოჭები ერთ ფასად იყიდება რაც უსამართლობაა. წავალ და მეც იმ რუსულებს ვიყოლიებ და კერატს კიდევ დიუროკს და ვიქნები არხეინადsmile.gif



ghost471 ჩვეულებრივ ჯიშებში შეიძლება მასეა მაგრამ ამათ მეტი ხარჯი აქვთ. მარტო გაზრდა ხომ არაა გაყიდვა უარესად ჭირს.

* * *
kaxaberski66 ესენი თვენახევრისები დაახლოებით.



Posted by: ghost471 4 May 2018, 15:16
vano22
შენი მეთოდებით 50 ლარს გასცდება მართალია smile.gif

Posted by: vano22 4 May 2018, 18:37
ghost471 რათა რათა რათააააbiggrin.gif

Posted by: ჩაკრულო 4 May 2018, 20:57
vano22
მთვარეზე ტუალეტ ნუ მაინდომებ ძიავsmile.gif

რეალობას ფეხი უნდა ავუწყოთ თორე მეც ბევრ რამეს სხვა აირად ვიზამდი wink.gif

Posted by: vano22 4 May 2018, 21:14
ჩაკრულო
რატომ? ვთქვათ ვიყოლიე რუსულა ან უკრაინული ჩვეულებრივი ჯიშის ნეზვები. კერატად კი დიუროკი. გოჭები ხომ გაჩნდებიან ნახევრად საბეკონე მიმართულების? მერე ამ გოჭებს ჩვეულებრივ გავზრდი პრემიქსზე და 2 თვისები ხომ აწევენ 20-25 კილოს?

შრომა შედარებით ნაკლები დამჭირდება და შემოსავალი იგივე მექნება..

Posted by: ghost471 5 May 2018, 01:31
vano22
რაღა რათა შე კაი კაცო ნახევარი ტონა რზე გინდა რო ერთი ბუდობა გოჭები გაზარდო biggrin.gif

Posted by: ჩაკრულო 5 May 2018, 11:48
vano22
QUOTE
მერე ამ გოჭებს ჩვეულებრივ გავზრდი პრემიქსზე და 2 თვისები ხომ აწევენ 20-25 კილოს?

დაჟე კაი 30-35 კილოებიც გეყოლებიან smile.gif

და დაასუქე და შენ დაყიდე ვაფშე smile.gif

Posted by: pytgon 5 May 2018, 12:12
გამარჯობა
ზაფხულზე ვფიქრობ ამ საქმის წამოწყებას, ცოტა ბევრი გვერდია ამ თემაში და რთულაი ამოკრიფო ინფორმაცია
თავიდან რომ დავიწყოთ
5 000 ლარად , ჯობია ეს საქმე წამოიწყო? თუ ქათმის? საქონლისთვის ძაან მეცოტავება ეს თანხა

რაც შეეხება ღორებს, ვისაც გაქვთ ფერმა შეგიძლიათ ფოტოები დადოთ თქვენ ფერმაზე? რა ტიპის შენობა გაქვთ და რა დაგიჯდათ?

Posted by: vano22 5 May 2018, 12:46
ჩაკრულო
მაგაზეც ვფიქრობ ხორცი ჰა ჰა 4 ლარი დამიჯდება და 8 ში რომ ვყიდო კაი ფული დამრჩება.. მე რასაც ვუყურებ გოჭის ჯიშიანობას მაინცდამაინც არ აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა რადგან პრემიქსზე რუსულას გოჭებიც ისეთივე მსხვილები და დიდები იზრდებიან როგორც საბეკონებიsmile.gif

ghost471 გადაწყდა ეგ საქმე. ამათ გავყიდი და რამე ნორმალურ ცოტა პატარა ჯიშის ღორებს ვიყიდიsmile.gif ლანდრასის და დიუროკის გოჭებს ვუმიზნებsmile.gif

Posted by: ghost471 5 May 2018, 13:31
vano22
ოღონდ ეგ ურძეო საქონელი მააშორე თორე დავიწვი შენი ცოდვით biggrin.gif

Posted by: ჩაკრულო 5 May 2018, 22:54
pytgon
QUOTE
5 000 ლარად , ჯობია ეს საქმე წამოიწყო? თუ ქათმის? საქონლისთვის ძაან მეცოტავება ეს თანხა

ცოტაა რო ბიზნესი ერქვას wink.gif

QUOTE
ცოტა ბევრი გვერდია ამ თემაში და რთულაი ამოკრიფო ინფორმაცია
თავიდან რომ დავიწყოთ

შენთვისვე აჯობებს თუ არ დაიზარებ wink.gif
კითხვებზეც პასუხებს თავადვე იპოვი

QUOTE
რაც შეეხება ღორებს, ვისაც გაქვთ ფერმა შეგიძლიათ ფოტოები დადოთ თქვენ ფერმაზე? რა ტიპის შენობა გაქვთ და რა დაგიჯდათ?

ეგეც აბსტრაქტული ცნებაა

vano22
QUOTE
მე რასაც ვუყურებ გოჭის ჯიშიანობას მაინცდამაინც არ აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა რადგან პრემიქსზე რუსულას გოჭებიც ისეთივე მსხვილები და დიდები იზრდებიან როგორც საბეკონები

იზრებიან მაგრამ სალას მეტად ააჭრი, ასე რომ ზარალია wink.gif გამოდის რომ 65-70 კილოზე მეტი ხორცად არ უნდა გაუშვა, არადა ფულს ღორი ზუსტად რომ 70 დან 90-100 კილო ხორცამდე გამოიმუშავებს, მერწმუნე გამოცდილია!

ghost471
QUOTE
ოღონდ ეგ ურძეო საქონელი მააშორე თორე დავიწვი შენი ცოდვით

რა იყო, ღორი მაწონი უნდა ადედებინო ახლა? smile.gif))

Posted by: pytgon 5 May 2018, 23:04
ჩაკრულო
რამდენი გოჭით დაიწყე ?
რეალიზაცია როგორი გაქვს, გოჭებს ყიდი 1 თვისას თუ ზრდი და მერე ხორცად?

Posted by: ჩაკრულო 5 May 2018, 23:53
pytgon
არცერთით არ დამიწყია ჯერ მაგრამ აი იმ მასწავლებელივითა ვარ:
"მასწავლებელი ზოგჯერ უშვილო, მაგრამ 1000 ბავშვის გამზრდელიო"

საკვების წარმოება მაქვს, კომბინირებულ საკვებს ვამზადებ ღორებისთვის, ნუ არ ამარტო მაგრამ დაახლოებით 4000-მდე ღორს ვაჭმევ ამ წუთებში საქართველოს მაშტაბით :ბაბუ:

Posted by: kaxaberski66 6 May 2018, 01:06
QUOTE
დაახლოებით 4000-მდე ღორს ვაჭმევ ამ წუთებში საქართველოს მაშტაბით

მანდ ჩემი ბიძაშვილის ღორებიც ურევია.

Posted by: pytgon 6 May 2018, 01:08
ვინმეს არაქვს სურვილი , ჩემ კითხვებზე რომ გამცეთ პასუხი?

Posted by: kaxaberski66 6 May 2018, 01:31
pytgon
QUOTE
ვინმეს არაქვს სურვილი , ჩემ კითხვებზე რომ გამცეთ პასუხი?

QUOTE
5 000 ლარად , ჯობია ეს საქმე წამოიწყო? თუ ქათმის? საქონლისთვის ძაან მეცოტავება ეს თანხა

რაც შეეხება ღორებს, ვისაც გაქვთ ფერმა შეგიძლიათ ფოტოები დადოთ თქვენ ფერმაზე? რა ტიპის შენობა გაქვთ და რა დაგიჯდათ?

შენი კითხვები იყო აი ესენი.
ჩაკრულო
QUOTE
pytgon
QUOTE
5 000 ლარად , ჯობია ეს საქმე წამოიწყო? თუ ქათმის? საქონლისთვის ძაან მეცოტავება ეს თანხა

ცოტაა რო ბიზნესი ერქვას wink.gif

QUOTE
ცოტა ბევრი გვერდია ამ თემაში და რთულაი ამოკრიფო ინფორმაცია
თავიდან რომ დავიწყოთ

შენთვისვე აჯობებს თუ არ დაიზარებ wink.gif
კითხვებზეც პასუხებს თავადვე იპოვი

QUOTE
რაც შეეხება ღორებს, ვისაც გაქვთ ფერმა შეგიძლიათ ფოტოები დადოთ თქვენ ფერმაზე? რა ტიპის შენობა გაქვთ და რა დაგიჯდათ?

ეგეც აბსტრაქტული ცნებაა

რა ვიცი, პასუხი გაქცა.
მე ჩემის მხრიდან დავამატებ.
არც ქათმის და არც ღორის ბიზნესის დაწყება არ შეიძლება იქამდე, (ხაზს ვუსვავ. არ შეიძლება.) სანამ კარგად არ გაერკვევი მაგ საქმეში. თორე ის 5000 ლარი 6 თვეში გაქრება.

Posted by: vano22 6 May 2018, 14:20
ghost471
მომილოცე დღეს ერთი მოვიშორეsmile.gif ცოტაც და დავაღწევ თავს ამ კატორღასbiggrin.gif.

ჩაკრულო აბა რას მირჩევ როგორ მოვიქცე? ვერ ვიტყვი რომ ამ ღორებით ნაშოვნ ფულზე ვარ დამოკიდებული მაგრამ მაქვს თავისუფალი დრო და მინდა მეღორეობით დამატებითი შემოსავლის მიღებაsmile.gif

დღეს ვნახე მეორე თაობის ჰიბრიდები სუფთა სისხლის დიუროკი იყო შეჯვარებული რაღაც დიუროკის მსგავს 120 კილოიან ნეზვთან და გოჭები იყვნენ ვიდზე დიუროკის მსგავსები მაგრამ ვფიქრობ ტანით პატარები გაიზრდებიან და შევძლებ უკლეტკოდ გოჭების მიშვებას. ჩემი გოჭებიდან დავიტოვე საკერატე და მაგ გოჭებს ვიყიდი და დავაყრევინებ. რაც ვნახე 3 კვირის გოჭები იყო და ისევ მშვენივრად აწოვებდა ღორიsmile.gif

Posted by: dvt333 6 May 2018, 14:21
ჩაკრულო
QUOTE
არადა ფულს ღორი ზუსტად რომ 70 დან 90-100 კილო ხორცამდე გამოიმუშავებს, მერწმუნე გამოცდილია!

მერე მაგ წონის გაყიდვა არაა პრობლემა? აი დღეს 100 კილოიანების ფასი რა გამოდის დაახლოებით?
შენი გაანალიზება წავიკითხე წინა გვერდზე და გეთანხმები რასაც წერ მარა შენ ძირითადად ყასბებიდან გამომდინარე საუბრობ, მე მაინტერესებს ყასბების გარდა რა ვარიანტები არსებობს ხორცის გაყიდვის და ფასი დაახლოებით რა იქნება სიტყვაზე 100 100 კილოიანის გაყიდვა რო მინდოდეს მოკლე პერიოდში (ყასბები ნ ისედაც არ გამომადგებიან)? ზოგადად დღეს რა სიტუაციაა ადგილობრივ ბაზარზე? გვაქვს ხო სერიოზული დეფიციტი? მერე რა ჯდება იმპორტირებული ხორცი? და რატო ჭირს ესე გასაღება?
მე რასაც ვაკვირდები ნელ-ნელა ხორცი ბაზრობებიდან სუპერმარკეტებში გადადის, მარა იქამდე შესატანად 9 კაცი გიჯდება წილში და ეს წევს ფასს ძალიან, აქამდე ყასბები სიღორე იყო, (ჩემთან მაგალითად 2 ლარზე ნაკლებად არცერთი ვაჭარი არ მუშაობს), და საბოლოოდ იჩაგრება მწარმოებელი, ამიტო სერიოზულია ქაოსია გასაღებაზე და თუ არ მოგვარდა ეს სიტუაცია და არ დაბალანსდა ფასები საერთოდ არ უნდა გაეკარო კაცი ღორს. 7-7.5 დღეს და მაგასაც არავინ გაძლევს ნორმალურად

Posted by: ghost471 7 May 2018, 15:07
vano22
მართლა მოსალოცია ვანო biggrin.gif ვანო ქისტაურში სოსოა კაი ღორები ყავს არჩევაც გეცოდინება და აარჩიე. თუ კონტაქტი გინდა შევძლებ დაკავშირებას. გონაშვილმაც იცის სოსოს საქონელი. გოჭებს რო აარჩევ სადედეთ ძუძუები შეუმოწმე რო კარგად განვითარებული ქონდეთ და კრატერული ტიპის არ ქონდეთ.

Posted by: vano22 7 May 2018, 16:05
ghost471
ვიშოვე გოჭები ბიძაჩემს ყავს რაღაც 10 თაობის ჰიბრიდები. ეხლა 1 კვირისები ყავს 13 ცალი გააჩინა 120 კილოიანმა ღორმა პირველ დაყრაზე და მშვენივრად ზრდის. კი ამბობენ პირველი დაყრის არ ვარგაო მაგრამ არ მჯერაsmile.gif

კრატერული რაღაა? პირველად გავიგე..

Posted by: ghost471 7 May 2018, 17:09
vano22
მთავარია ჯიშისთვის სასურველი წონის დროს მოხდეს დამაკება თორე პირველი იქნება თუ მეხუთე არ აქვს მნიშვნელობა.
წარმოიდგინე ვულკანის კრატერი biggrin.gif ანუ ძუძუზე ჩაღრმავებული არ უნდა ქონდეს.

Posted by: Nat_asha 7 May 2018, 17:27
pytgon
არ გეწყინოს მაგრამ 140 გვერდის გადაკითხვა გეზრება და ღორების მოვლა წაკითხვაზე უფრო ძნელია wink.gif დაფიქრდი აბა არ დაგეზარება? ტანაც აქ შენს ბიზნესს ვერავინ დაგილაგებს, ბიზნესგეგმას ვერ დაგიწერს და ვერც შენობა-ნაგებობის გეგმას. შენ უნდა შეადგინო ხერხემალი და შეიძლება ხორცის შესხმაში დაგეხმარონ. ასე 5000 მაქვს და ქათამი თუ ღორი და შენობაც მომიძებნეთო ცოტა არასერიოზული მიდგომაა.

Posted by: pytgon 7 May 2018, 22:11
Nat_asha
ვიცი როგორ პასუხსაც მცემთ და რა კუთხითაც გაიგეთ ჩემი ასეთი "ჩაინიკური" კითხვა
უფრო სხვა რამეს ველოდი და სხვანაირად გაიგეთ ამიტომ არც გავაგრძელებ ამ თემას

ანუ მე ვიძახი რომ ვიღაცამ ხომ დაიწყო 0დან?
რა ფინანსებით დაიწყო(ვიცი ახლა ზოგს მიწის ყიდვა უწევს ზოგს სოფელი აქ ზოგს შენობა აქვს) როგორ გაიზარდა ტემპი და ასე ვთქვათ მოკლედ 2 სიტყვით რომ აღწეროს ამას ვგულისხმობდი

და არა დეტალურად დამიდოს აქ პროექტი


Posted by: vano22 7 May 2018, 23:16
pytgon
რეალურად დღესდღეისობით თვითმყოფადი მეღორეობის ფერმა არ არსებობს. ყველას ვისაც ყავს ღორები აქვთ ალტერნატიული შემოსავალი და იმ ფულით აფინანსებენ მეღორეობის ბიზნესს. წელს თითქმის ყველა ვინც სახორცედ გაზარდა ბურვაკები ან ვისაც ყავს ნეზვები და გოჭებს ყიდის ყველამ იზარალა ფასის დაცემის გამო. შენ თუ ერთიანი თანხა ჩაგივარდა ხელში და არ გაქვს სხვა შემოსავალი, მე გირჩევ რომ ხელი არ მოკიდო მეღორეობას და არც მესაქონლეობას. მაგ ფულით ეცადე ისეთი საქმე დაიწყო რაშიც ნაკლები რისკი იქნება..


მე თავი ბოლო 10.000 ჩავდე ღორებში და აგერ ორი წელია დაყრიდან დაყრამდე ძლივს მიმყვება გოჭების გაყიდვით აღებული ფული და ჯერ ინვესტიციაც ვერ ამოვიღე არა თუ მოგებაზე გავედი... მეღორეობას თუ უმიზნებ უნდა ნახო იაფი საკვების ტოჩკა. ნახო გასაღების ბაზარი და მხოლოდ შემდეგ დაიწყო ეს საქმე. 5000 ლარად ჰა ჰა 2 ნეზვს ამუშავებ და ეგ იმდენ მოგებას არ მოგცემს რომ დახარჯულ ენერგიად გიღირდეს.
* * *
ghost471
ურანის გამდიდრებას თუ უნდოდეს ამდენი ცოდნა რაც სანეზვე გოჭის არჩევას სდომია რავი რა...smile.gif აბა ჯერ არც შეეტყობათ და ვნახავ ცოტა რომ მოიზრდებიან

Posted by: თემო978 8 May 2018, 17:35
გამარჯობათ, მოგესალმებით სუყველას.მაინტერესებს, რა ასაკიდან შეიძლება გამოდგეს ღორი სამამლედ

Posted by: borbolia777 8 May 2018, 17:37
მთავარია ჯიშისთვის სასურველი წონის დროს მოხდეს დამაკება თორე პირველი იქნება თუ მეხუთე არ აქვს მნიშვნელობა.

Posted by: Nat_asha 8 May 2018, 17:48
pytgon
ხოდა შენც ვერ გაიგე მე აც გითხარი. ჯერ გადაიკითხე და მაგ კითხვებამდე აღარც მიხვალ. იმიტომ რომ ქათამი თუ ღორი საერთოდ სხვადასხვა მხარეა და მიმართულება. 5000 ლარის გარდა რა გაქვს ისიც უნდა დაწერო, მაგალითად : ადგილი სადგომისთვის გაქვს თუ არა რამე შენობა, გაქვს თუ არა მიწის ნაკვეთი, კომუნიკაციები, საკვები ბაზა, მუშახელი. მარტო 5000 სადგომი შეიძება დაგიჯდეს და ღორები რითღა უნდა იყიდო? თანაც გოჭებს ფიქრობ თუ დასუქებას? შენი გოჭების დასუქებას თუ უნდა იყიდო და დაასუქო? კერატს თუ აპირებ, მაგის გარდა უნდა გაითვალისწინო რომ საკვები ხარჯი გექნება ყველაფერთან ერთად სანამ რეალიზაციამდე მიხვალ. ასე რომ ჯერ შენ უნდა დაწერო გასაგებად და გარკვევით რა გაქვს და მერე გიპასუხებენ სიღრმისეულად. შენ არცარაფერი არ გითქვამს გარდა იმისა რომ გაქვს 5000 და ვერ გადაგიწყვეტია ღორი თუ ქათამი. ჩამოყალიბდი კარგად დალაგდი და კითხვებიც დაალაგე. ამის მერე მოგეცემენ კარგ რჩევებს

Posted by: თემო978 8 May 2018, 18:01
მყავს 7 თვის 2 ნეზვი და ერთი კერატი,თავისთავად სხვადასხვა ბუდიდან ავიყვანე. წონით შესაბამისები არიან ასაკთან. ეგ მაინტერესებს ამ ასაკიდა შეუძლია თუ არა მამალს დამაკება

Posted by: borbolia777 8 May 2018, 18:12
იბადება კითხვა: ღორის მოშენება ჯობია თუ ქათმის? smile.gif))))))))

Posted by: pytgon 8 May 2018, 19:05
Nat_asha
ნატაშა , ვიცი რა კუთხითაც მესაუბრები smile.gif და ამიტომ არმინდა დიალოგში შემოსვლა, მეც გამიკრიტიკებია ამ ტიპის მსგავსად სხვა,ამ ფორუმზე და ვიცი რასაც შემეკითხები და მერე მერაც უნდა გიპასუხო და ამიტომ სჯობს დავასრულოთ დიალოგი.
გაიგო სხვამ მე რაც ვიკითხე და ჩვენ ვისაუბრებთ,

vano22
მადლობა მეგობარო,
შენ რეალიზაციას როგორ უწევ?
ბაზარში აბარებ ხორცს თუ ბურვაკებს ყიდი

Posted by: borbolia777 8 May 2018, 19:15
აქ რასაც გადავხედე მგგონი აღარ ღირს ღორის მოშენება

Posted by: vano22 8 May 2018, 19:38
pytgon

მე გოჭებს ვყიდი და შედარებით უკეთესად მიმდის საქმე. ასევე ჩემ სანაცნობოში ერთი 5-7 კაცი ვიცი ვინც გოჭები დაზარდა სახორცედ და აქედან ნახევარი საერთოდ ვერ ყიდის და ნახევარმა ნაგვის ფასში გადაყარა რადგან საკვების ხარჯი ძაან დააწვათ და ზოგმა ნისიადაც კი გაატანა ვაჭარს ის ვაჭარი კი იძახის ფული არ მაქო და დასდევენ ეხლა იმ ფულის ამოსაღებადsmile.gif


borbolia777
ვაჭრების იმედზე თუ ხარ ნამდვილად არ ღირს.. გოჭზე მუშაობას თუ აპირებ რჩება ორი კაპიკიsmile.gif
* * *
Nat_asha აგრო განყში შენი პირველი შემოსვლა გამახსენდაbiggrin.gif. შენ უფრო მაგარი ნერვებით დახვდი ჩვენ შემოტევასbiggrin.gif

Posted by: mesxi85 8 May 2018, 19:45
გამარჯობათ მეგობრებო.კაი ხანიაა აღარ შემოვსულვარ ... როგორ ხაართ? ვანო მინდა მოვიკითხო ოქროს კაცი და კიდევ რამოდენიმე ჯიგარი თავის გამოცდილებას რო გიზიარებენ და გასწავლიან რა და როგორ.
თქვენნაირი ხალხისს სიმრავლე ჭირდება ჩემ ქვეყანას...

Posted by: borbolia777 8 May 2018, 19:46
რისი კითხვა გინდოდა? მადლობა გაიხარე დაფასებიისთვის

Posted by: pytgon 8 May 2018, 20:03
vano22
რათქმაუნდა ხორცზე თუ მაღაზია არ გავს ან რესტორანს ან სხვა რამეს არამარაგებ აზრი არაქ

პერიოდი აქვს ამ საქმის დაწყებას?
როდის ჯობია დაიწყო იმ კუთხით არ ვამბობ ახალ წელს რომ ფასი იმატებს გაყიდვის
ზაფხულში ჯობია თუ შემოდგომას აზრი აქვს?

Posted by: vano22 8 May 2018, 20:18
mesxi85
გაიხარე. როგორ ხარ? როგორ მიდის შენი ღრუტუნების ბიზნესი?




pytgon
საქმის დაწყების საუკეთესო პერიოდი ზუსტად ეხლაა. აპრილ მაისში გაჩენილი გოჭი თამამი იზრდება და საუკეთესოა როგორც საყოლად ასევე სახორცედ გასაზრდელად. მალე მოსავალსაც აიღებენ და საკვებსაც იაფად იყიდი. დღეც დიდია და სითბოში მუშაობის ხალისიც მეტი აქ ადამიანსsmile.gif

Posted by: pytgon 8 May 2018, 20:23
vano22
ანუ შემოდგომისას დაწყებას სჯობს გაზაფხულს დაველოდო?

Posted by: vano22 8 May 2018, 20:40
pytgon
კი ნამდვილად მასე აჯობებს. შემოდგომას ზამთარი მალე უსწრებს. ზამთარში სიცივის გამო მოგიწევს საღორის დათბუნება რაც მის დანესტვას გამოიწვევს. სინათლის ნაკლებობა სინესტე და ჟანგბადის ნაკლებობა კი ძაან ამცირებს ღორის ზრდის ტემპს და გოჭებში ხშირად ხდება რახიტის მიზეზიც.

Posted by: pytgon 8 May 2018, 20:42
vano22
ვაქცინაციას შენით უკეთებ?

Posted by: vano22 8 May 2018, 20:47
pytgon
კი ძაან ადვილიაsmile.gif

Posted by: ჩაკრულო 8 May 2018, 23:23
ვანო შენ მემგონი გინდა რომ კონკურენტები ჩამოისორო და მაგიტო უწურავ იმედებს ყველას, ბიჯოო, შენი 250 ლარად გაყიდული გოჭებისა არ იყოს, თითო გოჭი უნდა გიჯდებოდეს მაქსიმუმ 50 ლარი და 200 ლარიანი მოგება ცუდი რატო არის??

თუ ეს მარჟა არ გრჩება მაშინ რაღაც პრობლემაა ფერმის ორგანიებისა და მოვლა/შენახვის პირობებში და ისაა მოსაძებნი და გასაუმჯობესებელი.

ასევე ხორცად 8 ლარად, კაი 7.5 ლარად ჩაბარებული ხორცი რატოა გადაყრა მაშინ როცა წესიერად მოწყობილ ფერმაში, მითუმეტეს როცა გოჭიც შენია თვითღირებულება 1 კგ ხორცისა უნდა ჯდებოდეს 4.3, ნუ მაქსიმუმ 4.5 ლარი.

მემგონი ბევრი დამეთანხმებით რომ ამ კალკულაციებს ხშირად და ძალიან ზუსტად ვაკეთებ და ძალიან ბევრი მაგალითის მოყვანაც შემიძლია და ბევრი ფერმერიც შემიძლია შეგახვედროთ. მაგალითად ერთ-ერთ ფერმერს, ამ 2 კვირის წინ დაკლული ღორებიდან თითოზე 390 ლარი მოგება დარჩა, რომელიც 5 დან 6 თვემდე ასაკის ღორები იყვნენ. არ ვიცი, თუ სადმე ყრია სხვაგან ეს ფული მაშინ შეეშვით კაცო ამ საქმის კეთებას ბაზარი არაა, მაგრამ ფაქტია რომ შეცდომას დაუშვებთ smile.gif


Posted by: ghost471 8 May 2018, 23:49
თემო978
7 თვიდან შეძლება უკვე, მე პირადად ვუშვებდი მაგ ასაკისას

Posted by: თემო978 9 May 2018, 00:40
ghost471
მადლობა. დამწყები ვარ და მოხარული ვიქნები თუ თქვენ გამოცდილებას გამიზიარებთ

Posted by: ghost471 9 May 2018, 02:57
თემო978
თუ რამე დაგაინტერესებს იკითხე პასუხს არ დაგზარდები. დანარჩენი თემას თუ გადაიკითხავ ისეთ პასუხებსაც წააწყდები რომელი შეკითხვაც არ გაგიჩნდებოდა თუ პირველად ეხლა გაქვს ღორთან შეხება.

მოკლეთ ჩემს აზრს გეტყვით მეღორეობა და ზოგადად სოფლის მეურნეობასთან დაკავშირებით. ნუ დაიწყებთ ამ საქმეს თუ ფიქრობთ რომ მოგების მარჟა თანაბარი იქნება წამლით ან იარაღით ვაჭრობის.
ნუ ფიქრობთ რომ ჩადებთ ამ საქმეში 10000 ლარს და შემდეგი თვიდანვე გექნებათ 1000 ლარი შემოსავალი. უხეშად რომ ავიღოთ დედაღორს აზრდევინებთ წელიწადში 20 გოჭს და ცალიდან გრჩებათ 250-300 ლარი. თვეში გამოვა 500 ლარი ეს თუ ყველაფერს კარგად გააკეთებთ. ფერმის შენობიდან დაწყებული სამი დღის გოჭისთვის ვიტამინების კეთება და ნორმალური გასაგების 'ტოჩკით დამთავრებული. ნუ გექნებათ გადამეტებული წარმოდგენები თორე ჩადებულ თანხას დროს ენერგიას და ნერვებს დაკარგავთ. იმასაც გეტყვით რო დამწყებს ეს მოგების მარჟაც არ ექნება.

Posted by: borbolia777 9 May 2018, 06:08
Ra kargad gaq axsnili. Warmodgena advilad sheeqmneba adamians

Posted by: mesxi85 9 May 2018, 10:12
ghost471
გამარჯობა როგორ ხარ? რა უნდა გკითხო ღორი იქავებს ტანს და ჯაგარი სცვივაა რა წამალი დავასხაა?
* * *
კრეოლი დავასხი მარაა ააფერი არ ქნააა ,დამწვარ ზეთზე რა აზრისა ხართ?

Posted by: ghost471 9 May 2018, 10:41
mesxi85
Gaumarjos. Eg simptomebi sheidzleba kanqvesha tkipas simptomebic iyos da magas damwvari zeti ki ara motullis 10/40 ro daasxa ar ushvelis biggrin.gif vet aftiaqshi midi auxseni da albat ivermeks gagaketebineben da wamlis saxeli agar maxsovs kanis daavadebebistvis aris goriatvis imit abanave.

Posted by: ჩაკრულო 9 May 2018, 11:12
ghost471
პრომექტინი და ივერმეკი თუ შეგიდარებია?
ნუ მოქმედი ნივთიერება ორივეს ივერმექტინი აქვს, მაგრამ სხვაობები არის მაგალითად ცხვარში, პრომექტინით ყუთურიც კი დავამარცხე ამ რამდენიმე წლის წინ smile.gif

Posted by: ghost471 9 May 2018, 12:34
ჩაკრულო
არა ძია არ შემიდარებია. 3 ივერმეკი უტყუარია და სხვა არც მიძებნია. ერთი ის კი არის რო ერთ წელს ერთ დაავადებაზე რო მუშაობს წამალი მეორე წელს არის ხოლმე შემთხვევები რო ისეთი ეფექტური აღარაა.
ნემცებზე გამარჯვები დღე მამილოცნია biggrin.gif

Posted by: vano22 9 May 2018, 14:23
ჩაკრულო 50 კი არა 130-150 ლარები დამიჯდა და მე რომ 250 ლარებად გავყიდე იმიტომ გავყიდე რომ 600 კილოიანი სუფთა გენეტიკის დიუროკი ყავდათ დედაsmile.gif თელავის ბაზარში კი 15 კილოიანი 2 თვის გოჭები 100 ლარებში ყრია და ჩემ გვერდზე 70 კილო ხორციან დაკოდილ ღორებში 400 ლარები არ მიცეს კაცს.. ყველა მეღორე თავში ხელს იცემს ზარალში ვართ ზარალშიო და რავი მე წელს ბედნიერი მეღორე არ მინახიაbiggrin.gif.

კიდევ ერთხელ გავიმეორებ რომ ვინმემ ცუდად არ გამიგოს. ღორი ძალიან მომგებიანი საქმეა მაგრამ ჩემ შემთხვევაში არ დამიფასდა რადგან მყავს ძვირად შესანახი ჯიში და ხარჯი იმდენად დიდი მაქვს რომ ჩვეულებრივი უჯიშო გოჭების ფასად გაყიდული ჩემი გოჭები ვერ მაძლევს შესაბამის მოგებას.. ამიტომ ესენი უნდა დავყიდო და გადავიდე საშუალო ჯიშის ნახევრად საბეკონე ღორებზე საიდანაც ვფიქრობ მოგება მეტი მექნება ვიდრე ამ ღორებიდან....

Posted by: ghost471 9 May 2018, 17:26
vano22
ვანო საიდან გყავს სუფთა დიუროკი? წლის ამ დროს ღორის ხორცი ყოველთვის ძნელი გასაყიდია იმიტო რო ბატკნის სეზონია. შემოდგომით რთვლობისთვის ისევ მოთხოვნადი გახდება. ერთს გეთყვი ვანო მე საქართველოში ბევრგან ვარ ნამყოფი ფერმებში და ერთადერთი ვიცი რო კალანდას მეღორეობაში ყავდათ სუფთა სისხლები და ერთიც სართიჭალაში. კალანდაში საერთოთ არ ყიდიდნენ სდა სართიჭალაში უკვე დაჰიბრიდებულებს ყიდიდნენ. იყო შემთხვევა როცა მითხრეს სუფთა სისხლები მყავსო საბუთებითო და უბრალოდ საბუთის სურათი გამოვაგზავნინე სადაც რუსულ ენაზაე ეწერა პასპარტ ჰიბრიდსკოვო პროისხოჯდენია biggrin.gif კაი ხნის წინ გითხარი რო ღორების კვებაში გადახარჯვა გააქვსთქო. მე მყავდა პირველადი ჰიბრიდი დიუროკის და დიდი ინგლისური თეთრის(იორკშირის) დედა ღორი 14 ძუძუ ქონდა და 10 დღემდე 19 გოჭი გამიზარდა. ვფიქრობ რო მე რაც მყავდა მაგაზე ახლოს სუფთა სისხლთან საქართველოში ერთეულებია smile.gif

Posted by: vano22 9 May 2018, 22:06
ghost471

მე ეს ღორები ერთერთ მილიონერს გამოვართვი რომელსაც ფერმა ქონდა ლილოს ზემოთ დასახლებაში. შემოყვანილი ყავდა ესენი სადედედ და არ ვიცი რატომ მაგრამ დაყიდა და 3 მე შემხვდა. არ ვიცი სუფთას რას ეძახი მაგრამ ჩემი 2 წლის 600 კილოზე ავიდა 16 ძუძუ აქ. 14 მუშა და 2 ნახევრად განვითარებული კამეჩივით ტანი აქ. შენ ჰიბრიდი გყოლია მე კი სუფთა იორკშირიც მყავსsmile.gif


პს.. ერთი ამის მომგონიც და შემომყვანიც რა. ამის ყოლას დიდი კალბასი იყიდო ჩაურჭო 4 ჯოხი ფეხების პონტში და დადგა საღორეში ის აჯობებს ჭამა მაინც არ დაჭირდება.

აბა გაგვიზიარე თუ რა მოგებაზე გახვედი ამ მეღორეობის ბიზნესითsmile.gif






* * *
mesxi85 ბიომექტინი შველის კანქვეშა ტკიპას და მატლს.

Posted by: ghost471 9 May 2018, 23:38
vano22
ვანო სუფთა სისხლი ნიშნავს როცა მშობლები და მათი წინა თაობები არიან ერთი ჯიშის წარმომადგენლები. შენ რო დიუროკსა და იორკშირს აჯვარებ მაგათ რო სულ 200 გოჭი დააგდონ იქიდან არც ერთი იქნება არც დიუროკი და არც იორკშირი. ნებისმიერი გენეტიკის მცოდნე იტყვის რო პირველადი ჰიბრიდი უფრო პროდუქტიულია მაგიტომაც აჰიბრიდებენ ყველა დიდ ფერმაში მარა ჰიბრიდს ააქვს დიდი მინუსი იის რო ვერ გადასცემს მახასიათებლებს შთამომავლობას. 600 კილოზე რო ავიდა 2 წელში ეგ მის ხალასსისხლიანობას არ ადასტურებს smile.gif

Posted by: ჩაკრულო 10 May 2018, 23:50
ისე ამ განყოფილების მოდერი ვინაა?

ჩემ ბალღობაში, როცა მე ამ ფორუმის სენატორი ვიყავი (იყო ეგ დროცა), 100 გვერდიანი თემები უნდა დახურულიყო და ახალი გახსნილიყო ხოლმე და აგერ უკვე 142 ზე ავსუვართ ახში smile.gif

Posted by: vano22 11 May 2018, 00:28
ghost471
ხო იცი ჩვენთან სუფთა სისხლს რასაც ეძახიან?smile.gif არა გენეტიკურად 100 წინაპრის საგვარეულო ნუსხით წარმოდგენილ ინდივიდს არამედ ვიდით და აღნაგობით ჯიშთან ყველაზე მიახლოებულ ვარიანტს.

პირადად მე ჩემ დიუროკზე სუფთა ჯიში არცერთ ფერმაში არ შემხვედრია. იორკშირები და ჰემპშირები კი ბატონო მაგრამ დიუროკი არა. ისე იორკშირთან არ ვაჯვარებ დიუროკი მყავს კერატი ბერკშირთან თუ რაღაცასთან ნარევიsmile.gif

ჰემპშირის კერატი ვნახე წინა კვირას და შევარცხვინე დიუროკი იმისთანა ტანი ქონდა თვალი ზედ დამრჩა..

ჩაკრულო ჯიმი გვყავს აქ უფროსიsmile.gif რას ერჩი მშვენიერი ინფორმაციები დევს ამ თემაში და დაიკარგება ტყუილად...

Posted by: ghost471 11 May 2018, 01:03
vano22
მაგას გეუბნები მეეც ვანო. მე რო მყავდა ჰიბრიდი დიუროკზე მეტად იორკშირზე იყო წასული და მშვენიერი რძიანიო ღორი იყო. შენი სავარაუდოთ წასულია დიუროკზე. ვიზუალურად შეიძლება გაავს იორკშირს მარა რძიანობის მაჩვენებლით დიუროკს გავს, თორე იორკშირი და ლანდრასი მსოფლიოს მეღორეობის ფერმების ალბათ 70% წარმოადგენენ. მაგალითისთვის გეტყვი ახლობელს ნაგაზის და პოინტერის ნაჯვარი ყავდა რო შეხედავდი იმენა ნაგაზი იყო მარა ის სტოიკებს აკეთებდააა შემირცხვენია ბარეული პოინტერები biggrin.gif
ერთი ძალიან ცუდი გამოთქმა გვაქვს ქართველებს ''სუფთა ჯიში'' არასწორია ეს გამოთქმა. ჯიში ან არი ან არ არი. ეს მარტო ფერმერებს არ ეხებათ ნაგაზები მიყვარს და მეძაღლეების საყვარელი ფრაზააა. ჩემები უფრო სუფთა სისხლებია ვიდრე იმისი და ასე შემდეგ.

Posted by: vano22 11 May 2018, 01:23
ghost471
არა ეს ურძეობა ჩემი ბრალი ყოფილა ღორი არაფერ შუაშია. ჩემი ღორის გოჭი გაზარდა ახლობელმა ახლახანს გააჩინა იმ გოჭმა. მიშვებული ყავს გოჭები და მშვენივრად ზრდის. სადედე გალია უნდა რომ გოჭი არ დაჭყუნოს და მშვენივრად მოაწოვებს. ბოლო ბოლო ძროხაზე დიდია და რა გახდა 14-16 გოჭის მოწოვებაsmile.gif

მართალს ამბობ მასეა მაგრამ მე რომ ვთქვა, არ მყავს სუფთა ჯიშის და ჰიბრიდია მეთქი ჩემ გვერდზე სხვა იტყვის, აუფ ჰიბრიდი დვარნიაშკააო და მეც ხო მყავს ეგეთიო. ამ დროს ჩემი 600 კილოა და იმისი 150 ამიტომ მე უსამართლოდ ვიჩაგრები. ეხლა ვამბობ რომ სუფთა სისხლია და აღარ მიწევს იმის მტკიცება რომ ჩემი ჰიბრიდი სხვა რამეა და მათი ჰიბრიდი სულ სხვა.. ძაღლის მაგალითი მოიყვანე და ზუსტად მე მყავს კავკასიური ნაგაზი. ბაგრატიონების შტოზე დიდი ქრონოლოგიური დასტა მოყვა. ეხლა ეს საბუთი რომ დავხიო და გადავაგდო ეს ხომ იმას არ ნიშნავს რომ ჯიშს დაკარგავს? ასევეა ჩემი დიუროკიც. არ აქვს საბუთი მაგრამ რომ შეხედავ ეჭვი აღარ შეგეპარება ჯიშის სისუფთავეშიsmile.gif
* * *


მოვეშვათ ამ ღორს თორემ იმდენს ვაქებ რომ გაყიდვას გადამაფიქრებინებ და მერე უსმინე მთელი წელი ჩემ წუწუნსbiggrin.gif

Posted by: ghost471 11 May 2018, 01:43
vano22
შენთან კიდე არაუშავს ისეთი კლიენტები აინც მოსულან მაგდენი რო ცოდნიათ ჩემთან მოდიოდნენ და რო ვეუბნებოდი ჰიბრიდიათქო ერთ ბუდობა გოჭებშს ორ ჯიშად ყოფდნენ biggrin.gif ხოო ვიზაუალური შეფასებით შეგვიძლია მივხვდეთ რა ჯიშია მარა დაზუსტებულ პასუხს ვერავინ იტყვის უსაბუთოთ(ნორმალურ ქვეყანაში) მარა ჩვენთან არც საბუთების აღება ჭიირს და არც საგვარეულო ნუსხის შედგენა ესეც პირადი გამოცდილებით biggrin.gif ტიპს ლეკვი ყავდა 2012 წეელს რომელსაც მამა ეწერა რო იყო წითელი ხოდა რომელიც 2005 წლამდე მოკვდა biggrin.gif

Posted by: ucxo777 11 May 2018, 15:47
კაი გამარჯობა ფერმერწბს.იმედია კარგად მიგდით საქმე თუმცა ვანოს შემართება აღარ მომწონს :დ ჩაგეჭრებით საუბარში და ვიკითხავ თქვენი ნებართვით, მარცვლეულის დასაფქავი წისქვილი აი ის ლურჯი 300 350 ლარები რომღირს რამის მანქნისია და გამოსადეგია თუ ერთ თვეში დედა აღარ ეყოლება? დავიღალე დასაფქავად წინ და უკან სირბილით.
ჩაკრულო
მაგარი კმაყოფილი ვარ შენი პროდუქციით მეგობარო, 2 მეშოკი საცდელად მოვიტანე და მაგარი მატება აქვს გოჭს (y)

Posted by: kaxaberski66 13 May 2018, 22:35
ორი დღის წინ სოფელში ვიყავი.
ბიძაშვილს ყავს ერთი ღორი ოთხი ბურვაკით. ეს ბურვაკები დედა ღორის პირველი ბუდობაა.
ბურვაკებს კვებავს ჩაკრულო ს პრემიქსით. 30 აპრილს სამი თვისები გახდნენ.
user posted image
user posted image

Posted by: ghost471 14 May 2018, 03:50
kaxaberski66
კარგები არიან ძია. დაკოდოს და საკვებზე თავის ნებაზე მიუშვას ძია, თითქოს ნორმირებულად აჭმევსო ისე ჩანს.

Posted by: kaxaberski66 14 May 2018, 09:52
ghost471
გადავცემ.
QUOTE
თითქოს ნორმირებულად აჭმევსო ისე ჩანს.

ანუ გამოზოგვით აჭმევს?

Posted by: ghost471 14 May 2018, 12:25
kaxaberski66
არა ძია პირიქით საჭმელი სულ ეყაროთ მატება ბევრად მეტი ექნებათ

Posted by: ჩაკრულო 14 May 2018, 22:37
QUOTE (ucxo777 @ 11 May 2018, 15:47 )
კაი გამარჯობა ფერმერწბს.იმედია კარგად მიგდით საქმე თუმცა ვანოს შემართება აღარ მომწონს :დ ჩაგეჭრებით საუბარში და ვიკითხავ თქვენი ნებართვით, მარცვლეულის დასაფქავი წისქვილი აი ის ლურჯი 300 350 ლარები რომღირს რამის მანქნისია და გამოსადეგია თუ ერთ თვეში დედა აღარ ეყოლება? დავიღალე დასაფქავად წინ და უკან სირბილით.
ჩაკრულო
მაგარი კმაყოფილი ვარ შენი პროდუქციით მეგობარო, 2 მეშოკი საცდელად მოვიტანე და მაგარი მატება აქვს გოჭს (y)

გაიხარეე,
მადლობა smile.gif

და რაღას დაარბენინებ მაშნ მარცვალს წინა და უკან დასაფქვავად, არამგონია ძაალიან დიდ სხვაობას გაძლევდეს ჩემი საკვები მზა და შენი წვალება, მაქსიმუმ 50-80 ლარი გექნება სხვაობა ტონაზე.

* * *
QUOTE (kaxaberski66 @ 13 May 2018, 22:35 )
ორი დღის წინ სოფელში ვიყავი.
ბიძაშვილს ყავს ერთი ღორი ოთხი ბურვაკით. ეს ბურვაკები დედა ღორის პირველი ბუდობაა.
ბურვაკებს კვებავს ჩაკრულო ს პრემიქსით. 30 აპრილს სამი თვისები გახდნენ.
user posted image
user posted image

fig.gif 2kiss.gif

მიხარა რომ გვაფასებთ და გვგულშემატკივრობთ smile.gif

Posted by: kaxaberski66 15 May 2018, 00:07
QUOTE
მიხარა რომ გვაფასებთ და გვგულშემატკივრობთ

გიგულშემატკივრებთ რა თქმა უნდა.
მეორე სურათზე ბურვაკების დედაა. კარგი გრძელი და მაღალი ღორია. ხელოვნურად უმაკებიათ დიუროკის სპერმით და ჩემი ბიცოლა მთელი დღე უკანიდან უყურებდა ღორს საფსმურზე, კიდევ ხომ არ ხურაობსო. biggrin.gif

Posted by: ჩაკრულო 15 May 2018, 08:47
ghost471
QUOTE
არა ძია პირიქით საჭმელი სულ ეყაროთ მატება ბევრად მეტი ექნებათ

ჩემი დაკვირვებით ეგ საკმაოდ საკამათო საკითხია ძიას ოქროვ smile.gif

გუშინწინ დაკლა ჩემმა ერთმა კლიენტმა ღორი, 125 კილოგრამი გამოვიდა ხორცი ზუსტად იყო 7 თვის. მას არ ქონდა მოწყობილი კარმუშკები ისე რომ სულ ყროდათ, მაგრამ დღეში 3 ჯერ აჭმევდა, ზუსტად ერთი და იგივე დროს. ანუ მე ვფიქრობ რომ იმ დროს როცა უყრი შედარებით მშიერია, და იწყებს ბევრის ერთად ჭამას, და საკვების კონვერსიიდან გამომდინარე რაც მეტს შეჭამს მით მეტს მოიმატებს, ანუ ასეტი სისტემა პროვოცირებას უკეთებს რო იმ დროს როცა დაუყარეს ბევრი ჭამოს

kaxaberski66
QUOTE
იდევ ხომ არ ხურაობსო.

21 დღე თუ გავიდა უკვე წესით დაიჭერამს თავსა smile.gif

Posted by: ghost471 15 May 2018, 20:28
ჩაკრულო
მაგ დროს ერთი თუ ზიის მარტო არაუშავს როცა ბევრნი არიან ჩხუბობენ ძია

Posted by: ucxo777 15 May 2018, 23:39
QUOTE
და რაღას დაარბენინებ მაშნ მარცვალს წინა და უკან დასაფქვავად, არამგონია ძაალიან დიდ სხვაობას გაძლევდეს ჩემი საკვები მზა და შენი წვალება, მაქსიმუმ 50-80 ლარი გექნება სხვაობა ტონაზე.

1 საკერატე და ერთი დედაღორი მყავს რომელმაც ეხლა უნდა დაყაროს,ამათ საკვების წამოღებას შენგან ვაპირებ მაგრამ წისქვილი კორმავოი საქონლისთვის დამჭირდება მერედა ამიტომ მინდა რა.
ბარემ გკითხავ პატარა გოჭები რომ ჭამას დაიწყებენ სტარტი უნდამიეცეა თუ პრესტარტი?

Posted by: topcha 16 May 2018, 10:58
ჩაკრულო
გამარჯობა. ვკითხულობ თემას და დიდი მოწონებაა თქვენი წარმოებული საკვების. მაინტერესებს სად ხართ ტერიტორიულად? ანუ მე ქართლში (ქარელში) მყავს 2 დედაღორი 1 კვირაში დაყრიან და წინასწარ მინდა მოვემზადო. ამჯერად (ქერი+სიმინდი+ხორბალი) ვაძლევ.

Posted by: ჩაკრულო 16 May 2018, 18:33
ghost471
ამ შემთხვევაშI 4-5-6 სული იყო თითოეულ დოლფარში და არანაირი ჩხუბი არ ყოფილა smile.gif

ucxo777
QUOTE
წისქვილი კორმავოი საქონლისთვის დამჭირდება

მეხორცულებიც გვაქვს smile.gif
შემიძლია კონცენტრატის დამზადებაც შენთვის, ანუ შენი ინგრედიენტები რომ გამოიყენო, თუმცა მე მაინც მზა კორმის გამოყენებას გირჩევ.
QUOTE
სტარტი უნდამიეცეა თუ პრესტარტი?

სტარტი უნდა მისცე 40 დღის ასაკიდან, იქამდე კი პრესტარტერი smile.gif

topcha
ქარხანა მდებარეობს კახეთში, დედოფლისწყაროში. შიდა ქართლში გვაქვს ხოლმე დისტრიბუცია, აი დღესაც იყო მანქანა წამოსული კასპში, დიდი ალბათობით დილაზე მოუწევს გორშიც წამოსვლა.

ჩვენ ვახორციელებთ ადგილზე მიწოდებით რეალიზაციას, მაღაზიები როგორც ასეთი არ გვაქვს და არც სადმე მაღაზიებში შეგვაქვს

Posted by: ghost471 17 May 2018, 21:20
ჩაკრულო
Uechveli iaponuri gorebi iqnebian rigi ician da rame biggrin.gif

Posted by: ჩაკრულო 19 May 2018, 23:31
QUOTE (ghost471 @ 17 May 2018, 21:20 )
ჩაკრულო
Uechveli iaponuri gorebi iqnebian rigi ician da rame biggrin.gif

იაპონური მაშ smile.gif

13 მა სულმა 1308 კგ დადო 2kiss.gif

Posted by: dvt333 22 May 2018, 19:14
ჩაკრულო
საგარეჯოს გავლით როდის გექნება რეისი 1 სელტეკი რო გამოაყოლებინო?



Posted by: ჩაკრულო 27 May 2018, 16:35
dvt333
გაუმარჯოს ძიავ, იზვინი რო დავაგვიანე პასუხი sad.gif

ჩვენი წარმოებული პრესტარტერები მაქვს ახლა ტომარა 70 ლარი ღირს, სამწუხაროდ სელტეკები უკვე ძალიან ძვირი ჯდება და შემოტანა ჯერ ვერ გამირისკნია.

თუ დაგაინტერესებს ხვალე გამოივლის მანქანა დილით მაინთკენ და ზეგაც

Posted by: dvt333 27 May 2018, 18:02
ჩაკრულო
თუ სელტეკივით ეფექტურია ავიღებ, 2 და 3 კვირისებს მინდა მივცე და ხო არ აწყენთ? ხვალ დრო მითხარი როდისთვის გამოივლის

Posted by: ucxo777 27 May 2018, 21:29
ჩაკრულო
გელოდები ბექა,თბილისის გავლით როგორც კი მოგიხერხდება ერთი სტარტი და ერთი პრესტარტი გამომიყოლე მეც, გუშინ ვილაპარაკეთ ტელეზე მაგრამ მაინც არ დაგავიწყდესხოლმე რა :;

Posted by: cixe78 5 Jun 2018, 12:07
საშაურმეებში რომ ღორის ხორცს ყიდიან საიდან ჩამოაქვთ და რა ფასად?
ხომ არ იცით ვინმემ

და კიდევ ერთი, აქ რომ გამოცდილი ხალხი ხართ თქვენზე უკეთესს ვერავის ვკიტხავ აზრს:

რამდენად მომგებიანი იქნება დაბასტურმებული სამწვადე ღორის ხორცის რეალიზება რომ მოვახდინო? (ოღონდ ადგილობრივი ხორცით და არა ჩამოტანილი)
ანუ 1 კილოგრამიანი შეფუთვები
მიდიხარ სადმე ბუნებაში მიხვედი იყიდე გამზადებულია, გახსნი პაკეტს წამოაგებ შამფურზე და გავიდაააა

რა აზრის ხართ ამაზე???

Posted by: kaxaberski66 6 Jun 2018, 00:17
cixe78
QUOTE
რამდენად მომგებიანი იქნება დაბასტურმებული სამწვადე ღორის ხორცის რეალიზება რომ მოვახდინო? (ოღონდ ადგილობრივი ხორცით და არა ჩამოტანილი)
ანუ 1 კილოგრამიანი შეფუთვები
მიდიხარ სადმე ბუნებაში მიხვედი იყიდე გამზადებულია, გახსნი პაკეტს წამოაგებ შამფურზე და გავიდაააა

QUOTE
რა აზრის ხართ ამაზე???

გაგიჭირდება. დაკუწული ხორცის ცნობა, თუ რომელი რა ნაჭრიდან არის, იშვიათს შეუძლია მაგრამ, შევა მოპიკნიკე კაცი მაღაზიაში და იქ იყიდის ალბათ თვალით რომელი ნაჭერიც მოეწონება.

Posted by: SkitterZ 6 Jun 2018, 12:40


მოვითხოვ თემა სახელი გადაერქვას და გოჭების ფერმა დაერქვას, უფრო საყვარლობა იქნება love.gif

Posted by: levani169 7 Jun 2018, 00:52
აქეთ ჩვენსკენ კახეთში ჭირიაო (აფრიკული თუ რანცხა) ძაან და ვინმეს რამე ინფო ხომ არ გაქვთ?
სახლისთვის ორი გოჭუნიას ყიდვა მინდა საზამთროდ და არ დევიფსო კაცი! mad.gif

Posted by: ჩაკრულო 8 Jun 2018, 16:28
levani169
კახეთი დიდია,
რომელ მხარეში? smile.gif


Posted by: levani169 8 Jun 2018, 21:47
QUOTE (ჩაკრულო @ 8 Jun 2018, 16:28 )
levani169
კახეთი დიდია,
რომელ მხარეში? smile.gif

ლაგოდეხისკენ უფრო.იქაურები მყავდნენ და ჩვენს სოფელში წყდებაო მასიურად.
ორი გოჭუნია მოვიყვანე დღეს აქვე მეზობლიდან,20+ კილოიანები და ორი ტომარა გროუერი დამჭირდება მომავალში.ეხლა სტარტი ვიყიდე ინვაიტის,ორი კვირა ეყოფათ!

Posted by: ჩაკრულო 11 Jun 2018, 00:56
QUOTE (levani169 @ 8 Jun 2018, 21:47 )
QUOTE (ჩაკრულო @ 8 Jun 2018, 16:28 )
levani169
კახეთი დიდია,
რომელ მხარეში? smile.gif

ლაგოდეხისკენ უფრო.იქაურები მყავდნენ და ჩვენს სოფელში წყდებაო მასიურად.
ორი გოჭუნია მოვიყვანე დღეს აქვე მეზობლიდან,20+ კილოიანები და ორი ტომარა გროუერი დამჭირდება მომავალში.ეხლა სტარტი ვიყიდე ინვაიტის,ორი კვირა ეყოფათ!

599567131 დარეკე და მოვა მაშინა smile.gif)

Posted by: BioIka 11 Jun 2018, 15:32
ვინმემ ხომ არ იცით კახური ღორი წელიწადში ერთხელ იგებს თუ ორჯერ? ყველგან წერია ერთ მოგებაზე 6-8 ან 5-7 გოჭს იგებსო, მარა რამდენ თვეში ერთხელ იგებს ვერსად ვიპოვე. კიდე რამდენი თვისაა ზრდასრული დედალი ღორი, რომელსაც მაკეობა შეუძლია?
* * *
კიდე ერთი შეკითხვა, ყველგან წერია რომ მამალი ღორი 100-110 კილოგრამს იწონიდ დედალი კი 95-100კგ-ს. რამდენი თვეა საჭირო ამ წონის მისაღწევად?
გასუქების საშუალო დღე-ღამური წონანამატი 200-300 გრამს შეადგენსო და 12 თვე უნდა ვიანგარიშო დაახლოებით თუ უფრო მეტი?

Posted by: თემო978 17 Jun 2018, 08:55
მოგესალმებით. თუ შეგიძლიათ ვეტექიმის ნომერი მომწერეთ.

Posted by: ghost471 17 Jun 2018, 11:16
BioIka
Weliwadshi orjer dayris. Qartuli gori produqtiuli araa magisi pliusi amtanianobaa da eg jishi saxlshi shesanaxi araaa. Gochianoba egrea. 6tl tvidan imakebs. Wonamats rac sheexeba ar vici piradad ar myolia eg jishi.

Posted by: mrgizmo 20 Jun 2018, 03:51
iko-iko
ამ თემის გადაკითხვა დამჭირდა და უბრალოდ მინდა პატივისცემა დავაფიქსირო smile.gif
ძაან მიხარია ნებისმიერ სფეროში ასეთი საფუძვლიანი და კარგად გააზრებული ინფორმაციის მატარებელ ადამიანებს რომ ვხედავ. სამწუხაროდ იშვიათად smile.gif

Posted by: TSILIKISHVILI 21 Jun 2018, 23:14
გამარჯობათ, დიუროკის და ლანდრას ნაჯვარი ორი გოჭი (20-18 კგ) ვიყიდე, მინდა საკვებში დამაკვალიანოდ. როგორი პროპორციით მივცე , ან სად ვიყიდი აქ კომბინირებულს ან პრემიქსიც რო ქონდეს დამატებული. დამზადებით არავინ ამზადებს ? კიდე ჭიის გარდა რაზე დავამუშაო ? მადლობა წინასწარ

Posted by: ghost471 21 Jun 2018, 23:21
TSILIKISHVILI
ჩაკრულოს ააქვს კაი საკვები ღორებისთვის და მიწერე

Posted by: Nat_asha 22 Jun 2018, 10:02
cixe78
დაბასტურმებული ხორცი იყიდება რამდენი წელია დიდ სუპერმარკეტებში ქართული ხორცისაა. ჩვეულებრივ წონით იყიდება და თავისი კლიენტი ყავს. გუდვილი, ნიკორა, კარფური ყოველდღიურად ყიდის მაგ პროდუქტს

Posted by: dvt333 29 Jun 2018, 15:54
კვდება მეღორეობის ბიზნესი და კი დაეტყო ფორუმზეც სამარისებრი დუმილია

Posted by: levani169 2 Jul 2018, 10:48
ჩაკრულო
http://agromedia.ge/2018/06/20/mozver-shou-meore-gadatsema/
"მოზვერ შოუ"
biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif
საღოლ ბექა! biggrin.gif up.gif up.gif up.gif
დასახელება წმინდა წყლის კახური იუმორია,თვითონ გადაცემა კი მართლა საინტერესო და კარგია!

Posted by: Nat_asha 2 Jul 2018, 11:17
ხალხო ვანო სად გაქრა რომ აღარ ჩანს? ამ თემაში უფრო ეცოდინებათ . ხო მშვიდობა აქვს ნეტავ?"

Posted by: kaxaberski66 2 Jul 2018, 11:50
Nat_asha
ამ წუთში უცხოპლანეტელების თემაში დაცურავს ვანო.

Posted by: Nat_asha 2 Jul 2018, 12:00
kaxaberski66
უცხოპლანეტელები ? biggrin.gif
ღრუტოები როგორ ყავს ნეტავ? აბა დღეს უნდა იყოს კახეთში ყველაზე მაღალი ტემპერატურაო ესე გამოაცხადეს დილით. თურმე 250 წლის წინ იყო ბოლოს ეგეთი სიცხე biggrin.gif ხოდა ღრუტოებსაც დასცხებათ და რადროს უცხოპლანეტელეია, ბასეინებს უნდა ავსებდეს გრილი წყლით biggrin.gif

Posted by: dvt333 2 Jul 2018, 21:50
ხალხო კახეთში გოჭის ყიდვა გაყიდვის ბაზრები სადაა და როდის იმართება თუ იცით დაწერეთ რა

Posted by: ghost471 2 Jul 2018, 23:23
dvt333
Kviras sartichalis bazarze. Paraskebi kvira badiauri da telavis bazari. Rac me vici. Mymarketic cade.

Posted by: ucxo777 5 Jul 2018, 16:43
მეგობრებო თვენახევრის გოჭებს ჭიის წამალი რომ გავუკეთო თუ შეიძლება? რამე ხომ არ მოუვათ?

Posted by: vano22 5 Jul 2018, 22:38
Nat_asha
მადლობა მოკითხვისთვისsmile.gif კაი ხანია აღარ შემოვსულვარ მოვლევ საქმეებს და დავბრუნდები ისევ.. წელს რაღაც მეტისმეტად გადატვირთული და პრობლემური წელი მაქვსsad.gif


kaxaberski66 სხვაც მოიხმარს ამ პროფილს მე უცხოპლანეტელები არ მაინტერესებსbiggrin.gif

Posted by: Nat_asha 6 Jul 2018, 11:00
vano22
კარგი მოგვიყევი მერე შენი ამბები biggrin.gif

Posted by: vano22 6 Jul 2018, 21:57
ucxo777 ასაკის გამო არაფერი არ მოუვათ მაგრამ ჭიის წამალი ტოქსიკურია და არ გაუკეთო მაგ წონაზე არც ივერსექტი და არც მსგავსი სიძლიერის წამლები. აჯობებს თუ აბს დაალევინებ. ხშირად ჭიის წამლის ნემსად გაკეთებით ზრდა უჩერდებათ ხოლმე გოჭებს. (არ ვიცი რა მიზეზით მაგრამ ბევრისგან მსმენია ეს)

Nat_asha smile.gif აუცილებლად

Posted by: ucxo777 6 Jul 2018, 23:28
მე ვკითხულობხოლმე უცხოპლანეტელებია თემას რა პრობლემაა biggrin.gif ხო შეიძლება ფერმერი უცხოც იყოს :დ



vano22
ტაბლეტებზე ამბობ ალბათ ხო? ისე ნემსზე ახლობელს დაემართა მასე,გახდნენ და ერთი თვე ვერაფერს იმატებდნენ, მაგრამ 20 გოჭს რიგორ დავალევინო ეგ ტაბლეტები აზრზე არ ვარ:/ 27 მყავდა მაგრამ ეს ნაბოზარი მგელი გადმომიხტა ღამე და 7გოჭი მომაკლოsad.gif. მშრალ საკვებში რომ გავურიო და ერთიანად დავუყარო ასე შეიძლება? ვაი და ზოგმა დოზაზე მეტიშეჭამოს.

Posted by: vano22 7 Jul 2018, 18:18
ucxo777 არა ეგ არ გააკეთო. მაშინ ლეომიზოლი გაუკეთე ცოტა სლაბი წამალია და არ აწყენთ. რაც მთავარია კანქვეშ უნდა გაუკეთო ანუ ღრმად კუნთში არ შეიძლება და დოზები ზუსტად დაიცავი..

ცუდი ამბავი მოგსვლია ყველაფერი ხათაბალა როგორ ჩვენ უნდა დაგვემართოსsad.gif

Posted by: ku123 7 Jul 2018, 18:25
................................................................

Posted by: ucxo777 7 Jul 2018, 18:58

QUOTE
ცუდი ამბავი მოგსვლია ყველაფერი ხათაბალა როგორ ჩვენ უნდა დაგვემართოს

აბა შენ ეგ თქვი. როგორც არ უნდა გეგმოს კაცმა,გაუთვალისწინებელი რაღაც რომ არ გამოხტეს არ შეიძლება რა :/ აგერ ახლა ქეცი გადაედოთ ჩემს საქონელს და ვერაფრის დიდებით ვერ მოვაშორე,ერთს მოვურჩენ მეორეს გაუჩნდება,მერე იმას მოვურჩენ სხვებს უჩნდებათ და დამტანჯეს რა :დ
QUOTE
არა ეგ არ გააკეთო. მაშინ ლეომიზოლი გაუკეთე ცოტა სლაბი წამალია და არ აწყენთ. რაც მთავარია კანქვეშ უნდა გაუკეთო ანუ ღრმად კუნთში არ შეიძლება და დოზები ზუსტად დაიცავი..

აჰა, გასაგებია ასე ვიზავ ვანო,გაიხარე

Posted by: vano22 7 Jul 2018, 20:21
ucxo777 მკრეჭავი მუნი იქნება ალბათ. ეგ ახლო კონტაქტით გადადის. საძოვარზე სანამ გაიყვან კერებზე დამწვარი ზეთი წაუსვი ხოლმე კვირაში ორჯერ და კონკრეტულად იმ კერებს მოკლავს. სადგომი (ღიაც და დახურულიც ქლორის აბით შეწამლე) კარგი იქნება თუ კრეოლინით შეწამლი საქონელს. მაგის ვაქცინით მკურნალობა 10 ლარი ჯდება 1 სულის.. მაგრად გადარჩენილხარ რო მეტი არ გააფუჭაsad.gif

Posted by: ucxo777 7 Jul 2018, 22:38
პირადში გამოგიგზავნი სურათს და ერთი შეხედე რა მგონი მართლა ეგ არის,რაღაც მოურჩენელი ჭირია.მეზიბლისას ქონდათ და გადაედოთ იმათგან,ჭიდაობენხოლმე და ალბათ მაგ დროს. ეს ქლორის აბი როგორია,წყალში იხსნება თუ უნდა მოსაყრელია რამე? ჩვეულებრივი ქლორი არ წავა აცე ან ბელეზნა?

კი მაგრად გადავრჩი,სანამ დავიძინებდი თორმეტის ნახევარი იყო და მაინც გავხედე და დამხვდა ასეთი ამბავი. მაგრად იწევენ შუა სოფლებში,არაფრის აღარ ეშინიათ ერიდებიან.
----------
თემის გაოფება რომ არ გამომივიდეს ვიკითხავ აქვე,კერატი მოვიყვანე რუსთავის სანაშენე საჯიშე ფერმიდან,ჰამშირის და დიუროკის ჯიშის, სეროზული ჯიშია 4 თვისაა და 60 კგმდე იქნება,სასწაულად იმატებს.მე მყავს ჩვეულებრივი ჯიშის დედაღორები( ფერმიდან კი წამოვიყვანე ესენიც ადრე მაგრამ ჯიშიანობის არაფრი სცხიათ მომატყუეს) ხოდა ეხლა რომ იმაკებენ ესენი ამ ჯიშიანი კერატისგან ამათი გოჭები უფრო მამის მხარეს არ წავლენ? ეს მაინტერესებს

Posted by: vano22 7 Jul 2018, 23:09

ucxo777
კი ნამდვილად მუნია. ეგ მაშინდელი საქონელია ადრე რომ მეუბნებოდი ქეცი აქვთო თუ სხვებია?? სადგომის მდგომარეობა როგორია? მშრალად არიან შიგნით? ყველაზე იოლი მაინც ზეთით მკურნალობაა მაგრამ ეგ კიდე ბეწვს აცვენს და 1 თვე აღარ ამოსდით..

რომელი მხარიდან ხარ? კახეთში ძაან აქვთ გატეხილი სახელი მაგ ჯიშის საქონელს

ქლორის აბი იყიდება ვეტ აფთიაქებში ერთ აპარატში (18 ლიტრში) 2 აბი გახსენი და შეწამლე. თითო აბი 3 ლარი ღირს. ეცადე ისე შეწამლო რომ საქონელი მინიმუმ 10 საათი არ შევიდეს შიგნით და კარგად გაანიავე.

მგლები ჩემთანაც არიან მაგრამ სოფლამდე არ მოდიან. კერატის ხაზზე ისენი წავლენ რომლებიც ფიზიკურად ყველაზე მეტად დაემგვანებიან მამას. უმეტესობა დედის ხაზზე წავა


beqa321
ეგ არაფერი შენ აშკარად მამას გევხარup.gif

Posted by: ucxo777 7 Jul 2018, 23:10
QUOTE
აქ რამდენი მეგორეააა სადარა დედაჩემი

QUOTE
სადარა დედაჩემი

facepalm.gif

Posted by: beqa321 7 Jul 2018, 23:18
QUOTE (ucxo777 @ 7 Jul 2018, 23:10 )
QUOTE
აქ რამდენი მეგორეააა სადარა დედაჩემი

QUOTE
სადარა დედაჩემი

facepalm.gif

ნამდვილი ამბავი მოვყევი სჰეურაწყობას კიარ ვაყენებ მეღორე მამაკაცებს , ნეტა მეც მყავდეს ღორები.............

Posted by: ucxo777 7 Jul 2018, 23:21
vano22
არა ესენი გაზაფხულზე ნაყიდები არიან, ფიზიკურად აღარ იყო სხვა არჩევანი და ისეთი უბედდური ჯიშები იყიდებოდა ესენიღა ამოვარჩიეsad.gif ადგილობრივებიც მყავს კარგები და გაიტანენ რა ისინი :დ გარეთ ბაკში მყავს ღია ცის ქვეშ და დილისკენ შვუწამლი მაშინ. კი მშრალად არიან სულ,საკმაოდ გაშლილი სივრცე აქვთ და მზეც მთელი დღე ზედ ანათრბს.
დუშეთიდან ვარ ვანო მე
QUOTE
უმეტესობა დედის ხაზზე წავა

ეჰცუდიაsad.gif მომიწევს დედაღორების შეცვლა მაშინ

Posted by: beqa321 7 Jul 2018, 23:21
სჰეურაწყობააა კიარ მიმიყენებია ამიტ მეღორებისთვის , პირიქიტ დედაჩჰემა იგულისხმა რომ უფრო ფულიან და სჰედზლებულს გავყოლოდიოოოო,,,,

Posted by: ucxo777 7 Jul 2018, 23:26
beqa321
ამ ამბის სინამდვილეში ეჭვიც არ მეპარება მაგრამ აშკარად ცუდად გადმოეცი შენი აზრიsmile.gifისე მეღორე,ფერმერი ქალებიც არსებობენ და საკმაოდ წარმატებულებიც

Posted by: beqa321 7 Jul 2018, 23:31
QUOTE (ucxo777 @ 7 Jul 2018, 23:26 )
beqa321
ამ ამბის სინამდვილეში ეჭვიც არ მეპარება მაგრამ აშკარად ცუდად გადმოეცი შენი აზრიsmile.gifისე მეღორე,ფერმერი ქალებიც არსებობენ და საკმაოდ წარმატებულებიც

FOთODAნ გამომდინარე ალბატ ტქვენ ხარტ ქალბატონიი, ეს ნამდვილი ამბავი იყოო და რვვი ბოდისჰი რომ სჰეურაწყობად მიგეთ ,

Posted by: ucxo777 7 Jul 2018, 23:35
QUOTE
FOთODAნ გამომდინარე ალბატ ტქვენ ხარტ ქალბატონიი

biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif lol.gif რაც ამ ფორუმზე ვარ წლებია და მსგავსი რამ ჯერ არავის უთქვამს :დ მოტომოყვარული ვარ მეგობარო და ამიტომ მიდევს ეგ სურათი :დ 27 წლის ბიჭი ვარ

Posted by: beqa321 7 Jul 2018, 23:41
რატო გაგიტყდაააა დედაცჰემა რომ თქვა მეგორეს გავყვებოდიოო?? დედაცჰემი ეხლაც დზან ლამაზი ქალია მაგრამ ადრეეეეეეეეეეე ნუ არც დზან ადრე ე ე ე ((% სოფელსჰი გორები ყავდატ და მამაცჰემს არ ყავდა biggrin.gif

Posted by: ucxo777 7 Jul 2018, 23:57
beqa321
აშკარად თემა შეგეშალა დედაშენ მამაშენზე სასაუბროდ,მე არაფერი გამტყდომია შენ მაგაზე არ იდარდო

Posted by: dvt333 8 Jul 2018, 22:05
vano22
ვანო თელავისკენ გოჭის ბაზრობა არი სადმეე? ან ვაფშე იყიდებაღა უნდა საერთოდ ღორი ვინმეს

Posted by: levani169 8 Jul 2018, 23:30
QUOTE (dvt333 @ 8 Jul 2018, 22:05 )
vano22
ვანო თელავისკენ გოჭის ბაზრობა არი სადმეე? ან ვაფშე იყიდებაღა უნდა საერთოდ ღორი ვინმეს

ვანო სანამ გოჭებს დააპურ-მოაწოვებს შეიძლება დააგვიანდეს და თელავთან ახლოს სოფელ ვარდისუბანში იმართება კვირაობით ბაზრობა,გოჭებიც და სხვა მსხვილფეხა თუ წვრილფეხაც მხოლოდ მანდ გამოჰყავთ ხოლმე,სხვა თელავში არაფერი არ არი.
ასევე არის ყვარელში ახალსოფელი,გურჯაანში ველისციხე,ლაგოდეხში კაბალი და ხუთშაბათობით აფენის ბაზრობები კიდევ!

Posted by: dvt333 9 Jul 2018, 08:52
levani169
QUOTE
ასევე არის ყვარელში ახალსოფელი,გურჯაანში ველისციხე,ლაგოდეხში კაბალი

ესენი ყველა კვირაობითაა?

Posted by: vano22 9 Jul 2018, 13:24
dvt333
levani169

ეგრეაsmile.gif

ეხლა იმდენად აღარ გადის გოჭი მაგრამ იაფად თუ გაყიდი არიან კლიენტები.

Posted by: Nat_asha 9 Jul 2018, 13:28
vano22
QUOTE
ეხლა იმდენად აღარ გადის გოჭი მაგრამ იაფად თუ გაყიდი არიან კლიენტები.

თუ აჩუქებ გამოგართმევენ? biggrin.gif biggrin.gif

Posted by: vano22 9 Jul 2018, 13:56
Nat_asha


ჩემზე კახელი შენ ყოფილხარbiggrin.gif

Posted by: ჩაკრულო 10 Jul 2018, 17:00
QUOTE (levani169 @ 2 Jul 2018, 10:48 )
ჩაკრულო
http://agromedia.ge/2018/06/20/mozver-shou-meore-gadatsema/
"მოზვერ შოუ"
biggrin.gif  biggrin.gif  biggrin.gif
საღოლ ბექა! biggrin.gif  up.gif  up.gif  up.gif
დასახელება წმინდა წყლის კახური იუმორია,თვითონ გადაცემა კი მართლა საინტერესო და კარგია!

smile.gif)

http://farmers.ge/mozver-show-3-epizodi/

2kiss.gif

აბა ესეცა ჰნახე smile.gif

[YOUTUBE]https://youtu.be/xuRwAO-8LW8[/YOUTUBE]

Posted by: vano22 10 Jul 2018, 20:03
ჩაკრულო
როგორ ხარ? გოჭების გრანული აღარ შემოგაქ?

Posted by: MONTY 11 Jul 2018, 23:18
გამარჯობა
ღორს/გოჭს , მხოლოდ რძის პროდუქტები რო აჭამო შეიძლება ?
რძე, მაწონი, ხაჭო, არაჟანი, იოგურტი
და კიდევ გოჭით დაწყება უკეთესია თუ ღორით ?

Posted by: ghost471 12 Jul 2018, 00:41
MONTY
უხეში საკვებიც ჭირდება ''კომბინირებულის სახით'' ყველაზე კაი ვარიანტია კომბინირებულ საკვებზე დაუსხა რძის ნაწარმი და ისე მისცე საკმაოდ კაი სჰედეგს იძლევა. დაწყებას გოჭებით გირჩევ მითუმეტეს თუ ამ საქმესთან შეხება არ გქონია.

Posted by: MONTY 12 Jul 2018, 00:56
ghost471
QUOTE
უხეში საკვებიც ჭირდება ''კომბინირებულის სახით'' ყველაზე კაი ვარიანტია კომბინირებულ საკვებზე დაუსხა რძის ნაწარმი და ისე მისცე საკმაოდ კაი სჰედეგს იძლევა. დაწყებას გოჭებით გირჩევ მითუმეტეს თუ ამ საქმესთან შეხება არ გქონია.

სხვა საკვები ბევრად პრობლემურია და მაგიტომ მაინტერესებდა

Posted by: GreenWorld 12 Jul 2018, 17:13
გამარჯობათ მეგობრებო, გუგლში ქექვისას გადავაწყდდი ამ ფორუმს და გადავწყვიტე შემოერთება.

გაზაფხულზე ვიყიდე 4 გოჭი, სახლისთვის გავზრდი მეთქი ვიფიქრე. მათი ზრდის ტემპიდან და საკვების ხარჯიდან გამომდინარე დავინტერესდი ამ მიმართულებით და როგორც შევატყვე საკმაოდ დიდი პერსპექტივა აქვს ღორის ფერმას.

ამიტომ გადავწყვიტე შემოდგომისთვის ავაშენო დაახლოებით 50კვ შენობა და გაზაფხულისთვის ვიყიდო დაახლოებით 15 გოჭი.
გამოცდილებიდან ვიცი უკვე რომ ჯობია ნებისმიერი საქმე ჯერ თავად ისწავლო და ისე შეეჭიდო დიდ გეგმებს, ამიტომ ვფიქრობ 15 გოჭით დაწყება კარგ გამოცდილებას მომცემს.

მიუხედავათ იმისა რომ გარკვეული ინფორმაცია მოძიებული მაქვს, სიამოვნებით მივიღებ კიდევ რჩევებს,

ვფიქრობ ეს 15 გოჭი გადავანაწილო 3-3-ად გალიებში. იატაკზე ბიტონს დავასხავ მინ 10 გრადუასიანი დახრილობით.
როგორც უკვე შევატყვე ყველაზე შრომატევადიანი სისუფთავის დაცვაა, ვაპირებ გავშალო ნახერხი, რომ სისველე მინიმუმამდე დავიყვანო, გამოსუფთავების შემდეგ კი იატაკი გადავრეცხო, კანალიზაციისთვის შენობის გვერძე ორმოს ამოთხრას და ზემოდან გადაფარებას ვაპირებ.

რაც შეეხება საკვებს, დასაწყისიდან თითო გოჭზე ვაპირებ 1 ტომარა კომბინირებული საკვების მიცემას (პრემიქსის) შემდეგ უკვე სიმინდი, ქერი, ხორბალი და ა.შ. ნარევზე გადაყვანას. ასევე მაქვს მიწები სადაც მომყავს სიმინდი ამ ეტაპზე (მომავალი წლისთვის ქერს ვაპირებ, ასევე ნაწილზე სოიოსაც ვფიქრობ).
ასე რომ საკვების ნაწილს თავად მოვიყვან რომ კვების ხარჯები ნაკლები მქონდეს.

უხეშად რომ დავთვალე თითო ღორის გაზრდა (საშუალოდ 110კგ-მდე) საშუალოდ 400 ლარი ჯდება, ხოლო ღორის ხორცის საბითუმო ფასი 8 ლარი რომ ვიანგარიშოთ ერთი ამდენი რჩება, ამას კიდევ ფერმის ხარჯები რომ გამოვაკლოთ, თითო ღორი ყველზე ცოტა 300 ლარს სუფთას დატოვებს.
ფერმაც თბილისთან ახლოს 40 კმ-ში იქნება და ტრანსპორტირების ხარჯებიც ბევრი არ გამოდის.

იმედი მაქვს შემდეგი პარტიის რაოდენობას მინიმუმ გავაორმაგებ და უკვე სადედე ღორებსაც გავიჩენ, მითუმეტეს დღითი დღე წინ მიდის საქართბველოში ხელოვნური განაყოფიერება და საკუთარი გოჭების ყოლა ერთი-ორად ზრდის ბიზნესის ხარჯებს და რენტაბელობას.

მოკლედ ველოდები თქვენგან რჩევებს. გულითადათ მოგისმენთ ყველას <3
* * *
ბოლოშო ჩავასწორებ,
ერთი-ორად ამცირებს ბიზნესის ხარჯებს და ზრდის რენტაბელობას. smile.gif)

Posted by: Nat_asha 12 Jul 2018, 17:50
GreenWorld
მომოვალ წელს მოდის ღორის წელი, მართალია ყველა იძახის რომ ზოდიაქოს ყურადღებას არ აქცევს, მაგრამ მაინც გაითვალისწინე, რომ მაინცდამაინც ღორის წელში ღორის დასაკლავ ბიზნესს ნუ წამოიწყებდა ერთი წლით გადაგედო ხომ არ ჯობდა?

Posted by: dvt333 12 Jul 2018, 18:00
GreenWorld
თეორიულად კი ჩამოგიყალიბებია ყველაფერი ლამაზად, მარა სამწუხაროდ შორს ხარ რეალობისგან. 15 ღორი ნაკელის მეტს არაფერს დაგიტოვებს თუ სხვა მომვლელი გეყოლება. 40 კილომეტრის დაშორებით რო აპირებ ფერმის აშენებას მაგ რაოდენობაზე ეგ კიდევ უფრო უაზრობაა, გზის ფულს ვერ გაგისწორებს დამიჯერე. ღორი 1ში ერთს არ ტოვებს არცერთ შმთხვევაში, აი შენი რო გყავდეს, საკვებს იაფად შოულობდე, და ჯიშიც ხელს გიწყობდეს + კაი ფერმა გქონდეს და რაოდენოაც ნორმალური (მინიმუმ 50 სული) 4,5-5 ლარი მაინც დაგიჯდება კარგ შემთხვევაში ხორცი. დღეს სუპერის ფასი 7.5 ლარია სუფთა, დღეს კი არა ბოლო რამდენიმე თვეა, 110 კილოიანებში მაგდენსაც ან მოგცემენ ან არა რომც აიწიოს ფასმა.

ისე ფერმის მოწყობას რაც შეეხბა კანალიზაცია და გადასარეცხი წყალი თუ გექნება ნახერხი სულაც არ უნდათ.

ძაან ძაან უაზრო და ბინძური საქმეა და ნაღდად არ გირჩევ. 200-300 სულზე თუ შგიძლია ევროსტანდარტების ფერმა ააშენო კი ბატონო, 1 მომვლელი აუაა თავსს და მაშტაბზე ხარჯიც ცოტა გექნება, მარა მაგას აუარება ფული უნდათ რაც ასევე მგონია რო არღირს

Posted by: vano22 12 Jul 2018, 21:36
MONTY
შენ მარტო რძის პროდუქტები აჭამე და პრობლემები რას ქვია მერე ნახავbiggrin.gif



Posted by: levani169 12 Jul 2018, 22:12
GreenWorld
QUOTE

უხეშად რომ დავთვალე თითო ღორის გაზრდა (საშუალოდ 110კგ-მდე) საშუალოდ 400 ლარი ჯდება, ხოლო ღორის ხორცის საბითუმო ფასი 8 ლარი რომ ვიანგარიშოთ ერთი ამდენი რჩება, ამას კიდევ ფერმის ხარჯები რომ გამოვაკლოთ, თითო ღორი ყველზე ცოტა 300 ლარს სუფთას დატოვებს.
ფერმაც თბილისთან ახლოს 40 კმ-ში იქნება და ტრანსპორტირების ხარჯებიც ბევრი არ გამოდის.

ხოოოო,დათვლას რაც შეეხება მართლაც და ძაან უხეშად დაგითვლია........გოჭის ფასი სადაა ამ სმეტაში,საღორის აშენება მოწყობის,გზის,შრომის?

Posted by: ghost471 12 Jul 2018, 22:34
GreenWorld
მოკლეთ შეეშვი ამ საქმეს biggrin.gif
ეხლა ჩემ აზრს გეტყვი. დღეში გიწევს 80 კილომეტრის გავლა რაც მინიმუმ 10 ლარი დაგიჯდება. დასაკლავ კონდიციამდე მიიყვან 5 თვეში რაც 150 დღეა 150*10 =1500ეს იქნება უხეშად შენი ტრანსპორტის ხარჯი+ ამ ხუთ თვეში გაივლი 80კილომეტრი გავამრავლოთ 150 დღეზე რაც გამოვა 12 000 კილომეტრი მანქანაზე ორჯერ ზეთის შეცვლა და ერთხელ საბურავების კაი ვარიანტში 300 ლარი= გაუთვალისწინებელი ხარჯები 200(რაც მინიმუმია). 2000 ლარი მარტო ტრანსპორტის ხარჯი გამოგივიდა ღორების ხარჯზე არ მივსულვარ. როგორც შენ თვლი 15 ღორმა უნდა დაგიტოვოს 15*300+4500 ლარი. ეს საუკეთესო ვარიანტია. ჩასაბარებელი თანხა კი არის 7,5 ლარი მარა ბოინის ფულს შენ იხდი უხეშად კილო ხორცს 7 ლარათ აბარებ. ღორი 300 ლარს ტოვებდა როცა გოჭი შენი იყო და 8,5 ლარში აბარებდი(ესეც იმ შემთხვევაში როცა იდეალურად იცოდი საქმე და იდეალურად მართავდი)
იმედია გასაგებად ავხსენი ჩემ დათვლებში ბევრი რამ არ შევიტანე თუნდაც იის რო 1 ცალი მოგიკდეს.

Posted by: ucxo777 15 Jul 2018, 17:04
ჩაკრულო
ბექა მეოთხე ეპიზოდში მოზვრებს რომ ზომავთ ბაფთით და ამით მის წონას ადგენთ სად შეიძლება რომ იყიდოს კაცმა ხომ ვერ მეტყვი?

dvt333
ვეთანხმები თანაფორუმელებს და მეც გეტყვი რომ ძალიან ბინძური საქმეა.30 კვმ მყავს თვენახევრის 20 გოჭი.დღეში ვუსუფთავებ მინიმუმ ერთხელ ზოგჯერ ორჯერ,მერე ვაკერხერებ,მაგრამ მაინც ყარს biggrin.gif კიდევ კარგი მალე უნდა დავყიდო თვარა ესენი რომ 100კგ ნები გახდნენ მერე ნახე შრომა,დასუფთავებას ალბათ საღამომდე ვერ მორჩება კაცი და კი იქვე მოკვდება იმ სუნში biggrin.gif თან მაინც ღორია რისკია და დიდითანხა ჩადო არ გირჩევ რა, ღმერთმა არ ქნას და რამე გამოხტეს დაიღუპება კაცი

Posted by: dvt333 16 Jul 2018, 09:15
ucxo777'
ისე მიწაზე გაზრდის გამოცდილება გააქ? ბეტონის გარეშე ვგულისხმობ, რაღაც ვარიანტი მაქ 200კვ ში რო 30 ღორი შევუშვა100 კილომდე გამიჭირდბა ძაან?

Posted by: ucxo777 16 Jul 2018, 09:49
dvt333
მამაპაპური საღორე მქონდა რომელშიც სტიაშკა არ ესხა და მიწა იყო,2თვეში ისეთ დღეში ჩააგდეს სულ ლაფიანები გამოდიოდნენ,დასასუფთავებლადაც ძნელია.მაგას ისევ სტიაშკა ჯობია. 30 ღორი რო შეუშვა 200 კვადრატში ისეთ დღეში ჩააგდებენ, გათხრიან და ძალიან დაიტანჯები. ამას ისევ სტიაშკიანი გააკეთო ჯობია

Posted by: ჩაკრულო 16 Jul 2018, 11:27
QUOTE (vano22 @ 10 Jul 2018, 20:03 )
ჩაკრულო
როგორ ხარ? გოჭების გრანული აღარ შემოგაქ?

ძალიან ძვირი ჯდება ძია,

ამიტომ დიდი პარტიებით აღარ შემომაქვს, ახლა ასე 2 თვეში შემომივა

Posted by: dvt333 16 Jul 2018, 15:03
ucxo777
ხოო ვხვდები მეც რო ეგრე იქნება. უბრალოდ სხვა გზა არ მაქ. 2 თვენახევარი მჭირდება ზუსტად

Posted by: ucxo777 18 Jul 2018, 22:43
dvt333
წარმატებებიsmile.gif

-----------------
მეგობრებო ჩემს ერთ დედაღორს ყური სტკივა,გადახრილი თავით დადის და აპარტყუნებს ყურებს,რა ვუშველო ხომ ვერ მასწავლით?

Posted by: Nat_asha 19 Jul 2018, 09:52
ucxo777
შეიძლება სისულელეს ვამბობ მაგრამ ტკიპი ხო არ აზის სადმე ყურის ძირში? ჩემი ძაღლი მასე შვება ხოლმე ტკიპა რომ მიაჯდება და მაგიტომ გეუბნები biggrin.gif biggrin.gif

Posted by: dvt333 19 Jul 2018, 16:31
ucxo777

გაიხარე............


Posted by: vano22 19 Jul 2018, 16:49
ucxo777
ucxo777


ყური აწიე და შიგნით ჩახედე ბატარიით და ნახე რა ჭირს. ან ანთება აქვს. ან რამე ჩაუვარდა ან დაჩირქებული ექნება.. ნახე ვიზუალურად და დაწერე რას ნახავ .

სოკოვანი ნადები თუ აქვს ჯერ პერეკისით და ბამბით კარგად უნდა ამოუწმინდო და მერე გოგირდის მაზი წაუსვა კარგად. თუ ანთება აქვს მაშინ ეს უნდა ჩააწვეთო დღეში 3 ჯერ 3-4 წვეთი.
* * *
ჩაკრულო

კაი მერე მოგწერsmile.gif


Posted by: SHahiii 19 Jul 2018, 21:25
https://www.mymarket.ge/ka/product/view/11115822/
* * *
ამაზე რას იტყვით ხომ არ გიცდიათ ვინმეს

Posted by: levani169 20 Jul 2018, 12:17
ბიჭებო,ჩემი გოჭ-ბურვაკები (3 -4 40 კ-მდე თვისები) რაღაც საშინლად გემრიელად ანადგურებენ საღორის ბეტონიან და კერამიკიან იატაკ-კედლებს,ჩაკრულოს გროუერს კი ვურევ დაროშილ ხორბალში და იმას ვაჭმევ და კიდევ რა აკლიათ ნეტა?
ბალახიდან მხალი თავზე აყრიათ კიდევ.მეშინია მუცლებში არ გაუქვავდეთ ეს ინერტული მასალები,რა დავუმატო საკვებ რაციონში აბა?

Posted by: ucxo777 20 Jul 2018, 22:52
Nat_asha
vano22
აუ რაც ყველაზე ნაკლებად მეგონა ის აღმოჩნდა,ტკიპა ყოფილა,ბაღლინჯოს რო გავს წითელი ისეთი,შიგ ყურში ძირში ეჯდა.სხვა არანაირი გამონაყარი ან დასიებული არ აქვს. ძალიან ხშირად ვწამლი პარაზიტებზე ზაფხული რომ არის და ერთს მაინც მოუხერხებია ყურში ჩამვრალიყო :დ გაიხარეთ

Posted by: ghost471 21 Jul 2018, 00:21
levani169
კბილებსაც თუ აღრაჭუნებენ კალცი აკლიათ.

Posted by: vano22 21 Jul 2018, 15:14
Nat_asha
როგორ მიხვდიup.gifsmile.gif


ucxo777
კარგია ყველაზე იოლად მოსაგვარებელი ვარიანტი შეგხვდაsmile.gif

Posted by: Nat_asha 23 Jul 2018, 09:41
ucxo777
vano22
ჩემი ძაღლის დამსახურებით, რაც თქვა ზუსტად ეგრე იქცეოდა ტკიპები დაესია, ეზოშია 6 წლისაა და არასდროს არ დამართნია ეს ტკიპების შესევა. მსუბუქ წამალს ვუსვამდი წვეთებია და იმას ვაწვეთებდი. ვეტექიმთან ჩავედი და სპრეი ვუყიდე ძლიერი 30 ლარი მივეცი. შევასხი და რამდენიმე საათში სულ დააყრევინა biggrin.gif ვეტექიმმა თქვა რომ წელს ტკიპების და ბაღლინჯოების შემოსევააო, ესეთი რაოდენობით არასდროს არ ყოფილაო biggrin.gif ბავშვობაში კიდევ მინახავს რომ ღრუტუნებსაც აცოცდებიან ეგ ბაღლინჯოები და დიდი შანსი იყო რომ ეგ ყოფილიყო. უფრო პარაზიტებზე იციან თავის ქნევა, მოშორებას ცდილობს და მაგიტომ, პროსტა ხელი არ მისცა ღმერთმა და რა ქნას biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif

Posted by: dvt333 24 Jul 2018, 22:17
ჩაკრულო
ადრე მახსოვს ღრმად მხვნელზე გეწერა, და თუ არ დაიზარებ ერთი მიპასუხე რა მაქსიმუმ რამდენ სანტიმტრზე შეუძლია ჩასვლა, კახეთში იშოვება თუ არა და რრა ჯდება 1 ჰექტარი?

Posted by: ჩაკრულო 25 Jul 2018, 09:55
dvt333
გაუმარჯოს, მე 45 სანტიმეტრზე ვაკეთებ ხოლმე, ისე 65-70 ზეც შეუძლია მაგრამ კ-700 ტრაქტორი კვდება ხოლმე, კლასები დაარბენინებენ მშვენივრად smile.gif

მემგონი მაგის გაქირავება აქვს მექანიზატორს, ფასები და რამე არ ვიცი ნაღდად, მაგრამ ადრე რო ვნახე სადღაც 170 ლარი იყო მგონი ან რაღაც მაგდაგვარი

* * *
levani169
ხოდა ნუ ურევ ნუუუ smile.gif

მაგ საკვებში თავის დოზა ფოსფორია მიცემული და შენ შენი გადარევით რევ საკვების ბალანსს, თუ მაინც გინდა რომ შენი აკეთო, მაშინ კალფოსტონიკი იხმარე, ფოსფორის ნაკლებობას განიცდიან ახლა შენი ჯიგრები დიდი ალბათობით.

SHahiii
სიცხეში სძაგს უფალსა კი არა და ღორსა smile.gif ზაფხულშია კატასტროფა, დანარჩენი იცოცხლე, ზამთარში კარქი რამეა smile.gif

Posted by: dvt333 25 Jul 2018, 14:16
ჩაკრულო
გაიხარე მადლობა, ზუსტადაც რო 70 სანტიმეტრამდე მინდა, საგარეჯოში არ აქვს მსგავსი ტიპის სახნავი მექანიზატორს თორე კლასები კი ყაავთ. საპლანტაჟედ მინდა და აქ პლანტაჯისთვის ორ ფრთიანი გუთანს იყნებენ რომლიც მასიმუმ 40 სმზე ჩადის

Posted by: SHahiii 28 Jul 2018, 13:44
QUOTE (ჩაკრულო @ 25 Jul 2018, 09:55 )
SHahiii
სიცხეში სძაგს უფალსა კი არა და ღორსა smile.gif ზაფხულშია კატასტროფა, დანარჩენი იცოცხლე, ზამთარში კარქი რამეა smile.gif

სუნს აქრობს? თუ მაინც აქვს სუნი

Posted by: topcha 28 Jul 2018, 16:27
გამარჯობა კოლეგებო, გოჭის ჭირის წამალი კოგლაპესტი ხომ არ იცით სად შეიძლება იყიდებოდეს და ჰქონდეთ? ვერსად ვერ ვიშოვე.

Posted by: kaxaberski66 30 Jul 2018, 09:27
https://www.youtube.com/watch?v=2Wve4OK-ZK0

Posted by: ucxo777 30 Jul 2018, 15:32
topcha
ჭირის და წითელი ქარის ვაქცინა მე დიდუბეში ვიყიდე ორი კვირის წინ,ერთად იყო ორივე და სახელი რა ეწერა არ წამიკითხავს სიმართლე გითხრა

Posted by: Nat_asha 30 Jul 2018, 15:55
SHahiii
QUOTE
სუნს აქრობს? თუ მაინც აქვს სუნი

სუნი არ აქვს, სითბოს გამოყოფს და ტემპერატურას წევს ზემოთ

Posted by: romka 5 Aug 2018, 11:49
გამარჯობათ ჩემ ნაცნობმა მოიყვანა ჯიშიანი ღორები, მაგრამ სამი ზოგს ოთხი გოჭი ეყოლა და დედა იმასაც ვერ ზრდის რძე.არ აქვს რამ შეიძლება გამოიწვიოს ეს თუ გქონიანთ ასეთი შემთხვება, ის ერთ სისხლზეა შენაჯვარიო ამას აბრალის

Posted by: levani169 6 Aug 2018, 15:02
EXP: 11/2017 აწერია ჭირის ვაქცინას და თქვენი აზრით ეს "ექს" ექსპორტს ნიშნავს თუ ექსპლუატაციას,საერთო ამბავში ვადა გასული ექნება თუ 2017 წლის დეკემბერშია წარმოებული?

Posted by: Nat_asha 6 Aug 2018, 16:23
levani169
QUOTE
EXP: 11/2017

წამალზე წარწერა როგორც წესი მიანიშნებს ვარგისიანობის თვის ბოლო ვადაზე.

Posted by: ghost471 6 Aug 2018, 17:28
romka
Gochebis mcire raodenoba sheidzleba mwarmoebeli keratis datvirtuli "grafikis" brali iyos. Inbridingis dros ufro avadmyofi an ganuvitarebeli gochia mosalodneli. Rdzis uqonlobas rac sheexeba shemtxvevit curi xom ar aqvs gamagrebuli naxet

Posted by: ucxo777 23 Aug 2018, 16:56
მეგობრებო თქვენი რჩევა მჭირდება.
დედაღორი უკვე მესამეთ ახურდა,არადა იქამდე იმაკა ორივეჯერ დიუროკის კერატისგან რომელიც 6 თვის არის მაგრამ არ დაიდო,კერატის ბრაია ვითომ რომ პატარაა თუ დედაღორს დავადო დანა? :დ

Posted by: ghost471 23 Aug 2018, 22:37
ucxo777
Im kerats tu umushavia da sxva gorebs dauyriat mashin deda goris bralia uechveli. Ise am bolo dros xshiria dedagorebshi sakvercxeebis problema

Posted by: ucxo777 25 Aug 2018, 14:29
ghost471
მეორე დედაღორმა იმაკა და დაიდო ჩვეულებრივ.არადა პირველი მაკობაა ეს ამისთვის და ასე ატრაკებს. ამ ერთხეაც დავაცდი, კიდევ თუ ახურდა მერე მოუწევს გამობრაკვა

Posted by: vano22 27 Aug 2018, 11:15
QUOTE (romka @ 5 Aug 2018, 11:49 )
გამარჯობათ ჩემ ნაცნობმა მოიყვანა ჯიშიანი ღორები, მაგრამ სამი ზოგს ოთხი გოჭი ეყოლა და დედა იმასაც ვერ ზრდის რძე.არ აქვს რამ შეიძლება გამოიწვიოს ეს თუ გქონიანთ ასეთი შემთხვება, ის ერთ სისხლზეა შენაჯვარიო ამას აბრალის

ეეჰჰჰ


....................

Posted by: maklareni 2 Sep 2018, 20:15
მოგესალმებით მეგობრებო smile.gif მოკლედ ინტერნეტში წავაწყდი თემას,რომელიც ეხებოდა ღორების გაზრდას ისე,რომ ფეკალური მასები არ გვიხდება გასატანი. კერძოდ საუბარი იყო ბიობაქტერიებზე და მოკლედ ავღწერ პროცედურას. სადგომში უნდა ამოითხაროს მიწა დაახლოებიტ 80სმ-1მ სიღრმეზე და ჩაიყაროს ნახერხი, ამ ნახერხში ხდება ამ ბაქტერიბის გაშვება, რომლებიც როგორც ამბობენ უვნებელია ღორისთვის და ადამიანისათვის. როდესაც ღორი გამოიმუშავებს ფეკალურ მასებს ეს ბაქტერიები ამ მასებს მოიხმარენ როგორ საკვებ საშუალებას და ამით ცოცხლობენო. ამასთანავე არ გვიხდება ამ მასების გატანა სადგომიდანო არ არის უსიამოვნო სუნი და არ გვაწუხებენ ბუზები. თუ ვინმეს აქვს გამოცდილება ზემოთხსენებულთან იქნებ მირჩიოს რამდენად რეალურია და თუ ღირს სახლის პირობებში 2 გოჭი გავზარდო ეგრე?
და კიდევ, მაინტერესებს დიოროკის ჯიშზე, როგორ გავარჩიოთ ნამდვილი დიუროკის გოჭი სხვა ჩვეულებრივი წითური გოჭისგან? საიტებზე ყიდიან დიუროკებს მაგრამ მე უფრო ლანდრას ვამსგავსებ მაგათ.
ეს კიდევ ზრდასრული დიუროკი smile.gif
user posted image

Posted by: levani169 2 Sep 2018, 21:34
QUOTE (vano22 @ 27 Aug 2018, 11:15 )
QUOTE (romka @ 5 Aug 2018, 11:49 )
გამარჯობათ ჩემ ნაცნობმა მოიყვანა ჯიშიანი ღორები, მაგრამ სამი ზოგს ოთხი გოჭი ეყოლა და დედა იმასაც ვერ ზრდის რძე.არ აქვს რამ შეიძლება გამოიწვიოს ეს თუ გქონიანთ ასეთი შემთხვება, ის  ერთ სისხლზეა შენაჯვარიო ამას აბრალის

ეეჰჰჰ


....................

.......... ამოიოხრა ვანომ და საწოვარა შეანჯღრია საღორისკენ ჩქარი ნაბიჯით მიმავალმა! gigi.gif gigi.gif gigi.gif

Posted by: ghost471 3 Sep 2018, 08:33
maklareni
Namdvil diuroks saqartveloshi gaarchev umartivesad imito ro ar ari! biggrin.gif ver ishovi aq nagd diuroks najvars da shetitxnils kibatono smile.gifucxo777
Dabrake agar daelodo 95% sakvercxeebis problemaaa.

Posted by: maklareni 3 Sep 2018, 14:43
სალამი მეგობრებო. ვინმეს თუ იცნობთ რომ ყავდეს დიუროკის გოჭები და არა ისეთები როგორიც ghost471 მა თქვა შემეხმიანეთ ან საკონტაქტო ინფო დამიტოვეთ smile.gif
გოჭი უნდა იყოს დაახლოებით ესეთი როგორიც სურათზეა ყურები დაბლა, მოკლე აპრეხილი კუდით და ათლეტური სხეულით biggrin.gif
user posted image
წითური ლანდრას გოჭებზე არ მაქ საუბარი smile.gif

Posted by: Nat_asha 3 Sep 2018, 16:37
maklareni
მასეთი გოჭი არავის ეყოლება და თუ ეყოლება ნამდვილად არ გაყიდის biggrin.gif სუფთა სისხლისები დიდ ფერმებს შემოყავთ და თუ გაყიდიან ან გამობრაკული იქნება ან რაღაცის გამო გაყიდიან. კარგს არავინ გაყიდის მოკლედ ჩემი აზრით

Posted by: ghost471 3 Sep 2018, 18:39
maklareni
Tu xalasi sisxlebi ginda unda shemoiyvano aq ver ishovi. Sadede burvaki daaxloebit 25 kilo cocxali masit 700eurodan zemot ari da sakerate dzviria 2500euro daaxloebit gaachnia romeli fermidan wamoiyvan da romeli seleqciis iqneba.

Posted by: ucxo777 3 Sep 2018, 21:06
ghost471
არასოდეს მქონია მზგავსი შემთხვევა.უნდა დავკლა რამოდენიმე დღეში მაშინ



მეგობრებო რა მაინტერესებს კიდევ,ორი გოჭი გამიხდა ცუდად,აკანკალებდათ და არაფერს ჭამდნენ,მერე ყელი დაუსივდათ და ერთი მოკვდა ერთი გადარჩა მაგრამ იმ გადარჩენილს ყელი დაუსკდა სულ, ეს რა დაავადება შეიძლება იყოს? ღოკია ვითომ

Posted by: vano22 4 Sep 2018, 23:50
levani169 წავიდა ეგ დროbiggrin.gif. დავაშორე სუყველა.. მე ჩემ ცხოვრებაში ღორს ახლოც აღარ გავეკარები..!

maklareni მე მყავდა. ცოტა ადრე რომ გეთქვა შეგხვდებოდა სუფთა ჯიშის დიუროკის გოჭი. ისე კი იშოვება სუფთა ჯიშებიც. შეიძლება აქ დვარნიაშკებს ეძახით მაგრამ 500-600 კგ მდე იზრდებიან 2 წელში და ამაზე მეტი ვის რაში უნდა დაჭირდეს.

* * *
ucxo777

ფოტო დადე ალერგიულ რეაქციას გავს..

Posted by: vixn 5 Sep 2018, 21:42
vano22
ასეთი მცოდნე და პრაქტიკის კაცი შეეშვი მაგ საქმეს? დასაფიქრებელია .

Posted by: Nat_asha 6 Sep 2018, 11:33
vano22
უი ვანო რატო აიყარე გული გოჭუნიებზე? დაახლოებით კი ვიცი, ალბათ შრომა ბევრი უნდა და მოგება აღარ რჩება რასაც წვალობ, თან ბინძური საქმეა. მაგდენი სუფთა საქმიდანაც შეგიძლია იშოვნო. თან ეხლა ღორის წელი მოდის და ცემი აზრით სწორი გადაწყვეტილებაა wink.gif

Posted by: nipara 6 Sep 2018, 12:26
ნუტრიმაქსი თუ გიცდიათ ვინმეს? მაგრად არიან მოდებულები და ვინ არიან სადაურია?

Posted by: vano22 7 Sep 2018, 21:28
vixn ხო და იმედია ეს სხვებისთვისაც სამაგალითო იქნებაsmile.gif


Nat_asha არ ღირდა რა.. ჯერ დრო იხარჯება ანტისანიტარიულ გარემოში მუშაობა ცხოვრების ჩვეულ რიტმსაც არღვევს.. დღეში სულ ცოტა 3-4 ჯერ მიწევდა საღორეში შესვლა და ფაქტიურად შინაპატიმრობაში ვიყავი. მოგება ასე თუ ისე რჩებოდა მაგრამ იმ ინვესტირებული თანხით და დროით რაც ღორების შენახვაში მეხარჯებოდა ბევრად მეტი მოგების მიღება შემიძლია. ერთერთი მთავარი მიზეზი კი ყოველწლიური ღორის ჭირის ეპიდემიებია. ძალიან ბევრს დაეხოცა წელსაც ღორები ზოგს დასიცხვით ზოგსაც ჭირით. ერთი შეცდომა ან უყურადღებობა და ნულზე რჩება კაცი.. ღორის წელს რაც შეეხება მე პასსbiggrin.gif






Posted by: kaxaberski66 16 Sep 2018, 17:51
ადრე დავწერე რომ ჩემს ბიძაშვილს ჰყავდა დედა ღორი და რამდენიმე ბურვაკი.
ეს ბურვაკები გაყიდა 2 დღის წინ 6 თვე ნახევრისა.
ცოცხალი წონა 130 კილოები გამოვიდნენ.
სისხლ გამოშვებულები კილონ 5 ლარად გაყიდა.
რთვლებიდან გამომდინარე ფასმა მოიმატა.
ეხლა ჰყავს 11 ერთი თვის გოჭები ხელოვნური განაყოფიერების გზით მიღებული.

Posted by: ladusha2 20 Sep 2018, 13:35
მოგესალმებით მეგობრებო/ფერმერებოsmile.gif

მაინტერესებს საქონლის და ღორის ფეხების რაოდენობის შეგროვება როგორ შეილება ან სად მაგალითად 20-25 ტონა ? ან გაყინული თუ მოიძებნება საქართველოში რაც მეეჭვება(შემოტანილი რომ არიყოს , ადგილზე რო აკეთებდეს ვინმე საქართველოში)? ძალიან დამეხმარებით !

Posted by: tigvi 26 Sep 2018, 11:53
სალამი. გოჭები მყავს და ოთხიდღეა ორს უკანაფეხეით დგომა გაუჭირდა და ვეტაფთიაკში პენსტრეპ-400 მომცეც და ცოტაშედეგი კიმიცა, ამდილითკი მესამეგოჭი მიემათათ დავარდნილი იყო და ჩქარა სუნთქავდა პირდაღებული, სიცხე გაუზომე და 38,3 ქონდა, ამასაც პენსტრეპი გაუკეთე. რაავადმყოფობა იქნება ხომვერმეტყვით და რაწამალი მიუდგება

Posted by: gig55 28 Sep 2018, 14:06
user posted image გუშინ დაიბადნენ ჩემი 9 პატარა smile.gif

Posted by: kaxaberski66 28 Sep 2018, 20:20
gig55
მშვენიერი გოჭუნები არიან. მერამდენე დაყრაა? ალბათ პირველი ხომ.

Posted by: gig55 29 Sep 2018, 00:29
kaxaberski66
კი პირველია იმედია მოასწრებენ აცივებამდე გაზრდას

Posted by: vano22 30 Sep 2018, 21:50
tigvi
პოლი რა მასალისაა? და სველია თუ მშრალი? ფეხებზე ნაკბენები არ შეგიმჩნევია? ვირთხის ნაკბენზე იცის ეგ სიმპტომები

Posted by: pytgon 2 Oct 2018, 12:43
vano22
სალამი ვანო
რას აპირებ? სოფლის მეურნეობას შეეშვები თუ სხვა ცხოველზე გადახვალ?

Posted by: vano22 2 Oct 2018, 16:41
pytgon გაგიმარჯოს
. არა მასე გამწყრალიც არ ვარ რომ ყველაფერზე ხელი ავიღოbiggrin.gif უბრალოდ მეღორეობა არაა საჩემო საქმე.. მუშაობა არ მეზარება მაგრამ მეტისმეტად საწვალებელი და სანერვიულო საქმეა. მთავარი პრობლემა კი ღორის ხორცის სიიაფეა, რაც ჯდება წარმოება იმ ფასად რეალიზაციას ვერ ახდენ რადგან ვაჭრებმა თუ 1х1 ში არ მოუგეს ისე არ ყიდულობენ და ფაქტიურად მათ გასამდიდრებლად გამოდის წვალება.. 2-3 წლის წინ კარგი ფასი ქონდა როგორც გოჭს ასევე ხორცს წელს კი ძალიან დაიაფდა 7 ლარად კი არა 5 ლარადაც კი ჭირს გაყიდვა.

Posted by: levani169 2 Oct 2018, 16:47
vano22
ვანო,ღორების დაკოდვის თემა მაქვს და შენ როგორც ვეტერინარულად გამობრძმედილ ფერმერს გკითხავ,რა წამლები ვახმარო ოპერაციის დროს.ორი შვილივით ნაზარდი ღორუკა მყავს და მაგათ რომ რამე დაუშავდეთ თავს ვიკლავ ეგრევე! biggrin.gif

Posted by: It_was_ALL_a_DREAM 2 Oct 2018, 17:05
QUOTE (levani169 @ 2 Oct 2018, 16:47 )
ორი შვილივით ნაზარდი ღორუკა მყავს და მაგათ რომ რამე დაუშავდეთ თავს ვიკლავ ეგრევე! biggrin.gif

lol.gif lol.gif lol.gif lol.gif lol.gif

Posted by: vano22 2 Oct 2018, 18:36
levani169

ტეტანუსზე აცერი სუფთად გყავდეს. დილა საღამოს პერეკისით დაუმუშავე და მწერების საწინააღმდეგო პუდრა მიაყარე. თუ ინფექცია არ წავა ანტიბიოტიკები არ დაჭირდება. ოპერაცია ნორმალურ ვეტექიმს გააკეთებინე ვინც მაშებით და კეტგუტის ძაფით ძარღვებს დაკეტავს და არაფერი არ მოუვათ

Posted by: levani169 2 Oct 2018, 19:38
vano22
QUOTE
ტეტანუსზე აცერი

ხო,ტეტანუსზე აუცილებლად,ძვირია მაგრამ აუცილებელი!
ადრე (წინა წლებში) ძველ მეღორე ხალხს ვაკოდინებდი ხოლმე მაგრამ აღარ არიან ისინი,დაბერდნენ ძაან,არადა არც ძაფს ხმარობდნენ და არც მაშებს,100 გრამი სპირტივით არაყი (ნახევარი ჭრილობაზე,ნახევარი ექიმის ხახაში) და ეგ იყო,აფსუს!

Posted by: vano22 2 Oct 2018, 20:00
levani169 და მეორე დღეს ექიმი სუფრის თავში თავისი 100 გრამიანით მწვავე ანემიის გამო დავარდნილი ბურვაკის მწვადით ხელში??smile.gif

Posted by: pytgon 2 Oct 2018, 20:09
vano22
რას აპირებ სამომავლოდ ? რომელ მეცხოველეობას? თუ ზოგადად ტოვებ სოფლის მეურნეობას

Posted by: levani169 2 Oct 2018, 20:36
QUOTE (vano22 @ 2 Oct 2018, 20:00 )
levani169 და მეორე დღეს ექიმი სუფრის თავში თავისი 100 გრამიანით მწვავე ანემიის გამო დავარდნილი ბურვაკის მწვადით ხელში??smile.gif

წარმოიდგინე და სრულიად ჯანსაღად მთავრდებოდა ხოლმე ოპერაციები!

Posted by: kakuna123 3 Oct 2018, 00:06
levani169
მე ეხლაც მოხუც გამოცდილ ბაბუებს ვაკოდინებ ხოლმე და .. ჯვარისწერიათ და ყოველთვის კარგად ჩაივლის ხოლმე უპრობლემოდ, არანაირი მოკერვა და რამე.. მხოლოდ სპირტი და ბრიტვა biggrin.gif

Posted by: gig55 3 Oct 2018, 20:38

ბაბუაჩემი კოდვს სპირტი ნაცარი ერთხელ 50 კილოიანი დაკოდა მშვენივრად იყო არაფელი მოსვლია

Posted by: Zmuzu 23 Oct 2018, 18:52
vano22
levani169
QUOTE
ტეტანუსზე აცერი

სახლის არაყია მაგის ტეტანუსი და ერთი დღე სუფთა შენობაში ჩაკეტვა ჭამის გარეშე

Posted by: ghost471 23 Oct 2018, 22:00
Zmuzu
რამდენი ღორი გყავს გაზრდილი?

Posted by: Nat_asha 24 Oct 2018, 17:04
vano22
რამდენი ხანია აღარ დამინახიხარ biggrin.gif სწორია და დროული მეღორეობას თავი დაანებე. ეხლა ღორის წელი მოდის და არ გიწყინოს biggrin.gif biggrin.gif მეღორეობა შრომატევადი და ბინძური საქმეა და შემოსავლიანობა ნაღდად ნაკლები აქვს. საშენოდ თუ გაზრდუ 1-2 ცალს კაი სამწვადე ხორცი რო გქონდეს და იცოდე რას ჭამ, თორე ეხლა ქართულ ბაზარზე არ ღირს ნაღდად. რამეს გამოიძებნი შენ ისე არ გაჩერდები biggrin.gif

Posted by: vano22 7 Nov 2018, 16:04
Zmuzu
gig55

ხო მაგრამ რომ გადაბრუნდეს და მოკვდეს ის ბურვაკი თუ ღორი მაგის პროცენტული ალბათობა როდის უფრო მეტია როცა ბრიტვით და არყით აკეთებ ოპერაციას თუ ჩემ მიერ აღწერილი მეთოდით? ერთი დღე ჩაკეტვაც არ შველის რადგან ჭრილობა 10 დღემდე არ იხურება. მე ბევრი შემთხვევები ვიცი როცა ტეტანუსით მომკვდარა ღორი ან სისხლის დაკარგვით ამიტომ არავის ვურჩევ გარისკვას.




Nat_asha
საოჯახოდ სულ მეყოფა რაც ამ 2 წელში ვისწავლეbiggrin.gif. გოჭის წელს რაც შეეხება კახელებს სხვა კალენდარი გვაქsmile.gif

Posted by: levani169 7 Nov 2018, 17:40
Nat_asha
QUOTE
ეხლა ღორის წელი მოდის და არ გიწყინოს

lol.gif lol.gif lol.gif
წარმოიდგინე აბა,შამფურწე ასხმული ღორის შიშხინა მწვადი და თუ ტრიხონელოზი არა აქვს როგორ უნდა გიწყინოს ჰა? biggrin.gif

Posted by: Trump 9 Nov 2018, 12:40
გოჭი რამდენ თვემდე ითვლება? ორი თვის გოჭია თუ უკვე სკოლის მოსწავლე?

Posted by: BioIka 9 Nov 2018, 15:09
levani169
QUOTE
ტრიხონელოზი

ამ დაავადებაზე ვერაფერი ვიპოვე ინტერნეტში. სხვა თემაშიც დაწერე ტყეში გაზრდილ ღორებში დიდი რისკია დაავადებებისო. როგორ შეიძლება ამ რისკებისგან დაზღვევა? არის რამე აცრები? ან ღორის ხორცის მოხარშვა თუ შველის ამ დაავადებებს? სანამ რეალიზაციაში გავუშვებთ ყველა ღორს ანალიზები უნდა გავუკეთოთ? სასაკლაოზე რომ დავაკვლევინოთ ღორები იქ ყველაფერზეარ მოწმდება ხორცი?

Posted by: levani169 9 Nov 2018, 19:07
BioIka
http://georgianels.ge/2017/10/%E1%83%A6%E1%83%9D%E1%83%A0%E1%83%98%E1%83%A1-%E1%83%93%E1%83%90%E1%83%90%E1%83%95%E1%83%90%E1%83%93%E1%83%94%E1%83%91%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98-%E1%83%A2%E1%83%A0%E1%83%98%E1%83%A5%E1%83%98/
ტრიქინელოზი ღორის გავრცელებული და მეტად მძიმე დაავადებაა. ხშირად ავადდება ადამიანიც. ტრიქინელოზი გავრცელებულია მთელს მსოფლიოში. საქართველოში ადამიანის დასნებოვნების ძირითადი წყაროა შინაური და გარეული ღორი, მურა დათვი.

ეტიოლოგია. დაავადების გამომწვევია მრგვალი პარაზიტული ჭია – Trichinella spiralis, სიგრძით 4 მმ-მდეა. სქესობრივად მომწიფებული ტრიქინელები ბინადრობენ ნაწლავებში, ხოლო ჩანასახოვანი ფორმები (ლარვები) განივზოლიან კუნთებში. მდედრი ტრიქინელები ცოცხლად მშობი არაიან. დაავადება ვრცელდება ალიმენტარული გზით. ამთვისებელი ცხოველები და ადამიანი ინვაზირდებიან თერმულად დაუმუშავებელი ტრიქინელოზიანი ხორცით. ტრიქინელას ცირკულაციის ძირითად რგოლს მტაცებლები წარმოადგენენ. ტრიქინელას ცოცხალი ჩანასახები ნაწლავებიდან ლიმფური სადინრებით და სისხლძარღვებით ვრცელდებიან მთელს ორგანიზმში და იბუდებენ განივზოლიან კუნთებში, განსაკუთრებით ნეკნთაშუა, საღეჭ კუნთებში, დიაფრაგმის კუნთებში, ენის, ხახისა და თვალების კუნთებში. აქ ტრიქინელები 2-3 კვირის შემდეგ იხვევიან სპირალად, ინკაფსულირდებიან, ზოგიერთები გაიკირება. ნაწლავის სტადიის ხანგრძლივობა დაახლოებით 2 თვეა. კუნთოვანი ტრიქინელები სიცოცხლისუნარიანობას ინარჩუნებენ 20 წლამდე და მეტი დროის განმავლობაში.

დაავადების სიმპტომები. ინკუბაციური პერიოდი გრძელდება 3-დან 45 დღემდე. დაავადების ნიშნები ყოველთვის არაა გამოხატული. დაავადების დასაწყისისათვის დამახასიათებელია ტკივილი მუცლის არეში, პირღებინება, ფაღარათი, ცხელება. კუნთების ინვაზირება იწყება პირველი კვირის ბოლოს და დამახასიათებელია შეშუპება თვალების ირგვლივ, კონიუნქტივიტი სისხლჩაქცევებით, კუნთების ტკივილი და საერთო სისუსტე. შეიძლება განვითარდეს გამონაყარი, გულის კუნთის, ფილტვებისა და ცენტრალური ნერვული სისტემის დაზიანება. დაავადების ხანგრძლივობაა 2-3 დღიდან 8 კვირამდე და მეტი.

დიაგნოზი. დაავადების დიაგნოზი ეფუძნება ეპიდემიოლოგიურ და დამახასიათებელ კლინიკურ მონაცემებს. გამოიყენება სეროლოგიური რეაქციები ანტიგენთან. დიაგნოზის დამადასტურებელია ტრიქინელების აღმოჩენა კუნთებში.

მკურნალობა. ცხოველებში მკურნალობა არ არის შემუშავებული.

პროფილაქტიკა. ტრიქინელოზის წინააღმდეგ ბრძოლა და მისი პროფილაქტიკა ხორციელდება სპეციალური ინსტრუქციით, რომელიც ითვალისწინებს ადამიანის და სასოფლო-სამეურნეო ცხოველთა ტრიქინელოზის დიაგნოსტიკის, ეპიდემიოლოგიისა და პროფილიკაქტიკის ყველა მომენტს. აუცილებელია ღორისა და დათვის ხორცის შემოწმება ტრიქინელოსკოპით. სასაკლაოებისა და სამზარეულოების ნარჩენები უნდა გაუვნებლდეს თერმული დამუშავებით და ამის შემდეგ მიეცეს ცხოველებს საკვებად.

Posted by: BioIka 10 Nov 2018, 16:44
levani169
მადლობა ინფოსთვის. შენ უკეთებ ხოლმე ხორცს ტიქინელოსკოპით ანალიზს? სად შეიძლება მაგ ანალიზის გაკეთება და რა ხარჯებთანაა დაკავშირებული ხომ არ იცი?

Posted by: levani169 10 Nov 2018, 19:15
QUOTE (BioIka @ 10 Nov 2018, 16:44 )
levani169
მადლობა ინფოსთვის. შენ უკეთებ ხოლმე ხორცს ტიქინელოსკოპით ანალიზს? სად შეიძლება მაგ ანალიზის გაკეთება და რა ხარჯებთანაა დაკავშირებული ხომ არ იცი?

ნებისმიერი ვეტერინარი აკეთებს და თუ მიკროსკოპს იშოვი თვითონაც შესძლებ,მარტივი პროცედურაა.მუცლის ნაწილიდან აათლი პატარა ხორცის ფენას და მიკროსკოპში ჩახედავ,ჭია თუა გამოჩნდება ეგრევე!

Posted by: BioIka 12 Nov 2018, 23:47
levani169
QUOTE
ნებისმიერი ვეტერინარი აკეთებს და თუ მიკროსკოპს იშოვი თვითონაც შესძლებ,მარტივი პროცედურაა.მუცლის ნაწილიდან აათლი პატარა ხორცის ფენას და მიკროსკოპში ჩახედავ,ჭია თუა გამოჩნდება ეგრევე!

მადლობა smile.gif აბა თუ მასეთი მარტივია არ ყოფილა ღორების ტყეში გაშვება პრობლემა smile.gif
თუ შეეყარა ეგ ტრიქინილიოზი ხორცის მაგრად მოხარშვა და ძაღლებისთვის მიცემა შეიძლება ალბათ ხო? მეცხვარის ძაღლების ყოლას ვაპირებ და იმათ კარგი ჭამა დასჭირდებათ

Posted by: rockforever 13 Nov 2018, 10:49
BioIka
QUOTE
მადლობა  აბა თუ მასეთი მარტივია არ ყოფილა ღორების ტყეში გაშვება პრობლემა 
თუ შეეყარა ეგ ტრიქინილიოზი ხორცის მაგრად მოხარშვა და ძაღლებისთვის მიცემა შეიძლება ალბათ ხო? მეცხვარის ძაღლების ყოლას ვაპირებ და იმათ კარგი ჭამა დასჭირდებათ


ღორის ხორცი

სასტიკად მავნებელია ძაღლისთვის.


Posted by: BioIka 13 Nov 2018, 14:42
rockforever
QUOTE
ღორის ხორცი

სასტიკად მავნებელია ძაღლისთვის.

მადლობა ინფოსთვის, არ ვიცოდი.

Posted by: kaxaberski66 13 Nov 2018, 21:48
BioIka
QUOTE
ღორის ხორცი

სასტიკად მავნებელია ძაღლისთვის.

მართალს ამბობს rockforever
ჩემი ძმის, ქართული მთის ძაღლი შეიწირა მკვდარმა ორი კვირის ასაკის გოჭმა, რომელიც მიუგდო საჭმელად თვითონვე.

Posted by: Nat_asha 13 Nov 2018, 22:12
BioIka
QUOTE
ღორის ხორცი

სასტიკად მავნებელია ძაღლისთვის.

ეგ უნდა დამეწერა, ღორის ხორცი არ შეიძლება ძაღლისთვის, ეგრევე ნაღველზე ერხევა და შეიძლება ლეტალურადაც დამთავრდეს. ჩემი ძაღლი ზოგჯერ ახერხებს და სამწვადეს იპარავს ხოლმე ერთ ნაჭერს და მერე ორიკვირა გულისრევით კვდება ხოლმე biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif

Posted by: ghost471 13 Nov 2018, 22:37
ცხვრის ხორციც არ შეიძლება ძაღლისთვის მარა ცხვარში მთლიან მკვდარ ბატკანს ჭამენ ძაღლები მთელი დოლი არ აკლიათ ცხვრის ლეში. ძაღლის გენეტიკას და მიჩვევას გააჩნია რამდენად აიტანს

Posted by: levani169 13 Nov 2018, 23:55
პირველად მესმის ძაღლს ხორცი სწყენდეს.
მეცხვარე-მეჯოგეებს თუ რამე დაცემული ცხოველი არსებობს ყველაფრის ხორცს აჭმევენ ოღონდ საჭმელი აჭამონ ძაღლებს და ჯერ არავის არ მოკვდომია არაფერი.
ჩემი ცუგაც გემრიელად მიირთმევს ხორცს (ძირითადად ღორისას),ნაწყენი მხოლოდ მაშინ არის ხმელა პურს თუ მივუგდებ თორე ღორის ჩიჩია იცოცხლეთ უყვარს.

Posted by: vixn 14 Nov 2018, 10:33
[b]levani169[/b
] მგონი
იგულისხმება პარაზიტები, რომელიც შეიძლება გადაედოს,

Posted by: BioIka 14 Nov 2018, 12:12
kaxaberski66
QUOTE
ჩემი ძმის,  ქართული მთის ძაღლი შეიწირა მკვდარმა ორი კვირის ასაკის გოჭმა, რომელიც მიუგდო საჭმელად თვითონვე


Nat_asha
QUOTE
ეგ უნდა დამეწერა, ღორის ხორცი არ შეიძლება ძაღლისთვის, ეგრევე ნაღველზე ერხევა და შეიძლება ლეტალურადაც დამთავრდეს.  ჩემი ძაღლი ზოგჯერ ახერხებს  და სამწვადეს იპარავს ხოლმე ერთ ნაჭერს და მერე ორიკვირა გულისრევით კვდება ხოლმე     


ჰმ, არ მეგონა მასე ძალიან საშიში თუ იყო. ისე რისი ბრალია ხო არ იცით? ცხიმიანი ცხვრის ხორციც ხო არის მარა მამაჩემი და პაპაჩემი ცხვარში როცა დადიოდნენ ვიცი რომ მეცხვარის ძაღლები ჰყავდათ და ცხვრის ხორცსაც აჭმევდნენ ხოლმე.

რა კაია ძაღლი რომ არ ვარ, კაი მწვადებზე უარს ვერ ვიტყოდი მაინც და ნაღველაზე დამერხეოდა biggrin.gif

კახაბერ ქართულ მთის ძაღლებში ერკვევი? საახალწლოდ მინდა ყაზბეგურს რომ ეძახიან მოკლებეწვიანს, მასეთი დედალი ლეკვი მოვაყვანინო ჩემებს, მომავალში ლეკვებს რომ დაყრის ჩვენ ფერმაში რომ წავიყვანო და იქ ვიყოლიოთ. უკვე ავარჩიე ვისგანაც წამოვიყვან, მაგ ძაღლის და მისი შვილის სურათები და ვიდეოები ვნახე და ორ ფეხზე რომ დგება 10 თვის მამალი დაახლოებით 1,7 მეტრა ხდება smile.gif მარა ჩემმა ძმამ ინფორმაცია რომ მოიძია ცოტა ყოყმანობს, კარგი აღზრდა უნდა და ვერ მოვახერხებთო, თუ კარგად არ აღზარდე ძალიან ჯიუტები არიან და დამორჩილება გაგვიჭირდება როცა გაიზრდებაო. დიდი ზომის გამო პრობლემური იქნება მართლა თუ ვერ დაიმორჩილე.
თბილისში პატარა ეზო გვაქვს ეგრე 100 კვადრატული და იქ ვფიქრობდი გაზრდას. შენ როგორ ფიქრობ დილა საღამოს ნახევარი საათით გასეირნების და სამუშაო დღეებში დღისით მარტო ყოფნის შემთხვევაში, დამჯერი ძაღლი გამოვა?

ჰოდა კიდე, თბილისში გაზრდილი ძაღლის შვილები გამოდგებიან სოფელში ძროხების და თხების ნახირში სამუშაოდ? თუ ჯობია დრო რომ მოვა მეცხვარეებს მივაკითხო და იქიდან წამოვიყვანო?


Posted by: tamashi 14 Nov 2018, 12:38
ეჰ, 8 თვე ვზრდიდი და ველოდებოდი საახალწლოდ გოჭებს.
პირველმა დაყარა 4 ცალი ოთხივე მკვდარი, 3 ცალის იმედზე ვიყავი. დღე დღეზე უნდა დაეყარათ და უცბათ რომელსაც უნდა დაეყარა ატყდა.
რამე შეცდომებია დაშვებული თუ რატომ? არ მომიკლია არაფერი, სიმინდზე და ქერზე გავზარდეთ სოფელში. ლანდრას ნორმალური ჯიშია. 1 წლისები არიან 10 კილოიანები, ძალიან დიდებიც არ გაიზარდნენ. sad.gif
რა ვუყო?

Posted by: Nat_asha 14 Nov 2018, 18:11
levani169
vixn
QUOTE
მგონი
იგულისხმება პარაზიტები, რომელიც შეიძლება გადაედოს,

BioIka
QUOTE
ჰმ, არ მეგონა მასე ძალიან საშიში თუ იყო. ისე რისი ბრალია ხო არ იცით? ცხიმიანი ცხვრის ხორციც ხო არის მარა მამაჩემი და პაპაჩემი ცხვარში როცა დადიოდნენ ვიცი რომ მეცხვარის ძაღლები ჰყავდათ და ცხვრის ხორცსაც აჭმევდნენ ხოლმე.

ცხვრის ხორცი კიბატონო და ნებისმიერი სხვა ხორცი, თევზი ყველაფერი, მაგრამ ღორის ხორცი ნურასუკაცრავად, პარაზიტები არაფერშუაშია. ღორის ხორცი ეგრევე ნაღველზე ურტყამს. ნაღველს აღიზიანებს ძალიან. ვეტექიმმა რომ მითხრა მეც ვიფიქრე რომ ნეტა რას ბოდავს ყველაფრის ხორცს ჭამს ძაღლითქო და მელევე ერთი ნაჭერი სამწვადე მოიპარა და ყურადღება დიდად არ მმიმიქცევია, ხოდა მაგის მერე თითქმის ერთი თვე ისეთი გულისრევები ქონდა, საწმელსაც ვეღარ ჭამდა, სულ ნაღველი ამოსდიოდა და ასხავდა მწვანე სითხეს. ალოხოლს და რაღაცა წამლებს ვასმევდი. მერე კიდევ მოხდა ფაქტი რომ დედაჩეემ აშემთხვევით მისცა შერეული ფარში, და მაშინაც ძალიან ცუდად იყო. მოკლლედ პრაქტიკაში გამოვცადე რომ ნაღდად დედა უტირა და იმენა რომ მიუგდო და გაძღეს ღორის ხორცით , ალბათ მოკვდება. მოყოლილით ვიცი რომ სიკვდილის ფაქტიც ყოფილა. მოკლედ ეს არის ჩემი გამოცდილება და ვეტექიმებსაც შეგიძლიათ დაეკითხოთ. ცხვარი ქატამი საქონელი იცოცხლე მშვენივრად ერგება რამდენიც გინდა მიეცი biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif

Posted by: kaxaberski66 15 Nov 2018, 22:39
BioIka
QUOTE

კახაბერ ქართულ მთის ძაღლებში ერკვევი?

რომ გითხრა რომ ექსპერტი ვარ, ნამდვილად არა. მაგრამ შეხება მქონია და რაღაც დონეზე გამოცდილება მაქვს.
QUOTE
მარა ჩემმა ძმამ ინფორმაცია რომ მოიძია ცოტა ყოყმანობს, კარგი აღზრდა უნდა და ვერ მოვახერხებთო, თუ კარგად არ აღზარდე ძალიან ჯიუტები არიან და დამორჩილება გაგვიჭირდება როცა გაიზრდებაო. დიდი ზომის გამო პრობლემური იქნება მართლა თუ ვერ დაიმორჩილე.

ჯიუტები ნამდვილად არიან.
მათ განსაკუთრებული აღზრდა მაინც და მაინც არ ჭირდებათ.
რითაც გამოირჩევიან ქართული გინდა გრძელ ბეწვიანი და გინდა ქოსა ძაღლები სხვა, ხელოვნურად სხვადასხვა ჯიშის ძაღლების შეჯვარების შედეგად მიღებული ჯიშებისგან, არის ის რომ, ქართულ ძაღლებს გენეტიკურად შეუძლიათ სწორად შეაფასონ სიტუაცია და იმოქმედონ თავიანთი გადაწყვეტილების მიხედვით.
აი ხელოვნურ ძაღლებს კი ნამდვილად სჭირდებათ მასწავლებელი სწორად აღზრდისთვის.
ქართულებს უყვართ დომინანტად ყოფნა.

QUOTE
თბილისში პატარა ეზო გვაქვს ეგრე 100 კვადრატული და იქ ვფიქრობდი გაზრდას. შენ როგორ ფიქრობ დილა საღამოს ნახევარი საათით გასეირნების და სამუშაო დღეებში დღისით მარტო ყოფნის შემთხვევაში, დამჯერი ძაღლი გამოვა?

QUOTE
ჰოდა კიდე, თბილისში გაზრდილი ძაღლის შვილები გამოდგებიან სოფელში ძროხების და თხების ნახირში სამუშაოდ? თუ ჯობია დრო რომ მოვა მეცხვარეებს მივაკითხო და იქიდან წამოვიყვანო?

ზევით დავწერე რომ ქართული ძაღლები ხშირად თავიანთი ინტუიციით მოქმედებენ და ზოგჯერ შეიძლება არც დაგიჯეროს.
თუმცა რეალურად ისინი თავის მოქმედებაში არ ცდებიან.
თბილისში გაზრდილი ძაღლის შვილებიც გამოდგებიან საქონელთან, მაგრამ მეცხვარეებისგან წამოყვანილები უკეთესები იქნებიან. რადგან მათ წინა თაობებს უწყვეტი ურთიერთობა ჰქონდათ საქონელთან.
საერთოდ როცა ლეკვები იზრდებიან საქონელთან დედის ან უფროსი ძაღლების გვერდით, ამ დროს ლეკვები უფროსი ძაღლებისგან იწვრთნებიან და სწავლობენ თუ რა დროს რა უნდა აკეთონ და როგორ მოიქცნენ.
თბილისის ლეკვებიც ისწავლიან ისევე, თუ მათ ფერმაში დახვდებათ გამოცდილი ძაღლი.
ამ ფორუმზე თემების ჩამონათვალში არის განყოფილება ფლორა და ფაუნა.
იქ კავკასიური ნაგაზის და ქართული მთის ძაღლის თემებში შემოდის andro ph ნიკით პიროვნება, რომელიც ექსპერტის დონეზე ერკვევა ქართულ ძაღლებში და შეგიძლია მას დაუსვა კითხვები და მიიღებ ძალზედ კომპეტენტურ პასუხებს.

Posted by: BioIka 16 Nov 2018, 12:15
kaxaberski66
დავეკონტაქტე ანდროს უკვე კახაბერ, გუშინწინ ღამით მივწერე ფეისბუქზე და ამომწურავი პასუხებიც გამცა smile.gif მაგარი ჯიგარი ტიპია, დაუზარელი.
იმანაც ეგრე მითხრა ცხვრიდან წამოყვანილი ძაღლი უკეთესად გაგიკეთებს საქმესო, მარა ერთი პრობლემაა. მეცხვარეები გამრავლებისას არ აქცევენ ყურადღებას რომელ ძაღლთან ჯვარდებიან და შეიძლება "უჯიშო" ლეკვი გამოგადგესო.
ჯერ კიდე ვერ ჩამოვყალიბებულვარ როგორ ვქნა, საახალწლოდ რომ დაყრის კარგი ჯიშიანი ძაღლია და არ მინდა ხელიდან გაშვება. ალბათ წამოვიყვან მაგ ლეკვს და ეგ რომ დაყრის იმ ლეკვებს გავუცვლი მეცხვარეებს. ან 1-2 ცალ 5-6 თვის ლეკვს მერე მეცხვარეებისგან ვიყიდი, რომლებსაც ნასწავლი ექნებათ უკვე და უკეთესად შეეძლებათ საქმის კეთება და ამათაც ასწავლიან smile.gif თავიდან 3-4 ლეკვი რომ გავზარდოთ საკმარისი იქნება ალბათ.

Posted by: kaxaberski66 17 Nov 2018, 19:12
BioIka
QUOTE
მაგარი ჯიგარი ტიპია, დაუზარელი.

კი. ყურადღებიანი და მცოდნეა.
ამას კი ის განაპირობებს რომ უყვარს ძაღლი და არა თუ ეზარება, ეხალისება კიდევაც თავისი ცოდნის სხვისთვის გაზიარება.
იყო სადღაც ამ ფორუმის მსგავსი, სადაც ძაღლების პატრონები შემოდიოდნენ და ერთმანეთს აზრებს უზიარებდნენ.
ეხლა აღარ მახსოვს რა ერქვა.
თუ გავიხსენე დავწერ.
QUOTE
მეცხვარეები გამრავლებისას არ აქცევენ ყურადღებას რომელ ძაღლთან ჯვარდებიან და შეიძლება "უჯიშო" ლეკვი გამოგადგესო.

მეცხვარეებს გააჩნია. მათაც უნდათ რომ ფარაში კარგი ძაღლები ჰყავდეთ.
ისე კი მძუნაობისას, ძუს ძირითადად ეუფლება იმ ფერმაში არსებული ხვადებიდან დომინანტი ხვადი.
QUOTE
საახალწლოდ რომ დაყრის კარგი ჯიშიანი ძაღლია და არ მინდა ხელიდან გაშვება

თუ კარგი სისხლის ძაღლია წამოიყვა.
ერთ ამბავს მოგიყვები მეცხვარის ძაღლზე.
მე და ჩემი ძმა პატარები ვიყავით. ჯერ სკოლაში არ დავდიოდით.
მამას ვეხვეწებოდით, რომ მეცხვარე ძაღლის პატარა ლეკვი მოეყვანა ჩვენთვის.
ჩემს სოფელზე გადიოდნენ ფარები მომთაბარეობის დროს და ძაღლებს რომ ვხედავდით, გვინდოდა რომ ჩვენც გვყოლოდა ასეთი ლეკვი.
მამაჩემი ვეტექიმი იყო, სულ ფერმებში დადიოდა და არ გაუჭირდებოდა ლეკვის მოყვანა.
ჩვენთან მეზობლად ცხოვრობდა მეცხვარეობის ფერმის ბრიგადირი.
იმან გვითხრა მე მყავს სახლში ლეკვები და რომელიც გინდათ წამოიყვანეო.
მივედით მე და ჩემი ძმა და ერთი თეთრი ფუმფულა ლეკვი წამოვიყვანეთ.სახელად ჩანგურა დავარქვით და ჩვენს სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა.
გამოდგა უჭკვიანესი მწყემსი ძაღლი. ქოსა გამოდგა.
სახლში ღორები გვყავდა. ერთმა ღორმა დააგდო ორი გოჭი.
ღორები იმ დროს ჩვენთან სოფელში თავისუფლად დადიოდნენ უპატრონოდ. საღამოთ ჭმევის დროს სახლში ბრუნდებოდნენ.
ეს ჩემი ძაღლი, ჯერ კიდევ თვითონ ლეკვი, წავიდოდა, მოძებნიდა ჩვენს ღორებს დაირეკავდა და მოჰყავდა სახლში.
სანამ სალაფავს გავუკეთებდით ღორებს, ჩადგებოდა ხოლმე სალაფავის გამკეთებელს და ღორებს შორის და სანამ საკვებურებში არ ჩავუსხავდით, ღორებს არ მოუშვებდა ახლოს.
ბებიამ დედაჩემს ჩრიხვები(ვარიები) აჩუქა და ყველა დააფრთხო და გააქცია. ჩათვალა რომ ღადგანაც ჩვენთან დაზრდილები არ იყვნენ, უცხოები იყვნენ და ერჩოდა.
ჩემს ძმას საბავშვო ბაღში აკითხავდა ბავშვის წამოყვანის დრო რომ მოვიდოდა და მე სკოლაში მაკითხავდა თუ ცოტა შემაგვიანდებოდა.
ვინ მოსთვლის კიდევ რამდენი ჭკვიანური საქციელი ჩაუდენია.
ეს ყველაფერი გენეტიკაში ეჯდა. უფროსი ძაღლები არ გვყოლია მაგრამ, რომ იზრდებოდა, თვითონ ხვდებოდა რა უნდა ეკეთებინა.
სხვა ჯიშის ძაღლებს კი წვრთნა უნდათ.
თუ ლეკვის არჩევის საშუალება მოგეცა, მაგ ანდროს კითხე როგორ აარჩიო სწორად ლეკვი.


Posted by: BioIka 18 Nov 2018, 00:29
kaxaberski66
QUOTE
ერთ ამბავს მოგიყვები მეცხვარის ძაღლზე.
მე და ჩემი ძმა პატარები ვიყავით. ჯერ სკოლაში არ დავდიოდით.
მამას ვეხვეწებოდით, რომ მეცხვარე ძაღლის პატარა ლეკვი მოეყვანა ჩვენთვის.
ჩემს სოფელზე გადიოდნენ ფარები მომთაბარეობის დროს და ძაღლებს რომ ვხედავდით, გვინდოდა რომ ჩვენც გვყოლოდა ასეთი ლეკვი.
მამაჩემი ვეტექიმი იყო, სულ ფერმებში დადიოდა და არ გაუჭირდებოდა ლეკვის მოყვანა.
ჩვენთან მეზობლად ცხოვრობდა მეცხვარეობის ფერმის ბრიგადირი.
იმან გვითხრა მე მყავს სახლში ლეკვები და რომელიც გინდათ წამოიყვანეო.
მივედით მე და ჩემი ძმა და ერთი თეთრი ფუმფულა ლეკვი წამოვიყვანეთ.სახელად ჩანგურა დავარქვით და ჩვენს სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა.
გამოდგა უჭკვიანესი მწყემსი ძაღლი. ქოსა გამოდგა.
სახლში ღორები გვყავდა. ერთმა ღორმა დააგდო ორი გოჭი.
ღორები იმ დროს ჩვენთან სოფელში თავისუფლად დადიოდნენ უპატრონოდ. საღამოთ ჭმევის დროს სახლში ბრუნდებოდნენ.
ეს ჩემი ძაღლი, ჯერ კიდევ თვითონ ლეკვი, წავიდოდა, მოძებნიდა ჩვენს ღორებს დაირეკავდა და მოჰყავდა სახლში.
სანამ სალაფავს გავუკეთებდით ღორებს, ჩადგებოდა ხოლმე სალაფავის გამკეთებელს და ღორებს შორის და სანამ საკვებურებში არ ჩავუსხავდით, ღორებს არ მოუშვებდა ახლოს.
ბებიამ დედაჩემს ჩრიხვები(ვარიები) აჩუქა და ყველა დააფრთხო და გააქცია. ჩათვალა რომ ღადგანაც ჩვენთან დაზრდილები არ იყვნენ, უცხოები იყვნენ და ერჩოდა.
ჩემს ძმას საბავშვო ბაღში აკითხავდა ბავშვის წამოყვანის დრო რომ მოვიდოდა და მე სკოლაში მაკითხავდა თუ ცოტა შემაგვიანდებოდა.
ვინ მოსთვლის კიდევ რამდენი ჭკვიანური საქციელი ჩაუდენია.
ეს ყველაფერი გენეტიკაში ეჯდა. უფროსი ძაღლები არ გვყოლია მაგრამ, რომ იზრდებოდა, თვითონ ხვდებოდა რა უნდა ეკეთებინა.

როგორ მიყვარს ესეთი ისტორიები smile.gif მთიულეთში მაქვს სოფელი და საღამოზე ცხონებული ბებიაჩემი რომ ძროხებს მოწველიდა და საქმეს მორჩებოდა სულ ასეთ ისტორიებს მიყვებოდა ხოლმე მეცხვარეებზე და სოფლის ხალხზე smile.gif ამაზე სასიამოვნო მოსასმენი ჩემთვის არაფერი იყო. მამაჩემს და ცხონებულ ბიძაჩემსაც ბევრი მოუყოლია მეცხვარის ძაღლების სიჭკვიანეზე, თან როგორც შენ დაწერე, კინოლოგები მთაში არ ჰყოლიათ და არც რამენაირად წვრთნიდნენ ძაღლებს. როგორც ადამიანებში გადაეცემოდათ თაობიდან თაობას ცოდნა ძაღლებიც ისე იყვნენ რა, პრაქტიკაში სწავლობდნენ და მომავვალ თაობას ასწავლიდნენ smile.gif
კი აუცილებლად წამოვაყვანინებ დედალ ლეკვს, ანდრომაც დამიდასტურა სურათები რომ ვანახე მშვენიერი ძაღლებიაო smile.gif
QUOTE
თუ ლეკვის არჩევის საშუალება მოგეცა, მაგ ანდროს კითხე როგორ აარჩიო სწორად ლეკვი.

ეგეც ვკითხე უკვე smile.gif ერთი თვის ლეკვს ბევრს ვერაფერს შეატყობ ძალიან პატარააო, მარა დაკბილვა შეუმოწმეთ როგორი აქვსო და კიდე თუ შავად პიგმენტირებული ცხვირი ექნება ეგ ჯობია ყავისფერსო smile.gif

Posted by: kaxaberski66 18 Nov 2018, 10:33
BioIka
QUOTE

ეგეც ვკითხე უკვე  ერთი თვის ლეკვს ბევრს ვერაფერს შეატყობ ძალიან პატარააო, მარა დაკბილვა შეუმოწმეთ როგორი აქვსო და კიდე თუ შავად პიგმენტირებული ცხვირი ექნება ეგ ჯობია ყავისფერსო

კუდებზე დააკვირდი პატარებს. რომელსაც ჩაპრეხილი კუდი აქვს, ის უფრო გულმაგარია.
* * *
ზოგიერთი თემა თემების ჩამონათვალში არ არის და სად ვნახო ასეთი მივიწყებული თემები?

Posted by: BioIka 19 Nov 2018, 23:35
kaxaberski66
QUOTE
კუდებზე დააკვირდი პატარებს. რომელსაც ჩაპრეხილი კუდი აქვს, ის უფრო გულმაგარია.

ოკ, ვეტყვი მაგასაც დააკვირდნენ თუ დედლებში ამოსარჩევად იყო საქმე smile.gif

QUOTE
ზოგიერთი თემა თემების ჩამონათვალში არ არის და სად ვნახო ასეთი მივიწყებული თემები?

რომელ თემას ეძებ? მარჯვნივ ზემოთ რომ არის "ძებნა" მაგითი სცადე?

user posted image

Posted by: Tamazi555 22 Nov 2018, 11:40
gamarjoba,ra mainteresebs vinmem khom ar itsit sad ikideba poli sagorestvis,ai plastikis amochrili rom akvs khazebi?

Posted by: stst.. 15 Feb 2019, 02:13
ჰაი. მოკლედ სოფელში მეზობლბები ხაშურიდან ეზიდებიან ქატოს. მაგალითად 2 ღორს ზრდიან რა ხოდა ერთს ყიდიან. იმ ერთს მეორეს ფასი ამოაქ
ხოდა დიდი საღორე რო გააკეტო, 300 ღორზე გათვლილი, და ქატო სიმინი შენ თვითონ რუსეთიდან ჩამოტანო, კაათ არ დაგრჩება?



» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «

Posted by: FRIDRIX 15 Feb 2019, 08:11
stst..


2 ღორზე რასაც ხარჯავ და იგებ 300 ზე მაგას ვერ გაიმეორებ სულ სხვა გეგმა და სტრატეგია გჭირდება

Posted by: pytgon 15 Feb 2019, 12:46
stst..
არითმეტიკა მხოლოდ თეორიაშია სწორი პრაქტიკაში ეგრე არაა
2 ღოდიდან ერთ-ერთი გაზრდის ალბათობა 50 50%
300დან 3 % რო რამე დაავადება არ შეეყრებათ და გაიზრდებიან

Posted by: stst.. 15 Feb 2019, 18:19
pytgon
აცრავ მერე, ან იზოლირებულად თუ იქნებიან რატო უნდ შეეყაროთ დაავადება?

70,000$ ად მოხოდავ ამ საქმეს? 20,000$ კაპიტალური საღორე დანარჩენი საკვები და გოჭები.
შენ თვითონ რო ჩამოიტანო ქერი,ქატო,სიმინდი რუსეთიდან უფრო იაფი დაჯდება?

Posted by: pytgon 15 Feb 2019, 22:26
stst..
QUOTE
აცრავ მერე, ან იზოლირებულად თუ იქნებიან რატო უნდ შეეყაროთ დაავადება?

დავაადება საკვებითაც გადადის წყლითაც და ჰაერითაც ესე ვერ გაიგებ

QUOTE
70,000$ ად მოხოდავ ამ საქმეს? 20,000$ კაპიტალური საღორე დანარჩენი საკვები და გოჭები.

მაგ თანხათ მაგას კიარა ყველაფერს გააკეთებ , მარა მაგდენი გაქვთ/აქვს?


QUOTE
შენ თვითონ რო ჩამოიტანო ქერი,ქატო,სიმინდი რუსეთიდან უფრო იაფი დაჯდება?

ვერ გაიგებ მაგას , შეიძლება აქ ვიგაც უფრო იაფად ყიდიდეს , ბევრი მიზეზია მაგის

Posted by: stst.. 15 Feb 2019, 22:37
pytgon
QUOTE
მაგ თანხათ მაგას კიარა ყველაფერს გააკეთებ , მარა მაგდენი გაქვთ/აქვს?

გვაქს რადგან ვიკითხე

QUOTE
ვერ გაიგებ მაგას , შეიძლება აქ ვიგაც უფრო იაფად ყიდიდეს , ბევრი მიზეზია მაგის

რა მიზეზით?

Posted by: ninicool 15 Feb 2019, 23:11
stst..
QUOTE
70,000$

მაგ ფასად სამ ბინას ვიყიდი და გავაქირავებ.

ღორების ბიზნესი და ზოგადად, სოფლის მეურნეობა არაპროგნოზირებადია.

ზარალის რისკები არსებობს. უძრავი ქონება ყველაზე ნაღდი კაპიტალდაბანდებაა. ოღონდ სადმე მივარდნილში არ უნდა იყოს.

დათაგული ვიყავი თემაში და მაგ პონტში დავპოსტე.

Posted by: pytgon 15 Feb 2019, 23:19
stst..
QUOTE
რა მიზეზით?

პირველ რიგში რაოდენობა
შენ შენი თავისთვის უნდა ჩამოიტანო და ვიღაცას შენზე ასჯერ მეტი ჩამოაქ და ამიტომ იმას უფრო იაფად მოაქვს და მერე ყიდის იაფადაც

მაგალითად შენ თუ 100ტონის ჩამოტანა გიჯდება 12თეთრი
ვიღაცას 500 ტონა ჩამოაქ და უჯდება 8 თეთრი , ამიტომაც იაფად გაყიდის

მარა კარგი იმითაა რო იცი რას ყიდულობ ნატურალურს და რისკზე არ გიწევს წასვლა ვარგა თუ არა საჭმელი

Posted by: stst.. 15 Feb 2019, 23:19
ninicool
QUOTE
მაგ ფასად სამ ბინას ვიყიდი და გავაქირავებ.

მაქსიმუმ თვეში 1700 ლარი სამივედან წელიწადში 20,000
ღორებით ერტი ერთზე გადიან მოგებაში

Posted by: kaxaberski66 15 Feb 2019, 23:33
stst..
დახაზე ის საღორე რომელიც კაპიტალურად უნდა ააშენო. დაითვალე იმ მასალის რაოდენობა, რომელიც მშენებლობისას უნდა გამოიყენო.
მერე გადი თბილისის ბაზრობებზე, მაგალითად აგლაძის ხის და მეტალის ბაზრობაზე და გაიგე ფასები მასალის და დაითვალე სავარაუდოთ შენობის აშენება რა დაჯდება.
გაუთვალისწინებელი ხარჯების დამატებაც არ დაგავიწყდეს.
შემდეგი.
ფერმაც ააშენე და გოჭიც იყიდე.
ღორის გამოზრდის ცოდნა გააქვს?
თუ არ გაქვს და ამ საქმისგან შორს ხარ, ჯობია მაგხელა კაპიტალი არ ჩაათხლიშო იმ საქმეში რომლის სირთულეებსაც არ იცნობ.
ისე კი ყველა საქმე მომგებიანია, რომელსაც ჭკუით, ცოდნით, და დაუზარელად მიუდგები.
ცოდნა და გამოცდილება კი საქმეში დროს მოაქვს აქტიურ სწავლასთან ერთად.
ღმერთმა გაგახაროს ჩამკვდარი თემის გაცოცხლებისთვის. წარმატებებს გისურვებ.

Posted by: SkitterZ 16 Feb 2019, 09:36
სად დავითაგე ეს რაარის lol.gif lol.gif lol.gif

Posted by: mesxi85 19 Feb 2019, 19:49
გამარჯობა მეგობრებო.პრესტარტერი მინდა 5დღიდან რო ეძლევათ გოჭებს სელეკი როგორც ვიცი კარგიაა მაგრამ დედოფლისწყაროში და თელავშია მაგისთვის მანდ ვერ წავალ და მსგავსი პრესტატი მირიეთ რა რამე თბილისის მაშტაბით რო ვიყიდოო რაა .ან აგროქიზიყს თუ აქ მაღაზია თბილისსში
* * *
პოგივინს ვაჭმევ ხოლმე გოჭებს 20დღიდან ,ეხლა დედას არაა აქ რძეე პირველზეა და უჭირს ხო დაინდა პარალელურად ვკვებო გოჭები .

Posted by: Giorge 22 Feb 2019, 11:12

ვინმემ ხომ არ იცით ვარგისიანობის ვადაგასული ბავშვის საკვების მიცემა თუ შეიძლება ღორებისათვის?


მაგალითად ეგეთი - http://malysh.ua/ru/?fbclid=IwAR28-VMoyERK2IQjhVgHWLUvNMYt-zOJWT4dJiPJen4WLd_v0MOyGQDMNCU

Posted by: kaxaberski66 22 Feb 2019, 14:52
Giorge
შეიძლება. ეგ ბავშვისთვის არის ვადაგასული.

Posted by: levani169 8 Mar 2019, 21:06
"საბეკონე ღორი 15-მდე გოჭს შობს, რომლებიც 2 თვის ასაკში­ უკვე 18-19 კილოგრამს აღწევენ. ასეთ გოჭებს ვინ არ იყიდის!"

საბეკონე ღორები მეხორცულობით­აც გამოირჩევიან. ქისტაურელმა (ახმ­ეტის რაიონი) ფერმერმა გიორგი პავლიაშვილმა საბეკონე ღორებისთვის 4 წლის წინ ფერმა ააშენა. მან თითო საჯიშე ღორში საშუალო ხარ­ი­სხის მსუბუქი ავტომანქანის საფასური - 4.000 ლარი გადაიხადა. სამაგიეროდ, ღირდა - ფერმერმა იცოდა, რომ ღორის ხორცის გაყიდვით დანახარჯს მალე აინაზღაურებდა.

- მშობლებს ჩემთვის ბავშვობიდან რომ არ ესწავლებინათ და შრომას არ
შევჩვეოდი, ნამდვილად გამიჭირდებოდა პირუტყვის მოვლა. მეც ვცდილობ შრომის­ სიყვარული შვილებსაც ჩავუნერგო. ამჟამად არა მხოლოდ ღორების, არამედ მსხვილფეხა საქონლის პატარა ფერმაც მაქვს, სადაც 40 ძროხას ვუვლი და რძის პროდუქტს ვყიდი.

ღორების ფერმის აშენება ძალიან მინდ­ოდა. თუ კარგად მოუვლი, მას დიდი მოგების მოცემა შეუძლია. რაც შეეხება დაავადების
შიშს, ვეტერინარული წესების დაცვით დაავადებების თავიდან აცილება ნამდვილად შეიძლება. ერთი სიტყვით, ჩემდა ბედად, ბეკონის საჯიშე ღორებიც აღმოვაჩინე. ისინი დიდი ზომის იზრდებიან და ხორცსაც კარგად იძლევ­იან, თითო ღორი დაახლოებით 80%-მდე ხორცს იძლევა, რომელსაც ცხიმი ძალ­იან ცოტა აქვს. არის ზოგიერთი ჯიში, რომლის ცხიმიანობა 5%-ზე მეტი არ არის. ჩვენთან ღორის ცხიმის ძალიან ეშინიათ და ღორის ეს ჯიშები კარგად გადის. ამ ღორების სამშობლოში, მაგალითად, ავსტრიასა და გერმანიაში, მათგან შებოლილ ხორცს, ბეკონს ამზადებენ და მრავალ ქვეყანაში ყიდიან, მათ შორის ჩვენთანაც.

როცა მითხრეს, საბეკონე ღორები ჰ­ყავს­ ერთს, მაგრამ ვერ უვლის და ყიდის, ოღონდაც თითოში 4.000 ლარი უნდა გადაიხადოო, წავედი და 4 საჯიშე ღორი ვიყიდე 16.000 ლარად. ფერმა­ სოფ­ლიდან დაახლოებით 500 მეტრის მოშორებით მაქვს, რომ ღორებით სოფელი არ შევაწუხო.

- ღორის საფასურად მეტისმეტად დიდი თანხა არ გამოდის? სახელმწიფო პროგრამამ დაგაფინანსათ?
- საბედნიეროდ, პროექტების წერა არ დამჭირვებია და არც სახელმწიფოს კარზე მიდგომა. ჩემი მშობლები უცხოეთში არიან და რასაც მიგზავნიან, საქმეში ვაბ­ანდებ. თუ რამე დამაკლდება, სესხს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია მაძლევს. ვალი ვის უნდა, მაგრამ ზოგჯერ სხვაგვარად არ გამოდის. გარდა ამისა, 16 ჰექტა­რამდე ვენახიც მაქვს, ყურძენს ვაბარებ. ფულის გადახდა ყველაფერში გამართლ­ებულია, რაც მოგებას მოგცემს. იმედგაც­რუებული არ დავრჩენილვარ: ღორების ყიდვიდან ძალიან მალე 30-მდე გოჭი მყავ­და გასაყიდი. საბეკონე ღორი 15-მდე გოჭსაც შობს, რომლებიც 2 თვის ასაკში­ უკვე 18-19 კილოგრამს აღწევენ. ასეთ გოჭებს ვინ არ იყიდის!

- როგორც ვიცი, გოჭები ყოველ­ 4 თვეში იბადებიან.
- ღორის მოვლაში ისიც შედის, რომ არ გახარბდე, ღორი დაასვენო და ყოველ 4 თვეში გოჭები არ მოინდომო. ბეკონის ჯიშის ღორები კარგი დედები არიან და გოჭების კვებისას იფიტებიან. ამიტომაც ვასვენებთ ხოლმე, დაახლოებით 8 თვემდე.­ მოვლილი ბეკონის ჯიშის ღორის წონა ხშირად 500 კგ-მდე ადის. ღორის ხორცი თელავისა და თბილისის ბაზრებზე გამაქვს, სადაც მისი ჩაბარების პრობლემა არ არის. ღორებს თელავის საყასბოში ვამუშ­ავებთ, ვჭრით და ცხოველის ჯანმრთელობის ცნობასაც იქვე ვიღებ. სხვა რაღამ უნდა შეუშალოს ხელი ხორცის გაყიდვას?

- ალბათ, ხალხი გყავთ დასაქმებული ფერმაში. სხვები თუ ცდილობენ სოფელში­ ღორის მოშენებას, ბევრს ღორის მასობრივმა­ გაწყვეტამ მის მოშენებაზე ხელი ააღებინა...
- ვინც მშრომელია, ცდილობს. მგლის შიშით როდის იყო, ცხვარს წყვეტდნენ. ფერმაში სამი კაცი მყავს დასაქმებული, თავს არ ზოგავენ, რომ ყველაფერი წესრ­იგში იყოს.
https://www.kvirispalitra.ge/mamul-deduli/50881-sabekone-ghorebis-ferma.html?fbclid=IwAR1meSfCLixRBYBvoz1OdEYyysu9vsVHzinHHKbbMJjgEhghcF8qs8YXIn4
აი კაცი და ფერმერი,თქვენ რაღამ დაგაბეჩავათ და შეგაშინათ,ფრობლემ ნო-ო კაცი იძახის და ვანო მოვიდეს და გაგვცეს პასუხი! biggrin.gif

Posted by: mesxi85 13 Mar 2019, 18:14
გამარჯობა მეგობრებო .გუშინ წინ დედა ღორი მყავდა გამოშვებული მზეზე მეორე ღორი წაეჩხუბა და ფეხი მოყვა ტალახში და ზედ დააწვაა .მოტეხილი არაა აქ იმ დგეს გაიარ გამოიარა ტავის ფეხით შევიდა საღორეში.მერეე დაწვაა და აღარ დგებაა უკანა ფეხებზეე ზიის და აღარც ჭამს ტკივა აშკარად .ვეტექიმებმა გამომატანეს სტიმულატორები მარაა რავიცი რავიცი...ხერხემალი რო ქონდეს დაზიანებული თავის ფეხით ხო არ შევიდოდა .ან რა გაუკეთო ან რას მირჩევთ .თუ გქონიათ მსგავსი რამ
* * *
ტემპერატურა არა აქ . . . . . . . .

Posted by: nikno777 21 Mar 2019, 15:25
ვიყიდი ლანდრას ჯიშის დედალ გოჭს

Posted by: kaxaberski66 21 Mar 2019, 20:19
mesxi85
QUOTE
გამარჯობა მეგობრებო .გუშინ წინ დედა ღორი მყავდა გამოშვებული მზეზე მეორე ღორი წაეჩხუბა და ფეხი მოყვა ტალახში და ზედ დააწვაა .მოტეხილი არაა აქ იმ დგეს გაიარ გამოიარა ტავის ფეხით შევიდა საღორეში.მერეე დაწვაა და აღარ დგებაა უკანა ფეხებზეე ზიის და აღარც ჭამს ტკივა აშკარად .ვეტექიმებმა გამომატანეს სტიმულატორები მარაა რავიცი რავიცი...ხერხემალი რო ქონდეს დაზიანებული თავის ფეხით ხო არ შევიდოდა .ან რა გაუკეთო ან რას მირჩევთ .თუ გქონიათ მსგავსი რამ
* * *
ტემპერატურა არა აქ . . . . .

ვანო, სად დაიკარგე, მოი აქ.

Posted by: levani169 21 Mar 2019, 20:53
kaxaberski66
QUOTE
ვანო, სად დაიკარგე, მოი აქ.

ეხ,ვანო კანადაში წავიდა და ხე-ტყეს ჭრის,სადღა სცალია ღორებისთვის! punch.gif

Posted by: kaxaberski66 21 Mar 2019, 23:44
levani169
მართლა?
მაგისთანა ახალგაზრდების წასვლა საქართველოდან, ქვეყნის ტრაგედიაა.

Posted by: nikno777 31 Mar 2019, 16:07
გამარჯობა მეგობრებო სად შეიძლება შევიძინო ლანდრას ჯიშის გოჭი ან ბეკონის გთხოვთ გამიწიოთ დახმარება წინასწარ გიხდით მადლობას.

Posted by: ჩაკრულო 31 Mar 2019, 16:47
გამარჯობა მეგობრებო,

როგორა ხართ? smile.gif

რამე ახალი ხო არაა ფარსაგი? smile.gif
დიდი ხანია არა ვჩანდი smile.gif)

Posted by: levani169 31 Mar 2019, 18:45
ჩაკრულო
QUOTE
დიდი ხანია არა ვჩანდი

ვნახე სეისბუკებზე შენი მოზვრები,საღოლ! up.gif up.gif

Posted by: kaxaberski66 31 Mar 2019, 19:52
ჩაკრულო
დიდი ხანი მარტო შენ კი არა, თითქმის აღარავინ არ ჩანს.
სოფლის თემები მომაკვდავია.
რძის სექტორის მესამე კავკასიურ ფორუმზე იყავი. იტო რამე საინტერესო?

Posted by: ჩაკრულო 31 Mar 2019, 23:37
levani169
ჯჯერ სადა ხარ ჭაბუსოო wink.gif მთავარი ის არის რაც მაინტერტესებდა, ზამთარში როგორ მოიქცეოდნენ smile.gif

kaxaberski66
კი ვიყავ მაშ smile.gif ახალი ნუ ისაა რომ ლანდ ო ლეიქსის პროგრამა იწყება მალე და ასე სექტემბრიდან IFAD ის პროგრამაც დაიწყება wink.gif

ხო კიდე ისაა რომ 1 კვირაა რაც საქართველოს ბანკის აგროს კოორდინატორი გავხდი SME ში wink.gif ვნახოთ აბა ბანკს როგორ გავაკეთილშობილებ smile.gif)

Posted by: kaxaberski66 1 Apr 2019, 08:27
ჩაკრულო
კაცო, შენი დატვირთვის მქონე კაცი როგორ ახერხებ მაგდენი საქმის გაძღოლას?
იმ რძის კონგრესზე მეც ვიყავი მაგრამ მალე წავედი.
მინდოდა გაგცნობოდი მარა, სულ საუბარში იყავი ხალხთან ჩაბმული და ვერ მოვახერხე.
* * *
QUOTE
ვნახოთ აბა ბანკს როგორ გავაკეთილშობილებ

შე კაცო ბანკის კეთილშობილება სად ყოფილა?

Posted by: kautokeino 1 Apr 2019, 13:24
ჩაკრულო
QUOTE
IFAD ის პროგრამაც დაიწყება

გამარჯობა, ამ ამბავზე სად შეიძლება დეტალური ინფორმაციის მიღება?

Posted by: ჩაკრულო 1 Apr 2019, 22:59
kaxaberski66
QUOTE
მინდოდა გაგცნობოდი მარა, სულ საუბარში იყავი ხალხთან ჩაბმული და ვერ მოვახერხე.

მოვახერხოთ ახლო მომავალში smile.gif რა პრობლემაა? smile.gif

QUOTE
შე კაცო ბანკის კეთილშობილება სად ყოფილა?

ცდა შედეგის მონახევრეაო ხო იციი? smile.gif)

kautokeino
QUOTE
გამარჯობა, ამ ამბავზე სად შეიძლება დეტალური ინფორმაციის მიღება?

ჯერ ვერსად, მაგრამ მალე იქნება. სავარაუდოდ საინფორმაციოებს ექნებათ, სამინისტროს საინფორმაციოებს

Posted by: kaxaberski66 1 Apr 2019, 23:52
ჩაკრულო
QUOTE
მოვახერხოთ ახლო მომავალში  რა პრობლემაა?

არც არაფერი თუ თბილისში ხარ. თუ არა და მაინც შევძლებთ თუ გული გულობს.

Posted by: topcha 2 Apr 2019, 21:50
nikno777
გამარჯობა,
მე მეყოლება მაისის ბოლოს ან ივნისის დასაწყისში საბეკონე, ინგლისური იორქშირის გოჭები. 6 ღორი მყავს მაკედ. 6-ვე მაისში დაყრის თანმიმდევრობით. დედაღორი 300კგ-ს გასცდა. ეხლა მყავს გოჭები, ოღონდ დიდებია უკვე 20-25კგ. ლოკაცია შიდა ქართლი, ქარელი.
* * *
user posted image

მეთაურო რაზმი მოწყობილია

Posted by: ჩაკრულო 3 Apr 2019, 23:42
kaxaberski66
ახლა მიწევს ხოლმე ქალაქად ყოფნა smile.gif)


Posted by: xaxvie 22 Apr 2019, 17:18
იყიდება ნარჩენი პური 1 კგ 0.60 ლარი


Posted by: ჩაკრულო 1 May 2019, 19:59
QUOTE (kaxaberski66 @ 1 Apr 2019, 23:52 )
ჩაკრულო
QUOTE
მოვახერხოთ ახლო მომავალში  რა პრობლემაა?

არც არაფერი თუ თბილისში ხარ. თუ არა და მაინც შევძლებთ თუ გული გულობს.

დამეხმიანე ძიავ, აჰა ტელეფონიც 599567131

ამ დღეებში გოგოს ველოდები და ყაზარმული მაქვს, ასე რომ სულ ქალაქში ვარ ან ქალაქის გარშემო ვტრიალებ smile.gif)
* * *
xaxvie

QUOTE
იყიდება ნარჩენი პური 1 კგ 0.60 ლარი

რაღა ნარჩენია შე კაცო? smile.gif)

Posted by: xaxvie 1 May 2019, 21:45
ჩაკრულო


QUOTE
იყიდება ნარჩენი პური 1 კგ 0.60 ლარი

რაღა ნარჩენია შე კაცო?



ქატო ღირს მაგდენი.. ვფიქრობ ადეკვატურია ფასი.. : )

Posted by: kaxaberski66 1 May 2019, 22:00
ჩაკრულო
QUOTE
დამეხმიანე ძიავ, აჰა ტელეფონიც 599567131

აუცილებლად შეგეხმიანები. მეც აქ ვარ და ხელიდან არ გაუშვებ შესაძლებლობას. ესეც ჩემი ტელეფონი. 599945068
QUOTE
ამ დღეებში გოგოს ველოდები

მშვიდობით და ჯანმრთელად მოსულიყოს. შვილის იქით სხვა ბედნიერება კაცისთვის მოგონილია.
QUOTE
იყიდება ნარჩენი პური 1 კგ 0.60 ლარი

რაღა ნარჩენია შე კაცო? )

ხო რა ვიცი. ნარჩენისთვის მეც ძვირი მგონია. შავი ფქვილი უფრო იაფი ეღირება.

Posted by: xaxvie 1 May 2019, 23:24
საკმაოდ მრავალფეროვანი ასორტიმენტია.. არ არის რომელიმე ერთი კონკრეტული სახეობის პურპროდუქტები.. თუ ტერიტორიულად რუსთავ თბილისის შემოგარენში გაქვთ საქმიანობა, შეგვიძლია პირველი საცდელი პარტია მოგაწოდოთ ადგილზე.. : )

Posted by: ჩაკრულო 2 May 2019, 00:19
kaxaberski66
ოდენ ხვალე გავდივარ ქალაქიდან საღამომდე არ ვიქნები, დანარჩენი სულ აქ ვარ და როცა იტყვი დავხმიანდეთ

Posted by: kaxaberski66 2 May 2019, 09:20
ჩაკრულო
QUOTE
ოდენ ხვალე გავდივარ ქალაქიდან საღამომდე არ ვიქნები, დანარჩენი სულ აქ ვარ და როცა იტყვი დავხმიანდეთ

კარგი, გასაგებია.
xaxvie
QUOTE
რუსთავ თბილისის შემოგარენში გაქვთ საქმიანობა,

არა, მე მხოლოდ აზრი გამოვთქვი.
როცა ვინმეს რამის გაყიდვა უნდა, ფასი რეალურთან მიახლოებული უნდა შეარჩიოს.
ცხოველს საჭმელს რომ აძლევ, მიზანი ის კი არ უნდა იყოს რომ ფაშვი ამოუვსო, არამედ ის თუ რამდენად კალორიული და საჭირო ნივთიერებით გაჯერებული საჭმლით უვსებ ფაშვს.
მაგალითად უნდა იცოდე ნარჩენ პურში პროტეინების, ცილების, ცხიმების, ნახშირწყლების რაოდენობა.

Posted by: xaxvie 2 May 2019, 15:26
kaxaberski66

QUOTE
არა, მე მხოლოდ აზრი გამოვთქვი.
როცა ვინმეს რამის გაყიდვა უნდა, ფასი რეალურთან მიახლოებული უნდა შეარჩიოს.
ცხოველს საჭმელს რომ აძლევ, მიზანი ის კი არ უნდა იყოს რომ ფაშვი ამოუვსო, არამედ ის თუ რამდენად კალორიული და საჭირო ნივთიერებით გაჯერებული საჭმლით უვსებ ფაშვს.
მაგალითად უნდა იცოდე ნარჩენ პურში პროტეინების, ცილების, ცხიმების, ნახშირწყლების რაოდენობა.



პროტეინები, ცილები, ნახშირწყლები ჩვენი ვერ გაგვიკონტროლებია ადამიანებს smile.gif

ეგ მერე, რო დალაგდება ქვეყანა, საკონცერტო დარბაზივით საღორეები რო გვექნება და დავადგენთ რომელი ჯიშის ღორს მუსიკის რა ჟანრი ევასება : )

დღევანდელ რეალობაში ყველაზე იაფი საჭმელი ღორისთვის, რაც გვაქ ბაზარზე ეს არის ქატო..

პურის კალორიულობა კი ქატოზე მინიმუმ ორჯერ მეტია..

: )

Posted by: Ancient_Diesel 3 May 2019, 03:56
Qato erterti danamatia, scored agixsna kacma, shen rasac ambob magis fasi ha ha 30 tetria, Dzveli purebit ver gazrdi cxovels, qatos kide ro mozel masaa da eg dzveli purebi cklad gava sukvela, marto kaloriulobaze araa
* * *
Ise tu gaqvt vinmes gorebis fermis interesi pm momceret, cxoveli da sakvebi tqveni adgili da movla chemi, marto mamlebi saxorce, zamtramde vzrdit saaxalclod xorcad vabarebt, da vishlebit

Posted by: xaxvie 3 May 2019, 07:24


QUOTE
shen rasac ambob magis fasi ha ha 30 tetria,


30 თეთრი მეორე-მესამე დღის ერთი ცალი 400 გრამიანი პური ღირს მეგობარო.. : )

უდავოა გამოცდილება ჩემზე მეტი გაქვს, მაგრამ არამგონია ოდესმე გეცადოს და მხოლოდ პურზე გაგეზარდოს ღორი..

Posted by: topcha 17 May 2019, 12:10
გამარჯობა ფორუმელებო. მაინტერესებს ღორის ხორცს სად უწევთ რეალიზაციას. ვგულისხმობ, ბოინში რომ მეთვითონ დავკლა და ხორცი ჩავაბარო სადმე. ვაჭრები 4.5 ლ. მეუბნებიან ცოცხალ წონაში და იაფი მგონია. გთხოვთ მიპასუხოთ თუ გაქვთ გამოცდილება.

Posted by: kaxaberski66 17 May 2019, 23:26
topcha
დღეისს მდგომარეობით მე გამოცდილება არ მაქვს.

Posted by: lk2019 18 May 2019, 18:15
QUOTE
იყიდება ნარჩენი პური 1 კგ 0.60 ლარი

givi.gif

Posted by: rockforever 5 Jun 2019, 18:52
რატომ ჩაკვდა აქაურობა?

სიამოვნებით ვკითხულობდი.

საინტერესო და საქმიანი ფლოსტები იწერებოდა.

Posted by: giorgi301 7 Aug 2019, 09:47
გამარჯობათ. გოჭების ხელოვნური საკვებით გაზრდა თუ არის შესაძლებელი პირველივე დღიდან და თუ შეიძლება კვების ცხრილიც იქნებ იცოდეთ

Posted by: SPLIYVI 18 Sep 2019, 17:05
გაუ

შრატი რა ღირს ლიტრა ხომ არ იცით? ყველის წარმოების შემდეგ რომ რჩება

Posted by: В.И. Ленин 18 Sep 2019, 21:26
QUOTE (SPLIYVI @ 18 Sep 2019, 17:05 )
გაუ

შრატი რა ღირს ლიტრა ხომ არ იცით? ყველის წარმოების შემდეგ რომ რჩება

მაგას იოგურტი ჯობია.

.................

Posted by: s1mpsOnA 27 Sep 2019, 01:56
QUOTE (В.И. Ленин @ 18 Sep 2019, 21:26 )
QUOTE (SPLIYVI @ 18 Sep 2019, 17:05 )
გაუ

შრატი რა ღირს ლიტრა ხომ არ იცით? ყველის წარმოების შემდეგ რომ რჩება

მაგას იოგურტი ჯობია.

.................

სადმე ყიდიან?

Posted by: shuma89 27 Sep 2019, 09:15
ზესტაფონისკენ ხო არავის უნდა მაკე დედა ღორი? 550 ლარში, ხორცის ფასში ვყიდი ფაქტიურად. კარგი ჯიშია, ვეღარ ვუვლით ოჯახის წევრის გარდაცვალების გამო, ზესტაფონიდან 7 კილომეტრშია, გრძელი დიდი ყურებით და გრძელი კისრით, 90-100 კილო იქნება, 1.2 მ არის სიგრძეში, 9 გოჭი პირველ მშობიარობაზე ჰყავდა, 9 მეორეზე, ახლა დეკემბრის შუა რიცხვებში უწევს კიდევ მესამე მშობიარობა, ახალგაზრდაა.

Posted by: s1mpsOnA 29 Sep 2019, 00:45
თითქმის პირველი გვერდიდან წავიკითხე და
2 წლის წინანდელია თემა და ის ხალხი მაშინ ვინც გეგმავდა დაწყებას ამ თემის და ვისაც უკვე ქონდა
მაგალითად vano22 და სხვები
დღეს რა მდგონარეობა გაქვთ? ისევ ამ საქმეში ხართ
და Aპირებთ გაგრძელებას?

Posted by: gia1970 29 Sep 2019, 21:30
სალამი ყველას
ვანო სად დაიკარგა
ხომ მშვიდობა აქვს?

Posted by: kaxaberski66 30 Sep 2019, 00:13
gia1970
QUOTE
ვანო სად დაიკარგა
ხომ მშვიდობა აქვს?

ეხ, ტყუილად არ ამბობენ. ძველი დრო კარგი იყოვო.
ვანოს დამალვის შესახებ რამოდენიმე თვის წინ ამ თემაში ვიკითხე და ლევანმა მიპასუხა საქართველოდან წავიდაო.
ღმერთმა ჯანი მისცეს და ჯანმრთელობა. ჭკუა კი არ აკლდა. მასეთი ხალხი საქართველოს სჭირდება მაგრამ, სიდუხჭირის გამო მიდიან.

Posted by: gia1970 30 Sep 2019, 02:04
kaxaberski66
მე კიდე ვჯავრობდი რამე ფარსაგი ხო არ შეემთხვა თქო
კარგს რომ არაფერს იფიქრებ კაცი
ალბათ გამოჩნდება და იქიდანაც შეგვეხმიანება
რასაც ეგ შრომობდა კი უნდა მორეოდა სიდუხჭირეს mad.gif

Posted by: kaxaberski66 1 Oct 2019, 23:50
gia1970
ვანო ახალგაზრდა და ყოჩაღი კაცია. არსად არ დაიკარგება.
ეგ არის რომ ჩვენი სამშობლო ასეთი კაცების გარეშე რჩება.
თუ გახსოვს, 3 წლის წინ გეპატიჟებოდი ჩემთან და მიპასუხე ალბათ მოვალო.
მას შემდეგ მალევე პეკინიდან გადავსახლდი კაიროს ქუჩაზე.
ჩემს დაპატიჟილს ძალაში ვტოვებ შენც თუ თანახმა იქნები.
იმედია შესაფერის დროს გამოვნახავთ.
ერთმანეთსაც გავიცნობთ.

Posted by: gia1970 4 Oct 2019, 13:17
QUOTE
იმედია შესაფერის დროს გამოვნახავთ.

იმედიაsmile.gif
გული მწყდება ვანოზე
ღმერთმა სიკეთე მისცეს

Posted by: s1mpsOnA 14 Oct 2019, 23:21
დღეს რა ხდება მეღორეობაში?

Posted by: zigmundi32 29 Oct 2019, 08:10
QUOTE
adgili da movla chemi,

Ancient_Diesel
კიდევ თუ ხარ დაინტერესებული ღორების გაზრდით და ადგილი სად გაქვს ტერიტორიულად?

Posted by: LeoMiller 2 Nov 2019, 22:35
ცვალებადია ამ ღორის ხორცზე ფასი, დაიწია საკმაოდ წინა წლებთან შედარებით, მე რასაც ვუყურებ. ან დაიწია, ან ერთ ადგილზეა, რაც საერთო ჯამში, ინფლაციის ფონზე ვერ არის კარგი.

Posted by: თორნიკე- 3 Nov 2019, 15:45
12ლარიო დღეს ბაზარში. ბოლოს რო ვიყიდე 10ღირდა.

Posted by: s1mpsOnA 24 Nov 2019, 18:51
ჩინეთიდან მინდა ბაქტერიის გამოწერა
მჭირდება გამოვიწერო ბაქტერია ფერმისთვის არის ფხვნილის სახით და ეს ბაქტერია, როცა გამოვიწერე გადამზიდმა შეზღუდვა არისო და არ ჩამომიტანა, სხვა რა გზით ჩამოვიტანო? ზუსტად ესეთი იყიდება ჩვენთანაც და ჩამოაწვთ ჩინეთიდან ვიცი, მაგრამ საკმაოდ ძვირი ღირს აქ.
იქნებ რამე იცოდეთ

Posted by: თორნიკე- 24 Nov 2019, 19:33
ჩინური და იაფი არაფერი ვარგა . ეხლა 2 ლარათ დიზელი ჩავასხი და მეორე დღეს დედა მოეტყნა მანქანას. mad.gif mad.gif mad.gif mad.gif

Posted by: s1mpsOnA 24 Nov 2019, 20:46
თორნიკე-
ძალიან ცუდია ეგ, თუმცა შეიძლება 3 ლარიანსაც ეგრე ექნა smile.gif

ზოგადად ეს ბაქტერია მათი შექმნილია

Posted by: gioxxx 25 Nov 2019, 12:14
მოგესალმებით.. ღორების ფერმა როგორი ბიზნესია დღეს.. რასაც ვუყურებ საკმაოდ გაძვირებულია ღორის ხორცის ფასი.. რა რისკებია ამ დარგში და რა ჯდება დაახლოებით ღორის გაზრდა იმ კონდინციამდე რომ მზად იყოს სარელიზაციოდ..

Posted by: თორნიკე- 25 Nov 2019, 18:04
თემა გადაიკითხე. საინტერესო რჩევებია

Posted by: nardu7ki 13 Dec 2019, 20:49
ღირს დაფიქრება მარა საჭმლის თემა გინდა შეღავათიან ფასში

Posted by: თორნიკე- 13 Dec 2019, 21:01
QUOTE (nardu7ki @ 13 Dec 2019, 20:49 )
ღირს დაფიქრება მარა საჭმლის თემა გინდა შეღავათიან ფასში

ეგ დიდი პრობლემა არაა ფორუმზეეეე...

Posted by: yamaha xjr1200 15 Dec 2019, 01:01
gamarjobat megobrebo.ra mainteresebs icit baqteriaze tu zrdit vinme gorebs da ra plius minusebi aqvs?

Posted by: P&B 24 Dec 2019, 16:57
ვინმემ ხომ არიცით 20 დედა ღორის გამოკვება რა ჯდება, ვეტექიმი მოვლა-პატრონობა და მოკლედ მათი გოჭები დახლზე რომ მოხვდეს ბოლოს (გოჭი 70 -80 კგ-ის)... მემგონი იმდენი რაღაც სჭირდება რომ (თხა გავყიდე თხავიყიდე გამოდის) შრომა და წვალება რჩება მხოლოდ ....

Posted by: ნათანია 28 Dec 2019, 16:34
რთული მოსავლელია ძაან ღორები







..........................................................................

Posted by: shuma89 28 Dec 2019, 17:01
QUOTE (P&B @ 24 Dec 2019, 16:57 )
ვინმემ ხომ არიცით 20 დედა ღორის გამოკვება რა ჯდება, ვეტექიმი მოვლა-პატრონობა და მოკლედ მათი გოჭები დახლზე რომ მოხვდეს ბოლოს (გოჭი 70 -80 კგ-ის)... მემგონი იმდენი რაღაც სჭირდება რომ (თხა გავყიდე თხავიყიდე გამოდის) შრომა და წვალება რჩება მხოლოდ ....

დედა ღორს დაახლოებით 3კგ-ზე ნაკლები საკვები უნდა დღეში
წელიწადში 1000 კგ -ზე მაღლა არ წავა.
მეძუძურობის პერიოდში დანამატი უნდა და გოჭებს კიდე ცალკე დანამატი ჭამა რო ისწავლონ ნორმალურად და ადვილად შეეგუონ მერე ჩვეულებრივ კომბინირებულ საკვებს, ესენი აღარ ვიცი უკვე.
სულ მცირე 65 თეთრი დაჯდება 1კგ საკვები დედა ღორისთვისაც და სახორცე ღორებისთვისაც, გამოდის რომ წელიწადში 650 ლარი ხარჯია.
დანარჩენი თავად დათვალეთ.
მოვლას რო ცოდნა უნდა ეგეც გასათვალისწინებელია და სისუფთავის დაცვა რო აუცილებელია ეგ კიდე რათქმაუნდა.
გოჭები რო ყიდო საშUალოდ წელიწადშI 16 გოჭI უნდა მოგცეს თითOმ და 100 ლარი უნდა აიღო, უბრალოდ ისიც გასათვალისწინებელია ამ 100 ლარიან წონამდე მიყვანას რო ცალკე ხარჯი აქვს კიდევ.
მიღებული 1600 ლარიდან 650 უკვე დედა ღორს აქვს შეჭმული და დარჩენილი 950 ლარიდან ალბათ 250 ლარი მაინც წავა გოჭობის პერიოდის კვებაზე და თავად კოჭების კვებაზე. 700 ლარიანი მოგებაა საშუალოდ ერთი დედა ღორი წელიწადში. თუ რამე ისე ვერ დავწერე მე მაპარიეთ.

Posted by: martin_iden_ 2 Feb 2020, 12:19
გამარჯობათ. გამრავლების მიზნით არა,საშობაოე ერთი მამალი გოჭის ყიდვა მინდა და რომელ ჯიშს მირჩევდით?
იქნებ ისიც იციდეთ ხაშური ქარელის ტრასის პირას თუ არის მაგეთი ფერმერი რომ ყიდდეს გოჭს.

Posted by: kaxaberski66 3 Feb 2020, 09:29
martin_iden_
თუ მსუქანი ხორცი გიყვარს და სალაც გინდა რომ ააჭრა და დაამარილო, უბრალოდ ჩვეულებრივი თეთრი გოჭი იყიდე.
თუ ქონიანი ხორცი არ გიყვარს და არც სალა გჭირდება, მაშინ საბეკონე გოჭი იყიდე.
მაგალითად ლანდრასი, უკეთესია დიუროკი.

Posted by: barcode 3 Feb 2020, 10:48
ერთ ყოფილ თანამდებობის პირს ვიცნობდი, ბოლნისთან ჰოონდა ღორების ფერმა კარგი დიდი
ვადაგასულ იოგურტებს ჩიპსებს მაწვნებს და ეგეთ რამეებს აჭმევდა
1 კილოგრამს 20 თეთრად ყიდულობდა
ვადას 1 ან 2 დღე რომ გადასცდებოდა უკვე ამათთთან მოჰქონდათ....
იოგურტზე გაზრდილ ღორს რო დაკლავ.....

Posted by: topcha 5 Feb 2020, 23:31
P&B
QUOTE
ვინმემ ხომ არიცით 20 დედა ღორის გამოკვება რა ჯდება, ვეტექიმი მოვლა-პატრონობა და მოკლედ მათი გოჭები დახლზე რომ მოხვდეს ბოლოს (გოჭი 70 -80 კგ-ის)... მემგონი იმდენი რაღაც სჭირდება რომ (თხა გავყიდე თხავიყიდე გამოდის) შრომა და წვალება რჩება მხოლოდ ....

დედაღორს უნდა საშოალოდ დღეში 3კგ, საშუალოდ იმიტომ გეეუბნები რომ მაკეობისას ცოტა ანუ 2კგ. უნდა, ხოლო როცა დაყრის 5 კგ. კარგი ხარისხის კომბინირებუბლი საკვები დაახლოებით 1.4 ლარი ღირს. 365*3*1.4=1533ლ. ეს 1 წლის ხარჯია დედაღორის ხარისხიანი საკვებით შენახვის.
ეხლა გოჭებზე გადავალ.
ჯიშიანი დედაღორი (იორქშირი, დიუროკი, ლანდრა) ერთ დაყრაზე თუ ყველაფფერი კარგად წავიდა 10-14 გოჭს ყრის ზოგჯერ 16-18, მაგრამ 12 უნდა ვივარაუდოთ რადგან პირველზე შეიძლება 9 დაყაროს...
ერთი გოჭის გამოზრდა 110-120კგ. კარგი კომბინირებული საკვებით ჯდება ( ჩემი გამოცდილებაა ეს) 350 ლარი. ღორის ცოცხალი წონა დღეს არის 6ლ.მაგრამ შარშან გაზაფხულზე გავყიდე 4.5 ლარად, მაგრამ 6 ლარად ვიანგარიშოთ. თუმცა გაზაფხულზე იაფდება...
110*6=660ლ.
660-350=310ლ.
310*12=3720
3720-დედაღორის კვება 1533=2187
მაგრამ თუ ფასმა დაიწია მაგალითად 5.5ლარამე ან საერთოდ5 ლარამდე მერე რა იქნება შენ იანგარიშე. ამასთან ერთად მოვლი ფული უნდა იანგარიშო.

ხო კიდევერთი საკითხი, კერატი არ დაგავიწყდეს ხელოვნური არ ამართლებს ყოველთვის, მე 10 დედაღორი მყავდა, იორქშირი (16-ს ყრის) რომლებიც ხელოვნურად გავანაყოფიერე, ველოდებოდი მინ. 120 გოჭს და მივიღე 7ცალი. არ გეჩვენება 7. ორმა დაყარა. ერთმა 2 და მეორემ 5. დანარჩენები გაცდნენ. ვეტერინარმა მიზეზი სიმსუქნეაო მაგრამ მე სხვა რამეს ვაბრალებ. დროულად ვერ გაიგო ატეხვის დღე და გაცდა. არ ვიცი და აღარც მაინტერესებს.

მგონი კარგად ავხსენი ყველაფერი მეგობარო და ახლა შენ იცი რას იზამ. გაითვალისწინე მე სულ კომბინირებულ საკვებს ვაჭმევდი.
წარმატებები საქმიანობაში
* * *
QUOTE
310*12=3720
3720-დედაღორის კვება 1533=2187

მაპატიე შემეშალა
310*12=3720
3720*2=7440
7440-1533=5907ლ

Posted by: UMTS 1 Mar 2020, 14:12
ქართულებს არავინ ზრდით პრემიქსის გარეშე?

Posted by: shuma89 1 Mar 2020, 16:05
QUOTE (topcha @ 5 Feb 2020, 23:31 )
P&B
QUOTE
ვინმემ ხომ არიცით 20 დედა ღორის გამოკვება რა ჯდება, ვეტექიმი მოვლა-პატრონობა და მოკლედ მათი გოჭები დახლზე რომ მოხვდეს ბოლოს (გოჭი 70 -80 კგ-ის)... მემგონი იმდენი რაღაც სჭირდება რომ (თხა გავყიდე თხავიყიდე გამოდის) შრომა და წვალება რჩება მხოლოდ ....

დედაღორს უნდა საშოალოდ დღეში 3კგ, საშუალოდ იმიტომ გეეუბნები რომ მაკეობისას ცოტა ანუ 2კგ. უნდა, ხოლო როცა დაყრის 5 კგ. კარგი ხარისხის კომბინირებუბლი საკვები დაახლოებით 1.4 ლარი ღირს. 365*3*1.4=1533ლ. ეს 1 წლის ხარჯია დედაღორის ხარისხიანი საკვებით შენახვის.
ეხლა გოჭებზე გადავალ.
ჯიშიანი დედაღორი (იორქშირი, დიუროკი, ლანდრა) ერთ დაყრაზე თუ ყველაფფერი კარგად წავიდა 10-14 გოჭს ყრის ზოგჯერ 16-18, მაგრამ 12 უნდა ვივარაუდოთ რადგან პირველზე შეიძლება 9 დაყაროს...
ერთი გოჭის გამოზრდა 110-120კგ. კარგი კომბინირებული საკვებით ჯდება ( ჩემი გამოცდილებაა ეს) 350 ლარი. ღორის ცოცხალი წონა დღეს არის 6ლ.მაგრამ შარშან გაზაფხულზე გავყიდე 4.5 ლარად, მაგრამ 6 ლარად ვიანგარიშოთ. თუმცა გაზაფხულზე იაფდება...
110*6=660ლ.
660-350=310ლ.
310*12=3720
3720-დედაღორის კვება 1533=2187
მაგრამ თუ ფასმა დაიწია მაგალითად 5.5ლარამე ან საერთოდ5 ლარამდე მერე რა იქნება შენ იანგარიშე. ამასთან ერთად მოვლი ფული უნდა იანგარიშო.

ხო კიდევერთი საკითხი, კერატი არ დაგავიწყდეს ხელოვნური არ ამართლებს ყოველთვის, მე 10 დედაღორი მყავდა, იორქშირი (16-ს ყრის) რომლებიც ხელოვნურად გავანაყოფიერე, ველოდებოდი მინ. 120 გოჭს და მივიღე 7ცალი. არ გეჩვენება 7. ორმა დაყარა. ერთმა 2 და მეორემ 5. დანარჩენები გაცდნენ. ვეტერინარმა მიზეზი სიმსუქნეაო მაგრამ მე სხვა რამეს ვაბრალებ. დროულად ვერ გაიგო ატეხვის დღე და გაცდა. არ ვიცი და აღარც მაინტერესებს.

მგონი კარგად ავხსენი ყველაფერი მეგობარო და ახლა შენ იცი რას იზამ. გაითვალისწინე მე სულ კომბინირებულ საკვებს ვაჭმევდი.
წარმატებები საქმიანობაში
* * *
QUOTE
310*12=3720
3720-დედაღორის კვება 1533=2187

მაპატიე შემეშალა
310*12=3720
3720*2=7440
7440-1533=5907ლ

რა გამოვიდა, რომ ერთი დედა ღორიდან სუფთა მოგება სახლში რო გყავს (მოვლაზე ხარჯი არ გაქვს) და კერატის ხარჯის გარეშე გიტოვებს 5907 ლარს? თუ 1.4 ლარი კილო საკვებზე გაქვს ხარჯი და ცოცხალ წონას 6 ლარად ყიდი.

Posted by: topcha 4 Mar 2020, 17:08
QUOTE
რა გამოვიდა, რომ ერთი დედა ღორიდან სუფთა მოგება სახლში რო გყავს (მოვლაზე ხარჯი არ გაქვს) და კერატის ხარჯის გარეშე გიტოვებს 5907 ლარს? თუ 1.4 ლარი კილო საკვებზე გაქვს ხარჯი და ცოცხალ წონას 6 ლარად ყიდი.

კი ეგრე გამოდის. თუ რამე მარცვლეული გაქვს, (ქერი, სიმინდი) მაშინ უფრო იაფი გიჯდება შენახვა და მეტი მოგება გრჩება. თუ რამე გაინტერესებს მკითხე და რაც ვიცი გეტყვი.

Posted by: shuma89 5 Mar 2020, 02:07
topcha
შეეშვი მეღორეობას? ადრე ვხედავდი პოსტებს მერე ვეღარ.
კითხვები ბევრი მექნება, თან ძალიან, თუ ორი გოჭის საშობოდ გაზრდას არ ჩავთვლი ყოველწლიურად მაგის გარდა ღორთან გამოცდილება არ მაქვს, ცხვარი ქათამი იხვი კი ბატონო. აი დედა ღორი არ მყოლია არასოდეს, მოვყვები კითხვებს ნელნელა smile.gif პირველ რიგში თუ რეკლამა არ გამოვა და არ გაგვაციმბირებენ რომელ საკვებს ხმარობ (ხმარობდი) მარცვლეული საკუთარი როცა მაქვს მაშინ იგივე ფირმისგან კონცენტრატის შეძენა თუ იქნება შესაძლებელი რო ჩემი მარცვალი შევურიო და იგივე მივიღო რასაც ნარევის სახით ყიდიან.
ისე ზოგადად ხარჯებიდან მირჩევნია დაწყება თეორიული ინფორმაციის შეგროვების.

ერთი კითხვაც რო ჩავამატო, 100-110 კგ ცოცხალ წონაზე მისაყვანად ნორმალურ კვებაზე რამდენი თვე უნდა ეყოს გოჭს დაბადებიდან? ფართის პრობლემა რო არ შემექმნას მაგასაც რო გადავხედო წინასწარ, ერთი დედის მეორე გოჭობამდე თუ მოესწრება საშუალოდ გამომივა რომ მღირდება ერთი დედა ღორის კუთხე და საშუალოდ 9-10 მოზარდისთვის ფართი. სხვადასხვა სქესი ცალცალკე უნდა იზრდებოდეს თუ ადრიდანვე დაკოდვა ჯობია და ერთად გაზრდა ერთ ფართში? აი 9-10 მოზარდი 100 კილომდე მასის მიღწევის პერიოდში 20 კვადრატი საკმარისი ფართია? ამ ამბავში მინდა ჯერ გარკვევა.
60 კვადრატი მაქვს შენობა 7.5X8 ზომებში რა ხარჯებთან უნდა ვითამაშო უნდა გადავხედო წინასწარ.

Posted by: kaxaberski66 5 Mar 2020, 22:35
topcha
QUOTE
გამოგზავნილია: 5 Feb 2020, 23:31  #55806543     ბარათი · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
P&B
QUOTE
ვინმემ ხომ არიცით 20 დედა ღორის გამოკვება რა ჯდება, ვეტექიმი მოვლა-პატრონობა და მოკლედ მათი გოჭები დახლზე რომ მოხვდეს ბოლოს (გოჭი 70 -80 კგ-ის)... მემგონი იმდენი რაღაც სჭირდება რომ (თხა გავყიდე თხავიყიდე გამოდის) შრომა და წვალება რჩება მხოლოდ ....

დედაღორს უნდა საშოალოდ დღეში 3კგ, საშუალოდ იმიტომ გეეუბნები რომ მაკეობისას ცოტა ანუ 2კგ. უნდა, ხოლო როცა დაყრის 5 კგ. კარგი ხარისხის კომბინირებუბლი საკვები დაახლოებით 1.4 ლარი ღირს. 365*3*1.4=1533ლ. ეს 1 წლის ხარჯია დედაღორის ხარისხიანი საკვებით შენახვის.
ეხლა გოჭებზე გადავალ.
ჯიშიანი დედაღორი (იორქშირი, დიუროკი, ლანდრა) ერთ დაყრაზე თუ ყველაფფერი კარგად წავიდა 10-14 გოჭს ყრის ზოგჯერ 16-18, მაგრამ 12 უნდა ვივარაუდოთ რადგან პირველზე შეიძლება 9 დაყაროს...
ერთი გოჭის გამოზრდა 110-120კგ. კარგი კომბინირებული საკვებით ჯდება ( ჩემი გამოცდილებაა ეს) 350 ლარი. ღორის ცოცხალი წონა დღეს არის 6ლ.მაგრამ შარშან გაზაფხულზე გავყიდე 4.5 ლარად, მაგრამ 6 ლარად ვიანგარიშოთ. თუმცა გაზაფხულზე იაფდება...
110*6=660ლ.
660-350=310ლ.
310*12=3720
3720-დედაღორის კვება 1533=2187
მაგრამ თუ ფასმა დაიწია მაგალითად 5.5ლარამე ან საერთოდ5 ლარამდე მერე რა იქნება შენ იანგარიშე. ამასთან ერთად მოვლი ფული უნდა იანგარიშო.

ხო კიდევერთი საკითხი, კერატი არ დაგავიწყდეს ხელოვნური არ ამართლებს ყოველთვის, მე 10 დედაღორი მყავდა, იორქშირი (16-ს ყრის) რომლებიც ხელოვნურად გავანაყოფიერე, ველოდებოდი მინ. 120 გოჭს და მივიღე 7ცალი. არ გეჩვენება 7. ორმა დაყარა. ერთმა 2 და მეორემ 5. დანარჩენები გაცდნენ. ვეტერინარმა მიზეზი სიმსუქნეაო მაგრამ მე სხვა რამეს ვაბრალებ. დროულად ვერ გაიგო ატეხვის დღე და გაცდა. არ ვიცი და აღარც მაინტერესებს.

მგონი კარგად ავხსენი ყველაფერი მეგობარო და ახლა შენ იცი რას იზამ. გაითვალისწინე მე სულ კომბინირებულ საკვებს ვაჭმევდი.
წარმატებები საქმიანობაში
* * *
QUOTE
310*12=3720
3720-დედაღორის კვება 1533=2187

მაპატიე შემეშალა
310*12=3720
3720*2=7440
7440-1533=5907ლ

ერთხელ კიდევ გადახედე მაგ მოგების მარჟას.
მეც ეჭვი მეპერება მასეთი მოგების მარჟაზე.
თუ არ დაიზარებ და დაადასტურებ ზედა წერილის სწორ დათვლას, მერე მეც დავითვლი და მე მგონია რომ გადამეტებულია მასეთი მოგების მიღება.
მასე რომ იყოს რა აჯობებდა ღორის გამრავლებას?

Posted by: shuma89 5 Mar 2020, 23:52
6 ლარში გაყიდვა ჭირს ცოცხალი წონა, 4.5-5.0 ლარი ჯობია იანგარიშო მგონი, მაგრამ 12 ლარია ხორცი ყასბებთან, ლოგიკურია რომ მაგ ფასად რო იყიდება ხორცი 6 ლარს უნდა იხდიდნენ, 80% რჩება ღორი, გამოდისრო 7.5 ჯდება ხორცი, კიდევ დანახარჯები მიემატება და 8 ლარს არ გასცდება, 4 ლარი რო მოგება აქვს ყასაბს მეტი რაღა უ.და, მაგდენი გლეხსაც არ რჩება მოგება გაზრდაში.

Posted by: kaxaberski66 6 Mar 2020, 00:00
shuma89
QUOTE
6 ლარში გაყიდვა ჭირს ცოცხალი წონა, 4.5-5.0 ლარი ჯობია იანგარიშო მგონი

ამჟამად ასეთი დაბალი ფასი არ არის როგორც მე ვიცი.
QUOTE
4 ლარი რო მოგება აქვს ყასაბს მეტი რაღა უ.და, მაგდენი გლეხსაც არ რჩება მოგება გაზრდაში.

ზოგადად მოსავლის მომყვანს და საქონლის გამზრდელს უაღრესად და კრიტიკულად მინიმალური რჩება. ხშირად წაგებაზეც მიდიან.
მოგება რჩება გადამუშავებისას, შეფუთვა შენახვისას და შემდეგ რეალიზებისას.

Posted by: topcha 6 Mar 2020, 21:22
QUOTE
პირველ რიგში თუ რეკლამა არ გამოვა და არ გაგვაციმბირებენ რომელ საკვებს ხმარობ (ხმარობდი) მარცვლეული საკუთარი როცა მაქვს მაშინ იგივე ფირმისგან კონცენტრატის შეძენა თუ იქნება შესაძლებელი რო ჩემი მარცვალი შევურიო და იგივე მივიღო რასაც ნარევის სახით ყიდიან.

რეკლამა იქნება თუ არა არ ვიცი, მაგრამ მე ნუტრიმაქსის საკვებს ვაჭმევ. რამოდენიმე ფირმა ვსინჯე და ამან ყველას აჯობა, ეს ჩემი გამოცდილებიდან რა თქმა უნდა. შესარევსაც ყიდიან.
* * *
QUOTE
ერთი კითხვაც რო ჩავამატო, 100-110 კგ ცოცხალ წონაზე მისაყვანად ნორმალურ კვებაზე რამდენი თვე უნდა ეყოს გოჭს დაბადებიდან?

ჯიშს ექცევა დიდი ყურადღება. მე იორქშირის დედაღორები მყავდა ერთი 300კგ გამოვიდა. ჩემი გამოცდილებით გეტყვი, თუ კარგაფ გექნება მოწყობილი საწყურებლები დს მშრალად აჭმევ, ყველა ნორმის დაცვით, ჯერ პრესტარტერი მერე სტარტი და ბოლო გროუერი, დაბადებიდან 5 თვეში 120კგ ხდება.
* * *
QUOTE
სხვადასხვა სქესი ცალცალკე უნდა იზრდებოდეს თუ ადრიდანვე დაკოდვა ჯობია და ერთად გაზრდა ერთ ფართში? აი 9-10 მოზარდი 100 კილომდე მასის მიღწევის პერიოდში 20 კვადრატი საკმარისი ფართია? ამ ამბავში მინდა ჯერ გარკვევა.

ასხლეტიდან 1 თვის ვადაში უნდა დაკოდო და ერთად გყავდეს. 20 კვმ-ს თუ კარგად გაანაწილებ ეყოფა 10 გოჭს. ისე 20 პატარაა.
* * *
QUOTE
60 კვადრატი მაქვს შენობა 7.5X8 ზომებში რა ხარჯებთან უნდა ვითამაშო უნდა გადავხედო წინასწარ

ეს ვერ გავიგე შენობა გინდა ააშენო თუ უკვე გაქვს.

60 კვმ 2 დედაღორს, თავისი ნამატით ეყოფა 3-4ც შეიძლება თუ გოჭებს გაყიდი. შენობა და მოწყობა ალბათ 10000ლ. გააჩნია რა შეგიძლია. თუ ყველაფერში გადაიხადე მეტი დაგიჯდება თუ შენც იმუშავებ იაფი. 10000-12000ლ. უნდა ივარაუდო
* * *
QUOTE

ერთხელ კიდევ გადახედე მაგ მოგების მარჟას.
მეც ეჭვი მეპერება მასეთი მოგების მარჟაზე.
თუ არ დაიზარებ და დაადასტურებ ზედა წერილის სწორ დათვლას, მერე მეც დავითვლი და მე მგონია რომ გადამეტებულია მასეთი მოგების მიღება.
მასე რომ იყოს რა აჯობებდა ღორის გამრავლებას?

კახაბერსკი, შენი გამოცდილება და ცოდნა მეტნაკლებად ვიცი მაგრამ ფაქტი ეგ არის 400 ლარს არ სცილდება გოჭის გაზრდა, მხოლოდ კვება. 120კგ. რომ გახდეს. 120 კგ-ს თუ 6 ლარად გაყიდი, აიღებ720 ლარს. 720-400=320

Posted by: shuma89 7 Mar 2020, 18:46
topcha
60 კვადრატი მაქვს. ანუ 2 დედა ღორი თავისივე 100 კილოგრამიანი ნამატით დაეტევა.
მიახლოებით მინდოდა წარმოდგენა მქონოდა კიდევ მექნება კითხვები და შეგაწუხებ მერე smile.gif

Posted by: kaxaberski66 11 Mar 2020, 21:50
topcha
QUOTE
კახაბერსკი, შენი გამოცდილება და ცოდნა მეტნაკლებად ვიცი მაგრამ ფაქტი ეგ არის 400 ლარს არ სცილდება გოჭის გაზრდა

შეიძლება მასეა. ვერ დავიჩემებ.
მეორეც არის . შენს ხელში, დავუშვათ მასე გამოვიდეს და დილეტანტის ხელში ორი მაგდენი დაუჯდეს გოჭის გამოზრდა.

Posted by: topcha 11 Mar 2020, 23:46
QUOTE
შეიძლება მასეა. ვერ დავიჩემებ.
მეორეც არის . შენს ხელში, დავუშვათ მასე გამოვიდეს და დილეტანტის ხელში ორი მაგდენი დაუჯდეს გოჭის გამოზრდა.

რა თქმა უნდა ეს მხოლოდ ფურცელზე ანგარიშია. რეალურად გაცილებით რთულია მაგ შედეგს მიაღწიო. მე ხელოვნური განაყოფიერების იმედად დავრჩი, კერატი არ მყავდა და სერიოზულ ზარალზე წავედი. ვერ გაამართლა. 100მდე გოჭს ველოდი და 7 მივიღე. ეხლა კი ვიცი ყველაფერი და ნებისმიერს ვასწავლი რაც მე ვიცი ხარჯის და ზარალის ხარჯზე. ზოგი ისეთი ბოღმა როჟაა არაფერს არ გასწავლის გეგონება დიდი კონკურენციაა მეღორეობაში. ჯობია ვასწავლოთ ერთმანეთს რაც ვიცით. აი შენ კახა ძალიან კარგად აკეთებ ამას და ძალიან დასაფასებელია ეს. ისე სხვამ რაც არ უნდა გითხრას სანამ შენ არ იწვნევ ზარალს ვერ ისწავლი. რთულია ფერმერობა მაგრამ შეუძლებელი არა.

Posted by: shuma89 12 Mar 2020, 04:30
სავარაუდო შემოსავალზე გასვლა დედა ღორის შეძენიდან 1 წლის თავზეა შესაძლებელი როგორც ვხვდები ხოო? მოგებაზე არ ვსაუბრობ, პირველი შემოსავალი მაქვს მხედველობაში.

რჩევის სახით რო ვიცოდე სად, ვისგან შეიძლება საჯიშედ სადედე და საკერატე გოჭები შევიძინო და რა ჯიშის აჯობებს?
ერთი კერატი რამდენ დედა ღორზე შეიძლება გათვალო?

* * *
კიდევ ერთსაც მივამატებ კითხვას, ე.წ საქონლის ჭარხალი რა ფორმით შეიძლება მიეცეს, რა შეღავათს შეიძლება ველოდოთ საკვებში მისი გამოყენებით, რამდენადაა რეკომენდირებული მოზარდისთვის, სუქებაზე დაყენებული ან დედა ღორისთვის.

Posted by: public_enemy 12 Mar 2020, 08:20
topcha
გამარჯობა მეგობარო, მადლობა ამდენს რომ წერ, საჭირო ინორმაციაა
ერთი რაღაც ვერ გავიგე
აქ ორზე რატომ ამრავლებ
3720*2=7440
ანუ ორი დედა ღორის შემთხვევაში?

QUOTE
310*12=3720
3720-დედაღორის კვება 1533=2187

მაპატიე შემეშალა
310*12=3720
3720*2=7440
7440-1533=5907ლ


Posted by: kaxaberski66 12 Mar 2020, 09:56
ესეიგი. კარგი ჯიშის შემთხვევაში, ავიღოთ დიუროკი.
გოჭები იბადებიან 1-1.6 კგ. დღიური ნამატი აქვთ 0.750-0.950 გრამი.
ერთი თვის თავზე იქნებიან საშუალოდ 23.5- 30 კგ.
6 თვის ასაკში თავისუფლად იქნებიან 120 კგ და მეტი.
* * *
shuma89
საქონლის ჭარხალი ყველა სახის პირუტყვისთვის და ფრინველისთვის არის სასარრგებლო.
თუ ჭარხალი მოვულობით პატარებია მისცემ მთლიანებს, ხოლო თუ დიდებია, დაუჭრი და დაჭრილს მისცემ.
საქონლის ჭარხალში არის ცოტა რაოდენობით მშრალი ნივთიერება და უჯრედანა.
საქონლის ჭარხალი ხელს უწყობს კუჭნაწლავს საჭმლის მონელებაში. მეწველს უმატებს რძის გამოსავალს.
საკვები ჭარხალი უნდა იყოს დამატებითი საჭმელი ძირითად რაციონში და არა მთავარი საკვები.

Posted by: topcha 12 Mar 2020, 10:48
QUOTE
აქ ორზე რატომ ამრავლებ
3720*2=7440
ანუ ორი დედა ღორის შემთხვევაში?

1 დედაღორი ერთი დაყრა = 12 გოჭს. ერთი გოჭი =310ლარის მოგებას. 12*310=3720.
დედაღორი წელიწადში ორჯერ ყრის და შესაბამისად ორზე ვამრავლებ.

Posted by: shuma89 13 Mar 2020, 19:19
მოკლედ, სახლიდან 27 კილომეტრშI მაქვს ნაკვეთები სოფელში 7.5 ჰექტარი, აქედან 3 არის შემოღობილი და მაქვს 60 კვადრატიანი შენობა, დავუჯექი ხარჯების დათვლას, ყოველ დღე რო ვიაყო იქ და მარტო ღამე დარაჯის/დამსუფთავებლის ფული დავხარჯო ჩემი სიარული 1 დედა ღორის დატოვებული მოგება რაც იქნება იმაში გაფრინდება, ამას დაემატება ღამის დარაჯი/მომვლელის ხარჯი და კერატის შენახვის ხარჯი საშუალოდ 1 დედა ღორის დატოვებული მოგების ტოლფასი ან ცოტა ნაკლები.
ჩემს 60 კვადრატულ შენობაში მხოლოდ 2 დედა ღორის შენახვას შევძლებ თავიანთI ნამატით 100-120 კილოგრამამდე წონების, ლოგიკური დასკვნა, აზრი არ აქვს ჩემი უძრავი ქონების გამოყენებით ღორის ამბავს.
ან უნდა დავამატო მინიმუმ 4 დედა ღორის საკმარისი შენობა (რომელიც 10000 ლარამდე დამიჯდება, ქვის ბლოკით აშენებული პირებ ამოლესილი გულესავი) რომ წლიურად 24 000 ლარამდე ანუ თვეში ანუ თვეში 2000 ლარ მოგებაზე გავიდე.
ამ დროს კიდევ 6 დედა ღორი თავიანთI ნამატით ანუ მინიმუმ 75 სული იქნება და ამათ მოვლას მეტი ხელფასი დასჭირდება, პლიუს კომუნალურებიც მნიშვნელოვნად მომატებს.
აბა რა რჩევები შეიძლება მომცეთ ამ გათვლების დროს?
ჩემი აზრით 6 დედა და ერთი კერატი მაინც თუ არ მეყოლება აზრი არ აქვს მუშაობას.
საბრუნავი ფული საკვებისთვის და პლიუს გაუთვალისწინებელი ხარჯებისთვის საქმის დაწყების დროს მთელი 1 წლის საკმარისი საკვების მომარაგების თანხა უნდა მეჭიროს ხელში.

Posted by: kaxaberski66 13 Mar 2020, 22:23
QUOTE
ჩემი აზრით 6 დედა და ერთი კერატი მაინც თუ არ მეყოლება აზრი არ აქვს მუშაობას.

მართალი ხარ.
მაგ მანძილზე სიარული 6 დედაღორისთვისაც არ ღირს ჩემი აზრით.
მოგება მაშინ რჩება, როცა სახლში თუ არა სახლთან ძალზე ახლოს გაქვს მასე პატარა ფერმა და ძირითადი საჭმელი შენვე მოგყავს.

Posted by: SkitterZ 13 Mar 2020, 23:15
მკვლელებოოოოოოოოოოოოოო cry.gif

Posted by: shuma89 14 Mar 2020, 01:04
kaxaberski66
QUOTE
მართალი ხარ.
მაგ მანძილზე სიარული 6 დედაღორისთვისაც არ ღირს ჩემი აზრით.

წლიური 24 000 ლარი ანუ თვეში საშUალო მოგება თუ 2000 ლარი გამომივა რატომაც არ ღირს.

* * *
QUOTE (shuma89 @ 13 Mar 2020, 19:19 )
მოკლედ, სახლიდან 27 კილომეტრშI მაქვს ნაკვეთები სოფელში 7.5 ჰექტარი, აქედან 3 არის შემოღობილი და მაქვს 60 კვადრატიანი შენობა, დავუჯექი ხარჯების დათვლას, ყოველ დღე რო ვიაყო იქ და მარტო ღამე დარაჯის/დამსუფთავებლის ფული დავხარჯო ჩემი სიარული 1 დედა ღორის დატოვებული მოგება რაც იქნება იმაში გაფრინდება, ამას დაემატება ღამის დარაჯი/მომვლელის ხარჯი და კერატის შენახვის ხარჯი საშუალოდ 1 დედა ღორის დატოვებული მოგების ტოლფასი ან ცოტა ნაკლები.
ჩემს 60 კვადრატულ შენობაში მხოლოდ 2 დედა ღორის შენახვას შევძლებ თავიანთI ნამატით 100-120 კილოგრამამდე წონების, ლოგიკური დასკვნა, აზრი არ აქვს ჩემი უძრავი ქონების გამოყენებით ღორის ამბავს.
ან უნდა დავამატო მინიმუმ 4 დედა ღორის საკმარისი შენობა (რომელიც 10000 ლარამდე დამიჯდება, ქვის ბლოკით აშენებული პირებ ამოლესილი გულესავი) რომ წლიურად 24 000 ლარამდე ანუ თვეში ანუ თვეში 2000 ლარ მოგებაზე გავიდე.
ამ დროს კიდევ 6 დედა ღორი თავიანთI ნამატით ანუ მინიმუმ 75 სული იქნება და ამათ მოვლას მეტი ხელფასი დასჭირდება, პლიუს კომუნალურებიც მნიშვნელოვნად მომატებს.
აბა რა რჩევები შეიძლება მომცეთ ამ გათვლების დროს?
ჩემი აზრით 6 დედა და ერთი კერატი მაინც თუ არ მეყოლება აზრი არ აქვს მუშაობას.
საბრუნავი ფული საკვებისთვის და პლიუს გაუთვალისწინებელი ხარჯებისთვის საქმის დაწყების დროს მთელი 1 წლის საკმარისი საკვების მომარაგების თანხა უნდა მეჭიროს ხელში.

-------------------------------------------------------------------------------
-------------------------------------------------------------------------------

Posted by: public_enemy 14 Mar 2020, 01:45
რამდენიმე კითხვა მაქვს თუ არ დაგეზარებათ.
ორი ჯანიანი კაცი რამხელა ფერმას მოუვლის გულიანად რომ მიუდგეს საქმეს.
რა ტემპერატურა ჭირდებათ ღორებს და პირობები ზოგადად ტენიანობა, ვენტილიაცია და ა.შ ანუ შენობა როგორ უნდა იყოს აღჭურვილი.
ერთი კერატი რამდენ დედალს აუვა boli.gif
თბილისში მაქვს 3000მ2 მიწა მიმატების პერსპექტივით და სამომავლოდ ვაპირებ ავამუშავო, რა გავაკეთო ჯერ არ ვიცი არაფერი.

Posted by: kaxaberski66 14 Mar 2020, 08:54
shuma89
QUOTE
წლიური 24 000 ლარი ანუ თვეში საშUალო მოგება თუ 2000 ლარი გამომივა რატომაც არ ღირს.

ქაღალდზე ყოველთვის კარგად ჩანს.
1 დედაღორი ერთი დაყრა = 12 გოჭს. ერთი გოჭი =310ლარის მოგებას. 12*310=3720.
დედაღორი წელიწადში ორჯერ ყრის და შესაბამისად ორზე ვამრავლებ.
ზევით იუზერმა ასე რომ დათვალა, ყოველთვის მასე არ ხდება.
შენ დედა ღორზე 8 10 გოჭი იანგარიშე. ზოგი შეძლება გაჭყლიტოს, ზოგიც თვითონ მოკვდეს.
მერე ეს გოჭებიც ყველა ერთნაირად კი არ იმატებს და ერთი ზომის კი არ იზრდებიან.
წამლის და ვეტერინარის ხარჯი დაამატე.
ის მომვლელი კიდევ ისე არ მოუვლის შენ რომ გინდა.
გოჭი აფსოლიტურ სიმშრალეში და სისუფთავეში უნდა იყოს რომ გაიზარდოს ჯანმრთელი და კარგი.
ნამჯა უნდა ჩაუყარო რომ თბილად და მშრალად იყვნენ.
გოჭისთვის ტემპერატურა 20 გრადუსი მაინც უნდა იყოს რომ არ შესცივდეთ.
ის მოგება რაც იმან მიიღო შენ მაგით ნუ ითვლი. იმან ეგ მიიღო რაღაც გამოცდილების შემდეგ.
იმ შენს ნაკვეთებში თუ ქერს და სიმინდს დათესავ და კარგ მოსავალს მიიღებ, მოგებაზე მერე გახვალ ერთი წლის შემდეგ.

public_enemy
QUOTE
ორი ჯანიანი კაცი რამხელა ფერმას მოუვლის გულიანად რომ მიუდგეს საქმეს.

მე რომ ვიცი ისე გულიანად თუ მიუდგები 20 დედაღორიან ფერმასაც მოუვლი. ოღონდ სულ იქ უნდა იყო.
QUOTE
რა ტემპერატურა ჭირდებათ ღორებს და პირობები ზოგადად ტენიანობა, ვენტილიაცია და ა.შ ანუ შენობა როგორ უნდა იყოს აღჭურვილი.

ამავე პოსტში უკვე დავწერე ტემპერატურის და სიმშრალის შესახებ. შენობას კარგი ვინტილაცია უნდა ჰქონდეს რომ შიგ შარდის სუნი არ იდგეს.
ზოგადად ღორს სიცივე არ უყვარს. ბეტონზე არ უნდა იწვნენ. აუცილებლად ფიცარზე უნდა იწვნენ, ისიც მჭრალზე.
თუ სცივათ, რამდენიც გინდა აჭამო, წონამატის შედეგს ვერ მიიღებ.
QUOTE
ერთი კერატი რამდენ დედალს აუვა

ოც დედას აუვა მაგრამ უკეთესია ორი კერატი გყავდეს ოც დედაზე.

Posted by: shuma89 14 Mar 2020, 14:27
QUOTE
ის მომვლელი კიდევ ისე არ მოუვლის შენ რომ გინდა.

ეგ ვიცი, მხოლოდ ღამის დარაჯი და სადგომის დასუფთავების მიზნით თუ მეყოლება ვინმე, დილიდან დაღამებამდე თავად.უნდა ვიყო ან მამაჩემი, მაგიტო.დავთვალე დღეში 20 ლარი ხარჯი მიისვლა მოსვლაზე, წესით 10 მჭირდება მაგრამ ხარჯი მეტი ვიანგარიშო მირჩევნია და მოგება საშუალოზე ნაკლები. დამატებით შემოსავლად ტრუ ავითებ 2000 ლარს მაგის ნაცვლად 1000-იც რო გამომივიდეს მაინჩ კმაყოფილი.ვიქნები.
რაც შეეხება გათვლას მარტო იმიტომ გავიანგარიშე რო მივსულიყავი დასკვნამდე რამდენ დედა ღორზე მიღირს საქმის დაწყება, შენობა აშკარად.არ მყოფნის, 10000 ლარი შენობის გადიდებაზე მჭირდება მინიმუმ, პლიუს 1 წლის საკვების ფული უნდა მქონდეს სანამ შემოსავალს მივიღებ, იმ ფართობში შემოდგომიდან ვენახი უნდა გავაშენო, ვენახსაც ყურადღება უნდა და ბარემ მარტო ვენახისთვის აღარ ვივლი, 2 ჰექტარ ვენახს ხო მოვლა უნდა პლიუს 5000-ზე უეკლო მაყვალს, ასე რომ მარტო ღორის იმედად არც ვაპირებ და არც ღირს დამწყებისთვის ამხელა გზაზე სირბილი მხოლოდ ღორის ამბავზე თუ დიდი ფული არ გაქვს დასაწყებად.
შემოსავლის მიღებამდე რა თანხა მინდა ეგ ვერ გადავითვალე ჯერ, ვერ მოვიცალე ჩავუჯდე, ერთი წელი ვერ მივიღებ შემოსავალს და მანამდე რა თანხა უნდა მეჭიროს ხელში მაგ საქმისთვის რო არ გავიჭედო ეგ უნდა დავითვალო წესიერად. ალბათ მაქსიმუმ 25000 ლარამდე გავქაჩავ და რაღაც მეცოტავება sad.gif 10 მარტო შენობას უნდა'

Posted by: topcha 14 Mar 2020, 16:43
shuma89
მომწონს შენი ენთუზიაზმი, მაგრამ ეს საქმე ძალიან მგრძნობიარეა. სხვა, მაგ. მესაქონლეობას არ ჰგავს. მეღორეობა ძალიან სარისკო საქმეა. შენ მკითხე რა მოგებაზე გავალო და მეც დაგითვალე, მაგრამ ჩემს გამოცდილებას რომ დაეყრდნო ეგრე არ გამოვა. კაი მოგება იციც მაგრამ, საქმე უნდა იცოდე, მთლად ჩართული უნდა იყო მათ ცხოვრებაში. შესაჯვარებელი პერიოდი აქვს 3 დღე. მეორე დღეს უნდა შეუშვა კერატთან, არც პირველ დღეს და არც მესამე დღეს. თუ გამოგეპარა, 4 თვე დაელოდები და გოჭები არ გეყოლება. მერე გოჭებს უნდა ბავშვივით მოვლა, მშობიარობისას უნდა დაეხმარო, უნდა გაწმინდო ნაჭრით თითოეული რომ არ გაიგუდოს მომყოლით, ყოველ მოწოვებაზე უნდა უყარაულო რომ არ გაჭყლიტოს. მოკლედ დიდი ყურადღება უნდა თავიდან 2 კვირა. აცრები ზუსტად განსაზღვრულ წონაზე უნდა ჩაუტარო. ისე კი გეტყვი თუ დაიწყებ ამ საქმეს გოჭებზე იმუშაო ეგ ჯობია. ადგილიც ცოტა გჭირდება და მოვლაც. 60 კვმ 10 დედაღოს იყოლიებ. თითოზე 10 გოჭი რომ ივარაუდო 100 გოჭია. წელიწადში 200. გოჭი მინ. 150ლარი ღირს. 200×150=30000ლ. ამას გამოაკელი 10000ლ. ღორის კვება ეგეც ძალიან მაქსიმუმი. 20000 მოგება. თუ კარგ ჯიშს მოიყვან 12-14 გოჭი გეყოლება ერთ დაყრაზე. ანუ 12×10×2=240. ფაქტიურად 10 ღორს მოუვლი მთელი წელი. ღმერთმა დაიფაროს და რამე ჭირი გაჩნდეს 10 სული გეყოლება და არა 30.

ბოლოს კი გეტყვი ვინც რაც არ უნდა გითხრას სანამ შენ თვითონ არ გამოცდი ყველაფერს, სხვისი გამოცდილებით ვერ ისწავლი. ეს მხოლოდ დაგეგმაში დაგეხმარება. მე შენზე მაგრად დავიწყე, 150კვმ კაპიტალური შენობა სიმაღლე 3მ. გალიები, ავტომატური სასმელი წყლის სისტემა და საკვებურები. ძირს ბაქტერია. ერთი კვირა რომ არ შესულიყავი არაფერი არ დაჭირდებოდათ. სუნი საერთოდ არ იდგა, ისეი სისუფთავე იყო შიგნით შეგეძლო გექეიფა, მაგრამ ერთიანად ჩავვარდი. რადგან ბევრი რამე არ ვიცოდი. წყალმა ბაქტერია გამიფუჭა, ხელოვნურმა განაყოფიერებამ მიმტყუნა თან ორჯერ 10 დედაზე. საერთოდ დავკარგე მეღორეობის მუღამი რადგან ტონობით მასა მაქვს გამოსატანი და ხელახლა შესატანი ეს კი იმდენი მიჯდება ერთ შენობას კიდევ ავაშენებ, ამიტომ ჯერ ვისვენებ. შენ კი წარმატებებს გისურვებ და სანამ თავად არ გამოცდი მეღორეობა დიდ იმედებს ნუ დაამყარებ მათზე.

Posted by: shuma89 14 Mar 2020, 19:07
topcha
ძალიან კარგი რჩევებია, ყველას დაფიქრება აწონდაწონვა უნდა, მერე საქმეს სწავლა ისე რო იაფი დაგიჯდეს ეს სწავლა smile.gif დიდი ზარალის გარეშე smile.gif

მე იქ ვენახი და უეკლო მაყვლის გულისთვის ახლაც ხშირად დავდივარ, შენობა მაქვს უქმად და იმის გამოყენებაც მინდა, მაგიტო მივადექი ღორს smile.gif ისე გოჭებს 150 ლარად სად გაყიდი კაცი, 10 ლარზე ზევით ცოცხალი წონა საუკუნეა არ მინახავს ბაზარში smile.gif მიყვარს გოჭი და ხშირად ვარ ხოლმე ბაზარში გასული ფასებს ვკითხულობ და თუ კაი ფასი იქნა ვყიდულობ და ვჭამ smile.gif გემრიელია ნამდვილად smile.gif

შენობის გამოყენების მიზნით ან ღორი ან ქათამი მინდა, მეკვერცხული ჯიში, კერძოდ ლეგჰორნი, რუსეთში მაქვს ძალიან ბევრ ადგილას ნაშოვნი, მოსკოვთან ახლოსაც და დაჟე ლეკებშიც კი მახაჭკალაში smile.gif მაგრამ კაცი ვერ ვნახე რო გავაგზავნო აიღოს და ავტობუსს გამოატანოს საქართველოში თუნდაც 100 ცალი კვერცხი რო დასაწყისისთვის ჯიში მოვაშენო, ჰიბრიდი არ მინდა თორე აქაც ბევრია, მათი კვერცხიდან გამოჩეკილებს ეკარგებათ ჯიშობრივი თვისებები, გადაჯიშდება ასე ვთქვათ, ამიტო არ მინდა ჰიბრიდი კროსი. ღორს უფრო ვიშოვი კარგ ჯიშ ვიდრე ქათამსთქო და შემოვიხედე ამ თემაში, კარგი მრჩეველი ხარ ნამდვილად. მადლობა.კიდევ ერთხელ დაუზარელი რჩევებისთვის'

Posted by: ladusha2 14 Mar 2020, 19:19
გამარჯობათ, რომ გავერთიანდეთ ასეთი რამ თუ მოგსვლიათ აზრად. რათქმაინდა ამ საქმეს ჭირდება ლიდერი რომელიც იქნება გამოცდილი და პროფესიონალი ამ საქმის. ვფიქრომ რომ გაერთიანება მოიტანს ბევრ დადებითს.

1) ნაკლები ინვესტიცია 1 ადამიანის.
2) კომპანის მუშაობის მოქნილობას, როგორც საქმის.

მე ზუსტად ვერ გეტყვით როგორ მარა ისეის დონეზე რომ განვიხილოთ შეილება. მესმის ბევრი იტყვის რო პარტნიორი ესეთია ისეთია გასაგებია, მაგრ ვფიქრობ რომ ყველას ინტერსში უნდა შედიოდეს და ყველას რაღაც ფასეულს უნდა დებდეს ამ საქმისადმი რომ ინეტრესი იყოს ყველასთვის.

მე დავწერ აგერ მაქ. მეურნეობა, ასევე ინვესტივცის ჩადებაც შემილი , დიდი თანხების არა,მაგიტომაც ვფიქრობ რომ გაერთიანება ზუსტად შესაძლებლობაც მოგვცემს რომ საქმე ადგილიდან დავძრათ.(გამოცდილება მე პირადად არ მაქვს მეღორეობაში, მამაშემს აქვს ყავდა წლები ღორები , დახლოებით 8-9 წლის წინა, მას შემდეგ გაქირავებული იყო ეს მეორნეობა, 1,5 წელიააღარარი).
მეურნეობა დიდია და მე არვიძახი რო თავიდანვე ყველაფერი ავითვისოთ 1 შენობით დავიწყოთ. მოკლედ რომ ვთკავთ ყველაფერი მოლაპარაკებაზეა.

მეურნეობის დეტალებია:
სოფლის მეურნეობის საწარმო(ფერმა) თბილისთან ახლოს ლილოს ბაზრობიდან 1 კილომეტრში(მდინარის პირას). მიწის საერთო ფართი 5ჰ. მაზე განთავსებული შენობა ნაგებობებით:

1. ადმინისტრაციული შენობა 2 სართული 300კვ.მ

2.ინკუბატორის შენობა 400კვ.მ

3. 4 შენობა საფრინველის თვითეოული 900კვ.მ (შესაძლებელია გამოყენება სურვილისამებრ)

4. საკვების დამამზადებელი წარმოების შენობა 500კვ.მ

5. 2 შენობა მეღორეობისა და მსხვილ ფეხა საქონლის გამოსაზდელად თვითეოული 1200კვ.მ

ასეველი ლინკი, სურათებსაც ნახავთ:
https://www.mymarket.ge/ka/pr/15628893/iyideba-biznesi/fermameurneoba

Posted by: public_enemy 14 Mar 2020, 19:49
topcha
QUOTE
მესაქონლეობას არ ჰგავს. მეღორეობა ძალიან სარისკო საქმეა.

ანუ მესაქონლეობა უფრო ნაკლებ სარისკოა?'

QUOTE
შესაჯვარებელი პერიოდი აქვს 3 დღე. მეორე დღეს უნდა შეუშვა კერატთან, არც პირველ დღეს და არც მესამე დღეს. თუ გამოგეპარა, 4 თვე დაელოდები და გოჭები არ გეყოლება.

როგორც მივხვდი ყველა დედაღორს სხვადასხვა დროს აქვს ეს პერიოდი ხო? თუ ერთი კერატი ერთ დღეში უნდა მიუშვა ათ დედალთან.

Posted by: topcha 14 Mar 2020, 19:54
QUOTE

1. ადმინისტრაციული შენობა 2 სართული 300კვ.მ

2.ინკუბატორის შენობა 400კვ.მ

3. 4 შენობა საფრინველის თვითეოული 900კვ.მ (შესაძლებელია გამოყენება სურვილისამებრ)

4. საკვების დამამზადებელი წარმოების შენობა 500კვ.მ

5. 2 შენობა მეღორეობისა და მსხვილ ფეხა საქონლის გამოსაზდელად თვითეოული 1200კვ.მ


კარგი იდეაა ნამდვილად. მაგრამ, დიდი ფინანსები სჭირდება ამ საქმეს სამწუხაროდ.

Posted by: shuma89 22 Mar 2020, 21:27
topcha
ერთი იდეა გადავხარშე კიდევ, სადმე გეგულება რომ კარგი ჯიშის გოჭებს ყიდდეს ხოლმე ვინმე?
აი რო ავიღო გოჭი გავზარდო და 100-120 კილოიანი გავყიდო? ჩემ ფართში 60 კვადრატში რამდენი დაეტევა რო გავზარდო და გავყიდო მერე ცოცხლად? თუ არ ვცდები 20 უნდა დაეტიოს, ვერა?
თუ ძალიან მიზერზე არ გამივა მოგება მგონი დედა ღორის მოვლა უფრო გრძელვადიანი სწავლის თემაა ვიდრე კარგი ჯიშის მოზარდის მიხედვა კვება და გაყიდვა.
რა წონის და რა ასაკის უნდა იყოს ნორმალური გოჭი რომ ზრდა კარგი ჰქონდეს და წვალებასაც აზეი ჰქონდეს? 60 კვადრატულში რაოდენობა სწორად გავთვალე?

Posted by: topcha 25 Mar 2020, 18:08
QUOTE
ერთი იდეა გადავხარშე კიდევ, სადმე გეგულება რომ კარგი ჯიშის გოჭებს ყიდდეს ხოლმე ვინმე?
აი რო ავიღო გოჭი გავზარდო და 100-120 კილოიანი გავყიდო? ჩემ ფართში 60 კვადრატში რამდენი დაეტევა რო გავზარდო და გავყიდო მერე ცოცხლად?

მე მაგას არ გირჩევ. ძალიან ცოტა რჩება. ვინც კაი ჯიშის გოჭს ყიდის 15 კგ.ზე ნაკლებს არ ყიდის და კილოს 15 ლარად ყიდის. 225 ლ. თუ გოჭში მიეცი და საკვებში 350 ლარი დაგიჯდა, რაღა გამოვა? თითოში 100 ლარი დაგრჩება, რაც ძალიან ცოტაა. ფაქტიურად წვალების ფასია.

Posted by: s1mpsOnA 2 Apr 2020, 16:38
მე ვაკეთებ ფერმას 15-20 დედაღორზე, ეს არის ჩემი დათვლებით ის რაოდენობა, რომელიც შედარებით მალე განახებს Aედეგს.

2, 4 ან 6 არ მოგცემს იმ შედეგს რო წვალება დაგიფასდეს

გოჭებს რაც შეეხება, საჭმელი თუ უნდა იყიდო და იმით გაზარდო მიზერულ მოგებას განახებს, თუმცანპირველ ეტაპზე ცადე და საქმეს ისწავლი smile.gif


ერთმა იუზერმა დაწერა ბაქტერიაზე მქონდა და გამიფუჭდა მალეო, რამდენ ხანში გაფუჭდა ბაქტერია და რის გამო? სველდებოდა ნახერხი თუ სხვა რა მიზეზი იყო, თუ შეგიძლიათ ამ საკითხე დაწერეთ

Posted by: topcha 4 Apr 2020, 16:04
QUOTE
ერთმა იუზერმა დაწერა ბაქტერიაზე მქონდა და გამიფუჭდა მალეო, რამდენ ხანში გაფუჭდა ბაქტერია და რის გამო? სველდებოდა ნახერხი თუ სხვა რა მიზეზი იყო, თუ შეგიძლიათ ამ საკითხე დაწერეთ

ორი მიზე მქონდა.
1. ერთი ფლიგელი დიდი ხანი (2 თვე ) ცარიელი მქონდა და მაგით გაფუჭდა.
2. მეორე ფლიგელი კი დასველების გამო გამიფუჭდა. არ ვიცოდი და ვერ გავითვალისწინე. ახლა ვწერ რომ სხვამაც იგივე შეცდომა არ დაუშვას.

Posted by: cffoby 7 Apr 2020, 13:31
გამარჯობა.. თუ იცით ღორებზე იჭმევა სილოსი?? ან რას მირჩევთ 8 ჰეკტარზე დასათესად?? ქერი ხორბალი დათესილი მაქვს... მყავს 10 ნეზვი დიურეკის ჯიშის.. თუ ვინმეს გაქვთ გამოცდილება საკვებთან დაკავშირებით.. კომბინირებულს ვიყდულობ. და ძან დიდ ხარჯებთანა ყიდვა ამიტომ ვფიქრობ ჩემით კომბინირებას

Posted by: dati535 12 Apr 2020, 20:38
გაუმარჯოს ყველას .მე ვზრდი სახორცედ ეხლა დუროკებს 10 ცალი მყავს გასაყიდად მინდა და დაკლულის ფასი სუფთა ხორცის ფასი რაარის და ვისთან შეიძლება რეალიზაცია
* * *
ქერი ხორბალი სიმინდი სად ყიდულობთ კახეთში ხოარ გყავთ ვინმე რომელსაც ბევრი ქონდეს და ოპტაოი ფასში ყიდდეს

Posted by: თორნიკე- 12 Apr 2020, 22:45
კორონას გადამკიდე აგრო ბიზნესის თემების გამოცოცხლება შეინიშნება. რაც სასიხარულოა. კარგია თუ ხალხი სოფელს დაუბრუნდება. რაც შეეხება მარცვლეულის იაფად შეძენას . ადრეც დავწერე და კიდე გავმეორდები .სეზონზე სიღნაღის და დედოფლისწყაროს რაიონებში ქერი და ხორბალი.სიმინდი ლაგოდეხი. ყვარელი. სილოსი ჩემი აზრით მსხვილფეხასთვისაა . თუმცა აქ არიან ცხოველთა კვების საკითხების პროფესიონალი იუ ზერები და ისინი უფრო კარგ რჩევებს მოგცემენ

Posted by: s1mpsOnA 21 Apr 2020, 11:07
topcha
მადლობა, ეგ ინფორმაცია ვისგანაც იყიდე მას უნდა ეთქვა რომ აუცილებლად იმ ადგილში უნდა იყოს პირუტყვი რო არ გაფუჭდეს ბაქტერია და
ასევე სისველეც რო კლავს იმ ბაქტწრიას, სამწუხარო ამბავია, ნახერხის შოვნა დღეს ისეთი ძნელია

+ ამ საქმის დაწყებას ვინც აპირებთ აუცილებლად იყოლიეთ თქვენი კერატი, 4-5 დედაღორი რო გყავდეთ ჯობია გყავდეთ კერატი და ხელოვნურის იმედად არ იყოთ!
ნახევარი აფერისტია ამ საქმეში და კაცმა არ იცის რა სპერმას მოგიტანს და ვიღაცის კეთილსინდისიერებაზეო რო არ იყოთ დამოკიდებული იყოლიეთ ფერმაში კერატი smile.gif

ასევე აქ ცოტა გადამეტებული ციფრები იყო დაწერილი, დღეს კარგი ჯიშის გოჭი რომ იყიდო მინიმუმ 250 ლარი ღირს!

დედაღორზე 8-9 გოჭი უნდა იანგარიშოთ საშუალოდ

გოჭის ყიდვა გასაზრდელად და შემდეგ გასაყიდად არ ღირს თუ "მუქთა" საჭმელი არ გაქვთ smile.gif

წარმატებებ ყველას
* * *
თორნიკე-
კი კარგია ეს თემები გამოცოცხლდა და ხალხმა სოფლისკენ გაიხედა, თუმცა სახელმწიფოსგან არანაირი ხელის შეწყობა არ არის

მე დუშეთის რაიონში მაქვს ფერმა, კახეთიდან რო ჩამოვიტანო განა რამდენი უნდა წამოვიღო რო მიღირდეს? რა ღირს სეზონზე ქერი/ხორბალი/სიმინდი?

საწვავი+მანქანის საფასური და ადგილობრივ ბაზარზე რომ იყიდო დაჯდება სავარაუდოდ იმდენი

Posted by: Davidinhios 11 May 2020, 18:55
გამარჯობათ ძალიან მაინტერესებს რა ღირს მთლიანი ღორი ცოცხალიც და დაკლულიც.
როგორ ხდება შესყიდვა სოფლებში უნდა დაიარო და იპოვნო კარგი სანდო ფერმერი რომ მას შეუთანხმდე ხორცზე, თუ სხვა ხერხებიც არ სებობს მთლიანი დაკლული ცხოველის შეზენაზე ?
დიდი მადლობა წინასწარ

Posted by: kaxaberski66 11 May 2020, 22:03
Davidinhios
QUOTE

როგორ ხდება შესყიდვა სოფლებში უნდა დაიარო და იპოვნო კარგი სანდო ფერმერი რომ მას შეუთანხმდე ხორცზე, თუ სხვა ხერხებიც არ სებობს მთლიანი დაკლული ცხოველის შეზენაზე ?

კი ბატონო, თუ შენ გინდა რომ შენით შეარჩიო საყიდად ღორები, უნდა დაიარო სოფლები და დაუკავშირდე ღორის მომშენებელ ფერმერებს.
არის მეორე ვარიანტიც. არსებობს ხალხი, რომლებიც მუშაობენ ღორის დაკლული და გასუფთავებული ტანხორცით მაღაზიების მომარაგებაზე.
მათთან უნდა გახვიდე კავშირზე და მოგყიდიან.

Posted by: barka.2 12 May 2020, 14:43
ღორის კვების რაციონი მაინტერესებს, მარცვლის და ვიტამინების დოზები ხომ არ გაქვთ?

Posted by: Qurto 18 May 2020, 15:02
მოგესალმებით,

მეგობრებო, ჩემი ღორი გარეულ ტახთან შეჯვარდა.
ტყის პირას იყო გასული, რო დავინახე ძაან შორიდან მეტქი ნადირია და ვსიო დამიგლიჯათქო ვიფიქრე.
ნუ გაქცევას აზრი არ ქონდა ვერ მივასწრებდი 200-300 მეტრში იყო ფერმიდან თან შიშველი ხელებით რას ვიზავდი თახი იყო თუ მგელი ვერ ვარჩევდი.
ავიღე ბინოკლი და სახურავიდან ვუყურებ და ამ გარეულმა ტახმა აუხსნა სიტყვარული.
10 წუთი იყვნენ ერთად და ჩემი ღორი აპირებდა გაყოლას ამ გარეულთან მაგ დროს წავედი და იმან როგორც კი დამინახა დამიჯერეთ ისე გაიქცა მსგავსი სისწრაფით რამე მოძრავი მანქანის გარდა არ მინახავს, ცხენიც კი არ მინახავს ეგრე გარბოდეს. ჩემი მოვატრიალე უკან მძლივს.

Posted by: В.И. Ленин 18 May 2020, 17:40
QUOTE
ჩემი ღორი გარეულ ტახთან შეჯვარდა

სახლში შესაშვები არ ყოფილა.

Posted by: kaxaberski66 18 May 2020, 22:08
Qurto
მსვენიერი ზოლიანი გოჭუნები დაიბადებიან.
მათი დადებითი ის იქნება რომ, ძვალმაგრები იქნებიან და საკვების ტავისით მოპოვების თავი ექნებათ ბუნებრივ გარემოში.
დასაკლავი რომ გახდება, კარგი, გემრიელი და წვნიანი ხორცი ექნებათ, მაგრამ ცოტა მაგარიც.
მე ცუდს მაგაში ვერაფერს ვხედავ თუ ჯიშობრივი ხაზის ღორი არ გყავს.

Posted by: Grows 19 May 2020, 00:16
QUOTE
სახლში შესაშვები არ ყოფილა.


biggrin.gif

QUOTE
გარეულმა ტახმა აუხსნა სიტყვარული


მაგარი მაჩო ყოფილა. ტყეში არ ეყო მდედრები და ბარში ჩამოვიდა biggrin.gif

Posted by: Jack_Sparrow 9 Jul 2020, 17:22
სალამი, ვინმეს ცხრილი ხომ არაგაქვთ რამდენი საკვები დაიხარჯება გოჭის დაბადებიდან 6 თვემდე გასაზრდელად 110 კილოს ფარგლებში

მადლობა

Posted by: kaxaberski66 9 Jul 2020, 20:50
ამ თემაზე ვანო მახსენდება ხოლმე.

Posted by: Ronaldo9 24 Jul 2020, 12:22
user posted image

ჩემს გოჭს შევამჩნიე ეს გამონაყარი ამ დილას და როგორ ვუმკურნალო??

Posted by: kaxaberski66 24 Jul 2020, 20:27
Ronaldo9
კარგ ვეტერინარს აჩვენე.

Posted by: s1mpsOnA 25 Aug 2020, 12:57
QUOTE (Jack_Sparrow @ 9 Jul 2020, 17:22 )
სალამი, ვინმეს ცხრილი ხომ არაგაქვთ რამდენი საკვები დაიხარჯება გოჭის დაბადებიდან 6 თვემდე გასაზრდელად 110 კილოს ფარგლებში

მადლობა

საშუალოდ 2-2.5 კგ უნდა იანგარიშოთ 6-7თვემდე
1 თვიდან რო დაიწყებთ საკვების მიცემას 300-350 კგ უნდა მარცვალი

Posted by: s1mpsOnA 7 Sep 2020, 13:01
80 კვ. მეტრამდე ვაშენებ ფერმას ბაქტერიაზე,
გაქვთ ვინმეს ბაქტერიაზე მოწყობილი შენობა?

Posted by: RvP10 11 Sep 2020, 13:47
იდეალურად რომ გამოკვებო 6-7 თვემდე, დაახლოებით რა ჯდება 1 ღორის შენახვა ხომ არ იცით?

ვგულისხმობ სრულყოფილ რაციონს, არაფერი რო მოაკლო და არც ზედმეტი მისცე არაფერი.

ან კომპანია ხო არ გეგულებათ რონელიმწ, ყველა აუცილებელი საკვებით რომ ვაჭრობდეს და კონსულტაციის გაცემის უნარიც რომ ჰქონდეს?

Posted by: guriaaa 6 Oct 2020, 17:57
ქვეყნები, საიდანაც საქართველო ღორის ხორცს ყიდულობს

2020 წლის 8 თვეში (იანვარ-აგვისტო) საქართველომ ჯამში 8,872 ტონა (18,372 მლნ აშშ დოლარი) ღორის ხორცის (ცოცხალი, გაცივებული, ან გაყინული) იმპორტი განახორციელა.

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, ყველაზე მეტი პროდუქტი საქართველომ შემდეგი ქვეყნებიდან შეიძინა:

ბრაზილია - 5,912 ტონა
კანადა - 1,107 ტონა
პარაგვაი - 864 ტონა
არგენტინა - 660 ტონა
გერმანია - 107 ტონა
ჩამონათვალშია ასევე: ავსტრია, ფინეთი, საფრანგეთი, იტალია, პოლონეთი რუსეთი და აშ.

რაც შეეხება 2019 წლის მონაცემებს, გასულ წელს ქვეყანამ 15,820 ტონა (30,493 მლნ აშ დოლარი) ღორის ღორცი (ცოცხალი, გაცივებული ან გაყინული) შეიძინა.

იმ ქვეყნების ჩამონათვალი კი, საიდანაც საქართველომ 2019 წელს ყველაზე მეტი პროდუქტი შეიძინა, ასე გამოიყურება:

ბრაზილია - 12,778 ტონა
კანადა - 1,513 ტონა
გერმანია - 270 ტონა
აშშ - 238 ტონა
ესპანეთი - 229 ტონა
ჩამონათვალში მოხვდნენ: ავსტრია, ბელგია, ჩილე, დანია, ფინეთი, საფრანგეთი და სხვა.

შეგახსენებთ, რომ შემოსავლების სამსახურის ცნობით, ფოთში შემოტანილი გაყინული ხორცი განადგურდა. მათივე ინფორმაციით, დადგინდა, რომ პროდუქტი არ აკმაყოფილებდა საქართველოს იმპორტის სასაქონლო ოპერაციის მოთხოვნებს და საფრთხეს წარმოადგენდა საზოგადოებრივი ჯანმრთელობისათვის

Posted by: kkaaxxaa 25 Dec 2020, 13:35
მოგესალმებით,
ხომ არ იცით რა ღირს ამ პერიოდში ლანდრის ან ზოგადად სახორცე ჯიშის ღორები? და სად შეიძლება შეძენა? გაზაფხულისთვის მინდა და მაწყობს ქვ. ქართლის ტერიტორიაზე (წალკა, თეთრიწყარო, მარნეული, კოდა-თელეთი).

Posted by: gobisha 21 Feb 2021, 12:10
დღეში რამდენჯერ უნდა ჭამა ღორსა?

Posted by: kkaaxxaa 23 Feb 2021, 11:37
gobisha
შეიძლება ნებაზე აჭამო ან ორჯერ დღეში. მთავარია საკვების რაოდენობა იყოს დაცული.
საკვების რაოდენობა კი დამოკიდებულია ღორის ასაკზე, მიზანზე (სასუქი, სადედე, მაკე, დედა, გადასარჩევი, საკერატე) და კვების რომელ რეჟიმზე გყავს მაგასაც გააჩნია. თუ სუქების პერიოდშია და ასცდა უკვე 4 თვეს, მაშინ შეიძლება დღეში 3 კილო ან ცოტა მეტი საჭმელიც მოითხოვოს.
თუ დაყრილი ყავს მაშინ კიდევ მეტი საკვები უნდა, დღეში საშუალოდ 5 კგ. მაგ დროს რძე არ უნდა გაუშრეს. თუ ჯერ 2-3 თვის არის, მაშინ დღეში საშუალოდ 1,5-2,5 კგ. საკვებია რეკომენდირებული. მაკეობაშიც დაახლოებით 1,5-2 კგ-ს მოითხოვს ხოლმე. კერატებიც თითქმის იგივე, დღეში მაქვს 2,5 კგ. ნორმალურია. არ უნდა გადასუქდეს თორე მერე ვეღარ ივაჟკაცებს. ასევე არ უნდა გადაგისუქდეს შესაჯვარებლად გამზადებული ნეზვი. სადღაც 5-6 თვიდან უკვე საჭიროა წონის კონტროლი სადედე ღორებზე.

Posted by: FDA 27 Mar 2021, 16:03
რატომ არის ეს თემა გაჩერებული ? მორჩით ღორების ფერმას?

Posted by: shuma89 14 Sep 2021, 21:12
მაქვს ყვითელი სიმინდი არაჰიბრიდი ზესტაფონში, ტარო 70 თეთრი. იქნება 8-10 ტონის ფარგლებში. მისამართი ზესტაფონის რაიონი სოფელი აჯამეთი.
ვიცი რომ კახეთში უფრო იაფია, მაგრამ იმერეთში ძვირია მანდედან ჩამოტანილი და ადგილობრივიც რათქმაუნდა. ასე, რომ ვინც დასავლეთში ხართ მათთვის ნამდვილად კარგი ფასია 70 თეთრი, კახეთიდან ჩამოტანილი მაინც ამდენი ჯდება ან მეტი.
სრული მოსავლის ყიდვის შემთხვევაში შეიძლება ფასზე დალაპარაკება. ჩემთვის 1 ტონამდე დავიტოვებ მეტი არ დამჭირდება.

Posted by: shuma89 21 Sep 2021, 22:46
user posted image


user posted image

3 ტონაზე ზემოთ 65 თეთრი. ნაკლების შემთხვევაში 70
* * *
user posted image


user posted image

3 ტონაზე ზემოთ 65 თეთრი. ნაკლების შემთხვევაში 70

Posted by: SPLIYVI 2 Aug 2022, 15:33
https://m.youtube.com/watch?v=zPViC5KryJ4

პიპლ, ამაზე იცით რამე?

Posted by: don gajetino 2 Aug 2022, 23:07
ფბ გვერდი ან რამე არ აქვს მაგ ბიჭს? :დ

Posted by: SPLIYVI 3 Aug 2022, 00:34
QUOTE (don gajetino @ 2 Aug 2022, 23:07 )
ფბ გვერდი ან რამე არ აქვს მაგ ბიჭს? :დ

გუგლმა მხოლოდ ეს და 2 წლის ვიდეო ამოაგდო.

ერთს უნდა გაკეთება რა და მაინტერესებს.
ვინცხა ნახა და აქვს სახლში. 1 ღორი და 12 ცალ გოჭს ყიდის ეხლა.
ხოდა ყველაფრის გაგება მინდა.
კაროჩეო წაიყვანე, არაფერი არ უნდა მოვლაო ხოდა აშენდებიო.
ხოდა დიდი რიჟა თემა მგონია

Posted by: barka1 17 Feb 2023, 11:15
QUOTE (SPLIYVI @ 3 Aug 2022, 00:34 )
QUOTE (don gajetino @ 2 Aug 2022, 23:07 )
ფბ გვერდი ან რამე არ აქვს მაგ ბიჭს? :დ

გუგლმა მხოლოდ ეს და 2 წლის ვიდეო ამოაგდო.

ერთს უნდა გაკეთება რა და მაინტერესებს.
ვინცხა ნახა და აქვს სახლში. 1 ღორი და 12 ცალ გოჭს ყიდის ეხლა.
ხოდა ყველაფრის გაგება მინდა.
კაროჩეო წაიყვანე, არაფერი არ უნდა მოვლაო ხოდა აშენდებიო.
ხოდა დიდი რიჟა თემა მგონია

გაარჯობა ღორის 25 % იანი კონცენტრატი დამზადება როგორ შეიძლება.
რეცეპტი თუ გაქვთ ვინმეს.
* * *
გაარჯობა ღორის 25 % იანი კონცენტრატი დამზადება როგორ შეიძლება.
რეცეპტი თუ გაქვთ ვინმეს.

Posted by: kaniga 29 Dec 2023, 14:34
გამარჯობათ.ხომ არ იცით ვინმემ სად შეიძლება ჩავაბარო გარეული ტახის ხორცი?კვირაში ერთჯერ შემიძლია შემოტანა 300-500კგ..

Powered by Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)